You are on page 1of 10

1.

ენის რაობა და ფუნქციები

ენა ურთულესი მოვლენაა. იგი იმდენად რთულია, რომ ჭირს კიდეც მკვეთრად შემოვსაღვროთ
ენათმეცნიერების ობიექტი. ასეთი საზღვრების დადგენა მოითხოვს ენის ძირითადი ფუნქციების გარკვევას,
ენის გამიჯვნას არაენობრივი მოვლენებისგან.
ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ
ადამიანი ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს თავის აზრებს. ყრუ-მუნჯი ამ უნარს მოკლებულია,
მაგრამ იგი სხვა საშუალებებს იყენებს თავისი აზრების გამოსახატავად. ყრუ-მუნჯი ამისათვის
ჟესტიკულაციას იყენებს. ნორმალური ადამიანიც მიმართავს ჟესტიკულაციას,რომელიც გარკვეულ
შემთხვევებში კონკურირენციასაც უწევს ბგერით ენას. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია
დამწერლობის გარეშე. დამწერლობა კი სხვა არაფერია თუ არა იგივე ენა, უფრო ზუსტად გრაფიკული ენა,
რომელიც აუცილებელია გარკვეულ პირობებში.
ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის საშუალებით ხდება აზრების
გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან მეორესათვის. ენა
სოციალური მოვლენაა. შრომის განაწილება საზოგადოებაში შესაძლებელია, ძირითადად, მხოლოდ
იმდენად, რამდენადაც საზოგადოება იყენებს ენას. საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას.
ამავე ფუნქციას ასრულებს დამწერლობაც, ჟესტიკულაცია და სხვ.
ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე მსჯელობდნენ
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ ენასა და კონცეპტუალურ
აზროვნებას შორის ისეტი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა
გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს,
მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება. ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და
ამიტომ მისი აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის
მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური მოვლენაა, ისინი მხოლოდ
გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად. განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ
წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან
მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად
აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის
პრინციპი.

8. განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის


ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს.
ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად
ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და
ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები, მაგრამ რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს,
ამიტომ შემოაქვთ ალოფონის ცნება და შესაბამისად ლაპარაკობენ ალოფონების შესახებ.
ალოფონები ორგვარია, ალოფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის
არასტაბილური ხასიათით. სამეტყველო აპარატი, მართალია, სტაბილურია, მაგრამ არც ისე, რომ შეეძლოს
აბსოლუტური სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა. ერთი და იგივე ინდივიდიც კი სხვადასხვა
მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.
7.სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები.

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა


შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან
ე.ი ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი - სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს
ერთპირიანი,ორპირიანი და სამპირიანი.იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი
პირი.ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა.ეს არის ზმნის უნარი
შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა.ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ
შემთხვევაში ის უვალენტოა.თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია,თუ ორს - ორვალენტიანი.
აქტანტებს წარმოადგენენ სუბიექტი,პირდაპირი და ირიბი ობიექტი.სუბიექტი არის წინადადების
წევრი,რომლის შესახებადაც რაღაც მტკიცდება,ხოლო ობიექტია ის წევრი,რომელზეც ან რომლისთვისაც
ხდება მოქმედება.აქტანტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ზმნის ვალენტობა.

5.ენა და მეტყველება. სინქრონია და დიაქრონია.


ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა, ანუ
დიქტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა ფერდინანდ დე სოსიურმა.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული წესების
ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.

ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით, ინდივიდის მიერ
იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები წარმოთქვამენ, რაც ინდივიდუალურია და
დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე, წარმოადგენს მეტყველებას. მოცემულ ენაზე მოსაუბრე პირებს
აქვთ მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას, ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის
ენის რეალიზაცია.

ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი ჩამოთვლა მაინც
შესაძლებალია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში შეიძლება შეიქმენას ტექსტების
უასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა მეტყველება და არა
ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც მეტყველება ახდენს.

