You are on page 1of 42

თავფურცელი

არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების სირთულეები ქართული,


ამერიკული და ევროპული სისტემების შედარებითი ანალიზი

როგორც წარდგენილი სამაგისტრო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს


ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის
მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ხელმოწერა: _____________________ თინათინ ქიტოშვილი

თარიღი:

აბსტრაქტი
სააღსრულებო სამართალი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას
სამართლის სისტემაში. აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულება გარანტირებული უნდა
იყოს შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით, რაც საშუალებას მისცემს
მხარეს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა გონივრულ ვადებში, ეფექტურად და სამართლიანად.
განსაკუთრებით საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულება,
ვინაიდან მოიცავს კომპლექსურ პროცედურებს, რაც ვლინდება უშუალოდ აღსრულების
პროცესში.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი რიგ შემთხვევებში არ
უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების ბალანსს, ამასთან გარკვეული საკანონმდებლო
ლაფსუსის გამო აღმასრულებელს ექმნება სირთულეები გადაწყვეტილებების
აღსრულებისას. აღსანიშნავი კი ერთმნიშვნელოვნად არის არაუზრუნველყოფილი
მოთხოვნები, რომელთა აღუსრულებლობა იწვევს მხარის - კრედიტორის ინტერესების
დარღვევას, ხოლო რიგ შემთხვევებში მოვალის ქონებრივ უფლებებში უხეშ ჩარევას,
ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ განიხილავს ზოგიერთ პრობლემურ საკითხს,
ნაშრომის ფარგლებში გამოყენებული იქნება კვლევის შედარებით-სამართლებრივი
მეთოდი და ეს ინსტიტუტი განიხილება საქართველოსა და ევროპული კანონმდებლობის,
ძირითადად ფრანგული სააღსრულებო სამართლის, ზოგადი მიმოხილვისა და პრაქტიკის
საფუძველზე.
ნაშრომის მიზანია, გამოვლინდეს დღეს მოქმედ სააღსრულებო კანონმდებლობაში
არსებული ხარვეზები, დავანახო საზოგადოებას მოცემული საკითხის აქტუალობა და
საჭიროება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში კანონმდებელთა
მხრიდან მოხდეს ნორმათა სწორი დისპოზიციის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში
ახლებურად ჩამოყალიბება.
საკვანძო სიტყვები: არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულება, სირთულეები
გადაწყვეტილების აღსრულებისას, შედარებით-სამართლებრივი მეთოდი.
აბსტრაქტი - ინგლისურად
Abstract

სარჩევი
შემოკლებანი

ა.შ. – ასე შემდეგ

გვ. – გვერდი

ე.ი. – ესე იგი

ე.წ. – ეგრედ წოდებული

იხ. – იხილეთ

მაგ. – მაგალითად

წ. – წელი

სკ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სსკ – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

სწშ - სააღსრულებო წარმოებათა შესახებ


შესავალი
თავი 1

სააღსრულებო სამართლის განხორციელება

ტერმინი აღსრულება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „exsecutio’’, რომელიც


დაფუძნებულია ზმნაზე “exsequi”, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს დასასრულამდე მიყვანას.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისი მის
განსახრციელებლად. ვინაიდან, დაკისრებულ ვალდებულებას მხარე ხშირად
ნებაყოფლობით არ არსრულებს, შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულება მისი
გამოტანის მომენტისთვის ხდება დამოკიდებული შემსრულებლის ნებაზე.

1.1. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების წარმოშობა


საფუძვლები

ვინ არიან სააღსრულებო სამართლის ძირითადი მხარეები და რა უფლება-


მოვალეობების წინაშე აყენებთ მათ კანონი?

1.1. სააღსრულებო წარმოების მხარეები - კრედიტორი და მოვალე

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი განასხვავებს სააღსრულებო


პროცესში მონაწილე სუბიექტებს, როგორიცაა კრედიტორი და მოვალე, აღმასრულებელი,
კერძო აღმასრულებელი და სხვა პირები რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო
წარმოების პროცესში.1 2010 წლის 7 დეკემბრის ცვლილებებამდე 2 სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, არ განსაზღვრავდა კრედიტორის ცნებას, რაც
1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, 1991 წ, მუხ. 15

2
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
ქმნიდა აღსრულების პროცესში სირთულეებს, დღესი მდგომარეობით კი კრედიტორს
წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად,
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ
ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული
აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

მნიშვენლოვანია, რომ სწორად მოხდეს აღნიშნული სუბიექტების გარჩევა აღსრულების


განხორციელებისას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თუ აღსრულების სუბიექტებს გავაიგივებთ სამოქალაქო
პროცესის მხარეებთან მოსარჩელესთან და მოპასუხესთან აღმოვჩნდებით პრობლემის
წინაშე, ვინაიდან სამოქალაქო პროცესის მიმდინარეობისას მხოლოდ სარჩელის
დაკმაყოფილება არ ხდება მოსამართლის მიერ, შესაძლებელია მოპასუხის შეგებებული
სარჩელის დაკმაყოფილებასთანაც გვქონდეს საქმე, ამიტომ ერთიორად მნიშვნელოვანია
სწორად განისაზღვროს სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირის სტატუსი, როლი და
ადგილი აღსრულების მიმდინარეობისას.

1.2. სააღსრულებო წარმოების მხარეების უფლება-მოვალოებები


ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 1997 წლის 19 მარტს მიღებული
გადაწყვეტილება ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ3 აფუძნებს მნიშვნელოვან
კონცეფიციებს სააღსრულებო სამართლის განსახორციელებლად. ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მიერ აღსრულების განხორციელება განხილულია ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემული მუხლით
გათვალისწინებული სამართლიანი მართლმსაჯულების ჩატარების უფლების გარანტია,

3
„ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“, 107/1995/613/701, 1997 წლის 19 მარტის განაჩენი.
აგრეთვე გამოიყენება აღსრულების შემთხვევაშიც, ვინაიდან „ წარმოუდგენელი იქნებოდა,
რომ მე-6 მუხლში დეტალურად აღწერილი ყოფილიყო მოსარჩელის მიმართ
ხელმისაწვდომი პროცესუალური გარანტიები - სამართლიანი, საჯარო და დაჩქარებული
სამართლაწარმოება - სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის
დაცვის გარეშე“ [...] „ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა
ჩაითვალოს „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად მე-6 მუხლით
გათვალისწინებული მიზნებისათვის“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გადაწყვეტილება განიხილავს მხარეთა
თანასწორუფლებიანობის საკითხს აღსრულების პროცესში. აღსრულების
განხორციელებისას ცალსახად განისაზღვრება, რომ აღსრულების ხარჯები ეკისრება
დებიტორს, მაგრამ აქცენტი არ კეთდება იმის თაობაზე, რომ კრედიტორს ამ დროს აქვს
მეტი უფლებები და უპირატესობები. ევროპული სასამართლოს განმარტებით გაუგებარია
მიდგომა სააღსრულებო პროცესისადმი, მაშინ როდესაც მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
ეხება პროცესის გარანტიებს სამართლიანობის, საჯაროობის და დაჩქარებულად საქმის
განხილვის თაობაზე, რომელიც მხარეთა თნხმობაზეა დაფუძნებული და რომელიც არ არის
დაცული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. თუ ჩავთვლით, რომ
მოცემული მუხლი ეხება მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის პროცესს, მაშინ შეიქმნება
არათანაბარ პირობებში მხარეთა ჩაყენების წინაპირობა.
ქართული კანონმდებლობა იზიარებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას
არსებულ გარანტიებს, თუმცა აღნიშნული გარანტიების გავრცელება აღსრულების
პროცესზე უნდა ვეძიოთ სპეციალურ კანონმდებლობაში. სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ საქარვლეოს კანონის მე-18 მუხლი უთითებს კრედიტორისა და მოვალის
უფლებამოსილებაზე აღსრულების მიმდინარეობის პროცესში: 1. კრედიტორსა და მოვალეს
უფლება აქვთ:
ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ
აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების
შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;
ბ) მორიგდნენ;
გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;
დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული
ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს
თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;
ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული
ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.4
მიუხედავად მოცემული ნორმისა დებიტორის ინტერესების დაცვა კვლავ რჩება
კითხვის ნიშნის ქვეშ.
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულებისას დაცული უნდა იყოს როგორც
კრედიტორის ფუნდამენტალური უფლებები, ასევე მკაცრად უნდა ხდებოდეს დებიტორის
ინტერესების დაცვა. თანასწორუფლებიანობა უნდა დამყარდეს არა კანონმდებლობისგან
განყენებულად, არამედ ეს უნდა იყოს გარანტირებული კანონმდებლის მიერ.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ ევროპულ სამართალში დამკვიდრებული მიდგომა
მოცემულ საკითხთან მიმართებით.
ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს მოცემულ საკითხში საფრანგეთის
კანონმდებლობა.
1.3. თანასწორუფლებიანობის გარანტიები
კრედიტორს უნდა შეეძლოს მიიღოს ეფექტური აღსრულება თავის უფლებების, თუმცა
დებიტორს უნდა შეეძლოს დაიცვას საკუთარი ლეგიტიმური ინტერესები. ეს არის ორი
საკითხი რომელიც შესაძლებლობას იძლევა წარმატებულად განხორციელდეს აღსრულების
პროცედურა.
საფრანგეთის 1991 წლის 9 ივლისის კანონი, რომელიც ორიენტირებულია
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულებისას კრედიტორის უპირატეს უფლებებზე,

