You are on page 1of 8

teqnologiuri ganviTareba

da
Tanamedrove terorizmi

მარიამ რაზმაძე

ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის სტუდენტი


informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

saavtoro uflebebi

mocemuli publikacia warmoadgens arasaidumlo wyaroebsa da pirad dakvirvebebze agebul


sainformacio-SemecnebiTi xasiaTis dokuments, romlis sxvagvarad gamoyenebazec avtori
pasuxs ar agebs. masSi mocemuli dakvirvebebi da rekomendaciebi ar unda iqnes gagebuli
rogorc oficialuri pozicia informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centrisa, romelic
Tavismxriv warmoadgens am dokuments.

© mariam razmaZe
yvela ufleba daculia

akrZalulia am dokumentis an misi romelime nawilis kopireba, gavrceleba an sxvagvari


gamoyeneba mis avtorTan winaswari SeTanxmebisa da werilobiTi nebarTvis gareSe.

teqnologiuri ganviTareba da Tanamedrove terorizmi

2
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

ტერორიზმი თანამედროვეობის ახალი მოვლენა არ არის. ორგანიზებული ტერორის


პირველი გამოვლინებები ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გვხვდება შუა აღმოსავლეთში.
ზილოტების (Zealot) სექტა ერთ-ერთი პირველი დაჯგუფებაა, რომელიც იყენებდა
სისტემატურ ტერორს. ტერორიზმმა დროთა განმავლობაში გარკვეულწილად იცვალა
სახე. მისი ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. თვითონ სიტყვა „ტერორი“
ლათინური ზმნიდან „terrere” მომდინარეობს და შეშინებას ნიშნავს. მას აღწერენ, როგორც
ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე, როგორც დანაშაულს, ასევე წმინდა მოვალეობას.
ა.შ.შ.-ს კანონმდებლობა ტერორიზმს განსაზღვრავს, როგორც „პოლიტიკურად
მოტივირებულ ძალადობას, რომელიც ჩადენილია ფარულად არა-სამხედრო პირთა
წინააღმდეგ.“ ტერორისტები ცდილობენ მიაწვდინონ საკუთარი იდეოლოგიური, თუ
რელიგიური გზავნილი მსოფლიოს ჩვეულებრივი მოსახლეობის დაშინებით, იმ სამიზნის
შერჩევით, რომელიც ჩვეულებრივ სიმბოლურია ან მხოლოდ წარმოადგენს სამიზნე ერს.
ტერორისტები ცდილობენ მოახდინონ დიდი გავლენა სამიზნე საზოგადოებაზე საკუთარი
ძალადობრივი მოქმედებებით, მიუხედავად შეზღუდული მატერიალური რესურსებისა.
ამგვარი ქმედებით კი მიზნად ისახავენ წარმოაჩინონ, რომ კონკრეტული ხელისუფლება
უძლურია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ან საზოგადოებას მწარე გაკვეთილი აჩვენონ.
მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ტერორისტების მიზანია მცირე
დანახარჯებით ხმა მიაწვდინონ ფართო საზოგადოებას და დანერგონ მასში შიში და
დაუცველობა. ძალადობის აქტები კი ორმხრივადაა ეფექტური: ერთის მხრივ წარმოადგენს
პირდაპირ ძალისმიერ ქმედებას და ნერგავს შიშს, ხოლო მეორეს მხირვ კი ამგვარი ქმედება
ყოველთვის წამყავანი თემა ხდება ახალი ამბებისა. მედია კი მასებისათვის ინფორმაციის
მიწოდების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მე-20 საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული რეალობაში შემოდის ახალი განზომილება -
კიბერ სივრცე, რომელიც ბუნებით ანარქიულია, ყველას მიუწვდება ხელი და არ არის
ბოლომდე კონტროლირებადი. ეს არის საუკეთესო არენა მსოფლიოსათვის ხმის
მისაწვდენად. ამასთანავე ინტერნეტი მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილობასა და
ვირტუალურ ანონიმურობას, საჭიროებს მინიმალურ დანახარჯებს და თან ამ
გლობალური კომუნიკაციების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის მრავალი
ინვესტიციაა უკვე ჩადებული განვითარებული სახელმწიფოების მიერ. ინტერნეტი
ანარქიული სივრცეა, რომლის გამოყენება ტერორისტებსაც შეუძლიათ ინფორმაციის
გაზიარებისა და ზოგადი კომუნიკაციის მიზნით. ეს იდეალური გარემოა ბუნდოვანი და
საიდუმლო სტრუქტურის მქონე ორგანიზაციებისათვის.
ფუნქციონალურად ინტერნეტს ტერორისტებისათვის მრავალი სასარგებლო სერვისის
მიწოდება შეუძლია. უპირველესად ის წარმოადგენს კომუნიკაციის საშუალებას
სხვადასხვა დაცულობით - ღია ტექსტით, დაშიფრული სახითა თუ სტეგანოგრაფიული
ფორმით. დავალებები ადვილად მისაწოდებელია შესასრულებლად, ოპერაციის დაგეგმვა
და ფინანსური ფონდების ზრდისათვის საჭირო კამპანიების ორგანიზება დიდ სირთულეს
არ წარმოადგენს. სადისკუსიო ფორუმების, საინფორმაციო ტაბლოების, მედია ჯგუფების,

