You are on page 1of 121

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

ქართული ნაქარგობის
ტექნიკა
მეთოდური მითითებები

ქუთაისი 2017
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
პროფ. ომარ ლანჩავა

ავტორ-შემდგენლები:
ელისო ჩუბინიძე
ირინა უგრეხელიძე

რედაქტორი:
იზოლდა მელიქიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
პროფესორი.

მეთოდური მითითებების მომზადებისას დიდი დახმარება გაგვიწია საქართველოს


ეროვნული მუზეუმის - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის, შალვა
ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის; საქართველოს ხალხური და გამო-
ყენებითი მუზეუმის; სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფი-
ული მუზეუმის ხელმძღვანელებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა.
ნამაგრი სითვის ტექნიკურ ხერხების კვლევისას უშუალო კონსულტაციას გვიწევდა
ჩვენი დროის ქართული ნაქარგობის გამორჩეული ოსტატის, აწ განსვენებული დე-
და თამარის ( ე.უროტაძე) მიერ გამოზრდილი ოსტატი, ზემო ვარძიის ღვთისმშობ-
ლის მიძინების მონასტრის მონაზონი ელენე (ნახუცრიშვილი).
აქვე მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ:
ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია
ნატალია (ქაფიანიძე), მონაზონი ანტონინა (მინაძე), მორჩილი მარიამი (აბულიანი),
მარტვილის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი( გამ-
ყრელიძე),
სამტრედიის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის დედათა მონასტრის
იღუმენია სოფიო (გამანიოკ-კოხრეიძე), მონაზონი ქეთევანი (ეფრემიძე), მონაზონი
ელისაბედი (ხუჭუა),
ცაგერის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ფოტინე (ფართლა-
ძე - მამულაშვილი),
კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის იღუმენია ნანა (სამე-
ლია),
ოჭანეშის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია დინარა (ქვარაია).
მღვიმევის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის იღუმენია პარასკევა (ფაჩუაშ-
ვილი), მონაზონი ნინო (ჭუმბურიძე),
თბილისის ფერიცვალების მონასტრის იღუმენია მარიამი (მელიქიძე), მონაზონი კა-
სიანა (ყურაშვილი).
მქარგავი ოსტატები: ელისო არაბული, დარიკო თევდორაძე, ეკატერინე ახვლედიანი,
ბარბარე რამიშვილი, ლია ანიაშვილი, ნელი ლომსაძე, რომელთა ნამუშევრები
საილუსტრაციოდ გამოყენებულია მეთოდურ მითითებაში.

2
სარეცენზიო წიგნი შედგება შესავალისა და რამდენიმე ძირითადი საკითხისაგან,
თითოეული საკითხი რამდენიმე ქვესაკითხს მოიცავს, რომელიც შესაძლებლობას
იძლევა მკითხველმა ერთი შეხედვისთანავე მიაგნოს მისთვის სასურველ მასალას.
წიგნს კეთილშობილური მიზნები აქვს - ,,დახმარება გაუწიოს ქართული
ტრადიციული ნაქარგობის შესწავლის მსურველთ“, რაც მაღალ დონეზეა
მიღწეული. იგი თანმიმდევრულად გადმოსცემს ტრადიციული ქარგვის ტექნიკას
და თანაც ისე დაწვრილებით, რომ ადვილად აღსაქმელია ნებისმიერი დონის
მქარგველისათვის. წიგნს ახლავს ვიზუალური, თვალსაჩინო ფოტო-მასალა და
გრაფიკული ჩანახატები, რაც ასევე უდაოდ დადებითი მხარეა წიგნისა. წიგნი
დასრულებულია იმ ლიტერატურის მითითებით, რითაც უსარგებლიათ ავტორ-
შემდგენელებს.
წიგნი დაწერილია კარგი გამართული ქართულით და საკითხის ღრმა ცოდნით.
ამჟამად ქართველ მქარგველთა ნაწარმში აღრეულია ტექნიკა, სტილი. უმეტესად
უგემოვნოდ შესრულებული ნაწარმი გვხვდება გამოფენებზეც. ვიმედოვნებ, ეს
წიგნი კარგი სხელმძღვანელო იქნება მქარგველებისათვის და მომავალში ქართულ
ნაქარგ ნაწარმს ისევ დაუბრუნდება თავისი ამაღლებული, დახვეწილი სტილი და
შეიქმნება ტრადიციულობის დაღდასმული ნიმუშები. წიგნის მეთოდური
მითითებები დიდად დაეხმარება ჩვენს მოსაქმე ქალებს, რითაც ისინი
თვითმყოფადობას შეიძენენ და ამით შესაძლებლობა ექნებათ მხატვრული ქარგვის
მაღალი დონის ნიმუშების შექმნისა. კარგი ხელმოსაქმენი კი ადვილად
დასაქმდებიან დიდ თუ მცირე საწარმოებში, ამის გარდა თავადაც შეეძლებათ,
სათანადო ცოდნით აღჭურვილებმა თვითონვე შეჰქმნან ქალთა ქარგვის კურსები,
გაერთიანებები თუ მცირე საწარმოები, რაც ასე საჭიროა ჩვენი დღევანდელი
ყოფისათვის.

რეცენზენტი:
ნანული აზიკური - ისტორიის დოქტორი, თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტუს საქართველოს ეთნოლოგიის
განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. ტრადიციული რეწვის პედაგო-
გი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი.

მეთოდური მითითების პუბლიკაცია ხორციელდება შოთა რუსთაველის


ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერთ.

3
4
შესავალი

ქარგვა ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და მსოფლიოს


ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ყველა ერს მისთვის დამახასიათებელი
ნაქარგობის სახე, ორნამენტი, ფერთა შეხამება, კომპოზიცია და შესრულების
ტექნიკა გააჩნია. გამონაკლისს არც ქართველი ერი წარმოადგენს. ქართველი
ხალხი უძველესი დროიდან ფლობდა ფეიქრობის, ქარგვისა და ქსოვის ხე-
ლოვნებას – „ქსოვა - მქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხა-
ნაში ყოფილა გავრცელებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ
ოჯახებს წესად მოსდევდათ. რთვა - ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა, ქართულ ოჯახში
ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი ხურჯინ-ჯეჯი-
მები და წინდები ქმრის ოჯახისთვის მიჰქონდა“– აღნიშნავს ივ. ჯავახიშვი-
ლი.
ქარგვის ხელოვნების განვითარებასა და ევოლუციის პროცესში
ყოველ ისტორიულ ეპოქას განსაკუთრებული ნიშნები შეჰქონდა. ქართულ-
მა ქარგულობამ სხვადასხვა პერიოდში ბიზანტიის, სპარსეთის, რუსეთისა
და დასავლეთ ევროპის ხელოვნების გავლენა განიცადა, მაგრამ მიუხედავად
ამისა ქართველმა მქარგველებმა შეინარჩუნეს ადგილობრივი ორნამენტუ-
ლი მოტივი და იკონოგრაფიული ტრადიციები.
ქართველი ხალხი საუცხოო ნაქარგ ნივთებს ქმნიდა. სახოვანი და ორ-
ნამენტული ნაქარგობით იმკობოდა საერო თუ სასულიერო დანიშნულების
ქსოვილები, ტაძრებისა და სასახლეების ინტერიერი, სამოსი, საყოფაცხობ-
რებო და საღვთისმსახურო ნივთები. საუკუნეთა განმავლობაში იცვლებო-
და ნაქარგობათა სახეები, ორნამეტის კომპოზიცია და მნიშვნელობები. ამ
შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშებმა ჩვენამდე არც თუ უმნიშვნელო რაოდე-
ნობით მოაღწია. მათი უმეტესობა მასალის მალფუჭებადობისა და გარეშე
მტერთაგან არაერთგზის დარბევა-გაძარცვის გამო ნადგურდებოდა. გადარ-
ჩენილი უძველესი ნიმუშები, როგორც ხელოვნების ძეგლები, საქართველოს

5
სხვადასხვა მუზეუმებშა დაცული. ოქრომკედით ნაქარგ ნივთებს - ქართუ-
ლი კაბის ულამაზეს აქსესუარებს, გულისპირებს, სარტყლებსა და თავსაკრა-
ვებს, ქისებს, სათუთუნეებს, ხელჩანთებს, იარაღის ბუდეებს, ცხენის აღკაზ-
მულობას და სხვა ნაქარგობებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.
საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ნაქარგობის სხვა-
დასხვა სახეობა. მათ შორის, ქართული ყოფისათვის ყველაზე
დამახასიათებელი, ორმხრივი და ნამაგრი სითვით შესრულებული
ნაქარგობაა. ამ სახეობებს ძირითადად აბრეშუმისა და ხავერდის შესამკო-
ბად იყენებდნენ. სახოვან გამოსახულებებთან ერთად გავრცელებული იყო
მცენარეული ორნამენტების გამოსახვა. ხშირად იყენებდნენ ნაყოფიერებას-
თან დაკავშირებულ სახეებს – თავთავებს, ყურძნის მტევნებს, ყვავილებს,
ფოთლებს, ვაზის ხვეულებს, მცენარის ტოტებს, რომელთა საშუალებით
სიცოცხლის ხის ასოცირება ხდებოდა.
საქართველოს მთიან რეგიონში ძირითადად გავრცელებული სახე-
ობაა ჯვრული ნაქარგობა, რომელიც უმეტესად ხევსურულ სამოსზე
გვხვდება. ხევსურული ორნამენტი მკაცრად გეომეტრიულია და მისი
მთავარი ფიგურა ჯვარია. ჯვრული ორნამენტი ხევსურთათვის მხოლოდ
რელიგიური ნიშანი როდი იყო. მას ბოროტი ძალებისაგან თავდაცვის ფუნ-
ქცია გააჩნდა. უძველესი დროიდან ის გამოისახებოდა, როგორც სამყაროს
ოთხი მხრის აღმნიშვნელი სიმბოლო ნიშანი.
ქართველი ოსტატები ქარგვისას ტრადიციულად იყენებდნენ რო-
გორც ეროვნულ, ისე აღმოსავლურ დეკორატიულ მოტივებს, ითვისებდნენ
და ეუფლებოდნენ ოქრომკედის დამზადების რთულ ტექნიკას. განსაკუთ-
რებული ყურადღება ექცეოდა ფერებს და მათ ურთიერთშეხამებას. ესთეტი-
კური დანიშნულების გარდა ორნამენტი ხშირ შემთხვევაში სიმბოლური
მნიშვნელობის მატარებელი იყო. ნაქარგობები ერთმანეთისაგან გასხვავდე-
ბიან გამოყენებული მასალების (საქარგავი ძაფი, ქსოვილი და სხვ.), ნაკერის
(გვირისტის) სახეების, საქარგავი სამარჯვი ინსტრუმენტების, ქარგვის ხერ-
ხების, შესრულების სირთულის და შრომატევადობის მიხედვით.
ძველი ქართული ნაქარგობის ტექნიკის აღდგენისათვის მიზანშეწო-
ნილად მივიჩნიეთ შეგვედგინა მეთოდური მითითებები, სადაც ჩვენს მიერ
ჩატერებულ დაკვირვების შედეგად მოვახდინეთ ქარგვის ტექნოლოგიის
აღწერა, ხერხები და მეთოდები. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ შედგენილი მე-
თოდოლოგია დახმარებას გაუწევს ქართული ტრადიციული ნაქარგობის
შესწავლის მსურველთ და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავიდან
ავიცილოთ სამოყვარულო დონეზე სწავლების მოკლე კურსის დროს
წარმოშობილი მოსალოდნელი შეცდომები.

6
I. ნაქარგობის შესრულების ტრადიციული ტექნიკა

საქარგავი მასალები და ხელსაწყოები

ქარგვისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების მომზადებასთან ერ-


თად მიზანშეწონილია სწორად შერჩეულ იქნას სახელოსნო. ოთახი, სადაც
განთავსდება მქარგველის სამუშაო ადგილი. საქართველოში ქარგვა უძვე-
ლესი დროიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ძირითადად ქა-
ლის საქმიანობას წარმოადგენდა და გავრცელებული იყო საზოგადოების
ყველა ფენასა და ოჯახში. ძველ საქართველოში ქარგვის სახელოსნოები მო-
წყობილი ყოფილა ეკლესია-მონასტრებსა თუ დიდგვაროვანთა სასახლეებ-
ში. ამ საქმიანობას ეწეოდნენ თვით დედოფლები და მათი ასულები. სამეფო
ოჯახის წევრები დიდი მონდომებითა და სიყვარულით ხელსაქმობდნენ და
თავიანთ ნაღვაწს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ. მქარგველთაგან ცნობი-
ლია დედოფალი მარიამი, როსტომ მეფის მეუღლე; დედოფალი ანა-ხანუმი,
თეიმურაზ II მეუღლე; ბატონიშვილი თუთა, ვახტანგ I დედა; ბატონიშვილი
გულქანი, ოტია დადიანის მეუღლე; ლელა ბატონიშვილი, ლუარსაბ II და;
ბატონიშვილი ხვარამზე, ვახტანგ VI და; ელენე დედოფალი, თეიმურაზ I
მეუღლე და სხვა მრავალი, რასაც თავად ნაქარგობაზე არსებული წარწერე-
ბი, ეკლესია-მონასტრების ცხოვრების წესის აღმნუსხველი დოკუმენტები
და მზითვის წიგნები გვიდასტურებს. მხატვრული ნაქარგობის შექმნის
ისტორია საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, თუმცა
გარკვეული დროის განმავლობაში ხელოვნების ეს დარგი მივიწყებას მიეცა.
საქარგავად სპეციალურად კარგად განათებულ გარემოს არჩევდნენ.
ეს დეტალი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანამედროვე საქარგავი სახე-
ლოსნოების მწყობისას, სადაც სასურველია ბუნებრივი განათება
მქარგველის სამუშაო ადგილს დღის განმავლობაში თანაბრად ანათებდეს.
თუ ამის საშუალება არ იქმნება, მაშინ ხელოვნური განათების წყარო უნდა
იქნას გამოყენებული, რომელიც ზემოდან ქვემოთ მიმართული,
მქარგველის თვალისათვის დახურული და უსაფრთხო იქნება.

7
სურ.1 ხელსაქმის ძველებური ყუთები

მქარგავმა საჭირო ხელსაწყო-ინვენტარი სპეციალურად განკუთვნილ


მაგიდაზე ხელსაქმის ყუთში უნდა მოათავსოს, რათა დროის დაუკარგავად
და სწორად წარმართოს სამუშაო პროცესი.
წინამდებარე თავში გავეცნობით იმ ხელსაწყოებსა და მასალას, რო-
მელიც საჭიროა ნაქარგობის შესრულების ტრადიციული ტექნიკის აღდგე-
ნისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის. განვიხილავთ მასალის სხვა-
დასხვა სახეობებსა და ხელსაწყოებს, როგორიცაა აბრეშუმის, ვერცხლმკედი-
სა და ოქრომკედის ძაფი, ვერცხლისა და ოქროს თმა, ზეზი, ნაქარგობის შე-
სამკობად საჭირო სხვადასხვა სამკაულები (ძვირფასი და ნახევრადძვირფას-
სი ქვები, კილიტები, მძივები, და სხვ.) აღვწერთ და დავახასიათებთ იმ საჭი-
რო ხელსაწყოებს, რომლებიც ნაქარგობის ტრადიციული ხერხების შესასრუ-
ლებლადაა საჭირო.
დასაქარგი ქსოვილები. უძველესი დროიდან საქართველოში
ნაქარგობის ნიმუშების შექმნა დაკავშირებული იყო მრავალფეროვან და
მრავალსახოვან საფეიქრო ნაწარმთან. დიდი პოპულარობით სარგებლობდა
სელის, ბამბის, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილები (ფარჩა, დიბა, ატლასი,

8
სურ. 2. ტილოს ქსოვილები

9
სურ.3. ატლასისა და ხავერდის ქსოვილები

სურ.4. სახიანი აბრეშუმის ქსოვილები

სტავრა, ოქსინო, ტაფტა და სხვ.). ოქრომკედით ნაქარგი ნივთი, როგორც წე-


სი ხანგრძლივი ექსპლოატაციისათვისაა გათვალისწინებული, ამიტომ ნა-
ქარგობისათვის გამოყენებული ქსოვილები უმჯობესია იყოს ნატურალური,
რადგანაც ისინი დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ თვისებებს (სიმტკი-
ცეს, გარეგნულ იერს).
თანამედროვე მხატვრულ ქარგულობაში ნივთის დანიშნულებიდან
გამომდინარე იყენებენ სხვადასხვაგვარ ქსოვილებს − ატლასს, ტაფტას, ხა-
ვერდს, ტყავს და ა.შ.

10
ოქრომკედით ან ვერცხლმკედით ქარგვისას, ნაქარგობა ყოველთვის
სრულდება ორ ქსოვილზე. ნაქარგობის ფონისათვის უმეტესად
გამოყენებულია ერთი ტონალობის სადა ან ფაქტურული ზედაპირის მქონე
(სადა აბრეშუმი ან სახიანი ოქროქსოვილი) ქსოვილი, რომელიც დუბლირე-
ბულია დამხმარე ქსოვილით (სხვადასხვა სისქის ტილო, სელი, ბამბის ქსო-
ვილი და სხვა).
ქარგვის დაწყებამდე აუცილებელია ქსოვილის ისე დამუშავება, რომ
ის დაქარგვის შემდეგ არ შედგეს (არ მოიკლოს) ამისთვის საჭიროა
ქსოვილი წყალში გაივლოს და შემდეგ დაუთოვდეს. ხავერდის ქსოვილი
უნდა დაეფინოს ხაოიან პირსახოცზე, დაინამოს უკუღმა მხრიდან და ისე
დაუთოვდეს.
საქარგავი ძაფები. ოდითგანვე ქსოვილის ნაქარგობით შესამკობად
გამოიყენებოდა ოქროს, ვერცხლის ან სხვა ფერადი ლითონის თმა, ოქრომკე-
დი, ვერცლმკედი, ოქროსა და ვერცხლის სხეპლა, ზეზი (ოქროს ძაფი შეს-
თული აბრეშუმის ფერად ძაფთან), კლაპიტონი (იგივე კლანჭური, ჭიმური)
– სპირალურად დახვეული ვერცხლის ან სპილენძის თმა, დაგრეხილი ან
შლილი აბრეშუმის ძაფი, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე
შემოტანილი ირანიდან, სპარსეთიდან, ჩინეთიდან და დასავლეთ ევროპი-
დან. საქარგავად გამოყენებული აბრეშუმის ძაფი, ოქრომკედი და ვერ-
ცხლმკედი სპეციალურად მზადდებოდა. ძაფების სხვადასხვაგვარობა განა-
პირობებდა ქარგვის სახეობათა არაერთგვაროვნებას. ძველად ფერადი ძაფის
სახვევად იყენებდნენ სპეციალურ მრავალ დანაყოფიან სახვევ კოჭებს.

სურ.5 ძაფის დასახვევი კოჭები


ოქროსა და ვერცხლის თმა, ოქრომკედი და ვერცხლმკედი კი რკინის
ან ხის მაქოებზე, ე.წ. ,,დუფთილებზე“ იყო დახვეული.
ოქროს თმის მისაღებად ოქრომჭედლები სპეციალურ ხელსაწყოს ,,ა-
დიდას“ ხმარობდნენ.

11
სურ.6. ადიდა
,,ადიდაში“ გამოყვანის შემდგომ ოქროს ან ვერცხლის თმას ატარებ-
დნენ სპეციალურ ლილვებში,(დღესაც გამოიყენება საოქრომჭედლო საქმია-
ნობაში და ,,ვალცს“ უწოდებენ) რომლის შედეგადაც თმა ბრტყელდებოდა,
გაბრტყელებულ თმას ,,სხეპლას“ უწოდებდნენ. სულხან საბა ორბელიანი
სხეპლას ასე განმარტავს: ,,ესე არს ოქროსა და ვერცხლის თმა გაბრტყელებუ-
ლი, რომელსა სპარსნი მუყაიშს უწოდებენ, ხოლო სხეპლა უფრო განფარ-
თოებული ფურცლებად არს ქანდა ან ვარაყი.“ სხეპლას მიჯრით, მჭიდროდ
ახვევდნენ მკედს (შლილ აბრეშუმს), რის შედეგადაც მიიღებოდა ვერ-
ცხლმკედის ან ოქრომკედის ძაფი. გადახვევა იმდენად მიჯრით ხდებოდა,
რომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყო აბრეშუმის ძაფის შემჩნევა.
ძაფის თუ მკედის დამზადებას საქარგავად და საქსოვად ძველ ქართულად
,,სთვა“ ეწოდებოდა, რომელიც ნებისმიერი ხარისხის ძაფის დაგრეხას გუ-
ლისხმობდა (მატყლი, ბამბა, აბრეშუმი). ხოლო ტერმინი ,,შესთვაი“ორი ან
სამი ძაფის შერევას და შეგრეხას გულისხმობს. („სითვა“ ბიბლიაში ქარგვის
პროცესის აღმნიშვნელია)
რაც შეეხება საქარგავი ძაფის ისეთ სახეობას, როგორიცაა ,,ზეზი“, აქ
ღსანიშნავია შემდეგი: საქართველოში საქარგავ მასალად უძველესი დროი-
დან გამოიყენებოდა ეგრეთწოდებული ,,ზეზი“ - ,,ოქროს თმა ძაფს შესთუ-
ლი ,,ზეზია“, ან ,,მკედი და სირმა ერთად შესთული ორფერად“; „ზეზი“ ბიბ-
ლიური სიტყვაა და სიჭრელეს ნიშნავს. ამ მასალით ქარგვისას ხდებოდა ფე-
რადი აქცენტების წინ წამოწევა ოქრომკედისა და ვერცხლმკედის გვერდით.
ზეზი არაერთფეროვანი და არაერთგვაროვანი მასალაა, რომელსაც მქარგვე-
ლი ოსტატი თვითონ ამზადებს ქარგვის პროცესის კონკრეტულ შემთხვევა-
ში საჭიროების მიზნით.
საქარგავ მასალათა შორის არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ შედარებით
იშვიათად გამოყენებული საქარგავი მასალა, ე.წ. ,,კლანჭულები“, ანუ ,,ჭი-
მური“. ეს არის ოქროსა და ვერცხლის მავთული ძალიან წმინდად, უწვრი-
ლესად ,,დაკვლანჭული“, დაგრეხილი სპირალისებურად, რომელსაც ხან-
გრძლივი ჭიმვის თვისება აქვს, და ნაქარგობაზე გარკვეული ეფექტების მო-
სახდენად იხმარება.

12
რაც შეეხება აბრეშუმის ძაფს, მისი შერჩევა ხდება ფაქტურის გათვა-
ლისწინებით. დაგრეხილი აბრეშუმის ძაფით ნაქარგი გამოირჩევა მქრქალი,
ნაკლებად მბზინვარე ზედაპირით, რომელიც რელიეფურობას მატებს ნაქარ-
გობას; ხოლო შლილი, დაუგრეხავი აბრეშუმის ძფით ნაქარგი ხასიათდება
ატლასისიბური სიპრიალით.
შედარებით გვიანი პერიოდის ნაქარგობებზე ვხვდებით ე. წ. ,,ხავერ-
დულა“ძაფს, რომელიც ხასიათდება აბრეშუმის ხაოსებრი ეფექტით.
თანამედროვე ოქრომკედით ქარგულობაში სხვადასხვა შემთხვევაში
განსხვავებული სახის ძაფები გამოიყენება. ასე მაგალითად: საეკლესიო ნა-
ქარგობაში სახოვანი გამოსახულებისათვის უპირატესობა ენიჭება ნატურა-
ლურ მასალებს, მაგრამ გარდა ნატურალური ოქროსა და ვერცხლის მასალი-
სა, ძირითად გამოყენებაშია მეტალიზირებური თმა, ძაფი, სხვადასხვა სის-
ქით დართული და შეგრეხილი, კოჭაზე ან ბობინაზე დახვეული და ა.შ.
დღეისათვის არჩევანი ძალზე დიდია, არსებობს უამრავი სახეობისა და ელ-
ფერის ხელოვნური ძაფები ოქროსა და ვერცხლის იმიტაციით.

13
სურ.7. აბრეშუმის ძაფები

სურ.8. ხავერდულა ძაფები

14
სურ. 9. ოქრომკედისა და ვერცხლმკედის იმიტირებული ძაფები
ყველა დასახელებული სახეობის ძაფები ერთმანეთს ავსებს და ამ-
დიდრდებს.
თანამედროვე მეტალიზებეული ძაფების ჩასამაგრებლად გამოიყენე-
ბა სხვადასხვა სისქის აბრეშუმის, ბამბისა და თანამედროვე – ხელოვნური
ძუის ტიპის მტკიცე ძაფები. მარგალიტის დასამაგრებლად იხმარება
სწორედ ასეთი მდგრადი და თვალისათვის შეუმჩნეველი ძაფები.

15
ნაფენისათვის გამოიყენება ბამბის, სელის და სხვა ძაფები, ასევე სხვა-
დასხვა სისქის ზონრები და უქსოვადი მასალა.

ნაქარგობის შესამკობი მასალები: ქარგვის პროცესში საქარგავი


მასალის გარდა გამოიყენება მასალის ერთი ჯგუფი, რომელიც ნაქარგობის
სამკაულად იხმარება და ამავე დროს შემკობისას განსაზღვრულია ამ
სამკაულთა სიმბოლიკა.
ნაქარგობის შესამკობად ტრადიციულად იყენებდნენ ძვირფას და ნა-
ხევრადძვირფას ქვებს. ძირითადად გვხვდება ხუთი ფერის ქვა: წითელი -
იაგუნდი, ძოწი, ლალი, მარჯანი თურმალინი, ამეთვისტო; მწვანე - ზურ-
მუხტი, ქრიზოლითი, ამაზონიტი; თეთრი - მარგალიტი, მთის ბროლი; ცის-
ფერი - ფირუზი, საფირონი, იაგუნდი; ყვითელი - იაგუნდი, ტოპაზი, სარ-
დიონი, ქარვა;
ნაქარგობაზე ეს ქვები გარდა მარგალიტისა თვალბუდეშია ჩასმული
და ისეა დამაგრებული ნაქარგობებზე. თვალბუდეში ჩასმის რამოდენიმე
ხერხი არსებობდა: ოქროს ფირფიტაზე საკინძით დამაგრებული, სადა ოქ-
როს თვალბუდეში, ბჭყალებში ან თათებში ჩასმული, მცირე წკირზე დასმუ-
ლი. ზოგ შემთხვევაში მარგალიტის მსგავსად გახვრეტილ ქვას ქსოვილზე
ძაფით ამაგრებდენ.
ნაქარგობის შესამკობად გამოყენებულ მასალათა შორის აღსანიშნა-
ვია წვრილი ოქროს ბურთულა მძივები და სხვადასხვა ზომის ოქროს, ვერ-
ცხლის და სხვა ფერადი ლითონის ფირფიტები, ბზინები, ეგრეთწოდებული:
პეტალები, ფიფინები და კილიტები. ისინი ლითონის, შუაში გახვრეტილი
სხვადასხვა ფორმისა და ზომის პატარა თხელი მრგვალი ფირფიტებია.