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად ყოფილიყო გამიჯნული
სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების
საფუძველი გახდა. სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს
მოლაპარაკე სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ ერთი მდგომარეობა, იგი
იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის ცოდნა.
მაგრამ ენა იცვლება დროში.დღევანდელი ქართული იგივე არაა,რაც მე-5 საუკუნის ქართული. ასევე
შეიცვალა დროში სომხური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვ. ენის ცვლილება
დროში უნდა გავიგოთ როგორც ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მე-12
საუკუნის ქართული წარმოადგენდა გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას,რომელიც ასახულია
„ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის ტრაგედიებში ასახულია ის სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც
ინგლისურს ჰქონდა მე-16 ს-ის მეორე ნახევარში და ა.შ საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს
სინქრონიული მდგომარეობები ენაში იცვლებოდეს საუკუნეების მიხედვით, რომ თითქოს ენაში რამდენი
საუკუნეცაა იმდენივე სინქრონიული მდგომარეობა. ენა რომ ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე
სინქრონიულ მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.
სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში ისეთი ცნებები,
როგორიცაა ძველი რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი სომხური და ახალი სომხური, ძველი
ფრანგული და ახალი ფრანგული და ა.შ შეიძლება დავასკვნათ : დიაქრონია წარმოადგენს ერთი
სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლას. თუ სინქრონიას
წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე
ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ
მდგომარეობაში გადასვლა.

2 ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა


დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ
ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ
თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა
შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა
ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.

ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ სოსიური. იგი მიუთითებს 4
გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.
1. ნიშნის პირობითობა - რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ
დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ
აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
2. ნიშანთა სიმრავლე - ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს
საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.
3. ენობრივი სისტემის სირთულე - ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით
ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის
გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია
გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში - ანის მიმართება
ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს
ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური
გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება
სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

14.დამწერლობის ტიპები.
პიქტოგრაფიული დამწერლობა - პირველი დამწერლობა, იქნება ეს ეგვიპტური, შუმერული თუ
ჩინური, პიქტოგრაფიულია. ტერმინი პიქტოგრაფია - „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან
შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული
დამწერლობა ეწოდება.
პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც
გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ
რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.
იდეოგრაფიული დამწერლობა - იდეოგრაფიული შედარებით მაღალი საფეხურია,რომელიც
პიქტოგრაფიულისგან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ
საგანს, რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს. იდეოგრაფიულ დამწერლობას საფუძვლად უდევს
პირობითობის პრინციპი. იდეოგრაფიული დამწერლობით აღინიშნება იდეები, ცნებები და არა ბგერები.
ასეთ იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე
ვკითხულობთ და ისინი ბგერებს არ გამოხატავენ.
იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგრიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ
იდეოგრამებს - იეროგლიფებს.
ანბანური დამწერლობა - ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს.
ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად
ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს -
შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

17.ძირი,ფუძე აფიქსი და აფიქსთა სახეები; ფლექსია - დერივაცია.


შედარებით მცირერიცხოვანი მორფები, რომლებიც უკავშირდება პირველი ჯგუფის მორფს ან პირველი
და მეორე ჯგუფის მორფების მიმდევრობას ფლექსიური კონსტრუქციების საწარმოებლად,ისინი
ყოველთვის ბმულია. მაგ. კაც - მა, დიდ - მა და ა.შ . პირველ ჯგუფში გაერთიანებულ მორფებს ძირები
ეწოდება, დანარჩნებს აფიხსები. ფლექსიური აფიქსები შეიძლება დაუკავშირდნენ დერივაციული
აფიქსებით გართულებულ ძირს - ფუძეს. ფუძე არის სიტყვის ის ნაწილი, რომელიც იწარმოება ძირზე
დერივაციული აფიქსების დართვით, იგი უცვლელია ერთი ფლექსიური პარადიგმის ფარგლებში.
ყოველი ძირი ამავე დროს შეიძლება ფუძეც იყოს, მაგრამ ყოველი ფუძე არ არის ძირი, ის შეიძლება ერთზე
მეტ მოფრს შეიცავდეს.

