You are on page 1of 16

ყვავილები ელჯერნონისათვის

ავტორი: დენიელ კიზი

1. ყოველდგიური აგარიში – 5 მარტი 1956


ექიმი შტრაუსი ამბობს დღეინდული დღიდან მე უნდა ჩავიწერო ყველაფერი რასაც ვფიქრობ მე და
რაც მე მემათება. მე არ ვიცი რა საჭიროა ეს მაგრამ ისი ამბობს ეს ძაან მნიშვნელოვანია იმტომრომ
ნახოს გამომიყენოს მე თუ არა. მე იმედი მაქს ისინი გამომიყენებენ. მის კინიენი ამბობს რომ ისინი
ჭკთიანად გადამაქცევენ. მე მინდა ჭკვიანი ვიყო. მე ჩარლი გორდონი მქვია. მე 37 წლისა ვარ და ორი
კვირის წინ მქონდა დაბადების დღე. ახლა მე საწერი მეტ არ მაქს და დგეს ვამთავრებ.

2. ყოველდგიური აგარიში – 6 მარტი


დგეს გამომცადეს. მე ვფიქრობ რომ თავი ვერგავართვი და მე მეჩვნეება შეიძლება მათ მე ახლა აღარ
გამომიყენონონ. ეს ასე იყო ოთახში ვიღაც კეთილი ახალგაზრდა კაცი იჯდა და მასა ცოტ-ცოტა
თეთრი ბარათები ქონდა და ისინი დათხვრილი იყო მელნით. მან ჩარლის უთხრა რას ხედავ ამ
ბარათზე.
მე უთხარი რომ ვხედავ მელნის ლაქას. მან თქვა სწორიაო. მე ვიფიქრე მორჩა მაგრამ რომ ავდექი
წასასვლელად მან გამაჩერა მე. მან მითხრა დაჯე ჩარლი ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. მე ისე კარგად
არ მახსოვს რა იყო მეერე იმან თითქოს მოინდომა მეთქვა რაებს ვხედავ მელნების ლაქებში. მე
ვეაფერი ვე დავინახე მარამ მან თქვა რომ იქ ნახატებია რომ სხვა ადამიანები იქ რაგაც ნახატებს
ხედავენ. მე კი ვერაფერი ნახატები ვერ დავინახე. მე მართლა ვცდილობდი დამენახა. მე ბარათი
თვალებთან ახლოს მეჭირა შემდეგ შორს. მე ვთქვი თუკი სათვალე მექნებოდა მე უკეთესად
დავინახავდი მე სათვალეს ვიკეთებ კინოში ან როცა ტელევიზორს ვუცქერი, მაგრამ მე ვთქვი რომ
ის წინა ოთახშია კარადაში. მე მოვიტანე ის. მერე ვთქვი მომეცით კიდევ შევხედო იმ ბარათს მე
ახლა აუცილებლად ვიპოვი სურათს.
მე ძაან ვცდილობდი მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვიპოვე სურათები. მე მხოლოდ მილნის ლაქს
ვხედავდი. მე მას ვუთხარი იქნებ მე ახალი სათვალეები მჭირდება. მან რაღაც დაწერა ქაღალდზე მე
შევშინდი რომ ვერ გავუძელი გამოცდას. მე ვუთხარი მას ეს ძალიან ლამაზი ლაქაა პაწია
წერტილებით ირგვლივ. ის ძალიან დარდიანი გახდა ესეიგი მე შევცდი.
3. ყოველდგიური აგარიში – 7 მარტი
ექიმი შტრაუსი და ექიმი ნემიური ამბობენ მელლნის ლაქები არაფერს ნიშნავს. მე ვუთხარი მათ მე
არ დამიღვრია მელანი ბარათებზე და მე ვერაფერი გავარჩიე ლაქებში. მათ მითხრეს რომ შესავლოა
ისინი მაინც გამომიყენებენ. მე ვთქვი მის კინიენი არასდროს არ მიკეთებდა ესეთ გამოცდებს
მხოლოდ წერა-კითხვას მიმოწმებდა. მათ თქვეს რომ მის კინიენი ამბობს რომ მე მისი საუკეთესო
მოსწავლე ვარ უფროსების საღამოს სკოლაში იმიტომ რომ მე ვცდილობ ყველაზე მეტად და
ნამდვილად მინდა სშავლა. მათ მხკხითხეს ეს როგორ მოხდა ჩარლი რომ შენ თივთონ მოხვედი
უფროსების საღამოს სკოლაში. როგორ იპოვე. მე ვუპასუხე რომ მე ვეკითხებოდი ადამიანებს და
ვიღაცამ მითხრა სად წავსულიკავი რათა მესცავლა კარგი წერა და კითხვა. მათ მკათხეს რატომ
მოგინდაო ეს შენ. მე ვთქვი მე მთელი სიცოცხლე მინდოდა ვყოფილიყავი ჭკვიანი და არა სულელი.
