You are on page 1of 3

კლემენს ფონ მეტერნიხი, ავტრიის იმპერიის კანცლერი და საგარეო საქმეთა

მინისტრი, რომლის სახელი ხშირად ისეთ დიდიისტორიულ პიროვნებებთანაა


კავშირში როგორიცაა, ნაპოლეონი, ბისმარკი, ლენინი, ჰიტლერი და ასე შემდეგ. მისი
მიდგომა რევულუციების წინაამღდეგ იწყება საფრანგეთის რევოლუციიდან,
რომელსაც წინამდებარე ნაშრომში ვრცლად განვიხილავ. მოკლე ისტორიული
დისკურსის შემდეგ, აღვწერ უშუალოდ იმ პერიოდს როცა მან მიაღწია უდიდეს
წარმატებას და ფაქტობრივად მთელ ევროპას აკონტროლებდა.
მეტერნიხი 1773 წელს დაიბადა დიპლომატების ოჯახში, რამაც, ვფიქრობ, კარგ
განათლებასთან ერთად , განავითარა მასში ის უნარ-ჩვევები, რაც გამოავლინა
მომავალში კანცლერობის პერიოდში. ის იყო კონსერვატორი, მდგრადი პიროვნება
რომელიც ნაკლებად იყო მიმართული ცვლილებებისკენ, როგორც აღვნიშნე ის იყო
კონსერვატორი, რომელიც არ იზიარებდა ლიბერალურ ღირებულებებს და ეტრფოდა
აბსოლუტურ მონარქიას. ფლობდა იმ დროისთვის საერთაშორისო ენას- ფრანგულს.
მან და ტალეირანმა რეალურად მოახდინეს გადატრიალება ევროპაში და „თავის
ჭკუაზე“ ატარეს ევროპა. ვენის კონგრესის არსებობა ამის ნათელი მაგალითია.
პოლიტიკური კარიერა საკმაოდ ცუდად დაიწყო და მალევე აღმოჩნდა საფრანგეთში
ელჩად, მიუხედავად იმისა რომ ნაპოლეონთან მისი დამოკიდებულება არც
მგობრული იყო და არც სასიამოვნო. აქ მან მოახერხა საფრანგეთს გარეო საქმეთა
მინისტრთან, ტალეირანთან დამეგობრება, რათა გაეგო უფრო კარგად ის საკითხები,
სადაც მას არ მიუწვდებოდა ხელი. 1815 წლამდე სანამ ნაპოლეონს გადაასახლებდნენ
წმინდა ელენას კუნძულზე, ის თავს დაესხა რუსეთის იმპერიას, სადაც ავსტრია
იძულებული იყო, მიეღო კონფლიქტში მონაწილეობა, ფრანგების მხარეს, თუმცა მან
მოახერხა რუსეთის მეფესთან, ალექსანდრესთან იმის გარკვევა რომ რეალურად მას
არაფერი აქვს საკონფლიქტო და არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ძალას რომელიც ამ
დაპირისპირიბაში რაიმე მნიშვნელოვან როლს, შესასრულებს.
ამის შემდეგ იწყება პერიოდი, როცა მეტერნიხი სრულიად ახდენს თავისი ნიჭისა და
პოლიტიკური პოტენციალის რეალიზებას და ფაქტობრივად ერთი კაცის ხელშია
ევროპა. ნაპოლეონის დამარცხება მისთვის უკვე წარმატება იყო და ასევე ავსტრიის
იმპერიის გაფართოება. მისი ეს უდიდესი წარმატება უმეტესად განაპირობა მისმა
ძალიან კარგმა დიპლომატიურმა უნარებმა, ზოგადად ის მიიჩნევდა რომ კარგი
დიპლომატობა მდგომარეობს, შენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინო
საუკეთესოდ. მისი არარევოლუციონალისტური ბუნება მნიშვნელოვნად
უპიროსპირდებოდა ნაპოლეონის მიდგომებს, ის რაც ევროპამ ნახა საფრანგეთის
