You are on page 1of 802

ჯემალ ქარჩხაძე

მოთხრობები - სრული კრებული

მკვეთრი სინათლე

ამ წიგნის – ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებულის


მკითხველს მოელის შეხვედრა ვრცელ და მრავალსახოვან მხატვრულ
სამყაროსთან, რომელიც ნაგებია იშვიათი ლიტერატურულ-ენობრივი
კულტურით, ოსტატობით და რომლის თავისებურ იერს ყველაფერზე
მეტად, ალბათ, განსაკუთრებული სიცხადე, მკაფიოება ქმნის. ჯემალ
ქარჩხაძის უცვლელი შემოქმედებითი ნებაა, გაუნელებელი შემოქმედე-
ბითი გატაცებაა, ძლიერი შუქი მიანათოს რეალობას, მხატვრულ-ინტე-
ლექტუალური ხედვის კონცენტრირებული სინათლით შეაღწიოს მის
ათასნაირი სიცრუით ჩაბნელებულ ხვეულებში, ცხად და მკაცრ ესთეტი-
კურ წესრიგს დაუმორჩილოს დახლართული სინამდვილე.
ის, რაც სამყაროში ბნელია, ჯემალ ქარჩხაძის პროზაში დაიძლევა
გონებისთვალის და სინდისის მკვეთრი სინათ­ლით, რომლის არეალში
შესვლა და იქ ყოფნის გაძლება მისი პერსონაჟებისთვის ისევე ძნელია,
როგორც ჩვენთვის.
თამაზ ვასაძე

ბედნიერების მაძიებელი უფლისწული

იყო და არა იყო რა...


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო ერთი დიდე-
ბული სამეფო, რომელსაც ბრძენი და სამართლიანი ხელმწიფე განაგებ-
და. მეზობელი ქვეყნების ხელმწიფეებს გაგებული ჰქონდათ მისი ძლე-

1
ვამოსილების ამბავი და შუღლის ატეხას ვერ უბედავდნენ. ქვეშევრდო-
მები ხელმწიფის მზეს ფიცულობდნენ, ხელმწიფესაც ისინი საკუთარ
შვილებში არ გამოერჩეოდა. ქვეყანა მოსვენებული იყო და ხალხი ტკბი-
ლად და ბედნიერად ცხოვრობდა.
ორი ვაჟი ჰყავდა ხელმწიფეს, ორივე ერთიმეორეზე უკეთესი. ვინც
შეხედავდა, თვალი ზედ რჩებოდა და, ნეტა რა დედამ გშობაო, გულში
ამბობდა. ორივე ჩაუქი და ქველი იყო და ორივეს უხვად დაჰყოლოდა მა-
მის სიმამაცე, გულისხმიერება და გამჭრიახობა. ძმებს მზე და ­მთვარე
ერთმანეთზე ამოსდიოდათ. ისე უყვარდათ ერთიმეორე, თვალში რომ
ჩავარდნოდათ, თითს არ ამოისვამდნენ. როდესაც სასახლის მოედანზე
სალაღობო შეჯიბრი იმართებოდა ჯირითში, ბურთაობაში, შუბის
­ტყორცნასა თუ ხმლის ხმარებაში, თავგამოდებით იბრძოდნენ პირვე-
ლობისათვის, გულში კი ერთმანეთის გამარჯვება ეწადათ.
სასახლის ეზოში ხელმწიფეს ერთი სამლოცველო ედგა. დღეში ორ-
ჯერ, განთიადისას და მიმწუხრისას, იქ მუხლმოყრილი ლოცულობდა
და გულმხურვალედ ავედრებდა ღმერთს ხალხსა და ქვეყანას.
– ღმერთო, მაღალო და ყოვლადძლიერო, – ასე ლოცულობდა ხელ-
მწიფე, – სიცოცხლის ნამი მიპკურე ქვეყანას, ვენახს წვენი არ გაუშრო და
კაცს სისხლი არ გაუციო. მომეც სიბრძნე და ძალი, რომ სიმართლით
ვმართო, სიმართლით ვსაჯო და სიმართლით ვიდოდე. ღმერთო, მიტე-
ვების ნიჭი არ ამოწურო შენი მონის გულიდან, მადლი და სიყვარული
მოეც შენს მლოცველსა და მოსავს.
დიდხანს და ბედნიერად განაგებდა ხელმწიფე თავის სამეფოს. ბო-
ლოს, როდესაც ღრმად მოხუცდა და შეატყო, ჩემი აღსასრულის დღე ახ-
ლოვდებაო, მოუხმო ვაჟებს და უთხრა:
– საყვარელო შვილებო! მე ჩემი სიცოცხლე ხალხისა და ქვეყნის სამ-
სახურს შევალიე, თავი არ დამიზოგავს და ერთი ცოდვილი მოკვდავის
კვალობაზე, რაც შევძელი, გავაკეთე. მაგრამ აი, სიკვდილის ჟამმა ჩამოჰ-
კრა და დღეს ამიერქვეყანას უნდა განვეშორო. ახლა თქვენი ჯერია. ვინ-
ძლო დანატოვარს ღირსეულად უპატრონოთ. სანამ ჩემს ანდერძს გაუწ-

2
ყებდეთ, მინდა თქვენი თათბირი მოვისმინო და გავიგო, როგორ აპი-
რებთ ქვეყნის გაძღოლას ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ხელმწიფე გაჩუმდა. მაშინ უფროსი ვაჟი წინ წადგა და მოახსენა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! უწინარეს ყოვლისა, მამაზეციერს
შევავედრებ შენს სიცოცხლეს. მე და ჩემი საყვარელი ძმა გამოუცდელი
ყრმები ვართ, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შენი სიბრძნე და გონიერე-
ბა. მაგრამ თუ ღმერთი ამ ჩემს ვედრებას არ შეისმენს და ნაადრევად
დაგვაობლებს, ისე მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებ. ჩემი თათბირი კი
ესაა: შენი უმცროსი ვაჟი და ჩემი საყვარელი ძმა გონიერია, გულადი და
სამართლიანი. ტახტი და გვირგვინი ჩემზე მეტად მას დაშვენდება. თუ
თანხმობას იტყვის, ამით ჩემი გულწრფელი სურვილიც შესრულდება.
მე კი სიკვდილამდე მისი ერთგული ქვეშევრდომი და მოყვარული ძმა
ვიქნები.
უფროსმა ვაჟმა რომ ლაპარაკი მოათავა, ახლა უმცროსი წადგა წინ
და თქვა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! ისევე, როგორც ჩემი საყვარელი
უფროსი ძმა, მეც გულმხურვალედ შევთხოვ ღმერთს შენს სიცოცხლეს,
ხოლო ჩემი თათბირი ესაა: ჩემი საყვარელი ძმა სწორედ რომ ხელმწი-
ფედაა დაბადებული და ტახტზეც ის უნდა დაჯდეს. ღმრთითაც ხომ ასეა
დადგენილი: ტახტი და გვირგვინი უფროსს ეკუთვნის. მე კი მისი ერთგუ-
ლი ქვეშევრდომი ვიქნები და, თუ ჩემი რჩევა დასჭირდება, ფიცსა ვდებ,
მხოლოდ ის ვურჩიო, რასაც გული და გონება მიკარნახებს, არც პირფე-
რობით ტყუილი ვუთხრა და არც დასჯის შიშით სიმართლე დავუმალო.
ხელმწიფეს მოეწონა შვილების თათბირი და თქვა:
– მადლობას გწირავ, უფალო. რაკი ქვეყნის ჭირისუფლად აღ-
მაზრ­დევინე შვილები, შემიძლია მშვიდად დავხუჭო თვალი და პირ-
ნათლად მივუვიდე მამა-პაპას. გიქებთ, შვილებო, თავმოდრეკილებასა
და ერთმანეთის სიყვარულს. ახლა კი ყური დამიგდეთ, ერთი საკვირვე-
ლი ამბავი უნდა გიამბოთ: ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი ვიყავი, როცა
თქვენი სახელოვანი პაპა მიიცვალა და მეფედ ვეკურთხე. როგორც ახლა

3
გვაქვს ჩვეულება, მაშინაც ასე გვქონდა: მეფედ კურთხევის მეორე დღეს
დიდი ნადირობა უნდა გაგვემართა. მეც ჩემი ამალითა და ნაზირ-ვეზი-
რებით სანადიროდ გავწიე. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ამალა უკან ჩა-
მოვიტოვე და ერთი უღრანი ტყის შუაგულში პატარა მდელოზე გავედი.
გავიხედე და ვხედავ, ტყის პირას ერთი ირემი დგას. ისეთი ლამაზია, მი-
სი მსგავსი ჩემს დღეში არა მენახა რა. ირემს ჩემი გამოჩენა აინუნშიაც
არ ჩაუგდია. თავი აეღირა და მშვიდად შემომცქეროდა. მე საჩქაროდ
­მშვილდი გადმოვიღე და საისრეში ისარი ჩავდე. ყრმა ვიყავ ჯერაც, და-
უდუღარი მაჭარი, და ქვეშევრდომების წინაშე თავის გამოჩენა მესახე-
ლებოდა. მშვილდი მოვზიდე, ირემი მიზანში ამოვიღე და ლარს ხელი
ვუშვი. ჩემდა გასაკვირად, ლარი უეცრადისე მოეშვა და მოიმჩვარა,
თითქოს ერთი რამ უბრალო თოკი ყოფილიყოს. და ისარიც იმის ნაც-
ვლად, რომ მიზნისკენ გატყორცნილიყო, იქვე, ცხენის ფეხებთან დაეცა.
მე სახტად დავრჩი. ირემმა კი ერთი კიდევ შემომხედა, მერე შეტრიალ-
და და ტყეს მისცა თავი. მე ცხენს ქუსლი ვკარი და დავედევნე. თავდა-
ვიწყებით მივდევდი და იმ ირმის მეტი ქვეყნად არა მახსოვდა რა. რამ-
დენ ხანს ვდიე, არ ვიცი. ბოლოს ისიცა და მეც მზით განათებულ ტრიალ
მინდორზე გავედით. შუა მინდორში ირემი შედგა და ჩემკენ მობრუნდა.
მაშინ მეც აღვირი მოვზიდე, ცხენი შევაყენე და ის-ის იყო კვლავ
მშვილდს მივწვდი, რომ ანაზდად ირემმა ადამიანივით დაილაპარაკა
და მითხრა: „ასე სდევ რაღაცას, თავად არ იცი, რას. მთელი სიცოცხლე
სდევ, მაგრამ დაწევით ვერასოდეს დაეწევი, იმიტომ რომ შენ არც არა
გაქვს ნამდვილი და არც არა იცი ნამდვილად. რაც შენ სიყვარული გგო-
ნია, დანამუსებული სიძულვილია, რაც შენ სიკეთე გგონია, ზღვარდადე-
ბული ბოროტებაა, რაც შენ ბედნიერება გგონია, გაყუჩებული უბედურე-
ბაა, რადგან შენ უკვდავება და ხანგრძლივი სიცოცხლე ერთმანეთისგან
ვერ გაგირჩევია. ნამდვილი ქვეყანა, შენ რომ ცხოვრობ, ის არ არის. ნამ-
დვილი ქვეყანა სულ სხვაგან უნდა ეძიო და, როცა მას იპოვი, ჭეშმარიტ
ბედნიერებასაც მაშინ ეწევი“. ესა თქვა ირემმა და მაშინვე გაქრა. არც მი-
წას შერევია, არც ცას. საცა იდგა, იქ გაქრა, თითქოს იყო და არა იყო რა.

4
მე ელდანაკრავი ვიდექი და გონს ვერ მოვსულიყავი, სანამ მხლებელთა
შორეულმა ყივილმა არ გამომაფხიზლა. ეს საკვირველი ამბავი გულში
ჩავიმარხე და დღემდე არავისთვის გამიმხელია. ამის შემდეგ ჩემი ფიქ-
რი და ოცნება სულ იმ აღთქმულ ქვეყანას დასტრიალებდა და გულიც
მუდამ მის საძებნელად მიმიწევდა, მაგრამ რა მექნა, ხელმწიფე ვიყავი
და ქვეყანას ხომ არ მივატოვებდი! ამიტომ ძველებურად ვმართავდი სა-
ხელმწიფოს, ძველებურად ვაჩენდი სამართალს, ვიბრძოდი და მშვიდო-
ბას ვიცავდი. სამაგიეროდ ღმერთს შევთხოვე ორი ვაჟი მოეცა, რომ ერ-
თი ხელმწიფედ დამესვა, მეორე კი იმ საკვირველი ქვეყნის საძებნელად
გამეგზავნა. ­ხელმწიფობა უფროსი ვაჟისთვის მიმიცია. დამილოცნი-
ხარ, ჩემო შვილო. ოღონდ იცოდე: გვირგვინი მძიმეა და ძნელი სატარე-
ბელი. უცოდველი ვერ იქნები და არც მიტევებას ელოდო, რადგან ხელ-
მწიფე მსახურია მხოლოდ და მსხვერპლი. გვირგვინს უგუნურები მიელ-
ტვიან. უგუნურებს გვირგვინის ბრჭყვიალი აბრმავებთ, გვირგვინის სიმ-
ძიმე კი არ უწყიან. ვინც გვირგვინს იდგამს, იგი თავის თავისა აღარ არის.
მტერიც ბევრი გეყოლება და მოკეთეც. ერთსაც პასუხი უნდა მიაგო და
მეორესაც. ისე უნდა განაწილდე მათ შორის, რომ შენთვის აღარაფერი
დაიტოვო. მიტევება არ გექნება, რადგან, ცოდვა თუ არ დათესე, მადლს
ვერ მოიმკი; სისხლი თუ არ დაღვარე, სისხლისდენას ვერ შეაჩერებ; ულ-
მობელი თუ არ იქენი, ლმობიერებას ვერ შეიძლებ; ბრძოლაში თუ არ
დაიქანცე, ლოცვად მუხლს ვერ მოიყრი; სიძულვილად თუ არ აენთე,
სიყვარულად ვერ დაიწვები. ამიტომ ერთადერთ იმედად და ნავსაყუდე-
ლად სამართლიანობა უნდა დაიგულო. სამართლიანობა უნდა აისხა აბ-
ჯრად მრისხანებაშიც და ლმობიერებაშიც, სიძულვილშიც და სიყვა-
რულშიც, ბრძოლაში და ლოცვაშიც. – ესე თქვა ხელმწიფემ და ახლა უმ-
ცროს ვაჟს მიუბრუნდა, – შენც მძიმე ხვედრი გაგიმზადე, ჩემო შვილო.
შენ უნდა გაემგზავრო იმ აღთქმული ქვეყნის საძებნელად. ძნელი გზა
გელის და მრავლის უმრავლესი განსაცდელი. რომელ მხარეს უნდა
ეძიო, არ ვიცი. იპოვი თუ არა, არ ვიცი. რა ნიშნით უნდა იცნო, არ ვიცი.
ისიც კი არ ვიცი, მართლა არის სადმე ასეთი ქვეყანა თუ არა. მაგრამ უნ-

5
და წახვიდე. უნდა წახვიდე და უნდა ეძიო, სანამ პირში სული გიდგას.
ასეთია ჩემი ანდერძი და უკანასკნელი სურვილი.
უფლისწულებმა მუხლი მოიყარეს მამის სარეცლის წინ. ხელმწიფემ
შვილები დალოცა და აღესრულა.
ხელმწიფე დიდებულად დაასაფლავეს და ტახტზე უფროსი ვაჟი
­ავიდა. როდესაც მისი კურთხევის ზეიმი გასრულდა, უმცროსი ძმა ეახ-
ლა, მამის ანდერძი გაახსენა და წასვლის ნებართვა გამოსთხოვა. უფ-
როსს უმძიმდა ძმასთან განშორება, მაგრამ რა ექნა, მამის ანდერძს ხომ
არ გადავიდოდა! ძმები მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს და უმ-
ცროსი უფლისწული გზას გაუდგა.
იარა უფლისწულმა, იარა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა, ბევრი
იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ გზაჯვარედინს მიადგა. გზაჯვარედი-
ნის სამ მხარეს სამი ქვის სვეტი იდგა. ერთზე ეწერა: „ვინც აქეთ წავიდეს,
ადრე დაბრუნდეს“. მეორეზე ეწერა: „ვინც აქეთ წავიდეს, გვიან დაბრუნ-
დეს“. მესამეზე ეწერა: „ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს“. გახედა
უფლისწულმა ადრედასაბრუნებულ გზას, გახედა გვიანდასაბრუნებელ
გზას და ვეღარდასაბრუნებელ გზას დაადგა. მცირე მანძილი რომ გაი-
არა, უკან მიიხედა და რას ხედავს: აღარც გზაჯვარედინია სადმე და აღა-
რც ქვის სვეტები. ყველაფერი გამქრალა. ის გზაც,უფლისწული რომ ად-
გა, მარტო წინ მიდიოდა და უკან კი აღარ ბრუნდებოდა. გადადგამდა თუ
არა ნაბიჯს უფლისწული, გზაც იკეცებოდა და უკან არა რჩებოდა რა.
იარა უფლისწულმა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უღრან
ტყეში შემოაღამდა. გაიხედა და ხედავს შორს, ტყის შუაგულში, ლა­ლის-
ფრად რაღაც ანათებს. „იქნებ ღვთისნიერი ვინმე იყოს და ღამე გამა­თე-
ვინოსო“, იფიქრა უფლისწულმა და იმ ლალისფერი სინათლისაკენ წა-
ვიდა. მიდის და, რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც თანდათან მატუ-
ლობს. ბოლოს ერთ უშველებელ ლალისფერ კოშკს მიადგა. იმოდენაა,
რომ წვერით ცასა სწვდება. შემოუარა ირგვლივ უფლისწულმა კოშკს,
მაგრამ კარი ვერსად უპოვა. მაშინ ალალბედზე დაიძახა:
– ეჰეი, მასპინძელო, სტუმარს არ მიიღებო?

6
– მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო! – მოესმა შიგნიდან ხმა.
– კარი რომ არსადააო?
– სამჯერ დაჰკარი ხელი კოშკის კედელს და გაიღებაო.
დაჰკრა უფლისწულმა სამჯერ ხელი კოშკის კედელს. კედელი წამსვე
გაიხსნა და, როგორც კი უფლისწული შევიდა, ისევ დაიკეტა. მიიხედ-
მოიხედა, ხედავს, თვალუწვდენელი დარბაზია. დარბაზი სულ ერთია-
ნად ლალისფრადაა განათებული. შუაში ტახტი დგას და ტახტზე ერთი
დედაბერი წამოსკუპებულა. საშინელი შესახედავია, ეშვებივით ღოჯები
აქვს, გაბურძგნილი თმა და დაღრეჯილი სახე.
– გამარჯობა, დედიო! – უთხრა უფლისწულმა.
– ღმერთმა გაგიმარჯოს, შვილო. ვინა ხარ და საიდან მოდიხარო?
– ამა და ამ ხელმწიფის შვილი ვარ. ბედნიერების საძებნელად წამო-
ვედი და გზაში შემომაღამდა. ღამეს ვერ გამათევინებო?
– რატომაც არაო.
დედაბერმა საუკეთესო ოთახი მიუჩინა უფლისწულს. კარგად გამოი-
ძინა იმ ღამეს უფლისწულმა, დილით კი მადლობა გადაუხადა დედა-
ბერს და უთხრა:
– ახლა კი ჩემი გზით წავალო.
– წადი, შვილო, ია და ვარდი გფენიაო, – მიუგო დედაბერმა.
– კარი რომ არსადაა, როგორ გავიდეო?
– როგორც შემოხვედი, ისე გახვალ. სამჯერ დაჰკარი ხელი კედელს
და გაიღებაო.
შეტრიალდა უფლისწული და წავიდა კედლისაკენ. მაგრამ, გადადგა
თუ არა ნაბიჯი, უეცრად კედელმაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. გაუკვირ-
და უფლისწულს და კიდევ გადადგა ნაბიჯი. კედელმაც ისევ დაიხია უკან.
აუჩქარა ნაბიჯს უფლისწულმა, აუჩქარა ნაბიჯს კედელმაც. სირბილით
წავიდა უფლისწული, სირბილით წავიდა კედელიც. მისდევს უფლისწუ-
ლი და მირბის კედელი. ბევრი ირბინა უფლისწულმა თუ ცოტა ირბინა,
ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდა კედელს. ბოლოს დაიღალა და შე-
ჩერდა. კედელიც წამსვე შეჩერდა. წამოვიდა უკან უფლისწული და წამო-

7
ვიდა უკან კედელიც. მიტრიალდა უფლისწული, ახლა მეორე კედლისკენ
გაეშურა, მაგრამ ის კედელიც გაექცა. ვერც ერთ კედელს ვერ მიუახლოვ-
და. წავა უფლისწული, წავა კედელი. წამოვა უფლისწული, წამოვა კედე-
ლი. დედაბერი კი ზის ტახტზე და ხითხითებს.
– რა გაცინებსო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ის მაცინებს, რომ აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი
არავინო.
– ნუთუ არსაითაა გასასვლელიო?
– სად უნდა წახვიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რა. ეს კოშკია მთელი
ქვეყნიერებაო.
არ დაიჯერა უფლისწულმა.
– აკი გუშინ გარეთ ვიყავიო?
– გუშინ გარეთ იყავი, დღეს შიგნითა ხარო, – უთხრა დედაბერმა.
დაღონდა უფლისწული, აღარ იცის რა ქნას.
– რამ დაგაღონა, უფლისწულო, განა ბედნიერების საძებნელად არა
ხარ წამოსულიო? – ჰკითხა დედაბერმა.
– სწორედ იმან დამაღონა, რომ ბედნიერების საძებნელად ვარ წამო-
სული და ამ კოშკიდან კი ვერ გამიღწევიაო.
გაიცინა დედაბერმა.
– აბა, ერთი, ეგ მშვილდი აიღე და ისარი მაღლა გასტყორცნეო, – უთ-
ხრა უფლისწულს.
აიღო უფლისწულმა მშვილდი და გასტყორცნა ისარი. წავიდა ისარი,
წავიდა და ერთი საათის მერე უკანვე ჩამოვარდა.
– ახლა მე მიყურეო! – უთხრა დედაბერმა. აიღო მშვილდი და
გასტ­ყორცნა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და დაიკარგა. უკან აღარ დაბ-
რუნებულა.
გაუკვირდა უფლისწულს, ამ კაფანდარა დედაბერს რა ღონე ჰქონია-
ო.
– ეგ რა არისო! – უთხრა დედაბერმა, – იმ კლდეს ხომ ხედავო?

8
გაიხედა უფლისწულმა და ერთი ვეებერთელა კლდე დაინახა. იმო-
დენაა, რომ წვერი არ უჩანს.
– ეგ კლდე აუწონავი კლდეაო, – უთხრა დედაბერმა, – აბა, სცადე, თუ
ასწევო.
მოეჭიდა უფლისწული კლდეს და ძვრა ვერ უყო.
– ახლა მე მიყურეო! – უთხრა დედაბერმა, – მივიდა კლდესთან, ბუმ-
ბულივით აიტაცა და ხელში შეათამაშა.
გაუკვირდა უფლისწულს.
– ეს რა ყოფილხარო!
– შვიდ წელიწადში შენც ჩემსავით ღონიერი გახდებიო, – უთხრა დე-
დაბერმა, – შვიდი წლის თავზე ყოვლისმძლეველ ხმალს შემოგარტყამ
და ლალისფერი ქვეყნის ხელმწიფედ დაგსვამ. ამაზე მეტი ბედნიერება
რაღა გინდაო!
არ დაუჯდა უფლისწულს ჭკუაში დედაბრის რჩევა. არც ხელმწიფობა
არაფრად ეპიტნავებოდა და არც ყოვლისმძლეველი ხმალი. გული გა-
რეთ მიუწევდა, მაგრამ რა ექნა? თავს ზემოთ ძალა არ იყო და დარჩა ლა-
ლისფერ კოშკში.
გამოხდა ხანი. ერთხელ ძილში ხმა ჩაესმა:
– ადექი, უფლისწულო, რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს ერთი ბანჯგვლიანი დევი
დასდგომია თავს.
– ვინა ხარ და რა გინდაო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ვინ უნდა ვიყო, ერთთავიანი დევი ვარო, – მიუგო დევმა, – ღონე
მერჩის და შენთან შებმა მწადია. თუ გაჯობე, ყმად უნდა დამიდგე, თუ
მაჯობე, ყმად დაგიდგებიო.
– კეთილი და პატიოსანიო.
შეიბნენ დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლისწული და კო-
ჭამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყელამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა დევმა, – შენ ბატონი და მე ყმაო.

9
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა, – წადი და, საცა შენი
დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფ-
ლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე, სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხ-
დი. როცა რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი ამ
კოშკიდან როგორ გავიდე, ხომ კარგი, თუ არა და სხვა მე არა მინდა რაო.
– დედაჩემისგან გამიგონია, ვისაც კოშკიდან გასვლა უნდა, საი­დუმ-
ლო კარი უნდა იპოვოს. ამის მეტი არაფერი ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.
შემოიარა უფლისწულმა კოშკი და ბოლოს იპოვა საიდუმლო კარი.
პოვნით კი იპოვა, მაგრამ, რამდენი არ უტრიალა, ვერაფრით ვერ გააღო.
საღამო რომ დადგა, დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო, მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– ცოტაოდენი ლალისფერი უკვე დაგდებია. ღონე თუ მოგემატაო?
– მგონი, მომემატაო, – მიუგო უფლისწულმა.
– აბა, ისარი გასტყორცნეო.
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და ერთი
დღის მერე უკანვე დაბრუნდა.
– მომატებით მოგმატებია, მაგრამ ჩემამდე ჯერ ბევრი გაკლიაო.
კიდევ გამოხდა ხანი და უფლისწულს ისევ ჩაესმა ძილში ხმა:
– ადექი, უფლისწულო, რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს, ახლა სამთავიანი დევი
დასდგომია თავს.
– შენ რაღა გინდა, სამთავიანო დევოო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ღონე მერჩის და შენთან შებმა მწადიაო, – მიუგო სამთავიანმა დევ-
მა, – თუ გაჯობე, ყმად უნდა დამიდგე, თუ მაჯობე, ყმად დაგიდგებიო.
– კეთილი და პატიოსანიო.

10
შეიბნენ დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლისწული და მუხ-
ლამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყელამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა დევმა, – შენ ბატონი და მე ყმაო.
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა, – წადი და, საცა შენი
დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა სამთავიან დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფ-
ლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე, სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხ-
დი. როცა რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი ამ
კოშკს რომ საიდუმლო კარი აქვს, ის კარი როგორ გავაღო, ხომ კარგი, თუ
არა და სხვა მე არა მინდა რაო.
– დედაჩემისგან გამიგონია, რომ ის კარი ჯადოსნური გამოცანითაა
დაკეტილი. სანამ იმ გამოცანას არ გამოიცნობ, ვერ გააღებო.
– ასეთი რა გამოცანააო?
– სანამ გასვლა გინდოდეს, ვერ გააღო, როცა გააღო, გასვლა აღარ
გინდოდესო, – მიუგო სამთავიანმა დევმა, – ამის მეტი არაფერი ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.
ბევრი იფიქრა უფლისწულმა, მაგრამ საიდუმლო კარის გამოცანა
ვერ გამოიცნო. საღამო რომ დადგა, დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო, მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– უფრო მეტად დაგდებია ლალისფერი. ღონე თუ მოგემატაო?
– მგონი, მომემატაო, – მიუგო უფლისწულმა.
– აბა, ისარი გასტყორცნეო.
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და ერთი
წლის მერე უკანვე დაბრუნდა.
– კარგად კი მოგმატებია, მაგრამ ჩემსავით ღონიერი ჯერ კიდევ არა
ხარო, – უთხრა დედაბერმა.
კიდევ გამოხდა ხანი და უფლისწულს ისევ ჩაესმა ძილში ხმა:

11
– ადექი, უფლისწულო, რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს, ახლა ცხრათავიანი დევი
დასდგომია თავს.
– რა გინდა, ცხრათავიანო დევოო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ღონე მერჩის და შენთან შებმა მწადიაო, – მიუგო ცხრათავიანმა
დევმა, – თუ გაჯობე, ყმად უნდა დამიდგე, თუ მაჯობე, ყმად დაგიდგე-
ბიო.
– კეთილი და პატიოსანიო.
შეიბნენ ცხრათავიანი დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლის-
წული და მკერდამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყე-
ლამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა ცხრათავიანმა დევმა, – შენ ბატონი და მე
ყმაო.
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა, – წადი და, საცა შენი
დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა ცხრათავიან დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფ-
ლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე, სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხ-
დი. როცა რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი,
საიდუმლო კარი რომ ჯადოსნური გამოცანითაა დაკეტილი, ის გამოცანა
როგორ გამოვიცნო, ხომ კარგი, თუ არა და სხვა მე არა მინდა რაო.
– დედაჩემისგან გამიგონია, ვისაც საიდუმლო კარის გამოცანა უნდა
გამოიცნოს, იმან ჯერ ლალისფერი კოშკის გამოცანა უნდა გამოიცნოსო.
– ეგ რაღა გამოცანააო?
– სანამ კოშკში ხარ, კოშკს გარეთ არა არის რა და, სანამ კოშკს გარეთ
არა არის რა, მანამ კოშკიდან ვერ გახვალო, – მიუგო ცხრათავიანმა დევ-
მა, – ამის მეტი არაფერი ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.

12
ბევრი იფიქრა უფლისწულმა, მაგრამ ლალისფერი კოშკის გამოცანა
ვერ გამოიცნო. ძლიერ დაღონდა. აღარ იცოდა რა ექნა. დევებმა რომ შე-
იტყვეს, უფლისწული დაღონებულიაო, ერთმანეთში მოილაპარაკეს და
თქვეს:
– მოდი, დედასთან მივიდეთ და იმას ვკითხოთ რჩევაო.
მივიდნენ დედასთან.
– დედი, დედი, დედაშვილობას, ერთი რამე უნდა გთხოვოთო.
დევების დედა ამ დროს სადილს ამზადებდა. ვეებერთელა ვარცლში
ნაცარი ჩაეყარა, ზედ წყალი დაესხა და ცომსა ზელდა. შვილები რომ შე-
მოეხვივნენ, ერთი გულსგარეთ დაუტატანა:
– ხომ ხედავთ, თქვენთვის არა მცალია! გასწით ახლავე და სანამ სა-
დილი არ გაკეთდება, ეზოში ითამაშეთო!
მაგრამ დევები არ მოეშვნენ. ყელი გაუწვდინეს და მუდარა დაუწყეს:
– დედი, ყური დაგვიგდე, შენი შველა გვჭირდებაო.
– ჩემს შვილებს ისეთი რა ავი შეგემთხვათ, რომ შველა გჭირდება-
თო? – გაუკვირდა დევების დედას.
– ჩვენ არაფერი, მაგრამ კოშკში ერთი კეთილი კაცია და იმას სჭირ-
დება შველაო.
ეს რომ დევების დედამ გაიგონა, გაწყრა:
– დამეკარგეთ აქედან, თქვე უდღეურებო! სანამ უნდა იყოთ ასეთი
დაბდურები, კეთილი კაცი ვის გაუგონიაო!
– დედი, მამის სულს გეფიცებით, კეთილიაო.
– რა იცით, რომ კეთილიაო?
– სამთავეს გვაჯობა, მაგრამ არც დაგვხოცა და არც ყმად გაგვი-
ხა­დაო.
გაუკვირდა დევების დედას. ეტყობა მართლა კეთილი ყოფილაო, გა-
იფიქრა და შვილებს ჰკითხა:
– რა გასჭირვებიაო?
– ლალისფერი კოშკიდან წასვლა უნდა და ვერ წასულაო.

13
– ოო! ეგ ძნელი საქმეაო, – თქვა დევების დედამ, – რამდენი ხანია,
რაც კოშკშიაო?
– ამაღამ შვიდი წელი შესრულდებაო.
– ცუდად ყოფილა მაგის საქმე. მაშ, ამ საღამოს რომ ისარს
გასტ­ყორცნის, ის ისარი უკან აღარ დაბრუნდება. მერე აუწონავ კლდე-
საც ბუმბულივით აიტაცებს. ხვალ დილით კი ლალისფერი კოშკის დე-
დო­ფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემოარტყამს და ხელმწიფედ დას-
ვამსო.
დაღონდნენ დევები.
– ნუთუ აღარაფერი ეშველებაო?
– სანამ დედოფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემოარტყამს, მანამ
თუ ლალისფერი კოშკის გამოცანას გამოიცნობს, ეშველება, თუ არა და
არაო, – თქვა დევების დედამ, – მაგრამ ლალისფერი კოშკის გამოცანა
ისეთი რამაა, მისი გამომცნობელი ჯერ არ დაბადებულაო.
– დედი, დედი, გევედრებით, თუ რამე შეგიძლია, ნუ დაიზარებ, იქნებ
უშველოო.
– შველა არ შემიძლია, მაგრამ ერთ რჩევას კი მივცემო, – თქვა დევე-
ბის დედამ, – მისი ბედი მისსავ ხელთ არის. ამაღამ სიზმარს ნახავს, კარ-
გად დააკვირდეს და დაიხსომოს, თუ უშველის, ის სიზმარი უშველის.
ამის მეტს ვერც ვერას ვიტყვი და ვერც ვერას დავეხმარები. ახლა მომ-
წყდით თავიდან, სადილი მაქვს გასაკეთებელიო!
მიუტანეს დევებმა ამბავი უფლისწულს. უფლისწულმა მადლობა გა-
დაუხადა და უთხრა:
– ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთო.
საღამო რომ დადგა, დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო, მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– სულ მთლად ლალისფერი დაგდებია. აბა, ერთი, ისარი გასტ-ყორ-
ცნეო.

14
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და დაიკარ-
გა. უკან აღარ დაბრუნებულა. გაეხარდა დედაბერს.
– აბა, აუწონავ კლდეს თუ ასწევო!
მივიდა უფლისწული და ბუმბულივით აიტაცა აუწონავი კლდე. კი-
დევ უფრო გაეხარდა დედაბერს.
– ჩემსავით ღონიერი გამხდარხარ და ეგ არის! მაშ, მოემზადე, ხვალ
დილით ყოვლისმძლეველ ხმალს შემოგარტყამ და ხელმწიფედ დაგ-
სვამო.
წამოვიდა უფლისწული დედაბრისგან. გახარებულია, აღარც სადმე
წასვლა უნდა და აღარც ბედნიერების ძებნა. მოდის და ფიქრობს: „ნეტა
სად ვაპირებდი წასვლას, ამ კოშკს გარეთ ხომ არა არის რაო!“
იმ ღამეს ძილში ერთი მზეთუნახავი გამოეცხადა, თვალი უკეთესს
ვერ ნახავდა: ოქროსფერი დალალები ეყარა, თეთრი სამოსი ეცვა და
იქაურობასისეთ ნათელს ჰფენდა, თითქოს მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი,
მე უნდა ამოვიდეო. უყურებდა უფლისწული და თვალს ვერ უსწორებდა.
„უფლისწულო, აღარ აპირებ აქედან წასვლასო?“, ჰკითხა მზეთუნახავმა.
„სად უნდა წავიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რაო!“, მიუგო უფლისწულ-
მა. „მაშ, იპოვე, რასაც ეძებდიო?“, კიდევ ჰკითხა მზეთუნა­ხავმა. „ვიპო-
ვეო“, მიუგო უფლისწულმა, „ხვალ დილით ლალისფერი ­კოშ­კის დე-
დოფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემომარტყამს და ხელმწიფედ დამ-
სვამს. სხვა რაღა მინდაო!“ გაიცინა მზეთუნახავმა. „უფლისწულო, უფ-
ლის­წულო! ნუთუ არ იცი, რომ, სანამ ყოვლისმძლეველი ხარ, ყოვლის-
მძლეველი ვერ იქნები, რადგან ყოვლისმძლეველი ხარო?“ ესა თქვა
მზეთუნახავმა და გაქრა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი,
მაგრამ მზეთუნახავის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა. დილა რომ ­გა-
თენდა, დედაბერმა იხმო და უთხრა:
– მოემზადე, უფლისწულო! ჩაიბარე ყოვლისმძლეველი ხმალი,
დღეის ამას იქით შენ უნდა იყო ამ კოშკის ხელმწიფე და მბრძანებელიო.

15
ესა თქვა და ქარქაშიდან ყოვლისმძლეველი ხმალი ამოაძრო. ისეთი
ხმალია, ელვასავით ანათებს და ირგვლივ ლალისფერ ნაპერწკლებს
აფრქვევს. დააბრმავა უფლისწული ყოვლისმძლეველი ხმლის სიკაშკა-
შემ, აღარც მზეთუნახავი ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი. „ახლა კი ვე-
წიე ბედნიერებასო!“, გაიფიქრა და დედაბერს მიუახლოვდა. გაიწოდა
ხელი და ის იყო უნდა ჩამოერთმია ყოვლისმძლეველი ხმალი, რომ რა-
ღაც ხმა შემოესმა: „უფლისწულო, თვალი დახუჭეო!“ დახუჭა უფლის-
წულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორზე მამამისი
ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა: მამის ანდერ-
ძიც, დევების დედის რჩევაც, მზეთუნახავის ნათქვამიც. გონება ისე გა-
უნათდა, ყოვლისმძლეველი ხმლის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი, აიღე ხმალიო! – უთხრა დედაბერმა.
– არც შენი ხმალი მინდა და არც შენი ხელმწიფობა. უნდა წავიდე აქე-
დანო, – მიუგო უფლისწულმა.
დედაბერი სახტად დარჩა.
– აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი არავინო.
– მაშ, მე ვიქნები პირველიო.
– გასასვლელი რომ არსადაა, როგორ გახვალო?
– საიდუმლო კარიდან გავალო.
– ვერ გააღებო.
– გამოცანას გამოვიცნობ და გავაღებო.
– საიდუმლო კარის გამოცანა რომ გამოიცნო, ჯერ კოშკის გამოცანა
უნდა გამოიცნოო.
– კოშკის გამოცანასაც გამოვიცნობო.
– მაგასაც ვნახავო! – თქვა დედაბერმა, – სანამ კოშკში ხარ, გარეთ
არა არის რა და, სანამ გარეთ არა არის რა, კოშკიდან ვერ გახვალ. ეს
არის კოშკის გამოცანა და, თუ ბიჭი ხარ, გამოიცანო.
– სანამ ყოვლისმძლეველი ხარ, ყოვლისმძლეველი ვერ იქნები,
რადგან ყოვლისმძლეველი ხარ. ეგ არის მაგ გამოცანის პასუხიო.

16
– ეგ პასუხი კი არა, რაღაც აბდა-უბდააო, – უთხრა დედაბერმა, – განა
ჩემს ყოვლისმძლეველობას რამე აკლიაო?
– დიახაც რომ აკლიაო.
– რა აკლიაო?
– ყოვლისმძლეველობაო.
– ისარი ხომ გავტყორცნე და უკან აღარ დაბრუნდაო?
– გასტყორცნეო.
– აუწონავი კლდე ხომ ავწიეო?
– ასწიეო.
– ყოვლისმძლეველი ხმალი ხომ ჩემს ხელთააო?
– შენს ხელთააო. – აბა, მეტი რაღა გინდაო?
– ღონე ღონეს ამარცხებს, განა უღონობასაცო! – უთხრა უფლისწულ-
მა, – აბა, იმ პატარა ქვაზე შედექიო.
შედგა დედაბერი პატარა ქვაზე.
– აჰა, შევდექიო.
– ახლა ასწიე ეგ ქვა, ზედ რომ დგახარო.
მოეჭიდა დედაბერი იმ ქვას, რომელზედაც იდგა, და ძვრა ვერ უყო.
– სანამ იმ ქვას არ ასწევ, რომელზედაც დგახარ, მანამ ვერც ყოვლის-
მძლეველი იქნები და ვერც შენი კოშკი იქნება მთელი ქვეყნიერებაო, –
უთხრა უფლისწულმა.
კიდევ მოეჭიდა დედაბერი იმ ქვას, რომელზედაც იდგა, და ძვრა ვერ
უყო. მესამედაც რომ მოეჭიდა და მაინც არა გამოვიდა რა, ერთი საზარე-
ლი ხმით დაიწივლა. იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატყდა ზათქი და ზრიალი,
საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. ირგვლივ გამაყრუებელი გუგუნი
იდგა, ლალისფერი ელვა ელავდა და ცა და მიწა ისე ტორტმანებდა, გე-
გონებოდათ ერთმანეთს შეასკდნენო. უფლისწულს თავბრუ დაეხვა და
ცნობა წაერთვა. გონს რომ მოეგო, ხედავს, სტიქიონი დამცხრალა, თა-
ვად საიდუმლო კარის წინ დგას, კარი ღიაა და ზღურბლზე დედაბერი
ჩამდგარა.
– უფლისწულო, გიჯობს უკან დაბრუნდეო, – უთხრა დედაბერმა.

17
– გზა მომეციო! – დაუტია უფლისწულმა.
– კეთილი, რაკი არ დაგიშლია, წადიო, – უთხრა დედაბერმა, –
მაგ­რამ იცოდე, ამ კარს ისე ვერ გასცდები, მთელი შენი ძალ-ღონე აქ არ
დატოვოო.
ერთი კი შეკრთა უფლისწული, მთელი ჩემი ძალ-ღონე აქ თუ დავტო-
ვე, რაღა მეშველებაო, მაგრამ მამის ანდერძი მოაგონდა და გაბე­დუ-
ლად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე საიდუმლო კარიც გაქრა, დედაბერიც
და ლალისფერი კოშკიც. უფლისწულის მთელი ძალ-ღონეც იმ კოშკთან
ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა
თუ ცოტა იარა, ისევშემოაღამდა ერთ უღრან ტყეში. გაიხედა და ხედავს,
შორს ოქროსფრად რაღაც ანათებს. „იქნებ ღვთისნიერი ვინმე იყოს და
ღამე გამათევინოსო“, იფიქრა უფლისწულმა და იმ ოქროსფერი სინათ-
ლისკენ წავიდა. მიდის და, რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც მით უფ-
რო მატულობს. ბოლოს ერთ უშველებელ ოქროსფერ კოშკს მიადგა.
იმოდენაა, წვერით ცასა წვდება. ირგვლივ ალმასის გალავანი არტყია.
შემოუარა უფლისწულმა გალავანს და ჭიშკარი იპოვა. მიადგა იმ ჭიშ-
კარს და დაიძახა:
– ეჰეი, მასპინძელო, სტუმარს არ მიიღებო?
– მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო, – მოისმა შიგნიდან ხმა და ჭიშკა-
რი თავისით გაიღო.
შევიდა უფლისწული და ხედავს, ოქროს კოშკის ირგვლივ თვალწარ-
მტაცი ბაღია გაშენებული. ხეებს ტანი ალმასისა აქვთ, ფოთლები ზურ-
მუხტისა და ნაყოფი ოქროსი. ბაღში ბროლის შადრევანი ჩქეფს და იქაუ-
რობას საამურად აგრილებს. უყურებს უფლისწული ბაღს და თვალს ვერ
აშორებს. ამ დროს კოშკიდან მზეთუნახავი გამოვიდა. ოქროსფერი და-
ლალები ეყარა, თეთრი სამოსი ეცვა და ისეთი მშვენიერი იყო, მზეს ეუბ-
ნებოდა, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო. შეხედა უფლისწულმა მზეთუნა-
ხავს და თაყვანი სცა.
– ვინა ხარ და საიდან მოდიხარო? – ჰკითხა მზეთუნახავმა.

18
– ამა და ამ ხელმწიფის შვილი ვარ, ბედნიერების საძებნელად წამო-
ვედი და გზაში შემომაღამდა. ღამეს ვერ გამათევინებო?
– რატომაც ვერაო, – მიუგო მზეთუნახავმა და უფლისწულს კოშკში
შეუძღვა.
კოშკში ერთი თვალუწვდენელი დარბაზი იყო. ჭერში ნატვრისთვა-
ლი ეკიდა და იქაურობას ანათებდა.
– დაბრძანდიო, – უთხრა უფლისწულს მზეთუნახავმა.
– სკამი რომ არსადააო? – გაუკვირდა უფლისწულს.
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, სა-
უკეთესო სკამი მოართვი უფლისწულსო! – ბრძანა მზეთუნახავმა და
იმავ წამს უფლისწულის გვერდით ოქროს სავარძელი გაჩნდა.
დაჯდა თუ არა უფლისწული, მზეთუნახავმა ბრძანა:
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, სუფ-
რა გაუშალე უფლისწულსო!
მყისვე უფლისწულის წინ ოქროს მაგიდა გაჩნდა. მაგიდაზე ორი
თეფში დგას. ერთზე ოქრო ყრია, მეორეზე ბროლი.
– ნამგზავრი ხარ, მოშიებული იქნებიო, – უთხრა მზეთუნახავმა, –
ივახშმე და მერე მოისვენეო.
– აქ რომ სასმელ-საჭმელს ვერა ვხედავო? – გაუკვირდა უფლისწულს.
– ეს ნატვრის სუფრააო, – მიუგო მზეთუნახავმა, – ოქროს ნატეხს რომ
პირში ჩაიდებ, რა საჭმელიც გეამება, იმ საჭმელად იქცევა, ბროლის ნა-
ტეხს რომ პირში ჩაიდებ, რა სასმელიც გეამება, იმ სასმელად იქცევაო.
შეექცა ვახშამს უფლისწული. მართლაც ყველაფერი ისე იყო, რო-
გორც მზეთუნახავმა თქვა. ნავახშმევს მზეთუნახავმა საუკეთესო ოთახი
მიუჩინა. იმ ღამეს უფლისწულმა კარგად გამოიძინა, დილით მადლობა
გადაუხადა მზეთუნახავს და უთხრა:
– ახლა კი ჩემი გზით წავალო.
– წადი, ია და ვარდი გფენიაო, – მიუგო მზეთუნახავმა.
გამოვიდა უფლისწული კოშკიდან და წავიდა ჭიშკრისკენ. მიდის და
ატყობს, რომ რაღაც ძალა უკან ეწევა. რაც უფრო უახლოვდება ჭიშკარს,

19
ის ძალა მით უფრო მეტად ეწევა უკან. იწვალა უფლისწულმა, იწ­ვალა,
ბოლოს დაღლილ-დაქანცული შეჩერდა. მზეთუნახავი კი უყურებს და
იცინის.
– რა გაცინებსო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ის მაცინებს, რომ აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი
არავინო.
– რა არის, ასე რომ მეწევა უკანო?
– ნატვრისთვალიო. ქვეყნად ჯერ ისეთი სულიერი არ დაბადებულა,
ნატვრისთვალს გაქცეოდესო.
დაღონდა უფლისწული.
– რამ დაგაღონა, განა ბედნიერების საძებნელად არა ხარ წამოსუ-
ლიო? – უთხრა მზეთუნახავმა.
– სწორედ იმან დამაღონა, რომ ბედნიერების საძებნელად ვარ წამო-
სული და ამ კოშკიდან კი ვერ გამიღწევიაო.
გაიცინა მზეთუნახავმა.
– სად უნდა წახვიდე, სულ ერთია, ამ კოშკს გარეთ არა არის რა, ეს
კოშკია მთელი ქვეყნიერება. შვიდ წელიწადში ყველა ნატვრა შე-
გის­რულდება და სულ ერთიანად ოქროსფერი დაგედება. შვიდი წლის
თავზე ტახტზე დაგსვამ, შენ ხელმწიფე იქნები, მე დედოფალი, ეს ნატ-
ვრისთვალი კიდევ ჩვენი ერთგული მსახური. ამაზე მეტი ბედნიერება
რაღა გინდაო!
არ დაუჯდა ჭკუაში უფლისწულს მზეთუნახავის ნათქვამი, მაგრამ რა
ექნა? ძალა იმას აღარ ჰქონდა და ღონე. დარჩა ოქროსფერ კოშკში. თუ
რამეს ინატრებდა, ნატვრისთვალი წამსვე უსრულებდა. რაც უფრო მეტი
ნატვრა უსრულდებოდა, უფრო და უფრო ედებოდა ოქროსფერი და თვი-
თონ ნატვრისთვალსაც უფრო და უფრო ემატებოდა ბრწყინვალება. უფ-
ლისწულმა იცოდა, როდესაც სულ მთლად ოქროსფერი გახდებოდა, სა-
მუდამოდ უნდა დარჩენილიყო მზეთუნახავისა და მისი ნატვრისთვა-
ლის ტყვეობაში. ამიტომ ცდილობდა არა ენატრა რა. ცდილობდა, მაგ-
რამ ვერაფერი გაეწყო. რაზეც არ უნდა დაეწყო ფიქრი, მაინც ნატვრა გა-

20
მოსდიოდა. თავიდან უძალიანდებოდა უფლისწული, მერე და მერე შე-
ეჩვია და ბოლოს სიამოვნებდა კიდეც, რომ ნატვრისთვალი ყველა ნატ-
ვრას უსრულებდა. წამოწვებოდა მხარ-თეძოზე და ხან რას ინატრებდა,
ხან რას.
შვიდი წელი რომ გავიდა, ხედავს, სულ ერთიანად ოქროსფერია,
ნატვრისთვალი კი ისე ბრჭყვიალებს, კაშკაშა სინათლის მეტი ირგვლივ
აღარა ჩანს რა. მაშინ მზეთუნახავმა უთხრა:
– მოემზადე, უფლისწულო, ხვალ დილით ტახტზე უნდა დაჯდე. შენ
ხელმწიფე იქნები, მე დედოფალი, ეს ნატვრისთვალი კი ჩვენი ერთგუ-
ლი მსახურიო.
წამოვიდა უფლისწული მზეთუნახავისგან. გახარებულია, აღარც
სადმე წასვლა უნდა და აღარც ბედნიერების ძებნა. მოდის და ფიქრობს:
„რა სულელი ვიყავი, აქედან წასვლას რომ ვაპირებდი, ამ კოშკს გარეთ
ხომ არა არის რაო!“
იმ ღამეს ძილში ერთი მოხუცი გამოეცხადა. ცისფერთვალა იყო, ცის-
ფერი სამოსი ემოსა და ცისფრისავე თმა-წვერი ჰქონდა. „უფლისწულო,
აღარ აპირებ აქედან წასვლასო?“, ჰკითხა მოხუცმა. „სად უნდა წავიდე,
ამ კოშკს გარეთ არა არის რაო!“, მიუგო უფლისწულმა. „მაშ, იპოვე, რა-
საც ეძებდიო?“, კიდევ ჰკითხა მოხუცმა. „ვიპოვეო“, მიუგო უფლისწულ-
მა, „ხვალ დილით ნატვრის ტახტზე დავჯდები, ნატვრის დედოფალს
ცოლად შევირთავ და ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს მსახურად დავის-
ვამ. სხვა ამის მეტი რაღა მინდაო!“ „ეჰ, უფლისწულო, უფლისწულო! ნუ-
თუ არ იცი, რომ, სანამ ნატვრისთვალი ყოვლისშემძლეა, ყოვლისშემ-
ძლე ვერ იქნება, რადგან ყოვლისშემძლეაო?“ ესე თქვა მოხუცმა და გაქ-
რა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი,
­მაგრამ მოხუცის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა.
დილა რომ გათენდა, მზეთუნახავმა იხმო.
უფლისწული დიდ დარბაზში შევიდა. ხედავს, მზეთუნახავი ტახტზე
ზის, ნატვრისთვალი კი ელვასავით ანათებს და ირგვლივ ოქროსფერ ნა-

21
პერწკლებს აფრქვევს. – მოდი, უფლისწულო, გვერდით მომიჯექიო, –
უთხრა მზეთუნახავმა, – დღეის ამას იქით შენ ნატვრის ხელმწიფე იქნე-
ბი, მე ნატვრის დედოფალი, ეს ნატვრისთვალი კი ჩვენი ერთგული მსა-
ხურიო.
დააბრმავა უფლისწული ნატვრისთვალის სიკაშკაშემ, აღარც ცისფე-
რი მოხუცი ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი: „როგორც იქნა, ვეწიე ბედ-
ნიერებასო!“, გაიფიქრა და მზეთუნახავს მიუახლოვდა. ისაა ტახტზე უნ-
და ავიდეს, რომ რაღაც ხმა ჩაესმა: „უფლისწულო, თვალი დახუჭეო!“
დახუჭა უფლისწულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორ-
ზე მამამისი ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა:
მამის ანდერძიც, ცისფერი მოხუციც, ცისფერი მოხუცის ნათქვამიც. გო-
ნება ისე გაუნათდა, ნატვრისთვალის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი, უფლისწულო, ამოდი ტახტზეო! – უთხრა მზეთუნა-
ხავმა.
– არაო, – მიუგო უფლისწულმა, – არც შენი ტახტი მინდა და არც შენი
ნატვრისთვალი. უნდა წავიდე აქედანო.
– სად უნდა წახვიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რაო! – გაუკვირდა
მზეთუნახავს, – აკი გითხარი, აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გა-
სული კი არავინო.
– მე გავალო.
– ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს ჯერ არავინ გაქცევიაო.
– მე გავექცევიო.
– გასვლა თუ არა გწადია, ისე ვერ გახვალ და, გასვლა თუ მოიწადინე,
ყოვლისშემძლე ნატვრისთვალი დაგიჭერს. რაც უფრო მეტად მოიწადი-
ნებ გასვლას, მით უფრო მეტი ძალით დაგიჭერს. ამაზე რაღას იტყვიო?
– მაგაზე იმას ვიტყვიო, – მიუგო უფლისწულმა, – რომ სანამ ნატვრის-
თვალი ყოვლისშემძლეა, ყოვლისშემძლე ვერ იქნება, რადგან ყოვლის-
შემძლეაო.
– ეგ პასუხი კი არა, რაღაც აბდა-უბდააო, – უთხრა მზეთუნახავმა, –
განა რა აკლია ნატვრისთვალის ყოვლისშემძლეობასო?

22
– ყოვლისშემძლეობაო, – მიუგო უფლისწულმა, – თუ მართლა ყოვ-
ლისშემძლეა, მაშინ ისეთი ნატვრა მანატროს, რომელსაც ვერ შემის­რუ-
ლებსო.
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, ისე-
თი ნატვრა ანატრე უფლისწულს, რომელსაც ვერ შეუსრულებო! – უბრძა-
ნა ნატვრისთვალს მზეთუნახავმა.
მისჩერებიან უფლისწული და მზეთუნახავი ნატვრისთვალს და
ელიან. ბევრს ეცადა ნატვრისთვალი, ისეთი ნატვრა ენატრებინა უფ-
ლისწულისთვის, რომელსაც ვერ შეუსრულებდა, მაგრამ ვერას გახდა.
მაშინ მოაკლდა ბრწყინვალება ნატვრისთვალს, თანდათან ჩაიბჟუტა
და ჩაქრა. ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატ-
ყდა ზათქი და ზრიალი. საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. გამაყ-
რუებელი გუგუნი იდგა. ოქროსფერი ელვა ელავდა და ცა და მიწა ისე
ტორტმანებდა, გეგონებოდათ, ერთმანეთს შეასკდნენო. უფლისწულს
თავბრუ და­ეხვა და ცნობა წაერთვა. გონს რომ მოეგო, ხედავს სტიქიონი
დამცხრალა, თავად გალავნის ჭიშკართან დგას. ჭიშკარი ღიაა და ზღურ-
ბლზე მზეთუნახავი ჩამდგარა.
– დარჩი, უფლისწულო, მარტო ნუ დამტოვებო! – შეეხვეწა მზეთუნა-
ხავი.
– არ შემიძლიაო, – მიუგო უფლისწულმა, – აღთქმა მაქვს დადებული,
სანამ პირში სული მიდგას, ბედნიერება უნდა ვეძიოო.
– რაკი არ დაგიშლია, წადიო, – უთხრა მზეთუნახავმა, – მაგრამ იცო-
დე, ამ ჭიშკარს ისე ვერ გასცდები, ყველა შენი ნატვრა აქ არ დატოვოო.
ერთი კი შეკრთა უფლისწული, ყველა ნატვრა აქ თუ დავტოვე, ბედ-
ნიერება როგორღა ვეძიოო, მაგრამ მამის ანდერძი მოაგონდა და გაბე-
დულად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე მზეთუნახავიც გაქრა, ალმასის გა-
ლავანიც და ოქროს კოშკიც. უფლისწულის ყველა ნატვრაც იმ კოშკთან
ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც რაიმე ნატვრა, მაგრამ
მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ

23
ცოტა იარა, ისევ შემოაღამდა ერთ უღრან ტყეში. გაიხედა და ხედავს,
შორს ცისფრად რაღაც ანათებს. „იქნებ ღვთისნიერი იყოს ვინმე და ღა-
მე გამათევინოსო“, იფიქრა უფლისწულმა და იმ ცისფერი სინათლისკენ
წავიდა. მიდის და, რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც მით უფრო მა-
ტულობს. ბოლოს ერთ უშველებელ ცისფერ კოშკს მიადგა. იმოდენაა,
წვერით ცას წვდება. კოშკს ოთხი კარი აქვს და ოთხივე ყურთამდე ღიაა.
შეიხედა უფლისწულმა, ხედავს, ერთი თვალუწვდენელი დარბაზია.
დარბაზი ცარიელია. არც არავინაა შიგ და არც არაფერია. „შევალ, რაც
არის არისო!“, იფიქრა უფლისწულმა. მაგრამ, შედგა თუ არა ფეხი, უეც-
რად იატაკი გაიხსნა და უფლისწული ბნელ უფსკრულში დაინთქა. მიქ-
რის უფლისწული უფსკრულში და უფსკრულს ბოლო არ უჩანს. ბევრი იქ-
როლა თუ ცოტა, კვლავ ერთ ცისფერ დარბაზში ჩაეშვა. ეს დარბაზიც
ისეთივეა, როგორიც ზედა დარბაზი იყო, ოღონდ კარი არა აქვს და შუ-
აგულში ერთი ქვევრი დგას. შეჩერდა უფლისწული და იქაურობას თვა-
ლიერება დაუწყო. უცებ ხმა შემოესმა:
– ბედნიერი იყოს, უფლისწულო, შენი ფეხი ჩემს საბრძანებელშიო!
– და ამ სიტყვებზე ქვევრიდან ერთი მოხუცი ამოვიდა. სულ ერთიანად
ცისფერია. ცისფერი თვალები აქვს, ცისფერი პირისახე, ცისფერი თმა-
წვერი. ტანზეც ცისფერი სამოსი აცვია.
– რა იცი, რომ უფლისწული ვარო? – ჰკითხა გაკვირვებულმა უფლის-
წულმა.
– ვიციო, – მიუგო მოხუცმა, – ამა და ამ ხელმწიფის შვილი ხარ, ბედ-
ნიერების საძებნელად წამოხვედი, გზაში შემოგაღამდა და ღამის გასა-
თევად მესტუმრე. ხომ მართალიაო?
– გულთმისანი ყოფილხარო, – უთხრა უფლისწულმა.
– გულთმისანი არა ვარ, მაგრამ სიბრძნის ხელმწიფე კი ვარ და ყოვ-
ლისმცოდნე ქვევრის პატრონიო.
სიბრძნის ხელმწიფემ საუკეთესო ოთახი მიუჩინა უფლისწულს. უფ-
ლისწულმა იმ ღამეს კარგად გამოიძინა. დილით მადლობა გადაუ­ხადა
მასპინძელს და წასვლა დააპირა.

24
– სად მიდიხარ, ამ კოშკს გარეთ არა არის რა, ეს კოშკია მთელი ქვეყ-
ნიერებაო, – უთხრა სიბრძნის ხელმწიფემ, – ბედნიერებას თუ ეძებ, ბედ-
ნიერების ამბავს ჩემი ყოვლისმცოდნე ქვევრი გეტყვის. ჩასძახე, რაც
გინდა, და წამსვე პასუხს ამოგძახებსო.
დაუჯერა უფლისწულმა სიბრძნის ხელმწიფეს, მივიდა ყოვლის-
მცოდნე ქვევრთან და ჩასძახა:
– ყოვლისმცოდნე ქვევრო! შენს ყოვლისმცოდნეობას, ამდენი ხანია
ბედნიერებას დავეძებ და ჯერ კვალიც ვერ მიპოვნია. მირჩიე, როგორ
მოვიქცეო.
ქვევრმა ცისფერი ოხშივარი ამოუშვა და მიუგო:
– გარეთ რას ეძებ, ადამიანო, ბედნიერებას, ბედნიერება შენშივეაო.
– მაშ, ამოდენა გზა ტყუილუბრალოდ გამოვიარეო?
– ტყუილუბრალოდ რად გამოიარე! ადამიანმა დიდი გზა უნდა გაი-
აროს, სანამ თავის თავს მიაღწევდესო.
– ჩემს თავს რომ მივაღწევ, მერე რაღა ვქნა, ბედნიერება როგორ ვი-
პოვოო?
– ცნობისწადილის ხიდს უნდა გადახვიდე და ბედნიერი შეიქნებიო.
– ცნობისწადილის ხიდს სხვაგან სად გადავალ, თუ არა სიბრძნის
კოშკშიო! – თქვა უფლისწულმა. მერე სიბრძნის ხელმწიფეს მიუბრუნდა,
– დავრჩები აქ და შეგირდად მოგებარებიო.
– ძალიან კარგიო, – მიუგო სიბრძნის ხელმწიფემ, – შვიდ წელიწადში
ყველაფერს ისწავლი, შვიდი წლის შემდეგ კი, როდესაც მე ყავლი გამი-
ვა, ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩაგსვამ და ჩემს მემკვიდრედ დაგტოვებო.
დარჩა უფლისწული სიბრძნის კოშკში. რაც რამ აინტერესებს, ჩასძა-
ხებს ყოვლისმცოდნე ქვევრს, ისიც ცისფერ ოხშივარს ამოუშვებს და ყვე-
ლაფერზე წამსვე პასუხს აძლევს.
– ადამიანი რა არისო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ადამიანი სხივია, რომელიც სამყაროს შემოუვლის და ისევ თავის
ვარსკვლავს უბრუნდებაო.
– რამდენ ხანში უბრუნდებაო?

25
– ათასჯერ რომ მოკვდება და ათასჯერ დაიბადებაო.
– ამდენი ხანი რატომ სჭირდებაო?
– იმიტომ სჭირდება, რომ, როდესაც სხივად გამოიტყორცნება, ადა-
მიანი ცეცხლია, ცეცხლის საზღვარს რომ გადააბიჯებს, ჰაერი ხდება, ჰა-
ერის საზღვარს რომ გადააბიჯებს, წყალი ხდება, წყლის საზღვარს რომ
გადააბიჯებს, მიწა ხდება. საბოლოოდ ცეცხლიც არის, ჰაერიც, წყალიც
და მიწაც. რაც ცეცხლია, ცეცხლისკენ ეწევა, რაც ჰაერია, ჰაერისკენ ეწევა.
ამიტომ ადამიანი იბნევა და აღარ იცის, საით წავიდეს. სანამ მთელ სამ-
ყაროს არ შემოივლის, გზას ვერ იგნებსო.
– სამყარო რაღააო?
– სამყარო მოძრაობააო.
– მოძრაობა რაღააო?
– მოძრაობა ერთის მრავალსახეობააო.
– ერთი რაღააო?
– ერთი სამყაროს დასაბამიაო.
– სამყაროს დასაბამი რაღააო? – სამყაროს დასაბამი რიცხვია. თავ-
დაპირველად იყო ერთი, ერთისგან წარმოიქმნა ორი, ორისგან კი უთვა-
ლავიო.
ყველაფერი იცოდა სიბრძნის კოშკის ჯადოსნურმა ქვევრმა. ბევრი
რამ გაიგო უფლისწულმა მისგან. გაიგო, რატომ არის ცა მაღალი და რის-
თვის ანათებენ ვარსკვლავები, რა დევს დედამიწის გულში და რატომ
მოძრაობს ძარღვებში სისხლი, როგორ ენაცვლება ღამეს დღე და რატო-
მაა აზრი ყოვლის უსწრაფესი. ბევრი რამ გაიგო უფლისწულმა და, რაც
უფრო მეტს იგებდა, მით უფრო მეტად ედებოდა ცისფერი. ბოლოს, შვი-
დი წელი რომ გავიდა და უფლისწულისულ მთლად ცისფერი გახდა, სიბ-
რძნის ხელმწიფემ უთხრა:
– ახლა შენ ყველაფერი იცი. ხვალ ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩაგსვამ
და ხელმწიფობას გადმოგილოცავო.
გახარებული წამოვიდა უფლისწული. როგორც იქნა ვეწიე ბედ-
ნიე­რებასო, ფიქრობდა გულში.

26
იმ ღამეს ძილში უცხო რამ სულიერი გამოეცხადა. არც თავი ჰქონდა,
არც ტანი, არც ხელ-ფეხი. მარტო ის დაინახა უფლისწულმა, რომ მისი
ოთახი დღესავით განათდა. „უფლისწულო, აღარ აპირებ აქედან წას-
ვლასო?“, ჰკითხა თეთრმა სინათლემ. „სად უნდა წავიდე, ამ კოშკს გა-
რეთ არა არის რაო!“, მიუგო უფლისწულმა. „მაშ, იპოვე, რასაც ეძებ-
დიო?“, კიდევ ჰკითხა თეთრმა სინათლემ. „ვიპოვეო“, მიუგო უფლის-
წულმა, „ხვალ დილით ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩავალ და სიბრძნის
კოშკის ხელმწიფე გავხდები, სხვა ამის მეტი რაღა მინდაო!“ „ეჰ, უფლის-
წულო, უფლისწულო! ნუთუ არ იცი, რომ, სანამ ყოვლისმცოდნე ხარ,
ყოვლისმცოდნე ვერ იქნები, რადგან ყოვლისმცოდნე ხარო?“ ესა თქვა
თეთრ­მა სინათლემ და გაქრა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი,
მაგრამ თეთრი სინათლის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა. დილა რომ
გათენდა, სიბრძნის ხელმწიფემ იხმო. უფლისწული დიდ დარბაზში შე-
ვიდა. იქაურობა სულ ერთიანად ცისფრადაა განათებული.
– უფლისწულო, მე უკვე გამივიდა ყავლი. ჩადი ყოვლისმცოდნე ქვევ-
რში, დღეის ამას იქით შენ იქნები აქაურობის ბატონ-პატრონიო, – უთ-
ხრა სიბრძნის ხელმწიფემ.
დააბრმავა უფლისწული ცისფერმა შუქმა. აღარც თეთრი სინათლე
ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი. მივიდა ქვევრთან, ისაა უნდა ჩავიდეს
კიდეც, რომ რაღაც ხმა ჩაესმა: „უფლისწულო, თვალი დახუჭეო!“ დახუჭა
უფლისწულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორზე მამა-
მისი ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა: მამის ან-
დერძიც, თეთრი სინათლეც, თეთრი სინათლის ნათქვამიც. გონება ისე
გაუნათდა, ყოვლისმცოდნე ქვევრის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი, უფლისწულო, ჩადი ყოვლისმცოდნე ქვევრშიო! – უთ-
ხრა სიბრძნის ხელმწიფემ.
– არა, – მიუგო უფლისწულმა, – უნდა წავიდე აქედანო.
– სიბრძნის კოშკს იქით სად უნდა წახვიდეო? – გაუკვირდა სიბრძნის
ხელმწიფეს, – ყოვლისმცოდნე ქვევრის უკეთესს სად რას იპოვიო?

27
– სანამ ყოვლისმცოდნე ხარ, ყოვლისმცოდნე ვერ იქნები, რადგან
ყოვლისმცოდნე ხარო, – უთხრა უფლისწულმა.
– განა ამ ქვევრის ყოვლისმცოდნეობას რამე აკლიაო?
– ყოვლისმცოდნეობაო.
– ისეთი რა ჰკითხე, რომ პასუხი ვერ მოგცაო?
– ახლა ვკითხავო, – მიუგო უფლისწულმა, – თუ ამ კითხვაზე მიპასუ-
ხებს, დავიჯერებ, რომ ყოვლისმცოდნე ყოფილაო.
– ჰკითხეო.
– ყოვლისმცოდნე ქვევრო, შენს ყოვლისმცოდნეობას, თუკი თავდა-
პირველად იყო ერთი და ერთისგან წარმოიქმნა ორი, მაშ, მითხარი, ერ-
თი მეტია თუ ორიო?
ყოვლისმცოდნე ქვევრმა ცისფერი ოხშივარი ამოუშვა. უფლისწული
და სიბრძნის ხელმწიფე უყურებენ და ელიან. ქვევრმა კიდევ ამოუშვა
ცისფერი ოხშივარი. თქმით კი არაფერს ამბობს. მესამედაც რომ ამოუშ-
ვა ცისფერი ოხშივარი და მაინც არაფერი თქვა, უეცრად ჩამობნელდა.
იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატყდა ზათქი და ზრიალი, საშინელი ქარბორბა-
ლა დატრიალდა. გამაყრუებელი გუგუნი იდგა, ცისფერი ელვა ელავდა
და ცა და მიწა ისე ტორტმანებდა, გეგონებოდათ ერთმანეთს შეასკდნე-
ნო. უფლისწულს თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. გონს რომ მოეგო,
ხედავს, სტიქიონი დამცხრალა. თავად კოშკის კართან დგას. კარის
ზღურბლზე სიბრძნის ხელმწიფე ჩამდგარა.
– ვხედავ, არ იშლი წასვლას, უფლისწულო, – უთხრა სიბრძნის ხელ-
მწიფემ, – მაგრამ, იცოდე, ამ კარს ისე ვერ გასცდები, მთელი შენი ცოდნა
აქ არ დატოვოო. ერთი კი შეკრთა უფლისწული, მთელი ცოდნა აქ თუ
დავტოვე, ბედნიერება როგორღა ვეძიოო, მაგრამ მამის ანდერძი მო-
აგონდა და გაბედულად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე სიბრძნის ხელ-
მწიფეც გაქრა და მისი კოშკიც. უფლისწულის მთელი ცოდნაც იმ კოშ-
კთან ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც ნატვრა, აღარც ცოდნა.
მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ

28
ცოტა იარა, ერთ გამოქვაბულს მიადგა. გამოქვაბული ისეთი ვიწროა, შიგ
ადამიანი ვერ შეეტევა. შემოსასვლელიც არსაითაა, რადგან ყოველი
მხრიდან ბნელი უფსკრული შემოსდგომია. რა ექნა უფლისწულს? სხვა
გზა არ ჰქონდა, ადგა და რის ვაივაგლახით შევიდა გამოქვაბულში, მი-
არღვევს გამოქვაბულს და მიდის. ცოტა რომ გაიარა, ხედავს, ძალის ქვე-
ყანაში ორი ყოვლისმძლეველი დედაბერია. ერთი ქვაზე დგას და ცდი-
ლობს ის ქვა ასწიოს, რომელზედაც დგას, მეორე კი უყურებს და იცინის.
გასცდა უფლისწული ძალის ქვეყანას და ახლა ნატვრის ქვეყანას მიად-
გა. ხედავს, აქაც ორი ნატვრის მზეთუნახავია. ერთი ნატვრისთვალს შეს-
ცქერის და ევედრება: „ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლის-
შემძლეობას, ისეთი ნატვრა მანატრე, რომელსაც ვერ შემისრულებო“.
მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ნატვრის ქვეყანასაც
და ახლა სიბრძნის ქვეყანას მიადგა. ხედავს, აქაც ორი სიბრძნის ხელ-
მწიფეა. ერთი ყოვლისმცოდნე ქვევრს შესცქერის დადა ევედრება: „ქვევ-
რო, ქვევრო, შენს ყოვლისშემძლეობას, აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ
გამოიცნო, ერთი მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო“, მეორე კი უყუ-
რებს და იცინის. გასცდა უფლისწული სიბრძნის ქვეყანასაც. იარა, იარა
და ხედავს, ერთ სასახლეში ორი დედოფალია. დგანან ეს დედოფლები
და კაპასობენ, არა მე უფრო ლამაზი ვარ და არა მეო. გასცდა უფლისწუ-
ლი მოშურნე დედოფლებს. ხედავს, ორი ძმა გაყრილა და ცალ-ცალკე
დასახლებულა. უმცროსი რომ დაიძინებს, უფროსი მის ეზოში შეიპარე-
ბა და სარჩო-საბადებელს ჰპარავს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო.
უფროსი რომ დაიძინებს, უმცროსი შეიპარება მის ეზოში და ახლა ის ჰპა-
რავს სარჩო-საბადებელს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. გასცდა უფ-
ლისწული ქურდ ძმებს. ხედავს, ორი ხელმწიფეა. ხელმწიფეებს ერთი-
მეორე სძულთ, ხმლებით მიიწევენ ერთმანეთზე და სასიკვდილოდ იმე-
ტებენ ერთმანეთს. გასცდა უფლისწული მოძულე ხელმწიფეებს. იარა,
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გამოქვაბულის ბოლოში გავიდა. გაიხე-
და და ხედავს, არც მიწაა, არც ცა, არც დღეა, არც ღამე. არაფერი არ არის
ისეთი, რომ კაცმა თქვას, ესა და ეს არისო. შეკრთა უფლისწული, მაგრამ

29
მამის ანდერძი გაახსენდა და გააბიჯა გამოქვაბულიდან. იმავ წამს გა-
მოქვაბული გაქრა. დარჩა უფლისწული სიცარიელეში. უცებ შორს თეთ-
რი ღრუბლები გამოჩნდა. დაინახა თუ არა უფლისწულმა ­თეთრი ღრუბ-
ლები, თვითონაც თეთრ ღრუბლად იქცა, ხოლო მის ირგვლივ ფერების
ქარავანი გაჩნდა. მიცურავს ღრუბელი – უფლისწული, ­მიჰყვებიან ფე-
რები, ლივლივებენ, ხტიან, ეთამაშებიან და ისე წკრიალებენ, რომ ამაზე
უფრო ტკბილი ხმა უფლისწულს თავის დღეში არ მოუსმენია. დიდხანს
იცურა ასე ღრუბელმა-უფლისწულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს მიადგა
ბედნიერების უკიდეგანო ზღვას, რომელსაც სახელი აქვს ზღვისა, თო-
რემ ისე ზღვა არ არის. უახლოვდება უფლისწული ზღვას. ხედავს, რომ,
როგორც კი ამ ზღვაში დაინთქმება, ბედნიერებას ეწევა. მიდის უფლის-
წული ზღვისკენ და მოდის ზღვა უფლისწულისკენ. მაგრამ იმ დროს, რო-
ცა ერთმანეთს მიადგნენ, უეცრად რაღაცამ დაკვესა, სამმა ელვამ – ლა-
ლისფერმა, ოქროსფერმა და ცისფერმა – ერთად იელვა და უფლისწულ-
მა ძმა დაინახა. ძმას ხელები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და გულის-
პირზეც სისხლი ეცხო. მაშინვე ზღვა უკუიქცა და გაუჩინარდა. გაკვირვე-
ბულმა უფლისწულმა მიიხედ-მოიხედა. ხედავს, ირგვლივ ტრიალი მინ-
დორია და თვითონ ამ მინდვრის შუაგულში დგას. უეცრად ტკბილზე
ტკბილი ხმა მოესმა:
– უფლისწულო, უფლისწულო!
უფლისწულმა ყური მიუგდო. ხმა მისივე მკერდიდან მოდიოდა. გა-
მოვიდა ხმა მკერდიდან, შრიალით მიმოიბნა მინდორში და იქაურობა
ულამაზეს წალკოტად აქცია. მერე ერთ ადგილას შეიკრიბა და, საცა შე-
იკრიბა, იქ უმშვენიერესი ქალწული გაჩნდა.
– რატომ არ შეხვედი, უფლისწულო, ბედნიერების ზღვაში, განა ­ამი-
სათვის არ იყავი წამოსულიო? – ჰკითხა ქალწულმა.
– ამისთვის ვიყავი წამოსულიო, – მიუგო უფლისწულმა, – მაგრამ
ბედნიერების ზღვას რომ მივადექი, უცებ ძმა დავინახე, ხელები სის-
ხლში ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხოო.

30
– მერე მაგან დაგაღონა? ბედნიერების ზღვაში ყველა მოგონება გაქ-
რებოდაო.
– უნდა დავბრუნდე უკანო, – თქვა უფლისწულმა, – სანამ ძმას
სისხლს არ მოვბან, ვერ მოვისვენებო.
– შენ რომ იცოდე, რა ქვეყანაა ეგ ქვეყანა, უკან დაბრუნებას გულშიაც
არ გაივლებდიო.
– ასეთი რა არისო?
– წამოდი, გაჩვენებო.
წაიყვანა ქალწულმა უფლისწული და ერთ ბექობთან მიიყვანა.
– აბა, გადაიხედეო!
უფლისწულმა გადაიხედა. ხედავს, ქვემოთ თვალუწვდენელი უფ-
სკრულია.
– ხედავო? – ჰკითხა ქალწულმა.
– ვერაო, – მიუგო უფლისწულმა, – თვალუწვდენელი უფსკრულის
მეტს ვერაფერს ვხედავო.
– კარგად დააკვირდი და დაინახავო.
დააკვირდა უფლისწული. უყურა, უყურა, დიდხანს უყურა თუ ცოტა
ხანს, ბოლოს უფსკრულის ძირას თავისი ქვეყანა დაინახა. ხედავს, ­სის-
ხლისფერია მისი ქვეყანა, სისხლის მზე ანათებს და სისხლის წვიმა აწ-
ვიმს. ქვეყნის შუაში სისხლის მდინარე მიედინება, მდინარის სათავეში
გველეშაპი ჩაწოლილა. შეკრთა უფლისწული, შეძრა ამ სანახაობამ, მაგ-
რამ თვალი მაინც არ მოაშორა. უყურა, უყურა, და, აჰა, ადამიანებიც გა-
მოჩნდნენ. ადამიანები ერთმანეთს დარევიან, კბილებით გლეჯენ ერ-
თმანეთს, ბრჭყალებით ფლეთენ, თქლაფათქლუფით ჭამენ ერთმანე-
თის ხორცს, სულმოუთქმელად სვამენ ერთმანეთის სისხლს, თან თვა-
ლებს აქეთ-იქით აცეცებენ, ახალ მსხვერპლს ეძებენ. შედრკა უფლისწუ-
ლი, შეზარა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინც არ მოაშორა. უყურა,
უყუ­რა და აჰა, ძმაც გამოჩნდა, სისხლით მოთხვრილ ხელში ხმალი უჭი-
რავს, გულისპირზეც სისხლი სცხია. ქურან ცხენზე ზის და ყიჟინით მიქ-
რის ვიღაცისაკენ, ვინც მისი მტერია. აგერთ, მტერიც გა­მოჩნდა. მიუახ-

31
ლოვდნენ ერთმანეთს და ხედავს უფლისწული, რომ ისიც, ვინც მისი
ძმის მტერია, მისი ძმა არის. მოიქნია უფლისწულის ერთმა ძმამ ხმალი
და წააცალა თავი უფლისწულის მეორე ძმას. იშხუვლა სისხლმა და შე-
ასკდა ცას. უფლისწულის ერთი ძმის მოკვეთილმა თავმა საწყალობელი
თვალებით შეხედა უფლისწულისმეორე ძმას. ამ დროს ცხენების თქა-
რათქური მოისმა და ორივე მხრიდან წამოვიდა ურიცხვი ლაშქარი. ხე-
დავს უფლისწული, რომ ყველანი მისი ძმები არიან. დაერივნენ უფლის-
წულის ძმები ერთმანეთს, დააყენეს სისხლის ზღვა, სისხლით შეღებეს
მთელი ქვეყანა. გული მოუკვდა უფლისწულს, ვეღარ გაუძლო ამ სანახა-
ობას, მოტრიალდა, პირქვე დაემხო და მწარედ ატირდა. დიდხანს იყო
ასე პირქვედამხობილი თუ ცოტა ხანს, ბოლოს ისევ მოესმა ქალწულის
ტკბილზე ტკბილი ხმა:
– ახლა ხომ ნახე, რა ქვეყანაა ის ქვეყანა, საიდანაც წამოხვედიო?
– ვნახეო.
– მაინც არ დაგიშლია იქ დაბრუნებაო?
– არაო, – მიუგო უფლისწულმა, – უნდა დავბრუნდეო.
– რა გაეწყობაო, – უთხრა ქალწულმა, – რაკი არ დაგიშლია, დაბრუნ-
დი, ოღონდ იცოდე, დიდი განსაცდელი გელისო.
იმავ წამს ქალწული გაქრა. მისმა ხმამ ჰაერში გაიშრიალა, უფლისწუ-
ლის მკერდში შემოვიდა და ახლა აქ გაიმეორა: „დიდი განსაცდელი გე-
ლისო“. ქალწულთან ერთად წალკოტიც გაქრა. გაიხედა უფლისწულმა
და ხედავს, დასაბრუნებელი გზა არსადაა. მინდვრის კიდეში დგას და იმ
მხარეს, საითაც უნდა წავიდეს, შავი უფსკრულია. რა ექნა უფლისწულს?
არ დაბრუნებულიყო, არ შეეძლო, დაბრუნებულიყო და, ეს თვალუწვდე-
ნელი უფსკრული როგორ გადაელახა! რაც არის, არისო, იფიქრა და უფ-
სკრულში გადადგა ნაბიჯი. უცებ ფეხქვეშ მიწა იგრძნო. მეორე ნაბიჯი გა-
დადგა და ისევ იგრძნო მიწა ფეხქვეშ. მიდის უფლისწული და გზა, რო-
მელიც აქეთობისას ნაბიჯ-ნაბიჯ ქრებოდა, ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩნდება.
იარა უფლისწულმა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთმანეთის მო-

32
შურნე დედოფლებს მიადგა. ყაყანებენ დედოფლები, კინკლაობენ და
სიბრაზისაგან სახე ორივეს დაღრეჯია.
– რა დაგემართათ, დედოფლებო, რა ვერ გაგიყვიათო? – ჰკითხა უფ-
ლისწულმა.
– ორნი დანი ვართო, – მიუგეს დედოფლებმა, – ორთავეს ჩვენ-ჩვენი
თავი გვგონია უფრო ლამაზი, ვერაფრით ვერ მოვრიგებულვართ. იქნებ
შენ მოგვარიგოო.
– თვალები გაცვალეთ და მორიგდებითო, – ურჩია უფლისწულმა.
გაცვალეს დედოფლებმა თვალები და შეხედეს ერთმანეთს.
– შენ უფრო ლამაზი ყოფილხარო! – უთხრა ერთმა.
– არა, შენ უფრო ლამაზი ხარო, – მიუგო მეორემ.
გაიხარეს დედოფლებმა და გადაეხვივნენ ერთმანეთს. განაგრძო
უფლისწულმა გზა და ახლა ქურდ ძმებს მიადგა. ძმები ისე დალეულან,
ლანდებსღა გვანან.
– რა დაგმართნიათო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ერთმანეთის შიშით ძილი ვერ გაგვიბედიაო, – მიუგეს ძმებმა.
– მე რომ დავიძინო, ეგ მაშინვე სარჩო-საბადებელს მომპარავს და
თავის შვილებს წაუღებსო, – თქვა უფროსმა.
– მე რომ დავიძინო, ეგ მომპარავს სარჩო-საბადებელს და თავის შვი-
ლებს წაუღებსო, – თქვა უმცროსმა.
– ერთმანეთს ვდარაჯობთ და ორივენი ზეზეურად ვდნებითო, –
თქვეს ძმებმა, – აღარ ვიცით რა ვქნათ. იქნებ შენ გვირჩიო რამეო.
– შვილები გაცვალეთო, – უთხრა უფლისწულმა.
გაცვალეს ქურდმა ძმებმა შვილები და მაშინვე შერიგდნენ. აღარც
ქურდობენ, აღარც ერთმანეთს დარაჯობენ. ცხოვრობენ ერთად და შიში
არაფრისა აქვთ. განაგრძო უფლისწულმა გზა და ახლა მოძულე ხელმწი-
ფეებს მიადგა. იბრძვიან ხელმწიფეები, არ ინდობენ ერთმანეთს და
ორივე სისხლისგან იცლება.
– რა გაჩხუბებთო? – ჰკითხა უფლისწულმა.

33
– ერთმანეთის სიძულვილიო, – მიუგეს ხელმწიფეებმა, – დასანახა-
ვად ვერ ვიტანთ ერთმანეთს, ვერაფერმა ვერ შეგვარიგაო.
– გულები გაცვალეთ და შერიგდებითო, – ურჩია უფლისწულმა.
გაცვალეს ხელმწიფეებმა გულები. წამსვე ერთმანეთი შეუყვარდათ,
გადაყარეს ხმლები, გადაეხვივნენ ერთმანეთს და გაიცინეს. უფლის-
წულმა განაგრძო გზა. იარა, იარა და ცისფერ ჭიშკარს მიადგა. ჭიშკარ-
თან ცისფერი მოხუცი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ცისფერმა მოხუცმა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიე-
რების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა შინ ვბრუნდებიო.
– წამოსვლა ადვილი იყო, დაბრუნებაა ძნელიო, – უთხრა ცისფერმა
მოხუცმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც ზემოდან გა-
დაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თავისით გაიღე-
ბა და გზას მოგცემს, თუ არა და სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ჩემს ყოვლისმცოდნე ქვევრს ვერ გაუგია, ერთი
მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო?
– ის მიზეზია, რომ შენს ყოვლისმცოდნე ქვევრს ფსკერი აქვსო, –
­მიუგო უფლისწულმა, – ფსკერი რომ არ ჰქონდეს, ისეთ ქვეყანას დაი­ნა-
ხავდა, სადაც შვილი თავის მამის მშობელიაო.
ცისფერმა მოხუცმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ცისფერი ჭიშკარი და დაუბრუნდა მთელი ­თა-
ვისი ცოდნა. განაგრძო გზა. იარა, იარა და ახლა ოქროსფერ ჭიშკარს მი-
ადგა. ჭიშკართან ოქროსფერი მზეთუნახავი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ოქროსფერმა მზეთუ-
ნა­ხავმა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიე-
რების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა შინ ვბრუნდებიო.

34
– წამოსვლა ადვილი იყო, დაბრუნებაა ძნელიო, – უთხრა ოქროს-
ფერმა მზეთუნახავმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც
ზემოდან გადაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თა-
ვისით გაიღება და გზას მოგცემს, თუ არა და სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ჩემს ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს არ შეუძ-
ლია ისეთი ნატვრა მანატროს, რომელსაც ვერ შემისრულებსო?
– ის მიზეზია, რომ შენს ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს ზომა და
წონა აქვსო, – მიუგო უფლისწულმა, – ზომა და წონა რომ არ ჰქონდეს,
ისეთ ქვეყანას დაინახავდი, სადაც კაცი თავისსავე ჩრდილში ისვე­ნებ-
სო.
ოქროსფერმა მზეთუნახავმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ოქროსფერი ჭიშკარი და ყველა თავისი ნატ-
ვრა დაუბრუნდა. განაგრძო გზა. იარა, იარა და ახლა ლალისფერ ჭიშ-
კარს მიადგა. ჭიშკართან ლალისფერი დედაბერი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ლალისფერმა დედა­ბერ-
მა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიე-
რების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა უკან ვბრუნდებიო. – წა-
მოსვლა ადვილი იყო, დაბრუნებაა ძნელიო, – უთხრა ლალისფერმა დე-
დაბერმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც ზემოდან გა-
დაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თავისით გაიღე-
ბა და გზას მოგცემს, თუ არა და სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ყოვლისმძლეველი ხმლის პატრონს ის ქვა ვერ
ამიწევია, რომელზედაც ვდგავარო?

35
– ის მიზეზია, რომ შენი ყოვლისმძლეველი ხმალი ბასრიაო, – მიუგო
უფლისწულმა, – ბასრი რომ არ იყოს, ისეთ ქვეყანას დაინახავდი, სადაც
გველეშაპი თავისსავე თავს ყლაპავსო.
ლალისფერმა დედაბერმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ლალისფერი ჭიშკარი და წამსვე ძალ-ღონე
დაუბრუნდა. განაგრძო გზა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ
გზაჯვარედინს მიადგა. გზაჯვარედინის სამ მხარეს სამი სვეტი იდგა. ერ-
თზე ეწერა: „ვინც აქეთ წავიდეს, ადრე დაბრუნდეს“, მეორეზე ეწერა:
„ვინც აქეთ წავიდეს, გვიან დაბრუნდეს“, მესამეზე ეწერა: „ვინც აქეთ წა-
ვიდეს, ვეღარ დაბრუნდეს“. გახედა უფლისწულმა ადრედასაბრუნებელ
გზას, გახედა გვიანდასაბრუნებელ გზას და ვეღარდასაბრუნებელ გზას
დაადგა. იარა, იარა, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარა, ბევრი იარა თუ
ცოტა იარა, ბოლოს თავის ქვეყანას მიადგა.
ხელმწიფემ რომ გაიგო, ძმა დამიბრუნდაო, გახარებული შემოეგება
წინ. ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მერე დასხდნენ და თავთავიანთი
ამბავი თქვეს.
– სად იყავი და რა ნახეო? – ჰკითხა უფროსმა ძმამ უმცროსს.
– ძლევის ქვეყანა გავიარე და ძალა დავტოვე, ნატვრის ქვეყანა გავია-
რე და ნატვრა დავტოვე, სიბრძნის ქვეყანა გავიარე და სიბრძნე დავ­ტო-
ვეო, – მიუგო უმცროსმა.
– ბედნიერება თუ იპოვეო?
– ძლევის ქვეყანაში რომ ძალა დავტოვე, ძალად ვიქეც, ნატვრის ქვე-
ყანაში რომ ნატვრა დავტოვე, ნატვრად ვიქეც, სიბრძნის ქვეყანაში რომ
სიბრძნე დავტოვე, სიბრძნედ ვიქეც. ბოლოს ბედნიერების კარსაც მივა-
დექი. რომ შევსულიყავი, ბედნიერებად ვიქცეოდი, მაგრამ შენთან ვე-
ღარ დავბრუნდებოდი და ამბავს ვეღარ მოგიტანდი. ამიტომ წამოსვლა
ვამჯობინე. შენ რაღა ჰქენიო?

36
– შვიდი ომი გადავიხადე და შვიდჯერ გავიმარჯვეო, – მიუგო უფროს-
მა, – სისხლი ბევრი დაიღვარა, მაგრამ მტერი არ გავახარე. ახლა ქვეყა-
ნაში მშვიდობიანობაა და ხალხიც ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობ-
სო.
დარჩა უმცროსი უფლისწული ძმასთან. დადიოდა მთელ ქვეყანაში
და ბედნიერების ამბავს ყვებოდა.
გამოხდა ხანი. ერთხელ მეზობელი ქვეყნის ურიცხვი ლაშქარი
სა­ომრად წამოვიდა. ხელმწიფემ ქუდზე კაცი იხმო და ბრძოლის ველს
­მიაშურა. ომი რომ დაიწყო, ხედავს, მუხლი მოდუნებია მის ლაშქარს,
მკლავი ძველებურად არ ემორჩილება, ხმალი უწინდებურად არ უჭრის.
იძალა მტერმა დასუსტებულ ლაშქარზე, დარჩა მტერს გამარჯვება. უკუ-
იქცა ხელმწიფე თავისი ჯარით. ძლიერ დაღონდა, ვერ გაეგო ლაშქრის
ასეთი დაძაბუნების მიზეზი. შეჰყარა ნაზირ-ვეზირები და რჩევა ჰკითხა,
იქნებ ვინმემ იცოდეთ, რა ამბავია ჩვენს თავს, რა სჭირს ჩვენს ძლევამო-
სილ ლაშქარსო, მაგრამ ნაზირ-ვეზირებმა არა იცოდნენ რა. მაშინ
თქვეს, სასახლის მახლობლად ერთი მოხუცი მისანი ცხოვრობს, ყველა-
ფერი იცის, ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს ხედავს, იმას ეცოდი-
ნება, თუ ეცოდინება ჩვენი უბედურების მიზეზიო.
– საჩქაროდ აქ მომგვარეთო! – ბრძანა ხელმწიფემ.
მოიყვანეს მისანი. ასე და ასეა ჩვენი საქმეო, უთხრა ხელმწიფემ,
­აქამდე ძლევამოსილი ლაშქარი უეცრად დაუძლურდა და მიზეზი ვერ
გაგვიგიაო.
– ძველი სარკის ნატეხი მომეცითო, – თქვა მისანმა, – ერთი ძველი
ქვაბიც მომიტანეთ და ბუხარში ცეცხლი ამინთეთო.
წამსვე შეუსრულეს ყველაფერი, რაც მოითხოვა. მისანმა ქვაბი ­ცეც-
ხლზე შემოდგა, შიგ შელოცვილი წყალი ჩაასხა, ბალახ-ბულახი ­ჩაჰყა-
რა, დიდხანს ურია, დიდხანს ადუღა, დიდხანს აორთქლა, სარკის ნატეხი
ხელში დაიჭირა, თვალგაშტერებით დააცქერდა და აბუტბუტდა. ბო-
ლოს თქვა:

37
– გავიგე, დიდო ხელმწიფევ, შენი ლაშქრის დაუძლურების მიზეზი,
მაგრამ თქმა მიმძიმსო.
– როგორც არ უნდა გიმძიმდეს, მაინც უნდა თქვაო, – უბრძანა ხელ-
მწიფემ. – სანამ შენი ძმა ცოცხალია, მტერს ვერაფერს დააკლებო, –
თქვა მისანმა, – შენს ლაშქარს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება ძალა, რო-
ცა ძმას სიკვდილით დასჯიო.
დაღონდა ხელმწიფე, აღარ იცოდა რა ექნა. როგორ გაემეტებინა სა-
სიკვდილოდ საყვარელი ძმა? მტერი კი წინ მოიწევდა და თანდათან უახ-
ლოვდებოდა სასახლეს.
უმცროსმა ძმამ რომ მისნის წინასწარმეტყველება გაიგო, წამსვე უფ-
როს ძმას ეახლა და უთხრა:
– თუ ჩემი სიკვდილი იხსნის ქვეყანას, მე მზადა ვარო.
უარზე დადგა უფროსი, ძმის ცოდვას ვერ დავიდებო, მაგრამ ­უმ-
ცროსმა არ დაიშალა, რაღა ხელმწიფე იქნები, მთელი ქვეყანა თუ ერთ
კაცს ანაცვალეო.
– იქნებ ტყუის ის მისანიო? – თქვა უფროსმა.
– არა ტყუისო, – მიუგო უმცროსმა, – მე ბედნიერების ამბავი მოვიტა-
ნე და არა ბედნიერებაო.
მწარედ იტირა უფროსმა. ცოცხლივ გამოიგლოვა ძმა და გადასცა ჯა-
ლათებს. გაიყვანეს უმცროსი უფლისწული მოედანზე და თავი მოჰკვე-
თეს.
იმავ წამს მუხლი კვლავ გაუმაგრდა ლაშქარს, მკლავი ძველებურად
დაემორჩილა, ხმალმაც უწინდებურად გაუჭრა. ომახიანი ყიჟინით ­შეუ-
ტიეს მტერს და სულ კუდით ქვა ასროლინეს.
გაიმარჯვა ხელმწიფემ, მაგრამ გამარჯვებამ სიხარული ვერ ­მოჰგვა-
რა. დღე იყო თუ ღამე, თვალწინ სულ ძმა ედგა. გული დამძიმებული
ჰქონდა და შუბლი შეკრული. ბოლოს დარდისგან დასნეულდა კიდეც და
ლოგინად ჩავარდა.
ორი ვაჟი ჰყავდა ხელმწიფეს, ორივე ერთიმეორეზე უკეთესი, ორივე
ჩაუქი და ქველი. რა შეატყო, ჩემი აღსასრულის დღე ახლოვდებაო, მო-

38
უხმო შვილებს, უფროსს ტახტი დაულოცა და სახელმწიფოს პატრონობა
ჩააბარა, უმცროსს კი ასე უთხრა:
– მწარე ხვედრი მოგიმზადე, ჩემო შვილო. უნდა წახვიდე და, სანამ
პირში სული გიდგას, ბედნიერება უნდა ეძიო. მძიმე გზა გელის და დიდი
განსაცდელი. იქნებ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე, ან დაბრუნდე და, ვინც
მადლიერი უნდა გყავდეს, მისი ხელით მოკვდე, მაგრამ სხვა გზა არა
გაქვს. წადი და ეძიე ბედნიერებაო.
ესა თქვა ხელმწიფემ და აღესრულა.
ტახტზე უფროსი ვაჟი ავიდა. როდესაც მისი კურთხევის ზეიმი გას-
რულდა, უმცროსი ძმა ეახლა, მამის ანდერძი გაახსენა და გამგზავრების
ნებართვა გამოსთხოვა. უფროსს უმძიმდა ძმასთან განშორება, მაგრამ
რა ექნა, მამის ნებას ხომ არ გადავიდოდა! ძმები მხურვალედ გადაეხ-
ვივნენ ერთმანეთს და ჭაბუკი უფლისწული გზას გაუდგა...
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.

ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და -


მწყემსი ქალისა

...როგორც მოგახსენეთ, „იყო და არა იყო რა“ ისეთი გასაღებია, რო-


მელიც ორივე კარს აღებს – წინასაც და უკანასაც... ესეც არ იყოს, რაკი
სიზმრის არარეალურობის ერთადერთი საბუთი გამოღვიძებაა, განა
ცხადიც სიზმარი არ აღმოჩნდება, როცა გამოგვეღვიძება?..
უცნობი ავტორი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! დიდი, დიდი ხნის
წინ, იმ დროს, როდესაც ჯერ მზეს ლაქები არ დასტყობოდა, ოზონის სა-
ბანი არ გარღვეულიყო და ბუნებას მოვლა-პატრონობა არ სჭირდებოდა,
ამ ცოდვიანსა და კურთხეულ მიწაზე იყო ერთი თავისთავადი ქვეყანა,
რომელსაც მორჭმული და, შეძლებისდაგვარად, სამართლიანი ხელმწი-

39
ფე განაგებდა. დედოფალიც შესაფერისი ესვა ხელმწიფეს – ლამაზი,
ზვიადი და ზომიერად ჭკვიანი. ცოლ-ქმარს მზე და მთვარე ერთმანეთზე
ამოსდიოდათ, ქვეყნად მშვიდობა სუფევდა და მტერმა და მოყვარემ
თავთავისი ადგილი იცოდა. მაგრამ, როგორც წუთისოფლის წესია, მათი
სიამტკბილობის მოწმენდილ ცაზე ერთი საწვიმარი ღრუბელი მაინც
დაცურავდა: შვილი არ ეძლეოდათ. თუმც კი ხელმწიფე და დედოფალი,
თავიანთი მხრივ, ცდას არ აკლებდნენ, დიდხანს მაინც ყოველივე ამაო
იყო და იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა უმემკვიდრეოდ გადაგებუ-
ლიყვნენ და ქვეყანა უპატრონოდ დარჩენოდათ, ზოგჯერ სასოწარკვე-
თას ეძლეოდნენ და თვალზე მომდგარ ცრემლს ერთმანეთის მალულად
იწმენდდნენ. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უფალმა ღმერთმა – მისი მოწ-
ყალე კალთა ფარავდეს ამ წიგნის ყველა წამკითხველს – მოხედა მათს
გასაჭირს და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ცოლ-ქმარი უკვე ხანში იყო შე-
სული და იმედიც გადაწურული ჰქონდათ, დედოფალი ფეხმძიმედ შეიქ-
ნა. ეს რომ ხელმწიფემ შეიტყო, სიხარულით ცას ეწია. ის კი არა – ბედ-
ნიერებით გაბრუებული, ცოტა არ იყოს, მდაბიურად ატროკდა და, თით-
ქოს ხელმწიფე კი არა ერთი ვინმე ჭოკით მხტომელი ყოფილიყოს, რო-
მელმაც სხვა ჭოკით მხტომელები დაჯაბნა, ტახტის ირგვლივ სირბილსა
და მუშტების ქნევას მოჰყვა. დარბოდა, მუშტებს იქნევდა და ნიშნისმო-
გებით გაიძახოდა: „ნახეთ, ნახეთ, ამ სიბერეში ეს რა საგმირო საქმე ჩა-
ვიდინეო!“. მართალია, ცხრა თვის თავზე, როდესაც დედოფალს შეეძი-
ნა არა ვაჟი, როგორც ზღაპარი და სამართლიანობა მოითხოვს, არამდე
ქალი, ცოტა კი გაუნელდა სიხარულის ცეცხლი, მაგრამ ღმერთს მაინც
მადლობა შესწირა და დიდი ლხინიც გადაიხადა, ვინაიდან შვილი, რაც
არ უნდა იყოს, მაინც შვილია და, გარდა ამისა, პატარა ქალი იმთავითვე
ისეთი იყო, ავ თვალს არ ენახვოდა, მერე ხომ, რაც უფრო იზრდებოდა,
სულ უფრო მშვენდებოდა და მშვენდებოდა. მალე მისი სილამაზის ამ-
ბავმა ქვეყნიერების კიდით კიდემდე მიაღწია. აღტკინებული კარის პო-
ეტები (კარის პოეტების ამბავი მოგეხსენებათ) გრძელ-გრძელ ლექსებს
თხზავდნენ და გოგონას ქებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ერთი თუ

40
იტყოდა – დილით რომ ცადატყორცნილი კოშკის სარკმელს მოადგება
და ღიმილით გაცისკროვნებულ პირისახეს ქვეყანას დაანახვებს, ჩამ-
ცხრალი და გაცრეცილი მზე ღრუბლებს უკან იმალება და შერცხვენილი
იქ ჩუმად იცრემლება და იმდუღრებაო, მეორე იტყოდა – დილით რომ
ცადატყორცნილი კოშკის სარკმელს მოადგება და ღიმილით გაცის-
კროვნებულ პირისახეს ქვეყანას დაანახვებს, დარეტიანებულ დედამი-
წას ტანში ცხელი ჟრუანტელი უვლის, ერთიანად ტოკავს, გული გამალე-
ბით უცემს და ესოდენ გახშირებული მიწისძვრების მიზეზიც სწორედ ეს
არისო. შესაძლოა, კარის პოეტები ცოტას აჭარბებდნენ (კარის პოეტების
ამბავი მოგეხსენებათ), მაგრამ იმის უარყოფა კი არ შეიძლება, რომ
ხელმწიფის ქალის კოშკი მართლა ძალიან მაღალი იყო.
ხელმწიფის ქალს, რაღა თქმა უნდა, ისე უვლიდნენ, როგორც
ხელმ­წიფის ქალს ეკადრება. მთელი სასახლე, დიდიან-პატარიანად,
ზედ დაჰკანკალებდა და დაჰფოფინებდა. აღმზრდელად ერთი მოხუცი
მამიდა მიუჩინეს, რომელსაც, თუ სიმართლე გინდათ, ძველი უფრო ეთ-
ქმოდა, ვიდრე მოხუცი, ვინაიდან მისი ასაკი დედამიწის ზურგზე რა ხა-
ნია უკვე აღარავის ახსოვდა და დაბეჯითებით არც ის იცოდა ვინმემ, თუ
სახელ­დობრ, ვისი მამიდა იყო. ხელმწიფის დიდი პაპიდან მოყოლებუ-
ლი, სამეფო გვარის მთავარი შტო სულ მის ხელში გაიზარდა და, გარდა
იმისა, რომ თავისი საქმე ჩინებულად იცოდა, სხვაც მრავალი გამორჩეუ-
ლი თვისება ჰქონდა: ცოტა გრძნეული იყო, ცოტა გულთმისანი, ცოტა კუ-
დიანი და, როგორც ძველი და დამსახურებული პედაგოგი – მკაცრი, მომ-
თხოვნი და გულისხმიერი. ხელმწიფის ქალიც, თუ მაინცდამაინც მშობ-
ლებს არ ჩავთვლით, მასავით არავის უყვარდა. რაკი ასეთი საიმედო გა-
დია ­ჰყავდათ, ის სამი მოწიფული გველეშაპი, რომლებიც კლდეთა და
ღრეთა დიდმა მთავარმა საგანგებოდ კოშკის დასაცავად უძღვნა ამ
ჩვენს ხელმწიფეს, იმთავითვე უსაქმოდ დარჩნენ. ერთხანს კი აბრია-
ლეს თვალები უმისამართოდ და ცეცხლის ენებიც თავმოწონებით კლაკ-
ნეს, მაგრამ უქმად გდებისგან მალე ყინწი მოსწყდათ და ჩაეძინათ, ხო-
ლო რაკი ხედავდნენ, გაღვიძებას აზრი არა ჰქონდა, ძილშივე გაიპარნენ,

41
თანდათან მიწას შეეზარდნენ და ბოლოს სამ მოზრდილ ბორცვად იქ-
ცნენ, რომლებზედაც მოგვიანებით დიდგვაროვანი გოგო-ბიჭები ჭყივი-
ლით დასდევდნენ ერთმანეთს.
ხელმწიფის ქალი, როგორც ითქვა, რაც უფრო იზრდებოდა, მით უფ-
რო მშვენდებოდა. ცამეტი წლისა რომ შეიქნა, ისეთი დადგა, რაც კი იმ
არემარეზე მზეთუნახავი მოიძევებოდა, ყველა პირწმინდად დაჩრდი-
ლა და, თუ კარის პოეტებს დავუჯერებთ, მზე და მთვარეც ზედ მიაყოლა.
გოგონას მთელი სასახლე სულში იძვრენდა. მსახურები და მოახლეები
ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ბედნიერი მშობლები ყველა სურვილს უსრუ-
ლებდნენ, და მხოლოდ გადია, პედაგოგიური ალღოთი და დიდი გამოც-
დილებით თავით ფეხამდე შეიარაღებული, ფრთხილობდა და ზედმე-
ტად არ ანებივრებდა. ზედმეტი განებივრება ადამიანს ვნებსო, იტყოდა
ხოლმე.
მაგრამ, რასაც ბედისწერა გადაგვიწყვეტს, იმას სიფრთხილით ვერას
ვუშველით.
სასახლის ეზოს ერთი ვრცელი, შორ მანძილზე გადაჭიმული ტყე ეკ-
ვროდა. ერთხელ ხელმწიფის ქალს იმ ტყეში გასეირნება მოეგუნება და
თავისი სურვილი გადიას გამოუცხადა. გადიამ ხმის კილოზე შეატყო,
რომ გოგონას წადილი ისეთი იყო, ვერავითარი პედაგოგიური გამოცდი-
ლებით ვეღარ გადაათქმევინებდა, ამიტომ, როგორც წინდახედულ აღ-
მზრდელს შეეფერება, დათანხმება ამჯობინა და, მართლაც, ერთ
მშვე­ნიერ დღეს (ჩვენი ზღაპარიც, არსებითად, აქედან იწყება) ხელმწი-
ფის ქალმა ჩაიცვა დასავლეთის დიდი გამგებლის ნაჩუქარი ჯინსი, პირ-
ში ჩაიდო აღმოსავლეთის დიდი მპყრობელის მოძღვნილი კევი და საყ-
ვარელ გადიასთან ერთად ტყეში სასეირნოდ წავიდა.
სწორი გითხრათ, მე თვითონაც პირველად იმ დღეს მოვკარი თვალი.
საერთოდ, მანამდე მზეთუნახავი არასოდეს მენახა და – ცოდვა გატე-
ხი­ლი ჯობს – დანამდვილებით არც ვიცოდი, მართლაც არსებობდნენ
თუ ყველაფერი პოეტებისა და მეზღაპრეების მოგონილი ჭორი იყო. არ
დაგიმალავთ – ეს ეჭვები საბოლოოდ ვერც ხელმწიფის ქალმა გამიფან-

42
ტა. არ ვიცი, შესაძლოა, მზეთუნახავების შესახებ მთლად მართებული
წარმოდგენა არა მქონდა. ყოველ შემთხვევაში, წინასწარ რომ არ მცოდ-
ნოდა, მის მზეთუნახაობას, ალბათ, ვერც დავიჯერებდი. განა არა – ძა-
ლიან ლამაზი იყო. ზღვასავით ლურჯ, შუქმფენარე თვალებზე რომ არა
ვთქვათ რა, ან ოქროსფრად მბზინავ ბულულა თმაზე, ან პატარა, კოხტა,
ჭეშმარიტად არაამქვეყნიურ ცხვირზე, ან თხელ, სანიმუშო ყურებზე, ან
გრძელ, ცოტა გაკვირვებით აპრეხილ წამწამებზე, ისედაც უცხოდ
ბრწყი­ნავდა და სახეზე ნათელი გადასდიოდა, რომელსაც ირგვლივ
კარგა დიდ მანძილზე ჰფენდა. საერთოდ, ისე საყვარლად მიკუნტრუ-
შობდა ტყის ვიწ­რო ბილიკზე ჭრელ ყვავილებს შორის – რომ შეხედავ-
დით, თვალს ვერ მოწყვეტდით, მაგრამ, რა ვქნა და, ისეთი მაინც ვერა
შევამჩნიე რა, რითაც მზეთუნახავი მზეთნანახავისაგან უნდა გამოირჩე-
ოდეს. გულში ისიც კი ვიფიქრე, მგონი სადღაც მინახავს-მეთქი. იმიტომ
რომ, ნაცნობი, შედარებით ჩვეულებრივი პატარა ქალებისა არ იყოს,
რომლებიც ბავშვობის ასაკს ჯერ საბოლოოდ არ გასცდენიან, ხელმწი-
ფის პატარა ქალსაც მკლავები გრძლად დასთრევდა და სხეულის ნაწი-
ლები სულ ცალ-ცალკე გაურბოდა, რის გამოც მის დანახვაზე, თუ აღტა-
ცების დამალვა ძნელი იყო, არც ღიმილის დამალვა იყო იოლი.
მაგრამ, ასეა თუ ისე, ხელმწიფის ქალი ხელმწიფის ქალია და, თუნდ
მის მზეთუნახავობაში ცოტა დაეჭვებული ვიყოთ, მაინც ხელმწიფის ქა-
ლია
ახლა კი ეს ჩვენი სავარაუდო მზეთუნახავი მცირე ხნით აქ დავტო-
ვოთ – გვერდით ისეთი გადამღრძვალი და მრავლისმომსწრე გადია ახ-
ლავს, საშიში არა არის რა – დაე, იხტუნოს ერთხანს უბრალო გოგონასა-
ვით, თავადაც გაერთოს და ტყის ბინადარნიც, ვისაც კი მზეთუნახავების
არსებობა სჯერა, გაართოს და გაახალისოს, ჩვენ კი ამასობაში ამ დიდ
ტყეს გადავუაროთ და ისა ვნახოთ, თუ გადაღმა რა ხდება...
...დიდი ტყის გადაღმა ცხოვრობდა ერთი მწყემსი ბიჭი, რომელსაც
ერთადერთი თეთრი ცხვარი ებარა და ამ თეთრი ცხვრის გარდა მთელ
ამოდენა დუნიაზე არავის უყვარდა. სევდიანი ამბავია, მაგრამ სიმარ-

43
თლეა და სიმართლის დამალვა აბა როგორ იქნება! საქმე ის გახლავთ,
რომ ბიჭს დედა ადრე მოუკვდა და მამამისმა სხვა ქალი შეირთო. ენა ად-
ვილად იტყვის, სხვა ქალი შეირთოო! სინამდვილეში დედინაცვალი
ისეთი ავი და ღვთის გარეგანი გამოდგა, კლასიკური ზღაპრების სახელ-
განთქმული დედინაცვლებიც კი სასოებით პირჯვარს იწერდნენ და, ეს
რა ვნახეთ, გენაცვაო, გაკვირვებულები მხრებს იჩეჩავდნენ. მაშ! საბრა-
ლო ბიჭი დასანახავად ეჯავრებოდა. ზოგი, ალბათ, იტყვის: კარგი და პა-
ტიოსანი, მაგრამ მამა არა ჰყავდაო?! ჰყავდა, როგორ არა, ოღონდ ეგ
არის, ზოგი მამის ყოლას უყოლობა ჯობს. ხომ გაგიგონიათ, რაც უფრო
მეტ ხორცს დაიყრი, სული მით უფრო დაგიბნელდებაო?! არა? მე გამი-
გონია, თანაც ისეთი ბრძენისგან გამიგონია, დაეჯერება კიდეც. მწყემსი
ბიჭის მამას კი სული ისეთი პაწაწკინტელა ჰქონდა, საერთოდ ჰქონდა
თუ არა, ისიც საკითხავია. სამაგიეროდ, ხორცი ეყარააა!.. ხორცი ეყარა,
რომ ხორცის ზვინი გეგონებოდათ. რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთი იმ-
დაგვარი დონდლო და უნდილი ვინმე იყო, ცოლები რომ ხელად თავი-
ანთ ჭკუაზე გადაიყვანენ ხოლმე. ასე რომ, საბრალო ბიჭი თავისი ერთა-
დერთი თეთრი ცხვრის გარდა ამქვეყნად არავის უყვარდა, მარტო
ცხვრის სიყვარული კი, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა ბიჭი ბიჭობას
ამთავრებ და კაცობაში შედიხარ – ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება – ვე-
რაფერი ნუგეშია.
ბიჭი თავის მწარე ცხოვრებას (ან კი სხვა რა გზა ჰქონდა), როგორც
შეეძლო, ურიგდებოდა. თავი რომ რითიმე შეექცია, ლერწმის ღეროსგან
სალამური გამოთალა და, როცა ცხვარს საძოვარზე წაიყვანდა, თვითონ
ხის ძირას ჩამოჯდებოდა და ნაღვლის გასაქარვებლად იმ სალამურს აკ-
ვნესებდა. ბევრი აკვნესა თუ ცოტა (ბევრი აკვნესა), ისე დაოსტატდა – ის
რომ სალამურის დაკვრას დაიწყებდა, ბულბულებიც კი გაჩუმდებოდნენ
ხოლმე და განაბული ყურს უგდებდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს (რაღა თქმა უნდა, ეს იგივე მშვენიერი დღე იყო,
ხელმწიფის პატარა ქალი რომ გადიასთან ერთად ტყეში წავიდა სასეირ-
ნოდ), ბიჭმა ცხვარი მინდორში გაუშვა, თვითონ, ჩვეულებისამებრ, ხის

44
ძირას დაჯდა და სალამურს ჩაჰბერა. ცხვარი ერთხანს მადიანად შეექ-
ცეოდა ნოყიერ ბალახს, მერე უეცრად ძოვა შეწყვიტა, თავი აიღო და – არ
ვიცი, რა ბზიკმა უკბინა – პირდაპირ ტყეს მიაშურა. ვინც ცხვრის ამბავი
იცის, ალბათ, ნიშნისმოგებით წამომძახებს, აბა, ცხვარს ტყეში რა უნ-
დაო, და იქნებ ცრუმეზღაპრეობაც დამწამოს, მაგრამ, ჯერ ერთი, ტყუ-
ილის თქმას რა მრჯის, და მეორეც, ტყუილის თქმა რომ მინდოდეს, განა
ისეთ ტყუილს ვერ მოვიგონებდი, მართალს ჰგავდეს! ვთქვათ, ­ცხვრის
მაგიერ თხას ვიტყოდი და ყველაფერი რიგზე იქნებოდა. თხა ხომ ისე
დაბღოტიალობს ტყესა და ღრეში, ქაჯებსა და ეშმაკებსაც კი შეშურდე-
ბათ! მაგრამ ცხვარი იყო და რა ვქნა! როგორ მოხდა, არ ვიცი. იქნებ გულ-
მა უგრძნო რამე, იქნებ ბედისწერამ გადაწყვიტა ეგრე, იქნებ რომელიმე
მოწყენილმა ჯადოქარმა გართობა მოიწადინა და – ჯადოქრებს რას გა-
უგებ! – ამ ჩვენს ცხვარზე შეაჩერა არჩევანი. ერთი სიტყვით, რატომ არ
ვიცი, მაგრამ ადგა ეს ცხვარი და პირდაპირ ტყისკენ გასწია. ამის დანახ-
ვაზე ბიჭმა სალამურის დაკვრა მიატოვა, წამოხტა და თავს დაუარა, რომ
კვლავ მინდორზე გამოეგდო, მაგრამ რა შეატყო, არა გამოსდიოდა რა,
ხელი ჩაიქნია და თვითონაც უკან მიჰყვა – აბა, ერთი, სა­დამდე ივლისო.
ცხვარმა კი იარა, იარა და შუაგულ ტყეში შევიდა. იქ ერთ პატარა,
მრგვალ, ბებერი ხეებით შემოზღუდულ მდელოზე შეჩერდა და, თითქოს
ეს მდელო იყო, რაზეც მისი ცხვარი მამა-პაპა და მთელი მისი ცხვარი წი-
ნაპრები გაჩენის დღიდან ოცნებობდნენო, ხარბად დაიწყო ძოვა. მაშინ
ბიჭიც იქვე ჩამოჯდა ერთი ჯადოსნური პანტის ძირას და კვლავ სალამუ-
რის დაკვრა დაიწყო.
ტყის მეორე მხრიდან კი ამ დროს ხტუნვა-ხტუნვით, თამაშ-თამაშით,
ჭყივილ-ჭყივილით მოქროდა ხელმწიფის პატარა ქალი და უკან აქლო-
შინებული გადია მოსდევდა. გადია დაიღალა, ერთი-ორჯერ თავიც შე-
აბრალა ხელმწიფის ქალს – გვეყოფა სირბილი, ჩემო ანგელოზო, მეტი
აღარ შემიძლიან, განა არ იცი, რა ხნისა ვარო! მაგრამ ხელმწიფის ქალს,
აბა, საიდან ეცოდინებოდა, რა ხნისა იყო გადია, ან ის საიდან ეცოდინე-
ბოდა, თუკი თვითონ შეეძლო სირბილი, გადიას რატომ არ უნდა შეს-

45
ძლებოდა! და, საერთოდ, ვინ იცის, იქნებ მასაც ბედისწერა მიარბენი-
ნებდა!
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, შუაგულ ტყეს რომ მიატანეს, გა­დიას
დაღლილობისაგან საბოლოოდ გასწყდა ქანცი და ხელმწიფის ქალს
უთხრა:
– მე აქ ჩამოვჯდები, შენ კი ახლო-მახლო ითამაშე. ოღონდ გახსოვ-
დეს, როგორც კი დაგიძახებ, იმწამსვე ჩემკენ გამოეშურე, თორემ, სა-
დილზე რომ დაგვაგვიანდეს, ხელმწიფე და დედოფალი გაწყრებიანო.
– კარგი, ჩემო საყვარელო გადიაო, – მიუგო ხელმწიფის ქალმა.
მართლაც, გადიამ ერთი დიდი ცაცხვის ჩრდილში მოიკალათა, ჩან-
თიდან ჯადოსნური ჩხირები ამოალაგა და ზედ ბედისწერის ქსელის
გაბმას შეუდგა. ტყუილად აბამდა, გასართობად და დროის მოსაკლა-
ვად, თორემ განა რამეში გამოადგებოდა! ჩვევა ჰქონდა ასეთი: ჯერ გა-
აბამდა ხოლმე ბედისწერის ქსელს და მერე, გაბმას რომ მორჩებოდა,
ისევ დაარღვევდა.
ხელმწიფის ქალმა ხტუნვა და თამაში განაგრძო და, უნდა ითქვას, ძა-
ლიანაც გაიხარა. ისე მოეწონა ეს დიდებული ტყე – ვეება, ტოტებგადაშ-
ლილი ხეები, შიგადაშიგ პაწაწინა, მზით განათებული და ჭრელი ყვავი-
ლებით მოჩითული მდელოები, მობიბინე, ხასხასა ბალახი, მოჟღურტუ-
ლე ჩიტები და მზის სხივებში მოფარფატე პეპლები – გულში აქაურობა
თავის ზღაპრულ კოშკსაც კი დაამჯობინა. მართლაც, მის კოშკში (რო-
მელსაც დედამიწის ზურგზე ბადალი არ მოეძებნებოდა) ყველაფერი ან
ფუნჯით ნახატი იყო, ან ყაისნაღით ნაქარგი, რის გამოც ხეები – თუმც
ზვიადები და დიდებულები – ნიავის დაბერვაზე ტოტებს არ არხევდნენ,
ბალახი – თუმც მაღალი და ხასხასა – არ ბიბინებდა, ყვავილები – თუმც
ყელ-ყელა და ნაირფერები – სურნელს არ აფრქვევდნენ, ჩიტები – თუმც
ღაბუები და გულწითელები – არ ჭიკჭიკებდნენ, და პეპლები – თუმც ჰა-
ეროვანი და ფრთახატულები – მუდამ ერთ ადგილას იყვნენ დაკოსებუ-
ლები. აქ კი მის გამოჩენაზე დიდრონი ხეები მისალმების ნიშნად ტო-
ტებს დაბლა ხრიდნენ, ბალახი ისე ღელავდა, არ შეიძლებოდა ზედ არ

46
გაგორებულიყავით, ყვავილებს ისეთი სუნი ასდიოდა, „მადამ როშა“ და
„კრისტიან დიორი“ იმასთან ჭაობის წყალი გეგონებოდათ, ჩიტები ისე
გალობდნენ, მათი გალობის მოსმენაზე ბოროტება გულში სასოებით
ნატრობდა, ნეტა სიკეთე ჩამადენინაო, და პეპლებიც, თავიდან რომ გატ-
რუნული ისხდნენ ყვავილებზე, ხელმწიფის ქალის მიახლოებაზე უცებ
ისე დაიქნევდნენ თხელ, გამჭვირვალე ფრთებს და ისეთი თვალისმომ-
ჭრელი ფარფატით გაფრინდებოდნენ სხვა ყვავილისაკენ, ხელმწიფის
ქალს გული უჩქროლავდა და სიხარულისგან ლამის ბუდიდან ამოვარ-
დნოდა.
ბევრი იხტუნა ხელმწიფის ქალმა თუ ცოტა იხტუნა, უცებ სალამურის
ხმა შემოესმა. შეჩერდა და ყური მიუგდო. სალამურის ხმა ისეთი ნაზი
იყო, ისეთი სევდიანი და ისეთი გულშიჩამწვდომი, წამით ყველაფერი
გადაავიწყდა და ერთიანად სმენად იქცა. ისე გაიტრუნა, კევის ღეჭვაც კი
შეწყვიტა, რასაც, ჩვეულებრივ, ძალზე იშვიათად შვრებოდა. მალე და-
ინახა, რომ სალამურის ხმაში სევდისა და სინაზის გარდა კიდევ ერია რა-
ღაც, რაც უცნაური ძალით იზიდავდა: სწორედ ისე, როგორც ჩრდილოე-
თის დიდი ხელმწიფის მოძღვნილი ჯადოსნური რკინა იზიდავდა უბრა-
ლო რკინის ნაჭრებს. ხელმწიფის ქალი ერთხანს მონუსხული უსმენდა,
მერე უეცრად ადგილს მოწყდა და იქით გავარდა, საიდანაც სალამურის
ხმა მოდიოდა.
მწყემსი ბიჭი კი კვლავაც დიდი ტყის შუაგულში, ბებერი ხეებით შე-
მოზღუდულ პაწაწინა, მრგვალ მდელოზე იჯდა ჯადოსნური პანტის ძი-
რას და გატაცებით აკვნესებდა სალამურს. ცხვარს თავი ჩაეღუნა და მა-
დიანი ხრაშა-ხრუშით შეექცეოდა ნორჩ ბალახს. პატარა მდელო, რო-
მელსაც ზემოდან ლაჟვარდი ცა და მცხუნვარე მზე დაჰყურებდა, ისე იყო
სავსე სინათლით, როგორც შავი ზღვაა სავსე წყლით.
უეცრად ბიჭს ფეხის ხმა შემოესმა. ჯერ ეგონა, მომეჩვენაო, და ყუ-
რადღება არ მიუქცევია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, რა დარწმუნდა, ფე-
ხის ხმა მართლა ისმოდა, თანაც ჩქარ-ჩქარა და ტყაპა-ტყუპით, სალამუ-
რის დაკვრა შეწყვიტა, ზეზე წამოდგა და გაკვირვებით მიაყურადა – ნეტა

47
რა სულიერი უნდა იყოსო. ამის გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ მდე-
ლოზე ხელმწიფის ქალი შემოვიდა და მწყემსი ბიჭისა და მისი თეთრი
ცხვრის დანახვაზე მოწყვეტით შედგა. შედგა და გაშეშდა. გაშეშდა თავი-
სი გახეხილი ჯინსით, თავისი ოქროსფერი თმით, თავისი პატარა და
კოხტა, არაამქვეყნიური ცხვირითა და თავისი ლურჯი, შუქმფინარე, ცო-
ტა გაკვირვებული თვალებით. იმის თქმა რომ ბიჭიც გაშეშდა, ზედმე-
ტია. მეტიც: ალბათ, იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ბიჭმა პირი დააღო
და ასე პირდაღებული გაშეშდა. მაშინ ყველაფერი მათთან ერთად გა-
შეშდა. ცხვარს თავი აეღირა და პირშიბალახგაჩრილი გაშეშებულიყო.
დიდრონმა ხეებმა ტოტების რხევა შეწყვიტეს, მწვანე ბალახიც მოლო-
დინით გაიტრუნა. ერთი სიტყვით, რაც კი მოძრაობს, ყველაფერი გაჩერ-
და და, რაც კი ხმიანობს, ყველაფერი გაყუჩდა. მხოლოდ ორი ჭრელი პე-
პელა ჯერ კიდევ თამაშობდა ჰაერში, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი: პეპლე-
ბი ძალზე ცოტა ხანს ცოცხლობენ და მაგდენი მოცალეობა არა აქვთ.
ხელმწიფის ქალი და მწყემსი ბიჭი გაოგნებულები მისჩერებოდნენ ერ-
თმანეთს, ხოლო პატარა მდელოზე თეთრი სინათლის დიდი ზღვა იდ-
გა, რომელშიაც ლურჯი ცა და პირმცინარე მზე ჩაძირულიყო. მაგრამ სი-
ნათლის, ცისა და მზის გარდა ხელმწიფის ქალისა და მწყემსი ბიჭის ირ-
გვლივ კიდევ იყო რაღაც – სინათლეზეც, ცაზეც და მზეზეც უფრო დიდი
და ძლიერი, რაღაც ისეთი, რასაც იმ შორეულ, უხსოვარ დროში არათუ
ხელმწიფის პატარა (თანაც – რა დასამალია და – გვარიანად ქარაფშუ-
ტა) ქალი და უბირი მწყემსი, ბრძენთა შორის უბრძნესიც კი სახელს ვერ
დაარქმევდა. მხოლოდ გვიან, გვიან, როცა უთავბოლოდ დახვავებულ
ცოდნაში სწავლულები ისე გაიხლართნენ, საკუთარი აზრები თვითონაც
აღარ ესმოდათ, ერთმა მათგანმა დაბეჯითებით თქვა: ესაო, შენ ხარ ჩე-
მი ბატონი, ექსისტენციის კვინტესენციააო, თანაც არა უბრალო ექსის-
ტენციის კვინტესენცია, არამედ დუალისტური ექსისტენციის კვინტესენ-
ციაო. არ ვიცი, ეგებ მართლა კვინტესენცია იყო, ეგებ მთლად კვინტესენ-
ციაც არ ყოფილა, ის კი ნამდვილია, რომ ხელმწიფის ქალი და მწყემსი
ბიჭი ისე შესცქეროდნენ ერთმანეთს, უკვინტესენციოდ ამის ახსნა ძალ-

48
ზე გაჭირდებოდა. ბიჭს ხელმწიფის ქალი სრულიად არამიწიერი ეჩვენა
და თავის გუნებაში (სულ ბოლოს, პატარა კუნჭულში, სადაც ფიქრის ძა-
ფები ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დაწყვეტოდა) დაასკვნა, ნამდვილად
ტყის ფერიის უმცროსი შვილიშვილიაო. და მისჩერებოდა ასე – რეტდას-
ხმული, ენაჩავარდნილი და თვალებდაჭყეტილი. ხელმწიფის ქალიც
ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა ბიჭს, ოღონდ, რაკი მას დაბადები-
დან მუდამ იმას ჩასჩიჩინებდნენ, ხელმწიფის ქალი ხარო, რის გამოც
თავადაც მუდამ ახსოვდა, რომ ხელმწიფის ქალი იყო, ვიდრე გაშეშდე-
ბოდა, ის პატარა და კოხტა, არაამქვეყნიური ცხვირი ყოველი შემთხვე-
ვისთვის მაღლა ასწია, რათა გაკვირვება და ცნობისმოყვარეობა ცოტაო-
დენი ამპარტავნობით შეეზავებინა. იდგნენ ასე და შეჰყურებდნენ ერ-
თმანეთს. ეს – ცხვირაწეული, ის – პირდაღებული. ხოლო მათ ირგვლივ
მთელი სამყარო ისე განაბულიყო, არც არა იძვროდა და არც არა ხმი-
ანებდა, რაც ზღაპრებშიც კი უჩვეულო რამ არის და ძალზე იშვიათად
ხდება.
დიდხანს იყვნენ ასე თუ ცოტა ხანს, ბოლოს სამყაროს შეეშინდა, ემა-
ნდ უძრავ სურათად არ ვიქცეო, და ისევ ამოძრავდა. რაკი სამყარო ამოძ-
რავდა, ხელმწიფის ქალიც ამოძრავდა. კერძოდ – კევი ფართოდ გამობე-
რა და მძლავრად გაატკაცუნა. ამ უცხო სანახაობამ, რომელსაც უცხო
ხმაც დაერთო, მწყემსი შეაკრთო. ოღონდ პირი არ მოუმუწავს. მაშინ
ხელმწიფის ქალმა ის თავისი აბზეკილი ცხვირი ისევ დაუშვა. ხანი რომ
გამოხდა, ხელახლა აბზიკა. კიდევ რომ გამოხდა ხანი, კვლავ დაუშვა და
მეტი აღარ აუბზეკია. სამაგიეროდ ლურჯ თვალებში ცნობისმოყვარეო-
ბა მოემატა. ბოლოს კევი ერთხელაც გამობერა, გაატკაცუნა და თქვა:
– აბა, კიდევ დაუკარიო!
ბიჭს მისი ნათქვამი ასე მოესმა: „აბაკი დევდაუ კარიო“ და, რაღა
თქმა უნდა, ვერა გაიგო რა. ჯერ იფიქრა, გამოცანას თუ მეუბნებაო, მერე
იფიქრა, ალბათ, ეს ფერიების ენააო, ბოლოს პირი – თუმც ეს იოლი არ
უნდა ყოფილიყო – უფრო მეტად დააღო და უეცრად, თავისდაუნებუ-
რად, გულის შორეულ სიღრმეში, იმ სიშორეს, რომ თვითონაც ძლივს გა-

49
იგო, ახლა ეს გაიფიქრა: „ნეტავი იმას, ვინც შენ გაკოცებსო“, რის გამოც
მყისვე ჭარხალივით გაწითლდა.
ხელმწიფის ქალს გულთმისნობის ხელოვნება ნასწავლი არა ჰქონდა
და მისი ფიქრი არ გაუგონია. ამიტომ, რაკი ბიჭი ხმას არ იღებდა, ჰკითხა:
– რა გქვიაო?
ბიჭს ჯერ მოესმა: „რა გქ ვიაო?“, მერე, თავში რომ ყურთასმენის წამ-
ღები გუგუნ-გრიალი ცოტა მიწყნარდა, მიხვდა, თუ რა ჰკითხა ტყის ფე-
რიის უმცროსმა შვილიშვილმა. პასუხის მიცემა რომ დააპირა, სიჩქარი-
საგან ენა პირში ვეღარ იპოვა. ვიდრე ენას ეძებდა, კარგა ხანი გავიდა.
ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა, მოატრიალა და თქვა: „ქ...“. ამის თქმა იყო
და ენა ისევ გაექცა. ხელახლა რომ იპოვა, იფიქრა, წეღან ნათქვამი „ქ“
უკვე აღარ გამოდგება, ისა სჯობს, თავიდან დავიწყოო. მართლაც, დაიწ-
ყო, მაგრამ, თქვა თუ არა „ქ“, ენა კვლავ გაექცა. ის იყო, მესამედ იპოვა
და მესამედ თქვა „ქ“, თან გახარებულმა ისიც შეატყო, რომ ამჯერად ენა
ვეღარსად გაექცეოდა, უეცრად ტყიდან გადიას ხრინწიანი ხმა მოესმა:
„ჩემო ანგელოზოოო!“.
ამ ხმამ მწყემს ბიჭზე ორგვარად იმოქმედა: ერთი რომ – სიმწრით
დამორჩილებული ენა მაინც გაექცა, და მეორეც – საბოლოოდ დარწმუნ-
და, მის წინ ზეციერი არსება იდგა და არა ხორცშესხმული ადამიანი.
ხელმწიფის ქალმა კი, გადიას ხმა რომ გაიგონა, შესძახა:
– უი, დამაგვიანდაო! (რაც მწყემს ბიჭს ასე მოესმა: „უიდამ აგვია
ნდაო!“), – ამ სიტყვებით გატრიალდა და წავიდა.
წავიდა ხელმწიფის ქალი, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ! სადღა იყო
გრძლად ჩამოკონწიალებული მკლავები! ან დაშლილი და ცალ-ცალკე
ნაწილებად მიმოფანტული სხეული სადღა იყო! ან ლაყუნა, ბიჭური სი-
არული!
მკლავები უეცრად თითქოს შედგა, როგორც შალის კაბა შედგება
პირველი გარეცხვის შემდეგ, და ისეთ ზომაზე გაჩერდა, უკეთესის ნატ-
ვრაც კი შეუძლებელი იყო. სხეულის ნაწილებიც შეერთდნენ, შენივ-
თდნენ, შეიკრენ, ერთ ძაფზე აესხნენ და, თითქოს უხილავმა ჯადოქარმა

50
თავისი ყოვლისშემძლე ხელი შეახოო, ისე ჩამოიქნენ და გამოიძერწნენ,
შური და მტრობაც კი იოტის ოდენა ზადს ვერ უპოვიდა. სიარულითაც
უკვე ისე მიდიოდა, როგორც ნამდვილი, დასრულებული ქალები მიდი-
ან, როცა გრძნობენ, რომ ვიღაც უყურებს.
მიდიოდა ხელმწიფის პატარა ქალი, როგორც ხელმწიფის დიდი ქა-
ლი, მიდიოდა ქალწულებრივი კდემამოსილებითა და ხელმწიფური
სიზვიადით. მიდიოდა და ცოტა დილეტანტურად, მაგრამ ძალზე მომ-
ხიბვლელად მიირწეოდა, სიფრიფანა მხრებს კოხტად მიაქანებდა და
ყელიც ოდნავ მოღერებული მიჰქონდა.
მგონი, მართლა მზეთუნახავი იყო!
მწყემსი ბიჭი დარეტიანებული მისჩერებოდა და მხრებზე თავის მა-
გიერ თუჯის ქვაბი ედგა, რომელშიაც წყალი გამწარებით დუღდა და
თუხთუხებდა.
ის იყო, ხელმწიფის ქალმა მდელო გადაიარა და ტყის პირს მიადგა,
რომ ბიჭმა უცებ გამართულად და მკაფიოდ თქვა: „ქიტესაო!“, მაგრამ ეხ-
ლა ამას ფასი აღარა ჰქონდა, ვინაიდან ხელმწიფის ქალი, სულ ერთია,
ვერ გაიგონებდა, თვითონ კი ისედაც იცოდა, თუ რა ერქვა.
ბიჭი ერთხანს კიდევ იდგა თვალანთებული და გონებაჩაბჟუტული,
მერე უეცრად თავის თეთრ ცხვარს დასწვდა, აიტაცა, მკლავები კისერზე
მაგრად შემოაჭდო და ისეთი ძალით ჩაიკრა გულში, საბრალო პირუტ-
ყვმა განწირული ხმით დაიბღავლა:
– ბეეეო!
...ამის შემდეგ მწყემს ბიჭს სევდა და ნაღველი შემოეჩვია. გული ერ-
თთავად დარდით ჰქონდა სავსე და ისე მძიმე-მძიმედ დადიოდა – საკ-
ვირველია, ან კი დედამიწა როგორ უძლებდა! მწუხარებით გათანგული
ზოგჯერ ისეთს ამოიოხრებდა, სოფელში – მაინც, თუ ღამე იყო – მეხი-
ვით ისმოდა. ამიტომ, მეზობლები რომ არ შეეწუხებინა, ზემოთ გარბო-
და, უღრან ტყეში, და იქ იოხებდა ხოლმე გულს. დროდადრო დარდი
ისეთიძალით შემოაწვებოდა, ლამის გაეგუდა. როგორც საწვიმრად გამ-
ზადებული ქვეყნიერება გაეხვევა ჯანღ ღრუბლებში, ასე ბიჭის დაკოდი-

51
ლი გული გაეხვეოდა შავად შემოჯარულ დარდში. და როგორც ღრუბე-
ლი იქცევა წვიმად, ქვეყნიერებას რომ სუნთქვა არ შეეკრას, ასე ბიჭის
დარდი, ბიჭს რომ სუნთქვა არ შეკვროდა, ცრემლის წვიმად იქცეოდა
ხოლმე და ღაპაღუპით გადმოედინებოდა თვალებიდან. საბრალო ბიჭ-
მა არ იცოდა, რა გზას დადგომოდა და რა წყალში ჩავარდნილიყო. ის
უცხო რამ არსება, რომელიც – თითქოს მზე ცას მოწყდა და მიწაზე ჩამო-
ვარდაო – ისე ულმობლად კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა,
ამქვეყნიური სულიერიც რომ ყოფილიყო – ნამდვილი, ხორცშესხმული
ადამიანი – მისნაირ ობოლსა და ოხერს მაინც ვინ მიაშავებდა! არადა,
ისიც ცხადზე უცხადესია, რომ ზეციერი იყო და არა მიწიერი, უსხეულო
იყო და არა ხორციელი, მოჩვენება იყო და არა სინამდვილე. ამას
მწყემ­სი ბიჭი დანახვისთანავე მიხვდა, მერე აკი ჩამოსძახეს კიდეც – ან-
გელოზოო. მართალია, ბიჭს ხმა ტყიდან შემოესმა, მაგრამ, თქმა არ უნ-
და, მოეჩვენა. ანგელოზს ტყიდან რად დაუძახებდნენ! ტყიდან კი არა,
მაღლით დაუძახეს, ზეციდან.
ასე ეწამებოდა და იტანჯებოდა საბრალო ბიჭი. და მის ტანჯვა-წამე-
ბას ისიც ემატებოდა, რომ მწარე ფიქრებში გართულს საქმე ზოგჯერ გუ-
ლიდან გადავარდებოდა, რის გამოც ავი დედინაცვალი, რომელიც ისე-
დაც სულ იმის ცდაში იყო, რამე მიზეზი ეპოვა, წყევლა-კრულვით იკლებ-
და ხოლმე. მართალია, ათასში ერთხელ წამიერი ბედნიერებაც ეწვეოდა
– ეს მაშინ ხდებოდა, როცა სიზმარში კვლავ იმ ნათელ მინდორზე აღ-
მოჩნდებოდა და იმ უცხო არსებასაც კვლავ იხილავდა – მაგრამ, ჯერ ერ-
თი, ეს დიდხანს არ გრძელდებოდა, და მეორეც, რომ გაიღვიძებდა და
დაინახავდა, ყოველივე სიზმარი და მოლანდება ყოფილა, დარდი უფ-
რო მწარედ შემოაფრინდებოდა და გულიც უარესად ამოუჯდებოდა.
ხელმწიფის ქალი რაღას იქმოდა ამ დროს?
გაგიკვირდებათ და – იმ დღის შემდეგ ხელმწიფის ქალსაც გულზე
მწარე ნაღველი შემოაწვა და ლურჯ თვალებში სევდა ჩაუდგა. დამძიმ-
და, დამუნჯდა, დადარდიანდა. მისი ხალისიანი კისკისი, რომელიც აქამ-
დე ზოგს მეტისმეტიც კი ეჩვენებოდა (თუმც, ცხადია, ხმამაღლა არ ამ-

52
ბობდა), ახლა ყველას სანატრელი გაუხდა. ხასიათიც გამოეცვალა, ან-
ჩხლი და ჭირვეული შეიქნა. თუ რამე არ მოეწონებოდა, ისე აფეთქდებო-
და და გაკაპასდებოდა. თითქოს ცამეტი წლის მზეთუნახავი კი არა, ორ-
მოც წელს მიტანებული შინაბერა ყოფილიყო, რომელსაც ირგვლივ სულ
ორ-ორჯერ და სამ-სამჯერ გათხოვილი ქალები ახვევია. გადიას აღარა-
ფერს უჯერებდა, დედ-მამას ზედ არ უყურებდა, ტოლ-ამხანაგებთან თა-
მაშის გაგონება არ უნდოდა. კოშკიდან თითქმის აღარ გამოდიოდა და
არც სტუმრად ვინმეს იღებდა. სწავლაზე გული აიცრუა. უცხო ენები ხომ
იმთავითვე ეჯავრებოდა, ახლა მუსიკაც მოიძულა. მუსიკის ოსტატმა
რომ – როგორც სჩვეოდა – შემოსვლისთანავე მარცხენა ფეხი მოხდენი-
ლად აიკეცა და მხნე, დარდიმანდული კილოთი დაიწყო: „აბა, ხელმწი-
ფის ქალო, დღეს ჩვენ დავუკრავთ ღვთაებრივთა შორის უპირველესს...“
ხელმწიფის ქალმა სიტყვა პირზე შეატოვა და უთხრა:
– სალამურის დაკვრას თუ მასწავლი, ვისწავლი, თორემ სხვა მე არა
მინდა რაო.
ამაზე მუსიკის ოსტატმა ტუჩის ბოლოები ზიზღით ჩამოჰყარა, ფრა-
კი ნერვიულად გაისწორა და მიუგო:
– ასეთი სახელწოდების ინსტრუმენტი, ხელმწიფის ქალო, ჩემთვის
ცნობილი არ არისო.
– არ არის და გასწი აქედანო! – მიახალა ხელმწიფის ქალმა, – როცა
ცნობილი გახდება, მაშინ შეგიძლია მოხვიდეო!
ოსტატმა ერთხელაც გაისწორა ფრაკი, „ჰმ-ო“, თქვა, სახეზეც ამის შე-
საფერისი გამომეტყველება მიიღო და ისეთი ნაბიჯით გავიდა, როგო-
რითაც იმ შორეულ დროს განაწყენებული მუსიკის ოსტატები დადიოდ-
ნენ ხოლმე.
არავინ უწყოდა, რა ამბავი ტრიალებდა ხელმწიფის ქალის თავს.
თვითონაც ვერა გაეგო რა. მხოლოდ იმას ხედავდა, რომ გულს რაღაც უც-
ხო სევდა უღრღნიდა და ყველაფერი აღიზიანებდა, კევის ღეჭვაც კი მი-
ატოვა. ერთადერთი, რაზედაც ჯერ კიდევ არ აეცრუებინა გული, ჯადოს-
ნური სარკე იყო. მიჯდებოდა კუთხეში და ატრიალებდა და ატრიალებ-

53
და ღილაკს. რას ეძებდა, თვითონაც არ იცოდა. ბოლოს, რა დაინახა, ჯა-
დოსნური სარკე მარტო იმას აჩვენებდა, რაც ხელმწიფესა და, აქედან გა-
მომდინარე, ხელმწიფის ვეზირებს ეამებოდა, ძალზედ გაწიწმატდა –
ნეტა გამაგებინა, რის მაქნისია ეს ამდენი სწავლული და მეცნიერი, ჯა-
მაგირის აღების მეტი რომ არა იციან რაო! – და ის უკანასკნელი თავშე-
საქცევიც სარკმლიდან მოისროლა.
ამის შემდეგ სულ მთლად გულჩათხრობილი გახდა. ოხრავდა, კვნე-
სოდა და დღითიდღე ილეოდა. მგონი ცხვირიც კი – ის პატარა, კოხტა,
არაამქვეყნიური ცხვირი – ცოტა დაუგრძელდა. ბოლოს ეს უპირველესი
მზეთუნახავი მზეთუნახავის ლანდადღა იქცა და ლოგინად ჩავარდა.
რაკი იმ ქვეყნის ექიმებმა ვერა გაუგეს რა, შეშფოთებულმა ხელმწი-
ფემ ქვეყნიერების ოთხივ კუთხით შიკრიკები აფრინა და, რაც კი დედა-
მიწის ზურგზე ცნობილი და სახელგანთქმული ექიმი ეგულებოდა, ყვე-
ლა თავის სასახლეში მოიწვია.მართლაც, მალე ყოველი ქვეყნიდან თი-
თო საუკეთესო ექიმი ჩამოვიდა. ექიმებმა ხელმწიფის ქალი გულდას-
მით გასინჯეს, მერე ერთად შეიყარნენ და დიდხანს ითათბირეს ხმამაღ-
ლა, ფიცხად და ლათინურად (რაც, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ
იმ დროს ლათინური ენისა ხსენებაც კი ჯერ არსად იყო, არა მარტო საკ-
ვირველია, არამედ, შესაძლოა, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, თუმცა,
ცხადია, ამის გამო სიმართლეს ვერ დავმალავ). ექიმები ერთმანეთს
გვანდნენ და ერთნაირად იყვნენ ჩაცმულ-დახურული. არ ვიცი – ამის გა-
მო, არ ვიცი – სხვა რამ მიზეზით, ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, საბოლო-
ოდ ვერა დაადგინეს რა, გაკვირვებულებმა მხრები აიჩეჩეს, გასამრჯე-
ლო აიღეს, აქლემებზე შესხდნენ და თავთავიანთი ქვეყნებისკენ გაუდ-
გნენ გზას. თქვენ – როგორც გენებოთ, მე კი ეს ამბავი მაინცდამაინც არ
გამკვირვებია: აბა, იმ უხსოვარ დროს, როცა ადამიანებს ცოდნა ჯერ კი-
დევ არ ჰქონდათ და მარტოოდენ სიბრძნის იმედად იყვნენ, რომელ ექი-
მს მოაფიქრდებოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ექსისტენციის –
ისიც არა უბრალო ექსისტენციის, არამედ დუალისტური ექსისტენციის –
კვინტესენცია“?!

54
ხელმწიფის ქალი კი დღითიდღე დნებოდა. ხელმწიფე, რომელიც
აქამდე საგონებელში იყო ჩავარდნილი, ახლა სასოწარკვეთაში ჩავარ-
და. სასახლეში სიცილი და მხიარულება აიკრძალა.
მაშინ გულდათუთქულმა გადიამ თქვა, თუ რამე არ ვიღონე, ეს გოგო
ხელში ჩამაკვდებაო, და ერთ დღეს სხვენში ავიდა, სადაც ძველთაძველი
სკივრები ჰქონდა შენახული. გახსნა ერთი სკივრი, ამოალაგა იქიდან სა-
მისნო და საგრძნეულო ტანსაცმელი, რომელიც ასი წელი იქნებოდა არ
ეხმარა, ჯერ კარგად გაანიავა, რათა ნაფტალინის სუნი გასცლოდა, მერე
ჩაიცვა და ხელმწიფესა და დედოფალს ეახლა. ხელმწიფე და დედოფა-
ლი, რომელთაც უკანასკნელ ხანებში ამდენი დარდისა და მწუხარებისა-
გან შიშიც დასჩემდათ, საფრთხობელასავით გამოწყობილი გადიას და-
ნახვაზე მიტკალივით გაფითრდნენ.
– ნუ ფეთდებით და ყველაფერზე გული ნუ გისკდებათო! – დატუქსა
ორთავენი გადიამ, – რაკი სხვამ ვერავინ გამოიცნო თქვენი ქალის ავად-
მყოფობის მიზეზი, მეტი გზა არ არის, ისევ მე უნდა გამოვიცნოო.
ხელმწიფემ და დედოფალმა იფიქრეს, დარდისგან ნამდვილად ჭკუ-
აზე გადამცდარაო, მაგრამ მისმა უცნაურმა ჩაცმულობამ მცირე იმედი
მაინც ჩაუსახა და აღელვებით ჰკითხეს:
– როგორ გამოიცნობო?
– სულ უბრალოდ: თუკი ის, რაც მინდორში ვერ გვიპოვია, ტყეში უნდა
მოვძებნოთ, მაშასადამე, ის, რაც ცნობიერში ვერ გვიპოვია, არაცნობი-
ერში უნდა მოვძებნოთო.
ხელმწიფე და დედოფალი ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ გაგონილი
ჰქონდათ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო; ამიტომ თავი მოიკატუნეს,
ვითომ მიხვდნენ, და მუდარით შეჰღაღადეს:
– ოღონდაც ქალი გადაგვირჩინე და, რაც გინდა, გვთხოვეო!
– მარტო იმასა გთხოვთ, რაც საქმეს სჭირდებაო, – მიუგო გადიამ, –
უბრძანეთ, ტყეში ერთი სიბერით წაქცეული რცხილა მოძებნონ, ისეთი
ტოტები დააცალონ, მკლავზე წვრილი არ იყოს და ბარძაყებზე მსხვი-
ლი, ახლადგამოკვერილი წალდით თითო წყრთის ზომაზე დაჭრან და

55
საძინებელ დარბაზში ბუხრის პირას დააწყონ. გარდა ამისა, ერთი უხმა-
რი ვერცხლის თასი და სამიოდ გირვანქა წმინდა სანთელიო!
ხელმწიფემ მყისვე გასცა ბრძანება და საღამოს უკვე ყველაფერი
მზად იყო. გადიამ თავისი ხელით დაანთო ცეცხლი, რცხილის ტოტები
შეუკეთა და კეცი შემოდგა. კეცი რომ კარგად გახურდა, გადმოიღო, მო-
გუზგუზე ცეცხლის წინ დადგა და ზედ ნაცარი მოაფრქვია, თვითონ ფეხ-
მორთხმით დაჯდა, ცალ მხარეს წმინდა სანთელი დაიდო, მეორე
მხა­რეს – ვერცხლის თასით შელოცვილი წყალი. აიღებდა ცოტაოდენ
სანთელს, დაყრიდა კეცზე, მეორე ხელს თასში ჩაჰყოფდა და ახლა ზე-
მოდან თითებით წყალს ასხურებდა. თან ხმადაბლა ბუტბუტებდა. ისე-
თი კარგი სანახავი იყო, ხელმწიფის ქალიც კი, რომელიც ღრუბლის
სქელ ფუმფულა ლოგინში იწვა და დარდს ეჭმევინებოდა, ცოტა მოცოც-
ხლდა და ერთხანს ცნობისმოყვარე თვალით უყურა, თუმცაღა მალევე
მოსწყინდა და ისევ თავის უკიდეგანო დარდში ჩათბუნდა, თან, ხელი
რომ არაფერს შეეშალა, საბანი თავზე წაიფარა.
დიდხანს ღვენთა გადიამ კეცზე სანთელი, დიდხანს ასხურა ზედ შე-
ლოცვილი წყალი, დიდხანს იბუტბუტა გაუგებრად, ბოლოს, როცა კეცი
გაცივდა, ორივე ხელით აიღო, უყურა ზედ გამოყვანილ ცვილის ფიგუ-
რებს, უყურა და თქვა:
– გათვალულისა არ არისო.
– მაშინ, რისიაო? – შიშნარევი ხმით იკითხეს ხელმწიფემ და დედო-
ფალმა.
– ჯერ არ ვიციო, – მიუგო გადიამ, – რაკი რცხილამ პასუხი ვერ მოგვცა,
ახლა ნეკერჩხალი უნდა ვსინჯოთო.
მოიტანეს ნეკერჩხლის ტოტები, ახალი კეცი, ახალი თასი და ახალი
ცვილი. იმკითხავა გადიამ თავიდან და, მკითხაობას რომ მორჩა, გამო-
აცხადა:
– არც ამონაყოლისააო.
მესამედ ურთხელი მოატანინა. ახლა ურთხელზე იმკითხავა და გა-
მოაცხადა:

56
– არც დასუნთქულისააო.
ხელმწიფემ და დედოფალმა ერთმანეთს გადახედეს და ნაძალადე-
ვი მხნეობით თქვეს:
– მაშ, ახლა მუხა ვსინჯოთო.
– არაო, – მიუგო გადიამ, – ჩანს ეს ხერხი არ გამოდგება, სხვა რამ უნ-
და ვიღონოთო.
მეორე დღესისევ ავიდა სხვენში, კიდევ უფრო ძველი სკივრი გახსნა,
ახლა ისეთი ტანსაცმელი ამოალაგა, ორასი წელი იყო არ ეხმარა, ჩაიცვა
ეს ტანსაცმელი (ცხადია, წინასწარ კარგად გაანიავა) და ხელმწიფესა და
დედოფალს ეახლა.
– ამაღამ კი ნამდვილად გავიგებ თქვენი ქალის ავადმყოფობის მი-
ზეზსო, – უთხრა, – ისეთი რამ მანქანები მოვიგონე, ჩემს მეტი სხვა ვერა-
ვინ მოიგონებდაო.
მართლაც, იმ ღამეს თავდადებულმა გადიამ მისნობის ხელოვნება-
ში გადატრიალება მოახდინა. ისეთი ჯადოქრობა მოიმოქმედა, რაც
დღესაც კი – ხომ ამდენი ხანი გავიდა – მეცნიერთათვის უცნობია და რა-
საც ასი წლის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, ცნობილი შეიქნება, მე
რომ ჩვენი სწავლულების ამბავი ვიცი, სახელად, ალბათ, „სიზმრის ობი-
ექტური პროექცია“ დაერქმევა.
ასეთი რა ქნაო, იკითხავთ. ისა ქნა, რომ მთელ თავის ჯადოსნურ
ცოდნას, ხანგრძლივ გამოცდილებასა და სამისნო უნარს ნებისყოფის
გრძნეული დაძაბვით ერთ წერტილში მოუყარა თავი და ხელმწიფის
ქალს მისივ სნეულების მიზეზი დაასიზმრა. ამისათვის საძინებელი
დარბაზიდან წინასწარ ყველაფერი გაატანინა – ავეჯიც, დედოფალე-
ბიც, ნახატებიც, ნაქარგებიც, თავისი სამისნო იარაღებიც... ერთი სიტ-
ყვით, არაფერი დატოვა ხელმწიფის ქალის ღრუბლის ლოგინისა და ერ-
თი თეთრი აბრეშუმის ფარდის გარდა, რომელიც სარკმელზე საკუთარი
ხელით გადაჭიმა. ნაშუაღამევს, როდესაც ხელმწიფის ქალს ეძინა და
ირგვლივ უკუნი სიბნელე იდგა, ჯადოსნური წამოსასხამის კალთები
ფრთებივით გაშალა და დარბაზში რწევასა და როკვას მოჰყვა. თან გულ-

57
ში რაღაც უცხო შელოცვას იმეორებდა. მთელ სხეულში გაფანტული
გრძნეულება რომ თანდათან ერთ ადგილას დაგუბდა და თვითონაც იმ
ერთ ადგილას დაგუბებულ გრძნეულებაში ჩაიძირა, ნელ-ნელა იატაკ-
საც ასცდა და ახლა ჰაერში განაგრძო როკვა და რწევა. დიდხანს, ძალიან
დიდხანს როკავდა და ირწეოდა (მოგეხსენებათ, რა ძნელ საქმეს იყო შე-
ჭიდებული!). ბოლოს მოთმინებამ თავისი ქნა და დარბაზი თანდათან
მოლურჯო-მოიისფრო იდუმალი შუქით აივსო. ხოლო როცა ხელმწიფის
ქალის ფერდაკარგულ ბაგეებზე სუსტი ღიმილიც ათამაშდა, გადია მიხ-
ვდა, რომ სიზმარი დაიწ­ყო. მაშინ ფრთხილად დაეშვა იატაკზე, მკლა-
ვები იდაყვებში მოკეცა, მაჯები ოდნავ გადაჰყარა, ისე რომ ხელისგულე-
ბი მაღლა იყურებოდა, და უცებ – თქმა ჩემი ნებაა და დაჯერება თქვენი
ნება იყოს – ათივე თითი სულის ერთი შებერვით სანთლებად აანთო.
ეწვოდა-არეწვოდა, სტკიოდა-არსტკიოდა, უჭირდა-არუჭირდა, ეს მე არ
ვიცი. მე მარტო ის ვიცი, რომ თითები სანთლებად ენთო და თეთრი ალი
რომ მოლურჯო-მოიისფრო შუქში ლიცლიცებდა, იქაურობას კიდევ უფ-
რო იდუმალი და ჯადოსნური ელფერი ედებოდა. გადია ფეხაკრეფით
მივიდა ხელმწიფის ქალის საწოლთან, დაიჩოქა, ანთებული თითები
გოგონას შუბლთან, ასე ერთი მტკაველის მოშორებით, დაიჭირა და მო-
პირდაპირე მხარეს სარკმელზე გადაჭიმულ თეთრი აბრეშუმის ფარდას
ჩაციებით მიაჩერდა. ხანი რომ გამოხდა, ფარდის ზედა მხარეს ნელ-ნე-
ლა, თითქოს ფარდისავე სიღრმიდან გამოდისო, ლურჯი, კამკამა ცა და-
იხატა, მერე ცამ ერთ ადგილას ფერისცვლა დაიწყო და მალე იქ ოქროს-
ფერი მზე ამოიწვერა. ცოტაც და ცისა და მზის ქვეშ ჯერ მუქი მწვანე ტყე
გაჩნდა, მერე, იმ ტყის შუაში – ბაცი მწვანე მდელო. გადია მისჩერებოდა
და მისჩერებოდა. ჩაციებით, დაჟინებით, თვალდაუხამხამებლად. უცებ
მინდორზე ერთბაშად, თითქოს საიდანღაც ჩამოვარდაო, თეთრი ცხვა-
რი გაჩნდა. გადია რომ თავისსავე ჯადოსნურ გუბეში არ ყოფილიყო ჩა-
ყურყუმალავებული, ცხვრის გამოჩენა, ალბათ, გააკვირვებდა, მაგრამ,
რაკი თავისსავე ჯადოსნურ გუბეში იყო ჩაყურყუმალავებული, გაკვირვე-
ბისთვის ვერ მოიცალა. უყურებდა და უყურებდა. და აი, ცხვრის წინ მეც-

58
ხვარეც გამოჩნდა. გამოჩნდა, მაგრამ რა გამოჩნდა! თვალები ვარსკვლა-
ვებივით უელავდა, გიშრის თმა შუბლზე კულულებად ეყარა და, თუმც
თხუთმეტიოდე წლისა ძლივს იქნებოდა, უკვე ისეთი კენარი იყო და ისე-
თი ბეჭბრტყელი, მოყვარეს გულს გაუნათებდა და მტერს თვალს დაუყე-
ნებდა. ბიჭს ხელში სალამური ეჭირა და სახეზე უცხო რამ სევდა ეწერა.
ამ სურათის დანახვაზე გადიას უეცრად თავისი ყმაწვილქალობა მო-
აგონდა (ვიცი, გაგიკვირდებათ, განა ასეთი რა მეხსიერება ჰქონდაო, მაგ-
რამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნამდვილად მოაგონდა) და ყველაფერს
მიხვდა.
მიხვდა და დაღონდა. უყურებდა ობიექტურ პროექციას და გული მწუ-
ხარებით ევსებოდა, ვინაიდან – თუმც კი ყველაფერს მიხვდა – ის აღარ
იცოდა, რასაც მიხვდა, ხელმწიფისთვის იმის თქმა როგორ გაებედნა.
მაშინ აბრეშუმის თეთრ ფარდას მზერა მოსწყვიტა, სანთლებად ან-
თებული თითები ზე ასწია და ახლა თავის გაზრდილს დახედა. გოგონას
სახეზე ტკბილი ღიმილი გადაჰფენოდა და სნეულიც კი მინდვრის ულა-
მაზეს ყვავილს ჰგავდა, თუმც გაცრეცილსა და ფერდაკარგულს. უყურა
გადიამ გოგონას, უყურა, ბოლოს თავი გადაიქნია და ჩაილაპარაკა:
– თუმც კი ვაი შენაო, მაინც ნეტა შენაო!
ამ სიტყვებით სანთლებად ანთებული თითები სულის ერთი შებერ-
ვით ჩააქრო. წამსვე აბრეშუმის თეთრ ფარდაზე გამოხატული სურათი
გაქრა და ხელმწიფის ქალის სიზმარიც დასრულდა.
რაკი სიზმარი დასრულდა, ხელმწიფისქალს გამოეღვიძა კიდეც.
თვალები ნელა გაახილა და იკითხა:
– ნეტა სადა ვარო?
– აქა ხარ, ჩემო ანგელოზო, შენ კი შემოგევლოს შენი გადიაო, – მი-
უგო გადიამ.
– გადიავ, ჩემო საყვარელო გადიავ, რომ იცოდე, რა საამური სიზმარი
ვნახეო! – უთხრა მაშინ გახარებულმა ხელმწიფის ქალმა.
– ეჰაო! – წაიბუტბუტა ამაზე გადიამ, – შენთვის კი საამურია, მაგრამ
ზოგი დედაშენსა და მამაშენსაც ჰკითხეო!

59
დილა რომ გათენდა, ხელმწიფემ და დედოფალმა გადია იხმეს.
– აბა, რა ჰქმენ, გაიგე თუ არა ჩვენი ქალის ავადმყოფობის მიზეზიო?
– გავიგეო, – მიუგო გადიამ, თან შიშით გული ელეოდა, – მაგ სენს დუ-
ალისტური ექსისტენციის კვინტესენციის ცხელება ჰქვიანო.
ხელმწიფე და დედოფალი ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ აღელვებუ-
ლებმა მაინც სიხარულით შესძახეს:
– ჩქარა გვითხარი, რა მოარჩენს! ხომ იცი, ჩვენი ერთადერთი ქალის
გულისთვის ნახევარ სახელმწიფოს არ დავიშურებთო!
ამაზე გადიამ თავისთვის წაიბუტბუტა:
– ნახევარი სახელმწიფო არ უნდა, ერთი სოფლელი მწყემსი ბიჭიც
ეყოფაო.
– ემანდ რას ბუტბუტებო? – ჰკითხეს ხელმწიფემ და დედოფალმა, –
ნუთუ სენის მიზეზი გაიგე და წამალი კი ვერაო?!
– წამალიც გავიგეო, – მიუგო გადიამ, – მაგრამ თქმა ვერ გამიბედნია,
თქვენი რისხვისა მეშინიაო.
– განა ისეთი რა წამალი უნდა იყოსო?! – გაუკვირდა ხელმწიფესა და
დედოფალს, – მთელ დედამიწას შევძრავთ და გაუჩენელს გავაჩენთ. შენ
მხოლოდ გვითხარი, შიში ნურაფრისა გაქვსო.
მაშინ გადიამ ღმერთი ახსენა, გამბედაობა მოიკრიბა და უთხრა:
– მხოლოდ ერთი საშველი არსებობს: უნდა შეარჩიოთ სანდო ხალხი
და უბრძანოთ, მთელი ქვეყანა შემოიარონ, რაც კი თქვენს სახელმწიფო-
ში მწყემსებია, გულდასმით გასინჯონ. მათ შორის ყველაზე ლამაზი
აარჩიონ და სასახლეში მოგგვარონო.
– სულ ეს არისო?! – იკითხეს გახარებულმა ხელმწიფემ და დედო-
ფალმა.
– თქვენს ქალს იმ მწყემსის კოცნა მოარჩენს, სხვა არაფერიო.
ხელმწიფე და დედოფალი ახტნენ და დახტნენ.
იმ უხსოვარ დროს, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ამ ქვეყანაშიც
ასეთი წესი იყო: ქალის კოცნის ნება ქმრის გარდა არავის ჰქონდა. თუ
რომელიმე ზემგრძნობიარე მანდილოსანი მაინც ვერ მოერეოდა თავს

60
და უცხოს აკოცნინებდა, ასეთ შემთხვევაში – ოჯახი რომ სირცხვილს გა-
დარჩენოდა – მკოცნელიც, ნაკოცნიცა და ნაკოცნის ჭირისუფლებიც (გან-
საკუთრებით ქმარი) თავს იკატუნებდნენ, ვითომ არა გაეგოთ რა. ამი-
ტომ ხელმწიფე და დედოფალი მართლა ახტნენ და დახტნენ. როგორც
ზამბარიანები. თანაც არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. თავადაც უკ-
ვირდათ, რომ ხტოდნენ და გაჩერება ვერ მოეხერხებინათ. მერე ხველე-
ბა აუვარდათ. ვიდრე ხველება გაუვლიდათ, ქავილი აუტყდათ. სულ და-
იგლიჯეს ყველაფერი. ბოლოს, როგორც იქნა, შეძლეს და დაიყვირეს:
– რას როშავ, გადიავ, რას ჩმახავ და რას მიედ-მოედებიო! ისეთი ქა-
ლი გაგვიზრდია, მის გვერდით მზე ვერ ბედავს გამოჩენას! ვარდის წყა-
ლი არ დაგვიკლია და ცივი ნიავი არ მიგვიკარებია! ვიღაც ფუნითა და
კურკლით აყროლებული მწყემსი მოვიყვანოთ და იმას დავაკოცნინო-
თო?!
– მე წამალი გითხარით, წამლობა თქვენი ნებააო, – მიუგო გადიამ.
ხველებამ და ქავილმა რომ გაუარა, ხელმწიფე და დედოფალი ტახ-
ტიდან ჩამოხტნენ და დარბაზში ბოლთის ცემას მოჰყვნენ. ისე დადი-
ოდნენ, მათი ფეხის ხმაზე მთელი სასახლე ზანზარებდა, თან გულში
­ღმერთს ევედრებოდნენ, ღმერთო, ისეთი რამ მოგვაგონებინე, ამ სირ-
ცხვილს გადავრჩეთო. რა ექნათ: ორთავენი ძველებურ, დარბაისლურ
ოჯახებში იყვნენ გაზრდილი და მამა-პაპის ადათ-წესების შენახვა წმი-
დათა წმიდა ვალად მიაჩნდათ. საზოგადოდ, იმ დროს მეფე-დედოფლე-
ბი ძალზე ჩამორჩენილები იყვნენ.
ერთხანს რომ ასე აზანზარეს სასახლე, ბოლო გადიას ფრთხილად
შეაპარეს:
– საიდუმლოდ მაინცაო...
– საჯაროდაო! – თავი გაიქნია გადიამ.
მაშინ ხელმწიფემ და დედოფალმა ბოლთის ცემა განაგრძეს.
დიდ­ხანს დადიოდნენ აღელვებულები და მწარე ფიქრებში ჩაფლულე-
ბი წინ და უკან, მაგრამ გადაწყვეტით მაინც ვერა გადაწყვიტეს რა. ერთი
გული ეუბნებოდა, რაკი სხვა გამოსავალი არ არის, ბარემ ცოლად გავა-

61
ტანოთ იმ მწყემსს ქალი და კოცნაც კანონიერი გამოვაო, მაგრამ მეორე
გული არა შვრებოდა – სოფლელი ტეტია რომ სიძედ დავისვათ, თავი
სადღა გამოვყოთ – ან მტერს რა პასუხი მივცეთ, ან მოყვარესო! არა, ში-
ნაურებს კი ადვილად გავაჩუმებთ და პირში ბურთს ჩავჩრით – ამოდენა
საშინაო ჯარი ტყუილად ხომ არა გვყავს! – მაგრამ გარეშენი რას იტყვი-
ანო! გამწარებულები დროდადრო. იმასაც კი გაიფიქრებდნენ, ისა
სჯობს, მოკვდესო, და, საერთოდ, ვინ იცის, არც მოკვდესო, მაგრამ, კარ-
გად რომ აწონ-დაწონიდნენ, ვერც იმას ბედავდნენ საეგებიოდ გაეხა-
დათ საქმე. ბოლოს ხელმწიფეს თავში ერთი აზრი აზრი მოუვიდა და
მოწყვეტით შედგა გადიას წინ.
– ეგრეც არ უნდა იყოს საქმე, როგორც შენ გივარაუდნიაო, – უთხრა,
– ჩემს ყმაწვილკაცობაში, ვინემ მამაჩემის სიკვდილს ველოდი, რომ
ტახტზე ავსულიყავ, საქმე არა მქონდა რა, რის გამოც ფოლკლორის შეს-
წავლას მივყავი ხელი, და ამ საქმისა ცოტა რამ გამეგება. აბა, შენც და-
ფიქრდი, თუ სწორს არ ვამბობ: კოცნას ისა სჯობს, იმ მწყემსს გულ-ღვიძ-
ლი ამოვარიდოთ და ჩემს ქალს ვაჭამოთ. განა კოცნაზე მეტად გულ-
ღვიძლი არ არგებსო?
დედოფალს ხელმწიფის აზრი ძალიან მოეწონა, მაგრამ გადიამ ქვა
ააგდო და თავი შეუშვირა.
– შენ მე ნუ მასწავლი, ჭამა უფრო არგებს ცამეტი წლის გოგოს, თუ
კოცნა! ჯერ ერთი, ჩემი ხნისა ყვავი არ დაფრინავს ამ არემარეზე, მე-
ორეც ისა, რომ გრძნეული და მისანი მე ვარ და არა შენ, ეს საგანიც შენზე
უფრო ღრმად და საფუძვლიანად მე მაქვს შესწავლილი და კარგად ვიცი,
რომ გულ-ღვიძლი უმთავრესად ალერგიულ დაავადებათა სამკურნა-
ლოდ გამოიყენება და მოქმედების არეც ძალზედ შეზღუდული აქვს.
რამდენადაც მხოლოდ გარკვეული კლასის დედინაცვალთა დიეტაში
გვხვდება. საერთოდ კი – რომ იცოდე – შენი ქალის ავადმყოფობა უპრე-
ცედენტო შემთხვევაა და სრულიად ინდივიდუალურ მიდგომას საჭირო-
ებსო.
აბა, ამაზე ან ხელმწიფე რაღას იტყოდა, ან დედოფალი!

62
რა დაინახეს, სხვა გზა არა ჰქონდათ, ბედს დამორჩილდნენ, მაგრამ,
ვიდრე შესაბამის ბრძანებას გასცემდნენ, ჯერ მაინც ნაზირ-ვეზირები
შეჰყარეს – ყველაფერი ღვთის ნებაა, ვინ იცის, ეგებ რომელიმე მათგანს
აზრიანი რამ სიტყვა დასცდესო – და რჩევა ჰკითხეს.
ნაზირ-ვეზირებმაც თავი არ დაზოგეს და ხელმწიფის საამებლად
დიდხანს იჭყლიტეს ტვინი, თუმც, როგორც მოსალოდნელი იყო, შრო-
მამ უქმად ჩაუარათ.
ერთმა თქვა: – დიდებულო ხელმწიფევ! ამ საქმეს თუ ფილოსოფიურ
ჭრილში არ შევხედეთ, ადვილი შესაძლებელია, გამოუსწორებელი შეც-
დომა მოგვივიდეს და მომავალ თაობათა წინაშე ბრალეულები აღმოვ-
ჩნდეთ, ვინაი­დან წინასწარ ძნელი განსაჭვრეტია, თუ სადამდე მიიყ-
ვანს კაცობრიობას ახალი მორალური ასპექტის წარმოჩენა და ზნეობის
სფეროში გაუკვალავი გზის გაკვალვა, რასაც უეჭველად გამოიწვევს გან-
სახილველ კოცნაში გარდაუვალად ნაგულისხმევი ვნებათა ლეგალიზა-
ციაო.
მეორემ თქვა:
– დიდებულო ხელმწიფევ! პირადად მე ამჟამად ფართო განზოგადე-
ბის აუცილებლობას ვერ ვხედავ და ფილოსოფიური ჭრილის ჩხრეკაც
დღესდღეობით გადაუდებელ ამოცანად არ მიმაჩნია. სამაგიეროდ,
პრობლემა, ჩემის ღრმა რწმენით, უეჭველად უნდა განვიხილოთ პოლი-
ტიკურ ჭრილში, რისთვისაც, ვიდრე რამეს გადავწყვეტთ, უნდა დადგინ-
დეს, თუ როგორ შეხედავენ ამ საქმეს უცხო ქვეყანათა გამგებლები, ვი-
ნაიდან ხელმწიფის ქალის კოცნა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური აქ-
ტიაო.
ერთი სიტყვით, მეც რომ იმ ვეზირებივით არ გავწელო და გავაჭიანუ-
რო, მას შემდეგ, რაც რომ, საცა კი ჭრილი მოიხელთეს, თითო ცხვირი
ყველგან შერგეს, ხელმწიფეს, ბოლოს და ბოლოს, მოთმინება გამო-
ელია.
– ბრძნულად კი ლაპარაკობთ ყველანი, მაგრამ ზოგი ჩემი გულის
ჭრილშიც ჩამოიხედეთო! – და, ვეზირებმა რომ მორცხვად ჩაქინდრეს

63
თავები, დასძინა – ძლივს სიბერეში შვილს ვეღირსე და ერთი კოცნის გუ-
ლისთვის სასიკვდილოდ როგორ გავიმეტო, თუნდ, რაც კი დედამიწის
ზურგზე ხელმწიფეებია, ყველამ დამძრახოს და ზიზღით ზურგი მაქცი-
ოს! არა და არა! შვილი მე ყველაფერს მირჩევნია. დღესვე შევადგენ სა-
განგებო კომისიას და გზას გავუყენებ, რათა ის მწყემსი, რომელიც გან-
გებას ამ საპატიო საქმისთვის შეუგულებია, დროით მოძებნონ და აქ
მომგვარონო.
მაშინ წამოდგა ომისა და მშვიდობის ვეზირი – ლამაზი, ტანადი,
ცალწარბაზიდული – ხელმწიფეს თავი ღირსებით დაუკრა და ბოხი
ხმით მოახსენა:
– ჩემო ბატონო! რაკი შენი ქალის სიცოცხლე ერთ კოცნაზედ ჰკი­დია,
აქ გახლავარ და მიმსახურე! მწყემსი და მოჯამაგირე ვინ მიგდია! მე
იმისთანა კოცნა ვიცი, დედამიწის ზურგზე ერთ კაცს არ ეცოდინება. თუ
არა გჯერა, აგერ სასახლის ბანოვანები და ჰკითხეთო!
ვიდრე ომისა და მშვიდობის ვეზირის სიტყვებს სასახლის ბანოვანე-
ბი კეკლუცი და მორცხვი კისკისით დაადასტურებენ, ჩვენ მცირე ხნით
აქაურობა მივატოვოთ და, ძაფები რომ არ აგვეხლართოს და ამ ჩვენი
ზღაპრის ხალიჩაზე სახეები არ გაგვიმრუდდეს, ცოტა რამ მაგ ვეზირი-
საც ვთქვათ.
...ომისა და მშვიდობის ვეზირი ჭეშმარიტი ომისა და მშვიდობის ვე-
ზირი იყო: ბატის ფრთის გასათლელად ხმალსა ხმარობდა და ყურების
გამოსაჩიჩქნად – შუბს. დაბადებით, ცხადია, პირდაპირ ვეზირად არ და-
ბადებულა. ღლაპად დაიბადა და ღლაპივით ღნაოდა. და თუმც ­მთლად
ჩვეულებრივი არც მაშინ ეთქმოდა, ვინაიდან მამამისს ისეთი სრა-სასახ-
ლეები და ციხე-კოშკები ედგა, ხელმწიფისა არ ერქვა, თორემ ისე ხელ-
მწიფისას არაფრით ჩამოუვარდებოდა, თავიდან განსაკუთრებული მა-
ინც არა ეტყობოდა რა. სამაგიეროდ, ცოტა რომ წამოიზარდა, ერთი ახი-
რებული ზნე დასჩემდა: დაწინაურება შეუყვარდა. ისე შეუყვარდა, სიყ-
ვარულისგან სულ აჟრჟოლებდა და დაწინაურების გარეშე ვეღარ ძლებ-
და. მამამისმა ერთი-ორჯერ კი კარგად გაასილაქა – ეგებ ჭკუაზე მოვიდე-

64
სო – მაგრამ, რა დაინახა, ყოველივე ამაო იყო, ადგა და ხელმწიფეს მიჰ-
გვარა. ასე და ასეა საქმეო, – მოახსენა, – დაწინაურებაზეა გადარეული,
ლამის სული გასძვრეს; ჩემს მამულში ისედაც ყველაფერი მაგისია, სად-
ღა უნდა დავაწინაურო! ახლა შენი იმედი მაქვს, შენ თუ დამიწინაურებ
ცოტ-ცოტას, თორემ დაჭლექდა და ეგ არისო. ხელმწიფემ ყმაწვილი და-
იტოვა და დაწინაურება დაუწყო. იმდენი აწინაურა, ვიდრე ბოლოს ომი-
სა და მშვიდობის ვეზირად არ გაამწესა. ომისა და მშვიდობის ვეზირი
რომ შეიქნა, ომისა და მშვიდობის ვეზირს დაწინაურების ხუშტური ცოტა
გამონელდა, მაგრამ ახლა სხვა სენი შეეყარა: სასახლის ბანოვნები შე-
უყვარდა. განა ერთი მათგანი, ან თუნდაც ორი მათგანი! – უკლებლივ
ყველა. გატაცებით დაიწყო სატრფიალო ლექსების შეთხზვა და, საცა კი
ბანოვანს წააწყდებოდა, მყისვე პაემანს უნიშნავდა. იმათაც მეტი რა უნ-
დოდათ! სასახლეში, საზოგადოდ, კაცები ცოტანი იყვნენ. კიდევ უფრო
ცოტანი იყვნენ ისეთი კაცები, კაცები რომ ეთქმოდათ, და კიდევ უფრო
ცოტანი – მართლა კაცები რომ ეთქმოდათ. ამ მხრივ ომისა და მშვიდო-
ბის ვეზირი ყველასგან გამოირჩეოდა. ნამდვილი ბუღა იყო. ჯანმრთე-
ლი, თვალტანადი, ახოვანი და შმაგი. ვაჟკაცური მიმოხრა ჰქონდა, ვნე-
ბიანი ღიმილი, ქორული გამოხედვა. ერთ ვეზირად მარტო მისი კოკობი
ულვაში ღირდა. ტანთ მუდამ უკანასკნელ მოდაზე გამოკვერილი აბჯარი
ეცვა და იმპორტულ მუზარადქვეშ თავი ყოველთვის საამოდ უხურდა.
ერთი სიტყვით, გასაკვირი არ არის, რომ სასახლის ბანოვანებიც აცმუკ-
დნენ, ამჩატდნენ და აცუნდრუკდნენ. როგორც ომისა და მშვიდობის ვე-
ზირს ყველა ბანოვანი შეუყვარდა, ისე ომისა და მშვიდობის ვეზირი ყვე-
ლა ბანოვანს შეუყვარდა. ისე ეხვეოდნენ, როგორც ბუზი – თაფლს, თვა-
ლებს უჟუჟუნებდნენ, ათასგვარ საალერსო სახელებს ეძახდნენ და მის
მონაყოლ ანეკდოტებზე გაცილებით მეტი მონდომებით კისკისებდნენ,
ვიდრე სხვა ვეზირების მონაყოლზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო – ბანო-
ვანებმაც გაიხარეს და ომისა და ­მშვიდობის ვეზირიც გალაღდა. ხელ-
მწიფეც, რაკი ხედავდა, მის პროტეჟეს დაწინაურების ენერგია სხვა, ნაკ-
ლებ სახიფათო ენერგიაში გადაუვიდა, კმაყოფილი იყო. მაგრამ ეს სა-

65
ამური ყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა. ცოტა რომ დაცხრა, ომისა და
მშვიდობის ვეზირს კვლავ დაწინაურების ბუზანკალი შეუძვრა და, რაკი
ომისა და მშვიდობის ვეზირს ზემოთ ხელმწიფის მეტი სხვა არა იყო რა,
ბევრი არ უფიქრია, ხელმწიფობა მოიწადინა. ამ მიზნით გადაწყვიტა
ხელმწიფის ასული ცოლად შეერთო. ეს თავისი სანაქებო გადაწყვეტი-
ლება პირველ რიგში რამდენიმე ბანოვანს გაანდო, რომლებიც სხვებზე
მეტად უყვარდა. ბანოვანებმა ერთი კი თქვეს კეკლუცი გაბუტვით, „მერე
ჩვენაო?“, მაგრამ გადაწყვეტილება უყოყმანოდ მოუწონეს. ან კი როგორ
არ მოუწონებდნენ: ხელმწიფეს შემდგომი დაწინაურების საშუალება
აღარ ჰქონდა, ავტოდაწინაურების ერთადერთი გზა კი ის იყო, სიძედ
გახდომოდა. რომ გაუხდებოდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, ვინაიდან
ხელმწიფე, ბევრიც ეძებნა, მასზე უკეთეს სასიძოს სად იპოვიდა?! არა,
ეგებ დამიწუნოსო?! – იტყოდა ხოლმე ხუმრობით და სასახლის ბანოვა-
ნებიც მის ხუმრობაზე გულიანად კუჭკუჭებდნენ.
მაინც, რაკი ერთი ხანობა – ვიდრე თავის სურვილს მეფე-დედო-
ფალს გამოუცხადებდა – ლოდინი იყო საჭირო, ვინაიდან ხელმწიფის
ქალს ჯერ გათხოვების ჟამი არ დადგომოდა, გადაწყვიტა ეს დარჩენილი
დრო იმისთვის გამოეყენებინა, რომ საცოლეს ხშირად სჩვენებოდა. „ეგ-
რე ჯობსო, – ამბობდა გულში, – რაკი შევუყვარდები, რომც დააძალონ,
ქმრად სხვას არავის ინდომებსო“. ამ მიზნით საბრძოლო ვარჯიშისთვის
სასახლის ეზოს ის მხარე აირჩია, რომელიც კოშკის სარკმლებიდან ყვე-
ლაზე უკეთ მოჩანდა. ხან გაუხედნავ ცხენს დააგელვებდა იქ, ხან შუბის
ტყორცნაში საუკეთესო შუბოსნებს ამარცხებდა, ხან ისე გაივლიდა, ფე-
ხით, პეწიანად და განიერი ბეჭების მოხდენილი რხევით. ზოგჯერ ბანო-
ვანებსაც იქ წაასხამდა და მათში ისე გაერეოდა, როგორც მიმინო მწყრე-
ბის გუნდში, რათა საცოლეს საშუალება ჰქონოდა მომავალი ქმარი ამ
მხრივაც შეემოწმებინა. მართალია, ხელმწიფის ქალი სარკმელში გად-
მომდგარი არასოდეს დაუნახავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, ფარდის
უკან დგას და ჩუმად მითვალთვალებსო. ჟამიდან ჟამზე, როდესაც ხელ-
მწიფე კოშკის ზედა დარბაზებში წვეულებას გამართავდა, რათა ქალს

66
ნაზირ-ვეზირები კარგად გაეცნო, ომისა და მშვიდობის ვეზირი ერთა-
დერთი იყო, ვინც წარბის აწევით უარს იტყოდა ხოლმე საგანგებო კა-
ლათზე, რომლითაც, ჩვეულებრივ, დიდებულები აჰყავდათ მაღლა, და,
სამეჯლისო აბჯარში კოხტად გამოკვართული, ფეხით შეუყვებოდა და-
კიდებულ კიბეს. მხნედ მიდიოდა, მსუბუქად, მკვირცხლად, თან ისე იღი-
მებოდა, თითქოს ციცაბო აღმართში სირბილი ერთი ისეთი სიამოვნება
იყოს, რასაც ხორციელ ადამიანს სხვა ვერაფერი მიანიჭებს. მართალია,
რაც უფრო ზემოთ მიიწევდა, სულ უფრო მეტად და მეტად იოფლებოდა,
რის გამოც ჯაჭვის პერანგს ჟანგი ედებოდა და ნაადრევი ეროზია ეწყე-
ბოდა, მაგრამ ვეზირი ამას არას დაგიდევდათ: მდიდარი კაცი იყო და
ტანისამოსიცა და საცვლებიც თავზე საყრელად ჰქონდა. სამაგიეროდ,
დარბაზში შესული, როგორც კი ხელსაყრელ შემთხვევას მოიხელთებ-
და, ხმამაღლა, ხელმწიფის ქალის გასაგონად, იტყოდა ხოლმე (ხოლო
თუ ხელსაყრელ შემთხვევას ვერ მოიხელთებდა, ისე იტყოდა, უადგი-
ლოდ და ხელსაყრელი შემთხვევის მოუხელთებლად): „ჰოდა, ის-ის
იყო, კიბე ფეხდაფეხ ამოვიარე...“
ერთი სიტყვით, ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდა და ომისა და
მშვი­დობის ვეზირი უკვე იმას ფიქრობდა, თუ სხვა ვეზირების ბედი რო-
გორ გადაეწყვიტა, ხელმწიფე რომ გახდებოდა და ტახტზე ავიდოდა –
უკლებლივ ყველანი გაეჟლიტა, თუ ზოგი მათგანისთვის მხოლოდ ქონე-
ბა და ცოლი წაერთმია და ამას დასჯერებოდა. და აი, ამ დროს, სად იყო,
სად არა, ვიღაც ტურტლიანი მდაბიო გამოჩნდა და ამდენი ჯაფა კინაღამ
წყალში ჩაუყარა. ომისა და მშვიდობის ვეზირს კარგა ხანია ეჭვი აღარ
ეპარებოდა, რომ ხელმწიფის ქალს თავი უკვე შეაყვარა. მის უცნაურ სენ-
საც ამით ხსნიდა და გულში დარწმუნებით ამბობდა, დიდხანს ვერ შეძ-
ლებს დამალვას და დღეს არა – ხვალ გაამხელს, რომ ჩემი სიყვარულით
ილევა და დნებაო. ამიტომ იყო, რომ, ხელმწიფის გადაწყვეტილება რა
მოისმინა, ნაბიჯი მტკიცედ წადგა წინ, თავი ღირსებით დაუკრა და ბოხი
ხმით მოახსენა:

67
– ჩემო ბატონო! რაკი შენი ქალის სიცოცხლე ერთ კოცნაზედ ჰკიდია,
აქ გახლავარ და მიმსახურე! მწყემსი და მოჯამაგირე ვინ მიგდია! მე
იმისთანა კოცნა ვიცი, დედამიწის ზურგზე ერთ კაცს არ ეცოდინება. თუ
არა გჯერა, აგერ სასახლის ბანოვანები და ჰკითხეო!
როდესაც სასახლის ბანოვანებმა მისი ნათქვამი კეკლუცი და მორ-
ცხვი კისკისით დაადასტურეს, ხელმწიფემ ბრძანა:
– შენ რომ მწყემსი არა ხარო?
ომისა და მშვიდობის ვეზირი არ დაიბნა.
– ულამაზესი ხომ გახლავარ, ჩემო ბატონო, და მწყემსობაზე იოლი
არა არის რა: ტყაპუჭს ჩავიცვამ, ბეწვის ქუდს დავიხურავ, კომბალს ავი-
ღებ, ორიოდ ცხვარს წინ გავიგდებ და ისეთი მწყემსი ვიქნები, შენი მო-
წონებულიო!
დაფიქრდა ხელმწიფე, ჭკუაში დაუჯდა ომისა და მშვიდობის ვეზი-
რის რჩევა. „სულელი კია, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, დიდგვაროვანია.
თუკი მაგის კოცნა მოარჩენს, ბარემ ცოლად მივცემ და შერცხვენას გა-
დავრჩებიო, თქვა გულში და საჩქაროდ გადია იხმო. გადია რომ ეახლა,
მიახარა, ასე და ასეა საქმე, ომისა და მშვიდობის ვეზირმა, ჩვენი გასაჭი-
რი რა შეიტყო, ერთი არ შეყოყმანებულა, მყისვე თავისი კოცნა შემოგ-
ვთავაზა. საქმე თუ მოითხოვს, იმაზეც კი თანახმაა, ტყაპუჭი ჩაიცვას,
ბეწვის ქუდი დაიხუროს, ხელში კომბალი აიღოს და ორიოდ ცხვარი წინ
გაიგდოსო.
ამის გაგონებაზე გადია უეცრად ისე აპილპილდა, ასეთი აპილპილე-
ბული მანამდე არავის ენახა.
– ნეტა იმ დღეს მოვესწრებოდე, შენ ჭკუა ისწავლოო! – მიახალა ხელ-
მწიფეს, – ასეთი რა პიტალო კლდე გამოდექი, რომ სიბრძნე ახლო ვერ
მოგკარებია! ისე ისხლეტ, თითქოს გეშინია, არ დაგგესლოს! შენ და შენს
ვეზირებს ხალხის მოტყუება შეგიძლიათ და აკი თქვენი დღე და მოსწრე-
ბა მეტს არც არაფერს აკეთებთ, მაგრამ ის რამ გაფიქრებინა, რომ თქვე-
ნი ტაკიმასხარობით ღმერთსაც მოატყუებთ! ნუთუ არ იცი, რომ ღმერ-
თის მოტყუება შეუძლებელიაო?!

68
– კარგი ეხლა, ისეთიც რა ვთქვი, რომ ეგრე გაუტიეო! – ითაკილა
ხელმწიფემ, – უკეთეს გზას ვეძებდი და ვიფიქრე, იქნებ ასე ჯობდეს-
მეთქი. უკითხავად ხომ არა ჩამიდენია რა! ხომ გიხმე და გკითხე! რაკი
მითხარი, ამის შემდეგ მეცოდინება, რომ ღმერთის მოტყუება შეუძლე-
ბელია, და აღარც ვეცდები. როგორც მირჩიე, ისე მოვიქცევი, რომ ილან-
ძღები, რას ილანძღები, ბიჭოსო!
ამაზე გადია კი დაწყნარდა, მაგრამ ომისა და მშვიდობის ვეზირი
უეცრად ისევ წამოდგა წინ და რიხიანად გამოაცხადა:
– რაკი ასეა, ჩემო ბატონო, საწყენად კი ნუ დაგრჩება და, იცოდე,
სხვის­ ნაკოცნ ქალს მე ცოლად ვერ შევირთავო!
– ნეტა ვინ გაძალებსო! – გაიკვირვა ხელმწიფემ.
ომისა და მშვიდობის ვეზირს ეგონა, ხვეწნას დამიწყებენო, ამიტომ,
ხელმწიფის უკმეხი პასუხი რომ მოისმინა, აბჯრის განაწყენებული
ჩხა­რა-ჩხურით წამოვიდა და ჯავრისა და შეურაცხყოფის გასაქარვებ-
ლად ბანოვანებს მიაშურა.
– ხახახაო და ხახახაო! – იცინოდა ბოღმიანად და ნაძალადევად, –
თურმე ნუ იტყვით და, ჩემს კოცნას ტეტია მწყემსის კოცნა ჯობნებიაო!
ხეხეხეხო და ხეხეხეო! ეს რა დროს მოვესწარით, ხელმწიფის სასახლეში
ამბრის სურნელს ცხვრის სუნი ურჩევნიათო!
– ხიხიხიო და ხიხიხიო! – კვერს უკრავდნენ ბანოვანები.
– ხოხოხოო და ხოხოხოო! – თანდათან ეშხში შედიოდა ომისა და
მშვიდობის ვეზირი, – უბირი მწყემსის მწლაკე კოცნა ამჯობინეს ჩემს
პროფესიონალურ კოცნას, პარტნიორის ბაგის თავს რომ ულვაშს ზომიე-
რად შევახებ და ნაზად შევუღუტუნებო!
– ოჰ, ნუღა გაგვახსენებ და ოჰ, ნუღა გაგვახსენებო! – ჟრუანტელი უვ-
ლიდა ბანოვანებს.
ხელმწიფემ და დედოფალმა კი იმავე დღეს შეარჩიეს სანდო ხალხი
და უბრძანეს, საცა იქნებოდა და არ იქნებოდა, იმ ქვეყნის ულამაზესი
მწყემსი მოეძებნათ და სასახლეში მოეყვანათ.

69
სახელმწიფოში რომ ხმა გავარდა, ხელმწიფის ქალს ისეთი სენი შეყ-
რია, ულამაზესი მწყემსის კოცნა თუ მოარჩენს, სხვა ვერაფერიო, იმ
ქვეყნის მწყემსებმა (მათ შორის, შეუხედავებმაც, ულაზათოებმაც, უშნო-
ებმაცა და სულ მთლად გონჯებმაც!) მყისვე მიატოვეს საქმე. მეცხვარემ
ცხვარი მიატოვა, მენახირემ – ნახირი, მეღორემ – ღორი, ყველამ ყველა-
ფერი მიატოვა და სარკის წინ ტრიალი და კოპწიაობა დაიწყეს (რასაც შე-
დეგად ის მოჰყვა, რომ პირუტყვი მგელმა შეჭამა და მალე ქვეყნად ისეთი
შიმშილობა ჩამოვარდა, სასახლეში ხორცს მისხალ-მისხალ წონიდნენ
და თვით ხელმწიფესაც კი თავისი საყვარელი ბუღლამა კვირაში მხო-
ლოდ ერთხელ – ხუთშაბათობით – ჰქონდა). მწყემსთა შორის ჩვენი
მწყემსი ბიჭი იყო ერთადერთი, ვისაც ამ ახალი ამბისთვის ყური არ უთ-
ხოვებია. ან კი რა გასაკვირია! მის დაჭრილსა და დამდუღრულ გულს
ცხრა კლიტე ედო და ცხრა გასაღები ტყის ფერიის უმცროს შვილიშვილს
ებარა, ხოლო რაკი იმას ვერ იფიქრებდა, ტყის ფერიის უმცროსი შვი-
ლიშვილი იგივ ხელმწიფის ქალიაო, კვლავაც ძველებურად აძოვებდა
თავის თეთრ ცხვარს, ძველებურად გმინავდა და ძველებურად ცხარე
ცრემლით რწყავდა ტყესა და ველს.
სამაგიეროდ, სოფელში რომ ხმა დაირხა, ხელმწიფე ულამაზეს
მწყემსს­ ეძებსო, ერთი შეტოკება ბოროტ დედინაცვალს შეუტოკდა გუ-
ლი. იფიქრა, ჭკვიანმა კაცმა – ჩემზე ჭკვიანი კი სხვა ვინ იქნება! – ამ საქ-
მეში შეიძლება გამორჩენა ნახოსო, მაგრამ საღამოს, სამწყემსურიდან
დაბრუნებული გერი რომ დაკვირვებით შეათვალიერა, ღვარძლიანად
გაიცინა და განზრახვაზე ხელი აიღო. „ყველაზე მახინჯი რომ სჭირდე-
ბოდეთო, – თქვა გუნებაში, – იცოცხლე, გამოდგებოდა, მაგრამ, სამწუხა-
როდ, ლამაზი სჭირდებათ და არა მახინჯიო“.
(მწარედ ცდებოდა ბოროტი დედინაცვალი, გერი რომ მახინჯი ეგო-
ნა, მაგრამ რას იზამ: სიძულვილს ეგრე სცოდნია ადამიანის დაბრმავე-
ბა).
ამასობაში ხელმწიფის კაცებმა მთელი ქვეყანა შემოიარეს და ბო-
ლოს ამ სოფელს მოადგნენ. ყველანი იქამდე იყვნენ არაქათგამოცლი-

70
ლები და იმედგადაწყვეტილები, რომ გინებისა და ბილწსიტყვაობის
გარდა უკვე აღარაფრის თავი არა ჰქონდათ. არც გაემტყუნებოდათ: ამ-
დენმა წანწალმა სულ ამაოდ ჩაუარა. მართალია, ერთი-ორი მწყემსი კი
იპოვეს ისეთი, რომ შეეხედებოდა და, ძალიან თუ გაჭირდებოდა, შეიძ-
ლებოდა რომელიმე ვეზირის ქალის საკოცნელადაც გამომდგარიყო,
მაგრამ ხელმწიფის ქალის საფერი არავინ შეხვედრიათ. ახლა იმასღა
ფიქრობდნენ, გულში რომ ხინჯი არა ჩაგვრჩეს რა და დავალება პირ-
ნათლად შევასრულოთ (იმ დროს წესად იყო დავალების შესრულება),
ბარემ აქაურ მწყემსებსაც გავსინჯავთ და მერე, სასახლეში რომ დავ-
ბრუნდებით, ცრუ მისნობისთვის გადიას დასჯას მოვითხოვთო.
მაგრამ, სოფლის მწყემსები რომ ერთად შეჰყარეს და მათ შორის
ჩვენი ნაცნობი ბიჭი დაინახეს, განცვიფრებისგან ყველას ყბა მოექცა და
ასე ყბამოქცეულებმა შესძახეს:
– ეს არის, ვისაც ვეძებთო!
ამდენმა დიდებულმა რომ ხელი მისკენ გამოიშვირა, მწყემსი ბიჭი
ჯერ დაიბნა, მერე, რა შეიტყო, სასახლეში უპირებდნენ წაყვანას, რათა
ხელმწიფის ქალისთვის ეკოცნა, თავზარდაცემულმა ერთი იპწკინა და
უკანმოუხედავად მოკურცხლა.
შინ რომ კისრისტეხით შევარდა, დედინაცვალმა დაუცაცხანა:
– გიჟანა ხომ არ გაჭამეს, შე არგასაზდელო, ეგრე გადარეულივით
რომ დარბიხარო!
ბიჭი შეევედრა:
– მიშველე რამე! სადმე დამმალე! შეიარაღებული კაცები მომდევენ,
სასახლეში უნდა წამიყვანონ, რომ ხელმწიფის ქალს ვაკოცოო!
ბოროტმა დედინაცვალმა ერთი კი გაკვირვებით გაიფიქრა: „დიდება
შენდა, ღმერთო, რომ ამდენი ხალხი ერთად დაგიბრმავებია და გაგისუ-
ლელებიაო!“, მაგრამ, გაკვირვებამ რომ გაუარა, ყოველივე სწრაფად
აწონ-დაწონა და გულში მზაკვრული განზრახვა ჩაიდო.
– ნუ გეშინია, შვილო, სანამ მე გვერდით გყავარ, ბუზს ვერავინ აგიფ-
რენსო! – უთხრა და სახლს უკან ერთ ცარიელ ქვევრში დამალა.

71
ხელმწიფის კაცები რომ მოვიდნენ, ზღურბლზე გამოეგება და, ვი-
თომ აქ არაფერიაო, დამტკბარ-დათაფლული ხმით იკითხა:
– რა ვქნა, ეს ამდენი პატივცემული გვამის სტუმრობა რას მივაწე-
როო?
– შენი გერი სასახლეში უნდა წავიყვანოთო.
– გერი ქვიან, თორემ საკუთარ შვილებში არ გამომერჩევაო! – ყასი-
დად იწყინა დედინაცვალმა. მერე დასძინა, – რად გინდათ, რისთვის უნ-
და წაიყვანოთო?
– ასე და ასეა საქმეო, – მიუგეს, – ხელმწიფის ქალს უკურნებელი სენი
შეეყარა და მაგ ბიჭმა უნდა აკოცოს, სხვა ვერაფერი მოარჩენსო.
მაშინ დედინაცვალმა დოინჯი შემოიყარა და ხმის კილოც შეიცვალა.
– როგორ თუ უნდა აკოცოსო! – იკივლა, – დღე ისე არ გავა, ათჯერ
მაინც არ წამოგვაძახოთ, კანონიერი და სამართლიანი ქვეყანა გვაქვსო,
და ეს არის თქვენი კანონი და სამართლი – საკუთარი კოცნაც კი ჩვენს
ნებაზე ვეღარ მოგვიხმარიაო! ღმერთმა თქვენც შეგაჩვენოთ და თქვენი
უსირცხვილო ხელმწიფეცაო! ვითომ ის არ გვეყოფა, რომ თითო ყმაზე
ათი ბატონი მოდის, ქვეყანა ბიუროკრატებით გაივსო და, ვისაც რა ხუშ-
ტური მოუვლის, ყველას ხუშტურზე ჩვენ უნდა ვიაროთო! სულს იქით
აღარა შეგვარჩინეთ რა, ახლა სულიც გინდათ წაგვართვათო?! დღეს
კოცნა მოინდომა იმ თქვენმა გათახსირებულმა ხელმწიფის გომბიომ,
ხვალ იქნებ მეტიც მოინდომოსო! – აქ დედინაცვალმა საბოლოოდმოხ-
სნა გუდას პირი, – თქვე ასეთებო და ისეთებოო! – დაუტია, – თქვე ყაჩა-
ღებო და ავაზაკებოო! ამკლებებო და ამწიოკებლებოო! მრბეველებო
ამაოხრებლებოო! მძარცველებო და მეკობრეებოო! მტაცებლებო და
მოძალადეებოო! ქურდებო და მამაძაღლებოო! ზნედაცემულებო და გა-
დაგვარებულებოო! ქლესებო და გაიძვერებოო! მლიქვნელებო და ფა-
რისევლებოო! ფლიდებო და მელაძუებოო! პირფერებო და გაქნილე-
ბოო! ლაქიებო და თვალთმაქცებოო! არამზადებო და თაღლითებოო!
მზაკვრებო და ვერაგებოო! ყალთაბანდებო და ჯიბიდან გავარდნილე-
ბოო! წუნკლებო და წუპაკებოო! სინდისგარეცხილებო და ნამუსგარეცხი-

72
ლებოო! იშკილბაზებო და თითლიბაზებოო! ქვემძრომებო და კაცის ჭი-
რებოო! ყურუმსაღებო და სალახანებოო! ღორებო და ღორის ტილე-
ბოო! ვირებო და ვირიშვილებოო! ბატებო და ბატისტვინებოო! ძაღლე-
ბო და ძაღლის გაგდებულებოო! ბრიყვებო და ჭკუანაკლებოო! უდღეუ-
რებო და დაგვალულებოო! თულებო და გაღლეტილებოო! ქოსმენებო
და არაკაცებოო! ხიმანკალებო და ლუპუსტაკებოო! ცინგლიანებო და
წვინტლიანებოო! ბნედიანებო და ავზნიანებოო! ვირეშმაკებო და გვე-
ლაძუებოო! ცუღლუტებო და ლაყინტარებოო! ავარებო და ტრაბუცე-
ბოო! უტიფრებო და შუბლისძარღვგაწყვეტილებოო! გარყვნილებო და
გაფუჭებულებოო! თავაშვებულებო და აღვირახსნილებოო! ბილწებო
და პირშავებოო! წამხდრებო და ბიწიერებოო! ლირფებო და უწმინდუ-
რებოო! არჯლებო და ხელიდან წასულებოო! სულმდაბლებო და კაცო-
ბადაკარგულებოო! ლენჩებო და ყეყეჩებოო! აბდლებო და აფრაკებოო!
ტუტუცებო და რეგვენებოო! უმსგავსოებო და უგვანებოო! დუხჭირებო
და დახამრულებოო! სახიჩრებო და მაიმუნებოო! ბაჯაჯღანებო და მაჯ-
ლაჯუნებოო! ჯოჯოებო და საფრთხობელებოო! მათხოჯებო და მაიმა-
ხებოო! ჯოჯოხეთის მაშხალებო და სახადის ანგელოზებოო! ბინძურე-
ბო და უწმინდურებოო! მურტლებო და თრიფინებოო! უკან შემძრომებო
და ღამის ქოთნებოო!..
სხვაც ბევრი თქვა ბოროტმა დედინაცვალმა, მაგრამ აქ ყველას ვერ
ჩამოვთვლით. ბოლოს, ლანძღვით რომ გული იჯერა, ხმას ცოტა დაუწია
და დასძინა:
– იმ თქვენს არდასაცალებელ ხელმწიფეს ეგრე მოახსენეთ: რაც მე
ამ ბიჭის გაზრდაზე წვალება გადამხდომია, მაგის ერთი კოცნა ერთი
ურემი ოქრო მიღირს-თქო.
ხელმწიფის კაცებმა, დედინაცვლის ეგზომ დიდი კადნიერება რა ნა-
ხეს, იწყინეს და ხმლები ქარქაშიდან ამოსწიეს, მაგრამ მერე, პირობაც
რომ მოისმინეს, ერთმანეთში მცირე თათბირი გამართეს. უმეტესობა
მაინც იმას ამჯობინებდა, დედინაცვლისთვის თავი იქვე გაეგდებინები-
ნათ და ბიჭი წაეყვანათ, მაგრამ საბოლოოდ ამ განზრახვაზე ხელი

73
აიღეს, ვინაიდან მალევე მიხვდნენ, რომ უდედინაცვლოდ ბიჭს ვერ
იპოვნიდნენ. მაშინ წიგნი დაწერეს, მტრედს შეაბეს და ხელმწიფეს შე-
უთვალეს, ასე და ასეა საქმე, რასაც ვეძებდით, ვიპოვეთ, მაგრამ ბოროტ-
მა დედინაცვალმა გადაგვიმალა და ერთ ურემ ოქროს ითხოვს. რა ვქნათ
და როგორ მოვიქცეთო? მალე ხელმწიფისგან პასუხი მოვიდა: რასაც ით-
ხოვს, მიაოხრეთ და, რაც იპოვეთ, აქ მომგვარეთო.
ოქროთი დატვირთული ურემი რომ ჩაიბარა, დედინაცვალმა თავი
უკმაყოფილოდ გადაიქნია და გულში თქვა: „ლაღედ დაუდევთ მაგ ქვაწ-
ვიებსა და წუწურაქებს, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი და ტანი! რაც
არის, არის, ნათქვამია, ყვავს კაკალი გააგდებინეო!“, მერე ხელმწიფის
კაცებს მიუბრუნდა და უთხრა:
– აგე, ქვევრშია. ამოიყვანეთ და ღმერთმა მოგახმაროთო!
ბევრი იფართხალა ბიჭმა, ბევრი იყვირა: „მიშველეთ, არ მინდა ხელ-
მწიფის ქალის კოცნაო!“, მაგრამ აბა ამდენ ხალხთან რას გახდებოდა!
შეიპყრეს, გალიაში ჩასვეს, გალია ეტლზე შემოდგეს და ზარ-ზეიმით გა-
უდგნენ გზას.
ტიროდა ბიჭი, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და გულმდუღა-
რე თავისთვის ბუტბუტებდა: „მშვიდობით, ტყის ფერიის უმცროსო შვი-
ლიშვილოო!“.
გაიგეს თუ არა, ბიჭი შეუპყრიათ და ქალაქს მიჰყავთო, იმ ქვეყნის
მცხოვრებლები დიდიან-პატარიანად გზაზე გამოეფინენ.
ახალგაზრდა მწყემსები, ძარღვებში რომ სისხლის მაგიერ ცეცხლი
ედგათ და ქალის მარტო ხსენებაზეც კი ელეთ-მელეთი მოსდიოდათ,
მხრებს იჩეჩავდნენ და ნაწყენები ერთმანეთს მოგუდული ხმით ეუბნე-
ბოდნენ: – დახეთ ხელმწიფის მზაკვრობასა და უსამართლობას: ვინც ყა-
ბულს ვიყავით, არ გვინდომა და, ვინც უარზეა, ძალით მიჰყავსო!
მრავლისმნახველი მოხუცები თავს ნიშნისმოგებით იქნევდნენ და
ღრმააზროვნად ამბობდნენ:
– ხალხი ბრძენია. განა თუ ტყუილად უთქვამს, გაჭირვება კაცს დე-
დოფალთან დააწვენსო! აგე, სად ასრულდაო!

74
ვინც უფრო ფიცხი იყო, გულოვანი და დაუდუღარი, აღშფოთებით გა-
იძახოდა:
– დღეს ეგ საბრალო ბიჭი წაიყვანეს, ხვალ, ვინ იცის, ეგებ ჩვენი ჯერი
დადგეს. თუ არ შევითქვით, არ შევკავშირდით და შეერთებული ძალით
არ შევებრძოლეთ ძალადობასა და უკანონობას, ისე არა გამოვა რაო.
ხომ გაგიგონიათ, ცალ-ცალკე წკეპლების გადატეხა იოლია, წკეპლების
კონისა კი – ძალზე ძნელიო! მაშ, ჩვენც შევერთდეთ და შევიკონოთ, ვიდ-
რე ასე სათითაოდ ყველანი შევუპყრივართ და გავუტაცნივართო!
ამასობაში მწყემსი ბიჭი სასახლეში მიიყვანეს და ხელმწიფეს მიჰ-
გვარეს. ხელმწიფემ ბიჭის გასასინჯად გადია იხმო (მით უფრო, რომ
თვითონ ქალის სილამაზისა კიდევ ჰო, მაგრამ კაცის სილამაზისა სრუ-
ლებით არა გაეგებოდა რა). გადიამ დინჯად, აუჩქარებლად, გულისყუ-
რით დაათვალიერა მწყემსი. ხან აქედან შეხედა, ხან იქიდან. ხან ახლო-
დან აკვირდებოდა, ხან უკან დაიწევდა და შორიდან მიაჩერდებოდა, ხან
ირგვლივ უვლიდა გალიას, ხან ზედ მიებჯინებოდა, ისე რომ ცხვირი
ცხაურებს შუა ჰქონდა შეყოფილი. კარგად,გულდასმით ათვალიერებდა,
თან თავისი შორეული ყმაწვილქალობა აგონდებოდა და თავს სინანუ-
ლით იქნევდა.
ხელმწიფე და დედოფალი შიშითა და სასოებით ელოდნენ. ბოლოს
ვეღარ მოითმინეს და ჰკითხეს:
– რას იქნევ მაგ თავს მოსაძრობი კბილივითა! ნუ დაგვხოცე, გვაღირ-
სე პასუხი, ეს არის თუ არაო?
– ეს არისო, – გამოაცხადა მაშინ გადიამ, – ცოტა დაბანა კი აკლია,
მაგრამ სხვაფრივ ისეთი მზის ნატეხია – აბა, ამდენს როგორ გასწვდება,
თორემ – რაც კი ქვეყანაზე სნეული და დავრდომილი მზეთუნახავია, მა-
გის თითო კოცნა ყველას მოარჩენს და ზეზე წამოაგდებსო.
გაიხარეს ხელმწიფემ და დედოფალმა, შვებით ამოისუნთქეს.
– სხვისა სხვამ იცოდესო, – ბრძანეს, – ჩვენ კი ჩვენსას მივხედოთ. აბა,
მაშ შევუდგეთ სამზადისსაო!

75
მართლაც, ყველაფერი ჩინებულად მომზადდა. სასახლის საუკეთე-
სო ოსტატებმა ხელმწიფის ქალის საძინებელი დარბაზი ისე ლამაზად
მორთეს და მოკაზმეს, თავი სიზმარში გეგონებოდათ. ღია ვარდისფერ-
ში ოდნავი ლაჟვარდი შეურიეს და იქაურობა ისეთი ნაზი და იდუმალი
შუქით გაანათეს, კოცნისთვის კაცი უკეთესს ვერ ინატრებდი. იატაკზე სა-
მეფო ფიანდაზები დააგეს. კედლები ძვირფასი ხალიჩებით მოჰფინეს
და ზედ საუცხოო სურათები დაჰკიდეს. კუთხეებში მაღალი ლარნაკები
დადგეს და შიგ ნაირფერი ყვავილები ჩააწყეს. კედლის ძირას სავარ-
ძლები ჩაამწკრივეს მეფე-დედოფლის, ნაზირ-ვეზირებისა და სხვა დი-
დებულთათვის, რომლებიც ცერემონიალზე იყვნენ მოწვეულნი. მთელ
დარბაზში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოტანილი სათავითაო ნელსაც-
ხებლები ასხურეს. ხელმწიფის ქალს სასთუმალი ღრუბლის ორი ბალი-
შით აუმაღლეს, რათა მისადგომად უფრო მოხერხებული ყოფილიყო.
მწყემსი ბიჭი კარგად დაბანეს, ახალთახალი ტყაპუჭი და ქალამნები ჩა-
აცვეს, თავზე ახალთახალი ბეწვის ქუდი დაჰხურეს და, როცა ყველაფე-
რი მზად იყო, ხელმწიფის ოთხმა მუტრუკმა გაკავებული შემოიყვანა
დარბაზში.
ხელმწიფის პატარა ქალი, გამხდარი, გალეული და მაინც კი მშვენი-
ერი, ავადმყოფობას ისე გაეთეთრებინა, როგორც მაგნოლიის ყვავილი,
მაგრამ მწყემსი ბიჭის დანახვაზე, თითქოს მაგნოლიის ყვავილს ვარდის
წყალი დაუსხესო, მყისვე მოცოცხლდა და ცოტა ფერიც მიეცა, რაც ხელ-
მწიფესა და დედოფალს კარგად ენიშნა; იფიქრეს, დანახვამ რომ ასეთი
კეთილმყოფელი გავლენა იქონია, მაშ, კოცნა რაღას უზამსო!
სავალალო ის იყო, რომ ბიჭი, რომელსაც შიშისა და სიბრაზისაგან
ხელმწიფის ქალი სულ არ შეუნიშნავს, გამწარებული ბღლარძუნობდა
და გაქცევას ლამობდა, აქაოდა, ტყის ფერიის უმცროსი შვილიშვილის-
თვის გულში ერთგულების ფიცი მაქვს მიცემულიო. თუმცა მისი ყველა
მცდელობა, რაღა თქმა უნდა, ამაო იყო: აბა, ხელმწიფის მუტრუკებს –
თანაც ოთხს ერთად – ვინ გაექცეოდა!

76
ხელმწიფემ რომ ნიშანი მისცა, მუტრუკებმა ბიჭი ღრუბლის ლო-
გი­ნის­კენ წააჩაქჩაქეს. იმავ წამს დარბაზში მუსიკის ნაზი და საზეიმო
ჰანგები გაისმა. საწოლთან რომ მიიყვანეს და მწყემსმა ბიჭმა, ბოლოს
და ბოლოს, ხელმწიფის ქალს დახედა, უეცრად ისეთი რამ სასწაული
მოხდა, ვინც არ შესწრებია და საკუთარი თვალით არ უნახავს, არავინ
დაიჯერა: ბიჭმა მოულოდნელად ისეთი ძალით გაიბრძოლა, ოთხივ
მუტრუკი ტომრებივით დააბერტყა ძირს და თავი გაითავისუფლა.
– არიქა, არ გაიქცესო! – დაიძახა ხელმწიფემ.
„ნეტა კი გაიქცესო!“, – ინატრა ომისა და მშვიდობის ვეზირმა.
(ომისა და მშვიდობის ვეზირმა ეს იმიტომ ინატრა, რომ საწყალს უკა-
ნასკნელ ხანს ახალი ზნე დასჩემდა: ხელმწიფის ქალი, ვიდრე იმას ცდი-
ლობდა, თავი შეეყვარებინა, თვითონვე შეუყვარდა. და ახლა, სამკურნა-
ლო პროცედურის მოლოდინში, გული მწარედ უკვნესოდა და მუცელი
ხმამაღლა უბუყბუყებდა).
– ფიქრი ნუ გაქვთ, ეგ აქედან გამქცევი აღარააო! – დაამშვიდა ყველა-
ნი გადიამ, რომელიც, მწყემსი ბიჭის აქამომდელი სიჯიუტითა და ჭირ-
ვეულობით ძალზე გაკვირვებული, ახლა კი მიხვდა, რომ თურმე ყველა-
ფერი შეცდომისა და გაუგებრობის ბრალი ყოფილიყო.
ბიჭს არც ხელმწიფის შეშინებული დაძახილი გაუგია, არც გადიას გა-
ხარებული ხმა და, მით უფრო, არც ომისა და მშვიდობის ვეზირის უიმე-
დო ნატვრა. თავის მაგიერ მხრებზე უეცრად კვლავ თუჯის ქვაბი გამო-
ება, რომელსაც ქაფქაფი წყალი კედლებზე დაუნდობლად ასკდებოდა.
ისიც იგრძნო, რომ პირიც მაშინდელივით დააღო. მხოლოდ ის არ გა-
უგია, თუ როგორ ან რატომ დაეცა მუხლებზე. საზოგადოდ, მუხლებზე
დაცემა საძრახის საქციელად მიაჩნდა, ხოლო რაკი რელატურობისა არა
გაეგებოდა რა, მუხლებზე დაცემა აბსოლუტურად საძრახის საქციელად
მიაჩნდა. ამიტომ მერეც, დილეგში, ეს ამბავი რომ მოაგონდებოდა, სირ-
ცხვილით იწვოდა.
მაშინ, რაღა თქმა უნდა, ამაზე არ ფიქრობდა. მაშინ, საერთოდ, არა-
ფერზე არ ფიქრობდა. ან კი თუჯის ქვაბით კაცმა როგორ უნდა იფიქრო!

77
იდგა მუხლებზე და უაზროდ, ლენჩივით შესცქეროდა ტყის ფერიის უმ-
ცროს შვილიშვილს, რომელიც რაღაც ჯადოქრობით ახლა ხელმწიფის
ქალად ქცეულიყო და, თუმც კი ავადმყოფობას ძალზე დაესუსტებინა,
მილულულ თვალებში მაინც ისეთი ალერსიანი და დამარეტიანებელი
ღიმილი ედგა, სულ მალე მოაგონდა, თუ რისთვის მოიყვანეს აქ, ხოლო
რაკი მოაგონდა, ერთი ქურდულად მიმოიხედა და უკურნებელი სენისა-
გან გაცრეცილი ბაგეებისკენწაიწია, მაგრამ შეშინებულმა წამსვე უკან
დაიხია (არადა – ზემოთაც მოგახსენეთ – ხელმწიფის ქალს ღრუბლის
ორი ბალიშის მეოხებით სასთუმალი ძალზე მოხერხებულად ჰქონდა
ამაღლებული) და უეცრად, თავისდაუნებურად, ენის ბორძიკით წაიბუტ-
ბუტა:
– ქიტესაო!
აქ გადია, რომელსაც, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მძაფრად და
მძაფრად აგონდებოდა თავისი შორეული ყმაწვილქალობა, ხელმწი-
ფისკენ სწრაფად გადაიხარა და ჩუმად უთხრა:
– უბრძანე, შუქი ჩააქრონო!
მაინც რა დიდი რამ არის ცოდნა და გამოცდილება! ჩაქრა თუ არა შუ-
ქი, ბიჭმა, თითქოს სინათლე სიბნელე იყოს, ხოლო სიბნელე – სინათ-
ლე, მართლა ხელად მიაგნო ხელმწიფის ქალის ბაგეებს და ნაზად და-
ეკონა. ხელმწიფის ქალმა წამსვე გამომჯობინება დაიწყო. აქამდე თუ
ისე იყო დასუსტებული, განძრევაც კი უჭირდა, ახლა სულ იოლად წამოს-
წია მკლავები და ბიჭს მხრებზე შემოაწყო. თანდათან ფერიც დაუბრუნ-
და. დარბაზში სიჩუმე იდგა. ცერემონიალზე მოწვეული დიდებულები
თავიდან ცოტა უკმაყოფილო იყვნენ – თუკი არაფერს დაგვანახვებდნენ,
ნეტა რაღას გვეძახდნენო! – მაგრამ მალე სიბნელეს თვალი შეაჩვიეს და
დაწყნარდნენ.
ხანი რომ გამოხდა, ომისა და მშვიდობის ვეზირმა, რომელსაც მუცე-
ლი უკვე იმ ზომამდე უბუყბუყებდა, დამსწრე საზოგადოება გაკვირვებუ-
ლი აქეთ-იქით იცქირებოდა – ნეტა ეს გოდების ხმა საიდან მოდისო –

78
ვეღარ მოითმინა და, თუმც კი ძალიან ეცადა მშვიდად ეთქვა, მაინც და-
ძაბული კილოთი თქვა:
– ეყოფა, ჩემო ბატონო, არ აწყინოს! დოზა თუ არ დაიცავი, წამალი
საწამლავია. ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა, ყველა უბნის ექიმმა იცი-
სო.
– გატყობ, რა მუცლის გვრემაც გჭირსო! – მიუგო ამაზე ხელმწიფემ,
რომელსაც, როცა გუნებაზე იყო, ქვეშევრდომებთან როყიო ლაპარაკი
უყვარდა, და ხმამაღლა გაიცინა.
ომისა და მშვიდობის ვეზირმა ტუჩი მოიკვნიტა და, მართალია, არა
უთქვამს რა, მაგრამ ძალიან კი გაგულისდა, ვინაიდან მუცლის გვრემა,
მოგეხსენებათ, მართლა სჭირდა.
ბოლოს, როგორც იქნა, კოცნა დასრულდა.
ხელმწიფის ქალი უკვე სავსებით განკურნებულიყო. გასაშლელად
გამზადებულ ვარდის კოკორს ჰგავდა, ერთიანად ბრწყინავდა და სახეზე
ძველებური ნათელი გადასდიოდა.
ის იყო ხელმწიფეს ცერემონიალი დასრულებულად უნდა გამოეცხა-
დებინა, რომ გოგონა მწყემსს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– სალამური რა უყავიო? – აქა მაქვსო, – აკანკალებული ხმით მიუგო
ბიჭმა და ხელი მკერდზე მიიდო.
– აბა, დაუკარიო!
ბიჭმა ტყაპუჭის ჯიბიდან სალამური ამოიღო და ჩაჰბერა.
(მაშინ მუსიკის ოსტატი წამოდგა და დემონსტრაციულად დატოვა
დარბაზი).
როდესაც ხელმწიფე დარწმუნდა, ჩემი საყვარელი ქალი საბოლოოდ
გამოჯანმრთელდაო, ღმერთს მადლი შესწირა და თქვა, ახლა კი წავალ
და ცოტა ქვეყანასაც მივხედავო. მკურნალი მწყემსი სულ დაავიწყდა.
სამაგიეროდ, ომისა და მშვიდობის ვეზირს არ დავიწყნია. როგორც
კი დარბაზიდან გავიდნენ, მცველები იხმო და ბიჭი ერთ ისეთ ბნელსა
და ღრმა დილეგში ჩააგდებინა, სადაც მზეს არასოდეს ჩაეხედა, თვი-
თონ კი, რაკი მუცელი ჯერ კიდევ უბუყბუყებდა, დარდის გადასაყრელად

79
სასახლის ბანოვანებს მიაშურა. იცოდა, მათთან მალევე დამშვიდდებო-
და და სულიერადაც დაისვენებდა (საზოგადოდ, არშიყობა ძალიან
რგებდა). მართლაც, მოჰკრა თუ არა თვალი ნაცნობ კაბებს, გუნება მყის-
ვე გამოუკეთდა და მალე ძველი რიხიც დაუბრუნდა.
– განა თავმოყვარეობა არა მაქვსო! – თქვა, – მაგ ქალს როგორ შე-
ვირთავ, გინდ სულ კალთები ჩამომახიონ! იმიტომ კი არა, რომ სხვისი
ნაკოცნია! კოცნა რა – ის კი არ არის! დაიბანს და მორჩა! ჩემი უარის მთა-
ვარი მიზეზი გემოვნებაა. წარმოგიდგენიათ?! – კლასიკას სალამური ურ-
ჩევნია! მიკვირს და გამკვირვებია, ხელმწიფის ოჯახში ასეთი მდაბიო ან
კი რამ დაბადა! არა, არა, ძმაო, ტყუილად არავინ დამიწყოს ხვეწნა, სულ
რომ უცოლოდ დავრჩე, მაგას მაინც არ შევირთავო!
იმდენი იძახა, არ შევირთავ და არ შევირთავო, ვიდრე თავად თავქა-
რიანობითა და ტუტრუცანობით განთქმული ბანოვანებიც კი არ მიხ-
ვდნენ, რომ სწორედ შერთვა ეწადა და ამიტომ მათი ვალი იყო, ეს ცრუ
უარი გადაეთქმევინებინათ. რაკი ამას მიხვდნენ, არც დააყოვნეს და ყვე-
ლა ერთად ალაპარაკდა:
– ისეთიც რა მოხდაო! – უსაყვედურეს, – ახლა რომ სალამური ურჩევ-
ნია, განა მერეც სალამური ერჩივნება! ბალღია ჯერ, მაგდენი არ იცის.
აბა, ჩვენს გემოვნებას ხომ წუნს ვერ დასდებ და ჩვენც კი, ვიდრე პატარე-
ბი ვიყავით, სალამური გვიყვარდა. დარდი ნუ გაქვს, შენს ხელში რომ ჩა-
ვარდება, გემოვნებაც გაუუმჯობესდებაო.
დიდხანს უარობდა ომისა და მშვიდობის ვეზირი და დიდხანს აძა-
ლებდნენ ბანოვანები. ბოლოს, როდესაც შედარებით დამყოლი კილო-
თი თქვა, არ ვიცი, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, თქვენი პოზიციაც მაკ-
ვირვებსო, ბანოვანებმა ვალი მოხდილად ჩათვალეს.
მწყემსი ბიჭი კი იმ ზომამდე იყო კოცნით გაბრუებული და თავგზა-
არეული, არც გაუგია. როგორ შეიპყრეს და დილეგში როგორ ჩააგდეს.
გონს რომ მოეგო და ნახა, ირგვლივ ისეთი სიბნელე ერტყა, თითქოს
ღმერთს ნათელი ჯერ არ გაეჩინა, მაშინაც განა ის იფიქრა, ჯურღმულში
ვარო! ის იფიქრა, სიყვარულისგან ვარ დაბრმავებული და ამიტომაა,

80
რომ ვერაფერს ვხედავო. მაშინ მიჯდა კუთხეში, სალამური ამოიღო და
ისე ტკბილად დაუკრა, იმ დილეგში მობინადრე ჯოჯოებს, მორიელებს,
გველებსა და ვირთაგვებს სიყვარულის ბანგმა დარია ხელი და გულმა
ერთმანეთის საკოცნელად გაუწიათ.
საღამოს, მას შემდეგ, რაც გადაუდებელი საქვეყნო საქმეები მოაგვა-
რა და სიხარულის მღელვარებაც ცოტა ჩაუცხრა, ხელმწიფეს, ბოლოს
და ბოლოს, კვლავ მოაგონდა მწყემსი ბიჭი და მოიკითხა. ომისა და
მშვი­დობის ვეზირმა მოახსენა, დილეგში დავამწყვდიე და განზრახული
მაქვს, ხვალ, ალიონზე, მზე რომ ამოიწვერება და ქვეყნიერებას პირველ
სხივებს გადმოაფრქვევს, თავი გავაგდებინოო.
– განა რა დააშავაო? – გაუკვირდა ხელმწიფეს.
– მეტი რა უნდა დააშავოს, თავისი ბილწი ლაშები შენი მზეთუნახავი
ქალის ბაგეებს შეახოო!
– ეგ რა მისი ბრალია, ჩვენ დავაძალეთო!
– თავიდან კი ჩვენ დავაძალეთ, მაგრამ მე ყურადღებით ვაკვირდე-
ბოდი და შევამჩნიე, სურვილით ჰკოცნიდაო.
– შენ, როგორც გატყობ, ჩემი ქალი გულში ჩაგვარდნიაო, – ბეჭზე ხე-
ლი წამოუტყაპუნა ხელმწიფემ, – მაგრამ შურისძიებით რაღას გააწ­ყობ!
ხომ აკოცა და ახლა გინდ მოკალი და გინდ ცოცხლად შეჭამეო!
– მაინც მოკვლა მიჯობსო, – თავისას არ იშლიდა ომისა და მშვიდო-
ბის ვეზირი, – საზოგადოდ, მოუკვლელობას მე ყოველთვის მოკვლა
მირჩევნიაო.
მწყემსის მოკვლა დიაღაც რომ ერჩივნა ომისა და მშვიდობის ვე-
ზირს. ასე ეგონა, რაკი მოვკლავ, ის კოცნა სათვალავში ჩასაგდები აღარ
იქნებაო. მაგრამ ხელმწიფემ არა ქნა.
– კაცი მარტო სათავისოდ არ უნდა ზრუნავდესო, – უთხრა, – სულ
რომ მოკვლა და თავის გაგდებინება გაკერია პირზე, რატომ იმას არ ფიქ-
რობ, ავადმყოფობა რომ შეუბრუნდეს საბრალო გოგოს, ასეთ წამალს
სადღა ვიშოვიო?!

81
ამაზე ომისა და მშვიდობის ვეზირმა ვეღარაფერი თქვა და დამორ-
ჩილება ამჯობინა, მით უფრო, რომ კარგად იცოდა, მწყემს ბიჭს, რაკი
ხელმწიფეს მისი დილეგიდან ამოყვანა არ უბრძანებია, მალე მაინც წა-
მებით ამოხდებოდა სული. „მე თუ ომისა და მშვიდობის ვეზირი მქვიან
და დილეგებისა რამე გამეგება, ორი დღეც არ გაივლის, რომ იქაური ჯო-
ჯოები, მორიელები, გველები, ვირთაგვები და ქვესკნელის სხვა დიდი
თუ პატარა შვილები – შხამიანები, მშივრები და კაცის ხორცს დანატრე-
ბულები – მაგ თავგასული ლაწირაკისას ძვლებს არ დატოვებენო!“, –
ფიქრობდა და ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტდა. მართალია, შიგა-
დაშიგ ხელმწიფის ნათქვამი მოაგონდებოდა და იმის წარმოდგენაზე,
რომ მის ცოლს ძველმა ავადმყოფობამ გაუხსენა, წამალი კი ვირთაგვებ-
მა შეუჭამეს, გული სიბრალულით მოეწურებოდა, მაგრამ თავს ძალას
ატანდა და ახლა იმას წარმოიდგენდა, რომ მისი ცოლის ჯანმრთელობა
ვიღაც უცხოს – ისიც მდაბიოს – პერიოდულ კოცნაზედ ჰკიდია. მაშინ სიბ-
რალულით მოწურული გული რისხვით გაეშლებოდა და ისეთი ბოღმით
გაიფიქრებდა, „თუ ჩემი არ იქნება, სულაც ნუ ყოფილაო!“, ბოღმისაგან
გუნებაც კი გამოუკეთდებოდა და ახლა უკვე ნიშნისმოგებით იწყებდა ხე-
ლების ფშვნეტას.
ვინ იცის, იქნებ ყველაფერი მართლა ისე მომხდარიყო, როგორც
ომისა და მშვიდობის ვეზირს სურდა, იქნებ ბედისწერასაც სწორედ ეგრე
ჰქონდა ჩათქმული, მაგრამ, გადიასი არ იყოს (მერე ხომ მეცნიერულა-
დაც დადასტურდა), ეს ქვეყანა უცნაურობის ქვითკირით ყოფილა ნაგები
და სამყაროს თურმე ისეთი კანონი განაგებს, რომლის ძალითაც, სიყვა-
რული თუ ერთი აბობოქრდა, მისი დაკავება შეუძლებელია და ბედისწე-
რაც იძულებული ხდება წინასწარ დაწყობილი გეგმები გზადაგზა ოპე-
რატიულად ცვალოს...
...ვერ დაივიწყა ხელმწიფის პატარა ქალმა ის ტკბილი და უებარი
კოცნა. ვერც მწყემსმა ბიჭმა დაივიწყა. წაეკიდათ ერთმანეთის სიყვარუ-
ლი. ისე წაეკიდათ, მეტი აღარ შეიძლებოდა. ენატრებოდათ ერთმანე-
თი, იწვოდნენ და იდაგებოდნენ ერთიმეორის სურვილით, დნებოდნენ

82
და იღვენთებოდნენ, როგორც ორი წმინდა სანთელი, რომელთაც ერთ
წმინდა სანთლად ქცევა სწადიათ. ეწამებოდნენ და იტანჯებოდნენ. ერ-
თი – ცად აზიდულ კოშკში, მეორე – ქვესკნელს ჩაკიდებულ დილეგში.
ხელმწიფის ქალი არ ინახვოდა. დარდისა და მწუხარებისაგან ლამის
მთლად ჩამოხმა. ერთიანად სიყვარულის ცეცხლში იყო გახვეული და
არ იცოდა, ამ ცეცხლის ჩასაქრობად რა წყალში ჩავარდნილიყო. ბო-
ლოს, რა შეატყო, უიმმწყემსბიჭოდ მეტს ვეღარ გავძლებო, ადგა და გა-
დიას გამოუცხადა:
– გადიავ, საყვარელო გადიავ, თავი უნდა მოვიკლაო.
– ნუ სულელობ, ჩემო ანგელოზოო, – მიუგო გადიამ, – ნუთუ არ იცი,
რომ სიცოცხლე უფლის ჭეშმარიტებაა, უფლის ჭეშმარიტების ხელყოფა
კი დიდზე დიდი მკრეხელობაა! ან კი ქვეყანას რა მაგალითი გინდა მის-
ცე! ასეთმა ნორჩმა და სასწაულივით მშვენიერმა რომ თავი მოიკლა,
სხვა რაღას იზამსო!
მაგრამ ხელმწიფის ქალს სიყვარულის ჭეშმარიტების გარდა სხვა
ჭეშმარიტებისა გაგონებაც კი არ უნდოდა.
– ჭკუის სწავლება ადვილიაო, – უდიერად მიახალა გადიას მისგანვე
ნასწავლი, – თუ შეგიძლია, რამე მიშველეო!
ამაზე გადიამ მოიწყინა და მცირე სიჩუმის შემდეგ ნაღვლიანად ჩა-
ილაპარაკა:
– ვაი რომ, ვიდრე ვარ, მე მხოლოდ მიზეზთა მიგნება ვიცი, ძალთა
ამოქმედება კი არაო...
– ჰოდა, მაშ, თავი დამანებეო! – გაწყრა ხელმწიფის ქალი და ტუჩი
აიბზუა.
– დამინებებიაო, – მორჩილად თქვა გადიამ, ტახტზე წამოწვა, კედ-
ლისკენ გადაბრუნდა და თავი მოიმძინარა.
ხელმწიფის ქალს – თუმც კი ზოგჯერ უკმეხი ლაპარაკი იცოდა – გა-
დია ძალიან უყვარდა. ამიტომ მისი ხათრით ერთხანს ყოჩაღად ითმენ-
და სიყვარულის ტანჯვას, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, როდესაც სიყოჩა-
ღეც გამოელია და მოთმინებაც, გადაწყვიტა, გაფრთხილებისთვის ყური

83
არ ეთხოვებინა და – რაც არის არის – უფლის ჭეშმარიტება ხელეყო. ამ
მიზნით, ერთ მშვენიერ დღეს, გადია რომ დარბაზიდან გაიგულა, ზეწა-
რი აიღო, სიგრძივ რამდენიმე წყებად დახია, ნახევები ერთმანეთს გადა-
აბა, დაგრიხა, ერთი ბოლო ყულფად გამონასკვა, მეორე ბოლო სარ-
კმელს ზემოთ ოქროს მსხვილ ლურსმანზე ჩამოაბა, სკამზე პერანგისა-
მარა შედგა და ჩამოსახრჩობად მოემზადა. მომზადებით კი კარგად მო-
ემზადა, მაგრამ იმ დროს, როცა ყულფი ბროლივით კისერზე უნდა ჩამო-
ეცვა, უეც­რად თავი შეებრალა, გული ამოუჯდა და მწარედ ატირდა.
ტიროდა და ტიროდა. ვიდრე ის ამ ყოფაში იყო, გადიაც დაბრუნდა.
შეაღო კარი, შევიდა და რას ხედავს; დგას სკამზე ხელმწიფის პატარა ქა-
ლი, კელაპტარივით ჩამოქნილი და ღვთაებასავით მშვენიერი, და
ცხვირ­წინ ყულფი აქვს ჩამოკონწიალებული. აქედან ისე ჩანს, თითქოს
ის ყულფი ოვალური ჩარჩო იყოს, გოგონას კოხტა თავი კი – შიგ ჩასმუ-
ლი ძვირფასი სურათი. დგას ასე, მხრები შესაბრალისად აუწურავს და
გულამოსკვნით ტირის. მარგალიტივით ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოს-
დის. ლოყები დასველებია, ჭრელი პერანგიც დასველებია; ორიოდ
მბრწყინავი წვეთი ზედ არაამქვეყნიურ ცხვირზეც დასცემია.
ამ სურათის დანახვაზე გადია ერთი კი შეკრთა, – „ამ მოლაღურს არ
უყურებთ, რა გული ჰქონიაო!“, – მაგრამ თავი მალევე მოთოკა და მშვი-
დად ჰკითხა:
– რა გატირებს, ჩემო ანგელოზოო?
– როგორ თუ რა მატირებსო! – სლუკუნით მიუგო ხელმწიფის ქალმა,
– თავი მინდა დავიხრჩო და ვერ კი მომიხერხებიაო!
– ყველაფერი ისე ჩინებულად მოგიგვარებია, ჯალათთუხუცესიც კი
წუნს ვერ დასდებს, მეტი რა მოხერხებაღა გინდაო?! – ვითომ გაუკვირდა
გადიას, – ყულფში თავის გაყოფა გაკლია და ნუთუ ეს ასე საძნელოაო?
ამაზე ხელმწიფის ქალმა ცხვირიც ასწია, ტუჩიც აიბზუა, ფეხიც და-
აბაკუნა და ტირილსაც უმატა.

84
– როგორ ვერ გაიგეო! – გაანჩხლებით უთხრა, – ვიდრე თავი არ მო-
მიკლავს, ძალიან კი ვიტანჯები, მაგრამ იმედიცა მაქვს! თავი რომ მოვიკ-
ლა, სატანჯველს კი მოვიშორებ, მაგრამ იმედსაც ხომ დავკარგავო!
– მაშ, ნუ მოიკლავ, ვინ გაძალებსო! – მიუგო გადიამ. მერე უცებ წარ-
ბები წყრომით შეჰყარა და დაუტატანა, – აბა, ეხლა კი მორჩი წიკვინს და
ძირს ჩამოდიო!
გადია რომ გაჯავრდებოდა, სასახლეში ყველას შიშის ზაფრა ეცემო-
და. ხელმწიფის ქალიც წამსვე გაისუსა და საჩქაროდ ჩამოხტა სკამიდან.
გადია ხვნეშით აფოფხდა სარკმლის რაფაზე და ზეწარი რის ვაივაგ-
ლახით ჩამოხსნა. თან გაბრაზებული ბურტყუნებდა:
– ზედმეტად ვანებივრებთ, გენაცვა. არ შეიძლება. ხელმწიფის შვი-
ლებიც ისე უნდა იზრდებოდნენ, როგორც უბრალო ხალხის შვილები იზ-
რდებიან. აბა, ბავშვობიდანვე რომ ეგეთ ფუფუნებას არ მისჩვეოდა, თა-
ვის მოსაკლავადაც ხომ უფრო იაფს რასმე საშუალებას გამოძებნიდა,
ასეთ ძვირფას ზეწარს კი არ გააოხრებდა და გაატიალებდაო!
იმ დღეს გადიას ამის მეტი არა უთქვამს რა. დახეული ზეწარი რომ
გაიტანა და იქაურობაც ცოტა მიალაგა, საქსოვი აიღო, კუთხეში მიჯდა
და, თუმც კი ხელმწიფის ქალი ერთთავად ირგვლივ უტრიალებდა და
თვალებში ეჩხირებოდა, ეგებ როგორმე სალაპარაკოდ გამოვიწვიოო,
დაღამებამდე კრინტი არ დაუძრავს. კარგად რომ დაღამდა, მაშინღა აი-
ღო თავი, საქსოვი გვერდზე გადასდო და დაფიქრებით თქვა:
– ყველა თავის ჭეშმარიტებას აღიარებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას
ემონება, ყველა თავის ჭეშმარიტებას ეწირება. ნეტა, აქედან გამომდი-
ნარე, ხორბალი და ბზე ერთმანეთში არეული უნდა დავტოვოთ თუ გა-
ვარჩიოთ და თავ-თავისი ადგილი მივუჩინოთო?..
ხელმწიფის ქალმა ვერაფერი გაიგო. საზოგადოდ, ბოლო ხანებში
გადია ძალიან გამოიცვალა. ჯერ ერთი – რაც თავისი შორეული ყმაწ-
ვილქალობა ისე ცხადად და სრულად გაიხსენა, რომ გასახსენებელი
აღარა დარჩა რა, მოულოდნელად გაახალგაზრდავება დაეწყო და, ვინც
დროში წინ-წინ მიიწევდა, ის უკან-უკან იხევდა, მეორეც – არეულ-დარეუ-

85
ლი ლაპარაკი შეუყვარდა. თქვენ რომ ერთ კითხვას მისცემდით, ის პა-
სუხს სხვა კითხვაზე იძლეოდა.
მაინც, რაკი ხმა ამოიღო, ხელმწიფის ქალს იმედი მიეცა და შეეხვეწა:
– გადიავ, ჩემო საყვარელო გადიავ, ჩემი ბედისა მითხარი რამეო!
ამაზე გადიამ ხელები მაღლა აღაპყრო და საყვედურის კილოთი
თქვა:
– რა ყოფილა ეს გრძნობადი სამყარო! გაგონილა?! ძალა თუ არ და-
ატანე, ყოველი სხეული იმას ცდილობს, უძრაობა ან თანაბარი და წრფი-
ვი მოძრაობა შეინარჩუნოსო!..
მაშინ ხელმწიფის ქალმა ფეხი დააბაკუნა და ჭირვეულად თქვა:
– ეგრე ხომ?! მაშ, კარგი! აი, ნახავ, მაინც მოვიკლავ თავს და სიცოც-
ხლეს გაგიმწარებო! – და ზურგი გაბუტვით შეაქცია.
ხელმწიფის ქალი ხომ ამ დღეში იყო! ახლა იმას არ იკითხავთ, დი-
ლეგში რა ხდებოდა?!
სიყვარულით გაბრუებული ბიჭი, მართალია, ერთხანს გატაცებით
უკრავდა სალამურს და თავისი ჭკუით ვითომ სინათლის გამოჩენას
ელოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ ჯურღმულში იჯდა, ამ
ჯურღმულს თავს ვერასოდეს დააღწევდა და ვეღარც ხელმწიფის ქალს
იხილავდა. ეს ჯურღმული იყო მისი სამუდამო სამყოფელი, მისი სახლი-
ცა და მისი საფლავიც. მაშინ შეძრწუნებულმა და სასოწარკვეთილმა გუ-
ლის მომკვლელი ღაღადით შესძახა:
– სადა ხართ, ქვესკნელის შხამიანო ბინადარნო?! მოდით და
დამ­გესლეთ, რომ ამ სატანჯველს თავი დავაღწიოო!
მაგრამ ქვესკნელის ბინადარნი – ჯოჯოებიც, მორიელებიც, გველე-
ბიც, ვირთაგვებიც – მას შემდეგ, რაც რომ სალამურის ტკბილი და საამო
ჰანგები მოისმინეს, ისეთი გულჩვილები და მგრძნობიარენი გახდნენ,
თვალზე ერთთავად სენტიმენტალური ცრემლი ადგათ და გამუდმებით
ერთმანეთის ფერებაში იყვნენ. ვინმეს დაკბენა ფიქრადაც აღარ მოსდი-
ოდათ. ის კი არა – მგონი, გესლი სულაც გაუწყალდათ. ამიტომ, ბიჭის

86
მუდარა რომ მოისმინეს, თავიანთ სისინა ენაზე ერთმანეთს გაკვირვე-
ბით უთხრეს:
– არა, თუ ხედავთ, რა უკუღმართ ვარსკვლავზე ვყოფილვართ გაჩე-
ნილი! ვინც აქამდე დილეგში ჩამოუგდიათ, სიკვდილი არავის უნდოდა
და მაინც ყველა მოვკალით, ახლა, როგორც იქნა, ისეთი სულიერი ჩა-
მოგვიგდეს, სიკვდილს რომ ნატრობს, ჩვენ კი მოკვლა აღარ შეგვიძლია,
აბა, ეს არის სამართალიო?!
ესა თქვეს თავიანთ სისინა ენაზე და დაღონდნენ.
რაკი სიკვდილს ვერ ეღირსა, მწყემსმა ბიჭმა საკუთარი თავი დაივიწ-
ყა და ხელმწიფის ქალზე დაიწყო ფიქრი, ხელმწიფის ქალზე ფიქრი კი –
ვისაც გამოგიცდიათ, გეცოდინებათ – სხვა არა არის რა, თუ არა ხელმწი-
ფის ქალის ნატვრა. იჯდა ბიჭი დილეგში, ცხარე ცრემლით ტიროდა,
შიშველი ფეხები ცრემლის გუბეში ეწყო და ხელმწიფის ქალს ნატრობ-
და. ხელმწიფის ქალის ამაო ნატვრით რომ დაიღლებოდა, სიკვდილის
ნატვრაზე გადადიოდა, სიკვდილის ამაო ნატვრით რომ დაიღლებოდა,
ისევ ხელმწიფის ქალის ნატვრას იწყებდა. იყო ასე, არცა კვდებოდა და
არცა რჩებოდა.
რაღა ბევრი გავაგრძელო – აქეთ მწყემსი ბიჭი ილეოდა, იქით – ხელ-
მწიფის ქალი. მათი საცოდაობით ქვეყანა იწვოდა. ცას შუბლი ღრუბლის
შავი ლეჩაქით გაეკრა და ისე წვიმდა, ვერ დაიჯერებდით, იმ წვიმაში
ჩამბალი ქვეყანა თუ ოდესმე კიდევ გაშრებოდა. მზემაც – ამ სურათის
ყურება აღარ შემიძლიაო – სხივები უბეში ჩაიხვია და სახეზე სქელი პირ-
ბადე ჩამოიფარა. მხოლოდ მთვარე დასუნსულებდა ბნელ ღამეში და
ყველაფერს ცნობისმოყვარეობით უთვალთვალებდა – აუცილებლივ
უნდა შევიტყო, რა იდუმალი ამბები ხდება ქვეყანაზეო – მაგრამ იმ თა-
ვისი ჩაბჟუტული თვალით ბევრს ვერაფერს ამჩნევდა.
ხალხი შინიდან გამოსვლას ვეღარ ბედავდა. დაზაფრულები კან-
კა­ლებდნენ და წამი-წამ ქვეყნიერების აღსასრულს მოელოდნენ.
საგონებელში ჩავარდნილმა ხელმწიფემ აღარ იცოდა რა ეღონა,
მაგრამ, რაკი ხელმწიფე იყო, რაღაც ხომ უნდა ეღონა! ისიც ადგა და

87
სწავლულები იხმო – ამიხსენით, თუ ღმერთი გწამთ, ყოველივე ეს რას
უნდა ნიშნავდეს და რას უნდა მოასწავებდესო! სწავლულებმა – დრო
რომ მოეგოთ და გზადაგზა რამე მოეფიქრებინათ – ძალზე შორიდან და-
იწყეს, მაგრამ მალე ისეთ ლაბირინთში გაიხლართნენ, საიდანაც გამოს-
ვლა შეუძლებელი იყო. ერთხანს იტრიალეს ცრუ გზებზე და ბოლოს სა-
მარცხვინოდ დადუმდნენ. მაშინ ხელმწიფემ – თქვენს იმედად მტერი
დადგესო და – გადია იხმო.
– ისევ შენ უნდა მიშველო რამეო! – უთხრა.
– ცეცხლი და საწვავი ფურცლის ორი გვერდია და მათი გათიშვა შე-
უძლებელიაო, – მიუგო გადიამ, – უსაწვავო ცეცხლი ცალგვერდა ფურცე-
ლია – ლიტონი სიტყვა და ოდენ აბსტრაქცია. თავის მხრივ, უცეცხლო
საწვავიც ცალგვერდა ფურცელია – ასევე ლიტონი სიტყვა და ოდენ აბ-
სტრაქცია. ახლა, თუ იცი, რატომ? არ გეცოდინება. იმიტომ, რომ ნივთიე-
რი სამყარო დაპირისპირებულ აბსტრაქციათა შეერთებით იქმნებაო.
– ასეთ აბდა-უბდას ხომ ჩემი სწავლულებიც მეტყოდნენო! – გული
მოუვიდა ხელმწიფეს, მაგრამ გადიას პედაგოგიურ მზერას დიდხანს ვერ
გაუძლო და დარცხვენილმა განზე დაიწყო ყურება.
მაშინ გადიამ უთხრა:
– თუ გინდა, რომ მორიგი გამყინვარება არ დაიწყოს, შენი ქალი
­მწყემს ქიტესას ცოლად უნდა მისცეო.
ხელმწიფეს დამბლა დაეცა და კარგა ხანს დამბლადაცემული იყო.
მერე ერთი გაიფიქრა ბოღმითა და სასოწარკვეთით, – „ნეტა სულ არ გამ-
ჩენოდა, თუ ამდენ ხათაბალას გადამკიდებდაო!“, – მაგრამ მარტო სი-
ნანულით, აბა, ქვეყანა გამყინვარებისგან ვის უხსნია?! ამიტომ, ბოლოს
დაბოლოს, იძულებული შეიქნა გადიას რჩევას დაჰყოლოდა. „გადამი-
ყოლა თან ამ ოხერმა ქვეყანამ, მაგრამ რას ვიზამ, იმთავითვე ასე ყოფი-
ლა – ხელმწიფე სატანჯველადაა გაჩენილიო!“, – ცოტა არ იყოს, ამაყად
თქვა გულში, მერე დიდ სამეფო აივანზე გადადგა და ნაძალადევი რი-
ხით გამოაცხადა:

88
– მე, თქვენმა დიდებულმა და მძლეთამძლე ხელმწიფემ, გადავწყვი-
ტე, ჩემი მზეთუნახავი ქალი მწყემს ქიტესას – მწყემსთა შორის უპირვე-
ლესს – ცოლად მივცე, და ყველას, დიდსა და პატარას, ქორწილში გეპა-
ტიჟებითო!
ეს რომ იმ ქვეყნის მცხოვრებლებმა გაიგეს, გაოცდნენ: ამ წკვარამში
და უკუნეთში ნეტა რა ექორწილებაო!
ხელმწიფემ ომისა და მშვიდობის ვეზირი დაიბარა.
– საჩქაროდ მწყემსი მომგვარე ჩემი ქალი უნდა შევრთოო!
მაშინ ომისა და მშვიდობის ვეზირი წელში შიშის მომგვრელად გაიზ-
ნიქა, ვეება მკერდი ავისმომასწავებლად გამობურცა, წარბები იმ ზომამ-
დე აზიდა, შუბლს ცოტათი ააცდინა კიდეც, თვალები რისხვით დააბრია-
ლა და სულ გრუხუნ-გრუხუნით თქვა:
– შენი ქალის შერთვას მე თვითონ ვაპირებო!
ხელმწიფეს გაუკვირდა.
– სიტყვის შემობრუნებას როგორ მიბედავ, შე ყურუმსაღოო?
მაგრამ ომისა და მშვიდობის ვეზირმა – ხმა-კრინტიო! – ისეთი დაიბ-
ღავლა, ხელმწიფეს შიშისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა, მერე ხმას ისევ
დაუწია და შედარებით მშვიდობიანი გრუხუნით განაგრძო, – მე შენ ომი-
სა და მშვიდობის ვეზირი კი ნუ გგონივარ! დღეის ამას იქით მე მეამბოხე
და აჯანყებული ვარ! ხმა-კრინტი-მეთქი! ხომ იცი, მთელი ლაშქარი, სა-
გარეოცა და საშინაოც, მუტრუკთა ორიოდე ქვეგანაყოფის გამოკლებით,
ჩემი ერთგულია და ჩემს ბრძანებას ემორჩილებაო!
მაშინ ხელმწიფემ ვითარება საღად აწონ-დაწონა და კეხი შეატრი-
ალა.
– სიმართლე რომ გითხრაო, – შეცვლილი ხმით დაიწყო, თუმცა მა-
ინც კი ცდილობდა, იხტიბარი არ გაეტეხა, – იმისთანა მდაბიოს ბარემ
შენისთანა რეგვენი მირჩევნია, მაგრამ ეს მზე რომ არ ამოდის, ამას რა
ვუყოო?!
– არ ამოდის და მაგის დედაც ვატირეო! – მიუგო ომისა და მშვიდო-
ბის ვეზირმა, – მზე და მთვარე მე ფეხებზე მკიდია! დანარჩენი ცთომი-

89
ლებიც! მე შენი ქალი მინდა და წავიყვან კიდეც! თუ ნებით არ მომცემ,
ამ შენს დიდებულ სასახლეს თავზე დაგაფშვნი, შენ შენს დედოფალთან
ერთად ბნელ დილეგში ამოგალპობ, ქალს კი ძალით წავიყვანო!
რა ექნა ხელმწიფეს? ეს ბნედიანი თავისას მაინც იზამსო, იფიქრა და
დამორჩილება ამჯობინა. ხელახლა გადადგა დიდ სამეფო აივანზე და
გამოაცხადა, ჩემს ქალს ომისა და მშვიდობის სახელოვან ვეზირს ვაძ-
ლევ ცოლად და ყველას, დიდსა და პატარას, ქორწილში გეპატიჟებითო!
ამან აქაური მცხოვრებლები კიდევ უფრო გააოცა: დალოცვილს ეგ
ერთი ქალი ჰყავს და ნეტა ყველა ძაღლსა და მამაძაღლს როგორ უნდა
მისცესო?..
ხელმწიფის პატარა ქალმა კი, მამის გადაწყვეტილება რა შეიტყო,
ისეთი ღრიალი მორთო, კოშკის კედლებს სულ ჭრაჭაჭრუჭი შეუდგა, შუქ-
მფინარე თვალთაგანაც ცრემლის იმოდენა ნიაღვრები გადმოუშვა. ცო-
ტას გაწყდა, საყოველთაო წარღვნა არ დაიწყო. გადია ერთხანს ალერ-
სითა და დაყვავებით ცდილობდა გოგონას დაშოშმინებას, მაგრამ, რა
დაინახა, არა გამოსდიოდა რა, უკანასკნელი ღონე იხმარა: გაუშალა და
ერთი იმისთანა ალიყური აჭამა, საბრალო გოგოს ის თავისი გულის მო-
მაოხებელი ღრიალი პირზე შეახმა, თვალები დაბნეულად აახამხამა და
გადიას გაოცებით მიაჩერდა. მაშინ გადიამ აკოცა და ტკბილად უთხრა:
– ეგრე არა სჯობს, ჩემო ანგელოზო?! მოთქმასა და ვიშვიშს ყოველ-
თვის მოასწრებ. ეხლა კი უნდა ვიჩქაროთ, ვინაიდან დრო ძალზე ცოტა
გვაქვს. ეს რამდენიმე დღეა წამში უკვე ორი წელიწადის სისწრაფით მივ-
ქრი უკან. მალე ამოსავალ წერტილს მივაღწევ და, თუ მანამ არ გავაკეთე,
რისი გაკეთებაც შემიძლია, მერე გვიან იქნება. მაშ, ყური კარგად მიგდე
და შენებურად ყბედობას ნუ მოჰყვები. რაკი ასე გყვარებია ის შენი ტლუ
და, ცოტა არ იყოს, კომპლექსებიანი მწყემსი, დაჯექი და წიგნი მისწერე.
და თუ აღმოჩნდა, რომ ისიც ეგრე გადარეულია შენი სიყვარულით, იქნებ
გეშველოთ კიდეცო.
ხელმწიფის ქალმა რომ ეს გაიგონა, ერთბაშად გამოიდარა.

90
– ახლავე მივწერო! – შესძახა გახარებულმა, საჩქაროდ მაგიდას მი-
უჯდა, წინ ეტრატი დაიდო, ბატის ფრთა მელანში ამოაწო და ის იყო წე-
რა უნდა დაეწყო, რომ უცებ შეჩერდა და გადიას ჰკითხა, – რა მივწეროო?
ამაზე გადიამ თვალები დახუჭა და ათამდე დაითვალა. მერე მშვიდად
მიუგო:
– ეს ხომ გაკვეთილი არ არის, ჩემო ანგელოზო! გულს მიუგდე ყური
და, რაც გიკარნახოს, ის მისწერეო!
ხელმწიფის ქალი ასეც მოიქცა. თავიდან მაინც არა გამოსდიოდა რა,
ვინაიდან – თუმც კარნახის წერაში გვარიანი გამოცდილება ჰქონდა –
აქამდე ყოველთვის მასწავლებლები კარნახობდნენ, რომლებიც ყოველ
სიტყვას დამარცვლით გამოთქვამდნენ, გულს კი ისეთი გაურკვეველი
ბაგა-ბუგი გაუდიოდა, ძალზე ძნელი გასაგები იყო, თუ, სახელდობრ, რი-
სითქმა სწადდა; ამიტომ ერთი ხანობა ტუჩებს გამწარებული იკვნეტდა
და უნუგეშოდ ხვნეშოდა. მაგრამ ბოლოს, როცა უძლურებისაგან თვალ-
ზე კვლავ ცრემლი მოადგა და ის იყო ღრიალი უნდა განეახლებინა, უეც-
რად იმ გაუგებარმა ბაგა-ბუგმა მკაფიო სიტყვებად იწყო დენა, და აკი სა-
ნაქებო უსტარიც შეთხზა:
„გამარჯობა, ქიტესავ!
იმედია, კარგად და ჯანმრთელად იქნები. ჩემს ამბავს თუ იკითხავ,
მამაჩემს განზრახული აქვს, ომისა და მშვიდობის საზიზღარ ვეზირზე
გამათხოვოს, მაგრამ რაკი მე შენს მეტი ქმრად არავინ მინდა, კარგ სა-
წამლავს ვიშოვი და ქორწილის დღეს აუცილებლად თავს მოვიკლავ.
მშვიდობით.
ან შენი, ან არავისი –
ხელმწიფის ქალი“.
ხელმწიფის ქალს საუცხოო ხელი ჰქონდა და უსტარი ისე ლამაზად
ჩააწიკწიკა, იტყოდით, ამას დილეგში რა უნდა. სადმე საერთაშორისო
გამოფენაზე უნდა გაიგზავნოსო, მაგრამ, მოგეხსენებათ, მაშინ სხვა
დრო იყო და საერთაშორისო გამოფენები არ იმართებოდა.
გადიამ უსტარი გამოართვა, გადაიკითხა და მოუწონა.

91
– გაქრი შენაო! – უთხრა ღიმილით და შუა თითი თავში სიყვარულით
ჩაჰკრა. მერე ძალზე სერიოზული სახე მიიღო, – აბა, ეხლა კი წავედი,
თორემ ვატყობ, ჩემი უკუსიჩქარე უფრო და უფრო იზრდება. მე და შენ,
ჩემო ანგელოზო, ამ სუბტიტრებიან წუთისოფელში ერთმანეთს მეტად
ვეღარ შევხვდებით. ამის შემდეგ მხოლოდ ზეცაში გნახავ და ღმერთს
შევთხოვ, რაც შეიძლება, გვიან გნახო. აბა, მშვიდობით და იმედი არ და-
კარგო. გახსოვდეს, ბედი იმედით იჭედება, იმედის წყარო კი სიყვარუ-
ლიაო!
ამ სიტყვებით მხურვალედ გადაეხვია და, გამოთხოვების სიმძიმი-
ლი რომ დაემალა, დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. თან იმ სანაქე-
ბო უსტართან ერთად ვერცხლის მოზრდილი თასით გოგონას ცრემლი
წაიღო.
იმ დღეს გადია კიდევ ერთხელ ავიდა სხვენში. ამჯერად ყველაზე
ძველი და ყველაზე საიდუმლო სკივრი გახსნა და ისეთი ტანსაცმელი
ამოალაგა, რომელიც აქამდე არასოდეს ჩაეცვა. კაცმა რომ თქვას, ამ
ტანსაცმ­ლის ჩაცმა არც იყო ნებადართული, მაგრამ გადიას ჯადოქრის
ნაცადი ალღო კარნახობდა, ახლა კანონის დაცვაზე მეტად კანონის
დარღვევაა საჭიროო. მანაც უყოყმანოდ დაარღვია კანონი და უხმარი
ტანსაცმლით შეიბუმბლა. კარგად რომ გამოეწყო, ყველა სარკმელი და
ყველა ჭუჭრუტანა უცხო საგოზავით ამოქოლა და სხვენი ჩაკეტილ სის-
ტემად აქცია. ამასაც რომ მორჩა, ხელმწიფის ქალის უსტარი მისივ
ცრემლით სავსე ჯამში საგულდაგულოდ დაალბო, მერე დაჭმუჭნა, ხე-
ლებშუა მოიმწყვდია, ისე რომ ჰაერი არსაიდან შეჰპარვოდა, ორთავ მუხ-
ლებზე დაიჩოქა, თვალები დახუჭა და მალე ყოველ გასარიდებელს გა-
ნერიდა. საკუთარ ძარღვებში რომ შევიდა და საკუთარ სისხლს შეერია,
ხელები თანდათან გაუხურდა, გაუწითლდა, გაუვარვარდა და მალე ეტ-
რატი უკვამლოდ დაიწვა. სულ რომ დაიფერფლა, ხელები გახსნა, ფერ-
ფლი მარცხენა მუჭაში მოაგროვა, ცოტაოდენი ცრემლი კიდევ ასხურა და
მარჯვენა ხელის ცერით ლესვა დაუწყო. მანამ ლესა, ვიდრე ფერფლი
ქვად არ იქცა და ცისფრად ნათება არ დაიწყო; ეს ქვა ოქროს პატარა კო-

92
ლოფში ჩადო, სხვენიდან ფეხაკრეფით გამოვიდა, კარი მჭიდროდ გა-
მოიხურა, კოშკის სახურავზე ავიდა და გაფრინდა.
ხელმწიფემ რომ მთვარის შუქზე ჰაერში მოფრთხიალე გადიას მოჰ-
კრა თვალი, გაკვირვებით ასძახა:
– გადიავ! ეჰეი, გადიავ! საით გაგიწევიაო?
– ნეტა რა შენი ჭკუის საქმეა, შე უპრინციპოო! – ჩაილაპარაკა გადიამ
და ფრთები უფრო სწრაფად აატყლაშუნა...
...ჩრდილოეთ პოლუსზე თუ სამხრეთ პოლუსზე, უკიდურეს დასავ-
ლეთში თუ უკიდურეს აღმოსავლეთში, ზღვის დონიდან ყველაზე ზედა
წერტილში თუ ზღვის დონიდან ყველაზე ქვედა წერტილში, მარადიული
ყინულით დაფარულ მწვერვალზე თუ პაპანაქება მზით გახრუკულ
უდაბ­ნოში – ერთი სიტყვით, – ყველგან, არსად და სადმე – არის ერთი
საიდუმლო ხვრელი, რომელიც დედამიწის გულში შედის და მერე შიგ-
ნეულობაში იტოტება. ხვრელის მახლობლად ერთი ჯადოსნური ნაკა-
დული მიედინება. შესახედავად სხვა ნაკადულებისგან არაფრით გამო-
ირჩევა და, ვინც არ იცის, რომ ჯადოსნურია, მის ჯადოსნურობას არც კი
დაიჯერებს. სწორედ იქით მიფრინავდა ერთგული და დაუღალავი გა-
დია. კლანჭებით ოქროს პატარა კოლოფი ეჭირა. ბევრი იფრინა თუ ცო-
ტა იფრინა, საიდუმლო ხვრელს რომ გაუსწორდა, ფრთები დაკეცა, მო-
იკუნტა და ქვასავით წამოვიდა ძირს. ისე მოდიოდა, იფიქრებდით, შუ-
აზე გასკდებაო, მაგრამ, მიწას რომ მიუახლოვდა, ფრთები ისევ გაშალა
და მშვიდობით დაეშვა ზედ ნაკადულის პირას.
– გამარჯობა, ჩემო ანკარა და მოჩუხჩუხე დობილოო! – გადასძახა ნა-
კადულს.
– ღმერთმა გაგიმარჯოსო! – მიუგო ნაკადულმა, – აქეთ რა ქარმა გად-
მოგაგდოო?
– შენი შველა მჭირდება და, ვინძლო, არ გამაწბილოო!
– შენისთანა ყოვლისშემძლეს ისეთი რა შეგემთხვა, რომ ჩემი შველა
დაგჭირდაო? – გაუკვირდა ნაკადულს.

93
– ასე და ასეა საქმეო, – უთხრა გადიამ, – დედამიწის გულში, ამა და
ამ გრძედსა და ამა და ამ განედზე, ასეთსა და ასეთ სიღრმეზე, ერთ
ბნელსა და ნესტიანდილეგში ომისა და მშვიდობის ბოროტ ვეზირს მზე-
ჭაბუკი ჰყავს დამწყვდეული, რომელმაც არ იცის, ხელმწიფის მზეთუნა-
ხავ ასულს თუ უყვარს, ამიტომ პასიური თვითმკვლელობის მცდარ გზას
ადგას. შენს მეტი იმ დილეგში ვერავინ შეაღწევს. მაშ, ნუ დამზარდები,
შენს გახარებას, წადი და ხელმწიფის ქალის გულისთქმა, რომელიც
აგერ, ცისფერ კენჭშია ჩაწნეხილი, იმ მზეჭაბუკს მიუტანეო!
– ადვილი სამსახურიაო! – ხალისით მიუგო ნაკადულმა, – წავალ და
ისე ვივლი, წასული არ გეგონები, დაბრუნებული ვიქნებიო!
გადიამ მადლი მოახსენა, ოქროს კოლოფი გახსნა და მანათობელი
ქვა ნაკადულში ფრთხილად ჩაუშვა. ქვა თვალის დახამხამებაში გაიხსნა
და წყალს ნაზი ცისფერი დაედო. მაშინ ნაკადული რაკრაკით გადაეშვა
საიდუმლო ხვრელში.
– მშვიდობით იარეო! – მიაძახა გადიამ. მერე დაიჩოქა და სასოებით
წარმოთქვა, – ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ყველა მიჯნურს, რამეთუ
მიჯნურზე კარგი და ძვირფასი ამ ქვეყნად არა არის რაო!
ესა თქვა და ამოსავალ წერტილსაც მიაღწია. იქ, სადაც გადია იყო,
თეთრი კვამლის ბოლქვი ავარდა, სწრაფად წავიდა მაღლა და ცას შე-
ერია...
მწყემსი ბიჭი ამ დროს დილეგში იჯდა და ბეჯითად განაგრძობდა
ტირილს. უკვე იმდენი ეტირა, იმ პატარა გუბის ადგილას, ცოტა ხნის წინ
რომ შიგ ფეხები ეწყო, მოზრდილი ტბა გაჩენილიყო. ქვესკნელის ბინა-
დარნიც თანდათან მლაშე წყლის ბინადრებად ქცეულიყვნენ და, თუმც
კი დროდადრო ნაპირზეც ამოდიოდნენ, რათა ენახათ, კიდევ ტიროდა
თუ არა ბიჭი, უფრო მეტ დროს მაინც წყალში ატარებდნენ.
ერთხელაც, ბიჭი რომ, ჩვეულებისამებრ, ტბის პირას იჯდა და იცრემ-
ლებოდა, უეცრად რაღაც უცხო ხმა შემოესმა. ქარი რომ ყოფილიყო,
ტალღების დგაფუნი ეგონებოდა, მაგრამ, რაკი ქარი არ იყო, ყური გაკ-
ვირვებით მიუგდო. ხმა თანდათან ახლოვდებოდა, ცოტა ხნის შემდეგ

94
წყლის ზედაპირი შეირხა, აბუყბუყდა, მიიწ-მოიწია და იმ მლაშე ტბის
შუაგულში ანაზდად მტკნარი წყლის ცისფრად მოლივლივე შადრევანი
ამოისვეტა. ამოისვეტა შადრევანი, წამოვიდა, გაიზარდა, როგორც ჯა-
დოსნური სოკო, გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა, ბოლოს ყვავილივით
გადაიშალა და შხეფები ცისარტყელას ფერებად ააბრჭყვიალა. ვიდრე
გაოცებული ბიჭი თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა, იმ ფერადი შხეფე-
ბიდან უცებ წკრიალა ხმა მოისმა:
– ხელმწიფის ქალს მწყემსი ქიტესა შეჰყვარებიაო!
აქ შადრევნის ღერო თვალის დახამხამებაში კვლავ ტბაში ჩაეშვა და
გაქრა. ტბის თავზე კი, ჰაერში, დარჩა უთვალავი ფერადი წვეთი.
ბრჭყვი­ალებდნენ წვეთები, კიაფობდნენ, თამაშობდნენ, მერე დაბლა
ეშვებოდნენ და ბიჭს სახეზე და მხრებზე დასდიოდნენ. დიდხანს იდი-
ნეს თუ ცოტა ხანს, ბოლოს ბიჭის გულში შეაღწიეს და ახლა იქიდან მო-
ისმა:
– ხელმწიფის ქალს მწყემსი ქიტესა შეჰყვარებიაო!
სახტად დარჩენილსა და გაოგნებულ ბიჭს, რაღა თქმა უნდა, თავის
მაგიერ მყისვე ის ჩვენვის კარგად ნაცნობი თუჯის ქვაბი გამოება, რო-
მელსაც ამჯერად შემაშფოთებელი ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა.
„ჩანს, შევიშალე, და თუ ჯერ არ შევშლილვარ, საცაა შევიშლებიო, –
ივარაუდა ბიჭმა, – თორემ, აბა რა დასაჯერებელია, ხელმწიფის მზეთუ-
ნახავ ქალს ჩემისთანა ტლუ და უბირი მწყემსი შეჰყვარებოდაო?!“.
ფერადი წვეთები კი ამასობაში ჯერ მიწის ძალად იქცა და მუხლებში
ჩაუდგა, მერე ზღვის ძალად იქცა და მკერდში ჩაუდგა, ბოლოს სინათ-
ლის ძალად იქცა და იმ თუჯის ქვაბშიც შეაღწია. ბიჭი ყოველივე ამას ში-
შითა და ეჭვით აკვირდებოდა. ხან ეგონა, უკვე შევიშალეო, ხან ეგონა,
ჯერ არ შევშლილვარო, ბოლოს, სინათლის ძალამ რომ დაბუჟებული
აზრები მძლავრად შეაჯანჯღარა და წამოშალა, თუმც ჯერ კიდევ ვერა
გაეგო რა, მაინც უკვე ყველაფერს მიხვდა.
მაშინ ელვის სისწრაფით ზეზე წამოიჭრა, ორთავ ხელები მაღლა
შეჰყარა და დიდზე დიდი ხმით დაიძახა:

95
– ეჰეჰეჰეეე! ხელმწიფის ქალს ვყვარებივარო!
ისეთი დაიძახა, იმ დაძახილის ექო დღემდე არ ჩამქრალა, ახლაც
ტალღა-ტალღა დადის დედამიწის წიაღში და, თუ სადმე ზედაპირს მო-
აღწევს, ვულკანად ამოხეთქავს ხოლმე.
როდესაც ქვესკნელის ბინადართ, რომლებიც იმ დიდი და მჭექარე
ხმის გაგონებაზე წეღან გულგახეთქილები ჩაცვივდნენ ტბაში და შეში-
ნებულები ფსკერს გაეკრნენ, ისევ ამოყვეს თავი, ბიჭი უკვე ისარივით
მიქროდა მაღლა. სანამ თვალს არ მიეფარა, ქვესკნელის ბინადარნი გაკ-
ვირვებით მისჩერებოდნენ, მერე ტბის პირას დასხდნენ და თავიანთ სი-
სინა ენაზე ცხარე კამათი გააჩაღეს იმის თაობაზე, თუ სად უფრო საამუ-
რია ცხოვრება – მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ...
...მწყემსი ბიჭი დილეგიდან სწორედ იმ დროს ამოვიდა, როდესაც
ომისა და მშვიდობის ვეზირი, საქორწილოდ მორთულ-მოკაზმული, ოქ-
როს აბჯარში გამოწყობილი და ოქროს ჩაჩქნით თავდამშვენებული,
მაყრიონთან ერთად – მაყრებად კი მხოლოდ მარშლები და გენერლები
ჰყავდა – ხელმწიფის სასახლის წინ იდგა და საპატარძლოს ელოდა, რო-
მელიც ბანოვანებს – ნებით იქნებოდა თუ ძალით – საცა იყო უნდა გამო-
ეყვანათ.
ვიდრე ის მოუთმენლობისგან ცმუკავდა და წამდაუწუმ ულვაშს ისწო-
რებდა, მცველებმა, რომლებიც– თუმც კი ამის საჭიროება არ ყოფილა –
დილეგს დღე და ღამ დარაჯობდნენ, მოულოდნელად შეძრწუნებით შე-
ნიშნეს, რომ ვეება ლოდი, თავის დროზე რომ ათასმა ჯანმაგარმა მონამ
რის ვაივაგლახით დააფარა დილეგის პირს, უეცრად შეტორტმანდა, აი-
ზიდა, მიწას ასცდა და მაღლა-მაღლა წამოვიდა. მცველებს ეგონათ, ლო-
დი თავისთავად მოდისო, და ენაჩავარდნილები უხმოდ მისჩერებოდ-
ნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი, ლოდქვეშ რომ ჯერ ხელები გამოჩნდა, მერე
თავი, ბოლოს კი ტანიც, იფიქრეს, ქვესკნელის ღმერთი მზისქვეშეთის
დასაპყრობად წამოსულაო, გონებადაკარგულებმა ერთი საზარლად
დაიღმუვლეს, მიწას განერთხნენ და ხელები თავზე წაიფარეს.