16
სურ. 10. მარგალიტი

სურ. 11. ფირუზი

სურ. 12. ძოწი, თურმალინი.

17
სურ. 13. ზურმუხტი

სურ. 14. ალმასი, ჟადეიტი

სურ. 15. ქარვა, სერდოლიკი

სურ. 16. ლაზურიტი, ამაზონიტი

18
სურ. 17. ამეთვისტო

მათი ფართო გამოყენება მე-17 საუკუნიდან დაიწყეს. ოქროქარგულო-


ბაში ბზინებით ორნამენტებს შორის ნაქარგობის ფონს ამკობდნენ. თავდა-
პირველად მათ ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლისა და სხვა ფერადი ლითო-
ნის ფირფიტისაგან, ასევე ფერადი მინის ან სარკისაგან. ძველებურ ბზინებს
მცირედ ამობურცული ფორმა ჰქონდათ. მინისა და სარკის ბზინები სხვა-
დასხვა ფორმისა იყო – ოვალური, მრგვალი, კვადრატული, სამკუთხა, ვარ-
სკვლავა და ა. შ. ხოლო ლოთონის ძირითადად მრგვალი და ვარსკვლავა
ფორმისა იყო.

სურ. 18. ნაქარგობის შესამკობი მასალა

19
ნაქარგობის შესასრულებლად საჭირო ხელსაწყოები და დამხმარე მასალა:

მქარგავს ნაქარგობის შესასრულებლად და მისთვის სრულყოფილი


სახის მისაღებად ესაჭიროება შემდეგი დამხმარე მასალა და ხელსაწყო-
იარაღები: გამჭვირვალე ქაღალდი, ქარგა, ნემსები, ქინძისთავები, სათითე,
მაკრატელი, მასრა, სადგისი, უთო, სასარჩულე და წებოვანი ქსოვილი,
სხვადასხვა ზომის ზონარი და ღილები, ლითონის ფირფიტები, ძვირფასი,
ნახევრად ძვირფასი ქვები და მძივები.
ქარგვის პროცესი იწყება მოსაქარგი ესკიზის ქსოვილზე დატანით,
რისთვისაც საჭიროა ნახატის გადასაყვანი სპეციალური გამჭვირვალე თხე-
ლი ქაღალდი. ძველად ქსოვილზე სასურველი სახის გადატანა ორი წესით
ხდებოდა. ერთ შემთხვევაში პირდაპირ მოსაქარგ ქსოვილზე იხატებოდა
ბასმით, მელნით ან ფანქრით; მეორე შემთხვევაში, ქაღალდზე ან ტყავზე
შესრულებული კომპოზიცია ნახატის კონტურზე იჩხვლიტებოდა ნემსით
ან მახათით, რომელსაც დასაქარგ ქსოვილზე უძრავად მოათავსებდნენ და
შემდეგ ზედ გადაატარებდნენ პატარა ბადისებრ ტომარაში ჩაყრილ ნაცარს,
რომელიც ნაჩვრეტებში გადიოდა. ქაღალდის ან ტყავის აღების შედეგად
ქსოვილზე ნაცრის კვალი რჩებოდა. მონახაზის გასამტკიცებლად უკვე ქარ-
გაზე გადაჭიმულ ქსოვილს ნემსმოდებით დასვამდნენ ,,მუშა ტილოზე“, ამ
დროს ნემსი ორივე ქსოვილში გადიოდა, ერთმანეთზე მაგრდებოდა და თან
ფიქსირდებოდა ნახატის კონტური.
ნემსები - ნაქარგობის შესასრულებლად საჭიროა სხვადასხვა სიგრძისა
და სისქის (სიმსხოს) რამოდენიმე ზომის ნემსი. ნემსის ზომა დამოკიდებუ-
ლია მოსაქარგი ქსოვილისა და ძაფის ხარისხზე.

მაკრატელი - მქარგავი იყენებს სამი სახის მაკრატელს: ნაქარგობაზე


ძაფის შესაჭრელად მოსახერხებელია მცირე, ან საშუალო ზომის მაკრატელი,
ქსოვილის დასაჭრელად დიდი მაკრატელი, ხოლო ქარგვის პროცესში არა-
სასურველი ნაქარგი ბმულადების ამოსაღებად - ეგრეთწიდებული სარღვევი
მაკრატელი.

20
სათითე - ოქრომკედით ქარგვისას პრაქტიკულად ერთნაირად მუშა-
ობს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელი (მარცხენა–ქვევით, მარჯვენა–-
ზევით), ამიტომ საჭიროა სათითე ორივე ხელისათვის. სათითე კარგად უნ-
და იყოს მორგებული თითზე. იგი აუცილებლად უნდა გამოიყენოს მქარგავ-
მა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

სურ. 19. სათითე

მასრა – ძაფის კოჭი (ძაფის დასახვევი ხის ან ძვლის ფირფიტა)


ზომით 2 X 3 სმ. დამზადებულია მაგარი ხის ან ძვლისაგან. მასზე ახვევენ
ოქროს ან ვერცხლის ძაფს. ასეთი ძაფსახვევი კოჭის საშუალებით მკედი
ხელთან ნაკლებ შეხებაშია, დაცულია ზედმეტი ხახუნისაგან და
ბზინვარებას არ კარგავს. იმისათვის, რომ ოქრომკედმა კოჭზე არ ისრიალოს,
მასზე პირველ ფენად ბამბის ან სელის ძაფი უნდა დაეხვას, რომლის ბოლო-
ზე ოქრომკედი მიენასკვება და უბრალო ძაფის ზევით დაეხვევა.

სურ. 20. ძაფის სახვევი ხის ძველებური კოჭა

21
სადგისი – სადგისს უნდა გაუკეთდეს ჩვეულებრივი ნემსი, რომლის
დახმარებით ქსოვილს ჩხვლეტენ იმ ადგილას, სადაც იწყება ან მთავრდება
გვირისტულა. თუკი ქსოვილი რბილია, სადგისის გამოყენება აუცილებელი
არ არის, მაგრამ ისეთი ქსოვილი, რომელზეც ნემსის ყოველი არაზუსტი
ჩხვლეტა კვალს ტოვებს, შეუძლებელია მოიქარგოს სადგისის გარეშე. აუცი-
ლებელია წინდაწინ, ქვევიდან, სადგისით გაიჩხვლიტოს ის ადგილი, სადაც
უნდა გაკეთდეს გვირისტულა.
მასრისა და სადგისის გარდა გამოიყენებენ ხის ან ძვლის პატარა ნიჩ-
ბისებურ სამარჯვს, რომლის საშუალებით ნაქარგობის ძირითად მიწარზე
მიაჭდობენ მიაბრჯენენ (მიაჭდობენ) ან ასწევენ თანაბრობის მისაღებად.
ძალზე მოსახერხებელია ერთმანეთთან შეერთებული სადგისისა და ნიჩბის
გამოყენება – როცა ერთ მხარეს ნემსია და მეორე მხარეს ნიჩაბი.

სურ. 21. სადგისი, ნაქარგობის გასატკეცი ძველებური ეშვი

უთო - ორმხრივი სითვით ქარგვის შემდგომ ნაქარგობის დამუშავება


და გასწორება ხდება უთოს საშუალებით. სასურველია გამოყენებული იქნას
ორთქლის უთო.

სურ. 22. ნაქარგობის გასატკეცი ძველებური ხის დაფა, ძველი ნახშირის უთო,
თანამედროვე ორთქლის უთო.
ნამაგრი სითვით შესრულებული ნაქარგობის დამუშავება ხდებოდა

22
ზურგის მხრიდან ცხოველის ეშვის, გაპრიალებული ხის დაფის ან ხის სა-
ვარცხლის საშუალებით. უკვე მოქარგული სახეების ბმულადები უკუღმა
მხრიდან გასმითი მოძრაობებით სრულყოფილ და სასურველ სახეს იღებდა.
მჭიდროდ ჩამჯდარი ბმულადები ნაქარგობის სიმტკიცეს განაპირობებდა
და ზედაპირს ბზინვარებას სძენდა.
ქარგა - ქარგვის დაწყების პროცესი უკავშირდება ,,ქარგას“, საქარგავ
დაზგას და მასზე ქსოვილის გადაჭიმვას. ქარგის (იგივე ჯალდა) ძირითადი
დანიშნულებაა ქსოვილის გაჭიმულ (გასწორებულ) მდგომარეობაში შენარ-
ჩუნება ნაქარგობის შეკუმშვის (დეფორმირების) თავიდან ასაცილებლად.
სწორად წარმართული ქარგვის პროცსი დიდადაა დამოკიდებული გამარ-
თულ საქარგავ დაზგასა თუ ქარგაზე. ქარგა ძირითადად ორი სახისაა –
მრგვალი და მართკუთხა. ამ ბოლო დროს მრავალი სხვადსხვა საახის მზა
ქარგები გამოჩნდა: სამკუთხა, კვადრატული, ელიფსური, ოვალური. მრგვა-
ლი ქარგა ორი ხის რგოლისაგან შედგება, რომელთაგან ერთ – ერთის დია-
მეტრი მეორეზე ოდნავ მცირეა. მასზე მინიატურული და მცირე ზომის ნა-
ქარგობა სრულდება, რომლებიც ზომით არ არის ქარგაზე დიდი. მართკუ-
თხა ფორმისა და შედარებით დიდი ზომის ნაქარგობისათვის სპეციალურად
მზადდება სადგამი საქარგავი დაზგები მოძრავი დაფებით. ორმხრივად
ქარგვისას ყველაზე უფრო მოსახერხებელი შვეიცარული მრგვალი ქარგაა.
მის შიგა რგოლს აქვს სახელური და ხრახნი, რომლითაც ის ემაგრება მაგი-
დას. იმის გამო, რომ ქარგვის პროცესში ორივე ხელი მონაწილეობს,
სასურველია ქარგა უძრავად იყოს დამაგრებული შესაბამის სიმაღლეზე.
შიდა რგოლზე საჭიროა დაეხვეს თხელი ქსოვილის ზოლი, მასზე
გადააფარებენ გასწორებულ მოსაქარგ ქსოვილს და ჩამოაცმევენ გარე
რგოლს (რომელიც მჭიდროდ უნდა მოერგოს). თუ ქსოვილი ქარგაზე მცირე
ზომისაა, მას გაზრდიან წინდაწინ, ყველა მხრიდან, ბამბის ქსოვილის
მიკერებით. დასაქარგი არე (კომპოზიცია, ორნამენტი) უნდა მდებარეობდეს
ქარგის ცენტრში.

23

სურ. 23. ა – შვეიცარული მრგვალი ქარგა; ბ – მართკუთხა ქარგები

ოქრომკედით ქარგვისას ჩვეულებრივ ასაწყობ, მართკუთხა ქარგას


იყენებენ (სურ. 24). ქარგის ყველა დეტალი კარგად გამომშრალი ხის მასალი-
საგან მზადდება, ის უნდა იყოს გლუვი ზედაპირის, კარგად დამუშავებული
(გაპრიალებული).

სურ. 24. მართკუთხა ქარგა დაშლილ მდგომარეობაში

24
მართკუთხა ქარგა ერთგვარი ჩარჩოა (სურ.24) – შედგება ორი ძირი-
თადი, შედარებით მასიური (1) და ორი განივი (ბრტყელი, უფრო მცირე
ზომის) ფიცარი-თამასისაგან (2), რომლებსაც ბოლოებში ნახვრეტები აქვს
(ძირითადს თითო, ხოლო გვერდითს რამდენიმე) პალოსებრი სარჭებისათ-
ვის (4); ორი მრგვალი მაგარი ხის, ან ლითონის ღეროსაგან (3), ღეროები გაყ-
რილია მოსაქარგ მასალასთან ორ მოპირდაპირე მხარეს მიკერებულ ორად-
მოკეცილ ბამბის ქსოვილში (5), რომლებსაც გაკეთებული აქვთ ჭრილები
თოკისათვის (7); მოსაქარგი მასალის დანარჩენ ორ მოპირდაპირე გვერდზე
მიკერებული მყარი ქსოვილის ზოლი (6) ჭიკარტებით დამაგრებულია მასი-
ურ ფიცარზე (1).
დასაქარგ ქსოვილს ქარგის მასიურ ფიცარ-თამასაზე (1) ამაგრებენ
ქსელის მიმართულებით, მაგრამ არსებობს ნაქარგობები, რომლებშიც
ქსელისა და მისაქსელის მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს, ასეთებია
რელიეფურად ნაქარგი მუყაოს გამოყენებით (ოქრომკედით ან
ვერცხლმკედით), სადაც მუყაო ინარჩუნებს ფორმას.
ქსოვილზე ურთიერთსაპირისპირო მხარეს, უნდა მიეკეროს დამხმარე
მყარი ქსოვილის (ბამბის ქსოვილი) ზოლი (6), რომელიც შესაძლოა
თავიდანვე იყოს დამაგრებული ფიცარ-თამასაზე, ან დაემაგროს ქსოვილთან
მიკერების შემდეგ. ბამბის ქსოვილის ზოლისა და ფიცრის შუა წერტილები
აუცილებლად ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, ამისთვის წინასწარ უნდა
იყოს გაკეთებული მონიშვნა. ამის შემდეგ საჭიროა, ხელით ან მანქანური
გვირისტით, ორად მოკეცილი ბამბის ქსოვილის ზოლი (ე. წ. „ჯიბის პარკი“)
მყარად შეერთდეს დასაქარგი ქსოვილის თავისუფალ გვერდებთან,
რომელზეც წინასწარ უნდა მომზადდეს ჭრილები (5). (გვერდითი ჯიბის
პარკები-5 შესაძლოა თავდაპირველად იქნას მიკერებული და შემდეგ ძირი-
თადი ზოლები-6, ან პირიქით). ქარგის ჩარჩოს აწყობისას გვერდითი თამა-
სები (2) უნდა ჩაისვას ძირითადში (1) და ოთხივე მხარე ჩამაგრდეს სარჭე-
ბით შესაბამის ნახვრეტებში, ამასთან უნდა დარეგულირდეს ქსოვილის და-
ჭიმულობა ქსელის მიმართულებით. ამის შემდეგ საჭიროა ჯიბის პარკებში
ღეროების ჩასმა და პარკის ჭრილებში გაყრილი თოკის საშუალებით ქსოვი-
ლის საჭირო მდგომარეობამდე დაჭიმვა (ახლა უკვე მისაქსელის მიმართუ-
ლებით). თოკით დაჭიმვა ქარგის მარცხენა მხარეს უნდა განხორციელდეს
ზევიდან ქვევით – თოკი უნდა დაეხვეს ქარგის ზედა კუთხიდან, საათის ის-
რის საწინააღმდეგოდ და გაყრილ უნდა იქნას ქსოვილის ქვედა მხრიდან.
მარჯვენა მხარეს ქსოვილი უნდა დაიჭიმოს ქვევიდან ზევით, თოკი ამ შემ-
თხვევაში უნდა დაეხვას ქარგის ქვედა მარჯვენა კუთხიდან, საათს მიმარ-
თულებით და ამოეყაროს ქსოვილის ქვედა მხრიდან. ამგვარად გაყრილი

25
თოკი საჭიროებისას – მუშაობის დროს მოშვების შემთხვევაში, იოლად მოი-
ჭიმება (ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თოკი გაყრილი იყოს ქვევიდან ზე-
ვით). ქსოვილის ზოლისა და ფიცრის შუა წერტილები აუცილებლად
ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, ამისთვის წინასწარ უნდა იყოს გაკეთებული
მონიშვნა. ამის შემდეგ საჭიროა, ხელით ან მანქანური გვირისტით, ორად
მოკეცილი ბამბის ქსოვილის ზოლი (ე. წ. „ჯიბის პარკი“) მყარად შეერთდეს
დასაქარგი ქსოვილის თავისუფალ გვერდებთან, რომელზეც წინასწარ უნდა
მომზადდეს ჭრილები (5).

სურ. 25. მართკუთხა ქარგა აწყობილ მდგომარეობაში

დიდი ზომის სამუშაოებისთვის ქარგაზე მაგრდება ბობინა, რაც საშუ-


ალებას იძლევა დაქარგული ნაწილი თანდათან იქნას დახვეული მასზე.
მუშაობის პროცესში ქარგა იდგმება სპეციალურ საყრდენზე, არსე-
ბობს მზა ფეხიანი ანუ საყრდენიანი ქარგა. ასეთ ქარგებს აქვს ვერტიკალური
საყრდენები, რომლებიც ქვევით ერთმანეთთანაა დაკავშირებული (სურ. 25)
და მბრუნავი მართკუთხა დასაშლელი ჩარჩო. ის შესაძლოა გამოყენებულ
იქნას როგორც ქსოვილის გადასაჭიმად, ისე გამზადებული ქარგის საყრდე-
ნად. სიმაღლე შეიძლება დარეგულირდეს ვერტიკალურ საყდენებში არსე-
ბული ნახვრეტების საშუალებით.

26
სურ.26. სადგარი ქარგისათვის
მუშაობის პროცესში ქარგა შესაძლოა ერთნაირი სიმაღლის სკამებსა
ან მაგიდებზე დაიდგას. საყრდენისა და დგარის სიმაღლე უნდა იყოს
მოსახერხებელი მქარგველისათვის და იძლეოდეს წელში მოუხრელად
მუშაობის საშუალებას. როგორც წესი, ქარგა ჩვეულებრივ მაგიდაზე
ცოტათი მაღლა უნდა იდგეს. მუშაობისას აუცილებელია, რომ სინათლის
შუქი მარცხნიდან ეცემოდეს.

27
მოსამზადებელი სამუშაოები

ქართული მხატვრული ნაქარგობის ნიმუშებს პრაქტიკული


დანიშნულების გარდა ესთეტიურ მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამიტომ
შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათზე, როგორც ნამდვილი ხელოვნების
ნიმუშებზე და არა ხელოსნურ ნაწარმზე. ისინი მაგალითია იმისა, თუ რო-
გორ უნდა შევქმნათ ქართული ნაქარგობის თვითმყოფადობასა და გენეტი-
კურ გემოვნებაზე დაფუძნებული ახალი ნიმუშები, რომ შევინარჩუნოთ
ქართული ნაქარგობისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ფორმები და
ფერთა გამის სისადავე.
გამომდინარე აქედან, თანამედროვეობაში ქართული ნაქარგობის
სწავლების პროცესი აუცილებლად უნდა დაეფუძნოს ტრადიციების
აღდგენასა და განვითარებას.
იმისათვის, რომ მომავალმა მქარგავმა შეისწავლოს ქართული მხატ-
ვრული ქარგულობის ყველა სახეობის ტექნიკური ხერხები, ლამაზი, ამავ-
დროულად ხარისხიანი და თვითმყოფადი ნაკეთობა შექმნას, მნიშვნელო-
ვანია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, რომელიც უნ-
და განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფურცლზე მოსაქარგი ნახატის შესრულება.
2. მოსაქარგი და ნაკეთობის დანიშნულების მიხედვით სასარჩულე
ქსოვილის შერჩევა.
3. სასურველი დახატული გამოსახულების საქარგავ სივრცეზე დატა-
ნა. როდესაც დასაქარგი ქსოვილი გრძელი ზოლია, ნახატი ზედ ქარგაზე გა-
დაჭიმვამდე უნდა იქნას გადატანილი, პატარა ზომების შემთხვევაში ნახატი
უნდა გადავიდეს გადაჭიმვის შემდეგ.
არსებობს ნახატის ქსოვილზე გადატანის რამდენიმე მეთოდი. ყველა-
ზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია ნახატის ასლგადასაღები ქაღალ-

28
დის („კოპიროვკა“) გამოყენებით გადატანა. ამ დროს ქსოვილზე ქინძისთა-
ვით უნდა დამაგრდეს ასლგადასაღები ქაღალდი და ნახატი (გადანაცვლე-
ბის თავიდან ასაცილებლად). ნახატის გადატანა მოხდება კონტურებზე ფან-
ქრის წვერის შემოვლებით. ასეთი გადაყვანისას შეიძლება საქარგავი ძაფი
დაისვაროს, ამიტომ სასურველია ასლგადასაღები ქაღალდის წინდაწინ ბამ-
ბით მსუბუქად გაწმენდა.
ნახატის გადატანა გაშუქების, ე. წ. „გადაშუშვის“ მეთოდითაც შეიძ-
ლება. ამ დროს მინის ქვეშ ათავსებენ ნათურას, მინაზე ნახატს, მის ზემოთ
ქარგას ქსოვილით, რომელზეც, შუქით აღბეჭდილ ნახატის კონტურებს ფან-
ქრით შემოხაზავენ.
ზოგიერთ ქსოვილზე, ისეთები როგორიცაა ხავერდი, მაუდი, ფარჩა,
ნახატის გადატანა შესაძლებელია კალკის, თხელი პოლიეთილენის, ან თამ-
ბაქოს ქაღალდის გამოყენებით. ამისათვის ნახატი გადააქვთ დასახელებულ
მასალაზე და ნახატის კონტურზე გაყოლებით ხშირი, მოკლე გვირისტულე-
ბით დააბლანდავენ ქსოვილზე. შემდეგ ქაღალდს ფრთხილად აცილებენ,
ქსოვილზე დარჩება ნახატის კონტურის მოხაზულობა გვირსტით, რომლის
გამოძრობა შესაძლებელია სამუშაოს დასრულების შემდეგ. გვირისტი ასევე
შეიძლება დარჩეს ნაქარგობის ქვეშ. ბარხატის ქსოვილზე ქარგვისას პოლიე-
თილენს ჩვეულებრივ არ აცილებენ (რადგან ის ფარავს ხაოს), ტოვებენ სამუ-
შაოს დასრულებამდე და ბოლოს ფრთხილად აჭრიან.
ნახატის გადატანის კიდევ ერთი მეთოდი ასეთია: ნახატის კონტურს
ნემსით მჭიდროდ დაჩხვლეტენ – ვერტიკალური მიმართულებით, დააფე-
ნენ დასაქარგავ ქსოვილზე, ნაჩხვლეტებზე გადაატარებენ ბამბის ტამპონს,
რომელსაც წინდაწინ რამდენჯერმე გაუსვამენ კოპირების ქაღალდზე საღე-
ბავის მხრიდან. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ლილის ფხვნილი,
კბილის პასტა, კბილის ფხვნილი, დაფხვნილ ფერადი ცარცი, ნახშირი და
სხვა საღებავი საშუალება (რომელის შემდგომში ადვილად მოშორდება).
4. ქსოვილის ქარგაზე გადაჭიმვა.
მუშაობის დაწყებამდე ქარგაზე თავისუფლად უნდა დამაგრდეს ე.წ.
,,მუშა ტილო”, რომელზეც წვრილი გვირისტით დაელამბება დასაქარგი ქსო-
ვილი − ქსელის ან მისაქსელის მიმართულებით, გადახრის გარეშე. მხოლოდ
ამის შემდეგ გადაჭიმავენ დასაქარგ ქსოვილს ქარგაზე. მონახაზის გასამტკი-
ცებლად უკვე ქარგაზე გადაჭიმულ ქსოვილს ნემსმოდებით დასვამენ ,,მუშა
ტილოზე“. ამ შემთხვევაში ნემსი გადის ორივე ქსოვილში. საქარგავი ქსოვი-
ლის მუშა ტილოზე დასმით ფიქსირდება ნახატის კონტური და ამავე დროს
მაგრდება ერთმანეთზე ეს ორი ქსოვილი.

29
სურ.27. მონახაზის დატანა ქსოვილზე

5. ძაფების მომზადება.
ოქრომკედის ჩამაგრებისათვის ჩვეულებრივ იყენებენ მტკიცე ძაფს –
ბამბას, სელს, აბრეშუმს, რომელსაც არჩევენ ოქრომკედის ან ვერცხლმკედის
ტონალობის მიხედვით. ყველა ძაფს როგორც წესი ესაჭიროება გასანთლვა.
ამ ბოლო დროს უფერო ხელოვნური ძუის გამოყენებაც დაიწყეს. სიმ-
ტკიცისა სიპრიალის უნარის მინიჭებისათვის, აგრეთვე ძაფის დაგრეხვისა
და გაკვანძვის თავიდან ასაცილებლად.
თუკი ოქრომკედი ან ვერცხლმკედი არაა დახვეული კოჭზე ან ბობი-
ნაზე, უნდა მოხდეს მისი გადახვევა მასრაზე. ზოგი სახეობის ოქრომკედი
(ძირითადად მეტალიზებული) სიცივეში მოქნილობას კარგავს და ხდება
მსხვრევადი. ამიტომ მუშაობის დაწყებამდე საჭიროა მისი თბილ ადგილას
მოთავსება – ძაფი რბილდება და საქარგვად მოქნილი ხდება.