4
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, 2016 წელი
1-ელ მუხლში უთითებს, რომ „ყველა კრედიტორს შეუძლია, კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაავალდებულოს გადახდისუუნარო დებიტორი
შეასრულოს ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია კრედიტორის წინაშე“. მოცემული
დავალდებულების შესაძლებლობა გამომდინარეობს განსხვავებული დისპოზიციებიდან,
რომლით სარგებლობითაც უფლება აქვს კრედიტორს.
განვიხილოთ მოკლედ თუ რას გულისხმობს ეს უფლებები.
1- კრედიტორს უფლება აქვს გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
კრედიტორის უფლებების უპირატესობას ვხვდებით არა მხოლოდ აღსრულების
პროცესის მიმდინარეობისას, არამედ მანამდეც. კონკრეტულად კი სასამართლო პროცესის
მიმდინარეობისას კრედიტორს უფლება აქვს ისარგებლოს ისეთი საპროცესო ღონისძიებით
როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფა. მოცემული უფლების განხორციელების
შემთხვევაში დებიტორი აღსრულების პროცესის დაწყებამდე უკვე შეზღუდულია,
გაასხვისოს ქონება და ა.შ.
2. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 2284-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე,
კრედიტორს აქვს უფლება შეზღუდოს დებიტორის ქონებრივი უფლებები, რაც გამოიხატება
დებიტორის ქონებაზე (უძრავი-მოძრავი) ყადაღის გავრცელებით, ასევე იგულისხმება
სამომავლო ქონებაც. დებიტორის ყველა ქონება ექვემდებარება შეზღუდვის დაწესებას, ეს
იქნება მის ხელთ არსებული თუ მესამე პირზე გადაცემული.
3. კრედიტორს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხვნა არა მხოლოდ დებიტორის
საკუთრებაში არსებული მატარიალური ქონებით არამედ, ასევე არამატერიალური
ქონებითაც, როგორიცაა სახელფასო შემოსავლები, ფასიანი ქაღალდები, საბანკო
ანგარიშებზე არსებული კრედიტი და ა.შ.

სოლიდარული მოვალეები 463 მუხლი


პრობლემები: თავდებობა
მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებით განვიხილოთ ევროსაბჭოს
რეკომენდაციები (2003) 17, რომლის მიხედვითაც განიხილება, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილებები აღსრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ძირითადი
უფლებები, თანასწორუფლებიანობა და გონივრული ვადები, ადამიანის უფლებათა
კონვენციის მე-6 მუხლი. ასევე განიხილავს, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებს აქვთ
დავვალდებულება შექმნან გადაწყვეტილებით მოსარგებლე მხარისათვის გარანტიები
აღსრულების პროცესში, ვინაიდან აღუსრულებელმა ან დაგვიანებოთ აღსრულებულმა
გადაწყვეტილებებმა როდესაც შედეგი არასასურველი დგება შეიძლეა შექმნას „უშედეგო,
უძლური“ და მცდარი სამართლის განცდა და გამოიწვიოს მხარისადმი მატერიალური
ზიანის მიყენება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მხარეების ვალდებულებას
წარმოადგენს ესაა ურთიერთთანამშრომლობა. ევროპის საბჭოს რეკომენდაციების
შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ აღსრულების პროცესში. მათ
შორის კომუნიკაცია უზრუნველყოფს მოვალის დაცვასა და თავიდან გვარიდებს უარყოფით
შედეგებს აღსრულების პროცესში.5
განვიხილოთ ილუსტრაციისთვის მაგალითი:
თუ „ა“ კრედიტორი თანახმაა მიაღწიოს შეთანხმებას „ბ“ მოვალესთან დასაყადაღებელ
აქტივებთან მიმართებაში, ან მზადაა ვალდებულების შესრულება მიიღოს ნაწილ-ნაწილ,
აღსრულების პროცესი იქნება მეტად ეფექტური და ამასთან მოვალის ფინანსური
ინტერესები დაცული.6
აღნიშნული რეკომენდაციები ასევე მოიცავს აღმასრულებლისათვის მნიშვნელოვანი
როლის მინიჭებას მხარეთა შეთანხმების პროცესში და ადგენს, რომ აღმასრულებელმა
მაქსიმალურად უნდა შეწუყოს ხელი მხარეთა შორის მიმდინარე მორიგებას.
2009 წლის სახელმძღვანელო დირექტივებში კი ვხვდებით შემდეგ სფეროებში
თანამშრომლობის მნიშვნელობას:

5
Rec 17/2003 ნაწილი II.1.h
6
Rec 17/2003 ნაწილი III.1.h
1. სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწვდომობა და
სასამართლოსა და აღმასრულებლის მოქმედბების გამჭვირვალეობა სააღსრულებო
წარმოების ყველა ეტაპზე;
2. კრედიტორს, დებიტორსა და აღმასრულებელს შორის ეფექტური კომუნიკაცია უნდა
არსებობდეს.
3. აღსრულების პროცესში კრედიტორსა და მოვალეს თანაბრად უნდა მიეწოდოს
ინფორმაცია აღსრულების სამსახურისა და პროცედურების ეფექტურობის შესახებ, ასევე
მოქმედებების განხორციელების სავარაუდო ვადები.
4. უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღსრულების პროცესზე ზედამხედველობა და
ანგარიშგება.
რეკომენდაციებში ასვე ცალსახად გამოყოფილია, რომ მესამე პირებთან კავშირი
უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღმასრულებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა
იყოს მოვალის აქტივების შესახებ, თავის მხრივ მოვალე ვალდებულია მიაწოდოს
აღმასრულებელს ინფორმაცია არსებული ფინანსური აქტივების შესახებ.7
თავი 2. აღსრულების პროცედურა
ქართული, და შედარება ევროპულ და ამერიკულთან
იმისათვის, რომ სწორად იყოს გაგებული აღსრულების სისტემა უნდა გავეცნოთ
აღსრულების პროცესს.
თუმცა, მოგებული მხარე აღსრულების პროცესში მაინც ხვდება სირთულეებს.

1.1 აღსრულების ქვემდებარე აქტის „აღსრულებაუნარიანობა“

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი აყალიბებს თუ


რის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს აღსრულების პროცედურა, სააღსრულებო წარმოება

7
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 42
არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 1
მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების
შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული
საქმეებისა. ასევე, სწშ კანონის მე-2 მუხლი კონკრეტულ წრეს განსაზღვრავს, თუ რომელი
აქტები ექვემდებარება აღსრულებას. მნიშვნელოვანია გამოვყოთ არაუზრუნველყოფილი
მოთხოვნების დროს აღსრულების ქვემდებარე აქტი. ასეთი კი შეიძლება იყოს :
ა) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება,
განჩინება და დადგენილება;
ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
გ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის
აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
დ) სანოტარო აქტი;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის
ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების
გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;
თითოეულს განვიხილავთ ქვემოთ ცალ-ცალკე და გამოვყოფთ აღსრულების
სირთულეებს.
1. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება,
განჩინება და დადგენილება
აღსრულების პროცედურის დაწყება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების
შემთხვევაში, მეტნაკლებად ემთხვევა სხვა კატეგორიის საქმეების აღსრულების
პროცედურას, თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობა გვხვდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის
აღსრულებისას, რომელზეც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის
აღსრულება მოიცავს ნაკლებ სირთულეებს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ვიდრე
სხვა შემთხვევებში.
სირთულე კი მდგომარეობს შემდეგში, აღსრულების პროცესი არ იწყება მხოლოდ
სააღსრულებო ფურცლის წარდგენით, იმიასთვის რომ აღმასრულებლის მიერ აღსრულება
დაიწყოს საჭიროა სააღსრულებო ფურცელი აკმაყოფილებდეს სწშ-ს 21-ე მუხლის დანაწესს.
პრობლემა გვხვდება ხშირად სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტებთან მიმართებით,
ვინაიდან გამომცემი ორგანოს მიერ ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაშვებულია
ხარვეზები, რაც გამოიხატება კრედიტორისა და მოვალის დასახელებში დაშვებული
შეცდომით, ასევე არასწორადაა მითითებული პირადი ნომრები ან გადასახადის
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ.
ამ ტიპის ხარვეზის არსებობისას აღმასრულებელი არ იწყებს წარმოებას და მიმართავს
კრედიტორს ხარვეზის აღმოფხვრის წინადადებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოებისას აღსრულების ვადა შეიძლება
საკმაოდ დიდი აღმოჩნდეს, ამგვარი ხარვეზის არსებობა მთელ რიგ შემთხვევებში იწვევს
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების გაჭიანურებას, რაც კრედიტორის
მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
რაც შეეხება, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ შემთხვევაშიც ძირითადი
პრობლემა შესაძლოა იყოს ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც ხორციელდება
კრედიტორის მიერ, კანონით განსაზღვრულ ვადაში.8
განსახილველი საკითხის ირგვლივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სანოტარო აქტის
საფუძველზე აღსრულების დაწყება. როგორც ვიცით სანოტარო კანონმდებლობაში
ცვლილებების შემდეგ ნოტარიუსს აქვს უფლება გასცეს სააღსრულებო ფურცელი 9, რაც რიგ
შემთხვევებში ქმნის აღსრულების პროცესში დაბრკოლებას, რაც გამოიხატება შემდეგში.

