You are on page 1of 33

“To think is to practice brain chemistry.

საქართველოს აგრარული
უნივერსიტეტი
www.agruni.edu.ge

ლექცია 8

ზოგადი ქიმია
დისპერსული სისტემები.
ხსნარები. კოლოიდები

“gonierebis qimia: sibrZne akondensirebs, sisule - xsnis”


volteri

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი


ტელ: 593 35 75 38
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ელ-ფოსტა: e.elizbarashvili@agruni.edu.ge
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა
ვებ-გვერდი: www.chemistry.ge/eliz
ასოციაციის თავმჯდომარე
დღეს უნდა განვიხილოთ

 თხევადი დისპერსიული სისტემები: სუსპენზიები, ემულსიები, კოლოიდური და


ჭეშმარიტი ხსნარები
 ხსნარები
 გახსნის პროცესი
 ხსნადობის კოეფიციენტი
 ხსნარის კონცენტრაცია

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია © 2014 2


დისპერსიული სისტემები

 სისტემას, რომელშიც ერთი ნივთიერება


დანაწევრებულია და განაწილებული მეორეში,
დისპერსიული სისტემა ეწოდება.

გამხსნელი ხსნარი

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


3
დისპერსიული სისტემა

 დისპერსიული სისტემა შედგება:

დისპერსიული გარემოსაგან.

დისპერსიული
დისპერსიული
ფაზისა
გარემო

დისპერსიულ სისტემაში
დანაწევრებულ ნივთიერებას, რომელშიც
ნივთიერებას იგი განაწილებულია -
დისპერსიული ფაზა დისპერსიული გარემო
ეწოდება ეწოდება

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


4
დისპერსიული გარემო

 დისპერსიული გარემოს აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით არსებობს:

თხევადი
აირადი მყარი

ყველაზე გავრცელებული

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


5
დისპერსიული სისტემები

დისპერსიული ფაზის ნაწილაკების ზომის მიხედვით თხევადი დისპერსიული


სისტემებია

სუსპენზიები კოლოიდები
>100 ნმ 1-100 ნმ

ჭეშმარიტი
ემულსიები ან, უბრალოდ, ხსნარები
>100 ნმ <1 ნმ

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


6
სუსპენზია

 სუსპენზია დისპერსიული
სისტემაა, რომლის დისპერსიულ
გარემოში განაწილებულია მყარი
ნივთიერების ნაწილაკები
შეტივტივებულ მდგომარეობაში.
 სუსპენზია არაერთგვაროვანი
ხსნარია
 გაფილტვრით შესაძლებელია
დავაცილოთ დისპერსიული
სისტემა გამხსნელს

მაგალითად, სუსპენზიაა ამღვრეული მდინარე.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


7
ემულსია

 ემულსია დისპერსიული სისტემაა,


რომლის დისპერსიულ გარემოში
განაწილებულია თხევადი
ნივთიერების უმცირესი წვეთები,
მაგალითად, რძე
ემულსიაა.
 ემულსია არაერთგვაროვანი ხსნარია
 ემულსია შესაძლებელია დავაცილოთ
დისპერსიული სისტემა გამხსნელს

მაგალითად, რძე ემულსიაა.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


8
კოლოიდური ხსნარები

 კოლოიდური ხსნარებში დისპერსიული ფაზის


ნაწილაკები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს,
მაგრამ შესაძლებელია მათი დანახვა
ულტრამიკროსკოპით.
 კოლოიდური ნაწილაკები გადის ფილტრის
ქაღალდში და ამიტომ კოლოიდური ხსნარის
დისპერსიული ფაზისა და გარემოს გამოცალკევება
გაფილტვრით შეუძლებელია.
 კოლოიდური ხსნარის მაგალითია კვერცხის ცილის
წყალხსნარი.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


9
ჭეშმარიტი ხსნარები

 დისპერსიული ფაზის ნაწილაკები


თვალით და ულტრამიკროსკოპითაც კი
უხილავია და გადის ფილტრის
ქაღალდში, ამიტომ ისევე როგორც
კოლოიდური, ჭეშმარიტი ხსნარების
დისპერსიული ფაზისა და გარემოს
დაცილებაც შეუძლებელია გაფილტვრის
საშუალებით.