მაგრამ ჭკვიანი იყო ძალიან ძნელია. მათ მკითხს შენ იცცი რომ ეს შეძლება დროებთია. მე ვუპასუხე
კი. მის კინიენი მეუბნებოდა. ჩემთვის სულერთია თუ ეს მტკივნეულია.
დგეს გვიან მე კიდევ რაღაც გიჟური გამოცდები მქონდა. ეს გამოცდა ადვილად მეჩვენა იმიტომრომ
მე სურათების გარჩეთა შევძელი. მაგრამ ამ ჯერში კეთილ ლედის რომელიც ჩემით იყო
დაკავებული არ უნდოდა რომ მე ნახატების შესახებ მომეყოლა. ამან დამაბნია. მე ვთხარი რომ
გუშინდეილმა კაციმ მთხოვა მომეყოლა რას ვხედავდი ლაქაში ქალმა მითხრა რომ ამას
მნიშვნელობა არ აქვს. მან მითხრა გამოიგონე ამბები იმ ადამიანებზე რომლებიც ნახატებზეა. მე
ვუთხარი როგორ მოყვე ამბავი იმ ადამიანების შესახებ რომლებიც არასოდს არ მინახია. რატომ
უნდა მოვიგონო ტყვილი. მე ახალა აღარ ვაბობ ტყვილს რადგან ყოველთვის ხვდებიან.
მერე თეთრ პალტოებში გამოწყობილმა ადამიანებმა წამიყვანეს საავადმყოფოს სხვა ნაწილში და
სათამაშო მომცეს. ეს თეთრ თაგვთან შეჯიბრს წააგავდა. ისინი თაგვს ელჯერნონს ეძახდნენ.
ელჯერნონი იჯდა ყუთში რომელშიც ბერი მოსახვევები იყო რაღაც კედლებივით და მათ მომცეს
ფანქრი და ქღალდი ზოლებით და კვადრატებით. ერთ მხარეს ეწერა სტარტი მეორე მხარეს კი
ფინიში. მათ თქვეს რომ ეს _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ა_ და რომ მე და ელჯერნონმა ერთი და იგივე
_ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ უნდა გავაკეთოთ. მე ვერ მივხვდი როგორ უნდა ვაკეთოთ ერთი და იგივე
_ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ თუ მე ქაღალდი მქონდა და ელჯერნონს ყუთი მაგრამ მე არაფერი ვთქვი.
დროც აღარ იყო იმიტომ რომ შეჯიბრი დაიწყო.
ერთ კაცს ქონდა საათი რომლის ჩემგან დამალვა უნდოდა ამიტომაც მე ვცდილობდი იქით არ
მეცქირა და ამმს გამო აღველდი.
ამ გამოცდის გამო ძალიან ცუდად ვიყავი ვიდრე სხვებისგან იმიტომრომ მათ ის 10 ჯერ გაიმეორეს
სხვადასხვა _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_თ_ და ელჯერნონმა ყოველთვის მოიგო. მე არ ვიცოდი რომ
თაგვები ასე ჭკვიანებია. იქნებ ეს იმიტომ რომ ელჯერნონი თეთრია. იქნებ თეთრი თაგვები სხვებზე
ჭკვიანები არიან.
4. ყოველდგიური აგარიში – 8 მარ
ისინი მე გამომიყენებენ! მე ისე ვღლავ რომ წერც არ შემძლია. ჯერ ექიმმა ნემიურმა და ექიმმა
შტრაუსმა იკამათეს ამაზე. ექიმი ნემიური კაბინეტში იყო როცა ექიმმა შტრაუსმა მე იქ მიმიყთანა.
ექიმმა ნემიურმა არ იცოდა გამომიყენოს მე თუ არა მაგრამ ექიმმა შტრაუსმა უთხრა რომ მის
კინიენმა რიკომენდაცია მომცა მე როგორც საუკეთესოს ვისაც ასწავლის. მე მომწონს მის კინიენი
იმიტომომ იგი ძალიან ჭკვიანი მასწავლებელია. და მან მითხრა ჩარლი შენ კიდევ ერთი შანსი
გექნება. თუკი შენ საკუთარი სურვილით დათანხმდები ამ ექსპერიმენტს შეიძლება დაჭკვიანდე.
მათ არ იციან ეს სამუდამოდ იქნება თუ არა მაგრა შანსი არი. ამიტომ მე უთხარი კარგი თუმცა
ძალიან მეშინოდა იმიტომრომ მან მითხრა რომ მე აპირაციას გამიკეთებენ. მან მითხრა ნუ გეშინია
ჩარლი შენ ისეთ დიდ წარმატებებს მიაღწიე ასეთი პატარა შესავლებლობებით მე ვფიქრობ ყველაზე
მეტად შენ დაიმსახურე ეს.
ამიტომაც მე შემეშინდა რცა ექიმმა ნემიურმა და ექიმმა შტრაუსმა იკამათეს. ექიმმა შტრაუსმა თქვა
რომ მე რაგაც ძალიან კარგი მაქვს.
მან ექიმ ნემიურს უთხრა ჩარლი ისეთი არ არის როგორიც თქვენ თქვენი პირველი ახალი ინტელკ...
