You are on page 1of 6

თავი 2.

დინამიკა

§ 2.1. ნიუტონის პირველი კანონი

მეცნიერებაში გალილეო გალილეის გამოჩენამდე, დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებული


იყო ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მოსაზრება, რომელიც მიიჩნევდა, რომ
ზემოქმედების გარეშე სხეულები მხოლოდ უძრაობის მდგომარეობაში იქნებიან და
შესაბამისად, მხოლოდ სხვა სხეულების ზემოქმედებას შეუძლია მათი მოძრაობაში მოყვანა.
დიდი ხნის შემდეგ გალილეიმ დაამტკიცა რომ არისტოტელეს მოსაზრება მცდარი იყო და
დაასკვნა რომ ზემოქმედების გარეშე სხეულები არა მარტო უძრაობის მდგომარეობაში არიან,
არამედ მეტიც, წრვივად და თანაბრადაც შეუძლიათ მოძრაობა. გალილეის თანახმად, სხეული
უძრავია, ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად, თუ მასზე სხეულები (სხვა ძალები) არ
მოქმედებენ, ან თუ ეს მოქმედებები გაწონასწორებულია. თუმცა ეს განმარტება ბოლომდე
ზუსტი არ არის, რადგან ფიზიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს ათვლის სისტემებს. როგორც
ვიცით, სხეული ერთი ათვლის სისტემის მიმართ შესაძლოა უძრავი იყოს, ხოლო მეორის
მიმართ მოძრაობდეს. აქედან გამომდინარე, ნიუტონმა გალილეის დასკვნები განაზოგადა და
ჩამოაყალიბა კანონი, რომელსაც ჩვენ ნიუტონის I კანონის სახელით ვიცნობთ და რომლის
მიხედვითაც, არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელთა მიმართ სხეული ინარჩუნებს
მუდმივ სიჩქარეს თუ მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს ან მათი მოქმედება
გაწონაწორებულია. ათვლის სისტემებს, რომლის მიმართაც სრულდება ნიუტონის I კანონი,
ინერციული ათვლის სისტემები ჰქვიათ. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ათვლის სისტემა,
რომელიც მოძრაობს წრფივად და თანაბრად სხვა ინერციული სისტემის მიმართ, თავადაც
ინერციულია. ათვლის სისტემების ცნების შემოღება კიდევ ერთი მიზეზის გამოა
მნიშვნელოვანი: განვიხილოთ უძრავი ლიფტი, როგორც ინერციული ათვლის სისტემის და
აჩქარებით მოძრავი ლიფტი, როგორც არაინერციული ათვლის სისტემის მაგალითები.
პირველ შემთხვევაში, როდესაც ლიფტი უძრავადაა, მასში მყოფი ადამიანის წონა ადამიანის
მასისა და თავისუფალი ვარდნის აჩქარების ნამრავლს უდრის (mg). ხოლო მეორე შემთხვევაში,
როდესაც ლიფტი აჩქარებით ზემოთ ან ქვემოთ იწყებს მოძრაობას, იმავე ადამიანის წონა
იცვლება ლიფტის აჩქარების გავლენით (mg±ma). როგორც ვხედავთ, ძალების ტოლქმედი
სხვადასხვა მნიშვნელობებს იღებს ორ განსხვავებულ ათვლის სისტემაში და შესაბამისად ის
დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე. ხოლო ცალკეულად აღებული ერთი ძალა (მაგალითად
გრავიტაცია) ათვლის სისტემისგან დამოუკიდებელია.

მოძრაობისას შეიძლება შეიცვალოს სხეულის 𝑣⃗ სიჩქარის როგორც სიდიდე, ისე


მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ სხეული მოძრაობს რაღაც აჩქარებით 𝑎⃗. კინემატიკაში არ ისმევა
კითხვა მოძრავი სხეულის აჩქარების გამომწვევ ფიზიკურ მიზეზებზე. როგორც გვიჩვენებს
დაკვირვება, სხეულის სიჩქარის ნებისმიერი ცვლილება გამოწვეულია სხვა სხეულების
გავლენით. დინამიკა განიხილავს სხეულების სხვა სხეულებზე მოქმედებას, როგორც მათი
მოძრაობის ხასიათის განმსაზღვრელ მიზეზს.
სხეულების ურთიერთქმედება ეწოდება მათ ურთიერთგავლენას თითოეული მათგანის
მოძრაობაზე.