ჭეშმარიტი ხსნარი
პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014
10
ტინდალის ეფექტი

 ჭეშმარიტი ხსნარისაგან
განსხვავებით, კოლოიდურ
ხსნარში სინათლის სხივის
გატარებისას ჩანს მნათი კონუსი.
ამ მოვლენას ტინდალის ეფექტი
ეწოდება.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


11
კოლოიდების კლასიფიკაცია

 კოლოიდების კლასიფიკაცია ხდება დისპერსიული გარემოსა და ფაზის აგრეგატული


მდგომარეობის მიხედვით
dispersiuli koloidis
garemo faza magaliTi saxelwodeba

siTxe nisli, Rrubeli,


airi gafrqveuli saRebavi an laqi aerozoli
myari kvamli, mtveri
airi aTqvefili naRebi, sapnis qafi qafi
siTxe siTxe rZe, maionezi emulsia
myari kir-rZe, saRebavebi zoli
airi poliureTanebi, korpi myari qafi
myari siTxe Jele, agari geli
myari Senadnobebi myari zoli

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


12
ხსნარი

 ხსნარი არის ორი ან რამდენიმე


ნივთიერების ერთგვაროვანი
ცვალებადი შედგენილობის
ნარევი. იგი შედგება გახსნილი
ნივთიერების, გამხსნელის და
მათი ურთიერთქმედების
პროდუქტისაგან.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


13
ხსნარები

 თხევად ხსნარებში გამხსნელი ნივთიერება


სითხეა, ხოლო გახსნილი შეიძლება იყოს აირი,
სითხე ან მყარი ნივთიერება.
 როცა გამხსნელი და გასახსნელი ერთნაირ
აგრეგატულ მდგომარეობაშია, მაშინ გამხსნელია
ის ნივთიერება, რომელიც მეტი რაოდენობით
არის აღებული.
 ჩვეულებრივ, როცა “ხსნარს” ახსენებენ,
მხედველობაში აქვთ თხევადი ხსნარი.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


14
ხსნარი

 ხსნარი, როგორც ერთგვაროვანი ნარევი ჰგავს როგორც ქიმიურ ნაერთს, ისე


მექანიკურ ნარევს.
 მექანიკური ნარევის მსგავსად ხსნარი შეიძლება მხოლოდ ფიზიკური მეთოდებით
დაიყოს შემადგენელ კომპონენტებად.
 ქიმიური ნაერთის მსგავსად ხსნარიც ერთგვაროვანია, მაგრამ მისგან განსხვავებით
მუდმივი შედგენილობა არა აქვს.
 ამრიგად, ხსნარს გარდამავალი ადგილი უკავია მექანიკურ ნარევსა და ქიმიურ
ნაერთს შორის.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


15
გახსნის პროცესი

 გასახსნელი ნივთიერების განაწილებას


გამხსნელის მთელ მოცულობაში
გახსნა ეწოდება.
 გახსნა რთული პროცესია და
წარმოადენს ფიზიკური და ქიმიური
პროცესების ერთობლიობას.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


16
გახსნის პროცესი

 გახსნის პროცესში გასახსნელი


ნივთიერებისა და გამხსნელის
მოლეკულებს შორის მოქმედებს
მოლეკულათშორისი მიზიდვის ძალები.
 თუ ეს ძალები ისეთივე რიგისაა,
როგორისაც გასახსნელისა და
გამხსნელის ნივთიერებებში მოქმედი
შიდა ძალები, მაშინ აღებული
ნივთიერება გაიხსნება მოცემულ
გამხსნელში.
 თუ ამ ძალებს შორის დიდი
განსხვავებაა, მაშინ ნივთიერება
გამხსნელში არ გაიხსნება.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


17
გახსნის პროცესი - მაგალითი

 განვიხილოთ, როგორ მიმდინარეობს


მყარი ნივთიერების გახსნა წყალში
სუფრის მარილის მაგალითზე.
 სუფრის მარილის იონური კრისტალის
ზედაპირის მიმართ წყლის დიპოლური
მოლეკულები ისე ორიენტირდება, რომ
ქლორის ანიონისაკენ მოქცეული ექნებათ
დადებითი პოლუსი, ხოლო ნატრიუმის
კატიონისაკენ - უარყოფითი.
 იშლება კრიტალი
 იონები თანაბრად გადანაწილდება
გამხსნელში

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


18
გახსნა და სითბო

 გახსნის პროცესის დროს ადგილი აქვს ენერგიის ცვლილებას

გახსნის დროს
ერთდროულად
მიმდინარეობს
ფიზიკური და
ქიმიური
ეგზოთერმული პროცესები.
ენდოთერემული
QPh<QC
QPh>QC