96
მცველების ღმუილზე ომისა და მშვიდობის ვეზირმა ამრეზით მიიხე-
და. მიიხედა და რას ხედავს: დგას უცხო ჭაბუკი დილეგის პირას, ფეხები
განზე გაუდგამს, ზე აღმართული ხელებით მთის ოდენა ლოდი უჭირავს
და ისეთია, როგორც ელვარე ქანდაკება მთვარის შუქზე.
ომისა და მშვიდობის ვეზირი ერთხანს გაკვირვებით მისჩერებოდა,
მარჯვენა ხელის სალოკ თითს საფეთქელზე დაფიქრებით ირაკუნებდა
და „ღმერთო, გამახსენე, საიდან მეცნობაო!“, გუნებაში იმეორებდა.
უყურა, უყურა და უცებ იცნო!
იცნო და, თუმც კი გულმა ძლიერი რეჩხი უყო, მის სასახელოდ უნდა
ითქვას, არ შემდრკალა და არ შეშინებულა. შუბი ელვის სისწრაფით შე-
მართა და ხაფი ხმით დასძახა:
– ჰკა მაგასაო!
მთავარსარდლის შეძახილზე მარშლები და გენერლებიც დაფა­ცურ-
დნენ და იმავ წამს ცრუ სასიძოსა და ცრუ მაყრიონის ურიცხვი შუბი ზუ-
ზუნითა და წუილით წამოვიდა. მაშინ მწყემსმა ლოდი ისევ დილეგის
პირს დააფარა. ის შუბები სათითაოდ დაიჭირა და ჩხირებივით დაამ-
სხვრია.
აქ კი ომისა და მშვიდობის ვეზირი მიხვდა, რომ ბრძოლა წაგებული
ჰქონდა.
– ვინც ჩემი ერთგულია, მომყვესო! – გასძახა ლაშქარს და უკანმოუ-
ხედავად გაქუსლა.
მწყემსი ბიჭი გამოენთო, საზღვარზე დაეწია და ყველანი ზღვაში გა-
დაყარა. ისინიც დაიხრჩვნენ. ვინც გადარჩა, ქარიშხალმა გაღმა ნაპირზე
გარიყა და ახლაც იქ არიან. ძალიან კი უნდათ გამოღმა გამოსვლა, მაგ-
რამ, აბა, როგორ გაბედავენ და, თუნდაც გაბედონ, ამოდენა ზღვას რო-
გორ გადმოლახავენ!..
გამოღმა კი ცამ ლეჩაქი მოიძრო და ლაჟვარდი შუბლი გამოაჩინა,
მზემ პირბადე აიხადა და ქვეყანა მცხუნვარე სხივების ნათელში გაახვია,
ხელმწიფის ქალსა და მწყემს ბიჭსაც დრო უქმად არ დაუკარგავთ, მალე-
ვე დაქორწინდნენ და მას შემდეგ – აბა, ამ არეულობაში იმ ქვეყანას რა

97
მიაგნებს, თორემ საკუთარი თვალით ნახავდით – დღემდე ტკბილად და
ბედნიერად ცხოვრობენ.

სოლომონიანი

ის დღე (ხუთშაბათი იყო, სრულიად ნეიტრალური დღე) ჩვეულებრი-


ვად გათენდა: გამჭვირვალე ჰაერში მოახლოებული სუსხის სუნი ტრი-
ალებდა, ფოთლებშემოძარცვულ ხეებზე ჩიტები გალობდნენ და აღმო-
სავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი
სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები
თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მი-
ხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძ­ნობია-
რე სული სჭირდება.
ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გა-
ვიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რო-
მელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.
სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სა-
მოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და
ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგ­რამ,
რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის
მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არე-
ში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთა-
ვითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტა-
ნი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს
მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია.
სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასე-
თი ლაბადა ეცვა – მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული,
კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძე-
ლი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მო-
ითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე
98
(უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფე-
რის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმე-
ლიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და
დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა,
ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პრო-
ვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგი-
ლი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა,
უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მო-
და მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან
ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მას-
თან არაფერი ესაქმებოდა. ქორწილის დღესაც კი, როდესაც კაცი ცდი-
ლობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო, რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა,
ისე რომ არც იცოდა, კარგად ეცვა თუ ცუდად. თუ ყოველივე იმას, რაც
უკვე ითქვა, დავუმატებთ წითურ, ხორცსავსე სახეს, ჭროღა თვალების
უმისამართოდ გულკეთილ მზერას და ხშირ, გრძელბეწვიან, ქერა წარ-
ბებს, მივიღებთ ისეთ ტიპიურ გარეგნობას, რომელშიც ხშირად ზედმე-
ტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავლობა და ადამიანის გო-
ნებრივი ზღვარდადებულობა და ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ავ-
ტობუსში ახალგაზრდა და მჭლე, მაგრამ თავდაჯერებულსა და აზროვ-
ნების ურთულეს ლაბირინთებში ოპტიმისტურად ჩაძირულ ინტელექ-
ტუალს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდეს, გულზე კოსმიური მელანქო-
ლია შემოაწვეს და ანალიზის ძაფი გაუწყდეს. თუმცა პირადად სოლო-
მონი ამგვარ ხიფათს იშვიათად ქმნიდა, რადგან ფეხით სიარული უყ-
ვარდა და ავტობუსში, როგორც წესი, არ ჯდებოდა. მით უმეტეს, რომ
შეძლებისდაგვარად ყველაფერი აწყობილი და წინასწარ დაგეგმილი
ჰქონდა და ამიტომ თითქმის არასოდეს ეჩქარებოდა. ხელებს, ჩვეულე-
ბისამებრ, ზურგსუკან დაიწყობდა, ტანსაც ოდნავ უკან გადაზნექდა, და-
დიოდა დინჯად, აუჩქარებლად, მძიმე-მძიმედ და, რაკი გარემოსთან შე-
გუების უნარი კარგად ჰქონდა განვითარებული და ისეთი ჯიშის ხალხს
ეკუთვნოდა, რომლებიც ტყვიების ზუზუნს ყურადღებას არ აქცევენ და

99
სანამ თვითონ არ მოხვდებათ, არც სჯერათ, რომ სროლას შეიძლება
მსხვერპლი მოჰყვეს, ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვი-
ლეშია.
სწორედ ამ მძიმე-მძიმე სიარულის გამო შეარქვეს ჯერ კიდევ ახალ-
გაზრდობაში სოლომონ ბრძენი და, თუმცა სოლომონმა მშვენივრად
იცოდა, რომ ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა ამ სიტყვას, ადამიანური სი-
სუსტის წყალობით და ისეთი არაპირდაპირი, ბუნდოვანი მიზეზების გა-
მო, როგორიცაა უეცარი გამოდარება, გემრიელი სადილი, მოულოდნე-
ლი განმარტოება, საკუთარი კეთილშობილური საქციელი და სხვა, ზოგ-
ჯერ ისე ჩაიხლართებოდა ყოველივე, ისე აირეოდა და აიჭრებოდა, წა-
მით მოეჩვენებოდა, თითქოს ამ მეტსახელში ღრმად ჩამარხული, ­სხვა-
თათვის უხილავი და თავად მეტსახელის შემრქმევთა მიერ გაუცნობიე-
რებლად გამჟღავნებული სიმართლე იყო. საბედნიეროდ, ეს წამიერი
სისუსტე, რომლისგანაც დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერ-
თიც იოლად გვპატიობს ხოლმე, მალევე ქრებოდა და მის ადგილს მყარი
რეალობის ყოველდღიური და ნაცნობი გრძნობა იკავებდა. იმ დროს,
როდესაც სოლომონს სოლომონ ბრძენი შეარქვეს, მის მძიმე, აუჩქარე-
ბელ სიარულს (და მძიმე, აუჩქარებელ ლაპარაკს) შესაძლებელია, ხე-
ლოვნურობის იერი დაჰკრავდა და ისეთი რამის ჩვენებას ლამობდა, რაც
არ არსებობდა, მაგრამ მერე და მერე იგი ბუნებამ შეისისხლხორცა, სა-
კუთარ ჩვევად აქცია და ისეთი ადგილი მიუჩინა თვისებათა ჭრელ ხალი-
ჩაზე, ხელოვნური ახლა ის მოგეჩვენებოდათ, სოლომონი რომ უცებ აჩ-
ქარებული და ამჩატებულიგენახათ.
გარეგნულად ასაკი არ ემჩნეოდა. არა თავშენახულობის გამო, არა-
მედ იმის გამო, რომ იმგვარ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნოდა, ვისშიაც დაბე-
რების პროცესი ფარულად მიედინება და ზედაპირზე გვიან გამოვა
ხოლმე, გვიან და ერთბაშად, როგორც მოულოდნელი დასკვნა. თუმცა,
ვინც ფიზიკურ ტიპებში კარგად ერკვევა, ზოგიერთი არაპირდაპირი ნიშ-
ნის მიხედვით სოლომონის ასაკს მაინც იოლად გამოიცნობდა. პროფე-
სიის გამოცნობა უფრო ძნელი იყო, რადგან ამგვარ გარეგნულ კონ-

100
სტრუქციას ფართო დიაპაზონი აქვს და მრავალ განსხვავებულ ხასიათს,
მრავალ ტიპოლოგიურ განშტოებასა და მრავალ პროფესიას ითავსებს.
მაგალითად, ასეთი ბრგე, ფერხორციანი, ასაკის სიმსუქნეშეპარული,
კრემისფერ ლაბადაში მჭიდროდ გამოკვართული, რუხშლაპიანი კაცი
თავისუფლად შეიძლება იყოს ანტიკური ფილოლოგიის პროფესორიც,
ვეტექიმიც, ხელმოცარული მუსიკოსიც, საფინანსო განყოფილების რე-
ვიზორ-ბუღალტერიც, ვეტერანი ფეხბურთელიც (უფრო ცენტრალური
მცველი) და სხვა. სოლომონი ქართული ენისა და ლიტერატურის მას-
წავლებელი იყო. ასე იყო ოფიციალურად და ასე იყო ფაქტიურად. სუ-
ლიერი მიდრეკილებითა და ემოციური დამოკიდებულებით, შესაძლე-
ბელია, მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ვინაიდან გრამა-
ტიკა მაინცდამაინც არ უყვარდა. თუმცა ეს სუბიექტური მიდრეკილება
ხელს არ უშლიდა, რომ გრამატიკასაც ისეთივე პროფესიული კეთილ-
სინდისიერებით მოჰკიდებოდა, როგორც ლიტერატურას ეკიდებოდა.
სოლომონი ზურგზე ხელებდაწყობილი და ოდნავ უკან გადაზნექი-
ლი გამოვიდა შინიდან, გასცდა მაღალი სახლების ალყაში მოქცეულ
ვიწრო ქუჩას, გადაჭრა მომცრო მრგვალი მოედანი, რომელიც დილის
მზეს ისე თანაბრად ირეკლავდა, უძრავ ჰაერში გარინდებული კამკამა
ტბა გეგონებოდათ, კიდევ ერთი, შედარებით ფართო ქუჩა გაიარა და პა-
ტარა ბაღს მიადგა. აქ გზიდან გადაუხვია და ბაღში შევიდა. არა იმიტომ,
რომ გზა შეემოკლებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბაღი უყვარდა. იქნებ
ბაღი კი არა, თავისი ჩვევა უყვარდა, არავინ იცის. ჩვენ ხომ საკუთარ
გრძნობებში ცუდად ვერკვევით და ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად
თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნი-
ლი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ
შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ
მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენ-
ჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იო-
ლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს
ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ.

101
ასე იყო თუ ისე, სკოლაში რომ მიდიოდა და სკოლიდან რომ ბრუნ-
დებოდა, სოლომონი ამ ბაღს თავისი დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით
ყოველთვის თავით ბოლომდე გადაკვეთდა ხოლმე.
ბაღი ძალიან ძველი იყო (რაზედაც მეტყველებდა უზარმაზარი, სა-
უკუნეს მიტანებული ხეები), მაგრამ სრულიად გაპარტახებული და ბე-
დის ანაბარა მიტოვებული, ეტყობოდა, პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავ-
და, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა. თუმცაღა ბებერ ხეებს ალ-
ბათ არ სწყინდათ, პირიქით, უხაროდათ კიდეც, რომ ბაღს არავინ უვლი-
და. მცენარეს ხომ, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცველი ზღუ-
დე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურ-
ჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს. ამიტომ
დიდრონი ხეები მიტოვებულ ბაღში ლაღად იდგნენ, განიერი ტოტები
ამაყად გადაეშალათ და, მიწიდან ამოზრდილები, ცისკენ მიისწრაფოდ-
ნენ. სამაგიეროდ, რასაც ადამიანის ხელი სჭირდებოდა, ყველაფერი სა-
ვალალო მდგომარეობაში იყო. უკვე უხსოვარი დროიდან აქაურობას
არავინ გვიდა, რის გამოც ყველაფერი – დამპალი ნეშო, კონსერვის ცა-
რიელი ქილები, დაჭმუჭნილი გაზეთები, სიგარეტის კოლოფები, სიგა-
რეტის ნამწვი და სხვა – ერთმანეთში იყო არეული და მთელ ბაღში მი-
მოფანტული. ზოგიერთი ხის ძირას ჯერ კიდევ იდგა მორყეული, ნა­ხევ-
რად დამპალი მერხები, რომლებზედაც, თუ წინასწარ სიმაგრეს არ შე-
უმოწმებდით, დაჯდომა საშიში იყო და რომლებსაც, როგორც გაფ-
ცქვნილ თევზს ქერცლი, აქა-იქ შერჩენოდა საღებავის ნაშთი იმის ნიშ-
ნად, რომ ისინი ერთ დროს მწვანეები და, შესაძლოა, ლამაზებიც იყ-
ვნენ. შუაგულ ბაღში ერთი გაუქმებული აუზი იყო. ახლა ამ აუზის არსე-
ბობას მოწმობდა მხოლოდ ჩამოქცეული კედლები და ამ ჩამოქცეული
კედლებიდან ამოშვერილი, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მილები, სა-
იდანაც, ეჭვი არაა, ერთ დროს წყალი ამოჩქეფდა, თუმცა ახლა ალბათ
ქალაქში ცოტაღა მოიძებნებოდა ისეთი კაცი, ეს რომ ხსომებოდა. აუზი
ნაგვით იყო სავსე. აუზიდან ცოტა მოშორებით თაბაშირის ქანდაკება
იდგა, რომელიც მოქანდაკეს ვიღაცის უკვდავსაყოფად აღემართა, რათა

102
ამით საკუთარი უკვდავება უზრუნველეყო, მაგრამ ორივე მიზანი მიუღ-
წეველი დარჩენოდა, რადგან დღეს აღარც იმის სახელი იყო ცნობილი,
ვინც აღმართეს, და აღარც იმისი, ვინც აღმართა. ქანდაკება ერთ დროს
თეთრი იყო, ახლა კი ისე გაეყვითლებინა ნესტში ღრმად ჩამკვდარ
ჭუჭყს, რომ სიყვითლისა და ჭუჭყის გარდა სხვა შთაბეჭდილებას უკვე
აღარ ტოვებდა. რომელიმე სუფთა და მოვლილი, თანამედროვე მოთ-
ხოვნების შესაბამისად თანაბრად გაკრეჭილი სკვერი ასეთ ქანდაკებას
იქნებ დაემახინჯებინა კიდეც, მაგრამ აქაურობას ვეღარაფერს აკლებ-
და, რადგან ბაღს იგი თავისი გაველურებული ბუნების ნაწილად ექცია
და ჩიტებიც კი უკვე ისე ეპყრობოდნენ,როგორც დანარჩენ ხეებს. ბაღის
სიღრმეში, სადაც ერთ დროს ღია ესტრადა იყო, ახლა მის მოსაგონებ-
ლად იდგა ქვის და­ბალი სვეტები (რომლებსაც ცემენტი შემოცლოდა და
ამიტომ თავიანთ საიდუმლოს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი
ერთიანი სვეტები კი არ იყვნენ, არამედ ერთიმეორეზე დაწყობილი
ბრტყელი და უთანაბრო ქვები, დაუფარავად ამჟღავნებდნენ), რკინის
ჩონჩხი (რომელსაც ადრე იატაკი ეყრდნობოდა და რომელიც ახლაც პა-
ტიოსნად შეასრულებდა თავის მოვალეობას, იატაკი რომ არ დამპალი-
ყო და ნაწილ-ნაწილ არ ჩაშლილიყო) და ესტრადაზე ამავალი ოთხსა-
ფეხურიანი კიბე (რომელიც რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ
მის დგომაში უკვე უაზრობის კომიზმი იყო, რადგან, რაკი ფიცარნაგი
აღარ არსებობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი ახლა
არარაობაში მიდიოდა).
აუზი, ქანდაკება და ესტრადა ისე იყვნენ განლაგებული, რომ ტოლ-
გვერდა სამკუთხედს ქმნიდნენ.
სოლომონს რაღაც ძალა ეწეოდა ამ ბაღისაკენ. ზოგჯერ სახლიდან
განაგებ ადრე წამოვიდოდა, აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შორის,
დიდი ცაცხვის ძირას, ერთი, შედარებით მყარი მერხი ჰქონდა ამოჩემე-
ბული, ჩამოჯდებოდა ამ მერხზე და ფიქრებში ჩაიძირებოდა. ამ ხეებს
რომ შესცქეროდა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იდგნენ აქ, როცა ქალა-
ქის დღევანდელ მცხოვრებთაგან დაბადებულიც კი არავინ იყო, ეჩვენე-

103
ბოდა, თითქოს ძველსა და შორეულ, სევდიან სურნელს გრძნობდა,
ისეთ სურნელს, როგორსაც, მთელი ქვეყანა რომ შემოგევლოთ, ვეღარ-
სად წააწყდებოდით. რაც შეეხება მერხებს, მათი ახალგაზრდობა და
სიმწვანე კარგად ახსოვდა და ახლა, მათს გაქუცულსა და წასაქცევად
გამზადებულ სიბერეს რომ უყურებდა, ზოგჯერ თავისი სიყმაწვილე
აგონდებოდა, კერძოდ (ამის მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა რამდენჯერ-
მე საგანგებოდ ჩაუღრმავდა), ის ხანა, მეზობლის გოგოებმა რომ პირვე-
ლი კვირტები გამოიტანეს და ამის დანახვაზე ბიჭებს თავზე წინდაჩა-
მოცმულებს ეძინათ, რათა ურჩი თმა მოერჯულებინათ და ისეთი მიმარ-
თულება მიეცათ, რომელიც, მათი აზრით, უფრო სოლიდურ შესახედაო-
ბას მიანიჭებდათ, ხოლო დილდილაობით, გაღვიძებისთანავე, კედელ-
თან დგებოდნენ, სადაც მათი გუშინდელი სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზი
იყო გავლებული, და გულის ფანცქალით ეზომებოდნენ იმ იმედით, რომ
წუხელ ერთი-ორ სანტიმეტრს კიდევ მოიმატებდნენ. ხანდახან სოლო-
მონს სულ სხვა პრობლემები გაიტაცებდა, უფრო ზოგადსაკაცობრიო
პრობლემები, და თავის დანიშნულებაზე დაიწყებდა ფიქრს, არა თავის,
როგორც სოლომონის, დანიშნულებაზე, არამედ სოლომონის, როგორც
მთლიანი, განუყოფელი ადამიანის შემადგენელი ნაწილის დანიშნულე-
ბაზე. ასეთ დროს გაუვალ ლაბირინთებში იხლართებოდა, ძაფი უწყდე-
ბოდა, გზა ებნეოდა და გულში არარაობისა და მკვდარი სიცარიელის
ტკივილი უჩნდებოდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებოდა, რაც,
სკოლაში მისული, ყოველდღიურსა და გადაუდებელ საქმეებში ჩაეფ-
ლობოდა. ზოგჯერ ისე იჯდა ხოლმე, ტყუილად, და არაფერზე არ ფიქ-
რობდა. უფრო სწორად, ალბათ ფიქრობდა, მაგრამ მერხიდან რომ წა-
მოდგებოდა, უკვე აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ამ ხნის მანძილზე მის
მაგივრად მერხზე სხვა ვიღაც იჯდა და სხვა ვიღაც ფიქრობდა.
სკოლაში ყოველთვის მიუხაროდა. როდესაც ადამიანის მიდრე-
კი­ლება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსა-
ხური მისთვის მეორე ოჯახიაო. ასეთი კაცისაგან განსხვავებით, სკოლა
სოლომონისათვის პირველი და, გარკვეული აზრით, ერთადერთი ოჯა-

104
ხი იყო. ამგვარმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თით-
ქოს სკოლაში გულითადი მეგობრები ჰყავდა, რომელთა წრეში ტრიალი
სულიერად ამდიდრებდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება.
მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება, იშვიათი და დროებითი
გამონაკლისების გარდა, საკმაოდ გულგრილი იყო და ფორმალური თა-
ვაზიანობის ზღვარს არ სცილდებოდა. და თუ სოლომონს მაინც მათთან
ყოფნა ერჩივნა და კვირა დღე ჭირივით ეჯავრებოდა, ეს იმიტომ, რომ
სამსახურსა და ოჯახს, ჩვეულებრივ, სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს ვუყე-
ნებთ და ზოგი წვრილმანი უსიამოვნება, რაზედაც სამსახურში იოლად
ვხუჭავთ თვალს, ოჯახში გულსა გვტკენს და გუნებას გვიმღვრევს, თო-
რემ, შინ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი ჰქონოდა და მუდმივ დაძაბულო-
ბაში ეცხოვრა, როგორც არა ერთი და ორი ცხოვრობს, სოლომონს ეყო-
ფოდა გამბედაობა (ყოველ შემთხვევაში, საიმისოდ მაინც ჰყოფნიდა,
რომ ასე ეფიქრა) სულ მიეტოვებინა ოჯახი და სადმე გადახვეწილიყო.
საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა საქმე. ეგ არის მხოლოდ, რომ შინ აღა-
რაფერს ეკითხებოდნენ და ამის გამო თავს, ცოტა არ იყოს, ზედმეტ ბარ-
გად გრძნობდა. შესაძლოა, აზვიადებდა კიდეც. მაგალითად, ხმამაღ­ლა
რომ ეთქვა, არაფრად მაგდებთო, იოლად დაუმტკიცებდნენ, რომ ცდე-
ბოდა. ზოგჯერ თვითონაც ეჩვენებოდა, რომ აზვიადებდა. უფრო მეტად
მაშინ, როცა რაიმე საქმის გამო ქალაქიდან მოუხდებოდა გამგზავრება.
საკმარისი იყო ორი დღით მოშორებოდა სახლს, გულზე მძიმე სევდა შე-
მოაწვებოდა, თვალზე ლამის ცრემლი მორეოდა და ერთბაშად იგ-
რძნობდა, თუ რა მწარედ ცდებოდა, როცა თავი ოჯახიდან გარიყული
ეგონა. სახლ-კარს მოშორებული და მართლა მარტო დარჩენილი, შო-
რიდან ნათლად ხედავდა, რომ იმ მოჩვენებითი მარტოობის უკან იდგა
მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი, რომელიც თავგანწირულად იზი-
დავდა და სევდიანი, ცრემლმორევამდე სევდიანი ნატვრით უხმობდა,
და მხოლოდ მაშინ, უკან რომ მობრუნდებოდა, შინ შევიდოდა, კედლებ-
სშეხედავდა, ავეჯს შეხედავდა, ცოლ-შვილს შეხედავდა, ხვდებოდა,
რომ თურმე ის „მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი“ საკუთარი ფანტა-

105
ზიის ნაყოფი ყოფილა, ილუზია, მირაჟი, რომელიც გიზიდავს, მაგრამ
არ არსებობს, და კვლავ გარიყულობის ნაცნობი გრძნობა ეუფლებოდა.
ეს გაორებული დამოკიდებულება, თუმცა კი ხშირად გულზე უამურად
უფხაჭუნებდა, ცხოვრების მთავარ კალაპოტს ვერ ამღვრევდა და ვერ
აღელვებდა, გარიყულობისა და ზედმეტობის გრძნობაც ზედაპირზე და-
ცურავდა, გარედან, მხოლოდ კანზე ეხებოდა და, მართალია, ზოგჯერ
მწვავე აფეთქებას იწვევდა, მაგრამ სულის ღრმა ფენებს, სადაც ჩვენი
არსებობის ძირითადი ბირთვია მოთავსებული, ვერ წვდებოდა და ვერ
აზიანებდა. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ სოლომონს მშვიდი ცხოვრე-
ბა უყვარდა (ხოლო, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც
მშვიდად იცხოვროს), მეორე ის, რომ ოჯახის სადავეები ერთბაშად კი არ
გამოსცლია ხელიდან, ნელ-ნელა დაკარგა, თანდათან, შეუმჩნევლად,
ამიტომ ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. მეხის გავარდნა ხომ თავისი მო-
ულოდნელობით გვაკრთობს, თორემ, ნელ-ნელა რომ მოდიოდეს და შე-
უმჩნევლად უმატებდეს ხმას, ისე გავარდებოდა, ვერც გავიგებდით, ან
გავიგებდით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიქნებოდით და ყურადღებას არ მი-
ვაქცევდით. და თუ სოლომონი თავის ცხოვრებას ბედნიერებას ვერ და-
არქმევდა, ვერც უბედურებას დაარქმევდა, ეს კი რეალისტი კაცისთვის,
ვისაც პატივმოყვარეობა არ ახრჩობს, სავსებით საკმარისია.
ცოლი ოცდახუთი წლისამ შეირთო. ნათესავებმა შეურჩიეს ქალი და
ერთხელ, წვეულებაზე, შეახვედრეს. ქალი შესახედავად დიდი ვერაფე-
რი შვილი იყო. სამაგიეროდ სოლომონს ძალიან მოეწონა ის, რომ ერ-
თთავად მორცხვად თავდახრილი იჯდა და თვალებში შემოხედვას ვერ
უბედავდა. გარდა ამისა, მოეწონა სახელი – ასმათი, რომელიც სიყრმი-
დანვე, როდესაც პირველად წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“, რჩეულ სა-
ხელთა ნუსხის თავში მოექცა. იმ დროს სოლომონი ახალბედა მასწავ-
ლებელი იყო, ხოლო ასმათი ქიმწმენდაში მუშაობდა ტექნოლოგად. რაც
შემდეგ მოხდა, იმის გამო სოლომონს არც ერთი საყვედურის სიტყვა არ
დასცდენია თავის შუამავალ ნათესავებთან, რადგან იმ ფსიქოლოგიურ
ცვლილებებს, რომელთა მოწმეც მოგვიანებით შეიქნა და რომლებიც იქ-

106
ნებ იმთავითვე ეწერა შუბლზე ასმათს, სოლომონის უბირი ნათესავები,
ცხადია, წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ. თავიდან ყველაფერი წესსა და
რიგზე მიდიოდა. ასმათი მეოჯახე, მოსიყვარულე, ალერსიანი და ერ-
თგული ქალი იყო და ცოლის ყველა მოვალეობას კარგად და გულმოდ-
გინედ ასრულებდა. როდესაც საღამოობით სოლომონი თავის სასკოლო
სიხარულსა და გულისტკივილს უზიარებდა ხოლმე, ასმათი ყურადღე-
ბით უსმენდა. მართალია, საკუთარ მოსაზრებებს იშვიათად გამოთქვამ-
და, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი იყო. კაცს მსმენელი გჭირდება და არა
მოსაზრებები. განსაკუთრებით ტკბილად აგონდებოდა სოლომონს ღა-
მეული საუბრები, რომლებიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით მიმდი-
ნარეობდა ლოგინში, ძილის წინ, როდესაც საერთო სარეცელი მთელი
ცხოვრების მყარ, ­მტკიცე, უღალატო კალაპოტად იქცეოდა, რომელშიაც
ცოლ-­ქმრის სული და ხორცი ამ სარეცელივით ერთი და განუყოფელი
იყო და რომელშიაც ცოტა ჭარბი გულახდილობა, ცოტა ჭარბი სიმხურ-
ვალე, ცოტა ჭარბი რომანტიზმი და ცოტა ჭარბი იდეალიზმი ისე უბრა-
ლოდ, ისე ბუნებრივად, ისე კარგად ისხდნენ თავთავიანთ ადგილას,
თითქოს ცხოვრება სწორედ ასეთი ყოფილიყოს, ხოლო ის, რაც დღისით
ეგონა ცხოვრება, ახლა მის მრუდე ანარეკლად ეჩვენებოდა.
ორი წლის შემდეგ ასმათი გაერთიანება „ოქროს საწმისში“ გადავი-
და სამუშაოდ და მალე ცეცხლთან თამაში დაიწყო. „ოქროს საწმისი“
ჩვენი პატარა ქალაქის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დაწე-
სებულება იყო, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა საკუთარ საამქრო-
ებში დამზადებული (მაგრამ უვარგისი) და გარედან შემოტანილი (მაგ-
რამ ძნელად ხელმისაწვდომი) ისეთი აუცილებელი საქონლით, როგო-
რიცაა კაფელის ფილები, აბაზანები, უნიტაზები, ონკანები, ნიჟარები და
სხვა. ასმათი ძველ სამსახურშიც გამოირჩეოდა სიყოჩაღითა და ენერგი-
ით, მაგრამ „ოქროს საწმისში“ ისეთი ფხა გამოიჩინა, არა მარტო
ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ გზადაგზა კიდევ ერთხელ, საკუ-
თარ მაგალითზე, დაამტკიცა, თუ რაოდენ რთული მოვლენაა ადამიანი
და რა სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ

107
დღეზე მსჯელობა. ჯერ წუნმდებელი იყო, მერე ეკონომისტი, მერე უფ-
როსი ეკონომისტი, მერე განყოფილების გამგე, ბოლოს კი დირექტორის
მოადგილე გახდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ
მორცხვი, უთქმელი, უპრეტენზიო ქალი პატივსაცემ, საქმიან, მკაცრ დი-
რექტორის მოადგილედ ქცეულიყო, რომელსაც მანქანაც კი ემსახურე-
ბოდა. მართალია, ეს იყო იმ ტიპის „მოსკვიჩი“, უკან რომ ოთხკუთხა, და-
ხურული, კიდობნის მაგვარი ძარა ადგას, მაგრამ მაინც მანქანა იყო,
მძღოლი ჰყავდა, ბორბლები ჰქონდა და, რაც მანქანას მოეთხოვება, ყვე-
ლაფერს მშვენივრად აკეთებდა. და თუ შესახედაობას მაინცდამაინც
დიდ ყურადღებას არ მიაქცევდით, იმ სპეციფიკური დანიშნულებისათ-
ვის, რომელზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, შუშებით შემოღობილ,
ღია, ყველა ცნობისმოყვარე თვალისთვის სააშკარაოზე მყოფ მანქანას
ასეთი გაუმჭვირვალე კიდობანი სჯობდა.
ასმათი ჯერ მხოლოდ უფროსი ეკონომისტი იყო და თავისი კარიე-
რის ბოლო პუნქტამდე კიდევ დიდი გზა ედო, როცა პირველად მოიტანა
შინ რამდენიმე შეკვრა უცხოური კაფელი და ერთი უცხოური უნიტაზი.
სოლომონს გაუკვირდა. საქმე ისაა, რომ არც კაფელი ჰქონდათ გამოსაც-
ვლელი და არც უნიტაზი, ხოლო, რაკი მთელი მისი არსება მშობლიური
ლიტერატურის სიყვარულში იყო გახსნილი და ამის გამო პრაქტიკული
აზროვნება ცოტა მოჩლუნგებული ჰქონდა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რის-
თვის დასჭირდა ცოლს ამ ნივთების მოზიდვა. როცა გაიგო, გასაყიდად
მოეტანა, აღელდა. ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რასაც შესაძლოა გა-
დამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს: სოლომონმა ყრუ ტკივილით იგ-
რძნო, რომ მის არსებაში ღელავდა არა მარტო ზნეობრივი აღშფოთება,
არამედ (იქნებ უფრო დიდი დოზითაც) შიში, შიში იმისა, რომ ვიღაც პა-
სუხს მოსთხოვდა. თუმცა, როცა თავის აღელვებას გზა მისცა და სიტყვე-
ბად ჩამოყალიბებას შეუდგა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებაზე
გადაიტანა, შიში კი მხოლოდ გაკვრით ახსენა (რაზედაც ასმათმა დამცი-
ნავად გაიღიმა). საერთოდ, სოლომონი ისე ვერ ღელავდა და ისე ვერ
შფოთავდა, როგორც საჭირო იყო და როგორც აღელდებოდა და აღ-

108
შფოთდებოდა, კაფელი და უნიტაზი რომ ცხვირწინ არ ჰქონოდა და სა-
კითხი მხოლოდ თეორიულ პლანში ყოფილიყო გადასაწყვეტი. ალბათ
ამანაც იმოქმედა, რომ ცოლ-ქმრის შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგ-
რძელებულა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე მოკლე ფრაზა
სტყორცნეს, რომლებშიაც ემოცია მეტი იყო, ვიდრე აზრი, და რომლე-
ბიც უმთავრესად ერთიმეორის სუბიექტურ დახასიათებას წარმოადგენ-
და, ასმათმა დოინჯი მრისხანედ შემოიყარა და ამ მრისხანებასთან შე-
უთანხმებელი, წყნარი, ჩუმი, ლამის საწყალობელი ხმით თქვა:
– ბატონი ბრძანდები. შენა ხარ ოჯახის უფროსი და, როგორც მეტ-
ყვი, ისე ვიზამ. ახლა რაღა ეშველება, ამ ერთ ღამეს გაუძელი და ხვალ
მოვკიდებ ხელს და, საიდანაც მოვიტანე, ისევ იქ წავიღებ. – დოინჯიც
რომ არა, ასეთი დასკვნა ისედაც არ გამომდინარეობდა წინამავალი სა-
უბრიდან, ამიტომ სოლომონი ცდუნებას არ აჰყოლია და თავისი გამარ-
ჯვება არ დაუჯერებია, მით უმეტეს, რომ გულის შორეულ სიღრმეში
გრძნობდა, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა (რადგან კიდევ
უფრო შორეულ სიღრმეში, ვინ იცის, ეგებ არც უნდოდა ჰქონოდა). მარ-
თლაც ასმათმა თავისი სიტყვი ასე დაასრულა, – სულ მივატოვებ ამ
ოხერ სამსახურს, ბავშვებს მაინც მივხედავ (ამ დროს უკვე სამი შვილი
ჰყავდათ). ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს. ოჯახს კაცი
უნდა არჩენდეს, – აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვითარება აწონ-დაწო-
ნაო, მერე დაუმატა, – მე შენ გეტყვი, ვერ გვაცხოვრებ შენი ხელფასით!
სოლომონს ეს სიტყვები ემწარა, მაგრამ არც ისე, როგორც მოსა-
ლოდნელი იყო, რადგან ახლა იმასაც მიხვდა, რომ შვიდი წლის მანძილ-
ზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ, ამ სიტყვებს წინ უამრავი სხვა სიტყვა უძ-
ღოდა, რომლებისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია და რომლე-
ბიც, ამ უყურადღებობის წყალობით, კიდევ უფრო მუყაითად მუშაობ-
დნენ და კიდევ უფრო ბეჯითად ამზადებდნენ საბოლოო სათქმელს.
ამიტომ აღარც იმის განცდა გამოდგა ახლა ძალიან მწვავე, რომ სოლო-
მონს თურმე რა ხანია უკვე ოჯახის უფროსობა ჩამორთმეული ჰქონდა,
ეკონომიკის სადავეები ასმათს ეპყრა ხელთ და ახლა მხოლოდ იმაზეღა

109
იყო ლაპარაკი, რომ იდეოლოგიური სადავეებიც აეღო, რაც ეკონომიურ
ბატონობას ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა მოჰყოლოდა.
და სოლომონი გაჩუმდა. ხოლო, რაკი სოლომონი გაჩუმდა, მშვიდო-
ბიანობაც ჩამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ ასმათმა უკვე ტკბილად,
დაყვავებით და დამაჯერებლად აუხსნა ქმარს, რომ მის საქციელში საძ-
რახისი არაფერი იყო: როგორც ცნობილია, ადგილობრივი პროდუქცია
ძნელად საღდება. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ზემოთაც კარგად იციან.
ამიტომ გეგმის შესასრულებლად გაერთიანებას დროდადრო უცხოურ
საქონელს აწვდიან. ამ საქონელს, რომლის ეგრეთწოდებული „თავისი
ფასი“, დავუშვათ, ასი მანეთია (რეალური ფასები სოლომონის თავში მა-
ლე აირ-დაირია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებები დაიხსომა), რაღაც
მანქანებით ხელთ იგდებს გადამყიდველი და ყიდის სამას მანეთად. სა-
ქონელზე მოთხოვნილება დიდია და მუშტარი, ოღონდაც იშოვოს და,
სიამოვნებით იხდის ამ თანხას. ასეთ ვითარებაში ასმათი სრულიად კა-
ნონიერად და ოფიციალურად ყიდულობს ამ საქონელს თავისი გაერ-
თიანების მაღაზიაში, იხდის ას მანეთს, მოაქვს შინ და რომელიმე თავის
ახლობელს აძლევს ორას მანეთად. ამ უმტკივნეულო კომბინაციით არა
მარტო ასმათი იგებს ას მანეთს, არამედ მუშტარიც, მას ხომ ორასი მა-
ნეთი დაუჯდა ის, რაშიც უყოყმანოდ გადაიხდიდა სამას მანეთს! განა ცუ-
დია, ადამიანს, რომელსაც, ვინ იცის, როგორ უჭირს, ასი მანეთი გადაუ-
ნარჩუნო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სპეკულაციის წინააღ-
მდეგ ბრძოლაცაა, რამდენადაც შავ ბაზარზე ფასების დაცემას ­უწყობს
ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარ ოპერაციას არც ისე კარგი სუნი
უდის, მაგრამ, დავუშვათ, ასმათმა არ წამოიღო ეს საქონელი და სარეა-
ლიზაციოდ გაუშვა. რა მოხდება? იმდენი რომ იყოს, მოთხოვნილებას
აკმაყოფილებდეს, კაი დაგემართოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგ-
რამ ამდენი არ არის. ამიტომ იგი უეჭველად რომელიმე გადამყიდველს
ჩაუვარდება ხელში და, ვისაც ასმათის წყალობით ორასი მანეთი დაუჯ-
დებოდა, ახლა სამასი მანეთი დაუჯდება. ისიც, თუ იშოვა.

110
ასეთი აღმოჩნდა საქმის ვითარება. და თუმცა სოლომონი გრძნობ-
და, რომ ამ უცნაური ლოგიკის უკან რაღაც შეუსაბამობა იმალებოდა,
მაგრამ ფიქრის დრო აღარ დარჩა, ვინაიდან რვეულები ჰქონდა გასას-
წორებელი.
იმ დღიდან მოყოლებული სოლომონის სახლში (ხოლო სამი წლის
შემდეგ უკვე ასმათის სახლში, რადგან ძველი ბინა ჩააბარეს, ხოლო
ახა­ლი, რომელშიაც ამჟამად ცხოვრობდნენ, ასმათმა მიიღო) უნიტაზი
ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც ასმათმა ახლობლე-
ბი და მეზობლები (ჯერ ძველ და მერე ახალ ბინაში) მოილია, იძულებუ-
ლი შეიქნა მოქმედების არე გაეფართოებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა
ერთ მეზობელს, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობდა და სანეპიდ-
სადგურში მუშაობდა მღრღნელებისა და ტარაკანისმაგვართა განყოფი-
ლებაში. შავი, პატარა ქალი იყო, გამხდარი, მოუსვენარი და მოძრავი.
ერთთავად დარბოდა და დასუნსულებდა, თან სხეული ისე დაჰქონდა,
გეგონებოდათ, ფართხალებსო. გაჩერებული რომ დაგენახათ, ვერც კი
მოასწრებდით იმის შემჩნევას, რომ გაჩერებული იყო, თითქოს თქვენი
გამოჩენის შეეშინდაო, ერთბაშად აკრეფდა სიჩქარეს და უეცრად გასუნ-
სულდებოდა გაურკვეველი მიმართულებით. როცა მათსა ამოვიდოდა
(ამოსვლით კი უკვე ხშირ-ხშირად ამოდიოდა), სოლომონს არაერთხელ
წაუსწრია საკუთარი თავისთვის და გაკვირვებით გაუცნობიერებია, რომ
თურმე სულ იმის მოლოდინში იყო, ან ახლა შეძვრება პლინთუსის ქვეშ
და ან ახლაო. ეს ქალი ორი რამით იყო მეზობლებში ცნობილი: ერთი –
სამსახურში საწამლავს იპარავდა და უბანში მცირე გასამრჯელოს ფა-
სად კერძო ტარაკნებს სპობდა, და მეორე – დროდადრო უცხო ქალაქებ-
შიც დასუნსულება, რაღაც-რაღაცეები ჩამოჰქონდა და ჰყიდდა. სახე-
ლად ლუბა ერქვა. ასმათის უნიტაზებისთვის ახალი სავაჭრო გზების
გაჭრა სიამოვნებით იკისრა. იკისრა და, როგორც იტყვიან, შეასრულა კი-
დეც. ასმათს თავის, პირობითად რომ ვთქვათ, ას მანეთს მუდამ პატიოს-
ნად აბარებდა, თავად რამდენს იგებდა, არავინ იცის, ყოველ შემთხვე-
ვაში, ენთუზიაზმის გამო, ცხადია, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა.

111
ამის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანებს საერთო
საიდუმლო დააკავშირებს, ლუბა, ეს პატარა მღრღნელი, ისე შეეჩვია და
გაუშინაურდა ასმათისა და სოლომონის ოჯახს, რომ, უნიტაზისა არ
იყოს, მალე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი გახდა. დროს იშოვიდა
თუ არა, მაშინვე ამოსუნსულდებოდა. ხან მურაბის რეცეპტი ამოჰქონდა,
ხან მწნილის რეცეპტი მიჰქონდა, ხან ისე, სამუსაიფოდ ამოვიდოდა. თა-
ვიდან სოლომონი ვარაუდობდა, რომ ლუბა ტარაკნისგან უნდა ყოფი-
ლიყო წარმოშობილი, მაგრამ მერე, როცა თავად ლუბამ მისცა პირველი
ბიძგი მისი სამი მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან ერთ-ერთს, კერძოდ
იმას, რომელიც დარვინის მოძღვრებას ეხებოდა, სოლომონი იმ დას-
კვნამდე მივიდა, რომ საქმე პირიქით იყო – ტარაკანა წარმოიშვა ლუბას-
გან და არა ლუბა ტარაკნისგან. თვითონ სოლომონს რაც შეეხება, იმ სა-
უბრის მერე, რომელმაც საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მისი ეკონომიუ-
რი და, შესაბამისად, იდეოლოგიური დამოუკიდებლობის დაკარგვას,
პროტესტს ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამდა, მაგრამ თავის გულში ასმა-
თის საქმიანობას არასოდეს შერიგებია. ერთი ხანობა გადაწყვიტა ბავ-
შვები მაინც გაეზარდა ისე, რომ ამ მაცდურ ქსელში არ მოყოლილიყ-
ვნენ, მაგრამ ვერ მოახერხა. არა იმიტომ, რომ ასმათი იყო ამის წინააღ-
მდეგი. პირიქით, ასმათი მოხარული იქნებოდა, სოლომონი თუ თავის
გადაწყვეტილებას შეასრულებდა, რადგან ადამიანმა, რა გზასაც არ უნ-
და ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის (სხვათა
შორის, სწორედ ესაა მათი აქილევსის ქუსლი და არა შიში, როგორც მი-
ამიტურად ვფიქრობთ), და ასმათმა გულის სიღრმეში (ხოლო ნათელ წუ-
თებში გულის ზედაპირზეც) იცოდა თავისი საქმიანობის ფასი და ერჩივ-
ნა შვილები მისი გავლენის არეში არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ საქმე ის
იყო, რომ, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ბავშვები ისე გაეზარდა,
ცუდ გზას არ დადგომოდნენ, უბრალოდ, არ იცოდა, კონკრეტულად რა
შინაარსი იდო ამ ზოგად და გვარიანად ბუნდოვან სიტყვაში „ისე“.
ცხოვრება კი ამასობაში ასმათის ხაზს მიჰყვებოდა. და თუმცა ხაზის
დასაწყისში არავითარი საამისო ნიშანი არ ჩანდა და, ვინმეს რომ ეწი-

112
ნასწარმეტყველა, სოლომონი დიდად გაკვირვებული დარჩებოდა, ფაქ-
ტი ის არის, რომ ამ ხაზმა ერთ მშვენიერ დღეს კონსპირაციამდე მიიყვა-
ნა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ლოგიკის მრუ-
დი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ლოგიკის მრუდი, სწორედ აქეთკენ მიდი-
ოდა. სოლომონს, როგორც უკვე ითქვა, მთელი ქართული ლიტერატურა
დიდი სიყვარულით უყვარდა. თუმცა რჩეულებიც ჰყავდა. რჩეულთა შო-
რის რჩეული კი ილია ჭავჭავაძე იყო, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ყვე-
ლა ეროვნულ ფრონტზე, თანაც, სოლომონის აზრით, მრავალთაგან
განსხვავებით, იმიტომ კი არ იბრძოდა, რომ ერის წინამძღოლი გამხდა-
რიყო, არამედ იმიტომ გახდა ერის წინამძღოლი, რომ იბრძოდა. რა
თქმა უნდა, სოლომონს იმის პრეტენზია არა ჰქონია, ილია ჭავჭავაძის
სიმაღლეებს შეჰპოტინებოდა, ან მასთან სულიერი კავშირი ეპოვა (და,
საერთოდ, სოლომონი უპრეტენზიო კაცი იყო), უბრალოდ, ცდილობდა
მისი ცხოვრების მაგალითზე საკუთარი გადაწყვეტილებანი და ნამოქმე-
დარი შეემოწმებინა, რადგან ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანი იყო
და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება იქ ჭეშმარიტ სა­ხე­სა
და ჭეშმარიტ ღირებულებას იძენდა. ამ მხრივ სოლომონი ზოგჯერ
ღრმადაც შეტოპავდა ხოლმე. მაგალითად, როცა სახლში სანტექნიკური
ბუმი დაიწყო, გვარიანად მკრეხელური, თუმცაღა სავსებით ბუნებრივი
კითხვა დაებადა: ილია ჭავჭავაძე რომ მის დღეში ჩავარდნილიყო, რას
იზამდა? ამ კითხვაზე სოლომონმა პასუხი ვერ იპოვა, რადგან ასეთი ვი-
თარების წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩ-
ნდა არა იმიტომ, რომ ის ილია ჭავჭავაძე იყო, არამედ სხვა, გაცილებით
უფრო დიდი და ღრმა მიზეზების გამო, რომლებსაც სოლომონი თუმცა
კი გრძნობდა, მოხელთებასა და აზრად ჩამოსხმას ვერ უხერხებდა. ერ-
თი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რჩეულთა შორის რჩეული იყო. სოლო-
მონს განსაკუთრებით მისი პუბლიცისტური წერილები უყვარდა. ბევრი
მათგანი ზეპირად იცოდა. და ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებიც
ზეპირად იცოდა, ჟამიდან ჟამზე, უფრო ისეთ დროს, როცა ამა თუ იმ მი-
ზეზის გამო ამბოხის გუნებაზე დგებოდა, მიუბრუნდებოდა და ისე-თი

113
ჯიბრიანი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა, თითქოს ვიღაცის ჯავრს იყ-
რიდა ან ვიღაცას ნიშნს უგებდა. იმ დღეს სწორედ „ქუთაისის ბანკის საქ-
მეს“ კითხულობდა, როცა ასმათის ფეხის ხმა მოესმა და ამ ხმის გაგონე-
ბაზე გადაშლილი რვეული, რომელიც იქვე ედო, გვერდით, სწრაფად და-
აფარა წიგნს, თან კალმისტარი მოიმარჯვა და ისეთი სახე მიიღო, თემე-
ბის გასწორებისას რომ ჰქონდა ხოლმე. როგორც კი თავისი საქციელი
გააცნობიერა, წამსვე მიხვდა, რომ რვეულიცა და კალმისტარიც წინდა-
წინ ჰქონდა მომზადებული და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყო-
ფილა, ასმათის გამოჩენაზე რომ წიგნს მალავდა. სოლომონს ეს ამბავი
ცოტა გაუკვირდა. იქნებ უნდა შემცბარიყო კიდეც, მაგრამ არ შემცბარა,
რადგან ეს იგივე შენელებული მეხი იყო, რომელსაც ყური ვეღარ აღიქ-
ვამს. გაკვირვებითაც მხოლოდ იმიტომ გაუკვირდა, რომ ასმათს არასო-
დეს მისთვის წიგნის კითხვა არ აუკრძალავს. როგორც ჩანს, სოლომონს
თავად გამოუტანია დასკვნა, რომ, იმ დროს, როდესაც ცოლი ოჯახზეა
გადაგებული და ყველაფერი ოჯახის სამსხვერპლოზე მიაქვს, ქმრის
მხრივ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია ისეთი რამის კეთება, რასაც
უშუალო მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება.
გაცნობიერებას შედეგი არ მოუტანია. არც ავი, არც კარგი. და სო­ლო-
მონმა არალეგალური მუშაობა განაგრძო, რისთვისაც წარმატებით იყე-
ნებდა მოსწავლეთა რვეულებს. რვეულების სწორების გამო, თუნდაც ამ
საქმეში ღამეები ეტეხა, ვერავინ დაძრახავდა, დიდი-დიდი, ასმათს ცო-
ტა კომიკური მოსჩვენებოდა შეფარდება შორმასა და ანაზღაურებას შო-
რის და ამის თაობაზე რამე გესლიანი შენიშვნა გამოეთქვა.
საკვირველი კი იყო, მაგრამ ასმათი, რაც უფრო წინ მიიწევდა სამ-
სა­ხურებრივი კარიერის გზაზე, მით უფრო სანდომიანი ხდებოდა, თუმ-
ცა არავითარ პარფიუმერიასა და სხვა ხელოვნურ საშუალებებს არ იყე-
ნებდა. თითქოს უფრო მაღალი და ტანადიც კი გამოჩნდა. ამან სოლო-
მონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თანამდებობა ადამიანს ალამაზებს. იქ-
ნებ ასეცაა (და, საერთოდ, ულამაზო ქალს ლამაზი ქალი ერჩივნა), მაგ-
რამ უბედურება ის იყო, რომ ასმათის წინსვლისა და, შესაბამისად, გა-

114
ლამაზების კვალობაზე, რატომღაც თანდათან კნინდებოდა სოლომო-
ნის მამაკაცური გამბედაობა, რის გამოც ინიციატივამ ღამეულ საქმი-
ანო­ბაშიც ასმათის მხარეს გადაინაცვლა და სოლომონს ოდენ პასიური
(ხანდახან გაბოროტებულად პასიური) მომლოდინის როლიღა შერჩა.
ხოლო თქმა იმისა, რომ თავის სასკოლო სიხარულსა და გულის­ტკი-
ვილს ცოლს უკვე ვერც დღე და ვერც ღამე ვეღარ უზიარებდა, ალბათ
ზედმეტიც კია.
საბოლოოდ სოლომონი დაემსგავსა მდინარის ფსკერზე, თეთრი
ლოდის ძირას ჩაგუბებულ პატარა მორევს, რომელიც ფორმალურად-
ღაა მდინარის ნაწილი, რადგან, როდესაც მდინარე თავზე გადაუვლის
და ხმაურით წავა, ამ დინებას არც აფერხებს და არც მიჰყვება, თავის-
თვისაა შეყუჟული ლოდქვეშ, თვალდახუჭულია, გატრუნული და, თუ
ზაფხულის თბილი ნეტარება ვეღარ ახარებს, ვეღარც ზამთრის სუსხია-
ნი ტკივილი აღონებს, თუ ერთ ადგილზე დგომით ობს მოიკიდებს, ისე
ნელ-ნელა მოიკიდებს, ვერც კი მიხვდება, რომ ობი მოიკიდა, თუ ცოტ-
ცოტაობით თეთრ ლოდს ძირს უთხრის, ამას თავისდაუნებურად სჩადის
და ამიტომ არც ეძრახვის და არც მოეკითხება.
ეს შედარება ეგებ ზედმეტად მძაფრია და, რახან სოციალურად შეზ-
ღუდულია, მაინცდამაინც ვერც სიზუსტეს დაიკვეხნის. სინამდვილეში,
სანამ ცოცხალი ვართ, გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწი-
ოთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ძაფები დაუწყდა და შვილებისა-
კენ მიმავალი გზებიც დაკარგა, სოლომონმა მთავარი სასიცოცხლო აქ-
ცენტი სკოლაზე გადაიტანა.
როგორც უკვე ითქვა, სკოლაში (ცხადია, სკოლის გარეთაც) სოლო-
მონს მეგობრები არა ჰყოლია. სამაგიეროდ, სკოლაში მოქმედებდა ერ-
თგვარი დაუწერელი ეთიკური კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ მას-
წავლებლებს ერთიმეორის არსებობა ეღიარებინათ, ერთიმეორის რე-
პუტაციას მოფრთხილებოდნენ და ერთიმეორის მიმართ, რამდენადაც
ამის საშუალებას ცხოვრება იძლეოდა, თავაზიანობის ნორმები დაეც-
ვათ. მართალია, ეს კანონი, როგორც კანონის წესია, მხოლოდ ზედაპირს

115
ეხებოდა და არა არსს, სოლომონს იგი მაინც სავსებით აკმაყოფილებ-
და. ცხოვრება ჭრელია და, რაღა თქმა უნდა, ეს სიჭრელე აქაც იჩენდა
თავს, შეხლა-შემოხლაც იყო, ინტრიგებიც, აყალ-მაყალიც, მაგრამ მთა-
ვარი დოზაა, მაქსიმალისტური მოთხოვნები კი სოლომონს პრაქტიკუ-
ლი ცხოვრების მიმართ არასოდეს ჰქონია. სამასწავლებლოში ხშირად
სულიერადაც ისვენებდა. აქ ხშირი იყო საუბარი საკაცობრიო საკითხებ-
ზე, მნიშვნელოვან თემებზე, სულზე, მაღალ მატერიებზე. ჭორაობაც კი
აქ უფრო ნატიფი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ მხრივ, ეჭვი არაა,
სოლომონის კოლეგები გაცილებით სჯობდნენ „ოქროს საწმისის“ ხმა-
ურიან და ტლუ თანამშრომლებს, რომლებსაც ასმათი ზოგჯერ წვეულე-
ბას გაუმართავდა ხოლმე და რომელთა ინტელექტუალური და სულიე-
რი დონე სოლომონს ყოველთვის ნაღვლიან გუნებაზე აყენებდა. ლუბა-
ზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ლუბა ნაღვლიან გუნებაზე არ აყენებ-
და. ლუბა აღიზიანებდა. აღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ჩახლეჩილი,
რაღაც უწმაწური ხმა ჰქონდა, და ამ ხმით ხშირად უწმაწურ აზრებსაც გა-
მოთქვამდა, არამედ იმიტომ, რომ, საერთოდ, ლაპარაკობდა. სოლო-
მონს რატომღაც მიაჩნდა, რომ ლუბას მეტყველების უნარი არ უნდა
ჰქონოდა. დარწმუნებული იყო, მისგან რომ მხოლოდ ღმუილი და და-
უნაწევრებელი ბგერები მოესმინა, ასე არ გაღიზიანდებოდა.
მოსწავლეებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყა­ლიბ-
და და უკვე რა ხანია საბოლოო, დასრულებული, ინერციული სახე მი-
იღო. პედაგოგის პირვანდელ თეორიულ მოდელში, რომელიც გაჟღენ-
თილი იყო ახალგაზრდობისათვის (მაშინდელი ახალგაზრდობისათ-
ვის) დამახასიათებელი იდეალიზმით, ცხოვრებამ საჭირო ცვლილებები
შეიტანა, ჭრელაჭრულა კვირტები მოაშორა, უნიადაგო იდეალიზმის
მყიფე შრეები გამოაცალა, დაწნეხა და პრაქტიკული, გამოყენებითი სა-
ხე მისცა. ეს იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს,
თუკი შეეგუებოდი და რაღაც ისეთს არ მოინდომებდი, რაც კოორდინა-
ტებში არ ეტევა, მყარი, უტყუარი და უღალატო მოდელი. სოლომონი შე-
ეგუა, რადგან უკიდურესობას არც ერთ მხარეს არ ესწრაფოდა. იგი არ მი-

116
ეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ „საყვარელი მასწავლებლის“ კატეგო-
რიას (თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასე-
ლებს არ მოუგონიათ, რომელთაც დედა ენატრებათ და, ეს ნატვრა რომ
ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმარ-
თავენ), მაგრამ არც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სკოლაში რომ შემ-
თხვევით აღმოჩნდება. სოლომონი ბუნებით პედაგოგი იყო. მშობლიუ-
რი ლიტერატურა, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარდა, კარგადაც იცოდა
და ცდას არ აკლებდა, რომ მოსწავლეებისათვის თავისი ცოდნა გადაეცა
და თავისი სიყვარული გადაედო. სიყვარულის გადადება, რაც დრო გა-
დიოდა, უფრო და უფრო ძნელდებოდა. ბავშვები იცვლებოდნენ. თა-
ობები სოლომონის თვალწინ მიაბიჯებდნენ და სოლომონი ნათლად
ხედავდა ცვლილებებს, რომლებიც უმთავრესად ინტელექტუალური და
ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო. ერთი მხრივ, გაცილებით უფრო
გო­ნიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური
და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე
მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავ-
დნენ ­რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშე-
ლასაც ვუწოდებთ ხოლმე), უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპ-
ტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად
აღარ ენდობოდნენ, ხშირად მათს ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკუ-
ლად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ. დროდად-
რო ეს პროცესი იმდენად მძაფრი იყო, რომ სოლომონი, რომელიც თავი-
სი საგნის მიხედვით მსჯელობდა, აშკარად და გარდაუვალად მოელოდა
ლიტერატურულ ღირებულებათა გადაფასებას და მერე, წლები რომ მა-
შინდელ მოსწავლეებს მოწიფულ ხალხად აქცევდა და მოსალოდნელი
გადაფასება კი არსად ჩანდა, უკვირდა და გულში ფიქრობდა, ნეტა ის
ბავშვები რა იქნენ, რომ ხმას აღარ იღებენო.
მოსწავლეები არც სოლომონის დიდ სიყვარულს იზიარებდნენ და
ზოგჯერ ისეთ სუსტ ადგილებს გაიხსენებდნენ მასწავლებლის სათაყვა-
ნებელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, რომლებიც, ერთი მხრივ, შეგნე-

117
ბულ სკეპტიციზმზე მიუთითებდა, საკუთარი შეხედულების გამართლე-
ბას რომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, მეორე მხრივ კი, მიზნად
ისახავდა მასწავლებლის გამოცდას და შეძლებისდაგვარად „ჩაჭრასაც“,
და ამიტომ, იმ დროს, როცა გაკვეთილი არ იცოდნენ, ციტატები ყველა-
ზე ნაკლებ ცნობილი ნაწარმოებებიდან მოჰქონდათ. მადლობა
ღმერთს, სოლომონი ზოგ-ზოგებს არ ჰგავდა, სასკოლო პროგ­რამის
ფარგლებში რომ არიან გამომწყვდეულები. სოლომონმა საგანი
ვრცლად და ღრმად იცოდა და მისი „ჩაჭრა“ იოლი არ იყო, თუმცა ვერც
იმას დაიკვეხნიდა, თითქოს მოწაფეების სკეპტიციზმს შერყევას
უხერ­ხებდა.
ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, მაინც ცდილობდა მშობლიური მწერ-
ლობის სიყვარული გაეღვივებინა ბავშვებში, რადგან ამ სიყვარულის
მართებულობა მისთვის წმინდა და შეუვალი ჭეშმარიტება იყო. ზოგ-
ჯერ, დამატებითი ბიძგების ძებნაში, საქართველოს ისტორიაზეც დაიწ-
ყებდა ხოლმე საუბარს (რასაც ბავშვები კმაყოფილებით ხვდებოდნენ,
რადგან ასეთ დროს სოლომონს ხშირად ახალი მასალის ასახსნელად
დრო აღარ რჩებოდა), ერთხელ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა, რო-
მელიც კრა­ხით დასრულდა: სოლომონმა ერთი ლექსი იცოდა. ბავშვო-
ბაში გაიგონა თავისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებ-
ლისგან და სამუდამოდ დაამახსოვრდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ
ლექსი სადა იყო, ნათელი, ადვილი დასაზეპირებელი და სათქმელს
ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად ამბობდა, არამედ იმიტომაც (ამას გვი-
ან მიხვდა), რომ, იმ დროს, როცა მასწავლებელმა სოლომონსა დამის
თანაკლასელებს ეს ლექსი უთხრა, მისი პათეტიკა სავსებით ბუნებრივი
იყო და მის ეროვნულობას კოპწიაობის არავითარი დაღი არ ესვა, რად-
გან მთქმელიცა და მსმენელებიც ერთსა და იმავე განზომილებაში იმ-
ყოფებოდნენ. სოლომონს მთელი თავისი მასწავლებლობის მანძილზე,
თითქოს ტანში ეშმაკი უზისო, არ ასვენებდა იმის სურვილი, რომ ეს სცე-
ნა გაემეორებინა. გრძნობდა, სხვა დრო იყო, და გაბედვა უჭირდა. მაგ-
რამ უთქმელობაც აწვალებდა, ამიტომ გამუდმებით ემზადებოდა და

118
ხელსაყრელ დროს ეძებდა. გასულ წელს, ბოლოს და ბოლოს, გაბედა,
მაგრამ ამდენ ჭოჭმანსა და რჩევა-რჩევაში, როგორც ჩანს, საამისოდ ყვე-
ლაზე ნაკლებ ხელსაყრელი დრო აირჩია. იმ ღდეს მეცხრე კლასში ახა-
ლი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ჰქონდა საუბარი. როდესაც
ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დამსახურებაზე ილა-
პარაკა, შეუმჩნევლად გასცდა საკითხის კონკრეტულ რკალს, ცოტა
როლშიც შევიდა, შთაგონების მაგვარი რაღაც იგრძნო, უეცრად მიხვდა,
რომ სწორედ ახლა იყო ის ხელსაყრელი დრო, რომელსაც თითქმის ორ-
მოცი წელი ელოდა, აღელდა, გული აუძგერდა, თვალზე თხელი ბურუსი
გა­დაეფარა (რის გამოც ფოკუსი აერია და კლასს ბუნდოვნადღა ხედავ-
და) და საუბარი ასე დაასრულა:
– ...მათი ღვაწლი განუზომელია არა მარტო ახალი ქართული სა-
ლი­ტერატურო ენის დამკვიდრებაში, არამედ, საზოგადოდ, ქართული
კულტურის აღორძინებაში. ეს სახელები წმინდა სახელებია, ან, რო-
გორც პოეტი იტყოდა:
ილია და აკაკი,
აკაკი და ილია,
ამისთანა სახელები
თაფლზე უფრო ტკბილია.
კლასში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და სოლომონმა იგ-
რძნო, რომ გულმაც ძგერა შეწყვიტა. ხოლო მეორე წამს ბოლო მერხი-
დან (მარცხენა რიგში), სადაც მსუქანი დათეშიძე იჯდა, მკაფიოდ, თით-
ქმის დამარცვლით, გაისმა საპასუხო ლექსი:
სოლომონ ბრძენი –
სუპერმენი!
სოლომონი ორივე ხელით დაეყრდნო ჭიებისგან დაჭმულ, დაფუტუ-
როებულ მერხს, მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგსუკან დაიწყო, ტანიც
ოდნავ უკან გადაზნიქა და დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით გაუდგა გზას.
არავითარი წინათგრძნობა არა ჰქონია. საერთოდ, წინათგრძნობა მის-
თვის უცხო ხილი იყო: თვალით არ ენახა, ყურით არ გაეგონა, გემოთი არ

119
გაესინჯა და, როგორც სჩვევია ხალხს, ვინც ასეთ საკითხებში მხოლოდ
საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და საზომად მხოლოდ საკუთარ
თავს იყენებს, არც სჯეროდა მისი არსებობა.
ბაღს გასცდა, ქუჩა ჩაათავა და პატარა, ვიწრო ჩიხში შეუხვია, რომ-
ლის ბოლოშიაც სკოლა იდგა.
სკოლის დანახვაზე ისე აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, როგორც პა-
ემანზე დაგვიანებულ ქალს შეიძლება აუჩქროლდეს შეყვარებულის და-
ნახვაზე, რომელიც ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს, წამდაუწუმ სა­ათზე
იყურება, მაგრამ მაინც დგას და ელის. ამ ჩიხში რომ შემოუხვევია და ეს
აგურით ნაგები, სამსართულიანი, კოხტა შენობა დაუნახავს, რამდენჯერ
დარდი გადაჰყრია და ამღვრეული გუნება დასწმენდია. სკოლა სოლო-
მონისათვის ეკლესია იყო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებ-
ლად არსებობდა და ამიტომ ასმათს მასთან ხელი არ ჰქონდა. ოცდათ-
ვრამეტი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლი
მის სასკოლო საქმეებში ჩაერია. ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. ზამ-
თრის პირი იყო. ასმათი სამსახურიდან უგუნებოდ დაბრუნდა. კარგა
ხანს უმიზნოდ იწრიალა, როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ძუ ვეფ-
ხვმა, ბოლოს სოლომონს მიუახლოვდა და უთხრა, ერთი სათხოვარი
მაქვს და უსიკვდილოდ უნდა შემისრულოო. სოლომონს გულმა რეჩხი
უყო. „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილე უმნიშვნელო საქმის
გამო მის წინაშე თავს არ დაიმცირებდა და, საერთოდ, სოლომონს აღა-
რც კი ახსოვდა, მას შემდეგ, რაც ბრძანების უფლება მოიპოვა, ასმათს
მისთვის რამე ეთხოვოს. ასმათმა სოლომონს დამშვიდება აცალა, ამა-
სობაში თვითონ, თავი მისკდებაო და, წამალი დალია და მერე სწრა-
ფად, ერთბაშად, მოკვეთით უთხრა, შენს ერთ მოწაფეს ნიშანი უნდა
აუწიოო. სოლომონმა შორს დაიჭირა, არც კი უკითხავს რომელ მოწაფე-
ზე იყო ლაპარაკი. ასმათმა მაშინვე დაანება თავი, მაგრამ კვნესას უმატა.
სოლომონი ვერ მიხვდა, კვნესა მეთოდი იყო თუ მართლა ასე აწუხებდა
ტკივილი, ყოველ შემთხვევაში, არ დაუჯერებია, რომ იმას, რისთვისაც
ქმრის წინაშე თავის დამცირება მოუხდა, ეგრე იოლად დათმობდა. ეჭვი

120
სულ მალე გაუმართლდა. კვნესა მეთოდი გამოდგა, უფრო სწორად, შე-
სავალსა და მეთოდს შორის გადებული ხიდი. თვით მეთოდი სწორხა-
ზოვანი რისხვა იყო, რომელიც სოლომონს ირონიით შეზავებულ მეხად
დაატყდა თავს (წმინდანი! მამა აბრამის ბატკანი! ქათქათა ხელები არ
დაგილაქავდეს! მე ნემსის ყუნწში უნდა გავძვრე, ეკლებზე უნდა ვიარო
და ათასი მამაძაღლობა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო, არ მოგვშივ-
დეს და არ მოგვწყურდეს, ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს, ხელ-
ში თავისი ქეციანი პატიოსნება ეჭიროს და მარაოსავით ინიავებდეს!
მაგრად მოუჭირე ხელი, არავინ მოგტაცოს! შენ იმას როგორ იკადრებ,
მოწაფეს ერთი ნიშანი აუწიო! აბა, მე კი არ მგავხარ! მე მიხარია ყოველ
საღამოს ლუბასნაირ ვიგინდარებთან ჭუკჭუკი, უნიტაზების თრევა და
სირცხვილის ოფლის წურვა! ან როგორ ჩერდები ასეთ ქალთან! მე რომ-
შენს ადგილას ვიყო, ჩემისთანა ცოლს ერთს გემოზე გავასილაქებდი,
რომ ჭკუა ესწავლა და თავის ტყავში დატეულიყო. მაგრამ შენ ამას არ
იზამ. ეს რომ ქნა, მერე პატიოსნებას ვიღასი ფულით იყიდი!..).
– რა გვარია? – შეაწყვეტინა, სოლომონმა, რომელმაც იგრძნო, რომ
ცხრაკლიტულის საგულდაგულოდ ჩაურდულებული კარი იღებოდა, და
იმის წარმოდგენაზე, თუ რა სანახაობა ელოდა ხახადაღებული უფსკრუ-
ლის ძირას, ტანში გააცია.
– ყურაშვილი, – სწრაფად შეცვალა კილო ასმათმა, – ვარლამ ყურაშ-
ვილის გოგოა. მამამისი თავისი სარევიზიო ჯგუფით გუშინდლიდან „ოქ-
როს საწმისში“ გვიზის და გვამოწმებს. შესამოწმებელი რა გვჭირს, ყვე-
ლაფერი აჟურში გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ, გამწარებულმა კაცმა
თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს. არადა, ფრჩხი-
ლის ტოლაც თუ იპოვა რამე, შეიძლება ზედ იმხელა მთა დადგას, მთე-
ლი გაერთიანება ქვეშ მოიყოლოს. ერთი ნიშანი ყველაფერს წაღმა შე-
მოაბრუნებს.
ყურაშვილის ბავშვმა საგანი გამართულ სამიანზე იცოდა. გამარ-
თულ სამიანსა და დამადლებულ ოთხიანს შორის კი აბა რა ისეთი გან-
სხვავებაა, ამდენ დავიდარაბად ღირებულიყო! ეგ კი არა, სოლომონი

121
ზოგჯერ თავადაც ყოყმანობდა, ეგებ ჯობდეს ოთხიანი დავუწერო, წახა-
ლისდება და უფრო ბეჯითად იმეცადინებსო.
ოპერაციამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუ არ ჩავ-
თვლით, რომ ამით დირექტორმა ისარგებლა და ერთი ნიშანი გიგიაძის-
თვისაც წაამატებინა. დირექტორმა ყურაშვილი ისე ახსენა, გაკვრით, რა-
თა სოლომონისთვის ეგრძნობინებინა, საქმის კურსში ვარო, მოტივად
კი ის გამოიყენა, რომ სკოლა სარემონტო იყო და ამ საქმეს გიგიაძის მა-
მის დაუხმარებლად თავი არ მოებმებოდა.
სკოლას ირგვლივ დიდი ეზო ერტყა. წინ ნაძვნარი იყო, რომელსაც
ჭიშკრიდან შენობის შესასვლელამდე მოკირწყლული ბილიკი გასდევ-
და, მარჯვნივ – კალათბურთის მოედანი, სადაც ყოველთვის ფეხბურთს
თამაშობდნენ, უკან და მარცხნივ – ეგრეთ წოდებული „დამხმარე მეურ-
ნეობა“. აქ უმთავრესად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ. შენობა
ეზოს შუაგულში იდგა.
სოლომონმა ნელა შეაღო მუხის დიდი, მძიმე კარი. სამივე სართულს
ზუსტად ერთნაირი განლაგება ჰქონდა. შესასვლელთან, კიბის ძირას,
ორი დერეფანი ემიჯნებოდა ერთმანეთს. ერთი – უფრო მოკლე – პირ-
დაპირ მიდიოდა, მეორე – გრძელი და უფრო ნათელი – ხელმარცხნივ.
მოკლე დერეფნების ბოლოში პირველ სართულზე ფიზკულტურის დარ-
ბაზი იყო, მეორეზე სამასწავლებლო და დირექტორისა და მისი მოად-
გილეების კაბინეტები, მესამეზე კლუბი. გრძელი დერეფნების ორსავ
მხარეს, კედლებზე, ისეთ სიმაღლეზე, რომ მოწაფეები ვერ მისწვდო-
მოდნენ, ეკიდა გამოჩენილ მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორ-
ტსმენთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პორტრეტები. ზოგი, განსაკუთრე-
ბით მნიშვნელოვანი პორტრეტი, სამივე სართულზე მეორდებოდა. პირ-
ველი სართულიდან მეორე და მესამე სართულზე ქვის კიბე ადიოდა,
დამრეცი, დაბალსაფეხურიანი და სასიარულოდ მოხერხებული.
სოლომონი ქვის კიბეს შეუყვა. რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ზე-
მოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ნუკრი ვაჩეიშვილი შეეფეთა, ფიზ-
კულტურის მასწავლებელი და მთელი სკოლის მოსწავლეთა კერპი. ნუკ-

122
რი ვაჩეიშვილმა მისალმების ნიშნად დიდი ხელი მსუბუქად შემოჰკრა
მკლავზე, ბეჭის ძირას, და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: – ნახე, ვერ-
ნისაჟამ რა სახინკლე გახსნა? თუმცა შენ სად ნახავდი! ერთი თქვენი
რესტორანიცა და თქვენი კარგებიცო, თქვა და მიასნიკოვის და წულუკი-
ძის კუთხეში სახინკლე გახსნა. ხომ იცი მერე, რა ჩალიჩა კაცია! თუმცა
შენ საიდან გეცოდინება! ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე! მიმიქა-
რავს ჯოკონდას ღიმილი! ლუდიც მაგარი აქვს! ორმოცდაათი ცალი შე-
ვუკვეთე თორმეტი საათისთვის. ხომ არ წამოხვალ? თუმცა შენ რას წა-
მოხვალ!
ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და ისევ ისეთი სწრაფი,
­ენერგიული ნაბიჯით განაგრძო გზა.
ნუკრი ვაჩეიშვილი თავის დროზე მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და იმ
თორმეტ წელს, რომლებიც აქტიურ სპორტს შესწირა, ყოველთვის მწარე
სინანულით იგონედა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ, როცა
ისა და სხვა მისი მსგავსი მძიმეწონოსნები ორთქლის აბანოში ­იხარშე-
ბოდნენ და ოფლში ცურავდნენ, რათა ზედმეტი გრამები დაეკლოთ და
მერე, რინგზე, უმიზეზოდ და უსასყიდლოდ თავ-პირს ამტვრევდნენ ერ-
თმანეთს, დანარჩენი საზოგადოება არხეინად შეექცეოდა ხინკალს და
ზედ ცივ ლუდს აყოლებდა. ამიტომ, ვეტერანებში გადაინაცვლა თუ არა,
მტკიცედ გადაწყვიტა, ის გაცდენილი თორმეტი წელი აენაზღაურებინა
და წინ წასულებს დასწეოდა, რისთვისაც ყოველ თა­ვისუფალ წუთს სა-
ხინკლეში ატარებდა. მართლაც, არათუ დაეწია, მალე ყველა უკან მო-
იტოვა. ოღონდ იმის შიშით, რომ ამდენ ლუდსა და ხინკალს სპორტული
აღნაგობისთვის არა ევნო რა, თითო კათხა ლუდში თითო ჭიქა არაყს ის-
ხამდა ხოლმე. არავინ იცის, მართლა არაყი შველოდა თუ სხვა რამე სა-
იდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ ამხელდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯე-
რობით ქონის ნასახი არ დასტყობოდა, ძველებურად ხმელი იყო, გამარ-
თული და სპორტული. ბავშვებს ისე უყვარდათ, სულში იძვრენდნენ.
ზოგჯერ ისტორიიდან ან მათემატიკიდან გამოპარულები, იმის მაგივ-
რად, რომ კინოში წასულიყვნენ, მის გაკვეთილს ესწრებოდნენ. ასეთ

123
სიყვარულს სერიოზული მიზეზები ჰქონდა: ჯერ ერთი, ნუკრი ვაჩეიშვი-
ლი ძველებურად ფლობდა კრივისილეთებს და საიმოვნებითაც ასწავ-
ლიდა ბავშვებს, მეორე, თავისი სპორტული წარსულიდან ხალისით ყვე-
ბოდა ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც რინგს გარეთ, კულისებში, უფრო
ზუსტად, სასტუმროს ნომრებში ან მივლინებაში მყოფი ქმრების სახ-
ლებში ხდებოდა, და მესამეც, მეტყველებაში არავითარ პირობითობას
არა ცნობდა, თანამოსაუბრეებს არასოდეს ახარისხებდა სქესისა და ასა-
კის მიხედვით და ისეთ სიტყვებს ხმარობდა მეორე-მესამე კლასის მოს-
წავლეებთან, რომ ზოგი მათგანის მნიშვნელობის დადგენა სულხან-სა-
ბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი ჭირდა.
სოლომონმა, კიბე რომ აათავა და მეორე სართულზე ავიდა,
მარცხ­ნივ, დერეფანში, ნატალია დავიდოვნას მოჰკრა თვალი და წამით
შე­ჩერდა, მაგრამ მაშინვე ისევ განაგრძო გზა, რადგან ნატალია დავი-
დოვნამ, უფრო სწორად, ნატალია დავიდოვნას პიჯაკმა და ქვედა კაბამ,
ერთი გაიელვა დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ გაუხვია.
იმ დღეს სოლომონს დილის ორი გაკვეთილი ჰქონდა, ერთი მეცხრე
კლასში და ერთიც მეათეში, ამიტომ თერთმეტის ნახევარზე უკვე გა­თა-
ვისუფლდა და, რაკი ოთხ საათამდე თავისუფალი იყო, შინ წავიდა. არა-
ვითარი წინათგრძნობა არ გასჩენია. თუმცა, სანამ წავიდოდა, ერთი ისე-
თი ეპიზოდი მოხდა, რომ უფრო ფხიზელი და სკეპტიკური გონების კაცი
იქნებ დაეჭვებულიყო კიდეც. სწორედ იმ დროს, როდესაც ლაბადის ღი-
ლების შეკვრა მოათავა და სამასწავლებლოდან გასვლა დააპირა, დი-
რექტორმა თავისი კაბინეტიდან გამოსძახა:
– სოლომონ!
სოლომონი შეჩერდა და სანახევროდ მიტრიალდა. დირექტორი მას
ხან სოლომონს ეძახდა, ხან სოლომონ ბატონს. ისე კი მუდამ შენობით
ელაპარაკებოდა.
– არ დაიგვიანო, – უთხრა დირექტორმა, – ხომ იცი, განათლებიდან
გვესწრებიან.

124
სოლომონმა უხმოდ დაუქნია თავი და სამასწავლებლოდენ გამოვი-
და. ეს დამატებითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო, რადგან
სო­ლომონს თუ რამე სწამდა, პირველ რიგში მოვალეობა სწამდა და, სა-
ცა კი ოდესმე გამოსაცხადებელი ყოფილა, ყველგან ყოველთვის დაუგ-
ვიანებლად გამოცხადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დირექტორის
ნათქვამს მაინც არ დაუეჭვებია.
პედაგოგიური საბჭოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული.
რა საკითხი უნდა განეხილათ, სოლომონმა არ იცოდა, რადგან დირექ-
ტორს დღის წესრიგი წინასწარ არ გამოუცხადებია. საკვირველი და და-
საეჭვებელი არც ამაში ყოფილა რამე. თავისი ხანგრძლივი მასწავლებ-
ლობის მანძილზე სოლომონს ნაირ-ნაირი გარეგნობის, ნაირ-ნაირი ჭკუ-
ის, ნაირ-ნაირი ხასიათის დირექტორები ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ,
რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მათგანს ჰქონ-
და რამდენიმე საერთო ნიშანი, რომლებიც, სოლომონის ვარაუდით,
ცნება „დირექტორს“ ფორმას აძლევდა და კონკრეტულ სახეს ანიჭებდა.
ერთი ამ ნიშანთაგანი იყო ერთგვარი არითმიის კანონი, რომელიც მო-
ითხოვდა, რომ თანამშრომლები ზედმეტად არ შეჩვეოდნენ დირექ-
ტორს, როგორც მდინარის პირას დასახლებული კაცი ეჩვევა წყლის მო-
ნოტონურ დუდუნს და ვეღარც კი ამჩნევს, მდინარის პირას თუ ცხოვ-
რობს. მდინარეს შეუძლია ფუფუნების ნება მისცეს თავს, დირექტორს კი
ამის უფლება არა აქვს, ვინაიდან მისი ძალა, მდინარისაგან განსხვავე-
ბით, სწრაფწარმავალია და საყრდენი უმთავრესად გარეთა აქვს. ამი-
ტომ იგი ხან აცხადებს წინასწარ პედსაბჭოს დღის წესრიგს და ხან არა.
ახალბედა თანამშრომელს ხშირად აღიზიანებს დირექტორის ამგვარი
ჩვევა, მასში უსამართლობას ხედავს და გულში ბუნტარული განწყობი-
ლებაც კი უჩნდება (რაც, როგორც წესი, გულის ფარგლებს არ სცილდე-
ბა), მაგრამ მერე, კანონის ლოგიკას რომ იგრძნობს და მიზეზს დაინა-
ხავს, წყნარდება, რადგან ხელქვეითის გულისწყრომას იწვევს არა იმდე-
ნად უსამართლობა, რამდენადაც მოტივის უცოდინარობა. სოლომონის
ამჟამინდელ დირექტორს, თუ მაინცდამაინც სასწორზე შეაგდებდით,

125
კარგი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ცუდი. შესახედავად კარგი კი არა, მშვე-
ნიერი იყო: ახალგაზრდა, ლამაზი, ელეგანტური, მუდამ გამოწკეპილი,
სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი, ლაღი, თამამი, დარ-
დიმანდი. ისე შეგაყვარებდათ თავს, ვერც კი გაიგებდით, განათლების
განყოფილებაშიც შინაურ კაცად ითვლებოდა. რაღაც ჭორები კი დადიო-
და ვითომც მედლებითა და ატესტატებით ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ
ასეთი ჭორები ვისზე აღარ დადის! ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო,
შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს. სოლომონი აფასებდა
დირექტორს და ზომიერების ფარგლებში პატივსაც სცემდა, თუმცა ერ-
თხელ კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. დირექ-
ტორმა სულ სხვა საქმეზე დაიბარა და მერე, იმ საქმეს რომ მორჩა, სას-
ხვათაშორისოდ პენსიაზე ჩამოუგდო სიტყვა. პენსიის ხსენებაზე სოლო-
მონი ის იყო უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ დირექტორმა სწრაფად და
სიცილ-სიცილით უკან წაიღო თავისი ნათქვამი, საიდანაც სოლომონმა
ის დასკვნა გამოიტანა, რომ დირექტორი ან მართლა შემთხვევით შეეხო
ამ საკითხს, ან, თუ გამიზნულად წამოიწყო, მაშინ დამარცხდა და აღია-
რა კიდეც თავისი დამარცხება.
ძველ ბაღში სოლომონი კვლავ შეჩერდა, კვლავ ჩამოჯდა თავის ამო-
ჩემებულ მერხზე აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შუა და კვლავ მიაჩერ-
და ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა
და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ
ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა გა-
ძარცულებს, არამედ განწმენდილებს, ამიტომ ძველებურად ამაყად და
მხნედ იდგნენ და მშვიდად, უდრტვინველად, დაჯერებულად უსწორებ-
დნენ თვალს ზეცას. ეჭვი არ იყო, რომ ორი ათასი წლის დასასრულსაც
ასე მხნედ შეხვდებოდნენ. სოლომონს თვითონაც უნდოდა ამ საოცარ
წამს მოსწრებოდა. საერთოდ, სიცოცხლე უყვარდა და, რაც უფრო დიდ-
ხანს იცოცხლებდა, ის ერჩივნა, მაგრამ ახალი ათასწლეულის საკუთარი
თვალით ნახვა განსაკუთრებული ნატვრა იყო, რომელსაც ვერავის უზია-
რებდა (რადგან არ იცოდა, რომ ამ დღეს ასეთივე გულისფანცქალით და

126
თუმცა არაერთგვაროვანი, მაგრამ რაღაცის ერთნაირად გაურკვეველი,
იდუმალი მოლოდინით მოელის ყველა – ურწმუნოც, მორწმუნეც და
ცრუმორწმუნეც). სოლომონს იმედი ჰქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა.
რა, არ იცოდა, ისე კი ხან გლობალურ წარღვნას წარმოიდგენდა, ხან
გლობალურ განახლებას (რაც, შესაძლებელია, სულაც ერთი და იგივეა).
როდესაც ამაზე ფიქრობდა, სოლომონი გონების თვალით ხედავდა
ბუნდოვან კოსმიურ ძალას, რომელიც ცხოვრების მდინარეს კვლავ სა-
თავეში აბრუნებდა და იმ მოუხელთებელ წამს, როცა ორი ათასი წელი
უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა
დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხე-
ლახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს. ამ დროს სო-
ლომონი აღარ იქნებოდა თავისი ოჯახის მამა, რომელსაც ოჯახში აღა-
რაფერს ეკითხებიან, და თავისი მოსწავლეების მასწავლებელი, რომ-
ლის სიყვარულს არავინ იზიარებს. ეს იქნებოდა წამი, როცა ყველაფერი
თავიდან იწყება, შეგიძლია შენი ცხოვრების გეზი ახალგაზრდობაშივე
შეცვალო. მაგალითად, უარით გაისტუმრო შუამავალი ნათესავები და...
ნატალია დავიდოვნა სოლომონის პატარა საიდუმლო იყო, საიდუმ-
ლო, რომლის არსებობა სოლომონის გარდა ქვეყნად არავინ იცოდა,
მათ შორის არც ნატალია დავიდოვნამ. ეს ამბავი ოთხიოდე წლის წინ
მოხდა. შუა აპრილი იდგა. ახლადგაღვიძებული ბუნება განახლების
მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქი-
დან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტი-
ქიური აღორძინების მაცდურ ქსელში ხვევდა, რომელიც მიზიდულობის
ძალას ფეხისგულებში უღიტინებდა და საამოდ აფორიაქებდა. ნათელი
დილა იდგა. მზე ახალი ამოსული იყო და აპრილის ხასხასა ფერებში
გახვეული მისი სხივები ჰაერში ნეტარებით ცახცახებდნენ. სოლომონს,
ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგსუკან დაეწყო და გაზაფხულის მძაფრი
სუნთქვით ოდნავ გაბრუებული და ოდნავ მოთენთილი, დინჯად მიიკ-
ვლევდა გზას იასამნის სურნელოვან ბურუსში. იმ ქუჩაზე რომ გადაუხ-
ვია, რომელიც ბოლოში სკოლის ჩიხს უერთდებოდა, უეცრად წინ მიმა-

127
ვალი ნატალია დავიდოვნა დაინახა. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ
გვარიანად გრილოდა, ნატალია დავიდოვნას თხელი, უმკლავებო კაბა
ეცვა, ერთიანი და მწვანე ფოთლებით მოხატული.
ეტყობა, სწორედ გაზაფხულის ბრალი იყო, რომ სოლომონს წამით
თავბრუ დაეხვა და სამყარო უეცრად იქცა უსასრულო და ცარიელ სივ-
რცედ. და ამ ცარიელ სივრცეში მხოლოდ ნატალია დავიდოვნა მოჩან-
და, სავსე და მკვრივი, როგორც ბადრი მთვარე, მწვანეფოთლებიან კაბა-
ში გამოწყობილი და არაამქვეყნიურად მშვენიერი. ნატალია დავიდოვ-
ნა თავად იღვრებოდა გაზაფხულის უცხო სილამაზედ, საკუთარი არსე-
ბის ხატს, ნატალია დავიდოვნათა უსხეულო და უხილავ წყებას, სინათ-
ლის ტალღებად ასხივებდა ოთხსავ მხარეს, საკუთარი არსების წარ-
მტაც სილამაზეში ახვევდა ყოველივეს და გაზაფხულის ნათელი და და-
მათრობელი ნეტარებაც სწორედ ეს იყო.
საბედნიეროდ, ხილვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოლომონი
მალევე მოეგო გონს. ისა და ნატალია დავიდოვნა მხოლოდ სალმით იც-
ნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ, ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის დადგო-
მისას, როდესაც მასწავლებლებს დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ,
თანახმად ურთიერთობათა კოდექსის მოთხოვნისა, სალამს თავაზიანი
„როგორ ბრძანდებით – გმადლობთ, კარგად – თქვენ როგორ“ მოჰყვე-
ბოდა, ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა. ამიტომ, როგორც კი სო-
ლომონი გონს მოეგო, შიში და შვება თითქმის ერთდროულად იგრძნო.
შიში იმისა, რომ შეიძლებოდა ასე შორიდან კი არ დაენახა, არამედ შეჰ-
ფეთებოდა, და შვება იმისა, რომ, მადლობა ღმერთს, არ შეჰფეთებია.
რომ შეჰფეთებოდა, კარგა მოზრდილი მონაკვეთი მასთან ერთად უნდა
გაევლო, სოლომონმა კი არ იცოდა, რაზე ელაპარაკა, რადგან ნაცნობო-
ბის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხან-
გრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედ-
რები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუ-
დამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს.
ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოც-

128
ხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვე-
ვად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კარად, რომელიც
ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით,
ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ
არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვე-
ულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის
მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას
მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო ძნელია, რაც უფრო ხანგრძლი-
ვი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში.
ამიტომ სოლომონი, თუმცა ეს განწყობილების ქაოტური ბრუნვა იყო და
არა გამოკვეთილი აზრი, გულში მადლობას სწირავდა უფალს, რომ მასა
და ნატალია დავიდოვნას შორის საპატიო მანძილი იდო და ეს მანძილი,
მათი სიარულის ტემპის სხვადასხვაობის გამო, კიდევ უფრო იზრდებო-
და. სოლომონს გაცილებით ერჩივნა, ასე დინჯად მიჰყოლოდა შორიახ-
ლო და ასე დარბაისლურად ემზირა ნატალია დავიდოვნას სრული, მაგ-
რამ ჯერ კიდევ მოქნილი და მოხდენილი სხეულისათვის, რადგან ეს სა-
ამოც იყო და არც არაფერს ავალდებულებდა. მაგრამ მოულოდნელად
ნატალია დავიდოვნა შეჩერდა, ჩანთა, რომელიც აქამდე მარჯვენა ხელ-
ში ეჭირა, მარცხენაში გადაინაცვლა, გახსნა და შიგ რაღაცას დაუწყო ძებ-
ნა. სოლომონი შეკრთა, მაგრამ შეშფოთებით არ შეშფოთებულა: მანძი-
ლი დიდი იყო და იმედი ჰქონდა, რომ, სანამ ეს მანძილი იმ ზომამდე
შემცირდებოდა, რომლის იქითაც უკვე ხიფათია მოსალოდნელი, ნატა-
ლია დავიდოვნა იპოვიდა, რასაც ეძებდა, და გზას განაგრძობდა. ეს იმე-
დი (თუ მანძილს გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი) ერ-
თხანს მხნედ მიუძღოდა წინ, მაგრამ მალე დნობა დაიწყო, რადგან მან-
ძილი თანდათან მოკლდებოდა, ნატალია დავიდოვნა კი ჯერ კიდევ საქ-
მიანად ჩხრეკდა ჩანთას. სოლომონს მღელვარება მოეძალა, გულში
შიშმა თვალი გაახილა, კანის ფორებში ოფლის წვეთები შეირხნენ და
ასაგორებლად მოემზადნენ. თუ ნახევარ წუთში ნატალია დავიდოვნა
ვერ იპოვიდა, რასაც ეძებდა (ასეთს რას ეძებდა?), ადვილი შესაძლებე-

129
ლია, მერე უკვე გვიანი ყოფილიყო. ნაბიჯის შემდგომი შენელება სოლო-
მონს აღარ შეეძლო, ვინაიდან ეს უკვე მოძრაობის სრული შეწყვეტა იქ-
ნებოდა, ამას კი ვერ გაბედავდა: რომ გაჩერებულიყო, ისეთი სურათი
წარმოიქმნებოდა, არ შეიძლებოდა გამვლელებს საეჭვოდ არ მოსჩვენე-
ბოდათ, და გარდა ამისა, ერთიც ვნახოთ და, ნატალია დავიდოვნას მო-
ეხედა, ხომ მთლად სულელურ ვითარებაში უნდა აღმოჩენილიყო, რო-
მელსაც ვეღარაფრით ვეღარ გაამართლებდა. და სოლომონმა გზა გა-
ნაგრძო. როდესაც მანძილი სულ რამდენიმე ნაბიჯამდე შემცირდა, უეც-
რად ნატალია დავიდოვნას შიშველ მკლავებზე ხორკლი დაინახა. ამ სა-
ნახაობამ რაღაც უცხო, მაგრამ ტკბილი და გამაბრუებელი გრძნობა აა-
მოძრავა და მღელვარებამ სხვა ძალით და სხვა მხრიდან შემოუტია. ეს
თეთრი, მკვრივი და ალბათ გრილი მკლავი წამით თითქოს სოლომონის
სულის სარკისებურ ზედაპირს შეეხო და თავისი ხორკლის შესაბამისად
დაკეჭნა. სოლომონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ამასობაში ის უკანას-
კნელი რამდენიმე ნაბიჯიც ამოიწურა და დადგა გარდაუვალი და გადამ-
წყვეტი ჟამი, როცა სოლომონი მისალმების ფორმულის შემდეგ ჩვე-
ულებისამებრ ვეღარ განაგრძობდა გზას, იძულებული გახდებოდა შეჩე-
რებულიყო და ამით ერთგვარი შესავალი გაეკეთებინა იმ საუბრისათ-
ვის, რომლის გაბმასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხსნა არსაით იყო და
სოლომონი შეჩერდა.
– დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა!
– აა, ბატონო სოლომონ! – შემოსცინა ნატალია დავიდოვნამ, – დი-
ლა მშვიდობისა! – და (ეს საქციელი სოლომონისთვის გაუგებარი დარ-
ჩა) მაშინვე დაანება თავი იმის ძებნას, რასაც ეძებდა, ჩანთა დახურა და
ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა.
სოლომონმა ერთი პირობა დააპირა ეკითხა, ხომ არაფერი დაკარგე-
თო, მაგრამ წამსვე უარყო ეს განზრახვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს სხვის
პირად საქმეში უადგილო და უტაქტო ჩარევა იქნებოდა, და გარდა ამისა,
რა იცი, რას ეძებდა.

130
ახლა ისინი ერთად, წყვილად მიარღვევდნენ იასამნის სურნელის
მსუბუქ ბურუსს და დუმდნენ. ხორკლებიც რომ არ ჰქონოდა ნატალია
დავიდოვნას გრილ მკლავებზე, სოლომონს მაინც გაუჭირდებოდა საუბ-
რის გაბმა, მაგრამ ხორკლები (თუმცა ალბათ იმაზე მეტს აბრალებდა,
ვიდრე იმსახურებდა) მართლა ძალიან უშლიდა.
რაკი ნატალია დავიდოვნას გახსნილი ჩანთა საუბრის ამოსავალ
წერტილად არ გამოდგა, სოლომონმა სხვა თემებს დაუწყო ძებნა და ვერ
იპოვა. უფრო სწორად, პოვნით კი იპოვა – სათქმელის მეტი რა იყო – მაგ-
რამ ისეთი ვერ იპოვა, რომ თქმად ღირებულიყო. მაგალითად, განა სი-
სულელე არ იქნებოდა, ეთქვა: „რა საამური დილაა არა, ნატალია დავი-
დოვნა?“ როცა ნატალია დავიდოვნა თავადაც მშვენივრად ხედავდა,
რომ საამური დილა იყო. ან იმის კითხვას რა აზრი ჰქონდა, დღეს რო-
მელ კლასში გაქვს პირველი გაკვეთილიო. სულ ერთი არ არის, რომელ
კლასში აქვს ადამიანს პირველი გაკვეთილი? სოლომონმა ნატალია და-
ვიდოვნას პირადი ბიოგრაფიიდანაც იცოდა ზოგი რამ, მაგალითად ის,
რომ ნატალია დავიდოვნა ქვრივი იყო, რომ ქმარი დიდი ხნის წინ გარ-
დაცვლოდა, რომ შვილი არ დარჩენოდა, რომ მოხუც დედასთან ერთად
ცხოვრობდა სადღაც, აქვე, სკოლის მახლობლად. მაგრამ საუბრისთვის
ეს ცნობები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რაც იცოდა, იმას ხომ არ გამოი-
კითხავდა? და რაც არ იცოდა... „დედათქვენი რამდენი წლისაა, ნატა-
ლია დავიდოვნა?“ სულელური ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი.
ან დაქვრივების დროსა და გარემოებაზე ხომ ვერ ჩამოუგდებდა სიტ-
ყვას! ჯერ ერთი, რა შენი საქმეა, და მეორეც, ასეთ თემაზე ლაპარაკი
ქალმა შეიძლება რაღაცის ქარაგმად მიიღოს და მთლად აირ-დაირიოს
ყველაფერი.
ახლა ისინი იასამნის სურნელის მსუბუქი ბურუსის გარდა სიჩუმის
მძიმე ტალღებსაც მიარღვევდნენ.
უცებ სოლომონის თვალწინ (არა გადატანითი მნიშვნელობით, არა-
მედ პირდაპირი მნიშვნელობით თვალწინ, ზუსტად წარბების სიმაღლე-
ზე, ერთი ხელის დადების მოშორებით, იმდენად ნათლად, რომ ალბათ

131
გარეშესაც თავისუფლად შეეძლო დაენახა) გაჩნდა სიტყვები, წვრილი,
იისფერი მელნით დაწერილი სტრიქონი: „ნაპოლეონმა გარდმოავლო
თვალი ფრანციას“. სოლომონი თავის თავს შემოსწყრა, რა დროს ფრან-
ციააო, წარმოსახვის ძალით მარჯვენა ხელი ასწია, სტრიქონი ორი თი-
თით აიღო და ტროტუარზე მოისროლა, მაგრამ სტრიქონი ჭიაყელასა-
ვით დაიკლაკნა, ასხმარტალდა, მერე რაღაც მანქანებით ჰაერში აიჭრა
და ისევ ისე გამაღიზიანებლად და გამომწვევად გაიშალა წარბების სი-
მაღლეზე. ეს სტრიქონი მოსწავლეებს რატომღაც სასაცილო ეჩვენებო-
დათ, სოლომონი ამას საგნის უპატივცემულობად თვლიდა და ბრაზობ-
და, თან ცდილობდა, თვითონაც მოსწავლეების თვალით შეეხედა, რათა
მიმხვდარიყო, მართლა იყო ამაში რამე სასაცილო თუ არა. სიჩუმე კი
ამასობაში მძიმე ლოდად იქცა და, ვიდრე ამ ლოდის შესაკავებლად (ნა-
პოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას) კაპიტალურ ბოძებს დაამ-
ზადებდა, მანამ რომ დროებით საყრდენი მაინც შეედგა (ნაპოლეონმა
გარდმოავლო თვალი ფრანციას), თქვა:
– სხვა, როგორ ბრძანდებით, ნატალია დავიდოვნა?
– გმადლობთ, არა მიშავს, – გაიღიმა (რაზე გაიღიმა?) ნატალია და-
ვიდოვნამ, – თქვენ როგორ გიკითხოთ?
– გახლავართ ასე, გვარიანად.
ნატალია დავიოდვნა, გვარად ჯორჯაძე, დედითაც და მამითაც ქარ-
თველი იყო, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და
თუმცა ქართული ჩინებულად იცოდა (ამით ცოტ-ცოტას ამაყობდა კი-
დეც), ოდნავი, ძლივშესამჩნევი აქცენტი მაინც დაჰკრავდა, რაც მოწაფე-
ებს სავსებით ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ ათასი მაიმუნობა მოეგონე-
ბინათ, სოლომონს კი მიაჩნდა, რომ ეს ოდნავი აქცენტი, რომელიც თით-
ქოს ნაზ, უცხო, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილად ერტყა ირგვლივ (და
ყოველდღიურობიდან გაქცევის სავსებით ადამიანურ ოცნებას რაღაც
დამატებით საზრდოს აძლევდა), საყვარელი მიამიტობის გარდა, ძნე-
ლად განსასაზღვრ, მაგრამ ღრმა შინაგან მომხიბლაობას ანიჭებდა.

132
სოლომონი ერთბაშად მიხვდა, რომ საუბრის გაბმის საუკეთესო სა-
შუალება გაუშვა ხელიდან. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე ჩვეულებ-
რივი და ბუნებრივი, ადამიანს ჰკითხო, ხომ არაფერი დაგიკარგავსო,
როცა ხედავ, რომ ჩანთა გაუხსნია და შიგ რაღაცას ეძებს. ახლა ცხადზე
უცხადესი იყო, რომ არავითარი უხერხულობა ამ შეკითხვას არ ახლდა,
პირიქით, მოვალეც იყო ეკითხა. „დილა მშვიდობისა, ნატალია დავი-
დოვნა! რამე დაკარგეთ?“ „აა, დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ!
დიახ... მგონი, გასაღები დამრჩა სახლში“. „ოჰ, რას ბრძანებთ! ეს რო-
გორ დაგემართათ! მერედა, დედათქვენი შინ არ არის?“ „შინ არის, მაგ-
რამ მამიდაჩემთან აპირებდა წასვლას და ვაითუ ჩემს იმედად იყოს და
თავისი გასაღები თან არ წაიღოს“. „ეს ვერ იქნება კარგი საქმე... იცით
რა? როგორც კი მივალთ სკოლაში, მაშინვე უნდა დაურეკოთ. გაქვთ ტე-
ლეფონი?“ „ეგ კარგი მითხარით. სწორედ ასე ვიზამ. ჩვენ არა გვაქვს,
მაგრამ მეზობელთან შემიძლია დავრეკო“. „თუ დაირეკა (ირონიული
ღიმილი)... ხომ მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი... თუ არადა
(მხნე კილო), შესვენებაზეც მოასწრებთ გადარბენას. მგონი, სადღაც ახ-
ლო ცხოვრობთ“. „დიახ, აქვე ვცხოვრობ, კუთხეში. თავისუფლად მოვას-
წრებ შესვენებაზე გადარბენას“. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ
უკვე გვიანი იყო. ახლა რომ ეკითხა, წეღან რომ ჩანთაში რაღაცას ეძებ-
დით, რას ეძებდით, ხომ არაფერი დაგიკარგავთო, ამ კითხვას უკვე და-
ინტერესების სუნი აუვიდოდა და ამიტომ საეჭვოც იქნებოდა და სულე-
ლურიც. და იმ დროს, როცა ბეჭებში ჭირის ოფლის მანქანა სრული ძა-
ლით ამუშავდა, ნაპოლეონმა უკანასკნელად გარდმოავლო თვალი
ფრანციას და მისი ადგილი (საიდან სადაო!) ჯემს უატმა დაიჭირა, ოღო-
ნდ სოლომონმა ვერ მოიგონა, ჯემს უატი და პოლზუნოვი სხვადასხვა პი-
როვნება იყო თუ ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გვარი, ნატა-
ლია დავიდოვნას კი ამას ვერ ჰკითხავდა, რადგან შეიძლება არ სცოდ-
ნოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ხოლო საერთო
ნაცნობი, რომელიც უეჭველად წაგადგება თავს, როცა არაფერში გჭირ-
დება, როცა გულით ნატრობ, არასოდეს გამოჩნდება.

133
იმ დღეს სოლომონი, საკუთარ თავზე ისე გაბრაზებული, როგორც
სხვაზე გავბრაზდებით ხოლმე, მთელი დღე (განსაკუთრებით კი ღამე)
გუნებამოშხამული იყო, მაგრამ მეორე დილით, როდესაც დერეფანში
შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაამთავ-
რა და, მოწაფეებთან ნაომარი, სახეაწითლებული გამოვიდა საკლასო
ოთახიდან, უეცრად ნათლად იგრძნო, რომ, მიუხედავად სამარცხვინო
დუმილისა, მიუხედავად ნაპოლეონისა და ჯემს უატისა, გუშინდელ შეხ-
ვედრასა და ათიოდე წუთის უბრად, მაგრამ გვერდიგვერდ სიარულს
(მკლავებზე ნატალია დავიდოვნას სიგრილის ხორკლები ეყარა) მისალ-
მების გახევებული და გამომშრალი ფორმულისათვის თითქოს სასი-
ცოცხლო ნამი ეპკურებინა და ურთიერთობაში ახალი (თუმცაღა ჯერ კი-
დევ სუსტი) ძაფი გაება.
მაგრამ სოლომონის საიდუმლო ეს არ ყოფილა.
სოლომონის საიდუმლო ის იყო, რომ ერთხელ ნატალია დავიდოვ-
ნას შინ ეწვია.
ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ცხოვრება კვლავ ძველ,
პირობითობის ფორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და ურთიერთობის
დამატებითი ძაფი, რაკი საყრდენი ვერიპოვა და გვერდით სხვა, ახალი
ძაფები ვეღარ დაიგულა, ისევ გაწყდა.
მაგრამ ერთხელ, როდესაც სოლომონი, რომელსაც იმ დღეს თერ-
თმეტის ნახევრიდან მოყოლებული ზედიზედ სამი გაკვეთილი ჰქონდა,
სკოლაში მივიდა, აღმოჩნდა, რომ იმ სამი გაკვეთილიდან პირველი უც-
დებოდა, რადგან ქალაქში ვიღაც საპატიო სტუმრები ჩამოსულიყვნენ
და განათლების განყოფილების განკარგულებით მთელი სკოლის ბავ-
შვები დილაადრიან შესახვედრად წაელალათ. მომდევნო გაკვეთილამ-
დე ერთი საათიღა იყო დარჩენილი და, რაკი შინ წასვლას აზრი არ ჰქონ-
და, სოლომონი ეზოში ჩავიდა, ნაძვნარში მერხზე დაჯდა, ფიქრებში ჩა-
იძირა და მალე თვლემაც წამოეპარა. სწორედ ამ დროს მოესმა ნატალია
დავიდოვნას ხმა:
– თქვენც გაგიცდათ გაკვეთილი, ბატონო სოლომონ?

134
ნატალია დავიდოვნას სირინოზის ხმა ჰქონდა (რაც ვარაუდი უფრო
იყო, ვინაიდან სოლომონს სირინოზის ხმა არასოდეს გაეგონა).
– დიახ, – გამოფხიზლდა სოლომონი და ზეზე წამოდგა, – მოვედი და
არავინ დამხვდა, მეოთხე გაკვეთილისთვის დაბრუნდებიანო, დირექ-
ტორმა.
– მესამისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, – თქვა ნატალია დავი-
დოვნამ, – მე ორი გაკვეთილი უკვე გამიცდა. მესამისთვის დაბრუნდები-
ანო, მითხრეს და მოვედი, მაგრამ არ დაბრუნებულან და ესეც მიცდება.
– რას იზამთ, – უადგილოდ დაამშვიდა სოლომონმა.
– მთელი საათი აქ უნდა ელოდოთ? – ჰკითხა ნატალია დავიდოვნამ
და, როცა პასუხად სოლომონმა დინჯად და უხმოდ აიჩეჩა მხრები, და-
უმატა, – იცით, ჩემთან წამობრძანდით, იქ უკეთ დაისვენებთ. თან დედა-
ჩემი საუცხოო ჩაით გაგვიმასპინძლდება.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, სანამ სოლომონი გაარკვევდა,
თუ რატომ შედგებოდა ის ელდა, რომელმაც მთელი მისი არსება შეარ-
ყია, ერთმანეთში გადახლართული შიშისა და სიხარულისაგან, ალბათ,
წუთზე მეტი გავიდა. შემდეგ, როდესაც ბურუსი გაიფანტა და ნაძვები,
ეზო, სკოლა და ნატალია დავიდოვნა კვლავ თავთავიანთ ადგილს და-
უბრუნდნენ, სოლომონის არსების რომელიღაც ნაწილმა, რომელიც ძა-
ლიან ფხიზელი და ძალიან გონიერი იყო, უარის თქმა დააპირა, რადგან,
თუმცა დათანხმებაში არაფერი ისეთი არ იქნებოდა, რაც მორალური სა-
ზომით უნდა გაზომილიყო, რაღაც მოუხელთებელი კავშირით მაინც მო-
რალს უკავშირდებოდა, მაგრამ სიხარულმა, უფრო სწორად, უცნაურმა
გაბრუებამ, რომელიც, როცა დაიწმინდებოდა და საბოლოო სახეს მი-
იღებდა, არავინ იცის, სიხარული იქნებოდა თუ არა, იძალა, სიფხიზლე
და გონიერება ბნელ ხაროში გამოამწყვდია და საბოლოოდ, მთელი ამ
შინაგანი ბრძოლის შემდეგ, სოლომონმა ასეთი მერყევი გადაწყვეტი-
ლება მიიღო:
– გმადლობთ, ნატალია დავიდოვნა, მაგრამ... უხერხულია... ვაითუ
დედათქვენი შევაწუხო...

135
– არა, რას ბრძანებთ! პირიქით, დედაჩემს ძალიან გაეხარდება. სტუ-
მარი ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ხომ აქ სულ მარტონი ვართ. არც ნა-
თესავები გვყავს და არც ახლობლები.
სოლომონმა კინაღამ ჰკითხა, როგორ, მამიდაო? კიდევ კარგი, უკა-
ნასკნელ წამს გაახსენდა, რომ ეს მამიდა მისი შარშანდელი ფანტაზიის
ნაყოფი იყო. მაშინ ცოტა კიდევ, ამჯერად წმინდა ფორმალური თავა-
ზიანობის გამო, იყოყმანა და, როცა ნატალია დავიდოვნამ ეს ყოყმანიც
იოლად გაუფანტა, მორჩილად წაჰყვა. საუბრის გაბმასთან დაკავ­შირე-
ბული გაჭირვება ამჯერად აღარ დადგომია, მეტიც: ერთი-ორჯერ სავსე-
ბით ბუნებრივი და საჭირო ფრაზაც მოუვიდა თავში, მაგრამ რად გინდა
– ნატალია დავიდოვნას სწრაფი და უპაუზო ლაპარაკის მდინარეში, რო-
მელიც სახლამდე სულ ჩუხჩუხით, შეუწყვეტლად დიოდა, ადგილი ვერ
მოძებნა, რომ ჩაემატებინა. ნატალია დავიდოვნა ლაპარაკობდა თავის
თავზე, დედაზე, ჩაის დაყენების მრავალრიცხოვან მეთოდზე, რასაც დე-
დამისი ჩინებულად ფლობდა, რუსეთზე, სადაც ჰავა შედარებით
მშრა­ლია და ამიტომ ზამთრის სიცივეც ნაკლებშემაწუხებელია, სამო-
ვარზე, მოწაფეებზე, რომლებიც ძალიან ანცები არიან, მაგრამ, ანცები
რომ არ იყვნენ, არც ასეთი საყვარლები იქნებოდნენ, და კიდევ ათას რა-
მეზე.
ნატალია დავიდოვნას დედას სოლომონის სტუმრობა მართლა გა-
ეხარ­და. ამ სიხარულს ხშირ-ხშირად ამჟღავნებდა, ხან ქართულად და
ხან რუსულად. დედა-შვილი ვიწროდ ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში.
სამაგიეროდ ოთახი ვრცელ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი ხედი
იშლებოდა. ჩაი სწორედ ამ აივანზე დალიეს და მართლა დიდებული
რამ იყო. ნატალია დავიდოვნა სწრაფად, პატარა გოგასავით მიდი-მო-
დიოდა და სუფრა უცებ და ლამაზად გაშალა. დედამისი ჩინებული ქალი
გამოდგა. მართალია, სოლომონს ერთთავად საოპერო მუსიკაზე ელაპა-
რაკებოდა, რაც სოლომონის მრავალრიცხოვან აქილევსის ქუსლთა შო-
რის შესაძლოა ყველაზე სუსტი ქუსლი იყო, მაგრამ ნატალია დავიდოვ-
ნას დედა როგორღაც ისე ახერხებდა ამ თემაზე საუბარს, რომ სოლო-

136
მონს არც ერთხელ თავისი უვიცობა არ უგრძვნია და ჭირის ოფლის მოწ-
მენდა არ დასჭირვებია. საბოლოოდ ისე მოიხიბლა, რომ, როდესაც წას-
ვლის მწუხარე ჟამმა დაჰკრა (გულახდილად უნდა ითქვას, სოლომონს
წასვლა უკვე აღარ უნდოდა), რაღაც უცხო და გაუგებარი ელექტრობიძ-
გის წყალობით, გამოთხოვებისას ნატალია დავიდოვნას დედას (ნატა-
ლია დავიდოვნას არა) ხელზე აკოცა.
იმ დღეს სოლომონს ზეაწეული განწყობა არ მოშორებია და ამიტომ
ერთთავად იმის ცდაში იყო, სადავე მუდამ მოზიდული ჰქონოდა და თა-
ვი ნებაზე არ მიეშვა, რათა ისე არამჩატებულიყო, რომ მისი ქცევა სასა-
ცილო და საეჭვო გამოჩენილიყო. განსაკუთრებით სახლში ფრთხილობ-
და. შინ დაბრუნებულმა ასმათის დანახვაზე უეცრად იგრძნო, რომ მისი
იდუმალი ვიზიტი იყო არა უწყინარი თვითნებობა, როგორც აქამდე ეგო-
ნა, არამედ ღალატი (მრისხანე სიტყვაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც შემ-
ცდარა. ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალა-
ტია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს,
ვიდრე საკუთარ ცოლთან!).
ამის შემდეგ, თუმცა სოლომონისა და ნატალია დავიდოვნას შეხვედ-
რები კვლავ ოფიციალური და თავაზიანი მისალმების ჩვეულებრივ კა-
ლაპოტში ჩადგა, სოლომონს ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თით-
ქოს, მისალმებისას რომ ერთმანეთს გაუღიმებდნენ, მათი ღიმილის
უკან რაღაც საიდუმლო იმალებოდა, სხვათათვის გაუგებარი და მხო-
ლოდ მათთვის ცნობილი, შორეული, მაგრამ მთრთოლვარე და რომან-
ტიკული საიდუმლო, და ძველ ბაღშიც სოლომონის ფიქრთა მჭიდრო ქა-
რავანი დროდადრო გაიშლებოდა და თავისუფალ ადგილებში, რომლე-
ბიც ამ გაშლის შედეგად ჩნდებოდა, უხმაუროდ, ფრთხილად, შეკავებუ-
ლი მღელვარებით, როგორც იდუმალ და სახიფათო პაემანზე მიმავალი
ქალი, შემოდიოდა ნატალია დავიდოვნა. შემოდიოდა და არა მხოლოდ
ბუნებრივად და ლამაზად ეხამებოდა მისთვის ამ ახალ და უჩვევ ად-
გილს, არამედ ქარავანის თავდაპირველ სიმძიმეში სიმსუბუქე, სიხა-
ლი­სე და უცხო სიცოცხლე შემოჰქონდა. ასეთ დროს სოლომონს ზოგ-

137
ჯერ ახალგაზრდობა მოაგონდებოდა და (სულო ცოდვილო!) წარმოიდ-
გენდა, ვითომ მანამ, სანამ სულწასული ნათესავები ცოლს შერთავდნენ,
შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რის გამოც ცხოვრება სულ სხვა გზით წა-
ვიდა და სამყარომ სულ სხვა სახე მიიღო. კერძოდ, რა გზით წავიდა და
რა სახე მიიღო, ამას სოლომონის ფიქრები აღარ აზუსტებდნენ, რადგან
ფიქრებს ბალღამივით უკან მიჰყვებოდა დანაშაულის გრძნობა, რომე-
ლიც წარმოდგენას ზედმეტად ფრთების გაშლის ნებას არ აძლევდა.
შინიდან რომ წამოვიდა და კვლავ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მესა-
მედ), სოლომონი ამჯერად თავის საყვარელ მერხზე აღარ დამჯდარა,
შეუჩერებლივ, ოღონდ ჩვეული დინჯი და დარბაისლური ნაბიჯით, ჩაუ-
არა ძველ აუზს, ძველ ესტრადას, ძველ ქანდაკებას, ბაღს გასცდა და სკო-
ლის გზას დაადგა. როდესაც სამასწავლებლოში შევიდა და ლაბადის
გახდა დაიწყო, ოთხს ჯერ კიდევ ათი წუთი აკლდა.
სხდომაზე მოწვეულთაგან ნაწილი, უმთავრესად ისინი, ვისაც გვი-
ანობამდე ჰქონდა გაკვეთილები და ამიტომ შინ წასვლა ვეღარ მოას-
წრეს, სამასწავლებლოში ტრიალებდა. ბესარიონ ჭედია კუთხეში თავის
მაგიდას უჯდა და, როგორც ყოველთვის, გამალებული ფხაჭუნით წერდა
რაღაცას. ბატონი დიმიტრი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე დაეკ-
რიბა, სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებში წასულიყო. ალბათ შვილებზე
ფიქრობდა. ბატონ დიმიტრის ორი სახელოვანი ვაჟი ჰყავდა, რომლე-
ბიც თბილისში ცხოვრობდნენ. ერთი მწერალი იყო, მეორე – საზოგადო
მოღვაწე, და ორივე მაღალ და თბილ თანამდებობაზე მუშაობდა, რაც
მამას საშუალებას აძლევდა, თავი იოლად არავისთვის გაეყადრებინა,
დირექტორის მოადგილეები არად ჩაეგდო და ზოგჯერ თვით დირექტო-
რისთვისაც კი თამამად შეებრუნებინა სიტყვა, რისთვისაც მხოლოდ
ათასში ერთხელ თუ დასჭირდებოდა იმის ხმამაღლა თქმა, ვინ იყვნენ
და რას წარმოადგენდნენ მისი ვაჟები. კატო მასწავლებელი, ჭაღარა და
სანდომიანი, მშვიდი, საყვარელი ქალი, რომელიც დაწყებით კლასებს
ასწავლიდა, სხდომის მოლოდინში დროს არ აცდენდა და თავისი ციც-
ქნა მოწაფეების რვეულებს ჩაჰკირკიტებდა. ერთი გამოსვლა ეთერ გვა-

138
ლია გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და დირექტორის კაბინეტისაკენ გა-
ეშურა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა და
უკანვე დაბრუნდა, ეტყობა, დირექტორთან შესასვლელად დამაჯერებე-
ლი მიზეზი ვერ მოძებნა.
მალე ისინიც მოგროვდნენ, ვისაც შინ წასვლა და დასვენება მოეს-
წრო. მათ შორის პირველი მოვიდა ნესტან ვაჩეიშვილი, ნუკრი ვაჩეიშვი-
ლის ალალი ბიძაშვილი, ქიმიის მასწავლებელი და მთელ სკოლაში
(ზოგიერთების აზრით, მთელ ქალაქშიც) ულამაზესი ქალი, მაღალი,
თხელი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული. შავი, სწორი თმა, რომელიც ისე
ჰქონდა დავარცხნილი, რომ სანახევროდ ლოყებსაც უფარავდა, მხრებ-
ზე სცემდა. თვალ-წარბიც შავი ჰქონდა, ცხვირი – თხელი და სწორი, სა-
ხის ოვალი – მკაფიო და ნატიფი, მაღალი ყელი, მაღალი მკერდი, მაღა-
ლი თეძოები და მაღალი ფეხები. ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზე ადრე
საკუთარ თავს თვითონვე შეჰხაროდა, უფრო ლაღი იყო, უფრო უშუალო
და მახლობელი, და ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელსაც ჯებირები
მოურღვევია, ნაპირები გადმოულახავს და, საცა კი გაივლის, ყველგან
კვალს ტოვებს. ამ დროს რომ მის გვერდით აღმოჩენილიყავით, თით-
ქოს მისი სილამაზე გადმოგედოთო, თქვენი თავიც ლამაზი და მომხიბ-
ლავი მოგეჩვენებოდათ. რაც ასაკში შევიდა (უკვე ორმოცს იყო გადაცი-
ლებული), ძველებური სილაღე და სიგიჟმაჟე დაკარგა. ამის მიზეზი, ასა-
კს გარდა, ალბათ ისიც იყო, რომ ახლა ამ სილამაზის შესანარჩუნებლად
საჭირო შეიქნა საგანგებო მოვლა და ყოველდღიური ზრუნვა. ნესტან ვა-
ჩეიშვილიც ზრუნავდა. ამბობდნენ, საათობით შიშველი ზის აბაზანაში
და სახისა და სხეულის მასაჟს იკეთებსო. რაღაც სპეციალური ვარჯიშიც
სცოდნია. სიცილის დროს პირის ბოლომდე გაღებას უკვე ერიდებო-
და,რათა ზედმეტი ნაოჭები არ გასჩენოდა. ნელსაცხებლებსა და სუნა-
მოს, როგორც ირწმუნებოდნენ, თვითონვე ამზადებდა. ეტყობა, კარგა-
დაც ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ოსტატურად ხმა-
რობდა, რადგან, რამდენიც არ უნდა გეცქირათ, მის სახეზე ფერ-უმარი-
ლის კვალს ვერ შეამჩნევდით. ასეთი მოვლისა და ყურადღების შედე-

139
გად ახლაც წინანდებურად ლამაზი იყო. მართალია, ამ სილამაზეს ძვე-
ლებური გადამდები ძალა დაკარგული ჰქონდა, ცივი გამხდარიყო, შო-
რეული და ცოტა ამპარტავნულიც, სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი იყო,
უფრო ჰარმონიული და უფრო მკაცრ ფორმაში მოქცეული. კოლეგები
(ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ქალებზე) ზურგსუკან დასცინოდნენ და ზოგ-
ჯერ სოფლელი დედაკაცებივით ქოქოლასაც კი აყრიდნენ. ცხადია, მის
უტყუარ სილამაზეში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. ეგ კი არა, თავის მოვლას
რომ ამდენ დროს უთმობდა, ამაზეც ვერაფერს ამბობდნენ, რაკი შედეგი
ასეთი განსაცვიფრებელი იყო. პირიქით, მისი გარეგნობის საქებრად
იმაზე მეტსაც კი ლაპარაკობდნენ, ვიდრე გულში ფიქრობდნენ, რათა
ამით უფრო გაესვათ ხაზი იმისთვის, რისკენაც მათი დაცინვის ისარი
იყო მიმართული. ისარი კი მიმართული იყო ნესტან ვაჩეიშვილის სილა-
მაზის უაზრობისაკენ. საქმე ის არის, რომ ნესტანი გაუთხოვარი იყო და
არც არასოდეს ჰყოლია საყვარელი (რომ ჰყოლოდა, არ დაიმალებოდა).
ამრიგად, მისი სილამაზე თითქმის უქმი, უსარგებლო და უაზრო იყო და
ქალებმაც, რომელთაც კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი შედარე-
ბითი შეუხედაობა, აქ იპოვეს ის სუსტი წერტილი, სადაც შეიძლებოდა
შურისთვის დაცინვის სახე მიეცათ. სოლომონი, თუმცაღა ამ აზრს, ცხა-
დია, ხმამაღლა არ გამოთქვამდა, ფიქრობდა, რომ ამ უაზრობაში შესაძ-
ლებელია ნამდვილი თავგანწირვა იმალებოდა. რაკი თავისი სილამაზე
თვითონ არაფერს რგებდა, მაშასადამე, ნესტან ვაჩეიშვილი, ნებსით თუ
უნებლიეთ, სხვებისთვის ზრუნავდა და სხვებისთვის ხარჯავდა იმ ძვირ-
ფას დროს, რასაც თავის გარეგნობას ანდომებდა. ვინ იცის, რამდენი
დარდიანი კაცი ხასიათზე მოსულა და რამდენ გუნებამოშხამულს გულ-
ზე მოჰფონებია, ქუჩაში რომ ასხლეტილი და ყელმოღერებული, ჯიშია-
ნი ცხენივით მიმავალი ნესტან ვაჩეიშვილი დაუნახავს. და ნესტან ვაჩე-
იშვილიც ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ლამაზი, რა-
თა რაც შეიძლება დიდხანს გაეცა ეს სილამაზე და უსასყიდლოდ დაერი-
გებინა ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის, მეგობრებისა და ამხანაგე-
ბისთვის, გამვლელებისთვის და გამომვლელებისთვის.

140
ბოლოს (მაგრამ დაუგვიანებლად, ზუსტად ოთხ საათზე) გამოჩნდა
განათლების განყოფილებაც, რომელიც ამჯერად ქალბატონი ცისანას
სახით მოვიდა. ქალბატონი ცისანა სქელი და მოსული ქალი იყო, მაგრამ
ასეთ ბრგე ტანის კვალობაზეც კი რაღაც უაზროდ დიდი გავა ჰქონდა,
დიდი და ყველა ნიშნის მიხედვით (ეს ერთი თვალის შევლებითაც აშკა-
რად ჩანდა), სატარებლად ძალიან მოუხერხებელი. გავა შორ მანძილზე
იყო გაშვერილი და ვეება გორელიეფს ჰგავდა, ამიტომ სიმძიმის ცენტრს
ტერფებიდან ქუსლებზე გადაენაცვლებინა და ქალბატონ ცისანას, სხე-
ულის ფარული ძალები რომ გამოეთავისუფლებინა და დაკარგული სიმ-
ძიმის ცენტრი უკან დაებრუნებინა, მკლავები გან-გან დაჰქონდა, რო-
გორც კულტურისტს, რომელმაც აღარ იცის კუნთები სად დასტიოს, და
სიარულის დროს ბეჭებს ღონივრად იქნევდა. ეს მძიმე შრომა იყო. ამი-
ტომ სახე დაძაბული ჰქონდა, გამომეტყველება კუშტი და კონცენტრირე-
ბული, რის გამოც მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე განათლების განყოფი-
ლების წარმომადგენელს, და ადვილი შესაძლებელია გაგჩენოდათ უნე-
ბური სურვილი, გონების თვალით წარმოგედგინათ (რათა მერე შეგბრა-
ლებოდათ) მისი ქმარი. ქალბატონმა ცისანამ უხმოდ დაუქნია თავი სა-
მასწავლებლოში მყოფთ მისალმების ნიშნად და პირდაპირ დირექტო-
რის კაბინეტში შევიდა. მალე დირექტორმა დანარჩენებიც იქ იხმო. ქალ-
ბატონი ცისანა დირექტორის კაბინეტში სრულიად შეცვლილი იყო. ჯერ
ერთი, უკვე სათათბირო მაგიდას უჯდა და მხოლოდ წელზევით ჩანდა,
რასაც თავისთავად საგრძნობი კორექტივი შეჰქონდა მის გარეგნობაში,
გარდა ამისა, და სწორედ ამიტომ (არა იმიტომ, რომ მხო­ლოდ წელზე-
ვით ჩანდა, არამედ იმიტომ, რომ იჯდა), სახე დაამებოდა, დამშვიდებო-
და, საომარი გამომეტყველება წაშლოდა. ახლა იგი ოჯახის დედას ჰგავ-
და, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ­ჰყავს, სანდომიანს, კე-
თილს, მზრუნველს, ქმრის ერთგულსა და ამ ერთგულებით ქმარზე მე-
ტად კმაყოფილს. მრგვალი თავი ჰქონდა, თეთრი და სუფთა სახის კანი,
ცისფერი თვალები, ძალიან ქერა თმა, ვიწრო, პატარა ტუჩები და იშვია-
თი სილამაზის მოკლე, ნატიფი ცხვირი, რომელიც იქნებ სხვა სახე-ზე

141
უფრო მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ქალბატონი ცისანას სახესაც ძა-
ლიან შვენოდა. რაკი მჯდომარე ქალბატონი ცისანა ასე მკვეთრად გან-
სხვავდებოდა მოსიარულე ქალბატონი ცისანასაგან, ახლა მთავარი რო-
ლი ხმას ეკისრებოდა, ხმა შეიძლებოდა გამომდგარიყო ის ოცდამეერთე
კაცი, რომელზედაც გადასაჭრელი პრობლემის ბედი ჰკიდია, რადგან
დანარჩენი ოციდან ათი მომხრე აღმოჩნდა და ათიც წინააღმდეგი. მაგ-
რამ, სამწუხაროდ, სხდომა ისე დამთავრდა, ქალბატონ ცისანას ხმა არ
ამოუღია. საქმე ისაა, რომ იგი აქ უფრო წონის გამო იყო, ჩარევა მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდა, თუ უკიდურესი აუცილებლობა წარ-
მოიშობოდა, უკიდურესი აუცილებლობა კი არ წარმოშობილა.
სხდომას სულ თორმეტი კაცი ესწრებოდა და საბოლოოდ, როცა
თორმეტივემ თავთავისი ადგილი დაიკავავიწრო და მოგრძო სათათბი-
რო მაგიდის ირგვლივ, რომელიც დირექტორის საწერი მაგიდიდან მოწ-
ყვეტილი იყო და ცალკე იდგა კაბინეტის შუაში, ასეთი სურათი წარმოიქ-
მნა: თავში დირექტორი იჯდა, ბოლოში ნუკრი ვაჩეიშვილი, დანარჩენე-
ბი მაგიდის გასწვრივ ისხდნენ, ხუთი – ერთ მხარეს და ხუთი – მეორე
მხარეს. დირექტორის ხელმარცხნივ, მაგიდის დასაწყისში, მოადგილეე-
ბი ისხდნენ, ჯერ პირველი, მერე მეორე. პირველი ალექსანდრე ღუდუ-
შაური იყო, წყნარი, ბუნჩულა და უპრეტენზიო კაცი, რომელიც, თუ ძა-
ლით არ ჩარევდნენ, თავისი ნებით არაფერში ერეოდა. საერთოდ, რო-
გორც ცნობილია, თანამედროვე იერარქია მოითხოვს, რომ კიბის პირვე-
ლი საფეხურის შემდეგ, სადაც დირექტორი დგას, მომდევნო რამდენიმე
საფეხური ცარიელი იყოს და მხოლოდ კარგა ქვემოთ, ისეთ ადგილას,
საიდანაც რიგითი თანამშრომლები უფრო ახლო არიან, ვიდრე დირექ-
ტორი, სხედან მოადგილეები და სხედან ძირითადად უსაქმოდ, რადგან
დირექტორი მათ ნაკლებად ენდობა და ამიტომ ყველაფერს თვითონ
აკეთებს. ზოგ მოადგილეს ასეთი საეჭვო მდგომარეობა არაფრად ეჭაშ-
ნიკება, ალექსანდრე ღუდუშაურს კი იგი სავსებით აკმაყოფილებდა და
ის ერჩივნა, რაც ნაკლები თავსამტვრევი ექნებოდა. საერთოდ, უკვე
ისეთ ასაკში იყო, როცა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დიდი ხანია უკან

142
დარჩა, ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები ნაწილი ასრულდა და
ნაწილიც აუსრულებლად დაჭკნა, ისე რომ მშვიდი ინერციის მეტი წინ
აღარაფერი ედო. ინერციას კი ალექსანდრე ღუდუშაური დიაღაც რომ
აფასებდა და, საერთოდ, მიაჩნდა, რომ ამ ფუნდამენტური ცნების მი-
მართ ადამიანების დამოკიდებულება სერიოზულ გადახედვას საჭირო-
ებს. თუმცა ერთი ნატვრა მაინც შემორჩა, რომლის ასრულება, მისი აზ-
რით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა: იგი ისტორიას ასწავლიდა და ძალიან უნ-
დოდა მოსწავლეებს მისთვის ჰეროდოტე შეერქმიათ. ამ მიზნით ისტო-
რიის მამას გაცილებით უფრო ხშირად (ზოგჯერ უადგილოდაც) ახსენებ-
და ხოლმე, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ კოლეგებს. მაგრამ მოს-
წავლეებმა, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდენ, რა ურჩევნია
მასწავლებელს და რა არა, არ აუსრულეს ნატვრა და არ შეარქვეს ჰერო-
დოტე. სამაგიეროდ შეარქვეს ჰეროდე, რაც სრულიად გაუგებარი იყო,
რადგან ძნელი დასაჯერებელია, ბავშვებს გაგონილი ჰქონოდათ შორე-
ული, ბუნდოვანი და საეჭვო ლეგენდა სისხლის აღრევის თაობაზე, რაც
თითქოსდა ალექსანდრე ღუდუშაურის ახალგაზრდობის წლებს ედო
ლაქად. ალექსანდრე ღუდუშაურის გვერდით იჯდა ეთერ გვალია ანუ
„შმაგი ეთერი“, როგორც ბავშვები ეძახდნენ, მეორე მოადგილე, რომლი-
საც მოწაფეებს ყველაზე მეტად, თვით დირექტორზე მეტადაც კი, ეში-
ნოდათ. არა იმიტომ, რომ ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ უიმედოდ
შეყვარებული იყო და, ბუნებრივია, ჯავრს მოსწავლეებზე იყრიდა. სიყ-
ვარულით კი დირექტორი უყვარდა, რასაც, მართალია, სიტყვიერად არ
ამხელდა, მაგრამ სხვა ყველა შესაძლებელი საშუალებით გამოხატავ-
და. თათბირებზე და სხდომებზე სევდიანად მიბნედილ თვალებს არ
აშორებდა და ამ თვალებში არა მარტო დირექტორს, არამედ ყველას,
ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, დაწვრილებით შეეძლო წაეკითხა, გულ-
ში რა ედო. დღე ერთი იყო და ათჯერ მაინც შეაკითხავდა კაბინეტში. თუ
საქმე არაფერი ჰქონდა, რამეს მოიგონებდა. ორი საქმე თუ ჰქონდა, ორი-
ვეს ერთდროულად არ მოითავებდა, რათა ხელმეორედ შესვლისთვის
საბაბი შემოენახა. მის ცალმხრივ სიყვარულს საუკეთესო წამები მაშინ

143
უდგებოდა, როცა რაიმე ხელმოსაწერი ქაღალდი შეჰქონდა. ასეთ დროს
წინიდან კი არ მივიდოდა მაგიდასთან, როგორც სხვები შვრებოდნენ და
როგორც, საერთოდ, წესია, გვერდიდან მიადგებოდა, ხელმოსაწერ ქა-
ღალდს წინ დაუდებდა, თვითონაც დაიხრეოდა, ისე რომ მისი სხეულის
რომელიმე ნაწილი დირექტორის სხეულის რომელიმე ნაწილს შეჰხებო-
და და თავის სხეულში დატრიალებული დენი დირექტორის სხეულის-
თვის გადაეცა, თან ამ დროს ჩქარ-ჩქარა და მძაფრად სუნთქავდა. დი-
რექტორი, რომელსაც არავითარი სექსუალური გასაჭირი არ ადგა (ან კი
რა სექსუალური გასაჭირი უნდა დადგომოდა მისი სილამაზისა და სითა-
მამის პატრონს!), მოადგილის გრძნობებს არ იზიარებდა (თუმცა შეტყო-
ბით ატყობდა) და განუხრელად იცავდა დაუწერელ კანონს, რომლის მი-
ხედვითაც ხელმძღვანელი საკუთარ სამწყსოში სამიჯნურო ინტრიგებს
უნდა ერიდოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს
ყველაფერი ძმრად წამოსდინდეს. ასე რომ ეთერ გვალია, ვისაც ის კარი,
რომლისკენაც დაუოკებლად მიილტვოდა, დაკეტილი დახვდა, ხოლო
იმ კარისკენ, რომელიც ყურთამდე იყო ღია (რადგან შიგნით თვინი­ერი
ქმარი ელოდებოდა), თავად აღარ მიუდიოდა გული, სულ ­მთლად
მშრალ­ზე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი არ შეიძლება არ დაგროვდეს
ჭარბი მუხტები, რომლებიც ყველაზე იოლად მოსწავლეების თავზე
ფეთქდება. ეთერ გვალიას შემდეგ მოდიოდნენ მათემატიკის მასწავლე-
ბელი, ჩუმი და უაღრესად თავაზიანი გურამ ხომერიკი, რომელიც ამავე
დროს ქალაქის ჩემპიონიც იყო ასუჯრედიან შაშში, რითაც სკოლა ძლი-
ერ ამაყობ­და, ჩვენი სოლომონი და ნესტან ვაჩეიშვილი. მაგიდის მეორე
მხარეს პირველი იჯდა ქალბატონი ცისანა, მერე ბატონი დიმიტრი, ბე-
სარიონ ჭედია, ნატალია დავიდოვნა და კატო მასწავლებელი. ბოლოში,
დირექტორის პირდაპირ, როგორც ითქვა, ნუკრი ვაჩეიშვილი იჯდა.
როდესაც მაგიდასთან ყველანი მოხერხებულად დასხდნენ და სკამე-
ბის ხრიგინი მიწყდა, დირექტორმა მარჯვენა ხელით ჭრელი, ფოთლე-
ბიანი ჰალსტუხის სქელი ნასკვი შეისწორა, თუმცა ამის საჭიროება არ
ყოფილა, რადგან ნასკვი მწვანედ მოელვარე პერანგის საყელოს ორივე

144
წვეტიდან, რომლებზედაც უფუნქციო ღილები ისხდა, აბსოლუტურად
თანაბარი მანძილით იყო დაშორებული (რის გამოც დირექტორის ჟეს-
ტსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა: ცერითა და შუა თითით მან ოდნავ
მისწი-მოსწია ჰალსტუხის ნასკვი, მერე ოდნავ ასწი-დასწია და საბოლო-
ოდ იმავე ადგილას დატოვა, სადაც პროცედურის დასაწყისში იყო), და
თქვა:
– ერთი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ამიტომ
შეგკრიბეთ. იმდენად მძიმე საკითხია, რომ აგერ, ქალბატონი ცისანას
შეწუხებაც კი მოგვიხდა, – დირექტორმა ხელი წაიღო და ქალბატონ ცი-
სანას მაჯას, რომელიც მაგიდაზე იდო, ოდნავ შეეხო, რათა ამით განათ-
ლების განყოფილებაში თავისი პოზიციის სიმტკიცისათვის კიდევ ერ-
თხელ გაესვა ხაზი. ქალბატონმა ცისანამ პასუხად თვალები დახუჭა და
გაახილა; ისე დახუჭა და გაახილა, თითქოს ორი პატარა, ოვალური, ოდ-
ნავ ნაოჭდაყრილი თეატრალური ფარდა ორ სცენაზე ერთდროულად
დაეშვა და აიწია, ხოლო ეთერ გვალიას, რომელიც მარჯვენა ხელის-
გულს ნიკაპით დაყრდნობოდა და დირექტორს თვალმოუშორებლივ
შესცქეროდა, სახეზე ტკივილმა და რისხვამ გადაუარა. დირექტორმა კი
განაგრძო, – მშობელთა კოლექტიური განცხადებაა შემოსული. ორი
დღის წინ გადმოგვიგზავნა განათლების განყოფილებამ. კიდევ გი-
მეორებთ: საკითხი რთულია, მძიმე და მტკივნეული. ამიტომ გთხოვთ
გულდასმით მოისმინოთ და ყველამ მიიღოთ მონაწილეობა განხილვა-
ში. აბა, ბესარიონ, წაიკითხე.
დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა. ქალბატონმა ცისა-
ნამ, ეს რომ შენიშნა, ყური მიუშვირა (პატარა და თხელი, თითქმის გამ-
ჭვირვალე ყურები ჰქონდა). დირექტორმა რაღაც ჩასჩურჩულა. ქალბა-
ტონმა ცისანამ თავი დაუქნია (მერეც, მთელი სხდომის განმავლობაში,
დირექტორი დროდადრო გადაიხრებოდა და მოშვერილ ყურში რაღა-
ცას ჩასჩურჩულებდა, რაზედაც ქალბატონი ცისანა თავს უქნევდა).

145
ბესარიონ ჭედიამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა, მრგვალშუშებიანი სათ-
ვალე ამოიღო, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, გაიკეთა და საქაღალ-
დე გაშალა.
ბესარიონ ჭედია ყურცქვიტა კაცი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და
სულ მთლად ქაჩალი. სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა ძალიან გრძელი.
ულვაში, ისევე როგორც ცხვირი, თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა და სი-
არული იცოდა რაღაც უცნაური – ფიცხი და მუქარიანი. თქვენკენ მომა-
ვალს რომ დაინახავდით, განსაკუთრებით თუ ბინდი იყო და მაინცდამა-
ინც არც სიმამაცით გამოირჩეოდით, გული შეგიქანდებოდათ და ადვი-
ლად შეიძლებოდა შეგქმნოდათ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ჯიბეში
რევლოვერი ედო. სინამდვილეში უწყინარი კაცი იყო. წერა-კითხვა უყ-
ვარდა და ხმა ჰქონდა ისეთი ბოხი, მსუყე და სასიამოვნო, რომ დაგელა-
პარაკებოდათ, გეგონებოდათ, კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას ძა-
ლიან გემრიელსა და სასარგებლოს ჭამსო. ამიტომ, თუკი სკოლაში რამე
საჯარო წაკითხვას საჭიროებდა (საჩივრები, მადლობები, წინადადებე-
ბი და სხვ.), ყველაფერს ის კითხულობდა. დაწერითაც ყველაფერს ის
წერდა, მოყოლებული დირექტორის გამოსვლათა ტექსტებიდან და ნა-
ირ-ნაირი საანგარიშო მოხსენებებიდან, დამთავრებული კოლეგების
დახასიათებებით, შუამდგომლობებით, უბრალო განცხადებებით... ამა-
ში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა. მეტიც: მოცილე რომ გამოსჩე-
ნოდა, ალბათ იქით მისცემდა გასამრჯელოს, ოღონდაც თავიდან მო-
ეშორებინა, ისე უყვარდა ეს საქმე. განსაკუთრებით წერა. უყვარდა და
ემარჯვებოდა კიდეც. მართალია, შიგადაშიგ შეცდომებსაც უშვებდა,
მაგრამ ეს შეცდომები უმნიშვნელო იყო და, საერთოდ, შეუმცდარი ვინ
არის ამქვეყნად! მშობელთა კოლექტიური განცხადებაც, ჩვეულებისა-
მებრ, ნელა წაიკითხა, გემრიელად, გამოთქმით, სასვენ ნიშნებთან ხან-
გრძლივად ჩერდებოდა და მსმენელებს საშუალებას აძლევდა უკვე წა-
კითხული აუჩქარებლად და გულდინჯად გადაემუშავებინათ. ეს იყო
მხოლოდ, ცოტას კეკლუცობდა, რათა კოლეგები შეცდომაში შეეყვანა და
თავის მსახიობურ ნიჭზე, რომელიც სინამდვილეში ჩანასახის სტადიაში

146
იმყო­ფებოდა, მათთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნა, გარდა ამისა,
კილო ჰქონდა ყალბი, სიტუაციისთვის შეუფერებელი და ცოტა ორჭოფუ-
ლად საზეიმო, როგორც მხცოვან ოფიცერს, რომელიც თვითმოქმედე-
ბის საღამოზე საკუთარ ლექსს კითხულობს, მაგრამ დანამდვილებით
ჯერ კიდევ არ იცის, კარგია ლექსების წერა თუ ცუდი.
– „მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განათ-
ლების განყოფილების გამგეს ამხ. ი. ი. დიდიძეს. მე-4 საშ. სკოლის მე-
10 კლასის მოსწავლეთა მშობლების კოლექტიური განცხადება. მოგახ-
სენებთ, რომ ღრმად შეშფოთებული ვართ ჩვენი შვილების ბედისა გა-
მო, რაც, ბუნებრივია, თავის დაღს ასვამს აგრეთვე ჩვენი შრომის ეფექ-
ტიანობასა და ნაყოფიერებას. საქმე ეხება პედაგოგ სოლომონ იასონის
ძე კიტარიძეს. შესაძლებელია, ზემოხსენებული ს. კიტარიძის პროფე-
სიული დონე, პედაგოგიური ალღო და მეთოდიკა თავის დროზე შეესა-
ბამებოდა ეპოქას, არ ვიცით, მაგრამ დღევანდელ გაზრდილ მოთხოვ-
ნებს ნამდვილად ვეღარ პასუხობს. მისი მოწაფეები, როცა სკოლის დამ-
თავრების შემდეგ თბილისში მიდიან მისაღები გამოცდების ჩასაბარებ-
ლად, სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევენ იქაურ სულ სხვა პედაგოგიუ-
რი წიაღიდან გამოსულ კადრებს. პლუს ამას გაკვეთილებისთვის გან-
კუთვნილი დროის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. დღევანდელ
რთულ ვითარებაში, როდესაც სასკოლო პროგრამა ისედაც გადატვირ-
თულია და თვითოეული მასწავლებლისგან მოითხოვს დაძაბულ შრო-
მასა და ნამდვილ შემოქმედებით თავგანწირვას, ს. კიტარიძე თავის გაკ-
ვეთილებზე მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაზე ესაუბრება მაშინ,
როცა ისტორიისთვის ცალკე საათები და, რაც მთავარია, ცალკე პედაგო-
გიური კადრები არსებობს. პლუს ამას ზოგი აუხსნელი სტუმრობა მარ-
ტოხელა ქალთან, რასაც აქ გაკვრით შევეხებით და რაც კვალიფიცირე-
ბულ უნდა იქნას, როგორც მორალურად საეჭვო, რამდენადაც, ადვილი
შესაძლებელია, ჩირქი მოსცხოს უდანაშაულო და პატიოსან ადამიანს.
პლუს ამას ტენდენციურობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ სასწავ-
ლო წელს ს. კიტარიძემ დამამთავრებელი კლასის ორი მოწაფეს დაუმ-

147
სახურებლად აუწია ნიშანი. ბუნებრივად ისმის კითხვა: უანგაროდ? დაე,
ამ კითხვის პასუხი ს. კიტარიძის სინდისზე იყოს. დავუშვათ, უანგაროდ,
მაგრამ ტენდენციურობას რაღა ვუყოთ? ყველა ყველა და, შეიძლება პე-
დაგოგი ტენდენციური იყოს? ამით ხომ გამოუსწორებელ ფსიქოლოგი-
ურ ტრავმას ვაყენებთ ბავშვის ფაქიზ სულს, რომელიც, როგორც ცნობი-
ლია, სუფთა ფურცელია და იგი ჩვენ უნდა შევავსოთ! განა პედაგოგი ის
პიროვნება არ არის, ვინც საზოგადოებას ღირსეულ ცვლას უმზადებს?
და რა ღირსეული ცვლა შეიძლება მოუმზადოს ჩვენს მოწინავე საზოგა-
დოებას ისეთი ტენდენციური მიმდინარეობის პედაგოგმა, როგორიცაა
ს. კიტარიძე? ჩვენ ვიცნობთ სკოლის დირექტორს ამხ. ჰ. თვალაბეიშ-
ვილს, როგორც პრინციპულ, მომთხოვნ და მაღალი ჰუმანური იდეების
მატარებელ ხელმძღვანელ მუშაკს, და მიგვაჩნია, რომ იგი ალბათ კო-
ლეგიალობის გრძნობასა და აგრეთვე პირადი სულგრძელობის გამო
ითმენს ს. კიტარიძეს. მაგრამ ამჟამად ისეთი ვითარება შეიქნა, როცა პი-
რადული საზოგადოებრიულის სამსხვერპლოზე უნდა მივიტანოთ, ვი-
ნაიდან სასწორის პინაზე ჩვენი მომავალი დევს. ჩვენ ბევრი ვითმინეთ,
მაგრამ მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია და ამიტომ, გამომდინარე
ზემოაღნიშნულიდან, დაბეჯითებით მოვითხოვთ გადააყენოთ ს. კიტა-
რიძე და მის ადგილას დაგვინიშნოთ ისეთი პედაგოგი, ვინც ცოდნას მის-
ცემს ბავშვებს და ამ ცოდნის შესაფერის ნიშნებს დაუწერს, რათა ჩვენი
შვილების მომავალი საიმედო ხელში იყოს და ჩვენც, დაწყნარებულებ-
მა, მთელი ჩვენი ნიჭი და ენერგია საზოგადოებრივად სასარგებლო
შრომას მოვახმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული შევიქნე-
ბით ბოიკოტის სახით ბავშვები ს. კიტარიძის გაკვეთილებს არ დავას-
წროთ, რაც ისეთი მნიშვნელობის აქტია, რომ არც ჩვენთვინ იქნება კარ-
გი და არც თქვენთვინ. იმედია, გულისხმიერად მოეკიდებით ჩვენს
თხოვნას და დააკმაყოფილებთ მას. პატივისცემით“. ოცდახუთი ხელ-
მოწერა ახლავს ალფავიტზე გაწყობილი. წავიკითხო? და რეზოლუცია:
„ამხ. ჰ. თვალაბეიშვილს. გთხოვთ გულდასმით განიხილოთ და მიღებუ-
ლი ზომების შესახებ მაცნობოთ. ი. დიდიძე“.

148
როდესაც ბესარიონ ჭედიამ კითხვა დაამთავრა, სამასწავლებლოში
უკვე კარგა ხანია მძიმე სიბნელე იწვა. იმ წამს, რა წამსაც მან თავისი მსუ-
ყე, საამო ბანით წარმოთქვა ფრაზა, საქმე ეხება სოლომონ იასონის ძე
კიტარიძესო, სოლომონის თავში ტკაცანი გაისმა, თითქოს მოკლე ჩარ-
თვა მოხდაო, და ვეება, ცარიელი სივრცე თეთრმა და არნახულად მძაფ-
რმა, თვალისმომჭრელმა სინათლემ გაანათა. მაგრამ ეს დიდი სინათლე
ანთებისთანავე ჩაქრა და ზემოდან სიბნელე დაეშვა. სიბნელე ეშვებო-
და არა მსუბუქად და ნარნარად, როგორც შემოღამების წესია, არამედ
მძიმედ, სწრაფად და სახიფათოდ, თითქოს განყენებული ფერი კი არა,
სქელი, შედედებული კუპრი ყოფილიყო. მოდიოდა მრისხანედ, გზადაგ-
ზა ყველაფერს იწოვდა და საბოლოოდ ყოველივე ბლანტ, გაუვალ
წყვდიადად იქცა. სოლომონი ერთხანს უგონოდ იყო ამ წყვდიადში. მე-
რე უეცრად შორეულმა ზარმა მწუხარე ხმაზე ჩამოჰკრა და სიბნელე გა-
იხსნა. ჯერ პატარა ნახვრეტი გაჩნდა შუაში, მერე ნახვრეტი თანდათან
გაიზარდა. გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა და შავი წყვდიადის მიღმა
უკიდეგანო ოკეანე გამოჩნდა, რომლის შუაგულში, შიშველი და გავარვა-
რებული მზის ქვეშ, პაწაწკინტელა კლდოვან კუნძულზე, ეული პალმა
იდგა. პალმა მარტოდმარტო იყო. არათუ ხე, ირგვლივ, ბალახი რა არის,
ბალახიც არ ჭაჭანებდა. ოთხივე მხარეს, სადამდეც კი თვალი წვდებო-
და, ყვითელი წყალი ჩანდა, რომელსაც ბოლოში ცა ჩამომხობოდა და
ყველა გასასვლელს კეტავდა. მერე კუპრის შავმა კედელმა პირი ისევ შე-
იკრა, ყვითელი ოკეანე თანდათან გაქრა და სოლომონი კვლავ წყვდი-
ადში მოექცა. მაგრამ ბოლოს – სოლომონი ვერ მიხვდა, თვალი შეაჩვია
სიბნელეს თუ საიდანღაც სინათლის სხივი შემოიპარა – სამყარო ძველე-
ბური სახით აღდგა. ჯერ კედლებისა და ფანჯრების ბუნდოვანი მოხაზუ-
ლობა შემოცურდა მხედველობის არეში, მერე ერთიმეორეში ათქვეფი-
ლი წვრილ-წვრილი საგნებიც დაცალკევდნენ და, თუმცა ჯერ კიდევ ყო-
ველივე მსუბუქ ბურუსში იყო გახვეული, სოლომონს მხედველობა დაუბ-
რუნდა.

149
მაგიდა ტორტმანებდა. ტორტმანებდა გამაღიზიანებლად, როგორც
მოცეკვავე, რომელიც რიტმიდან ამოვარდა და ახლა სასოწარკვეთით
ცდილობს კვლავ რიტმში მოექცეს, რითაც კიდევ უფრო გვაღიზიანებს,
ვინაიდან, როცა მისი განწირული ილეთები და მუსიკის დინება საერთო
კალაპოტს მიადგება და იმედის ნაპერწკალი გაჩნდება, დაძაბული მო-
ლოდინისაგან წამით გული გვიჩერდება, რაც მერე მწვავე ტკივილში გა-
დადის, რაკიღა უკანასკნელ მომენტში მოცეკვავე და მუსიკა ისევ აცდე-
ბიან ერთმანეთს და თავთავიანთი გზით წავლენ.
კაბინეტში დუმილი იდგა და სოლომონი გრძნობდა, რომ, სანამ ეს
დუმილი არ დაირღვეოდა, მაგიდა ტორტმანს არ შეწყვეტდა.
ბესარიონ ჭედიამ სათვალე მოიხსნა, მშობელთა კოლექტიურ გან-
ცხადებაზე დადო, რბილი სკამის საზურგეს მიაწვა, ხელები ვიწრო მკერ-
დზე დაიკრიბა და ისეთი სახით მიაჩერდა მოპირდაპირე კედელს ეთერ
გვალიასა და გურამ ხომერიკის თავებშუა, როგორც მსახიობი, რომელიც
ჩუმი სიამაყით ცდილობს მოსალოდნელ აპლოდისმენტებს მშვიდად
და ღირსეულად შეხვდეს. ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რო-
მელსაც მხოლოდ ნუკრი ვაჩეიშვილის საჩვენებელ თითზე წამოცმული
გასაღებების ასხმა არღვევდა, დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გა-
დაიხარა, რაღაც წასჩურჩულა (რაზედაც ქალბატონმა ცისანამ თავი და-
უქნია), ისევ გაიმართა, სხდომის მონაწილეებს ნელა, დაკვირვებით მო-
ავლო თვალი (ოღონდ სოლომონს აარიდა მზერა, როგორც ჯიბის ფარ-
ნის შუქს ავარიდებთ ბნელ ოთახში რაიმე საგანს, რომლის დანახვა
უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს) და თქვა:
– შეკითხვა თუ გაქვთ ვინმეს?
ალექსანდრე ღუდუშაური მსუბუქად თვლემდა. ეთერ გვალიას ნიკა-
პი ხელისგულზე ჩამოეყრდნო და თვალებმოწკურული მისჩერებოდა
დირექტორს. გურამ ხომერიკს თან მოტანილი ჟურნალი გადაეშალა და
ბოლო გვერდზე ასუჯრედიანი შაშის ამოცანას ჩაღრმავებოდა. ნესტან
ვაჩეიშვილს ყელი მოეღერებინა და სხდომას ალამაზებდა. ნუკრი ვაჩე-
იშვილი საჩვენებელ თითზე წამოცმულ გასაღებების ასხმას ზანტად ატ-

150
რიალებდა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს მძიმე-
წონოსან მოკრივეს, რომელსაც ჩია, კაფანდარა კაცი დედას შეაგი­ნებს.
კატო მასწავლებელი მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დასცქერო-
და და შიგადაშიგ თვალებს ახამხამებდა. ნატალია დავიდოვნას სახე ას-
წითლებოდა, რაც მშობელთა კოლექტიური ქარაგმის ბრალი არ უნდა
ყოფილიყო, რადგან შეუძლებელია მისი მიამიტობის პატრონს ეს ქა-
რაგმა გაეგო. ბესარიონ ჭედია განზე გადგმული იდაყვებით მაგიდას
დამხობოდა, წინ ქაღალდის დასტა ედო და ფხაჭა-ჭხუჭით წერდა სხდო-
მის ოქმს. ბატონი დიმიტრი სივრცეს გასცქეროდა და წყნარად, თით-
ქმის შეუმჩნევლად, უღიმოდა თავის ფიქრებს. ქალბატონი ცისანა იჯდა.
– არავისა გაქვთ შეკითხვა? – გაიმეორა დირექტორმა.
ამჯერად სიჩუმე დაირღვა. სოლომონმა ხელი აიწია და თქვა:
– მე მაქვს.
ყველამ, ვინ ქურდულად და ვინ აშკარად, სოლომონს შეხედა.
– ბრძანე, სოლომონ ბატონო, – უთხრა დირექტორმა.
– ოცდახუთი ხელმოწერა თქვი, მგონი, ბესარიონ, არა? – სოლომონს
საკუთარი ხმა ისე მკაფიოდ ჩაესმოდა, ისე ცხადად და ამავე დროს ისე
უცხოდ, თითქოს სხვა ლაპარაკობდა.
– კი, – მიუგო ბესარიონ ჭედიამ, – ოცდახუთი.
– მეათე კლასში ოცდაექვსი მოწაფე მყავს და, თუ კაცი ხარ რომელია
ოცდამეექვსე, ხელი რომ არ მოუწერია?
– ნამიჭეიშვილი, – სწრაფად მიუგო ბესარიონმა, რომელმაც ეჭვი
არაა, საკითხი ღრმად იცოდა.
სოლომონის გონების თვალმა წამსვე გამოკვეთა სივრცეში ნამიჭეიშ-
ვილი, გამხდარი, სუსტი ბიჭი, რომელსაც ცნობისმოყვარე, ცოტა გაკვირ-
ვებული თვალები და სასაცილოდ (უფრო საყვარლად) მოპრუწული ტუ-
ჩები ჰქონდა. და უეცრად რაღაც თბილი, რაღაც საამო ნაკადი სამყაროს
წვენივით გამოეყო, ყოველი მხრიდან დაიძრა და ნამიჭეიშვილის ირ-
გვლივ იწყო თავმოყრა. ეს გრძნობიერი პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დას-
რულებული, როდესაც დირექტორმა თქვა:

151
– ნამიჭეიშვილის მშობლებს განცხადება აქვთ შემოტანილი. ბინა გა-
მოიცვალეს და ბავშვი სხვა სკოლაში გადაჰყავთ.
ამის შემდეგ კვლავ დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ცოტა ხნის შემ-
დეგ უკვე ნუკრი ვაჩეიშვილმა დაარღვია. მან საჩვენებელი თითი, რო-
მელზედაც გასაღებების ასხმა ჰქონდა წამოცმული, ჰერში გააშეშა და ბე-
სარიონ ჭედიას მიუბრუნდა:
– მაშ, ოცდახუთი არა, ბესარიონ?
– ოცდახუთი, კაცო, მე მგონი გარკვევით ვთქვი! – ცოტა მოთმინებამ
უღალატა ბესარიონ ჭედიას.
– მერე რა განერვიულებს, შე კაცო! – დაამშვიდა ნუკრი ვაჩეიშვილმა,
– შენ ნუ იღელვებ და, ჩემდათავად, მაგათ, ოცდახუთივეს, და იმასაც,
ოცდამეექვსესაც...
საერთოდ, დიდი ბედნიერებაა, კაცს რომ გვერდით ღვიძლი ბიძაშ-
ვილი გიზის, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ მომენტში მწარედ გიჩქმი-
ტოს მკლავზე და სოლიდური სხდომა უწმაწური სიტყვებისაგან იხსნას,
მაგრამ ამჯერად ნესტანს ალბათ მაინც დააგვიანდებოდა, ნუკრი ვაჩე-
იშვილს რომ ოცდამეექვსეზე არ გაემახვილებინა ყურადღება და ამის
გამო ცოტა არ შეყოვნებულიყო. სწორედ ამ ოცდამეექვსემ უშველა საქ-
მეს და ნესტანმა ჩქმეტა მოასწრო, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ნუკრი
ვაჩეიშვილი მოულოდნელობისაგან შეკრთა, ბიძაშვილს მწყრა­ლად
მოხედა და, მის თვალებში რომ განათლების განყოფილების აჩრდილი
აირეკლა, მთავარი სათქმელი უკვე ხმადაბლა, თითქმის თავისთვის წა-
იბურდღუნა, ისე რომ თავად ნესტანის, სოლომონის, კატო მასწავლებ-
ლისა და ნატალია დავიდოვნას გარდა ალბათ არავის გაუგონია. მაგრამ
ეს მაინც ფორმალური თავშეკავება იყო და მთლად უყურადღებოდ და-
ტოვება არ ივარგებდა, ამიტომ დირექტორმა საჩვენებელი თითი სამ-
ჯერ მკაცრად დაჰკრა მაგიდას და ნუკრი ვაჩეიშვილს თვალები დაუბრი-
ალა, რაც ამ უკანასკნელს აინუნშიაც არ ჩაუგდია.

152
აი, ამ დროს ნატალია დავიდოვნამ, რომელიც უკანასკნელ წამს კი-
დევ უფრო გაწითლდა, უეცრად სწრაფად, სხაპასხუპით, თითქოს ეშინო-
და, ვინმეს პირზე ხელი არ აეფარებინა, დაიწყო:
– ყველაფერი ეს ხომ სისულელეა და აშკარა ცილისწამება, – ოღონდ,
სიჩქარის თუ მღელვარების გამო, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც
ჩვეულებრივ არ უშვებდა ხოლმე, კერძოდ, „ცილისწამების“ ნაცვლად
თქვა „წილისცამება“. ამან ცოტა დააბნია, რაციმაში გამოიხატა, რომ ხე-
ლი ისე აიქნია და დაიქნია, თითქოს თვალებში ბოლი შეუვიდაო, მაგრამ
მაინც სხაპასხუპით განაგრძო, – ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ
ბატონი სოლომონი უმწიკვლო (უშეცდომოდ თქვა) და პატიოსანი კაცია.
ძალიანაც კარგად იცის თავისი საგანი და მოსწავლეებიც...
– ნატალია დავიდოვნა, – უფლებამოსილი, მაგრამ ამავე დროს მოთ-
მინებით სავსე კილოთი შეაწყვეტინა დირექტორმა, – ჯერ ერთი, მე
ვთქვი, შეკითხვები თუ გაქვთ-მეთქი, სიტყვებზე ჯერ არ გადავსულ-
ვართ, და მეორეც, ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნით, თითქოს მარტო
თქვენ შეგტკივათ გული სოლომონზე, ჩვენ კი შორიდან ვუცქერით სე-
ირს.
ნატალია დავიდოვნა სულ მთლად აირია, კიდევ მეტად გაწითლდა,
რაღაც გაუგებრად წაიბუტბუტა, თავი ჩაღუნა და მაგიდას ჩააცქერდა.
– კიდევ აქვს ვინმეს შეკითხვა? – გაიმეორა დირექტორმა, ერთხანს
შეიცადა და, რაკი არავინ გამოეხმაურა, დაასკვნა, – არავის. კეთილი, მა-
შინ გადავიდეთ სიტყვებზე, – და ნატალია დავიდოვნას მიუბრუნდა, –
ახლა ბრძანეთ, თუ რამე გაქვთ სათქმელი, – მაგრამ ნატალია დავიდოვ-
ნამ უხმოდ გაიქნია თავი უარის ნიშნად, – ვინ დაიწყებს? – სხდომის მო-
ნაწილეები რომ ამ მოწოდებასაც დუმილით შეხვდნენ, განაგრძო, – კარ-
გი, მე თვითონ დავიწყებ, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე
და რაღაც მოსაზრებებიც მაქვს. მადა ჭამაში მოდისო და, – აქ კეთილმო-
სურნე ღიმილით გაიღიმა, – მერე იქნებ თქვენც აგეშალოთ ლაპარაკის
საღერღელი. ამგვარად გვაქვს კოლექტიური განცხადება, კოლექტიური
საჩივარი. კოლექტიურ საჩივარს კი, ჩემი სწავლება რად გინდათ, არ შე-

153
იძლება ანგარიში არ გაეწიოს. ოცდახუთი კაცი აწერს ხელს. ჯერ ერთი,
იმას ხომ ვერ დავუშვებთ, რომ ოცდახუთი კაცი ტყუის და ერთი კაცია
მართალი...
– მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს ერთად თავმოყრილი, – ჩაურთო
მოულოდნელად ნუკრი ვაჩეიშვილმა.
– რაო? – ვერ გაიგო დირექტორმა.
– მე ორმოცდაათი ვირიც მინახავს-მეთქი ერთად თავმოყრილი, – გა-
იმეორა ნუკრი ვაჩეიშვილმა.
დირექტორმა ჯერ კბილი კბილს მაგრად დააჭირა, რის გამოც ლოყე-
ბის ქვედა ნაწილი, ყბების არეში, თითქოს დაეწნეხა, კანი დაეჭიმა და
შიგნიდან მოწოლილი ძვლების ფორმა მკაფიოდ დაემჩნა. მერე წყნა-
რად თქვა:
– ჩემო ნუკრი, მე შეკითხვების საშუალებაც მოგეცით ყველას და აზ-
რის გამოთქმისაც, მაგრამ არ მოისურვეთ. ახლა კეთილი ინებეთ და მე
მომისმინეთ.
– კაი, კაი, – თქვა ნუკრი ვაჩეიშვილმა.
– მეორეც, – ზუსტად იქიდან განაგრძო დირექტორმა, სადაც შეწყვი-
ტა, – გინდაც ოცდახუთივე ტყუოდეს, კოლექტიური განცხადება მაინც
კოლექტიური განცხადებაა. არ დაგავიწყდეთ, ბოიკოტით გვემუქრებიან
და, ღმერთმა ნუ ქნას და, რომ შეგვისრულონ, სკანდალს ვერ გადავურ-
ჩებით. მეორე მხრივ, ყველანი ვიცნობთ ჩვენს სოლომონს, ვაფასებთ და
პატივს ვცემთ. ყოველთვის მართლები და ყოველთვის შეუმცდარები ან-
გელოზები არიან ცაში, – ისევ გაიღიმა დირექტორმა, – ჩვენ, ჩემო ბატო-
ნო, ადამიანები ვართ და ადამიანი რისი ადამიანი იქნება, ხანდახან შეც-
დომა თუ არ დაუშვა. დავიჯერო, ამ ოცდახუთი კაციდან, ვინც ამ განცხა-
დებას ხელს აწერს, – საჩვენებელი თითი საქაღალდეს მიაშვირა, რომე-
ლიც ბესარიონ ჭედიას ედო წინ, – ერთი მაინც ურევია ისეთი, რომ თავის
დღეში არ შემცდარიყოს?! სამწუხარო ის არის, რომ განცხადებაში მო-
ტანილი რამდენიმე ფაქტი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, არც ისე მნიშვნე-
ლოვანი, სინამდვილეს შეეფერება. ყველას გვჭირს პატარ-პატარა სი-

154
სუსტე. ხანდახან მეც წამოვიწყებ ხოლმე საქართველოს ისტორიაზე ლა-
პარაკს ისეთ ვითარებაში, სადაც არც დროა ამისი და არც ადგილი. მიყ-
ვარს ეს ოხერი და რა ვქნა! მაგრამ თავის მოთოკვაც უნდა ვიცოდეთ, მე-
ტი გზა არ არის. რაც შეეხება ნიშნების აწევას, რაზედაც განცხადებაშია
ლაპარაკი, ფაქტიურად, საქმე ეხება არა თითო ნიშნის წამატებას, არა-
მედ უფრო ნახევარ-ნახევარი ნიშნის წამატებას. ეს კი, კაცმა რომ
თქვას...
– კაცმა რომ თქვას, – ისევ ჩაერია თავისი არხეინი კილოთი ნუკრი ვა-
ჩეიშვილი, – არ ჯობია, ამ კაცს პირდაპირ ვუთხრათ, რაზე უჩივიან, ნიშ-
ნებს რომ უმატებს, იმაზე, თუ ნიშნებს რომ არ უმატებს, იმაზე.
აქ დირექტორმა გაშლილი ხელისგული მაგიდას დაჰკრა, ფეხზე წა-
მოდგა და დაიყვირა:
– ახლავე შეწყვიტე ეს დემაგოგია! – მერე, სრულ სიჩუმეში, უკვე წყნა-
რად, მაგრამ მკაცრი კილოთი დაუმატა, – თუ მოსმენა და თავის შეკავება
არ შეგიძლია, მიბრძანდი აქედან!
სანამ დირექტორი ლაპარაკობდა, ნუკრი ვაჩეიშვილი მას უყურებდა.
უყურებდა მშვიდად, აუღელვებლად. მერე, დირექტორმა რომ სათქმე-
ლი მოათავა, სოლომონს შეხედა. არავინ იცის, რა დაინახა სოლომონის
სახეზე, უეცრად გაიღიმა, ხელი ჩაიქნია და თქვა:
– მართლა რას ვეჩრები სხვის საქმეში უტარო კოვზივით! ერთი თქვე-
ნი ყველასი, ბრალმდებლიან-ბრალდებულიანად...
ამ სიტყვებით წამოდგა და ისე ნელა, თითქმის სეირნობა-სეირნო-
ბით გაემართა კარისკენ, რომ სხდომის მონაწილეებს კარგა ხანს ედგათ
თვალწინ მისიგანიერი ბეჭები და ათლეტის ჩამოქნილი ტანი.
ნუკრი ვაჩეიშვილი რომ გავიდა, კაბინეტში სიჩუმემ დაისადგურა,
რომელიც დირექტორის მშვიდი თავდაჯერების მეოხებით სულ მალე
დაირღვა. დირექტორს თავისი გონების საუფლოში, ყველაზე თვალსა-
ჩინო ადგილას, ერთი პატარა კუთხე მუდამ თავისუფალი ჰქონდა და იქ
არავითარი საჭოჭმანო და თავსამტვრევ კითხვებს არ აჭაჭანებდა. ეს
კუთხე მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნოდა ლაღსა და ამო აზრს

155
იმის შესახებ, რომ ლამაზი იყო, წარმოსადეგი, ელეგანტური, ქალების
ნებიერი, და განათლების განყოფილებაში მრავალი მეგობარი ჰყავდა.
ამიტომ, რა რთული და მძიმე პრობლემაც არ უნდა გასჩენოდა, ამ კუთ-
ხეში ყოველთვის ეგულებოდა მკვიდრი საყრდენი ოპტიმიზმისა და
თვითრწმენისათვის, რაც ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის უმთავრე-
სი საწინდარია. ასე რომ, მცირე პაუზის შემდეგ იგი ქალბატონ ცისანას-
კენ გადაიხარა, თხელ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და, ქალბატონმა ცისა-
ნამ რომ თავი დაუქნია, მშვიდად, დაჯერებულად, ცოტა ხაზგასმული სი-
ლაღითაც კი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ვაჩეიშვილის პრობლემა
დიდი ყურადღების ღირსი არ არის, მიმართა სხდომის მონაწილეებს:
– მაგას ცალკე მოველაპარაკები, ახლა კი ჩვენი საქმე განვაგრძოთ.
ამგვარად, საკითხი ასე დგას: ერთი მხრივ, არავითარი უფლება არა
გვაქვს რეაგირების გარეშე დავტოვოთ ასეთი განცხადება, ერთი კაცი
რომ აწერდეს ხელს, ან თუნდაც ორი კაცი, იცოცხლეთ, დავტოვებდი, მე-
ორე მხრივ, სოლომონი ჩვენი კოლეგაა, საყვარელი და პატისაცემი ადა-
მიანი და მოვალეები ვართ მხარში ამოვუდგეთ და ვაგლახად არავის და-
ვაჩაგვრინოთ. მე დიდხანს ვიფიქრე ამ საქმეზე, ყველაფერი ავწონ-დავ-
წონე და გადავწყვიტე, ერთი წინადადებით შემოვიდე თქვენს წინაშე.
თუ თქვენც მხარს დამიჭერთ, ერთიანი ძალით გავიტანთ კიდეც ჩვენსას,
გავიტანთ, თუნდაც ამის გამო განათლების განყოფილება, – აქ მარჯვე-
ნა ხელი ისევ წაიღო და ღიმილით დაადო ქალბატონი ცისანას მაჯას,
რაზედაც ქალბატონმა ცისანამ ოვალური ფარდები დაუშვა და ასწია, –
გაგვიჯავრდეს. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც საშუა-
ლებას მოგვცემს არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, პენსიაა. – აქ დი-
რექტორი ცოტა ხანს შეყოვნდა, რათა მსმენელებისათვის საშუალება
მიეცა თავიანთი შეფასება გამოემჟღავნებინათ. მართლაც, სხდომის
მონაწილეებმა შვებით ამოისუნთქეს, თითქოს მძიმე ტვირთი, რომელ-
საც თვითონ ვერაფერს უხერხებდნენ, ვიღაცამ მოხსნა, პირქუში განწყო-
ბილება მსწრაფლად გაიფანტა და აქა-იქ ხალისიანი ხმებიც გაისმა. მა-
შინ დირექტორმა განაგრძო, – საბედნიეროდ, სოლომონის საპატიო ასა-

156
კი ამის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება მომჩივნებს, ისინიც დაკმა-
ყოფილებული იქნებიან. ბოლოს და ბოლოს, მასწავლებლის შეცვლა
უნდათ და არა ის, რომ ვინმე მოვხსნათ და გავაუბედუროთ. ჩვენში დარ-
ჩეს და, მეტიცა მაქვს ჩაფიქრებული, თუ – აქ ღიმილით გადახედა ქალ-
ბატონ ცისანას, – ქალბატონი ცისანა არ გაგვთქვამს: ხანი რომ გამოხ-
დება და ეს მითქმა-მოთქმა ჩაწყნარდება, სოლომონის სურათი საპა-
ტიო დაფაზე ჩამოვკიდოთ. რაც არ უნდა იყოს, ოცდათვრამეტი წელი
იმუშავა კაცმა ამ სკოლაში და ერთი განცხადების გულისთვის ამდენ
ღვაწლს წყალში ხომ არ გადავუყრით! – ამ სიტყვებით დირექტორი სო-
ლომონს მიუბრუნდა და ამის შემდეგ, სანამ სათქმელს არ მორჩა, სულ
მას მიმართავდა, – მე ვიცი, ჩემო სოლომონ ბატონო, რომ შენ ჯან-ღო-
ნით სავსე კაცი ხარ, მხნე და ყოჩაღი, და ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შე-
გიძლია, მაგრამ რა ვუყოთ, რომ კოლექტიური საჩივრისაგან არავინა
ვართ დაზღვეული ამ ცოდვილ მიწაზე. კიდევ გიმეორებ, ეს რომ ერთი
კაცის განცხადება ყოფილიყო, რომ იტყვიან, სოლო განცხადება, კაცო-
ბას გეფიცები, ყურადღებას არ მივაქცევდი, – ეს „ყურადღებას არ მივაქ-
ცევდი“ დირექტორმა ისეთი დაღმავალი ტონით თქვა, რომ ეტყობა ფიქ-
რი სათქმელთან აუსხლტა და მოულოდნელად სხვა საგნისკენ გაექცა.
მერე, სანამ ახალ წინადადებაზე გადავიდოდა, ისეთი სახე მიიღო, რო-
გორიც, სავარაუდოა, უნდა ჰქონოდა აბაზანაში ჩაძირულ არქიმედეს,
როცა უეცრად იგრძნო, რომ მასზე მოქმედებდა ამომგდები ძალა, რომე-
ლიც უდრიდა მის მიერ გამოდევნილი წყლის წონას, და სახეგანათე-
ბულმა განაგრძო, – ასეა, კოლექტიურია საშიში, თორემ სოლო და მონო
საჩივარი რას დაგვაკლებს ჩემო სოლომონო.
„ჩემო სოლომონო“ საერთო სიცილში ისე დაინთქა, ძლივსღა გაის-
მა. დირექტორი თავადაც აჰყვა დამსწრეთა სიცილს, თუმცა, რაკი კალამ-
ბურის ავტორი თვითონ იყო, ცდილობდა ზედმეტი არ მოსვლოდა. ქალ-
ბატონმა ცისანამაც გაიცინა და წამით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარ-
კვეულიყო, თუ როგორი ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი სიცილი დანარჩენების
სიცილმა დაფარა და ჩაახშო. ნესტან ვაჩეიშვილი მოწამებრივი ძალით

157
ცდილობდა პირი ბოლომდე არ გაეღო. ბესარიონ ჭედიამ მუშტები ერ-
თმანეთზე დაალაგა, ზედ შუბლით ჩამოეყრდნო და ისე იცინოდა, თან
ვიწრო ბეჭები ერთიანად უთახთახებდა. გურამ ხომერიკიც, ეტყობა, არც
ისე ღრმად ყოფილა ჩაფლული ასუჯრედიანი შაშის ამოცანაში, რადგან
იმანაც გულიანად იცინა.
დირექტორმა ხელი ასწია და სიჩუმე მოითხოვა (ოხუნჯობა გაცილე-
ბით მეტად დაგიფასდებათ, თუ სიცილს მანამ შეაწყვეტინებთ ხალხს,
სანამ თავისითშეწყდებოდეს). მერე განაგრძო:
– ასე და ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ საკითხი შეგვიძლია უკვე მოგ-
ვარებულად ჩავთვალოთ. იმედი მაქვს, განათლების განყოფილებაც
დასტურს მოგვცემს.
აქ ქალბატონმა ცისანამ უეცრად, არა დასტურად, არამედ ისე, თა-
ვისდაუნებურად, დააბოყინა. ამით შემკრთალმა და შეშინებულმა რა-
ღაც დაბნეული და გაუგებარი მოძრაობა გააკეთა, თითქოს თავი მხრებ-
ში უნდა ჩამალოსო, მაგრამ მერე, რა დაინახა, სხდომის მონაწილეებმა
ისეთი სახე მიიღეს, ვითომ არაფერი გაეგონოთ, თავადაც ისეთი სახე მი-
იღო, ვითომ არაფერი ჩაედინოს, ხოლო დირექტორმა სწრაფად განაგ-
რძო ლაპარაკი:
– ისე, კაცი თუ დაუკვირდები, მგონი სამაღარიჩო საქმე გაგიკეთეს, –
უთხრა მან სოლომონს, – ნეტა მე ვიყო შენს ადგილას! დასვენებას და
შენს ნებაზე ყოფნას რა სჯობს! შვილების პატრონი ხარ, ჩემო ბატონო,
შვილიშვილების პატრონი ხარ! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და, სა-
ნამ იცოცხლებ, იყავი შენთვის და იჩუჩუნე!
როდესაც დირექტორმა ლაპარაკი მოათავა და ამით ფაქტიურად
სხდო­მაც დამთავრდა, კაბინეტში ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებო-
დათ, გაკვეთილი გამოვიდაო,
კოლეგები სოლომონს ულოცავდნენ, უცინოდნენ, ბეჭებზე ხელს ურ-
ტყამდნენ და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებოდნენ. ეს გამამხნევებე-
ლი სიტყვები საერთო ყაყანში არ ისმოდა, მაგრამ სამაგიეროდ მკაფი-
ოდ იგრძნობოდა განწყობილება – ხალისიანი და ზეაწეული. განწყობი-

158
ლებას ხომ განსაზღვრავს არა იმდენად ობიექტური ვითარება, რამდე-
ნადაც წინამავალ განწყობილებასთან დაპირისპირება. თავად სოლო-
მონს ისეთი გრძნობა ჰქონდა, როგორიც შეიძლება სიზმარში გაგიჩნდეს
კაცს, როცა ტრიალ მინდორში დგახარ და გარდაუვალი მუქარით პირ-
დაპირ შენკენ მოდის მეხი, რომელიც მხოლოდ სიზმრისთვის ნაცნობი
და გასაგები მიზეზით ხილულია, ვეება და მკვიდრი, მომაკვდინებლად
მკვიდრი. მოდის, საშინელი მუქარით გიახლოვდება, შენ კი ადგილიდან
ფეხს ვერ იცვლი, ხედავ, რომ ხსნა არსაითაა და კოსმიური შიშით ელო-
დები სიკვდილს. მაგრამ უეცრად იმ წამს, როცა მეხი უკვე თავს დაგტრია-
ლებს და საცაა მისი ელექტროსაცეცები შეგეხებიან, რათა აგაფეთქოს
და გაგაცამტვეროს, ბუნების რომელიღაც გაუგებარი კანონის წყალო-
ბით, თითქოს შენმა სხეულმა განზიდვის აქამდე უცნობი ძალები წარ-
მოშვა, ან არადა, თავზე უხილავი და უსხეულო მეხამრიდი ამოგივიდა,
მეხი, იმის ნაცვლად, რომ საშინელი გრუხუნით გასკდეს, ჩუმი ფუილით
დაიშლება შენს თავს ზემოთ და ჰაერში გაიფანტება. დი­ლით რომ ეთ-
ქვათ სოლომონისთვის, პენსიაზე უნდა გახვიდეო, ეს ცნობა მეხივით გა-
ვარდებოდა, მაგრამ სიცოცხლე სწორედ იმითაა რთული და ალბათ სა-
ინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამ-
რიდად იქცეს, რადგან ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველ-
თვის შეიძლება უარესი იყოს. სანამ თანამშრომლები, მისი გადარჩენით
გახარებულები, ხმაურობდნენ, ლაღობდნენ და წეღანდელი მძიმე გან-
წყობილების ჯავრს იყრიდნენ, სოლომონი იმაზე ფიქრობდა, მადლობა
ეთქვა თუ არა დირექტორისთვის. მართალია, გულში პატარა ხინჯი კი
ჰქონდა იმის გამო, რომ დირექტორს გაკვრითაც არ უხსენებია თავისი
მონაწილეობა იმ ორი წამატებული ნიშნიდან ერთ-ერთში, მაგ-რამ მა-
ინც გრძნობდა, მადლობის თქმა საჭირო იყო, და თუ ვერ გადაეწყვიტა,
მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ბუნდოვანი და დაუზუსტებელი შიში
ჰქონდა, ვაითუ ყალბად პათეტიკური და სასაცილო გამოვჩნდეო. ბო-
ლოს, როდესაც დირექტორი თვითონ მოვიდა და ბეჭზე ხელი მოუთათუ-
ნა, გაბედა და უთხრა:

159
– დიდი მადლობელი ვარ, ეს რამხელა სირცხვილს გადამარჩინეთ!
– კარგი ერთი! – მეგობრული ღიმილითა და მეგობრული კილოთი
მიუგო დირექტორმა. მერე ქალბატონ ცისანას მიუბრუნდა, – არ წახვი-
დეთ უჩემოდ, მანქანითა ვარ.
როდესაც ხმაურიანი ეპილოგიც მიწყდა, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ
და სოლომონი, უკვე მარტო დარჩენილი, სკოლის ბაღში ნელი ნაბიჯით
გაუყვა ნაძვნარს, მაშინღა გაახსენდა, რომ, მას შემდეგ, რაც სხდომის,
ასე ვთქვათ, ოფიციალური ნაწილი დამთავრდა, ნატალია დავიდოვნა
აღარ დაუნახავს. სოლომონს ჯერ გაუკვირდა, მერე თავისთვის წყნარად
გაეღიმა. დირექტორმა რომ შენიშვნა მისცა (კაცმა რომ თქვას, სამარ-
თლიანადაც), მას მერე ნატალია დავიდოვნას თავი აღარ აუღია. ეჰ, ნა-
ტალია დავიდოვნა, ნატალია დავიდოვნა! როგორ შეიძლება, პაწაწკინ-
ტელა, უმნიშვნელო შენიშვნას კაცი ასე მწვავედ განიცდიდე! სოლომონს
ცოტა გული დაწყდა. ახლა რომ ნატალია დავიდოვნა აქ ყოფილიყო და
ჩაიზე დაეპატიჟნა, სიამოვნებით გაჰყვებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ სოლომონმა კვლავ თავის საყვარელ ბაღში შეუხ-
ვია (დღეს უკვე მეოთხედ), ამჯერად ისევ შეჩერდა და ამოჩემებულ მერ-
ხზე ჩამოჯდა.

სოლომონის სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება

დაკვირვება პირველი
როდესაც ლუბასა და ტარაკანას ერთმანეთს შევადარებთ და დავი-
ნახავთ, რომ სასწორი აშკარად ტარაკანის მხარეს იხრება, რადგან სუ-
ლიერად, პოლიტიკურად, ზნეობრივად და რელიგიურად (თუკი ლუბას
ზნეობრიობაზე და რელიგიურობაზე საერთოდ შესაძლებელია ლაპა-
რაკი) ტარაკანა გაცილებით უფრო პროგრესული მოვლენაა, ვიდრე ლუ-
ბა ადვილი მოსალოდნელია, პრობლემამ სიღრმეებში შეგვიტყუოს და
იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ, თუ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარე-
ბის ფორმულა „მცენარე-ცხოველი-ადამიანი“ სწორია, მაშინ ეს განვი-
160
თარება სულიერი თვალსაზრისით დაღმავალი ხაზია. მართალია,
ძვალსა და რბილში საპირისპირო შეხედულება გვაქვს გამჯდარი, მაგ-
რამ, ვინც ისტორიას გულდასმით გადაფურცლავს, არ შეიძლება არ აღ-
მოაჩინოს, რომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი შეცდომები სწორედ იქ
მოგვდის, სადაც შეცდომა გამორიცხული გვგონია. როდესაც ბიოლოგია
გვასწავლის, მარტივიდან რთულისკენო, სულიერ განვითარებას არ ით-
ვალისწინებს, თორემ აკი ფილოსოფია იმას გვეუბნება, უმაღლესი ჭეშ-
მარიტება მარტივიაო, და ისეთი კონკრეტული მეცნიერებაც კი, როგო-
რიცაა ფიზიკა, ამავე აზრისაა. მართლაცდა, განა ცხადი არ არის, რომ
ზნეობრივად (და, მაშასადამე, გონებრივადაც) მცენარე გაცილებით მა-
ღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ადამიანი? მცენარეს არა აქვს პატივმოყ-
ვარეობა (ამ მხრივ, ტარაკანამაც კი დიდად გაგვისწრო), არა აქვს ეგოიზ-
მი, არავის ჩაგრავს, არავის ძარცვავს, არავინ სძულს, ამაო და უაზრო
სურვილები არ აფორიაქებს და გუნებას არ უშხამავს. მცენარე უანგაროა.
ნაყოფს ისე იძლევა, რომ დაწინაურებას არ ითხოვს. ერთი სიტყვით,
მცენარეს აქვს ყველა ის ნიშანი, რაც, დიდ ბრძენთა, დიდ ფილოსოფოს-
თა და დიდ სულიერ მამათა აზრით, უნდა შეიძინოს ადამიანმა, რათა
განვითარების საბოლოო მიზანს მიაღწიოს და დანიშნულების ადგი-
ლას მივიდეს. მცენარის ამ უტყუარ უპირატესობას მრავალი მიზეზი ექ-
ნება, მაგრამ მათ შორის უმთავრესი ის უნდა იყოს, რომ იგი მხოლოდ
ბიოლოგიურად მოძრაობს, რაც ბუნებრივი მოძრაობაა და ამიტომ შე-
მოქმედის მიზანს ემსახურება, და არ მოძრაობს მექანიკურად, რაც ხე-
ლოვნური მოძრაობაა, რაკი გარეშე ძალაზეა დამოკიდებული, და ამი-
ტომ შემოქმედის მიზანს ეურჩება. ადამიანს ფიზიკური გადაადგილების
უნარი თავის უპირატესობად მიაჩნია, რაც, ცხადია, მცდარი აზრია. ამ
შეცდომის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური გადაადგილება
მოთხოვნილებაა, ადამიანს კი, გონებრივი სიზანტისა და სხვა უამრავი
შინაგანი ნაკლულევანების გამო, ის, რაც მოთხოვნილებაა, უპირატესო-
ბა ჰგონია. სინამდვილეში, ვინც კარგად დაფიქრდება და ყველაფერს
თვალნათლივ წარმოიდგენს, ადვილად დაინახავს, რომ სწორედ ფიზი-

161
კური გადაადგილებაა ყოველგვარი ბიწიერების მასაზრდოებელი წყა-
რო.
(ეს დაკვირვება სოლომონს არავისთვის გაუზიარებია, რადგან სა-
მართლიანად შიშობდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ვინმეს გიჟად
ჩაეთვალა).

დაკვირვება მეორე
ქართული მწერლობის შვიდი ვარსკვლავიდან ოთხი მეცხრამეტე სა-
უკუნის ცაზე კიაფობდა. ეს ფაქტი საინტერესოც არის და და­მაფიქრებე-
ლიც. შვიდი კაცი თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ნიშნავს საშუალოდ ორ
საუკუნეში ერთ კაცს. რა თქმა უნდა, სისულელეა ასეთ საკითხში მკაცრი
თანაფარდობა და ზუსტი განაწილება მოითხოვო, მაგრამ ერთ საუკუნე-
ზე ოთხი კაცი და დანარჩენ თორმეტზე – სამი, მაინც ისეთი შეუსაბამო-
ბაა, ალბათობის ყველა საზღვარს სცილდება და რაღაც იდუმალ კანონ-
ზე ან, ყოველ შემთხვევაში შენიღბულ ბერკეტზე მიუთითებს, მით უფ-
რო, რომ ეს საუკუნე იყო არა მეთერთმეტე ან მეთორმეტე (ამას კიდევ
მოეძებნებოდა რაიმე ბუნებრივი გამართლება), არამედ მეცხრამეტე,
როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და კოლონიად იქცა. ნუ-
თუ დამოუკიდებლობის დაკარგვამ ასე არგო ხალხს, ვინც მთელი არსე-
ბობის მანძილზე სწორედ დამოუკიდებლობის შესანარ­ჩუნებლად იბ-
რძოდა? ამ უცნაური გამოცანის ასახსნელად ფიქრიცაა საჭირო და რწმე-
ნაც. და თუ დაფიქრდები და რწმენაც გექნება, ადრე თუ გვიან მიხვდები,
რომ მშვიდობას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის დაკარ-
გვით მოიპოვა, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობაზე მეტი ფასი ჰქონდა
და არ შეიძლებოდა მას ფეთქებადი განახლება არ მოჰყოლოდა. რაკი
ქვეყანას, რომლისთვისაც ბრძოლა ლამის არსებობის ფორმად იქცა,
უეცრად საშუალება მიეცა ხმალი დაედო, ოფლი მოეწმინდა, ჩამომჯდა-
რიყო, მიმოეხედა და სამყაროსათვის სულისა და გონების თვალი მიეპ-
ყრო, ჯებირიც მოირღვა და დაგუბებული პოეზია (რატომ მაინცდამაინც
პოეზია და არა პროზა, ეს ცალკე დაკვირვების საგანია) ნიაღვარივით

162
გადმოსკდა. დამოუკიდებლობა კი დროებით დავიწყებას მიეცა. იდინა
ნიაღვარმა, იდინა და მხოლოდ მაშინ, როცა ზიარ ჭურჭელში დადგენილ
ზღვარს მიაღწია და კვლავ არტახებში მოექცა (ამიტომ იყო ოცდათორ-
მეტი წელი ნაადრევი და ნაუცბადევი), დაჰკრა ეროვნული თავისუფლე-
ბისათვის ბრძოლის ზარმა და აკი გამოვიდა კიდეც ასპარეზზე ილია ჭავ-
ჭავაძე.
(სოლომონს არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმესთვის, რადგან აქ
ისეთ სიმებს უნდა შეხებოდა, რომელთა შეხება არ იცოდა, შეიძლებოდა
თუ არა. სამაგიეროდ, ის იცოდა კარგად, რომ თუ არ იცი, გირჩევნია
ფრთხილად იყო და პირში წყალი ჩაიგუბო).

დაკვირვება მესამე
ქართულ ლიტერატურას უნდა ვასწავლიდეთ არა მეხუთე საუკუნი-
დან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, არამედ მეოცე საუკუნიდან მოყო-
ლებული მეხუთე საუკუნემდე.
ჩვენი ბავშვები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ არც ცურტაველი აქვთ
წაკითხული, არც მერჩულე და, ასე გასინჯეთ, არც რუსთაველი. ეს არცაა
გასაკვირი. როდესაც მერვეკლასელ ბავშვს, რომელიც მხო­ლოდ თანა-
მედროვე სალიტერატურო სფეროში ტრიალებს და არათუ ენის სიღრმე-
ში არ ჩაუხედავს, ჯერ არც კი იცის, ენას თუ რამე განსაკუთრებული სიღ-
რმე და სირთულე აქვს, პირდაპირ „შუშანიკის წამებას“ შევაჩეჩებთ, რა
თქმა უნდა, შეშინდება და პირველივე აბზაციდან მია­ნებებს თავს. ეს
ხომ იგივეა, მათემატიკის სწავლება სამუცნობიანი განტოლებებიდან
დავიწყოთ და გამრავლების ტაბულას მეათე კლასშიღა მივაღწიოთ.
ცხადია, ამ დროს მასწავლებელიც უძლურია. უკეთესი, რაც მას შეუძლია,
გააკეთოს, შინაარსი უამბოს (თუკი თვითონ წაკითხული აქვს) და, თუ მა-
ინცადამაინც, საზეპირო ადგილები გააზუთხინოს. განა უმჯობესი არ
არის, გამრავლების ტაბულიდან დავიწყოთ, როგორც ამას უმარტივესი
გონივრულობა და ყოველდღიური გამოცდილება გვასწავლის, და სა-
მუცნობიან განტოლებებს ბოლოს მივადგეთ? თანამედროვე მწერლო-

163
ბიდან რომ მივყვეთ და ნელ-ნელა წავიდეთ უკან, ისე მივაღწევთ ცურ-
ტაველს და ისე ისწავლის ბავშვი ძველ ქართულს, ვერც კი გაიგებს, თუ
რაიმე სირთულე გამოიარა. მაშინ მოგვიანებით, როცა ამ ბავშვების ნა-
წილი სახარების წაკითხვას დააპირებს, ვინ იცის, იქნებ აღარც კი დას-
ჭირდეთ ქართული ტექსტის გვერდით რუსული ტექსტის დადება და რუ-
სულის მეშვეობით ქართულის გაგება.
(თუ პირველი დაკვირვება უფრო ფანტასტიკის სფეროსკენ იხრებო-
და, მეორე დაკვირვებასაც მრავალი ბუნდოვანი კითხვის ნიშანი უტრია-
ლებდა ირგვლივ, ეს მესამე დაკვირვება, სოლომონის აზრით, სრულიად
ეჭვმიუტანელი იყო, მაგრამ არც ეს დაკვირვება გაუზიარებია ვინმეს-
თვის. ვინ მიაქცევდა ყურადღებას სოლომონის ლაპარაკს! ვინ დაშლი-
და დალაგებულ პროგრამას და დალაგებულ კადრებს, ვინ დაიწყებდა
ყველაფერს თავიდან, ვინ აიბურდავდა აწყობილ ცხოვრებას, ვინ აიტკი-
ვებდა აუტკივარ თავს, ვინ მოჰკიდებდა ხელს ამოდენა საქმეს იმის გუ-
ლისთვის, რომ ბავშვებს „შუშანიკის წამება“ წაეკითხათ! ან რა სოლო-
მონის საქმე იყო სწავლების მეთოდებისა და სისტემების მოწესრიგება!
სოლომონს თავისი პატარა საქმე ჰქონდა და, ავად იყო თუ კარგად, თა-
ვის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა. ასეთი პრობლემე-
ბი ილია ჭავჭავაძის პრობლემებია და, თუ სადმე კიდევაა ილია ჭავჭავა-
ძე, იმან იმტვრიოს თავი!).
ახლა, როდესაც ჩვენი სცენიდან გასვლის ჟამმა დაჰკრა, სოლომონი
ისევ თავის საყვარელ მერხზე ზის ბაღში და იცის, რომ ცხოვრება ყო-
ველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. ირგვლივ
დიდრონი ხეები დგანან და განიერი ტოტები ისე გადუშლიათ, თითქოს
სოლომონს რაღაცისგან იცავენო. ეს ხეები აქ იდგნენ სოლომონის დაბა-
დებამდე და აქ იდგებიან ორი ათასი წლის დასასრულსაც. სოლომონი
კი...
სოლომონს უეცრად ელვასავით ნათლად და ცხადად წარმოუდგა
თვალწინ ის მოუხელთებელი წამი, დასასრულისა და დასაწყისის შემა-
ერთებელი არარსებული წამი, და დაინახა, რომ არც სოლომონი იყო სო-

164
ლომონი, არც ასმათი იყო ასმათი, არც ქალბატონი ცისანა იყო ქალბა-
ტონი ცისანა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, როგორც დაუთესავი მარ-
ცვლები, და ახალი გამოსვლის ცნობისმოყვარე მოლოდინში დახურუ-
ლი ფარდის უკან დედიშობილები ისხდნენ, რადგან თეატრის ადმინის-
ტრაციას ძველი ტანსაცმელი უკვე ცეცხლისთვის მიეცა, ახალი კი ჯერ არ
დაერიგებინა.
სოლომონი გაკვირვებული ჩასცქეროდა საკუთარ თავს და სწორედ
იმის გამო, რომ იცოდა, ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველ-
თვის შეიძლება უარესი იყოს, ვერ გაეგო, მაშ რატომ ეჩვენებოდა, თით-
ქოს ეს-ეს არის ზღვიდან ამოვიდა და შიშველ სხეულზე მედუზები ას-
ხდა...

რაჰათ-ლუხუმი

მოხუც სულეიმანს სტამბოლის გარეუბანში გადავეყარე.


სხვისა არ ვიცი და მე კი, რამდენჯერაც მოგზაურობიდან შინ დავბრუ-
ნებულვარ, ყველაზე ტკბილ მოგონებად მუდამ უცხო ქალაქების შუკებ-
სა და ქუჩაბანდებში ხეტიალი გამომყოლია. ამიტომ იმ დღესაც, დამ-
თავრდა თუ არა დარბაზობა სულთნის დიდ ვეზირთან, ჰერცოგს დავეთ-
ხოვე და მყისვე სახეტიალოდ გავეშურე. ძველ მესას რომ გავცდი, გეზი
დასავლეთით ავიღე, გადავწყვიტე, ის ადგილები მენახა, სადაც, გადმო-
ცემის თანახმად, ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ მეოთხე კონსტანტინოსის
დროს გააშენეს საუცხოო ბაღები და ვენახები.
ალალბედზე მივდიოდი და იმ პატარა, დამრეც, მწვანეში ჩაფლულ
ქუჩაზეც შემთხვევით აღმოვჩნდი.
როგორც კი შევუხვიე, მაშინვე დავინახე მოხუცი თურქი, რომელიც
გარინდებული იჯდა მზის გულზე, გზის პირას, ღობეზე მიმაგრებულ და-
ბალ, ვიწრო მერხზე; გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელები მუხ-
ლებზე ეწყო, ოდნავ წინ წახრილიყო და თვალები მიელულა; ვერ გა-
იგებდით, ფიქრებს მისცემოდა თუ თვლემდა. ფეხებთან სახელდა-
165
ხე­ლო ყუთი ედგა და შიგ რაჰათ-ლუხუმის მოგრძო, ოთხკუთხა ნაჭრები
ეწყო. სიბერეს (და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარე-
ბას) ისე გაელია, ისე ჩამოედნო და გამოეშრო, შორიდან პატარა და ჩია
მომეჩვენა, თუმცა მერე, კარგად რომ დავაკვირვდი, მივხვდი, რომ გვა-
რიანად მაღალი კაცი ყოფილა. შავგვრემანი სახე, რომელსაც უკვე ავად-
მყოფური სიყვითლე შეჰპარვოდა, ღრმა და ხშირი ნაოჭებით ჰქონდა
დაღარული, ყვრიმალის ძვლები ისე ამოშვეროდა, თხელი, სიფრიფანა
კანი ძლივსღა უფარავდა. თავზე წითელი ჩალმა ეხურა, გრძელი, ჭა-
ღა­რა, ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა. ღრმად
ჩამსხდარ, წვრილსა და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუ-
თოების ქვეშ სახედველად მცირე ნაპრალიღა დარჩენოდა. იჯდა ასე
ვიწრო მერხზე, გამომხმარი, გამოფიტული და უცხოდ, არაამქვეყნიუ-
რად გარინდებული, თითქოს სულს პატრონი სახლიდან გაეგდო და ქუ-
ჩის პირას რაჰათ-ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა, რათა მარტო
დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე ეფიქრა, რასაც სხეულთან უკვე
აღარაფერი ესაქმებოდა.
სტამბოლში, ამ დიდ, ჭრელსა და ხმაურიან ქალაქში, სადაც მოგზაუ-
რის თვალს ათასი რამ ახარებს და ატკბობს, თრაქიასაგან გამომშრალი
ბერიკაცები, რომელთაც ყოველ ქუჩაზე თუ არა, ყოველ მეორე ქუჩაზე
მაინც წააწყდები, დიდი ვერაფერი სანახაობაა. მეც ერთი შევავლე თვა-
ლი რაჰათ-ლუხუმის მოხუც გამყიდველს და, მისი ხმა რომ არ გამეგონა
და მისი სიტყვებისთვის არ მომეკრა ყური, რომლებიც ასე უცნაურად
ჩამრჩა გულში, ყურადღებას არ მივაქცევდი და, ისე გავემგზავრებოდი
სტამბოლიდან, ამ ქუჩისკენ პირს აღარ ვიზამდი.
ტუჩებს რომ აცმაცუნებდა, ეს შორიდანვე შევნიშნე, მაგრამ ამის გა-
მო ცნობისწადილი არ აღმძვრია, რადგან კარგად ვიცი, რომ მოხუცებს
სჩვევიათ ხმამაღლა ფიქრი (პაპაჩემმაც ასე იცოდა).
ამასობაში ახლო მივედი და იმ ადგილიდან, სადაც პირველად
მოსწვ­და ყურს მისი ხმა, ვიდრე იმ ადგილამდე, საცა ეს ხმა ისევ მიწყდა,
მკაფიოდ გავიგონე (თურქების ენა მაშინ უკვე კარგად ვიცოდი) სიტყვე-

166
ბი: „...უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს
გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ
ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული! ო, ცბიერებისა
და მზაკვრობის ბუდევ! ფერფლი და ნაცარი დარჩება...“
ეს სიტყვები ჯერ თითქოს შორიახლო მომდევდნენ. ქუჩა რომ ჩავა-
თა­ვე, მაშინღა წამომეწივნენ და ისეთი ხმაურით შემოცვივდნენ გონე-
ბაში, რომ შევკრთი და შევჩერდი. ვის ემუქრებოდა ასე გაბოროტებით
ეს კაცი, რომელიც ოთხმოცდაათს გადაცილებული თუ არა, მიტანებული
მაინც უნდა ყოფილიყო და ალბათ უკვე იმ ქვეყნისად უფრო ითვლებო-
და, ვიდრე ამ ქვეყნისად? ასე მწარედ რა ჩაჰყვა სულში, რომ ღრმა სიბე-
რეშიც კი, როცა კაცი ღვთის სიახლოვეს უნდა გრძნობდე და მასთან შეყ-
რის მოლოდინმა ყველა ამქვეყნიური ამაოება, ავიცა და კარგიც, უნდა
დაგავიწყოს, ჯავრი ვერ მოენელებინა?
ერთი დაპირება გზის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ გულმა არ მო-
მითმინა, მივტრიალდი და უკან წავედი. ამჯერად უფრო ნელა მივაბი-
ჯებდი იმ იმედით, რომ მეტს გავიგონებდი და ეგებ გამეგო კიდეც, ასეთი
რა ბალღამი უტრიალებდა გულში.
მალე შევნიშნე, რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა. ტუჩების ცმაცუნი
შეეწყვიტა, უკვე სრულიად გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე
ღრმად ჩაძირულიყო უცხო გარინდებაში, რომ დასჭირვებოდა, ალბათ,
თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი თავის მოძებნა. მაგრამ სწორედ იმ
წამს, რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა ჩამევლო, მოულოდნელად ცი-
ვი, გამკინავი ხმით დასძახა:
– იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ
გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
და ისევ ისე, ერთბაშად და მოწყვეტით, გაჩუმდა.
ამ ხმის გაგონებაზე ისე შევკრთი, წამით მომეჩვენა, თითქოს
მკვდარმა დაილაპარაკა, რომელსაც უეცრად მოაგონდა, რომ სიცოც-
ხლეში რაღაც დარჩა სათქმელი. ასე იყო თუ ისე, მოხუცი არ შერხეულა,

167
ძარღვი არ შეტოკებია და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ალბათ თვითო-
ნაც არ გაუგია.
მე შევჩერდი და ერთხანს შევიცადე, მაგრამ რა დავინახე იმქვეყ-
ნი­ური სიღრმიდან ამოსვლას აღარ აპირებდა, გამოლაპარაკება ვერ
გავბედე, უკანვე გავტრიალდი, სხვა ქუჩაში შევუხვიე და ჩემი გზა განვაგ-
რძე.
იმედი მქონდა, სტამბოლის დიდებული სანახების წყალობით მოხუ-
ცის უცნაური სიტყვები მალე გულიდან გადამვარდებოდა. ჩემდა გასაკ-
ვირად პირიქით მოხდა: რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ფიქრები მით
უფრო მჭიდროდ იყრიდნენ თავს რაჰათ-ლუხუმის გამყიდველის ირ-
გვლივ. რა უკეთური ძალა ტანჯავდა ასე საბრალო ბერიკაცს? რომელი
მიწა-წყალი უნდოდა ამოეწვა ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე? რა ბოღ-
მა და ნაღველი ჰქონდა ასეთი, რომ ამქვეყნად ვერ მოეშორებინა და იმ
ქვეყნად მიმავალს თან მიჰყვებოდა?
ეს კითხვები ისე მაწვალებდა და მაფორიაქებდა, რომ ვერ მოვისვენე
და მეორე დღეს, მზის ჩასვლის ჟამს, კვლავ იმ ქუჩას მივადექი.
მოხუცი იქ დამხვდა, საცა დავტოვე. იჯდა გაშეშებული, გარინდებუ-
ლი, ფიქრებში ჩაძირული. მე ნაბიჯი შევანელე და გამოლაპარაკების სა-
ბაბს დავუწყე ძებნა. ბედად, ახლო რომ მივედი, ტუჩები ააცმაცუნა და
მალე წუწუნს მოჰყვა:
– შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი, ომან ფაშავ, ჩემო არწივო,
მაგრამ მოხუც სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქ-
მეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისი-
ნი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სასახლეში
სხედან და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ...
ესა თქვა და გაჩუმდა.
მაშინ მე მორიდებით შევეხმიანე:
– მიუტევე კადნიერება უცხო ქვეყნიდან მოსულ მოგზაურს. ჩემდა
უნებურად ყური მოვკარი შენს მწუხარე სიტყვებს და დაუძლეველმა

168
ცნობისწადილმა შემიპყრო; ჩანს, ომან ფაშას ამბავი ფრიად საგულის-
ხმო და ღირსსაცნობი უნდა იყოს.
მოხუცი არ შერხეულა. ვიფიქრე, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონა-მეთქი,
და ის იყო თავიდან უნდა დამეწყო, რომ უცებ ნაღვლიანად და სინანუ-
ლით თქვა:
– ხედავ, ჩემო დიდებულო ომან ფაშავ: შორეული ქვეყნებიდან უცხო
გვარ-ტომის ხალხი მოდის შენი ამბის გასაგებად... – აქ ცოტა ხანს გაჩუმ-
და, მერე თავი ნელა ასწია, ჯერ ჩემს დაშნას დააცქერდა, მერე მანტიას
ისე ააყოლ-დააყოლა მუშტრის თვალი, თითქოს რაღაცას ანგარიშობსო,
ბოლოს ცივი მზერა სახეზე მომაბჯინა და უცებ დაჰკივლა: – იყიდეთ რა-
ჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-
ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
მიყურებდა და მიმქრალ თვალებში მოლოდინი ედგა. მე აღმოსავ-
ლეთის ქვეყნებში ბევრი მიმოგზაურია და ადვილად მივხვდი, რომ ომან
ფაშას ამბის საფასურად რაჰათ-ლუხუმის ყიდვა მომიწევდა. ტკბილეუ-
ლის მოყვარული საერთოდ არა ვარ, მით უმეტეს მისი ხელით მოწოდე-
ბული არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ ახლა ამაზე იყო დამოკიდებუ-
ლი ჩემი ცნობისწადილის დაკმაყოფილება, ამიტომ სწრაფად გავიკარი
ხელი ჯიბეზე და რაჰათ-ლუხუმი გამოვართვი.
მთელ სტამბოლი რომ მოგევლოთ, ამაზე უგემურ რაჰათ-ლუხუმს
ვერსად ნახავდით. ერთი კი შევშინდი, მოხუცს არ შეემჩნია, რა ზიზღით
ვჭამდი მის ნაქებ ნუგბარს, და ცალი თვალით ქურდულად გავხედე, მაგ-
რამ მას ჩემთვის აღარ ეცალა: ფული კარგად, დაკვირვებით გასინჯა, მე-
რე ხვანჯარი გაიწია და შარვლის ქვეშ ჩაიტენა. ამას რომ მორჩა, ხელები
მუხლებზე დაიწყო, მილულული თვალები შორს, ჩემთვის უხილავ რო-
მელიღაც წერტილს მიაპყრო და გაირინდა. მანამ იჯდა ასე გარინდებუ-
ლი, სანამ დანაოჭებულ სახეზე სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანი არ წა-
ეშალა. როდესაც მთლიანად ჩაიძირა სადღაც, არარსებობის უფსკრულ-
ში, და მეგონა მეც დავავიწყდი და რაჰათ-ლუხუმიც-მეთქი, უცებ დაბალ
ხმაზე მოთქმით თუ წამღერებით დაიწყო:

169
– ო, ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ, მოხუცი სულეიმანის
იმედო და სასოებავ! ო, ლომისა და მზის ნაშიერო! შენი მხარ-ბეჭი ფარ-
თო იყო, როგორც ქაფადაღის მთა, შენი ტანი ჩამოქნილი იყო, როგორც
თაფლის სანთელი, შენი თვალები კაშკაშა იყო, როგორც ზაფხულის
მზე! შენი მშვენიერი პირისახის დანახვაზე ტურფა ხათუნები ჩუმად ოხ-
რავდნენ! მე შენ არწივად და შევარდნად გზრდიდი, რათა ღრუბლების
თავზე გეფრინა. ო, მამაცო და ლომგულო! შენი მოკვეთილი თავი
მკვდარ მზეს ჰგავდა, ბრძენო და გმირო! შენ მთვარე ტახტად უნდა
გდგმოდა, ვარსკვლავთა ჯარი ფეხქვეშ ხალიჩად გფენოდა და მზე ჩი-
რაღდნად გნთებოდა, ო, ომან ფაშავ!..
აქ მოხუცი გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო, მერე ნელ-ნელა გამოერ-
კვა, სახეზე კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის მცირედი ნიშანი, თვალებ-
შიც ძველებური სიცივე ჩაუდგა, მძიმედ ასწია თავი, ერთი გაკვირვებით
ამათვალ-ჩამათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ ვიყა-
ვი და აქ რა მინდოდა, ბოლოს ისევ სივრცეს ჩააცქერდა, წეღანდელივით
ჩაიძირა სადღაც, უხილავ სიღრმეში, და ახლა უკვე წყნარი, ბუნებრივი
ხმით განაგრძო:
– მეშვიდე წელიწადში იდგა, როდესაც მის მასწავლებლად მიმიწვი-
ეს. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ბევრი რამ მენახა
და ბევრი რამ ვიცოდი. თავიდან საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა და
მალე მამაცი და თავზეხელაღებული მეომრის სახელი დავიგდე. ბრძო-
ლა რომ მომბეზრდა, ხან ყურანის შესწავლას მივყავი ხელი, ხან სიბ-
რძნისმეტყველებას ჩავუღრმავდი; ერთხანს ლექსებსაც ვთხზავდი და
სასახლის მგოსნებს ვეჯიბრებოდი. მაგრამ ბოლომდე არც ერთ საქმეს
არ მივყოლივარ. დაუდგრომელი გული მქონდა, ყველაფერი მალე
მყირჭდებოდა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებდი. თავად არ ვი-
ცოდი, რა მინდოდა. ომან ფაშას მასწავლებლად რომ მიმიწვიეს, ჯერ უა-
რის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე დავთანხმდი. ვიფიქრე, როცა მომბეზ-
რდება, ავდგები და ამასაც მივატოვებ-მეთქი. აბა, მაშინ რას წარმოვიდ-
გენდი, რომ თურმე ალაჰის ნებით ჩემი ცხოვრების თავ-მიზანს მივდგო-

170
მოდი, სწორედ ის მეპოვა, რასაც მთელი სიცოცხლე შეუცნობლად ვეძებ-
დი! ომან ფაშა საკვირველი ყმაწვილი გამოდგა. მარდი იყო, მოქნილი,
შეუპო­ვარი ხასიათი ჰქონდა და მკვირცხლი გონება. ჯერ კიდევ ბალღი
ისე დააგელვებდა უბელო რაშს, როგორც ზღაპრული ჭაბუკი, ხმალს გა-
წაფული მეომარივით ატრიალებდა, ყურანის ცოდნით სწავლულები
განცვიფრებაში მოჰყავდა. ყველაფერი უხვად ჰქონდა მომადლებული –
ჭკუა-გონებაც, ძალ-ღონეც, სილამაზეც. ერთი სიტყვით, ალაჰის ბრწყინ-
ვალე მზის ქვეშ საუკეთესო შეგირდმა საუკეთესო ოსტატი იპოვა. და მე
კადნიერი მიზანი ამოვიჭერი გულში: გადავწყვიტე, ისე გამეზარდა,
მთელ ოსმალეთში მისი მჯობნი არავინ ყოფილიყო და, თუ ალაჰიც ინე-
ბებდა, თავის დროზე სულთნის ტახტი ჩაეგდო ხელთ. ომან ფაშა სულ-
თნად იყო დაბადებული, მაგრამ ამისათვის ოსტატად სულეიმანი უნდა
შეხვედროდა, ხოლო სულეიმანი სულთნის აღმზრდელად იყო დაბადე-
ბული, მაგრამ ამისთვის შეგირდად ომან ფაშა უნდა შეხვედროდა. რაკი
ამ შეხვედრას დიდმა ალაჰმა დასტური მისცა, ჩემს სიცოცხლეს ამის შემ-
დეგ სხვა მიზანი არა ჰქონია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნ­დე-
ბოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და თანდათან ნათლად ვხე-
დავდი ჩვენს მომავალს: ის, მზე და ლომი, დიდი და ბრწყინვალე სახელ-
მწიფოს ტახტზე იჯდა, მე კი, მისი გამზრდელი და მთავარი მრჩევე­ლი,
მხარმარჯვნივ ვედექი... ოცი წლისა რომ შეიქნა, მისი განსწავლულობის,
სიბრძნის, გონიერებისა და ჭაბუკისთვის ესოდენ ნაადრევი სიდინჯისა
და წინდახედულობის ამბავი სასახლეში უკვე ცნობილი იყო. მისი
თვალტანადობა, პირმშვენიერება, მომხიბლაობა, თავდაჭერილობა და
სიტყვა-პასუხი მთელ სტამბოლს პირზე ეკერა. მალე ძალგულოვნება და
სიჩაუქეც დაამტკიცა: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა
და სახელიც გაითქვა, სულთნის წინაშე წარვადგინე გამოსაცდელად და
დიდი აღლუმის დროს, რომელიც სულთნის დაბადების დღეს მიეძღვნა,
ქვეყნის საუკეთესო მხედართა და მეომართა ასპარეზობაზე ყველა სა-
ხელგანთქმული ვაჟკაცი დაჯაბნა. სულთანი დიდად ნაამები დარჩა. გა-
მარჯვებული ომან ფაშა შვილივით მიიღო და გურჯისტანიდან თავის

171
დროზე დავლად წამოღებული ოქროსტარიანი ხანჯალი უბოძა. ო, რა
დიდებული სანახავი იყავი, სწორუპოვარო ომან ფაშავ, როდესაც სულ-
თნის წინ მუხლმოყრილმა ნაჩუქარი ხანჯალი ბაგეებთან მიიტანე და
ეამბორე!.. იმ დღეს ჩემმა არწივმა ფრთები ისე დაიქნია, რომ ცხადი შე-
იქნა, ასაფრენად უკვე მზად იყო. მაგრამ დიდი სიფრთხილეც სწორედ
ამ დროსაა საჭირო. მართალია, სულთანმა შვილივით მიიღო და მიე-
ალერ­სა, მაგრამ ამან სასახლის დიდებულთა უგუნურ შურს კიდევ მეტი
­ცეცხლი შეუნთო, არწივი კი ჯერ იმდენად მოღონიერებული არ იყო,
მტრებისა და მოშურნეების თვალწინ შიგ სატახტო ქალაქის შუაგულში
აფრენილიყო. ახლა ყველაფერს ისა სჯობდა, სადმე, ქვეყნის განაპირა
მხარეში წავსულიყავით, სადაც თავის გამოჩენა უფრო იოლია, და როცა
დიდების შარავანდედით დაბრუნდებოდა, ჯარისკაცების შური და
მტრობაც შიშად და მოწიწებად იქცეოდა. ბევრი ვიფიქრეთ და არჩევანი
გურჯისტანის ვილაიეთზე შევაჩერეთ. იქ, ყიზილბაშებთან მეტოქეობა-
ში, ჭკუაც უკეთ გამოჩნდებოდა და მკლავიც. ოღონდ ყოველივე ისე მო-
ვაწყეთ, თხოვნა არ დაგვჭირვებოდა. რომ გვეთხოვა, დიდებულებს ეგებ
ეჭვი აეღოთ და საქმე უკუღმა შეეტრიალებინათ. ჩვენ ჭკუა ვიხმარეთ და
სწორედ ის დიდებულები გამოვიყენეთ, რომლებსაც ომან ფაშა ყველა-
ზე მეტად სძულდათ. მოხერხებულად ჩავაწვეთეთ ყურში, რომ ომან ფა-
შას აღზევება მათს სიძლიერეს დიდ ხიფათს უქმნიდა და ერჩივნათ, სა-
ნამ დრო იყო, თავიდან მოეშორებინათ და სადმე შორს, ვთქვათ ახალ-
ციხეში, გადაეკარგათ. ხერხმა იოლად გაჭრა და ამგვარად განზრახვა
ჩვენივე მტრების ხელით შევისრულეთ. ომან ფაშა ახალციხეში დაინიშ-
ნა ჯარის უფროსად... – აქ მოხუცმა თავი ჩაჰკიდა, – ეე-ჰე-ჰე-ჰე, ჩემო
ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ! შენ კი ალაჰის კალთაში გი-
დევს თავი, მაგრამ საბრალო სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სა-
ხელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუ-
ხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგი-
ან, სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ... – მოხუცი გაჩუმდა. მე ვიდექი და
მოთმინებით ველოდი. ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო, – ახალციხეში

172
მართლაც სულ მალე დიდი სახელი მოიხვეჭა. განსაკუთრებით მეომ-
რებს უყვარდათ, ისე უყვარდათ, მისი გულისთვის თუნდაც ცეცხლში გა-
დაცვივდებოდნენ. ყველაფერი რიგზე მიდიოდა. ახლა საჭირო იყო ერ-
თი დიდი ბრძოლა გადაგვეხადა და ისე მოგვეგო, რომ მთელი სტამ­ბო-
ლი აგველაპარაკებინა. ომან ფაშა არ ჩქარობდა და ხელსაყრელ შემ-
თხვევას ელოდა. მალე ეს შემთხვევაც მოგვეცა. დაჰკრა გადამწყვეტ­მა
ჟამმა. ო, რა კარგად გვქონდა მთელი გეგმა დაწყობილი და მოფიქრებუ-
ლი! თუ ალაჰი არ გადაგვიდგებოდა, სხვა ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს:
ლუარსაბ-ხანს დატყვევებულს მივგვრიდით დიდ სულთანს, მთელ გურ-
ჯისტანს, ვიდრე კახეთამდე, ოსმალეთის ხელდებულად ვაქცევდით და
პირშიჩალაგამოვლებულ ირანის შაჰს სიმწრისაგან სულ წვერს ვაგლე-
ჯინებდით. მაშინ გამარჯვებული არწივიც ისეთ კამარას შეკრავდა, მისი
მტრები და მოშურნეები კურდღლებივით სოროებში მიიმალებოდნენ.
მაგრამ ვაი, რომ ჩვენს სანუკვარ იმედს აღსრულება არ ეწერა... ეეჰ, ალი
მირზა, როგორ გაცუდდა შენი მისნობა!.. – აქ მოხუცი ისევ გაჩუმდა და
დიდი ხნით ჩაიძირა ფიქრებში. მერე, როდის-როდის, განაგრძო, – ათა-
სი წელ რომ ვიცოცხლო, ათასი წელი ჩემთან ერთად იცოცხლებს ის სა-
შინელი სანახაობა, რომელსაც მას შემდეგ მუდამდღე ვხედავ და ვერ-
სად დავმალვივარ... პირველი ბრძოლა გურჯებმა ვიწრო ხეობაში გაგვი-
მართეს. თუმცა იმ ბრძოლას ბრძოლა არც ეთქმოდა, თამაში უფრო იყო,
რადგან გურჯები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ იმას ცდილობდნენ, დავე-
ყოვნებინეთ და დრო მოეგოთ, რათა ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მო-
ესწრო. მართალია, იმ უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ დაღლილობისა-
გან ფეხზე ძლივსღა ვიდექით, მაგრამ ასეთ მცირერიცხოვან მოწინააღ-
მდეგეს მაინც იოლად ვეყოფოდით და, ესეც არ იყოს, ბრძოლის დროს
კაცს დაღლა სწრაფად გავიწყდება. აბა, მაშინ რა ვიცოდით, რომ თურმე
ალაჰმა ხელი აგვაღო და ბედისწერა ფეხდაფეხ მოგვდევდა!.. ფიცხელი
ბრძოლა ატყდა, ჩანს, გურჯებს ჩვენს შესაკავებლად სულ დარჩეული მე-
ომრები გამოეგზავნათ. გუნდ-გუნდად ვიბრძოდით. მე ბრძოლაში გა-
ვერთე და არ გამიგია, როგორ დავშორდი ომან ფაშას. ესეც, ეტყობა,

173
ალაჰის ნება იყო და ბედისწერის განჩინება, თორემ აკი დათქმული
მქონდა, ჩემს გაზრდილს გვერდიდან არასოდეს მოვცილებოდი! ახლაც
არ ვიცი, ასე როგორ გამიტაცა ბრძოლამ, რომ აღთქმა დავარღვიე. ოი,
ბედკრულო სულეიმან! დავარღვიე თუ არა აღთქმა, მოსახდენიც მაშინვე
მოხდა: ბრძოლაში გართულს უეცრად რაღაც საზარელი, ველური კივი-
ლი შემომესმა, რომელიც დღესაც ყურებში მიდგას: „ჰაიტ! ტა-ტა-ტა-ტა-
ტა!“ ისეთი ხმა იყო, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ხმალი ჰაერში გა-
მიშეშდა. წამიც და ჩემი მოპირდაპირე დამასწრებდა. ნეტა დაესწრო! ნე-
ტა ნაწილ-ნაწილ ავეკუწე! მაშინ ხომ ჩემი უბედური თვალები აღარ იხი-
ლავდნენ იმას, რაც იხილეს!.. სწრაფადვე მოვეგე გონს, მოწინააღმდე-
გეს ხმალი მხარში დავკარი და, ცხენიდან რომ გადმოვარდა, იმ მხარეს
მივიხედე, საიდანაც ის შემაძრწუნებელი ხმა მომესმა... ო, მუხთალო წუ-
თისოფელო! ო, ბედისწერის მსახვრალო ხელო!.. მივიხედე და ვხედავ,
ჩემი არწივი შუბით მკერდგანგმირული მიწაზე გდია, ზედ ერთი ვეება,
გაბურძგნული გურჯი დადგომია, ცალი ხელი წვერში ჩაუვლია, მეორეში
ხანჯალი უჭირავს და ყელს ღადრავს... გონს რომ მოვეგე, უკვე ცხენზე
იჯდა და ომან ფაშას თავი ხელში ეჭირა. აქ სხვებმაც დაინახეს და ისინი,
ვინც უფრო ახლო იყვნენ, ხმალამოწვდილები მისკენ გაქანდნენ. ხიფა-
თი რომ იგრძნო, გურჯმა ომან ფაშას თავი უეცრად პირისკენ წაიღო. ო,
ალაჰ! იდიდოს შენი სახელი! მეგონა, შეჭმას უპი­რებს-მეთქი. გაოგნებუ-
ლი შევცქეროდი. გურჯმა კი ომან ფაშას თავი წვერით კბილებშუა მოიქ-
ცია, ხელი გაითავისუფლა, ხმალი იშიშვლა და ცხენი ადგილს მოწყვიტა.
ომან ფაშას თავი მის ბანჯგვლიან მკერდზე უსასოოდ კონწიალობდა.
თითქოს რაღაც უმძიმეს კითხვაზე მწარე დასტურს იძლევაო. სანამ რა-
მეს მოვისაზრებდი, გურჯმა დაბნეულ მეომრებს შორის ცხენდაცხენ გა-
იკაფა გზა და მალე თვალს მიეფარა... – მოხუც­მა თავი ჩაჰკიდა და შეძ-
რწუნებით ჩაიბუტბუტა, – შორიდან ორთავიან ურჩხულს ჰგავდა... – აქ
გაჩუმდა და დიდხანს ჩუმად იყო. ვიდექი და ველოდი. მოხუცი როგორც
იქნა გამოერკვა, ერთი შემოხედვა შემომხედა კიდეც ჩაბჟუტული თვა-
ლებით, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.

174
მე ერთხანს კიდევ შევცქეროდი მოლოდინით და ბოლოს, რაკი დუ-
მილს განაგრძობდა, ვკითხე:
– მერე? მერე რაღა მოხდა, სულეიმან ეფენდი?
მოხუცმა ოდნავ ასწია თავი და მოჭუტული თვალები შორეულ სივ-
რცეს მიაპყრო.
– რაღა უნდა მომხდარიყო... – თქვა წყნარად და მწარე ნაღველით, –
მზე ჩაქრა და ქვეყნიერება სიბნელეში გაეხვია... სარდლობა ისმაილ ფა-
შამ ითავა, მაგრამ აბა ისმაილ ფაშა ომან ფაშას მაგივრობას როგორ გას-
წევდა!.. აკი ვერც გასწია. გადამწყვეტ ბრძოლაში, მდინარის პირას, რო-
მელიც ჩვენი მდინარეა, რადგან ჩვენი მიწიდან მიედინება, ლუარსაბ-
ხანმა და სააკაძემ ისეთი დღე დაგვაყარეს, ახალციხეში რამდენიმე კა-
ციღა დავბრუნდით... ეეჰ, სული ტკბილია, თორემ დაბრუნებას სიკვდი-
ლი მიჯობდა. აბა, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას განა კიდევ ცხოვრება
ჰქვია?!.
მოხუცი კვლავ გაჩუმდა. ამჯერად დუმილი ჩვეულებრივზე მეტ ხანს
გაგრძელდა. ბოლოს, რა შევიტყე, ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, გავ-
ბედე და, უხერხულობა რომ გამეფანტა და ჩემი თავიც შემეხსენებინა,
ვთქვი:
– საკვირველი კია, ასეთ ვაჟკაცს იმ გურჯმა როგორ აჯობა...
მოხუცმა ცერად გამომხედა და მინავლულ თვალებში წამით თით-
ქოს ზიზღი გაუკრთა. მერე მზერა ისევ ამარიდა, სივრცეს ჩააცქერდა და
გაირინდა. მეგონა, კვლავ ფიქრებში ჩაიძირა-მეთქი, მაგრამ უცებ შემ-
ცივნულივით გააკანკალა და გამოერკვა.
– ის ჯოჯოხეთი, რომელიც, ახლაც არ ვიცი, მართლა გადაგვხვდა თუ
მოგველანდა, ჯერ კიდევ თვალწინ გვედგა. ყველაზე მეტად ომან ფაშა
იყო გაოგნებული. დროდადრო გახევდებოდა, ლაპარაკს შუა სიტყვაზე
შეწყვეტდა და თვალი გაუშტერდებოდა. ახლა დანამდვილებით ვიცი,
იმ წყეული მღვდლის უცნაურ ღიმილს ხედავდა, ტანჯულსა და ნეტარს.
ერთხელ ყურიც მოვკარი, ამგვარად გახევებულმა როგორ ჩაილაპარაკა:
„აკი ყველანიო, ალი მირზავ? მაშ, ეს რა იყო?..“ ასეთ დროს ბავშვიც კი

175
აჯობებდა. ჩანს, ბრძოლაშიც ეგრე მოუვიდა. აკი ვამბობ, იმ წყეული
მღვდლის სული ბედისწერასავით მოგვდევდა ფეხდაფეხ... თორემ ისე
ერთი გურჯი რას მიქვია, გურჯების მთელი გუნდი ვერ გაუმკლავდებო-
და.
აღმოსავლეთში კაცს თავშეკავება გმართებს. სულწასულობა თუ შე-
გატყეს, ძვირად დაგისვამენ. მაგრამ ეს სიბრძნე მაშინ გულიდან გადამ-
ვარდა, ცნობისწადილი ვეღარ დავიოკე და მოუთმენლად ვკითხე:
– ასეთი რა შეგემთხვათ, სულეიმან ეფენდი? ან ის მღვდელი ვინ
იყო?
მოხუცმა მწარე სინანულით გადაიქნია თავი.
– შორეული ქვეყნებიდან მოსული უცხო გვარ-ტომის ხალხი
მ­ღვდლის ამბავსაც კითხულობს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო... თუმც რა
გასაკვირია: განა ის წყეული მღვდელი შენი ბედისწერა არ იყო?! ალაჰის
ნება, ალაჰის რისხვა და ალაჰის მახვილი... – და უცებ დაჰკივლა, – იყი-
დეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ
რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
აქ პირველად გამკრა ეჭვმა, ეგებ ყველაფერი ეს მხოლოდ და მხო-
ლოდ სავაჭრო ხრიკია, რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოგონილი, და
ვინ იცის, ცბიერი მოხუცი გულში ჩემს მიამიტობაზე იცინის-მეთქი. არა-
და, მე აქ, სტამბოლში, ჰერცოგს სწორედ სავაჭრო საქმეთა მრჩევლად
ვახლდი! მაგრამ, ტყუილი იყო თუ მართალი, ომან ფაშას თავგადასა-
ვალმა უკვე ისე გამიტაცა, რომ უკან დახევა აღარ შემეძლო. ამიტომ კი-
დევ ერთი ულუფა ვიყიდე და ძალისძალად შევჭამე. მოხუცმა ფული წე-
ღანდელივით ყურადღებით გასინჯა, შარვალში ჩაიტენა, მერე ხელები
მუხლებზე დაიწყო, გაშეშდა, გაირინდა და, საბოლოოდ რომ ჩაიძირა
სადღაც, თვალუწვდენელ სიღრმეში, წეღანდელივით მოთქმითა თუ
წამღერებით ალაპარაკდა:
– ო, წყეულო მიწავ, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ალაჰი უპატ-
რონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავ-
ნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს,

176
სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული. ო, ბოროტებისა და უკე-
თურობის აკვანო! ცეცხლის ენები გადაბუგავს შენს სამყოფელს! სის-
ხლის მდინარეში დაიხრჩობი! ფერფლი და ნაცარი დარჩება შენი ქალა-
ქებიდან და დაბებიდან! – ეს რომ თქვა, მოხუცი გაჩუმდა. ერთხანს ჩუ-
მად იყო და მერე წყნარად განაგრძო, – ომან ფაშა ახალციხეში ჯარს
წვრთნი­და და ბედს ელოდა. ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლო-
დინი შეუძ­ლია. მართლაც, ერთ დღეს ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს
მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში დაედო ბინა, რომელი-
ღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე დამავიწ-
ყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველა-
ფერი მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზა-
დისს. თუ საზღვარს სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად
შეგვეძლო მოულოდნელად დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგ-
ვეგდო თავის ამალიანად, რომელთა შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკა-
ძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო დიდებულთაგანი გვეგონა, სხვა-
თა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და ტარტაროზი გაგვიშვია
ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც მისი მუხა-
ნათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო...
მე და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკ-
ლებად ვიცნობდით. მართალია, ახალციხეში მრავალი გურჯი ცხოვ-
რობდა, მაგრამ ესენი უმეტესად ქლესა მონები იყვნენ, ხოლო მონების
მიხედვით რომ მთელ ხალხზე იმსჯელო, უეჭველად მოტყუვდები. ჩვენი
ვარაუდით, როდესაც ლუარსაბ-ხანს შევიპყრობდით, ქართლის გამგებ-
ლობას სულთანი ომან ფაშას მისცემდა. უცხო ქვეყანა რომ მართო, დი-
დი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს. მონების ცნობა აქ არას
გარგია, მონა ყველგან ერთნაირია. ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავ-
ლო, უნდა მიუხვდე, რა გულისთქმა აქვს, რა სწადია და რას გიმალავს;
უნდა გამოიცნო, რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო ში-
ში და სიყვარული. იმ დროს ახალციხეში მრავალი დიდებული იყო, გურ-
ჯისტანს რომ კარგად იცნობდა, მაგრამ მე და ომან ფაშამ ალი-მირზას-

177
თან დათათბირება ვამჯობინეთ. ალი-მირზას მრავალი წელი დაეყო
გურჯისტანში და კიდევაც დიდხანს აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქარ-
თლის მაშინდელმა მპყრობელმა, სვიმონ-ხანმა, რაღაცაზე აითვალწუ-
ნა, აუხირდა, ბოლოს, საბაბი რომ ჰქონოდა, მსტოვრობა დასწამა, და-
ასაჭურისებინა და თავისი სამფლობელოდან გამოაძევა. მას შემდეგ
ახალციხეში ცხოვრობდა და მთელ სამაჰმადიანოში გამოჩენილი ბრძე-
ნისა და მისნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ჩვენი სტუმრობა დიდად
ეამა დაშესაფერი პატივითაც მიგვიღო. როდესაც შეიტყო, გურჯისტანში
ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით,
თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა: „გურჯისტანი ტკბილია, როგორც
იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე
გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...“ ომან ფაშამ ჩვე-
ნი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირ-
დებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ
წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა
შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მო-
მიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძ-
ლე­ვა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ
მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყ-
ვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან
უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-
მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობ-
და. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას
უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა
დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო. გურჯი უნდა აქოო,
დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად
არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს
ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ
სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები,
საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვა-

178
რუ­ლი ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარ-
ტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ,
თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება
გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გა-
პატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნი-
ლი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩი-
ლებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშო-
რებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ,
გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გა-
გიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქ-
როა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძო-
ლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო.
მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელ­თაც ომებში დი-
დად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი.
ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, რო-
გორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე
კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა
წინაშე თავის გამოჩენა უყვართო. ბოლოს მე და ომან ფაშამ სიტყვა იმა-
ზე ჩამოვუგდეთ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებდა: ლუარსაბ-ხანს, ეჭ-
ვი არაა, საზღვარზე მეთვალყურე ლაშქარი ეყოლებოდა დაყენებული,
რომელიც, შეგვნიშნავდა თუ არა, მეფესთან მყისვე მაცნეს აფრენდა.
ჩვენ ამ ლაშქრისა არც ადგილსამყოფელი ვიცოდით და არც რიცხვმრავ-
ლობა, ამიტომ იმედს სისწრაფეზე ვამყარებდით. საზღვრამდე შეძლე-
ბისდაგვარად უჩუმრად უნდა გვევლო, ისე რომ, როცა შეგვნიშნავდნენ
და მაცნეს გაგზავნიდნენ, ეს მაცნე იმდენად ვერ დაწინაურებულიყო,
რომ ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. ალი-მირზამ ჩვენი გეგმა
მოიწონა. მაცნეს სულაც არ გაგზავნიანო, გვითხრა, მთა-მთა კოცონებს
დაანთებენ და თვალის დახამხამებაში აცნობებენ თქვენს გამოჩენას,
ამიტომ ისა სჯობს, როგორმე მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი
დაადგინოთო. გვასწავლა კიდეც, თუ როგორ უნდა დაგვედგინა: ლაშ-

179
ქრობის ამბავი, ასე საიდუმლოდ რომ ინახავთ, სანდო მსტოვრებს გაუმ-
ხილეთ, რათა იმათ საეჭვო გურჯებს ჩააწვეთონ ყურში, ოღონდ თვალიც
ადევნონ, რომ მეტი არ მოუვიდეთ, და თუ სამ დღეში ლუარსაბ-ხანის მე-
ნაპირე გუნდის ადგილსამყოფელი ვერ შეიტყეთ, მაშ მე ალი-მირზა არ
ვყოფილვარ და გურჯისტანი არ მცნობიაო. ხოლო ადგილსამყოფელს
რა გაიგებთ, ნაშუაღამევს წაადექით თავს; გურჯი არხეინია და უზრუნვე-
ლი, მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გა-
აკეთებინოს. ღამე ღვინოს დალევენ და, თუ ხერხიანად ივლით და ალა-
ჰის ნებაც იქნება, მთვრალებსა და მძინარეებს ამოხოცავთო. ალი-მირ-
ზას რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, საიდუმლო სამზადისს მცირე რამ ჭუჭრუ-
ტანა დავუტანეთ და საიმედო მსტოვრების მეშვეობით უაღრესად
ფრთხილად გავავრცელეთ ხმა, რომ სალაშქროდ ­ქართლს მივდი-
ოდით. მართლაც მესამე საღამოს ერთი გურჯი გვეწვია და ომან ფაშას
ნახვა ითხოვა. შესახედავად მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაღალი, წარმოსა-
დეგი, ლამაზი, მხარბეჭიანი. კეხიანი ცხვირი ჰქონდა, აზიდუ­ლი წარბე-
ბი და გრძელი ულვაშები. ამაყად შემოვიდა, დარდიმანდულად, ბეჭების
რხევით. თავი ღირსებით დაუკრა ომან ფაშას, ფრიად საიდუმლო სალა-
პარაკო მაქვსო, უთხრა და თვალით ჩემზე ანიშნა. ომან ფაშა ისე შეხვდა,
როგორც საპატიო სტუმარს, მაგრამ ისიც უთხრა, სულეიმანი ჩემი მარ-
ჯვენა ხელია და მისგან დამალული არაფერი მაქვსო. გურჯს ეს მაინცდა-
მაინც არმოეწონა და მთელი საუბრის განმავლობაში დროდადრო ამრე-
ზით გადმომხედავდა ხოლმე. სათქმელი კი პირდაპირ დაიწყო, მიუკი-
ბავ-მოუკიბავად. მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ვიცი, ქართლს მი-
დიხართ სალაშქროდო. მე და ომან ფაშამ თავი მოვიკატუნეთ, ვითომ
გურჯის ნათქვამი დიდად გაგვიკვირდა. გურჯმა რომ ეს შენიშნა, ეამა, გა-
იღიმა კიდეც და კმაყოფილმა დაგვიწყო დამშვიდება, ნუ გეშინიათ, არა-
ვისთვის მითქვამს და არც ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, პირიქით, აქ იმის-
თვის მოვედი, რომ სამსახური გაგიწიოთ. ლუარსაბ მეფე მე თქვენზე ნაკ-
ლებ არ მეჯავრება, ადგილ-მამული წამართვა და, რომ არ გამომესწრო,
თავსაც გამაგდებინებდა, ასე რომ, მეგობრად მიგუ­ლეთ, მაგრამ ერთი

180
კი იცოდეთ, ეს საქმე არც ისე იოლია, თქვენ რომ გგონიათ, ლუარსაბი
ახლა ღონიერია, და თუ მოულოდნელად არ დაეცით, ვერაფერს დააკ-
ლებთ. პირველ რიგში მენაპირე ლაშქარი უნდა მოუსპოთ, ისე უნდა მო-
უსპოთ, რომ მეფეს ამბავი არ მიუვიდეს, მენაპირე ლაშქრის ადგილსამ-
ყოფელი კი ამჟამად ახალციხეში ჩემს გარდა არავინ იცისო. და გაჩუმდა.
ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა, და, ეს თუ იკ-
მარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ
დამალა, როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მი-
ზანი შურისძიებაა და არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალო-
ბით რომ შიშველ-ტიტველი და ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილი-
ყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ ვახლებდიო. მერე წვრილად,
გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი. როცა დაამ-
თავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა. ომან ფაშა ჩემი გაზრდილი
იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და ღიმილით უთხრა, ჯილ-
დოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო. გურჯს
თვალებში რისხვა გაუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყო-
ბა, ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ
ქართველის სიტყვა კლდესავით მტკი­ცეაო. მაინც ასე სჯობსო, მიუგო
ომან ფაშამ და იმ გურჯსაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა, თავი ცივი
ღირსებით დაუკრა და ბეჭების უკმაყოფილო რხევით გავიდა. სალაშ-
ქროდ რომ ავიყარეთ და ახალციხიდან გავედით, ომან ფაშას ის გურჯი
გვერდიდან არ მოუშორებია. ამჯერადაც ალი-მირზას რჩევას მივდიეთ
და გურჯების ბანაკს ნაშუაღამევს მივადექით. ყველაფერი ისე მოხდა,
როგორც ალი-მირზამ იწინასწარმეტყველა: ღვინით დამთვრალ გურ-
ჯებს ღრმა ძილით ეძინათ და, სანამ გამოფხიზლდებოდნენ და მიხვდე-
ბოდნენ, რა რისხვა დაატყდათ თავს, საქმე უკვე მოთავებული გვქონდა.
არავინ წაგვსვლია, უკლებ­ლივ გავჟლიტეთ ყველანი, ჩვენ კი სულ სამი
კაცი მოგვიკლეს და ორიც მსუბუქად დაგვიჭრეს. დილამდე იქ დავრჩით.
მეორე დღეს კიდევ ბევრი გვქონდა სავალი და ლაშქარს დასვენება
სჭირდებოდა. ჩვენ – ომან ფაშა, მე და სხვა დიდებულები – გურჯების

181
მეთაურთა კარავში დავბანაკდით. დილაუთენია ომან ფაშას ის ჩვენი
გურჯი ეწვია. შემოვიდა მაღალი, ტანადი, ულვაშებაპრეხილი, დინჯად
დაგვიკრა თავი და ომან ფაშას ნიშნისმოგებით უთხრა, ახლა ხომ დარ-
წმუნდი, რომ ქართველის სიტყვა სანდოაო. არც აქამდე მეპარებოდა ეჭ-
ვიო, თავაზიანად მიუგო ომან ფაშამ. აბა, მაშ მე ამას იქით აღარ გჭირ-
დები და ახალციხეში დავბრუნდებიო, თქვა გურჯმა. ომან ფაშამ ქისა გა-
უწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი ყველას
დინჯად და ღირსებით, შეტრიალდა და, წელში ამაყად გამართული,
მხრების რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არ-
ხევდა. მანამდეც შემიმჩნე­ვია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის
შემდეგ კი საგანგებოდ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურ-
ჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს, ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფ-
თა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად ხმარობდა, მაგრამ
განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც. გურჯი
სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული. ერთი შეკრთა და უცბად
გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწყვიტა, ოდნავ აიზიდა, თითქოს
ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული, გეგო-
ნებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და გან-
ცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუ-
ნეს. თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქან-
და და მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში
გამოუვიდა. „ჭეშმარიტად ბრძენია ალი-მირზა“, თქვა ომან ფაშამ, მცვე-
ლებს უხმო და გვამი გაატანინა, ქისა კი თავის თანაშემწეს გადასცა და
უბრძანა ლაშქრისთვის დაერიგებინა. – სულეიმანი გაჩუმდა. მე ველო-
დი, თან ვცდილობდი, მოუთმენლობა არ დამტყობოდა. მოხუცი დიდ-
ხანს დუმდა და იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი ულუფა რაჰათ-ლუხუმის
შეჭმა კიდევ მომიწე­ვ­და, ტანში გამაჟრჟოლა. ცოტა ხნის შემდეგ ხავი-
ლი დაიწყო. ეტყობოდა, ყელში თუ ფილტვებში ჰაერის მოძრაობას რა-
ღაც აბრკოლებდა და ყოველ ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე გაბმული,
საწყალობელი, გულისგამაწვრილებელი ხმა ამოსდიოდა. იმ დროს, რო-

182
დესაც მომეჩვენა, ჩაეძინა-მეთქი, და იმედი საბოლოოდ გადამიწყდა,
მოხუციისევ ალაპარაკდა. ოღონდ ახლა ხმა შეეცვალა, რაღაც უცხო გა-
უხდა, ცივი და შორეული, თითქოს მისი დაწყებული ამბავი ვიღაც სხვამ
განაგრძო, – ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა ალაჰმა. პირველი
ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ, მაგრამ
გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყუ-
რი მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამ-
ჩნევია. ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუ-
არსაბ-ხანის სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი
ქართლში ნაცხოვრები სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენა-
პირე ლაშქართან ბრძოლაში, როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამი-
დან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო. რაკი მეორე მეგზურიც გვყავ-
და, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ალაჰის ნიშანი
არ დაგვინახავს. ადრიანად ავიყარეთ და გზა განვაგრძეთ. შუადღის
ხანს დასახლებულ ადგილებს მივაღწიეთ. ორი სოფელი ისე გავიარეთ,
ძეხორ­ციელი არ შეგვხვედრია, ჩანს, მაცხოვრებლებმა შორიდანვე შეგ-
ვამჩნიეს და, როგორც სჩვეოდათ, დიდიან-პატარიანად ტყეში გაიხიზ-
ნენ. დავლაც ბევრი ვერაფერი ჩავიგდეთ ხელთ. მეორე სოფელს რომ
გავცდით, ალაჰმა კიდვ ერთი ნიშანი მოგვცა: გურჯი მეგზურიც დაიღუპა.
ვიწრო თავდაღმართში, კლდიან და ქვიან ადგილას, მეგზურის ცხენს
მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიმაგრა,
მოწყვეტით დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. ყველაფერი ეს თვალის
დახამხამებაში მოხდა. როცა რამდენიმე კაცი ჩამოქვეითდა და ცხენი
რის ვაი-ვაგლახით გვერდზე გადაათრია, მეგზური უკვე მკვდარი ეგდო.
ჩვენ ყველანი ლუარსაბ-ხანის მალე შეპყრობის იმედით ვიყავით დაბ-
რმავებული და დაყრუებულები, თორემ ეს მეორე ნიშანი იმდენად ცხა-
დი და მკაფიო იყო, ბავშვიც კი მიხვდებოდა. ეეჰ, ვინც ალაჰს ყურს არ
უგდებს, არ შეიძლება თავი არ წააგოს... ომან ფაშამ ლაშქარი შეაყენა,
დიდებულები მიგვიხმო და რჩევა გვკითხა. გადავწყვიტეთ, ჯერჯერო-
ბით გზა გაგვეგრძელებინა, როცა გაშლილ ადგილს მივადგებოდით, სა-

183
დაც შეუმჩნევლად გავლა არ მოხერხდებოდა, იქ ლაშქარი გაგვეჩერები-
ნა, რამდენიმე კაცი უჩუმრად დაგვეწინაურებინა, პირველსავე სოფელს
დავცემოდით და ახალი მეგზური გაგვეჩინა. ის იყო, თათბირს მოვრჩით
და ომან ფაშას ლაშქრისთვის დაძვრის ნიშანი უნდა მიეცა, ქვემოთ, ცო-
ტა მოშორებით, სადაც მოსახვევი იწყებოდა, ფლოქვების ხმა მოგვესმა.
ომან ფაშამ სიჩუმე ბრძანა. რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივ-
ხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და, ჩემდა საუბედუროდ, არც შემი-
წუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ, გვიანღა – მომა-
გონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული, თით-
ქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა. მცირე ხნის შემ-
დეგ მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა. თავი ჩაეკი-
და და ისე ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახ­ვაზე ჯორი მოწ-
ყვეტით არ შედგა, არაფერი გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თა-
ვი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა,
ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები. ამოდენა ლაშქარი რომ
დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა დააპირა, მაგ-
რამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა. იჯდა
ჯორზე გახევებული, კანკალებდა და უაზროდ შემოგვცქეროდა. ჩვენ
ჩვენი სიბრმავითა და სიბრიყვით ამ მღვდლის გამოჩენა მივიღეთ ალა-
ჰის ნიშნად: მართლაცდა, წუთის წინ მეგზური დავკარგეთ და ვერც კი
მოვასწარით საგონებელს მივცემოდით, რომ ახალი მეგზური თავისი
ფეხით გვეახლა. სხვა რაღა გვინდოდა? „ალაჰი დიდია და მწყალობე-
ლი, – თქვა ომან ფაშამ, – აქ მომგვარეთ ეგ გურჯი!“ ორი მებრძოლი წამ-
სვე ჩამოქვეითდა, მღვდელი ჯორიდან ჩამოსვა და ომან ფაშას წინ და-
უყენა. მღვდელი შიშისაგან წამხდარი იყო და თვალებს დაფეთებული
აცეცებდა. ომან ფაშამ გაუღიმა და უთხრა: „შენი თავი ალაჰმა გამომიგ-
ზავნა, გურჯო“. როდესაც გურჯთა ენის მცოდნემ ომან ფაშას სიტყვები
მის ენაზე უთხრა მღვდელს, იმან ჯერ ომან ფაშას შეხედა, წამსვე ისევ
აარიდა თვალი, აკანკალებული ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა.
„ნუ გეშინია, არას გერჩი, – დაყვავებით უთხრა ომან ფაშამ, – ოღონდ,

184
რასაც გიბრძანებ, ის უნდა შეასრულო“. მღვდელი ისე იყო გონება-
არეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო. „ხომ იცი, ლუ-
არსაბ-ხანი სად იმყოფება?“ – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც
იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა, მიხვდა, რას
ეკითხებოდნენ, და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო. მაშინ ომან
ფაშამ ის სოფელი უხსენა, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე და-
მავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი სადააო. მღვდელმა ჯერ ომან
ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა დიდებულებს მოავლო
თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი დაიქნია, ვი-
ციო. „ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი!
– ბრძანება რომ შეასრულეს, ისევმღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი
ჯორზე, გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე!“ მღვდელი ახ-
ლა ისე აღარ კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით,
ყოყმანობდა თუ სხვა რამეს ფიქრობდა. ­მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა,
ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: „ვერ გაიგე, გურჯო, რა
გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, – თუ გაგ-
ვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სარ-
თად ერთ ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდე-
ბი, ლუარსაბ-ხანის ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგ-
ნებთ“. როდესაც ეს სიტყვები გურჯთა ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა
ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა.
მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში გამეცინა.
მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას
შემდეგი უთხრა: „მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო
ქრისტე ინებებს“, – და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით
მღვდელი ვაჭრობას აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო და-
ეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო.
სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს წვერში წაავლო ხელი, თავი
აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა: „ახლა მე ვარ შე-
ნი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა!“ ამ სიტყვებით მისი წვერი ერ-

185
თი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, რო-
ცა მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოე­კარკლა და
სუნთქვა შეეკრა, მაშინღა გაუშვა. „აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ“.
მღვდელს ხველება აუვარდა და ტკივილისაგან ერთხანს ხმა ვეღარ
ამოიღო, ბოლოს, როგორც იქნა, ყელი ჩაიწმინდა და თქვა: „მეფის ღა-
ლატს მე ჩემი ნებით ვერ გავბედავ. უნდა ვილოცო და ჩემს მაცხოვარ იე-
სო ქრისტეს დავეკითხო. თუ დასტურს მომცემს, გაგიძღვებით, თუ უარს
მეტყვის, ვერ გაგიძღვებით“. მე ვიცოდი, რომ მრისხანების ჟამს ომან
ფაშას შეიძლებოდა გონება ამღვრეოდა და ისეთი რამ ჩაედინა, რაც მე-
რე სანანებელი გაგვიხდებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვუდექი გვერდით
და სწორედ იმ წამს, რა წამსაც დანა იძრო, ვუთხარი: „ნუ აჩქარდები, დი-
დო სარდალო. დაე, ილოცოს და დაეკითხოს თავის იესო ქრისტეს. მაგას
ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ ღალატი ღმერთს გადააბრალოს და
ოქრო ისე იშოვოს, სინდისმა არ შეაწუხოს“. ომან ფაშას, როგორც სჩვე-
ოდა, სიბრაზემ უცბადვე გაუარა და მღვდელს მიუბრუნდა: „ნება მომი-
ცია, გურჯო. ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფა-
შას ასე სწადია-თქო, უფრო იოლად გამოსტყუებ დასტურს!“ ამ სიტყვებ-
მა ლაშქარში მხიარული სიცილი გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყა-
ვით ოხუნჯობის გუნებაზე... მღვდელი რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა,
პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა აღაპყრო და გა-
უგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-ჩოღ-
რო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს
კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყე-
ბოდა. სიჩუმე იდგა და ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ხვლი-
კი თუ გაისრიალებდა დროდადრო მზისგან გახურებულ ბექობზე.
მღვდელმა ბუტბუტი მალე შეწყვიტა, მაგრამ კიდევ დიდხანს იდგა მუხ-
ლებზე, გაშეშებული და ზეცისკენ თვალებაპყრობილი, ბოლოს წამოდ-
გა და მოტრიალდა. სახე უელავდა და თვალებიდან თითქოს სხივებს
აფრქვევდა. მე ეს მაინცდამაინც არ გამკვირვებია. მართალია, ამ დამ-
ფრთხალი ქრისტიანი მღვდლისაგან ცოტა მოულოდნელი კი მეჩვენა,

186
მაგრამ, საერთოდ, ვიცი, ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისთვისაც
შემიმჩნევია, რომ ღრმა და გულწრფელი ლოცვის დროს, როცა თვალის
მაგიერ სულით იხედები, კაცს ასეთი რამ ზოგჯერ გემართება. მღვდელი
ომან ფაშასკენ წამოვიდა. ახლა სავსებით დამშვიდებული იყო და შიში-
სა აღარაფერი ეტყობოდა. მივიდა ომან ფაშასთან და უთხრა: „უფალმა
ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, შენი მორ-
ჩილება და სამსახური მიბრძანა“. „საუცხოო ღმერთი გყოლია, გურჯო.
მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ, – შორია მაგ
სოფლამდე?“. „მოკლე გზით თუ წავალთ, დაღამებამდე მივაღწევთ, –
მიუგო მღვდელმა, – ოღონდ სავალი ძნელია“. „ალაჰის ლაშქარს გზის
სიძნელე ვერ შეაშინებს, – უთხრა ომან ფაშამ, – მოკლე გზით გაგვიძეხ!“
სავალი მართლა ძნელი გამოდგა, სულ კლდე-ღრეებით, დაბურული
ტყეებითა და დახრამული, ვიწრო ხეობებით ვიარეთ. მღვდელი წინ მიგ-
ვიძღოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. საშუალო ტანის კაცი იყო, ოდნავ წახ-
რილი იჯდა ჯორზე, თავი ჩაეკიდა და ეტყობოდა ღრმა საფიქრალს მის-
ცემოდა. უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე
ფიქრობდა, არავინ იცის. ეეჰ, წუთისოფლის სიმუხთლევ!.. აბა, მაშინ ვინ
წარმოიდგენდა, რომ ბედისწერა მიგვიძღოდა სიკვდილის გზაზე და ეს
ამოდენა ლაშქარი უდრტვინველი მორჩილებით მივდევდით უკან...
მხოლოდ ერთხელ აიღოთავი. მაღალი ბუჩქების ტევრში მივდიოდით.
არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად შემხვედრია და რა
ჰქვია, არ ვიცი. დიდრონი ყვავილები ჰქონდა, თეთრი და სქელფურცლი-
ანი. მღვდელმა თავი აიღო, გადაიხა­რა, ერთი ყვავილი მოწყვიტა, ცოტა
ხანს უცქირა და უბეში ჩაიდო. რად უნდოდა, არ ვიცი. მერე ისევ ჩაჰკიდა
თავი და გზა განაგრძო. დიდხანს ვიარეთ. ხალხიც დაიღალა და ცხენე-
ბიც, მაგრამ დასვენება არც გვიფიქრია. იმის იმედით, რომ მალე მიზანს
მივაღწევდით, სადაც გამარჯვებაც გველოდა, სასმელ-საჭმელიც და გან-
ცხრომაც, დაღლილობას იოლად ვიტანდით. მზე უკვე ჩადიოდა, როცა
იმ დაწყევლილ ადგილს მივაღწიეთ. ვიწრო ხეობას გავცდით, ფერდობს
შევუყევით და ერთ ვეება, შიშველსა და ციცაბო, მომწვანო-მონაცრის-

187
ფრო კლდეს მივადექით, რომელიც დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და
ქონგურებივით ჩაკბეჩილი წვერით ბოლოვდებოდა. კლდეს ორსავ მხა-
რეს დაბურული, გაუვალი ტყე ერტყა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეუ-
ლი კლდე უცხოდ ბრწყი­ნავდა. წინ გასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ
ბედისწერის ხელი მაშინ ჯერ კიდევ არ დამინახავს, ვიფიქრე, ტყე-ტყე
იქნება სადმე ბილიკი და ვერ ვამჩნევ-მეთქი. მღვდელმა ფერდობი აა-
თავა, ჯორი ზედ კლდის ძირას შეაყენა, ჩამოხდა და ჩვენკენ მოტრიალ-
და. ჩვენც შევდექით. ლაშქარიც შედგა. კლდე რაღაც უცხო ბრჭყვიალე-
ბით ირეკლავდა დაცემულ სხივებს, სხვადასხვა ფერის ათინათი თვა-
ლისმომჭრელად ირეოდა ერთმანეთში და ო, ალაჰ! წამით მომეჩვენა,
თითქოს მზის მეწამულ შუქში გახვეული მღვდელი თავადაც მზესავით
აფრქვევდა სხივებს. მე თვალი დავხუჭე და თავი გავიქნიე, რათა ეს უც-
ნაური და შიშისმომგვრელი ხილვა მომეშორებინა. ამ დროს მღვდელმა
პირჯვარი გადაიწერა და წყნარი, ნაღვლიანი ხმით თქვა: „მოვედით“.
ომან ფაშამ, რომელიც აქამდე ცოტა გაკვირვებული შესცქეროდა
მღვდელს, ახლა კითხვის თვალი გურჯთა ენის მცოდნეს მიაპყრო. როცა
გაიგო, რა თქვა მღვდელმა, ისევ მიუბრუნდა. „მოვედით? – ჰკითხა და
ჯერ ერთ მხარეს შეათვალიერა ტყე, მერე მეორე მხარეს. ბოლოს კლდეს
ააყოლა თვალი, თითქოს გადაღმა გადახედვას ლამობსო, და თითით
ჰაერში რკალი მოავლო, – აქ არის სოფელი?“ „არა“, – ისევ ისე წყნარად
და ნაღვლიანად თქვა მღვდელმა. სახე მშვიდი და უძრავი ჰქონდა. „არა?
– განცვიფრებით გაიმეორა ომან ფაშამ, – მაშ, სად მოვედით? სოფელი
სადაა?“ „სოფელი შორსაა, – მიუგო მღვდელმა, – უფალმა ჩემმა ღმერ-
თმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, – ამ სიტყვებით კი-
დევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, – აქ მიბრძანა შენი მოყვანა“. წამით
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ომან ფაშამ ელვის უსწრაფესად
ისკუპა ცხენიდან, ორი ნახტომით გაჩნდა მღვდელთან და საკინძეში ჩა-
ავლო ხელი. „რას ამბობ, გურჯო?!“ – ძლივს გამოცრა მოკუმული ტუჩე-
ბიდან. მღვდელი ჩუმად გასცქეროდა სივრცეს. მაშინ ომან ფაშამ
მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ დავი-

188
ნახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სა-
ხე, და თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომე-
შორებინა, გვერდით ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: „დიდება
ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს გურჯი...!“ ისმაილ ფაშას სიტყვა არ და-
უსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახი-
ლე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ განცვიფრებითა და შეძრწუნე-
ბით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს მთელი ძალით ან-
ჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: „სოფელი სად არის, გურ-
ჯო?!“ მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხე-
ლი წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. „მითხარი,
გურჯო, სად არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები!
ომან ფაშა, გურჯო, მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყ-
ვანე და ლუარსაბ-ხანის სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვე-
ბი, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ გვასწავლე და რაც გინდა მთხო-
ვე...“ მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში ეხვეოდა. ფერდობს
ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით,
ომან ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხი­ვები მაღლა-მაღლა მიიწევ-
და და მღვდელსაც ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ
მის პირისახესა და წაბლისფერ თმა-წვერს ანათებდა. „მუხლებს დაგი-
კოცნი, გურჯო, – ევედრებოდა ომან ფაშა, – ოღონდ აქედან გაგვიყვანე!“
მღვდელი დუმდა. „გურჯო... – კიდევ ერთ­ხელ სასოებით თქვა ომან ფა-
შამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო!“ ზეზე წამოვარდა,
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა
ლოყებში და ხორცი ჩამოაფლითა. ­მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკა-
დულებმა იწყეს დენა. „გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?!“
მღვდელი არც იძვროდა და არც ხმას იღებდა. ომან ფაშა კი უკვე გონდა-
კარგული იყო. ჯერ ცერა თითი აძგერა და ცალი თვალი ამოუგდო, მერე
ყელში კბილებით ჩააფრინდა და ძიძგნა დაუწყო,თან უაზროდ იმეო-
რებდა: „გაგვიძღვები თუ არა... გვასწავლი თუ არა გზას...“ წყეულ
მღვდელს კრინტი არ დაუძრავს და ერთი კვნესა არ დასცდენია. მხო-

189
ლოდ მაშინ, როცა ფეხზე დგომა ვეღარ შეიძლო და ძალაწართმეული
მუხლებზე დავარდა, მისუსტებული, ძლივსგასაგონი ხმით თქვა: „გმად-
ლობ, უფალო...“ მერე წამოდგომა დააპირა, წამოიწია კიდეც, მაგრამ ძა-
ლა არ ეყო, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა მხარით დაეცა ძირს. ომან
ფაშა, როგორც გააფთრებული ნადირი, ზედ დაემხო. ამ დროს მზეც ჩა-
ვიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. მღვდელი და ომან ფაშა ახლა უკვე
ჩრდილებადღა ჩანდნენ. მღვდლის ჩრდილი უძრავად იწვა, ომან ფაშას
ჩრდილი კი დაჩოქილი ტრიალებდა მის ირგვლივ და გამეტებით ძიძ-
გნიდა. ხან დანით, ხან კბილებით, ხან ფრჩხილებით. ცოტაც და ბინდმა
ყოველივე დაფარა. უკვე აღარაფერი ჩანდა და მხოლოდ ომან ფაშას
ქშენა და მძიმე-მძიმე სუნთქვა ისმოდა. მერე, როცა ესეც მიწყდა, უეც-
რად იელვა და არემარე დღესავით განათდა. ო, ალაჰ! ახლაც არ ვიცი,
რა იყო მაშინ ნამდვილი და რა მოლანდება. ელვამ დაკვესა და, თითქოს
დაავიწყდა, რომ ისევ უნდა ჩამქრალიყო, დიდხანს ენთო ცაზე. მღვდე-
ლი, მკვდარი, დაფლეთილი, დასახიჩრებული, ერთიანად ალუფხული,
მოკუნტული ეგდო ძირს. ომან ფაშა თავზე ადგა, გაბოროტებული თვა-
ლებით დასცქეროდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ბოლოს, რო-
გორც იქნა, ელვა ჩაქრა და კვლავ სიბნელე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ
ნაბიჯების ხმა გაისმა და გავარჩიე კიდეც ჩვენკენ მომავალი ომან ფაშას
ჩრდილი. ომან ფაშა ჩემთან მოვიდა, ხელები მხრებზე დამაწყო, მთელი
სიმძიმით ჩამომაწვა, სახე მკერდზე მომადო და ათრთოლებული, ცრემ-
ლიანი ხმით მითხრა: „ათა სულეიმან, – როცა სასოწარკვეთაში ჩავარ-
დებოდა, სულ მთლად უმწეო ხდებოდა და ბალღივით სჭირდებოდა
დაყვავება და ნუგეშის ცემა. ასეთ დროს ყოველთვის ათა სულეიმანს მე-
ძახდა ხოლმე. – ათა სულეიმან, აკი ალი-მირზამ, იმ ბებერმა ქოფაკმა,
ყველანიო?..“ „დაწყნარდი, შვილო ჩემო, – ვუთხარი მე, – შენი უძლევე-
ლი ლაშქარი შენთანაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს“. ამ დროს
ჭექა-ქუხილი ატყდა, ზედიზედ იელვა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა.
პირველ გაელვებაზე კლდის მხარეს, ო, ალაჰ, ცის კაბადონზე ის გურჯი
მღვდელი დავინახე. მუხლმოყრილი იდგა, თვალები მაღლა აღეპყრო

190
და სახეზე ტანჯვისა და ნეტარების უცხო ღიმილი ეფინა. კვლავ რომ
იელვა, კლდეს თვალი ავარიდე, სხვა მხარეს გავიხედე და ახლა სხვა
მხარეს დავინახე იგივე სურათი. განუწყვეტლივ ელავდა და ცის ოთხივ
მხრიდან გურჯი მღვდლის ტანჯული და ნეტარი ღიმილი დაგვცქეროდა.
არ ვიცი, სხვებიც ამჩნევდნენ თუ არა ამ უცნაურ და გულისშემძვრელ სა-
ნახაობას, ჩემთვის კი ნათელი შეიქნა, რომ ჩვენს თავზე ბედისწერის
მახვილი იყო აღმართული. ალაჰი გვირისხდებოდა, ვინაიდან მის მიერ
ორგზის მოცემული ნიშანი ვერ გამოვიცანით. ახლა, თუკი ხსნა ჯერ კი-
დევ იყო, იმაში იყო, რომ ლაშქრობაზე ხელი აგვეღო და დაუყოვნებლივ
ახალციხეში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ომან ფაშამ ჩემი რჩევა შორს
დაიჭირა. ეგებ ვერც მე ვურჩიე ბეჯითად. მართლაცდა, ვინ იცის, რა
სჯობდა: ვიღაც ბანჯგვლიანი გურჯის ხელით მომკვდარიყო და მისი
მშვენიერი თავი ლუარსაბ-ხანს სპარსეთის შაჰისთვის მიერთმია, თუ
დამარცხებული და სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო ახალციხეში,
როგორც ფრთებდაჭრილი არწივი, რომელსაც ცის ლაჟვარდებში აფრე-
ნა აღარ უწერია?.. ეჰეი, ომან ფაშავ, ჩემო იმედო და ნუგეშო, როგორ წა-
ვაგეთ თავი!.. ვინ იცის, თავისი ქვეყნის ერთგული ერთადერთი გურჯი
ბოგინობდა მთელ იმ არემარეზე და მაინცდამაინც ჩვენ გადავაწყდით!..
მომყევითო, ომახიანად დასჭექა ომან ფაშამ და გაბოროტებული და დი-
დებული ფიცხლად მოახტა ცხენს... მივდიოდით უკუნ ღამეში. ღვთის
რისხვასავით ქუხდა და ელავდა. ცა ლამის მიწაზე ჩამოსულიყო. მივ-
დიოდით და უკან, როგორც საკუთარი ჩრდილი, ფეხდაფეხ მოგვდევდა
ბედისწერა – იმ წყეული მღვდლის სული, რომელიც ვერ მოვკალით...
ვაი შენს მოხუც სულეიმანს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო!.. შენი მოკვეთი-
ლი თავი რომ ვიხილე, რომელიც მკვდარ მზეს ჰგავდა, ჩემი მზეც მაშინ
ჩაესვენა და მოკვდა... ე-ჰე-ჰე, რა ამაო ყოფილხარ, საწუთროვ, რა ცრუ
და მუხთალი!.. კიდევ ხომ არ იყიდი რაჰათ-ლუხუმს, უცხოელო?
დღესაც არ ვიცი, ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, თუ ცბიერმა მოხუცმა
ყველაფერი მართლა რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოიგონა.