30
II. ქართული ნაქარგობის შესრულების ტექნოლოგიური პროცესი
ორმხრივი სითვით ქარგვა, მარტივი და დეკორატიული ნაკერები.

საქართველოში აბრეშუმის ძაფით ქარგვას ორმხრივი სითვით ქარ-


გვას უწოდებდნენ. ტერმინი სითვი გვირისტით გაკერვის შესატყვისია. აბ-
რეშუმის ძაფით შესრულებული ნაქარგობის სახეობის განსაზღვრისას თა-
ნამედროვე ტერმინად უფრო მისაღებია ვიხმაროთ ,,ნაკერობა“, რადგან
ნემსი საქარგავ ძაფთან ერთად გადის დასაქარგ ქსოვილში, იქმნება ბმულა-
დების მწკრივი, რომელიც ქსოვილზე დატანილი ნახატის მიხედვით
ჰქმნის მქარგველისათვის სასურველ სახეებს. ტერმინი ბმულადი გულის-
ხმობს ნემსის ერთი ნაბიჯით გადაადგილებას (ნემსის ერთი ჩაგდება და
ამოგდება). აბრეშუმით ძაფით ქარგვისას გამოიყენება როგორც დაგრეხილი,
ისე შლილი, დაუგრეხავი ძაფი. მქარგველი ოსტატის მიერ ძაფის შერჩევა
ხდება დასაქარგი ქსოვილის ფაქტურის გათვალისწინებით. შეგრეხილი აბ-
რეშუმის ძაფით დაქარგული მქრქალი და ნაკლებ მბზინვარეა, რადგან ძა-
ფის ხვეულების ჩრდილში იკარგება მისი სხივოსნობა, რაც ნაქარგს გამომ-
სახველსა და რელიეფურს ხდის. დაუგრეხავი, შლილი აბრეშუმით ნაქარგი
კი ხასიათდება ატლასისებური სიპრიალით, რის გამოც ნაქარგობას ,,ატლა-
სურს“ უწოდებენ.
ქარგვის დაწყებამდე აუცილებელია უმარტივესი გვირისტებისა და
ზოგიერთი დეკორატიული ნაკერის ათვისება, რომლებიც სამუშაო პროცეს-
ში გამოყენება. ქარგვის საფუძველს წარმოადგენს გვირისტი, რომელიც
შედგება ბმულადებისაგან. ბმულადი არის მანძილი ნემსის ორ ჩხვლეტას
შორის. არსებობს სხვადასხვა სახის გვირისტი.
ქარგვის ტექნიკის დასაუფლებლად საჭიროა უმარტივესი გვირისტე-
ბის შესრულება მცირე ზომის ნიმუშებზე. დასაწყისშივე აუცილებელია,
მქარგველი მიეჩვიოს ორივე ხელის გამოყენებას – მარცხენა ხელით იმუშა-
ვოს ქარგის ქვევით, მარჯვენათი ქარგის ზევიდან. ოქრომკედით ქარგვის
პროცესში ერთდროულად ორი ძაფი გამოიყენება: ნემსში – ჩასამაგებელი ძა-

31
ფი, მასრაზე ოქრომკედი, ამიტომ აქაც ორივე ხელმა უნდა უმუშავოს. ორივე
ხელით ქარგვის უნარ-ჩვევის შეთვისებას დრო სჭირდება, სამაგიეროდ სა-
მუშაო სწრაფად სრულდება და ძალზე მოსახერხებელია.
ნაქარგობაში კერვისაგან განსხვავებით, მიღებული არ არის უკუღმა
პირზე ძაფის ბოლოს გაკვანძვა. ნაქარგობის უკუღმა პირი მქარგველის ე.წ.
„სახეა“, მისი ოსტატობისა და სიფაქიზის საზომი. ის უნდა იყოს სუფთა და
ფაქიზი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სამუშაოს დაწყებისა და
დასრულებისას ძაფის ჩამაგრების ხერხის შესწავლა. ოქრომკედით ქარგვი-
სას საჭიროა, როგორც ძირითადი ძაფის – ოქრომკედის, ისე დამხმარე ძაფის
– ჩასამაგრებელი ძაფის ჩამაგრება. არსებობს ძაფის ჩამაგრების მრავალგვა-
რი ხერხი. ყველაზე უფრო გავრცელებული და მარტივია ნაქარგის წაღმა
პირზე 3-4 მოკლე გვირისტის გაკეთება, იმ ადგილას, რომელიც შემდეგ ნა-
ქარგით დაიფარება.
დამხმარე ძაფის (ჩასამაგრებლი ძაფის) ჩამაგრება. თუკი ნაქარგობაში
ორმაგი ძაფია გამოყენებული, ნემსის ყუნწში გაეყრება ორადმოკეცილი ძა-
ფი, ქსოვილში ნემსით გაკეთდება პატარა გვირისტულა (2 მმ. სიგანის), ისე,
რომ ქსოვილის გარეთ დარჩეს მცირე ზომის მარყუჟი (სურ. 28, სურ. 29). ამ
მარყუჟში ეყრება ნემსი და ხდება ძაფის მოჭიმვა, შედეგად ძაფი ჩამაგრებუ-
ლია. ასეთი ჩამაგრების ადგილი სრულიად შეუმჩნეველია და ამიტომ ამ
მეთოდის გამოყენება შეიძლება, ნაქარგობის, როგორს წაღმა, ისე უკუღმა
პირზე.

სურ. 28. ორადმოკეცილი ძაფის სურ. 29. ორმაგი ძაფის ჩამაგრება


გაყრა ნემსის ყუნწში

ერთმაგი ძაფის ჩამაგრებისას ქსოვილის წაღმა პირიდან აკეთებენ


მოკლე გვირისტულას, დარჩენილი ძაფის ბოლოს მიაკერებენ მეორე გვი-
რისტულით, ან მოატნევენ პირველი გვირისტულის მართობულად გაკეთე-
ბულ გვირისტულაში (სურ. 30). ძაფის დარჩენილი პატარა ბოლო შემდგომ

32
დაიფარება ნაქარგობით.

სურ. 30. ერთმაგი ძაფის ჩამაგრება სურ. 31. ოქრომკედის ჩამაგრება

სამუშაოს დასრულების შემდეგ ძაფი მოკლე გვირისტებით ნაქარგო-


ბის ქვეშ უნდა დაიფაროს.
ოქრომკედის ჩამაგრება სხვადასხვაგვარად ხორციელდება. ის შეიძ-
ლება ჩამაგრდეს უკუღმა პირზე (როდესაც შესაძლებელია ქარგის უკუღმა
პირზე გადაბრუნება). ამისათვის ოქრომკედი მსხვილყუნწიანი ნემსის საშუ-
ალებით, ან დამხმარე ძაფის მარყუჟით გაეყრება ქსოვილში, იმ ადგილზე,
საიდანაც უნდა დაიწყოს ნახჭი და დამხმარე ძაფის საშუალებით (რომელიც
თავის მხრივ უკვე ჩამაგრებულია) ჩამაგრდება. დიდ ზომის ნაქარგობაზე
მუშაობისას (როდესაც შეუძლებელია ქარგის უკუღმა პირზე გადაბრუნება)
ქსოვილის წაღმა პირიდან უკუღმა პირზე გატანილი ოქრომკედის ბოლოს
ამაგრებენ დამხმარე ძაფის 2-3 პატარა გვირისტულის საშუალებით, იმ ად-
გილზე, რომელიც შემდგომ დაიფარება ნაქარგობით.
ოქრომკედის ჩამაგრება შესაძლებელია დამხმარე ძაფის ჩამაგრებას-
თან ერათად განხორციელდეს. ამისათვის ქსოვილის უკუღმა პირზე გატანი-
ლი ოქრომკედი უნდა მოვაყოლოთ სამაგრი ძაფის გვირისტულაში (სურ.
31). ამ უკანასკნელის ჩამაგრების შედეგად ოქრომკედი დაფიქსირდება ქსო-
ვილის უკუღმა პირზე. ამ დროს შეიძლება რამდენიმე დამატებითი გვირის-
ტულის გაკეთება, რითაც ნამაგრი უფრო მტკიცე ხდება.
ქართულ ქარგულობაში გამოყენებულია სხვადასხვა სახის ორმხრივი
სითვი, სითვით ქარგვას სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ: ნაცურით ქარ-
გვა, წყლით ქარგვა... ეს სახელწოდებები მისი ტექნიკიდან მომდინარეობს
და პრიალა, გლუვ ზედაპირს უკავშირდება (წყლის ზედაპირივით
მოსარკული, ყინვასავით მოსიპული და ა.შ.), რომელსაც ერთმანეთთან
მიჯრით მიწყობილი, პარალელურად განლაგებული ბმულადები
წარმოქმნის.
სითვით ქარგვის შემდეგი სახეობები არსებობს: ერთმხრივი, ან

33
ორმხრივი – ჭვირული. გარეგნულად ისინი ერთნაირია. აბრეშუმის ძაფით
(ორმხრივად) და ლითონის ძაფით – ოქრომკედით, ან ვერცხლმკედით (ერთ
მხარეს) მოსითვული ნაქარგობა გარეგნულად ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ
შესრულების ტექნიკა სხვადასხვაა.
ყველაზე მარტივი გვირისტია საბლანდავი გვირისტი (სურ. 32). ის
სრულდება „ნემსით წინ“, ანუ ბოლო გვირისტიდან ყოველთვის წინ.
საბლანდავი გვირისტი ქსოვილის ზედაპირზე წარმოქმნის წყვეტილ ხაზს.
ის უნდა იყოს თანაბარი – ბმულადებს შორის ერთი და იგივე მანძილით
(წაღმა და უკუღმა პირზე ბმულადები ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს). საბ-
ლანდავი გვირისტი გამოიყენება როგორც ნახატის გადასატანად ქსოვილზე,
ასევე ნაქარგობის კონტურის შემოსაკერად, დეკორატიული ნაკერისათვის
და სხვ.

სურ. 32. საბლანდავი გვირისტი

,,გვირისტულა,“ ანუ მანქანური გვირისტი სრულდება „ნემსით უკან“


(ნახ. 33.), ის საკერავი მანქანით შესრულებული გვირისტის იმიტაციას
წარმოადგენს. გვირისტი სრულდება მარჯვნიდან მარცხნივ, წაღმა პირზე
მარცხნიდან მარჯვნივ ე.ი. ნემსის უკან დაბრუნებით. ბმულადები უკუღმა
პირზე ორჯერ გრძელია, ვიდრე წაღმაზე. გვირისტის თანაბრად და სწორად
შესრულებისას უკუღმა პირზე მიიღება ორი მჭიდროდ განლაგებული რიგი
(ნახ. 34, ბ). ბ). უკუღმა პირზე განსხვავებული სახე მიიღება (ნახ. 30, გ). მაშინ
თუ წაღმა პირზე ბმულადები დახრილად იქნება განლაგებული. მანქანური
გვირისტი საბლანდავ გვირისტზე გაცილებით მყარია, ამიტომ მას იყენებენ
ისეთ ადგილებში, სადაც აუცილებელია ქსოვილების მტკიცედ დამაგრება
(შეერთება). ხშირად იყენებენ როგორც საფუძველს, სხვადასხვა დეკორატი-
ული ნაკერის მისაღებად.

34
სურ. 33. მანქანური გვირისტი

ასეთივე გვირისტი მიიღება საბლავდავი გვირისტის ერთი მიმართუ-


ლებით გავლების შემდეგ ქარგის შემოტრიალებით და გვირისტის საწინააღ-
მდეგო მიმართულებით გატარებით, რის შედეგადაც ქსოვილის წაღმა პირ-
ზე საბლანდავი გვირისტის გამოტოვებული ადგილები გადაიფარება ნემსის
საწინააღმდეგო მიმართულებით სვლისას. ამ შემთხვევაში გვირისტს წაღმა
და უკუღმა პირზე აქვს ერთიდაიგივე სახე (სურ. 34). ასეთი ხერხით იქარგე-
ბოდა და დღესაც იქარგება თუშური სამოსის დეტალები.

სურ. 34. მანქანური გვირისტი: ა – წაღმა მხარე, ბ – უკუღმა მხარე,


გ – უკუღმა მხარე

მარყუჟისებრი (კილოური) გვირისტი (სურ.35) გამოიყენება როგორც


ნაპირების ამოსახვევად, ისე საქარგავად. გვირისტი სრულდება მარცხნიდან
მარჯვნივ ან პირიქით-მარჯვნიდან მარცხნივ, როგორც უფრო მოსახერხებე-
ლია მქარგველისათვის. წაღმა და უკუღმა პირზე ბმულადები მჭიდროდაა
განლაგებული ერთმანეთან მიჯრით. კილოური გვირისტი გულისხმობს ძა-
ფით ყულფის გაკეთებასა და ჩამაგრებას, ამ ხერხით ძირითადად საკინძის
შესაკრავი, ღილის კილოები ანუ ,,ღილკილოები“კეთდება და სახელწოდე-
ბაც აქედან მოდის. ტექნიკის ეს სახეობა გამოიყენება, როგორც ორმხრივი,
ასევე ნამაგრი სითვის ქარგვისას.
ქსოვილის ნაპირის ამოხვევის დროს ქსოვილი არ არის ქარგაზე გა-
დაჭიმული. ამ შემთხვევაში უმჯობესია ნაპირი ვიწროდ გადაიკეცოს. გვი-

35
რისტი სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: ნაპირისაგან გვირისტის სი-
განის ტოლი დაცილებით ძაფი უნდა ჩამაგრდეს ქსოვილში, მისი წაღმა პირ-
ზე გამოყვანის შემდეგ, მარცხენა ხელის ცერის დახმარებით დაჭერილ იქნას
საქარგავი ძაფის მარყუჟი (ნასვრეტის მახლობლად), ნემსი ისევ უკუღმა პი-
რიდან უნდა გამოტარდეს ქსოვილში, ისე რომ გამოიაროს თითით დაჭე-
რილ მარყუჟში (მარყუჟის ძაფი მოხვდეს მისი წვერის ქვეშ), და მოიჭიმოს
ძაფი ქსოვილის კიდეზე. პირველი გვირისტულა დასრულებულია, ამის შემ-
დეგ იგივე მეორდება – მომდევნო გვირისტულის ნასვრეტი უშუალოდ პირ-
ველის გვერდით უნდა მოხვდეს, ისე რომ, გვირისტულები ერთმანეთის პა-
რალელურად განლაგდეს. ქსოვილის ნაპირზე გვირისტების კიდეები ერ-
თმანეთს უკავშირდებიან უწყვეტად და იქმნება ნაკერის ნაწიბური. განსხვა-
ვებული სიგრძის გვირისტების სხვადასხვა მანძილზე ერთმენეთის მიმართ
სიმეტრიულად განლაგებით იქმნება დეკორატიული ეფექტი.
ქსოვილის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ნაკერი უნდა
სრულდებოდეს თავისუფლად, ზედმეტი დაჭიმვის გარეშე.

სურ. 35. მარყუჟისებრი გვირისტი სურ. 36. ირიბი ნაპირა გვირისტი

ოქრომკედით ნაქარგობაში ირიბ ნაპირა გვირისტს ძირითადად იყე-


ნებენ, როგორც დამხმარეს – აკერებენ ზონრებს, დიდი ზომის ნაქარგობებში
ამაგრებენ ნაფენის გრძელ გვირისტულებს, აკერებენ გრეხილ თასმას, მარგა-
ლიტის სხმულსა და ყაითანს და ა.შ. (სურ. 36). ამ გვირისტს იყენებენ ქსოვი-
ლის გადაკეცილი ნაპირის ამოხვევისთვისაც.
ყვავილების ღეროებისა და მცენარეულ ორნამენტების დასაქარგად,

36
ამოქარგული სახის შემოსაკალმად ხშირად იყენებენ ღეროსებრ გვირისტს,
სხვაგვარად ამ გვირისტს ,,ირიბულას“ უწოდებენ, რომელმაც სახელწოდე-
ბაც შესაბამისად მიიღო (სწორედ ის გამოიყენება ღეროების დასაქარგად).
ღეროსებრ გვირისტს ქსოვილის წაღმა პირზე ისეთივე სახე აქვს, როგორიც
მანქანურ გვირისტს უკუღმა პირზე (სურ.37 ) და პირიქით – მისი უკუღმა
პირი მანქანური გვირისტის იდენტურია. გვირისტს ასრულებენ მარცხნი-
დან მარჯვნივ, ან ქვევიდან ზევით „ნემსით უკან“. წაღმა პირიდან კეთდება
სასურველი სიგრძის პირველი გვირიტულა, მომდევნო გვირისტულა – ნემ-
სი ბრუნდება უკან და უკუღმა პირიდან ამოდის პირველი გვირისტულის
შუა წერტილთან ე.ი. თითოეული მომდევნო გვირისტულა იწყება წინას შუა
ადგილზე. წაღმა გვირისტულები ორჯერ გრძელია უკუღმაზე. უკუღმა პირ-
ზე წარმოიქმნება ჩვეულებრივი საბლანდავი გვირისტი. ირიბულა გვირის-
ტით ქარგვისას ოსტატი ისეთ ხერხსაც მიმართავს, რომელიც ნაქარგობას რე-
ლიეფურობას ანიჭებს. რელიეფურობის მისაღწევად ირიბად განლაგებული
ბმულადების მწკრივში, სასურველი სიმაღლის გათვალისწინებით (წვრილი,
საშუალო, მსხვილი) ლითონის ჩხირების ან ბაწრის ჩართვა ხდება. ამ ხერხს
,, ბაწარნაყარ“ან ,,ჩხირნაყარ ირიბულას“ უწოდებდნენ. საქართველოს ეროვ-
ნული მუზეუმის ფონდში დაცულია ასეთი ჩხირგაყრილი ნაქარგობის ნი-
მუში, ასევე ჩხირების კონა, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ქარგვი-
სას.

სურ 37. ღეროსებრი გვირისტი

ამ გვირისტის შესრულებისას აუცილებელია, რომ ძაფი ყოველთვის


იყოს ნემსის ქვედა მხარეს. ღეროსებრი გვირისტი გამოიყენება ნაფენისათ-
ვის – ოქრომკედით ნაქარგობის ქვეშ. ამ გვირისტთ ახდენენ დასაქარგი
ფრაგმენტის კონტურის შემოკალმვას.
გვირისტი „ზონარი“ სრულდება მარტივი გვირისტების საბლანდავი-
სა და მანქანურის გამოყენებით. საბლანდავ გვირისტულებში გამოატარებენ
სხვა ფერის, შედარებით მსხვილ ძაფს, ამ დროს ნემსი არ გადის ქსოვილში.
ბმულადებში ძაფი შესაძლოა გატარდეს ერთი მიმართულებით, ანუ ძაფიანი

37
ნემსი თითოეულ ბმულადში გაეყაროს მხოლოდ ზევიდან ქვევით ან მო-
ნაცვლეობით – ზევიდან, შემდეგ ქვევიდან, ამ დროს მიიღება ზიგზაგური
ხაზი. მიღებული გვირისტის მეორე ბოლოდან ისევ უკან დაბრუნებით – გა-
დაჯვარედინებულად, მიიღება ლამაზი სახის ჯაჭვი (სურ. 38 ).

სურ.38. გვირისტი „ზონარის“ სახეობები

38
ყაისნაღური (ჯაჭვური, ტამბურული) გვირისტი ერთ-ერთი უძველე-
სი და ფართოდ გავრცელებული სახეა ნაქარგობის გვირისტებისა. ის
გვხვდება ყველა ხალხის ნაქარგობებში. ამ ხერხითაა შესრულებული ჩვენამ-
დე მოღწეული ქართული ნაქარგობის ყველაზე ძველი ნიმუში – სვანური ჩა-
ლათა. ყაისნაღური გვირისტი სრულდება სპეციალური კაუჭით – ყაისნა-
ღით, ან ჩვეულებრივი ნემსით. ის წარმოადგენს ერთნაირი ზომის, ერთმანე-
თისაგან გამომავალი მარყუჟების რიგს, რომელთა საშუალებით მიიღება
ჯაჭვისებური ორნამენტი.
ნაქარგობის ეს სახეობა ყაისნაღით ნაქსოვს წააგავს და სახელწოდე-
ბაც აქედან მომდინარეობს. მარყუჟის ფორმა და სიდიდე შეიძლება იყოს
სხვადასხვა. გვირისტი სრულდება ჰორიზონტალურად (მარჯვნიდან მარ-
ცხნივ ან პირიქით), ან ვერტიკალურად (ზევიდან ქვევით, ან პირიქით) იმ
მიმართულებით, რომელიც უფრო მოსახერხერხებელია მქარგველისათვის.
ყაისნაღური გვირისტით ქარგვისას ქსოვილის წაღმა პირზე მიიღება ჩაკეტი-
ლი, შუაში ჩამაგრებული მარყუჟები, ხოლო უკუღმა პირზე უწყეტი ხაზი –
მანქანური გვირისტი.
ყაისნაღური გვირისტი სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქსო-

39
ვილში ძაფის ჩამაგრებისა და მისი წაღმა პირზე გამოყვანის შემდეგ ნემსი
იმავე ნასვრეტით უნდა გატარდეს ქსოვილის უკუღმა პირზე, ისე, რომ ზე-
დაპირზე დარჩეს ძაფის პატარა ყულფი, რომელიც დაჭერილ უნდა იქნას
თავისუფალი ხელის ცერა თითით. ამის შემდეგ უკუღმა პირზე უნდა გა-
კეთდეს საჭირო სიდიდის გვირისტულა (მარყუჟის სასურველი ზომის მი-
ხედვით) და ნემსი გამოტარდეს წაღმა პირზე ყულფის შუაში – ისე, რომ
ყულფის ძაფი მოხვდეს ნემსის წვერის ქვეშ. ძაფის ბოლომდე გამოყვანის და
მცირედ მოჭიმვის შედეგად მიიღება პირველი მარყუჟი. ამის შემდეგ ნემსი
იმავე ნასვრეტით უნდა გატარდეს უკუღმა პირზე, პატარა ყულფის წარმოქ-
მნით და ყველაფერი განმეორდეს პირველი მარყუჟის ანალოგიურად
(სურ.39.).

სურ. 39. ყაისნაღური გვირისტი

ოქრომკედით ქარგვისას მოსახერხებელია ყაისნაღური გვირისტის


შემდეგნაირად შესრულება: პირველი მარყუჟი უნდა ჩამაგრდეს მოკლე გვი-
რისტულათი, შემდეგ უკუღმა პირიდან ნასვრეტი კეთდება ისეთ ადგილზე,
რომ წაღმა პირზე სასურველ სიგრძის მარყუჟი იქნას მიღებული. ნემსი ძა-
ფით გამოტარდება პირველი მარყუჟის ქვეშ (ქსოვილში გატარების გარეშე)
და იმავე ნასვრეტით გატარდება ქსოვილის უკუღმა პირზე (სურ.40).ამის
შემდეგ ყველაფერი მეორდება.
ყაისნაღური გვირისტის ბაზაზე – მარყუჟების განსხვავებული განლა-
გებით, ზომის შეცვლით, ბმულადის რამდენიმე ადგილზე ჩამაგრებით და
მათი ცალცალკე განლაგებით შესაძლოა მრავალფეროვანი დეკორატიული
ნაკერების, ყვავილების, ფოთლების და სხვა გამოსახულებების მიღება.

40
სურ.40. ყაისნაღური გვირისტის ვარიანტები

ერთ-ერთი ასეთი ნაირსახეობაა „ყულფი“, რომელიც ცალკე გამოყო-


ფილი გვირისტის სახეობაა. ამ შემთხვევაში პირველი გვირისტულის შემ-
დეგ, მომდევნო გვირისტულის ნაცვლად, სრულდება მისი ჩამაგრება მოკლე
გვირისტულათი (სურ. 41). მსგავსი იზოლირებული მარყუჟები შეიძლება
განლაგდეს ნებისმიერი თანმიმდევრობით, გარდა ამისა მარყუჟი გარედან
ჩამაგრდეს 2, ან 3 ბმულადით.
ყაისნაღური გვირისტი ოქროქარგულობაში დეტალების შემოკალ-
მვისთვის (გარშემო გვირისტის შემოყოლება) გამოიყენება, მაგრამ გასათვა-
ლისწინებელია, რომ ოქრომკედით მისი შესრულება საკმაოდ რთულია,
რადგან ქსოვილში გატარებისას ის ხშირად წყდება. ამიტომ ამ პრინციპის
გამოყენებისას ოქრომკედი ქსოვილის უკუღმა პირზე არ უნდა გატარდეს,
არამედ დამხმარე ძაფით ჩამაგრდეს უწყვეტ მარყუჟებად (ნიკბების სახით),
უკვე მოქარგული ნაწილის ირგვლივ.

სურ.41. გვირისტი ,,ყულფი“. შესრულების თანამიმდევრობა.

41
ოქრომკედით ნაქარგობაში ღეროსებრი და ყაისნაღური გვირისტი უმე-
ტესად ნაპირების გასაფორმებლად გამოიყენება, უფრო იშვიათად ორნამენ-
ტის ცალკეული დეტალების: თავსაფრების, სამოსის დეტალების (ქართული
კაბის სარტყელი, გულისპირი), ტრადიციული თავსაბურავების, ქალის ზე-
დატანის გასაფორმებლად. გასათვალისწინებელია, რომ ოქრომკედით
ქარგვისას ლითონის ძაფის ქსოვილში გატარება არ ხდება მისი ფიზიკური
თვისებების გამო (ის ქსოვილში მოძრაობისას დააზიანებს საქარგავ
ქსოვილს, ხშირი გარატებით გაწყდება).
ორმხრივი სითვი წარმოადგენს ქსოვილზე მიჯრით განლაგებული
ბმულადების მწკრივს, სადაც ძაფის გადაადგილება ხდება ქსოვილში ნემსის
გატარებით (სურ.42).
ორმხრივი სითვით ქარგვისას ნაქარგობა სრულდება ნაფენის გარეშე
(სურ.43), (სურ.44). ამ ტექნიკის ცოდნა ხელს უწყობს, ოქრომკედით ქარგვის
შესწავლისას საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას – ფაქიზი ნამუშევრის,
თანაბარი, მწყობრად – ერთმანეთის გადაფარვის გარეშე, განლაგებული
ბმულადებით ქარგვის ფლობას.
სითვით ქარგვის დაწყებამდე ნახატის კონტური უნდა შემოგვირის-
ტდეს საბლანდავი ან ღეროსებრი გვირისტით. ღეროსებრი გვირისტი მტკი-
ცე, თანაბარი და უწყეტია, ამიტომ უფრო მოსახერხებელია. როდესაც ნაქარ-
გობა სრულდება ნაფენით, ნაფენის ძაფი უნდა იყოს უფრო მსხვილი, ვიდრე
საქარგავი ძაფი. ნაფენი სრულდება მჭიდრო საბლანდავი გვირისტით. სით-
ვის ბმულადები განლაგდება ნაფენის გვირისტის მართობულად. ორმხრივი
სითვით ქარგვისას ნემსი ძაფით კონტურის გვირისტის ერთი მხრიდან (ისე,
რომ კონტურის გვირისტი მოხვდეს ნაქარგობის ქვეშ) გატარდება უკუღმა
პირზე და დაბრუნდება წაღმა პირზე ნახატის მოპირდაპირე მხარეს, წინა
ნასვრეტის გვერდით, ისე, როგორც ნაჩვენებია სურ.42, სურ. 43. შემდეგ ყვე-
ლაფერი მეორდება. ნემსი ასრულებს წრიულ მოძრაობას – ქსოვილზე დატა-
ნილი ორნამენტის ირგვლივ ის სპირალს შემოწერს. ორმხრივი სითვით ქარ-
გვისას წაღმა და უკუღმა პირზე ერთნაირი ნახჭი მიიღება.