(სიტყვა ვერ გავარჩიე) სიუპერმენი წარმოგიდგენიათ. მაგრამ ასეთივე დაბალი დონის ინტელეკ...
ადამიანების უმრავლესობა მტრ... ...წყობილი და არაკონტაქ... არიან ისინი ჩვეულებრივ ჩლუნგი
აპათ... არიან და მათთან საქმის დაჭერა ძნელია. მას კარგი ხარსიათვი აქვს იგი დაინტერესებულია
და მზადყოფნაშია.
ექიმმა ნემიურმა თქვა არ დაივიწყოთ რომ იგი პირველი ადამიანური არსიბა იქნება რიმლოს
ინტილექტი ქირურგივული ჩარევის შედიგად შეიქმნება.
ექიმმა შტრაუსმა თქვა მართალია. შეხედეთ რა კარგად ისწავლა მან კითხვა და წერა მისი დაბალი
გონიბრივი დონისათვის ეს ისეთივე უდიდესი მიღვწე... როგორც ჩვენ რომ ყოველგვარი
დახმარების გარეშე შეგვესწავლა ეინშტინის ...ობითობის თიორია.
მე ყველა სიტყვა ვერ გავიგე ისინი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ მაგრამ როგორც ჩანს ექიმი
შტრაუსი ჩემსკენ იყო მეორე კი არა.
შემდეგ ექმმა ნემიურმა თავი დაიქნია მან თქვა კარგი შეიძლება მართალი ხართ. ჩვენ გამოვიყენებთ
ჩარლის. რცა მან ეს თკვა მე ძლიან ავგელდლი წამოვხტი და ჩმარვთვი მას ხელი იმიტომ რომ ის
ასეთი კეთილია ჩემს მიმართ. მე მადლობა ვუთხარი დოკ თქვენ არ ინანებთ კიდევ ერთი შანსი რომ
მომეცით. ეს კი მე გულწრფელად ვთქვი. აპირაციის შემდეგ მე აუცილებლად შევეცდები გავხდე
ჭკვიანი. მე საშინლად მოვიდომეფ.

5. ყოველდგიური აგარიში – 10 მარ


მე მეშინია. აქ მომუშავე ბევრმა ადამიანმებმა და მედდებმა და მათაც ვინც გამოცდებს მიტარებდნენ
კაფენტები მომიტანეს და გამართლება მისურვეს. მე ვიმედოვნებ რომ მე გამიმართლებს.
მე ვკითხრე ექიმ შტრაუსს აპირაციის შემდეგ შევძლებ თუ არა დავამარცხო ელჯერნონი და მან
თქვა შეიძლება. თუ აპირაცია გამოვა მე დავუმტკიცებ ამ თაგუნას რომ შეიძლება მასავით ჭკვიანი
ვიყო. შეიძლება უფრო ჭკვიანიც. მე უკეთ კითხვას და სიტყვების გამართულად წერას შევძლებ
მეცოდინება ბევრი სხვადასხვა რამეები და სხვა ადამიანებივით ვიქნები. მე სხვებივით ჭკვიანი
მინდა ვიყო. თუ ეს სამუდამოდ დარჩება ისინი ყველას ჭკვიანებად გადააქცევენ.
6. ყოველდღიური ანგარიში – 15 მარ
აპირაცის გამო მტკიოდა. მან ის მაშინ გააკეთა როცა მეძინა. მათ დგეს თავიდან და თვალებიდან
ბანდი მომხსნეს და მე შემიძლია _ყ_ო_ვ_ე_ლ_დ_ღ_ი_უ_რ_ი_ _ა_ნ_გ_ა_რ_ი_შ_ი_ს_ წერა. ექიმმა
ნემიური რომელსაც ჩემი სხვა ანგარიშები ჰქონდა ნანახი ამბობს რომ მე სიტყვა
_ყ_ო_ვ_ე_ლ_დ_ღ_ი_უ_რ_ს_ არასწორად ვწერ და მიჩვენა როგორ უნდა დაიწეროს და სიტყვა
_ა_ნ_გ_ა_რ_ი_შ_ი_ც_. მე უნდა მოვინდომო და დავიმახსოვრო.
მე ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ როგორ უნდა გამართულად წერა. ეიმი შტრაუსი ამბობს რომ მე
უნდა დავწერო ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება მაგრამ იგი ამბობს რომ მეტი დრო ჩემს ფიქრებს
და გრძნობებს უნდა დავუთმო. როცა მე ვუთხარი რომ არ ვიცი ფიქრი მან თქვა სცადეო. სანამ
თვალებზე ბანდი მქონდა მე სულ ვცდილობდი მეფიქრა. არიფერი არ გამოვდა. მე არ ვიცი რაზე
ვიფიქრო. იქნებ თუ მე მასა ვკითხავ ის მეტყვის როგორ გავაკეთო ეს ახლა ხომ მე უნდა
დავჭკვიანდე. რაზე ფიქრობენ ჭკვიანი ადამიანები. ალბათ რამეს იგონებენ. მეც მინდა უკვე
შემეძლოს გამოგონება.