8
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 35
9
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №71, 31 მარტი, 2010 წელი, მუხლ. 72
მხარეთა შორის არსებული ფინანსური ვალდებულება (სესხის და იპოთეკის, სესხის
ხელშეკრულება), რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ შეიცავს შემდეგ
მნიშვნელოვან რეკვიზიტს, ვალდებულების შესრულების ვადას.
სანოტარო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კრედიტორი ითხოვს
ვადადაუმდგარ მოთხოვნაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის
დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.10
ნოტარიუსი არ არის შეზღუდული გასცეს სააღსრულებო ფურცელი მოთხოვნის
შესრულების ვადის დადგომამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი რომელმაც შეიტყო
დებიტორის გადახდისუუნარობის შესახებ მართებულად მიმართავს ნოტარიუსს
სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს უკანასკნელი არ
იზღუდება სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ვადამოუსვლელი მოთხოვნის საფუძვლით.
შედეგად კი, კრედიტორის მიერ ხდება სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, რომელიც
დაუბრკოლებლად გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლის აღსრულების ლოგიკური
გაგრძელებას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა, სწორედ ამ
მომენტში ვხვდებით სირთულეებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნულ
ვადამოუსვლელი მოთხოვნაზე სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაცია ვერ
განხორციელდება, ასევე იძულებითი აღსრულების დაწყება. კრედიტორისთვის კი ერთის
მხრივ გამაღიზიანებელი და მეორეს მხრივ გაურკვეველია აღმასრულებლის უარი
წარმოების დაწყებაზე. მნიშვნელოვანია აღინშნული საკითხი დარეგულირდეს
საკანონმდებლო დონეზე, ვინაიდან, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ემსახურება მის აღსრულებას, თუმცა აღსრულების დაწყება ამ ტიპის სააღსრულებო
ფურცელზე დაუშვებელია, ამიტომ კრედიტორისა და მოვალის უფლებები, რომ არ
შეილახოს, ერთის მხრივ, აღსრულების დაწყებაზე უარის თქმით და მეორეს მხრივ,

10
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 40
აღსრულების დაწყებით, რაც უმართებულოა ვადამოუსვლელი მოთხოვნის დროს, საჭიროა
კანონმდებელმა შეზღუდოს ნოტარიუსის ამ ტიპის სააღსრულებო ფურცლის გაცემისგან.
რეკომენდაციები ნოტარიუსებისთვის, რომელიც ეხება სააღსრულებო ფურცლის
გაცემას უთითებს, რომ ამ კუთხით პრაქტიკა საჭიროებს მეტ დახვეწას იმ პირობებში,
როდესაც ნოტარიუსსვე აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს
სანოტარო წესით დამოწმებული აქტის აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცელი.11
ამასთან, ნოტარიუსის მიერ კომპლექსურად გააზრებული უნდა იქნას სამოქალაქო
კოდექსის 366-ე მუხლი და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5
პუნქტის ერთ-ერთი პირობა, რომელიც მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის
მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს მხარეთა საამისო შეთანხმებას. კერძოდ, სსკ მიუთითებს
ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის დაუშვებლობას 12, თუ კრედიტორმა
წამოაყენა ხელშეკრულებაში მითითებული დროის შესაბამისი მოცულობის მოთხოვნა,
მაგრამ ეს კონკრეტული მოთხოვნა არ არის გამყარებული მხარეთა შეთანხმებით
სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობაზე, ნოტარიუსმა არ უნდა
დააკმაყოფილოს კრედიტორის ასეთი განცხადება. მიზანშეწონილია რომ სააღსრულებო
ფურცლის გაცემაზე ყოველი ვადამდელი მოთხოვნის შესაძლებლობა მკაფიოდ იქნეს
გაწერილი სხელშეკრულების შესაბამის პუნქტებში. სხვა შემთხვევაში საქმე სასამართლოს
განხილვის სფეროში ექცევა და ნოტარიუსის შეფასების ფარგლებს სცილდება.13
ევროპული კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს ნათლად არეგულირებს.
კონკრეტულად კი, საფრანგეთის კანონმდებლობა14 1991-1992 წლებში განხორციელებული
ცვლილებების (სამოქალაქო საქმეების აღსრულების პროცედურის შესახებ რეფორმა)
შემდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს აღსრულების
ქვემდებარე აქტს, რომლის წარდგენის საფუძველზეც აღმასრულებელი იწყებს საქმის
წარმებას, თუმცა 1991 წლის ივლისის n° 91-650 კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ
11
რეკომენდაციები, სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით, მეხუთე აბზაცი
www.notary.ge/res/docs/shida/menu/saagsrulebo_furtslis_gacema.pdf
12
საქართველოს სამოქალაო კოდექსის 366 მუხლი
13
რეკომენდაციები, სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით, მეექვსე აბზაცი
www.notary.ge/res/docs/shida/menu/saagsrulebo_furtslis_gacema.pdf
14
კანონი n° 91-650, 9 ივლისი 1991 და დეკრეტი n° 92-755, 31 ივლისი 1992
წინაპირობებს, თუ როდის არის წარდგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტი
„აღსრულებაუნარიანი“.
n° 1-650 კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ სესხად აღებული კრედიტი უნდა იყოს
ლიკვიდური და ვადამოსული15, ე.ი ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს სესხის
ხელშეკრულებიდან, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის სახით, უნდა იყოს ვადამოსული
და შეუსრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო
ფურცლის საფუძველზე აღსრულების პროცედურა არ დაიწყება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე პირობა უნდა არსებობდეს კუმულატიურად
იმისათვის, რომ აღსრულებაუნარიანი იყოს წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი.16
წარმოდგენილი საკანონმდებლო მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად რაც
გამორიცხავს ლაფსუსებს სააღსრულებო წარმოების განხრციელების პროცესში.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, სასამართლო
გადაწყვეტილება არის სავალდებულო ძალის მქონე, შესაბამისად აღსრულების პროცესი
უნდა წარიმართოს მკაცრად წესების დაცვით.
გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, რაც გულისხმობს შემდეგს:
- წაგებული მხარის მიერ არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება
გასაჩივრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ
გადაწყვეტილებას;
- მხარე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, თუმცა არ გაუსაჩივრებია და გასულია
სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა;
- გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებელია, რაც იმას ნიშნავს რომ
ვადების დაცვა აღსრულების დასაწყებად არაა საჭირო (ალიმენტი, ზიანის
ანაზღაურება?).
1.2 სააღსრულებო წარმოება - მოვალეთა რეესტრი, მოვალის ინფორმირება, მოძიება
მოვალეთა რეესტრი

15
Loi n°92-644 du 13 juillet 1992 - art. 3 JORF 14 juillet 1992
16
ნოტარიატი და აღსრულება სამოქალაქო სამართალში, 2003 წელი, 06 მარტი
აღსრულების პროცესის დაწყება ხორციელდება შემდეგი პროცედურის დაცვით,
თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მონაწილე - მოვალე
რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში აღსრულების პროცესის დაწყებისთანავე,
აღმასრულებლის მიერ (შემდგომში მოძიების ჯგუფი).17
მნიშვნელოვანია მოვალეთა რეესტრის მიზანი, რომელის განმარტებასაც ვხვდებით
მოვალეთა რეესტრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის
#234 ბრძანების (შემდგომში ბრძანების) მე-2 მუხლში სადაც განსაზღვრულია, რომ
რეესტრის წარმოების მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის
ხარისხის გაზრდა, კანონით დადგენილ ფარგლებში აღსრულების პროცესის
საჯაროობის უზრუნველყოფა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო
რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედოობის
დამატებითი გარანტიების შექმნა.18
მოქმედი სააღსრულებო კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეთა რეესტრი
ინდივიდუალურია და არ წააგავს მის ანალოგს გერმანიაში. ქართული მოვალეთა
რეესტრი შეიცავს მონაცემებს მხოლოდ მოვალეების შესახებ და არანაირ კავშირშია მათ
ქონებრივ მდგომარეობასთან, მაშინ როცა გერმანული მოდელის მიხედვით მოვალეთა
რეესტრი აერთიანებს მოვალეთა და ქონების რეესტრს.
გერმანული მოვალეთა რეესტრის ფუნქციაც განსხვავებულია: მოვალეთა რეესტრის
ფუნქცია არის - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია და გააფრთხილოს ის არასანდო
(გადახდისუუნარო ან/და ურჩი) მოვალის შესახებ, ქონების რეესტრის ფუნქცია -
დაეხმაროს კონკრეტული სააღსრულებო ფურცლის მქონე კრედიტორს იძულებითი
აღსრულების სავარაუდო შედეგების გათვლაში.
სადაო და პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მოვალეთა რეესტრში მოვალის
რეგისტრაციის მომენტი. ერთნი მიიჩნევენ რომ მოვალე უნდა დარეგისტრირდეს

