You are on page 1of 3

ტაო-კლარჯეთი - ბიზანტიური კულტურის საწყისებთან

ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა, (გამოკვლევა, ტექსტები)


ავტორები: მზია სურგულაძე (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), ნესტან ჩხიკვაძე,
ლელა შათირიშვილი, მაია კარანაძე, ნიკოლოზ ჟღენტი, ეთერ ედიშერაშვილი, თბ. 218,
გვ.40-42

ტაო-კლარჯეთის მთარგმნელ-მწიგნობართა ლიტერატურული ინტერესები მორგებული იყო


საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელ საჭიროებებზე და ძირითადად შემოფარგლული იყო
ლიტურგიკული (საღვთისმსახურო) რეპერტუარით – ტაოკლარჯული ხელნაწერები შეიცავენ
ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს, ჰიმნოგრაფიულ, ჰომილეტიკურ, პატრისტიკულ და
აგიოგრაფიულ ტექსტებს. მთლიანობაში ტაოკლარჯულ ხელნაწერთა შინაარსობრივი
სტრუქტურა და თანდართული კოლოფონები (განმარტებები) საკმარისი სისრულით
უჩვენებენ ტაო-კლარჯეთის სწავლული ბერების საქმიანობის მიმართულებას – ისინი
რჩებიან ზემოხსენებული ჟანრების ჩარჩოებში – თარგმნიან ახალს, აუმჯობესებენ ძველ
თარგმანებს, აფართოებენ სამონასტრო-საკითხავ რეპერტუარს, ავსებენ მათ საკუთრივ
ქართული აგიოგრაფიული მასალით, რომელიც კვებავდა ქართველი მორწმუნის მზარდ
ეროვნულ-სარწმუნოებრივ თვითშეგნებას, მაგრამ ტაო-კლარჯეთისათვის ჯერ კიდევ
ნაადრევია თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რომელიც ახასიათებდა
თანადროულ ბიზანტიურ მწერლობას.

ასეთია ტაოკლარჯული მწიგნობრული მემკვიდრეობის შინაარსობრივი მხარე, რაც შეეხება


თარგმანის ტექნიკას, მისთვის ნიშანდობლივია მთარგმნელობითი მეთოდის სიჭრელე,
გადამწერ-რედაქტორთა არაერთგვაროვანი მიდგომა მასალისადმი, რამაც ხელი შეუწყო ერთი
და იმავე ტექსტის, მათ შორის ბიბლიის წიგნების, რედაქციული ვერსიების წარმოქმნას.
ამასთანავე, სწორედ ტაო-კლარჯეთის მწიგნობართა წრეში მომწიფდა აზრი ქართული ენის
„სიღარიბისა“ ბერძნულთან შედარებით, მისი გამომსახველობითი საშუალებების
შეზღუდულობის შესახებ, რამაც აქაური ბერმონაზვნობა მოამზადა მთარგმნელობითი
კულტურის მომდევნო, უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად. ბიზანტიურ სამყაროსთან
მჭიდრო ურთიერთობა ტაო-კლარჯეთის ბერმონაზვნობას მუდმივად ახალ-ახალი
გამოწვევების წინაშე აყენებდა, რაც მას მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და აიძულებდა
მეტი ძალა და ენერგია დაეხარჯა იმავე ბიზანტიური განათლებისა და მწერლობის ქართულ
ენაზე გადმოსანერგად. ცნობილია, როგორ მტრულად ექცეოდნენ ბერძნები ქართველ ბერებს
ათონსა და შავ მთაზე, აბრალებდნენ უსწავლელობასა და მწვალებლობას. ქართველები,
რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ქართულენოვანი ქრისტიანული მწერლობის
მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, გრძნობდნენ ამ ბრალდებათა უსამართლობას, მაგრამ,
აღიარებდნენ ბიზანტიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღმოსავლეთის ქრისტიანული
სამყაროსათვის, ბერძნული ენის „სიწმინდეს“ და სრულყოფილებას.

ამასთანავე, ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ მმართველებს და საეკლესიო მოღვაწეებს


ბიზანტიურ (კონსტანტინოპოლის) ელიტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას
აძლევდა ახლოს გასცნობოდნენ ბიზანტიურ საგანმანათლებლო პრაქტიკას, რაც მათ, ცხადია,
დამატებით სტიმულს აძლევდა ( ადრეული შუა საუკუნეეების ბიზანტიური
ღვთისმეტყველება მდიდრდება ისეთი მოაზროვნეებით, როგორებიც იყვნენ მაქსიმე
აღმსარებელი, იოანე დამასკელი, პატრიარქი ფოტიოსი, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და
სხვ., რომლებმაც რამდენიმე საუკუნით განსაზღვრეს ბიზანტიური განათლებისა და
ფილოსოფიური აზრის აღმავალი განვითარება (იხ. С.С.Аверинцев, Философия VIII-XII вв. В кн.
Культура Византии, вторая половина VII-XII в. c. 36- 48)). საქართველოში ინტერესი ბიზანტიური
ფილოსოფიური და მეცნიერული აზრისადმი მწიფდება ეტაპობრივად, ჯერ ქართველი
ათონელების, შემდეგ ანტიოქიის სკოლის ქართველ მეცნიერ-მთარგმნელებისა და ბოლოს,
პეტრიწონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელთა გეგმაზომიერი და
თანმიმდევრული სამეცნიერო-ლიტერატურული მუშაობის შედეგად. ამ ნიშნით თუ
შევაფასებთ ტაო-კლარჯეთის მონასტრებში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ისინი,
რასაკვირველია, ჩამორჩებოდა თანადროულ ბიზანტიას და, უპირველესად, ეკლესიის
პრაქტიკულ საჭიროებებს ემსახურებოდა - მეტი ზრუნვა გამოეჩინათ საკუთარ ქვეყანაში
განათლებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის მიმართ.