ძირის მიმართ ადგილის მიხედვით აფიქსები იყოფა შემდებ ჯგუფებად : სუფიქსი - ბოლოსართი ,
პრეფიქსი - თავსართი , ინფიქსი - რომელიც ხლეჩს ძირს და ჩაერთვის მასში.

ფუნქციის მიხედვით განარჩევენ ორი ტიპის მორფოლოგიურ კონსტრუქციებს. თუ რთული ფორმა


მარტივი ერთ მორფიანი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტია მაშინ ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა
მასში შემავალი მარტივი ფორმისგან მიღებულია დერივაციით ანუ წარმოქმნით.

თუ რთული ფორმა არ არის მარტივი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტი მისთვის


დამახასიათებელ არც ერთ კონსტრუქციაში, ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა მასში შემავალი მარტივი
ფორმისგან მიღებულია ფლექსიით ანუ მიმოხრით.

. 13.ენათმეცნიერება მე-20 საუკუნეში: სტრუქტურალიზმი

მე-19 და მე-20 ს.ს-ებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრესთან ერთად ჩნდება ისეთი


სიტყვები, როგორიცაა ფონემა და მორფემა. ეს ცნებები ენის მიმართ გამოხატავენ იმას, რასაც ატომი და
მოლეკულა ქიმიასა და ფიზიკაში. ფილოსოფიაზე დამიკიდებულებამ გავლენა იქონია მე-20 ს-ში ახალ
მეცნერულ მიმდინარეობაზე-სტრუქტურალიზმზე. შვეიცარიელმა მეცნიერმა ფ, დე სოსიურმა პირველმა
სცადა დაედგინა კავშირი ენის წევრებს შორის. სოსიურს ძირითადად მიაჩნდა ენობრივ მიმართებათა
შესწავლა, რადგანაც იგი ენას განიხილავდა, როგორც პირობით ნიშანთა სისტემად. სოსიურის
განმარტებით ენა არის სისტემა, რომელიც არის შინაგანად მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან
განასხვავა ენა და მეტყველება. მისი ედეები საფუძვლად დაედო სტრუქტურულ ენათმეცნიერებას.

სტრუქტურალიზმის მიმდინარეობები, რომელიც ცნობილია როგორც პრაღის, კოპენჰაგენისა და იელის