3
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

ბლოგებისა და ვებ-პოსტების არსებობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს წვრთნები,


ინტერაქტიულად იქნას განხილული ტექნიკა და იდეები. შესაძლებელია ტაქტიკისა და
პროცედურების დახვეწა ონლაინ შეფასებების საფუძველზე, დოქტრინისა და
იდეოლოგიის კრიტიკა და სრულყოფა. ამ საშუალებების გამოყენებით ტერორისტულმა
კამპანიამ შესაძლოა ერთი შეხედვით ინკლუზიური და კონსესუსზე დაფუძნებული
ერთეულის შთაბეჭდილება მოახდინოს. ინტერნეტი, როგორც მრავალმხრივი
საკომუნიკაციო საშუალება, პროპაგანდის წარმოებისა და გავრცელებისათვის ბრწყინვალე
სივრცეა. ექსტრემისტული ჯგუფები პროპაგანდას ყოველთვის კარგად იყენებდნენ
ბეჭდვითი და მოგვიანებით კი ვიდეო ჩანაწერების ფორმით. ინტერნეტ სივრცე კი ამგვარ
მასალებს უფრო ხელმისაწვდომსა და გავრცელებადს ხდის პასიური - ვებ-პოსტებისა და
ინტერაქტიული - სალაპარაკო ოთახების (chat rooms) მეშვეობით. ამ განზომილებაში
შესაძლებელია უკვდავყოფილ იქნას ესა თუ ის პროპაგანდისტული შეტყობინება, რაც
თავის მხრივ დაკავებული ან „დაცემული“ რადიკალი ლიდერის შთაგონების წყაროდ
დარჩენას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში კი ინტერნეტი გამოყენებული იქნება, როგორც
პროპაგანდათა ბიბლიოთეკა, რელიგიური, პოლიტიკური და იდეოლოგიური
ლიტერატურის, ტაქტიკური და ოპერაციული ტექნიკის ინსტრუქციული
სახელმძღვანელოებისა და ვიდეოების სათავსო. აღნიშნული ტიპის ინფორმაციის შენახვის
გამო ინტერნეტი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ადგილი გახდა. ტაქტიკური და
ოპერაციული წვრთნები შესაძლოა ჩატარდეს სიმულატორებითა და ონლაინ
კომპიუტერული თამაშებით, მათ შორის მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური
თამაშებით (Massively multiplayer online role-playing games – MMORPGs). მოყვანილი
საშუალებების გამო ინტერნეტს ვირტუალურ საწვრთნელ ბანაკსაც ან ექსტრემისტების
ღია უნივერსიტეტსაც უწოდებენ. აქ შესაძლებელია მომზადდეს ახალწვეული საჭირო
დონეზე, რათა შემდგომში შეძლოს ტერორისტული აქტის ან ამბოხების განხორციელება.
ამგვარად, ნათლად ჩანს, რომ კიბერ სივრცის სახით ტერორისტულმა ორგანიზაციებმა
მიიღეს ახალი არეალი საკუთარი შეტყობინების გასავრცელებლად, „კადრების“
მომზადებისა თუ რეკრუტირებისათვის, გაიდეალებული ლიდერების ტექნოლოგიური
განვითარება და ტერორიზმი. კიბერ სივრცის მეშვეობით უფრო ადვილდება
თანამოაზრეების მოძიება, ნაკლებად საშიშია „შეკრებები“ ვირტუალურ სივრცეში,
თუნდაც იმიტომ, რომ ეს შეკრებილთათვის ფიზიკური საფრთხის მომტანი არ არის.
თუმცა ამავდროულად უფრო ადვილია ანტიტერორისტული სტრუქტურებისათვის
ტერორისტთა რიგებში გარევა და კონკრეტული დაგეგმილი აქტისა, თუ მთლიანობაში
ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის წინსწრებით მიღება.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ტერორიზმი ოდითგანვე არსებობდა და არ არის
ახალი მოვლენა. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და იცვლიდა ფორმას, თუმცა მისი
საბოლოო მიზანი, რაც მას ორგანიზებული დანაშაულისგანაც მნიშვნელოვნად
გამოარჩევს, არის საზოგადოებაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შიშის დანერგვა.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული ძალადობრივი აქტის