17
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, თავი IV1. მოვალეთა რეესტრი
18
ENPI- ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, საქართველოს სააღსრულებო სისტემის
მიმოხილვა, თბ. 2013, გვ 183
მოვალეთა რეესტრში მხოლოდ მას შემდეგ რაც მის საკუთრებაში არსებული ქონების
რეალიზაციის შემდეგ კრედიტორის ინტერესები ვერ კმაყოფილდება სრულად.
ამ მხრივ, სააღსრულებო პრაქტიკა საქართველოში შემდეგი პრინციპითაა
დამკვიდრებული, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მონაწილე, მოვალის მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება აღსრულების როცესის დაწყებისთანავე, რაც
იმას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ხდება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების,
მოძრავი-უძრავი შეზღუდვების გავრცელება, დაყადაღება და მეორეს მხრივ, მოვალე
რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში. აღნიშნული მიდგომა მოვალეებს ბოჭავს
ნებისმიერი ტიპის გარიგების დადებისგან, რაც იწვევს არაუზრუნველყფოლი
მოთხოვნის აღსრულებისას მოვალეთა ქონებრივი უფლებების უგულებელყოფას.
კრედიტორი მას შემდეგ რაც სააღსრულებო ფურცელს წარადგენს შესაბამის
სააღსრულებო ორგანოში, გადაიხდის წინასწარ საფასურს, უჩნდება ნდობა
აღმასრულებლისა და სააღსრულებო პროცესისადმი. ასევე, მოვალის ინტერესია მისი
ქონებრივი უფლებები არ შეიზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე მის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებაა. თუმცა, რთულია განისაზღვროს წინასწარ მოვალის ფინანსური
მდგომარეობა, რამდენად იქნება კრედიტორის ინტერესების სრულად დაკმაყოფილების
ფარგლებში.
სშწ კანონის მე-193 მუხლი ცალსახად უთითებს, რომ რეესტრში რეგისტრირებულ
პრის რეგისტრაციისთანავე ეზღუდება უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა. აღნიშნული განმარტება უნდა
განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლთან ერთობლიობაში, მესაკუთრეს
შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში
თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა
მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი.(...) საკუთრების უფლება მოიცავს თავის
თავში განკარგვის უფლებას19 ამიტომ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს
კანონის მე-193 მუხლში მოცემული დეფინიცია, განკარგვისა და უფლებრივად
19
მარკსის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საკუთარი ქონების
განკარგვის უფლება წარმოადგენს საკუთრების ტრადიციულ და ფუძემდებლურ ასპექტს“ (Marcks,63)
დატვირთვის ცნებების ერთმანეთთან გაიგივება არ არის სწორი, განკარგვა თავის თავში
მოიცავს ასევე, უფლებრივად დატვირთვასაც, ხოლო მოვალეს ეზღუდება სწორედ
განკარგვის უფლება, და არა საკუთრებაში ქონების აღრიცხვის უფლება.
მოვალის ინფორმირება
მას შემდეგ რაც მოვალე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ დაიწყება
აღსრულების პროცედურა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოვალის ინფორმირება, რაც
გულისხმობს მოვალისათვის წერილის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. სშწ კანონის 25-ე
მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის
ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყბიდან არაუგვიანეს 5 დღისა,
ამასთან მხარეთა ინფორმირება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.20
გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება
ქმნის შემდგომი მოქმედებების გაგრძელების საფუძველს, ასევე იცავს მოვალის
უფლებას ინფორმირებულობის თვალსაზრისით. თუმცა, განსუსაზღვრავს მოვალეს
მკაცრად მის მიერ ვალდებულების შესრულებისა თუ შეუსრულებლობის შესახებ.
მოვალისთვის წინადადების გაგზავნის დროს მოვალეს ეძლევა 7 დღიანი ვადა
გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის, კერძოდ, ინფორმირებიდან 7
დღის ვადაში მას ეცნობება: მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში
მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი
ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების
საფასურის სრული ოდენობით (7%) დაკისრების შესახებ; „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები; სააღსრულებო წარმოების
დაწყების სამართლებრივი შედეგები; იძულებითი აღსრულებისთვის ამ კანონით
გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; აღსრულების შესახებ
კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოვალეს იძულებითი
აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.21
20
სამქოალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 71
21
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას, მოვალის ინფორმირება ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ინფორმირებიდან 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ,
თუ მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას, აღმასრულებელს აქვს უფლება
განახორციელოს იძულებითი ღონისძიებები: წარუდგინოს საბანკო დაწესებულებას
მოვალის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების შესახებ მოთხოვნა, მოვალის
სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანაზე გაავრცელოს ძებნისა და დაკავების სტატუსი,
ასევე სააუქციონოდ მოამზადოს და გადასცეს აუქციონის ჯგუფს დაყადაღებული
ქონება, და ა.შ.
ასევე, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 2214-ე მუხლის მიხედვით თანაბარი
ძალის მქონე დოკუმენტის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია, წამოიწყოს
იძულებითი აუქციონის პროცედურა მხოლოდ მოვალისთვის უწყების ჩაბარების
შემდეგ.22
წინადადების ჩაბარება წარმოშობს მოვალისათვის სამართლებრივ და ქონებრივ
ვალდებულებებს, ამიტომ მანამ სანამ მოვალე არ იქნება ოფიციალურად
ინფორმირებული ზემოაღნიშნული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები მასზე ვერ
განხორციელდება. თუმცა, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას,
ვხვდებით რეალურ სირთულეებს რაც გამოიხატება წინადადების ჩაუბარებლობაში,
რომელიც იწვევს აღსრულების პროცესის გაჭიანურებას, ხოლო კრედიტორის
ნებისყოფის სრულ ამოწურვას. წინადადების ჩაუბარებლობის მიზეზი შეიძლება
მრავალგვარი იყოს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირია საფელდეგერო და საფოსტო
სამსახურების მიერ დაგვიანებული მომსახურების გაწევა, მოვალის ან მისი ოჯახის
წევრის მიერ უარი წინადადების ჩაბარებაზე.23
განსხვავებით ადმინისტრაციული მოთხოვნების აღსრულებისგან,
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას დროში გაწელილი სააღსრულებო

22
https://www.legifrance.gouv.fr/affichCodeArticle.do?
cidTexte=LEGITEXT000006070721&idArticle=LEGIARTI000006447197&dateTexte=&categorieLien=cid
23
ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ვალდებულია განმეორებით გაგზავნოს წინადადება, მეორე გზავნილის
ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან ჩაუბარებლობა სხვა მიზეზით ქმნის საჯარო გამოქვეყნების
საფუძველს (ავტ.შენიშვნა)
პროცესის ოპონენტად გვევლინება კრედიტორი, რომელიც თვლის, რომ სააღსრულებო
ფურცლის (აღსრულების ქვემდებარე აქტის) წარდგენიდან უახლოეს მომავალში24 მისი
მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
თუმცა რეალობა სხვაგვარია, სშწ კანონის შესაბამისად აღსრულების დაწყების
შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება
სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 25 შემდეგი ვადა
უკავშირდება მოვალისთვის მიცემული წინადადების ჩაბარებას, როგორც ზემოთ უკვე
აღინიშნა წინადადების ჩაბარება საქართველოში რეალურად ქმნის
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების პროცესში სირთულებს, ერთის
მხრივ საფელდეგერო და საფოსტო სამსახურები არ ასრულებენ ჯეროვნად დაკისრებულ
ვალდებულებებს26, მეორეს მხრივ მოვალე ან მისი ოჯახის წევრი თავს არიდებს
წინადადების ჩაბარებას.
მივყვეთ ზემოაღნიშნულ ვადებს, მას შემდეგ რაც წინადადება მივა ადრესატამდე
მოვალეს აქვს ინფორმირებიდან 7 დღე რათა ნებაყოფლობით სრულად შეასრულოს
ვალდებულება; ამ ვადასვე უკავშირდება აღსრულების საფასურის განსაზღვრა 27,
რომელთან დაკავშირებითაც შემდგომში ვისაუბრებ.
აღსრულების ვადა დამოკიდებულია ასევე დებიტორის გადახდისუნარიანობაზე,
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას სირთულე იქმნება მაშინ,
როდესაც მოთხოვნა მერყეობს 5 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მოვალეს არ გააჩნია
არავითარი ფასეული ქონება, გარდა უძრავი ქონებისა, რომლის საბაზრო ღირებულება
რამდენჯერმე აღემატება მოთხოვნის ოდენობას, ან მოვალე გადახდისუუნაროა,
შესაბამისად მის მიმართ აღსრულების განხორციელება შეუძლებელია. რაც თავისთავად
იწვევს აღსრულების ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივებას. აღსრულების
ვადებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ეფექტური

