You are on page 1of 1

ფაბულა და სიუჟეტი. თემა და იდეა.

ფაბულა არის ქრონოლოგიურად (თანმიმდევრულად) დაწყობილი ამბავი.


სიუჟეტი - მოვლენათა ლოგიკური გადმოცემა. ფაბულას დაესმის კითხვა რა (ანუ რა
მოხდა ტექსტში), სიუჟეტი კი, გადმოგვცემს თუ როგორ მოხდა. სიუჟეტი შეიძლება
შედგებოდეს შემდეგი დანაყოფებისგან: პროლოგი, ექსპოზიცია, მოქმედების
განვითარება, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, მოქმედების დაღმასვლა, კვანძის გახსნა,
ეპილოგი.

პროლოგი - შესავალი ნაწილი.


ექსპოზიცია - წარმოგვიდგენს პერსონაჟებს, პორტრეტებს, გარემოს (ინტერიერი,
ექსტერიერი) და ფაქტებს, რომელთაც ეფუძნება მოქმედება.
კვანძის შეკვრა - ტექსტში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული კონფლიქტის ფონზე
მომწიფებული ძირითადი ინტრიგა, რომელმაც რაღაც გარდატეხამდე უნდა
მიგვიყვანოს.
კულმინაცია - კონფლიქტის უკიდურესი ზღვარი, ტექსტის მთავარი მოვლენა, სადაც
დაძაბულობა პიკს აღწევს. გარდამტეხი მომენტი.
მოქმედების დაღმასვლა - მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც ტექსტის ინტრიგის
გახსნისკენაა მიმართული.
კვანძის გახსნა - ამთავრებს, ასრულებს ტექსტში განვითარებულ მოქმედებებსა და
მოვლენებს.
ეპილოგი - დასასრული, ბოლოსიტყვა.

თემა არის საკითხი, რომელიც დამუშავებულია მხატვრულ თხზულებაში.


განასხვავებენ მთავარ და დამხმარე ანუ ქვეთემას.

იდეა არის მხატვრულ საფუძველში მდებარე მთავარი აზრი. აქ ჩანს ავტორის


დამოკიდებულება ნაწარმოებში დამუშავებული თემისადმი, ის იშვიათად
არის გაცხადებული აშკარად, მას მიგნება სჭირდება.

You might also like