სკოლები, ასევე ამერიკული დისკრიფციული ლინგვისტიკის მიმდინარეობა.
პრაღის სკოლას - უწოდებენ ფუნქციონალური ლინგვისტიკის სკოლას. ეს სკოლა პრაღაში ჩამოყალიბდა
1926წ. და მისი წარმომადგენლები იყვნენ- მატეზიუსი, ჰავრალეკი, სკალიცა და ასევე რუსი ენთ-ები-
ტრებუცკოვი და იაკუსკოვი. პრაღის სკოლა თავის კონცეფციაში ენას განიხილავს,როგორც ფუნქციონალურ
სისტემას, აფასებს ენობრივ მოვლენას იმ ფუნქციის თვალსაზრისით, რომელსაც ის ასრულებს და
ამავედროს არ უგულვებელყოფს მის აზრობრივ მხარეს. სოსიურის მოძღვრებისაგან განსხვავებით მათ
მიანიჭეს პრიორიტეტი ენის სინქრონიულ კვლევას, მოხსნეს დაბრკოლებები სინქრონიასა და დიაქრონიას
შორის. ამ ფუნქციონალურ ენთ-ში განსაკუთრებით სრულად და თანმიმდევრულადაა განხორციელებული
ენის ბგერითი მხარის კვლევა.
ფონეტიკა, ისევე როგორც მორფოლოგია იკვლევს ბგერას, მაგრამ სრულიად სხვა თვალსაზრისით. თუ
ფონეტიკა იკვლევს ბგერის არიკულაციურ, აკუსტიკურ და პერცეფციურ თვისებებს, ფონოლოგია ბგერებს
იკვლევს ფუნქციონალური თვალსაზრისით , კერძოდ კი განსაზღვრავს მოცემულ ენებში რომელი ბგერები
განასხვავებენ ერთმანეთისაგან მნიშვნელობებს. სრუქტურალისზმის სხვა სკოლებისგან განსხვავებით,
პრაღის სკოლა ითვალისწინებს ექსტრალინგვისტურ როლს. იხილავს ენას, ხალხის ზოგად ისტორიასთან
ერთად და მის კულტურასთან კავშირში.
კოპენჰაგენის სკოლის ფუძემდებელია ლუი ჰემსლევი. მან თავის თეორიას უწოდა „გლოსემატიკა“. ამ
თეორიის ავტორი ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ ენა როგორც შესასწავლი ობიექტი არ იყოს საშუალება,
არამედ მიზანი. საჭიროა ენა გაანვიხილოთ არა როგორც კონგლომერატი,არამედ, როგორც თვითმყოფადი.
მთლიანი სტრუქტურა. ჰემსლევის აზრით, ენა ფორმას წარმოადგენს. ის უცვლელი და მუდმივია, მაგრამ
როგორც ვიცით, ენა როგორც სისტემა ისტორიულად ცვალებადი ფენომენია.
დესკრიფციული ლინგვისტიკა - ამერიკული სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის -
დესკრიფციული ენთ-ს სპეციფიკურ თავისებურებებს წარმოადგენს კვლევის პრაგმაურლი მიმართულება,
რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია ამერიკელი ინდიელების შესწავლის აუცილებლობასთან.
ინდიელთა ენებს ახასიათებს სრულიად განსხვავებული კატეგორიები ინდოევროპულ ენებთან
შედარებით. იდიელთა ენები არის უმწერლობო ენები, ამიტომ დესკრიფციული ლინგვისრიკის ამოცანას
წარმოადგენდა ენათა აღწერა და არა მათი განმარტება. დესკრიფციული ენთ-ს ერთი ნაწილი სინტაქსს
მორფოლოგიის გაგრძელებად განიხილავდა. ამ სკოლის გრამატიკოსები იყვნენ-ლ.ბლუმფილდი, ე. სეპირი,
ბ. უორფი.
.

10.ფონემის ცნება . ფონოლოგიური ანალაზის 3 წესი

დისტრიბუციისა და სემანტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია მორფოლოგიური ანალიზის 3 წესის


დადგენა:
წესი 1 (თავისუფალი ვარირება) - თუ ორი მორფემი ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთსა და იმავე პოზიციაში,
მაგრამ შინაარსის სტრუქტრაში მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ, მაშინ ასეთი 2 მორფემი უნდა
განვიხილოთ, როგორც 1 მორფემის ალომორფები. ამ წესის მიხედვით ქართულში ერთი ერთი მორფემის
ალომორფებია -ებ და -ნ მორფემები, რომლებიც სახელის მრავლობით რიცხვს გამოხატავენ. ეს მორფები
ერთმანეთს ენაცვლება ერთსა და იმავე პრინციპებში, მაგრამ მათი ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს
განსხვავებას მნიშვნელობის მიხედვით და ამიტომმ ისინი ერთი მორფემის ალომორფებად უნდა
განვიხილოთ. ორი ალომორფიდან ერთი უბრალოდ არქაულ სტილს გამოხატავს (მაგ: მამა-ნ-ი), ხოლო
მეორე თანამედროვესტილს(მაგ:მამ-ებ-ი).
წესი 2 (კონტრასტული დისტრიბუცია) - თუ ორი მორფი ერთმანეთშ ენაცვლება ერთსა და იმავე
პოზიციაში, მაგრამ მათ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ, მაშინ ისინი უნდა განვიხილოთ, როგორც 2
სხვადასხვა მორფემა. ამ წესს ემყარება ძირითადად სიტყვის დაშლა მორფემებად. სიტყვის დაშლა
მორფემებად შესძლოა სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ სიტყვის მორფემებად დაშლა ყოველთვის სხვადასხვა
უნდა იყოს. მაგ: სიტყვა მასწავლებელი - მა-სწავლ-ებ-ელ-ი და ყოველგვარი სხვაგვარი დაშლა ამ სიტყვისა
მიუღებელი და არასწორია.
მორფემა ოპოზიციურ ერთეულს წარმოადგენს და რადგანაც ოპოზიცია გულისხმობს მინ.2 წევრს მაინც,
ამიტომ ესა თუ ის მორფემა შეიძლება ჩავანაცვლოთ თავისი საოპოზიციო პარტნიორით, ანდა მის მარცხნივ
და მარჯვნივ მოვახდინოთ ჩანაცვლება. ამ პოზიციას, სადაც ხდება მორფთა ურთიერთჩანაცვლება,
ვუწოდოთ ფოკუსი, ხოლო მეზობელ მორფემებს, რომელთა წინა ან მომდევნო პოზიციაში ხდება მორფემის
ჩანაცვლება- გარემოცვა. მაგ: სახელის ფუძის შემდეგი პოზიცია (სახლ-, წიგნ- და სხვა) შეიძლება
განვიხილოთ, როგორც ფოკუსი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება -ი,-ს და ა.შ მორფემები( სახლ-ი, წიგნ-ს და
სხვა).
მორფთა ურთიერთჩანაცვლების დროს, რასაც სუბსტიტუცია ეწოდება, უნდა მივიღოთ ან კვადრაი ანდა
სამკუთხედი მაინც. სუბსტიტუცია გულისხმობს მინიმუმ ორი ელემენტის ჩანაცვლებას.