7. ყოველდღიური ანგარიში – 19 მარ
ყველაფერი იგივეა. მე უამრავი გამოცდა ჩამიტარეს და შემაჯიბრეს ელჯერნონთან. მე მძულს ეს
თაგვი. ის ყოველთვის მჯობნის. ექიმმა შტრაუსმა თქვა რომ მე უნდა ვითამაშო ეს თამაშები. და
კიდევ თქვა რომ მე მალე ისევ მოიწევს ამ გამოცდების გავლა. ის გიჟური ლაქები. და ის ნახატებიც
გიჟურია. მე მომცონს კაცის და ქალის ხატვა მაგრამ მე არ მოვიტყუები ადამიანებსი შესახებ.
მე ისე ძალიან ვცდილობ ვიფიქრო რომ თავი ამტკივდა. მე მეგონა რომ ექიმი შტრაუსი ჩემი
მეგობარი ის კი არ მეხმარება. ის არმეუბნება რაზე ვიფიქრო ან როდის გავხდები ჭკვიანი.
8. ყოველდღიური ანგარიში – 23 მარ
მე უკან ფაბრიკაში ვბრუნდები სამუშაოდ. მათ მითხრეს რომ ეს უკეთესია რომ მე ისევ დავიწყო
მუშაობა მაგრამ მე არავის არ უნდა ვუთხრა რისთვის გამიკეთეს აპირაცია და ყოველ საღამოს
სამუწაოს მერე მე უნდა მოვიდე სავატყოფოში. ისინი აპირობენ ყოველ თვე გადამიხადონ ფული
რომ მე ვისწავლო ვიყო ჭკვიანი.
მე მიხარია რომ ფაბრიკაში ვბრუნდები იმიტომრომ მე მენატრება ჩემი სამუშაო და ყველა ჩემი
მეგობარი და ჩვენი გართოვბები.
ექიმი შტრაუსი ამბობს რომ მე უნდა გავაგრძელო სხვადასხვა რამეების ჩაწერა მაგრამ არარისაჭირო
ამის ყოველ დღე კეთება არამედ მხოლოდ მაშინ როცა რამეზე ვფიქრობ ან რცა
რამეგანსაკუთრებული მოხდება. ის მეუბნება გული არგაიტეხოო იმიტომრომ ამას დრო ჭირდებაო
და ეს ნელა მიდის. მან თქვა რომ დიდი დრო გავიდა სანამ ელჯერნონი სამჯერ უფრო ჭკვიანი
გახდა ვიდრე ადრე იყო. ეს ნიშნავს რომ ელჯერნონი ყოველთვის მჯობნის იმიტომ რომ მასაც
ჰქონდა ასეთი აპირაცია. ამის გამო ცოტა მომეშვა. იქნებ მეც შევძლო ამ _ლ_ა_ბ_ე_რ_ი_ნ_ტ_ი_ს_
უბრალო თაგვზე უფრო სწრაფად გაკეთება. იქნებს როდასმე მე მოვუგებ ელჯერნონს. აუ რა მაგარი
იქნება. ჯერ ასე ჩანს რომ ელჯერნონი სამუდამოდ ჭკვიანი დარჩება.
25 მარ. (მე აღარ მჭირდება ზემოთ ყოველდღიური ანგარიშის დაწერა როცა მე ამას ვაძლევ ექიმ
ნემიურს წასაკითხად. მე მხოლოდ თარიღი უნდა დავსვა. ეს დროს მიზოგავს).
ჩვენთან ფაბრიკაში დღეს ძალიან მხიარულება იყო. ჯო კერპმა თქვა აბა ერთი ვნახოთ სად
გაუკეთეს ჩარლის აპირაცია რა გააკეთეს მათ როგორ დაუმატეს ჩარლის ტვინი. მე მომინდა
მომეყოლა მისთვის მაგრამ გამახსენდა რომ ეიმმა შტრაუსმა თქვა არ შეიძლებაო. მერე ფრენკ
რეილიმ თქვა რას აკეთებდი ჩარლი დაიძაბე და გადმოალაგეო. ამან ძალიან გამამხიარულა. ისინი
ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან და მე მათ ძალიან ვუყვარვარ.
ზგჯერ ვიღაც იტყვის ეი შეხედეთ ჯოს ან ფრენკს ან ჯორჯს რა გაუჩალიჩა მან ჩარლი გორდონს. მე
არ ვიცი რატომ ლაპარაკობენ ისინი ასე მაგრამ ისინი სულ იცინიან. დგეს დილით ემოს ბორგი
რომელიც დონეგანთან ერის 4 კაცი ჩემს სახელს ეძახდა კურიერ ერნის. ერნიმ პაკეტი დაკარგა. მან
თქვა ეშმაკმა დალახვროს ერნი შენ რა ჩთრლი გორდონი გახდი. მე არ მესმის რატომ თქვა მან ასე. მე
არასდროს არ დამიკარგავს არანაირი პაკეტი.