24
კრედიტორთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღსრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს
25
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 25, პუნქტი 7
26
გაგზავნილი წინადადებებიდან დაახლოებით 70% არ/ვერ ბარდება
27
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხ.25,პუნქტი 7,“ა“ ქვეპუნქტი
მართლმსაჯულების ევროპული კომისიის მოსაზრებები, რომელიც მოკლედ
მიმოვიხილოთ საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობის ფონზე.
ცალსახად აღიარებულია, რომ აღსრულების ვადის განსაზღვრა წარმოადგენს
საკმაოდ რთულ ამოცანას, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა დამოკიდებულია არაერთ
ფაქტორზე, თითოეული ქვეყანა განსაზღვრის ამ ფაქტორების გათვალისწინებით
საშუალო ვადას როგორც ეფექტურობის ინდიკატორს. 28 საშუალო ვადა წინადადების
ჩაბარების განისაზღვრება 1-დან 10 დღემდე. მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე,
რომელსაც იცნობს საბერძნეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა.
ევროპის საბჭოს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის მიერ
შეთავაზებულია წევრი ქვეყნებისათვის მხარეების ინფორმირება მოახდინონ
აღსრულების პროცედურისთვის საჭირო დროის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს
წინასწარ განსაზღვრადი. ამასთან, აღნიშნული ვადის შესახებ ინფორმირებას ახდენს
მხოლოდ 6 სახელმწიფო (საფრანგეთი, ფინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა).
ასევე, განიხილავს, რომ წევრი სახელმწიფოები მოწოდებულნი უნდა იყვნენ გააკეთონ
თავიანთ შიდა კანონმდებლობაში დათქმა მხარეთა ინფორმირების აღსრულების
პროცედურის ხანგრძლივობის შესახებ, და კერძოდ წინასწარ განსაზღვრად აღსრულების
ვადებთან მიმართებით. აღნიშნული გაზრდის აღსრულების პროცედურის
გამჭვირვალობას და აღსრულების ხანგრძლივობის წინასწარგანსაზღვრულობას, რითაც
იურიდიული უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო გამყარდება.
ამ საკითხთან მიმართებით უნდა აღინიშნოს საქართველოში მიმდინარე
სააღსრულებო წარმოების პროცესში საჯარო გამოქვეყნების როლი და მნიშვნელობა.
არსებული რეალობიდან გამომდინარე შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია
აღმასრულებელთათვის, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ ორჯერ მოვალეს არ
ჩაბარდა წინადადება, ამ შემთხვევასი საჯარო გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ მიიჩნია
მორიგების სამსახურმა??? საქართველოში არსებული სოციალური ფონის

28
სამოქალაო და სავაჭრო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპაში, გვ.16, 2011 წლის
საკონკურსო თემა, ლისაბონი
გათვალისწინებით,29 ამიტომ აღმასრულებლის ვალდებულება კიდევ უფრო გაიზარდა,
რაც გამოიხატება წინადადების ჩაბარების მიზნით მოვალის მისამართზე ვიზიტით. რის
შემდეგაც, საჯარო გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი ხდება აღმასრულებელი.
მოცემულმა რეკომენდაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აღსრულების ხანგრძლივობის
კიდევ უფრო გაზრდას რაც რა თქმა უნდა შექმნის არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების
აღსრუელბის პროცესში დაბრკოლებებს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების საფუძველს


წარმოადგენს ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ატარებს კერძო სამართლებრივ
ხასიათს, რომლის წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება ან კანონისმიერი
ვალდებულებები (დელიქტური ვალდებულებები).30
განსხვავებით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის
წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს მხარეთა გამოხატული ნება დადონ
ხელშეკრულება. არაუზრუნველყოფილი ვალდებულების უმრავლესობას საფუძვლად
უდევს სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობები. ასეთ სახელშეკრულებლო
ვალდებულებით ურთიერთობების მაგალითია ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, იჯახა, სესხი
და ა.შ.
ვალდებულებათა ერთი ნაწილი კი წარმოიშობა კანონის საფუძველზე და ამ დროს
მხარეთა შეთანხმება სავალდებულო არ არის. (ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი
ვალდებულებები).
თუმცა, ორივე შემთხვევაში (სახელშეკრულებო თუ კანონისმიერი) ვალდებულების
აღსრულების პროცედურა და მიზანი თანაბარია.
განსხვავებით, არუზრუნველყოფილი მოთხოვნებისგან, მოთხოვნის უზრუნველყოფის
საშუალება იპოთეკის სახით დღევანდელ სამოქალაქო რეალობაში საკმაოდ გავრცელებული
ფორმაა. მოკლედ მიმოვიხილოთ უზრუნველყოფილი მოთხვნის არსი.

29
მოსახლეობის ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ასევე არ არსებობს სამოქალაქო განათლება
30
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მესამე
უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობისათვის რამდენიმე ეტაპია
გათვალისწინებული:
1. უძრავი ნივთის მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის უნდა გაფორმდეს სანოტარო
წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ორ ხელშეკრულებას (სესხისა და
იპოთეკის);
2. იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;31
აღსასრულებლად წარდგენისას ამ ტიპის ვალდებულების აღსრულება ხდება
განსხვავებული წესების დაცვით, ვიდრე ეს იყო არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების
აღსრულებისას. განვიხილოთ: სესხის ხელშეკრულება, რომლის მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშულებად განსაზღვრულია იპოთეკა, აღმასრულებელს უწესებს
საზღვრებს, რაც გამოიხატება კონკრეტული უზრუნველყოფილი საგნის აუქციონზე
რეალიზაციით. ამასთან, უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას არ ვრცელდება
ზემოთ განხილული არცერთი შეზღუდვა, იგულისხმება დებიტორის რეგისტრაცია
მოვალეთა რეესტრში, შეზღუდვების გავრცელება საბანკო ანგარიშებსა და დანარჩენ მოძრავ
ქონებაზე, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან
ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის
დასაფარავად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ კანონით ან მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.32 გამონაკლისს წარმოადგენს სესხისა და
იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც ცალსახადაა განსაზღვრული, რომ რეალიზაციის
შედეგად თუ არ მოხდება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, აღსრულება უნდა მიექცეს
მოვალის, ასევე თუ მესაკუთრე მესამე პირია მის სხვა ქონებაზე. ამ უკანასკნელ
შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა გარდაიქმნება არაუზრუნველყოფილ
მოთხოვნად და სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება არაუზრუნველყოფილი
მოთხოვნისთვის დამახასიათებელი პროცედურების დაცვით (მოვალეთა რეესტრი,
მოძიება, ყადაღის გავრცელება, ხელფასიდან თანხის დაკავება და ა.შ).

31
ქართული სანივთო სამართალი, ბესარიონ ზოიძე, გვ.331 გამომცემლობა „მეცნიერება“, 2003 წ
32
სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლის 11
ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის
აღსრულებისას რეალურად იძლევა საკმაოდ რთულ სურათს. რეალობა კი შემდეგია,
მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა.
მოცემულობა -„ა“-მ აიღო სესხი საბანკო დაწესებულებიდან სს „ბ“, სესხის
ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, მოცულობა,
გადახდის პირობები, თუმცა „ა“-ს სურდა სესხად მეტი თანხის აღება, იმის გამო, რომ არ
სურდა საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა,
რათა შემდგომში თავიდან აეცილებინა რისკები, უარი თქვა სესხისა და იპოთეკის
ხელშეკრულებაზე. „ა“-ს სესხის დაფარვისას შეექმნა ფინანსური პრობლემები რის გამოც, სს
„ბ“-მ მიმართა სასამართლოს.
შედეგი - სს „ბ“-მ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსასრულებლად. აღსრულების
პროცესში კი „ა“ დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, ასევე ყადაღა დაედო „ა“-ს
კუთვნისლ საბანკო ანგარიშებს, უძრავ ქონებას და ავტომანქანას.
„ა“-ს მოლოდინი - ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარი თქვა, „ა“-მ
ჩათვალა, რომ მის ქონებაზე არ მიექცეოდა აღსრულება.
რეალობა - იმ შემთხვევაში თუ „ა“ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების
შესახებ წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში არ შეასრულებს მოთხოვნას,
აღმასრულებლის მიერ მოხდება არსებული ქონების რეალიზაცია.
ამ შემთხვევაში დებიტორი თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, ვინაიდან მას არ
დაუტვირთია უძრავი ქონება იპოთეკით, არ დაუგირავებია ავტომანქანა სესხის
უზრუნველსაყოფად, რის გამოც არ უნდა მოხდეს მისი ქონების რეალიზაცია.