სურ.42. ორმხრივი სითვი.

42
სურ 43. სითვით ნაქარგი ნაფენის გარეშე

სურ.44. სითვით ნაქარგი ნაფენით

გლუვი და მბზინვარე ნაქარგობის მისაღებად იყენებენ ატლასურ სითვს.


არსებობს ატლასური სითვის შესრულების ორგვარი მეთოდი: ატლასური
გვირისტით და გაყოფილი ატლასური გვირისტით. ატლასური გვირისტი
ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, ის ღეროსებრი გვირისტის ანალოგიურია
(სურ.45) და სრულდება უშუალოდ ქსოვილზე – ნაფენის გარეშე.
ბმულადები ერთმანეთთან მიჯრითაა განლაგებული. ყოველი მომდევნო
ბმულადი იწყება წინას შუაწერტილის მახლობლად.

43
სურ.45. ატლასური სითვი

სურ.46. გაყოფილი ატლასური გვირისტი

გაყოფილი გვირისტი „ნაკრტენით“ ნაქარგის ანალოგია. (სურ.46), იმ გან-


სხვავებით, რომ ყოველი მომდევნო ბმულადი გამოდის წინა ბმულადიდან;
უკუღმა პირიდან ძაფი ნემსის წვერით გამოტარებულია წინა გვირისტულა-
ში (ძაფი თითქოს გაყოფილია, საიდანაც მოდის მისი სახელწოდებაც). ამ
დროს უკუმა პირზე ცალკეული მოკლე ბმულადები მიიღება. ატლასური
სითვი ყველაზე ხშირად გამოიყენება ორნამენტის შევსებისათვის. ატლასუ-
რი სითვით ქარგვისას ბმულადები მთლიანად ფარავს საქარგავ სივრცეს

44
მიჯრით განლაგებული ბმულადებით. რაც შეეხება ტერმინს - „ატლასური“
ეს მომდინარეობს ამ ხერხით ქარგვის დროს გამოყენებული საქარგავი
მასალის შლილი, ანუ დაუგრეხავი აბრეშუმის ძაფის ატლასისებური
სიპრიალიდან.
ატლასურ სითვს იყენებენ სახოვანი გამოსახულებებში სახეების,
ხელების (გარდამოხსნებსა და დაფარნებზე), ასევე სამოსის, პეიზაჟის, არქი-
ტექტურის დეტალების გამოსახვისათვის, ორნამენტულ ნაქარგობაში ყვავი-
ლების, ფოთლების და სხვ. დეტალების შესავსებად.
ქართულმა ნაქარგობამ იცის სითვის სახე, რომელსაც ,,კლერტული“
ეწოდება. ასეთი სითვით ქარგვისას ძაფი გადაადგილდება მცენარეული ღე-
როს, კლერტის ფორმით.(სურ.47),

სურ.47. კლერტული სითვი

45
,,ხავერდულა“, ,,კვანძურა“, ,,როკოკო“ სითვი ორმხრივი სითვით ქარ-
გვის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ხავერდულა ძაფებით იქარგება და პო-
პულარული იყო განსაკუთრებით მე-19 საუკუნის საქართველოში. მასალა
ევროპიდან, რუსეთიდან შემოდიოდა. ბუნებრივია ამავე ქვეყნების
გავლენით იქმნებოდა ნაქარგობის ნიმუშებიც. ასეთი ძაფით ნაქარგი
ხავერდიებრ ზედაპირს, ხაოს იკეთებს და სახელწოდებაც აქედან
მომდინარეობს. ხავერდულათი ამკობდნენ ქართველი ქალის კაბის
სარტყელ-გულისპირს, სახელოებს, შუბლსაკრავებს, ქისებს და სხვა
საყოფაცხოვრებო საგნების ზედაპირს (სურ.48).

ნაქარგობის შესასრულებლად, პირველ ეტაპზე ვქმნით ესკიზს კვან-


ძური (როკოკო) ნაქარგობისთვის. შერჩეული ესკიზი გადაგვაქვს მოსაქარგ
ქსოვილზე, ესკიზის მიხედვით ხდება საქარგავი ძაფის შერჩევა ფერის, ხა-
რისხის მიხედვით. დაქარგვის პროცესი წარიმართება ტექნოლოგიური თან-
მიმდევრობით. ძაფის ჩამგრების შემდეგ ნემსი ამოგვყავს ქსოვილის წაღმა

46
პირზე. შემდეგ უკან ვიხევთ იმ მანძილზე, რა სიგრძის ხავერდულას მიღე-
ბაც გვსურს. ნემსი გაგვყავს უკუღმა პირზე და მისი წვერი ამოგვყავს წაღმა
პირზე - ნემსის პირველი ამოყვანის წერტილში. ნემსის წვერზე საქარგავ
ძაფს შემოვახვევთ იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა ხვეული კვანძურის
მისაღებად, რომელიც ჩაჯდება ნემსზე ასხმული ქსოვილის მონაკვეთში -
ნემსის წაღმა პირზე პირველი ამოყვანისა და მისი უკუღმა პირზე გაყვანის
წერტილებს შორის. ძაფშემოხვეული ნემსი ისევ გაგვყავს უკუღმა პირზე, წი-
ნა გაყვანის წერტილში და ისევ ამოგვყავს წაღმა პირზე იმ ადგილას, საიდა-
ნაც დაიწყება შემდეგი გვირისტი. ეს ნაქარგობა მხოლოდ მცენარეული ორ-
ნამენტების შესრულების დროს გამოიყენება. ამობურცული ფორმებით ის
ავსებს გლუვ ზედაპირებს და მას რელიეფურობას ანიჭებს. ამ სახის ქარგვი-
სათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მულინე, შალისა და აბრეშუმის ძაფე-
ბი. ნემსი უნდა იყოს მსხვილი და პატარა ყუნწიანი. მრავალფეროვნების მი-
საღწევად „როკოკოს“ შესაძლოა შევუხამოთ ქარგვის სხვა ფორმები.

სურ.48. ხავერდულა, კვანძურა სითვი

,,ჭვირნარად“, ანუ აჟურულად, ბადურად ქარგვა გულისხმობს ქსო-


ვილზე დატანილი სახეების ერთი ფერის ძაფით კილოურად ამოქარგვას და
შემდგომ შიგა სივრცის ამოკვეთას, ამოჭრას. რუსულად ქარგვის ამ სახეობას
,,მერიაშკს“ უწოდებენ. ქარგვის ეს სახეობა გარკვეულწილად წააგავს კილო-
ურად ქარგვის ტექნიკას. საქართველოში მე-19 მე-20 საუკუნეებიდან მოყო-
ლებული რუსული ნაქარგობის გავლენით დღემდეა შემორჩენილი (სურ.49).
ასეთი ტიპის ნაკერებს მიეკუთვნებიან ჭვირნარი, ნაჩვრეტებიანი გვირის-
ტის სხვადასხვა სახეები. ეს არის ვიწრო, გვირისტული ნაკერი, რომელსაც
ქსოვილიდან გამორღვეული ძაფების გამოყენებით აკეთებენ. თითოეულ
ჭვირნარს ასრულებენ ქარგაზე მარცხნიდან მარჯვნივ ბამბის ძაფით. ჭვირ-
ნარი გამოიყენება არა მარტო როგორც ქარგვის დამოუკიდებელი სახეობა,
არამედ მისი საშუალებით ქარგვის სხვა სახეობების ფრაგმენტებსაც ხშირად
ავსებენ.

47
ჭვირნარის პირველი გვირისტის მისაღებად, ნემსი მისაღები სვეტის
ძაფებს შორის უნდა გავატაროთ და დავამაგროთ დასაქარგ ქსოვილზე კი-
დიდან 2-3 ძაფის დაშორებით. შემდეგ, სამუშაო ძაფს მარჯვნიდან მარცხნივ,
ყულფის სახით დებენ, ნემსის წვერით იღებენ ჭვირნარის 4 ძაფს და ყულ-
ფად მოჭიმავენ. ნაკეთობის კიდეების შემოსაკერად, საჭიროა მისი თანაბ-
რად შემოჭრა ძაფის გასწვრივ. ამისათვის, ქსოვილის კიდედან უნდა
გამოვარღვიოთ პირველი მთლიანი ძაფი და ქსოვილი მისი კვალის გას-
წვრივ შემოვჭრათ. შემდგომ, განვსაზღვროთ მონაჭრის სიგანე: თუ სიგანე 2
სმ-ია, მაშინ ჭვირნარის კეთებას ქსოვილის კიდიდან 4,5 სმ-ზე იწყებენ, ტო-
ვებენ რა ადგილს შემონაკეცისათვის.

ქსოვილიდან უნდა გამოვარღვიოთ 3-4 ძაფი. სამუშაო ძაფი 2-3 ძაფად


მოჭიმული მარცხენა მხარის ბოლოში დავამაგროთ, გამოვიყვანოთ ის ქსო-
ვილის წინა მხარეს და ქსოვილის შიდა მხრიდან, მისი გამოყენებით შევ-
კრათ 3-4 ცალი ვერტიკალური ძაფი. სამუშაო ძაფი მარცხნიდან მარჯვნივ
ერთჯერ შემოვახვიოთ.

48
ამის შემდეგ, ჭვირნარის შუაში, ძაფით შექმნილი ყულფით, ერთად
შევაგროვოთ სამ-სამი სვეტი და თითეოეული სამეულისათვის გავაკეთოთ
ყულფი. ყულფი შეიძლება გაუკეთდეს არა სამ-სამ, არამედ ორ-ორად
აღებულ

49
სვეტებსაც. ცარიელ კვადრატულ ადგილებს ავსებენ სხვადასხვა ფორმის ჰა-
ეროვანი მარყუჟებით.

სურ. 49. ჭვირნარად, ბადურად ქარგვა

49
III. ხევსურული ნაქარგობა

ჯვრულით ქარგვა

საქართველოში, კერძოდ მთიელთა ჩაცმულობაში ორიგინალური ქარ-


გულობით ყველაზე მეტად ხევსურული სამოსი გამოირჩევა. მამაკაცის, ქა-
ლის, საყმაწვილო სამოსზე დღემდეა შემორჩენილი უძველესი ორნამენ-
ტული სახეები და ბუნებრივი საღებავებით მიღებული ფერთა მრავალფე-
როვნება. შემორჩენილია ასევე მათი სახელწოდებანი, კუთხა, კიმხა, ჯვა-
რი, ბორჯღალა, ვარსკვლავა, მარტუღელა, თვალა, კბილა, თავნახარა, ხატუ-
ლა, ხვეულა, რქანახარა, დაკვაკვულა, კუდიქცეულა, მწკალა, და ა.შ. მთიანე-
თის უძველეს თემთა ტრადიციებში განირჩევა საკაცო, სადიაცო, სადიდო
და საყმაწვილო ,,ნაჭრელა“ (ფერადად ნაქარგი) და ,,ბურმა“ ( სადა ნაქარგი)
ფერთა ტონალობანი. ჯვრულით ნაქარგ სამოსზე კარგად იკითხება ნაქარ-
გობის ამ ტექნიკის ტრადიციულობა, თვითმყოფადობა და გენეტუკური გე-
მოვნება.

ხევსურული ჯვრული ნაქარგობისათვის დამახასიათებელია დეტა-

50
ლების მძივებით (ძირითადად თეთრი ფერის) შემკობის მეთოდი, შესამკო-
ბად ასევე ინტენსიურად გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ლითონის
სამკაულები, ფულები და ღილები. საინტერესო ტრადიციას წარმოადგენდა
ასევე მქარგველის მიერ ბეჭის არეში საკუთარი თმის პატარა ნაწილის ჩატა-
ნება, საკუთარი გრძნობის გადმოსაცემად იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც
იქმნებოდა ეს სამოსი.

მხატვრული ქარგვის ეს სახეობა ხალხური ქარგვის მიმართულებას


მიეკუთვნება და არსებობის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. საქარგავად იყე-
ნებენ ტილოს, შალის და სხვადასხვა სახის უჯრიან ქსოვილებს, სადაც კარ-
გად ჩანს ქსელისა და მისაქსელის განლაგება, რათა მათი საშუალებით თვლა
შედარებით ადვილი იყოს. ხევსურეთში დღესაც ამზადებენ ტილოსებრი
ხლართით ნაქსოვ შალის ქსოვილს, რომელსაც ,,ტოლს“ უწოდებენ და შინ-
ნაქსოვ ,,შილას“, ბამბის ქსოვილს, რომელიც ჯვრული ქარგვისათვის აუცი-
ლებელ ყველა კომპონეტს მოიცავს. ,,შილა“ წმინდად ნაქსოვია, მას თანაბა-

51
რი სისქისა და სიგრძის თვლები აქვს, სწორედ ამის გამო მასზე ქარგვა ადვი-
ლად ხდება. ხევსურული ორნამენტის ურთულესი სახეები სწორედ ,,შილა-
ზეა“ ამოქარგული.
ორნამენტის მოქარგვამდე პირველად დათვლიან ,,შილაის“თვლებს
და შემდეგ დაიწყებენ ნაჭრელას ქარგვას. აუცილებლად აითვლიან კენტ და
არა ლუწ თვალს. გადათვლილ თვლებს შუაზდე გაყოფენ და შუა თვლიდან
იწყებენ სათანადო სახის გამოყვანას. რადგანაც ხევსურული ნაჭრელა ორნა-
მენტთა მრავალფეროვანი და რთული სისტემისაგან შედგება, ამიტომ საჭი-
როა გავითვალისწინოთ ფონისა და ფერის შერწყმის რამოდენიმე წესი:
1. თუ ნაჭრელას ფონად აღებული გვაქვს მუქი შინდისფერი (ძირი-
თადად ასეთი იყო ხევსურული სამოსის ფონი), მაშინ ნაჭრელის კონტური
იქარგება შავი ძაფით. ხოლო დანარჩენი ორნამენტები ივსება ლურჯი, მწვა-
ნე, წითელი ფერებით (ნაჭრელის გასაცოცხლებლად შეიძლება ჩაერთოს
თეთრისა და ყვითელი ფერის ელემენტებიც).
2. თუ ნაჭრელას ფონად აღებული გვაქვს შავი, ნაჭრელას კონტური
იქარგება შინდისფერით ან ლურჯით, დანარჩენი იმავე ფერებით, რიგორც
პირველ ვარიანტში.
3. მუქი ლურჯი ფონის შემთხვევაში კონტური იქარგება შინდისფე-
რით, შავით, დანარჩენი კი ტრადიციული ფერებით, როგორც სხვა შემთხვე-
ვაში.
4. თუ ფონი თეთრია, მაშინ ვიღებთ სულ სხვა ვარიანტს, აქ ოსტა-
ტის გემოვნებაზეა დამოკიდებული ნაქარგის ფერადოვნება. საერთოდ
თეთრ ფონს იშვიათად ხმარობენ, როდესაც იქარგება თეთრი ხელთათმანი,
წინდა, ხელსახოცი, ან სხვა რამ, აქაც ტრადიციული ფერები მწვანე, შავი,
ლურჯი, წითელი, შინდისფერი დომინირებს.

52
ჯვრული ქარგვის ტექნიკური ხერხები

სახელმძღვანელოს ამ თავში განხილულია ქარგვის ის მეთოდები,


ტექნიკური ხერხები და ფერთა გამა რომელიც ჯვრული ნაქარგობის შესას-
რულებლად უნდა გამოიყენოს მქარგველმა.
ერთი შეხედვით ჯვრული ტექნიკით ქარგვა თითქოს ადვილი გვეჩ-
ვენება, მაგრამ ქარგვის ამ სახეობას გარკვეული სირთულეები გააჩნია და
თუ სწორ ხაზზე ან გარკვეული ერთი მიმართულებით განლაგებული
ჯვრებით ქარგვისათვის დამახასიათებელი ყველა დეტალი მქარგველმა
კარგად არ იცის, მაშინ შედარებით რთული ორნამენტული დეკორის შექმნა
მისთვის საკმაოდ რთული იქნება.

სურ.50. ჰორიზონტალურად ერთ ხაზზე განლაგებული ჯვრები

ჯვრული ქარგვა თვლასა და სიზუსტეზეა დამოკიდებული. ამიტომ


ამ ხერხით ქარგვისას საჭიროა ისეთი ქსოვილი შეირჩეს, რომელზედაც ქსე-
ლი და მისაქსელი კარგად ჩანს და თვლა შედარებით ადვილია. საჭიროა
ასევე ბლაგვწვერიანი ნემსი, ძაფები არჩეული ფერების მიხედვით, პატარა
მაკრატელი და ქარგა ქსოვილის გადასაჭიმად.

53
ქარგვა იწყება წინასწარ მომზადებული ესკიზის მიხედვით, რომლის
დატანა წინასწარ ხდება მოსაქარგი ქსოვილის მიწარზე. თუ მოსაქარგი სივ-
რცე დიდია, მქარგავმა უნდა გამოიყენოს საქარგავი ჩარჩო, თუმცა ჯვრული
ნაქარგობის შესრულებისას ოსტატთა ერთი ნაწილი ქარგას არ ხმარობს, სა-
ქარგავი ტილო უჭირავს ხელში და ქარგავს ქარგის გარეშე. ქარგვის დროს
დიდი მნიშვნელობა აქვს ძაფიანი ნევსის მოძრაობის მიმართულებას. ქარ-
გვის პროცესში გასათვალისწინებელია, ნაქარგობის კარგ პირზე ბმულადები
სწორხზოვნად იყოს განლაგებული, რომ უზუსტობამ არ გააფუჭოს ნაქარგის
იერსახე. ნემსზე აგებული ძაფის კუდის სიგრძე არ უნდა სცილდებოდეს
იდაყვს, რადგან გრძლად აგებული ძაფი ძნელად მოსახმარია და ადვილად
იბურდება. ქარგვის პროცესში გასათვალისწინებელია, რომ ხელში ქსოვი-
ლის ხშირმა ტრიალმა შეიძლება ნაქარგობის გამრუდება, ხოლ ჯვრის არას-
წორმა ჩამაგრებებმა უსუფთაო და დაბრეცილი ნაყშები გამოიწვიოს.
ჯვარული ნაქარგობა მიიღება ორი დიაგონალური გვირისტის ურთი-
ერთგადაკვეთით, გადაჯვარედინებით. როდესაც ჯვარი მიჰყვება ჰორიზონ-
ტალურ ხაზს, მაშინ ყველა გვირისტი სრულდება ჯერ ერთი მიმართულე-
ბით, შემდეგ კი გადაიხურება საწინაარმდეგო მიმართულების გვირისტით.

როდესაც ჯვარი მიჰყვება ვერტიკალურ ხაზს, პირველი გვირისტი


კეთდება ქვევიდან ზევით, დიაგონალზე, მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგ

54
უკუღმა პირით გადავდივართ მარცხნივ კვადრატის კუთხეში, ნემსი ამოგ-
ვყავს წაღმა პირზე და ვაკეთებთ მეორე გვირისტს დიაგონალზე - მარცხნი-
დან მარჯვნივ და ასე შემდეგ.

სურ.51. ვერტიკალურად ერთ ხაზზე განლაგებული ჯვრები

საპირისპირო მიმართულებით ქარგვისას პირველ გვირისტს ვაკე-


თებთ ზევიდან ქვევით, დიაგონალზე - მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგ
უკუღმა პირზე ისევ გადმოვდივართ მარჯვნივ, კვადრატის კუთხეში, ნემსი
ამოგვყავს წაღმა პირზე და ვაკეთებთ მეორე გვირისტს ზევიდან ქვევით, დი-
აგონალზე - მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ.
ჯვრულით ქარგვისას დიდი მნიშვნელობა ძაფიანი ნევსის მოძრაო-
ბის მიმართულებს ენიჭება:
1. ქვევიდან ზევით და მარჯვნივ.
2. ზევიდან ქვევით და მარჯვნივ.
3. ქვევიდან ზევით და მარცხნივ.
4. ზევიდან ქვევით და მარცხნივ.
პირველი გვირისტი ყველა შემთხვევაში კეთდება ერთნაირად: ნემ-
სი ჩამაგრების შემდეგ ამოგვყავს კვადრატის ქვედა მარცხენა წერტილში;
გაგვყავს ზედა მარჯვენა წერტილში, ამოგვყავს წაღმა პირზე მარცხენა წერ-
ტილში და გაგვყავს უკუღმა პირზე ქვედა მარჯვენა წერტილში.
პირველი შემთხვევის დროს შემდეგი გვირისტის გასაკეთებლად ნემ-
სი ამოგვყავს პირველი გვირისტის ზედა მარჯვენა წერტილში, შემდეგ გაგ-
ვყავს მარჯვნივ და ზევით დიაგონალზე მდებარე კვადრატის ზედა მარჯვე-
ნა წერტილში. შემდეგ ამოგვყავს წაღმა პირზე კვადრატის ზედა მარცხენა
წერტილში და გაგვყავს უკუღმა პირზე ქვედა მარჯვენა წერტილში და ა.შ.
მეორე შემთხვევაში შემდეგი გვირისტის გასაკეთებლად ნემსი ამოგ-
ვყავს მაჯვნივ და ქვევით დიაგონალზე მდებარე კვადრატის ქვედა მარცხენა
წერტილში. შემდეგ გაგვყავს იგივე კვადრატის ზედა მარჯვენა წერტილში;

55
ამოგვყავს წაღმა პირზე ზედა მარცხენა წერტილში და გაგვყავს უკუღმა პირ-
ზე ქვედა მარჯვენა წერტილში და ა.შ.
მესამე შემთხვევაში - შემდეგი გვირისტის გასაკეთებლად ნემსი
ამოგვყავს მარცხნივ და ზევით დიაგონალზე მდებარე კვადრატის ქვედა
მარცხენა წერტილში; შემდეგ გაგვყავს ზედა მარჯვენა წერტილში; ამოგვყავს
წაღმა პირზე ზედა მარცხენა წერტილში და გაგვყავს ქვედა მარჯვენა წერ-
ტილში და ა.შ.
მეოთხე შემთხვევაში - შემდეგი გვირისტის გასაკეთებლად ნემსი
ამოგვყავს მარცხნივ და ქვემოთ მდებარე კვადრატის ქვედა მარცხენა წერ-
ტილში. შემდეგ გაგვყავს ზედა მარჯვენა წერტილში; ამოგვყავს ზედა მარ-
ცხენა წერტილში და გაგვყავს ქვედა მარჯვენა წერტილში და ა.შ.

სურ.53. ირიბად განლაგებული ჯვრები


ასეთი მოძრაობებით მიიღება სხვადასხვა სახის გამოსახულებები
რომელიც ჰქმნის ჯვრულით ნაქარგ ხელოვნების ნიმუშებს. ნაჭრელით ხევ-
სურეთში გამოჰყავდათ: ,,კბილაის რქა“, ,,ხევსურული რქა“, ,,მგზავრაის
რქა“ და სხვა, რომელნიც ხევსურული ორნამენტის ძირითად სახეებს წარმო-
ადგენენ. ნაჭრელით ორნამენტების გამოყვანა ,,შილას“ გარდა შეიძლება
შალზეც, როცა ის კაგი ნაქსოვია, ,,ცალპირ ტოლზე“. შალის ქსოვა ხევსუ-
რეთში მაღალ დონეზე იყო აყვანილი. საქსელავ დაზგაზე სამგვარი შალი

56
მზადდებოდა: ,,ცალ-პირა“, ორ-პირა“ და წაღმა-უკუღმა“. თვითოეული
მათგანის დამზადება ქსელის და მისაქსელის ძაფების რაოდენობაზე იყო
დამოკიდებული. გარდა ამისა კარგი ღირსების შალის მიღებას ძაფის ხარის-
ხი დიდად განსაზღვრავდა.

57
შიბით ქარგვის ტექნიკური ხერხები

ხევსურეთში ,,ტოლზე“ ქარგვა ,,შიბა“- ის წესით სრულდებოდა. ამ წე-


სით ქარგვის დროს ოსტატს თვალის ხაზის სწორად გაყვანა უნდა ჰქონდა
გამომუშავებული, თვლებით გამოთვლას აქ იშვიათ შემთხვევაში აქვს ადგი-
ლი. შიბით ქარგვა ერთ-ერთ უძველეს სახეობას წარმოადგენს. სიტყვა ,,ში-
ბი“ ერთმანეთში გრეხილს გულისხმობს. ვიზუალურად შიბით ნაქარგი ნაწ-
ნავისა და გრეხილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძირითადათ ხევსური ქალე-
ბი შიბს სამოსის ქარგვისას იყენებდნენ. შიბით იქარგებოდა ტოლით ნაკერი
პაჭიჭები, ნაქსოვი წინდები, მანდილები, ხურჯინები და აბგები.

58
შიბით ქარგვის დაწყების წინ საჭიროა საქარგავი მასალისა და ხელსა-
წყოების მომზადება. ოსტატი სამუშაოს მასალის შერჩევით იწყებს: ფერადი
შალის ან აბრეშუმის ძაფი, ნემსი მსხვილი ყუნწით, მაკრატელი და სარღვე-
ვი კაუჭი.
შიბვა ერთი შეხედვით ჯვრულ ნაქარგობას მოგვაგონებს, მაგრამ ძა-
ფიანი ნემსი შიბვისას სწორ ხაზზე ირიბად განლაგებული ბმულადებით
მოძრაობს. ძაფიანი ნემსის მოძრაობა განაპირობებს შიბის სხვადასხვა სახეო-
ბას. დაშიბვა მქარგავის ინტუიციასა და გამოცდილებაზეა დამყარებული.

