You are on page 1of 17

1

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში

.„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“

შოთა რუსთაველი

კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს იმ ფასეულობას, რომელიც წარსულთან გვაკავშირებს, გვაძლევს მყარ


საყრდენს და გზას გვიკვალავს მომავლისკენ. იმავდროულად იგი ბუნებისგან განუყოფელია, რის შედეგადაც ჩამო-
ყალიბდა კულტურული ლანდშაფტის ცნება, რაც ადამიანისა და ბუნების ერთობლივი შემოქმედების ნაყოფს გულისხმობს.
ეროვნული ღირებულებების, იდენტობისა და სიმაყის გარდა, XX და XXI საუკუნეში კულტურულმა მემკვიდრეობამ კულ-
ტურული ტურიზმის სახით, უწყვეტი შემოსავლების წყროს შესაძლებლობაც გამოავლინა, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო
გაიზარდა. თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის კულტურული მემკვიდრეობა
ამოუწურავი რესურსია; ამ უძვირფასესი რესურსის გამოვლენა, დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოყენება ქვეყნის
სოციალური და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა. კულტურული მემკვიდრეობა განუყოფელი ნაწილია
გარემოსდაცვითი პოლიტიკისაც, რომლის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სიცოცხლისუნარიანი განვითარება. აქედან
გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კონსერვაცია და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება
ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მსოფლიოს სხვადასხვა
ხალხებისა და სახელმწიფოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. უკანასკნელ ასწლეულში
ისტორიული, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი საზოგადოების ინტერესი
რამდენიმე კომპლექსურმა მიზეზმა განაპირობა:

• მსოფლიოში მიმდინარე გლობალიაზციის ფონზე კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის


ბრძოლა;
• ეროვნული ცნობიერების ამაღლება;
• ეროვნულ იდენტობაში კულტურული მემკვიდრეობის როლის ზრდა;
• განათლების დონის ამაღლება;
• კულტურული მემკვიდრეობის რესურსების ტურისტული ბიზნესად გადაქცევა;

ნებისმიერი თაობა ქმნის მატერიალური და არამატერიალური ღირებულებებს, რომელსაც მომდევნო თაობა


კულტურულ მემკვიდრეობად გარდაქმნის და იმავდროუალდ იღებს ვალებულებას დაიცვას და გადასცეს იგი მომავალ
თაობებს. აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მდგრადი,
დინამიური და ადაპტირებადი მექანიზმების შემუშავება.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოკლე ისტორია

საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი XIX ს-ის 30-40 წლებში ჩაისახა. იმავე
საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო მუშაობა ისტორიის, ხელოვნების, არქიტექტურის ცალკეული ნიმუშების გამოვლენის
აღწერის, სისტემატიზაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის ხაზით. ამ საქმეს უძღვებოდნენ კერძო პირები,
საზოგადოებები და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ხალხში გაბნეული ქართული საგანძურის
აღმოჩენისა და სამუზეუმო ფონდებში თავმოყრის საქმეში განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის
სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა. 1889 წელს ამ მიზნით მან “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი” დააარსა, სადაც
თავის თანამოაზრეებთან ერთად თავს უყრიდა ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. ექვთიმე
თაყაიშვილის სახელს უკავშირდება “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსებაც. წლების
მანძილზე საზოგადოების მუშაკები, ექვთიმესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოგზაურობდნენ და
ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს აგროვებდნენ. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ
აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად
საყურადღებო იყო როგორც სხვადასხვა რედაქციის, ისე მოხატულობის თვალსაზრისით; საერთო ჯამში ექვთიმეს
თაოსნობით, მსგავსი სიძველის ვეფხისტყაოსანის 24 ხელნაწერის შეგროვება შეძლო, რომელთა შორის უძველესი 1646
2

წლის იყო, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. გარდა ამისა, მან აღმოაჩინა და განადგურებას
გადაარჩინა უამრავი ანტიკვარული ნივთი და არტეფაქტი, რომელიც დღეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის
უძვირფასეს საგანძურს წარმოადგენს.

“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა
და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა
დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების
ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპ-
ვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ
თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ
მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის
მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან
ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და
ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის
აუცილებლობას” –

ექვთიმე თაყაიშვილი.

ექვთიმე თაყაიშვილის გარდა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში უმნიშვნელოვანესი წვლილი


შეიტანეს მეოცე საუკუნის ქართველმა ისტორიკოსებმა, მეცნიერ-მკვლევარებმა, არქეოლოგებმა, ეთნოგრაფებმა და
ათროპოლოგებმა. ასეთმა გეგმაზომიერმა და მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამ მყარი საფუძველი ჩაუყარა
საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების საქმეს, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-
იანი წლების დასაწყისიდან სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანიც გახდა. მაგრამ იმავე 20-იან წლებში ყოფილი საბჭოთა
კავშირის და კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულმა ანტირელიგიურმა კამპანიამ შესამჩნევი ზიანი მიაყენა
ჩვენს სიძველეებს - ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნიმუში, ისტორიული ღირებულების ძეგლი სამუდამოდ დაიკარგა.
დანგრეული ანდა საზოგადოებრივ დაწესებულებად გადაკეთდა არაერთი ეკლესია-მონასტერი (მაგალითად, ბათუმში
დაანგრიეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი და მის ნაცვლად სასტუმრო „ინტურისტი“ ააგეს, ხოლო კათოლიკურ
ეკლესიაში კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს) დაზარალდა არა მარტო ქართული მართლმადიდებლური
ეკლესია, არამედ საკულტო და სხვა სახის ისტორიული ძეგლები (ასე მაგალითად, გონიოს ციხე-სიმაგრეში ციტრუსის
მეურნეობა გააშენეს, ხოლო პეტრა-ციხისძირის ძეგლზე ლიმონარიუმი). ზოგჯერ ქალაქებისა, სოფლების, და კურორტების
განაშენიანების პროცესში გაუაზრებელმა და ნაჩქარევმა მშენებლობებმა, „სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ“, ე.წ. სოციალის-
ტურმა კეთილმოწყობამ და რეკონსტრუქციამ დიდი ზიანი მიაყენა ძველი ქალაქების, არქიტექტურულ ნიმუშებს,
ანსამბლებს და ძეგლებს, მოისპო მხატვრული ღირებულების ნაგებობები. ასე მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის დროს
საზოგადოებრივ და საჯარო დაწესებულებებად გადაკეთდა ბევრი ისტორიული და არიტექტურული შენობა-ნაგებობა,
საერთო-საყოფაცხოვრებო სახლებად გადაკეთდა და იერსახე შეუცვალეს უამრავ არქიტექტურულ ღისრსშესანიშნაობას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ, ქართული საზოგადოების ნაწილთან,


სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად დაიწყო ქართული კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისთვის ზრუნვა, თუმცა დღესაც არსებობს პრეცედენტები, რომელიც ცხადყოფს, რომ ხშირად
ბიზნესინტერესებს და მსხვილი ეკონომიკური პროექტების რეალიზებას კულტურული მემკვიდრეობის განადგურება
მოჰყვება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიდგომა საქართველოში

გარდამავალი ტიპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
ბოლო ათწლეულებში კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. სწორედ ბოლო ათწლეულებში განვითარებულმა მოვლენებმა
ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას დიდი ზიანი მიაყენა, რაც უპირველესად სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ტრადიციული მიზეზები როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემები, რესტავრაციისა
3

და რეკონსტრუქციის დროს დაშვებული შეცდომები, ქალაქმშენებლობის, სამეურნეო მეურნეობის და საწარმოო


საქმიანობის ზემოქმედება, არამართლზომიერი გამოყენება ტურიტული ბიზნესისათვის და საზოგადოების მხრიდან
უდიერი მოპყრობა და ჩარევა. შედეგად მნიშვნელოვნად იქნა დაქვეითებული მემკვიდრეობის დაცვის კულტურა და
თვითშეგნება.