191
ბიძაჩემი იონა

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო


ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ცოტა იყო.

ეპილოგი
ამიტომ 28 ივნისს კიდევ ერთხელ ვეწვიე მშობლიურ სანაკლიოს...
მატარებელმა რომ უკანასკნელი აღმართი აიარა და სარკმლიდან
სანაკლიოს ფერადი სახურავები გამოჩნდა, მაჯისცემა მკვეთრად გამიხ-
შირდა; ის თავდაღმართიც რომ ჩავათავეთ და კივილით შევედით ძველ
სადგურში, რომელიც დროის დინებას ისე გაჯიუტებოდა, იოტის ოდენა-
დაც კი არ შეცვლილიყო, გული უკვე კედლებს აწყდებოდა და გარეთ გა-
მოვარდნას ლამობდა; ბაქანზე გამოსულმა რომ ღრმად და სენტიმენტა-
ლურად ჩავისუნთქე მძიმე, დახუთული ჰაერი (ვინც ხანგრძლივი და უსა-
ხელო წანწალის შემდეგ მცირე ხნით მაინც სწვევია მშობლიურ ფუძეს,
იცის, რომ, შეგრძნებათა სუბიექტურობის გამოისობით ასეთ დროს ყვე-
ლაფერს საამო სუნი ასდის), ცრემლი მალულად მოვიწმინდე და ძალ-
დაუტანებელი პათეტიკით გავიფიქრე: „ღმერთო, რამდენი დრო გამ-
პარვია თვალსა და ხელს შუა!“; ხოლო მოსაცდელი დარბაზიც რომ გა-
ვიარე, რომელშიაც, როგორც მომეჩვენა, სიგარეტის ნამწვი იმავე ადგი-
ლას ეყარა, სადაც წლების წინ დავტოვე, და მოედანზე გავედი, ჩემი ბავ-
შვობის ორეულები, ფეხშიშველები და მუხლებზე შარვალგამობდღვნი-
ლები, ქალაქის ყველა კუთხიდან წამოიშალნენ, შესახვედრად გამოე-
შურნენ და მუშტრის თვალით დამიწყეს ცქერა, თითქოს ამოწმებდნენ,
აბა ერთი, რა გამოვიდა ჩვენგანო (სულელები! რა უნდა გამოსულიყო!).
გული რაღაც ძალიან დიდით და ძალიან მსუბუქით მქონდა სავსე და
გადავწყვიტე, ცოტა ხანს ქალაქის ქუჩებში მეხეტიალა.

192
ახალი ნაწვიმარი იყო. ოღრო-ჩოღრო ტროტუარებზე მოფენილი
მრავალრიცხოვანი გუბურები ამომავალი მზის ოქროსფერ სხივებს ხა-
ლისიანი ბრჭყვიალით ირეკლავდა.
მალე ქალაქის ცენტრს მივუახლოვდი და მივხვდი, რომ მარადიუ-
ლობის შთაბეჭდილება, რომელიც სადგურის დანახვაზე დამეუფლა,
მცდარი ყოფილა. მშობლიური სანაკლიო შეცვლილიყო და გვარიანა-
დაც შეცვლილიყო: მთავარი მოედანი გადაეკეთებინათ და გაეფართოე-
ბინათ, მილიციის შენობა ეკლარის ქვით მოეპირკეთებინათ, კვიპაროსე-
ბი გაზრდილიყო, სასტუმრო დამწვარიყო, მთავრობის სახლის წინ ახა-
ლი რესტორანი გაეხსნათ, ბაღი დაეგავათ, ფსიქიატრიული საავადმყო-
ფოსთვის კიდევ ერთი კორპუსი მიემატებინათ, შორს, ქვემოთ, სადაც
ადრე ტრიალი მინდორი იყო და ჩემი შორეული ბავშვობა სიქის გაც-
ლამდე ფეთიანივით დასდევდა ბურთს, ახლა მაღალ-მაღალი შენობები
აეკოკოლავებინათ და შიგ სანაკლიელი მოქალაქეები დაბუდებულიყ-
ვნენ. ამ ცვლილებების დანახვაზე ჩემი ბავშვობის ცნობისმოყვარე
ორეულები, თითქოს დაფრთხნენო, უკან-უკან წავიდნენ და თვალს მი-
ეფარნენ, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი მათს სიახლოვეს, მაინც მომდიო-
და მათი ოფლის სუნი. ან კი სად უნდა დაკარგულიყვნენ! ამ ქალაქში მი-
წის ერთი გოჯი არ იყო, ზედ რომ ჩემი ფეხის ანაბეჭდი არ დამეტოვები-
ნა. სანაკლიო, საყვარელი სანაკლიო! აქ დარჩა ჩემი ცხოვრების ყველა-
ზე ნათელი ხანა, ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე სათუ-
თი მოგონებები... რა დამავიწყებს, სკოლიდან რომ კოლექტიურად გავი-
პარებოდით და მეორე დღეს სამასწავლებლოში დირექტორი ქამრით
გვცემდა!.. დირექტორს ფართო, ჯარისკაცური ქამარი ერტყა, რომელიც
მოქნევისას რაღაც უცხო, კოსმიურ ხმაზე წუოდა. იმ ქამრის შეხსნას რომ
დაიწყებდა, მდედრობითი სქესის მასწავლებლები პირს მიიბრუნებ-
დნენ ხოლმე. ჰოი, რა პატარები ვიყავით მაშინ, რა გულუბრყვილოები!
რა მიამიტურად გვეგონა, რომ მდედრობითი მასწავლებლები ამას ჩვე-
ნი სიბრალულით სჩადიოდნენ. ან ნაკლისწყალზე, ქვემოთ, მოფარე-
ბულში, ზარის მოთამაშე ბიჭებს რომ შემოვეხვეოდით, სულგანაბული

193
ვადევნებდით თვალს და გული გამალებით გვიძგერდა, რადგან ვიცო-
დით, რომ ადრე თუ გვიან ჩხუბი მოუვიდოდათ და დანებს დააძრობ-
დნენ... ეეჰ, რა ტკბი­ლია მოგონება და რა სევდიანი!.. გახსოვთ, ჩემო პა-
ტარა ორეულებო, ამურმა რომ პირველად გვტყორცნა ისარი და შიგ
ათიანში გაგვარჭო? ის ისარი ახლაც აქ გდია სადღაც. ის ბანგიც აქ არის,
ის ხანმოკლე, მაგრამ სიკვდილივით ტკბილი და საშიში თავდავიწყება...
სახელი აღარ მახსოვს (დროო, დროო, უხამსო და მუხანათო!), მაგრამ
ნახშირივით შავი გოგო იყო, იმდენად შავი, რომ გულის მესაიდუმლე-
ები, რომლებსაც, უთქმელობას რომ არ გავეგუდე, ჩემს ხვაშიადს ვუზია-
რებდი ხოლმე, ალალი ინტერესით მეკითხებოდნენ, სიბნელეში რო-
გორ ხედავო. თქვენ რა იცოდით, ჩემო გადავიწყებულო მეგობრებო,
რომ მე გულზე მესხა თვალები, გულის თვალი კი ღამე ჭოტივით იყურე-
ბა... პირველად რომ ვიგრძენი იღლიებქვეშ ფრთები და სანაკლიოს თავ-
ზე ღრუბლების გვერდით დავეკიდე, მათემატიკის უჯრებიანი რვეული-
დან ექვსი ფურცელი ამოვხიე და ჩახრუხაულით გაწყობილი უგრძესი
ლექსი მივწერე. ისეთ ხოტბას ვახსამდი, ზღაპრულ მზეთუნახავებს სიზ-
მრად არ მოელანდებოდათ. ბოლოში, ყველაზე უკეთ გარითმული ოთხი
ტაეპით, გაუაზრებლად ვიშველიებდი რა მესამე გამორიცხულის ლოგი-
კურ კანონს, ასეთ ალტერნატივას ვუყენებდი: ან მომკალი და ან ჩემი
ცხოვრების მარადიული თანამგზავრი გახდი-მეთქი. მე ჩემს პოეტურ
ნიჭზე დიდ იმედებს ვამყარებდი და, რაც უფრო დიდ იმედებს ვამყარებ-
დი, მით უფრო მეშინოდა შედეგის, მით უფრო ვთრთოდი და ვცახცახებ-
დი მღელვარებისაგან. ამასობაში საუკუნეები გავიდა და მეორე დღეს,
როცა იმისგან, ვისაც ჩემი ნამუშაკევი გავატანე, შევიტყე, რომ ადრესატს
ლექსი ბოლომდე წაეკითხა და თვალებანთებულს აღტაცებით ეთქვა,
დედა, ეს რამშვენიერი პოჩერკი ჰქონიაო, ფრთებმა ქავილი დამიწყო და
თოკებს, რომლებითაც ცაში ვეკიდე, ჭრაჭაჭრუჭი აუტყდა, ხოლო მესამე
დღეს, როცა წერილობითი პასუხიც მივიღე – დიდი სიამოვნებით, მაგ-
რამ სხვისთვისა მაქვს უკვე პირობა მიცემულიო – ბუმბულები შემოდგო-
მის ფოთლებივით დამცვივდა, გამხმარი ფრთები მომძვრა, ტომარასა-

194
ვით მოვადინე ძირს ზღართანი და მოვკვდი. ისე უნუგეშოდ მოვკვდი, თუ
გავცოცხლდებოდი, აღარ მეგონა...
ეჰეჰე! რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ რომანტიკულ
მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებული!
მე სევდიანად გავუღიმე ჩემს წარსულს, რომელიც გულის კოვზთან
საამურად მიღიტინებდა, და გავიფიქრე: „ო, რა ტკბილი ხარ, ბავშვობის
ნეტარო ხანავ!“ ამის გაფიქრებაზე ბიძაჩემი იონა გამახსენდა, იმავ წამს
მარცხენა ფეხი კოჭამდე ჩავტოპე მოზრდილ გუბურაში, მყისვე დამავიწ-
ყდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა, რადგან კარგა ხმამაღლა შევიკურ-
თხე და ამით შემკრთალმა სწრაფად მიმოვიხედე, რომ დავრწმუნებუ-
ლიყავი, ჩემს უნებურ ბილწსიტყვაობას მოწმე არავინ წასწრებია, მერე
სველი ფეხსაცმელი რამდენჯერმე მაგრად დავკარი ტროტუარს, მაგრამ
წყალი ბოლომდე არ გამოიწურა და, გზა რომ განვაგრძე, საამო მოგონე-
ბებს ერთხანს ამღვრეულ ფონად გასდევდა უსიამოვნო ჭყაპაჭყუპი. სა-
ბედნიეროდ, ყური მალე შეეჩვია იმ ჭყაპაჭყუპს და, როცა მე და ჩემი ქა-
ლაქი კვლავ ჰარმონიულად შევერწყეთ ერთმანეთს, ისევ გამახსენდა,
რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა...
არა, დავიწყებით არც არასოდეს დამვიწყებია და, საერთოდ, ბიძაჩე-
მი იონა ისეთი კაცი არაა, ვინმეს თავი იოლად დაავიწყოს. გამახსენდა-
მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ იმ წამს მისი სახე უჩვეულოდ მკაფიოდ და-
მიდგა თვალწინ. ამის მიზეზი კი ის ფრაზა იყო, რომელიც გუნებაში „ო“
შორისდებულით დავიწყე. „ო“ შორისდებულზე ბიძაჩემმა იონამ წინა-
დადებები იცოდა.
მთელს სანაკლიოში ორად ორი ადამიანი იყო, ვისაც ბიძაჩემი იონა
უყვარდა: მე და დედაჩემი. თუმცა, დედაჩემი იქნებ ანგარიშში ჩასაგდე-
ბი არცაა, რადგან ძმა, მით უმეტეს უმცროსი ძმა, რა ღვთის პირიდან გა-
ვარდნილიც არ უნდა იყოს, დას მაინც ქვეყანას ურჩევნია. ასეთია ძმისა
და, განსაკუთრებით, დის ბედი. მე რატომ მიყვარდა, დიდხანს არ ვიცო-
დი. მხოლოდ გვიან, როდესაც დიდი გავიზარდე და, როგორც ნატი­ფი
ირონიით ვიტყვით ხოლმე, ჭკუაში ჩავვარდი, როდესაც შუადღემდე ძი-

195
ლი წმიდათაწმიდა მოთხოვნილებად მექცა, როდესაც მივხვდი, რომ ისე
მოვკვდები, ვერა საქმეს გულს ვერ დავუდებ, როდესაც ცოლის შერთვის
შიში მკვიდრად გამიჯდა ძვალ-რბილში, როდესაც ქცევის ნორმებზე და
სხვა ამდაგვარ სისულელეებზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი (რის გამოც
ჩემს გამოჩენაზე საზოგადოება უსიამოვნოდ და მგონი ცოტა უხერხულა-
დაც იშმუშნება), როდესაც გადაჭრით დავადგინე, რომ გაცი­ლებით უფ-
რო იოლი და სასიამოვნოა, ცხოვრების მდინარეს მიენდო და მიჰყვე,
ვიდრე გულში უგუნური მიზანი ამოიჭრა და ტალღებთან უაზრო ჭიდილ-
ში ჟამიდან ჟამზე ჭუჭყიანი წყალი ყლაპო, როდესაც ყოველივე ეს ნათე-
ლი შეიქნა, აი, მაშინ მივხვდი, რომ მე და ბიძაჩემი იონა სულით უფრო
მკვიდრი და ახლო ნათესავები ვიყავით, ვიდრე სისხლით, და რომ დე-
დაჩემმა თვითონ არ იცოდა, რომ, როცა ჩემს წყევლას შინაარსიანს, ნა-
თელს, კომპოზიციურად სანიმუშოდ შეკრულსა და მკაფიო, გამჭვირვა-
ლე შინაგან რიტმზე დამყარებულს, ტრადიციული ფორმულით დაასრუ-
ლებდა – მოუკვდი, შვილო, დედაშენს, აგერ ნახავს შენი დასავსები თვა-
ლები, თუ ყველა სიგლახეში მაგ შენს უსაქმურ და უსაქციელო ბიძას არ
გამოემგვანებიო – მისი ბაგეებით თავად ჭეშმარიტება ღაღადებდა.
ოღონდ აქ ისიც უნდა შევნიშნო, რომ ზოგჯერ, როცა მამაჩემსაც წას-
ძლევდა სული და ხსენებულ ფორმულას მიმართავდა (თუნდაც გაუბე-
დავად და შერბილებული სახით), დედა მყისვე კლდესავით დადგებოდა
თავისი მართლაც რომ უსაქმური და უსაქციელო ძმის დასაცავად. მამა-
ჩემი, თავად მუდამ საქმიანი, უსაქმურობას ვერ იტანდა, ხოლო რაკი ბი-
ძაჩემი იონა ჩვენთან ცხოვრობდა, ერთთავად იმის ცდაში იყო, როგორ-
მე ცოლი შეერთვევინებინა. ეგონა, ამ გზით პრობლემას ერთ­ხელ და სა-
მუდამოდ გადაჭრიდა, რადგან მისი წესიერების პატრონს ვერ წარმოედ-
გინა, რომ ბიძაჩემ იონას შეეძლო ცოლიც ჩვენთან მოეყვანა.
ერთით კი მაინც განვსხვავდებოდით მე და ბიძაჩემი: ის განათლებუ-
ლი იყო. სად და როდის განათლდა, არ ვიცი. მე, პირადად, ისეთ პოზაში
არასოდეს მინახავს, რომელიც განათლების მისაღებად მოხერხებული
იყოს. მართალია, რვა თუ ცხრა წელი უნივერსიტეტში ისწავლა და მგონი

196
დამთავრებულიც კი ჰქონდა (დაბეჯითებით ძნელია ასეთი რამის
მტკი­ცება), მაგრამ ჯერ ერთი, შვიდი წელი მეც გამიტარებია მაგ უნივერ-
სიტეტში და არაფერი დამტყობია, და მეორეც, თქვენ თუ სადმე გინა-
ხავთ კაცი, უნივერსიტეტში განათლება შეეძინოს, მიჩვენეთ და მადლო-
ბელი დაგრჩებით. არადა, აშკარად განათლებული იყო. ეტყობა, რაღაც
გაუგებრობა მოხდა. ჩემი ვარაუდით, ადრე, სანამ მე დავიბადებოდი,
წიგნების ღრღნით იყო გატაცებული და, როცა ყველა წიგნი დაღრღნა და
აბრეშუ­მის ჭიასავით ირგვლივ პარკად შემოიკრა, მერეღა გახდა პეპე-
ლა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ნაკლი იყო და ამ ნაკლსთვითონაც
განიცდიდა. ან კი როგორ არ განეცადა, როცა ამის გამო იძულებული იყო
დროდადრო ისეთ სამსახურში შეერგო თავი, სადაც ჰალსტუხი პიონერი-
ვით მუდამ ჯიბეში უნდა სდებოდა, რადგან კაცმა არ იცოდა, რა წუთს
მოსთხოვდნენ მის შებმას. მართალია, ამგვარი ტანჯვა დიდხანს არ
გრძელდებოდა ხოლმე, რამდენიმე თვეში ან თავისით წამოვიდოდა, ან
სხვა გამოაგდებდა, მაგრამ იმ დაკარგულ რამდენიმე თვეს ხომ აღარა-
ფერი ეშველებოდა და კაცს რა იმოდენა სიცოცხლე აქვს მონიჭებული
ღვთისგან, რომ ასე უთავბოლოდ ფანტოს თვეები და წლები! გარდა ამი-
სა, ამ უაზრო განათლების გამოისობით, შინაც არ ჰქონდა მოსვენება:
დედაჩემი აიძულებდა, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარებოდა.
დახმარება კი, ღვთის წინაშე, მართლა მჭირდებოდა. მოგეხსენებათ,
არიან მოწაფეები, რომლებიც ერთ-ორ საგანს ამოიჩემებენ, დანარჩენ-
ზე კი ხელი აქვთ ჩაქნეული. მე, ჩემდა საბედნიეროდ, არასოდეს არაფე-
რი ამომიჩემებია, ამიტომ ყველა საგანზე ჩაქნეული მქონდა ხელი და
სკოლაში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გემიდან გადავარდნილი მეზ-
ღვაური, რომელმაც ცურვა არ იცის. ბიძაჩემს მშვენივრად ესმოდა, რომ
ვინმესთვის რაიმეს სწავლება, მეტი რომ არა ვთქვათ, უზრდელობაა,
მაგრამ დის შიშით ვერაფერს ამბობდა. ეს ყბადაღებული „დახმარება“
დედაჩემს, როგორც საერთოდ დედების წესია, გაუცნობიერებლად
ჰქონდა აკვიატებული, თორემ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ბიძა-
ჩემის დახმარებას რაიმე სასიკეთო ნაყოფი გამოეღოს. „ო“ შორისდებუ-

197
ლის ამბავიც, ეჭვი არაა, კატასტროფით დამთავრდებოდა, იმ დროს
რომ დედაჩემი არ შემოგვსწრებოდა... მახსოვს, თითო შორისდებულზე
ორ-ორი წინადადება მქონდა დასაწერი. იმ გარდაუვალმა ჟამმა რომ
დაჰკრა, როცა გადადება უკვე შეუძლებელი იყო, მაგიდას მივუჯექი და
რიტმული ხვნეშა დავიწყე. ბიძაჩემი იონა ტახტზე იწვა და გუნებაში სამ-
ყაროს იდეალურ მოდელს ­ქმნიდა. დედაჩემი სამზარეულოში ტრი-
ალებდა და, ჩვეულებისამებრ, რაღაც ფანტასტიკურ სადილს გვიმზა-
დებდა. ჩემი ბეჯითი და-ძმები დიდი ხანია მორჩნენ გაკვეთილების
სწავლას და, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე (ჩემი მისამართით),
„სადღაც დაჩერჩეტობდნენ“. ბევრი ვიხვნეშე თუ ცოტა, „ო“-ს რომ მივა-
დექი და ვიგრძენი, ფანტაზია უკანასკნელ ძახილის ნიშნამდე იყო ამო-
წურული, ბიძაჩემს შევეხმიანე:
– ბიძია იო!
– მმმ...
– „ო“-ზე მითხარი რა წინადადება!
– ორჯერ ორი ოთხია.
– არა, არა.
– აბა, შენი ვარაუდით, რამდენია?
– უბრალო „ო“-ზე არ მინდა, „ო“ შორისდებულზე მინდა.
– ოო! – მოწონებით თქვა ბიძაჩემმა – რამდენი წინადადება გინდა?
– ორი.
ბიძაჩემმა იონამ მძლავრად გაიზმორა, ხანგრძლივად და გადამდე-
ბად დაამთქნარა და თქვა:
– ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლოს მიწავ!
მე სამშობლოს მიწა ფხაჭაფხუჭით ჩავწერე და ვუთხარი:
– მეორე?
ბიძაჩემმა კიდევ უფრო ხანგრძლივად და კიდევ უფრო გადამდებად
დაამთქნარა და თქვა:
– ო, შე გათახსირებულო!

198
– ო, შე მართლა გათახსირებულო და ზნედაცემულო! – მოისმა პასუ-
ხად დედაჩემის ხმა და იმავ წამს გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლზე.
ბიძაჩემი იონა ელვის სისწრაფით წამოხტა, ფეხები ფოსტლებში
წაჰყო და პარტყაპურტყით გაიქცა. დედაჩემი არ დადევნებია, მხოლოდ
წყევლა დაადევნა:
– გაგიწყრეს, ძამიკო, მამაზეციერი, მიეწიე ბაბუაჩემ ინდიკოს და ჩა-
გაწვინე ადრე და მალე სანაკლიოს შავ მიწაში! რას ასწავლი მაგ უდღე-
ურს, რომ ასწავლი! მაგის ჭკუის პატრონს მეტი კი არ უნდა, მართლა მასე
დაწერს და ხომ გადაახია რვეული თავზე იმ ცოფიანმა პოლიევქტმა, ის
კი მოუკვდეს მის გლახა ცოლ-შვილს!
ერთი სიტყვით, იმ დღეს გადავრჩით მეც და ჩემი ცოფიანი პოლივექ-
ტიც. მე მეორე წინადადების დაწერას გადავრჩი, ის კი რვეულის დახე-
ვას, რაც მისი ასაკის კაცისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო, მით
უფრო, რომ სიჯიუტისა თუ მიუხვედრელობის გამო, რვეულს ყოველ-
თვის დახურავდა ხოლმე და ასე ერთიანად ხევდა, და თუმცა, პირს რომ
გადაუხსნიდა, მერე შედარებით იოლად მიუდიოდა საქმე, სანამ პირს
გადაუხსნიდა, დიდხანს ცოდვილობდა მარტვილის სახით.
მაგრამ თავზე გადახევის ცერემონიალი ბოლოს მაინც შედგა. შედგა
სხვა გარემოებათა გამო და შედგა ორი წლის შემდეგ, როცა მოხუცი პო-
ლიევქტი კიდევ უფრო მოტეხილი იყო და კიდევ მეტად უჭირდა რვეულ-
თან ჭიდილი...
პოლიევქტმა თხზულება მოგვცა დასაწერად: „ჩემი სანაკლიო“. რაკი
მშვენივრად ვიცოდი, რომ ასეთი თხზულების დამწერი არ ვიყავი, თავის
დაძვრენის მიზნით სახლში აღშფოთებული თავმოყვარეობის მტკი­ცე
კილოთი გამოვაცხადე, სანაკლიო არ მიყვარს და ამ თხზულებას არ დავ-
წერ-მეთქი. მეგონა, პრინციპს დამიფასებდნენ და მომეშვებოდნენ. მაგ-
რამ დედაჩემი მარტო თავის პრინციპებს ცნობდა და ბიძაჩემს უბრძანა,
შენი დღე და მოსწრება რომ უქმად დაყიალობ, შენზე კი ჩაიცვას შენმა
დამ შავები, მიეხმარე პატარა ამ დასამიწებელს და დააწერინე ის ოხერი
თხზულებაო. არ ვიცი, უბრალოდ გარემოებანი დაემთხვნენ ასე თუ ბი-

199
ძაჩემმა იონამ, „ო“ შორისდებულზე შიშნაჭამმა, განგებ შეარჩია ისეთი
დრო, როცა დედაჩემი შინ არ იყო, ერთ საღამოს დამსვა მაგიდასთან,
თვითონ ხელები ზურგსუკან დაიწყო, დინჯად მოჰყვა ბოლთის ცემას და
მთელი თხზულება, თავიდან ბოლომდე, თავისი წერტილ-მძიმეებით,
შეუფერხებლად მიკარნახა:
„ჩემი სანაკლიო“
(თხზულება)
ჩემი ტურფა და წალკოტოვანი ქალაქი უხსოვარი დროიდან ყოფილა
დასახლებული. თანამედროვე სანაკლიოს მიდამოებში მიკვლეული უძ-
ველესი ჩონჩხი, რომელსაც მკვეთრად ეტყობა როგორც ადამიანის, ასე-
ვე მაიმუნის დამახასიათებელი ნიშნები, ეჭვმიუტანლად ამტკიცებს,
რომ სანაკლიო განეკუთვნება მსოფლიოს იმ მნიშვნელოვანი რაიონე-
ბის რიცხვს, სადაც ერთ დროს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი მიმ-
დინარეობდა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ძიება დღესაც
წარმატებით გრძელდება და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სანაკლიოში
გაცილებით მეტ ადამიანისმაგვარ მაიმუნს წააწყდებიან, ვიდრე მსოფ-
ლიოს რომელიმე სხვა რეგიონში.
იმ შორეული ეპოქიდან მოყოლებული სანაკლიოს ტერიტორიაზე
სისხლსავსე და მჩქეფარე ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა. ბერძენი
ისტორიკოსების ცნობით, ანტიკურ ხანაში აქ მდგარა კარგად გამაგრე-
ბული და პრაქტიკულად მიუდგომელი ციხე, სადაც იმდროინდელი სა-
ნაკლიელები გაჭირვების ჟამს თავს აფარებდნენ. სამწუხაროდ, იმ ციხის
არავითარი კვალი არ შემორჩენილა. მართალია, სანაკლიოში დღესაც
დგას ციხე და დღესაც არა ერთი და ორი სანაკლიელი აფარებს იქ თავს,
მაგრამ ეს ციხე მატერიალური კულტურის შედარებით გვიანდელი ძეგ-
ლია.
ამჟამად უკვე დასაბუთებულად ითვლება, რომ სახელი „სანაკლიო“
წარმოდგება სიტყვისაგან „ნაკელი“ (ამ მოსაზრების სასარგებლოდ,
კერძოდ, მეტყველებს ის ფაქტი, რომ სანაკლიო დღესაც განთქმულია
სასუქეულით), თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი კვლავაც ფიქრობს,

200
თითქოს სანაკლიოს სახელი მომდინარეობდეს სიტყვა „ნაკლიდან“. ამ
ჰიპოთეზას უმთავრესად ემხრობა ბურჟუაზიული მეცნიერება, რომე-
ლიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მუდამ იმას ცდილობს, ნაკლი
გამოგვიჩხრიკოს, ჩვენს სახელოვან წარმატებებს კი განზრახ არიდებს
თვალს.
როგორც ითქვა, სანაკლიო განთქმულია სასუქეულით, რაც შემოსავ-
ლის ძირითად წყაროსა და მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში ექსპორ-
ტის მთავარ საგანს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად სა-
ნაკლიოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში ას ოცი ტონა სასუქი მო-
დის, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხუთი პრო-
ცენტით მეტია.
სანაკლიო დიდი და ბარაქიანი რაიონის ცენტრია. აქ უმთავრესად
სოფლის მეურნეობას მისდევენ. გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს
კარტოფილის კულტურას. კარტოფილი, რომლის წარმოებამ წარმატე-
ბით შეცვალა წინათ ამ მხარეში მეურნეობის ფართოდ გავრცელებული
ისეთი მძიმე და შრომატევადი სახეობები, როგორიცაა მევენახეობა, მე-
ხილეობა, მესაქონლეობა, მეთამბაქოობა და სხვა., გაცილებით უფრო
რენტაბელურია და შეიცავს თითქმის ყოველგვარ ვიტამინს. უკანას-
კნელ ხანებში კარტოფილმა სულიერი კულტურის სფეროშიც შეაღწია
და იქაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგ., თუ ადრე საესტრადო კონ-
ცერტებზე ლაყე კვერცხებითა და დამპალი პამიდვრით დაცხრილული
მომღერალი მაყურებლის ჯინაზე მაინც შეუპოვრად განაგრძობდა სიმ-
ღერას, კარტოფილის დიდი კუთრი წონის მეოხებით ამგვარი სურათი
ამჟამად უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა, რადგან ეფექტურად ნატ-
ყორცნი კარტოფილი სრულ გარანტიას იძლევა, რომ მომღერალი იმ სა-
ღამოს (ცალკეულ შემთხვევებში სამუდამოდაც) სცენაზე ვეღარ გამოვა.
გარდა ამისა, კონცერტის დასასრულს მადლიერ მაყურებელს შეუძლია
დახარჯული კარტოფილი ისევ აკრიფოს, რადგან ეს იშვიათი კულტურა
დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს და შესაძლებელია მისი მრა-
ვალჯერადი გამოყენება.

201
თანამედროვე სანაკლიო ეკონომიკურად მძლავრად განვითარებუ-
ლი, მაღალი კულტურისა და სანიმუშო დისციპლინის ქალაქია. დღეს აქ
ცხოვრება დუღს და გადმოდის. რაც გადმოდის, სპეციალური მილებით
ნაკლისწყალში ჩაედინება და იქიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა
ზღვის აუზის გავლით მსოფლიო ოკეანეს უერთდება. რაც რჩება, ის ჩვე-
ნია, სანაკლიელების.
ჩინებული გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი სიმდიდრის,
გაცხოველებული აღებ-მიცემობისა და კიდევ მრავალი სხვა სიკეთის
წყალობით (როგორიცაა მაგ., ხელმძღვანელი მუშაკები) სანაკლიელები
ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, დარდი არაფრისა აქვთ, დღე
მშვიდად და უშფოთველად თვლემენ და ღამეც ასევე მშვიდად და უშ-
ფოთველად სძინავთ.
სანკლიელები თავიანთ ქალაქს სიყვარულით ხშირად სამოთხეს
ადარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მართლაცდა, აქ ისინი თავიანთ გან-
სვენებულ თანამოძმეებზე ნაკლებად როდი გრძნობენ თავს!
სანაკლიელები წყნარი, მშვიდობიანი, თვინიერი ხალხია, იციან
მტრისა და მოყვრის პატივისცემა და განსაკუთრებული მიდრეკილება
აქვთ ზეიმისაკენ. ან კი რა სჯობს სანაკლიურ ზეიმს ნაყოფიერი შრომის
შემდეგ! სანაკლიელები ყველაფერს ზეიმობენ, ყველა დღესასწაულს
ხალისიანი ცეკვა-თამაშით ხვდებიან (დღესასწაულებს კი ძებნა არ
სჭირდება, რადგან აქ ყოველი ცისმარე დღე სასწაულია). ამ დროს რომ
ვერტმფრენიდან გადმოიხედო, სულში ნათელი ჩაგიდგებათ იმის და-
ნახვაზე, რომ მთელი ქალაქი ფეხის წვერებზე დგას.
დღეს სანაკლიოში ოთხმოცდათვრამეტ ათასამდე სანაკლიელი ბი-
ნადრობს. სულ მალე ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველაზე ამაღელ-
ვებელი წუთი: სანაკლიო ჩვეული ზარ-ზეიმით შეეგებება თავისი მეასია-
თასე მოქალაქის დაბადებას.
ასეთია ჩემი მშობლიური სანაკლიო და მე დიაღაც ვამაყობ, რომ სა-
ნაკლიელი ვარ“.

202
თხზულება შაბათ დილით მივიტანე სკოლაში, ხოლო ორშაბათ დი-
ლით პოლიევქტმა იგი თავზე გადამახია.
გადახევის წინ პატარა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
საკლასო ოთახში შემოსულმა ერთი კი მწყრალად გადმოგვიგდო,
დასხედითო (რაც წმინდა წყლის ფორმალობა იყო, რადგან ზეზე არავინ
იდგა), მერე რვეულები მაგიდაზე დააწყო, დაეჭვებით მოგვავლო თვა-
ლი, მზერა ჩემზე შეაჩერა, ცოტა ხანს მიცქირა და მითხრა:
– ადექი ზევით!
მე, ყოველი შემთხვევისათვის, ისეთ სახე მივიღე, ვითომ ბრძანება
სხვას ეხებოდა, და სავარაუდო ადრესატის მოსაძებნად ცნობისმოყვა-
რედ მიმოვიხედე, მაგრამ პოლიევქტმა რომ მკვახედ მითხრა, აცა-ბაცა
ნუ გაგირბის თვალები, ვითამ არ იცი, შენ რომ გეუბნებიანო, ზანტად წა-
მოვდექი.
მაშინ პოლიევქტმა ჩემი რვეული აიღო, ისე დაიჭირა ორივე ხელით,
როგორც მიცვალებულის სურათი უჭირავთ ხოლმე პროცესიაზე, და
მკითხა:
– შენ დაწერე, ბიჭო, ეს თხზულება?
– კი, მასწ. – მივუგე მე და შექების მოლოდინში მორიდებულად გავი-
ღიმე.
პოლიევქტმა არ დამიჯერა.
– შენი მოსაცვლელი კბილი, ბიძიკო, – შეცდომით თქვა მან, – პოლი-
ევქტ წოწორიას კაი ხანია მოტყუებული აქ. მარა, ვინცხამ ეს დაგაწერია,
მასხრად ასაგდები სახლში ეყოლება. სად გინახავს, ბიჭო, შენ კარტო-
ფილი სულიერ სფეროში, აა? ან არქეოლოგი სად გინახავს სანაკლიოში,
აა? – აქ ერთი მწარე სინანულით გადაიქნია თავი და მეოცნებე გამომეტ-
ყველებით დაუმატა, – რატო ი დრო არაა, ქე რო იყო! იცოცხლე-თქვა,
მითხარი, ამის დამწერს კი უკრავდენ თავს ვირის აბანოში, რავარც ბარე
ორიზა უქნიათ, მამაჩემ პოლიევქტსა აქ ცხონება!..
ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მო-
უჭირა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბა

203
და თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებური დუმილი
იდგა. ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი
იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული
ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შე-
ისვენა, ხელები მოადუნა, თან, ყოველი შემთხვევისათვის, მრისხანედ
და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს
შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდა-
ზე მეტი არასოდეს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით
ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, კიდევ
გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღ-
ტაცებული მაყურებეილ შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და
მითხრა:
– ხვალ თუ მშობელი არ მოგიყვანია, სკოლაში მოსული არ გნახო!
მე დედაჩემის მიყვანა ვამჯობინე. თან ბიძაჩემ იონას წინდახედუ-
ლად ვაცნობე თხზულების ბედი. ბიძაჩემმა ვითარება სწორად შეაფასა,
უთანასწორო ბრძოლას თავი აარიდა და სკოლიდან მობრუნებულ დე-
დაჩემს, პოლიევქტგამოვლილსა და გაალმასებულს, შინ არ დახვდა. შა-
ბათ საღამომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ბიძაჩემის არყოფნაში
წყევლის აქცენტმა მთლიანად ჩემზე გადმოინაცვლა, ვინაიდან მამაჩე-
მი და ჩემი და-ძმები საამისო საბაბს არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ბიძა-
ჩემის გაქრობით შეშფოთებულმა დედაჩემმა მამაჩემი აამოძრავა, ქა-
ლაქის ხელისუფლებს ენერგიულად შეუტია, სანაკლიოს მთელი მილი-
ცია თავის სახალხო რაზმებიანად ფეხზე დააყენა, წვრილ-წვრილ გუნ-
დებად დაჰყო და ხევ-ხუვები და სხვა საეჭვო ადგილები პირწმინდად მო-
აჩხრეკინა.
ბიძაჩემი შაბათ საღამოს დაბრუნდა. დაბრუნდა ცოცხალი და საღსა-
ლამათი. ისეთი იყო, ვარდივით ღუოდა და ენას პირში ვერ აბრუნებდა.
ბოლოს, როცა მეტყველების უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა, მორ-
ცხვად გამოგვიტყდა, რაც აქედან წავედი, არ გამოვფხიზლებულვარო.
მამაჩემი კუშტი სახით შევიდა თავის ოთახში და კარი ჯახუნით მიიკეტა,

204
დედაჩემმა კი იმ ღამეს ერთი თავისი საუკეთესო წყევლათაგანი წარ-
მოთქვა, ამაღლებული და შთაგონებული. მე და ბიძაჩემი პირდაღებუ-
ლი ვუსმენდით და ვცდილობდით არც ერთი სიტყვა არ გამოგვპაროდა.
მე ჩემს უსაქმურსა და უსაქციელო ბიძას ბრმად შევხაროდი და
დიდ­ხანს ვერ ვატყობდი, რა ხიბლი ჰქონდა ასეთი, რომ, როცა კი შეყვა-
რებული არ ვიყავი, სხვასთან ყოფნას ყოველთვის მასთან ყოფნა მერ-
ჩია. მერე და მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი. მივხვდი, რომ იგი რა-
ღაც ძალიან იოლად და არხეინად ცხოვრობდა, არაფერი აწუხებდა და
თავს არაფერზე იტკიებდა. ირგვლივ დიდი და პატარა ყველა საგონე-
ბელს მისცემოდა, ყველა რაღაცას ჩიოდა, ყველა რაღაცაზე წუწუნებდა,
ყველა რაღაცას წყვეტდა და არკვევდა. ბიძაჩემ იონას ყველაფერი გარ-
კვეული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ერთხელ, გრძნობათმოზღვავების
ჟამს, როდესაც სულში ბოჩოლა დაკუნტრუშობდა და ლაპარაკის საღერ-
ღელი უშნოდ მქონდა აშლილი, ეს ჩემი ბრძნული, მაგრამ დაუწმენდავი
შთაბეჭდილება მამაჩემს გავუზიარე. მამაჩემმა დამიდასტურა. ოღონდ
ამ დასტურს მცირე კომენტარიც მოაყოლა: სხვის ხარჯზე ყველა იოლად
და არხეინად ცხოვრობსო, მითხრა. მამაჩემმა ისეთი ლაპარაკი იცოდა,
რომ, სანამ გიყურებდა, მის ნათქვამში ეჭვს ვერ შეიტანდი. მეც დავიჯე-
რე და ჩემი სანიმუშო დაკვირვება, ცოტა არ იყოს, გამიუფასურდა. მხო-
ლოდ კარგა გვიან, მართლა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ხარჯში არ
იყო საქმე. ბიძაჩემ იონასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა,
სხვის ხარჯზე იცხოვრებდა თუ სხვას აცხოვრებდა თავის ხარჯზე, რად-
გან „ხარჯი“ ისეთივე ლიტონ სიტყვად მიაჩნდა, როგორც „მოვალეობა“,
„ოჯახი“, „ზნეობა“ და მრავალი სხვა, რომელთა გამო უბედურმა ჰომო-
საპიენსმა ასე აიწეწა და გაიმწარა ცხოვრება. რაკი ბედმა მამაჩემის სახ-
ლში მოიყვანა, მამაჩემის სახლში მოვიდა, ხვალ თუ სხვაგან წაიყვანდა,
სხვაგან წავიდოდა და მიზეზების ჩხრეკას არ მოჰყვებოდა. პრობლემები
არ აწუხებდა და ამით იყო ბედნიერი. პრობლემებს თავს არიდებდა-
მეთქი, ვერ ვიტყვი. პირიქით, უფრო მართებული ალბათ იმის თქმა იქ-
ნება, რომ პრობლემები თვითონ არიდებდნენ თავს. პრობლემებს, საკუ-

205
თარი წონისა და მნიშვნელობის ღრმა შეგნებით გატიკნილებს, შიში
ჰქონდათ, რომ, როგორც კი ბიჩაძემ იოანას ხელში მოხვდებოდნენ,
მყისვე სამარცხვინოდ დაიჩუტებოდნენ და წყალწყალა და სასაცილო
შეიქნებოდნენ. იმიტომ, რომ ბიძაჩემი იონა ზღაპრის ბიჭს ჰგავდა, რო-
მელსაც მთელი თავისი ავლადიდება პატარა ბოღჩაში გამოუკრავს,
მხარზე გადაუდვია და არხეინად და ალალბედზე, ღიღინ-ღიღინით
დასდგომია გზას.
მაგრამ ვინ არ იცის, რომ ზღაპრის ბიჭს, რაკი ერთი გზას დაადგება,
ადრე თუ გვიან, სურავანდივით შეეყრება თავისი საეჭვო ბედნიერება.
ბევრიც რომ ისხმარტალოს, ბოლოს მაინც მზეთუნახავი უნდა შეირთოს
და ტახტზე დაჯდეს. იმიტომ, რომ ბედისწერა განაგებს ყოველივეს, ბე-
დისწერას საბელით ვყავართ გამობმული და ყველას ყველაფერი შუბ-
ლზე გვაწერია. მადლი უფალს, კითხვა არ ვიცით და უცხო მოლოდინის
გრძნობა, ეს ერთადერთი პეწი და საყრდენი, მაინცა აქვს შემორჩენილი
ჩვენს ცხოვრებას, თორემ, დღესვე რომ გავიგოთ, ხვალ რას ჩავიდენთ,
მგონი მე და ბიძაჩემმაც კი ვეღარ შევინარჩუნოთ სიცოცხლის ხალისი.
დიახ, ბედისწერა ულმობლად მიგვერეკება მზეთუნახავებისაკენ.
როდესაც სანაკლიოს თავზე დატრიალებული ქარბორბალა ჩადგა,
რომლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად დედაჩემი მრავალი
წლის განმავლობაში ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა, ხოლო მამაჩე-
მი მრავალი წლის განმავლობაში დედაჩემის დასანახავად ისეთ სახეს
იღებდა, ვითომ დანა პირს არ უხსნიდა, მე და ბიძაჩემმა იონამ დინჯად
გავაანალიზეთ ყველაფერი და დავადგინეთ, რომ ბედისწერის მზაკვა-
რი ხელი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩენილა, კერძოდ, იმ ავადსახ-
სენებელი თხზულების ბოლოსწინა აბზაცში, სადაც ლაპარაკი იყო სა-
ნაკლიოს მეასიათასე მოქალაქის საზეიმო დაბადებაზე. მე ვამტკიცებ-
დი, რომ ბიძაჩემმა იონამ თავისი ბედისწერა თვითონვე გააღვიძა. ბიძა-
ჩემი იონა ჩემს მოსაზრებას არ იზიარებდა. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ
და არ იცი, რომ, რასაც არ სძინავს, იმას გაღვიძება არ ესაჭიროებაო, მე-
უბნებოდა, მე ჩემი ბედისწერა კი არ გავაღვიძე, უბრალოდ, პროვოკაციუ-

206
ლად გამოვიწვიე და ვაიძულე გამოჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უქ-
მად გავისარჯე, ვინაიდან, გამოჩენით კი თუმცა გამოვაჩინე, დანახვით
ვერ დავინახეო. შეიძლება მართლა ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ამგვა-
რი რამეები ჩემზე უკეთ ბიძაჩემმა იცოდა.
მე იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი, ხოლო ჩემი თხზულების მე-
სამე მოწმეს, საწყალ პოლიევქტს, მის წილად დასახევი ყველა რვეული
უკვე დახეული ჰქონდა და, ამქვეყნიური სამოთხიდან იმქვეყნიურ სა-
მოთხეში გადაბარგებული, უშფოთველად განისვენებდა სანაკლიოს
ტურფა სასაფლაოზე.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შემოდგომის ერთ წყნარ, ცოტა ნაღ-
ვლიან საღამოს ტელეფონმა დარეკა. მამაჩემმა, რომელსაც სანაკლიოს
ორივე გაზეთი ედო წინ და მეთაურ სტატიებს ყურადღებით ადარებდა
ერთმანეთს, ყურმილი აიღო და თქვა:
– გისმენთ!
ყურმილში ქალის ხმა გაისმა. ნელი, საამო და მოღუღუნე:
– იონა კამკამიძე მინდა, თუ შეიძლება.
მამაჩემს, ეტყობა, შეეშინდა, რომ ქალი შეიძლებოდა თავის ხმას
მავთულში შემოჰყოლოდა და ყურმილიდან გამომძვრალიყო. ამიტომ
ცივად მიუგო:
– არ არის, ბატონო, სახლში იონა კამკამიძე! – ამ სიტყვებით ყურმი-
ლი უკმაყოფილოდ დააგდო და ტუჩების მოძრაობაზე შეეტყო, რომ ერ-
თი იმ სიტყვათაგანი წარმოთქვა, რომელთა წარმოთქმას მე, მაგალი-
თად, სასტიკად მიკრძალავდნენ.
იმავ წუთს ტელეფონმა ხელახლა დარეკა. მამაჩემმა კვლავ აიღო
ყურმილი. ყურმილში კვლავ გაისმა იგივე მოღუღუნე ხმა. მამაჩემმა ის
იყო კვლავ დაიწყო, მე მგონია გარკვევით გითხარითო, რომ მოღუღუნე
ხმაში უეცრად რაღაც უცხო და მკვეთრი კილო შეიჭრა. – მოითმინეთ, ამ-
ხანაგო! – ისე თქვა ხმამ იმ უცხო და მკვეთრი კილოთი, რომ მამაჩემს
ცალი წარბი მაღლა გაექცა და ყურმილი დადების ნაცვლად კიდევ უფ-
რო მიიჭირა ყურზე. მაშინ ხმამ ისევ რბილად, საამოდ განაგრძო, – კაცია

207
გოგიას მდივანი გელაპარაკებათ. გადაეცით ბატონ იონა კამკამიძეს,
რომ ხვალ ორ საათზე ჩვენთან უნდა მობრძანდეს, ბატონ კაციას თათ-
ბირი აქვს და ბატონ იონას სთხოვს, უეჭველად დაესწროს.
ბატონი კაცია სთხოვს ბატონ იონას!
მამაჩემმა ყურმილი აკანკალებული ხელით დადო და პირჯვარი გა-
დაიწერა, რასაც თავისი თანამდებობრივი და საზოგადოებრივი მდგო-
მარეობის გამო თითქმის არასოდეს სჩადიოდა.
კაცია გოგია მთლად სანაკლიოს უფროსი იყო და, თუმცა მე დიდხანს
არ ვიცოდი, რომელი იყო სახელი და რომელი გვარი, ეს ჩემი უცოდი-
ნა­რობა სრულებით არ უშლიდა ხელს ქალაქის მართვაში.
ბიძაჩემი იონა ნაშუაღამევს მოვიდა. მეგობრებში პოკერი ეთამაშა
და სამოცდათექვსმეტი მანეთი წაეგო. მამაჩემმა რომ ახალი ამბავი აც-
ნობა, გაკვირვებით მაინცდამაინც არ გაკვირვებია, ესა თქვამხოლოდ,
ცოტა გვიან დაენიშნა ოჯახაშენებულს, მაგას მე ტოროლა ხომ არ ვგო-
ნივარო.
მეორე დღეს, ბიძაჩემი იონა რომ თათბირიდან დაბრუნდა, უფრო
დაწვრილებით შევიტყეთ ყოველივე. შეკითხვებს აძლევდა მამაჩემი,
მაგრამ ეს შეკითხვები ძალიან შორს წაგვიყვანს, ვინაიდან მამაჩემს ისე-
თი წვრილმანები აინტერესებდა, რომლებიც, ჩემი აზრით, არავითარი
ყურადღების ღირსი არ არის, მოკლედ კი საქმე ასე ყოფილა: თათბირი
ეხებოდა საზეიმო სამზადისს, ხოლო ზეიმი ეძღვნებოდა სანაკლიოს მე-
ასიათასე მოქალაქის მომავალ დაბადებას, რაც ყველა ნიშნის მიხედ-
ვით მალე უნდა მომხდარიყო, და საიუბილეო კომისიის მდივნად – ბო-
ლომდე დაუდგენელი დარჩა, რომელი გენიოსის წინადადებითა და ინი-
ციატივით – დაუნიშნავთ ბიძაჩემი იონა.
მამაჩემს თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერი.
დასაწყისში ყველას ერთსულოვნად მიგვაჩნდა, რომ ბიძაჩემი
იონას­თვის ასეთი საქმის მინდობა, მეტი რომ არა ვთქვათ, შეცდომა
იყო. თუ ვინმეს რაიმე კომისიასთან საქმე ჰქონია, ეცოდინება, რომ მდი-
ვანი ის კაცია, ვინც მთელი კომისიის მაგივრად უნდა იმუშაოს. ბიძაჩემ

208
იონას შეეძლო მთელი კომისიის მაგივრად ეძინა, მთელი კომისიის მა-
გივრად უსაქმოდ ეხეტიალა და მთელი კომისიის მაგივრად პოკერი ეთა-
მაშა. მუშაობას რაც შეეხება, მუშაობა საკუთარი თავის მაგივრადაც ძა-
ლიან უჭირდა. ამიტომ, ბუნებრივია, მოველოდით, რომ კომისია დღედ-
ღეზე მიხვდებოდა თავის შეცდომას და ძე შეცთომილი მალე მშობლი-
ურ კერას დაუბრუნდებოდა.
ყველა ჩვენგანის დიდად გასაოცრად (სწორედ აქ გამოჩნდა იმის გე-
ნიალური შორსმჭვრეტელობა, ვინც ბიძაჩემი იონა კომისიის მდივნად
დანიშნა) საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. ბიძაჩემ იონას მოულოდ-
ნელად პათოლოგიური აქტიურობის უმძიმესი ფორმა შეეყარა და მთე-
ლი თავისი ცოდვიანი არსებით ისე ჩაეფლო საიუბილეო საქმიანობაში,
რომ ამქვეყნად სხვა ყველაფერი დაავიწყდა. რამდენჯერმე (როცა კარგ
ფეხზე ავმდგარვარ და გაკვეთილების გასაცდენად დამაჯერებელი მი-
ზეზი მომიგონებია) ჩემი თვალით მინახავს, რომ თერთმეტის ნახევარ-
ზე უკვე ზეზე იყო და ქაფქაფა ჩაით ყელს ითუთქავდა, აქაო და სხდო­მა-
ზე მაგვიანდებაო. შინაურებმა გამოცდილებით ვიცოდით, რომ ეს ამბა-
ვი კარგს არაფერს მოასწავებდა. სიბეჯითის რეციდივები ბიძაჩემ იონას,
მართალია, არც თუ ხშირად, მაგრამ ადრეც ჰქონია და, როცა კი ჰქონია,
ყოველთვის რაღაც მოულოდნელი კატასტროფით დამთავრებულა.
ლიტონი განცხადება რომ არ გამომივიდეს, ერთ ტიპიურ მაგალითს გა-
ვიხსენებ. ერთხელ ათასი მანეთი დასჭირდა. რად უნდოდა, არ ვიცი. თუ
მის ნათქვამს დავუჯერებთ (რაც მთლად მართებული საქციელი არ იქ-
ნება), თვითონ კი არ სჭირდებოდა, არამედ მის ერთ უახლოეს მეგო-
ბარს, რომლისთვისაც ამ ათასი მანეთით ყოფნა-არყოფნის საკითხი
წყდებოდა. „ყოფნა-არყოფნის საკითხი“ ჩემი აზრით, უფრო მამაჩემის
გულის გასალღობად იყო ნათქვამი, მაგრამ მამაჩემის გული არ გალღვა.
მამაჩემის გული არ გალღვა, ფულის შოვნის სხვა წყარო კი ბიძაჩემ იო-
ნას არ ჰქონდა. მაშინ ფიქრი დაიწყო. ერთხელ, ნაშუადღევს, დამიძახა
და დახმარება მთხოვა: თავის ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა, თვი-
თონ ჩემს პირდაპირ დაჯდა მეორე სკამზე, მძიმე საფიქრალი მაქვს და

209
აზრის მოსაკრებად ცოტა ხანს რამე სიცარიელეს უნდა ვუყუროო, მით-
ხრა და დაჟინებით მომაჩერდა შუბლში. თითქმის ნახევარი საათი ვეხ-
მარებოდი. ბოლოს კმაყოფილი წამოდგა, აგაშენა ღმერთმა, შენ რომ არ
მყავდე, რა მეშველებოდაო, და სადღაც წავიდა. ერთი კვირის განმავ-
ლობაში ისე დარბოდა და ფუსფუსებდა, მთელი ოჯახი ამოვარდნილი
ვიყავით ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. კვირის თავზე ათასი მანეთი
მოიტანა და თავისი უახლოესი მეგობრის ყოფნა-არყოფნის საკითხი
დადებითად გადაჭრა. სწორედ ამ პერიოდში სანაკლიოს განაპირას,
ერთ პატარა დასახლებას, რომელსაც ძროხათუბანი ერქვა, გზა გაუყვა-
ნეს. ეს იყო სულ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ ისეთი გა-
უბედურებული, რომ მისი გამოისობით ძროხათუბანი კაი ხუთი წელიწა-
დი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო ქალაქს. მანქანა რა სათქმე-
ლია, ფეხითაც კი ისე ჭირდა სიარული, ერთ ნაპირს რომ მთელი მიად-
გებოდი, მეორე ნაპირზე შეიძლება ნაწილიღა გასულიყავი. კარგი ადგი-
ლი იყო. ბავშვები ხშირად დავდიოდით იქ და ნაირ-ნაირ შეჯიბრებებს
ვმართავდით. ერთხელ ბიძაჩემმა იონამ ამბავი მოიტანა, ვითომ ძრო-
ხათუბნელებს ნახჭევანიდან ვიღაც სახელგანთქმული ჯამბაზი ჩამოეყ-
ვანათ და თოკზე სიარულის სწავლა დაეწყოთ. მე ეს მაინცდამაინც არ
მჯეროდა. ჯერ ერთი, ვერ დავიჩემებ, რომ ბიძაჩემი ყოველთვის მარ-
თალს ამბობს, და მეორეც, თოკზე სიარულს რა ისეთი სიმარჯვე უნდა,
რომ ასეთი გზის გადალახვაში გამოდგომოდათ. ასე იყო თუ ისე, ბოლოს
და ბოლოს, ძროხათუბნელებს გზა გაუყვანეს. ისეთი გზა გამოვიდა, მახ-
სოვს, კლასის ხელმძღვანელმა საგანგებოდ წაგვიყვანა ექსკურსიაზე მის
სანახავად. თავიდან, რა თქმა უნდა, აზრად არავის მოსვლია, რომ ამ
გზის გაყვანას შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ბიძაჩემ იონას მო-
ულოდნელ გააქტიურებასთან. არადა, პირდაპირი კავშირი ჰქონია. რო-
გორც მოგვიანებით გამოირკვა, ძროხათუბნელებისთვის ეს გზა სწორედ
ბიძაჩემ იონას გაეყვანა და ჰონორარად ათასი მანეთი აეღო. იმ ხუთი
წლის განმავლობაში, რაც ქალაქის ცივილიზებულ ნაწილს მოწყდნენ,
ძროხათუბნელებმა ბევრი ირბინეს, ბევრი იჩივლეს, ბევრიწერეს, ბევრი

210
იკითხეს, ბევრი იყაყანეს და ბევრი იგინეს, მაგრამ არა გამოუვიდათ რა.
როცა ყველა გზა მოსინჯეს და საბოლოოდ მიეცნენ სასოწარკვეთას,
ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, ვისაც გზების გაყვანა ევალებოდა, თვი-
თონ სწვევია ძროხათუბანს და იქაურებისთვის სიტყვით მიუმართავს.
თქვე ოჯახქორებოო, უთქვამს, ჭამა გინდათ, სმა გინდათ, მზე გინდათ,
მთვარე გინდათ, გათბობა გინდათ, განათება გინდათ, გზა გინდათ, ხი-
დი გინდათ და ფულის გადახდა არ გინდათ, როგორაა თქვენი საქმეო,
და წინადადება მიუცია, შეკრიბეთ ოც-ოცი მანეთი, ოც-ოცი მანეთი არ
დაგაქცევთ, და სამ კვირაში გზას გამოგიყვანთო. ძროხათუბანში ხუთასი
ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ხუთასივე ხელმოჭერილი იყო და დიდხანს
თურმე კბილებით იცავდნენ თავიანთი შრომითა და ოფლით მონაგარ
ოც-ოც მანეთს. საბოლოოდ ათ-ათ მანეთზე მორიგებულან. სასწრაფოდ
შეუქმნიათ კომისია სამი მოწინავე ძროხათუბნელის შემადგენლობით
და სწორედ იმ დროს, როცა სიებით უნდა დაეწყოთ კარდაკარ სიარული,
ასპარეზზე მოულოდნელად ბიძაჩემი იონა გამოვიდა. ბიძაჩემ იონას
კომისიის წევრები ერთად შეუყრია და ახლა მას მიუმართავს სიტყვით.
ვერ ხედავთ, თქვე დოყლაპიებო, რომ გატყუებენო, უთქვამს, ათ-ათი მა-
ნეთი რა ამბავია, ათ მანეთად სანაკლიოს ბაზარზე ლამის ათი კილო
კარტოფილის ყიდვა შეიძლება, ან სამი კვირა რად უნდათ, დალოცვი-
ლებს სტამბოლამდე ხომ არ გაჰყავთ გზა, სულ ხუთასი მეტრია დასაგე-
ბიო, და, კარგად რომ აუღელვებია კომისიის სამივე წევრი, თავის მხრივ
გაცილებით სარფიანი წინადადება მიუცია: ორ-ორი მანეთი შემიკრი-
ბეთ და ერთ კვირაში გზას ჩაგაბარებთო. ძროხათუბნელებს ათ-ათი მა-
ნეთი უკვე გამოგლოვილი ჰქონდათ, ამიტომ ამ ახალ ამბავს ისეთი სი-
ხარულით შეხვდნენ, თითქოს ორ-ორ მანეთს კი არ კარგავდნენ, არამედ
რვა-რვა მანეთს საჩუქრად იღებდნენ. ამგვარად საქმის ერთი მხარე ბი-
ძაჩემმა იონამ წარმატებით მოაგვარა, ახლა გზის გაყვანაღა იყო საჭი-
რო. როგორც შემდეგ გამოირკვა, იმ დღეებში ბიძაჩემი იონა ისეთ საეჭ-
ვო ადგილებში ენახათ, როგორიცაა სტამბა, სამხატვრო სასწავლებელი,
ფოტოლაბორატორია, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა და რა ვი-

211
ცი... ვიღაცამ ნაგვიანევად ისიც გაიხსენა, ბაზრის კუთხეში გასაბერი ბუშ-
ტები იყიდაო, რაც სრული ჭეშმარიტება იყო. ოპერაცია რომ უეცარი კა-
ტასტროფით დამთავრდა, ბიძაჩემმა იონამ თვითონვე მიამბო ყველა-
ფერი შეუფერებლად ოპტიმისტური კილოთი. მას შემდეგ, რაც მოსამზა-
დებელი სამუშაოები წარმატებით დაუმთავრებია, ერთ დღეს სანიმუ-
შოდ გამოწყობილა და იქ მისულა, საცა ჯერ არს. პირადი მდივანი რომ
შესასვლელს ისე გადაფარებია, როგორც ლოდს მიაფარებენ გამოქვა-
ბულს, სადაც საუნჯე აქვთ გადამალული, ბიძაჩემ იონას თავის მრავალ-
რიცხოვან მოწმობათაგან (გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვეზე მეტს
ვერც ერთ სამსახურში ვერ ძლებდა) ერთ-ერთი, რომელსაც, მისი აზით,
ყველაზე საიმედო შესახედაობა ჰქონდა, ოდნავ ამოუწევია ჯიბიდან,
მკაცრად მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით დაუნახვებია
მდივნისთვის, ცივი და ცოტა იდუმალი ხმით უთქვამს, არავინ შემოუშ-
ვაო, და, როცა ყოველივე ამით შემკრთალი და დაბნეული ლოდი გამოქ-
ვაბულის პირს ჩამოსცლია, წარმატებით შეუღწევია დანიშნულების ად-
გილას. დამხდურს ხმაურზე თავი აუღია და, ბიძაჩემი იონა რომ დაუნა-
ხავს, მკვახე გაკვირვებით უკითხავს, თქვენ ვინ ბრძანდებით და აქ რა
გინდათო. ბიძაჩემ იონას თითი ტუჩზე მიუდვია, ჩჩშუო, უთქვამს, მერე
ხმადაბლა დაუმატებია, ეს ჩემი დარბაზობა რომ გახმაურდეს, მეც და-
ვიღუპები და თქვენცო. რაშია საქმე, ამხანაგოო, მაინც ვერ მოუშორებია
მკვახე კილო დამხვდურს. თქვენ, რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, ბი-
ძაჩემს მიუგია, მე კი რა დამავიწყებს იმ მამაშვილურ ამაგს, რაც ჩემზე
მიგიძღვითო, არ მეგონა, თუ როდისმე გადახდას შევძლებდი, მაგრამ,
ეტყობა, სამყაროს გამრიგე ზოგჯერ ჩემისთანა პატარა კაცსაც აძლევს
შანსს და მე დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს სა-
მაგიერო სამსახური გაგიწიოთო. ამაზე დამხვდურს ყოყმანით უთქვამს,
კი მახსოვს ბუნდოვნად თქვენი სახე, მაგრამ ვეღარ ვიგონებო. მაშინ ბი-
ძაჩემ იონას ჯიბიდან რამდენიმე ბუშტი ამოუღია, მაგიდაზე დაუყრია,
საჩვენებელი თითი მიუშვერია და აიო, უთქვამს. ეს რა არისო გაკვირვე-
ბია იმას. ეს თქვენ ბრძანდებითო, უპასუხნია ბიძაჩემ იონას. რას ლაპა-

212
რაკობ, კაცო, შენ, ეს ბუშტებიაო, ცოტა გამწყრალა ის. ერთი შეხედვით
მართლა ბუშტებს ჩამოგავსო, კვერი დაუკრავს ბიძაჩემ იონას, და თქვენ
თუ ბრძანდებით, ძნელი შესამჩნევია, სანამ არ გაიბერებაო. ამ სიტყვე-
ბით ერთი ბუშტი აუღია, ჰაერი რომ იოლად შესულიყო, ხელით გაუწე-
ლია და გაბერვა დაუწყია. რომ გაუბერია და იმას ბუშტზე თავისი პორ-
ტრეტი დაუნახავს, ჯერ რაღაც ხმა ამოუშვია, რომლის შინაარსი ბიძა-
ჩემს ვერ გაუგია, მერე სლოკინი ასტყდომია. ბიძაჩემს რომ ბუშტი შეუტ-
რიალებია და მეორე პორტრეტი უჩვენებია, მერე კიდევ რომ შეუტრია-
ლებია და მესამე პორტრეტი უჩვენებია, იმას სლოკინი კიდევ უფრო გას-
ძლიერებია. ბოლოს, სლოკინსა და სლოკინს შორის უთქვამს, ეს რას
ნიშნავს, ამხანაგო, ამიხსენიო. ბიძაჩემ იონას ბუშტის მოგრეხილი ბო-
ლოსთვის ხელი გაუშვია. ჰაერი რომ შხუილით გამოსულა, დაჩუტული
ბუშტი ისევ მაგიდაზედაუგდია და უთქვამს, ეს ხალხის რისხვააო. იმას
არ დაუჯერებია: რას ქვია ხალხის რისხვა, ნიკოლოზის დრო ხომ არ არი-
სო. ეს კი უთქვამს, მაგრამ თან მეორე ბუშტი აუღია და შეეჭვებულს თვი-
თონ დაუწყია გაბერვა. მაშინ ბიძაჩემ იონას მესამე ბუშტის გაბერვა და-
უწყია. ისხდნენ თურმე ორივენი და ბუშტებს ბერავდნენ, რაც, ბიძაჩემი
იონას ვარაუდით, გარეშე თვალისთვის ალბათ ცოტა უცნაური სანახაო-
ბა უნდა ყოფილიყო. ახლადგაბერილ ბუშტებზეც რომ თავისი სამ-სამი
პორტრეტი უნახავს, იმას ხასიათი საბო­ლოოდ გაჰფუჭებია და გულმო-
სულს უკითხავს, ვინ ქნა ესო. მაშინ ბიძაჩემს ყველაფერი წვრილად უამ-
ბნია: თავგასულ ძროხათუბნელებს რაღაც ნახევარკილომეტრიანი გზის
გულისთვის ამბოხების მოწყობა განუზრახავთო. ამბოხების მოწყობა,
მოგეხსენებათ, იმითაა ძნელი, რომ ხალხს პირის შეკვრა უჭირს, ამ ფუ-
ნაქექია ძროხათუბნელებს კი როგორღაც მოუხერხებიათ, ხუთასი ოჯახი
მუშტივით შეკრულა და უთქვამს, რაღაი ხელისუფლებას ამ ერთი მტკა-
ველი გზის გაკეთება არ შეუძლია, აწი ჩვენ ვიცითო. დღეს პარასკევია.
იქითა კვირას, ზეგის­სწორს, დილაადრიან, სანაკლიოს ლაჟვარდოვან
ცაზე ორი ათასი ასეთი ბუშტის გაშვებას აპირებენ, რაღა თქმა უნდა, შე-
საფერისი წარწერებითო. ამ სიტყვებით ახლა ფოტოსურათები ამოუ-

213
ლაგებია ჯიბიდან. ფოტოსურათებზე გამოსახული ყოფილა იგივე სამ-
პორტრეტოვანი ბუშტები, რომლებსაც ქვემოთ, როგორც გაფიცულ უმუ-
შევრებს, მუყაოები ეკიდათ და ზედ ნაირ-ნაირი (მათ შორის გვარიანად
უხამსი) ლოზუნგები ეწერა. ფოტოებზე გამოსახული ბუშტების ნაწილი
ხის სარებზე ყოფილა დამაგრებული და, რაკი მასპინძელს მათი დანიშ-
ნულება ვერ გამოუცვნია, ბიძაჩემ იონას აუხსნია, ხუთასი ცალი ბუშტი
გასაკეთებელი გზის გასწვრივ იქნება ორივე მხარეს ჩამწკრივებულიო.
მასალების დათვალიერებას რომ მორჩა, მასპინძელი თურმე ერთხანს
ჩუმად იჯდა და თავისთვის ფიქრობდა, ბოლოს უთქვამს, ყველას დავი-
ჭერ და ციხეში ამოვალპობო. ღირსნი არიანო, თანხმობა მიუცია ბიძა-
ჩემს, მაგრამ რა საბაბით დაიჭერთ, პოლიტიკური ამბოხი ეს არ არის,
სოციალური და ეროვნულიო. ორი ათასი ბუშტი რომ ასეთი ლოზუნგე-
ბით აიჭრება მზიური სანაკლიოს თავზე, თქვენ, ცხადია, მოგხსნიანო,
დაუმატებია მერე. ეგ კი არაფერი, თქვენი თანამდებობის კაცს თავგან-
წირვა ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალაქს რა ვუყოთ, ქალაქის
პრესტიჟი რომ შეილახება, ამას რა ეშველებაო. აბა, აბაო, სინანულით
უთქვამს იმას და საბოლოოდ მოღრეცია სახე. მანამ იმეორა თურმე, რა
ვქნა და რა ვქნაო, სანამ ისევ ბიძაჩემი იონა არ დაეხმარა. ერთადერთი
გამოსავალი დაგრჩენიათო, უთქვამს, უნდა დაასწროთ და შაბათ საღა-
მოს გამზადებული გზა ჩააბაროთო. იმას ერთხანს კიდევ უყოყმანია,
მაგრამ რას იზამდა, თვითონვე ხედავდა, რომ სხვა საშველი არ ჰქონდა.
წამოსვლის წინ ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ გაუფრთხილებია, თქვე-
ნი ჭირიმე, არ გამამხილოთ, თორემ, ძროხათუბნელებმა რომ გაიგონ, მე
მოგიტანეთ ამბავი, ჩაქოლვა არ ამცდებაო. მისაღებში რომ გამოსულა,
პირადი მდივნისთვის, რომელიც მისი სიტყვით უაღრესად ფუმფულა
ყოფილა, გამოთხოვების ნიშნად (თუ არ ტყუოდა) ლოყაზე ხელი მო-
უთათუნებია. მე მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ყველაზე მკაფიოდ სწო-
რედ ეს ეპიზოდი წარმოვიდგინე და ყველაზე დიდხანს სწორედ ეს ეპი-
ზოდი დამახსომდა. მეორე დღეს სანაკლიოს ორივე გაზეთში ორი ერ-
თნაირი შინაარსის სუსხიანი სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მკაცრად

214
აკრიტიკებდნენ ზოგიერთ (სახელდებით არ იყვნენ მოხსენიებული)
თბილ თანამდებობაზე მოკალათებულ ბიუროკრატს, რომლებიც მშრო-
მელთა გასაჭირს ყურს არ ათხოვებდნენ, რის გამოც ქალაქის ერთი ულა-
მაზესი უბანი უგზოობის გამო არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა.
შემდეგ პატარა ოდა იყო მიძღვნილი ქალაქის ხელმძღვანელობისადმი,
რომელმაც დროულად ალაგმა ბიუროკრატების პარპაში და მშრომელ-
თა სამართლიანი მოთხოვნის ოპერატიულად დაკმაყოფილებას შეუდ-
გა. მართლაც, იმავე დღეს გზის გაყვანა დაიწყო. მომდევნო შაბათს მუ-
შაობა დამთავრდა და ძროხათუბანში საზეიმო სხდომა და დიდი კონ-
ცერტი გაიმართა. კვირას სანაკლიოს ორივე გაზეთმა გამოაქვეყნა სტა-
ტიები სათაურით: „კიდევ ერთი კარგი საჩუქარი“. ორშაბათ საღამოს
სტუმრები გვეწვივნენ. სამი უცხო კაცი მოვიდა და მამაჩემისა და დედა-
ჩემის თანდასწრებით ბიძაჩემ იონას გამოუცხადეს, მოტყუებით რომ
ორი ათასი მანეთი გამოგვძალე, ის ორი ათასი მანეთი დაგვიბრუნე, თო-
რემ სასამართლოში გიჩივლებთ და უყარე მერე კაკალიო. მოულოდნე-
ლობის პირველმა დაბნეულობამ რომ გაუარა, ბიძაჩემი იონა აღტაცება-
ში მოვი-და ძროხათუბნელების მოხერხებულობით. როგორც მერე გა-
მომიტყდა, განსაკუთრებით მოსწონებია თანხის გაორკეცება. თუმცა
ვაჭრობა მაინც დაუწყო და იმდენი ევაჭრა, რომ, ბოლოს და ბოლოს,
ათას ხუთას მანეთზე ჩამოიყვანა. ვინც იცის ბიძაჩემისა და მამაჩემის
დამოკიდებუ­ლება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „პრესტიჟი“,
„თავმოყვარეობა“, „სკანდალი“ და სხვა მისთანანი, ადვილად მიხვდე-
ბა, რომ ამ საქმეში საბოლოოდ ყველაზე დაზარალებული მამაჩემი გა-
მოვიდა. მამაჩემმა ძროხათუბნელებს ათას ხუთას მანეთი გადაუხადა.
მართალია, ამ ათას ხუთას მანეთს ბიძაჩემი იონა, როგორც სახელმწი-
ფო ბანკის სესხს, წლების განმავლობაში ფარავდა ნაწილ-ნაწილ, მაგ-
რამ მორალურ ზარალს ვინ დაუფარავდა საბრალო მამაჩემს! ის ამბავი,
რომ იმ ხუთასმეტრიან მონაკვეთს იმთავითვე „იონას გზა“ შეერქვა
(ძროხათუბნელების საზეიმო ხუმრობა) მამაჩემისთვის, ცხადია, დიდი
ვერაფერი ნუგეში იქნებოდა.

215
როცა ოჯახში ასეთი დინამიტი გიდევთ, იდილიაზე ლაპარაკი ზედ-
მეტია, ხოლო თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს დინამიტი, იმის ნაცვლად, რომ
თავისთვის იდოს კუთხეში და იჟანგებოდეს, საეჭვოდ ათუხთუხდა და
საბედისწერო აქტიურობით შრომით ფერხულში ჩაება, ასი თვალი და
ასი ყური უნდა გამოისხათ, რომ აფეთქება არ გამოგეპაროთ და დროზე
მოასწროთ ოჯახის გახიზვნა.
იმ დღეებში მამაჩემი სახიფათო დავალებაზე გაგზავნილ მზვერავს
ჰგავდა, დედაჩემი შეფიქრიანებული სახით იწყევლებოდა, ხოლო ბიძა-
ჩემი იონას პოპულარობა სანაკლიოში საათობით იზრდებოდა.
სანაკლიელებმა ხელად იყნოსეს, რომ ხელისუფლება მათ გრან-
დიოზული ზეიმისთვის ამზადებდა, და დიდადაც გაიხარეს, ვინაიდან,
როგორც ითქვა, ზეიმი ძალიან უყვარდათ. მალე ისიც ცნობილი შეიქნა,
რომ მომავალი დღესასწაულის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი
გული და მისი მესაჭე იონა კამკამიძე იყო.
საიუბილეო სამზადისის სადავეები ბიძაჩემმა იონამ პირველსავე
სხდო­მაზე იგდო ხელთ. ეს არ იყო ძნელი საქმე და ბიძაჩემის მხრივ არც
რაიმე განსაკუთრებულ სიმარჯვესა და მოხერხებას მოითხოვდა. პი-
რი­ქით: კომისიის დანარჩენი წევრები იმ ჯიშისა და ხარისხის ადამია-
ნები იყვნენ, რომელთა შესახებ ლოგიკური ლეგენდები (უმთავრესად
ავტოლეგენდები) დადის ხოლმე – დღეღამეში ოცდახუთ საათს მუშაო-
ბენო. ამ ჯურის ხალხს დიდ და სერიოზულ კომისიებში ყოფნა კი ესახე-
ლებათ, კი შვენით, და რომ არ შეიყვანონ, კი ეწყინებათ და კი შეშფოთ-
დებიან, მაგრამ მუშაობისთვის ვერ იცლიან. ბიძაჩემი იონა სწორედ ამი-
ტომ დანიშნეს მდივნად. პირველი სხდომის დღის წესრიგიც ძირითა-
დად იმას უნდა მიძღვნოდა, რომ კომისიის დანარჩენ წევრებს ყოველ-
გვარი შავი სამუშაო ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ, შეუმჩნევლად მოეხსნათ
და ბიძაჩემისთვის აეკიდებინათ. ბიძაჩემმა იონამ ისინი ამ საქმისგანაც
გაათავისუფლა, თავადვე დაიდგა ქედზე უღელი, სხდომაზე გრძელი, პა-
თეტიკური და პატრიოტულ-აღტკინებული სიტყვა წარმოთქვა და კომი-
სიის წევრთა წამაქეზებელი შეძახილების ქვეშ ყველა საქმე თვითონ

216
ითავა. ერთადერთი, რასაც ამ ხანგრძლივი სამზადისის პერიოდში კო-
მისიისგან მოითხოვდა, ის იყო, რომ ჟამიდან ჟამზე სხდომაზე მოსუ-
ლიყვნენ და მდივნის ანგარიში მოესმინათ.
რაც დრო გადიოდა, ბიძაჩემი იონა უფრო და უფრო ღრმად ეფლო-
ბოდა შრომითი საქმიანობის ბლანტ ჭაობში. ამ ტრაგიკულსა და გაუგე-
ბარ მეტამორფოზას მთელი ოჯახი შიშით ადევნებდა თვალყურს და
სახლში მუდამ დენთის სუნივით იდგა ავის მომასწავებელი მოლოდინი.
ყველაზე მძიმე ალბათ ჩემი მდგომარეობა იყო. ჩემი გაუხარელი ბავ-
შვობა, რომელიც იმ პერიოდში ძირითადად სასკოლო და სამიჯნურო
ტრაგედიებისაგან შედგებოდა, ბიძაჩემი იონას ცხოვრების წესში თავი-
სი ცხოვრების წესის გამართლებას ხედავდა, ბიძაჩემი იონა ეგულებო-
და ერთადერთ საყრდენად, ერთადერთ იმედად, ერთადერთ ნათელ
წერტილად სანაკლიოს კუნაპეტ ღამეში. და მე მწარე ტკივილით ვხედავ-
დი, როგორ ქრებოდა ეს პატარა სინათლე, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ
საყრდენი, როგორ თვალსა და ხელს შუა ვკარგავდი იმედს. ბოლოს კი,
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბიძაჩემმა იონამ დედაჩემის ორ ვრცელ
წყევლას შორის წარმოქმნილი მცირე პაუზით ისარგებლა და გამოგვიც-
ხადა, ალბათ ღამის გასათევადაც ვეღარ ვივლი შინ და ნუ დამელოდე-
ბით, საწოლი შტაბში დავადგმევინე და, წინ და უკან სიარულში რომ
ძვირფასი დრო არ დავკარგო, იქ დავიძინებ ხოლმეო, ცა საბოლოოდ
დაიფარა ტყვიისფერი ღრუბლებით და მე ინტენსიურად დავიწყე ცხოვ-
რების ამაოებაზე ფიქრი. საბედნიეროდ ბიძაჩემს, როგორც სჩვეოდა
ხოლმე, სიტყვა არ შეუსრულებია. თუმცა კი ზოგჯერ მართლა გადაიკარ-
გებოდა რამდენი­მე დღით, უფრო ხშირად მაინც შინ ეძინა. ეს ნუგეში კი
იყო, მაგრამ ძალიან მცირე ნუგეში იყო, რადგან ჩემთვის სრულებით
აღარ ეცალა, მისი ფიქრები და, საერთოდ, მთელი მისი არსება საზეიმო
სამზადისს დასტრიალებდა.
ეს კია, რომ, როცა შინ მოვიდოდა, ყოველთვის დაწვრილებით გვი-
ამბობდა ხოლმე თავისი ავბედითი საქმიანობის ამბავს და ამგვარად,
ჩვენდაუნებურად, ყველანი დიდი სამზადისის მონაწილეებად

217
ვგრძნობდით თავს. თუმცა განა მარტო ჩვენ! იმ ხანებში პრესისა და რა-
დიოს მეშვეობით მთელს სანაკლიოში გაისმოდა ბიძაჩემი იონას მქუხა-
რე ხმა. ინტერვიუს ინტერვიუზე იძლეოდა, ყველა იდეა, ყველა პრობ-
ლემა, ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე გამოჰქონ-
და, ქალაქი მუდამ საქმის კურსში ჰყავდა და აჟიოტაჟიც იზრდებოდა და
იზრდებოდა.
კომისიის წევრებს კვირაში ერთხელ რეგულარულად უყრიდა თავს.
თვეში ერთხელ სხდომებს თვითონ კაცია გოგიაც ესწრებოდა, რომელიც
ოფიციალურად კომისიის თავმჯდომარე და საიუბილეო მზადების მთა-
ვარი ხელმძღვანელი იყო. კომისია თითქმის ყოველ კვირას ახალ-ახალ
იდეებს ისმენდა, რომლებსაც ბიძაჩემი იონას ფრთაგაშლილი ფანტა-
ზია პანტა-პუნტით ისროდა, და ერთხმად იწონებდა. ერთ-ერთ პირველ-
სავე სხდომაზე ბიძაჩემმა იონამ წინადადება შეიტანა, საიუბილეო მე-
დალი დაემზადებინათ და ახალშობილი მეასიათასისათვის სამშობია-
რო სახლშივე მიერთმიათ. კომისიამ წინადადებას მხარი დაუჭირა და
ესკიზის შესაქმნელად გამოცხადდა კონკურსი „სანაკლიო – 100000“.
კონკურსი დახურული იყო. დახურული იყო ხუთი მხრიდან, მეექვსე მხა-
რეს კი კომისიისთვის, რომელიც ამავე დროს ჟიურიც იყო, დატანებული
ჰქონდა მცირე ჭუჭრუტანა. ამ ჭუჭრუტანამ კომისია-ჟიურის პასიურობაში
ცოტაოდენი სიცოცხლე შეიტანა. კერძოდ, უახლოეს სხდომაზე, როდე-
საც წინასწარი თათბირი გაიმართა მომავალი გამარჯვებულის გამოსავ-
ლენად, თათბირში კომისია-ჟიურის თითქმის ყველა წევრმა მიიღო მო-
ნაწილეობა. უმრავლესობას თავისი საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა,
მაგრამ საბოლოოდ, რა ყველაფერი კარგად მისხალ-მისხალ აწონეს, გა-
მარჯვებულად სცნეს ქალაქის მთავარი მხატვარი ლეონარდო დიდიმა-
მიშვილი. სანამ კომისია ბჭობდა, ბიძაჩემი იონა ჩუმად იყო, მერე კი, კო-
მისიის აზრი რომ გამოიკვეთა, წამოდგა, გადაჭრით გაილაშქრა დიდი-
მამიშვილის წინააღმდეგ, თავის მხრივ წამოაყენა ვინმე კარლო წუწუნა-
ვას კანდიდატურა და, როცა თათბირის მონაწილენი ერთსულოვნად აღ-
შფოთდნენ, რადგან ეს სახელი და გვარი არც ერთ მათგანს არ გაეგონა,

218
თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ, ჯერ ერთი, ხსენებული წუწუ-
ნავა სანაკლიური გენიის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც სულ მალე
ყველაზე მაღალ და მიუვალ მწვერვალებს დაიპყრობს, და მეორეც,
წვრილშვილის პატრონია, ვიწროდ ცხოვრობს, გამოფენებზე არ იწვევენ
და ოჯახის რჩენა უჭირსო. რაკი კომისია-ჟიურიმ ეს მოტივები საკმარი-
სად არ ცნო და ბრძოლა განაგრძო, ბიძაჩემმა იონამ მისი სიჯიუტის გა-
სატეხად გადამჭრელი საბუთი მოიშველია: რაკი ასე გსურთ, მე ჩემდა-
თავად ყველა მოვალეობა მომიხსნია და სხვა მდივანი ეძიეთო. ასეთი
დილემის წინაშე რომ დადგნენ, კომისია-ჟიურის წევრებმა ისევ დიდიმა-
მიშვილის გაწირვა ამჯობინეს (მოგვიანებით, როცა ორი მნიშვნელოვა-
ნი გარემოება გამოირკვა – წუწუნავამ მართლა საუკეთესო ესკიზი მო-
იტანა, ხოლო დიდიმამიშვილს საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონა-
წილეობა – კაცია გოგიასა და მთელი კომისიის თვალში ბიძაჩემი იონას
აქციები კიდევ უფრო ამაღლდა).
ამის შემდეგ მომავალი იუბილარის ეკონომიურ უზრუნველყოფას
შეუდგა და ამ საკითხის გამო ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის წინაშე
ვრცე­ლი მოხსენებით წარდგა. შეცდომა რომ არა მოგვივიდეს რა, ამთა-
ვითვე უნდა ყველაფერი გავითვალისწინოთო, აღნიშნა მან, მართალია,
სანაკლიელ მშრომელთა ცხოვრების დონე უკვე ისე ამაღლდა, ფეხის
წვერებზე თუ არ შედექი, გადახედვაც კი ჭირს, მაგრამ, რაკი ცალკეული
გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობს, გამორიცხული არ არის, ჩვენი იუ-
ბილარი სწორედ ასეთ გამონაკლის ოჯახში დაიბადოს; სახლი არ ჰქონ-
დეს, კარი არ ჰქონდეს, საჭმელი არ ჰქონდეს, სასმელი არ ჰქონდეს, ჩა-
საცმელი არ ჰქონდეს და დასახური არ ჰქონდეს. მერე რომ არ დაგვჭირ-
დეს სახსრების ძებნა, როცა – ყველამ კარგად იცით ჩვენი ფინანსისტე-
ბის წუწურაქობის ამბავი – შეიძლება გვიანღა იყოს, სჯობს ამთავითვე
შევქმნათ საგანგებო ფონდი. თუ არ დაგვჭირდა, ხომ კარგი, და თუ დაგ-
ვჭირდა, საძებნელი არ გაგვიხდება. მოგეხსენებათ, მეასიათასე ისეთი
ღირსშესანიშნაობა იქნება, რომლის ნახვას ქალაქის ვერც ერთი სტუმა-
რი გვერდს ვერ აუვლის, ასეთი მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა კი სა-

219
ნიმუშო და საჩვენებელი უნდა იყოს, ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. კომი-
სიამ წინადადება ერთსულოვნად მოიწონა და საიუბილეო ფონდი შეიქ-
მნა.
ტექნიკური საკითხები რომ მოაგვარა, ბიძაჩემმა იონამ თავად ზე-
იმის მზადებას მიჰყო ხელი. ჯერ ზოგადი გეგმა შეიმუშავა და კომისიას
დაამტკიცებინა. გეგმა მრავალ საინტერესო ღონისძიებას ითვალის­წი-
ნებდა, როგორიცაა, მაგალითად, თეორიული კონფერენცია თემაზე
„დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური
ასპექტი“, გაზეთ „სანაკლიოს დილას“ ორფურცლიანი ლიტერატურულ-
საიუბილეო დამატება სათაურით „აუ, რამდენი გავმხდარვართ უკვე!“,
სახელდახელო მიტინგები წარმოება-დაწესებულებებში და მრავალშვი-
ლიან ოჯახებში, საზეიმო კონცერტები საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქალთა
კონცერტი ოფიცერთა კლუბში, სატრანსპორტო საშუალებათა საზეიმო
საყვირები ქალაქის ქუჩებში და სხვა. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო
მეასიათასის დაბადების დღეს. მთავარი საიუბილეო სხდო­მა და მშრო-
მელთა დემონსტრაცია გაიმართებოდა სამი-ოთხი კვირის შემდეგ (რა-
თა იუბილარ დედა-შვილსაც შეძლებოდა მასში მონაწილეობის მიღე-
ბა).
დემონსტრაციისა და საზეიმო კონცერტის დასადგმელად ბიძაჩემ
იონას თავიდან პროფესიონალი რეჟისორის მოწვევა ჰქონდა განზრახუ-
ლი, მაგრამ მერე, როდესაც ყველაფერი გულმოდგინედ აწონ-დაწონა,
პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან იმ დროს რეჟისორე-
ბის მთავარი რეზერვაცია თბილისში იყო, პერიფერიებში კი, მათ შორის
სანაკლიოშიც, მხოლოდ რამდენიმე კუდა რეჟისორი დაბოგინობდა,
რომელთა ჩანასახოვან გემოვნებას თავისი ნატიფი ფანტაზია ვერ ან-
დო და საბოლოოდ ამ საქმესაც თავად მოჰკიდა ხელი. სცენარი დაწერა
და მიზანსცენების მოფიქრებას შეუდგა. ზეიმი უნდა გამართულიყო
მთავარ მოედანზე. ტრიბუნაზე ქალაქის ხელისუფალთა და ჩამოსულ
სტუმართა გარდა იქნებოდნენ მრავალშვილიანი დედები, რამდენიმე
ახლადშეუღლებული წყვილი და სამშობიარო სახლის წარმომადგენ-

220
ლები. ტრიბუნა მორთული იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით და მრა-
ვალფეროვანი ტრანსპარანტებით, რომელთა ძირითადი მოტივი უნდა
ყოფილიყო მოწოდება გამრავლებისაკენ (როგორიცაა, მაგალითად,
„წინ, მეორასიათასისაკენ!“). სცენარის პირვანდელ ვარიანტში ბიძაჩემ
იონას გათვალისწინებული ჰქონდა ტრიბუნის მორთულობაში ისეთი
დეტალებიც შეეტანა, რომლებიც ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოდგე-
ბოდა, მაგრამ კომისიის წევრები, რომელთაც ეს საკითხი თავთავიანთ
ოჯახებში განეხილათ, ისეთი კატეგორიული გაწიწმატებით წინააღუდ-
გნენ ამ განზრახვას, რომ ბიძაჩემი იონა იძულებული შეიქნა ამჯერად
დათმობაზე წასულიყო. ტრიბუნას უწყვეტ ნაკადად ჩაუვლიდა ქალაქის
თითქმის მთელი მოსახლეობა. ყველაზე წინ, ლამაზად მორთულ ორ-
ცხენიან ეტლში, იჯდებოდა იუბილარის ოჯახი. ეტლს მიჰყვებოდნენ
ცხენებზე ამხედრებული რჩეული სანაკლიელი ჭაბუკები, მხედრების
უკან – ბებია ქალები თეთრ ხალათებში, შემდეგ – შეთქვირებული გო-
გოები ლოზუნგებით: „მეც მინდა დედა გავხდე!“ და ა. შ. და ა. შ. მთელი
ამ ხნის განმავლობაში მოედნის დიდი ნაწილი დათმობილი ექნებოდა
კონცერტის მონაწილეებს – მოცეკვავეთა ანსამბლებს, მომღერალთა
გუნდებს, მსახიობ-დეკლამატორებს, აკრობატებს, ილუზიონისტებს,
ხუმარებს, ხალხურ მთქმელებს და სხვ. სკვერებში და მოზრდილ გზაჯ-
ვარედინებზე სუფრები იქნებოდა გაშლილი. დღესასწაული უნდა დამ-
თავრებულიყო საერთო-სახალხო პურისჭამით.
ასეთ მასშტაბურ სპექტაკლს სანაკლიელი რეჟისორები, ცხადია, ვერ
გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ბიძაჩემმა იონამ ყველაფერი თვითონ იტ-
ვირთა და მხოლოდ ასისტენტები მოითხოვა, რომელთაც მის განკარგუ-
ლებათა უსიტყვო შესრულება ევალებოდათ.
იმისათვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქს მეასიათასე
მოქალაქის მოლოდინით ეცხოვრა, სანაკლიოს ორივე გაზეთში ჟამიდან
ჟამზე იბეჭდებოდა შესაფერისი წერილები, ბოლო თვეს კი საგანგებო
რუბრიკა შემოიღეს, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ცნობები
იმის შესახებ, თუ რამდენი დაიბადა და კიდევ რამდენი დარჩა დასაბა-

221
დებელი. გარდა ამისა, ბიძაჩემმა იონამ საიუბილეო კომისიის სახელით
თავიდანვე გამოაცხადა საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომლის შედე-
გადაც უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი დარქმეოდა იუბილარს. რაკი
ბიძაჩემმა იონამ წინასწარ არ იცოდა, ბიჭი დაიბადებოდა თუ გოგო, თა-
ნაქალაქელებს სთხოვა ორივე შემთხვევისთვის გამოეთქვათ თავიანთი
სურვილები. სანაკლიელები ხალისით გამოეხმაურნენ მოწოდებას და
მალე შტაბს წერილების ნიაღვარი მოასკდა. საბოლოოდ ვაჟების სახე-
ლებში გამარჯვებული გამოვიდა „კაცია“, ხოლო ქალების სახელებში –
„ვანდა“.
ერთი სიტყვით, ბიძაჩემმა იონამ ჩვენი საყვარელი სანაკლიო ისე
დამუხტა იუბილის მოლოდინით და ისე გადაავიწყა ყველა სხვა პრობ-
ლემა და ყველა სხვა საზრუნავი, თითქოს ეს საინტერესო ქალაქი იმთა-
ვითვე მხოლოდ იმ მიზნით შექმნილიყო, რომ თავის მეასიათასე მოქა-
ლაქის დაბადება ეხილა.
ამასობაში დრო მიდიოდა და ნანატრი წამი ახლოვდებოდა.
როდესაც საიუბილეო კონკურსის ვადა გავიდა, ავტორიტეტულმა ჟი-
ურიმ გულდასმით განიხილა წარმოდგენილი ესკიზები და პირველი ად-
გილი ერთხმად მიანიჭა კარლო წუწუნავას. ყველასთვის მოულოდნე-
ლად, კარლო წუწუნავამ, კონკურსის შედეგი რომ შეიტყო, განცხადება
შეიტანა საიუბილეო კომისიის სახელზე და (მას შემდეგ, რაც გულწრფე-
ლი მადლობა მოახსენა ჟიურის მისი მოკრძალებული ღვაწლის ესოდენ
მაღალი შეფასებისათვის) ითხოვა, პრემიაცა და კუთვნილი ჰონორარიც
საიუბილეო ფონდში გადაერიცხათ. კარლო წუწუნავამ განცხადება, წე-
სისამებრ, კომისიის მდივანს მიართვა. ბიძაჩემ იონას, რომელმაც კარ-
გად იცოდა წუწუნავების ოჯახის გაჭირვების ამბავი, ეს უადგილო გუ-
ლუხვობა და ენთუზიაზმი თურმე არაფრად ეჭაშნიკა, განცხადება უკან-
ვე დაუბრუნა ავტორს და მზრუნველი კილოთი აუხსნა, რომ საიუბი­ლეო
ფონდი საკმარისად ღონიერი იყო და შეწირულობებს არ საჭიროებდა,
რაზედაც კარლო წუწუნავას უპასუხნია, კაცო, შენ წინ იყურე და შენს საქ-
მეს მიხედე, ჩემს ფულს მე როგორც მინდა ისე მოვიხმარო, და, გაუგებ-

222
რობა რომ არა მომხდარიყო რა, განცხადება ოფიციალურად გაუტარე-
ბია კანცელარიაში. ბიძაჩემი იონა სახტად დარჩენილა (და, საერთოდ,
მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვინც მასზე სულელი ეგონა, ბოლოს, რო-
გორც წესი, მასზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვერასოდეს სათანა-
დო დასკვნა ვერ გამოჰქონდა). კარლო წუწუნავას კეთილშობილური საქ-
ციელი სანაკლიოს გაზეთებმა მეორე დღესვე აიტაცეს. გამოქვეყნდა გა-
მარჯვებული ესკიზის ფოტო, ავტორის პორტრეტი, მოზრდილი ინტერ-
ვიუ და ერთი ხელოვნებათმცოდნის სტატია, რომელიც მკითხველებს
უკიდურესი მხატვრულობით მოუთხრობდა ახალგაზრდა შემოქმედის
ნიჭიერების ამბავს. ხანი რომ გამოხდა, გამარჯვებული მხატვარი კაცია
გოგიასთან ჩაეწერა მიღებაზე და, როცა რიგმა მოუწია და შევიდა, აღელ-
ვებითა და ცოტა დაულაგებლად უამბო, თუ რა გაჭირვება დაატყდა
თავს კონკურსში გამარჯვების შედეგად. ასეთი რა მოხდაო, უთქვამს, რა-
ღაც ორი გროში შევწირე საიუბილეო ფონდს, თან ხომ არ უნდა გადამა-
ყოლონო. ერთი რიგითი პატრიოტი ვარ და ისე მიყვარს ჩემი ქალაქი,
როგორც დანარჩენ სანაკლიელებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ადგი-
ლას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდაო. რა გმირობა, რის გმირობა, ეს გახ-
ლავთ ჩვეულებრივი მოქალაქის ბუნებრივი მოთხოვნილება და, რომ
მცოდნოდა, ასეთი ამბავი ატყდებოდა, ამას როგორ ვიზამდიო. მოსვე-
ნება აღარა მაქვს მნახველებისაგან. თუ გარეშე, თუ შინაური, ყველა თა-
ვის მოვალეობად თვლის სტუმრად მეწვიოს და დამათვალიეროს, ვი-
თომ რაღაც უნახავი სანახაობა ვიყოო. მოვიდნენ, ვინ ოხერი, მაგრამ ერ-
თი პატარა ოთახი მაქვს, ცოლ-შვილი დავტიო იქ, თუ სტუმრებიო. თვი-
თონ სულ არ ენაღვლებათ და მე ლამისაა სახლიდან გადავიკარგოო.
თანაც ზოგი ისეთი სტუმარია, თუ არ გაუმასპინძლდი, არ ივარგებს, არა-
და, ჩემი ხელფასის პატრონი რომელ ერთს გავწვდე, ოჯახს შიმშილით
ხომ არ ამოვწყვეტო...
მოკლედ, სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქე ჯერ კიდევ არ იყო დაბა-
დებული, როდესაც დამწყებმა მხატვარმა კარლო წუწუნავამ ახალი ბინა
და ახალი ხელფასი მიიღო, ხოლო სამი თუ ოთხი წლის შემდეგ (მაშინ

223
მე უკვე კარგა ხნის წასული ვიყავი სანაკლიოდან) ქალაქის მთავარ მხატ-
ვრად დაინიშნა, ქალაქის ყოფილი მთავარი მხატვარი კი, ლ. დიდიმა-
მიშვილი, საკუთარი განცხადებით გადადგა პენსიაზე გასვლასთანდა-
კავშირებით.
თუმცა ჩვენს სათქმელს მივუბრუნდეთ.
რაც უფრო ახლოვდებოდა დიდებული წუთი, სანაკლიოში მით უფ-
რო იზრდებოდა აჟიოტაჟი. გაზეთებმა უმატეს წერილების რაოდენობა-
საც და სიგრძესაც, რადიოკვანძი უკანასკნელ ცნობებში რეგულარულად
გადმოსცემდა ინფორმაციებს სამშობიარო სახლიდან, გაიზარდა საი-
უბილეო კომისიის სხდომათა სიხშირე, ამაღლდა ამ სხდომებზე კაცია
გოგიას დასწრების კოეფიციენტი. ერთი სიტყვით, მოახლოებული იუბი-
ლე სრულიად სანაკლიოს ერთადერთი სულიერი საზრდო გახდა. ყველ-
გან – ქუჩებში, სკვერებში, ბაზარში, ეზოებში, სარეცლებში, ვაჭრობის
კლუბში, სკოლებში და პროფ. სასწავლებლებში, ტაქსებსა და ტროლეი-
ბუსებში, კარტოფილის რიგებში და ქალთა საპარიკმახერო სალონებში
– ყველგან მეასიათასის ხსენება იყო. თვით შეყვარებული გოგო-ბიჭებიც
კი, რომლებიც ქალაქის ბნელ-ბნელ კუთხეებში გამალებული ვარჯი-
შობდნენ კოცნაში, ისე ვერ მოისვენებდნენ, შუა ვარჯიშში ერთხელ მა-
ინც მომავალი იუბილე არ ეხსენებინათ.
ხოლო ქალაქის პულტთან იდგა ბიძაჩემი იონა და, რას ფიქრობდა,
კაცმა არ იცის.
იდგა, როგორც მთავარსარდალი, მხნე, ამაყი, გამარჯვებაში ღრმად
დარწმუნებული, და დინჯად ითვლიდა.
ცხრა, რთვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი...
და აჰა, დაჰკრა დიდებულმა ჟამმა: მომავალი მეასიათასის დედას
საიუბილეო ტკივილები დაეწყო.
ბიძაჩემმა იონამ პრესისა და რადიოს მუშაკებთან, კომისიის სამ წევ-
რთან და საზოგადოებრიობის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად
ბოლო ორი დღე სამშობიარო სახლში გაატარა.

224
მეასიათასე დაიბადა აპრილის ცამეტს, ორშაბათ დღეს, გამთენიის
ხანს, დილის ოთხ საათსა და ოცდასამ წუთზე.
მოგვიანებით, ჩემს კითხვაზე, მახარობლები რომ ვესტიბიულში გა-
მოცვივდნენ და იქ მელოგინის ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ
აღმოჩნდა, გულმა რამე თუ გიგრძნო-მეთქი, ბიძაჩემმა იონამ დაფიქრე-
ბით მიპასუხა, როგორ არა, მაშინვე რეჩხი მიყო, მაგრამ ჩემი ტვინის ყვე-
ლა თოთხმეტი მილიარდი უჯრედი (სიც) იმ დროს მკაცრად იყო დასაქ-
მებული, მე ხომ მთელი სანაკლიოს მაგივრად ვაზროვნებდი, და გონე-
ბამ იოლად ჩაახშო გულის ხმა, დანარჩენებს კი, ვინც იქ მახლდა, თითო-
თითო უჯრედის მეტი არ გააჩნდათ, კაცზე ერთი უჯრედი კი ჩვენს ბობო-
ქარსა და რთულ საუკუნეში ძალიან ცოტააო.
ვის რამდენი უჯრედი ჰქონდა აპრილის იმ განთიადს სამშობიარო
სახლის ოთახებსა და დერეფნებში, ამის ანგარიშს არ მოვყვები, ვი-
ნაი­დან ამან შეიძლება გვარიანად პესიმისტურ შედეგამდე მიგვიყვა-
ნოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათემატიკა ბიძაჩემი იონას საქმე არ
იყო.
სამ მახარობელს ერთდროულად აუღია სტარტი და კეთილშობილუ-
რი განზრახვით – რაც შეიძლება მალე მიელოცათ ოჯახისთვის ბიჭის
დაბადება – დიდი სიჩქარით წამოსულან ვესტიბიულში მომლოდინე სა-
ზოგადოებისაკენ. ერთი მათგანი შუა დისტანციაზე ტაბურეტს წამოსდე-
ბია და შეჯიბრს, სადაც, როგორც ცნობილია, დამარცხებული არ არსე-
ბობს, ვინაიდან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს, იმთავითვე გამო-
თიშვია. დანარჩენი ორი ძახილით „ბიჭია, ბიჭი!“ ბოლომდე ისე
მხარ­დამხარ მორბოდა თურმე, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, ბიძა-
ჩემი იონას ვარაუდით, ფოტოფინიშის გარეშე შეუძლებელი იყო. მახა-
რობელთა შეძახილების პასუხად ვესტიბიულში მქუხარე ტაში გაისმა.
ცხადია, ეს საჭირო და კარგი იყო, საიუბილეო ბიჭი მთელ სანაკლიოს
ეკუთვნოდა, მაგრამ მახარობლები სამართლიანად მოელოდნენ, რომ
მილოცვას კონკრეტული ადრესატიც უნდა ჰყოლოდა. კონკრეტული ად-
რესატი კი არ ჩანდა და დაღლილი და აქოშინებული სპრინტერები შე-

225
ფიქრიანებული და ცოტა გამწყრალი სახით აცეცებდნენ თურმე თვა-
ლებს. პირველი ბიძაჩემი იონა მოსულა გონს და, სანამ საერთო გაკვირ-
ვება უფრო მძაფრ სახეს მიიღებდა, ოცდახუთმანეთიანები დაუძვრია
ჯიბიდან და გამარჯვებული მორბენლებისთვის პრიზებად დაურიგებია.
ამასობაში ტრავმირებული მახარობელიც გამომჯობინებულა და, ბიძა-
ჩემი იონას ხელში ოცდახუთმანეთიანები რომ დაუნახავს, ტკივილი
სულ გადავიწყებია, წვივის არეში გადატეხილი მარცხენა ფეხი სასწრა-
ფოდ აუკეცავს, ოდენ მარჯვენაზე შემდგარა, ელვისებური ასკინკილით
წამოსულა და უიმედო და საწყალობელი ხმით უთქვამს ბიძაჩემი იონას-
თვის, ბიჭია, ბიჭი, ღმერთმა გაგიზარდოს და გაგიმრავლოსო, და ეს
არასწორი მისამართით წარმოთქმული სიტყვები ბიძაჩემს კიდევ ერთი
ოცდახუთმანეთიანი დაჯდომია.
ეტყობა, ბიძაჩემ იონას თუ თოთხმეტი მილიარდი არა, ყოველ შემ-
თხვევაში, რაც ჰქონდა, ყველა უჯრედი მართლა დასაქმებული იყო, რომ
ამ პირველი საეჭვო გარემოებისათვის სათანადო ყურადღება არ მიუქ-
ცევია. ამის ნაცვლად ახალშობილის ზომა-წონითა და ჯანმრთელობით
დაინტერესებულა. ეს მონაცემები მალე შეუტყვია. ბებია ქალი გამოსუ-
ლა და ოცდახუთ მანეთად უთქვამს, წონა – ოთხი და სამასი, სიგრძე –
ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ხმა – ბოხი და ჯანმრთელიო. მაშინ
ბიძაჩემ იონას კორესპონდენტები დაუთხოვია, ჯერჯერობით ეს ზო-
გა­დი ცნობები მივაწოდოთ მკითხველს, დანარჩენი ნელ-ნელა გამოვუ-
ზოგოთ, რომ მუდმივ სასიამოვნო დაძაბულობაში ვიყოლიოთო. ისინიც
დაყაბულებულან, მაგრამ ამ დროს ფოტოკორესპონდენტები, რომელ-
თაც, ბუნებრივია, ღამისთევის საფასური უნდოდათ, გაჭინჭყლებულან,
სურათის გარეშე ცნობას ფასი არ ექნებაო. მაშინ თურმე, რაკი ახალმო-
ლოგინებულთან აპარატის ჩხაკაჩხუკი მიზანშეწონილი არ იყო, ერთ სა-
ნიტარ გოგონას, რომელიც აქ სტაჟს აგროვებდა, რათა მერე ეს სტაჟი
ნაკლული ცოდნის კომპენსაციად გამოეყენებინა და ამ გზით უმაღლეს
სასწავლებელში მოხვედრილიყო, სასწრაფოდ გახადეს ტანთ, ქათქათა
ლოგინში ჩააწვინეს, გვერდით ხუთიოდე დღისწინ დაბადებული ერთი

226
ბუთხუზა ბიჭი მიუგორეს და პრესის საიდუმლოებათა ღრმად მცოდნე
ფოტოკორესპონდენტებმა სურათი ისე გადაიღეს, რომ მნახველს ბედ-
ნი­ერი დედის განწყობა ეგრძნო, ხოლო სახე და სხვა დეტალები ვერც
ქალისა და ვერც ბავშვის ვერ გაერჩია.
რაკი პრესა მოიშორა და ამ გზით უჯრედების ნაწილი გამოუთა-
ვი­სუფლდა, ბიძაჩემი იონას ყურადღების არეში მყისვე მოექცა ის უც-
ნაური გარემოება, რომ მახარობელი ქალების დაძახილს ზუსტი ადრე-
სატი არ გამოხმაურებია, ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა იმავე მახარობლე-
ბისა და ბებია ქალის გამოკითხვით დადგინდა, რომ, რაც იუბილარის
დედა აქ იწვა, მისთვის არავის მოუკითხავს, ბიძაჩემ იონას თურმე გულ-
მა კიდევ უფრო ძლიერი რეჩხი უყო და მკაფიოდ, ცხადად (როგორც ახ-
ლა შენ გიყუ­რებო, მითხრა) დაინახა ბედის ირონიული ღიმილი. ჩემი
აზრით, ტყუოდა, რადგან ჩემს კითხვაზე, მარტო ღიმილი დაინახე თუ
თვითონ ბედიც-მეთქი, ვერაფერი თქვა, მხოლოდ რეგვენი მიწოდა, რაც,
შესაძლებელია, სიმართლე კი იყო, მაგრამ კითხვას სრულებით ვერ პა-
სუხობდა. ასეა თუ ისე, ბიძაჩემი იონა გვარიანად შეშფოთებულა, კომი-
სიის სამ წევრს, რომლებიც თან ახლდა, წინ გასძღოლია და შემდგომი
კვლევა-ძიება სამშობიარო სახლის დირექტორის კაბინეტში გაუგრძე-
ლებია. ამ კვლევა-ძიებას შედეგი არ მოჰყოლია. სამშობიარო სახლში
არავითარი ცნობა არ მოიპოვებოდა მელოგინის ოჯახის შესახებ. მაშინ
საგონებელში ჩავარდნილ ბიძაჩემ იონას თავად მელოგინესთან საუბა-
რი მოუთხოვია და მას შემდეგ, რაც ექიმს ქალის ჯანმრთელობა გულ-
დასმით შეუმოწმებია და დამაკმაყოფილებლად უცვნია, ნებართვაც მი-
უღია. თეთრი ხალათი ჩაუცმევიათ, თეთრი ქუდი დაუხურავთ და, ამგვა-
რად, ექიმისა და მისი ასისტენტების შემდეგ ბიძაჩემი იონა აღმოჩნდა
პირველი კაცი, ვინც იუბილარის მშობელი დედა იხილა.
ისეთი სახე ჰქონდაო, მიამბობდა მერე ბიძაჩემი, ისეთი მშვიდი, ისე-
თი სათნო, ისეთი ღვთაებრივი ნათელი ეფინა და ისეთი თბილი, ისეთი
ნაზი და ისეთი უმწიკვლო ღიმილით შემომცქეროდა, მეტისმეტად შეშ-
ფოთებული რომ არ ვყოფილიყავი, მეტისმეტად შეფიქრიანებული და

227
მეტისმეტად ბრიყვი (ეს უკანასკნელი სიტყვა გულზე მალამოდ მომეც-
ხო, ვინაიდან ამ ყაიდის სიტყვებით, როგორც წესი, ყოველთვის მე მა-
ჯილდოებდა ხოლმე, თავისთვის კი ძალზე იშვიათად იმეტებდა), ამ სა-
ხისა და ამ ღიმილის შემხედვარეს წინდაწინვე უნდა გამომეცნო მოვლე-
ნათა შემდგომი განვითარებაო.
ბიძაჩემ იონას გულითადად მიულოცავს ვაჟიანობა და უთქვამს, ალ-
ბათ გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიჭი სანაკლიოს მეასიათასე მცხოვრე-
ბია და, ამგვარად, იუბილარის მშობელი ბრძანდებითო. ქალს დედობ-
რივი სიყვარულის გულში ჩამწვდომი ღიმილითა და ცოტა მისუსტებუ-
ლი, მაგრამ საამო ხმით მიუგია, მე თუ არ ვიცი, მაშ, ვინ იცის, ორი დღეა
ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვითმენო, ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა ძა-
ლა სჭირდება ქალს, რომ ბუნებას აჯობოს და დაწყებული მშობიარობა
მთელი ორი დღით გადასწიოსო. ამ სიტყვების შემდეგ ქალის სახეზე გა-
დაფენილი ნათელი ბიძაჩემ იონას ისეთი ღვთაებრივი უკვე აღარ ეჩვე-
ნებოდა, მაგრამ მის გულში მომხდარი ღირებულებათა ეს გადაფასება,
ცხადია, ბედნიერი დედისთვის არ უგრძნობინებია, ღიმილითა და დიდი
ტაქტით ჩამოუგდია სიტყვა ოჯახზე და, რა შეუტყვია, ქალს ოჯახში არა-
ვინ ჰყოლია, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულა და გაუბედავად და არც ისე
მკაფიოდ, როგორც ეწადა, უთქვამს, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ... მმ...
მეუღლე... ესე იგი, ბავშვის მმ... მამა... ეეჰო, ქალს უთქვამს, მოუკვდეს
დედა ჩემს პატარა კაციას, მამა ვინ მისცაო. მაშინ ბიძაჩემ იონას სახის
ნაკვთები იმდაგვარად გადაულაგებია, რომ ზედ სამძიმრის გამომეტ-
ყველება აღბეჭდილიყო, და თანაგრძნობით უკით­ხავს, ნუთუ გარდაიც-
ვალაო, წამსვე ქალის ღიმილზე მიმხვდარა, რომ მიზანს ააცდინა, ნაკ-
ვთები უკანვე გადმოულაგებია, და აა, მიგატოვათო, უკითხავს. არც მომ-
კვდარა და არც მივუტოვებივარო, უთხრა თურმე ქალმა, ჩემი პატარა კა-
ცია, შემოევლოს დედა, უმამოაო. აპოკალიფსურმა ხილვამ რომ გაუარა,
ბიძაჩემს უფრო პროზაული, უფრო რეალური და პრაქტიკული ეჭვი
აუღია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიუჩნევია და, ვიზიტი
რომ როგორმე სხვა თემით დაემთავრებინა, სახე­ლი და გვარი უკით-

228
ხავს, რაც ანკეტიდან უკითხავადაც კარგად იცოდა. იამზე ბურძგლაო,
ქალს უთქვამს, თქვენ თუ გინდათ, იაია დამიძახეთ, ახლობლები იაიას
მეძახიანო.
ბიძაჩემმა იონამ თურმე იგრძნო, რომ მშობლიური სანაკლიოს ლაჟ-
ვარდ ცაზე ლეგა ღრუბლები გამოჩნდა, პალატიდან გამოსულმა სასწრა-
ფოდ ჩამოურეკა კომისიის დანარჩენ წევრებს, საგანგებო მდგომარეობა
შეიქნა და დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდითო, და იმ სამ წევრთან
ერთად, რომლებიც ბოლო ორი დღეა მუდამ თან ახლდა, თვითონაც
შტაბს მიაშურა.
ბიძაჩემი იონას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანაკლიოს საი-
უბილეო, მეასიათასე მცხოვრები ნაბიჭვარი გამოდგა, სხდომაზე თურმე
გლოვის ზარივით გაისმა. დიდხანს იდგა სამარისებური დუმილი. მერე,
როცა პირველმა ელდამ გაიარა, გამოირკვა, რომ იაია ბურძგლა ბევრის-
თვის ნაცნობი სახელი და გვარი იყო, ხოლო კომიიის ერთი-ორი, შედა-
რებით ახალგაზრდა წევრი, საეჭვოდაც კი შეიშმუშნა და სკამზე მოუს-
ვენრად აწრიალდა.
მცირე ხნის შემდეგბიძაჩემმა იონამ მძიმე, მაგრამ გვერდაუქცეველი
კითხვა დასვა – რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო – და კომისიის წევრთა გა-
უვალი, შეუღწევადი სახეების დანახვაზე მიხვდა, რომ ამ წუთიდან მო-
ყოლებული მის უჯრედებს რაღაც დამატებითი და გაუთვალისწინებე-
ლი ტვირთი დააწვებოდა. მაგრამ ეს მომავლის ბუნდოვანი და ყრუ ძა-
ხილი იყო, რომელიც უცნობი ბრძოლისთვის მოწოდების შორეულ ზარს
ჰგავდა, თორემ, როგორც ბიძაჩემმა იონამ ამიხსნა, როცა კომისიისთვის
უკითხავს, რა ვქნათო, მხოლოდ ტაქტისა და სიფრთხილის იმ დოზას
გულისხმობდა, რომლითაც ქალაქისთვის ეს მოულოდნელი და სავალა-
ლო ვითარება უნდა შეეპარებინათ, და იმ დროს აზრად არ მოსვლია,
რომ საქმე შეიძლებოდა ისე დატრიალებულიყო, როგორც დატრიალ-
და.
რაკი კომისიამ მის კითხვას პასუხი ვერ გასცა, ბიძაჩემმა იონამ გო-
ნივრული წინადადება შეიტანა: ასეთი პიკანტური საკითხები რა ჩვენი

229
საქმეა, ბატონ კაცია გოგიას ვეახლოთ, ის არის კომისიის პატრონი და
მთელი ქალაქის ალამდარი და დაე მისმა უზენაესმა გონებამ იმტვრიოს
თავიო. კაცია გოგიას ხსენებაზე კომისიამ შვებით ამოისუნთქა. მარ-
თლაცდა (ვის არ გამოუცდია!), რამოდენა ლოდი გშორდება კაცს იმის
გახსენებაზე, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია შენს მაგივრად
იფიქროს და შენს მაგივრად წყვიტოს რთული და საჭოჭმანო საკითხები!
კომისია მაშინვე წამოიშალა, მაგრამ მალე ისევ დაჯდა, ვინაიდან მო-
აგონდა, რომ ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო. კაცია გოგია რვის ნახევარ-
ზე დგებოდა. ლოგინიდან ხომ არ წამოაგდებდნენ ამხელა კაცს! საათნა-
ხევარი კიდევ ისხდნენ და ბოლოს, როცა კაცია გოგიას ადგომის დრომ
მოაწია, ყველანი მისი სასახლისაკენ გაემართნენ.
კაცია გოგია საუზმეს უჯდა. კომისია რომ შევიდა და საიუბილეო წი-
აღში წარმოქმნილი საგანგაშო ვითარება აცნობა, ხიზილალიანი პური
(კარტოფილი არ უყვარდაო, ამიხსნა ბიძაჩემმა იონამ) თურმე ჰაერში
გაშეშებია და წამით დამუნჯებულა (ბიძაჩემი იონა რომ ამ დეტალს მი-
ამბობდა, მე ცნობიერების ნაკადის რთული ასოციაციის მეშვეობით ეგ-
ნატე ნინოშვილი მომაგონდა), მერე ყავა რამდენჯერმე ნერვიულად მო-
უწრუპავს და დაფიქრებულა. ბოლოს ფიქრების შედეგი კომისიისთვის
გაუცვნია, კერძოდ, უთქვამს, უმამოდ ბავშვის დაბადება ბნელეთის მო-
ციქულთა მოგონილი ზღაპარია, რომელიც საბოლოო მიზნად მასების
მორჩილებაში ყოფნას ისახავსო, გამოცდილება და პრაქტიკა ნათლად
გვიჩვენებს, რომ ბავშვი იბადება მხოლოდ მამის დაუღალავი შრომის
შედეგადო, ეს, შეიძლება ითქვას, ბუნების გარდაუვალი კანო­ნიაო, ამ
შემთხვევაში ეტყობა საქმე გვაქვს არა უმამოდ დაბადებასთან, არამედ
პირიქით, მამობის მრავალრიცხოვანი კანდიდატურების ერთობლივ
მოღვაწეობასთან, რაც საშუალებას არ გვაძლევს ნამდვილი მამის ვი-
ნაობა დავადგინოთო. ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ უთქვამს,
სამშობიარო სახლში წავიდეთ და ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთო.
ბიძაჩემ იონას ეჭვი ეპარებოდა, რომ სამშობიარო სახლში იმის გარდა,
რაც უკვე გაარკვია, კიდევ შეიძლებოდა რაიმეს გარკვევა, მაგრამ, რაკი

230
სანაკლიოში უფროსები არასოდეს ცდებიან, არ შეპასუხებია. სამაგიე-
როდ ტელეფონს მიწვდა, ყურმილი აიღო და სამშობიარო სახლის დი-
რექციას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება წინდახედულად
აცნობა. გასვლითი სხდომის გამართვას ვაპირებთ თქვენთანო, უთხრა,
სხდომას თვით ბატონი კაცია დაესწრებაო, ამჟამად ბატონი კაცია საუზ-
მეს შეექცევა და, რომ მოათავებს, წამოვალთ, ასე რომ ნახევარ საათში
ალბათ უკვე მანდ ვიქნებითო. ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რასაც აკეთებდა.
სამშობიარო სახლში წამსვე დაფაცურდნენ, იქაურობა ოპე­რატიულად
დააკრიალეს, პერსონალს ახლადგაუთოებული ხალათები ჩააცვეს, თუ
ვინმე მთვრალი იყო, შინ გაუშვეს, მელოგინე ქალები, რომლებიც თავი-
ანთი რიგის მოლოდინში დერეფნის სხვა­დასხვა კუთხე­ებში შეკრები-
ლიყვნენ და ერთმანეთს ინტიმურ გამოცდილებას უზიარებდნენ, თავ-
თავიანთ პალატებში შელალეს, შემოსასვლელში საზეიმო წუთებისათ-
ვის საგანგებოდ შეძენილი დიდი ნოხი დააგეს, წინა ფასადზე ყოველი
შემთხვევისთივს დროშაც გადმოფინეს და ამგვარად საპატიო სტუმრის
შესახვედრად სანიმუშოდ მოემზადნენ.
კაცია გოგია მაღალი კაცი იყო და ერთი შეხედვით კაკლის საბერტყ
ჭოკს ჩამოგავდა, მაგრამ ადგილზე გარკვევამ უკვე არსებულ ცნობებს
ახალი ვერაფერი შემატა. კომისიის საპატიო თავმჯდომარე მელოგინის
ანკეტას დიდხანს გულისყურით ჩაჰკირკიტებდა და ისეთი სახე ჰქონდა,
ეტყობა, ფიქრობდა. ხანი რომ გამოხდა, თქვა: „მდააა...“ და ისევ გაჩუმ-
და. კიდევ რომ გამოხდა ხანი, თავი ასწია, კომისიის წევრებსა და გარეშე
დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) ქო-
რული მზერა, მოავლო, ხელისგული მკაცრად დაჰკრა მაგიდის კიდეს და
ხმაში ფოლადი გამოურია: უკანონო ბავშვის მეასიათასე მცხოვრებად
დანიშვნას არავინ გვაპატიებსო, თქვა, ვინ მოგვცემს იმის უფლებას, ქა-
ლაქის პრესტიჟი შევლახოთო, აქ ხმას დაუწია და უკვე სავსებით წყნა-
რად დააბოლოვა, კომისიის წევრებს ვთხოვ თავიანთი აზრი გამოთქვა-
ნო. ეს, ცხადია, რიტუალური ფრაზა იყო და კომისიის წევრებს სინამდვი-
ლეში არაფერს ავალდებულებდა, რადგან, იმავე რიტუალის თანახმად,

231
როცა კაცია გოგია საიუბილეო კომისიის (ან სხვა ნებისმიერ) სხდომას
ესწრებოდა, მთავარ აზრს ყოველთვის თვითონ გამოთქვამდა, დანარ-
ჩენებს მხოლოდ კვერის დაკვრა მართებდათ. მართლაც, მცირე პაუზის
შემდეგ, როცა რიტუალურად დარწმუნდა, რომ ხმის ამოღებას არავინ
აპირებდა, შემდეგ ფორმულაზე გადავიდა, კეთილი, მაშინ მე დავიწყე-
ბო, და დაიწყო. უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდით და, თუ
დროზე რამე არ ვიღონეთ, შეიძლება გამოუვალ ჩიხში მოვემწყვდეთო.
აქ ცოტა ხანს დაყოვნდა, მერე კომისიის ყველაზე დიდთავა წევრს მიუბ-
რუნდა და რბილად ჰკითხა, ეგება კარგად ვერ დავითვალეთ, ხვიჩა ჩე-
მო, და დაანგარიშებაში შეცდომა მოგვივიდაო, და, როცა ხვიჩამ სასწრა-
ფოდ შეაგება, გამორიცხული არაფერია, გადავათვლევინებ თავიდანო,
კმაყოფილმა დაუქნია თავი, გადაათვლევინე, გადაათვლევინეო. ხვიჩამ
ბლოკნოტი ამოიღო და დავალება ჩაინიშნა, კაცია გოგია კი ახლა გარეშე
დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) მი-
უბრუნდა: „შემდეგი უკვე დაიბადა?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა
და მთავარმა ექიმმა მიუგეს: „ახლა იტკიებს მუცელს ერთი მელოგინე“.
„ძალიან კარგი“ თქვა კაცია გოგიამ და ისევ ხვიჩას მიმართა, „ან ეგება ამ
ხნის განმავლობაში ვინმე ამოეწერა ქალაქიდან და ანგარიშში არ ჩაგ-
ვიგდია?“ „კი ბატონო, ეგეც შესაძლებელია. კაცმა რომ თქვას, რა დაუდ-
გებოდა წინ!“, მიუგო ხვიჩამ. მაშინ საუბარში კომისიის თავმჯდომარის
მოადგილე ჩაერია, ქალაქ სანაკლიოში კაცია გოგიას შემდეგ ყველაზე
პატივსაცემი პიროვნება. მან თქვა: „იქნებ პირიქით, კი არ ამოეწერა,
არამედ ჩაეწერა“, და თავისი აზრი რომ განემარტა, დასძინა, „ხომ არ
აჯობებს, კაცია ადამოვიჩ, წინაზე ავიღოთ აქცენტი, რაც არ უნდა იყოს,
უკვე დაბადებულია და ფაქტის სახით არსებობს?“ კაცია გოგიამ ერ-
თხანს ჩუმად უყურა თავის მოადგილეს, მერე წყნარად დაუქნია თავი და
იკითხა: „მამა ჰყავს?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ანკეტა მოძებ-
ნა, ჩახედა და დაადასტურა: „ჰყავს“. ამით ნასიამოვნებმა მოადგილემ
მშვიდობიანი ირონიით ჩაიცინა და შენიშნა: „მთელი სანაკლიო ბუშე-
ბად ხომ არ გადავიქცეოდით!“ გამსვლელი სხდომა წესით აქ უნდა დამ-

232
თავრებულიყო, მაგრამ ამ დროს თურმე ბიძაჩემმა იონამ იკითხა: „ეს
ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ქალს რა ვუყოთ?“ „რომელ ქალს?“, ვერ
გაიგო თავმჯდომარემ. „ნამდვილი მეასიათასის დედას“. კომისიის წევ-
რთა უკმაყოფილო ხმაურში თავმჯდომარეს ასე უთქვამს: „ნამდვილი,
იონა ჩემო, ქვეყანაზე არაფერი არ არის. ყველაფერი მეტ-ნაკლებად
ნამდვილია და, როცა კორექტივის შეტანა აუცილებელია, აუცილებლად
უნდა შევიტანოთ კორექტივი“. „იმ ქალმა იცის, რომ მეასიათასის მშო-
ბელია. ჩვენ ხომ ქალაქს ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას!“
„ვცდი­ლობდით. არ უნდა გვექნა. მაგრამ არაფერია: შეცდომა, რომელ-
საც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწ­ყოს ხელი, საშიში არაა. რაც შეეხება
მაგ ქალს, თუ რამე დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ. ხომ გვაქვს საი-
უბილეო ფონდი! თუ საჭიროა, სულ მაგას მოვახმაროთ. ნურაფერს და-
ვიშურებთ. ბინა სჭირდება, ბინა მივცეთ, ერთდროული დახმარება
სჭირდება, ერთდროული დახმარება მივცეთ, სამსახური სჭირდება, სამ-
სახური მივცეთ. თუ ჭეშმარიტი პატ­რიოტია, არც თვითონ ესიამოვნება,
რომ ქალაქს მორალური ლაქა მოეცხოს. სხვათა შორის, ეს კარგი გამახ-
სენე, იონა ჩემო!“, აქ კომისიას მიუბრუნდა, „იმ ქალთან ფაქიზი და ტაქ-
ტიანი მოლაპარაკებაა საჭირო. წინადადება შემომაქვს, ეს მოლაპარაკე-
ბა დაევალოს ამხანაგ იონა კამკამიძეს. ვინ არის მომხრე?“
რაღა თქმა უნდა, თავიც კი არავის შეუკავებია და ბიძაჩემ იონას კი-
დევ ერთხელ ჩააცვეს თეთრი ხალათი და კიდევ ერთხელ დაახურეს
თეთრი ქუდი.
ბიძაჩემ იონას კაცია გოგიას წინადადება თავდაპირველად სავსებით
მისაღებად და დამაკმაყოფილებლად უცვნია და შუამავლობაც სიამოვ-
ნებით უკისრია, რადგან, მისი აზრით მთავარი ეკონომიური სარგებ­ლო-
ბა იყო, თორემ მეასიათასის სახელი და წუწუნავას გამოჩორკნილი მე-
დალი ვის რა ჭირად უნდოდა.
მაგრამ ამ გონივრულ ვარაუდს იუბილარის დედამ მალე უკომპრო-
მისობის მღვრიე წყალი შეუყენა.

233
ბიძაჩემი იონა პალატაში შესული რომ დაინახა, თავიდან ალერ-
სია­ნად გაუღიმა თურმე, როგორც ძველსა და კარგ ნაცნობს. ბიძაჩემი
სკამ­ზე ჩამომჯდარა და ზერელე, ქარაფშუტული მუსაიფი გაუბამს, ქა-
ლებს რომ უყვართ და შეეფერებათ, ისეთი. ცხადია, ამ გარეგნულად არ-
ხეინ საუბარს თავისი მიზანდასახულობა ჰქონდა, კერძოდ, თავიდან ბო-
ლომდე ისეთი ფარული ლაიტმოტივი გასდევდა, რომელიც ქალის ქო-
ნებ­რივი ცენზის დადგენას ისახავდა მიზნად. მართლაც, ჩემს მზაკვარ
ბიძას მალე დაუსკვნია, რომ იუბილარ დედას, თუ მცირეოდენ სულიერ
კაპიტალს არ ჩავთვლით, სხვა არა ებადა რა, და ძალიანაც გახარებია,
რადგან კარგად ესმოდა, რომ, რაც უფრო ღარიბი აღმოჩნდებოდა პატა-
რა კაციას დედა, მით უფრო იოლი იქნებოდა მასთან მოლაპარაკება. ბო-
ლოს, საუბარში რომ აიყოლია, ნელ-ნელა შეაპარა თურმე, საიუბილეო
ანგარიშში, ეტყობა, შეცდომაა დაშვებულიო. ეს მოსაზრება რომ უფრო
დამაჯერებელი და საშიში გაეხადა, დაუმატა, ვისაც დაანგარიშება ევა-
ლებოდა, კვადრატული ფესვი სწორად ვერ ამოუღია, რადგან ნიუტონის
ბინომში რიცხობრივი მონაცემები მთლად სიმეტრიულად არ ყოფილა
განლაგებულიო, ახლა თავიდან ანგარიშობენ და ვეჭვ, საიუბილეო
ციფ­რი კვლავ თქვენზე მოვიდესო. ამის გაგონებაზე იაია ბურძგლას
მსუბუ­ქი და რბილი გამომეტყველება ერთბაშად წაშლია და უეცრად
თურმე, როგორც გაჭრილი ვაშლი, ისე დამსგავსებია მიქელანჯელოს
ქალს, რომელსაც ბავშვი აუტატებია და, თუმც კი იმედი აღარა აქვს, მა-
ინც ცდილობს წარღვნას როგორმე თავი დააღწიოს. მერე თვალი თვალ-
ში გაუყრია ბიძაჩემი იონასთვის და უთქვამს, ბინომები და დებილები
თქვენსკენ მოიკითხეთ, იცოდეთ, მე ცოცხალი თავით არაფერს დავთმო-
ბო. მაშინ ბიძაჩემი იონა მთავარ კოზირს ჩასულა: ბინაო, შეპირებია, ერ-
თდროული დახმარებაო, სამსახურიო. თავისი ინიციატივით ისიც და-
უმატებია, სხვა რაიმე ეკონომიკური პრეტენზია თუ გაქვთ, არ მოგერი-
დოთ, მითხარით და ყველაფერს მოგიგვარებთო. იაია ბურძგლამ უყურა
თურმე ამ ბიძაჩემ იონას, უყურა და ბოლოს ჰკითხა, თქვენ იონა კამკამი-
ძე არა ხართო? ბიძაჩემ იონას ერთი კი გაკვირვებია, მერე გულში კმაყო-

234
ფილებით გაუვლია, მღვდელი ჭილოფში იცნობაო, და უღიარებია, დი-
ახ, ქალბატონო, იონა კამკამიძე გახლავართო. მერე არა გრცხვენიათო,
ქალს უთქვამს, ვის აყოლიხართ ამხელა კაცი, რომ აყოლიხართო, მაგა-
თი ანგარიში მე კარგად ვიცი, მაგრამ მე თქვენს ანგარიშს ვენდობოდიო,
თქვენ არ იყავით, გაზეთებში რომ ცნობებს ბეჭდავდითო?! მე თქვენი
ანგარიშის კვალობაზე ვანგარიშობდი და თქვენი იმედით ვიმშობიარე
დღეს, თორემ მაგათი შემყურე ასე როგორ გავიწამებდი თავს და ამ ჯო-
ჯოხეთურ ტკივილებს ორი დღე როგორ მოვითმენდი, გუშინწინვე ვიმ-
შობიარებდიო. იცით თქვენ, რას ნიშნავს დაწყებული მშობიარობის შე-
კავებაო? არ იცითო. არ იცით და ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთო!
რას ვიფიქრებდი, თქვენც თუ მაგათი ჯიშის გამოდგებოდითო!.. რა ხა-
ნია ბავშვის გაჩენა მინდა და ვერ გამიბედავს, სულ იმას ვფიქრობ, რომ
გავაჩინო, რითი გავზარდო-მეთქი! ამ იუბილის იმედით, როგორც იქნა,
გავბედე და ახლა მეუბნებით, ვერ დაიანგარიშესო?!. აკი ყოველგვარ
ეკონომიურ შემწეობას გპირდებიანო, ბიძაჩემს უთქვამს, და რა აუცილე-
ბელია საიუბილეოც იყოსო. ამაზე იაია კიდევ უფრო გაწიწმატებულა:
რაც ჩემს კაციას ერგება, ენაცვალოს დედა, ფრჩხილის ოდენას არაფერს
დავთმობო, ცხარედ მიუგია, თქვენი ეკონომია თქვენთვის შეინახეთ,
თქვე ქურდებო და მამაძაღლებოო, რა შავ ქვად მინდა ან სახლი, ან სამ-
სახური, შვილს თუ სირცხვილით თვალი ვეღარ გავუსწორეო! რა ვუთ-
ხრა, რომ გაიზრდება და მკითხავს, დედი, დედი, რატომ მე არა ვარ მე-
ასიათასეო? ვუთხრა, შენი მეასიათასეობა, შვილო, ბინაში და სამსახურ-
ში გავცვალე-მეთქი? ჰა, ვუთხრა? ამას მირჩევთ ხომ? შვილის ბედით ვი-
ვაჭრო ხომ?...
აქ ორი უცნაური და არაბუნებრივი რამ მომხდარა: „ერთი – იაია ბურ-
ძგლას უეცრად ტირილი ავარდნია, და მეორე – ბიძაჩემ იონას გული ას-
ჩუყებია. აქვითინებული ქალი რომ სიტყვით ვერ დაუშოშმინებია, უკი-
დურესი ზომისთვის მიუმართავს: ლოგინის კიდეზე უღონოდ და უსასო-
ოდ ჩამოდებულ მის ხელს თურმე ზემოდან თავისი ხელი დაადო და,
რაც შეეძლო, ნაზად და ალერსიანად მოეფერა. იაია ბურძგლას ამაზე

235
ჯერ შეუწყვეტია ტირილი, მერე ისევ განუახლებია და მერე ისევ შეუწ-
ყვეტია. ბოლოს ცრემლი მოიწმინდა თურმე და უკვე მშრალად მოჰყვა
ზლუქუნს, ეს რა დრო დაგვიდგა, ერთი კაცი აღარ დარჩა ამოდენა სანაკ-
ლიოში, რომ საწყალ უმამო ბავშვს დამცველად დაუდგეს და სამართა-
ლი გაუჩინოსო.
სწორედ ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ბიძაჩემი იონას
ორ ბუნებას შორის ერთ-ერთის გამარჯვებით დასრულებულა და ბიძა-
ჩემი იონა ღალატის მოლიპულ გზას დაადგა. უღალატა თანამდებობას,
უღალატა კომისიას, უღალატა მოვალეობას, უღალატა სინდისს, უღა-
ლატა მთელს სანაკლიოს, უღალატა ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას
ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანს და სული ეშმაკს მიჰყიდა. როდესაც თავი-
სი ამ უსინდისო ღალატის ამბავს მიყვებოდა, სახეზე ნეტარება ეწერა და
კილოც ნეტარი ჰქონდა. ო, ეს საკვირველი რამ განცდააო, მარწმუნებდა,
ახლაც კი ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, თუ როგორ მევ-
სებოდა სული და როგორ მემუხტებოდა სხეული ბასრი და დიადი ღალა-
ტითო, თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ინაცვლებდნენ ადგილს პრინ-
ციპები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, სიმპათიები და ანტიპა-
თიები, როგორ ლაგდებოდა ყველაფერი და როგორ ნათდებოდა სამყა-
როო. ვისაც ღალატი არ გამოუცდია, იმან არ დაიტრაბახოს, სისხლსავსე
ცხოვრებით ვიცხოვრეო... ერთი სიტყვით, ბიძაჩემი იონა მაღალფარ-
დოვნად და პათეტიკურად (ცოტა მეტი მომივიდაო, გამომიტყდა) დაჰ-
პირებია იაია ბურძგლას, თუ ვყოფილვარ იონა კამკამიძე, თქვენ და
თქვენს ვაჟიშვილს არავის დავაჩაგვრინებო, სრული ძალით აუმოქმედე-
ბია თავისი თოთხმეტი მილიარდი (ან უფრო რეალური რაოდენობის)
უჯრედი და იმ წამიდან ფარული და, როგორც ქვემოთ ნახავთ, გვარია-
ნად მზაკვრული ომი გაუჩაღებია საკუთარი კომისიის წინააღმდეგ.
უპირველეს ყოვლისა, კაცია გოგია და მთელი კომისია დაურწმუნე-
ბია, ყველაფერი რიგზეა, ქალი ჩვენს პირობებზე დავითანხმეო, მერე კი,
კომისია რომ კმაყოფილი და დამშვიდებული გაუსტუმრებია, ის ექიმი
მოუნახულებია, რომელმაც იაია ბურძგლა მოარჩინა. როგორც მითხრა,

236
ამ ექიმის შესახებ უკვე შეგროვილი ჰქონდა საჭირო ცნობები, კერძოდ,
იცოდა, რომ იგი, გარდა იმისა, რომ, საზოგადოდ, თოთხმეტმარცვლია-
ნი თეთრი ლექსით მეტყველებდა, ამავე დროს ადგილობრივი კედლის
გაზეთის „მელოგინის ხმის“ რედაქტორი იყო, თვითონ წერდა, თვითონ
ხატავდა და, რომ მოათავებდა, თვითონ ჰკიდებდა დერეფანში თვალსა-
ჩინო ადგილას, და ამას ყველაფერს ხალისითა და ენთუზიაზმით აკე-
თებდა, რადგან აგერ უკვე მეხუთე წელი იყო ამ გაზეთში გაგრძელებე-
ბით აქვეყნებდა თავის ორიათასსტრიქონიან პოემას, რომელიც მხატ-
ვრული კუთხით აშუქებდა აბორტის პრობლემებს. ბიძაჩემ იონას კედ-
ლის გაზეთის რედაქტორისთვის კომისიის სახელით შეუხსენებია, რომ
საჭირო იყო საგანგებო ნომრის გამოშვება მეასიათასის დაბადებასთან
დაკავშირებით, ესკიზი თვითონვე შეუდგენია, გამოსაქვეყნებელი მასა-
ლის შინაარსი ჩამოუყალიბებია და შეუპირებია, რომ საღამოსთვის გა-
ზეთი მზად იქნებოდა (საღამოს ცხრა საათზე გაზეთი მართლაც უკვე
დერეფანში ეკიდა. გაზეთში გამოქვეყნებული იყო ერთი მეთაური სტა-
ტია იდეოლოგიური მუშაობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობის
შესახებ, ერთი რიტმული პროზით დაწერილი წერილი სათაურით
„მშობლიურ სანაკლიოს იამზე ბურძგლასაგან!“, ერთი ლირიკული ლექ-
სი ამავე თემაზე, კიდევ ერთი წერილი, სადაც ავტორი ოდას უძღვნიდა
ექიმს, რომელმაც იუბილარის დედა მოალოგინა, მარჯვენას ულოცავდა
და უსურვებდა მეორასიათასეც მისი მეოხებით გაჩენილიყო, გარდა ამი-
სა, ქვეყნდებოდა პოემის ოცდამეთხუთმეტე თავის დასაწყისი და პატა-
რა იუმორესკა ხალხური ზღაპრის სტილში იმის შესახებ, თუ რა მძიმე და
ეკლიანი გზა გამოიარა პატარა კაციამ, რა დაბრკოლებები გადალახა,
როგორ აჯობა ჭკუით, ხერხითა და ვაჟკაცობით ნაირ-ნაირ დევებს, გვე-
ლეშაპებსა და კუდიან დედაბერს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის
მეასიათასეობა მოეტაცნათ და თავად მიეთვისებინათ. ბოლოში დახა-
ტული იყო საფოსტო ყუთი წარწერით „მოგვაწოდეთ წერილები!“. პრესა
სანაკლიოშიც კი დიდი ძალაა და თუმცა კედლის გაზეთი ვერაფერი პრე-
საა, ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რომ, როცა ცოდვა-მადლი სასწორის პინებ-

237
ზე დალაგდებოდა და ყოველ მისხალს გადამწყვეტი მნიშვნელობა მი-
ეცემოდა, იდეოლოგიური ბრძოლის ისეთ ჟანგმოდებულ იარაღსაც კი,
როგორიცაა კედლის გაზეთი, შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეთამა-
შა.
კედლის გაზეთის საქმე რომ მოუთავებია, წასულა და „საღამოს სა-
ნაკლიოს“ კორესპონდენტს სწვევია შინ, რათა ბრძოლაში ნამდვილი
პრესაც ჩაება. სუფრას რომ მისხდომიან (სუფრა იმ დღეს სანაკლიოს უკ-
ლებლივ ყველა ოჯახში იყო გაშლილი), უთქვამს, საკვირველია პირდა-
პირ, ამ ხნის კაცი სანამ უნდა ტკეპნიდე ერთ ადგილს, ლიტმუშაკად ხომ
არ გინდა მოკვდე, აღარ არის დრო, განყოფილების გამგე გახდე, რედაქ-
ტორის მოადგილე გახდე და ეს დახავსებული „საღამოს სანაკლიო“ ჭა-
ობიდან ამოათრიოო, თუ სხვაზე ნაკლები ხარო? ეეჰ, ჩემო იონაო, კო-
რესპონდენტს უპასუხნია, ნაკლები კი არა, მე რომ ჩვენს განყოფილების
გამგეებს და რედაქტორს ვუყურებ, ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს არც
ერთი, მაგრამ რა გინდა ქნა, პატრონი უნდა გყავდეს კაცსო. კარგი, კარგი,
მოვეშვათ ამასო, ბანზე აუგდია სიტყვა ჩემს ცბიერ ბიძას და საუბარი
სხვა საგანზე გადაუტანია, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საღერღე-
ლაშლილი კორესპონდენტი ახლა თვითონ აღარ გაჩერდებოდა. მარ-
თლაც არ გაჩერებულა. მაშინ ბიძაჩემ იონას ხმადაბლა, საიდუმლო კი-
ლოთი უთქვამს, შენი პირადი პატივისცემა, ჩემო იმანო, თორემ რა
მრჯისო, რაც არის, არის, იუბილარის დედის სახელსა და გვარს გეტყვი
და შენს ინფორმაციაში შეიტანე, ოღონდ არ გამთქვა, თორემ „სანაკლი-
ოს დილაში“ სულ ჩემი ახლობელი ხალხი მუშაობს და სამუდამოდ დამ-
კარგავენო. „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტი ფიცით შეჰპირებია,
არ გაგთვქამო.
და იმ საღამოს სანაკლიოს საგაზეთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი
გარდატეხა მოხდა: დილისა და საღამოს გაზეთები ერთმანეთისაგან
განსხვავდებოდა. კერძოდ, ინფორმაციაში, რომელიც მეასიათასე მოქა-
ლაქის დაბადებას იუწყებოდა, დილის გაზეთის ბოლო ფრაზა იყო: „პა-
ტარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო თავს ჩინებულად გრძნობენ“,

238
ხოლო საღამოს გაზეთისა: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო –
იამზე (ანუ როგორც ახლობლები ეძახიან, იაია) ბურძგლა – თავს ჩინე-
ბულად გრძნობენ“.
„საღამოს სანაკლიოს“ მოხუც კორესპონდენტს სიტყვა არ გაუტე­ხია,
ბიძაჩემი იონას საეჭვო ნამუსი ვაჟკაცურად შეუნახავს და დაკითხვაზე,
რომელიც კაცია გოგიას კაბინეტში მიმდინარეობდა ბიძაჩემისა და კო-
მისიის რამდენიმე სხვა წევრის თანდასწრებით, ინფორმაციის წყარო
არ დაუსახელებია. თუმცა, უნდა ითქვას, მაინცდამაინც არც ვინმეს ძალა
დაუტანებია, რადგან ამ მძიმე ვითარებაში კაცია გოგიას დამნაშავის
დასჯა იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც დაშვებული შეცდომის
გამოსწორება. ეს საქმე კი, როგორც სანდო და ნაცად კაცს, კვლავ ბიძა-
ჩემ იონას მიანდო. ბიძაჩემი იონა ღრმად და ყასიდად დაფიქრებულა
და ასეთი გეგმა შეუთავაზებია: როდესაც ახალ მეასიათასეს შევარჩევთ,
ცნობა ისე გამოვაქვეყნოთ, რომ დედის სახელსა და გვარს ბუნებრივად
და ტაქტიანად ავუაროთ გვერდი. მეტიც: პირველ ხანებში ჯობს მამაც კი
არ მოვიხსენიოთ სახელით და როგორმე მარტო გვარით გავიდეთ ფონს,
მაგალითად, „დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული
ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს გო-
გიების – სიტყვაზე ვამბობ – ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა...“ ამით მკით-
ხველის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოვძირკვავთ იამზე ბურძგლასო,
მერე და მერე, როცა ამის შესაძლებლობას დავინახავთ, ახალ სახელსა
და გვარსაც შევაპარებთო. კაცია გოგიას გეგმა მოუწონებია, მადლობის
ნიშნად ბიძაჩემი იონასთვის მხურვალედ ჩამოურთმევია ხელი და (მე
არა მჯერა და თქვენ როგორც გენებოთ) თვალზე ცრემლი მოსდგომია.
სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდა, ბიძაჩემმა კიდევ ერთი უაღრესად
მნიშვნელოვანი საკითხი შეუთანხმა კაცია გოგიას: პრობლემა ფრიად
და ფრიად დელიკატურია და ყველა მოსალოდნელი გართულების წი-
ნასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ყო-
ველი შემთხვევისათვის, ცნობა ერთი მოქალაქის ამოწერის ან ერთი მო-
ქალა­ქის ჩაწერის შესახებ (ჯერ არ ვიცით, რომელი ვარიანტი გამოგ-

239
ვადგება) ოფიციალურად გაიცესო. კაცია გოგიას იქვე დაურეკავს დიდ-
თავა ხვიჩასთვის და წინადადება მიუცია, კომისიის მდივნის ყველა
მოთხოვნა უყოყ­მანოდ შეასრულეო.
ამასობაში ქალაქში ზეიმი დაიწყო. მართალია, ტახტი ჯერ კიდევ ცა-
რიელი იყო, მაგრამ ქალაქი გაზეთის ცნობას დაეყრდნო და, როგორც
დავალებული ჰქონდა, ზეიმს შეუდგა. წარმატებით ჩატარდა (მე თვი-
თონ დავესწარი) კონფერენცია „დედა, მამა და შვილი – პრობლემის ბი-
ოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაიმართა სახელდახე­ლო
მიტინგი სამშობიარო სახლის წინ, საბავშვო ბაგა-ბაღებში გაისმა ტაშ-
ფანდურის ხალისიანი ხმები. მართალია, შესაბამისმა ორგანოებმა შე-
საბამის ორგანიზაციებს ფრთხილად და ტაქტიანად ურჩიეს ჯერჯერო-
ბით თავი შეეკავებინათ, მაგრამ თეორიული კონფერენციისა და მიტინ-
გის მონაწილეთა დროული გაფრთხილება ვერ მოხერხდა, ხოლო ბაგა-
ბაღებში ეს გაფრთხილება, უბრალოდ, ყურად არ იღეს, რადგან აღ-
მზრდელ პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს და ტვინი ანთხიეს
ლიტერატურულ-მუსიკალურ მონტაჟებზე, ბუნებრივია, ეშინოდათ ამ-
დენი შრომა წყალში არ გადაჰყროდათ.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში ბიძაჩემი იონა სახლში არ გა-
მოჩენილა, ამიტომ მთელი ოჯახი, შეიძლება ითქვას, ბნელში ვისხე-
დით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა ოინებს ატრიალებდა. ამ ამბებზე
არც შემდგომში ლაპარაკობდა ჩვეული ენთუზიაზმით და, როდესაც თა-
ვისი თავგადასავლის კულმინაციურ და უაღრესად დრამატულ ეტაპს
ეხებოდა (ჩემთან, თორემ სხვებთან ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარა-
კობდა), ყოველთვის უემოციო იყო, ინდიფერენტული, და ყოველთვის
მოკლედ და შედარებით მშრალად, უმთავრესად ფაქტების ენით ყვებო-
და.
ფაქტები კი (ის, რაც პრესის საშუალებით გავიგე, და ის, რაც ბიძაჩე-
მისგან ვიცი) ასეთი იყო: იმ დღეს, კაცია გოგიას რომ გამოეთხოვა, ჯერ
სამშობიარო სახლში წასულა, კედლის გაზეთი ყურადღებით წაუკით-
ხავს და კმაყოფილი დარჩენილა, მერე იაია ბურძგლა მოუნახულებია,

240
„საღამოს სანაკლიო“ უჩვენებია და გაუხარებია, ოღონდ იქვე აუხსნია, ეს
მხო­ლოდ დასაწყისია, მთავარი ბრძოლა წინა გვაქვსო. იქიდან დიდთა-
ვა ხვიჩას დაწესებულებას სწვევია და აღმოუჩენია, რომ ზოგჯერ (ცხა-
დია, მხოლოდ წვრილმანებში) ბედი სწყალობდა: საოცარია, მაგრამ იმ
დღეებში ერთი კაცი მართლა ამოწერილა ქალაქ სანაკლიოდან და ერ-
თი კაცი მართლა ჩაწერილა, რის გამოც ხვიჩას დაწესებულებას ორივე
ცნობა უმტკივნეულოდ, უხინჯოდ და დამშვიდებული სინდისით გაუცია.
ხვიჩასგან წამოსული ისევ სამშობიარო სახლში დაბრუნებულა და სავა-
რაუდო კანდიდატურები შეუმოწმებია. იაია ბურძგლას წინ უმშობიარია
(ეს ბიძაჩემმა ადრევე იცოდა), ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვა-
რად შამოევი, იაია ბურძგლას შემდეგ (ცამეტი, საღამოს) უმშობიარია
ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად მეფისაშვილი. ორივე კან-
დიდატს თითო მამა ჰყავდა და ორივე მშვენიერი ოჯახიშვილი იყო. ბი-
ძაჩემ იონას კანდიდატების მისამართი ამოუწერია და ორივეს ოჯახი
მოუნახულებია (რა გააკეთა იქ, არ უთქვამს). შემდგომ ამისა რედაქციები
ჩამოუვლია და კორესპონდენტები მოუმზადებია (მოვამზადეო, ასე
მითხრა და, როცა დავინტერესდი, თუ რა ხასიათისა იყო ეს მომზადება,
სიტყვა ბანზე ამიგდო). იქიდან კაცია გოგიას ხლებია და მოუხსენებია,
ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებაო. მერე კომისიის სხდომა მო-
უწვევია, მთავარი იუბილის დღე დაუნიშნავს (16 მაისი), მოსაწვევი ბარა-
თის ტექსტი საკუთარი ხელით შეუდგენია (ხომ იცი, წერა-კითხვა ჩვენში
რა პრობლემააო, მითხრა) და ერთ-ერთი ასისტენტის ხელით სტამბაში
გაუგზავნია, მერე ეტლის, ცხენების, ყვავილების, ჩოხების და სხვა აქსე-
სუარების შოვნის თადარიგს შედგომია და მთელი დღე ამაზე ურბენია.
მეორე დილით, როდესაც კაცია გოგიას „სანაკლიოს დილაში“ წა-
უკითხავს:
„სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს
დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველი-
ვით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს შამოევების
­ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწო-

241
რად მიმიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი
ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვისწრაფი გაცნობო, რომ
მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, მელოგინეცა და ახალშობილიც
თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატა-
რა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“,
მადიანად უსაუზმია, მაგრამ საღამოს, როცა „საღამოს სანაკლიოში“
წაუკითხავს:
სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს
დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველი-
ვით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს მეფისაშვილე-
ბის ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად
მი­მიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძა-
ხილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვიჩქარი გაცნობო, რომ მშო-
ბიარობამ წარმატებით ჩაიარა. მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩი-
ნებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა ვან-
და ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“,
მადა დაკარგვია და პირში ლუკმა არ ჩასვლია.
ხოლო ერთი საათის შემდეგთავის მშვენიერ კაბინეტში დაუნდობ-
ლად ურახუნებდა მუშტებს მუხის მყარ, გამძლე, მრავლისმნახველ მა-
გიდას და მტყუანსა და მართალს განურჩევლად აძრობდა ტყავს. ასეთ
დაძაბულ ვითარებაში ბიძაჩემ იონას თურმე დამსწრეთა განსაცვიფ-
რებ­ლად სიტყვა შუა ლანძღვაზე შეუწყვეტინებია და მთელი დანაშაუ-
ლი მარტო თვითონ უტვირთია. სხვას რას ემართლებით ყველაფერი ჩე-
მი ბრალია და, თუ დასჯაა, მე ერთი უნდა დავისაჯოო, უთქვამს, მერე რა,
რომ თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა, მაინც ბოლომდე უნდა მივ-
ყო­ლოდი და ბოლომდე უნდა შემემოწმებინა, ხომ ვიცოდი, რა ვირებ-
თან და ყეყეჩებთან მქონდა საქმეო, მაგრამ სასჯელი სად გაიქცევა, სას-
ჯელს მერეც მოვესწრები, ახლა მაგისთვის არა მცალია, ახლა მთავარია
წამხდარ საქმეს როგორმე დროზე ვუშველოო.
და უშველა.

242
რა ქნა ასეთი, არ ვიცი (რაც საჭირო იყო, ის ვქენიო, მშრალად მიპა-
სუხა, როცა დეტალებით დავინტერესდი, და მეტი ამ ეპიზოდზე კრინტი
ვეღარ დავაძვრევინე), მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს გაზეთებმა გას-
წორება დაბეჭდეს.
დილით კაცია გოგიას, როდესაც „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს:
„გასწორება
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სა-
ნაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გა-
იპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს შამოევების
ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ უნდა
იყოს „...ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა
ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“,
კვლავ მადიანად უსაუზმია. სამაგიეროდ, როდესაც „საღამოს სანაკ-
ლიოში“ წაუკითხავს:
„გასწორება
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „სა-
ნაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს“ კორექტორის მიზეზით გა-
იპარა შეცდომა. კერძოდ, ნაცვლად სიტყვებისა „...ბოლოს მეფისაშვი-
ლების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით...“
უნდა იყოს „...ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში“ და „პატარა კაცია ალ-
ბათ ფუნჩულა ტუჩებით...“ დანარჩენი როგორც ტექსტშია“,
ისევ დაკარგვია მადა.
იმ დღეს ქალაქ სანაკლიოს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ატყობდა,
რომ რაღაცას უპირებდნენ, მაგრამ, კერძოდ, რას ვერ გაეგო და ამიტომ
შიშითა და მოლოდინით გატრუნულიყო, ხოლო კაცია გოგიას მრავლის-
მომსწრე მაგიდა შუაღამემდე იობის მოთმინებით იტანდა პატრონის
მუშტებს. ამჯერად თურმე კაცია გოგიას კომისიაც ბანს აძლევდა, ჟამი-
დან ჟამზე ბიძაჩემისკენ იშვერდა თითს და „ჰკა მაგას! ჰკა მაგასო!“ გა-
იძახოდა. აღტაცებითა და სიამაყის კანონიერი გრძნობით უნდა აღვნიშ-
ნოთ, რომ ბიძაჩემ იონას აქაც ჰყოფნია უტიფრობა და, როგორც კი შესა-

243
ფერისი შემთხვევა მოუხელთებია, სიტყვა წარმოუთქვამს. თავისთავად
ცხადიაო, თავჩაღუნულს განუცხადებია მონანიე კილოთი, თქვენს
თვალში საბოლოოდ და სამართლიანდ დისკვალიფიცირებული ვარ და
ყოველგვარი ნდობა დაკარგული მაქვსო, მაგრამ, სანამ დამსჯიდეთ,
ორიოდე სიტყვა მათქმევინეთო. ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი და,
თუ ერთ ცდასაც მომცემთ, გარწმუნებთ, ჩემს დიდ დანაშაულს გამოვის-
ყიდიო. ამას გეუბნებათ კაცი, რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს თა-
ვისი შეცდომა და მზად არის ნებისმიერი სასჯელი ისე მიიღოს, როგორც
ყველაზე მაღალი ჯილდო. ნდობით ნუ მენდობით, რაკი ჩემი ნდობა
აღარ შეიძლება, მხოლოდ გამოსავალს გიჩვენებთ და თქვენ თვითონ
იმოქმედეთო. და უჩვენა. თავი რომ დავანებოთ ამ ფრიად და ფრიად
სამწუხარო გაუგებრობას, რაც ჩვენი გაზეთების ფურცლებზე დატრიალ-
და, ქალაქმა უკვე ისედაც იცის, რომ ნამდვილი მეასიათასე იამზე ბურ-
ძგლას ვაჟია, ამას ადასტურებს „საღამოს სანაკლიოს“ 13 აპრილის ნო-
მერი, კედლის გაზეთი „მელოგინის ხმა“ და ის ორი მოქალაქე, რომელ-
თაგან უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ერთი ამოეწერა და ერთიც
ჩაეწერაო. ამ ფაქტს ვეღარსად გავექცევით, ამიტომ გვინდა-არგვინდა
მეასიათასედ ისევ მეასიათასე უნდა ვაღიაროთო. მოითმინეთ, ბატონე-
ბო, ბოლომდე მათქმევინეთ, ჯერ ხომ არ იცით, რა წინადადებას გთავა-
ზობთო. შექმნილ ვითარებაში საქმის წაღმა შემობრუნება ამგვარად შე-
იძლებაო: ბურძგლას ქალი ბავშვის მამას დაასახელებსო. დაასახელებს
თავის ერთ-ერთ კაცს, ან სხვა ნებისმიერ გვარსა და სა­ხელს, რაც კი ენა-
ზე მოადგება, ამ საქმეს მე მოვუვლიო. ჩვენც ახალი გასწორება დავბეჭ-
დოთ და ეს გვარი, უკვე საბოლოო და შეუცვლელი, გამოვაქვეყნოთ. არა-
ვინ გამოგვეკიდება და საგანგებო რკვევას არავინ დაიწყებს. ამით ახლა
გადავრჩებით, იუბილესაც გადავიხდით, ეტლის სცენას, თუმცა ძალიან
კი მეთანაღრება გული, ბოლოს და ბოლოს, სულ შევცვლით, ან არადა,
ვინმეს დავიქირავებთ და, ვითომ ბავშვის მამაა, ბურძგლას გვერდით
მოვუსვამთ. მთავარია, სტუმრების წინაშე არ შევრცხვეთ და მერე ან

244
სულ დაავიწყდება ქალაქს ეს ამბავი, ან რამეს მოვიფიქრებთ. ყოველ
შემთხვევაში ამჟამად სხვა გამოსავალი არა გვაქვსო.
ბარემ აღარ უნდოდათ ბიძაჩემი იონასთვის დაეჯერებინათ, მაგრამ
უკეთესი ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. ამიტომ, მცირე ყოყმანის შემ-
დეგ წინადადება მიიღეს. ბიძაჩემი იაია ბურძგლას მოსამზადებლად
გაგზავნეს და, კიდევ რომ გაუგებრობა არა მომხდარიყო რა, ორივე გა-
ზეთის კორესპონდენტი ერთდროულად მიაყოლეს უკან.
ბიძაჩემმა იონამ იაია ბურძგლა იოლად დაითანხმა. როგორც და-
მა­რიგეთ, ისე ვიზამო, უთქვამს და, კორესპონდენტების შემოსაყვანად
მიმავალი, მადლიერებისთბილი და, როგორც ბიძაჩემი მარწმუნებდა,
უსპეტაკესი ღიმილით გამოუცილებია. მერე, ბიძაჩემს რომ კორესპონ-
დენტები შემოუყვანია, იმ კორესპონდენტებს რბილი, შემრიგებლური
საყვედურით შეხვედრია, ეს რა ამბავი აგიტეხიათ, რამ გაფიქრებინათ,
რომ ჩემი პატარა კაცია, ენაცვალოს დედა, სულ მთლად უმამოაო! კო-
რესპონდენტებს რაღაც მობოდიშების მაგვარი წაულუღლუღებიათ, მე-
რე კალმისტრები მოუმარჯვებიათ და, ბარემ, თუ შეიძლება სახელი და
გვარი გვითხარითო, უთხოვიათ. იაია ბურძგლას კიდევ ერთხელ შემოუ-
ხედავს ბიძაჩემი იონასთვის მადლიერების თბილი და უსპეტაკესი ღი-
მილით და უთქვამს, იონა ნოეს ძე კამკამიძეო...
იუბილე მართლაც რომ სანაქებოდ ჩატარდა.
სულ წინ, როგორც სცენარით იყო გათვალისწინებული, მიდიოდა ნა-
ირფერი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული ღია ეტლი. ეტლში თეთრი
ცხენები ება. კოფოზე სანაკლიოს სახალხო თეატრის მსახიობი იჯდა მე-
ეტლის ტანსაცმელში გამოწყობილი. უკან ბედნიერი ოჯახი მოკალათე-
ბულიყო. პატარა კაცია გაკვირვებული და ცოტა დაეჭვებული ჩანდა. ბი-
ძაჩემ იონას ჰალსტუხი ეკეთა. ბიცოლაჩემი იაია მინდვრის ულამაზეს
ყვავილს ჰგავდა. ყიჟინსა და ოვაციებს ბოლო არ ჰქონდა...

პროლოგი

245
12 ივნისს, როდესაც, ჩვეულებისამებრ, დილის ორ საათზე გავიღვი-
ძე, ძილმა მოულოდნელად რამდენიმე წამით ისევ წამართვა თავი და
მესიზმრა, ვითომ მშობლიურ სანაკლიოში ვიყავი და მე და ბიძაჩემი იო-
ნა მოცისფრო შუქით მკრთალად განათებულ დუქანში გაშლილ სუფრას
ვუსხედით.
ბიძაჩემთან ქეიფს რა სჯობს, მაგრამ რაღაც (შესაძლებელია, განა-
თების ხარისხი) არ მომეწონა და ალბათ ამის გამო იყო, რომ, როცა თვა-
ლი გავახილე, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა უეცრად სიგარეტის ნამ-
წვის, ცარიელი ბოთლების, ყდაშემოხეული წიგნების, კონსერვის ქილე-
ბისა და, საერთოდ, ყველაფერი იმის მიღმა, რაც იატაკზე, მაგიდა-ზე,
სკამებზე თუ თაროებზე ეყარა, სადღაც შორს, ძალიან შორს, მთელ სამ-
ყაროში უსასრულოდ გადაჭიმული ოთახის ბოლოში, კიდევ ერთხელ
დავინახე ბიძაჩემი იონა.
ასეთ სიზმარს რომ ასეთი ხილვა მოჰყვება, არ შეიძლება ადამიანი
შიშმა არ შეგიპყროს და ავი წინათგრძნობა არ დაგეუფლოს. და მე მთე-
ლი დღე ველოდი მამაჩემისგან ზომიერი მწუხარებით გამსჭვალულ დე-
პეშას ბიძაჩემი იონას გარდაცვალების შესახებ. საბედნიეროდ, ბიძაჩე-
მი იონა ჩემს სიზმრებს ნაკლებად ენდობა და დეპეშა არ მოსულა. მარ-
თალია, საღამოს წერილი კი მოვიდა, მაგრამ წერილი იტყობინებოდა
არა ბიძაჩემის გარდაცვალებას, არამედ სულ სხვა რამეს:
„ძვირფასო თანამემამულე –––––––––––––––––––––––––
ა. წ. 28 ივნისს ქ. სანაკლიო ზეიმობს თავისი მეორასიათასე მცხოვ-
რების დაბადებას. იმედი გვაქვს ჩამობრძანდებით და ჩვენს დიდ სიხა-
რულს გაიზიარებთ.
აქვე გთხოვთ, რომ, თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ სა-
ზეიმო პროგრამაში რაიმე სახით (სიტყვა, ადრესი, სიმღერა, ცეკვა, დეკ-
ლამაცია, აკრობატიკა, საცირკო ნომერი, ორიგინალური ჟანრი და სხვ.),
თქვენი სურვილი შეგვატყობინეთ 20 ივნისამდე, რათა დროულად გა-
ვითვალისწინოთ და საერთო პროგრამაში შესაფერისი ადგილი მივუჩი-
ნოთ.

246
პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი
ი. კამკამიძე“.

აბზიანიძეების ოჯახი

მოქმედება მიმდინარეობდა აბზიანიძეების ოჯახში. თუმცა ეს „აბ-


ზიანიძეების ოჯახი“ ბოლო ხანებში პირობითი გამოთქმა გახდა და ამ-
ჟამად მისი ერთადერთი ღირსება ისღა იყო, რომ თვალნათლივ მიუთი-
თებდა, როგორ ეცლება ხოლმე შინაარსი ცნებას, ერთ დროს რომ დიდ
აზრს შეიცავდა.
მაგრამ ეს კარგა ხნის ამბავია. შინაარსის გამოცლა დაიწყო თხუთმე-
ტიოდე წლის წინ, როდესაც წავიდა დიდი აზრის ერთ-ერთი მნიშვ­ნე-
ლოვანი ელემენტი, ლავრენტი აბზიანიძე, აბზიანეების ოჯახის მთავა-
რი ბურჯი. იგი წავიდა და ახლა მარადიული წუხილის სიმბოლოდ საწო-
ლის თავზე ეკიდა გადიდებული სურათი. სურათი ისე მხნედ და ამაყად
გადმოჰყურებდა სამყაროს, უნებურად კაცის უკვდავებას დაიჯერებდი.
ქალბატონმა ელენემ, რომელიც „აბზიანიძეების ოჯახის“ შინაარსში
მხოლოდ არაპირდაპირი გზით შედიოდა, როგორც არააბზიანიძე,
მაგ­რამ აბზიანიძის მეუღლე, მძიმედ განიცადა ქმართან განშორება.
მაგ­რამ დრომ, რომელსაც თავისი მარადიული არსებობის მანძილზე
არა ერთი და ორი სნეულება განუკურნავს, მის სატკივარსაც უშველა.
და როდესაც ძველებური სიმშვიდე და მყუდროება შორს აღარ იყო,
აბზიანიძეების ოჯახს მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი გამოეცალა;
თუმცა უნდა ითქვას, ეს არ ყოფილა პირველ გამოცლასავით ტრაგიკუ-
ლი: უფროსმა ვაჟმა ნიკომ, როგორც კი თავისი საყვარელი აგრონო-
მი­ული დაამთავრა, დაკრა ფეხი და სოხუმში გადაიკარგა, რათა იქ ერთ
რუსის გოგოსთან ერთად, სამიოდე დღის წინ რომ გაიცნო, ცალკე შეექ-
მნა „აბზიანიძეების ოჯახის“ პატარა ცნება, ასე ვთქვათ, ფილიალი გა-
ეხსნა.
247
დიდ ხანს არ გაევლო ამ ამბის შემდეგ, რომ დაქუცმაცების ახალი აქ-
ტი შესრულდა: მომდევნო ძმამ დაამთავრა საექიმო, სამხედრო ექიმი
გახდა და ღმერთმა უწყის, საით წავიდა. უფროსმა ძმამ ფილიალი მაინც
გახსნა იმ ზარალის სამაგიეროდ, რაც ოჯახს მიაყენა, ეს კი უგზო-­უკ-
ვლოდ გადაიკარგა, თანაც, თუ მისი ხელობისა და ხასიათის მიხედვით
ვიმსჯელებთ, არავითარი შანსი არ იყო, რომ ოდესმე უფროსი ძმის მეტ-
ნაკლებად გონივრულ მაგალითს მიბაძავდა.
ამ დროისათვის ოჯახი უკვე განახევრებული იყო, – სამი კაცი წავიდა
და სამი დარჩა, თუმცა, სამწუხაროდ, სასწორი მაინც წასულების მხარეს
იხრებოდა, რადგან დარჩენილებიდან მხოლოდ ორი იყო ჭეშმარიტი
­აბზიანიძე, მესამე კი, მოხუცი ელენე, მხოლოდ და მხოლოდ აბზიანი-
ძის მეუღლე იყო და მეტი არაფერი.
მაგრამ არც ეს შემადგენლობა დარჩენილა დიდხანს უცვლელი. მარ-
თალია, ქეთინოს გულისხმიერებას ჩვენი ქება არ ესაჭიროებოდა, მარ-
თალია, ქეთინოს ყველაზე მეტად უყვარდა დედა და, ღმერთია მოწამე,
ძალიან უმძიმდა განშორება, მაგრამ ვინ დაძრახავს, – დრო და ბუნება
თავისას ითხოვდნენ და ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს იგი ჩაუჯდა მანქა-
ნაში ვიღაც ინჟინერს, რომელსაც აბზიანიძეების შინაური ატმოსფეროს
ფონზე შეიძლება გადამთიელიც კი ვუწოდოთ, და გაუდგა გზას შავი
ტყიბულისაკენ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ წასვლის წინ ქალები მხურ­ვა-
ლედ გადაეხვივნენ ერთმანეთს და იტირეს, მაშინ როდესაც ამ დღისათ-
ვის საგანგებოდ ჩამოსული ნიკო და შინ დარჩენილი გიგა (შუათანაზე
უბრალოდ ზედმეტია ლაპარაკი) თვალს უკრავდნენ ერთმანეთს და ეშ-
მაკურად იღიმებოდნენ დედაკაცური გულჩვილობის გამო. ქეთინო შემ-
დეგშიაც ძველებურად გულისხმიერი ქალი დარჩა და ყოველ კვირა უგ-
ზავნიდა დედას წერილს, ხოლო როდესაც საშუალება მიეცემოდა, თვი-
თონაც ჩამოდიოდა ხოლმე. დედა თითო წერილს სამჯერ კითხულობ-
და, მერე ფაქიზად ინახავდა კარადის უჯრაში და წუხდა, რომ ვაჟებს ასე
ეუცხოებოდათ დედაკაცური გულჩვილობა.

248
და იმ დროისათვის, როდესაც მოქმედება აბზიანიძეების ოჯახში
მიმდინარეობდა, ოჯახი მხოლოდ ერთი აბზიანიძისა და ერთი ნახევრა-
დაბზიანიძისაგან შედგებოდა. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ ოჯა-
ხიდან მიდიოდა ის ერთი, ერთადერთი, უკანასკნელი აბზიანიძეც და,
ბედის ირონიული ღიმილის წყალობით, ცნობილი გამოთქმა „აბზიანი-
ძეების ოჯახი“ იმ ქალის ამარა რჩებოდა, რომელიც აბზიანიძე არ იყო.
ასე იყო საქმე.
შუა ოთახში კი იდგა გადახსნილი ჩემოდანი და შიგ პანტაპუნტით
ცვიოდა საშინაო და საგარეო შარვლები, საშინაო და საგარეო ხალა­თე-
ბი, ფეხსაცმელები და სხვა მორთულობა.
ჩემოდნის გვერდით ჩაცუცქული გიგა, მაღალი, ცისფერთვალა,
შუბლ­ფართე ბიჭი, ალაგებდა ბარგს და ხმადაბლა ღიღინებდა.
მარცხნივ, ოთახის კუთხეში, იდგა დედა და თუმცა ღრმად სწამდა,
რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბარგის ჩალაგებაში, სინამდვილე-
ში ასე არ ყოფილა საქმე. მართალია, დაუსვენებლად ფუსფუსებდა,
ხშირ-ხშირად მოდიოდა ჩემოდანთან და ხელში მუდამ რაღაც ეჭირა,
­მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რამეს აკეთებდა. მხოლოდ ერთხელ სცადა
დახმარება და ორი ქილა ბადრიჯნის საცივი ჩადგა ჩემოდანში მაშინ,
როცა ქილების ადგილი ზურგჩანთაში იყო. გიგამ არაფერი შეიმჩნია და
იმდენად შეიკავა თავი, რომ ღიღინიც კი არ შეუწყვეტია. იგი განთქმული
იყო მტკიცე ნებისყოფით და ადვილად დამალა წყენა. გაიხსენა ამხანა-
გები, რომლებიც სადგურზე გააცილებდნენ, გაიხსენა ახალი ცხოვრება
და ახალი ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ელოდნენ და რომლებთა-
ნაც თავისი მომავალი ცხოვრება უნდა დაეკავშირებინა, და წამსვე გაუ-
არა დედის, თუშეიძლება ასე ითქვას, უთავბოლობით გამოწვეულმა წყე-
ნამ. ბადრიჯნის ქილები კი უხმოდ ამოალაგა და ზურგჩანთაში ჩააწყო.
თანაც სანამ ამ ოპერაციას აწარმოებდა, ზურგით იდგა დედისაკენ, რათა
ამ უკანასკნელს არ შეემჩნია, რომ მისი დახმარება სინამდვილეში ხე-
ლის შეშლა იყო და მეტი არაფერი.
დიახ, გულისხმიერება და ტაქტი არ აკლდა გიგას.

249
დედა კი მუდამ ასეთი იყო: არასოდეს არ იცოდა ბარგის ჩალაგება.
თუმცა ამაში, ალბათ, ბრალი უფრო მამას მიუძღოდა, რომელიც ამ საქ-
მის იშვიათი ოსტატი იყო და რომ დასჭირვებოდა, მთელ სახლს ჩადგამ-
და ერთ ჩემოდანში.
ასეთი იყო დედა და ასეთი იყო გიგა. და ისინი შორდებოდნენ ერ-
თმანეთს.
თვენახევრის წინ გიგა, დედის უკანასკნელი ნუგეში, სახეგაბრწყი-ნე-
ბული შემოვარდა სახლში, დაიწყო ხელების ფშვნეტა და ბოლთის ცემა.
გაშმაგებული დარბოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხანდახან
ერთბაშად შედგებოდა, შუათითით და არათითით ქეჩოს მოიფ­ხანდა
და ისევ მოსწყდებოდა ადგილს. ბოლოს, სირბილით რომ გული იჯერა,
გაოცებული დედის წინ შეჩერდა და უთხრა:
– იცი შენ, რა არის მოსკოვი?
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ელენემ იცოდა, რა არის მოს-
კოვი. ამიტომ, ვფიქრობთ, სრულიად მართებულად მოიქცა, როდესაც
ხმაში ცოტაოდენი წყრომა გამოურია:
– მოსკოვი რა არის, როგორ არ ვიცი, ბიჭო!
ამის შემდეგ შვილმა ხელების ფშვნეტა და სირბილი განაახლა და
დუმილის დარღვევა დედას მოუხდა:
– რაში გაგახსენდა მოსკოვი?
– მოსკოვი, მოსკოვი... შენ არ იცი, დედაჩემო, რა არის მოსკოვი. მოს-
კოვი ჩვენი მიყრუებული ქალაქი კი ნუ გგონია. მოსკოვში დუღს ცხოვრე-
ბა.
– ცხოვრებას, ბიჭო, თუ აადუღებ, ყველგან ადუღდება. რად უნდა მა-
გას მოსკოვი და პარიზი.
– შენთან ლაპარაკი, დედაჩემო, მაპატიე და, წყლის ნაყვაა. შენ ვერა-
სოდეს გაიგებ, რა არის მოსკოვი.
რაკი დედასთან ლაპარაკის მნიშვნელობა შესაფერისი ფორმულით
განისაზღვრა, ამ აზრის გაღრმავებას აღარ გამოეკიდა, პირდაპირ აუხ-
სნა, თუ რაში დასჭირდა მოსკოვის მდუღარე ცხოვრების ხსენება. საქმე

250
ის იყო, რომ მას რამდენიმე სპეციალისტთან ერთად შესთავაზეს ამ
ადუღებულ ცხოვრებაში შეერგო თავი.
დედამ მდუმარედ მოისმინა შვილის გადაწყვეტილება, თავი დაუქ-
ნია ოფიციალური თანხმობის ნიშნად და სამზარეულოში შევიდა, რათა
­კერძისათვის დროზე მიეხედა, თორემ შეიძლებოდა კარტოფილი ჩაშ-
ლილიყო.
სანამ გიგა ოთახში დარბოდა, ქვედა სართულზე მცხოვრებთ აწუხებ-
და და მოსკოვურ საღამოებზე ოცნებობდა, დედა სამზარეულოში ფუს-
ფუსებდა, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა: კარტოფილი მაინც ჩაიშალა.
წინ ორი-სამი კვირა იყო. ეს ორი-სამი კვირა შემდეგ, ობიექტური მი-
ზეზების გამო, თვენახევარსაც გაგრძელდა, მაგრამ ცნობილია, რომ
თვალნათლივ მხოლოდ მაშინ დაინახავ რამეს და მთელი სისრულით
მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდები. ფაქტის
წინაშე კი მოხუცი ელენე, რომელიც გვარად გუგუშვილი იყო და არა აბ-
ზიანიძე, აღმოჩნდა იმ დღეს, რა დღესაც აბზიანიძეების საწოლ ოთახში
მეხუთე მოქმედება დაიწყო.
ხაჭაპურები ცოტა დაიწვა, ქათამი ისეთი შებრაწული ვერ გამოვიდა,
როგორც სხვა დროს გამოდიოდა, და ეს ამბავი ცუდად ენიშნა გიგას, მაგ-
რამ გულისხმიერი ბიჭი ერთი წუთითაც არ ივიწყებდა ტაქტს და მცი-
რეოდენ წყენას უხმოდ ყლაპავდა.
– რა გაძლებს სამი დღე მატარებელში, – თქვა მან და ესეც მის ­გუ-
ლისხმიერებაზე მიუთითებდა, რადგან ამ დროს მატარებელზე კი არა,
დამწვარ ხაჭაპურებზე ფიქრობდა.
დედამ არაფერი უპასუხა, შვილის ნათქვამი პასუხს არ მოითხოვდა.
პასუხის ნაცვლად კბილის ჯაგრისი და ფხვნილი აიღო, ცალ-ცალკე შე-
ახვია და ჩემოდანში ჩადო. მაგრამ კბილის ჯაგრისისა და ფხვნილის ად-
გილი ზურგჩანთის გარე ჯიბეში იყო. და გიგა, დედისთვის რომ არაფერი
შეემჩნევინებინა, ასე მოიქცა:
– ჰო, კიდევ კარგი რომ გამახსენე, თორემ მე, ვიცი, დამავიწყდებოდა.
– თქვა და ხალათების ჩალაგება განაგრძო. ერთხანს ალაგებდა, მერე

251
ერთბაშად შეჩერდა, თითქოს დაფიქრდაო, – თუმცა, ზურგჩანთის ჯიბე-
ში ხომ არ ჩამედო. ყოველ დილით დამჭირდება და ჯობია ისეთ ადგი-
ლას იყოს, საიდანაც ადვილად ამოვიღებ. ჰა, შენ რას იტყვი, დედაჩემო?
– როგორც გერჩივნოს, შვილო, ისე ქენი.
საერთოდ, ელენეს ერჩივნა მისთვის დედა დაეძახათ და არა „დედა-
ჩე­მო“. მაგრამ შვილებს, როგორც ჩანს, ვაჟკაცისათვის შესაფერისად არ
მიაჩნდათ ეს „დედა“, რომელსაც, მიუხედავად მთელი ბუნებრიობისა,
მაინც რაღაც სენტიმენტალური ელფერი დაჰკრავს, და ჯიუტად ეძახ-
დნენ ოფიციალურ „დედაჩემოს“. ქეთინო, რასაკვირველია, გამონაკ-
ლისს წარმოადგენდა, როცა საქმე გრძნობების გამომჟღავნებას ეხებო-
და, და ამიტომ „დედაჩემოს“ კი არა, დედიკოს ეძახდა. ასე ეძახდა მას
შემდეგაც კი, რაც თვითონ ორჯერ ზედიზედ გახდა დედიკო. როცა სტუმ-
რად ჩამოვიდოდა, არაფრით არ მოისვენებდა და არც სხვას მოასვენებ-
და, სანამ თავისას არ გაიტანდა და ღამე დედასთან არ დაწვებოდა. თუმ-
ცა ელენე ტუქსავდა ხოლმე ცალყბად, – რაღადროს ჩემთან დაწოლაა,
ამხელა ქალი ხარო, მაგრამ გულში სიამოვნებდა და ეს კარგად იცოდა
ქეთინომ, რომელიც ბავშვურ სიცელქეს, ალბათ, სიბერეშიც ვერ გადაეჩ-
ვეოდა.
ასეთი იყო ქეთინო.
ვაჟები კი ჯიუტად ეძახდნენ ოფიციალურ „დედაჩემოს“, თუმცა ელე-
ნეს ერჩივნა დედა დაეძახათ. მით უმეტეს ახლა, განშორების ჟამს, რო-
დესაც ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე ვხდებით ხოლმე, გულით
ეწადა „დედა“ გაეგონა შორ გზაზე მიმავალი შვილისაგან. მაგრამ რას
იზამ? – შვილი ჯიუტად ეძახდა ოფიციალურ „დედაჩემოს“ და თვითონ
ხომ არ შეახსენებდა. კიდეც რომ შეეხსენებინა, რაღა ფასი ექნებოდა?!
ძალად თავსმოხვეულ „დედას“ ისევ „დედაჩემო“ ჯობდა.
გიგა კი ამასობაში თავისთვის საქმიანობდა. იგი კმაყოფილი იყო,
რომ ასე ტაქტიანად ასწორებდა დედის შეცდომებს. დიახაც განთქმული
იყო მისი ტაქტიანობა და გულისხმიერება. არაერთხელ შეუმჩნევია, რა
წინდაუხედავად იქცეოდნენ ხოლმე და-ძმები, რომელთაც გიგას ეს დი-

252
დი ღირსება აშკარად აკლდათ. როგორ მიახლიდნენ პირში, დღეს მხა-
ლი უგემური გამოგსვლიაო, რა დაურიდებლად ახსენებდნენ აუგად ბი-
ძას. არც კი ფიქრობდნენ, რამხელა ტკივილი უნდა ყოფილიყო ქალი-
სათვის ნახელავის დაწუნება და ძმის გინება. გიგა კი ყოველთვის თავის
თავს წარმოიდგენდა ხოლმე მის ადგილას და ისე იქცეოდა, რომ არაფე-
რი ­ეწყენინებინა. მართალია, დედა არც სხვებს უჩიოდა უტაქტობას და
არც გიგას უსვამდა თავზე ხელს ტაქტიანობისათვის, მაგრამ უმცროსი
ვაჟის რაინდობა სწორედ ამაში მჟღავნდებოდა: იგი კეთილშობილები-
სათვის საზღაურს არ ითხოვდა. მისი გულისხმიერების ჯილდო მისი გუ-
ლისხმიერების შედეგი იყო. თუმცა გულის სიღრმეში ხინჯისმაგვარ რა-
ღაცას კი გრძნობდა, გარე სამყარო რომ დუმილით უვლიდა გვერდს მის
კეთილშობილებას, მაგრამ რა ვუყოთ: პატივმოყვარეობის პატარა ჭია
ყველას გვიზის გულში.
დიახ, გიგა მუდამ გულისხმიერი შვილი იყო, მით უმეტეს ახლა, გან-
შორების ჟამს, არათუ საქციელში, ფიქრშიც კი არ გამოამჟღავნებდა
უტაქტობას.
ასე მიდიოდა დღე. ასე ემზადებოდა გიგა გასამგზავრებლად და ასე
ემზადებოდა დედა დასარჩენად. მართალია, მთელმა ამ პროცესმა
თითქმის დუმილში ჩაიარა, მაგრამ რას იზამ: გიგას ბევრი ლაპარაკი, სა-
ერთოდ, არ უყვარდა, რაც შეეხება დედას, მისი დუმილი, ალბათ, იმით
უნდა აიხსნას, რომ განშორების წინ ძალიან ბევრი რამ ჰქონდა სათქმე-
ლი და არ იცოდა საიდან დაეწყო. გიგა კარგად იცნობდა დედების ფსი-
ქიკას და დარწმუნებული იყო, დიდხანს არ გასტანდა ასე. მალე დაიწყე-
ბოდა: „დედა გენაცვალოს, მატარებელში...“, „რომ ჩახვალ, დეპეშის გა-
მოგზავნა არ დაგავიწყდეს“, „ხომ იცი, უცხო ქალაქი, უცხო ხალხი“, და
ათასი „აბა შენ იცი“. თანაც ისეთი ტონით დაიწყებოდა, თითქოს მარ-
თლა გიგაზე უკეთ სცოდნოდა, ან მატარებელში როგორ უნდა მოიქცეს
კაცი, ან ახალ ხალხს როგორ უნდა შეხვდეს, ან თავი როგორ დაიჭიროს.
მაგრამ გიგა მაინც მორჩილად მოუსმენდა. ასე იქცევა ტაქტიანი ხალხი.

253
ბოლოს გიგა, როგორც იქნა, მორჩა ბარგის ჩალაგებას. ჩემოდანი და
ზურგჩანთა კუთხეში დადო და წამოდგა.
– ესეც ასე. კარგა მაგრა კი დავიღალე, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე ჩავა-
ლაგე, რომ თვითონ ლავრენტი აბზიანიძეც ვერ დამიწუნებდა. შენ რას
იტყვი, დედაჩემო? – შეეკითხა გიგა და თან სახელოთი შუბლზე ოფლი
მოიწმინდა.
– გეტყობა, მამაშენის შვილი ხარ.
ელენემ იგრძნო, რომ ნათქვამი რაღაც ქათინაურივით გამოუვიდა.
საოცარი ამბავი იყო. არ ვიცით, მარტო აბზიანიძეების ოჯახში მოხ-
და ეს, თუ ყველგან ასე ხდება: როგორც კი შვილები წამოიზარდნენ, დე-
და-შვილის ურთიერთობაში მაშინვე გაქრა ძველი, ბავშვობისდრო­ინ-
დელი უშუალობა და შეიცვალა რაღაც უცნაური დამოკიდებულებით,
რომელსაც შვილების ხასიათი განსაზღვრავდა. კერძოდ, გიგას და ელე-
ნეს შორის შეიქმნა დაძაბულობამდე მისული თავაზიანი დამოკიდებუ-
ლება. დაახლოებით ისეთი, როგორიცა აქვთ ადამიანებს, რომლებიც
დიდი ხნის ნაცნობები არიან, ხშირადაც ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ
საერთო ენა ვერ იქნა და ვერ გამონახეს. ბუნებრივია, ასეთ დროს გულ-
წრფელობამ და პირდაპირობამ ერთგვარად მეორე პლანზე გადაინაც-
ვლა. შეიძლება ეს მხოლოდ ელენეს ეჩვენებოდა, გიგას კი ასეთი ურთი-
ერთობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად მიაჩნდა. შეიძლება, საერთოდ,
ახალგაზრდობა იყო ასეთი. ღმერთმა იცის, ყოველ შემთხვევაში, ელენე
გიგასთან ლაპარაკისას კალაპოტიდან ამოვარდნილივით გრძნობდა
თავს და, როდესაც ამბობდა: „მამაშენის შვილი ხარო“, იმის ნაცვლად,
რომ ეთქვა: „მაგ საქმეში მამაშენამდე ჯერ ბევრი გიკლიაო“, იცოდა, არა-
გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ დასაძრახს მაინც არაფერს ხე-
დავდა ამაში. უფროსი ვაჟებიც გიგას ჰგავდნენ, თუმცა მათთან მაინც უფ-
რო თავისუფლად ლაპარაკობდა, რადგან ცოტა უხეშები იყვნენ, უხეშო-
ბას კი მეტ-ნაკლები დოზით ყოველთვის ახლავს უშუალობა. ქეთინო
ხომ აქაც გამონაკლისი და ყოვლად შეუდარებელი იყო.

254
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში დედასა და შვი-
ლებს. და დედას უნდოდა ახლა მაინც, როდესაც უკანასკნელ ნუგეშსაც
ისტუმრებდა შინიდან, ეს ურთიერთობა ძველებური, ბავშვობისდროინ-
დელი უშუალობით შეცვლილიყო.
გიგამ პირი დაიბანა, კოხტად დაივარცხნა ქერა თმა, საგარეო ტანი-
სამოსი ჩაიცვა და კარი გამოაღო. იქნებ ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც
უშუალობა მოსპო. იქნებ პირველად მაშინ დაიწყო თავაზიანი და თით-
ქმის ოფიციალური დამოკიდებულება, როცა შვილი პირველად წავიდა
უკითხავად.
მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო და დედამ ვერ მოითმინა:
– სად მიდიხარ, შვილო?
– ამხანაგებს მოვინახულებ წასვლის წინ, თორემ უხერხულია.
– შენ მიემგზავრები, ამხანაგები კი არ მიემგზავრებიან, თვითონ ვერ
მოვლენ?
– თვითონ კი მოვლენ, დედაჩემო, მაგრამ ხომ იცი ჩემი ამბავი, არ
მიყვარს ზედმეტი პრანჭვა-გრეხა და კუდაბზიკობა. დავჯდე და – ვისაც
ჩემი ნახვა გინდათ, კეთილი ინებეთ და მობრძანდით! მე კი არავის გე-
ახლებით! არ შეეფერება ეს ჩემს ბუნებას, დედაჩემო.
– კარგი, შვილო, როგორც შენს ბუნებას შეეფერება, ისე ქენი.
გიგას ჩაეცინა. სისხლში ჰქონდა ელენეს ცოტაოდენი კვიმატობა.
„როგორც შენს ბუნებას შეეფერება, ისე ქენი“.
„ოჰ, დედაჩემო, დედაჩემო“. – გაიფიქრა გიგამ და გავიდა.
ელენემ იცოდა, რომ შვილს ვეღარ დაიმარტოხელებდა. სწორედ
წასვ­ლის წინ მოვიდოდა და თან მხიარული ამხანაგების მთელ ხროვას
მოიყვანდა. ასეთი იყო გიგა.
ელენეს კი ენატრებოდა შვილი, უნდოდა ერთი-ორი საათი დაეყო
მასთან, დაეკოცნა, როგორც ბევრჯერ დაუკოცნია ბავშვობაში, და ელა-
პარაკა სრულიად უმნიშვნელო ამბებზე, მაგრამ ელაპარაკა ბუნებრი-
ვად. მერე პირობა ჩამოერთმია, რომ ჩასვლისთანავე დეპეშას გამოუგ-
ზავნიდა და კვირაში ერთხელ წერილს მოსწერდა, რომ მთლად არ გა-

255
დაიკარგებოდა და ხანდახან მოინახულებდა მოხუც დედას. ასე უნდოდა
ელაპარაკა ნიკოსთან და ვერ ელაპარაკა. ასე უნდოდა ელაპარაკა დათი-
კოსთან და ვერ ელაპარაკა. ასე უნდოდა ელაპარაკა გიგასთან და იცოდა,
რომ ვერ ილაპარაკებდა. ვაჟები ყოყლოჩინა ხალხია და იმაზე მეტს მა-
მაკაცობენ ხოლმე, რაც ღმერთს დაუწესებია მამაკაცებისათვის. ერთ
თბილ სიტყვას არ გაპატიებენ, მაშინვე გადაგისხვაფერებენ და ­უხერ-
ხულ მდგომარეობაშიც ჩაგაყენებენ, თითქოს დედაშვილური სითბო
უკიდურესად სამარცხვინო რამ იყოს.
მეზობლებს, რასაკვირველია, გაგებული ჰქონდათ, რომ გიგა
მოს­კოვში მიემგზავრებოდა. ამიტომ, როგორც კი ელენე ეზოში გამოჩ-
ნდა, მაშინვე გამოეგება ვასასი, მეზობლის ქალი, რომლის ძირითად
საქმიანობას ლაპარაკი წარმოადგენდა და რომელმაც ამ კონკრეტულ
­შემთხ­ვევაში საჭიროდ ჩათვალა გიგას მომავალი გამგზავრების აღსა-
ნიშნავად ორიოდე სიტყვა ეთქვა აბზიანიძეების ოჯახის უკანასკნელი
მოჰიკანისათვის.
– აჰა, მიდის შენი ბიჭი ხო? – დაახვედრა პირველი კითხვა, როგორც
კი ელენემ კიბე ჩაათავა.
– მიდის, ჩემო ვასასი, მიდის.
– მიდის ხო? ბედნიერი ქალი ხარ: შვილები დაზარდე ისეთი, ერთი
ქალი ვერ დაიტრაბახებს. ყველას უმაღლესი დაამთავრებინე, ყველა
გზაზე დააყენე, ქალი მშვენივრად გაათხოვე. აწი რაღა გიჭირს ასეთი
შვილების პატრონს.
– ეჰ, რა ვიცი, ჩემო ვასასი, სანამ კაცი ცოცხალი ხარ, გასაჭირს რა გა-
მოგილევს.
– მაგი არ გამაგონო, თუ ქალი ხარ. შენთან გასაჭირს აწი რაღა ხელი
აქვს. სამი მგელივით ბიჭის შემყურე მაგას რავა ამბობ!
ელენემ, რომელიც კაი ოთხი წელიწადია ერთადერთი ვაჟის შემყურე
იყო და რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარი თავის შემყურეღა რჩე­ბო-
და, მოხერხებულად აირიდა ვასასისთან საუბარი და, როდესაც ეზოში
საქმე მოითავა, გიგას ჩალაგებულ ბარგთან განმარტოვდა.

256
ბარგი არ იყო მაინცდამაინც ბევრი: ერთი ზურგჩანთა და ერთი ­ჩე-
მოდანი.
ბადრიჯნის ქილები კი მაინც ზურგჩანთაში ჩაეწყო. თანაც „ტაქტი-
ანად“, ისე, რომ დედას არ სწყენოდა. ელენეს გაეღიმა და უეცრად ძალი-
ან მოუნდა თავისი „ტაქტიანი ბიჭი“ გულში ჩაეკრა.
ერთ ნახვად კი ეღირებოდა, მართლა ასე რომ ექნა. სირცხვილის ალ-
მური წაეკიდებოდა შეუფერებელ სიტუაციაში მოქცეულ ბიჭს და, ვინ
იცის, რა ხრიკებს არ გამოიგონებდა, რომ დედის მკლავებიდან „ტაქტი-
ანად“ დაეხსნა თავი.
ისე, ახლა რომ აქ ჰყოლოდა, შეიძლება არც მორიდებოდა მის ­უხერ-
ხულ მდგომარეობაში ჩაგდებას და მართლა გადაედგა ეს აგრესიული
ნაბიჯი.
უცებ კაკუნი მოისმა. ეს გიგა არ იქნებოდა: ღია კარზე შვილი არ და-
აკაკუნებს და, გარდა ამისა, რამდენადაც ელენემ მისი ხასიათი იცოდა,
ასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო.
– მობრძანდით, – გასძახა და თვითონაც დაიძრა კარისაკენ, რათა
სტუმარს შეხვედროდა.
კარებში ფოსტალიონი იდგა...
კონვერტზე ძეგლი ეხატა. მარკაზე – მხედარი, ქვემოთ, სულ ბოლო-
ში, ნაცნობი ლამაზი ხელით ეწერა: „ქეთინო ნუცუბიძე“.
ელენე სასადილო ოთახში გავიდა, წერილი მაგიდაზე დადო, სათვა-
ლე და მაკრატელი მოიტანა და სადღესასწაულო იერით დაჯდა. ჯერ
გულდასმით წაიკითხა ის, რაც კონვერტზე ეწერა:ლ თავისი მისამართი,
თავისი გვარი, ქეთინოს მისამართი და ქეთინოს გვარი (ქმრის გვარი),
მერე, ამჯერად უკვე ნაკლები დაკვირვებით, ხელახლა გადაიკითხა. შემ-
დგომ ამისა, აიღო კონვერტი, დაიჭირა მარცხენა ხელის ცერითა და საჩ-
ვენებელი თითით, მეორე ხელში მაკრატელი მოიმარჯვა, დაუმიზნა და
ერთხანს შეჩერდა, თითქოს სანამ გაჭრიდა, უნდოდა ჯერ კარგად და-
ემახსოვრებინა, როგორი იყო გაუჭრელი.

257
ბოლოს გაჭრა. გაჭრა ძალიან ნელა, თან აკვირდებოდა, წერილი ხომ
არ გამეჭრაო.
კონვერტის გაჭრა ერთობ ხანგრძლივი პროცესი იყო ელენესათვის.
თუმცა, ნეტარება, რაც უფრო ხანგრძლივია, ისა სჯობს. ეს კი ნეტა­რება
იყო, დაახლოებით ისეთი ნეტარება, როგორიც გოზინაყის შეჭმის მო-
ლოდინში ეუფლება ბავშვს ახალწლის ღამეს. ელენემ ამოიღო ოთხად
დაკეცილი, ორივე მხარეს აჭრელებული ფურცელი და გაშლა დაიწყო.
მაგრამ უცებ, თითქოს რაღაცა გაახსენდაო, ფურცელი ისევ დაკეცა და
დაფიქრდა. ეტყობა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაკეცილ
წერილს ისევ კონვერტში ჩააყოფინა თავი. აქ ერთხანს შეჩერდა, მერე,
როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ისევ შეცვალა: წერილი ხელახლა
­ამოიღო, სწრაფად გაშალა და ზედ კონვერტი დააფარა. მხოლოდ ამის
შემდეგ დახედა წერილს და კონვერტი ნელ-ნელა ჩამოსწია ქვემოთ, რა-
თა სათაურის მეტი არაფერი გამოჩენილიყო და თავისდაუნებურად არ
წაეკითხა.
კაცმა რომ თქვას, მშვენივრად იცოდა, რა ეწერებოდა სათაურად,
რადგან ქეთინოს წერილები შინაარსითაც კი თითქმის მუდამ ერთნაირი
იყო, სათაურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და ამ წერილსაც ის ეწერა, რაც
წინა წერილს: „ჩემო ტკბილო დედიკო“. ბოლოში, რასაკვირველია, ძა-
ხილის ნიშანი. ამ უცვლელი „ტკბილო დედიკოს“ წაკითხვისას ელენეს
ყოველთვის ტკბილი ჟრუანტელი უვლიდა ტანში. და ამ ტკბილ ჟრუან-
ტელს, ალბათ, იმის შეგნება იწვევდა, რომ სადღაც, ტყიბულში არის შე-
ნი სისხლი და ხორცი, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ რომელსაც მაინც
ახსოვხარ და უყვარხარ.
ვერ ვიტყვით, თითქოს ელენე ყოველთვის ამ მეთოდით კითხულობ-
და ქეთინოს წერილებს. სულაც არა. მართალია, საფუძვლიანი მომზა-
დება სასადილო ოთახის დიდ მაგიდასთან ყოველთვის იცოდა ხოლმე,
ყოველთვის ისეთი სახით დაჯდებოდა, თითქოს ერთ კვირას არ უნდა
ადგესო, მაგრამ კონვერტის გაჭრის შემდეგ საქმე, ჩვეულებრივ, სწრა-
ფად მიდიოდა, – ისეთ მანიპულაციებს, როგორსაც დღეს მიმართა, არა-

258
სოდეს აკეთებდა. დღეს სხვა რამე ედო გუნებაში და იმიტომ მოიქცა ასე
(სულმა წასძლია, თორემ არც სათაურის წაკითხვას აპირებდა). და იმ
გეგმის სისრულეში მოყვანისათვის, რომელიც გუნებაში ედო, სათაურის
წაკითხვისთანავე მოაშორა თვალი ნაწერს, წერილი ისევ ფაქიზად და-
კეცა, კონვერტში ჩადო და უჯრაში შეინახა, სადაც ქეთინოს დანარჩენი
წერილები ჰქონდა შენახული. ოღონდ ახალი წერილი ჯვარედინად და-
ადო ზემოდან ძველებს (როგორც ჩანს, იმის ნიშნად, რომ ეს ჯერ წა-
უკითხავი იყო და ამიტომ თავისი გეომეტრიული მდებარეობითაც უნდა
განსხვავებულიყო სხვებისაგან).
შეინახა ელენემ წერილი და გაშორდა იქაურობას. მართალია, იმ ად-
გილას კი ტრიალებდა, როგორც ბავშვი კარადასთან, რომელშიაც გოზი-
ნაყი ინახება, მაგრამ თავს იკავებდა, როგორც ბავშვი, რომელმაც იცის,
რომ მოთმინება ფრიად საქები საქმეა და, თუკი შეძლებს, ჯობია გაუძ-
ლოს ცდუნებას.
ასე მიდიოდა დრო და ბოლოს, როდესაც მატარებლის გასვლამდე
ერთი საათიღა დარჩა, გამოჩნდა გიგა, იგი ნასვამი იყო და თან სამი ნას-
ვამი ამხანაგი ახლდა. ელენე ბიჭებს შინ შეუძღვა და სკამები შესთავაზა.
ბიჭებმა პასუხად რაღაცა წაიბუტბუტეს. გიგამ კი თქვა:
– დაჯდომის დრო აღარაა, დედაჩემო, თორემ მატარებელმა თუ გა-
მასწრო, მერე ფეხით უნდა ვიარო მოსკოვამდე.
ბიჭებს გაეცინათ. როგორც ჩანს, წარმოიდგინეს ზურგჩანთამო-
კი­დებული გიგა, რომელიც დინჯი ნაბიჯით მიემართება მოსკოვისაკენ.
მაგრამ დედას არ გასცინებია.
– ცოტა დაისვენეთ. მატარებლის გასვლა ჯერ ადრეა. – კიდევ შეეპა-
ტიჟა იგი ბიჭებს, მაგრამ ამჯერად მის ხმას სტუმართმოყვარე მასპინ-
ძლის კატეგორიული კილო აკლდა და ამიტომ ცალყბად შეპატიჟების
მსგავსი რაღაცა გამოუვიდა.
– კარგი და, ერთიც ვნახოთ, მაინც მოეპრიანა გასწრება და ყურადღე-
ბა არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბილეთი ჯიბეში მიდევს? – ისეთი კო-
მიკური სერიოზულობით შეედავა გიგა, რომ ბიჭებს კვლავ გაეცინათ.

259
– როგორც გინდა, შვილო, შენ უკეთესად იცი, – თქვა მაშინ ელენემ
და კუთხეში მიდგა.
– არა, ისე, გამოტყდით, ბიჭებო, რომ შესანიშნავი დედა მყავს? – წა-
მოიძახა უცებ გიგამ.
ბიჭებმა რაღაც წაიბუტბუტეს.
– და ამის აღსანიშნავად, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ­გადა-
ვეხვევი და გადავკოცნი. რას იტყვით?
ბიჭებმა რაღაც წაიბუტბუტეს.
გიგა დედასთან მივიდა, მარჯვენა ხელი უხერხულად მოხვია კისერ-
ზე და ლოყაზე აკოცა.
– აბა, ახლა კი ვიჩქაროთ, – დაფაცურდა მერე, – თორემ მართლა გაგ-
ვექცევა ის ღმერთძაღლი მატარებელი.
ერთმა ბიჭმა ჩემოდანი აიღო, მეორემ ზურგჩანთა, მესამეს არაფერი
არ აუღია, რადგან მეტი აღარაფერი იყო ასაღები, და დაიძრნენ კა­რისა-
კენ.
სულ ბოლოს ელენე გავიდა.
ქუჩაში მანქანა ელოდათ.
ბიჭებმა ბარგი ჩაალაგეს და ჩასხდნენ. ორი უკან დაჯდა. მესამე სა-
ჭეს მიუჯდა. გიგამ გამოაღო მანქანის კარი და დედას მოუბრუნდა:
– აბა, შენ იცი, დედაჩემო.
– მშვიდობით იმგზავრე, შვილო, გამაგებინე შენი ამბავი, მთლად ნუ
დაიკარგები.
გიგას გაეცინა.
– ნუ გეშინია, ჩემისთანა კაცი არსად დაიკარგება, – ესა თქვა და კარი
მიიხურა.
მანქანა დაიძრა.
არც ქუჩა იყო იმდენად სწორი, რომ კაცს დიდხანს გაგეყოლებინა
თვალი მიმავალი მანქანისათვის.
ელენე ნელ-ნელა აუყვა კიბეს, შეაღო კარი და შევიდა გამოცარიელე-
ბულ სახლში.

260
ახლობელი ადამიანის გასტუმრებას ყოველთვის მწვავედ განიცდის
კაცი, უფრო მეტიც, გამოთხოვების შემდეგ უფრო ნათლად ვგრძნობთ,
რაოდენ ახლობელი ყოფილა ეს ადამიანი ჩვენთვის.
ასეა საერთოდ.
რაც შეეხება ელენეს, მას განსაკუთრებით ჰქონდა განვითარებული
ეს გრძნობა, – გასტუმრების სიმძიმილი. იგი მგლოვიარესავით იყო პირ-
ველი შვილის გასტუმრებისასაც და, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარ-
დებოდა ახლა, როცა მეოთხე შვილი გაისტუმრა და აღარც აღარავინ
დარჩენია სანუგეშო და გულგადასაყოლებელი.
სამაგიეროდ, ამდენ გასტუმრებაში გამოცდილებაც შეიძინა და იცო-
და, რა დამძიმებული გულით დარჩებოდა შინ. კიდეც ამიტომ შემოუნახა
თავს ფოსტალიონის მოტანილი სიურპრიზი, როგორც ბავშვი ინახავს
გოზინაყს და ელოდება, როდის გაათავებენ სხვები, რომ შემდეგ უფრო
გემრიელად შეჭამოს.
ელენე პირდაპირ იმ კარადას მიადგა, რომლის მარჯვენა უჯრაში ფა-
ქიზად ელაგა ქეთინოს წერილები, ამოიღო ახალი წერილი და მაგიდას
მიუჯდა. სათვალე გაიკეთა, საქმიანი სახე მიიღო და დაიწყო კითხვა.
„ჩემო ტკბილო დედიკო“.
ალბათ, მართლა განსხვავება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის. რამ-
დენი ხანია, ელენეს ეს „დედიკო“ არ გაეგონა ბიჭებისაგან. აღარც კი ახ-
სოვდა, როდის ეძახდნენ. როცა „დედიკოს“ გეძახიან, თითქოს გეხვევი-
ან კიდეც ფუნჩულა ხელებით და ჯერ ერთ ლოყაზე გკოცნიან, მერე მე-
ორეზე. „დედაჩემო“ კი ქუჩის გადაღმიდან დაძახებულს ჰგავს. ის კოც-
ნაც ქუჩის გადაღმიდან დაძახებულ „დედაჩემოს“ ჰგავდა... თუმცა, ცოდ-
ვა გამხელილი ჯობია და, შვილის კოცნა მაინც შვილის კოც­ნაა, მიუხე-
დავად იმისა, მთვრალი იქნება თუ არა და მიუხედავად იმისა, ამხანაგე-
ბისაგან იღებს ნებართვას თუ არა. ოღონდ ერთი რამეა ცუდი: ცოტა რომ
გამოფხიზლდება, ალბათ, შერცხვება, და, ჩვეულებრივ, განაცხადებს,
ეს ღვინო სულ მთლად გამომათაყვანებს ხოლმეო. თუმცა მატარებელ-
ში მარტო იქნება და ამიტომ გაფიქრებას დასჯერდება, ხმამაღლა ვერა-

261
ვისთან მოიბოდიშებს. იქნებ გაუხარდეს კიდეც, რომ იმ შერცხვენის მოწ-
მე გვერდით არავინ ეყოლება...
ჰო, „ჩემო ტკბილო დედიკო“.
რა დრო იყო, ტკბილ დედიკოს რომ ერთი წუთით ვერ შორდებოდნენ
და თიკნებივით დასდევდნენ უკან! არც ამპარტავნობა არსებობდა, არც
თავდაჭერილობა, არც „ტაქტი“ და არც „სილაჩრე“... ქოჩორა გიგა, რო-
მელიც ახლა მოსკოვში მიდის და სირცხვილისაგან წითლდება იმის გახ-
სენებაზე, რომ დედას აკოცა, მაშინ ხუთი წლის ბუთხუზა ბიჭი იყო. მოკ-
ლე შარვალი ეცვა, ხელში ხის ხმალი ეჭირა და სამკვდრო-­სასიცოცხლო
ბრძოლა ჰქონდა გამართული ეზოს კუთხეში ამოსულ მტრის ლაშქარ-
თან. ბიძამისი ჩაერია გახურებულ ბრძოლაში, გააშველა მოწინააღმდე-
გეები და გვიმრების რისხვა სერიოზული საქმის მომიზეზებით სახლი-
საკენ გამოიტყუა. სახლის წინ, პატარა მერხზე ჩამოჯდა (ელენეს კარგად
ახსოვდა ეს მერხი, საწყალმა ლავრენტიმ გააკეთა და ახლაც იქ იდგა,
თუმცა ზედ აღარავინ ჯდებოდა, რადგან ოხთივ ­მხარეს გაფანტული
შვილები დედის სანახავადაც ვეღარ იცლიდნენ, თორემ სოფელში წას-
ვლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი), ჩამოჯდა პა­ტარა მერხზე, გვერდით
მოისვა ოფლად გახვითქული მეომარი, რომელიც მარტოდმარტო უმ-
კლავდებოდა მტრის ურიცხვ ლაშქარს, საშინლად სერიოზული სახე მი-
იღო, ყურადღებით მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო, და ჩურჩულით
გაანდო ერთი დიდი საიდუმლო. გაანდო, როგორც ვაჟკაცმა ვაჟკაცს. სა-
იდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ გიგა თურმე ლავრენტისა და
ელენეს შვილი როდი ყოფილა. ტყეში ეპოვათ ამ ათასი წლის წინათ,
უზარმაზარი მუხის კენწეროში იჯდა თურმე. სულ ზემოთ იჯდა, ერთ პა-
ტარა ფოთოლზე. ეპოვათ და წამოეყვანათ. ასე ყოფილა გიგას საქმე. გი-
გა გაფართოებული თვალებით უსმენდა ბიძამისს და თანდათან იბერე-
ბოდა. როდესაც ბიძამ საიდუმლო ამბავი დაასრულა, ერთი კი მოხედა
დედას, რათა მისგან მოესმინა საბოლოო განაჩენი, მაგრამ სიტყვის
დაძვრა ვერ მოასწრო: უკვე მეტისმეტად იყო გაბერილი. ისეთი ღრიალი
მორთო, საწყალმა ბიძამისმა აღარ იცოდა, რა ექნა. მთელი დღე ნირწამ-

262
ხდარი დადიოდა. გიგა კი საღამომდე არ გაჩუმებულა. სულ გადაავიწ-
ყდა, რომ ეზოს კუთხეში ბრძოლის ცეცხლით ანთებული გვიმრები ელო-
დებოდნენ. გულამომჯდარი ზლუქუნებდა და ყველა შემხ­ვედრს ცალ-
ცალკე შესტიროდა: „დედიკოსი ვაარ! არ ვიჯექი მუხის კენწეროში!“ ჰმ!
ასეთი იყო ბავშვობაში გიგა.
დასწყევლის ღმერთი ამ ფიქრებს. „ჩემო ტკბილო დედიკო“.
არ იჯდა გიგა მუხის კენწეროში, დედიკოსი იყო. სამაგიეროდ, როცა
წამოიზარდა, მიმოიხედა და დედიკოს გარდა სხვებიც შეამჩნია, მაშინ
შემოჯდა მუხის კენწეროში და ტკბილ დედიკოს „დედაჩემო“ შეარქვა სა-
ხელად.თუმცა, ვინ იცის, იქნებ ბავშვობაშიც მხოლოდ იმიტომ ვერ
ძლებდა უდედოდ, რომ უბრალოდ შეეჩვია მის გვერდით ყოფნას. დედა
რომ არ ჰყოლოდა, სხვას შეეჩვეოდა. სხვას დაუახლოვდებოდა და, ჭკუ-
აში რომ ჩავარდებოდა (თუკი ეს ჭკუაში ჩავარდნაა), სხვას დაშორდებო-
და, სხვასთან დაამყარებდა თავაზიან და ოფიციალურ დამოკიდებულე-
ბას.
ამის გაფიქრებაზე ელენეს მკერდის არეში რაღაც ეტკინა.
ელენე ხშირად დაფიქრებულა იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ახლა მისი
შვილები, – ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. სწორედ ახლა, ამ წუთს, ამ
წამს რას აკეთებდნენ: რა უჭირდათ, რა ულხინდათ. და იქნებ ეს საოცა-
რი და ცოტა არაბუნებრივი იყოს, მაგრამ ასეთ დროს მუდამ წამოუვლი-
და ხოლმე დაუოკებელი სურვილი, გულ-მუცელი აეწვებოდა ხოლმე, ისე
უნდოდა ოთხივე მხარეს გაშლილიყო და ერთსა და იმავე დროს ენახა
ოთხივე შვილი.
თავს ძალა დაატანა, აბეზარი ფიქრები მოიშორა და კვლავ წერილს
ჩახედა:
„ჩემო ტკბილო დედიკო!“
არა, კი მართალია, ჩიტები თვითონვე იშორებენ ხოლმე დაფრთია-
ნებულ ბარტყებს, მაგრამ ისინი ცოტა ხნის შემდეგ ახალ შვილებზე გა-
დაიტანენ გადაფრენილი შვილების სიყვარულს. ესეც არ იყოს, ჩიტები
აქ რა მოსატანია. – რაც არ უნდა თქვა, ჩიტი მაინც ჩიტია და ყოვლად

263
წარმოუდგენელია, რომ მას ოდესმე გულ-მუცელი აეწვას. გარდა ამისა,
ყოვლად წარმოუდგენელი იყო ქეთინოს წერილის წაკითხვაც. და როცა
ელენე ამ დასკვნამდე მივიდა, მიანება კიდეც თავი ამ უიმედო საქმეს,
წამოდგა და ოთახში გაიარა.
მერე მეორე ოთახში გავიდა, – რატომღაც მოეჩვენა, რომ იმ ოთახში
გასვლა ყოვლად აუცილებელი და გადაუდებელი საქმე იყო. მაგრამ, რო-
გორც კი ეს ყოვლად აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გააკეთა, მა-
შინვე მიხვდა, რომ ასევე შეუძლებელი იყო მესამე ოთახში გაუსვლელო-
ბა.
მთელი ბინა დაიარა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: არასო-
დეს მოსვლია თავში, თუ ამოდენა ბინის პატრონი იყო. დადიოდა და
აღარ თავდებოდა ოთახები.
ნეტა რა ოხრად უნდოდა ამხელა ბინა! ერთ ოთახს არაფერი სჯობს:
ზიხარ და ყველაფერი თვალწინ გაქვს. ახლა კი რა გამოდიოდა. ერთ
ოთახში იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა ამ დროს მე-
ორე ოთახში. კაცმა რომ თქვას, რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ელე-
ნესათვის არა კმაროდა საბუთად, საკუთარი თვალით უნდა ენახა და
დარწმუნებულიყო, რომ, როცა თვითონ ერთ ოთახში იყო, იმ დროს მე-
ორე ოთახში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
პირველი სამი შვილის გასტუმრებისას ასეთი რამ არ დამართნია.
თუმცა პირველი სამი შვილის გასტუმრებისას მარტო არ დარჩენილა.
ახლა კი სრულიად მარტო იყო. შვილები დაიფანტნენ. შეიბუმ-
ბლნენ, ფრთები მოიმაგრეს და გადაფრინდნენ. გადაფრინდნენ უკან-
მოუ­ხედავად. თუმცა არა, არც მთლად ასე იყო საქმე, – ერთი მათგანი
ხშირ-ხშირად იყურებოდა უკან. ამის დასტურად წერილი ელოდა მაგი-
დაზე, გადაშლილი წერილი, რომელიც ახლა სამჯერ უნდა ყოფილიყო
წაკით­ხული და ხელუხლებლად კი იდო. კაცმა რომ თქვას, არც იყო აუ-
ცილებელი წაკითხვა, რადგან ელენემ კარგად იცოდა, რა ეწერებოდა
შიგ. ისიც იცოდა, რომ გიგას გამგზავრებასთან დაკავშირებით ქეთინო
უეჭველად შემოსთავაზებდა: „ჩამოდი, ჩემო ტკბილო დედიკო, ჩვენთან

264
იცხოვრე“. ქეთინოს ეცოდებოდა მიტოვებული ტკბილი დედიკო, მაგრამ
როგორ გაემეტებინა დედიკოს მისატოვებლად ფუძე, სადაც აბზიანი-
ძეების ოჯახს ჩაეყარა საძირკველი.
აბზიანიძეების ოჯახი, რომელშიაც აღარც ერთი აბზიანიძე აღარაა...
აბზიანიძეები წავიდნენ და ცალკე გახსნეს ფილიალები. შტაბი კი დაცა-
რიელდა.
ოთახებში, სირბილით, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაიღალა და ტახ-
ტზე ჩამოჯდა. ერთი პირობა დააპირა ისევ ქეთინოს წერილს მიბრუნე-
ბოდა, მაგრამ ამ განზრახვაზე მალე აიღო ხელი, რადგან ახლა უკვე და-
ბეჯითებით იცოდა, რომ, როდესაც უკანასკნელ შვილს ისტუმრებ სახ-
ლიდან, ტკბილი ჩაროზის იმედად ყოფნა თავის მოტყუებაა. ქეთინოს
წერილს სხვა დროს წაიკითხავდა. ახლა კი, როგორც ჩანს, აუცილებელი
იყო ფიქრი.
ნელ-ნელა იცლებოდა აბზიანიძეების ოჯახი. სანამ ქეთინო შინ იყო,
ჯერ კიდევ ეტყობოდა ოჯახს ოჯახობა. გარეგნულად, ყოველ შემთხვე-
ვაში, ყველაფერი რიგზე მიდიოდა: დილით საუზმე, ნაშუადღევს სა­დი-
ლი, მერე ვახშამი. თითქოს უბრალო ამბავია, ხსენებადაც კი არა ღირს,
მაგრამ სინამდვილეში აქ ჭამაზე როდია ლაპარაკი, ლაპარაკია ოჯახის
სახეზე, გარეგნულ სახეზე, რომელიც შინაგანი ბუნების გამომხატველია.
და, ვინ იცის, იქნებ ოჯახის რღვევა სწორედ მაშინ იწყება, როცა მისი წევ-
რები თავის დროზე არ სხდებიან სადილად. ყოველ შემთხვევაში, ელენე
ასე ფიქრობდა. ქეთინოს წასვლის შემდეგ გიგამ თავის ჭკუაზე იწყო ხე-
ტიალი; ხან ნაჭამი მოვიდოდა, ხან გვიან მოვიდოდა, ხან სულ არ მოვი-
დოდა. ამის შემხედვარე ელენემ, ბოლოს და ბოლოს, თავი მიანება სა-
დილის კეთებას და ყველაფერი ნებაზე მიუშვა.
აწი ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, – შვილები უკვე თვითონვე ზრუ-
ნავდნენთავიანთ თავზე.
ელენე კი თავის თავზე არასოდეს ზრუნავდა.
შვილები დაიფანტნენ ოთხივე მხარეს; ელენე კი ერთი იყო და ერთ
კაცს აბა როგორ გინდა მოსთხოვო, ოთხივე მხარეს გაიშალოს და ერთსა

265
და იმავე დროს ნახოს ოთხივე შვილი. არადა, თვითონ არ ფიქრობდნენ
ჩამოსვლას, არ ენატრებოდათ დედა.
მაგრამ, ერთხელაც იქნებოდა, მოუწევდათ ჩამოსვლა. მოვალეობა
ჩამოიყვანდათ. არ უნდოდა გამხელა, თორემ ელენემ, რა ხანია, იცოდა
ეს ამბავი. აქამდე მუდამ შვილებს ისტუმრებდა, მალე (დიახ, ალბათ, მა-
ლე) დადგებოდა დრო, რომ შვილებს უნდა გაეცილებინათ აბზიანიძეე-
ბის ოჯახის უკანასკნელი დარაჯი.
თუმცა აქ გაცილება არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ, როდესაც გა-
ისტუმრებ, მაშინ უფრო ნათლად გრძნობ, რაოდენ ახლობელი ყოფილა
შენთვის ეს ადამიანი.
აი, რა არის მთავარი. შვილები იგრძნობენ, რომ ელენე მათთვის
­„ტკბილი დედიკო“ იყო და არა ოფიციალური „დედაჩემო“, მოუნდებათ
საგულდაგულოდ შენიღბული გრძნობების გამჟღავნება, მაგრამ გვიან-
ღა იქნება და გულ-მუცელი აეწვებათ, რადგან მათი სურვილი სურვი-
ლადვე დარჩება.
იქნებ ეს ელენეს ღირსებას არაფერს მატებდეს, მაგრამ მაინც უნდა
ვთქვათ, რომ ამის გაფიქრებაზე დავიწყებულმა დედამ სირცხვილნარე-
ვი სიამოვნება იგრძნო, შურისძიების პატარა, ღვარძლიანი და მაინც უწ-
ყინარი სიამოვნება. ეშმაკურადაც კი გაიღიმა, გონს მოსული, მაგრამ უკ-
ვე იმედგაცრუებული შვილები რომ წარმოიდგინა.
დაიფანტნენ შვილები ოთხივე მხარეს, დააობლეს დედა. იქ­ნებ სა-
ჭიროა, რომ დედა მთლად არ გადაეგოს შვილებს, საკუთარიც ჰქონდეს
რაიმე. რეზერვში ჰქონდეს და, როცა შვილები შემოეცლებიან, აღარ
გა­მოიფიტება, შავი დღისთვის შენახული „საკუთარი რაიმეთი“ განაგ-
რძობს სიცოცხლეს. მაგრამ ასეთ დასკვნას გამოცდილება უნდა, ცხოვ-
რება კი ერთია და არ მეორდება.
შემოეფანტნენ შვილები ელენეს. ადრე შინ ჰყავდა. ცოტა ადრე პატა-
რები იყვნენ, სკოლაში დადიოდნენ, ხუთიანების მიღება ახარებდათ,
ორიანების მიღება აღონებდათ. კიდევ უფრო ადრე სულ პატარები იყ-

266
ვნენ, მოკლე შარვლები ეცვათ, გმირულად ებრძოდნენ გაფხორილ გვიმ-
რებს ეზოს კუთხეში...
ელენეს თვალები ეხუჭა. მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა.
...მერე ოთხივე მხარეს გაიშალა და ერთსა და იმავე დროს ნახა ოთ-
ხივე შვილი. ისინი თვალებში შესციცინებდნენ და „ტკბილო დედიკოო“,
ეძახდნენ.

ისტორიული რომანი

ეს ღირსშესანიშნავი ამბავი, რომელმაც დიდად დააინტერესა გამ-


ვლელები და მათი დაფანტული ყურადღება წამით მთლიანად მიიზი-
და, მოხდა ბაზრის პირდაპირ, იქ, სადაც ქუჩასა და ბაზარს შორის გვი-
რაბია გაყვანილი. გვირაბს ორივე მხრიდან კიბე ჩაუდის. კიბეზე ხალხი
უწყვეტ ნაკადად მიედინება და თითქმის არასოდეს ჩერდება.
უფრო სწორად, არასოდეს ჩერდებოდა, მაგრამ აი, შუა ზაფხულის
ერთ მშვენიერ დილას კიბეზე შეფენილი ხალხი წამით შეჩერდა. მისი
ყურადღება რაღაც ხმაურმა მიიპყრო.
რა მოხდა? ეს საქმიანი ხალხი ასე უეცრად რამ ამოაგდო კალაპოტი-
დან? რას მისჩერებოდნენ ასეთი ხარბი ცნობისმოყვარეობით?
ხმაურის მიზეზი მაინცდამაინც დიდი ყურადღების ღირსი არ ყოფი-
ლა: კიბის ძირში სულ ქვედა საფეხურთან, ვარდისფერი ბადე ეგდო, ჩვე-
ულებრივი ბადე, რომელიც, მიუხედავად გარეგნული მომხიბლა­ობისა
(ან იქნებ სწორედ ამიტომ) დიდ ტვირთს ვერ უძლებს და, საერთოდ, მა-
ლე ფუჭდება. ბადეში კვერცხები ეწყო, უფრო სწორად, ყოფილი კვერ-
ცხები, რომელთა თავდაპირველი დანიშნულება, ეჭვი არ არის, ქვის კი-
ბეზე დამსხვრევა არ ყოფილა. იქვე იდგა დამსხვრეული კვერცხების
პატრონი, საშუალო ტანის მოხუცი ქალი. ქალი კარგად თავშენახული
ჩანდა, მაგრამ ეტყობა, უკვე ისეთ ასაკში იყო, როდესაც თავშენახულობა
საქმეს ვეღარ შველის და სახე ნაოჭებით იღარება. თუმცა ეს ნაოჭები,
თავისთავად ერთობ უსიამოვნო ფაქტი, შეხამებული ჭაღარა თმასთან,
267
რომელიც უხვად ჩანდა შავ ბერეტს ქვემოთ, არათუ არ აუშნოებდა მას,
არამედ რაღაც მომხიბლავ და სათნო იერს აძლევდა. სახეზე ნაღველი
და სიხარულნარევი მორცხვობა ეფინა.
როგორც კი კიბის ბოლოში კვერცხები დაიმსხვრა, იმავ წამს კიბის
თავში საპასუხო ჩხაკუნი გაისმა. იქ იდგა სპექტაკლის მეორე გმირი – მო-
ხუცი კაცი. იგი გაშეშებულიყო და, პირველი გმირისაგან განსხვავებით,
ცისფერ თვალებში გაკვირვება და შეუკავებელი სიხარული ედგა. ხოლო
მისი ხელჯოხი საფეხურებზე კაკუნითა და რაღაც უცნაური დაქადნებით
მიისწრაფოდა ქვემოთ.
ბოლოს, როდესაც ხელჯოხი კიბის ბოლოში ჩავიდა და დამარ-
ცხე­ბული სარდლის ხმალივით განერთხო მოხუცი ქალის ფერხთით,
გვირაბში ჩამავალი კიბე წამით მკვდარ წერტილს დაემსგავსა. მაგრამ ეს
წამი გრძელდებოდა იმდენ ხანს, რომ, როგორც იტყვიან, სცენა არ გა-
ციებულიყო. შემდეგ კი მოხუცი კაცი, რომელიც აქამდე მოულოდნელი
სიხარულისაგან გაშეშებული იდგა კიბის თავში, წარმოუდგენელი სი-
მარჯვით მოწყდა ადგილს და ისეთივე დაქადნებით დაეშვა ძირს, რო-
გორც მისი ხელჯოხი. და ეს ქადილი კიდევ უფრო აძლიერებდა მაყურე-
ბელთა ინტერესს. საერთო აზრი დაახლოებით ისეთი იყო, რომ მოხუცი
კაცის გრძნობათმოზღვავება თავშეკავების ყოველგვარ ჯებირს გაარ-
ღვევდა. სანახაობა მართლა იქნებოდა ნახვის ღირსი!
მაგრამ მოხუცმა კაცმა ჩამოათავა კიბე და, მაყურებელთა მოლოდი-
ნი რომ გაეცრუებინა, გაუბედავად შეჩერდა ჭაღარა მანდილოსნის წინ.
ხოლო შემდეგ, როდესაც სრულიად უბრალოდ, ხმადაბლა და საკმაოდ
პროზაული კილოთი ჰკითხა ქალს, „როგორ ხარო“, და თანაც მეორე
სიტყვის წარმოთქმისას რაღაც უცნაურად დაება ენა, მაყურებ­ლებმა სა-
ბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი და თავიანთი გზით გაეშურნენ. თუმცა, საფიქ-
რებელია, სპექტაკლს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, რადგან თითქმის
ყველა მათგანს სახეზე მხიარული და მოიდუმალო-ეშმაკური (ერთი
სიტყვით, სიტუაციის შესაბამისი) ღიმილი ეფინა: აქა-იქ სიცილმაც

268
იფეთქა, რომელსაც, სავარაუდოა, წინ გარკვეული ხასიათის ოხუნჯობა
უძღოდა.

***
დიდი და ნათელი ოთახის სანიმუშო წესრიგში აშკარა დისონანსი
შეჰქონდა რამდენიმე სადღესასწაულო კაბას. კაბები სკამების ზურგზე
იყო გადაფენილი და უნებლიეთ პატარძლის ასოციაციას იწვევდა. თუმ-
ცა ამ მცდარ მოსაზრებას ერთი მოსმით აბათილებდა სალომეს გარეგ-
ნობა (დიახ, სალომე ერქვა გუშინდელი შეხვედრით აფორიაქებულ ჭა-
ღარა მანდილოსანს).
მაგრამ თუ ასეა, მაშინ მისი უცნაური მღელვარება რაღას უნდა მიეწე-
როს? რას უნდა მიეწეროს, მაგალითად, ის გარემოება, რომ უკვე ოთხი
კაბა გაისინჯა, თანაც ერთი მათგანი უკუღმა ჩაიცვა და, სანამ ამ კომიკურ
ფაქტს შენიშნავდა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ? რატომ იყურებო-
და ხშირ-ხშირად ფანჯარაში? რაკი ასე დაუოკებელი ინტერესი ჰქონდა
ქუჩაში მომხდარი თუ მოსახდენი ამბებისადმი, რა საჭირო იყო ქურდუ-
ლი თვალთვალი დახურული დარაბების ჭუჭრუტანიდან? გაეხედა წესი-
ერად, როგორც იხედება ხალხი, რომელთა სინდისს არავითარი ცოდვა
არ ამძიმებს! იქნებ მაინც საქორწინო მზადებას უკავშირდებოდა ესო-
დენ შეუფერებელი საქციელი? ორმოცდაათი წლისთავს, ეგრეთ წოდე-
ბულ ოქროს ქორწილს? არა, არც ესაა სწორი ვარაუდი. ოქროს ქორწილი,
მართალია, კარზე იყო მომდგარი, მაგრამ „კარზე დგომა“, როგორც ვი-
ცით, არაა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მანძილი. იმ დღეს სამ-
შაბათი იყო, ოქროს ქორწილი კი, მართალია, უნდა გადაეხადათ და დი-
დი ზარზეიმითაც უნდა გადაეხადათ, მაგრამ არა სამშაბათს და არა
თუნდაც ოთხშაბათს, არამედ, ეჰეი, როდის – შაბათს, ხოლო სამშაბათს
ცოტა ნაადრევია შაბათისათვის ასე გულდასმით მზადება.
სალომეს სინდისზე შავი ლაქა გაჩნდა. შაბათს ოქროს ქორწილს იხ-
დიდა, დღეს კი სამშაბათი იყო და ქმარს ღალატობდა. შესაძლებელია,
ეს „ღალატობდა“ მეტისმეტად უხეში სიტყვა იყოს და მთლად სწორად

269
ვერ გამოხატავდეს საქმის ფაქტიურ ვითარებას, მაგრამ არის მოვლენე-
ბი, რომლებიც ფაქტის სიმძაფრეს იძენენ, როგორც კი ჩვენს გულში მათ
შესაძლებლობას დავუშვებთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი აზრისა იყო
სალომე, სამი შვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებია, რომელსაც
საკუთარ სახლში, სადაც უკვე მესამე თაობა იზრდებოდა და ამ ხნის გან-
მავლობაში ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ თქმულა, პაემანი ჰქონ-
და დანიშნული.
სალომეს მღელვარებას, მომავალი შეხვედრით გამოწვეულ ბუ-
ნებ­რივ მღელვარებას, კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ შეხვედრასთან და-
კავშირებული დანაშაულის გრძნობა.
თუმცა შესაძლებელია აქ ცოტა ვაჭარბებთ და სრულიად უსა-
ფუძვ­ლოდ ვიღებთ ჩვენს თავზე სალომეს აფორიაქებულ გრძნობებში
გარკვევის მთელ სიძნელეს. შესაძლებელია, ზემოხსენებული ორი მო-
მენტიდან არც ერთი არ ყოფილა სალომეს მღელვარების მთავარი
მი­ზეზი: არც მომავალი „მიჯნურთა შეყრა“, თუკი, საერთოდ, ეს გამოთ-
ქმა ასეთ სიტუაციაში დასაშვებია (თვითონ სალომე მომავალი შეხვედ-
რის ენობრივ-ლიტერატურული განსაზღვრისას ესოდენ უკიდურეს ტერ-
მინებს არ მიმართავდა) და არც სინდისის ქენჯნა, არამედ სულ სხვა რამ,
რომელიც ოდნავ ჩამოჰგავს ისეთ გრძნობას, კაცს რომ მოულოდნელო-
ბისაგან ადგილზე აშეშებს. მაგრამ, ვიმეორებთ, ეს არის ძალიან შორეუ-
ლი მსგავსება. სალომეს გულში მიმდინარე პროცესი, მისი მღელვარე-
ბის „მთავარი მიზეზი“ არ ყოფილა წუთიერი, აფექტური გრძნობა, არა-
მედ რაღაც უფრო მყარი იყო, უფრო ღრმა და თუ გნებავთ, უფრო მისტი-
კურიც. სიზმარში უჩნდება ხოლმე ასეთი უცნაური გრძნობა კაცს. ასეთ
უცნაურ ფაქტსაც სიზმარში ვხედავთ, რადგან მაშინ ანგარიში არ ეწევა
არც დროსა და სივრცეს, არც ცივ გონებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ამა
და ამ ვითარებაში ამდენი და ამდენი ნაბიჯის გადადგმა შეიძ­ლება.
ამას იქით კი ფანტაზია და ზღაპარია. სიზმარი ფანტაზიისა და ზღაპრის
სარბიელია. სიზმარში ხედავ კაცს, რომელსაც კარგად იცნობ და რო-
მელთანაც ბევრი რამა გაქვს საერთო, თუმცა სიზმარშივე გრძნობ, რომ

270
არასოდეს ეს კაცი არ გინახავს. იცნობ და არ იცნობ, გინახავს და არ გი-
ნახავს.
დაახლოებით ასეთი იყო სალომეს განცდა, იმიტომ, რომ დაახ-
ლო­ებით ასეთი იყო თვითონ ფაქტიც. იმ მოხუცს, რომლის ხელჯოხი
გუშინ დამარცხებული სარდლის ხმალივით განერთხო მის ფეხქვეშ, სა-
ლომე ძალიან კარგად იცნობდა, ბევრი რამ ჰქონდა მასთან საერთო,
თუმცა არასოდეს ენახა. მართალია, ამ ორმოცდაათი წლის წინ სალომე
იცნობდა ერთ ახალგაზრდა კაცს და მასთან ბევრი რამ ჰქონდა საერთო,
მაგრამ გუშინ გამოირკვა, რომ ახალგაზრდა კაცი არ არსებობდა, სამა-
გიეროდ კი სალომეს ბევრი რამ ჰქონდა საერთო ვიღაც მოხუცთან, რო-
მელიც არასოდეს ენახა...
ბოლოს, როგორც იქნა, გაუთავებელ რჩევასა და სარკის წინ ­ტრი-
ალს წერტილი დაესვა და სალომემ ენერგიული მოძრაობით, რომელიც
­ნათლად ამჟღავნებდა, რომ საგონებელში ჩავარდნილი პრანჭია პა-
ტარძლის გაუბედაობა მტკიცედ შეცვალა ურყევმა გადაწყვეტილებამ,
ჩაიცვა მუქი ცისფერი კაბა, თუმცა უნდა ითქვას, იგი დანარჩენი კაბების
წინაშე ვერავითარი განსაკუთრებული ღირსებით ვერ დაიტრაბახებდა.
დიახ, ასე უნდა ითქვას, მაგრამ ისიც უნდა დაემატოს, რომ ჩვენ აქ შემ-
თხვევით არ გაგვისვამს ხაზი მხოლოდ გარეგნულ ღირსებაზე. კაბას,
გარდა ამისა, აქვს შინაგანი ღირსებაც. ყოველ შემთხვევაში, სალომეს
მუქ ცისფერ კაბას, რომელიც მკერდზე ღილებით იკვრებოდა და რომ-
ლის ზედა ღილი ახლა გახსნილი იყო, ჰქონდა თავისი შინაგანი ღირსე-
ბა. ეს ღირსება ასოციაციას ეყრდნობოდა და იმაში მდგომარეობდა,
რომ კაცის გონება (ცხადია, არა ყოველი კაცის, არამედ ზოგი მათგანის,
ანდა, კიდევ უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი კაცის გონება) ერთბაშად
გადაახტებოდა განვლილ ორმოცდაათ წელიწადს. მართალია, ყოველ-
გვარი ღირსება ცალმხრივია და სალომეს ჭაღარა თმას ისე აღარ უხდე-
ბოდა ეს მუქი ცისფერი კაბა (რომელსაც ზოგი ვინმე, ანდა, კიდევ უფრო
ზუსტად, მხოლოდ ერთი ვინმე ზღვისფერ კაბას ეძახდა), როგორც მისი

271
ორმოცდაათი წლის წინანდელი ასლი უხდებოდა ქერა თმას, მაგრამ სა-
სიამოვნო ასოციაცია ადვილად ჩრდილავდა ამ პატარა ნაკლს.
სალომემ დაწუნებული კაბები თავ-თავის ადგილას ჩამოკიდა და
სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ მალევე წამოხტა და შეშინებული მივარდა მი-
ხურული დარაბის ჭუჭრუტანას, რათა საჭირო მომენტი არ გამოჰპარვო-
და. ახლა „საჭირო მომენტს“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოულოდნე-
ლი დაკაკუნება იმას გამოიწვევდა, რომ კარი ბავშვივით აღელვებულსა
და ალმურმოდებულს უნდა გაეღო. სამოცდარვა წლის ქალისთვის კი გა-
წითლება ვერაა მთლად შესაფერისი საქციელი, თუნდაც ისეთ ამაფო-
რიაქებელ სიტუაციაში, როგორშიაც სალომე იმყოფებოდა. ამიტომ მან
გადაწყვიტა, მოხუცს დადაჯარებოდა და ამ მიზნით მტკიცედ ­დამკვიდ-
რდა სათვალთვალო პუნქტთან. კარგა ხანს იდგა ასე. მერე უეც­რად
მკვეთრი მოძრაობით შემოტრიალდა. თვალებში შიშნარევი სიხარული
ეწერა და სახეზე ალმური ჰქონდა წაკიდებული, რაც იმის მაუწყებელი
იყო, რომ „საჭირო მომენტი“ დადგა. და მან ბოლთის ცემა დაიწყო. პირ-
ველად ახალგაზრდული ენერგიით დააბიჯებდა, მერე კი თანდათან მო-
უნელა ნაბიჯს. ბოლოს დაწყნარდა დასიწითლემაც გაუარა.
ამ დროს ზარის ხმაც გაისმა.
ზღურბლზე იდგა მოხუცი კაცი, ჩვენი ნაცნობი ხელჯოხიანი მოხუცი
კაცი და ცისფერ თვალებში რაღაც უცნაური შუქი ედგა, რომელიც, ცხა-
დია, სიხარული იყო. თუმცა ეს „სიხარული“ მხოლოდ მიახლოებით გა-
მოხატავს ამ შუქის ნამდვილ არსს. და თუ არა ფაქტი, ნათელი და ყო-
ველგვარი ეჭვის გამფანტავი ფაქტი, ვერც კი დავიჯერებდით, რომ სა-
მოცდარვა წლის ქალის დანახვას შეუძლია კაცის თვალებში ასეთი შუ-
ქის ანთება.
მოხუც კაცს, რომელსაც (ბარემ აქვე ვიტყვით) კონსტანტინე ერქვა,
სალომესაგან განსხვავებით, ისევ გუშინდელი, გვარიანად შელანძღუ-
ლი რუხი კოსტიუმი ეცვა. შლაპაც, წელთა სიმრავლისაგან გაცრეცილი
შლაპაც, გუშინდელი იყო. (ეს რომ ვლადიმერ გორგილაძის შლაპა ყო-

272
ფილიყო, სალომეს კანონიერი ქმრისა, ალბათ უკვე ერთი წელიწადია
სანაგვე ყუთში იქნებოდა გადასროლილი).
კონსტანტინე ღიმილით შესცქეროდა ჭაღარა დიასახლისს. ჩვენ აქ
უბრალოდ ვთქვით, „ღიმილით შესცქეროდაო“, საერთოდ, კი ეს ღიმი-
ლი უფრო დაწვრილებით აღწერას იმსახურებს, რადგან (დაე, ეს იყოს ამ
აღწერის დასაწყისი) ასეთი ღიმილი იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ეს
იყო ღიმილი, რომელიც, ასე ვთქვათ, არავითარ ეჭვს არ ტოვებდა. ეს
იყო ხორცისა და სულის ერთიანი ღიმილი, თითქოს ამ კაცის მთელი ში-
ნაგანი და გარეგანი სამყარო, მთელი ცხოვრება – წარსული, აწმყო და
მომავალი ღიმილად ქცეულიყოს. ჩვეულებრივ, ღიმილი ცალმხრივი და
წარმავალი მოვლენაა და მის უკან ყოველთვის მოჩანს ცხოვრების სხვა
მხარეები – მწუხარებაც, ფიქრიც, საქმეც, ავიცა და კარგიც. სტუმრის ღი-
მილი კი თითქოს ამ აზრის გაბათილებას წარმოადგენდა. თითქოს ყვე-
ლაფერი, რაც კი კონსტანტინეს პიროვნებას უკავშირდებოდა, ღიმილად
ქცეულიყო და ამ ღიმილს იქით არაფერი აღარ იყო, არც მწუხარება, არც
ფიქრი, არც საქმე, არც მოვალეობა, არც ზრუნვა, იყო მხოლოდ ღიმილი,
ასე ვთქვათ აბსოლუტური ღიმილი.
ასე იდგა ერთ წამს ორი მოხუცი და მათი შეხვედრის მესამე მონაწი-
ლე თითქოს დროის ულმობელი კანონი იყო. ბოლოს კონსტანტინემ ხე-
ლი გაუწოდა და უთხრა (თანაც ზმნა ოდნავ ენის ბორძიკით წარმოთქვა):
– როგორა ხარ, სალი?
„სალი“, ეს სტილიზებული „სალომე“ დიდი ხანია აღარავისაგან გა-
ეგონა დიასახლისს და ამან ხმის ათრთოლებაში ჰპოვა თავისი გამო-
ხა­ტულება.
– მობრძანდი, – შეიპატიჟა მან სტუმარი.
ისინი როგორღაც უხერხულად, ფეხაკრეფით შევიდნენ შინ. სალო-
მემ სტუმარს სკამი მიაწოდა და ორივენი დასხდნენ.
– მშვენიერი ბინა გქონია, – დაარღვია დუმილი კონსტანტინემ. თან
სიტყვა „გქონია“ ოდნავი ენის ბორძიკით წარმოთქვა.
– ჰო, ბინაზე არ ვემდური ღმერთს.

273
კონსტანტინე გაჩუმდა და ერთხანს ჯიუტად დუმდა. ბოლოს ძველე-
ბური ღიმილით თქვა (თუმცა ამჯერად მის ხმაში ოდნავი ცვლილება, კი-
ლოს ოდნავი შერბილება იგრძნობოდა).
– სხვისი არ ვიცი, შენ კი საერთოდ არა გჩვევია ალბათ ღვთის სამდუ-
რავი. არც მაშინ ემდუროდი...
სალომეს ფერმა გადაჰკრა. თქმით არაფერი უთქვამს, და, ეჭვი არაა,
საამისო საფუძველიც ჰქონდა. ეს „საფუძველი“, განსახიერებული იყო
ერთ პატარა სიტყვაში – „მაშინ“.
სტუმარ-მასპინძელი კარგა ხანს დუმდა, და ეს გასაგებიცაა. ყოველ
შემთხვევაში, პირადად ჩვენ არ გაგვიკვირდებოდა, რომ იგი ორმოცდა-
ათ წელიწადს გაგრძელებულიყო. მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლე­ბე-
ლია, ხოლო აზროვნების უპირატესობა ის არის, რომ დროის კანონს არ
ემორჩილება და ორმოცდაათი წლის სავალს თავისუფლად გადის ორ-
მოცდაათ წამში.
ბოლოს სალომემ დაილაპარაკა, რადგან მასპინძლის მძიმე მოვა-
ლეობა აწვა კისერზე, მაშინ, როცა სტუმარს ყოველგვარი უხერხულობის
გარეშე შეეძლო ჩუმად ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად ყოფ-
ნისათვის არ მოსულა აქ.
– რა ქარმა გადმოგაგდო?
მართალია, სალომე გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ორმოცდაა-
თი წელი წაშლილი იყო, მაგრამ ინსტინქტურად ცდილობდა სულის ამა-
ფორიაქებელი წარსული შედარებით უწყინარი და მშვიდი აწყმოთი შე-
ეცვალა. და, ცხადია, მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ასეთ დროს კაცი ვე-
რასოდეს ვერ აღწევს მიზანს... – ქარს არ გადმოვუგდივარ, – მიუგო კონ-
სტანტინემ, – პირიქით, ქარის საწინააღმდეგოდ მოვდიოდი. ზოგიერთი
მეცნიერი ამტკიცებს, კაცის ხასიათი თანდაყოლილი ფაქტორია და
დროის მსვლელობა ვერ ცვლისო; შესაძლებელია ასეთი მეცნიერისათ-
ვის კარგი ცდის პირი ვყოფილიყავი. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ შე-
მიძლია დაბეჯითებით გითხრა: – გაკვრით შევნიშნავთ, რომ სიტყვა

274
„გითხრა“ კონსტანტინემ ოდნავ ენის ბორძიკით წარმოთქვა, – ახალ-
გაზრდობის ზოგიერთი პრინციპისათვის დღემდე არ მიღალატია.
როგორ ხდება, რომ მძიმე, უხერხული და თითქმის ნაძალადევი სა-
უბარი უეცრად ლაღი, მსუბუქი და გულახდილი ხდება?
– მომიყვანე აქ ის მეცნიერები, ან მისამართი მაინც მომეცი, წერილს
გავუგზავნი და მივწერ, რომ ცამდე მართალი არიან, უფალი კონსტანტი-
ნე ვაწაძე თავისას ვერასოდეს მოიშლის და სადაცაა გადმოაპირქვავებს
მთელ ფილოსოფიას.
ეს სიტყვები ასე უბრალოდ არ თქმულა, როგორც იკითხება. და-
საწ­ყისში სალომე სახეში შეჰყურებდა სტუმარსდა თითქოს მისი აბსო-
ლუტური ღიმილიც გადმოედო. მაგრამ შემდეგ „უფალი კონსტანტინე
ვაწაძე“ რომ ახსენა, განზე გაიხედა, ლოყები პატარა გოგოსავით შეეფაკ-
ლა და თავიც ოდნავ დაბლა დახარა. ლაპარაკის ტემპსაც საგრძნობ-
ლად უმატა და ბოლოს ისე სწრაფად დაამთავრა სათქმელი, როგორც ეს
გაუბედავ ხალხს სჩვევია, რომელთაც ეშინიათ, რომ საზოგადოების
კრიტიკული თვალი მათ სიტყვებს ღირსეულად ვერ შეაფასებს.
– ახლა კი, ვხედავ, არც შენ იქნებოდი ურიგო ცდის პირი, – მხიარუ-
ლად წამოიძახა კონსტანტინემ და ხელისგული მაგიდას დაარტყა. თან
ამჯერად სიტყვა „იქნებოდი“ და თვით სიტყვა „შენც“ კი ყოველგვარი
ენის ბორძიკის გარეშე წარმოთქვა, – თუმცა სრული ილუზიისათვის მე-
სამე კომპონენტი გვაკლია, ცისფერი ზღვა. და არც შენს ზღვისფერ კაბას
აკერია თავისივე ფერის ღილები.
– ვერ ვიშოვე.
– ვერ იშოვე... რა თქმა უნდა, ვერ იშოვიდი, წარსული არ იშოვება.
წარსულის მაძიებელი, უკეთეს შემთხვევაში, ილუზიას იპოვის და, თუ
ბედმა გაუღიმა და ეს ილუზია ასე თუ ისე სრული გამოდგა, მაშინ მისი
სუბიექტური განცდა ობიექტური შედეგის ძალას იძენს, როგორც სიზ-
მარში ხდება ხოლმე.
– რაც შეეხება მესამე კომპონენტს, შენი ბედი, რომ გვაკლია, თორემ
მაგ ფილოსოფოსობის გულისათვის... – სალომე წამოწითლდა და

275
ნა­ხევრად მორცხვობით, ნახევრად ეშმაკური ღიმილით მოჭუტა თვა-
ლები, – მე ვიცი, რასაც ვიზამდი.
– მიატოვებდი „აუტანელ ფილოსოფიას“, როგორც უმადური აუდი-
ტორია მიატოვებს ხოლმე ენამჭევრ ორატორს, და „მესამე კომპონენტს“
მიაშურებდი. მაგრამ შენზე უკეთ ვინ იცის, რომ ასეთი ოინების ავტორი
დაუსჯელი არასდროს დარჩენილა.
არა, ჩვენ არაფერი შეგვშლია. არ გვავიწყდება, რომ ორივე მოსა­უბ-
რე მოხუცია და ამის აღსანიშნავად თოვლისფერი თმა და ურიცხვი ნა-
ოჭი აქვთ. ჩვენ მხოლოდ ფაქტს აღვწერთ, ხოლო თუ ფაქტი ზოგჯერ ექ-
სცენტრულია, ამის მიზეზი შესაძლებელია ასე თუ ისე სრული ილუზია
იყოს, რომელსაც ზოგჯერ მოგვანიჭებს ხოლმე ბედი და რომელიც ჩვენს
სუბიექტურ განცდას ობიექტური შედეგის ძალას ანიჭებს, როგორც ეს
სიზმარში ხდება. ყოველ შემთხვევაში, მოხუცი სტუმარ-მასპინძელი,
რომელთაც სიტუაციის ორიგინალურობის გამო, შეიძლება ქალ-ვაჟიც
კი ეწოდოთ, ერთობ აღგზნებული და შეცბუნებული იყო.
– ისე, ხომ განზრახ ჭირვეულობდი, ხომ გესმოდა ჩემი ნალაპა­რაკე-
ვი?
– ცოტ-ცოტა მესმოდა, რა თქმა უნდა, თუ ნამეტანი რთული არ იქნე-
ბოდა. ალბათ, შეჩვეული მქონდა ყური და იმიტომ. ისე რა ღმერთი გა-
გიწყრებოდა, დღეში ერთი ლექცია მაინც არ წაგეკითხა.
– ახლა?
– რა ახლა?
– ვალიკო არ გიკითხავს ხოლმე ფილოსოფიურ ლექციებს? – „ვალი-
კოს“ წარმოთქმისას სტუმარმა კვლავ წაიბორძიკა.
სალომე შეკრთა. ვალიკო ილუზიის მიღმა იდგა. ვალიკო, გარკვეული
აზრით, მოტყუებული ქმარი იყო. მართალია, მედიცინის დოქტორიც
იყო, მაგრამ ეს ორი ცნება ერთმანეთს არ გამორიცხავს. და სალომემ
სინდისის ქენჯნა იგრძნო. ჯერ ერთი, ამ ცისფერთვალება ფილოსოფო-
სის პირით წარმოთქმული „ვალიკო“ მძიმე ბრალდებასავით ისმოდა,

276
და მეორეც, თვითონ ეს მოხუცი იყო ბრალდება, თუ საქმეს ვალიკოს
თვალით შეხედავდი.
– არა, ვალიკო არ ლაპარაკობს ფილოსოფიაზე, – უპასუხა ბოლოს,
რადგან პასუხი მაინც საჭირო იყო.
– ჰო, – რაღაც უადგილო კილოთი, ბეჭდის დასმასავით წარმოთქვა
კონსტანტინემ. მერე, უცებ, კატეგორიულად მოითხოვა, – დაიწყე, ­რა-
ღას უყურებ!
– რა დავიწყო? – გაიღიმა სალომემ.
– შენი ამბავი. რას აკეთებდი, როგორ ცხოვრობდი... ორმოცდაათი
წელიწადი, თუ ნებას მომცემ გაგანათლო, ნახევარი საუკუნეა და ამ ხნის
მანძილზე ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
– არაფერიც არ მომხდარა. ვცხოვრობდი, როგორც ყველა ქალი
ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემი მეზობელი ქალები
ცხოვრობენ. ჯერ შვილებს ვზრდიდი, მერე შვილიშვილებს. თუ ღმერთს
სულ გადავავიწყდი, შეიძლება შვილთაშვილებიც გავზარდო. ეს არის
და ეს.
– ძალიან მოკლე და მშრალია. თუმცა ორმოცდაათ წელს უფრო
გრძლად ვერც მოყვები კაცი. შვილების გაზრდა ჩინებული საქმეა.
შვი­ლიშვილების გაზრდაც, მაგრამ, მაპატიე და ცოტა კომიკურად
ჟღერს, შვილებზე და შვილიშვილებზე რომ ლაპარაკობ.
– ვითომ რატომ?
– რა ვიცი, ალბათ, სრული ილუზიის გამო, – სტუმარმა თვალი მო-
აშორა მასპინძელს და კედელს მიაჩერდა, – პატარა სალი, რომელიც ფი-
ლოსოფიურ ტირადას შუაზე გაწყვეტინებს და ისეთი დაქადნებით გარ-
ბის ზღვისაკენ, თითქოს ამდენი მიუტევებელი ფილოსოფია ვეღარ აი-
ტანა და თავის დახრჩობა გადაუწყვეტიაო, პატარა, ეშმაკი სალი, რომე-
ლიც ქუჩაში ვიღაც მთვრალ კაცს აედევნება, ფეხს აუწყობს, მზადაა სახ-
ლამდე სდიოს ასე ბარბაცით და აინუნშიაც არ აგდებს იმ გარემოებას,
რომ „აუტანელი ფილოსოფოსი“ ამ დროს ჭირის ოფლში იწურება, ასე-
თი პატარა, ეშმაკი სალი სრულიად სერიოზულად ლაპარაკობს თავის

277
საკუთარ შვილებზე, – სტუმარმა თვალი მოაშორა კედელს და მასპინ-
ძელს მიაჩერდა. – დაასე გასინჯეთ, შვილიშვილებზეც კი.
სალომეს სევდიანად გაეღიმა.
– სალი სამოცდარვა წლისაა.
– გამოაკელი ორმოცდაათი წელი და თვრამეტის გახდება. ოღონდ
ზუსტად ორმოცდაათი წელი გამოაკელი და არა, ვთქვათ, ორმოცდაც-
ხრა წელი და სამას სამოცი დღე, რადგან იმის აქეთ სხვა ქვეყანაა. მაგ-
რამ ერთი ეს მითხარი, სად არიან ახლა შენი გაზრდილი შვილები და
შვილიშვილები?
– ჩემთან მარტო უმცროსი შვილია, ქალი. ვაჟები დაცოლშვილდნენ
და თავთავისთვის ცხოვრობენ.
– რამდენი ვაჟი გყავს?
– ორი.
– ქალი გაუთხოვარია?
– არა. ცამეტი წლის შვილი ჰყავს.
– ვაჟებს?
– უფროსი შვილიშვილი თვრამეტი წლისაა. ყველაზე პატარა –
ოთ­ხის.
– ჰოო?
– კი მაგრამ, ახლა შენი ამბავიც მითხარი.
– ჩემი ამბავიც მოკლე და მშრალია, თუ გარედან შეხედავ მთელ ამ
ორმოცდაათ წელიწადს. თუმცა ცალ-ცალკე დღეებს თუ ავიღებთ, შე-
საძ­ლებელია, ყოველი მათგანი სავსე იყოს. ალბათ, შენი ორმოცდაათი
­წელიც ასეა. საერთოდ, ორმოცდაათი წელი და ერთი დღე ცოტა უც­ნაუ-
რად უპირისპირდება ერთმანეთს. ორმოცდაათი წელი გაცილებით მოკ-
ლე და მშრალია, ვიდრე ამ ორმოცდაათი წლის ერთი დღე. პარა­დოქ-
სია, მაგ­რამ სუბიექტურად ასეა, ადამიანი კი სუბიექტია. ერთი დღის აღ-
წერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს
კი ორ წუთში აღწერ.

278
– ეს არ არის შენი ამბავი, თუ მართლა ხორცშესხმულ ფილოფოსიად
არ გადაქცეულხარ.
– მართალია, ეს არ არის ჩემი ამბავი, ჩემი ამბავი ნაკლებ საინტერე-
სოა. ორმოცდაათი წელი კიდევ ვდგავარ იმის შემდეგ მიწაზე და ვერ იქ-
ნა, ფეხი ვერ მოვიკიდე.
– შენ არ იცოდი ასეთი ლაპარაკი.
– მართალია, მაგრამ ამას წინათ დამესიზმრა, ვითომ სახელგან-
თქმული დიაგნოსტიკი ვიყავი.
– მერე? – შიშითა და დაეჭვებით იკითხა სალომემ.
– ეს იყო სიზმარი ლოგიკური მახვილით. ვითომ სწორედ მე ვიყავი
და არა სხვა ვინმე სახელგანთქმული დიაგნოსტიკი. და ამიტომ ის ნაბი-
ჯი, რომელიც ორმოცდაცხრა წლისა და სამას სამოცდასამი დღის წინ
გადაიდგა, არ გადადგმულა.
– ის ნაბიჯი ანგარების ბრალი არ ყოფილა, – თქვა სალომემ და გა-
წითლდა. გაწითლდა და მეტი არაფერი, ხოლო იმის გადაწყვეტას, წარ-
მოადგენდა თუ არა ეს სიწითლე საკუთარი თავის უნებურად გაცემას,
ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი, საერ-
თოდ, არ იყო ნათელი და გარკვეული.
სალომე შეკრთა. მის მარცხენა ხელს, რომელიც მაგიდაზე ედო,
უეც­რად ზემოდან სხვა, არანაკლებ დანაოჭებული ხელი გადაეფარა.
– ნუ გამიჯავრდები, სალი...
„ნუ გამიჯავრდები, სალი“... თვალებს თუ დახუჭავ, მართლა გამო-
გაკლდება ორმოცდაათი წელი. ასე იწყებოდა ყოველი შერიგება. „ნუ გა-
მიჯავრდები, სალი“... იტყოდა იგი და სალომეს, პატარა სალის, მოღ-
რუბლული სახე ისევ გაებადრებოდა.
სალომეს სიწითლემ გაუარა და ღიმილით შეხედა სტუმარს.
– მე არ გიჯავრდები!
– ნუ გამიჯავრდები. ხანდახან დაუფიქრებელი ლაპარაკი ვიცი. წე-
ღან გეუბნებოდი, ერთი დღე ორმოცდაათ წელიწადს უდრის-მეთქი. და-
უფიქრებელი ლაპარაკი ვიცი, თორემ ეს ორმოცდაათი წელიწადი რა

279
სახსენებელია იმ დღეებთან შედარებით, რომლებიც მრავლად იყო ამ
ორმოცდაათი წლის წინ და რომელთაგან თითო ორმოცდაათ წელს უდ-
რიდა.
ერთხანს ჩუმად იყვნენ. მერე სალომეს მასპინძლის მოვალეობა გა-
ახსენდა.
– თბილისში დიდი ხანია ხარ?
– გუშინ ჩამოვედი. აკი დაგპირდი. აი! – ამ სიტყვებით კონსტანტინემ
გაცვეთილი პიჯაკის ჯიბიდან გაყვითლებული ქაღალდი ამოიღო და სა-
ლომეს გაუწოდა. – გუშინ ჩამოვედი, – განაგრძობდა იგი, სანამ სალომე
მაგიდის უჯრაში სათვალეს ეძებდა, – და მაშინვე სამისამართო ბიუროს
ვეძგერე. თუმცა, როგორც ვერის ბაზართან გამოირკვა, ზედმეტი შრომა
გამიწევია.
ამასობაში სალომემ სათვალე გაიკეთა და ქაღალდს დახედა. კარ-
გად იცნობდა ამ ქაღალდს... კოტე წერდა აკანკალებული ხელით, თვი-
თონ კი იდგა და, როდესაც იისფერი, ჯერ კიდევ გაუშრობელი მელნით
დაწერილ წინადადებებს კითხულობდა, ერთი წვეთი ცრემლი ბეჭედი-
ვით დაეცა ნაწერს.
და ახლაც, თითქოს იმის დასტურად, რომ ორმოცდაათი წელიწადი
მართლა ამოიშალა ცხოვრებიდან, კონსტანტინეს გაკრული ხელით ნა-
წერს კვლავ დაეცა ერთი წვეთი ცრემლი.
„ზუსტად ორმოცდაათი წლის შემდეგ, 1963 წლის 16 აპრილს, გიპო-
ვი, ჩემო სალი, სადაც არ უნდა იყო, მოვალ შენთან და ამ ბარათსაც თან
მოვიტან.
კოტე
1913 წლის 16 აპრილი“.
ღმერთო! ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს ორმოცდაათი წელი როდის-
მე გაივლიდა. რა სწრაფად და უხმაუროდ გაუვლია! და თუმცა სალომეს
ყური გადაჩვეული იყო ფილოსოფიური ტირადების მოსმენას, იგი უეც-
რად მიხვდა, რატომ არის, რომ ორმოცდაათი წელი გაცილებით მოკლე
და ცარიელია, ვიდრე ერთი დღე, იმავე ორმოცდაათი წლის ერთი დღე.

280
მან მოიკრიბა მთელი შემორჩენილი ძალ-ღონე და თავი ასწია. სათ-
ვალის ქვეშ ცრემლები უკიაფებდა, სახეზე კი ტკბილი, სევდიანი (სევ-
დიანი ხშირად ძალიან ტკბილია) ღიმილი ეფინა. გრძნობდა, რომ სას-
წორი კატასტროფულად იხრებოდა ცალ მხარეს, ხოლო მეორე კი, რო-
მელზედაც განვლილი ორმოცდაათი წელი იყო, სამარცხვინოდ იწევდა
მაღლა.
– ცოლი არ შეგირთავს? – ცრემლითა და ღიმილით ჰკითხა უცებ სა-
ლომემ და ღმერთმა იცის, ისმოდა თუ არა ამ კითხვაში ქალური ეჭვია-
ნობა, რომელიც შექმნილი ვითარების ფონზე საკმაოდ უადგილო იქნე-
ბოდა.
კონსტანტინეს გაეცინა.
– როგორ გეკადრებათ, ქალბატონო სალომე! სიტყვა სიტყვაა.
– დაგიშავებია. ხაზი უნდა გადაგესვა წარსულისათვის, რომელმაც
ასე მწარე კვალი დატოვა.
– ვინ იცის, ჩემო სალი, დავაშავე თუ არა. ძნელია გადაჭრით თქმა.
ისე კი ვერიდები, შენი ანტიფილოსოფიური ბუნება არ გავაღიზიანო,
თორემ პირდაპირ დოკუმენტებით დაგიმტკიცებდი სრულიად საწი-
ნა­აღმდეგო აზრს.
– არ მჭირდება მე ფილოსოფია! – გაგულისდა სალომე, – ფილოსო-
ფია ღუპავს ადამიანს. აი, ამ ქაღალდის ნაგლეჯმა, მართალია, ორმოც-
დაათი წელი გამომაცალა ფეხქვეშ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მოვა სკო-
ლიდან ჩემი მანანა და ყველაფერი გაივლის, ისევ დამიბრუნდება ჩემი
ორმოცდაათი წელი. მთელი ეს მოგონების ტანჯვა, თუ ტანჯვის მოგო-
ნება, ხელად გაქრება.
– მოგონების ტანჯვაა, – დიდაქტიკური ტონით უპასუხა კონსტანტი-
ნემ და გაიღიმა, – თუმცა, ღმერთმა იცის, შეიძლება ტანჯვის მოგონებაც
იყოს. მაგრამ, ჩემო სალი, შენ არ იცი, ან, იქნებ შეუგნებლად იცოდე კი-
დეც, რამოდენა სიამოვნებაა ტანჯვა. – ნუ სულელობ! – დაუცაცხანა უცებ
სალომემ და, როდესაც მისი მოხუცი სტუმარი თავშეუკავებლად ახარ-
ხარდა, თვითონაც გაეცინა.

281
მერე უეცრად გაჩუმდნენ. კარგა ხანს ისხდნენ მდუმარენი და დაფიქ-
რებულნი. მხოლოდ საათი წიკწიკებდა გვერდით ოთახში. საათი მონო-
ტონურად ითვლიდა წამებს და უმატებდა განვლილ ორმოცდაათ წელი-
წადს.
ბოლოს მასპინძელმა კვლავ მოიხადა მოვალეობა.
– რას აკეთებდი ამ ორმოცდაათ წელიწადს, სად იყავი?
– ქვეყანაზე.
– ქვეყანა დიდია.
– დიდია.
– და მაინც სად იყავი?
– ხან გარეთ, ხან შიგნით. უფრო მაინც გარეთ. ციხეში სულ ათი-თორ-
მეტი წელი თუ ვიყავი.
– როგორ! – შეშფოთდა სალომე.
– ჩვეულებრივი წესით.
– წესიერად მითხარი, ნუ მომკალი...
– თორემ მიატოვებ თაკარა მზის ქვეშ „აუტანელ ფილოსოფოსს“ და
ზღვაში გადახტები... რა გითხრა წესიერად, იმქვეყნად, ე. ი. მადნეულით
სავსე ურალის ქედს გადაღმა. უფრო ზუსტად, ციმბირში.
– გადაგასახლეს?!
– მიმიპატიჟეს. პირდაპირ სკოლაში მომაკითხეს. სწორედ ციმბი­რის
გეოგრაფიულ მდებარეობას ვუხსნიდი ბავშვებს და, როგორც ჩანს,
იფიქრეს, მეტისმეტად თეორიულად უდგება საკითხსო.
– ღმერთო! მერე როგორ გაუძელი?
– ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ფუნქცია არის გაძლება. ხოლო
თუ ზოგ ვინმეს დავუჯერებთ, რომ სიცოცხლე არის ღმერთის ექსპერი-
მენტი, მაშინ, შესაძლებელია, გაძლება ერთადერთი ფუნქციაც იყოს.
­პირადად მე სხვა რამეც მაძლებინებდა.
– რა?
– ერთი გოგონა.