შიბვა ხდება სამი სახეობის გვირისტით:


1. ,,ჩოხის შიბა“- მარჯვენიდან ხდება ტოლის ქსოვილის დაჭერა, ხო-
ლო მარჯვნიდან მარცხნით ძაფიანი ნემსის ამოყრა სურათზე ნაჩ-
ვენები სქემის მიხედვით.

სურ.54. ჩოხის შიბა

2. ,,ორმაგი შიბა“- ორმაგად გაკეთებული ჩოხის შიბა, ძაფიანი ნემ-


სის ისეთივე მოძრაობით, როგორც ჩოხის შიბის დროს, მხოლოდ უფრო

59
ბრტყელი და ნალებად ამობურცული, რადგან ირიბად განლაგებული ბმუ-
ლადები ერთმანეთთან მჭიდროდ, მიჯრით არიან განლაგებულნი.

სურ.55. ორმაგი შიბა

3. ,,ტომრის შიბა“ - კეთდება ისე, რომ ამობურცული და მსხვილი გამოდის;


იგი ნაკლებ მოჭიმულია და ისეთი თანმიმდევრობით სრულდება, როგორც
მოცემულია 56-ე სურათზე.

სურ.56 . ტომრის შიბა

ზემოთ აღწერილი ხერხის გარდა ხევსურეთში ორნამენტები გამოჰ-


ყავთ დალიანდაგებით, რასაც იქ ,,განემსვას“ უწოდებენ. ამ შემთხვევაში
ხუთ თვალს გადაითვლიდნენ, მეექვსეზე ამოიღებდნენ და ერთ თვალზე გა-
აყოლებდნენ ფერად ძაფს. უმთავრესად განემსვა საფარაგო შილაზე, ქოქ-
ლოს ბოლოზე და მამაკაცის საბეჭურზე კეთდებოდა.
ხევსურეთში მღებულია აპლიკაციის წესით მიღებული ,,სკლატის“

60
ორნამენტი, სადაც ფონზე სახე გამოყვანილია სასურველ ფორმად ამოჭრი-
ლი ფერად-ფერადი ნაჭრის დაკერებით.
ხევსურული ორნამენტის ქარგვისას ნაქარგობის შემდეგი სახეები
გვხვდება: ,,შატაი“, რომელის შესატყვისია ყაისნარურა გვირისტი; ,,შიბის
გვერდაი“- ღეროსებრი გვირისტი; ,,მომწიკვლებაი“- კილური, მარყუჟისებ-
რი გვირისტი; ,,წეროს მხარაი“ - სრულდება სამკუთხა გვირისტით; ,,ციკივ-
კავა“- სრულდება ტეხილი გვირისტით; ,,კუდიქცეულა“- მანქანური გვირის-
ტი და ა.შ. ქსოვილის გასამშვენებელი ნაქარგი ორნამენტებით ხევსურები ამ-
კობდნენ ,,ფარაგას“, ,,მანდილს“, ,,ქუდს“, ,,ქოქლოს“, ჩოხას“, ,,პერანგს“, შარ-
ვალს“, ,,ხელთათმანებს“, ,,წინდებს“, ,, საფუხრეებს“(სამაჯეები), ,,სათაუ-
რას“(თავსაბურავი), ,,ბჭიჭებს“, ,,საწვივეებს“ და სხვა.

61
IV. ოქრომკედით ქარგვის ტექნიკა. ნამაგრი სითვი.

ძველ ქართულ ნაქარგობაზე ძირითადი ადგილი ნაქარგობის იმ სა-


ხეობას უჭირავს, რომელსაც ,,ნამაგრი სითვი“ ეწოდება. ქარგვის ეს ტექნიკუ-
რი ხერხი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ნათლად მიგვანიშნებს რომ
ამ შემთხვევაში ხდება ერთი სახეობის ძაფის მეორე სახეობის ძაფით ჩამაგ-
რება. ქარგვის პროცესი ამ შემთხვევაშიც ქარგაზე მიმდინარეობს და საქარ-
გავი დაზგის ზომას განსაზღვრავს მოსაქარგი სივრცის სიდიდე. რთულ
კომპოზიციებს მხატვარი ასრულებს. ისტორიულად ასეთ პიროვნებებს
,,სახეთა გამომყვანები“ ერქვათ, ხოლო ნაქარგობაზე წარწერის დამწერებს -
,,სიტყვათა დამწერი“ ეწოდებიდათ. ამოსაქარგი გამოსახულებების დატანა
ქარგაზე გაგაჭიმულ ქსოვილზე ისევე ხდება, როგორც ორმხრივი სითვით
ქარგვის დროს. მოსაქარგი სახეები ერთდროულად ფიქსირდება ქსოვილსა
და სამუშაო ტილოზე წვრილი ბმულადებით. უძველესი საქარგავი მასალა,
რომელსაც ნამაგრი სითვით ქარგვის დროს გამოიყენებდნენ, ოქროსა და
ვერცხლის თმა ან ოქრომკედი და ვერცხლმკედი იყო. რაც შეეხება ტერმინ
,,მკედს“, იგი წარმოადგენს მომსხო აბრეშუმის ძაფს, რომელზედაც მიჯრით
დახვეულია გაბრტყელებული ოქრს თმა, ე.წ. სხეპლა.
ქართული საეკლესიო ქარგულობის ტექნიკური ხერხების თეორიულ-
მა და პრაქტიკულმა კვლევამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ტექნიკის
სრულფასოვანმა შესწავლამ დიდად უნდა განსაზღვროს ნაქარგობის სტი-
ლი და მხატვრული ღირებულება.
როგორც აღვნიშნეთ, ოქრომკედით ქარგვის ტექნიკა არსებითად გან-
სხვავდება ქარგვის სხვა ტექნიკებისგან. ოქრომკედით სრულდება მხო-
ლოდ ერთმხრივი ნაქარგობა, ნამაგრი სითვი, რადგან ქსოვილში მეტალის
ძაფის გატარების შედეგად შესაძლოა დაზიანდეს როგორც ქსოვილი, ისე

62
ოქრომკედის ძაფი, ხოლო სხეპლა შესაძლოა თანაბრად არ განლაგდეს ნა-
ქარგობის ზედაპირზე. ლითონის ძაფებს წაღმა პირზე ამაგრებენ 31-ე სურა-
თზე ნაჩვენები ნახატის მიხედვით და ძალზე იშვიათად იყენებენ ქსოვილ-
ში გასატარებლად.
სხეპლით ქარგვა ოქრომკედით ქარგვის ანალოგიურია. მას უმეტე-
სად თხელ ნაფენზე ასრულებენ, იშვიათად გვხვდება ნაფენის გარეშე. არსე-
ბობს სხვადასხვა სიგანის სხეპლა. ხარისხის მიხედვით ის შეიძლება იყოს
ხისტი, მკვრივი, რბილი ან ელასტიური. მაღალი სიმჭიდროვის მქონე თხე-
ლი ქსოვილების ქარგვისას, როგორც წესი განიერი სხეპლა არ გაეყრება ქსო-
ვილში, რადგან მან შესაძლოა ქსოვილი დააზიანოს. დასაქარგი ორნამენტის
კონტურზე სხეპლა ჩამაგრების ადგილზე გადაიკეცება და მიემართება საპი-
რისპირო მხარეს. ამ შემთხვევაში ჩამაგრების ბმულადის სიგანე სხეპლის სი-
განის ტოლია, ან მასზე ოდნავ ნაკლებია.
ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ქარგვის ტექნიკა ძალზე მრავალ-
ფეროვანია, მაგრამ მთელი მრავალფეროვნება შესაძლოა დაყვანილ იქნას სამ
ძირითად სახეობაზე, ესენია: სიპით ნაქარგი, ანუ ნაჭედი სითვი, ნამაგრი
სითვი და რელიეფური სითვი.

63
სიპით ნაქარგი (მოყინული), იგივე ნაჭედი სითვი – გლუვი ოქროვანი
ნაქარგობაა, რომელიც ტოვებს ნაჭედის შთაბეჭდილებას და ახასიათებს
გრაფიკულობა. ის წარმოიქმნება ორი სახის ძაფის – საქარგავი ოქრომკედისა
და სამუშაო (ჩასამაგრებელი) ძაფის გარკვეული წესით მოძრაობისა და გა-
დახლართვის შედეგად. ჩასამაგრებლად გამოიყენება შლილი აბრეშუმის
ძაფი. სამუშაოს დაწყებამდე ხდება საქარგავი ძაფის – ოქრომკედის ჩამაგრე-
ბა ქსოვილზე, რისთვისაც ის ნემსის ან ძაფის გასაყრელის დახმარებით და-
საქარგი ორნამენტის კონტურზე გაიყვანება ქსოვილში ზევიდან ქვევით,
უკუღმა პირზე და კონტურის მახლობლად მოხდება ჩამაგრება კვანძის გა-
რეშე – სამუშაო ძაფის 2-3 ბმულადის ან სხვა რომელიმე ხერხის საშუალე-
ბით. ამის შემდეგ გამოიყენება ნამაგრი სითვის ტექნიკა, რომლის დროსაც
ოქრომკედი ნახატის კონტურის მიხედვით პარალელურ ბმულადებად ეფი-
ნება დასაქარგ არეზე (სურ. 57). ოქრომკედის ერთი, ორი ან სამი წვერი
ეფინება მიწარზე და სამუშაო ძაფით მაგრდება ქსოვილზე მოსაქარგი
გამოსახულების კონტურის გასწვრივ. ჩამაგრების სხვადასხვა წესი არსე-
ბობს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჩასამაგრებელი ძაფის

64
ოქრომკედზე შემოტარების მიმართულებით:
ა. ნემსი – სამუშაო ძაფით უკუღმა პირიდან ამოდის ნახატის კონტუ-
რის ხაზზე, შემოტარდება ოქრომკედის ირგვლივ – იმ მიმართულებით, რო-
გორც ნაჩვენებია სურ. 57,ა-ზე, იმავე ნასვრეტით ბრუნდება უკან და თან
მოჭიმავს ოქრომკედს. ამის შემდეგ მასრა ოქრომკედით უნდა გადაიდოს სა-
პირისპირო მხარეს და ყველაფერი განმეორდეს თავიდან. ამ დროს საყურა-
დღებოა ჩასამაგრებელი ძაფის ოქრომკედზე შემოტარების მიმართულება:
როდესაც ოქრომკედი დაეფინება ვერტიკალურად, ნემსი სამუშაო ძაფით
ამოდის ქსოვილიდან ოქრომკედის მარჯვნივ, შემოეხვევა მას და ოქრომკე-
დის მარცხნივ – იმავე ნასვრეტით ბრუნდება უკან. ჰორიზონტალურად გან-
ლაგებული ოქრომკედის ჩამაგრების შემთხვევაში ნემსი სამუშაო ძაფით
ამოდის ქსოვილიდან ოქრომკედის ზედა მხარეს, უკან ბრუნდება მის ქვედა
მხარეს, იმავე ნასვრეტით. ე.ი. ნემსი ყოველთვის აკეთებს მოძრაობას უკან –
ოქრომკედის დაფენის მიმართულების საწინააღმდეგოდ. უკუღმა მხრიდან
სამუშაო ძაფის გვირისტულები რვიანების სახითაა განლაგებული (სურ.58).
ამ დროს ოქრომკედი სულ უმნიშვნელოდაა გასული უკუღმა მხარეს, ამი-
ტომ ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაო ძაფის დაჭიმულობის შეგრძნობა.

ა ბ

გ დ
სურ. 57. სიპით ნაქარგი (მოყინული) – ნაჭედი სითვი

65
სურ 58. სიპით ნაქარგი უკუღმა პირზე

ბ. ოქრომკედის ბოლოს ქსოვილის უკუღმა პირზე ჩამაგრების შემ-


დეგ, ამ წერტილის საპირისპირო მხარეს – ნახატის კონტურზე ნემსი სამუ-
შაო (ჩასამაგრებელი) ძაფით უკუღმა პირიდან გამოტარდება წაღმა პირზე,
შემოუვლის ოქრომკედს ირგვლივ, იმ მიმართულებით, როგორც ნაჩვენებია
სურ. 57, ბ და ისევ გატარდება უკუღმა მხარეს, წინა ნასვრეტის მახლობლად
(ამ დროს ნემსი იგივე ნასვრეტით არ ბრუნდება უკუღმა მხარეს – ოქრომკე-
დის ქსოვილში გატარების თავიდან აცილების მიზნით), რის შემდეგაც ნემ-
სი ორნამენტის საპირისპირო მხარეს კვლავ გამოტარდება წაღმა პირზე, მაგ-
რამ არა წინა გვირისტულასთან მიჯრით, არამედ მისგან მოშორებით – ოქ-
რომკედის სისქის ტოლ მანძილზე (სურ. 57გ). ამავდროულად მასრა ოქრომ-
კედით უნდა გადაიდოს საპირისპირო მხარეს და ოქრომკედი დასაქარგ არე-
ზე დაეფინოს წინა გვირისტულის პარალელურად. ნემსი სამუშაო ძაფით
შემოტარდება ოქრომკედის ირგვლივ, ისე როგორც ნაჩვენებია სურ. 57გ და
ისევ გატარდება უკუღმა მხარეს, წინა გვირისტულასთან მიჯრით (ე.ი. ნემსი
აკეთებს ბიჯს უკან). ამის შემდეგ პროცესი მეორდება. სამუშაო ძაფი ქსოვი-
ლის უკუღმა პირზე შემოწერს ნახევარრვიანებს (სურ.58). თუკი ჩამაგრება
სწორადაა შესრულებული, მაშინ ოქრომკედი თავად მოტრიალდება საჭირო
მხარეს.
გ. ნამაგრი სითვით ქარგვისას შესაძლოა გამოყენებულ იქნას, რო-
გორც ერთწვერი, ისე ორწვერი ძაფი. ორწვერი ოქრომკედის ჩასამაგრებლად
უმჯობესია სამუშაო ძაფის ჩასამაგრებელი ბმულადი განლაგდეს
გამოსახულების კონტურის მართობულად, როგორც ნაჩვენებია სურ. 57, დ-
ზე. გვირისტულას სიგრძე მილიმეტრზე მცირე უნდა იყოს. ორმაგი ოქრომ-
კედით ქარგვისას საყურადღებოა, რომ არ მოხდეს ოქრომკედის ძაფის გა-
დაგრეხვა.

66
ბმულადები უნდა დალაგდეს ძალიან მჭიდროდ, დაცილების გარე-
შე, ან ერთმანეთის გადაფარვის გარეშე. ჰორიზონტალური ფიგურების ქარ-
გვისას სამუშაო სრულდება მარცხნიდან მარჯვნივ, ოქრომკედი დაეფინება
ვერტიკალურად; ვერტიკალური ფიგურების ქარგვისას – იქარგება ქვევიდან
ზევით. ოქრომკედი დაეფინება ჰორიზონტალურად. ამ დროს ძალზე საყუ-
რადღებო და აუცილებლად გასათვალისწინებელიუა შემდეგი მომენტი: ჰო-
რიზონტალურ ფიგურებში, როდესაც ოქრომკედი სიმაღლეზეა (ვერტიკა-
ლურად) განლაგებული უფრო ძლიერ მოიჭიმება ქვედა ჩასამაგრებელი ძა-
ფი, ხოლო ზედა უფრო ნაკლებად. შესაბამისად, ჰორიზონტალურად დაფე-
ნილი ოქრომკედის ჩამაგრებისას მარჯვნივ განლაგებული ჩასამაგრებელი
ძაფი მოიჭიმება უფრო ძლიერ, ვიდრე მარცხნივ. იმ შემთხვევაში, როდესაც
დასაქარგი ორნამენტის კონფიგურაცია ტალღოვანი, ან დახვეულია, ოქრომ-
კედი უნდა დაეფინოს მარაოსებრად: სიმრგვალის შიგა (უფრო პატარა) მხა-
რეს გვირისტულები ერთმანეთთან ძალზე მჭიდროდ ლაგდება, ხოლო გარე
მხარეს – თანაბრად გაშლილია, ამავდროულად გვირისტებს შორის ადგილი
(ღრეჩო) არ უნდა დარჩეს. ასეთი ზედაპირის ფაქიზად და თანაბრად დაქარ-
გვისათვის აუცილებელია წინდაწინ ტალღოვანი ფორმის ნიმუშებზე ვარ-
ჯიში.

67
გაყოფილი სითვი ჩამაგრებით სრულდება – გაყოფის ადგილზე სამუ-
შაო ძაფით ოქრომკედი ქსოვილზე ჩამაგრებულია მოჭიმვით (ამ დროს არ
ჩანს ჩამაგრების ძაფი და ოქრომკედი ჩაყვანილია ქსოვილის ზედაპირში) და
წარმოქმნილია რელიეფური ნაქარგი სურ.59. ჩვეულებრივ გაყოფილი სით-
ვი ნაფენით (თოკის, ან მუყაოს ნაფენით) სრულდება. სტილიზებულ მცენა-
რეულ ორნამენტში გაყოფის მთლიანი, უწყვეტი ხაზი როგორც წესი სრულ-
დება ფოთლებისა და ყვავილის ფურცლების შუახაზზე. ეს ხაზი ზოგჯერ
კლანჭურით, ან კილიტებით იფარება.

სურ.59. გაყოფილი სითვი სურ.60. ჭადრაკული გაყოფილი სითვით


შევსებული ფრაგმენტი

გაყოფილ სითვს ფორმების შესავსებად იყენებენ (სურ.60). ორნამენტის


ფრაგმენტი შევსებულია ერთნაირი ზომის გამყოფი ხაზებით, რომლებიც
განლაგებულია ჭადრაკულად, ერთმანეთთან მიჯრილი ოქრომკედის გვი-
რისტულების დათვლით.
ნამაგრი სითვით ქარგვისას პარალელურ ბმულადებად დალაგებული
ოქრომკედი ქსოვილზე აბრეშუმის ან ბამბის ძაფით ისე მაგრდება, რომ ჩა-
მაგრების ბმულადების განლაგებით წარმოიქმნება ესა თუ ის ნაყში და ორ-
ნამენტი. ნამაგრი სითვი ძირიადად კეთდება ნაფენზე. ნამაგრი სითვით ქარ-
გვისას ჩასამაგრებელი ძაფი, არ არის დაჭიმული, არამედ დატოვებულია

68
ქსოვილის ზედაპირზე თავისუფლად. სამუშაო ძაფის ბმულადები
მოჭიმვისას წარმოქმნიან ჩაზნექილ ხაზს, ხოლო ოქრომკედის ბმულადები
მბზინავ, რელიეფურად ამოზიდულ ზედაპირს. ძაფის დაჭიმულობის მი-
ხედვით შეიძლება მიღებულ იქნას მეტნაკლებად რელიეფური ორნამენტი.
როდესაც უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი გამოსახულების და არა რელიეფის
მიღებაა საჭირო, ჩასამაგრებლად გამოყენებულ უნდა იქნას კონტრასტული
ფერის აბრეშუმის ორწვერი ძაფი. ოქრომკედი ძლიერ არ იჭიმება, ჩამაგრე-
ბის ბმულადები მკაფიოდ მოჩანს და წარმოიქმნება ოქროს ფონზე აბრეშუ-
მით ნაქარგი ნაყშის შთაბეჭდილება.
რელიეფური სითვი სრულდება ოქროსა და ვერცხლის თმის, ოქრომკე-
დისა და ვერცხლმკედის ქვეშ, სამუშაო ტილოსა და დასაქარგი ქსოვილს შო-
რის მისთვის სასურველი რელიეფის შესაბამისი ნაფენის დადებით. ნაფენი
შეიძლება იყოს მუყაოს, ქაღალდის, ბაწრის ან სხვადასხვა სისქის ბამბის შეგ-
რეხილი ძაფის. სწორედ ამ ტექნიკური ხერხების გამოყენებით ღებულობენ
სხვადასხვა სისქის ნაფენით მიღებულ რელიეფურ ნაქარგობას.
ნაფენს მსხვილი ძაფისაგან აკეთებენ, სასურველია ძაფი იყოს ყვითე-
ლი, რათა შეუმჩნეველი იყოს ოქრომკედის ქვეშ, მისი გაცვეთის, ან მეჩხე-
რად განლაგების შემთხვევაში. ნახატის კონტურს შემოაგვირისტებენ, დასა-
ქარგ არეს ნაფენის ძაფით ფარავენ თანაბარი სიმჭიდროვის საბლანდავი
გვირისტით (სურ.61).

სურ. 61. ნაფენზე ქარგვა

ნაფენად მუყაოს გამოყენების შემთხვევაში მუყაო უნდა იყოს მყარი


და არამსხვრევადი. მუყაოს ნაცვლად ხშირად იყენებენ სხვადასხვა მასალას:
სქელ ტილოს, ტყავს, რამდენიმე ფენა ქაღალდს, არყის ხის ქერქს, თექას და

69
სხვა უქსოვად მასალას.

სურ. 62. უქსოვადი მასალა ნაფენისათვის

იმ შემთხვევაში, როდესაც ნამაგრი სითვის ნაფენისათვის მუყაოა გა-


მოყენებული, მუყაოზე დაიტანება ორნამენტის ნახატი და გამოიჭრება
ძალზე გულდასმით, ფაქიზად, სრულიად თანაბარი ნაპირებით. ოქრომკე-
დის ქვეშ სასურველია ყვითელი მუყაოს დაფენა, ვერცხლმკედის ქვეშ – ნაც-
რისფრის. თუკი კომპოზიციის მიხედვით მოყინული სითვი (სურ.63) უნდა
გაკეთდეს, მაშინ შესაძლებელია მუყაო ქსოვილზე იქნას დაწებებული, რო-
მელიმე ძლიერი წებოთი (მაგ. წებო „მომენტით“). დაწებება ძალზე ფაქიზად
უნდა განხორციელდეს, რათა ქსოვილზე არ დარჩეს წებოს კვალი. როდესაც
ორნამენტული ნამაგრი სითვია საჭირო, უმჯობესია მუყაოს მიწებება სახა-
მებლის ან პევია წებოთი, იმდენად, რამდენადაც ეს წებოები არ წარმოქმნიან
მაგარ აპკს. ამ დროს საჭიროა დეტალის რამდენიმე ხნით სიმძიმის ქვეშ და-
ყოვნება. ასევე, შეიძლება რამდენიმე ადგილზე, განსაკუთრებით იქ, სადაც
ნახატს მახვილი კუთხე აქვს, მუყაო წმინდა ძაფით უნდა დაეკეროს ქსო-
ვილზე. ნაყში, ნახატი დაიხატება მუყაოზე (სურ.64) და მოიქარგება
მოყინული, ან გაყოფილი სითვით. ნამაგრი სითვით ქარგვისას აუცილებე-
ლია მუყაოს გასახვრეტად სადგისის გამოყენება, რომლის მიხედვით ხორ-
ციელდება ოქრომკედის ჩამაგრება. ძაფისა და თოკის ნაფენზე ქარგვისას ჩა-
მაგრებას ახდენენ ძაფების დათვლით. ამ ტექნიკური ხერხით მიიღება სხვა-
დასხვა სისქის ნაფენით ნაქარგი ანუ შესაბამისი რელიეფური ნაქარგობა.

70
სურ. 63. მუყაოზე მოყინული სურ. 64. მუყაოზე გაყოფილი სითვით
სითვით ქარგვა ქარგვა

ბაწარზე რელიეფურად ქარგვისას ნაფენად გამოიყენება მსხვილი ძა-


ფები, წვრილი ბაწრები, ან თასმები (ყაითნები).
ნახატს ავსებენ თოკის თანაბრად დაცილებული რიგებით, რომელ-
თაც ამაგრებენ ნაპირა გვირისტით. შემდეგ თოკების მართობულად მჭიდ-
როდ განალაგებენ ოქრომკედს, რომელსაც ამაგრებენ თოკებს შორის, ნაყშის
შესაბამისად – თოკების დათვლით. თოკზე ქარგვისას უფრო რელიეფური
ორნამენტი მიიღება. განსაკუთრებით მაღალი რელიეფი წარმოიქმნება, რო-
დესაც ნამაგრი სითვით ქარგვისას ოქრომკედი კარგადაა გადაკრული ნაფენ-
ზე და მოჭიმულია ისე, რომ ქსოვილში შესულია და სამუშაო ძაფი ზედა-
პირზე არ ჩანს (სურ 65). რაც უფრო მსხვილია თოკი, მით მოცულობითია ნა-
ქარგობა.

71
სურ. 65. თოკზე ქარგვა ნამაგრი სითვით

როცა ნაფენი წვრილი თოკით, ან წვრილი თასმით კეთდება, ის შეიძ-


ლება უკუღმა პირზე გატარდეს და ორმხრივი სითვის მსგავსად, შედარებით
მეჩხერად, დაიფაროს ნახატი. მსხვილი თოკის გამოყენების შემთხვევაში,
ზევიდან აფენენ და ამაგრებენ მეჩხერი გვირისტულებით. ნებისმიერ შემ-
თხვევაში დიდი თუ მცირე ფორმების ქარგვისას თოკის ნაფენის გამოყენე-
ბით, თოკი გრძელი ბმულადებით თანაბრად და მეჩხერად უნდა ჩამაგრდეს
მოუჭიმავი ირიბი ნაპირა გვირისტულებით. ასეთი ჩამაგრების შემთხვევაში
ნაფენის ბმულადები არ შეიცვლის მდგომარეობას და შემდგომში, ოქრომკე-
დით დამუშავებისას არ დაირღვევა ორნამენტის მოცულობითი ფორმა.

თოკები შესაძლოა სხვადასხვაგვარად განლაგდეს, ერთმანეთთან


მჭიდროდ, ან შედარებით მეჩხერად, მოთხოვნილი ეფექტის შესაბამისად,
მაგრამ აუცილებლად ერთნაირად ცალკეული ფრაგმენტისათვის. თოკის ნა-
ფენით ქარგვა გამოიყენება ნახატის ირგვლივ შემოსაქარგად. ამ დროს ნახა-
ტის კონტურზე მაგრდება თოკი, ან თასმა, რომელიც შემდეგ ოქრომკედით
დაიფარება დაბალი რელიეფური სითვით.

