You are on page 1of 3

5.

4 იოანეს სახარების საგოგიკური მიმოხილვა


საეკლესიო გარდამოცემა იოანეს სახარებას ახასიათებს, როგორც „სულიერს," მაშინ, როდესაც
დანარჩენ სამ სახარებას უწოდებს „ხორციელს," ვინაიდან მეოთხე სახარებაში ჩვენ ვხვდებით
გაცილებით ამაღლებულ და სულიერ ატმოსფეროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში იოანეს
სახარების კითხვა სააღდგომო წირვაზე იწყება და ეს შემთხვევითი არ არის. როგორც ცნობილია
სააღდგომოდ კათაკმეველნი ინათლებოდნენ და აღდგომის წირვაზე ისინი ისმენდნენ მეოთხე
სახარების ამაღლებულ ღვთისმეტყველებას.

იოანეს სახარება არ არის უბრალოდ ნაკრები მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასთან


დაკავშირებული ეპიზოდებისა არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არის გადმოცემა ეკლესიის
ღრმა რწმენისა. მართლაც, როდესაც იოანეს სახარებას კითხულობ იქმნება შთაბეჭდილება, რომ
იოანე მხოლოდ საკუთარი სახელით არ საუბრობს, არამედ საუბრობს როგორც ეკლესიის
მეთაური და ყოველ სიტყვაში ყოველ წინადადებაში გამოხატავს ეკლესიის რწმენას (აქაც და
შემდგომშიც იგულისხმება ეფესოს ეკლესია). დასტურად ამისა შეიძლება მოვიყვანოთ ერთი
გარემოება: ხშირად სახარებისეული თხრობა მხოლობითი რიცხვიდან გადადის მრავლობითში,
ეკლესია ამოწმებს ყოველივე იმის ჭეშმარიტებას, რასაც მოგვითხრობს მახარებელი (მაგალითად:
ინ. 1, 4; 1, 16; 3. 11; 21. 24).

პარალელურად მაცხოვრის მოღვაწეობის იმ უმთავრესი მოვლენებისა, რომლებშიც იოანე


მახარებელი თანახმაა სინოპტიკოსებთან, ის მოგვითხრობს ისეთ ეპიზოდებსაც, რომლებიც არ
გვხვდება სინოპტიკოსებთან.

1. იოანეს სახარებაში არ არის არც ერთი იგავი მაცხოვრის თითქმის ორმოცდაათი იგავიდან,

2. იოანეს სახარებაში გადმოცემულია მაცხოვრის ვრცელი საუბრები განსაზღვრულ თემებზე.

3. ცათა სასუფეველი, რომელიც ასე ხშირად არის ნახსენები სინოპტიკოსებთან, იოანეს


სახარებაში არ გვხვდება, ნაცვლად ამისა დამოწმებული ცხოვრება საუკუნო, რომელსაც
შინაარსობრივად იგივე დატვირთვა გააჩნია.

4. იოანეს სახარების ქრონოლოგიური და გეოგრაფიული საზღვრები ფართოა,

მაცხოვრის მსახურება იწყება ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემლის შეპყრობამდე (იხ, მარკ. 1. 14).
მოქმედების ადგილი არ არის მხოლოდ გალილეა, არამედ იუდეაც. აღწერილია მაცხოვრის
რამდენიმე ასვლა იერუსალიმში,

5. სინოპტიკოსებთან დამოწმებული სასწაულებიდან იოანე მახარებელი აღწერს მხოლოდ ორს,


ესენია ხუთ ათასის დაპურება და მაცხოვრის სვლა წყალზე. პარალელურად ამისა კი მოჰყავს
ხუთი ისეთი სასწაული, რომლებსაც ვერ ვხვდებით დანარჩენ სამ მახარებელთან (1. წლის
ღვინოდ ქცევა; 2. სამეუფო კაცის ძის განკურნება; 3. განრღვეულის განკურნება ცხოვართა
საზანელთან; 4. ბრმადშობილის განკურნება; 5. ლაზარეს აღდგინება).

6, თუ სინოპტიკოსებთან მაცხოვრის მესიანური ღირსების საიდუმლო საფეხურებრივად


ცხადდება, იოანესთან სახარების დასაწყისშივე ძე ღვთისას წინასაუკუნეობრივ შობაზეა
საუბარი.

7. ვნებების ისტორიაში იოანეს სახარება განსხვავებულია სინოპტიკოსებისაგან, იოანე


მახარებელი მოწმობს ისეთ ფაქტებზე, რომლებიც არ გვხვდება სინოპტიკოსებთან (მაგალითად
მოციქულთა ფერხთბანვა დიდ ხუთშაბათს, მაცხოვრის დაკითხვა ანნა მღვდელმთავართან და
ა.შ.)
სინოპტიკურ სახარებათაგან იოანეს სახარების მსგავ განსხვავებაზე მიუთითებნენ პირველი
(და არა მხოლოდ პირველი) საუკუნეების ქრისტიანობის (მოწინააღმდეგენი, საწინააღმდეგოდ
ამისა ეკლესიის მამები მიუთითებენ რომ იოანე მატარებელმა შეავსო სინოპტიკოსთა
მონათხრობი,

მეოთხე სახარების ავტორად საეკლეიოს გარდამოცემა ასახელებს უფლის ათორმეტ


მოწაფეთაგან ერთ-ერთს იოანეს, ზებედეს ძეს, იაკობის ძმას. ამას მოწმობენ ადრეული პერიოდის
საეკლესიო მოღვაწენი, თანამედროვე ეტაპზე მკვლევართა ნაწილს მოჰყავს პაპია იეროპოლელის
ცნობა, რომელიც მოწმობს რომ არსებობდა იოანე პრესვიტერი, რომელსაც იგი უფლის მოწაფეს
უწოდებს.