4
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

განხორციელების აღკვეთა და შემდგომ უკვე ამ აქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების


საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის თანამედროვე განვითარება უადვილებს
ტერორისტულ ორგანიზაციებს მომხდარი ფაქტის ფართო მასებისათვის გაცნობას, ის
ასევე საშუალებას აძლევს ანტიტერორისტულ სტრუქტურებს უფრო ეფექტურად და
მრავალი წყაროდან გაანალიზონ ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგია, გაერიონ
მათ შორის და დროულად შეიტყონ მოსალოდნელი ძალადობრივი ქმედების შესახებ.
საბოლოოდ, თუკი მიუხედავად იმისა, რომ კიბერ სივრცეს უკვე საკმაოდ კარგად იყენებენ
ტერორისტული ორგანიზაციები, შეგვიძლია ვთქვათ რომ სათანადო კვალიფიციური
ანალიზის საფუძველზე ამ უკანასკნელთა გააქტიურება ახალ განზომილებაში ანტი-
ტერორისტული სტრუქტურებისათვის უფრო სასარგებლო უნდა იყოს მთლიანობაში
ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.

gamoyenebuli literatura

- Challand, Gerard and Arnaud Blin (eds), “The History of Terrorism”, University of
California Press, 2007, 55
- http://en.wikipedia.org/wiki/Terrorism (27.11.2010)
- http://www.terrorism-research.com/ (27.11.2010)
- Charles L. Ruby, The Definition of Terrorism, Analyses of Social Issues and Public Policy,
2002 9 (http://www.asap-spssi.org/pdf/asap019.pdf , 27.11.2010)
- Rex A Hudson,The Sociology and Psychology of Terrorism, Library of Congress – Federal
Research Division
- DR Paul Cornish, cyber security and politically, socially and religiously motivated cyber
attacks, European parliament, February 2009

5
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

organizaciis Sesaxeb

informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri warmoadgens kavkasiis regionSi