რევილუციის დროს დიდი შიშს იწვევდა მათში, სწორედ ეს იყო მაპროვოცირებელი
იმ თანხმობისა, რომელიც მიიღო მეტერნიხმა ევროპისგან, უარი ეთქვათ ყოველგვარი
რევილუციური გამოსვლებისა და რეჟიმის ცვლილებისთვის. არამედ
მეტერნიხისთვის მნისვნელოვანი და პროორიტეტი გახლდათ შეენარჩუნებინათ
არსებული მონარქიული სისტემა და რეჟიმი, რაც თავის მხრივ გარანტი ხდებოდა
მშვიდობისა და სტაბილურობის ევროპაში. ამ საერთო გადაწყვეტილებამ შექმნა
პირობა, ალიანისის ჩამოყალიბების, რომელსაც უნდა დაეცვა მშვიდობა ევროპაში და
ყოფილიყო გარანტი თუ რაიმე რევილუციური იდეა აღმოცენდებოდა ჩაეხშოთ ის
ჩანასახშივე. ევროპულ ალიანსში შევიდა ყველა მათ შორის საფრანგეთიც და არა
ინგლისი, თუმცა აღსანიშნავია რომ ისიც იზიარებდა ამ პოლიტიკას. ეს შეკრება
შედგა ავსტრიის ქალაქ ვენაში, რომლის თავმჯდომარე იყო მეტერნიხი და მიზნად
ისახავდა ნაპოლეონის ერაში წარმოქმნილი პრობლემების მეტ-ნაკლეად
მშვიდობიანად მოგვარებად და ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნებას. რეალურად
ევროპული ალიანსი გახდა მთავარი წარმატების მომტანი ავსტრიისთვის,
მეტერნიხის თაოსნობით, რადგანაც მშვიდობისა და სტალიბურობის ხარჯზე მან
მიიღო ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ევროპა, ეს იდეა მეტერნიხის არ იყო
უანგაროდ მიღწეული, რადგან იმ დროის ავსტრიამ ასე მიიღო დახმარება მთელი
ევროპისგან. დახმარება კი გამოიხატებოდა იმაში, რომ ავსტრია რეალურად იმ
დროინდელ ევრობაში ყველაზე მეტად იდგა რევილუციური საფრთხის წინაშე,
ხოლო ალიანსი აქტიურად ახსობდა წარმოქნილ რევილუციებს და ასევე აქტიურად
ილაშქრებდა განვითარის წინააღმდეგ, ავსტრიისთვის ძალიან მომგებიან პოზიციაში
ყოფნას გულისხმობდა. თავბრუდამხვევი წარმატება დროებითი აღმოჩნდა,
რადგანაც 1848 წლისთვის ევროპა მოიცვა უდიდესმა რევოლუციურმა გამოსვლებმა
ამის პირდაპირი მსხვერპლი გახლდათ ავსტრია და მეტრნიხიც გახდა იძულებული
გაქციულიყო ლონდონში, თუმცა მოგვიანებით ის დაბრუნდა სამშობლოში. მისი
სახელი ისტორიაში ასოცირდება უდიდეს დიპლომატთან და ადამიანთან რომელმაც
შეძლო გააერთიანებინა ევროპა.

ჩემი აზრით, თუ წარმატების მთავარი განმაპირობებელი მეტერნიხისთვის იყო მისი


ჭკუა და მოქნილი დიპლომატია, მშვიდობა შეენარჩუნებინა რეგიონში პროგრესის
შეფერხების ხარჯზე, მისი მთავარი შეცდომა კი მდგომარეობდა იმაში რომ ადრე თუ
გვიან განვითარების საჭიროება და ხანა დადგებოდა ევროპაში და ეს ასეც მოხდა,
მიუხედავად იმისა რომ არ იყენებდა ძალას, მისი ინტერესი მიმართული იყო
მონარქიისკენ, ვფიქრობ, იმისთვის რომ ევროპას შეეძინა ის ღირებულებები, რაც
რეალურად წარმოადგენს მას ევროპად რთულად მისაღწევი იყო მეტერნიხის
პოლიტიკის პირობებში.

You might also like