კულტურული მემკვიდრეობა და მისი მატერიალური შემადგენლები, წარმოადგენს როგორც პლანეტის


ინტელექტუალური პოტენციალის ინფორმაციულ რესურს, ისე დედამიწის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილსაც, რომლის
შენარჩუნებაც აუცილებელია მომავალი თაობებისათვის. იგი არის სულიერი საზრდო, კულტურის, ცოდნის, ხელოვნების
და გამოცდილების წყარო მომავალი თაობებისათვის. პირველხარისხოვან ამოცანას, ძეგლების შენარჩუნებასთან ერთად,
წარმოადგენს მოცემული მემკვიდრეობის და ინფორმაციის შესწავლა. ტექნიკური მდგომარეობის შეფასების თანამედროვე
მეთოდიკა საჭიროებს მუდმივი დაკვირვების, შეფასების, პროგნოზის და კულტურული მემკვიდრეობის მართვის
სისტემების არსებობას, რომლებიც ჩატარდება წინასწარ შემუშავებული პროგრამით. ამისათვის აუცილებელია ყველა
ძეგლის სისტემური მონიტორინგი და კვლევა. საჭიროა ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისათვის ჩატარებული
კვლევების შედეგების რეგისტრაციის, შეკრების, სისტემატიზაციის და მიღებული ინფორმაციის შენახვის სისტემის
შემუშავება და მისი ანალიზური დამუშავება.

ისტორიული ძეგლების კვლევისას ტექნიკური და ეკოლოგიური მეთოდოლოგიის გამოყენებამ, მოითხოვა


ძეგლების მდგომარეობის კვლევაში „სისტემური მონიტორინგის“ პროცედურათა შემუშავება. განსაზღვრება „სისტემური
მონიტორინგი“, აღნიშნავს ხანგრძლივ დაკვირვებას და გამოკვლევას არა მარტო ცალკე აღებული ძეგლის, არამედ მის
შესწავლას „გარემო-სისტემაში“. ძეგლის მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა წარმოებდეს მისი განლაგების ტერიტორიაზე,
ეკოსისტემის ცვლილების და განვითარების დროებითი და სივრცითი პარამეტრების გათვალისწინებით, ძეგლის დამცავი
ზონის ყველა ტექნოგენური და ბუნებრივი კომპონენტების ჩათვლით. სხვაგვარად წარმოუდგენელია გამოვლენილ იქნას
ძეგლის მასალის დამაზიანებელი პროცესები და მოხდეს მისი მდგომარეობის პროგნოზირება ტექნიკური და
ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებისას. ყოველივე აქედან გამომდინარე დასმული პრობლემა „ისტორიულ-
კულტურული ძეგლების ტექნიკური მდგომარეობის შეფასების თანამედროვე მეთოდიკის დამუშავება“ მეტად
აქტუალურია.

თანამედროვე ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში გულისხმობს:

1. მემკვიდრეობის მრავალფეროვნების წარმოჩენას და დაცვას;


2. პროფესიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში სხვადასხვა
უწყებების პასუხისმგებლობის ამაღლებას;
3. მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებული დარგების დეპოლიტიზირებას;
4. ინვესტიციების განხორციელების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების დაცვა;
5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის ფინანსური წყაროების მრავალფეროვნების
უზრუნველყოფას;
6. ადგილობრივი თემისთვის ხელშესახები სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მომტანი სპეციალური
პროგრამების შემუშავებას მემკვიდრეობის ძეგლებსა და ისტორიულ გარემოზე დაყრდნობით;
7. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას: ყველასთვის
ნათელი უნდა იყოს, რატომ და როგორ უნდა მოვუაროთ მემკვიდრეობას, რა შეიძლება მოგვითხროს ამა თუ იმ
ძეგლმა და რა შეიძლება შეგვძინოს მისმა მოვლა-პატრონობამ;
8. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა წვდომას: ხელმისაწვდომობის გარეშე
ვერ განხორციელდება მემკვიდრეობის სოციალური ფუნქცია;
9. გარემოს ფართო კონტექსტის ხაზგასმას – კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების ერთ ჭრილში განხილვას.
10. ამის მისაღწევად შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების განხორციელებას;
4

საქართველოს უნიკალური კულტურა, ხელოვნება, თვითმყოფადი და ავთენტური მემკვიდრეობა ქვეყნის სავიზიტო


ბარათია. ის უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების განვითარებაში... კულტურული მემკვიდრეობის
მოვლა-პატრონობა და თანამედროვე ხელოვნების სისტემატური განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი
და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა თუ შემოქმედებითი
პოტენციალის მსოფლიო აღიარება, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისო ბრენდირება უზრუნ-
ველყოფს ქვეყნის რეგიონულ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას და მის მსოფლიო კულტურულ რუკაზე წარმატებით
დამკვიდრებას.

კულტურის სტრატეგია 2025

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

საქართელოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეალიზება რეგულირდება საქართველოს კანონით


„კულტურული მემკვიდრეოსბის დაცვის შესახებ“, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული იქნა 1999 წელს. კულ-
ტურული მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის
ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
ამასთანავე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება უნდა აისახოს ასევე ყველა დარგის განვითარების
ხედვაში, იქნება ეს ეკონომიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა თუ
სხვა.

,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას,


კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკ-
რულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. კანონი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

• საქართველოში ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტრადიციების ასახვა და საერთაშორისო


გამოცდილების შემოქმედებითი გააზრება;
• სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა;
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედ სამართალსუბიექტთა თანასწორუფლებიანობა, კანონით
დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტის შენარჩუნებით;
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური სრულყოფა;
• სამართალსუბიექტთა შორის კომპეტენციათა გამიჯვნა;
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური ლიბერალიზაცია.

კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურის უძრავ და მოძრავ
ძეგლებზე, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, ისტორიულ დასახლებებში განთავსებულ ურბანულ ძეგლებზე,
ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე, აგრეთვე ურბანული ძეგლებისა და უძრავი ძეგლების დამცავ ზონებზე. მის დაცვას
ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები სხვა სახელმწიფო უწყებებთან (იუსტიციის
სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) კოორდინირებით, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში ძეგლთა დაცვის
უფლებამოსილებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სპეციალური ორგანოები. ასე
მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს აჭარის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
5

კანონი ისტროული ძეგლების დაცვის დროს გამოყოფს პოტენციურად მოძრავ და უძრავ ისტორიულ ძეგლებს.
მათი კლასიფიკაცია ხდება მისი სახეობების, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური და სხვა მახასიათებლებისა
და მისი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების
მიხედვით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის თანახმად უძრავი ქონების სახეობებია:


ა) არქეოლოგიური ძეგლი (ნაქალაქარი, ნასოფლარი და სხვა);
ბ) ისტორიული ძეგლი (ისტორიულ პროცესთან, მოვლენასთან ან პირთან დაკავშირებული ადგილი);
გ) ქალაქთმშენებლობის, საბაღე–საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი (ისტორიული
დასახლება და მისი სისტემები; საინჟინრო თუ სხვა სისტემები, არქიტექტურული კომპლექსი, ანსამბლი ან მისი ნაწილი,
ბაღები, პარკები);
დ) არქიტექტურის ძეგლი (სამოქალაქო, საკულტო, თავდაცვითი, სამრეწველო, სამეურნეო და სხვა შენობა–
ნაგებობანი ან მათი ნაწილები და ფრაგმენტები, მათ შორის, თანამედროვე ტიპობრივი მშენებლობის ნიმუშები);
ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ფრესკა, რელიეფი, მინანქარი, კერამიკა, ქანდაკება, მენჰირი,
ქვაჯვარი, სტელა, საფლავის ქვა და სხვა);
ვ) მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი.

უძრავი ძეგლები მათი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის


მნიშვნელობის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული უძრავი ძეგლი;
ბ) ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ძეგლი.

ხოლო მოძრავი ძეგლის სახეობებია:


ა) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუში;
ბ) დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში;
გ) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები;
დ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი
ნივთები ან/და მათი ფრაგმენტები;
ე) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული საკულტო დანიშნულების ნივთი;
ვ) ხელნაწერები, სიგელები, გუჯრები და ბეჭდვითი გამოცემები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მხატვრული და
სამეცნიერო ღირებულება;
ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, მათ შორის, ფოტო, ფონო, კინო და ვიდეომასალები;
თ) ეთნოგრაფიული ნივთები;
ი) უნიკალური ავეჯი და მუსიკალური ინსტრუმენტები;
კ) მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლები;
ლ) სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა
ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების
ნიმუშების ასლები.

მოძრავი ძეგლი მისი მხატვრული, ისტორიული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად
მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის;
ბ) ეროვნული მნიშვნელობის;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის.
6

უძრავი და მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან
ენიჭება ისტორიული ძეგლის სტატუსი. უძრავი ძეგლი აღინიშნება დაცვითი, საანოტაციო, მემორიალური დაფით ან სხვა
მცირე არქიტექტურული ფორმით, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს. მოძრავ ძეგლს
განსაკუთრებული და ეროვნული მნიშვნელობის სტატუსს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადგილობრივ
მნიშვნელობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი რეგისტრირება ხდება სპეციალურ რეესტრში.

უძრავი და მოძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და


მმართველობის ორგანოები, ფიზიკური პირი და იურიდიული პირი. უძრავი და მოძრავი ძეგლის მფლობელი ფიზიკური
ანდა იურიდილი პირი ვალდებულია:

• მიიღოს შემოსავალი უძრავი ძეგლის ნებადართული წესით გამოყენების გზით;


• ისარგებლოს კანონით დადგენილი საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით;
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისაგან მოითხოვოს სამეცნიერო–მეთოდური
კონსულტაცია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული უძრავი ძეგლის შესახებ;
• ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შემთხვევაში მოითხოვოს სათანადო ანაზღაურება.
• დაიცვას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლი, გაიღოს ხარჯები მისი მოვლა–პატრონობისათვის;
• სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დაიცვას ძეგლი;
• სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების თანხმობის გარეშე არ დაუშვას ძეგლის, მისი ნაწილებისა თუ
ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა, ხოლო უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში – მიწის
სამუშაოების ჩატარება, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მოსპობა ან უძრავი ძეგლის ისეთი ექსპლუატაცია,
რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;

კულტურული მემკიდრეობის დაცვისა და შესწავლის მიზნით ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები: დაზვერვა,
გაწმენდა, გათხრა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეგენერაცია, ადაპტაცია, ძეგლის ან მისი ნაწილის
გადაკეთება, გადაადგილება, დაშლა და სხვ. ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ძირითად სტადიებად: სამეცნიერო–
კვლევითი სამუშაო, საპროექტო–საძიებო სამუშაო, პროექტის რეალიზაცია. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების
წესებს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები

ნებისმიერ სახელმწიფოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედებს ხელისუფლების სამივე


შტოს ორგანიზაციები და უწყებები, როგორც ეროვნულ ისე რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე. მასში ჩართულია
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა ეშელონი. გარდა ამისა არასამთავრობო და
სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები. ამგვარად, მემკვიდრეობის დაცვის სისტემა ფართო სპექტრით არის
წარმოდგენილი და თითქმის ყველას როლი მკაფიოდ არის განსაზღვრული.

თანამედროვე ეტაპზე საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედებს ათეულობით


სამთავრობო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები, რომელიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ქვეყანაში
არსებული ყველა ტიპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. სამთავრობო ორგანიზაციებიდან განსაკუთრებით
აღსანიშნავია საქარათველოს პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
კანონმდებლობის წყაროს და კონტროლის მექანიზმს. ეროვნულ დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების კუთხით
კულტურული მემკვიდრეობის დაცვს უშუალო პოლიტიკას ახორციელებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
და მისდამი დაქვემდებარებული „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, ხოლო
ირიბად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩართული არის საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა დ
შინაგან საქმეთა სამინისტრო.
7

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს საქართველოს


პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზნებს წარმოადგენს:

• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება, კვლევა და პოპულარიზაცია;


• მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის განვითრება, საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და
ამუშავება;
• ძეგლთა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებსა და
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
• ძეგლთა ინვენტარიზცია და კულტურული მემკვიდრეობის სიანფორმაციო ბაზის შექმნა.

კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში ეროვნული სააგენტო ახორციელებს:

• მუზეუმ-ნაკრძალების, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას,


მოვლა-პატრონობასა და პოპულარიზციას;
• სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის მართვის ხელშეწყობას; კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
• საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ექსპონატების შესწავლას, მათი ისტორიული, მეცნიერეული და
მხატვრული ღირებულებების განსაზღვრას, კვლევასა და პოპულარიზაციას;
• კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას და პუბლიკაციას;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციასა და ინვენტარიზაციას;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო
სამუშაოების მეთოდოლოგიური ექსპერტიზას;
• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, კულტურულ-საგან-
მანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადებას.