282
– გოგონა? – სალომეს ხმაში ისეთი ბზარი გაუჩნდა, რომელიც გარ-
კვეულ სიტუაციაში უჩნდებათ ხოლმე ქალებს და რომელიც სიბერესაც
არ უწევს ანგარიშს. – ბავშვი?
კონსტანტინეს გაეღიმა.
– არც ისე ბავშვი, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ქალი, თანაც ძალიან
ლამაზი.
სალომე ვეღარ მალავდა მოუსვენრობას.
– მერე? როგორ გაძლებინებდა?
– მოდიოდა ხოლმე საღამოობით, – მეოცნებე კაცის ხმით დაიწყო
კონსტანტინემ, – ვსაუბრობდით, ხანდახან ვკინკლაობდით კიდეც. ამა-
ზე უფრო ბედნიერი საღამოები მე არ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ გა-
ჭირვების დროს პატარა სიხარულიც, თუნდაც სიხარულის ილუზია,
უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს. – სტუმარმა, რომელიც ამ ლაპარაკის
დროს თავჩაღუნული იყო, ისევ ასწია თავი და სალომეს გაუღიმა. მერე
ისევ ჩაიყო გაცრეცილი კოსტიუმის გულისჯიბეში დანაოჭებული ხელი
და მოზრდილი სურათი, დაახლოებით იმოდენა, რომ, ალბათ, პიჯაკის
მთელი გულისჯიბე ეკავა, წინ დაუდო სალომეს, – აი.
სალომემ სურათს სათვალე დაანათა და ერთხანს არ განძრეულა.
ბოლოს სათვალის ქვემოდან მსხვილი წვეთი ჩამოგორდა და სურათს
დაეცა.
კარგა ხანს გრძელდებოდა დუმილი. ასე დადუმდება გზად მიმავალი
და გულახდილად მოსაუბრე ორი კაცი, როდესაც მოულოდნელად მე­სა-
მე წამოეწევათ ხოლმე.
„მესამე“ მაგიდაზე იდო. სალომე დასცქეროდა სურათს, თუმცა თვა-
ლებში დაგუბებული გრძნობა, რომლის ერთი წვეთი წეღან ქურდულად
მოწყდა ადგილს და „მესამეს“ დაეცა, ხედვას უშლიდა. ქალიშვილი
წელზევით იყო გადაღებული. იგი იღიმებოდა. ღიმილი სადღაც შიგნი-
დან წამოსულიყო, შიგნით მოსწოლოდა და ოდნავ გამოეჟონა სახეზე.
თვალები კი, დიდრონი, ბრიალა, ძალიან ცოცხალი თვალები ციმციმებ-
და და ეშმაკურად შემოგცქეროდათ, თან რაღაცას ამბობდა, უფრო სწო-

283
რად, სხვა­დასხვა რამეს ამბობდა იმისდა მიხედვით, როგორი განწყო-
ბით შე­ხედავდით. მკერდზე შეკრული ღილები მოუჩანდა. ეს ღილები
და ის კაბაც, რომელიც ამ ღილებით იყო შეკრული, ცისფერი, ან სხვის
ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ზღვისფერი იყო (ამ უკანასკნელ
საკითხში ჩვენ სალომეს მოსაზრებას მივყვებით, რადგან სურათზე ფე-
რი არ ჩანდა).
ეს არ ყოფილა უბრალო სურათი, ეს იყო დრო, თანაც წარსული, ­ის-
ტორიული დრო (რადგან ორმოცდაათი წელი, დროის თვალსაზრისით,
შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ისტორიული მონაკვეთი). და ამ ქა-
ლიშვილის ირგვლივ, რომელიც საბრალო ტუსაღს თურმე ტანჯვის საა-
თებს უმსუბუქებდა, სალომე გონების თვალით ხედავდა ცისფერ ზღვას,
მშვიდსა და უდრტვინველს, – საამო ზღვას და ლურჯ თვალებს, უაღრე-
სად ერთგულს (როგორც აწმყომ დაადასტურა), ისტორიულად უცვლელ
თვალებს.
– მაპატიე, კოტე.
მოხუც ქალს თავი არ აუღია, არც განძრეულა. ამ დროს მის ხელს
კვლავ გადაეფარა მეორე, დანაოჭებული ხელი და ამიტომ სათვალის
ქვემოდან კიდევ ჩამოგორდა მსხვილი წვეთი, თუმცა ამჯერად სურათს
ასცდა.
სალომემ, თავის მხრივ, მეორე ხელი დაადო ზემოდან კონსტანტი-
ნეს ხელს, როგორც „ყვა-ყვა, ყვანჩალას“ თამაშის დროს იციან ხოლმე.
– მარტო სიხარულის მომტანი არ იქნებოდა, ალბათ, ეს სურათი.
– მარტო სიხარულის მომტანი იყო... ეს სურათი ისტორიული წარსუ-
ლია, ტკბილი და ბედნიერი დრო. გადასახლებამდე, როდესაც რუსეთის
მიყრუებულ ქალაქებში ცხვირპაჭუა ბავშვებს თავიანთი ქვეყნის გეოგ-
რაფიას ვასწავლიდი, იგი კედელზე მეკიდა და მიღიმოდა. რუსეთი ­ძა-
ლიან ვრცელი ქვეყანაა, სალი, სივრცის უსასრულობა კი ადვილად აჩენს
ნაღველს. ხოლო, როდესაც ნაღველი შემოგაწვება, ლამაზი გოგო, რომე-
ლიც არაჩვეულებრივად ცოცხალი თვალებით შენს სულში იხედება, დი-
დი ნუგეშია.

284
– ღმერთო! მერე ეს ტრაგედია არ არის?
– გააჩნია, როგორ შეხედავ. ზოგის თვალში ტრაგედია იქნება, ზოგის
თვალში საუცხოო კომედია, ჩემთვის იდილია იყო.
– მერე შეიძლება თავის მოტყუებაზე დამყარებული იდილია ორ-
მოცდაათ წელიწადს გაგრძელდეს?
– მე დღესა მაქვს ოქროს ქორწილი. იმიტომ, რომ ხვალ უკვე გვიან
იქნება.
– და ამ ილუზიისათვის სინამდვილეს არ წყევლიდი? არ შეგძულდა
ორიგინალი, რომელმაც ამ უსიცოცხლო სურათის მეტი არაფერი დაგი-
ტოვა?
– იქნებ უკეთესიც იყო, რომ სურათი დამრჩა და არა ორიგინალი.
მართალია, ორიგინალი იმდენად უცვლელია, ზოგიერთი მეცნიერისათ-
ვის ცდის პირად გამოდგებოდა, მაგრამ ვინ იცის... არა, ცუდად კი ნუ გა-
მიგებ. იცი, რისი თქმა მინდა? – ორიგინალი საკუთარი თავით ცოც-
ხლობს და ამიტომ მისი არსებობის ჭეშმარიტი ფორმა მუდამ აწმყოა.
წარსულის კვალი იშლება. მე რომ ორიგინალი მყოლოდა, ალბათ შევეჩ-
ვეოდი, როგორც ასეთ დროს ეჩვევიან ხოლმე. ერთ ჭერქვეშ ყოფნა და
წლები ყველაფერს აუბრალოებს. ხოლო წარსული წაიშლებოდა. წაიშ-
ლებოდა ორმოცდაათი წლის წინანდელი სიგიჟე და სიცოცხლის სიყვა-
რული, რომელიც უმაღლესი ნეტარება იყო, რადგან წყნარ ბედნიერება-
ში ჯერ არ გადასულიყო. ასეთია, სალი, ორიგინალის ცხოვრება. ასლი
კი სულ სხვაა. ასლი საკუთარი თავით არ ცოცხლობს, ასლი ორიგინა-
ლით ცოცხლობს, მასში ორიგინალის ისტორიული მომენტია შემორჩე-
ნილი და ეს ისტორიული მომენტი დროის გარეშე დგას. მასში არასოდეს
იშლება წარსული, რადგან თვითონაა წარსული, მარადიული წარსული,
სიგიჟე და სიცოცხლის დაუოკებელი სიყვარული.
სალომე უხმოდ იჯდა და უყურებდა მოღიმარე გოგონას, რომლის
დიდრონ, ბრიალა თვალებში მარადიული წარსული, სიგიჟე და სიცოც-
ხლის სიყვარული იხატებოდა. უყურებდა და დუმდა. და ეჩვენებოდა,
რომ მაინც მართალი იყო, როდესაც ყოველივე ამას ტრაგედია უწოდა,

285
რადგან მთელი ეს არგუმენტაცია გაღიზიანებული ფანტაზიის, გზადახ-
შული კაცის ფანტაზიის ნაყოფს უფრო ჰგავდა, თუმცა მოხუცი კაცის გა-
ბადრული სახე და ღიმილად ქცეული სიცოცხლე ამ მოსაზრებასაც ეჭვის
ქვეშ აყენებდა.
ბოლოს კონსტანტინე წამოდგა.
სალომემ სწრაფად ასწია თავი და სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
მაგრამ ამ გაკვირვებას ლოგიკური საფუძველი არ გააჩნდა. პირიქით, შე-
იძლება ითქვას, იგი თვითონ იყო საკვირველი, რადგან სტუმარი სტუმა-
რია და როდისმე უნდა წავიდეს, თუნდაც დროის უცნაურმა და არაბუ-
ნებრივმა გადაადგილებამ ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას,
თითქოს სტუმრობა მარადიულ წარსულად იქცა, როგორც მოღიმარე ქა-
ლიშვილის თვალებში აღბეჭდილი ისტორიული მომენტი.
– როდისმე ხომ უნდა წავიდე, სალი, – თქვა სტუმარმა და სურათზე
უჩვენა, – მომაწოდე ჩემი წარსული.
სალომემ სურათი მისცა და თვითონაც წამოდგა.
– კოტე, – თქვა მან.
– რა, სალი?
სალომეს სახეზე ეტყობოდა, რომ სათქმელი გადაიფიქრა.
– ახლა სადა ხარ, რას აკეთებ? – ბაღში დავდივარ და პენსიონერებს
ჭადრაკს ვეთამაშები. ესეც ­ცხოვრებაა და მას, ისევე როგორც ყოველ-
გვარ ცხოვრებას, გააჩნია ­თავისი ნაკლიცა და ღირსებაც.
ლაპარაკის დროს კონსტანტინე მოსამზადებელ სამუშაოებსაც აწარ-
მოებდა: სურათი ისევ შეახვია გაზეთში და გულისჯიბეში ჩაიდო. ქუდი
და ხელჯოხი მარცხენა ხელში დაიჭირა.
– აბა, წავედი, სალი, – თქვა მან და დიასახლისს ხელი გაუწოდა.
ამდროს კარი გაიღო. მოხუცებმა, რომლებიც დანაშაულში წასწრებუ-
ლი ბავშვებივით შეკრთნენ და შემოტრიალდნენ, დაინახეს დაუპატიჟე-
ბელი სტუმარი. თუმცა ეს გამოთქმა ცოტა არ იყოს უადგილოა, რადგან
არავითარი „დაუპატიჟებელი სტუმარი“ არ შემოსულა. ეს იყო ამ ოჯახის
ერთ-ერთი ბინადარი, პატარა მანანა, ცამეტ-თოთხმეტი წლის გოგონა,

286
ქალიშვილობაში ფეხშედგმული თვალებბრიალა გოგონა, რომელსაც
თმა ბაფთით შეეკრა და სავსე ტუჩები გაკვირვებით გამოებურცა. ხელში
ჩანთა ეჭირა.
გოგონა შეჩერდა. თუმცა ფანტაზია ბავშვის უპირატესობაა, წელთა
სიმრავლე კი თანდათან გვაცლის ამ უპირატესობას, განსაკუთრებულ
ვითარებას ამჯერად როლები შეეცვალა. გოგონასათვის გაუგებარი იყო
დროის პარდოქსი. მისი საღი, რეალური მზერა საგნებსა და მოვლენებს
ისეთი თანმიმდევრობით აღიქვამდა, როგორც აწმყოში იყვნენ განლა-
გებული. ამიტომ იგი ხედავდა აცრემლებულ ბებიას და უცხო ­მამაკაცს,
რომელიც იღიმებოდა, თუმცა, რაკი ბებია ტიროდა, მაშასადამე, სასაცი-
ლო არაფერი უნდა ყოფილიყო. და მან მტრული თვალით შეხედა კად-
ნიერ სტუმარს.
სალომემ შვილიშვილი თავისკენ მიიზიდა და მარცხენა ხელი კისერ-
ზე მოხვია.
– ეს არის ჩემი მანანა.
კონსტანტინემ გოგონას გაუღიმა.
– მარტო შენია... – ჩაილაპარაკა, რაზედაც მანანამ კიდევ უფრო გაკ-
ვირვებული და კიდევ უფრო მტრული თვალით შეხედა.
– მაშ ასე, – ხელახლა დაიწყო მერე, – წავედი. ქალბატონო მანანა,
გემუდარებით, ნუ იფიქრებთ, თითქოს თქვენი მობრძანება იყოს ჩემი
წასვლის მიზეზი, პირიქით, თქვენი ხილვა ჩემთვის უმაღლესი სიამოვ-
ნებაა, მაგრამ რას იზამ, – საქმე, მოვალეობა... გულდაწყვეტილი გეთხო-
ვებით და ბედნიერი ვიქნები, თუ მიგულებთ თქვენს მრავალრიცხოვან
თაყვანისმცემელთა შორის.
მან ხელი გაუწოდა დაბნეულ გოგონას. სალომე იღიმებოდა, თუმცა
თვალებში კვლავ ცრემლი ედგა. გოგონამაც უანგარიშოდ გაუწოდა პატა-
რა, ლამაზი ხელი. უცნაური მოხუცი ცერემონიულად დაიხარა და ზრდი-
ლი კაცის მოწიწებით ეამბორა ხელზე. მაგრამ იქვე, ყოველგვარი გადას-
ვლის გარეშე მთელი ეს ელეგანტურობა და დახვეწილი მანერები წყალ-

287
ში გადაყარა: მარჯვენა ხელის ცერი ცხვირზე მიაჭირა გოგონას და ბოხი
ხმით მისცა სიგნალი:
– პი-პიი!
გოგონამ, რომელმაც უკვე აღარ იცოდა, რა ჰქონდა ბებიას სატირა-
ლი, მხიარულად გაიცინა. სტუმარი კი უკვე სალომეს მიუბრუნდა:
– მშვიდობით, სალი.
ჭაღარა მოხუცებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და მსხვილი წვე-
თი ამჯერად იატაკს დაეცა, მაგრამ ეს აღარავის შეუმჩნევია.

დღე ერთი

გაახილა თვალი ლუარსაბ რაზმაძემ და გაიფიქრა: „მგონი, დავიბა-


დე“.
მოგვიანებით (მოთხრობაში ეს არ შევა), როცა იგივე ფრაზა ფხიზელ
გონებაზე გაახსენდება და საკუთარ თავზე ისეთივე ირონიით გაიცი-
ნებს, როგორც სხვებზე იცინის ხოლმე, გულში დარწმუნებით იტყვის: ეს
უადგილო ფიქრი სიზმრის დაბოლოება იყო და არა სიფხიზლის დასაწ-
ყისი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მთლად ასე არაა საქმე. სინამდვი-
ლეში ეს არის ის იშვიათი და მოუხელთებელი წამი, როცა ორ სხეულს
ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ადგილი უჭირავს, როცა კაცი პი-
რისპირ ხვდება საკუთარ თავს, როცა გამოწკეპილი და ფხიზელი ლოგი-
კა უკვე გამოცხადდა სამსახურში და მკლავებდაკაპიწებული მიუჯდა სა-
მუშაო მაგიდას, რომლიდანაც დამლაგებელს ჯერ კიდევ არ გადაუწმენ-
დია ალოგიკური მტვერი. მაგრამ ლუარსაბ რაზმაძემ ეს არ იცის (და შე-
იძლება ვერც ვერასოდეს გაიგოს). ლუარსაბ რაზმაძემ გაიფიქრა, მგონი,
დავიბადეო, და, როგორც კი ტვინში სიზმარი ელვასავით აინთო და ჩაქ-
რა, გაახსენდა, რომ ამ დილით სამოცი წლისა გახდა.
გულაღმა იწვა და ოთახის ზედა კუთხეს მისჩერებოდა, იმ ადგილს,
სადაც ჭერი და კედლები დეკარტეს კოორდინატთა სისტემას ქმნიან.
ფიქრები წამით შეჩერდნენ, გაირინდნენ და დრო დაამუხრუჭეს. მერე,
288
ლუარსაბ რაზმაძემ რომ თავისებურად ჩაიღიმა ულვაშებში, ამ ღიმი-
ლის ბიძგით ამოძრავდნენ და აიშალნენ.
„ნეტა როდის მოვკვდები? (პაუზა) სად, ან რა ვითარებაში?“
ხელები საბანს ზემოთ, გულზე დაიკრიფა; მერე ის მიცვალებულები
გაახსენდა, რომლებიც მრავალრიცხოვან პანაშვიდებზე ენახა, და ცოტა
ქვემოთ ჩასწია, მუცლისკენ.
„რომ მოვკვდები, ეს ცხადია. ყველა კვდება. ენუქიც მოკვდა უკვე. ისი-
ნიც კი კვდებიან, ვინც ზედმეტად გაერთო სიცოცხლით“.
მემენტო, ქალბატონებო და ბატონებო!
წყნარად ჩაიცინა. მერე უცებ მიხვდა, რომ ხელში საათი ეჭირა. ძი-
ლის წინ მუდამ თავთით იდებდა და დილით ისე მექანიკურად აიღებდა
ხოლმე, გამოცდილი შოფერი რომ სიჩქარეს გადართავს.
უნდა ადგე კაცი და სამსახურს თავი დაანებო... კარგი ეფექტი კი იქ-
ნება, მართლა მიუტანოს განცხადება პრეზიდენტს...
პრეზიდენტი ნახა. ნამდვილად პრეზიდენტი ნახა; ოღონდ ეს იყო,
თავის თავს არ ჰგავდა... (სიზმარი წამით აინთო და ჩაქრა).
საათი უკანვე დადო, პატარა, დაბალ მაგიდაზე, რომელზედაც ცის-
ფერაბაჟურიანი ლამპა იდგა და შავყდიანი, მომცრო ფორმატის წიგნი
იდო – მსუბუქი ლიტერატურა, ძილის წინ საკითხავი.
„რომელი საათი იყო?“ – გაკვირვებით გაიფიქრა უცებ და შუბლი შე-
იჭმუხნა. საათს თურმე ისე დახედა, უაზროდ, დრო არ შეუმჩნევია.
„რა უცნაური გამოთქმები აქვს ენას! დრო როგორ უნდა შეამჩნიო სა-
ათზე? რა აქვს საათს დროსთან საერთო?“
თუმცა, რატომაც არა აქვს! საათი ციხის დარაჯია, რომელიც დრომ
დანიშნა. ტუსაღი გაიღვიძებს თუ არა, მაშინვე კარის ჭუჭრუტანას ეცემა
და დარაჯს დაინახავს.
ლუარსაბ რაზმაძეს საგანგებოდ არასოდეს უფიქრია, ისედაც იცოდა,
რომ გაღვიძებისთანავე საათის ნახვა შემთხვევითი რამ მოვლენა იყო
და ეს შემთხვევითობა წლების განმავლობაში ჩვევად ჩამოყალიბდა.
მაგრამ ამ დილით ყველაფერი რაღაც უჩვეულო კუთხით ეჩვენა და ბუნ-

289
დოვანმა შიშმა მაჯლაჯუნასავით გადმოალაჯა ფანჯრიდან თავისი
უფორმო და ვეებერთელა ფეხებით. ხოლო იმავ წამს, როგორც კი ამ უს-
ხეულო მასის სახიფათო სიმკვრივეში შორეული ნაპერწკალი აკიაფდა,
რომელიც გაუგებარი რწმენის გამო ნეტარებად უნდა გაზრდილიყო,
მაჯლაჯუნა გაქრა და ცხადი შეიქნა, რომ გაღვიძებისთანავე საათის ნახ-
ვა იყო არა შემთხვევითობა, არამედ შეუცნობელი კანონის გარდაუვალი
შედეგი, როგორც ახალშობილის ტირილი.
„საათი მართლა ჰგავს ტირილს, – გაიფიქრა ლუარსაბ რაზმაძემ. –
შესაძლებელია, საათი იმასვე ნიშნავს, რასაც ტირილი“.
საბანი მკერდიდან გადაიწია და ღია ფანჯრიდან შემომავალი სუფ-
თა ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
საათი ძალადობაა. პატარა თვითმკვლელობა.
შედარებები ბუნდოვანი ჩანდა და უკეთესის საპოვნელად ნამძინა-
რევი გონება ოდნავ დაიძაბა. თავი თითქოს დაბუჟებული ჰქონდა. ყო-
ველ შემთხვევაში, რაღაცას ისეთს გრძნობდა, რაც ტკივილსაც ჰგავდა
და გაბრუებასაც.
საათი განივთებული დროა.
სივრცემ ნივთიერება გამოყო და კუნძულებად მიმოაბნია საკუთარი
უსასრულობის ზღვაში, რათა ამით რაოდენობა შეექმნა, ეს უცნაური ცნე-
ბა, რომელიც ადამიანის გენიამ (სიცილი სადღაც მუცლის არეში დაირხა
და იქვე ჩაქრა) ამოსავალ წერტილად გამოიყენა შემეცნების გზაზე.
დრომაც შექმნა რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ადამიანი ამ რაღაც-რაღაცე-
ებს არ ენდო, ნაკლებ ხელშესახები ეჩვენა, და საათი გამოიგონა. საათი
იგივე კუნძულია, ოღონდ დროისა ზღვაში.
ხოლო კუნძული დახრჩობის უეჭველი ნიშანია.
ლუარსაბ რაზმაძე გაიზმორა და ერთბაშად მიხვდა, რომ, როცა ასეთ
რამეებზე ფიქრობ, მკერდზე ბანჯგვლი არ უნდა გქონდეს.
„მგონი, ჯერ კიდევ მძინავს“. – გაიფიქრა და თავი გადაიქნია. ოდნავ
სტკიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ეს ისეთი ტკივილი იყო, ად-
გომისთანავე რომ გაივლის ხოლმე.

290
საბანი სწრაფად გადაიგდო და საწოლში წამოჯდა. პირისახე ღია
ფანჯრისკენ ჰქონდა მიქცეული და გრილი დილა საამოდ, ტალღა-ტალ-
ღა შემოვიდა სხეულში.
როდესაც ახალშობილი, ზნეობრივად ჯერ კიდევ გაუხრწნელი დი-
ლა, ნათელი და პირმომღიმარე, შავქლიავის ელვარებით დახუნძლული
და კაკლის სუნით გაჟღენთილი, დაუბრკოლებლად შემოვა სხეულში და
იქ პატრონივით დაბინავდება, ასაკი კარგავს სოლიდურობას და სამოცი
წლის კაცს სხეულში ბალღის სული დაუვლის. ეს კია, რომ ამგვარი ნეტა-
რება წამსვე უნდა გაქრეს, თორემ შეიძლება მოგკლას, რადგან ნეტარება
იგივე ტკივილია, ოღონდ განსხვავებული მუხტის მქონე.
– ელენე!
ხმამ ჭარბი ნეტარება თან გაიყოლა. ლუარსაბ რაზმაძე ახლა თვალ-
დახუჭული იჯდა და მშვიდი სიხარულით გრძნობდა ახლად გათე­ნე-
ბულ დილას, მთის ჯანსაღ, გამჭვირვალე ჰაერს და ხეხილის ბაღის მწი-
ფე სურნელს. მერე, სადღაც კარმა რომ გაიჭრიალა და აივნიდან ფეხის
ხმა მოისმა, გაიფიქრა: „და ჰყავდა მშვენიერი მეუღლე, სა­ხელად ელე-
ნე“.
დედ-მამა და და-ძმები ელის ეძახდნენ და ამ საალერსო სახელში,
მისი სინატიფისა და დახვეწილობის გამო, მჟღავნდებოდა არა მარტო
უმცროსი შვილის გამორჩეული სიყვარული, არამედ ოჯახის მაღალი
ეკონომიური დონეცა და არისტოკრატობის მორიდებული პრეტენზიაც.
კალისტრატე, ელენეს მამა, თანამდებობის პირი იყო და საზოგა-
დო­ებრივი მდგომარეობით იმ ფენას ეკუთვნოდა, რომელიც პოლიტი-
კურ ნასუფრალს შეექცეოდა, მაგრამ ამ დროს ისეთი კარგი და ამაყი სახე
ჰქონდა, გარეშე თვალს მაგიდის თავში მჯდომარე ეგონებოდა, და რომ-
ლის უმთავრეს საზრუნავს კულტურული ცხოვრების დარგში წარმო­ად-
გენდა ის, რომ უცხოეთიდან საგასტროლოდ ჩამოსული გამოჩენილი
ტენორის კონცერტს პირველსავე დღეს დასწრებოდა და თან როგორმე
წინა სამ რიგში მოხვედრილიყო.

291
ეს საქმე არ იყო მანცდამაინც ძნელი და ხსენებული ფენა მას ­იო-
ლად უმკლავდებოდა. მომდევნო ტვირთი უფრო მძიმე გამოდგა. როცა
ბუნებამ სიცარიელე იგრძნო იმ ადგილას, საცა არისტოკრატია ჩაიძირა,
და ნაკლული სტრიქონის შევსება მოითხოვა, ეს რთული დავალება ბედ-
მა, ადამიანის გაუცნობიერებელმა მისწრაფებამ, თუ სხვა რაღაც ძალამ
სწორედ ამ ფენას დააკისრა. და, გარემოებათა უცნაური დამთხვევის
წყა­ლობით, ცნება „არისტოკრატია“ მისი საპირისპირო ცნების – „თა-
ნამდებობის“ სინონიმი გახდა. მაშინ იყო, ვიღაც-ვიღაცეებმა რომ ბები-
ის ნაქონი ძველისძველი ზანდუკი გადააქოთეს და იქიდან ჩუმად ამოა-
ცოცეს ისეთი პაწაწკინტელა ნიღბები, როგორიცაა შვილის სახელის
სტილიზაცია, კოლეგის მეუღლისთვის ხელზე კოცნა და სხვა მისთანანი.
ზოგიერთმა სალონობანას თამაშიც კი სცადა, მაგრამ ეს წამოწყება ­მა-
ლევე ჩაიფუშა, რადგან, ჯერ ერთი, სალონს ყოველთვის საეჭვო სუნი ას-
დის, და მეორეც, სალონური შეკრების ყველა ცდა აუცილებლობის გზით
გადადიოდა ყოვლად ჩვეულებრივ ღრეობაში ყანწებით, გოჭებითა და
სხვა არასალონური ნიშან-თვისებებით.
კალისტრატეს ჰალსტუხს ისევ ყანწი ერჩივნა. იგი ბუნებით გლეხი
იყო და ყველაზე უკეთ სოფელში გრძნობდა თავს, მამაპაპეულ სახლში.
მხოლოდ იქ, გლეხურ ყაიდაზე ჩაცმული და მეზობლებთან დინჯ მას-
ლაათში გართული, იყო იგი ნამდვილი კალისტრატე და რეალური ადა-
მიანი. ქალაქში კი დირექტორი იყო, რადგან ბედმა დირექტორობა არ-
გუნა წილად, დირექტორი და იმ წრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც
უეჭველად პირველ დღეს და უეჭველად წინა სამ რიგში ეძებდა ადგილს.
კალისტრატეს არც წინა რიგი უნდოდა და არც ბოლო. უფრო მეტიც,
ღრმა სიძულვილით სძულდა ყველა უცხოელი ტენორი, რომლებიც სიმ-
ღერ-სიმღერით ხოცავდნენ საკუთარ ცოლებს; მაგრამ რა ექნა? დირექ-
ტორს თავისი კულტურული დონის ამაღლებისათვის უნდა ეზრუნა.
რაც ლუარსაბ რაზმაძეს ახსოვდა, კალისტრატე მუდამ დირექტორი
იყო. სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა უბანზე,
მაგრამ უსათუოდ დირექტორი. და როგორც სჩვევია გულუბრყვილო და

292
გულკეთილ ხალხს, რომელთაც საკუთარი მსოფლმხედველობა არ გააჩ-
ნიათ, მან თანამდებობა მიიღო როგორც აუცილებლობა და იმდენ ხანს
და ისე მუყაითად იდირექტორა, რომ ბოლოს მართლა დირექტორად
იქცა. და ყველგან დირექტორი იყო, – ოჯახშიც, მეზობლებშიც, ნათესა-
ვებშიც. ყველგან დირექტორი იყო და ყველას ქვეშევრდომივით ეპყრო-
ბოდა. მაგრამ ორ გამონაკლისს მაინც უშვებდა. ერთი ელენესთან ურ-
თიერთობა იყო. უმცროსი შვილი განსაკუთრებული სიყვარულით უყ-
ვარდა, ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა და ისე თბილად ეფერებოდა,
თანამშრომლებს რომ გაეგოთ, დაწესებულებაში ალბათ სახელი გაუტ-
ყდებოდა. ხოლო რაკი ოჯახიც ერთგვარად დაწესებულება იყო და ში-
ნაურებიც ერთგვარად თანამშრომლები იყვნენ, მათ თვალში იმ დროს
ისეთ კაცს ჰგავდა, რომელსაც სხვისი პალტო აცვია და ეს ამბავი წამითაც
არ ავიწყდება. მეორე გამონაკლისი სოფელი იყო. აქ დანამდვილებით
ვერავინ იტყვის, რა მიზეზები მოქმედებდნენ. ერთადერთი, რისი თქმაც
დაბეჯითებით შეიძლება, არის თვით ფაქტი: სრულიად შეუცნობლად,
ყოველგვარი განზრახვის გარეშე, დირექტორის მანტია ტყავივით ძვრე-
ბოდა სადღაც სოფლის მისადგომებთან და იქ ელოდა, სანამ ისევ ქალა-
ქისკენ არ იზამდა პირს.
სხვა შემთხვევებში განუყოფელი დირექტორი იყო. ლუარსაბ რაზმა-
ძე რომ პირველად შეხვდა, გაუკვირდა მისი ოფიციალურ-თავაზიანი
ტონი და, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც, მაგრამ მერე, როცა სასიმამრო
ახლო გაიცნო, გუნებაში გაეცინა და წყენამაც გაუარა.
სინამდვილეში ბუნჩულა და საყვარელი კაცი იყო. გარეგნობაც ბუნ-
ჩულა ჰქონდა და ხასიათიც. ქონებას კიმაინც აგროვებდა. ლუარსაბ რაზ-
მაძე მალე მიხვდა, რომ ქონების დაგროვება მას ისევე ეჯავრებოდა, რო-
გორც უცხოელი ტენორები, მაგრამ დარწმუნებული იყო, ქონების დაგ-
როვებას ისევე მოითხოვდა მისგან თანამდებობა და საზოგადოებრივი
მდგომარეობა, როგორც კონცერტებზე სიარულს. აი, თინას კი, მის
ცოლს, სიმდიდრის სიყვარული ქმრის პიროვნული თვისება ეგონა. ამი-
ტომ, როცა ელენესა და ლუარსაბის ამბავი გაირკვა, ხელები გაასავსავა,

293
თუმცა აშკარად შეეტყო, სასიძო მოეწონა. მისი უარი ქმრისა და დირექ-
ტორის მორჩილებით იყო ნაკარნახევი; სასიდედროს ეჭვიც არ შეპარ-
ვია, რომ კალისტრატე, ვინც ესოდენი რუდუნებით აგროვებდა მატერია-
ლურ დოვლათს, თავის საყვარელ ქალს, ნაფერებსა და ნალოლიავებს,
არაფრით არ გაატანდა ლუარსაბ რაზმაძეს, რომელსაც პრინციპებისა
და „აზროვნების უკომპრომისო თავისუფლების“ მეტი არაფერი გააჩ-
ნდა. მაგრამ ქმარმა სულ სხვაგვარად შეხედა საქმეს. სწორედ მაშინ უთ-
ქვამს ის სიტყვები, შემდგომში რომ ლუარსაბ რაზმაძის ოჯახში ფრთიან
ფრაზად იქცა და მხოლოდ კომიზმისათვის გასაგები ლოგიკის წყალო-
ბით ყოვლად უადგილო სიტუაციებშიც კი ჩინებულად ჟღერდა: „მთავა-
რია, მასალა იყოს საღი, დამზადება ჩვენი ხელობაა“. იმ პერიოდში წვე-
ნების თუ რაღაც ნედლეულის დამზადებას ხელმძღვანელობდა.
ასე დირექტორობდა ბუნჩულა კაცი ნაირ-ნაირ დაწესებულებებს,
ახალ-ახალ საფეხურზე აჰყავდა ოჯახის ეკონომიკა და, რაკი ცხოვრების
სწორხაზოვნებამ, რაც უეჭველად ქმნის იმის ილუზიას, რომ კაცმა ერ-
თხელ და სამუდამოდ შეიცნო თავისი დანიშნულება, არისტოკრატის ქუ-
დიც არგუნა, თავის დაზღვევის მიზნით შვილების საალერსო სა­ხელებს
განსაკუთრებული თარგის მიხედვით დაუწყო გამოჭრა.
ლუარსაბ რაზმაძე კი ელენეს მუდამ სრული სახელით მიმართავდა
და, როცა საჭირო შეიქნა ამ საქციელის ახსნა, უთხრა „ნახევარი სახელი
რომ დაგიძახო, მეშინია, მართლა არ განახევრდე“.
ცხადია, ეს მხოლოდ ფრაზა იყო. სინამდვილეში ამ თავისებური გან-
კერძოებითა და გამორჩეულობით ლუარსაბი კალისტრატესა და და-
ნარჩენი კალისტრატეების მეშჩანურ ყოფას უპირისპირდებოდა. იგი
ვერ იტანდა ამ ხალხს, მოჩვენებითი ღირსებითა და ფუყე სიდარბაის-
ლით რომ ცდილობდნენ შეენიღბათ შუბი, რომელიც ხალთაში ვერა და
ვერ დამალეს. კალისტრატე და მისი მეუღლე თინა, ალბათ, ფრიად გაკ-
ვირვებულნი დარჩებოდნენ, ვინმეს რომ ეთქვა, იმ დროს, როდესაც
თქვენ ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ უმცროსი
შვილის განსაკუთრებული სიყვარულის გამო დათანხმდით ელენესა და

294
ლუარსაბის ქორწინებაზე, თქვენზე მეტად თვითონ ლუარსაბი ყოყმა-
ნობდაო. არადა, სრულ სიმართლეს ეტყოდნენ. ლუარსაბი მაშინ ოცდა-
ხუთი წლისა იყო, ფილოსოფიის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული
ჰქონდა, არ მუშაობდა (ამას დიდად არც განიცდიდა, რადგან სამსახური,
მისი აზრით, ჯებირი იყო, რომელშიც მდინარის სილაღეს ფრთებს აჭ-
რიან) და ერთადერთ რეალურ პრინციპად „აზროვნების უკომპრომისო
თავი­სუფლება“ მიაჩნდა. ბუნებრივია, ასეთ კაცს არ სურდა თავისი
ცხოვრება კალისტრატეთა და მოკალისტრატოთა ოჯახებისთვის და-
ეკავშირებინა. მაგრამ ელენე ვერ დათმო. ელენე ძალიან უყვარდა, მის
გვერდით მეტ ძალას გრძნობდა, მეტ თავისუფლებას, მეტ სიხარულს.
მოგვიანებით, როდესაც სიმამრი ახლო გაიცნო და ნათლად დაინა-
ხა, რა გული ყოფილა შეხვეული მანტიაში...
დაინახა კია?..
ლუარსაბ რაზმაძე შეკრთა.
ალბათ, იმიტომ, რომ ოთახის კარი გაიღო და ელენე შემოვიდა.
„მაშინ რომ მართლა მეთქვა უარი, ნეტა ახლა რა ვიქნებოდი?“
ელენე ღიმილით მიუახლოვდა, დაიხარა, ცალი ხელი მხარზე და-
ადო და მარჯვენა საფეთქელზე აკოცა.
– საკვირველია, რატომ გარდაცვალებას კი არ ვულოცავთ ერთმა-
ნეთს. – თქვა ლუარსაბმა.
– მკვდარს რას გააგებინებ! – მშვიდად მიუგო ელენემ.
– ცოცხალს? – ლუარსაბმა ღიმილით ახედა.
– ცოცხალს გააჩნია. ლუარსაბი დაკვირვებული იყო: რაც არ უნდა მო-
ულოდნელი და უადგილო რამ ეთქვა, რაც არ უნდა ალოგიკური, შემზა-
რავი და ცინიკური, ელენე არასოდეს არ გაღიზიანდებოდა, როგორც ჩვე-
ულებრივ ემართებათ ხოლმე ასეთ დროს ადამიანებს; მშვიდად, დაჯე-
რებულად გაეპასუხებოდა და არავითარ პოზიორობას არ ხედავდა უცნა-
ურ და მოულოდნელ გამოხდომებში.

295
ლუარსაბი წამოდგა, ელენეს მხარზე ხელი მოჰხვია და დიდ, მოოქ-
როვილ ჩარჩოში ჩასმულ სარკესთან მიიყვანა. ჯერ ცოლს ახედ-დახედა
სარკეში, მერე საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა.
– გვარიანად კი გაჭაღარავებულა, მაგრამ სამოცი წელი მაინც არ ეტ-
ყობა. – აქ წელში გაიმართა, თავი უკან გადასწია და სასაცილო მაღალ-
ფარდოვნებით დაიწყო: – დღეს, ამა წლის ცხრამეტ აგვისტოს, ლუარსაბ
რაზმაძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემი-
კოსობის უპირველესი კანდიდატი... – სარკეში წამით სიზმარმა გაიელ-
ვა, მაგრამ მაშინვე გაქრა, ისე რომ მაღალფარდოვნებისათვის რაიმე ხი-
ფათი არ შეუქმნია. – კაცი განათლებული და ნიჭიერი, წარმოსადეგი
და... – ცოტა შეყოყმანდა, თავი ახლო მიიტანა სარკესთან და საკუთარი
სახე დაკვირვებით შეათვალიერა, – წარმოსადეგი და სიმპათიური, ხეხი-
ლის ბაღით გარშემორტყმულ კოხტა სახლში ზარ-ზეიმით ეგებება სა-
მოცდამეერთე წელს. – ეს რომ დაამთავრა, სარკეში უთხრა ცოლს, რო-
მელიც მშვიდი ღიმილით შესცქეროდა. – მამაშენი გამახსენდა. იმიტომ
ვიჯექი წეღან საწოლზე ისე დაფიქრებული.
– დასცინოდი?
ლუარსაბს გაუკვირდა:
– დავცინოდი?
–ყოველთვის დასცინოდი.
ლუარსაბმათვალებში შეხედა ცოლს. ერთხანს უყურა, მერე ნელა,
მძიმედ გაიქნია თავი.
– მით უარესი ჩემთვის, თუ დავცინოდი. დაცინვა საკუთარი ნაკლის
აღიარებაა. – აქ ცოტა შეიცადა და განაგრძო: – ყოველ შემთხვევაში, სო-
ფელში არ დავცინოდი. სოფელში მიყვარდა. მე რომ ღმერთი ვიყო, ადა-
მიანებს თავთავიანთ ადგილს მივუჩენდი და ამით მოვათავებდი საქ-
მეს.
„ღმერთი რომ ვიყო, ყოველივეს სამართლიანად განვსჯიდი“, – სარ-
კეში გამოსახულებები გაქრა და ღრმა, უსასრულო სივრცე გამოჩნდა.
– მამაჩემს სად მიუჩენდი ადგილს? სოფელში?

296
სარკეში გამოსახულებები დაბრუნდა და ლუარსაბს გაეცინა.
– ვინ მკითხავს მე ადგილის მიჩენას! ისე, მამაშენის ადგილი რომ სო-
ფელში იყო, ეს დანამდვილებით ვიცი. წარმოდგენილიცა მყავს: თავზე
ფაფანაკი ადევს, გრძელი გლეხური ხიფთანი აცვია, წელზე ქამარი აქვს
შემორტყმული და ღიღინით კვირტავს ვაზს. თვითონ რომ სცოდნოდა,
რატომ გრძნობდა ასე კარგად თავს სოფელში, შეიძლება მიეფურთხე-
ბინა კიდეც ეშმაკისთვის და ქალაქი მიეტოვებინა. – ლუარსაბმა ჩაიცი-
ნა. – აი, მაშინ ნახავდით ოჯახურ კონფლიქტს! ქალაქი თავისი გარდაუ-
ვალი რიტუალებით მისთვის ნამდვილი შხამი იყო. შინაურები ასეთ რა-
მეს ვერ ამჩნევენ; რასაც დღენიადაგ ხედავ, იმას თვალი მალე ეჩვევა და
ყოველდღიურ ბოროტებას ბოროტებად აღარ აღიქვამ. ერთხელ ისეთი
რამ ჩაიდინა, კინაღამ თავი მომეჭრა და გული ამიჩუყდა.
– რა ჩაიდინა?
– სიმფონიური ორკესტრის კონცერტს დასწრებოდა. ვიღაც ბელგიე-
ლი თუ ჰოლანდიელი დირიჟორი იყო ჩამოსული. თავის ოთახში დამი-
მარტოხელა და მკითხა, კონცერტი თუ მოგეწონაო. მე ვუთხარი, არ მო-
მისმენია-მეთქი. ასეთ პასუხს, ეტყობა, არ მოელოდა. რატომო, ­მწყრა-
ლად მკითხა. არ მიყვარს-მეთქი სიმფონიური მუსიკა. ნეტა გენახა, რა
მოუვიდა! მოწყვეტით დაჯდა სკამზე და განცვიფრებული, თითქმის შეძ-
რწუნებული მომაჩერდა, თითქოს მის წინ საყვარელი სიძე კი არა ჰერ-
ბერტ უელსის რომელიღაც პერსონაჟი იდგა, მარსიდან ახლახან ჩამო-
სული. ძლივს დაიჯერა, რომ შეიძლება კაცს სიმფონია არ უყვარ­დეს და
ამ უბრალო მიზეზის გამო ბელგიელი დირიჟორის კონცერტზე არ წავი-
დეს.
– ახლაც დასცინი.
– არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, როცა დაიჯერა, კი არ შეშურდა
და კი არ შევძულდი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, გაეხარდა და
უფრო შევუყვარდი. სახე გაუნათდა და ის კონიაკი გახსნა, მხოლოდ ძე-
ობებზე, ქორწილებზე და სხვა დიდ-დიდ ზეიმებზე რომ ხსნიდა ხოლმე.

297
გარდა ამისა, იმ საღამოს, და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, არ მიგ-
ვრძნია, რომ ქვეშევრდომი ვიყავი და დირექტორი მელაპარაკებოდა.
ელენემ თბილად გაიცინა. – ჰო, ეგ მართალია, ყველას ქვეშევრდო-
მებივით გვექცეოდა. ლუარსაბ რაზმაძისგან კი ისიც დიდია, სიმამრის
მოგონებაზე რომ ამდენ დროს ხარჯავს. ჩაიცვი და დაიბანე. მე წავალ,
ყავას მოგიდუღებ.
– მომლოცველები არ ჩანან?
ელენე კართან მოტრიალდა.
– ჯერ ადრეა.
– მართლა! რომელი საათია?
– ადრეა ჯერ.
ელენე გავიდა.
ლუარსაბი ფანჯარას მიადგა. ახლად ამოსული მზის პირველი, ჯერ
კიდევ გრილი სხივები ირიბად ეცემოდა ბაღს და მსხმოიარე ხეხილი ნა-
ირფერად ელავდა.
ლუარსაბ რაზმაძე ბაღს გაჰყურებდა და ბუნდოვნად გრძნობდა, რომ
სამოცი წლის თავზე რაღაც გაურკვეველი, უსახელო აფორიაქება გაჩ-
ნდა. ოღონდ იმას ვერ მიმხვდარიყო, მისსავე სხეულში დაიბადა ეს უც-
ნაური განცდა თუ გარედან მოვიდა.
„ყველაფერი იმის ბრალია, დრო რომ ვერ გავიგე“, – გაიფიქრა და
თვალები მოჭუტა, რათა მზის სხივი უფრო ლამაზად აბრჭყვიალებული-
ყო.
ელენემ თქვა, ჯერ ადრეაო, მაგრამ „ადრე“ ხომ არაფერს ნიშნავს. რა
არის „ადრე“? ახლა უფრო ადრეა, თუ მაშინ უფრო ადრე იყო, იესო ქრის-
ტე რომ ჯვარს აცვეს?
დროს ნაჭდევები უნდა ჰქონდეს, როგორც ჯოხს უკეთებენ მეცხვარე-
ები, ცხვარს რომ ითვლიან; მაშინ უფრო გაიოლდებოდა საქმე.
ლუარსაბმა შუბლი მოისრისა და ფანჯარას მოშორდა.
იქნებ დროის კი არა, სიზმრის ბრალია?

298
„ყველაფერს ისა სჯობს, დავიბანო და ვისაუზმო“. – გაიფიქრა და
მტკიცე ნაბიჯით გავიდა სააბაზანოში.
გრილი შხაპი ეამა და სააბაზანოდან მხნე და ხალისიანი გამოვიდა:
ჯანსაღი ჰაერით გაჟღენთილი ქათქათა დილა მსუბუქად უღიტინებდა
და თავს ჩინებულად გრძნობდა. წეღანდელი გამოუცნობი აფორიაქება
და გზასაცდენილი ფიქრები ნაბან წყალს გაჰყვა. ლუარსაბ რაზმაძე ახ-
ლა ისევ ლუარსაბ რაზმაძე იყო, კაცი, რომელმაც კარგად იცოდა საკუთა-
რი თავის ფასიც, სხვისი ფასიც, ამ ფასებს შორის განსხვავებაც, და ამის
გამო მტკიცე ნაბიჯი ჰქონდა, ლაღი და ძალდაუტანებელი მიმოხრა, და-
ჯერებული გამოხედვა და კეთილმოსურნე ღიმილი.
ელენემ, ყავა რომ დაუსხა, კონიაკის ბოთლი და ორი პატარა ჭიქა
დადგა მაგიდაზე.
– შენი სადღეგრძელო არ დავლიოთ?
– ჰო! ჰო! რა თქმა უნდა! – სწრაფად დაეთანხმა ლუარსაბი და ჭი­ქები
შეავსო. – სხვისი სადღეგრძელოს თქმა რომ შეიძლო, ჯერ საკუთარი თა-
ვი უნდა ადღეგრძელო.
– გაგიმარჯოს! – გაუღიმა ელენემ.
– ნწ, არ ვარგა. – თავი გაიქნია ლუარსაბმა, – სადღეგრძელოს გულ-
ღვიძლი უნდა ამოაყოლო. უნდა გაახარო კაცი, თუკი შენ ამით არაფერი
გაკლდება. იცოცხლე, ჩემო ლუარსაბ! ლუარსაბს გაუმარჯოს, ბატონე-
ბო! დიდბუნებოვან ადამიანს, ღირსეულ მოქალაქეს, ერის მოჭირნახუ-
ლეს, ჭეშმარიტ ქართველს. „მოჭირნახულე“ სულ სხვაა. აქ ყველაფერი
დღესავით ნათელია. „ჭირნახული“ მოსავალია, მაშასადამე, „მოჭირ-
ნა­ხულე“ ისაა, ვინც მოსავალს იღებს.
– ერთხელ მამაჩემმა მითხრა...
– აა! შენც გაგახსენდა? – გააწყვეტინა ლუარსაბმა. – თურმე მარტო
მე არ მჭირს სენტიმენტალობის სენი.
– შენი ქმრის ნიჭი რომ მომცა და ჩემი სინდისი, ალბათ, ყველაფერს
მივატოვებდი და ბერად შევდგებოდიო.

299
– რაო?! – ლუარსაბს ყავის ფინჯანი ჰაერში გაუშეშდა და სახტად
დარჩენილი კარგა ხანს თვალმოუშორებლივ უყურებდა ცოლს. მერე
დამშვიდდა, ფინჯანი ნელა დადგა ლამბაქზე და გაიღიმა. – აკი, ბუნჩუ-
ლა და მიამიტი ვარო? გვატყუებდა?! თუმცა სიცოცხლეში ერთხელ ყვე-
ლა ამბობს თითო გაუგებარ სიბრძნეს. – ყავა ერთ ყლუპად დაცალა,
ფინჯანი ორივე ხელით ჩაბღუჯა და დაფიქრდა. – ნიჭი ჩემი ინდომა, ხო-
ლო სინდისი საკუთარი არჩია... – აქ წამით ჩვეული ირონიული კილო გა-
მოურია. – პირველი სავსებით მაკმაყოფილებს, მეორე კი მძაფრ აღშფო-
თებას იწვევს. – მერე ისევ დაფიქრებით განაგრძო: – არა, მე იმას კი არ
ვამტკიცებ, ჩემს სინდისს ლაქას ვერ უპოვი-მეთქი. ადამიანი იმიტომ
იბადება, რომ სინდისი მთლად სუფთა არა აქვს; მაგრამ ხომ არსებობს
ფარდობითობა, ეს ყოვლისმომცველი და ძილისპირულივით ტკბილი
ცნება? არა, აქ რაღაც პარადოქსი იმალება, რომელიც ასე უცებ ვერ ამო-
იხსნება. – ლუარსაბმა ფინჯანი ისევ ლამბაქზე დადგა. – ეჰ, მოვეშვათ
საჭოჭმანო პრობლემებს და პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდეთ. სადი-
ლის საქმე როგორაა? ხომ იცი, საღამოს სულ რჩეული მოჭირნახულეები
შეიკრიბებიან, სირცხვილი არ ვჭამოთ!
– ყველაფერი გვაქვს. ნამცხვარს ლარისა ჩამოიტანს; ათი საათის-
თვის ველოდები.
ლუარსაბმა მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯაზე იატაცა.
– ასეც ვიცოდი! საათი საწოლ ოთახში დამრჩა.
– მერე რა მოხდა?
– არაფერი. ვინ წაიღებს! – ლუარსაბი წამოდგა. – ბაღში გავივლი.
– ჰო, მართლა! პეტრემ დარეკა.
– რომელმა?
– დიდმა.
ლუარსაბმა დაამთქნარა.
– რაო?
– მოგილოცა. და საღამოს შეიძლება ვერ მოვიდე, ქალაქში ვარ ჩა-
სასვლელიო.

300
ლურასაბმა მცირე პაუზა გააკეთა. მერე ღიმილით თქვა:
– მიიძურწება პეტრე დიდი? არაფერია, მაინც მოვა. ბოლო წამს გაახ-
სენდება, რომ მე ლუარსაბ რაზმაძე ვარ. – და უკვე ოთახიდან გასულმა
მოაძახა: – ბაღში ვარ, თუ რამე დაგჭირდეს.
– ჰო.
საწოლ ოთახში შეიარა და საათი აიღო. საათი შვიდის ნახევარზე
იყო გაჩერებული. არ გაუსწორებია, ისე გაიკეთა მაჯაზე და ეზოში ჩავი-
და.
სახლის წინ კოინდარი იყო, მწვანე, ხასხასა ბალახი. მარჯვნივ, ქვე-
და მხარეს, სამზადიდან ჭიშკრამდე ყვითელი და თეთრი კენჭებით მო-
კირწყლული გზა მიუყვებოდა, არც ძალიან ვიწრო, არც ძალიან განიერი,
სწორედ ისეთი, რომ ერთი მანქანა თავისუფლად შემოსულიყო. დანარ-
ჩენი ეზო, დამრეცი და გვარიანად მოზრდილი, მთლიანად ხეხილს ეჭი-
რა. როცა ეს ხეხილი გაუშენებიათ, ეტყობა, თავისუფლად გაუშენებიათ,
„აგროტექნიკური გამოცდილებისა“ და „თანამედროვე მეცნიერების
მიღწევათა“ გაუთვალისწინებლად. ამიტომ მთელ ეზოში ძალდაუტანე-
ბელი სილამაზე სუფევდა და ნაირფერად შემოსილი ბაღი ლაღად და
თავისუფლად სუნთქავდა პირველყოფილი, დაუოკებელი სურნელით.
ეს ეზო-გარემო ლუარსაბ რაზმაძის ნამდვილი სიყვარული იყო. და
თუ შეიძლება ყოველგვარი სიყვარული ერთად შევყაროთ და დავა­ხა-
რისხოთ, ელენეს შემდეგ ყველაზე მეტად აქაურობა უყვარდა. ადრე
ელენეს შემდეგ შვილები მოდიოდნენ. მაშინ აგარაკი მესამე ადგილზე
იყო. ეს მხოლოდ იმიტომ ჟღერს მკრეხელურად, რომ ადამიანს სიმარ-
თლე მაინცდამაინც არ სიამოვნებს, თორემ აქ არაფერია არაბუნებრივი
და შეურაცხმყოფელი. ლუარსაბ რაზმაძეს ადრეც უყვარდა შვილები და
ახლაც უყვარს, ოღონდ ესაა, დღეს ამ სიყვარულს ძველებური სიმ-
ძაფ­რე აღარ მოსდევს. ამის მიზეზი არც მამაა და არც შვილები. ლუ-
არ­საბს თავიდან ეს კერძო შემთხვევა ეგონა, შეშფოთებით აკვირდებო-
და, როგორ წყდებოდა შვილების ზრდასთან ერთად სიყვარულის ყვე-
ლაზე მტკივნეული სიმები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ლამის მთელ

301
მის ამქვეყნიურ არსებობას განსაზღვრავდა, და ჯიუტად, დაუნდობლად
ეძებდა საკუთარ ხასიათში ისეთ თვისებებს, ამ მოვლენის ასახსნელად
რომ გამომდგარიყო. მერე, როცა სხვა მამებს დაუწყო ჩუმ-ჩუმად თვალ-
თვალი და თითქმის ყველგან ერთი და იგივე სურათი დაინახა, მიხვდა,
რომ მიზეზი გაცილებით უფრო ღრმა და ზოგადი ყოფილა. დიდხანს
იფიქრა ამაზე და, ბოლოს და ბოლოს, დამაკმაყოფილებელი პასუხიც
იპოვა. პასუხი ასეთი იყო: ადამიანის დაბადება მთავრდება არა მაშინ,
როცა დედის სხეულს გამოეყოფა, არამედ გაცილებით გვიან, როცა სამ-
ყაროს საერთო ცნობიერებიდან თავის წილ ცნობიერებას გამოსწოვს.
მანამ კი შვილის სიცოცხლე, მისი დამოუკიდებლობა, მისი შიში, მისი ეჭ-
ვები, მისი თავისუფლება, ყველაფერი, რაც მოგვიანებით სიტყვა „გონე-
ბაში“ გაერთიანდება და სამყაროსთან დაპირისპირების იარაღად იქცე-
ვა, მშობლებშია დარჩენილი. გარკვეულ დრომდე შვილი მშობლებში გა-
ნაგრძობს არსებობას. მშობელი შვილის მაგიერ შიშობს, შვილის მაგიერ
ეჭვობს, შვილის მაგიერ ცხოვრობს. სწორედ ეს არის მძაფრი სიყვარუ-
ლი, ეს არის ის უსათუთესი სიმები, რომლებიც დროთა განმავლობაში,
იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება ბავშვი, როგორ ით­ხოვს თავის
კუთვნილ შიშსა და თავის კუთვნილ ეჭვს, სათითაოდ წყდება და ამოუვ-
სები სიცარიელის სასოწარმკვეთ განცდას იწვევს. ეს განცდა გარდაუვა-
ლია და მას ვერავინ გაექცევა. მართალია, ზოგი მშობელი ჯიუტად ცდი-
ლობს, არ დაუბრუნოს შვილს კუთვნილი სიცოცხლე და თავსაც იმარ-
თლებს, ვითომ ამით შვილს ტკივილებს უმსუბუქებს, სინამდვილეში,
თუ ეს გაუცნობიერებლი ეგოიზმი არაა, სიმების დაწყვეტის შიშით გა-
მოწვეული, მაშინ უგუნურებაა. ნებით არ მისცემ, ძალით წაიღებს. ბუნე-
ბის კანონს ვერავინ დაარღვევს. არავის ძალუძს სხვის მაგიერ იტანჯოს
და სხვის მაგიერ იცხოვროს. ამქვეყნად ყველა თვითონ უნდა მოკვდეს.
ვინ იცის, იქნებ ეს არც არის ასე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ლუარ-
საბმა დაიჯერა თავისი თეორია, ხოლო, რაკი დაიჯერა, დიდი შვებაც იგ-
რძნო. ამის შემდეგ სხვა მამებს უკვე შემზადებული პოზიციებიდან აკ-

302
ვირდებოდა და მისი კანონის დამადასტურებელ ფაქტებსაც იოლად პო-
ულობდა.
პირველი და მთავარი სიყვარული კი, რომელსაც არასოდეს არავი-
თარი საფრთხე არ ემუქრებოდა, ელენე იყო. ელენე იმთავითვე პირდა-
პირ არსს დაეუფლა, როგორღაც ერთბაშად, მარშით შემოვიდა გულის
უღრმეს ფენებში და სადედოფლო ტახტზე დაჯდა. სიყვარულს, ისე რო-
გორც ყველაფერ სხვას, პოლუსები აქვს და, რამდენადაც მაღალი და
ღვთაებრივია ზედა პოლუსი, იმდენად მდაბალი და უხეშად მიწიერია
ქვედა პოლუსი. ელენეს სიყვარულს მხოლოდ ზედა პოლუსი ჰქონდა.
ყოველ შემთხვევაში, ლუარსაბს არასოდეს უგრძვნია (როგორც ეს, ჩვე-
ულებრივ, ხდება ხოლმე), თითქოს უაზროდ მიათრევდეს რაღაც მძიმე
და მოუშორებელ ტვირთს. გასაოცარი ტაქტით, რომელიც მისი ბუნების
ორგანული თვისება იყო, ელენე ისე შეუმჩნევლად მართავდა ირგვლივ
ყოველივეს, რომ მმართველის ხელი არსად ჩანდა. არაფერი თვალში
არ მოგხვდებოდა, ვერაფერს იმაზე მეტად ვერ შეამჩნედი, ვიდრე აუცი-
ლებლობა მოითხოვდა. გაჭირვების ჟამს ხალისს არ კარგავდა. არასო-
დეს არ გეტყოდა იმ სიმართლეს, რომელსაც მალავდი, პირიქით, და-
მალვაში მოგეხმარებოდა და სხვა, შენთვის სასიამოვნო სიმართლეს წა-
მოსწევდა წინ. და შეუცდომლად გრძნობდა, როდის უნდა ყოფილიყო
მხოლოდ ქალი და როდის – ადამიანი.
ასეთი ხოტბა, ცხადია, გულში თუ ითქმოდა, თორემ ურთიერთობი-
სას მუდამ მსუბუქ ირონიულ ტონს იყო ამოფარებული, რადგან ლუარ-
საბ რაზმაძეს არ უყვარდა გრძნობების გამომზეურება. არ უყვარდა მხო-
ლოდ იმიტომ კი არა, რომ ცუდ ტონად და ქალაჩუნობად მიაჩნდა, არა-
მედ დარწმუნებული იყო, ეს ადამიანობაში უშლის ხელს ადამიანს; ზე-
რელობასა და სულიერ სიზანტეს აჩვევს. ის მტანჯველი ფიქრები, რომ-
ლებიც დაწყვეტილი სიმების გამო გაუჩნდა, თავის დროზე რომ ელენეს-
თვის გაეზიარებინა, ყველაფერი გაუფასურდებოდა. რომც არ გაეფანტა
ელენეს მისი ეჭვები, თვითონ დარდის გაზიარება მაინც გაანელებდა
სატკივარს და იმ თავის კანონსაც ვეღარ აღმოაჩენდა. საქმე ის კი არაა,

303
ჭეშმარიტია თუ არა ის კანონი, საქმე ისაა, რომ აზრი იძულებული ხდება
სიღრმეებში ჩაეშვას, ეძიოს და არ ჩასთვლიმოს. კაცი სათუთად უნდა გა-
უფრთხილდეს ყოველგვარ ძლიერ გრძნობას, სულ ერთია, ტანჯვა იქნე-
ბა ეს თუ სიხარული.
ჰმმ... ლუარსაბს ახლა ეღიმება ამაზე, მაგრამ ერთი აუტანელი
­ტანჯ­ვა და უძილო ღამეების მთელი წყება პეტრე დიდმაც მიანიჭა.
მაშინ პეტრე დიდი ჯერ კიდევ არ ფლობდა „დიდის“ წოდებას, რად-
გან თავისი თავბრუდამხვევი და ერთი შეხედვით მოულოდნელი კარიე-
რა ახალი დაწყებული ჰქონდა; გარდა ამისა, არენაზე გამოსული არ იყო
მეორე პეტრე, რომლის სიმცირემ განაპირობა, ყოველ შემთხვევაში, და-
აჩქარა მაინც მისი გაპეტრედიდება. მაგრამ კარიერა მაინც დაწყებული
იყო, ჩიტი უკვე აფრინდა ბუდიდან, ღამურას უკვე გამოესხა ფრთები.
ოღონდ იმ ცნობილი ღამურასაგან განსხვავებით, პეტრე დიდი მშვენივ-
რად შეეგუა ახალ ორბიტას და დაუყოვნებლივ შეუდგა აუცილებელი რი-
ტუალების შესრულებას. როცა საზოგადოებრივ აღმართზე თვისობრივ
ნახტომს გააკეთებ და ახალ ორბიტაზე მოხვედრილი დაკვირვებით მი-
მოიხედავ, ხელად მიხვდები, რომ, პირველ ყოვლისა, საშლელი უნდა
აიღო და ქვედა ორბიტასთან დამაკავშირებელი ხაზები საგულდაგუ-
ლოდ წაშალო, რათა ღამით, მარტო დარჩენილს, ისეთი არაფერი გაგახ-
სენდეს, რაც ძილს გაგიფრთხობს.
საშლელის აღება და ხაზების წაშლა, რასაკვირველია, სუფთა მეტა-
ფორაა და მხოლოდ სათქმელადაა ადვილი, სინამდვილეში კი კავშირის
გაწყვეტა რთული და ხანგრძლივი შრომაა. მაგალითად, თუ რომელიმე
ახლობელთან კვირაში ერთხელ დადიოდი, ორბიტის გამოცვლის შემ-
დეგ, პირველ ხანებში ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა იარო, მერე – სამ
კვირაში ერთხელ, მერე – თვეში ერთხელ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით,
ისე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად უნდა ამოიკვეთო ფეხი, რომ ეს ამბავი
თვალში არავის ეცეს და სალაპარაკო არ გახდეს. ეს, ცხადია, უმარტივე-
სი მაგალითია. გაცილებით ძნელია, ვთქვათ, ურთიერთობათა ხასია-
თის თანდათანობითი გარდაქმნა ისე, რომ, ვინც აქამდე „შენობით“ გე-

304
ლაპარაკებოდა და სახელით მოგმართავდა, ბუნებრივად და შეუმჩნევ-
ლად გადავიდეს „თქვენობით“ ლაპარაკზე და სახელს ან „ბატონო“ წა-
უმძღვაროს წინ, ან მამის სახელი მიაყოლოს უკან.
ასეთი და სხვა მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ყველას საკუ-
თარი ხერხი აქვს. პეტრე დიდმა, მაგალითად, ლუარსაბსა და მის ოჯახ-
თან დამოკიდებულებაში ფრიად ორიგინალურსა და გონებამახვილურ
ხერხს მიაგნო. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მთლად ტიპიური
შემთხვევა არ ყოფილა. ლუარსაბმა და პეტრე დიდმა უნივერსიტეტი ერ-
თად დაამთავრეს, დიდი დრო გაატარეს ერთად, კარგად იცნობდნენ ერ-
თმანეთს და ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ასეთი ხაზის გაწყვეტა, მეტი
რომ არა ვთქვათ, ძნელია. პეტრე დიდმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა
ეს ამბავი და მიზანშეწონილად მიიჩნია, კი არ გაეწყვიტა ურთიერთობა,
არამედ სასურველ კალაპოტში მოექცია. ჯერ კამათზე აიღო ხელი. სე-
რიოზულ პრობლემებზე საუბარს ოსტატურად არიდებდა თავს, სიტყვას
ბანზე უგდებდა, აწყვეტინებდა, ხუმრობაში უტარებდა, მოკლედ, ყო-
ველნაირად ცდილობდა, ურთიერთობათა ძაფები, რომლებიც ორივე
მათგანში ღრმად იყო ჩაფლული, სათითაოდ ამოეძრო და ზედაპირზე
დაეწყო. ამას მოჰყვა იუმორის ერთგვარი მისაკუთრება. ლუარსაბის
ოხუნჯობაზე მოწყენილ სახეს იღებდა, ზოგჯერ პირზე ხელს აიფარებდა
და ყალბი მორიდებით ამთქნარებდა, ხოლო თუ ოხუნჯობა პირადად
მას შეეხებოდა, სათვალის შუშებს ხაზგასმული სერიოზულობით შეანა-
თებდა და ასე, ოდნავ გაკვირვებული, ოდნავ დაღლილი, ოდნავ ცივი,
მოზრდილ პედაგოგიურ პაუზას გააკეთებდა. სამაგიეროდ საკუთარ
ოხუნჯობაზე გულიანად იცინოდა და ყურადღებით აკვირ­დებოდა ეფე-
ქტს. ერთი-ორჯერ ლუარსაბი სამუშაო კაბინეტში „მიიღო“ და იქ, მკაცრი
ოფიციალობის ცივ შხაპქვეშ თავისი ორბიტის სიმაღლე მკაფიოდ და-
ანახვა.
მაგრამ ეს არაფერი. მთავარი ელენესთან ურთიერთობა იყო. აქ
­ხერხი, რომელიც დასაწყისში აირჩია, შემდგომში აღარც განუვითარე-
ბია და აღარც შეუცვლია. ეტყობა, მიაჩნდა (და, ალბათ, არც შემცდარა),

305
რომ ამით მალე მიაღწევდა საჭირო საორბიტათაშორისო დისტანციას.
კერძოდ, ეს ხერხი იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველი შეხვედრისას
ხელზე აკოცებდა ელენეს და რამე სანიმუშო ქათინაურს ეტყოდა, თან ამ
დროს ისეთი ღიმილით შეხედავდა, რომელიც თითქოსდა რაღაც გარე-
მოებებს უწევდა ანგარიშს და ამიტომ იყო თავშეკავებული, თორემ ერ-
თი სული ჰქონდა, თავხედურობის ელფერი მიეღო.
ახლაც კი, ამდენი ხნის შემდეგ, ლუარსაბს უჭირს მიუდგომელი თვა-
ლით შეხედოს ყოველივე ამას, ამიტომ არ იცის, მართლა ასეთი იყო თუ
არა ის ღიმილი, ანდა მართლა გამოურია პეტრე დიდმა რამდენჯერმე
თავის სანიმუშო ქათინაურებში წრეგადასული ფამილიარობა თუ ეჩვე-
ნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომელიც იმ პერიოდში მოხდა,
სავსებით ობიექტურია, სავსებით რეალური და სავსებით იდიოტური:
ლუარსაბ რაზმაძემ ეჭვიანობა დაიწყო.
ეჭვიანობა უნიადაგო, უაზრო და შეურაცხმყოფელი იყო; გონებამ ეს
იცოდა, მაგრამ გონების მონაცემები მხედველობაში არ იქნა მიღებული.
ეს არ ყოფილა ახალგაზრდული, ბრმა ეჭვიანობა. პირიქით, ლუარ-
საბი დროდადრო მტკივნეული სიცხადით გრძნობდა, რომ ამ ეჭვიანო-
ბას რაღაც ავი და დაუნდობელი ძალა მართავდა, რაღაც დემონური ან-
გარიში, რომელიც ბნელ მანტიაში იყო გახვეული და, თუმცა ხანდახან
კი გამოიჭვრიტებოდა უხილავი სამალავიდან, მაგრამ აზრის ნათელ
სამყაროში შემოსვლას ვერ ბედავდა, როგორც ეშმაკეული, საკუთარ
ჩრდილს ამოფარებული, დაუოკებელი ცნობისწადილით რომ უვლის
გარშემო მაღალი კოცონით განათებულ წრეს და შიგ შესვლას ვერ ბე-
დავს...
ლუარსაბი წამით დააფრთხო ინსტინქტმა და ფიქრებიდან გამოაფ-
ხიზლა. ინსტინქტი პირველი გრძნობს ხიფათს და ამით მზრუნველი
მშობელივით გვიცავს ისეთი რამეების გაცნობიერებისაგან, რისი გაცნო-
ბიერებაც სასურველი არ არის.

306
აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე გადმომდგარი მზე ქოჩორზე
ეფინებოდა მსხმოიარე ბაღს, მერე ტოტებზე და ფოთლებზე იმსხვრეო-
და და ძირს, ბალახებში, ნაწილ-ნაწილ ეყარა.
ლუარსაბ რაზმაძემ კოინდრის პირას ობლად მდგარ მაგნოლიის ხეს
ხელი მოუთათუნა, ღიმილით ახედა თეთრ, სქელ ყვავილებს და
მარცხ­ნივ გაუყვა ბილიკს, რომელიც ძლივს შეიმჩნეოდა უხვად ამოტე-
ხილ ბალახში და მქრქალ ზოლად მიემართებოდა ზემოთ, სადაც ლუ-
არსაბს ამოჩემებული, განსაკუთრებით საყვარელი ადგილი ჰქონდა.
თქმა არ უნდა, სერიოზულად რომ მოეწადინებინა, ლუარსაბი იო-
ლად გაუმკლავდებოდა იმ სულელურ ეჭვიანობას, ძირისძირობამდე
გაჩხრეკდა, მკაფიოდ წარმოაჩენდა უყალბეს ამოსავალ წერტილებს და
აზროვნების ცეცხლით დაფერფლავდა. მაგრამ რაღაც გაუგებარი ძალა
აიძულებდა სადავე მიეშვა ავადმყოფური ფანტაზიისთვის და შიშითა
და ნეტარებით ჩაშვებულიყო ტკივილში, რომელიც ადამიანური გამ-
ძლეობის საზღვარზე გადიოდა.
და ფანტაზიაც ლაღად და მუყაითად შეუდგა საქმეს. ლუარსაბის გო-
ნებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შემაძრწუნებელი, გაუსაძლისი
ტკივილით გაჟღენთილი სურათები. ყველა არ შემორჩა მეხსიერებას.
იქნებ არც ერთი არ შემორჩენოდა, ფანტაზიასაც რომ არ ჰქონდეს თავი-
სი ჩარჩო და ხშირ-ხშირად რომ არ უბრუნდებოდეს ერთ რომელიმე აკ-
ვიატებულ სურათს.
სამსახურიდან მობრუნებულს სახლში ბარათი დახვდებოდა.
შხა­მით, ტკივილით, სიკვდილით სავსე პატარა, ოთხად დაკეცილი ქა-
ღალდი. ლუარსაბს მკერდის არეში რაღაც გაუწყდებოდა,წამით გახევ-
დებოდა, მერე რატომღაც უაზროდ მიმოიხედავდა, ბოლოს გაბედავდა
და აცახცახებული ხელით აიღებდა ბარათს...
ტექსტს მუდამ განსაკუთრებული მონდომებით ამზადებდა. ბარათი
ლაკონიური უნდა ყოფილიყო – სულ ორიოდე ფრაზა, სადა და უბრალო,
როგორც ტყვია.

307
ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდებოდა, ბარათი შეუმჩნევლად
გასხლ­ტებოდა თითებიდან და ძირს დაეცემოდა. და როგორც ყურძენი
იცლება მძიმე წნეხის ქვეშ წვენისაგან, ისე დაიცლებოდა სხეული ნელ-
ნელა, წვეთ-წვეთად რაღაც არსებითისაგან, რაღაც ისეთისაგან, რის გა-
მოც ადამიანი ადამიანია, და ამ არსებითის ადგილს დაიჭერდა სიცარი-
ელე, საშინელი, ველური ტკივილი. დარღვეული სხეულის გათიშული ნა-
წილები განწირულის უკანასკნელი ძალით შეეცდებოდნენ დაწყვეტილი
კავშირები აღედგინათ, მაგრამ ამაო იქნებოდა მათი თავგანწირული
სწრაფვა, რადგან სიცარიელე გადაულახავ ზღუდედ ჩადგებოდა მათ
შორის. ლუარსაბი უსიცოცხლოდ დაახვავებდა სკამზე თავის დაშლილ
სხეულს, მაგრამ სიცარიელე, მარადიული ტკივილი, აიძულებდა სწრა-
ფადვე წამომდგარიყო. და წამოდგებოდა. და გამწარებული დაიწყებდა
წრიალს, უაზროდ მიაწყდებოდა აქეთ-იქით, როგორც გალიის კედლებს
აწყდება ახლად შეპყრობილი ნადირი, რომლისთვისაც ეს კედლები
კოსმიური პანიკაა, რადგან გარედან ჯერ კიდევ ესმის დაკარგული თავი-
სუფლების სუნთქვა. ლუარსაბი ეცდებოდა სხვა რამეზე ეფიქრა, მაგრამ
არც შიგნით და არც გარეთ არაფერი არ იარსებებდა ისეთი, რაც სევდა
არ ყოფილიყო, სიცარიელის გარდაუვალი, უსასოო სევდა. ბოღმა მოაწ-
ვებოდა და ყელში ბურთივით გაეჩხირებოდა. უკანასკნელ ძალებს მო-
იკრებდა, რათა სადღაც თვალების სიღრმეში უკვე გაჩენილ ცრემლებს
გარეთ არ გამოეჟონა, და კბილებს აღრჭიალებდა.
და ეს ყველაფერი მართლა ასე ხდებოდა. სადავემიშვებული ფანტა-
ზია იშვიათი სიზუსტით მუშაობდა და სიცხადის ისეთ მწვერვალებს აღ-
წევდა, სადაც თითქმის იშლება ზღვარი წარმოსახვასა და სინამდვილეს
შორის. და ლუარსაბს, საკუთარი თავის ესოდენ ნატიფი წამებით გარ-
თულს, გული მართლა ყელში ებჯინებოდა და მართლა აღრჭიალებდა
კბილებს, თვალზე მომდგარი ცრემლი რომ შეეკავებინა.
იყო ამ აუტანელ ტანჯვაში რაღაც აუტანელი ნეტარება...
ლუარსაბი კვლავ ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან. დამფრთხალ-
მა კალიამ ისკუპა და ბილიკის მეორე მხარეს გადახტა, იქ ეტყობა, თავი

308
სამშვიდობოს დაიგულა, მაღალი ბალახის ძირში გაშეშდა და გაიტრუნა.
ლუარსაბი შედგა და კალიას დამშვიდება აცალა, მერე უჩუმრად, ­სიფ-
რთხილის ყველა ზომის დაცვით გადადგა ნაბიჯი, რათა უმიზეზოდ შე-
შინებული მწერი უფრო არ შეეშინებინა. მართლაც ისე გაეცალა იქაურო-
ბას, კალიას არაფერი შეუმჩნევია.
ელენე, ცხადია, ვერაფერს ამჩნევდა. ლუარსაბი კი გადარაჯებული
იყო, უჩუმრად, სიფრთხილის ყველა ზომის დაცვით აკვირდებოდა და
თავისი ეჭვების დამადასტურებელ საბუთებს ეძებდა. რამდენჯერმე, ვი-
თომ სხვათა შორის, სინამდვილეში წინასწარ საფუძვლიანად დამუშავე-
ბული გეგმის მიხედვით, ჩამოუგდო სიტყვა პეტრეზე, იმედი ჰქონდა,
რომ ცოლი ხმის კილოთი, გამოხედვით, სახის რომელიმე კუნთის არა-
ბუნებრივი შეტოკებით გასცემდა თავს.
მერე, როცა პეტრე დიდმა ცოლი შეირთო (მშვენიერი ქალი, კეთილ-
შობილი, გულითადი და უბრალო), ტანჯვა ნელ-ნელა გაილია და გაქრა.
ლუარსაბმა ბილიკი აათავა და თავის საყვარელ ადგილს მიადგა.
დიდი, სამტოტა კაკლის ძირში ქვის მრგვალი, სოკოს ფორმის მაგი-
და იდგა, რომელსაც ზედა მხრიდან ნახევარწრედ შემოვლებული ჰქონ-
და ქვისავე მერხი. კიდევ უფრო ზემოთ, წნული ღობის ძირში, ეზოს
მთელ სიგრძეზე ჭინჭარი და ნაირ-ნაირი ბალახი ხარობდა. კაკლის პირ-
დაპირ, მაგიდის მეორე მხარეს, სწორი, აშოლტილი ბლის ხე იდგა მოშა-
ვო-­მონაცრისფრო პრიალა კანით და სიმეტრიულად განლაგებული,
ცისკენ აშვერილი ტოტებით.
ლუარსაბი მაგიდას მიუჯდა. აქ ყოველთვის საოცარი სიმშვიდე ეუფ-
ლებოდა. საათობით იჯდა ხოლმე, ფიქრობდა და გაჰყურებდა სივრცეს,
რომელიც დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ, ჩაივლიდა სოფელს და მერე,
როცა მთის ცივსა და ხმაურიან მდინარეს გადალახავდა, მაღლა მიუყვე-
ბოდა დაბურულ ტყეს. ამ ტყეს აქაურები „დათვის ტყეს“ ეძახიან. შე-
მოდგომაზე ყანის სურნელით გაბრუებული დათვი თურმე სოფელშიც
შემოდის და ჭირნახულს აჩანაგებს. ამიტომ აგვისტოს ბოლოდან მოყო-
ლებული მოსავლის აღებამდე მდინარის პირას, სადაც განაპირა ყანე-

309
ბია, კოცონს ანთებენ ხოლმე, ხაფანგებს აგებენ, სახელდახელო კარვებ-
ში ჩასაფრებულები მთელი ღამე დარაჯობენ.
მართალია, ლუარსაბს ცოცხალი დათვი აქ არასოდეს უნახავს, ­მაგ-
რამ ბლომად უნახავს ტყავი – შეუვალი საბუთი.
ჭინკების ამბავი კი ცოტა გადაჭარბებულია.
ლუარსაბს გაეღიმა. გაახსენდა, რა გატაცებით ყვებიან სოფლის მო-
ხუცები (და მათი გავლენით სულ პატარა ბალღები) ჭინკების ამბავს.
ჭინკები სოფელში არ შემოდიან, მაგრამ ტყეში თუ დაგიმარტოხე-
ლეს ღამით, გადაგიდგებიან წინ და წვრილი, ჭინკური ხმით გეტყვიან:
„ან ამიკიდე, ან ამეკიდე“. თუ აიკიდე ქვად იქცევა და ქვეშ მოგიყოლებს,
თუ აეკიდე, თავის სამფლობელოში გაგაქანებს და კაცმა არ იცის რა მო-
გივა. შეიძლება შენც ჭინკად იქცე და ერთ მშვენიერ დღეს შენსავე თა-
ნა­სოფლელს გადაუდგე წინ: „ან ამიკიდე, ან ამეკიდე!“ საინტერესო
ისაა, რომ, როცა ღრმა რწმენით, რაღაც ჯიუტი სიამოვნებით ყვებიან
ჭინკების ამ უცნაურ ამბავს, ერთი რამ ავიწყდებათ, ან განზრახ არიდე-
ბენ თავს: ამ ჭინკურ არჩევანში შეცდომაა დაშვებული, რადგან კაცსყო-
ველთვის გრჩება მესამე გზა. ეს გზა არის: „არც აგიკიდებ, არც აგეკიდე-
ბი“. თავის დროზე ამან ლუარსაბი ძალიან დააინტერესა და ერთხელ,
შემთხვევა რომ მიეცა, ჰკითხა კიდეც ერთ ბერიკაცს, რომელიც სოფელ-
ში ჭინკების საკითხის მთავარ მცოდნედ ითვლებოდა. ლუარსაბმა, წესი-
სამებრ, აცალა ზოგადი ლეგენდისა და რამდენიმე კერძო შემთხვევის
მოყოლა და მერე სასხვათაშორისო კილოთი, ისე რომ მთხრობელს
მომზადებული დაინტერესება არ შეემჩნია, ჰკითხა: „თუ არც ავიკიდე და
არც ავეკიდე?“ ამ ამბავს ბლომად ხალხი ესწრებოდა და ყველა სხვადას-
ხვანაირად შეხვდა ლუარსაბის კითხვას. ახალგაზრდებში, რომლებიც
ისედაც სკეპტიკურად უყურებდნენ ჭინკების ზღაპარს, სიცილი გაისმა.
პატარა ბავშვებმა პირი დააღეს. მოხუცები შეიშმუშნენ და სახეზე შიშნა-
რევი ინტერესი დაეტყოთ. „მცოდნეს“ ძარღვი არ შეტოკებია. ნელა მო-
აბრუნა თავი, ჩაბლირტული თვალები მოწკურა და ერთხანს დაჟინებით
უყურა ლუარსაბს. მერე თვალი ისევ მოაშორა, ერთი დამცინავად ჩა-

310
იქირქილა და ყოველგვარი ეჭვის გამფანტავი კილოთი გაიკვირვა: „აბა
რას იზამ?“
შედავება გამორიცხული იყო. ლუარსაბი დარწმუნდა, რომ თავისი
კითხვის პასუხს ამ ხალხისაგან ვერ მიიღებდა.
ლუარსაბი წამოდგა, ღობემდე დარჩენილი მცირე მანძილიც აიარა
და ზემოდან გადმოხედა თავის ბაღს. მერე მეზობლის ეზოს მოავლო
თვალი და გუნებაში გაეღიმა. ზოგჯერ კაცი უნებურად წარმოიდგენ, ვი-
თომ ადამიანი არა ხარ, რაღაც სხვა ხარ, ადამიანისაგან სრულიად გან-
სხვავებული, და ღობე გულუბრყვილო და სასაცილო გამონაგონად მო-
გეჩვენება. ვერაფრით ვერ მიხვდები, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონ-
დეს საზღვარს, ან როგორ უნდა გაყო „შენად“ და „ჩემად“ ისეთი რამ,
რაც არც შენშია და არც ჩემში. მაგრამ წამიერი გაუცხოება ხელადვე გა-
გივლის და ისევ ადამიანად იქცევი. ადამიანმა კი ყველაფერი ეს იცის.
მხოლოდ ადამიანმა იცის, რომ ღობეს თუ გადააბიჯე, ამით რაღაც და-
ნაშაული ჩაიდინე, რადგან დაუკითხავად შეხვედი ისეთ ადგილას, რო-
მელსაც „სხვისი“ ჰქვია. დათვმა, მაგალითად, არ იცის. დათვი დარწმუ-
ნებულია, რომ რაკი სიმინდი შემოვიდა, მისი ჭამაც შეიძლება, ამიტომ
ხაფანგსა და თოფს აუხსნელ, უაზრო ბოროტებად აღიქვამს.
ლუარსაბი ღობის გასწვრივ ეზოს ბოლოსკენ გაუყვა გზას. ამ დროს
მანქანის ხმა შემოესმა და გაახსენდა, რომ ამ დილით სამოცი წლისა
გახდა. იმავ წამს გონებაში სიზმარმა გაიელვა, მაგრამ მაშინვე ჩაქრა,
რადგან კოინდრის პირას მანქანამ დაამუხრუჭა.
„ათი გამხდარა“. – გაიფიქრა ლუარსაბმა და საათზე დაიხედა.
გრძნობადაკარგული საათი მაჯაზე ისევ მოსულიერებულიყო და
ფეხ­ათ­რევით დაძრულიყო ადგილიდან, მაგრამ მის განწირულ ენთუ-
ზიაზმს ძველებური შემართება აკლდა, ამიტომ მისუსტებული ხმით წიკ-
წიკებდა და, სამყაროს რიტმიდან ამოვარდნილი, რაღაც შეუსაბამოსა
და წარმოუდგენელ დროს აჩვენებდა. ლუარსაბს შეეცოდა საათი და
მარცხენა ხელი რამდენჯერმე აიქნია და დაიქნია, რათა მისი მისუსტე-
ბული გუ­ლისცემა ასე ხელოვნური სუნთქვით გაეძლიერებინა. ოღონდ

311
გასწორებით არ გაუსწორებია, თუმცა იცოდა, ახლა ზუსტად ათი იქნე-
ბოდა. ელენემ თქვა, ლარისა ათ საათზე ჩამოვაო. ლარისას, ცხადია,
ალექსი-­ალე ჩამოიყვანდა. ალექსი-ალე კი ადამიანთა იმ მცირერიცხო-
ვან კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთაც მთელ არსებაში აქვთ გამ-
ჯდარი სიზუსტის გრძნობა და ყოველი წუთის დაგვიანებას საოცრად
მტკივნეულად განიცდიან.
ლუარსაბს გაბარჯღული ლეღვის ხე ეფარებოდა და ცოტა გვერდზე
მიიწია. აქედან მანქანა კარგად ჩანდა. ალექსი-ალე გადმოვიდა, უკანა
კარი გააღო, მოიხარა და თავი და ხელები სალონში შერგო. ცოტა ხნის
შემდეგ თავი ისევ გამოჰყო, ზურგიც ნელ-ნელა გამოსწია უკან, თან მარ-
ჯვენა ფეხის მუხლით ღია კარს იჭერდა. ბოლოს ტორტიც გამოჩნდა –
ვეებერთელა ტორტი, ლარისას ერთ-ერთი შედევრთაგანი. ალექსი-
ალეს ტორტი ფრთხილად ეჭირა ორივე ხელით; შიგნიდან ლარისა ­ეხ-
მარებოდა, ლუარსაბმა მისი ხელები დაინახა. ბოლოს, როგორც იქნა,
ალექსი-ალემ ტორტი მანქანიდან გამოატია. ამ დროს ელენე გამოვიდა
ეზოში, ალექსი-ალეს ღიმილით მიესალმა, ტორტი შეათვალიერა, ეტ-
ყობა, შეაქო კიდეც. ალექსი-ალემ ტორტი სახლისკენ წაიღო. ფრთხი-
ლად მიაბიჯებდა, ძვირფასი და უზარმაზარი ტვირთის ქვეშ მიწას ვერ
ხედავდა და ამიტომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე წინასწარ ფეხით
ამოწმებდა ნიადაგს. ლარისა მანქანიდან გადმოვიდა, ელენე გადაკოც-
ნა (ამ დროს მარცხენა ფეხი ოდნავ ასწია და უკან შეიკეცა), მერე შეერ-
თებული ძალით მანქანიდან დიდი, ალბათ ნამცხვრით სავსე ჩანთა
გადმოიღეს, აქეთ-იქით ჩაჰკიდეს ხელი ყურებში და სახლისაკენ წავიდ-
ნენ. მაგრამ ამასობაში ალექსი-ალე მობრუნდა, ჩანთა ჩამოართვა ქა-
ლებს და თვითონ შეიტანა სახლში. ელენე და ლარისა კოინდარზე შე-
ჩერდნენ. ლარისამ რაღაც ჰკითხა. ელენემ ზემოთ გაიშვირა ხელი და
ლუარსაბი მიხვდა, რომ ლარისამ შეფი მოიკითხა. ალექსი-ალე ისევ გა-
მოვიდა სახლიდან. ახლა ლარისამ გამოიშვირა ხელი ზემოთ და ალექ-
სი-ალეს უთხრა რაღაცა. ალექსი-ალემ თავი დაუქნია, მანქანა შეათვა-

312
ლიერა, ირგვლივ შემოუარა, ქვეშაც შეიხედა და მერე ლარისასთან ერ-
თად აღმართს შემოუდგა.
ლუარსაბი ლეღვის ძირას ბალახში ჩაჯდა და ლარისასა და ალექსი-
ალეს ცქერა დაუწყო.
ისინი ვერ ამჩნევდნენ. წინ ლარისა მოდიოდა, მაღალ-მაღალი და
ისეთი გამხდარი, რომ ფორმების ნასახიც არ ეტყობოდა, და აღმართშიც
კი პერპენდიკულარივით გამართული. ვიწრო, ნაცრისფერი ქვედაკაბა
ეცვა, რომელშიაც თეთრფონიანი და ყვითელკოპლებიანი ხალათი ჩა-
ეტნია, და ვეებერთელა სათვალე ეკეთა. მთელი თავისი გარეგნობით,
სარგადაყლაპული სიარულით, მიმოხრით, გამომეტყველებით, მთელი
თავისი არსებით ლარისა ყოველი მნახველის გონებაში გარდაუვალად
იწვევდა სიტყვა „ინტელიგენტს“. ლუარსაბს არ ახსოვდა არც ერთი ­შემ-
თხვევა, ვინმეს ლარისაზე აზრი გამოეთქვა და ეს სიტყვა არ ეხმარა. რა
თქმა უნდა, ამგვარი წარმოდგენა ინტელიგენტზე საკმაოდ ცალმხრივია;
იგი შექმნეს იმ ქალებმა, ახლა რომ ოთხმოცდაათ წელს არიან მიტანე-
ბული, შავ-შავ ულვაშებს გულმოდგინედ იქნიან და ერთმანეთში რუ-
სულ-ქართულად ლაპარაკობენ. ალექსი-ალე, პატარა, ქაჩალი, ღიპიანი,
ამოჩაჩული თეთრი ხალათით, მუხლებზე გამობერილი შარვლითა და
ისტორიულად ძველი სანდლებით უკან მოსდევდა ლარისას და დრო-
დადრო შუბლიდან ოფლს იწმენდდა. მას მთელი სიცოცხლე მანქანაში
ჰქონდა გატარებული და ფეხით სიარულს გადაჩვეული იყო.
ბილიკს მოუყვებოდნენ და, ცხადია, მოსალოცად მოდიოდნენ.
ალექსი-ალეს აზრადაც არ მოუვიდოდა აქ ამოსვლა და მოლოცვა.
იგი ძილის მოყვარული კაცი იყო და წვრილმანებზე არ ხარჯავდა დროს.
მაგრამ ლარისა მისთვის ქცევის ნიმუშს განასახიერებდა და მის მითი-
თებებს ყოველთვის მორჩილად ასრულებდა. ლარისამ იცოდა არა მარ-
ტო ის, თვითონ როგორ მოქცეულიყო, არამედ ისიც, სხვები როგორ უნ-
და მოქცეულიყვნენ, და საერთოდ, სადამდეც ხელი მიუწვდებოდა,
სამ­ყაროს ქაოსში საჭირო წესრიგი შეჰქონდა.

313
ლარისა უეჭველად მოსძებნიდა ლუარსაბს და მიულოცავდა. წეღან
ელენე რომ გადაკოცნა, იმასაც ეჭვი არ არის, ქმრის დაბადების დღე მი-
ულოცა. ლარისა წვრილმანებისაგან შედგებოდა, ისე როგორც ყველა
ჩვენგანი, ვინც პირობითობათა აუცილებლობას ვაღიარებთ და ადამია-
ნურ ურთიერთობათა დაუწერელ წესებს ბუნების კანონებად ვაქცევთ.
ალექსი-ალე უხერხულად და მოუქნელად ჩამოართმევს ლუარ­საბს
ხელს და მილოცვას სრულიად გაუგებრად წაიბურტყუნებს, მაგრამ ლა-
პარაკს „შენობით“ გაუბამს. ლარისა დახვეწილი მოძრაობით აკოცებს
ლოყაზე (მარცხენა ფეხს ოდნავ ასწევს და უკან შეიკეცავს), სამა-
გიე­როდ, „თქვენობით“ მიმართავს და ნატიფი თავაზიანობის კალაპო-
ტიდან წამით არ ამოვარდება. და მაინც ორივე მათგანის დამოკიდებუ-
ლებაში იქნება რაღაც არსებითი უბრალოება, ღრმა და ბუნებრივი ში-
ნაურულობა, რომელიც ერთ შემთხვევაში „შენობით“ ლაპარაკში გამოი-
ხატება, მეორე შემთხვევაში – კოცნაში. ასეთი დამოკიდებულება უფ-
როსსა და ქვეშევრდომს შორის, ეტყობა, წმინდა ქართული თვისებაა.
ჩვენებური იერარქია არის არა მკაცრ საფეხურებად დაყოფილი კიბე,
არამედ ერთიანი, უწყვეტი ფერდობი, რომელსაც სიმაღლეთა გამყოფი
ხაზები არ გააჩნია.
ლარისამ შორიდანვე შეამჩნია, რომ ლუარსაბი თავის საყვარელ მა-
გიდასთან არ იყო და ეს ამბავი უკან მომავალ ალექსი-ალეს აცნობა. და
ალექსი-ალემ, რომელსაც განათლებულ და კულტურულ ხალხზე კომი-
კურობამდე გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა და მათთან ურთიერ-
თობისას მუდამ კალაპოტიდან ამოვარდნილი იყო, აუჰო, შეიცხადა და
ისეთი შეშფოთებული სახე მიიღო, თითქოს ლუარსაბის პოვნის უკანას-
კნელი იმედი დაეკარგოს.
ლუარსაბს გაეღიმა. ლარისამ კი ვეებერთელა სათვალის ცივი მზერა
მცირე ხნით შეაჩერა ალექსი-ალეს შეწუხებულ სახეზე, მერე უსიტყვოდ
მიტრიალდა და გზა განაგრძო. ალექსი-ალე მორჩილად შეხვდა სათვა-
ლის მკაცრსა და გამჭოლ კრიტიკას და თვალების ხამხამით დაადასტუ-
რა თავისი შეუცნობელი დანაშაული.

314
ქვის მაგიდასთან ლარისა შეჩერდა, ერთი მიმოიხედა და ბაღს ხმა-
დაბლა გადასძახა:
– ბატონო ლუარსაბ!
– აქეთ, დამპყრობლებო, აქეთ! – გასძახა ლუარსაბმა და წამოდგა.
– უჰ! აგერ არ ყოფილა! – გაეხარდა ალექსი-ალეს.
ხელი რომ ჩამოართვა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაუგებრად ჩა-
იბურტყუნა რაღაც.
ლარისამ იუბილარს ლოყაზე აკოცა (თან მარცხენა ფეხი ოდნავ ას-
წია და უკან შეიკეცა) და უთხრა:
– მოგილოცავთ დაბადების დღეს.
ლარისას მკაფიო მეტყველების ფონზე ალექსი-ალემ, ეტყობა, ცოტა
დაჩაგრულად იგრძნო თავი. ამიტომ ლუარსაბი ყურადღებით შეათვა-
ლიერა და უთხრა:
– კი არ დაგტყობია, ხო იცი!
ალექსი-ალე გუშინაც აქ იყო, ღვინო ამოიტანა, მაგრამ, როგორც
ჩანს, მიიჩნია, რომ თუ დატყობაა, ასაკი დღეს უნდა დატყობოდა შეფს,
რადგან სწორედ დღეს გახდა სამოცის, გუშინ კი ჯერ ისევ ორმოცდაც-
ხრამეტისა იყო.
ლუარსაბს გაეცინა და ალექსი-ალეს ბეჭებზე მსუბუქად დაჰკრა ხე-
ლი.
– საღამოს დამეტყობა, ჩემო ალექსი. ქალაქში რა ხდება, ლარისა?
– არაფერი. ცხელა.
– აქ რა კარგად გრილა, კაცო! – წამოიძახა ალექსი-ალემ და რატომ-
ღაც ცას ახედა. – სიცოცხლეა პირდაპირ!
– ჩემები ხომ არ გინახავთ? – იკითხა ლუარსაბმა.
– ცოტნემ დარეკა, – მიუგო ლარისამ. – მირიანს ველოდებით და ორი
საათისათვის ყველანი ერთად წამოვალთო. – მერე დაუმატა: – ქვემოთ
არ ჩამობრძანდებით?
– ეგ ზედმეტად თავისუფალი რედაქციაა, ლარისა. ასე უნდა გეკით-
ხა: „ქვემოთ ჩამობრძანებას ხომ არ ინებებთ, ხელმწიფის შვილო?“

315
ლარისამ მარცხენა წარბი აზიდა და ზღვარამდე გამართულმა რო-
გორღაც მაინც მოახერხა კიდევ უფრო გამართულიყო.
– რატომ?
ლარისა ყოველთვის ამაყად სერიოზული იყო, მაგრამ თუ სადმე ხუმ-
რობის კილოს წააწყდებოდა, მისი სერიოზულობა ისეთ სიმაღლეს აღ-
წევდა, სათვალის შუშებსაც კი ეტყობოდა.
– იმიტომ, რომ მაშინ მე გეტყოდი: „სად? ქვესკნელში?“
ალექსი-ალე უსიამოდ შეიშმუშნა.
– თფუ, თფუ, თფუ! ჯვარი აქაურობას! – მაგრამ ბოლო სიტყვაზე
მთქნარება მოერია.
ლარისამ კი მშვიდად და ღირსეულად მოისმინა ლუარსაბის ნათ-
ქვა­მი და ასევე მშვიდად და ღირსეულად უთხრა:
– ფოსტა ჩამოგიტანეთ.
– აა! მე კი მეგონა, ტორტზე მეპატიჟებოდი.
ალექსი-ალე მოცოცხლდა:
– ტორტია!.. ტორტია, რომ... – მაგრამ საჭირო შედარება ვერ იპოვა
და ისევ დაამთქნარა.
– ადამიანი რომ გზააბნეული ბატკანი არ იყოს, ჩემო ალექსი, ლარი-
სა ახლა კულინარ-მენამცხვრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იქნებოდა,
– ლარისამ წარბი აზიდა და ლუარსაბმა ღიმილით დაამატა: – ხოლო
თავისუფალ დროს მამაკაცისა და იუმორის მოძულე ქალთა კლუბს ჩა-
მოაყალიბებდა. კარგი, კარგი, ლარისა, დასწიე წარბი და ჩავიდეთ იქ,
სადაც ფოსტა გველოდება.
ქვემოთ რომ ჩავიდნენ, ლარისამ მანქანის კარი გააღო და მომცრო
ჩანთა გამოიღო.
ალექსი-ალემ დაამთქნარა და თქვა:
– დავიღალე, კაცო, ხომ იცი! წავალ, ცოტა თვალს მოვატყუებ.
ეს ალექსი-ალეს ჩვეულებრივი შესავალი ფრაზა იყო და ლუარსაბ-
მაც დაუყოვნებლივ წააქეზა:
– მოატყუე, ალექსი, მოატყუე!

316
ალექსი-ალე ქვედა სართულზე, სამზადის გვერდით შევიდა. იქ, პა-
ტარა ოთახში მისთვის ტახტი იყო, რომელზედაც „თვალს მოატყუებდა“
და უცხოთათვის სრულიად გაუგებარი, მარტო მისთვის ნაცნობი ალღოს
წყალობით სწორედ იმ წამს გაიღვიძებდა, რა წამსაც საჭირო შეიქნებო-
და.
ლარისამ ჩანთა გახსნა და დიდი, გაბერილი კონვერტი ლუარსაბს
გაუწოდა.
– აი, ინებეთ ფოსტა. – მერე ელენეს მიუბრუნდა, რომელიც ის იყო
სამზადიდან გამოვიდა. – ახლავე გამოვიცვლი და მოგეხმარებით.
– ყავა გაგიკეთო? – ჰკითხა ელენემ.
– არა, გმადლობთ. წამოსვლისას ვისაუზმე.
ლარისა თავისი ჩანთით მეორე სართულზე ავიდა.
– მე ხომ არაფერში გჭირდები? – ჰკითხა ლუარსაბმა ელენეს.
– არა. შენ იუბილარი ხარ. – ღიმილით მიუგო ელენემ. მერე დაუმატა:
– ლარისას გასაკეთებელიც არაფერია, თვითონ გაერთობა თორემ...
– კარგი. მაშ, მე აგერ მოსალოც დეპეშებს წავიკითხავ და გული სიამა-
ყით ამევსება.
ელენემ ღიმილით გადაიქნია თავი და სამზადში შებრუნდა.
ლუარსაბი მერხზე ჩამოჯდა მაგნოლიის ძირას, დიდ კონვერტს
თა­ვი გადაუხსნა და იქიდან დეპეშები და წერილები ამოიღო. წერილები
ცალკე გადაარჩია და გვერდზე მოიწყო, ხელში მხოლოდ დეპეშები და-
იტოვა და კითხვას შეუდგა.
ის იყო დეპეშები ჩაათავა და ერთი გაკვირვებით დაუსტვინა, რომ კი-
ბის თავზე ლარისაც გამოჩნდა. ლარისას ახლა შარვალი ეცვა და, თუმცა
ძველებურად გამართული მოდიოდა და სათვალის შუშებიც ძველებური
ამაყი სერიოზულობით უელავდა, შარვლის გამოისობით ამ სერიო­ზუ-
ლობაში მაინც შეპარულიყო რაღაც კომიკური არეულობა.
– ლარისა!
– ბატონო!
– რას ჰგავს ეს, ლარისა?!

317
ლარისა მიუახლოვდა.
– რა მოხდა?
– ეს დეპეშები, მგონი, ერთიმეორისგანაა გადაწერილი.
ლარისა შეცბა.
– როგორ თუ...
– ნახე, თუ არ გჯერა! – ლუარსაბმა დეპეშები მიაწოდა და, სანამ ლა-
რისა რამდენიმე მათგანს გადაათვალიერებდა, დაუმატა: – დამცინიან,
თუ რა არის?
ლარისამ მხრები აიჩეჩა და დეპეშები დაუბრუნა.
– მილოცვის დეპეშა ყოველთვის ტრაფარეტულია.
ლუარსაბი ლარისას სათვალის შუშებს მიაჩერდა. ლარისას თვალი
არ დაუხამხამებია.
– მაშ, შენ ფიქრობ, რომ ეს ტრაფარეტულობა დეპეშის თვისებაა?
– რა თქმა უნდა.
– ღმერთიც გიშველის. მე კიდევ შევშინდი, ვაითუ ჩემი თვისებაა-
მეთქი. შარვალი კი უფრო ხშირად უნდა ჩაიცვა. შარვალი ერთგვარ
ბზარს აჩენს შენს მიუკარებელ სერიოზულობაში და ოჯახურ სითბოს
მონატრებული სოლიდური სასიძო კაცები უფრო თამამად გაგიბედავენ
ხელის თხოვნას.
ლარისა ამაყად შეტრიალდა და სამზადისაკენ წავიდა.
ლუარსაბმა დეპეშები მერხზე დააწყო, ახლა წერილები აიღო და
რამდენიმე მათგანი ზერელედ გადაათვალიერა. ბოლოს ერთი გაუხსნე-
ლი კონვერტი მოჰყვა ხელთ. ზედ ლუარსაბის სახელისა და გვარის გას-
წვრივ ფრჩხილებში ეწერა „საკუთარ ხელში“. გამომგზავნის მისამართი
კონვერტზე არ იყო; იყო მხოლოდ ხელმოწერა, უცნობი და მკაფიო ხე-
ლით შესრულებული: „ა. ბუაძე“.
„ა. ბუაძე, ა. ბუაძე, ა. ბუაძე...“ – ფიქრობდა ლუარსაბი. – „ვინ არის ა.
ბუაძე?“
გონების თვალმა დაძაბული ყურადღებით მოჩხრიკა მეხსიერება,
მაგრამ ვერავითარი ა. ბუაძე იქ ვერ იპოვა.

318
რატომღაც უცნაური და გაუგებარი ინტერესი აღეძრა. დანარჩენი წე-
რილები და დეპეშები სწრაფად მოხვეტა და უთავბოლოდ ჩაჭმუჭნა დიდ
კონვერტში. ბუნდოვნად კი გრძნობდა, რომ ამით ა. ბუაძესთან პირის-
პირ დარჩენის ბავშვურ სურვილს ისრულებდა, მაგრამ რატომ სჩადიო-
და ამას, არ იცოდა. კონვერტი მარცხენა ხელით დაიჭირა, პატარა ჩხირი,
რომელიც ბალახებში მოქექა, ფრთხილად შეუყარა ნაწიბურში და ნელ-
ნელა დაუწყო გახსნა. ბოლოში გასულს ოდნავ კი გაეხა კონვერტის პირი,
მაგრამ ძირითადად მაინც წარმატებით გაართვა საქმეს თავი. წერილი
ამოიღოდა, სანამ გაშლიდა, გონებაში უხმაუროდ და დიდი ­სისწრაფით
გაირბინა ამდილანდელმა სიზმარმა.
„ჩემო ბატონო! გავკადნიერდი და კიდევ ერთი წერილი მოგწერეთ.
არ ვიცი, მოგეწონებათ თუ არა. თუ არ მოგეწონოთ, ნუ გამირისხდებით,
მე ხომ ნამდვილი სიტყვები არ გამაჩნია...“
ლუარსაბმა თავი აიღო, სივრცე როგორღაც უსიამოდ ეუცნაურა. თვა-
ლები დახუჭა და გაირინდა. მერე, როცა გონებაში უპატრონოდ მოფარ-
ფატე ფიქრი დაიჭირა – „სხვისი წერილი ყოფილა,“ – უცებ თავისუფ-
ლად ამოისუნთქა და ერთბაშად გაოცებითა და უცნაური შეძრწუნებით
შენიშნა, რომ მთელი ეს ცერემონიალი, დანარჩენი წერილებისა და დე-
პეშების საგულდაგულოდ გადამალვა, ჩხირის ძებნა და კონვერტის უჩ-
ვეულო სიფრთხილით გახსნა, რაღაცის გაუცნობიერებელი მოლოდინი,
ყველაფერი ეს თურმე შიში იყო, გაუგებარი შიში. ასეთი შიში შეიძლება
დაეუფლოს ბავშვს, რომელიც ზაფხულის გაგანია სიცხეში, გზის პირას
ბალახში ჩამჯდარი და ხოჭოებთან თამაშით გართული, თავს ას­წევს და
უცებ თეთრ ცხენზე ამხედრებულ უცხო კაცს დაინახავს.
„სხვისი წერილი ყოფილა“. ამ ფიქრმა ნისლივით გაფანტა უცნობი
შიში და სიმშვიდემ ნელ-ნელა დაიწყო კუთვნილი კუთხე-კუნჭულის
ამოვსება. ცოტა ხნის შემდეგ ლუარსაბმა თვალის გახელაც გაბედა. სივ-
რცე აღარ ეუცხოვა. გარემოს თავისი სახე დაბრუნებოდა.
„რაღაც გაუგებარი ეჭვი ამყვა ლოგინიდან და ის მაწვალებს.“
ამ ფიქრმა კიდევ უფრო დაამშვიდა და ისევ წერილს მიუბრუნდა.

319
„ჩემო ბატონო! მტრობა, ცილისწამება, სილაჩრე, პირმოთნეობა, აუ-
გის თქმა, ღვარძლიანობა, ლაქუცი, კერპის შექმნა, მედროვეობა, კმაყო-
ფილება, თავდაჯერება, ყოჩის კვალდაკვალ სიარული, მაბეზღარობა,
კაცის ზურგსუკან ქირქილი, სხვის ტირილზე გაცინება, საკუთარი აზრის
ჩახშობა, ჭორიკანობა, მიეთმოეთი, წამხედურობა, ბილწსიტყვაობა, ავ-
ხორცობა, ორპირობა, ქრთამის აღება და მიცემა, უზომო ჭამა, თვალის
ახვევა, სხვისი ძეგლის ნამსხვრევებზე საკუთარი ძეგლის აგება, შეურაც-
ხყოფა, სიხარბე, სუსტის დაჩაგვრა, სიძულვილი, კაცის კაცისგან გამორ-
ჩევა, სიცრუე, მოთავისეობა, შური, უდარდელობა, ოცდაათი ვერცხლის
სიყვარული, ათი მცნების აგდებულად მოხსენიება, მხოლოდ საკუთარ
შვილზე ზრუნვა, ტრაბახი, ოხვრა-წუწუნი, სხვის იმედად ყოფნა, სიზარ-
მაცე, ზერელეობა, არაბუნებრიობა, ქედის მოდრეკა, გულგრილობა,
ყოყლოჩინობა, უნდობლობა, სიმდიდრის სიყვარული, იოლი გზებით
სიარული და სხვა მრავალი ცოდვა, რაც ამქვეყნად ჩაგვიდენია, იმ ქვეყ-
ნად რომ მართლა მოგვეკითხოს, მაშინ რაღა ვქნათ?“
„ბევრი კი ყოფილა, – გაიფიქრა ლუარსაბმა. მერე გაუგებარი პაუზა
გააკეთა და დაუმატა: – მაგრამ მე რა შუაში ვარ?“
კონვერტს კიდევ ერთხელ დახედა. მისამართის ქვეშ ეწერა: „პროფ.
ლუარსაბ რაზმაძეს (საკუთარ ხელში)“ და ცოტა უფრო ქვემოთ: „ა. ბუ-
აძე“.
ლუარსაბმა გულში რამდენჯერმე გაიმეორა: „ა. ბუაძე, ა. ბუაძე, ა. ბუ-
აძე“. მერე უცებ ხმამაღლა და მწყრალად დაიძახა:
– ლარისა!
სამზადიდან ჯერ ელენემ გამოიხედა, მცირე ხნის შემდეგ მის თავს
ზემოთ ლარისას სათვალემაც გამოანათა.
– რა იყო, ლუარსაბ? – იკითხა ელენემ.
– აბა, ერთი აქ მოდით! – და როცა ქალები მოვიდნენ, ლარისას თვა-
ლი თვალში გაუყარა და მკაცრად ჰკითხა: – ვინ არის, ლარისა, ა. ბუაძე?

320
– ა. ბუაძე, ა. ბუაძე, ა. ბუაძე... – დაფიქრებით გაიმეორა ლარისამ, მე-
რე წარბი ოდნავ აზიდა და ისეთი კილოთი დაუბრუნა კითხვა, თითქოს
გამოცანა ვერ გამოიცნოო: – ვინ არის?
– მე მეკითხება! – ელენეს მიუბრუნდა ლუარსაბი და იმავ წამს კვლავ
ლარისას მიუტრიალდა. – ა. ბუაძე არის მორალისტი, რომელიც მას-
ხრად მიგდებს მე, გამოჩენილ მეცნიერსა და მოაზროვნეს, კაცს, რომელ-
საც სტუდენტებიც კი იშვიათად იგდებენ მასხრად. – ლუარსაბმა ელენეს
მშვიდი და დაჟინებული მზერა იგრძნო და მიხვდა, რომ ეს მზერა, საცა
იყო, გაუცნობიერებელი, მაგრამ ყოვლად აუცილებელი კალაპოტიდან
ამოაგდებდა. ამიტომ სწრაფად დაუმატა: – ლარისა, რა სახელები იცი
„ა“-ზე?
ლარისა ზებუნებრივად გაიმართა და ამაყი ღირსებით დაიწყო ჩა-
მოთვლა:
– ათინა, აფროდიტე, არტემიდა...
– მოეშვი მაგ ოხერ ღმერთებს! – შეაწყვეტინა ლუარსაბმა. – ღმერთი
ასეთ წერილს როგორ მომწერდა! ადამიანები ჩამომითვალე. თანაც მა-
მაკაცები.
და გაიფიქრა: „რატომ მაინცდამაინც მამაკაცები?“
ხოლო ლარისა ღირსეული მორჩილებით შეუდგა საქმეს:
– ანაქსაგორა, აგამემნონი, ალექსი-ალე...
– გეყოფა. – ხელები გაასავსავა ლუარსაბმა. – ასე ჭეშმარიტებას ვერ
დავადგენთ.
– შეიძლება წავიკითხო? – იკითხა ელენემ.
და მშვიდი ხმა მისწვდა იმას, რასაც წეღან მშვიდი მზერა ვერ მის-
წვდა. ლუარსაბი მიხვდა, რომ უმსგავს კომედიას თამაშობდა. ეს კომე-
დია ერთგვარი ფარი იყო, რომლითაც თავს იცავდა რაღაც უცხო და უც-
ნა­ური აფორიაქებისაგან, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ აბეზარი
ბუზივით დასტრიალებდა თავს და ტვინში შეღწევას ლამობდა.

321
– წაიკითხე! – ლუარსაბმა წერილი მიაწოდა და სანამ ელენე ჩუმად
კითხულობდა, ერთხანს ინერციით განაგრძო კომედიის თამაში: – ეტყო-
ბა, ა. ბუაძეს მართლა ჰგონია, რომ ჭრილობას მარილი არჩენს.
და უცებ გაჩუმდა.
აბეზარი ბუზი ბზუილით შეძვრა ტვინში.
გაცნობიერებითარაფერი გაცნობიერებულა, მაგრამ ერთბაშად გა-
უფუჭდა გუნება. მოეჩვენა, თითქოს სხეულიდან უსიამო ზრიალით გამო-
ვარდა რაღაც.
თუმცა, ელენემ რომ კითხვა მოათავა და ღიმილით დაუბრუნა წერი-
ლი, კომედიამ კიდევ ერთხელ მოიქნია კუდი:
– იქნებ ალექსი-ალეც გავაღვიძოთ და საჯარო განხილვა მოვაწყოთ?
– აქ რაღაც სასაცილო გაუგებრობაა, – თქვა ელენემ. – არ ღირს ალექ-
სი-ალეს გაღვიძება ამ უბრალო ამბის გამო.
– სასაცილო? – ლუარსაბმა ელენეს მშვიდ, ნათელ სახეს შეხედა, მაგ-
რამ კომედია უკვე დამთავრებული იყო და ამიტომ თავის გულშიღა გა-
იფიქრა: „თუ სასაცილოა, რატომ არ ვიცინით?“ მერე ლარისას მიუბრუნ-
და: – შენც ასე ფიქრობ, ლარისა?
ლარისას სათვალის შუშები ცნობისმოყვარედ აულაპლაპდა.
– მე არ წამიკითხავს.
– წაიკითხე.
ლარისამ წაიკითხა და განაჩენი გამოიტანა:
– ეს თქვენი წერილი არ უნდა იყოს.
– აბა ვისი უნდა იყოს, ლარისა?
– არავისი. ისე...
ლუარსაბს უცებ გაეცინა.
– ყოჩაღ, ლარისა. მუდამ მიგრძნობდა გული, რომ ერთხელაც იქნე-
ბოდა, რაღაც მაგდაგვარს იტყოდი. და, საერთოდ, ფხიზლად იყავით.
დღეს განსაკუთრებული დღეა. ვატყობ, კვალში ვუდგევართ ჭეშმარიტე-
ბას და, თუ მარჯვედ ვიქნებით, ვერც გაგვისხლტება ხელიდან. მე პირა-
დად სუნი უკვე მცემს.

322
– მეც. – თქვა მოულოდნელად ლარისამ და ჰაერი მაძებარივით მოყ-
ნოსა. – დამწვრის სუნია.
– წყალი ჩაიშრო! – შეშფოთდა ელენე.
ლარისამ, მე მივხედავო, და გრძელი ნაბიჯებით გავარდა სამზადი-
საკენ.
– კინაღამ დაგვეწვა ჭეშმარიტება! – თავი გადაიქნია ლუარსაბმა.
ელენემ შეხედა, კარგა ხანს მშვიდად უყურა. მერე გაუღიმა და უთ-
ხრა:
– დაკვირვებული ვარ, ყოველ დაბადების დღეზე საგანგებოდ ცდი-
ლობ გუნება გაიფუჭო.
„და მგონი, ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე კიდეც საწადელს.“ – გა-
იფიქრა ლუარსაბმა.
ელენე მიტრიალდა და ნელი ნაბიჯით წავიდა სამზადისაკენ. მაგრამ
შუა გზაზე წამით შემობრუნდა.
– მალე ბავშვები ჩამოვლენ.
მთელ სხეულში გაშლილმა უგუნებობამ საკუთარი თავი წამით ერთ
წერტილში შეისრუტა. ლუარსაბმა სევდის მწვავე ჩხვლეტა იგრძნო და
უცებ შეძრწუნებით აღმოაჩინა, რომ ელენემ შეცდომა დაუშვა. ეტყობა,
მართლა საგანგებო ცხრამეტი აგვისტო დადგა. ჯერ არ ყოფილა შემ-
თხვევა, რომ განსაცდელის ჟამს ელენეს შინაგანი ჰარმონია მოჰკლებო-
დეს და მალამოს ძებნა გარეთ დაეწყოს. დღეს კი მოაკლდა. დღეს აშკა-
რად მოაკლდა. თვითონაც მიხვდა ამას და შემწედ შვილებს მოუხმო.
სწორედ ეს იყო შეცდომა. ის კი არა, რომ შვილებს მოუხმო. შვილები შე-
იძლება გამოგადგნენ გაჭირვებაში და შეიძლება ვერ გამოგადგნენ, ამას
არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ელენეს შველა
დასჭირდა და ეს ამბავი ქმარს აგრძნობინა. ლუარსაბი წლების განმავ-
ლობაში ნელ-ნელა, შეუმჩნევლად მიჩვეულიყო ელენეს მკვიდრ შინა-
გან ჰარმონიას და იგი თავისი არსებობის საყრდენად ექცია. და უეცრად
ამ მტკიცე საყრდენს ბზარი გაუჩნდა, როგორც პატარა ბავშვის ფსიქიკას
გაუჩნდება ბზარი, თვალწინ რომ მამა გაულახონ.

323
მაშასადამე, დღევანდელი ცხრამეტი აგვისტო განსაკუთრებული
ცხრამეტი აგვისტოა. დღეს რაღაც მოხდება. ან უკვე მოხდა რაღაც.
კაცმა რომ თქვას, უცნაური და უსიამო მოლოდინი გაღვიძებისთანა-
ვე იგრძნო, მაგრამ ცდილობდა, თავს არ გამოტყდომოდა. ცხადია, ეს სუ-
ლელური მცდელობა იყო და ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას სასაცი-
ლო უგუნურებას ჰგავდა.
ახლა, როცა ბუნდოვან მოლოდინს ელენემ თავისდაუნებურად დას-
ტურის ბეჭედი დაუსვა, საჭიროა ყველაფერი გაირკვეს და ნისლი გა-
იფანტოს.
ა. ბუაძის წერილი კონვერტიანად ჩაიდო გულისჯიბეში, დანარჩენი
ფოსტა, დიდ კონვერტში ჩაჭმუჭნილი, მერხზე დატოვა და ნელი ნაბი-
ჯით წავიდა ჭიშკრისაკენ.
ეზოს გასცდა და მტვრიან შარაგზას დაუყვა. ქვემოთ, მარცხნივ, სი-
მინდის ყანები მოჩანდა. გზის ორივე მხარეს რკინითა და ხით შემოღო-
ბილი აგარაკები ჩამწკრივებულიყო. ღობის ძირას, გზის მთელ სიგრძე-
ზე, საპატიო ყარაულივით იდგნენ გვირილები და, თუმცა მტვერი დას-
დე­ბოდათ, მაინც კოპწიად ყელყელაობდნენ.
დაღმართი რომ ჩაათავა და აგარაკების პირველ რიგს გასცდა, ვიწრო
ბილიკზე გადაუხვია. ბილიკი რცხილისა და ნეკერჩხლის ხეებს შორის
მიიკლაკნებოდა. აქ ვერც მზის მცხუნვარება აღწევდა და ვერც შარაგზის
მტვერი. ლუარსაბს ხშირად უვლია ამ წყნარ ბილიკზე. რცხილა და ნე-
კერჩხალი მცირე მანძილზე მისდევდა. იქით კაკლები იწყებოდა, პანტა
და წაბლი მშვენიერი ჩრდილებით, მაღალი ბალახით, სიჩუმით.
ლუარსაბი ნელა მიაბიჯებდა, მონატრებულივით ისუნთქავდა სუფ-
თა, გამჭვირვალე ჰაერს, მკაფიო ბუნდოვანებით გრძნობდა, რომ დღე-
ვანდელი ცხრამეტი აგვისტო განსაკუთრებული ცხრამეტი აგვისტო იყო
და შეშფოთება და სიმშვიდე რაღაც უცხო, გაუგებარ ჰარმონიად ერთდე-
ბოდა.
ელენემ უთხრა, ყოველ დაბადების დღეზე იმას ცდილობ, როგორმე
გუნება გაიფუჭოო, და ლუარსაბი არ შედავებია. თუმცა, რა თქმა უნდა,

324
ეს უსიტყვო დასტური ნდობა იყო და არა რწმენა. ლუარსაბმა გამოცდი-
ლებას დაუჯერა, თორემ ცოლის ნათქვამმა გააკვირვა და ძალიანაც გა-
აკვირვა. არასოდეს, არც რომელიმე ცხრამეტ აგვისტოს და არც წლის
დანარჩენ დღეებში თავის თავში ისეთი არაფერი შეუმჩნევია, რაც ელე-
ნემ ესოდენ ეჭვმიუტანელ ცნობად გამოაცხადა. ცხრამეტი აგვისტო რომ
მოახლოვდებოდა, ლუარსაბი, რაც მართალია, მართალია, ხშირად
ფიქრობდა თავის დაბადების დღეზე; მეტიც, მიკერძოებით ფიქრობდა.
ზოგჯერ იმასაც კი წარმოიდგენდა, ვითომ მოლოცვებში ისეთი რამ უთ-
ხრეს, რასაც თვითონ ფიქრობდა საკუთარ თავზე, ანდა ისეთმა ხალხმა
გაიხსენა, ვისაც რეალიზმის კანონების მიხედვით ვერ უნდა მოეცალა
მის გასახსენებლად. ეს უწყინარი სისუსტე დიახაც ჰქონდა და ამას თა-
ვის თავს არც უმალავდა. რაც შეეხება ელენეს ნათქვამს, აქამდე მსგავსი
არაფერი შეუმჩნევია. ახლაც ფიქრობდა და ვერ გაეგო, რატომ უნდა
ცდილიყო, რომ საკუთარ დაბადების დღეზე გუნება გაჰფუ­ჭებოდა. იქ-
ნებ ელენე შეცდა, როგორც ცოტა ხნის შემდეგ, როცა შვილებს უხმო?
თუმცა არა. შვილებს რომ უხმო, მაშინ კი არ შეცდა, არამედ შეცდომა და-
უშვა. ეს კი სულ სხვა რამეა, რადგან შეცდომა სწორედ იმიტომ დაუშვა,
რომ არ შემცდარა.
ხოლო რაკი ასეა, საჭიროა ყველაფერი გაირკვეს და არეულობა მანამ
მოწესრიგდეს, სანამ ქაოსში არ გადაზრდილა. თუ ლუარსაბი მართლა
ცდილობს, ყოველ დაბადების დღეზე გუნება გაიფუჭოს, ამას თავისი მი-
ზეზი ექნება და ეს მიზეზი უნდა დადგინდეს.
შეურიგებელი რაციონალიზმი ლუარსაბისგან გარდაუვალად მოით-
ხოვდა მიზეზების დადგენას. მიზეზების დადგენა მძაფრი მოთხოვნი-
ლება იყო, ჩვევა, ხასიათის უმთავრესი ნიშანი. ბავშვობიდანვე მტკიცედ
შეთვისებული ძველი ჭეშმარიტება, რომ მოვლენა ემყარება მიზეზს და
მიზეზი ბადებს მოვლენას, ყველაფერს განსაზღვრავდა. სამყარო
მთლიანად თავსდებოდა ამ მარტივ სისტემაში და არ არსებობდა არა-
ვითარი „გარეთ“. „გარეთ“, ლუარსაბის აზრით, გონების ერთი უმთავრე-
სი შეცდომათაგანი იყო, რომელიც კაცობრიობის განვითარებას ხელს

325
უშლიდა, ხოლო დროდადრო ხანგრძლივადაც ამუხრუჭებდა. ამიტომ
ყოველივე ზებუნებრივი მასში ღრმა შინაგან პროტესტს იწვევდა და ისე
აღიზიანებდა, როგორც თავდაჯერებული, გაყინული უმეცრება უნდა
აღიზიანებდეს მუდამ დაეჭვებულ, მაძიებელ გონებას.
ტვინში რაღაც მოგონება გაკრთა. ლუარსაბი შედგა, თვალი დახუჭა
და საკუთარ თავს ყური მიუგდო. მალე მიხვდა, რომ ეს სიზმარი ამოტივ-
ტივდა წამით მეხსიერებაში. „რა უნდოდა სიზმარში ეკლესიას?“ – გაუკ-
ვირდა ლუარსაბს.
დილიდან ცდილობდა აღედგინა ეს უცნაური სიზმარი, მაგრამ ვე-
რაფრით ვერ მოახერხა. სიზმარი შავ ფარდას ამოფარებოდა და, თით-
ქოს კუკუდამალობანას ეთამაშებაო, დროდადრო რომელიმე ნაწილს
დაანახვებდა. ჯერ იყო და, შავ ფარდას იქით აკადემიის პრეზიდენტი გა-
მოჩნდა, რომელიც თავის თავს არ ჰგავდა, ახლა კიდევ ეკლესია. ლუარ-
საბს ვერ გაეგო, რა კავშირი ჰქონდა პრეზიდენტს ეკლესიასთან.
წაბლის ბურძგლა ნაყოფი პატარ-პატარა ზღარბებივით მოფენილი-
ყო ბილიკზე. ლუარსაბმა ხეს ახედა, მაღალი წაბლი იყო, სწორი, აშოლ-
ტილი. ქარს ნაყოფი ბლომად კი ჩამოეყარა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი
ესხა. სანამ ლუარსაბი ხეს ათვალიერებდა, კიდევ ერთი ბურძგალი მოწ-
ყდა, შრიალით გამოარღვია ფოთლები და ფეხებთან დაეცა. ლუარსაბი
დაიხარა, მწვანე ბურძგალს ფრთხილად დასწვდა, რომ ეკლებს არ და-
ეჩხვლიტა, და ამ დროს ხალათის ჯიბიდან წერილი გადმოუვარდა. ლუ-
არსაბმა ბურძგალს ხელი უშვა, სწრაფად გაიმართა და ინსტინქტურად
მიმოიხედა. მერე ისევ დაიხარა, წერილი აიღო, ბილიკიდან გადავიდა
და წაბლის ხის მსხვილ ფესვზე ჩამოჯდა. წერილი გაშალა და კითხვას
შეუდგა. ბოლოში რომ გავიდა, თავი ასწია, სივრცეს მიაჩერდა და დიდ-
ხანს იჯდა ასე გაშეშებული.
მაინც რატომ ჰგონია ელენეს, თითქოს ლუარსაბი თვითონ ცდი-
ლობდეს გუნება გაიფუჭოს? იქნებ გარემოება უბიძგებს? დღეს დილი-
დანვე რაღაც წვრილ-წვრილი უსიამოვნებანი იბადებოდნენ და გაჩქარე-

326
ბული მიისწრაფოდნენ ერთმანეთისაკენ. ბოლოს ყოველივე ეს უცნაური
შე­ჯამებით შეაჯამა ვინმე ა. ბუაძემ.
წერილი დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
წაბლის ბურძგალი ფრთხილად აიღო, გაშლილ ხელისგულზე და-
იდო, გადააგორა და გადმოაგორა. ბურძგალი მსუბუქად ეხებოდა ეკლე-
ბით. ჩხვლეტით არ იჩხვლიტებოდა. მაშინ ხელის ზურგზე დაიდო და იქ
გააგორა. ნაზმა კანმა მაშინვე იგრძნო წვეტიანი ეკლების ჩხვლეტა. ლუ-
არსაბს სიტყვა „ფარდობითობა“ მოაგონდა. ბურძგალი ისევ ხელის-
გულზე დაიდო და დააცქერდა.
თუ ბიოლოგიური მეცნიერება სწორად ხსნის მოვლენებს, რაში დას-
ჭირდა წაბლს ასეთი ნემსებით დაცულ ქურქში მოექცია ნაყოფი? და რა-
ტომ არ დასჭირდა ასეთი რამ, ვთქვათ, კაკალს?
ხანდახან რაღაც ავი, დაუნდობელი სიცხადით იგრძნობ, რომ
უამ­რავი რამაა ისეთი, რაც არ იცი, და კოსმიური უმწეობის ცხელი გან-
ცდა წამით ტკივილად დაგივლის სხეულში...
იქნებ არავითარი ა. ბუაძე არ არსებობს და უბრალოდ ვიღაცამ ­იხუმ-
რა? ახალგაზრდობაში ლუარსაბსაც არაერთხელ გაუგზავნია მეგობრე-
ბისათვის დაბადების დღეზე სახუმარო მილოცვები და საჩუქრები. თუ
მართლა იხუმრა ვინმემ, კარგა ღვარძლიანად კი უხუმრია. ვინ იზამდა?
პეტრე დიდი? არა. პეტრე მცირე? არა. დანარჩენი პეტრეები? რომელი?
საკვირველი ის იყო, ელენეს რომ საკუთარი ძალა არ ეყო და მაშ­ველ
რაზმს მოუხმო. მაშველი რაზმი მალე ორი მანქანით მოგრიალდება,
ოღონდ შველით ვერავის უშველის; იმიტომ რომ ყველას თამაშის საკუ-
თარი წესი აქვს. სანამ ლუარსაბი ერთგვარი ცეცხლგამძლე კარადა იყო,
რომელშიაც შვილები დრომდე და ვადამდე თავიანთ ცნობიერებას ინა-
ხავდნენ, ყველა ტკივილი და ყველა სიხარული საერთო ჰქონდათ, მშობ-
ლები და შვილები საერთო სხეულის ნაწილები იყვნენ და მაშველ
რაზმს საშველად მოხმობა არ სჭირდებოდა. მაგრამ მერე შვილებმა
კა­რადა გააღეს და თავიანთი საქონელი წაიღეს.
ლუარსაბმა გონება დაძაბა და ძალისძალად გამოეთიშა ფიქრებს.

327
ჩიტები მუსიკალური ფრაზებით ებაასებოდნენ ერთმანეთს და მთე-
ლი ტყე უცხო მელოდიით იყო სავსე. მაღალი ხეები მშვიდად სუნთქავ-
დნენ. ნიავის რიტმს აყოლილი ფოთლები მსუბუქად ირხეოდნენ. გარე-
მო საკუთარი სიცოცხლით ხარობდა. ტყე თავდავიწყებით მღეროდა და
ეს ტკბილი, უნაზესი სიმღერა, რომელიც ბავშვობის შორეულ მოგონებას
ჰგავდა, თითქოს ხაზს უსვამდა რაღაც უჩვეულო სიჩუმეს, პირველყო-
ფილს, იდუმალს, მივიწყებულს.
ლუარსაბი გრძნობდა, როგორ თანდათან ივსებოდა სხეულის სიცა-
რიელე ამ დუმილის გრილი და ნეტარი სიმშვიდით და გაიფიქრა: „რა-
ღაც ძალზე მარტივი და ნათელი განზრახ გავართულეთ და გავაბუნდო-
ვანეთ“.
სამოცი წლის შესრულებას სხვანაირი მოლოდინით ელოდა. დაბა-
დების დღეზე ფიქრს, ჩვეულებრივ, ერთი კვირით ადრე იწყებდა, სამო-
ცი წლის ხსენება კი პირველად სამი თუ ოთხი წლის წინ გაჩნდა. არავი-
თარი მკაფიო მიზანი ამ ხსენებას არა ჰქონია. უბრალოდ ფიქრი შემოძ-
ვრა ტვინში და თქვა: „სამოცი წელი“. მართალია, ეს ფიქრი მალევე გა-
ძევებულ იქნა, რადგან გონება სხვა საზრუნავით იყო დაკავებული, მაგ-
რამ ფიქრი დროდადრო მაინც პოულობდა ხელსაყრელ შემთხვევას, რა-
თა ტვინში შემოეჭყიტა და ეთქვა: „სამოცი წელი“. პირველ ხანებში, შე-
საძლებელია, სწორედ იმის გამო, რომ ამ გახსენებას არავითარი მნიშ-
ვნელობა არა ჰქონდა, ლუარსაბს ეგონა, ეს ფიქრი, ალბათ, იმის მომას-
წავლებელი უნდა იყოს, რომ სამოც წელს ვერ მივატანო. ცხადია, ეს ვა-
რაუდი მოკლებული იყო რაიმე საფუძველს. ამას თვითონაც მალევე მიხ-
ვდა და თავის გულში თქვა: „არა. სამოც წელს კი მივატან, მაგრამ...“ ამ
„მაგრამის” იქით აღარაფერი იყო, გარდა მრავალწერტილების ბუნდო-
ვანი წყებისა, რომელიც დროთა განმავლობაში გაურკვეველი მოლოდი-
ნის განცდად ჩამოყალიბდა. თავიდან ცდილობდა ყურადღება არ მიექ-
ცია ფიქრის ამ თვითნებობისათვის, მაგრამ მერე და მერე, როცა მოლო-
დინის გაურკვევლობამ ძალიან შეაწუხა, ჩვეულებისამებრ, მიზეზებს
დაუწყო ძებნა. ფორმალური პასუხი მალევე იპოვა: სამოცი წელი ისეთი

328
თარიღია, როცა კაცის ცხოვრებაში ერთი დიდი მონაკვეთი მთავრდება.
ადამიანს კი დროდადრო სჭირდება შეაჯამოს განვლილი გზა და შეძლე-
ბისდაგვარად განსაზღვროს თავისი ადგილმდებარეობა სამყაროში. პა-
სუხი სწორი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, ლუარსაბს ეჭვი არ ეპარებოდა
მის სისწორეში და მხოლოდ ის უკვირდა, რომ მოლოდინს ზოგჯერ უსია-
მო ფერი დაჰკრავდა, ეს კი გაუგებარი იყო, რადგან ლუარსაბს მიაჩნდა,
რომ, ის, რაც შეიძლება ერთ კაცს მოეთხოვოს, მან გააკეთა.
შეკრთა და წაბლის ბურძგალი ხელიდან გაუვარდა.
წამით მთელი სხეული ელვასავით გაანათა უაღრესად მკაფიო ცოდ-
ნამ: ყველაფერი, რაც იყო, შეცდომა იყო, რადგან ადამიანს არ ძალუძს
საკუთარ თავს მსაჯულად დაუდგეს. მერე ელვა ელვისავე სისწრაფით
ჩაქრა და სხეულის შორეული ხვრელები ისევ დაბნელდა; თუმცა წამი-
ერმა განათებამ კვალი მაინც დატოვა.
გაბედული დასკვნა იმის შესახებ, რომ ერთი კაცის გასაკეთებელი გა-
კეთებულია, თურმე აქამდე მხოლოდ ბუნდოვან განწყობილებად არსე-
ბობდა და შეგნებულად გაურბოდა აზრად გაცხადებას; ახლა, როცა წა-
მიერმა განათებამ სააშკარაოზე გამოიტანა, ერთბაშად დაემსგავსა უმ-
წეო ტყუილს, მშიშარა გოშიას, რომელიც დაკეტილი ჭიშკრის იმედით
დიდ გულზეა და გააფთრებით უყეფს თავის გზაზე მშვიდად მიმავალ
ნაგაზს, მაგრამ თუ ნაგაზი შეჩერდა და ჭიშკარში თავი შემოყო, წამსვე
კუდამოძუებული გაიქცევა და სამალავს დაუწყებს ძებნას.
ბომბორა ნაგაზმა ლუარსაბ რაზმაძის ჭიშკარში შემოყო დიდი, ცნო-
ბისმოყვარე თავი და უკუდო ტყუილი, რომელიც იდუმალ ძალებს თავის
მართლებისთვის შეეკოწიწებინათ, კისრისტეხით ჩაეშვა სხეულის
მიუ­ვალ სამალავებში.
რას ნიშნავს „ის, რაც შეიძლება ერთ კაცს მოეთხოვოს?“
არაფერს, გარდა იმისა, რომ ადამიანი მიჩვეულია შაბლონებით აზ-
როვნებას. ჩვენ თვითონ სიმარტივისთვის ვქმნით შაბლონებს და მერე
ისე ვეპყრობით, თითქოს ღვთით დაწესებული კანონი იყოს. რა მოეთ-
ხოვება კაცს? ან ვისგან მოეთხოვება? კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინ-

329
დისი გასწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს. ალ-
ბათ, ამიტომ უთქვამს...
ჰაერი თითქოს მუცლის არეში გაიჩხირა: გული დაძაბულად ცდი-
ლობდა ზემოთ ამოექაჩა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ყრუ ტკივი-
ლით მიანება თავი. მაშინ ლუარსაბი წაბლის ხის სქელ ტანს მიეყრდნო,
მთელი სხეული მოადუნა და შეეცადა გულისთვის დასვენების საშუალე-
ბა მიეცა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ სცადა ბედი. გული დაიძაბა, დაიძაბა,
დაიძაბა და უკანასკნელ წამს, როცა წეღანდელივით უარი უნდა ეთქვა
შეუძლებელ საქმეზე, რომელიღაც ამოქოლილი ხვრელი გაიხსნა და
სხეულმა შვება იგრძნო.
...ალბათ, ამიტომ უთქვამს სიმამრ კალისტრატეს, ლუარსაბის ნიჭი
რომ მომცა და ჩემი სინდისი, ბერად შევდგებოდიო.
გულს ისევ გაუჭირდა, მაგრამ ამჯერად შედარებით იოლად დაძლია
დაბრკოლება. რა ნიჭი სჭირდებოდა ბერადშედგომას! სახარება ჰქონდა
სათარგმნელი წმინდა კალისტრატეს თუ სამების საიდუმლო ჰქონდა
ამოსახსნელი?
ტყე ერთბაშად ჩაჩუმდა. ჩიტების ჟღურტული მიყუჩდა, ფოთლებმა
შრიალი შეწყვიტეს. გარემომ რაღაცას ყური მიუგდო და გაირინდა. ლუ-
არსაბ რაზმაძემ საკუთარი არსების სივრცეში წამით განივთებული ნიჭი
და სინდისი დაინახა, რომელთაც არც ფორმა გააჩნდათ და არც სიმ-
კვრივე, მაგრამ რაღაც გამოუცნობი და მოუხელთებელი ნიშნის მიხედ-
ვით მაინც ნივთიერ სახეებად გაცხადებულიყვნენ. და ყველაზე საკვირ-
ველი ის იყო, რომ ერთმანეთს მკვიდრი, გარდაუვალი კავშირით დაკავ-
შირებოდნენ, ერთმანეთის არსებობას ეყრდნობოდნენ და ერთმანეთი-
საგან გამომდინარეობდნენ, როგორც მკვლელი და მოკლული.
„შესაძლოა, მართლა ასეა, – გაიფიქრა ლუარსაბმა მერე, როცა დროს
მოწყვეტილი წამი ჩაქრა და გარემომ ლოცვის სიმღერა განაახლა. – შე-
საძლოა, სინდისი და ნიჭი მართლა გარდაუვალი კავშირით არიან შეკავ-
შირებული და ამ კავშირში რომელიღაც უმთავრესი აზრის გულისგულია
ჩამარხული“.

330
ლუარსაბი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ იდო
ახლო, მაგრამ ხელი ვერაფრით ვერ ჩაევლო, რადგან უწვრილესი ძაფე-
ბი სხივებივით ირეკლებოდნენ.
„იქ რომ ვიჯდე ახლა, ჩემი ეზოს თავში, ქვის მაგიდასთან, და წინ დი-
დი სივრცე მქონდეს გადაშლილი, და ეზოში კაცის ჭაჭანება არ იყოს, და
მთელ სოფელში კაცის ჭაჭანება არ იყოს, ვინ იცის, იქნებ დროს სხვა სა-
ზომი აერჩია და ისეთი წერტილი დაესვა, რომ ეს უსაშველოდ გაწე­ლი-
ლი სამოცი წელი, ეს წყალწყალა...“
– გამარჯობა შენი, ლუარსაბ ბატონო!
პატარა ბიჭი მარჯვენა ხელით უღელს უკან მიაწვა. ხარები შეჩერ-
დნენ, თავები ოდნავ ასწიეს და დაიფრუტუნეს. მარცხენა ხელში ბიჭს
­წკეპლა ეჭირა.
მსხვილი თოკის ერთი ბოლო უღელზე იყო გამობმული. მეორე ბო-
ლო ვეებერთელა მორს ნაჭდევზე ყულფად ჰქონდა წაჭერილი. მორს მი-
წაზე თრევისაგან ალაგ-ალაგ ქერქი გადასცლოდა.
ბიჭი და კაცი სასაცილოდ ჰგავდნენ ერთმანეთს. ტანსაცმელიც ერ-
თნაირი ეცვათ, ქუდებიც ერთნაირი ეხურათ. ეს იყო მხოლოდ, რომ კაცი
მოღიმარე, გულკეთილი სახით შესცქეროდა ლუარსაბს, ბიჭს კი სერიო-
ზული და საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა.
ლუარსაბი გამოერკვა.
– ოჰ! იაკინთეს გაუმარჯოს! იაკინთეს და მის ამონაყარს! – ლუარსაბ-
მა კიდევ ერთხელ შეათვალიერა „ამონაყარი“, რომელმაც სახე უფრო
მოიქურუხა, რათა უცხო კაცს მის ასაკზე შეუფერებელი წარმოდგენა არ
შექმნოდა. – ხომ შენი ბიჭია?
– ჩემი გახლავს, – თბილი ღიმილით დაუდასტურა იაკინთემ.
– ან რას გეკითხები! გაჭრილი ვაშლივით გგავს. უყურებ და ხედავ,
როგორ თვალდათვალ იაკინთდება.
ბიჭმა უნებურად წაცდენილი სიცილი სწრაფად მოისხიპა, მაგრამ
ქუფრი ღრუბელი სახიდან უკვე გადაეყარა. დაგუბებული სიცილი შიგნი-

331
დან აწვებოდა და ლოყები ებერებოდა. ამიტომ თავდაცვის მიზნით გან-
ზე დაიწყო ყურება.
ლუარსაბი ახლო მივიდა და ხელი გაუწოდა.
– გამარჯობა შენი!
– ჩამოართვი, ბიჭო, ხელი! – ღიმილით შეუწყრა მამა.
ბიჭმა ერთი ცერად ამოხედა ლუარსაბს, მერე ისევ განზე გაიხედა. გა-
მოწვდილი ხელი ჩამოართვა და გულმოსული ხმით უთხრა.
– გაგიმარჯოს.
– რა გქვია?
ბიჭმა სახელის გახსენებაზე კიდევ ერთი წაიფრუტუნა, მაგრამ ამჯე-
რადაც დროზე შეიკავა თავი. სამაგიეროდ ხმაში მეტი სიმკაცრე გამო-
ურია.
– კოსტა.
– შენ, ჩემო ძმაო, კოსტა კი არა, კაი დასრულებული კონსტანტინე
ხარ. – მერე კაცს მიუბრუნდა: – ნამდვილი ბოკვერია. მაგარი ბიჭი დად-
გება. ადრე კი მიგიჩვევია მუშაობას.
– მიეჩვიოს, რა უჭირს. ალიონზე ტყეში წასვლა არ ურჩევნია ლოგინ-
ში კოტრიალს?
– ასე ადრიანად წახვედით?
– გათენებული არ იყო, ტყეში ვიყავით.
– ძალიან გაგიბედიათ! – ლუარსაბმა ბიჭს შეხედა. – არ გეშინოდა,
ჭინკა რომ გადაგდგომოდა გზაზე და, ან ამიკიდე, ან ამეკიდეო, ეთქვა?
ბიჭი შეეცადა დამცინავი გამომეტყველება მიეღო, რათა თვალებში
მოწოლილი ცნობისმოყვარეობა დაემალა. კაცმა გულკეთილად და სევ-
დიანად გაიღიმა და ხმას ოდნავ დაუწია:
– წავიდა საწყალი ალისტრახო.
ლურასაბი შეცბა. და თუმცა ნათქვამის აზრს მაშინვე მიხვდა, მაინც
ჰკითხა მექანიკურად:
– სად წავიდა? – და იქვე გამოასწორა: – რას მელაპარაკები! როდის,
კაცო?

332
– დღეს მარხავენ. ეგერ, ცოტაზე რომ გაიწევ, კი გაიგონებ ხმას.
– რა ხმას?
– სამარეს უჭრიან.... – კაცი ისევ ისე თბილად და სევდიანად იღიმე-
ბოდა. – მოილია ალისტრახომ საქმეები და გაუყვა გზას.
– კაი ხნის კი იქნებოდა.
– ოთხმოცდაათს გადაცილებული იყო.
– აცხონოს ღმერთმა.
– ამინ.
– დარჩენილან აბა ჭინკები უპატრონოდ.
ბიჭსაც გაეცინა და კაცსაც.
– ჭინკებს არ გაუჭირდებათ. სხვას იშოვიან.
– კაი კაცი იყო. აბა, კარგად იყავი, ჩემო იაკინთე.
– კი, კაი კაცი იყო. კარგად ბრძანდებოდე, ბატონო.
– ნახვამდის, კონსტანტინე. – ლუარსაბმა ხელი გაუწოდა.
ბიჭმა ხელი ჩამოართვა. მერე თოკი თავისკენ მიიზიდა. ხარებმა თა-
ვები ჩაღუნეს და დინჯად დაიძრნენ.
ლუარსაბმა თვალი გააყოლა.
მორი ნელამიცურავდა ბილიკზე. დროდადრო გვერდზე გადაიწევ-
და, გადაბრუნებას დააპირებდა, მაგრამ ყელში წაჭერილი თოკი არ უშ-
ვებდა და ისევ სწორდებოდა. ხარები მშვიდი, ბედს შერიგებული ნაბი-
ჯით მიდიოდნენ.
ალისტრახომ, ჭინკების დიდმა მცოდნემ, მოითავა საქმეები
(მოი­ლიაო, იაკინთემ) და წავიდა.
ლუარსაბმა ხელით მოისინჯა გულჯიბე, დარწმუნდა, რომ ა. ბუაძის
წერილი თავის ადგილას იდო, და ბილიკს გაუყვა.
ბილიკს მორის კვალი აჩნდა.
ცაცხვები და წაბლები ხმამაღლა შრიალებდნენ. ჩიტები გალობ-
დნენ.
ცოტა გზა რომ გაიარა, მართლა მოესმა ხმა და მალე სასაფლაოსაც
მიადგა.

333
სოფლის სასაფლაო იყო, შემოუღობავი და მოუვლელი.
მესაფლავეები მზის გულზე მუშაობდნენ და ოფლი გადასდიოდათ.
ლუარსაბი რომ მიუახლოვდა, მუშაობა შეწყვიტეს და ოფლიანი შუბლე-
ბი სახელოებით მოიწმინდეს.
ლუარსაბი ხმადაბლა და წყნარად, ვითარების შესაბამისად მიესალ-
მა:
– გამარჯობათ.
– იცოცხლე, ჩემო ბატონო! – ერთდროულად უპასუხა სალამზე ორი-
ვე მესაფლავემ.
ერთი პირმრგვალი იყო, ჯმუხი და ჭროღათვალებიანი, მეორე – ხმე-
ლი, შუბლდაღარული და წვერმოშვებული; დაკაპიწებული სახელოების
ქვეშ, მაჯებზე და მკლავებზე დაბერილი ძარღვები ასხდა.
ხელობით არც ერთი არ ყოფილა მესაფლავე, ჩვეულებრივი მიწის
მუშები იყვნენ, როგორც მათი ნათესავები და მეზობლები. ლუარსაბი
ორთავეს იცნობდა. სახელებიც ახსოვდა: ერთს სარდიონი ერქვა, მე-
ორეს – ვასილი. თუმცაღა ეს ცოდნა უსარგებლო იყო, რადგან ის აღარ
იცოდა, რომელს ერქვა სარდიონი და რომელს – ვასილი.
მისალმებისას თითო ნაბიჯით უკან დაიხიეს, ბარებს დაეყრდნენ და
ასე ერთ ადგილას გაშეშებულები სივრცეს მიაჩერდნენ, რაც იმის ნიშანი
იყო, რომ პირველ სიტყვას ლუარსაბისგან მოელოდნენ.
ლუარსაბმა თქვა:
– გავიდა სამშვიდობოს საწყალი ალისტრახო?
– ღმერთმა შენც მოგყაროს, ჩემო ბატონო, მაგის ხნის და ჩვენც. –
სწრაფად გამოეპასუხა წვერმოშვებული.
– იაკინთე შემხვდა წეღან და იმან მითხრა, თორემ, ალბათ, ვერც გა-
ვიგებდი.
– შორს არიან. არ მოაწევდა ხმა. ისე, დიდი კივილი და შეცხადება
არც კი ჰქონიათ. – ამჯერად ჭროღათვალებიანმა უპასუხა.

334
– სწორიცაა, – თქვა წვერმოშვებულმა. – მაგ ხნის კაცს დიდი ტირილი
არ შეეფერება. შეიძლება მერე გაგკილონ კიდეც. ხომ იცით, სოფელი
სხვანაირია.
– მე თუ მკითხავ, – ჭროღათვალებიანმა თავისი ჭროღა თვალები
სივრცეს გაუშტერა. – დიდი მოთქმა და ტირილი არც მოხუცს უნდა და
არც ახალგაზრდას. – ოჰ! რატომ, შეკაცო? – წვერმოშვებულმა დაღარუ-
ლი შუბლი კიდევ უფრო შეიჭმუხნა.
– რა იცი, სად მიდის? იქნება უკეთეს ადგილს კაცი ვერ ინატრებს!
– ხო მოკვდა და, სადაც არ უნდა მიდიოდეს, დატირება მაინც საჭი-
როა. ორი დღით რომ ამგზავრებ ახლობელს, მაშინ გინდება კაცს ტირი-
ლი და... თუ არადა, აგერ ვკითხოთ, ნასწავლი კაცია და გვეტყვის... –
წვერმოშვებული ლუარსაბს მიუბრუნდა.
ჭროღათვალებიანიც სმენად იქცა.
– რა ვიცი... – თქვა ლუარსაბმა. – ვისაც როგორ ეტირება, ალბათ, ისე
უნდა იტიროს. კაცი ხომ საკუთარ თავს ტირის და არა მიცვალებულს.
– ა, სიმართლე თუ გინდა, ესაა! – სწრაფად და უყოყმანოდ დაეთან-
ხმა წვერმოშვებული.
– კი, კი. რაც მართალია, მართალია. – ხალისით დაუკრა კვერი ჭრო-
ღათვალებიანმაც.
და ლურასაბი მიხვდა, რომ, რაც არ უნდა ეთქვა, მაინც დასტურს მი-
იღებდა. იმიტომ კი არა, თითქოს მის „ნასწავლობას“ ბრმად ენდობოდ-
ნენ, არამედ იმიტომ, რომ ამ პატარა, სახელდახელო კამათს არავითარი
მნიშვნელობა არა ჰქონდა და მხოლოდ მის საპატივცემლოდ, მის შესაქ-
ცევად გამართეს.
ლუარსაბს ჯერ ისეთმა გრძნობამ გაჰკრა გულში, კაცს რომ გაგაცურე-
ბენ და ძალიან გვიან მიხვდები ამას, მერე ეს გრძნობა გაიფანტა და მის
ადგილას ბუნდოვანი სიამაყე და უმისამართო პატივისცემა გაჩნდა. ამ
ორმა გლეხმა, ერთი შეხედვით უხეშმა მიწის მუშებმა, ალბათ, არ იციან,
რა უნატიფესი ნერვი აქვთ სხეულში, რა ფაქიზად და გულმოდგინედ
უმუშავია მათს ჯიშში საუკუნეების ჩარხს. ერთი პირმრგვალი იყო, ქერა

335
და ჭროღათვალებიანი, მეორე – გამხდარი, კუშტი და წვერმოშვებული.
მშვიდად ჩამოყრდნობოდნენ ბარებს და დინჯად მასლაათობდნენ.
სტუმრის პატივისცემა მუშაობის გაგრძელებას უკრძალავდა, თუმცა საქ-
მე ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ და, ალბათ, დროც აღარ ითმენდა.
ლუარსაბი მალე მიხვდა ყოველივე ამას და წასვლა დააპირა.
– აღარ გაგაცდენთ. საქმე გაქვთ მოსათავებელი.
– თუ გვიკადრებ და არ დაგვძრახავ, – აუჩქარებლად შეაჩერა წვერ-
მოშვებულმა, – კი ეკუთვნის ალისტრახოს შესანდობარი.
ამ სიტყვებით ბარი ნელა დაუშვა ძირს და შეტრიალდა.
ლუარსაბმა თვალი გააყოლა. იქვე, ცაცხვის ძირში, დოქით ღვინო
იდგა, ჭიქა და თეფში, რომელზედაც თხლად დაჭრილი პური და ყველი
ეწყო.
წვერმოშვებულმა ცალი ხელით დოქი აიღო, მეორეთი – ცარიელი ჭი-
ქა, ლუარსაბისკენ მოტრიალდა და ისე შეჩერდა.
ჭროღათვალებიანმაც დადო ბარი და ამხანაგს შეუერთდა.
ლუარსაბი რომ მივიდა, წვერმოშვებულმა ჭიქა შეავსო და მიაწოდა.
– სუფთა ჭიქაა. ჯერ არავის დაულევია.
ლუარსაბმა უცებ ვერ იპოვა პასუხი. „ოჰ“-ო, თქვა საყვედურნარევი
ღიმილით და ჭიქა ჩამოართვა.
– ღმერთმა გაანათლოს ალისტრახოს სული. მის დანატოვარს დიდი
დღე მისცეს.
– ამინ! – ერთხმად შეაშველა ორთავემ.
წვერმოშვებულმა დაცლილი ჭიქა დოქთან ერთად ძირს დადგა და
სანაცვლოდ თეფში აიღო.
– ყველი და პური დააყოლე, ჩემო ბატონო.
– გმადლობთ. – ლუარსაბს არაფრის დაყოლება არ უნოდა, მაგრამ,
ცუდად რომ არ ჩამორთმეოდა, მაინც მოციცქნა ყველი და გაღეჭა. მერე
შეეშინდა, დაყოლებას ახალი ჭიქა არ მოჰყვესო, და საჩქაროდ დაუმა-
ტა: – წავალ ახლა, ისედაც ბევრი მოგაცდინეთ.
– რას ბრძანებ! – სწრაფადვე გამოეპასუხა წვერმოშვებული.

336
– აბა, კარგად იყავით. ღმერთმა ყველას დიდხანს გვაშოროს ეს დღე.
– ამინ!
ლუარსაბი წამოვიდა. უკან სიჩუმე იყო. სასაფლაოს რომ გამოსცდა,
მხოლოდ მაშინ მოესმა განახლებული მუშაობის ხმა.
ნელა მიაბიჯებდა ტანმაღალი ხეებით გადმობურულ ბილიკზე და
სხეული სიმშვიდით ევსებოდა. ღვინო ეამა და გუნება გამოუკეთდა.
„საიდანა აქვთ ამხელა შინაგანი სინატიფე ამ კაცებს, რომელთაც
მთელი სიცოცხლე მიწიდან თავი არ აუღიათ?“
არადა, ვინმეს რომ უთხრა, შეხედე, რა ნატიფი და დახვეწილი კაცე-
ბი არიანო, ხუმრობა ეგონება. შენი თანამოსაუბრისათვის ნატიფი და
დახვეწილი ხალხი პეტრეებია. განსაკუთრებით პეტრე დიდი. პეტრე დი-
დი მართლა განსაკუთრებით დახვეწილია თავისი გამოზომილი მიმოხ-
რით, რომელიც, ერთი მხრივ, დარდიმანდულობის ზღვარს უახლოვდე-
ბა და, მეორე მხრივ, თავაზიანობის ჩარჩოს იოტისოდენადაც არ სცილ-
დება, თავისი ჟესტიკულაციით, რომელშიც ჰარმონიულადაა შეხამებუ-
ლი სიმკაცრე და სილაღე, ღიმილით, რომელიც ერთდროულად გული-
თადიცაა და მიუკარებელიც. დანა-ჩანგლის ხმარებაში ხომ ტოლი არა
ჰყავს. ზუსტი, გამოზომილი მოძრაობები, თავის დახრის კუთხე, პირის
ჭრილის სიდიდე ლუკმის ჩადების დროს. ჩანგალი ისე სათუთად ერჭო-
ბა ხორცს, თითქოს ფრთხილობს, არაფერი ვატკინოო. დანაც ისე ფაქი-
ზად ჭრის, გეგონება, საუკეთესო დასტაქარი ოპერაციას აკეთებდეს.
სხვამ რომ ისე ჩაარჭოს ჩანგალი, როგორც პეტრე დიდი არჭობს, ხორცი
თეფშზე დარჩებოდა, მაგრამ პეტრე დიდმა იცის, სად არის ის ზღვარი,
როცა ჩანგალს არც სიხარბე დაეტყობა და თან საკმაო სიღრმეზეც შევა
საიმისოდ, რომ ხორცის თეფშიდან აღება შეძლოს... ხოლო თუ გინდა
ჭეშმარიტ სინატიფეზე წარმოდგენა იქონიო, იმ დროს უნდა იხილო პეტ-
რე დიდი, როცა მანდილოსანს ხელზე კოცნის. მკრეხელობაც კია ამის
სიტყ­ვებით გადმოცემა. პეტრე დიდი ახლო მიდის მანდილოსანთან
(სიახლოვე, რომელიც თავაზიანობისა და სითამამის მიჯნაზე გადის),
ჯერ ოდნავ, მხოლოდ მისალმების ნიშნად იხრება, მარჯვენა ხელს მსუ-

337
ბუქი და ლაღი მოძრაობით წაიღებს და თავის სამ თითში ნაზად მოიმ-
წყვდევს მანდილოსნის სამ თითს. სანამ ხელი ამას აკეთებს, თვალები
თვალებში უყურებს მანდილოსანს, ხოლო სახეზე გადაფენილ გული-
თადსა და მიუკარებელ ღიმილს აშიკის მცირეოდენი მარილი აქვს მოფ-
რქვეული. ამის შემდეგ მანდილოსნის ხელს ოდნავ, სულ ოდნავ მოიზი-
დავს, თავად კი ღრმად იხრება მთელი თავისი დიდი და სქელი სხე-
ულით, ტუჩებს ოდნავ შეახებს მანდილოსნის ხელს (ძირითადად შუა-
თითს) მეორე და მესამე სახსარს შუა და უხმოდ, მხოლოდ სიმბოლუ-
რად, კოცნის. ერთადერთი სუსტი ადგილი მთელ ამ უმშვენიერეს რიტუ-
ალში ისაა, რომ ამ დროს უკნიდან მთლად ისეთი შესახედავი არ არის,
როგორც მის თანამდებობასა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შე-
ეფერება. მაგრამ ამ მცირე ნაკლს პეტრე დიდი ვერ ამჩნევს, რაკიღა შე-
უძლებელია უკნიდან შეამოწმოს საკუთარი თავი. სხვა კი ვინ ეტყვის, ან
რატომ ეტყვის?
პეტრე დიდს რომ ის ჭროღათვალებიანი კაცი დაუყენო გვერდით,
რომელსაც ან სარდიონი ჰქვია, ან ვასილი, ანდა მეორე – წვერმოშვებუ-
ლი, რომელსაც აგრეთვე ან სარდიონი ჰქვია, ან ვასილი, ვერც ერთი ვერ
გაუძლებს ასეთ გამოცდას, უფრო მეტიც, სასარგებლო ფონს შეუქმნიან
სუფთად გაპარსულ, მდიდრული უბრალოებით შემოსილ, ამაყად და
ღრმა თავდაჯერებით გამომზირალ უპირატესობას. ვისაც არ უნდა აჩვე-
ნოთ ეს სურათი, ყველა პეტრე დიდს აირჩევს ფალავნად, რადგან თვა-
ლი შურიანია და არასოდეს იმაზე არ ფიქრობს, რომ ყოველგვარ დოქს
ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და მთავარი მათი მოყვანილობა და
სილამაზე კი არ არის, არამედ ის, თუ რომელში როგორი ღვინო ­ასხია.
„კი უნდა მივსულიყავი სამძიმარზე“. – გაიფიქრა ლუარსაბმა.
თავად ალისტრახოსაც იცნობდა და მის ოჯახსაც. მაგრამ იცოდა, არ
მივიდოდა. დღევანდელ დღეს პანაშვიდით არ დაამძიმებდა. არც ოჯახს
ექნებოდა მაინცდამაინც პრეტენზია. ლუარსაბი მთელ სოფელს იცნობ-
და, განსაკუთრებით უფროს თაობას, მაგრამ შინაგანი დისტანცია, რო-

338
მელსაც ორივე მხარე კარგად გრძნობდა, მაინც ათავისუფლებდა ფორ-
მალობებისა და ცხოვრებისმიერი პირობითობებისაგან.
ბილიკი აათავა და კვლავ იმ შარაგზაზე გავიდა, ორივე მხარეს რომ
გვირილები მისდევდა.
მზეს მცხუნვარება მომატებოდა. წინ ცხელი დღე იდო.
გზაზე საბარგო მანქანამ ჩამოიქროლა და მტვერი დააყენა. ლუარსა-
ბი ღობისკენ მიიწია, მტვერს დაჯდომა აცალა.
ჭიშკარს რომ მიადგა, წერილი გაახსენდა. ჯიბე ხელით მოისინჯა და
ეზოში შევიდა.
დანარჩენი ფოსტა მერხზე დახვდა, მაგნოლიის ძირში, იქ, სადაც და-
ტოვა.
სამზადის კარში ელენე გამოჩნდა.
– ლუარსაბ! – და წამოვიდა. ჩანს, რაღაც ჰქონდა სათქმელი.
– ალისტრახო მომკვდარა. – დაასწრო ლუარსაბმა.
ელენემ შუბლი ოდნავ შეიჭმუხნა.
– რომელი ალისტრახო?
– ალისტრახო. ჭინკების ალისტრახო.
ელენე დაფიქრებით მიაჩერდა ქმარს. მერე უცებ გაახსენდა.
– რას მეუბნები! საწყალი, რა ტკბილი მოხუცი იყო, ალალი და გულ-
კეთილი! – აქ მცირე პაუზა გააკეთა, ალბათ, იმის ნიშნად, რომ ახალ აბ-
ზაცს იწყებდა, და დაუმატა: – ვიღაც კაცია შენთან.
– ვინ კაცია? – არ ვიცი. თვითონ არ უთქვამს და მეც ვეღარ ვკითხე, არ
იუხერხულოს-მეთქი.
– იქნება ა. ბუაძეა?
ელენემ მსუბუქი საყვედურით შეხედა.
– რას აიკვიატე ეს ა. ბუაძე!
– რა ვიცი, თავისით ამეკვიატა. – თავი მოისაწყლა ლუარსაბმა. – სად
არის?
– ზემოთ ზის, კაკლის ძირში. შინ არ შემოვიდა.

339
– კარგი. მაშ, ავალ, შევჭამ და ხელადვე დავბრუნდები. – ცოლს გა-
უღიმა და ბილიკს შეუყვა. მერე, თუმცა ელენე შორს იყო და ვეღარ გა-
იგონებდა, იმავე ტონით განაგრძო: – ძვლებს მეზობლის ეზოში გადავ-
ყრი, მე რომ არ დამბრალდეს.
შუახნის კაცი იყო. მაგიდასთან იჯდა, ხელები და ნიკაპი ჯოხზე ჩამო-
ეყრდნო და დაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს. რუხი ფერის გაცრეცი-
ლი შლაპა მაგიდაზე იდო. თხელი, შევერცხლილი წვერი ჰქონდა და
მოგრძნო, კიდევ უფრო შევერცხლილი თმა. თეთრი ტილოს კიტელი ეც-
ვა. წვერი ეჩოთირებოდა თვალს, თორემ სხვაფრივ პროვინციელ ინტე-
ლიგენტს ჰგავდა. ეტყობა, ღრმად იყო ჩაფლული ფიქრებში, იმიტომ
რომ ლუარსაბის მისვლა არ გაუგია.
ლუარსაბმა უცნობი მაინც სოფლის მასწავლებლად მიიჩნია, ისტო-
რიის მასწავლებლად, რომელმაც გაზეთიდან შეიტყო, რომ ლუარსაბ
რაზმაძეს სამოცი წელი შეუსრულდა და თავის მოვალეობად ჩათვალა
საიუბილეო თარიღი მიელოცა „სახელოვანი მეცნიერისათვის“.
– ბოდიშს ვიხდი, რომ გალოდინეთ.
კაცმა აუჩქარებლად მოაბრუნა თავი და ასევე აუჩქარებლად წამოდ-
გა.
შარვალი და ფეხსაცმელებიც თეთრი ეცვა.
– მაპატიეთ, ფიქრებში ვიყავი გართული.
– იფიქრეთ, იფიქრეთ. – დამამშვიდებელი კილოთი უთხრა ლუ-
არ­საბმა.
კაცს ყურადღება არ მიუქცევია მისი კეთილმოსურნე ირონიისათვის.
ხელი გაუწოდა და უთხრა:
– მოგილოცავთ სამოცი წლის შესრულებას.
ლუარსაბმა ხელი ჩამოართვა.
– გმადლობთ. მართლა მოსალოცია, სამოცი წელი სიცოცხლეში, დი-
დი-დიდი, ერთხელ შეგისრულდეს კაცს.
– მეც დღეს შემისრულდა სამოცი წელი.

340
– რას ამბობთ! რა სასიამოვნო დამთხვევაა! მაშ, შევაერთოთ მაგი-
დები.
– რა მაგიდები?.. აა! იხუმრეთ?
კაცის ხმაში რაღაც უცნაური კილო გაისმა. ლუარსაბმა დაკვირვებით
შეხედა უცნობს.
– მგონი ხუმრობას მაინცდამაინც არ უნდა სწყალობდეთ.
– ხუმრობა ტკივილის დამაყუჩებელი წამალია. – თქვა უცნობმა.
„ვითომ ისტორიის მასწავლებელია?“ – გაიფიქრა ლუარსაბმა და
უთხრა:
– ისტორიის მასწავლებელი არ უნდა იყოთ.
– ვგავარ? – უცნობმა ტანსაცმელზე დაიხედა. – არა, ისტორიის მას-
წავლებელი არა ვარ.
– ვინა ხართ? – ლუარსაბს საკუთარი ხმა ცოტა დაძაბული მოეჩვენა.
კაცი ლუარსაბის მიღმა გასცქეროდა სივრცეს.
– ლუარსაბ რაზმაძე გახლავართ.
ლუარსაბს ტანში დენმა დაუარა და წამით შეტოკდა. ამდილანდელ-
მა სიზმარმა ოდნავ გადასწია ფარდა, გამოიჭყიტა და მყისვე მიიმალა.
გო­ნებაში საიდანღაც შემოძვრა სიტყვა „პლაგიატი“, რომელიც ადგილს
ვერ პოულობდა, რადგან მისი ფერი არ შეესაბამებოდა იმ გარემოს, სა-
დაც დაბუდებას აპირებდა.
სანამ ლუარსაბი გამოერკვეოდა და რამეს იტყოდა, უცნობმა დაას-
წრო, ოდნავშესამჩნევად გაიღიმა და თქვა:
– მაპატიეთ. შემეშალა.
– რა? საკუთარი სახელი?!
ამ სიტყვებმა ისე ამოხეთქეს, ლუარსაბმა გაკვირვების განცდაც კი
ვერ მოასწრო.
– ნუ გაგიკვირდებათ, – მშვიდად უთხრა უცნობმა. – გაკვირვებას ყო-
ველთვის ახლავს ახირებული ქადილი, თითქოს სამყაროს ყველა სა-
იდუმლო ამოხსნილი გაქვს. – აქ ცოტა შეიცადა და დაუმატა: – მე ანაპო-
დისტე ბუაძე ვარ.

341
ლუარსაბმა მარჯვენა ხელი უნებლიეთ მარცხენა ჯიბეზე იტაცა, სა-
დაც წერილი ედო, და ამით ისეთ კაცს დაემსგავსა, რომელმაც მოულოდ-
ნელად გულში მწვავე ტკვილი იგრძნო. მერე ქვის მერხზე ნელა დაეშვა,
სტუმარს ყურადღებით დააცქერდა და უცებ გაბმით დაუსტვინა.
– ამ სახელის გამოცნობას ლარისათა მთელი ბატალიონი არ ეყო-
ფოდა. მით უმეტეს, რომ სახელი შეცდომთ დაგიწერია. – ანაპოდისტე“
შემოკლებით უნდა დაიწეროს არა „ა“, არამედ „ან“.
– არ ვიცოდი. – მშვიდი ინტერესით მიუგო სტუმარმა და დუმატა: –
ჩანს, ჩემი წერილი მიგიღიათ.
– მივიღე.
– გაუგებრობა მოხდა.
– რა გაუგებრობა?
– ის წერილი თქვენთვის არ მომიწერია.
სიბნელეში თითქოს შუქი შემოიპარა და შორიახლო შეჩერდა.
– მაშ, ვის მისწერეთ? – მკვახედ ჰკითხა ლუარსაბმა, მაგრამშეცბა და
სწრაფად გამოასწორა: – ვის მისწერეთ, რა ჩემი საქმეა... მაშ, მე რაღად
გამომიგზავნეთ?
– გაუგებრობის გამო. სწორედ მაგიტომ მოვედი. ბოდიში მინდა მო-
გიხადოთ და, თუ ის წერილი არ დაგიხევიათ და არ გადაგიგდიათ, უკან-
ვე წავიღო.
– არ დამიხევია, – მიუგო ლუარსაბმა. – და არ გადამიგდია. – წერილი
ჯიბიდან ამოიღო და მაგიდაზე დადო. – ინებეთ.
– გმადლობთ. – სტუმარმა წერილი აიღო და დახედა. – კიდევ ერ-
თხელ ბოდიშს ვიხდი, რომ შეგაწუხეთ და ამდენი დრო დაგაკარგვინეთ.
– მაინც ასეთი რა გაუგებრობა მოხდა, რომ კონვერტს ჩემი მისამარ-
თი დააწერეთ და შიგ სხვისი წერილი ჩადეთ?
სტუმარი ერთხანს დუმდა. მერე თქვა:
– როცა ეს წერილი დავწერე და იმისთვის უნდა გამეგზავნა, ვისთვი-
საც უნდა გამეგზავნა, შემთხვევით ხელში გაზეთი ჩამივარდა, რომელ-
შიაც ვრცელი სტატია იყო თქვენზე. – ანაპოდისტე ბუაძემ ხელები და

342
ნიკაპი ჯოხს ჩამოაყრდნო, შორეულ სივრცეს მიაჩერდა და იმ პოზაში გა-
ირინდა, რა პოზაშიაც დახვდა აქ ლუარსაბს. – მატერიაში არ არსებობს
განუყოფელი სიმშვიდე, სიმშვიდის გარეშე კი, მატერიის დაძლევა შეუძ-
ლებელია... იმ სტატიამ გამაღიზიანა. მომეჩვენა, რომ მეტისმეტად და-
უნდობლად გაქებდათ ავტორი... როცა მივხვდი, სისულელე ჩამიდენია,
წერილი უკვე გამოგზავნილი მქონდა. – ჯიბიდან დაკეცილი გაზეთი
ამოიღო და თავისი წერილი შიგ ჩადო. – ამის ბრალია ყველაფერი! –
წკიპურტი დაჰკრა გაზეთს.
– ეს ის გაზეთია?
– დიახ. ის არის.
– შეიძლება? – ლუარსაბმა ხელი გაიწოდა.
– ინებეთ.
ლუარსაბმა გამოართვა, წერილი ამოიღო, ისევ მაგიდაზე დადო და
გაზეთს გაშლა დაუწყო.
ცხადია, გაუშლელადაც იცნო. ორი თუ სამი ეგზემპლარი თვითონაც
ჰქონდა სახლში. სტატიის ავტორი შესახედავად საამო ქალი იყო, ახალ-
გაზრდა, მოხდენილი, ჯიშიანი, მაგრამ უგემურად აფახულებდა გრძელ
წამწამებს და გულისგამაწვრილებლად კეკლუცობდა. და ეს არაბუ-
ნებ­რივი კეკლუცობა ხაზს უსვამდა იმ ღრმა და თვითმყოფად პრო-
ვინციალიზმს, რომელიც პროვინციიდან არ შემოდის, დედაქალაქშია
დაბადებული და გაზრდილი, და რომელსაც პერიფერიის გარეგნული,
მტვერივით იოლად ჩამოსაბერტყი პროვინციალიზმისაგან განსხვავე-
ბით, არაფერი არ შველის; არც აღზრდა, არც განათლება, არც გარემო,
რადგან იგი სისხლშია გახსნილი და ვერა ძალა იქიდან ვერ გამოდევ-
ნის... ქებით, რა თქმა უნდა, მართლა დაუნდობლად აქო, მაგრამ რა ნახა
ამაში საკვირველი ამ ანაპოდისტე ბუაძემ? ციდან ხომ არ ჩამოფრენი-
ლა? განა არ იცის, რომ გაზვიადებული ქება და გაზვიადებული ძაგება
ჩვენი ეროვნული თვისებაა, რომელიც თანამედროვე პრესაში, უბრა-
ლოდ, უკიდურესი სახით გამოვლინდა? არა, სტატია, უდავოა, დიდი ვე-
რაფერი შვილი იყო, ვერც ლუარსაბს შემატებდა რამეს და ვერც ავტო-

343
რის ჟურ­ნალისტურ სახელს. სამაგიეროდ, პორტრეტი მართლა კარგი
გამოვიდა, – ლუარსაბის შეფარული, ოდნავ ირონიული ღიმილი, ფიქ-
რიანი და შორს მაცქერალი თვალები, მხნე, ახალგაზრდული გამომეტ-
ყველება. პორტრეტი კარგი გამოვიდა. სწორედ პორტრეტისთვის შეინა-
ხა გაზეთის რამდე­ნიმე ეგზემპლარი და არა სტატიის გამო.
ლუარსაბმა გაზეთი გაშალა, დახედა და შეცბა.
იისფერი, მდარე ხარისხის მელნით იყო ნამუშევარი.
გრძელი, წვეტიანი წვერი გაეკეთებინათ, თვალების ჭრილი დაე­ვიწ-
როვებინათ, თავზე მაღალი ფაფახი დაეხურათ, ულვაშები ზემოთ აეპ-
რიხათ, შუბლი ნაოჭებით დაეღარათ, ყურები დაეგრძელებინათ (მარ-
ცხენა უფრო მეტად, ვიდრე მარჯვენა), ლოყებზე პატარ-პატარა, ხშირი
ხაზები მიმოებნიათ, რათა სახე გაუპარსავი გამხდარიყო.
– ეს თქვენი ნახელავია?
– რა? – ანაპოდისტე ბუაძემ თავი თავთან მიუტანა ლუარსაბს და გა-
ზეთს დახედა. – აა! დიახ, ჩემია.
– და ეს მე ვარ, არა?
– რა თქმა უნდა. თქვენა ხართ. ზურგიდან.
– ზურგიდან? – ლუარსაბმა გაზეთს თვალი მოაშორა და სტუმარს შე-
ხედა.
– ზურგიდან, – მშვიდად დაუდასტურა სტუმარმა. – მე კარგად ვერ გა-
მომივიდა. ალბათ, შეატყობდით, განსაკუთრებით ყურების მოხაზულო-
ბაზე, რომ ჩემს დღეში არაფერი დამიხატავს. ზოგი ჩინებულად აკე-
თებს.
– ჰმ... – ლუარსაბმა გაზეთი დაკეცა, წერილი ისევ შიგ ჩადო და პატ-
რონს დაუბრუნა.
ანაპოდისტე ბუაძემ გაზეთი კიტელის ჯიბეში ჩაიდო.
ბილიკს რომ დაუყვნენ, ლუარსაბმა ჰკითხა:
– აქ როგორღა მომაგენით?
– შინ დაგირეკეთ, თბილისში. ტელეფონის ნომერი წიგნში მოვძებ-
ნე. შვებულებაშიაო, მითხრეს და აქ მომასწავლეს.

344
„რა გაურკვეველი ტიპია!“ – გაიფიქრა ლუარსაბმა. მერე უთხრა:
– თუ გინდათ, დარჩით. ამაღამ დიდი ლხინი მაქვს. ქუდი ჭერს უნდა
ვკრათ. – და სტუმრის გაცრეცილი შლაპა შეათვალიერა.
ანაპოდისტე ბუაძემ შლაპა მოიხადა, დახედა და ისევ დაიხურა.
– არა, გმადლობთ. – და უცებ დაუმატა: – აგერ, იქ ვცხოვრობ, ტყის
გადაღმა.
ლუარსაბმა ცერად მოხედა და გაიცინა.
– რას მიხსნით! კარეტას თქვენ არ გამომიგზავნით და უკარეტოდ მე
არ გესტუმრებით... როგორ მითხარით, სად ვცხოვრობო?
– იმ მთაზე. აი, ასე გახედეთ, – ხელი გაიშვირა სტუმარმა. –ხედავთ,
მთის წვერზე პატარა შიშველ მდელოს?
ლუარსაბი დააკვირდა და დაინახა.
– კი, ვხედავ.
– მანდ არის ჩემი სახლი. მთის წვერს გადაივლით თუ არა, მიადგე-
ბით კიდევაც.
და ლუარსაბმა უცებ იცნო.
მკვეთრად, მოწყვეტით შედგა.
სტუმარიც შეჩერდა და მოხედა.
– არა, არა! ნუ მობრუნდებით. პროფილით დამენახვეთ. – და სტუ-
მარმა რომ თავი ისევ მიატრიალა, დაასკვნა, – კი, წუხელ სიზმარში გნა-
ხეთ.
ანაპოდისტე ბუაძეს ეს ამბავი მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია.
– წერილი უკვე მიღებული გქონდათ?
– არა. წერილი დილით მივიღე.
– ძლიერი მუხტი გაქვთ. თქვენისთანა კაცი წვრილმანებზე არ უნდა
ცდებოდეს.
ლუარსაბს გაუკვირდა, რომ სტუმარმა სიზმრის ამბავი არაფრად ჩა-
აგდო, და ერთხანს უხმოდ უყურა. მერე, გზა რომ განაგრძეს, ჰკითხა:
– წვრილმანები რა არის?
– რაც ყოველდღიურია. რაც წარმავალია.

345
– ყველაფერი წარმავალია.
– სულიც? – სტუმარმა ცალი თვალით გამოხედა.
ლუარსაბი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. არ უყვარდა, როცა ასეთ რამე-
ებზე სერიოზული კილოთი ელაპარაკებოდნენ.
– მე სიზუსტე მიყვარს. რაც არსებობს, ყველაფერი წარმავალია.
– მართალი ხართ. ჩვენი ხნის კაცებს უსარგებლო კამათი აღარ შე-
ეფერებათ. თუმცა, ჩემი აზრით, „ჰამლეტი“ თავისუფლად შეიძლებოდა
რომელიმე ჩვენგანს დაეწერა და არა მაინცდამაინც შექსპირს.
ლუარსაბი ვერ მიხვდა, რა წანამძღვრებიდან გამოიყვანა სტუმარმა
ეს ბოლო წინადადება, მაგრამ კითხვის დროც აღარ იყო, რადგან უკვე
კოინდარს მიაღწიეს და იქ ელენე დახვდათ.
ანაპოდისტე ბუაძემ შლაპა წამოიწია და ელენეს თავი დაუკრა.
– მაპატიეთ, ქალბატონო, ეს დაუკითხავი სტუმრობა. კარგად ბრძან-
დებოდეთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ.
ლუარსაბი ჭიშკრამდე გაჰყვა. ხმა აღარც ერთს აღარ ამოუღია.
ჭიშკართან სტუმარი გამოეთხოვა:
– მშვიდობით.
– მშვიდობით. თქვენ კი არ აღნიშნავთ დაბადების დღეს?
– არა, – უკვე ჭიშკარს გადაღმიდან უპასუხა ანაპოდისტე ბუაძემ. – ჩე-
მი დაბადების დღეებს არ ვითვლი. დღეს თქვენმა დაბადების დღემ გა-
მახსენა. მშვიდობით.
ლუარსაბი ერთხანს იდგა და უყურებდა. სტუმარს ჯოხი იღლიაში
ჰქონდა ამოჩრილი და მკვირცხლი, ახალგაზრდული ნაბიჯით მიდიოდა
თავდაღმართში.
ანაპოდისტე ბუაძე თვალს მიეფარა და პირველი აზრი, რომელმაც
ამ უცნაური სტუმრობის შემდეგ თავში გაუელვა ლუარსაბს, იყო: „ამ კაცს
არანაირი ხასიათი არა აქვს“.
ამ აზრმა შეაკრთო, რადგან ბუნდოვნად იგრძნო, რომ მის უკან რა-
ღაც ისეთი იგულისხმებოდა, რაც ლუარსაბის ღრმა პროტესტს იწვევდა.

346
არა. ხასათი არ ჰქონდეს კაცს, შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში ისეთი რამის არსებობა უნდა დაუშვა, რაც არ არსებობს. მაგრამ ხა-
სიათი ცვლილებაში უნდა მჟღავნდებოდეს. ადამიანი განუწყვეტლივ
გასცემს თავისი არსებობის რაღაც ნაწილს და ასევე განუწყვეტლივ იძე-
ნს სხვისი არსებობის რაღაც ნაწილს. ეს ანაპოდისტე ბუაძე კი არც არა-
ფერს გასცემდა და არც არაფერს იძენდა. თითქოს რაღაც უძრავი წერ-
ტილი ეპოვა და იქიდან მშვიდად გაჰყურებდა სამყაროს ბრუნვას. ერთი
გამომეტყველება არ შეცვლია, ერთი ძარღვი არ შეტოკებია, ერთი კილო
არ შეშლია. როგორი ტონითაც ელენეს ებოდიშებოდა დაუკით­ხავი
სტუმრობის გამო, ისეთივე ტონით უყვებოდა ლუარსაბს პორტ­რეტის
გადამუშავების ამბავს.
იქნებ ყველაფერსაც ამჟღავნებდა და, უბრალოდ, ლუარსაბის
თვალს აკლდა სიზუსტე და სიმახვილე?
ამ ფიქრმა წამით გაიელვა და მყისვე უკუგდებულ იქნა.
ლუარსაბი იმით იყო ცნობილი, რომ სხვებზე სწრაფად და სხვებზე
უკეთ შეეძლო კაცის ბუნების ამოცნობა.
არა, აქ სხვა მიზეზი უნდა ყოფილიყო... გარეგნობაც კი თითქოს რა-
ღაცნაირი, არაკონკრეტული ჰქონდა.
„ვიგონებ რაღაცას!“ – გაიფიქრა ლუარსაბმა და ამ ფიქრით თავს შე-
მოსწყრა იმის გამო, რომ ამდენ დროს ანდომებდა ვიღაც შემთხვევით
შემოხეტებულ კაცს.
ელენე ისევ სახლის წინ იდგა.
– ყვავილივითა ხარ ამოსული კოინდარში. – შორიდანვე შეეხმიანა
ლუარსაბი.
ელენემ ქათინაური თბილი ღიმილით შეიფერა. მერე ჰკითხა:
– ვინ იყო?
– ა. ბუაძე.
– ოჰ, კარგი ერთი! – ელენემ ისეთი სახე მიიღო, კაცს რომ ერთი და
იმავე ხუმრობით თავს მოგაბეზრებენ.

347
– მართლა გეუბნები. – და ლუარსაბმა სამზადისკენ გასძახა: – ეი,
ანაქსაგორა!
ზღურბლზე ლარისა გამოჩნდა.
– მე მეძახით? – ისე მშვიდად და ღირსეულად იკითხა და ისეთი საქ-
მიანი მოძრაობით შეისწორა სათვალე, თითქოს ანაქსაგორა მისი ნათ-
ლობის სახელი ყოფილიყოს.
„იუმორის დარგში ესეც ანაპოდისტე ბუაძეა“. – გაიფიქრა ლუარ­საბ-
მა.
– მოდი აქ, – დაუძახა და, როცა ლარისა წამოვიდა, უთხრა, – როგორც
მოსალოდნელი იყო, ყველაზე ახლო შენ აღმოჩნდი ჭეშარიტე­ბასთან.
ანაპოდისტე რქმევია.
– ვის? – იკითხა ლარისამ.
– ანაპოდისტე ბუაძეს.
– მართლა ეგ იყო? – მაინც ვერ დაიჯერა ელენემ.
– შენც ყველაზე ახლო აღმოჩნდი ჭეშმარიტებასთან, – ახლა მე­უღ-
ლეს მიუბრუნდა ლუარსაბი. – მთელი ეს განცდები და კბილთა ­ღრჭენა,
რაც იმ ყბადაღებულმა წერილმა გამოიწვია, გაუგებრობის შედეგი გა-
მოდგა.
ელენე გამომცდელად უყურებდა.
– რაო, რა გითხრა?
– არაფერი. ბოდიში მოიხადა და წერილი უკანვე გამოითხოვა. ასე
ერთბაშად გავთავისუფლდი ურიცხვი ბრალდებისაგან. ამას კი ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნერვიულობა საჭმლის მონელებას
აფერხებს.
ელენე თვალს არ აშორებდა, ლარისამ კი დიდის ღირსებით მიაბრუ-
ნა თავისი პატარა, მრგვალი თავი და მაგნოლიის ყვავილებს დაუწყო
ცქერა.
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.
– ვნახავ, ვინ არის, – ყველას დაასწრო ლარისამ, პასუხს არ დალო-
დებია და ზედა სართულზე აჭენდა.

348
– რა ხდება? – ხმადაბლა, თითქოს თავისთვის იკითხა ელენემ.
– არ ვიცი, – ასევე ხმადაბლა, წყნარად მიუგო ლუარსაბმა და ახლა
მის ხმაში ირონიის ნასახი არ ჩანდა. – შეიძლება ბადეში მოვყევით. ყო-
ველ შემთხვევაში, წყალი რაღაც საეჭვოდ ტორტმანებს და ქვემოთ მიი-
წევს.
– მგონი ვბერდები, – ღიმილით გადაიქნია თავი ელენემ.
აივანზე ლარისა გადმოდგა.
– ბატონო ლუარსაბ, თქვენ გთხოვენ.
– მე სასეირნოდა ვარ წასული, ლარისა, ჩიტების ჟღურტულს ვუსმენ
ჭალაში და ნახევარ საათში დავბრუნდები.
– კი ბატონო, – ლარისა შეტრიალდა.
– დაიცა! – მიაძახა ლუარსაბმა. – ვინ მკითხულობს?
– ბატონი პეტრეა.
– რომელი ბატონი პეტრე? დიდი ბატონი პეტრე თუ მცირე ბატონი
პეტრე?
– დიდი.
– ჭალაში ვარ. ჩიტების ჟღურტულს ვუსმენ, – მაგრამ, ლარისა რომ
შეტრიალდა, ისევ მიაძახა, – მოიცა, მოიცა! ამოვალ ახლავე. დაამთავ-
რეს ჩიტებმა ჟღურტული.
ზურგში ელენეს დაფიქრებულ მზერას გრძნობდა. კიბეზე ლარისამ
მოაჯირისაკენ მიიწია და გზა დაუთმო.
არეული, ჩამოუყალიბებელი გრძნობა, რომელიც გულში კი არა,
სადღაც სხეულს გარეთ დაიბადა, გაჩქარებული ნაბიჯით მისდევდა
გვერდით და რაღაცას საყვედურობდა.
– გისმენთ!
– სიცოცხლე და გამარჯვება ბატონ ლუარსაბს!
– გამარჯობათ, ბატონო პეტრე. როგორ გიკით...
– მოგილოცავ სიჭარმაგის დღესასწაულს.
– გმადლობთ, ბატონო...

349
– ასი წლისთავსაც ასე მხნედ და ყოჩაღად შეხვედროდე, ჩემო ლუარ-
საბ!
– დიდი მადლობა, ბატონო პეტრე! – ოთახში უთავბოლოდ, როგორც
გზააბნეული ღამურა, დაფრინავდა ფიქრი: „რა იცი, რომ სამოცი წლის-
თავს მხნედ და ყოჩაღად შევხვდი?“
– გეტყობა, მაგარ პურ-მარილს ამზადებ. აქაც კი აგვაწრიალა სუნმა.
– სუნი ჩვენ რას გვარგია, ბატონო პეტრე! სუნით ღმერთები იკვებე-
ბიან. ჩვენ გემო უნდა ვიგემოთ.
– ხა-ხა-ხა! ეგეც მართალია.
– ჭორები დადის თქვენზე, ქალაქში აპირებს წასვლას და ამაღამ-
დელ ლხინს აცდენსო. ეს სერიოზული ღალატი იქნება, ბატონო პეტრე.
ამდენი ხალხის დაობლება და უთამადოდ დატოვება არ გეპატიებათ.
– მე მიპირებ თამადად დაყენებას?
– მომეცით უკეთესი კანდიდატურა და გაგათავისუფლებთ.
– ცოდვა ვარ, ბიჭო! ყველაფერმა ჩემს ზურგზე როგორ უნდა გადაი-
აროს. ვერ გავუძლებ ამდენს.
– სხვამ იკითხოს, თორემ თქვენ კი გაუძლებთ. იმედი მაქვს, ჭორები
ჭორებად დარჩება.
– ქალაქში მართლა ვარ ჩასასვლელი, მაგრამ ისევ ამოვბრუნდები.
ერთი ნახევარი საათი შემაგვიანდება. მოდი, იცი, რა ქენი? სხვა დანიშნე
თამადად, მე ნუ დამელოდები. მერე, თუ გინდა, ჯარიმა დამალევინე.
– არა, არა! გამორიცხულია. დაგელოდებით, სად გვეჩქარება!
– უხერხულია, ბიჭო, ამდენი ხალხი ჩემი გულისთვის რატომ უნდა
ალოდინო!
– არაფერია. რამეთი შევიქცევთ თავს.
– მერე დაიწყება ჩურჩული და მიეთმოეთი.
– არაფერი არ დაიწყება.
– კარგი, რა გიყო! მასპინძელი შენა ხარ და, როგორც მიბრძანებ, ისე
მოვიქცევი. აბა, საღამომდე, ჩემო ლუარსაბ. კიდევ ერთხელ მოგილოცავ
და გკოცნი.

350
– გმადლობთ, გმადლობთ. დიდი მადლობა.
ლუარსაბმა ყურმილი დადო.
დამთავრდა სპექტაკლი.
არა, სპექტაკლი კი არა, ერთი ეპიზოდი დამთავრდა, ერთი სცენა,
იგინივე და პეტრე დიდი, თორემ სპექტაკლი მარადიულია და უსასრუ-
ლოდ გრძელდება.
პეტრე დიდმა იცოდა, რომ შეუხსენებლადაც დაელოდებოდნენ, ნა-
ხევარ საათსაც და კაი საათ-ნახევარსაც. თამადადაც აირჩევდნენ, მაგ-
რამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც თადარიგის დაჭერა ამჯობინა.
ლუარსაბი ფანჯარას მიადგა. მწიფე ბაღი ხალისიანი ფერებით იცი-
ნოდა.
პეტრე დიდი ესტრადის კომიკოსია. მკაცრი ოფიციალობის აბჯარს
აისხამს, თავაზიანობის ხმალ-ხანჯალს შემოირტყამს, ბატონობითა და
მუხლ-კალთის კოცნით დაგიწყებს საუბარს და შენც ამასვე გაიძულებს.
მერე, დისტანციის გრძნობით კარგად რომ გაგჟღენთს, მთელ ამ შეუვალ
ოფიციალობას შენ შემოგაჩეჩებს, თვითონ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს მაღ-
ლა, ნაწილ-ნაწილ იყრის აბჯარსა და იარაღს, ბოლოს „შენობით“ მოგ-
მართავს და „ბიჭოს“ დაგიძახებს. ასე ამკვიდრებს თავის მიუვალ სიმაღ-
ლეს პეტრე დიდი. თუ გაკადნიერდი და მაღლა-მაღლა მიმავალს თან
გაჰყევი, მაშინვე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება და თავიდან
(ოღონდ ცოტა უფრო ხაზგასმით და ცოტა მკაცრად) დაიწყებს ყველა-
ფერს.
ვინც არ იცის პეტრე დიდის თამაშის წესი, იგი მოხიბლულია თავ­და-
პირველი თავაზიანობით და, თანაბარუფლებიანობის ილუზიით ­გაბ-
რუებული, ისე მაღლდება საკუთარ თვალში, ხმასაც კი იბოხებს. და ბო-
ლოსაც, როცა მახეშიგაებმება და მიხვდება, რომ ცალმხრივი დისტანცია
შეაჩეჩეს ხელში, ამ დისტანციის ცალმხრივობას იღებს როგორც კანონს,
როგორც გარდაუვალსა და ბუნებრივ მოვლენას, და მაინც ის საწყისი
მდგომარეობა, ის პირველი, მოჩვენებითი წონასწორობა ესალბუნება
მის უბადრუკ პატივმოყვარეობას.

351
ლუარსაბი მაგიდასთან მივიდა, ტელეფონის ყურმილი აიღო და
უკანვე დადო. მერე ისევ ფანჯარას მიადგა და ხელები ჯვარედინად და-
იკრიფა მკერდზე. დიდხანს იყო ასე და ბაღს გასცქეროდა.
იქნებ ჩვენ იმიტომ კი არ ვთამაშობთ, რომ პეტრე დიდი გვეთამაშე-
ბა, არამედ პეტრე დიდი თამაშობს იმიტომ, რომ ჩვენ ვეთამაშებით? იქ-
ნებ ჩვენ შეგნებულად შევიკუმშეთ, შეგნებულად დავპატარავდით, რათა
იძულებული გაგვეხადა დიდი ყოფილიყო?
„ალო! რაში გჭირდება, ჩემო პეტრე, ეს კომედია? მე ხომ ვიცი, არა-
ფერი ისეთი საქმე არა გაქვს დღეს ქალაქში, რომ სუფრაზე დაიგვიანო.
ვის ატყუებ? ვის ეთამაშები ამ კუკუდამალობანას? მოდი ადამიანურად,
დაჯექი და იყავი სუფრის რიგითი წევრი. თამადად სხვა ამო­ვირჩიოთ.
თუნდაც პეტრე მცირე“.
ტელეფონი კუპრისფერი იყო.
სიმამრ კალისტრატეს ნიჭი აკლდა და ამიტომ იძულებული იყო, სინ-
დისის ხარჯზე ეცხოვრა. ალბათ, სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში,
როცა იმ ცნობილ ფრაზას ამბობდა.
სიზმარი ერთბაშად გამოვიდა სიბნელიდან და სინათლეზე დადგა.
ქვეყანაზე ჩამოწოლილ ბინდს უცნაური მეწამული შუქი შერეოდა,
რის გამოც გარემოს სამარისებური სიჩუმის ფერი ედო. დაქცეული შენო-
ბა ქაოსურად მიმობნეულ ვეებერთელა ლოდებად ეყარა ძირს. ლოდები
გაუგებარ გაკვირვებას იწვევდა. და ამ გაკვირვებაში შეზავებულიყო
­მცი­რე, მაგრამ საბედისწერო სიამოვნება, რომელიც არც ერთ სიამოვ-
ნებაში არ გაიცვლებოდა. ლოდებს ძირში ხავსი მოსდებოდათ. მიწა ბა-
ლახით იყო დაფარული. ლუარსაბ რაზმაძე ფრთხილად გადადიოდა
ლოდიდან ლოდზე, ზოგჯერ ფეხი უსხლტებოდა და ორივე ხელით
ქვებს ეჭიდებოდა. გვერდით აკადემიის პრეზიდენტი მიჰყვებოდა. იგი
პრეზიდენტი იყო რაღაც უტყუარი ნიშნის მიხედვით, რომლის გაცნო-
ბიერება არაფრით არ ხერხდებოდა, მაგრამ პრეზიდენტის პრეზიდენ-
ტობის ურყევ რწმენას კი ბადებდა. პრეზიდენტს თეთრი თმა და თეთრი
წვერი ჰქონდა და ლუარსაბ რაზმაძე ერთხანს იმაზე ფიქრობდა, ნეტა ეს

352
წვერი ნამდვილია თუ ხელოვნურიო. ყველაზე დიდი ლოდის გადაღმა
რომ აგურის კედელი გაჩნდა, ლუარსაბმა იმედიანად თქვა: „შარშან გა-
მაშავეს, მაგრამ წელს ხომ მაინც ამირჩევენ აკადემიკოსად!” „წელსაც გა-
გაშავებენ, –დაამშვიდა პრეზიდენტმა და ხელი კედლისკენ გაიშვირა. –
ხედავ? კარის ჭრილები სხვადასხვა ზომისაა. რა მეცნიერებაზე შეიძლე-
ბა ლაპარაკი ასეთ ვითარებაში?“ კარის ჭრილები მართლა სხვადასხვა
ზომისა იყო და ლუარსაბმა უპასუხა: „კარის ჭრილს რა მნიშვნელობა
აქვს! მთავარი ისაა, რომ სახურავი აღარ არის“. პრეზიდენტმა მოხედა
და წარბი ასწია. „სახურავი აღარ არის? მაშ, ეს რა არის?“ – და ხელი ცის-
კენ გაიშვირა. ლუარსაბს გაუკვირდა და ცოტა შერცხვა კიდეც, რომ ასეთი
უბრალო რამ ვერ შეამჩნია. ახლა მიწა უფსკრულივით იწვა შორს, ქვე-
მოთ, და ლოდები პაწაწკინტელა კენჭებად მოჩანდა. ლუარსაბს ფეხის
გულებში სიმაღლის შიშმა შეუღიტინა და ამ შიშშიც შეზავებული იყო
მცირე, მაგრამ განწირული სიამოვნება, რომელიც არც ერთ სიამოვნება-
ში არ გაიცვლებოდა. მარჯვნივ, ხავსმოდებული კედლის მიღმა მუქი სი-
ცარიელე იწვა. პრეზიდენტი სარკმელთან შეჩერდა. სარკმელი მრგვალი
იყო. პრეზიდენტი სარკმლიდან იყურებოდა, თვალები გაფართოებოდა
და სახეზე ისეთი გამომეტყველება ედო, რომელიც არც ერთი ეპითეტით
არ გამოიხატებოდა. ლუარსაბი დაინტერესდა, ახლო მივიდა და, სარ-
კმლიდან რომ გაიხედა და შორს, გორაკზე თეთრი ეკლესია დაინახა,
შეშფოთდა, რადგან ამ სარკმლიდან ეკლესია არასოდეს შეუნიშნავს.
პრეზიდენტმა უყურა ეკლესიას, უყურა, მერე ნაღვლიანად გადაიქნია
თავი და თქვა: „აფსუს, რა რეზონანსი იკარგება!“ ლუარსაბს კი ეკლესი-
ის დანახვაზე სიმარტოვისა და სიცარიელის განცდა დაეუფლა და ცუდ
გუნებაზე დადგა. დარბაზიც რაღაც გაუგებარი, მაგრამ უტყუარი ნიშნის
მიხედვით იყო აკადემიის დარბაზი, თორემ გარეგნულად სასამარ-
თლოს დარბაზს უფრო ჰგავდა თავისი მაგიდით, მაღალზურგიანი სკა-
მებითა და დამთრგუნველი ატმოსფეროთი. პრეზიდენტი მოსამარ-
თლის სკამზე დაჯდა და თქვა: „წელსაც გაგაშავებენ“. „რატომ?“ – ჰკით-
ხა ლუარსაბმა. „არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ რომ ხეხო ქვიშითა“.

353
– მიუგო პრეზიდენტმა და ჩაიხითხითა. ლუარსაბს აღიზიანებდა პრეზი-
დენტის უადგილო ოხუნჯობა. პრეზიდენტი კი, სიცილი რომ ხველებაში
გადაუვიდა, წამოდგა და ლუარსაბს ხელი გაუწოდა. „მშვიდობით!“ ლუ-
არსაბმა ხელი ჩამოართვა და ჰკითხა: „უკვე დამთავრდა?“ „არა, – მიუგო
პრეზიდენტმა. – მაგრამ ბავშვები კარნავალს მართავენ და მთხოვეს,
მონაწილეობა მიიღეო. ეს წვერიც საკარნავალოდ მივიწებე“.
გარეგნულად ყველაფერი ზუსტად აღდგა, ყველა წვრილმანით, ყვე-
ლა დეტალით. მაგრამ ეს არ გამოდგა საკმარისი, რადგან ცხადად აღ-
დგენილს რაღაც არსებითი აკლდა, უმთავრესი ძარღვი, სიცოცხლის
მიმნიჭებელი ნაპერწკალი, ისეთი რამ, რაც უზუსტეს ასლს აკლია დე-
დანთან შედარებით. სიზმარი დამოუკიდებელი სამყაროა, სადაც ქა-
ოტურად მიმობნეული ლოდები და ხავსმოდებული აგურის კედელი
ღრმა შინაგანი კავშირითაა დაკავშირებული მრგვალი სარკმლიდან და-
ნახულ თეთრ ეკლესიასთან და პრეზიდენტის საკარნავალოწვერთან.
მღვიძარე გო­ნებისთვის კი ის შიში, გაღიზიანება და მცირე, მაგრამ ყოვ-
ლისმომცველი სიამოვნება, რომელიც სიზმარში ბედისწერის მთავარ
ნერვს აშიშვლებს და მტკივნეული ნეტარებით არხევს, მკვდარი სურა-
თია.
ეს, ცხადია, ასეც უნდა ყოფილიყო. ლუარსაბმა დიდი სურვილის გა-
მო სინამდვილეს ანგარიში ვერ გაუწია, თორემ მშვენივრად იცოდა, რომ
სიზმრის ჩხრეკა და კირკიტი ამაო გარჯაა. სამაგიეროდ, ახლა სხვა სა-
ფიქრალი გაუჩნდა: ყველაფერი რომ კარგად გაიხსენა და აღადგინა, გაკ-
ვირვებით აღმოაჩინა, რომ სიზმარში ნანახი პრეზიდენტი სულაც არ ყო-
ფილა ანაპოდისტე ბუაძე. ის, რაც ცოტა ხნის წინ იგივეობა ეგონა, მხო-
ლოდ ზოგადი მსგავსება გამოდგა. არადა, ანაპოდისტე ბუაძეს რომ უთ-
ხრა სიზმარში გნახეო, ეჭვი არ ეპარებოდა, სრულ სიმართლეს ეუბნებო-
და. ახლა ეს სიმართლე სხვა სიმართლემ შეცვალა და, რაც მთავარია,
ვერასოდეს ვერ გაირკვეოდა, რომელი მათგანი იყო ნამდვილი, რადგან
ერთადერთი მოწმე, საკუთარი თავი, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვე-
ნებას იძლეოდა.

354
ლუარსაბმა მძიმედ გაიარ-გამოიარა. სიარული უჭირდა. თითქოს
ძარღვებში სისხლის მაგივრად ტყვია ესხა.
მერე შუა ოთახში ჭაღის ქვეშ შეჩერდა და გაიფიქრა:
„არ უნდა ამოვსულიყავი. შინ არ არისო, ლარისას უნდა ეთქვა, ნა­ხე-
ვარ საათში დაბრუნდებაო. ნეტა კიდევ დარეკავდა ნახევარი საათის
შემდეგ? მიხვდებოდა, რომ მოატყუეს. ჯერ ერთი, ლარისა ტყუილს ისე
ვერ იტყოდა, ორჯერ მაინც არ წაბორძიკებულიყო, და, ესეც არ იყოს, ამ-
გვარი რამ პეტრე დიდს არ გამოეპარება. ასეთი ილეთები თვითონ უკე-
თა აქვს დამუშავებული. მიხვდებოდა და მიხვდებოდა! მერე რა? წვე-
ულებაზე არ მოვიდოდა? დიდი ამბავი! თუმცა მოსვლით მაინც მოვიდო-
და. მარტო იმიტომ მოვიდოდა, რომ წყენა არ შეემჩნია... ჰმ! არც პეტ­რე
დიდის ცხოვრებაა ია და ვარდით მოფენილი!“
„ალექსი-ალეს კი ამ დროს მშვიდად და უდრტვინველად სძინავს“. –
გაჩნდა საიდანღაც უადგილო ფიქრი.
უცებ სხეულში რაღაც ამოძრავდა და ის, რაც სხეულში ამოძრავდა,
სხეულს მიარღვევდა და, საცა გაივლიდა, ყველგან ტკივილს ტოვებდა.
ტკივილი ყრუ და ბლაგვი იყო, ოთხივე მხარეს იშლებოდა და ძალუმად
აწვებოდა სხეულის კედლებს.
და ლუარსაბი მიხვდა: ანაპოდისტე ბუაძემ იცრუა!
ანაპოდისტე ბუაძემ იცრუა. ის წერილი გაუგებრობის შედეგი არ ყო-
ფილა. ის წერილი ზუსტი მისამართით გამოგზავნა, რადგან ასეთი წე-
რილის ადრესატი სხვა ვერავინ იქნებოდა, თუ არა ლუარსაბ რაზმაძე,
ჭია, რომელსაც არათუ საკუთარი ნება, საკუთარი რეაქციაც კი არა აქვს
გაღიზიანების პასუხად, ფეხს რომ დაადგამენ, მისი კლაკვნა და სხმარ-
ტალი ზუსტად შეესაბამება ფეხის დამდგმელის ვარაუდს.
სკამზე ჩამოჯდა, იდაყვები მაგიდას დააყრდნო, თავი ხელებში ჩარ-
გო და თვალები დახუჭა.
ოთახი უცნაური ხმებით აივსო. ხმები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ,
ერთმანეთში ირეოდნენ და დროდადრო სიტყვებადაც ლაგდებოდნენ,
მაგრამ აზრი ხერხემალგადამსხვრეული იწვა და წამოწევის თავი არ

355
ჰქონდა, რომ სიტყვების მნიშვნელობას მისწვდომოდა. „ახლა ცნობა წა-
მერთმევა“. – გაიფიქრა ლუარსაბმა და მაშინვე ცნობის წართმევის ბუნ-
დოვან მიჯნაზე ფერადი ფორმები გამოჩნდა. ფერად ფორმებს თითქოს
მკაფიო მოხაზულობა ჰქონდათ და ისეთ საგნებს ჰგავდნენ, რომლებიც
არაერთხელ ენახა, მაგრამ ოთახიდან მომავალი ხმები უშ­ლიდა მათ გა-
მოცნობას. ფერადი ფორმები ერთმანეთში გადადიოდნენ, ერთმანეთს
აბათილებდნენ და სუფთა ფერებად იშლებოდნენ, მერე ეს ფერები
კვლავ ერთდებოდნენ და უსხეულო ფიგურებს ქმნიდნენ. სამკუთხედე-
ბი, კვადრატები, მრავალკუთხედები ნარნარად დაცურავდნენ და ამ ფე-
რად გეომეტრიაში ჩადებული იყო მარადიული სიმშვიდის ­ნეტარება.
არაფერი არ არსებობდა, გარდა ამ აღქმის უმწვერვალესი ნეტარებისა.
და არც შეიძლებოდა არსებულიყო, რადგან ყველაფერი სხვა, რაც აქამ-
დე იყო, იყო არა არსებობა, არამედ მაჯლაჯუნას ავადმ­ყოფური ხილვა.
უცებ შორეული, მივიწყებული ოთახიდან კვლავ წამოვიდა უცნაური
ხმები და რაღაცის ბუნდოვანი, მაგრამ გონჯი და უხეში მოგონება მო-
იტანა. ფერადი ფორმები ჩიტებივით დაფრთხნენ და გაუჩინარდნენ.
­ლუარსაბ რაზმაძემ წამით მკაფიოდ იგრძნო, რომ აზრი ბნელი ხვრე-
ლიდან ამოძვრა და მის ქვეშ უფსკრულმა ჭაობივით შეიკრა პირი.
ოთახში სიჩუმე იდგა. მხოლოდ ბაღიდან შემოდიოდა ჩიტების კან-
ტიკუნტი ხმა. სისუსტემ თითქოს გაუარა, მაგრამ ადგომა ეზარებოდა.
იჯდა გაუნძრევლად და ყურს უგდებდა საკუთარ ფიქრებს, რომლებიც
სურათოვან აზრებად იბადებოდნენ და ჯიუტი გულმოდგინებით ­აცოც-
ხლებდნენ რაღაცას, გარდასულსა და მივიწყებულს.
მთელი წარსული, ახლო და შორეული, უცნაურ პოზაში აღიმართა და
ისეთი კუთხით ეჩვენა გონების მზერას, რომლითაც აქამდე არასოდეს
სჩვენებია. წარსულის ეს ხატი უჩინარი, მაგრამ მტკიცე კავშირით იყო
დაკავშირებული ფერადი ფორმების წეღანდელ ხილვასთან და წითელ
ზოლად თავიდან ბოლომდე გასდევდა ისეთი წითელი ზოლი, რომე-
ლიც სიმამრ კალისტრატეს მკაფიო მოგონებას იწვევდა. ხოლო ის ამბა-
ვი, რომ ანაპოდისტე ბუაძემ ეპისტოლური ჯავრი ლუარსაბ რაზმაძეზე

356
იყარა, თავის მხრივ სიმამრი კალისტრატეს ხელით გავლებულ წითელ
ზოლს უკავშირდებოდა. ყოველივე ამის უკან, გაურკვეველი ფერის ფონ-
ზე, უცხო მოძრაობით დაცურავდა ელენეს სახე, რომელიც არც ერთ
გამ­ზადებულ კალაპოტში არ თავსდებოდა და ყოველგვარ განსაზღვრე-
ბას, ავსაც და კარგსაც, მშვიდად ისხლეტდა.
სადღაც, სხეულის მიუვალ სიღრმეში, შფოთავდა და წრიალებდა
სირცხვილის გრძნობა.
ტვინში უცხო ჩვენება აღმოცენდა. ცამ პირი მოიხსნა და ქვეყანაზე
ღვართქაფი მიუშვა. ყოველი სულიერი სოროში შემალულიყო, მარტო
ლუარსაბ რაზმაძე იდგა ტრიალ მინდორზე მიუსაფარი და თავით ფე-
ხამდე გალუმპული. სადღაც ქუხდა, სადღაც ელავდა. კოკისპირული ­წვი-
მა დაუნდობლად სცემდა სახეში და განცვიფრებული და საგონებელში
ჩავარდნილი ვერაფრით მიმხვდარიყო, თუ რატომ იყო ეს თავსხმა მისი
წეღანდელი საუბარი პეტრე დიდთან. სხეული ამ უცნაური საუბრით ივ-
სებოდა, კოკისპირული წვიმით იჟღინთებოდა, ლამის სულ ერთიანად
წყლად ქცეულიყო. და ირგვლივ ერთი ხეც არსად ჩანდა, რომ თავი შე-
ეფარებინა და გადაეწვიმა...
ლუარსაბმა შუბლი მოისრისა, თვალები მტკივნეული ძალდატანე-
ბით რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა.
პეტრე დიდთან საუბარი მათხოვრის საუბარი იყო მეფესთან და მისი
ყოველი ეპიზოდი, ყოველი ფრაზა და სიტყვა ხანჯალივით უსერავდა
გულს. მაგრამ ეს შედეგი იყო, რომელსაც შორს, წარსულში ჰქონდა გად-
გმული ფესვები და იქიდან იღებდა საზრდოსა და სასიცოცხლო ღონეს.
„აზროვნების უკომპრომისო თავისუფლებამ“ პური და წყალი უნდა
იმყოფინოს, თორემ ყოველ ნაბიჯზე ცთუნებაა ჩასაფრებული, როგორც
აგარაკი, რომელიც ისე შეგიყვარდება, რომ დაგავიწყდება კიდეც, თუ რა
დიდი თავგანწირვის ჯილდოდ მიიღე...
ხანდახან, როცა საქმეები მიჯრით მიეწყობოდნენ და ჩამოსვლას
ვერ მოახერხებდა, უნაზესი ნატვრით მოენატრებოდა ხოლმე აქაურობა.

357
თვალდახუჭული წარმოიდგენდა მთელ ბაღს, ოცნებით დაივლიდა,
ბუჩქებსა და ხეებს ეფერებოდა. ერთი სიტყვით, უყვარდა...
რატომ ისხლეტდა წეღან ელენე ყველა ეპითეტს, ავსაც და კარგსაც?
სად იყო ელენე მთელი ამ ხნის განმავლობაში?
ელენეს სახე გაბუნდოვანდა, გაიშალა და გაქრა. ლუარსაბს გულში
შიშმა გაუარა და თავს ძალა დაატანა, რომ ეს გაფანტული სახე ისევ აეკ-
რიფა და ნათლად წარმოედგინა, მაგრამ რამდენი არ ეცადა, არაფერი
გამოუვიდა. იცოდა, როგორი ცხვირი ჰქონდა, როგორი ტუჩები, რო­გო-
რი თვალები, ოღონდ ეს გონებისმიერი ცოდნა იყო, ცოდნა, რომელიც
აზრის შუამავლობით მოიპოვებოდა, ხატი კი, ნამდვილი და უშუალო
ცოდნა, უგზოუკვლოდ დაკარგულიყო და მეხსიერებამ ვერასგზით ვერ
აღიდგინა.
უეცრად მკერდში მწვავე ტკივილი დაეძგერა. ტკივილი გაალმასე­ბუ-
ლი დაერია იქაურობას, დაუნდობლად ღრღნიდა და ხრავდა ყველა-
ფერს და ბოლოს, მკერდის ღრუში რომ სიცარიელის მეტი აღარაფერი
დატოვა, მძიმედ მიწვა იქვე და, გამაძღარი და თვალებჩასისხლიანებუ-
ლი, უცებ ღრძო ეჭვად იქცა.
ეჭვს კონკრეტული სახე არ ჰქონდა, არაფერი არ ერქვა. ამან ლუარ-
საბი კიდევ უფრო შეაშფოთა, სწრაფად წამოდგა, ოთახიდან გავიდა, კი-
ბეს დაუყვა. ეზოში წამით შეჩერდა, გაყუჩდა, საკუთარ არსებას მიაყურა-
და და თავისი დაუზუსტებელი და უმისამართო ეჭვი კიდევ ერთხელ შე-
ათვალიერა. მერე შეძლებისდაგვარად ნელი ნაბიჯით, მოგონილი
უდარდელობით შევიდა სამზადში.
ლარისა გაზქურასთან ტრიალებდა. ელენე მაგიდას უჯდა და ნი-
გოზს არჩევდა. ლუარსაბმა შეხედა და გულში სითბო ჩაეღვარა. წამით
თვალები დახუჭა. მერე ისევ შეხედა და გაიფიქრა;
„ჰო, ასეთია; მოქნილი, მკაფიო და ნატიფი ხაზები... რაღაცით კი
ჰგავს მამამისს... ალბათ, იერით“.
ქალებს მისი შემოსვლა არ გაუგიათ.

358
ამასობაში ნაირნაირი კერძების თავდაპირველად გაუცნობიე­რე-
ბელმა სუნმა რომ ყურადღება მიიქცია და, ბოლოს და ბოლოს, ფიქრე-
ბიდან გამოეთიშა, თქვა:
– ჭამა ჩვენი ეროვნული თვისებაა.
ელენემ მოხედა და გაუღიმა.
– რაო, პეტრემ?
– თამადად თუ არ დამნიშნავ, არ მოვალო.
ელენემ ისევ გაიღიმა.
– დანიშნე, რა გენაღვლება!
– რომ არ მოვიდეს, რა მენაღვლება?
– არ ივარგებს.
ელენე თავისი საოცარი ალღოთი მუდამ პოულობდა იმ ერთადერთ
გამოთქმას, რომელიც ვითარებას ზუსტად შეესაბამებოდა. არ ივარგებ-
სო. არც ერთი სხვა გამოთქმა არ ივარგებდა. ვერც ერთი სხვა გამოთქმა
ვერ გამოხატავდა სრულად და ამავე დროს საჭირო ნეიტრალობით იმას,
რის გამოც პეტრე დიდის მოუსვლელობას პეტრე დიდის მოსვლა სჯობ-
და. ლუარსაბი ლოგიკური შერჩევისა და ანგარიშის გზით თუ მივიდოდა
ამ გამოთქმამდე, ელენე კი უყოყმანოდ და უფიქრებლად პირდაპირ მას
მიადგა.
ლუარსაბი სამზადიდან გამოვიდა. ის მთავარი გადაწყვეტილება
ჯერ ჩანასახადაც კი არ არსებობდა. მანქანის კარი რომ გამოაღო, არც
მაშინ ჰქონდა რაიმე გადაწყვეტილი. ხმაურზე ელენემ გამოიხედა და,
რაკი ქმარი მანქანაში დაინახა (გარინდებული იჯდა, ხელები საჭეზე და-
ეყრდნო), გამოვიდა.
– სადმე მიდიხარ, ლუარსაბ?
აი, ამ დროს დაიბადა გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ლუარ-
საბი ამ დროს მიხვდა, რომ გადაწყვეტილება დაიბადა.
– ჩავალ, ალისტრახოს ჭირისუფლებს სამძიმარს ვეტყვი.
ელენე ერთხანს ჩუმად იყო.

359
– ალექსი-ალეს გავაღვიძებ. – შესთავაზა მერე და მის ხმაში ლუ-
არ­საბს უცხო, აქამდე შეუმჩნეველი კილო მოესმა.
– იძინოს, ცოდოა. მე თვითონ წავალ.
სანამ მანქანას აამუშავებდა და დაძრავდა, გრძნობდა, რომ ელენე
თვალმოუშორებლივ უყურებდა.
ეზოს გამოსცდა, მტვრიანი დაღმართი ჩაათავა და მოასფალტებულ
გზაზე გაუხვია. მხარმარჯვნივ, ფერდობზე, სიმინდის ყანები იყო შეფე-
ნილი. მხარმარცხნივ გზას ხევი მისდევდა. მანქანა რბილად მისრია-
ლებდა. გზაგასაყართან ქვემოთ ჩაუხვია და შარას დაუყვა. მზე აცხუნებ-
და. კარგა ხანს იარა თავდაღმართში, თითქმის მდინარემდე ჩავიდა, მე-
რე ვიწრო შუკაში შეუხვია და ხის ჭიშკართან გააჩერა მანქანა.
ეზოში ბლომად ხალხი იყო. სამძიმარზე ნაადრევად მოსულები სახ-
ლის წინ ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და მხიარულად მასლაათობდნენ. ეზოს
ერთ შორეულ კუთხეში ცეცხლი ენთო და ზედადგარზე ვეებერთელა ქვა-
ბი იდგა. ირგვლივ რამდენიმე კაცი საქმიანად ფუსფუსებდა. მეორე შო-
რეულ კუთხეში სუფრას შლიდნენ. იქ შეთანხმებული მოქმედება იყო სა-
ჭირო და ამას ერთმანეთისაგან ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვ-
დნენ.
ლუარსაბის გამოჩენაზე ხალხმა მოიხედა, მერე ჭიშკრის წინ შეჯგუ-
ფულები მიიწ-მოიწივნენ, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა, და გზა
დაუთმეს. მოაჯირზე გადმომდგარი შავებიანი ქალი სწრაფად შეტრი-
ალდა და ოთახში შევიდა. იმავ წამს იქიდან ტირილი მოისმა. ლუარსაბი
მიხვდა, რომ სადარაჯოზე მყოფმა ქალმა მორიგი მოსამძიმრის მოსვლა
ამცნო ჭირისუფლებს.
ალისტრახოს ორივე ვაჟიშვილი და სიძე კიბის თავში იდგნენ. ლუარ-
საბმა მათ ხელი ჩამოართვა და ოთახში შევიდა.
ალისტრახო ოთახის შუაგულში იწვა. კედლების გასწვრივ ახ-
ლობ­ლები და ნათესავები, სულ ქალები ისხდნენ და ლუარსაბის გამო-
ჩენაზე მოწიწებული გამომეტყველება მიიღეს.
ალისტრახოს ცოლმა ლუარსაბს შეხედა და მერე ქმარს მიუბრუნდა:

360
– გეყოფა, კაცო, წოლა. გაახილე თვალი და შეხედე, ვინ მოვიდა შენს
სატირალში!
ეს ისეთი დამაჯერებელი უბრალოებით და ბუნებრივად თქვა, მარ-
თლა რომ წამოეწია ალისტრახოს და მოეხედა, ლუარსაბს მაინცდამა-
ინც არ გაუკვირდებოდა.
როცა განსვენებულის ცოლს ჩამოართვა ხელი, თანაგრძნობის ნიშ-
ნად ამ ნაოჭებად ქცეულ ხელს ზემოდან მეორე ხელიც დაადო.
– მადლობელი ვარ, ჩემო ბატონო, – უთხრა ქალმა. – შენთან მუსაი-
ფი უყვარდა უბედურს.
ლუარსაბმა წრე შემოიარა და გამოვიდა. ოთახში ტირილის ხმა მიწ-
ყდა. ეზოში მცირე ხანს შეჩერდა. მის ახლო მდგომ ჯგუფებში მკვეთრად
დაუწიეს ხმას.
მერე, ჭიშკარში რომ ორი მოხუცი ქალი შემოვიდა კივილით და ზე-
მოდანაც ზარით უპასუხეს, ლუარსაბმა დრო იხელთა, ეზოდან გავიდა,
მანქანაში ჩაჯდა და ვიწრო შუკა უკუსვლით გაიარა.
კუთხეში ვიღაც კაცი შეაჩერა, რომელსაც ბრეზენტი მიჰქონდა, და
ჰკითხა:
– უკაცრავად, ამ გზით ხიდზე გავალ? – და ხელი ქვემოთ მდინარისა-
კენ გაიშვირა.
– ვერა, ბატონო. ზემოთ უნდა წაბრძანდეთ; დიდ გზას გაჰყვებით და,
პირველ არა და, მეორე მოსახვევში მოუხვევთ.
– გმადლობთ.
– არაფერს, ბატონო.
ლუარსაბი აღმართს შეუყვა. ასფალტზე რომ გავიდა, მარცხნივ გაუხ-
ვია. მეორე მოსახვევი დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ.
მალე ხიდიც გამოჩნდა.
ხიდს გაღმა გზა მარცხნივ უხვევდა და თანდათან მაღლდებოდა.
სოფელში სვლა შეანელა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, მაგრამ
მთელი დასახლება ისე გაიარა, ძეხორციელი არ შეხვედრია. ბოლოს,

361
სოფელს რომ გასცდა და იმედი გადაეწურა, გზაზე ერთი კაცი დიანახა.
ზურგზე გოდორი ეკიდა და ნელი ნაბიჯით მოდიოდა თავდაღმართში.
ლუარსაბი კაცს გაუსწორდა, მანქანა გააჩერა, სარკმელში გაჰყო თა-
ვი და მიესალმა:
– გამარჯობათ.
კაცი შეჩერდა და გოდორი მოიხსნა. ჯერ მარცხენა მკლავი გამოაძრო
სახელურიდან, მერე ჩაცუცქდა და, გოდრის ძირი რომ მიწას შეეხო, მარ-
ჯვენა მკლავიც გაითავისუფლა, ნელა წამოდგა და, როცა მთლად გა-
იმართა, მაშინღა უპასუხა სალამზე:
– იცოცხლე, ჩემო ბატონო.
რაკი კაცმა გოდორი მოიხსნა, ლუარსაბმა თავი მოვალედ ჩათვალა
მანქანიდან გადმოსულიყო.
– უკაცრავად კი ვარ, რომ გაწუხებთ, აქ სადღაც ანაპოდისტე ბუაძე უნ-
და ცხოვრობდეს.
კაცმა აუჩქარებლად და დაკვირვებით ჯერ ლუარსაბი შეათვალიერა,
მერე მისი მანქანა. ბოლოს უთხრა:
– კი, ბატონო. ზემოთ დგას, კორტოხზე.
ამ სიტყვებით დაიხარა, ხელი გოდორში ჩაჰყო და ორი ცალი დიდი,
ყვითელი გულაბი ამოიღო.
– იქნებ გესიამოვნოს.
ლუარსაბს სხეულში რაღაც თბილი ნაკადი ჩაეღვარა.
– გმადლობთ. – უპასუხა ღიმილით და ერთი მსხალი აიღო.
– ინებე, ინებე; პირს გაისველებ გზაში. ხეზე დაკრეფილია, ძირნაყა-
რი არ გეგონოს. – ეს ბოლო ფრაზა, ეტყობა, ლუარსაბის გარეგნობამ,
ჩაცმულობამ და მანქანამ ათქმევინა.
– გმადლობთ. დიდი მადლობა. – ლუარსაბმა მეორე მსხალიც აიღო.
– ეს გზა ამიყვანს ანაპოდისტე ბუაძის სახლთან?
– კი. – ერთგვარი ყოყმანით მიუგო კაცმა და იქვე ახსნა თავისი ყოყ-
მანი: – ბოლომდე ვერ ახვალ მანქანით. აღმართს რომ აათავებ, გზა
ხელმარჯვნივ უხვევს, სატყეოში მიდის. იმ მოსახვევიდან ფეხით უნდა

362
აუყვე ზემოთ. ასე ორასი-სამასი მეტრი გექნება გასავლელი. – დიდი
მადლობა.
– არაფრის, რა ბრძანებაა! – კაცი ჩაცუცქდა, მკლავები გოდრის სა­ხე-
ლურებში გაჰყო, ოდნავ წინ გადაიხარა და, გოდორი რომ მიწას ასცდა,
ნელ-ნელა გაიმართა, – კეთილად იმგზავრე!
ლუარსაბი მანქანაში ჩაჯდა, მსხლები გვერდით მოიწყო და აღ-
მართს შეუდგა.
რაც უფრო ზემოთ მიიწევდა,ადამიანის კვალი თანდათან ქრებოდა.
გზა დაბურული, ლამაზი ტყის შუაში გადიოდა. ჩრდილი იყო, გრილოდა
და ოდნავი ნესტის სუნი იდგა.
სადღაც, შორეულ სივრცეში უცხო აზრი დაიბადა, შრიალით წამო­ვი-
და და ლუარსაბის გონებაში შემოძვრა.
„ანაპოდისტე ბუაძეს არ შეშლია, ლუარსაბ რაზმაძე ვარო, რომ მით-
ხრა“.
მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა.
სავარძელზე გადაწვა, თავი უკან გადაიგდო და სივრცეს თვალი გაუშ-
ტერა. ძარღვებმოდუნებული ხელები უსიცოცხლოდ ეწყო საჭეზე. იყო
ასე და არაფერზე არ ფიქრობდა.
ცოტა რომ დამშვიდდა, გზის გაგრძელება დააპირა და გასაღები გა-
დაატრიალა.
მანქანამ ერთი საწყალობლად ამოითუხთუხა და გაჩუმდა.
„რა დაემართა?“ – გაიფიქრა და ხელახლა სცადა დაქოქვა, მაგრამ
შედეგი იგივე იყო.
შუბლი შეიჭმუხნა და ხელსაწყოები და მაჩვენებლები მოათვალი-
ერა.
კიდევ ერთხელ გადაატრიალა გასაღები. რაკი არც ამჯერად გაუღიმა
ბედმა, მანქანიდან გადმოვიდა, კაპოტი ახადა, ურიცხვ ნაწილებს
საქ­მიანი სახით ჩახედა და, როგორც გამოუვალ მდგომარებაში ჩავარ-
დნილ უცოდინარობას სჩვევია, ზოგიერთი მათგანი ალალბედზე ხელი-

363
თაც მოსინჯა. მერე კაპოტი დახურა, მანქანაში ჩაჯდა და ისევ იმ ერთა-
დერთ ნაცნობ იარაღს, გასაღებს დაუწყო ჩხიკინი.
მანქანა ისეთი უიმედო ხმით თუხთუხებდა, თითქოს იხვეწებოდა:
თავი დამანებე, ხომ ხედავ, შენს ხასიათზე არა ვარო.
ლუარსაბს მობეზრდა და მალე მართლაც დაანება თავი.
„ალექსი-ალეს ამოვგზავნი საღამოს და ის იქნება“. – გაიფიქრა და
მანქანიდან გადმოვიდა. მერე ისევ შეჰყო თავი და მსხლები აიღო.
სარკმლის მინა ასწია, კარი გასაღებით ჩაკეტა, ერთხელ კიდევ შეათ-
ვალიერა მანქანა, როგორც ამას გამოცდილი მძღოლები სჩადიან, და
ფეხით გაუდგა გზას.
მოულოდნელმა ფათერაკმა ცოტა გააღიზიანა, მაგრამ მოსახვევი
რომ გამოჩნდა, გაღიზიანებამ გაუარა და მხნეობა დაუბრუნდა. აქედან
სამანქანო გზა მარჯვნივ მიდიოდა, ქამარივით ერტყა ფერდობს და
თანდათან დაბლა ეშვებოდა.
გზის ზემოთ ტყე იყო და ამიტომ მთის წვერი, სადაც ანაპოდისტე ბუ-
აძის სახლი უნდა მდგარიყო, არ ჩანდა.
გოდრიანმა კაცმა უთხრა, მოსახვევს რომ მიაღწევ, გზიდან უნდა გა-
დაუხვიო და აღმა იაროო.
„ბილიკი იქნება სადმე“. – გაიფიქრა ლუარსაბმა და ტყის პირი დაკ-
ვირვებით მოათვალიერა. მალე მართლაც წააწყდა ბილიკს, რომელიც
აღმართში გველივით მიიკლაკნებოდა.
ბილიკი დაბურული და ბნელი იყო. ლუარსაბი გაჭირვებით მიიკ-
ვლევდა გზას. ალაგ-ალაგ ხის ტოტები ისე დაბლა დაშვებულიყვნენ და
ისე გადახლართულიყვნენ ერთმანეთში, რომ ამ უცნაურ თაღებქვეშ გა-
საძრომად იძულებული ხდებოდა ჩაცუცქულიყო და თავი ლამის მიწამ-
დე დაეხარა.
კარგა ხანს იარა ასე. მერე ტყე ერთბაშად გამეჩხერდა და ბილიკს სი-
ნათლე მოემატა.
მალე სახლიც გამოჩნდა. დაბეჯითებით ვერ იტყოდი, რა სახელი
უფრო შეეფერებოდა: სახლი, ქოხი, ბუნაგი, ფარდული... უხეში, გაურან-

364
დავი ფიცრებით შეკრული პატარა, სახელდახელო გალია დაბალ
ბო­ძებზე იდგა და ძველი, ეტყობა, გამონაცვალი ყავრით იყო გადახუ-
რული. ქვედა მხარეს ვიწრო სარკმელი გამოდიოდა. მარჯვნივ მოჩანდა
აივნის ერთი კუთხე. აივანს მოაჯირი არ ჰქონდა. სახლს ირგვლივ პატა-
რა მდელო ერტყა. მობიბინე მწვანე ბალახში ისე ციმციმებდნენ მინ-
დვრის ყვავილები, თითქოს მდელო უამრავი ფერადი თვალით შემოგ-
ყურებსო.
ლუარსაბი ბილიკს გაჰყვა და მარცხნიდან შემოუარა სახლს. ზედა
მხარესაც ერთი ვიწრო სარკმელი ჰქონდა. კარი არ ჩანდა.
„ალბათ, აივნიდანაა შესასვლელი“, – გაიფიქრა ლუარსაბმა და მარ-
თალიც გამოდგა.
აივანზე ცალფა კარი გამოდიოდა.
მასპინძელი აივანზე დახვდა. პატარა სამფეხა სკამზე იჯდა, გადაჯ-
ვარედინებული ხელები მკერდზე დაეკრიფა და გარინდებული გადაჰყუ-
რებდა ქვეყანას.
ხოლო ქვეყანა აქედან მართლაც რომ ჩინებული სანახავი იყო.
მდელო ციცაბო დაღმართს ებჯინებოდა, რომელსაც, სანამ თვალი
წვდებოდა, ტანმაღალი წიფლები, თელები და წაბლები ჩასდევდა.
ძლი­ე­რი, ისარივით ატყორცნილი ტყე ლაშქარივით იდგა. მიწა სიყ-
ვითლეშეპარული ფოთლების სქელი ხალიჩით იყო დაფარული. შორს,
ტყის გადაღმა, ორ მთას შუა მოქცეული მდინარე მზის შუქზე ვერცხლის-
ფრად ლაპლაპებდა. მდინარის გაღმა ნაძვისა და ფიჭვის ტევრი მოჩან-
და, რომე­ლიც ზემოთ და ზემოთ ისევ ფოთლოვანი, მძლავრი ტყით იც-
ვლებოდა.
ჰაერი ყინულივით სუფთა და გამჭვირვალე იყო.
ანაპოდისტე ბუაძეს ლუარსაბის მოსვლა არ გაუგია. გაუნძრევლად
იჯდა და ისე დანთქმულიყო თვალწინ გადაშლილ სილამაზეში, თით-
ქოს ხვალ ვეღარ იხილავდა აქაურობას და ეშურებოდა, რაც შეიძლება,
მეტი მოესწრო.

365
რაკი მასპინძელი ფიქრებიდან გამორკვევას არ აპირებდა, ლუარ­სა-
ბი ისევ თვითონ უნდა შეხმიანებოდა. ასეც ჰქონდა განზრახული,
მაგ­რამ ბოლო წამს მოულოდნელად გადაიფიქრა, თანაც ისეთი გრძნო-
ბა ­გაუჩნდა, თითქოს თვითონ კი არ გადაიფიქრა, არამედ რაღაც უცხო
ძალამ ჩამოიქროლა, მისი განზრახვა მაგნიტივით მიიკრო და გაუჩინარ-
და.
აივნის კუთხეში კიდევ ერთი სამფეხა სკამი იდგა, ზუსტად ისეთი,
რომელზედაც ანაპოდისტე ბუაძე იჯდა. ლუარსაბმა იმ სკამზე მსხლები
დააწყო, თვითონ კი იქვე იატაკზე დაჯდა, ფეხები გაშალა, გამართული
ზურგით ოთახის კედელს მიეყრდნო და ისეთ აობ მართ კუთხეს დაემ-
სგავსა, რომლის წინაც უცხო სილამაზეა გადაშლილი.
ახლა რომ ზემოდან ჩამოგეხედათ,დაინახავდით ორ მთას შორის
აღმართულ, ხშირი, ღონიერი ტყით შემოსილ მესამე მთას, რომელსაც
შიშველი წვერი ჰქონდა. ამ შიშველ წვერთან ფერადი ყვავილებით აჭრე-
ლებულ დამრეც მდელოზე იდგა ოთხ ბოძზე შესკუპებული პატარა ფიც-
რული სახლი. აღმოსავლეთით აივანი ეკრა, უმოაჯირო, გაურანდავი
ფიცრებით დაგებული ვიწრო აივანი. აივანზე, როგორც გაბუტული ბავ-
შვები, ჩუმად, თავთავისთვის იჯდა ორი კაცი, რომელთაც დღეს სამოც-
სამოცი წელი შეუსრულდათ. ერთი კაცი დაბალ სამფეხა სკამზე იჯდა
აივნის პირას, ხელები მკერდზე დაეკრიფა და გარინდებული გასცქერო-
და ქვეყნიერების მრავალსახეობას. მეორე კაცი დაბალი, სამფეხა სკა-
მის გვერდით იჯდა აივნის კუთხეში, გაშლილი ფეხები იატაკზე ეწყო და
გამართული ზურგით კედელს მიყრდნობოდა.
სამყაროს განაგებდა სილამაზე, ხოლო მდუმარება მისი დარაჯი იყო
და რაღაც უხილავი ხიფათისაგან იცავდა.
თავიდან ლუარსაბს, ცოტა არ იყოს, აფიქრებდა ეს ორჭოფული
­მდგო­მარეობა, როცა სტუმრობა საკუთარი ცნების ფარგლებში ვერ
თავსდება, მაგრამ მალე ყოველივე დავიწყებას მიეცა, რადგან დაღმარ-
თზე შემოფენილი გაუვალი ტყე თავისი იდუმალი, ამოუცნობი სილა-
მა­ზით რაღაც შორეულისა და ბუნდოვანის მიძინებულ მოგონებას

366
მა­ცოცხლებელ სუნთქვად მოეფინა. ვეება ხეებს შუბლი ხელით მოეჩ-
რდილათ და ინტერესით შემოსცქეროდნენ ლუარსაბ რაზმაძეს. ბოლოს
იცნეს და გაუღიმეს. ტყე დაიძრა და წამოვიდა. ტყემ წიფლებისა და თე-
ლების ფართო ნაბიჯით ამოათავა აღმართი, დაუბრკოლებლად გაიარა
ლუარსაბის არსებაში და იქ სიცოცხლის უცხო სუნი დატოვა. ტყეს ფეხ-
დაფეხ მოჰყვებოდა მდინარე, ალაგ ჩქარი და ქაფმოდებული, ალაგ –
მშვიდი და კამკამა და მუდამ და ყველგან საამოდ გრილი და მოა­ლერ-
სე. წვრილი კენჭებით მოფენილ ფსკერზე თევზები ნელა, თითქმის შე-
უმჩნევლად დაცურავდნენ გაშეშებული სხეულით, მერე, თითქოს რაღაც
გაახსენდათო, ერთბაშად დაიქნევდნენ კუდს და ისე სწრაფად გასრი-
ალდებოდნენ, რომ მათ გზაზე ვერცხლისფერი ელვარების მეტი აღარა-
ფერი ჩანდა. ნაძვებისა და ფიჭვების ტევრი, რომელიც მდინარეს მოს-
დევდა, დინჯად შემოვიდა და ნატიფი სურნელი შემოიტანა. ბოლოს
ხევგაღმა აღმართული მთაც დაიძრა. წინ თხილის ჭალა მოუძღოდა
ბა­ლახში გადაბარდნილი მაყვლებისა და ყელყელა გვიმრების თან-
ხლებით. მერე ფერდობი წამოვიდა, ფოთლოვანი, ამაყი ტყე, – რცხილა,
ნე­კერჩხალი, თელა, წიფელი. და აი მწვერვალიც მოახლოვდა. მწვერ-
ვალზე განმარტოებით იდგა ვეება მუხა, ღონიერი, ჯმუხი, ჯიუტი; განიე-
რი ტოტებით, სქელი ფოთლებით, ძლიერი ტანით. მიწა ბალახით იყო
დაფარული. ნიავის დაბერვაზე ბალახი ჯეჯილივით ღელავდა და მისი
ერთიანი მწვანე ფერი რამდენიმე მწვანე ფერად იშლებოდა. რკო ჩა-
მოცვენილიყო და ძირს, ბალახში მიმობნეულიყო. ლუარსაბი გულაღმა
იწვა მუხის ძირას. ფართო, ხშირფოთლიანი ტოტების ტევრში აქა-იქ
ლურჯი თვალებით იჭვრიტებოდა ღრმა, კამკამა ზეცა. ირგვლივ გამეფე-
ბული სიჩუმე სიმშვიდის განუყოფელი ნაწილი იყო და სიმშვიდემ საკუ-
თარი თავის სრულქმნას მიაღწია. აქ, ალბათ, სიცოცხლის ზღვარი გადი-
ოდა.
და ანაპოდისტე ბუაძემ დუმილი დაარღვია.
– შემდეგი ნაბიჯი ზნეობრივი ქაოსის მოწესრიგება იქნება, სიკეთე
ბოროტებას გაემიჯნება და დამოუკიდებელ არსად ჩამოყალიბდება.

367
– მოგილოცავთ დაბადების დღეს. – უთხრა ლუარსაბმა, სამფეხა სკა-
მიდან ერთი ცალი მსხალი აიღო და წამოდგა. – მსხალი გასინჯეთ.
ანაპოდისტე ბუაძეც წამოდგა და მსხალი გამოართვა.
– გმადლობთ.
– ეს მეორე, – მე. ჩემი დაბადების დღეცაა.
– გემრიელი მსხალია. – თქვა ანაპოდისტე ბუაძემ.
– სოფელში მომიკითხა ერთმა გლეხმა.
– მანქანა სად გაგიფუჭდათ?
– აქვე, ახლო.
და შეკრთა.
ნელა, გაუცნობიერებელი ხიფათის უსიამო მოლოდინით მიაბრუნა
თავი. მასპინძელი მსხლის ჭამით იყო გართული.
სიცივის წვრილმა, შემაშფოთებელმა ჭავლმა დენივით გაუარა
სხე­ულში.
ანაპოდისტე ბუაძემ, მსხლის ჭამა რომ მოათავა, ნარჩენი ქვასავით
მოიქნია, ქვემოთ, ტყეში გადასტყორცნა და თქვა:
– მესმოდა, როგორ გაჩერდა მანქანა და მერე ვეღარ ამუშავდა. რას
ვიფიქრებდი თქვენ თუ იყავით! ლუარსაბმაც მოათავა მსხლის ჭამა,
მაგ­რამ ვერ გადაწყვიტა, მიებაძა თუ არა მასპინძლისათვის. ერთხანს
უხერხულად ატრიალა ხელში ნარჩენი, ბოლოს, რაკი უფრო შესაფერი-
სი ადგილი ვერ იპოვა, თვითონაც ტყეში მოისროლა. ოღონდ, ანაპო-
დისტე ბუაძისაგან განსხვავებით, ხელი ქვემოდან ზემოთ აიქნია.
მსხლის ნარჩენმა ჰაერში მაღალი რკალი მოხაზა და ბექობზე დაეცა, იქ,
სადაც მდელო თავდებოდა და თავდაღმართი იწყებოდა.
– თქვენი ეზოდანაც მშვენიერი გადასახედია, – თქვა მასპინძელმა. –
მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს ახლომახლო და ჰაერში გამუდმებით ტრია-
ლებს ადამიანის სუნთქვა. ამიტომ განმარტოება ჭირს.
– განმარტოებაში რა ყრია? – ლუარსბმა იგრძნო, რომ რაღაცა აღი-
ზიანებდა და ბრმა წინააღმდეგობის სურვილს უჩენდა.

368
– არარაობის განცდას ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერაფერს ვერ უპი-
რისპირებს, – მიუგო ანაპოდისტე ბუაძემ, – იმიტომ რომ არაფერი არ
უპირისპირდება ზნეობის გარდა.
ის რაღაცა, რაც ლუარსაბს აღიზიანებდა, ბრჭყალებით ჩააფრინდა
შორს, ცისკიდურთან გაჩენილ პატარა, ტყვიისფერ ღრუბელს, რომელიც
თვალდათვალ იზრდებოდა და მედუზას ემსგავსებოდა. ტყვიისფერი
ღრუბელი მედუზას ემსგავსებოდა არა ფორმით, არამედ ლუარსაბთან
დამოკიდებულებით. ეს კი უცნაური და რატომღაც ძალიან მოსაწყენი
ჩანდა და ლუარსაბს გულზე უეცრად შემოწოლილი გაუგებარი სევ­და
წნეხივით დააწვა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე არარაობის განცდა დამეუფლა და მას ვე-
რაფერს ვერ ვუპირისპირებ, რადგან საკმაო ზნეობა არ გამაჩნია?
– მე ვფიქრობ? – ოდნავ, ძლივშესამჩნევად გაიკვირვა ანაპოდისტე
ბუაძემ. – განა, თქვენი აზრით, ადამიანი იმიტომ არ იბადება, რომ
­ზნეობა აკლია?
ლუარსაბს მოეჩვენა, თითქოს შეკრთა და მკვეთრად შეტრიალდა
მასპინძლისაკენ, თუმცა სინამდვილეში არც კი შერხეულა.
– არარაობის განცდა ნიღაბია, რომელსაც შეუცნობლად ვიფარებთ,
რათა ქვეყანას ჩვენი უმწეობა დავუმალოთ. – ანაპოდისტე ბუაძე ისე
ელაპარაკებოდა, როგორც მექოთნე ელაპარაკება მექოთნეს თიხაზე, ან
მხატვარი მხატვარს – ფერზე, – მაგრამ ლუარსაბს მისი აზრთადენის
უხილავი ძაფი ერთთავად ხელიდან უსხლტებოდა და ამიტომ ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს კუნაპეტ ღამეში ხრამის პირას დადიოდა. –
არის წუთები, როცა კაცს ყველა საზომი გეკარგება, ყველა საყრდენი გეც-
ლება. ასეთ დროს შენდაუნებურად ცდილობ საკუთარი უილაჯობა
მთელ ქვეყანას მოახვიო და სამყაროს წარმოსახვით არარაობას შეაფა-
რო თავი. – მასპინძელმა ლუარსაბს ხელი მკლავში გამოსდო. – შინ რომ
შეგიპატიჟოთ, გამასპინძლებით მაინც ვერაფრით გაგიმასპინძლდე-
ბით. ისევ ისა სჯობს, ტყეში გავიაროთ. მშვენიერ ცივ წყაროს გაჩვენებთ.
– მერე, ეზოში რომ ჩავიდნენ და აყვავებულ მდელოს ირიბად აუყვნენ,

369
განაგრძო: – კაცმა რომ თქვას, ჩემი უილაჯობისათვის ვერაფერი მალა-
მო უნდა იყოს თქვენი უილაჯობა, მაგრამ ეგოიზმს სხვა გზა არა აქვს. –
აქ, ზემოთ, ბექობი არ იყო. მდელო ვიწრო ბილიკით უკავშირდებოდა
ტყეს. – მალე დიდი არჩევანის ჟამი დადგება, მაგრამ არჩევანი რომ გა-
აკეთო, მარტოობა უნდა მოიპოვო. – ტყე დამრეცად ეშვებოდა მარჯვნივ.
ბილიკი ბზარივით გასდევდა ტყეს. – ადამიანს ჰგონია, მარტოობა ტან-
ჯავს, სინამდვილეში მარტოობის შეუძლებლობა ტანჯავს, ის ტანჯავს,
რომ, ვინც უცხო ჰგონია, ვერ გაუუცხოებია, ვისაც უფსკრული აშორებს,
ვერ დაშორებია, ვისაც გაექცა, ვერ გაქცევია. უამრავი უხილავი ძაფი,
რომლებიც მოყვასთან გაკავშირებს, წამდაუწუმ ირხევა და ვერ ივიწყებ
იმას, ვინც მეორე ბოლოშია. თორემ ისეთი მაკრატელი რომ გაშოვნინა,
რომლითაც ამ ძაფებს გადაჭრიდი, მაშინ მართლა მარტო დარჩები,
მთელი სამყარო შენში იქნება, მთელ სამყაროში შენ იქნები, შენ იქნები
მთელი სამყარო, და მიხვდები, რომ ეგოიზმი უაზრობაა, პატივმოყვა-
რეობა უაზრობაა, შური უაზრობაა. აი, ჩვენი წყაროც!
ბილიკი, რომელიც აქამდე თავქვე მიდიოდა, აქ ვიწრო ხევს ჰკვეთდა
და აღმა მიუყვებოდა ფერდობს. გადაკვეთის ადგილას, ხელმარცხნივ,
ზედ ბილიკთან, კლდის ნაპრალიდან წყალი გადმოდიოდა და პა-
წაწ­კინტელა ჩანჩქერს ქმნიდა. იმ ადგილას, საცა ნაპრალი შედარებით
გა­ნიერი იყო, ხის ღარი ჰქონდა დატანებული. წყლის დიდი ნაწილი ამ
ღარში იკრიბებოდა, ნეკა თითის სიმსხო ნაკადად გადმოჩუხჩუხებდა და
ქვებით შემოზღუდულ პატარა წყაროში ჩადიოდა. სავსე წყაროდან გად-
მონადენი წყალი ნაკადულად მიუყვებოდა ვიწრო, დაბურულ ხევს, რო-
მელიც მუქ, სწორხაზოვან ზოლად გავლებულიყო ფერდობსა და ფერ-
დობს შუა, და ქვემოთ, ძალიან შორს, სადაც მთები ჭიშკარივით იხსნე-
ბოდნენ, სინათლეს უერთდებოდა.
ანაპოდისტე ბუაძე წყაროს პირას ჩამოჯდა და ლუარსაბიც მიიპა­ტი-
ჟა:
– დაბრძანდით.

370
ისე ისხდნენ, რომ ნაკადულის ვიწრო ხეობა მათი მზერის გაგ-
რძე­ლებას წარმოადგენდა. შორს, ბოლოში, ზღვასავით გადაშლილიყო
­ვრცელი, დიდი სინათლე, რომელიც მცირე მანძილზე შიგ ხეობაშიც შე-
მოდიოდა, როგორც ზღვა შემოდის შესართავთან მდინარეში.
ნესტიანი სიგრილე სიამოვნებდა სხეულს.
– ამ წყაროსთან ყოველთვის სიტყვა „განგება“ მაგონდება. – დაარ-
ღვია გვარიანად გრძელი სიჩუმე ანაპოდისტე ბუაძემ.
– წუხელ სიზმარში, – ლუარსაბმა შეამჩნია, რომ ჩვეულებრივზე უფ-
რო ხმადაბლა და ნელა ლაპარაკობდა. – როცა თქვენ აკადემიის პრეზი-
დენტს თამაშობდით და ხელოვნური წვერი გქონდათ, მრგვალი სარ-
კმლიდან თეთრი ეკლესია მოჩანდა, რომელიც სიცარიელის დაუძლე-
ველ სევდას მგვრიდა.
– საოცარია. „განგება“ არავის არ ესმის სწორად. მის გაგონებაზე რა-
ტომღაც ყველას ღმერთი ახსენდება. განგება ხომ ის არ არის, ვინც განა-
გებს. ოღონდ არც ის არის, ვინც განიგება. განგება ერთგვარი შუამავა-
ლია განმგებელსა და განგებულს შორის, განმგებელის მიერ განგებუ-
ლის განსაგებად დაწესებული უზოგადესი კანონი, სასაზღვრო ზოლი,
სადაც ერთდებიან და იმიჯნებიან მატერიალიზმი და იდეალიზმი. მერე
ეს კანონთა კანონი წვრილ-წვრილ წესებად ქუცმაცდება და თანდათან
ქვემოთ ეშვება, რათა ნიუტონებისა და კეპლერებისათვის ხელმისაწ-
ვდომი შეიქნას.
რცხილას ფოთოლი მოწყდა და ფარფატით ჩაეშვა ნაკადულში. ნა-
კადულმა ფოთოლი დაატრიალა და წაიღო. ქვას გადაატარა და, ცოტა
რომ გაივაკა, ციცქნა უბეში შეაგდო, ნაპირისაკენ მიაწვა და ბოლოს გა-
რიყა კიდეც იმ ადგილას, საცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოთოლი
ჰქონდა მოგროვებული. რცხილის ფოთოლმა ნაპირს რომ მიაღწია და
გაჩერდა, ლუარსაბმა იკითხა:
– რატომ მაინცდამაინც მე გამომიგზავნეთ ის წერილი?
ანაპოდისტე ბუაძემ მცირე პაუზა გააკეთა.

371
– სხვისთვის რომ გამეგზავნა, ხომ მაინც ვერ ავიცდენდი ამ შეკით-
ხვას?
– შემთხვევით გამომიგზავნეთ?
– მე შემთხვევით გამოგიგზავნეთ, მაგრამ თქვენ, ალბათ, შემთხ­ვე-
ვით არ მიგიღიათ.
– და, ცხადია, მოელით, რომ მე ახლა მაგ თქვენი ნათქვამის ლოგი-
კურ შეუსაბამობაზე მიგითითებთ.
ანაპოდისტე ბუაძემ ნელა მოატრიალა თავი და ოდნავ შესამჩნევად
გაიღიმა. მერე მარცხენა ხელი წყაროში დაისველა და შუბლზე მოისვა.
– ღმერთი გაღიზიანებთ და გონებას კი აღმერთებთ. ეს გავრცელე-
ბული სენია.
– მე ღმერთი კი არ მაღიზიანებს, ადამიანები მაღიზიანებენ, რომლე-
ბიც ღმერთის იმედად არიან. ჩემთვის გონებაა ერთადერთი ძალა.
– მაგ ძალას უსასრულობა ეღობება გადაულახავ დაბრკოლებად.
წარმოიდგინეთ, რომ სხვა სამყაროს მკვიდრი გონიერი არსება დედამი-
წაზე მოხვდა და უკუნ ღამეში პატარა, მბჟუტავი შუქი შენიშნა, რომლის
ირგვლივ მკრთალად განათებული ფანჯრის სილუეტი მოჩანს. ეს გო-
ნიერი არსება არაერთ ლოგიკურად გამართულ თეორიას შექმნის, მაგ-
რამ ვერასოდეს ვერ მიხვდება, რომ იქ სახლი დგას, რადგან სახლის ცნე-
ბა მას არ გააჩნია. მე მზადა ვარ თქვენთან ერთად დითირამბები ვუმღე-
რო გონებას და ძეგლი დავუდგა. ოღონდ, სანამ ძეგლს დავუდგამდეთ,
კვარცხლბეკი უნდა ავუგოთ, რომ ჰაერში გამოკიდებული არ დაგვრ­ჩეს.
გონების კვარცხლბეკი ზნეობაა. ზნეობაა ჩვენი დღევანდელი შეხვედ-
რის მიზეზი. თქვენ გირჩევნიათ, გონებაზე ისაუბროთ, რადგან შე-
უც­ნობლად ცდილობთ, ზნეობაზე საუბარი რაც შეიძლება შორს გადას-
წიოთ. ეს მიამიტობაა. სადამდე გადასწევთ? სად დაიმალებით? მე იქნე-
ბა დამემალოთ, თქვენს ძმასაც, თქვენს მეზობელსაც. მაგრამ იმ თვალს
როგორ დაემალებით, რომელიც ყველაფერს ხედავს? არის ასეთი თვა-
ლი. მერწმუნეთ, არის. მოულოდნელად, უდროო დროს და უალაგო ალა-
გას იგრძნობ, რომ ვიღაცა გიყურებს. თვალს არ გაშორებს ვიღაცა. და-

372
იხუჭები – გიყურებს, ბუჩქებში დაიმალები – გიყურებს, საბანს
გა­და­იფარებ – გიყურებს, ქვესკნელში ჩაძვრები – მაინც გიყურებს. ვი-
ღაცა მუდამ გიყურებს, ვიღაცას მუდამ სააშკარაოზე ჰყავხარ. თუ არ გა-
მოგიცდიათ, ერთხელაც იქნება გამოცდით, საკუთარი ცხოვრება სურა-
თებიანი წიგნივით გადაგეშლებათ თვალწინ და შეძრწუნდებით. თურმე
საქმიანი სახით უზიხარ ამაოების სუფრას და მთელი ცხოვრება ნერვიუ-
ლად იკმაყოფილებ პატივმოყვარეობის შიმშილს. მთავარი აზრი კი გა-
ვიწყდება, მთავარი ნერვი გეკარგება. სულიერი ენერგია ფუჭად იხარჯე-
ბა. კაცი შეიძლება ან მეფე იყოს, ან ლაქია, მაგრამ არ შეიძლება ერ-
თდროულად მეფეც იყო და ლაქიაც. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია. ჩვენ ბაქიობას
ვერ გავცდით და მეფედ კი გვინდა ვიწოდებოდეთ. თათქარიძეობას ვერ
შევლევივართ და დანიის პრინცობას კი ვეპოტინებით. ჩვენი სახელი
ჰამლეტია, ჩვენი გვარი – თათქარიძე. ჩვენ პირის გემო და გონების ნა-
ვარდი რა ხანია ერთმანეთში ავურიეთ. და სიმართლეს რომ არ გადავე-
ყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით. „ნიჭიერები ვართ“, ვამ-
ბობთ და თუ ეს ნათქვამი როგორმე დავიჯერეთ კიდეც, ჩვენს სიხარულს
საზღვარი არა აქვს. ნიჭიერება რომ არსებობა კი არაა, არამედ გამოვლე-
ნაა, ეს ამბავი სულაც არ გვადარდებს. ჩვენ პატრიოტები ვართ. საშინე-
ლი პატრიოტები ვართ. რომელიმე ორატორი ჩინებულ ­სიტყვას იტ-
ყვის, სულ გადარჩეულ-გადარჩეული სიტყვებით ასხამს ხოტბას სამ-
შობლოს, მსმენელს თვალზე პატრიოტული ცრემლი მოადგება. მაშასა-
დამე, ყველაფერი რიგზეა. ორატორი კმაყოფილია, რადგან ისეთი სიტ-
ყვა წარმოთქვა, მსმენელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. ­მსმენელი კმა-
ყოფილია, რადგან პატრიოტული სიტყვა ტირილამდე განიცადა. მეტი
რაღა გვინდა? მიზანი მიღწეულია, ჩვენი ჩვენი პატრიოტობა დავამტკი-
ცეთ და სამშობლოს, თუ გინდა, კისერი უტეხია! ჩვენ ძალიან გვიყვარს
წაკეკლუცება ჩვენი გამორჩეული მდგომარეობით დასავლეთსა და აღ-
მოსავლეთს შორის. მაგრამ, როცა ევროპის ინტელექტუალურ სიღრმეში
გადავიხედავთ და სიმაღლის შიში დაგვზაფრავს, კუდამო­ძუებული გა-
მოვრბივართ უკან და აღმოსავლეთს ვაფარებთ თავს, ხოლო როცა აღ-

373
მოსავლეთის ღვთიური ნაპერწკლით განათებულ სიბრძნეს თვალს ვერ
გავუსწორებთ, სასწრაფოდ დასავლეთისკენ ვიბრუნებთ პირს. და ასე
ხიდად გაჩენილები უფსკრულად ვცხოვრობთ. ხიდი მაშინ ხარ, თუ ორი-
ვე ნაპირს მყარად ებჯინები. თუ ორივე ნაპირს მოწყდი, მაშინ უფსკრუ-
ლი ხარ. ყველაფერი კი პატივ­მოყვარეობიდან მოდის. პატივმოყვარეო-
ბა ხარბად შთანთქავს ყოველივეს, რასაც სიკეთე ბადებს. პატივმოყვა-
რეობაა ყოველგვარი ბიწიერების დაბადების ადგილი. შური, მტრობა,
სიძულვილი, ყველაფერი მისი შვილია. კაცი, რომელიც სავსებით დაძ-
ლევს პატივმოყვარეობას, საკუთარ თავში იპოვის ღმერთს. მართალია,
წვრილმანების მიზიდულობის ძალა მეტისმეტად დიდია და პატივმოყ-
ვარეობის დათმობისათვის მძიმე ბრძოლაა საჭირო საკუთარი თავის წი-
ნააღმდეგ, მაგრამ, ­მერწმუნეთ, ღირს ამ ბრძოლის გადახდა. იმიტომ
რომ ჯილდო განუზომლად უფრო დიდია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით
ადამიანი პატივმოყვარეობის მხარესაა და თავისუფლებას ებრძვის.
ურიცხვი მაგალითიდან ავიღოთ მხოლოდ ერთი, რომელიც თქვენთვის
ყველაზე უფრო ნაც­ნობია. ეს არის ლუარსაბ რაზმაძის ცხოვრება. აქ, ამ
უღრანსა და მდუმარე ტყეში თქვენ მარტო ხართ საკუთარ თავთან. ამი-
ტომ საშიში არაფერია. იყო დრო, როცა ლუარსაბ რაზმაძე სიღრმეებში
იყურებოდა და საგნების უკან არსის დანახვას ცდილობდა. მაშინ ჯერ
კიდევ არ იცოდა, გულში თუ პატივმოყვარეობა ეჯდა, რომელიც თავის
გაზაფხულს ელოდა, რათა სარეველა ბალახივით ამოტეხილიყო და
ყველაფერს მოსდებოდა. და ახალგაზრდა, იმედებითა და მიზნებით
სავსე ლუარსაბი შეხვდა ელენეს. ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდათ.
მაგრამ არც ელენეს შეყვარებია ლუარსაბის გარეგნობა და არც ლუარ-
საბს შეყვარებია ელენეს გარეგნობა. იმიტომ რომ გარეგნობის შეყვარე-
ბა არ შეიძლება. ელენე სათბურში ამოსული მინდვრის ყვავილი იყო და
თავისუფლება ენატრებოდა, მთელი არსებით გრძნობდა, როგორ უხ-
მობდა მზე და სივრცე. სწორედ ეს თავისუფლება იპოვა ლუარსაბში და
ამიტომ შეუყვარდა ლუარსაბი. თავის მხრივ, ლუარსაბსაც იმიტომ შეუყ-
ვარდა ელენე, რომ მისი გაუცნობიერებელი სწრაფვა იყო, სათბურში გა-

374
მოკეტილი მინდვრის ყვავილისთვის თავისუფლება მიენიჭებინა. ეს
ყველაფერი პოეტურად ჟღერს. ხოლო პროზაული ამ ამბავში ისაა, რომ
შეერთების შედეგად სწორედ ის დაიკარგა, რისთვისაც ეს შეერთება
მოხდა. თავისუფლება დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ მინდვრის ყვავი-
ლი სათბურიდან გადასახლებულიყო, თავისუფლება თვითონ ჩასახ-
ლდა სათბურში. პატივმოყვარეობამ შექმნა პეტრე დიდი, როგორც სა-
მიზნე, და სიმამრი კალისტრატე, როგორც იარაღი. წვრილმანების
ყლორტი, თავისუფლებასთან ერთად დაიღუპა. ლუარსაბ რაზმაძეს
ჰგონია, ეს არ იცის. სინამდვილეში იცის, მაგრამ საკუთარ თავს არ უმ-
ხელს, რადგან ამის აღიარება იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აგე-
ბულა, ერთი დაკვრით დაინგრეს და სამოცი წლის ადგილას ვეება სიცა-
რიელე გაჩნდეს. თავის მოტყუება საკუთარი სიცრუით საზრდოობს. მა-
ღალი სიყვარულიდან კი მხოლოდ ჩრდილი დარჩა, მხოლოდ მოგონება
დარჩა, მხოლოდ ­შეთქმულება დარჩა, ლუარსაბისა და ელენეს უსიტ-
ყვო, თავისთავად ნაგულისხმევი შეთქმულება, რომლის მიზანია, არა-
ვის, არც საკუთარ თავს, არც შვილებს, არც მეზობლებს, სრულიად არა-
ვის არ გაუმხილონ, რომ სიყვარული თავისუფლებასთან ერთად ჩაქრა,
როგორც ლამპა, რომელშიაც ნავთი ამოშრა. ასეთია ლუარსაბ რაზმაძის
ცხოვრების მოკლე ანალიზი. და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, შესაძ-
ლებელია, სხვებზე მეტად გულდასაწყვეტი, მაგრამ მაინც ერთი მაგა-
ლითი.
ანაპოდისტე ბუაძე გაჩუმდა. და ლუარსაბმა ახლაღა იგრძნო, თუ რა
უსიამო, ყრონტისმიერი ხმა ჰქონია. თანაც ეს ხმა საოცარი მონოტონუ-
რობით, გულისგამაწვრილებლად ისმოდა, როგორც შემოდგომის წვი-
მის წკაპუნი ფანჯრის მინაზე. და ამ ყრონტისმიერმა მონოტონურობამ
რომ გადაიღო, სხეული სასიამოვნოდ მოდუნდა და შიგ შვება ჩასახლდა.
მერე ეს შვება სიმამრმა კალისტრატემ გამოაძევა.
სიმამრი კალისტრატე თავის საქმეს აკეთებდა და არავითარი ავი
განზრახვა არა ჰქონია. ისე ცხოვრობდა, როგორც ეცხოვრებოდა. ლუარ-
საბი, უბრალოდ, ადვილი წასამძღვანიებელი გამოდგა და ამიტომ წაიძ-

375
ღვანია. შემთხვევით წამოედო და აიკრო, როგორც სველ ფოთოლს აიკ-
რობს ტალახიანი ლანჩა... ნამცეცი უნდა იყო, ასეთმა ზვავმა რომ დაგი-
ტანოს.
ლუარსაბს უცებ საოცარი ძალით, უდიდესი ნატვრით მოენატრა
ელენე. ნატვრა ელვასავით შემოიჭრა სხეულში, ელვის სისწრაფით მო-
ედო ყველაფერს, შეკრა და შეკუმშა ყველაფერი. ლუარსაბი უყურებდა
ამ ერთ ნატვრად შენივთებულ არსებობას და უნეტარესი ტკივილით
ენატრებოდა ელენე, რადგან მხოლოდ ელენეს გვერდით იყო ხსნა გა-
უგებარი, უცნაურად მომნუსხველი ხიფათისაგან, რომელიც ცის ჩამოქ-
ცევასავით შეუკავებელი, აურიდებელი იყო
– პეტრე დიდიც თავის საქმეს აკეთებს. – თქვა ანაპოდისტე ბუაძემ. –
თავის პატივმოყვარეობას კვებავს და ბრალი არაფერში მიუძღვის.
სხვას არასოდეს მიუძღვის ბრალი, რადგან დანაშაული, სასჯელი და ჯა-
ლათი ერთი და იმავე არსის სამი სხვადასხვა სახეა.
ლუარსაბმა ანაპოდისტე ბუაძეს შეხედა და გაოცებულმა აღმოაჩინა,
რომ ამ კაცის გარეგნობა აქამდე არ შეუმჩნევია, ისევე როგორც წეღან-
დლამდე მისი ხმა არ გაუგონია. შეხედა და დააცქერდა. დაბალი, ხმელი
კაცი იყო. მოგრძო, ძვლიანი სახე ჰქონდა, რელიეფური ყვრიმალები,
ღრმად ჩამსხდარი თაფლისფერი თვალები და ენერგიული, ოდნავ წინ
წამოვარდნილი ნიკაპი. შეჭაღარავებული წვერი თითქოს ერთიან კალა-
პოტში აქცევდა სახის ნაკვთებს და გამომეტყველებას რაღაც მშვიდსა
და რბილ იერს ანიჭებდა. ხამი ტილოს ნაცრისფერ, გვარიანად დაჭმუჭ-
ნილ შარვალზე ზემოდან თეთრი ნაჭრის ქამრით შეკრული ჯვალოს
ხიფთანი გადმოფენოდა. ფეხზე უქუსლო, სპორტული ფეხსაცმელი ეც-
ვა.
ლუარსაბმა მუხლები შემოიკეცა, ზედ მკლავები შემოაჭდო და ხევს
ჩააცქერდა, რომლის ბოლოში თეთრი სინათლე ციმციმებდა.
არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდა დუმილი.
– დღეს პეტრე დიდს ველაპარაკე ტელეფონით. – დაიწყო ბოლოს
ლუარსაბმა. ნელა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა

376
და საკუთარი ხმა გამაღიზიანებელი მკაფიოებით ესმოდა. – პეტრე დი-
დი ლომივით ბუხუნებდა, მე კი ცინდალივით ვკნაოდი. პეტრე დიდს
წვრილი, ქალური ხმა აქვს. და თავისი წვრილი ხმით იგი ლომივით ბუ-
ხუნებდა, მე კი ჩემი ბანით ცინდალივით ვკნაოდი... მე საკუთარ თავს
ზურგი შევაქციე და ჩინებული მეცნიერის სახელს წარჩინებული მეცნიე-
რის სახელი ვარჩიე. მე ნებივრად ჩავწექი ილუზიაში და მთელი ცხოვ-
რება ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს ილუზია მარადიულია. მაგ-
რამ... ნუთუ ელენეც? – ლუარსაბმა ნელა, მძიმედ ასწია თავი და ანაპო-
დისტე ბუაძეს თვალი გაუსწორა. – ნუთუ ელენეც?
– ელენეც. – წყნარად თქვა ანაპოდისტე ბუაძემ და ამ დროს მისიხმა
ნაკლებ ყრონტისმიერი იყო. – თქვენ აქ მარტო ხართ საკუთარი თავის
წინაშე.
ირგვლივ დიდხანს დუმილის მეტი არაფერი იყო. დუმილს მხოლოდ
წყლის მონოტონური ჩუხჩუხი არღვევდა. ბოლოს, წყლის ჩუხჩუხიც რომ
მიილია და დუმილში შთაინთქა, ლუარსაბმა დაფიქრებით, თითქოს
თავის თავს ეკითხებაო, თქვა:
– მაშ, ადამიანი სადღაა?
ანაპოდისტე ბუაძეს ხელები მკერდზე დაეკრიფა და ხეობას გასცქე-
როდა.
– ადამიანი ღმერთია, მაგრამ ტალახიანი ფეხები აქვს. როცა ღამით
მარტო ხარ სადმე მთაში და შენს თავზე ვარსკვლავიანი ცაა, მოულოდ-
ნელად გაგახსენდება ასტრონომიის რომელიღაც სახელმძღვანელოში
ამოკითხული ცნობა იმის შესახებ, რომ ვარსკვლავი, რომელსაც შენ ახ-
ლა უყურებ, დიდი ხანია აღარ არსებობს. ეს მშრალი ცნობა წამით თავს
სწორკუთხა მეცნიერულ საფუძველს ასცდება და ნამდვილ შინაარსს
შეიძენს. შენ ერთბაშად მიხვდები, რომ ის, რაც ანათებს, ანათებს არა
მარტო სივრცეში, არამედ დროშიც. და უეცრად ელვაზე ათასჯერ უფრო
დიდი სისწრაფით რაღაც უცნაური და ყოვლისმომცველი განცდა აენთე-
ბა და ჩაქრება. აღქმას ვერ მოასწრებ, ვერავითარ სახელს ვერ დაარქმევ,
ვერავითარ განსაზღვრებას ვერ მოუძებნი. მხოლოდ ერთ რამეს მიხვდე-

377
ბი: შენს არსებობაში მოუხელთებლად დაკვესა და იელვა რაღაც სხვა
არსებობამ.
– მერე ეს არის ადამიანი?
– ეს არის. ადამიანი წყლით სავსე ორმოა. ქარი უბერავს, გუბეს
აღელვებს და მღვრიე წყალს კიდევ უფრო ამღვრევს. და ორმო წყლის
გაუმჭვირვალე, ჭუჭყიანი ფარდის მიღმა ვერაფერს ხედავს. მაგრამ ზოგ-
ჯერ, ათასში ერთხელ, ქარის მაგივრად გრიგალი დაჰბერავს. ამღვრეულ
გუბეს შუაზე გააპობს და, სანამ კედლებზე მიჭყლეტილი წყალი უკანვე
დაბრუნდება და პირს შეიკრავს, ორმო თვალს შეავლებს ცას და წამით
იმად იქცევა, რაც იყო მანამ, სანამ წვიმა მოვიდოდა.
მერე კვლავ დიდხანს იყო დუმილი. ლუარსაბი ბალახში იჯდა, ფე-
ხე­ბი შემოეკეცა და ზედ მკლავები შემოეჭდო. ანაპოდისტე ბუაძე იდგა,
ხელები მკერდზე დაეკრიფა. ორივენი დუმდნენ და დაფიქრებული ­გას-
ცქეროდნენ ხეობას, რომლის ბოლოში ვიწრო ზოლად შემოჭრილიყო
დიდი სინათლის მცირე ნაწილი, როგორც ზღვა შეიჭრება მდინარეში შე-
სართავთან. ტყეც დუმდა. ჩიტებიც დუმდნენ. და მხოლოდ წყალი, გამ-
სკდარი კლდიდან გადმონადენი, მხიარული ჩუხჩუხით ეშვებოდა ქვე-
ბით შემოზღუდულ პატარა წყაროში.
ბოლოს, როცა დუმილი დამთავრდა, ლუარსაბი წამოდგა.
– ახლა კი დროა, შინ დავბრუნდე.
ეს რომ თქვა, ერთბაშად ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს სხეულში
რაღაც აუხსნელი და გაუგებარი შვება შემოვარდა და მკვრივი სიმძიმე
შემხმარი ტალახივით ჩამორეცხა ძარღვებიდან.
– ჯერ წყალი გასინჯეთ. ასეთ წყაროს სხვაგან ვერსად ნახავთ.
ანაპოდისტე ბუაძემ ხელები გადაიბანა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, ღა-
რისწყალს პეშვი შეუშვირა და დაეწაფა. მერე წამოდგა, წვერზე შერჩენი-
ლი წყლის წვეთები ხელით ჩამოიწურა და ლუარსაბს მიუბრუნდა:
– თქვენი ჯერია.
ლუარსაბმა მისი ყველა მოძრაობა გაიმეორა: ხელები გადაიბანა,
ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, ღარისწყალს პეშვი შეუშვირა და დაეწაფა. წყალი

378
მართლა საუცხოო იყო, ცივი და გემრიელი. გული რომ იჯერა, წამოდგა
და ნიკაპზე შემორჩენილი წვეთები ხელით ჩამოიწურა.
ტყე უხმოდ გამოიარეს და მდელოზე გამოვიდნენ.
– მანქანისათვის ალექსი-ალეს ამოვგზავნი. – თქვა ლუარსაბმა. –
ტყეზე უნდა გადიოდეს, მგონი, მოკლე გზა, არა?
– კი. მშვენიერი ბილიკია. ოც წუთში სოფელში იქნებით. წავიდეთ,
გაჩვენებთ.
მდელოს მაღლა აუყვნენ და მთის წვერზე მოექცნენ. აქედან ანაპო-
დისტე ბუაძის პატარა სახლიც კი დაბლა იყო. ორივე სოფელი, გაღმაცა
და გამოღმაც, ხელისგულივით ჩანდა. ქვემოთ, ვაკეში, კიდევ რამდენიმე
სოფელი ჩანდა. გაშლილ სივრცეში სახლები ერთად მიყუჟულიყვნენ და
შემცივნულებივით მიკვროდნენ ერთმანეთს. – აი, ამ ბილიკს დაადგე-
ბით, – აუხსნა ანაპოდისტე ბუაძემ. – და პირდაპირ წისქვილის თავზე
ჩახვალთ, ბეწვის ხიდთან.
– გმადლობთ. – უთხრა ლუარსაბმა. – მშვიდობით.
– მშვიდობით. – ანაპოდისტე ბუაძე მიტრიალდა და ქვემოთ, თავის
სახლისაკენ დაეშვა.
ლუარსაბი უცებ თითქოს რაღაცამ შეაკრთო. და სანამ ამ შეკრთომის
მიზეზს გაიაზრებდა, ანგარიშმიუცემლად მიაძახა:
– და რომ არაფერი მოგვეკითხოს?
ანაპოდისტე ბუაძე შედგა და შემობრუნდა. ერთხანს უხმოდ უყურა.
ბოლოს თქვა:
– მაშინ დავიღუპებით.
და წავიდა.
წამით, ეტყობა, ჩვევის გამო, ლუარსაბს გულში განშორების ტკივილ-
მა გაჰკრა. მერე ბილიკს დაუყვა, რომელიც არც ისე ძნელი სავალი გა-
მოდგა, როგორც ზემოდან ჩანდა, და მალე დაბურულ ტყეში შევიდა.
ბილიკი ვიწრო იყო, ტყე – ზვიადი და იდუმალი.
ტყეს საშიში სახელი ერქვა: „დათვის ტყე“.
„დათვი გაწყვიტეს. დათვისაგან, ალბათ, მარტო სახელიღა დარჩა“.