მოთხოვნისა და გასატარებელი ღონისძიების პროპორციულობა


საქართველოს კანონი სწშ არ განიხილავს შემთხვევას, როდესაც დებიტორის მიერ
შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა ბევრად ჩამოუვარდება დებიტორის სახელზე
რეგისტრირებული ქონების ფასს.
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების პროცესში სირთულეს ქმნის ის
ფაქტი, რომ აღსრულების დაწყებისთანავე ყადაღა ედება მოვალეთა რეესტრში
რეგისტრირებული პირის ნებისმიერი ღირებულების ქონებას.33
მოთხოვნისა და გატარებული ღონისძიების პროპორციულობის საკითხი კი რჩება
ყველა პროცედურის მიღმა. თავის მხრივ დაგვიანებული აღსრულება იწვევს
საკანონმდებლო ნორმების დარღვევას, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე
გასატანი ქონების საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე აღემატება მოთხოვნის ოდენობას,
აღმასრულებელი ვალდებულია ყველა პროცედურის დაცვის შემდეგ, თუ კვლავ არ
ასრულებს დებიტორი ვალდებულებას, განახორციელოს ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
გარდა ამისა, კრედიტორი ცდილობს რაც შეიძლება მოკლე დროში დაიკმაყოფილოს
მოთხოვნა, რის გამოც მიუხედავად მოთხოვნისა და ქონების ფასის არაპროპორციულობისა,
აუქციონი გარდაუვალია.
პროპორციულობის საკითხს ეხება, მსოფლიო სააღსრულებო კოდექსი, რომელიც
ნორმალიზაციისკენ მოუწოდებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას. 34
27-ე მუხლის თანახმად აღსრულების მოცულობა პროპორციული უნდა იყოს
აღსასრულებელი მოთხოვნის. ამ მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, კრედიტორი
შესაძლებელია დაისაჯოს.35
ამასთან, საფრანგეთის სამოქალაქო საქმეების სააღსრულებო პროცედურათა კოდექსი
ვრცლად განიხილავს აღსასრულებელი მოთხოვნისა და სააღსრულებო პროცედურის
პროპორციულობის საკითხს.36 რომლის მიხედვითაც, კრედიტორს აქვს შესაძლებლობა
გაავრცელოს შეზღუდვები მოთხოვნის ფარგლებში.37

33
გამონაკლისი, საბანკო ანგარიშები, სადაც კონკრეტული თანხის ფარგლებში ვრცელდება ყადაღა
34
http://www.uihj.com/fr/code-mondial-de-l-execution_2165010.html
35
მსოფლიო სააღსრულებო კოდექსი, მუხლი 27
36
https://www.legifrance.gouv.fr/affichCode.do;jsessionid=39AD2B792538AC034E965BFCD84634AA.tpdila11v_2?
cidTexte=LEGITEXT000025024948&dateTexte=20160522
37
იქვე. L. 111-7
ასევე, მოცემული კოდექსი განასხვავებს ორი ტიპის პროპორციულობას: აღსრულების
ხარჯებთან38 და აღსასრულებელი მოთხოვნასთან კავშირში39.
განვიხილოთ თუ რას გულისხმობს მოცემული პროპორციულობა.
აღსრულების ხარჯი დებიტორს ეკისრება აღსასრულებელი მოთხოვნის
პროპორციულად. რაც შეეხება, მეორე შემთხვევას, პროპორციულობა დაცული უნდა იყოს
არსებულ მოთხოვნასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, კანონი ავალდებულებს მხარეებს
დაიცვან დებიტორის ქონება განსაკუთრებით კი ქონება სადაც მას უწევს ცხოვრება.40
ასევე, მოთხოვნის აღსრულებისთვის თავდაპირველად განიხილება ისეთი აქტივები
როგორიცაა, ხელფასი, საბანკო ანგარიშზე არსებული აქტივი და ა.შ.
1991 წლის კანონის 22-ე მუხლის 1 აბზაცი გვეუბნება, რომ აღსრულება იმ ფარგლებში,
სადაც გამოიყენება მკაცრი ღონისძიებები, არ შეიძლება რომ აჭარბებდეს საჭიროებას
მოთხოვნასა და განხორციელებულ ღონისძიებას შორის. ამასთან, 1991 წლის კანონის 23-ე
მუხლში ვკითხულობთ, რომ დებიტორი შეიძლება დაჯარიმდეს თაღლითური
ქმედებისთვის აღსრულების პროცესში41.

უძრავი ქონების რეალიზაცია არაუზრუნველყოფილი მოთხოვნათა აღსრულებისას -


მოვალის ინტერესების დარღვევა თუ კრედიტორის მოთხოვნის შესრულება

როგორც უკვე აღვნიშნე სააღსრულებო წარმოება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების


აღსრულებისას მიმდინარეობს მოვალის ნებისმიერ ფასეულ ქონებაზე, გარდა კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისისა.42
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად მოვალის
უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. უზრუნველყოფილი
მოთხოვნის დროს უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხი თავისთავად გასაგები და

38
იქვე. L. 122 -1
39
იქვე. L. 221-2
40
2e Chambre civile 15 mai 2014, pourvoi n°13-16016, BICC n°809 du 15 octobre 2014 et Legiftance
41
Droit de voies d’exécution 2014, cours de droit, I partie, §2, B
42
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, 45 მუხლი
გარდაუვალია, თუმცა რაც შეეხება არაუზრუნველყოფილ მოთხოვნების აღსრულებას, ამ
დროს უძრავი ქონების რეალიზაცია რა თქმა უნდა არ არის სავალდებულო, თუმცა
პრაქტიკა საწინააღმდეგოს მოწმობს.
განვიხილოთ, უძრავი ქონების რეალიზაციის წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ
ქართული კანონმდებლობით უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველი შესაძლებელია
იყოს სასამართლო გადაწყვეტულებასთან ერთად, სააღსრულებო ფურცელი, ამ წესს
იზიარებს უკრაინის კანონმდებლობაც43.
სააღსრულებო ფურცლის მოპოვება სასამართლოს განხილვის გარეშე არც
გერმანული კანონმდებლობისთვისაა უცხო ინსტიტუტი. ასეთი დოკუმენტი
შესაძლებელია გაცემულ იქნეს სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელშეკრულების
საფუძველზე დაუყოვნებლად აღსასრულებლად, იძულებითი აღსრულების გზით.
გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, რეალიზაციის ეს ფორმა მომგებიანია,
ვინაიდან გაკოტრების შემთხვევაში იძლევა ქონების სწრაფად რეალიზაციის
შესაძლებლობას, მხარეთა მიერ შეთანხმებულ საბაზრო ფასებში. სწორედ ნოტარიუსის
მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ედება საფუძვლად უძრავ ქონებაზე
იძულებით აღსრულებას.44
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებისას კი უძრავი ქონების
რეალიზაციის საკითხი არ წყდება არცერთი სააღსრულებო აქტით, მეტიც აღსრულების
ქვემდებარე აქტის გამომცემი არცერთი ორგანო არ განიხილავს უძრავი ქონების
საკითხს, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ხდება უძრავი ქონების
რეალიზაციის გზით, ამიტომ სააღსრულებო ფურცელში ეთითება მხოლოდ ფულადი
ვალდებულების ოდენობა. აღსრულების საგანი კი მსჯელობის ობიექტი არ არის არც
დავის მიმდინარეობისას (სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში) და არც
სააღსრულებო ფურცლის გაცემისას.