მექანიკის ნაწილს, რომელიც სწავლობს სხეულების ურთიერთქმედების კანონებს, ეწოდება


დინამიკა.

დინამიკის კანონები 1687 წელს აღმოაჩინა დიდმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა. მის მიერ
ჩამოყალიბებული კანონები წარმოადგენენ ე.წ. კლასიკური მექანიკის საფუძველს. ნიუტონის
კანონები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცდისეული ფაქტების განზოგადება. კლასიკური
მექანიკის შედეგები სამართლიანია მხოლოდ ისეთი სხეულებისთვის, რომელთა მოძრაობის
სიჩქარე ბევრად ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე (𝑐 = 3 ∙ 108 მ/წმ).

ყველაზე მარტივი მექანიკური სისტემაა იზოლირებული სხეული, რომელზეც არ მოქმედებს


არც ერთი სხვა სხეული. რადგან მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია, სხვადასხვა ათვლის
სისტემაში იზოლირებული სხეულის მოძრაობა სხვადასხვა იქნება. ერთ ათვლის სისტემაში
სხეული შეიძლება იყოს უძრავი, ან მოძრაობდეს მუდმივი სიჩქარით, ხოლო სხვა ათვლის
სისტემაში იგივე სხეული შეიძლება მოძრაობდეს აჩქარებით.

ნიუტონის პირველი კანონი (ანუ ინერციის კანონი) სხვადასხვა ათვლის სისტემიდან


გამოყოფს ე.წ. ინერციულ სისტემებს.

არსებობს ისეთი ათვლის ინერციული სისტემები, რომელთა მიმართაც გადატანით მოძრავი


იზოლირებული სხეულები ინარჩუნებენ სიჩქარეს როგორც მოდულით, ისე მიმართულებით.

სხეულების თვისებას შეინარჩუნონ თავისი სიჩქარე, როცა მათზე არ მოქმედებენ სხვა


სხეულები, ინერცია ეწოდება. ამიტომ ნიუტონის პირველ კანონს ინერციის კანონი ეწოდება.

პირველად ინერციის კანონი ჩამოაყალიბა გ. გალილეიმ (1632წ.). ნიუტონმა განაზოგადა


გალილეის დასკვნები და შეიტანა ისინი მოძრაობის ძირითად კანონებში.

ნიუტონის მექანიკაში სხეულების ურთიერთქმედების კანონები ყალიბდება ინერციული


ათვლის სისტემებისთვის.

დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს სხეულების მოძრაობის აღწერისას დედამიწასთან


დაკავშირებული ათვლის სისტემები მიახლოებით შეიძლება ჩავთვალოთ ინერციულ
სისტემებად. თუმცა ზუსტი ექსპერიმენტების დროს ასეთ სისტემებში ინერციის კანონი
ირღვევა, რაც გამოწვეულია დედამიწის ტრიალით საკუთარი ღერძის გარშემო.

იმ ზუსტი ექსპერიმენტის მაგალითს, რომელშიც ვლინდება დედამიწასთან დაკავშირებული


ათვლის სისტემის არაინერციულობა, წარმოადგენს ფუკოს ქანქარას ქცევა. ფუკოს ქანქარა
წატმოადგენს მძიმე ბირთვს, რომელიც ჩამოკიდებულია საკმაოდ გრძელ ძაფზე და
წონასწორული მდგომარეობის გარშემო ასრულებს მცირე რხევებს
(https://www.youtube.com/watch?v=VooAOjIPIgk). დედამიწასთან დაკავშირებული ათვლის
სისტემა ინერციული რომ იყოს, მაშინ ფუკოს ქანქარას რხევის სიბრტყე დედამიწის მიმართ
დარჩებოდა უცვლელი. სინამდვილეში, დედამიწის ბრუნვის გამო, ქანქარას რხევის სიბრტყე
ტრიალდება და ქანქარას ტრაექტორიის პროექციას დედამიწის ზედაპირზე აქვს სოკეტის
ფორმა (ნახ. 2.1.1)

ნახაზი 2.1.1.

