You are on page 1of 6

დაიტერესებულობა და შიში ორივე ემოცია გავლენას ახდენს პოლიტიკურ

ჩართულობაზე

ავტორი: მარიამ შუბითიძე

რეფერატი შესრულებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგიტრო პროგრამა

პოლიტიკური კომუნიკაციის ფსიქოლოგია

ხელმძღვანელი: ელენე კვანჭილაშვილი

თბილისი

2021
პოლიტიკური ჩართულობა ეხება ნებისმიერი ტიპის აქტივობას, რომელიც
განკუთვნილია რაიმე პოლიტიკური შედეგის დასასრულის მისაღებად. ის მთელ
სპექტრ პოლიტიკურ აქტიოვობებს მოიცავს, რომელშიც ადამიანები არიან
ჩართული, დაწყებული ისეთი ექსტრემალური ქცევიდან, როგორიცაა
ტერორიზმი, ომი, დამთავრებული ისეთი უბრალო ქცევებით, როგორიცაა ხმის
მიცემა. ის მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას- როგორც
ამომრჩევლების, ასევე მთავრობის. პოლიტიკურ ქცევას აქვს პოლიტიკური მიზანი
და შედეგი და ხორციელდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თითოეული
წევრის, ასევე პოლიტიკური ელიტის მიერ.

პრაქტიკაში ძალიან რთულია თქვა თუ რა გნსაღვარავს ადამიანის ქცევას,


განსაღვრულია ის შინაგანი თ გარეგანი სიტუაციით. მაგალითად თუ ბეტი
აგრესიული პიროვნება, რდგან მას და სცემდა ბავშვობაში. ამჟამინდელი მისი
სიტუაცია შინგანია თუ გარეგანი?. არსებობს გარკვეული აზრი, რომ ბეტის ქცევა
არის სიტუაციონისტური, რადგან მისი ახლანდელი მდგომარეობა
გამომდინარეობს წარსულიდან. სიტუაციონიზმი უშვებს, რომ გარემო არის
ყველაფერი დისპოზიციონიზმის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ
სიტუაციონისტური არგუმენტი უკუაგდებს ჩვენს გენეტიკურ
განპირობებულობასა და ევოლუციურ მექანიზმებს. ჩვენ გარკვეული
დისპოზიციებით ვიბადებით, რაც ჩვენ ქცევას განსაღვრავს. განსხვავებული
ინდივიდები განსხვავებულად პასუხობენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე.
სიტუაციონისტს, შესაძლოა ეთქვა, რომ წარსულში მომხდარი სიტუაციები
განსაღვრავს ჩვენ ქცევას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე წარსულის
მქონე ადმიანებიც, კი სხვანაირად რეაგირებენ ერთსა და იმავე სტიმულზე.