გარდა საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, სააგენტო


სხვა ოფიციალურ უწყებებთან ერთად (საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო) აქტიურად მუშაობს
ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

2016 წელს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვისა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კულტურის სტრატეგია
2025-ში კულტურული მემკვიდრეობა სპეციფიკურ ამოცანებად არის განსაზღვრული და მის ამოცანებს მოიცავს:

• კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავება რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების


გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და
ყველა შესაბამისი თემის (მატერიალური, არამატერიალური, ბუნებრივი მემკვიდრეობა) ადეკვატურად ასახვის
მიზნით; კანონის აღსრულების გაძლიერება, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სხვადასხვა
მექანიზმის შემუშავება (მაგ. ძეგლის მცველის სტატუსის განსაზღვრა და სხვ.);

• საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების
მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ახალი ნომინაციების მომზადება მატერიალური,
არამატერიალური და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისა და იუნესკოს
კაცობრიობისარამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად;

• კულტურული მემკვიდრეობის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის სისტემის დახვეწა და საერთაშორისო


სტანდარტებთან შესაბამისი განსაზღვრებების (მაგ. კულტურული ლანდშაფტი, კულტურული სივრცე, ბუნებრივი
ღირსშესანიშნაობა, ურბანული მემკვიდრეობა, ისტორიული მემკვიდრეობა, ინდუსტრიული მემკვიდრეობა,
8

კინომემკვიდრეობა, ლიტერატურული მემკვიდრეობა, აგრარული მემკვიდრეობა, ციფრული მემკვიდრეობა და


სხვ.) გათვალისწინება;

• ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მონიტორინგის


ინსტრუმენტების შემუშავება (მაგ. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებების გაფორმება, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ცნობიერების ამაღლების და
გადამზადების პროგრამების შემუშავება და სხვა.) და გაძლიერება;

• პასუხისმგებლობების გადანაწილება, გამიჯვნა და ძალისხმევის კოორდინაცია სხვადასხვა ინსტიტუტსა და


დაინტერესებულ მხარეს (მაგ. სახელმწიფო და კერძო მფლობელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა რელიგიური კონფესიები და ა.შ.) შორის, კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის საკითხთან დაკავშირებით;

• მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობის (მათ შორის, საზღვარგარეთ არსებული


ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის)
გამოვლენა, ინვენტარიზაცია, კატეგორიების განსაზღვრა, კლასიფიკაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა,
რეესტრის წარმოება და რუკაზე დატანა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

• კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროს ორგანიზაციებს შორის ქსელებისა და კავშირების


განვითარების, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერა;

• მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საზოგადოებისთვის


ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება, კატალოგების
შექმნა/განვითარება;

• არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის


ხელშეწყობა და მისი

• პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის საზღვრებს გარეთ; კულტურული მემკვიდრეობის
საკითხებზე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის (გაცვლითი პროგრამები, რეზიდენციები, კვლევითი
ლაბორატორიები) მხარდაჭერა;

• კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური საკვლევაძიებო სამუშაოების მხარდაჭერა, კვლევის პროცესში


ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წახალისება;

• საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის წარმოჩენა და


საერთაშორისო პოპულარიზაცია სხვადასხვა მექანიზმის (უცხოურენოვანი გამოცემები და ვებ-გვერდები,
იუნესკოს ნომინაციების და ა.შ.) გამოყენების საშუალებით;

• მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვა (რესტავრაცია, კონსერვაცია, რეაბილიტაცია)


საერთაშორისო სტანდარტებსა და შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით;

• კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისადმი ინტეგრირებული მიდგომის გამოყენება; ქალაქთმშენებლობის,


სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციასა და რეგიონის განვითარების სტრატეგიებში კულტურული
ღირებულების მქონე შენობების, კომპლექსების, კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების,
ლანდშაფტების და სივრცეების დაცვის საკითხების გათვალისწინება;
9

• არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი და გამქრალი


არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა, პრაქტიკაში გამოყენების
ხელშეწყობა და მის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პარალელურად 2025 სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს


კულტურულ ტურიზმს:

• ტურიზმის მდგრად განვითარებაში კულტურული რესურსის (მაგ. არამატერიალური, მატერიალური და


ბუნებრივი მემკვიდრეობა, გამოფენები, კონცერტები, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვ.)
ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და მისი გამოყენება უნიკალური, ავთენტური და საერთაშორისო
მასშტაბით კონკურენტუნარიანი ტურისტული შთაბეჭდილების შესაქმნელად;

• შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კულტურული


და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებზე და გარემოზე ტურიზმის უარყოფითი გავლენის შემცირების,
ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის გაზრდის მიზნით.

• კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობა (მაგ.


საკანონმდებლო ინიციატივების, საინტვესტიციო პაკეტების, პარტნიორობის მოდელების შემუშავება, ქვეყნის
ცნობადობისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ბრენდპაკეტების შემუშავება,
საერთაშორისო დონორთა დახმარების პროგრამების გამოყენება და სხვ.);

• კულტურის ობიექტების მენეჯერებისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის გადამზადების პროგრამების


შემუშავება ტურისტული ბაზრის, შესაბამისი ტენდენციების, ტურისტული მარკეტინგის, ასევე, სხვადასხვა
კულტურული რესურსის მნიშვნელობის და ტურიზმის განვითარებაში მისი გამოყენების შესაძლებლობების,
კულტურული ტურიზმის ეკონომიკის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და სხვა შესაბამისი
საკითხების შესახებ;

• ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარება (მატერიალური, არამატერიალური


და ბუნებრივი მემკვიდრეობის მარშრუტები შესაბამისი საინფორმაციო-საორიენტაციო მანიშნებლებით,
ბილიკებით და ა.შ.) და საქართველოს ჩართვა საერთაშორისო კულტურული მარშრუტების პროგრამებში (მაგ.
„ევროპის კულტურული მარშრუტების პროგრამა“, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის „აბრეშუმის
გზის პროგრამა“ და ა.შ.);

დღეისათვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არის საქართველოს ტერიტორიაზე განფენილი კულტურული


მემკვიდროება, რომელიც მოქცეული არიან გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში (შპს, აიპ, სსიპ):

• დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;


• ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
• უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
• ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
• უჯარმის არქიტექტურული ანსამბლი
• სამშვილდის არქიტექტურული ანსამბლი
• გრემის მუზეუმი
• კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
• პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
• ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
• დიდი-ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
10

• ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;


• სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი;
• ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
• ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის


სფეროში თანამშრომლობს სხვადახვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოებთან და ამ პროფილის
საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2009 წლის 8 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის დაიდო შეთანხმება 2009-2010 წლებში
კულტურული მემკვიდრეობის დარგში თანამ-შრომლობის შესახებ შემდეგი მიმართულებით:

1. კულტურული მემკვიდერობის გეოინფორმაციული სისტემის (GIS) განვითარება საქართველოში;


2. ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის გაძლიერება;
3. არქეოლოგიური ძეგლებისა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა;
4. საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღმავება;
5. ევროპული მემკვიდრეობის ქსელისთვის (HEREIN) საქართველოს მხარის ანგარიშის მომზადებაში დახმარება.

სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან. სწორედ მასთან კავშირიში განახროციელა რიგი


პროექტები, რომელიც უკავშირდებოდა კონფლიქტის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. გარდა
ამისა, ევროპის საბჭოს ინიციატივითა და მხარდაჭერით 2010 წლიდან ხორციელდება საპილოტე პროექტი ისტორიულ
ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისათვის (პპ2). პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტო. პროექტის მიზანია ურბანული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოსა და მართვის გაუმჯობესება,
საქართველოს ურბანული მემკვიდრეობის მდიდარი და მრავალფეროვანი რესურსების წარმოჩენა რეგიონულ და
საერთაშორისო დონეზე და მცირე და საშუალო ზომის ქალაქების დახმარება გამოიყენონ მემკვიდრეობა, როგორც
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოსათვის ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული ქალაქების რეაბილიტაციის ინტენსიური პროცესის ფონზე. ამ
ძალისხმევის მხარდასაჭერად პროექტის ფარგლებში მობილიზებულია ევროპის საბჭოს წამყვანი ექსპერტები, რათა
უზრუნველყოფილ იქნეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან. 2010 წელს
პროექტის წინასწარული ეტაპის ფარგლებში მომზადდა მემკვიდრეობის შეფასების დოკუმენტი და პროექტის მიზნების
შესაბამისად შეირჩა ე.წ. პრიორიტეტული ინტერვენციის მცირე და საშუალო ზომის ქალაქები: აბასთუმანი, ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, გორი, მესტია, თელავი, ფოთი, წყალტუბო, ჭიათურა.

რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკას ახორციელებს


ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობები, სააგენტოები მუნიციპალიტეტები და
საკრებულოები.

2011 წლის 18 იანვრიდან აჭარაში ფუნქციონირება დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. იგი
დაფუძნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებითა და უშუალო ხელშეწყობით. სააგენტო
წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში და არის მისი უფლებამონაცვლე კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

დაარსებიდან დღემდე სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა არა ერთი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, რის შედეგადაც კულტურული ტურიზმის ბაზარზე კიდევ
უფრო გაიზარდა რეგიონში კონცენტრირებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
როლი. მნიშვნელობანი პროექტებიდან აღსანიშნავია, ისტორიული ძეგლების აღმნიშვნელი საგზაონიშნების დამონტაჟება
სავალი გზის ნაპირზე. საგზაო ნიშნულებსა და საინფორმაციო დაფებზე ინფორმაცია არსებული ძეგლების შესახებ
11

განთავსებულია როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე. საინფორმაციოდაფები და საგზაო ნიშნები ეფექტურად ახდენს
აჭარაში მოხვედრილი ტურისტებისა და ვიზიტორების ინფორმირებას, რათა უმოკლეს დროში შეძლონ მათთვის
სასურველ ძეგლებთან მოხვედრა. იმავე წელს სააგენტოს ინიცატივით მუზეუმებში მოხდა აუდიო-გიდების
ტექნოლოგიათა დანერგვა, რომელიც ტურისტს საშუალებას აძლევს 4-დან ნებისმიერ ენაზე მიიღოს მომსახურება. 2012
წელს სააგენტოს ინიციატივით მოხდა ახალი მუზეუმების დაარსება და ძველის რესტავრაცია. მათ შორის არსანიშნავია
ცვილის მუზეუმის დაარსება, დაიწყო ირაღის მუზეუმის დაარსების პროგრამის რეალიზება, სადაც გამოფენილი იქნება
რეგიონში თავმოყრილი ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო იარაღები და ადგილობრივი წარმოების ცეცხლსასროლი
იარაღის ნიმუშები. გარდა ამისა, 2012 წელს დაიგეგმა ღია ცისქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა. 2012-2013 წწ.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიხანის ციხესა და აჭარაში არსებულ თაღოვან ხიდებს. 2013 წელს სააგენტოს ინიციატივით
შეიქმნა სარესტავრაციო კვლევითი ლაბორატორია. ყოველი წლის 18 აპრილს სააგენტო რეგიონის უმაღლეს სასწავლო
დაწესებულებებთან ერთად ტრადიციულად აღნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეს.
ძეგლების პოპულარიზაციისა და დაცვის თვითშეგნების ამაღლების მიზნით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
ყოველწლიურად სააგენტოს მიერ დაგეგმილი და რეალიზებული ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონში კულტურული
ტურიზმის განვითარებას.

გარდა სამთავრობო ორგანიზაციისა, საქართველოს ტერიტორიაზე არესბული კულტურული მემკვიდრეობის


დაცვაზე და მის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს რამდენიმე ავტორიტეტული არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ სამთავრობო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაცებთან. ასეთი
ორგანიზაციის ტიპს მიეკუთვნება: საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდი“, ფონდი
„ისტორიალი“, „ქართული კულტურის კვლევის საერთაშორისო ასოციაცია“ და სხვ.

არასამთავრობო ორგანიზაცია - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი - „ისტორიალი“ (http://www.gaccgeorgia.org/)


დაარსდა 1995 წელს. 2001 წლიდან იგი უკვე რეგისტრირებულია როგორც ფონდი. მას გააჩნია კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, რომელიც ორ სფეროს მოიცავს:

1. შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლების დაცვა-შენარჩუნება

პროგრამის პრიორიტეტებია: შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის მდგომარეობის


კვლევა, დიაგნოსტიკა, დაზიანების გამომწვვევი მიზეზების აღმოფხვრა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.
უპირატესობა ენიჭება მიკრობიოლოგიური დაზიანების შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების და გარემო პირობების
ზემოქმედების დადგენას, მკურნალობის მეთოდიკის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტთა
რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ძეგლებზე ტარდება საკონსერვაციო სამუშაოები და ამასთანავე, საერთაშორისო
საკონსერვაციო პრაქტიკას და გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდა სპეციალისტებს. პროგრამა ასევე მოიცავს
ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის ძეგლების პოპულარიზაციისთვის ჩატარებულ
ღონისძიებებს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამასთანავე, რეგიონების მდგრადი ეკონომიკური
განვითარებისთვის პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოების (განსაკუთრებით ადგილობრივი თემის) ჩართვას
კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში, ფონდების მოძიებას, ძეგლების რელიგიური სფეციფიკის
გათვალისწინებით ორგანიზებული კულტურული ტურიზმის მენეჯმენტს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის პტიორიტეტებია: საქართველოს მუზეუმებში, კულტურის ორგანიზაციებში, საცავებსა თუ კერძო


კოლექციებში დაცული საქართველოს ისტორიული კულტურის მოძრავი საგანძურის პოპულარიზაცია ნაციონალურ და
საერთაშორისო დონეებზე; საზოგადეობის ყურადღების მიპყრობა მუზეუმებში არსებული პრობლემებისადმი;
მუზეუმების ეკონომიკური შემოსავლიანობის და შესაბამისად ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოს
ისტორიული კულტურის ღირებულებების მხატვრული, შემოქმედებითი გადამუშავების, განვითარების და მარკეტინგის
გზით.
12

ამ პროგრამის ფარგლებში 2013 წლის მაისს დასრულდა გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა
და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები. პროექტი განხორციელდა აშშ-ს ელჩის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მხარდაჭერით.

გარდა ამისა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან
პარტნიორობის საკითხებში და მათი დახმარებით ახორციელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამ
მიმართულებით ერთერთ მსხვილ პროგრამას წარმოადგენს შემოქმედებითი ინდუსტრიები და ხალხური რეწვის
განვითარების პროგრამა. ხელნაკეთი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
მისი ყოველი დარგი - ქსოვა, კერამიკა, ხეზე კვეთა, სიუველირო ნაკეთობანი და სხვა გამოირჩევა განსხვავებული და
მრავალფეროვანი ტექნიკით. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ქართველ ოსტატებს პრაქტიკულ დახმარებას უწევს
მხატვრული ტრადიციების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მდგრადობის
გაუმჯობესების საქმეში. პროდუქციის შექმნის, წარმოების, მარკეტინგის დარგში სწავლების და თანამშრომლობის გზით,
ცენტრი ცდილობს გაზარდოს ხალხური რეწვის სექტორის ეკონომიკიური სიცოცხლისუნარიანობა.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მონაცემთა ბაზაში 600-ზე მეტი ინდივიდუალური ოსტატი და მცირე
საწარმოა. მათ რიცხვში არიან პროფესიონალი ოსტატები, მცირე სტუდიები და სახელოსნოები, მცირე და საშუალო
საწარმოები, პატიმრები, უნარშეზღუდული პირები და ა.შ.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ხელს უწყობს ქართული ხალხური რეწვის გამოფენების მოწყობას, მუშაობს
საქართველოში ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე; ადგილობრივ მარკეტინგს ახორციელებს ტრადიციული საშობაო
გამოფენების და ხალხური რეწვის საკუთარის სალონის საშუალებით; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო
გამოფენებსა და ბაზრობებში, რათა გაზარდოს რეწვის პროდუქციის გაყიდვა და რეწვის მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს
როგორც ქართული ხალხური რეწვის ექსპორტიორი.