ფუკოს ქანქარას რხევის სიბრტყის მობრუნება


დიდი სიზუსტით ინერციულია ჰელიოცენტრული ათვლის სისტემა (ანუ კოპერნიკის
სისტემა), რომლის ცენტრი მოთავსებულია მზის ცენტრში, ხოლო ღერძები მიმართულია
შორეული ვარსკვლავებისკენ. ეს სისტემა გამოიყენა ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის
კანონის ჩამოყალიბებისას (1682წ.).

არსებობს უსასრულოდ ბევრი ინერციული სისტემა. გზის სწორ მონაკვეთზე მუდმივი


სიჩქარით მოძრავ მატარებელთან დაკავშირებული ათვლის სისტემა აგრეთვე ინერციული
სისტემაა (მიახლოებით), ისევე, როგორც დედამიწასთან დაკავშირებული სისტემა. ყველა
ინერციული ათვლის სისტემა ქმნის სისტემების კლასს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ
მოძრაობენ წრფივად და თანაბრად. რაიმე სხეულის აჩქარება სხვადასხვა ინერციულ ათვლის
სისტემაში ერთნაირია.

ამგვარად, ინერციულ ათვლის სისტემაში სხეულის მოძრაობის სიჩქარის ცვლილების მიზეზი


ყოველთვის მისი ურთიერთქმედებაა სხვა სხეულებთან. სხვა სხეულების ზემოქმედებით
მოცემული სხეულის მოძრაობის რაოდენობრივი აღწერისთვის აუცილებელია შემოვიღოთ
ორი ახალი ფიზიკური სიდიდე - ინერტული მასა და ძალა.

მასა - ეს არის სხეულის ინერტულობის დამახასიათებელი თვისება. გარშემო მყოფი


სხეულების ერთნაირი ზემოქმედების შემთხვევაში ერთ სხეულს შეუძლია სწრაფად
შეიცვალოს სიჩქარე, ხოლო მეორეს იგივე პირობებში - გაცილებით ნელა. ვამბობთ, რომ, ამ
შემთხვევაში, მეორე სხეული უფრო ინერტულია, ვიდრე პირველი, ანუ მეორე სხეულის მასა
პირველისაზე მეტია.

თუ ორი სხეული ურთიერთქმედებს, მაშინ შედეგად იცვლება ორივე მათგანის სიჩქარე, ე.ი.
ურთიერთქმედებისას ორივე სხეული იძენს აჩქარებას. აღმოჩნდა, რომ ორი სხეულის
აჩქარებების შეფარდება მათი ნებისმიერი ურთიერთქმედებისას მუდმივი სიდიდეა.
ფიზიკაში მიღებულია, რომ ურთიერთქმედი სხეულების მასები უკუპროპორციულია მათი
აჩქარებებისა, რომლებიც სხეულებმა მიიღეს მათი ურთიერთქმედებისას.
𝑚1 𝑎2
=− .
𝑚2 𝑎1
ამ თანაფარდობაში სიდიდეები 𝑎1 და 𝑎2 წარმოადგენენ ვექტორების 𝑎⃗1 და 𝑎⃗2 გეგმილებს 𝑂𝑋
ღერძზე (ნახ. 2.1.2). ნიშანი “მინუსი” ფორმულის მარჯვენა მხარეს იმის აღმნიშვნელია, რომ
ურთიერთქმედი სხეულების აჩქარებები მიმართულია ურთიერთსაპირისპირო მხარეს.

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) სხეულის მასა იზომება კოლოგრამებში (კგ).