pirvel da dResdReobiT erTaderT organizacias, romelic orientirebulia informaciul
usafrTxoebaze.
aRniSnuli organizaciis dafuZneba ganapiroba saqarTvelo-ruseTis omis Semdeg qveynis
winaSe damdgarma axalma realobam. rogorc 2008 wlis agvistos omma dagvanaxa, qveyanaSi
faqtobrivad ar arsebobs sainformacio omis warmoebisa da kiber-terorizmisgan dacvis
Camoyalibebuli meqanizmebi, rac Tanabrad uqmnis safrTxes rogorc sajaro, ise kerZo seqtors.
ar arsebobs Sesabamisi sakanondmeblo baza, saxelmwifo institutebi da materialur teqnikuri
infrastruqtura kiber terorizmTan da kompiuterul danaSaulTan sabrZolvelad. rac garda
saxelmwifos Tavdacvisunarianobisa, aseve axdens mkveTr negatiur gavlenas qveynis
ekonomikaze.
ukanasknel periodSi rogorc kerZo, ise saxelmwifo seqtoris yvela mimarTulebiT
mimdinareobs Tanamedrove teqnologiebis intensiuri danergva. rac ufro metia procesebis
avtomatizaciis masStabi miT ufro rTulia maTi kontroli. aseT pirobebSi, roca SpionaJi da
qveynis usafrTxoebis sxva gamowvevebi teqnologiur xasiaTs iZenen, Cndeba axali
safrTxeebi. Sesabamisad aRniSnuli informaciis saTanado dacva sasicocxlo mniSvnelobisaa
aramxolod saxelmwifo, aramed kerZo organizaciebisTvisac.
zemoT aRniSnuli safrTxeebisa da gamowvevebis winaaRmdeg Cveni organizaciis garSemo
Seikriba gamocdili profesionalebis gundi. rac saSualebas iZleva pirvelad saqarTveloSi
Camoyalibdes kiber terorizmTan, mekobreobasTan, korporaciul SpionaJTan da sxva saxis
teqnologiur safrTxeebTan brZolis instituciuri meqanizmebi.

organizaciis saqmianobis Sesaxeb

informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri warmoadgens unikalur serviss


rogorc kerZo, ise saxelmwifo seqtorisTvis, romelic moicavs mravalprofilian momsaxurebas:
kadrebis rekrutireba
sxvadasxva rgolis personalis momzadeba (treiningebi);

6
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

informaciuli usafrTxoebis sxvadasxva aspeqtebis auditi da Sesabamisi daskvna-


rekomendaciebis momzadeba;
standartebisa da Sida protokolebis SemuSaveba;
organizaciuli erTeulebis Seqmna safrTxeebis monitoringisa da incidentebze reagirebisTvis;
sakonsultacio momsaxureba rogorc IT infrastruqturul sakiTxebze, ise iuridiuli mxareze
sxvadasxva tipis IT proeqtebTan dakavSirebiT;
Sesabamisi programul-aparaturuli gadawyvetilebebis SemuSaveba, danergva da miwodeba;
IT auTsorsingi, daculi hostingi aSS-s serverebze, da sxva...
amavdroulad centris umTavres prioritets warmoadgens qveynis winaSe arsebuli sxvadasxva
saxis teqnologiuri, geopolitikuri da samxedro gamowvevebis Seswavla, maTi srulyofili analizi
da amaze dayrdnobiT sazogadoebisTvis amomwuravi da obieqturi informaciis drouli
miwodeba, risTvisac informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centris analitikuri jgufi
periodulad amzadebs sajaro publikaciebis serias Tanamedrove safrTxeebisa da globaluri
tendenciebis Sesaxeb.
Cven varT maqsimalurad gaxsnili sakuTar saqmianobaSi da vexmarebiT am sferoTi
dainteresebul pirebs. vaZlevT maT Sesabamis codnasa da saSualebebs raTa Tavad gaxdnen
nawili am sistemis da monawileoba miiRon centris mier ganxorcielebul sxvadasxva
proeqtebSi.
Cveni mizania viTanamSromloT rac SeiZleba met organizaciasTan, saxelmwifo
struqturasTan da saganmanaTleblo dawesebulebebTan raTa kidev ufro efeqturad vebrZoloT
Tanamedrove safrTxeebs, SevqmnaT saerTo standartebi da am standartebis Sesrulebis
instrumentebi, avamaRloT sazogadoebrivi informirebis xarisxi am sakiTxSi da mivawodoT
Cveni servisi maT, visac es namdvilad Wirdeba.

7
informaciuli usafrTxoebis kvlevebisa da analizis centri - eleqtronuli biblioTeka

es publikacia sxva mraval saintereso TemasTan erTad ganTavsebulia informaciuli


usafrTxoebis kvlevebisa da analizis centris el-biblioTekaSi

http://www.issac.ge

You might also like