2013 ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული


პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში,განახორციელა ტრადიციული რეწვის
სექტორის კვლევა საქართველოში.

2012-2013 ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის


ქსელური პროგრამის (OSF Budapest) მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის
ინსტიტუციონალური განვითარება", რომლის მიზანი იყო დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების
ხელშეწყობა, კერძოდ:

• სპეციალური ვორქშოფებისა და ტექნიკური დახმარების გზით დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე


ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების ინსტიტუციონალური უნარების განვითარება
და სოციალური მეწარმეობის გზით ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა;რეგიონის განვითარებისთვის
კულტურის სფეროს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ამაღლება;
• დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების
რეგიონალური ქსელის შექმნა;
• დუშეთში კულტურული ტურიზმის პოტენციალის გაზრდა;
• ხალხური რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვითარება;

2012-2014 ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო


პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ
პარტნიორებთან ერთად განახორციელებს პროექტს - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება
აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის". პროექტი
13

შეეხება შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული რეწვის განვითარების


ხელშეწყობას ზემოხსენებულ ქვეყნებში. 1

პროქტების რეალიზების მიზნით ფონდი აქტიურად თანამშორმლობს საერთაშორისო და ადგილობრივ


ორგანიზაციებთან როგრებიცაა: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია,
საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, Aid To Artisans, ბრიტანეთის საბჭო,
ბრითიშ პეტროლიუმი, გეტის გრანტების პროგრამა, გეტის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფილიპ
მორისის წარმომადგენლობა საქართველოში, Save the Children/USAID, მსოფლიო ბანკი, ხელოვნების და განათლების
საერთაშორისო ფონდი, მსოფლიო მონუმენტების ფონდის/ სამუელ კრესის ფონდი, მსოფლიო მონიმენტთა
ფონდი/რობერტ ვილსონის ფონდი, ევრაზიის ფონდი, The Know-How Fund/ბრიტანეთის საელჩო, პრინც კლაუსის ფონდი,
Trust for Mutual Understanding, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNESCO-ს მოსკოვის ოფისი საქართველოს, სომხეთის,
აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდოვეთის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციისთვის, ECF STEP beyond
Mobility Fund და ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

საზოგადოება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მენეჯმენტი

თეორიტიკოსები თვლიან, რომ საზოგადოება ქმნის კულტურულ მემკვიდრეობას და იგი უნდა იყოს მისი დაცვის
ერათერთი ძლიერი ორგანიზმი.

თუკი პრობლემას პანორამული ხედვის დიაპაზონში განვიხილავთ, მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ყველა
გამოწვევას მივყავართ ძირეულ პრობლემამდე – საზოგადოების მხრიდან მემკვიდრეობის ღირებულებების

1
10 დეკემბერი, 2010 - ხსც-მ მოიპოვა საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის გრანტი
სასუვენირო/სასაჩუქრე პროდუქციის ახალი ხაზის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული თეამატიკის
მიხედვით შესრულებული სუფრის აქსესუარების - ექვსი ახალი პროდუქტის შექმნას. პროექტი განხორციელების
პროცესშია.
2009 წლიდან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტები არიან `ევროპის რეკონსტრუქციისა და
ბიზნეს განვითარების საკონსულტაციო მომსახურების (EBRD BAS) პროგრამის კონსულტანტები.
2010 წლის 11 ივნისს ხსც-მ EBRD BAS -ის ფინანსური მხარდაჭერით და დუშეთის რეგიონში რეგისტრირებული
არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის `საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების
ცენტრის`დაკვეთით განახორციელა კვლევა, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული სუსტი და
ძლიერი მხარეების ანალიზს. პროექტის მიზანია ხალხური რეწვის პროფილის ადგილობრივი - დუშეთში
რეგიხტრირებული არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივების შეფასება და
კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება შემდგომი საქმიანობის მენეჯმენტსა და
მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ხელს შეუწყობს დუშეთის კულტურის ორგანიზაციების და
ხალხური რეწვის ცალკეული ოსტატების, განსაკუთრებით კი რაიონის დიასახლისი ქალების დასაქმებას.
2009, აპრილი - 2010, მარტი- შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საქართველოსა და სომხეთში და
ბიზნეს-მენეჯმენტისა და მარკეტინგის ბრიტანული გამოცდილების გაზიარება - ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი
თანამშრომლობის პროგრამა
26-27 მაისი, 2005 - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება - შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან - სამუზეუმო
სუვენირების და ხალხური რეწვის ნიმუშების თემაზე - UNESCO-ს მოსკოვის ოფისის საქართველოს, სომხეთის,
აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდოვეთის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციისთვის, ხელოვნებისა და
კულტურის ქსელური პროგრამის და ფონდი ` ღია საზოგადოება ბუდაპეშტი~ -ს თანამშრომლობით.
2002 - კულტურული მემკვიდრეობა, ხალხური რეწვა, კულტურული ტურიზმი და სიღარიბის დაძლევა
საქართველოში, მსოფლიო ბანკის კონკურსის ` Development Marketplace – 2002`-ის ფინალისტი
2002 - სამუზეუმო ასლების ხაზის შექმნა ` Philip Morris/ATA -ს წარმომადგენლობა საქართველოში
2000-2001 - "ხალხური რეწვის ექსპორტის განვითარება დაფუძნებული ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებაზე,
ბიზნეს ტრენინგსა და მარკეტინგზე", GEPA/GTZ
2000 "ქართველი პატიმრების დასაქმება ხალხური რეწვის ბაზაზე", - Know How Fund
1998-1999 -"ქართული ტრადიციული რეწვის განვითარება და მარკეტინგი"- ევრაზიის ფონდი
1997-1998 - "ქართული ხალხური რეწვის განვითარება",- Save the Children/USAID
14

გაუთვითცნობიერებულობა. საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის ეფექტურად


შენარჩუნებისათვის აუცილებელია, ფართო საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ესმოდეს მემკვიდრეობის დაცვასთან
დაკავშირებული საკითხები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკური, აღმასრულებელი და პროფესიული
ინსტიტუციების ერთ-ერთ ფუნქციად უნდა იქცეს ფართო საზოგადოებაში ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ
ცოდნის გავრცელება და მის მიმართ ინტერესის გაღვივება. მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებისათვის
სხვადასხვა მედიის გამოყენებით ხდებოდეს მემკვიდრეობის კონსერვაციის სარგებლისა და მემკვიდრეობის წინაშე
არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

2008 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის


ფასეულობათა შესახებ ჩარჩო კონვენციას (ფაროს კონვენცია). ფაროს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის
დეფინიციას ახლებურად, სოციალურ კონტექსტში იძლევა:

,,წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული რესურსების ჯგუფი, რომელსაც ხალხი, მფლობელობისგან


დამოუკიდებლად განსაზღვრავს, როგორც საკუთარი, სისტემატიურად განვითარებადი ფასეულობების, რწმენის,
წარმოდგენების, ცოდნისა და ტრადიციების ანარეკლსა და გამოხატულებას. ეს მოიცავს, ხანგრძლივი დროის მანძილზე,
ხალხისა და ადგილის ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი გარემოს ყველა ასპექტს“.