ნებისმიერი სხეულის მასა შეიძლება განისაზღვროს ცდით ეტალონურ მასასთან (𝑚ეტ = 1კგ)
მისი შედარებით. ვთქვათ, 𝑚1 = 𝑚ეტ = 1. მაშინ
𝑎1
𝑚2 = − ∙ 𝑚ეტ .
𝑎2
სხეულის მასა სკალარული სიდიდეა. ცდით დასტურდება, რომ თუ 𝑚1 და 𝑚2 მასის
სხეულებს შევაერთებთ, მაშინ გაერთიანებული სხეულის მასა იქნება

𝑚 = 𝑚1 + 𝑚2 .
მასების ამ თვისებას ადიტიურობა ეწოდება.

ნახაზი 2.1.2.
𝑚1 𝑎2
ორი სხეულის მასების შედარება =−
𝑚2 𝑎1

ძალა სხეულების ურთიერთქმედების რაოდენობრივი საზომია. ძალა არის სხეულის სიჩქარის


შეცვლის მიზეზი. ნიუტონის მექანიკაში ძალებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფიზიკური
ბუნება: ხახუნის ძალა, სიმძიმის ძალა, დრეკადობის ძალა და ა.შ. ძალა ვექტორული სიდიდეა.
სხეულზე მოქმედი ყველა ძალის ვექტორულ ჯამს ტოლქმედი ძალა ეწოდება.

ძალების გასაზომად საჭიროა შემოვიღოთ ძალის ეტალონი და ამ ეტალონთან სხვა ძალების


შედარების მეთოდი.

ძალის ეტალონის შემოსაღებად შეიძლება ავიღოთ ზამბარა, რომელიც გაჭიმულია გარკვეულ


ფიქსირებულ სიგრძეზე. ასეთი ზამბარის ბოლოზე მიბმულ სხეულზე მოქმედი ძალის
მოდული 𝐹0 შეიძლება ჩავთვალოთ ძალის ეტალონად. სხვა ძალების ეტალონთან შედარების
მეთოდი მდგომარეობს შემდეგში; თუ სხეული, რომელზეც ერთდროულად მოქმედებენ
გასაზომი 𝐹⃗ ძალა და ეტალონური 𝐹⃗0 ძალა, რჩება უძრავ მდგომარეობაში (ან მოძრაობს
წრფივად და თანაბრად), მაშინ ძალების მოდულები ერთმანეთის ტოლია 𝐹 = 𝐹0 (ნახაზი 2.1.3).
ნახაზი 2.1.3.

𝐹⃗ ძალის შედარება ეტალონთან. 𝐹 = 𝐹0

თუ გასაზომი ძალის მოდული 𝐹 მეტია ეტალონურ ძალაზე, მაშინ შეიძლება ორი


ეტალონური ზამბარა შევაერთოთ პარალელურად (ნახ. 2.1.4). ამ შემთხვევაში გასაზომი ძალა
უდრის 2𝐹0 -ს. ანალოგიურად შეიძლება გაიზომოს ძალები 3𝐹0 , 4𝐹0 და ა.შ.

ნახაზი 2.1.4.

𝐹⃗ ძალის შედარება ეტალონთან. 𝐹 = 2𝐹0

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ეტალონურ ძალას ეწოდება ნიუტონი (ნ).

1ნ ძალა 1კგ მასის სხეულს ანიჭებს 1მ/წმ2 აჩქარებას.

პრაქტიკაში არაა აუცილებელი ყველა გასაზომი ძალა შევადაროთ ეტალონს. ძალების


გასაზომად იყენებენ ზამბარებს, რომლებიც დაკალიბრებულია ზემოთ აღწერილი ხერხით.
ასეთ დაკალიბრებულ ზამბარებს დინამომეტრები ეწოდებათ. ძალა იზომება დინამომეტრის
გაჭიმვის მიხედვით (ნახაზი 2.1.5).
ნახაზი 2.1.5.

𝐹⃗ ძალის გაზომვა ზამბარის გაჭიმვით. წონასწორობისას 𝐹⃗ = −𝐹⃗დრ

You might also like