You are on page 1of 3

მარიამ ციხელაშვილი

,,ღამის მატარებელი“

,,ღამის მატარებელი“ მარტინ ემისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. იგი,


ერთი შეხედვით, კლასიკური დეტექტივისთვის დამახასიათებელი თვისებებით
ხასაითდება, თუმცა მისგან მაინც განსხვავდება. მისი წაკითხვისას მკითხველს ამა
თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით უფრო და უფრო მეტი კითხვა უჩნდება,
ცდილობს თავად დაალაგოს ფაქტები და სამხილები, თუმცა უშედეგოდ. ,,ღამის
მატარებელში“ ავტორი არ პასუხობს მთავარ კითხვას- თუ რატომ ხდება ესა თუ ის
მოვლენა. პოსტმოდერნისტულ ტექსტებში, მკვლელობის ჩასადენად პატარა
მიზეზიც საკმარისია, ყველაფერი ალოგიკური და ორაზროვანია, შესაძლოა
სამხილების წყალობით სხვა მხრივ დაიწყო ფიქრი, როგორც ეს მოხდა მარტინ ემისის
ტექსტში, როდესაც ნახეს რომ ჯენიფერს 3 ტყვია ჰქონდა ნასროლი იფიქრეს, რომ
მკვლელობა იყო მომხდარი, თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ სულაც არ არის საჭირო
თვითმკვლელობისთვის აუცილებლად ერთხელ ისროლოს ადამიანმა და მხოლოდ
ერთი მხრიდან ვერ დაადგენ სიმართლეს.

დეტექტიურმა ჟანრმა განვითარების მრავალამხრივი გზა განვლო. პირველი ავტორი,


რომელმაც ლიტერატურაში ამ ჟანრის ელემენტები შემოიტანა, იყო-ედგარ ალან პო.
მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც დაიწყო დეტექტიური ჟანრის განვითარება,
მკვლელობა მხოლოდ ჩაკეტილ სივრცეში ხდებოდა. იმდროინდელ ტექსტებში
კარგად არის გამოკვეთილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, იკვრება კვანძი,
რომელიც ფინალისას ყოველთვის იხსნება მკითხველისთვის ყველაფერი აშკარა
ხდება.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ლიტერატურის ეს ჟანრი უფრო და უფრო


ვითარდებოდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ამ ჟანრის მნიშვნელოვანი
წარმომადგენლები არიან; კონან დოილი, და მოგვიანებით, უკვე მე-20 საუკუნის
დასაწყისში აგათა კრისტი, რომლის შემოქმედების პერიოდსაც ,,დეტექტივის ოქროს
ხანას“ უწოდებენ. ამ პერიოდში დეტექტიური ჟანრის ცვლილება აშკარაა. მოქმედება
გასცდა ჩარჩოებს, ჩაკეტილი სივრცის ნაცვლად მკვლელობი ხდება ღია სივრცეშიც.
გამომძიებლებთან ერთად ყოველთვის ჩანს მეორე პირი, რომლებიც ერთად
ცდილობენ სიმართლის დადგენას, ერთად მოქმედებენ და იღებენ
გადაწყვეტილებებს. მსგავსად 40-იანი წლებისა, უფრო გვაინდელ ტექსტებშიც
მოქმედებებს შორის არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ტყუილად არაფერი ხდება
და თითოეულ დეტალს ექცევა დიდი ყურადღება. დეტექტიური ჟანრის ეს
დამახასიათებელი ნიშანი კარგად არის აღწერილი შერლოკ ჰოლმსში.

მოგვიანებით, 1950- იანი წლებიდან, ამ ჟანრმა უფრო დიდი ტრანსფორმაცია


განიცადა. ეს დამოკიდებული იყო ადამიანთა მსოფლმხედველობაზე, მათ
ინტერესებსა და წარმოდგენებზე. ამ პერიოდის ნაწარმოებში მკვლელობების
უმეტესობა ღია სივრცეში- ტბასთან, მდინარესთან, ქუჩაში, ტყეში ხდებოდა.
გამოძიებლების გვერდით აღარ გვხვდებიან სხვა დამხმარე პირები. ასევე
აღსანიშნავია ისიც, რომ მე-20 საუკუნის თითქმის ყველა გამომძიებელი ერთნაირი
ტიპაჟია. მათი ასაკი მერყეობს დაახლოებით 35-40 წლამდე. იგი ეწევა სიგარეტს, არის
ბარისა და რესტორნის ხშირი სტუმარი, მისი ფინანსური მდგომარეობა არ არის
სახარბიელო, არ ჰყავს გვერდით ისეთი ადამიანი, ვისაც ბოლოდე ენდობა და
ვისთანაც ბოლომდე გაიხსნება, მისთვის დამახასიათებელია მუდივი სიმარტოვის
განცდა. პოსტმოდერნისტული ხანის ტექსტებში, როგორც ,,ღამის მატარებელში“
სიტყვებს დიდი ყურადღება არ ექცევა, შესაძლოა მკითხველმა რომელიმე
კონკრეტულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს, თუმცა სინამდვილეში იგი
არაფრის მომტანი აღმოჩნდეს და ტექსტის ბოლოსაც გაუგებარი აღმოჩნდეს მისი
დაწერის ფუნქცია. მარტინ ემისის ამ ნაწარმოებში, მთავარ პერსონაჟს საკმაოდ ბნელი
და გაურკვეველი წარსული აქვს, რაც ამ ჟანრისთვისაა დამახასიათებელი. არ
გვხვდება არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და კვანძის გახსნა. რა თქმა უნდა,
გაუგებარია მკვლელობის მოტივი და არსი. სამხილების არსებობასთან ერთად
სიმართლისგან უფრო შორს მიჰყვხარ პოსტმოდერნისტულ დეტექტივს და უფრო და
უფრო გიჭირს სინამდვილის აღქმა. ამის ერთადერთი ახსნა შესაძლოა იყოს ის, რომ
მსოფლიოში ყველაფერი ქაოსურია, არაფერი ხდება მიზეზ- შედეგობრივად და
შესაბამისად, მკითხველისთვის უმნიშვნელო ხდება იმაზე, პასუხი, თუ რატომ მოხდა
ესა თუ ის მოვლენა. ამაში დასარწმუნებლად, ტექსტში ნახსენებია ლითიუმი,
რომელიც იწვევს სექსუალური ცხოვრების დაქვეითებასა, თუმცა, ამავდროულად
მეორე პერსონაჟი ამბობს, რომ ჯენიფერთან შესანიშნავი სექსუალური ურთიერთობა
ჰქონდა და ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ალოგიკური და ყოველგვარ აზრს
მოკლებულია. მოცემულ ტექსტში, სიუჟეტის მიმდინარეობისას გაუგებარია
ნამდვილად მოხდა თუ არა დანაშაული, რთულია მოვლენების ერთმანეთთან
დაკავშირება, არ არის კვანძი. ამგვარად, დეტექტიური ჟანრი მე-19 საუკუნესთან
შედარებით, პოსმოდერნისტულ ეპოქაში სრულიად არის გარდაქმნილი და რთულია
მისი შედარება მაგალითად აგათა კრისტის ნაწარმოებებთან.

You might also like