28 მარ. დგეს საღამოს ჩემთან სახლში ექიმი შტრაუსი მოვიდა რომ გაეგო რატომ არ მივედი იქ
როგორც მევალებოდა. მე ვუთხარი მას რომ მე მეტი აღარ მომწონს ელჯერნონთან თამაში. მან
მითხრა რომ ჯერ ამის გაკეთება საჭირო არ არის მაგრამ მე უნდა მივიდე. მან საჩუქარი მომიტანა
მაგრამ ეს საჩუქარი კი არა მოვალეობაა. მე ვიფიქრე რომ ეს პატარა ტელევიზორია მაგრამ ასე არ
არის. მან მითხრა რომ უნდა ჩავრთო ის ძილის წინ. მე ვუთხარი ხუმრობთ რატომ უნდა ჩავრთო
როცა დასაძნებლად მიდივარ. სად გაგონილა. მაგრამ მან მითხრა რომ თუ მინდა დავჭკვიანდე მას
უნდა დავუდჯელო. მე ვუთხარი მას რომ მე არამგონია რომ ჭკვიანი ვხვდები მან კი მხარზე ხელი
დამადო და მითხრა ჩარლი შენ ეს ჯერარიცი მაგრამ შენ განუწყვეტლივ ჭკვიანდები. ჯერჯერობით
შენ ამას ვერ შეამჩნევ. მე მეჩვენება რომ მან უბრალოდ სიკეთე გამოიჩინა მე რომ დავემშვიდებინე
იმიტომრომ მე საერთოდ არგამოვიყურები უფრო ჭკვიანად.
აუ კინაღამ არ დამავიწყდა. მე შევკითხე როდის შევძლეფ სკოლაში დაფრუნებას მის კინიენი
კლასში. მან მიპასუხა რომ მე იქ აღარ წავალ. მან მითხრა მის კინიენი მალე სავატყოფოში ივლის მე
რომ ცალკე მასწავლოს. მა ძაან გავბაზდი მაზე რომ ჩემს სანახავად არ მოვიდა როცა აპირაცია
გამიკეთეს მაგრამ მე იგი მიყვარს და შეიძლება ჩვენ ისევ დავმეგობრდეთ.
29 მარ. მე მთელი ღამე არ მეძინა ამ სულელური ტელევიზორის გადამკიდე. როგორ დავიძინო
როცა მთელი ღამე ყურებში რაღაც სულელურ სიტყვებს ჩამძახიან. და ეს დურაკული ნახატები.
საშინელებაა. მე არ მესმის რას ამბობენ როცა არ მძინავს როგორღა გავიგებ ამას ძილში.
ექიმი შტრაუსი ამბობს რომ ყველაფერი წესრიგშია. ის ამბობს რომ ჩემი ტვინი სწავლობს როცა
მძინავს და ეს მე დამეხმარება როცა მის კინიენი სავადმყოფოში გაკვეთილებს ჩამიტარებს (ახლა მე
კი ვიცი რომ ეს საავადმყოფო კი არა ლაბორატორიაა). მე მგონია ეს ყველაფერი სისულელეა. თუ
სიზმარში შეიძლება დაჭკვიანება მაშინ რატომ დადიან ადამიანები სეოლაში. მე არ ვფიქრობ რომ
აქედან რამე გამოვიდეს. მე ყოველთვის ვუყურებ ტელევიზორში გვიან და გვიანის წინა გადაცემას
და ამან საერთოდ არ დამაჭკვიანა. იქნებ აუცილებელია გეძინოს როცა უყურებ.
9. ყოველდღიური ანგარიში
3 აპრილი. ექიმმა შტრაუსმა მაჩვენა როგორ დავუდაბლო ტელევიზორს ხმა და ახლა მე შემიძლია
ძილი. მე არაფერი მესმის. და მე ჯერაც ვერ გავიგე რას ლაპარაკობს ის იქ. ზოგჯერ დილით მე ისევ
ვრთავ მასა რათა ვნახო რა ვისწავლე როცა მეძინა და მე ვფიქრობ რომ არაფერი. მის კენიენი ამბობს
შეიძლება ეს სხვა ენაზეა ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ ყოველთვის ის გავს ამერიკულს. ტელევიზორი
ისე სწრაფად ლაპარაკობს მის გოლდზე სწრაფადაც კი რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო მეექვსე
კლასში მე კი მახსოვს რომ იგი ისე სწრაფად ლაპარაკობდა რომ არაფერი მესმოდა.
მე ვუთხარი ექიმ შტრაუსს კარგებია გახდე ძილში ჭკძიანი. მე მინდა დავიძინო და ჭკვიანი ვიყო. ის
ამბობს ეს ერთი და იგივეაო.
მაგრამ მე თავი მტკივა საღამოს შეკრების შემდეგ. ჩემმა მეგობრებმა ფაბრიკიდან ჯო კერპმა და
ფრენკ რეილიმ დამპატიჟეს მათთან ერთად წავსულიკავი სალუნში მაგსი რაღაცეები დაგველია. მე
არ მეყვარება დალევა მაგრამ მათ მითხრეს რომ ძალიან გავხალისდებით. მე კარგად გავატარე დრო.