379
ბილიკის თავზე რაღაცამ გაიშრიალა. ლუარსაბი შედგა და ყური მი-
უგდო.
„კურდღელი იქნებოდა, ან მელა. დათვი სხვანაირად დაშლიგი-
ნობს“.
მიხვდა, რომ გულში შიში შემოპარვოდა, ცოტა სამარცხვინო, ცოტა
სასაცილო, მაგრამ სავსებით ბუნებრივი და გარდაუვალი.
დამშვიდდა და გზა განაგრძო.
შუა ტყეს რომ მიაღწია, უცებბინდი ჩამოწვა.
შედგა და ცას ახედა. ტანმაღალი ხეების ხშირი ტოტებიდან ცა ნაფ-
ლეთებად ჩანდა.
„ჯერ ადრეა დაღამება“. – გაიფიქრა და მარჯვენა ხელი ინსტინქტუ-
რად წაივლო საათზე, მაგრამ იქვე გაახსენდა, რომ საათს დროის ანგა-
რიში დაკარგული ჰქონდა.
ბინდი მუქდებოდა.
იქნებ წვიმას აპირებს? ცა თითქმის არა ჩანს... ნუთუ მართლა დაღამ-
და?..
სტუმრები თანდათან იკრიბებიან. სუფრა სავსეა ხორაგით. სასმისე-
ბი ივსება. არა, ამბობს პეტრე დიდი, ყანწი მომაწოდეთ. ლუარსაბს გა-
უმარჯოს, ბატონებო! იცოცხლე ჩემო... სად არის ლუარსაბი?
ლუარსაბი ტყეშია. ტყეში ბნელა. სიბნელეში ვიწრო ბილიკია.
ლუარსაბი გაჭირვებით მიიკვლევს გზას.
უცებ შეჩერდა. ცივი სუნთქვა კედელივით გადაეღობა წინ.
ირგვლივ ყველაფერი შეჩერდა. სამყაროში ხმაური ჩაქრა, მოძრაობა
შეწყდა. წამით ყველა სულიერი თავის მარადიულ პოზაში გაშეშდა.
ანაპოდისტე ბუაძე გულხელდაკრეფილი ზის სამფეხა სკამზე. გო-
დორაკიდებული გლეხკაცი სოფლის შარაგზაზე მიდის. მოხუცი ალის-
ტრახო ოთახის შუაგულში წევს. სარდიონი და ვასილი სამარეს ჭრიან.
იაკინთე და პატარა კოსტა ხარებს მოუძღვებიან. პეტრე დიდი ვრცელ კა-
ბინეტში ზის. დანარჩენი პეტრეები კუთხეში ჩაცუცქულან. ალექსი-ალეს
სძინავს. ლარისა ზღვრამდე გამართულია და სათვალის შუშები ულაპ-

380
ლაპებს. ელენე სამზადის ზღურბლზე დგას და მოლოდინის თვალით
გასცქერის რაღაცას.
ის კი ცივი სუნთქვის კედელში დგას, თვალები ცნობისმოყვარედ და-
უჭყეტია, ხელები და ფეხები ისე გაუფარჩხავს, თითქოს რაღაც ველურ
ცეკვას ცეკვავსო.
ლუარსაბს აქამდე ეგონა, რომ მის გარეგნობაზე არასოდეს უფიქრია.
თურმე კი უფიქრია. უფიქრია და საკუთარ წარმოსახვაში მისი ხატიც შე-
უქმნია. და ახლა გაკვირვებული უყურებს, რადგან ის, რაც სინამდვილე-
შია, მის წარმოსახვაში შექმნილს არა ჰგავს.
როცა შეირხა, მასთან ერთად ცივი სუნთქვის კედელიც შეირხა.
ჯერ ერთ მხარეს გადაიხარა გაფარჩხული ხელ-ფეხით, მერე მეორე
მხარეს. კედელიც გადაიწია და გადმოიწია.
მერე ისევ შეჩერდა, თვალები კიდევ უფრო დააჭყიტა და წვრილი
ხმით დაიწივლა:
– ან ამიკიდე, ან ამეკიდე!

მაღალი კაცი

ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა ­გა-
დის. ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებს.
მგზავრები ინჯღრევიან და ერთმანეთს მხრებით ეჯახებიან (რასაც
მერე გამოლაპარაკების საბაბად იყენებენ). ზოგჯერ, როცა ავტობუსი
მოულოდნელად შეანელებს სვლას, სკამებიდან ისე წამოიწევიან, თით-
ქოს გაფრენას აპირებენო. სინამდვილეში გაფრენის საშიშროება არ არ-
სებობს, მაგრამ უკან დაშვებისას რომ არაფერი იტკინონ, ცდილობენ,
სიმძიმის ცენტრი ტერფებზე გადაიტანონ და ინერციის ძალას რაღაცა
დაუპირისპირონ.
ავტობუსში ხალვათობაა, თუმცა დასაჯდომი ადგილები თითქმის
მთლიანად დაკავებულია (სულ ბოლო მერხია თავისუფალი. იქ მხო-

381
ლოდ ერთი მთვრალი კაცი ზის, რომელსაც პორტფელი ორივე ხელით
მაგრად ჩაუბღუჯავს და საიმედოდ ჩაუხუტებია გულში).
მძღოლს უკან გადავარცხნილი თმა, დაბალი შუბლი, მასიური სახე,
სქელი, ჯაგარა წარბები და იმედგაცრუებული გამომეტყველება აქვს.
მგზავრები ჭრელი ხალხია. ყველას თავისი გზა აქვს, თავისი მიზანი
და თავისი ქერქი. მაგრამ ამ სიჭრელეში არის ერთი საერთო ფერი, ერ-
თი საერთო ნერვი, რომელიც ყველას კრავს, ყველას აერთიანებს, ყვე-
ლას ერთ წრეში აქცევს და ბიოლოგებსა და სოციოლოგებს სახეობრივი
კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს. ეს ის საერთო ნერვია, რის გამოც
­მგზავრები მშვიდობიანად სხედან ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს
არ ერჩიან და ერთმანეთის არ ეშინიათ. მეტიც: საერთო ნერვი, საერთო
ფერი აიძულებთ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ, პატივი სცენ ერთმა-
ნეთს, გაუფრთხილდნენ და ზურგი გაუმაგრონ. ასეც იქცევიან.
ავტობუსში ცხელა და ოფლის სუნი დგას. მაგრამ მგზავრებს ეს არ
აწუხებთ. კარგი ხანია შეეჩვივნენ და ვეღარ გრძნობენ.
მგზავრებს თითო ხელი საერთო ნერვზე უკიდიათ და უდრტვინვე-
ლად სხედან საერთო წრეში, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობისა და
ურთიერთგაფრთხილების წესი მოითხოვს, რომ ნამდვილი მღელვარე-
ბა სიმშვიდის ფარგლებში ჩაეტიოს, ნამდვილი ემოციები რაციონალუ-
რად დაიხარჯოს და ნამდვილი აღშფოთება ზუსტად იქნას დოზირებუ-
ლი.
მიუხედავად სიცხისა, ავტობუსში სიხალისეა, მხიარულება და სასა-
უბრო თემათა მრავალფეროვნება.
მაგალითად, სქელი, ფაშფაშა დედაკაცი (წინა რიგში, ფანჯრის
მხა­რეს), რომელსაც პატარა თავი, განიერი ყბები, ორკეცი ღაბაბი და
უზრდელობამდე კმაყოფილი სახე აქვს, ზნეობრივ პრობლემებს იკ-
ვლევს.
(ეს ჩვენი ნაქები გულიკო თურმე კაი ორი წელიწადია უნამუსოდ და-
ეთრევა კუროებში. აბა! ქმარს, როგორც წესია, მისი უსაქციელობა ყვე-
ლაზე ბოლოს შეუტყვია. უბანში კაცი არ იყო დარჩენილი, ეს ამბავი რომ

382
არ სცოდნოდა. ეგ კი არა, თითისტოლა ღლაპები, არაფრისგან არაფერი
რომ არ გაეგებათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ თურმე, წამო, ჭალაში წა-
ვიდეთ, გულიკობანა ვითამაშოთო. აბა! ისე, რომ გაუგია, ნამეტანი კი
წყენია საწყალს. გულდათუთქულს უთქვამს თურმე, ჩემი გულნარასგან
ასეთ რამეს სწორედ არ მოველოდიო. ოჯახის დანგრევა მაინც ვერ გა-
უბედია. კი არ გაემტყუნება! კაი ათი წლის ცოლ-ქმარი არიან და გაუჭირ-
დებოდა, აბა რა იქნებოდა მიჩვეულის გადაჩვევა. პირობა კი დაუდვია იმ
არდასაცლელს, მეტს აღარ ვიზამო, მაგრამ, ქალმა თუ გაიწია, იმას პი-
რობით კი არა, ჯაჭვით ვერ დააბამ. კბილით დაგიღრღნის იმ ჯაჭვს და
თავის უზნეობას მაინც იზამს).
მეორე ქალი, რომელიც ამ ამბავს ხარბი ყურადღებით ისმენს, იმ
ასაკსაა მიტანებული, როცა „გულიკოს ეფექტი“ თანდათან განყენებულ
თეორიად იქცევა. ჩათქვირებულ სხეულს სიმკვრივე უკვე დაუკარგავს და
უმიზნო დეკოლტეს ქვეშ ამოზნექილი შემოდგომის მკერდიც გედის გა-
ჭიანურებულ სიმღერას მიუგავს. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფაშფაშა მე-
ზობლის ნაამბობი ზედმეტად ახლო მიაქვს იმ თავის მოშიშვლებულ
გულთან, ერთიანად წამოპილპილებული თვალებიდან აღშფოთების
­ცეცხლს აკვესებს და იმ ცოდვიან გულიკოს სულ ისეთი რჩეული ზედ-
სართავი სახელებით იხსენიებს, როგორიცაა, „წუპაკი“, „მიწაწასაყრე-
ლი“ (არა „მიწადასაყრელი“, როგორც სხვა, ნაკლებგაწიწმატებული ქა-
ლი იტყოდა, არამედ „მიწაწასაყრელი“) და „გავარდნილი“. (ეს ზნეობ-
რივი გააფთრება სავსებით გასაგები რეაქციაა. ამას იოლად მიხვდებიან
ისინი, ვისაც არასოდეს მისცემია შემთხვევა საყვარელი გაეჩინა, ან, კი-
დევ უკეთესი, ერთხელ მიეცა ასეთი შემთხვევა და ისიც ხელიდან გაუშ-
ვა).
პატარა ტანის, გამხდარ, ლოყებჩაცვენილ ახალგაზრდას, რომელ-
საც შუაში გაყოფილი და სუფთად გადავარცხნილი შავი თმა აქვს, სწორ-
ნაკვთებიანი სახე, გულღია გამომეტყველება და თაფლისფერი, ჭკვი-
ანური თვალები, გრძელულვაშიანი ჭაღარა გლეხი მოუგდია ხელთ და
პატრიოტიზმის პროცედურას უტარებს.

383
(ყველამ თავი დაგვანებოს, ძია კაცო, თუ შეიძლება! ჯერ იმდენი გა-
აკეთონ, რამდენიც ჩვენ გაგვიკეთებია, და მერე გველაპარაკონ. ჩვენ, ჩე-
მო ბატონო, სისხლიც ბევრი დავღვარეთ და ოფლიც. და, საერთოდ, სა-
ქარავნო გზა საქართველოზე გადიოდა. ვინ გამოხატა ერის ლიტე­რა-
ტურული გენია ისე უხვად, როგორც რუსთაველმა, ბარათაშვილმა, გა-
ლაკტიონმა? ვაჟა-ფშაველაზე არაფერს ვამბობ. ერთ მოზრდილ ერს
მარტო ცოტნე დადიანის თავდადება ეყოფოდა სატრაბახოდ. ჩვენ კი,
ვინ მოთვლის, რამდენი ცოტნე დადიანი გვყავდა, რამდენი მინდია და,
როგორც პოეტი იტყვის, „და რამდენი კიდევ ყაზბეგი“! მაგრამ არ ­ვტრა-
ბახობთ. იმიტომ რომ არ გვიკვირს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია,
ასე ვთქვათ, ნორმალური სიტუაცია).
ჭკვიანთვალებიანი ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველას ხსენებაზე რატომ-
ღაცოდნავ დაიმორცხვებს და ხმასაც დაუწევს, ჭაღარა გლეხი დაინტე-
რესებული და, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული უსმენს და, შიგადაშიგ,
თეთრი, აპრეხილი ულვაშები უცნაურად უთრთის.
ვეება, ბეჭებგანიერი ჯეელი (ბრტყელი თავი, სქელი, შუბლზე ჩამოშ-
ლილი თმა და გაუპარსავი პირისახე) ისე ზის, რომ სკამის სამი მეოთხე-
დი უჭირავს. და თუმცა მის თანამოსაუბრეს, კაფანდარას, გაძვალტყავე-
ბულს, თვალებგამოღლაპულს, რომელსაც ისეთი შესახედაობა აქვს,
კარგად თუ არ დააკვირდი, ვერც მიხვდები, გამურულია, შავია, თუ სუ-
ლაც ბოლში გამოყვანილია, იმ დარჩენილ ერთ მეოთხედზე მეტი არც
სჭირდება, მაინც ისე საცოდავადაა მიკუნჭული კუთხეში, როგორც ეს და-
ჩაგრულსა და გაუბედურებულ კაცს შეეფერება.
(ბიჭო, შე კაი დედმამიშვილო, თუ დალევა არ შეგიძლია და, საერ-
თოდ, თუ გალსტუკით ხარ დაბადებული, რას წამომიჯექი ამ მამაპაპურ
სუფრაზე, რომ წამომიჯექი! მოვდივარ მე ბიბლიოთეკაში და გიშლი
ხელს? კარგი, მოხვედი – მოხვედი, ბოლოში მაინც დაჯექი, შე კაცო, და
ისე იყავი, ვითომ არა ხარ. მამალივით რომ მოიფხორები და ჭრელ
გალს­ტუკს მოაფრიალებ, რატომ იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება ეგ
ჭრელი გალსტუკი ცუდად ჩამყვეს გულში! ამის მერე რომ კიდევ სუფრის

384
თავში გამომეჯგიმები და მეტრიან ენას წაიგდებ, გაგლახავ, თუ ძმა ხარ,
აბა რას გიზამ! ბიჭო, შე მამაცხონებულო, ხომ იცი, ორ ბოთლ ღვინოს
რომ დავლევ, ის ორი ბოთლი ღვინო ვინმეზე უნდა გამოვინელო. რას
მეჩხირები თვალში! ოჯახაშენებულო, ან გვერდზე მიდექი, ან მითხარი
მაინც, ჩემი დირექტორის სასიძო თუ ხარ, და სხვას გავლახავ, ჩემთვის
სულ ერთი არ არის! სამსახურს რატომ მაკარგვინებ და საციხედ რატომ
მიხდი საქმეს! ის ორი გროში რომ არ მქონოდა შავი დღისთვის გადანა-
ხული, ხომ ციხეში უნდა ვყოფილიყავი ახლა! ციხეში გამძლები ვარ მე?!)
ბოლო სიტყვებზე პერანგის ქვედა ღილსაც იხსნის, ბანჯგვლიან
მკერდს გამობურცავს და საწყალობელი თვალებით მიაჩერდება თანა-
მოსაუბრეს. თანამოსაუბრე ერთს ხარბად შეხედავს უზარმაზარ
მკერდს, მერე ტუჩებს უცნაურად მოპრუწავს, სწრაფად აარიდებს თვალს
და ფანჯარაში დაიწყებს ყურებას.
მარცხენა მხარეს, შუა რიგში, ბიჭი და გოგო ზის. ბიჭი მაღალია, დიდ-
შუშებიანი სათვალე უკეთია, გრძელი თმა აქვს და სერიოზული სახე. გო-
გო ძალიან ლამაზია, გახეხილი ჯინსი და მკვრივ სხეულზე მჭიდროდ შე-
მოტმასნილი ბიჭური ხალათი აცვია.
(შეგრძნების ორგანოები იარაღია, მეტი არაფერი. ჩვეულებრივი ია-
რაღი, როგორც ჩაქუჩი, როგორც კალამი, როგორც რადიომიმღები. ჰო!
აი, ეს კარგი შედარება მოვიფიქრე! – სამყარო გადამცემია, ადამიანი კი
– მიმღები, რომელიც ხუთ ტალღაზე მუშაობს, რაკი შეგრძნების ხუთი
ორგანო აქვს. სამყარო უამრავ სხვადასხვა სიგნალს გვიგზავნის თავისი
არსებობის შესახებ. ჩვენ მათგან მხოლოდ ნაწილს აღვიქვამთ, კერძოდ,
იმ ხუთს, რომლებიც ჩვენს ტალღებს შეესაბამება. მაგრამ რაკი სიგნალი
მრავალგვარია, მიღებაც მრავალგვარი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ არსებობს ჩვენგან განსხვავებული ცნობიერება, რომელსაც სხვა ია-
რაღები, შეგრძნების სხვა ორგანოები აქვს. ერთდროულად ერთსა და
იმავე სივრცეში არსებობს უამრავი ცნობიერება, რომლებიც სამყაროს
სხვადასხვა სახით აღიქვამენ. ოღონდ ეს მრავალი ცნობიერება თავთა-
ვიანთ განზომილებაში იმყოფება. მეცნიერებას კი გულუბრყვილოდ

385
ჰგონია, თითქოს ჩვენი ხუთი საცოდავი ორგანო სამყაროს ყველა პარა-
მეტრს ამოწურავს. მეცნიერება ხუთი პაწაწკინტელა წერტილის მიხედ-
ვით ცდილობს უსასრულო სამყაროს ხატი შექმნას. რა ჭეშმარიტებაზე
შეიძლება ასეთ დროს ლაპარაკი!)
ბიჭი ისეთი ყოვლისმომცველი გატაცებით ლაპარაკობს, რომელიც
მოგვიანებით, როცა აღტკინება გაივლის, ყელში ცივ სიმშრალესა და სი-
ცარიელის გაუგებარ გრძნობას ტოვებს ხოლმე. ლამაზი გოგო თვალს არ
აშორებს. მისი ოდნავ მიბნედილი მზერა ბიჭის სახეს ელამუნება, ტუ-
ჩებზე შედარებით ხანგრძლივად ჩერდება. აშკარაა, სამეცნიერო-ფან-
ტასტიკურ სიგნალებს ისე ბეჯითად არ აღიქვამს, როგორც ამას მოსაუბ-
რის ცეცხლოვანი თავდავიწყება მოითხოვს. გოგო დროდადრო სახეს ძა-
ლიან ახლოს მიუტანს სახესთან და თავის მხრივ გახშირებული სუნ-
თქვის მძაფრ სიგნალებს უგზავნის, მაგრამ მისი სიგნალები უკვალოდ
იკარგება, რადგან ბიჭი სხვა ტალღაზე მუშაობს.
მძღოლი დროდადრო სარკიდან გამოხედავს სალონს, წამით თვალს
გადაავლებს თავის სამწყსოს და მერე ისევ ნაცრისფერ გზაზე გადააქვს
ყურადღება.
უფრო მნიშვნელოვანი ავტობუსში არაფერი ხდება.
ცხადია, მგზავრი სხვაც ბევრია (ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი, შავე-
ბიანი დედაბერი, სუფთად ჩაცმული, სუფთად გაპარსული და სუფთად
დავარცხნილი ოხუნჯი ახალგაზრდა, მკერდმაღალი და ტუჩებშეღები-
ლი ქალი და სხვა.), სხვა თემებიც მუშავდება (ეკონომიური, პოლიტიკუ-
რი, სოციალური და ასე შემდეგ), მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადი
მგზავრებისა და ძირითადი თემების წვრილმანი ვარიაციებია და მათზე
არ შევჩერდებით.
სულ ბოლო რიგში, როგორც უკვე ითქვა, ერთი მთვრალი კაცი ზის,
პორტფელი ორივე ხელით ჩაუბღუჯავს, გულში საიმედოდ ჩაუკრავს და,
ძილი რომ არ მოერიოს, ბეჯითად და უშედეგოდ ცდილობს უაზრო თვა-
ლების არეული ფოკუსი წინა რიგში (მისკენ სახით) მჯდომი ქალის
თეთრ მუხლებზე გაასწოროს.

386
შეიძლებააღვნიშნოთ კიდევ ახალგაზრდა ქურდი, რომელიც მოწ­ყე-
ნილი და ცოტა გაღიზიანებული დგას უკანა კართან. მას იღლიაში დაკე-
ცილი გაზეთები ამოუჩრია, შარვლის უბე შეუკრავი აქვს და აშკა­რად უკ-
მაყოფილოა იმით, რომ ავტობუსში ასეთი ხალვათობაა.
რაც შეეხება იმ მაღალ კაცს, თავისთვის რომ ზის ჟურნალში თავჩაგ-
რული, მას ჯერჯერობით არავინ ამჩნევს (მომდევნო გვერდებზე, იცოც-
ხლეთ, იგი ყურადღებას მიიქცევს. დაბნეულ მგზავრებს ისე აერევათ,
ისე აეშლებათ და ისე აებურდებათ წლობით ნახარისხევი, დანომრილი
და ანბანზე გაწყობილი ემოციები, რომ კარგა ხანს მოუნდებიან მათს ხე-
ლახლა გაცალკევებასა და თავთავის ადგილას დალაგებას). როდის
ამოვიდა, ისიც არავის გაუგია (გარდა იმ ქალისა, რომელიც მის გვერდით
ზის, ფანჯრის მხარეს).
ამოსვლით კი კარგა ხანია ამოვიდა. ამოვიდა უსაშველოდ მაღალი,
გამხდარი, ბეჭებში მოხრილი. გრძელი სახე და გრძელი, წვეტიანი ცხვი-
რი აქვს. ქერა თმა კეფაზეღა შემორჩენია. ძველი, გაცრეცილი, ყავისფე-
რი კოსტიუმის ქვეშ თეთრი ხალათი აცვია და წვრილკვანძიანი, შავი
ჰალსტუხი უკეთია. ხელში გატენილი საქაღალდე უჭირავს. ამოვიდა,
დაჯდა საქაღალდიდან რაღაც ჟურნალი ამოიღო, ჩარგო შიგ თავი და
აღარც აუწევია. გვერდით მჯდომმა ქალმა, რომელსაც ზომაზე დიდი
მკერდი და წითლად შეღებილი ტუჩები აქვს, ერთი მოხედა, უკმაყოფი-
ლოდ აიბზუა ცხვირი და მრგვალი გავა ოდნავ, მაგრამ აშკარად დემონ-
სტრაციულად მისწია ფანჯრისკენ. მაღალ კაცს ეს არ შეუმჩნევია.
როდესაც ავტობუსი იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელიც ბედისწე-
რის მიერ წინდაწინვე იყო შეგულებული, მარჯვენა რიგში, ფანჯრის მხა-
რეს მსხდომმა მგზავრებმა მზექალა შორიდანვე შეამჩნიეს (ოღონდ,
მზექალა თუ ერქვა, რაღა თქმა უნდა, ჯერ არავინ იცოდა). ამაში საკვირ-
ველი არაფერია. საკვირველი, რომ არ შეემჩნიათ, ის იქნებოდა, რადგან,
ჯერ ერთი, გაჩერებაზე მის მეტი არავინ იყო, და მეორეც, თუნდაც ხალ-
ხით ყოფილიყო გაჭედილი იქაურობა, მისი გარეგნობისა და მისი ჩაც-
მულობის პატრონი მაინც წამსვე მიიქცევდა ყველას ყურადღებას.

387
ფერ-უმარილის სქელი, უსწორმასწორო ფენით მოთხუპნილი სახე
თეთრად უბზინავდა და ამ თეთრ ფონზე ალისფრად გაფერადებული
ტუჩები ისე ჩანდა, თითქოს თოვლში ყაყაჩო ამოსულიყოს. ქუთუთოებ-
ზე და თვალის უპეებში მუქი ცისფერი საღებავი ეცხო, წამწამები შავად
მოეთხვარა. ასეთივე შავი, ძალიან მსხვილი და ოდნავ ირიბი ხაზები
მისდევდა თვალის კუთხეებიდან საფეთქლებისაკენ. თმა უამრავ
წვრილ ნაწნავად ეყარა კისერზე, ტანთ ეცვა რუხი ფერის გულდახურუ-
ლი კაბა, რომელიც კოჭებამდე დასთრევდა და ისეთი ფოჩებით ბოლოვ-
დებოდა, ძველებურ სუფრებს რომ აქვს ხოლმე. კაბის ზემოთ პალტო ეც-
ვა. მართალია, თხელი, საგაზაფხულო პალტო იყო, მაგრამ ამ გაგანია
სიცხეში ასეთი პალტოც კაცს გახურებულ ღუმელად მოეჩვენებოდა.
თუმცა ეს სხვათა შთაბეჭდილებაა. მზექალას წინაშე, როგორც ჩანს,
ტემპერატურის პრობლემა არ იდგა. მას პალტოც ეცვა და ხელთათმანე-
ბიც (რომლებიც ზოგიერთი უტყუარი ნიშნის მიხედვით, ერთ დროს
თეთრი უნდა ყოფილიყო). მკერდზე უსწორმასწოროდ გამოჭრილი თუ-
ნუქის მედალი ეკიდა.
იდგა გზის პირას ლაღი და ამპარტავანი, ფეხებთან მომცრო, შავი ჩე-
მოდანი ედო, მარჯვენა ხელი აეწია და ჭუჭყიანი ხელთათმნის თითებს
მსუბუქად უქნევდა ავტობუსს.
მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და უკანა კარი გააღო.
მზექალამ ჩემოდანს ხელი დაავლო და წელში ამაყად გამართული,
საკუთარი ღირსების გრძნობით თავით ფეხებამდე გამსჭვალული, დე-
დოფლის აუჩქარებელი ნაბიჯით და თხელი სხეულის ოდნავი რხევით
წამოვიდა. ავტობუსთან შეჩერდა და ცოტა შეყოყმანდა, ნაბიჯიც კი გა-
დადგა უკან. წამით ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს გამგზავრება
გადაიფიქრაო, მაგრამ მერე თავის თავს წყნარად გაუღიმა და ამოვიდა.
უნდა ითქვას, რომ, როდესაც მარჯვენა ხელი ავტობუსის ღია კარს მოს-
ჭიდა და გვერდზე გადახრილმა, ჩემოდანი და ცალი ფეხი ერთად შე-
მოდგა საფეხურზე, მის ჰაეროვნებასა და შეუვალ ღირსებაში მცირეოდე-
ნი ბზარი გაჩნდა.

388
მძღოლმა კარი დახურა და ავტობუსმა გზა განაგრძო.
მზექალამ ჩემოდანი დადგა, წელში გამართულმა და თავაწეულმა
აუჩქარებლად მოავლო მგზავრებს ამაყი მზერა, მერე იმ მთვრალ კაცს
მიუბრუნდა, გულში ჩახუტებული პორტფელით რომ იჯდა და ძილს ებ-
რძოდა, საღებავებად ქცეული წამწამები ნაზად ააფახურა და ჰკითხა:
– ჩემო მთვლემარე მეგობარო, ხომ ვერ მეტყვით, ამ ხომალდს კურსი
საით უჭირავს?
მთვრალმა კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე პორტფელი და ძალ-
თა უკანასკნელი დაძაბვით თვალის გახელა სცადა, მაგრამ არაფერი გა-
მოუვიდა. წარბები კი ასწია, მაგრამ ქუთუთოებს ძვრაც ვერ უყო. მაშინ ამ
უიმედო საქმეს თავი მიანება და თქვა:
– აამმ... ბლლ... ბ...
რაკი მთვრალისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, მზე-
ქალამ სინანულით გადაიქნია თავი და ახალგაზრდა ქურდისკენ მიტრი-
ალდა, რათა ახლა მისთვის მიეცა იგივე კითხვა. მაგრამ ახალგაზრდა
ქურდმა, შესაფერისი სამუშაო პირობების უქონლობით ისედაც განაწ-
ყე­ნებულმა, არ მოისურვა მზექალასთან საუბარი. თვალები დაუბრი-
ალა, ჰააო! – ერთი შეუღრინა და მუქარისთვის რომ მეტი დამაჯერებ-
ლობა მიეცა, მარჯვენა ბეჭი მოწყვეტით წამოაგდო წინ. მზექალა წამით-
შეკრთა, მოიკუნტა, თავი მხრებში ჩარგო, თეთრ სახეზე პანიკურმა შიშმა
გადაურბინა. მაგრამ შიში მყისვე დასძლია, ისევ გაიმართა, ისევ ლაღი
და ამპარტავანი გახდა, უიღბლო ქურდს ერთი გამანადგურებელი ზიზ-
ღით შეხედა და უცებ ხმამაღლა, მთელი ავტობუსის გასაგონად შემოს-
ძახა:
– მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამა ჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლა­ვე-
ბი და-ძმებია ჩემი.
ამ განცხადებაზე თითქმის მთელმა ავტობუსმა მოიხედა.
(გარდა მთვრალისა, ორი მძინარე ქალისა და ჩვენი ნაცნობი მაღა-
ლი კაცისა, რომელიც კვლავ ჟურნალში თავჩარგული იჯდა. რაც შეეხება
მის გვერდით მჯდომ ქალს, იმ ქალმა მაშინვე მოიხედა, ოღონდ, სანამ

389
მზექალას შეხედავდა, მისი მხედველობის არეში კვლავ მაღალი კაცი
მოხვდა და ხაზგასმულად უკმაყოფილო სახე მიიღო).
მძღოლმა სარკეში შეავლო თვალი მზექალას, ხმადაბლა გაიცინა და
მზერა ისევ ნაცრისფერ გზაზე გადაიტანა.
ფაშფაშა ქალმა, რომელმაც გულიკოს თავქარიანობა სერიოზული
მსჯელობის საგნად აქცია, ფართო, კმაყოფილი ღიმილით შეათვალიე-
რა მზექალა და თქვა:
– ვაი, შენ კი მეისპი, შენ!
შავებში ჩაცმულმა კაფანდარა დედაკაცმა, რომელიც მოპირდაპირე
რიგში იჯდა, იგივე აზრი ასე გამოთქვა:
– გაქრი, აჰანდე!
ხოლო მის უკან რომ მსუქანი, ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი იჯდა, იმ
კაცმა ისეთი ხმით დაუმატა, თითქოს ყელში ვიღაც უჭერდა:
– ჯოჯოხეთსაო ერთი მაშხალა აკლდაოო!
ამით ავტობუსმა ამოწურულად ჩათვალა თავისი დამოკიდებულება
მზექალასადმი. მოტრიალებული თავები უკანვე მიტრიალდნენ.
მზექალა ერთხანს ახალგაზრდა ქურდის გვერდით იდგა. მართა-
ლია, ბოლო სკამი, სადაც მთვრალი იჯდა, თავისუფალი იყო, მაგრამ იქ
დაჯდომა არ მოისურვა. ჩემოდანი აიღო, ცოტა წინ წაიწია და წეღანდე-
ლივით ხმამაღლა გამოაცხადა:
– პროკრუსტეს სტუმრებო! ხომ ხედავთ, ზენა ქარმა დაუბერა. დაუთ-
მეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
პასუხად აქა-იქ სიცილი გაისმა.
ჭკვიანთვალებიანმა ახალგაზრდამ ღიმილითა და გაკვირვებით
(ქვედა ტუჩი გამობზიკა და თავი რატომღაც მოწონების ნიშნად დაიქ-
ნია) შეხედა მზექალას. მერე თეთრულვაშაპრეხილ მეზობელს მიუბრუნ-
და:
– პროკრუსტე ერთ კაცს ერქვა. ვინც ზომაზე გრძელი იყო, ფეხებს აჭ-
რიდა. ვინც ზომაზე მოკლე იყო – ჭიმავდა.

390
– უყურე შენ! – გაიკვირვა თეთრულვაშიანმა და აპრეხილი ულვაში
კიდევ უფრო აიპრიხა. – არსენა არ ყოფილა!
– არსენა რად ყოფილა? – ვერ გაიგო ჭკვიანთვალებიანმა, მაგრამ გა-
მოძიება დაეზარა. – ეტყობა ეს ქალი განათლებული ქალია. ეგებ სწო-
რედ განათლებამ გააგიჟა. სად შეუძლია საუკუნეებით გადაღლილ გო-
ნებას...
მაგრამ ჭკვიანთვალებიანს ამ დროს მზექალა მიუახლოვდა და
შე­აწყ­ვეტინა:
– ჭაბუკო, ვერა გრძნობთ, რომ ზენა ქარი უბერავს?
ჭკვიანთვალებიანმა გულღია ღიმილით ახედა, მერე საჩვენებელი
თითი გაილოკა, მაღლა ასწია და დარწმუნებით თქვა:
– კი. მართლა უბერავს.
– მაშ, ადექით და დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
ჭკვიანთვალებიანი არ დაიბნა. ხელახლა გაილოკა თითი, ხელახლა
ასწია მაღლა და თქვა:
– შევმცდარვარ. ჯერ არ უბერავს.
– როცა დაგიბერავს, გვიანი იქნება! – მწყრალად უთხრა მზექალამ
და ამაყად შეაქცია ზურგი.
ამაზე მგზავრებს ისევ გაეცინათ. ჭკვიანთვალებიანმა კი პალტოს ქა-
მარში ჩაავლო ხელი, სწრაფად მოსწია და, როცა მზექალამ ამაყად მო-
იხედა, ისეთი სახით დაიწყო ფანჯარაში ყურება, ვითომ არაფერი ჩა-
ედინოს.
ფაშფაშა ქალმა თავისი ორკეცი ღაბაბი მოატრიალა და ხმამაღლა
დაუძახა:
– აქით მოიწი, ერთი, ქალო, შენი კაბის უზორი მაინტერესებს.
მის გვერდით მჯდომმა ქალმა, გულიკოს თავშეკავებულ ქცევაში რომ
წეღან ტერმინოლოგიური სიცხადე შეჰქონდა, ხმამაღლა და ცოტა ხე-
ლოვნურად გადაიკისკისა.
სათვალიანმა ახალგაზრდამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:
– რას ერჩიან ამ უბედურს!

391
მზექალამ ქედმაღლური მზერა მიაპყრო ფაშფაშა ქალის ღაბაბს. მე-
რე უცებ თვალები გადმოუქაჩა, ენა გამოყო და უთხრა:
– ეეე!
იმ ორმა მძინარე ქალმაც გაიღვიძა.
ახლა მხოლოდ ჩანთაჩახუტებული მთვრალი და ჟურნალში თავ-
ჩარგული მაღალი კაცი არ იღებდნენ მონაწილეობას საერთო მხი-
არუ­ლებაში.
მზექალა ოდნავ წამოედო ვიღაცის დადებულ ფეხს, დროზე შეიკავა
თავი, გასწორდა, კვლავ ამაყი სახე მიიღო და ახალ მსხვერპლს მიადგა.
– გრძნობთ, როგორ უბერავს ზენა ქარი?
მსხვერპლმა, სუფთად ჩაცმულმა, სუფთად გაპარსულმა და სუფთად
დავარცხნილმა ოხუნჯმა სწრაფად, გაზეპირებულივით მიუგო:
– ვგრძნობ, აპა არ ვგრძნობ!
– მაშ, დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.
– მე არა, მარა, – ისევ მომზადებულივით გამოეპასუხა მსხვერპლი. –
თუ მოგწონვარ, ჩემს ქალს მოელაპარაკე და იქნება იმან დაგითმოს თა-
ვისი ადგილი.
ავტობუსი ხორხოცებდა.
ლოყებღაჟღაჟა ღიპიანმა თავისი ყელში წაჭერილი ხმით წამოიძახა:
– გაჰყე, გოგო, გაჰყე. იგრე შეგინახავს, ზენა ქარს არ მოგაკარებს.
სათვალიანმა ახალგაზრდამ ვეღარ მოითმინა:
– რა არის ბოლოს და ბოლოს! დაანებეთ თავი, თავისი უბედურება
ეყოფა საწყალს!
ამ სიტყვებს მხოლოდ მზექალამ მიაქცია ყურადღება. მიხედა სათ-
ვალიანს, ინტერესით შეათვალიერა, მერე ახლო მივიდა და უფრო მეტი
ინტერესით დააცქერდა. ბოლოს ჰკითხა:
– თქვენ ვისი ტიკიტომარა ბრძანდებით?
სათვალიანმა ტუჩები მოკუმა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– შენთვის ვამბობ, შე საცოდავო...

392
მზექალამ სევდიანი სიბრალულით შეხედა. მერე მის გვერდით
­მჯდომ გოგოს უთხრა:
– თბილად ჩააცვით, გეთაყვა, და ორპირ ქარში ნუ გააჩერებთ, არ გა-
გიცივდეთ.
გოგომ გაბრაზება დააპირა, მაგრამ ბიჭს შეხედა და სიცილი წასკდა.
სათვალიანის უკან ის მაღალი კაცი იჯდა.
მზექალამ მისკენ გადაინაცვლა და გაშლილ ჟურნალში ჩახედა. ერ-
თხანს თვალებმოჭუტულმა უყურა, ოდნავ დაიხარა კიდეც, მერე ქვედა-
ტუჩი გამობზიკა, მხრები აიჩეჩა და ასე მხრებაჩეჩილი გაჩერდა იმის
ნიშნად, რომ რაღაცას ძალიან უცნაურსა და ძალიან გაუგებარს წა­აწ-
ყდა. ბოლოს უთხრა:
– ჯერ არ მოუღწევია თქვენამდე ზენა ქარის ქროლვას?
მაღალ კაცს არ გაუგია.
მაშინ მზექალამ მოკაუჭებული საჩვენებელი თითი მხარზე დაუკაკუ-
ნა:
– უფლისწულო!
მაღალი კაცი შეკრთა და თავი ასწია. მზექალას დანახვაზე კიდევ ერ-
თხელ შეკრთა, თვალები წამით დახუჭა და გაახილა და ცოტა დაგვიანე-
ბით მიუგო:
– ბატონო!
– თვითონ ბატონო და დიდი თავადო! – მზექალამ განებივრებული
არისტოკრატის მოწყალე ღიმილით გაუღიმა. – ადგილს ხომ არ დაუთ-
მობთ უცხო სილამაზეს?
მაღალმა კაცმა ხელი დაავლო საქაღალდეს, რომელიც მუხლებზე
ედო, გაშლილ ჟურნალთან ერთად ჩაბღუჯა და სწრაფად წამოდგა.
– მაპატიეთ... – დამნაშავის შეწუხებულ სახეზე სიწითლემ გადაჰკრა.
– ვერ შეგამჩნიეთ. მაპატიეთ. დაბრძანდით.
მზექალა კაცს მისჩერებოდა და მისი ღიმილი, როგორც ნამი დილის
მზეზე, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გაქრა. ნაკვთები არ გასწორებია და ღი-
მილისთვის გაწყობილი, მაგრამ უღიმილოდ დარჩენილი სახე ნიღაბს

393
დაემსგავსა. მერე ეს ნიღაბი შეშფოთებითა და გაკვირვებით გაიჟღინთა.
უყურებდა მზექალა მაღალ კაცს, რომელმაც თამაშის ნაცნობი და დიდი
ხნის დადგენილი წესები მოულოდნელად დაარღვია, და რა ექნა, არ
იცოდა. ბოლოს სხვა მგზავრებს მოავლო ფრთხილი და გამომცდელი
მზერა, რათა მათგან მაინც მიეღო ამ უცნაური გამოცანის პასუხი. მაგრამ
ავტობუსში გაკვირვების დუმილი იდგა. ავტობუსი თვითონ მოელოდა
პასუხს. მაშინ მზექალა ნელა, გაუბედავად შევიდა დათმობილ სკამსა და
წინა სკამის საზურგეს შუა. ოღონდ შევიდა არა ისე, როგორც ჩვეულებ-
რივ შედიან, არამედ ისე, რომ სახე შეთავაზებული სკამისკენ ჰქონდა,
ზურგი კი – წინა სკამის საზურგისკენ. თან მთელი ამ ოპერაციის განმავ-
ლობაში მაღალ კაცს უჩუმრად უთვალთვალებდა. მაგრამ მაღალ კაცს,
ეტყობა, მოვლენათა შემდგომი მსვლელობა აღარ აინტერესებდა. რო-
გორღაც მოეხერხებინა საქაღალდის იღლიაში ამოჩრაც, ავტობუსის ზე-
და სა­ხელურზე ხელის მოკიდებაც და ჟურნალის გადაშლაც. იდგა და
კითხულობდა. მზექალა ჩაცუცქდა, სკამის საჯდომს ორივე ხელი დაადო
და ფრთხილად მიუსვ-მოუსვა. მერე გათამამდა და უფრო გულმოდგი-
ნედ შეამოწმა. ასევე გულმოდგინედ, საფუძვლიანად შეამოწმა საზურ-
გეც. თან ცალი თვალი მაღალი კაცისკენ ეჭირა. ბოლოს შეტრიალდა, ხე-
ლები სკამის სახელურებს ჩაავლო და დაიხარა, მაგრამ ერთბაშად მაინც
არ დაჯდა. ჯერ ოდნავ შეეხო სკამს და მცირე ხნით გაიტრუნა. მერე ნელ-
ნელა დაეშვა. რაკი ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გაბედულება მო-
ემატა, თამამად შეტრიალ-შემოტრიალდა, საზურგესაც გაეხახუნა და
უცებ გახარებულმა წამოიწყო:
– რა ვქნა, რა ვუყო თავსაო, ამ ჩემს პატარა ქმარსაო, არცა აქვს შენახ-
ვის თავი, არცა მანებებს თავსაო.
ირგვლივ კვლავ გაისმა სიცილი, მაგრამ ეს უღონო, ცოტა არ იყოს,
გაუბედავი სიცილი მალევე ჩაქრა. ჰაერი მაღალი კაცის გაუგებარი საქ-
ციელით იყო დამუხტული.
მაღალმა კაცმა ცალი თვალით ჩამოხედა მზექალას და ისევ კითხვა
განაგრძო. მისმა ყოფილმა მეზობელმა, დიდმკერდიანმა ქალმა, უკ-

394
მა­ყოფილო სახე მოატრიალა, მაგრამ, ეტყობა, რაღაცამ შეაშინა, კუთ-
ხეში მიიყუჟა და ფანჯარას აეკრო.
მზექალამ კი, სიმღერა რომ მოათავა, თავის ფიქრებს გაუღიმა და
სევდიან-მეოცნებე ხმით თქვა:
– ეეჰ, აგვისტოს ბოლოს ლამაზი ქალები მოილოგინებენ...
ლოყებღაჟღაჟა ღიპიანმა თავისი ყელში წაჭერილი ხმით ხუმრობა
სცადა:
– როგორი დანატრებული ყოფილა, კაცო!
მაგრამ შავებიანი დედაბრის მეტი ვერავინ გააცინა.
ავტობუსის მშვიდ თავდაჯერებაში ბზარი გაჩნდა.
თითო პატარა პროკრუსტე ყველას გვიზის სულში. და ისეთი რამის
ჩადენას, რისი ჩადენაც თვითონ არ შეგვიძლია, ვერც სხვას ვაპატიებთ.
(შეძლებაშიც არ არის საქმე. განა ჩვენ კი ვერ დავუთმობდით
ად­გილს მაგ მზექალას, ვთქვათ, მე – ჭკვიანთვალებიანი პატრიოტი, ან
მე – დიდსათვალიანი ფანტასტი, ან მე – პროფესიონალი ოხუნჯი, ან მე,
ან მე, ან მე?.. მაგრამ ჩვენ ერთმანეთის დანდობა ვიცით და ერთმანეთის
გუნება-განწყობილებას ვუფრთხილდებით. ჩვენ ჩვენ-ჩვენი სულებიდან
ერთი და იგივე ნივთიერება გამოვყავით და საერთო მნიშვნელი შევქმე-
ნით, რათა მშვიდად და თანხმობით ვიცხოვროთ. განა ჩვენ არა გვაქვს
გულში ფარული ხინჯი? მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ბედს შევურიგ-
დეთ და გულიკოს ცოდვებს ამოვეფაროთ. ისიც კარგად ვიცით, რომ, რო-
ცა ეგ აყლაყუდა ფაცხაფუცხით წამოვარდა და მზექალას ადგილი დაუთ-
მო, სულაც არფიქრობდა ამით სილა გაეწნა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ხომ
(არ ვამხელთ თორემ) ჩინებულად გვესმის ჩვენი მდგომარეობის ორჭო-
ფულობა! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი გაჩუმება არ შეიძლება, რადგან,
გავჩუმდებით თუ არა, მაშინვე ჩვენი სიჩუმე ალაპარაკდება!)
არა, ავტობუსი, ცხადია, არ ფიქრობდა და მიზეზების გაცნობიერე-
ბას არ ცდილობდა. ოღონდ კალაპოტიდან იყო ამოვარდნილი და ეს
აწუხებდა.

395
სიჩუმე მზექალამ დაარღვია. ჯერ ხელი ასწია და საჩვენებელი თითი
მაღალ კაცს იდაყვზე მიუკაკუნა, ხოლო როცა კაცმა ჩამოჰხედა, გაუღიმა,
თვალები აუჟუჟუნა და ნაზად უთხრა:
– გმადლობთ.
– რისი მადლობა, რას ბრძანებთ! – მიუგო კაცმა, – პირიქით, ბოდიშს
ვიხდი, რომ ვერ შეგამჩნიეთ.
– იქ, სადაც ბავშვობა გავატარე, ასეთ საქციელს, რაღა თქმა უნდა, სა-
განგებოდ არავინ აღნიშნავს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, განსაკუთრე­ბუ-
ლი სიფხიზლეა საჭირო. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სულ მცირე სი-
კეთეც კი არ გამოგვეპაროს. როგორ მოგწონთ ჩემი მედალი?!
მაღალი კაცი დაიხარა, მედალი ყურადღებით დაათვალიერა და გა-
იღიმა. დიდი პირი ჰქონდა და ღიმილი არ უხდებოდა, რაღაც უცნაურად,
სასაცილოდ უგანიერდებოდა სახე.
– საუცხოო მედალია. სადა და ორიგინალური.
ავტობუსი გატრუნული იყო და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს არაფე-
რი ესმოდა.
– სიმღერისთვის მომანიჭეს. – მზექალამ ალერსით გადაუსვა ხელი
მედალს. – იქ, სადაც ბავშვობა გავატარე, ასეთი სიმღერისთვის, რა თქმა
უნდა, მედალს არავინ იძლევა, მაგრამ აქ, დედამიწაზე ყველაფერი ძვი-
რად ფასობს. ხანდახან მიკვირს კიდეც, ასე როგორ მოსწონთ ამ სულე-
ლებს ჩემი სიმღერა, რომ მედალს მაძლევენ!
– მშვენიერი მედალია, – კიდევ ერთხელ დაადასტურა მაღალმა ­კაც-
მა.
– რაც მთავარია, ერთადერთია. თქვენი კეთილშობილების ამბავი
დედას და მამას უნდა ვუამბო. უეჭველად ვუამბობ. ამბობენ, მგელი ბატ-
კანს მოერევაო, მაგრამ მე ეგ არ მჯერა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოერე-
ვა?
მაღალმა კაცმა ავტობუსის სახელურს ხელი გაუშვა, გაცრეცილი ­პი-
ჯაკის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე მოისვა. მერე
ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო და ხელი სახელურს მოჰკიდა.

396
– სიმართლე გითხრათ... შეიძლება მოერიოს კიდეც.
მზექალამ გამომცდელად შეხედა.
– ორ ბატკანსაც მოერევა?
– ორს... უფრო გაუჭირდება, ალბათ, მაგრამ...
მზექალამ გულკეთილად შესცინა.
– სისულელეს ყბედობთ, რაინდო. ბატკნისა ხორცი იჭმევა და არა გა-
მოხედვა. ამას წინათ სიზმარში გველეშაპი ვნახე. საშინლად კეთილი
თვალები ჰქონდა. დედაჩემს და მამაჩემს იცნობთ?
– შორიდან.
– გაგაცნობთ როდისმე.
მაღალი კაცი შეკრთა.
– რას ამბობთ! რა ღირსი ვარ!
– კეთილშობილების არც ერთი ნამცეცი არ უნდა დაიკარგოს. –
თი­თი ასწია მზექალამ. მერე საზურგეს მიაწვა, ხელები მუხლებზე და-
იწყო და თვალები დახუჭა.
მაღლა კაცმა ჟურნალი დახურა და საქაღალდეში ჩადო.
ცოტა ხნის შემდეგ მზექალამ თვალები ისევ გაახილა. სახეზე ღიმი-
ლი ეფინა.
– მზე დედაა ჩემი... – დაიწყო ხმადაბლა, მაგრამ იქვე შეწყვიტა და
ისევ მაღალ კაცს მიუბრუნდა. – პატარა რომ ვიყავი, დედამ სხივების აკ-
ვანი დამიწნა. სანიტრები გაგიგონიათ?
– დიახ.
– თეთრი ეშმაკები არიან. და ძალიან სწრაფად მრავლდებიან.
მე­ლიებივით დასუნსულებენ ყველგან. მაგრამ, თუკი მოინდომებ, შე-
გიყვარდება. დედა ადრე იძინებდა. სხივების აკვანს მამა მირწევდა. უფ-
როსი და-ძმები თავზე დამციმციმებდნენ და ნანას მიმღეროდნენ. მო-
გისმენიათ როდისმე ვარსკვლავების სიმღერა?
– ბავშვობაში მომისმენია. – მაღალ კაცს ხმა ოდნავ შეეცვალა. – სამ-
წუხაროდ, ცუდად მახსოვს... ქვემოთ კოინდარი იყო, ბლები და კაკლები,
ზემოთ – უამრავი კრიალა ვარსკვლავი.

397
ავტობუსი სუნთქვაშეკრული ისმენდა.
– საოცრად მღერიან, – მზექალამ ისევ დახუჭა თვალები. – რაც მთა-
ვარია, ხმა არ ისმის. ხმა, ხომ იცით, როგორ აუხეშებს და აფუჭებს სიმ-
ღერას.
– დიახ. – შეცვლილი ხმით დაუდასტურა მაღალმა კაცმა.
– მე თქვენ კარგად მახსოვხართ. – უთხრა მზექალამ. მერე უცებ რა-
ღაცამ გააკვირვა, გასასვლელი ყურადღებით მოათვალიერა, სკამის ქვე-
შაც შეიხედა მთელი სხეულით გადაკიდებულმა, ისევ კაცს დააცქერდა
და შეშფოთებული ხმით ჰკითხა: – ჟურნალი რა უყავით?
კაცმა საქაღალდეზე მიუთითა.
– შევინახე.
– აა! – თქვა მზექალამ, – ასე გატაცებით რას კითხულობდით?
– ისეთს არაფერს. ერთი ვეტერინარის სტატიაა: „როგორ ავირიდოთ
ბრუცელოზი“.
– ვეტერინარებმა უნდა აირიდონ?
– დიახ. არა, საქონელს უნდა აარიდონ.
– აა! მერე რაო, აირიდეს?
– ჯერ არა, მაგრამ იმედს არ კარგავენ. – მაღალმა კაცმა გაიცინა. – ამ
ავტორს თუ დავუჯერებთ, ორი გზა არსებობს თურმე საამისოდ: ან ბრუ-
ცელოზი უნდა მოისპოს, ან საქონელი.
მზექალამ შუბლი შეიჭმუხნა, ერთი წამით ჩაფიქრდა. მერე უცებ გა-
უნათდა სახე.
– სწორია! მშვენიერი იდეაა! – ერთ-ერთი არ უნდა იყოს და ერთმა-
ნეთს ვერ შეხვდებიან. სხვათა შორის, მე უკვე საკმაო საბუთებიმოვაგ-
როვე, ამ მოკლე ხანში ალბათ უკვე საჯაროდ გამოვალ და საბოლოოდ
დავამტკიცებ, რომ ქართველი იმავე ნივთიერებებისაგან შედგება, რის-
განაც ფრანგი. – აქ მცირე ხნით გაყუჩდა, თვალები მოჭუტა, ჩაფიქრდა
და მერე ხმადაბლა წამოიწყო. – დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, თავი
ყველას მირჩევნია, მაგრამ ერთი სხვისი შვილი მთლად ქვეყანას მირ-
ჩევნია. – სიმღერას რომ მორჩა, ისევ მაღალ კაცს მიუბრუნდა და მად-

398
ლიერი თვალებით შესცინა. – ვიცი, რატომ შეინახეთ ჟურნალი. რაინდი
თავს იმის უფლებას არ მისცემს, რომ მანდილოსანს ებაასებოდეს და
თან ცალი თვალით ბრუცელოზს კითხულობდეს. ხომ ასეა?
– დიახ, ასე გახლავთ, მაგრამ, აბა, ეს რა რაინდობაა!
– რაინდს თავმდაბლობაც შვენის. როგორი ანბანით წერია ეგ სტა-
ტია, მხედრულით თუ ხუცურით?
– მხედრულით.
– გინდათ, მე და თქვენ ხუცური აღვადგინოთ და მხედრული გან-
ვდევნოთ?
მაღალმა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– რა საჭიროა! ხალხი მხედრულსაა მიჩვეული. ანბანი კი ანბანია.
სულ ერთი არაა?
– რა არის სულ ერთი, ბრუტოს? ორი სხვადასხვა ხაზი სულ ერთია? –
მზექალამ ნაღვლიანად გადაიქნია თავი – ადამიანი დეგრადაციის გზას
ადგას. თქვენც კი რა ძალიან დაგგრძელებიათ ცხვირი!
მაღალმა კაცმა გაიღიმა და სახე გაუგანიერდა.
– ცხვირი მართლა გვარიანად გრძელი მაქვს.
– მერე ეგ კარგია? და, საერთოდ, რად გინდათ მაგ ბრუცელოზებს
რომ კითხულობთ? არ გირჩევნიათ „ტრისტანი და იზოლდა“ წაიკით-
ხოთ, ან „წმინდა გონების კრიტიკა“?
– როგორ არ მირჩევნია, მაგრამ ეს სტატიაც ხომ უნდა წაიკითხოს
ვინმემ. სულ წაუკითხავი რომ დარჩეს, ცოდო არაა?
მზექალამ ნაღვლიანი სახით შეხედა მაღალ კაცს და თავი დაუქნია.
– ეგ კი მართალია, მაგრამ, მე რატომ არავის ვეცოდები? – ამ
სიტყ­ვებზე თავი ჩაქინდრა. მცირე სიჩუმის შემდეგ ისევ ასწია და ყუ-
რადღებით დააცქერდა მაღალ კაცს. – ძალიან კარგად მახსოვხართ. ორ-
ჯერ გნა­ხეთ სიზმარში, ოღონდ ეს ადრე მოხდა. სანამ დაიბადებოდით.
ღმერთები ადამიანის შესაძლებლობებს ანგარიშს არ უწევდნენ. არც
ქრისტე, არც ბუდა, არც მაჰ... – აქ შეჩერდა, იდუმალი გამომეტყველება
მიიღო, მაღალი კაცი საჩვენებელი თითით მოიხმო და, როცა ეს უკანას-

399
კნელი დაიხარა და თავი თავთან მიუტანა, ჩურჩულით უთხრა: – მაჰმა-
დი, ჩემი აზრით, საერთოდ, არ ყოფილა ღმერთი, თვითმარქვია იყო. –
ეს რომ თქვა, თითი ტუჩებზე მიიდო. – ჩშშ... – და ხმამაღლა განაგრძო.
– არავინ არ უწევდა ანგარიშს ადამიანის შესაძლებლობებს.
– იქნებ ჩვენ ვერ ვწვდებით...
– თვითონ განსაჯეთ, – შეაწყვეტინა მზექალამ. – აბა, ზნეობრივი კო-
დექსები რა მოსაგონი იყო! განა სატანაც ღმერთი არ არის? მომეცით, ეგ
საქაღალდე, მე დაგიჭერთ.
– არა, ნუ შეწუხდებით. მძიმე არ არის.
– მანდილოსანს ნუ ეურჩებით. – ღიმილით დაუქნია თითი მზექა-
ლამ, საქაღალდე გამოართვა და მუხლებზე დაიდო. მერე უცებ გადაი-
კისკისა და მხიარულად დაიწყო: – ფსიქიატრებს სასტიკად სწყინთ, მე
რომ ­მზისა და მთვარის ასული ვარ. თავი ისე უჭირავთ, ვითომ არცა სჯე-
რათ. სინამდვილეში სჯერათ, როგორ არ სჯერათ, მაგდენი ჭკუა კი აქვთ.
მაგ­რამ, – მიიხედ-მოიხედა და ხმას დაუწია, – შურთ.
– უნდა შეხვიდეთ ფსიქიატრების მდგომარეობაში, – თქვა მაღალმა
კაცმა. – მაგათ ისეთი ხელობა აქვთ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ.
– მართალია, მაგრამ ძალიან ნერვიულები არიან. ყველაფერზე გუ-
ლი მოსდით.
– რა ქნან...
– არა, მე არ ვუჯავრდები. ან კი როგორ გინდა გაუჯავრდე. ნამდვილი
ბავშვები არიან. ფრენა ხომ იცით?
მაღალი კაცი შეკრთა, თვალი აარიდა მზექალას და ფანჯარაში და-
იწყო ცქერა. მერე ნელა, მძიმედ გაიქნია თავი უარის ნიშნად.
– ადრე ვიცოდი, – თქვა და გაჩუმდა. მზექალა უყურებდა და ელოდა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მაღალმა კაცმა წყნარად, ოდნავ მოგუ-
დული ხმით განაგრძო. – მერე დამავიწყდა. ახლა მიწაზეღა დავდივარ.
მზექალამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
– რა საშინელი ძალით გიზიდავთ მიწა! ეგრე თუ გაგრძელდა, ხომ
იცით, რომ შეიძლება ქვეწარმავლად იქცეთ?

400
– ვიცი. – წყნარად მიუგო მაღალმა კაცმა.
ამის შემდეგ ავტობუსში ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა.
მაღალი კაცი ფანჯარაში იყურებოდა, მზექალას ქვედა ტუჩი კბი­ლე-
ბით ეჭირა, ორივე ხელის მტკაველები ერთმანეთზე მიედო და
გულ­მოდგინედ აზომებდა. დანარჩენი მგზავრები დროის ამ მონაკვეთ-
ში, შესაძლოა, სულაც არ არსებობდნენ.
ბოლოს, როდესაც მტკაველები ტოლი აღმოჩნდა, მზექალამ თქვა:
– მე არ მიგატოვებთ.
– გმადლობთ, – მიუგო მაღალმა კაცმა ისე, რომ ფანჯრისთვის თვა-
ლი არ მოუშორებია.
– ყოველთვის ვილოცებ თქვენთვის. არ შეიძლება, ჩემი ლოცვა არ
შესრულდეს.
მაღალმა კაცმა მზექალას შეხედა.
– საიდან გაქვთ ამოდენა სიკეთე?
მზექალამ კმაყოფილი სახით გაიღიმა.
– მე ხომ მზისა და მთვარის ასული ვარ! – და დაუმატა. – შემდეგ გა-
ჩერებაზე ჩავდივარ.
– უკვე?
– გწყინთ?
– დიახ. მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს ჩემი ეგოიზმია.
– ეს კეთილშობილური ეგოიზმია. – მცირე ხნით გაჩუმდა. მერე ერ-
თბაშად შემორტიალდა. სახეზე უცხო შუქი ეფინა. – გინდათ, საუკუნო
­მეგობრები გავხდეთ?
– მერედა, ეს შესაძლებელია?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ოღონდ თქვენ მისამართს ტყუ-
ილად ნუ მომცემთ. თქვენთან ვერ მოვალ. ბოლოს და ბოლოს, მან-
დი­ლოსანი ვარ. სამაგიეროდ თუკი თქვენ მოხვალთ... – მაღალ კაცს ახე-
და და თბილად გაუღიმა. – მოხვალთ?
– თუკი ნებას მომცემთ...

401
– ნება მომიცია, – ზვიადი მოწყალებით უთხრა მზექალამ, ჩემოდანი
მოიჩოჩა, აიღო, მუხლებზე დაიწვინა მაღალი კაცის საქაღალდის ზე-
მოთ და გახსნა. ჩემოდანში ორი გათლილი და ორიც გაუთლელი ფანქა-
რი იდო, ერთი საშლელი და უამრავი წითელი მელნით აჭრელებული
ფურცელი. მზექალამ ეშმაკური სახით ახედა მაღალ კაცს, ხელნაწერებ-
ზე მიუთითა და ცოტა მოიდუმალო ხმით უთხრა: – წაგიკითხავთ როდის-
მე. – მერე ხელნაწერების ქვეშ შეჰყო ხელი, სუფთა ფურცელი ამოიღო,
ზედ ფანქრით რაღაც დააწერა, ოთხად გაკეცა და მიაწოდა. – აი ჩემი მი-
სამართი. ახლა ჩვენ საუკუნო მეგობრები ვართ.
კაცმა ფურცელი გამოართვა და პიჯაკის გულჯიბეში ჩაიდო.
მზექალამ ჩემოდანი დაკეტა, ძირს ჩამოდგა, სკამის საზურგეს მიაწვა
და თვალები დახუჭა.
– ვინძლო არ დაივიწყოთ ჩვენი საუკუნო მეგობრობა.
– არა, რას ბრძანებთ! – მიუგო კაცმა.
– რა ბედნიერი ვარ! – ნელა, მეოცნებე ხმით თქვა მზექალამ მცირე
სიჩუმის შემდეგ და თვალები გაახილა. – წარმოგიდგენიათ, ბედნიერი
ადამიანი დედამიწაზე?
– რატომაც არა! – მიუგო მაღალმა კაცმა. – ბედნიერება ხომ სუბიექ-
ტური განცდაა და...
– სისულელეს ნუ როშავთ, ჩემო საუკუნო მეგობარო. – გააწყვეტინა
მზექალამ. – რას ნიშნავს „სუბიექტური“! ასეთი სიტყვა არ არსებობს. თუ
არ გჯერათ, შინ რომ მიხვალთ, გადაქექეთ ყველა ლექსიკონი და დარ-
წმუნდებით. ბედნიერებას ერთი მარტივი ფორმულა აქვს: უნდა
­გიყ­ვარდეს. დედამიწაზე კი სიყვარული ძნელად მოიპოვბა. – ამ სიტ-
ყვებით ახედა, თბილი, ალერსიანი მზერა მოავლო და დაუმატა: – გასა-
გებია, რომეო?
– გასაგებია, – ხმადაბლა მიუგო მაღალმა კაცმა.
ავტობუსი გაჩერებას მიუახლოვდა.

402
– ჩემი ჩასვლის დროა, – თქვა მზექალამ, მაღალ კაცს საქაღალდე მი-
აწოდა, წამოდგა და ჩემოდანი აიღო, – თუ მესტუმრებით, ხომ კარგი...
ძნელი კია, მაგრამ...
– გესტუმრებით. – უთხრა მაღალმა კაცმა და მცირე პაუზის შემდეგ
დაუმატა: – ფსიქიატრებს ძალიან ნუ გაუჯავრდებით. ცოდონი არიან.
– არ გავუჯავრდები. – მიუგო მზექალამ.
ავტობუსი გაჩერდა.
მზექალა თვალებდახრილი იდგა. მერე ჩურჩულით თქვა:
– ნუ გამაცილებთ.
– კარგი. – მაღალი კაცი ფანჯარაში იყურებოდა.
მზექალამ თავი ასწია. ცოტა ნაძალადევად გაიღიმა.
– ნახვამდის, – უთხრა და ხელი დედოფლის ზვიადი ჟესტით გაუწო-
და. მაღალმა კაცმა მისი ხელი ხელში აიღო. სულ ცოტა ხანს ასე ეჭირა.
მერე დაიხარა და ხელთათმანს, რომელიც, ზოგიერთი ნიშნის მიხედ-
ვით, ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო, უხმოდ აკოცა.
მზექალა შეტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა. მიდიოდა ამაყი,
წელში გამართული, ცალი წარბი ოდნავ აეზიდა და ხან მარჯვნივ
­მსხდომთ მოავლებდა ქედმაღლურ მზერას, ხან მარცხნივ მსხდომთ.
მგზავრები მისკენ არ იყურებოდნენ.
ჩასასვლელს რომ მიაღწია, შეჩერდა, ჩემოდანი ძირს დადგა, პალ-
ტოს ჯიბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოიღო, რამდენადაც შეიძლებო-
და გაასწორა და მძღოლის გვერდით მკვეთრი და ამაყი მოძრაობით და-
დო.
– ხურდა საჭირო არ არის, – მოწყალე ღიმილით თქვა და ნელა, დინ-
ჯად ჩავიდა.
მძღოლი მგზავრებს მოწყვეტილი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა,
რა მოხდა სალონში. ამიტომ ქაღალდის დანახვაზე გაეცინა, კარი დაკე-
ტა და ავტობუსი დაძრა.
მაღალი კაცი კვლავ თავის ადგილას დაჯდა, საქაღალდიდან ჟურნა-
ლი ამოიღო, გახსნა და თავი შიგი ჩარგო. სახე და ცხვირი კიდევ უფრო

403
დაგრძელებოდა. სანამ ჩასვლის დრო მოუვიდა, არც თავი აუწევია და
არც ჟურნალი გადაუფურცლავს.
მზექალას ჩასვლიდან მაღალი კაცის ჩასვლამდე ავტობუსში დუმი-
ლი არ დარღვეულა.
ცხელი ჰაერი უცნაურად იყო დამუხტული მრავალი ერთიმეორის გა-
მომრიცხავი და ერთმანეთში გადახლართული ცნებებით.
დაცინვის როყიო ხმას ერთი სული ჰქონდა, თავისუფლად გაენავარ-
და, მაგრამ გაკვირვების მარწუხებში მოქცეულიყო და თავი ვერაფრით
ვერ დაეხსნა.
ზიზღი და მოწიწება ერთმანეთს გამოსდებოდნენ, სხვადასხვა
მხა­რეს იქაჩებოდნენ და ერთ ადგილას ტრიალებდნენ.
შურს საკუთარი თავი ტკივილისგან ვერ გაერჩია; აღშფოთებას ისე
გადაღვროდა ზემოდან პატივისცემა, როგორც აქოჩრილ ტალღას ზეთი;
სიმახინჯე და სილამაზე ერთ ჩარჩოში მოქცეულიყო.
და იდგა დუმილი. მძიმე, ხმამაღალი დუმილი.
ერთ მხარეს კლდე იყო, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა
გადიოდა. ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებდა.
სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ მხედველობაში არ
მივიღებთ იმას, რომ ახალგაზრდა ქურდი უკვე ჩასულიყო, ხოლო
­მთვრალ კაცს, რომელიც განმარტოებით იჯდა ბოლო რიგში, ჩანთის
მაგიერ ცარიელი ხელებიღა ჰქონდა გულში ჩახუტებული.

დრო - (ფანტასტიკური ღიმილი)

საყვარელო ძმაო ენუ!


სანამ სინათლის სხივთა კონა, რომელსაც ამ წერილს ვატან, შენამ-
დე მოაღწევს, დედამიწაზე ალბათ კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოივ-
ლის წარსულს. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა ამთავითვე დაგამშვი-
დო: შენი შიში, ჩემო ძვირფასო ძმაო, უსაფუძვლოა. ქრონონავტიკა
გრძელდება და ვითარდება. ცხადია, ჭორები და მითქმა-მოთქმა უმიზე-
404
ზოდ არ ჩნდება და იმ არეულ-დარეულ, ურთიერთსაწინააღმდეგო და,
ცოტა არ იყოს, ფანტასტიკურ ხმებს, რომლებიც თქვენში გავრცელებუ-
ლა და აგრერიგად შეუშფოთებიხართ, თავისი რეალური მიზეზი აქვს,
მაგრამ, მადლობა უფალს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა,
უნდა გითხრა, დიდი შიში კი ვჭამეთ. ქვეყნიერებას საშინელი ხიფათის
ტალღამ გადაუარა და არ გვეგონა, თუ ყველაფერს არ გაანადგურებდა,
რაც კი კაცის ხელს შეუქმნია. ბოლო წამამდე ყველანი გარდაუვალი და-
ღუპვის შიშით ვიყავით შეპყრობილნი. ახლა დედამიწაზე კვლავ სიმშვი-
დეა და თუმცა ზოგჯერ, როცა მარტო დარჩენილი იმ შემზარავ საღამოს
წარმოვიდგენ, ტანში გამბურძგლავს ხოლმე, მაინც ყველაფერი იმდე-
ნად იოლად დავივიწყეთ, რომ შენი წერილის ტრაგიკულ ინტონაციებ-
ზე, სიმართლე გითხრა, გულიანად მეცინებოდა.
ერთი სიტყვით, გადავრჩით. ჩვენცა და თქვენც. მართალია, ამ ამბავ-
მა გვარიანად შეარყია ფიზიკის ის გრანდიოზული შენობა, რომელსაც
ამ რვაასი წლის წინ, მესამე წელთაღრიცხვის 1979 წელს, ჩაუყარა სა-
ფუძველი დიდმა ტაიძიმ, და ჩვენ პირშიჩალაგამოვლებულები დავ-
რჩით, რადგან დრო, ერთხელ და სამუდამოდ შეცნობილი რომ გვეგონა,
კვლავ ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ ამას ვინ ჩივის! ბოლოს და ბო-
ლოს, იმავე ტაიძის თქმისა არ იყოს, მეცნიერული თეორია ორგვარია:
ერთია მცდარი თეორია, რომელიც დროთა განმავლობაში სწორით შე-
იცვლება, და მეორეა სწორი თეორია, რომელიც დროა განმავლობაში
უფრო სწორით შეიცვლება.
თუმცაღა, რაკი შენ ამ ამბავს ასე დაუინტერესებიხარ, დაწვრილებით
გიამბობ ყოველივეს, რაც მოხდა და როგორც მოხდა.
ტაიძის ძირითადი კანონი დროისა და სივრცის იგივეობის შესახებ,
ცხადია, კარგად იცი და ჩემგან მისი შეხსენება ზედმეტი იქნება, მაგრამ,
როგორც მახსოვს, ფიზიკის ისტორიას ყოველთვის გულგრილად
ეკი­დებოდი, ამიტომ სანამ უშუალოდ ქრონონავტების მოგზაურობაზე
გადავიდოდე, თავს ნებას მივცემ ორიოდე სიტყვით მოგაგონო ტაიძი და
მისი მოძღვრება.

405
ტაიძი ფიზიკოსი და მხატვარი ყოფილა. სახელოსნოში თურმე გატა-
ცებით ხატავდა სივრცეს, მოძრაობას, დროს, გრავიტაციას, ლაბო-
რა­ტორიაში კი ასეთივე გატაცებით იკვლევდა განყენებულ ცნებათა გე-
ომეტრიულ საფუძვლებს. მხატვრები მას ფიზიკოსს ეძახდნენ, ფიზიკო-
სები – მხატვარს. ის კი სავსებით თავისუფალი იყო პატივმოყვარეობი-
საგან და, შესაძლებელია, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ ერთ
მშვენიერ დღეს სამეცნიერო ცენტრის დიდ სხდომაზე ფიზიკა წინააღ-
მდე­გობათა გაუვალი ჭაობიდან ამოიყვანა.
მეცნიერების განვითარების გზაზე, როგორც უჩემოდაც კარგად მო-
გეხსენება, დროდადრო დგება ისეთი პერიოდი, როცა დაგროვილი ცოდ-
ნა ძველ სკივრში ვეღარ ეტევა და საჭირო ხდება ახალი სკივრის შეკვრა.
სწორედ ასეთ პერიოდს დაემთხვა ტაიძის მოღვაწეობა. მეცნიერებაში
სრული ქაოსი და სასოწარკვეთა სუფევდა. ექსპერიმენტული მონაცემე-
ბი მტკიცედ და ორგანიზებულად ეწინააღმდეგებოდნენ თეორიულ დას-
კვნებს და ჯიუტად უვლიდნან გვერდს გამზადებულ ჩარჩოებს. ვერავი-
თარი გონებამახვილური გამოგონებები, ვერავითარი ხელოვნური ცნე-
ბები, ვერავითარი „სამუშაო ჰიპოთეზები“ საქმეს ვერ შველოდნენ. ფი-
ზიკა თვალდათვალ იძირებოდა ჭაობში. ფიზიკა იხრჩობოდა.
მაშინ, ჩემო კარგო ძმაო, წამომდგარა ტაიძი და ისეთი რამ უთქვამს,
რაც მთელ ეპოქას ენაზე ადგა. ეს მუდამ ასეა: ეპოქას სათქმელი მზადა
აქვს და გაბედულ მთქმელსღა ელოდება. ამ შემთხვევაში მთქმელი ტა-
იძი აღმოჩნდა. მან თქვა: ის ურჩხული, ფიზიკას რომ წინ გადაღობვია და
გზას არ გვაძლევს, ფუნდამენტური კატეგორიების შესახებ ჩვენი ტრა-
დიციული წარმოდგენა არისო. ამის შემდეგ მშვიდი დაჯერებით შემოხ-
სნა სამყაროს დრო-სივრცის ჟანგმოდებული არტახები და გაოცებული
მსმენელების წინაშე პირველად ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი მოძ-
ღვრება, რომელიც სქემატურად შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ:
არსებობს ერთგვარი „დასაბამი სიცოცხლე“. მისი განსაზღვრა და, საერ-
თოდ, მის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან ყოველგვარი
ცნება, თავად ადამიანის ბუნების ორგვარობის გამო, საკუთრ თავში გარ-

406
დაუვალად შეიცავს საპირისპირო ცნებას. არსებობა უეჭველად გულის-
ხმობს არარსებობას, მარადიული – დროებითს, ერთი – მრავალს და ასე
შემდეგ. „დასაბამი სიცოცხლე“ კი არ შეიძლება საპირისპირო ცნებას შე-
იცავდეს. ამიტომ, როცა ვიტყვით, „არსებობს დასაბამი სიცოცხლე“, იქ-
ვე უნდა უარვყოთ ამ ნათქვამის შინაარსი. ეს მხოლოდ პირობითი გა-
მოთქმაა, რომლის ერთადერთი მიზანია დუმილი დავარღვიოთ. რო-
გორც კი დუმილს დავარღვევთ, ეს ნათქვამი მაშინვე უკან უნდა წავი-
ღოთ. ასეთია ეგრეთწოდებული „დასაბამი სიცოცხლე“. ცხადია, იგი არც
ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს და ვერც მათემატიკუ-
რად დამტკიცდება. ტაიძისაც, ეტყობა, მხოლოდ იმიტომ დასჭირდა მი-
სი მოხმობა, რომ მოძღვრებისათვის მწყობრი და დასრულებული სახე
მიეცა, თორემ წმინდა მეცნიერული სისტემა ამის შემდეგ იწყება. ისეთი
მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია,
დასაბამი სიცოცხლე განსხეულებისაკენ მიისწრაფვის. ამ მიზნის მისაღ-
წევად იგი პირველ რიგში საკუთარ თავს დროში ამჟღავნებს. დროუნი-
ვერსალური იდეაა, უზოგადესი კოორდინატი, რომელიც მოიცავს და
განსაზღვრავს ყოველივეს – ფიზიკურსაც და მეტაფიზიკურსაც. ამიტომ
მას უკვე მიესადაგება გარკვეული ადამიანური კატეგორიები. კერძოდ,
იგი ერთია, აბსოლუტურია და მოძრაობს (ცხადია, ეს მოძრაობაც აბსო-
ლუტურია და ცნობიერება მას უძრაობისაგან ვერ განასხვავებს). დრო
დასაბამი სიცოცხლისაგან იღებს ძირითად ბიძგს – განსხეულების იმ-
პულსს – და ცდილობს ლოკალურ, შეფარდებით სახედ გამოვლინდეს.
ეს არის თანდათანობითი, საფეხუროვანი გზა. კერძოდ, ტაიძის ვარა-
უდით, დრომ უნდა გაიაროს შვიდი საფეხური. ბოლო, მეშვიდე საფე-
ხურზე იგი აღწევს სრულ ლოკალიზაციას და იქცევა სივრცედ. ბუნებრი-
ვია, ამავე საფეხურებს გაივლის დროის მახასიათებლებიც. მაგალი-
თად, ის, რაც პირველ საფეხურზე მოძრაობა იყო, მეშვიდე საფეხურზე,
თანდათანობითი ლოკალიზაციის შედეგად, სიჩქარედ იქცევა. სწორედ
დროისა და მოძრაობის ამდაგვარი ლოკალიზაცია არის მატერიის შექ-

407
მნის პირობა, რადგან მატერია, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა სიჩ-
ქარე სივრცეში.
ნუ დამძრახავ, ძვირფასო ძმაო, ამ გაჭიანურებული შესავლის გამო.
ტაიძის მოძღვრება იმიტომ გაგახსენე, რომ ქრონონავტიკის იდეა სწო-
რედ ამ მოძღვრებამ დაბადა. რახან სივრცე იგივე დროა, მაშინ სივრცეში
მოგზაურობაც იგივე დროში მოგზაურობაა (ასეცაა. ვის უმოგზაურია სივ-
რცეში ისე, რომ დროში არ ემოგზაუროს?). ხოლო თუკი დროში მოგზაუ-
რობა პრინციპულად შესაძლებელია, რატომ უნდა იყოს ეს შესაძლებე-
ლი მხოლოდ მეშვიდე საფეხურზე?
მართლაც, ტაიძის მოძღვრების შემდგომმა განვითარებამ დაადას-
ტურა, რომ მოგზაურობას დროის ლოკალიზაციის მეექვსე საფეხურზე
თეორიულად წინ არაფერი ედგა. ალბათ უფრო ზედა საფეხურზე მოძ-
რაობაც შესაძლებელია, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, მეცნიერებამ
იგი პირველ რიგში უახლოეს, მეექვსე საფეხურზე დაინახა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ტექნიკური აზროვნების ახალ დარგს – ქრო-
ნონავტიკას.
მას აქეთ რვაასი წელი გავიდა და, თუმცა ისტორიის პოზიციებიდან
ეს არც თუ ისე დიდი დროა, ამ რვაასი წლის განმავლობაში ყოველ თა-
ობას (ადამიანი, ძმაო, სულსწრაფია) ბავშვური გულუბრყვილობით სჯე-
როდა, რომ ზღაპრული იდეა მის სიცოცხლეში შეისხამდა ხორცს, მის სი-
ცოცხლეში ჩატარდებოდა ეს „ფანტასტიკური ექსპერიმენტი“.
მაგრამ ბედმა ჩვენს თაობას გაუღიმა. ექსპერიმენტი ჩვენ ჩავატა-
რეთ. და ჩვენი თაობის ამ არნახულ წარმატებას დიდად შეუწყო ხელი იმ
გარემოებამ, რომ ქრონონავტიკის ლაბორატორიას ბოლო ოცი წლის
მანძილზე უცვლელად ხელმძღვანელობს ეოლ სორი. ფაქტიურად ეს ექ-
სპერიმენტი ეოლ სორის ექსპერიმენტია. შესაძლებელია ახლა, როცა
თაობათა საუკუნოვანი ოცნება აღსრულდა, ეს აზრი უკვე მომხდარი ფაქ-
ტის გავლენას მიეწეროს, მაგრამ მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ
ისტორია ეოლ სორის დაბადებას ელოდა, რადგან ტაიძის იდეის პრაქ-
ტიკული განხორციელება სხვას ვერავის ანდო.

408
რასაც მე ვამბობ, გადაჭარბებულ ქებად ნუ მოგეჩვენება. ეს არის ის
ძალზე იშვიათი შემთხვევა, როცა ერთ პიროვნებაში თავმოყრილია თე-
ორეტიკოსის ინტელექტი, ექსპერიმენტატორის გონებამახვილობა,
ხელმძღვანელის ორგანიზატორული ნიჭი და დამატებით ბავშვის ამოუ-
წურავი ფანტაზია და გულწრფელი გაკვირვების უნარი. მე განსაკუთრე-
ბით მაინც მისი სიმშვიდე და აუღელვებლობა მხიბლავს. შენ კარგად
იცი, ჩემო კეთილო ძმაო, ბოლო ხანებში ისეთ ექსპერიმენტებს ვატა-
რებთ, რომელიც ბედისწერასთან თამაშს ჰგავს: უმცირესმა შეცდომამ
იდეაში ან გაანგარიშებაში შესაძლებელია არა მარტო მთელი ლაბორა-
ტორია შეიწიროს თავის პერსონალიანად (ამას ვინ დაეძებს), არამედ
გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს და თვით პლანეტის შემდგომი
არსებობაც კი ეჭვქვეშ დააყენოს. ასეთ დროს ხელმძღვანელის სიმშვიდე
ერთი დიდი მეცნიერული აღმოჩენის ფასია.
ასეთია ეოლ სორი, ჩვენი ლაბორატორიის ნაცადი ხელმძღვანელი.
მთავარ ექსპერიმენტს წინ უძღოდა რამდენიმე მოსამზადებელი, ეგ-
რეთ წოდებული „შესავალი ექსპერიმენტი“, რომელთა მიზანი იყო ­დე-
მატერიალიზაციისა და აღდგენის პროცესების შესწავლა. თავიდან ეს
შესავალი ექსპერიმენტი მანქანაზე ტარდებოდა, მერე და მერე კი, როცა
მონაცემები საკმაოდ დაგროვდა და მარცხის საშიშროებამ იკლო, ადა-
მიანებიც ჩაერთვნენ. ექსპერიმენტები მიმდინარეობდა 2500 მეტრის
­სიმაღლეზე სის მთის წვერზე, ძველისძველ ბუნებრივ კრატერში, რომ-
ლის კედლები შიგნიდან სპეციალური შენადნობის სქელი ფენით და-
იფარა და ზემოდან ჰერმეტული ხუფი გაუკეთდა. ეს ადგილი იმ ვარაუ-
დით შეირჩა, რომ ძირითადი ექსპერიმენტის შედეგად, ქრონონავტების
რემატერიალიზაცია წარსულში ისეთ ადგილას მომხდარიყო, სადაც მა-
თი შემჩნევა აბორიგენების მხრივ (თუკი მთის ძირი დასახლებული აღ-
მოჩნდებოდა) შეუძლებელი იქნებოდა და ამგვარად შემთხვევითი კონ-
ტაქტი გამოირიცხებოდა.
როდესაც შესავალი ექსპერიმენტებისაგან ყველაფერი მივიღეთ, რი-
სი მიღებაც კი შეიძლებოდა, და მთავარი ექსპერიმენტის ვადა დაი­ნიშ-

409
ნა, დედამიწაზე, როგორც ეს ხშირად ხდება, დაიწყო მითქმა-მოთქმა
იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია წარსულში ასე უცერემო-
ნიოდ შეჭრა. მსგავსი ხმები კანტიკუნტად ყოველთვის ისმოდა, მთელი
ამ რვაასი წლის განმავლობაში, რაც ქრონონავტიკის იდეა გაჩნდა,
მაგ­რამ ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ლაპარაკი თანდათან გახშირ-
და და ბოლოს გვარიან საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა.
მოძრაობას, რაღა თქმა უნდა, მოხუცი უარ დენი მეთაურობდა. უარ
დენი არის სამეცნიერო ცენტრის სიძველეთა მუზეუმის გამგებელი, ერ-
თი კაფანდარა, ქაჩალი კაცი, რომელიც უცნაური და ახირებული ჩაცმუ-
ლობით, უცნაური და ახირებული ლაპარაკით,უცნაური და ახირებული
ქცევით თვითონაც მუზეუმის ექსპონატს ჰგავს. დიდი თავი აქვს, ცოტა
სასაცილოდ გამობურცული შუბლი და მოჭუტული, ყოველთვის საეშმა-
კოდ აციმციმებული თვალები. საოცრად მოძრავი კაცია, საოცრად ცოც-
ხალი (თუმცა ას ოთხმოც წელს მიტანებულია), მუდამ ბობოქარი, მუდამ
დამცინავი, მუდამ საკამათოდ შემართული. საცა კი გამოჩნდება, ყველ-
გან გამოცოცხლება, თავისებური კოლორიტი და წარმოუდგენელი ანაქ-
რონიზმი შეაქვს. და ისეთი სიტყვებით აქიაქებს სამეცნიერო ცენტრის
ყოველ ახალ წამოწყებას, ეს სიტყვებიც მისი მუზეუმის ექსპონატები გე-
გონება. წარსული რაღაც განსაკუთრებული, გაუგებარი სიყვარულით უყ-
ვარს. ყველაფერი, რაც კი მეორე წელთაღრიცხვის გრანდიოზულ კატას-
ტროფას გადაურჩა და მოიძიეს, თავის ­პატარა მუზეუმში აქვს თავმოყ-
რილი. ესაა გაურკვეველი დანიშნულების ნივთები და რამდენიმე „წიგ-
ნი“, ინფორმაციის შენახვის უცნაური სა­შუალება, რომელიც მეორე
წელთაღრიცხვის შუა ხანებამდე ყოფილა გავრცელებული. მოხუცი უარ
დენი მუდამ კრიჭაში უდგას სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცენტრებს.
როცა დედამიწა ტემპერატურის სტაბილიზაციის ხუთას წლისთავს ზე-
იმობდა, უარ დენი იგესლებოდა და ცოფებს ყრიდა: „ვის აძლევს ხელს
სტაბილური ტემპერატურა? მას, ვინც თავისუფლების მტერია. იმიტომ
რომ ტემპერატურის ერთგვაროვნება თავისუფლების გრძნობას თრგუ-
ნავს“. ყოველ წელიწადს, აპრილის მეორე კვირას, ფეხშიშველი გამოდის

410
დიდ მოედანზე, იქ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის რეზიდენციაა, აი-
ყოლიებს მოსეირნეთა და უსაქმურთა ბრბოს და პლანეტიდან საიზო-
ლაციო ფენის აყრას მოითხოვს. „იხუთება დედამიწა! – ბობოქრობს
ხოლმე და მუშტებს იქნევს. – საკინძე შეუხსე­ნით დედამიწას!“ სამეც-
ნიერო და საზოგადოებრივი ცენტრები, ცხადია, არავითარ ყურადღებას
არ აქცევენ ამ ახირებულ გამოხდომებს და მშვი­დად განაგრძობენ თა-
ვიანთ საქმეს. საერთოდ, ჩვენი ქალაქისა და თუნდაც მთელი დედამი-
წის დამოკიდებულება უარ დენთან თავისებური და ორიგინალურია.
ხალხს იგი მსუბუქი სიყვარულით უყვარს. სამეცნიერო წრეებში დასცი-
ნიან, მაგრამ ამ დაცინვაშიც სითბო მეტია, ვიდრე თავად დაცინვა. არა-
ვინ იმჩნევს თორემ, როგორც კი რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩ-
ნდება, ყველა გაფაციცებით ელოდება უარ დენის მორიგ გამოხდომას.
იქნებ ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ დარწ­მუნებული ვარ,
როცა მოხუცი უარ დენი აღარ გვეყოლება, დედამიწა არა მარტო თავისი
კოლორიტის ერთ მნიშვნელოვან ფერს დაკარგავს, არამედ მეცნიერები-
სა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების ტემპიც კი შენელდება,
რადგან, ჩემი აზრით, უარ დენის პროტესტები და გამოსვლები სწორედ
საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს.
როგორც კი დროში გამგზავრება რეალურად დადგა მეცნიერების
დღის წესრიგში, უარ დენმაც არ დააყოვნა (მით უმეტეს, რომ ამ ექსპერი-
მენტს უამისოდაც მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა), ჯგუფებად
დაჰყო საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები, სხვადასხვა მხარეს დაგ-
ზავნა და რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ ქალაქში ისმოდა მო-
ხუცის ახირებული მოწოდებები: „ნუ ამღვრევთ სათავეს, თორემ შე­სარ-
თავში მოიწამლებით!“ „ნუ ჭრით იმ ტოტს, რომელზედაც ზიხართ!“ „ნუ
მოკლავთ საკუთარ წინაპარს, თუ არ გინდათ ლოგიკამ სახლიდან გამო-
გაძევოთ!“ ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ლაბორატო-
რიაში მოგვაკითხა. შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, არ მოგვსალმებია, სკეპ-
ტიკურად შეათვალიერა იქაურობა, უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი, მე-
რე ერთბაშად მიუბრუნდა ეოლ სორის და მკაცრი კილოთი უთხრა:

411
– ერთი მშვენიერი ლეგენდა წავიკითხე.
– წაიკითხეთ? – ეოლ სორი უცებ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა მო-
ხუცი.
– გავშიფრე. – ამ სიტყვებით ჯიბიდან ერთი თავისი წიგნთაგანი
ამოიღო. – აი, აქ არის. – გადაშალა. – პატარა ნაწყვეტი, თავი და ბოლო
აკლია, მაგრამ მაინც საინტერესოა. გინდათ, გიამბოთ? – წიგნი დახურა
და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
– არა. რად მინდა! – მიუგო ეოლ სორიმ.
– გაწყვეტილი წინადადებით იწყება. „...წასვლის წინ ჭაბუკს დაუბა-
რა: აჰა, შენ ეს დიდებული სასახლე აურაცხელი სიმდიდრით და აუწერე-
ლი სილამაზით. შენი იყოს და, როგორც გინდა, ისე მოიხმარე. ოღონდ
ერთი გახსოვდეს: სხვენში რომ პატარა შავი ოთახია, იმას ნუ გააღებ, თუ
არ გინდა, უბედურებას გადაეყარო“. იცით, ეს რას ნიშნავს?
– არა. არ ვიცი.
– სიმბოლოებია. სასახლე სამყაროა. ჭაბუკი, ვისაც ეს სასახლე ჩააბა-
რეს, ადამიანია. პატარა, შავი ოთახი კი წარსულია და მისი გაღება არ
შეიძლება.
– ადამიანი ბუნების ხელია. – მიუგო ეოლ სორიმ. – ბუნება კი ისეთს
არაფერს ჩაიდენს, რომ საკუთარი ხელით მოიკლას თავი.
ეს ეოლ სორის რწმენა იყო. ჩემი აზრით, სწორედ ამ რწმენას ეფუძ-
ნებოდა მთელი მისი სიმშვიდე.
მაგრამ მოხუცმა უარ დენმა გაიცინა.
– მე ჩემი მითქვამს და თქვენ, რაც გინდათ, ისე ქენით. ნუ ჩაყოფთ
ჭუჭყიან ხელს წმინდა წყაროში, თორემ გვიანღა იქნება თითზე კბენა.
ამ სიტყვებით ისევე სწრაფად გავიდა, როგორც შემოვიდა.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის დამთავრებამდე აღარც გამოჩენილა
(როგორც მოგვიანებით გამოირკვა, თავის მუზეუმში ყოფილა ჩაკეტი-
ლი).
საპროტესტო დემონსტრაციებიც შეწყდა.
როგორც იქნა, ექსპერიმენტის დღე დადგა.

412
დილის ხუთ საათზე უკანასკნელი შემოწმება დამთავრდა და დიდი
კრატერი სის მთის წვერზე, ეგრეთ წოდებული სასტარტო ჭა, რომელ­ში-
აც ხომალდი იყო მოთავსებული, ჰერმეტულად დაიხურა. ავტომატები
გამოითიშა, ფუსფუსი მიწყდა. ყველამ, ვინც ექსპერიმენტის მომზადება-
ში ვმონაწილეობდით, მთავარ დარბაზში მოვიყარეთ თავი.
ექვს საათზე სტარტის ნიშანი მიეცა.
საკონტროლო ეკრანის თეთრი შუქი შეირხა, წრიულად დატრიალდა
და მოელვარე სპირალად იქცა. მერე ეს სპირალი, თითქოს მისი წაწ-
ვე­ტებული ბოლო რაღაც ძალამ შეისრუტაო, წაგრძელდა, სიღრმეში შე-
ცურდა და სიბნელეში დაინთქა.
ხომალდი სივრცეს გასცდა და დროის მეექვსე საფეხურში შევიდა.
პლანეტას დაუყოვნებლივ ვაცნობეთ, რომ დემატერიალიზაციამ
წარმატებით ჩაიარა და მოგზაურობა დაიწყო.
ეოლ სორიმ გამოგვიცხადა, ცხრა საათამდე (ესე იგი იმ დრომდე, რო-
ცა ხომალდი აწმყოში უნდა დაბრუნებულიყო) თავისუფალი ბრძანდე-
ბითო, მაგრამ ალბათ თვითონაც იცოდა, რომ ეს განცხადება წმინდა
წყლის ფორმალობა იყო. ცხადია, დარბაზიდან ფეხი არავის მოუცვლია.
რვაასი წელია კაცობრიობა ამ დღეს ელოდა და, როცა, ბოლოს და ბო-
ლოს, რვაასი წლის დაუღალავი ძიება, უძილო ღამეები, მომქანცველი
შრომა სასწორზე დაიდო, როცა წინ ბოლო სამი საათიღა იყო და ამ სამ
საათს უნდა გადაეწყვიტა, რას მივაღწიეთ ამ რვაასი წლის შრომით, ვის
ეყოფოდა ნერვები დარბაზიდან გასულიყო!
დრო ნელა, ტაატით გადიოდა.
ყოველი წამი მოლოდინით იყო გაჟღენთილი.
დარბაზში სიჩუმე იდგა.
ყველანი გულმოდგინედ და ამაოდ ვცდილობდით გარეგნულად მა-
ინც შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე. ერთადერთი, ვინც ამას ახერხებდა,
ეოლ სორი იყო, რადგან ეოლ სორიმ არა მარტო თეორიულად იცოდა,
არამედ მთელი არსებით სწამდა, რომ ის კარი, რომლის გაღებაც შეიძ-
ლება, უნდა გაიღოს.

413
ცხრა საათი რომ დაიწყო, ნელ-ნელა საკონტროლო ეკრანის წინ მო-
ვიყარეთ თავი.
ახლა ყველა თვალი ეკრანს მისჩერებოდა.
უკანასკნელი, უსასრულოდ გაჭიანურებული წუთებიც მიილია.
ცხრა შესრულდა.
დარბაზში გულისცემაც აღარ ისმოდა.
და უცებ ეკრანის სიღრმეში თეთრი წერტილი გამოჩნდა. წერტილი
დიდი სისწრაფით წამოვიდა. ჯერ მოელვარე სპირალად იქცა, მერე გა-
იშალა და მთელი ეკრანი თანაბარი, თეთრი შუქით გაივსო.
იმავ წამს დარბაზს შრიალით გადაუქროლა ამოსუნთქვის ხმამ.
ერთბაშად საოცარი მოდუნება ვიგრძენი (დარწმუნებული ვარ, ყვე-
ლას ასე დაემართა), თითქოს მთელი სხეული წამერთვა.
მერე ხელს ვართმევდით ერთმანეთს და ისე ხმადაბლა ვლაპა-
რა­კობდით, თითქოს გვერდით ვიღაცას ეძინა და გვეშინოდა, არ გაგ-
ვეღ­ვი­ძებინა.
– მოგილოცავთ! – მშვიდად თქვა ეოლ სორიმ და გამოძახების მწვანე
ღილაკს თითი დააჭირა. – ჩართეთ სასტერილო აპარატი!
მოდუნება წამსვე გაქრა და ყველაფერმა ძველებური, საქმიანი, მეც-
ნიერული იერი მიიღო.
ტექნიკური კავშირის ეკრანზე მართვის ავტომატი გამოჩნდა.
– სასტერილო აპარატი ჩართულია.
– კეთილი. აცნობეთ პლანეტას, რომ ექსპერიმენტის ტექნიკური ნა-
წილი წარმატებით დამთავრდა.
ავტომატი გაქრა.
ეოლ სორი ჩვენ მოგვიბრუნდა.
– ახლა კი ყველამ დავისვენოთ და საღამოს შვიდის ნახევარზე სა-
კონფერენციო დარბაზში შევიკრიბოთ. შვიდზე კარანტინი დამთავრდე-
ბა და, ვინ იცის, რა თავსატეხს გაგვიჩენს ჩვენი მოგზაური.
ესა თქვა და პირველი თვითონვე გავიდა დარბაზიდან.

414
მაგრამ იმ დღეს დასვენება არ გვეწერა. თავსატეხი კარანტინის დამ-
თავრებამდე გაჩნდა.
თერთმეტის ნახევარზე ყველანი გაგვაღვიძეს და „განსაკუთრებული
ვითარების გამო“ (როგორც მორიგე ავტომატმა ეკრანიდან გვითხრა)
­კვლავ მთავარ დარბაზში მიგვიწვიეს. იქ საზოგადოებრივი ცენტრის
წარმომადგენელი გველოდა. მას შეშფოთებული სახე ჰქონდა და ლაპა-
რაკის დროს ხმა უთრთოდა. აშკარა იყო, რაღაც უსიამოვნო ამბავი მო-
ეტანა.
როცა ყველანი შევიკრიბეთ, მან თქვა ის, რამაც შემდეგ, გვარიანად
გვიან და ოდნავ დამახინჯებული სახით მოაღწია შენამდე, ჩემო ტკბი-
ლო ძმაო, და რამაც ასეთი (ჩემი აზრით, ზედმეტად პათეტიკური) წერი-
ლი მოგაწერინა. მან თქვა, რომ ქალაქში თურმე ხმები დარხეულა, თით-
ქოს ქრონონავტ იუჰეს სამეცნიერო ცენტრის მითითება დაერღვიოს და
წარსულთან ცოცხალი კონტაქტი დაემყარებინოს.
ეს ჭეშმარიტად მეხის გავარდნას ჰგავდა. ფაქტიურად ერთადერთი
დირექტივა, რომლის დაცვასაც სამეცნიერო ცენტრი ყოველგვარ ვითა-
რებაში და ყოველგვარი ღონით მოითხოვდა ქრონონავტისაგან, იყო
სრული ჩაურევლობა წარსულის ყოფაში, სრული პასიურობა. გამორიც-
ხული უნდა ყოფილიყო არა მარტო ყოველგვარი კონტაქტი, იქნებოდა
ეს ფიზიკური, აკუსტიკური, ვიზუალური თუ ტელეპატიური, არამედ ყო-
ველგვარი აქტიური მოქმედებაც, რომელსაც შეეძლო რაიმე ზეგავლენა
მოეხდინა და რაიმე ცვლილება გამოეწვია. ცენტრს კარგად ესმოდა,
რომ საკუთარ წარსულში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანაც კი შეიძ-
ლებოდა ისეთ ჯაჭვად ასხმულიყო და ისეთ ბიძგად გადაქცეულიყო, რო-
მელიც, კაცმა არ იცის, რა კატასტროფას დაატეხდა თავს აწმყოს. სწო-
რედ ამას გულისხმობდა მოხუცი უარ დენი, როცა გვიკიჟინებდა, ­საკუ-
თარ წინაპარს ნუ მოკლავო.
სამეცნიერო წრეებში თავს არიდებდნენ ამ პრობლემაზე ლაპარაკს,
რადგან იგი იმდენად ფანტასტიკური და აბსურდული ჩანდა, რომ მის
შესახებ მსჯელობას არავითარი აზრი არ ჰქონდა, სანამ პრინციპულად

415
არ დადგინდებოდა, შესაძლებელია თუ არა ის კონტაქტი, რომელსაც
ასე კატეგორიულად ვუკრძალავდით ქრონონავტს. როგორც ჩანს, გუ-
ლის სიღრმეში ყველას გვჯეროდა, რომ იუჰეს რემატერიალიზაცია ისეთ
განზომილებაში მოხდებოდა, რომელსაც რეალურ წარსულთან შეხების
წერტილი არ აღმოაჩნდებოდა და ამრიგად კონტაქტი თავისთავად გა-
მოირიცხებოდა.
და აი, უცებ ირკვევა (ყოველ შემთხვევაში ქალაქში ხმები დადის),
რომ წარსულთან კონტაქტი არათუ შესაძლებელია, არამედ ჩვენმა ქრო-
ნონავტმა ისარგებლა კიდეც ამ შესაძლებლობით. ყველანი მეხდაცემუ-
ლებივით ვიდექით. პირველი, როგორც მოსა­ლოდნელი იყო, ეოლ სო-
რი მოეგო გონს. საკონტროლო აპარატს მიუჯდა და საქმეს შეუდგა. ჯერ
სასტარტო ჭის ჰერმეტიზაცია შეამოწმა. ჰერმეტიზაცია აბსოლუტური
გამოდგა. მერე მოსინჯა იუჰესთან კავშირის დამყარების ყველა შესაძ-
ლო გზა: ელექტრომაგნიტური, ტელეპატიური, ემოციური, ბოლოს ყვე-
ლაზე მძლავრი აზრთაღმნუსხველი აპარატი-­ინფორმატორი ჩართო.
პასუხი ერთი იყო: ქრონონავტი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა და
მასთან არავითარი კავშირი არ არსებობდა.
რა უნდა გვეფიქრა ამის შემდეგ გარდა იმისა, რომ ქალაქში ცრუ ხმე-
ბი გავრცელდა? თანაც ამ დასკვნის სასარგებლოდ ლაპარაკობდა არა
მარტო ის ფაქტი, რომ ხომალდთან კავშირის დამყარება შეუძლებელი
გამოდგა, არამედ მრავალი სხვა გარემოებაც, რომელთა შორის უმთავ-
რესი შემდეგი იყო: როცა ყველა ტექნიკური პრობლემა გადაიჭ­რა და
დღის წესრიგში კანდიდატურის შერჩევა დადგა, ასტეროიდების დიდმა
საბჭომ დაავალა დედამიწის დარგობრივ-სამეცნიერო ცენტრებს, აგ-
რეთვე საზოგადოებრივ ცენტრებსა და მანქანურ ცენტრს, ერთმანეთი-
საგან დამოუკიდებლად წარმოედგინათ ხუთ-ხუთი კანდიდატი. დიდი
საბჭო ვარაუდობდა, რომ მათგან აარჩევდა იმას, ვინც ყველაზე ხშირად
გამეორდებოდა წარმოდგენილ სიებში. ეს ძალზე საიმედო ­მეთოდი
იყო და ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავდა. უკლებლივ ყველა
ცენტრმა უპირველეს კანდიდატად დაასახელა იუჰე. ცენტრთა ასეთმა

416
ერთსულოვნებამ იმთავითვე გაფანტა ყველა ეჭვი, მაგრამ დიდმა საბ-
ჭომ იუჰე მაინც გამოიძახა და, სანამ გამგზავრების დასტურს მისცემდა,
თვითონვე შეამოწმა ყოველმხრივ საფუძვლიანად.
ასე რომ, თუ წარსულში რაღაც ისეთი ძალა არ მოქმედებდა, რომე-
ლიც მეცნიერებისათვის უცნობი იყო, იუჰეს დირექტივა არამც და არამც
არ უნდა დაერღვია. და თუნდაც ერთი წუთით დაგვეჯერებინა ის, რისი
დაჯერებაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო, განა იუჰე სამეცნიერო
ცენტრს გვერდს აუვლიდა და პირდაპირ ქალაქს აცნობებდა თავისი ­და-
ნაშაულის ამბავს?
ერთი სიტყვით, ჩვენ მტკიცედ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ-
მა უნებისყოფობისა თუ რაღაც სხვა მიზეზის გამო ჭორი მოიგონა და ახ-
ლა თვითონვე ეშინოდა ამ ჭორის.
შიში თანდათან იზრდებოდა. ქალაქის ემოციურ შკალაზე ისარი
სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და მალე კრიტიკულ წერტილს მიადგა.
მაშინ საზოგადოებრივ ცენტრთან შეთანხმებით გადაწყდა ეოლ სორის,
­როგორც ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, სიტყვით მიემართა ქალა­ქი-
სათვის.
ეოლ სორიმ მშვიდად, აუღელვებლად აცნობა მოსახლეობას სამეც-
ნიერო ცენტრის შეხედულებები, აუხსნა ის მოტივები, რომელთა გამო
ქალაქში გავრცელებული ხმები არ შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო,
ილაპარაკა იუჰეს მტკიცე ხასიათსა და მაღალ დისციპლინაზე და ცოტა-
თი დატუქსა კიდეც ქალაქის მკვიდრნი ხელაღებული და დაუფიქრებე-
ლი უნდობლობის გამო. ბოლოს სთხოვა შეეკავებინათ თავიანთი ემო-
ციები და დალოდებოდნენ საღამოს შვიდ საათს, როცა კარანტინი დამ-
თავრდებოდა და ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.
ძნელი სათქმელია, სიტყვამ უფრო იმოქმედა ხალხზე თუ ეოლ სო-
რის სიმშვიდემ. ყოველ შემთხვევაში, ქალაქი ნელ-ნელა დაცხრა, ემო-
ციურ შკალაზე ისარი დაბლა დაეშვა და შუადღისას ნორმას მიუახლოვ-
და.

417
სამწუხაროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ნაშუადღევს
ისარმა მკვეთრად იწყო აღმა სვლა.
საღამოს ექვს საათზე ქალაქი პანიკამ მოიცვა.
ეოლ სორიმ კიდევ ერთხელ სცადა ხალხის დაშოშმინება, მაგრამ ­ამ-
ჯერად არაფერი გამოუვიდა. შესაძლებელია, საკუთარ თავში ვეღარც
იპოვა იმდენი სიმშვიდე, რომ სხვებისთვის გაენაწილებინა.
ამ დროს ვიღაცამ ვერ მოითმინა და თქვა, მოხუცი უარ დენი ორი
დღეა მუზეუმშია ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდისო.
უარ დენის სახელი მთელი დღის განმავლობაში უხმოდ ტრიალებდა
ჰაერში. ასეთ დროს მისი ჩრდილში დგომა ყველას გვაეჭვებდა, მაგრამ
თქმას ვერიდებოდით, თითქოს იდუმალი შიში გვქონდა იმისა, რომ ხმა-
მაღლა თქმით ეს ეჭვი რეალურ ხიფათად გადაიქცეოდა. არადა ახლა,
როცა ქალაქი ღელავდა, უარ დენის პასიურობა მართლაც საეჭვოდ მო-
ულოდნელი იყო. გულში ყველა დარწმუნებული ვიყავით, ამ მოჩვენე-
ბით პასიურობაში ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი იყო. და ეს პა-
სიურობა უფრო საშიში გვეჩვენებოდა. გვერჩივნა უარ დენი ქალაქში ყო-
ფი­ლიყო სხვებთან ერთად და თავისი ალოგიკური სენტენციები ტყვი-
ასავით დაეშინა სამეცნიერო ცენტრისათვის. მისი არყოფნა თითქოს
რაღაც დამატებით ეჭვს აჩენდა და ხიფათის მოლოდინს ამძაფრებდა.
ქალაქში აუწერელი რამ ხდებოდა.
შვიდის ნახევარზე საკონფერენციო დარბაზში გადავედით, სადაც
უკვე იკრიბებოდნენ ისინი, ვისაც იუჰეს პირველ ინფორმაციაზე
დასწ­რების უფლება ჰქონდა.
ჩუმად შემოდიოდნენ, უსიტყვოდ უკრავდნენ თავს დამხვდურებს და
უხმაუროდ იკავებდნენ თავიანთ ადგილს.
შვიდს აღარაფერი აკლდა, როცა მოხუცი უარ დენიც მოვიდა. იღლია-
ში წიგნი ჰქონდა ამოჩრილი, თვალები უციმციმებდა. სწრაფი ნაბიჯით
შემოვიდა, ხმამაღლა მიესალმა ყველას (რაც მდუმარე დარბაზში შემაშ-
ფოთებელ დისონანსად გაისმა) და პირდაპირ ეოლ სორისაკენ გაეშურა.

418
– კიდევ ერთი მონაკვეთი გავშიფრე! – კმაყოფილი კილოთი უთხრა
და თითი იღლიაშიამოჩრილ წიგნს დაუკაკუნა.
– ნახეთ, ქალაქში რა ხდება? – უთხრა ეოლ სორიმ. მის ხმაში და გა-
მომეტყველებაში წამით ისეთი რაღაც მომეჩვენა, თითქოს უარ დენს
შველას სთხოვსო.
უარ დენი რისი უარ დენი იქნებოდა ასეთი ფსიქოლოგიური ნიუანსე-
ბისათვის ყურადღება მიექცია!
– ქალაქში? – კითხვითვე უპასუხა. – ქალაქში პესიმისტური განწ­ყო-
ბილებაა. – მაგრამ, ეტყობა, რაღაცამ მაინც მიიქცია მისი ყურადღება.
წამით შეყოვნდა და ეოლ სორის დააკვირდა. – თქვენ გგონიათ, იუჰემ
მართლა იცელქა იქ, წარსულში, თავის მამა-პაპასთან? – მერე ასევე ერ-
თბაშად შეიცვალა კილო. – სხვათა შორის, განზრახული მაქვს ამ დღე-
ებში დემონსტრაცია მოვაწყო და წიგნის რეაბილიტაცია მო­ვითხოვო.
ამ დროს კავშირის ეკრანი აინთო.
კარანტინი დამთავრდა.
იუჰე რომ შემოვიდა, გატრუნულ დარბაზს შრიალით გადაუარა რა-
ღაცა ხმამ, რომელიც გაკვირვებასაც ჰგავდა, შიშსაც და შეშფოთებასაც.
იუჰეს გაფითრებული სახე ჰქონდა, თვალებში კი უცხო შუქად ჩას-
დგომოდა ფიქრიანი, მეოცნებე გამომეტყველება.
და ამ შეუსაბამობაში იყო რაღაც არსებითი და ნიშანდობლივი მო-
ულოდნელობა.
იუჰემ თავი დაუკრა ყველას და მისთვის განკუთვნილი ადგილი და-
იკავა.
ჰაერი დაძაბული სიჩუმით დაიმუხტა.
ეოლ სორიმ დააპირა (ჩემი აზრით, ძალთა უკანასკნელი დაძაბვით)
ისე წაეყვანა სხდომა, ვითომ ქალაქში არავითარი საშინელი ხმები არ
ყოფილიყო გავრცელებული, მაგრამ, როგორც კი ლაპარაკი დაიწყო,
დარბაზში ვიღაცამ ხმამაღლა და გარკვევით წამოიძახა, ჯერ ის დავად-
გინოთ, მართალია თუ არა, რომ ქრონონავტმა წარსულის ბინადრებთან
ურთიერთობა გააბაო.

419
ეოლ სორი წამით დაიბნა, მერე მიხვდა, რომ სხდომის ჩვეულებრი-
ვად წარმართვაზე ახლა ფიქრიც არ შეიძლებოდა, და მოლოდინის თვა-
ლით გადახედა იუჰეს, რითაც წამოძახილს ოფიციალური შეკითხვის
უფლება მიანიჭა.
მაშინ იუჰემ ოდნავ ასწია თავი, დარბაზის მრგვალ, თაღოვან ჭერს
შეხედა და თქვა:
– მართალია.
დარბაზს გაურკვეველმა ზრიალმა გადაუარა.
მერე ყველაფერი ერთბაშად ამოძრავდა. ყველანი წამოიშალნენ.
მთელი დარბაზი ტორტმანებდა. და ამ ქაოსში აზრის ნატამალი არ ჩან-
და. ირგვლივ შიში დაქროდა და პანიკას თესავდა. ქალაქის საუკეთესო
შვილების თავყრილობა უგუნურსა და ბნელ ბრბოს დაემსგავსა.
ეოლ სორი გაშეშებული იდგა. დარბაზის შეკავება არც უცდია. იდგა
და სახეზე აუტანელი სევდა ეწერა. არც შიში, არც მრისხანება, არც გაკ-
ვირვება. მხოლოდ სევდა.
უცებ საერთო ღრიანცელი უარ დენის მკივანა ხმამ დაფარა:
– შეჩერდით, მოაზროვნეებო!
შეძახილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დარბაზი მოწყვეტით
შეჩერდა და წამით სიჩუმე ჩამოვარდა. უარ დენმა ამით დაუყოვნებლივ
ისარგებლა.
– კარგად კი გარბიხართ, მაგრამ აზრი რომ გრჩებათ? – აქ თვითონ
შეყოვნდა მცირე ხნით და განაგრძო: – შევიცადოთ ცოტა, ბოლომდე გა-
ვერკვეთ ყველაფერში და, თუ გაქცევაა, მერე გავიქცეთ. ან კი რა აზრი
აქვს გაქცევას? განა უგუნურობა არ არის სივრცეში გარბოდე და იმის პრე-
ტენზია გქონდეს, რომ დროს გაურბიხარ? ჯერ ვნახოთ, იქნებ არც ისე
წვიმს, როგორც ქუხს.
უარ დენი დაჯდა. ეოლ სორიმ მადლიერი თვალით გადახედა, მაგ-
რამ მოხუცი მისკენ არ იყურებოდა, ჩვეულებისამებრ ცმუკავდა და მოუს-
ვენრად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
დარბაზში კვლავ სიწყნარე ჩამოვარდა.

420
ეოლ სორიმ ნეიტრალური კილოთი თქვა:
– მოვისმინოთ იუჰეს ინფორმაცია.
იუჰე წამოდგა.
– მთავარ კითხვას უკვე ვუპასუხე, – დაიწყო მან. ცოტათი ღელავდა.
სახე გაფითრებული ჰქონდა, თვალები კი უცნაურად უბრწყინავდა. – ის-
ღა შემიძლია დავუმატო, რომ მზად ვარ მივიღო ყოველგვარი სასჯელი,
რასაც კი თქვენ, ან სისტემის უმაღლესი ხელისუფლება გადამიწყვეტს.
მაგრამ ეს მოგზაურობა რომ ათასჯერ განმეორდეს, მე ალბათ ათასჯერ
ჩავიდენ იმას, რაც ჩავიდინე. ახლა კი, ნება მიბოძეთ, უშუალოდ ინფორ-
მაციაზე გადავიდე. მოგზაურობის პირველი პერიოდის შთაბეჭდილება
არსებითად ემთხვევა შესავალ ექსპერიმენტებში მონაწილე ქრონონავ-
ტთა შთაბეჭდილებებს. ამიტომ ამ მონაკვეთს მოკლედ შევეხები. გარ-
დამავალი მომენტი, როდესაც ხომალდი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გას-
ცდენოდა სივრცეს – დროის მეშვიდე საფე­ხურს – და დემატერიალიზა-
ციის სფეროში არ შესულიყო, მოგონებაში დარჩა, როგორც სხეულის სა-
ამო მოდუნების მოუხელთებელი განცდა. ამ მყისიერი მომენტის შემ-
დეგ ერთბაშად აღმოვჩნდი ისეთ სამყაროში, რომელიც ახლა უცხო და
უჩვეულო მეჩვენება, მაშინ კი, იქ, რაკი სხეულთან ერთად მეხსიერებაც
განქარდა და ყველაფერი, რაც სტარტამდე არსებობდა, ცნობიერების
მიღმა დარჩა, იგი ერთადერთი იყო. ხოლო ერთადერთი, მოგეხსენე-
ბათ, არ შეიძლება ჩვეულებრივი და ნაცნობი არ იყოს. ეს არის რეალური
ფორმების, რეალური იდეებისა და რეალური ფერების სამყარო, სადაც
ცნობიერება უშუალოდ, გრძნობის ორგანოების გარეშე აღიქვამს
ობიექტს. მე ამ სამყაროში დავფრინავდი. შესავალ ექსპერიმენტებში
მონაწილე ქრონონავტები ამ „ფრენას“ სიზმრისეულ ფრენას ამსგავსე-
ბენ. ჩემი აზრით, ეს პარალელი ზუსტი არაა. სიზმრისეული ფრენა სივ-
რცეში ფრენაა, დემატერიალიზაციის შემთხვევაში კი იგი იდეის გან-
ცდაა, რადგან სივრცე არ არსებობს. სივრცე არ არსებობს; რაც შეეხება
დროს, დრო ობიექტურადარ აღინუსხება, მაგრამ ცნობიერებას შემორ-
ჩენილი აქვს ბუნდოვანი ცოდნა მისი არსებობის შესა­ხებ. ასე დავფრი-

421
ნავდი აზრებს, იდეებს, სიმბოლოებს შორის (ეს ტერმინი, ისევე რო-
გორც ყველა სხვა ტერმინი, რომლებიც სივრცეს უკავშირდება, დემატე-
რიალიზაციის პირობებში აღნიშნავს განცდას და არა ადგილმდებარე-
ობას) და ბევრი რამ, რაც აქ საიდუმლოებაა, იქ ცოდნა იყო. სამწუხაროდ,
ხელახალი მატერიალიზაციიის შედეგად ამ ცოდნას ბურუსი ფარავს და
ისევ საიდუმლოებად აქცევს. ფრენის შემდეგ კვლავ დადგა მყისიერი
გარდამავალი პერიოდი. რამდენადაც საამო იყო სხეულის მოდუნება
პირველი გარდამავალი პერიოდის დროს, იმდენადვე მტკივნეული იყო
ამჯერად განზომილებათა შეგრძნება და მძიმე სხეულის განცდა. მაგ-
რამ ეს პროცესიც მოუხელთებლად სწრაფია. ცნობიერებასა და სამყა-
როს შორის მყისვე ჩადგა გრძნობის ორგანოები. იდეის ერთადერთობა
მატერიის ერთადერთობამ შეცვალა და მე კვლავ სივრცეში აღმოვჩნდი.
ეს სივრცე, ცხადია, იგივე სის მთა იყო, სადაც მოგზაურობა დავიწყე, და
მე ჩემი ხომალდით მის წვერზე ვიმყოფებოდი, დიდ კრატერში. განსხვა-
ვება იმაში მდგომარეობდა, რომ მას ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებოდა
და, საერთოდ, ეტყობა, მე ვიყავი პირველი სულიერი, რომელიც ამ კრა-
ტერში მოხვდა. შესაძლებელია, სწორედ ამ წუთიდან დაიწყო ჩემი უც-
ნაური გარდაქმნა, რომელიც (მე ამას ძალიან მკაფიოდ ვგრძნობდი)
წარსულში ყოფნის სამივე საათს გრძელდებოდა. ყოველ შემთხვევაში,
მე დიდხანს ვიდექი ხომალდის ილუმინატორთან, თვალმოუშორებლივ
შევცქეროდი კრატერის მონაცრისფრო და მოწი­თალო ნაშალი ქვის
კედლებს და ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომელიც გულისძგერის სა-
ამო აჩქარებას იწვევდა. ზემოდან კრატერს ქუდივით ეხურა ღრმა და
გამჭვირვალე ლურჯი ცა. პირველმა მღელვარებამ რომ გამიარა, თეთ-
რი, დამცველი სამოსი ჩავიცვი, როგორც ამას ინსტრუქცია მოითხოვდა,
თავზე ფილტრის ელექტრომაგნიტური სალტე დავიდე, ინფორმატო-
რი-უნივერსალი ავიღე, ლუკი გამოვაღე და ჩემს სიცოცხლეში პირველად
დავადგი ფეხი ნამდვილ მიწას. ინფორმატორი ჩავრთე და, რაკი დავ-
რწმუნდი, მთაზე და მის ახლო-მახლო ადამიანის ჭაჭანება არ იყო, კრა-
ტერიდან ზემოთ ავედი... ცხადია დღევანდელი დედამიწა, სქელ, დამ-

422
ცველ გარსში მოქცეული და ლამაზად მოპირკეთებული, თა­ვისი ოპტი-
მალური კლიმატითა და ერთგვაროვანი ტემპერატურით, სრული ურბა-
ნიზაციითა და ნატიფი არქიტექტურით, სადაც ყოველი ნაგებობა, ყოვე-
ლი ქუჩა, ყოველი ხაზი ერთ საერთო აზრს, ერთ საერთო ჰარმონიას
ემორჩილება, სადაც უფაქიზესი ფორმები და ფერთა რბილი შეხამება
მოქალაქეთა მშვიდ, თანაბარ მაჯისცემას უზრუნველყოფს, სადაც ბუ-
ნებრივი ფლორის ველური თვითნებობა შეცვლილია ხელოვნური, უჭ-
კნობი და უხრწნელი მცენარეულობით, რომლებიც ისეა განლაგებული,
რომ მსოფლიო არქიტექტურის აზრი და სახე გამოკვეთოს, დღევანდე-
ლი დედამიწა თავისი სისუფთავითა და სიჯანსაღით, თავისი მკვებავი
აბებით, რომელთა უნაშთოდ გახსნამ და ათვისებამ გამომყოფი ორგა-
ნოები რუდიმენტებად აქცია და ამით კულინარიის ისტორიულად რთუ-
ლი პრობლემა სისუფთავის ერთიან ნორმაში მოათავსა, დღევანდელი
დედამიწა თავისი აზრისმიერი სილამაზით, ფორმის ზეიმით, შეუვალი
მათემატიკური ჰარმონიით, დედამიწა, სადაც ინტელექტი ქმნის გარე-
მოს, ცხადია, მშვენიერების იერარქიაში გაცილებით მაღალ საფეხურზე
დგას, ვიდრე ძველი, საკინძეშეხსნილი, ბანჯგვლიანი დედამიწა უწესრი-
გოდ მიმობნეული მცენარეული საფარით, უფორმო კლდეებით, ბნელი
ნაპრალებით, ტალახით, მტვრით, ტემპერატურული კონტრასტებით,
სიბინძურით, ქაოსით, ხრწნით, სადაც ინტელექტი ჯერ კიდევ გარემო-
ზეა დამოკიდებული. ყოველივე ეს კარგად ვიცოდი და ახლაც კარგად ვი-
ცი, მაგრამ ახლა ისიც ვიცი, რომ ჩვენი ცოდნა ტვინისმიერი ცოდნაა,
უნაკლო და ერთმნიშვნელოვანი ლოგიკური ცოდნა, როცა კაცს სილამა-
ზე კი არ მოგწონს, არამედ გესმის, და რომ ამას გარდა, თურმე არსებობს
დიდი და ღრმა ემოციური ცოდნაც, რომელსაც პირველყოფილი, ხელუხ-
ლებელი ბუნებრიობა იძლევა. მე ერთიანად შეძრული ვიდექი მთის
წვერზე. ქვემოთ, ერთ მხარეს გადაშლილიყო ვრცელი, მოწითალო
უდაბნო, რომელიც დასალიერთან ცას უერთდებოდა. მეორე მხარეს მო-
ჩანდა მუქი მწვანე ტყეები და ხასხასა მინდვრები. შორს, კიდევ უფრო
ქვემოთ, ხეხილის ბაღებში ჩაკარგულიყო პატარა სახლები, რომელთა

423
მრგვალი სახურავები ისე ციმციმებდნენ კრიალა დილაში, როგორც მაღ-
ლა მაცქერალი დედამიწის თვალები. აღმოსავლეთით, ჰორიზონტთან,
ნელა ამოცურდა ვეება მზე და ქვეყნიერება უწვრილესი სხივების ბადეში
გაახვია. უდაბნო ახლა ოქროსფრად ლაპლაპებდა. მინდვრებზე ნამი აბ-
რჭყვიალდა, მერე თანდათან აორთქლდა, მზიან ჰაერს მსუბუქ ბინდად
დაედო და მისი მკვეთრი ელვარება საამოდ შეარბილა. მე მონუსხული
ვიდექი, გული გაჩქარებით მიცემდა და ისეთი გრძნობა მქონდა, თით-
ქოს შორეული კოსმიური მოგზაურობიდან მშობლიურ პლანეტაზე დავ-
ბრუნდი. მაგრამ ამ პირველი შეხვედრის გაოგნებამ ჯერ კიდვ ვერ შეარ-
ყია ტვინში ფესვგადგმული ინსტრუქცია. ბურანიდან მალე გამოვერკვიე,
აპარატი-ინფორმატორი ავიღე და თავდაღმართს დავუყევი. მართა-
ლია, ინდივიდუალური საფრენი კი ავიკიდე ზურგზე, მაგრამ აქედან ფე-
ხით ჩასვლა ვამჯობინე. რაც უფრო ქვემოთ ვეშვებოდი, მით უფრო ხში-
რი ბალახითა და ბუჩქნარით იყო მიწა დაფარული. ქვედა კალთაზე,
მზით განათებულ მაღალ ბალახში, მარდად დაძვრებოდნენ ნაირ-ნაი-
რი მწერები. ტყეს რომ მივუახლოვდი, ჭიკჭიკი შემომესმა. ასეთი ხმა
სიძველეთა მუზეუმში მქონდა მოსმენილი და მივხვდი, რომ ჩიტები გა-
ლობდნენ. მალე დავინახე კიდეც. ხეებზე ისხდნენ და მღეროდნენ. მი-
ვუახლოვდი თუ არა, აფრინდნენ და სხვა, უფრო შორეულ ხეებზე გადაი-
ნაცვლეს. მე მივაბიჯებდი დაბურულ ტყეში, სადაც მზის სხივები გაჭირ-
ვებით აღწევდნენ, მაღლით ჩიტების გალობა მომყვებოდა და, რაც უფ-
რო ღრმად შევდიოდი ამ ჯადოსნურ ზღაპარში, მით უფრო აშკარად ეც-
ლებოდა ფეხქვეშ ნიადაგი ჩემს ინსტრუქციას, ჩემს მისიას, ჩემს გონიე-
რებასა და ტექნიკურად სრულყოფილ საუკუნეს. როგორც კი ტყეს გავ-
ცდი, აპარატის ტალღები ადამიანთა საცხოვრებელ ზონას მიწვდა. მე,
როგორც ინსტრუქცია მავალებდა, აქ შევჩერდი, რათა მოსალოდნელი
შემთხვევითი კონტაქტი თავიდან ამეცილებინა. ერთი ბუჩქი შევარჩიე,
რომელსაც ბუსუსებითა და პატარ-პატარა ეკლებით დაფარული გრძე-
ლი, მიწაზე გადაფენილი ღეროები ჰქონდა, აპარატი მის ძირში ჩავდე
და თვითონაც იქვე ჩამოვჯექი. აპარატის მახვილი სმენა და ყოველის-

424
მხილველი თვალი განურჩევლად ჰკრებდა ყოველგვარ ცნობებს და მეხ-
სიერების ფირფიტაზე აღნუსხავდა. პატარა სოფელი საკუთარ თავს,
უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ზანტი გადაძახილ-გადმოძახილით
და საქონლის ბღავილით ამჟღავნებდა. როგორც აპარატის მონაცემები-
დან ჩანდა, აქ ხალხს ტექნიკაზე და ცივილიზა­ციაზე არავითარი წარ-
მოდგენა არა ჰქონდა. მიწას პრიმიტიულად ამუშავებდნენ, პირუტყვს
აძოვებდნენ და ძირითადად იმით კმაყოფილდებოდნენ, რასაც აქტიუ-
რი ჩარევის გარეშე იძლეოდა ბუნება. ცხოვ­რების რიტმი იმდენად ნელი
იყო, ურთიერთობები იმდენად დინჯი, საქმიანობა იმდენად აუჩქარებე-
ლი, დაჯერებაც კი ჭირდა, რომ ჩვენი ბობოქარი ცივილიზაცია ამ
მთვლემარე უძრაობამ წარმოშვა. უეცრად აპარატი სოფელს გამოეთიშა
და უფრო ახლო რადიუსზე გადაერთო. აპარატმა ტყის გადაღმა, ბექობს
ქვემოთ ვიღაც აღმოაჩინა, მიმღებ ტალღებს სწრაფად მოუყარა თავი
მის ირგვლივ და ფირფიტაზე მისი ფიქრების აღნუსხვას შეუდგა. აქ მე
პირველად დავარღვიე ინსტრუქცია. ინსტრუქციის თანახმად, დაუყოვ-
ნებლივ უნდა გავცლოდი იქაურობას, რათა აბორიგენთან შეხვედრას
გავრიდებოდი. მე კი აპარატიც კი არ გამოვრთე. აპარატის გამორთვით
ნაწილობრივ მაინც დავიზღვევდი თავს. მე თვითონ უცხო თვალისგან
დამცველი სალტე მიფარავდა. მართალია, თეორიულად შესაძლებელი
იყო თავად ამ სალტის ნათება შეემჩნიათ, მაგრამ პრაქტიკულად ასეთ
მზიან დღეს არც ეს შანსი არსებობდა, აპარატი კი გამოვრთე, ხოლო
ჩართული აპარატი, როგორც იცით, საკუთარი თავის ირგვლივ ისეთ
ალისფერ ნათებას ­ქმნის, რომელიც შეუძლებელია ადამიანმა ვერ შე-
ამჩნიოს. რატომ დავარღვიე ინსტრუქცია, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის,
რომ ამ დროს ინსტრუქცია არ მომგონებია, მთელი ყურადღება მიპყრო-
ბილი მქონდა აბორიგენის ფიქრებისაკენ, რომელსაც აზრის ენაზე თარ-
გმნიდა და აღნუსხავდა აპარატი. აი, ეს ფიქრები. – იუჰემ ინფორმატორი
ჩართო და დარბაზში გაისმა აპარატის უსიამო, ჟღრიალა ხმა: „...მე ვიცი,
რომ კაცი არ უნდა მოვკლა, მაგრამ სხვა ვერავინ დავაჯერე. ორმოცი
წლის წინ რომ ის საცოდავი არ შემომკვდომოდა, იქნებ არც მე მცოდნო-

425
და... ნუთუ უეჭველად უნდა მოკლა, რათა მიხვდე, რომ არ უნდა მოკლა?
როცა სიმამრს ვუთხარი, კაცი არ უნდა მოკლა, თორემ შენი სული სამუ-
დამო სატანჯველში ჩავარდება-მეთქი, გაუკვირდა და მკითხა, არც მტე-
რი უნდა მოვკლაო? მე ვუთხარი, არა-მეთქი. თვითონ რომ მომკლასო?
მე ვუთ­ხარი, ის გირჩევნია, თვითონ მოგკლას-მეთქი. მტერი და მოყვა-
რე ერთნაირად უნდა გიყვარდეს-მეთქი, შენს თავზე მეტად უნდა გიყ-
ვარდეს-მეთქი. სიმამრი დაფიქრდა და მითხრა, რაკი ასეა, უეჭველად
უნდა მოვკლაო. რატომ-მეთქი, ვკითხე. თუ ჩემს თავზე მეტად მეყვარე-
ბა, ის არ მირჩევნია, მე დავასწრო და ჩემი სული ჩავარდეს სამუდამო
სატანჯველშიო. სიმამრი ჭკვიანია, მაგრამ თავი იმაზე უფრო ჭკვიანი
ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ ვერ მიხვდა, რომ მტერი სიყვა-
რულით არ უნდა მოკლა. სხვები მით უფრო ვერ მიხვდებიან. აქ ვერავინ
მიხვდება. რაღაც უცხო ხმა მეუბნება, რომ ამას მხოლოდ ჩემი მოძმეები
და ნათესავები თუ გაიგებენ, ისინი, ვინც უცხო ქვეყანაში დავტოვე და
აუწერელ ტანჯვაში ცხოვრობენ. საბრალო ჩემი მოკეთეები, ჩემი სის-
ხლი და ხორცი! უცხო ხმა ორმოცი წელია მიბრძანებს, დავბრუნდე მათ-
თან. უცხო ხმა მეუბნება, რომ მხოლოდ მე შემიძლია გავათავისუფლო
ისინი ამ მძიმე უღლისაგან, გავარიდო ტანჯვასა და შეურაცხყოფას, გა-
მოვიყვანო იმ წყეული ქვეყნიდან, ვაპოვნინო სადმე მყუდრო ადგილი
ნო­ყიერი მიწით, ტყითა და წყლით, დავასახლო, დავაფუძნო, მამა-პაპა-
თა სულების მოსახსენებლად სამსხვერპლო ავაგებინო და ისე ცხოვრე-
ბა ვასწავლო, რომ ერთმანეთი არ დახოცონ, ერთმანეთი არ გაქურდონ,
ერთიმეორის ცოლზე გული არ შეუვარდეთ... ორმოცი წელია ვაპირებ
წასვლას და ვერ წავსულვარ. იმიტომ რომ ლაჩარი და სულმდაბალი
ვარ. აქ კარგია. ცხვრის მწყემსვა იოლია, სიმამრის ქალიშვილი თბილია
და საამო. ცხოვრება მშვიდი და უხიფათოა. ზოგჯერ უცხო ხმა უცხო ძა-
ლით ამივსებს სხეულს, სული მწარედ ამტკივდება ჩემი ხალხის ტკივი-
ლით და უმტკიცესი გადაწყვეტით გადავწყვეტ ავიყარო და წავიდე იქ,
დიდი მდინარის პირას, სადაც ჩემიანები იტანჯებიან. ასეთ დროს სურ-
ვილი დაუძლეველი და ყოვლისმომცველია... მაგრამ, როგორც კი მოქ-

426
მედებაზე მიდგება საქმე, მუხლთ მეკვეთება, სხეულში სიძაბუნე შემო-
მეპარება და შიში მიპყრობს. ორმოცი წელია ასე ვიტანჯები. ასე ვიწვი
ორ ცეცხლშუა. ფიქრები მაწამებენ და ძვლებს მიღრღნიან. ძარღვები
მაწყდება და გულიდან სისხლი მდის... ლაჩარი ვარ და სულმდაბალი.
ორმოცი წელია ვთვალთმაქცობ და თავს ვიტყუებ, ვითომ მართლა მიყ-
ვარს ჩემი საბრალო ხალხი. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავი
მიყვარს. მშვიდი და უხიფათო ცხოვრება მიყვარს. სიმამრის კალთის-
ქვეშ თბილად და მყუდროდ ყოფნა მიყვარს. ეტყობა, ადამიანი სულის
წამებას უფრო ­იოლად იტანს, ვიდრე ხორცის წამებას, თორემ იქ ისეთი
რა უნდა ­შემმთხვეოდა, რომ ამ ორმოცი წლის აუტანელ ტანჯვაზე უა-
რესი ყოფილიყო! ჩემი სილაჩრე სიკვდილის შიშია. ჩემი სულმდაბლო-
ბა კი ის არის, რომ ვერც წავსულვარ და ვერც უარი მითქვამს წასვლაზე.
ყოველ დილით, უთენია, სხეულში უცხო მოლოდინი შემომიძვრება და
ამ უკაცრიელ გორაკზე ამომიყვანს. ასე მგონია, ერთხელაც იქნება აქ,
ტყის პირას, ვიღაც დამიძახებს, ვიღაც მაღალი და უხილავი, ვინც ერთ
დროს ჩემს დიდ მამა-პაპას ასწავლიდა გზას, შიშს გამბედაობით შემიც-
ვლის, სულმდაბლობას – რწმენით. ვინ იცის, იქნებ სწორედ დღეს... სწო-
რედ ამ დილით...“ იუჰემ აპარატი გამორთო და განაგრძო: – ამ სიტყვებ-
ზე თვითონაც გამოჩნდა. აღმართი ამოათავა და ბექობზე ამოვიდა. სა-
შუალო ტანის კაცი იყო, ჩაფსკვნილი და ბეჭებგანიერი. თეთრი თმა-წვე-
რი ჰქონდა, ხელში ჯოხი ეჭირა და ნელი, მაგრამ ფართო, გაშლილი ნა-
ბიჯით მოდიოდა. შუბლზე ნაოჭები ეყარა. სახე მასიური ჰქონდა, ცხვი-
რი – მოგრძო, ნიკაპი – მრგვალი. დიდრონი, გადმოფენილი ქუთუთოე-
ბის ქვემოდან იმზირებოდა ღრმა და საოცრად სევდიანი თაფლისფერი
თვალები. მოდიოდა აყვავებულ მინდორზე და, ფიქრებში ღრმად ჩაფ-
ლული, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს შო-
რის ოცი-ოცდახუთი მეტრიღა დარჩა, აპარატის ალისფერი შუქი ერთბა-
შად მოხვდა მისი მხედველობის არეში. კაცი მოწყვეტით შედგა, აპარა-
ტის შუქს დააკვირდა, მერე გაკვირვებული და დაინტერესებული ჩქარით
ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ათიოდე მეტრზე ისევ ისე მოწყვეტით შედ-

427
გა, თვალები შიშით აევსო, ხელები წინ გამოიშვირა, თითქოს ხიფათისა-
გან თავის დაცვას ლამობსო, მერე ერთი გულგამგმირავად შეჰყვირა,
ძირს დაემხო, თავი ბალახებში ჩარგო და ზემოდან ხელები დაიფარა.
მე აპარატის მეშვეობით ვუთხარი, ნუ გეშინია-მეთქი. მაგრამ ჩემმა ხმამ
უფრო შეაშინა. მთელი სხეულით შეკრთა და კიდევ უფრო მოიკუნტა. მა-
შინ მე რაც შემეძლო მკაცრი და შეუვალი ხმით ვუბრძანე, ადექი-მეთქი,
და, როცა ჩემს მბრძანებლურ კილოს მონუსხულივით დაემორჩილა და
აცახცახებული წამოდგა, უკვე წყნარად ვუთხარი: „ნუ გეშინია, ახლო მო-
დი“. მან შიშით, გაუბედავად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, თან ჩავარ-
დნილი ხმით ლუღლუღებდა: „ჩემო ბატონო... ჩემი დიდი მამა-პაპის ბა-
ტონო... ძლიერო და დიდებულო...“ მე ამ პირმოთნეობამ გამაღიზიანა
და დავუტიე: „ასე როგორ უნდა დაგთრგუნოს შიშმა!“ – მერე განვაგრძე:
„მე ისა ვარ, ვისაც ყოველ დილით ელოდები აქ, ამ ტყის პირას, ვინც შიში
გამბედაობით უნდა შეგიცვალოს და სულმდაბლობა – რწმენით. კმარა
ყოყმანი და ვიშვიში. გასწი დიდი მდინარის პირას და დაიხსენი შენი
მოძმეები და ­ნათესავები!“ ამის გაგონებაზე იგი ისევ მუხლებზე დაეცა
და აპარატის ალისფერ ნათებას შეჰღაღადა: „ნუ ინებებ, ბატონო! მე რი-
სი დამხსნელი ვარ, შენს სახელს ვენაცვალე!“ მაშინ მე დავუყვავე, და-
ვამშვიდე და ყოველმხრივ ვეცადე დამერწმუნებინა, რომ მუდმივ ყოყ-
მანსა და თვითგვემას ერთხელ გაბედვა სჯობდა. მან დამიჯერა, მაგრამ,
რაკი ჩემი კეთილგანწყობა დაინახა, ვაჭრობა დამიწყო. ყასიდად უა-
რობდა და ნაირნაირ მიზეზებს იგონებდა. ჯერ ენაბლუობა მოისაბაბა
და, თუმცა სინამდვილეში ენას სულ ოდნავ უკიდებდა, იძულებული შე-
ვიქენი ბიომაგნიტური სეანსი ჩამეტარებინა. მერე მითხრა, ნება მომეცი
შენი სა­ხელით მივიდე, თორემ ისე მე, ერთ საწყალსა და უბირ კაცს, ვინ
რას დამიჯერებსო. ამაზე რომ დამითანხმა, მითხრა, თუ არ მეტყვი ვინა
ხარ, ისე როგორ მივალ შენი სახელითო. მე ცოტა გავბრაზდი და უკმა-
ყოფილოდ მივუგე, ვინცა ვარ, ისა ვარ-მეთქი. ეტყობა, ჩემი ხმის კილომ
შეაშინა, ყოველ შემთხვევაში, აღარ ჩამძიებია. სამაგიეროდ ახლა სხვა
მხრიდან შემომიარა. რამე ნიშანი თუ არ გამატანე, ისე ვინ დამიჯერებს,

428
რომ შენი გაგზავნილი ვარო. მე სხვა უფრო თვალსაჩინო საშუალება
არაფერი მქონდა, ამიტომ ჯოხი გამოვართვი, ინფორმატორი-აპარატის
ბუდიდან სათადარიგო ატომმარეგულირებელი რგოლი ამოვიღე, ჯოხს
ჩამოვაცვი და ვუჩვენე, მზის პირდაპირ სხივებთან ურთიერთობისას რო-
გორ კარგავდა ჯოხი სიმკვრივეს და როგორ ხდებოდა დრეკადი. მას ჯერ
შეეშინდა, მერე კი კმაყოფილი დამრჩა. მე რჩევა-დარიგება მივეცი იმის
შესახებ, თუ როგორ აჯობებდა თავის დაჭერა იქ, უცხო ქვეყანაში, რათა
მისი განზრახვა დრომდე და ვადამდე არ გამჟღავნებულიყო და ადგი-
ლობრივ ხელისუფალთ არ ჩავარდნოდა ხელში, და გავისტუმრე. მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი წამით აზრად არ მომსვლია, რომ
ისეთ რამეს ჩავდიოდი, რაც აკრძალული მქონდა... კაცი რომ თვალს მი-
ეფარა, მე ხომალდში დავბრუნდი. ნახევარი საათის შემდეგ უკუმოქმე-
დების იმპულსიც ჩაირთო.
იუჰე გაჩუმდა და დაჯდა.
დარბაზში სამარისებური დუმილი იდგა.
ყველას გვესმოდა, რომ იუჰეს წინდაუხედაობა შეიძლებოდა ისეთ
მეხთატეხად დასტყდომოდა აწმყოს, ყველაფერი აღეგავა პირისაგან
მიწისა.
გაშეშებულები ვისხედით და ეოლ სორის მივჩერებოდით. მაგრამ
ეოლ სორი თვითონაც გაშეშებული იჯდა და საკუთარ ხელებს დასცქე-
როდა.
დარბაზში მძიმედ იწვა ყოვლისდამთრგუნველი, პანიკური შიშით
დამუხტული დუმილი და ეს დუმილი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო
­აუტანელი ხდებოდა.
ამ დროს მოულოდნელად ხითხითი გაისმა. ხითხითი თითქოს სად-
ღაც შორიდან წამოვიდა და ნელ-ნელა მოახლოვდა. ხალხი შეკრთა, მო-
იკუნტა და კიდევ უფრო მეტად გაშეშდა. მერე თანდათან გონს მოეგენ
და გაფითრებული სახეები მოხუცი უარ დენისაკენ მიატრიალეს. ეოლ
სორიმაც ასწია თავი და შეშფოთებული მზერა უარ დენს მიაპყრო.

429
უარ დენმა კი ხითხითი შეწყვიტა და იუჰეს ჰკითხა: – ერთი ეს მითხა-
რით, იუჰე, ფეხთ რატომ გაახდევინეთ იმ კაცს?
– იმიტომ რომ ტყავის წაღები ეცვა, გრძელბეწვიანი. იმ წაღებით რომ
აპარატის დამუხტულ ველში შემოსუ... – აქ იუჰე ერთბაშად შედგა, თით-
ქოს სიტყვა პირზე შეახმა. ჯერ უარ დენს მიაჩერდა, მერე ეოლ სორის
გადახედა, მერე დარბაზს მოავლო დაბნეული მზერა და ისევ უარ დენს
შეხედა. – განა მე ვთქვი, რომ იმ კაცს ფეხთ გავახდევინე?
– არა, არ გითქვამს, – მიუგო უარ დენმა.
– მაშ... თქვენ... მაშ... საიდან... – იუჰე განცვიფრებული მისჩერებოდა
უარ დენს და ხმას ვეღარ იღებდა.
უარ დენი წამოდგა.
– იმან, ვინც სამყაროს განაგებს, კიდევ ერთხელ გაიცინა ჩვენს გუ-
ლუბრყვილობაზე. ერთი ტყუილი უკვე გამოაშკარავდა. ჩვენს მეცნიე-
რებს მრავალი ღამის გატეხვა მოუწევთ, რათა ახალი ტყუილი მოიგო-
ნონ იმის შესახებ, თუ რა არის დრო. – უარ დენმა წიგნი გადაშალა და
ეოლ სორის უთხრა: – აი, ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვა ამ ორი დღის
განმავლობაში მოვახერხე: „ხოლო მოსე თავის სიმამრ იოთორრის, მა-
დიამელთა ქურუმს, ცხვარს უმწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ტრა-
მალზე მოუდიოდა, მიადგა ღვთის მთას – ქორებს. აქ მას ცეცხლმოდე-
ბულ მაყვლის ბუჩქში უფლის ანგელოზი მოევლინა. მოსემ, რა იხილა,
მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა, თქვა: ეს რა საკვირველი
ხილვაა! მივალ, ერთი, და ვნახავ, რატომ არ იწვის ბუჩქი. ღმერთმა რომ
მისკენ მომავალი მოსე დაინახა, დაუძახა: მოსე, მოსე! მოსემ მიუგო: რა
არის? ღმერთმა უთხრა: ფეხთ გაიხადე, ეგ ადგილი, შენ რომ დგახარ,
წმინდა მიწაა. მერე უთხრა: მე ვიხილე, თუ რა გასაჭირი ადგას ჩემს ერს
ეგვიპტეში, მოვისმინე, როგორ შეჰღაღადებენ თავიანთ მჩაგვრელებს
და შებრალებას შესთხოვენ, გავიგე, რა მძიმე განსაცდელში არიან. და
აი, მოვედი, რომ შენ გაგგზავნო ეგვიპტის ფარაონთან. შენ უნდა გა-
მო­იყვანო ჩემი ერი ეგვიპტიდან. მოსემ უთხრა: ვინა ვარ მე, რომ ფარა-
ონთან მივიდე და ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიყვანო! ღმერთმა უთ-

430
ხრა: მე ვიქნები შენთან. მოსემ უთხრა: რომ მკითხონ, ვინ არის ის, ვინც
გამოგგზავნა, სახელად რა ჰქვიაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა უთხრა: მე
ისა ვარ, ვინცა ვარ. და ასევე უპასუხე, ვინც არის, მან გამომგზავნა-თქო“.
ასე მოხდა, ჩემო საყვარელო ძმაო, ეს ამბავი, რომელსაც შენ აგრე-
რიგად შეუშფოთებიხარ და დაუინტერესებიხარ. უარ დენმა რომ კითხვა
დაამთავრა, ყველანი კიდევ დიდხანს ვიყავით გაოგნებული. არსები-
თად ახლაც გაოგნებულები ვართ. მაგრამ ახლა უკვე შევეგუეთ იმ აზრს,
რომ ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ, რომელიც ასე მყარი და ძირ-
მტკიცე გვეგონა, ხუხულასავით დაგვემხო თავზე. შევეგუეთ და ვცდი-
ლობთ მის ადგილას ახალი წარმოდგენები დავამკვიდროთ. მართალია,
ჩვენი ახირებული უარ დენი ამას ერთი ტყუილის მეორე ტყუილით შეც-
ვლას ეძახის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, კარგია,
რადგან აზრს აღმოჩენებისაკენ უბიძგებს. ერთი სიტყვით, ოპტიმისტები
ვრჩებით. რაც შეეხება ქრონონავტიკას, ახალი ექსპედიცია სამი კაცის
შემადგენლობით უკვე მზადაა წარსულში გასამგზავრებლად. ექსპედი-
ციის ხელმძღვანელად დანიშნულია იუჰე.
სხვა რა მოგწერო? ძმურად გეხვევი და გკოცნი.
მოუთმენლად ველი შენს წერილს. ყველაფერი დაწვრილებით მომ-
წერე. განსაკუთრებით მაინტერესებს ორგანზომილებიან არსებათა, ეგ-
რეთწოდებულ ელემინთა ამბავი.
შენი და მუდამ შენი ლუკე.
(წერილი შედგენილია მესამე წელთაღრიცხვის 2779 წელს, ანბანურ-
პირობითი თარგმანი შესრულებულია მეორე წელთაღრიცხვის 1979
წელს).

მეთერთმეტე მცნება

თუ აიღებთ რაიმე სიტყვას და დაჟინებით იმეორებთ, შეამჩნევთ,


რომ იგი თანდათან დაიცლება შინაარსისგან და უაზრო ბგერებად იქცე-
ვა.
431
ვ. ასკურავა
კორდელია:
– ხომ არ ინებებთ, ხელმწიფეო, გასეირნებას?
ლირი:
(ბავშვური, ანგარიშმიუცემელი სიხარულით) – შენთან?.. დიაღაც!..
(იმავ წამს, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, სიხარული ისევ ჩამოერეც-
ხება სახიდან; მოწყვეტით დაეცემა მუხლებზე. ჩავარდნილი, თითქმის
ცრემლიანი ხმით) გთხოვ, შემინდო და მაპატიო...
კორდელია:
(სწრაფად დაიხრება, ფეხზე წამოაყენებს, მის ხელს თავის ხელებში
მოიქცევს და ნაზად ეფერება). ლირი:
(ცდილობს თვალი გაუსწოროს და გაუღიმოს, რათა ღიმილმა თქვას
მთელი სათქმელი და ერთი დაკვრით დაიძლიოს ყველა დაბრკოლება.
მაგრამ ძალდატანება თავისას შვრება და თბილი ღიმილის მაგივრად
ღიმილის ცივი ნიღაბი აეკვრება სახეზე. მაშინ თავს ჩაქინდრავს.
დარცხ­ვენით) – ხომ ხედავ, რარიგ ბებერი ვარ, რარიგ სულელი (ხე-
ლი­ხელჩაკიდებული მორჩილად მისდევს ნელი, ბებრული ნაბიჯით).
წინ მიმავალთ საპატიო მანძილზე მიჰყვება იაკობ მებუკე და კიდევ
რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის მოთავ-
დება ყოველივე ეს, რომ სადმე სასაუზმეში შეცვივდნენ და გახურებული
გულ-მუცელი ცივი ლუდით ჩაიგრილონ.
კარვის უკან რომ გავლენ და თვალს მიეფარებიან, ზაალ ნიჟარაძე
ხელს შეუშვებს თინა ბარნაბიშვილს და მარტო განაგრძობს გზას. ისევ
ისე ნელი, ბებრული ნაბიჯით მიდის.
სულში ჯერ კიდევ არ დამცხრალა წეღანდელი მღელვარება, იქ რომ
გადაიტანა, კარავში, როდესაც ცა გაიხსნა და დანისლულ გონებაში გა-
თენებასავით შეიპარა საღი აზრი, როდესაც შერისხულმა ქალიშ­ვილმა
მშვიდად და დამაჯერებლად დაუსაბუთა, რომ ერთადერთი ია­რაღი,
რომლითაც ყველა იარაღის დამსხვრევა და დამარცხება შეიძლება,
არის სათნოება და დიდსულოვნება.

432
კარვის უკან ქვეყნის ხალხი ირევა.
ზაალ ნიჟარაძე მათ ვერ ამჩნევს, მაგრამ გრძნობს, რომ ისინი არსე-
ბობენ. რამდენჯერ დაუპირებია, მოდი ერთი, ვკითხავ, ვისაც ჯერ არს,
და გავარკვევ, რამეს აკეთებენ აქ, თუ ისე იყრიან თავს, უსაქმოდო. ­და-
პირებით დაუპირებია, მაგრამ გასცდენია თუ არა აქაურობას, მა-შინვე
დავიწყებია.
დარბაზში ტაში არ ცხრება..
მუდამ ასეა: დაასრულებს თუ არა ამ ეპიზოდს და დაიძვრება გა­სას-
ვლელისკენ, ატყდება გაუთავებელი ტაშისცემა და კაციშვილს არ ენაღ-
ვლება, რომ სცენაზე ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე კაცი, რომელ­თაც თა-
ვიანთი რეპლიკები აქვთ წარმოსათქმელი. დგანან ეს კაცები იქ შესაბრა-
ლის და ოდნავ სასაცილო პოზაში და მათი მდგომარეობა ჭეშმარიტად
ტრაგიკომიკურია. რა გინდა ქნა? გააგრძელებ ეპიზოდს, – რა აზრი აქვს:
მაყურებელი არ გისმენს და ილაპარაკე თუ გინდა, სანამ ენა არ დაგეღ-
ლება; შეიცდი და ტაშის მიწყნარებას დაელოდები, – გაფუჭებულია უკვე
ყველაფერი: სცენა გაციებულია, შენც გაციებული და გამოთიშული ხარ
და აღარავის აინტერესებს, უკვე მოკლეს საწყალი კორნვალის მთავარი,
თუ ჯერ კიდევ დაათრევს თავის ცოდვილ ლეშს ამ ქვეყანაზე.
მაყურებელს არ ესმის მსახიობის გასაჭირი. ზაალ ნიჟარაძემ
ერთ­ხელ რეჟისორს ურჩია: ბოლო რეპლიკები სულ ამოვიღოთ, ან არა-
და სადმე წინ გადავიტანოთ და მოქმედება ჩემი ეპიზოდით დავამთავ-
როთ, თორემ ცოდოა ეს ხალხი, როდემდე ელოდონ ტაშის დაცხრომა-
სო. მაგრამ ­რეჟისორმა არ ქნა. ტექსტის შეკვეცა შეუძლებელიაო, უთ-
ხრა, იმიტომ რომ კენტისა და აზნაურის რეპლიკებში მაყურებლისათვის
აუცილებელი ინფორმაციაა მოთავსებული, წინ გადატანაც არ მო­ხერ-
ხდება, რადგან ქრონოლოგიური დისონანსი გამოგვივა და ეპიზოდის
კომპოზიციური სტრუქტურაც დაირღვევაო.
კარგია, ასეთი სიტყვები რომ არსებობს.
„კომპოზიციური სტრუქტურა“... „ქრონოლოგიური დისონანსი“...
პირდაპირ ქოლგასავით სიტყვებია წვიმიან ამინდში...

433
ზაალ ნიჟარაძე თავის ოთახში შევიდა.
აქ კარგია. ჰაიჰარად ვერავინ შემოგივარდება. შეგიძლია დაჯდე და
წყნარად დაისვენო.
პატარა, უფანჯრო ოთახი.
ფანჯარა არცაა საჭირო: კაცს ყურადღებას გიფანტავს.
ორი სავარძელი, ერთი ტახტი, მომცრო მაგიდა და, რაც მთავარია,
სარკე; ვეებერთელა სარკე, მსახიობის განუყრელი თანამგზავრი.
ზაალ ნიჟარაძე სავარძელში ჩაეშვება, ხელებს სახელურებზე და-
აწ­ყობს, საზურგეს მიაწვება, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქავს. მა-
შინვე იგრძნობს ნაცნობ, სასიამოვნო მოთენთილობას.
ასე ისვენებს ყოველ ანტრაქტზე, დაღლილი სხეული ფორებს ხსნის
და ხელახლა ივსება ენერგიით.
ახლა მთელი ოცი წუთი აქვს დრო. სამაგიეროდ, დიდი შრომაც მო-
ელის. წინ ბოლო აქტია; მღელვარე და დაძაბული, კულმინაციური აქტი.
რამდენი ენერგია მიაქვს მღელვარებას!
ზაალ ნიჟარაძე ოდნავ წამოიწევა სავარძელში. სარკეში ჩაიხედავს.
ერთხანს უყურებს საკუთარ გამოსახულებას; თეთრ წვერს თითებით ჩა-
მოივარცხნის, ჩამოისწორებს. მერე ისევ მიაწვება საზურგეს, ძველებურ
პოზას დაუბრუნდება, თვალებს დახუჭავს.
რამდენიმე წამს ასე იქნება გარინდებული.
და უეცრად სავარძლიდან წამოვარდება. სწრაფად, ფიცხლად, ­ინ-
სტინქტურად.
თითქოს უკნიდან ოინბაზი ამხანაგი წამოეპარა და ქინძისთავი ­უჩ-
ხვლიტაო.
ქინძისთავი არავის უჩხვლეტია. თეატრში მოწიფული ხალხია, სე-
რიოზული.
სერიოზული?
ყოველ შემთხვევაში ზაალ ნიჟარაძე ის კაცი არ არის, ვისაც ქინძის-
თავის ჩხვლეტას გაუბედავენ.
მაშ, ეს რა იყო?

434
სარკეში რაღაცამ იელვა და სხეულს ელექტროდენივით დაუარა.
მაგრამ ცნობიერებისთვის არ მიუღწევია.გვერდით ჩაუქროლა, ოდ-
ნავ წამოედო და წავიდა, გაქრა.
გრძნობის ორგანოებმა მხოლოდ იმის შემჩნევა მოასწრეს, რომ ეს
იყო რაღაც უცხო და შორეული ტკივილი. სიზმარში რომ ნახავ, ვითომ
სცენაზე, მაყურებლით გაჭედილი დარბაზის წინ, როლი დაგავიწყდა,
და გული შეგეკუმშება, თუმცა სიზმარშივე გრძნობ, რომ ეს სიზმარია.
ბუნდოვანი, გაუგებარი.
მაგრამ შემაშფოთებელი და ამაფორიაქებელი.
დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე ფიქრიც აღარ შეიძლება.
ხელებს ზურგს უკან დაიწყობს, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდება სარ-
კეს; სულ ახლო მივა, თავის ორეულს დააცქერდება. დიდხანს ­უყურებს
ჩაციებით. ხან თვალებში, ხან ცხვირზე, ხან თმაზე.
ვერავითარ ცვლილებას ვერ შეამჩნევს.
სადღაც, სხეულის ღრმა ფენებში რაღაც შფოთავს და გარეთ
მოი­წევს.
ის კი, წეღან რომ ელვასავით გაანათა, აღარსად ჩანს.
მაშინ შეტრიალდება, ოთახიდან გავა, კარს გაიხურავს. იქ ცოტა ხანს
შეიცდის, მცირე პაუზას გააკეთებს, როგორც სცენაზე გასვლის წინ იცის
ხოლმე; უკანვე შემოვა. სავარძელში ჩაეშვება, ხელებს სახელურებზე
დააწყობს, საზურგეს მიაწვება და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქავს.
მერე ოდნავ წამოიწევა; სარკეში ჩაიხედავს; ერთხანს უყურებს ­საკუ-
თარ გამოსახულებას; თეთრ წვერს თითებით ჩამოივარცხნის, ჩა­მოის-
წორებს. ისევ საზურგეს მიაწვება, ძველებურ პოზას დაუბრუნდება, თვა-
ლებს დახუჭავს. რამდენიმე წამს ასე იქნება გარინდებული.
ვერავითარ ცვლილებას ვერ შეამჩნევს.
ის, რამაც წეღან ელვასავით გაანათა, უკვალოდ გამქრალა.
წამოდგება და ბოლთის ცემას დაიწყებს, რამდენჯერმე გაივლ-გამო-
ივლის. მერე სავარძელს ახლო მიაჩოჩებს სარკესთან და ჩაჯდება. გაშ-
ლილი ფეხებით თითქმის ეხება სარკეს.

435
ორი ზაალ ნიჟარაძე ერთმანეთს უყურებს. ერთი ორიგინალია, მე-
ორე – ასლი.
ერთი სარკეში იყურება, მეორე სარკიდან იყურება, ერთი სარკის წი-
ნაა, მეორე – სარკის უკან.
„უკან“ არ არსებობს. „უკან“ იმის მოგონილი სიტყვაა, ვისაც თავი
„წინ“ ჰგონია.
უბრალოდ, შუაში გამჭვირვალე სარკეა და ორი ზაალ ნიჟარაძე ­ერ-
თმანეთს უყურებს.
ერთი ნამდვილია, მეორე – ილუზიური.
ნამდვილი რომელია?
ნამდვილი მე ვარ. იმიტომ, რომ მე ჩემს თავზე ვამბობ „მე“, იმაზე
ვამბობ „ის“.
მაგრამ „უკანისა“ არ იყოს, იქნებ „ის“ იმან მოიგონა, ვისაც თავი „მე“
ჰგონია?
მართლა ნამდვილია ერთ-ერთი ჩვენგანი?
თუ ორივე ილუზიური ვართ?
ზაალ ნიჟარაძეს არა აქვს თეთრი წვერი. არც ასეთი გაბურძგნილი
თმა, არც დამჭკნარი სახე და ბებრული თვალები.
ზაალ ნიჟარაძე სამოცი წლისაა. ეს კი, სარკიდან რომ შემოსცქერის,
ოთხმოცის მაინც იქნება.
არა. ეს ზაალ ნიჟარაძე არ არის.
ეს საწყალი ლირია, ავი, ჭირვეული და სკლეროტიკი.
მაშ, ზაალ ნიჟარაძე სადღაა?
გუშინ ამ ჩამოფლეთილი მეფის ადგილას ვინმე კრაუზე იყო, ხვალ
იულიუს კეისარი იქნება.
ზაალ ნიჟარაძე?
ირგვლივ დუმილია, სამარისებური დუმილი და სამარისებური უძრა-
ობა, უფანჯრო ოთახში ჰაერი შეგუბებულია. არაფერი არ იძვრის, არა-
ფერი არ ირხევა. აზრიც გახევებულია, ფიქრიც გახევებულია. სამ­ყარო
სუნთქვაშეკრულია.

436
უძრავი მოლოდინი.
და უცებ გაჩნდება სიტყვა, სადღაც ზემოთ, უკიდეგანო სივრცეში,
პლაკატივით ჩამოეკიდება სიტყვა,
უძრავი, უხილავი, უხმაურო.
სიტყვა.
რომელიც იყო დასაბამიდან.
„პამპულა“
ერთბაშად ამოძრავდება ყველაფერი: ფიქრიც, აზრიც, ჰაერიც, სუ-
ლიც.
აირევა ერთმანეთში ყველაფერი.
პირველყოფილი ქაოსი.
მარტო ზაალ ნიჟარაძეები სხედან გაუნძრევლად, როგორც ნიღბები,
და თვალებში შესცქერიან ერთმანეთს.
ბოლოს ზაალ ნიჟარაძე მიმართავს ზაალ ნიჟარაძეს და უხმოდ ეტ-
ყვის: „ზაალ ნიჟარაძე, შენ პამპულა ხარ. ნუ შეკრთები, ნუ გაცხარდები,
ნურავითარ ნაადრევ შეფასებას ნუ გააკეთებ. აი, ასე მიყურე: წარბშეუხ-
რელად, ძარღვშეურხევლად, ნირშეუცვლელად. იქნება არც არაფერია
საშიში. ბოლოს და ბოლოს, პამპულა მხოლოდ იმით განსხვავდება და-
ნარჩენ მოკვდავთაგან, რომ პამპულაა. სხვა მხრივ ისიც ჩვეულებრივი
ადამიანია და ჩვეულებრივი ადამიანური კატეგორიები ესადაგება: მა-
ღალი პამპულა, დაბალი, ინტელექტუალი, გრაფომანი, ცხვირმოღ­რე-
ცილი, ევროპულ ყაიდაზე აღზრდილი, ქაჩალი, ანალიტიკოსი, თავ-
ლაფდასხმული, შემთხვევით აღზევებული, უნდილი, მედროვე, კლასი-
კოსი, ბიუროკრატი, მუსუსი, უშვილძიროდ გადაგებული, სახელმწიფო
ქონების გამნიავებელი... შენ ნიჭიერი პამპულა ხარ, აღიარებული, სა-
ხელმოხვეჭილი. ხალხის საყვარელი პამპულა. თავზე­ხელაღებული უნ-
და იყოს კრიტიკოსი, შენზე რომ აუგი თქვას.
რა ვუყოთ! ერთხელ ხომ უნდა დადგეს დრო, როდესაც საკუთარ
თავს თვალს გაუსწორებ და გულახდილ საუბარს გაბედავ.
ზოგი ოცდაათი წლისა უკვე საფლავშია.

437
შენ მშვიდობით გადაცდი სამოც წელს.
გვერდზე გახედვა არ იყოს!
ნუ გეშინია.
უნდა ირწმუნო, რომ შიში არც ისე საშიშია, როგორც გვაშინებენ, მა-
შინ ნაკლებად შეგეშინდება.
შენი ცხოვრება შენი ხელობაა. შენი ხელობა კი ნიღბების ცვლაა.
ერთ ნიღაბს მოიხსნი, მეორეს აიფარებ. ამიტომ სახე დაკარგე.
ის იყო შენი სახე, წეღან რომ ელვასავით გაანათა სარკეში.
ვილაპარაკოთ გულახდილად.
მოიხსენი ეგ ცრუ წვერი. ეგ პარიკიც მოიხადე.
აი, ასე.
ახლა ნახავ, როგორ დაიმსხვრევა შენი დიდების ხუხულა, რომელსაც
ორმოცი წელიწადი აკოწიწებდი.
აკოწიწებდი!
შენ სახელმოხვეჭილი მსახიობი ხარ; ამას ვერავინ უარყოფს. თუნ-
დაც იმის გამო, რომ საამისო საბუთები გაქვს, – ხელმოწერილი თუ ხელ-
მოუწერელი, ბეჭედდასმული თუ ბეჭედდაუსმელი, სტამბაში დაბეჭდი-
ლი თუ ხელნაწერი, ღერბიან ქაღალდზე თუ უღერბო ქაღალდზე. ტიტუ-
ლები, წოდებები, ჯილდოები, სიგელები, ადრესები, რეცენზიები, წერი-
ლები. სამი უჯრა გაქვს სავსე. თეატრალური კარიერის მთელ მანძილზე
ბეჯითად აგროვებდი ამ ქაღალდებს. არ დაგიკარგავს არც ერთი ნაგლე-
ჯი ფურცელი, სადაც კი შენი სახელი და გვარი (სახელის და გვარის მეტი
შენგან აღარაფერი დარჩენილა) იყო მოხსენებული. სანიმუშო გულმოდ-
გინებით აგროვებდი, სათუთად უვლიდი, გადაკეცილ კუთხე­ებს ფაქი-
ზად უსწორებდი და ახლა სამი უჯრა საბუთები გაქვს. მოვლილი, მოწეს-
რიგებული, დალაგებული, დახარისხებული, ყდაში ჩასმული და აკინძუ-
ლი. ჰმ!.. ყდაში ჩასმული და აკინძული! გზა რომ აგბნეოდა და თეატრის
მაგივრად კანცელარიაში მოხვედრილიყავი, იქაც დიდ კარიერას გაიკე-
თებდი. სახელგანთქმული კანცელარისტი ზაალ ნიჟარაძე! კაცმა რომ
თქვას, რითი სჯობს სახელგანთქმული მსახიობი სახელგანთქმულ კან-

438
ცელარისტს? ღმერთმა იცის; ალბათ, მასშტაბით. მაგრამ მასშტაბი ხომ
რაღაც არარეალური ცნებაა და შედარებისთვის სრულიად გამოუსადე-
გარი!.. საბუთები საფუძვლიანადაა დახარის­ხებული. ზედა უჯრაში ზე-
მოდან ჩამოცვენილი ქაღალდებია: ჯილდოები, მადლობები, წოდებე-
ბი, სიგელები... შუა უჯრაში რეცენზიებია, კრიტიკოსთა ნაოფლარი და
ნამოღვაწარი, ქვედაში – თაყვანისმცემელთა წერილობითი ემოციები:
აღფრთოვანება, ქება-დიდება, ცრემლები, სიყვარული... ეს წერილები
გულუბრყვილო და სასაცილოა. მათ არა აქვთ კრიტიკული რეცენზიის
მკაფიო პოზიცია და ოფიციალური სიგელის მშრალი ჩინოვნიკურობა.
ალბათ, სწორედ ამიტომაა ესოდენ ძვირფასი. განსაკუთრებით სულიე-
რი სისუსტის ჟამს, როცა პატარა უსიამოვნების გამო წუთისოფელი ცივი
და ამაო მოგეჩვენება... სამი „უარყოფითი რეცენზიაც“ გაქვს. ძველი რე-
ცენზიები, იმდროინდელი, როცა კრიტიკოსებს ჯერ კიდევ არ მიაჩნდათ
მკრეხელობად შენზე ძვირის თქმა. თავის დროზე ამ რეცენზიებმა მწვა-
ვე ტკივილი მოგაყენა; ახლა ისინი ქება-დიდების ზღვაში არიან ჩაკარ-
გული და აღარ ჩანან, როგორც დაფნის გვირგვინში გამორეული ლობი-
ოს ფოთოლი. ამიტომ იმათაც სათუთად უვლი. ცალკე კუთხეც მიუჩინე
უჯრაში: ეს სამი რეცენზია ახლა მცირე საოხუნჯო ეპიზოდია შენი დიდე-
ბის სპექტაკლში. ხანდახან, ცოლ-შვილი რომ შინ არ გეგულება, მაგიდას
მიუჯდები, ძვირფას საუნჯეს ამოალაგებ და გულისფანცქალით...
გულისფანცქალით!
...ათვალიერებ და შეჰხარი, როგორც ფილატელისტი შეჰხარის
წლობით ნაგროვებ მარკებს.
საუნჯე უჯრებშია ჩაკეტილი და უცხო თვალთაგან ყოველთვის სა-
გულდაგულოდაა დაფარული.
განსაკუთრებით ცოლს უმალავ.
ცოლებს არ ესმით ქმრების დიდების ფასი.
თეკლა..
ეშმაკურად მოღიმარე თვალები, კუთხეები მაღლა აზიდული.

439
„მონოგამიის ორდენის კავალერს“ გეძახდნენ კოლეგები და ამ ხუმ-
რობაში სითბო მეტი იყო, ვიდრე დაცინვა.
თეკლა ისეთი ქალი იყო, შენ კი არა, თურქეთის ხონთქარს გადააქ-
ცევდა­ „მონოგამიის ორდენის კავალერად“. ბოლოს შენმა დიდებამ იმ-
სხვერპლა.
(ვინ იმსხვერპლა? ის თუ შენ?)
რაც უფრო მრავლდებოდა შენი აღზევების მაუწყებელი დოკუ-
მენ­ტები, მით უფრო იზრდებოდა თეკლას ირონია.
ან იზრდებოდა, ან გეჩვენებოდა, ვითომ იზრდებოდა, რადგან შენ
თანდათან კარგავდი იუმორის გრძნობას.
როდესაც კაცის არსებაში სახელი და დიდება შემოდის, იქიდან რამე
უნდა განდევნოს, რომ ადგილი იპოვოს. პირველ რიგში იუმორის
გრძ­ნობა იდევნება.
შენ ამჩნევდი თეკლას ირონიას: ლაპარაკით ამ თემაზე იშვიათად
ლაპარაკობდით.
ერთხელ გითხრა, დიოგენი თავის დიდებას კასრში ემალებოდაო.
შენ უთხარი, მე რას მირჩევ, იქნებ ჯობდეს სუფლიორის ჯიხურში ჩავი-
დე და იქ დავიმალოო.
თეკლამ გაიღიმა.
სიტყვებზე მეტად ღიმილი გაღიზიანებდა. ღიმილში ის სიტყვაც შე-
იძლება იგულისხმო, სინამდვილეში რომ გულშიაც არ გაუვლია, ამითაა
ღიმილი საშიში.
კასრში იმალებოდა!
ან ლეგენდაა, ან პათოლოგია.
(ასე ფიქრობდი შენ)
საკუთარ დიდებას ვერავინ დაძლევს. ვერავინ დათმობს დღევან-
დელ სიამოვნებას იმის იმედით, სიკვდილის შემდეგ უფრო დიდი სახე-
ლი დამივარდებაო.
დიოგენს ახირებული კაცის სახელი დაუვარდა.

440
ჯერ ერთი, სიკვდილის შემდეგ რომ სახელი დამივარდება, (ასე ფიქ-
რობდი შენ), ის მე აღარ მეხება. მეორეც, ვინ იძლევა იმის გარანტიას,
რომ რასაც დღეს დავთმობ, ოდესმე მართლა დამიფასდება და ყველა-
ფერი წყალში არ ჩაიყრება.
თეკლას გულგრილობა უფრო და უფრო გაღიზიანებდა...
საგულდაგულოდ გადაჭიმული თმა, გადატკეცილი, ოდნავ ამობურ-
ცული შუბლი, თვალის კუთხეები...
ბრმად ნუ ირწმუნებ ყველაფერს, რასაც შენზე ამბობენო.
მონოგამიას ბზარი გაუჩნდა.
ბოლოს, როდესაც თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვანი არმიის
ერთ-ერთ მებაირახტრესთან მარხვა გატეხე, თეკლა ღიმილით წავიდა
შენგან.
კაცმა არ იცის, რა იყო ღიმილის უკან. თეკლა ადვილად მალავდა
იმას, რისი დამალვაც სურდა.
ღიმილით წავიდა. მიდიოდა და აშოლტილ ტანს მიარხევდა.
რა მოიგე ამით?
მოგებით არაფერი, გაგებით კი ერთი რამ დაბეჯითებით გაიგე: ცო-
ლი და თაყვანისმცემელი ორი სხვადასხვა ფიზიკური სხეულია, რომელ-
თაც ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ადგილის დაკავება არ შეუძ-
ლიათ. როდესაც შენს ხარჭაზე ოფიციალურად დაქორწინდი, მან მაშინ-
ვე შეწყვიტა არსებობა როგორც თაყვანისმცემელმა, იქცა ცოლად და..
არც კი გეცინება!..
ირონიულად დაუწყო ყურება შენს დიდებას.
არა. ცოლი არასოდეს აღიარებს ქმარს. ცოლი მედლის მეორე
მხა­რეზე წერს შენს ბიოგრაფიას.
თეკლას ღიმილი დროდადრო ტკივილივით გაგიხსენებს...
ეს ერთადერთი ტკივილია, რომელსაც შენი დიდება მალამოდ ვერ
ედება.
მაინც რა არის ეს „შენი დიდება“?
თანდაყოლილ ნიჭს შეძენილ ცოდნასთან აჯვარებ.

441
მერე ეს არის შენი კაპიტალი, რომელსაც ხალხში აბანდებ.
ნიჭს სთესავ და სანაცვლოდ იმკი ილუზიას, ვითომ რჩეულთა მცი-
რე­რიცხოვან გუნდში ჩაირიცხე და უფლება გაქვს ეგრეთ წოდებულ „უბ-
რალო მოკვდავებს“ ზემოდან უყურო.
გენიშნა?
ტყუილია!
არ არსებობს არავითარი „ზემოდან ცქერა“. მხოლოდ „ქვემოდან
ცქერა“ არსებობს. „ზემოდან ცქერა“ „ქვემოდან ცქერის“ ინსტინქტური
პასუხია. მე არასოდეს დავყურებდი ვინმეს ზემოდან! არასოდეს მიფიქ-
რია, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ვარ.
მე და ზემოდან ცქერა?!
მე ხომ მორცხვი ვიყავი, მორიდებული, მშიშარა. ვკანკალებდი, პირ-
ველად რომ გამოვედი სცენაზე. ღამეებს თეთრად ვათენებდი. მაშინდე-
ლი სახელმოხვეჭილი მსახიობები განსაკუთრებული ყაიდის ადამიანე-
ბი მეგონა, ზეგარდმო ნიჭით ცხებული ხალხი. ოცნებასაც ვერ გავბედავ-
დი იმაზე, რომ ოდესმე მათ სიმაღლეს მივაღწევდი.
მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არ არის. ახლა ნათელია, რომ უნიჭო
არ ვყოფილვარ. ორი-სამი რიგიანი როლი, ერთი-ორი კეთილმოსურნე
კრიტიკოსი; მერე: ვინც სცენაზე გნახა, ამბავი გაიტანა, ვისაც არ უნახი-
ხარ, ეს ამბავი უფრო გააზვიადა... ხალხს სიამოვნებს გაზვიადება, გაზ-
ვიადება საკუთარი თავის რწმენას უნერგავს. ადამიანი ინსტინქტურად
ცდილობს კერპის შექმნას. შენი სიდიდე მისი სიდიდის იმედია, რადგან
იგი გამოდის იმ მარტივი ფორმულიდან, რომ ორივე თქვენთაგანი ­ადა-
მიანი ხართ. რა თქმა უნდა, ეს წმინდა წყლის ილუზიაა, მაგრამ ამ ილუ-
ზიაში ადამიანის ოპტიმიზმია ჩატანებული. ღმერთი ვერ აკმაყოფი-
ლებს კაცს, რადგან ღმერთი მიუწვდომელია. ადამიანს ადამიანი სჭირ-
დება კერპად. არც გაემტყუნება: ყოველ დილით იგივე მზე ამოდის, წინა
საღამოს რომ ჩავიდა, ყოველ დილით იმავე ლოგინში იღვიძებ, რომელ-
შიც დაიძინე. ყოველთვის ერთი და იგივე ცხვირი გაბია და ცაზე ერთი
და იგივე ვარსკვლავები კიაფობენ, ყოველდღე პირს იბან და ყოველდღე

442
სამსახურში დადიხარ, ყოველდღე ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობ და
ყოველ დილით იგივე დღე დგება, რომელიც გუშინ უკვე იდგა. დრო ისე
მოძრაობს, როგორც ესკალატორის საფეხურები; რაც მიდის, ის მოდის.
ამაზე რომ დიდხანს იფიქრო, შეიძლება ჭკუიდან შეცდე. ერთფეროვნე-
ბა ნებისყოფას თენთავს და კაცს სიცოცხლის ხალისს უკარგავს. ამიტო-
მაა საჭირო კერპი, რომელმაც ყოველდღიურობას თავი დააღწია და თა-
ვისი მაგალითით გადარჩენის იმედს იძლევა (თეატრიც ყოველდღიუ-
რობიდან გაქცევის ილუზიაა).
ხალხმა ვიღაცა უნდა გასწიროს და გაიმეტოს. ამჯერად მე გამი­მე-
ტეს. ჩემი მცირე წარმატება ხელოვნურად გააზვიადეს და ჩემი პა­ტარა
ნიჭი ხელოვნურად გაბერეს.
აქ უკვე ბრძოლას აზრი არა აქვს. შენ მათ ხელში ხარ და დამარც­ხე-
ბას უნდა შეურიგდე. ტიკინა, რომელსაც თავის ნებაზე ათამაშებენ. კერ-
პი. კერპს უფლება არა აქვს ნაკლი ჰქონდეს. ყველა შენი ნაკლი შე­ლამა-
ზებულია და ღირსებაშია ამოვლებული. სისულელეს ორიგინალობად
გინათლავენ, შეცდომას – ძიებად, შაბლონს – ტრადიციად, უვიცობას –
არისტოკრატობად. კერპის ხელყოფა არ შეიძლება, შენი ბედი ერთხელ
და სამუდამოდ გადაწყვეტილია.
იქნებ ესაა თავგანწირვა?
იქნებ ჩვენ იმიტომ ვეწამებით, რომ სხვებს შვება მოვგვაროთ?
იქნებ ადამიანის მაღალი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ­
მსხვერპ­ლი იყოს?
მსხვერპლი..
...გადაჭიმული თმა, გადატკეცილი შუბლი, თვალის კუთხეები
აზი­დული...
სულ ტყუილად მოვიხსენით ცრუ წვერი. პარიკიც სულ ტყუილად მო-
ვიხადეთ. ნიღბის ქვეშ ნიღაბია, შენ მაინც როლს თამაშობ, როგორც ყო-
ველთვის და როგორც ყოველგან.
ჰმ... ტრაგიკული პიროვნება!
აკი შევთანმხდით, გულახდილები ვყოფილიყავით.

443
საკუთარ თავს ისე ვერ მოატყუებ, როგორც მაყურებელს! რამდენიც
არ უნდა ისხმარტალო, დღეს სიმართლეს ვერ გაექცევი, სიმართლე
­დამბაჩასავით გაქვს შუბლზე მიბჯენილი. იმიტომ, რომ წეღან
ნამდ­ვილმა სახემ გაიელვა, რომელიც სადღაც გარეთ დარჩა.
შეურიგდი ბედს!
ჩვენ ახლა წავშლით ზღვარს ტრაგედიასა და კომედიას შორის. ეს
ზღვარი ხომ მაინც ხელოვნურია! მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან შევ-
ხედავთ. გადავაბრუნებთ შენი დიდების მედალს და წავიკითხავთ, რა
წერია უკანა მხარეს.
...ნიჭი თუ მქონდა, მართლა არ ვიცოდი. იმიტომ, რომ მორცხვი ვი-
ყავი და ბრმად მჯეროდა ავტორიტეტების.
მაგრამ თეატრი მიყვარდა.
ზოგს ღმერთი სწამს, ზოგს – ტექნიკური პროგრესი. მე თეატრი მწამ-
და. თეატრი იყო ჩემი ტაძარი. როდესაც შინიდან მიმავალი თეატრს მი-
ვუახლოვდებოდი და მისი მიზიდულობის არეში მოვექცეოდი, გული ბა-
გა-ბუგს უმატებდა, მაჯისცემა ხშირდებოდა. თეატრში ისე მივდიოდი,
როგორც სამიჯნურო პაემანზე. და თუ მართლა არსებობს ჩემი შემოქმე-
დებითი თავგანწირვა...
ნუთუ მართლა პამპულა ვარ?
...სადმე აქ უნდა იყოს.
...ორი-სამი რიგიანი როლი, ერთი-ორი კეთილმოსურნე კრიტიკოსი,
მერე: ვინც სცენაზე მნახა, ამბავი გაიტანა, ვისაც არ უნახივარ, ეს ამბავი
უფრო გააზვიადა...
წარმატებას საოცარი სუნი აქვს.
ნარკომანივით დავდიოდი გაბრუებული და საკუთარი თავის მეტს
ვერაფერს ვგრძნობდი; ღამე ერთი სული მქონდა, ჩემიანები როდის და-
იძინებდნენ. როცა ირგვლივყველაფერი მიწყნარდებოდა, ჩუმად ამოვი-
ღებდი უკვე მრავალგზის გადაკითხულ რეცენზიებს, სადაც ჩემი ქება
ეწერა, და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლივ. ვკითხუ-
ლობდი, ვხარობდი და ვიღიმებოდი. ხოლო ფანტაზია, ნებაზე მიშვებუ-

444
ლი და გზასაცდენილი, ჩემი მომავალი დიდების ყოვლად წარმოუდგე-
ნელ სურათებს მიხატავდა.
ეს იყო დაცემის პირველი მკაფიო ნიშნები.
მერე დაიწყო კოშკის შენება.
დიდების კოშკი, დაფნის გვირგვინით გადახურული.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაფერს საღად უყურებდა...
გადაჭიმული თმა... მოქნილი ტანი...
ამიტომ თეკლა თანდათან კარგავდა მომხიბლაობას ჩემს თვალში.
თვალის კუთხეები მაღლა აზიდული...
ალბათ, არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გულ-
გრი­ლად შეხედონ თავიანთ დიდებას და მშვიდად ჩაუარონ გვერდით.
მე ასეთი ადამიანი არ ვიყავი და დიდების გალიაში ჩავჯექი.
ირგვლივ დიდების გალავანი მერტყა; ცხოვრება გალავნის მიღმა
დარჩა.
ეშმაკურად მოღიმარე თვალები.
აღარ მაინტერესებდა, რა ფერი აქვს ატმის ხეს აპრილის თვეში; არც
იასამნის სუნი მაინტერესებდა. აღარასოდეს მომგონებია შემოდგომის
ვაზი ნაწვიმარზე, სველი ფოთოლი რომ ლოყაზე წამოგედება და მტევ-
ნებზე წვიმის წვეთებია შემორჩენილი... აღარასოდეს გავსულვარ ­იან-
ვრის შუაღამეს გადათეთრებულ ეზოში და ცაზე თეთრი ფანტელების
თვლა არ დამიწყია.
ეს ყველაფერი გარეთ დარჩა.
გარეთ დარჩა თვალის კუთხეები.
მაშინ დაიწყო ჩემი გაქრობა.
მსახიობმა ზაალ ნიჟარაძემ ნაწილ-ნაწილ შეჭამა ადამიანი – ზაალ
ნიჟარაძე.
მიზეზი...
სიმორცხვე პირველად სცენაზე დავძლიე. პირველად თეატრში ვიწა-
მე საკუთარი თავი და დავინახე, რომ ეგრეთ წოდებული სახელმოხვეჭი-

445
ლი მსახიობები სინამდვილეში არც ისე დიდები ყოფილან, თავიდან
რომ მეგონა.
სცენაზე უკვე მყარ ნიადაგს ვგრძნობდი ფეხქვეშ, საკუთარი თავის
მჯეროდა და არავითარი მოულოდნელობა არ მაშინებდა. ვიცოდი, ყვე-
ლაფერს დავძლევდი.
მაგრამ თეატრის გარეთ ჯერ კიდევ მორცხვი და მოშიშარი ვიყავი.
მაშინ ცხოვრებაც თეატრად ვაქციე, რათა ჩემი თავდაჯერება არსე­ბო-
ბის ყველა სფეროზე გავრცელებულიყო.
ზოგს ცხოვრების დაკვირვება მიაქვს თეატრში.
პირველად მეც ასე ვიქცეოდი. მაგრამ მერე გეზი შევცვალე და ახლა
უკვე თეატრის დაკვირვება მიმქონდა ცხოვრებაში.
თავიდან ყველა როლი ჯერ კიდევ არ იყო ნათამაშევი. ამიტომ თე-
ატრის გარეთ ზოგჯერ უცნობ ეპიზოდს წავაწყდებოდი და ვბორძიკობ-
დი. მერე და მერე, როდესაც რეპერტუარი საკმაოდ გავიფართოვე, ყვე-
ლაფერი აეწყო. ყოველგვარი გარემოება, ყოველგვარი შემთხვევა, ყვე-
ლანაირი ურთიერთობა, სიყვარული, მეგობრობა, ჩხუბი, თვალთმაქცო-
ბა, დიდსულოვნება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში შე-
იძლება გადაეყარო, დაგროვებული მქონდა სცენაზე.
ზაალ ნიჟარაძე უკვე აღარ იყო საჭირო.
ყველაფერს მისი გმირები აკეთებდნენ.
აყვავებული ატმის ხე, ნაწვიმარი ზვარი და მოცეკვავე ფანტელები
დამოუკიდებელ მოვლენებად იქცნენ და ეგრეთ წოდებულ „გარე სამყა-
როში“ დაბინავდნენ; და ამ მოვლენებს ჩემში არსებული რომელიმე შე-
საბამისი პერსონაჟი შესაბამისი მხატვრული ხერხებით „აფასებდა“.
მეტყველების მაღალი კულტურა, კარგად დაყენებული დიქცია, ინ-
ტონაციური ნიუანსების სიუხვე, მკაფიო და გამომსახველი ჟესტიკულა-
ცია, მოქნილი მიმოხრა, მეტყველი მიმიკა...
ხოლო სულში იჯდა მსახიობი, რომელიც უხილავი ბერკეტების მეშ-
ვეობით მართავდა ამ ტექნიკურად სრულყოფილ მანქანას.
თეკლა ღიმილით წავიდა და შენ თაყვანისმცემლების ამარა დარჩი.

446
ეს არის დიდება?
დიდება ქურქია. ქურქი გარედან გეხება და რამდენიც არ უნდა იწვა-
ლო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ.
პამპულა. ნიჭიერი და უნიჭო პამპულა ერთი და იმავე პამპულას ორი
ნაირსახეობაა.
ბრმად ნუ ირწმუნებ ყველაფერს, რასაც შენზე ამბობენ.
თორემ სახეს დაკარგავ და ნიღბების გროვა დარჩები.
რა იქნა ზაალ ნიჟარაძე?
სინამდვილეში ყველანი პატარა, სასაცილო კაცუნები ვართ. სასაცი-
ლო კაცუნა ქურქშია შემალული და ცოლის მეტი ვერავინ ხედავს.
ამიტომ ცოლებს ვეყრებით.
სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, მზექალა საშინელი ხმით წიოდა:
„ბრავოო!“.
მერე აღარ წიოდა. თაყვანისმცემლის ყველა ემოცია თაფლობის
თვეს გაატანა.
და იქცა ცოლად.
გადაჭიმული თმა, თვალის კუთხეები მაღლა აზიდული.
უკან არაფერი ბრუნდება...
ვინ მოიგონა კაცის კაცისაგან გამორჩევა? აკი ღმერთმა ყველა ერ-
თნაირი შექმნაო?
ყველა ერთნაირი როგორ შეიძლება! ეს ხომ სიკვდილია. ადამიანს
მიზანი სჭირდება, მოძრაობა, ორიენტირი. გზის პირას რომ ბოძს დაარ-
ჭობენ და ზედ მიმართულების მაჩვენებელ ფირფიტას გააკრავენ.
„აქეთ, ამა და ამ მანძილზე, ესა და ეს ქალაქია. იქით...“
ასე ხარ შენც. გზის პირას დარჭობილი ბოძი, მიმართულების მაჩ-
ვე­ნებელი.
გარედან რომ შეხედავ, ისე ჩანს (ხშირად იტყუებ ამით თავს), თით-
ქოს შენ შემოგცქერიან, შემოგციცინებენ, შენს სიტყვას ღვთის სიტყვასა-
ვით ელიან. შენ განსაზღვრავ და განაპირობებ მათ. კარგად თუ დააკ-
ვირ­დები, აღმოჩნდება, რომ თურმე შენ შესქცერი მათ, შენ შესციცინებ,

447
შენ ელოდები მათს სიტყვას ღვთის სიტყვასავით, ისინი განგსაზღვრა-
ვენ და განგაპირობებენ. შენ მათი ქმნილება ხარ.
კრიტიკოსები ახალ-ახალი სიყალბისაკენ გიბიძგებენ. უცებ ისეთ
ღირსებას (ღირსებას?) მოგაწერენ, რომელიც არ გაგაჩნია. და შენც და-
უყოვნებლივ შეუდგები ამ არარსებული ღირსების (ღირსების?) შექმნას:
უცნაურად იცვლება როლები: იმის მაგივრად, რომ კრიტიკოსი იყოს შე-
ნი შემოქმედების კომენტატორი, შენ იქცევი მისი მონაჭორის ილუსტრა-
ტორად.
ის რომელი იყო?.. სულ ერთია. რომელიღაც ხომ იყო! მთავარია,
რომ შემთხვევით თუ განგებ თქვა: ზაალ ნიჟარაძე, სცენიდან რომ გა-
დის, ერთხანს კიდევ მიჰყვება როლის განწყობილება და ირგვლივ ვერა-
ფერს ამჩნევსო.
პამპულას პამპულობის საშუალება მიეცი და მეტი რა უნდა!
იმ დღიდან ვეღარაფერს ამჩნევდი. იქამდეც კი მივიდა შენი ტაკიმას-
ხარობა, რომ ერთხელ კულისებში ტაბურეტს წამოედე და ააყირავე,
აქაო და როლის განწყობილება გამომყვა და ვერ შევამჩნიეო.
ისე მშვენივრად ამჩნევ ყველაფერს, როგორც ჭირისუფალი პანაშ-
ვიდზე. არაფერი გამოგეპარება.
არც ის გამოგპარვია, რა მოწიწებით დაგითმო წეღან გზა ახლადმი-
ღებულმა მსახიობმა.
მერე ტექნიკურ რეჟისორს მიუბრუნდა და აღფრთოვანებით გადაიქ-
ნია თავი.
რა არის შენთვის ახალბედა მსახიობის აღტაცება? წვეთი წარმატე-
ბათა ზღვაში.
მაგრამ ზღვას რომ წვეთი მიემატება, უფრო დიდი ზღვა იქნება.
ჰმ...
ქუჩაში ხალხს აკვირდება და ცხოვრებიდან აღებული დეტალებით
ავსებს როლებსო.
შენც დაიწყობდი ზურგს უკან ხელებს და ხან ვის აედევნებოდი უკან
და ხან ვის.

448
შენ ერთხელ დაგაგორეს, როგორც ქვას დააგორებენ ფერდობზე, და
ვეღარ შეჩერდები, სანამ ხევში არ მოადენ ზღართანს.
შენ ახლა ინერციით მიგორავ.
შენ...
მაგრამ ვინ არის ეს „შენ“?
ზაალ ნიჟარაძისგან ხომ სატიტულო ფურცელიღაა დარჩენილი!
მაშ, ეს ვინაა, ფერდობზე რომ მიგორავს?
საშინელი ქაოსი... ტვინი კი არა ბაზარია. ესაა მატერიის უმაღლესი
ორგანიზაცია? ყველა უჯრედი ერთად ლაპარაკობს, ყველა თავისას გა-
იძახის. ყაყანი, ალიაქოთი, დომხალი. ყურებში თითი უნდა დაიცო და
ისე იარო... (იგორო).
სად ჩანს ადამიანი ყველაზე მკაფიოდ?
სად და როდის.
ცოლთან. ჩხუბის დროს.
ყოველი ნორმალური კაცი ეჩხუბება ცოლს.
ყოველი ნორმალური კაცი ნორმალურად ეჩხუბება ცოლს: არც
ჩხუ­ბის ფორმაზე ფიქრობს, არც ემოციურ ძალაზე, არც შესრულების ხა-
რისხზე. ამიტომ საკუთარ თავს შიშველი და წმინდა სახით ამჟღავნებს.
გარეთ მხოლოდ ის გამოდის, რაც შიგნითაა. კაცის გარეგნობაც კი ასეთ
დროსაა ყველაზე უფრო ბუნებრივი: პოზები, მიხრა-მოხრა, გამო­მეტ-
ყველება; თვალებსაც ამ დროსა აქვს თავისი ნამდვილი ფერი და პირის
ჭრილსაც ამ დროსა აქვს თავისი ნამდვილი ფორმა.
მაგრამ ყოველივე ეს ნორმალურ ხალხს ეხება.
როდესაც შენ ცოლს ეჩხუბები, იმის შიშში ხარ, შენმა არტისტულმა
პროფესიონალიზმმა არსად გამოჟონოს. და ცდილობ, ბუნებრივი იყო.
ასეთ დროს კი სრულყოფილ ბუნებრიობასაც რომ მიაღწიო, ეს მაინც თე-
ატრალური ბუნებრიობაა. შენ ეჩხუბები არა ცოლს, არამედ პერსონაჟს,
რომელიც ცოლის როლს ასრულებს. თეატრალობა მხოლოდ თეატრშია
შეუმჩნეველი. ამიტომ, რაოდენ გულწრფელადაც არ უნდა იყო გაბრაზე-
ბული, შენი სიბრაზე კომედიად და ფარსად იქცევა. ცოლს ეღიმება. შენ

449
გაცოფებს მისი ღიმილი. მაგრამ შენ თეატრალურად ცოფდები და უფ-
რო სასაცილო ხდები. ზაალ ნიჟარაძე არსად არაა. გაშმაგებული ბოლ-
თის ცემა კარგად მიგნებული მიზანსცენაა, გაბოროტებული სახე – მახ-
ვილგონივრული შეფასება, დამუშტული ხელები – სახი­ერი ჟეს­ტიკუ-
ლაცია, ყვირილი – მეტყველების მაღალი კულტურა.
ცოლს ეღიმება.
თეკლას ეღიმებოდა ადრე...
ახლა მზექალას ეღიმება.
ყველა ცოლი ერთნაირია, გამოცვლას აზრი არა აქვს.
კარგი იყო თავის დროზე მიმხვდარიყავი... თეკ...
ქურქმა შეგჭამა და ახლა ზაალ ნიჟარაძე აღარსადაა.
ცოლია ერთადერთი გამონაკლისი. სხვებს სავსებით აკმაყოფილებს
ქურქი.
ნათამაშევი როლების ჯამი.
ხოლო მე გეტყვი: იყავ ის, რაცა ხარ.
ნუ გაიკეთებ ნიღაბს. ნუ დაკარგავ ღვთით მონიჭებულ სახეს.
რადგან ნამდვილი სახე სინდისის ქენჯნაა.
თეატრის ყველა თანამშრომელს კარგად იცნობ. დირექტორიდან
მოყოლებული სცენის მუშებითა და დამლაგებლებით დამთავრებული
ყველას სახელი და გვარი იცი. მაგრამ თავი ისე გიჭირავს, ვითომ ვერ იც-
ნობ (მე, დიდ მსახიობს, ზაალ ნიჟარაძეს, სად მცალია იმისათვის, რომ
ამდენ წვრილფეხობას სახით ვცნობდე!). ისე დაბნეულად შეხედავ,
თითქოს აქამდე არასოდეს გენახოს. და როცა მოწიწებით შეგახსენებს,
მე ესა და ეს გახლავარო, უჰო, წამოიძახებ და ღიმილით მოუბოდიშებ,
უცებ ვერ გიცანიო. სცენის მუშას არა სწყინს, რომ ვერა სცნობ, სამა­გიე-
როდ უხარია, რომ ზაალ ნიჟარაძემ მოუბოდიშა. ორივენი კმაყო­ფილე-
ბი ხართ.
ყალბი თავმდაბლობა დიდების ერთ-ერთი საყრდენია.
ტყუილია, თითქოს ის კაცები, შენი ეპიზოდის დასრულების შემდეგ
რომ სცენაზე დარჩნენ ტრაგიკომიკურ პოზაში და ტაშის დაცხრომას

450
ელიან, გეცოდებოდეს. იოტის ოდენადაც არ გეცოდება. შენ ამაყობ
იმით, რომ შენი თამაში მაყურებელს აიძულებს სცენა გააციოს. იმ კა­ცე-
ბის სასაცილო მდგომარეობა შენს დიდებას უსვამს ხაზს. რეჟისორს კი
მხო­ლოდ იმიტომ უთხარი, ჩემი ეპიზოდით დავამთავროთ მოქმედე-
ბაო, რომ, წინასწარ იცოდი, უარს გეტყოდა.
ნუთუ ეს არის კაცის ხვედრი?..
ზოგი ფულს იხვეჭს, ზოგი ქალებს, ზოგი სახელს...
ჰმ...
დიოგენე...
ნუთუ მართლა ემალებოდა დიდებას?
მერე? ესეც ხომ პოზაა! იქნება არ არის პოზა და, უბრალოდ, შენ ის
ქურდი ხარ, რომელსაც ყველა ქურდი ჰგონია.
რა იყოასეთი ეს დიოგენე?!
თეთრი შუბლი... მოქნილი ტანი...
მე ერთი უბირი, ქურქში საწყალობლად მოკუნტული კაცი ვარ, თეკ-
ლა!
თეატრი არაფერ შუაშია. სიყალბე თანდაყოლილი თვისება უნდა
იყოს. თეატრმა უბრალოდ გაამძაფრა, ჩამოაყალიბა და ასპარეზი გა-
უფართოვა და ახლა ზაალ ნიჟარაძე აღარსადაა.
წადი და ეძიე.
სად გინდა მოძებნო! თივის ზვინში? თუ სოფელში?
სოფელში...
ეი, მეგობარო! ერთი წუთით მომიცადე, სიტყვა მაქვს სათქმელი...
კაი გამარჯობა შენი!
ხი, მოო! იცოცხლე, ჩემო ბატონო. რომელი ხარ, ვერ გიცანი.
(რას მიცნობ!)
აქაური იქნები.
აქაური გახლავარ.
ერთი ეს მითხარი, თუ კაცი ხარ, ზაალ ნიჟარაძე ხომ არსად გი-
ნა­ხავს?

451
ზაალ ნიჟარაძე? ზალიკა? რავა არ მინახავს, ჩემო ბატონო, აგერ იყო
ამ ორმოცდაათი წლის წინ.
მართლა? მართლა იყო?
იმე! აპა ამ ხნის კაცი ტყვილს ვიკადრებ?! რაც მე და მაგას რიკტაფე-
ლა გვითამაშია! რაც მე და მაგას... სათქმელად არ გეუბნები და რაც მე
და მაგას... ეგერ იმ ბოსტანს ხო ხედავ... ნამეტანი ავი ქალი იყო მაგ ბოს-
ტნის პატრონი, ღმერთმა შეიწყალოს მისი სული, ამინ, იმისთანა წყევ-
ლა იცოდა, იმისთანა, იტყოდი, დამაჯინა და მასმენიაო. დილაზე რო
დეიწყებდა და საღამოს, ასე ქათმების დაბუდების დროს რო მოათავებ-
და, ერთ სიტყვას ორჯერ არ გეიმეორებდა, ღმერთმა შეიწყალოს მისი
სული, ამინ. რაც მე და ზალიკას მაგ ბოსტნიდან კიტრი მოგვიპარავს,
ღმერთმა შენც დიდხანს გაცოცხლოს, ჩემო ბატონო, და მეც. ამისთანა
ავი ქალი რო იყო, მიტო უფრო მიგვიწევდა გული მისი ბოსტნისკენ. ისე,
სათქმელად არ გეუბნები და, არც სხვების ბოსტნისთვის დაგვიკლია ხე-
ლი. ნამეტანი ანცები ვიყავით.
ახლა სადაა, თუ იცი?
ვინ?
ზაა... ზალიკა.
ჰოო... ახლა დიდი კაცია. რიკტაფელას თამაშს, შენ ხარ ჩემი ბატონი,
აღარც კი იკადრებს. აპაა! ისე, კოჭებში ეტყობოდა, არტისტი რო გამე­ვი-
დოდა. ივლიტე ქვიოდა იმ ქალს, მაგ ბოსტნის პატრონს; ივლიტე ­ბე-
ბია! დოუძახებდა. გეიტყუებდა ეზოს კუთხეში და იმისთანა-იმისთანას
ეტყოდა, იმისთანა-იმისთანას მოუყვებოდა, საწყალი ქალი, ღმერთმა
შეიწყალოს მისი სული, ამინ, პირდაბჩენილი უყურებდა. მეიგონებდა
რაცხას უცნაურს და საშინელს. მე და კაკოიე ამასობაში უბეებს ვიტენი-
დით კიტრით. კაი ბიჭი იყო, კაი... საქმეზე იქნები, ალბათ, აქით... ბო-
დიშს კი მევითხოვ, ჩემო ბატონო, მარა მეჩქარება და უნდა წევიდე...
კარქათ ბრძანდებოდე. იში, ხარო!
სინამდვილეში ურმის ჭრიალს ოფლის სუნი ასდის და არა რომანტი-
კის. როცა ბალახი მოგენატრება, არასოდეს იმას არ ფიქრობ, რომ ბალა-

452
ხებში ჭიანჭველები დაფუსფუსებენ, ხვლიკები დაძვრებიან და შეიძლე-
ბა უხსენებელიც გამოცურდეს საიდანმე.
კატა ვერ შესწვდა...
დღეს მართლა პარასკევია. დილით – რეპეტიცია, საღამოს – სპექტაკ-
ლი. ხვალ: დილით – რეპეტიცია, საღამოს – სპექტაკლი. ზეგ: დილით –
რეპეტიცია, საღამოს – სპექტაკლი...
ხი მოო!
ივლიტე ბებია მართლა ავი ქალი იყო, მაგრამ კუდიანი არ ყოფილა;
ტყუილად აბრალებდნენ. ეს ამბავი მარტო ბენიელას და კაკოიას გა-
უმ­ხილე. სხვას ვერ გაუმხელდი; რომ გაგემხილა, ხომ გკითხავდნენ, რა
იციო... დიდხანს უტრიალებდი ივლიტე ბებიას. კუდიანზე უფრო საინ-
ტერესო რა შეიძლება იყოს ამ ქვეყანაზე! დიდხანს უდარაჯებდი და, ბო-
ლოს, ჭურის თავზე რომ ორი ხაპი ღვინო დალია და პირქვედამხობილმა
იქვე ამოუშვა ხვრინვა, შენი დროც დადგა. ჩუმად მიეპარე, ჯოხის ბოლო-
თი განიერი, ფაშფაშა კაბა გადაუწიე და... კუდის ნასახიც ვერ იპოვე. ამ
ამბის შემდეგ თქვენ სამმა იცოდეთ, შენ, ბენიელამ და კაკოიამ, რომ სო-
ფელი საშინელ ცოდვას იდებდა, ივლიტე ბებიას კუდიანობას რომ
სწა­მებდა.
ორმოცდაათი წლის წინ.
ორმოცდაათი წლის შემდეგ არაფერი აღარ იქნება.
გადატკეცილი შუბლი... თვალის კუთხეები. მაღლა აზიდული.
იში, ხარო!..
მოშუადღევდა. მზე გაფიცხდა, მცხუნვარება მოემატა.
სვრელი ბოლომდე გაიტანა. მერე ფერდობის თავში შეჩერდა, ხალა-
თის კალთით შუბლზე ოფლი მოიწმინდა და ქვემოთ დაეშვა, კაკლის
ჩრდილს მიაშურა.
კაკალი. დიდი, ტოტებგანიერი.
თვალით გაზომა გამარგლილი ნაწილი, გაუმარგლავს შეადარა. თა-
ვი დაიქნია. თოხი პირით ჩადო ღელეში, ბოხჩა გახსნა, ქოთნით ლობიო
­ამოიღო, წაბლის ნეშოში გამომცხვარი ჭადი, პრასი და მარილი. ღელე-

453
ში, ღარის წყალზე ხელი დაიბანა, აიღო ღარის ქვეშ შედგმული დოქი,
წა­მოიღო და ქოთნის გვერდით დადგა. დაჯდა და ჭამა დაიწყო. მო-
იტე­­ხავდა ჭადს, ამოუსვამდა ლობიოში, ჩაიდებდა პირში და თითებს
გაილოკავდა. მერე პრასს დაახვევდა, იმასაც ლობიოში ამოუსვამდა, ჩა-
იდებდა პირში და ისევ გაილოკავდა თითებს. საჭმელი რომ გულზე და-
ადგა, დოქით ღვინო მოიყუდა. მერე ხელის ზურგით ნიკაპი მოიწმინდა
და ისევ ჭამა განაგრძო. კიდევ რომ დაადგა გულზე, კიდევ მოიყუდა დო-
ქით ღვინო. ირგვლივ მხოლოდ წკლაპუნი ისმოდა და ჭრიჭინობელას
გაბმული ზუზუნი. ჭამა მოათავა, დოქით ღვინო კიდევ ერთხელ მოიყუ-
და, საჭმლის ნარჩენები ისევ ბოხჩაში გამოკრა, ცარიელი დოქიბოხჩის
გვერდით მიაწვინა და თვითონაც გულაღმა დაწვა. ხელები თავქვეშ ამო-
იწყო.
კაკლის ხის ხშირ ფოთლებში აქა-იქ ცის ნაგლეჯები მოჩანდა. ცის
ნაგლეჯი იგივე ცაა, როგორც ჭადის ნატეხია ჭადი.
შუადღის ძილი. მშვიდი, უდრტვინველი, უსიზმრო.
ყანის ნახევარი გამარგლილია. მეორე ნახევარი მოიცდის, სანამ ცო-
ტა აგრილდებოდეს.
კაკლის სუნია, სიმინდის და ბალახის...
საღამოს ბავშვები „ცაცხვებში“ წავლენ. ქალაქიდან არტისტები ამო-
ვიდნენ, თეატრი უნდა გამართონ.
ბავშვები წავლენ და ახალგაზრდები. ზოგი დიდიც წავა, ხასიათს გა-
აჩნია.
ებრძვი მიწას გათენებიდან დაღამებამდე, ფულს წაღლიტავ მიწას.
ბავშვები არტისტებს მიურბენინებენ ფულს.
ალბათ, არტისტებიც ებრძვიან რაღაცას. თუ არ იბრძოლე, არაფერი
გამოვა.
ბავშვები ფეხებს დაიბანენ საღამოს, სუფთად ჩაიცვამენ და თეატ-
რში წავლენ. ხორხოცით და ჟრიამულით.
ორმოცდაათი წლის წინ...
რას ებრძვიან არტისტები?

454
რას ებრძვი შენ, არტისტო ზაალ ნიჟარაძე?
რის მაქნისია მაგ შენი თეატრი?
იქნებ ცარიელია ის სკივრი, რომელშიაც ორმოცი წელია აფათურებ
ხელს უგუნური იმედით, რომ რამეს იპოვი!
იქნებ მკრეხელობაა შენი ხელობა! მერე რა, რომ მოსე წინას-
წარ­მეტყველს არ უთქვამს, იყავ ის, რაცა ხარო!
ვინ მოგცა შენ იმის უფლება, ცრუ თმა-წვერით შეიმოსო, სხვისი ტან-
საცმელი ჩაიცვა, სცენაზე წუწუნი და თავშიცემა დაიწყო და ხალხი, რო-
მელსაც ფული გადაუხდია, ტყუილებით გაბერო: მე უბედურმა ჩემი უგუ-
ნურობით მთელი სამეფო ვერაგ ქალიშვილებს გავუნაწილე და ახლა ასე
წაღმაუკუღმა დავბორიალობ მიუსაფარი და ჭკუიდან გადამცდარი!
შენ ხომ ზაალ ნიჟარაძე ხარ! ყოველ შემთხვევაში, ზაალ ნიჟარაძე
იყავი და ზაალ ნიჟარაძედ უნდა მომკვდარიყავი.
მსახიობისთვის ყველაზე ამაღლებული სიკვდილი სცენაზე სიკ-
ვდი­ლია.
ჰმ... გარდაუვალი ჯოჯოხეთი. ყალბი მიცვალებული. ვერ გაიგებ ვინ
არის, ზაალ ნიჟარაძე თუ მეფე ლირი.
ხელოვნება...
მართლა უსასრულო გზაა, თუ უცებ ჩიხს წავაწყდებით და იძულებუ-
ლი შევიქნებით უკან მოვბრუნდეთ?
თეატრში ვინ დადის? სოციოლოგებს ჯერ არ მოუცლიათ ამ საკით-
ხისთვის.
სოციოლოგები ფაქტებს შეისწავლიან და ზუსტ პასუხს იტყვიან.
იტყვიან: თეატრში ლაჩრები დადიან გმირების სანახავადო.
ქუჩაში რომ ჩხუბი ატყდება, ლაჩრები სეირის საყურებლად შეიკ­რი-
ბებიან. ვინც ლაჩარი არაა, ის პირდაპირ მოჩხუბრების შუაში ჩავარ­დე-
ბა და გააშველებს.
ლაჩრებს უყვართ ხოცვა-ჟლეტის, აყალმაყალის, ოჯახების ნგრევის,
თვითმკვლელობის, ჩირქის მოცხების, აბუჩად აგდების, ერთი ­სიტ-
ყვით, ყოველგვარი ტრაგიკული, კომიკური და ტრაგიკომიკური ამბების

455
ცქერა, ოღონდ ერთი პირობით. საკუთარი უხიფათობა განაღდებული
უნდა ჰქონდეთ. თეატრი ამითაა კარგი. გაშმაგებული მავრი დარბაზში
არ გადმოხტება და მაყურებლებს არ დაერევა. ამ აბსოლუტური უხიფა-
თობის გრძნობას მოჰყავს ისინი თეატრში. მწვავე განცდები კარგია, თუ
სხვისია. მერე თავისად აქცევენ. შინ მობრუნებულები, სანამ ტკბილ
ძილს მიეცემოდნენ, ოცნებაში გაითამაშებენ ნანახ ტრაგედიას. მთავა-
რი გმირი თვითვე არიან. ოღონდ ნამდვილი ტრაგედიისაგან განსხვავე-
ბით, ოცნებით წარმოსახულ ტრაგედიაში ეს მთავარი გმირი არ კვდება.
მთავარი გმირი იმარჯვებს, ბედნიერია და ახალ-ახალ საგმირო საქმე-
ებს სჩადის, სულ მაღლა და მაღლა მიიწევს... სანამ ეს საზეიმო სვლა ძი-
ლის ბნელსა და წყნარ ჩიხში არ დასრულდება.
სპექტაკლი სიზმარია. თეატრში იმის სანახავად მიდიხარ, რაც ცხოვ-
რებაში გაკლია.
მეფე ლირი არ წავა თეატრში.
მაყურებელი ტირის, მაყურებელი იცინის, ოხრავს, განიცდის,
უხა­რია, თანაუგრძნობს, გინახავთ სადმე ამაზე უკეთესი კომედია? რა
გა­ტირებს? რა გაგჭირვებია? რატომ გიცემს გული ბაგაბუგით? შენ ხომ
მშვენივრად იცი, რომ ყველაფერი ეს ტყუილია! რომ სინამდვილეში
არავითარი შავკანიანი მხედართმთავარი არ არსებობს და ეს არარსებუ-
ლი მხედართმთავარი არავის ახრჩობს.
ტყუილის სიყვარული... და ცნობისმოყვარეობა. კურიოზის იმედი.
ამით სჯობს თეატრი კინოს. (და არა იმით, რაც შენ გაზეთის კორესპონ-
დენტს უთხარი ამას წინათ). კინო დაკონსერვებული წასრულია, სადაც
არაფერი არ შეიცვლება, რადგან ყველაფერი უკვე მოხდა. თეატრი კი აწ-
მყოა. მარადიული აწმყო. ყოველ წუთსაა მოსალოდნელი რამე უცაბედი
და გაუთვალისწინებელი. ერთი რომ უალაგო ალაგას დაასლოკინოს
მსახიობს, ესეც რამეა. ანდა დამხრჩვალმა დეზდემონამ ცხვირი დაა­ცე-
მინოს.
...მზე გადაიხარა. მთიდან ნიავმა წამოუბერა (გადაჭიმული თმა, სა-
გულდაგულოდ დამაგრებული).

456
დასვენებულმა გაიღვიძა. კაკლის ხის ფოთლები შრიალებენ. წა-
მოდგა, ღელეში ჩავიდა, სახეზე წყალი შეისხა, თოხი აიღო, ცერა თითით
პირი მოუსინჯა და ახალი სვრელი დაიწყო. დინჯად, აუჩქარებლად იქ-
ნევს თოხს და მიიწევს ზევით. კაკლის ჩრდილში ბოხჩაა და დოქი.
სვრელი ნელ-ნელა მიდის აღმა და უკან რჩება მიწის მუქი ზოლი.
კაკლის ხე... მწვანე ფოთოლი. მწვანე სისხლით გაჟღენთილი; ისეთი
სუნი აქვს, არ შეიძლება არ მოგენატროს.
თეატრი ბოროტად იყენებს ადამიანის ანგარიშმიუცემელ სწრაფვას
თავის მოტყუებისაკენ და ილუზი...
ნახევარი საათის წინ ყველაფერი რიგზე იყო. მაშინ სხვა ცნებები
ტრიალებდა ჰაერში: „ესთეტიკა“, „მხატვრული აზროვნება“, „სულიერი
საზრდო“...
ძნელია ისე ჩაათავო ცხოვრება, რომ ერთხელ მაინც არ შეურაცხყო
ის, რაც ყველაზე წმინდა და ყველაზე ძვირფასია.
თვალის კუთხეები აზიდული... გამომეტყველება ეშმაკური...
არა! არა!
თეატრი!
აკრძალულ ნაყოფში ეჭვი იყო და არა ნათელი შეცნობა. ეჭვით
და­ამსხვრია ეშმაკმა გულუბრყვილო იდილია. ეჭვი, ისევე როგორც ყვე-
ლა დიდი აღმოჩენა, ორლესული მახვილია; ნგრევაც შეუძლია და შენე-
ბაც.
ბუნებრივი შერჩევის კანონი სულის საუფლოში.
სიტყვები, სიტყვები, სიტყვები! უსხეულო სიტყვები!
პამპულა!
ამჯერად რომელი პერსონაჟი ლაპარაკობს შენი სახელით?
შენ უფლებააყრილი ხარ. ძაფებზე ხარ გამობმული და თავის ჭკუაზე
გამოძრავებს ვიღაცა.
ამ ოთხი თვის წინ იუბილარის როლი შეასრულე. სანამ ამ როლზე
დაინიშნებოდი, სიცილად არ გყოფნიდა იუბილეების პირმოთნეობა, აგ-
დებული ღიმილით უყურებდი იუბილარს, რომელიც მაღალ სავარძელ-

457
ში ზის სულელურად სერიოზული და ხარბად ისუნთქავს ყალბ ქათი-
ნაურებს, ტყუილ ქება-დიდებას. მერე შენ იჯექი მაღალ სავარძელში სუ-
ლელურად სერიოზული და, ხოტბას რომ გასხამდნენ, თვალზე ნეტარე-
ბის ცრემლი გადგებოდა. რამდენი იცრუეს, რამდენი დაუჯერებელი
ღირსება მოგაწერეს, რა საქებარი სიტყვა არ მოიგონეს. იცოდი, რომ
ტყუილად ლაპარაკობდნენ, ვალმოსახდელად. მაინც ყველაფერი გჯე-
როდა და გული სიამაყით გევსებოდა.
ლტოლვა სიყალბისაკენ. სილაჩრე.
ყველა თვალთმაქცსა და ლაქუცას შეუძლია მიზანს მიაღწიოს,
კა­რიერა გაიკეთოს, უფროსი დაიყოლიოს, მოატყუოს, გააცუროს, ამაღ-
ლდეს. მთავარია, გაბედულად ითვალთმაქცოს და ილაქუცოს. ზოგს
ჰგონია, ლაქუცში ზომიერების გრძნობა უნდა დავიცვა, თორემ, ნამეტა-
ნი თუ გადავამლაშე, საქმეს გავაფუჭებო. ტყუილია! ილაქუცეთ, რაც შე-
გიძლიათ! რაც უფრო გადაამლაშებთ, მით უფრო მოგებული დარჩე-
ბით! ლაქუცი მონუსხავს თქვენს უფროსს და ობიექტურობის გრძნობას
დაუკარგავს. ცაში აიყვანეთ ქებით. თუ მახინჯია, უთხარით ოქროსქოჩ-
რიანი ჭაბუკი ხარ-თქო. თუ უნიჭოა, უთხარით, სიბრძნის ყულაბა ხარ-
თქო. თუ ლაჩარია, უთხარით თავზეხელაღებული მამაცი ხარ-თქო. ყოვ-
ლად დაუჯერებელი ქათინაურებით შეამკეთ. ნუ გეში­ნიათ; ეს უმოკლე-
სი გზაა თქვენი მიზნის მისაღწევად.
დასრულდა ბოლო სვრელი. გაიმარგლა ყანა. შეჩერდა ფერდობის
თავში, ხალათის კალთით ოფლი მოიწმინდა. ღიმილით გადმოხედა გა-
მუქებულ მიწას. ფერდობზე დაეშვა, კაკლის ხეს მიაკითხა, თოხი ხეზე
მიაყუდა, თვითონ ხის ძირას ჩაიმუხლა, ჩამოისვენა; მკერდი საღამოს
ნიავს შეუშვირა. მერე ბოღჩა აიღო, თოხი მხარზე გაიდო, ნელი ნაბიჯით
დაადგა შინისაკენ მიმავალ გზას. მიდის. უკან თოხიანი კაცის ჩრდილი
მიჰყვება. ჭრიჭინობელები აღარ ზუზუნებენ. ახლა ბაყაყების ყიყინი ის-
მის და ძაღლების შორეული ყეფა.
ქალაქში კაცსა და მიწას შორის ქვაფენილია დაგებული. იქნება ამით
მიწის მიზიდულობის ძალა მცირდება?

458
ივლიტე ბებია ოთხმოცდათორმეტი წელი დაფრატუნობდა ამ ქვეყა-
ნაზე და მხოლოდ მაშინ მოკვდა, როცა სიცოცხლით ძალიან დაიღალა.
საწყალი! ავი ქალის კვალობაზე კარგი ქალი იყო.
მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა. თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თო-
რემ ყველაფერი სასწაულია.
სოფელი ხევშია. სინათლეები ჩანს. აუჩქარებლად მიაბიჯებს. უკან
თოხიანი კაცის ჩრდილი მოსდევს. ვახშმადაც შეჭამს ლობიოს. პრასსაც
ლობიოში ამოაწებს. ღვინოს ჭიქით დალევს.
ყოფა აუმღვრეველი და შეუბღალავი. ყველაფერი თავის ადგილასაა.
მთვარეც თავის ადგილასაა, მიწაც, ვარსკვლავებიც, ქვაფენილი არსა-
დაა.
მსოფლმხედველობა საკუთარ თავშია ჩამალული და ვერ გრძნობს
თავის არსებობას. ამითაა ძლიერი. ჯიუტია, შეურყეველი, რადგან სამ-
სჯავროზე არ გამოსულა, საკრიტიკო არ გამხდარა, ეჭვი არ უნახავს.
ბინდი, ხეები, მიწა. თოხიანი კაცი და თოხიანი კაცის ჩრდილი...
ადამიანის აღზევება და დაცემა მაშინ იწყება, როცა ჩრდილებს შეი-
ძენს. ჩრდილები, რომელსაც შენი საკუთარი ნათება ქმნის.
მეგობარს ნიჭიერების მიხედვით არ ირჩევენ. ნიჭიერების მიხედვით
ირჩევენ კერპს. მერე ჩრდილებს მიუჩენენ, რომ უფრო თვალსაჩინო
იყოს.
შენი კრიტიკოსები, რომლებიც კრიტიკის გარდა ყველაფერს წერენ
შენზე.
შენი ბიოგრაფი; რიჩარდ კევლიშვილი, თეატრმცოდნე; კაცი, რომე-
ლიც ერთ ნაბიჯზეც არ გშორდება და შენი ცხოვრების ყველა ეპიზოდი
იცის. რამდენიმე ეპიზოდი ისეთიც კი იცის, არასოდეს რომ არ მომხდა-
რა.
ვალიკო ასკურავა; დრამატურგი, რომელიც შენთვის პიესებს წერს.
პატარა, ქაჩალი. ტუჩები უცნაურად აქვს მოპრუწული. ძაბრივით. გე-
გონება, სულ რაღაცას იწუნებსო, ყურები – ჩაის თეფშები. ხელობა: პი-
ესების წერა. გატაცება: კოცნა. დღეში სამჯერ რომ შეგხვდეს, სამჯერ გა-

459
კოცებს. ხანდახან გული უჩუყდება და თვალზე ცრემლი ადგება. კომიკუ-
რობამდე სენტიმენტალური. საკვირველია, რომ პიესებში არ ჩანს ეს
სენტიმენტალობა. იქნება იმასაც ნიღაბი უკეთია? ოთხი პიესა დაწერა
შენთვის. აქედან ორი დაიდგა კიდეც. სულ თეატრში ტრიალებს, ყველას
ფეხებში ებლანდება და რატომღაც ყველას უყვარს.
თეკლა რომ ღიმილით წავიდა, ტირილით გასკდა. ბავშვივით ტირო-
და. როცა გლოვა მოათავა, მოვიდა, ლოყაზე გაკოცა და საზეიმო-სამ-
გლოვიარო კილოთი გამოაცხადა, ამ თემაზე საშინელ ტრაგედიას დავ-
წერო. არ დაუწერია.
ეშმაკურად მოღიმარე თვალები. შუბლი. მარცხენა საფეთქელზე
ცისფერი ძარღვი. მოძრავი.
გახსოვს, სოფელში რომ წაგიყვანე? ღამით, მთვარის შუქზე, სასეირ-
ნოდ წავედით, მდინარეს მივადექით, ქვებზე ხტუნვა-ხტუნვით გაღმა გა-
ვედით. ფერდობზე შეფენილ ტყეში შევძვერით და ხევში ჩა­კარგულ სო-
ფელს ვუყურებდით.
მაშ, ის ზაალ ნიჟარაძე არ იყო?
ვალიკო ასკურავა, რაში სჭირდება ცხოვრებას შენი „დრამატურგიუ-
ლი ხერხები“და „სიუჟეტის თანდათანობითი დამუხტვა?“
ვისაც თოხი არა გვაქვს, ასფალტზე დავდივართ. ასფალტი იგივე
­კუპრია და მზე რომ დააჭერს, კუპრში ვიხრაკებით.
როდესაც კარტის თამაშს გიხსნიან, ერთ ჩამორიგებას ისე ჩამოა­რი-
გებენ, ტყუილად: წესები რომ ისწავლო და ნიუანსებში გაერკვე. წა­გება
და მოგება არ ითვლება.
ცხოვრებაც ასე უნდა იყოს. ორ ყრად. ჯერ ვარჯიში, რომელიც „არ
ითვლება“, მერე – ნამდვილი. სადაც ყველაფერი მკაცრად მოგეკითხება.
მაგრამ ღმერთმა არ ქნა. წადი ახლა და იმტვრიე თავი, სწორად ჩამო-
დიოდი ამ სამოცი წლის მანძილზე კარტებს, თუ შეცდომას შეცდომაზე
უშვებდი.
შუბლი გადატკეცილი... თვალის კუთხეები აზიდული...
თეატრი მრუდე სარკეა.

460
გუშინ ამბობდი, თეატრი კეთილშობილების სკოლააო.
როდის იყავი ყალბი? გუშინ თუ დღეს? თუ გუშინაც და დღესაც? შენი
სახელით ხომ შენ არ ლაპარაკობ, შენი სახელით შენი პერსონაჟები და
შენი ჩრდილები ლაპარაკობენ. შენ ჭური ხარ.
ნუთუ დღესაც ჭური ხარ?
მაშ, ის შენი სახე არ იყო, წეღან რომ სარკეში გაიელვა?
სახე არ უნდა დაგეკარგა. სხვა გზა უნდა აგერჩია.
სხვა გზა?
...სრულიად საქართველოს კათალიკოსი, უნეტარესი და უწმინდესი
ზაალ ნიჟარაძე...
უნეტარესი და უწმინდესი...
რა არის უნეტარესი? ან უწმინდესი რა არის?
საკუთარ თმას მოიზრდიდი, საკუთარ წვერს მოუშვებდი...
ანაფორა.
დააკლო ღმერთმა ერთი მცნება. ალბათ, არ მოაგონდა.
უნეტარესობა ღვთისკენ მარადიული ლტოლვა თუ იქნება. უწ-
მინ­დესობა – ყოვლისმომცველი რწმენა. რწმენა შეუვალი როგორც...
შენი რწმენაც შეუვალი იყო. მაგრამ სარკეში რაღაცამ იელვა და შე-
ირყა ის, რაც აქამდე ურყევი ჩანდა.
ნუთუ სრულიად საქართველოს კათალიკოსი, უწმინდესი და უნეტა-
რესი, ისე გაივლის ამ წუთისოფელს, არსად შეფერხდება და არსად და-
ეჭვდება?..
კაცმა რომ თქვას, რა განსხვავებაა თქვენს ხელობას შორის?
ის ახლოა ღმერთთან, შენ შორსა ხარ.
მაგრამ „შორი“ და „ახლო“, ხომ ბინძური ჭორია, უბრალოდ კათალი-
კოსი მოვალეა „ახლო“ იყოს ღმერთთან. ასეთია მისი თანამდებობა.
მთავარი ისაა, რომ ზოგს ღმერთი სწამს და ზოგს თეატრი, თორემ
ნიღბად საკუთარი წვერიც გამოდგება.
უწმინდესო და უნეტარესო, მე და შენ ნათესავები ვართ.

461
შენც გზის პირას დარჭობილი ბოძი ხარ, ფირფიტა გაქვს გულზე გაკ-
რული და ზედ წარწერა: ამა და ამ მხარეს, ამა და ამ მანძილზე ღვთის
საუფლოა.
მე რომ შენს ადგილას ვიყო, ერთ მშვენიერ დღეს დავეჭვდებოდი.
შენ არ დაეჭვებულხარ ჯერ?
სამოცი წელი დევს სასწორზე...
შენი დაეჭვება უფრო საშიში იქნება. და რაც უფრო მოგეძალება ეჭვი,
მით უფრო გამწარებული იძახებ: მწამს! მწამს! მწამს!
ეს არის ნიღაბი, თმა და წვერი ვისია, რა მნიშვნელობა აქვს!
შენი ჯვარი უფრო მძიმეა, უნეტარესო და უწმინდესო. ეს მე მამშვი-
დებს, რადგან კაცი ავია და ღვარძლიანი.
გზა უსასრულო. გზის პირას ბოძები. რაზედაც თვალი მისწვდება.
ბოძები, ბოძები, ბოძები. ზოგი მანძილს აღნიშნავს, ზოგი – მიმართუ-
ლებას, ზოგი – ადგილმდებარეობას.
ხოლო სადღაც უჩინრად რიალებს ნამდვილი სახე...
იქნებ ყველა სიცოცხლე როლია და ზოგს, უბრალოდ, ბუნებრიობის
ნიღაბი ერგო?..
...(შემოსასვლელი კარი წყნარად გაიჭრიალებს. ჭრიალი უცხო კაცი-
ვით შედის ფიქრებში და წამიერი დისონანსი შეაქვს. მაგრამ მალევე
ქრება და დისონანსი რჩება აღუქმელი და შეუცნობელი).
ვიღაცა:
(კარის ზღურბლიდან. ხმადაბლა, მორიდებით) ბატონო ზაალ! ბა-
ტონო ზაალ!
(ხმა წამით შეაფერხებს ფიქრების დინებას. ფიქრები შეჩერდებიან,
აირევიან და ერთ ადგილზე დატრიალდებიან. მერე მიიწ-მოიწევიან და
გზას უთმობენ ხმას. ხმა ამ გზას გაჰყვება და სცენიდან გადის).
ვიღაცა:
(ხმადაბლა, მორიდებით) – ბატონო ზაალ! ბატონო ზაალ!
(მაგრამ ხმას უკვე თავისი გზა აქვს მიჩენილი. ის ამ გზით მიდის და
ფიქრებს ვეღარ ურღვევს მყუდროებას).

462
ვიღაცა:
(ხმადაბლა, მორიდებით) – ბატონო ზაალ! ბატონო ზაალ!
(პაუზა. ხმა აღარ მეორდება. ისევ პაუზა).
ზ. ნიჟარაძე:
(უძრავად ზის და მიმართავს ზაალ ნიჟარაძეს, რომელიც თვალმოუ-
შორებლივ უყურებს სარკიდან) – ზაალ ნიჟარაძე! შენ პამპულა და ტაკი-
მასხარა ხარ! (პაუზა) შენი ხნის კაცს მეტი სერიოზულობა მოეკითხება!
(კარი ისევ გაიჭრიალებს. დერეფანში გაურკვეველი ჩურჩული ისმის).
ზ. ნიჟარაძე:
(უძრავად) – ღმერთმა ერთი სახე გიბოძა, შენ ათასი სახე შეიძინე.
დგახარ ახლა აქ, საწყალი და ქვეყნის მასხარა და არ იცი, რა იქნა სამოცი
წელი; შენი ცხოვრება წყალშია გადაყრილი. მანამ იარე ნიღბით, სანამ
საკუთარი სახე არ დაკარგე. ახლა რას აპირებ? სად გინდა ეძიო შენი თა-
ვი? დიდი მსახიობი!.. რა თქმა უნდა, დიდი მსახიობი ხარ. ყველა შენს
ქებაშია... „ღრმად წვდომა“, „ფსიქოლოგიური ნიუანსები“, „დახვეწილი
ტექნიკა“, „საოცარი დამაჯერებლობა“. მერე? რა გინდა ამით თქვა? რას
ნიშნავს ეს ყველაფერი? „ხელოვნება ბუნების სარკეა!“ რა დიდებული
რამ ყოფილა! მერედა, ვინა თქვა, ბუნებასსარკე სჭირდებაო? ვითომ
სარკეში დანახული ბუნება სჯობს ნამდვილ ბუნებას? როგორ აგიყოლია
ილუზიამ! როგორ გაგიტაცა სიყალბემ! თავსაც იტყუებდი, სხვასაც ატ-
ყუებდი. და დაიკარგე. გაქრი... ახლა სადა ხარ? „შემოქმედებითი თავ-
განწირვა“, „ხელოვნების წმინდა სამსხვერპლო“. სიყალბე! ნიღბები!
თუკი მართლა თავი გაწირე და საკუთარი სახე დაკარგე სხვისი გულის-
თვის, ის შენი საკუთარი სახეც ხომ უკვე სხვა არის, რაკი დაკარგე. მაშ ახ-
ლა გაისარჯე და ცოტა იმისთვისაც გაწირე თავი. წადი და ეძიე! ღმერ-
თმა იცის, სად არის. ეძიებდე და ჰპოვებდე! უფრო იქ იქნება, სადაც თო-
ხიან კაცს უკან თოხიანი კაცის ჩრდილი მოსდევს. სადაც გაზაფხულზე
ყველა ყვავილს ღვთით მინიჭებული ფერი აქვს. სადაც კაკლის ხის, ოფ-
ლისა და მზის სუნია. სადაც გორაკიდან ხევში ჩაკარგული სოფელი მო-
ჩანს. (გა­დაჭიმული თმა. შუბლი. თვალის კუთხეები აზიდული. ღიმი-

463
ლი). სადაც მსოფლმხედველობა გაუხსნელი და შეუცნობელია. ბუნება-
ში! ბუნებაში! აგარაკი სოფლად, ეს ბუნებაში განზავების იმიტაციაა, ბუ-
ნების თეატრი, ცივილიზაციის თაფლობის თვე. ბუნებაში! ბუნებაში!
მოიხსენი და გადაყარე ყველა ნიღაბი. გაშიშვლდი და წადი! იჩქარე! შე-
ნი საკუთარი სახე ეძიე! წადი, წადი, შე მასხარა! იჩქარე! ვინ იცის, რამ-
დენი წელიღა დაგრჩა კიდევ, – წადი!
(დერეფანში გაისმის ტაში. ზაალ ნიჟარაძე მოულოდნელობისაგან
შეკრთება. მხრებს მკვეთრად შეყრის და დაუშვებს. თვალები ოდნავ
­გაუფართოვდება და გაკვირვებასა და შეუცნობელ შიშს გამოხატავს.
იმავ წამს თვალებს დახუჭავს და გაირინდება.
კარი კიდევ ერთხელ გაიჭრიალებს და ყურთამდე გაიღება. შემოდი-
ან: დრამატურგი ვ. ასკურავა, რომელიც პატარა ტანის წყალობით უკა-
ნასკნელ მომენტში მარჯვედ გაუძვრება იღლიის ქვეშ მთავარ ადმი­ნის-
ტრატორს და პირველი გადმოაბიჯებს ზღურბლზე; თეატრმცოდნე რ.
კევლიშვილი ყვითელი პორტფელით ხელში; ზემოხსენებული მთავარი
ადმინისტრატორი, სპექტაკლ „მეფე ლირის“ წამყვანი ენვერ ოტიაშვი-
ლი, მეტსახელად ენოტი. ამათ გარდა კიდევ რამდენიმე პერსონაჟი, მათ
შორის ერთი თეატრალური კრიტიკოსი)...
ვ. ასკურავა:
(დაეტაკება ზაალ ნიჟარაძეს, რომელიც ჯერ კიდევ თვალდახუჭული
ზის, და ჯერ ერთ ლოყაზე აკოცებს, მერე მეორეზე) – ბრავო! ბრავო! მრა-
ვალგზის ბრავო!
ენვ. ოტიაშვილი:
(ხმადაბლა, მორიდებით) – ბატონო ზაალ!
– მისი რეპლიკა შეუმჩნეველი რჩება. ვ. ასკურავას აღფრთოვანება
ყველაფერს ფარავს).
ვ. ასკურავა:
– გენიალური იდეა! განუმეორებელი, მწვავე და ორიგინალური!
(ზაალ ნიჟარაძე თვალს გაახელს და სარკეში შეხედავს ვ. ასკურავას
გამოსახულებას).

464
ენვ. ოტიაშვილი:
(ხმადაბლა, მორიდებით) – ბატონო ზაალ!
(ვ. ასკურავა კიდევ ერთხელ დაეტაკება ზაალ ნიჟარაძეს და კოცნის).
ზ. ნიჟარაძე:
– რა იყო, ენვერ?
(ენვ. ოტიაშვილი გახარებული და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული
უყურებს. აქამდე დარწმუნებული იყო, რომ ზაალ ნიჟარაძემ მისი სა­ხე-
ლი არ იცოდა).
ზ. ნიჟარაძე:
(ღიმილით) – რა იყო, ენოტო?..
ენვ. ოტიაშვილი:
(დაუფარავი აღფრთოვანებით) – ბატონო ზაალ! თქვენ... თქვენ რა
იცით, ენოტს რომ მეძახიან?
ზ. ნიჟარაძე:
– შენ კაცო! თუკი სხვამ იცის, ვითომ მე რატომ არ უნდა ვიცოდე! ყუ-
რები მაქვს (ვ. ასკურავას ყურებს შეხედავს) და თვალები მაქვს. (თვალე-
ბი. კუთხეები აზიდული. ღიმილი თვალებში. ირონიული და კეთილ­მო-
სურნე).
ენვ. ოტიაშვილი:
თქვენი გამოსვლის დროა, ბატონო...
ვ. ასკურავა:
(აწყვეტინებს) – მოიცა ერთი წუთით! არა უშავს, გააგრძელეთ ცოტა
ანტრაქტი. ეს იდეა უფრო მეტი ღირს. (ზაალ ნიჟარაძეს) შენ გენიოსი
ხარ! არა, საიდან მოგაფიქრდა... იცი, რა იქნება?
ზ. ნიჟარაძე:
(გულგრილად, უხალისოდ) – რა რა იქნება?
ვ. ასკურავა:
– პიესა. (პათეტიკურად. ყველას მიმართავს) ვალიკო ასკურავა ცხრა
დადგმული და შვიდი დაუდგმელი პიესის ავტორია. მაგრამ ეს... ცხრა და
შვიდი თექვსმეტი... ეს თექვსმეტი პიესა ერთად აღებული ვერ იქნება

465
­ისეთი, როგორც მეჩვიდმეტე. (ზაალ ნიჟარაძეს) ამ მონოლოგს, თუ გინ-
და, ზუსტად დაგიტოვებ.
ზ. ნიჟარაძე:
(გულგრილად, უხალისოდ) – რომელ მონოლოგს? (რატომ არა აქვს
ამ ოთახს ფანჯარა?..).
ვ. ასკურავა:
– ამ მონოლოგს. ნამდვილი ფაუსტური თემაა. სხვა კუთხით და­ნახუ-
ლი... რა ბიჭი ხარ, რომ იცოდე! (აკოცებს) დამიგდეთ ყური! სახელგან-
თქმულ მსახიობს, რომელიც თავისი დიდების ზენიტში იმყოფება, უეც-
რად ეჭვები შეიპყრობს. ამაო ხომ არ იყო მთელი მისი ცხოვრება? იქნებ
შეცდა და ნამდვილ გზას ვერ მიაგნო? მუდამ სხვის როლს ასრულებდა
და საკუთარი თავისთვის ვერ მოიცალა. სადაა საკუთარი თავი? სადაა
ნამდვილი ცხოვრება? (მიდის თოხიანი კაცი და უკან თოხიანი კაცის
ჩრდილი მიჰყვება...) რა აზრი აქვს შემოქმედებას? ვის სჭირდება შენი
ხელოვნება? (ერთბაშად ყოფით-სასაუბრო კილოზე გადადის) არ ვიცი
დაგმართნიათ თუ არა ასეთი რამ, მაგრამ, დამიჯერეთ, ხშირად ხდება:
თუ აიღებთ რაიმე სიტყვას და დაჟინებით იმეორებთ, შეამჩნევთ, რომ
იგი თანდათან დაიცლება შინაარსისაგან და უაზრო ბგერებად იქცევა.
(ვინ გათამაშებს რიკტაფელას. რაღა დროს შენი რიკტაფელაა...) აი, და-
ახლოებით ასეთი რამ მოსდის. (ისევ ამაღლებული ტონით) მოიხსნის
პარიკს! მოიცლის გრიმს! ჩამოირეცხავს ყველა საღებავს!.. აღარ შეიძ-
ლება ასე ცხოვრება! უნდა გაიქცეს! უნდა წავიდეს!
ენვ. ოტიაშვილი:
(ხმადაბალი, მორიდებით) – ბატონო ზაალ!
ზ. ნიჟარაძე:
– ახლავე, ენოტო. (ვ. ასკურავას) მერე? წავა?
ვ. ასკურავა:
– წავა. ფსიქოლოგიური დრამა! ეს იქნება ჩემი შემოქმედებისა და შე-
ნი შემოქმედების მწვერვალი!
ზ. ნიჟრაძე:

466
(მძიმედ წამოდგება. დაღლილი სახე აქვს. ერთხანს ყოყმანობს. მე-
რე ცალი თვალით სარკეში გახედავს თავის გამოსახულებას. პარიკს აი-
ღებს და დაიხურავს. წვერს აიღებს და გაიკეთებს. ენვ. ოტიაშვილი ეხმა-
რება. ხმა ოდნავ მოგუდული აქვს, ოდნავ ნაღვლიანი) – წავიდეთ, ენო-
ტო. ავიკიდოთ ჩვენ-ჩვენი ჯვარი. (ენვ. ოტიაშვილს მარცხენა ხელს გა-
დახვევს და ნელი, მძიმე ნაბიჯებით დაიძვრება კარისკენ. ზედ ზღურ-
ბლზე შედგება. ვ. ასკურავას) მაშ, წავა?
ვ. ასკურავა:
– წავა. ფსიქოლოგიური დრამა!
ზ. ნიჟარაძე:
– წავიდეთ, ენოტო. ნამდვილი ბუნებრიობა მხოლოდ სცენაზეა. (ყვე-
ლანი გადიან. კარი ჭრიალით იხურება).
ხანგრძლივი პაუზა.

სასწაული

ოთახში ორნი იყვნენ: გია ბარბაქაძე, ცამეტი წლის ბიჭი, და მისი და-
უძინებელი მტერი რაჟდენ კაპანაძე. ბიჭი მაგიდის ერთ მხარეს იდგა,
მხრებში აწურულიყო, ცდილობდა მშვიდი და გულგრილი გამო­მეტყვე-
ლება მიეღო და მოსალოდნელ განსაცდელს მხნედ შეხვედროდა. მოსა-
ლოდნელი განსაცდელის სათავე კი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხა­ლათში გა-
მოწყობილი ბერიკაცი, სკამზე ნებივრად გადაწოლილიყო, ფეხი ფეხზე
შემოედო და ფეხსაცმლის წვერს ნერვებისმომშლელად აქნევდა. ­იდაყ-
ვში მოხრილი მარცხენა ხელი სკამის ზურგისათვის ჩამოეყრდნო, ხო-
ლო მარჯვენაში თავისი სახელგანთქმული უბის წიგნაკი ეჭირა და მაგი-
დაზე აკაკუნებდა.
მაშ ასე, მოწინააღმდეგეთა სახეები თვალნათლივ მოწმობდა, რომ
ბრძოლა უთანასწორო იყო. ამ უთანასწორობას ყველაზე უკეთ თვითონ
გია ბარბაქაძე გრძნობდა და დიდრონ, თაფლისფერ თვალებში შე-
სა­ფერისი შიშიც ეხატებოდა, მაგრამ მისი ასაკისათვის დამახასიათებე-
467
ლი სიჯიუტის გამო საკუთარ თავსაც არ უმხელდა სიმართლეს. იგი ცა-
მეტი წლის ბიჭი იყო და ცამეტი წლის განმავლობაში უქმად კი არ და-
ეხეტე­ბოდა ამ ცოდვილ მიწაზე! ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა და დი-
ახაც მტკი­ცედ ჰქონდა შეთვისებული ფასდაუდებელი მცნება, რომ, რო-
დესაც ყველა გზა მოჭრილია, როდესაც უბედურების აცილება სრულიად
უიმედო საქმეა, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და გულგრილობა და
მო­რალურად მაინც გაიმარჯვო მოწინააღმდეგეზე.
ასეთ ფიქრებს მისცემოდა უსამართლობის საბრალო მსხვერპლი,
და ეს ფიქრები, უნდა ითქვას, მთლად თავისუფალი არ ყოფილა მო-
ჭარ­ბებული პათეტიკისაგან.
ორთაბრძოლა მიმდინარეობდა რაჟდენ კაპანაძის ბინაზე, პატარა
ოთახში. მხარმაცხნივ რკინის საწოლი იდგა, პირდაპირ – პატარა კარა-
და, კარადის მახლობლად – ტელეფონი, მხარმარჯვნივ კი შავი ქაღალ-
დი იყო გაკრული, რომელიც მარტო თავისი ფერით კი არ ამძიმებდა ­ატ-
მოსფეროს, არამედ იმითაც, რომ დაფის მოვალეობას ასრულებდა და
ამ იმპროვიზებულ დაფაზე მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნ-
და გამართულიყო გია ბარბაქაძესა და გეომეტრიულ ამოცანებს შორის.
გარდა ამ ნაკლებ საინტერესო საგნებისა, საწოლის თავზე იყო კიდევ
ერთი, შედარებით მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ, ფანჯარა, საი­დანაც
დაკარგული თავისუფლება მოჩანდა.
ფანჯრის იქით ათი იმათგანი, ვინც თავის ტანჯულ სიცოცხლეს მესა-
მე სკოლის მერხებზე აღამებდა, მალე ჩაიცვამდა ცისფერ მაისურებს
(ზედ რომ ოქროსმარჯვენიანი, მაგრამ მაინც მეტიჩარა გოგოს, ნათია
გოგიაშვილის ხელით ლამაზად იყო ამოქარგული ნომრები), ხოლო მე-
თერთმეტე, ცენტრალური თავდამსხმელი, მთავარი ბომბარდირი და
გუნდის კაპიტანი ამ მძიმე ჟამს, როდესაც პირველობის საკითხი უნდა
გადაწყვეტილიყო, უსახელოდ იღუპებოდა გეომეტრიის ბასრ მარ-
წუ­ხებში. გუშინ, გაკვეთილების დამთავრებისას, მან შეიტყო თავისი
მძიმე ხვედრი, შეიტყო, რომ დღევანდელი დღე, ერთადერთი თავისუ-
ფალი დღე კვირაში, დაკარგული ჰქონდა და, როგორც სასიკვდილოდ

468
დაჭრილ მთავარსარდალს შეეფერება, თანამებრძოლებს უკანასკნელი
დარიგება მისცა: კაპიტნის მაგივრად ენუქიძე გამოვიდოდა მოედანზე
და მარჯ­ვენა ფრთაზე ითამაშებდა, ხოლო მამალაძე ცენტრში გადაი-
ნაცვლებდა. ამასობაში იქნებ თვითონაც მიესწრო. ასეთი იყო საბო-
ლოო დარიგება, თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა, ცოტა არ იყოს, ცალ-
ყბად მიაყოლა მიმავალ მეგობრებს, რადგან კარგად იცოდა, რომ მას
განხორციელება არ ეწერა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მისთვის უქმად
არ ჩაუვლია ცამეტ წელს: ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და
საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, რო-
გორც ზღაპრებში წერია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, სულაც არ ხდე-
ბა. პატარაობისას ასე არ ფიქრობდა, პატარაობისას ყოველდღე სასწა-
ულს ელოდა და ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ დღეს-ხვალ ყველაფერი
შეიცვლებოდა: ან გადაბრუნდებოდა ქვეყანა, ან გადმობრუნდებოდა, ან
სხვა რამე მოხდებოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სინამდვილეში კი
ყოველი პირველი დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მეორეს. რაჟდენ კა-
პანაძე არ იქნებოდა, პარმენ კვინიკაძე იყო. შუა გაკვეთილამდე ყველა
ძველ მასალას კითხულობდა, შუა გაკვეთილის შემდეგ ყველა ახალ მა-
სალას ხსნი­და. ყველას ეჭირა უბის წიგნაკი ხელში და ყველამ იცოდა
ორიანების წერა. მართალია, რაჟდენ კაპანაძის უბის წიგნაკი გაცილე-
ბით უფრო სქელი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენისა ერთად, მაგრამ, სა-
მაგიეროდ, რაჟდენ კაპანაძეს ამ ერთი უბის წიგნაკში ჰქონდა მოქცეული
ყველა ორიანი, რაც კი თავის სიცოცხლეში დაეწერა. ასე მიღოღავდა
დღეები. არავითარი ცვლილება, არავითარი მრავალფეროვნება. დი-
რექტორი რა არის, დირექტორიც კი არ შეცვლილა, რაც გია ბარბაქაძე
მესამე სკოლაში სწავლობდა. ცხადია, ყოველივე ამან მალე დაარწმუნა
ჩვენი გმირი, რომ თუ ცხოვრებაში, საერთოდ, ხდება სასწაული, ხდება
ძალიან იშვიათად, საუკუნეში ერთხელ.
ახლა წინ მხოლოდ გეომეტრია იყო, მრავალკუთხედები, პარა-
ლე­ლეპიპედები, სამკუთხედები თავისი ბისექტრისებით, მახვილი და
ბლაგვი კუთხეებით და ღმერთმა იცის, კიდევ რით, – ამდენი რომ სცოდ-

469
ნოდა, ახლა აქ არ იქნებოდა გია ბარბაქაძე, ცისფერი მაისურა ეცმებო-
და, ზედ რომ იმ მეტიჩარა ნათიამ ლამაზად ამოქარგა ცხრიანი, და, რა
ღმერთი გაუწყრებოდა, მეშვიდეკლასელების კარში ერთი ბურთი არ გა-
ეტანა.
გია ბარბაქაძე ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან და მთელი
ყუ­რადღება მასწავლებლის მარჯვენა ხელზე გადაიტანა. საქმე ისაა,
რომ რაჟდენკაპანაძემ თავისი უბის წიგნაკი უფრო მაღლა ასწია მაგიდი-
დან, ვიდრე დაკაკუნებისათვის იყო საჭირო. მაგრამ შიში ნაადრევი გა-
მოდგა: მასწავლებელმა უბის წიგნაკი მარცხენა ხელში გადაინაცვლა.
მარჯვენათი ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინ-
და. მერე ცხვირსახოცი თავის ადგილას ჩადო, უბის წიგნაკი კვლავ მარ-
ჯვენა ხელში ჩაბღუჯა და ნერვებმომშლელი კაკუნი განაგრძო:
ამ გადანაცვლება-გადმონაცვლებაში გია ბარბაქაძემ იდროვა და სა-
ათს შეხედა. ორი საათი იყო: მაშასადამე, პირველი სკოლის მოედანზე
მალე გაჩაღდებოდა ცხარე ბრძოლა. გია ბარბაქაძე კი...
ამ დროს მასწავლებელმა კვლავ აღმართა მსახვრალი მარჯვენა, ფე-
ხის ქნევა შეწყვიტა და ცოდვებით დამძიმებული უბის წიგნაკი იმ ადგი-
ლას გადაშალა, სადაც უკანასკნელი ორიანი ეწერა. მერე თეთრი, და-
ფანჩული წარბები ასწია, თვალები მოჭუტა და გია ბარბაქაძეს ქვემო-
დან ახედა.
– მდაა... აბა, გიორგი ნიკიფოროვიჩ!
გია ბარბაქაძეს იმის გამო კი არ სძულდა ეს კაცი, რომ უზომოდ სქე-
ლი უბის წიგნაკი ჰქონდა და ორიანების წერისადმი განსაკუთრებულ
მიდრეკილებას იჩენდა. არა, ღმერთმანი. ორიანების წერა ვის ეზარება!
ასეთი მასწავლებელი, ალბათ, არც არსებობს და თუ არსებობს, საუკუ-
ნეში ერთხელ იბადება. ორიანების წერისათვის როგორ შეიძლება კაცის
შეძულება! რაჟდენ კაპანაძე სწორედ ამ „გიორგი ნიკიფოროვი­ჩით“ იმ-
სახურებდა სიძულვილს. როდესაც მეექვსეკლასელებმა გაიგეს, გეომეტ-
რიის მასწავლებლად რაჟდენ კაპანაძეს გვინიშნავენო, აუწერელი ჟრი-
ამული შეექნათ: ყველას აინტერესებდა ახალი მასწავლებლის ნახვა. და

470
აი, დირექტორმა შემოიყვანა იგი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწ-
ყობილი ჩია მოხუცი, გამოაცხადა, დღეის ამას იქით გეომეტრიას პატივ-
ცემული რაჟდენი გასწავლითო და შეატოვა ხელში ცნობისმოყვარეო-
ბით ანთებულ ბავშვებს. ახალმა მასწავლებელმა ჯიბიდან ცხვირსახო-
ცი ამოიღო, ოფლი მოიწმინდა და ხელახლა წარუდგა თავის მომავალ
სამწყსოს, რადგან, როგორც ეტყობა, დირექტორის წარდგენა საკმარი-
სად არ ჩათვალა. მე გახლავართ რაჟდენ კაპანაძეო – ისეთი ხმით გამო-
აცხადა, თითქოს ეს „რაჟდენ კაპანაძე“ სულ ცოტა, ნაპოლეონ ბონაპარ-
ტეს მაინც ნიშნავდა. მაშინ მესამე მწკრივის ბოლოსწინა მერხიდან წა-
მოდგა გია ბარბაქაძე, მძიმედ დაუკრა თავი მასწავლებელს და მშვიდად
და მკაფიოდ ჩაუმარცვლა: „გიორგი ნიკიფოროვიჩი, პატ მასწ.“ – მერე
დიდი ღირსებით დაჯდა თავის ადგილას.
– გიორგი ნიკიფოროვიჩ, – აუღელვებლად უთხრა მასწავლებელმა, –
თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, გთხოვთ კუთხეში დადგეთ და
ფეხი არ მოიცვალოთ იქიდან გაკვეთილის დამთავრებამდე.
ახალ მასწავლებელს ლაპარაკის დროს ტუჩის კუთხეები ქვემოთ
ეწეოდა, სიტყვებს რაღაც უცნაურად, ჭადივით აბრტყელებდა და პირი-
დან ნაწილ-ნაწილ ამოჰქონდა, როგორც ილუზიონისტს ამოაქვს ხოლმე
ფერადი ლენტი. „გიორგი ნიკიფოროვიჩ, ლოგინი ხომ არ გაგიშალოთ?“
– ჰკითხა მასწავლებელმა ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც კუთხეში ატუ-
ზულ ბიჭს საბოლოოდ მობეზრდა მარტო ყოფნა და ერთი ლაზათიანად
დაამთქნარა. მაშინ ეს „გიორგი ნიკიფოროვიჩი“ მოსწავლეებმა ოხუნ-
ჯობად მიიღეს, მაგრამ რვა თვე რომ გავიდა და რაჟდენ კაპანაძე კი და-
უღალავად იმეორებდა – „გიორგი ნიკიფოროვიჩ“ და „გიორგი ნიკიფო-
როვიჩო“, ყველა მიხვდა, რომ გეომეტრიის მასწავლებელი არავითარ
ზომას და საზღვარს არ ცნობდა. თან მხედველობაში იქონიეთ – თვი-
თონ მუდამ ნებივრადაა გადაწოლილი სკამზე, ფეხი ფეხზე შემოუდვია,
ნერვებისმომშლელად აქნევს ფეხსაცმლის წვერს, ხელში თავისი ურ-
ჩხუ­ლი-უბის წიგნაკი უჭირავს და, ძებნა რომ არ დასჭირდეს, საჩვენებე-

471
ლი თითი იმ ადგილას აქვს ჩადებული, სადაც უკანასკნელი ორიანი წე-
რია.
თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი!
გია ბარბაქაძემ ერთი პირობა გადაწყვიტა, გენერალური ბრძოლა გა-
ემართა ბოროტ ძალასთან და პრინციპულად არ ესწავლა გეომეტრია,
მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, გარდა იმისა, რომ უბის წიგნაკში კა-
ტასტროფულად მომრავლდა ორიანები. რას იზამ, ბრძოლა თავიდანვე
უთანასწორო იყო. მაშინ პატარა ოპოზიციონერი წვრილ-წვრილ კენ-
წლაობაზე და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. მან წინასწარვე იცო-
და, რომ დამარცხება არ ასცდებოდა და ცდილობდა, ამ დამარცხების
საფასურად, რაც შეიძლება მეტი უსიამოვნება მიეყენებინა უფლებამო-
სილი მოწინააღმდეგისათვის, ენამახვილობაზე ერთობ თავისებური
წარმოდგენა რომ ჰქონდა. მაგალითად, ერთ დღეს (მაშინ მასწავლებე-
ლი ახალი დანიშნული იყო და თავის სამწყსოს ჯერ კიდევ კარგად არ
იცნობდა) ასეთი ამბავი მოხდა: რაჟდენ კაპანაძე სიას კითხულობდა.
როდესაც მისი გვარი დაასახელა, გია წამოდგა, მასწავლებელს უწყინა-
რი თვა­ლებით შეხედა და სრულიად მშვიდად, ისე რომ სახეზე ერთი
ძარღვიც არ შეტოკებია, უთხრა: „არ არის, მასწ.“ მასწავლებელი შეცბა,
ფერმაც გადაჰკრა, ეტყობა, რაღაცას მიხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მე-
ორე დღეს კი, როდესაც თავისი ეჭვების სიმართლეში დარწმუნდა, გიას
კლასში შემოსვლისთანავე დაეტაკა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის
გარეშე, ავისმომასწავებლად გაბრტყელებული ხმით ჰკითხა: „გია ბარ-
ბაქაძე, რა გვარი ხარ?“ როგორც ჩანს მასწავლებელი ძალიან გაბრაზე-
ბული იყო, რაკი ჩვეულ აბლანდულ-ჩაბლანდულ სტილს უღალატა.
„ბარბაქაძე ვარ, მასწ.“ – მშვიდად უპასუხა გიამ. „გუშინ რა გვარი იყა-
ვი?“, „გუშინაც ბარბაქაძე ვიყავი“, – მოწაფემ ხმაში ოდნავ გამომწვევი
კილო შეაპარა. „აბა, თუ გუშინაც ბარბაქაძეიყავი, ხვალ მშობელი მოიყ-
ვანე და ისე მოდი. უტყუარი საბუთებით მინდა დავრწმუნდე, მართლა
ბარბაქაძე ხარ თუ არა“. მაშინ გია ბარბაქაძემ თავი ჩაქინდრა და ხმა-
დაბლა, დანაშაულში დაჭერილი კაცივით წაიბუტბუტა: „მშობლები არა

472
მყავს, მასწ.“ მასწავლებელს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ერთხანს არ გან-
ძრეულა და არც ხმა ამოუღია, ოღონდ ეს იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად
თვითონაც ჩაქინდრა თავი. მერე რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა,
ნელა მიადგა ფანჯარას და კლასის სრულ დუმილში ხუთიოდე წუთი
დაჰყო იქ. ბოლოს გია ბარბაქაძეს ხელით ანიშნა, დაჯექიო, ისე რომ
მისკენ არ მიუხედავს, და ძლივძლიობით განაგრძო გაკვეთილი. ცოტა
ხნის შემდეგ გიას გვერდით მჯდომი ბიჭი გამოიძახა დაფასთან, თვი-
თონ კი მის ადგილას ჩამოჯდა და აკანკალებული ხელი კარგა ხანს ედო
ობოლი ბიჭის თავზე. თქმით არაფერი უთქვამს. იმ გაკვეთილზე, საერ-
თოდ, ძალიან ცოტა ილაპარაკა და არც ერთი ორიანი არ დაუწერია.
სამაგიეროდ მისი ცოფების ყრას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც
შეიტყო, რომ „ამ თითის სიგრძე ღლაპმა“ ასეთი ოინი უყო. ღმერთმა
იცის, რა უფრო აწიწმატებდა – რომ გააცურეს, თუ ამდენი სენტიმენტა-
ლობა რომ წყალში ჩაეყარა. ასე იყო თუ ისე, ამ კომედიას უშუალოდ
მოჰყვა ორიანი პირველ მეოთხედში და ძალიან აღელვებული საუბარი
გია ბარბაქაძის მამასთან (ამ საუბარს გია თვითონაც ესწრებოდა და, უნ-
და ითქვას, არც ერთი სულიერი მის ადგილას ყოფნას არ ინატრებდა მა-
შინ).
სამწუხაროდ, ასეთი ოინები ერთობ ძვირი ჯდებოდა. გიას მამას რომ
არაჩვეულებრივად მწარე ხელი ჰქონდა, ვინ არ იცის, მაგრამ ამას რო-
გორმე აიტანდა კაცი. ბოლოს და ბოლოს ერთს მიგტყეპავდა და ამით
ყოველგვარ ანგარიშს გაასწორებდა, ისე რომ გულში არავითარი ხინჯი
აღარ რჩებოდა. მეორე წუთს უკვე დამშვიდებული სინდისით შეგეძლო
მისულიყავი და კინოს ფული გეთხოვა. სულ სხვა იყო დედის ლექციები
მორალის საკითხებზე. ნერვების მოშლის თვალსაზრისით ეს არაფრით
არ ჩამოუვარდებოდა რაჟდენ კაპანაძის ოხუნჯობას. მერე განა დამ-
შვიდდებოდა, ერთხელ რომ იყრიდა ჯავრს და გულს მოიოხებდა?
თქვენც არ მომიკვდეთ! პაწაწკინტელა ცოდვას მთელი თვისათვის ანა-
წილებდა და წამალივით აძლევდა საწყალ ბიჭს დღეში თითო ლექციას.
ხანდახან საქმე იქამდე მიდიოდა, სინდისს გეფიცებით, გია ბარბაქაძე

473
თავს მოიკლავდა, ცხოვრება რომ მხოლოდ გეომეტრიის გაკვეთილისა
და მორა­ლისაგან ყოფილიყო შედგენილი. კიდევ კარგი, გამოჩნდნენ
ღვთისნიერი ინგლისელები და ფეხბურთი მოიგონეს. უბედურება ისაა,
ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც არ გაცლიან. მაგალითად, სადმე პირვე-
ლი სკოლის მოედანზე ჩემპიონობის საკითხი წყდება, ამ დროს კი ერთ-
ერთი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ისე რა ღმერთი
გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში,
დგას აბუზული ვიღაც გადაყრუებული ბერიკაცის წინ და არ იცის, გადარ-
ჩება თუ არა საშემოდგომო გამოცდას. ვინც ეს ცხოვრება ასე მოაწყო, გე-
მოვნების ნასახი არ ჰქონია, ფეხბურთის ცოდნაზე ხომ ზედმეტია ლაპა-
რაკი.
ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა გია ბარბაქა-
ძის აბურდული ფიქრები. ამასობაში კი რაჟდენ კაპანაძემ ჯიბიდან კალ-
მისტარი ამოიღო, ისე მოიმარჯვა, თითქოს წინასწარ აპირებს ორი­ანის
დაწერასო, და თქვა:
– მაშ ასე, იმედია, თავს არ ვიტყუებ, როდესაც მჯერა, რომ გიორგი
ნიკიფოროვიჩს სხვა უამრავ ღირსებებთან ერთად სახაზავისა და ცარ-
ცის ხმარებაც ეხერხება.
გია ბარბაქაძეს ხელის გულები საშინლად გაუოფლიანდა. ეჭვიც კი
არ ეპარებოდა, რომ მასწავლებელი გუნებაში უკვე ხატავდა ლამაზ ორი-
ანს და იმაზეღა ფიქრობდა – სადა კუდი გაეკეთებინა თუ მოკვარახჭინე-
ბული.
– რაღას უდგახარ, აიღე სახაზავი, დაიჭირე თოფივით, ცარ­ცი
­ხელ­ყუმბარასავით მოიმარჯვე და მტკიცე ნაბიჯით გასწი დაფისკენ.
აბა, ­­­­ე რ თ,­ ო რ, ს ა მ!
საკუთარი ენამახვილობით მოხიბლულ მასწავლებელს სახეზე ბედ-
ნიერების ღიმილი ეფინა. მოსწონდა თუ არა სხვასაც მისი ოხუნჯობა, ეს
ნაკლებად აწუხებდა.
გიამ აიღო ცარცი და სახაზავი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა დაფას.

