You are on page 1of 1

… ძიებ

არასამთავრობო
ორგანიზაცია

… … …

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე


საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე -
სამოქალაქო ორგანიზაცია, იშვიათად
გამოიყენება ასევე მესამე სექტორი
(ინგლ. Non-governmental organization,
შემოკლებით - ინგლ. NGO [ენჯეო]) —
მოქალაქეთა ნებაყოფლობითი
გაერთიანება საერთო ინტერესებისა და
მიზნების საფუძველზე.

ვიკიმანია - ვიკიმედიის
მოძრაობის (მშობელი
ორგანიზაცია - ფონდი
ვიკიმედია) ყრილობის
ფოტოსურათი. ამერიკული
არაკომერციული
საქველმოქმედო ორგანიზაცია,
რომელიც მატერიალურად
უზრუნველყოფს მთელ რიგ
ინტერნეტ-პროექტებს
(რომლებიც ქმნიან თავისუფალი
გავრცელების ლიტერატურას) და
მათში ასრულებენ მმართველის
ფუნქციებს, მათ შორის ყველაზე
ცნობილი პროექტი - ონლაინ
ენციკლოპედია ვიკიპედია.

არასამთავრობო ორგანიზაცია არის კერძო


ინსტიტუტი ან ორგანიზაცია, რომლის
მთავარი მახასიათებელი არის
მთავრობისაგან დამოუკიდებლობა. სულ
40,000-მდე საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციაა. ქვეყნის
დონეზე ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია:
საქართველოში დაახლოებით 10,000
არასამთავრობო ორგანიზაციაა[1], აშშ-ში
დაახლოებით 1,500 000 [2], რუსეთში
277,000[3], ინდოეთში კი — დაახლოებით
3,3 მილიონი[4].

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია


საქართველოში, რომელიც შეიძლება
მიჩნეული იყოს არასამთავრობო
ორგანიზაციად, იყო ილია ჭავჭავაძის მიერ
დაარსებული ქართველთა შორის წერა-
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ ხშირად


მთავრობა ცდილობს სამოქალაქო
საზოგადოებისა ან სამოქალაქო ჯგუფების
არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნას,
რისთვისაც ქმნიან გონგოებს -
ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილია ან
დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ
სამოქალაქო საზოგადოებისა ან
სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან
ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი
პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად
ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო
ასპარეზზე[5].

არასამთავრობო
ორგანიზაციების ტიპები

საქართველოს
კანონმდებლობა

არასამთავრობო
ორგანიზაციები
საქართველოში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Last edited 3 months ago by 45.143.…

ვიკიპედია

შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0


პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).

კონფიდენციალურობის პოლიტიკა • დესკტოპი


გამოყენების პირობები •

You might also like