ჯო კერპმა მითხრა რომ მე გოგოებს უნდა ვაჩვენო როგორ ვხეხავ იატაკს ფაბრიკაში და ტილო
მომიტანა. მე ვაჩვენე და ყველამ გაიცინა როცა ვთქვი რომ მისტერ დონეგანი ამბობს რომ მე
ყველაზე კარგი დამლაგებელი ვარ რაც მას ჰყოლია იმიტომრომ მე მიყვარს ყემი სამსახური და
კარგად ვართმევ თავს არასდროს არ ვაგვიანებ და არც ერთი დღე არ გამიცდენია გარდა იმისა როცა
აპირაცია გამიკეთეს.
მე ვთქვი რომ მის კენიენი ყოველთვის მეუბნება ჩარლი იამაყე შენი სამსახურით იმიტომრომ შენ
მას თავს კარგად აბავ.
ყველა იცინოდა მხიარულება იყო და მათ ბევრი დამალევინეს ჯომ კი თქვა აუ რა ტიპია ეს ჩარლი
როცა გამოტკვრებაო. მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს მაგრამ მე ყველას ვუყვარვარ და ვხალისობთ. მე
მთმენლად ვლოდბი როდის გავხდები ისეთივე ჭკვიანი როგორც ჩემი მეგობრები ჯო კერპი და
ფრენკ რეილი არიან.
მე არ მახსოვს როგორ დასრულდა ის საღამო მაგრამ მგონს მე გავედი გაზეთის და ყავის საყიდლა ჯოსა
და ფრენკისათვის და როცა დავბრუნდი იქ ისინი არავინ იყო. მე გვიანობამდე ვეძებდი მათ. მერე რა იყო
მე ისე კარგად არ მახსოვს მაგრამ მგონია მე ძილი მომინდა ან ავად გავხდი. ვიღაც კეთილმა
პოლიციელმა სახლში მომიყვანა. ასე ამბობს ჩემი ბინის დიასახლისი მისის ფლინი.
მაგრამ მე თავი მტკივა და დიდი კოპი მაქს და ყველგან დალურჯებული ვარ. მე ვფიქრობ მე დავეცი
მაგრამ ჯო კერპი ამბობს ეს პოლიციედის ნახელავიაო ისინი ყოველთვის ცემენ მთვრალებსო. მე ასე არ
ვფიქრობ. მის კეინინი ამბობს რომ პოლიციულები ადამიანებს უნდა ეხმარებოდნენ. მაგრმა მე მაინც
ძალიან მტკივა თავი გული მერევა და ყველაფერი მტკივა.მე ვფიქრობ, რომ აღარასოდეს დავლევ.
6 აპრილი. მე დავამარცხე ელჯერნონი! მე არც კი ვიციდი რომ გავიმარჯვე მასზე ვიდე მე არ მითხრა
ლაბარანტმა ბერტმა. მეორე ჯერზე კი დავმარცხდი იმიტომრომ ისე ვღელავდი რომ სკამიდან
გადმოვარდი სანამ დავამთავრები. მაგრამ შემდეგ მე მას კიდევ რვაჯერ მოვუგე. როგორც ჩანს მე
ვჭკვიანდები თუკი ისეთი ჭკვიანი თაგვი დავამარცხე როგორიც ელჯერნონია. მაგრამ მე თავს უფრო
ჭკვიანად ვერ _ვ_გ_რ_ძ_ნ_ო_ბ_.
მე მინდოდა კიდევ შევსჯიბრებოდი ელჯერნონს მაგრამ ბერტმა თქვა ერთი დღისათვის საკმარისიაო. მე
ნება დამრთეს წუთით ხელში დამეჭირა იგი. ის არც ისეთი ცუდია. ის ბამბის ქულასავით ფაფუკია. ის
თვალებს ახამხამებს და როცა ახელს თვალებს ისინი შავია კიდეებზე კი ვარდისფერი.
მე ვთქვი რომ შემიძლია ვაჭამო მას იმიტომრომ მე არ მესიამოვნა რომ დავამარცხე ის მე კი მინდა ვიყო
კეთილი და ყველასთან ვიმეგობრო. მაგრამ ბერტმა თქვა რომ არ შეიძლებაო ელჯერნონი სულ
გასხვავებული თაგვიაო ისეთივე აპირაციით როგორიც მე მაქვს და ცხოველებს შორის პირველია
რომელიც ასე ხანგრძლივად დარჩა ჭკვიანი. მან თქვა რომ ელჯერნონი ისეთი ჭკვიანია რომ
ყოველდღიურად უნდა ამოხსნას ამოცანა საკვების მისაღებად. ეს კარების კლიტეს წააგავს რომელსაც
ყოველთვის ცვლიან როცა ის შიგნით შედის საჭმელად ამიტომ მან ყოველ დღე რაიმე ახალი უნდა
ისწავლოს რომ თავისი საკვები მიიღოს. მე ის შემეცოდა იმიტომ რომ თუ ის სწავლს ვერ შეძლებს
მშიერი დარჩება.