474
– რაკი ეს ოპერაცია ასე თუ ისე წარმატებით დამთავრდა, ახლა შემ-
დეგი ნაბიჯი გადავდგათ: გავავლოთ ორი ერთმანეთის პარალელური
ხაზი.
გიამ სახაზავი დაფას მიადო და აკანკალებული ხელით ჯერ ერთი
ხაზი გაავლო, მერე მეორე. ხაზები მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებ-
დნენ პარალელობას, მაგრამ შეშინებული ბიჭი ვეღარც იმას ბედავდა,
რომ ერთი მათგანი წაეშალა და ახალი გაევლო.
– მოვიშველიოთ ფანტაზია და წარმოვიდგინოთ, ვითომ ეს ხაზები
პარალელურია. ახლა გაავლე მეორე ხაზის პარალელური.
გიამ მორჩილად გაავლო ქვემოთ კიდევ ერთი ხაზი, ამჯერად ცოტა
უკეთესი.
– დიდებულია! პირველი ორი ხაზის ფონზე პირდაპირ ფანტასტიკუ-
რია! მოდი ახლა, რაკი საქმე მაინც არაფერი გვაქვს, ასეთი თეორემა და-
ვამტკიცოთ: თუ ორი სხვადასხვა ხაზი მესამის პარალელურია, მაშინ
ისინი ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან. მე მგონია, არ გაგვიჭირდე-
ბა. აი, შენი სამი ხაზი. პირველი და მეორე ურთიერთპარალელურია. ურ-
თიერთპარალელურია მეორე და მესამეც. დავამტკიცოთ, რომ პირველი
და მესამეც ურთიერთპარალელურები იქნებიან. აბა, დაიწყე. საკან­კა-
ლო აქ არაფერია. კალმისტარი მზადა მაქვს ხუთიანის დასაწერად.
გიამ კარგად იცოდა, რის დასაწერად ჰქონდა მზად კალმისტარი
­რაჟდენ კაპანაძეს, მაგრამ რა ექნა. ცხადია, დღევანდელი ფეხბურთი
უიმი­სოდ უნდა ჩატარებულიყო (მერედა, ვინ იცის, როგორ სჭირდებო-
დათ ბიჭებს ერთი გოლი). სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა შან-
სი, რომ საშემოდგომო გამოცდას გადაურჩებოდა და ამიტომ მთელი თა-
ვისი ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ახლა უნდა გამოეჩინა. თუმცა ვაჟ-
კაცობა და მოხერხებულობა ფრიად საეჭვო მშველელია თეორემების
მტკი­ცების დროს. მხოლოდ უნარი და ცოდნა! მაგრამ, ღმერთო, სად
იყო ან ერთი ან მეორე?.. სამი ხაზი გვაქვს. პირველი მეორის პარალე-
ლურია, მეორე მესამის, მაშინ...

475
უეცრად გია ბარბაქაძეს საშინელმა ეჭვმა გაჰკრა გულში. ვაითუ მას-
ხრად იგდებს... აბა, ეს რა თეორემაა და რა დამტკიცება უნდა! თუ ერთი
მეორის პარალელურია და მეორე კიდევ მესამის, მაგას რაღა ლაპარაკი
უნდა, რომ პირველი და მესამეც ერთმანეთის პარალელურები იქნებიან.
კაი კვანტის გამოდება კი იქნება... ამტვრევინებს თავს, ­ამტვრევინებს,
მერე ეტყვის, უბრალო აქსიომა არ გცოდნიაო და მიაკ­რავს შუბლში
„ჯვრის ორიანს“, როგორც თვითონ იტყვის ხოლმე.
გია ბარბაქაძე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. არადა არც ბევ-
რი დაყოვნება ვარგოდა, რადგან, თუ ამოცანა მართლა ძალიან მარტივი
იყო, ბევრი ფიქრი უკვე თავის გაცემას ნიშნავდა.
არა, ამას დამტკიცება მართლა არ უნდა სჭირდებოდეს. კაი, დავანე-
ბოთ თავი ხაზებს, სხვა რამე ავიღოთ. მეექვსეკლასელების გუნდში, იმ-
დენი სათადარიგო მოთამაშეა, რამდენიც მე-71 კლასელების გუნდში,
ხოლო მე-71 კლასელების გუნდში იმდენი, რამდენიც მე-72 კლასის გუნ-
დში. რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ მეექვსეკლასელებსა და მე-
72კლასელებს თანაბარი რაოდენობით ეყოლებათ სათადარიგო მოთა-
მაშეები!
ასე ღრმააზროვნად მსჯელობდა გია. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმე-
ტად შეზღუდული რეგლამენტი ჰქონდა: დროზე უნდა ეთქვა რაღაცა, ან
აქეთ, ან იქით, თორემ მერე შეიძლება გვიანღა ყოფილიყო. თანაც რა-
მოდენა გამბედაობა გინდოდა. ერთიც ვნახოთ და სრულიად ჩვეულებ-
რივი თეორემა გამომდგარიყო, დამტკიცება რომ ესაჭიროება და ამ თვი-
სების გამო, ვინ იცის, არა ერთი და ორი გიასთანა ბიჭისათვის გაუმწარე-
ბია სიცოცხლე!
საბოლოოდ გიამ მაინც გადაწყვიტა ეცადა ბედი.
– თუ ორი ხაზი ცალ-ცალკე მესამის პარალელურია, მაშინ ცხადია,
ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან.
– სრული ჭეშმარიტებაა, – უთხრა მასწავლებელმა, – მაგრამ დავუშ-
ვათ, ჩემი გონება ვერ წვდება მაგ ჭეშმარიტებას და საჭირო ხდება დასა-
ბუთება. მაშინ რაღა ვქნათ?

476
ამგვარად, აქსიომის ჰიპოთეზა ერთი დაკვრით გაცამტვერდა. გია
ბარბაქაძემ საშემოდგომო გამოცდის სუნი იკრა და გადაწყვიტა, ხავსს
მოჭიდებოდა.
– თუკი ეს ხაზი ამის პარალელურია და ეს ხაზი კიდევ ამის, მაშინ ესე-
ნიც პარალელური იქნებიან. აბა, რა იქნებიან!
– არ გედავები, წეღანაც მოგახსენე, არ გედავები, და საერთოდ, ძა-
ლიან ვწუხვარ, რომ მიუხედავად ასეთი თვალნათლივობისა, თეორემას
მაინც დამტკიცება უნდა.
– აი, მასწ., მაგალითად, თუ ორი უბის წიგნაკი ცალ-ცალკე იმავე
გვერდზეა გადაშლილი, რომელზედაც მესამე, ცხადია, ისინი ერთსა და
იმავე გვერდებზე იქნებიან გადაშლილი.
– ეს იმას მოწმობს, რომ ფიქრი გეხერხება და, თუ მოინდომებ, შეიძ-
ლება არც ისე წყალწაღებული ბიჭი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩან-
ხარ. – მასწავლებელმა კალმისტარი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან ცხვირ-
სახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა (ბიჭიც გაოფლია-
ნებული იყო, მაგრამ ცხვირსახოცის ამოღებას ვერ ბედავდა), მერე კალ-
მისტარი მოიმარჯვა და განაგრძო. – თუმცა, შენი უბის წიგნაკის მაგივ-
რად, მოდი, სხვა მაგალითი ავიღოთ: აბა, გაავლე ორი ხაზი, რომლებიც
ცალ-ცალკე მესამის პერპენდიკულარული არიან, და ნახე, ერთმანეთის
პერპენდიკულარული აღმოჩნდებიან თუ არა.
გია უძრავად იდგა, რადგან არ იცოდა, ეს ისე, სიტყვას მოჰყვა, თუ
მართლა უნდა გაევლო ასეთი ხაზები.
– გაავლე, გაავლე! – წააქეზა მასწავლებელმა.
გიამ გაავლო ერთი და იმავე ხაზის პერპენდიკულარული ორი ხაზი
და თავისდა გასაოცრად და სამარცხვინოდ დაინახა, რომ ეს ორი ხაზი
ერთმანეთის პარალელური აღმოჩნდა.
რაღა თქმა უნდა, ახლა უკვე ყველაფერი გათავებული იყო: ჩემპიო-
ნობაც იკარგებოდა და საშემოდგომო გამოცდაც თითქმის ჯიბეში ედო.
ან კი რამ აფიქრებინა, გადავრჩები და იმ ენაჭარტალა ნათიას ყბაში არ
ჩავვადებიო.

477
გატრიალდეს მაინც და წავიდეს, სანამ გვიან არ არის! პირველი სკო-
ლა ხომ აქვეა, ორ ნაბიჯზე. მაგრამ ვაი, რომ არც ამდენი გამბედაობა
ჰქონდა. ასეა: კაცი ან მართლა ზოგიერთებივით უნდა სწავლობდე, თი-
თები რომ მუდან ანტენებივით აქვთ აშვერილი და ყოველი გაკვეთილი
ზეპირად იციან, ან არადა, ცოტა მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინო. აბა,
ეს რას ჰგავს: არც აქეთ ხარ და არც იქით, ნახევარი სწავლა და ნახევარი
გამბედაობა, თანაც ისე, რომ სამიანი არც ერთში გეკუთვნის და არც მე-
ორეში.
მაგრამ საკუთარი ბუნების გარდაქმნა და ისიც ასე ერთბაშად, არავის
ძალუძს. ამიტომ გია ბარბაქაძე დაფასთან უძრავად ატუზულიყო და
შუბლი დილის ბალახივით ჰქონდა დაცვარული.
მასწავლებელი შეინძრა. გიამ შიშით გამოიხედა. არა, არაფერი,
­რაჟდენ კაპანაძემ ახლა მარცხენა ფეხი გადაადო მარჯვენას და აუღელ-
ვებლად გააქან-გამოაქანა.
– მაშინ ასე ვქნათ, თუ ნებას მომცემ, – თქვა მან, – გაავლე ხაზი. ახლა
ეს ხაზი ირიბი ხაზით გადაკვეთე. ჩინებულია. ზედა მარცხენა კუთხე უდ-
რის 120 გრადუსს, გამოვიანგარიშოთ დანარჩენი კუთხეები.
გია ბარბაქაძე კარგა ხანს ხვნეშოდა დაფასთან და საბოლოოდ მისმა
ნახაზმა ასეთი სახე მიიღო:
როდესაც 120ო დაწერა, უეცრად (ალბათ, ციფრების ასოციაციით) სა-
ათი გაახსენდა და ცალი თვალით მალულად გახედა მასწავლებლის
მარცხენა მაჯას, მაგრამ იქ მხოლოდ ვეებერთელა უბის წიგნაკი დაინა-
ხა. გიამ იმ შემზარავ სანახაობას სწრაფად აარიდა თვალი და ისევ ნა-
ხაზს მიუბრუნდა.
მაშასადამე, < აოჩ = 120ო და ღმერთმა იცის, რას უდრის დანარჩენი
კუთხეები.
გიამ გადაწყვიტა, ფეხბურთი თავიდან ამოეგდო და ღრმად ჩა-
ფიქ­რებულიყო. აკი ერთი წუთის წინ მასწავლებელმა უთხრა, ფიქრი გე-
ხერხებაო.

478
„გვაქვს < აოჩ, რომელიც 120 გრადუსს უდრის. მის გაყოლებაზე არის
მეორე კუთხე ჩობ, ეს კუთხე უნდა უდრიდეს... აობ რომ კუთხე იყოს, მა-
შინ ჩობ იქნებოდა – აო... ბიჭო! დაიცა, რა ჯანდაბა ჰქვია?.. ჰო, გაშლილი
კუთხე, გაშლილი კუთხე ვაშაა! გაუმარჯოს გაშლილ კუთ­ხეს!“
გიამ სიხარულისაგან კინაღამ კუნტრუში დაიწყო. AOB-ს რომ გაშლი-
ლი კუთხე ერქვა, ეს უდიდესი აღმოჩენა იყო. ასეთი აღმოჩენა კოლუმ-
ბსაც კი დაამშვენებდა. მართალია, ბიჭის სიხარულში პატარა შხამიც
ერია, რადგან ეს ჭეშმარიტება მეტიჩარა ნათიასგან ჰქონდა გაგონილი,
მაგრამ ახლა ისეთ დღეში იყო, როდესაც გაჭირვება კაცს თავმოყვარეო-
ბის გრძნობას უჩლუნგებს. მაშინ ნათიამ გაშლილი კუთხის სახელთან
ერთად ისიც უთხრა, თუ რას უდრის გაშლილი კუთხე. ეს იყო ერთადერ-
თი შემთხვევა, გიამ რომ ვაჟკაცისათვის შეუფერებელი სისუსტე გამოი-
ჩინა, მასწავლებელს დაუჯერა და ნათიასთან იმეცადინა. ეს ამბავი შავ
ლაქად დარჩა მის ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ყველაფერზე თანახმა იყო,
ოღონდ კი გაეხსენებინა ეს გაშლილი კუთხე. არადა, მის აღმოჩენას ისე-
თივე ფასი ექნებოდა, როგორც კოლუმბის აღმოჩენას, ამერიკა რომ ისევ
დაკარგულიყო.
აბურდულ ფიქრებში შორეული ნათურებივით ციმციმებდა ორი
ციფრი: 180 და 360. ეს იყო ორი ცნობილი ციფრი, რომლებსაც მჭიდრო
ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ გეომეტრიასთან. ცოტა ხნის ფიქრის
შემდეგ გია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ
გაშლილი კუთხის სიდიდეს აღნიშნავდა. მაგრამ რომელი? თავისი სუ-
ლელური მარჩიელობით ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საშემოდგომო გა-
მოცდისაკენ. მეორე ნაბიჯი საბოლოო ნაბიჯიც იქნებოდა, მერე კი... მე-
რე ყველაფერი ნათელი იყო: მამის დაკოჟრილი ხელი, დედის ლექ-
ცი­ები, მოშხამული არდადეგები...
მაშ, რა ვქნათ?..
გაშლილი კუთხე ან 180-ს უდრიდა, ან 360-ს.
„მაგრამ რომელს? – ფიქრობდა გია. – რომელი ვთქვა? რომელიც
პირველად მომადგება ენაზე? ორივე რომ ერთად მადგას! გამოვითვა-

479
ლო?! მოდი, მართლა გამოვითვლი, რომელიც მეათე იქნება, ის იყოს
გაშლილი კუთხე. სულ ერთია, თუ არაფერი ვთქვი, საშემოდგომოს მა-
ინც ვერ გადავურჩები, რაც არის, არის. 360 ერთი, 180 ორი, 360 სამი, 180
ოთხი, 360 ხუთი, 180 ექვსი, 360 შვიდი, 180 რვა, 360 ცხრა, 180 ათი“.
– < COB = 180ო – 120ო = 60ო
გიას ერთბაშად სისხლი სახეზე მოაწვა და ისე გაწითლდა, თითქოს
ამაზე უფრო სამარცხვინო თავის დღეში არაფერი ეთქვას. მისი ბედი
ბეწვზე ეკიდა.
რაჟდენ კაპანაძემ კვლავ შეცვალა ფეხები, კალმისტარი მაგიდაზე
დადო, ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტი თავი მოიწმინდა. მერე
ცხვირ­სახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, კალმისტარი მოიმარჯვა და ღიმი-
ლით უთხრა წმიდა მოწამეს:
– მე ყოველთვის ვამბობდი, ერთხელაც იქნება, გიორგი ნიკიფორო-
ვიჩი ქვეყანას განაცვიფრებს-მეთქი. და აი, ეს დღეც დადგა. სწორია. ყო-
ჩაღ, ვაშა!
გიას გულზე მოეშვა. ახლაღა იგრძნო მთელი სისრულით, რომ ეს
180ო ას ოთხმოცი ფუთივით აწვა გამხდარ მხრებზე.
– ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ! – თქვა მასწავლებელმა,
– მაშ, გადავიდეთ შემდეგ კუთხეზე.
დიახ, სამწუხაროდ, საჭირო იყო შემდეგ კუთხეზე გადასვლა.
გიამ დიდი მოაზროვნის სახე მიიღო და ნახაზს დააკვირდა. აქ უკვე
თავდებოდა ნათიას მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარ თავზე დაყ-
რდნობა კი, რასაკვირველია, წყლის ნაყვა იყო.
„მაშ, 360ო-ს თურმე ორი გაშლილი კუთხე უდრის. გამოსარკვევი დაგ-
ვრჩა AOD და BOD კუთხეები. აქედან AOD უდრის 180ო – BOD, ­მაგრამ
BOD რას უდრის? ორივე ერთად 180ო-ია. ერთი უნდა იყოს 180-ის რაღაც
ნაწილი, მეორე 180-ის... არა, ასე არაფერი გამოვა“.
ამაოდ ხვნეშოდა გია, ამაოდ წვალობდა: AOD და BOD კუთხეები სა-
იდუმლოებით იყო მოცული.

480
მაშინ იფიქრა, ბოლოს და ბოლოს ერთი საშემოდგომო გამოცდა ­ამ-
დენ წვალებად არც ღირს და მთავარია არა ეს, არამედ ჩემპიონობაო. და
გადაწყვიტა, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად თავი ამ ჭეშმა­რიტე-
ბისათვის შეეფარებინა.
მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცდამ უნაყოფოდ ჩა­უარა. აშ-
კარად ჩანდა, გია არ იყო იმდენად ვაჟკაცი, რომ გეომეტრიაზე გა­დაჭ-
რით ეთქვა უარი და ანგარიში არ გაეწია მამის დაკოჟრილი ხელისათ-
ვის, დედის ლექციებისათვის და მოშხამული არდადეგებისათვის, რომ-
ლის განმავლობაში, გინდა თუ არა, თავში მაინც საშემოდგომო გამოცდა
უნდა გიტრიალებდეს.
ჩიხში მომწყვეული ბიჭი AOD და BOD კუთხეებზე უკვე აღარ ფიქრობ-
და, რადგან დარწმუნდა, რომ ეს სრულიად უნაყოფო შრომა იყო. მაგ-
რამ, მიუხედავად ამისა, ნახაზის წინ მაინც ღრმააზროვანი სახით იდგა
და დროს შეუგნებლად აჭიანურებდა, რაც იმის მომასწავებელი იყო,
რომ სულ მალე მეხი გავარდებოდა.
მეხი მართლაც გავარდა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
ხოლო მანამ, სანამ მეხი გავარდებოდა, რაჟდენ კაპანაძე მძიმედ წა-
მოდგა და თავისი მსხვერპლისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. დაფას-
თან შეჩერდა, უბის წიგნაკი კალმისტართან ერთად მარჯვენა ხელში გა-
დაინაცვლა. მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი რკალად მო-
ხარა და ნახაზს დაადო ისე, რომ საჩვენებელი თითი AOC კუთხეში აღ-
მოჩნდა, იქ სადაც 120o ეწერა, ცერი კი – BOD კუთხეში.
– თუ გქონია როდისმე რაიმე ურთიერთობა ჯვარედინ კუთხეებ­თან?
გია ბარბაქაძე თავჩაღუნული იდგა და დუმდა. არა, ჯვარედინ
კუთ­ხეებთან მას არავითარი ურთიერთობა არა ჰქონია. ამიტომ ყველა-
ფერი გათავებული იყო: ჯვარედინ კუთხეებსაც, მთელ გეომეტრიასაც
და მთელ არდაგეგებსაც ჯვარი ჰქონდა დასმული.
– სამწუხაროდ, არავითარი, – დაასკვნა მასწავლებელმა და უცებ გაშ-
მაგებით დაიწყო ბოლთის ცემა. მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მარ-
თალია, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ძველებურად ნაწილ-ნაწილ ­ის-

481
როდა, მაგრამ კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი იყო, რასაც თუნდაც
ის ფაქტიც მოწმობდა, რომ სრულიად დაავიწყდა, უბის წიგნაკი ისევ
მარცხენა ხელში დაეჭირა.
– ჯვარედინი კუთხეები, ჩემო კარგო, – თქვა მან, – როცა სირბილით
გული იჯერა, – ტოლია. შენთვის ახლა ჯვრის ორიანი სრულიად დამსა-
ხურებული ჯილდო იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგცემ გადარჩენის
საშუალებას.
გიამ კარგად იცოდა, რა „გადარჩენის საშუალებაც“ აუტყდა რაჟდენ
კაპანაძეს. მას გიას წამება უნდოდა და არა გადარჩენა. გადარჩენის ­სა-
შუალებას მისცემს! გადარჩენა თუ უნდოდა, მისი ნება არ იყო? დაე­წერა
სამიანი, არც თვითონ გაიღვრებოდა ოფლად და არც საწყალ ბიჭს ამოხ-
დიდა სულს. რა ბიჭია, გადარჩენის საშუალება მისცეს!
გია ბარბაქაძე მეტისმეტად აღელვებული იყო და საკუთარი უბედუ-
რების მეტს ვერაფერს ამჩნევდა. ამ დროს კი მასწავლებლის დანაოჭე-
ბულ სახეზე ფრიად უცნაური და ამიტომ ფრიად საინტერესო ცვლი­ლე-
ბები მიმდინარეობდა. ჯერ იყო და ეს სახე ოდნავ გათეთრდა, მერე სიყ-
ვითლე შეეპარა, ბოლოს კი აშკარად გამწვანდა.
მასწავლებელმა მხოლოდ მაშინ მიიქცია გაწამებული შეგირდის ­ყუ-
რადღება, როცა უეცრად, მკვეთრი მოძრაობით, უბის წიგნაკი და
კალ­მისტარი გულში ჩაიხუტა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. გია ბარბა-
ქაძე შეკრთა, შეშინებულმა მოიხედა და თვალწინ ისეთი შემზარავი სა-
ნახაობა წარმოუდგა, რომ ადგილზე გაშეშდა. მასწავლებელი შეკუმშუ-
ლიყო, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო, ბეჭებში მოხრილიყო, უბის
წიგნაკი და კალმისტარი გულში მაგრად ჩაეკრა და მძიმედ სუნთქავდა.
სახე ისეთი ჰქონდა, როგორც ხასხასა მოლი აპრილის თვეში.
ასე გავარდა მეხი.
და გია ბარბაქაძე იდგა კიდეც მეხდაცემულივით. სახეზე დიდი შიში
და გაკვირვება აღბეჭდვოდა. მასწავლებელს თვალებდაჭყეტილი მის-
ჩერებოდა. მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლე-

482
ბელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყო-
ლია მისი სულთამხუთავი.
ეს აღმოჩენა იყო. გიას შეგნებული ჰქონდა, რომ ხდებოდა რაღაც
ფრიად უჩვეულო, რაც არაფერს არ უწევს ანგარიშს, – არც გეომეტ­რიას,
არც საშემოდგომო გამოცდას, არც ფეხბურთს. სრულიად არაფერს.
გია მასწავლებელს მისჩერებოდა და ვერ მიმხვდარიყო, რას მოით-
ხოვდა მისგან შექმნილი ვითარება: განეგრძო თავის მოკატუნება და თე-
ორემაში ჩაფლული მოსწავლის როლი, თუ გაშლილი კუთხის პრობლე-
მა მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან და აღარ ღირდა მისთვის ყურად-
ღების მიქცევა? იქნებ რამე უნდა ეთქვა? მაგრამ მან არ იცოდა, ამბობენ
თუ არა რამეს ასეთ დროს.
ერთ ხანს გრძელდებოდა უცნაური მდგომარეობა. მოსწავლეს ზურ-
გი შეექცია გაშლილი კუთხისათვის და მასწავლებელს გაფართოებული
თვალებით შესცქეროდა. რაჟდენ კაპანაძე ქშინავდა და საშიში ღიმი-
ლით იღიმებოდა. ბოლოს ისევ მასწავლებელმა ამოიღო ხმა:
– ესარის გენერალური შეტევა, თუ ნებას მომცემთ აგიხსნათ, ახლა
დაიწყება ცრემლის ღვრა, – თქვა მან და ისეთი უცნაური ქშენა დაიწყო,
რომ მის გვერდით გაჩერება უკვე გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავ-
შირებული.
გიამ ვერ გაიგო მასწავლებლის ნათქვამი.
სამაგიეროდ უეცრად სულ სხვა რამ გაიგო. უეცრად გაერკვა შექმნილ
სიტუაციაში და დაინახა, რომ, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, იყო სასწა-
ული. მართალია ქვეყანა არ გადაბრუნებულა, არც გადმობრუნებულა,
არც სწავლის გაუქმება იყო მოსალოდნელი, მაგრამ ეს მაინც სასწაული
იყო და ეს სასწაული თავისი მასშტაბით დირექტორის გამოცვლას არ ჩა-
მოუვარდებოდა.
სამწუხაროდ, ამ აღმოჩენას იქვე მოჰყვა მეორე, არასასიამოვნო აღ-
მოჩენა: სასწაულთან პირისპირ შეხვედრა არც ისე სასიამოვნო ყოფილა,
როგორც ადრე ეგონა გიას. გაგონილი სასწაული, თურმე, ათასწილად
ჯობია საკუთარი თვალით ნანახ სასწაულს. ყოველ შემთხვევაში, ერთი

483
რამ აშკარაა: გია თანახმა იყო შემოდგომაზე ჩაებარებინა გეომეტრია,
ოღონდ ახლა ამ სანახაობას გარიდებოდა.
– რამდენი წლისა ხარ?
– ცამეტის, მასწ... – ჩაილაპარაკა გიამ.
– მთელი სიცოცხლით უფროსი ვარ შენზე. აბა, ახლო მოდი!
რაჟდენ კაპანაძემ პირი გააღო, რამდენჯერმე მძიმედ ამოისუნთქა
და სახეზე შეეტყო, რომ ცოტა შვება იგრძნო: ერთ-ორი ნაოჭი გაშალა და
კბილებში მოქცეული ქვედა ტუჩი გაითავისუფლა.
გიამ წინ ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. უფრო ახლო მისვლა ვერ
გაბედა. ეგონა, მასწავლებელი კვდებაო. ასეთი ჰიპოთეზის საბუთს, მი-
სი აზრით, იძლეოდა არა ნაოჭები და მწვანე ფერი, არამედ საქციელი.
– კარგი, კარგი, ნუ მოხვალ, – ხმადაბლა თქვა მასწავლებელმა და
მცირე დუმილის შემდეგ რაღაცნაირი ნაღვლიანი კილოთი, გია ბარბა-
ქაძისათვის სრულიად გაუგებარი კილოთი დაუმატა, – მინდოდა თავზე
დამედო ხელი.
არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ გიას სრულიად მოულოდნელად გულში
სიამაყემ გაჰკრა: რაჟდენ კაპანაძე თავზე ხელის დადებას უპირებდა.
ღმერთმა იცის, რამდენად საამაყო ამბავია. თუმცა, ამასთან ერთად, ცო-
ტა არ იყოს, სინდისმაც შეაწუხა, გაახსენდა, ერთხელ რომ მასწავლე-
ბელმა რეზო დაფასთან გამოიძახა, თვითონ მის ადგილას დაჯდა გიას
გვერდით და საბრალო „ობოლს“ უხერხულად დაადო თავზე ხელი. იმ
გაკვეთილის შემდეგ გია ყოველ შემხვდურს აჩერებდა და ეუბნებოდა,
პირდაპირ ვიგუდებოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდიო. სინამდვილეში კი
მთლად ასე არ ყოფილა საქმე. იმ მომენტამდე, სანამ მასწავლებელი
ხელს დაადებდა, გია თავისი ოინით აღფრთოვანებული იყო. მაგრამ,
როდესაც რაჟდენ კაპანაძეს გული აუჩუყდა, პატარა მატყუარას რაღაც
ძალიან უცნაური და ძალიან უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა.
და ახლა, როდესაც მასწავლებელს კიდევ მოუნდა მისთვის თავზე
ხელი დაედო, გია ბარბაქაძეს სინდისმა ქენჯნა დაუწყო. მერე გაბედუ-

484
ლად გადადგა კიდევ ორი ნაბიჯი და ქერა თმა მორჩილად მიუშვირა
­რაჟდენ კაპანაძეს.
მასწავლებელმა უბის წიგნაკი და კალმისტარი მარცხენა ხელში გა-
დაინაცვლა, მარჯვენა კი გიას დაადო თავზე. ბიჭი დამნაშავესავით იდგა
გაყუჩებული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი მასწავლებელს.
გამოცდამ ერთობ უცნაური სახე მიიღო.
– გეჯავრება? – ჰკითხა მასწავლებელმა და თვალით უბის წიგნაკი უჩ-
ვენა.
გიამ ახლაღა იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბის წიგ-
ნაკს მისჩერებოდა. ასე ახლო არასოდეს ენახა ეს შემაძრწუნებელი ნივ-
თი, მაგრამ საოცარია, ძველებურად აღარ ეშინოდა მისი. იქნებ იმიტომ,
რომ გამოცდამ უცნაური სახე მიიღო? ძლივს ეტეოდა მასწავლებლის
ხელში სქელი, ორიანებით სავსე უბის წიგნაკი. ვერ ვიტყვით, რომ რაჟ-
დენ კაპანაძე კარგ ნიშნებს (და მათ შორის ხუთიანებსაც კი) არ წერდა.
წერდა, როგორ არა, მაგრამ უბის წიგნაკში იშვიათად შეჰქონდა. სა­მაგი-
ეროდ, ორიანს, არასოდეს გამოტოვებდა: აღნიშნავდა საკლასო ჟურ-
ნალში და იმწამსვე უბის წიგნაკში ფაქიზად ჩაწერდა ხოლმე. ამიტომ
სძულდათ, ალბათ, ასე მოსწავლეებს იგი, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ,
რომ ოთხოსნები და ხუთოსნები ამ სიძულვილს „ჩამორჩენილების“
ხათრით იზიარებდნენ, თორემ თვითონ არავითარი საბაბი არა ჰქონ-
დათ: მათი ნიშნები მხოლოდ ჟურნალში იწერებოდა (ამაზე ბიჭები ხუმ-
რობდნენ, რაჟდენ კაპანაძე უბის წიგნაკის წაბილწვას ერიდება და იმი-
ტომ არ შეაქვს კარგი ნიშნებიო). გია ვერ მიხვდა, მასწავლებელს რაში
დასჭირდა უბის წიგნაკის ხსენება და ისიც აუგად. იდგა თავჩაქინდრული
და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი რაჟდენ კაპანაძეს.
– ძალიან გეჯავრება? – გაუმეორა მასწავლებელმა და თავს ძალა და-
ატანა, რომ გაეღიმა.
– არა, მასწ... – უპასუხა გიამ და კიდევ რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ
ამას მასწავლებელი, ალბათ, ვერ გაიგონებდა. გიას უნდოდა ეთქვა, არ

485
მეჯავრება თქვენი უბის წიგნაკიო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისე
უსინდისო ბიჭი იყო, რომ ასეთ დროს ენა არ დაბმოდა.
– ნუ ცრუობ, ახლა არაა ეგ საჭირო.
ადვილი სათქმელია, „ნუ ცრუობ!“ აბა, ერთი თვითონ ყოფილიყო გი-
ას ადგილას, მაგასაც ვნახავდით, როგორეტყოდა პირში მრისხანე მას-
წავლებელს: დიახ, მასწ., ყველაზე უფრო თქვენი უბის წიგნაკი მე­ჯავრე-
ბაო.
– თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, წამოვწვები, – უთხრა რაჟდენ
კაპანაძემ,– ისე გამიცვითა წლებმა ორგანიზმი, რომ აღარაფრის აღარ
რცხვენია, სტუმრის თანდასწრებითაც კი უტიფრად მოითხოვს დასვენე-
ბას.
ეს „სტუმარი“ პირდაპირ მალამოდ მოეცხო გიას გაწამებულ გულს და
რაკი იგი, საწყალი „ჩამორჩენილი“ ერთბაშად სტუმარი გახდა, გათამა-
მებულმა ესეც კი გაიფიქრა: „რას ავბუზულვარ გაწუმპულ წიწილა­სა-
ვით. ბოლოს და ბოლოს, მეც ადამიანი ვარ“.
– გიორგი ნიკიფოროვიჩ, – უთხრა მასწავლებელმა ისე, რომ თვალი
არ გაუხელია, – როგორც ჩანს, მაშველი ძალა დამჭირდება. აბა ერთი,
ტელეფონის ყურმილი აიღე!
გიამ აიღო ყურმილი და ახალი დავალების მოლოდინში მასწავ-
ლე­ბელს შეხედა.
– აკრიფე, 1-58-69, –სვენებ-სვენებით განაგრძო მასწავლებელმა, –
იკითხე არჩილ ფერაძე და, თუ შინაა, უთხარი, რაჟდენ კაპანაძესთან მო-
დი ცოტა ხნით-თქო. უქეიფოდაა-თქო, უთხარი.
გიამ ნომერი აკრიფა. ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა:
– გისმენთ!
– არჩილ ფერაძეს სთხოვეთ, თუ შეიძლება.
– მე ვარ!
გია შებორძიკდა. აქამდე არასოდეს დასჭირვებია მასწავლებლის
თანდასწრებით მისივე სახელი და გვარი ეხსენებინა. ახლა დაინახა,
რომ ეს არცთუ ისე ადვილი ყოფილა.

486
– ისა... მასწ... რაჟდენ მასწავლებელთან მობრძანდით, თუ შეიძლე-
ბა; ცოტა უქეიფოდაა.
– ახლავე მოვალ! – თქვა მამაკაცმა ბოხი ხმით და დაკიდა ყურმილი.
– ახლავე მოვალო, მასწ.
მასწავლებელმა გაიღიმა.
– უღრმესი მადლობა, მაგრამ ეგ რომ არჩილ ფერაძე არ ყოფილიყო,
ძალიან კი მიხვდებოდა, ვინ არის შენი რაჟდენ მასწავლებელი!
მასწავლებელი გაჩუმდა და გია ბარბაქაძის ცხოვრებაში ისეთი ჟამი
დადგა, რომ უარესი თუ იყო, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა გე-
ომეტრიის გამოცდას: დუმილი და ლოდინი. თანაც გაურკვეველი
მდგო­მარეობა. ის მაინც რომ სცოდნოდა დანამდვილებით, დამთავ-
რდა თუ არა პარალელური ხაზებისა და გაშლილი კუთხეების ეპოქა, შე-
და­რებით დამშვიდდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იცოდა და ერ-
თხანს ვერც გაიგებდა. მასწავლებელი თვალდახუჭული იწვა და მალე,
ალბათ, ხვრინვასაც ამოუშვებდა. ერთი საუკუნის შემდეგ გამოჩნდებო-
და ვიღაც არანაკლებ ბებერი კაცი და თან მოიტანდა ფონოსკოპს. ერთ
საათს გა­სინჯვას მოუნდებოდა, მერე იმუსაიფებდნენ, ცხადია, ძველ
დროს მოიგონებდნენ, წაიტრაბახებდნენ თავიანთი წარსულით და ამა-
სობაში გიას შემოაღამდებოდა კიდეც. ფეხბურთიც გვერდზე დარჩებო-
და და ­ყველაფერი. იმისთვისაც მადლობა უნდა ეთქვა, თუ ყოველივე
ამის შემდეგ კიდევ გამოცდა არ გაგრძელდებოდა.
ერთი პირობა გადაწყვიტა გაპარულიყო: ამ ოხერ ლოდინსაც გადარ-
ჩებოდა, გამოცდის გაგრძელებასაც და ერთ-ორ გოლსაც შეაწევდა თა-
ვის გუნდს. მაგრამ შეეშინდა: წინასწარ რას მიხვდები, რაოდენ სასტიკი
იქნება რაჟდენ კაპანაძის შურისძიება.
გარდა ამისა, ცოტა ლაჩრობაც იყო ავადმყოფი კაცის მიტოვება.
ღმერთმა ნუ ქნას და, ვინიცობაა, რამე დამართოდა, რას იტყოდა ქვეყა-
ნა! ხომ იტყოდნენ, განზრახ გააკეთა, სამაგიერო უნდოდა გადაეხადაო.
კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნებოდა. აბა, რაჟდენ კაპანაძის ადგი-
ლას ვინმე ამხაგანი ყოფილიყო! – წასვლას გულშიაც არ გაივლებდა.

487
ასეთ მსჯელობას თავისი ბუნებრივი შედეგი მოჰყვა: გია ბარბაქაძე იდგა
(დაჯდომასაც ვერ ახერხებდა) და თავით ფეხებამდე ოფლში იწურებო-
და (რადგან ლოდინმა ოფლიც იცის). მართალია, ცდილობდა დროის
მოსაკლავად რამე დაეთვალიერებინა, თავი რამეთი შეექცია, მაგრამ ამ
ოთახში დასათვალიერებელი და მით უმეტეს, თავშესაქცევი არაფერი
იყო.
ბოლოს, როგორც იქნა, დაადგა საშველი და მოვიდა ის კაცი, რომელ-
საც ამ ერთი საუკუნის წინ ტელეფონით ელაპარაკა გია ბარბაქაძე.
ოღონდ მოხუცი არ იყო. ორმოციოდე წლის იქნებოდა. მაღალი, წარ-
მოსადეგი, ოდნავ ჭაღარაშერთული. მკვირცხლი მოძრაობა და ცოცხა-
ლი, მხიარული თვალები ჰქონდა. მოგრძო სახეზე გულკეთილი ღიმილი
დასთამაშებდა.
– გამარჯობათ, გამარჯობათ! – მიესალმა იგი დამხვდურთ ისე, რომ
ერთი გამარჯობა მასწავლებელს არგუნა, მეორე – მოსწავლეს, რითაც
გია ბარბაქაძე დიდად ასიამოვნა. მართალია, ცოტა ხნის წინ იგი „სტუ-
მარი“ გახდა, მაგრამ ეს მაინც მოჩვენებითი წარმატება იყო და ამ წარ-
მატებას განმტკიცება ესაჭიროებოდა.
– აბა, რაშია საქმე, ბატონო რაჟდენ? ისევ გული, არა? ახლავე შეგი-
ლოცავთ და დავუფრთხობ ანგელოზებს ყოველგვარ ავადმყოფობას.
მართალს არ ვამბობ? – მიუბრუნდა იგი გიას.
გიამ გაიღიმა და გაწითლდა. ახლა თავისუფლად გაძლებდა აქ კი-
დევ ცოტა ხანს. ასეთი კაცის გვერდით გეომეტრიაც კი არაა საშიში.
– მე მგონია, ეგრერიგად აღარ დაფრთხება, სახიფათოდ მოიცა გუ-
ლი, – უპასუხა რაჟდენ კაპანაძემ.
– მედიცინა ფრიად ოპტიმისტური მეცნიერებაა, – მხიარულად თქვა
ექიმმა, – და, ვფიქრობ, არც მათემატიკოსებს გადაუწურავთ იმედი, რომ
ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად განსაზღვრავენ წრეხაზის სიგრძეს.
გიას არ ესიამოვნა მათემატიკისა და წრეხაზის ხსენება. უფრო კი ის
მოხვდა გულში, რომ მხიარულმა ექიმმაგეომეტრიის ცოდნა გამო-
ამჟ­ღავნა.

488
გიას გასაოცრად, ექიმს არც ფონოსკოპი მოუტანია. რაღაც ძალიან
ზერელედ გასინჯა ავადმყოფი. ხან აქ ჰკრა წკიპურტი, ხან იქ, გადააბ-
რუნ-გადმოაბრუნა, ერთი-ორჯერ ყური დაადო მკერდსა და ბეჭებზე, მა-
ჯისცემა გაუზომა და ამით დამთავრდა ყველაფერი.
– კიდევ გგონია, მიაგნებენ მათემატიკოსები წრეხაზის სიგრძეს? –
სუსტი ღიმილით ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ, როცა ექიმი კაკუნსა და გა-
დაბრუნ-გადმობრუნებას მორჩა.
– წრეხაზი რა არის! დადგება დრო, ოთხგანზომილებიან სამყაროს
დახაზავენ. შენ რას იტყვი? – გიას მიუბრუნდა ექიმი.
გიამ კვლავ მორცხვად გაიღიმა და გაწითლდა. ოღონდ ამჯერად ამ
ღიმილში, ცოტა არ იყოს, შიშიც ერია, რადგან, თუ გუმანი არ ატყუებდა,
საქმე ისევ გეომეტრიას ეხებოდა. შემკრთალმა ბიჭმა მასწავლებლისკენ
გააპარა თვალი, შეეშინდა, არ გამთქვასო. ამიტომ გასაგებია მისი სი­ხა-
რული, როცა ექიმმა ლაპარაკი განაგრძო:
– მთავარია სიმშვიდე.
– მართლა? – იკითხა მასწავლებელმა, – მე კი შემეშინდა. ხომ იცი,
ბებრებს როგორ გვიყვარს სიცოცხლე. ვიფიქრე, ეს უკანასკნელი შეტე­ვა
ციხესიმაგრის აღებით დაგვირგვინდება-მეთქი. და, ცოტა არ იყოს, ავ-
ღელდი. თუმცა ეს ჩემი აღელვება გიორგი ნიკიფოროვიჩს ალბათ სიცი-
ლადაც არ ეყო. არა, გიორგი ნიკიფოროვიჩ?
გიორგი ნიკიფოროვიჩს კვლავ სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, მაგრამ
მასწავლებელი, როგორც ჩანს, პასუხს არ მოითხოვდა. იგი ექიმს მიუბ-
რუნდა:
– მაშ, ჯერჯერობით საშიში არ არის?
– არა, საშიში არ არის. მაგრამ სიმშვიდე გესაჭიროებათ, სრული სიმ-
შვიდე.
– ამის ხელში? – ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ და რაღაც ეშმაკურ-­დამ-
ცინავი თვალით გადმოხედა გიას.
ექიმმაც მოიხედა.
– არა, უამისოდ.

489
გია პირდაღებული იდგა და არ იცოდა, შიშის მიზეზს უფრო იძლეო-
და ეს საუბარი თუ სირცხვილის მიზეზს.
– როგორ! – ხმას აუმაღლა რაჟდენ კაპანაძემ.
ექიმმა გაიღიმა.
– სწორედ ასე, – უთხრა მან, – დღეიდანვე.
– იქნებ მოწყალება მოიღოთ და ნება დამრთოთ გკითხოთ, – ისეთი
კილოთი დაიწყო რაჟდენ კაპანაძემ, როგორითაც ოროსნებთან იცოდა
ხოლმე ლაპარაკი, – ამას თქვენ სიმშვიდეს ეძახით?
ექიმმა კიდევ უფრო გულკეთილად გაიღიმა. – თქვენი უკმაყოფილო
კილო და მიმართვის ფორმა იოტისოდე­ნადაც არ შეცვლილა ამ ოცდა-
ათ წელიწადში.
გიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს რაღაც მოფერებისმაგ-
ვარი იყო. და რაც ყველაზე უფრო საოცარია, მოეჩვენა, თითქოს მასწავ-
ლებელი მართლაც ღირსი იყო ამ მოფერების.
– მე მაინც მირჩევნია, პატივი მცეთ და შეკითხვაზე მიპასუხოთ.
– რასაკვირველია, სიმშვიდეს ვეძახი. მართალია, პირველ ხანებში
გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე მიეჩვევით.
ექიმი გაჩუმდა. არც მასწავლებელი იღებდა ხმას, მაგრამ მისი დუ­მი-
ლის უკან რაღაც ხიფათი იმალებოდა. თვალი გაახილა და ექიმს მკაც-
რად შეხედა. მერე დახუჭა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაახილა და ისევ შე-
ხედა, თუმცა ახლა მის სახეზე სიმკაცრე რაღაც უმწეო და შესაბრალისი
გამომეტყველებით შეცვლილიყო. ექიმმა მშვიდი, გულკეთილი ღი-
მი­ლით გაუსწორა თვალი. ერთ ხანს ასე იყვნენ. მერე, უეცრად, მასწავ-
ლებელმა მზერა გიაზე გადაიტანა და ოროსანი მოსწავლე კინაღამ შეხ-
ტა შიშისა და გაკვირვებისაგან: მეექვსეკლასელების რისხვა, რომელსაც
ორიანებით გატენილი ვეება უბის წიგნაკი ჰქონდა, საცოდავად ატუზულ
შეგირდს გამოსარჩლებას სთხოვდა.
ეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბის სასწაული იყო. ამხანაგები, ალ-
ბათ, არ დაიჯერებდნენ. არც გია დაიჯერებდა, ვინმეს რომ ეთქვა, რაჟ-

490
დენ კაპანაძემ, შესაბრალისი თვალებით გადმომხედა, მაგრამ რა მექნა,
მე რა შემეძლოო.
გიას რა შეეძლო! რაც შეეძლო კიდეც გააკეთა: სასწრაფოდ აარიდა
თვალი მასწავლებელს და მის მაგივრად თვითონ გაწითლდა.
მასწავლებელი, რაკი დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა,
გუ­ლაღმა გადაბრუნდა და ჭერს მიაჩერდა. კარგა ხანს იყო ასე გარინდე-
ბული. ბოლოს ექიმისკენ მკვეთრი მოძრაობით გადმობრუნდა და თით-
ქმის ყვირილით უთხრა (თუმცა ამ ყვირილს აშკარად აკლდა უფლება-
მოსილება).
– ასი მაინც არ შევასრულო?!
– ეს მერამდენეა? – ღიმილით ჰკითხა ექიმმა და ბეჭზე მოუთათუნა
ხელი გიას.
გია ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. მართალია, გულმა რაღაც ცუდი
უგრძნო, მაგრამ ექიმის მეგობრულმა ჟესტმა დაამშვიდა.
– ეგაა მეასე!
– მართლა? – თითქოს გაუხარდა ექიმს და მთელი ტანით შე-
მობ­რუნდა გიასაკენ. გიას კვლავ ოფლმა დაასხა, რაკი რაღაც მნიშვნე-
ლოვანი საუბრის თემად იქცა. თუმცა შიშით მაინცდამაინც აღარ ეშინო-
და, სანამ ექიმი აქ ეგულებოდა. კაცმა რომ თქვას, ექიმი არაფერ შუაში
არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გია სხვანაირად ფიქრობდა. კი არ ფიქრობ-
და, გრძნობდა. რაღაც უცნაურ სიახლოვესა და სიმპათიას გრძნობდა. ამ
რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს მხიარული, წარმოსადეგი ექიმი
ცხოვრების იდეალად ექცა. გია ბარბაქაძე, ალბათ, იმან მოხიბლა, რომ
ექიმს რაჟდენ კაპანაძესთან ისე ეჭირა თავი, როგორც ტოლს ტოლთან.
შეშინებული ოროსანი ადვილად გააღმერთებდა კაცს მარტო ამ ღირსე-
ბისათვის. ასეა თუ ისე, ამჟამად გიას ექიმზე უფრო დიდი კაცი დედამი-
წის ზურგზე არ ეგულებოდა. მას უცებ საშინლად მოუნდა ექიმი გამოსუ-
ლიყო და რაჟდენ კაპანაძის სამკურნალოდ მიეწვიათ. ჰო, რას იყრიდა
ძველ ჯავრს!.. თუმცა არა, ჯავრს არ იყრიდა, ხომ იცი... პირიქით, ღამე-
ებს გაუთევდა, რამე ახალ წამალსაც გამოიგონებდა საგანგებოდ მის-

491
თვის და სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯდა. ყოფილ მასწავლებელს არ
ეცოდინებოდა მისი ვინაობა და ბოლოს, როცა გონს მოვიდოდა და
იკითხავდა, მაჩვენეთ ერთი, ვინ არის ჩემი მხსნელიო, გია მშვიდად მიუ-
ახლოვდებოდა და უბრალოდ ეტყოდა, მე გია ბარბაქაძე ვარო. აი, მაშინ
გაახსენდებოდა, რამდენჯერ გაუწამებია გია, გაახსენდებოდა საშემოდ-
გომო გამოცდის ამბავი და შერცხვებოდა. მაგრამ გია დიდსულოვნად
აპატიებდა.
– მაშ, ეს არის მეასე და ბოლო? – ღიმილით იკითხა ექიმმა და გია
მკრეხელური ოცნებისაგან გამოაფხიზლა. – ძალიან ჯიუტობს?
– უსაშველოდ, – მიუგო მასწავლებელმა, – საქმე ისაა, რომ პრინ­ცი-
პულად არ ცნობს გეომეტრიას შესწავლის ღირსად. თანაც ჩემი პირადი
მტერია, ეგრე კი ნუ გგონია საქმე.
გია ოფლში ცურავდა. ასეთ დღეში ჩავარდნას ათასწილად ერჩივნა
სულაც არ გაჩენილიყო ამ ცოდვილ ქვეყანაზე. ამ კაცთან შერცხვენას
სიკვდილი ჯობდა. პირადი მტერიაო, მაინც რამ ათქმევინა! ღმერთმანი,
თავის დღეში არ უფიქრია გია ბარბაქაძეს მისი მტრობა. პირიქით, ოღო-
ნდ კი ამ ავადმყოფობას გადარჩენოდა და საშემოდგომო გამოცდასაც
ჩააბარებდა და არც ჩემპიონობის დაკარგვას ინაღვლებდა მაინცდამა-
ინც. და ასეთ გულკეთილ კაცს პირად მტერს ეძახის.
– საერთოდ, კარგი ბიჭია... – განაგრძო მასწავლებელმა.
– ეგ ხომ თქვენი ურყევი რწმენაა, ბატონო რაჟდენ, – სიტყვა ჩამოარ-
თვა ექიმმა, – საერთოდ, ყველა ბიჭი და ყველა გოგო კარგია. ყველა კე-
თილი და საყვარელია. მთავარია, ეს სიკეთე განვუვითაროთ, რომ ცხოვ-
რების მთელ გზაზე გაჰყვეთ. სწორად მახსოვს?
– სწორად გახსოვს. თუმცა ამჯერად ეგ არ მქონდა მხედველობაში.
იმის თქმა მინდოდა, ნიჭიერი ბიჭია-მეთქი. მაგრამ ჰო-ჰო-ჰო!.. ერთხელ
ისეთი საქმე მიყო, პირდაპირ აღარ ვიცოდი, რა მექნა. ეშმაკის ფეხია და
მშობელი მოიყვანე-მეთქი, ვუთხარი, მინდოდა მოვლაპარაკებოდი.
უცებ ჩაქინდრა თავი და გულსაკლავად მითხრა: – „მშობლები არა
მყავს, მასწ.“ – ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, ცრემლები ახრჩობს

492
ბავშვს და თავს ძლივს იკავებსო. წარმოგიდგენია, ალბათ, რა დამემარ-
თებოდა. ადგილზე გავშეშდი. რაღა არ გავაკეთე მერე, იქნება როგორმე
აშლილი დარდი შევუმსუბუქო-მეთქი. აი, შე არამზადა შენა! – მიუბრუნ-
და უცებ მასწავლებელი გიას და ღიმილიც ერთბაშად რისხვით შეცვა-
ლა.
ექიმი ახარხარდა. გია მოიკუნტა და აღარ იცოდა, სად გაპარულიყო.
– იმედი თუ გაქვთ? – ხარხარით იკითხა ექიმმა. თან ცრემლს იწმენ-
დდა.
– იმედი როგორ არა მაქვს! ოთხმოცდაცხრამეტმა გამოიარა ჩემს
ხელში და წყალგადაწურული არც ერთი არ ყოფილა. ეგ რა, ციდან კი არ
ჩამოფრენილა.
– უთქვენოდ?
– უჩემოდ? რა ვიცი. გააჩნია, ვინ შემცვლის.
– გინდ ასე თქვით, გინდ ისე, საკითხი გადაწყვეტილია. თქვენი პედა-
გოგიური მოღვაწეობა დამთავრდა. მეასეს ვინმე მოუვლის. ბოლოს და
ბოლოს, ყველა მოსწავლემ თქვენს ხელში ხომ არ უნდა გამოიაროს.
– ჩემი დაწყებული მევე დამემთავრებინა! – თქვა მასწავლებელმა და
ისე გაიბუტა, როგორც ნათია გოგიაშვილმა იცოდა ხოლმე.
„მეასე“ თავჩაქინდრული იდგა და ოფლში იწურებოდა. საუბრის დი-
ნებისდა მიხედვით, ხან იმედი მიეცემოდა, რომ ამ კაცივით მხიარული
და წარმოსადეგი, საუკეთესო ექიმი გამოვიდოდა, ხანაც ყოველგვარი
იმედი გადაუწყდებოდა და თავისი ოცნება უდიდეს თავხედობად მიაჩ-
ნდა.
– ისე, პატარას თუ მოინდომებს, მეტი კი არაფერი უნდა, – განაგრძო
მასწავლებელმა, – ვინმესთან რომ იმეცადინოს... აი, მაგალითად, ერთი
მეგობარი ჰყავს, ნათია გოგიაშვილი, იმასთან...
გია ჭარხალივით გაწითლდა. ეს მართლაც მეტისმეტი იყო! ნეტა მი-
წა გახეთქოდა და თან ჩაეტანა! მეტიჩარა ნათიას მეგობრადაც კი მო-
ნათ­ლეს და ისიც ასეთი კაცის თანდასწრებით. სადამდე შეიძლება ადა-
მიანის დამცირება! ნათიას მეგობარი! მეტი კი არ უნდათ ბიჭებს. მარ-

493
თალია, ნათია არავის ხელწამოსაკრავი არაა, ეგ კი არადა, ბევრ ბიჭსაც
ჯობია, მაგრამ რა გინდა ქნა, – მაინც გოგოა და მისი მეგობრობა თავ-
მოყვარე კაცისათვის შეურაცხყოფაა. გია ბარბაქაძეს სირცხვილად ისიც
ეყოფა, რომ ხანდახან ყოყმანობს, ფეხბურთის სათამაშოდ წავიდეს თუ
ნათიასთან გაატაროს კვირადღე. ანდა ექსკურსიის დროს, როცა ბიჭები,
ჩვეულებრივ, ცალკე გუნდად მიდიან და მეტიჩრებს ახლო არ იკარებენ,
რაღაც სულელური აზრი შეუჩნდება და ძლივს იკავებს თავს, რომ ციცა-
ბო აღმართზე ასვლაში არ მიეხმაროს. მაგრამ ასეთ ცოდვებს თავის
გულში, თავის ფიქრებში სჩადის და თავის გულშივე ინანიებს. ეს კი საქ-
ვეყნოდ გაიძახის, – მეგობარიო.
– რა საეჭვოდ გაწითლდი! – გაუღიმა ექიმმა და კვლავ მოუთათუნა
მხარზე ხელი.
ამ სიტყვებმა საბოლოოდ დაასამარა გია ბარბაქაძის სიამაყე და
თავმოყვარეობა.
– მაშ, მოდი ასე ვქნათ, – თქვა მასწავლებელმა, – რახან პედაგოგიუ-
რი მოღვაწეობა დავასრულე, ამით დასრულდა ჩემი სახელგანთქმული
უბის წიგნაკის მისიაც. მე მინდა ეს უბის წიგნაკი აქვე, შენი თანდასწრე-
ბით, ჩემო არჩილ, გადავცე გამოუსწორებელ მეასეს. თუმცა შეიძლება
უარი თქვას, ისე სძულს. გინდა გაჩუქო ჩემი უბის წიგნაკი, გიორგი ნიკი-
ფოროვიჩ? იმიტომ კი არა, თითქოს ვინმეს სჯობიხარ, არა. მხოლოდ
იმიტომ, რომ ჩემი უკანასკნელი მოსწავლე ხარ და კიდევ იმიტომ, რომ
გამოუსწორებელს გტოვებ. რას იტყვი, არჩილ?
– კარგი იქნება. დაე, გადაშალოს და, რასაც იქ ნახავს, სახელმძღვა-
ნელოდ გამოიყენოს.
გიას ჯერ ეგონა, დამცინიანო, მაგრამ მხიარული ექიმი ამჯერად ისე-
თი სერიოზული კილოთი ლაპარაკობდა, რომ ამ მოსაზრებაზე მაშინვე
აიღო ხელი. არადა, რა გამოადგება სახელმძღვანელოდ, რას ნახავს ასე-
თს ამ უბის წიგნაკში? ორიანები გამოადგება სახელმძღვანელოდ?
ამასობაში მასწავლებელმა უბის წიგნაკი აიღო და წამოწევაც კი ­დაა-
პირა, მაგრამ ექიმმა არ დაანება. სამაგიეროდ გია მოიხმო:

494
– მოდი ახლოს!
გია საწოლს გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდა.
– გია ბარბაქაძე, – საზეიმო კილოთი დაიწყო მასწავლებელმა. – აი,
უბის წიგნაკი. იცოდე: ეს არის მთელი ჩემი სინდისი (გიას გააჟრჟოლა)
და ოცდაათი წლის ნამოღვაწარი. ვინძლო, გაუფრთხილდე. როცა გაიზ-
რდები და დაკვირვებული თვალითყ ჩაიხედავ ამაში, დაინახავ, რომ
რაჟ­დენ კაპანაძეს მოსწავლეების გასაწამებლად არ შეუძენია ესოდენ
სქელი უბის წიგნაკი. აბა, აწი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ!
ამ სიტყვებით მან ბიჭს უბის წიგნაკი გაუწოდა. გია ბარბაქაძე აკან­კა-
ლებული ხელით შეეხო ნივთს, ამდენი ხნის განმავლობაში რომ შიშის
ზარს სცემდა მოსწავლეებს.
– ახლა კი გაიქეცი, – უთხრა მასწავლებელმა, – სამი საათი ხდება. სა-
დაცაა, დაიწყება შენი ფეხბურთი. – მერე ექიმს მიუბრუნდა, – დღეს გა-
მოცდის გარდა ფეხბურთიც ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო, მიუს-
წრებდა თუ არა. გაიქეცი, რაღას უდგახარ. საშემოდგომო გამოცდა მიპა-
ტიებია. ბებერ კაცს არ დაეძრახება ეს ერთი სისუსტე.
გია იდგა და ყოყმანობდა. თან იმაზე ფიქრობდა, საიდან იცის გე-
ომეტრიის მასწავლებელმა, დღეს რომ ფეხბურთი მაქვსო. ბოლოს ნე-
ლა დაიძრა კარისკენ. მაგრამ შუა გზაზე შემობრუნდა და აღელვე­ბული
ხმით წაიბუტბუტა:
– მასწ., კარგად ბრძანდებოდეთ!
მასწავლებელს და ექიმს გაეცინათ.
– რა ამბით მემშვიდობები, ბიჭო, კი არ ვკვდები! თუ, რახან მასწავ-
ლებლობას თავს ვანებებ, შენ და შენი ამხანაგები მოვალედ აღარ ­
თვლით­ თავს, შემოიაროთ და მინახულოთ? ჰა, რას გაჩუმებულხარ?!
– შემოვივლით, მასწ... – წაიბუტბუტა გიამ და გამოსცდა კარს.
გამოვიდა თუ არა, მაშინვე უბის წიგნაკს დახედა, მთელი ამ ხნის გან-
მავლობაში შანთივით რომ წვავდა ხელს. ახლოდან არც ისე საშიში ჩან-
და. კანი, განსაკუთრებით ნაპირებთან, სულ ერთიანად გასცრეცოდა. გი-

495
ას მოეჩვენა, რომ ეს ბებერი წიგნაკი რაღაცით ძალიან ჰგავდა თავის ბე-
ბერ პატრონს. თუმცა იგი აღარ იყო პატრონი.
გიამ ქურდივით მიიხედ-მოიხედა და მაგრად ჩაბღუჯა იშვიათი ნა-
დავ­ლი. ამ ნივთის ხელში ჩაგდება მეექვსეკლასელთა აუხდენელი ოც-
ნება იყო.
ბიჭმა აკანკალებული ხელით გადასწია გარეკანი. პირველი ფურცე-
ლი ჭუჭყიანი და ყვითელი იყო. გიას ძველი გაზეთები უნახავს ასეთი
ყვითელი და ჭუჭყიანი. პირველ გვერდზე, შუა ადგილას, უცნაურად დაგ-
რეხილი ასოებით ეწერა: „რაჟდენ იასონის ძე კაპანაძე“, ხოლო ქვემოთ,
იმ ადგილას, სადაც წიგნებს „თბილისი, 19... “ რაღაც წელი აწერია ხოლ-
მე, იმავე ხელით ეწერა: „თბილისი, 1922 წელი“.
გია პირდაღებული დასცქეროდა ამ „1922 წელს“. ეს მის წარმოდგე-
ნაში უხსოვარ დროდ ითვლებოდა და უფრო მეტი პატივისცემა იგრძნო
იმ კაცისადმი, რომელმაც, ეჰეი, როდის – 1922 წელს უბის წიგნაკში საკუ-
თარი ხელით ჩაწერა: „1922 წელი“.
მერე სატიტულო ფურცელიც გადაშალა. გია მოელოდა, რომ ცალ
მხარეს გვარები იქნებოდა ჩამოწერილი და მეორე მხარეს ორიანები,
მაგრამ შეცდა. უბის წიგნაკში თითო გვერდზე ორ-ორი გვარი ეწერა, თავ-
ში და შუაში, გვარების შემდეგ მოდიოდა ორიანები და, საერთოდ, ნიშ-
ნები, რომლებიც, მეორე, მესამე და ხშირად მეოთხე ხაზზეც გადადი-
ოდა.
მაგრამ თუ გგონიათ, ამის გამო იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გა-
ფითრებული და პირდაღებული, სასტიკად ცდებით. არა, აქ მთავარი
სხვა რამე იყო, და აი, რა: პირველ გვერდზე პირველი სახელი და გვარი
ეწერა – „არჩილ ფერაძე“. ამიტომ იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გა-
ფითრებული და პირდაღებული.
„არჩილ ფერაძის“ გასწვრივ პირველ ხაზზე სულ ორიანები ეწერა,
ორიანები ეწერა აგრეთვე მეორე ხაზზე და მესამე ხაზის შუამდე. მესამე
ხაზის შუიდან მეოთხე ხაზის შუამდე სამიანები ეწერა, ხოლო აქედან უკ-

496
ვე ოთხიანები და მეოთხე ხაზის დასასრულს – ერთი, ერთადერთი, ობო-
ლი ხუთიანი. ქვემოთ უკვე ახალი გვარი იყო.
და რა თავისუფლად ლაპარაკობდა მასწავლებელთან! თით­­ქოს
­ტო­­­ლი ყოფილოს!
გიას არ გახარებია ეს ამბავი. არც თავისუფლად ამოუსუნთქავს იმის
გამო, რომ სახელგანთქმული კაცი ამხანაგად ერგებოდა. პირიქით, ისე-
თი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეს უცხო ორიანები საკუთარ ცოდვასთან
ერთად დააწვა და ორმაგად დაამძიმა.
ისე გია, მასწავლებლისა არ იყოს, პატარას თუ მოინდომებდა... კაც-
მა რომ თქვას ნათია გოგიაშვილი გოგო თუა, იმიტომ ვერ ჯობია ბარე
ორ ბიჭს! ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი სწორი პასუხი, გიაც და გე-
ომეტრიის მასწავლებელიც რომ ასე გაახარა, ნათიას წყალობა არ იყო?
დაიქცა ქვეყანა, თუ ღამით ტყეში წასვლის ეშინია! ადრე არც ცურვა იცო-
და, მაგრამ ბოლოს ისწავლა და ახლა ბიჭებსაც კი არ ჩამორჩება...
ნუგზარ მამალაძეც, ჩვენში დარჩეს და, მშვენიერი ცენტრალური
თავდამსხმელია, ისე რა ღმერთი გაუწყრება, ერთი-ორი ბურთი არ გა-
იტანოს მეშვიდეკლასელების კარში.
ასე ფიქრობდა გია ბარბაქაძე, პატარა ბიჭი, ცამეტი წელი სასწაულს
რომ ელოდა და ბოლოს მართლა გადაურჩა საშემოდგომო გამოცდას.
ასე ფიქრობდა...
ან კი რა ექნა: ცამეტი წლის ბიჭი იქით უნდა წავიდეს, საითაც გული
მიუწევს. გული კი ნათია გოგიაშვილისაკენ მიუწევდა, მეტიჩარა გოგოს-
კენ, რომელსაც თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე, გია რომ მასთან
მივიდოდა.
გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც. და
ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის
ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს.
ასე იყო საქმე.
და გია ბარბაქაძე, თავის გუნებაში რომ ცამდე მართალ ბიჭებს
­ედა­ვებოდა, საკუთარი ბიჭობისდა სამარცხვინოდ, პირდაპირ მეტიჩა-

497
რა ნათიას სახლისაკენ მიაბიჯებდა, თუმცა პირველი სკოლის ეზო გაცი-
ლებით უფრო ახლოს იყო.

გიგანტი

გასკდომაზე მაქვს თავი...


მე, რასაკვირველია, კრეტინი ვარ. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არ-
სებობდეს. მაგრამ მარტო ჩემი კრეტინობით ყველაფერი ვერ აიხსნება.
მაგალითად, გიგანტის მეტამორფოზა...
არა, სად არის ლოგიკა? გიგანტი, ეს საცოდავად ატუზული გიგანტი,
გაკვეთილზე ნაკარნახევსაც რომ ვერ იმეორებდა.
ეტყობა, ნუნუკა სამზარეულოში ფუსფუსებს.
საწყალი ქალი! გული გაუსკდა ალბათ, გალეშილი რომ შემოვბარ-
ბაცდი ნაშუაღამევს. იშვითად თუ ვუნახივარ ნასვამი, ასე უსაშველოდ
გამტყვრალი ხომ მართლა არასოდეს ვყოფილვარ... ეს რიღათი უნდა
აიხსნას, – ჩემი მეტამორფოზა?..
რა მეტამორფოზები ამიტყდა! როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გამომ-
ნელებია ღვინო.
– ნუნუკა!
ნუნუკა შემოვიდა.
– როგორა ხარ?
– გასკდომაზე მაქვს თავი, როგორც დამწყებ ალკოჰოლისტს შეე­ფე-
რება.
– დაიძინე.
– ბორჯომი არა გვაქვს?
– კი.
რა მეშველებოდა, ნუნუკას მაგივრად რომ სხვა ვინმე შემერთო ცო-
ლად!
– ცოლი კი არა, პირდაპირ, მოვლენა ხარ.

498
– წუხელაც მოვლენა ვიყავი. მოვლენა და ანგელოზი, – მეორე
ოთა­ხიდან მეპასუხება ნუნუკა და ბორჯომი მოაქვს.
– ახლაც ანგელოზი ხარ.
იფ, იფ! ქვეყანაზე არაფერი არ უნდა არსებობდეს ბორჯომის გარ-
და!..
– ერთიც დამისხი. შევარცხვინე ღმერთის გემოვნება, თუ ამის მეტს
კიდევ სვამს რამეს... მარადიული სიყვარულობა და სულისკვეთება იმ
ნათელ პიროვნებას, ვინც ბორჯომი მოიგონა.
– რაო?
– ვაი, თავი!
– დაიძინე.
– რომელი საათია?
– რვის ნახევარი.
კიდევ კარგი, დღეს თორმეტზე მაქვს პირველი გაკვეთილი.
– ბავშვს სძინავს?
– ჰო.
– ბევრი სისულელე ვიბჟუტურე წუხელ?
– ისე რა.
– მთელ დედამიწაზე არ მოიძებნება ჩემისთანა კრეტინი... როგორც
ადამიანი, როგორც ქმარი და როგორც მოქალაქე.
– კარგი, დაიძინე, გამოშუშდი.
– რაო, რა ვილაპარაკე?
– რა ვიცი, რა ილაპარაკე... ხან აინშტაინი იყავი და ხან კრეტინი.
– კრეტინი ვყოფილვარ. მაინც რას ვამბობდი?
– „რატომ მაკოცა მეექვსე კლასში მათემატიკის მასწავლებელმა?
იმიტომ, რომ ლამაზი ბიჭი ვიყავი? (გამახსენდა!). არა. რატომ? იმიტომ,
რომ ნიჭიერი ვიყავი და, კრეტინი რომ არ ვყოფილიყავი, ახლა აინშტაი-
ნი ვიქნებოდი“. ეს ერთი. მეორე „რატომ ვერ ვეუბნები პარიკმახერს, რო-
გორ გამკრიჭოს თმა? რატომ ვუშვებ თავის ნებაზე? ჩემი თმაა, მისი ხომ

499
არა?“ მერე აიხირე, ფანჯრიდან უნდა გადავხტე, მთელი მსოფლიოს
კრეტინებს მაგალითი უნდა მივცეო.
მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ!
– შეგაშინე?
– შემატყვე, რომ შემეშინდა, და დამამშვიდე: ჩემისთანა კრეტინს ვინ
მისცა იმდენი გამბედაობა, რომ მეხუთე სართულიდან გადახტესო.
– ბავშვი ხომ არ გამიღვიძებია?
– შენი ხმა რომ გაიგო, იკითხა: ნესტორ ბიძიამ დიდი სპილო თუ ­მო-
მიტანაო. მერე ისევ ჩაეძინა.
– ნესტორ ბიძია არ არის ის, გიგანტი ბიძიაა.
– რა ბიძიაა?
– მე თუ მკითხავ, სიპანტია ბიძიაცაა, მაგრამ „სიპანტიამ“ პოპულა-
რობა ვერ მოიპოვა, „გიგანტი“ კი... თუმცა, წუხელ მეც გიგანტი ვიყავი.
– რა არის ეს „გიგანტი“?
– გეტყვი... მეშვიდე კლასში ვიყავით. ხაზგასმით ვამბობ, იცოდე:
მეშვიდე კლასში. ეგა და ჩვენი კლასის დამრიგებელი მეზობლები იყ-
ვნენ. ერთხელ დამრიგებელი ავად გამხდარიყო ანგინით და ამ გამო-
თაყვანებულისათვის დაუბარებია, დირექტორს გადაეცი, დღეს ვერ მო-
ვალო. მოვიდა თურმე დირექტორთან და უთხრა: ვასო მასწავლებელმა
შემოგითვალათ, ავადა ვარ და დღეს ვერ მოვალო. დირექტორი შეწუხ-
და: რა დაემართა, ბიჭოო, ეკითხება და ესეც მედიცინაში კარგად გარ-
კვეული კაცის კილოთი პასუხობს: „გიგანტი სჭირს, პატ. მასწ.“
ნუნუკა იცინის. ჩვენც ბევრი ვიცინეთ მაშინ. ამის შემდეგ გახდა გი-
განტი.
– ეჰ, ღვარძლი მალაპარაკებს, ნუნუკა, თორემ ეს რა გასახსენებელია.
– რა იყო, რა მოხდა?
რა მოხდა?
მე მხრებს ვიჩეჩავ, რადგან არ ვიცი, რა მოხდა. უფრო სწორად, არ
ვიცი, როგორ გამოვხატო ის, რაც მოხდა. მოხდენით კი რაღაც საძაგლო-
ბა მოხდა.

500
მაგრამ, სანამ ამ საძაგლობას გიამბობდეთ, ორიოდე სიტყვას მოგახ-
სენებთ ჩემს პიროვნებასა და ჩემს ოჯახზე.
როდესაც გამანაწილებელი კომისიის სხდომაზე გამომიძახეს, ჩემ-
თვის უკვე ნათელი იყო, რომ აინშტაინი ვერ გამოვიდოდი, თუმცა მათე-
მატიკის მასწავლებელი თავის დროზე დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე.
ცხოვრების ულმობელმა ლოგიკამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა
და თეთრი ცარცითა და წითელი მელნით შეიარაღებული, ხუთი წლის
განშორების შემდეგ ისევ დავბრუნდი სკოლაში.
მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა. თხუთმეტი წელი არაა პატარა
ხანი. და მართლაც შევეჩვიე მასწავლებლობას.
ოროთახიანი ბინა, მე და ნუნუკას ხელფასი, ნუნუკას დიდი საოჯახო
ხელოვნების წყალობით ყველაფერს რომ წვდება. უფრო მეტიც, იმის გა-
მო, რომ ამ ცოტა ხნის წინ ჩემს კოსტიუმს ექვსი წელი შეუსრულდა და,
ბუნებრივია, თავისი პირვანდელი სახე დაკარგული აქვს, ნუნუკამ ფუ-
ლის დაზოგვა დაიწყო. აი, ზეგაც ავიღებ ხელფასს და მე, ნუნუკა და პა-
ტარა ქეთინო ზარზეიმით შევაღებთ რომელიმე მაღაზიის კარს. რასაკ-
ვირველია, გადამწყვეტი სიტყვა კოსტიუმის არჩევაში ნუნუკას ეკუთ-
ვნის, მაგრამ ისეთ სახეს მივიღებთ, თითქოს ქეთინოა ყველაფერი, ჩვენ
კი ისე წამოვყევით, უბრალოდ, თვითონაც შეიფერებს მთავარ როლს
და, უნდა ნახოთ, როგორ დადინჯდება.
ასეთია ჩემი ოჯახი.
და აი, გუშინ, ნაშუადღევს, ოჯახის მამა პურის საყიდლად წავიდა.
ტანთ ეცვა იმ კოსტიუმის შარვალი და ზოლებიანი ხალათი, რომელიც,
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საგარეო ხალათად ითვლება.
ის იყო მაღაზიას გავუსწორდი, რომ უეცრად...
– გოგია!
და ვიღაცამ მკლავზე წამატანა ხელი.
ხმა აშკარად ნაცნობი იყო. ნაცნობი იყო ვიწრო შუბლიც. გადაბმული
წარბებიც. მაღალი, კეხიანი ცხვირიცა და არაადამიანურად განიერი ­ნი-
კაპიც. და მხოლოდ ერთი წამის, ან, შესაძლებელია, უფრო მცირე ხნის

501
განმავლობაში, მთელი ეს ნაცნობი ატრიბუტები დაჩრდილა ელეგან-
ტურმა მორთულობამ: საუკეთესო კოსტიუმმა, ქათქათა ხალათმა და წი-
თელმა ჰალსტუხმა. მაგრამ მეორე წამს ელეგანტური ჩაცმულობა
მკრთალ ფონად იქცა და მე ვიცანი სკოლის ამხანაგი.
გიგანტი!
– ნესტორ!..
ოცი წლის უნახავი ამხანაგები ერთმანეთს გადავეხვიეთ.
„გიგანტი, გიგანტი, უყურეთ ერთი, როგორ გამოპრანჭულა!.. მაგრამ
შეცვლით სულ არ შეცვლილა. ისევ ის გიგანტია, რაც ბავშვობაში იყო!“
ერთხანს მათემატიკის მასწავლებელმა გიგანტი მე მომაბარა,
ამე­ცადინეო. ღმერთო, რას ვიტანჯებოდით ორივე! საათობით ვუხსნი-
დი სრულიად მარტივ ამოცანებს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! მის
თავში არაფერი შედიოდა. საწყალი თვითონაც გრძნობდა, რომ სწავლი-
სათვის არ იყო გაჩენილი და, როდესაც მოთმინება გამომელეოდა და
ავყვირ­დებოდი, ხმას არ იღებდა, – იჯდა გაბუსუნებული და მორჩილი
თვალებით შემომცქეროდა, თითქოს მეუბნებოდა: რატომ მიყვირი, გო-
გია, ბიჭო, რა ვქნა, ღმერთმა ასეთი გამაჩინაო და... ასევე ჰქონდა საქმე
ქართულში, ისტორიაში, თითქმის ყველა საგანში. არაფერი არ გაიმეტა
მისთვის ბუნებამ. თუმცა კლასიდან კლასში მაინც გადადიოდა; გადა-
დიოდა ხან მასწავლებლის გულჩვილობით, ხან კიდევ იმით, რომ მამა-
მისი პურის საცხობში მუშაობდა, დროება კი მაშინ მძიმე იყო. ერთი-ორ-
ჯერ დირექტორმა მეპურე სკოლაში დაიბადა და ურჩია, გაიყვანე სკო-
ლიდან და რამე შესაფერისი საქმე მიეციო. საწყალ მეპურეს ყოველთვის
ასე ეგონა, დირექტორის რჩევას გარიცხვის სუნი ასდისო და ცრემლმო-
რეული იხვეწებოდა, შენი მუხლ-კალთის ჭირიმე, პატარა კიდევ აცა-
ლეთ, იქნება გაეხსნას გონებაო. ამ პატარ-პატარაობაში გიგანტმა დაამ-
თავრა სკოლა, რაც შეეხება გონების გახსნას, ასეთი რამ არ მომხდარა.
– რას შვრები, როგორა ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ!
– რა ვქნა, ვცოცხლობ... შენ როგორა ხარ?

502
მინდოდა მეთქვა, შენ როგორა ხარ გიგანტო-მეთქი, მაგრამ ბოლო
წამს, არ ვიცი რა ღმერთი გამიწყრა და, გადავიფიქრე. ეს იყო პირველი
და უმთავრესი შეცდომა.
გიგანტმა ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
– ცოლი არ შეგირთავს?
– კი, შევირთე. შენ?
– ბავშვები?
– ერთი გოგო მყავს. შენ?
– ჰოო... კარგია, ძალიან კარგი, – მითხრა გიგანტმა და ჩემი „საგა-
რეო“ ხალათი შეათვალიერა, – ოჯახი, შენი ბუდე, მყუდროება... მიხვალ
შინ და ცხელი სადილი დაგხვდება. კარგია ოჯახი, კარგია. თუმცა ყველა-
ფერსა აქვს თავისი ღირსება და ნაკლი. ერთი მხრივ, კარგია, ზიხარ შენ-
თვის ცოლ-შვილში და კითხულობ გაზეთს, ან ტელევიზორს უყურებ,
მაგრამ, მეორე მხრივ, ოჯახი ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. სამ-
სახური და სახლი, სამსახური და სახლი.
– მე ჩემს ბავშვთან თამაშს არაფერი მირჩევნია.
– შეეჩვიე, – ისეთი კილოთი მითხრა გიგანტმა, თითქოს მე ვიყავი
კრეტინი და ის მიხსნიდა საათობით ალგებრის უმარტივეს ამოცანებს. –
აიღე, მაგალითად, გლეხი: თუ კარგი მოსავალი მოუვიდა, ძროხა კარგად
იწველება, ცოლ-შვილი ჯანმრთელად ჰყავს და ზამთრისათვის მომზა-
დებულია, თავი უბედნიერესი კაცი ჰგონია. იმიტომ, რომ მეტი მოთხოვ-
ნილება არა აქვს. მე შენ გლეხს კი არ გადარებ, ღმერთმა დამიფაროს,
მაგრამ ხომ გახსოვს რას ამბობს გოეთე (სად ისწავლა ამდენი ამ ბატმა!
ისე ახსენებდა გოეთეს, გეგონებოდა მისი კარის მეზობელი ყოფილი-
ყო): Стремиться к высокому, прекрасному, житейские дела мешают нам.1
– სად ამბობს მაგას გოეთე?
„მე შენ გიჩვენებ სეირს!“
– როგორ არ გახსოვს, კაცო, ერთ თავის ნაწარმოებში ამბობს.
ერთ თავის ნაწარმოებში!

503
„არ იცი, გიგანტო! რაზეც გინდა დაგენიძლავები, არც ის იცი, რა ენა-
ზე ამბობს მაგას გოეთე!“
რა მიშლიდა ხელს, რომ ხმამაღლა მეთქვა ჩემი აზრი. გიგანტი იყო,
სხვა ხომ არავინ?! საწყალი, უნიჭო გიგანტი, რომელსაც მიზნად დაესახა
ნაცნობ-მეგობრებში შემთხვევით შეკრებილი ცნობები საკუთარ ერუდი-
ციად გაესაღებინა. ალბათ რეაბილიტაციას ეძებდა, – მე ხომმისი უნი-
ჭობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიყავი! მაგრამ რატომ ვერ ვუთხარი
პირდაპირ ჩემი აზრი? ნუთუ ლამაზი კოსტიუმის გამო?
– მაშ, არ აპირებ ცოლის შერთვას?
„სად მიისწრაფის, ერთი, ისეთ ადგილას, რომ ცოლ-შვილი წინ გა-
დაეღობოს?“
თქვენც არ მომიკვდეთ! – არ მიპასუხა.
– სად მუშაობ?
– სკოლაში, მათემატიკას ვასწავლი.
„მე რაღად ვპასუხობ?!“
მაგრამ მაინც ვპასუხობდი. ეტყობა, მე უფრო კრეტინი ვარ. ისე, საინ-
ტერესო საუბარი კი გამოგვივიდოდა, მეც რომ არ მეპასუხა და მარტო შე-
კითხვები გვეძლია ერთმანეთისთვის. ნეტა რას იზამდა?
– მასწავლებლობა კარგი საქმეა. მომავალი თაობის აღზრდა. კარგია
(ვატყობდი, ნერვები მეშლებოდა და ჩემს გულს ვასკდებოდი). არ გირე-
ვენ ბავშვები?
– თავიდან მირევდნენ. ახლა აღარ მირევენ.
– ჩვენს დროს რა იყო, გახსოვს? თუმცა შენ წყნარი იყავი. მე მაგრა
ვურევდი. ახლა რომ მახსენდება, მრცხვენია. რას ვერჩოდით, კაცო, სი-
კე­თის მეტი რა უნდოდათ ჩვენთვის? ნწუ, ნწუ... ერთხელ, არ ვიცი, იყავი
თუ არა შენ იმ გაკვეთილზე, ბიძინა რობაქიძეს დაფის უკან დავემალე.
გახსოვს ბიძინა რობაქიძე? „აბა, ჰე, დავიწყოთ. ვის ხუთიანი და ვის
ორიანი“. დავემალე დაფის უკან. ამოიკითხა სია. „ნესტორ სურგულაძე!“
„ვარ!“ მიიხედ-მოიხედა, ნესტორ სურგულაძე არსად ჩანს. პირველად
ეგონა, სხვამ თუ დაიძახა სურგულაძის მაგივრადო. „ნესტორ სურგულა-

504
ძე!“ „ხომ გითხარი, მასწ., ვარ!“ კიდევ მიიხედ-მოიხედა, გაგიჟდა კაცი!
„ნესტორ სურგულაძე!“ ხა-ხა-ხა... ძლივს მიპოვა. გამაგდო კიდეც გარეთ
(როგორ არ ვიყავი იმ გაკვეთილზე. გუშინდელივით მახსოვს, – გიგანტს
არ გაუკეთებია ეს, სხვამ გააკეთა. არ ვიცი, რატომ იბრალებდა სხვის სი-
სულელეს, თავისი არ ყოფნიდა ამ უბედურს?!). ძალიან ზარმაცი კი ვი-
ყავი. ქართველებს გვახასიათებს, საერთოდ, სიზარმაცე. ნიჭიერი კაცი
ყოველთვის ზარმაცია.
ნიჭიერი კაცი!
– შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ზარმაცი ნი-
ჭი­ერია.
– რატომ არ ნიშნავს? – გაუკვირდა გიგანტს და თვალები აახამხამა.
მთელი საუბრის განმავლობაში პირველად გაიხსენა ეს ბავშვობისდრო-
ინდელი ჩვევა. ასე იცოდა ბავშვობაში: როცა რამეს ვერ გაიგებდა, მოგა-
ჩერდებოდა, პირს ოდნავ გააღებდა და თვალებს აახამხამებდა. – თუკი
ყველა ნიჭიერი ზარმაცია, ყველა ზარმაციც ნიჭიერი იქნება, აბა რა! ლო-
გიკის ამბავი არ არის?!
„კი, კი, გიგანტი ხარ, წყალი არ გაუვა“.
ახლა იმასღა ვნატრობდი, მალე მომეშორებინა. მაგრამ იმის გამო,
რომ კრეტინი ვარ, ვიდექი და ველოდებოდი, თვითონ როდის მომიშო-
რებდა.
თურმე სადა ხარ!
– რა ადგილას ცხოვრობ?
– აგერ ვცხოვრობ, იმ გადასახვევში.
– კარგი ადგილია (არა, ყველაფერს რომ მიქებდა მოწყალე ჟეს-
ტით!). არ გამაცნობ შენს ოჯახს?
– როგორ არა.
„ბრრ!“
– წავიდეთ, აბა!
იქნებ არ მივდიოდი შინ! იქნებ გადაუდებელ საქმეზე მივდიოდი
სადმე!

505
– წავიდეთ. პური ვიყიდო...
უცებ გამახსენდა, რომ შინ ძველი კარადა მედგა, რომლის ერთი ­მხა-
რე გარდერობი იყო, მეორე მხარე კი – სერვანტი (ეტყობა, ჩემი არსების
რომელიღაც იდიოტურმა ნაწილმა უკვე აღიარა გიგანტის უპირატესო-
ბა).
– გაიცანი, ნუნუკა, ჩემი სკოლის ამხანაგი, ნესტორ სურგულაძე.
– აა, ძალიან სასიამოვნოა.
ნუნუკას მართლა გაუხარდა, ჩემი ბავშვობის ამხანაგი რომ ნახა. რა
იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა ჩემს გულში.
– დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემი გოგის მეუღლე გავიცანი, – დად-
ნა ღიმილად გიგანტი და ხელზე აკოცა ნუნუკას.
„ესეც შენი გიგანტი!“
თუმცა, უნდა ითქვას, თავაზიანობის ეს არისტოკრატიული ჟესტი
დახვეწილობით არ გამოირჩეოდა: იმის მაგივრად, რომ ახლო მისული-
ყო და ტუჩები მიეტანა ხელთან, გიგანტი დაახლოებით ერთი მეტრის
­მანძილზე შეჩერდა და ისე დაითრია ნუნუკას ხელი, შემეშინდა, არ აახ-
ლიჩოს-მეთქი. ნუნუკას სულ ოდნავ გადაჰკრა სახეზე ცბიერმა ღიმილმა.
– დაბრძანდით, – სკამი უჩვენა გიგანტს და, როცა გიგანტი დაჯდა,
განაგრძო, – ასე შემთხვევით რატომ უნდა ხვდებოდეთ ერთმანეთს. თა-
ნაც ამ ზაფხულს ოცი წელი გისრულდებათ, რაც სკოლა დაამთავრეთ.
განა არ შეიძლება, ოცი წლისთავზე შეიკრიბოთ ერთად.
– ეჰ, ძალიან კარგი იქნებოდა, ქალბატონო ნუნუ (“შენთვის არ იქნე-
ბოდა მაინცდამაინც კარგი, ჩემო გიგანტო“), მაგრამ საქმეები, საქმეები.
ჩვენს მოუსვენარ ეპოქაში ერთი წუთი არა გაქვს კაცს თავისუფალი.
მე ნუნუკასკენ გავაპარე თვალი. მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილება
შეექმნებოდა. მან ხომ არ იცოდა, რომ ნესტორ სურგულაძე გიგანტი იყო.
ნუნუკას არაფერი შეტყობია.
– მამაკაცები ყოველთვის ეპოქას აბრალებთ ყველაფერს და ყოველ-
თვის ძალიან საქმიან ხალხად მოგაქვთ თავი. სინამდვილეში კი, მე მგო-
ნია, ყველაფერი სიზარმაცის ბრალია.

506
– შეიძლება, შეიძლება, – სიცილით დაეთანხმა გიგანტი, – საერთოდ,
ქართველებს გვახასიათებს სიზარმაცე. ნიჭიერი კაცი ყოველთვის ზარ-
მაცია.
„ესხომ თქვი უკვე, შე მართლა გიგანტო!“
– ქართველებს უფრო ის გვახასიათებს, ჩვენს სიზარმაცეს რაიმე სა-
სურველი გამართლება მოვუძებნოთ...
ამ დროს ოთახში ქეთინომ შემოიჭყიტა.
– მოვიდე, მამა?
– მობრძანდი.
ქეთინო შემოვიდა, ოღონდ ჩემთან არ მოსულა, დედამისს ჩასჭიდა
ხელი კაბაში, სალოკი თითი პირში ჩაიდო და ცნობისმოყვარე თვალით
მიაჩერდა გიგანტს. გიგანტი წამოდგა, მივიდა ქეთინოსთან, ხმაურით
აკოცა ლოყაზე და ისევ თავის ადგილას დაჯდა.
– ჩვენი მომავალი, – თქვა მან, – ჩვენი ცხოვრების ყვავილი... ლა ლა-
მაჟი გოგოა, ელთი ამას უყულეთ!.. ბედნიერი ხალხი ხართ. ამოდენა გო-
გო რომ მყავდეს, რაღა მიჭირდა.
– რა გიშლით ხელს? – გაიღიმა ნუნუკამ.
– არავინ მომყვება, ქალბატონო ნუნუ, – იხუმრა გიგანტმა.
ქათინაურს ელოდა.
– მართლა? – გაიცინა ნუნუკამ.
მეც გავიცინე, როგორც ზრდილობიან კაცს შეეფერება.
– რატომ არავინ მიყვება, დედა, ამ ბიძიას?
ამჯერად, როგორც ზრდილობიან კაცს შეეფერება, შევიკავე სიცილი.
ნუნუკამ ისევ გაიღიმა.
– ხუმრობს, დედიკო, ბიძია.
– მოდი, პატარა გოგო, ჩემთან, – შესთავაზა გიგანტმა.
ქეთინო გიგანტს მისჩერებოდა და ვერ გადაეწყვიტა, მისულიყო თუ
არა.
ნუნუკა წამოდგა.

507
– მაპატიეთ, მე დაგტოვებთ ცოტა ხანს. იმედია, სიყრმის მეგობრები
მარტო არ მოიწყენთ (ნუნუკას, საერთოდ, სჩვევია ირონია, მაგრამ ახლა
ვერ მივხვდი, ეს „სიყრმის მეგობრები“ მე გადმომკრა, თუ ისე თქვა, რა-
იმე განსაკუთრებული აზრის გარეშე), – მერე ქეთინოს მიუბრუნდა, – შენ
მამასთან იყავი, ბიძია არ შეაწუხო.
– არ ვეჭიდაო?
– ჰო, არ ეჭიდაო, – ღიმილით უპასუხა ნუნუკამ.
– მოდი ჩემთან, – ისევ მიიპატიჟა გიგანტმა ქეთინო.
ქეთინო მიუახლოვდა.
– რა გქვია, პატარა გოგო?
– ქეთინო. შენ რა გქვია?
„გიგანტი“.
– მე ნესტორი მქვია.
– ნესტორი? ჰი... ჩემს სპილოს ჰატი ჰქვია.
– ჰატი?
– მაუგლიში რომ სპილოა, იმასაც ჰატი ჰქვია.
– აა! ახლა მითხარი, ძამიკო უფრო გინდა თუ დაიკო?
– შენ ძაღლი გყავს?
– კი.
– რა ჰქვია?
– წაბლა.
– მე მამამ პატარა ლეკვი უნდა მიყიდოს და პიპო უნდა დავარქვა.
– რა სახელებია ატი, პიპო...
– ატი კი არა, ჰატი.
– ჰატი, ჰატი. – მე და პიპო სულ ერთად ვიქნებით. ტყეში აღარ შემე-
შინდება. პიპო მგელს მოერევა. შენ მილიციელს მოერევი?
– ბდღვირს კი არ ავადენ?!
– მამაც მოერევა. მაგრამ მამა არ ეჩხუბება მილიციელს. იმიტომ,
რომ მილიციელს პატარა გოგოები ციხეში არ მიყავს. მილიციელი წეს-
რიგს იცავს.

508
– ისე იმას რა ვუთხრა!
– ხომ იცავს, მამა, მილიციელი წესრიგს?
ორ ცეცხლს შუა ჩავვარდი.
– თუ კარგი მილიციელია, იცავს.
ქეთინომ დაეჭვებული თვალით გადმომხედა, შემატყო ღალატი. მე-
რე ისევ გიგანტს მიუბრუნდა:
– სიმღერა იცი?
– როცა ჩაის ჭიქა მიჭირავს ხელში, მაშინ ვიცი.
– მე ისედაც ვიცი.
– რა სიმღერა იცი?
– „ეს საწყალი კურდღელი“.
– აბა, იმღერე.
ქეთინო მეორე ოთახში გავიდა, სათამაშო კურდღელი გამოიტანა,
მკლავზე გადაიწვინა და იმღერა.
– მომღერალი გამოვა, – დაასკვნა გიგატნმა.
ქეთინო არ დაეთანხმა:
– მხატვარი გამოვალ!
– ხატვაც იცი?
– შენ შვილი გყავს?
– არა მყავს.
– რომ გყავდეს, ხატვას და სიმღერას ვასწავლიდი.
გიგანტმა მუხლზე დაირტყა ხელი.
– რა ენა აქვს, კაცო! რამდენი წლისა ხარ?
– მე დაბადების დღეზე მამა საჩუქარს მიყიდის.
– უთხარი ბიძიას, რამდენი წლისა ხარ.
– ჯერ სამისა ვარ. მალე ოთხის გავხდები. გინდა გაჩვენო სპილო ჰა-
ტი?
– აბა, მაჩვენე.
ქეთინო გაკუნკულდა და შემოიტანა სპილო ჰატი. საწყალ ჰატის კი-
სერი მორღვეოდა და თავი ძაფზეღა ჰქონდა ჩამოკონწიალებული.

509
– ოჰ! რა მოსვლია შენს სპილოს?
– ავადაა. მაგრამ, მე რომ დავიძინებ, დედა მიაკერებს თავს და ისევ
კარგად იქნება.
– მე გიყიდი შენ ახალ სპილოს.
– როდის მიყიდი?
– დღესვე. საქმის გადადება არ მიყვარს.
ამ დროს ნუნუკა შემოვიდა. ერთი ბოთლი შამპანური და შოკოლადი
შემოიტანა. შოკოლადი შინ გვქონდა. – ერთმა ჩემმა კოლეგამ მოუტანა
გუშინ ქეთინოს. შამპანური კი ახლა ეყიდა.
– რატომ წუხდებით, ქალბატონო ნუნუ?
– ეს რა შეწუხებაა! შეწუხება რომ მდომოდა სამოცფუთიან ჭურს მო-
გიხდიდით...
სანამ მე ბოთლს გავხსნიდი, ნუნუკამ ჭიქები შემოიტანა. ქეთინომ
ერთი ჭიქა აიღო და გიგანტს მიაწოდა.
– აჰა, ჭიქა, იმღერე ახლა.
ნუნუკას გაუკვირდა. მე გამეღიმა. გიგანტი აროხროხდა.
– რა ბავშვია, კაცო! სიტყვაზე არ დამიჭირა?!
– თუ არ იცოდი სიმღერა, რას მატყუებდი?! – ცხვირი აიბზიკა ქეთი-
ნომ და ზურგი შეაქცია საპატიო სტუმარს.
– ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს, – დავილოცე მე.
– გაუმარჯოს, – კვერი დამიკრა ნუნუკამ.
გიგანტმა პროფესიული მსმელის ჟესტით მაღლა ასწია ჭიქა და სი-
ნათლეზე გახედა.
– ამ ჭერ-კუთხეს გაუმარჯოს! – საზეიმო კილოთი დაიწყო მან. – ამ
ტკბილ ოჯახს გაუმარჯოს! ამ ნორჩ ყვავილს გაუმარჯოს! – ქეთინო თა-
ვისკენ დაითრია და მარცხენა ხელი გადახვია. – თქვენს კარგ სიყვარუ-
ლობას და თქვენს კარგ სულისკვეთებას გაუმარჯოს! იცოცხლეთ,
იხა­რეთ, იბედნიერეთ!
როცა შამპანური დავცალეთ, გიგანტმა თქვა:
– ქალბატონო ნუნუ, გოგი ამ საღამოს ჩემი სტუმარია.

510
გულზე შემომეყარა. არ იქნა და ვერ მოვიშორე ეს კაცი!
– აჰ, არა, ნესტორ! ხვალისთვის იმდენი რვეული მაქვს გასასწორებე-
ლი, რომ მახსენდება, ტანში მაზრიალებს.
არავითარი რვეულები არ მქონდა გასასწორებელი, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ კიდევ ერთი საათი და გავგიჟდებოდი. – არ გამაგონო!
ოცი წელიწადია ერთმანეთი არ გვინახავს. რვეულებს უნდა ანაცვალო
ჩვენი მეგობრობა?!
„მერე რა მეგობრები ვიყავით!
– სხვა დროს იყოს...
– ა-პა-პა-პა-პა! ხომ იცი, ახლა, არ მოგეშვები!
– გამაგდებენ სკოლიდან!
გიგანტმა ჩაიცინა.
– ეგ ჩემზე იყოს. უბატონოდ ხმას ვერ გაგცემენ.
„ნეტა რა არის ასეთი, ამდენს რომ იქაჩება?“
– უხერხულია, კაცო, ბავშვები...
– თუ ცოტა მაინც გაქვს ჩემი სიყვარული („შენზე ამომდის მზე და
მთვარე„). მაგაზე ლაპარაკს დაანებე თავი. მორჩა, მორჩა, შევთან-
ხმდით. მიდი ახლა, ჩაიცვი და წავიდეთ!
ჩაიცვიო!
ნუნუკასაც კი გადაჰკრა ფერმა.
საქმე ისაა, რომ ჩაცმული ვიყავი, ჩემი ჟამგადასული პიჯაკიღა მაკ-
ლდა.
შევატყვე, რომ წინააღმდეგობა უნაყოფო იქნებოდა.
– კარგი, წამოვალ, მაგრამ ხვალინდელი დღე, იცოდე, შენს სინდის-
ზეა.
– იყოს ჩემს სინდისზე.
გავედი პიჯაკის ჩასაცმელად.
სამი-ოთხი დღის მერე მაინც შემხვედროდა ეს ბრიყვი! იქნებ ამა­სო-
ბაში ახალი კოსტიუმი მეყიდა და ჩემს დღევანდელ ჩაცმულობას, ბო-

511
ლოს და ბოლოს, მოშორდებოდა შეუფერებელი განსაზღვრება „საგა-
რეო“, უკვე რამდენიმე წელიწადი დაცინვასავით რომ ისმის.
ნუნუკა შემოვიდა.
– ფული დაგვრჩა?
– ხუთი მანეთი. ჰალსტუხს არ იკეთებ?
– გავიკეთო?
– გაიკეთე.
– ამ ხალათზე?
ახალთახალი ჰალსტუხი მაქვს. ახალთახალი ჰალსტუხი ძველთაძ-
ველი კოსტიუმისა და ძველთაძველი ხალათის ფონზე მეტისმეტად
თვალშისაცემ კონტრასტს ქმნის.
– არაფერია. სად მუშაობს შენი მეგობარი?
– რა ვიცი, სად მუშაობს.
– არ დაინტერესდი სიყრმის მეგობრის ამბით?
– შენი დაცინვა მაკლია ახლა.
– აიღე ეს ხუთი მანეთი.
– მაქვს ტრამვაის ფული.
– აიღე. რა იცი, რაზე დაგჭირდება.
– გაგიჟდი? ხვალ რა ვჭამოთ?!
– ღმერთი მოგვცემს. აიღე.
– შენისთანა გოგო მეორე არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე.
– ვერც დაიბადება.
– მაშ, წავედი.
– მზად ხარ? – მკითა გიგანტმა და საკმაოდ უცერემონიოდ შეათვა-
ლიერა ჩემი მორთულობა.
გამოთხოვებისას ქეთინოს შუბლზე აკოცა, ნუნუკას ხელი კი ისევ ისე
დაითრია, შემეშინდა, არ აახლიჩოს-მეთქი.
– დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემს გოგის ასეთი ტკბილი ოჯახი ჰქო-
ნია, – გამოაცხადა წასვლის წინ.
– სპილო არ დაგავიწყდეს! – მიაძახა ქეთინომ.

512
ასე დამთავრდა გიგანტის სტუმრობა. შემდგომი ეტაპი უკვე გიგან-
ტის მასპინძლობა იყო.
– რა მიყავი, კაცო, გადაირევა ხვალ ჩემი დირექტორი.
– გადაირევა და ცივი წყალი დალიოს.
– სად მივდივართ?
– არ ინანებ, ნუ გეშინია.
გიგანტი ოდნავ წინ მიდიოდა და ჩემსკენ არ იყურებოდა. ღმერთმა
იცის, იქნება მართლა ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ბრალი იყო. ყოველ
შემთხვევაში, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ ელეგანტურად ჩაც-
მულმა კაცმა ქუჩაში დამიქირავა ახლად შეძენილი ტელევიზორის შინ
მისატანად.
გიგანტმა უნივერმაღში შეუხვია.
– აქ რა გვინდა?
ჩემი ჭკუით, ვითომ იხტიბარს არ ვიტეხდი და ფორმალურ დამოუკი-
დებლობას ვინარჩუნებდი.
– მოდი.
მხოლოდ მაშინ მივუხვდი განზრახვას, როცა გეზი სათამაშოების
განყოფილებისაკენ აიღო. დახლში ახალგაზრდა ქალი იჯდა. გაფუმფუ-
ლებული თმა, რომელიც ძალიან უხდებათ ქალიშვილებს, სახეზე ტონი,
თვალების კუთხეებში, ოდნავ ირიბად, შავი ხაზები, და ღია ფერის პო-
მადა. ერთი სიტყვით, თანამედროვე თავი მოჩანდა დახლს უკან.
– ჩემი კატეგორიული სალამი! – დარდიმანდული კილოთი მიესალ-
მა გიგანტი და მეც იძულებული გავხდი მეთქვა გამარჯობათ-მეთქი,
თუმცა უცნობ გამყიდველებს არასოდესვესალმები.
– გამარჯობათ, – გვიპასუხა ახალგაზრდა ქალმა და მოლოდინის
თვალით მიაჩერდა გიგანტს.
– აბა, თუ მიხვდებით, რა გვინდა! – მიაშტერდა ახალგაზრდა ქალს
გიგანტი.
– სპილო, – ისეთი კილოთი უპასუხა ქალიშვილმა, თითქოს სპილოს
მეტი უნივერმაღში არაფერი იყიდებოდა.

513
გიგანტი გადაირია.
– ამისთანა ლამაზი ქალიშვილი თუ ასეთი გულთმისანი იქნებოდა,
მაგას კი ვეღარ ვიფიქრებდი. აბა, აგვირჩიეთ ერთი კარგი, ლამაზი სპი-
ლო, თქვენ რომ შეგეფერებათ, ისეთი.
წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდოდა ეთქვა ამ „თქვენ რომ შეგეფერე-
ბათი“, მაგრამ ქალიშვილს არ გაკვირვებია, პირიქით, კეკლუცად გაიღი-
მა და ტანის მოხდენილი რხევით მოშორდა დახლს.
გიგანტმა გადმომხედა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
ქალიშვილმა სპილო მოიტანა – დიდი, ლამაზი სპილო.
– მოგწონთ?
– კი, კარგია, თუმცა თქვენ ვერ შეგედრებათ. შენ რას იტყვი? – ­მო-
მიბრუნდა გიგანტი.
– კარგია, მაგრამ... რა ღირს?
– თორმეტი მანეთი.
– რამე უფრო იაფიანი... – ხმადაბლა ვუთხარი გიგანტს.
– რას ჰქვია უფრო იაფიანი! – ვითომ გაჯავრდა გიგანტი, – შენ ვინ
გკითხავს, შენთვის ხომ არ ვყიდულობ?! ჩემი ძმაკაცისთვის ვყიდულობ,
რას ეჩრები ჩვენს საქმეში?!
ქალიშვილმა გაიღიმა.
– შემიხვიე, გენაცვალე, – მოულოდნელად „შენობით“ ლაპარაკზე გა-
დავიდა გიგანტი და ფული ამოიღო.
ქალიშვილმა სპილო შეახვია და დახლზე დადო. ლამაზი ხელებიც
დახლზე დააწყო.
– შესანიშნავია, – თქვა გიგანტმა, – ასეთი სიმპათიური ქალიშვილი-
საგან ცუდ სპილოსაც კი სიამოვნებით ვიყიდდი („სიმპათიური... რატომ
სიმპათიური?“). დღეის ამას იქით ყველაფერს აქ ვყიდულობ. ხვალაც
მოვალ. მოვიდე?
– მობრძანდით, – ქალიშვილს სახეზე ღიმილი არ სცილდებოდა.
– აუცილებლად მოვალ, რომელ საათამდე მუშაობთ? – ისევ მიმარ-
თვის თავაზიანი ფორმა აირჩია გიგანტმა.

514
– ექვსამდე.
– აუცილებლად მოვალ, – გიგანტმა თავისი ბანჯგვლიანი ხელი
მო­უ­ლოდნელად ქალიშვილის ლამაზ ხელს დაადო. მე გავწითლდი,
ქალიშვილი არ გაწითლებულა. – აუცილებლად მოვალ.
მერე რა სიმპათიური ქალიშვილი იყო!
სიმპათიური?
სიპანტიური!
არა, ოცი წელი არ გასულა, რაც მე და გიგანტი ერთმანეთს დავშორ-
დით. ოცი წლის წინ სკოლა დავამთავრეთ და ჩვენ ჩვენი გზით წავედით,
მაგრამ სკოლის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ ისევ შევხვდი გი-
განტს. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მე მაშინ მესამე კურსზე გადავედი,
გიგანტი კი იმ წელიწადს შევიდა უმაღლესში. ერთად ვიმგზავრეთ მატა-
რებლით ჩვენი პატარა, პერიფერიული ქალაქიდან თბილისამდე. მე არ-
დადეგები მქონდა და აღარ მახსოვს, რა საქმეზე მოვდიოდი. გიგანტი
საბუთების შესატანად მიდიოდა. წინა ორ ზაფხულსაც ეჯაჯგურებოდა
უმაღლესი სასწავლებლის კარს, მაგრამ ვერ შეაღო. მაშინ მამამისმა,
ჩვენი პატარა ქალაქის სახელგანთქმულმა მეპურემ, ორი წლის ამაო წა-
მებით გულადუღებულმა, დაიქადნა, მე არ ვიყო ჩვენი პატარა ქალაქის
პირველი მეპურე, თუ ნესტორი წელს უმაღლესში არ მოვაწყოო, და ამ
მიზნით ფრიად თავგანწირული ნაბიჯი გადადგა. უნდა ითქვას, რომ მე-
პურე მამამ სიტყვა შეასრულა, თუმცა, მე თუ მკითხავთ, არც ის უნდა
დარჩეს უთქმელი, რომ თავი მართლა გაწირა: როდესაც გიგანტმა გა-
მოცდები ჩააბარა და გამარჯვებული სარდალივით დაბრუნდა მშობლი-
ურ ქალაქში, მამამისი უკვე ადგილობრივი ციხის ბინადარი იყო.
მაგრამ სათქმელს გადავუხვიე, დიახ, მე და გიგანტმა ერთად ვიმ-
გზავრეთ მატარებლით. გიგანტი ნასვამი იყო. სანამ მატარებელი დაიძ-
ვრებოდა, ფანჯარაში ჰქონდა თავი გაყოფილი და ფორმალური მორჩი-
ლებით ისმენდა მშობ­ლების უკანასკნელ დარიგებას. ჩვენს კუპეში ერ-
თი გოგონა იჯდა. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული სილამაზით გამო-
ირჩეოდა, მაგრამ კარგა ჩათქვირებული კი იყო. და აი, როცა მატარებე-

515
ლი დაიძრა და გიგანტის ღვაწლმოსილი მშობლები თვალს მიეფარნენ,
მომავალი სტუდენტი მოტრიალდა და ყოველგვარი შესავლის გარეშე
გამოუცხადა ჩათქვირებულ გოგონას: „თქვენ ჩემი სიპანტია ხართ!“ გო-
გონამ სიამოვნებით ჩაიკისკისა და ეშმაკურად შეათვალიერა ჩემი გიგან-
ტი ამხანაგი (ღვთის წინაშე, შესაფერისები კი იყვნენ). ეს იყო ერთგვარი
ნიადაგის მომზადება შემდგომი გულითადი საუბრისათვის, რომლის
აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ჭეშმარი-
ტად გასაოცარ საუბარში მრავლის უმრავლესჯერ იქნა წარმოთქმული
სიტყვა „სიპანტია“. შუაღამისას, როდესაც გოგონას ძილი მოერია, გი-
განტი ზედა საწოლზე აბობღებაში დაეხმარა. გოგონამ კეკლუცად გა-
უღიმა და მადლობა გა­დაუხადა, ხოლო დილით, გამოთხოვებისას, თა-
ვისი მისამართი მისცა.
არა, იმას კოჭებში ეტყობოდა, რა შვილიც იყო, მაგრამ ეს?!
– დაიჭი! – ლამაზად შეხვეული სპილო გამომიწოდა გიგანტმა.
საბავშვო განყოფილებას რომ გამოვცდით, გიგანტი შეტრიალდა და
გამოთხოვების ნიშნად ხელი დაუქნია ქალიშვილს.
– არაა ურიგო გოგო. რას იტყვი?
– პირიქით, ძალიან... სიმპათიურია.
ვერ გავბედე. მინდოდა მეთქვა, ძალიან სიპანტიურია-მეთქი, მაგრამ
ვერ გავბედე.
– ღირს, აბა, ხვალ საღამოს შემოვიარო?
– კი, ღირს.
– ხარაშო... – მითხრა გიგანტმა.
ქუჩაში კვლავ განვაახლეთ ტელევიზორის მყიდველისა და დაქირა-
ვებული მუშის როლი.
ბოლოს გიგანტმა ერთი ცნობილი რესტორნის კარი შეაღო, შუა დარ-
ბაზში შეჩერდა და მიიხედ-მოიხედა. მეც შუა დარბაზში შევჩერდი და
მივიხედ-მოვიხედე (ვიფიქრე, თავისუფალ ადგილს თუ ვეძებთ-მეთქი).
ბოლოს გიგანტმა ვიღაც შეამჩნია და ხელი აუწია. ის კაცი ჩქარი ნაბი-
ჯით მოგვიახლოვდა.

516
– ოო! გამარჯობათ, ნესტორ კონსტანტინოვიჩ!
იმ კაცმა და ნესტორ კონსტანტინოვიჩმა ხელი ჩამოართვეს ერთმა-
ნეთს (საწყალი კოსტაია! რამდენ ხანს იჯდა, ნეტა ციხეში ამ უბედურის
უმაღლესში მოწყობისათვის?!).
– ჭამს თქვენთან კაცი კარგ სადილს? – ჰკითხა გიგანტმა.
– ისეთ სუფრას გაგიშლით, ოჯახში გეგონებათ თავი.
არ ვიცი ვისი ოჯახი იგულისხმებოდა, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ
ეს კაცი დირექტორი უნდა ყოფილიყო, ან დირექტორის მოადგილე.
– აბა, თქვენ იცით! ცალკე ოთახი ხომ არის?
– კი, ბატონო, აქეთ მობრძანდით.
დარბაზის კუთხეში სამი კაცი უჯდა მაგიდას და საეჭვოდ გვითვალ-
თვალებდნენ. ერთი აყლაყუდა იყო (ყოველ შემთხვევაში, დამჯდარი
მთელი თავით მაღალი ჩანდა დანარჩენებზე) და ცალი ლოყა გამობე-
რილი ჰქონდა, – ეტყობა, მთელი ქათამი ედო პირში. დანარჩენი ორი
დაბლები იყვნენ და ერთმანეთს ჰგავდნენ, ოღონდ ერთს სათვალე ეკე-
თა, მეორეს კი – არა. პირველად უსათვალომ შეგვამჩნია და ამხანაგებს
რაღაც გადაულაპარაკა. სათვალიანმა ხელი ჩაიქნია, ხოლო აყლაყუდა
დაინტერესდა და უსათვალოსთან ერთად საეჭვოდ დაგვიწყო ცქერა.
„მთვრალების აკიდება მაკლია ახლა?“
რაღა მექნა, ვინმეს რომ ანგარიში ჰქონოდა გასასწორებელი ამ შტერ
გიგანტთან და აყალმაყალში გავრეულიყავი? როგორია მილიციის გან-
ყოფილებაში თავის ამოყოფა და ამავე დროს სრული შეგნება იმისა,
რომ შენ მომავალ თაობას ზრდი?!
დავიმშვიდე თავი, მთვრალებს, საერთოდ, სჩვევით უტიფრად ცქე-
რა-მეთქი, და კუპეში შევყევი გიგანტსა და დირექტორის მოადგილეს
(თუ ეს მართლა დირექტორის მოადგილე იყო).
– დაბრძანდით და ახლავე ყველაფერი გაჩნდება, – დაგვპირდა დი-
რექტორის მოადგილე და გავიდა.
მეორე წუთს კუპეში შემოვიდა ოფიციანტი, ახალგაზრდა ბიჭი.
– გამარჯობათ.

517
– გამარჯობათ.
ეს მე ვიყავი. გიგანტი არ მისალმებია, პირდაპირ საქმეს შეუდგა:
– აბა, რით გვასიამოვნებ?
– წიწილები გვაქვს...
– ახალი.
– ახალი. მწვადი შეგვიძლია შევწვათ. წვნიანს ხომ არ ინებებთ? –
წვნიანი შენთვის შეინახე.
ოფიციანტს ფერმა გადაჰკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეტყობა,
დირექტორის მოადგილემ სათანადო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.
ამ დროს მეორე ოფიციანტი შემოვიდა, ქალი, და ორი ბოთლი რვა
ნომერი ღვინო შემოიტანა.
– ეს რა არის? – იკითხა გიგანტმა.
– გამომიგზავნეს.
– ვინ?
ქალი უკვე გასვლას აპირებდა.
– არ ვიცი, გვარი არ უთქვამთ.
გიგანტმა გამანადგურებელი თვალით შეხედა ოფიციანტ ქალს და
წამოდგა.
– აბა, მაჩვენე!
გიგანტი და ოფიციანტი ქალი გავიდნენ.
– დიდი ხანია აქ მუშაობთ? – ვკითხე ახალგაზრდა ოფიციანტს.
– ორი წელიწადია.
„ნეტა გიგანტი როგორი ოფიციანტი იქნებოდა?“
ამ დროს გიგანტი შემოვიდა და თან შემოჰყვა ის სამი ტიპი, წეღან
რომ საეჭვოდ გვითვალთვალებდნენ.
– ორი კაცი კაი კაცი, მაგრამ ხუთი კაცი მთლად უკეთესი! – თქვა გი-
განტმა, – იცნობდეთ, ჩემი სკოლის ამხანაგი და ბავშვობის მეგობარი.
ოცი წელიწადია არ მინახავს.
შემოსულებმა ხელი ჩამომართვეს და გულდასმით შემათვალიერეს.

518
– ასე... – ხელები მოიფშვნიტა გიგანტმა, – ახლა შეიძლება კარგი
ქართული ქეიფი. ტკბილი და უვნებელი. აბა, ბიჭო, – მიუბრუნდა ოფი-
ციანტს, – კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი, ორი ბოთლი ხომ არის აქ?
ესე იგი: ჯერჯერობით რვა ბოთლი რომ მოგვიტანო კიდევ, რამდენი იქ-
ნება?
– რვა ბოთლი... – გაიმეორა ოფიციანტმა და ფანქრით ჩაინიშნა წიგ-
ნაკში.
– რამდენი იქნება? – არ მოეშვა გიგანტი.
– აბა, თქვი, თუ ბიჭი ხარ, რამდენი იქნება? – აუბა მხარი მეგობარს
აყლაყუდამ.
– ათი ბოთლი იქნება, – მშვიდად მიუგო ოფიციანტმა.
– ცოდნია! – ახარხარდა აყლაყუდა და, სიცილით რომ გული იჯერა,
განაგრძო, – ახლა ეს გვითხარი: ტარანნახევარი ღირს კაპიკნახევარი, რა
ეღირება ათი ტარანი?
ოფიციანტი აილეწა. მე კი ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი.
სამაგიეროდ სათვალიანი ჩაერია:
– ნუ გაუწყალეთ ბიჭს გული! გამოჩნდა ენამახვილი ხალხი!
– ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ გვემსახურება, – შეედავა უსათვალო.
– გვეყოფა, – ხელი ასწია გიგანტმა, – ესე იგი, – მიუბრუნდა ისევ ოფი-
ციანტს, – რვა ბოთლი. რვა ნომერია, რვა ნომერი იყოს. წიწილები...
– რამდენი?
– რას ჰქვია რამდენი?! რამდენიცა ვართ, იმდენი.
– აბა, რამდენი ვართ? – ისევ ახარხარდა აყლაყუდა, რომელიც, ეტ-
ყობა, ჯერ კიდევ წეღანდელი ოხუნჯობის ეშხში იყო. მაგრამ ამჯერად
აღარავინ აჰყოლია.
– ხუთი წიწილა... – ჩაინიშნა ოფიციანტმა.
– საუზმე ხომ იცი? სულგუნი, მხალი, ხიზილალა, ერთი სიტყვით,
ყველაფერი კარგი. მერე: სამწვადე ხორცი მზად გქონდეს და, როგორც
კი განიშნებ, მაშინვე შეუკვეთე. გასაგებია?

519
– ნესტორ კონსტანტინოვიჩ, – მიუბრუნდა გიგანტს უსათვალო და აყ-
ლაყუდაზე მიუთითა, – ამისთვის ყველაფერი ორ-ორი თავი მოიტანოს,
თორემ ვიცი, დესერტად მე დამაყოლებს.
– შენს ხორცს ძაღლი არ შეჭამს! – დაიცვა თავი აყლაყუდამ.
– მერე შენ და ძაღლი ერთი ხართ? – დინჯად შენიშნა სათვალიანმა.
– არ მიაქციო ამათ ყურადღება, – მითხრა გიგანტმა, – ესენი სულ ასე
კბენენ ერთმანეთს.
მე თავაზიანად გავიღიმე.
...ოფიციანტმა სურსათ-სანოვაგე შემოიტანა.
გიგანტმა ხელახლა მოიფშვნიტა ხელები. ასევე მოიქცა აყლაყუდაც.
სუფრის ერთ თავში გიგანტი იჯდა, მეორეში აყლაყუდა. აქეთ მხარეს
მე და უსათვალო ვიჯექით, ჩემს პირდაპირ – სათვალიანი.
– ვახსენოთ ღმერთი... – დაიწყო გიგანტმა.
– რომელსაც ზოგი ჩვენგანის გაჩენაში მონაწილეობა არ მიუღია, –
დინჯად ჩაურთო სათვალიანმა. სათვალიანს ძალიან სერიოზული სახე
ჰქონდა და, თავისი ორი ამხანაგისაგან განსხვავებით, გიგანტთან
ურ­თიერთობისას არ ახსენებდა საწყალ კოსტაიას.
– დაიწყო ახლა ამან თავისებური! – თქვა გიგანტმა, – თუ შეგვარგოს,
აბა, ლუკმა!
– კუთხეში დავაყენოთ! – წამოიძახა გახარებულმა აყლაყუდამ და
მარტო თვითონ გაიცინა.
– აღარ ვვარგივართ ქართველები, – გამოიტანა განაჩენი გიგანტმა, –
ყველგან კი არ უნდა ღრეჭვა. ქართული სუფრა, ძმაო, ის კი არ არის... ეს
წმინდა ამბავია. გაუმარჯოს ქართულ სუფრას, ღმერთი შეგვეწიოს.
– ღმერთი შეგვეწიოს, – დაუდასტურა აყლაყუდამ. ჩემი აზრით, მას
მართლა სჭირდებოდა ღვთის შეწევნა.
– გაუმარჯოს ქართულ სუფრას. გაგვიმარჯოს, – დალია უსათვალო-
მაც.
– ქართულ მადას გაუმარჯოს, – თქვა სათვალიანმა.

520
– ნუ გიყვარს შენ ყველაფრის გამასხარავება! – უკმაყოფილოდ შე-
ნიშნა გიგანტმა.
– გაგვიმარჯოს, – დავილოცე მეც და ნახევრამდე დავცალე ჭიქა.
– აპა-პა-პა-პა-პა! ახლა ღვინოს არ ვსვამო და რაღაცეები არ დამიწყო,
– მითხრა გიგანტმა და ახლო მომიჩოჩა ჭიქა, – ყურძნის წვენია, ბიჭო,
ვენაცვალე ამის დამწურავს კოჭებში. ქართულ სუფრაზე ქართულად უნ-
და დაილიოს. აბა, მიდი!
– ნესტორ...
– არ ვიცი მე „ნესტორ!“ ჭიქა დაცალე და მერე მითხარი, რაც გინდა.
არა მაქვს წინააღმდეგობის უნარი. დავცალე ჭიქა.
– აი, ეს უკვე სხვა საქმეა, – მომიბრუნდა სათვალიანი, – ახლა სრულ-
ფასოვანი ქართველი ხართ, ეჭვს ვეღარავინ შეიტანს.
– არ იქნება ამ კაცის გაჩერება დღეს?! – ვითომ გაჯავრდა გიგანტი (მე
კი მგონია, ამ „ვითომ გაჯავრების“ უკან არ იყო მაინცდამაინც სა­ვითო-
მოდ საქმე).
– ახლა, მეგობრებო, – საზეიმო კილოთი დაიწყო გიგანტმა, – მე მინ-
და ერთი ტკბილი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. შეიძლება ამით
ქარ­თული სუფრის წესს ცოტა გადავუხვიოთ...
– ქართული წესიდან გადახვევა ქართველობიდან გადახვევაა, – ჩა-
ურთო სათვალიანმა.
– მოუხერხეთ ამ კაცს რაღაცა! – ისევ „ვითომ“ გაჯავრდა გიგანტი.
აყლაყუდამ ყური აუწია სათვალიანს და მარტო თვითონ გაიცინა. გი-
განტმა კი განაგრძო:
– დიახ, შეიძლება ქართული სუფრის წესს ცოტა გადავუხვიოთ, მაგ-
რამ დღევანდელი დღის სულისკვეთება, როდესაც დღეს ოცი წლის უნა-
ხავი მეგობარი შევიძინე და ჩემი გული სავსეა ამ სიხარულის სულისკვე-
თებით, გვეპატიება ცოტა გადახვევა. მე მინდა, დიდი გრძნობით და სიყ-
ვარულობით შემოგთავაზოთ ჩემი ტკბილი მეგობრის, ჩემი ძმის, ჩემი
საყვარელი გოგიას სადღეგრძელო. როგორ გადის დრო! გუშინდელი-
ვით მახსოვს, ბოლო გამოცდა რომ ჩავაბარეთ, მთელი ღამე ვიქეიფეთ

521
და კარგადაც მოვილხინეთ. ასე ვიჯექით მაშინაც მე და ჩემი გოგია და
აგერ ოცი წელიწადი გავიდა და ერთმანეთი არ გვინახავს. დღეს ჩვენ
ვნახეთ ერთმანეთი და ქართულ სუფრას მოვაშურეთ. სიყვარულობა და
სულისკვეთება ყველაზე უკეთესად ქართულ სუფრაზე გამოიხატება.
ჩემს გოგიას გაუმარჯოს! მის ხასიათს ვენაცვალე მე! არ იცნობთ თქვენ
გოგიას, მაგრამ დღეის ამას იქით ჩვენი წევრი გახდა. დიდთან რომ დი-
დია, პატარასთან პატარა, მტერთან მტერი და მოყვარესთან მოყვარე.
ჩემს გოგიას გაუმარჯოს თავისი პატარა ტკბილი ოჯახით, თავისი პატა-
რა ქეთინოთი, ჩემი ძმაკაცით, და თავისი ოჯახობით, რომელიც ჩემი
ტკბილი და, ჩემი ნუნუ, ნამდვილი ქართველი ქალია, ვენაცვალე სულში.
შენ გენაცვალე, ჩემო გოგია, მოდი, ახლა გაკოცო, თორემ მერე ­სიმ-
თვრალეს დააბრალებენ.
მე და გიგანტმა საზეიმო ვითარებაში გადავკოცნეთ ერთმანეთი.
აყლაყუდამ ჭიქა აიღო და მომიბრუნდა:
– გაგიმარჯოს, ჩემო ძმაო! რაც მეტი ვიქნებით ქართულ სუფრაზე,
სიხალისეც მეტი იქნება. კეთილი იყოს შენი ფეხი, მე ასე ვიტყოდი,
ჩვენს ოჯახში. იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია. ერთი მრუდე კაცი კი გვირე-
ვია, – სათვალიანს დაჰკრა ბეჭზე უშველებელი ხელი, – მაგრამ გული
ამასაც კეთილი აქვს. გაგიმარჯოს და კარგად იყავი იმ შენი კაი ოჯახით.
სიტყვა აიღო უსათვალომ.
– რომ დაგინახე რესტორანში შემოსული, მაშინვე მივხვდი, კაი ბიჭი
იქნებოდი. იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება, ნესტორ კონსტან-
ტინოვიჩის მეგობარი ჩვენი მეგობარიცაა. ვინც ნესტორ კონსტანტინო-
ვიჩის მეგობარი არაა, ის არც ჩვენი მეგობარია. – რკინისებური ლოგიკის
კლასიკური მაგალითი, – ჩაილაპარაკა სათვალიანმა.
– მაცალე, კაცო! – გაუწყრა უსათვალო. მერე ერთხანს პირდაღებული
მომჩერებოდა, ეტყობა, დაავიწყდა, სად გაჩერდა, – ჰო... შენ რომ ნეს-
ტორ კონსტანტინოვიჩის მეგობარი ხარ, ამისათვის შენ გაგიმარჯოს შე-
ნი ოჯახით, შენი ნათესავებით, ყველა შენი კეთილის მდომით.
ბოლოს სათვალიანმა აიღო ჭიქა.

522
– გაგიმარჯოთ, – მითხრა მან, – ბედნიერებას გისურვებთ. ჩვენი
ენამჭევრი თამადა რომ ოცი წელია არ გინახავთ, ამით, რასაკვირველია,
არაფერი დაგიკარგავთ. არც იმით შეგიძენიათ რამე, რომ ოცი წლის შემ-
დეგ, ბოლოს და ბოლოს, ნახეთ...
– უხ, შენი! – თქვა გიგანტმა. აყლაყუდა ისევ წასწვდა ყურში სათვა-
ლიანს და ისევ გაიცინა, უსათვალომ კი ხელები გაშალა და მხრები აიჩე-
ჩა, ვინაა ეს კაცი, გამაგებინეთო.
– კარგად იყავით. თქვენს ოჯახს გაუმარჯოს, – დაამთავრა სათვალი-
ანმა.
ჯერი ჩემზე მოდგა.
– მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ოჯახის დღეგრძელობისათვის. გა-
გიმარჯოთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
ამის შემდეგ საუბრის თემა ერთხანს ჩემი და გიგანტის ბავშვობა გახ-
და.
– მთელ ქალაქს ამის ნიჭიერება ჰქონდა სალაპარაკო, – შეუდგა გი-
განტი ჩემს ქება-დიდებას (ალბათ იმედი ჰქონდა, პატივისცემას პატი-
ვისცემით გადავუხდიდი), – არ იყო ამოცანა, ამას რომ არ ამოეხსნა. მას-
წავლებლები რომ თავს იმტვრევდნენ, დაჯდებოდა ეს და ხუთ წუთში
ამოხსნიდა, როგორც ჩვენ ახლა ამ ღვინოს დავლევთ. გადარეული იყო
მთელი ქალაქი. ნწუ, ნწუ, რა ვუთხრა მე ამ ცხოვრებას, ასე ბრუნდედ რო-
მაა მოწყობილი, თორემ ამის ნიჭის პატრონს მასწავლებლობა კი არა,
დირექტორობა არ ეკადრებოდა.
– ნწუ, ნწუ... – თქვეს აყლაყუდამ და უსათვალომ.
– ასე უკადრისი საქმეა მასწავლებლობა? – იკითხა სათვალიანმა.
– უკადრისი რატომაა?! ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი პატარა ყვა-
ვილების აღზრდა! ძალიან სანაქებო საქმეა, მაგრამ... – გიგანტმა აღარ
განმარტა „მაგრამ“ და ისევ წარსულს დაუბრუნდა, – ერთხელ ერთი
ძნელზე ძნელი მაგალითი ამოხსნა და ალგებრის მასწავლებელმა შუბ-
ლზე აკოცა. უუჰ! ღმერთივით ქალი კი იყო ის მამაძაღლი! გახსოვს, გო-
გია, რა ტანი ჰქონდა? ხო-ხო-ხო-ხო! თქვენი არ ვიცი და მე იშვიათად მი-

523
ნახავს, ძმაო, იმისთანა ქალი. მივიდა, კაცო, ამ გოგიასთან, გადახვია ხე-
ლი და არ აკოცა?! დედა, გადავირიეთ! ეს გაწითლდა. შერცხვა სასტი-
კად. პატარები კი აღარ ვიყავით, მეშვიდე კლასში ვიქნებოდით. მეშვი-
დეში არ ვიქნებოდით, გოგია?
– მეექვსეში ვიყავით.
– მეექვსეში, მეექვსეში. მაინც კაი ტალიკ-ტალიკი ბიჭები ვიყავით.
დედა! რაც ჩვენ მაშინ გემასხრებოდით! გახსოვს? როდის აწერთ ხელს-
თქვა, რას შვრება შენი შეყვარებული, როგორაა-თქვა, ე ბიჭო, მიპრო-
ტექტორე შენს მეუღლესთან, ამ მეოთხედში ორიანს ნუ გამომაყოლებს-
თქვა! დედა! რა დღეში გვყავდა საწყალი ბიჭი! მე მაინც მაგნაირი საქმე
გამეგო და რაღა მომასვენებდა.
– შენთვის არავის უკოცნია? – ჰკითხა სათვალიანმა.
– უკოცნია კი არა, ყოველ მეორე გაკვეთილზე გარეთ მაგდებდა. ჩე-
მისთანა ამრევს ვინ აკოცებდა. იმ ქალის საგანს მაინც სულ მასხრად ვიგ-
დევბდი. არა, ღმერთივით ქალი კი იყო. ნეტავი იმის ქმარს!
– ზარმაცი ბრძანდებოდით, ნესტორ კონსტანტინოვიჩ? – შეეკითხა
უსათვალო.
– ზარმაცი და მერე რანაირი! არ მესმოდა, ბიჭო, რა საჭირო იყო მა-
თემატიკის სწავლა x2 + y2 + რაღაცა კვადრატ... რაში გამომადგება-მეთ-
ქი, ვფიქრობდი. წიგნი არ ამიღია ხელში.
„როგორ არ აგიღია, შე გიგანტო! ტვინს კი არ ანთხევდი ზედ?! მაგ-
რამ არ შედიოდა შენს გასიებულ თავში x2 + y2 + რაღაცა2“.
– რა ვართ მაინც ეს ქართველები! – შესძახა უსათვალომ, – გვეზარე-
ბა ყველაფერი, მაგრამ თუ დაგვჭირდა!..
– თუ დაგვჭირდა? – დაინტერესდა სათვალიანი.
– თუ დაგვჭირდა, ერთი წლის თავსამტვრევს ერთ დღეში ვისწავ-
ლით. ისე მეკითხები, ვითომ არ იცი.
– თუ მართლა ასეა, მაშინ შენი ქართველობა საეჭვოა.
– წადიიი!..

524
– ერთი ხანობა გოგიას მიმაბარეს მათემატიკაში სამეცადინოდ, – ხე-
ლახლა ამოქექა გიგანტმა თავისი სახელოვანი წარსული, – რაც ჩვენ მა-
შინ გავწვალდით ორივე! ხათრს ვერ ვუტეხდი, ძმაკაცი იყო. კაცი მონ-
დომებულია გამეცადინოს და რა სინდისით გინდა არ მიხვიდე. მივდი-
ოდი, მაგრამ, როგორც ახლა ეს კედელი გვისმენს ჩვენ, ისე ვუსმენდი მა-
გას. მიხსნიდა, მიხსნიდა, მიჩიჩინებდა, იწურებოდა ოფლში. მე ვიჯექი
ჩემთვის, ისეთი სახე კი მქონდა, ვითომ ვუსმენდი, მაგრამ სინამდვილე-
ში ხან ფეხბურთზე ვფიქრობდი, ხან გოგოებზე, ხან რა ვიცი...
– რა ყოფილხართ, ნესტორ კონსტანტინოვიჩ, რა ყოფილხართ! – გა-
უბრწყინდა სახე უსათვალოს.
სათვალიანი უსათვალოს უყურებდა და იღიმებოდა.
– კარგი, გვეყოფა ახლა, დაგვიგვიანდა სადღეგრძელო.
– დაგვიგვიანდა, დაგვიგვიანდა, – უყუყმანოდ დაეთანხმა უსათვა-
ლო.
გიგანტმა ჭიქა ასწია და სინათლეზე გახედა. მეორე ხელით ზარი და-
რეკა.
– მეგობრებო! ამ პატარა სასმისით, მაგრამ დიდი გრძნობით და დი-
დი სიყვარულობით, მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ლამაზი სადღეგ-
რძელო, – ამ დროს ოფიციანტი შემოვიდა. გიგანტმა ხელით ანიშნა
ოფიციანტს, იდექი მანდ და ფეხი არ მოიცვალოო, და განაგრძო, – მე
­ვსვამ ჩვენი კოპწია საქართველოს სადღეგრძელოს, ჩვენი პატარა, წალ-
კოტოვანი საქართველოს სადღეგრძელოს, რომელიც დღეს ამ სუფრაზე
ჩვენი ვალია, თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ და დიდი სიყვარულობით და
დიდი გრძნობით მოვილხინოთ. დღევანდელი ჩვენი სულისკვეთება
გამსჭვალულია იმ დიდი სიყვარულით, რომელიც ჩვენ ჩვენი მამული
გვიყვარს და იმის ოჯახი დაიქცა, ვისაც თავისი მამული არ უყვარს. სად
მოდის სხვაგან ასეთი წვენი, მე ამის დამწურავს ვენაცვალე კოჭებში! ჩვე-
ნი ვაჟკაცობა, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიგერიებდით
ურიცხვ მტერს და არ შევეჭამეთ, ვაჟკაცურად მოვიტანეთ აქამდე ჩვენი
ქართული სულისკვეთება და მამა-პაპის სამარე. ჩვენი ვალია, თავი შევ-

525
წიროთ საყვარელ სამშობლოს და შევარცხვინე მე ისეთი ქართველი,
რომელიც ქართულ სუფრაზე დაჯდება და საქართველოს სადღეგრძე-
ლოს არ შესვამს. გაუმარჯოს საქართველოს! თქვენ გენაცვალეთ ბიჭე-
ბო, სულში!
აღელვებულმა გიგანტმა დაცალა ჭიქა, გადმოაბრუნა იმის ნიშნად,
რომ წვეთიც არ დაუტოვებია, და მომიბრუნდა:
– ალავერდი შენთანა ვარ, ჩემო გოგია.
ის, რაც მე ვთქვი, თავისუფლად გამოდგებოდა სახელმძღვანელოში
ჩასაწერად, როგორც უტაქტობის ნიმუში.
– მართალია, ღვინის სმა ჩემთვის მძიმე შრომაა, მაგრამ მაინც გავ-
ბედავ და ვიტყვი, რომ, საერთოდ, ღვინის სმა უფრო ადვილი საქმეა,
ვიდრე სამშობლოს სიყვარული.
– ნამდვილად, ნამდვილად, – დამეთანხმა გიგანტი.
სათვალიანმა გაიღიმა.
მე განვაგრძე:
– სამშობლოს სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, არის საქმე. ვსვამ
საქართველოს სადღეგრძელოს და ვისურვებ, რომ ყოველ ქართველს,
თავისი ძალ-ღონის შესაბამისად, გაეკეთებინოს პატარა რაიმე და ამით
დაემტკიცებინოს სამშობლოს სიყვარული.
გიგანტმა შეფიქრიანებული იერით დამიქნია თავი, ეტყობა, მაინ-
ცდამაინც კმაყოფილი ვერ დარჩა ჩემი ქადაგებით. მერე ოფიციანტს მი-
უბრუნდა:
– აგერ ცარიელი ჭიქა.
ოფიციანტი ვერ მიხვდა, რას მოითხოვდნენ მისგან.
– შეავსე.
შეავსო.
– აბა, გისმენთ. ხომ იცი, საქართველოს სადღეგრძელო ბოლომდე
უნდა დაილიოს.
–გმადლობთ, მაგრამ ღვინოს არ ვსვამ, – თავაზიანად იუარა ­ოფიცი-
ანტმა.

526
– აბა რას სვამ?
ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა.
– საქართველოს სადღეგრძელოს არა სვამ?
– ღვინოს არა ვსვამ.
– იქნებ არ გიყვარს საქართველო? – ავის მომასწავებლად დაუწია
ხმას გიგანტმა.
– ღვინო არ მიყვარს, ბატონო.
– ამას არ უყურებთ, რამდენს ბედავს?! – გულწრფელად გაიკვირვა
გიგანტმა და თანამესუფრეებს გადმოგვხედა.
– წავაცლი თავს, თუ გნებავთ, – შემოიტანა წინადადება აყლაყუდამ.
– დაანებე, ნესტორ, თავი, თუ არ უნდა, – გამოვექომაგე ოფიციანტს.
– რას ჰქვია, თავი დავანებო! შენისთანა პატრიოტი კაცი მეუბნები მაგას,
გოგია?! ჩვენ, ძმაო, გუშინდელი ბავშვები აღარა ვართ. მივ­დივართ უკვე
ამქვეყნიდან ნელ-ნელა. ეგ ახლა მოდის. მაგას თუ არ ­ეყვარება სამშობ-
ლო, აბა, ვიღას უნდა უყვარდეს!
– საქმე ისაა, ნესტორ, – ოდნავ გაიღიმა სათვალიანმა, – რომ შენ ორ
სხვადასხვა ცნებას ურევ ერთმანეთში, სამშობლო უყვარს ამ ყმაწვილს.
სახეზე ეტყობა, საქციელში ეტყობა, ლაპარაკში ეტყობა, სამშობლო უყ-
ვარს, მაგრამ ღვინო არ უყვარს.
თუ ინტუიცია არ მღალატობს, სათვალიანმა განზრახ მისცა თავის
ნათქვამს მეცნიერულ-პოლემიკური ტონი. გიგანტი დაუყოვნებლივ აჰ-
ყვა და ერთბაშად გამოამზეურა მთელი თავისი გიგანტობა:
– აბსურდს ამბობ ახლა შენ, – შეედავა სათვალიანს, – რამ გაყო სამ-
შობლოს სიყვარული და სამშობლოს სადღეგრძელო! თუ სამშობლოს
სიყვარული გაქვს, სადღეგრძელოსაც დალევ, თუ არადა, არა. ლოგიკის
ამბავი არ არის?! – და რაკი, ამგვარად, დისკუსია თავისსასარგებლოდ
დაამთავრა, ისევ ოფიციანტს მიუბრუნდა, – აიღე, ბიძიკო, ეგ ჭიქა და და-
ლიე, სანამ გავჯავრებულვარ.
– აიღე და დალიე! – შეაშველეს სიტყვა გიგანტს აყლაყუდამ და
უსათვალომ.

527
ოფიციანტმა აიღო ჭიქა, საქართველოს გაუმარჯოსო, თქვა და
ნა­ხევრამდე დაცალა.
– ბოლომდე დალიე, სანამ გავჯავრებულვართ! – უკვე უსათვალო წა-
მოიჭიმა.
გიგანტი ოფიციანტს უყურებდა და თითქოს ეუბნებოდა: მოთმინე-
ბის ფიალა მევსება და, იცოდე, ჩემი სულისკვეთება და სიყვარულობა
განზე დამრჩებაო.
ოფიციანტმა ჭიქა დაცალა და უხმოდ გავიდა.
„არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, ეს წესიერი ბიჭი ყოფილიყო
­სუფრის თამადა და შენ ოფიციანტი, ჩემო გიგანტო. უსინდისო კაცი ვი-
ყო, უფრო დაგშვენდებოდა“.
როდესაც საქართველოს სადღეგრძელო ჩამოთავდა, უსათვალომ
მრავალჟამიერი წამოიწყო. გიგანტი და აყლაყუდა აჰყვნენ. არც ერთი
არ უფრთხილდებოდა არც ფილტვებს და არც ყელის ძარღვებს. მაგრამ,
მე თუ სიმღერის რამე გამეგება, ეს ღმუილი იყო.
– დირექტორის მოადგილემ მოგვინახულა, ერთი ჭიქა ღვინო დაგვი-
ლია და გვკითხა, ხომ ყველაფერი რიგზეაო. გიგანტმა დაამშვიდა.
– ბიჭი კარგად გემსახურებათ?
– დამაკმაყოფილებლად, – მოიღო მოწყალება გიგანტმა.
– ახალგაზრდაა, – მოიბოდიშა დირექტორის მოადგილემ, – გამოც-
დილება აკლია, – მერე კართან მოტრიალდა და დაგვიბარა, – თუ რამე
მოგინდეთ, აქა ვარ.
მე კარგა ხანია მომინდა რამე (რასაკვირველია, ეს „რამე“ სრულიად
არ შეეხებოდა დირექტორის მოადგილეს), მაგრამ გზა არ ვიცოდი და
თავს ვიკავებდი.
...სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოსდევდა... დედმამიშვილები,
მშობლები, ხელის გულზე შემწვარი ერბოკვერცხი, წინაპრები... და გი-
განტის გასიებული თავი დროდადრო უკვე ორ გასიებულ თავად მეჩვე-
ნებოდა...

528
უსათვალომ თქვა, ერთი სადღეგძელოს ნება თუ არ მომეცით, მეწ­ყი-
ნებაო. გიგანტმა მეფური ჟესტით მისცა ერთი სადღეგრძელოს ნება.
– ქართული სუფრის წესია, – თქვა უსათვალომ და ოფიციანტი გა-
მოიძახა. – თამადა ბოლოს იქნას ნადღეგრძელები. მაგრამ მე ვფიქრობ,
ყველა აქ დამსწრის სურვილს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ დღეს ამ წესს
უნდა გადავუხვიოთ, – გიგანტმა გააპროტესტა, მაგრამ უსათვალომ, თა-
ვის მხრივ, გიგანტის პროტესტი გააპროტესტა და განაგრძო, – ჩვენს
ძვირფას ნესტორ კონსტანტინოვიჩს გაუმარჯოს...
ბევრი ირატრატა უსათვალომ, მაგრამ, რამდენი არ ვეცადე, ვერ იქნა
და ვერ მოვისმინე. აშკარად აღარ მემორჩილებოდა თავი.
– ნესტორ კონსტანტინოვიჩ!..
ღმერთო, მიშველე! ეს მე ვიყავი...
– კაი, თუ ძმა ხარ, ოფიციალობას თავი დაანებე!
– ჩემო ნესტორ! შენ შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადამიანი ხარ. ეს
იქიდანაც ჩანს, რომ შენი ძველი მეგობრები არ გავიწყდება (მე, მე ვლა-
პარაკობდი ამას!). მე ერთი საწყალი კაცი ვარ. მე პარიკმახერთან რომ
ვზივარ, იმასაც ვერ ვეუბნები, როგორ გამკრიჭოს. თავის ნებაზე ვუშვებ.
ბიჭო, იქნება არ მინდა ასე მოკლედ შეჭრა! მაგრამ ვერ ვეუბნები. ყველა
თავის გემოზე მკრეჭს. შენ კი... ჰო! მე კი მქონდა რაღაცა ნიჭი. მასწავ-
ლებლები ამბობდნენ, ა, დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი და ნახეთ, რა გამოვა
მაგისგანო. მაგრამ ცხოვრება სხვანაირად აეწყო. შენ მე არ დამივიწყე,
იმიტომ, რომ შენ ოქრო გული გაქვს. არ ვიცი, გადავაჭარბე თუ არა უსათ-
ვალოს, ის კი მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ვიბჟუტურე.
მე რომ დავამთავრე, უსათვალომ ოფიციანტს მიაწოდა ჭიქა.
– ჩვენი ნესტორ კონსტანტინოვიჩის სადღეგრძელოა.
– არ შემიძლია, ბატონო, ღვინის დალევა.
– კი შეგიძლია, – მოკლედ მოუჭრა უსათვალომ.
– გაგიმარჯოთ, ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ, – თქვა ოფიციან-
ტმა და ჭიქა დადგა, – ღვინოს ვერ დავლევ.
– დალიე!! – დაიღრიალა ვიღაცამ.

529
ეს ვიღაცა მე ვიყავი.
ოფიციანტმა შემომხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
– წავაცალო თავი? – იკითხა აყლაყუდამ.
– წააცალე. – ჩავიქნიე ხელი.
– მოიცათ! – შეგვაჩერა გიგანტმა, – მოეშვით.
ეს იყო თავმდაბლობის გიგანტური ნიმუში.
ოფიციანტი გაათავისუფლეს.
სათვალიანმა ადღეგრძეელა გიგანტი და რაღაც სასაცილო უთხრა.
რა უთხრა, აღარ მახსოვს. მერე ჭიქა დაცალა და წამოდგა.
– ერთი წუთით გავალ, – თქვა მან და ჟესტით აუხსნა თანამესუფრე-
ებს, რომ მას იგივე „რამე“ უნდოდა, რაც მე უკვე ორი საათი მაწვალებდა.
მეშველა, როგორც იქნა.
მეც მოვიბოდიშე და გავყევი სათვალიანს, თან სრულიად უნაყოფოდ
ვცდილობდი, სწორად მევლო.
– კარგი გულის ბიჭია ნესტორი, – ვუთხარი სათვალიანს, როდესაც
დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ.
– კი, – მიპასუხა სათვალიანმა, – შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადა-
მიანია. ეს იქიდან ჩანს, რომ ძველი მეგობრები არ ავიწყდება.
– ნამდვილად.
ჩვენი კუპედან ღმუილი ისმოდა. მაგრამ ღმუილისა და სიმღერის ერ-
თმანეთისაგან გარჩევა სადღა შემეძლო! დავჯექიგიგანტსა და უსათვა-
ლოს შორის. ორივეს ხელი გადავხვიე და მთელი ხმით ავყევი. სიმღერა
რომ დავამთავრეთ, ჯერ ერთს ვაკოცე, მერე მეორეს.
სათვალიანი იღიმებოდა.
ქეიფის მომდევნო ეპიზოდები აღარ დამრჩა მეხსიერებაში. მარტო
ის მახსოვს, რომ ერთხელ გიგანტმა გამაღვიძა და მეორედ უსათვალომ.
გარდა ამისა, მახსოვს ფინალური სცენა.
ოფიციანტმა დანახარჯი იანგარიშა და რადგან არ იცოდა, ვის უნდა
გადაეხადა, უმისამართოდ გამოაცხადა:
– ორმოცდახუთი მანეთი.

530
ყველამ ჯიბეზე გავიკარით ხელი (მეც!), მაგრამ, როდესაც გიგანტმა
კატეგორიულად მოითხოვა, აბა, აბა, არ დამიწყოთ ახლაო, ყველამ ცა-
რიელი ხელები ამოვიღეთ ჯიბიდან.
გიგანტმა, თავის მხრივ, ორი ოცდახუთმანეთიანი ამოიღო და წინ
დაუყარა ოფიციანტს. ოფიციანტმა ხურდა გაუწოდა.
– ეს რა არის? – იკითხა გიგანტმა.
– ხურდა, – მიუგო ოფიციანტმა, – ხუთი მანეთი.
– ხურდას არ იღებს, ბიძიკო, ნესტორ სურგულაძე: ჩაიდე ჯიბეში.
– არც მე ვიღებ ზედმეტს, ბატონო.
– ჩაიდე ჯიბეში, – დამარცვლა გიგანტმა.
– ჩაიდე ჯიბეში, – დავმარცვლეთ მე, აყლაყუდამ და უსათვალომ.
სათვალიანი პაპიროსს ეწეოდა და იღიმებოდა.
– არ ვიღებ მე ზედმეტს, – გაიმეორა ოფიციანტმა.
– ვის უბედავ, შე ლაწირაკო?! – დაჰკრა მუშტი მაგიდას გიგანტმა.
– ვის უბედავ, შე ლაწირაკო?! – დავცხეთ მუშტები მაგიდას მე, ­აყლა-
ყუდამ და უსათვალომ.
ხმაურზე დირექტორის მოადგილე შემოვიდა.
– რა მოხდა?
რის ვაივაგლახით გავაგებინეთ, რომ მოხდა ისეთი რამ, რაც ჩვენს
თავმოყვარეობას შეურაცხყოფდა.
– როცა გაძლევენ, უნდა აიღო. წესია. – მკაცრად აუხსნა დირექ­ტო-
რის მოადგილემ ოფიციანტს.
– რად მინდა სხვისი ფული, – გაჯიუტდა ოფიციანტი, – მათხოვარი
კი არა ვარ!
– რაო?! – გადაირია გიგანტი.
– რაო?! – გადავირიეთ მე, აყლაყუდა და უსათვალო.
სათვალიანს პაპიროსი ჩაქრობოდა და უკიდებდა, თან ღიმილით
გვიყურებდა.

531
– წადი! – უთხრა დირექტორის მოადგილემ ოფიციანტს და, როცა
ოფიციანტი გავიდა, მოგვიბოდიშა, – ხვალიდან მაგის დუხი აღარ იქნება
ამ დაწესებულებაში.
– მაგის დუხი აღარ იყოს აქ ხვალიდან! – ვთქვით მე, აყლაყუდამ და
უსათვალომ და სიყვარულით შევხედეთ შეურაცხყოფილ გიგანტს.
მაგრამ გიგანტი სხვა აზრისა აღმოჩნდა ამ საკითხზე.
– გაგდება ადგილია, – ღრმააზროვანი კილოთი თქვა მან, –
აღზრ­დაა ძნელი. – მერე დირექტორის მოადგილეს მიუბრუნდა, – ნუ
ვკრავთ ხელს ახალგაზრდა კაცს, ჯერ ვცადოთ, იქნებ აღვზარდოთ.
– ცოტა ძნელია, – ვითომ იხტიბარი არ გაიტეხა დირექტორის მოად-
გილემ, – მაგრამ ცდას არ დავაკლებ, თუკი რამე გამოვა.
– გამოვა, – ვუთხარი მე, – ცხოვრების უპირველესი პრინციპი არის აღ-
ზრდა. უნდა აღზარდოთ, ეს თქვენი წმინდა ვალია.
მე და დირექტორის მოადგილემ მხურვალედ ჩამოვართვით ხელი
ერთმანეთს.
როდესაც რესტორნიდან გამოვედით, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი
დირექტორის მოადგილეს, მაგრამ ამჯერად ხელის ჩამორთმევა საკმა-
რისი არ აღმოჩნდა ჩვენი სიყვარულობისა და სულისკვეთების გამოსა-
ხატავად და ამიტომ დიდი გრძნობით გადავკოცნეთ ერთმანეთი.
– მე მომეწონა თქვენი რესტორანი. აწი სულ თქვენთან ვივლი, – დავ-
პირდი მე და ორივეს გული აგვიჩუყდა.
გიგანტმა ტაქსი გააჩერა და ჩემი მისამართი უთხრა შოფერს. მე გა-
ვიქაჩე, ჯერ თქვენ უნდა დაგაბინაოთ-მეთქი, მაგრამ გიგანტმა ბეჭზე მო-
მითათუნა ხელი.
...ტაქსიდან რომ გადმოვედი, სათითაოდ გადავკოცნე ოთხივე.
სათვალიანმა მითხრა:
– სამწუხაროა, რომ აინშტაინი ვერ გამოხვედით. თუმცა მე თქვენს
ადგილას არ ვინაღვლებდი: ნესტორ სურგულაძის მეგობრობა აგინაზ-
ღაურებთ ამ დანაკლისს.

532
ტაქსი თვალს მიეფარა, მაგრამ მე კიდევ დიდხანს ვიდექი და ნაღ-
ვლიანად გავცქეროდი უკაცრიელ ქუჩას.
...ნუნუკა ფეხაკრეფით გადის ოთახიდან.
– ნუნუკა!
– არ გძინავს?
– შემოსასვლელში სპილო დევს, ქაღალდში შეხვეული.
– ვიცი, ვნახე.
– გახსენი?
– არა.
– არ გახსნა. ასევე შეხვეული გადააგდე.
– გადავაგდო?
– ზეგ ხელფასი იქნება.
– კარგი, დაიძინე.
– ახლავე გადააგდე. ქეთინომ არ გაიგოს, რომ აქ არის.
– გადავაგდებ.
– ნუნუკა!
– გადავაგდებ.
– მაგას არ გეუბნები... მოდი, დაბადების დღე გადავუხადოთ ქეთი-
ნოს. კოსტიუმს მერე ვიყიდი, რა მეჩქარება.
– კარგი, დაიძინე, მერე ვილაპარაკოთ.
– სპილოს გადაგდება არ დაგავიწყდეს.
– ჰო.
მართლა დავიძინებ ახლა, თუ დამეძინა, თორემ ასე რა ჩაატარებს
გაკვეთილს – გასკდომაზე მაქვს თავი.

მარიანა

სოფლის გოგო-ბიჭები გზის პირას იდგნენ, გვერდით ატმითა და ­გუ-


ლაბი მსხლით სავსე კალათები ედგათ.
მანქანები უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა და მოედინებოდა.
533
ზოგი ჩერდებოდა, ზოგი არა.
ყველაზე ადრე აჩა და ლადო იცლიდნენ ხელს.
აჩა და ლადო დანარჩენებზე ორი-სამი წლით უფროსები იყვნენ, ­გა-
მოცდილებაც მეტი ჰქონდათ და მოხერხებაც.
გაჩერებას არ აცლიდნენ მანქანას: მისცვივდებოდნენ, დაური­დებ-
ლად გამოაღებდნენ კარს და მანამ აქებდნენ თავიანთ საქონელს, სანამ
თითო ჯამს მაინც არ გაყიდდნენ.
გუცას რომ თავისი ატამი შეექო, ჭარხალივით გაწითლდებოდა.
ამიტომ იყო, რომ ბევრს ვერაფერს ჰყიდდა. თუ იღბლიანი დღე არ
დაუდგებოდა, ნახევარი კალათა ატამი უკანვე მიჰქონდა და კინოს ­ფუ-
ლის მაგივრად გასამრჯელოდ დედის ლანძღვა-გინებას იღებდა.
აჩა და ლადო შუადღემდე ითავებდნენ საქმეს, ცარიელ კალათებსა
და ფულს შინ აარბენინებდნენ და მერე მთელ დღეს მდინარეზე ­აღა-
მებდნენ.
მათ ადგილას რომ გუცა ყოფილიყო, საბანაოდ არ წავიდოდა. სახ-
ლში „კაცი, რომელიც იცინის“ ეგულებოდა. მერე და, რა საინტერესო ად-
გილას იყო გაჩერებული!
ბედი უნდა ყველაფერს, თორემ ჯობდა გუცას ატამს ლადოს ატამი!
...აი, მანქანა გაჩერდა. აჩა და ლადო მისცვივდნენ, კარი გამოაღეს,
აქაქანდნენ. უცებ გუცა მათ შუა გაჩნდა და ატმით სავსე ჯამი ზედ
­ცხვირთან მიუტანა მგზავრს. მგზავრმა ცალი ხელით აჩას ჯამი მოიშო-
რა, მეორეთი – ლადოსი, გუცას ჯამი კი ჩანთაში ჩაცალა და, კიდევ თუ
გაქვსო, ჰკითხა. ორი ჯამი ატამი იყიდა და წავიდა. სახტად დარჩენილი
ბავშვები გუცას მიაჩერდნენ. ამ დროს მეორე მანქანა გაჩერდა. გუცამ კი-
დევ გაყიდა ორი ჯამი ატამი. მესამე მანქანა, მეოთხე, მეხუთე... გუცას
კალათა გაიცალა. განცვიფრებული ბავშვები პირდაღებული ­შეჰყურებ-
დნენ გუცას. გუცამ ცარიელი კალათა მხარზე წამოიკიდა, შურით გაბე-
რილ აჩასა და ლადოს შუაში ჩაუარა, ერთი დაცინვით ჩაიღიმა და ნელი
ნაბიჯით გაუდგა გზას შინისაკენ.

534
დაბნეული, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ბავშვები თვალს
ვერ აშორებდნენ შინისაკენ მიმავალ გუცას.
რა ყოჩაღი გოგოა გუცა!
რა მოხერხებული გოგოა გუცა!
რა ბედნიერია გუცა!
„რატომ დაბრუნდი?“ – კოპები შეიკრა დედამ.
„გავყიდე“, – დაუდევრად მიუგო გუცამ.
დედამ არ დაიჯერა.
ცარიელ კალათს რომ დაინახავს, მაშინ ხომ დაიჯერებს.
დედამ ცარიელი კალათა დაინახა.
„მართლა გაყიდე?“
გუცამ უხმოდ დადო ფული მაგიდაზე და, ვითომ აქ არაფერიო, თა-
როდან „კაცი, რომელიც იცინის“ გადმოიღო.
– გუცა!
გუცას ყრუდ ჩაესმა თავისი სახელი, მაგრამ ვერ მიხვდა, ვინ ეძახდა.
ამ დროს გვერდში მუჯლუგუნი ჰკრეს და მაშინღა მოიხედა. გზის პირას
მანქანა იდგა და თათია იქითკენ გარბოდა.
სანამ გუცა საბოლოოდ გამოერკვეოდა, მანქანა დაიძრა კიდეც.
ერთი ჯამი მსხალი აჩამ გაყიდა, ერთი ჯამი ატამი – ლადომ. აღებუ-
ლი მანეთიანები ორად გაკეცეს, თფუ, თფუ, სიფთა – ბარაქაო, თქვეს და
ამაყად მოავლეს თვალი დამარცხებულ წვრილფეხობას.
– გუცა ჯერ ტკბილ სიზმრებშია! – დაიძახა ვიღაცამ.
ყველამ გაიცინა.
გუცა აიმრიზა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
რას იზამ, ასეთ ვარსკვლავზეა გაჩენილი!
– რამ გამოგაშტერა? – უსაყვედურა თათიამ და სავსე კალათა ისევ
ძველ ადგილას დადგა.
– სულ ერთია, აჩას და ლადოს ვინ მოასწრებს; თავით გადადიან მან-
ქანაში.
– მოინდომე და მოასწრებ. კინოში წამოხვალ ამ საღამოს?

535
– ეს თუ არ გავყიდე, – კალათს გაჰკრა ფეხი გუცამ, – კინოს ფულს არ
მომცემს დედაჩემი.
– მაინც წამოდი. მე მაქვს ფული.
– თუ არ გავყიდე, არ გამომიშვებს.
მოსახვევში მანქანა გამოჩნდა. ბავშვებმა ჯამებს ხელი დაავლეს და
მოემზადნენ.
მანქანა სწორედ იმ ადგილას გაჩერდა, სადაც აჩა და ლადო იდგნენ.
გუცამ მძღოლს მოჰკრა თვალი. მძღოლს ოთხკუთხა თავი და სქელი,
გადაბმული წარბები ჰქონდა. მგზავრები არ დაუნახავს: აჩა და ლადო
რას დაგანახვებენ?! ბავშვები ჯგროდ ეხვიდნენ მანქანას. აჩა და ლადო
ენის გაუჩერებლად რატრატებდნენ.
უცებ მთელმა ჯგუფმა ოდნავ უკან დაიხია: მანქანიდან მგზავრი გად-
მოვიდა, სათვალე მოიხსნა და ღიმილით მოავლო თვალი აყაყანებულ
ბავშვებს. მერე მანქანისკენ შებრუნდა.
– გადმოდი, დიანა, ცოტა მუხლი გავმართოთ.
დიანა!
დიანა მოხდენილი ქალი იყო, ყელმოღერებული, მკერდმაღალი და
წერწეტა. გადმოვიდა თუ არა მანქანიდან, მაშინვე ბავშვებს დაუტა­ტა-
ნა:
– გაჩუმდით, ნუ წაიღეთ ყურები!
ბავშვები გაისუსნენ. შუა არდადეგებში უეცრად არემარეს მასწავ-
ლებლის მრისხანე აჩრდილი გადაეფარა.
დიანას ქმარმა გაიცინა:
– დაანებე თავი, აღებ-მიცემობა ეკონომიური პოლიტიკის ნაწილია.
ოოთხკუთხათავიანი მძღოლიც გადმოვიდა მანქანიდან.
– ვიყიდოთ ხილი, ლევან ალექსანდროვიჩ?
– უნდა ვიყიდოთ, – მიუგომგზავრმა, – თუ საკუთარი ღირსების
გრძნობა გვაქვს.
– აი, ეს კარგი ატამი ჩანს, – ლადოს ჯამზე მიუთითა დიანამ.

536
ლადოს გული მოეცა და დაიქოქა, მაგრამ დიანას მკაცრ მზერას წააწ-
ყდა და მაშინვე გაჩუმდა.
– აბა, მაჩვენე, ბიჭიკო, – მძღოლმა ჯამი გამოართვა ლადოს და
­ატამს დახედა, – მართალია, არ არის ურიგო.
სათვალიანმა მგზავრმა გაიღიმა და ისევ ბავშვებს მოავლო თვალი.
წამით გუცაზე შეაჩერა მზერა. გუცა გაწითლდა და თავი ჩაღუნა.
მგზავრმა ლადოს ჯამიდან ატამი აიღო, ხელში შეატრიალა, დაყნო-
სა და ისევ თავის ადგილას დადო.
– აი, იმ გოგონასა აქვს კარგი ატამი, – თქვა უცებ და თითი გუცასკენ
გაიშვირა.
გუცა კიდევ უფრო გაწითლდა.
– რა იცი? – გაიკვირვა დიანამ.
– მითხარი, როგორი პატრონი გყავს და გეტყვი, როგორი ატამი ხარ,
– თქვა დიანას ქმარმა, – შეხედე, რა მშვენიერი ბავშვია.
– ბავშვს რა ჭკუა აქვს, ლევან ალექსანდროვიჩ, ჩვენ ატამი უნდა ვჭა-
მოთ, – შენიშნა მძღოლმა.
– თქვენ ვაჭრობის ესთეტიკური მხარე არ გესმით.
სათვალიანმა მგზავრმა თითით მოიხმო გუცა.
გუცა მიუახლოვდა.
სათვალიანმა მგზავრმა რამდენიმე ატამი ამოიღო კალათიდან.
– ნახეთ, რა ატამია!
– რა არის ასეთი? – იკითხა დიანამ და ატმებს ხელით დაუწყო სინ-
ჯვა.
– ლამაზია, – განუმარტა მგზავრმა და გუცას მიუბრუნდა, – სწორს არ
ვამბობ, ქალბატონო გამყიდველო?
გუცამ ოდნავ ასწია თავი და გაიღიმა.
– ვყიდულობთ, ლევან ალექსანდროვიჩ? – იკითხა მძღოლმა.
– რა თქმა უნდა!
– რამდენი ავიღო?
– სულ აიღე... ოღონდ რაში ჩავყაროთ?

537
– პარკების მეტი რა მაქვს!
– რად გინდა ამდენი ატამი?! – შეიცხადა დიანამ.
– რა ვიცი...
– სულ შენ შეგაჭმევ!
– მე ხვალ უკან ვარ დასაბრუნებელი და შემიძლია კიდევ ვიყიდო.
ხვალაც ხომ გექნებათ, ქალბატონო გამყიდველო?
– დიახ...
მძღოლი ამასობაში დარდიმანდულად დაფაცურდა. საიდანღაც ქა-
ღალდის პარკები გამოაძვრინა, ატმით დატენა და ცარიელი კალათი
ორივე ხელით გაუგორა გუცას.
– რა ღირს? – იკითხა დიანამ.
– ჯამი მანეთი.
– რა ამბავია, ჯამი მანეთი?
გუცა გაწითლდა.
– დიანა! – ღიმილითა და საყვედურით უთხრა ქმარმა.
დიანამ მხრები ლამაზად აიჩეჩა.
– უცნაური ხალხი ხართ ეს მამაკაცები: თვითონ არ იცით ვაჭრობა და
არც სხვას აცლით, – მერე გუცას მიუბრუნდა, – სულ რამდენი ჯამია?
– ათი, – თავი არ აუწევია, ისე მიუგო გუცამ.
დიანას ქმარმა ფული გადაიხადა, მერე ცოლთან მივიდა, ხელი
­მხარზე მოხვია და უთხრა:
– უცნაური ხალხი ხართ ეს დედაკაცები: არც სილამაზე გაკლიათ და
არც სიკაპასე.
დიანა ისე გაინაბა, როგორც მოთვინიერებული ნადირი, რომელსაც
გული ისევ ტყისკენ მიუწევს, მაგრამ იცის, რომ პატრონის მომნუსხველ
ძალას ვეღარსად გაექცევა.
– პირველყოფილ სილამაზეს ახლა იშვიათად შეხვდება კაცი, – ­ისე-
თი ღიმილით თქვა მგზავრმა, თითქოს სჯერა კიდეც თავის ნათქვამის
და არცა სჯერაო, – შეხედე რა ნაკვთები აქვს, რა თმა, რა თვალები! ერთ
დროს ჩვენც ასეთი ლამაზები და ასეთი პირველყოფილები ვიყავით.

538
– შენ ჯერ კიდევ პირველყოფილი ხარ, – უთხრა დიანამ.
ქმარმა გაიცინა. მერე გუცას მიუბრუნდა და კომიკური სერიო­ზულო-
ბით უთხრა: – შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დამთავრებულია. ერ-
თმანეთი როდისღა გავიცნოთ? – ამ სიტყვებით ხელი გაუწოდა და და-
უმატა, – მე გახლავართ ლევან ქართველიშვილი.
გუცამაც გაუწოდა ხელი. ასეთ სიტუაციაში არასოდეს მოხვედრილა,
მაგრამ რახან ხელს გიწვდიან, ალბათ, უნდა ჩამოართვა.
– შენ რაღა გქვია? – ჰკითხა ლევან ქართველიშვილმა.
აქ მოხდა ისეთი რამ, რასაც არავითარი ლოგიკური განვითარება, ყო-
ველ შემთხვევაში, არავითარი თვალსაჩინო ლოგიკური განვითარება
წინ არ უძღოდა: სრულიად მოულოდნელად, რაღაც უცნობი, ამოუხს­ნე-
ლი იმპულსის წყალობით, გუცამ თავი ასწია, ბრიალა თვალები პირდა-
პირ სახეში შეანათა ლევან ქართველიშვილს და უთხრა:
– მარიანა.
ლევან ქართველიშვილი ისე დააცქერდა გუცას, თითქოს სიცილს
ძლივს იკავებსო. ერთხანს ასე უყურა, მერე ცოლს გაუღიმა და თითქოს
თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მარიანა... მდა... – ბოლოს ისევ გუცასკენ მიტრიალდა და უთხრა, –
ქალბატონო მარიანა, ერთი სურათი რომ გადაგიღო სამახსოვროდ, ხომ
არ გამიწყრები? – და პასუხისთვის არ დაუცდია, ისე გასძახა ­მძღოლს: –
სერგო, თუ ძმა ხარ, კინოაპარატი მოიტა.
სერგომ მოიტანა.
დიანამ წარბები აზიდა და ამ პოზამ თითქოს უფრო მკაფიოდ გამოა-
ჩინამისი სილამაზე.
გუცა თავდახრილი იდგა.
ლევან ქართველიშვილმა აპარატი დაუმიზნა და ჩართო.
გუცამ ნელა ასწია თავი. ლევან ქართველშვილს თმა ოდნავ შეჭაღა-
რავებული ჰქონდა.
აპარატი გაჩუმდა.

539
– გმადლობთ, – გაიღიმა ლევან ქართველიშვილმა, – ახლა კი, მგონი
გამოთხოვების ჟამიც დადგა. აბა, ნახვამდის, მარიანა, – ამ სიტყვებით
მანქანას მიაშურა. ჯერ ცოლი შეუშვა, მერე თვითონ ჩაჯდა.
გუცა იმავე ადგილას იდგა.
მანქანა დაიძრა. ლევან ქართველიშვილმა მოიხედა და ღიმილით
დაუქნია ხელი. გუცას რაღაც უცნაურმა ძალამ სხეულში ელექტრონივით
დაუარა, ერთი მძლავრად შეატოკა ადგილზე და გაქრა.
გუცას საპასუხოდ ხელი არ დაუქნევია.
მანქანა თვალს მიეფარა.
გუცამ ახლაღა იგრძნო, რომ ქვედა ტუჩი კბილებშუა ჰქონდა მოქცე-
ული.
უცებ ზურგიდან ხმა მოისმა.
აჩას ხმა იყო.
აჩამ კომიკური თეატრალობით შესძახა:
– ო, მარიანა!
ფიცხლად მოუტრიალდა, მაგრამ აჩას ხმას რომ ბავშვების გულიანი
სიცილი აჰყვა, მოწყვეტით შედგა. ქვედა ტუჩი ისევ კბილებშუა მოიქცია.
მერე ნელა შებრუნდა. კალათას ხელი დაავლო და წავიდა. ცდილობ-
და, რაც შეიძლება, დაუდევარი გამომეტყველება მიეღო და, რაც შეიძ-
ლება, მშვიდად ევლო. ბავშვებს რომ გაუსწორდა, აჩამ ამოიკვნესა:
– ო, მარიანა!
ბავშვებმა კვლავ სიცილ-ხარხარი ატეხეს.
გუცამ გზა გადაჭრა და სახლისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
ბავშვების სიცილი კიდევ კარგახანს ისმოდა.
გუცას ცრემლები ყელში ებჯინებოდა, მაგრამ ამის მიზეზი ბავშვების
„ო, მარიანა!“ არ ყოფილა, სხვა რაღაც იყო: რაღაც უცნაური და გაუგება-
რი უმწეობა რაღაც უცნაური და გაუგებარი ძალის წინაშე.
„ციდან ეშვებოდა წვიმის წვეთები“, გაიფიქრა გუცამ.
წყნარი, მზიანი დილა იყო. გუცას გაუკვირდა, წვიმის წვეთები რა შუ-
აშიაო და ისევ გაიფიქრა: „ციდან ეშვებოდა წვიმის წვეთები“.

540
მერე რამდენჯერმე ეცადა თავიდან ამოეგდო ეს სულელური, უადგი-
ლო ფრაზა, მაგრამ რამდენჯერაც სხვა რამეზე დაიწყო ფიქრი, ცნობიე-
რებაში იმდენჯერ მკაფიოდ ამოტივტივდა: „ციდან ეშვებოდა წვიმის
წვეთები“. ამასობაში სახლსაც მიაღწია. კარი შეაღო. კალათა კუთხეში
მიაგდო და გაიფიქრა: „ციდან ეშვებოდა წვიმის წვეთები“.
მეორე ოთახიდან დედის ხმა გაისმა:
– შენა ხარ, გოგო?
– მე ვარ.
– რატომ დაბრუნდი? – ხმას აუწია დედამ.
– გავყიდე. დედა, ეტყობა, ასეთ პასუხს არ მოელოდა. უხმოდ შემო-
ვიდა და კუთხეში მიგდებული კალათა რომ დაინახა, გაკვირვებული მო-
უბრუნდა გუცას:
– მართლა გაყიდე?
გუცამ ფული მაგიდაზე დადო.
– რამდენად გაყიდე? – დაეჭვებით ჰკითხა დედამ და ფულს თვლა
დაუწყო:
– თითო მანეთად.
დედას გულზე მოეშვა.
– ასე არ სჯობს სხვის კუდში ჩანჩალს? შენ ისეთი დედ-მამის შვილი
ხარ, ერთი ბავშვი ვერ უნდა გიტოლდებოდეს მთელ სოფელში. მამაშენს
ქვა რომ გამოაბა კისერზე და წყალში გადააგდო, ფულს ამოიტანს. მე
ვარ და მეზობლის ქალებს სულ ჩემი სიმარჯვე და მოხერხება აქვთ სა-
ლაპარაკოდ. შენ ვის გამოემსგავსე ასეთი უნიათო? ძალით თუ არ წამო-
გაგდო კაცმა ლოგინიდან, საღამომდე იძინებ, – დედა ეშხში შევიდა და
გაუტია. გაყიდული ატამი სულ გადაავიწყდა, – შენხელა გოგო ცოტა უნ-
და მიდგე და მოდგე, ცხოვრებას აზრი გაუგო და პატარა ოჯახსაც წაადგე,
– გუცას მობეზრდა ამდენი ჭკუის სწავლება და თავის ოთახში გავიდა, –
გაძრომაც უნდა იცოდე ახლა შენ და გამოძრომაც, თუ არ გინდა, რომ
შენს გამოსარჩენს სხვა გამორჩეს. აბა ისე რის მაქნისი ხარ!..

541
მერე კარმა გაიჭრაჭუნა. დედა ეზოში გავიდა. გუცამ წიგნი გადმოიღო
თაროდან და, წინა ღამეს რომ შეწყვიტა კითხვა, იმ ადგილას გადაშალა,
მაგრამ გული ვერაფრით ვერ დაუდო: თითო წინადადებას ათჯერ კით-
ხულობდა და ბოლოს მაინც ის აზრი გამოჰქონდა, რომ „ციდან ეშვებო-
და წვიმის წვეთები“. მაშინ წიგნი მაგიდაზე მიაგდო, ტახტზე წამოწვა,
ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაჩერდა.
„ციდან ეშვებოდა წვიმის წვეთები“.
წვიმის წვეთები...
სოფელი შემოდგომის სქელ ნისლში გაეხვია.
ცრის და ცრის.
ეზოს კუთხეში ობლად დარჩენილ ალვის ხეებს წვიმის წვეთები ჩა-
მოსდით და გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ...
გუცამ საშინელი მარტოობა იგრძნო;
უცნაური სევდა შემოაწვა.
მერე ლეიბქვეშ შეაცურა ხელი და სქელი რვეული გამოიღო. ეს
რვე­ული გუცას ერთადერთი მესაიდუმლე იყო. შიგ დღიურები ეწერა, სა-
კუთარი ლექსები და, საერთოდ, ყველაფერი, რისი გამხელაც არავის-
თან არ შეიძლებოდა, არც დედასთან, არც თათიასთან და, მით უმეტეს,
არც სხვა ვინმესთან.
გუცამ რვეულს დახედა და გაუკვირდა. ვერ მიხვდა, რისთვის გამო-
იღო.
რვეული გულზე დაიდო და კვლავ ჭერს მიაჩერდა.
უცებ ზეზე წამოვარდა.
ტანში რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა და გულს ზღვა სიხარუ-
ლი შემოაწვა. ეს სიხარული ისევე მოულოდნელად გაჩნდა, როგორც წე-
ღანდელი სევდა. და წეღანდელ სევდასავით ტკბილი, გამოუცნობი და
ყოვლისმომცველი იყო.

542
უჩვეულო განცდამ წამით გაანათა გუცას სული და მყისვე ელვასავით
ჩაქრა. თითქოს შორეული მოგონება ეწვია და აღქმა ვერ მოასწრო.
ნამდვილი და ეჭვმიუტანელი დარჩა გაოცება.
გუცამ რვეული ისევ აიღო, საწერ მაგიდას მიუჯდა, თვალები დახუჭა
და გაირინდა.
ქვეყნიერება შემოდგომის ცივ ნისლში გაეხვია.
წვიმს და წვიმს.
დედამიწა დაცარიელდა.
ობლად დარჩენილ ალვის ხეებს წვიმის წვეთები ღაპაღუპით ჩამოს-
დით.
გაძარცულები დგანან და პირქუშად გაჰყურებენ ცივ უსასრულობას.
და გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ.
ნისლში გახვეული უფერული გზები ყოველმხრივ მიდიან და უკან
აღარ ბრუნდებიან.
გადაუღებლად წვიმს.
წვიმს.
წვიმს. გუცამ კალმისტარი გვერდზე მიაგდო და წამოდგა. ახლა იცო-
და, რისთვის გამოიღო რვეული. ლექსი ან დღიური უნდა დაეწერა. როცა
მნიშვნელოვანი რამ შეემთხვეოდა, ყოველთვის ლექსებსა და დღიუ-
რებს წერდა, მაგრამ ახლა ისიც იცოდა, რომ დღეს არც ლექსი დაიწერე-
ბოდა და არც დღიური.
ერთხანს ბოლთას სცემდა. მერე რამდენჯერმე კიდევ მიუჯდა მაგი-
დას. ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა მის თავს.
ყველაფერი ამაო იყო.
ბოლოს გაბრაზდა, რვეული სწრაფად დახურა და ლეიბქვეშ შეინახა.
თვითონ ერთხანს იბორიალა, მერე გულაღმა დაწვა, წეღანდელივით
თავქვეშ ამოიწყო ხელები და წეღანდელივით მიაჩერდა ჭერს.

543
ვერ იქნა და ვერ მოიშორა უცნაური უგუნებობა. თუმცა უგუნებობა
არც ეთქმოდა იმას, რასაც გუცა განიცდიდა. არც სხვა რამე ეთქმოდა. ყო-
ველ შემთხვევაში, გუცას ვერაფერი სიტყვა ვერ მოეგონებინა ამ უჩვეუ-
ლო ბურუსის გამოსახატავად. გარკვევით მხოლოდ ერთი რამ იცოდა:
ძალიან ეშინოდა დედა არ შემოსულიყო და არ გამოლაპარაკებოდა.
სხვა ყველაფერი გაურკვეველი იყო.
ხანდახან გუცას უნდოდა ყოფილიყო სადმე შორს, ძალიან შორს, სა-
დაც არაფერი არ არის, სადაც ვერავინ მოგწვდება და ვერავინ დაგინა-
ხავს. მეორე წუთს ტოლ-ამხანაგებში ყოფნა, მათთან თამაში და მხიარუ-
ლება მოენატრებოდა.
მოენატრებოდა?
იქნებ ნატვრა ერქვა სულის ამ გაუგებარ მოძრაობას?
მაგრამ რისი ნატვრა?
გუცამ არ იცოდა.
მერე ეს ორი სურვილი, სურვილი შორეული მარტოობისა და თანა-
ტოლებში ყოფნისა, ერთმანეთს შეეხო სადღაც, რომელიღაც წერტილ-
ში, რომელიც არც შორს იყო და არც ახლო, ერთმანეთში შეზავდა,
უც­ნაურ, არარსებულ ფერად იქცა და თეთრად შეღებილ ჭერს შეერია...
გზასა და მდინარეს შუა, მწუხარე ყვავილებით მოფენილ მინდორზე,
აჩა გამოჩნდა.
– ო, მარიანა! – საყვედურით გადააქნია თავი აჩამ, წარბები აზიდა და
თითქოს უფრო მკაფიოდ გამოაჩინა დიანას სილამაზე.
დიანა დოინჯშემოყრილი, პერანგისამარა იდგა ბრწყინვალე ჭაღე-
ბით გაჩახჩახებულ დარბაზში და მტრულად უყურებდა მარიანას.
– რა ამბავია ჯამი მანეთი?
ღობის უკან წარბებგადაბმულმა მძღოლმა ამოჰყო ოთხკუთხა თავი
და დაიწრიპინა:
– აღებ-მიცემობა ეკონომიური პოლიტიკის ნაწილია.
მერე ვეება პირი გააღო, უხმოდ გადაიხარხარა და ისევ ღობის ძირას
ჩაიმალა.

544
დიანა ძალიან ლამაზი იყო და გრძელი ფრჩხილები ჰქონდა.
წვიმა წამოვიდა და დამჭკნარი ყვავილები გამოაცოცხლა.
დიანას ქმარმა სადავე მოსწია. თეთრი ცხენი ყალყზე შედგა და გა-
ჩერდა.
დიანას ქმარს ლურჯი ქულაჯა ეცვა, მხარზე მშვილდი ჰქონდა გადა-
კიდებული და თავზე ფეტრის შლაპა ეხურა.
– სად არის შენი დედინაცვალი?
– მე მარიანა ვარ. არ გახსოვთ, ატამი რომ იყიდეთ? – მარიანას ცრემ-
ლი ყელში მოებჯინა, – აი, დიანას ახსოვს.
მარიანა მოტრიალდა. დიანა გამქრალიყო.
დიანას ქმარმა გაიცინა და სადავე, რომელიც საჭე იყო, მარცხნივ მი-
ატრიალა. ცხენი გრიალით დაიძრა და თვალს მიეფარა.
„ვერ მიცნო“, – გაიფიქრა მარიანამ და ცრემლები წასკდა.
– ო, მარიანა! – განწირული ხმით თქვა აჩამ და ცარიელი კალათებით
ჟონგლიორობა დაიწყო.
მარიანამ ხელი პირზე მიაფარა აჩას.
– სსუუ...
იმ მხრიდან, სადაც დიანას ქმარი გაუჩინარდა, შორეული ხმა მო­ის-
მა:
– მარიანააა!
– მე მეძახიან, აჩა, გესმის?
– გეძახიან არა!
– მარიანააა!
ძახილს ექოთა მთელი გუნდი გამოეპასუხა:
– მარიანააა!
გუცამ თვალები გაახილა.
ფანჯრის ძირში, სადაც გზა გადიოდა, ბავშვები ხმაურობდნენ. – ეტ-
ყობა, არაა სახლში.
ეს ლადოს ხმა იყო.
– იმალება, – თქვა აჩამ.

545
ბავშვების ხმა თანდათან მიწყდა.
მერე კარი გაიღო და თათია შემოვიდა.
– შენ მაგაზე ნუ გაბრაზდები, – უთხრა თათიამ.
– რაზე?
– გაბრაზება თუშეგატყვეს, უარესს გიზამენ.
– მეძინა.
– კინოში წამოხვალ ამ საღამოს?
– არ მინდა.
– მაგათ ყურადღება არ უნდა მიაქციო.
– არც ვაქცევ.
– აბა, კინოში რატომ არ მოდიხარ?
– მეზარება.
– ნუ ხარ რა, გუცა, ასეთი შეწუხებული.
– შეწუხებული ვარ? – გუცამ, გაღიმება სცადა.
– აბა რა ხარ!
– თუ გინდა საბანაოდ წავიდეთ, – გუცამ თვითონაც არ იცოდა, მარ-
თლა უნდოდა საბანაოდ წასვლა თუ ეს ისე თქვა თათიასთვის რომ უგუ-
ნებობა არ შეემჩნევინებინა.
– წავიდეთ.
მდინარე კრიალა იყო. ფსკერი ისე ჩანდა, როგორც ზედაპირი.
გოგონებმა გახდა დაიწყეს.
გუცა სულმთლად გაშიშვლდა.
უკვე ორი-სამი წელი იყო, რაც გოგონებს ერთმანეთის თანდასწრე-
ბით გაშიშვლება ერცხვინებოდათ, მაგრამ გუცა რაღაც უცნაურ, დაუძ-
ლეველ სურვილს დაემორჩილა და გაშიშვლდა. მერე უცებ მოეჩვენა,
რომ მდინარეზე წამოსვლაც მხოლოდ ამიტომ მოიწადინა.
„რა სისულელეები არ ემართება ადამიანს!“ – გაიფიქრა გუცამ და გა-
იზმორა.
– რა ლამაზი ტანი გაქვს, გუცა! – უთხრა თათიამ.
გუცა ფრთხილად წავიდა წყლისკენ.

546
– თეძოებიც როგორ წამოგზრდია! – შეთქმული ხმით დაატანა მერე
და კრიტიკულად შეათვალიერა საკუთარი თეძოები.
გუცას მალე მობეზრდა ბანაობა, ნაპირზე გამოვიდა, გულაღმა გაწვა
ბალახში.
ცაზე ღრუბლის ნაფლეთები დაცურავდნენ.
ღრუბლები გაცივდება და წვიმის წვეთებად იქცევა. წვიმის წვეთები
მდინარეს შეუერთდება. მზე რომ დააჭერს, აორთქლდება და ისევ
ღრუბლებად აეკრობა ცას. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება. ყოველ-
თვის ასე იქნება. ასე იქნება ათასი წლის შემდეგაც. მაშინ გუცას მაგივ-
რად სხვა ვინმე გაწვება გულაღმა ბალახში.
მაგრამ გუცამ ვერ წარმოიდგინა, როგორ უნდა დაცურავდნენ ღრუბ-
ლები ცაში, როგორ უნდა იყოს მდინარე კამკამა და როგორ უნდა იწვეს
ბალახში სხვა ვინმე, როცა გუცა აღარ იქნება.
უცებ თათიას ხმამ გამოარკვია.
თათიამ თქვა:
– ხვალ დაბრუნდება.
გუცა მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. ამიტომ გაკვირვებული სახე მი-
იღო.
– ვერ გავიგე, რას ამბობ.
– კი გაიგე, მაგრამ არ ამხელ, – თქვა თათიამ, თვითონვე გაწითლდა
და დაუმატა, – რა ლამაზი ქალი იყო არა, დიანა?
– ძალიან!
– შენ უფრო ლამაზი ხარ.
– კარგი ერთი!
– აღარ ვიბანაოთ?
– ვიბანაოთ, თუ გინდა.
ვერც ბანაობამ მოჰგვარა შვება გუცას, მთელი საღამო ერთ ადგილას
ვერ ისვენებდა. ძილის დრო რომ მოვიდა, დედა გაუჯავრდა: რას დაბო-
რიალობ წაღმა-უკუღმა, დაწექი და დაიძინეო. დაწოლით კი დაწვა, მაგ-
რამ ძილი დიდხანს არ მიკარებია. სხეულზე ცეცხლი ეკიდა. თითქმის

547
მთელი რამე ტრიალებდა ლოგინში. თან იმისი ეშინოდა, დედამ არ გა-
იგოს, რომ არ მძინავსო.
დილით დედა სადღაც წავიდა და გუცამ თავისი საყვარელი წითელი
კაბა ჩაიცვა. დედა რომ გაიგებდა, ეჭვი არაა, შავ დღეს დააყრიდა, მაგ-
რამ, სანამ გაიგებდა, მანამ ხომ ეცმებოდა და მერე რაც გინდა მომხდა-
რიყო, ეგ აღარ ადარდებდა.
კაბა ცოტა დამოკლებულიყო. ესე იგი, ამ ორ თვეში კიდევ მოუმატია
სიმაღლეში. გუცა ისედაც ყველაზე მაღალი იყო თავის ტოლებში.
მერე დიდხანს იტრიალა სარკესთან.
თათიას ნათქვამი: შენ უფრო ლამაზი ხარო, რა თქმა უნდა, არ და-
უჯერებია, მაგრამ მაინც დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარი თავი.
სწორი, მოგრძო სახე, შავი თვალ-წარბი, გრძელი წამწამები, ოქროს-
ფერო თმა... ტანი მართლა არ ჰქონდა ცუდი, არც ფეხები...
გუცამ თმა ლამაზად დაივარცხნა და ატმით სავსე კალათა აიღო, რო-
მელიც დედას, როგორც ყოველთვის, დილაადრიან გაემზადებინა.
ბავშვები უკვე გზისპირას ჩამწკრივებულიყვნენ.
– რას გამოპრანჭულხარ?! – ამრეზით შემოხედა აჩამ.
გუცა დღეს უკეთეს გუნებაზე იყო და აჩასთვის ყურადღება არ მი­უქ-
ცევია.
მანქანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ზოგი ჩერდებოდა, ზოგი არა.
გუცა ერთთავად მარცხნივ იყურებოდა, საიდანაც ის მანქანა უნდა გა-
მოჩენილიყო.
ამიტომ ბევრი არაფერი გაუყიდია.
შუადღის ხანს აჩამ და ლადომ ვაჭრობა მოათავეს.
აჩა გუცას მიუახლოვდა.
– თუ გინდა მოგეხმარები.
აჩას ხმაში სერიოზული კილო ჭარბობდა, მაგრამ გუცამ მაინც შე­უბ-
ღვირა.
– უშენოდაც გავყიდი.
აჩამ მხრები აიჩეჩა.

548
– როგორც გინდა, – და ლადოს მიუბრუნდა, – წამო, ლადო, წავიდეთ.
აჩა და ლადო წავიდნენ.
გუცა იყურებოდა და იყურებოდა მარცხნივ, საიდანაც თბილისისკენ
მიმავალი მანქანები უნდა გამოჩენილიყო.
რა იქნებოდა, იმ მანქანას რომ ჩამოევლო და გუცა აქ არ დახვედ­რო-
და...
...მანქანა გზისპირას გაჩერდა. ბავშვები მაშინვე შემოეხვივნენ. ­მან-
ქანიდან ახოვანი, მოხდენილი კაცი, ლევანქართველიშვილი გადმო­ვი-
და, ბავშვები დაკვირვებით მოათვალიერა და იკითხა:
„მარიანა სადაა?“
„მარიანა ავადაა“, – ნაღვლიანი ხმით მიუგეს ბავშვებმა.
„რა დაემართა?“
„არ ვიცით. ექიმმა ვერაფერი გაუგო“.
„ჩქარა წამიყვანეთ! – აღელვებული კილოთი თქვა ლევან ქართ­ვე-
ლიშვილმა და მძღოლს მიუბრუნდა, – აქ დამელოდე, სერგო“.
გუცა სიცხით გათანგული იწვა. თვალებზე ბინდი გადაჰკროდა. ყვე-
ლაფერი ბურუსში გახვეულიყო. მხოლოდ ულმობელი სიკვდილი მოჩან-
და ჰორიზონტზე. სიკვდილი ფეხაკრეფით უახლოვდებოდა და თანდა-
თან იზრდებოდა. ამ დროს კარი გაიღო. ლევან ქართველიშვილს ­გუცას
დანახვაზე თვალებში სიხარულის შუქი ჩაუდგა.
„რა დაგემართა, მარიანა?“
გუცამ სუსტი ღიმილით გაიღიმა.
„არ ვიცი“.
ბურუსი გაიფანტა. სიკვდილი უკან-უკან წავიდა.
ლევან ქართველიშვილი დაიხარა, გახურებულ შუბლზე აკოცა ­გუ-
ცას. მერე მაჯა გაუსინჯა.
„ექიმი სად არის?“
ექიმი შემოვიდა და თქვა:
„გაციებული არ არის, ანგინა არა აქვს, ხიხინი არა აქვს, ფილტვების
ანთება არა აქვს, დიფტერია არა აქვს“...

549
ექიმმა ხელები უმწეოდ გაშალა და ქვედა ტუჩი ნიჩაბივით გამოიშვი-
რა.
„სასწრაფოდ თბილისში უნდა წავიყვანოთ“, – თქვა ლევან ქართ­ვე-
ლიშვილმა.
მერე გუცა ლევან ქართველიშვილის გვერდით იჯდა მანქანაში და
მძღოლი, რომელსაც ოთხკუთხა თავი და გადაბმული წარბები ჰქონდა,
ქარივით მიაქროლებდა მანქანას.
როცა რომელიმე მანქანა გაჩერდებოდა, ოცნების ფერად ღრუბ-
ლებს თათიას მუჯლუგუნი ფანტავდა.
თათიამ კიდევ ერთხელ ჰკრა მუჯლუგუნი, ამჯერად ცოტა უფრო მაგ-
რად, და აღელვებული ხმით შესძახა:
– მოდის!
ის მანქანა გამოჩნდა. გუცამ მაშინვე იცნო მძღოლის ოთხკუთხა თა-
ვი. გულმა ბაგაბუგი დაუწყო.
სირბილით გადავიდა გზაზე. ხელში ატმით სავსე ჯამი ეჭირა...
მძღოლმა ბოლო წამს მოასწრო, საჭე მარცხნივ შეატრიალა. მანქანა
კივილით გაჩერდა.
– რას შვრები, შენი!
საზურგეზე გადაწოლილმა კაცმა, რომელიც გუშინ ლევან
ქარ­თვე­ლიშვილი იყო, თვალები გაახილა, დაბნეულად მიმოიხედა,
დაფანტული მზერა წამით გუცაზე შეაჩერა და ნამძინარევი ხმით ჰკითხა
­მძღოლს:
– რა მოხდა, სერგო?
– არაფერი, – ძლივს ამოღერღა სიბრაზისა და შიშისაგან ფერდაკარ-
გულმა მძღოლმა და გადმოქაჩული თვალები გუცას მიაპყრო, – ეს დამ-
თხვეული ღლაპი!..
ლევან ქართველიშვილმა აზრგამოცლილი მზერა კიდევ ერთხელ
მოავლო გუცას და თქვა:
– ააა!

550
ეს „ააა!“ ბოლოს მთქნარებაში გადაუვიდა, თვალები დახუჭა და სა-
ზურგეს მიესვენა...
მანქანა წავიდა...
...შუა გზაში მარტოდმარტო იდგა გუცა, მარიანა, წვივმაღალი, შოლ-
ტივით გოგო; წითელი კაბა ეცვა, ოქროსფერი თმა გამხდარ მხრებზე
ეფინა.
იდგა და უძრავი სახით გაჰყურებდა გზას, სადღაც შორს, უსას­რუ-
ლობაში რომ მიდიოდა, რათა აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
ფეხებთან ჯამის ნამსხვრევები ეყარა.

ოპერაცია „დეიდა ტასო“

პროლოგი
პირმშვენიერმა მდივანმა გოგონამ მერვედაც იგივე პასუხი და-
მახ­ვედრა (თავმჯდომარეს თათბირი აქვს და ვერ მიგიღებსო).

ექსპოზიცია
1. ვინ არის და რას წარმოადგენს დეიდა ტასო.
დეიდა ტასო არის სამოცდათხუთმეტ წელს მიღწეული ვინ ჯგუფის
სულიერი არსება; აქვს ხუთოთახიანი ბინა და ჰყავს ერთი ბებერი კატა,
სახელად პიმენი.
სინამდვილეში დეიდა ტასო უფრო მამიდა ტასოა, რამდენადაც მა-
მაჩემის ღვიძლი ბიძაშვილია, მაგრამ ვერ იტანს მამიდას დაძახებას,
რადგან ეს სიტყვა, ცოტა არ იყოს, ფამილარულად ჟღერს და, თუ კარგად
დავუკვირდებით, მემკვიდრეობის ერთგვარ პრეტენზიასაც შეიცავს.
დეიდა ტასოს პორტრეტი
დეიდა ტასო არის ძალიან მაღალი, ძალიან გამხდარი და თავისი
ასაკის კვალობაზე წელში ძაიან გამართული ქალი. თეთრი, აბრეშუმი-
ვით თმა აქვს, შავგვრემანი სახე, სქელი და გრძელი შავი წარბები,, განი-
ერი, ოდნავ წინ წამოვარდნილი ნიკაპი და მეჩხერი წვერ-ულვაში. თუ
551
ამას დავუმატებთ დინჯ, გამოზომილ მიმოხრას, პორტრეტი შეიძლება
დამთავრებულად ჩაითვალოს.

დეიდა ტასოს შინაგანი სახე


ა) დეიდა ტასო არისტოკრატია.
რაში გამოიხატება ეს არისტოკრატობა, წარმოდგენა არა მაქვს. იქ-
ნებ იმაში, რომ რამდენიმე წელი საფრანგეთში ცხოვრობდა; იქნებ იმა-
ში, რომ ეგრეთ წოდებულ „საზოგადოებაში მოქცევის ნორმებს“ არაფ-
რად აგდებს; ან იქნებ იმაში, რომ თავის დას, ანიას, რუსულად ელაპარა-
კება. ვერაფერს გეტყვით. მაგრამ არისტოკრატი რომაა, ეს დანამდვი-
ლებით ვიცი.
ბ) დეიდა ტასო დამსახურებული მასწავლებელია.
ამას ადვილად შეამჩნევს ყველა, ვინც სამკერდე ნიშნებში ერკვეა.
ზამთარში მაკარონის საყიდლად რომ გამოდის სახლიდან, დამსა-
ხუ­რებული მასწავლებლის ნიშანი პალტოზე უკეთია, შინ რომ დაბრუნ-
დება და პალტოს გაიხდის, სამკერდე ნიშანს იხსნის და კაბაზე იბნევს.
გ) დეიდა ტასოს ძალიან უყვარს თეატრალური ხელოვნება (მთავარი
შტრიხი დეიდა ტასოს შინაგან სახეში).
არ აცდენს არც ერთ ახალ წარმოდგენას.
კარგად იცნობს მსოფლიო დრამატურგიასა და თეატრის ისტორიას,
მოყოლებული ანტიკური ხანიდან დღემდე.
ხშირად უთქვამს: მოწოდებით მსახიობი ვარო.
არანაკლებ ხშირად უთქვამს: მოწოდებით რეჟისორი ვარო.
ერთი სიტყვით, სულით ხორცამდე თეატრალია.
დ) დეიდა ტასოს სძულს ნათესავები (მეორე მთავარი შტრიხი დეიდა
ტასოს შინაგან სახეში). არც ერთი ნათესავი თავის ბინაში არ ჩაწერა.
არც აპირებს.
დაუფარავად ამბობს, ბინა სახელმწიფოს უნდა დავუტოვოო.
2. ვინა ვარ მე და რას წარმოვადგენ მე.

552
მე გახლავართ ოცდათვრამეტი წლის კაცი, ცოლშვილიანი (ოთხი ან-
გელოზივით გოგო მყავს), განათლებით ეკონომისტი, პროფესიით საქო-
ნელმცოდნე, თანამდებობით უფროსი საქონელმცოდნე. ვმუშაობ ერთ
დიდ დაწესებულებაში. ხელმძღვანელობა კარგი თვალით მიყუ­რებს და
იმედი მაქვს, როცა განყოფილების გამგეს მანქანა დაეჯახება, მის ად-
გილს მე დავიჭერ.
როგორც ყველა ეკონომისტი, გატაცებული ვარ პოეზიით და, რო-
გორც ყველა საქონელმცოდნე, ვცხოვრობ საშუალოდ.
ბევრი რამ უკვე მაქვს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ მაკლია.
მაგალითად, ბინა.
ბინა არა მაქვს.
ცოლ-შვილი მყავს (ოთხი ანგელოზივით გოგო) და ბინა არა მაქვს.
უბინაობა კი, მოგეხსენებათ, არ არის კარგი.

კვანძის შეკვრა
რად უნდა სახელმწიფოს ვიღაც დამსახურებული მასწავლებლის
­ხუთოთახიანი ბინა?!
როგორც თანამედროვე ფიზიკა გვასწავლის, სამყაროში ყველაფერი
შეფარდებითია. ის, რაც ჩემთვის დიდი და მნიშვნელოვანია, სახელმწი-
ფოსათვის პატარა და უმნიშვნელოა.
გარდა ამისა, მე სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები.
ესეც არ იყოს, ის „ვინმე“, რომელმაც ადრე თუ გვიან დეიდა ტასო ­მი-
წას უნდა მიაბაროს, მე ვარ. ამიტომ, თუ სადმე სამართალია, უნდა
მოე­რიდოს ჩემს განაწყენებას (ისე, გინდაც გამანაწყენოს, რა თქმა უნ-
და, დამარხვას მაინც არ დავზარდები, მაგრამ, როგორც იტყვიან, და-
მარხვაც არის და დამარხვაც).
...და აი, ერთ მშვენიერ დილას, როდესაც გაზაფხულის მზე თანდა-
თან ძალას იკრებდა, ატმისა და ტყემლის კვირტები სიცოცხლეს შეჰხა-
როდნენ და ჩიტების საამური ჟღურტული არემარეს ავსებდა, მე, უფ-

553
როსმა საქონელმცოდნემ, სიკო მელაძემ, გადავწყვიტე მემკვიდრეობის
მაძი­ებელი გავმხდარიყავი წარმოებიდან მოუწყვეტლად.
მოქმედების განვითარება
ერთხელ, ნასადილევს, როდესაც ცოლი ჭურჭელს რეცხავდა, ქმარმა
საზეიმო მარშით რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, ბოლოს გა-
რეცხილი თეფშების გვერდით შედგა, ხელები გულზე დაიკრიფა და გა-
ნაცხადა:
– ბრწყინვალე იდეა დამებადა.
–ჰჰო... – უინტერესოდ თქვა ცოლმა.
– დეიდა ტასოს ხუთოთახიანი ბინა უნდა ჩავიგდო ხელში.
ცოლმა სკეპტიკურად გაიცინა.
– კარგად ვერ გიცვნია დეიდა ტასო.
– რას ჰქვია კარგად ვერ მიცვნია! ერთი კვირა იმაზე ფიქრში ვაღამებ
და ვათენებ! შენ თუ ის გინდა თქვა, რომ მძიმე და შეუპოვარი ბრძოლა
მომელის, მაგაში გეთანხმები. მაგრამ, – აქ ქმარმა ხმაში საზეიმო კილო
შეაპარა, – გამარჯვება, რაც უფრო ძნელია, მით უფრო ტკბილია.
ცოლმა ამოიოხრა და თქვა:
– ღმერთმა ქნას, ჩვენს ბატკანს მგელი დაეჭიროს.
...ცოლის სკეპტიციზმს არ შევუშინებივარ. პირიქით, ოპერაციის
პრაქტიკულ მნიშვნელობას სპორტული ჟინიც ზედ დაერთო და გაორკე-
ცებული ძალით დავიწყე ფიქრი.
საფიქრალი კი ბევრი მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი საზოგადოება სავსეა მემკვიდრეო-
ბის მაძიებლებით, მეთოდოლოგიის თვალსაზრისით ამ დარგში
მნიშვ­ნელოვანი არაფერი შექმნილა.
უხსოვარი დროიდან არსებობს ერთი და იგივე იდეა: თავი შეაყვარო
საძიებელი ობიექტის პატრონს (ამ მიზნით: ელაქუცო, თვალებში ­უყუ-
რო, აქო, მონურად ემსახურო).
გამომადგებოდა თუ არა მე ეს პრიმიტიული საშუალება?
რასაკვირველია, არა!

554
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოვლად წარმოუდგენელია ვინ-
მემ (მით უმეტეს ნათესავმა) თავი შეაყვაროს დეიდა ტასოს.
მაშასადამე, სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა, ისეთი გასაღები უნდა
შემექმნა, მის ხასიათს რომ მოერგებოდა.
ბევრი ვიფიქრე, ბევრი ღამე თეთრად გავათენე და ბოლოს, დეიდა
ტასოს სულის ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, ერთ მშვენი-
ერ იდეას მივაგენი. ეს იყო იდეა, სადაც მემკვიდრეობის მაძიებელთა
ტრადიციულ თავის შეყვარებას ცვლიდა შეჩვევა.
შეჩვევა.
ის ძაღლი, იტალიელებმა თუ ჰოლანდიელებმა რომ ძეგლი დაუდ-
გეს, სიყვარულის გამო არ ელოდებოდა პატრონს წლების განმავლობა-
ში. თავდაპირველად შეიძლება ეს მართლაც სიყვარულის მაგვარი რა-
ღაც იყო, მაგრამ შემდეგ ჩვევად იქცა და ბოლოს იმ ძაღლს წარმოდგენა
არ ჰქონდა, რისთვის დადიოდა ყოველდღე ტრამვაის გაჩერებაზე. უბ-
რალოდ დადიოდა. ჩვევა გამოუმუშავდა და დადიოდა. რაც შეეხება პატ-
რონს, მისი სახე დიდი ხანია ამოშლილი იყო ერთგული პირუტყვის მეხ-
სიერებიდან.
დაახლოებით ასეთი ჩვევა, ასეთი რეფლექსი უნდა გამომუშავებო-
და დეიდა ტასოს.
ისე უნდა შემჩვეოდა, რომ უჩემოდ ვერ გაეძლო.
ჩვევა კი ზოგჯერ სიყვარულზე ძლიერია.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გაცილებით უფრო ადვილია (როცა
კი საერთოდ შესაძლებელია) ვინმეს თავი შეაყვარო, ვიდრე თავი შეაჩ-
ვიო.
შეჩვევას უფრო მეტი დრო სჭირდება, უფრო მტკიცე ნერვები, უფრო
ფაქიზი, უფრო რიტმული მუშაობა. მცირე შეცდომამ შეიძლება მთელი
შრომა წყალში გადაგიყაროს. ამიტომ ბრძოლის მიმდინარეობა წინას-
წარ უნდა განჭვრიტო, თითოეული მოსალოდნელი ნიუანსი უნდა გაით-
ვალისწინო.

555
ყველაფერი გულმოდგინედ ავწონ-დავწონე, ყველა შესაძლო ვარი-
ანტი გავიანგარიშე და ბოლოს შევადგინე დეტალური სამოქმედო პროგ-
რამა.
ოპერაცია დაყოფილი მქონდა სამ ეტაპად.
პირველი ეტაპი იყო „ფეხის მოკიდება“.
(დეიდა ტასო უნდა დარწმუნებულიყო ჩემს სრულ უანგარობაში).
მეორე ეტაპი იყო „ობიექტის სულიერი ტრანსფორმაცია“.
(დეიდა ტასო უნდა გადაჩვეოდა მარტოობას და მოთხოვნილებად
გადაქცეოდა ჩემს გვერდით ყოფნა).
მესამე ეტაპი იყო „ქაჯეთის ციხის აღება“
(დეიდა ტასოს, რაკი უჩემოდ გაძლება აღარ შეეძლებოდა, უნდა მი-
ვეწვიე თავის რეზიდენციაში, ასე ვთქვათ, ფართობის უფლებით).
გარდა ამისა, შევიმუშავე რამდენიმე „საყრდენი პრინციპი“, რომლე-
ბითაც ყოველ მოსალოდნელ და მოულოდნელ სიტუაციაში უნდა
მე­ხელმძღვანელა.
აი, ეს პრინციპები:
1. მკაცრად ნეიტრალური პოზიცია დავიჭირო ბინის მიმართ (თუმცა
ობიექტის დაბნევის მიზნით დასაშვებია ალოგიკური გამოხდომებიც).
2. სანამ ჩემს უანგარობაში არ დარწმუნებულა, მანამ მხოლოდ ისე-
თი სამსახური გავუწიო, რომელსაც აუცილებლობა მიკარნახებს. დანაკ-
ლისი შეივსება მეორე ეტაპზე, მაგრამ მაშინაც თავი ისე უნდა ვაჩვენო,
თითქოს უხალისოდ ვემსახურები, მხოლოდ და მხოლოდ ვალმოსახდე-
ლად.
3. ვეკამათო და ვეკამათო თეატრალურ საკითხებზე (მთავარი პრობ-
ლემა!).
4. ვაძაგო ნათესავები (მეორე მთავარი პრობლემა!).
სწორედ იმ ხანებში დეიდა ტასოს სამოცდაცამეტი წელი შეუსრულ-
და. ოპერაციის დასაწყებად უკეთეს შემთხვევას ვერც ვინატრებდი.
ვი­ყიდე ერთი დიდი ტორტი, დავიქირავე ტაქსი და ცოლთან ერთად (ჩე-

556
მი ანგელოზებივით გოგოები სიდედრს მივაბარე) დეიდა ტასოს მივადე-
ქი კარზე.
ზარს რომ ვრეკავდი, გული ისე მიცემდა, როგორც დამწყებ ქურდს,
რომელსაც ყოველ მოსახვევში მილიციელი ელანდება.
კარი გაიღო და დეიდა ტასოს სახეზე თანმიმდევრულად აღიბეჭდა
გულწრფელი გაკვირვება, ყალბი სიხარული და თავაზიანი ღიმილი.
– რა ბედნიერ შემთხვევას უნდა მივაწერო, რომ ძვირფასმა ნათესა-
ვებმა გამიხსენეს?
ეს ხაზგასმით ნათქვამი „ძვირფასი ნათესავები“ პირველი ქვა იყო,
რომელიც დეიდა ტასომ მტყორცნა. მაგრამ არც გამკვირვებია და არც
შემშინებია. მე ხომ საბრძოლველად ვიყავი წამოსული და არა დროს სა-
ტარებლად.
– საყვედურზე ნუ მიდგება საქმე, დეიდა ტასო, თორემ შენ ისიც კი არ
იცი, სად ვცხოვრობთ.
– მე რას მიყურებთ! ჩემისთანა გადაყრუებული დედაბრის სტუმრო-
ბა ვის რად ეპიტნავება, ჩემო კარგო, – დაიწუწუნა დეიდა ტასომ და სას-
ტუმრო ოთახში შეგვიძღვა.
აქ ერთი პატარა მოულოდნელობა მელოდა.
მოულოდნელობა ნებიერად გადაწოლილიყო რბილ სავარძელში,
ფეხი ფეხზე შემოედო და სურათებიან ალბომს ჩაჰკირკიტებდა.
ეს იყო ორმოციოდე წლის კაცი, დაბალი, ჩასუქებული და წვრილ-
თვალებიანი. შავი, ჯაგარივით თმა და ვიწრო შუბლი ჰქონდა. პროფესი-
ით,ჩემი აზრით, მემკვიდრეობის მაძიებელი უნდა ყოფილიყო.
დეიდა ტასომ მე და ის კაცი ერთმანეთს გაგვაცნო.
– სიკო მელაძე, ვიქტორ შეწირული.
მე და ვიქტორ შეწირულმა თვალით გავზომეთ ერთმანეთი.
ხმაურზე სამზარეულოდან კიდევ ორმა მოულოდნელობამ გამოყო
თავი, მაგრამ ისინი ქალები იყვნენ და სახე და ხელები ფქვილით ჰქონ-
დათ მოსვრილი, ამიტომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.

557
როდესაც დეიდა ტასო ჩემს ცოლთან და ჩემს მიერ მოტანილ ტორ-
ტთან ერთად სამზარეულოში გავიდა, ვიქტორ შეწირულს ვუთხარი:
– თქვენი სახე საიდანღაც მეცნობა, სად მუშაობთ?
– საქთბილღვინტრესტმრეწვმთავსამმომგანში.
ამას რომ მეუბნებოდა, ისე თავაზიანად მიღიმოდა, რომ კინაღამ
ვთხლიშე, მაგრამ ჩემი მეთოდი ყოველგვარ უხეშობას გამორიცხავდა,
ამიტომ მეც თავაზიანი ღიმილი ავიფარე.
– რას მეუბნებით? თქვენი შეფი ჩემი ძველი მეგობარია მოკითხვა გა-
დაეცით, როცა შეხვდეთ.
– უეჭველად გადავცემ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება.
თქვენ სადღა მუშაობთ? მეც მეცნობა თქვენი სახე.
– ვენდისპანსერში. თუ მოგიხდეთ იქით გამოვლა, მინახულეთ.
საუბარი ზარის ხმამ შეგვაწყვეტინა. დეიდა ტასომ კარი გააღო და
დეიდა ანიას შემოუძღვა.
დეიდა ანია დეიდა ტასოსავით ბებერი და მარტოხელაა, მაგრამ
­მისგან განსხვავებით, დედალი კატა ჰყავს, სახელად ფისო, და მარტო
ერთი ოთახი აქვს.
გარდა ამისა, დიდი უცერემონიო და როხროხა ვინმეა.
დაგვინახა თუ არა, სიცილი აუვარდა.
– ოჰ! შეკრებილან ნათესავები და ჭუკჭუკებენ! В следующий раз я
обязятально принесу тебе мухомор, Тася1, – მერე მე მომიბრუნდა, –
ცოლ-შვილი სადა გყავს, ბიჭო?
– ცოლი მაგერაა, სამზარეულოში. მიდი და გადაკოცნე.
– ბავშვები არ წამოგიყვანია?
– ბავშვები ნამეტანი გულწრფელი ხალხია. სახლში დატოვება ვამ-
ჯობინე.
– სიდედრი მაინც წამოგეყვანა, შე კაცო!
მერე მეორე ოთახში გავიდა და ახლა იქიდან მოისმა მისი კივილი:
– Боже, какие гвоздики! Если не подаришь,Тася хоть одну2, იცოდე, აქ-
ვე მოვკვდები.

558
დეიდა ტასომ მისი სიკვდილი ამჯობინა. მიხაკები იმ ქალებს მოეტა-
ნათ, ფქვილში რომ იყვნენ ამოგანგლული. დეიდა ტასოს ნამოწაფარები
ყოფილიყვნენ და ყოველ დაბადების დღეზე, თურმე, მიხაკები მოჰქონ-
დათ.
მოდი და იწამე ადამიანი ასეთი ხალხის შემხედვარემ!
...საღამო ხანს სტუმრები გაიკრიფნენ. ვიქტორ შეწირულმა გამომ-
შვიდობებისას ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა:
– ერთი რჩევა უნდა მოგცეთ.
– ბრძანეთ.
– თეატრი შეიყვარეთ. ქართულ თეატრს მაყურებელი აკლია. უეჭვე-
ლად შეიყვარეთ თეატრი! რაც შეეხება ჩემს შეფს, სწორედ გუშინ დავა-
საფლავეთ.
– ოჰ, ეს რა მითხარით... ისე კი გრძნობდა, ხომ იცით! რამდენჯერ უთ-
ქვამს საწყალს, ერთხელაც იქნება, მოვკვდებიო.
მერე ბეჯითი მოწაფეებიც წავიდნენ და მე, ჩემი ცოლი, დეიდა ტასო
და დეიდა ანია დავრჩით.
დეიდა ანიას დარაჯად ცოლი მივუჩინე, მე კი დეიდა ტასო დავიმარ-
ტოხელე და ტყვიასავით დავახალე:
– დეიდა ტასო, რატომ არავის ჩაიწერ ბინაში?
დეიდა ტასოს სახეზე ნეტარების ღიმილმა გადაურბინა, ეტყობა,
იფიქრა, ეს რა მიამიტი ნათესავი ჩამივარდა ხელშიო. რას წარმოიდგენ-
და, რომ დეტალურად დამუშავებული გეგმა მქონდა, რომლის პირველ
ნაწილს („მიამიტური ფრაზით“ რომ დაიწყო) ეწოდებოდა „ქვეოპერა-
ცია“ განვამტკიცო, რათა დავამსხვრიო!“
დეიდა ტასო ერთხანს ტკბებოდა ჩემი შეკითხვით. ბოლოს, პაუზით
რომ გული იჯერა, მითხრა:
– შენ ყველაზე ახლო ნათესავი ხარ, ჩემო კარგო, შენს უკეთესს ვის
ჩავიწერდი, მაგრამ ქვეყანა ვიგინდარებითაა სავსე. რა ძალა მადგია,
დღეს ბინაში ჩაგწერო და ხვალ სანანებლად გამიხდეს საქმე. არ ჯობია,
არც ჩაგწერო და არც ვინანო?

559
– რასაკვირველია, ჯობია.
დეიდა ტასოს სახეზე ნეტარების ღიმილი წაიშალა და გაკვირვება
აღიბეჭდა. ერთხანს დაჟინებით მიყურა (წარბი არ შემიხრია), ბოლოს,
ეტყობა, ჩემი დასტური თავაზიანობის გამოვლინებად ჩათვალა და გა-
ნაგრძო:
– მე რომ მოვკვდები, მერე გინდა ერთ ვიგინდარას მისცეს სახელმწი-
ფომ ჩემი ბინა და გინდა მეორეს.
– საღი მსჯელობაა. შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
ეს უკვე უბრალო თავაზიანობას აღარ ჰგავდა. დეიდა ტასო სკამზე აწ-
რიალდა. გაკვირვებას შეშფოთებაც ზედ დაერთო. მე კი გუნებაში ჩავი-
ცინე და განვაგრძე:
– მე რომ ჩვენს უბანში ამბავი ვნახე, მტერს არ ვუსურვებ ბინაში ნა-
თესავის ჩაწერას, – აქ მცირე პაუზა გავაკეთე. ასე ვთქვათ, ადგილი გა-
მოვტოვე დეიდა ტასოს რეაქციისათვის. მაგრამ დეიდა ტასოს ჩემი პა-
უზა არაფრით არ შეუვსია, უხმოდ იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
– ჩვენს უბანში ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. სწორედ ამ ორი
კვირის წინ დავასაფლავეთ. ღრმად მოხუცებული კი იყო საწყალი. ჰოდა,
არ მოეშვნენ, ხან აქედან შეუჩნდნენ, ხან იქიდან. საშველი აღარმისცეს.
ადგა ისიც და ნათესავი ჩაიწერა ბინაში. ასე, ჩემი ხნის კაცი, ოღონდ
უცოლშვილო. არ გასულა ამ ამბის შემდეგ ორი თვე და ეს ქალი მეზო-
ბელს კარზე მიადგა, – ღამე გამათევინეო. სამი თვე კიდევ იცოცხლა და
ამ სამ თვეს დღისით სასამართლოში სიარულს უნდებოდა და ღამეს ხან
ერთ მეზობელთან ათევდა, ხან მეორესთან.
– მდაა, ჩემო კარგო, – თქვა დეიდა ტასომ, ისე რომ თვალი არ მო-
უშორებია.
– არ უნდა გიკვირდეს, დეიდა ტასო, რომ შენთან ასე იშვიათად დავ-
დივარ. ან შენ რად გინდა, რომ ვიგინდარად მთვლიდე და ან მე რად მინ-
და, სულ იმის ფიქრში ვიყო, ამ სახლში ვიგინდარად მთვლიან-მეთქი.
– მდა... – კიდევ თქვა დეიდა ტასომ, ისე რომ თვალი არ მოუშორებია.

560
– აი, მაგალითად, როგორც ეს შეწირულია, თუ ვიღაცა... ეგ რა, ჩვენი
ნათესავია?
შეწირულის ხსენებაზე დეიდა ტასოს ისევ ნეტარების ღიმილმა
გა­დაურბინა.
– ჩემი საწყალი ქმრის ნათესავია. ამ ერთი თვის წინ გამოჩნდა ასპა-
რეზზე.
– მე დღეს გამოვჩნდი, არა? – ღიმილით ვკითხე მე.
– შენ ჯერ არ გამოჩენილხარ, ჩემო კარგო, – ღიმილითვე მიპასუხა
დეიდა ტასომ.
– შეწირულმა რაო, პრეტენზიები გადმოალაგა?
– სამჯერ წამომყვა თეატრში. ორჯერ ჩაეძინა, მესამედ ბოლომდე
გაძლო, მაგრამ გულის ფრიალი აუტყდა. დაღუპა საწყალი თეატრის სი-
ძულვილმა.
– თეატრის სიძულვილმა? – ვთქვი და სიცილი ამივარდა, – თურმე
რატომ მითხრა... – ამ სიტყვებზე ისევ ამივარდა სიცილი, ვიცინე და ვი-
ცინე. უნდა მოგახსენოთ, ჩინებულად ვიცინოდი.
– რა გითხრა ასეთი? – მკითხა დეიდა ტასომ, ცოტა რომ დავმშვიდ-
დი.
მე თეატრალური პოზა მივიღე და შეძლებისდაგვარად მივბაძე შეწი-
რულის ლაპარაკს:
– “თეატრი შეიყვარეთ! უეჭველად შეიყვარეთ თეატრი!“
აქ დეიდა ტასომაც ბევრი იცინა.
– რა მშვენივრად აჯავრებ, – მითხრა ბოლოს, – ტალანტი გქონია.
– ო! მე თეატრი ძალიან მიყვარს, დეიდა ტასო. ასე რომ, თუ როდისმე
შეწირულის დაწყებული საქმე განვაგრძე, პირობას გაძლევ, წარმოდგე-
ნაზე არ ჩამეძინება.
ამ დროს დეიდა ანია შემოგრიალდა.
– Ну как? Не увенчались успехом переговоры1?
– Оказывается, он очень занятный мальчик2, – მიუგო დეიდა ტასომ.
– Да? В таком случае я пошла.3 მაშ არ მაჩუქებ ერთ მიხაკს?

561
– ვერა, ანიჩკა, ვერა. ხომ იცი, მოწაფეების მოტანილია.
– Да ну тебя и твоих მოწაფეები!..4
– ასე გიყვარს მიხაკები, დეიდა ანია? – ვკითხე მე.
– ეჰ, ჩემო ახალგაზრდობავ!.. რამდენ ოფიცერს მოურთმევია მიხაკე-
ბის თაიგული...
– თავი რამდენ ოფიცერს მოუკლავს?
– თავი ერთმა მოიკლა! – მკაცრად მითხრა დეიდა ანიამ. ეს თემა დე-
იდა ანიასათვის ძალიან სერიოზული თემაა. ჩემი აზრით კი ის ოფიცე-
რი, რომელსაც, თუ ზეპირ საოჯახო ქრონიკას ვენდობით, მართლა მო-
უკლავს თავი, კაი ტუტუცი ვინმე ყოფილა.
– აბა, კარგად იყავით, ნათესავებო! მე არ მესტუმრები, ბიჭო?
– შენ სულ მემკვიდრეები გელანდება.
– ჩემგან ბევრს ვერაფერს მიიღებ...
– მაშინ გესტუმრები.
ბოლოს მე და ჩემი ცოლის წასვლის დროც მოვიდა.
– შენ ძალიან საინტერესო კაცი ყოფილხარ, – მითხრა დეიდა ტასომ.
– პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობი, დეიდა ტასო, – ხუმრობაში
გავუტარე ქათინაური, რომლის აზრსაც ვერ მივუხვდი.
– მაშ, მოდი, კიდევ გამოიარე ამ დღეებში, ვნახოთ, მეორე შთაბეჭდი-
ლება რას მოგვიტანს.
– რისკს ვერ გავწევ, მეშინია.
მაშინ დეიდა ტასომ სერიოზული სახე მიიღო.
– მართლა შემოიარე, თეატრზე ვისაუბრებთ.
რაკი სერიოზულობაზე მიდგა საქმე, მხრები ავიჩეჩე, შუბლი შე-
ვიჭ­მუხნე, შევფიქრიანდი, ერთი სიტყვით, ყოველმხრივ მოვემზადე უა-
რის სათქმელად და ვუთხარი:
– კარგი, კარგი, გამოვძებნი როგორმე დროს და შემოგივლი.
– რა ქენი, მიიღე მემკვიდრეობა? – მკითხა გზაში ცოლმა და
ჩაი­ცი­ნა.

562
– ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო, – დიდაქტიკური ტონით მივუგე და
თვალი ჩავუკარი.
ამჯერად ჩემს ოპტიმიზმს სრულიად რეალური საფუძველი ჰქონდა.
სტუმრობამ ჩინებულად ჩაიარა. პირველი ბრძოლა მოგებულ იქნა, მი-
უხედავად იმისა, რომ დეიდა ტასო მთელი საღამო თვალს არ მაშორებ-
და. ერთადერთი შეცდომა ტორტის მიტანა იყო, მაგრამ ჯერ ერთი, სა-
იდან დამესიზმრებოდა, თუ ამ გადაყრუებულ დედაბერს ასე ეყვარებო-
და ყვავილები, და მეორეც, ეს იყო ბედნიერი შეცდომა, რომელმაც ერთი
ახალი იდეა მომაწოდა (ქვეოპერაცია – „Ход конем1“).
მკითხველს ალბათ ახსოვს, დეიდა ტასომ რომ მთხოვა, კიდევ მო-
დიო. მე შევპირდი, მაგრამ დავამადლე.
და აი, სამი დღისშემდეგ მივედი... როგორ ფიქრობთ, ვისთან?
არა...
დეიდა ანიასთან მივედი და ათი ცალი ბდღვრიალა მიხაკი მივუტა-
ნე.
ამის შემდეგ ერთი კვირა შევიცადე. ეს იყო „ვადა ინფორმაციის
გა­სავრცელებლად“.
ბოლოს გადავწყვიტე, ნიადაგი უკვე მომზადებულია-მეთქი და დე-
იდა ტასოს ვეწვიე.
ჩემი ვარაუდი გამართლდა. დეიდა ტასომ უკვე იცოდა დეიდა ანიას-
თან ვიზიტის ამბავი, თუმცა ჩემი ქველობა ერთობ უცნაური ფრაზით კი
გამოხატა:
– ჩვენს საუკუნეს, ჩემო კარგო, შენისთანა ხალხი სჭირდება.
საუბარი სასტუმრო ოთახში მიმდინარეობდა. მე სწორედ იმ სავარ-
ძელში ვიჯექი, რომელშიაც ამას წინათ ვიქტორ შეწირული იყო გამო­ჭი-
მული.
– დეიდა ანიას ისე გაუხარდა, სიმართლე გითხრა, უხერხულად ვიგ-
რძენი თავი.
– ახალგაზრდობა გაახსენდებოდა, – გაიღიმა დეიდა ტასომ.
მერე კონიაკი გამოიღო და დამისხა.

563
იმ დღეს ცოტა თეატრზე ვისაუბრეთ, ცოტა, საერთოდ, ადამიანებზე
და ცოტაც, კერძოდ, ნათესავებზე.
ორი კვირის შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ იმავე საკითხზე.
მერე კიდევ რამდენჯერმე გავიდა ორი კვირა.
მუყაითად ვმუშაობდი და წვრილ-წვრილი ოპერაციების (ქვეოპერა-
ციებისა და ქვექვეოპერაციების) მეშვეობით ნელ-ნელა ვიკიდებდი
ფეხს.
ერთხელ გაზეთში ცნობას წავაწყდი, ფრანგული თეატრი ჩამოდის
საგასტროლოდო.
დიდებული შემთხვევა იყო.
გაზეთი ჯიბეში ჩავიდე და დეიდა ტასოს მივაშურე.
გზაში გეგმას ვადგენდი.
საქმე ისაა, რომ დეიდა ტასო ვერ უნდა მიმხვდარიყო, თუ საგანგე-
ბოდ ამ საქმისათვის მივედი.
საჭირო იყო „სხვათა შორის“ გადამეთვალიერებინა გაზეთი და
„შემთხ­ვევით“ აღმომეჩინა ფრანგების ჩამოსვლა.
მაგრამ როგორ ამომეღო ჯიბიდან გაზეთი ისე, რომ საქმეს წინასწარ
განზრახვის სუნი არ ასვლოდა? ზარი რომ დავრეკე, ეს საკითხი ჯერ კი-
დევ გადაუწყვეტელი მქონდა.
ვიფიქრე, რამეს მოვახერხებ-მეთქი.
აქ ბედი ჩაერია საქმეში და ჩემი მხარე დაიჭირა.
სასტუმრო ოთახში მაგიდაზე ახალი გაზეთი დამხვდა.
ცოტა წავისაუბრეთ და გაზეთი ავიღე.
– დღევანდელია? – ვიკითხე ყასიდად.
– დღევანდელია.
გაზეთი დინჯად გადავფურცლე. ბოლო გვერდზე ცოტა ხანს შევყოვ-
ნდი და შევძახე:
– ბიჭოს!
– რა იყო?
– საფრანგეთის თეატრი ჩამოდის. ნახე?

564
– კი.
– აბა, მაშ, ბედნიერი დღეები დაგდგომია.
– ბილეთები თუ ვიშოვე...
– ბილეთების შოვნას რა უნდა!
– რიგში დგომა უნდა, ჩემო კარგო, და თავ-პირის დამტვრევა.
– რიგში დგომა არა! მანდ ქვეყანას ვიცნობ!
– მართლა?
– მართლა რომელია!
– აბა იშოვე. – ეს რომ თქვა, მცირე პაუზა გააკეთა, სევდიანი ­თვალე-
ბით შემომხედა და დაუმატა, – და ანიას მიუტანე.
ამ სიტყვებმა საბაბი მომცა ღიმილით წამოვმდგარიყავი და ხელი
მხარზე მომეხვია (კოცნისაგან მაინც თავი შევიკავე. ნაადრევად მივიჩ-
ნიე).
– ვისაც ყვავილები უყვარდა, ყვავილები მიიღო, ვისაც ბილეთები უყ-
ვარს, ბილეთებს მიიღებს. აბა, როგორ გინდა? ყველაფერი შენ და დე-
იდა ანიას არაფერი?
დეიდა ტასომ ჩემი ხელი მოიშორა და მკითხა:
– შენც ხომ არ წამოხვიდოდი?
– სად?
– ფრანგების სპექტაკლებზე.
– ააა! არა, საერთოდ, კი რა თქმა უნდა, ვნახავ.
– მაგრამ ჩემისთანა დედაბერთან სიარული ხელს არ გაძლევს.
მე პირველს ვამბობდი, ის მეორეს მეუბნებოდა. ჩემს წისქვილზე
ას­ხამდა წყალს.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი გულისამაჩუყებელი სიტყვების შემდეგ
უშიშრად შემეძლო ყველა სპექტაკლი დეიდა ტასოსთან ერთად მენახა,
მაგრამ როცა სასწორზე ხუთოთახიანი ბინა დევს, სიფრთხილეს გან­სა-
კუთრებული ფასი ედება.
ამიტომ დეიდა ტასოს მხოლოდ ერთ სპექტაკლზე წავყევი.

565
სპექტაკლის შემდეგ ტაქსით მივიყვანე შინ და გვიან ღამემდე ვედავე
იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა კლასიკური პიესების მოდერნისტული
ინტერპრეტაცია და, კერძოდ, აუცილებელია თუ არა შექსპირის ტრა­გე-
დიებში რეალისტური კოსტიუმებისა და დეკორაციების შენარჩუნება.
ბოლოს, კამათით რომ ორივე გვარიანად დავიღალეთ, ღამე ნებისა ­ვუ-
სურვე და წამოვედი.
ამით დამთავრდა ოპერაციის პირველი ეტაპი, რომელმაც დამა­ნახ-
ვა, რომ თეორიულად კარგად მომზადებულ და მოქნილი სამუშაო მე-
თოდით შეიარაღებულ კაცს უნარი შესწევს წარმატებით იბრძოლოს ხუ-
თოთახიანი ბინის მოსაპოვებლად. ამ დროისათვის დეიდა ტასოს ჩემს
უანგარობაში ეჭვი აღარ ეპარებოდა, გარდა ამისა, ჩამოყალიბდა დაპი-
რისპირებულ მხარეთა სახეები, გამოიკვეთა ურთიერთობა, დაზუსტდა
მოქმედების შემდგომი პროგრამა და დამარცხდა ვიქტორ შეწირული (ამ
უკანასკნელ გარემოებაზე მკითხველის ყურადღება არ შემიჩერებია,
რადგან პრობლემა არ იყო დაკავშირებული განსაკუთრებულ სიძნელე-
ებთან: ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ შეწირული კიდევ ორჯერ ყოფი-
ლა დეიდა ტასოსთან. მესამე მისვლაზე, ასე ვთქვათ, დანაშაულის ად-
გილას წავასწარი და თვალნათლივ დავანახვე ჩემი სრული უპირატესო-
ბა, რის შემდეგ დამეხსნა და გზიდან ჩამომეცალა).
სხვა რა იყო მნიშვნელოვანი განვლილ პერიოდში?
ახალმა მეთოდმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. უმნიშ-
ვნელო წვრილმანების გარდა, არაფერი შეცვლილა.
ბრძოლის ზოგიერთ უბანზე დიდი დახმარება გამიწია შემთხვევი-
თობამაც (გაზეთი დეიდა ტასოს მაგიდაზე, საფრანგეთის თეატრის
დროული გასტროლები და სხვ.), მაგრამ ამბობენ, ბედი მუდამ ძლიერსა
სწყალობსო.
ეტყობა, ასეცაა.
და ბოლოს, პირველი ეტაპის მოგებამ საკუთარი თავის რწმენა შემ-
მატა და მეორე ეტაპის წინ უკვე ვიყავი არა ახალბედა ქურდი, ყოველ
მოსახვევში რომ მილიციელი ელანდება, არამედ გამობრძმედილი გე-

566
ნერალი, რომელმაც ზეპირად იცის მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი
მხარეები და გულდამშვიდებით მიუძღვის ლაშქარს.
მეორე ეტაპი ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო და ყვე-
ლაზე მომქანცველი იყო.
და ყველაზე ხანგრძლივი (თითქმის ერთი წელიწადი გაგრძელდა).
ბრძოლის ამ მონაკვეთზე სამოქმედო პროგრამის ზოგი პუნქტი მოძ-
ველდა და გაუქმდა. მაგალითად, ნათესავების საკითხი დღის წესრიგი-
დან მოიხსნა, რადგან ეს საცოდავი არსებანი პირველ ეტაპზევე გავასწო-
რე მიწასთან და ახლა მათი ლანძღვა-გინება არათუ საქმეს წაადგებო-
და, არამედ, ადვილი შესაძლებელია უკურეაქციაც გამოეწვია.
ზოგი პუნქტი, პირიქით, სწორედ მეორე ეტაპზე გადმოვიდა წინა
პლანზე.
ასეთი იყო, მაგალითად, ის პუნქტი, რომელიც სამსახურის გაწევას
ეხებოდა და რომელსაც პირველ ეტაპზე გასაგები მოსაზრებების გამო
შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებდი. ახლა, რაკი დეიდა ტასოს მო­სა-
ლოდნელ ეჭვებს ფესვები დავაჭერი, ჩემს სამეურნეო უნარს სადავე მი-
ვუშვი.
ფრთები გავშალე და დიდი შრომაც გავწიე.
კერძოდ:
დავარბიე საკანალიზაციო ტრესტი, რომელმაც არაფრად ჩააგდო
დეიდა ტასოს მოთხოვნა და დროზე არ გამოგზავნა ხელოსნები.
შევაკეთე გათბობის სისტემა (დეიდა ტასოს ხარჯზე).
გამოვცვალე ფანჯრის გატეხილი მინა (საკუთარ ხარჯზე).
გავაკეთე გაფუჭებული უთო და მაცივარი (ორჯერ).
შევაშინე ერთი მეზობელი, რომელთანაც დეიდა ტასოს კონფლიქტი
ჰქონდა სარეცხის გაფენის თაობაზე.
დავუახლოვდი მეორე მეზობელს, რომელიც ქალაქის საბჭოში მუ­შა-
ობდა.
გარდა ამისა, სამჯერ მივართვი დეიდა ტასოს მიხაკების თაიგული
(თუმცა, რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ერთხელ დეიდა

567
ანიასაც მივუტანე რამდენიმე მიხაკი, რითაც საბრალო ქალი მეტად გა-
ვახარე, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტად გავაკვირვე).
ბრძოლის ძირითადი ასპარეზი მაინც თეატრალური ხელოვნება
იყო; აქ წყდებოდა ხუთოთახიანი ბინის ბედი და მთელი ჩემი უნარი და
ენერგია სწორედ ამ მხრივ მივმართე.
ბეჯითი, კეთილსინდისიერი მუშაობით საფუძვლიანად შევისწავლე
ქართული თეატრის ისტორია და შევიმუშავე საკუთარი შეხედულება მი-
სი თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.
გადავხედე საბჭოთა დრამატურგიას.
წავიკითხე ანტითეატრის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთა
რამდენიმე პიესა და მათ შესახებ არსებული მრავალი კრიტიკული ­სტა-
ტია.
გავეცანი ბურჟუაზიული დრამატურგიის ეგრეთ წოდებულ პროგ­რე-
სულ ფრთას.
თვალი გადავავლე ბრეხტსა და მის სკოლას (დეიდა ტასო ბრეხტს
ყოველთვის გაკვრით იხსენიებდა ხოლმე, თუმცა, როგორც ვნახე, თე-
ატრ­მცოდნეობაში სხვა აზრია გამეფებული).
თეორიულ მეცადინეობას ერთვოდა გიგანტური პრაქტიკული
საქ­მიანობაც. ამ ხნის მანძილზე თბილისის თითქმის არც ერთ თეატ-
რში არ დადგმულა არც ერთი ახალი წარმოდგენა, მე და დეიდა ტასოს
რომ არ გვენახა და მსჯელობის საგნად არ გაგვეხადა.
თუმცა სპექტაკლის განხილვას, ამ სიტყვის ისეთი მნიშვნელობით,
როგორც მიღებულია წრეებში და სექციებში, არ ვაწყობდით.
ვკამათობდით რაზეც მოგვიხდებოდა: საერთოდ, თეატრალურ ხე-
ლოვნებაზე, ერთ რომელიმე თეატრზე, ცალკეულ მსახიობზე, ამა თუ იმ
რეპლიკასა და მიზანსცენაზე. მახსოვს, ერთხელ მთელი საღამო მივუძ-
ღვენით რომელიღაც მსახიობის ერთ რეაქციას, ანუ, როგორც თეატრში
ამბობენ, შეფასებას. ვარკვევდით რა უფრო სწორი იყო ამ კონკრეტული
სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად, ის, რაც მსახიობმა გააკეთა,
თუ ის, რაც მსახიობს არ გაუკეთებია. ვეძებდით ახალ ვარიანტებს, ვპო-

568
ულობდით, ვაანალიზებდით, ვდაობდით, ვკინკლაობდით, ვძიძგილა-
ობდით, ვხარჯავდით უზარმაზარ ენერგიას, ვწვალობდით, ვიღლებო-
დით და ოფლში ვიწურებოდით...
იყო ისეთი საკითხებიც, რომლებიც დავას არ იწვევდა.
მაგალითად, დრამატურგიისა და რეჟისურის საკითხში მშვიდო­ბია-
ნად მოვრიგდით, კერძოდ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველო-
ში არც დრამატურგია არსებობს და არც რეჟისურა.
შევთანხმდით აგრეთვე იმაში, რომ აქტიორული ხელოვნება ჩვენში
უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება
მოეჩვენოს, ანუ ვიდრე ეს სცენაზე ჩანს.
თუმცა ამ ადგილას აზრები იყოფოდა. მე ვამტკიცებდი, რომ ეს გან-
საზღვრება მთლიანად არ ეხება აქტიორულ ხელოვნებას, კერძოდ, ვერ
გავრცელდება მეტყველების კულტურაზე, რადგან საქართველოში არ
არის მსახიობი, რომელსაც უნარი შესწევდეს ასე თუ ისე რთული ფრაზა
თქვას სწორად (შინაარსის თვალსაზრისით), გამართულად (ინტონა-
ციისა და პუნქტუაციის თვალსაზრისით) და ბუნებრივად (ისე, ­როგორც
პერსონაჟი იტყოდა ასეთ სიტუაციაში).
დეიდა ტასოს აზრით, მეტყველების კულტურის დაბალი დონე ­ისე-
თივე მოჩვენებითი ამბავია, როგორც, საერთოდ, აქტიორული ­ხელოვ-
ნების დაბალი დონე. ჭეშმარიტი რეჟისორი ერთსაც და მეორესაც ხე-
ლად მოაქცევს საჭირო კალაპოტში.
უთანხმოების მთავარი წყარო თეატრალური ხელოვნების საერთო
განვითარების გზები იყო.
აქ ერთი შეცდომა მომივიდა.
ჩემი ამოცანა ის იყო, რომდეიდა ტასოს შეხედულებებს დავპი-
რის­პირებოდი. მაგრამ რომ დაუპირისპირდე, უნდა იცოდე რას უპირის-
პირ­დები, ე. ი. მოწინააღმდეგის პოზიცია უნდა გაარკვიო. მე კი არაფე-
რიც არ გამირკვევია. რატომღაც (ეტყობა, მისი ასაკის გამო) მივიჩნიე,
რომ დეიდა ტასო უეჭველად კლასიკურ პრინციპებს დაიცავდა, და მეც ამ
პრინციპებზე მივიტანე იერიში. გუნებაში თავი ანტითეატრისა და, საერ-

569
თოდ, მოდერნიზმის აპოლოგეტად გამოვაცხადე, იარაღი ავისხი და
ბრძოლის ველზე მივაშურე.
მაგრამ მალე გამოირკვა, რომ ღია კარს ვამტვრევდი. დეიდა ტასოს
(მიუხედავად მისი ასაკისა) ყოველგვარი რეალიზმი განვლილ ეტაპად
მიაჩნდა და ისეთ ულტრამოდერნისტულ პოზიციებზე იდგა, ყველა ­ან-
ტითეატრალს შეშურდებოდა.
რაღა გზა მქონდა!
სასწრაფოდ გადავაჯგუფე ძალები, გამოვიცვალე ნიღაბი და რე-
ალიზმის პოზიციაზე დავეცი კარავი.
ასე შეიცვალა წინასწარ განაწილებული როლები.
და, მადლობა ღმერთს, რომ შეიცვალა.
არავითარი მოდერნიზმი და რეალიზმი არ მაინტერესებდა, არც
ერთ მიმდინარეობასა და მიმართულებას არ ვემხრობოდი. მე ჩემი გარ-
კვეული მიზანი მქონდა და რაც უფრო მარტივი როლი დამეკისრებოდა
ამ მიზნის მისაღწევად, მით უფრო ადვილად გავართმევდი თავს, მით
უფრო ბუნებრივად, „ცხოვრებისეული სიმართლით“ ვითამაშებდი.
გაუგებარი მოდერნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კი გაცილებით უფ-
რო იოლი იყო, ვიდრე გაუგებარი მოდერნიზმის პოზიციიდან ბრძოლა.
ამის შემდეგ თავგამოდებით ვიცავდი თეატრისა და დრამატურგიის
კლასიკურ კანონებს. ვამტკიცებდი, რომ მთავარი იყო, არის და იქნება
ნათელი სიუჟეტი, კონკრეტული კონფლიქტი, ჩამოყალიბებული
სა­ხე­ები. „ცხოვრებისეული სიმართლე“ და მკაფიო მიზანი, რომლისკე-
ნაც მხა­ტვრული საშუალებების მეშვეობით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ
მიგვყავს მაყურებელი.
დეიდა ტასო ამას ხელოვნების უხეშსა და პრიმიტიულ საფეხურს
უწოდებდა, რომელმაც, მისი აზრით, უკვე მოჭამა წუთისოფელი. თანა-
მედროვე, მაღალი გემოვნების მაყურებელს უკვე აღარ აინტერესებს
კონკრეტული პრობლემა. ხელოვნება ღრმა და ყოვლისმომცველი ხდე-
ბა. ადამიანის გარეგნული მისწრაფება მხოლოდ ცალმხრივი, უფრო მე-
ტიც, შემთხვევითი მისწრაფებაა. ხელოვნება, ჩემო კარგო, მიადგა გან-

570
ვითარების იმ ეტაპს, როცა უარი უნდა თქვას ყოველგვარ კონკრეტულ-
ზე, ყოველგვარ გარეგნულზე, თუ გნებავს ყოველგვარ ტიპიურზე. თანა-
მედროვე თეატრში, უნდა მოქმედებდნენ არა სახეები, ტიპები, ხასიათე-
ბი, არამედ გრძნობები, იდეები, მეტამორფოზები. სული უნდა გამოვი-
დეს, ჩემო კარგო, სცენაზე საასპარეზოდ.
და ა. შ. და ა. შ.
ალბათ მკითხველი უკვე დაიღალა და გაბეზრდა.
მაშ, წარმოიდგინეთ, მე როგორ დავიღლებოდი და გავბეზრდებოდი.
(გაბეზრებულ მკითხველს შეუძლია თავი მიანებოს კითხვას. მე კი
ბოლომდე უნდა მეზიდა ტვირთი, რომელიც ერთობ მძიმე გამოდგა).
რა შევიძინე და რა დავკარგე ამ ხნის განმავლობაში?
შევიძინე გვარიანი თეატრალური განათლება.
ტრაბაზი რა საკადრისია, რეჟისორობას ალბათ ვერ შევძლებ, რად-
გან პრაქტიკული გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ ჩინებულ კონსულტა-
ციას კი გავუწევ რომელ რეჟისორსაც გნებავთ. ბევრ რამეს დავანახვებ
ახალი კუთხით, ბევრ რამეზე ავუხელ თვალს, ბევრ გამოსადეგ იდეას მი-
ვაწოდებ. შევიძინე ორატორობის ტექნიკა. თუ საჭიროებამ მოითხოვა,
შემიძლია რიგიანი ლექციების წაკითხვა თეატრალურ ინსტიტუტშიც და
საზოგადოება „ცოდნას“ ხაზითაც.
დავკარგე ავტორიტეტი ხელმძღვანელობის თვალში. ორი სიტყვიე-
რი და ერთი წერილობითი (ბრძანებით) საყვედური მივიღე სამსახურებ-
რივი მოვალეობისადმი უყურადღებო დამოკიდებულების გამო (ეს არ-
ცაა გასაკვირი. მართალია, ენერგიის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი,
მაგრამ ამხელა დატვირთვა, ჩემი აზრით, მაინც მეტია ერთი ადამიანი-
სათვის).
ახლა რომ ვიგონებ იმ დღეებს, მიკვირს როგორ გავუძელი და საქმე
ბოლომდე როგორ მივიყვანე, მაშინ კი, ბრძოლის პროცესში, არ ვიცი ექ-
სტაზის ბრალი იყო, ხუთოთახიანი ბინის ბრჭყალებისა თუ სპორტული
ჟინისა, არც ერთი წამით სიძაბუნე არ მიგრძვნია, არასოდეს ბრძოლის

571
წყურვილი არ გამნელებია, არც ერთ მომენტში მემკვიდრეობის მაძიებ-
ლის გაშლილი დროშა ძირს არ დამიხრია.
მაგრამ, თუ ვინმემ როდისმე მემკვიდრეობის მოპოვება დააპირა და
იარაღად ჩემი მეთოდი გამოიყენა, უეჭველად უნდა გაითვალისწინოს
საქმის წმინდა ფსიქოლოგიური მხარეც, რომლის გარეშე წარმატებაზე
ფიქრი ძნელია.
გახსოვთ, პირობითი რეფლექსები რომ გვასწავლეს სკოლაში?
ჩემი ცოდნა ამ დარგში გვარიანად ზერელე და ბუნდოვანი იყო,
მაგ­რამ ძირითადი იდეა მახსოვდა.
სწორედ ეს იდეა გამოვიყენე და დეიდა ტასოსთან სიარულს მკაცრი
სისტემის ხასიათი მივეცი.
კვირაში სამჯერ დავდიოდი.
სამშაბათობით და ხუთშაბათობით – საღამოს ექვს საათზე.
შაბათობით – დღის ორ საათზე.
ვცდილობდი, რაც შეიძლება, ზუსტად დამეცვა ეს განრიგი, რათა,
რაც შეიძლება, ძლიერი რეფლექსი გამომუშავებოდა დეიდა ტასოს.
არც შევმცდარვარ.
მეორე ეტაპზე გამარჯვების ნიშანი მალე გამოჩნდა. ერთ შაბათს ცო-
ტა დამაგვიანდა: ვიღაც ნაცნობი გადამეკიდა და სანამ ლუდი არ დავა-
ლევინე, ვერ მოვიშორე. სამის ოცი წუთი იყო, დეიდა ტასოსთან რომ მი-
ვედი, დეიდა ტასო შეწუხებული და აფორიაქებული მეჩვენა. ვიფიქრე,
რაღაც ამბავია-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თვითონვე გამომიტ-
ყდა, –ორ საათზე რომ არ მოხვედი, ძალიან შევწუხდიო.
ამის შემდეგ რამდენჯერმე შეგნებულად მივმართე ამ ხერხს.
წარმატება უდავო იყო.
დეიდა ტასო მოუთმენლად მელოდა დანიშნულ დროს.
ჩემს ადგილას სხვა ვინმე შესაძლებელია ამით დაკმაყოფილებული-
ყო და მეორე ეტაპი დამთავრებულად ჩაეთვალა, მაგრამ მე საქმის სა-
ფუძვლიანად გაკეთება მიყვარს.
ამიტომ ცოტა კიდევ გავუჭირვე თავს.

572
და აი, ბრძოლისა და წამების მთელი წელი გავიდა.
ახლა კი მეორე ეტაპი უდავოდ დამთავრებული იყო.
დეიდა ტასოს უჩემოდ გაძლება აღარ შეეძლო.
უფროსი საქონელმცოდნე სიკო მელაძე მოთხოვნილებად გადაექცა.
როგორც კბილების გამოხეხვა.
როგორც დამსახურებული მასწავლებლის ნიშანი.
როგორც მეზობლის ქალი, რომელთანაც სარეცხის გაფენის თაობა-
ზე კონფლიქტი ჰქონდა.
მესამე ეტაპი ისედაც იოლი იყო: თუ ამას დავუმატებთ წინა ორ ეტაპ-
ზე შეძენილ უზარმაზარ გამოცდილებას, შეიძლება თამამად ­ითქვას,
რომ გამარჯვების პირას ვიდექი.
სიმართლე გითხრათ, ხანდახან მიკვირდა.
მართალია, ძალიან დავიღალე, გავსავათდი და, ბოლოს და ბოლოს
(ესეც ანგარიშგასაწევია), ძალიან მომბეზრდა ერთთავად ბებერი ქალის
გვერდით ტრიალი, მაგრამ მაინც უფრო მძიმე ბრძოლას მოველოდი.
არ მეგონა, ასე მალე თუ დამყვებოდა ნებას, ასე მალე თუ დამემორ-
ჩილებოდა, ასე მალე თუ შეწყვეტდა აქტიურ წინააღმდეგობას.
დიახ, ხანდახან მიკვირდა ეს ამბავი.
საერთოდ კი მოახლოებული გამარჯვების სიხარული ყველაფერს
ფარავდა.
მესამე ეტაპი დავიწყე სისტემატური დაგვიანებით.
თავიდან ვიგვიანებდი თხუთმეტ წუთს, ნახევარ საათს, ერთ საათს.
მერე და მერე დაგვიანება გამოუცხადებლობით შევცვალე.
ბოლოს, კვირაში მხოლოდ ერთხელ მივდიოდი, ხანდახან იმასაც არ
ვაკეთებდი. თეატრში ძალიან იშვიათად დავყვებოდი. კამათს შუა სიტ-
ყვაზე ვწყვეტდი და „გადაუდებელ საქმეზე“ გავრბოდი. მიზეზის მოძებ-
ნა ძნელი არ იყო: ოჯახი და სამსახური, სამსახური და ოჯახი.
უფრო მაინც ოჯახს ვიმიზეზებდი.
იმიტომ, რომ მე ოჯახს ვეკუთვნი და თუ შენ მართლა ასე გიჭირს
­უჩემოდ გაძლება, კეთილი ინებე და სათანადო დასკვნები გამოიტანე.

573
(ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, რომ მეორე ეტაპზე ექსპერიმენტის
მიზნით ერთი ორჯერ ბავშვებიც მივუყვანე დეიდა ტასოს. ბავშვები ჩი-
ნებულად იქცეოდნენ და დეიდა ტასო კმაყოფილი დარჩა. თავის მხრივ,
დეიდა ტასოც ჩინებულად ექცეოდა ბავშვებს და, ჩემი მხრივ, მეც კმაყო-
ფილი დავრჩი).
თუ პირველ ეტაპზე მთავარი იყო გზის გაკაფვა, საკუთარ ძალებში
დარწმუნება და ერთგვარი გამოცდილების შეძენა, ხოლო მეორე ეტაპზე
ინტელექტუალური შემართება და გონებრივი და სულიერი ძალების
უკიდურესი დაძაბვა, მესამე ეტაპის ლაიტმოტივი იყო მოლოდინი.
მეც ველოდებოდი.
ადრე თუ გვიან დეიდა ტასო უნდა გამტყდარიყო.
და დეიდა ტასო გატყდა.
დადგა ნანატრი დღე.

კულმინაცია
ის იყო გუდა-ნაბადი ავიკარი და სამსახურიდან გამოსვლა დავაპირე,
რომ ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ!
– დეიდა ტასო ვარ, ჩემო კარგო. ერთი ათი წუთით ვერ შემოივლი
ჩემთან?
ყოყმანის გამოსახატავად მცირე პაუზა გავაკეთე. მერე ვკითხე:
– აუცილებელი საქმეა?
– მე მგონი, აუცილებელია.
– კარგი, მოვალ.
ყურმილი დავდე. დეიდა ტასოს ხმა გაბზარული და ცოტა სევდიანი
მეჩვენა.
ასეთი ხმა აქვს შორეულ მოგზაურობაში მიმავალ კაცს შინაურებთან
გამოთხოვებისას.
ასეთი ხმა აქვს ახალგაზრდა ქალს, რომელიც დიდი ხნის ყოყმანის
შემდეგ ცოლობის თანხმობას გაძლევს.

574
ასეთი ხმა აქვს ხუთოთახიანი ბინის პატრონს, რომელმაც ბოლოს
და ბოლოს გადაწყვიტა მემკვიდრეობა დაგიტოვოს.
ავღელდი. ხელები ამიკანკალდა. გულისცემა გამიხშირდა. თუმცა
აგერ უკვე ორი წელიწადი სრულდებოდა ამ დღეს ველოდი.
კიდევ კარგი, წინასწარ დამირეკა.
აშკარად მწყალობდა ბედი.
კარი რომ შევაღე, გარეგნულად უკვე სრულიად დამშვიდებული ­ვი-
ყავი.
დეიდა ტასომ სავარძელში ჩამსვა და კონიაკი დამისხა. ცოტა თვი-
თონაც მოსვა (ერთადერთი ნიშანი მისი მღელვარებისა), მერე მაგი­დის
მოპირდაპირე მხარეს დადგა, ხელები მკერდზე დაიკრიფა, თვალი
თვალში გამიყარა და მითხრა:
– ერთი წინადადება უნდა მოგცე, ჩემო კარგო.
– ბრძანე.
– ძალიან შეგეჩვიე... რა იქნება ჩემთან გადმოეწერო და შენი ცოლ-
შვილით აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად? შენ ვიწროდა ხარ, მე კი ოხ-
რად მრჩება ამხელა ბინა... – მე არ გავნძრეულვარ და დეიდა ტასომ მცი-
რე პაუზის შემდეგ დაუმატა, – რას იტყვი?
საჭირო იყო დიდი ზომიერება, რომ არც მწვადი დამეწვა და არც ­შამ-
ფური.
ჩემი აზრით, სწორად მოვიქეცი.
დამცინავად გავიღიმე და ვუთხარი:
– მაშ, მაინც ვიქტორ შეწირულის როლი დამეკისრა, არა?
აქ ცოტა შევიცადე, მაგრამ დეიდა ტასომ პასუხი არ გამცა. იდგა და
უხმოდ მომჩერებოდა.
მაშინ წამოვდექი, ვაჟკაცურად გავუსწორე თვალი და ვიცრუე:
– დეიდა ტასო, მე პატიოსანი კაცის სახელი ყველაფერს მირჩევნია.
ეს რომ ვთქვი, ცოტა შევფიქრიანდი, – ზედმეტი ხომ არ მომივიდა-
მეთქი.

575
ეჭვები დეიდა ტასომ გამიფანტა: წასვლის წინ პიჯაკის ჯიბეში რაღაც
ჩამიცურა.
მოვისინჯე.
გასაღები იყო.
მაშინვე ხელი ჩავიყავი, მაგრამ დეიდა ტასომ ამოღების საშუალება
არ მომცა, ხელი ჯიბეშივე დამიჭირა და რაღაც უცნაურად მწყრალი,
თითქმის ანჩხლი ხმით მითხრა:
– გეყოფა! – მერე, ჩემი შეცბუნება რომ შეამჩნია, გამიღიმა, ბეჭზე ხე-
ლი დამკრა და დაუმატა, – სულ ერთია, აწი აღარაფერი შეიცვლება, ჩემო
კარგო.

კვანძის გახსნა
დეიდა ტასომ ბოლოს და ბოლოს „დამითანხმა“.
გადაწყდა მის ბინაში გადავწერილიყავი.
სანამ საქმის ფორმალური მხარე მოგვარდებოდა, უწინდებურად
სტუმრად დავდიოდი.
ოღონდ ზარს აღარ ვრეკავდი.
საკუთარი გასაღები მქონდა!
ის საღამო კარგად მახსოვს.
ციოდა.
ქარი ღმუოდა და ყველაფერს ანგრევდა.
გათოშილი ხელით გასაღები ძლივს გადავატრიალე.
ის იყო პალტო გავიხადე და უნდა ჩამომეკიდა, რომ სამზარეულო-
დან დეიდა ანიას ხმა მოისმა.
დეიდა ანიას ხმამ თქვა:
– Просто непостижимо!1
დეიდა ტასომ პასუხად გაიცინა.
– Не понимаю, как ты могла на это решиться!1 – კიდევ თქვა დეიდა
ანიამ.

576
– Всякое бывает,2 ჩემო კარგო, – მშვიდად მიუგო დეიდა ტასომ, – ბევ-
რი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზ-
მრადაც არ მოლანდებიათ!
– Оставь эти дурацкие цитаты,3 – გაგულისებით თქვა და დეიდა ანიამ
და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა, – и ты не боишься, что в один
прекрасный день он может выпроводить тебя из собственной квартиры?
Или этот сопляк лучше других?
– Нет. Он точно такой же сопляк, как и все остальные.
– Так хоть объясни, Тася, ради бога, в чем дело?
– Ты же знаешь мою слабость к театру.
– К театру?
– Он играл блестяще, ჩემო კარგო. Я немало хороших артистов
перевидала на своем веку, но такого... Представь себе, за все эти почти
два года ни одной фальши, ни одного неубедительного жес...4

ეპილოგი
სწორედ ამ დროს გავიხურე კარი.
გარეთ ციოდა.
ქარი ღმუოდა და ყველაფერს ანგრევდა.

კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი

შორიდან თუ შეხედავ, დაინახავ უფერულ წერტილებს, რომლებიც


ქაოტურად მოძრაობენ და არაფერს განიცდიან; იმიტომ, რომ შენ შორსა
ხარ და მათი კივილის ხმა შენამდე არ აღწევს.
შენი ფიალა დღეს აივსება.
დილით კანცელარიაში უცხო პიჯაკი შემოვიდა, უცხო სათვალე
­ახალგაზრდა თანამშრომლის თეთრ მუხლებს შეანათა და დამხვდუ-
რებს მშრალი თავაზიანობით აუხსნა მოსვლის მიზეზი.

577
(მე გახლავართ უცხო პიჯაკი საარქივო სამმართველოდან. დავა­ლე-
ბული მაქვს შევამოწმო თქვენი მუშაობა. ამის შესახებ არსებობს სათა-
ნადო ბრძანება. ინებეთ ბრძანების ამონაწერი).
საარქივო სამმართველო თავისი გზით მიდის და ფიალასთან არა-
ფერი ესაქმება;
ფიალა, რომელშიც წვეთ-წვეთად იღვრება შენი სისხლი, შენი წითე-
ლი ოფლი.
უცხო პიჯაკი ახლა კანცელარიის უფროსის მაგიდას უზის და შარშან-
დელ ბრძანებებს ჩაჰკირკიტებს.
შენ მარტო ხარ კანცელარიაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ და-
ნარჩენებს. მაგრამ დანარჩენები სხვა წრეხაზში იმყოფებიან. ამიტომ
მათ მხედველობაში ვერ მივიღებთ.
შენ მარტო ხარ, როგორც მეთვალყურე მუზეუმში, სადაც ჩუმად დგა-
ნან უძრავი ქანდაკებები.
შენ მარტო ხარ, როგორც ქანდაკება ქალაქის მოედანზე, სადაც ხმა-
ურით ფუსფუსებენ საქმიანი ადამიანები.
შენ ზიხარ შენს წრეხაზში და შურითა და სიძულვილით უყურებ მე-
ორე წრეხაზს, რომელშიაც შენი კოლეგები სხედან.
შური შენი თვისებაა.
სიძულვილი შენი რეაქციაა.
სიძულვილი შენი უმწეობაცაა. რადგან შენ კაპიტონ მანაგაძე ხარ.
შენ არ გესმის თანამშრომლების ენა. თანამშრომლებს შენი ენა არ
ესმით.
წეღან კანცელარიის უფროსმა ანეკდოტი მოყვა.
კანცელარიის უფროსი ერთ-ერთ მაგიდაზე შემოჯდა (ეს „ერთ-ერ-
თი“ მაგიდა შენი მაგიდა იყო), თვალები ახალგაზრდა თანამშრომლის
თეთრ მუხლებს მიაპყრო და მოყვა ანეკდოტი:
– ციხის საკანში ორი პატიმარია. ერთი ტახტზე ზის, მეორე ბოლთას
სცემს. ტახტზე მჯდომარემ უყურა ამხანაგს, უყურა და ბოლოს ჰკითხა:
„შენ რა, რახან აქეთ-იქით დადიხარ, გგონია არ ზიხარ?“

578
მსმენელების ხარხარმა კანცელარიის ფანჯრები შეაზანზარა და
ჭერზე თავმოყრილი ბუზები დააფრთხო. თვით უცხო პიჯაკსაც კი გაეცი-
ნა. არ გასცინებია მხოლოდ კაპიტონ მანაგაძეს. კაპიტონ მანა­გაძემ სა-
საცილო ვერაფერი დაინახა.
ციხის საკანში ორი პატიმარია. შესაძლებელია ისინი უდანაშაულო-
ნი არიან და ვიღაცის ბოროტმა ნებამ გამოამწყვდია ოთხ ჭუჭყიან კე-
დელში; შესაძლებელია გაუგებრობის გამო დააპატიმრეს და მარ-
თლმსაჯულების მოლოდინში დრო ერთ ადგილას გაიყინა. ბოლოს, შე-
საძლებელია მართლაც ავკაცობისათვის სხედან ციხეში და ახლა, საკუ-
თარ სინდისთან დარჩენილები, სინანულით იგონებენ თავიანთ გამრუ-
დებულ ცხოვრებას. სამივე შემთხვევაში მათი მდგომარეობა სავალა-
ლოა. ერთი მათგანი გულდარდიანი ჩამომჯდარა ტახტზე და მწარე
ფიქრებს მისცემია. მეორე, რომლის შინაგანი ბუნება ერთ ადგილზე
ჯდომას ვერ ეგუება, ბოლთის ცემით ცდილობს გაიქარვოს ნაღველი,
ტახტზე მჯდომს ხელს უშლის ამხანაგის სიარული, როგორც საათის წიკ-
წიკი ღამის სიჩუმეში, და განერვიულებული ეუბნება: „შენ რა, რახან
აქეთ-იქით დადიხარ, გგონია არ ზიხარ?” რაც იმას ნიშნავს, რომ საპა-
ტიმროში ბოლთის ცემა თავისუფლების ილუზიად ვერ გამოდგება.
გამტყუნებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაამტყუნებ. ვერც კოლეგებს
და ვერც საკუთარ თავს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი, რაც სამ-
წუ­­ხა­როა, ამავე დროს სასაცილოცაა.
მთელი უბედურება ის არის, რომ მარტო შენ ხან კანცელარიაში; (თუ
მხედველობაში არ მივიღებთ დანარჩენებს).
„თხოვნა მწყობრიდან გამოსული აგრეგატის ჩამოწერის შესახებ“.
თარიღი.
ნომერი.
რაღაცას ფიქრობდი... რას ფიქრობდი? დღეს რა ხშირ-ხშირად გიწ-
ყდება ფიქრის ძაფი! სულ ამ პიჯაკის ბრალია: მოვიდა და დილიდანვე
მოგიშხამა გუნება... ანეკდოტი? არა, ანეკდოტი არა, უფრო მნიშვნელო-
ვანი და საჭირო რაღაცა იყო...

579
ფიალა!
დღეს ფიალა ივსება. იმიტომ, რომ უცხო პიჯაკი შეცდომას ვერ გიპო-
ვის და იძულებული გახდება ხოტბა შეგასხას. ხოლო კანცელარიის უფ-
როსი ღიმილით დაგკრავს ბეჭზე ხელს და გეტყვის: „ყოჩაღ, კაპიტონ!
შენ რომ არ გვყავდე, ჩვენი საქმე ღმერთმა იცის როგორ იქნებოდა!“ თან
ჩოფურა სახე შემზარავი სიხარულით გაებადრება. და შენ ამ სიხარულს
დაეწაფები ზიზღნარევი სიხარბით, როგორც მწყურვალი ჭუჭყიან გუბეს.
შენ ზიხარ კანცელარიაში ოთხკუთხედ მაგიდასთან, მაგიდა უაღ-
რე­სად მარტივი და პრაქტიკულია. ნაწილ-ნაწილ რომ დაშალო, ერთ
ზედმეტ ჩხირს ვერ იპოვი. ალბათ სწორედ ამიტომ არის იგი შენი გამო-
უცნობი და უმისამართო სიძულვილის უცნაური ანარეკლი.
შენ კაპიტონ მანაგაძე ხარ.
ეს იქიდან ჩანს, რომ შენს განკარგულებაშია ორი სქელი ჟურნალი
(„შემოსული ფოსტისათვის“ და „გასული ფოსტისათვის“) და სამი საქა-
ღალდე („მიმოწერა ზემდგომ ორგანოებთან“, „მიმოწერა დაქვემდება-
რებულ ორგანიზაციებთან“, „სხვადასხვა“). ორი ჟურნალი და სამი საქა-
ღალდე, როგორც იარაღი, რომლითაც საკუთარი არსებობა უნდა გა-
ამართლო.
„თხოვნა სამსახურში მიღების თაობაზე“.
თარიღი.
ნომერი.
საიდან მოდის ეს „შემოსული ფოსტა“?
ან „გასული ფოსტა“ სად მიდის?
შენ კაპიტონ მანაგაძე ხარ.
კაპიტონ მანაგაძე დილის ცხრის ნახევარზე გამოდიოდა სახლიდან,
როგორც ამოსავალი წერტილიდან, და საღამოს შვიდის ნახევარზე
ბრუნდებოდა უკან.
საკვირველია, რომ ადამიანი ყოველთვის უკან ბრუნდება და არასო-
დეს გზა არ ეშლება. ეს ამბავი რაღაცას უნდა ნიშნავდეს. „საჩივარი მე-

580
სამე სახელოსნოს დირექტორის წინააღმდეგ მოწინავე მუშაკის უკანო-
ნოდ ჩამოქვეითების გამო“.
თარიღი.
ნომერი.
თანამშრომლები ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, როგორ ახერხებ-
და კაპიტონ მანაგაძე, რომ წერილს არ კითხულობდა და ისე იგებდა ში-
ნაარსს. ეტყობა, გარედან მართლა უცნაური ჩანდა. აიღებდა ხუთ-ექვს
გვერდზე გადაჭიმულ წერილს, დახედავდა და ერთს არ შეყოყმანდე­ბო-
და, ისე წერდა „შემოსული ფოსტის“ ჟურნალში: ამისა და ამის თხოვნა
ამისა და ამის შესახებ, ამისა და ამის საჩივარი ამისა და ამის შესახებ,
ამისა და ამის განკარგულება ამისა და ამის შესახებ. რამხელა წერილიც
არ უნდა ყოფილიყო, ერთი შეხედვით უშეცდომოდ პოულობდა იმ ფრა-
ზას, რომელშიაც ძირითადი აზრი იყო თავმოყრილი. ძირითადი აზრი
კი მუდამ ერთი ფრაზით ამოიწურება. წერილის დანარჩენი ნაწილი
ლაყბობა და ზედმეტი ჩუქურთმებია. ზოგიერთი თანამშრომელი ამ უჩ-
ვეულო უნარში ზებუნებრივ ძალას ეძებდა და ამით თავის სისულელეს
ამტკიცებდა. კაპიტონ მანაგაძე კი იჯდა თავისთვის, კითხულობდა მხო-
ლოდ ძირითად ფრაზებს, როგორც საკუთარ დახასიათებას, და ბუნ-
დოვნად გრძნობდა, რაოდენ დიდი სიბრიყვეა ღირსებისა და ნაკლის გა-
მიჯვნა.
გახსოვს ის დღე, კანცელარიაში რომ გაგამწესეს?
მაშინ კანცელარიის უფროსი სხვა იყო. მასაც ჩოფურა სახე და ეშვე-
ბივით კბილები ჰქონდა.
კანცელარიის უფროსმა ყველაფერი აჩვენა კაპიტონ მანაგაძეს, ყვე-
ლაფერი აუხსნა, დაწვრილებით გააცნო საქმის წარმოება. ბოლოს ბეჭზე
დაჰკრა ხელი და უკანასკნელი დარიგება მისცა: „აბა, ჩემო კაპიტონ,
იცოდე, რომ სიბეჯითე არის წარმატების კატალიზატორი“. არა, ცხადია,
ასე არ უთქვამს, სხვა სიტყვებით უთხრა, მაგრამ მისი ნათქვამიც ერ-
თგვარი კატალიზატორი იყო, რომელიც კაპიტონ მანაგაძეს, სამწუხა-
როდ, არ სჭირდებოდა.