მაგალითად, უწყლო Na2 CO3 -ის გახსნის დროს ხსნარი


გაცხელდება, ხოლო Na2 CO3 ∙ 10H2 O-ის გახსნის
დროს - გაცივდება.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


19
ხსნადობა

 ნივთიერების ხსნადობა დამოკიდებულია


გამხსნელის ბუნებაზე ... ტოლუოლს რომ ქრაუნ-
ეთერისათვის გულში ჩახედვა
 მაგალითად, NaCl იხსნება წყალში, მაგრამ შესძლებოდა, აუცილებლად
ორგანულ გამხსნელში - ოთხქლორიან დაინახავდა იქ მოკალათებულ
ნახშირბადში (CCl4 ) - არ იხსნება, რადგან CCl4 -ის პერმანგანატის ანიონს და
მოლეკულებსა და მარილის იონებს შორის ერთმანეთისგან გაარჩევდა
მიზიდვის ძალები არ არის საკმარისი იმისათვის, მტერსა და მოყვარეს, მაგრამ
რომ კრისტალურ გისოსში იონებს შორის გამოცდილი ექსპერიმენტატორის
მოქმედი მიზიდვის ძალები გააბათილოს. ეშმაკობის ამოცნობა არცთუ
ადვილია....
 ორგანულ გამხსნელში უკეთ იხსნება ორგანული
ნივთიერება, მაგალითად, CCl4 კარგად იხსნება „ქრაუნ-ეთერი - ორგანული
სინთეზის ტროას ცხენი“
ჰექსანში (C6 H14 ) იმის გამო, რომ CCl4 -ის ინტერნეტ გაზეთი „mastsavlebeli.ge“
ცალკეულ მოლეკულებს შორის მოქმედი http://www.mastsavlebeli.ge/?action=p
მიზიდვის ძალები ისეთივე რიგისაა, როგორისაც age&p_id=12&id=302
CCl4 -ისა და C6 H14 -ის მოლეკულებს შორის
მიზიდვის ძალები.
პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014
20
ხსნადობის კოეფიციენტი

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


21
ნაჯერი ხსნარი

 ხსნარს, რომელიც წონასწორობაშია გასახსნელი ნივთიერების ჭარბ


რაოდენობასთან, ნაჯერი ხსნარი ეწოდება.
 მოცემულ ტემპერატურაზე იგი შეიცავს გახსნილი ნივთიერების მაქსიმალურ
რაოდენობას.
 ნაჯერ ხსნარში ხსნარსა და გასახსნელს შორის არსებული დინამიკური
წონასწორობა ემორჩილება ლე შატელიეს პრინციპს და ტემპერატურის შეცვლით
გადაიხრება მარჯვნივ ან მარცხნივ (იხ. ქიმიური წონასწორობა).

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


22
უჯერი ხსნარი

 ხსნარს, რომელშიც აღებული ნივთიერება კიდევ შეიძლება გაიხსნას მოცემულ


ტემპერატურაზე, უჯერი ეწოდება.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


23
ხსნადობის კოეფიციენტი

 ნივთიერების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც იხსნება 1 ლ წყალში მოცემულ


ტემპერატურაზე და წარმოქმნის ნაჯერ ხსნარს, ხსნადობის კოეფიციენტი ანუ
ხსნადობა ეწოდება და აღინიშნება S-ით.
 ხსნადობის კოეფიციენტი დამოკიდებულია ტემპერატურაზე.
 ნივთიერების ხსნადობას მოცემულ ტემპერატურაზე საზღვრავენ ნაჯერ ხსნარში
არსებული ნივთიერების მასის ფარდობით გამხსნელის მოცულობასთან:


m(ÍÉÅÈÉÄÒÄÁÉÓ)
S =
V(ÂÀÌáÓÍÄËÉÓ)

m – არის ნივთიერების მასა გრამებით (გ),


V - გამხსნელის მოცულობა ლიტრებით (ლ), ამიტომ S-ის საზომი ერთეულია გ/ლ.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


24
ხსნადობა

 ნივთიერება შეიძლება იყოს ადვილად ხსნადი, მცირედ ხსნადი და პრაქტიკულად


უხსნადი.
 ადვილად ხსნადია ნივთიერება, რომლის ხსნადობა 20°C-ზე აღემატება 10 გ/ლ-ს
 მცირედ ხსნადია ნივთიერება, რომლის ხსნადობა 20°C-ზე 0.01-დან - 10 გ/ლ-მდეა,

 ნივთიერება პრაქტიკულად უხსნადია, თუ S20°C <0.01 გ/ლ.