წესი3 (დამატებითი დისტრიბუცია) - თუ ორი მორფი არასოდეს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს და თანაც


ისინი მსგავსია ერთმანეთისა სემანტიკურად, მაშინ ასეთი ორი მორფი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი
მორფემის პოზიციური ალომორფები.მესამე სუბიექტური პირის ნიშნები ქართულში -ს,-ა, -ო
ურთიერთგამომრიცხავი მორფებია. გარდა ამისა, მოცემული სამი მორფი ერთმანეთის
მსგავსიასემანტიკურად, რადგანაც სამივე მესამე სუბიექტურ პირს გამოხატავს, ამიტომ ეს მორფები ჩვენ
უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მორფემის პოზიციური ალომორფები.
დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში მყოფი ალომორფები ორგვარია: ფონოლოგიურად
შეპირობებული და მორფოლოგიურად შეპირობებული. ალოფონები მორფოლოგიურად შეპირობებულია
თუ მისი არსებობა მეზობელი ბგერის ან ბგერების გავლენით აიხსნება. მაგ: -a და -я ალომორფები
რუსულში ფონოლოგიურად შეპირობებულია. ხშირად ესა თუ ის ალომორფი შეპირობებული არ არის
ბგერიი გარემოცვით და ამიტომ ამგვარ ალომორფებს მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორფები
ეწოდება. მაგ: ქართულში მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობით რიცხვში მორფოლოგიურად
შეპირობებული ალომორფებია.

11.ენა და დიალექტი. ქართული ენის დიალექტები. ქართველური ენები.


სალიტერატურო ენა არსებითად განსხვავდება დიალექტებისგან. დიალექტი რამდენიმეა ყოველ ენაში,
სალიტერატურო ენა კი ერთია. სალიტერატურო ენა წარმოადგენს სამწერლობო ენას, ხოლო დიალექტები
უმწერლობოა. მაგრამ აღნიშნული განსხვავებანი სალიტერატურო ენასა და დიალექტს შორის არაა ძირითადი.
სალიტერატურო ენა - ესაა ენა ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის, მეცნიერებისა და ა.შ.

სალიტერატურო ენა დიალექტისგან განსხვავებით მკაცრად ნორმალიზებულია, ამიტომ იგი უფრო ნელა იცვლება,
ვიდრე დიალექტი.
სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის ან დიალექტების საფუძველზე, მაგრამ იგი მთლიანად არ
ემთხვევა არც ერთ დიალექტს. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ
მთლიანად არ ემთხვევა მას. სალიტერატურო ენას საფუძვლად ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლების
დაწინაურებულნი არიან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ლათინურს
საფუძვლად დაედო რომის დიალექტი, ფრანგულს- პარიზის და ა.შ.

