You are on page 1of 4

1.

ჰარარის მიხედვით ისტორიამ დღევანდელობამდე სამი მნიშვნელოვანი რევოლუციის


წყალობით მოაღწია. პირველი მნიშვნელოვანი ბიძგი მას მისცა შემეცნებითმა, იგივე
კოგნიტურმა რევოლუციამ, შემდეგ იყო აგრარული რევოლუცია და ბოლოს
მეცნიერული პროგრესი, რომელიც სულ 500 წლისაა. შემეცნებითი, ანუ კოგნიტური
რევოლუცია ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ კოგნიტური

რევოლუციის დროს გამოუმუშავდათ ჰომო საპიენსებს ძალიან ბევრი კარგი უნარი.


მაგალითად, მათ შეძლეს ერთმანეთისთვის გადაეცათ გარე სამყაროსა და ერთმანეთის
შესახებ ინფორმაცია. შემეცნებითი რევოლუციის შედეგად მათ შეძლეს რთული
ქმედებების განხორციელება. დიდი, 150 კაცამდე ჯგუფების ფორმირება, ბევრ უცხო

ადამიანთან თანამშრომლობა და ა.

შ. მეცნიერულმა რევოლუციამ კი რომელიც უახლესია, სულ 5 საუკუნეს ითვლის,


ძალიან დიდი მნიშვნელობის გადატრიალებები მოახდინა ადამიანის ცხოვრებაში.
მეცნიერების წყალობით ინდუსტრიალიზაცია დაჩქარდა, შემდეგ კი ეკონომიკა
მზარდად გაიზარდა, თუმცა ჰარარის აზრით, ჩვენ, ადამიანებს, როგორც ჰომო
საპიენსის შთამომავლებს, ნამდვილად, გვემუქრება ძალიან დიდი ცვლილებები,კერძოდ,
ის, რომ შესაძლოა, 1000 წლის შემდეგ აღარც კი ვიარსებოთ იმ ფორმით, რა
ფორმითაც დღეს ვართ წარმოდგენილები და ეს გამოწვეული იქნება სამეცნიერო
რევოლუციით. იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერებამ უზარმაზარ მწვერვალებს
მიაღწია, რაც იმითაც დასტურდება, რომ დღესდღეობით რობოტებიც კი არსებობენ,

რომლებსაც ტირილიც კი შეუძლიათ, რატომ არ შეიძლება მათ ადამიანები ჩაანაცვლონ


ცოტა ხანში? ან თუ ადამიანი ღმერთის შექმნილია, სამეცნიერო პროგრესის შედეგად
რატომ არ შეიძლება მან მსგავსი რობოტებით ადამიანთა ახალ სახეობას ჩაუყაროს
საფუძველი და თავად გახდეს ამ სახეობის შემოქმედი.

2. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო კვებითი ჯაჭვის სათავეში მოქცეული,


რადგან მას ჰქონდა შიში სხვა ცხოველების მიმართ, რომლებიც აგრეთვე ცდილობდნენ
ნარჩენების შეგროვებას. როცა მაგალითად, ლომი მოინადირებდა გარკვეულ ნადავლს,
დანარჩენები იცდიდნენ, რომ ნარჩენები
შეეჭამათ და სულ ბოლოს მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩონჩხიდან ტვინს

აცლიდნენ მონადირებულ ლეშს. კვებით ჯაჭვში ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში


იყვნენ საშუალო ადგილას. დიდი ხანი ნამდვილად არ გასულა მას შემდეგ, რაც ჰომო
საპიენსმა დაიწყო შედარებით დიდი ნადავლის დამოუკიდებლად მონადირება და
კვებითი ჯაჭვის სათავეშიც განთავსდა. შუა პოზიციიდან ასე სწრაფად მაღლა