581
ღმერთმა იცის, საიდან და როდის გაუჩნდა ეს დაუძლეველი სიბეჯი-
თე და კეთილსინდისიერება, რომელმაც მისთვის განკუთვნილი მთელი
სივრცე აავსო.
მიზეზების ძებნას, ალბათ, არცა აქვს აზრი. ფაქტი ისაა, რომ კაპი-
ტონ მანაგაძე დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა და მალე
საუკეთესო თანამშრომლის სახელიც მოიპოვა. თავიდან ამ ამბისათვის
ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ მერე და მერე თანამშრომელთა
თვალებში რაღაც უცნაური გამომეტყველება გაჩნდა. ცოტ-ცოტა ყველა-
ფერი ერია ამ გამომეტყველებაში: გაკვირვებაც, წყრომაც, პატივისცე-
მაც, სიბრალულიც, დაცინვაც, სიძულვილიც...
ხელმძღვანელები დაუნდობლად აქებდნენ, კანცელარიის უფროსი
(ჯერ ძველი და მერე ახალი) ერთმნიშვნელოვანი ღიმილით უტყაპუნებ-
და ბეჭზე ხელს, ჟურნალები სანიმუშო წესრიგში ჰქონდა.
წარმატების უძრავი და გაუმჭვირვალე სიამოვნება კაპიტონ მანაგა-
ძის არსებაში შედიოდა, როგორც თაფლის მდინარე, ტკბილი, თბილი,
საამო. შესრულებული დავალების სიხარული გულში საამოდ უღიტი-
ნებდა და უაღრესად კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.
რას იფიქრებდი, თბილ მდინარეს თუ ქვიშაც თან მოჰქონდა და სულ-
ში ლექავდა. შენ მდინარე კამკამა გეგონა. კამკამა მდინარე, რომელშიც
საკუთარ გამოსახულებას ხედავ. ქვიშის ამბავი არ იცოდი.
ალბათ, ვერც გაიგებდი, შემთხვევას რომ ეს ფერმკრთალი გოგო არ
მოეყვანა კანცელარიაში, ეს ახალი თანამშრომელი, რომლის თეთრმა
მუხლებმა მთელი დაწესებულება გამოაცოცხლა.
თავიდან წყნარად იჯდა. იჯდა თავისთვის კუთხეში და ცოდვილობ-
და, როგორც ახალბედა მუშაკს შეეფერება. რა თქმა უნდა, ცოტას ცუღ-
ლუტობდა, რა თქმა უნდა, ცოტას კეკლუცობდა, და დღითიდღე შინაურ-
დებოდა. რაიმე პიროვნული დამოკიდებულება კაპიტონ მანაგაძეს მის
მიმართ არასოდეს ჰქონია, რადგან მისი ფერი კანცელარიის საერთო
ფერში ითქვიფებოდა. მისი სიცოცხლე – კანცელარიის საერთო სიცოც-
ხლეში. რაც შეეხება თეთრ მუხლებს, ისინი კაპიტონ მანაგაძისათვის

582
იყო არა თეთრი მუხლები, არამედ თეთრი ფერი, როგორც ქვედა კიდუ-
რების სახსართა თვისება.
იმ დღეს კანცელარიაში ჩვეულებრივი გულგრილი სიმშვიდე სუფევ-
და. ყოველ შემთხვევაში, კაპიტონ მანაგაძე თავით ფეხებამდე ჩაფლუ-
ლი იყო თავის საქმეში და გულმოდგინედ კითხულობდა ძირითად ფრა-
ზებს.
უცებ ხმამაღალი სიცილი გაისმა.
კაპიტონ მანაგაძემ თავი ასწია და შემკრთალი და გაკვირვებული ად-
გილზე გაშეშდა. ახალგაზრდა თანამშრომლის თეთრი კბილები, დავიწ-
როვებული თვალები და უტყვი, სრულიად უტყვი სახე მისკენ იყო შემობ-
რუნებული და თითქოს ნელ-ნელა უახლოვდებოდა. ახალგაზრდა თა-
ნამშრომელი უყურებდა და გულიანად იცინოდა. მერე სიცილი თანდა-
თან მინელდა, გაიფანტა და გაქრა. დარჩა თეთრი კბილები, მოჭუტული
თვალები, უტყვი სახე, ფოტოსურათი, რომელიც მკაფიოდ აღიბეჭდა კა-
პიტონ მანაგაძის სხეულში, როგორც მრგვალი ბეჭედი ხელმოწერილი
ბრძანების ქვეშ.
ახალ თანამშრომელს ლამაზი ქალის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
მართალია, კაპიტონ მანაგაძე არ იზიარებდა ამ აზრს, მაგრამ არც საწი-
ნააღმდეგო აზრი ჰქონია. ამიტომ ესოდენ შემაძრწუნებელმა სანახაო-
ბამ გააოცა და შეაშინა. ბოლოს როგორც იქნა, გამოერკვა და ის იყო, თა-
ვის საქმეს უნდა მიბრუნებოდა, რომ კანცელარიის უხუცესმა თანამშრო-
მელმა ღიმილით თქვა: „შევამოწმოთ, თუ არგჯერა. მოიტა ერთი წერი-
ლი“. ახალგაზრდა თანამშრომელმა გაუხსნელი ფოსტიდან ერთი წერი-
ლი ამოარჩია და მოხუც თანამშრომელს მიაწოდა. ამ უკანასკნელმა წე-
რილი კაპიტონ მანაგაძეს გადასცა და უთხრა: „კაპიტონ, ნახე ერთი რა
წერილია“. კაპიტონ მანაგაძე უკვე მიხვდა, რაში იყო საქმე, მაგრამ წერი-
ლი მაინც გამოართვა, დახედა და თქვა: „თხოვნა ორი საბეჭდი მანქანის
ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ“.

583
აქ ისევ გაისმა ახალგაზრდა თანამშრომლის სიცილი და საშინელი
ფოტოსურათი კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო მტკივნეულად აღი-
ბეჭდა კაპიტონ მანაგაძის სხეულში.
კაპიტონ მანაგაძემ ვერ გაიგო, რა აცინებდა ახალგაზრდა თანამ-
შრომელს.
მაშინ ამაზე არ დაფიქრებულა. გასაგებიცაა: როდესაც ხელში გავარ-
ვარებული მონეტა გიჭირავს, შენი სხეული ტკივილის მეტს ვერაფერს
გრძნობს. თუ გინდა მონეტა შეისწავლო, უნდა აცალო, სანამ ცოტა გაგ-
რილდებოდეს.
მონეტა რომ ცოტა გაგრილდა, კაპიტონ მანაგაძემ უეცრად, ერთი წა-
მით იგრძნო ახალგაზრდა თანამშრომლის სიმართლე.
და მიხვდა, რომ სიტუაცია მართლა სასაცილო იყო. მიხვდა, მაგ­რამ
გააზრება ვერ მოასწრო. ხილვა მყისვე გაქრა და, როგორც კვალი, და-
უტოვა შიში, გამოუცნობი შიში.
სამაგიეროდ, მეორე დილით, სამსახურში მიმავალმა უკვე ნათლად
დაინახა თავისი უნარისა და თავისი მდგომარეობის კომიკურობაც, ტრა-
გიკულობაც და ტრაგიკომიკურობაც.
თვალებიდან ფარდასავით ჩამოვარდა ბურუსი და კაპიტონმა და-
ინახა რამდენი ქვიშა შემოუტანია და დაულექავს სულში თაფლის მდი-
ნარეს. ქვიშა ერთბაშად იქცა სიმძიმედ, სიმძიმე იქცა ყრუ და სევდიან
ტკივილად და ცხადი შეიქნა, რომ მისი არსებიდან შეუმჩნევლად გან-
დევნილიყო რაღაც. განდევნილიყო რაღაც ნათელი და უსარგებლო, რა-
ღაც ზედმეტი და საამო. როგორც თამბაქო, როგორც ღვინო, როგორც
სიზმარი...
სიცარიელე! სიცარიელე იყო ის „რაღაც“. სიცარიელე განიდევნა შე-
ნი სხეულიდან. ატომებს შორის მანძილი შემცირდა. შენ საოცრად შე-
იკუმშე და დაპატარავდი.
სამაგიეროდ მკვრივი და შეუვალი გახდი, მაგრამ კაცს სისუსტე ისე
სჭირდება, როგორც ჰაერი. ჯანმრთელობა თამბაქოს მაგივრობას ვერა-
სოდეს გასწევს.

584
უცნობი ხვრელები ამოიქოლა, უხილავი ფანჯრები დაიხურა, ხოლო
თანამშრომლები, დიდი და სიცარიელით სავსე თანამშრომლები, სამ-
სახურშიც იგვიანებდნენ, შეცდომებსაც უშვებდნენ, საყვედურებსაც
იღებდნენ და, საერთოდ, არავითარ სიამოვნებას არ იკლებდნენ. მერე
რა მსუბუქად აკეთებდნენ ამას, რა ძალდაუტანებლად, რა ლაღად, რა
ლამაზად!
კაპიტონ მანაგაძემ გონების თვალით წარმოიდგინა ის სახიფათო და
მაცთუნებელი, ჟრუანტელისმომგვრელი სცენა, რომელიც დირექტორსა
და დაგვიანებულ თანამშრომელს შორის შეიძლებოდა გათამაშებული-
ყო და, ნაწლავები აეწვა.
ერთი-ორჯერ ადრეც უგემია უხერხულობისა და სირცხვილისმაგვა-
რი გრძნობა, რომელიც წარმატების კმაყოფილებას ამოფარებული,
უბილეთო მგზავრივით შემოიპარებოდა ხოლმე სულში; მაგრამ მაშინ ეს
გრძნობა მხოლოდ წამიერ გაკვირვებას იწვევდა და იქვე ეძლეოდა და-
ვიწყებას. ახალგაზრდა თანამშრომლის სიცილმა და სახემ კი მთელი
მისი არსება სირცხვილით აავსო. სირცხვილითა და შიშით. გამოუცნობი
შიშით.
რა იყო სამარცხვინო? ნუთუ მოვალეობის გრძნობა სამარცხვინოა,
ნუთუ სამარცხვინოა, კაცი რომ ერთი დახედვით ამოიცნობს წერილის
შინაარსს?
ახალგაზრდა თანამშრომლის თვალში ეს სამარცხვინო ჩანდა და
­ახალგაზრდა თანამშრომელი არ ცდებოდა. მათთვის მოვალეობის
გრძნობა პატარა შენაკადია, შენთვის კი ის მდინარე, რომელსაც ყველა
შენაკადი უერთდება. შენ აღტაცებით, სიძულვილით და შურით უყურებ-
დი, რა მშვიდი ღიმილით იხდიდნენ ისინი თავიანთ მოვალეობას, რო-
გორც ქუდს, და რა დაუდევრად მიაგდებდნენ კუთხეში, სანამ ხელახლა
არ გაწვიმდებოდა.
და კაპიტონ მანაგაძემ გადაწყვიტა სამსახურში დაეგვიანა.
ეს სერიოზული გადაწყვეტილება იყო და ერთ დილას ბოლო მოსახ-
ვევში შეჩერდა.

585
ცხრას ხუთი წუთი აკლდა. დაწესებულებაში მისვლას სამი წუთი უნ-
დოდა. დანარჩენი ორი წუთი სათადარიგო იყო, შემონახული გაუთ-
ვა­ლისწინებელი შეფერხებისათვის.
გადაწყვიტა, აქ დაეცადა და მხოლოდ მას შემდეგ განეგრძო გზა, რო-
ცა ყოველგვარი ვადა გავიდოდა.
დიდხანს იდგა ერთ ადგილას, თან ჩუმჩუმად გამვლელებს უთვალ-
თვალებდა, ვინმეს ჩემი საქციელი უცნაურად არ მოეჩვენოსო. ამასობა-
ში ერთი წუთი გავიდა. ერთი წუთი კი გავიდა, მაგრამ ასე დგომა უკვე
აღარ შეეძლო და დაიხარა, რათა ფეხსაცმელების თასმები გაესწორები-
ნა. თასმები იდეალურად იყო გასწორებული. მაშინ კიდევ მიიხედ-მოი-
ხედა ფრთხილად და, როცა დარწმუნდა არავინ მიყურებსო საქმეს შე-
უდგა: თასმა გახსნა და ხელახლა შეკრა. მერე მეორე ფეხსაცმელის თას-
მა გახს­ნა და შეკრა. ოთხჯერ რომ გაიმეორა ეს პროცედურა, საათს და-
ხედა. ცხრას სამი წუთი აკლდა და აქ ერთბაშად და მთელი სიძლიერით
იჩინა თავი იმ გარემოებამ, რომ იგი კაპიტონ მანაგაძე იყო. გულმა ისე-
თი ბაგაბუგი დაუწყო, შეეშინდა, გამვლელების ყურადღება არ მივიქ-
ციოო; თვალთ დაუბნელდა, მუხლები აუკანკალდა, ოფლმა დაასხა. სას-
წრაფოდ გაეცალა ცთუნების ადგილს და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას.
მეორე დღეს ექსპერიმენტი განაახლა, მაგრამ შედეგი ისევ ისე სავა-
ლალო იყო.
მესამე დღეს, ორჯერ რომ მოათავა თასმების გახსნა და შეკვრა დამ-
ტკიცედ გადაწყვიტა საქმე ბოლომდე მიეყვანა, მოხუცი თანამშრომელი
წამოადგა თავს და ერთად განაგრძეს გზა.
მეტჯერ აღარ უცდია, ძალა არ ეყო.
სამაგიეროდ ახალი ექსპერიმენტი წამოიწყო: შეცდომის დაშვება გა-
ნიზრახა. და დაუშვა კიდეც. საუკეთესო შეცდომა იყო. შემკეთებელი სა-
ამქროსათვის გასაგზავნი წერილი ყრუ-მუნჯთა საზოგადოების კონვერ-
ტში ჩადო. ყრუ-მუნჯთა საზოგადოებისათვის განკუთვნილი წერილი კი
– შემკეთებელი საამქროს კონვერტში და შიკრიკს დაუწყო ლოდინი. ეს
კია, რომ სანამ შიკრიკი მოვიდოდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა; ვერც

586
ფოსტას მიხედა, ვერც ვერაფერზე იფიქრა, ვერც ვერავის გამოელაპარა-
კა. ბოლოს გამოჩნდა შიკრიკი, რაღაც თქვა, ვიღაცა გააცინა, ფოსტა ჩან-
თაში ჩაიწყო და ღიღინით წავიდა. კაპიტონ მანაგაძემ გუნებაში ეშმაკუ-
რად გაიღიმა და ახალი ფოსტა ახლო მოიჩოჩა... მერე ყველაფერი ჩვე-
ული თანმიმდევრობით განმეორდა: გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, თვალთ
დაუბნელდა, მუხლები აუკანკალდა, ოფლმა დაასხა და გასასვლელში
წამოეწია შიკრიკს...
საყვედურის მიღებაზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. თუ სამსა-
ხურში არ დაიგვიანე, შეცდომა არ დაუშვი, უფროსს სიტყვა არ შეუბრუნე,
არ ილოთე, არ იჩხუბე და, საერთოდ, არაფერი ადამიანური არ გააკეთე,
საყვედურს ვინ გაღირსებს?! ჟრუანტელისმომგვრელი სცენა დირექ-
ტორსა და დაგვიანებულ თანამშრომელს შორის იყო აუხდენელი ოცნე-
ბა, ხელმიუწვდომელი ფუფუნება, მაცთუნებელი და უიმედო შიში.
შესრულებული დავალება ძველებურად ანიჭებდა სიამოვნებას, მაგ-
რამ ამ სიამოვნებას ახლა, როგორც სქესობრივ გარყვნილებას, თან ახ-
ლდა ზიზღი და სირცხვილი.
სიამოვნება და ზიზღი, კმაყოფილება და სირცხვილი შეერთდა, შე-
ნივთდა, აითქვიფა და ერთიან, განუყოფელ გრძნობად იქცა.
ასეთი გრძნობის გახსენებაც კი ძნელია, არათუ გადატანა.
ასეთი გრძნობა უნდა ჰქონდეს მათხოვარს მოწყალების მიღების
დროს.
ასეთი გრძნობა უნდა ჰქონდეს კაცს, რომელმაც საკუთარი ტყავის გა-
დასარჩენად მეზობელი დააბეზღა.
ასეთი გრძნობა ექნებოდა ალექსანდრე მაკედონელს, ის წყალი რომ
დაელია, რომელიც გადაღვარა.
მაგრამ იგი ალექსანდრე მაკედონელი იყო და აუღელვებლად გა-
დაღვარა წყალი.
შენ კი კაპიტონ მანაგაძე ხარ და ვერ გადაღვრი შენს ტკივილს, რომე-
ლიც შენი კმაყოფილებაა. შენ არაფერი გამოგივა. საკუთარი თავის წი-
ნააღმდეგ ბრძოლა უიმედოდ წაგებულია. შენ პირთამდე სავსე ხარ მო-

587
ვალეობის გრძნობით. შენი სიცოცხლის ყოველი წამი სიბეჯითითაა გაჟ-
ღენთილი. შენი სხეულის ყველა უჯრედი კეთილსინდისიერებას გამო-
ასხივებს. ვერაფერს იღონებ, ვერაფერს გააწყობ, ვერაფერს შეცვლი. შე-
ნი ბედი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია. შენ გაჩნდი მი-
ლი­ონი წლის წინ იმისათვის, რომ მილიონი წლის შემდეგ ორი საკანცე-
ლარიო ჟურნალი და სამი საქაღალდე შეგეძინა და გევლო სწორ ხაზზე,
რომელიც უმოკლესი მანძილია ორ წერტილს შორის...
სუსტი და უილაჯო კაცი... სუსტი და უილაჯო.... შენ არ შეგიძლია უა-
რი თქვა შესრულებული დავალების სიამოვნებაზე, რომელიც ტკივილს
მოაქვს, როგორც საკუთარი თავის მობოდიშება.
მალე ორმოცის გახდები.
ორმოცი წლის ბაბუაწვერა ქარბორბალაში.
არსებობას კი გამართლება უნდა. ან, უკიდურეს შემთხვევაში, გამ-
ტყუნება მაინც. შენ? შენ მიჯნაზე ხარ, რუხ გზაზე. იმიტომ, რომ შენ გა-
აღე შენი თავი და შემოუშვი კმაყოფილების აუტანელი ტკივილი, რო-
გორც საკუთარი უმწეობის შეცნობა.
„850 მანეთის დახარჯვის ნებართვა პოლონეთის დელეგაციის ჩა-
მოსვლასთან დაკავშირებით“.
თარიღი.
ნო...
– კაპიტონ, ეს წერილი რომელში გავუშვა?
ნომერი.
– საიდანაა?
კაპიტონ მანაგაძემ ვერაფრით ვერ დაადგინა, ახალგაზრდა თანამ-
შრომელი კაპიტონს ამბობდა თუ „კაპიტანს“. თუ „კაპიტანს“ ამბობდა,
ცხადია, დასცინოდა. მაგრამ როგორ მიმხვდარიყო! არც „კაპიტონი“ ის-
მოდა, არც „კაპიტანი“. რაღაც შუათანა სიტყვას ამბობდა და თან ბატკა-
ნივით უწყინარი თვალებით უყურებდა. უწყინარი თვალები ნიღაბიც შე-
იძლებოდა ყოფილიყო და სახეც. რა ექნა კაპიტონ მანაგაძეს? რამე ეთ-
ქვა, ვაითუ თავი სასაცილოდ გაეხადა, არ ეთქვა და სანამ ეთმინა!

588
– ჰა, კაპიტონ, რომელში გავუშვა?
– საიდანაა.
– სტამბიდან-მეთქი, რამდენჯერ გითხრა!
ნუთუ ეს ქალი მართლა ლამაზია?
– „სხვადასხვაში“ გაუშვი.
თუ ლამაზია, შენ რამ დაგაბრმავა, რატომ გგონია, რომ ცოტა ჩოფუ-
რა სახე აქვს? „რამდენჯერ გითხრა, სტამბიდან-მეთქი!“
საერთოდ თანამშრომლები კაპიტონ მანაგაძეს ერთგვარი ირონია-
ნარევი პატივისცემით უყურებდნენ და სიამოვნებით აღიარებდნენ მის
უპირატესობას, რადგან მასში, როგორც სარკეში, თავიანთ ნამდვილსა
და ეჭვმიუტანელ უპირატესობას ხედავდნენ.
მართალიც იყვნენ.
რა არის, კაცმა რომ თქვას, უპირატესობა? აქვს კია ამ ცნებას რეალუ-
რი, მყარი, ჭეშმარიტი შინაარსი?
მოვალეობის გრძნობა, კეთილსინდისიერება, სიბეჯითე და სხვა ამ-
დაგვარი სისულელეები ერთი შეხედვით ღირსებას უფრო ჰგავს, ვიდრე
ნაკლს, მაგრამ თანამშრომლები ბევრნი არიან, შენ კი ერთი ხარ. რასაც
უმრავლესობა დაგარქმევს, ის არის შენი სახელი, წადი და ეძიე სიმარ-
თლე!
ისინი ბევრნი არიან, ამიტომ შენ ანაქრონიზმი ხარ. შენ ხარ ხის სახ-
ლი ახალ კვარტალში. ხის სახლი ვერ გარდაიქმნება; ხის სახლი უნდა
დაინგრეს, რადგან შენი უპირატესობა ანაქრონიზმია.
ტვირთი, რომელიც შენ აიკიდე, როგორც საკუთარი სირცხვილი, ბე-
ჭებს შეეზარდა და კუზად გექცა. და ახლა სიკვდილამდე ასე ტვირთაკი-
დებულმა და წელში მოხრილმა უნდა იარო შენს გატკეპნილ გზაზე.
როგორც უკვე ითქვა, შენ მილიონი წლის დაიბადე. და შენი დაბადე-
ბიდან მილიონი წლის შემდეგ იგრძენი სიმძიმე და შეგძულდა შენი უმ-
წეობა, შენი სიბეჯითე და მოვალეობის გრძნობა. შეგძულდა როგორც
ძმა, რომელიც ქონებას გედავება, როგორც საყვარელი, რომელიც ძილს

589
არ გაცლის, როგორც საკუთარი ჩრდილი, რომელიც შენს გაცემას ლა-
მობს.
მაგრამ ძმა საყვარელია, საყვარელი კიდევ უფრო საყვარელია, ხო-
ლო საკუთარი ჩრდილი საკუთარი თავია.
შენ შენი თავი შეგძულდა. შენ შენი სიყვარული შეგძულდა.
კეთილსინდისიერება გიგანტური ობობაა, შენ კი შემოდგომის ბუზი-
ვით უძლური და უსიცოცხლო ხარ.
შენი უმწეობა ყოვლისმომცველია.
...მიდიხარ ქუჩაში ჩაფიქრებული და უნებლიეთ რომელიმე ჩაფიქ-
რებულ მოქალაქეს დაეჯახები. მოქალაქე ასწევს თავს. შენც ასწევ თავს.
ორივე ერთნაირად დაფიქრებული იყავით, დაჯახებაში ბრალი არც
ერთს არ მიგიძღვით და ამ თანაბარ პოზიციაში, როგორც კაპიტულაცია,
შენ გესმის შენი ხმა; გესმის ნაჩქარევად, მაგრამ მკაფიოდ ნათქვამი
სიტყვა: „მაპატიეთ“. მოქალაქე, საკუთარი ღირსების გრძნობით გაჟღენ-
თილი, მოწყალე სახით იღებს მობოდიშებას, და შენი არარაობით გუ-
ლაჩუყებული სერიოზულად გამშვიდებს: „არაფერია, არაფერი“. ამ-
ბობს ამას, იქვე ივიწყებს ინციდენტს და კმაყოფილი, წელში გამართუ-
ლი მიდის თავისი გზით.
იმიტომ რომ შენ კაპიტონ მანაგაძე ხარ.
იმიტომ, რომ ავტობუსში წინ ბაქნიდან გადმოწოდებულ ფულს კაპი-
ტონ მანაგაძე სამარცხვინო ხალისით გადასცემს უკანა ბაქნისაკენ და
მერე მოუთმენლად ელოდება ბილეთსა და ხურდას. სხვა მის ადგილას
ფულს გადასცემდა და მაშინვე დაავიწყდებოდა, რომ ფული გადასცა. კა-
პიტონ მანაგაძეს არ შეუძლია დავიწყება. კაპიტონ მანაგაძეს არ შეუძ-
ლია სხვა რამეზე ფიქრი, სანამ ვალს ბოლომდე არ მოიხდის. მთელი მი-
სი არსება დასაბრუნებელი ბილეთისა და დასაბრუნებელი ხურდის მო-
ლოდინით სულდგმულობს.
როცა საკუთარ სისუსტეზე ფიქრობ, საკუთარ თავს დასცინი და აბუ-
ჩად იგდებ, ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს გამოეყავი ამ უსიამოვ-
ნო „საკუთარ თავს”, გაშორდი და გაუსხვანაირდი.

590
შეიძლება მეზობლებს სულაც არ აინტერესებდათ კაპიტონ მანაგა-
ძის საოჯახო საქმიანობა, მაგრამ ვის შეეძლო დანამდვილებით ეთქვა,
რომ მართლა ასე იყო?
ამიტომ, ცოლს რომ ჭურჭლის რეცხვაში ეხმარებოდა, ამ ამბავს სა-
გულდაგულოდ უმალავდა გარეშე თვალს; სანამ სამზარეულოში ცოლის
გვერდით თავის ადგილს დაიკავებდა, გულმოდგინედ ამოწმებდა დაკე-
ტილი იყო თუ არა შემოსასვლელი კარი, რათა რომელიმე ცნობისმოყ-
ვარე მეზობელი უდროო დროს არ წამოდგომოდა თავს.
თუმცა ერთი ექსპერიმენტი ამ დარგშიც ჩაატარა. ერთხელ, სადი-
ლობისას, დიდხანს და დაბეჯითებით შთააგონებდა საკუთარ თავს,
რომ ოჯახის მამისათვის ჭურჭლის რეცხვა ღირსებაა და არა ნაკლი, ხო-
ლო თუ რომელიმე ბანჯგვლიან მეზობელს ეს დამამცირებელ საქმედ
მიაჩნია, ამის მიზეზი მისი ბანჯგვლიანობაა. კაპიტონ მანაგაძეს შეუძ-
ლია მეზობლების გამქირდავ ღიმილს არანაკლებ გამქირდავი ღიმილი
შეაგებოს. დაე ღია იყოს ყველა კარი და ყველა ფანჯარა, დაე ყველა ჭუჭ-
რუტანიდან თითო ცნობისმოყვარე თვალი იჭყიტებოდეს. ჩვენ
მშვი­დად, თავდაჯერებული დავრეცხავთ ჭურჭელს, მოვხეხავთ იატაკს,
გავიტანთ ნაგავს და დავბერტყავთ ლოგინს.
გადაწყვეტილების სიამაყე მოქმედებას მოითხოვდა; ამიტომ სწრა-
ფად გადაყლაპა ბოლო ლუკმა, აკრიფა ჭურჭელი, მხნე, ენერგიული ნა-
ბიჯით გავიდა სამზარეულოში და ცოლის გვერდით თავისი ადგილი და-
იკავა...
ოღონდ, სანამ ამას იზამდა, გულმოდგინედ შეამოწმა დაკეტილი
იყო თუ არა შემოსასვლელი კარი, რათა რომელიმე ცნობისმოყვარე მე-
ზობელი...
ეეჰ, კაპიტონ, კაპიტონ...
ყველაზე დიდი ექსპერიმენტი შენი განსწავლულობაა.
როცა კაპიტონ მანაგაძემ დაინახა, მისი წრეხაზი უდაბური და უკაც-
რიელი გამხდარიყო, როცა მარტოობის შიშმა მოკუნტა და როცა ყველა
სხვა ექსპერიმენტი უშედეგოდ დამთავრდა, ადგა და განათლებას მიჰყო

591
ხელი. დიდხანს, ბეჯითად და უსისტემოდ იტანჯებოდა და დილეტან-
ტის კვალობაზე რიგიანად შეისწავლა თანამედროვე ფიზიკა, ფილოსო-
ფია და ბიოლოგია. სამწუხაროდ, ესეც წყლის ნაყვა გამოდგა. უარესიც.
კაპიტონ მანაგაძეს ეგონა ერუდიციით საკუთარ თავს დავამარცხებო, გა-
ნათლება სიმსუბუქეს შემმატებს და ჩემი წრეხაზიდან ავფრინდებიო.
სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. ცოდნამ, როგორც ყელზე გამობმულ-
მა ქვამ, კიდევ უფრო დაამძიმა და კიდევ უფრო ღრმად ჩასძირა თავის
არხში. კაპიტონ მანაგაძემ არაერთხელ სცადა საღამოს წაკითხული დე-
ბულებები და ჰიპოთეზები მეორე დღეს, სასადილო შესვენების ჟამს, სა-
ჯარო განხილვის საგნად ექცია, მაგრამ თანამშრომლები ამ წამოწყებას
გულგრილად შეხვდნენ. წამოჭრიდა თუ არა რაიმე სერიოზულ საკითხს,
დაუყოვნებლივ ცვლიდნენ საუბრის თემას. რთული და სოლიდური
პრობლემები ისე აღვიძებდა მათში ზერელე და წვრილმან მოგონებებს,
როგორც თავდაცვის ინსტინქტს. ერთხელ კი, როდესაც კაპიტონ მანაგა-
ძემ ხელი ფილოსოფიური ქვის ქვეშ შეაცურა, სადაც არსებობის ფესვები
ეგულებოდა, და საკითხი ასე დააყენა: „რა არის სწორი, სამყარო არსე-
ბობს იმდენად, რამდენადაც მე მას აღვიქვამ, მე და სამ­ყარო ვარსე-
ბობთ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, თუ მე ვარსებობ იმდენად,
რამდენადაც არსებობს სამყარო, როგორც გამღიზიანებელი?“ ახალ-
გაზრდა თანამშრომელმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩემო კაპიტონ, შენ არსე-
ბობ იმდენად, რამდენადაც არსებობს დირექტორი, რომელიც ხელს
აწერს სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან დათ­ხოვნის ყველა
­ბრძანებას“. ერთი სიტყვით, არაფერი გამოვიდა. ცოდნამ გამოყენება
ვერ ჰპოვა. ცოდნამ ობი მოიკიდა.
შენი თანამშრომლები ზედაპირზე დადიან და მზეზე ირუჯებიან.
შენი თანამშრომლები ოღროჩოღრო გზაზე ბორძიკობენ და ღი-
მი­ლით სწორდებიან.
შენ კი სადღაც ქვევით მიდიხარ. უფრო ქვევით. კიდევ უფრო ქვევით.
შენ არ ბორძიკობ, რადგან მანდ ოღროჩოღრო ზედაპირი არ არის. მანდ

592
საერთოდ არ არის ზედაპირი. მანდ მხოლოდ ერთიანი მასაა და მკვრივი
სიბნელე.
მაგრამ დღეს ფიალა აივსება.
მერე? რა მოხდება, ფიალა რომ აივსება?
ვის შეუძლია საკუთარ თავს გამოეყოს და უცნობ ბილიკს დაადგეს?
და მაინც, როცა აივსება, რაღაც უნდა მოხდეს.
ბუშტი იბერება, იბერება და სკდება.
ბოლო თარიღი.
ბოლო ნომერი.
მზადაა.
– მორჩი, კაპიტონ?
კანცელარიის უფროსი, ეტყობა, დადაჯარებული იყო.
– კი, მოვრჩი.
არ იცი, რა უნდა? ისეთი არაფერი, აღრიცხულსა და გამზადებულ
ფოსტას ახლა უცხო პიჯაკს მიართმევს, რომ ცოტა თავი მოიწონოს და
შენთვისაც შექება გამოსტყუოს.
– აი, ცხელ-ცხელი ფოსტაც. თუ გნებავთ, გადახედეთ.
– ეს ფოსტა, მგონი, ახლახან მოიტანეს. ასე უცებ მოათავა?
ხედავ? უცხო პიჯაკი მახეში ებმება.
– კაპიტონი ფოსტას არ კითხულობს.
– როგორ თუ არ კითხულობს?
– წაუკითხავად გამოაქვს შინაარსი.
უცხო პიჯაკს სახეც ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, უცხო სათვალის
უკან ისეთი გამომეტყველება გამოჩნდა, როგორიც აქვს კაცს, რო­მელ-
საც გაბიაბრუებას უპირებენ.
– შეუძლებელია.
შენ გრძნობ, როგორ ჟონავს ოფლი სხეულის ყველა პორიდან.
კანცელარიის უფროსი კი კმაყოფილი იღიმება და ახალგაზრდა თა-
ნამშრომლის თეთრ მუხლებზე ასვენებს თვალებს.

593
– დაუჯერებელია, – უცხო პიჯაკი ჯიბეში იყოფს ხელს და ოთხად გა-
კეცილი ფურცლები ამოაქვს, – ამ წერილის შინაარსსაც წაუკით­ხა­ვად
გაიგებს?
– რა თქმა უნდა. თუკი ადამიანის დაწერილია.
– შევამოწმოთ – ამბობს უცხო პიჯაკი და შესამოწმებლად ემზადება.
ფურცლებს კანცელარიის უფროსს აწვდის, თვითონ კი სკამის საზურგეს
აწვება და სახელოებს მკერდზე იკრეფს.
სამი ან ოთხი ფურცელი იქნება. ხელნაწერია. ყოველ შემთხვევაში,
მანდედან ასე ჩანს.
– კაპიტონ, ნახე ერთი, რა წერილია.
გაიცინებს უცხო პიჯაკი, როგორც ერთხელ ახალგაზრდა თანამშრო-
მელმა გაიცინა?
სამი ფურცელი ყოფილა.
– ანონიმური საჩივარი საარქივო სამმართველოს სახელზე იმის შე-
სახებ, რომ რესტორნების ტრესტის კანცელარია არასწორი მეთოდე-
ბით ეწევა საქმის წარმოებას.
კაპიტონ, კაპიტონ...
– საოცარია! წარმოუდგენელია!
შენ ოფლში ცურავ.
შენ, კაპიტონ მანაგაძეს, უჩვეულო უნარი გაქვს და ნაწლავები გეწვის.
ხანდახან ისეთი გრძნობა დაგეუფლება, თითქოს რაღაც საშინელი
ძალით გაწვება შიგნიდან და სხეულის გამონგრევას ლამობს. შენ კარ-
გად იცი, რა არის შენს სხეულში: ანატომია, ერთმანეთზე დაწყობილი,
ერთმანეთთან გონივრულად შეერთებული, ერთი საერთო მიზნის სამ-
სახურში მყოფი ანატომია. მაგრამ ის რაღაც, შენი სხეულის მტკიცე კე-
დელს რომ ღრღნის და გარეთ მოიწევს, ანატომიისათვის ცნობილი არც
ერთი ორგანო არ არის. როცა შენი წრეხაზის ყველა ხვრელი ამოიქოლა,
იგი ჩაკეტილ სიბნელეში მოემწყვდა. არც მოკვდა და ვერც გაქცევა მოას-
წრო. და ახლა იბრძვის, იკლაკნება, კვნესის; ვერ ეტევა შენს მოკუმშულ

594
არსებობაში და ცდილობს გამოარღვიოს სქელი კედელი, რათა თავი და-
აღწიოს საკუთარ თავს.
ეს შენი ორეულია. ეს მეორე კაპიტონია. კაპიტონ მანაგაძე ორი კაპი-
ტონ მანაგაძისაგან შედგება. ერთი მათგანი ნებივრად ჩაწოლილა გი-
განტური ობობას ქსელში, როგორც ჰამაკში, და უმოძრაო ბურანით გარ-
შემორტყმული მშვიდად ქანაობს, მეორე კი გულაღმა აგდია მიწაზე,
მკლავებგაშლილი და მილურსმული.
შენ რომელი ხარ?
ყველა პლუსი და მინუსი თანაბრადაა ადამიანში განაწილებული.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მუხტების თანაფარდობა დაირღვევა და
ორი კაპიტონ მანაგაძე ერთმანეთს დაეჯახება...
შენი თანამშრომლები ზედაპირზე დადიან კმაყოფილი ღიმილით.
შენ კი ქვევით მიდიხარ, უფრო ქვევით, კიდევ უფრო ქვევით.
არადა საკმარისია სამსახურში დაიგვიანო, შეცდომა დაუშვა, ფოს-
ტის აღრიცხვის ნაცვლად ანეკდოტი მოყვე და ხელად აღმოჩნდები იმ
ვაგონში, რომელშიაც დანარჩენები სხედან.
სამწუხაროდ, სამსახურში დაგვიანებასა და შეცდომის დაშვებას
ისე­ვე სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი, როგორც შინაარსის ამოცნო-
ბას ტექსტის წაუკითხავად.
ანონიმურმა წერილმა საარქივო სამმართველოს სახელზე თითქმის
აავსო ფიალა. ერთი წვეთიღა დარჩა. ის ერთი წვეთიც...
რომელი საათია?
ახლა მოწყდება ბოლო წვეთი. ახლა უცხო პიჯაკი დახურავს ყველა
ჟურნალს და განაცხადებს, რომ სადაც კაპიტონია, იქ შეცდომა არ არის.
კანცელარიისუფროსი კი ღიმილით დაგკრავს ბეჭზე ხელს და კმაყოფი-
ლი გეტყვის: „შენ რომ არ გვყავდე, კაპიტონ, ღმერთმა იცის როგორ იქ-
ნებოდა ჩვენი საქმე“.
– ეს ვისი ნამუშევარია?
– მაჩვენეთ. აა! კაპიტონის. გასული და შემოსული ფოსტა კაპიტონი-
საა. იმედი მაქვს, ყველაფერი წესრიგში იქნება?

595
– განსაცვიფრებელ წესრიგში... იდეალურ წესრიგში... სანიმუშო წეს-
რიგში...
აი, ბოლო წვეთიც. შენი სხეულიდან რომ წვეთები ჟონავს, ესეც ბო-
ლო წვეთებია. შენ ახლა ოფლისაგან დაიცლები და გახმები.
– თქვენი გვარი?
– მანაგაძე.
– ერთი წუთით. მა-ნა-გა-ძე, კაპიტონი, არა?
– დიახ.
კანცელარიის უფროსმა ბეჭზე დაჰკრა ხელი კაპიტონ მანაგაძეს.
– კაპიტონი ჩვენი სიამაყეა. ეგ რომ არ გვყავდეს, ღმერთმა იცის რო-
გორ იქნებოდა ჩვენი საქმე. კაპიტონი მანქანასავით მუშაობს.
უმწეობა უფროა ეს თუ ორპირობა, როცა თავაზიანი ღიმილით ისმენ
ქებას, რომლის ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა, ყოველი ხმა ხანჯალი-
ვით გესობა გულში?
– მე ამას უეჭველად აღვნიშნავ ჩემს მოხსენებით ბარათში.
– მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
კაპიტონ, კაპიტონ...
– ბრწყინვალედ ასრულებთ.
ბოლოს ხელის ჩამორთმევის ცერემონიალი შედგა: და ამ დროს კა-
პიტონ მანაგაძემ ნათლად დაინახა, რომ უცხო პიჯაკს მართლა ჰქონია
სახე.
უცხო პიჯაკს ჩოფურა სახე ჰქონდა.
სამუშაო დღე რომ მიიწურება და წარმოება-დაწესებულებათა კა-
რე­ბი დაიკეტება, ოთხ კედელში გამომწყვდეული ადამიანები დამშე-
ულე­ბივით შეესევიან ქალაქის ქუჩებს.
კაპიტონიც მიჰყვება თავის ერთადერთ ქუჩას, რომელიც მის ორ წერ-
ტილს აერთებს.
ორი წერტილი წერტილებით დაჭორფლილ ქალაქში.
ერთი ქუჩა ქუჩებით დანაოჭებულ ქალაქში.
ერთი მიმართულება მიმართულებებით დასერილ ქალაქში.

596
ფეხით, რა თქმა უნდა, ფეხით...
თუ ძალიან არ გეჩქარება, ავტობუსით მგზავრობას ყოველთვის ფე-
ხით სიარული სჯობს. იმიტომ, რომ ავტობუსში წინა ბაქნიდან ვიღაცა
ფულს გადმოგაწვდის...
დღეს ისედაც მოშხამული გაქვს გუნება.
დღეს ფიალა აივსო.
მოიცა!
არა. ვერ მოასწრო დაჭერა. რაღაც უხილავმა სიმართლემ ელვასავით
ჩამოუქროლა, გვერდი გაჰკრა და წავიდა. დაჭერა ვერ მოასწრო. არადა,
ეტყობა, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი...
მოიცა, მოიცა! მგონი ისევ იელვა...
არის! არის სიმართლე. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ფი-
ალა არ ავსებულა. ფიალა ყოველთვის სავსე იყო!
უბრალოდ, აქამდე არ გეუბნებოდნენ, უფრო სწორად, ფრთხილად
გაპარებდნენ, წინასწარ გამზადებდნენ, როგორც მომლოდინე დედას
ამზადებენ, ვაჟიშვილის დაღუპვა რომ უნდა შეატყობინონ.
თუ ფიალა სავსე იყო, მოსახდენიც ადრე უნდა მომხდარიყო, აწი რა-
ღაა მოსალოდნელი?
კი მაგრამ, კაპიტონ მანაგაძემ ხომ დღეს შეიტყო ეს ამბავი?
მერე რა, იქნებ სწორედ იმიტომ გამზადებდნენ ამდენ ხანს, რომ მო-
სალოდნელი არ მომხდარიყო.
არაფერია, გამოიძინებ და დამშვიდდები. ძილი ყველაფრის წამა-
ლია.
დღეს მაინც მოხდა რაღაც. რაღაც გამოუსწორებელი. შექება, ხელის
ჩამორთმევა და ამდაგვარები, რა თქმა უნდა, გვარიანად მოქმედებს,
მაგრამ რაღაც კიდევ მოხდა. რაღაც ისეთი, რამაც გულზე გველივით უკ-
ბინა და წამით ნათლად დაანახვა თავისი ნამდვილი და შიშველი სახე.
რევიზორს რომ ვუთხარი, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებო?

597
ცხადია, ეს ნათქვამი შენი სიტუტუცის ნათელი დადასტურება იყო,
ისეთი სიბრიყვე იყო, ხალხით სავსე ბაღში რომ დედიშობილა გამოხვი-
დე სასეირნოდ.
მაგრამ ეს ის არ არის, რასაც იხსენებ და ვერ გაგიხსენებია.
მაინც რა მოხდა? რა უთხრეს, რა ჩაიდინეს?..
იქნებ კაპიტონ მანაგაძე ავანგარდშია და არა არიერგარდში? პროგ-
რესი ხომ ზედმეტი შტრიხების წაშლა და მკაცრი გამარტივებაა, მეტი
არაფერი! იქნებ კაპიტონი ხის სახლი კი არაა ახალ კვარტალში, არამედ
ახალი სახლია ხის კვარტალში? სახლი, რომელსაც რიკულები მოხსნეს,
ჩუქურთმები ჩამოათალეს, ბუხარი ჩააქრეს და მის მაგივრად ცენტრა-
ლური გათბობის რადიატორები დადგეს.
„კაპიტონი მანქანასავით მუშაობს!“
კაპიტონ! კაპიტონ!
თითქოს ვიღაც გიხმობს.
არა, ალბათ მოგეჩვენა: ყოველ შემთხვევაში, ადამიანები ისევ ისე
გულგრილად მიჰყვებიან თავიანთ გზას.
ეს ვინაა?
– მაპატიეთ. ამაღლების ქუჩას ვერ მიმასწავლით?
– ამაღლების ქუჩას?.. ამაღლების ქუჩა... ამაღლების ქუჩა... ნწ... არ
ვიცი. გამიგონია, მაგრამ, სად არის, არ ვიცი.
– რა ქუჩას ეძებთ, მეგობარო?
– ამაღლების ქუჩა უნდა.
– ხე-ხე-ხე-ხე! კაცი რომ სათვალეს ეძებს და ცხვირზე კი აქვს წამოს-
კუპული. ხედავთ იმ პირველ შესახვევს ხელმარცხნივ: ეგ არის ამაღლე-
ბის ქუჩა.
– გმადლობთ.
– ხე-ხე-ხე-ხე!
რამხელა აფიშები გამოუკრავთ.
აქ ცირკია. ნეტა ცირკის კანცელარია როგორია?

598
მთა მთას არ შეხვდება, თორემ დაწესებულება დაწესებულებას ყო-
ველთვის შეხვდება.
თარიღი.
ნომერი.
აფიშები კი დიდები გამოუკრავთ.
ერთ აფიშაზე ლომი ხატია. გაღებულ ხახაში ვიღაცის თავი უდევს.
ალბათ მომთვინიერებელია. საწყალი მომთვინიერებელი! ყოველ შემ-
თხვევაში, კაცს ასე გულდანდობით ვერ ჩაუდებ თავს პირში. მეორე აფი-
შა შედარებით უწყინარია. თუმცა ესეც გვარიანად სულელურია. აკრობა-
ტების მთელი ბანდა. აკრობატები ერთმანეთზე აჩონჩხლილან და
მკლავები ამაყად გადაუშლიათ. ალბათ, ტაშს ელიან. საინტერესო ხალ-
ხი კია ეს აკრობატები. ყველას სასიამოვნო და მოღიმარი სახე აქვს. თუმ-
ცა სულ ქვედას რა უხარია, – ბეჭებზე თანამოძმეთა მთელი ხროვა ად-
გას!
ისეთი გმირობა უნდა ჩაიდინო, ადამიანის ძალ-ღონეს აღემატებო-
დეს, თუ გინდა, რომ შენი უპირატესობა იყოს შენი უპირატესობა და არა
სხვისი უპირატესობის სარკე.
მაგრამ ვის შეუძლია საკუთარ თავს გამოეყოს და უცნობ ბილიკს და-
ადგეს? უცნობი ბილიკი შეგიყვანს უცნობ ტყეში. დაბურული ტყე, სადაც
მზის სხივები ვერ ატანს და ყველაფერი გაუხრწნელია, ნამი ცრემლივით
ჩამოგორდება მწვანე ბალახიდან და წყაროსაკენ მოკურცხლავს. პირ-
ველყოფილი დუმილი, როგორც მივიწყებული მუსიკა, დაკარგულ სევ-
დას დაგიბრუნებს. და ერთი წამით, ერთადერთი ნამდვილი წამით, იქ-
ცევი იმად, რაც იყავი, სანამ დუმილი დაირღვეოდა.
კაპიტონ მანაგაძე ქალაქში დაიბადა, ქალაქში გაიზარდა და ძალიან
გვიან გაიგო, რომ ასფალტი მიწა არ არის.
ნუთუ მართლა არაფერი მოხდება?

***

599
რაკი დაწექი, უნდა დაიძინო კიდეც. როგორმე უნდა დაიძინო. უკვე
გვიანია და ბნელა. მაგრამ ეს რა შუქია, ფანჯრიდან რომ ზოლად შემო-
დის ფარდასა და ფარდას შუა? მთვარე ანათებს, თუ მოპირდაპირე სახ-
ლში ჯერ კიდევ ფეხზე არიან?
ანალგინი ჩინებული საშუალებაა.
ძილი ყველაფრის წამალია, ძილი ამშვიდებს ნერვებს და ასვენებს
გონებას.
ფიალის შესახებ კაპიტონს ცოლისთვის არაფერი უთქვამს. ან კი რა
აზრი ჰქონდა? ერთხელ შესჩივლა თავისი გასაჭირი. ეს ის დრო იყო,
ფეხსაცმელების თასმებზე რომ ატარებდა ექსპერიმენტებს. მაშინ ცოლ-
მა კარგად, გულისყურით მოუსმინა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიგო, რა
არის იმაში ცუდი, კაცი რომ თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ას-
რულებს და უსარგებლო წვრილმანებზე არ კარგავს დროს.
უსარგებლო წვრილმანები. საოცნებო წვრილმანები.
იმის შემდეგ ცოლს აღარაფერს ეუბნებოდა. იმიტომ, რომ ესეც ერ-
თგვარად „უსარგებლო წვრილმანებზე დროის დაკარგვა“ იქნებოდა.
სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს, მძიმე და მომქანცველ, საშინელ
დღეს, როცა მწარე ფიქრები მატლებივით დაძვრებოდნენ კაპიტონ მა-
ნაგაძის ლეშში, უკვალოდ არ ჩაუვლია. ნასადილევს, როდესაც სამზა-
რეულოში თავისი ადგილი დაიკავა ცოლის გვერდით და ჭურჭლის რეც-
ხვას შეუდგა, შემოსასვლელი კარი ჩაუკეტავი დარჩა. ცნობისმოყვარე
მეზობელი, რაღა თქმა უნდა, დაუკაკუნებლად შემოვიდა. კარმა რომ გა-
იჭრიალა, კაპიტონი მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას და ოფლმა დაას-
ხა. წინსაფარი სწრაფად მოიძრო, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, რად-
გან მოქმედების ადგილი დანაშაულის ადგილი იყო, ხოლო ხელები, სვე-
ლი, წითელი და დაკაპიწებული ხელები უსასოოდ ეკიდნენ მხრებზე,
როგორც დანაშაულში გამოტეხილი ქურდები.
– მუშაობთ? – იკითხა მეზობელმა და მცირე ყოყმანის შემდეგ დაუმა-
ტა, – გამარჯობათ. ვიფიქრე, შევალ, მეზობლებს ვნახავ-მეთქი, თან პა-
ტარა საქმეც მაქვს და“...

600
„აქეთ მობრძანდი“, – კაპიტონმა ხელები შეიმშრალა და სასტუმრო
ოთახში შეუძღვა სტუმარს.
„სხვა? რას შვრებით, როგორ მიდის საქმეები?“
„მიდის...“
„არ შეიძლება ასე. კარის მეზობლები ვართ და თვეში ერთხელ თუ
ვნახავთ ერთმანეთს. არ შეიძლება ასე. მაგრამ რა გინდა ქნა? შეგვჭამა
ამ სამსახურმა. მოცლა აღარ არის... ჰო, რა მინდოდა მეთხოვა, ჩემო კა-
პიტონ: ჩემმა ბავშვმა ერთი ამოცანა ვერ გამოიყვანა. ძალიან გაართუ-
ლეს, ხომ იცი, პროგრამა. ვერც მე მოვუხერხე რამე. ადრე კი გამოვიყვან-
დი. ამაზე უარესები გამომიყვანია. გადამავიწყდა, ხომ იცი, ვარჯიში უნ-
და ყველაფერს. პრაქტიკა, ვიფიქრე, მივალ აგერ კაპიტონთან, უარს არ
მეტყვის-მეთქი. შენ, ვიცი, გეხერხება არითმეტიკა“.
„მეოთხეშია, მგონი, შენი ბიჭია, არა? რომელი ამოცანა?
„რვაასსამოცდათერთმეტი. კი, მეოთხეშია. აი, აი, ეს არის, შემოხა-
ზული, აგერ ფურცლებიც“.
ერთ საწყობში 728 ტ. შაქარია, მეორეში – 1272 ტ. რამდენი ტონა შა-
ქარი უნდა მოიტანონ კიდევ თითო საწყობში, რომ შაქრის რაოდენობა
საწყობებში ტოლი გახდეს და მასთან ორივეში იყოს სულ 2728 ტ.
„ზოგიერთ შეუგნებელს, თავის დამცირება ჰგონია, ცოლს რომ ოჯა-
ხის საქმეში მიეხმაროს“.
„სამკითხვიანია“.
„სამკითხვიანია ხომ? მეც მასე ვიფიქრე... რაც არ უნდა იყოს ქა­ლიც
ადამიანია. გაძლება არ გინდა? ცალკე სამსახური, ცალკე ბავშვები; ახ-
ლა სადილ-ვახშამი, დარეცხვა, დაუთოება...“
„ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენ-რამდენი ტონა შაქარი უნდა იყოს
სა­ბოლოოდ თითო საწყობში“.
„მაგას კი გავიგებთ. ორი ათას... რამდენია? 2728 ტონას გავყოფთ შუ-
აზე... გაზეთში ეწერა ორი ათას წელს ქალი კაცზე უფრო მაღალი და უფ-
რო ჯანიანი იქნებაო. გჯერა შენ ეს ამბავი?“

601
„რა ვიცი... პირველ საწყობში უნდა მოიტანონ 1364-ს გამოვაკლოთ
728, იქნება... 636 ტონა შაქარი“.
„მაშინ, ალბათ, ქალები დაიწყებენ რესტორნებში სიარულს და ლო-
თობას, გაძლება არ გინდა, ღამის სამ საათზე რომ დაბრუნება მთვრალი
და გულის ძილიდან გამოგაღვიძებს?! დაგიღრიალებს, შემოგაგინებს,
ჭურჭელს დალეწავს; სიტყვას შეუბრუნებ და, შეიძლება, მიგთეთქვოს
კიდეც გემოზე. რა ცხოვრება გვექნება!“
„მზადაა“.
„ოჰ, შენ აგაშენა ღმერთმა. თორემ, ხვალ რომ კიდევ ორიანი მიეღო,
ვეღარც გადამირჩებოდა“.
„ცოტა გაკრული ხელითაა ნაწერი... გაიგებს?“
„მაჩვენე. ჰო, კია ცოტა გაკრული ხელით... რა ვიცი...“
– ბარემ გადავათეთრებ.
ჰმმ...
ისეთი გმირობა უნდა ჩაიდინო, რომელიც ადამიანის ძალ-ღონეს
აღემატება, თუ გინდა, რომ საკუთარ თავს გამოეყო და ირგვლივ შე­მოუ-
არო.
ძილი, ძილი. ძილი ყველაფერს უშველის. საინტერესოა, სანამ იყურ-
ყუტებენ მოპირდაპირე სახლში. იქნებ მთვარეა? თუ მთვარეა, დილამდე
ხომ არ უნდა იდგეს ერთ ადგილას?
მატლები, როგორც ფიქრები, მოუსვენად დაძვრებიან... არა. ფიქრე-
ბი, როგორც მატლები... დაძვრებიან... ფიქრები... მატლები...
უჰ!
თითქოს რაღაც ხმაურმა გამოგაღვიძა. არა, სიჩუმეა. ალბათ, მოგეჩ-
ვენა. რომელი საათია? პირველის ნახევარი. სძინავს, ნეტა, ცოლს?
– გძინავს?
– არა.
ცოლის ლოგინი გვერდითაა. თბილი და სურნელოვანი ლოგინი...
არა, ბუზღუნს დაიწყებს. და, საერთოდ, გვიანია. როგორმე უნდა დაიძი-
ნო.

602
– ცირკში ხარ ნამყოფი?
– კი. დედაჩემს დავყავდი, პატარა რომ ვიყავი. რაზე მეკითხები?
– აბა, მე ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ცირკში.

***
მაინც რა ძილქუში დააწვა ამ დილით? თავის სიცოცხლეში ასეთი
რამ არ დამართნია. ნაშუაღამევის ოთხ საათზე დაუძინია და რვის ნახე-
ვარზე მაინც გაღვიძებია. ყოველდღე რვის ნახევარზე იღვიძებდა. ზუს-
ტად. როგორც კი თვალს გაახელდა, საათს შეხედავდა ხოლმე. თუ რვის
ნახევარი არ იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ საათი სწორედ არ მუშაობდა.
რას იზამ?! საათი არასრულყოფილი მექანიზმია, ხან რა შეემთხვევა,
ხან რა.
ღმერთმა იცის, კიდევ რამდენ ხანს იძინებდა, ცოლს რომ არ გაეღვი-
ძებინა. ცოლმა გააღვიძა და, კაპიტონ, რა დაგემართაო, ჰკითხა. კაპი-
ტონმა უთხრა, არაფერიო. ცოლმა უთხრა, რვა საათია უკვეო. კაპიტონმა
უთხრა, მერე რა მოხდაო. ცოლი დაფიქრდა და თქვა, შეიძლება ჩვენი
საათი წინააო. კაპიტონმა უთხრა, სამაგისოს რას ატყობო. მართლა არა-
ფერი ეტყობოდა საიმისო. მით უმეტეს, რომ მაჯის საათიც რვას უჩვე-
ნებდა. ცოლმა უთხრა, აბა ცოტა იჩქარე, თორემ სამსახურში დაგაგვიან-
დებაო. კაპიტონმა გაიცინა. ცოლმა გაკვირვებით (და, შეიძლება ცოტა
მწყრალადაც) შეხედა: მერე მხრები აიჩეჩა და უხმოდ გავიდა სამზარეუ-
ლოში.
კაპიტონი არც აჩქარებულა და არც არაფერი. გულმოდგინედ დაიბა-
ნა ხელ-პირი, მადიანად ისაუზმა და ნელა, აუჩქარებლად ჩაიცვა. წასას-
ვლელად რომ მოემზადა, ცოლს შეხედა და თვალში ეცა მრგვალი თე-
ძოები და ძუძუს თავები, რომლებიც მკაფიოდ ჩანდა ტანზე შემოტმას-
ნილ ხალათში. ეტყობოდა პერანგი არ ეცვა. კაპიტონი ცოტა ხანს შეყოვ-
ნდა და უფრო დაბეჯითებით დააკვირდა. სახეც კი, რომელიც, ადრე ცო-
ტა ჩოფურა ეჩვენებოდა, ახლა სასიამოვნო და მიმზიდველი ჩანდა.
ცოლმა შენიშნა ქმრის დაჟინებული მზერა და ბეჭები გამართა. ბეჭები

603
რომ გამართა, მხრები განზე გადაეწია და მკერდი კიდევ უფრო ამოე-
ბურცა. კაპიტონ მანაგაძემ ახლა ზემოდან ქვემოთ ჩააყოლა თვალი და
მუცლის არეში სიმხურვალე იგრძნო. მერე გაიფიქრა, ნეტა რატომაა,
რომ კაცს სხვისი ცოლი ყოველთვის უფრო მოსწონსო, და სამსახურში
წავიდა.
ავტობუსის გაჩერებასთან მიხვდა, რომ წეღანდელი სიცილი სულე-
ლური სიცილი იყო, რადგან სამსახურში მართლა იგვიანებდა. სანამ ამ
აზრს დააბოლოებდა, ცოლის თეთრი სხეული მოაგონდა, შიშველი და
მკვრივი თეძოები.
მერე მიმავალ ავტობუსს მოჰკრა თვალი და გაახსენდა, რომ ეს ავტო-
ბუსი მთელი ერთი წუთი იდგა გაჩერებაზე.
კაპიტონი ფეხით წავიდა...
ნახევარი გზა უკვე გამოიარა.
ლომიანი აფიშა ჩამოუხსნიათ და ცირკის ჭიშკარს ახლა ისეთი შესა-
ხედაობა აქვს, თითქოს ვიღაც მავნეს განგებ დაერღვიოს წონასწორობა.
აკრობატების აფიშა ობლად ჰკიდია. რომელი საათია?
ცხრა!
ცხრა საათია!..
კაპიტონ!.. კაპიტონ!..
თითქოს ვიღაც გიხმობს.
აქ სადღაც ამაღლების ქუჩაა. გუშინ, სამსახურიდან რომ ბრუნდებო-
და, ერთმა შეწუხებულმა კაცმა შეაჩერა და ამაღლების ქუჩა ჰკითხა.
ხელში ძველებური ჩემოდანი ეჭირა და, საერთოდ, ეტყობოდა, სოფლე-
ლი იყო. კაპიტონს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა ყოფილიყო ამაღ-
ლების ქუჩა. ამ დროს ვიღაც აყლაყუდა წამოადგათ თავს და სიცილით
მოკვდა. აქ დაიბადე, აქ გაიზარდე, ყოველ დღე ამ გზით დადიხარ და
ამაღლების ქუჩა სად არის, ეს არ იცი? ხე-ხე-ხე-ხეო, სათვალეს ეძებ, და
ცხვირზე კი გაქვს წამოსკუპებულიო, აი, ამაღლების ქუჩა, ხე-ხე-ხე-ხეო.
შენ არ იცოდი ამაღლების ქუჩა. ან კი საიდან გეცოდინებოდა? ირგვლივ
ათასი ქუჩაა. ყველას თავისი სახელი აქვს, თავისი სიგრძე, თავისი სიგა-

604
ნე. მაგრამ შენ მათთან რა გესაქმება? შენ მხოლოდ ერთ ქუჩას იცნობ. ეს
შენი ქუჩაა, რომელიც მოგბეზრდა, რომელშიაც არაფერი ხდება, რომ-
ლიდანაც დანარჩენიქუჩები არ ჩანს. შენი ქუჩა შენი ლიანდაგია, ლიან-
დაგიდან გადასვლა შეუძლებელია. სხვა ქუჩაზე მხოლოდ გადავარდნა
შეიძლება. გადავარდნა და დამსხვრევა.
სინამდვილეში საკმარისია სამსახურში დააგვიანო, შეცდომა დაუშ-
ვა, ანეკდოტი მოყვე, საყვედური მიიღო, და ხელად განთავისუფლდები
უხილავი ბორკილისაგან, დაიბრუნებ დაკარგულ სიცარიელეს.
უცხო პიჯაკი განცვიფრებული მოგჩერებია. მეზობლები ცდილობენ
უდროო დროს წამოგადგნენ თავს. წინა ბაქანზე ბილეთსა და ხურდას
ელიან.
მაგრამ შენს სხეულში მუხტების თანაფარდობა დაირღვა და გაუგე-
ბარი პროცესი მიმდინარეობს. შენი წონასწორობა კი სამყაროს საერთო
წონასწორობის ნაწილია. და სამყაროს წონასწორობაც დაირღვა.
კაპიტონ მანაგაძე საკუთარ თავს მიათრევს.
ვერც ზიდავს და ვერც იშორებს.
ვერც ირგვლივ უვლის.
რაღაც კი მაინც ხდება. დარღვეული წონასწორობა ტორტმანობს. კა-
ტასტროფამ თავი დააღწია ილუზიას, კაპიტონ მანაგაძე კაპიტონ მანა-
გაძეს აღარ ებრძვის, მეზობლები ცნობისმოყვარენი არ არიან, უცხო პი-
ჯაკი უცხო სამმართველოს უბრუნდება, მგზავრები უკანა ბაქნიდან ამო-
დიან... მაგრამ ეს რა ხდება? ყველაფერი მიდის, ყველაფერი მიდის ყვე-
ლა მიმართულებით. შორს, უფრო შორს, კიდევ უფრო შორს. ყველაფე-
რი თვალს ეფარება და შენ მარტო რჩები არარსებობის ცენტრში. საგ-
ნებმა და მოვლენებმა ერთმანეთი გაანადგურეს, სამყაროს შემაკავში-
რებელი ძაფი გაუწყდა და ნაწილებად დაიშალა, აზრი, როგორც დაგრე-
ხილი ზამბარა, საშინელი სისწრაფით დატრიალდა და მხედველობი-
დან გაქრა. კაპიტონ მანაგაძე, რომელიც სინამდვილეში არაფერი არაა,
საკუთარი სიცარიელის ირგვლივ დადის...

605
კაპიტონ მანაგაძე არ არსებობდა. კაპიტონ მანაგაძე სხვათა იმპულ-
სი იყო. კაპიტონ მანაგაძე შექმნეს მეზობლებმა, რომელთაც ცნობის-
მოყვარეობა აწვალებდათ, მგზავრებმა, რომელთაც ბილეთი და ხურდა
უნდოდათ; კაპიტონ მანაგაძე შექმნა შემოსულმა და გასულმა ფოსტამ;
კაპიტონ მანაგაძე შექმნეს ორგანიზაციებმა, რომელთაც ერთმანეთში
მიმოწერა ჰქონდათ.
შენ მიმოწერა ხარ. შენ კავშირი ხარ. შენ ხარ ჰაერი, როგორც კომუნი-
კაციის არხი, როგორც გამტარი სფერო, როგორც ბგერის მატერიალიზა-
ციის საშუალება.
მაღლა, უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა.
კიბე გრძელია და დამღლელი. ოფლი მოიწმინდე, მაგრამ ნაბიჯი არ
შეანელო.
გონიერებამ ყველაფერი შეიწოვა და შთანთქა.
სანამ ქაოსი იყო, რაღაცის იმედი გქონდა. იმის იმედი გქონდა, რომ
ყველაფერი მოწესრიგდებოდა. ახლა კი ყველაფერი მოწესრიგებულია
და დრო გაჩერდა, რადგან მოსაწესრიგებელი აღარაფერია.
შეიცან თავი შენი!
მაღლა, უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა.
საკუთარი თავის შეცნობა არის საკუთარი თავის წაშლა.
ისეთი გმირობა უნდა ჩაიდინო, რომელიც ადამიანის ძალ-ღონეს
აღემატება, თუ გინდა ბორკილები შეიხსნა და დაკარგულ სიცარიელეს
შეერიო.
მაღლა, უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. კაპიტონ!.. კაპიტონ!..
...მდივანი ქალი სკამის ზურგს გადასწოლოდა, პირი ფართოდ გა-
ეღო, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი კაუჭივით გამოედო ტუჩების
კუთხისათვის და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, განზე გაეწია; მეორე
ხელში პატარა ოთხკუთხა სარკე ეჭირა და შეფიქრიანებული სახით ათ-
ვალიერებდა სიბრძნის კბილს.
კაპიტონმა გულგრილად აუარა გვერდი მდივან ქალს და პირდაპირ
დირექტორთან შევიდა.

606
დირექტორი განიერი იყო და განიერ მაგიდას უჯდა.
– გამარჯობათ.
– ააა. მმ. უ, – თქვა დირექტორმა და დიდი, მრგვალი თავი ასწია; რაკი
სტუმარი ვერ იცნო, სწრაფად დაუმატა, – გამარჯობათ.
– მე კაპიტონ მანაგაძე ვარ.
– ცნობილი გენერლის, ალექსანდრე მანაგაძის ვაჟი?
– არა. უცნობი ვეტერინარის, გერმან მანაგაძის ვაჟი.
დირექტორმა იმედგაცრუებული სახე მიიღო და თავაზიანად უთხრა:
– სამწუხაროდ, დღეისათის აღარც ერთი ბილეთი აღარ დამრჩა. თა-
ნაც ამ საღამოს ლომები არ იქნება.
კაპიტონს ჩამოხსნილი აფიშა გაახსენდა.
– რატომ არ იქნება ამ საღამოს ლომები?
– იმიტომ, რომ საწყალი გროსმანი საავადმყოფოშია.
– რა უნდა საწყალ გროსმანს საავადმყოფოში? ვინ არის საწყალი
გროსმანი?
დირექტორმა გაკვირვებით შეხედა.
– გროსმანი. მომთვინიერებელი, ლომებთან რომ მუშაობს.
– მერე რა მოუვიდა? ბრმა ნაწლავის შეტევა?
– არა. ლომმა უკბინა... ყველაზე საყვარელმა ლომმა მოხუცმა ავგუს-
ტუსმა... რა თქმა უნდა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ავგუსტუსის ად-
გილას რომ სხვა ყოფილიყო, ვთქვათ ნერონი, ან კალიგულა, საწყალ
გროსმანს ალბათ სულ მოაკვნეტდა თავს. ავგუსტუსი თავდაჭერილი და
დარბაისელი ლომია. მისი წონასწორობიდან გამოყვანა არც ისე ადვი-
ლია.
– მაგრად უკბინა?
– ახლახან დავრეკე საავადმყოფოში. საწყალი გროსმანი ჯერ კიდევ
უგრძნობლადაა, მაგრამ ექიმები იმედს იძლევიან.
– როგორ მოუვიდა ავგუსტუსს ასეთი რამე?
– როგორ მოუვიდა? თქვენ ის იკითხეთ, თავი როგორ შეიკავა, რომ
საწყალი გროსმანი ორ დამოუკიდებელ გროსმანად არ აქცია. წარმოიდ-

607
გინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით? სად ვიშოვი-
დით ახალ მომთვინიერებელს? და გინდაც გვეშოვა, თქვენ გგონიათ
გროსმანის ლომები ახლო მიეკარებოდნენ უცხო კაცს? ვითარება ჯერ
კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ექიმები რომ იმედს იძლევიან, ეს ხომ რა-
ღაცას ნიშნავს? ასე არაა.
– რას ერჩოდა ავგუსტუსი საწყალ გროსმანს?
– არაფერს არ ერჩოდა. ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.
– აბა რაღად უკბინა?
– შემთხვევით-მეთქი, აკი გითხარით. როდესაც საწყალმა გროსმანმა
თავი პირში ჩაუდო და ორივენი ძალიან კმაყოფილები იყვნენ, დარბაზ-
ში ვიღაც ქალმა საშინელი ხმით იწივლა. ასეთი ხმა მე ჩემს სიცოცხლეში
არ გამიგონია და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გაგიგონიათ. არც
გროსმანს და არც რომელიმე ლომს გაუგონია. ავგუსტუსი შეკრთა და უკ-
ბინა გროსმანს. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, უეჭველად მოვაკ-
ვნეტდი თავს. მაგრამ ავგუსტუსი საოცრად თავდაჭერილი ლომია, მალე
მოეგო გონს და პირი გაუშვა. მე არ ვიცი, რას განიცდიან ლომები, როცა
დარბაზში საშინელი წივილი ისმის. ლომი რომ ვიყო, ადვილად მივ-
ხვდებოდი, – აქ დირექტორმა საწყლად შეხედა კაპიტონს და ნაღვლია-
ნად დაუმატა: – მაგრამ აბა მე რა ლომი ვარ!
– საწყალი გროსმანი! მე კანცელარიაში ვმუშაობ.
– ჩემს კანცელარიაში?
– არა, სხვა კანცელარიაში. მაგრამ იქ აღარ მინდა მუშაობა.
– სულ არ გამიკვირდება, საწყალმა გროსმანმა რომ ჩემთან მუშაობა
აღარ მოინდომოს. კბენა, რაც არ უნდა იყოს, მაინც შეურაცხყოფაა. თავ-
მოყვარეობის შელახვა. ისიც ამდენი ხალხის თანდასწრებით. თქვენ
გიკბინათ ვინმემ?
– არა, მაგრამ მომბეზრდა იქაურობა. გამჭვირვალე ხალხია. უყურებ
კაცს და მის ზურგს უკან, როგორც ფანჯარაში, ისე მოჩანს გაბზარული
კედელი. ნეტა რად უნდათ, რენტგენის სურათს რომ იღებენ?
– იქნებ არც იღებენ. მე რომ კანცელარიაში ადგილი არა მაქვს?

608
– კანცელარიაში არც მინდა. მე მინდა... რას ეძახით? აქაც მსახიობი
ჰქვია ისეთ კაცს, რომელიც სცენაზე გამოდის?
– არენაზე და არა სცენაზე. არენაზე განსაკუთრებული ხალხი გამო-
დის. თქვენ ხართ განსაკუთრებული?
– არა მგონია.
– აბა ისე როგორ გამოხვალთ არენაზე! რას გააკეთებთ იქ? შეგიძლი-
ათ რამე?
– ყველაფერი შემიძლია ტაკიმასხარობის გარდა.
დირექტორმა კაპიტონს შეხედა, კარგახანს უყურა უხმოდ და სერიო-
ზულად და მერე თავშეუკავებლად ახარხარდა. სიცილი რომ მოათავა,
თქვა:
– მართლა არ შეგიძლიათ ტაკიმასხარობა? ერთი ტაკიმასხარა
მყა­ვდა. მერე მოკვდა. მისი მთავარი ნომერი ის იყო, რომ მაყურებელს
უსა­ბუთებდა, ტაკიმასხარობა არ შემიძლიაო. – აქ დირექტორმა პაუზა
გააკეთა და მერე ძალიან სერიოზული, თითქმის დიდაქტიკური კილო-
თი განაგრძო, – მე ჩემი კარიერა ტაკიმასხარობით დავიწყე. და როგორც
ხედავთ, დირექტორობას მივაღწიე. თუ თქვენი აზრით ცოტაა დირექ-
ტორობა?
– ჩემი აზრით, მთავარი არის არა ქუჩა, არამედ მოსახვევი.
– აა... – თქვა დირექტორმა და დაბნეულად შეხედა კაპიტონს, – მაინც
რა იცით? ფოკუსების გაკეთება შეგიძლიათ?
კაპიტონმა ჯიბიდან ქალის ფოტოსურათი ამოიღო და დირექტორს
წინ დაუდო.
– ეს თქვენი საყვარელია.
– ეს... საყ... ჩე... თქვენთან საიდან გაჩნდა ეს სურათი?!
დირექტორი მაგიდის უჯრას ეცა, მაგრამ უჯრა დაკეტილი დახვდა.
მაშინ გასაღებს დაუწყო ძებნა; ჯერ მაგიდაზე ეძია, მერე შარვლის ჯიბე-
ში, ბოლოს პიჯაკის ჯიბეში.
– გასაღები!
კაპიტონმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები და მიაწოდა.

609
– აი, გასაღები.
დირექტორს სახეზე წყრომა და შიში ეწერა. გასაღები გამოართვა,
უჯრა გამოაღო და შიგ ხელები ააფათურა; თან კაპიტონს თვალს არ აშო-
რებდა.
სურათი, რასაკვირველია, ვერ იპოვა. მაშინ იმ სურათს დაავლო ხე-
ლი, რომელიც მაგიდაზე იდო.
– ჩემი სურათი!
– თქვენი საყვარელია, არა?
– არა. ჰო... ეს ქალი ჩემი ცოლი იყო და...
– ვიცი. მოგბეზრდათ, გაეყარეთ და სხვა შეირთეთ. მერე მეორე ცო-
ლი მოგბეზრდათ და ყოფილი ცოლი საყვარლად დაისვით.
– სათქმელად ადვილია... ეს უნდა გამოსცადოთ, ისე ვერ გაიგებთ,
რომელ ქალსაც გინდათ, გაიხდით საყვარლად, გარდა საკუთარი ცოლი-
სა. სამი წელიწადი თანგადაყოლილი ვიყავი, რა საჩუქრები, რა ფიცი, რა
წერილები! ღმერთო, რა სერენადები. რა ცრემლები! – აქ დირექტორმა
ხმაში სიამაყე გამოურია, – მაგრამ მაინც მივაღწიე ჩემსას.
– თქვენ ძალიან განიერი ხართ.
– მმ... კი, საკმაოდ.
კაპიტონმა დირექტორი ცოტა დაავიწროვა და უთხრა:
– აი, ახლა არა გიშავთ.
დირექტორმა გაკვირვებით შეხედა კაპიტონს. მერე თავისი წელი მო-
სინჯა. წამოდგა, ერთ თეძოს დააცქერდა, მეორეს დააცქერდა და ისევ კა-
პიტონს შეხედა. კარგა ხანს იყო დაბნეული და აზრდაკარგული. ბოლოს
ხმამაღლა თქვა, ეტყობა, ვიღაცას დაუძახა:
– უუუ! მმმ! ოოო!
მდივანი ქალი შემოვიდა.
– გისმენთ.
– ღღღ. ოო.
– ახლავე, – უპასუხა მდივანმა და გავიდა.

610
ცოტა ხნის შემდეგ დირექტორის მოადგილე და მთავარი ადმინის-
ტრატორი შემოიყვანა. დირექტორი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში
წელსა და თეძოებს ისინჯავდა. დროდადრო კაპიტონსაც შეხედავდა.
– კაპიტონ მანაგაძეს ჩვენთან უნდა მუშაობის დაწყება, – უთხრა დი-
რექტორმა მოადგილეს, – იმ კანცელარიაში, სადაც მუშაობს, გამჭვირვა-
ლე ხალხია. ფოკუსების გაკეთება იცის.
– სამხატვრო საბჭოზე უნდა გავსინჯოთ, – თქვა მოადგილემ.
დირექტორი კაპიტონს მიუბრუნდა.
– უჩვენეთ რამე ამ ფორმალისტებს.
კაპიტონმა აქეთ-იქიდან ორი სკამი დაიდგა, საზურგეებს დაეყრდნო
და ყირა გაჭიმა. მერე ცალი ხელი გაუშვა სკამის საზურგეს და ერთ ხელ-
ზე დარჩა დაყრდნობილი. ცოტა ხანს ასე იდგა. მერე მეორე ხელიც შე-
უშვა და უმოძრაოდ გაჩერდა ჰაერში, ბოლოს ამოტრიალდა, ჰაერშივე
გასწორდა და ნელი ნაბიჯით შემოუარა ოთახს. კართან რომ მოვიდა,
ფრთხილად დაეშვა იატაკზე.
– კარგი ნომერია, – თქვა დირექტორის მოადგილემ, – მაგრამ ძვე-
ლია, – აი, ლომებთან მუშაობა რომ შეეძლოს, დღევანდელი საღამო არ
ჩაგვივარდებოდა.
– ავგუსტუსი განერვიულებულია, – უპასუხა დირექტორმა, – და, სა-
ერთოდ, ლომები უცხოს არ მიიკარებენ.
– მე უცხო არა ვარ, – თქვა კაპიტონმა, – წავიდეთ ლომებთან.
წინ მოადგილე გაუძღვა, მერე კაპიტონი და დირექტორი მიდიოდ-
ნენ, ბოლოში მიჰყვებოდა ადმინისტრატორი. მდივანი ქალი მისაღებში
დარჩა.
მოხუცი ავგუსტუსი წყნარად იწვა ნერონსა და კალიგულას შორის და
გულგრილად გაჰყურებდა სივრცეს; მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა
დირექტორის მოადგილეს, წამოიმართა გალიის კიდეს მოადგა და დი-
დი, ბასრი კბილები გადმოყარა. დირექტორის მოადგილე შეჩერდა. ყვე-
ლანი შეჩერდნენ.
– დარდობს, – თქვა დირექტორმა.

611
– თავის გულს ასკდება, – დააზუსტა მოადგილემ.
საიდანღაც ლომების მომვლელი გამოჩნდა. გამხდარი კაცი იყო, ცა-
რიელი ძვალი და ტყავი, და გრძელი, მოქცეული ცხვირი ჰქონდა. მომ-
ვლელმა პირდაპირ დირექტორს მიაშურა, ხელში გალიის გასაღები ეჭი-
რა.
– ვეღარ შევდივარ ლომებთან. ავგუსტუსმა სისხლის გემო გაიგო.
– მომეცით გასაღები, – უთხრა კაპიტონმა მომვლელს.
მომვლელმა გასაღებიანი ხელი ზურგს უკან დამალა და დირექტორს
შეხედა.
– მიეცი, – უთხრა დირექტორმა.
მომვლელმა გასაღები კაპიტონს მისცა, თვითონ კი ადმინისტრა-
ტორს ამოეფარა.
კაპიტონმა გასაღები ხელში შეათამაშა და წინ წადგა. ავგსუტუსმა ახ-
ლაღა შეამჩნია. წამით თითქოს შეკრთა, მერე უხალისოდ მოკუმა პირი.
კაპიტონმა ავგუსტუსს შეხედა. ავგუსტუსმა კაპიტონს შეხედა. დანარჩე-
ნები მათ უყურებდნენ. ბოლოს ავგუსტუსმა კაპიტონს თვალი აარიდა,
უკან-უკან წავიდა და თავის ძველ ადგილას დაწვა ნერონსა და კალიგუ-
ლას შორის. კაპიტონმა გალიის კარი გააღო და შევიდა. დირექტორი და
მისი ამალა სუნთქვაშეკრული ადევნებდნენ თვალს მის ყოველ მოძრა-
ობას. ლომებს თავები კაპიტონისაკენ ჰქონდათ შემობრუნებული, მაგ-
რამ არ უყურებდნენ. მაშინ კაპიტონმა ავგუსტუსს უთხრა:
– მოდი, ავგუსტუსს.
ავგუსტუსმა წამით დააყოვნა, თითქოს კაპიტონის წინადადება აწონ-
დაწონაო, მერე ძაღლივით გამოფოფხდა და დიდი თავი ძღვენივით და-
უდო ფეხებთან.
– ჩინებულია, – ხმადაბლა, მაგრამ აღელვებით თქვა დირექტორმა.
– ნამდვილი გროსმანია, – დააზუსტა მოადგილემ.
ადმინისტრატორი და მომვლელი ფერდაკარგული იდგნენ და ხმას
არ იღებდნენ.
– ადექი, ავგუსტუს.

612
ავგუსტუსი ადგა.
– გააღე პირი.
ავგუსტუსმა პირი გააღო და ბნელი დერეფანი გამოაჩინა.
კაპიტონი დაიხარა და თავი გაღებულ პირში ჩაუდო.
ზემოდან თმა იფარავდა და არა უჭირდა. სამაგიეროდ, ქვემოდან
არაფერი არ იფარავდა და, სახეზე რომ ლორწოვანი სისველე იგრძნო,
კინაღამ გული აერია.
თავი რომ გამოყო, დირექტორმა თქვა:
– განსაცვიფრებელია.
მოადგილემ დააზუსტა:
– გროსმანზე უფრო გროსმანია.
– თავისუფალი ხარ, ავგუსტუს, – უთხრა კაპიტონმა და, როცა ლომი
თავის ადგილას დაწვა, დირექტორს მიუბრუნდა, – რამდენი ხანი დარჩა
წარმოდგენამდე?
დირექტორიმა საათს დახედა.
– ხუთი საათი.
– ჩვენ ცოტას ვივარჯიშებთ, ნომრებს დავაზუსტებთ, რეპეტიციებს
გავივლით.
– აფიშა ისევ ჩამოკიდე, – უთხრა დირექტორმა ადმინისტრატორს.
მერე კაპიტონს მოუბრუნდა – თუ რამე დაგჭირდეთ, ჩემს კაბინეტშივე
ვიქნები. ყველანი წავიდნენ. მხოლოდ კაპიტონი და იმპერატორები
დარჩნენ. ისინი გალიაში იყვნენ.
– კალიგულა!
კალიგულა წამოდგა.
– გააღე პირი!
კალიგულამ პირი გააღო.
– მოკუმე!
კალიგულამ მოკუმა.
– სამივემ გააღეთ პირი!
სამივემ გააღო პირი

613
– მოკუმეთ!
მოკუმეს.
– უკანა თათებზე დადგომა შეგიძლიათ?
იმპერატორები მორჩილად დადგნენ უკანა თათებზე და შემდეგი
ბრძანების მოლოდინში გაიტრუნენ.
კაპიტონს უცებ გული მოუვიდა და მწყრალად თქვა:
– გეყოფათ, დაწექით!
იმპერატორები დაწვნენ და ისე შეიკუმშნენ, თითქოს წყრომის შე-
ეშინდათო. კაპიტონმა დიდხანს უხმოდ უყურა ლომებს და ბოლოს თვი-
თონაც დაჯდა გალიის კართან.
მთელი საათი ასე გაატარეს. ერთ კუთხეში ლომები იწვნენ, მეორე
კუთხეში კაპიტონი იჯდა. ერთი საათი რომ გავიდა, კაპიტონმა თავი ას-
წია, ლომებს მიაჩერდა და დაიწყო თავისი სახელგანთქმული მონოლო-
გი.
– მე დავიბადე მილიონიწლის წინ, რათა მილიონი წლის შემდეგ შე-
მეძინა ორი ჟურნალი და სამი საქაღალდე, როგორც იარაღი, რომლი-
თაც ჩემი არსებობა უნდა გამემართლებინა, რადგან არსებობას გამარ-
თლება უნდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გამტყუნება მაინც. ოღონდ
მიჯნაზე ყოფნა არ შეიძლება. მაგრამ ამ დილით მე შევქმენი საკუთარი
მიზიდულობის ძალა და ჩემს ირგვლივ სივრცე გავამრუდე... არა. ამაზე
ლაპარაკი არ მინდოდა. ეს ცოტა რთულია და თქვენთვის ძნელი გა­სა-
გები იქნება. მე ის მინდოდა მეთქვა, რომ თქვენც მილიონი წლის წინ
დაიბადეთ, რათა მილიონი წლის შემდეგ ამ რკინის ოთახში დაბინავე-
ბულიყავით და ყოველ საღამოს, ათასი მოცლილის თანდასწრებით,
თქვენს კეთილშობილურ ხახაში მომთვინიერებლის ჭუჭყიანი თავი ჩა-
გედოთ. თუმცა ეს, მგონი ზედმეტია. ეს ღვარძლია. იმიტომ რომ გროს-
მანი, ალბათ, თავს ხშირად იბანს, თქვენ კი კბილებს არასოდეს იხე-
ხავთ. მო­ვეშვათ ამას. თქვენ ეს რკინის სახლი სამყარო გგონიათ. სინამ-
დვილეში კი ეს მხოლოდ გალიაა. სამყარო ისაა, რაც თქვენ დაკარგეთ.
თქვენ დაკარგეთ რიკულები, ჩუქურთმები, ბუხარი... არა, ეს მე დავკარ-

614
გე. იმისათვის, რომ გავიგოთ რა დაკარგეთ თქვენ, შევადაროთ თქვენი
მდგომარეობა თქვენი აფრიკელი თანამოძმეების მდგომარეობას. აფ-
რიკელი თანამოძმეები გამუდმებით ტყე-ტყე დაძრწიან, საკბილოს ეძე-
ბენ და ხშირად მშიერი იძინებენ. გარდა ამისა, მათ ყოველდღე ემუქრე-
ბათ ხიფათი, რომ რომელიმე რეგვენ მონადირეს უკეთესი მიზანი ექნე-
ბა, ვიდ­რე სასურველია. თქვენ? თქვენ უბრძოლველად მოგდით ყველა-
ფერი ის, რაც აფრიკელმა ძმებმა ბრძოლით უნდა მოიპოვონ. თქვენ სას-
მელ-საჭმელი თავზე საყრელი გაქვთ და არც მონადირის ტყვია გაში-
ნებთ. თქვენ წარმატებასაც კი აღწევთ არენაზე, თუმცა წარმატება ფე-
ხებზე გკიდიათ და მართალიცა ხართ. ერთი სიტყვით, კმაყოფილი უნ-
და იყოთ და ხართ კიდეც კმაყოფილი. მიუხედავად ამისა, თქვენს სულ-
ში (თუკი თქვენ სული გაქვთ) რაღაც შფოთავს, რაღაც იწვის, რაღაც ვერ
ისვენებს. ეს „რაღაც“ უხილავი და უცნობია და მხოლოდ სიზმარში გაჩ-
ვე­ნებთ თავის ნამდვილ სახეს. სიზმარში ბუნდოვნად გრძნობთ, რომ
თქვენი კმაყოფილება მოჩვენებითია, ხოლო მეორე დღეს ისევ გავიწ-
ყდებათ ეს ამბავი. თუმცა, უნდა გითხრათ, კმაყოფილება სულაც არ
არის მოჩვენებითი. კმაყოფილება კმაყოფილებაა. მოჩვენებითი არის
ის ფაქტი, თითქოს ეს თქვენი კმაყოფილება კმაყოფილებას განიჭებ-
დეთ, თითქოს თქვენი აფრიკელი თანამოძმეების მიზანი კმაყოფილება
იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი კმაყოფილებისათვის ნა-
დირობენ და კმაყოფილებით მიირთმევენ ნანადირევს. ის, რაც თქვენს
სულში შფოთავს და სიზმარში გაჩვენებთ თავის ნამდვილ სახეს, არის
დაკარგული სამყაროსაკენ სწრაფვა, სურვილი იმისა, რომ ბრძოლით
მოიპოვოთ ის, რაც უბრძოლველად თავზე საყრელად გაქვთ. მე შემიძ-
ლია გალიის კარი გაგიღოთ, მაგრამ არ გაგიღებთ. მე თქვენ მებრალე-
ბით, როგორც საკუთარი თავი, და თქვენთვის სიკეთე მინდა. მაგრამ გა-
ლიის კარს არ გაგიღებთ. სწორედ იმიტომ, რომ მებრალებით და სიკეთე
მინდა თქვენთვის. თქვენი მდგომარეობა გამოუვალია. თვითონ განსა-
ჯეთ: ვთქვათ გაგიღეთ კარი; ვთქვათ გროსმანებით სავსე ქალაქს ისე
დააღწიეთ თავი, რომ ბეჭებში ტყვიის გამაბრუებელი სიმხურვალე არ

615
იგრძენით; ვთქვათ ჩახვედით აფრიკაში თქვენს თანამოძმეებთან. მე-
რე? ნუთუ გგონიათ გაქცეულ ანტილოპას დაეწევით? ვერა, ჩემო მეგობ-
რებო. თქვენ, ასე ვთქვათ, ცივილიზებული ლომები ხართ; უმოქმედო-
ბის სითბოში ხართ ჩაძირული, თქვენი ძარღვები მოდუნებულია, თქვე-
ნი სიცოცხლის რიტმი – შენებული. თქვენი გული ვერ გაუძლებს იმ დატ-
ვირთვას, რომელიც საკბილოს დევნას სჭირდება, და თუ სირბილის
დროს მოულოდნელად მკვდარი არ დაეცით ძირს, შიმშილი მაინც მო-
გიღებთ ბოლოს. ბუნებრივი შერჩევის კანონი უკან მოგიტოვებთ და ჩა-
მოგწერთ, როგორც მწყობრიდან გამოსულ აგრეგატს. ამიტომ გალიის
კარს არ გაგიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, არჩევა რომ შეგეძ-
ლოთ, რას აირჩევდით: არენაზე სიცოცხლეს თუ აფრიკაში სიკვდილს.
მეორე მხრივ, მე ვერ ­ვიმუშავებ თქვენთან: არ შემიძლია თქვენი საცო-
დაობის ყურება. მე გროსმანი არა ვარ, მე პატარა კაცი ვარ. პატარა კაცს
კი, დამიჯერეთ, უფრო ჩვილი გული აქვს. კარგად იყავით.
ლომები სულგანაბული უსმენდნენ და, ლაპარაკი რომ დაამთავრა,
ერთი წყნარად ამოიოხრეს.
მერე კაპიტონი გალიიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა, გასაღები
ბოქ­ლომში ჩატოვა, რომ მომვლელს ძებნა არ დასჭირებოდა, და დი-
რექტორის კაბინეტისაკენ გასწია, რათა ეთქვა, ლომებთან ვერ ვიმუშა-
ვებ და აფიშა ისევ ჩამოხსენითო.
ლომების გალიიდან დირექტორის გალიაში რომ მოხვდე, უნდა გაი-
არო გრძელი და ვიწრო, ნეონის ლამპით განათებული დერეფანი. კაპი-
ტონი ამ დერეფანს გაუყვა და, შუამდე რომ მივიდა, ხელმარცხნივ ღია
კარი შეამჩნია. ადამიანის ცნობისმოყვარეობა ღია კარს ისე ვერ ჩაუვ-
ლის, შიგ არ შეიხედოს. კაპიტონმა შეიხედა ღია კარში და უცებ ად­გილ-
ზე გაშეშდა. მოპირდაპირე მხარეს ფანჯარა ჩანდა, ფანჯრის ძირას – მა-
გიდა, უაღრესად მარტივი და პრაქტიკული მაგიდა. მაგრამ მთავარი ეს
არ იყო. მთავარი იყო კაცი, რომელიც მაგიდას უჯდა. კაცს წინსქელი, სა-
კანცელარიო ჟურნალი ედო და შიგ რაღაცას წერდა. ეტყობა, მთელი გუ-
ლისყური ამ საქმისაკენ ჰქონდა მიპრყობილი, რადგან ვერ შენიშნა, რო-

616
გორ ჩადგა კაპიტონი ღია კარში და როგორ დაფარა დერეფნიდან მიმა-
ვალი სინათლე. კაპიტონს კაცი ძალიან ნაცნობი ეჩვენა, მაგრამ რაღაც
უშლიდა, რომ ეს ნაცნობი საბოლოოდ გამოეცნო. თითქოს მათ შორის
ფარდა გაეფარებინათ, საიდანაც დეტალები არ ჩანდა. მეორე წამს კა-
პიტონი მიხვდა რა იყო ის ფარდა, დეტალებს რომ მალავდა.
ჩოფურა სახე!
„ამ კაცს რომ ჩოფურა სახე არ ჰქონდეს... ამ კაცს რომ არაჩოფურა სა-
ხე ჰქონდეს...“
კაპიტონმა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა კაცი ჩოფურა სახის
გარეშე და უცებ საშინელმა აზრმა მთელს სხეულში ჟრუანტელივით
დაუარა.
– რა ჰქენით, დაამთავრეთ რეპეტიცია?
დირექტორის ხმამ საშინელი აზრი დააფრთხო.
დირექტორმა, რომ დაინახა, როგორი დაჟინებით უყურებდა კაპი-
ტონი პრაქტიკულ მაგიდასთან მდჯომ კაცს, უთხრა:
– ეს ჩვენი საქმის მწარმოებელია.
წეღანდელმა აზრმა კაპიტონს ისევ ელვასავით დაურბინა ძარღვებ-
ში.
მიხვდა! იცნო!
თვითონ კაპიტონი იმალებოდა ჩოფურა სახის უკან, თვითონ კაპი-
ტონი უჯდა მარტივ და პრაქტიკულ მაგიდას.
ყოველ შემთხვევაში, მსგავსება განსაცვიფრებელი იყო და კიდევ უფ-
რო განსაცვიფრებელი ის იყო, რომ დირექტორი ამ მსგავსებას ვერ ამ-
ჩნევდა.
ტვინს რაღაც მოწყდა და მტკივნეულად დაეშვა ქვემოთ, როგორც
წნეხის მძიმე ფიცარი, მთელი სხეული გაიარა და გაქრა.
დერეფანში იდგნენ კაპიტონი და დირექტორი.
და უცებ კაპიტონს გაუკვირდა, რომ ამ სინათლეს დღის განათებას
ეძახიან, თუმცა უფრო სწორი იქნება მკვდრის განათება უწოდონ, რად-
გან ასეთ სინათლეში ადამიანები მწუხარე და ფერდაკარგულები ჩანან.

617
– წავიდეთ ჩემს კაბინეტში, – უთხრა დირექტორმა და ნელი ნაბიჯით
გაუყვა დერეფანს.
კაპიტონმა დირექტორს შეხედა.
დირექტორი გაგანიერებულიყო.
იქნებ შეუცნობლად გასცა კაპიტონმა შესაბამისი განკარგულება?
გადაწყვიტა, შემოწმების მიზნით დირექტორი ხელახლა დაევიწ-
როებინა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. სად გაგონილა ასეთი რამ: ადა-
მიანი როგორ უნდა დაავიწროო?!
კაპიტონი შიშმა შეიპყრო.
ამიტომ, როცა დირექტორმა კაბინეტის კარი შეაღო და უკანმოუხე-
დავად უთხრა, მობრძანდითო, უხმაუროდ გასხლტა და გასასვლელს მი-
აშურა.
ქვემოთ, უფრო ქვემოთ, კიდევ უფრო ქვემოთ!
ოფლი მოიწმინდე, მაგრამ ნაბიჯი არ შეანელო.
ლომებიანი აფიშა გამოკრული დახვდა. კაპიტონმა ახლა კარგად
იცოდა, ვინ იყო ეს ლომი და ვისი იყო თავი, რომელიც გაღებულ ხახაში
ედო.
საწყალი გროსმანი...
ქუჩები და სახლები უკან-უკან წავიდნენ. ქალაქმა ქალაქი დაცალა
და თვალს მიეფარა. მოწმენდილი ცის ქვეშ დარჩა ისეთი რამ, რაც არც
სივრცე იყო, არც სხეული, არც უსხეულობა.
ეს იყო ცოდნა. ეს იყო საშინელი ცოდნა იმისა, რომ კაპიტონ მანა­გა-
ძემ დღეს სამსახური გააცდინა.

***
რაკი დაწექი, უნდა დაიძინო კიდეც. როგორმე უნდა დაიძინო. უკვე
გვიანია და ბნელა, მაგრამ ეს რა შუქია, ფანჯრიდან რომ ზოლად შე­მო-
დის ფარდასა და ფარდას შუა? მთვარე ანათებს, თუ მოპირდაპირე სახ-
ლში ჯერ კიდევ ფეხზე არიან?
წუხელ კაპიტონი სახლში არ ყოფილა.

618
(საერთოდ, თუ იყავი წუხელ? საერთოდ, თუ არსებობდა ეს „წუხელ?“
და მართლა წუხელ იყო ეს თუ ოდესღაც, უხსოვარ დროში, როგორც იტ-
ყვიან, დიდი, დიდი ხნის წინათ?)
ცოლს ხმა არ ამოუღია. მაგრამ გულმოდგინედ ცდილობდა კაპი­ტო-
ნისათვის ნამტირალევი თვალები არ ეჩვენებინა. ჰმ... ცოლმა არ იცის,
რამხელა სიხარულს განიცდის ადამიანი, ნამტირალევ თვალებს რომ
უყურებს!
ამ დილითყ სამსახურში რომ მივიდა, ცხრას ორი წუთი აკლდა, რად-
გან ორი წუთი, სათადარიგო დრო, შემონახული გაუთვალისწინებელი
შეფერხებისათვის, არაფერში დახარჯვია.
მიუჯდა თავის პრაქტიკულ მაგიდას და თანამშრომლებს დაუწყო
ლოდინი.
(როგორ ღელავდი, როგორ გეწვოდა ნაწლავები!).
ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რისი გულისთვისაც ამაოდ იხსნიდა
და იკრავდა ბოლო მოსახვევში ფეხსაცმელების თასმებს. უფრო მეტიც
მოხდა: კაპიტონ მანაგაძემ არათუ დაიგვიანა სამსახურში, არამედ მთე-
ლი დღე გააცდინა.
გარდაუვალი სცენა დირექტორთან.
(ძალიან კი გეშინოდა. აქამდე მხოლოდ ოცნებით თუ წარმოიდგენ-
დი ამ მთრთოლვარე შიშს).
იჯდა, კანკალებდა და ელოდა, რას იტყოდნენ თანამშრომლები.
თანამშრომლებს არაფერი არ უთქვამთ!
სრულიად არაფერი!
პირველად მოხუცი გამოცხადდა. კაპიტონს ოფლმა დაასხა, ფერმა
გადაჰკრა, ნაწლავები კიდევ უფრო აეწვა და ახსნა-განმარტებისათვის
მოემზადა. მაგრამ მოხუცი გულგრილად მიესალმა და თავის მაგიდას
მიუჯდა.
კაპიტონი აწრიალდა. შიში გაუძლიერდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ახალგაზრდა თანამშრომელი მოვიდა.
­კა­პიტონს ხელახლა დაასხა ოფლმა და ხელახლა აეწვა ნაწლავები.

619
ახალ­გაზრდა თანამშრომელმა მის მაგიდას რომ ჩაუარა, „კაპიტონს
სი­ცოცხლე და გამარჯვებაო“, უთხრა (ოღონდ ძნელი გასარკვევი იყო
„კაპიტონი“ თქვა თუ „კაპიტანი“) და მოხუც თანამშრომელს გაუბა საუბა-
რი.
კაპიტონმა აღარ იცოდა, რა ექნა. ერთადერთი იმედი კანცელარიის
უფროსი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა. შემოვიდა, თვალი
მოავლო ყველას, გამარჯობათო, თქვა და ახალგაზრდა თანამშრომლის
თეთრ მუხლებზე შეაჩერა მზერა.
შენ კი საოცარი ოფლი იცი. ცხელა – ოფლი მოგდის, ცივა – ოფლი
მოგდის, რამე გწყინს – ოფლი მოგდის, რამე გიხარია – ოფლი მოგდის.
კაპიტონი უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხან ერთს აეტუზა წინ,
ხან მეორეს, ყველას თვალებში ეჩხირებოდა, ტყავში ძვრებოდა. ანეკ-
დოტის მოყოლაც კი სცადა. თქვენც არ მომიკვდეთ, გუშინდელ დღეზე
კაციშვილი ხმას არ იღებდა, თითქოს ეს გუშინდელი დღე, საერთოდ, არ
არსებულიყოს.
ბოლოს კაპიტონმა ვეღარ მოითმინა და კანცელარიის უფროსს უთ-
ხრა:
„დღეს დამიბარებს დირექტორი?“
კანცელარიის უფროსმა გაკვირვებით შეხედა. „დირექტორი? რატომ
უნდა დაგიბაროს?“
ესა თქვა, მხრები აიჩეჩა და სადღაც წავიდა.
ვიღაც უხილავმა დაჭიმულ ზამბარებს ხელი გაუშვა. ყველა ძარღვი
მოდუნდა, სხეულის ნაწილები უთავბოლოდ დახვავდა ერთმანეთზე: კა-
პიტონი სკამზე კი არ იჯდა, არამედ იდო, როგორც ცარიელი ტომარა,
როგორც ლეში, როგორც დაშლილი მექანიზმი.
ფიქრები. ფიქრები მოუსვენრად დაძვრებიან...
ძილი ყველაფერს უშველის. ძილი ამშვიდებს ნერვებს და ასვენებს
გონებას. საინტერესოა, სანამ იყურყუტებენ მოპირდაპირე სახლში? იქ-
ნებ მთვარეა? თუ მთვარეა, დილამდე ხომ არ უნდა იდგეს ერთ ადგი-
ლას?

620
მატლები, როგორც ფიქრები... არა. ფიქრები, როგორც მატლები...
დაძვრებიან... ფიქრები... მატლები...
უჰ!
თითქოს რაღაც ხმაურმა გამოგაღვიძა. არა, სიჩუმეა. ალბათ, მოგეჩ-
ვენა. რომელი საათია? პირველის ნახევარი. სძინავს, ნეტა, ცოლს?
– გძინავს?
– არა.
ცოლის ლოგინი გვერდითაა. თბილი და სურნელოვანი ლოგინი...
არა, ბუზღუნს დაიწყებს. და საერთოდ, გვიანია, როგორმე უნდა დაიძი-
ნო.
– ეკლესიაში ხარ ნამყოფი?
– კი, დედაჩემს დავყავდი წირვაზე, პატარა რომ ვიყავი. რაზე მეკით-
ხები?
– აბა, მე ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ეკლესიაში.

იგი - (პრეისტორიული მოთხრობა)

– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გა-


და­აცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვე-
ბა.
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ
მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა
ფერფლის ღრუბლით დაიფარება.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხამდე დაუარა.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.
ოღონდ ისე კი არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და
მყის­ვე გაქრება.
არა.
მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.
621
ირგვლივ დუმილი იდგა.
თანამოძმეებს თვალები გაფართოებოდათ და იგის შესცქეროდნენ.
მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული
მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფო-
თება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გა-
ილია.
იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.
თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.
იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრი-
დან.
ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.
იგიმ ბელადს შეხედა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მი-
წაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები –
მრის­ხანე და დაკრეჭილი.
მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.
ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი
გარბოდნენ.

***
დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც აღარავის ახ-
სოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღა-
რც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა.
დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.
ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათ-
ლით გაფანტავს, კაცები აღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარა-
ფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუა
წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და ის
მარტო განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომ მიაღ-
წევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხე-

622
დავს. და ამ დროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადირის ფერი ადევს.
მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება,
თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის, თვალებდახუჭული თუ თვალებგა­ხე-
ლილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო
აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული) გადააბიჯებს და
მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.
თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას
დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან.
ის აღარ დაბრუნდება.
იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძი-
ნე­ბული, მაგრამ იცის, რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არა-
ვინ უნახავს.
აქამდე ასე იყო.
და ბელადი...
კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც
მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.
მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
რატომ ადისო, არავინ კითხულობს.
ალბათ ჰგონიათ, რომ, რაც არის, ის მუდამ იყო.
(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება
უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი
ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: „რატომ ადის
და­მარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”).
იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი
დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თან ბელადი
აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისი დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ
ადის...

623
ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და
დალაგებას შეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად
ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.
ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და
სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათ-
თვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს
წყა­როსაკენ.
ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა...
პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძი-
ნების ქარაფზე ავიდა.
... როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გა-
ახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადი­რეს.
წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენე-
ბი უკან მოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.
ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის
დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ.
ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმ-
შვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა,
დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო.
ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქ-
ვა­ბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდ-
გნენ.
როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნა-
დირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს.
იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ
დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში
შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავ-
და.
ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასა-
ღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნა-

624
დირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო.
მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი
მხრებ­ზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის
სუნი ასდიოდა.
გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.
მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გა-
და­ეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმ-
შვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნე-
ლა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო,
ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად
იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე
ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვი-
ლის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გამოქვაბულში დაძა­ბუ-
ლი დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში
გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმო-
კარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ
მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დას-
წვდა და წამოდგა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-
შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი.
შეიბნენ.
შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დას-
ცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და
და­მარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირ-
გვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო
ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე
მიიკრა. ეჭირა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე
კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი.

625
იგის უკვირდა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამო-
ათრიეს და განაწილება განაგრძეს...
როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ დღის თვალი გაახილა, კაცები
დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ.
ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო. უხელკეტოდ. ცო-
ტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარ­ჩე-
ნები მისდევდნენ უკან.
იგიც.
ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მო­ვი-
და.
წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.
ნი ლამაზი იყო.
ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შე-
ჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.
მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.
იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუ-
ნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში.
ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასუ-
ლა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი
ფეხის ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექი-
ლი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერ-
თმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა
დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.
ზურგზე, ბეჭებს შუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნა-
კადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდი-
ოდა.

626
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შე-
ჩერდება და მოიხედავსო.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა
ქარაფის წვერიდან და გაქრა.
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.
ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.
ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო,
დანარჩენებიც აჰყვნენ.
იგიც.
(იგის მერე უკვირდა.)
ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ
­მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.
მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.
ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.
ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი და­ტო-
ვა.
იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.
კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბე-
ლადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, რატომ კვალი არ გაქრა ფეხთან
ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად არ ქრე-
ბა?
იგიმ ნაბიჯი შეანელა, კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის
წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები ­უნ-
დოდა დაენახა.
ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.
იგი უკანვე მოტრიალდა.
კაცების დაწინაურებული ჯგუფიუცნაურად შემჭიდროვებულიყო,
შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.
იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს
წაწყდომოდეს.

627
ფეხს აუჩქარა. წამოეწია.
ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.
ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი – ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხ-
რილები იყვნენ. შუბლები მიწისთვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსი-
ცოცხლოდ ქანაობდნენ.
წინ ბელადი მიდიოდა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე
­დასთრევდა.
იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუციდა და მუცელში ცხელმა გემომ
დაუარა.
იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.
ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე
ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.
და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
„კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, – უხმოდ თქვა
იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგო-
რიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი ში-
ში აუჯაგრავს ბალანს”.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი
­მშვე­ნივრად იყვნენ მოხრილები. „იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი
მათი თანამოძმეა”, – თავის სხეულში თქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა
ტკივილი.
იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.
ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან;
შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.

628
ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობ­რუ-
ნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს აქამდე არასო-
დეს ენახათ.
საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი
თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.
წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.
იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა
უნ­დოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნ-
დოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ
უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, სა-
ცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.
ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.
ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი
ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ
ძვალს ღრღნიდეს.
იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა. იწვა თვალდახუჭული და
­უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი.
დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულ-
ში კაცები და ქალები, დიდები და პატარები.
„ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ.
წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გა-
უკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: „ნის თვალები ­ისე-
თია, როგორიცაა ცა.”
წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძო-
და წუხილს.
„ნი, ნი, ნი, ნი...” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკ-
ვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი
ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა
იგი სულ ტყუილად იმეორებდა: „ნი, ნი, ნი...” წუხილი ძველებურად თა-

629
ვის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა და-
უწყო.
მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც
უნდა ექნა.
წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასას-
ვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძ-
მეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და
გავიდა.
ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.
იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნ-
თქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს
ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საში-
ში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.
იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ­ხე-
დავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ.
ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.
თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია,
მართალია ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და,
საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი
გამოედოს და ტანს ჟრჟოლამ დაუაროს.
ვერც ტყეში მოისვენა.
მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგ-
რილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და
ამოძრავდა.
ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.
წუხილი ავი იყო.
ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.
გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.
„იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო
აღარიქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.

630
იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა
ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.
ტკივილი ყვიროდა.
იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.
„იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა
იგიმ და კვლავ მოიხარა.
ტკივილი იცოდა, რაც იყო.
ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფე-
ხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ
ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გალოკოს და დანერ-
წყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.
წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა
სხე­ულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს.
ამიტომ ერჩივნა ტკივილი.
მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმარ-
თებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.
როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქ-
ვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავი-
და.

***
მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი
გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.
როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან
როცა იყო, მაშინ გრძნობდა.
კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერ-
დით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვა-
ლებში მრისხანება ედგა.

631
იგი ყოველნაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და
მოახლოებული ხიფათი აეცდინა.
როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მი-
ეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშუ-
რებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწო-
ლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.
ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა.
მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი
გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავა-
ლი იგი სხვებისგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები
კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურ-
გში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივი-
ლის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბი-
ლები.
იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბო-
და, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.
იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებ-
რძოდა.
როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:
„ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს”.

***
იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები
დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა.
სხვებს უკვე ეძინათ.
საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და
ძილი ჩუმად, ფეხაკრეფით მოდიოდა მისკენ.
სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.
წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გა-
დაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.

632
თან მარტოობის გემო შეიტანა.
იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური
მიუგდო წუხილს.
წუხილი სხეულში დაძვრებოდა.
მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.
„რა უნდა წუხილს იგისგან? – უხმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. – იგი ხომ
უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?”
წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა
და­უწყო.
იგის სიბრაზის ფერი დაედო.
„თავი დაანებოს წუხილმა იგის!” – უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.
ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისთვის ყურადღე-
ბა არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა.
მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.
წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.
იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.
არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბე-
დავდა.
„არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს”, – უხმოდ თქვა
იგიმ.
წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს
შუა ჩადო.
წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.
იგის ვეღარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუ-
ხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან
სხვები? განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნ-
და? რაღას მოითხოვს?
იგის ვეღარაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვე-
ნებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოფნა, საცა არ იყო. და თუმცა ძვე-
ლი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი „იქ” მივა, მაშინვე

633
„სხვაგან” ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰ-
ყოლოდა.
იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა მძინარე თანამოძ-
მეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია.
ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის
გულებს უღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი
შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა,
რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები
მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ,
როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს
ჩამოჰყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით
იცოდა.
ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს
დასცემოდა. იგი ახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოთოლზე
მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვა-
ლი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა.
სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა
მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი
აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმაში
ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ისევ ზედა ხელზე დას-
კუპდა; ზედა ხელი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადას-
წია და მრგვალი წვეთი წეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფო-
თოლზე.
იგი წამოდგა და გზა განაგრძო.
სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს, ჩას-
ძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახ-
ლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფრიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო
ძებნა.
ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.

634
იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქ­ვაბულ-
ში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: „ნეტა რის-
თვის მოვიდა აქ იგი?” მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარ-
ცხა, მაგრამ მაშინ ისიც იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში
უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინდელ წუ-
ხილს მარტოობა ერქვა.
ახლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.
ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრი-
ალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძ-
ლებელი იყო.
წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულ-
ში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ
გასწია.
დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა
დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა.
სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჭდო.
ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს და-
უსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.
წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.
„თქვას მაინც წუხილმა, რა უნდა! იგი ყველა სურვილს შეუსრულებს.
იმიტომ, რომ იგის მეტი აღარ შეუძლია!”
უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკ-
ვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზე-
მოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი. კიდევ უფრო მაღ-
ლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ
მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიც
ღრუ­ბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით
იყო მოფენილი.
იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.

635
ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ
უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.
და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.
სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.
წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის
პირი გაეშვა და, იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გამოჰყოლოდა.
იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩ-
ნდა. ოღონდ ისე არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვე­ბი-
ვით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა
არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაფლეთე-
ბად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოსა და სიხა-
რულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.
იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შო-
რეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, რო-
გორც საკუთარ ხელ-ფეხს.
არაფერი იყო „ცუდი”. არაფერი არ იყო „კარგი”. ყველაფერი ისე იყო,
რომ ვერც „ცუდი” დააკლებდა რამეს და ვერც „კარგი” შემატებდა.
მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვა-
ლით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ­ირ-
გვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნე­ბუ-
რად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყო-
ფილიყო.
ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენ-
ჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავთავიანთ ადგილს დაუბ-
რუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.
თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.
მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას იგი კარგა ხანია
მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერ-
თად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმ-
სხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში.

636
იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს,
ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.
სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.
„რა მოსდის იგის”? – უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადა-
იქ­ნია.
წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი
არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა?
სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს?
რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და
ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?
ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში
გაიმართა? აკი ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელ-
ში გამართული დაინახა!
„უკვირს იგის”. – თავის სხეულში თქვა იგიმ.
(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს
იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).
იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გა-
მოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღ-
მართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ
რომ ღამის თვალი მრავალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო,
მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წა-
სულიყო.
იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.
ნი ძალიან კარგი იყო.
იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრე-
ფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის
ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.
თანამოძმეები კარგები იყვნენ.
ბელადიც კარგი იყო...
იგის ჩაეძინა.

637
***
როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელად-
მა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის
თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი
კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.
თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თით-
ქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სას-
წრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.
მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადი-
როდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა
თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადი-
რეებში მიიმალებოდა.
ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.
მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნ-
დნენ უკან.
უხმოდ მოდიოდნენ.
ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს
ნადირის სუნი იკრა და ნახტომისთვის მომზადებულაო.
გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გა-
და­უხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის
მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭ-
მელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუ გაბარდნილ
ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.
ცოტა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფე-
ხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ისე ეჭირა თა-
ნამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.
„ვის ემალება პატარა ზუ?” – თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრა-
ფად მიიხედა.

638
პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩა-
ებ­ღუჯა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი
იგიმ მიიხედა, სახეზე დამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა,
ბუჩ­ქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და
ჭამა.
იგი მობრუნდა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა,
წეღანდელივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებო-
და, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.
ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონა-
დირეებს, მაგრამ, ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ,
სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს
ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მი-
იწ-მოიწივნენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და,
როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფან-
ტნენ.
ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. იჯდა ასე,
ხელები კოჭებში ჩაევლო, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და
ოდნავ ირწეოდა. დანარჩენებიც დასხდნენ.
იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა, ახლა, როცა შიმ-
შილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყო-
ფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა.
რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ
შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკა-
რებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ
ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნო-
ბისიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო.
ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი
და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა
შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინებდა.

639
გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამ-
დნენ, მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის და-
უკარებია.
იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვი გაღეჭა და თავი მი-
ანება.
გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.
უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა
ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ,
სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა.
ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამო-
ბე­რილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვა-
ლებგაფართოებული მისჩერებოდა იგის.
„ზუს რაღაც უნდა”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრი-
ალდა ზუსკენ.
ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.
ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას
უყუ­რებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა,
რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უბურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.
მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვი-
ძა.
ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი
გემო.
დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმ-
დნენ, თქვა.
– იგი არ წავა სანადიროდ.
იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.
მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმ-
დნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო
ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგ-
რამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.

640
როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:
– იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადი-
როდ?
ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყვე-
ლანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონ-
და, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს.
იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ
ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:
– იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. – აქ
ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწას მოწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილე-
ბი ავად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. – იგი არ წავა სანადიროდ!
მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის
შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად
ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.
ბელადი ძლიერი იყო.
იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა, ქალებისა და ბავ-
შვების ავ მზერას წააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, თავის სხეულში იკით-
ხა.
ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და
იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა
დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე
აჰყავდათ.
იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და
ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა
ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ,
ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილე-
ბი ავად ელავდნენ.

641
რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგო-
ნია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცა-
რათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?
იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან
დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის
ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი...
იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბუ-
ლის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ,
თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა
იქაურობას.
ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს
ალბობდნენ წყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.
იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოო-
ბას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო,
როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებ-
და. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გა-
ეგო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა,
უცებ ნის სუნი ეცა.
თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა„ნი”
დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე
დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.
ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვა-
ლები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნე-
ლა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება და-
აპირა, მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.
ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წა-
მოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და
მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.

642
ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უეცრად გაქრა და მის ადგილას მძაფრი
და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში
სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი,
რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მე-
რე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის
ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს
თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხ-
ვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა და თვალე-
ბი მილულა.
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, რო-
გორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში
ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია
მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.
ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც იყო ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდე-
ბოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:
– ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.
ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.
ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა
იგის.
ხოლო იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
ნი სწრაფად წამოჯდა.
– იგის სხვა რამე უნდა?
ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაჰკრავდა და ყველა სიტყვა,
რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თა-
ვიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი

643
ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰ-
კიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან. ნიმ თვალები
ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტალდა. მერე, როცა
იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახ-
ლა ის უძრავად იწვა, მოშვებული და თვალებდახუჭული.
იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც
ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო,
რატომ მაინცდამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა
ვინმე. ნიმ თვალი გაახილა.
– აღარ უნდა იგის ნისთან?
იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში
ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი
ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და
ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და
დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოს-
დიოდა.
დამახინჯებული ნი სხეულში სტკიოდა იგის.
ამიტომ გაძევება სცადა.
„გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”
ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძე-
ლებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მე-
ორე სულ არ ჩანდა, ფეხები შეშუპებული იყო და შუაზე გადატეხილი.
ცუდი სანახავი იყო ნი.
„გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”
ნი არ გადიოდა.
მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი
ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა
ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავი-
და.

644
„იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი”. – მწუ­ხა-
რედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო.
სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ
აძევებდა.
ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას
გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუ-
თარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა.
თბილ სილაში ჩაიჩოქა.
სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.
თითს უაზროდ უსვამდა სილას.
მახინჯი ნი სტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეუ­ლი-
დან. რა უცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნი-
ლი ნიკაპი, ცალი თვალი შუბლზე... ტანი დაბრეცილი... ფეხები ასე შე-
შუპებული...შუაში, აი, აქ, გადატეხილი...
უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის თვალებმა მა-
ხინჯი ნი სილაში დაინახეს.
იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა
და გაოცების ფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.
დამფრთხალმა დაიხია უკან. მერე შემოტრიალდა და გაიქცა. თავში
სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.
მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა
სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა.
იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა
და სილაში ჩაწვა.
იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხო-
ლოდ საკუთარი ნაკვალევი ჩანდა.
როგორ გაჩნდა იქ ნი?
უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს
სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და
რა­ღაცას ემსგავსებოდა.

645
და იგი მიხვდა!
იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!
იგის ჟრუანტელმა დაუარა სხეულში; თითი ოდნავ ასწია და ზედ და-
იხედა. თითი თითი იყო.
იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, მძინარე ნადირს
რომ წამოეპაროს. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებ-
და.
ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?
ბევრი კი ურბენია აქეთობას.
„ეტყობა წასულა,” – თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გა-
მოჩნდა სილაში.
იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს
შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინ-
ძრეოდა. იგიმ კენჭი აიღო და ესროლა, თან გასაქცევად მოემზადა, კენჭი
ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და
დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მო-
ეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.
– ნი! – დაუძახა და გასაქცევად მოემზადა. ნის არც მოუხედავს და არც
ხმა გაუცია.
„ეს ნამდვილი არ არის, – უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, – ეს ნი ისეთია,
როგორიც იგის სხეულში იყო”.
ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს
მივიდა, ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შე-
ეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა, თან ყოველი შემთხვევისთვის უკან
დაიხია.
იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.
„ეს იგის ფეხის კვალია, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – იგის ფეხის
კვალმა ნის ხელი მოწყვიტა”.
იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუსვ-მოუსვა.
ნის სახე გაქრა.

646
მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხე-
ლები გადაუსვა ზემოდან.
ნი სულ გაქრა.
„ეს ნი არ იყო, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – ეს ნის კვალი იყო”.
ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.
იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გა-
ჩაჩხულ ხელს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას
შემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბე-
ლადის ნაფეხურები ნახა.
მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს.
თუკი ნი არ იყო, ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის,
რომ ნის კვალი გააკეთოს?
იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის. იგი
ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც
კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახ-
დეს? იგიმ თითის მოსმა განაგრძო. უსვამდა და უსვამდა. სილაში ­ხაზე-
ბი იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ,
მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თი-
თის ნამოქ­მედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან, უცებ ამას-
წინანდელი ღამე გაახსენდა, როცა იქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი
იყო, ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც... ალბათ ზოგჯერ ნიც
იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა ნის კვა-
ლი სილაში.
იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი
მო­იხმო.
„ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!”
და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დარღვეული და
მახინჯი იყო.
იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სი-
ლაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გუ-

647
ლისყური სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც
­უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.
ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.
ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დაბრეცილი, დაშ-
ლილი.
იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი
ჰქონდა, თავში სიტყვები არ მოძრაობდნენ.
მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა. თითქოს გაიშალა,
გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყვე-
ლაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა
ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და
ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა
იყო... ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათი-
თაოდ ეს ერთი რაღაც იყო...
იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხე-
დავდა.
მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, და-
ნარჩენი საგნებიც თავთავიანთ სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რო-
მელიც მათ ერთმანეთისაგან ჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა
ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს და-
უბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და
ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ გრძნობას შეეპყრო: თითქოს ქვეყნად
უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად,
ზოგს მთა, ზოგს ცა... და იგის შეეძლო, როცა მოისურვებდა, გაეხსნა ეს
სხეული და მაშინ ქვეყნიერება წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა,
ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი ექნე­ბოდა სხე-
ულად.
რაკი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის
დახედეს.

648
სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგის ­სხე-
ულში მუდამ სხვანაირი ნი ჩნდებოდა, ლამაზი, თბილი, კარგი, თვალე-
ბი რომ ზღვას უგავდა და თმა – ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღა მო-
უვიდა ნის? რად დამახინჯდა? რად დაირღვა?
თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის.
იგიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის და სახე წაუშალა.
როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე?
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩ-
ნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა
გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა. და აი, ბოლოს ნიც გამოჩნდა.
ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგიმ ვერ გაარჩია, რო-
გორი სახე ჰქონდა.
იგიმ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.
ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღა-
მის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, იქვე იგი ჩაჩოქილიყო და
ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილას ზღვა
გაჩნდა. ზღვა ლივლივებდა და შორს, დასალიერთან, ცას ერთვოდა.
და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელივით სწრაფად გაქრა,
მაგ­რამ ამჯერად იგიმ მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი
ჰქონდა ნის, იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი
სახე გამოესახა. ძველი ნის სახე. კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ
სითბოს აფრქვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ნი, და არა ის დაშლილი და
დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგის სხეულიდან გას-
ვლა.
იგის თითი ნელა მოძრაობდა სილაში. იგი ახლა მკაფიოდ ხედავდა,
როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა
სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ.
თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო, ის ნი,
რომლის ყოველ შემოსვლაზე იგის სხეულში უჩვეულო და საამო ბაგაბუ-
გი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი დატრიალდებოდა.

649
იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა ნის. მერე ირგვლივ შემოუარა,
თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა, სილის ნის იგის
ფეხის ნაკვალევი შემოეკრა. იგიმ კვლავ შემოუარა, ისე რომ ფეხს კვალ-
სა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა, სილის ნის
უკვე ერთიანი კვალი ერტყა გარშემო.
იგის მოეწონა.
და არც კი განუზრახავს, ისე თქვა თავის სხეულში:
„იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან”.
ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო
ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თით-
ქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა.
„იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის”.
და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა:
„იგი არ წავა სანადიროდ!” მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბე-
ლადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა,
მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.
ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებდაკრეჭილი,
ფაფარაყრილი, თვალებჩასისხლიანებული.
იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში.
ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდე-
ბოდა.
იგიმ სილის ბელადსაც შემოავლო კვალი.
„იგიმ დიდი რაღაც იცის”.
ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა,
უცნაურად საამო იყო. ისეთიც, როგორიცაა პირველი ნადირობა და ისე-
თიც, როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას.
ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა.
იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფერაბინა თავი, მაგრამ
უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთები სილის ნისა და სილის ბელადს,
და შეჩერდა.

650
წვეთები პატარ-პატარა ღრმულებს აკეთებდნენ ნისა და ბელადის
სახეებზე, მერე ღრმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ,
მთელ სახესა და მთელ სხეულს მოედვნენ და მალე ნისა და ბელადის
ადგილას სველი სილის მეტი აღარაფერი დარჩა.
იგი უყურებდა ძველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა.
როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები
კვალს ტოვებდა, იგის ეგონა, კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ კი წვიმამ
სილის ნიც წაშალა, სილის ბელადიც და იგის კვალიც. იგი უყურებდა
სველ სილას და თვითონაც სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა:
„ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშა-
ლოს?”
იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ კითხვას უპასუ-
ხებდნენ.
ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისაკენ გაუდ-
გა გზას.
ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანა-
ზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა, ნი რომ გარეთ დაინახა.
ნი ბალახში იდგა. მკლავები განზე გაეშვირა, მთელი სხეული წვიმის-
თვის შეეშვირა, თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა,
პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.
იგი შედგა და ცქერა დაუწყო.
ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო, და რაღაც ჰქონ-
და ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო.
ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სა-
ხე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.
მკლავებიც დაუშვა.
იგი იდგა და უყურებდა.
– რა უნდა იგის? – იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო.
– ნი არ არის ნამდვილი, – თქვა იგიმ. – ნამდვილი ნი სილაში იყო და
წვიმამ წაშალა.

651
იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა; ძველი ნი, რო-
მელსაც უჩვეულო სუნი ასდიოდა.
– ნუ უყურებს იგი ნის, – ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. – ნის ეშინია.
იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია.
„რატომ ეშინია ნის? – უხმოდ თქვა იგიმ. – განა იგი მძვინვარე მხეცია,
რომ საშიში იყოს?”
მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ცივმა ჟრუანტელმა თავით ფეხე-
ბამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდეც, რა სიტყვა ერქვა ამ
გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მისწვდა და ნა-
პოვნი სიტყვა ისევ გაქრა.
მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები
გნიასით გამოცვივდნენ გარეთ.
წინ, წესისამებრ, ბელადი მოდიოდა. და თუმცა კარგად ენადირათ,
მაინც ქუშად ჩაჰყურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდ-
ნენ. ამათ ვეებერთელა ნადირი გაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ
ბოლოში მოაბიჯებდა.
ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახტოდნენ, ხელებს
იქნევდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ.
იგი განზე იდგა.
ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს, არ მოუხე-
დავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ, რო-
გორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი.
გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდ-
გნენ და კაცებს დაუთმეს გზა.
ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და გა-
ნაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალები-
დან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა.
თავი ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შე-
ატრიალა და, სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს
დაეწაფა. ისე წოვდა, ჩვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან

652
თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნი გადაეცალა და სითბოს სუნი და-
ეფინა.
მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ.
იგი შორეულ კუთხეში იჯდა.
ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს.
„ახლა იგის დაუძახებენ!” – უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვი-
და.
მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ
­სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუც რომ გაისტუმრა, მხოლოდ
ამის შემდეგ დაუძახა იგის.
იგი წამოდგა.
ბელადმა წოვა შეწყვიტა. პირი არ მოუშორებია ნადირის სისხლიანი
კისრისთვის, ისე შეწყვიტა წოვა, ცალი თვალი გაახილა და ძველ მონა-
დირეებს გამოხედა. სახეზე სითბოს სუნი გადაეცალა და სიავის სუნი და-
ეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გა-
მოქვაბულისაკენ წამოვიდა.
ყველანი ბელადს მისჩერებოდნენ.
ის იყო იგიმ თავისი წილი ხორცი ჩამოართვა ყველაზე ძველ მონა-
დირეს, რომ ბელადიც მოვიდა. ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყა-
რა,ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მასწრო, ისე უცებ გა-
მოგლიჯა ხორცი ხელიდან.
გამოქვაბულს გაკვირვების ღმუილმა გადაუარა.
– იგის არ უნადირია, – თქვა ბელადმა და თავის ადგილს დაუბრუნ-
და. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ჩაიდო და ზედ იდაყვები დააჭირა,
იგის წილ ხორცს კი ძიძგნა დაუწყო, თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა.
მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც
კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ.
იგის ბალანი აეჯაგრა, სხეული მრისხანებამ აუვსო, კეტს ხელი მაგ-
რად მოუჭირა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვი-
თონაც კეტს დაავლო ხელი, ოღონდ წამოდგომით არ წამომდგარა.

653
უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ
შემოეფინა იგის, მერე სხეულშიც შეაღწია და იქიდან მრისხანება გამო-
დევნა.
იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა:
– იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.
ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო.
მაშინ იგი ახლო მივიდა, ზემოდან დახედა და გაიმეორა:
– იგის არ უნადირია იმიტომ, რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.
ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა, თავისი წილი და იგის წილი ერ-
თად ჩაბღუჯა, საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი
ჰქონდა, მონადირეს რომ ტყეში ღმუილი შემოესმას და ვერ გამოიცნოს,
რომელმა ნადირმა დაიღმუვლა.
იგი ატყობდა, რომ ბელადის თავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ
და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას. იგის სხე-
ულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიჟინა. ბელადმა იცოდა, რომ რაკი
იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა. მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვი-
თონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა,
ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩ-
ნდებოდა. ეს იცოდა იგიმ და მშვიდად ელოდა. ბელადისათვის ცხადი
უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა,
მაგ­რამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა.
გამოქვაბულში სიჩუმე იდგა.
იგი ელოდა. იცოდა, რომ ბელადს სხვა გზა არ ჰქონდა, ხორცი უნდა
დაებრუნებინა.
იგი მშვიდად ელოდა. მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაკრთო.
იგის უკნიდან ვიღაც ჩაციებით მისჩერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებუ-
ლი მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო. და როცა
უხმოდ თქვა, ნეტა ვისი მზერა სტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში
ნის ხმა გაისმა:
– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.

654
ღმუილი რომ მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა:
– იგი სხვა ჯიშისაა.
ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და
დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა.
ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში
ძლი­ერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც
არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერ-
თიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი.
ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა.
გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.
ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში
ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფარ-
თოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირ-
ვებაში თეთრი შიშიც ერია.
გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოძმეთა თვალები მოსჩე-
რებოდნენ იგის.
იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა.
და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ის ნი, რო-
მელმაც საშინელი სიტყვები თქვა.
ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბე-
ლადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს, ძირს დაგდებულ კეტს მოჰკიდა ხელი
და თქვა:
– იგი სხვა ჯიშისაა.
საიდან გაჩნდა ასეთი სიტყვები ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა.
მხო­ლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავი სიტყვები იყო, ისეთივე საში-
ში და ავი, როგორიცაა „მძვინვარე მხეცი”.
ბელადი წამოდგა, კეტი მაღლა შემართა (ხორცი ცალი ხელით ისევ
გულში ჰქონდა ჩაკრული) და დიდი ხმით თქვა:
– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა.

655
ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ­სტკიო-
და ბეჭებს. ეს ამბავი იგის ცოტათი უკვირდა, მაგრამ ამისთვის ­არ ეცა-
ლა. ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა.
თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა,
რადგან იგიმ იცოდა, რომ ასეთ ღონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკ­ლავ-
დებოდა.
თვალი თვალში გაუყარა ბელადს. მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე
მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე მშვიდად თქვა:
– იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგიარ არის სხვა ჯიშის.
ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო, ლამის ბეჭს
დაეყრდნო და ისე მიაჩერდა იგის. სახეზე ავი სუნი გადაეცალა და ისევ
დაეფინა, კიდევ გადაეცალა და კიდევ დაეფინა, როგორც მინდორს გა-
დაეცლება და დაეფინება ჩრდილი, როცა ცის თვალის ქვეშ ღრუბლები
დაცოცავენ. ბოლოს თავი ისევ ასწია, პირი მოკუმა. ისეთი სახე ჰქონდა,
დაღლილი მონადირე რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წა-
აწყდეს.
და თქვა:
– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია.
ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი
პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგიმ და ამიტომ პასუხიც მომზადე-
ბული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხა-
რა; ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა, ბოლომდე მოიხარა,
ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:
– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
და იგიმ მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბე-
ლადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და, ხორცი რომ ეჭირა,
ის ხელიც კეტს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან
დაეცა, ნადირის თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა. ბელადმა
ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა, როგორც იქნა, მიაწვდინა ნადირის თავს
და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი, თა-

656
ვისიც და იგისიც, ფეხებშუა საიმედოდ მოიქცია; იდგა ავი და კბილებ-
დაკრეჭილი, კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესცქეროდა. მაგრამ
მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში.
იგი უყურებდა და ელოდა.
ბელადი უხმოდ მისჩერებოდა.
მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მო-
იხარა.
და ჰკითხა:
– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკვირვების სუნი
ასდიოდა. ბოლოს თქვა:
– ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები.
და კეტი დაუშვა.
ამ დროს ნიმ თქვა:
– იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ.
ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა.
– რა სიტყვები აქვს იგის?
ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ ატყობ-
და სტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნ-
დოდა.
ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად შესცქეროდა.
უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა, სივ-
რცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა:
– იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რა-
ღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორე-
ულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავ-
ში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ
დამართნიათ ასეთი რამ? განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ?
– არა. ბელადს არ დამართნია! – დიდი ხმით თქვა ბელადმა.

657
იგის პირი თავისთავად გაეხსნა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სახე-
ზე სითბოს სუნი აუვიდა.
სხეულში ბელადი გაჩნდა. მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლეკვს
ჰგავდა, ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს და უსინათლო თვა-
ლებით დედას ეძებს.
იგიმ სხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა.
მისი სახის ავ გამომეტყველებას სინამდვილეშიც ახლდა რაღაც ისეთი,
რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა.
და იგიმ თქვა:
– რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. – უცებ თავში სიტყ­ვე-
ბი მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. – ქვეყანა ზეცაა, მაგ-
რამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ­ღამის
სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღა-
ცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა
და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგი-
შია... იგი...
მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამ შეაჩერა.
ნიმ თქვა:
– იგი ნიც არის?
– ნიც არის. იგი ყველაფერია.
ბელადი შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა
და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.
– იგი ბელადიც არის?
გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი
სიჩუმე ჩამოწვა.
მოზღვავებული სიტყვები, რომლებიც წეღან ნის ხმამ შეაჩერა, დატ-
რიალდნენ, ერთმანეთში აირივნენ და უცნაურ, გაუგებარ გროვად იქ-
ცნენ. იგის სხეულს უფრო მეტად მოუნდა გარეთ ყოფნა.
დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.

658
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშ-
ფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გა-
დაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და
ბელადს მიაპყრო.
– იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი
ყველაფერიადა დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის
სხე­ულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოიყვა-
ნოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფე-
რი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.
იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა
გა­სასვლელისკენ.
თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი
გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.
იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.
ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს
თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად მოხდა, თავისთავად
გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისთავად გამოვიდნენ
იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი,
როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაე-
ძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება
და ძლიერი.
იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.
იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო,
სხე­ულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო
და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი
ვერაფერს დააკლებს...
იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გა-
მოქვაბულში.
იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გა-
მოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ

659
ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: „რომ არ დარჩენოდა კეტი გა-
მოქ­ვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!”
მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა.
სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბო-
ლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხე-
ლებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული,
მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და
მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი
დაეწია თავის სხეულს.
„რაღა რბილი ქვა მოჰყვა ხელში იგის!” – უხმოდ თქვა გამწარე­ბულ-
მა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კიდევ შუაზე გადატ-
ყდა.
იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სი-
ნათ­ლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს
გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფერი
იგიდ აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რაღაც იყო.
იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამ-
სხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბ-
რუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა
ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი
ბაგაბუგი ისმოდა.
როცა ქვა ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა.
ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფა-
თურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი
იპოვა და აიღო.
იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი
ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე
ფრჩხილის კვალი.
სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.

660
მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვა­ბუ-
ლიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.
იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბე-
ლადს მიუბრუნდა.
– რომელი ქვა აიღოს იგიმ?
ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე
დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:
– რომელიც უნდა.
თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.
იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამ-
ტყდა­რიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.
– ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის
გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.
ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა
თანამოძმეებს.
– რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? – ჰკითხა იგიმ.
ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას
დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:
– რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. – და კიდევ ერთი ნაბიჯით და-
იხია უკან.
– კარგი. – თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხე-
ლი ზედ დააჭირა. მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვა-
ლები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.
ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა
რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.
ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.
ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭა-
ნებდა.
სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა
ქვაზე.

661
იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და
თანამოძმეებისაკენ შეტრიალდა.
ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი დასხმოდეთ
თავს.
თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.
გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებ-
და.
იგის გაუკვირდა.
„არ ეშინია ზუს?” – იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნ-
და ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.
ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გა-
მოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლო
გა­ჩერდა.
მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.
– ქვის ნი საშიში არ არის. – თქვა იგიმ.
ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაჰკრა.
– ბელადს არ ეშინია! – დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა
იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:
– ქვის ნი საშიში არ არის. – მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად შეხედა. –
ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავისი სხეულიდან?
– გამოიყვანს. – თქვა იგიმ.
ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში
მრისხანების ფერი ჰქონდა.
– მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.
იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვა-
ლები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვი-
და, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.
ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.
როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წა-
მოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახვა.

662
ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.
ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყა-
რა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა. – ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში
ბელადი? – იკითხა ბელადმა.
– ჰყავს! – მიუგო იგიმ.
– ხომ გამოიყვანა? – ბელადი თვალებში უყურებდა იგის.
– ჰყავს. – გაიმეორა იგიმ. – სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი
გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბე-
ლადი იგია და იგი ბელადია.
– ბელადი იგი არ არის! – დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი
მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გა-
უვარდა.
ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ
ეგდო, ნახევარი – იქით.
ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.
ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერ-
დნენ.
ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა;
იგის შეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააც-
ქერდა. ერთ ნატეხზე ზევით იყო ბელადი, მეორეზე– წელს ქვევით. ბე-
ლადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი – მეორე ნატეხზე.
იგი ზუს მზერას გრძნობდა.
უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები
ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერ-
თო ღმუილი მოჰყვა.
მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა,
თქვა:
– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გა-
და­აცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვე-
ბა.

663
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხამდე დაუარა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი
სიტყვები გააჩინა.
იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს
სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავ-
ში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.
ირგვლივ დუმილი იდგა.
იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს
მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გა-
მოდევნა სხეულიდან.
ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო
მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო
და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანე და დაკრეჭილი. მორიგეო-
ბით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.
იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებ-
მოდა.
შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადი-
რიც კი დამფრთხალი გარბოდა.
ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.
ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან და-
უდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.
რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული
დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარ-
ღვევინებდა.
იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.
მაშინ ბელადმაც დააგდო კეტი და გამოქვაბულში შევიდა.
დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა
ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.

664
***
იგი თვალდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.
დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასულა, ოღონდ შუაწელს არასო-
დეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინ-
მე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხა-
ხაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ;
ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულში დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს
აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ,
გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო
ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ
დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ
დაბრუნდება.
სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება ­შე-
ვიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა. როგორ დაბრუნდებიან სხვები,
თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, რო-
გორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი
წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არ-
სებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლი-
ანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და
ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?
გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში
ვიღაცის ლანდი წამოდგა.
„ზუსა ჰგავს, – უხმოდ თქვა თავის სხეულში. – სად მიდის ზუ?”
ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის.
იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მო-
იმ­ძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. „რა უნდა ზუს?” – თა-
ვის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გა-
ახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.
იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბო-
ლოს ფეხაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.

665
„რაღაც დარჩება იგისგან, – თავის სხეულში თქვა იგიმ. – ოღონდ
იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?”
ღამის თვალი ბრჭყვიალა სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას
ანათებდა.
იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა.
ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.
„დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით
­ეშვება, – უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – სად მიდიან? ან მერე რა-
ღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის
მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გა­მოქ-
ვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალ-
ბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ
არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი
რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძი-
ნების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის
დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფი-
ლიყო, იგი არ იტყოდა: „ძველი ბელადი”. რაკი ძველი ბელადი იყო და
გაქრა, იგი ამბობს: „ძველი ბელადი”.
ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.
„ზუ იქნება”. – უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:
– ზუ!
ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რა-
ღაც ეჭირა.
„ზუს ქვა მიაქვს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:
– ზუ!
ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირ-
ბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.
იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შე-
მოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვ­რევე-
ბი ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ

666
იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა. ის ნატე-
ხები აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა
ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ
ჰქონდა.
აი თურმე რა უნდოდა ზუს!
იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს
მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.
„ზუს არა ჰგავს, – უხმოდ თქვა იგიმ. – ნისა ჰგავს”.
იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: „იგი ისეთი არ არის, როგო­რიც
არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა”. ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა ­სხე-
ულში.
ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
– ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, – თქვა ნიმ. – ნი
იგის გამოჰყვა.
ნი ლამაზი იყო.
– რა უნდა ნის? – იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
– ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
– კარგი, – თქვა იგიმ, – დაწვეს ნი.
– არა, – თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი
სხივები იფრქვეოდა. – ნის არ უნდა იგისთან დაწოლა.
იგის გაუკვირდა. – აბა, რა უნდა ნის?
– ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯ-
დეს ხის ძირას.
„რა დაემართა ნის?” – უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააც-
ქერდა.
ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც
უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა.
მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო,

667
ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.
ნის რაღა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...
იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.
დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:
– იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?
– იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. – თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა,
რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. „ქვის ნი მიჰქონდა
ზუს. – უხმოდ თქვა იგიმ. – რად უნდოდა ზუს ქვის ნი?” – მერე ხმამაღლა
დაუმატა: – სადმე იქნება ქვის ნი.
– იგის საკვირველი სიტყვები აქვს. – თქვა სიჩუმის შემდეგ ნიმ. – ნის
ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.
ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგო-
რიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
იგი ნის საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო
ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი
იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი
ოდნავ ტოკავდა.
– როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, – წყნარად თქვა
იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი
რომ დაუბერავს. – როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი.
ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია,
როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის
სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგო-
ნია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგი-
ვეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...
ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ ნიავივით დაიჩურჩულა:
– იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.

***

668
ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.
იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.
ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლად-
გახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი,
ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიაბიჯებდა.
ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ
იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართუ-
ლი ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შო-
რეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გა-
იმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს
იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე
გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.
ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.
„იგი ბელადზე უფრო ძლიერია”. – მოულოდნელად თქვა იგიმ თავის
სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.
მშვიდად მიაბიჯებდა.
„ისიც რომ იცოდეს იგიმ, – უხმოდ ამბობდა იგი, – რა დარჩება მისგან,
როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა,
როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა
ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის
ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა
მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა
კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს”.
იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.
ისინი ქვემოთ უცდიან, ბოლო ხესთან.
იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით
მოატრიალაო. და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და

669
სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს:
„იგიმ იცის რა დარჩება მისგან!”
ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასთრევ-
დათ, ვიწრო შუბლები მიწისთვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქე-
როდნენ იგის.
ხოლო ბოლოში,ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ
გაკვირვებული, რომ გვიან მიხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშ-
ლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის
წვერს.
და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალებზე, შორეულ
ქე­დებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბ-
ლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწი-
ნაურდეს იგი!
იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გა-
მართული იყო, ყველა – მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხი­ვოსა-
ნი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რაღაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი
მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ.
და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი
გაანათა.
იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ
­სხე­ულსაც.
მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.
კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგრძნო,
უხმოდ თქვა თავის სხეულში: „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი
იყო”.

670
გუბე

პროლოგი
აქეთ, ჩემო ბატონო, აქეთ მობრძანდი. აქ ისეთი ხალვათობაა, ორი-
ვე თავისუფლად დავეტევით. ირგვლივ რომ მღვრიე ბურუსი დგას, ეგ ნუ
გაფიქრებს, მალე თვალს შეაჩვევ და ყველაფერი გამოჩნდება. მობ-
რძანდი. რაღაც განსაკუთრებულსა და უნახავ სანახაობას გაჩვენებ-მეთ-
ქი, ვერ შეგპირდები. ან კი კოსტას თავში განსაკუთრებული რა უნდა
იყოს! მაგრამ, ავადაა თუ კარგად, კოსტა ადამიანია და მისი თავი ადა-
მიანის თავია. ადამიანის თავში კი, მოგეხსენება, ისეთი განუკითხავი
არეულობა სუფევს, განსაკუთრებული და უჩვეულო რომც არაფერი ხდე-
ბოდეს, დაინტერესებული თვალი მაინც მრავალ თავშესაქცევს იპოვის.
რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ჯობდა ისეთი თავი ამერჩია, ზოგადსაკაცობ-
რიო სატკივრით იყოს გახურებული და შიგ მსოფლიო სევდის ნატიფი
სურნელი იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებუ-
ლი. ჩვენ, ვინც მკლავებდაკაპიწებული ვღრღნით ფანქრებს და ტვინს
ვიჭყლეტთ, რათა თქვენ, თქვენს შემდეგ მოსულთ, თქვენს შემდეგ მო-
სულთა შემდეგ მოსულთ და ა.შ. (შეძლებისდაგვარად უსასრულოდ) სუ-
ლიერი საზრდო არ მოგაკლოთ, ჩვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო –
ღმერთმა მოგცეს მაღალი გემოვნება – ალალბედზე დავეხეტებით და
არჩევანი არა გვაქვს. რომელ თავშიც წავაწყდებით ხვრელს, იმ თავში
უნდა შევძვრეთ. მართალია, ამას მერე ისეთი ბუნდოვანი და უფორმო
სახელით ვნათლავთ, როგორიცაა „მუზა“, მაგრამ ეს უწყინარი ხუმრო-
ბაა. სინამდვილეში არავითარი მუზა და ჭინკა არ არსებობს. ჩვენ მთლი-
ანად მათემატიკურ ალბათობაზე ვართ დამოკიდებული: ათასი თავი მა-
ინც უნდა გავჩხრიკოთ, რომ ერთ მათგანში ხვრელი ვიპოვოთ. შეიძლება
კაცმა არც ეძიო ხვრელი. ზოგი ასეც იქცევა. მაგალითად, ისინი, ვინც სა-
ზოგადოებრივ ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ და გმირული
გულმოდგინებით ცდილობენ მკითხველს დროულად მიაწოდონ ცხელ-

671
ცხელი სულიერი საზრდო, იძულებული არიან ოპერატიულად იმუშაონ
და ოქროს ფასად ღირებული დრო ხვრელის ძებნაში არ დაკარგონ.
კი, ზოგი რამ გარეგნობაშიც ჩანს. თუ გაჭირდა, იმასაც შეიძლება და-
ეთანხმო, ვინც იტყვის, რომ გარეგნობა შინაგანი ბუნების ხატია და სიმ-
ბოლო, მაგრამ ერთი ესეც ვიკითხოთ: არის ვინმე ამ სიმბოლოს ამხსნე-
ლი? მით უმეტეს, მწერალი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად იმა-
ზეც უნდა ფიქრობდეს, რომ პატიოსანი კაცის შესახედაობა ჰქონდეს.
ისეთ ასპარეზზე, სადაც ხირომანტებსა და ასტროლოგებს მოეცარათ
ხელი და თვით ყავაზე მკითხავებსაც კი ზოგიერთი ნიშნის მიხედვით
იგივე ბედი ელით, საწყალი მწერალი რას გახდება! არა, გარეგნობის
ცოდნა არ კმარა. გარეგნობის მეშვეობით მხოლოდ ზოგადი ბუნების
დადგენა შეიძლება. ეს არის და ეს. მაგალითად, მე და შენ რომ კოსტას
თავში მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი დაგვხვედროდა და იძულებუ-
ლი შევქნილიყავით, მხოლოდ გარეგნულ მონაცემებს დავყრდნობო-
დით, რას ვიზამდით? ვთქვათ, ერთხელ შემოვუვლიდით ირგვლივ, ორ-
ჯერ, რამდენჯერაც გაგვეხარდებოდა. ვთქვათ, უკან ავედევნებოდით,
წინ გადავუდგებოდით, თვალების გამომეტყველებას დავაკვირდებო-
დით, ხმის კილოს დავიხსომებდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბო-
ლოს დავსხდებოდით და დავწერდით: „კოსტა არის ოცდაშვიდი-ოც-
დარვა წლის კაცი, ზომაზე მეტად დაბალი და ზომაზე მეტად გამხდარი,
იქამდე გამხდარი, რომ მის დანახვაზე უმალ სიტყვა „წვრილი“ მოგივათ
თავში. ხელ-ფეხიც წვრილი აქვს, თავიც წვრილი აქვს, ყველაფერი წვრი-
ლი აქვს“. ამას რომ დავწერდით, ზედ მცირე კომენტარს მივაყოლებ-
დით: „ეს ცუდია. ისეთ დაბალ კაცს, როგორიც კოსტაა, ურჩევნია მსუქანი
იყოს, რადგან სიმსუქნე, თუნდაც დონდლო სიმსუქნე, დარბაისლურ
იერს შეჰმატებდა და სიმაღლის თვალშისაცემ ნაკლებობას ცოტათი მა-
ინც აანაზღაურებდა. მაგრამ, – დავასკვნიდით იქვე, – ეს კოსტას ბრალი
არ არის. ეს შეცდომა ბუნებას მოუვიდა. კოსტას ბრალი ისაა, რომ მუდამ
გაპარსულია, თმა გულმოდგინედ აქვს გვერდზე გაყოფილი და ფაქიზად
დავარცხნილი, ყოველი ბეწვი მორჩილად და პასუხისმგებლობის ღრმა

672
შეგნებით წევს თავის ადგილას, გაუთოებული შარვალი აცვია და გა-
უთოებული პერანგი ისე დაკვირვებითა აქვს ჩატნეული შიგ, ერთ ზედ-
მეტ ნაოჭს ვერსად უპოვით. ეს კიდევ უფრო ცუდია (განვაგრძობდით შემ-
დეგ ჩვენ). როდესაც ზომაზე მეტად დაბალი და ზომაზე მეტად გამხდა-
რი კაცი ასე სათუთადაა გარანდული და გაუთოებული, მის დანახვაზე
თვალს არავითარი დაბრკოლება არ ეღობება, ყურადღება მთლიანად
სიტყვა „წვრილის“ ირგვლივ იყრის თავს და ჩვენც ჩვენდაუნებურად რა-
ღაც მაღვალაკური შედარების ძებნას ვიწყებთ. შედარება იქნებ ვერც ვი-
პოვოთ, მაგრამ თავად ფაქტი, რომ შედარების მოთხოვნილება გვიჩ-
ნდება, საკმაოდ მჭევრმეტყველია. კოსტამ რომ ფსიქოლოგიის ანბანი
იცოდეს, რამეს იღონებდა: ან შარვლის ცალ ტოტს დატოვებდა გაუ-
უთოებელს, ან პერანგს ამოიჩაჩავდა, ან თმას გაიბურძგნიდა, ან სახეზე
მურს წაისვამდა. მაშინ ჩვენი ყურადღება ამ პატარ-პატარა დაბრკოლე-
ბებზე დაბანდდებოდა და მთავარ ნაკლამდე გაფანტული და შესუსტე-
ბული მიაღწევდა. მაგრამ კოსტამ, ეტყობა, ამდენი არ იცის“.
(კოსტამ არ იცოდა, რით ეშველა, თორემ თავისი ნაკლი შეგნებულიც
ჰქონდა და მტკივნეულადაც განიცდიდა. ამას გვიდასტურებს თუნდაც
მისი წარსულის ის ფურცელი, სადაც ულვაშზეა ლაპარაკი. კოსტამ ერ-
თხელ ულვაში მოუშვა. კოსტა ვარაუდობდა, რომ პატარა და წვრილ კაცს
ერთი რამ მაინც უნდა ჰქონდეს დიდი და, რაკი სხვა არა ჰქონდა რა, იმე-
დი ულვაშზე დაამყარა. მაგრამ როცა ულვაში კარგად წამობი­ბინდა, ზე-
და ტუჩს ქვედა ტუჩამდე გადმოეფინა, ხოლო ბოლოები ნიკაპზე დაეკი-
და, სადღაც, სარკეში, ახლობელთა ცნობიერებაში თუ სადმე ისეთ ადგი-
ლას, რომლის გეოგრაფიული განსაზღვრა არ ხერხდება, უეცრად აღ-
მოჩნდა, რომ კოსტა საკუთარი ულვაშის წანამატად იქცა. ულვაშმა პატ-
რონი განდევნა და მისი ადგილი დაიკავა. მაშინ კოსტამ მოღა­ლატე
ულვაში გაიპარსა. ამის შემდეგ ერთადერთ ნუგეშად თავის დაჭერა დარ-
ჩა: დინჯი მიმოხრა, ნელი, გამოზომილი სიარული, აუჩქარებელი ­მეტ-
ყველება. რა თქმა უნდა, ეს ნუგეში კი არა თავის მოტყუებაა, მაგრამ კოს-
ტამაც რა ქნას: მან ხომ არ იცის, რომ ღირსებით ნაკლის მიჩქმალვა შე-

673
უძლებელია, ნაკლი მხოლოდ სხვა ნაკლით თუ მიიჩქმალება. სამწუხა-
როდ, ეს ისეთი სიბრძნეა, კიდევ დიდი ხანი გავა, ვიდრე კოსტას რომე-
ლიმე წვრილი შთამომავალი მის სიღრმეს ჩაწვდება).
საბოლოოდ რას დავადგენდით ამ გარეგნული დაკვირვებით? იმას,
რომ კოსტა ზედმეტად წვრილია და ამ ნაკლს მტკივნეულად განიცდის?
მაგრამ ეს ხომ წვეთია კოსტას ვნებათაღელვის ზღვაში! ესეც არ იყოს,
ასე შეიძლება კოსტა სულაც გაგვისხლტეს ხელიდან. რამდენი ზედ­მე-
ტად წვრილი კაცია ქვეყანაზე, რამდენი ზედმეტად მსხვილი, რამდენი
ზედმეტად კოჭლი და რამდენი ზედმეტად კუზიანი, რამდენი ზედმე-
ტად სულელი და რამდენი ზედმეტად ჭკვიანი! ყველა მათგანი მტკივ-
ნეულად განიცდის თავის ნაკლს. მაშ, კოსტა სადღაა?
ღვთის მადლით ჩვენთვის ეს კითხვები ლიტონი კითხვებია, რადგან
ჩვენ კოსტას თავში ვართ მოკალათებული და შეგვიძლია ყოველივეს,
ასე ვთქვათ, დედანში ვადევნოთ თვალი.
ასეც მოვიქცევით.
ოღონდ, სანამ რეპორტაჟს დავიწყებდეთ, საჭიროა მცირე გან-
მარ­ტება მივცეთ მათ, ვინც სხვის თავში არასოდესაა ნამყოფი. პირველ
ყოვლისა ის უნდა ვუთხრათ, რომ, როცა თავს ვამბობთ, ცნობიერებას
ვგულისხმობთ. ცნობიერების ბურუსში ვართ შეპარული და ჩასაფრებუ-
ლი.
კარგი და პატიოსანი, მაგრამ თავად ცნობიერება რა არის? ამ კით-
ხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. სიტყვას არ შეუძლია ცნობიერების არსი
გადმოსცეს, რადგან ცნობიერება უსაგნოა, სიტყვა კი ნივთიერი საგანი,
რის გამოც მათ შეხების წერტილი არ გააჩნიათ. მაშ, რა ვქნათ? ერთა-
დერთი გზა ის არის, რომ ვილაპარაკოთ იგავით, ანუ ვილაპარაკოთ არა
თვით ცნობიერებაზე, არამედ იმ ნივთიერ შთაბეჭდილებაზე, რასაც ეს
ცნობიერება აღგვიძრავს. ამიტომ მათ, ვისთვისაც ეს განმარტება იწერე-
ბა, მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი
ისევე არარეალურია, როგორც, ვთქვათ, ზეთის საღებავსა და მონა ლი-

674
ზას ღიმილს შორის. თუკი ამაზე შევთანხმდით, შეგვიძლია ­ცნობიერე-
ბის განსაზღვრაზეც გადავიდეთ.
წარმოვიდგინოთ შემოდგომის ცრიატი დღე. თეთრი, მღვრიე ნისლი.
პატარა, გაუმდინარე გუბე, რომელსაც ზემოდან წვიმა დასდის. გუბის
ზედაპირზე კონცენტრირებული წრეები თანაბარი სიჩქარით იშლებიან
ყველა მხარეს და ცენტრიდან პერიფერიისაკენ მიისწრაფიან. გუბის
სიღრმიდან გაურკვეველი შიშინი ისმის. ეს წყალქვეშა დინებებია. ისინი
მოუსვერად დაძრწიან გუბეში ნაირ-ნაირი მიმართულებით და ზედა-
პირზე ამოსვლას ლამობენ. ზედაპირზე ვერ ამოდიან, მაგრამ, როდესაც
წვიმის წვეთების მიერ წარმოქმნილი წრეები ამ დინებათა გზას გადაკ-
ვეთავენ, ჩნდება ჭავლი, რომელიც ზედაპირზე ამოიწვერება და მერე
ფერებად იშლება, წითლად, ცისფრად და იისფრად. ზოგჯერ სხვა ფე-
რებიც გვხვდება, მაგრამ ეს სამი ფერი ყოველთვის ჭარბობს. ფერებად
დაშლილი ჭავლები ფიქრებია. ჭავლი უმრავლეს შემთხვევაში (კოსტას
თავის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) სუსტია და უღონო, ოდნავ ასცდება
თუ არა ზედაპირს, ერთს დაკვესავს და გაქრება. ზოგჯერ საკმაო სიმაღ-
ლეზე ამოდის და ფერებსაც შედარებით უხვად ყრის. იშვიათად ისიც
ხდება, რომ რამდენიმე ჭავლი შორს ასცდება ზედაპირს, მერე ერთმანე-
თისკენ გადაიხრებიან, თავებს ერთმანეთს მიადებენ და ტკბილი ჩუხჩუ-
ხით ეშვებიან უკანვე, გუბეში. მაგრამ ეს გუბის მხრივ დიდ დაძაბვას ით-
ხოვს, წყალი მტკივნეულად აწვება ნაპირს და ყველაფერი ამ ნაპირის
გამძლეობაზეა დამოკიდებული.
ახლა კი, რაკი ეს იძულებითი განმარტება მოვითავეთ, ვახსენოთ
ღმერთი და პირდაპირ საქმეს შევუდგეთ.

ნაწილი პირველი _განსაცდელი


წერილი, რომელზედაც ქვემოთ კიდევ გვექნება ლაპარაკი, სამშაბათ
საღამოს ამოიტანა მეზობლის ქალმა და სამშაბათ საღამოდან პარასკევ
დილამდე კოსტას თავში ფიქრები, ფიქრების ნაწყვეტები და ფიქრების
შორეული მინიშნებები ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო.

675
უფრო დაწვრილებით ეს ამბავი ასე მოხდა: მზე რომ მთას მიეფარა
და ჰაერს ბინდი შეერია, ჭიშკარს მეზობლის ქალი მოადგა და მაროო
(კოსტას ცოლი) დაიძახა. კოსტამ, რომელიც კაკლის ძირას იჯდა და ჯამ-
ბულასთვის ხის ხმალს თლიდა, ერთი პირობა დააპირა გაპასუხებოდა,
მაგრამ ისევ გადაიფიქრა, რადგან ამ დროს ცოლიც გამოვიდა სახლი-
დან. ცოლი სტუმარს აივნიდანვე შეეხმიანა, შემოდი, ქალო, რა შორი-
დან იძახიო. მეზობელმა, არა, გენაცვა, შემოსასვლელად სადა მცალია,
ეს წუთია ჩამოვედი ქალაქიდან, სახლიც მისახედი მაქვს, საქონელიც და
ქმარ-შვილიცო. ნათელა (კოსტას ცოლისდა) ვნახე და წერილი გამომა-
ტანა, ამიტომ შემოგიარეო.
წერილის ხსენებაზე კოსტას გულმა რეჩხი უყო. ცნობიერების პატარა
გუბე, თითქოს მოულოდნელმა ქარიშხალმა დაუბერაო, ერთბაშად
აღელდა, აწრიალდა, აბუყბუყდა. რამდენიმე ჭავლი ერთდროულად წა-
მოიქოჩრა და მუქ წითელ ნაპერწკლებად დაიშალა.
მაინც რამ ააფორიაქა ასე კოსტა? რატომ აამღვრია და ააღელვა ცო-
ლისდის წერილმა მისი ცნობიერების გუბე, რომელიც რამდენიმე წუთის
წინ უძრავი იყო, წყნარი და მთვლემარე?
შაბათს (გუბე ნელ-ნელა დაიწმინდა, გზააბნეული წყალქვეშა დინე-
ბები თავთავიანთ კალაპოტს დაუბრუნდნენ და ზედაპირზე განსჯის ჭავ-
ლები ამოიმართა) ნათელა თვითონ აპირებდა ამოსვლას. ბავშვი უნდა
წაეყვანა. მაშ, რა ისეთი სიყვარულის გუდა გაუსკდა, სამი დღე ვეღარ მო-
ითმინა და წერილი გამოგზავნა? „იქნებ რამე ცუდი ამბავია?“, ცისფრად
და იისფრად დაიშალა ჭავლი. „არა“, წითლად დაკვესა საპასუხო ჭავ-
ლმა, „მაგათ ისეთი ბედი აქვთ, ცუდი არაფერი შეემთხვევათ“.
მეზობლის ქალი რომ წავიდა, კოსტა წამოდგა.
– რაო, რა მინდაო? – დაუძახა ცოლს და თითი ბარათს მიაშვირა.
– აბა რა ვიცი, ჯერ რო არ წამიკითხავს!
აივანზე ცოლმა წერილი გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა:
„ჩემო მარია! (კოსტას ცნობიერების გუბეში წამით იელვა მუქი წითე-
ლი ფერის უწმაწურმა ჭავლმა) ამ პატარა ბარათს ნაჩქარევად ვწერ ბა-

676
ზარში. აქ ერთ თქვენებურ ქალს წავაწყდი და იმას ვატან. პირველ ყოვ-
ლისა, იმედი მაქვს ყველანი კარგად და ჯანმრთელად იქნებით: ახლა
კი, ჩემო დაიკო, რა უნდა გითხრა: არც მე და არც იაშას (კოსტას ქვისლი)
ამ შაბათ-კვირას ამოსვლა არ გვიხერხდება (წყალქვეშა დინებათა სა-
განგაშო ხმაური). ვიცი, გაწუხებთ, მაგრამ ერთი კვირა კიდევ უნდა და-
იტოვოთ ჩემი სერაფიტა და იქითა შაბათს უსიკვდილოდ ამოვალ. თვი-
თონაც ალბათ როგორ მოენატრა სახლი, მოუკვდეს დედა! ისე, ყველაზე
უკეთესი იქნება, თქვენ რომ ჩამოხვიდეთ. შენი ჯამბულა, ენაცვალოს
დეიდა, დიდია უკვე და მგზავრობა არ გაუჭირდება. ან რა შორს ჩვენა
ვართ! სერაფიტასაც ჩამოიყვანდით, ერთმანეთსაც მოვესიყვარულებო-
დით, იაშა და კოსტაც დასხდებოდნენ, დაილაპარაკებდნენ. დაძალე-
ბით კი ვერ დაგაძალებთ, მაგრამ, თუ საშუალება გაქვთ და ჩამოხვალთ,
მეც ძალიან გამახარებთ და იაშასაც. აბა, თქვენ იცით! კოსტა და დედამ-
თილი მომიკითხე. ჯამბულა დამიკოცნე. აქედან იაშამ დიდი სიყვარუ-
ლით მოგიკითხათ ყველანი. გკოცნი შენი ნათია“ (ისევ უწმაწური ჭავლი
და ისევ წყალქვეშა დინებათა საგანგაშო ხმაური).
– წავიდეთ? – იკითხა ცოლმა.
კილო კი ჰქონდა ისეთი, ვითომ წასვლა და წაუსვლელობა სულ ერთი
იყო, მაგრამ კოსტამ თვალებში შენიშნა იმედის ნაპერწკალი და მიუგო:
– არა.
„არას“ ფეხდაფეხ დაედევნა „ჰო“. „ჰო“ ისეთი სისწრაფით მიქროდა,
რომ „არამ“ სულ ერთი ნაბიჯით მიასწრო დანიშნულების ადგილას.
ცოლმა არ იცოდა, „ჰოც“ თუ არსებობდა (ის ხომ ჩვენსავით კოსტას
თავში არაა!), თორემ ალბათ უფრო მოქნილ ხერხს იხმარდა და, ვინ
იცის, გაეტანა კიდეც თავისი. რაკი არ იცოდა, ისევ წუწუნის ნაცად გზას
დაადგა:
– შენ სულ ეგრე იცი ხოლმე. მე თუ რამე მომინდა... რა იქნება ვითომ,
რომ წავიდეთ!..
– მაშ, ვეახლო? ეგებ ძღვენიც მიგვერთმია, ეამებოდათ.

677
ამაზე ცოლს აღარაფერი უთქვამს და უხმოდ გაშორდა, მაგრამ, და-
საძინებლად რომ დაწვნენ, მაინც კიდევ ერთხელ სცადა ბედი:
– იქნებ წავსულიყავით, კაცო...
კოსტამ ვაჟკაცურად გაუძლო ფაშფაშა სხეულის მაცთუნებელ ­სურ-
ნელს და თქვა:
– არა.
იმ ღამეს კოსტას წვრილ თავში დიდი ორომტრიალი იდგა. ირგვლივ
პირველყოფილი ქაოსი სუფევდა, ათასგვარი ხმები ერთმანეთში
ირეოდა, ყველაფერი გუგუნებდა და ყველაფერი ზანზარებდა. დარახ-
ტული ცხენების ჭიხვინსა და ფლოქვების თქარათქურს ჯაჭვის პერან-
გებში გამოწკეპილი მხედრების ომახიანი „ჰკა მაგასა!“ ერთვოდა; მხედ-
რების ყიჟინას შეთქმულთა ჩუმი და შავი ჩურჩული შხამივით ეწვეთებო-
და; ­შორიახლო განსწავლული დიპლომატები გამოსავალს ეძებდნენ
და მათი ნაჭედი სიტყვები ფოლადივით ჟღრიალებდა; აჯანყებული ერი
ხმაშეუწყობლად გაჰყვიროდა რაღაცას; ჯაშუშები კვალში ედგნენ ერ-
თმანეთს და კრიალოსნის მარცვლებივით ტრიალებდნენ წრეზე. ქარი
ღმუოდა და წელში მოკაკული ხეები გულისმომკვლელად ჭრიალებ-
დნენ. სადღაც შორს წერტილივით ჩანდა მწირი, რომელიც თავმოდრე-
კილი იდგა და უხმოდ ლოცულობდა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში
იყო გახვეული, შეშფოთებული გუბე ღელავდა და ბობოქრობდა, ტალ-
ღები ნაპირს ასკდებოდნენ და ნაპირი ტკივილისაგან კვნესოდა.
კოსტას თავში მიმავალი ყველა გზა რომ გადაკეტილი დაგ-
ვხვედ­როდა და იძულებული გავმხდარიყავით, მხოლოდ გარეგნულ მო-
ნაცემებს დავყრდნობოდით, ყოველივე ზემოთქმულისა და ქვემოთ
სათქმელის ნაცვლად დაახლოებით ასეთი მშრალი ცნობით შემოვი-
ფარგლებოდით: „ის ღამე კოსტამ თეთრად გაათენა. შამფურივით ტრი-
ალებდა ლოგინში, ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე,
ხან პირქვე დაწვებოდა, ხან გულაღმა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ
(„თქვენც არ მომიკვდეთ“ აუცილებელი არაა და შეიძლება არც დაგვე­წე-
რა), ისე დაათენდა, თვალზე რული არ მიჰკარებია. ჩანდა, მისი არსება

678
რაღაც მძიმე საფიქრალს მოეცვა“. საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ გვჭირდე-
ბა. ჩვენ სწორედ ამ „მძიმე საფიქრალის“ შუაგულში ვიმყოფებით, რო-
გორც მსტოვრები, და ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს. ჩვენ ნათლად
ვხედავთ, რომ, დიდხანს გაგრძელდა კოსტას თავში ალიაქოთი თუ ცო-
ტა ხანს, გამთენიისას მშფოთვარე და აღელვებული გუბე შუაზე გაიყო
და ორ მძლავრ ტალღად იქცა. ერთი ტალღის წვერზე დროშასავით
ყელ­ყელაობდა „არა“, მეორეზე „ჰო“, ხოლო ტალღასა და ტალღას შუა
უფსკრული გადაჭიმულიყო და შიგ საბოლოო განაჩენის მოლოდინში
უძრავად იწვა კითხვა: „წავიდე თუ არ წავიდე?“ „არასაც“ და „ჰოსაც“ ირ-
გვლივ თანამოაზრეთა, მრჩეველთა, დიპლომატთა, მჭევრმეტყველთა
და ერთგულ მეომართა ლაშქარი ერტყა. სასტიკი ბრძოლა იყო მოსა-
ლოდნელი და წინასწარ ვერავინ იტყოდა, თუ ვის დარჩებოდა გამარ-
ჯვება.
როდესაც კოსტამ პირველად თქვა „არა“, ბუნდოვნად იგრძნო, რომ
„ჰოს“ თქმა ერჩივნა. მერე ის იგრძნო ბუნდოვნად, „ჰო“ რომ ეთქვა,
„არას“ თქმას არჩევდა. ეს „არას“ თქმაცა და „ჰოს“ თქმის სურვილიც
სტიქიური ძალები იყო, პირველყოფილი, ინსტინქტური და აურიდებე-
ლი. იგი მზის დაბნელებასავით ჩამოემხო კოსტას ცნობიერების გუბეს
და ისე დააწვა, ფიქრთა ჭავლებს თავის ამოყოფის საშუალება არ მისცა.
მერე, როდესაც ამ პირველმა ტალღამ გადაიარა და წვიმის წვეთები
კვლავ­ინ-დებურად აწკაპუნდა გუბის ზედაპირზე, კოსტა მიხვდა, რომ
ნამდვილი გადაწყვეტილება აწი უნდა მიეღო. მართალია, ძილის წინ კი-
დევ ერთხელ თქვა „არაო“, მაგრამ ამჯერად ეს „არა“ ადრე ნათქვამის
ჯიუტი ინერცია იყო და სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა: ახლა რომ ეთ-
ქვა, ჯერ არ გა­დამიწყვეტიაო, ცოლს ეგონებოდა მისმა მუდარამ მოულ-
ბო გული. ასეთი ვარაუდის უფლებას კი ოჯახის უფროსი ცოლს ვერ მის-
ცემს.
ამგვარად, ცოლს უთხრა, არაო, და მერე მთელი ღამე ფიქრში გაატა-
რა. ქანქარასავით ირწეოდა „არასა“ და „ჰოს“ შორის, მაგრამ მტკიცე აზ-
რზე ვერ იქნა და ვერ მივიდა. როდესაც „ჰომ“ თავისი საბუთები წარმო-

679
ადგინა, „არამ“ პასუხად აკანკალებული ხელით ნერვულად დახატა სუ-
რათი, რომელზედაც კოსტას ქვისლისა და ცოლისდის ოჯახი იყო გამო-
სახული. კოსტას არ უყვარდა ეს ოჯახი და მის დასახასიათებლად ისეთი
მრავლისმომცველი სიტყვა გამოძებნა, როგორიცაა „გატყლარჭული“.
ამ სიტყვას გულში ამბობდა. ერთხელ ხმამაღლაც თქვა. ცოლს უთხრა,
არ მომწონს მაგათი გატყლარჭული ცხოვრებაო. თან ისეთი დრო შეურ-
ჩია, როცა ცოლი რაღაცის გამო ცოტა ნაწყენი იყო დასა და სიძეზე. მაგ-
რამ ეს მცირე წყენა საკმარისი არ გამოდგა საიმისოდ, რომ ცოლს კოს-
ტას ფორმულირებისათვის დასტური მიეცა. პირიქით, ძალიანაც იტკი-
ცა, ის მცირე წყენა წამსვე გადავარდა გულიდან და დაუყოვნებლივ გა-
დაწვდა დედამთილსა და ქმრის დანარჩენ ნათესავებს. ამის შემდეგ
კოსტა სიტყვა „გატყლარჭულს“ მხოლოდ თავის გუნებაში ამბობდა. თუ
ვინმე იკითხავს, მაინც რას გულისხმობდა ამ სიტყვაშიო, პასუხი მიახ-
ლოებითი იქნება, რადგან ზუსტი პასუხი კოსტას ცნობიერების გუბეში,
ყოველ შემთხვევაში, მის ზედაპირზე, ვერ ვიპოვე. მიახლოებითი პასუხი
კი ასეთი გახლავთ: კოსტა გულისხმობდა იმას, რომ ცოლისდა მაროს
„მარიას“ ეძახდა, თავის თავს „ნათიას“. მართალია, ქმრის სახელი არ
გადაუკეთებია, იაშა ერქვა და იაშას ეძახდა, მაგრამ იაშას იკლიკანტური
სახელი არც სჭირდებოდა, უამისოდაც იკლიკანტური იყო: თხა­სავით
ჰქონდა წვერი მოშვებული (მარტო ნიკაპზე, ლოყებს იპარსავდა) და
ხელში მუდამ ყალიონი ეჭირა, ხან ანთებული, ხან აუნთებელი. რაც შე-
ეხება მათს სიმდიდრეს, კოსტა ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, რადგან,
რა უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს ვინმეს (ფსიქოლოგებს, ალბათ,
შეუძლიათ ახსნან ეს ფაქტი), მათი სიმდიდრის გახსენებაზე აგონდებო-
და არა თავისი სიღარიბე, არამედ თავისი გარეგნობა, თავისი სიწვრი-
ლე.
რაკი ახლობელი ნათესავები იყვნენ, კოსტას, უნდოდა თუ არ უნდო-
და, დროდადრო მაინც უხდებოდა მათთან ყოფნა. და რამდენჯერაც კი
ყოფილა, ყოველთვის ისე გრძნობდა თავს, როგორც მოწაფეობისას,
მასწავლებელი რომ დაფასთან გამოიძახებდა. იაშასა და ნათელას დი-

680
დი და ბრწყინვალე ბინა ჰქონდათ. ოთახების რიცხვი კოსტამ ვერ დაად-
გინა, მით უმეტეს, რომ ზემო სართულში, სადაც ხვეული კიბე ადიოდა,
საერთოდ არ იყო ნამყოფი. კედლები მუხით იყო მოპირკეთებული და
შიგ კარადები იყო დატანებული. ჭერზე ყველა ოთახში (აგრეთვე შემო-
სასვლელში) ძველებური თუ ძველებურ ყაიდაზე გაკეთებული (ასეთი
ნიუანსები კოსტას უბირ თვალს, ცხადია, იოლად გამოეპარებოდა) ჭაღე-
ბი ეკიდა. მთელი ბინა გამოტენილი იყო საუცხოო ავეჯით. ავეჯს (და სა-
ერთოდ მთელ სახლს) ბზინვა გაუდიოდა. ამ საქმეს ნათელა აგვარებდა.
იგი ერთთავად ოთახიდან ოთახში დადიოდა და ყურადღებით ათვა-
ლიერებდა ყოველივეს, რომ ადამიანის ცხოვრების კვალი არაფერს
დამჩნეოდა. იმავე მიზნით ნათელა კრიტიკულად აკვირდებოდა ხოლმე
ფეხსაცმელებს, რომლებიც მათთან მოსულ სტუმრებს ეცვათ. სააბაზა-
ნო ოთახი, სადაც კოსტა ერთხელ დასათვალიერებლად შეიყვანეს, კი-
დევ უფრო ბზინავდა. კედლებზე, იატაკზე და ჭერზე ფერადი კაფელი
ელავდა. კა­ფელსა და კაფელს შუა კედლებზე და ჭერზე სარკეები ისე
იყო ჩადგმული, რომ, საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან თქვენს თავს
დაინახავდით (რის გამოც კოსტამ, რამდენადაც ამის საშუალებას ზრდი-
ლობა იძლეოდა, სწრაფად მოათავა იქაურობის დათვალიერება). აი,
ტუალეტში კი ხანდახან პრაქტიკული საქმიანობისთვის უხდებოდა შეს-
ვლა. როდესაც ეს ნაბიჯი პირველად გადადგა (ხანგრძლივი ყოყმანისა
და უკანასკნელ ზღვრამდე მისული მოთმინების შემდეგ), ნათელა, რო-
მელიც ყველგან იყო და ყველაფერს ხედავდა, კართან წამოეწია და ღი-
მილით უთხრა, ხომ იცი, კოსტა, როგორ უნდა ჩარეცხვა, ბაკის სახელუ-
რი ჯერ გვერდზე უნდა გასწიო და მერე დააწვეო. ჭკუის სწავლება და შე-
ნიშვნების მიცემა ნათელას საყვარელი საქმიანობა იყო. ოღონდ ამას
ყოველთვის ხუმრობის კილოთი და სიცილ-სიცილით აკეთებდა, ვითომ
მნიშვნელობას არც ანიჭებდა; კოსტას ყოველ ასეთ ხუმრობაზე ტანში
ბურძგლავდა, შენიშვნას კარგად იმახსოვრებდა და მუდამ ფრთხილობ-
და, რომ შემდგომში მსგავსი საქციელი აღარ ჩაედინა. ჩარეცხვის საქმე-
ში ასეთი მოურიდებელი ჩარევა კი მაინც მეტისმეტი მოეჩვენა. ქალი,

681
რაც არ უნდა ცოლისდა იყოს, ფეხსალაგში არ უნდა მოგდევდეს. კოსტას
ნათელას მაგივრად შერცხვა, შეიშმუშნა, აიწურა, თავი მხრებში ჩარგო
და გულში გაბრაზდა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მით ­უმეტეს,
რომ მართლა არ იცოდა, ბაკის სახელური თუ ჯერ გვერდზე უნდა გაეწია
და მერე დასწოლოდა.
იაშასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო. კოსტა მასთან
საუბრის გაბმას ვერ ახერხებდა. კაცმა რომ თქვას, არც სურვილი ჰქონ-
და. თვითონ იაშას კი ეს საკითხი სულაც არ ადარდებდა. ქვისლს სუფ-
რაზე ბოლომდე ყოფნას არ აცლიდა. კოსტა რომ ეშხში შევიდოდა და
ცოტა თითქოს გუნებაც გამოუკეთდებოდა, ის ამ დროს ყავას მოითხოვ-
და. კოსტაც იძულებული ხდებოდა, სმა შეეწყვიტა და გულში იბოღმებო-
და. რაკი სულ მთლად მუნჯად ყოფნაც არ შეიძლებოდა და დალაპარა-
კება ზოგჯერ მაინც აუცილებელი იყო, იაშას ამისთვის ერთადერთი თე-
მა ჰქონდა – სოფლის მეურნეობა. როგორც ჩანს, კოსტას სოფლელობას
უწევდა ანგარიშს, თორემ სოფლის მეურნეობისა არაფერი გაეგებოდა.
ზოგჯერ გვარიან სისულელესაც წამოროშავდა ხოლმე. კოსტა არ უსწო-
რებდა. იაშას ნათესაობაში და ნათესაობის იქითაც – ღმერთმა იცის, სა-
დამდე – ჭკვიანი და განათლებული კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი
და კოსტას ვერ გაებედა, ასეთი კაცი ემხილებინა და უხერხულ მდგო­მა-
რეობაში ჩაეყენებინა.
ერთი სიტყვით, ქვისლის სახლში სამადლოდ შეფარებული ობოლი-
ვით გრძნობდა თავს. ზოგჯერ იაშას მეგობრები ეწვეოდნენ და ისეთ სა-
კითხებზე და ისეთი სიტყვებით საუბრობდნენ, რაც კოსტასთვის ჩი­ნუ-
რი მეცნიერება იყო. ასეთ დროს კოსტას თვლემა ერეოდა, მაგრამ თავს
იკავებდა. იჯდა და კეთილსინდისიერად ცდილობდა ისეთი სახე მიეღო,
ვითომ სწორედ ამ ხალხის გვერდით იყო მისი ადგილი. ერთადერთი
შემთხვევა ახსოვს, როცა საუბარში ისიც ჩარიეს. რაღაცაზე ლაპარაკობ-
დნენ, რაღაც გაუგებარ სიტყვებს ამბობდნენ, განსაკუთრებით ხშირად
იმეორებდნენ ორ გაუგებარ სიტყვას, რომლებიც კოსტას არ დაახსომდა.
თანდათან გახურდნენ, ხმას აუწიეს, ხელების ქნევას უმატეს. ბოლოს

682
ერთი სათვალიანი, ულვაშებაპრეხილი სტუმარი იაშას მიუბრუნდა, რას
ვიკლავთ თავს, აგერაა კოსტა, ამ საქმის მცოდნე, და ამას ვკითხოთო, და
ჰკითხა: წელს ვაშლს რა ფასი ჰქონდა ბაზარზეო. ყველაფერს ­იფიქრებ-
და კოსტა, მაგრამ იმ უცხო და გაუგებარი სიტყვებით თუ ვაშლის ფასზე
ლაპარაკობდნენ, მოკალით და ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა. ხანდა-
ხან იაშა მოულოდნელად გამოუცხადებდა კოსტას, აბა, მე ახლა ცოტა
სამუშაო მაქვს და შენ უჩემოდ არ მოიწყინოო, და თავის ყალიონიანად
იმ ხვეული კიბით მაღლა სართულს შეუყვებოდა. კოსტა ქვისლის დანა-
ბარებს ვერ ასრულებდა და მოიწყენდა ხოლმე. ნათელას მისთვის არ
ეცალა. ნათელა ოთახიდან ოთახში დადიოდა და სახლის ელვარებას
ამოწმებდა. კოსტა ცოტას მოიწყენდა, მერე იმ ოთახს მიაშურებდა, სა-
დაც ისა და მისი ცოლი ღამეს ათევდნენ ხოლმე, ისევ თავის მაროს მოს-
ძებნიდა და ხმადაბლა (რატომ ხმადაბლა? ეს კოსტამ არ იცოდა) გა-
უბამდა ლაპარაკს. კოსტას ყველაზე მეტად ცოლი მაშინ უყვარდა, როცა
სტუმრად იყვნენ, განსაკუთრებით, როცა იაშასა და ნათელასთან იყვნენ
სტუმრად.
არა, სხვა დროსაც უყვარდა, ეგრეც არაა საქმე. უფრო მეტიც: მოსწონ-
და კიდეც. ცხადია, ისე არა, როგორც სხვისი ცოლი – სხვისი მაინც სხვი-
სია – მაგრამ საკუთარი ცოლის კვალობაზე ძალიანაც მოსწონდა. თავს
არ იტყუებდა, მშვენივრად იცოდა, რომ მარო შეუხედავი ქალი იყო, გა-
დაბმული წარბები მაინცდამაინც არ უხდებოდა, სახეც რაღაცნაირი
მომჟავო-უგერგილო ჰქონდა. მაგრამ სამაგიეროდ მსუქანი იყო, ფუშფუ-
შა, ტანზე ხორცი უხვად ეყარა და, გახდილს რომ დაინახავდით... თუმცა
თქვენ რას დაინახავდით... ძილის წინ რომ გაიხდიდა, კოსტას მუცლის
ძირში ტკბილი სიმხურვალე ბორბალივით დაუტრიალდებოდა ხოლმე.
ისე, ძვალტყავა ქალების ყადრიც იცოდა. ზაფხულში, ქალაქიდან რომ
დასიცხული დამსვენებლები ამოლაგდებოდნენ, კოსტა თხელ-თხელ,
კნაჭა-კნაჭა გოგოებს ზოგჯერ კუდიძირში მიაჩერდებოდა ხოლმე და
თვალგაშტერებული მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს. ერთხელ ერთ მათგანს,
რომელიცღამის ბინდ-ბუნდში მოჩვენებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალს,

683
არშიყობაც კი წამოუწყო, კერძოდ, ამინდზე ჩამოუგდო სიტყვა. მაგრამ
ყოველივე ეს დროებითი და წარმავალი რამ იყო, წამიერი გახალისება,
შორ გზაზე მიმავალი კაცი რომ შიგადაშიგ შეისვენებ და ამოიქაქანებ
(ჩვენ, ნასწავლ ხალხს, შეგვიძლია ამას ლირიკული გადახვევაც ვუწო-
დოთ), თორემ არჩევანი რომ მიეცათ, კოსტა ამ ფიცარივით ქალებს ისევ
თავის შავ მაროს ამჯობინებდა, სავსეს, ფუმფულას, თბილს. ოღონდ,
როცა იმ სიყვარულზეა ლაპარაკი, რომლითაც კოსტას ქვისლის სახლში
უყვარდა ცოლი, უნდა ითქვას, რომ ეს სულ სხვანაირი გრძნობა იყო, რა-
ღაც ღრუბელივით დიდი და ღამის ნისლივით ბუნდოვანი. ჩვეულებრივ
სიყვარულს არ ჰგავდა, რადგან ასეთ დროს მარო თითქოს თეძოსავსე,
ჩათქვირებული ქალი კი არ იყო, არამედ ტრიალ მინდორში ამოსული
ტოტებგანიერი ხე, რომელსაც ხვატშიაც შეგიძლია შეეფარო და თავ-
სხმაშიაც. სიმართლე რომ ითქვას, კოსტას ეს გრძნობა არ მოსწონდა,
რადგან მას ქალაჩუნობის იერი დაჰკრავდა და მამაკაცურ ღირსებას გა-
ურკვეველ, მაგრამ აშკარა ხიფათს უქმნიდა. ამიტომ ძალიან უხაროდა,
რომ, მოათავებდნენ თუ არა სტუმრობას და ქვისლის სახლიდან წამო-
ვიდოდნენ, ეს ბუნდოვანი გრძნობა წამსვე იფანტებოდა, როგორც კვამ-
ლი, რომელმაც ბუხრის ვიწრო ყელს თავი დააღწია.
არა, არ უყვარდა კოსტას ნათელასა და იაშასთან სტუმრობა. მართა-
ლია, მეზობლებში და შინაურებში უნებური სიამაყით იტყოდა ხოლმე
„ჩვენებიო“, მაგრამ სტუმრად სიარულს, რამდენადაც ამის საშუალებას
გარემოება და ცოლი იძლეოდა, ერიდებოდა. მით უმეტეს, რომ ყოველ
ჩასვლას გვარიანი ხარჯი ახლდა თან. ავტობუსის ფულს ვინ ჩივის! კოს-
ტა არც ასეთი წვრილმანი კაცი იყო. საქმე ისაა, რომ მაროს აზრით, ქა-
ლაქელ ნათესავებთან ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა. ან ხილი
უნდა წაეღოთ, ან ღვინო, ან თონეში გამომცხვარი პური, ან, თუ რამე გან-
საკუთრებული დღე ახლოვდებოდა, ყველაფერი ერთად. კოსტას ვერ გა-
ეგო, თუკი იმათ შეეძლოთ ხელცარიელი მოსვლა, რატომ ამათ არ ­შეეძ-
ლოთ. ცოლი ამას უბრალოდ ხსნიდა: ჩვენ ბაღი და ვენახი გვაქვს, იმათ
არა აქვთო. კოსტას აზრით ასე მარტივად არ იყო საქმე. ბაღი და ვენახი

684
მისთვის იმასვე ნიშნავდა, რასაც იაშასთვის მისი ხელფასი. მე­ტიც: იაშა
მის ხელფასს იოლად იღებდა, კოსტას კი რამდენი უნდა ეწვალა და
ეწანწალა ბაზარ-ბაზარ, რომ მისი ბაღი და ვენახი ხელფასად ქცეული-
ყო! ერთი ხანობა აპირებდა, დაუფარავად ეთქვა ცოლისთვის, რასაც
ფიქრობდა და, თუ საჭირო შეიქნებოდა, ხანგრძლივ გაბუტვასაც არ მო-
რიდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავი შეიკავა. არა გაბუტვის გამო. გა-
ბუტვას კი გაუძლებდა. ცოლის დამცინავ გამოხედვას ვერ იტანდა. გამო-
ხედვას და სიტყვა „წუწურაქს“, რომელსაც მარო განსაკუთრებული გა-
მოთქმით ამბობდა ხოლმე (ისევე, როგორც სიტყვა „დუხჭირსა“ და სიტ-
ყვა „ბეჩავს“). მოგვიანებით თავადვე მიხვდა, რომ მთლად ხარჯშიც არ
იყო საქმე. დამცირებულად გრძნობდა თავს. ჩადი, ეახლე, მიართვი! ვინ
არიან ბოლოს და ბოლოს?! მე მაგათზე ნაკლების...
მაინცდამაინც არც იაშასა და ნათელას უკვნესოდათ გული კოსტას
სიყვარულით. ეგ კი არა, ალბათ არასოდეს ფეხს არ ამოადგამდნენ, სო-
ფელში რომ ასეთი სუფთა და ჯანსაღი ჰაერი არ ყოფილიყო. კოსტას დი-
დად არც ამ ჰაერის სისუფთავე და სიჯანსაღე სჯეროდა. სოფელში ისე-
თი არავინ უნახავს, განსაკუთრებით ჯანმრთელი ყოფილიყო, ან განსა-
კუთრებით დიდხანს ეცოცხლა. ქალაქელები უკეთესადაც გამოი­ყურე-
ბიან, უფრო გვიანაც ბერდებიან და უფრო გვიანაც იხოცებიან. ამიტომ,
ზაფხულობით რომ თავიანთ გაჩახჩახებულ დარბაზებს მიატოვებენ,
აქაურობას მოაწყდებიან და გომურებივით ოთახებში ქვეყნის ფულს იხ-
დიან, ამის მიზეზი კოსტას აზრით ჯანსაღი ჰაერი კი არ იყო, არამედ ის,
რომ ზედმეტი ფული აწუხებდათ და არ იცოდნენ, რაში დაეხარჯათ.
ნათელას და იაშას ყოველ ზაფხულს ამოჰყავდათ სერაფიტა. ადრე
ნათელაც რჩებოდა. ბოლო ორი წელიწადია, ეტყობა, ჩათვალეს, რომ
გოგონა საკმაოდ წამოიზარდა და დედა აღარ სჭირდებოდა. ამოიყვან-
დნენ, დატოვებდნენ და მერე წასაყვანად ამოაკითხავდნენ.
კოსტას არავინაც არ სძულდა, თუ მაინცდამაინც თავს არ შეაძულებ-
დნენ. დიდი არ სძულდა და პატარას სიძულვილი რა სათქმელია. ეგ კი
არა, თავიდან უყვარდა კიდეც სერაფიტა. მშვენიერი ბუთხუზა გოგო იყო,

685
მრგვალი, თეთრი, ცისფერთვალა და ქერათმიანი. ვის რას უშავებდა!
დატანტალებდა თავისთვის და თამაშობდა. ხან ყვავილს ჩაუცუცქდე-
ბოდა და ხმადაბლა ელაპარაკებოდა, ხან პეპლებს დასდევდა ჭყივილი-
თა და ხითხითით. სულ კარგ გუნებაზე იყო და სულ მღეროდა (რაც შე-
ეხება სიმღერას, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სამწუხაროდ, იმაზე
მეტს მღეროდა, ვიდრე სასურველი იყო). მაგრამ ზომაც ხომ უნდა იცოდე
კაცმა! ერთი ზაფხული, ორი, სამი... აგერ ექვსი წლისა გახდა, მეშვიდე
წელშია და უკვე ხუთი ზაფხულია ამოჰყავთ და ამოჰყავთ. ­სხვი­სი კი
არა, ამდენ ხანში საკუთარი მოგბეზრდება ადამიანს. ჭამა უნდა, სმა უნ-
და, მოვლა უნდა, პატრონობა უნდა, დარეცხვა უნდა, დაუთოებაუნდა...
თავიდან, როგორც ითქვა, კოსტას უყვარდა კიდეც პატარა სერაფი-
ტა. ეს იყო პირველი წელიწადი, პირველი ზაფხული, პირველი სტუმრო-
ბა. მაშინ მარტო სერაფიტა კი არა, ნათელაც უყვარდა, იაშაც. ისე უყვარ-
და, რცხვენოდა კიდეც ამ დაუოკებელი სიყვარულის. საქმე ის გახლავთ,
რომ მაშინ მარო ახალი შერთული ჰყავდა. კოსტას ცნობიერების გუბე
ფსიქიკის რთულ მექანიზმში ვერ ერკვევა (სიყვარული კი მრავალი სახი-
საა), მას მხოლოდ შიშველი განცდების მოწოდება შეუძლია. სამაგი-
ეროდ, ჩვენ ყველაფერში მშვენივრად ვერკვევით და დანამდვილებით
ვიცით, რომ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, დრომდე და ვადამდე მას
ცოლის ნათესავები, ცოლის მეგობრები, ცოლის ახლობლები ისე უყ-
ვარს, თავისიანებს ურჩევნია. ამ დროს სიყვარული ადიდებულია, კალა-
პოტიდან გადმოსულია და ღობე-ყორეს ედება. ცოტა ხანში ჩაწყნარდე-
ბა და კა­ლაპოტში ჩადგება. გვალვამ თუ მოუჭირა, შეიძლება სულაც და-
იშრიტოს და დაშრეს.
კოსტა და მარო ოქტომბრის ბოლოს დაქორწინდნენ. სერაფიტა ნა-
თელამ ივლისის დასაწყისში ამოიყვანა. შუაში რვა თვე იყო. რვა თვეში,
თუ სიძე ყოჩაღია და არც სხვა რაიმე ობიექტური დაბრკოლება არსე-
ბობს, წესით პატარძალი კი უნდა დაორსულდეს. მაროს ჯერჯერობით
არაფერი ეტყობოდა. ამის გამო სხვა ქმარი შეიძლება შეშფოთებულიყო
კიდეც და ცოლოურის სიყვარულშიც შესაბამისი შესწორება შეეტანა,

686
მაგრამ კოსტა არ შფოთავდა. არც კი ფიქრობდა ამაზე. ჯერხნობით
ქვისლი ჭკვიანი კაცი იყო, დაფასებული, შემკობილი, წვერი და ყალიონი
დიდად შვენოდა. ნათელაც ანგელოზი იყო, სითბოს, სინაზისა და გუ-
ლისხმიერების განსახიერება. კოსტა შემთხვევას არ გაუშვებდა ხელი-
დან, რომ ეს ახალი, საამაყო წრე არ ეხსენებინა და თავისი ბნელი ნათე-
სავებისთვის არ დაეპირისპირებინა. სერაფიტა მაშინ ორი წლისა იყო.
დაბაჯბაჯებდა ეზოში და ჭყიოდა. ყველაფერი უკვირდა და ყველაფერი
უხაროდა. მაშინ კოსტასაც ყველაფერი უხაროდა. მაგრამ, ერთი წელი
რომ გავიდა, ადიდებული სიყვარული კალაპოტში ჩადგა, იაშას წვერმა
და ყალიონმა გამორჩეულობის ნიშან-თვისებები დაკარგა და ცოტა მე-
ტიჩრობის ნიშან-თვისებები შეიძინა. აღარც ნათელას გულისხმიერება
იყო შარშანდელივით უზადო და უცოდველი. ხოლო რაკი დროის მეთო-
დური მუშაობა უფრო დაჩქარდა იმით, რომ მარო დაორსულებას არა და
არ აპირებდა, მომდევნო ზაფხულს, როდესაც ნათელამ ისევ ჩამო­იყვა-
ნა სერაფიტა, კოსტას მოეჩვენა, თითქოს გოგონა ზომაზე მეტად ჭყი-
ოდა, ისეთი რამეები აკვირვებდა, რაც სამი წლის ბავშვს აღარ უნდა აკ-
ვირვებდეს, და ისეთი რამეები უხაროდა (ვთქვათ, კოსტას დედას რომ
ექვსი კბილი აკლდა), რაშიაც არაფერი არაა სასიხარულო. და, რაც მთა-
ვარია, ყველაფერ ამაში – ჭყივილშიც, გაკვირვებაშიც, სიხარულშიც –
კოსტა ნიშნისმოგებას ხედავდა, თითქოს ესმოდა გოგონას გამომწვევი
ხმა: მე ვარ და ის არ არისო. „ის“ კი არა და არ ჩაისახა, თუმცა კოსტა თა-
ვის მხრივ ცდას არ აკლებდა. დრო იკარგებოდა უქმად, თორემ, ჯამბუ-
ლა რომ გაჩნდებოდა, ამაში კოსტა არასოდეს დაეჭვებულა. ჯამბულა
ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა, მაგრამ ეს იყო, იგვიანებდა, საქმეს კი უკვე
ისეთი პირი უჩანდა, რომ შეიძლება ამასობაში მისი საძოვრები ­სხვას
მოეოხრებინა. სერაფიტას საკვირველი მადა ჰქონდა და ხარბი ჭამა იცო-
და. ერთხელ კოსტამ ნიადაგის მოსასინჯად ამ თემაზე ცოლთან დაიწყო
(შორიდან) ლაპარაკი. თავი ისე დაიჭირა, ვითომ ჯამბულას მომავალი
ქონების დარდი კი არ ჰქონდა, არამედ იმას წუხდა,ზედმეტ ჭამას სერა-
ფიტას ჯანმრთელობა არ შეერყია, და მზრუნველი ბიძის ­კილოთი

687
თქვა, კაცო, ეს ბავშვი რომ გაძღომას ვერ იგებს, კუჭს არაფერი აუტეხო-
სო. ცოლმა მისი ტაქტი არად ჩააგდო და მწყრალად მიუგო, ნუ გეშინია,
მოცუცქნული ბავშვი რომ ერთი კვირა შევინახოთ, ამით არ გავღატაკდე-
ბით, ოჯახში ისედაც კეთდება თითო ზედმეტი ულუფაო. კოსტამ კილო-
ზე შეატყო, რომ ცოლს უკვე ენის წვერზე ადგა რომელიმე საშიში სიტყვა
(„წუწურაქი“, „ბეჩავი“, ან „დუხჭირი“), ამიტომ გაჩუმდა და სათქმელი
გულში ჩაიკლა. არადა, ცოლმა მის ბოღმას კიდევ ახალი ბოღმა მიუმა-
ტა: ვერ გაეგო კოსტას, რატომ ამბობდა, ერთი კვირით შე­ვინახოთო,
როცა ყოველ ზაფხულს, სულ მცირე, თითო თვით ინახავდნენ. მით უმე-
ტეს ვერ გაეგო ზედმეტი ულუფის საკითხი: თუ სადილად ერთი ულუფა
ყოველთვის ზედმეტი კეთდება, ის ერთი ულუფა ხომ უკვე მაგ ბავშვს
სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთი ულუფა უნდა მიამატო, რომ ისევ ერთი
ზედმეტი ულუფა გამოვიდეს. ბოლოს და ბოლოს ქვეყანა მართლა ჩა-
ლით ხომ არაა დახურული! ან იქნებ ვინმეს ჰგონია, კოსტამ ამდენი ან-
გარიში არ იცის?
კოსტას თანდათან დასჩემდა შიში, რომ სერაფიტა ყველაფერს შეს-
ჭამდა და პატარა ჯამბულას, რომელიც სადღაც, შორეულსა და უცხო,
სქელი ნისლით გარემოცულ თვალმიუწვდომელ სამყაროში უკვე არსე-
ბობდა, აღარაფერს დაუტოვებდა. გოგონა ისე გრძნობდა თავს, როგორც
საკუთარ სახლში. ჩემი და შენი არ იცოდა. ყველაფერს თავისად თვლი-
და. ყველგან მიძვრებოდა, ყველაფერს აღებდა, ყველაფერს სინჯავდა,
ყველაფერს აფუჭებდა. ისეთი აღარაფერირჩებოდა, რომ ჯამბულას უხ-
მარი და ხელუხლებელი დახვედროდა. ერთხელ კოსტამ შიბაქი გამო-
თალა (რითაც ხაზი გაუსვა ჯამბულას მოსვლის გარდუვალობას) და ჩუ-
მად ჩაკეტა უჯრაში იმ იმედით, რომ მისი პირველი მომხმარებელი ჯამ-
ბულა იქნებოდა. კოსტა თავის გულში დიდხანს ეფერებოდა და ელო-
ლიავებოდა ამ ფიქრს, სიყვარულით წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ჩა-
აწყობინებდა მომავალ ვაჟიშვილს შიგ პაწაწკინტელა რაღაც-რუღაცე-
ებს. მაგრამ სერაფიტამ შიბაქს მიაგნო. თავიდან ყალიონს მიამსგავსა,
პირში გაიჩარა, მამიკო ვარო, საკუთარ თავს გამოუცხადა და ზურგსუკან

688
ხელებდაწყობილმა დინჯად გაიარ-გამოიარა აივანზე. მერე ეზოში ჩა-
ვიდა და ყალიონი ყვავილებსა და პეპლებს შეახარბა. ბოლოს, როდესაც
ეზოს გადაღმა, ნაკადულის პირას გაისეირნა, უცებ სხვა აზრი დაებადა.
ტალახი მოზილა, ნამცხვრის გამოცხობა დაიწყო და ჯამბულას რაღაც-
რუღაცეების ჩასაწყობი შიბაქი ფორმების გამოსაყვანად იხმარა. კოს-
ტამ ეს რომ გაიგო (საღამოს, შინმობრუნებულს, თავად სერაფიტა შეეგე-
ბა ეზოში და მიახარა, ნახე, ბიძია კოსტა, მე რა მაქვსო), გაცოფდა, წამო-
ენთო, მაგრამ ცოლის შიშით ვერაფერი თქვა, მხოლოდ კბილები გააღ-
რჭიალა და გულში შეიგინა.
ახლა, რაც შეეხება სიმღერას. ბოლო ხანებში (განსაკუთრებით მას
შემდეგ, რაც მშობლებმა ჩათვალეს, რომ იგი უკვე დიდი გაიზარდა, და
მარტო ტოვებდნენ სოფელში) სერაფიტა სიმღერამ გაიტაცა. ხოლო რა-
კი გატაცება სრული და ყოვლისმომცველი იცოდა, დილით რომ გააღებ-
და პირს, მხოლოდ ჭამისა და ძილის გამო თუ მოკუმავდა. მღეროდა და
მღეროდა. ერთ სიმღერას რომ მოათავებდა, არ ამოისუნთქავდა, ისე გა-
დააბამდა მეორეს. როცა ცოდნა უღალატებდა და რეპერტუარი შემოაკ-
ლდებოდა, იქვე, ექსპრომტად თხზავდა, მელოდიასაც თვითონ იგონებ-
და და სიტყვებსაც. კოსტას მისი გაუთავებელი სიმღერა ყურებს უყრუებ-
და და ტვინს უხვრეტდა, მაგრამ გოგონას ამ გატაცებას მშვიდად და ცო-
ტა სიხარულითაც კი შეხვდა, რადგან, ჯერ ერთი, სამუშაო დღე­ებში
თვითონ სამსახურში იყო, რაიონის ცენტრში, იქამდე კი გოგონას ხმა
ვერ აღწევდა, გარდა ამისა, მთელი არსებით სიმღერაში დანთქმული სე-
რაფიტა სხვა საქმიანობისთვის ნაკლებად იცლიდა და კოსტას იმედი
მიეცა, რომ ჯამბულას მოსვლისთვის ოჯახში ცოტა რამ მაინც გადარჩე-
ბოდა დაუმტვრეველი, დაუხეველი, გაუფუჭებელი, შეუჭმელი.
კოსტას პატარა სახლი ედგა, ორი ოთახი და ერთი შუშაბანდი ჰქონ-
და. რა ხანია აპირებდა ახალი სახლის აშენებას, მასალის ნაწილი უკვე
მოზიდა კიდეც და ეჭვი არ იყო, თავის დროზე ჯამბულა უკეთეს სახლში
იცხოვრებდა, მაგრამ ჯერჯერობით მშენებლობის დაწყება ვერ მოხერ-
ხდა. დიდი ოთახი გაქირავებული იყო. იქ გასაჯანსაღებლად ჩამოსული

689
ქალაქელები იდგნენ. პატარა ოთახში კოსტასა და მაროს ეძინათ, შუშა-
ბანდში – კოსტას დედას. სერაფიტას სადღა ეძინა? სერაფიტას პატარა
ოთახში ეძინა დეიდასა და ბიძასთან ერთად. მართალია, შუშაბანდი
ოთახზე უკეთესი იყო – უფრო დიდიც, უფრო ნათელიც, უფრო ჰაერიანიც
– მაგრამ სერაფიტა იქ არ იძინებდა. სერაფიტას კოსტას დედა არ უყვარ-
და და ღამე მასთან არ რჩებოდა. თავიდანვე არ მოუვიდა თვალში. და-
ინახა თუ არა, „მეშინია ამისიო!“, ცივი ხმით იკივლა, დედამისს ჩაეკრო
და მკლავები მაგრად შემოაჭდო კისერზე. კოსტას დედა საფრთხობელა
არ ყოფილა. მართალია, შიგადაშიგ სხვა ბავშვებსაც ეშინოდათ, განსა-
კუთრებით პირველ ნახვაზე, მაგრამ ასეთი კივილი არავის აუტეხია. კოს-
ტას დედას მაშინ ბავშვის საქციელი ეწყინა და გაიბუტა. ნათელამ და მა-
რომ გაიცინეს და სცადეს ყველაფერი უწყინარ ხუმრობად ექციათ. კოს-
ტამაც გაიცინა. კოსტას სიყვარულის მდინარე ამ დროს არ იყო კალა-
პოტში ჩამდგარი. კოსტას ჯერხნობით სერაფიტაც უყვარდა, ნათელაც,
იაშაც და ყველა, ვინც კი მაროსთან იყო დაკავშირებული. სერაფიტა
ნელ-ნელა შეეჩვია კოსტას დედას. შიშით ისევ ეშინოდა, მაგრამ აღარ
ტიროდა. სანამ ნათელა სოფელში რჩებოდა, დედა-შვილს შუშაბანდში
ეძინა. სერაფიტა თითქოს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა კოსტას
დედას, რომელიც ხის ტახტზე იწვა და შუაღამემდე ხვნეშოდა, მაგრამ,
მარტო რომ დატოვეს, ცივი უარი თქვა შუშაბანდში დაწოლაზე და იძუ-
ლებული შეიქნენ ისიც პატარა ოთახში გადაეყვანათ. კოსტას ეს ამბავი
არ ესიამოვნა, მაგრამ დიდადაც არ განუცდია, რადგან საღამოს ცხრა სა-
ათზე გოგონას, როგორც წესი, გუდურასავით ეძინა ხოლმე და არავის
არაფერში ხელს არ უშლიდა. ამ დროს კოსტამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ
რა განსაცდელს უმზადებდა მუხთალი ბედი.
ერთ საღამოს სერაფიტა, მთელი დღის ნამღერი და დაქანცული, ჩვე-
ულებისამებრ ცხრის ნახევარზე დააწვინეს. თორმეტის ნახევარზე კოს-
ტა და მაროც დაწვნენ. სანამ მარო ტანთ იხდიდა, კოსტა უყურებდა და
მუცლის ძირში ვნების ცხელი ბორბალი უტრიალებდა. მერე თვითონაც
გაიხადა, გვერდით მიუწვა ცოლს, ტკიპასავით მიეკრო, ხელი მოხვია და

690
მოემზადა იმ ძილისწინა საქმიანობისათვის, რომელიც, ადრე თუ გვიან,
ჯამბულას გაჩენით უნდა დაგვირგვინებულიყო. „შეიფრთხიალა მგო-
სანმააა!“, გაისმა ამ დროს სერაფიტას ფხიზელი, წკრიალა ხმა. კოსტას
ძარღვები მოუდუნდა და სხეულში გაციებული ვნების მღვრიე ტალღამ
დაუარა. გოგონას გამოხდომა იმდენად მოულოდნელიიყო, რომ მარო-
მაც კი ვერ მოითმინა და მწყრალი ხმით დატუქსა: „რას წიკვინებ, გოგო,
გაჩუმდი და დაიძინეო!“ კოსტა გულაღმა დაწვა. „უნდა წაახრჩო კაცმა ეს
კატის კნუტი!“, გაიფიქრა და გინებას შეუდგა. აგინებდა თავის ბედს, თა-
ვის გაჩენის დღეს, მაროს, ნათელას, იაშას, აგინებდა ყველას და ყველა-
ფერს. ცოტა რომ დამშვიდდა, გადაწყვიტა დაეცადა, სანამ სერაფიტა
დაიძინებდა. სერაფიტა მღეროდა. ცოტა კი დაუწია ხმას, დეიდა რომ გა-
უწყრა, მაგრამ ოთახში მაინც კარგად ისმოდა მისი სიმღერა და გაწყალე-
ბული ვნებით გაჟღენთილ სიბნელეში დიდხანს იღვრებოდა ნაირ-ნაი-
რი მელოდიები. სერაფიტა მღეროდა, დაძინებით კი მარომ დაიძინა.
ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა სერაფიტამაც დაიძინა, მაგრამ ამას
უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ცოლის გაღვიძება კოსტამ ვერ
გაბედა.
ამის შემდეგ პატარა სერაფიტას ღამეული კონცერტები კოსტას
ცხოვრების საზაფხულო ლაიტმოტივად იქცა. გოგონა მღეროდა და
წვეთ-წვეთობით უშხამავდა სიცოცხლეს ბიძას. კოსტა შფოთავდა, ტრი-
ალებდა ლოგინში, კბილებს აკრაჭუნებდა და ამაოდ ელოდა სერაფიტას
დაძინებას. პირველი ყოველთვის მარო იძინებდა. ერთხანს კოსტა მა-
ინც არ ჰკარგავდა იმედს, ფიქრობდა, ამდენ უძილობას ბავშვი ვერ გაუძ-
ლებს და გადაიღლებაო. ეს ვარაუდი თავისთავად მართებული იყო, მით
უმეტეს, რომ დილით ადგებოდა თუ არა, კოსტა საგანგებოდ ახმაურდე-
ბოდა ხოლმე და გოგონას დილის ძილს არ აცლიდა. მაგრამ სერაფიტამ
სხვა გზა გამონახა: თუ აქამდე დღისით ნახევარ საათს წაიძინებდა, ახ-
ლა მთელი სამი საათი ეძინა, რათა მერე, ღამით, უფრო ფხიზლად და
ხალისიანად ემღერა. ვითარება იმდენად მძიმე შეიქნა, რომ ერთი-ორ-
ჯერ მარომაც კი ქმრის მხარე დაიჭირა და შეეცადა გოგონასთვის დღე

691
ძილის საშუალება არ მიეცა. მაგრამ ამ მცდელობას სასურველი შედეგი
არ მოჰყოლია. ნაშუადღევის ორ საათზე სერაფიტა სულ ერთიანად მო-
დუნდებოდა, მოეშვებოდა, მოიმჩვარებოდა, ნახევრად თვალდახუჭუ-
ლი ბარბაცით შევიდოდა ოთახში, მოწყვეტით ჩაეშვებოდა თავის სა-
წოლში და სამი საათი ისე ეძინა, ფეხს არ გაატოკებდა. კაცი იფიქრებდი,
იცის, რასაც აკეთებს, და შეგნებულად იბრძვის იმისათვის, რომ ჯამბუ-
ლას გაჩენას საფუძველი არ ჩაეყაროსო.
მაშინ კოსტამ იმედი დაკარგა და ნელ-ნელა გაგარეულდა. სამ-
სა­ხურ­ში გვიანობამდე რჩებოდა და იმის მაგივრად, რომ ხუთი საათის
ავტობუსით დაბრუნებულიყო, შვიდი საათის ავტობუსით ბრუნდებოდა.
ზოგჯერ შუაღამემდეც გადაიკარგებოდა. ცდუნება უკვე იოლად სძლევ-
და და ერთ-ორ ძველ ამფსონთან ერთად ბუზებით გამოტენილ ბინძურ
სასადილოს მიაშურებდა, რათა, როგორც ასეთ შემთხვევაზე იტყვიან,
დარდი ღვინოში ჩაეხრჩო. დარდი არ იხრჩობოდა. მცირე ხნით კი ჩა-
ყურყუმალავდებოდა ღვინოში და გაიტრუნებოდა, მაგრამ მეორე დი-
ლით საღ-სალამათი ისევ ზედაპირზე ამოჰყოფდა თავს. და, რაც მთავა-
რია, ამ უკვდავ დარდს ასეთ დროს თან ახლდა მწარე განცდა იმისა, რომ
ის ფული, რაც წუხელ დაიხარჯა, ჯამბულას მოაკლდა.
რა დასამალია და, ვნების სიმწრით გათანგულს ზოგჯერ ჯამბულა
ავიწყდებოდა კიდეც. მხოლოდ ამით თუ აიხსნება ის, რომ გულმა რამ-
დენჯერმე ქუჩის ქალებისკენ გაუწია. თუმცა აქედან არა გამოვიდა რა.
მართალია, ადრე, სანამ ცოლს შეირთავდა, ამ საქმეში რაღაც გამოცდი-
ლება კი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოჯახს მოეკიდა, ის გზა ნელ-
ნელა გადაავიწყდა და ახლა, როცა დასჭირდა, ვეღარ გაიგნო. თანაც ეში-
ნოდა. საკმარისია ვინმემ თვალი მოგკრას აქ, რაიონის პატარა ცენტრში,
სადაც ყველა ყველას იცნობს...
მერე და მერე შაბათ-კვირეებშიც დაიწყო ამფსონებში სიარული და
მთლად გატყიურდა. რა ექნა? სერაფიტას დანახვას ვეღარ იტანდა. რო-
ცა შინ იყო, სულ იმას ცდილობდა გოგონასთვის თვალი აერიდებინა.
ხანდახან ძლივს იკავებდა თავს, რომ ერთი მაგრად არ გაესილაქებინა.

692
გასილაქებას ვერ ბედავდა, ცოლის ეშინოდა. თუმცა შურისძიების პა-
ტარ-პატარა ზომებს კი მიმართავდა. ეს ზომები სამარცხვინო იყო და
შესრულების შემდეგ დანაშაულის ამაფორიაქებელ გრძნობას ბადებდა,
რომელსაც მოტკბო-მომჟავო გემო ჰქონდა. ერთხელ, მაგალითად, სე-
რაფიტას ეზოში ტაბურეტი გამოეტანა და ზედ კუბიკების კოშკს აგებდა.
ის იყო კოშკი თითქმის დაამთავრა, რომ კოსტამ გვერდით ჩაუარა და
ტაბურეტს ვითომ უნებურად წამოედო. ტაბურეტი შეირყა, კოშკი დაინ-
გრა, გოგონა აღრიალდა. კოსტას თან ესიამოვნა, თან ისეთი გრძნობა
გაუჩნდა, ზემოთ რომ ვთქვი, თან შეეშინდა, მარო არ გამოჩენილიყო და
მისი საქციელის წინასწარგანზრახულობას არ მიმხვდარიყო. მეორედ
კაკლის ძირას პაწაწკინტელა ბაყაყი იპოვა და ხმამაღალი სიმღერით
გართულ სერაფიტას კალთაში ჩაუგდო, თან, საქმისთვის რომ ხუმრო-
ბის ელფერი მიეცა, მოვიდა-მოვიდაო, სიცილით უთხრა. გოგონამ მაში-
ნაც ბევრი იბღავლა. ისე კი, უნდა ითქვას, სერაფიტა ბიძის ამ ავკაცურ
გამოხდომებს მალევე ივიწყებდა. უფრო მეტიც: სერაფიტას კოსტა უყ-
ვარდა. ზოგჯერ, კოსტა რომ სადმე, ეზოში ან აივანზე, თავისთვის იჯდა
პატარა ჯორკოზე, გოგონა უკნიდან წამოეპარებოდა, ხელებს კისერზე
მოჰხვევდა, თავს თავზე მიადებდა და გაიტრუნებოდა. კოსტა ასეთ
დროს ცივად იშორებდა ხოლმე მის ხელებს.
ნათელა რომამოვიდოდა და სერაფიტას წასაყვანად მოამზადებდა,
კოსტა თითქოს ცოტათი მოლბებოდა, გოგონაზე გული მოუბრუნდებო-
და, უკვე აღარ ეჩვენებოდა ჯამბულას დაუძინებელ მტრად და გულში
ისე შერცხვებოდა თავისი წვრილმანი შურისძიებებისა, რომ ოფლიც კი
ასხამდა. მერე, როცა ისიც გაახსენდებოდა, რომ წინ თავისუფალი, უსიმ-
ღერო და უკონცერტო ღამე ედო, გამოთხოვებისას, ცოტა არ იყოს, ჭარბი
გულმხურვალებითაც კი აკოცებდა ხოლმე საფეთქელზე.
ამასობაში რწმენამ და მონდომებამ თავისი გაიტანა და ერთ მშვენი-
ერ დღეს მარო ფეხმძიმედ შეიქნა. ეს მოხდა ზამთარში, როცა სოფელში
წელამდე თოვლი იდო, ხოლო სამ სექტემბერს, მზის ამოსვლის ჟამს,
ჯამბულაც გაჩნდა. სერაფიტა სულ ერთი კვირის წაყვანილი ჰყავდა ნა-

693
თელას, მაგრამ, ჯამბულას დაბადება რომ შეიტყვეს, მთელი ოჯახი – სე-
რაფიტაც, ნათელაც, იაშაც – უკანვე ამოვიდა. თან საჩუქრებიც ამოიტა-
ნეს. კოსტას საჩუქრები ესიამოვნა, თუმცა სტუმრების მოსვლა დიდად
არ ეპიტნავა. ერჩივნა ჯამბულას დაბადებით გამოწვეული სიხარული
სხვისთვის არ გაეზიარებინა და მარტო თვითონ განეცადა. თანაც გულ-
ში სულ იმის შიში ჰქონდა, სერაფიტას ახალი ოინი არაფერი მოეგონე-
ბინა და კოსტას სიხარულის ზღვაში შხამის მდინარე არ მიეშვა. ეს შიში
არ ასვენებდა, რაც შეეძლო ყურადღებით იყო, თვალი მუდამ გო­გონაზე
ეჭირა, რათა მოსალოდნელი ხიფათი წინდაწინვე გამოეცნო და მანამ
აერიდებინა, სანამ შედარებით იოლი ასარიდებელი იქნებოდა.
დაკვირვებული მკითხველი ამ ადგილას, ეჭვი არაა, უკვე მიხვდა,
რომ კოსტას სიფრთხილიდან არაფერი გამოვიდა, რადგან დაკვირვე-
ბულმა მკითხველმა იცის, რომ ზედმეტი სიფრთხილიდან სასიკეთო
არასოდეს არა გამოდის რა. ჯამბულა და მარო რომ სამშობიაროდან გა-
მოწერეს, მათ ამოსაყვანად რაიონის ცენტრში იაშას მანქანით წავიდ-
ნენ. იაშა საჭესთან იჯდა, კოსტა გვერდით უჯდა, ნათელა უკან იჯდა. სე-
რაფიტა შინ დარჩა. ასეთ დროს ყოველი ნორმალური ბავშვი, თუ გულში
რამე ავი განზრახვა არა აქვს, როგორც წესი, წაყვანას ითხოვს. მშობლე-
ბი უარს ეუბნებიან, ის კი ჭირვეულობს და ტირის. სერაფიტას მით უფრო
უნდა მოენდომებინა წასვლა, რომ შინ კოსტას დედასთან მოუწევდა
დარჩენა. აქ კი ყველაფერი უკუღმა მოხდა. მშობლებს წაყვანა უნდო-
დათ და მან დარჩენა ამჯობინა. კოსტა, ცხადია, ვერ მიხვდა, რომ გოგო-
ნას ამ არაბუნებრივ საქციელში უკვე ბედისწერის ხელი ერია. ერთი სიტ-
ყვით, წავიდნენ, ჯამბულა და მარო ჩამოიყვანეს, ჩამოვიდნენ და პიპინ-
პიპინით შეგრიალდნენ ეზოში. ის იყო იაშამ მანქანა დაამუხრუჭა, რომ
კოსტამ გაიხედა და რას ხედავს: ახალთახალი აკვანი, რომელიც ორი
დღის წინ იყიდა და რომელიც პირველად ჯამბულასთვის უნდა დარწეუ-
ლიყო, რათა ამით ჯანმრთელობა, სიმდიდრე და ხანგრძლივი სიცოც-
ხლე დაბედებოდა, სერაფიტას აივანზე გამოეტანა, შიგ თავისი საყვარე-
ლი თოჯინა ჩაესვა – ბანჯგვლიანი, შავი მაიმუნი, რომელსაც არასოდეს

694
იშორებდა და მუდამ და ყველგან თან დაათრევდა – წყნარად არწევდა,
დედობრივი სიყვარულით დაჰყურებდა და ტკბილად უმღეროდა. მანქა-
ნის ხმაზე გოგონამ მოიხედა, საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და
„ჩჩუო“, ხმადაბლა თქვა. ვითომ ჩემს მაიმუნს სძინავს და არ გამიღვიძო-
თო. ამის დანახვაზე იაშამ გაიცინა, ნათელამ გაიცინა, მარომაც კი გაიცი-
ნა. კოსტას გული ჩასწყდა და მთელი სხეული ისე მოემჩვარა, თითქოს
ყველა სასიცოცხლო ძალა გამოცლოდეს. ჯამბულამ აბა რა იცოდა, რა
ამბავი ტრიალებდა მის თავს! კოსტამ ჩუმად გააკრაჭუნა კბილები, ტკი-
ვილი უხმოდ გადაიტანა და შეეცადა ისეთი სახე მიეღო, ვითომ სერაფი-
ტას საქციელი უწყინარი და ხალისიანი ხუმრობა ყოფილიყოს. ან კი რა
ექნა? იცოცხლეთ, სიამოვნებით გააწნავდა სილას, სიამოვნებით დაავ-
ლებდა ხელს მის ბანჯგვლიან მაიმუნს, შუაში გახლეჩდა და ნაწილ-ნა-
წილ მოისროდა ღობის იქით. სიამოვნებით შეაყრიდა სახეში ნათელასა
და იაშას მათ ჩამოტანილ საჩუქრებს და მთელ ოჯახს კინწისკვრით გა-
ისტუმრებდა, მაგრამ ვაი, რომ კაცი ათასი ჯაჭვით ხარ შებორკილი და,
რაც გინდა, იმას არავინ გაგაკეთებინებს!
კოსტამ ეს შეურაცხყოფაც გადაყლაპა. გულში კი დაიქადნა, დამა­ცა-
დონ, ჯამბულა რომ წამოიზრდება და ამათთან სტუმრად ჩავიყვან, მეც
ასე თავის ნებაზე მივუშვებ, რაც არ უნდა ჩაიდინოს, არაფერს დავუშლი,
ვნახოთ ერთი რა გუნებაზე დადგებიანო, მაგრამ, საცა ეს ქადილი გაჩ-
ნდა, იმის ცოტა იქით, გულის შორეულ კუნჭულში, გრძნობდა, რომ ამ
ტრაბახს ასრულება არ ეწერა. ქვისლის დაწკრიალებულ სახლში, სადაც
ნათელა ჩვრით დადიოდა და მტვერსა და უწესრიგობას არ აჭაჭანებდა,
კოსტა ვერ გაბედავდა ნებაზე მიეშვა ჯამბულა. კოსტა საერთოდ ვერ გა-
ბედავდა, გამუდმებით არ ეფიქრა იმ ჩვარზე, რომელიც ნათელას ­ყო-
ველთვის გრძელი, საუცხოო ხალათის ჯიბეში ედო...
მაროს ეძინა. ჯამბულას ეძინა. სერაფიტას ეძინა.
შუშაბანდში დედას ეძინა.
ღობის იქით მეზობლებს ეძინათ.
მთელ სოფელს ეძინა.

695
ამდენ ხალხში მარტო კოსტა ფხიზლობდა და თვალზე რული არ ეკა-
რებოდა. ყოველმა კაცმა მოილია თავისი დარდი და დაიძინა. ან, თუ ვერ
მოილია, მეორე დღისთვის გადადო. კოსტამ ვერცმოილია და ვერც გა-
დადო. კოსტა შფოთავდა, წუხდა, ოხრავდა, ტრიალებდა და ღამეს თეთ-
რად ათენებდა. „ჰოსა“ და „არას“ ლაშქარი შეეყარათ და სამკვდრო-სა-
სიცოცხლო ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. ომის ასპარეზი კოსტას თა-
ვი იყო. აქ შუბმომარჯვებული მხედრები ქურან ცხენებს დააგელვებ-
დნენ და ფლოქვების თქარათქურს ყრუ ტკივილით ირეკლავდა საფეთ-
ქლები.
ყველას ეძინა კოსტას გარდა.
„არა“ თავის ლაშქრით კოსტას თავმოყვარეობას იცავდა.
ბოლოს და ბოლოს, თუ იაშა ადამიანია, კოსტაც ადამიანია. რას მიქ-
ვია ამოსვლა არ გვიხერხდება და ბავშვი თქვენ ჩამოიყვანეთო! თქვენმა
მზემ! ჩამოგიყვანთ, როგორ არა! სხვა ხომ არაფერი გნებავთ? იქნებ სა-
ყიდლებზე გაგეგზავნოთ?.. ამ ნათელას ჰგონია, მისი ქმარი განათლე-
ბული თუა და პირში ყალიონი თუ აქვს გაჩრილი, ამით კოსტაზე უკეთე-
სია. კი ბატონო, იყავით უკეთესი! გქონდეთ თქვენი განათლება, თქვენი
ყალიონი, თქვენი წვერები, თქვენი სიმდიდრე. გქონდეთ და იყავით
თქვენთვის. კოსტას თავი დაანებეთ. წარმოსადეგია ხომ იაშა, ჭკვიანი,
კარგი მოლაპარაკე? იყოს, ბატონო, მოუკვდეს მოშურნე! ოღონდ კოსტას
მოეშვით. თქვენ მოეშვით და, კოსტა წვრილია თუ მსხვილი, თავის საქ-
მეს თვითონ მიხედავს და თავის ჯამბულას თვითონ მოუვლის. როგორც
მე ვარ შენი ქვისლი, ისე შენა ხარ ჩემი ქვისლი. რა შუაშია აქ განათლება
და ყალიონი! სხვის სახლში ისე გრძნობენ თავს, ვითომ თავიანთი მამა-
პაპის დანატოვარ კარ-მიდამოზე იყვნენ. ესაა მაგათი განათლება, მე მა-
გათი განათლება კი... ნათელა ყველაფერს თავის ჭკუაზე გადაადგილ-
გადმოაადგილებს, აქაო და თქვენზე უკეთესი გემოვნება მაქვსო. საცა
უნდათ, იქ წამოგორდებიან, რასაც უნდათ, იმას შეჭამენ. ერთი არაფერ-
ზე იკითხავენ, შეიძლება თუ არაო. მაგათ მაგივრად კოსტას რცხვენია და
საკუთარ სახლში სტუმარივით იქცევა. ყველგან კოსტა რატომ უნდა

696
იყოს სტუმარი?! ის არ ეყოფა, რომ, როცა მათსაა, სულ ფეხის წვერებზე
დადის და ერთთავად იმის შიშშია, ისეთი არაფერი ჩაიდინოს, ნათელამ
შენიშვნა მისცეს? თქვენ ჩამოგვიყვანეთ ბავშვიო! მოგგვრით, როგორ
არა! ეტყობა, მანქანა გაუფუჭდათ, ან იაშას არა სცალია. უმანქანოდ კი
ნათელა აბა როგორ ამოვა! ავტობუსით მგზავრობას ხომ არ იკადრებს!
თქვენმა მზემ! ოღონდ ნათელა არ შეწუხდეს, და კოსტა დედაბუდიანად
აიყრება და წამოვა. პატარა ჯამბულა თუ ირაყრაყებს ავტობუსში ამო-
დენა გზაზე, ეს არაფერი! მთავარია, ნათელა გაუფრთხილდეს თავს.
ვერ მოგართვით! ამობრძანდით და თქვენ თვითონ წაიყვანეთ თქვენი
შვილი!
„არა“ მედგრად იცავდა კოსტას თავმოყვარეობას. „არა“ ამაყი იყო,
ზვიადი, გულმხურვალე და ცოტა სულელიც, როგორც ყველა, ვინც ამა-
ყია, ზვიადი და გულმხურვალე.
ახლა „ჰოს“ ბანაკს გადავავლოთ თვალი.
„ჰო“ თეთრ ცხენზე ამხედრებულა და წინდახედულად, ზომიერი
სიფრთხილით, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მიჰყავს ლაშქარი ბრძოლის ვე-
ლისაკენ. „ჰო“ დიდებული სანახავია. შეჯავშნულია, შეაბჯრული, შეჯაჭ-
ვისპერანგებული. თავზე ჩაჩქანი ახურავს, მუზარადი, ჩაფხუტი. სამ-
კლაური შემოუკრავს, საბარძაყე, სამუხლისთავე, საწვივე. და მზადაა
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს კოსტას სიმშვიდისა და კე-
თილდღეობისათვის.
მართლაცდა, თუ არ შეასრულებს ნათელას თხოვნას (სწორედ
თხოვნა ეწერა ნათელას წერილში და არა ბრძანება. თუ მოახერხებთო,
კოსტა თუ მოიცლისო, თქვენი ჭირიმეო, იმიტომ კი არა, რომ სერაფიტაა
ჩამოსაყვანიო, ჯამბულა უკვე ერთი წლისა ხდება, ენაცვალოს დეიდაო),
მაშინ სერაფიტა ერთი კვირა კიდევ აქ უნდა ჰყავდეს. არა, მართლა ეგრე
კი არაა საქმე, მარო რომ ვითომ უმისამართოდ ჩაილაპარაკებს ხოლმე
სიტყვა „წუწურაქს“! კოსტას სულაც არ ენანება ის საჭმელი და სასმელი,
რასაც სერაფიტა ამ ერთ კვირაში შეჭამს და შესვამს (თუმცა, რაღა თქმა
უნდა, ჯობდა დაზოგილიყო და ჯამბულას მომავალს მოხმარებოდა).

697
არა, ამას შედარებით იოლად აიტანდა, მაგრამ ის როგორღა აიტანოს,
რომ კიდევ ერთი კვირა უნდა უჯდეს სახლში და თვალებში ეჩ­ხირებო-
დეს? კოსტა თავს ისე გრძნობდა, როგორც ტუსაღი, რომელსაც შაბათს
ციხიდან უშვებენ და თავისუფლების საამო მოლოდინში გული სიხარუ-
ლით უჩქროლავს. იმთყავითვე რომ სცოდნოდა, პატიმრობის ვადა ამ
შაბათს კი არა იმ შაბათს გაუდიოდა, შეჩვეული იქნებოდა ამ აზრს და
გულის ჩქროლაც ერთი კვირის მერე დაეწყებოდა. თავზარი არ დაეცემა
ტუსაღს, სამი დღის მერე რომ ციხიდან გამოსვლას მოელის და უცებ გა-
მოუცხადებენ, სასჯელი ერთი კვირით გაგიგრძელდაო? ეს ღლაპი კი-
დევ, ეს ლაწირაკი, გაუთავებლად მღერის და მღერის! კაცს მუცელში
(სულ ქვემოთ, ფსკერზე) ცხელი ბორბალი გიტრიალებს, თან აგერ გვერ-
დით გიწევს შენი ჩათქვირებული მარო. ტანთ რომ იხდიდა, ცდილობდი
მისკენ არ გაგეხედა, მაგრამ თვალი შენდაუნებურად გაგექცა და ხინკა-
ლივით ჭიპის დანახვაზე ცხელი ბორბალი კიდევ უფრო სწრაფად დატ-
რიალდა. ჯამბულა, წესიერი კაცი, შენს მდგომარეობაში შედის და პატი-
ოსნად სძინავს. და ამ დროს ეს ძაღლის ლეკვი უცებ შემოსძახებს: „ჩემო
კარგო ქვეყანაავ, რაზედ მოოგიწყენიაა...“ ეს უგუნური „არა“ კიდევ შე-
მომჯდარა თავის შავ ცხენზე, მკერდზე მჯიღებს იცემს და„თავმოყვარე-
ობაო“ გაიძახის. ვის რაში სჭირდება შენი ცარიელი თავმოყვარეობა?
თავმოყვარეობა არა ის! დაავლე ხელი ამ ცინგლიანს, ჩააგდე ავტობუს-
ში, წაათრიე და მიაშავე პატრონს! თავმოყვარეობა!..
ხუთის ნახევარზე კოსტა დაღლილობისა და გამოფიტულობის ნა-
პირს მიადგა და ძილის ხრამში გადაიჩეხა, მაგრამ იქ საშინელი სიზმარი
დახვდა და ისევ ფაცხაფუცხით ამოვარდა ღვიძილის ბექობზე. სიზმრის
აზრი თან ვერ ამოიტანა, ხრამში დარჩა, ამიტომ ამ საკითხზე ვერაფერს
ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ სიზმარმა შიში დაადევნა, რომელიც ზე-
მოთ, ღვიძილის ბექობზე, შემადგენელ ნაწილებად დაიშალა. ეს შემად-
გენელი ნაწილები იყო: ოფლი, გულის ფრიალი, პულსის არითმია და ჰა-
ერის უკმარისობა.

698
ამასობაში გათენდა, აღმოსავლეთით მზე წითლად ამოიწვერა, მაღ-
ლით ოქროსფერი სხივები გადმოღვარა და ქვეყნიერება თბილსა და
გამჭვირვალე, ნაზად მოცახცახე ნათლის ბადეში გაახვია.
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა პარასკევ დილამდე გაგრძელდა.
პარასკევ დილამდე კოსტას პატარა თავში სრული ქაოსი სუფევდა.
ცხე­ნები დათარეშობდნენ, ისრები წუოდნენ, შუბები შხუოდნენ, ხალი-
ბური ფოლადის ხმლები ნაპერწკლებს ჰყრიდნენ, ტყვიები ზუზუნებ-
დნენ, ზარბაზნები გრიალებდნენ. ყოველივე ამას ზედ ერთვოდა დაჭ-
რილების გაბმული კვნესა, მოიერიშე რაზმების ომახიანი დაძახილი,
ტურების კივილი და ყორნების ჩხავილი.
ბრძოლა მძიმე იყო. გამარჯვების სასწორი ხან ერთ მხარეს გადაიხ-
რებოდა, ხან მეორე მხარეს.
პარასკევ დილით სისხლისმღვრელი ომი, როგორც იქნა, დამთავ-
რდა. მოწინააღმდეგეებმა იარაღი აიყარეს, თავთავიანთი დახოცილები
მიწას მიაბარეს, ტყვეები გაცვალეს და ზავი დადეს. „არამ“ დამარცხების
ნიშნად თავისი დროშა გამარჯვებულ „ჰოს“ მორჩილად დაუდო ფერ-
ხთით.
პარასკევ დილით, გამთენიის ხანს, კოსტამ წასვლა გადაწყვიტა.
მაგ­რამ ამ გადაწყვეტილებას მთელი დღე გულში ინახავდა და ცოლს
მხო­ლოდ ძილის წინ გაუმხილა. მაინც რატომ გადადო კოსტამ სათქმე-
ლი შუაღამემდე? რა იყო ასეთი დაგვიანების მიზეზი? თუ ამ მიზეზს გა-
რედან მივანათებთ ფარანს, ასე გვეგონება, თითქოს კოსტას უნდოდა
გადაწყვეტილებისთვის დაღვინება ეცლია, სანამ ცოლს ეტყოდა, ჯერ
თვითონ დარწმუნებულიყო, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო,
რათა ისეთ ხლართში არ შეერგო თავი, საიდანაც სკანდალის გარეშე
უკან ვეღარ გამოძვრებოდა. მაგრამ თუ ჩვენი ფარნიანად მიზეზის გუ-
ლისგულში შევალთ და შიგნიდან გავანათებთ ყოველივეს, სულ სხვა სუ-
რათს დავინახავთ და ტყუილი მიზეზის უკან ნამდვილი მიზეზი გამოჩ-
ნდება. მაინც რა გამოჩნდება? ის გამოჩნდება, რომ კოსტამ ამ თავისი
დაგვიანებით შურისძიების პატარა ჭია – ღვარძლიანი, მშიერი ჭია – გა-

699
ახარა. მაროს გულით უნდოდა წასვლა. საერთოდ, ნათესავებში წანწა-
ლი უყვარდა, ნათელასთან სტუმრობა კი ნამდვილი დღესასწაული იყო.
და რომ ეს დღესასწაული ძალიან ადრე არ დადგომოდა, კოსტამ დი-
ლით მიღებული გადაწყვეტილება გულში ჩაიმარხა და მხოლოდ მაშინ,
როცა ტანთ გაიხადეს (როგორ ცდილობდა არ გაეხედა ამ დროს ცოლის-
კენ!) და დაწვნენ, თქვა:
– წავიდეთ ხვალა.
მარომ თავი მკვეთრად მოატრიალა და ქმარს უხმოდ შემოაცქერდა.
კოსტამ ჭერს მიაპყრო თვალები და ისეთი სახე მიიღო, ვითომ ცოლის
შეკავებული გაანჩხლება სულაც არ შეუმჩნევია.
მარო ერთხანს უხმოდ უყურებდა.
– შე კაი ადამიანო, თუკი წასვლას აპირებდი, გეთქვა ადრე, რომ წეს-
ზე და რიგზე მოვმზადებულიყავით.
– რა მომზადება გვინდა რა... – სასხვათაშორისო კილოთი მიუგო
კოსტამ და თან ბოლო სიტყვაზე დაამთქნარა, რათა ცოლისთვის ეგ-
რძნობინებინა, მეძინებაო, და ამით მოსალოდნელი კინკლაობა აერი-
დებინა.
არავინ იცის, აირიდებდა თუ ვერა, საქმეში რომ სერაფიტა არ ჩარეუ-
ლიყო.
– მე უნდა წამიყვანოთ, ბიძია კოსტა? – იმედიანი კილოთი იკითხა
გოგონამ.
უპირატესობამ წამსვე კოსტას მხარეს გადმოინაცვლა. იმ ერთი ფრა-
ზით გოგონა ვერ მიხვდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი, დეიდამისისგან
რომ არ ყოფილიყო წინასწარ შემზადებული. მაშასადამე, ამ ოჯახში
კოსტას სიტყვას არავითარი ფასი არა აქვს. შენ უარს ამბობ, ამათ კი მა-
ინც წასვლის იმედი აქვთ, ჩუმჩუმად რაღაც გეგმებს აწყობენ და, ვინ
იცის, შეთქმულებასაც ამზადებენ!
ახლა უკვე კოსტა დააცქერდა ცოლს და ცოლმა მიაპყრო თვალები
ჭერს. მაგრამ კოსტა კინკლაობას არ აპირებდა. კოსტას სიმშვიდე უყვარ-
და.

700
– წამიყვან, ბიძია კოსტა? – კიდევ ჰკითხა სერაფიტამ.
– წაგიყვან ჰო, წაგიყვან. დაიძინე ახლა! – იმ ზომამდე გაუწყრა კოსტა
გოგონას, რომ ცოლს ეს მისთვის შეთავაზებულ ზავად მიეღო.
ცოლმა გაუგო და ზავი დაიდო. სერაფიტამ კი ხმამაღლა „ვაშა“ დას-
ჭყივლა და მერე შუაღამემდე იმღერა.

ნაწილი მეორე _განსაცდელი


ასე და ამგვარად, სამი ღამისა და სამი დღის განმავლობაში კოსტა
სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა კოსტას. საბოლოოდ, როგორც მო-
სალოდნელი იყო, კოსტამ გაიმარჯვა, ხოლო კოსტა დამარცხდა (ერთმა
ნაცნობმა ბრძენმა მითხრა, დამარცხება ქარქაშია, გამარჯვება ხმალი,
ანდა პირიქითო). დამარცხებული კოსტა ხვალ დილით (თუ წარმოვიდ-
გენთ, რომ დღეს პარასკევია) მოგონილი ღიმილითა და უჩუმარი ბოღ-
მით ეახლება ნათესავებს და სერაფიტას მიჰგვრის. ეს მძიმე და დამამ-
ცირებელი სასჯელია, მაგრამ, სამაგიეროდ, გამარჯვებული კოსტა, შინ
რომ მობრუნდება, თავის ფაშფაშა მაროს დაიმარტოხელებს (აღარა-
ფერს ვამბობ მატერიალურ რესურსებზე, რაც სერაფიტას დროული წას-
ვლით გამოთავისუფლდება და ჯამბულას მოხმარდება), თავის ფაშფა-
შა მაროს დაიმარტოხელებს და ამდენი ხნის მარტვილობისა და მარხუ-
ლობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ისე იქნება, როგორც იალაღზე გაშ-
ვებული თოხარიკი, რომელსაც წინ ვოკალური დაბრკოლება არ ეღობე-
ბა.
მაგრამ, სანამ თოხარიკი თავისუფლებას მოიპოვებს, ვინ იცის, კიდევ
რამდენი განსაცდელის გამოვლა მოუწევს!
მაგალითად, უცხო ხალხში (უფრორე უცხო კაცებში) რომ მოხვდებო-
და, მარომ თვალების ცეცება და უსიამოვნო კისკისი იცოდა, რის გამოც
კოსტას ზოგჯერ გული ეკუმშებოდა. ცხადია, მაროს პატიოსნებაში ეჭვი
არასოდეს შეჰპარვია (ნურც მკითხველს შეეპარება ეჭვი, თუ არ უნდა მძი-
მე შეცდომა მოუვიდეს), მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ხომ შეიძლებოდა
უცხო კაცებს, რომლებიც მასავით არ იცნობდნენ მაროს, მისი კისკისი და

701
თვალების ცეცება სხვანაირად გაეგოთ?! ამიტომ ეკუმშებოდა გული კოს-
ტას. მით უფრო მწარედ ეკუმშებოდა, რომ ამ საგანზე კრინტის დაძვრას
ვერ ბედავდა. ჯერ ერთი, ეჭვი არაა, თავს სასაცილოს გაიხდიდა, და მე-
ორეც, ცოტა ეშინოდა კიდეც, ემანდ ისეთი აზრი არ მიეწოდებინა მაროს-
თვის, რომ ამ უკანასკნელს მართლა ჭკუაში დაჯდომოდა.
სანამ კოსტა თავის პირველ განსაცდელში იყო გახლართული,
და­ნარჩენ განსაცდელებს მშვიდად ეძინათ. შიში მხოლოდ მაშინ შეიშ-
მუშნა (ცნობიერების გუბეში წითლად დაკვესა ჯერ კიდევ შორეულმა
ჭავლმა), როცა ბრძოლა დამთავრდა და კოსტამ წაუსვლელობას წასვლა
არჩია.
მეორე დღეს, გზაზე გამოსულები რომ ავტობუსს ელოდნენ (კოსტას
მარჯვენა ხელში სამგზავრო ჩანთა ეჭირა, მარცხენა კი, ბედის მსუბუქი
ირონიის გამოისობით, სერაფიტასთვის ჩაეკიდა, გვერდით ედგა მომ-
ცრო ჩემოდანი, რომელშიაც სერაფიტას ავლადიდება ეწყო, და ვაშ-
ლით, მსხლითა და ატმით სავსე მოზრდილი კალათა, ტილოგადაფარე-
ბული და თავმოკრული. სერაფიტას თავისუფალ ხელში განუყრელი მა-
იმუნი ეჭირა. მაროს ჯამბულა მკლავზე ჰყავდა გადაწვენილი), შიშს უკვე
ეღვიძა. მართალია, წამოდგომით ჯერ არ წამომდგარიყო, მხოლოდ ცა-
ლი თვალი გაეხილა და იზმორებოდა, მაგრამ წინდახედულმა კოსტამ
უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და საიმედო გეგმა შეადგინა: „იკარუსი“
ისეთი ავტობუსია, წინიდან წინა სკამის მაღალი ზურგი გფარავს, უკნი-
დან საკუთარი სკამის მაღალი ზურგი. ცოლს თუ ჯამბულასთან ერთად
ფანჯრის მხარეს დასვამ და აქეთა მხრიდან შენ მიუჯდები, მშვენივრად
გეყოლება მოქცეული ბუნებრივ ალყაში და საკისკისო და თვალების სა-
ცეცებელი ასპარეზიც აღარ ექნება.
ასე ბჭობდა თავის გულში კოსტა. ღმერთი კი იღიმებოდა და შემ-
ხვედრ გეგმას აწყობდა.
ავტობუსში ორად ორი თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა, თანაც ერ-
თმანეთისაგან კარგა მოშორებით. ერთი სადღაც შუა წელში იყო, ვიღაც
ძალიან გამხდარი და ძალიან სათვალიანი ქალის გვერდით, ხოლო მე-

702
ორე კიდევ უფრო უკან და საპირისპირო მხარეს, ერთი დიდსახიანი წი-
თური ბიჭის გვერდით. „ეს გამხდარი ქალი და ეს წითური ბიჭი რომ ერ-
თად დამსხდარიყვნენ...“ – ოცნება შემოიპარა კოსტას ცნობიერების გუ-
ბეში, რომელმაც უკვე ბორგვა დაიწყო. კოსტამ იცოდა, ოცნება სასიკე-
თოს არაფერს მოუტანდა, ამიტომ წამსვე უკუაგდო და გულში ვითარე-
ბის საქმიან განსჯას შეუდგა: „ამ ქალის გვერდზე მაროს და ჯამბულას
დავსვამ, იმ ბიჭის გვერდზე სერაფიტას. მე კი, მე ჩემი ბედი... ფეხზე
ვიდგები. მაგრამ, ვიდრე კოსტა ძველ გეგმას სახელდახელოდ გადააკე-
თებდა, მარომ საკუთარი გეგმა დააწყო:
– მე და ჯამბულა აქ დავჯდებით. ჯამბულას მაინც წინ ურჩევნია.
ჯამბულას სად ერჩივნა, კაცმა არ იცის. რაც შეეხება კოსტას, გუნება-
ში რომ ადგილებს ანაწილებდა და თავის თავს ფეხზე დგომა გადაუწ-
ყვიტა, ვარაუდობდა, რომ, საცა მაროსა და ჯამბულას დასვამდა, თავა-
დაც იქ დადგებოდა. მაროს არჩევანმა კი ვითარება შეცვალა. ახლა
ცოლ-შვილთან განშორება გარდაუვალი ჩანდა. მართალია, მაროს არ-
ჩეული ადგილი ადგილად კარგი იყო („იკარუსში“ მძღოლის კაბინის
გვერდით მოზრდილი ყუთია. ყუთს ყვითელი ტყავი აქვს გადაკრული.
შეგიძლია ზედ მოიკალათო და მშვენივრად იმგზავრო), ჯამბულა იქ თა-
ვისუფლად იქნებოდა, წინა დიდი შუშიდანაც მთელი ქვეყნიერება ჩან-
და, მაგრამ კოსტა ბუნდოვნად გრძნობდა (მიზეზი წყალქვეშა დინებებ-
ში იყო გახლართული), რომ ისეთი ადგილი, რომელიც მგზავრებისთვის
არაა გათვალისწინებული და არ იყიდება, საშიში ადგილია. აქ, გინდა
თუ არა, ყველას თვალში ეჩხირები. „ჯამბულა რომ ეჯდება კალთაში, ეს
კარგია“, ამოყო თავი გუბიდან იმედის იისფერმა ჭავლმა, „რაც არ უნდა
იყოს, ბავშვიანი ქალი მაინც ბავშვიანი ქალია“. მაგრამ იისფერი ჭავლი
სუსტი იყო და უღონო. იგი სწრაფადვე დაიშალა და კოსტა მიხვდა, რომ
მოგონილ ნუგეშს ებღაუჭებოდა. არადა, იმაზე ლაპარაკიც ზედმეტი
იყო, რომ მაროსთვის გადაწყვეტილება გადაეთქმევინებინა. ან კი რო-
გორ გადაათქმევინებდა? ნამდვილი მიზეზი რომ ეთქვა, პასუხად მაშინ-

703
ვე რამე შხამიან სიტყვას მიიღებდა, სხვა მიზეზი კი ვერაფერი მოიფიქ-
რა.
კოსტამ მძღოლს გახედა. მძღოლი ხანში შესული იყო. „სამოცის იქ-
ნება“, გაიფიქრა კოსტამ, „ორმოცდათვრამეტის მაინც“. ამან ცოტა და-
ამშვიდა. მართალია, სამოცის კი არა, მთლად გადაღრძუებული ბერიკა-
ცები ენახა, ქალის დანახვაზე რომ ამძუნებულან, მაგრამ მძღოლი მაინც
მოხუცი სჯობდა. ასაკს თავისი მიაქვს. სამოცი წლის კაცს ის ჯანი აღარ
მოგდევს, მანქანაც მართო და...
– კარგი, მაშ მე და სერაფიტა უკან გადავალთ.
კოსტამ მარცხენა ხელში ჩანთა დაიჭირა (ჩემოდანი და კალათა სა-
ბარ­გულში შეინახეს) და სერაფიტა წინ გაიძღოლა. გოგონა სათვა­ლია-
ნი ქალის გვერდით დასვა. ქალს ახალგაზრდა უფრო ეთქმოდა, ვიდრე
ხნი­ერი. უზომოდ გამხდარი იყო, ძვლები შარვალში მჭიდროდ გამოკ-
ვართოდა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა და ბრტყელი შუბლი. საერ-
თოდ, კაცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალს, მაგრამ ქალი იყო. ხელში გაშლი-
ლი წიგნი ეჭირა და ცხვირ-პირი შიგ ჰქონდა ჩარგული. გოგონა რომ დას-
ვა, კოსტამ მეორე თავისუფალი ადგილისაკენ გასწია და თვითონაც
დაჯდა. ჩანთა გვერდით მოიდო. დიდსახიან ბიჭს ეძინა. ცხრამეტი-ოცი
წლისა იქნებოდა და სულ ერთიანად წითური იყო. სახეც წითური ჰქონ-
და, თმაც, წარბებიც, წამწამებიც. საზურგეს გადასწოლოდა, პირი ოდნავ
გაეღო და დაბალ ხმაზე ფშვინავდა. გრძელი და მაღალი ცხვირი ისე
გადმოჰყუდებოდა ზემოდან გაღებულ პირს, როგორც კლდის წიბო გად-
მოეყუდება ნაპრალს.
კოსტა ჯერ კარგად მოკალათდა სკამზე, მერე ნელ-ნელა გადაიწია
გვერდზე, გასასვლელისკენ, და შეეცადა მარო და ჯამბულა დაენახა.
თან ცოტა რცხვენოდა, მგზავრებს არ ეფიქრათ, რას უთვალთვალებს და
რას დარაჯობს ეს კაცი თავის ცოლსო. იმიტომ, რომ, კაცი თუ ცოლს და-
რაჯობს, მაშასადამე, სჭირს კიდეც რაღაც სადარაჯო. რაკი ბუნებრივი
და ზომიერი გადაწევა საკმარისი არ აღმოჩნდა, გადაიხარა, ჩანთა გახ-
სნა და შიგ ყასიდად დაიწყო ხელის ფათური, რათა ამით მგზავრებისათ-

704
ვის თვალი აეხვია. მარო წყნარად იჯდა, ჯამბულა კალთაში ესვა და, რო-
გორც ჩანს, გზას გასცქეროდა. მძღოლი არ ჩანდა, მაგრამ სავარაუდოა,
რომ ისიც გზას გასცქეროდა, რადგან ტრასა გადატვირთული იყო და შე-
უნელებელ ყურადღებას მოითხოვდა. კოსტა დამშვიდდა, ისევ გაიმარ-
თა, წამით წითურ მეზობელზე შეაჩერა მზერა და ერთბაშად შეეხარბა
მისი არხეინი ფშვინვა. თავადაც საზურგეს გადააწვა და თვალები მილუ-
ლა.
– ბიძია კოსტა! – გაისმა ამ დროს სერაფიტას წკრიალა ხმა.
კოსტამ თვალი გაახილა.
– რა გინდა, გოგო?
საკუთარმა ხმამ თვითონვე შეაკრთო და შეშფოთებით მოავლო თვა-
ლი ახლომახლო მსხდომ მგზავრებს. მოეჩვენა, რომ ცოტა მკვახე კილო-
თი გამოუვიდა ნათქვამი, და შეეშინდა, მგზავრებს არ ეფიქრათ, ე რა
ბოღმიანად ელაპარაკება, კაცო, პატარა ბავშვს, აბა, ეგეთ კაცსაც ბიძა
უნდა ერქვას, შეხედეთ ერთი, როგორ მობეზრებია ცოლიდიშვილი და
როგორ ამოსვლია ყელშიო!
სერაფიტას მისი ხმის მკვახე კილო აინუნშიაც არ ჩაუგდია.
– სავარცხელი არა გაქვს?
კოსტამ შარვლის ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ჩაყოფით არ ჩაუყ-
ვია, გზაშივე შეაჩერა.
– რად გინდა სავარცხელი?
– მაიმუნს დავვარცხნი. შეხედე, რას ჰგავს! ერთი კვირაა ამის თავს
სავარცხელი არ მიჰკარებია. სად გამოვაჩინო ასეთი გაბურძგნული! – ამ
სიტყვებით გოგონამ თან მწყრალად და თან სიყვარულით ჩაჰკრა თავში
ხელი მაიმუნს.
გვერდით მჯდომმა ქალმა სათვალის ზემოდან ცალი თვალით გამო-
ხედა გოგონას, გაუგებრად გაიღიმა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. კოსტამ
ჯიბიდან სავარცხელი ამოიღო, მაღლა ასწია, სინათლეზე გა­ხედა და,
თუმცა სუფთა იყო, ორჯერ მაინც მძლავრად შეუბერა სული. წინა რიგში,
ფანჯრის მხარეს მჯდომმა კაცმა უკმაყოფილოდ მოატრიალა თავი. კაცი

705
სულ მთლად ქაჩალი იყო, მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა და დიდი, ჭრელი
ჰალსტუხი ეკეთა. კოსტამ თვალი აარიდა, მაგრამ გრძნობდა, რომ კაცი
მცირე ხანს შუბლშეჭმუხნილი უყურებდა. მერე ისევ ისე უხმოდ შეტრი-
ალდა.
„რა ფეხები უნდა!“, უკმაყოფილოდ გაიფიქრა კოსტამ, „ჩემს სავარ-
ცხელს მინდა შევუბერავ, მინდა ვუკბენ!“ ამ დროს შენიშნა, რომ სერა-
ფიტა სკამიდან გადმობობღებას აპირებდა, და ცნობიერების გუბიდან
ერთი კარგი ჭავლი ამოუტივტივდა.
– დაიცა მანდ, არ გადმოხვიდე!
– რატომ?
– მე მოგიტან.
„ცოტა ხნის მერე კიდევ მივუტან რამეს. თვითონ თუ არ მომთხოვა,
ჩემით მივუტან“.
კოსტა წამოდგა და სერაფიტასკენ გაემართა.
მარო ყვითელ ყუთზე იჯდა მგზავრებისკენ ზურგშექცევით. გავა, ისე-
დაც გვარიანად სქელი, სხეულის სიმძიმეს დაეწნეხა და კიდევ უფრო გა-
ნიერი ჩანდა. განიერი და ცოტა ფორმადაკარგული. კოსტას ეს სანახაო-
ბა არაფრად ეჭაშნიკა. ორი საათისა თუ ორსაათნახევრის მანძილზე ასე
უნდა იყოს მოშვერილი და თვალებში ეჩხირებოდეს მთელ ავტობუსს.
„საზურგეს უნდა უკეთებდნენ ეგეთ ყუთებს, რომ კაცი ზედ გულდანდო-
ბით დაჯდე“, გაიფიქრა კოსტამ, „ისე, დიდი კი არაფერი საყურებელია“,
სცადა მერე თავის დამშვიდება, „მე რო ამათი ვიყო, არც დავუწყებდი
ცქერასა. მაგრამ კაცის თვალი ხარბია. ყველაფერს ჭამს“.
სავარცხელი სერაფიტას მიაწოდა და მცირე ხანს მის სკამთან შეჩერ-
და. გოგონა დაუყოვნებლივ შეუდგა მაიმუნის ვარცხნას. კოსტამ კიდევ
ერთხელ გახედა ცოლს და გაიფიქრა: „მივიდე თუ არ მივიდე?“ მერე სე-
რაფიტას უთხრა:
– დავარცხნას რო მორჩე, დამიძახე და წავიღებ.
– კარგი, ბიძია კოსტა, – მიუგო გოგონამ და მადლიერი თვალები შე-
მოანათა.

706
„ლამაზია, ხო იცი, ეს მამაძაღლი!“, გაიფიქრა კოსტამ.
მერე ერთხანს ადგილზე იწრიალა.
– ხოო... – თქვა ბოლოს და კიდევ მეტხანს უნდოდა აქ დარჩენა, მაგ-
რამ სათქმელი ვეღარაფერი მოიფიქრა, რადგან სერაფიტასთვის თით-
ქმის არასოდეს გაუცია ხმა და არ იცოდა, რაზე შეიძლებოდა მასთან ლა-
პარაკი.
მაშინ ისევ თავის ადგილას დაბრუნდა და სერაფიტას დაუწყო
თვალთვალი, აბა ერთი როდის მოათავებს მაიმუნის დავარცხნას, რომ
სავარცხლის წამოსაღებად მივიდეო. მაგრამ გოგონა არ ჩქარობდა. ერ-
თხელ რომ დავარცხნა, მეორედ მიუბრუნდა, მეორედ რომ დავარცხნა,
მესამედ მიუბრუნდა. ვარცხნიდა და ვარცხნიდა. კოსტას უკვირდა. „ამ-
დენი ვარცხნა რა არი, კაცო, ემანდ სულ არ დააწიწკნოს თმა!“ გოგონა კი
ვარცხნიდა და ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა. წითური მეზობელი
მშვიდად ფშვინავდა. კოსტამ ცერად გახედა და მისი დიდი, უზრუნველი
სახე რომ დაინახა, გულში შეაგინა. გინებაზე წინა რიგში მჯდომი ქაჩა-
ლი კაცი მოაგონდა, წეღან რომ წარბშეყრილი მოსჩერებოდა, და ახლა
იმას შეაგინა გულში. სერაფიტა კი ვარცხნიდა და ვარცხნიდა თავის მაი-
მუნს. „მგონი ეს ბავშვი ცოტა ავადმყოფია“, გაიფიქრა კოსტამ, „აბა, ამ-
დენი ვარცხნა ვის გაუგია!“ ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხმადაბლა გას-
ძახა:
– სერაფიტა!
– ბატონო!
ერთი კი გაუკვირდა, რისთვის დავუძახეო, და იმ წამსვე ჰკითხა:
– კანფეტი გინდა?
გოგონას სახე გაებადრა და დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. კოს-
ტამ ჩანთა გახსნა, ხელი ღრმად ჩაყო, მუჭით კანფეტები ამოიღო და გა-
იფიქრა: „ორი ცალი კანფეტი ოჯახს არ დამიქცევს“. კანფეტები ჯიბეში
ჩაიყარა, წამოდგა და სერაფიტასკენ გაემართა. მარო ისევ ისე იჯდა და
სიმძიმისაგან ფორმადაკარგული გავა მაყურებლებისკენ მოეშვირა.

707
– აჰა, ჭამე, – უთხრა კოსტამ სერაფიტას და ორი ცალი კანფეტი მი-
აწოდა.
გოგონამ ძღვენი ჩამოართვა, კაბის პაწაწკინტელა ჯიბეში ჩაიდო და
გაბრწყინებული თვალები შეანათა ბიძას. კოსტა გაუბედავად იდგა მის
სკამთან.
– ბიძია კოსტა! – წამოიძახა გოგონამ.
– რა?
– არაფერი. – სერაფიტა იღიმებოდა და გაბადრული სახით ამოსცქე-
როდა. მერე უცებ მაიმუნი კალთაში ჩაისვა, ორივე ხელით კოსტას
მკლავს წაეტანა, მიიზიდა და ზედ ლოყა მიადო.
კოსტას კინაღამ გული აუჩუყდა.
„ოჯახში ბავშვი არ უნდა გამოილიოს“, გაიფიქრა და, თუმცა იცოდა,
ეს აზრი ვიღაცისგან გაეგონა, მაინც ისე გაიფიქრა, ვითომ მისი საკუთა-
რი ყოფილიყო.
– ჭამე კანფეტი, – უთხრა სერაფიტას და, სერაფიტამ რომ მკლავში
ჩავლებული ხელები გაუშვა, ერთბაშად მოწყდა ადგილს და ავტობუსის
თავისკენ გაემართა.
მარო ფანჯარაში იყურებოდა. მძღოლს ორივე ხელით საჭე ჩაებღუ-
ჯა და ყურადღებით გასცქეროდა გზას. ჯამბულას ეძინა.
– სძინავს? – თქვა კოსტამ.
– კი, – მოკლედ მიუგო ცოლმა.
– კანფეტი არ გინდა?
– არა.
– არაფერი გინდა?
– არა.
– დაცხა, – მცირე დუმილის შემდეგ თქვა კოსტამ.
ცოლს პასუხი არ გაუცია.
– ხომ არაფერი გაწუხებს? – შედარებით ხანგრძლივი დუმილის შემ-
დეგ თქვა კოსტამ.
ცოლმა შემოხედა.

708
– რა ექიმივით დამიწყე, კაცო, გასინჯვა? რა უნდა მაწუხებდეს!
კოსტას შერცხვა და ცოტა ეწყინა კიდეც. მერე თვალი მძღოლისკენ
გააპარა. მძღოლი ყურადღებით გასცქეროდა გზას. ტრასა გადატვირთუ-
ლი იყო.
– კარგი, – თქვა კოსტამ, – თუ რამე მოგინდეს, აქა ვარ.
ცოლს არაფერი უთქვამს. კოსტა შებრუნდა და წავიდა. სერაფიტას
სკამს რომ მიაღწია, ცოტა ხანს შეჩერდა.
– შეჭამე კანფეტი?
– ერთი შევჭამე, ერთი კიდევ მაქვს! – ამის დასამტკიცებლად გო­გო-
ნამ მუჭა გახსნა და კანფეტი დაანახვა.
– თუ კიდევ მოგინდეს, დამიძახე, – უთხრა კოსტამ და თავისი ადგი-
ლისკენ გასწია.
მისი დაჯდომა და წითური ბიჭის გაღვიძება ერთი იყო. წითური შე-
იშმუშნა, თვალი გაახილა და ზემოდან ჩამოხედა კოსტას. მზერა უტყვი
ჰქონდა და კოსტამ მისი შინაარსი ვერ გამოიცნო. „მე ხომ არ გავაღვი-
ძე?“, გაიფიქრა, მაგრამ შიშით არ შეშინებია. ამ დროს წითურმა მკლავე-
ბი ერთბაშად მაღლა შეჰყარა და მძლავრად გაიზმორა. სქელი კუნთები
ჰქონდა და ვეებერთელა მუშტები. კოსტას ახლა მისი სახე (მიუხედავად
იმისა, რომ წითური იყო) ავი ეჩვენა და გაიფიქრა: „მეც რას ვწრიალებ
და ვწრიალებ! იქნებ კაცს როგორ უნდა ძილი!“ თან ცოტა გვერდზე მი-
იწია. გაზმორება რომ მოათავა, წითური წამოდგა (რამოდენა ყოფილა ე
შობელძაღლი!), ახლა ერთი ასე წამომდგარმა გაიზმორა, მერე ზემო-
დან, სადაც წვრილმანი ბარგის შესაწყობი ბადეა, ჩანთა გადმოიღო. ჩან-
თა სპორტული იყო, ყავისფერი და გრძელთასმიანი. ძირს რომ ჩამოჰ-
ქონდა, ჩანთა წინა სავარძლის საზურგეს წამოედო.ეს ქაჩალი კაცის სა-
ზურგე იყო. ქაჩალმა თავი მოაბრუნა, კოპები შეჰყარა და შეკავებული
ბრაზით მოაჩერდა კოსტას. „გიჟი ხომ არაა!“, გაიფიქრა კოსტამ, „მე რას
მიბღვერის?!“ და თვალი უკმაყოფილოდ აარიდა. წითურს არც ის შეუმ-
ჩნევია, ჩანთა თუ საზურგეს წამოსდო, და არც ის, ქაჩალი თუ განაწყენ-
და. ჩანთა მუხლებზე დაიდო, გახსნა და იქიდან – თავისი თვალით რომ

709
არ ენახა, კოსტა ამას არაფრით არ დაიჯერებდა – ძაფის გორგალი და
საქსოვი ჩხირები ამოიღო. კოსტამ თვალები დააჭყიტა. წითურმა ძაფი
ჩხირებზე აასხა, გორგალი უკანვე ჩადო ჩანთაში, ჩანთა ფეხებთან და-
იდგა, სავარძლის საზურგეს გადააწვა, ჩხირები ახლო მიიტანა თვალებ-
თან და გაჰკრა და გამოჰკრა, გაჰკრა და გამოჰკრა. იგრე ქსოვდა, როგორც
რო კაი დედაკაცი. კოსტა დაეჭვდა, იქნებ ქალია და მე კაცად მომეჩვე-
ნაო, და ქურდულად გააპარა თვალი. რა შეატყო, წითური ­მთლად საქ-
მეში იყო დანთქმული, უფრო თამამად დააკვირდა. ძირითადად მკერ-
დის არეს უმოწმებდა. მკერდი დიდი და ამობურცული კი ჰქონდა, მაგრამ
საფუძვლიანი შესწავლის შედეგად კოსტა მაინც იმ დასკვნამდე მივიდა,
რომ წითური კაცი იყო და არა ქალი. ამან გაუგებარი შვება მოჰგვარა,
თითქოს ცნობიერების გუბეს მურაბა შეურიესო, და გულმოცემულმა გა-
იფიქრა: „გავაღვიძე და გავაღვიძე! ერთი მაგის! მე ჩემს სკამზე ვზივარ
და, რასაც მინდა, იმას ვიზამ. მინდა ავდგები, მინდა დავჯდები, მინდა
შევტრიალდები, მინდა შემოვტრიალდები!“ საზურგეს ნებივრად გადა-
აწვა. „ცოტა თვალს მოვატყუებ“, გაიფიქრა. მართლა მოტყუება გამოუ-
ვიდა. ის იყო, ცნობიერების გუბეს ნისლი ჩამოაწვა და კოსტა მსუბუქად
შეცურდა თბილ ბურუსში, რომ ავტობუსი გაჩერდა.
„ჩადის ალბათ ვინმე“, გაიფიქრა კოსტამ, თვალი გაახილა, გვერდზე
გადაიწია და გაიხედა. წინ ჩამსვლელი არავინ ჩანდა. „კი არ ჩადის, ეტ-
ყობა, ამოდის ვიღაცა“, მწყრალად გაიფიქრა კოსტამ, „რას აჩერებს ეს
ვირიშვილი, ხომ ხედავს, ადგილი არ არის!“, მერე კიდევ უფრო გადაი-
ხარა და კიდევ უფრო გაიფიქრა, „ქალი ამოდის, ნეტა, თუ კაცი?“
ავტობუსში ორი გამხდარი კაცი ამოვიდა. ერთი დაბალი იყო, გადმო-
კარკლული თვალები ჰქონდა და მოღრეცილი ცხვირი. თხემზე თმა იმ-
გვარად გასცვივნოდა, თითქოს ვიღაცას საგანგებოდ გამოუხშირავსო,
აქა-იქ უფრიალებდა მოკლე, თეთრი ბეწვები. რუხი ფერის კიტელი ეცვა.
კიტელის სახელოები დაეკაპიწებინა და ბანჯგვლიანი მკლავები მო-
უჩანდა. ხელში თეთრი ბადია ეჭირა და შიგ რაღაც ედო გაზეთში ­გახვე-
ული. მეორე მგზავრი ახალგაზრდა იყო და მაღალი. შავი, ხუჭუჭი თმა

710
ბუჩქად ეყარა შუბლზე. ცხვირი ამასაც მოღრეცილი ჰქონდა. მრგვალი
პირი ისე გამობურცოდა, გეგონებოდათ, შიგ ენა ვერ ეტევაო. ხელში ისე-
თივე თეთრი ბადია ეჭირა და ბადიაში ისეთივე რაღაც ედო გაზეთში
გახვეული.
ავტობუსმა გზა განაგრძო.
დაბალმა ავტობუსი დაკვირვებით მოათვალიერა და მაღალს უთ-
ხრა:
– აქ ადგილი არ ყოფილა, ჩემო ჩიტირეკია, და სად დავსხდეთ მე და
შენ?
პირი რომ გააღო, დაბალს მარცხენა მხარეს ოქროს კბილი გამოუჩ-
ნდა. ოქროს კბილი მდაბიურად უელავდა პირში.
მაღალმა ჯერ ამხანაგს შეხედა, მერე იმანაც მოათვალიერა ავტობუ-
სი და მძღოლს მიუბრუნდა:
– ადგილი არა გაქვს, კაცო?
ლაპარაკის დროს პირი კიდევ უფრო მოუმრგვალდა, კიდევ უფრო გა-
მოებურცა და ამიტომ „ადგილი“ კი არ გამოუვიდა, არამედ „ოდგილი“.
„ოდგილი არა გაქვს, კაცო?“
– ასაკეცი სკამია მაგერ, კიბესთან. ერთი დაჯდებით, – თქვა ­მძღოლ-
მა და ხელით აჩვენა.
ჩიტირეკიამ ასაკეცი სკამი გადმოშალა და ამხანაგს უთხრა: – აჰა!
ღმერთსაც მოუცია და კაცსაც. ისე იჯდები, როგორც რო ხელმწიფე.
– შენ რაღას იზამ? – ჰკითხა დაბალმა, როცა მოკალათდა.
„უკან მაინც ყოფილიყო ადგილები!“, გაიფიქრა კოსტამ, რომელიც
უკვე მიმხვდარი იყო, რომ ახლადამოსულები ნასვამები იყვნენ.
– მეც რამეს მოვძებნი, – თქვა ჩიტირეკიამ, – აგერ, კიბის თავში ჩა-
მოვჯდები. ჯერ ე ბადიები დავაბინავო!
ჩიტირეკიამ დაბალს ბადია ჩამოართვა და თავის ბადიასთან ერ-
თად წინ, რაფაზე დააწყო, მინის ძირას. მერე მაროს მიუბრუნდა და
ჰკითხა:
– შენ ხომ არ შეგიშლის ხელს, ჩემო დაო?