მე ვფიქრობ არასწორია ვინმეს იძულება გაიაროს გამოცდა საკვებისათვის. როგორ მოეწონებოდა ეს ექიმ
ნემიურს თუკი ყოველი მოშიებისას ახალი გამოცდის გავლა მოუწევდა. მე ვფიქრობ მე და ელჯერნონი
დავმეგობრდებით.
9 აპრილი. დღეეს სამუშაოს შემდეგ ლაბარატორიაში მის კინიენი იყო. მას თითქოსდა უხაროდა ჩემი
ნახვა მაგრამ თითქოს რაგაცის ეშინობა. მე ვუთხარი ნუ გეშინიათ მის კინიენ მე ჯერ არ
დავჭკვიანებულვარ თქო და მან გაიცინა. მან თქვა მე შენი მჯერა ჩარლი იმიტომ რომ შენ ყველაზე
გულმოდგინედ ცდილობდი წერა–კითხვის სწავლას. ჯერ შენ ცოტ-ცოტას იმეცადინებ და რაღაცას
გააკეთებ მეცნიერებისათვის.
ჩვენ ძალიან რთულ წიგნს ვკითხულობთ. მე ადრე არასდროს ასეთი რთული წიგნი არ წამიკითხია. მას
_რ_ო_ბ_ნ_ზ_ო_ნ_ _კ_რ_უ_ზ_ო_ ქვია ერთ კაცზეა რომელიც უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. ის ჭკვიანია
და სხვადასხვა რაღაცეებს იგონებს რომ სახლი და საკვები ჰქონდეს და ის კარგად ცურავს. მაგრამ მე ის
მეცოდება იმიტომრომ ის სულ მარტოა და მას მეგობრები არ ჰყავს. მაგრამ მე მგონებს რომ კუნძულზე
კიდევ ვიღაც არის იმიტომრომ იქ არის სურათი თუ როგორ უყურებს ის თავისი სასაცილო ქოლგით
ხელში ფეხის ნაკვალევს. მე იმედი მაქს მას გაუჩნდება მეგობარი და ის მარტო არ იქნება.
10 აპრილი. მისს კინიენი მასწავლის უკეთ წერას. იგი მეუბნება დახედე სიტყვას დახუჭე თვალები და
გაიმეორე ბევრჯერ ვიდრე არ დაიმახსოვრებო. მე ძალიან მიჭირს სიტყვა _ე_ტ_ყ_ო_ბ_ა_ რომელსაც
მესმოდა როგორც _ე_ტ_კ_ო_ბ_ა_ და სიტყვა _დ_ღ_ე_ს_ რომელიც მესმოდა როგორც _დ_გ_ე_ს_.
14 აპრილი. მე დავასრულე _რ_ო_ბ_ი_ნ_ზ_ო_ნ_ _კ_რ_უ_ზ_ო_. მე მინდა გავიგო კიდევ რა მოუვა მას
მაგრამ მისს კინიენი ამბობს რომ სულ ეს არის. _რ_ა_ტ_ო_მ_.
15 აპრილი. მისს კინიენი ამბობს რომ მე სწრაფად ვსწავლობ. მან ჩემი ზოგიერთი ჩანაწერი წაიკითხა და
როგორღაც უცნაურად შემომხედა. იგი ამბობს რომ მე კარგი ადამიანი ვარ და მე მათ ყველას
დავუმტკიცებ. მე ვკითხე რატომ. მან მითხრა რომ მნიშვნელოვანი არ არის ეს მაგრამ მე გული არ უნდა
დამწყდეს თუ მივხვდები რომ ყველა ისეთი კარგი არ არის როგორიც მე მგონია. მან მითხრა რომ ისეთმა
ადამიანმა როგორიც შენ ხარ რომელსაც ღმერთმა ასე ცოტა მისცა გააკეთე ბევრ ჭკვიან ადამიანზე მეტი
რომლებიც თავის ჭკუას არც კი იყენებენ არასდროს. მე ვუთხარი რომ ყველა ჩემი მეგობარი ჭკვიანი
ადამიანია მაგრამ ისინი კარგები არიან. მე მათ ვუყვარვარ და არასოდეს არაფერი ცუდი არ
გაუკეთებიათ. ამ დროს მას თვალში რაღაც ჩაუვარდა და ის ტუალეტში გაიქცა.
16 აპრ. დღეს მე _მ_ძ_ი_მ_ე_ ვისწავლე, აი როგორია ის ( , ), კუდიანი წერტილი, მისს კინიენი ამბობს,
რომ ეს, მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მძიმე, ნაწერს, აკეთილშობილებს.