საინტერესოა თუ რა აიძულებს ადამიანს იყოს კონსერვატორი ან ლიბერალი,


რატო აქვს ზოგს კარგი დარწმუების უნარი, რატომ მოგწონს ერთი პოლიტიკური
პარტია და არ სხვა. ეს ყველაფერი წარმოადგენს განწყობის მაგალითს. ის თუ რა
ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას დამოკიდებულია გარკვეულ
ფაქორებზე, სწორედ ამ ფაქტორთაგანია შიში და პრობლემით
დაინტერესებულობა.
დამარწმუნებელი კომუნიკაცია, რომელიც ბადებს შიშს საკმაოდ ეფექტიანია,
თუმცა თუ შიშის საკმმაოდ მაღალი დონე გაჩნდა, მაშინ შესაძლოა დამახინჯნდეს
შეტყობინება და კომუნიკაციის სრულიად უარყოფა მოხდეს. შიშის შემცველი
კომუნიკაცია მაშნ არის მისაღები, როდესაც მას მოჰყვება შიშის შემცირების
რეკომენდაცია. ემპირიუელი წყაროების მიხედვით აუცილებელია შიშის დონის
განსაზღვრა. შიშის დონის ზრდა დამარწმუნებელ კომუნიკაციას ზრდის. თუმცა
თუ შიშის დონე მკვეთრად იმატებს ეს იწვევს დაბნეულობას და შესძლოა მოხდეს
კომუნიკაციის სრული იგნორირება და უკუგდება. მისაღებ დონეზე, შიშის
წარმომქმმნელი არგუმენტები უფრო ეფექტურია ატიტუდის ცვლილების
კიუთხით, ვიდრე არგუმენზეტი, რომლებიც მცირე დოზით ან საერთოდ ვერ
აღძრავს შიშა. იმისთვის რომ შიშმა დამარწმუნებელი კომუნიკაცია გააძლიეროს
დაკავშრებულია სხვადასხვა ფაქტორთან. ერთ-ერთია ის რომ შიშის აღძვრის
შემდეგ მას უნდა მოჰყვებოდეს საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა მოხდენს მისი
შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორ, რომ როდესაც ადამიანებს
ეშინიათ, ისინი ცდილობენ სისტემატურად გადაამუშავონ შიშის შემცველ
შეტყობინება და ამავე დროს ხელი შუშალოდ გადამუშავების პროცესს, არსებული
შიშის გამო. ბევრი მკვლევარი შიშის ეფექტის დასადგენად იყენებს მოლოდინი-
ღიერბულებეის ჩარჩს. აღნიშნული ჩარჩო, ითვალისწინებს არსებული შიშის
მიზეზს, ადამიანის აღქმულ დაუცველობას და რეკომედირებული ზომების
ეფქტურობას. ეს პრესპექტივა (ლევენთალ, 1970) გულისხმობს, რომ შიშ
ატიტუდის ცვლიელბის ლაბათობას გაზრდის, როდესაც ადმიანი დაუცველია
აღნშნული საშიშ მოვლენისგან და როდესაც აფექტური საზომი
არეკომედრიებულია და არა მაშინ, როდესცა ადმიანი დაცულია ან დაუცველია,
მაგრამ არ არსებობს შეთავაზება სიტუციიდან გამოსვლის. ზემოთ მოყვანილი
ფაქტორების გამოყენებით შესაძლოა გავზარდოთ პოლიტიკური ჩართულობა
მაგალითად არჩევნების დროს ზოგიერთი პარტია სარეკლამო რგოლის დროს
იყენებს ასეთ ტექნიკას, რომ ის კომუნიკაციის საწყის ეტაპზე წარმოაჩენს
პრობლემას, რომლის წინაშეც არიან მოქალაქეები, შესაბამისაც ამით ის აღძრავს
შიშს, რომ რაღაც წესრიგში არაა და შემდგომ გვთავაზობს მისი მოგვარების
ხერხებს. როდესაც ჩვენ ვიგებთ რომ რაიმე პრობლემის წინაშე ვდგავრათ, რა თქმა
უნდა გვიჩნდება მოტივაცია გამოვასწორით სიტუაცია და ვიგრძნოთ თავი
უკეთესად. როდესაც კომტენტური ადამიან კარგად ჩამოყალიბებული
არგუმენტებით გვთავაზობს პრობლემის მოგვარების ხერხებს ეს გავლენას ახდენს
ჩვენ მიეერ ამ პიროვნების აღქმაზე, გვეცლება განწყობეი და საბოლოოდ თუ ეს
პროცესი კარგად არის დაგეგმილი გვიყალიბდება პოზიტიური
დამოკიდებულება. ამ ტექნიკის გამოყენების დროს საჭიროა გავაკონტროლოთ
შიშის დონე, რაგდან ეს დიდ წილად განსაზღვრავს შედეგს. თუ შიშის დონე
დაბალი იქნება შესაძლოა არც ქონდეს რეაქცია საზოგადოებას და პრობლემად
რეალურად საშიშად არ აღიქვანე, მაგრამ თუ ის ზღვარზე მაღლა იყო ეს
გამოიწვევს დაბნეულობა ან არსებული შიშის გამო თავი აარიდონ ინფორმაციის
გადამუშავებას. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია არგუმენტების
მოყვანა პრობლემს მოსაგვარებლად. თუ მარტო შიშს ავძრავთ ადმაინში ეს სულაც
არ გამოიწვევს ჩვენდემი განწყობების ცვლილებას მათში. ამ შემთხვევაშ ჩვენ
უბრალოდ, მათ ვატყობინებთ, რომ საშიშროების წინაშე დგანან. ყველაზე
მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ მოყვანილი არგუმენტები,, რათა მართი ჩართულობა
გავზარდოთ, შევცლოთ მათი განწყობები და ქცევები. სწორედ ჩვენ მიერ
მოყვანილი არგუმენტები წარმოაჩენს ჩვენ პიროვნებას და არა მარტო ის რომ ჩვენ
პრობლემა შევამჩნიეთ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ როდსაც ჩვენ
დამარწმუნებელი კომუნიკაციაში მივმართავთ შიშის აღძვრის მეთოდს, რათა
ჩართულობა გვაზარდოთ, აუცილებელია გავაკონტოროლოთ არგუმენთები და
შიშის დონე.