ორი იოანეს პრობლემა ბიბლეისტიკაში საყოველთაოდაა ცნობილი, ევსევი კესარიელი


ვარაუდობს რომ ეს ორი იოანე განსხვავებული პიროვნებებია და აპოკალიფსის ავტორიზას
მიაწერს არა იოანე მოციქულს, არამედ იოანე პრესვიტერს, არსებობს მკვლევართა მცირე ნაწილი,
რომელსაც მიაჩნია რომ იოანე მოციქული და იოანე პრესვიტერი ერთი და იგივე ადამიანია,
თუმცა უმეტესობა მიიჩნევს რომ ისინი სხვადასხვანი არიან და მეოთხე სახარებას სწორედ იოაწე
პრესვიტერს მიაწერს,

| აღსანიშნავია, რომ თავად სახარების ავტორი ტექსტში არსად არ მოწმობს საკუთარი თავის
შესახებ, თუმცა აკეთებს ირიბ მინიშნებებს, მაგალითად ცხადია, რომ ავტორი მეოთხე
სახარებისა, არ არის მხოლოდ თვინილველი აღწერილი (მოვლენებისა, მან იცის როგორც
მნიშვნელოვანი დეტარლები მაცხოვრის (მოაფეების ცხოვრებიდან, ასევე უმნიშვნელოშიც. მან
ზუსტად იცის დროს, როცა მონდა ეს თუ ის მოვლენა, სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ: ჟამი იყო
ვითარ მეათე ინ,1, 39), ჟამი იყო ვითარ მეექვსე (ინ. 4. 6) და ა. შ. სახარების ავტორმა იცის
მაცხოვრის ურთიერთობის დეტალები პირებთან, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ მოწაფეთა რიგს,
ასევე იცის დეტალები მაცხოვრის ცხოვრებიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი
ცხადია, რომ სახარების ავტორი ეკუთნოდა მაცხოვრის უახლოესი მოწაფეების რიგს.

სახარების ავტორი საკუთარი თავის შესახებ მოწმობს სიტყვებით „მოწაფე რომელი უყვარდა
იესუს"(ინ. 13. 3; 1926; 20. 3 და ა. შ) ან უბრალოდ სხვა „მოწაფე"(ინ, 18, 5 და ა. შ.) ამ ფრაზაში
მაცხოვართან დაკავშირებული სხვა პიროვონების (მაგალითად: ლაზარე. თომა, იოანე-მარკოზი
და ა. შ.) ძიებას მყარი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მრავალს ეპარება ეჭვი, რომ იოანე
მოციქული საკუთარ თავზე ამგვარად მოწმობს.

აქვე შევნიშნავთ ერთ საინტერესო გარემოებას. იოანეს სახარების დასასრულის,


კონკრეტულად 21-ე თავის შესახებ არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება, რომ არის
გვინადელი დანამატი შესაძლოა თავად იოანე მახარებლის მიერ, ან რომელიმე მისი მოწაფის
ხელით, ამ თავში სამჯერაა ნახსენები „მოწაფე რომელი უყვარდა იესუს.“ და მის შესახებ
მაცხოვარი ბრძანებს: „უკუეთუ მიწდეს ყოფაი მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაა?" (ინ. 21.
22) ფიქრობენ, რომ ამ შედარებით გვიანდელ ჩანაწერში საბოოლოდ გაირკვა ამ მოწაფის ვინაობა,
რომ ის იყო იოანე ღვთისმეტყველი და თავად ეფესოს ეკლესია ამოწმებს სახარებისეული
ტექსტის ჭეშმარიტებას: უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი.(ინ. 21, 24)

  მეოთხე სახარების დაწერის დროს საეკლესიო გარდამოცემაც და თანამედროვე ბიბლეისტიკაც


მიიჩნევს პირველი საუკუნის დასასრულს. ხოლო დაწერის ადგილად აღიარებულია ქალაქი
ეფესო. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახარება
სირიის ანტიოქიაში ან ზოგადად სირიაში დაიწერა, მომხრეები ჰყავს სახარების პალესტინაში
დაწერის თეორიასაც.

სახარების დაწერის მიზანი, თავად მახარებლის მოწმობით, არის ჩვენება იმისა, რომ იესო არის
მესია, განკაცებული ძე ღვთისა.
იოანეს სახარების ტექსტან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა ამ
ეტაპზე საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ მათგანს. ეს გახლავთ მე-8 თავის 1-11 მუხლები. ამ
მუხლებში აღწერილია მაცხოვართან მეძავი ქალის მიყვანა ფარისევლებისა და მწიგნობრების
მიერ. საკუთარი ხასიათით ეს მონაკვეთი სინოპტიკურია. მას არ იცნობდნენ აღმოსავლელი
განმმარტებლები: მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა კირილე ალექსანდრიელი და ა.
შ. მისი განმარტების ისტორია აღმოსავლეთში ექვთიმე ზიგაბენიდან იწყება. პარალელურად
ამისა კი ამ ეპიზოდს კარგად იცნობენ დასავლელი მამები: ნეტარი იერონიმე სტრიდონელი და
ნეტარი ავგუსტინე. მიუხედავად ასეთი სურათისა ამ მონაკვეთის კანონიკურობაში ეჭვი არ
შეაქვთ.

მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში იოანეს სახარება იკითხება აღდგომიდან


სულთმოფენობამდე, შაბათ-კვირას და სადაგ დღეებში.

You might also like