დიალექტები სალიტერატურო ენის დაუშრეტელი შემავსებელი წყაროა - დიალექტები ავსებენ სალიტერატურო ენას,
განსაკუთრებით კი მის ლექსიკას, უფრო სრულყოფილსა და მოქნილს ხდიან.

დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში გამოიყოფა კილოკავები, რომლებიც დიალექტზე უფრო
მცირე ერთეულებია. არც კილოკავია ერთგვაროვანი, მასში გამოიყოფა თქმები, თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე
უფრო მცირე და საერთოდაც უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.

ქართულ ენას საქართველოს ტერიტორიაზე თორმეტამდე დიალექტი აქვს. საქართველოს ფარგლებს გარეთ
ქართულის სამი დიალექტია: ინგილოური (აზერბაიჯანი), იმერხეული (თურქეთი) და ფერეიდნული (ირანი).

ქართველური ენები — კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ენათა ჯგუფი, ძირითადად,საქართველოში მოსახლე
ადამიანთა მშობლიური ენებია. ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის: ქართული, მეგრული,
ლაზური (ჭანური) და სვანური. რეგულარული ფონემური შესატყვისობები, რომლებიც დგინდება ქართველურ
(სამხრეთ-კავკასიურ) ენებს - ქართულს, მეგრულ-ლაზურსა და სვანურს შორის, საფუძველს გვაძლევს განვიხილოთ
ისინი როგორც მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი საერთო ენობრივი წყაროდან, რომელსაც პირობითად
საერთო-ქართველური(წინარე ქართველური) ენა ეწოდება.

9. ენათმეცნიერება ძველ ინდოეთსა და ძველ საბერძნეთში


ენამეცნიერების განვითარბა დაიწყო მესოპოტამიაში, აგრეთვე მც. აზიაში, ეგიოტეში, ინდოეთსა და
ჩინეთში.მიუხედავად იმისა, რომ ენთ-ს ჩასახვა და განვიტარება დაიწყო ძვ.წ მე-3-2 ათასწ. მიჯნაზე,
პირველი მკაცრად საენათმეცნიერო ნაშრომად მიჩნეულია პანინის გრამაყიკა. ეს გრამატიკა მიზნად
ისახავდა ფილოლოგიურ მიზნებს და ამიტომ ნიმუშია ნორმატიული გრამატიკისა. ძვ. ინდოეთში ვედბი
ანუ ძვ. ინდური სიბრძნის წიგნები ლიტერატურულ-ლერიგიური ძეგლებია და ისინი შეიქმნა
დაახლოებით ძვ.წ 1500წ. ძვ. ინდურ ენა-სანსკრიტზე. ამაც ენაზე ვედა ნიშნავს ცოდნას.სანსკრიტი ძვ.
ინდოეთში იყო მეცნიერთა და პოეტთა კანონზომიერებული, ნორმატიული სამწერლობო ენა, რომელიც
განსხვავდებოდა სალაპარაკო ენისგან. რადგან ცოცხალი ენა იცვლებოდა და ვითარდებოდა, იგი ნელ-ნელა
გუგებარი ხდებოდა მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის, ამიტომ აუცილებელი გახდა ძექმნილიყო
ისეთი ნაშრომი, რომელიც გასაგებს გახდიდა ვედების ენას. პანინის გრამატიკა დაახლოებით შეიქმნა ძვ. წ
მე-4 ს-ში. ნაშრომში კვლევა მიმდინარეობს ემპირიული მეთოდით, ხოლო აღწერის ხერხია ანალიზი.
ბგერათა აღწერა ხორციელდება ფიზიოლოგიურ საფუძველზე, წარმოთქმის ადგილისა და სამეტყველო
ორგანოს მიხედვით. აგრეთვე წარმოდგენილია სანსკრიტის გრამტიკა-მორფოლოგიისა და სინტაქსის
საკითხები. ისტორიული ცნობების მიხედვით პანინის გრამატიკის შექმნამდე არსებობდა 70-მდე
სანსკრიტის გრამატიკა, ამიტომ სავარაუდოა, რომ პანინის გრამატიკა წინამორბედ მკვლევართა ნაშრომების
გაგრძელება იყოს. როდესაც საბერძნეთზე ვსაუბრობთ გვერდს ვე ავუვლით ელინისტური
პეიოდის სტოიელთა სკოლას. ამ სკოლის ფუძემდებელია ზენონ კიტიონელი(ძვ.წმე-4-3 ს.ს-ები). ამ სკოლას
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისეთი გრამაყიკული კატეგორიების აღნუსხვაში, როგორიცაა
ბრუნვის სახელები,პირდაპირი და ირიბი დამატებები და სხვა. უნდა აღინიშნოს დიონისე თრაკიელის
გრამატიკა ე.წ „გრაატიკული ხელოვნება“, რომლებიც იქმნებოდა ჩვ.წ-მდე 1-2 ს.ს-ებში და ეს ხდებოდა
ალექსანდრიაში. თრაკიელს გამოყოფილი აქვს მეტყველების 8 ნაწილი. ამ სკოლი მეორე ცნობილი მოღვაწეა
აპოლონიოს დისკოალოსი, რომელმაც პირველად წარმოადგინა მოძღვრება სინტაქსის შესახებ.
ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენლებმა საფუძვლიანად დაამუშავეს ბერძნული ენის მორფოლოგიისა
და სინტაქსის საკითხები. ეს სკოლა მიზნად ისახავდა ტერმინოლოგიის დადგენასა და ენის სიწმინდის
დაცვას.