კონვენცია განსაზღვრავს მემკვიდრეობით დაინტერესებულ საზოგადოებას:

„მემკვიდრეობით დაინტერესებული საზოგადოება შედგება ადამიანებისაგან, ვისთვისაც ფასეულია


კულტურული მემკვიდრეობის სპეციფიკური ასპექტები, რომელიც მათ სურთ, სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში,
შეინარჩუნონ და გადასცენ მომავალ თაობას“. ფაროს კონვენცია ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, აღიარონ როგორც
დაინტერესებული ინდივიდების, ისე საზოგადოების უფლება, იყვნენ ჩართული მემკვიდრეობის დაცვასა და
განვითარებაში და უზრუნველყონ ამ პროცესისთვის აუცილებელი პილიტიკური და საკანონმდებლო გარემო, რათა
კულტურულმა მემკვიდრეობამ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,
სიცოცხლისუნარიან განვითარების პროცესს და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას...“

საქართველოში მემკვიდრეობის ჯგუფების გააქტიურების პროცესი და სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბების


ტენდენცია უკვე სახეზეა. სულ უფრო აქტიურად გამოდიან ასპარეზზე ადვოკატირების, ასევე საზოგადოების
გათვითცნობიერებისთვის მოქმედი ორგანიზაციები თუ სპონტანურად შექმნილი მოძრაობები. „თბილისის ჰამქრის“
აქტიური მოღვაწეობა თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის მნიშვნელოვანი
გამოცდილებაა.
15

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური პოტენციალი („მემკვიდრეობის ეკონომიკა“) და მისი ათვისება


საქართველოში

მე-20 საუკუნეში მოხდა მემკვიდრეობის სოციალურ ფასეულობათა მრავალფეროვნების, ეკონომიკური და


პოლიტიკური მნიშვნელობის გააზრება და აღიარება. მემკვიდრეობის ეკონომიკა (Heritage Economic) კულტურის
ეკონომიკა (Economic of Culture), როგორც განვითარების თეორია, დასავლეთის ქვეყნებში გასული საუკუნის 70-იანი
წლებიდან იღებს სათავეს და 80-იან წლებში განვითარების სრულ ფაზაში შედის. ამ მოძრაობის ავტორებმა, ძირითადად
პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დარგში მთელი მიმდინარეობა შექმნეს. განსაკუთრებული აქცენტები
კულტურულ ტურიზმზე იქნა გაკეთებული. უკვე 1970-იანი წლებიდან გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და
მსოფლიო ბანკის მიერ, მკაცრად ეკონომიკურ საფუძველზე, დაიწყო მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ინვესტირების
დასაბუთება, ხოლო უკვე 1980-იან წლებში ხმარებაში აქტიურად გაჩნდა ტერმინი „მემკვიდრეობის ინდუსტრია“,
რომელიც მზარდი ტურიზმის ინდუსტრიის კვალდაკვალ აღმოცენდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით
ტურიზმი ბოლო 60 წლის მანძილზე უწყვეტ ზრდასა და დივერსიფიკაციას განიცდის და ყველაზე დიდი და სწრაფად
მზარდი სექტორია ეკონომიკაში. საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 1950 წლიდან 1990 წლამდე 25 მილიონიდან
438 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2008 წლისთვის – 922 მილიონამდე. 2020 წლისათვის ნავარაუდევია, რომ
საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 1.6 მილიარდამდე გაიზრდება და განსაკუთრებულად მკვეთრად „ახალ
რეგიონებში“.

მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკის წარმატებული საერთაშორისო მაგალითები მიუთითებს, რომ იგი ხელს
უწყობს ახალი ბიზნესის ფორმირებას, ტურიზმის სტიმულირებას, უძრავი ქონების ფასის გაზრდას, ცხოვრების
ხარისხის ამაღლებას და სიღარიბის დაძლევას. „მემკვიდრეობის ეკონომიკას“, გარდა პირდაპირი შედეგისა, ახასიათებს
განვითარების პროცესის უწყვეტობა, მისი ირიბი ეფექტი კი მზარდია.

სხვადასხვა სახელმწიფოების გამოცდილებამ შემდეგი სურათი აჩვენა:

• ნიდერლანდებში ყოველი 1 ევროს სუბსიდია, რომელსაც ხარჯავს ჰოლანდიის რესტავრაციის ფონდი


იზიდავს სამმაგ კერძო ინვესტიციას.
• დიდ ბრიტანეთში კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობებში 1 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციის
განხორციელება ქმნის დამატებით 1.60 გირვანქა სტერლინგს ადგილობრივ ეკონომიკაში.
• სინგაპურში კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი შენობების ფასი ისტორიულ სამეზობლოში 10
წელიწადში საშუალოდ 200% გაიზარდა;
• „ბოლო 20 წლის მანძილზე, ძეგლთა დაცვითი საქმიანობისთვის როდ-აილენდის (აშშ) გენერალური ასამბლეის
მიერ გაღებულ ყოველ 1 დოლარზე სახელმწიფომ მიიღო 1.69 აშშ დოლარი ახალი სახელმწიფო საგადასახადო
შემოსავლების სახით.
• 2016-2017 წლებში იტალიის ხელისუფლებამ წარმოადგინა ამბიციური საინვესტიციო პროგრამა, რომლის
მიხედვითაც იგი გამოთქვამს მზადყოფნას საკუთრებაში გადასცეს ინვესტორს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში
არსებული სხვადასხვა „მიტოვებული“ 100 კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის სასახლეები, კოშკები,
ეკლესიები და სხვ. იმ პირობით თუკი ახალი მფლობელი მას ტურისტულ ობიექტად აქცევს, მის
რეაბილიტაციაზე, კონსერვაციასა და შენარჩუნებაზე საჭირო ინვესტიციებს განახორციელებს.