43
თამარ შოთაძე: იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, გამომცემლობა
„მერიდიანი“ თბილისი - 2012, გვ.251
44
თამარ შოთაძე: იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, გამომცემლობა
„მერიდიანი“ თბილისი - 2012, გვ.252
სწშ საქართველოს კანონი არ არეგულირებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების
აღსრულების მოთხოვნებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სწშ კანონი აღმასრუელბელს
ავალდებულებს იმოქმედოს კანონმდებლობის დაცვლით, რაც გულისხმობს უძრავი
ქონების რეალიზაციას თუნდაც იმ შემთხვევაში როდესაც აღსასრულებელ მოტხოვნასა
და სარეალიზაციო ქონებას შორის არსებობს აშკარა არაპროპორციულობა.
განვიხილოთ საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულია
შემდეგი ფაქტები, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც
შეადგენს 4.416,58 ევროს, ხოლო დაყადაღებული უძრავი ქონების ღირებულება 50. 000
ევროზე მეტს.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დებიტორს ამ შემტხვევასი ელახებოდა
ქონებრივი უფლებები, ამიტომ გააუქმა უზრავ ქონებაზე ყადაღა, იმ მოტივით, რომ
აღსრულების ღონისძიება აჭარბებდა რეალურად არსებული ვალდებულებისათვის
განსახორციელებელ ღონისძიებას45.
რაც შეეხება, საქართველოში არსებულ პრაქტიკას, სამწუხაროდ მსგავს
შემთხვევებში აღმასრულებელს აქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულება მოახდინოს
რეალიზაცია იმ უძრავი ქონების, რომლის საბაზრო ღირებულება მიუხედავად იმისა,
რომ საგრძნობლად ჩამორჩება მოთხოვნის ფასს.

გამარტივებული წარმოება
გამარტივებული წარმოება „სპეციალური წარმოებაა“, რომელსაც ახორციელებს 2012
წლის 8 მაისის ცვლილებების შეტანის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო.
აღნიშნული მექანიზმი გათვალისწინებულია სწშ საქართველოს კანონის XVI 1 თავში.
აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წარმოების სპეციფიკა საკმაოდ თვალშისაცემია. ამ
თვალსაზრისით მოცემულ ქვეთავში განხილული იქნება გამარტივებული წარმოების
ინსტიტუტის არსი, აღსრულების პროცესში არსებული სირთულეები და პრობლემები.

45
Cass .2ème Civ. 15 mai 2014
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წარმოების ეს ფორმა, ვადამოსულ ფულად
ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზე, დოკუმენტურად დადასტურებული
მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, იმ დროს, როცა რესპონდენტი ვალის არსებობას არ
უარყოფს, გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს გვერდის ავლით არსებითი
განხილვის გარეშე ალტერნატიული ორგანოს მეშვეობით გულისხმობს. 46
გამარტივებული წარმოება თავისი არსიდან გამომდინარე თავის თავში მოიცავს
პროცესუალურ ელემენტებსაც. სწორედ ამიტომ ემყარება სამოქალაქო საპროცესო
სამართლის კონსტიტუციურ პრონციპებს - თანასწორობასა და შეჯიბრებითობას 47.
იმისათვის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და უფებამოსილი პირის მიერ გამოცემულ
იქნას ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, საჭიროა არსებობდეს აპლიკანტის
მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და
სახეზე იყოს სწშ კანონის 917 მუხლის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ გამარტვიებული წარმოების დასაწყებად საკმარისია ნებისმიერი
ფორმის ხელშეკრულება/ხელწერილი, სავალდებულო ფორმა კანონმდებლობით არ არის
განსაზღვრული. შესაბამისად, აპლიკანტი არ არის შეზღუდული რაიმე ფორმის
სახელშეკრულებო დოკუმენტის წარდგენით, რაც თავისთავად უმარტივებს აპლიკანტს
დაიწყოს წარმოება მის ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტის საფუძველზე რომელიც
ადასტურებს ფულადი ვალდებულების არსებობას.
ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიურო არ იკვლევს საქმეს დეტალურად და
აპლიკანტის მოთხოვნის უფლებას ამოწმებს მხოლოდ საქმეზე დართული
მტკიცებულებების საფუძველზე, სწორედ ამით განსხვავდებოდა სასამართლოს მიერ
გამარტივებული წარმოების პროცესი სასარჩელო წარმოების პროცესისაგან და იგივე
პრინციპია გავრცელებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს
მიერ საქმის წარმოების პროცესშიც. ამავე პრინციპით აღსრულების ეროვნული ბიურო

46
ENPI- ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, საქართველოს სააღსრულებო სისტემის
მიმოხილვა, თბ. 2013, გვ 391
47
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხ. 4
თვლის აპლიკანტის მოთხოვნად იმ თანხას, რომელიც მას განცხადებაში აქვს
მითითებული.
სწშ კანონი ითვალისწინებს ასევე მორიგების პირობებს გამარტივებული საქმის
წარმოების მიმდინარეობისას, რასაკვირველია, მორიგება უფრო მეტად რესპოდენტის
ინტერესებს იცავს, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე
აპლიკანტისთვისაც უფრო მისაღები და ხელსაყრელი გზა აღმოჩნდეს კუთვნილი თანხის
დაბრუნებისათვის. მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ შემთხვევა, როდესაც
აღსრულების ეროვნული ბიუროს აპლიკანტმა გიორგიმ მომართა რესპოდენტის ირაკლის
წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1000 ლარის
მოთხოვნით ბრძანების გამოცემა. ამავე დროს რესპოდენტმა ირაკლიმ კი აღიარა
დავალიანების არსებობა, მაგრამ განმარტა, რომ ეკონომიურო მდგომარეობის გაუარესებუს
გამო მან ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და მოითხოვა აპლიკანთან მორიგება
თანხის განწილვადებით, კერძოდ კი თანხის გადახდა 10 თვის ვადაში. მხარეთა შორის ვერ
შედგა მორიგება, გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მიექცა იგი
აღსასრულებლად. აღსრულების პროცესში გამოიკვეთა, რომ მოვალე ირაკლი
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქულით
21 000. კანონი კრძალავს მსგავს შემთხვევაში მოვალის ქონებაზე იძულებით აღსრულების
განხორციელებას, ამიტომ თუ მოვალე ნებაყოფლობით არ გადაიხდის დავალიანებას,
აღმასრულებელს არანაირი მექანიზმი თანხის ამოსარებდ არ აქვს. ხოლო იმ ფაქტით
განაწყენებული ირაკლი, რომ გიორგი მის შეთავაზებს არ დათანხმდა, უარს აცხადებს
თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე. ასეთი საქმე ყოვლად უპერსპექტივოა და კრედიტორის
შანსი, მიიღოს მიკუთვნებული თანხა, ხდება ნულის ტოლი. ხოლო თუ ორი წლის
განმავლობაში მოვალის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აღსრულების
ეროვნული ბიურო მიმართვს კრედიტორს წინადადებით გადაიხადოს საფასური 200 ლარის
ოდენობით, თუკი მას ინტერესი გააჩნია რომ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმოებაში იყოს ერთი წლის განმავლობაში და ყოველი ერთი წლით საქმის გაგრძელება
კრედიტორს დამატებით 200 ლარი უჯდება, ამას ემატება მის მიერ წინასწარი საფასურის
სახით გადახდილი მოთხოვნის 2%-ც, რომელსაც ის იხდის სააღსრულებო ფურცლის
აღსარულებლად წარმოდგენისთანავე48.
ზემოაღნიშნული მსჯელობა და მაგალითი ცხადყოფს, რომ მორიგება ერთ-ერთი
საუკეთესო ალტერნატივაა აღსრულების პროცესში და მას აქტიურად მიმართვენ
მხარეები49.

1.2. ყადაღა როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

არაუზრუნველყოფილი მოთხონის წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს


აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ბრძანება გადახდევინების შესახებ,
საინტერესოა ამ დროს უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის საკითხი.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბრძანების წარდგენამდე მოვალის ამ შემთხვევაში
რესპოდენტის უძრავი ქონება უკვე დაყადაღებულია50.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი არ ასაბუთებს ყადაღის აუცილებლობას, შესაბამისად
გამარტივებული წარმოების სამსახური არ მსჯელობს მისი გამოყენების აუცილებლობა-
მიზანშეწონილობის თაობაზე, პასუხისმგებლობა და რისკი, შესაძლო ზიანის დადგომაზე,
კი ეკისრება აპლიკანტს.
თუმცა, რა ხდება იმ დროს როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპოდენტის ქონებაზე
გაავრცელა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ყადაღა, თუმცა აპლიკანტი არ იწყებს
წარმოებას სააღსრულებო ბიუროში, ამ შემთხვევისთ თავიდან ასაცილებლად კანონმდებელმა
ცალსახად მიუთითა, რომ თუ აპლიკანტს სურს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების -
ყადაღის გამოყენება მაშინ მან განცხადებაში უნდა მიუთითოს, რომ ითხოვს დავალიანების
გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას51 . საილუსტრაციოდ განვიხილოთ მაგალითი,
აპლიკანტი ნათიას მოთხოვნის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა
რესპოდენტის გიორგის უძრავი ქონების და სატვირთო ავტომობილის დაყადაღება. ამავე დროს