72
ხშირად ორნამენტის დეტალებს, რომლებიც ნაფენზეა შესრულებუ-
ლი შემოკალმავენ ოქრომკედის გრეხილი თასმით. გრეხილს ამაგრებენ
უშუალოდ ქსოვილზე, შეუმნეველი მეჩხერი გვირისტულებით. ხანდახან
ოქრომკედით შემოკალმვისას აკეთაბენ პატარა მარყუჟებს, რომლებსაც ამაგ-
რებენ შეხამებული ფერის პატარა გვირისტულებით (სურ.66). ასეთი შემო-
კალმვა აუმჯობესებს ორნამენტის სქელი ფორმიდან ქსოვილზე გადასვლის
ადგილის გარეგნულ სახეს.

სურ. 66. მარყუჟებით გაფორმებული ორნამენტის ფრაგმენტი

რელიეფური ნაქარგობის სახესხვაობაა მაღალი ნაფენით ქარგვა, რომ-


ლითაც მიიღება უფრო მოცულობითი ეფექტი. ამ სახეობის ნაქარგობისათ-
ვის ცალკე ამზადებენ ფორმას წებოვანა ტილოს, პაპიე-მაშეს, მუყაოს ან სქე-
ლი ქსოვილის რამდენიმე ფენისაგან. მასზე შემოჭიმავენ და დაამაგრებენ
ოქრომკედით ნაქარგ ქსოვილს. შემდეგ კი მზა

73
ფორმას მიაკერებენ საჭირო ადგილზე. უფრო ხშირად ამ სახეობას იყენებ-
დნენ უნაგირის, ასალის, გადასაფარებლების და მისთანათა დასაქარგავად,
უფრო იშვიათად საეკლესიო ნივთებისათვის. სრულდება მძიმე ქოვილებზე
– ხავერდზე, მაუდზე, მჭიდრო ოქროქსოვილებსა და ტყავზე.

73
ნამაგრი სითვის ტექნიკური ხერხები

ნამაგრი სითვის სწორად შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ


თავდაპირველად ოქრომკედი დაეფინოს ერთი ნაპირიდან მეორემდე, და-
მაგრდეს, გაკონტროლდეს - სწორადაა თუ არა განლაგებული და მხოლოდ
ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს ჩამაგრებები ნახატის მიხედვით. ასეთი
თანმიმდევრობა მიზანშეწონილია, როდესაც ოქრომკედი სამუშაო ძაფით
ძლიერად არაა მოჭიმული ნაფენის თოკებსა და ძაფებს შორის. თუ
ოქრომკედის ბმულადების მიმართულება გადაიხრება, მაშინ
გადაინაცვლებს ჩამაგრება და ორნამენტი დეფორმირდება.
ზოგჯერ ნამაგრი სითვის ჩამაგრება სრულდება ორი ნემსით. ამ
დროს ორნამენტი იქარგება ფერადი აბრეშუმის ძაფით, ხოლო გარე კონ-
ტურზე ოქრომკედი მაგრდება უფრო მტკიცე ოქროსფერი ძაფით. ასეთი
თანმიმდევრობით ქარგვა საკმაოდ რთულია - ამ დროს საჭიროა მუდმივი
ყურადღება, ძაფების გადახლართვის თავიდან ასაცილებლად. ჩასამაგრებე-
ლი ძაფის უკუღმა პირიდან წაღმაზე გამოტანის მომენტში ძაფი უნდა გა-
ტარდეს მარცხენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის, რათა არ გა-
იკვანძოს და არ გადაიგრიხოს, მითუმეტეს, თუ ძაფი არაა გასანთლული
მიზანშეწონილია ოქრომკედით ქარგვისას ძაფის თითებს შორის გატარება.
აბრეშუმის ძაფის ჩამაგრების ორი ხერხი არსებობს - ხილული და შე-
ფარვითი. ხილული ჩამაგრებისას აბრეშუმის ძაფის ბმულადები მკვეთრად
გამოიყოფა იმ ძაფისაგან, რომელიც მაგრდება. ეს ხერხი ძირითადად
ევროპული და რუსული ნაქარგობისათვისაა დამახასიათებელი, ხოლო
ქართული ნაქარგობისთვის დამახასიათებელ ნაქარგის სისადავეს, ოსტატი
შეფარვითი ქარგვით აღწევს.

74
ასეთი ხერხით ქარგვისას აბრეშუმის ძაფი სრულიად შეესაბამება
ჩასამაგრებელ მასალას - ოქრომკედს, ვერცხლმკედს, ოქროსა და ვერცხლის
თმას. ეს ნამაგრები შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუმჩნეველია და
ნაქარგობას ლითონქანდაკების ნიმუშებს ამსგავსებს.
ფერადოვანი აქცენტებისათვის ქართულ მხატვრულ ქარგულობაში
გამოიყენება ზეზი, რომელიც წარმოადგენს საჭირო ფერის აბრეშუმის ძაფის
შენაგრეხს ოქროსა ან ვერცხლის თმასთან. შედეგად ზეზი იძლევა არა ფერის
სიჭრელეს, არამედ თბილ, ზომიერ ფერადოვნებას.
ქართველი ოსტატები ფორმისა და რელიეფურობის მისაღწევად ნა-
ქარგობაში საერთოდ არ მიმართავენ შუქ-ჩრდილის, ტონისა და ნახევარტო-
ნის მონაცვლეობას. ასეთ ეფექტს მათ მიაღწიეს ერთ სიბრტყეზე ორი ან მე-
ტი სახეობის მასალის გამოყენებით. მაგალითად, ოქროს თმის გვერდით
განსხვავებული სისქის ვერცხლმკედის ან ოქრომკედის განლაგებით და გან-
სხვავებული ჩამაგრებებით, ისეთივე ეფექტი იქმნება, როგორც ზემოთხსენე-
ბული ხერხების შეპირისპირებით ხორციელდება სივრცის, სიღრმის, პირ-
ველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი დეტალების გადმოცემა. ნამაგრი
საითვით ძალზე მრავალფეროვანი ნაყშის მიღებაა შესაძლებელი. ძირითა-
დად ესენია მარტივი გეომეტრიული ფიგურების კომბინაციები, უფრო იშ-
ვიათად სტილიზებული მცენარეული ორნამენტები. ყველა მათგანს თავისი
ტრადიციული სახელი გააჩნია.
ნამაგრი სითვის ტექნიკური ხერხების თავისებურებანი ძირითადად
განისაზღვრება საქარგავ მიწარზე წინასწარ დალაგებული ერთი სახეობის
ძაფის მეორე სახეობის ძაფით ჩამაგრების მრავალფეროვნებით. კონკრეტუ-
ლი ხერხი იძლევა სითვის განსხვავებულ სახეებს. განვიხილოთ თვითოეუ-
ლი მათგანი:
მარტივი ირიბულა ანუ ლიანდაგური სითვი მიიღება ერთმანეთის პა-
რალელურად განლაგებული ბმულადების მწკრივით. სითვში ჩასამაგრებე-
ლი ძაფის გვირისტულები განლაგებულია ისე, რომ წარმოქმნის პარალე-
ლურ დიაგონალურ ხაზებს და ტოვებს დალიანდაგებულის შთაბეჭდილე-
ბას. (სურ. 67). ერთდროულად ჩამაგრებული ოქრომკედის რაოდენობისა და
ნაფენის სისქის მიხედვით იცვლება ირიბულას დახრის კუთხე. ოქრომკე-
დის ჩამაგრება იმ შემთხვევაში, როცა ნაფენად მუყაოა გამოყენებული, ხორ-
ციელდება მუყაოზე დატანილი ნახატის მიხედვით, ხოლო თოკისა და ძა-
ფის შემთხვევაში – მათი დათვლის საშუალებით. ლიანდაგურით ნაქარგია
ჰორიზონტალური და ვერტიკალური პარალელური ხაზები, რაც სამოსის
დრაპირების, არქიტექტურული დეტალების და სხვა დიდი სიბრტყეების
გამოსახვისათვის არის გამოყენებული.

75
სურ.67. მარტივი ირიბულა, ლიანდაგური სითვი
ტეხური, თევზიფხურა, წიწვური სითვი ტეხილი, ზიგზაგური ნაყშია
(სურ.68). ზიგზაგის კუთხის სიდიდე ამ შემთხვევაშიც ერთდროულად ჩა-
მაგრებული ოქრომკედის რაოდენობასა და ნაფენის სისქეზეა დამოკიდებუ-
ლი. მოძრავი ტეხილი ხაზისაგან შემდგარი სიბრტყე გვხდება როგორც ვერ-
ტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარეობს
მისი ვარიანტების - წიწვურისა და თევზიფხურას სახელწოდებაც. თუ ვერ-
ტიკალურადაა ბმულადები განლაგებული, წიწვური სითვია, რომლის კუ-
თხის სიდიდე დამოკიდებულია ბმულადების რაოდენობაზე, თითო ტე-
ხილზე გვხვდება 5 - დან 11- მდე ბმულადი, რომელნიც ერთი მეორეზე მი-
კიდებულად განლაგებულნი წიწვიან ტოტს გვანან. როცა ჰორიზონტალუ-
რადაა ბმულადები დალაგებული, ამ შემთხვევაში თევზიფხურა, თევსის-
ზურგა სითვია. აქაც ბმულადების რაოდენობა განსაზღვრავს სახელწოდე-
ბას. მაგ: ხუთბმულადიანი, ექვსბმულადიანი თევზიფხურა და ა.შ. ნამაგრი
სითვის ამ ტექნიკით ძირითადად იქარგებოდა ნაქარგობათა ფონი, სამოსის
კალთები და შარავანდედის არე, სადაც მოძრავი ტეხილი ხაზით ხდებოდა
გამოსახულების, ფორმის, მოცულობის და მოძრაობის ეფექტის გადმოცემა.

76
სურ.68 ტეხური, წიწვური, თევზიფხური სითვი

სითვი ტეხური რომბებით შედგება იგივე ზიგზაგური ნაყშისაგან, იმ


განსხვავებით, რომ თუკი სადა ტეხურში ჩამაგრებით მიღებული ხაზები ერ-
თმანეთის პარალელურია, აქ ურთიერთსაპირისპიროა და მათი კვეთით მი-
ღებულია რომბები (სურ.69). ამ სახეობაში ჩამაგრების დაწყება უმჯობესია
კუთხეების გადაკვეთიდან (კუთხის წვეროდან)

რომბული სითვი – უჯრედული ორნამენტით შედგენილი ბადე

77
(სურ.70), რომელიც მიღებულია ურთიერსაპირისპიროდ განლაგებული მარ-
ტივი ირიბულა სითვის ხაზების კვეთით. რომბული სითვის ტექნიკა ძირი-
თადად ოქრომკედით ბმულადების რომბისებულ განლაგებაზეა დამყარე-
ბული, რომბების მწკრივი ერთმანეთზე კუთხის წვერებით მიჯრითაა მი-
წყობილი.

სურ.69. სითვი ტეხური რომბებით სურ.70. რომბული სითვი

ორმაგი რომბული სითვი იგივე რომბული სითვია, მხოლოდ რომბის


უჯრედები ერთმანეთისაგან ზოლებითაა გამოყოფილი (სურ.71). ძირითა-
დად ეს სითვი რომბულასა და ირიბულას კომბინაციას წარმოადგენს. ქარ-
თულ ნაქარგობაში ამ ორი სითვის ერთმანეთთან შერწყმით გვხვდება ოთხ-
მაგი რომბულა, ბროწეულა, ყვავილოვანი, შუბისპირა, უჯრა-უჯრა ირიბულა
და რთული რომბული სითვის სახეები.

78
სურ.71. ორმაგი რომბული სითვი

სურ.72. ლასტური სითვი

ლასტური სითვი კალათისებურად მოწნული, იშვიათი სწორი ზო-


ლების ერთმანეთზე გადატარებით მიღებული ორნამენტია (სურ.72.). ზო-
ლები, როგორც წესი 45°-ით არიან განლაგებული.
კალათური სითვი – ოქრომკედი ჩამაგრებულია ჭადრაკული თანმიმ-
დევრობით (სურ.73.) ჩამაგრება ხორციელდება ნაფენის ძაფების დათვლით.
მუყაოს ნაფენის გამოყენებისას მასზე წინდაწინ დაიტანება თანაბრად დაშო-
რებული პარალელური ჰორიზონტალები. ის შეიძლება იყოს ერთი, ორი,
სამი და ოთხძაფიანი, იმის მიხედვით, რამდენი ოქრომკედი იქნება ერ-
თდროულად ჩამაგრებული. ამასთან ერთად იცვლება წნულის ზოლების
სიგანეც. კაათური სითვის ბმულადები ისე ნაწილდება, რომ ჩასამაგრებელი
ოქრომკედის ძაფის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური განლაგებით და

79
მეორე სახეობის ძაფით ჩამაგრებებით იქმნება ერთიმეორეზე გადატარებუ-
ლის შთაბეჭდილება. ქართულ ნაქარგობაში გვხვდება ერთმაგი, ორმაგი,
სამმაგი ან ოთხმაგი კალათურათი დაქარგული სამოსის ბოლოები, წარწერე-
ბის ფონი და არქიტექტურული ნაგებობათა სიბრტყეები.

სურ.73. შუბისპირა სითვი, ბროწეულა სითვი.

80
სურ.74. ორმაგი რომბული სითვი, ოთხმაგი რომბული სითვი.

სურ.75. რთული რომბული სითვი.

81
სურ.76. უჯრა-უჯრა ურიბულა სითვი, ყვავილოვანი სითვი.

ერთმაგი კალათური სითვი (სურ.77.) სრულდება თოკის (ბაწრის) ან


მუყაოს ნაფენზე. მუყაოს ნაფენზე წინდაწინ უნდა დაიხაზოს ჰორიზონტა-
ლურ ხაზები, ერთმანეთისაგან 2,5 მმ-ის დაშორებით. სრულდება გაყოფილი
სითვით. ოქრომკედი მაგრდება ყოველი ერთი (ან ორი) ჰორიზონტალური
ხაზის შემდეგ. ორნამენტის ნაპირთან ძაფის მიმართულების შეცვლის შემ-
დეგ ჩამაგრება სრულდება ჭადრაკულად. ანალოგიურად სრულდება მო-
სითვა ნაფენად თოკის გამოყენების შემთხვევაშიც.

სურ. 77. ერთმაგი კალათური სითვი

82
რთული კალათური სითვი (სურ.78) სრულდება გაყოფილი ნამაგრი
სითვის გამოყენებით. გარეგნულად წააგავს აგურის კედელს. გაყოფით ჩა-
მაგრება ჭადრაკული თანმიმდევრობით ხორციელდება, კალათური სითვის
მსგავსად. ნაფენად მუყაოს გამოყენების შემთხვევაში გაყოფის ხაზი წინდა-
წინ სადგისით უნდა გაიჩხვლიტოს.

სურ. 78. რთული კალათური სითვი

სურ.79. ორმაგი კალათური სითვი სურ. 80. გათვლილი რომბული


სითვი

გათვლილი რომბული სითვი იგივე რომბული სითვია, რომლის უჯ-


რედები ჰორიზონტალურად განლაგებული ხაზებით სამკუთხედებადაა და-
ყოფილი (სურ.80). გარკვეულწილად ეს ტექნიკური ხერხი რომბული სით-
ვის გართულებული სახეობაა. ნამაგრების განლაგება აქაც რომბის ფორმას
იმეორებს, რომელსაც გულში ერთი ბმულადი აქვს დამატებული, ამიტომაც
ეწოდება გათვლილი. ხშირად რომბის გულში ბმულადი ფერადი აბრეშუ-
მის ძაფითაა ჩამაგრებული, რაც ზოგადად ნაქარგს ფერადოვნებას ანიჭებს.
ქართულ ნაქარგობაში სითვის ეს სახეობა შედარებით გვიანდელ XVIII-IX
სს-ების ნაქარგობებზე ჩნდება. ძალზე ხშირადაა გამოყენებული პერსონაჟთა

83
სამოსის დეტალებსა და ორნამენტულ დეკორში. ამ სახეობას უნდა მივა-
კუთვნოთ ჩიტისფეხურა ნამაგრი სითვიც.

სურ. 81. ჩიტისფეხურა რომბული სითვი.

ნაკრტენის სითვი ქართულ ნაქარგობაზე ანგელოზთა ფრთებისა და


მცენარეული დეკორის ქარგვისთვისაა გამოყენებული. ტერმინი ,,ნაკრტენი“
ძველ ქართულია, სულხან საბას ლექსიკონში განმარტებულია, როგორც
ქათმის ფრთის ბუმბული. ამ ხერხით ქარგვისას ბმულადების განლაგება
მოგვაგონებს ფრინველის ფრთაზე ღინღლის განლაგების მიმართულებას.
ნაქარგობებზე ნაკრტენით ჩამაგრებების ორი სახე გვხვდება: ერთი ვარიან-
ტით ორი წვერი ოქრომკედი ორადაა მოკეცილი და შუაში გაკეცვის ადგილ-
ზე ერთი ბმიულადით, ასევე ბოლოებში თითო ბმულადით მაგრდება; მეო-

84
რე ვარიანტით ოთხი წვერი ოქრომკედი ჩამაგრებულია მხოლოდ შუაში მო-
კეცვის ადგილზე.

სურ.82. ნაკრტენის სითვი.

კილოური სითვი წარმოადგენს ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილ


ყულფის მსგავს გვირისტებს. იგი ნაქარგობაში წარმოადგენს კონტურის

85
ხაზს, რომელიც რაიმე გამოსახულების გადმოცემას დასრულებულს ხდის.
ჩამაგრება ხდება ორი მხრიდან და იძლევა ღილ-კილოს ეფექტს. სწორედ
აქედანაა მისი სახელწოდებაც განპირობებული. ამ ხერხით ქარგვის დროს
უფრო მეტი რელიეფურობისათვის სასურველი სისქის ბაწარს ან დაგრე-
ხილ ქაღალდს იყენებენ. ტექნიკის ეს სახეობა სიბრტყეების გამყოფი კონტუ-
რების, მცენარეული გამოსახულების ღეროების, ნაქარგობაზე წარწერებისა
და მოძრაობის დამაფიქსირებელი შტრიხების გადმოსაცემადაა გამოყენე-
ბული.

სურ.79. კილოური სითვი

არსებობს ორნამენტის სახეები, რომლებიც არ მიეკუთვნება არცერთ


ზემოთ დასახელებულ ჯგუფს. მათში ოქრომკედის ჩამაგრება რაიმე განსაზ-
ღვრული ნახატის გარეშე ხდება. ასეთ სითვს თავისუფლად ნამაგრი სითვი
ეწოდება.
ბრტყელი ნამაგრი სითვით ქარგვა - ნაქარგობის ამ სახეობაში ოქრომ-
კედი ლაგდება მჭიდრო რიგებად დასაქარგი სივრცის არეში და გზადაგზა
განსაზღვრული თანმიმდევრობით ხდება მისი დამაგრება სწორი ან ირიბი
გვირისტით. სამაგრი ძაფი შეიძლება იყოს აბრეშუმის, როგორც ოქრომკე-
დის შესატყვისი – შეუმჩნეველი, ისე კონტრასტული ფერის.

სურ.83. ბრტყელი ნამაგრი სითვი

86
83-ე სურათზე გამოსახულია ფოთლის დაქარგვა ბრტყელი ნამაგრი
სითვით. საქარგავი სივრცის ოქრომკედით შევსება იწყება ესკიზის კონტუ-
რის ხაზიდან და თანდათანობით იფარება მთელი ფოთოლი. ქარგვა სრულ-
დება ნახატის შუა ნაწილში. თუკი ჩასამაგრებელი ბმულადები შესრულდე-
ბა ფერადი აბრეშუმის ძაფით, ნაქარგობას მოლივლივე ზედაპირი ექნება.
ბრტყელი ნამაგრი სითვი ქართულ ნაქარგობაზე ხშირად გამოყენებულია
სახოვან გამოსახულებათა გადმოსაცემად. ამ ხერხით ძირითადად იქარგება
პერსონაჟთა სახეები, ხელები და სხეულის შიშველი ნაწილი. საქარგავ
მასალად გამოიყენებენ ზეზს.

გრეხილი ოქრომკედით ან ვერცხლმკედით ქარგვა ნამაგრი სითვით


ქარგვის ყველაზე მარტივი სახეობაა. ნაქარგობაში შესაძლოა გამოვიყენოთ
ფაბრიკული წარმოების მზა გრეხილი მასალა (წვრილი სუტაჟი), მაგრამ
ისინი ხშირად არ არის მქარგველისათვის საჭირო სისქისა, ამიტომ
სასურველია მისი დამზადების ცოდნა.

87
ყველაზე მარტივია გრეხილის დამზადება ორი ძაფისაგან, ამისათვის
საჭირო სიგრძის ორი ძაფი უნდა დამაგრდეს უძრავ ღერძზე (მაგალითად
კარის სახელურთან) და თითოეული ძაფი, ცალ-ცალკე, დაიგრიხოს ერთი
და იგივე მიმართულებით. მჭიდროდ დაგრეხილი ორივე ძაფი, უნდა
შეერთდეს და გადაიგრიხოს საწინააღმდეგო მიმართულებით. ასე შეიძლება
რამდენიმე ძაფისაგან გრეხილის დამზადება.
ორძაფიანი მოკლე გრეხილის დასამზადებლად დაგრეხილ ძაფს მაკ-
რატლის სახელურის ყურში გაუყრიან, ძაფის შუა ნაწილში მოათევსებენ (ან
სხვა რაიმე მცირე სიმძიმეს გამოაბამენ), მაკრატელი დატრიალდება და ძაფს
დაგრეხს, რის შემდეგაც მაკრატელს აშორებენ – მარყუჟის გაჭრით.
გრეხილებით ჩვეულებრივ ორნამენტების და აპლიკაციის ფიგურე-
ბის შემოკალმვა (ირგვლივ შემოგვირისტება), ხორციელდება. გრეხილით
მთელი ორნამენტიც იქარგება. ამ დროს საჭიროა, რომ ნაყში მთელ
სიბრტყეზე მოიქარგოს უწყვეტად (სურ. 84.)

სურ. 84. გრეხილით ქარგვა

გრეხილის ჩასამაგრებელი ძაფი მასზე გაცილებით წვრილი და ფერით შეხა-


მებული უნდა იყოს. ძალიან წვრილი გრეხილებისათვის კაპრონის გამო-
ცალკავებული ძაფი, ან წმინდა უფერო ლარი შეიძლება იქნას გამოყენებუ-
ლი, ისინი სრულიად შეუმჩნეველია. გრეხილის ჩამაგრება ირიბი ნაპირა
გვირისტით ხორციელდება. სამაგრი ძაფი შეუმჩნეველი რომ იყოს, ის უნდა
გატარდეს გრეხილის ხვეულებს შორის – შეფარვით. პრაქტიკულად მიიღება
შეუმჩნეველი ჩამაგრება, ამ ხერხით ჩამაგრებისას გრეხილის ოდნავი
მოშვებით ხვეულებს შორის გაატარებენ ნემსს, გრეხილს დააბრუნებენ
საწყის მდგომარეობაში და გააკეთებენ ირიბ ბმულადებს.

88
სითვის იშვიათი სახეობაა ორმაგი რთული სითვი, რომელიც აღმო-
სავლური სტილისაა (სურ.85.). სითვის ამ სახეობაში თავდაპირველად დაე-
ფინება ოქრომკედის ძაფი მჭიდრო ვერტიკალურ ზოლებად. შემდეგ ზევი-
დან გრეხილი აბრეშუმის ძაფით ჰორიზონტალური არამჭიდრო ხაზებით
გადაიფარება, რომლებიც ჭადრაკული თანმიმდევრობით მაგრდება ქვედა
ძაფების მწკრივებს შორის.
ოქრომკედით ნაქარგობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შე-
დეგად ნაყშისა და ორნამენტის უამრავი სახეობა ჩამოყალიბდა, რომლებსაც
თანამედროვე მქარგველებიც ფართოდ იყენებენ. სითვის სხვადასხვა სახეო-
ბის შეხამება და სხვადსხვაგვარი ნაფენის გამოყენება დიდ შესაძლებლობებს
იძლევა ნაქარგობის მრავალფეროვანი და მდიდარი ფაქტურის შექმნისათ-
ვის.

89
სურ. 85. ორმაგი რთული სითვი

დღეისათვის მქარგველებმა ბევრი მივიწყებული, ძველ ქართულ ნა-


ქარგობაში გამოყენებული ნაყში და ორნამენტი აღადგინეს. მათი სახელწო-
დებები პირობითია:
ჩხირნაყარი ანუ ბაწარზე ნაქარგი სითვი (სურ.86) წარმოქმნის რბილ,
რელიეფურ ფაქტურას. რელიეფურობის მისაღებად გამოიყენება საქსოვი
ჩხირები, წვრილი მილაკები, სადენები, ან სხვა რაიმე ღეროები. ეს ნაქარგობა
სრულდება ნაფენის გარეშე. ესკიზის არეზე მაგრდება ჩხირები,
ერთმანეთისგან თანაბარი დაცილებით, ოქრომკედი დაეფინება ჩხირებზე
განივად და ჰორიზონტალურად განლაგრბული ბმულადებით მაგრდება
ქსოვილზე ამ დროს აუცილებელია, რომ ბმულადებმა წარმოქმნას თანაბარი
და მკაფიო ხაზი. სამუშაოს დასრულებისა და ჩხირის გამოძრობის შემდეგ,
ნაქარგობას აქვს მოცულობითი, ტალღოვანი ფორმა. ჩხირნაყარი სითვით
ქარგვისას უმჯობესია გრეხილი ოქრომკედის გამოყენება, იმავდროულად
საჭიროა თვალყურის დევნება – რათა არ დაიშალოს გრეხილი.

სურ. 86. ჩხირნაყარი სითვი


გადახლართული კალათური სითვით ქარგვისას ქსოვილზე მაგ-
რდება ნაფენი, რომელიც დაიფარება ოქრომკედის გრძელი ბმულადებით –
ატლასური სითვის ტექნიკით. ამის შემდეგ მასში ჭადრაკულად გადაიხ-
ლართება განსხვავებული ფერის ოქრომკედის ან ვერცხლმკედის
ბმულადები. ძაფის წვერის რაოდენობაზე დამოკიდებულია უჯრედების
ზომა.
ფერის ოქრომკედი (ვერცხლმკედი), ძაფის რაოდენობის დათვლით. უჯრე-
დების ზომა დამოკიდებულია მასში ძაფების რაოდენობაზე.