წარმატებული ქეისები

„ფესტივალი მდინარე ნიგერზე“

„მაიას“ სახელით ცნობილი მეწარმეობის მოდელი, რომელიც დაარსდა მალიში, 2004 წელს. ფესტივალის ხედვა
ჰუმანისტურია და გულისხმობს ადგილობრივ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელოვნებო, ეკონომიკურ და სოციალურ
მდგრად განვითარებას, მართვის თანამედროვე პრინციპების გამოყენებით. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი
განვითარება სახელოვნებო პროფესიების, სასტუმროების, კვების ქსელის, ტრადიციული რეწვისა და ტურიზმის
გაცოცხლება. მიდგომამ ხელი შეუწყო ადგილობრივი თემების განვითარებას ეკონომიკურ, კულტურულ, სახელოვნებო,
16

სოციალურ და გარემოს დაცვით კონტექსტებში. გასული 5 წლის მანძილზე, ფესტივალის საშუალებით განვითარდა
მონაწილეთა და დამსწრეთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის სისტემა, რამაც ფესტივალის მონაწილეებს კერძო
სახლებში განთავსების საშუალება მისცა. სეგოუ დაუძმობილდა რიჩმონდის (ვირჯინია, აშშ) და მოხდა გაცვლები
მექსიკასა და პორტუგალიასთან, სენგალთან. ფესტივალის განვითარებამ განაპირობა მდინარის სანაპირო ზოლის
გაწმენდა და მწვანე საფარის აღდგენა. ფესტივალმა დააფუძნა მდინარე ნიგერის ობსერვატორია. ფესტივალის
მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა 20-დან 26 000-მდე, უცხოელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა - 70%-ით,
ადგილობრივ ეკონომიკაში ტურიზმის, ტრადიციული რეწვის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობიდან მიღებულმა
შემოსავალმა შეადგინა 5 მილიონი. ყოველწლიურად იქმნებოდა 2000-მდე სამუშაო ადგილი. ფესტივალმა დააფუძნა სამი
ყოველწლიური ეროვნული კონკურსი, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და ტრადიციული მალური სამოსის შესახებ
ვორკშოპები. ყოველწლიურად ხდება 30 ტრადიციული საშემსრულებლო ჯგუფის და 500-მდე ადგილობრივი და
საერთაშორისო ხელოვანის წარმოდგენა და ახალი ტალანტების აღმოჩენა.

„როტერდამის კრეატიული ფაბრიკა“

პროექტი დაარსდა 2008 წელს მიტოვებულ მარცვლეულის საწყობში. მან ხელი შეუწყო ახალი სამუშაო
ადგილების შექმნას ქალაქის ყველაზე მიყრუებულ უბანში და სამუშაო სივრცე შესთავაზა 180-მდე მცირე
ზომის კომპანიას უკანასკნელი 5 წლის მანძილზე. პროექტი არის მთავრობას, კერძო ბიზნესსა და განათლების
ინსტიტუციებს შორის საჯარო-კერძო პარტნიორობის მაგალითი, რომლის მიზანია კრეატიული
ინდუსტრიების ერთ ჭერქვეშ განთავსება. ამ კომპანიათაგან უმეტესობა ღია სივრცეში ფუნქციონირებს და
ქირაობენ სამუშაო მაგიდას კაცზე 110 ევროდ თვეში ყველა სახის მომსახურების ჩათვლით: გათბობა,
ელექტროობა, ინტერნეტი, დაცვა, შეხვედრის ოთახები, ბიზნეს კავშირები და ტრენინგები. პროექტს მართავს
კერძო კომპანია, რომელიც როტერდამის მუნიციპალიტეტისგან ქირაობს სივრცეს. პროექტი ხელს უწყობს
კრეატიული კომპანიების სწრაფ ზრდას, სტარტაპებისთვის საოფისე ფართის შეთავაზების ჩათვლით, ქალაქის
გაღარიბებული უბნების გაჯანსაღებას, პროფესიული საქმიანობის განვითარებას სხვადასხვა სახის
ინდუსტრიებს შორის ურთიერთანამშომლობას და სექტორის ცნობადობას.

„დოკუმენტა“

კასელი (გერმანაია) - 1955 წელს დაფუძნებული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე


მნიშვნელოვანი ბაზრობა მთელს ევროპასა და მსოფლიოში, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იმართება ქალაქ
კასელში (200 000-მდე მოსახლეობა), 100 დღის განმავლობაში. გამოფენა უმთავრესი კულტურული სიმბოლოა
ქალაქისა, რომლის 80% მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. 2002 წელს პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 22
მლნ. ევროს (50% - საკუთარი რესურსი, 35%- სახელმწიფო მხარდაჭერა, 15%- კერძო მხარდაჭერა). ამავე წელს,
„დოკუმენტა“-მ მოიზიდა 650 000 მნახველი, მათ შორის 23% უცხოეთიდან, რომლებმაც ადგილობრივი
ტურიზმის განვითარებაში შეიტანეს წვლილი. ამასთანავე 40 000-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა ღონისძიებას.
„დოკუმენტას“ პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი ქალაქ კასელზე და რეგიონზე - 60 მლნ. ევრომდეა
შეფასებული (თავად გამოფენამ 6, 340 000 ევრო გამოყო დასაქმებასა და მომსახურებაზე, ვიზიტორებმა კი,
კასელის რეგიონში 52 მლნ. ევრომდე დახარჯეს). ღონისძიებამ პირდაპირ და ირიბად ხელი შეუწყო კასელის
ინფრასტრუქტურის განვითარებას და კეთილმოწყობას. აშენდა და მოეწყო გამოფენისთვის სათანადო
შენობები. ღონისძიების პერიოდში 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათგან 200-მდე გიდის მომსახურებაა
საჭირო ვიზიტორებისთვის ხელოვნების ნიმუშების საჩვენებლად.
17

საქართველოში, სადაც მემკვიდრეობის კულტურულ, ისტორიულ და ესთეტიკურ ფასეულობათა შესწავლის


დიდი ტრადიციაა, მემკვიდრეობის ეკონომიკა ისეთივე ახალი ცნებაა, როგორც დემოკრატია ან სამოქალაქო
პასუხისმგებლობა. მასზე წარმოდგენა ძალიან ზოგადი და ფრაგმენტულია. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ
ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების შექმნის ურთულესი ამოცანის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ხდება მემკვიდრეობის დაცვის სოციალური ფასეულობანი:

• სოციალური ერთობის თუ თანხმობის (cohesion) მიღწევის საშუალება;


• ინტერკულტურული დიალოგის კატალიზატორი;
• ადგილობრივი, რეგიონული იდენტობის შემქმნელი ;
• ცხოვრების ხარისხის ზრდის საშუალება;

საქართველოს მთავრობამ 2014 წელს შეიმუშავა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების


სტრატეგია - 2020. დოკუმენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მისი სოციალ-ეკონომიკური განვითარების
მიზნით გამოყენების შესახებ არაფერია ნათქვამი. მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა არც ტურიზმის განვითარების
კონტექსტშია გაჟღერებული და თავად ტურიზმის ინდუსტრიასაც არ ექცევა დიდი ყურადღება. ეს ხედვა მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს მემკვიდრეობის დაცვის გარემოს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. 2

სახელმწიფო მხრიდან არასწორი მიდგომების პარალელურად არც საზოგადოებას და არც ქვეყნის ბიზნესწრეებს
(მათ შორის ტურისტულ სექტორს) გათვითცნობიერებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური
მნიშვნელობა, რაც ცხადყოფს ამ მიზნით ჩატარებული კვლევები (იხ. )

2
შედარებისთვის, 2007-2013 წწ. სლოვენიის განვითარების სტრატეგია კულტურაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს
„მემკვიდრეობის ყოვლისმომცველ დაცვას და განვითარებას და მის დაკავშირებას თანამედროვე ყოფასთან და
შემოქმედებასთან, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ბუნებრივ და კულტურულ
მემკვიდრეობაზე და შეასრულოს მისი მორალური მოვალეობა მომავალი თაობების მიმართ“.

You might also like