48
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 35, (12)
49
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 918
50
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 9110
51
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი მუხლი 9110 ,1(ბ)
ნათია არ აპირებს უახლოესი 1 წლის მანძილზე გიორგის მიმართ საქმისწარმოების დაწყებას
აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ხოლო გიორგი კი არის ინდ. მეწარმე და თავისი სამეწარმეო
საქმიანობის ფარგლებში ესაჭიროება გარკვეული თანხა. გიორგიმ გადაწყვიტა მიმართოს X ბანკს და
დადოს მასთან სესხის ხელშეკრულება. ბანკი თანახმაა გასცეს სესხი გიორგიზე და
უზრუნველყოფის საშუალების სახით მოითხოვს გიორგის საკუთრებაში ასებულ საცხოვრებელ
სახლზე იპოთკას, ხოლო სატვირთო ავტომობილზე გირავნობის უფლების გავრცელებას. ბანკთან
მოლაპარაკების პროცესში გაირკვა, რომ გიორგის უძრავ-მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა,
შესაბამისად ვინაიდან კანონით აკრძალულია დაყადაღებული ქონების დაგირავება და მასზე
იპოთეკის გავრცელება, გიორგის მოლაპარაკება ბანკთან ჩაიშალა. გიორგის მიადგა დიდი
მტერიალური ზიანი. როგორც ვხედავთ, რესპოდენტის ქონებაზე ყადაღის დადება, როდესაც
აპლიკანტი არ იწყებს ბრძანების გადასახდევინებლად მის წარდგენას, არათანაბარ მდგომარეობაში
აყენებს მხარეებს. ამასთანავე მოთხოვნის უზრუნველყოფის არსიც ხომ ის არის, რომ
გადაწყვეტილების/ბრძანების აღსრულებამდე მოვალემ ვერ შეძლოს ქონების გასხვისება თუ
უფლებრივად დატვირთვა, რაც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ ბრძანების
აღუსრულებლობის მიზეზი გახდეს.52

1.3 გამარტივებული წარმოება უზრუნველყოფილ მოთხოვნებთან დაკავშირებით

ზემოთ ვისაუბრეთ გამარტივებული წარმოების ინსტიტუტზე, რომელიც გარკვეულ


პრივილეგიებს ანიჭებს აპლიკანტს, თუმცა ამასთანავე გასთვალისწინებელია ერთი
გარემოება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე პრობლემის მიზეზად იქცეს უშუალოდ
ბრძანების აღსრულების პროცესში. თანხის გადახდევინების შესახებ ბრძანების
გამოცემსთვის საკმარისია აპლიკანტმა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულება, რომ
მოწინააღმდეგე მხარეს მის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი, ვადამოსული ფულადი
ვალდებულება. ეს ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მხარეთა შორის მოქმედი
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული

52
თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი,
გამომცემლობა ,,სანი’’, 2004, გვ. 330
ბიურო გამოსცემს ბრძანებას, მაგრამ ბრძანებაში არ მიეთითება იპოთეკის საგნის
რეალიზაციის შესახებ. შესაბამისად მისი აღსრულების პროცესი დაიწყება, როგორც
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულება, მოვალე დარეგისრტრირდება მოვალეთა
რეესტრში, ყადაღები გავრცელდება მის ქონებაზე, არა მარტო იპოთეკის საგანზე, არამედ
სხვა ნებისმიერ ქონებაზე, იმ დროსაც, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სესხის თანხა
უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ ერთი რომელიმე ქონებით. ასეთ ვითარებაში მოვალე
მეტად მძიმე მდგომარეობაში ვარდება. აღმასრულებელი ვალდებულია, მას შემდეგ რაც
საქმეს მიიღებს წარმოებაში მოვალის ქონებაზე შეზღუდვები გაავრცელოს. მისთვის
ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ არის აღსასრულებელი დოკუმენტი,
რომელიც მოვალის ქონებაზე აღსრულების მიქცევას გულისხმობს. აღნიშნულმა პრობლემამ
უკვე იჩინა თავი უშუალოდ აღსრულების პროცესში, თუმცა მისი გადაჭრის გზები ჯერ
კიდევ არაა ცალსახად დადგენილი. საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს
უნდა მოხდეს თუ არა მოვალის მოვალეთა რეესტრში დამატება, რადგან როგორც ვიცით
მოვალეთა რეესტრში არ რეგისტრირდებიან მოვალეები უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან
დაკავშირებით, ხოლო ბრძანება თავისი სამართლებრივი არსით იგივდება სააღსრულებო
ფურცელთან, რომლის დროსაც მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი მოვალის ან მესამე
პირის ქონებით. ამასთანავე, როდესაც საქმე აღმასრულებელს გადაეცემა თითქმის
შეუძლებელია გაარკვიოს თუ რა საფუძლითაა გაცემული ბრძანება. უმეტესად ბოლო დროს
დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ კრედიტორების განცხადების საფუძველზე აღმასრულებელი
საქმეს აწარმოებს როგორც უზრუნველყოფილ მოთხოვნას და იპოთეკის საგნის
რეალიზაციით მისივე განცხადებით საქმისწარმოება წყდება. თუმცა ეს იმ შემთხვევებს
შეეხება, როდესაც იპოთეკის ან გირავნობის საგანი მოვალის პირად საკუთრებაში
ირიცხება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე და უზრუნველყოფის საგნად
გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ წარმოადგენს ერთი და იგივე პირს, აღსრულების
პროცესში ნამდილად წარმოიქმნება პრობლემა. თანხის გადახდევინების შესახებ
ბრძანებაში მიეთითება მხოლოდ მოვალის ვინაობა და აღსასრულებელი თანხა,
შესაბამისად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად
აღსრულება უნდა მიექცეს მხოლოდ მოვალის პირად ქონებაზე. ამდენად შეუძლებელია
მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონების რელიზაცია თანხის გადახდევინების
შესახებ ბრძანების საფუძველზე.
საკანონმდებლო ცვლილებას გამარტივებულ წარმოებასთნ დაკავშირებით არაერთი
უპირატესობა აქვს. სტატისტიკას თუ გადავხდედავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში
შემოსული განცხადებებიდან დაახლოებით 30%-ზე მხარეთა მორიგება არსებობს,
განაცხადების რაოდენობას გაცილებით დიდია, სასამრთლოში შესულ განაცხადებთა
შედარებით, როცა აღნიშნული საქმეების წარმოება სასამართლოს კომპეტენციაში იყო.
თუმცა ამ უპირატესობასთან ერთად, გარკვეული პრობლემებიც შეიქმნა უშუალოდ
აღსრულების პროცესში. არაუზრუნველყოფილი სესხის არსებობისას თუ აპლიკანტი იგებს
დროს, შესაძლოა თანხას და ეძლევა რეალური შანსი საქმე მორიგებითაც დაასრულოს,
უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობისას მხარეთათვის უფრო მისაღებ გზას
წარმოაგენს დავის სასარჩელო წესით სასამართლოში წარმოება სწორედ იმ მიზეზებიდან
გამომდინარე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა


სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას შეიძლება მოხდეს აღსრულების შეჩერება,
შეწყვეტა ან აღსასრულებელი დოკუმენტის დაბრუნება. შესაბამისი საფუძვლები
განსაზღვრულია სწშ საქართველოს კანონით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ
უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია აუქციონის გამოცხადებამდე.53
53
ENPI- ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, საქართველოს სააღსრულებო სისტემის
მიმოხილვა, თბ. 2013, გვ. 229
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 33-ე და შემდეგი მუხლები
ეძღვნება აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან
დაბრუნებას54.
მოკლედ შევეხებით არსებულ სირთულეებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების
აღსრულებისას წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შემთხვევებში.
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს
წარმოადგენს კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალება55, შეჩერების ვადა კი
განსაზღვრულია სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის
ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.
განვიხილოთ პრაქტიკაში არსებული შემთხვევა, გიორგიმ რომელმაც სანდროს
სანოტარო წესით დაამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 2540
ლარი, სანდროს მიერ ვადაში სესხის გადაუხდელობის გამო მიმართა ნოტარიუსს, ამ
უკანასკნელმა ამოწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გიორგიმ წარადგინა

54
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის VII თავი
55
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი
აუქციონი

არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ცნობა და აღსრულება საქართველოში


სასამართლო პრაქტიკა

https://www.legifrance.gouv.fr/affichJuriJudi.do?
oldAction=rechJuriJudi&idTexte=JURITEXT000028944530&fastReqId=928516088&fastPos=1

ა. თავდაპირველად უნდა მოხდეს დებიტორის ინფორმირება. რაც გამოიხატება


დებიტორისთვის შეტყობინებაში.
- შეტყობინება: წარმოადგენს პროცედურის ერთ-ერთ ქმედებას, რომელიც
უზრუნველყოფს დებიტორის ინფორმირებას.
- ამასთან,
პრობლემა: მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალება
პრობლემა: წინადადების ჩაბარება - საპროცესო კანონმდებლობის დაცვა +
აღმასრულებლის ვალდებულება საჯარო გამოქვეყნებამდე განახორციელოს ვიზიტი
მოვალის რეგისტრაციის მისამართზე, წინადადების ჩაბარების მიზნით(?!)

აუქციონი -

You might also like