You are on page 1of 2

ქ. თბილისი 9 / თებერვალი / 2023 წ.

სკოლის ადმინისტრაციას

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო


სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის
მართავს ტრენინგს „ეფექტიანი კომუნიკაცია"

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი’’


აგრძელებს მასტერკლასების სერიას პიროვნული განვითარებისა და
თვითგამორკვევისთვის პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად. მიმდინარე წლის 21
თებერვალს ალტერბრიჯი გიწვევთ ერთ-ერთი აქტუალური თემის - ეფექტიანი
კომუნიკაციის შესახებ ინტერაქტიულ შეხვედრაზე,რომელსაც წარუძღვებიან
ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები: მაკო
ჯაოშვილი, პროფესორი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი და თამთა ჰაგერ, მასობრივი
კომუნიკაციის დოქტორი.

მასტერკლასი განკუთვნილია - კომუნიკაციის სფეროთი დაინტერესებული


სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის
მოსწავლეებისთვის.

რას ვისწავლით მასტერკლასზე?

* რა განსხვავებაა კომუნიკაციის ეფექტურ და ეფექტიან პროცესებს შორის?


* როგორ ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული აუდიტორიის შესაფერისი შეტყობინება?
* რა როლი აქვს სმარტ მიზნებს საკომუნიკაციო პროცესებში?

მასტერკლასი ჩატარდება 2023 წლის 21 თებერვალს 16:00 - 18:00 სთ.

გთხოვთ, თქვენი სკოლის მე- 11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მიაწოდოთ აღნიშნული


ინფორმაცია.

სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScU6jzUFOAHvg2t7bryWK8ebfdDfYMjjdN3ZYc1hg
X3IB_beQ/viewform

დეტალები იხილეთ : https://www.facebook.com/events/2093655244357366/?ref=newsfeed

პატივისცემით, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ალტერბრიჯის კორპორაციული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ია იაღანაშვილი

universityalterbridge@gmail.com

591 233 400

You might also like