90
სურ.87. გადახლართული კალათური სითვი

ბაწარზე (თოკის ან ბაწრის ნაფენზე) ქარგვა მოყინული სითვის ტექ-


ნიკით სრულდება. ეს სახეობა გამოიყენება ორნამენტების შემოსაკალმად
გრეხილი ოქრომკედის თასმის – ბუზმენტის ნაცვლად, ასევე საეკლესიო
ნაქარგობის შესრულრბისას სამოსის ნაფენებისა და გამოსახულების
კონტურის დასაქარგად. ბაწარზე ქარგვა მსხვილი თოკის ან ბაწრის ნაფენზე
სრულდება. თანაბარი ნაქარგობის მიღებისათვის შიდა მხარეს ოქრომკედი
უფრო მჭიდროდ უნდა განლაგდეს, ვიდრე გარეთა მხარეს. რაც უფრო
დიდია ბაწრის დიამეტრი, მით მეტია რელიეფურობა.

სურ. 88. თასმაზე (თოკის ან ბაწრის ნაფენზე) ქარგვა

91
დეკორატიული ბადე

ნაქარგობას ამ სახეობაში ოქრომკედი და ვერცხლმკედი ქსოვილზე


დაეფინება და ჩამაგრდება ბადისებურად. დეკორატიული ბადე ძალზე ამ-
შვენებს ოქროქარგულობას. ყველაზე ხშირად ასეთ ბადეებს ორნამენტული
ქარგვისას იყენებენ. მას ჩვეულებრივ უხამებენ გაყოფილ სითვსა და მოყი-
ნულ სითვს.
ბადის ხაზები სრულდება ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დი-
აგონალური მიმართულებით. ბადის პარალელურ ხაზებს შორის დაშორება
თანაბარი უნდა იყოს, მანძილის გასაზომად მილიმეტრულ ქაღალდსა და
ზუსტმზომს იყენებენ. ხაზებს შორის გადასვლისათვის ოქრომკედი უკუღმა
პირზე უნდა იქნას გაყვანილი. ოქრომკედის ჩამაგრებისათვის, როგორც წესი
აბრეშუმის, ან ბამბის სამუშაო ძაფს იყენებენ.
ბადის ნაპირებში, ანუ სადაც იწყება და თავდება ხაზი, გადასვლა შე-
იძლება ორგვარი ხერხით განხორციელდეს:
 ოქრომკედი არ გავიდეს ქსოვილის უკუღმა პირზე (სურ.86), თითოეული
ხაზის ბოლო – ბადის ნაპირში, მყარად ჩამაგრდეს სამუშაო ძაფით და გა-
დავიდეს მომდევნო ხაზში ქსოვილის წაღმა პირზევე, აქაც უნდა შეს-
რულდეს მყარი ჩამაგრება. ქარგვის დასრულების შემდეგ გადასვლის
ადგილები საჭიროა დაიფაროს გრეხილით, კილიტებით, ან რაიმე სხვა
სამკაულით;
 ოქრომკედი გაყვანილ იქნას ქსოვილის უკუღმა მხარეს და უკუღმიდან
განხორციელდეს მომდევნო ხაზზე გადასვლა. ამისათვის ოქრომკედი
ნემსში უნდა გაეყაროს. ამ ხერხით შესრულებული ბადე უფრო მყარი და
თანაბარია.

ა ბ
სურ.89. ა – ზარდახშა ოქრომკედის ბადით; ბ – ბადე, შესრულებული
ოქრომკედის ქსოვილის უკუღმა პირზე გაყვანის გარეშე

92
ბადის ამოქარგვა შემდეგნაირად ხორციელდება: ბადით დასაფარი
არის კონფიგურაციისა და ზომის განსაზღვრის შემდეგ, დაყოფენ თანაბარ
ნაწილებად და ნაპირებში ფანქრით მონიშნავენ წერტილებს. ამ წერტილებ-
ზე ოქრომკედით ატარებენ ხაზებს, თავდაპირველად ერთი, შემდეგ მეორე
მიმართულებით, ამავდროულად ჩაამაგრებენ გადაკვეთის ადგილებს. კომ-
პოზიციის შესაბამისად ჩამაგრება ერთი, ან ორი ბმულადით შეიძლება გან-
ხორციელდეს. ორი ბმულადით ჩამაგრებისას იყენებენ ჯვარედინ ჩამაგრე-
ბას (სურ.89). ჯვარედინი ჩამაგრებისას არაა მიზანშეწონილი ორივე
ბმულადის ერთბაშად გაკეთება, რადგან ჩამაგრება შესაძლოა
გადაადგილდეს. მცირე ზომის არეებზე ჯერ უნდა დამუშავდეს ხაზები და
შემდეგ გადაკვეთის ადგილები ჩამაგრდეს (სურ.90. ა, ბ).

სურ.90. ჯვარედინი ჩამაგრება

ა ბ
სურ.91. ბადის სახეები და ჩამაგრების ვარიანტები

93
ოქრომკედის ბადეები ძალზე ლამაზ, მაქმანის მსგავს ორნამენტს
წარმოქმნის. ისინი კომპოზიციის შესაბამისად შესაძლოა სხვადასხვა ფერის
აბრეშუმის ძაფით, ოქროს სხეპლით, კლანჭურებით, მძვებით, ბზინებით
(კილიტებით) იქნას შესრულებული.

სურ.92 დეკორატიული ბადის ნაირსახეობები

ბადე „ჩიტისფეხურა“ (სურ.93) მართკუთხა ბადეა, როდესაც ხაზების


გადაკვეთის ადგილები ჩიტის ფეხისებური ნაყშითაა ჩამაგრებული. ამ
შემთხვევაში უმჯობესია გადაკვეთის ადგილები მოკლე ბმულადებით,
შეფარვით ჩამაგრდეს და შემდეგ გაფორმდეს ჩიტისფეხურათი.

94
სურ.93. ბადე „ჩიტისფეხურა“ სურ.94. ქსელისებური ბადე

ქსელისებური ბადე (სურ.94) მიიღება მართკუთხა ბადეზე დიაგონა-


ლური ბადის დატანით. გადაკვეთის ადგილებში ამოიქარგება ე.წ. ობობას
ქსელი. ქსელის გაკეთებას იწყებენ გადაკვეთის წერტილთან ახლოს – ნემსს
ძაფით გამოატარებენ უკუღმა პირიდან და კვეთის წერტილის ირგვლივ შე-
მოატარებენ წრეზე ბადის რვავე ხაზის გავლით – ღობური (იგივე კალათუ-
რი) ჩამაგრებით, კალათის ძირის დაწვნის პრინციპით (სურ. 95). სასურველი
ზომის ქსელის მიღების შემდეგ ბოლო ხვეულთან ბადის ხაზზე ნემსს გაატა-
რებენ უკუღმა პირზე და გადაიტანენ ბადის გადაკვეთის მომდევნო წერ-
ტილში. ბადე ქსოვილზე მაგრდება ქსელების საშუალებით. გადაკვეთის ად-
გილები შესაძლოა წინდაწინ ჩამაგრდეს, პატარა შეუმჩნეველი
ბმულადებით.

სურ.95. ქსელის წარმოქმნა სურ.96. ბადე ნამაგრი ყულფებით

95
ბადე ნამაგრი ყულფებით (სურ.96) სრულდება შემდეგნაირად: დეკო-
რატიულ მართკუთხა ბადეს ამაგრებენ გადაკვეთის ადგილებში, ერთი
ბმულადით. ბადის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებზე ორივე მი-
მართულებით ახვევენ თასმას, რომელიც სასურველია იყოს განსხვავებული
ფერის. ამის შემდეგ ჭადრაკული თანმიმდევრობით გადაკვეთის წერტი-
ლებში დაიქარგება ნამგრი ყულფები ოთხფურცელა ყვავილის სახით
(სურ.41-ზე ნაჩვენები გვირისტის მსგავსად).
ორმაგი ბადე ორ-ორი ერთმანეთთან ახლოს განლაგებული
ძაფისაგან კეთდება. ჩამაგრებები ერთადროულად უკეთდება ურთიერ-
თმკვეთი ჯვარედინი გვირისტით, ისე როგორც ნაჩვენებია სურ. 97-ზე.

სურ.97. ორმაგი ბადე სურ.98. სამმაგი ბადე

სამმაგი ბადე სამ-სამი ერთმანეთთან ახლოს განლაგებული


ძაფისაგან კეთდება. თავდაპირველად ერთი რომელიმე მიმართულების, მა-
გალითად ვერტიკალურ ძაფებს განალაგებენ, შემდეგ ჰორიზონტალური ხა-
ზები გადატარდება კალათური სითვის პრინციპით ვერტიკალურ
ხაზებთან, როგორც ეს ნაჩვენებია სურ.96-ზე. ჩამაგრება ხდება ჯვარედინად
განლაგებული ბმულადებით. სამაგრი ძაფი შეიძლება ოქრომკედის ქვეშ
გატარდეს – გადაკვეთის წერტილში, მაგრამ უმჯობესია თუკი გატანილი
იქნება უკუღმა პირზე, იმ დროს ჩამაგრება უფრო რელიეფური გამოდის.

96
სურ.99 სამმაგი ბადის გადახლართვის სურ.100. ბადე ყვაავილისებრი
სქემა „რვიანებით“
ბადე ყვაავილისებრი „რვიანებით“ (სურ.100.) წარმოადგენს
ჩვეულებრივ მართკუთხა ბადეს, რომლის გადაკვეთის წერტილები თავიდან
შეუმჩნეველი ბმულადებით მაგრდება, შემდეგ ბადის ხაზებს
დიაგონალური მიმართულებით, შემოეხვევა ოქრომკედი, ან განსხვავებული
ფერის ძაფი – რვიანების სახით, შემდეგ ეს კეთდება მეორე მიმართულების
დიაგონალზე. მიღებული ყვავილის შუაწერტილი შეიძლება ჩამაგრებულ
იქნას ბადის ძირითადი ფერის შესაბამისი ძაფით.
„ქსელი“ (სურ.101) წარმოადგენს სხივებით რვა ტოლ ნაწილად გაყო-
ფილ წრეს, პატარა რგოლით შუაში. წრე ცენტრში უნდა დაიქარგოს ნამაგრი
სითვით, მისი კონტური დეკორატიული გვირისტით. სხივები უნდა დაი-
ქარგოს ყაისნაღური გვირისტით, ამავდროულად სხივებში ბმულადების რა-
ოდენობა ტოლი უნდა იყოს. ყაისნაღური გვირისტის თითოეული თვალის
ქვეშ უნდა გატარდეს ძაფი, სრულ წრეზე. გარე კონტური სასურველია შე-
მოიკალმოს ყაისნაღური გვირისტით, მანქანური გვირისტით, ან გასაფორმე-
ბელი ყაითნით.

სურ.101 „ქსელი“

97
ბადეების შესამკობადად ხშირად იყენებენ კლანჭურს, მძივებს, ბზი-
ნებს (კილიტები). კლანჭურებით უმეტესად გადაკვეთის ადგილებს აფორმე-
ბენ, ბზინებს ბადის რომბებისა და კადრატების ცენტრში ათავსებენ და ამაგ-
რებენ მძივით ან კლანჭურით.

კლანჭურით ქარგვა

კლანჭურით ქარგვა ოქრომკედით ქარგვაზე გაცილებით მარტივია,


მაგრამ თხოულობს განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს, თვალზომას და სიფაქი-
ზეს მუშაობაში.
საწყისი სამუშაოები – ქსოვილის გადაჭიმვა, ნახატის გადატანა, ნაფე-
ნის მომზადება ოქრომკედით ქარგვის ანალოგიურია. ნაფენი (ძაფი, მუყაო,
ტყავი, ტილო) სასურველია შეესაბამებოდეს კლანჭურის ფერს. მუშაობის
დაწყებამდე, იმ შემთხვევაში თუ დასაქარგი ფორმის სიგანე უცვლელია,
კლანჭურები უნდა დაიჭრას ფორმის სიგანის შესაბამისად (ოდნავ გაჭიმ-
ვით). თუკი დასაქარგი ფორმის სიგანე სხვადასხვაა, მაშინ კლანჭური მუშა-
ობის პროცესში უნდა დაიჭრას. მონაკვეთები ოდნავ გრძელი უნდა იყოს,
რათა კლანჭურით სრულიად იქნას დაფარული ნაფენის ნაპირები.

სამუშაო ძაფით დასაქარგი ორნამენტის კონტურზე ნემსს ქსოვილის


უკუღმა პირიდან გამოატერებენ წაღმა პირზე, გაუყრიან კლანჭურის მონაკ-
ვეთში, ბოლომდე გაყვანით, კლანჭურს განალაგებენ ნაფენის სიგანეზე და
ორნამენტის საპირისპირო მხარეს ნემსს გაატარებენ ქსოვილის უკუღმა პირ-
ზე (სურ.102). ასე მიიღება კლანჭურის გვირისტულა. კლანჭურის გვირის-
ტულებს შორის დაცილება უნდა იყოს მის დიამეტრზე ცოტათი ნაკლები.
თუკი ეს დაცილება ნაკლები იქნება, კლანჭურები ერთმანეთს გადაედება და

97
ნაქარგი ზედაპირი არათანაბარი გამოვა, ხოლო დიდი დაცილების შემთხვე-
ვაში – კლანჭურებს შორის ნაფენი გამოჩნდება.

სურ.102. კლანჭურების ჩამაგრება

სურ.103. კლანჭურით ნაქარგობის ნიმუში

კლანჭურებით ნაფენის გარეშეც ქარგავენ. მას იყენებენ ნაქარგობის ნა-


პირების შემოსაკალმად, ფოლგის დეტალების მისამაგრებლად, მარგალიტი-
სა და სხვა ქვების მოსაჩარჩოებლად (ლითონის ჩარჩოს იმიტაციისათვის).
მცენარეულ ორნამენტებში ძალიან მეტყველია ერთ კომპოზიციაში კლანჭუ-
რის, ოქრომკედისა და ვერცხლმკედის შეხამება. ხანდახან კლანჭურებს ჭი-
მავენ და გაუთოებით წნეხავენ, მცენარის ღეროების გამოსახვისა და ნაქარ-
გობის მოსავლების (არშიის) ეფექტისათვის.

98
ნაქარგობის შემკულობა
ოქრომკედით ნაქარგ უძველეს ნიმუშებს ბრწყინვალება და მორთუ-
ლობა ახასიათებს. განსაკუთრებით ძვირფასი ნიმუშები მე–17, მე–18 საუკუ-
ნეებს განეკუთვნება. ამ დროს ოქრომკედით იქარგებოდა, როგორც საეკლე-
სიო ნივთები, ისე არისტოკრატთა სამოსი, თავსაბურავები და ფეხსამოსი.
ოქროს თმის, ოქრომკედის, ვერცხლმკედის, კლანჭურის, სხეპლას,
მარგალიტების სხმულისა და ძვირფასი ქვების გარდა ნაქარგობაში ამატებ-
დნენ დაჭიმულ ყაითნებს, ბზინებს (კილიტებს), ფერად თვლებს. გარდა ამი-
სა ნაქარგობის შესამკობად გამოიყენებოდა ფოლგა, სხვადასხვა ლითონის
ფიფინები და ფირფიტები. მოგვიანებით დაიწყეს ნაკლებ ძვირადღირებუ-
ლი მასალების – ბისერის, მინის მძივების, სხვადასხვა ფორმის ფერადი და
სარკოვანი მინის გამოყენება.
ბზინები (კილიტები, ფიფინები, ფანტელები) – ლითონის, შუაში გახ-
ვრეტილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის პატარა თხელი მრგვალი ფირფი-
ტებია. მათი ფართო გამოყენება მე-17 საუკუნიდან დაიწყეს. ოქროქარგუ-
ლობაში ბზინებით ორნამენტებს შორის ნაქარგობის ფონს ამკობდნენ. თავ-
დაპირველად მათ ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლისა და სხვა ფერადი ლი-
თონის ფირფიტებისაგან, ასევე ფერადი მინისა ან სარკისაგან. ძველებურ
ბზინებს მცირედ ამობურცული ფორმა ჰქონდათ. მინისა და სარკის ბზინები
სხვადასხვა ფორმისა იყო – ოვალური, მრგვალი, კვადრატული, სამკუთხა,
ვარსკვლავა და ა. შ. ხოლო ლოთონის ძირითადად მრგვალი ფორმისა იყო.
ბზინებს ქსოვილზე ამაგრებენ ძაფით, მძივით. წვრილი მარგალი-
ტით, კლანჭურით. ამაგრებენ განცალკევებით, მწკრივებად, ნაყარის სახით,
მიმობნეულად, ერთმანეთზე დაწყობილს. ბზინს ამაგრებენ ქსოვილზე მის
შუაგულში ნასვრეტის გავლით. ქსოვილის უკუღმა პირზე აკეთებენ ბზინის
დიამეტრის ტოლ გვირისტულას, მეორე ბზინს პირველზე დაამაგრებენ ისე,
რომ მეორის ნახვრეტი ემთხვეოდეს პირველი ბზინის ჩამაგრების გვირის-

99
ტულას – მის ნაპირთან (სურ104). შემდეგ ყველაფერი მეორდება. ბზინებს
აკერებენ გვირისტით „ნემსი უკან“, სადაც გვირისტულა უკუღმა პირზე ტო-
ლია ბზინის დიამეტრის, ხოლო წაღმა პირზე რადიუსის.
ბზინების მწკრივად მიკერებისას ყაისნაღურ გვირისტსაც იყენებენ.
ამისათვის ნემსი ძაფით ქსოვილის წაღმა პირზე გამოტარდება – ბზინის ნახ-
ვრეტის გავლით და ბრუნდება უკუღმა პირზე იმავე ნახვრეტით, ძაფის ბო-
ლომდე გაუტარებლად – პატარა ყულფის წარმოქმნით. ამ ყულფში გამოა-
ტარებენ ქსოვილის უკურმა პირიდან ბზინის ნაპირთან გამოტანილ ნემსს
და მოჭიმავენ ძაფს. ნემსზე წამოაცობენ მომდევნო ბზინს და წინაზე დადე-
ბენ ჩამაგრების გვირისტულის გადაფარვით, აკეთებენ მეორე ყაისნარურ
გვირისტულას. ასე ამაგრებენ ერთმანეთზე გადადებული ბზინების მწკრივს
(სურ.105).

სურ.104. ბზინების მწკრივის სურ.105. ბზინების მწკრივის მიკერება


მიკერება გვირისტით „ნემსი უკან“ ყაისნაღური გვირისტით

ზოგჯერ ბზინები, როგორც მწკრივში, ისე განცალკევებით, ჩამაგრე-


ბულია პატარა მძივების, მარგალიტის ან კლანჭურის მონაკვეთების გამოყე-
ნებით (სურ.106).

სურ.106. ბზინების ჩამაგრება კლანჭურით


მარგალიტი – ნიჟარაში წარმოქმნილი მაგარი მარცვლოვანი ნივთიე-
რებაა, რომელიც განსხვავებულია სხვა ძვირფასი ქვებისაგან თავისი ორგა-
ნული წარმოშობით. გლუვი ბზინვარე ზედაპირის გამო მარგალიტი უძვე-
ლესი დროიდან ფასობდა და ფართოდ გამოიყენებოდა სამკაულებისთვის.
მსხვილი და მრგვალი მარგალიტი სპარსეთიდან და ინდოეთიდან შემოდი-

100
ოდა. მარგალიტით ძველთაგანვე იმკობოდა დიდგვაროვანთა სამოსი და სა-
ეკლესიო ნაქარგობა.
ქარგვის დროს შეიძლება მარგალიტი (ცალკეული მარცვალი) ერ-
თმანეთის მიყოლებით დასმული იყოს ნაქარგობის ორნამენტზე, ან ორნა-
მენტი შემკული იყოს მარგალიტის სხმულით.

მარგალიტის სხმულს ამაგრებენ ქსოვილზე, ან ნაფენზე. სხმულს გა-


ნალაგებენ ნახატის კონტურზე და თითოეული მარგალიტის შემდეგ სხმუ-
ლის ძაფს ჩაამაგრებენ სამუშაო ძაფის განივი გვირისტულით (სურ.107). ჩა-
სამაგრებლად იყენებენ თეთრი ბამბის, სელის ან აბრეშუმის ძაფს. უფრო
ხშირად მარგალიტის სხმული ნაფენზეა ჩამაგრებული. ნაფენს ამზადებდნენ
ზონარისაგან, ყაითნისაგან ან მსხვილი თეთრი ძაფებისაგან. თასმას ირიბი
ნაპირა მეჩხერი გვირისტით ერთ ან ორრიგად აკერებდნენ ორნამენტის კონ-
ტურზე. ორრიგა ნაფენი უფრო მოსახერხებელია და ამიტომ ხშირად იყენებ-
დნენ. სხმული მარგალიტით ქარგვა ჩვეულებრივ მარჯვნიდან მარცხნივ
სრულდება. ჩამაგრების დასრულების შემდეგ მარგალიტის სხმულის ძაფს
მოჭიმავენ და ის მჭიდროდ მიეკვრება ნაფენს. სამუშაო ძაფის განივი გვი-
რისტულები თითქოსდა ბუდეებს წარმოქმნის მარგალიტის მარცვლებისათ-
ვის (სურ.108.) ამ ბუდეებში მარგალიტი ზის ძალზე მყარად. ჩვეულებრივ
მარგალიტის სხმულს ორივე მხრიდან შემოავლებენ ოქრომკედის ზონარით.

სურ.107. მძივების სხმულის დაკერება ქსოვილზე

სურ.108. მარგალიტისსხმული ნაფენზე

101
სურ.109. მძივით ქარგულობის ნიმუშები

მარგალიტებით ქარგვისას, ისევე როგორც ოქრომკედით ქარგვის


დროს, სრულდება მაღალი რელიეფით ქარგვის ხერხი. ამ შემთხვევაში ნაფე-
ნად მკვრივი მასალა, ტყავი ან მუყაო გამოიყენება. ნაფენს ფარავდნენ ქსოვი-
ლით. მასზე მარგალიტის სხმულს და დაამაგრებენ ქსოვილზე გამჭოლად.
ნაფენის სიმაღლის ცვლილებით ერთი ორნამენტის სხვადასხვა ფრაგმენტზე
ტალღოვანი რელიეფური ზედაპირის მიღებაა შესაძლებელი. ასეთივე ტალ-
ღოვანი ზედაპირის ეფექტი მიიღება სხვადასხვა ზომის მარგალიტის გამო-
ყენებით. ძალზე მაღალი რელიეფის მისაღებად ოქრომკედით ნაქარგობის

102
მსგავსად აქაც შეიძლება მაღალი ნაფენის დადების ხერხის გამოყენება.
რელიეფურ მიწარიან ფრაგმენტს დაამუშავებენ ცალკე და შემდეგ მზა ფორ-
მით მიამაგრებენ ძირითად დასაქარგ ქსოვილზე.