ამგვარმა დამოკიდებულებამ საგანმანათლებლო პროცესისადმი განსაზღვრა კიდეც


ქართველ ბერ-მონაზონთა ლიტერატურული საქმიანობის საზღვრების გაფართოება.
ბიზანტიური კულტურისადმი ამ ორგვარი დამოკიდებულების რეფლექსიად უნდა აღვიქვათ
X საუკუნის მეორე ნახევარში უცხოეთში (სინა, ათონი, შემდეგ ანტიოქია) მოღვაწე
ქართველთა გამონათქვამები ქართული ქვეყნის „წიგნთაგან ნაკლოვანების“ ან, როგორც ამავე
მოვლენის მეორე ასპექტი, ეგზალტირებული ნააზრევი ქართული ენის მესიანისტური
დანიშნულების შესახებ. ზემოხსენებული გარემოებანი უბიძგებდა ქართველ მწიგნობარ
ბერებს უფრო თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ეზრუნათ ბერძნული ენიდან
ახალი, უფრო ზუსტი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი თარგმანების შესრულებისათვის,
დაედგინათ ბერძნულ ცნება-ტერმინთა ქართული შესატყვისობები. ყოველივე ამან ქართულ
ენას მეტი ფუნქციური შესაძლებლობები და გამომსახველობითი საშუალებები შემატა. ეს იყო
დიდი კულტურული პროცესი, რომელიც ჩაისახა ტაო-კლარჯეთის მწიგნობარ
ბერმონაზონთა წრეებში და განხორციელდა უმაღლეს პოლიტიკურ და საეკლესიო პირთა
მიერ (დავით კურაპალატი, ჩორდვანელთა დიდი საგვარეულოს წევრები).

ბიზანტიისაგან სამომავლო ემანსიპაციის ფორმულას ეს პირები „ნათესავით ქართველის“ და


„ბიზანტიური განსწავლულობის“ ნაზავში ხედავდნენ. ამ ამოცანის გადაჭრას ემსახურებოდა
მათ მიერ ათონის ივერთა მონასტრის დაარსება, რომელმაც ქართულ მთარგმნელობით
კულტურაში მძლავრი ბიძგი მისცა სრულიად ახალ ეტაპს. ტაო-კლარჯეთის ბერმონაზვნობამ
უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საქმეში. აქ
შემუშავებული ენობრივი ნორმები, ცნებები, ლექსიკა და ფრაზეოლოგია დაედო საფუძვლად
ახლად გაერთიანებულ საქართველოში საეკლესიო ღვთისმსახურებას, საღვთისმეტყველო და
სამეცნიერო ცოდნას, სახელმწიფო დიპლომატიურ მიმოწერას, ისტორიოგრაფიას,
სამართალს, მხატვრულ და საბუნებისმეტყველო აზროვნებას. ამ ენის საფუძველზე ხდება
იმჟამინდელ საქართველოში ტომობრივი და კუთხობრივი საზღვრების გადალახვა და
საერთო ქართული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ერთობის შექმნა, რომელსაც წინ
დინამიკური განვითარების კიდევ სამსაუკუნოვანი გზა ელოდა.
ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კერებში შეიქმნა ქართული აგიოგრაფიული და
ჰიმნოგრაფიული ლიტერატურის უბრწყინვალესი ნიმუშები („გრიგოლ ხანცთელის
ცხოვრება“, „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, „მიქელ-გობრონის მარტვილობა“, მიქაელ
მოდრეკილის „იადგარში“ შესული ქართველ ავტორთა ჰიმნები); პირველად აქ, ტაო-
კლარჯეთის მოღვაწეთა წრეში, იქნა გაცნობიერებული შუასაუკუნოვანი ქართული
ეთნოკულტურული იდენტობის გამომხატველი ცნებები: „ქართლი“, „ნათესავით
ქართველი“, „ქართული ენა“; პირველად აქ იქნა მოძებნილი ეროვნულ-სარწმუნოებრივი
შინაარსის ფორმულა ქვეყნის (ქართლის) კულტურული საზღვრების აღსანიშნად; ტაო-
კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების საღვთისმსახურო რეპერტუარში მსოფლიო ეკლესიის
წმინდანთა გვერდით იქნა შეტანილი ქართული ეკლესიის წმინდანების საკითხავები; აქ
მოიძიეს და სასწავლო-საგანმანათლებლო კრებულში შეიტანეს ქართლის გაქრისტიანების
უძველესი ისტორია („მოქცევაჲ ქართლისაჲ“). დაბოლოს, ტაო-კლარჯეთში აღიზარდა
სასულიერო და საერო მოღვაწეთა ახალი ელიტა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შენების
გზაზე კონსტანტინოპოლისაკენ მიმართა კულტურული განვითარების ვექტორი და
გრძელვადიან პერსპექტივაში განჭვრიტა იმ დროისათვის ყველაზე დაწინაურებული
ბიზანტიური განათლების ქართულ ენაზე გადმონერგვის მნიშვნელობა.

ბიბლიის წიგნთაგან ყველაზე მეტი რაოდენობით ტაოკლარჯულ ხელნაწერთა შორის


ოთხთავია შემონახული. მათგან უადრესი, ადიშის ოთხთავი, სინური მრავალთავის (864)
შემდეგ უძველესი ქართული თარიღიანი (897) ხელნაწერია. ადიშის ოთხთავი უძველესია
აგრეთვე მინიატიურული მხატვრობით შემკულ ქართულ ხელნაწერთა შორისაც. იგი
დამზადებულია შატბერდის სკრიპტორიუმში მონასტრის წინამძღვარ სოფრონის დაკვეთით.

You might also like