გადანაცვლებას კარგი შედეგი, ნამდვილად, არ მოჰყოლია. მაშინ როდესაც კვებითი


ჯაჭვის პირამიდაში უმაღლეს წერტილს წარმოადგენდნენ ზვიგენები და ლომები, ეს
ადგილი დამსახურებულად ეკუთვნოდათ, რადგან მილიონობით წლის გამოცდილების
დაგროვებითა და ძალისხმევის შედეგად მოხვდნენ მწვერვალზე. როდესაც ლომები
უფრო საშიშები გახდნენ, დანარჩენმა ცხოველებმა თავდაცვის უკეთესი გზები
გამონახეს იმისათვის, რომ მტერი მოეგერიებინათ, ასე თუ ისე, და გამოენახათ გზა
საკვების მოსაპოვებლად მათთან კონკურენციის შემთხვევაშიც კი. რაც შეეხება
ადამიანს, იმდენად მალე დაიკავა მან პირამიდის მწვერვალი, რომ ეკოსისტემამ ამასთან
შეგუებაც კი ვერ მოასწრო და თვითონ ადამიანიც ნაკლებად მოერგო ამ სიტუაციას,
ვიდრე უნდა მორგებოდა. მან ნაჩქარევად დაიკავა ადგილი კვებითი ჯაჭვის სათავეში.
ამის გამო ადამიანები ორმაგად საშიშები არიან. ისინი შიშის გამო ეცადნენ სხვების
„დამარცხებას” და სწორედ შიშის გამო შეუძლიათ მათ გახდნენ ძალიან სასტიკები, რაც
სხვა დანარჩენ ინდივიდებს, რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ აყენებს.

3. სალაპარაკო ენა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჰომო საპიენსისთვის: „ ... მას


მსოფლიო დააპყრობინა” (ჰარარი 2018, 451). თითოეულ ცხოველს თავისთვის
დამახასიათებელი სპეციფიკური ენა აქვს. ჰარარი მიიჩნევს, რომ ჰომო საპიენსის ენა არ
ყოფილა პირველი საკომუნიკაციო ენა, რადგან ის თითქმის ყველა სახის ცხოველს
გააჩნდა მანამდე და არც პირველი ბგერითი ენა ყოფილა, რადგან მაიმუნები უკვე იმ
დროისთვის იყენებდნენ ბგერებს ერთმანეთისთვის რამის შესატყობინებლად, თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ საპიენსს უფრო მეტად მრავალფეროვანი ბგერითი სიგნალების
გამოცემა შეუძლია, ვიდრე მაგალითად
მწვანე მაიმუნს ან სხვა ნებისმიერ ცხოველს. რაც არ უნდა იყოს, ჰარარის აზრით ჰომო
საპიენსის ენა გამორჩეულია და რაც მას უნიკალურს ხდის არის მისი მოქნილობა და
ბგერების ლიმიტირებული რაოდენობა. ამის წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ
მრავალი სახის, სხვადასხვა შინაარსის წინადადებები,

აღვიქვათ ყველაფერი და გადმოვცეთ ან გადავცეთ იგი სხვებს. თუ მაიმუნებს


შეუძლიათ პრიმიტიული შეძახილებით გააგებინონ ერთმანეთს მტრის მოახლოვება ან

რაიმე სხვა სახის საფრთხე, ჰომო საპიენსებს თავიანთი ენის წყალობით შეუძლიათ
დაკონკრეტებულად აღწერონ და გადმოსცენ ყველაფერი, რაც დაინახეს ან ვერ
დაინახეს, რაც იციან კონკრეტული ფაქტის შესახებ, რაც ივარაუდეს, რასაც მოელიან,
რომელი მიმართულებით შეიძლება იყოს საფრთხე, რას უნდა უფრთხილდე, რატომ
უნდა უფრთხილდე და ა. შ. ,რაც მათ ენას აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს.
ერთ-ერთი თეორია ამტკიცებს, რომ ჩვენი ენა შეიქმნა ერთმანეთისთვის აზრების
გაზიარებისათვის,

ურთიერთგაცვლისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს მაინც ადამიანების შესახებ


არსებული ინფორმაცია წარმოადგენს. ჰარარის მიხედვით ადამიანების( ჰომო
საპიენსის) ენის ძირითადი ფუნქცია ხალხზე ჭორაობა იყო. ამ თეორიის მიხედვით
ადამიანი არის სოციალური ცხოველი. ჰომო საპიენსის სახეობის გადარჩენა,
ნამდვილად, სოციალური თანამშრომლობის შედეგია და რა შეიძლება წარმოადგენდეს
ამ სახის თანამშრომლობის მთავარ საფუძველს, თუ არა საკომუნიკაციო ენა. გამოდის,
რომ სწორედ ამ ენის წყალობით გადავრჩით და სწორედ ის გვაქცევს თანამშრომლებად,

მის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა და აქამდეც ვერ მოვაღწევდით, ვერ ვიქცეოდით


ყველაზე პრივილეგირებულ არსებებად, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა მართლაც
შეეძლებოდათ.

ბიბლიოგრაფია

ჰარარი, იუვალ ნოა. 2018. „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია” წიგნში


„შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2”. გვ. 428-467. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ელენე მადათოვი

You might also like