მეორე ფაქტორი რომელსაც განვიხილავთ არის პრობლემით


დაინტერესებულობა. როცა გარკვეულ საკითხს აქვს ადამიანისთვის დიდი
მნიშვნელობა ამ ფაქტორს ეწოდება პრობლემით დაინტერესებულობა ან
აქტუალურობა ადმაინისთვის. პრობლემით დაინტერესებლობა წარმოადგენს
„დაზუსტება-სიმართლე“ თეორიის ძირითად ცვლადს. ეს ფაქტორი ადამიანს
ამოტივირებს, რომ ყურადღებით მოეკიდონ საკითხს და მის შესაბამის
არგუმენტებს. როდესაც ცვენ რაიმით დაინტერესებულები ვართ, ძლიერი
არგუმენტები უფრო დამაჯერებელია ვიდრე სუსტი. მაგალითად
წარმოავიდგინოთ სიტუაცია, როდესაც გეუბნებიან, რომ მომავალ წელს სწავლის
საფასური დაორმაგდება, ჩვენ ამ დროს სერიოზულ ყურადღებას მივაქცევთ
მოყვანილი არგუმრნტის საფუძველს. ამის საწინააღმდეგოთ, როდესაც გავიგებთ,
რომ ბულგარეთში, რომელიღაც უნივერსიტეტში სწავლის საფასურს აორმაგებენ,
ჩვენ არ დავიწყებთ არგუმენტების განხილვას, თუ რატომ ხდება ეს. აქედან
გამომდინარე, როდესცა საკითხი პირად ინეტერესს არ უკავშირდება, ის არ ქმისნ
მოტივაციას, რომ ინფორმაცია გადამუშავდეს. ამ პირობებშ ადამიანები მეტ
ყურადღებას აქცევენ ისეთ პერიფერიულ სტიმულებს , როგორიცაა
კომუნიკატორის კომპეტენტურობა ან არგუმენტების რაოდენობა ან მოცულობა.
გასაკვირი არცა, რომ ჩვენთვის მნისვნელოვან საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას
ვუთმობთ. როდესაც ცვლილება ისეთ საკითხს ეხება, რომელიც ჩვენზე გავლენას
მოახდენს უფრო მეტად დავინტერესდებით თუ რატო ხდება ეს ცვლილები,
ვიდრე იმ საკითხებით, რომელებიც არ გვეხება. შესაბამისად საარჩევნო კამპანიის
დროს პარტიები ისეთი საკითხების განხი;ვას იწყებენ, რომლებიც
მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. იღებენ გარკვეულ ჯგუფებს გამოკვეთენ
მათთვის საინტერესო დაკითხებს და ცდილობენ მათ გაუმჯობესონ პირობები,
რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ. მაგალითად პენსიონრებს პირებიან, რომ
გაუზრდია პენსიას ან მასწალებლებს გაუზრდიან ხელფას. შესაბამისად
გარკვეული ჯგუფის ადამიანები, რომელთათვისაც აღნიშნული სკაითხი
პიროვნულ დონეზე მნიშვნელოვანია იქმნიან განწყობებს, დმაოკიდებულებებს,
შეხედულებებს პირონების მიმართ და შესაბამისად ავლენენ ქცევასაც.

საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვანათ, რომ ორივე ფაქტორი შიშიც და


პრობლემით დაინტერესებულობაც განსაზღვრავს პოლიტუკური ჩართულობას.
თუმცა მნიშვნელოვანია ორვე ფაქტორრი გამოყენების დროს კარგად უნდა
დავგეგმოთ კომუნიკაციის პროცესი, გავითვალისწინოთ რჩევები, რათა
საბოლოოდ მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გამოვიწვიოთ ის ჩართულობა და
ქცევა, რომელსაც მოველით.
გამოყენებული ლიტერატურა

ე. ტეილორი, ლ.პეპლოუ და და სირსი “სოციალური ფსიქოლოგია” (მე-12


გამოცემა). 2005.

B. MCNAIR. An Introduction To Political Communicatio. London and New York


Routledge

You might also like