20.XVII-XVIII საუკუნეების ენათმეცნიერება


ეს ეპოქა მნიშვნელოვანია ენათმეცნიერების ისტორიაში ე.წ რაციონალური გრამატიკის შექმნით.
რაციონალური ანუ უნივესალური გრამატიკა დამუშავდა 1660 წელს, პორ-როიალის მონასტერში
(საფრანგეთი). ეს იყო პირველი ზოგადი გრამატიკა , შემდგომ XVII-XVIII სს, არა ერთი ასეთი გრამატიკა
გამოქვეყნდა ფილოსოფიური გრამატიკის სახლწოდებით. რაციონალური გრამატიკის პრინციპი
მდგომარეობს შემდეგში: ყველა ენა გამოხატავს აზრს ე.ი ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა. აზროვნება
ხდება ლოგიკური კანონების მიხედვით. ყოველი ენა არის სხვადასხვაგვარი გამოხატულება ერთი და იმავე
ლოგიკური სქემისა, არსებითია სწორედ ეს საერთო და არა ენათა ინდივიდუალური თავისებურებები.
აქედან გამოჰყავდათ დასკვნა: შესაძლებელია აიგოს ისეთი გრამატიკა, რომელიც ამ ზოგად ლოგიკურ
სქემას დაეყრდნობა და საერთო იქნება ყველა ენისათვის. ამგვარ უნივერსალურ გრამატიკაზე მსჯელობენ
XXს-ის დანიელი სტრუქტურალისტებიც.
XVII-XVIII ენათმეცნიერებაში ცნობილია როგორც ლინგვისტური მასალის დაგროვების პერიოდი.
მასალის დაგროვება ხდებოდა უმთვრესად ე.წ შედარებითი ლექსიკონების სახით: შედარებული იყო
როგორც სხვადასხვა ენის ცალკეული სიტყვები, ისე გაბმული ტექსტებიც. სიტყვათა შედარების
ლექსიკონის ნიმუშია პ. პალასის 4 ტომიანი ლექსიკონი, რომელშიც შედარებულია 300-მდე ენის მასალა.
XVII-XVIII ენათმეცნიერებაში დიდი ადგილი ეთმობა თეორიულ საკითხებს, რაც აისახა უმთავრსად
ფილოსოფოსთა ნაშრომებში (რუსო, დეკარტი, ლაიბნიცი და სხვა) განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევა
ენის წარმოშობის პრობლემა.

2რას აღნიშნავს სილაბოგრამა?