711
„წესიერი ხალხია“, გაიფიქრა კოსტამ, „ნასვამები კი არიან, მაგრამ
ზრდილობიანად იქცევიან“.
ჩიტირეკია კიბის თავში დაჯდა მაროსა და თავის ამხანაგს შუა.
„უფრო მაროს ყუთისკენ დაჯდა, ვიდრე თავის ამხანაგის სკამისკენ“,
გაიფიქრა კოსტამ. მერე თავის თავს შემოსწყრა: „მეც რა მომივიდა!
ზომვას ხო არ დაუწყებდა, როგორც მოუხდა, ისე დაჯდა! (რატომ მაინ-
ცდამაინც ყუთისკენ მოუხდა და არა ასაკეცი სკამისკენ? – ყრუდ ბუყბუ-
ყებდა გუბე) აკი, ჩემო დაოო, უთხრა. ბევრი კი არაფერია ეგა, ყველა ჩე-
მო დაოთი იწყებს უშნო მაიმუნობასა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ბავ-
შვიანი ქალია... მგზავრები არიან, ის ხო არ არიან...“
წითური ბიჭი ისევ ისე იყო სავარძელზე გადაწოლილი და დინჯად,
დაკვირვებითქსოვდა. ისე ჩაფლულიყო საქმეში და ისეთი სახე ჰქონდა,
კოსტას ძალიან ახლობელი ეჩვენა, რაღაც თბილი, ნათესაური გრძნობა
გაუჩნდა, წამით გულიდან დარდი გადაეყარა და ალალად გაუღიმა.
– რას იღრიჯები? – მშვიდი ბანით ჰკითხა ბიჭმა და კოპები ოდნავ შე-
იკრა. მოხედვით არ მოუხედავს და ჩხირებისთვის თვალი არ მოუშორე-
ბია.
„გიჟია?“, გაიფიქრა კოსტამ და სკამის კუთხისკენ მიიწია.
– გიჟს მოგცემ მე შენ! – ისევ ისე მშვიდი ბანით თქვა წითურმა და ახ-
ლა კი გადმოხედა. თავი არ აუღია, მარტო თვალები მოატრიალა და ცე-
რად ჩამოაცქერდა. კოსტამ უნებურად თავი მხრებში ჩარგო. ამის გამო
შერცხვა და თან საკუთარ თავზე გაბრაზდა. წითურმა თვალი ისევ მო-
აშორა და ქსოვა განაგრძო. ცოტა ხანს უხმოდ ქსოვდა, მერე თქვა, – მე
რომ ვქსოვ, შენ არ შეგეშალოს და რამე ისეთი არ იფიქრო, – აქ მცირე
ხანს შეიცადა, მაგრამ, რაკი კოსტამ პასუხი არ გასცა, დაუმატა, – იცი, რა-
ტომ ვქსოვ?
– აბა, მე რა ვიცი! – ცალი მხარი აიჩეჩა კოსტამ და, თუმცა რაღაც გა-
უგებარი, დამთრგუნველი გრძნობა მძიმედ დააწვა, თავს ძალა დაატანა
და დასძინა, – ან რაში მეკითხება!

712
– როგორ არ გეკითხება! – თქვა წითურმა – იმიტომ ვქსოვ, რომ შენი
სიფათი არ მომეწონა.
„ჩემო ქვისლო იაშა და ჩემო ცოლისდა ნათელა! მე თქვენი დედა და
მამა, თქვენი ავი და კარგი, თქვენი ცოცხალი და მკვდარი...“, ანგა-
რიშ­მიუცემლად ფიქრობდა კოსტა.
– შეხედე ამას! – წითურმა ცალი ხელი საქსოვ ჩხირს გაუშვა და კოს-
ტას ახლო მიუტანა. ნიჩაბივით ხელი იყო. – ახლა მუშტი ნახე! – წითურ-
მა ის ხელი მომუშტა. კოსტა ძალაუნებურად დააკვირდა. მის თავზე დი-
დი თუ იქნებოდა, თორემ პატარა არამც და არამც. – ეს მუშტი რომ თავში
ჩაგკრა, – ფიქრიანი ხმით მსჯელობდა წითური, – თუ იცი, რა მოგივა?
კოსტამ ამაზე წაყრუება ამჯობინა. მაშინ წითურმა ჰკითხა:
– შენ ნერვიული ხარ?
კოსტამ მხრები აიჩეჩა.
– რა... რა მჭირს... ვითომ რა...
– გინდაც ნერვიული იყო, შენს ნერვიულობას მაინც არა აქვს
მნიშვ­ნელობა.
– რატომ? – უნებურად იკითხა კოსტამ.
– ვის რა ფეხებს მოსჭამ! – მიუგო წითურმა, – მე თუ გავნერვიულდი,
შეიძლება ეს ამოდენა ავტობუსი ხელში შემომეფშვნას. ავტობუსი არა-
ფერი, მაგრამ ენერგია დამეხარჯება უქმად. ამიტომ მწვრთნელმა ქსოვა
მირჩია. აწყნარებს კაცს და ამშვიდებს. მაგალითად, წეღან რომ გამეღ-
ვიძა და დაგინახე, შენი სიფათი არ მომეწონა. გაწუმპულ კნუტს ჰგავდი.
კნუტები არ მიყვარს. საქსოვი რომ არ მქონოდა წამოღებული, ხომ დავ-
ხარჯავდი უქმად ენერგიას?
„რა ოხრად მინდა სახლი!“, გაიფიქრა კოსტამ, „ცოტა ფული თუ მო-
ვაქუჩე, მანქანას ვიყიდი. ჩავჯდები შიგ, ჩავისვამ ჩემს ცოლ-შვილს და
ამდენ ოხერს მაინც არ გადავეყრ... ოხ, იაშა და ნათელა, მე თქვენი...“
– რომ იცოდე, კინაღამ დამრჩა, – განაგრძო წითურმა, – დამრჩა კი-
დეც. ჭიშკარს რომ გამოვცდი, მაშინღა გამახსენდა. კოსტას გააჟრჟოლა.
უნებურად წარმოიდგინა, რა იქნებოდა, წითურს რომ შინ დარჩენილი

713
საქსოვი არ გახსენებოდა და ეს ამოდენა ღლავი ასე უსაქსოვოდ და უჩ-
ხირებოდ გადაჰყროდა. „ზოგჯერ კაცის ბედი საქსოვზედა ჰკიდია“, გა-
იფიქრა კოსტამ.
ამ დროს ავტობუსის თავში სიცილმა იფეთქა. სიცილი ერთბაშად,
ყუმბარასავით გასკდა და ტალღა-ტალღა წამოვიდა უკანა რიგებისაკენ.
კოსტა შეკრთა, ანგარიშმიუცემლად წამოვარდა, წამით გაშეშდა და მერე
წინ დაიძრა, იქით, საიდანაც სიცილი წამოვიდა. ცნობიერების გუბე
მღვრიედ ღელავდა და გაურკვევლად ბუყბუყებდა. ფიქრების ურიცხვი
ჭავლი ერთად ლამობდა ამოტივტივებას, მაგრამ ერთმანეთს ხელს უშ-
ლიდნენ და საბოლოოდ ვერც ერთი ვერ ამოდიოდა ზედაპირზე. ამას
გონების დაბინდვა ჰქვია და კოსტა გონებადაბინდული მიიწევდა წინ.
სერაფიტას სკამს რომ გაუსწორდა, ბინდი ცოტა გადაიყარა, შედარებით
მარჯვე ჭავლებმა ზედაპირს მოაღწიეს, თავები ამოჰყვეს და კოსტა შედ-
გა.
– კიდევ გინდა? – ჰკითხა სერაფიტას და პასუხს არ დალოდებია, ისე
გაუწოდა ორი ცალი კანფეტი.
– კი, – გოგონამ თბილად შემოსცინა და თვალები სიყვარულით მო-
უჭუტა.
დაბალი იცინოდა. მაღალი იცინოდა. მძღოლიც იცინოდა. მარო იცი-
ნოდა თუ არა, კოსტამ ვერ დაადგინა: ხმა არ ისმოდა და ისე ძნელი იყო
რაიმეს შეტყობა. მთავარი ცვლილება, რაც კოსტამ შეამჩნია, ის იყო,
რომ ჯამბულას გაღვიძებოდა („გააღვიძეს ამ ვირიშვილებმა“, ივარაუდა
კოსტამ). დედის მარჯვენა მხარზემოთ სანახევროდ მოჩანდა მისი საყ-
ვარელი სახე. კოსტას წამით მოეჩვენა, თითქოს ჯამბულაც იცინოდა.
„ჩემზე რა უნდა ეთქვათ...“, ფიქრობდა კოსტა, „არ მიცნობენ და არაფე-
რი... ვითომ მარო იტყოდა რამეს? არა, უცნობებთან... უნდა მივიდე“.
კოსტამ თავზე ხელი გადაუსვა სერაფიტას, რათა გოგონას მისი მოსვლა
დაწასვლა უცნაური არ მოსჩვენებოდა, და გზა განაგრძო. სიცილი ნელ-
ნელა ჩაცხრა და, კოსტა რომ მივიდა, უკვე შემწყდარი იყო. კოსტამ თავი
ისე დაიჭირა, ვითომ არავითარი სიცილი არ გაუგონია, ვითომ საერთოდ

714
ვერ ამჩნევდა ჩიტირეკიასა და მის ამხანაგს. მივიდა და ხელი წყნარად
დაადო ცოლს მხარეზე.
– ხომ არაფერი გინდა? – ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ და დინჯად,
ქმრის მზრუნველი უფლებამოსილებით ჰკითხა. ოღონდ, რაკი დარწმუ-
ნებული არ იყო, რომ ცოლისგან რაიმე ღირსების შემლახველ პასუხს არ
მიიღებდა, სასწრაფოდ ჯამბულას მიუბრუნდა, – გაიღვიძე, მამიკო?
დაბალმა კოსტას შეხედა და ხმამაღლა გაიცინა.
– აგერა, კაცო, – და ხელიც მიაშვირა, – აქ არა ჰყოლია მამაი!
ჩიტირეკიასაც გაეცინა. იცინოდა და თან გვერდზე იყურებოდა, თით-
ქოს რაღაცის რცხვენიაო. მძღოლიც ახვიხვინდა. მაროს შეეტყო, რომ
ძლივს შეიკავა თავი. გაცინებით არ გასცინებია, მაგრამ წამიერმა ღი-
მილმა კი გადაურბინა სახეზე. კოსტა დაიბნა. დაბალის ნათქვამის შემ-
დეგ შეუძლებელი იყო ისე დაეჭირა თავი, ვითომ ეს ახალი მგზავრები
არ შეუმჩნევია. ამიტომ სერიოზული, ოდნავ სიმკაცრისკენ გადახრილი
კილოთი იკითხა (შეკითხვის ისარი უფრო ცოლისკენ ჰქონდა მიმარ­თუ-
ლი):
– რა იყო?
პასუხი დაბალმა გასცა:
– ე შენი ბალღი, კაცო, რას ერჩის ამ ჩვენ ჩიტირეკიასა, რომ მამას
ეძახის?
ჩიტირეკიას კიდევ უფრო შერცხვა. მძღოლმა ხვიხვინს უმატა. მარო-
საც უფრო მკაფიოდ და უფრო დიდხანს დააჩნდა ღიმილი. კოსტა წამო-
ენთო, მაგრამ თავი შეიკავა. არ იცოდა, რა უფრო მართებული იქნებოდა
ახლა: ყბაში ელეწა ამ ყბედისა და მაიმუნისთვის, თუ ისე დაეჭრა თავი,
ვითომ ყველაფერი ხუმრობად მიიღო. „გავარტყამ და ისევ მე გამოვალ
სასაცილო“, გაიფიქრა კოსტამ, „ან რატომ უნდა გავარტყა? დააშავა რა-
მე?“ მართლაცდა, რა უფლებით უნდა გაერტყა? ეს კაცი იმას ამბობდა,
ჯამბულამ ასე და ასე თქვაო, და თუ ჯამბულამ მართლა თქვა ასე და ასე,
მაშინ რაღას ერჩი? საბოლოოდ კოსტამ შუათანა გზა გამონახა. ჩხუბის
ატეხა სწორი არ იქნებოდა, მაგრამ არც ხუმრობაში აყოლა ივარგებდა.

715
ასეთ ხალხს თავი თუ გაუყადრე, ხელად დაუკრე­ფავებში გადავლენ.
ამიტომ წეღანდელივით სერიოზული და ცოტა ცივი კილოთი თქვა:
– პატარაა ჯერ. არ იცის.
დაბალმა სიცილი შეწყვიტა და რაღაც უცნაურად შემოხედა კოსტას.
პირიც კი დააღო. მერე შედარებით ხმადაბლა და თითქოს ცოტა გაკვირ-
ვებითაც თქვა:
– მეც მანდა ვარ, რო პატარაა. აკი მაგიტომაც ვიცინით, თორემ, ვინმე
რო მართლა პირზე დაადგეს ამ ჩვენს ჩიტირეკიასა, გინდა თუ არა, ემაგ
ბალღის მამა ხარო, განა სასაცილო იქნებოდა! მძღოლი ისევ ახვიხვინ-
და. ჩიტირეკია მთლად ჭარხალივით გაწითლდა. მარომ ერთი წაიზმუ-
კუნა. „ნეტა კი დედა შეეგინებინა!“, გაიფიქრა კოსტამ. დედა რომ შეეგი-
ნებინა, ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და კოსტაც მაშინვე ყელში
ეცემოდა. ახლა კი რა გინდა ქნა? ეცემი და, რომ ეცემი, შეიძლება მაგი-
ტომ შეიქნე სასაცილო, არ ეცემი და, რომ არ ეცემი, შეიძლება მაგიტომ
შეიქნე სასაცილო. ეს მაროც ხომ, ხალხი თუ ახვევია, არასოდეს მხარში
არ დაგიდგება, რასაც არ იტყვი, ყველაფერს გაგიტრიზავებს, გეგონება
სხვების გულის მოგებას ლამობსო.
მაროს ჯერჯერობით არაფერი გაუტრიზავებია და კოსტა გრძნობდა,
რომ მისი ბრაზი უმისამართო იყო. ეს კი უფრო მეტად აბრაზებდა.
ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს დაბალმა იკითხა:
– რა ხნისაა?
– წლის გახდება მალე, – მიუგო კოსტამ. მას ვითარების შეცვლა დი-
აღაც რომ ესიამოვნა, მაგრამ ამ ცვლილებას ბოლომდე ვერ ენდობოდა
და ამიტომ ისეთი კილო შეინარჩუნა, რომ ზედმეტი შინაურულობა არ
დაეშვა.
– ე რა ადრე დაუწყია ლაპარაკი! – თქვა დაბალმა.
– ამათი ჯიშია ეგეთი, – მიუგო მარომ და კოსტას მოხედა, – ადრე იდ-
გამენ ენას.
კოსტას ეამა. დიდი არაფერია, ადრე აიდგამ ენას თუ გვიან, მაგრამ
მაინც ისა სჯობს, ადრე აიდგა.

716
– სახელი რა ჰქვიან? – იკითხა დაბალმა.
– ჯამბულა, – მიუგო კოსტამ და გაიფიქრა: „აგე! კარგი არა ვქენ, რო
მოვედი?! რო ეცოდინებათ, ქმარი ახლავს, ზედმეტებს მოერიდებიან“.
დაბალი ჯამბულას მიუტრიალდა.
– აბა, ერთი ჩემთან მოდი, ახლოდან გაგსინჯო, თუ რა ვაჟკაცი ხარ!
– და ამ სიტყვებით ხელები გაიწოდა.
ჯამბულამ შეხედა, გაუღიმა და ფართქალით წავიდა. დაბალმა წელ-
ში ხელები მოჰკიდა და, როდესაც კოსტამ დაინახა, რა ახლო იყო ეს ხე-
ლები მაროს ძუძუ-მკერდთან, ტანში გაბურძგლა. მერე გაიფიქრა: „შეხე-
ბით არ შეხებია“.
– ბავშვს არაფერი სჯობს, კაცო! – თქვა დაბალმა და ამხანაგს მიუბ-
რუნდა, – აბა, ერთი, მანდედან მოგვეცალე, ძია ჩიტირეკიავ. აგე, იქ და-
ჯექ, ჩემს ადგილას, – და როცა ჩიტირეკია ასაკეც სკამზე გადაჯდა, თვი-
თონ კიბის თავში მოკალათდა, ფეხები გაშალა და ჯამბულა გაშლილ
ფეხებზე დაიყენა. თან იღლიებში ხელები ეკიდა, – მართლა კაი ვაჟკაცი
ყოფილხარ შენ, ჩემო ძმაო! – და იკითხა, – ფეხზე თუ დგება?
– დგება, მაშ! – ამაყად მიუგო მარომ, – ოღონდ ჯერ ხელს არ ვუშ-
ვებთ.
– სულ სიარული უნდა, – თქვა კოსტამ, რათა თავისი იქ ყოფნა გა-
ემართლებინა.
– აბა, დადექ! – უთხრა ჯამბულას დაბალმა, ფეხები გასწი-გამოსწია
და ჯამბულა შუაში ჩაიყენა, – დგა-დგა...
ჯამბულა დადგა. ერთხანს ინარჩუნებდა წონასწორობას, მერე წინ
გადმოიხარა, ფეხის გადმოდგმა სცადა, იგრძნო, წონასწორობას ჰკარ-
გავდა და ორივე ხელი წინ გამოიშვირა. დაბალმა მაშინვე ხელები შეაგე-
ბა და დაიჭირა.
– კაცი ხარ, კაცი!
მარო გაიბადრა.
– ახლა როგორი ცეკვა იცი, აჩვენე ძიასა! – უთხრა ჯამბულას, – აბა,
დედა, ტაში! ტაში! ტაში! კვანწი, დედა, კვანწი!

717
კოსტას არ მოეწონა მაროს აცუნდრუკება. თანაც დაბალი იმ ასაკში
იყო, რომ იგი ჯამბულას მხრიდან უფრო პაპად უნდა მოეხსენიებინა,
ვიდრე ძიად.
ჯამბულამ მკლავები გაშალა და, როგორც შეეძლო, იცეკვა. დაბალი
იცინოდა. მაღალიც იცინოდა, ოღონდ რაღაც სულელურად.
– ბავშვს არაფერი სჯობს! – გაიმეორა დაბალმა ადრე ნათქვამი, ჯამ-
ბულა მაროს დაუბრუნა (არ შეხებია!) და ჩიტირეკიას მიუბრუნდა, – სულ
მაგას ჩაგჩიჩინებ, შეირთე ცოლი, აღმა-დაღმა რომ დაყიალობ და სმის
მეტი არაფერი გახსოვს!
ჩიტირეკიამ სულელურად გაიცინა. მერე ერთხანს სიჩუმე ჩამოვარ-
და. დაბალს თვალები მიელულა, და მალე ყვინთვა დაიწყო.
– შენ თუ არაფერი გინდა, წავალ, სერაფიტას მივხედავ, – უთხრა კოს-
ტამ ცოლს და, წასვლა რომ ლაღი და ძალდაუტანებელი გამოსვლოდა,
ჯერ ჯამბულას გაეთამაშა: დედის მხრებზე დაწყობილ მის პატარა ხე-
ლებს თავისი ხელები რამდენჯერმე მოუცაცუნა. მერე შეტრიალდა და
წავიდა. სერაფიტას რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. სათქმელი არაფერი
ჰქონდა და არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ასე ჩავლა და წასვლა
­უხერხული ეჩვენა. გოგონა თავად გამოელაპარაკა:
– ბიძია კოსტა!
– ბატონო!
გოგონამ სიყვარულით შემოსცინა და თვალები მოჭუტა. მერე სავარ-
ცხელი გამოუწოდა.
– აჰა, სავარცხელი.
– აღარ გინდა?
– არა. უკვე დავვარცხნე. აი, შეხედე. ხომ ლამაზია?
– ლამაზია, მაშ! თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე.
– კარგი, – ისევ შემოსცინა გოგონამ.
წითური აღარ ქსოვდა. საქსოვი შეენახა, სავარძლის საზურგეს გა-
დასწოლოდა, ნიჩბებივით ხელები მკერდზე დაეკრიბა და თვალები და-
ეხუჭა, მაგრამ კოსტას ვარაუდით არ ეძინა, რადგან ფშვინვა არ ისმოდა.

718
ასეთი გველეშაპი, თუ არ სძინავს და არც საქსოვი აქვს ხელთ, კაცმა არ
იცის, რას გიზამს. კოსტა სკამთან შეჩერდა და სუნთქვა შეიკრა, რათა
რაც შეიძლება უხმაუროდ დამჯდარიყო.
– დაჯექი, კაცო, რას იწურები და რისა გეშინია! – თვალგაუხელელად
თქვა წითურმა.
– რისა უნდა მეშინოდეს, რა! – მიუგო კოსტამ და დაჯდა.
დაჯდომა მთლად მოხერხებულად ვერ მოუვიდა, ქვედა საცვალიცა
და შარვალიც ორივე ერთდროულად ამოეჩარა ლაჯებში, მაგრამ ამ გი-
ჟის გადამკიდე განძრევას ვერ ბედავდა. იჯდა გატრუნული და გაფა-
ცი­ცებული აყურადებდა, როდის ამოუშვებდა ფშვინვას წითური. წი-
თურმა კი, იმის ნაცვლად, რომ ფშვინვა ამოეშვა, ცოტა ხნის შემდეგ თვა-
ლი გაახილა. კოსტას არ დაუნახავს. კოსტამ იგრძნო, რადგან მკლავებზე
ბალანი აებურძგლა. მერე ეს ეჭვად ნაგრძნობი ცხადი შეიქნა: წითური
წამოიწია. კოსტამ თვალი გააპარა მისკენ და ცდილობდა მისი არც ერთი
მოძრაობა არ გამოჰპარვოდა. წითური გაიზმორა, დაიხარა და, ფე-
ხებ­თან რომ ჩანთა ედო, იმ ჩანთაში ხელი ჩაყო. „საქსოვს იღებს!“, გა-
ეხარდა კოსტას. წითურმა კი დიდი, ლოყაწითელი ვაშლი ამოიღო, ხე-
ლით გაწმინდა, პირი ისე დააღო, გეგონებოდათ უჯრა გამოსწიესო, ვაშ-
ლი ხმა­მაღალი ტკაცანით ჩაკბიჩა და ხრაშუნით დაიწყო ჭამა. ხრაშუნ-
ზე ქაჩალმა მოიხედა და კოსტას ზიზღით შემოაცქერდა. კოსტამ გუნება-
ში იაშასა და ნათელას შეაგინა.
– ბიძია კოსტა! – დაიძახა ამ დროს სერაფიტამ.
– რა იყო, სერაფიტა?
– პინცეტი მინდა.
– რა პინცეტი?
– პინცეტი.
– აბა, რომ არა მაქვს?
– ჩანთაშია.
– ჩანთაში?

719
– კი. გარე ჯიბეში. მე ჩავდე. – გოგონა სკამის მკლავსაყრდენს მოეჭი-
და და გადმოსვლა დააპირა.
– იჯექი, იჯექი, მე მოგიტან, – გასძახა კოსტამ და იგრძნო, როგორ
შეწყვიტა წითურმა ვაშლის ჭამა და როგორ მოხედა. თავის მიტრიალება
ვერ გაბედა და ამიტომ ვერც ის გაიგო, თუ რას აპირებდა წითური. ყოვე-
ლი შემთხვევისათვის, რაც შეეძლო სწრაფად გადმოვიდა სკამიდან, ჩან-
თასთან ჩაცუცქდა, ჯიბე გახსნა და პინცეტი ამოიღო. „ნეტა პინცეტი რა-
ღად უნდა?“, გაიფიქრა.
– რად გინდა პინცეტი? – ჰკითხა გოგონას, როცა მის სკამთან მივიდა.
– წარბები უნდა გამოვქნა. შეხედე, როგორი გაბანჯგვლულია! – სე-
რაფიტამ მაიმუნი ასწია და დაანახვა.
წიგნიანმა ქალმა თავი აიღო, ცალი თვალით გადმოხედა გოგონას,
გაუგებრად გაიღიმა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. სერაფიტამ მაიმუნს წარ-
ბების გამოქნა დაუწყო.
დაბალს ცალი ხელი იმ ყუთზე ედო, რომელზედაც მარო იჯდა.
ჯამბულა არ ჩანდა, ეტყობა კალთაში ეჯდა დედამისს. მაროს თავი
გვერდზე მიებრუნებინა და დაბალს უსმენდა. დაბალი ლაპარაკობდა.
ჩიტირეკია სკამიდან შორს გადმოხრილიყო და ისიც დაბალს უსმენდა.
დროდადრო სულელურად იცინოდა. დაბალი, როგორც ჩანს, რაღაცას
ყვებოდა. მარცხენა ხელი მაროს ყუთზე ედო. ლაპარაკის დროს ის ხელი
რამდენჯერმე აიღო და ისევ დადო. როცა აიღებდა, კოსტა შვებით ამოი-
სუნთქავდა, როცა დადებდა, ისევ აფორიაქდებოდა. „მივიდე თუ არ მი-
ვიდე?“, ფიქრობდა კოსტა. რომ მისულიყო, რა ეთქვა? იმას ხომ ვერ ეტ-
ყოდა, ხელი ყუთზე ნუ გიდევსო? შენ რა გინდა, ძმაო? შენს ცოლს ვეხე-
ბი? მა რაღას მედავები? ეგ ყუთი არც შენია და არც ჩემი. სახელმწიფო-
სია. სახელმწიფო არ მიშლის ხელის დადებას და, შენ რომ მიშლი, შენ
ვისი ტიკიტომარა ხარ?! მართალი არ იქნებოდა, ამას რომ ეტყოდა?
მართალი იქნებოდა. ბილეთი რომ ჰქონიყო ნაყიდი და ის ყუთი მისი
ადგილი ყოფილიყო, კიდევ ჰო, და...

720
– „ისა სჯობს, არ ვუყურო. ბოლოს და ბოლოს, რა...“, გაიფიქრა კოს-
ტამ და, თუმცა ძალიან კი უჭირდა, უკან მიბრუნდა, თავისი სკამისკენ.
წითურს ისევ ჩხირები აეღო და ქსოვდა. „ქსოვოს, კაცო, ჭკვიანად მაინც
იქნება, მე მაგის...“, გაიფიქრა კოსტამ. და მაინც, სანამ დაჯდებოდა,
ცდილობდა წითური მხედველობის არეში ჰყოლოდა. რომ დაჯდა, იმ
წამსვე შემკრთალი ზეზე წამოვარდა: რაღაცას მყარსა და თითქოს ცოტა
სველს დააჯდა. რომ დახედა და ვაშლის ნარჩენი დაინახა, წითურის სი-
ცილიც გაისმა:
– ეეე-ჰე-ჰე-ჰე!
იხუმრა თავისი ჭკუით. რას იზამ? მოკლავ კაცს სულელური ხუმ­რო-
ბის გულისთვის? კი მოკლავ, თუ მოერევი... კოსტამ ხაზგასმული ზიზ-
ღით წაჰკრა თითი ვაშლის ნარჩენს და ძირს გადმოაგდო. მერე
ცხვირ­სახოცი ამოიღო, შარვალზე მოისვა, სავარძელს მოუსვა, ისევ ჯი-
ბეში ჩაიდო და დაჯდა.
– გეწყინა? – ჰკითხა წითურმა. თან ქსოვას განაგრძობდა.
– არა, – მიუგო ყოყმანით კოსტამ, – წყენით კი არა... მაგრამა...
– რა „მაგრამა“? – წარბი აზიდა და მკაცრად გადმოხედა წითურმა.
– არაფერი, არა, – თქვა კოსტამ და გულზე გაუვალი უმწეობის რაღაც
საზარელი, დამბლადამცემი განცდა შემოეჯარა.
წითური დამშვიდდა. კოსტას გული ძალუმად უცემდა და ცოტა თავი
სტკიოდა. „იქ რა ხდება, ნეტა?“, გაიფიქრა და მერე ეს ფიქრი აღარ მო-
შორებია. მისულიყო – როგორ მისულიყო, არ მისულიყო და – როგორ არ
მისულიყო! დიდხანს იჯდა ასე, ვერაფერი გადაეწყვიტა და გული ყელში
ებჯინებოდა. ბოლოს ჩანთა გახსნა, იქიდან ბოთლი ამოიღო, რომელ-
საც თავზე საწოვარა ჰქონდა ჩამოცმული, დაიჭირა ხელში და წავიდა. სე-
რაფიტას რომ ჩაუარა, ჰკითხა:
– ხომ არაფერი გინდა?
– არა, – შემოსცინა გოგონამ.
დაბალს ცალი ხელი ისევ ისე ედო და ლაპარაკობდა. მარო და ჩიტი-
რეკია უსმენდნენ. ჯამბულა არ ჩანდა. ახლო რომ მივიდა, კოსტამ მაშინ-

721
ღა დაინახა: დედამისს ეჯდა კალთაში, ზურგითა და კეფით მის მუცელსა
და მკერდს მიყრდნობილი, და დიდი კაცივით გასცქეროდა გზას დაფიქ-
რებული და სერიოზული. ფეხის ხმაზე დაბალმა მოიხედა, ლაპარაკი
შეწყვიტა და კოსტას შემოაჩერდა. ყუთიდან ხელი არ აუღია. მისი სახის
გამომეტყველებაზე კოსტა მიხვდა, რომ ასე საწოვარათი ხელში მთლად
ღირსეულად ვერ გამოიყურებოდა.
– ტკბილი წყალი არ უნდა ბავშვს? – რაც შეეძლო, მხნე და მზრუნვე-
ლი, ოღონდ არა გრძნობებს აყოლილი, მამის კილოთი ჰკითხა ცოლს.
– რა დროს ტკბილი წყალია! – მიუგო ცოლმა, – ჭამის დრო მოსდის.
კოსტას დასცეცხლა. „ჭამის დრო“ იმას ნიშნავდა, რომ მაროს ამდენი
ხალხის თანდასწრებით ხელი უბეში ჩაეყო და ძუძუ ამოეღო.
– ეგებ ტკბილი წყალი მიგვეცა. ჭამით მერე ვაჭამოთ, იქა.
– ტკბილ წყალზე გადავატარო მოშიებული ბავშვი?! – შორს დაიჭირა
ცოლმა.
– ბავშვს თუ შია, უნდა ჭამოს, – მცოდნე კაცის კილოთი თქვა დაბალ-
მა.
ამათ რა ენაღვლებათ! მაგრამ მაროს ახლა თოფით რომ დადგომო-
დი, ვერ გადაათქმევინებდი. ერთადერთი იმედი ისღა იყო, იქნებ რამე
ჩვარი მაინც მოეფარებინა და ისე ეჭმია.
– მოიტა ეგ ბოთლი, აქ ჩავდებ ჩანთაში, – უთხრა მარომ და კოსტა
ახლაღა მიხვდა, რომ მკლავი ბოლომდე ჰქონდა გაშლილი და ბოთლი
დროშასავით ეჭირა ხელში.
– ჰოდა, იმას ვამბობდი, – თქვა დაბალმა მას შემდეგ, რაც მარომ კოს-
ტას ბოთლი გამოართვა და თავის ხელჩანთაში ჩადო, – მე ვერ მიცნობ?
– კოსტას მიუბრუნდა უცებ.
კოსტა დაიბნა და ვერაფერი უპასუხა.
– ჩვენებური კაცის მოყვარე ყოფილა, – წამოეშველა მარო, – არკადი
ჰქვიან სახელად.
– შენ არც მე მახსოვხარ, – უთხრა დაბალმა, – ე შენი დედაკაციც ძლივ
მეცნო. შენს სიმამრ თომას კი კარგად ვიცნობდი. იცი, ვისი მოყვარე ვარ?

722
– ვისი? – კოსტა ჯერ ისევ დაბნეული იყო და მექანიკურად ლაპარა-
კობდა.
– ავჭალასი.
– ავჭალასი? – არ იცნობ, კაცო? – თითქოს უსაყვედურა დაბალმა, –
ცოლის სამშობლოში არ დადიხარ?
– ისე. ხანდახან.
– აი, გითხრა. ეს ხო შენი სიმამრი თომას სახლია, არა? – ყუთიდან
ხელი აიღო, ყველა თითი მოკეცა, გარდა სალოკისა, მერე ეს მოუკეცავი
სალოკი იქ ჩაჰკრა, საცა წეღან მთელი ხელი ედო – აქა, – მეორე ხელის
სალოკი თითი მოიშველია და პირველი თითის მახლობლად, მაროს კა-
ბასთან ოდნავ უფრო ახლო დადო, – გაბიტაშვილები ცხოვრობენ. აქა, –
ცოტა უკან გამოსწია ის თითი და მაროს დააშორა, – სისაურები. აი, აქ
ცხოვრობს ავჭალას ოჯახი, – ისევ გადაანაცვლა თითი. ავჭალას ოჯახი
აღმოჩნდა ყუთის წინა წიბოსთან, მარჯვენა კუთხის მახლობლად, მა-
როს მუხლის სახსარქვეშ, იქ, სადაც კაბა თავდებოდა კიდეც.
კოსტა თვალს ადევნებდა არკადის თითის მოძრაობას. მოსმენით არ
უსმენდა. მარტო იმას უყურებდა, რა მანძილზე უახლოვდებოდა ხოლმე
თითი მაროს ჩაბრტყელებულ გავასა და ბარძაყს, და ერთი-ორჯერ მუ-
ცელში რატომღაც ის ნაცნობი ბორბალი დაუტრიალდა. კოსტას ეს ამბა-
ვი თან გაუკვირდა და თან ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს რაღაც სა-
სირცხო საქმეში გარეულიყოს.
– მაშ, არ იცნობ ავჭალასა? – განაგრძო დაბალმა, – გაგონილი კი მა-
ინც უნდა გქონდეს. მაგარი ბიჭია. ახლა სადღა არიან ეგეთი ბიჭები! ჰო-
და, იმას გიყვებოდით, რომა რვა წელი იჯდა გაუპატიურებაზედა. მააშ!
საბჭოს თავმჯდომარე იყო ერთი... შენ არ გეხსომება, – მაროს მიუბრუნ-
და, – ბალღი იქნებოდი. ორი გოგო ჰყვანდა. ერთხელ თურმე ამ ჩემმა
სიძემ ავჭალამა... მაშინ ჯერ სიძე არ იყო... ძმაბიჭებს სანაძლეო დაუდო
და საღამოს თავმჯდომარის უფროსი გოგო ტყეში წააწიალა. მაგარ ხა-
თაბალაში გაყო თავი. ეხუმრები შენ თავმჯდომარის ქალის გაუპატიუ-
რებასა! ა, მაშინ შეიქნა ამბავი, თუ შეიქნა! ეს ავჭალა კაი ვაჟკაცი იყო და

723
თავმჯდომარეს ეფიქრა, ბარემ ცოლად შევრთავ და ამით მოვრჩებიო.
ავჭალამა კიდე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. არ უნდოდა და მოკალი!
დაეხვივნენ ნათესავები. თავს რად იღუპავო, ციხეში წასვლას თავმჯდო-
მარის სიძეობა არა სჯობიანო?! ვერ მოიშორა ნათესავები ავჭალამა.
არადა, იმ ქალის შერთვაც არ უნდოდა. რა ექნა? ერთი სიტყვით, რაღა
ბევრი გავაგრძელო და, ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩვენმა ავჭალამა მეორე
გოგოც არ მოსტაცა და არ გაუუპატიურა თავმჯდომარესა! ეხლა რაღას
იზამთ, ორთავეს ხომ ვერ შემრთავთო! მაშ, კაცო! ადგა და ციხეში წავი-
და.
მარომ თქვა, ნწუ, ნწუ, ნწუო. ჩიტირეკიამ გაიცინა. კოსტამ ისე, რაღაც
რომ ეთქვა, იკითხა:
– ახლა სადღაა?
– ისევ იქ არის, – კმაყოფილი ღიმილით მიუგო დაბალმა, – ახლა
­მკვლელობაზე ზის.
კოსტა უცებ მიხვდა, რომ არაბუნებრივ პოზაში იდგა: მარტო
მარჯ­ვენა ფეხს ეყრდნობოდა, თავი ისე გადაეგდო გვერდზე, ლამის
ბეჭზე დაედო, პირი ოდნავ გაეღო და ასე მისჩერებოდა დაბალს. ეს რომ
შენიშნა, გასწორდა. მარცხენა ფეხიც მოიშველია, თავიც გაასწორა, პი-
რიც მოკუმა. მერე იფიქრა, ხომ არ მატყუებენო. იქნებ ამათ აქ ამასობაში
რაღაც და ახლა კოსტას ერთად აცუცურაკებენ, ვიღაც ავჭალათი აშინე-
ბენ. „მაშინებენ რა, ის კი არ არის...“, გაიფიქრა კოსტამ, „აკი ცი­ხეში ზი-
სო!“ ბოლოს და ბოლოს, ვინა გდია ეგ ავჭალაა თუ დარდუბალა! თვა-
ლით არ უნახავს კოსტას, ხმა არ გაუცია, არაფერი დაუშავებია და რა აქვს
შესაშინებელი! თანაც ციხეში ზის და, კაცმა არ იცის, გამოვა თუ არა იქი-
დან. ეგეც არ იყოს, სიძე თუ ყაჩაღია, რა აუცილებელია ცოლის­ძმაც ყა-
ჩაღი იყოს!
კოსტას უცებ მოეჩვენა, თითქოს დიდი, ძალიან დიდი ხანია იცოდა,
რომ ცალ მხარეს ასე მდაბიურად ავკაცებს უელავთ ოქროს კბილი. „შიში
არა, ფეხები!“, გაიფიქრა კოსტამ და არკადისკენ გააპარა თვალი. თავი-

724
დანვე არ მოეწონა მისი გამოხედვა. არც გამოხედვა და არც ოქროს კბი-
ლი. „მერე რა!“, გაიფიქრა კოსტამ, „აბა, ერთი, გაბედოს და...“
– ბიძია კოსტა! – გაისმა ამ დროს.
– ბატონო!
– დამეკარგა.
– რა დაგეკარგა? – ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კოსტამ, სერა-
ფიტა ვერ გაიგონებდა, – ვნახო, ერთი, რა უნდა, – უმისამართოდ თქვა
მერე.
გაეხარდა, სერაფიტამ რომ დაუძახა. თვითონაც უნდოდა წასვლა,
მაგრამ ასე სულ უმიზეზოდ ვერ მოეხერხებინა. ახლა, რაკი გოგონამ და-
უძახა, სწრაფად შეტრიალდა და წავიდა.
– რა დაკარგე, სერაფიტა?
– პინცეტი გადამივარდა, – შეწუხებული, თითქმის ცრემლიანი ხმით
შესჩივლა გოგონამ, – და ვეღარ ვიპოვე. ვეძიე და არსად არ არის.
– არაფერია, ქალაქში რომ ჩავალთ, ახალს გიყიდი, – უთხრა კოსტამ
და მოულოდნელად გაიფიქრა: „მართლა ვუყიდი“. ამის გაფიქრებაზე
ცოტა გულიც აუჩუყდა.
გოგონა მყისვე გახალისდა.
– აი, ცოტა კი გამოვუქენი წარბები. შეხედე, ეს წარბი სულ მოვათავე.
ესღა დამრჩა.
„ვუყიდი“, გაიფიქრა კოსტამ და გოგონას თავზე გადაუსვა ხელი. გო-
გონამ შემოსცინა და სახე კიდევ უფრო გაუბრწყინდა. მერე კოსტას თვა-
ლი უკან გაექცა. მაროს, არკადისა და ჩიტირეკიას კარტის თამაში წამო-
ეწყოთ. მარო ბოლომდე მიწეულიყო მარცხნივ და მარჯვენა მხარეს, ყუ-
თის კიდეზე, რამდენადაც შეიძლებოდა, ადგილი მოეთავისუფლებინა.
სწორედ აქ თამაშობდნენ. მარო მარჯვნივ იყო მოტრიალებული, ­მარ-
ცხენა ხელი თან ჯამბულასთვის შემოეხვია, რომელიც კალთაში ეჯდა,
თან შიგ კარტი ეჭირა. მარჯვენა ხელით ამ კარტს სათითაოდ იღებდა და
ჩადიოდა. სამთავეს ხალისიანი სახეები ჰქონდათ.

725
ცნობიერების გუბეს კვლავ ნისლი ჩამოაწვა. ავტობუსი წამით თით-
ქოს სიბნელეში დაინთქა. კოსტა იდგა და ერთადერთი, რასაც ახლა
გრძნობდა, იყო შიში იმისა, რომ შეიძლებოდა თვალში ცრემლი ჩაჰგუ-
ბებოდა. ვინ იცის, იქნებ ჩაჰგუბებოდა კიდეც, ამ დროს რომ წიგნიანი ქა-
ლი არ წამომდგარიყო. კოსტას არ გაუგია, როდის დახურა წიგნი წიგნი-
ანმა ქალმა, როდის შეინახა და როდის გაემზადა ჩასასვლელად. ახლა
ფეხზე იდგა და ხელში ჩანთა ეჭირა.
– აბა, ერთი, გამატარე, გოგონი, – უთხრა ქალმა სერაფიტას.
კოსტაც გაიწია და ქალი გაატარეს. ძალზე გამხდარი იყო, მაგრამ შე-
მოკვართულ შარვალში უკანა ნაწილი მაინც მრგვალად და მიმზიდვე-
ლად ამობურცოდა. „არ უნდა მივჩერებოდე, წესი არაა“, გაიფიქრა კოს-
ტამ. ქალი გამართული მიდიოდა და სიარულისას გავას მსუბუქად მიაქ-
ნევდა. უკნიდან უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე წინიდან. თავში რომ
გავიდა, მძღოლს რაღაც უთხრა და თან თითი გაიშვირა. არკადი წამოდ-
გა, განზე გადგა და ქალს გზა მისცა. ჩიტირეკიაც წამოდგა და გვერდზე
გაიწია. ავტობუსი გაჩერდა და ქალი ჩავიდა. „არ უნდა მეცქირა“, გაიფიქ-
რა კოსტამ, „შენ რო სხვისას უცქერი, სხვა შენსას დაუწყებს ცქერას“. მან-
ქანა ისევ დაიძრა და კარტის თამაშიც განახლდა. კოსტა მწუხარედ და
ქურდულად გასცქეროდა მოთამაშეებს.
– ბიძია კოსტა! – უთხრა სერაფიტამ, – ჩემთან დაჯექი რა! ის ქალი
ხომ ჩავიდა!
– კარგი, – მიუგო კოსტამ, – ჩაიწიე.
სერაფიტა ქალის ადგილას გადავიდა. სერაფიტას ადგილას კოსტა
დაჯდა. აქედან მოთამაშეები კარგად ჩანდნენ. მხიარულად თამაშობ-
დნენ და დროდადრო ხმამაღლა იცინოდნენ. მარო უსიამოვნო ხმით
კისკისებდა. სახლში ასე არასოდეს არ იცინოდა. ასე მხოლოდ მაშინ
იცინოდა, როცა უცხო ხალხში მოხვდებოდა. კოსტა ცდილობდა არ ეცქი-
რა. ამ მიზნით დროდადრო თვალებს ხუჭავდა, მაგრამ გული არ უთმენ-
და და მალე ისევ ახელდა. კარგა ხანს ითამაშეს. ერთხელაც, ჩიტირეკიამ
რომ ხელახლა დაიწყო კარტის ჩამორიგება, მარომ რაღაც უთხრა. ჩიტი-

726
რე­კიამ ჩამორიგება შეწყვიტა. რაც უკვე დარიგებული ჰქონდა, ისიც აკ-
რიფა. „ნეტა რატომ დაანებეს თამაშს თავი?!“, გაიფიქრა კოსტამ. ჩი­ტი-
რეკია, რომელიც თამაშის დროს კიბის საფეხურზე იჯდა, წამოდგა და
ასაკეც სკამზე გადაჯდა. მარო და არკადი შებრუნდნენ და ახლა მხო-
ლოდ ზურგები უჩანდათ. რამდენიმე წამის შემდეგ კოსტამ მაროს მარ-
ჯვენა იდაყვი დაინახა. იდაყვი ცოტათი გამოსცდა სხეულს. ერთხანს ასე
ჩანდა და ოდნავ ირხეოდა. მერე მეორე იდაყვი გამოჩნდა მარცხენა
მხრიდან. იმავ წამს მარჯვენა ბარძაყზე ჯამბულას პატარა ფეხები გად-
მოეფინა და მარცხენა იდაყვთან ჯამბულას თავმა გაიელვა. მერე მარ-
ცხენა იდაყვი მაღლა წავიდა და სხეულისკენ მიიწია, რის გამოც თავი
ისევ გაქრა. კოსტა ერთბაშად მიხვდა. „ძუძუს აწოვებს!“, გაუელვა თავში.
სახეზე ალმურმა გადაუარა. იმავ წამს ცნობიერების გუბე გახევდა და გა-
იყინა. წყალქვეშა დინებებიც ადგილზე გაქვავდნენ. არსად არაფერი
აღარ მოძრაობდა და არსაიდან არავითარი ხმა არ ისმოდა. გუბეს ზემო-
დან დიდი, ბლანტი სიბნელე აწვა. კარგა ხანს იყო კოსტა გახევებული.
მერე რაღაცამ შეაკრთო. ჯერ ეგონა, ფეხის ხმა მოესმა, მერე მიხვდა,
რომ ფეხის ხმა კი არ მოესმა, ვიღაცა დაჟინებით უყურებდა. კოსტამ თვა-
ლი გააპარა. ჭრელჰალსტუხიანი ქაჩალი კაცი მოდიოდა, ხელში პორ-
ტფელი ეჭირა და კოპებშეკრული, მრისხანედ მოსჩერებოდა კოსტას.
„რა უნდა ჩემგან ამ შობელძაღლს?!“, გაიფიქრა კოსტამ. ქაჩალს თვალი
არ მოუშორებია, სანამ მის სკამს არ გასცდა. მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა,
თეთრი, ქათქათა პერანგი და შავი, ლაპლაპა ფეხსაცმელები. ავტობუ-
სის თავში გავიდა, მძღოლს რაღაც უთხრა, ბილეთი მიაწოდა, თავი ოდ-
ნავ შეატრიალა მარცხნივ და მაროს ჩახედა. კი, ნამდვილად ჩახედა. ჩა-
ხედა და ასე ჩაყურებდა, ვიდრე ავტობუსი არ გაჩერდა. კოსტას გულ-მუ-
ცელი ეწვოდა. მერე ქაჩალიჩავიდა და ავტობუსმა გზა განაგრძო.
კოსტამ თვალები დახუჭა. გულ-მუცელი ისევ ეწვოდა.
როცა თვალები ხელახლა გაახილა და გაიხედა, დაინახა, რომ მარო,
არკადი და ჩიტირეკია კვლავ ადრინდელ პოზაში დამსხდარიყვნენ და
ისევ კარტის თამაში გაეჩაღებინათ.

727
კოსტა მიხვდა, რომ სრულიად მარტო იყო. ყოველთვის მარტო იყო.
დედამისი რა ხანია გამოსულელდა და მისი სათვალავში ჩაგდება აღარ
შეიძლებოდა. ჯამბულას ჯერ ამ ცხოვრებისა არაფერი გაეგებოდა. მარო
იყო ერთადერთი, ვინც კოსტას მარტოობას უფანტავდა და წუხილზე მა-
ლამოდ ედებოდა. კოსტასაც მუდამ მისკენ მიუწევდა გული. ის იყო გა-
ჭირვების ტალკვესი, იმედი და ნუგეში. მარო კი ზოგჯერ აგე, როგორ იქ-
ცეოდა! კოსტასთან ყოფნას სხვებთან ყოფნა ერჩივნა. კოსტასთან ბუზ-
ღუნებდა, წუწუნებდა, ჩიოდა, სხვებთან კი სულ იცინოდა, სულ კისკისებ-
და (უსიამოვნო ხმითა), სულ კარგ გუნებაზე იდგა. ნეტა თუ იცოდა მაინც,
რა მარტო იყო ხოლმე ამ დროს კოსტა?
კოსტას სერაფიტას მშვიდი, თანაბარი სუნთქვა ჩაესმა და გაკვირვე-
ბულმა მიხედა. არ გაუგია, ან თვითონ როდის მოჰხვია მხარზე ხელი გო-
გონას, ან გოგონა როდის მიეკრო და როდის ჩაეძინა. „არ უნდა გამედევ-
ნებინა თვალი იმ ქალისთვინ!“, გაიფიქრა კოსტამ. წიგნიან ქალს გუ-
ლისხმობდა.
მერე არკადი და ჩიტირეკიაც ჩავიდნენ. ჩასვლის წინ არკადი კიდევ
გაეთამაშა ჯამბულას, მოვიდა-მოვიდაო, თითებით შეუღიტინა მკერ-
დზე. ჩიტირეკია იცინოდა. მერე ორთავემ თავიანთი ერთნაირი ბადიები
აიღეს, რომლებშიაც რაღაც ეწყოთ გაზეთებში ერთნაირად გახვეული,
და ჩავიდნენ.
კოსტამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს დამაშვრალმა და დაქანცულ-
მა ტვირთი მოიხსნა და მცირე ხნით დასასვენებლად ჩამოჯდა. „განა რა
მოხდა ისეთი?“, იმედიანად გაიფიქრა, „ნასვამი კაცები ამოვიდნენ,
ბალღს მიუალერსეს, კარტი ითამაშეს და ჩავიდნენ“. გუბე კი ტორტმა-
ნებდა, გაუგებრად ბუყბუყებდა, რაღაცას მალავდა, რაღაცას ზედაპირ-
ზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა და მიუხედავად შვებისა, ტვირ-
თის მოხსნისა და დასასვენებლად ჩამოჯდომისა, კოსტას ისეთი გრძნო-
ბა ჰქონდა, თითქოს ყელში ძვალი გაჩხეროდეს. მარო ახლა ძველებუ-
რად იჯდა, როგორც არკადისა და ჩიტირეკიას ამოსვლამდე. მგზავრები-
საკენ გავა ჰქონდა მოქცეული, ჩამობრტყელებული, განდღრეული და

728
ფორმადაკარგული. კოსტა უყურებდა ცოლს და ვერ გაეგო, ის ნიაღვარი-
ვით გრძნობა, რომელსაც მთელი მისი სხეული უდიდესი ძალით აევსო
და დაემუხტა, საშინელი სიძულვილი იყო თუ საშინელი სიყვარული.
ბოლოს და ბოლოს, ავტობუსმა დანიშნულების ადგილს მიაღწია.
კოსტამ სერაფიტა გააღვიძა და ჩასასვლელად მოემზადა. ის იყო, თავის
სკამს უნდა გამოსცდენოდა, რომ ჰაერის მძლავრი ტალღა დაეტაკა და
უკანვე შემოაგდო. იმავ წამს გვერდით ჩაუქროლა წითურმა ბიჭმა. თა-
ვით ჭერს ეხებოდა, მხრებით კედლებს, გასასვლელში ძლივს ეტეოდა.
მიდიოდა და ცალი ხელით ჩანთას მიაკონწიალებდა. „თუ სხვამ არ მო-
აგონა, ამას ერთხელაც იქნება დაავიწყდება საქსოვის წამოღება“, გა-
იფიქრა კოსტამ. მერე ჩანთა აიღო, სერაფიტას ხელი ხელში ჩაჰკიდა და
გზას გაუდგა. ნელა მიდიოდნენ, რადგან ბოლო გაჩერებაზე ყველანი წა-
მოიშალნენ და გასასვლელი ხალხით იყო სავსე. კოსტასა და სერაფიტას
წინ ორი კაცი მიდიოდა.
– მოკვდები და დაიბადები, მოკვდები და დაიბადები, მოკვდები და
დაიბადები, – თქვა ერთმა.
მეორე თავჩაღუნული მიაბიჯებდა, ალბათ ფიქრებში თუ იყო წასუ-
ლი. ბოლოს იკითხა:
– მართალია ვითომ ახლა ეგ?
– ე! – გაკვირვებით აღმოხდა პირველს. როგორც ჩანს, არ მოელოდა,
თუ მისი ნათქვამი შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ.
ამის შემდეგ ორივე გაჩუმდა.
„თუ მოვკვდები, როგორღა დავიბადები?“, გაიფიქრა კოსტამ.

ეპილოგი
„თუ მოვკვდები, როგორღა დავიბადები?“, გაიფიქრა კოსტამ და გა-
ყინული ხელები ერთდროულად გაუშვა ჩანთასაც და სერაფიტასაც. ჩან-
თის დაცემის ყრუ ხმა ჯერ კიდევ მოსწვდა სმენას იმ დროს, როცა მუცელ-
ში გავარვარებული შანთი გაუყარეს და არაადამიანური ტკივილისაგან
წელში მოიკაკვა. სერაფიტამ შეჰკივლა თუ გაიცინა, ძნელი გასარკვევი

729
იყო, რადგან ცნობიერების გუბე ყოველი მხრიდან ერთდროულად მოწ-
ყდა ნაპირს, შეიკუმშა, შეიკრა, საკუთარი თავი შეიწოვა და ნაპირმა, მი-
ტოვებულმა და შეშინებულმა, მშრალი და ცივი სიმსუ­ბუქე იგრძნო.
ყველგან, სადამდეც კი თვალი წვდებოდა, შავ სიცარიელეს დაესადგუ-
რებინა და შავ სიცარიელეში არეულად ჩახერგილი, უფორმო და უცნობი
საგნები ისე ჩანდნენ, როგორც შემოდგომის ფანჯრიდან, როცა გარეთ
წვიმს და წვიმა ღვარად დასდის ფანჯრის მინას, ხოლო მერე – არავინ
იცის, როდის – როცა შეკუმშული გუბე კვლავ გაიშალა და მტკივნეულ
ზვირთად მიაწყდა ნაპირს, როცა შუბლზე და ბეჭებში ოფლის ყინული-
ვით ცივი სისველე იგრძნო, ქვეყნიერება – მყარი, მქი­სე, ცხელი – ძვე-
ლებური სახით აღდგა და კოსტამაც ცალ ხელში ჩანთა აიღო, მეორე კი
ისევ სერაფიტას ჩაჰკიდა.

წოლა

აკაკი ჩქარი ნაბიჯით გავიდა ბაქანზე და მატარებელს მიაშურა.


აღარ თოვდა, მაგრამ ყინვა კიდევ უფრო ღონივრად უჭერდა და
მშრალი თოვლი ფეხქვეშ მწყრალად ჭრაჭუნობდა. ცივი ვარსკვლავები
ნაღვლიანად ბჟუტავდნენ შავ ცაზე. გათოშილი ქვეყნიერება თავით ფე-
ხამდე შეხვეულიყო თეთრ სუდარაში და მორჩილად მინდობოდა ღვთის
ნებას.
კუპეში არავინ დახვედრია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სა-
წოლს თავი აჰხადა, რათა პორთფელი სათავსოში შეენახა, უკნიდან ხმა
მოესმა:
– ოცდამეხუთე ჩემია.
აკაკიმ მიიხედა და მკერდში ყინულის ნატეხი ჩაუცურდა.
ზღურბლზე უცნობი კაცი იდგა. მაღალიც იყო, სქელიც, გრძელი და
განიერი პალტოც ეცვა, მსხვილი კისერიც ჰქონდა და დიდი, მრგვალი კე-
პიც ეხურა. ხელში მოზრდილი ჩემოდანი ეჭირა.
აკაკის ყელში რაღაც დაეცო.
730
– გამარჯობათ.
– ოცდამეხუთე ჩემია, – გაიმეორა კაცმა.
აკაკიმ იგრძნო, რომ უხერხულ პოზაში იდგა. მაშინ საწოლის თავი
დაუშვა და გულჯიბიდან ბილეთი ამოიღო. მეექვსე ვაგონი, ოცდამე-
ხუ­თე ადგილი.
– ჩემია.
კაცმა წამით თვალი თვალში გაუყარა, მერე თვითონაც ამოიღო ბი-
ლეთი და დახედა.
– ჩემია.
აკაკიმ მხრები აიჩეჩა. კაცმა ბილეთი ჯიბეში ჩაიდო და კეპი მოიხა-
და. თავი გადაპარსული ჰქონდა.
აკაკი წავიდა და მატარებლის გამყოლი მოძებნა. გამყოლმა ორთავე
პრეტენდენტს გამოართვა ბილეთები, დაკვირვებით შეამოწმა, მოლა-
რეს შეაგინა და აკაკის ოცდამესამე ადგილი მიუჩინა, ოცდამეხუთის პირ-
დაპირ.
მატარებელი დაიძრა. აკაკის თანამგზავრი მაშინვე დაწვა და დაიძი-
ნა.
ცოტა ხნის შემდეგ აკაკიც დაწვა, მაგრამ ვერ დაიძინა.
ამ პატარა ქალაქში, საიდანაც ეს-ესაა ქშენით გავიდა მატარებელი,
შემთხვევით მოხვდა. იქნებ არც მოხვედრილა შემთხვევით, მაგრამ
თქმით მაინც ასე ითქმის.
მანამდე თბილისში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ყველა ჟურნა-
ლისა და ყველა გაზეთის რედაქციები მრავალგზის ჰქონდა შემოვლი-
ლი. ბოლოს ერთ-ერთ მათგანში კორექტორად დაიწყო მუშაობა და მას
შემდეგ მუშაობდა და მუშაობდა კორექტორად. დროდადრო ქვემოდან
ახალი ხალხი მოვიდოდა, აკაკის გაივლიდა და ზემოთ გასწევდა. აკაკი
კი მუდამ ერთსა და იმავე ადგილას იყო. ამასობაში მაჰმადის ასაკსაც გა-
დააბიჯა. მანამ ბუდასა და ქრისტეს ასაკი გაიარა, მაგრამ სამყაროს არა-
ფერი დასტყობია. როდესაც მაჰმადის ასაკსაც უხმაუროდ და შეუმჩნევ-
ლად გასცდა და ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ წინ მხოლოდ ის ედო,

731
რაც უკან უკვე დატოვა – მცირე ხელფასი, შეგუებული ერთფეროვნება და
შემთხვევიდან შემთხვევამდე ნახევრადინფორმაციული ხასიათის პა-
ტარ-პატარა, ყალბი სტატიები, რომლებიც ახლო ნათესავებშიც კი ღი-
მილის მეტს უკვე აღარაფერს იწვევდა – უეცრად და რაღაც საეჭვოდ იო-
ლად გადაწყვიტა თბილისი მიეტოვებინა და პერიფერიაში გადაბარგე-
ბულიყო.
თავისით ალბათ ვერც ვერაფერს მიხვდებოდა და ვერც ვერაფერს
გადაწყვეტდა; თვინიერად იჯდა შეჩვეულ ბუდეში და აზრადაც არ მო-
უვიდოდა, თუ რამეს შეცვლა შეიძლებოდა, ბედისწერას რომ, სად იყო
სად არა, საურმაგი არ შეეხვედრებინა, უნივერსიტეტის ამხანაგი, რომე-
ლიც რაიონში მუშაობდა გაზეთის რედაქტორად.
კაცი ზოგჯერ გულახდილი ხარ. თავისთავად ეს ბევრს არაფერს ნიშ-
ნავს – დიდი-დიდი მერე შეგრცხვეს და ამ სირცხვილის ბლანტი კვალი,
ერთი-ორ დღეს გაგყვეს – მაგრამ, თუ მოვლენები ისე დაემთხვა ერთმა-
ნეთს, როგორც მაშინ, როცა აკაკი საურმაგს გადაეყარა, ადვილი შესაძ-
ლებელია მოგეჩვენოს, თითქოს ცხოვრებას ისეთი რამ დასტყუე, რასაც
სხვა შემთხვევაში ეგრე იოლად არ დაგითმობდა.
იქნებ გაზაფხულის პირველი, მძლავრი აფეთქება იყო მიზეზი, იქნებ
შეხვედრის უეცარი და მოულოდნელი ხასიათი, იქნებ სხვა, ჩვენთვის უც-
ნობი რამ ძალა, რომ ერთიმეორის ნახვა ასერიგად გაეხარდათ.
როდესაც რესტორნის ერთ მყუდრო კუთხეში, სადაც შეხვედრის სი-
ხარული ჩვეულებრივ უკეთ მჟღავნდება ხოლმე, თითო ბოთლი ღვინო
დალიეს და აკაკიმ ისეთი მწარე-მწარე შენიშვნები გამოთქვა საზოგა-
დოდ ცხოვრებისა და კერძოდ თავისი ბედის მისამართით, რომლებიც
აქამდე არავისთვის გაუმხელია, საურმაგმა უთხრა:
– რას შეჩერებიხარ, მერე, ამ აქოთებულ თბილისს?! ჩემთან წამოდი.
ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას ჩაგაბარებ. სუფთა ჰა-
ერზე იცხოვრებ, სასმელ-საჭმელი არ მოგაკლდება, შემწუხებელი არა-
ვინ გეყოლება, იმუშავე და იყავი შენთვის წყნარად.

732
აკაკის ეგონა გულის მოსაფხანად ვწუწუნებო; საურმაგს ეგონა ფორ-
მალური თავაზიანობის გამო ვეპატიჟებიო; არც ერთსა და არც მეორეს
ფიქრად არ მოსვლია, რომ ამ ზერელე საუბარს შეეძლო შორეულ რაი-
ონში ისეთი შუქურა აენთო, რომლის მძლავრი სხივები აკაკის ჩაბნელე-
ბულ არემარეს ძირისძირობამდე გააჩახჩახებდა. მაგრამ ბედისწერის
ჩანაფიქრს წინ რა დაუდგება! შუქურა აინთო, წყვდიადი განათდა და აკა-
კიმ ერთბაშად დაინახა, რომ ძველი ძაფები დაწყვეტილიყო და მშობ-
ლიურ თბილისთან ჩლუნგი ინერციის გარდა აღარაფერი აკავშირებდა.
ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები კარგა ხანია ასაკის მღვრიე
წყალმა წაიღო, პერსპექტივა გახუნდა და ფერდაკარგულ ყოველდღიუ-
რობაში განზავდა, რომანისთვის წლობით ნაკოწიწები მასალა, ერთ
დროს ოპტიმიზმის წყარო და სიცოცხლის მხნე სტიმული, ბოლოს ხელ-
მოცარულობის სიმბოლოდ იქცა და ახლა იმდაგვარ გრძნობას იწვევდა,
როგორც ლატარიის ბილეთები უიღბლო გათამაშების შემდეგ.მისი ტო-
ლები ცხოვრების მაღალ სერზე შეფენილიყვნენ და ისეთ ადგილას და-
ეცათ კარავი, სადაც ნოყიერი ბალახი ბიბინებდა, ანკარა წყარო ამოედი-
ნებოდა და დიდრონი ხეები იდგა, რომელთა ჩრდილში მზის მცხუნვარე
და გამხრწნელ სხივებს კაცი საიმედოდ ემალები. ყველამ რაღაცას მი-
აღწია, ყველა მშვიდად ცხოვრობდა და, თუმცა ცოცხალ კაცს საწუხა­რი
არ დაელევა, რაც იქ, იმ სიმაღლეზე, საწუხრად და ზედმეტ ტვირთად
ითვლებოდა, ფერდობის ძირას დარჩენილი აკაკი იმას ნატვრით შეს-
ცქეროდა და ამაოდ ეპოტინებოდა. აკაკიმ ბარემ კარგად იცოდა, რომ
როდესაც შენი ჭირის ერთადერთი საზომი სხვისი ლხინია და ამ უსას-
რულო შედარებას თავი და ბოლო არა აქვს, ფაქტიურად ყველა ერთ ტა-
ფაში ვიწვით, მაგრამ ეს ცოდნა თეორიული ცოდნა იყო, ცხოვრება კი თე-
ორია არ არის, ცხოვრება ყოველწამიერი სახიფათო არსებობაა. მართა-
ლია ერთი ხანობა გადაწყვიტა ეს თეორია იარაღად ექცია, ფილოსოფი-
ის განყენებულად მაღალ კოშკში გამოკეტილიყო, არად ჩაეგდო წარმა-
ტება-წარუმატებლობის ილუზია და მშვიდი და ირონიული ღიმილით
ეცქირა ადამიანთა ამაო ფუსფუსისათვის, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინაი-

733
დან საამისოდ მსახიობის ნიჭი იყო საჭირო, მსახიობის ნიჭი კი აკაკის არ
აღმოაჩნდა. საბოლოოდ ისევ ცხოვრების დინებას მიჰყვა.
ძველი ამხანაგები ნიშნისმოგებასავით იდგნენ თავიანთ მაღალ-მა-
ღალ პოსტებზე. აკაკი დაბალ პოსტზე იდგა, როგორც მათი სასარ-
გებ­ლო ფონი.
ორმოცი წელი ისე გაეპარა თვალსა და ხელს შუა, ფეხქვეშ საყრდენი
ვერ დაიგულა: კორექტორობას ვერ გასცდა, რომანი ვერ დაწერა, ოჯახი
ვერ შექმნა. ამას ისიც დაემატა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ
მშობლების დანატოვარ ბინაში თავს სტუმარივით გრძნობდა. ბინა
ვრცე­ლი იყო, მაგრამ ბოლო ხანებში მცხოვრებლებიც კარგად მომრავ-
ლდნენ. ერთ ნაწილში უფროსი და იდგა თავისი ქმარ-შვილით, მეორეში
– უმცროსი ძმა თავისი ცოლ-შვილით. აკაკის ერთი პაწაწკინტელა ოთა-
ხი ეჭირა, მაგრამ სინდისი ამის გამოც მწარედ ქენჯნიდა. იმ ოთახში რომ
შევიდოდა და კარს მიხურავდა, ასე ეგონა, რაღაც ბოროტებას ჩადიოდა.
ადრე, სანამ რომანისათვის მოგროვილი მასალა ჯერ კიდევ პერსპექტი-
ულ ნაღმად ითვლებოდა, რომლის აფეთქების შედეგად აკაკი ტყვიასა-
ვით უნდა ავარდნილიყო მაღლა და, თუ ცხოვრების სერს მთლად კენწე-
როში ვერ მოექცეოდა, იმ ზონას მაინც ასცდენოდა, სადაც მისი ტოლ-
ამხანაგები დაფუთფუთებდნენ, ოთახს დიდი, შეიძლება ითქვას, ზეგარ-
დმო დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაღმი, რომელიც
სინამდვილეში ნაღმი კი არა ცხოვრებასთან შესაგუებელი სატყუარა გა-
მოდგა, ბალასტად იქცა, ცალკე ოთახი ზედმეტი ფუფუნება გახდა და
ერთი კაცისგან მისი მისაკუთრება და შიგ ასე ბატონკაცურად გაფარფა-
შება უკვე უსამართლობა იყო. აკაკი რომ არა, ამ ოთახს ან უფროსი და
დაეპატრონებოდა, ან უმცროსი ძმა. ერთსაც სჭირდებოდა და მეორესაც.
აკაკი ზოგჯერ წარმოიდგენდა, ვითომ მოკვდა და დაასაფლავეს. ცხა-
დია, მისი სიკვდილი დასაც დასწყვეტდა გულს და ძმასაც, ცხარე ცრემ-
ლითაც დაიტირებდნენ, მაგრამ მთავარი აკაკის სიკვდილში მაინც აკა-
კის სიკვდილი კი არ იქნებოდა, არამედ გამოთავისუფლებული ოთახი,
რომელიც შესაძლოა და-ძმას შორის ჩუმი სიძულვილის მიზეზიც კი გამ-

734
ხდარიყო, მაგრამ აკაკის იმედი ჰქონდა, რომ ამ სიძულვილს დღის სი-
ნათლეზე არ გამოიტანდნენ, ისე მოახერხებდნენ მორიგებას, რომ საქმე
აშკარა კონფლიქტამდე არ მიეყვანათ და საქვეყნოდ თავი არ მოს-
ჭრო­დათ. სინდისის ქენჯნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა,
რაც დედა გარდაიცვალა და სახლში მხოლოდ მემკვიდრეები დარჩნენ.
სანამ დედა ცოცხალი იყო, ოჯახში არსებობდა ერთიანი სიტყვა „ჩვენი“.
დედა რომ გარდაიცვალა, ეს სიტყვა შემადგენელ ნაწილებად დაიშალა
და მისგან სამი სხვადასხვა სიტყვა წარმოიქმნა: „ჩემი“, „შენი“ და „მი-
სი“. „მისი“ აკაკი იყო და ცალკე ოთახი ეჭირა, არადა დედის გარდაცვა-
ლების შემდეგ შინ მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა. სადილობითაც
მუდამ გარეთ სადილობდა. მართალია არავინ არაფერს ამადლიდა და
გადაკვრითაც კი არასოდეს არაფერი თქმულა არც დისა და არც ძმის
მხრიდან, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ ასე სჯობდა. მაშინაც კი, რო-
ცა გარეთ ჭამას ვერ მოახერხებდა და შინ მშიერი ბრუნდებოდა, ნასადი-
ლევი ვარო, ტყუოდა და პირს არაფერს აკარებდა.
ყოველივე ამან რომ ელვის სისწრაფით გაურბინა გონებაში, საურმა-
გის უცხო ქალაქი წამით რომანტიკულ კუნძულად წარმოუდგა, სადაც
მწვანე პალმები იდგა.
თურმე რა იოლი ყოფილა გათელილი გზიდან გადახვევა და ყვავილ-
ნარში შესვლა!
აკაკის გული გამალებით უცემდა. გრძნობდა, რა დიდი ძალით იზი-
დავდა შორეული პატარა ქალაქი. ახალი ცხოვრება, ახალი ხალხი, ახა-
ლი გარემო, გარემო, სადაც არავინ გიცნობს, ათვალწუნებითა და დამ-
ცინავი ღიმილით არავინ შემოგხედავს, სადაც შეგიძლია ყველაფერი
თავიდან დაიწყო, რადგან შენი უსახელო წარსულის მძიმე ტვირთი, რო-
მელიც წამდაუწუმ თვალებში გეჩხირებოდა და ნაბიჯს გირევდა, სამუ-
დამოდ მოშორებული გექნება.
აკაკი არც იდეალისტი იყო და არც რომანტიკოსი. კარგად ესმოდა,
რომ განახლებას შესაძლოა არც არაფერი შეეცვალა, მაგრამ შანსი ხომ
გამოჩნდა! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთახს მაინც დაუცლიდა

735
და-ძმას! რაც მთავარია, წარსულს დააღწევდა თავს და დანარჩენი უკვე
მასზე იქნებოდა დამოკიდებული.
და აკაკიმ უყოყმანოდ გადაწყვიტა თავისი ბედი, რამდენადაც კი ჩვე-
ნი ბედის გადაწყვეტა ჩვენს ხელთაა, და ერთი კვირის შემდეგ უკვე ახალ
ასპარეზზე იმყოფებოდა, პატარა, კოპწია ქალაქში, სადაც მართალია
მწვანე პალმები არ იდგა, მაგრამ გაზაფხულს კი ისე გაეგიჟებინა თავი,
რომ ყოველივე ფერთა და სურნელთა დამათრობელ ზღვაში დანთქმუ-
ლიყო.
ლიზიკო პირველად წვეულებაზე ნახა, საურმაგის ოჯახში, სადაც
თვითონ რაღაც გაუგებარი, ერთი შეხედვით თითქოს სავსებით ბუნებ-
რივი, მაგრამ ამავე დროს მერყევი და ძნელად განსასაზღვრი მდგომა-
რეობა ეკავა: ერთსა და იმავე დროს თანაკურსელიც იყო ოჯახის უფრო-
სისა, თანამშრომელიც, სტუმარიც და ერთგვარად თანამასპინძელიც,
ვინაიდან იმ ორი თვის განმავლობაში, რაც თბილისიდან წამოვიდა, აქ
ცხოვრობდა და, სანამ ბინას არ მისცემდნენ, აქ უნდა ეცხოვრა.
ლიზიკოს ფეხი ფეხზე შემოედო, ოდნავ გვერდზე გადახრილიყო,
მარჯვენა იდაყვით მაგიდას დაყრდნობოდა, ლოყა დანდობილად ჩა-
მოედო ხელის გულზე, რომლის კელაპტრებივით ჩამოქნილ საჩვენე-
ბელ თითსა და შუა თითს შორის ანთებული სიგარეტი ცისფრად ბო-
ლავდა, თვალები მიელულა და რამდენიმე თანამესუფრესთან ერთად
ტკბილად მღეროდა.
ბედისა და ფეხის ანდაზა აკაკის მაშინ ჯერ კიდევ არ მოჰგონებია;
არც ის იდუმალი ძაფები დაუნახავს, რომლებსაც უჩუმრად და გაუგება-
რი მონდომებით რთავენ ჩვენი დემონები, რათა ცხოვრების შემთხვევი-
თი, უთავბოლოდ გაბნეული და თითქოსდა სრულიად დამოუკიდებელი
ნაწილები განსაცვიფრებელი ხელოვნებით დააკავშირონ და ისეთი
მთლიანი ბადე მოქსოვონ, სადაც ერთი ნასკვის წარმოდგენა მეორის გა-
რეშე უკვე სრულიად შეუძლებელია; და არც ისეთი გრძნობა გასჩენია,
თითქოს ლიზიკოს პოზა – ოდნავ, მაგრამ რაღაც გაუგებარი მიზეზით
დამატყვევებლად გვერდზე გადახრილი სხეული, მილულული თვალე-

736
ბი, ნატიფ სახეზე გადაფენილი საყვარელი ღიმილი – სამახსოვრო სუ-
რათი იყო, აკაკის გაუბედავად მძგერი გული კი – ძველი, სიყვითლეშეპა-
რული საოჯახო ალბომი. იმ საღამოდან მხოლოდ ლიზიკოს სილამაზის
მძლავრი, ოღონდ ზოგადი შთაბეჭდილება გამოჰყვა.
მეორედ ქუჩაში შეხვდა იმ პირველი შეხვედრიდან ორიოდე კვირის
შემდეგ და გული მაშინდელივით გაუბედავად შეუფართქალდა მკერ-
დში.
საღამო ხანი იყო. რედაქციიდან გამოსული წყნარად, თავისთვის მი-
უყვეოდა ქალაქის მთავარ ქუჩას, როცა შორიახლო, ვიწრო მოსახვევი-
დან, ლიზიკომ გამოანათა.
ლიზიკო საშუალო ტანისაც კი არ იყო, მაგრამ ისეთი წერწეტა და ისე
ჰარმონიულად ჩამოსხმული, რომ კაცს დიდი ვაჟკაცობა გჭირდებოდა,
შეგეხედა და თვალი მოგეწყვიტა. მართალია პატარა აღარ ეთქმოდა –
როგორც აკაკიმ მოგვიანებით დაადგინა, იმ ზამთარს ოცდათხუთმეტი
შესრულებოდა – მაგრამ ისეთი ნორჩი სილამაზით ჰყვაოდა, რომ ასაკს
იქით გააახალგაზრდებდა და თავგზას აუბნევდა. მაღალ ქუსლებზე იდ-
გა და მსუბუქად, ლაღად, თავდაჯერებულად მოდიოდა. თხელი მხრები
ჰქონდა, სავსე მკერდი, ზომიერად მაღალი თეძოები და ჩამოქნილი,
სწორი ფეხები. ჩალისფრად შეღებილი თმა უკან, კეფასთან ჩაეხვია. მუ-
ქი შინდისფერი კაბა ეცვა, გრძელი, ფართო სახელოებით და ოდნავ
ამოღებული გულისპირით. გამომეტყველება მშვიდი ჰქონდა, სათნო და
ბავშვურად უმანკო. მარჯვენა მხარზე ჩანთა ეკიდა.
ლიზიკოს დანახვაზე გული კი შეუტორტმანდა აკაკის მკერდში,
მაგ­რამ იმავ წამს თავისი გაურკვეველი და ორჭოფული მდგომარეობაც
იგრძნო. საქმე ისაა, რომ არ იცოდა, ლიზიკო იცნობდა თუ ვერ იცნობდა,
ხოლო აქედან გამომდინარე, არ იცოდა, ნაცნობივით დაეჭირა თავი თუ
უცნობივით. იმ წვეულებაზე აკაკი უცხოდ იყო, ჩუმად და მორიდებით,
ამიტომ ადვილად შეიძლებოდა, ლიზიკოს იგი საერთოდ ვერ შეემჩნია,
ან, თუ მაინცდამაინც, შეემჩნია, მაგრამ არ დამახსოვრებოდა. ამ ეჭვებს
აკაკის ისიც უძლიერებდა, რომ თავის თავზე ძალიან დაბალი შეხე-

737
დუ­ლებისა იყო. ადამიანი საერთოდ თანდათან პატარავდება საკუთარ
თვალში იმისდა მიხედვით, თუ რა ოცნებები ჰქონდა ახალგაზრდობაში
და რა გადარჩა იმ ოცნებებიდან. აკაკის ახალგაზრდობის ოცნებები რო-
მანიანი იყო და ფანტასტიკური, გადარჩენით კი არაფერი გადარჩენი-
ლა, პირწმინდად დაიფშვნა. შესაბამისად აკაკიც საკუთარ თვალში იმა-
ზე მეტად დაპატარავდა, ვიდრე ამას ობიექტურობა მოითხოვდა, და
ყო­ველთვის ეჭვი ეპარებოდა, რომ ერთხელ შეხვედრილი კაცი მეორე
შეხვედრაზე იცნობდა.
ეს გულისმომკვლელი ეჭვები იმ წამს გაეფანტა, რა წამსაც ლიზიკოს
მხედველობის არეში მოხვდა. დაინახა თუ არა ლიზიკომ, მზის ამოს-
ვლასავით გაიღიმა და ნაბიჯსაც კი აუჩქარა.
– აა, ბატონო აკაკი! როგორ ბრძანდებით? – და ხელი გამოუწოდა.
გრძელი, ჩამოქნილი, ბროლივით თეთრი თითები ჰქონდა. გულღია,
წრფელი ღიმილით შემოსცქეროდა და შავ-შავი, ბრიალა თვალებიდან
სითბოს ისეთი ჭავლი გადმოედინებოდა, რომ აკაკიმ, მონუსხულმა და
გაბრუებულმა, მოულოდნელად თვითონაც დაუფარავად და გულახდი-
ლად თქვა ის, რასაც ფიქრობდა:
– მე მეგონა, ვერ მიცნობდით.
– რატომ? – ლიზიკომ წვრილი, მოშვილდული წარბები აზიდა და
დაბნეული გაკვირვებით შემოაცქერდა. ერთ ხანს პასუხს მოელოდა, მე-
რე, რაკი პასუხი ვერ მიიღო, თვალები აუციმციმდა, – მაინც რა
იფიქ­რეთ? მხედველობა არ მივარგა თუ მეხსიერება?
– არა, რას ბრძანებთ? – შერცხვა აკაკის, – უბრალოდ, მაშინ იმდენი
ხალხი ირეოდა წვეულებაზე, რომ...
– ხალხი ბევრი იყო. ეგ მართალია. მაგრამ ისინი ყველანი ნაცნობები
და შინაურები არიან. უცნობი მარტო თქვენ იყავით. – აქ ისევ გაუღიმა
და ამ ღიმილმა აკაკი გაათბო. – ქალს კი პირველ რიგში უცნობი აინტე-
რესებს.
ლიზიკო წავიდა და აკაკიმაც გზა განაგრძო. ერთი ორმოცდაათი მეტ-
რი მაინც ექნებოდა გავლილი, როდესაც მიხვდა, რომ სახეზე უაზრო ღი-

738
მილი ეფინა. შერცხვა, შეკრთა, მიმოიხედა და ღიმილი სწრაფად მოიშო-
რა.
ამის შემდეგ ლიზიკო ხშირ-ხშირად ახსენდებოდა და ყოველ გახსე-
ნებაზე გული საამურად აუჩქროლდებოდა ხოლმე. მაგრამ ზედმეტი ნა-
ვარდის ნებას გულს არ აძლევდა და ჯერჯერობით არც ბედის ანდაზა
აგონდებოდა, რადგან მაშინ ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ლიზიკო გათ-
ხოვილი უნდა ყოფილიყო. ამ მტკიცე ვარაუდის საბაბს მისი ასაკი იძლე-
ოდა. მართლაცდა, ასეთი სილამაზის პატრონს ოცდათხუთმეტ წლამდე
გაუთხოვარს ვინ გააჩერებდა!
მაგრამ ეს მაინც ვარაუდი იყო და ამ ვარაუდის შესამოწმებლად აკა-
კიმ ერთ საღამოს ელასთან, საურმაგის მეუღლესთან, ჩამოაგდო სიტყვა
ლიზიკოზე. ეგებ ჯობდა თვითონ საურმაგს განდობოდა, რაც არ უნდა
იყოს, ძველი ამხანაგები იყვნენ, ხუთი წელი ერთმანეთის გვერდით გა-
ეტარებინათ და ერთმანეთისა, ასე თუ ისე, კარგად ესმოდათ, მაგრამ
ვერ გაბედა, რადგან მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი გახდა – თუმ-
ცა ღვთის წინაშე საურმაგს საამისო საბაბი არასოდეს მიუცია – თანაბა-
რუფლებიანი ამხანაგობის ადგილი სამსახურებრივი იერარქიის გრძნო-
ბამ დაიჭირა.
ლიზიკოს ხსენებაზე ელამ აკაკის დაკვირვებით შემოხედა, შეთქმუ-
ლის ღიმილით გაიღიმა და ჰკითხა:
– გულში ხომ არ ჩაგივარდა? – და აკაკი რომ შეიშმუშნა და აწრიალ-
და, სიცილით დაუქნია თითი, – მგონი არც უმაგისობაა!
მერე ლიზიკოს ქებას შეუდგა. „ჩვენი საყვარელი ლიზიკო“ უწოდა,
„ჩვენი მზეთუნახავი“, „პატარა ცუგრუმელა“, „ჯეირანი“ და სხვა. ბოლოს
დაატანა:
– მაგრამ, თუ მართლა მოგწონს და მაგ საქმეზე სერიოზულად
აპი­რებ დაფიქრებას, ჯობს აქედანვე იცოდე, რომ განათხოვარია და ხუ-
თი წლის ბავშვიცა ჰყავს.
ხანი რომ გამოხდა და საჭიროებამ მოიტანა, აკაკი მაშინღა ჩაუკვირ-
და სიტყვა „განათხოვარს“ და მიხვდა, რომ მისი შინაარსი ბუნდოვანი

739
და ზოგადი იყო, ყოველ შემთხვევაში, ელას იმისდა მიხედვით, თუ რო-
გორი იყო საქმის ნამდვილი ვითარება, შეეძლო ეხმარა გაცილებით უფ-
რო ზუსტი და კონკრეტული სიტყვები. ვთქვათ, „ქვრივი“, „ქმარგაშვებუ-
ლი“ და სხვა, მაგრამ მაშინ აკაკი ამით არ დაინტერესებულა, მაშინ –
თუმცა ბავშვის ყოლამ ცოტა კი შეაშფოთა – მისთვის სავსებით საკმარი-
სი აღმოჩნდა ის შინაარსი, რაც სიტყვა „განათხოვარში“ იდო.
ამ საუბრის შემდეგ გულში იმედი ჩაესახა. იმედი პატარა იყო, ვინაი-
დან აკაკის მაინცდამაინც არა სჯეროდა, რომ, თუ ლიზიკო მეორედ გათ-
ხოვებას გადაწყვეტდა, ქმრად სწორედ მას ინდომებდა და არა სხვა ვინ-
მეს, მაგრამ პატარა იმედიც იმედია და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება
დიდ სიხარულად იქცეს. მთავარია ბედი გწყალობდეს.
მესამედ რომ ნახეს ერთმანეთი, აკაკისთვის უკვე ცხადი შეიქნა, რომ
ლიზიკო უყვარდა.
ეს მესამე შეხვედრაც საურმაგის სახლში შედგა. ერთ საღამოს, რო-
დესაც აკაკი და საურმაგი ერთად დაბრუნდნენ რედაქციიდან, ელას ლი-
ზიკო ჰყავდა სტუმრად. ქალები სასტუმრო ოთახში ისხდნენ და წინ ყა-
ვის დაცლილი და გადაბრუნებული ფინჯნები ეწყოთ. ლიზიკოს ხელში
ანთებული სიგარეტი ეჭირა.
აკაკი თვითონ არ ეწეოდა და ეს მავნე ჩვევა არც სხვისა მოსწონდა,
მაგრამ ლიზიკოს სიგარეტი უხდებოდა. და აკაკიმ გაიფიქრა: „ქალმა ის
უნდა აკეთოს, რაც უხდება, და ცრურწმენებს ყური არ ათხოვოს, რადგა-
ნაც ქალი სარკეა, რომელშიაც კაცი საკუთარი სილამაზის პერსპექტივას
ხედავს და ღმერთისკენ მიმავალ გზას პოულობს. ამიტომაა, რომ მახინ-
ჯი ქალის დანახვაზე კოსმიური სევდა გვეუფლება“. ადრე, თავში რომ
ასეთი საინტერესო აზრი მოუვიდოდა, რვეულში ინიშნავდა ხოლმე, რა-
თა სადმე, რომანის რომელიმე პასაჟში გამოეყენებინა; მერე და მერე,
რა დარწმუნდა, რომანი აღარ დაიწერებოდა, ჩანიშვნასაც თავი მიანება.
კაცები მყისვე შეუერთდნენ ქალებს, შამპანურიც გახსნეს და საღამო
მშვენივრად გაატარეს. ლიზიკოს წასვლის დრო რომ მოვიდა, საურმაგმა

740
გამოაცხადა, მე და აკაკი გაგაცილებთო. ამაზე ცოლმა ღიმილით შეხედა
და უთხრა:
– ესკორტი საჭირო არ არის, საურმაგ. აკაკი მარტოც აუვა მაგ საქმეს,
– და თვალით ანიშნა რაღაც. აკაკიმ ეს შეამჩნია და სწრაფად გაიხედა
გვერდზე.
საურმაგი დარჩა. ლიზიკო აკაკიმ გააცილა.
ქუჩაში რომ გავიდნენ, ლიზიკომ ხელი მკლავში გამოსდო და აკაკის
სხეულში ელექტრონეტარებამ დაუარა.
გზაში უფრო ლიზიკო ლაპარაკობდა, რადგან აკაკიმ თავიდანვე ერ-
თი ეფექტური წინადადება მოიფიქრა და გუნებაში სულ იმას დასტრია-
ლებდა. ყოველ წამს აპირებდა წარმოთქმას, მაგრამ ვერ ბედავდა. ამი-
ტომ ჩუმად მიაბიჯებდა და მხოლოდ ზრდილობის გამო თუ ჩაურთავდა
ერთი-ორ სიტყვას. ლიზიკო მის დუმილს ყურადღებას არ აქცევდა.
ამასობაში – აკაკის ფიქრით მეტისმეტად სწრაფად – დანიშნულების
ადგილსაც მიაღწიეს. ლიზიკოს კერძო სახლი ჰქონდა, აგურით ნაგები,
პატარა და კოხტა. ირგვლივ მცირე ეზო ერტყა ხეხილითა და მწვანე მდე-
ლოთი. წინ, გზის პირას მაღალ ღობეს წითელი ვარდები გასდევდა.
ჭიშკარს რომ მიადგნენ, ლიზიკომ ხელი გამოაცალა, თბილად შესცი-
ნა და უთხრა:
– აბა, ნახვამდის. იმედი მაქვს, არ დამივიწყებთ.
აქ აკაკიმ, როგორც იქნა, სძლია გაუბედაობას.
– ახლა ჩემთვის სავსებით ნათელია, რამ წამომიყვანა თბილისიდან.
ელექტრონის ბოძი ზედ ჭიშკართან იდგა და გაბრდღვიალებული ნა-
თურა თავზე დასცქეროდათ.
ლიზიკომ იდუმალი ღიმილით შემოხედა.
– ოო! ახლა გვიანია, სხვა დროს კი უეჭველად უნდა მითხრათ, რამ
წამოგიყვანათ თბილისიდან.
ამ სიტყვებით შეტრიალდა და ჭიშკარი შეაღო. იქ კიდევ ერთხელ მო-
აბრუნა თავი, ხელი დაუქნია და გაუჩინარდა.

741
აკაკი ერთხანს საამოდ რეტდასხმული იდგა. ბოლოს, როგორც იქნა,
გამოერკვა და ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას. სახეზე ალმური ასდიოდა და
მთელი სხეული, განსაკუთრებით გული, ისეთი რაღაცით ჰქონდა სავსე,
რაც კი არ ამძიმებდა, არამედ უფრო ამსუბუქებდა და მაღლა-მაღლა
ეწეოდა. ახლაღა მიხვდა, თუ რაოდენ ნამდვილი და რეალური ვითარე-
ბის ამსახველი ყოფილა გამოთქმა – „ისე მიდიოდა, მიწას ფეხს არ აკა-
რებდაო“, რომელიც აქამდე ყოველთვის ლიტონი ფრაზა და უსარგებ-
ლო ჩუქურთმა ეგონა.
პატარა ქალაქი დიაღაც რომანტიკული კუნძული იყო, სადაც – ვისაც
რა უნდოდა ის ეთქვა – მწვანე პალმები იდგა.
აკაკის ხელმოცარული წარსული, უაზრო, მწუხარე, მკვდარი ყოფა,
ახლა მხოლოდ ღიმილს იწვევდა. განა არ იცოდა, მშვენივრად იცოდა,
რომ, რაც გამოიარა, ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ მზად იყო ათასჯერ
კიდევ გამოევლო ეს ჯოჯოხეთი, თუკი ყოველი გამოვლის შემდეგ ჯილ-
დოდ ასეთ სამოთხის დარ საღამოს მიიღებდა.
იმ ღამეს აკაკიმ ბოლოს და ბოლოს გაიფიქრა, სადაცაა ბედი შენი, იქ
მიგიყვანს ფეხი შენიო, მეორე დღეს ლიზიკოს არა, მაგრამ ელას კი უთ-
ხრა, რამ წამოიყვანა თბილისიდან.
ელა ენერგიული ქალი იყო, საქმიანი, პრაქტიკული ჭკუის პატრონი,
და თუ რამის გაკეთებას საჭიროდ მიიჩნევდა, მიზნისკენ ყოველთვის
უმოკლესი გზით მიდიოდა. მისი ამ შესანიშნავი თვისებების შემწეობით
აკაკი თითქმის ყოველდღე ნახულობდა ლიზიკოს და მალე საშუალება
მიეცა, მისთვისაც გაემხილა, თუ რამ წამოიყვანა თბილისიდან.
ერთმანეთს უმთავრესად საურმაგისა და ელას ბინაში ხვდებოდნენ.
ელას სამართლიანად მიაჩნდა, რომ არც ლიზიკო და არც აკაკი იმ ასაკში
აღარ იყვნენ, ყმაწვილებივით ქუჩა-ქუჩა ეწანწალათ მთელი ქალაქის
დასანახად. ამას არც მალავდა, მართალია ერთად არ შეუყრია ორთავე-
ნი და არ გამოუცხადებია, მაგრამ ცალ-ცალკე კი ერთსაც და მეორესაც
უთხრა, აგერ თქვენ და აგერ სახლი, ისაუბრეთ, დააკვირდით ერთმა-
ნეთს, აწონეთ, გაზომეთ, თუ შეთვისდებით და სასიკეთოს გადაწყვეტთ

742
რამეს, ხომ კარგი, თუ არა და რად გვინდა ქვეყანას ზედმეტი სალაპარა-
კო მივცეთო. ხოლო იმისათვის, რომ ყოველივე დამშვიდებით აეწონ-
დაეწონათ და გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ გამოსვლოდათ, დრო-
დადრო საქმეს მოიმიზეზებდა ხოლმე და ქალ-ვაჟს მარტო ტოვებდა.
ელას მეცადინეობამ მალე ნაყოფი გამოიყო, თუმცა, უნდა ითქვას,
თავიდან ლიზიკო ბევრს ყოყმანობდა და საბოლოო პასუხს ვერ იძლე-
ოდა. მართალია აკაკის დაწუნებით არ იწუნებდა, ეგ კი არა და სიყვარუ-
ლის ცეცხლმა ნელ-ნელა მის გულშიაც დაიწყო გაღვივება, მაგრამ ბავ-
შვი აფიქრებდა, ეშინოდა, მამინაცვლის ხელში არ დამეჩაგროსო. სა-
ბედნიეროდ, რაც უფრო უახლოვდებოდა აკაკის, მით უფრო ცხადი ხდე-
ბოდა, რომ გერს იგი უმამობას არ აგრძნობინებდა და ღვიძლი შვილი-
ვით უპატ­რონებდა. რაკი ამაში დარწმუნდა, თანდათან დაჰყვა ნებას და
ბოლოს, ერთ მშვენიერ საღამოს, სრული თანხმობის ნიშნად კოცნის უფ-
ლებაც მისცა.
აგვისტოს ბოლოს დაქორწინდნენ. დიდი ქორწილი ელას აზრით სა-
ჭირო არ იყო და არც გადაუხდიათ. მხოლოდ ძალიან ახლობელთათვის
გამართეს პატარა ვახშამი რესტორანში და აკაკი ლიზიკოსთან გა-
და­ბარგდა.
ლიზიკო ისეთი ვნებიანი ქალი გამოდგა, მისი მშვიდი და სათნო სა-
ხის შემხედვარე კაცი ძნელად თუ ივარაუდებდი. მკლავებს მარწუხები-
ვით შემოაჭდობდა ხოლმე აკაკის შიშველ ზურგზე, მოუჭერდა, რაც კი პა-
ტარა სხეულში ძალა და ღონე ჰქონდა, და გამუდმებით ნაირ-ნაირ სა-
ალერსო სიტყვებს გაიძახოდა. განსაკუთრებით ხშირად ამბობდა „ჭი-
რიმეს“, რომელშიაც ასო „ჭ“-ს ისეთი მთრთოლვარე დაძაბულობით გა-
მოთქვამდა, რომ ერთდროულად რამდენიმე „ჭ“ ისმოდა. ეს გაბმული
და ზედმეტად აქცენტირებული ბგერა აკაკის თავიდან ეხამუშებოდა და
ცოტა არ იყოს ხელსაც უშლიდა, მაგრამ მალე მიეჩვია და ყურადღებას
აღარ აქცევდა.
თუ ამქვეყნიური სამოთხე მართლა არსებობს რაიმე სახით, ეჭვი
არაა მხოლოდ იმ სახით არსებობს, რა სახითაც აკაკის ირგვლივ ჩამოყა-

743
ლიბდა, როგორც მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ყველა პრობლემა, რა-
საც კი ოდესმე დაუტანჯავს და გაუწამებია,ისე ერთბაშად და ისე საუც-
ხოოდ მოგვარდა, რომ ასეთ ბოლოს ლაგამაწყვეტილი ოცნებაც კი ვერ
მოიგონებდა. მართლაცდა, იმ დროს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნ-
და, აღარაფერი შეიცვლებოდა და კორექტორად ამოხდებოდა სული,
განყოფილების გამგე გახდა და ხალხმა პატივისცემით დაუწყო ყურება;
იმ დროს, როდესაც საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ოჯახის შექმნაზე, ისეთი
ცოლი შეირთო, ნატვრასაც ვერ გაბედავდა; იმ დროს, როდესაც თავისი
ერთადერთი და უკანასკნელი თავშესაფარი, თავისი პაწაწკინტელა
ოთახი, რომელსაც ასე თუ ისე საკუთარი ერქვა, მიატოვა და საბოლოოდ
იქცა ყარიბად და მიუსაფრად, ლამაზ ეზოში ჩამჯდარი საუცხოო სახ-
ლის პატრონი შეიქნა. რაც შეეხება ცხოვრების წმინდა ეკონომიურ მხა-
რეს, მისი და ლიზიკოს შემოსავალი – ლიზიკო კი ქალთა საპარიკმახე-
რო სალონის გამგე იყო და ქალაქის ყველა მანდილოსანი, ვინც კი საკუ-
თარ თავს ასე თუ ისე მაღალ ფენას აკუთვნებდა, მის სალონში დაიარე-
ბოდა – საკმარისზე მეტი იყო ასეთი მცირერიცხოვანი ოჯახისათვის.
აკაკიმ ახლა იცოდა, რომ ეს სამოთხე დამსახურებულად მოიპოვა.
მოიპოვა იმ მოთმინების საფასურად, რითაც ხანგრძლივ ტანჯვას იტან-
და, რადგან სწორედ ტანჯვის მოთმენაა ის სამშენებლო მასალა, ის ქვა
და კირი, რომელიც ამქვეყნიური სამოთხის ასაგებად გამოიყენება. აკი
ღმერთმა იობიც, სანამ წყალობით აავსებდა, ჯერ საფუძვლიანად ჩაწიხ-
ლა და მიწასთან გაასწორა! ამაზე რომ ფიქრობდა, აკაკის სინანულით
და თუმცა შორეული, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი შიშით აგონდებოდა,
რომ მისი მოთმინება მთლად იობისებური ვერ იყო, თუ ხმამაღლა არა
გუნებაში მაინც, არაერთხელ დაუწყევლია თავისი მწარე ბედი და ცხოვ-
რებით გალაღებული ამხანაგებისთვის შურის თვალით შეუხედავს. მად-
ლობა ღმერთს, ეს მცირედი ცოდვა მიეტევა. ხომ შეიძლებოდა არ მის-
ტევებოდა! „გასაჭირში კაცი უდრტვინველი უნდა იყო და მშვიდად ელო-
დო ბედის გახსნას, რადგან ბედის გახსნა მხოლოდ ტანჯვითა და მოთ-

744
მინებით განწმენდილთა ხვედრია“, გაიფიქრა ერთხელ აკაკიმ, ოღონდ
ჩანიშვნით არ ჩაუნიშნავს.
მაგრამ სამოთხე, ყოველ შემთხვევაში ამქვეყნიური, სულ მთლად
პირშეკრული არასოდეს არაა და მცირე გამაფრთხილებელი დისონანსი
ყოველთვისა აქვს დატანებული, რათა კაცი ცხოვრებას ზედმეტად არ
შეუთამამდე.
აკაკის სამოთხეში ასეთი დისონანსის როლს გერი ასრულებდა, ხუ-
თი წლის ბიჭი, ლამაზი, გონიერი და ანცი. გარეგნულად ლიზიკოს ნამ-
დვილი ასლი იყო. ისე საოცრად ჰგავდა, ვერც კი დაიჯერებდით, რომ მის
გაჩენაში სხვასაც მიუძღოდა წვლილი. სამაგიეროდ ხასიათით სრული-
ად განსხვავდებოდა. წამით მოსვენებულს ვერ ნახავდით, თვალი სულ
ოინბაზობაზე ეჭირა და ფანტაზიაც ამოუწურავი ჰქონდა. სახლში ახალი
მობინადრის გამოჩენა არც გაკვირვებია და არც უუცხოებია, პირიქით,
გაეხარდა კიდეც, მერე და მერე კი მამინაცვლის მიმართ გულწრფელი
სიყვარულითაც განიმსჭვალა, რადგან მისი სახით ჩინებული სამიზნე
იპოვა თავისი ურიცხვი ოინებისათვის. ამ ოინებიდან ყველაზე მშვიდო-
ბიანი, ყველაზე უწყინარი და უმანკო ის იყო, რომ თავის ფიქრებში ჩაფ-
ლულ აკაკის უკნიდან წამოეპარებოდა და წყლით გაბერილ ბუშტს კი-
სერში მიუშვებდა. მაგრამ დისონანსი ეს არ ყოფილა. ბავშვისთვის სიან-
ცე ჩვეულებრივი ამბავია და არც გადაჭარბებული სიანცეა მაინცდამა-
ინც საგანგაშო, თუკი კაცი ფხიზლად და ყურადღებით იქნები. დისონან-
სი ის იყო, რომ ბიჭმა თავიდანვე ძია დაუძახა, ხოლო მას შემდეგ, რაც
დაინახა, რომ მისგან მამის დაძახებას მოელოდნენ, სპორტული ჟინი-
თაც აივსო და საგანგებოდ ეძებდა ხოლმე მამინაცვალს, რათა ძია და-
ეძახა და მერე მისი ცქერით დამტკბარიყო. აკაკის კი „ძიას“ გაგონებაზე
მუდამ ის ახსენდებოდა, რომ ბიჭი მის იდილიურ ცხოვრებას რაღაც უც-
ხო და უსიამო რგოლთან აკავშირებდა. ერთი-ორჯერ ისიც კი გაიფიქრა,
ეგ ბიჭი რომ არა, ჩემზე ბედნიერი ქვეყნად კაცი არ იქნებოდაო. განა
სძულდა – ბავშვის სიძულვილი რა სათქმელია – მაგრამ, რაც ლიზიკო

745
შეირთო, კერძო მესაკუთრის ბუნება გამოაჩნდა და საზიაროს ვეღარა-
ფერს იტანდა.
ღვთის წყალობით, ეს მცირე დისონანსი სამოთხის ნეტარებას ვერ
ამღვრევდა და თაფლის თვე თაფლივით ტკბილად მიედინებოდა. აკა-
კი, ისედაც ხმელი და თხელი კაცი, კიდევ უფრო გახდა, მაგრამ ეს სპეცი-
ფიკური და დროებითი სიგამხდრე იყო და ჯანმრთელობასთან ხელი არ
ჰქონდა. პირიქით: ასე კარგად, ასე მხნედ და ენერგიულად თავი არასო-
დეს უგრძვნია, რომ დასჭირვებოდა, მთას აიღებდა და გვერდზე გადად-
გამდა.
ლიზიკოს სახლი ორსართულიანი იყო: ზემოთ სამი დიდი ოთახი და
ქვემოთ, მიწისპირას, ორი კიდევ უფრო დიდი ოთახი. აღმოსავლეთით
და ჩრდილოეთით აივნები ჰქონდა, საიდანაც თვალწარმტაცი ხელი იშ-
ლებოდა. ეზოში კოინდარი ეთესა და მსხლის, ლეღვისა და ქლიავის ხე-
ები იდგა. ღობის ძირას ვარდები იყო ჩამწკრივებული.
დილით მთელი ოჯახი ერთად გამოდიოდა შინიდან. მცირე მან-
ძილს ასე ერთად, იდილიურად გაივლიდნენ, მერე აკაკი რედაქციისკენ
შეუხვევდა, ლიზიკო კი ჯერ ბიჭს მიიყვანდა საბავშვო ბაღში, მერე ისიც
სამსახურში გასწევდა. საღამოს გამოუვლიდა ბიჭს და შინ მოჰყავდა. იშ-
ვიათად, როცა სამსახურიდან დროით ვერმოახერხებდა გამოსვლას, რე-
დაქციაში დაურეკავდა აკაკის და, თითქოს რაღაც დიდი და მძიმე სათ-
ხოვარი ყოფილიყოს, მობოდიშებით ეტყოდა, თუ გცალია, იქნებ შენ
გაუარო ბიჭს და წაიყვანოო. აკაკი არათუ დაუზარებლად ასრულებდა ამ
პატარა დავალებას, უხაროდა კიდეც მთელი გზა ბიჭთან ერთად ხელი-
ხელ­ჩაკიდებული სიარული, რადგან ამით საშუალება ეძლეოდა საერ-
თო ენის გამონახვა ეცადა და გულითადობის ატმოსფერო შეექმნა. მარ-
თალია ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევდა – ბიჭი ჯიუტი და თავნე-
ბა იყო – მაგრამ იმედს არ კარგავდა.
ლიზიკოს ვნებიანმა სიყვარულმა, წყნარმა სამსახურმა, წალკოტი-
ვით ეზო-გარემომ და სულიერმა სიმშვიდემ აკაკის ჯერ დაკარგული ში-
ნაგანი წონასწორობა აღუდგინა, მერე კი ახალგაზრდობის ოცნებათა

746
დახშულ ბჭესაც მიაყენა და მივიწყებული რომანი მოაგონა. „კაცი თუ რა-
მის გამკეთებელი ხარ, – გაიფიქრა ერთხელ, – უკეთეს პირობებს ვერც კი
ინატრებ“. მართალია მის ასაკში დამწყები მწერლის სახელი ცოტა სა-
ეჭვოდ ჟღერდა, მაგრამ აკაკიმ მალე დაასკვნა, რომ ეს გამოთქმა სისუ-
ლელეა და სულელების მოგონილი. მთავარია რამე შექმნა და ასაკს რა
ჭკუა აქვს! ბოლოს და ბოლოს არც სერვანტესი ყოფილა ბავშვი, წერა
რომ დაიწყო! ამ იდეით ანთებულმა ერთ დღეს, როცა სამსახურში საქმე
არაფერი ჰქონდა და შინ ადრე დაბრუნდა, ჩემოდანი გახსნა, ზონარით
ჯვარედინად შეკრული ხელნაწერი ამოიღო და კითხვას შეუდგა. ორი სა-
ათის შემდეგ კმაყოფილმა და გახარებულმა ხელნაწერი ისევ ჩემოდან-
ში ჩადო. ზონარით აღარ შეუკრავს, ვინაიდან ჩანაწერების წაკითხვამ
დაარწმუნა, რომ რომანი მოფიქრებული და თითქმის მოხაზული იყო.
ახლა საფუძვლიანი ჩაჯდომა და მუყაითი მუშაობაღა სჭირდებოდა;
ოღონდ სისტემატური მუშაობა, დღეში ორი-სამი საათი მაინც, უმჯობე-
სია ერთსა და იმავე დროს. ღამით, დაწოლის წინ თავისი გეგმები ლიზი-
კოს გააცნო. ლიზიკო უკვე გახდილი იყო, პერანგისამარა იჯდა საწოლზე
და მთლად ისეთი ყურადღებითა და მთლად ისეთი მოთმინებით ვერ
უსმენდა, როგორც ამას რომანი იმსახურებს. ამიტომ, აკაკიმ რომ სათ-
ქმელი მოათავა, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევად შესძახა, ვაი რა კარგიაო,
ქმარს კისერზე ჩამოეკიდა და მალე ორივენი იმ მორევში ჩაიძირნენ,
რომელშიც კაცს მხოლოდ თავდავიწყება მიგყვება თან, ყველაფერი
სხვა კი, მათ შორის რომანიც, რაოდენ პერსპექტიულიც არ უნდა იყოს,
ნაპირზე რჩება. სამაგიეროდ მეორე დილით, როცა აკაკიმ უფრო დამ-
ცხრალ ვითარებაში კვლავ ჩამოაგდო სიტყვა ამ საგანზე, ლიზიკომ გუ-
ლისყურით მოუსმინა და ცოლ-ქმარი დინჯად შეუდგნენ იმ საათების
ამორჩევას, რომლებიც რომანის წერას უნდა მიძღვნოდა. საუკეთესო
დრო თითქოს საღამოს ცხრა საათიდან უნდა ყოფილიყო. ცხრაზე ბიჭი
იძინებდა და მოულოდნელი თავდასხმისაგან აკაკი დაზღვეული იქნე-
ბოდა. მაგრამ ამ საათებს თავისი ნაკლიც ჰქონდა: ჯერ ერთი, ლიზიკო
მარტო უნდა დარჩენილიყო და მეორეც, ყოველდღიურ მუშაობას ისიც

747
გააძნელებდა, რომ ხან სტუმრად იქნებოდნენ წასასვლელი და ხან შინ
ეყოლებოდათ სტუმრები მისაღები. იმ დილას საბოლოო გადაწყვეტი-
ლებამდე ვერ მივიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა რომა-
ნის ამბავი საურმაგმაც შეიტყო, აკაკის სამსახურის დრო შეუკვეცა, სამი-
ოთხი საათის შემდეგ რედაქციაში საქმე მაინც არაფერი გაქვს, წადი და
შენს რომანს მიხედეო.
ერთი სიტყვით, ყოველივე ისე ჩინებულად მოეწყო, აკაკის რომ ნატ-
ვრისთვალი ჩავარდნოდა ხელში, ეგებ ვერც კი გამოეყენებინა, რადგან
სანატრელი აღარაფერი ჰქონდა. ზოგჯერ ეჭვი უჩნდებოდა, სიზმარში
ხომ არა ვარო; ერთ-ორჯერ სადღაც, ტვინის შორეული, ბნელი ხვრელი-
დან ბუნდოვანმა შიშმაც კი წამოჰყო თავი. ეს არც არის გასაკვირი: აკაკი
ხომ ბედნიერებას მიუჩვეველი იყო! თავის მომავალ რომანთან პირველ
განმარტოებას მღელვარებით მოელოდა. და აი, ეს დროც დადგა.
ოთხის ნახევარი იყო, როცა სამსახურიდან წამოვიდა. სექტემბერი
იწურებოდა, მაგრამ ივლისივით ცხელი დღე იდგა. აკაკის გული გამალე-
ბით და ხალისიანად უცემდა.
სახლი რომ გამოჩნდა, გულისცემა კიდევ უფრო გაუძლიერდა. ეს საყ-
ვარელი, კოპწია სახლი მის თვალში რაღაც იდუმალი ნიშნით – არა გა-
რეგნული, მაგრამ გარეგნულზე უფრო ცხადი და ნამდვილი ნიშნით – ცი-
ხე-კოშკს ჰგავდა, რომელშიც მზეთუნახავი ცხოვრობს და რომელსაც
ხანგრძლივი ხეტიალისა და მრავლის უმრავლესი ფათერაკის შემდეგ
ბოლოს და ბოლოს მიადგება ბედის საძებნელად წამოსული ჭაბუკი.
აკაკი ქვის კიბეს აუყვა და მეორე სართულზე ავიდა. სამუშაო მაგიდა
აქ ედგა, დიდ სასტუმრო ოთახში, რომელშიაც ზაფხულის სიცხე ძნელად
აღწევდა – ხოლო თუ დარაბებს არ გახსნიდით, საერთოდ ვერ აღწევდა
– და მუდამ საამო სიგრილე იდგა.
საგარეო ტანსაცმელი გაიხადა, უფრო მსუბუქი საშინაო ტანსაცმელი
ჩაიცვა, რომელშიაც თავს გაცილებით ხალვათად და ლაღად გრძნობდა,
სახეზე წყალი შეისხა, ცოტა წაიხემსა – ძალიან ცოტა, კუჭი რომ არ დამ-
ძიმებოდა და მუშაობაში ხელი არ შეშლოდა – და მაგიდას მიუჯდა. კარ-

748
გად მოეწყო, რომანის მასალა წინ დაიდო, თვალი მოპირდაპირე კე-
დელს გაუშტერა და თავი ფიქრებს მისცა.
რომანი ისტორიულიიყო და აკაკი ცდილობდა გონების თვალით
რაც შეიძლება ნათლად და მკაფიოდ დაენახა ის ეპოქა, ის გარემო და ის
ვითარებანი, რომელშიაც სიუჟეტი უნდა გაშლილიყო. დიდხანს იჯდა
ასე გარინდებული და ბოლოს და ბოლოს დავიწყების წყვდიადში ჩაძი-
რული ეპოქის მკრთალი კონტურებიც გამოჩნდა.
ამ დროს ხმაური გაისმა, თავიდან ეს მოულოდნელი ხმაური საკუ-
თარ სიღრმეში ჩაფლულმა გონებამ იოლად აისხლიტა. ხმაური მართა-
ლია არსებობდა, მაგრამ არსებობდა ცალკე, ძველი ეპოქისგან დამოუკი-
დებლად, ამიტომ მხოლოდ შეუსაბამობის შორეულ და ბუნდოვან
გრძნობას იწვევდა. მერე და მერე კი ძალა მოიცა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიპყრო
აკაკის არსება და მალე იქიდან საბოლოოდ გამოდევნა ისტორიული
წარსული.
აკაკიმ ყური მიუგდო. წარსულის ხილვა ჯერ კიდევ რიალებდა გო-
ნე­ბაში და ძველ ბურუსში გახვეული აზრი ახალ ვითარებაში კარგად
ვერ ერკვეოდა, ამიტომ პირველად ფეხის ხმა ეგონა. მერე, როცა ბურუსი
გაიფანტა და გონება საბოლოოდ მობრუნდა აწმყოში, პირვანდელი ვა-
რაუდი უარყო. ხმაური უფრო თაგვის ფხაჭა-ფხუჭს ჰგავდა, ვიდრე ადა-
მიანის ფეხის ხმას, და საკუჭნაოდან ისმოდა.
ხმაური დროდადრო მიწყდებოდა და ისევ განახლდებოდა. თაგვი
იყო თუ არა, ამას აკაკი გადაჭრით ვერ იტყოდა, მაგრამ საკუჭნაოდან
რომ ისმოდა, ეჭვი არ ეპარებოდა.
ერთხანს ცდილობდა როგორე შეჰგუებოდა ხმაურს, ყურადღება
აღარ მიექცია და საქმე განეგრძო, მაგრამ ვერ მოახერხა. მაშინ სკამი
უკან გასწია და წამოდგა.
კაცმა რომ თქვას, რა უნდოდა მეორე სართულზე საკუჭნაოს? აკაკიმ
დანამდვილებით არც იცოდა, საკუჭნაო იყო თუ სხვა რამ – იქ არასოდეს
შესულა – მხოლოდ ის იცოდა, რომ ცოლ-ქმრის საწოლი ოთახის უკან

749
რაღაც პაწაწკინტელა, მუდამ კარგამოკეტილი სათავსო იყო, რომელსაც
ლიზიკო საკუჭნაოდ იხსენიებდა ხოლმე.
აკაკი სასტუმრო ოთახიდან გავიდა და საკუჭნაოს მიადგა. ჯერ ყური
მიუგდო, მერე კი, რა დარწმუნდა ხმაური ნამდვილად იქიდან ისმოდა,
კარი შეაღო.
საკუჭნაო მართლაც საკუჭნაო იყო. ვიწრო და ბნელი. ფანჯარა არ
ჰქონდა, მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა და ისიც იმ სიმაღ-
ლეზე, რომ კაცი გასაღებად და დასაკეტად თუ მიწვდებოდი, თორემ გა-
სახედად ვერა. კედელთან ერთი ვეებერთელა კარადა იდგა, იქვე გვერ-
დით რამდენიმე ერთიმეორეზე შემოწყობილი სკამი, დაშლილი მაგიდა
და წვრილმანი ნივთები, როგორც ჩანს, ძველი ავეჯის ნარჩენები, რომ-
ლებსაც, მას შემდეგ, რაც ახალი ავეჯი შეიძინა, ლიზიკომ აქ მიუჩინა ად-
გილი.
საკუჭნაოში კიდევ უფრო გრილოდა, თითქმის ციოდა. და ამ სიცივით
გაჟღენთილი ძველმანები, მტვერი და სიბნელე, ცოტა არ იყოს, დამ-
თრგუნველად მოქმედებდა. ირგვლივ სრული სიჩუმე იყო. წეღანდელი
ხმაური არსაიდან ისმოდა. აკაკის მოულოდნელად გულში შიში შეეპარა
და იგრძნო, რომ მაჯისცემაც გაუხშირდა.
უეცრად ზურგს უკან კარმა გაიჭრიალა. აკაკი შეკრთა და ისე მკვეთ-
რად მიტრიალდა, თითქოს იქიდან მუხანათურ თავდასხმას მოელოდა.
საკუჭნაოს კარი, რომელიც ღია დატოვა, საკუთარი სიმძიმის ძალით
დაძრულიყო და ნელა, ჭრიალ-ჭრიალით იხურებოდა. აკაკი, გაშეშებუ-
ლი და მონუსხული, უაზროდ მისჩერებოდა. კარი რომ მიიხურა და ჭრი-
ალი შეწყდა, ერთხანს კიდევ იდგა გარინდებული და მიყურადებული.
ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა. მაშინ გუნებაში გაიცინა. მართალია ცოტა
ნაძალადევად კი გაიცინა, მაგრამ ამ სიცილის მეშვეობით მაინც მხნეობა
დაუბრუნდა და კარადას მუშტი მიუბრახუნა. კარადამ პასუხად ყრუ ხმა
გამოსცა. მერე სათითაოდ ყველაფერს მიუბრახუნა მუშტი – სკამებს, მა-
გიდას, განჯინას, კედლებს. რაკი ხმაური აღარ გამეორდა, ფრთხილად
გამოვიდა საკუჭნაოდან და კარი გამოიხურა.

750
სასტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა და სამუშაო მაგიდას მიუახლოვ-
და, მოეჩვენა, თითოს ჭიშკარი გაჯახუნდა. წამსვე ფანჯარას მივარდა და
გაიხედა. ჭიშკარი დაკეტილი იყო და საეჭვოც არა ჩანდა რა.
საბოლოოდ ისევ რომანს მიუჯდა, მაგრამ საკუთარ თავში ჩაღრმავე-
ბა ვეღარ შეძლო, რადგან გონების ნაწილი საკუჭნაოსკენ ჰქონდა მიპ-
ყრობილი და იმ უცნაური ხმაურის განმეორებას მოელოდა.
ხმაური არ მეორდებოდა. ამან აკაკი თანდათან დაამშვიდა, საკუჭ-
ნაო ნელ-ნელა განდევნა ფიქრებიდან და გონების ყველა თვალი კვლავ
დროის წყვდიადში ჩაძირულ წარსულს მიანათა. წარსული დიდხანს
უძალიანდებოდა აკაკის დაჟინებულ მზერას, მაგრამ შეუპოვრობამ თა-
ვისი ქნა და ბოლოს და ბოლოს რომანის ეპოქას შემოჯარული სიბნელე
ნელ-ნელა დაეშვა, როგორც ქანდაკების საბურველი.
სწორედ ამ დროს კვლავ გაისმა ხმაური.
ამჯერად აკაკი მეყსეულად გამოფხიზლდა, სწრაფად წამოხტა და
საკუჭნაოში შევარდა. საკუჭნაოში დუმილი იდგა; ყრუ, ღრმა და სამარი-
სებური.
აკაკი გრძნობდა, რომ ცოტაც და ნერვები უმტყუნებდა. სწრაფად გა-
მოვიდა უკანვე და კარი მიხურა, მაგრამ არსად წასულა, იქვე გაშეშდა,
სუნთქვა შეიკრა და ყური მიუგდო.
ამ დროს ჭიშკარი გაჯახუნდა.
აკაკი ფიცხლად შეტრიალდა, სასტუმრო ოთახში შევარდა და ფან-
ჯარას ეცა. შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული.
ეზოში ლიზიკო და ბიჭი დაინახა; ხელიხელჩაკიდებული მოდიოდ-
ნენ. გულში რაღაც ბუნდოვანმა და იდუმალმა გრძნობამ გაუარა, რომე-
ლიც გაკვირვებასაც ჰგავდა დაშიშსაც. მოეჩვენა თითქოს დროს გზა აებ-
ნა, აირია და ერთ ადგილას დატრიალდა, მაგრამ მერე, საათს რომ და-
ხედა და ნახა, შვიდი დაწყებულიყო, მიხვდა, რომ არაფერი საშიში და
იდუმალი არ მომხდარა, უბრალოდ მისი ორი საათი უკვე გასულა.
ფანჯარას მაშინვე მოშორდა, წამოვიდა და მაგიდას მიუჯდა.

751
– მუშაობ? – კარის ზღურბლიდანვე შეეხმიანა ლიზიკო და თავისი
საყვარელი ღიმილი შემოანათა.
– კი, – მიუგო აკაკიმ და, რაკი საკუთარი ხმის იმედი არ ჰქონდა, მეტი
აღარაფერი დაუმატებია, თავაუღებლივ მოჰხვია ხელი ხელნაწერებს და
უჯრაში შეინახა.
იმ დღეს კიდევ ერთი რამ მოხდა უცნაური, თუ უცნაური არა, მო-
ულოდნელი მაინც.
სადილ-ვახშმად, ჩვეულებრივ, ქვემოთ სხდებოდნენ ხოლმე, სამზა-
რეულოში, რომელიც იმოდენა იყო, სასადილოს მოვალეობასაც თავი-
სუფლად სწევდა. იმ დღესაც, რასაკვირველია, იქ ისადილეს. მაგიდა
ფანჯრის ძირას იდგა. ერთ მხარეს ლიზიკო იჯდა, მეორე მხარეს აკაკი,
შუაში კი, ფანჯრის პირდაპირ, ბიჭი. ჭამა რომ მოათავეს, აკაკიმ ვაშლი
აიღო და გათლა დაუწყო. ყუნწიდან დაიწყო, ნელ-ნელა მიჰყვა და თან
ცდილობდა, ისე გაეთალა, კანი არ გაწყვეტილიყო. ასეთი რამ ბავშვო-
ბის შემდეგ აღარ ჩაუდენია. ბავშვობაში კი ხშირად ჩადიოდა. მაშინ ამას
სპორტული ინტერესის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა: თუ ვაშლის კანს,
ერთიანს, გაუწყვეტელს, დაკლაკნილს, ზურგს უკან გადააგდებდი, საკმა-
რისი იყო ცოტა ფანტაზიაც წაგეშველებინა, რომ იქ ანბანის რომელიმე
ასო გამოსახულიყო. და რა ასოც გამოისახებოდა, იმ ასოზე იწყებოდა
შენი მომავალი სატრფოს სახელი. რა თქმა უნდა ამ თამაშში ვერავითა-
რი ეჭვი ვერ შეჰქონდა იმ გარემოებას, რომ თითქმის ყოველთვის სხვა-
და­სხვა ასო გამოდიოდა. ახლა რამ მოაგონა ეს ბავშვობისდროინდელი
ჩვევა, ვერ მიხვდა. იქნებ იმან, რომ, დაიწყო თუ არა ვაშლის გათლა, ბიჭ-
მა უეცრად გაუგებარი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა. ლუკმის ღეჭვაც კი
შეწყვიტა და დაძაბული, თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის ხე-
ლებს, რომლებიც ნელა მოძრაობდნენ ვაშლის ირგვლივ. უფრო საკვირ-
ველი ის იყო, რომ დროდადრო ლიზიკოც გამოაპარებდა თვალს, თით-
ქოს ვაშლის გათლაში იმასაც რაღაც ეპოვოს მნიშვნელოვანი და საყუ-
რადღებო. ცოლისა და გერის ამ გაუგებარმა ცნობისმოყვარეობამ, რო-
გორც ჩანს აკაკის თავისდაუნებურად აფიქრებინა, რომ კარგი იქნებოდა

752
ვაშლი ისე გაეთალა, კანი არ გაწყვეტილიყო. გათლიდა კიდეც, მაგრამ
დაჟინებული მზერის ქვეშ თავს მთლად ბუნებრივად ვერ გრძნობდა და
ზედმეტი მოწადინებისაგან დაძაბული იყო. ორ მესამედზე მეტი უკვე
გათლილი ჰქონდა, როცა კანი გაწყდა. იმავ წამს ბიჭმა ხმაურით ამოი-
სუნთქა და თქვა:
– მამა ისე თლიდა, არ უწყდებოდა, – და, ეტყობა იმის შიშით, რომ ეს
ნათქვამი კვეხნაში არ ჩამორთმეოდა, პოზიციის გასამაგრებლად დედას
მიუბრუნდა, – არა, დე?
თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიტყვა „განათხოვარს“, რაც საკმა-
რისად შორეული და არაპირდაპირი სიტყვაა საიმისოდ, რომ კაცმა
მხედველობაში მიიღოს, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლიზი-
კოს ყოფილი ქმარი აკაკის თანდასწრებით იქნა ნახსენები.
აკაკი შეკრთა და ის უცხო და უსიამო რგოლი, რომელთანაც გერი მის
იდილიურ ცხოვრებას აკავშირებდა, უეცრად უფრო რეალური და ნამ-
დვილი მოეჩვენა, ვიდრე აქამდე ეგონა.
ლიზიკომ მშვიდობიანად გაიცინა.
– კი. ვაშლის გათლა ისეთი იცოდა, ერთი კაცი ვერ აჯობებდა.
ბიჭი ეტყობა რაღაცამ დააეჭვა, ან რაღაცამ ვერ დააკმაყოფილა, რომ
ჯიბრიანი კილოთი თქვა:
– ხომ დიდიც იყო?
– დიდიც იყო, – თქვა ლიზიკომ, – მაგრამ, როცა პირში ლუკმა გიდევს,
ლაპარაკი არ შეიძლება.
ბიჭი გაჩუმდა და ლუკმის ღეჭვას შეუდგა.
აკაკიმ ვაშლის გათლა განაგრძო. ხელები ცოტა უკანკალებდა, ამი-
ტომ უფრო სწრაფად აამოძრავა იმ იმედით, რომ სისწრაფეში კანკალი
ნაკლებ შესამჩნევი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გათა-
ლა, სამად გაჭრა და ერთი ნაწილი ლიზიკოს თეფშზე დადო და ერთიც
ბიჭისაზე.
ბიჭმა თავისი ნაჭერი აიღო, აკაკის შემოხედა და უცებ უმიზეზოდ გა-
იცინა.

753
იმ ღამეს აკაკის ცუდად ეძინა. ძილში შფოთავდა და საშინელ სიზ-
მრებს ხედავდა, მაგრამ ეს სიზმრები ძილშივე ავიწყდებოდა და ამიტომ
აზრი ვერ გამოჰქონდა.
მეორე დღეს კიდევ უფრო ცხელოდა. საერთოდ, ბოლო კვირას მზეს
მცხუნვარება ემატებოდა, თითქოს ზაფხულს თავის დროზე ქალაქის-
თვის რაღაც დაეკლო და ცდილობდა ახლა აენაზღაურებინა. სიო არ იძ-
ვროდა, შეგუბებულ ჰაერში სიცხე ლამის თვალნათლივ ჩანდა და კაცს
ისეთი გრძნობა გიჩნდებოდა, თითქოს ხელითაც კი შეგეძლო შეხებო-
დი.
ისევე, როგორც წინა დღეს, სამსახურიდან ადრე დაბრუნდა. პირზე
წყალი შეისხა, წაიხემსა, ხალვათად ჩაიცვა, წინდები გაიხადა და შიშვე-
ლი ფეხები ფოსტლებში წაჰყო. მერე ხელნაწერი მაგიდაზე გაშალა, სკა-
მიც მიიდგა, მაგრამ სანამ დაჯდებოდა, ჯერ გაშეშდა, დაიძაბა, სახლს
მიაყუ­რადა და ერთხანს ასე სმენად ქცეული იდგა. ყველგან სრული სი-
ჩუმე იყო. მაშინ მაგიდას მიუჯდა, ნიკაპი და ლოყები იდაყვდაყრდნო-
ბილ ხელებშუა მოიქცია, კედელს მიაშტერდა და, რაკი შემაშფოთებელი
ხმაური არსაიდან ისმოდა, ნელ-ნელა ჩაეშვა რომანის შორეულ ეპოქაში.
დაჟინებულმა, ერთი მიზნისკენ შეუპოვრად მიმართულმა მზერამ
წარსულს ნელ-ნელა გადააძრო სიბნელისა და იდუმალების საბურვე-
ლი. დრო-ჟამი იძულებული შეიქნა თავის გაუმაძღარ სტომაქში დან-
თქმული საუნჯე გამოეჩინა და აი, გონების თვალწინ აკაკის ცხადად, მკა-
ფიოდ, ხელშესახებად, ისე, როგორც დღევანდელი დღე, გადაეშალა
გარდასულ ხანაში ჩაკირული ქვეყანა. თავიდან გაქვავებული დრო მუ-
ზეუმს ჰგავდა, ხოლო ქვეყანა მკვდარ ექსპონატებს, მაგრამ მალე დრომ
გაიღვიძა და ქვეყანაც გააღვიძა. ყოველივეს ხორცი შეესხა და სიცოც-
ხლის სული ჩაუდგა. აკაკი ზემოდან დასცქეროდა ამ უცხო სამყაროს და
სუნთქვაშეკრულს გული გამალებით უცემდა. ეს იგივე ქვეყანა იყო, რო-
მელშიაც თავად ცხოვრობდა, მაგრამ, უხილავ წარსულში დარჩენილი
და დრო-ჟამის დაუსაბამო და უსასრულო სხეულზე ერთ ალაგას ამოკვე-
თილი, იგი უკვე აღარავის ეკუთვნოდა; აღარავის ეკუთვნოდა მანამ, სა-

754
ნამ აკაკიმ არ გააღვიძა და ახალი სიცოცხლე არ მიანიჭა. რაკი ეს შეძლო,
მეუფე და მბრძანებელიც თვითონ შეიქნა. მართალია ამ მეუფეობას
ღვთაებრივი ვერ ეთქმოდა, რადგან დროის კანონსა და ისტორიის ლო-
გიკას ნება-უნებურად უნდა დამორჩილებოდა, მაგრამ ადამიანთა ურ-
თიერთობანი კი მთლიანად და განუყოფლად მის ხელთ იყო. ამურები
მას მორჩილებდნენ, დემონები მისი ხელქვეითები იყვნენ, ანგელოზთა
დასი მის ბრძანებებს ასრულებდა. როგორც უნდოდა, ისე გააბამდა სიყ-
ვარულის ხლართებს, როცა უნდოდა, მაშინ ააღორძინებდა ბოროტე-
ბას, საცა უნდოდა, იქ ჩააგდებდა სიკეთის თესლს. ლაჩარი შეეძლო გმი-
რად ექცია, უსპეტაკესი გული ღალატის შხამით აემღვრია, ძმადნაფიც-
თა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობა ჩამოეგდო, ჩასაფრებული
მკვლელისთვის უკანასკნელ წამს მკლავი მოედუნებინა.
ეს ქვეყანა აკაკის შექმნილი იყო და აკაკი დიდხანს ტკბებოდა საკუ-
თარი ქმნილების ცქერით. წინ სუფთა ფურცლების დასტა ედო და გონე-
ბის ნაწილმა, რომელიც გამოღმა მხარეს იყო დარჩენილი, იცოდა, რომ
ხილვისმიერ სამყაროს ამ ფურცლებზე უნდა მოეპოვებინა ნამდვილი
არსებობა, მაგრამ წარსულში ჩაფლული ცნობიერება არ ჩქარობდა აწ-
მყოს კალამი აეღო. აკაკი ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა, გზე-
ბი და ბილიკები გაჰყავდა, მტერსა და მოყვარეს თავთავიანთ ადგილს
უჩვენებდა, ჭრელ ბრბოს ბანქოს ქაღალდივით ჭრიდა და ურევდა, დი-
დებულთა ციხე-დარბაზებს ანგრევდა და აშენებდა, უმშვენიერეს ქალ-
წულებსა და უმამაცეს ჭაბუკებს, რომლებსაც თავისი ნების აღმასრუ-
ლებლად ირჩევდა, ბედს უწერდა და მომავალს უწინასწარმეტყველებ-
და, გულდაჯერებული დადიოდა თავის საბრძანებელში და მხოლოდ
მან იცოდა, ვინ სად წავიდოდა, ვინ რას იზამდა და ვის რა მოელოდა...
საკუჭნაოდან ხმაური მოისმა.
გარდასული ეპოქა, შემოქმედებითი ნების მიერ დრო-ჟამის მარწუ-
ხებიდან გამოგლეჯილი და ესოდენ ცხადი და თვალსაჩინო, ამ ხმაურ-
ზე, თითქოს ღრუბლის ქულებისგან გამოძერწილ სამყაროს ქარმა დაქ-
როლაო, ერთბაშად აიწეწა და აირია. ყველა არსი და ყველა ნივთი ნა-

755
წილ-ნაწილ დაიშალა, უთავბოლოდ დატრიალდა, ქაოსად იქცა და ზედ
სიბნელის შავი საბანი გადაეფარა.
აკაკის ცნობიერებაში სწრაფად და დიდი ძალით, როგორც უეცრად
მოვარდნილი ნიაღვარი, შემოიჭრა აწმყო: ოთახი, ავეჯი, ფანჯარა, ეზო,
ხმაური. ხმაური საკუჭნაოდან.
აკაკი ელვის სისწრაფით წამოვარდა ზეზე. მაგრამ აქ გადაწყვეტი-
ლება შეცვალა, სკამი ფრთხილად და უხმაუროდ გასწია და ასევე
ფრთხილად და უხმაუროდ, ფეხის წვერებზე გაემართა საკუჭნაოსაკენ.
მივიდა, კარს აეკრო, ყური მიადო და გაიტრუნა.
ჩქამი არსაიდან ისმოდა. საკუჭნაოშიც, სახლშიც, ეზოშიც, ყველგან,
სადამდეც კი სმენა წვდებოდა, მკვდარი და ცივი დუმილი იდგა, თითქოს
ირგვლივ დასახლებული ქალაქი კი არა, უკაცრიელი კოსმიური სივრცე
იდო, ვეება, გადაულახავი, უსიცოცხლო.
აკაკის მუხლი მოეკვეთა.
ბოლოს, როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა, სახელურს ხელი მოჰ-
კიდა, ფრთხილად დასწია და კარი ნელა გამოაღო. კარმა გაიჭრიალა და
გაჩუმდა. აკაკი საკუჭნაოში შევიდა და კარი მიიხურა.
საკუჭნაოში ბნელოდა და ციოდა. აკაკი ერთ ადგილას გაშეშდა, გა-
ირინ­და და ცოტა ხანს ასე გარინდებული იდგა იმ იმედით, რომ ეგებ
მცირედი და შორეული რამ ხმა მაინც გაეგონა, მაგრამ ყოველივე ამაო
იყო. სამარისებური დუმილი არ ირღვეოდა, თითქოს სამყაროს შემოქ-
მედს სამყაროსთვის პირზე ხელი აუფარებიაო. ამასობაში სიბნელეს
ცოტ-ცოტა თვალი შეაჩვია. მალე ჭერზე ჩამოკიდებული ნათურა შენიშ-
ნა. გახარებულმა ჩამრთველს დაუწყო ძებნა, მცირე ხნის შემდეგ მარ-
თლაც იპოვა და ღილაკს თითი დააჭირა. გაისმა ჩხაკუნი და საკუჭნაო გა-
ნათდა. სინათლემ სიმშვიდე და მხნეობა დაუბრუნა და უფრო გულდინ-
ჯად შეუდგა იქაურობის დათვალიერებას. კარადა დიდი იყო, ორკარი-
ანი, არც თუ ისე ძველი და ნამდვილი ხისგან დამზადებული, ერთი სიტ-
ყვით, ისეთი, რომელსაც დაუმსახურებლად გამოაძევებენ ხოლმე თანა-
მედროვე ბინებიდან, რათა მის ადგილას ხელოვნური, დაწნეხილი ნა-

756
ხერხისგან შეკოწიწებული ავეჯი დადგან. სკამები უფრო ძველი ჩანდა
და დაზიანებულიც. მაგიდა დაშლილი იყო, თოკით შეკრული და კუთხე-
ში, სკამების გვერდით, ცერად აყუდებული. მეორე კუთხეში განჯინა იდ-
გა, განჯინის ზემოთ რამდენიმე თარო ეკიდა და ზედ წვრილმანი ხარა-
ხურა ეწყო. კარის მახლობლად ხის ორი ცარიელი ყუთი იდო.
მას შემდეგ, რაც ყველა კუთხე-კუნჭული კარგად მოჩხრიკა და საეჭვო
ვერაფერი იპოვა, აკაკი ერთ-ერთ ცარიელ ყუთზე ჩამოჯდა იმ ვარა-
უდით, რომ, თუ სადმე მართლა თაგვი იყო და მის გამოჩენაზე დაფ-
რთხა, ნელ-ნელა შეეჩვეოდა სიჩუმეს და ადრე თუ გვიან ისევ დაიწყებდა
ფხაჭა-ფხუჭს. მაგრამ ეს მოლოდინიც გაუცუდდა. დიდხანს იჯდა ასე გა-
უნძრევლად თუ ცოტა ხანს, ბოლოს იმედგაცრუებული წამოდგა. ყოვე-
ლი შემთხვევისთვის რამდენჯერმე მაინც მიუბრახუნ-მოუბრახუნა მუშ-
ტი აქა-იქ ავეჯს და, ყრუ გამოძახილის გარდა სხვა პასუხი რომ ვერაფე-
რი მიიღო, საკუჭნაოდან გამოვიდა, მაგრამ უცებ რაღაც გაუგებარი შინა-
განი ბიძგის წყალობით უკანვე შებრუნდა და კარადის ორივე კარი სწრა-
ფად გამოაღო. რას ელოდა, არ იცოდა, ნახვით კი ისეთი რამ ნახა, რასაც
არ ელოდა.
იმავ წამს ეზოდან ჭიშკრის ჯახუნი მოისმა.
აკაკიმ სწრაფად დახურა კარადა და სასტუმრო ოთახში გამოვიდა.
რისი შემჩნევაც მოასწრო, იყო მამაკაცის პალტო, მამაკაცის კოსტუმი და
მამაკაცის პერანგები. ყველაფერი უზარმაზარი, თითქმის ფანტასტიკუ-
რი ზომისა.
ფანჯრიდან რომ ლიზიკო და ბიჭი დაინახა, მყისვე მოტრიალდა, მა-
გიდას მიაშურა, რათა ცოლი არ მიმხვდარიყო, რომ ამდენ ხანს უქმად
იჯდა და არაფერი უკეთებია, კალმისტარი მოიმარჯვა და თავი ხელნა-
წერ­ში ჩარგო.
მაგრამ ლიზიკო ზემოთ არ ამოსულა. ეზოდანვე შეეხმიანა:
– კააკიიი!
მაშინ აკაკი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და, როგორც შეძლო, ისე
გაიღიმა.

757
– მოხვედით?
– მოვედით. შენ რას შვრები? ბევრი იმუშავე?
– ისე რა... კი, ბევრი...
– დაიღალე?
– არა... ცოტათი...
– ახლავე საჭმელს გავაცხელებ. საღამოს ელასთანა ვართ დაპატიჟე-
ბული. არ გითხრა საურმაგმა?
– არა, არ უთქვამს. ალბათ დაავიწყდა.
ლიზიკომ გაიცინა.
– ჯერაც არაფერი დავიწყნია! ათისთვის მივიდეთ. ხომ?
– მივიდეთ.
ლიზიკო სამზარეულოში შევიდა. აკაკიმ ხელნაწერები შეინახა, დაჯ-
და და ლოდინი დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ლიზიკო ამოვიდა, აკოცა და
უთხრა, სუფრა გაშლილიაო.
სამზარეულოში რომ შევიდნენ, ბიჭი უკვე მაგიდასთან იჯდა. მაგრამ
იჯდა არა თავის ადგილას, არამედ იქ, სადაც ჩვეულებრივ აკაკი ჯდებო-
და ხოლმე. ლიზიკომ, ეს რომ დაინახა, მსუბუქი გაკვირვებით ჰკითხა:
– რატომ შენს ადგილას არ ზიხარ?
– აქ მინდა, – მიუგო ბიჭმა.
ლიზიკომ წარბები აზიდა.
– რას ნიშნავს, აქ გინდა?
– აქ მინდა, ვა! – კოპები შეიკრა ბიჭმა.
აკაკის ბიჭის საქციელი არ მოეწონა, მაგრამ მდგომარეობა უკარნა-
ხებდა მისი მხარე დაეჭირა. ამიტომ ისე გაიღიმა, რომ სახეზე მამობრი-
ვი სითბო აღბეჭდოდა, და თქვა:
– იჯდეს, თუკი ურჩევნია.
ბიჭმა გამოქომაგების პასუხად აკაკის მტრულად შემოხედა.
„ამ ბავშვს ტანში ეშმაკი უზის“, – გაიფიქრა აკაკიმ, ოღონდ დაჯერე-
ბით არ დაუჯერებია.
– ადექი და შენს ადგილას გადმოდი! – უთხრა ლიზიკომ.

758
– არა! – ჯიუტად თქვა ბიჭმა. მერე წელში გაიმართა, საზურგეს გადა-
აწვა, რის ვაივაგლახით მისწვდა სკამის თავს, ზედ მკლავი ჩამოსდო, რა-
საც, ეტყობა, დარდიმანდული პოზა უნდა გამოეხატა, და თავისი სიჯიუ-
ტე ასე განმარტა: – აქ მამა ჯდებოდა და ახლა მე უნდა დავჯდე!
აკაკიმ ყელში სიმშრალე იგრძნო, შეეცადა სიმშრალე ნერწყვით მო-
ელბო, მაგრამ ვერ მოალბო და ხველება აუვარდა.
ლიზიკოს ბიჭის პასუხზე შეკრული შუბლი გაეხსნა. ერთხანს ღიმი-
ლით უყურა შვილს, ბოლოს გაიცინა და თქვა:
– აი, შე ჩურჩუტო!
აკაკის ამასობაში ხველებამ გაუარა, მობრუნდა, ბიჭის ადგილას
დაჯდა, თავს ძალა დაატანა და თეატრალური კილოთი გამოაცხადა:
– იჯექი რა! მე მაინც აქ მირჩევნია. აქედან უფრო ახლო ხართ ორი-
ვენი.
ამის შემდეგ აკაკი მუდამ ფანჯრის პირდაპირ ჯდებოდა ცოლსა და
გერს შუა. მაგრამ იმ ამბავმა კი უსიამოვნო ლექი დაუტოვა, მადა წაუხდა
და მერეც, სტუმრად რომ წავიდნენ, მთელი საღამო კალაპოტიდან
ამო­ვარდნილი იყო.
საკუჭნაოში ნანახი ფანტასტიკური ზომის ტანსაცმელი დროდადრო
გაქრებოდა გონებიდან, მაგრამ მალევე რომელიღაც საიდუმლო ხვრე-
ლით უკანვე შემოძვრებოდა.
მომდევნო დღე შაბათი იყო და მთელი ოჯახი ისვენებდა. აკაკის მუ-
შაობის დრომ რომ მოაწია, ლიზიკომ ბიჭი გააცალა და ეზოში წაიყვანა,
მაგრამ აკაკიმ ვერ იმუშავა. მისი ფიქრები საკუჭნაოში ტრიალებდა და
მაგიდასთან თავს ძლივს იმაგრებდა. რამდენჯერმე წამოიწია კიდეც,
მაგრამ ისევ დაჯდა, ეშინოდა, ლიზიკოს არ შეემჩნია. დიდხანს წრი-
ალებდა სკამზე და დროდადრო ეჩვენებოდა, თითქოს ლიზიკო ბიჭს კი
არა, მას დარაჯობდა. ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა, ფრთხილად წა-
მოდგა, ჯერ ეზოს მიაყურადა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ლიზიკო და
ბიჭი იქ იყვნენ, მერე ფეხაკრეფით გაემართა საკუჭნაოსაკენ. გული იმით
დაიიმედა, რომ გადაწყვიტა, თუ ვინიცობისაა ლიზიკო წაასწრებდა, ისე-

759
თი სახე მიეღო, ვითომ შემოქმედებითი კრიზისი დაუდგა, რომლის და-
საძლე­ვად ბოლთის ცემაა საჭირო, ბოლთის ცემისას კი ფიქრებში ჩაფ-
ლულიკაცი ვინ იცის სად არ შეეხეტები.
საბედნიეროდ ლიზიკო არ გამოჩენილა. აკაკი ფრთხილად შევიდა
საკუჭნაოში და ფრთხილად გამოაღო კარადის ორივე კარი. შუქის ანთე-
ბა ვერ გაბედა.
ამჯერად ტანსაცმელი ისე დაუჯერებლად დიდი არ მოსჩვენებია,
როგორც გუშინ მოეჩვენა, თუმცა დიდი კი აშკარად იყო. პალტოს, კოს-
ტუმისა და პერანგების გარდა, ახლა სხვა რამეც აღმოაჩინა: საკიდს ზე-
მოთ, გრძელ თაროზე ვეებერთელა ნაცრისფერი კეპი და ჭრელი კაშნე
ჩანდა, ხოლო კარადის ძირში – მოზრდილი, გვარიანად გაქუცული, ძვე-
ლებური ჩემოდანი იდო.
რაკი ეშინოდა, ლიზიკოს არ შემოესწრო, კარადა მალევე დახურა, სა-
კუჭნაოდან გამოვიდა, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და მაგიდას მი-
უჯ­და.
ტანსაცმელი რომ მისი წინამორბედისა უნდა ყოფილიყო, ამაში ეჭვი
არ ეპარებოდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბიჭის ნათქვამი გაახსენდა
– დიდიც ხომ იყოო – და ეს ორი სიდიდე, მოსმენილი და თვალით ნანა-
ხი, ერთიმეორესთან შეაჯერა.
მაგრამ რა უნდოდა აქ ტანსაცმელს? თუ გაიყარნენ და წავიდა, თავის
ავლადიდებასაც ხომ თან წაიღებდა! რაკი არ წაუღია, მაშასადამე არ
სჭირდებოდა, ხოლო, რაკი არ სჭირდებოდა, მაშასადამე კი არ გაყრი-
ლან, არამედ მომკვდარა, რადგან ჩაცმა-დახურვა მხოლოდ მკვდარს
აღარ სჭირდება.
ამ დასკვნამ აკაკის შვება და სიამე მოჰგვარა. მართალია ამ სიამეს
სინდისის ქენჯნაც ახლდა, რადგან აქამდე არასოდეს მისცემია შემთხვე-
ვა ვინმეს სიკვდილი გახარებოდეს, მაგრამ სიამე მაინც გაცილებით
ძლიერი იყო და სინდისის ხმას ადვილად ახშობდა.
სანამ რომანისათვის გამოყოფილი დღიური ვადა ამოიწურებოდა,
აკაკი სამუშაო მაგიდას უჯდა და ლიზიკოს ყოფილ ქმარზე ფიქრობდა.

760
მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით იგი მკვდა-
რი უნდა ყოფილიყო, გულში მაინც ხინჯი ჰქონდა და გრძნობდა, სანამ
პირდაპირ საბუთს არ მოიპოვებდა, მანამ ამ ხინჯს ვერ მოიშორებდა.
ერთი დაპირება დააპირა, ავდგები და თვითონ ლიზიკოს ვკითხავო,
მაგ­რამ ეს განზრახვა მალევე უარყო, რადგან ეშინოდა ამ თემაზე საუ-
ბარს ცოლ-ქმარს შორის რაღაც ისეთი ბარიერი არ გაეჩინა, რომელსაც
მერე, რამდენჯერაც არ უნდა გადაელახა, მაინც ყოველთვის ახლად და
ახლად გადალახავა დასჭირდებოდა. კარგი იყო, ელასგან გაეგო თავის
დროზე ყველაფერი, როცა სიტყვა „განათხოვარი“ ბუნებრივად იძლეო-
და ამის საშუალებას. ახლა ელას ვეღარ ჰკითხავდა. მაშინ აფორიაქებუ-
ლი ფიქრები საურმაგს მიუსია. ფიქრები ერთხანს მართლაც იმედიანად
ფუსფუსებდნენ საურმაგის ირგვლივ, მაგრამ მერე თანდათან ჩამოშორ-
დნენ და ზურგი აქციეს; აკაკიმ უკვე იცოდა, რომ, როცა კაცი ერთსა და
იმავე დროს უნივერსიტეტის ამხანაგიცაა და უშუალო უფროსიც, უფრო
უშუალო უფროსია, ვიდრე უნივერსიტეტის ამხანაგი.
დარჩა გერი.
გერი თავიდან არც მოჰგონებია. იმდენად უნდოდ იყო მის მიმართ
განწყობილი, რომ როგორღაც თავისთავად, მექანიკურად გამორიცხა.
და მხოლოდ ბოლოს, როცა სხვა აღარავინ დარჩა, მიხვდა, რომ, თუკი
საერთოდ რაიმეს გაგება შეიძლებოდა, სწორედ მისგან შეიძლებოდა.
ბავშვი, რა ონავარიც არ უნდა იყოს, მაინც ბავშვია; იმაზე იოლი რა არის,
მისი გულუბრყვილობით ისარგებლო და საჭირო ცნობები დასტყუო.
ასეც მოიქცა.
საღამოს, სახლის უკან, ერთი გაბარჯღული ლეღვის ძირას დაიმარ-
ტოხელა და პირფერული მასლაათი გაუბა. საერთოდ აკაკი გერს ისე ეპ-
ყრობოდა, რომ თავისი საქციელის მერე თვითონვე რცხვენოდა. ბიჭი
უზნეო იყო და მისი უზნეობის გამოისობით აკაკი მუდამდღე ხიფათში
იმყოფებოდა. ხან ტალახში ამოთხვრილი ბურთი მოხვდებოდა თავში,
ხან ხესა და ხეს შორის შეუმჩნევლად გაჭიმულ თოკს წამოედებოდა და
ლამის კისერი მოეტეხა, ხან სკამზე რომ დამშვიდებული დაეშვებოდა,

761
მერეღა აღმოაჩენდა, რომ ზედ თურმე წყალი ესხა... მაგრამ იმის შიშით,
რომ გაჯავრებას უარესი რეპრესიები არ მოჰყოლოდა, თავი ისე ეჭირა,
ვითომ ბიჭის უსაქციელო ოინებში საუცხოო გასართობს პოულობდა, და
სულ იმას ცდილობდა ლაქუცითა და პირფერობით მოეგო მისი გული. იმ
საღამოს მთელი დღის ნავარდის შემდეგ გვარიანად დაღლილ ბიჭს
ოინბაზობის თავი აღარ ჰქონდა და აკაკიმ იოლად აიყოლია საუბარში.
ჯერ უბრალო, ყოველდღიურ ამბებზე ელაპარაკა, მერე ნელ-ნელა თა-
მაშზე გადავიდა. თამაში მარტივი იყო: აკაკი შეკითხვებს აძლევდა და
ბიჭს პასუხი უნდა გაეცა. აკაკიმ რაც შეიძლებოდა შორიდან დაიწყო. რა-
ტომაა დღე ნათელი და ღამე ბნელი? საიდან მოდის წვიმა? ძაღლი უფ-
რო ერთგულია თუ კატა? ყოჩაღ! კარგად რომ ჩაითრია თამაშში, თანდა-
თან სასურველ თემასაც მიუახლოვდა. აბა თუ მეტყვი – ოღონდ იცოდე
არ გაიხედო – სად არის ამ წუთას დედა და რას აკეთებს? ვაჰ! ახლა მით-
ხარი, დეიდა ელა სად არის და რას აკეთებს? ბიძია საურმაგი? ბიჭოს!
საბავშვო ბაღის აღმზრდელებიც მოითავა, ტოლ-ამხანაგებიც, მეზობ-
ლებიც და ბოლოს, ნიადაგი რომ მომზადებულად ჩათვალა, უთხრა:
– აბა, ახლა მითხარი... – აქ ყასიდად დაფიქრდა, აქაო და ჯერ არ მო-
მიგონებია შეკითხვა და ახლა ვიგონებო, –ეე... მამა სად არის?
– მამა მოკვდა, – მშვიდად მიუგო ბიჭმა, – და ძაღლი მიაკვდა.
ამ სიტყვებით ჯიბეში ხელი ჩაიყო, მუჭით ამოიღო ღმერთმა იცის
სად და რა მიზნით მოგროვებული სილა და აკაკის სახეში შეაყარა.
ბიჭის პასუხი ნათელი და ამომწურავი იყო: ლიზიკოს ყოფილი ქმარი
ცოცხალი ყოფილა.
მაშ ტანსაცმელი რაღად დატოვა?
აფორიაქებულმა და გულამღვრეულმა სიცილ-სიცილით ჩამოი­ბერ-
ტყა სილა სახიდან და განგებ კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რათა
ამით მთავარი შეკითხვა ისე მიეჩქმალა, ბიჭის გონებაში უდროო დროს
და უალაგო ალაგას არ ამოტივტივებულიყო.

762
იმ დღეს მთელი საღამო ფიქრებით კარადაში გამომწყვდეულ ნივ-
თებს დასტრიალებდა. რა უნდოდა აქ ამ ნივთებს? რატომ თან არ წა-
იღო? ნუთუ მართლა ამოდენაა?..
ნავახშმევს, როდესაც ლიზიკო ბიჭს აძინებდა, აკაკი მარტო იჯდა
ეზოში ქვის მრგვალ მაგიდასთან.
ეგებ მისი არცაა! ეგებ ლიზიკოს გარდაცვლილი მამის ან გარდაც-
ვლილი ძმისაა!
გულის სიღრმეში ეს ვარაუდი ცოტა საეჭვო კი ეჩვენებოდა, რადგან
ძნელი წარმოსადგენი იყო, ასეთი პატარა ტანის ქალს ამოდენა მამა ან
ძმა ჰყოლოდა, მაგრამ ატყობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რაღაც
საყრდენი უნდა ეპოვა, და ყოველნაირად ცდილობდა თავი დაერწმუნე-
ბინა, რომ არაფერი შეუძლებელი აქ არ არის და თვითონაც არაერთხელ
უნახავს ოჯახის ერთი წევრი პატარა იყოს, მეორე კი დიდი.
ასე გავიდა დაძაბული ფიქრებით, საშიში ვარაუდობითა და მძიმე
დუმილით სავსე საღამო და ბოლოს, როცა უკვე გულაღმა იწვა ლოგინში
და მარცხენა მკლავზე ლიზიკო ეწვინა, თქვა:
– დღეს საკუჭნაოში ვიყავი.
ლიზიკოს მუხლში მოხრილი მარცხენა ფეხი მის ბარძაყზე ედო, ხო-
ლო მარცხენა ხელი მაისურის ქვეშ შეეყო და მკერდზე უცაცუნებდა.
– საკუჭნაოში რა გინდოდა?
აკაკიმ წინდახედულად ჩაიცინა.
– თაგვმა გადამრია. ჩემი მუშაობის დაწყება და მისი ფხაჭა-ფხუჭის
ატეხვა ერთია. მოსვენება აღარა მაქვს.
– რას მეუბნები! რაც თავი მახსოვს, ამ სახლში თაგვი არ გაჭაჭანებუ-
ლა!
– აბა რა ვიცი! დავიწყებ მუშაობას – დაიწყებს ფხაჭუნს, გავჩერდები
– გაჩერდება. ერთი-ორი დღე კიდევ ვუყურებ და, თუ ასე გაგრძელდა, კა-
ტა უნდა გავიჩინოთ... მართლა, იქ, კარადაში, რაღაც ნივთებია...
ლიზიკო ხელს მკერდზე უცაცუნებდა. არც აუჩქარებია, არც შეუნელე-
ბია.

763
– ჭოლასია.
– ვისი?
– ჭოლასი, – და დააზუსტა, – ჩემი ყოფილი ქმრის. უნდა წაეღო და
ვეღარ წაიღო. წაიღებს ალბათ.
– აა! – თქვა აკაკიმ.
ეგებ კიდევ ეთქვა რამე – დანამდვილებით თავადაც ვერ იტყოდა,
აპირებდა თუ არა რაიმეს თქმას – მაგრამ ლიზიკომ აღარ დააცალა: ხე-
ლის ცაცუნი შეწყვიტა, წამოიწია, ზემოდან დააწვა, მკლავები კისერზე
შემოჰხვია და კრუტუნით დაეკონა.
მეორე დღეს, კვირას, აკაკი მხოლოდ იმიტომ უჯდა მაგიდას ოთხი
საათიდან ექვს საათამდე, რომ ლიზიკოს არ ეკითხა, რატომ არ მუშა-
ობო.
ჯოჯოხეთზე უარესი ჯოჯოხეთია, კაცი რომ უსაქმოდ და უაზროდ ზი-
ხარ ერთ ადგილას და მხოლოდ დროის გასვლას ელოდები. აკაკი დამ-
წუხრებული სახით უყურებდა, რა მომაკვდინებელი ზლაზვნით მიღო-
ღავდნენ საათის ისრები და სასოებით ნატრობდა, წუთით მაინც დაეღ-
წია თავი ბიჭს ლიზიკოს ზედამხედველობიდან და ოთახში შემოვარ-
დნოდა, ან ბურთი შემოეგდო, ან შურდული ეტყორცნა, რომ საშუალება
მისცემოდა ეთქვა, მუშაობის რიტმიდან ამოვვარდი, ახლა თავიდან რა-
ღა ჩაერთობა, ისა სჯობს, დღეს დავისვენოო. მაგრამ ბიჭმა დახმარების
ხელი არ გამოუწოდა. აკაკი იძულებული იყო ბოლომდე მოეხადა სასჯე-
ლი.
სამაგიეროდ მოუთმენლად ელოდა ორშაბათ დღეს, როდესაც ამ სა-
ათებში სახლში სულ მარტო იქნებოდა.
ეს დროც დადგა.
სამსახურიდან ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. სახლს რომ მიაღწია, უკვე
გვარიანად იყო გაოფლილი. სწრაფად აიარა კიბე, სწრაფად შევიდა სას-
ტუმრო ოთახში, თავის სამუშაო მაგიდას – დიდს, ლამაზს, მოჩუქურთმე-
ბულს – ისე ჩაუარა, იქით არც კი გაუხედავს, და პირდაპირ საკუჭნაოს მი-
აშურა.

764
შევიდა, შუქი აანთო და კარადის ორივე კარი ყურთამდე გამოაღო.
პალტო სულ მარცხნივ ეკიდა, ბოლოში, პალტოს გვერდით – კოსტუ-
მი, მერე პერანგები. ოთხი პერანგი ოთხ საკიდზე, თითოზე თითო. ჩემო-
დანი მარჯვენა კუთხეში იდო. ფართო, მრგვალი კეპისა მხოლოდ ნაწი-
ლი ჩანდა, რადგან თარო მაღალი იყო. დაჭმუჭნული კაშნე დაუდევრად
ეგდო კეპის გვერდით.
აკაკი ერთხანს ზეზეურად უყურებდა. მერე ერთი ყუთი აიღო, კედელ-
თან დაიდგა, კარადის პირდაპირ, ზედ დაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწ-
ყო და ახლა ასე მიაჩერდა.
პალტო ყავისფერი იყო, კოსტუმი – ლურჯი, პერანგები – ოთხივე კუ-
ბოკრული, ოღონდ სხვადასხვა შეფერილობის, კეპი – ნაცრისფერი, კაშ-
ნე – ჭრელი, ჩემოდანი – შავი.
ყველა ნივთი ნახმარი ჩანდა, მაგრამ არც ისე ძველი, რომ კაცს გადა-
საგდებად გაემეტებინა. პერანგები დარეცხილი და დაუთოებული იყო.
აკაკი იჯდა და უყურებდა. ბოლოს წამოდგა, ყუთი ახლომიიტანა კა-
რადასთან, ზედ შედგა, სიფრთხილისათვის ფეხები ნაწიბურებზე დააბ-
ჯინა და თაროზე შეიხედა. კეპი ძალიან დიდი იყო, კაშნე – ჭუჭყი­ანი.
სხვა თაროზე ვერაფერი ნახა. მაშინ ძირს ჩამოვიდა და ყუთი ფეხით გას-
წია. ცოტა ხანს დაფიქრებული იდგა, მერე პალტოსაც, პიჯაკსაც, პერან-
გებსაც სათითაოდ გადაუწია საყელო და იარლიყები შეუმოწმა. პალტო
და კოსტუმი სამამულო წარმოებისა აღმოჩნდა, პერანგები – იმპორტუ-
ლი. ამას რომ მორჩა, პიჯაკის კალთები მისწი-მოსწია, შარვალი, რომე-
ლიც სამკუთხა საკიდის ჭრილში იყო გაძვრენილი და ფაქიზად გადაფე-
ნილი, გადმოიღო და ტანზე მოიზომა. ერთხანს დაკვირვებით ამოწმებ-
და, მერე სალტეში აქეთ-იქით მოჰკიდა ხელი, მაღლა ასწია და თვალ-
დათვალ დაუწყო სინჯვა. შარვალი დიდი იყო. დიდი, განიერი და უკან,
საჯდომზე, ცოტა გაქლეტილი.
შარვალი თავის ადგილას დაკიდა, დაიხარა, ცალ მუხლზე დაიჩოქა
და ჩემოდანი გამოსწია, კიდევ უფრო დაიხარა, ისევ მუხლზე დაიჩოქა,
საკეტები გახსნა და თავი ახადა. ჩემოდანში ელექტროსაპარსი იდო და

765
ოთხი ხელი საცვალი, დაუთოვებული და ფაქიზად დაკეცილი; მათ შო-
რის ერთი ზამთრისა უნდა ყოფილიყო – გრძელსახელოებიანი პერანგი
და გრძელტოტება პერანგის ამხანაგი, რომელსაც კოჭებთან ზორტები
დასთრევდა.
გრძელტოტება ქვედა საცვლის დანახვაზე აკაკიმ უმისამართო ზიზ-
ღი იგრძნო, ჩემოდანი სწრაფად დაკეტა და თავის ადგილას დადო. მერე
წამოდგა, კარადა დახურა, შუქი ჩააქრო და სასტუმრო ოთახში გავიდა.
იქ ბოლთის ცემას მოჰყვა. ხანი რომ გამოხდა, შეტრიალდა და თითქოს
რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, მტკიცე ნაბიჯით ისევ საკუჭნაოსკენ
გაემართა, მაგრამ, როგორც კი შევიდა და შუქი აანთო, ის სათუო გადაწ-
ყვეტილება მყისვე გაქრა. შუქი ისევ ჩააქრო, სასტუმრო ოთახში გამობ-
რუნდა და ბოლთის ცემა განაგრძო. ბოლოს წინ და უკან სიარულით და-
იღალა, მაგიდას მიუჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მანამ იჯდა ასე, სანამ
ჭიშკარი არ გაჯახუნდა. ჭიშკრის გაჯახუნებაზე შეკრთა, გამოფხიზლ­და,
ჩანაწერები სწრაფად ამოიღო უჯრიდან და წინ დაიდო.
ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ჯიუტად ებრძოდა თავის
თავსაც და იმასაც, ვინც წლების მანძილზე რომანის წერაში ხან უწყობ-
და ხელს და ხან უშლიდა. მანამ ებრძოდა, სანამ ძალა ეყო, მერე კი ფარ-
ხმალი დაყარა და მარცხს შეურიგდა.
მაგრამ მარცხიც არის და მარცხიც! ამ მარცხს რა ხანია შერიგებული
იყო; ეს უეცარი და, როგორც გამოირკვა, ფშუტე აფეთქება რომ არა, რო-
მანის დაწერაზე ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩაიქნია ხელი. საქმე ისაა, რომ
ამჯერად მარცხს გაუგებარი, გაუთვალისწინებელი და დაუმსახურებე-
ლი სასჯელიც მოჰყვა: სხვისი თვალის ასახვევად თავი უნდა მოეკატუნე-
ბინა, ვითომ რომანზე მუშაობას კვლავინდებურად განაგრძობდა.
ადრე რომანი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და, დაწერდა თუ ვერ დაწერ-
და, მისი საქმე იყო. ახლა ეს საქმე სხვებმა ჩაიგდეს ხელთ და, თითქოს
მათთან ხელშეკრულება ჰქონიყო დადებული, აკაკი გაუგებარ შიშსა და
პასუხისმგებლობას გრძნობდა. მართალია ერთი-ორჯერ სასოწარკვე-
თილებამდე მისულმა გულში ფიცი დადო, შიშიც დაეძლია, პასუხის-

766
მგებლობაც და ერთხელ და სამუდამოდ გამოტეხილიყო, რომანის დამ-
წერი არა ვარო, მაგარამ ვერ შეასრულა და ვერც შეასრულებდა, რადგან,
როდესაც ერთი გული ფიცს დებდა, მეორე გულმა მაშინვე იცოდა, რომ
ეს ცრუ ფიცი იყო.
ამიტომ ისევ ისე ადრიანად ბრუნდებოდა სამსახურიდან და მერე
ოთხიდან ექვსამდე უსაქმოდ და უაზროდ წრიალებდა სახლში. წინ და
უკან დადიოდა, კედელ-ყურეს ედებოდა, ვერც ვერაფერს ფიქრობდა და
ვერც ვერაფერს აკეთებდა, წამდაუწუმ საათს შესცქეროდა და თან ცალი
თვალი ჭიშკრისკენ ეჭირა, რომ ლიზიკოს დაბრუნება არ გამოჰპარვოდა.
გამოჩნდებოდა თუ არა ლიზიკო, მაშინვე მაგიდას მიუჯდებოდა, ჩანაწე-
რებს ამოიღებდა, წინ დაიდებდა და გაალმასებული სახით ჩააცქერდე-
ბოდა.
ამგვარად ყოველდღიური ცხოვრების ორი საუკეთესო საათი,
რწმე­ნის, მხნეობის, ჭეშმარიტი არსებობის საათები, როდესაც თავს
სამყაროს აუცილებელ და ორგანულ ნაწილად გრძნობდა, პატიმრობის
ორ საათად ექცა. ეზოში გასვლა რომ გაებედა, კიდევ არა უშავდა რა –
ეზოში ხეები მაინც იყო – მაგრამ ამასაც ვერ ბედავდა, ეშინოდა, მეზო-
ბელს არ მოეკრა თვალი, ლიზიკოსთვის არ ეთქვა და მერე ლიზიკო არ
დაინტერესებულიყო, რას აკეთებდა გარეთ იმ დროს, როცა შინ უნდა
მჯდარიყო და რომანი ეწერა.
თანდათან ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ვიღაცამ გააბრიყვა,
მოაღორა, მოტყუებით დასცინცლა ყოველდღიური სიცოცხლის ორი სა-
ათი და თავის ყოველდღიურ სიცოცხლეს მიუმატა. ოთხიდან ექვსამდე,
როდესაც ქალაქის ყველა მცხოვრებს უამრავი არჩევანი ჰქონდა და რა-
საც უნდოდა იმას აკეთებდა, აკაკი, შეიძლება ითქვას, არც კი არსებობ-
და. ოთხზე კვდებოდა და ექვსზე ცოცხლდებოდა.
სინამდვილეში, ცხადია არავის გაუბრიყვებია. თავისი ნებით გაჰყო
ყულფში თავი, თორემ ვინ დააძალებდა, გინდა თუ არა რომანი დაწე-
რეო!

767
აკაკის გონიერებამ იცოდა, რომ ბრალი ყველაფერში თვითონ მიუძ-
ღოდა, მაგრამ აკაკის უგუნურებას ვერაფრით ვერ დაეღწია თავი ბუნდო-
ვანი გრძნობისათვის, რომ მოატყუესდა გააცუცურაკეს.
დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, აკაკი კი თავის უცნაურ პატიმრო-
ბას ვერც შეჰგუებოდა და ვერც გაქცეოდა.
ცხოვრებამ ერთ ვიწრო კალაპოტში მოიყარა თავი. დილით სამსა-
ხურში მიდიოდა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშაკევ ლექსებსა და
მოთხრობებს კითხულობდა, ოთხზე უკვე შინ იყო, ექვსამდე, ორი დაუს-
რულებელი საათის განმავლობაში, გალიაში გამომწყვდეული ნადირი-
ვით წრიალებდა, სამუშაო მაგიდას ზიზღით უბრიალებდა თვალებს, სა-
ათს შესცქეროდა და შიგადაშიგ კბილებს აღრჭიალებდა, საღამოს ასი
თვალი და ასი ყური ჰქონდა გამოსხმული, რომ გერის ამოუწურავ ფან-
ტაზიას მორიგ ხაფანგში არ გაება, ღამე ლიზიკოს მრავალკეც „ჭ“-ს ის-
მენდა, რომელიც მისდა გასაკვირველად ბოლო ხანებში ისევ ეხამუშე-
ბოდა და დროდადრო თითქოს აღიზიანებდა კიდეც. დილით ყველაფე-
რი თავიდან იწყებოდა.
დროდადრო წინამორბედის დანატოვარ ნივთებს ათვალიერებდა.
შევიდოდა საკუჭნაოში, შუქს აანთებდა, კარადას გააღებდა, უტყვი
სახით შესცქეროდა ტანისამოსს და უკვირდა, რომ ფეხსაცმელები არ-
სად იყო.
ერთხელაც, დიდხანს ათვალიერა ასე თუ ცოტა ხანს, ბოლოს კეპს
მისწვდა, გადმოიღო და დაიხურა. კეპი ყურებზე და თვალებზე ჩამოეფ-
ხა­ტა. მაშინ სწრაფადვე მოიხადა და ისევ თავის ადგილას შემოდო.
ლიზიკოს პირველი ქმარი რომ დიდი იყო, ამაზე კარადაში გამოფე-
ნილი ტანსაცმელი ისედაც ნათლად მეტყველებდა, მაგრამ ქუდის გა-
სინჯვამ როგორც ჩანს ამ სიდიდეს რაღაც არსებითი შემატა, რაღაც უფ-
რო რეალური სიცოცხლე მიანიჭა და საკუჭნაოდან გამოსულს გაურკვე-
ველი გრძნობა გამოჰყვა, რომელიც ზიზღისა და შეძრწუნების ნარევს
წარმოადგენდა. ეს გრძნობა მალევე გაქრა, მაგრამ, ხანი რომ გამოხდა,
ისევ გამოჩნდა. წამით შემოძვრა გონებაში, იქ ერთი დაკვესა, ოდნავ შე-

768
ამღვრია ცნობიერება და მიიმალა. მაშინ აკაკი საკუჭნაოში შევიდა და
ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი – პირველ ყოვლისა თვითონ მის-
თვის გაუგებარი – საქმიანობა წამოიწყო: ყუთი ყუთზე შემოსდო,
წვრილმანი ხარახურა მისწი-მოსწია და იატაკზე ადგილი მოათავისუფ-
ლა. ამის შემდეგ კარადიდან კოსტუმი ჩამოხსნა. პიჯაკი ძირს, მოსუფ-
თავებულ ადგილას გულაღმა დააწვინა და ბოლოში შარვალი მოუწვინა,
ოღონდ შარვლის სათავე ორი ხელის დადებაზე პიჯაკის კალთებქვეშ
მოაქცია. კეპიც გადმოიღო და კოსტუმს ზემოთ დადო ისეთ მანძილზე,
რომ შუაში ერთი მოზრდილი თავი ჩატეულიყო. ცოტა ხანს უყურა ძირს
დაფენილ ტანსაცმელს, რომელსაც, დასრულებული სახე რომ მიეღო,
მხოლოდ პატრონიღა აკლდა, გარშემოც შემოუარა, მერე საწოლ ოთახ-
ში გავიდა, საკერავი მანქანის პატარა უჭრიდან ნაჭრის ერთმეტრიანი სა-
ზომი ამოიღო, უკანვე დაბრუნდა და გაზომვას შეუდგა. შარვლის ბოლო-
ში ფეხები იგულისხმებოდა, ამიტომ გაზომვა ხუთი სანტიმეტრის მოშო-
რებით, ცარიელი ადგილიდან დაიწყო. სამჯერ გაზომა და სამივეჯერ
ასოთხმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი გამოვიდა. შესაძლებელი შეცდომა
ორი სანტიმეტრი თუ იქნებოდა ან ერთ ან მეორე მხარეს.
თვითონ აკაკი ასსამოცდაცამეტი სანტიმეტრი იყო.
თუმცა ამ დროისთვის უკვე იცოდა, რომ რომანი არ დაიწერებოდა,
იმედს მაინც ვერ ელეოდა და, ზოგჯერ, ბოლთის ცემით დაღლილი რომ
სამუშაო მაგიდას მიუჯდებოდა, რათა ცოტა დაესვენა, თან იმას ცდი-
ლობდა, სადმე რაიმე ხავსი ეპოვა და ჩასჭიდებოდა. ამ მიზნით ახალ-
ახალი მეთოდების მოგონებას შეუდგა. ჯერ იყო და, რამდენიმე დღის
განმავლობაში – თუმცა ეს დიდი მოთმინებისა და დიდი ჯაფის ფასად
დაუჯდა – ჩანაწერები რამდენჯერმე ზედიზედ გადაიკითხა იმ იმედით,
რომ გარემოდან გამოითიშებოდა, მასალაში ჩაეფლობოდა და შთა­გო-
ნებისათვის ესოდენ აუცილებელ შემოქმედებით ბიძგს იგრძნობდა. რა-
კი ბიძგი ვერ იგრძნო, სხვა მეთოდს მიმართა: წინ სუფთა ფურცლები და-
იწყო, კალამი მოიმარჯვა და გადაწყვიტა, რა სიტყვებიც კი თავში მოუვი-
დოდა, განუსჯელად და აუწონლად ეწერა. იცოდა, რომ ჭეშმარიტი შე-

769
მოქმედის ტვინსა და სისხლში ინტუიციური ნიჭი გაუცნობიერებლად მუ-
შაობს და ასე უთავბოლოდ, ულოგიკოდ, სტიქიურად გადმობერტყილი
სიტყვებისაგან შეიძლება საბოლოოდ შედევრი გამოვიდეს. როდესაც
სიტყვები საკმაო რაოდენობით დაგროვდა, მაგრამ შედევრისა არაფერი
შეეტყო, ისევ შეცვალა მეთოდი. ამჯერად სიტყვებს მოეშვა და სრული-
ად უაზრო ხაზებზე გადავიდა. სიტყვები ასე თუ ისე რაღაცას ნიშნავს და
ამდენად შემოქმედებით პროცესს გონებასთან კავშირი ჯერ კიდევ შე-
ნარჩუნებული აქვს. ეს კავშირიც რომ გაწყდეს, ეგებ მაშინ ამუშავდეს
სუფთა შემოქმედება? აკაკი შეეცადა გონება სრულიად გამოეთიშა და
ხელის მექანიკურ, გაუაზრებელ მოძრაობას მინდობოდა. ცხადია ხაზე-
ბით რომანი ვერ დაიწერებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ შემოქმედე-
ბითი იმპულსი, როცა ყველა ხელის შემშლელი პირობისაგან განთავი-
სუფლდებოდა, თვითონვე მიაგნებდა აზრებსა და სიტყვებს.
ამ ბოლო მეთოდმა მოულოდნელი ნაყოფი გამოიღო. ერთ დღეს,
როდესაც ასეთ საქმიანობაში ჩაფლული ჭიშკრის ჯახუნმა გამოაფხიზ-
ლა და რეალურ სამყაროში დაბრუნებულმა ფურცელს დახედა, გან-
ცვიფრებული დარჩა: ფურცელზე თუმცა ცოტა სქემატური, მაგრამ დას-
რულებული და ჩამოყალიბებული ნახატი იყო. ფურცელზე პალტო ეხა-
ტა.
აქამდე აკაკის წარმოდგენა არ ჰქონდა, ხატვა თუ იცოდა.
რაკი ჭიშკრის ჯახუნი ლიზიკოს დაბრუნების მომასწავებელი იყო,
აკაკიმ ნახატი სწრაფად ჩაჩურთა ქაღალდის დასტაში, მეორე დღეს კი
სამსახურიდან წამოსულმა გზად მაღაზიაში შეიარა და ფერადი ფანქრე-
ბი შეიძინა.
მართალია ნახატი რომ საკუჭნაოში შეიტანა და ორიგინალს შეადა-
რა, მრავალი წვრილ-წვრილი განსხვავება აღმოაჩინა, მაგრამ, თუ გა-
ვითვალისწინებთ, რომ ხატვის დროს ნატურას არ უყურებდა და მთლი-
ანად მეხსიერებას ეყრდნობოდა, სიზუსტის ხარისხი მაინც ძალიან მა-
ღალი იყო.

770
როდესაც თავიდან ჩაუჯდა საქმეს – ამჯერად უკვე არა კალმით, არა-
მედ ყავისფერი ფანქრით – ეს განხსვავებები გაითვალისწინა და ნახა-
ტიც გაცილებით უკეთესი გამოუვიდა. მაშინ გადაწყვიტა საქმე განეგ-
რძო. პალტოს შარვლის ტოტები მიახატა ქვეშ, შარვლის ტოტებს – ფეხ-
საცმელები. ფეხსაცმელები საკუთარი ფანტაზიით დახატა, რადგან
ორიგინალი არ ჰქონდა. იმ ადგილას, სადაც თავი უნდა ყოფილიყო, წრე
შემოავლო და ზედ ფართო, მრგვალი კეპი დაჰხურა.
კარგახანს უცქირა დასრულებულ ნახატს და ბოლოს პროპორციებმა
დააეჭვა. თეორიული პროპორციები არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ,
რაკი პალტოს კონკრეტული პატრონი ჰყავდა, საჭირო იყო კონკრეტული
პროპორციების დაცვა.
სიმაღლე იცოდა: მეტრი და ოთხმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი. სის-
ქე არ იცოდა.
სისქის დასადგენად საკუჭნაოში შებრუნდა. შარვლის სათავის გარ-
შემოწერილობა ას ოცდაათი სანტიმეტრი აღმოჩნდა. აკაკიმ შესადა-
რებლად საკუთარი წელი გაზომა და ნახა, რომ ოთხმოცი სანტიმეტრიც
კი არ გამოვიდა. მართალია აკაკი მთელი ოცდაოთხი სანტიმეტრით და-
ბალი იყო და გვარიანად გამხდარიც, მაგრამ ამოდენა განსხვავება მაინც
იმაზე მეტყველებდა, რომ შარვლის პატრონს კარგა დიდი მუცელი უნდა
ჰქონოდა. პიჯაკის სანტიმეტრობით ზომვა არ დაუწყია, ადგა და ჩაიცვა.
მართალია საწოლ ოთახში რომ გავიდა და დიდ სარკეში ჩაიხედა, ელ-
დანაცემმა სწრაფადვე გაიხადა, მაგრამ სიდიდე და პროპორციები მაინც
დაამახსოვრდა. კოსტუმი თავის ადგილას შეინახა, სამუ­შაო მაგიდას
მიაშურა და ამ დამატებითი მონაცემების მიხედვით ახალი ნახატის შექ-
მნა დაიწყო. ერთხანს გაუჭირდა შემოქმედებითი ენერგიის მოკრება,
რადგან გონების თვალწინ სარკეში დანახული საკუთარი თავი ტივტი-
ვებდა და ხელს უშლიდა. მერე და მერე, მუშაობის პროცესში, ეს ხილვა
გაქრა და საქმეც სწრაფად წავიდა წინ.
ამის შემდეგ რომანისთვის გამოყოფილი ორ-ორი საათი ისე აუტანე-
ლი აღარ ეჩვენებოდა. ლიზიკოს დაბრუნებამდე თითქმის ყოველდღე

771
შეუსვენებლივ ხატავდა. ჭიშკარი რომ გაჯახუნდებოდა, ნახატებს აკ-
რეფდა, საიმედოდ გადამალავდა და სამაგიეროდ წინ ჩანაწერებს და-
იდებდა.
საკუჭნაოდან არავითარი ხმაური აღარ ისმოდა.
ნახატები ბლომად დაუგროვდა. პალტოებიც, კოსტუმებიც, პერან­გე-
ბიც, საცვლებიც...
იმ ადგილას, სადაც თავი უნდა ყოფილიყო, ყოველთვის წრეს ხატავ-
და.
ეშხში შესულმა ერთი ხანობა თემათა გამრავალფეროვნება გადაწ-
ყვიტა. პირველ რიგში იმის ხატვას შეუდგა, რაც ირგვლივ ერტყა. მაგიდა
დახატა, სკამები, ტახტი, კარადა, სახლი, ეზო...
მისდა გასაოცრად ყველაფერი პრიმიტიული გამოუვიდა. დეფორმი-
რებული, უპროპორციო, მახინჯი, ფერი ფერს არ ჰგავდა და ხაზი – ხაზს,
ერთი სიტყვით ისეთი იყო, როგორსაც ოდესღაც, შორეულ ბავშვობაში
ხატავდა და მერე ხატვის მასწავლებელი მთელ კლასს აჩვენებდა, რათა
გაკვეთილი ხალისიანი და მხიარული გამოსვლოდა.
შეფიქრიანებულმა რამდენიმე დღით საერთოდ აიღო ხელი ხატვა-
ზე, მაგრამ, როდესაც ის ორი საშინელი საათი კვლავ მკვდარ უსასრუ-
ლობად ექცა, იძულებული შეიქნა ხელახლა მიბრუნებოდა. ოღონდ გა-
დაწყვიტა ვიწრო სპეციალიზაციით შემოფარგლულიყო და კარადაში გა-
მოფენილ ნივთებს არ გასცდენოდა.
რაც კარადაში ჰქონდა, იმას ჩინებულად ხატავდა. ყოველი ახალი ნა-
ხატი წინაზე უკეთესი იყო. ბოლოს ისეთ სიზუსტეს მიაღწია, რომ შემ-
თხვევით ამოჩრილი პაწაწკინტელა ძაფი ან ოდნავი, თითქმის შეუმჩნე-
ველი ლაქაც კი არ გამოეპარებოდა. ისე დაოსტატდა, ნახატები რომ ნა-
ტურალური ზომისა ყოფილიყო, კაცი ნამდვილისგან ვერ გაარჩევდა.
თავის ადგილას კვლავინდებურად წრეებს ხატავდა.
პირველ ხანებში ეს წრეები სავსებით აკმაყოფილებდა და ცოტათი
მოსწონდა კიდეც ისეთი მოწონებით, რომელიც ბუნდოვანი და იდუმა-
ლი ნიშნისმოგებით იყო შეზავებული, მაგრამ მერე და მერე, რაც უფრო

772
ოსტატდებოდა, წრეები თანდათან ხელს უშლიდა და ბოლოს, ფოტოგ-
რაფიულ სიზუსტეს რომ მიაღწია, მკვეთრ დისონანსადაც იქცა.
მაშინ გადაწყვიტა წრეების მაგივრად ნამდვილი თავები დაეხატა.
მთლად ნამდვილი თავის დახატვა, იმ თავის, რომელიც ერთ დროს
ამ კოსტუმს ტანზე ირგებდა, ასე უნახავად, მარტო ფანტაზიის იმედით,
ცხადია შეუძლებელი იყო. რაკი ეს თავადაც კარგად იცოდა, გადაულახავ
სიძნელესთან ჭიდილი არც უფიქრია და მოკრძალებული, მაგრამ რე-
ალური მიზანი დაისახა: მიახლოებითი პორტრეტი შეექმნა, უფრო ტი-
პოლოგიური, ვიდრე კონკრეტული, იმ მონაცემების მიხედვით, რაც
ხელთ ჰქონდა.
ტიპოლოგიური მონაცემები კი არც ისე ცოტა იყო. მართლაცდა, იმ
ადამიანების რიცხვი, რომლებიც ადგილობრივი წარმოების ტანსაც-
მელს ეტანებიან, მით უფრო, თუ ქვეშ ზორტებიანი საცვლებიც აცვიათ,
საკმაოდ მცირეა. კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებ-
საც ზორტებიანი საცვლებისა და ადგილობრივი წარმოების ტანსაც-
მლის ზემოთ ასეთი მრგვალი და ვეება, საჩრდილობელივით კეპი ახუ-
რავთ. გარდა ამისა, კარადაში აკაკის ჰალსტუხი არ უნახავს, რაც აგრეთ-
ვე მნიშვნელოვნად ავიწროებდა საძიებელ წრეს.
ამგვარად ტიპოლოგიური დაჯგუფება მოხდა და საერთო ადამიანურ
სახეობას სოციალური, ფსიქოლოგიური და რამდენადმე ინტელექტუა-
ლური ნიშნებით განსაზღვრული გვარიანად ვიწრო წრე გამოეყო. პორ-
ტრეტის, თუნდაც ზოგადი პორტრეტის შექმნისთვის ეს ჯერ კიდევ არ
კმაროდა, მაგრამ აკაკის ხელთ ჰქონდა გარეგნობის ისეთი მრავლის-
მთქმელი დეტალი, როგორიცაა მოზრდილი მუცელი, რაც არა მარტო
იმაზე მიუთითებდა, რომ ამ მუცლის პატრონს ფიზიკური შრომა არ უხ-
დებოდა, არამედ იმაზეც, რომ იგი ღვინის მსმელი კაცი იყო, ღვინის
მსმელ კაცს კი, თუ მაღალი და სქელიცაა, ლოყები სავსე და ღაჟღაჟა უნ-
და ჰქონდეს. ეს კი უკვე კონკრეტული შტრიხია და თუ მას ზემოთ მოხსე-
ნიებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებს უნარიანად შეუხა-

773
მებ, არ შეიძლება შემოქმედისთვის საიმედო ამოსავალ წერტილად არ
გამოდგეს.
როდესაც ყველა მონაცემი შეაჯამა და მიღებული შედეგი გონების
თვალით წარმოიდგინა, აკაკი ერთ შეუსაბამობას წააწყდა:
რატომ გაჰყვა ლიზიკო ასეთ კაცს?
საგონებელში ჩავარდნილი ერთხანს შეშფოთებით ჩაუღრმავდა ამ
გამოცანას, ხან აქედან უტრიალა, ხან იქიდან, ბევრი ჩხრიკა და უკირკი-
ტა, ბოლოს, რა დარწმუნდა, ამოხსნა შეუძლებელი იყო და გამოცანა სა-
მუდამოდ გამოცანად დარჩებოდა, თავი მიანება, სახატავი ქაღალდი შე-
იძინა და ძირითად საქმეს მიუბრუნდა.
მალე სახეთა მთელი გალერეა შექმნა. სოციალურად, ფსიქოლოგიუ-
რად და რამდენადმე ინტელექტუალურად სახეები ერთსა და იმავე ტიპს
განეკუთვნებოდნენ, ფორმალურ-ინდივიდუალური ნიშნებით კი სრუ-
ლიად განსხვავებულები იყვნენ.
ამასობაში შემოდგომა გავიდა და ზამთარი დადგა. ცივი ზამთარი
დადგა, სასტიკი. ნოემბრის ბოლოს უკვე ისეთი ყინვები დაიჭირა, სიცი-
ვისაგან მიწაც კი კვნესოდა.
მაგრამ სახლში თბილოდა და აკაკი თავის საქმეს განაგრძობდა.
თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი ამოწურა და მრავლის უმრავლესი
პორტრეტი დაუგროვდა, იმდენი დაუგროვდა, რომ ეჭვიც კი აღარ ეპა­რე-
ბოდა, რომელიმე მათგანი ლიზიკოს პირველი ქმარი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ რომელი?
ამ კითხვაზე პასუხი არ მოეპოვებოდა და ამიტომ აკაკის ყველა პორ-
ტრეტი ერთნაირად სძულდა.
ერთხელ, სიზმარში, პორტრეტები ლიზიკოს უჩვენა. ლიზიკომ ყუ-
რადღებით დაათვალიერა, ბოლოს ერთ მათგანს მარჯვენა ხელის შუა
თითი დაუკაკუნა და თქვა: „აი, ეს არის ჭოლა“. აკაკის მყისვე გამოეღვი-
ძა. ერთხანს ბურანში მყოფი გაუნძრევლად იწვა, მერე, სიზმარი რომ გო-
ნებაში მკაფიოდ აღდგა, ფრთხილად გადმოვიდა საწოლიდან, სასტუმ-
რო ოთახში შევიდა, მაგიდის ლამფა აანთო, ნახატები ამოალაგა, ის

774
პორტრეტი მოძებნა, რომელშიაც ლიზიკომ ქმარი შეიცნო, და დიდხანს
უყურა.
მაგრამ სიზმარი ცრუ გამოდგა.
მეორე დღეს, როდესაც აკაკი თავის განყოფილებაში მარტო იჯდა,
კარი გაიღო და ოთახში ის კაცი შემოვიდა, რომელზედაც ღამით ლიზი-
კომ თქვა, აი, ეს არის ჭოლაო.
კაცი მაღალი იყო, სქელი და თავზე ვეება კეპი ეხურა. ეს კია, რომ
პალტო ეცვა სხვანაირი.
აკაკის ტანში გასცრა და ძარღვები მოუდუნდა.
კაცი მორცხვი ღიმილით მოუახლოვდა, ჯიბიდან სიგრძივ გაკეცილი
თხელი რვეული ამოიღო და გაწითლდა.
– აგერ ორი ცალი ლექსი გავახაზირე და...
აკაკიმ რვეული გაშალა. სანამ ლექსებს წაიკითხავდა, ჯერ ხელ-
მო­წერას დახედა.
კაცს ჭოლა არ ერქვა და აკაკი ორივე ლექსის დაბეჭდვას დაჰპირდა.
მეორედ თავისი შექმნილი მხატვრული სახე, ოღონდ არა ის, რო-
მელშიაც ლიზიკომ ყოფილი ქმარი იცნო, არამედ სხვა – ერთი გრძელ-
ცხვირა, შუბლდაბალი, ჯაგარა წარბებიანი და გაუპარსავი პორტრეტი –
ქუჩაში ნახა. იმ დღეს მორიგე იყო და შინ გვიან ბრუნდებოდა. სახლს
რომ მიუახლოვდა, ის კაციც შენიშნა. ქუჩა განათებული იყო და პორტრე-
ტი ადვილად იცნო. გულმა მყისვე ძგერა შეწყვიტა. სხეულში ყველაფე-
რი, რაც კი მოძრავია, გაშეშდა. აკაკიმ ვეღარც ამოისუნთქა და ვეღარც
ჩაისუნთქა. ამასობაში კაცი გაუსწორდა, ერთი შემოხედა და ჩაიარა. ჩაი-
არა, წავიდა და გაქრა.
მესამედ რამდენიმე ერთად ნახა. ეს შეხვედრა კინოში შედგა. აკაკისა
და ლიზიკოს ცოტა დააგვიანდათ და, როცა მივიდნენ, ფილმი უკვე დაწ-
ყებული იყო. კონტროლიორმა ქალმა ხელის ფარნით შეამოწმა ბილე-
თები და წინ გაუძღვა. ბოლოს წინა რიგში სწორედ ორი ადგილი იყო თა-
ვისუფალი. შევიდნენ და დასხდნენ. ამ დროს ეკრანიდან არეკლილმა
შუქმა დარბაზი ოდნავ გაანათა და აკაკის უეცრად მოეჩვენა, ვითომ შა-

775
რაგზაზე მიაბიჯებდა და შარაგზას ცალ მხარეს მაღალი კლდე ეკვროდა.
ამ უცნაური ხილვით შეცბუნებულმა თავი ოდნავ მიაბრუნა და თავისი
ერთ-ერთი პორტრეტთაგანი დაინახა, რომელიც გვერდით უჯდა და
მართლა კლდესავით გადმოყუდებულიყო ვეება სიმაღლიდან. შეშფო-
თებულმა მყისვე აარიდა თვალი ამ სანახაობას, მაგრამ იმავ წამს ლი-
ზიკოს მეზობლად მეორე პორტრეტი დაინახა. მაშინ დაეჭვებულმა თვა-
ლი უკან გააპარა. იქაც რამდენიმე იჯდა. როდესაც ფილმი დამთავრდა,
პორტრეტები წამოიშალნენ და ერთად გაემართნენ გასასვლელისაკენ.
ჯგროდ მიდიოდნენ, მოწაფეებივით ხმაურობდნენ და მხრებზე აკაკის
მიერ დახატული თავები ედგათ.
ამის შემდეგ დღე არ გავიდოდა, თავისი რომელიმე ნახატი არ შეხ-
ვედროდა.
ერთ საღამოს, როდესაც ბიჭს უკვე ეძინა, ხოლო ცოლ-ქმარი სამზა-
რეულოში ჩაის სვამდა, აკაკის უეცრად ელექტროდენივით გაუარა თავში
აზრმა, რომ,რაც მთავარი იყო, ის არ იცოდა.
სიმაღლე და სისქე იცოდა, წონა კი – არა.
გუნებაში მყისვე დაიწყო ანგარიში, დაწოლამდე შეუჩერებლად ანგა-
რიშობდა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ას ოციდან ას ორ-
მოცდაათ კილომდე უნდა ყოფილიყო.
თვითონ აკაკი სამოცი კილო იყო.
ყველაფერი გულმოდგინედ დაიანგარიშა და, თუკი რაიმე შეცდომა
მოუვიდა, ალბათ სრულიად უმნიშვნელო შეცდომა მოუვიდოდა, მაგრამ
ლოგინში რომ ჩაწვნენ და ლიზიკომ ჩვეულებისამებრ ხელი მაისურის
ქვეშ შეუცურა, აკაკის სხეულში საპასუხო სიგნალი არ აინთო, თითქოს
მკერდზე ლიზიკოს ხელი კი არა, რაღაც უსიცოცხლო და უსულო რამ სა-
განი დაუდიოდა. აკაკის ჯერ გაუკვირდა, მერე შეშფოთდა, მერე საგონე-
ბელში ჩავარდა, მერე შიშმა შეიპყრო. ლიზიკო, აკაკის ინერტიულობას
რომ წააწყდა, უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდა; თავის მხრივ აკაკიც,
დარცხვენილი და შეცბუნებული, რაც შეეძლო ეხმარებოდა, მაგრამ ყვე-
ლა ცდა ამაო გამოდგა, მიმქრალი ცეცხლი ვერ გაღვივდა და ბოლოს და

776
ბოლოს გაწბილებულმა და იმედგაცურებულმა ლიზიკომ წყრომით შე-
აქცია ზურგი.
მეორე ღამის დადგომას აკაკი უკვე შიშით ელოდებოდა და ცდილობ-
და წინასწარ მომზადებულიყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იგივე
განმეორდა. რაც შეეხება მესამე ღამეს, მესამე ღამეს გასაკვირი ის იქნე-
ბოდა, იგივე არ განმეორებულიყო, რადგან, დაწვნენ თუ არა, აკაკიმ უეც-
რად იგრძნო, რომ მათთან ერთად ლოგინში სხვა იწვა – ვიღაც დიდი,
სქელი, ცენტნერნახევრიანი. გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა და
გრძელტოტება, ზორტებიანი პერანგის ამხანაგი. და აკაკის, თუკი კიდევ
ჰქონდა შემორჩენილი ვნების რაიმე ნატამალი, ისიც გაუწ­ყალდა, ვი-
ნაიდან მის გასაკეთებელს ის უცხო, დაუპატიჟებელი სტუმარი აკეთებ-
და. ამას რომ ხედავდა, აკაკის გულგვამი ემღვრეოდა. გულგვამი ემ-
ღვრეოდა და თან უკვირდა, ეგოდენი სიმძიმის ქვეშ ამ პატარა ლიზიკოს
სადღა ჰქონდა იმის თავი, რომ ასე გაბმით და ასე ვნებიანად გაიძახოდა
„ჭ“-ს სიტყვებში: „ჭირიმე“ და „ჭოლა“.
ამის შემდეგ აკაკი საბოლოოდ მოიშალა. ლიზიკოსაც თანდათან ხა-
სიათი გაუფუჭდა. ანჩხლი გახდა, ნერვიული, თავის ტკივილები დასჩემ-
და და ყველაფერი აღიზიანებდა, ყოველ წვრილმანს მოთმინებიან გა-
მოჰყავდა. აკაკიმ მიზეზი ბარემ იცოდა, მაგრამ წამალი აღარ ჰქონდა.
თქმა არ უნდოდა, ამ ამბავს თვითონაც მძიმედ განიცდიდა. უწამლობა
ხომ აწუხებდა და აწუხებდა, მაგრამ უფრო მეტად უძლურების სირცხვი-
ლი კლავდა და ლიზიკოს თვალებში შეხედვას ვერ უბედავდა.
არადა რა ექნა? რაც არა გაქვს, არა გაქვს.
ყველა ცდა რომ ამაო გამოდგა და საბოლოოდ დარწმუნდა, არაფერი
გამოსდიოდა, ერთი ხერხი მოიფიქრა: ვითომ ისე ჩაეფლო რომანის წე-
რაში, დღის ორი საათი არ ჰყოფნიდა და საჭირო იყო ღამღამობითაც
ემუშავა. ამიტომ, ლიზიკო რომ დაწვებოდა, თვითონ სასტუმრო ოთახში
გამოვიდოდა, მაგიდას მიუჯდებოდა და ლიზიკოს დაძინებას ელოდე-
ბოდა.

777
მაგრამ ლიზიკო არ იძინებდა. რამდენი ხანიც არ უნდა დაეგვიანა
აკაკის, ყოველთვის ფხიზელი და შეკუმშულ ზამბარასავით დაძაბული
ხვდებოდა.
მაშინ აკაკიმ გადაწყვიტა ლიზიკო დაეხრჩო.
ცოლი ერთხელ მაინც ვის არ დაუხრჩვია, მაგრამ აკაკიმ გადაწყვიტა
ლიზიკო მართლა დაეხრჩო.
გადაწყვეტილება რომ კარგად მომწიფდა, ერთ ღამეს ლოგინში და-
უდარაჯდა – გულაღმა დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და დაელოდა
როდის დაიძინებდა. მძინარეს უპირებდა დახრჩობას, ვინაიდან მღვი-
ძარეს ვერ შეჰბედავდა და გარდა ამისა, თვითონ ლიზიკოსთვისაც ხომ
ისა სჯობდა, არაფერი გაეგო. დიდხანს იწვა ასე მიყურადებული და სმე-
ნად ქცეული და ბოლოს ჩაეძინა.
დილით შეძრწუნებულმა გამოიღვიძა. გაღვიძებისთანავე თავისი
განზრახვა მოაგონდა, წამით წარმოიდგინა დამხრჩვალი, ქათამივით
გალურჯებული ლიზიკო და ტანში გაბურძგლა. მადლი უფალს, პირ-
ველს თვითონ დაეძინა. მართლა რომ დაეხრჩო, რაღა ეშველებოდა!
ხოლო როდესაც სამსახურში მისული დერეფანში საურმაგს გადაეყა-
რა და განცვიფრებულმა შენიშნა, რომ თურმე ისიც ძალიან მაღალი და
ძალიან სქელი ყოფილა, მოეჩვენა, თითქოს რაღაც საიდუმლოს ნათე-
ლი მოეფინა.
სამ საათზე ორი სუფთა ფურცელი აიღო, ერთზე ოფიციალური გან-
ცხადება დაწერა, რომლითაც სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვ-
და, მეორეზე კი კერძო წერილი საურმაგის სახელზე. ორივე ფურცელი
ერთ კონვერტში ჩადო, საქმის მწარმოებელს მიუტანა და სთხოვა, რე-
დაქტორს ხვალინდელ ფოსტაში ჩაუდეო.
ოთხის ნახევარზე რედაქციიდან წამოვიდა. შინ რომ მივიდა, კიდევ
ერთი პატარა ბარათი დაწერა, ამჯერად ლიზიკოს სახელზე. მერე თავი-
სი ყველა ნახატი დაწვა და ფერფლი ეზოში გადაყარა უკანა კარიდან.
ამის შემდეგ რომანის ჩანაწერები უჯრიდან ამოიღო, ზონარით ჯვარე-

778
დინად შეკრა, პორთფელში ჩადო, პორთფელი მარცხენა ხელში დაიჭი-
რა და სახლიდან გამოვიდა.
ტანისამოსი, იმის გარდა, რაც ზედ ეცვა, შინ დატოვა, რადგან ჩემოდ-
ნით გამოსვლა სახიფათო ეჩვენა – ვაითუ სადმე ნაცნობს გადაყროდა
და დაფარული გამჟღავნებულიყო.
ჯერ სადგურზე გავიდა და ბილეთი შეიძინა. მერე კონსპირაციის მიზ-
ნით კინოში შევიდა და ერთი და იგივე ფილმი სამჯერ ნახა – ექვს საათ-
ზე, რვა საათზე და ათ საათზე. მესამესეანსს უგულისყუროდ უცქერდა
და უფრო იმაზე ფიქრობდა, თუ მის დატოვილ ტანსაცმელს ლიზიკო
რას უზამდა – საკუჭნაოში შეინახავდა იმავე კარადაში თუ სადმე სხვაგან.
მესამე სეანსის შემდეგ ისევ სადგურისკენ გასწია, სადაც მატარებე-
ლი უკვე ელოდა.
აკაკი ჩქარი ნაბიჯით გავიდა ბაქანზე და მატარებელს მიაშურა.
აღარ თოვდა, მაგრამ ყინვა კიდევ უფრო ღონივრად უჭერდა და
მშრა­ლი თოვლი ფეხქვეშ მწყრალად ჭრაჭუნობდა. ცივი ვარსკვლავები
ნაღვლიანად ბჟუტავდნენ შუა ცაზე. გათოშილი ქვეყნიერება თავით ფე-
ხებამდე შეხვეულიყო თეთრ სუდარაში და მორჩილად მინდობოდა
ღვთის ნებას.
კუპეში არავინ დახვედრია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სა-
წოლს თავი აჰხადა, რათა პორთფელი სათავსოში შეენახა, უკნიდან ხმა
მოესმა:
– ოცდამეხუთე ჩემია.
აკაკიმ მოიხედა და მკერდში ყინულის ნატეხი ჩაუცურდა.
ზღურბლზე უცნობი კაცი იდგა. მაღალიც იყო, სქელიც, გრძელი და
განიერი პალტოც ეცვა, მსხვილი კისერიც ჰქონდა და დიდი, მრგვალი კე-
პიც ეხურა. ხელში მოზრდილი ჩემოდანი ეჭირა.
აკაკის ყელში რაღაც დაეცო.
– გამარჯობათ.
– ოცდამეხუთე ჩემია, – გაიმეორა კაცმა.

779
აკაკიმ იგრძნო, რომ უხერხულ პოზაში იდგა. მაშინ საწოლის თავი
დაუშვა და გულჯიბიდან ბილეთი ამოიღო. მეექვსე ვაგონი, ოცდამე­ხუ-
თე ადგილი.
– ჩემია.
კაცმა წამით თვალი თვალში გაუყარა, მერე თვითონაც ამოიღო ბი-
ლეთი და დახედა.
– ჩემია.
აკაკიმ მხრები აიჩეჩა. კაცმა ბილეთი ჯიბეში ჩაიდო და კეპი მოიხა-
და. თავი გადაპარსული ჰქონდა.
აკაკი წავიდა და მატარებლის გამყოლი მოძებნა. გამყოლმა ორთავე
პრეტენდენტს გამოართვა ბილეთები, დაკვირვებით შეამოწმა, მოლა-
რეს შეაგინა და აკაკის ოცდამესამე ადგილი მიუჩინა, ოცდამეხუთის პირ-
დაპირ.
მატარებელი დაიძრა. აკაკის თანამგზავრი მაშინვე დაწვა და დაიძი-
ნა.
ცოტა ხნის შემდეგ აკაკიც დაწვა, მაგრამ ვერ დაიძინა.
ექვსი მხრიდან შემოზღუდული ვიწრო კუპის ექვსი კედელი ერ-
თდროულად დაიძრა და ექვს მხარეს წავიდა. კედლები თავბრუდამხვე-
ვი სისწრაფით მიქროდნენ. კუპე შემაძრწუნებლად იზრდებოდა და, რაც
უფრო იზრდებოდა, მით უფრო მცირდებოდა აკაკი. პანიკური შიშით შეპ-
ყრო­ბილი ერთხანს სასოწარკვეთით ცდილობდა გაქცეული კედლები
შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეაჩერა. მაშინ ამაო ბრძოლას თავი მიანება,
ბედს შეურიგდა და იმავ წამს თავზარდამცემი შიში თავზარდამცემ ნე-
ტარებად შეეცვალა. კუპე კი გაიზარდა, გაიზარდა, გაიზარდა და, აკაკი
რომ წერტილად იქცა, უსასრულობას მიაღწია...
დილით, როდესაც მთელი ღამის ნარბენი და დაქანცული მატარებე-
ლი აქოშინებული შევარდა გაჩახჩახებულ სადგურში, აკაკი გულაღმა იწ-
ვა თავის კუპეში. გაუნძრევლად იწვა და თვალები ჯერ კიდევ გახელი­ლი
ჰქონდა.

780
მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვა-
ლება

ამ ამბავმა მაშინ გვარიანი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და არაერთი


ჯანსაღი და არაჯანსაღი ვერსია წარმოშვა. ზოგი იმ ზომამდეც კი აიყო-
ლია ფანტაზიამ, რომ შეეცადა ყველაფერი კოლექტიური ჰიპნოზით აეხ-
სნა, რაც, ცხადია, აბსურდი იყო და, შესაბამისად, ახსნათა ჭრელსა და
გრძელ რიგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა; თუმცა ამაზე სიტ-
ყვას აღარ გავაგრძელებ – ყოველივეს წვრილად და შეძლებისდაგვარად
დალაგებით გიამბობთ, დასკვნა კი თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
ბებია ანა სრულყოფილი ბებია იყო, ლამის აბსოლუტური, რასაც
განსაკუთრებით ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ ბოლო ათი
წლის მანძილზე დიდი თუ პატარა, გარეშე თუ შინაური, შორებელი თუ
ახლობელი ყველა „ბებიას“ ეძახდა, ეს კი ამ სფეროში უმაღლესი წოდე-
ბაა (ისე, როგორც, ვთქვათ, სამხედრო სფეროში „გენერალისიმუსი“).
ისეთ შეფარდებითსა და დუალისტურ სამყაროში, როგორიც ჩვენია,
თქმა არ უნდა, „ყველა“ მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას; ჩვე-
ნი სანათესაო, მაგალითად, იმოდენაა, ასე თუ ისე ხალვათად რომ და-
ვეტიოთ, ერთი საშუალო ზომის დაბა დაგვჭირდება. ამდენ ხალხს (აღა-
რაფერს ვამბობ არასისხლისმიერ ნათესავებზე – მეზობლებზე, მეგობ-
რებზე, მტრებზე) ძნელია რაიმე ისეთი საერთო თვისება მოუძებნო, უკ-
ლებლივ ყველას მოერგოს. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, არც „ბებია
ანას“ შეიძლებოდა ყოვლისმომცველობის პრეტენზია ჰქონოდა; ის კი
არა, ერთი-ორი ბავშვობის მეგობარი, დანამდვილებით ვიცი, სულაც
„გოგოს“ ეძახდა, მაგრამ ამნაირ გამონაკლისებს სხვა ფუნქცია აკისრი-
ათ და ისინი სათვალავში ჩასაგდები არაა, მით უფრო, რომ სოფელ
ეწერში, სადაც ბებია ანამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა, მარ-
თლა უკლებლივ ყველა „ბებია ანას“ ეძახდა, მათ შორის ბაბუა დევიც,
რომელსაც თავად, თუმც მეტრიკისა და სხვა ოფიციალური ჩანაწერების

781
მიხედვით სწორედ „დევი“ ერქვა, ვინაიდან გადმოცემის თანახმად დი-
დი და ბანჯგვლიანი დაბადებულა, არც „დევს“ ეძახდა ვინმე და არც „ბა-
ბუას“, ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს გამიგია ვინმეს მისთვის „სპი-
რიდონის“ გარდა სხვა რამ დაეძახოს. ისე, დევს მართლა არ ჰგავდა. ად-
რე არ ვიცი და ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ტანმორჩილი და გალეუ-
ლი იყო, დიდრონი, პარტყუნა ყურები ჰქონდა, ხშირი წითური წარბები,
მეჩხერი წითური თმა, მუდამ გაუპარსავი წითური პირისახე და საწყა-
ლობელი – რაღაც ნიშნის მიხედვით ასევე წითური – მზერა.
მაგრამ ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი, რაც იმ ზაფ-
ხულს მოხდა, ბებია ანას გარდაცვალება იყო.
ბებია ანა გარდაიცვალა ივნისის თოთხმეტში, სამშაბათ დღეს, საღა-
მოს სიგრილეზე, როდესაც დასავლეთის დიდი, მეწამული მზე ის-ის იყო
გადასცდა ირმის ქედს და თავქვე დაეშვა. ამ ამბავში, ცხადია, მოულოდ-
ნელი და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვინც იბადება, კვდება კი-
დეც. ზოგი ადრე კვდება, ზოგი გვიან. ბებია ანა, თუ მხედველობაში მი-
ვიღებთ, რომ გარდაცვალებამდე სწორედ ერთი კვირის წინ ოთხმოცდა-
ექვსის შესრულდა, თამამად შეიძლება ითქვას, არც მეტისმეტად დაყოვ-
ნებულა – ზოგი ხომ ისე მოიტოვებს უკან ას წელიწადს, ერთ წარბს არ
შეიხრის – და არც მეტისმეტად აჩქარებულა, უბრალოდ, დინებას მიჰ-
ყვა; ამიტომ ნელ-ნელა, მეთოდურად, საგანთა ბუნების შესაბამისად აკ-
ლდებოდა სითბო, რის საკომპენსაციოდაც ბოლო ხანებში ყოველ წელი-
წადს თითო ფენა ტანსაცმლის დამატება უხდებოდა. ბოლოს დადგა
დრო, როდესაც ეს ზეგარდმო, მაგრამ ლიმიტირებული სითბო გამო-
ელია, ტანსაცმლის ფენებმაც თავიანთი მოკრძალებული შესაძლებლო-
ბანი ამოწურეს და ბებია ანა აღესრულა; ბებია ანამ კეთილად და, რამ-
დენადაც ცნობილია, მშვიდობიანად განვლო წუთისოფლის უდაბნო და
წავიდა.
მაისის მიწურულს და ივნისის დამდეგს ჩვენი ძველი სახლი სოფელ
ეწერში – ვეებერთელა, უსახური და საყვარელი – ჩვეულებრივ,
წვრილ­ფეხობით ივსებოდა ხოლმე. მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ ამ

782
დროს სკოლები, ჯოჯოხეთის ეს საგანმანათლებლო ფილიალები,
დროებით ­იხუ­რებოდა და პატარა ცოდვილებს – გამოფიტულებსა და
გამოთაყვანებუ­ლებს – მშობლები სარეაბილიტაციოდ სოფელში გზავ-
ნიდნენ. ყველას, ცხადია, ვერა. ზედა კლასების ბიჭებს, მაგალითად, გუ-
ლი, გონება და კიდევ რაღაც, რაც სიტყვით არ გამოითქმის, თანდათან
ზღვისკენ მიუწევდათ, სადაც შიშველ ბარძაყებსა და თითქმის შიშველ
ბარძაყებზემო რეგიონთა ანდამატურ უფსკრულებში უკვალოდ ინთქმე-
ბოდა მთელი მათი მსოფლმხედველობრივი საყრდენები – ფილოსო-
ფიურიც, რელიგი­ურიცა და რელიგიურ-ფილოსოფიურიც – და ამ ნი-
ადაგზე თვალები ისე უელავდათ, ამის შემხედვარე მშობლები, რომ-
ლებთაც, ვინ იცის, მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამოშლილი
საკუთარი ახალგაზრდობა, ზოგჯერ იძულებული ხდებოდნენ დათმობა-
ზე წასულიყვნენ. დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვიყავით – თორ-
მეტი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი; რამდენიმე საცოდავი დე-
ზერტირის დაკლება რას დაგვეტყობოდა! ბებია ანას ხუთი შვილი ჰყავ-
და (რაც, ცხადია, სპირიდონის გარეშე ვერ მოიაზრება და თუ მე მაინც
მარტო ბებია ანას მოვიხსენიებ ხოლმე, ამის მიზეზი საოჯახო ტრადი-
ციაა, რომელსაც ვემორჩილები, ვინაიდან ვერ გავექეცი): ბიძია ანდე, მა-
მაჩემი, ბიძია აკაკი და ორი მამიდა – ნატო და გურანდა. ბიძია ანდემა-
შინ უკვე სამი შვილის მამა და სამი შვილიშვილის ბაბუა იყო და, თუ და-
ლის არ ჩავთვლით, რომელიც სწორედ იმ წელიწადს სამედიცინო ინ-
სტიტუტს ამთავრებდა, მთელი ოჯახით სოფელში ცხოვრობდა. გაზაფ-
ხულის დამლევს და ზაფხულის დასაწყისში ამათ კიდევ ცხრანი დავემა-
ტეთ, მათ შორის ორივე მამიდა. ამ მარტივი არითმეტიკიდან, ვფიქრობ,
ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა ხმაურიანი იყო ივნისი ჩვენს ძველ, უსა-
ხურ სახლში.
ძველი, როგორც ბუნების წესია, ჩვენი სახლი ნელ-ნელა გახდა,
დროთა განმავლობაში, უსახური კი ეტყობა იმთავითვე იყო. სიგანეში
ზედმეტად ვიწრო, ხოლო სიგრძეში ზედმეტად გრძელი (ახლა კირით
შეთითხნილი პირველი სართულიც წარმოიდგინეთ), იგი უზარმაზარ

783
ბოსელს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახლს, სადაც ჩვენისთანა ღირსეული და
ერთ დროს მთელი სოფლის მიერ აღიარებული გვარი ცხოვრობდა. მე-
ორე სართული – წაბლის ხით ნაგები – ცოტათი უკეთესი იყო. მაგრამ
მხოლოდ ცოტათი. ეს ცოტა იმაში გამოიხატებოდა, რომ წინ, სამხრეთის
მხარეს, მთელ სიგრძეზე განიერი აივანი გასდევდა, რომელზედაც წვი-
მიან ამინდში, როდესაც ეზოში გასვლა შეუძლებელი იყო, თავისუფ-
ლად ხერხდებოდა ერთდროულად ორი საფეხბურთო მატჩის გამარ-
თვა. სახლს ირგვლივ ნახევარი ჰექტარი მიწა ეკრა. ზემოთ, დამრეც და
მზიან ფერდობზე, ბებერი ვენახი იყო, რომელიც იმ დროს უკვე თით-
ქმის აღარ ისხამდა, ხოლო ქვემოთ, მოვაკებულზე – სიმინდის ყანა, ხე-
ხილი და ბოსტანი. სახლის ზედა მარჯვენა კუთხესა და ვენახს შორის
(უფრო სახლის, ვიდრე ვენახის სიახლოვეს) მაგნოლიის ხე იდგა. ვინ
დარგო, როდის და რა მიზნით – დღეს აღარავინ იცის. გარდა აივნისა, ამ
ძვირფას სახლს კიდევ ერთი ღირსება ჰქონდა. ეს იყო ოთახების ურიც-
ხვი რაოდენობა, რაც საშუალებას იძლეოდა დამალობანას თამაშს მაქ-
სიმალურად დაძა­ბული, რთული და საინტერესო (დაღამების შემდეგ კი
ჩვენთვის – ქალაქიდან ჩამოსულთათვის ცოტა მომნუსხველად საში-
შიც) სახე მის­ცემოდა.
მთელი ეს უძრავი ქონება სპირიდონს ერგო მემკვიდრეობით. და-
ნარჩენი და-ძმები – სულ შვიდნი ყოფილან – ადრევე გასულან და თავი-
ანთი წილიც გაუტანიათ. თვითონ სპირიდონი ბებია ანას ერგო და ამ ზე-
ციერ-მიწიერი კავშირის შედეგად მალე იმდენი შევიქენით, ჩვენც რომ
მოგვეწადინებინა ქონების დანაწილება, სულზე ალბათ ორ-ორი ფიც-
რისა და ორ-ორი ხარდნის მეტი არ შეგვხვდებოდა. საბედნიეროდ, საქ-
მე დანაწილებამდე არ მისულა. დაინტერესებულ მხარეთა შეთანხმე-
ბით ყველაფერი ბიძია ანდეს დარჩა, რაც ბრძნული გადაწყვეტილება
გამოდგა, ვინაიდან – ამაში შარშან დავრწმუნდი, როცა დიდი ხნის გან-
შორების შემდეგ ერთხელ კიდევ მომიხდა ეწერს ჩასვლა – ბიძია ანდეს
ძველი სახლი დაენგრია და ახალი აეშენებინა, ძველი ვენახი აეჩეხა და

784
ახალი ჩაეყარა და, საერთოდ, ისე შეეცვალა იქაურობა, თუ სევდა გულს
არ შეგიკუმშავდათ, ცქერით ვერ გაძღებოდით.
ეს – შარშან. მაშინ კი, იმ ტკბილადმოსაგონარ ხანაში ყველაფერი
ისე იყო, როგორც გითხარით, და დროდადრო ჯერ კიდევ ყველანი ერ-
თად ვიყრიდით თავს მამაპაპეულ ბოსელში.
ოღონდ ეს არის, იმ ზაფხულს ბებია ანა გარდაიცვალა.
ამდენი პატრონის ხელში სახლის მოვლა – თანაც ამხელა სახლის –
სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ამიტომ ბოლო ხანებში სამომ-
ხმარებლო აქცენტი მთლიანად ქვედა სართულზე იქნა გადატანილი და
იმ დროისათვის, რომელზედაც ლაპარაკი მაქვს, საცხოვრებლად და, შე-
საბამისად, გარდასაცვლელად მხოლოდ ქვედა სართული იყო ასე თუ
ისე მომარჯვებული. ბებია ანაც ქვედა სართულზე გარდაიცვალა ვრცე-
ლი სამზადის მიმდებარე პატარა ოთახში იმ დროს, როდესაც ყველა უფ-
როსი, სპირიდონისა და ბიძია ანდეს ჩათვლით, შინ იყო. შინ იყვნენ პა-
ტარებიც. და მხოლოდ ოთხი შედარებით მოზრდილი ბიჭი (ბიძია ანდეს
ლადო, მე, ბიძია აკაკის დათუნა და მამიდა გურანდას გიო) „გორაზე“ ვი-
ყავით წასული სათამაშოდ.
„გორა“ ხშირი ტყით შემოსილი პატარა მთაა, რომელსაც წაკვეთილი
კონუსის ფორმა აქვს. კონუსის თავი წარმოადგენს მოზრდილ ყვავილო-
ვან მდელოს, რომელიც ლამაზიცაა და ნებისმიერი თამაშისათვის მო-
სახერხებელიც, თუმცა მე იგი სხვა რამის გამო უფრო მიყვარდა – აქედან
რომ გადავიხედავდი, მთელი ქვეყანა თითქოს ფიანდაზად მქონდა ფეხ-
ქვეშ გაშლილი, და თუ ამ ქვეყანას ერთხანს მდუმარედ დავაცქერდებო-
დი, ტანში ზოგჯერ რაღაც ზეგარდმო, ამბიციური და საამო ჟრუანტელი
მივლიდა.
მოისმა თუ არა კივილი, ლადომ მაშინვე თქვა, ბებია ანა მოკვდაო,
და მისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი არავის შეგვიტანია, ვინაიდან, ჯერ
ერთი, ლადომ ყველაფერი იცოდა და, გარდა ამისა, ბოლო სამი დღე ბე-
ბია ანა ლოგინად იყო ჩავარდნილი და, წინააღმდეგ ჩვეულებისა, ჩუმად
კრუსუნებდა. მაშინვე შევწყვიტეთ თამაში და სოფლისკენ დავეშვით.

785
ლადოს ვარაუდი გამართლდა – კივილი სწორედ ჩვენი სახლიდან მო-
დიოდა. მალე ხმებიც ვიცანით. მორიგეობით კიოდნენ. ხან მამიდა ნა-
ტო, ხან მამიდა გურანდა და ხან ბიცოლა სალომე – ბიძია ანდეს ცოლი.
ეს ინფორმაციული კივილი იყო და მართლაც, სახლსრომ მივაღწიეთ,
ყველა, ვისთვისაც ეს მაღალი სიხშირის სიგნალები იქნა გაგზავნილი –
ესენი კი უახლოესი ნათესავები და მომიჯნავე მეზობლები იყვნენ – უკვე
შეკრებილი დაგვხვდა.
მალე კივილიც მიწყდა.
მაგრამ გარდაცვალება, ვიწრო გაგებით, მხოლოდ ერთი მონაკვეთია
იმ დიდი და რთული სამყაროული ხდომილებისა, რაც ამ ცნებაში იგუ-
ლისხმება. კივილი რომ შეწყდა და სოფელმა ბებია ანას გარდაცვალება
ასე ვთქვათ, ცნობად მიიღო, ახალი ეტაპი დადგა.
იმ დღეს ბავშვები ადრე გაგვრეკეს დასაძინებლად, უფროსები კი დი-
ლამდე დარაჯობდნენ ბებია ანას, ხოლო მეორე დღეს ის საზეიმო ფაცი-
ფუციც დაიწყო, რომლითაც ყოველთვის იოლად მიხვდებით, რომ საქმე
სიკვდილთან გაქვთ. ყველაფრის თვალის მიდევნება ძნელი იყო, ამი-
ტომ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ შემიძლია დავი-
ფიცო, რომ ყველა რაღაცას აკეთებდა, და აკეთებდა საქმიანად და კე-
თილსინდისიერად, თუმც, რა დასამალია, ზოგ მათგანს ამ დროს, ცოტა
არ იყოს, ზედმეტად საქმიანი და კეთილსინდისიერი სახე ჰქონდა, თით-
ქოს საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ენდობაო, რაც ჩემი აზრით გარდაცვა-
ლების ამაღლებულსა და ღრმად ბუნებრივ ატმოსფეროში მცირე ბზარს
აჩენდა.
საერთოდ, მთავარი სიმძიმე ამ მეორე დღეს დააწვა. უწინარეს ყოვ-
ლისა, ქვედა სართულის ერთ მოზრდილ ოთახში შტაბი გამართეს, რო-
მელსაც ბიძია ანდე ჩაუდგა სათავეში. შტაბის ნამდვილ წევრებად მხო-
ლოდ მამაკაცები იქნენ არჩეული. ერთი მათგანი, პატივცემული არჩილი
– ადგილობრივი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი – ერთთავად
დიდ სასადილო მაგიდას უჯდა და წინ საკანცელარიო დავთარი ედო; ამ
დავთარში აღინიშნებოდა ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შტაბი

786
მიიღებდა; მიღებული გადაწყვეტილება მერე სამ სპეციალურ გრაფაში
იტოტებოდა. ეს გრაფები იყო: 1. შესასრულებელი საქმის სახეობა. 2.
შემსრულებლის გვარი და სახელი და 3. შესრულების ვადა. საქმე რომ
მოთავდებოდა, შესაბამისი გრაფა სუფთად გადაიხაზებოდა და ბოლო-
ში ნიშანი „!“ დაისმებოდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ალიაქოთში,
რაც ასეთ დროს ბუნებრივი ამბავია, არაფერი გამორჩენოდათ და სირ-
ცხვილი არ ეჭამათ.
ნასაუზმევს შტაბში მე და ლადო გამოგვიძახეს და ცალხელა მიხა-
კოსთან გაგვაგზავნეს ხის ტახტის მოსატანად. სოფელში ოჯახი არ მო-
იძებნებოდა – ეს ლადომაც დამიდასტურა – ერთი ხის ტახტი მაინც არ
ჰქონოდა (ჩვენ სამი გვქონდა), მაგრამ მიცვალებულის დასასვენებლად
ყველანი რატომღაც მხოლოდ ცალხელა მიხაკოს ტახტს ხმარობდნენ.
ეს ტახტი მიხაკოს სახლს უკან, ერთ პატარა, სხვა მხრივ ყოვლად უფუნ-
ქციო ფარდულში ჰქონდა კუთხეში აყუდებული და ზომიერ ფასად აქი-
რავებდა. მიცვალებულს რომ მიწას მიაბარებდნენ და ტახტს უკან დაუბ-
რუნებდნენ, ისევ იმ ფარდულში შეიტანდა, თავის ადგილას ­ააყუდებდა
და ჰქონდა იქ, ვიდრე სოფელში ახალი მიცვალებული გაჩნდებოდა...
ლადოზე ალბათ ეს არ ითქმის – სოფელში ასეთ რამეებს პატარაო-
ბიდანვე ეჩვევიან – მე კი დავალება სერიოზულ აღიარებად მივიჩნიე და
საკუთარი თავის პატივისცემა მომემატა.
ცალხელა მიხაკო შორს არ ცხოვრობდა, ტახტი მძიმე არ იყო და და-
ვალება მალე წარმატებით შევასრულეთ, თუმც თავიდან, არ დავმალავ,
გვარიანი შიში ვჭამე. მიხაკომ რომ ტახტი ფარდულიდან გამოიტანა და
წინ დაგვიდგა, უეცრად ცხადად დავინახე ყველა ის მიცვალებული, ვინც
კი ოდესმე ამ ტახტზე ესვენა (მათი რიცხვი კი, ლადოსგან ვიცოდი, დიდი
იყო), და მუცელში რაღაცამ ისეთი თახთახი დამიწყო, კინაღამ უკანვე
გავქუსლე. მადლობა ღმერთს, ბოლოს მაინც დავძლიე შიში და შერცხვე-
ნას გადავრჩი. ლადომ, როგორც მასპინძელმა და თანაც სამი თვით ჩემ-
ზე უფროსმა, არჩევანი მე მომანდო – გინდ წინ გამიძეხი და გინდ უკან
მომყევიო, მითხრა. მე გაძღოლა ვამჯობინე; უკან რომ გავყოლოდი, მიც-

787
ვალებულებით სავსე ტახტი მთელი გზა ცხვირწინ უნდა მქონოდა და,
კაცმა არ იცის, გავუძლებდი თუ არა ასეთ გამოცდას, ასე კი შიში მხო-
ლოდ ხელისგულებში შემოდიოდა, რომლებიც ტახტისთვის ზურგსუკან
მქონდა ჩაკიდებული, და თითებში დაფუთფუთებდა, რაც ასე თუ ისე
ასატანი იყო. მოკლედ, მშვიდობით მივედით შინ და საპატიო ტვირთი
მას შემდეგ, რაც ქალებმა საგულდაგულოდ გარეცხეს და გაამშრალეს,
მეორე სართულზე, ასევე საგულდაგულოდ დაწკრიალებულ და ავეჯისა-
გან მთლიანად დაცლილ დარბაზში შევიტანეთ, სადაც იგი უკვე უფრო-
სების ხელში გადავიდა. უფროსებმა ტახტი დარბაზის შუაგულში დად-
გეს და ზედ დიდი, სქელი ყავისფერი ნოხი დააგეს, ხოლო ნოხზე ბებია
ანას ცხედარი დაასვენეს, რომელიც რამდენიმე კაცმა სახელდახელო სა-
კაცით ამოიტანა ზემოთ; ქალებმა ცხედარს გაქათქათებული სუდარა გა-
დააფარეს, ხელები სუდარის ზემოთ მკერდსა და მუცელს შორის დაუკ-
რიფეს და თავთით მაღალი მსხვილი სანთელი დაუნთეს. ამოდენა სან-
თელი ჩემს დღეში არ მენახა. მერე სკამები მოზიდეს, მთელ დარბაზში
კედლებთან ჩაამწკრივეს და დასხდნენ. დასხდნენ ძირითადად ქალები;
კაცები მხოლოდ მცირე ხნით თუ ჩამოისვენებდნენ, ორიოდე სიტყვით
თავიანთ ფორმალურ აზრს გამოთქვამდნენ ცხოვრების ამაოებაზე და
ისევ საქმეებზე გასწევდნენ.
ამდროისათვის შესაფერისი სამოსი ჯერ კიდევ ცოტას ეცვა. სამაგი-
ეროდ, მეორე დღეს ყველანი უკვე შავებში გამოწყობილები გამოცხად-
დნენ და არშიასავით შემოერტყნენ ბებია ანას. ეს კია, ზოგს ნათხოვარი
კაბა ეცვა და მთლად ზომაზე ვერ ჰქონდა მორგებული. შინაურებს ეს არ
ეხება. შინაურებს – ორთავ მამიდასა და ბიცოლა სალომეს – ახლები შე-
უკერეს. მართალია, მამიდა ნატოს ისედაც ჰქონდა საუცხოო სამგლო-
ვიარო კოსტუმი – მას წინა წელს მამამთილი მოუკვდა და გასვენებაზე
ისეთი იყო, ხონთქარსაც კი თვალებს დააპრაწინებდა – მაგრამ ის ტან-
საცმელი ქალაქში დაეტოვებინა (რას იფიქრებდა, თუ დასჭირდებოდა!),
ჩამოტანას კი რატომღაც შეკერვა არჩიეს.

788
როგორც უკვე ითქვა, ეს მეორე დღე ყველაზე დაძაბული იყო. დი-
ლით ორი მეზობელი, რომელთაც ჰალსტუხები შეიბეს, რასაც აქამდე,
რამდენადაც ვიცი, არ სჩადიოდნენ, მანქანით წავიდნენ და შუადღის
ხანს ექიმი მოიყვანეს; ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც მოიყვანეს, თეთრ
ხალათში იყო გამოწყობილი და ექიმს ჰგავდა, თუმც, მეორე მხრივ – ეს
კითხვა მე მაშინვე გამიჩნდა – მკვდარს ექიმი რაში სჭირდებოდა?! ექიმ-
მა – თუ ვინც იყო – ჭირისუფლები გარეთ გამოისტუმრა და თითქმის
მთელი საათი მარტო დარჩა ცხედართან. რას აკეთებდა იქ, ვერ გავიგე
და ვერც ლადომ ამიხსნა, მაგრამ ინტუიციით კი ექიმის საქმიანობა ორ-
თავემ უცხო, გაუგებარ და რაღაცით ძალიან უსიამოვნო სიტყვა „დაბალ-
ზამებას“ დავუკავშირეთ, რომელიც მაშინ პირველად გავიგონეთ.
ყველა საშური საქმე, რაც კი მერე თუნდ მცირე დაბრკოლებად შეიძ-
ლებოდა ქცეულიყო, იმ დღეს იქნა მოლეული. კერძოდ, მოიტანეს ცნობა
(ლადომ მითხრა „მმაჩ“-იდანო, თუმცა ის კი ვეღარ მითხრა, ეს „მმაჩი“
რას ნიშნავდა), რომელიც საბოლოოდ, უკვე სრულიად ოფიციალურად
და უტყუარად – ბეჭდის შეუვალი ძალით – ადასტურებდა, რომ ბებია ანა
ნამდვილად გარდაიცვალა.
შეუკვეთეს სასახლე (ასე ეძახიან ეწერში კუბოს).
შეადგინეს ტრაფარეტული ტექსტი
პატ. .................
გარდაიცვალა ბებია ანა.
დაკრძალვა კვირას, 19 ივნისს, 5 საათზე.
და სამ ახალგაზრდა გოგოს, რომლებიც დასვეს არა შტაბში, არამედ
ცალკე ოთახში, მთელი დღე მოსაწვევები აწერინეს.
ჭირისუფლების სადილ-ვახშმით უზრუნველსაყოფად მობილიზე-
ბულ იქნენ მეზობლები (რომლებმაც თავად, შტაბის დირექტივების გა-
რეშე, დააწესეს რიგი, დაინაწილეს მოვალეობანი და ჩინებულადაც შე-
ასრულეს).
მერე და მერე საქმე უფრო იოლად წავიდა.

789
პანაშვიდების მუსიკალურ გაფორმებასთან დაკავშირებით კი გაიყო
აზრი და მსუბუქი დავა წარმოიქმნა იმის თაობაზე, ცოცხალი მუსიკოსე-
ბი მოეწვიათ თუ მაგნიტოფონს დასჯერებოდნენ, მაგრამ ბიძია ანდემ
და მამაჩემმა, რომელიც დედაჩემთან ერთად დილითვე ჩამოვიდა, პა-
სუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს და საკითხი მაგნიტოფონის სა-
სარგებლოდ გადაჭრეს.
მესაფლავეები დაიქირავეს, მზარეულებს მოელაპარაკნენ და შა-
ბათს პროდუქტებისა და სატრაპეზო აქსესუარების (ქვაბები, თეფშები,
სინები, ლანგრები, ბოთლები, ჭიქები, დანები, ჩანგლები, მაგიდები,
სკამები, სუფრები, ხელსახოცები...) მოზიდვა დაიწყეს.
ავტობუსები საჭირო არ იყო, ვინაიდან სასაფლაო იქვე გვქონდა, ორ
ნაბიჯზე.
და აი, ბებია ანას სამზეოზე ყოფნის უკანასკნელი დღეც დადგა. თუ
აქამდე დროის მთავარი მამოძრავებელი ძალა შინაარსი იყო – დაძაბუ-
ლი, დაუღალავი, განუწყვეტელი საქმიანობა, ახლა წინა პლანზე ფორმა
გამოვიდა და კვირა დილამ ერთბაშად საპარადო სახე მიიღო. ნასაუზ-
მევს ყველანი, ვინც სამომსახურეო საქმიანობაში ან რაიმე სპეცრიტუ-
ალში ვიყავით ჩაბმული, საგარეოდ გამოვეწყეთ. თორმეტი საათიდან
ხალხის მასიური მოდენაც დაიწყო. აქამდე პანაშვიდებზე მხოლოდ ად-
გილობრივი და ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი მოდიოდნენ, ახ-
ლა კი მატარებლებით, ავტობუსებით თუ კერძო მანქანებით შორეული
რეგიონებიდან მომავალნიც გამოჩნდნენ და ნაშუადღევის სამი საათის-
თვის თითქმის ყველა, ვინც კი თავს მოვალედ თვლიდა ბებია ანა, რო-
გორც იტყვიან, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა, ჩამოსული იყო.
ნახევარი ჰექტარი მიწა პატარა არ არის. რომ ვთქვა, ნემსი არ ჩავარ-
დებოდა-მეთქი, მეტი მომივა, მაგრამ ხალხი ძალიან ბევრი იყო. დღეს
ამდენ ხალხს ერთად თავმოყრილს ბაზრობებზე თუ ნახავთ ან, ჰა-ჰა,
კარგად ორგანიზებულ მიტინგებზე. თუმცა, მკითხველს რომ ამ სიტყვე-
ბის გაგონებაზე პირში უსიამოვნო გემო არ გაუჩნდეს, აქვე დავძენ: გან-
სხვავებით ბაზრობებისა და მიტინგებისაგან, სადაც პირველ შემთხვე-

790
ვაში ატმოსფერო მჭახე სიხარბითაა გაჟღენთილი, მეორე შემთხვევაში
მჭახე აგრესიით, ხოლო ორივე შემთხვევაში – მჭახე სუნით, აქ უწინარეს
ყოვლისა თვალში გეცემოდათ სიდარბაისლე, მშვიდობიანი სახეები, სი-
სუფთავე, ნელსაცხებელთა სიმრავლე, ფერადი ჰალსტუხები, თეთრი
პერანგები, გახამებული საყელოები, მაქმანები, ბაბთები, სათვალეები,
ქათქათა ცხვირსახოცები, ჭრელი ქოლგები, შლაპები, მოდური კეპები
და სიკეთის თბილი ნაპერწკლები, რომლებიც გულითად ღიმილს სუ-
ლის სიღრმეებიდან ამოჰქონდა და ირგვლივ კეთილმოსურნეობის იმ-
პულსებად აფრქვევდა. რაღა თქმა უნდა, ეპოქა თავის დაღს გვასვამს და
დღევანდელი უპერსპექტივო ყოფაც გარკვეულწილად დროის სისინა ქა-
რებმა განსაზღვრეს, რასაც, სხვათა შორის, ის გულისმომკვლელი გარე-
მოებაც მოწმობს, რომ მრავალ იქა მბრძანებელს ახლაც ის კოსტუმი აც-
ვია, მაშინ რომ ეცვა, და ის კოსტუმი, რომელიც მაშინ სიახლით ბზინავ-
და, ახლა სიძველით ლაპლაპებს, მაგრამ დრო მხოლოდ ერთი მიზეზია
ამ დიდ განსხვავებაში და უგუნურება იქნება სხვა მიზეზებზე თვალის
დახუჭვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრების ოღროჩოღროებში სო-
ციალური საფეხურები ყოველთვის მკაფიოდ ჩანს. ჩვენი სანა­თესაო სუ-
ლიერადაც და მატერიალურადაც საზოგადოების შედარებით მაღალ
ფენას ეკუთვნოდა და ამაყობდა კიდეც ამით (სხვათა შორის, მიუხედა-
ვად ერთგვარი კომიკური შეუსაბამობისა, მაშინდელ კოსტუმში ბევრს
დღესაც ისე უჭირავს თავი, ვაგლახად ბუზს ვერ აუფრენ). მაგალი­თად,
ამ ხალხში – მხოლოდ სისხლით ნათესავებს ვგულისხმობ – ვინც ბებია
ანას პატივსაცემად ასე ერთსულოვნად შეიკრიბა, სულ ცოტა, თორმეტი
(შესაძლოა, თოთხმეტი-თხუთმეტიც კი) დოქტორი ერია (მათ შორის –
ამას გაკვრით ვამბობ – მამაჩემი და მამიდა გურანდა). დინჯად მიმო-
დიოდა ეს ხალხი ჩვენს ვრცელ ეზოში – დაბანილები, დავარცხნილები,
გულმშვიდები და ოპტიმისტები – გულითადად (კოცნით ან ხელის ჩა-
მორთმევით) ესალმებოდნენ ახალმოსულებს, ხელკავით დასეირნობ-
დნენ, ბაასობდნენ, იღიმებოდნენ, ზოგჯერ იცინოდნენ კიდეც, ოღონდ
როგორღაც ისე იცინოდნენ, რომ ამით არათუ უპატივცემულობას არ ამ-

791
ჟღავნებდნენ ბებია ანას ხსოვნის წინაშე, არამედ სწორედ პატივისცემას
ადასტურებდნენ, ზომიერად ხუმრობდნენ და სიყვარულის გამოსახატა-
ვად ერთიმეორეს ბეჭებზე ხელს უთათუნებდნენ, ხოლო მათ თავებს ზე-
მოთ შარავანდედივით იდგა უცხოური სიგარეტის არომატული და ცის-
ფერი ბოლი.
საღამოს საზოგადოებას დიდი პურობა ელოდა.
ერთი შეხედვით – განსაკუთრებით თუ ზემოდან, ფერდობიდან შეხე-
დავდით – ძნელად წარმოიდგენდით, რომ საერთოდ შესაძლებელია ამ-
დენი ხალხის დაპურება, მაგრამ ჩვენი ოჯახი მაშინ თავმომწონეობის
ისეთ სიმაღლეზე იდგა – იმ მიკროეპოქაში კი მთავარი სწორედ თავმომ-
წონეობის სიმაღლე იყო და არა ეკონომიკისა – თუნდ ქუდზე კაცი ჩამო-
სულიყო (პრაქტიკულად ასეც მოხდა), თავს არ შეირცხვენდა.
მეორე მხრივ, ტრაპეზს შინაარსობრივადაც კარგი პირი უჩანდა. ეს
უწინარეს ყოვლისა სუნზე იგრძნობოდა. სუნი სახლის უკნიდან მოდიო-
და და მსუბუქი სიოს წყალობით მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
იქ, სახლს უკან, ოთხ ადგილას ენთო ღია ცეცხლი და თუჯის მაღალ სამ-
ფეხებზე ვეება ქვაბები თუხთუხებდა. ქვაბები სხვადასხვა ხმაზე თუხ-
თუხებდნენ და სხვადასხვაგვარ სურნელს აფრქვევდნენ. ქვაბების მე-
უფება და სუნთა გამგებლობა ხელთ ეპყრა ხუთ ჯადოქარ მზარეულს,
რომელთაგან ორი გამოცდილი ოსტატი იყო, ჭარმაგი და მსუქანი, ხო-
ლო დანარჩენი სამი – ისინი თანაშემწეების მოვალეობას ასრულებ-
დნენ – უფრო ახალგაზრდები და, შესაბამისად, ნაკლებად მსუქნები.
სახლის უკანვე, ოღონდ ზედა მხარეს, ისე, რომ მოტრაპეზენი კვამლს არ
შეეწუხებინა, უზარმაზარი სეფა იყო გადაჭიმული, რომელშიაც, გრძელი
მაგიდების ირგვლივ, თეთრწინსაფრიანი ქალები – ახალგაზრდები და
სანდომიანები – დაფუსფუსებდნენ.
თუ ჩავუკვირდებით, ხანგრძლივ სიცოცხლეს ერთი ის კარგი თვისე-
ბაცა აქვს, რომ გასვენებაში მოსულ საზოგადოებას პირობითობის ზო-
გიერთ ბორკილს ვხსნით და გარკვეულ თავისუფლებას ვანიჭებთ (თუმ-
ცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლების ზომიერ გამოყენებასაც ვა-

792
ვალებთ). მართლაცდა, ატმოსფერო, რომელიც ყოველ კონკრეტულ
გასვენებაში სუფევს, ძალიან დიდ წილად განპირობებულია მიცვალე-
ბულის ასაკით. როცა ისეთი ადამიანის გასვენებაში მიდიხართ, რომელ-
მაც უკვე მოასწრო ცხოვრებასთან ყველა – თუ ყველა არა, უმეტესობა მა-
ინც – თამასუქის განაღდება, გზა ბოლომდე გალია და მშვიდობიანად
შეერთო მარადისობას, თქვენც მშვიდი ხართ, დაუძაბავი, სრულიად თა-
ვისუფალი „ნწუ-ნწუ“-სა და სხვა ყალბი წამოძახილებისაგან, შეგიძლი-
ათ შუბლი გახსნილი იქონიოთ, ახლობლებთან საუბარში მთელი არსე-
ბით ჩაებათ და ერთი-ორი ჭიქა ღვინო იმაზე მეტიც დალიოთ, ვიდრე ვა-
რაუდობდით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ დროს გასვენება ის ადგილი
იყო, სადაც მრავალი წლის უნახავი ნათესავები ჯერ კიდევ ხვდებოდნენ
ერთმანეთს.
დასაფლავების ჟამი ახლოვდებოდა. ცხადია, მოსაწვევ ბარათებში
რომ ხუთი საათი ეწერა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა; მოსაწვევ ბარათში
აუცილებლად უნდა ეწეროს რაღაცა – ყველაფერს რომ თავი დავანე-
ბოთ, ამას ფორმალური სრულყოფილებისკენ ჩვენი გაუცნობიერებელი
სწრაფვაც მოითხოვს – ხოლო ხუთი საათი ივნისის თვეში დასაფლავე-
ბისთვის საუკეთესო დროა. მაგრამ რეალურად დასაფლავების ნამდვი-
ლი დრო – სოფელზე ვამბობ და არა ქალაქზე, სადაც სიზუსტეს რატომ-
ღაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ – უმთავრესად იმაზეა დამოკიდებუ-
ლი, არის თუ არა დათქმული დროისთვის ადგილზე ყველა, ვისი ად-
გილზე ყოფნაც აუცილებელია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან სა-
სურველი. ჩვენთან ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, განსაკუთრებულსა
და გამორჩეულს უკვე აღარავის ველოდით და, შესაბამისად, არც არავი-
თარი მიზეზი გვქონდა, მოსაწვევში აღნიშნული ვადა დაგვერღვია.
ხუთს აღარაფერი აკლდა, როცა რამდენიმე ბავშვი, მე და ლადოს მე-
თაურობით, აივანზე გამოგვიძახეს. ამჯერად ჩვენი მოვალეობა იყო
გვირგვინები და თაიგულები დაგვეჭირა და პროცესიაში ჩავმდგარიყა-
ვით, თანაც ყველაზე საპატიო ადგილას – „სასახლესა“ და უმაღლესი
რანგის ჭირისუფალთა შორის. ტახტის მოტანის შემდეგ ყვავილები ბევ-

793
რი არაფერი იყო, მით უფრო, რომ ეს საქმე ჩვენზე პატარებსაც მიანდეს,
მაგრამ ჩემს მაშინდელ, ჯერ კიდევ ბავშვურ პატივმოყვარეობას ესეც
გვარიანად ელამუნებოდა.
ავედით აივანზე და ჩავმწკრივდით განკარგულების მოლოდინში.
და –
ყურადღება!
ის იყო, მოწესეთუფროსი, ბიძია გობრონი – გაუპარსავი კაცი, რო-
მელსაც გორილას აღნაგობა, რეციდივისტის სახე და ანგელოზის გული
ჰქონდა, რამდენიმე მისნაირი გაბურძგნული კაცის თანხლებით დარ-
ბაზში შევიდა, რათა უკანასკნელი, იდუმალ-მისტიკური და წარმარ-
თულ-ქრისტიანული რიტუალის წინ ჭირისუფლები გარეთ გამოესტუმ-
რებინა, რომ მე და ლადომ ერთმანეთს მუჯლუგუნი წავკარით.
ჩვენი ეზო ისეთ ოთხკუთხედს წარმოადგენდა, რომლის სიგრძე და-
ახლოებით სამჯერ აღემატებოდა სიგანეს. სახლი ამ გრძელი ოთხკუთ-
ხედის ბოლოში იდგა და ჭიშკრამდე დიდი მანძილი იყო. ეზოს გადაღმა,
ჭიშკარს რომ ცოტა გასცდებოდით, დაღმართი იწყებოდა. გზა ფერდ-
ფერდ მისდევდა ამ დაღმართს და დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ, კო-
ლექტივის კანტორისაკენ; ამიტომ, ფერდობს რომ ვინმე შემოუყვებოდა,
აქედან – გინდ პირველ სართულზე ყოფილიყავით, გინდ მეორეზე (ეს
არის მხოლოდ, პირველ სართულზე თუ იყავით, ცოტა უფრო გვიან და-
ინახავდით) – ჯერ თავი ამოიზიდებოდა უხილავი არედან და მერე ნელ-
ნელა დანარჩენი ნაწილები, ისე კი, რომ ეს მოძრაობა – მოძრაობა ჰო-
რიზონტალური და მოძრაობა ვერტიკალური – მკაცრ გეომეტრიულ წესს
ემორჩილებოდა, რომელიც მე და ლადოს – ჩვენ ამ კუთხით არაერთი
დაკვირვება ჩავატარეთ – ზუსტად გვქონდა გამოთვლილი. და აი, უეც-
რად წესი დაირღვა. ვიღაც რომ ამოდიოდა აღმართზე, ცხადი იყო, ვი-
ნაიდან ქუდი გამოჩნდა. მართალია, იმისთვის, რაც გამოჩნდა, ძნელი
იყო მთლად დარწმუნებით გვეწოდებინა ქუდი, რამდენადაც ქუდის
ჩვენთვის ნაცნობ არანაირ ტიპს არ ესადაგებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ,
სხვა რა უნდა ყოფილიყო?! და ეს ქუდი როგორღაც ასიმეტრიულად მოძ-

794
რაობდა და ჩვენს მიერ ესოდენი სიზუსტით დადგენილ წესს ჰორიზონ-
ტალსა და ვერტიკალს შორის შეფარდების შესახებ ფეხქვეშ თელავდა.
მიზეზი სულ მალე ცხადი შეიქნა, თუმცა ამას გაკვირვება არათუ არ გა-
უგრილებია, პირიქით, მთავარი ცეცხლი სწორედ ამან წაუკიდა: კაცი,
რომელმაც ამასობაში აღმართი ამოათავა, აღმოჩნდა არა უბრალოდ კა-
ცი, არამედ მხედარი, რომელიც თეთრ ცხენზე იჯდა და – მიუხედავად
სიშორისა ეს მკაფიოდ და ცოტა შემაძრწუნებლად გამოჩნდა – ტანთ ჩო-
ხა ეცვა, ხოლო თავზე ჩაბალახი ეხურა.
ვიდრე მე სადღაც ცნობიერების მიჯნაზე იმის დადგენას ვცდილობ-
დი, მართლა ჩანდა ის, რაც ჩანდა, თუ მეჩვენებოდა, მხედარი სხვებმაც
შენიშნეს და მსუბუქი და თავშეკავებული, მაგრამ საამო ჟრიამული, რო-
მელიც ბებია ანას დაკრძალვის დღეს როგორღაც უხდებოდა კიდეც, შეწ-
ყდა. უშფოთველ ატმოსფეროში დისონანსი შემოიჭრა. წამიც და ურიც-
ხვმა თვალმა ყველა სხვა სამიზნე მიატოვა და განცვიფრებით მიაჩერდა
უცხო მხედარს, რომელსაც დინჯი, გამოზომილი ნაბიჯით მოჰყავდა
ცხენი ჩვენი ეზოსაკენ.
სოფლად (იშვიათად ქალაქადაც) გასვენებაში ყოველთვის ნახავთ
ბევრს თუ არა რამდენიმე კაცს მაინც, რომლებიც შუადღისას უკვე შეჭიკ-
ჭიკებულები არიან. ესენი უმთავრესად ის ხალხია, რომელთაც მიზეზთა
სხვათა და სხვათა გამო (რაშიაც ძირითადად მაინც ტრანსპორტის არა-
ხელსაყრელი განრიგი იგულისხმება) მეტისმეტად ადრე მოუხდათ ჩა-
მოსვლა და საღამომდე მათი უჭმელად დატოვება არ შეიძლება, ამიტომ
ადრევე, ოფიციალურ ქელეხამდე უშლიან სუფრას. ხოლო ზოგი მათგა-
ნი რომ უფრო მეტად ეტანება ღვინოს, ვიდრე მიღებულია, ამაში – დამე-
თანხმებით – გასაკვირი არაფერია: ადამიანის ბუნება სუსტია და მერყე-
ვი; ასეთი შეგვქმნა ღმერთმა. მე ჩემი თავი საღად მოაზროვნე კაცად მი-
მაჩნია (თუ ვცდები, მიმითითეთ) და ძალზე შორსა ვარ იმ აზრისაგან,
თითქოს სუბიექტურ მოლანდებათა ობიექტაცია შესაძლებელი იყოს,
მაგრამ რაკი ჩვენ უმთავრესად მაინც მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი
ვიცით, მირჩევნია ეს ხალხიც მოვიხსენიო, მით უფრო, რომ, როგორც

795
მახსოვს, სწორედ მათგან წამოვიდა ფანტასტიკური ვერსია, თითქოსდა
ყველაფერს, რაც მაშინ მოხდა, კოლექტიური ჰიპნოზი ედო საფუძვლად.
ცხენი გრძელფეხებიანი იყო და ერთიანად თეთრი; წვრილი თავი
მაღლა ეჭირა და ლაღი, თანაბარი ნაბიჯით მოდიოდა. კაციც თეთრი
იყო, ყოველ შემთხვევაში, თეთრი ჩოხა ეცვა და თეთრი ჩაბალახი ეხუ-
რა, თეთრი წვერი ესხა და მზის ოქროსფერი სხივებით დაფერილ ამ სი-
თეთრეში შავ აზიურებს მაინცადამაინც დიდი დისონანსი ვერ შეჰქონ-
და. თავი მასაც მაღლა ეჭირა. ხოლო მთელი აქეთური საზოგადოება ახ-
ლა ერთგვარად ბებია ანას დაემსგავსა – მხედველობაში მაქვს ის გარე-
მოება, რომ ყველანი გაშეშდნენ, მხოლოდ უსულო საგნებიღა მოძრაობ-
დნენ, როგორიცაა ვთქვათ, ცეცხლის კვამლი ან სიგარეტის ბოლი. ჩვენს
შორის, ერთ-ორ სამწუხარო გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მთლად
უვიცი არავინ იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ცხენი სხვაა და კაცი სხვა, და
თუ მაინც ისე მივჩერებოდით ცხენ-მხედარს, როგორც ერთ დროს ამე-
რიკელი ინდიელები, ამის მიზეზი დაბნეული განცვიფრება გახლდათ.
და ეს განცვიფრება, მე თუ მკითხავთ, ბუნებრივიც იყო: შეუძლებელია
ასეთი მოულოდნელი ანაქრონიზმი ესოდენ მცირე დროში აღიქვა, გააც-
ნობიერო და საგანთა წესრიგში ჩასვა.
ამასობაში ცხენი ჭიშკარს მოადგა, მაგრამ – თუმც ჭიშკარი, ცხადია,
ღია იყო – ეზოში არ შემოსულა. მხედარმა აღვირი მოზიდა. ცხენი შედგა.
მხედარი ჩამოხტა. ჩამოხტა მსუბუქად. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ მო-
ახლოების კვალობაზე მე და ლადომ მრავალი დეტალი გავარჩიეთ –
ჩვენ მაშინ ქორის თვალი გვქონდა – და დავინახეთ, რომ მხედარი მო-
ხუცი იყო. ზუსტი ხნოვანების განსაზღვრა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ სა-
ხის გამომეტყველება და ზოგი თითქოსდა უმნიშვნელო წვრილმანი იმ
ასაკს ამჟღავნებდა, როცა კაცი ცხენით მარტო მგზავრობას უნდა ერიდე-
ბოდეს. ასეა თუ ისე, მხედარი ჩამოხტა, ცხენს აღვირში ჩაჰკიდა ხელი,
რამდენიმე ნაბიჯით ჩააცილა ჭიშკარს (ალბათ იმ მოსაზრებით, რომ
შემსვლელ-გამსვლელთათვის დაბრკოლება არ შეექმნა), იქ აღვირის
ბოლო აუჩქარებლად გამონასკვა ყულფად და ყულფი ღობის სარს ჩა-

796
მოაცვა. მერე ასევე აუჩქარებლად ჩოხის კალთები გაისწორა, სახელოე-
ბი თითო ნაკეცით გადაიკაპიწა, ქილვაშებზეც დაისვა ხელი, წელში გა-
იმართა და ისეთივე დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით წამოვიდა, როგორც
წეღან მისი ცხენი მოდიოდა.
იმავ წამს ჩემი უმცროსი ძმა და ბიძია აკაკის ორივე ტყუპისცალი –
თიკა და ნინუცა – რომლებიც წყაროსთან თამაშობდნენ, რადგან ჯერ კი-
დევ პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ თაიგულები დაეჭირათ და პროცე-
სიაში ჩამდგარიყვნენ, – ერთბაშად მოწყდნენ ადგილს და ველური ჭიხ-
ვინით გავარდნენ ღობეზე გამობმული ცხენისაკენ (ნამდვილი ცხენი
მათ იშვიათად ენახათ და მერე დიდი ხნის განმავლობაში იმ ცხენის
გარდა სხვა სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ).
უცნობი კი, რომელიც ამასობაში ეზოში შემოვიდა, დინჯად და ულ-
მობლად გვიახლოვდებოდა და მე წამით მომეჩვენა, თითქოს რაღაცით
ბედისწერას ჰგავდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს შედარება ძალზე არა-
ზუსტი იყო.
ერთი ისეთი დღე იდგა, როგორიც წელიწადის ამ დროს ეწერში ხში-
რად იცის ხოლმე – ცა გაუგებრად მოწმენდილ-მოღრუბლული იყო და
ბუნება მთელი დღე უგემურად ყოყმანობდა წვიმასა და სიმშრალეს შო-
რის. ბოლოს და ბოლოს მაინც სიმშრალე ამჯობინა წვიმას, მაგრამ გუ-
ლი კი კარგად გაგვიწვრილა. ცაზე მიმოფანტული ღრუბლების დიდი და
პატარა ქულები დილიდანვე არ უსვენებდნენ მზეს – ხან ქვეშ გაუძვრე-
ბოდნენ და წამით ჩრდილად აქცევდნენ, ხან უფრო ხანგრძლივად შე-
ჩერდებოდნენ, ხან ისე მჭიდროდ და საქმიანად შემოეხვეოდნენ ირ-
გვლივ, თითქოს მოფარებულში უნდა გაიყვანონ ფისის საქნელადო, მე-
ორე წუთს ისევ მოშორდებოდნენ, მიმოიფანტებოდნენ და მთლად
ტიტლიკანას მიატოვებდნენ. ასე იყო მთელი დღის განმავლობაში. მაგ-
რამ როცა უცხო კაცი ეზოში შემოვიდა და სახლისკენ გამოემართა,
ღრუბლებმა თამაში შეწყვიტეს და ცის შორეულ კიდეებს მიაშურეს, შე-
საძლებელია იმ მიზნით, რომ თავადაც დამშვიდებით ეცქირათ და

797
მზისთვისაც საშუალება მიეცათ, ყურადღებით დაკვირვებოდა, თუ რა
მოხდებოდა ჩვენს ეზოში.
უცნობი მაღალი იყო და ხმელი, თან გრძელი ჩოხა ეცვა, რომელიც
წვივებამდე სწვდებოდა. უხდებოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ის
კი გავიფიქრე, ნეტა არ სცხელა-მეთქი?
ეზოში რომ შემოვიდა, აქამდე გაშეშებული საზოგადოება ამოძრავ-
და. ოღონდ ამოძრავდა არა მთელი საზოგადოება, არამედ ის ნაწილი,
რომელიც სახლისაკენ მიმავალ გზაზე იდგა, და ამოძრავდა იმ მიზნით,
რომ უცნობისთვის ეს გზა გაეთავისუფლებინა. უცნაური (ცოტა საკვირ-
ველიც) იყო, რომ ხალხი უფრო სწრაფად ათავისუფლებდა გზას, ვიდრე
უცნობი მოდიოდა, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თით-
ქოს წინ რაღაც უხილავი ტალღა მოუძღოდა და ეს ტალღა აიძულებდა
ხალხს გზიდან გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, კაცმა რომ შუა ეზოს
მოაღწია, გზა უკვე ბოლომდე იყო თავისუფალი.
უცნობი არც აქეთ იყურებოდა, არც იქით. არ ვიცი ვერ ამჩნევდა ამ
ხალხს, რომელშიაც, როგორც ზემოთაც ვთქვი, სულ ცოტა თორმეტი –
უფრო კი ალბათ მაინც თოთხმეტი ან თხუთმეტი – დოქტორი ერია, არ
ვიცი, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდა. მოგრძო სახე ჰქონდა, მოზ-
რდილი, კეხიანი ცხვირი, რომელიც რაღაცნაირ გმირულ იერს ანიჭებდა,
და – ეს მაშინღა შევამჩნიეთ, როცა სულ ახლო მოვიდა – ღია თაფლის-
ფერი, ძალიან გამჭვირვალე თვალები.
აივანს რომ მოაღწია და კიბეს შემოუყვა (ირგვლივ სამარისებური
დუმილი იდგა), წამით მაგნოლიის ხეს შეხედა. აქ საჭიროდ მიმაჩნია
დავძინო, რომ სიტყვა „შეხედვაში“ შეხედვის მეტს არაფერს ვგულის-
ხმობ. საქმე ისაა, რომ ჩვენი კიბის პირველი სამი საფეხური პარალელუ-
რად მისდევდა აივანს და მხოლოდ ამ სამი საფეხურის შემდეგ, რომლე-
ბიც მცირე მოედნით ბოლოვდებოდა, მკვეთრად უხვევდა და უკვე პერ-
პენდიკულარულად მიდიოდა ზემოთ. ეს სამი საფეხური პირდაპირ მაგ-
ნოლიის ხისკენ იყო მიქცეული, რის გამოც სავსებით ბუნებრივია, ვიდრე
ადამიანი ამ საფეხურებს აათავებდა, მის მზერაში – თუ თავიც ისე ჰქონ-

798
და აწეული, როგორც ამ კაცს – მაგნოლიის ხე მოყოლილიყო. მართა-
ლია, მე მომეჩვენა, თითქოს უცნობს სახეზე წამით რაღაცამ – ჩრდილმა
თუ ნათელმა – გადაურბინა, მაგრამ ასეთ ვითარებაში (განსაკუთრებით
თუ ჩემს მაშინდელ ასაკსაც გაითვალისწინებთ) ადამიანს რა აღარ მო-
გეჩვენება! ეს მით უფრო სავარაუდოა, რომ კაცმა, როგორც კი პირველი
სამი საფეხური აათავა, სავსებით გულგრილად მოაშორა თვალი მაგნო-
ლიის ხეს, კიბე დინჯად ამოიარა, აივანი გადაკვეთა და დარბაზში შეაბი-
ჯა, სადაც ბებია ანა ესვენა შინაურებით საიმედოდ გარშემორტყმული.
ჭირისუფალ მამაკაცთა მთავარი ბირთვი დარბაზში მარჯვენა
მხა­რეს, შესასვლელთან იდგა შემდეგი თანმიმდევრობით: სპირიდონი,
ბიძია ანდე, მამაჩემი, ბიძია აკაკი და სიძეები – გივი ოსეფაშვილი და
პატრიკ ვან დერ ლაინი (უფრო ახალგაზრდები ქვემოთ, კიბის ძირში
იღებდნენ სამძიმარს). მამა და ბიძები (ვან დერ ლაინის გარდა) ცდი-
ლობდნენ თვალებში მოწოლილი გაკვირვება უკანვე ჩაებრუნებინათ და
თავი არ გაეცათ, ვინაიდან მათი განათლებისა და ცენზის პატრონებმა
(ერთი უმაღლესი სასწავლებელი – ოღონდ დაუსწრებლად – ბიძია ან-
დესაც ჰქონდა დამთავრებული) კარგად იცოდნენ არა მარტო ის, რომ
ასეთ დროს გაკვირვების გამომჟღავნება უხერხულია, არამედ ისიც,
რომ, საზოგადოდ, გაკვირვებული კაცი ხარისხობრივად უფრო დაბლა
დგას, ვიდრე ის, ვინც გაკვირვებული არ არის. რაც შეეხება სპირიდონს,
მას წითურ სახეზე შეწუხებული და ცოტა დაფეთებული გამომეტყველე-
ბა კი ედო, მაგრამ ასეთი გამომეტყველება უცნობის გამოჩენამდეც ედო,
ბებია ანას გარდაცვალებამდეც და, საერთოდ, შესაძლოა ასეთი გამო-
მეტყველებით დაიბადა (რაც, სხვათა შორის – თუმც უცხოებს კი თავი-
დან ცოტა აკრთობდა – ხელს არაფერში უშლიდა). კაცებს, გარდა სპირი-
დონისა, ჰალსტუხები ეკეთათ. უცნობმა მათ ოდნავ დაუკრა თავი და გზა
განაგრძო. იქით ქალები ისხდნენ, მათ შორის უმცროსებიც. ქალები, კა-
ცებისაგან განსხვავებით, გაკვირვების დამალვას არ ცდილობდნენ, ხო-
ლო ბიცოლა სალომემ, როცა უცნობმა მათაც დაუკრა თავი, პასუხიც გას-

799
ცა – „გმადლობთ, ჩემო ბატონოო“ და რაღაც ამდაგვარი უთხრა უკიდუ-
რესად ცნობისმოყვარე კილოთი.
უცნობი კი დარბაზის ბოლოში გავიდა, „სასახლეს“ შემოუარა და რო-
ცა, თანახმად წესისა და მოლოდინისა, უკან უნდა წამოსულიყო, უეცრად
შეჩერდა, ბებია ანასკენ შეტრიალდა, ახლო მივიდა, ხელები მკერდზე
გადაიჯვარედინა და გაშეშდა. თუ დუმილის განვითარებაზე ლაპარაკი
შეიძლება, დუმილმა ახლა განვითარების პიკს მიაღწია. პირადად მე, მა-
გალითად, ამ დროს ჩემი საკუთარი სუნთქვის მეტი არაფერი მესმოდა.
რამდენიმე წამს ასე იდგა. მერე ხელები ისევ გახსნა, მარცხენა დაბ-
ლა დაუშვა, მარჯვენა კი უბისკენ წაიღო. წამიც და – არ ვიცი როგორ მო-
ახერხა ასე დაუზიანებლად შენახვა – იქიდან ერთი ცალი ყვავილი ამო-
აძრო. ერთი ცალი მაგნოლიის ყვავილი – თეთრი, დიდი, ბუთქუნა. ოდ-
ნავ დაიხარა, ყვავილი ხელებში ჩაუდო ბებია ანას და ისევ გაიმართა. მე
მაშინვე მისი მზერა გამახსენდა, რომელიც წეღან მაგნოლიის ხეზე შე-
აჩერა, და თუმცა ისიც გამახსენდა, რომ მაშინ მომეჩვენა, თითქოს სახე-
ზე რაღაცამ – ჩრდილმა თუ ნათელმა – გადაურბინა, მაინც, როგორც
ფხიზელი რეალიზმის აღმსარებელმა, ყველაფერი უბრალო დამთხვე-
ვას მივაწერე (სხვათა შორის, დღესაც ამავე აზრისა ვარ). უცნობი რამდე-
ნიმე წამს ასე იდგა, მერე კვლავ დაიხარა, ბებია ანას საფეთქლები აქეთ-
იქით ორივე ხელით სათუთად დაუჭირა და შუბლზე ეამბორა. მე ვამბობ
„ეამბორა“ და ამით მინდა გამოვხატო მთელი ის სავარაუდო განსხვავე-
ბა, რაც ჩემი აზრით „კოცნასა“ და „ამბორს“ შორის არსებობს. ბებია ანა
არ შერხეულა და უცნობის თამამ საქციელზე რეაგირება არ მოუხდენია.
ან კი რა რეაგირება უნდა მოეხდინა! სადღა იყო მის ცივ სხეულში ის მე-
ქანიზმი, რომელიც ლოყების შეფაკვლაზე, წარბის აზიდვაზე, მიძინე-
ბულ მოგონებათა გაღვიძებაზე, მალულ ღიმილსა თუ სხვა ნოსტალგი-
ურ ემოციებზე აგებს პასუხს! და, საერთოდ, ვინ იცის, ბებია ანა ამ დროს
უამისოდაც უკვე ნეტარი იყო.
ამის შემდეგ უცნობი კვლავ გაიმართა, შემოტრიალდა და ისევ ისე
აუჩქარებლად გამოვიდა დარბაზიდან.

800
აქ მე თვალი ჩემდაუნებურად სპირიდონისკენ გამექცა. მის შეწუხე-
ბულსა და დაფეთებულ გამომეტყველებაში, რომელსაც გმირული, სამ-
წუხაროდ, არაფერი ეცხო, ახლა შეშფოთება შერეულიყო. შეშფოთება
და კიდევ რაღაც მოშავო აჩრდილი – არ ვიცი, სირცხვილი, არ ვიცი, შიში,
არ ვიცი, ეჭვიანობა, თუმც ეს უკანასკნელი, თავისთავად უთვალავი
შხა­მით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც ადამიანს არღვევს და ნაწილე-
ბად შლის, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ფუჭი და უადგილოა, შესაძლოა
ცოტა კომიკურიც კი.
მე დარბაზის შესასვლელთან ვიდექი, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც
უცნობი გამოვიდა. მან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ჩა-
მიარა და მახსოვს გავიფიქრე, ხელით ხომ არ შევეხო-მეთქი – მაინტე-
რესებდა ნამდვილი იყო თუ არა – მაგრამ ვიდრე მე ვყოყმანობდი და გა-
უბედაობას, ამ ჩემს მოუშორებელ ჭირს, ვებრძოდი, იგი უკვე გამცდა. აი-
ვანი გადაჭრა, კიბე ჩაათავა (მაგნოლიის ხისკენ არ გაუხედავს) და დინ-
ჯად გაუყვა გზას, რომელიც, ცოტა ხნის წინ რომ გაუთავისუფლეს, ახ-
ლაც ისევ ისე თავისუფალი იყო.
ღრმა, შფოთიანი დუმილის ფონზე (რასაც თვითონ არავითარ ყუ-
რადღებას არ აქცევდა), გადაიარა ეზო, გასცდა ჭიშკარს, ჩაუხვია მარ-
ჯვნივ,სადაც ღობეს გამობმული ცხენი ელოდა, ახსნა ცხენი, შეჯდა, შეჯ-
და მსუბუქად – რაღაც საეჭვოდ მსუბუქად – და წავიდა; ბექობს მიადგა,
ქვემოთ დაეშვა და ნელ-ნელა გაქრა. ჯერ ცხენი გაქრა, მერე ჩოხა და ბო-
ლოს ჩაბალახი.
მაშინ ცის პერიფერიებში მიმოფანტული ღრუბლები სწრაფად მოტ-
რიალდნენ, უკანვე წამოვიდნენ და მზეს რამდენიმე ფენად შემოეხვივ-
ნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა პროცესია სასაფლაოსკენ დაიძრა,
ზაფხულის ხანმოკლე და თბილი, შხაპუნა წვიმაც წამოვიდა.
...ის მითქმა-მოთქმა კი, ამ უცნაურმა ამბავმა რომ გამოიწვია და ერ-
თხანს ენერგიულად დასუნსულებდა ჩვენი დიდი ოჯახის ბზარებსა და
ხვრელებში ხან შხამიანი ირონიის, ხან უწყინარი ოხუნჯობის, ხან დარ-
ბაისლური განსჯის, ხან რომანტიკის, ხან სენტიმენტალობის, ხან მის-

801
ტიკის, ხან სევდისა და ხანაც უბრალოდ ფარული შურის სახით, ბოლოს
და ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოიწურა და ყველაფერი
ძველ კალაპოტში ჩადგა. ხოლო ბებია ანას სათნო და კამკამა სული – მე
ამაში ეჭვი არ მეპარება და არც არასოდეს შემპარვია – ღვთაებრივ ნა-
თელში სუფევს უკუნითი უკუნისამდე და საუკეთესო ადგილას. ამინ!

802

You might also like