 აბსოლუტურად უხსნადი ნივთიერება კი არ არსებობს.
 პრაქტიკულად უხსნადი ნივთიერების მაგალითია AgI, რომლის ხსნადობა 20°C-ზე
3 ∙ 10−6 გ/ლ-ია.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


25
ხსნადობა

 მყარი ნივთიერების ხსნადობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე.


 როგორც წესი, მყარი ნივთიერების უმრავლესობის ხსნადობა ტემპერატურის
გაზრდით იზრდება.

 გამონაკლისია: Na2 SO4 , CaSO4 , Li2 CO3 და სხვ. ნატრიუმის სულფატის (Na2 SO4 )
ხსნადობა ტემპერატურის 30°C-მდე იზრდება, უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი -
მცირდება.
 CaSO4 -ის ხსნადობა 60°C-მდე იზრდება, შემდგ კი - მცირდება,
 ხოლო Li2 CO3 ხსნადობა ტემპერატურის გაზრდით საერთოდ მცირდება.
ტემპერატურის გაზრდით მცირდება Ca(OH)2 -ის ხსნადობაც.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


26
ხსნადობა

 თხევადი ნივთიერების ხსნადობა ტემპერატურის პირდაპირპროპორციულია,


 აირადი ნივთიერების ხსნადობა ტემპერატურის გაზრდით მცირდება და წნევის
გაზრდით იზრდება.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


27
ხსნადობა

 საერთოდ, ტემპერატურის გავლენა ნივთიერების ხსნადობაზე დამოკიდებულია


გახსნის პროცესის სითბურ ეფექტზე.
 თუ გახსნის სითბური ეფექტი უარყოფითია, მაშინ ტემპერატურის გაზრდით
ნივთიერების ხსნადობა იზრდება.
 თუ გახსნის სითბური ეფექტი დადებითია, მაშინ ტემპერატურის გაზრდით
ნივთიერების ხსნადობა მცირდება.
 ეს კანონზომიერება აიხსნება ლე შატელიეს პრინციპით.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


28
ხსნარის კონცენტრაცია

 გახსნილი ნივთიერების რაოდენობას ხსნარში განსაზღვრავს კონცენტრაცია.


 ხსნარის კონცენტრაცია არის გახსნილი ნივთიერების მასა ან რაოდენობა ხსნარის
მოცულობის ან მასის ერთეულში.
 განვიხილავთ ორგვარ კონცენტრაციას: პროცენტულს და მოლურს.
 პროცენტულ კონცენტრაციას ამჟამად ეწოდება გახსნილი ნივთიერების მასური
წილი ხსნარში პროცენტობით

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


29
გახსნილი ნივთიერების მასური წილი

 გახსნილი ნივთიერების მასური წილი (წ) უდრის ხსნარში გახსნილი ნივთიერების


მასის შეფარდება ხსნარის მასასთან.

ω ნივთ = m ნივთ ⁄m ხსნარი ;

ω% = ω ∙ 100%
 მასური წილი პროცენტებით (წ%) გვიჩვენებს 100 გ ხსნარში გახსნილი ნივთიერების
მასას, მაგალითად, ω%(NaCl) = 2% ნიშნავს, რომ 100 გ ხსნარში არის 2 გ NaCl და 98 გ
წყალი.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


30
მოლური კონცენტრაცია

 მოლური ეწოდება ისეთ კონცენტრაციას, რომელიც გვიჩვენებს 1 ლ ხსნარში


გახსნილი ნივთიერების მოლების რაოდენობას.
 მოლური კონცენტრაცია აღინიშნება C ასოთი
ν(X)
 C X =
V ხს

 ν არის გახსნილი ნივთიერების მოლთა რაოდენობა,


 V(ხს) ხსნარის მოცულობა ლიტრობით.
 მოლური კონცენტრაციის განზომილებაა მოლი/ლ.
 თუ 1 ლ ხსნარში გახსნილია ნივთიერების 2 მოლი, ასეთ ხსნარს ორმოლური
ეწოდება და აღინიშნება 2 M-ით.

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


31
შეკითხვები?

გახსოვდეთ, ცხოვრებაში კითხვები უფრო ბევრია,


ვიდრე პასუხები!

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


32
მადლობთ ყურადღებისათვის

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, საავტორო უფლებები დაცულია (c) 2014


33

You might also like