 სილაბოგრამები, რომელთა ხმარება ზოგადად ფონეტიკურ პრინციპს ემყარება: სიტყვა დაშლილია


შემადგენელ მარცვლებად და თითოეულ მათგანს აღნიშნავს ერთი გრაფიკული ერთეული - ასო, რომელსაც
ანბანში შესაბამისი სახელწოდება გააჩნია. სილაბოგრამა შეიძლება აღნიშნავდეს ერთ მთლიან სიტყვას,
ასევე ხშირია მისი გამოყენება სიტყვის თავში, შუაში ან ბოლოში. სიტყვის რომელიმე ნაწილის
აღსანიშნავად გამოყენებული სილაბოგრამა ხშირად ასომთავრულით არის ჩაწერილი, რითაც ავტორი
ცდილობს, გამოყოს იგი სიტყვის შემადგენელი, ნორმის მიხედვით ნახმარი

6.რას აღნიშნავს გრაფემა ანბანურ სისტემაში?

ანბანური დამწერლობა: გრაფემა = ერთი ასო = ერთი ფონემა;

9 რას აღნიშნავს გრაფემა ლოგოგრაფიულ სისტემაში?

ლოგოგრაფიკული დამწერლობა: გრაფემა = ერთი ნიშანი = იდეა, სიტყვა, მორფემა და ა.შ.


11განმარტეთ არტიკულაციურად და აკუსტიკურად ტერმინი: პალატალიზაცია.
პალატალიზაცია არის ენათმეცნიერული ცნება-ტერმინი, რომელიც როგორც სინქრონულ,
ასევე დიაქრონულ ენათმეცნიერებაში გამოიყენება. სიტყვა პალატალიზაციის ქვეშ ენათმეცნიერები
მოიაზრებენ ენაში არსებულ ბგერათა ასიმილიციის გარკვეულ მოვლენას:
ზოგიერთი თანხმოვანი ზოგ ხმოვანთან მეზობლობისას შეიცვლის საარტიკულაციო ადგილს, ანუ
თავდაპირველი ველარულიდან პალატალურ მდგომარეობაში გადადის და შესაბამისად ჟღერადობას
შეიცვლის.

15დაასახელეთ ბგერათა დისიმილაციის ორი მაგალითი.

მაგ: რბილი და ლბილი. სათითოოდ და სათითაოდ.

10.განმარტეთ ტერმინი - ჰაპლოლოგია.

დისიმილაციისას, სიტყვაში ორი ერთნაირი მარცვლისგან შეიძლება, დაიკარგოს ერთ-ერთი, ამ მოვლენას


ეწოდება – ჰაპლოლოგია.

16. განმარტეთ არტიკულაციურად და აკუსტიკურად ტერმინი: ველარიზაცია.

ბგერის შეცვლა, რომელსაც იწვევს ენის ზურგის უკანა ნაწილის აწევა რბილი სასისაკენ.

3კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის ხუნძური (ავარული) ენა?  დაღესტნური ენები

4ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის სლავურ ენათა ჯგუფი-- ინდოევროპულ ენათა ოჯახს.

5ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის ბალყარული ენა? ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-


ადიღეურ ჯგუფს მიეკუთვნება

7.კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის აფხაზური ენა? აფხაზურ-ადიღური ენები

12.დაასახელეთ ერთ-ერთი გადაშენებული ენა სემიტურ ენათაგან. აქადური, ამორეული , არამეული ,


ფინიკიური.

17.ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომელ ჯგუფს ეკუთვნის ოსური ენა?-- ირანულ ენათა ჯგუფს

18.კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის ინგუშური ენა?ნახურ-დაღესტნური ენები

14.ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის სომხური ენა?


 ინდოევროპულ ენათა ოჯახის

13. რა განსხვავებაა სონორსა და სონანტს შორის?


სონანტი
თანხმოვანი ან ნახევარხმოვანი, რომელმაც შეიძლება მარცვალი შექმნას. ხოლო სონორები ვერ ქმნიან მარცვალს.

1 დაასახელეთ დინამიკური მახვილის სახეობები.


დინამიკური მახვლისი შეიძლება იყოს მოძრავი ( თავისუფალი) და ფიქსირებული ( უძრავი)

You might also like