სურ.110. მაღალი რელიეფით ქარგვა მარგალიტებით

ნაქარგობაში ძველთაგანვე გამოიყენებოდა ძვირფასი ქვები. ითვლე-


ბოდა რომ ისინი ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და ღრმად სწამდათ მა-
თი განსაკუთრებული თვისებებისა და ძალის. რის გამოც მათ გამოყენებას
დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძვირფასი ქვებით უხვად ამკობდნენ ოქ-
რომკედით ნაქარგ ნივთებს – სამეფო, სასულიერო და დიდგვაროვანთა სა-
მოსს, საეკლესიო ნივთებს. ძვირფას ქვებს ნაქარგობის სტილში განსაკუთრე-
ბული ხიბლი შეჰქონდა. ისინი აძლევდნენ მას დამატებით ელვარებას,
ბრწყინვალებას, სილამაზეს და დიდებულებას, ამასთან მნიშვნელოვნად
ზრდიდნენ მის ღირებულებას.
ნაქარგობაში ქვების გამოყენებისას მათი ჩამაგრების სვადასხვა
მეთოდს იყენებდნენ:
 საკინძით – ოქროს საკინძ-ფირფიტაზე მამაგრებით;
 ბუდეში ჩასმული - მთლიანად, რგოლივით შემოსალტულ თვალბუდე-
ში;
 ბრჭყალებში – მყარი, მახვილი ბრჭყალისებრი გამონაშვერების
საშუალებით ჩამაგრება;
 წკირზე – ოქროს ღეროზე ჩამოცმით დამაგრებული.
თვალბუდეში ჩასმული ქვების გარდა იყენებდნენ გახვრეტილ ქვებს,
რომლებიც ნასვრეტებში ძაფის გატარებით მაგრდება ქსოვილზე. თანამედ-
როვე ნაქარგობაში გამოიყენება მრავალგვარი ძვირფასი ქვების იმიტაცია,
მთის ბროლი, წახნაგოვანი მინა – როგორც ნასვრეტებით, ისე ბრჭყალებით
ქსოვილზე დასამაგრებლად.
ქვები, რომლებიც გახვრეტილი ან თვალბუდეში არ არის ჩასმული,

103
შეიძლება ირგვლივ შემოწნული ოქრომკედის საშუალებით იქნას ქსოვილზე
დამაგრებული. ასეთი ჩამაგრების გაიოლებისათვის ქვა წინდაწინ მსუბუქად
უნდა დაეწებოს ქსოვილზე. როცა ქვას წაწვეტებული ფუძე აქვს, საჭიროა
ქსოვილი სადგიით ჩაიხვრიტოს და წვერის ნახვრეტში მოთავსებით დაეწე-
ბოს ქსოვილზე. ქვის ნაპირებთან ოქრომკედით შემოავლებენ კალმურ გვი-
რისტს, როგორც ნაჩვენებია წერტილი 1-დან ნახ. 111-ზე. წაღმა პირზე გვი-
რისტულები მოშვებული უნდა იყოს ისე, რომ დარჩეს პატარა მარყუჟები.
გვირისტის ბოლო მარყუჟი უნდა დასრულდეს მეორე მარყუჟის დასაწყისში
(წერტილი 3). სასურველია თითოეული მარყუჟი ქსოვილის უკუღმა პირზე
უნდა ჩამაგრდეს დამატებითი პატარა ბმულადით – „ნემსით უკან“. ამის
შემდეგ იგივე ან სხვა ოქრომკედი უკუღმა პირიდან უნდა გამოტარდეს წაღ-
მა პირზე მარყუჟების შერწყმის წერტილში, ირიბი ნაპირა გვირისტით შემო-
ტარდეს მარყუჟების ირგვლივ მათი გადაკვეთის წერტილში, როგორც ნაჩვე-
ნების სურ. 111-ზე (შავი ძაფი), მოიჭიმოს, ჩამაგრდეს და გაყვანილ იქნას
უკუღმა პირზე წაღმა პირზე გამოსვლის ნასვრეტით. ამავე ძაფით მარყუჟი-
სებრი გვირისტით შეიძლება შემოიკალმოს ქვის პერიმეტრი

სურ.111. ქსოვილზე ქვის მიმაგრების სქემა

ქვა ქსოვილზე მტკიცე, წმინდა და რბილი ოქრომკედით უნდა დამაგ-


რდეს. ის არ უნდა წყდებოდეს და ოქრომკედი არ გადაცოცდეს ქსოვილში
გაყრისას. შედეგად მიიღება ქსოვილზე ოქრომკედის წნული ბადით მიმაგ-
რებული ქვა (სურ.112), ბრჭყალებით დამაგრების იმიტაციით

სურ.112. ქსოვილზე ქვის მიმაგრება

104
ხავერდზე, ნატსა და ტყავზე ქარგვა

ხავერდზე, ზამშესა და ტყავზე


ქარგვის ტექნიკური ხერხები იგივეა, რაც
ჩვეულებრივ ქსოვილზე ქარგვისას, მხო-
ლოდ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა
მიექცეს ზოგიერთ საკითხს.
ხავერდი. როგორც უკვე აღინიშნა ნახა-
ტის გადატანა ხავერდზე შესაძლებელია
კალკის ან პოლოიეთილენის საშუალე-
ბით. გარდა ამისა, ნახატი შეიძლება დაჩხ-
ვლეტილი შაბლონით სარკისებური ეფექ-
ტით გადატანილ იქნას უკუღმა პირზე და
შემდეგ კონტურზე გატარდეს საბლანდა-
ვი გვირისტი. ზოგიერთი სახეობის ხავერ-
დზე მცირე ზომის ნახატი წვრილი მაგა-
რი ღეროთი კონტურის გასწვრივ ხაოს
დაწვენით (დაწნეხვის გზით) გადააქვთ.
ასე გადაყვანილ ნახატზე სწრაფად, სანამ
ხაო გასწორდება, ატარებენ გვირისტს.
შესაძლებელია კიდევ ერთი მეთოდით სარგებლობა, სქელ, მკვრივ
კალკაზე დატანილი ნახატის კონტურს დაჩხვლეტენ, ამაგრებენ ქსოვილზე
და ტამპონით სწრაფად დაიტანენ ზედ სახამებლის წებოს, ასევე სწრაფად
აცლიან ქაღალდს. შედეგად ქსოვილზე რჩება გამყარებული წებოს წერტი-
ლები.
ხავერდისათვის მუყაოს ნაფენს ჩვეულებრივი წესით ამზადებენ, რო-
მელსაც მიაწებებენ ან მიკერებენ. ძაფის ნაფენი ხავერდის ქსოვილისთვის
უფრო მკვრივი უნდა იყოს,
ვიდრე სხვა დანარჩენი ქსო-
ვილებისათვის. მან მთლია-
ნად უნდა დაფაროს ხაო. ამ
მიზნით შესაძლებელია ნა-
ფენის დადებამდე ქსოვილ-
ზე გამჭვირვალე თხელი
პოლიეთილენის ფენა იქნას
დაგვირისტებული ნახატის

105
კონტურის მიხედვით, რომელსაც სამუშაოს დამთავრების შემდეგ ფრთხი-
ლად ააჭრიან ნაქარგობის ნაპირებთან. გრძელხაოიან ხავერდს რამდენიმე
ფენიანი ნაფენი უნდა გაუკეთდეს, რათა ნაქარგობა არ ჩაიმალოს ხაოში.
ნატი (ზამში) და ტყავი. ნატსა და ტყავზე ნახატის გადატანა შესაძლებე-
ლია ყველა იმ მეთოდით, რაც ჩვეულებტივ ქსოვილზე გამოიყენება: ასლგა-
დასაღები ქაღალდის საშუალებით, ან ნახატის კონტურზე დაჩხვლეტილ ქა-
ღალდზე ცარცის, კბილის ფხვნილის, ლილის ფხვნილის და ა.შ.
ქარგაზე გადაჭიმვისას ნატი და ტყავი ხელით კარგად უნდა გასწორ-
დეს და თანაბრად გაიჭიმოს ყველა მიმართულებით. მუშაობის დროს ნატი
და ტყავი დეფორმაციას განიცდის და შეიძლება ზედაპირი დაიტალღოს.
ასეთი დეფექტის გასწორება შეიძლება ბიაზის დამხმარე ქსოვილებთან შე-
ერთების ნაკერის გარღვევით, მასალის გადაჭიმვითა და ისევ მიკერებით.
ნაფენს ჩვეულებრივი წესით ამზადებენ, მაგრამ ხშირად იყენებენ მუ-
ყაოს, ან სხვა მასალას, რომლის დაწებებაა შესაძლებელი.
ნატსა და ტყავზე ოქრომკედით ქარგვისას საჭიროა სადგისის გამო-
ყენება. სამუშაო უნდა შესრულდეს ძალიან ფაქიზად და ყურადღებით, რათა
მასალა ზედმეტად არ იქნას დაჩხვლეტილი. სადგისი არ უდა იყოს სამუშაო
ნემსზე მსხვილი, რათა ნახვრეტები დიდი არ გამოვიდეს. სამუშაოს დასრუ-
ლების შემდეგ ნაქარგობას უკუღმა პირზე წებო უნდა წაესვას.
თუკი იქარგება ისეთი ნივთი, რომელიც შემდეგ უნდა ამოიჭრას (მე-
დალიონი, გულსაბნევი, საყურე, კულონი და ა. შ.), მაშინ სამუშაოს დასრუ-
ლების შემდეგ ისიც უნდა დამუშავდეს წებოთი და შემდეგ ამოიჭრას ნამა-
ტებით, რომელიც ნაპირების დამუშავებისათვის იქნება საჭირო.

106
აპლიკაცია

აპლიკაცია (ლათინური applicatio - მიდება დადება) გულისხმობს


ქსოვილზე ორნამენტებისა და გამოსახულებების შექმნას რაიმე მასალის
(ტყავი, ბეწვი, ქსოვილი, ჭილი, მაქმანი და სხვ.) დაკერების ან დაწებების
გზით. აპლიკაცია მრავალი სხვადასხვა ხალხის ყოფაცხოვრებაში გავრცელე-
ბული ქსოვილისა და ტანსაცმლის გაფორმების ერთ-ერთი უძველესი სახე-
ობაა. ხელმარჯვე ოსტატები ქსოვილზე ნახატის მიხედვით ფერადი ნაჭრე-
ბისა და ზოლების მიკერებით გასაოცარი სილამაზის ნაკეთობებს ქმნიდნენ.
საქართველოში, განსაკუთრებით ხევსურეთსა და თუშეთში, სამოსს
ამკობდნენ აპლიკაციით, რომელსაც ნაფთულებსა და ზიკებს უწოდებდნენ.
ზიკი ხევსურული სადიაცოს გასაფორმებელი ნაქარგობის სახეობაა,
მართკუთხა ან სხვა გეომეტრიული ორნამენტებით. ფარაგის ზიკი მზადდე-
ბოდა სკლატის ვიწრო ზოლისაგან, სადიაცოს ზურგის ზიკი კი სპეციალუ-
რად მოქსოვილი საზიკ-სამწყვეტლო ტოლისაგნ, რომელიც ძალზე წმინდად
დართული და ნაირფრად შეღებილი კრაველის რბილი ნართისგან იქსოვე-
ბოდა. ზიკს უწოდებდნენ ასევე ქალის თუშური სამოსის შესამკობ ვიწრო
სხვადასხვა ფერის ზოლებს.
ნაფთული სხვადასხვა ფორმისა და ფერის ბამბის, აბრეშუმის, შალის
(სკლატის) ქსოვილის ვიწრო ზოლია ან მისგან მიღებული გეომეტრიული
ორნამენტი ხევსურული ტალავარისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მო-
სართავად.

107
ნაქარგობაში აპლიკაცია დეკორატიული ნაკერების გამოყენებით შეს-
რულებული ნადებითი ქარგვაა. ძირითადი ასეთ ნაქარგობაში ქსოვილზე
დამაგრებული რაიმე მასალის ნაჭრები, ხოლო დეკორატიული გასაფორმე-
ბელი ნაკერები დამხმარე როლს ასრულებს. ოქროქარგულობაში აპლიკაცი-
ას იყენებენ ნაქარგობის შესამკობად და ორნამენტის დიდი ფორმების შესავ-
სებად. ამ მიზნით ძირითადად ოქრომკედსა და ვერცხლმკედთან ჰარმონიუ-
ლად შეხამებულ პრიალა და მბზინავ ქსოვილებს არჩევდნენ.
ორნამენტის დეტალების ამოჭრამდე აუცილებელია ქსოვილი დამუ-
შავდეს ჟელატინის ხსნარში. ამისათვის 1 სუფრის კოვზი ჟელატინი უნდა
გაიხსნას 150 მლ. წყალში და დაყოვნდეს სრული გაჟღენთვისათვის. შემდეგ
განუწყვეტლივ მორევით, ნელ ცეცხლზე, მიჰყავთ ადუღებამდე. ქსოვილს
ჩაუშვებენ ცხელ ხსნარში. სრულად დასველების შემდეგ ამოიღებენ, გაუწუ-
რავად გაფენენ მინაზე და ხელით კარგად გაასწორებენ, ისე რომ მინასა და
ქსოვილს შორის არ დარჩეს ჰაერის ბუშტუკები. გაშრობის შემდეგ ქსოვილს
მინიდან ააძრობენ. ასეთი დამუშავების შედეგად მიიღება გლუვი, მკვრივი,
ქაღალდისებურად ხისტი ქსოვილი. მისგან გამოჭრილი დეტალების ნაპი-
რები ძენძვადი არ არის, თანაბრად დაეფინება ძირითად ქსოვილზე და იძ-
ლევა გადახრებს. ჟელატინის გამოყენებისას ქსოვილი ინარჩუნებს საწყის
გარეგნულ იერს. გარეცხვისას ჟელატინი მდგრადია და უძლებს მრავალჯე-
რად რეცხვას.
ნახატი ძირითად ქსოვილზე გადააქვთ რომელიმე ზემოაღწერილი
მეთოდით. თუკი ორნამენტი მთლიანად აპლიკაციის სახით სრულდება,
მომზადებულ ქსოვილზე ნახატი გადაქვთ სრულად. ხოლო როცა აპლიკაცია
ნაწილობრივია, გადააქვთ და ამოჭრიან მხოლოდ საჭირო დეტალებს.

108
აპლიკაციის დეტალების ქსოვილზე დაწებებისათვის უნდა შეირჩეს
ისეთი წებო, რომელიც კარგად შეწებვს, ქსოვილს არ დააზიანებს და რეცხ-
ვისას ან ტენური დამუშავებისას, წყლით თავად არ დაზიანდება. ამ დროს
უბრალო სახამებლის წებოც გამოდგება. 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვი-
ლი გუნდა გაიხსნას ცოტაოდენ გრილ წყალში. ნახევარი ლიტრი წყალი მიჰ-
ყავთ ადუღებამდე და შიგ განუწყვეტლივ მორევით ასხამენ წინასწარ გახ-
სნილ სახამებელს. მიღებული უფერული მასა საკმაოდ კარგად აწებებს ჟე-
ლატინით დამუშავებულ ქსოვილს.
აპლიკაციის დეტალების დასაწებებლად შეიძლება პევია წებოს, ან
უმი კვერცხის ცილის გამოყენება, მაგრამ ეს უკანასკნელი ყოველთვის მყა-
რად ვერ აწებებს ქსოვილებს.
თანამედროვე მასალებიდან მოსახერხებელია ქსოვილების სინთეტი-
კური ფიქსატორით − ორმხრივი წებოვანი ქსელით შეწებება ცხელი უთოს
საშუალებით.
ქსოვილზე დაწებებული დეტალები უნდა გასწორდეს წნეხის ქვეშ
მოთავსებით ან გაუთოებით. გაუთოება უნდა მოხდეს დანამული ტილოს
ზევიდან.
დაწებებული დეტალების ნაპირები შეიძლება დაგვირისტდეს ძირი-
თად ქსოვილზე. შემდეგში, აპლიკაციების ნაპირების დამუშავიბისას ეს გვი-
რისტი დაიფარება. დეტალების ირგვლივ ნაპირები შეიძლება ნებისმიერი
დეკორატიული გვირისტით ან გრეხილით შემოიფარგლოს (სურ.113). ამ
დროს მთავარია, რომ ნაპირების გასაფორმებელი გვირისტები და ნებისმიე-
რი სხვა საშუალებები არ არღვევდეს ნაქარგობის საერთო კომპოზიციას.

სურ.113. აპლიკაციის ნაპირის შემოგვირისტება გრეხილით

109
ნაქარგობის საბოლოო ტექნოლოგიური დამუშავება

დასრულებული ნაქარგობის საბოლოო სახის მიცემისათვის საჭიროა


ნაქარგი ნივთის სხვადასხვა წესით დამუშავება და სარჩულის გამოკერება.
ძველთაგანვე ნაქარგობას, შეკლებისაგან დასაცავად და ქარგიდან
მოხსნისას ფორმის შესანარჩუნებლად, უკუღმა პირიდან სახამებლის წებო-
თი ამუშავებდნენ. წებოს ამზადებდნენ მშრალი ხორბლის ფქვილის, წყლის
ან ბურახისაგან. გამოცდილმა მქარგავებმა იცოდნენ წებოს მოდუღების საი-
დუმლო და ამზადებდნენ ზომიერს. ასე შეწებილ ნივთებში ხოჭოები არ
ჩნდებოდა, განსაკუთრებით თუ წებო მოდუღებული იყო მჟავე ბურახით.
დღეისათვის ხორბლის ფქვილის გარდა იყენებენ სახამებლის წებოს.
წებოს კონსისტენცია დასაქარგი ნივთის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგა-
ლითად, ქართული კაბის გულისპირისა და ჩოხტიკოპისთვის ძირითადად
სქელი კონსისტენციის წებოს იყენებენ, სარტყელისათვის თხელს.
არსებობს ფორმის შენარჩუნების განსხვავებული მეთოდიც. ნაქარ-
გობის ნიმუში, ქარგიდან ან ჩარჩოდან მოხსნის შემდეგ 2-3 დღე უნდა გავაჩე-
როთ, რათა გაჭიმული მდგომარეობიდან ქსოვილი მოეშვას და საწყის ფორ-
მას დაუბრუნდეს. ამის შემდეგ ვიწყებთ ნაქარგობის თბურ - დანამვით და-
მუშავებას. დამუშავების ორი მეთოდი არსებობს: კონტაქტური და უკონტაქ-
ტო-ორთქლის უთოთი დამუშავება.
კონტაქტურ დამუშავებისას (იგულისხმება ნაქარგის დაუთოვება)
ნაქარგობას ზემოდან ვაფენთ კარგად გაწურულ დოლბანდს და უთოს მსუ-
ბუქი შეხებით ვაუთოვებთ, რაც ხელს უწყობს ნაქარგობის ბმულადების ერ-
თმანეთთან კარგად დაკავშირებას და ორმხრივი სითვით ნაქარგისათვის ატ-
ლასური სიპრიალის მიცემას.
აღნიშნული მეთოდი ნაქარგობის ყველა სახეობისათვის არ გა-
მოგვადგება. შალისა და ხავერდულა ძაფებით ნაქარგის ტექნოლოგიური
დამუშავებისათვის გამოიყენება უკონტაქტო, ორთქლის უთოთი დამუშავე-
ბა (სურ: 22). მაგიდაზე დაფენილ ნაქარგობას თანაბარი მოძრაობით გადავა-
ტარებთ ორთქლის უთოს. თვალნათლივ შევამჩნევთ, თუ როგორ სწორდე-
ბა ქსოვილი, ნაქარგობა ხდება უფრო რელიეფური და იკვეთება ფერა-
დოვნება.
ლითონის ძაფებით შესრულებული ნაქარგობის ანუ ნამაგრი
სითვით მოქარგული ნივთის თბური დამუშვება ყოვლად მიუღებელია.
ნაქარგობის ამ სახეობისათვის დასრულებული სახის მიცემას უძვე-
ლესი დროიდან ქართველი ოსტატები სპეციალური ე. წ. „ცივი წესით“ ახ-
დენდნენ, რასაც „გატკეცვას“ ანუ „გაჯანდვრას“ უწოდებდნენ.

110
ეს პროცესი შემდეგნაირად სრულდებოდა: დასრულებულ ნაქარგს
კარგი პირიდან აფენდნენ შედარებით რბილ ზედაპირზე და ზურგის მხრი-
დან ხდებოდა ეშვის ( სურ.21 .) ან ჯანდრის ხის საკმაოდ ენერგიულად გა-
დატარება ერთი მიმართულრბით - მარცხნიდან მარჯვნივ. ეს პროცესი
ხელს უწყობდა სამაგრი ბმულადების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავში-
რებას და ოქროსა და ვერცხლის თმით ან ოქრომკედითა და ვერცხლმკე-
დით ნაქარგი ზედაპირის სიპრიალეს. ეს საოცარი ბრწყინვალება აძლიე-
რებს ნაქარგობის ეფექტს. სასურველია ეს მეთოდი თანამედროვე ოსტა-
ტებმაც გამოიყენონ. შემდეგი ეტაპი არის, საჭიროების შემთხვევაში, დაქარ-
გული მიწარის ქვეშ სამაგრი ქსოვილის (ე. წ. წებოვანას) გამოდება. ხელით
ქარგვის შემთხვევაში ასეთ ქსოვილად იყენებენ ჩვეულებრივ წებოვან
ქსოვილს, რომლის გამოდება ხდება ნაქარგის თბური წესით დამუშავე-
ბის პარალელურად. მოქარგულ ნიმუშს ზურგის მხრიდან ეფინება სამაგრი
ქსოვილი ე. წ. წებოვანა ანუ უქსოვადი მასალა, და ცხელი უთოს გადა-
ტარებით ის ეწებება ნაქარგის მიწარს და ამაგრებს ნაქარგობას.

სურ.114. წებოვანა უქსოვადი მასალა

ნაქარგობის დასრულებული ნიმუშისათვის მნიშვნელოვანია ფორ-


მის მიცემა, სასარჩულე ქსოვილის შერჩევა და მისი გამოკერება. სასარ-
ჩულე ქსოვილის შერჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ
ქსოვილის ფერი და ხარისხი. სასარჩულედ შერჩეული ქსოვილი უნდა
იყოს თხელი, მსუბუქი და უნდა მიესადაგებოდეს იმ ქსოვილს, რომელზეც
შესრულებულია ნაქარგობა.
ვიდრე დავიწყებთ სარჩულის გამოდების პროცესს ეს ქსოვილი
აუცილებლად უნდა დასველდეს, გაშრეს და თბური წესით დამუშავდეს.
ამ მეთოდის უარყოფამ შეიძლება ნაქარგობის ფორმის დეფორმირება გა-
მოიწვიოს. სარჩულის გამოკერებისას, ასევე გასათვალისწინებელია, თუ
რომელი სახეობითაა შესრულებული ქარგულობა. ნამაგრი სითვით ან
მძიურით ნაქარგ ნივთს სარჩული აუცილებლად ხელით უნდა გამოეკე-
როს.

111
სურ.114. სასარჩულე ქსოვილები

სარჩულის ხელით გამოკერების შემთხვევაში სასურველია გამოვი-


ყენოთ ქობის მეთოდი, რომელიც თითქმის ყოველთვის გვხვდება ძველი
ნაქარგობის ნიმუშებზე. ქობა ზოგიერთ შემთხვევაში ზურგის მხრიდან
კარგ პირზე გადმოდის და ნაქარგობას ირგვლივ არშიის სახით შემოუყვება.
ორმხრივი სითვით ნაქარგის დასარჩულებისას, უმეტეს შემთხვევაში,
გამოიყენება მანქანური მეთოდი, ანუ უკვე დასრულებულ ნაქარგობის ნი-
მუშს კიდეებზე, კარგი პირიდან ჯერ ხელით მიელამბება სასარჩულე ქსოვი-
ლი. ლამბი მიწარისა და სასარჩულე ქსოვილის კიდეზე 1სმ-ით შიგნით უნ-
და გაკეთდეს, შემდეგ მანქანით გაიკეროს, ლამბები ამოეცალოს და გად-
მობრუნდეს. კიდეების გასასწორებლად ვიყენებთ თბური დამუშავების
კონტაქტურ მეთოდს. ამ მეთოდის გამოყენებისას ერთ კიდეზე გარკვეული
მონაკვეთი გაუკერავს ვტოვებთ, რომ შესაძლებელი იყოს სარჩულის გადმობ-
რუნება. დარჩენილი ღიობი შემდეგ იკერება ფარული გვირისტით.

112
გამოყენებული ლიტერატურა

1. ელერდაშვილი ალ. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი :


[3 ტომად] თბ., ფანტაზია, 2006.
2. ნადირაძე, ე. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული
ლექსიკონი. თბ., მერიდიანი, 2011.
3. რუხაძე, გრ. საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი, თბ. : საქ.
საპატრიარქოს გამ-ბა, 2013. სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის
გამოც., 2011.
4. გრიშაშვილი, ი. ქალაქური – თბ., სამშობლო, 1997.
5. პეტროზილო, პ. ქრისტიანობის ლექსიკონი
6. მხატრვრული ქარგვა (სახელმძღვ.) ი. მელიქიშვილი, გ.
ბარათაშვილი, მ. კეცხოველი, ე. ბერელაშვილი. თბ. 2016.
http://vet.ge/wp-content/uploads/2016/03/pdf
7. ბარათაშვილი გ., ბერელაშვილი ე., კეცხოველი მ. მელიქიშვილი ი.,
ნადარაია ნ., სულხანიშვილი ე. „ქართული ნაქარგობა“ თბ. 2011.
8. ჯავახიშვილი ივ. მასალები ქართველი ერის მატერიალური
კულტურის ისტორიისათვის ტ. III. თბ. 1962.
9. მელიქიშვილი ი. სადისერტაციო ნაშრომი - ქართული საეკლესიო
ნაქარგობის საკითხის შესწავლისათვის. თავი I “ქართული
საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკა“. თბ. 2009.
10. ბარათაშვილი გ. სადისერტაციო ნაშრომი „ქართულ დაფარნათა
იკონოგრაფიული თავისებურებანი“თბ. 2009.
11. ცურტაველი ი. „წამება ჲწმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ″.
ქართული პროზა, წიგნი I. თბილისი. 1982,
12. ორბელიანი, სულხან-საბა „სიტყვის კონა ქართული რომელი არს
ლექსიკონი″.თბილისი, სახგამი,1949.
13. ღირსი გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ისტორიული მიმოხილვა (მეფე ბაგრატ IV)
http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/giorgi-mtatsmindeli.htm
14. უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ.
http://www.ambioni.ge/ucxoeli-mogzaurebi-saqartvelosa-da-qartvelebis-
sesaxeb
15. შამილაძე ვ. „ზაქარია ალ-ყაზვინი″. ქართველ და უცხოელ მოგზაურ-
მკვლევართა ეთნოლოგიური ცნობები კავკასიის ხალხების შესახებ
უძველესი დროიდან XIXს. დასასრულამდე. თბილისი. გვ.72.

113
16. ბატონიშვილი ვახუშტი. „აღწერა სამეფოსა და საქართველოსა“ (საქ.
გეოგრაფია). თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით,
თბილისი 1941. 32 გვ.
17. ფანასკერტელი დ. „შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და
ჩვეულებათათვის ქართველთა (საქართველოს სახელმწიფო
მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება) წ.კ. საზ-ბის ფონდი №1489.
18. ალექსი-მესხიშვილი ნ. „ისტორიულ პიესების წარმოდგენის გამო“.
„ივერია“, 1904. №№ 63; 66; 70; 80; 96; 103.
19. ბეზარაშვილი, ც. „ქართული ჩაცმულობა შიდა ქართლი“
(ეთნოგრაფიული გამოკვლევა). „მეცნიერება". თბილისი. 1987.
20. ციციშვილი, ი. „მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის“.
„ხელოვნება“. თბილისი 1954. გვათუა ნ. ჩაცმულობის ისტორიიდან –
ქართველი ქალების ჩაცმულობა. XiX ს. თბილისი. „ლიტერატურა და
ხელოვნება“. 1967.
21. იოანე ბატონიშვილი „კალმასობა", ტ.II. თბილისი. 1948.
ბარდაველიძე ვ., ჩიტაია გ., ,,ქართული ხალხური ორნამენტი -
ხევსურული“ თბილისი.1939.
22. არაბული, ე. „ქართული ხელსაქმე - ფერი და ორნამენტი“, ჟურნალი
,,მითი და ტრადიცია“ 2006.
23. არაბული, ე. ხევსურული ნაჭრელას სახეთა სისტემა. ჟურნალი
,,მითი და ტრადიცია“ 2008.

114
სარჩევი

შესავალი 5
I. ნაქარგობის შესრულების ტრადიციული ტექნიკა 8
საქარგავი მასალები, ინსტრუმენტები და სამარჯვები 8
მოსამზადებელი სამუშაოები 28
II. ქართული ნაქარგობის შესრულების ტექნოლოგიური პროცესი 31
ორმხრივი სითვით ქარგვა, მარტივი და დეკორატიული ნაკერები. 31
III. ხევსურული ნაქარგობა 50
ჯვრულით ქარგვა 50
ჯვრული ქარგვის ტექნიკური ხერხები 53
შიბით ქარგვის ტექნიკური ხერხები 58
IV. ოქრომკედით ქარგვის ტექნიკა. ნამაგრი სითვი. 62
ნამაგრი სითვის ტექნიკური ხერხები 74
დეკორატიული ბადე 91
კლანჭურით ქარგვა 97
ნაქარგობის შემკულობა 99
ხავერდზე, ნატსა და ტყავზე ქარგვა 105
აპლიკაცია 107
ნაქარგობის საბოლოო ტექნოლოგიური დამუშავება 110
გამოყენებული ლიტერატურა 113

97
98

You might also like