17 აპრ. მე მძიმეებს არასწორედ ვსვამდი. ეს სასვენი ნიშანია. მისს კინიენმა დამავალა ლექსიკონში
გრძელი სიტყვების გადახედვა რათა ვისწავლო მათი მართლწერა. მე ვკითხე რატომ თუკი შეიძლება
მათი კითხვა. მან მითხრა რომ ეს შედის შენს სასწავლო გეგმაში ამიტომ ამიერიდან მე შევამოწმებ ყველა
სიტყვას თუკი დარწმუნებული არ ვიქნები თუ როგორ უნდა დავწერო.ამის გამო დიდხანს წერა მიხდება
მაგრამ მე მგონია რომ ვიმახსოვრებ. ამიტომაც მე სწორად დავწერე სიტყვა _ს_ა_ს_ვ_ე_ნ_ი_. (ის ასეა
ჩაწერილი ლექსიკონში.) მისს კინიენი ამბობს რმო წერტილიც სასვენი ნიშანია და კიდევ უამრავი
სასვენი ნიშნები არსებობს რომლებიც უნდა ვისწავლო.
ყველა ნიშანი ერთად უნდა გამოვიყენოთ, მან მაჩვენა? მე „როგორ, ვაკეთო ეს, და ახლა; მე შემიძლია!
ყველა ნიშნის ერთად გამოყენება“, როცა! ვწერ? არის უამრავი! წესი? რომლებიც უნდა? ვისწავლო; მაგრამ
მე ისინი თავში მაქვს.
მე, ძვირფას მისს კინიენში (ასე უნდა ჩაიწეროს საქმიან წერილში თუკი მე როდისმე საქმიანი ადამიანი
გავხდები), მომწონს ის, რომ იგი ყოველთვის მი' ხსნის“ როცა – მე ვეკითხები. იგი გე'ნიოსია! მე მინდა!
მასავით, ჭკვიანი“ ვიყო;
(სასვენი, ნიშნები; სასაცილოა!)
18 აპრ. როგორი ბრიყვი ვარ! მე ვერც კი მივხდი, რაზე საუბრობდა იგი. გუშინ საღამოს გრამატიკის
სახელმძღვანელო წავიკითხე, და იქ ყველაფერი გან'მარტებულია. მერე ჩემამდე დავიდა, რომ მისს
კინიენი ჩემთვის იგივეს ახ'სნას ცდილობდა, მაგრამ მე მაშინ ვერ მივხვდი. შუაღამისას წამოვდექი, და
თავში ყველაფერი გამინათდა.
მისს კინიენმა მითხრა, რომ მე ტელევიზორმა მიშველა, რომელიც მუშაობს, როცა მე მძინავს.
20 აპრ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ისე კი არა, რომ ექიმი მჭირდებოდეს, არა მკერდში რაღაც
სიცარიელე მაქვს, თითქოს გამომშიგნეს, და ამასთან ერთად გულძმარვაც მაქვს.
მე ამის შესახებ წერას არ ვაპირებდი, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინც უნდა გავაკეთო იმიტომ, რომ
მნიშვნელოვანია. დღეს პირველად მე სამსახურში არ წავედი და სახლში დავრჩი.
გუშინ საღამოს ჯო კერპმა და ფრენკ რეილიმ გასართობად დამპატიჟეს. იქ ბევრი ახალგაზრდა ქალი და
რამდენიმე ბიჭი იყო ფაბრიკიდან. გამახსენდა, როგორ ცუდად ვიყავი წინა ჯერზე, როცა მეტისმეტად
ბევრი დავლიე, ამიტომაც ჯოს ვუთხარი, რომ არაფრის დალევა არ მსურს. ალკოჰოლიანი სასმელის
ნაცვლად მან სუფთა კოკა-კოლა მომცა. მას უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს მე მაქვს
არასასიამოვნო გემო პირში.
თავიდან ძალიან მხიარულად ვიყავით. ჯომ მითხრა, რომ მე ელინთან უნდა მეცეკვა, და რომ იგი
სხვადასხვა პას მასწავლის. მე რამდენჯერმე წავიქეცი და ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ, ჩემსა და
ელინის მეტი ხომ არავინ ცეკვავდა. მე ყოველ წუთს ვბორძიკობდი იმიტომ, რომ ყოველ წუთს ვიღაცა
ფეხს მიდებდა.
წამოდგომისას ჯოს სახეზე ისეთი გამომეტყველება ვიხილე, რომ მუცელში რაღაც უცნაური შეგრძნება
გამიჩნდა.
– მის გამო შეიძლება მოკვდე, – თქვა ერთერთმა გოგონამ.
ყველამ გადაიხარხარა.
– ასე კარგად არ მიცინია მაგსისთან იმ საღამოს შემდეგ, როცა ეს გაზეთზე გავგზავნეთ და შემდეგ
დავითესეთ, – თქვა ფრენკმა.
– არა, ერთი ამას შეხედეთ. რა წითელი სიფათი აქვს.
– ის წითლდება. ჩარლი წითლდება.
– ეი, ელინ, რა უქენი ჩარლის? მე ის ასეთი არასდროს მინახავს.
მე არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. ყველა მე მიყურებდა და იცინოდა, და მე თავი ისე ვიგრძენი,
თითქოს შიშველი ვიდექი. საშინლად მომინდა სადმე დავმალულიყავი. ქუჩაში გამოვარდი, და გული
ამერია. მერე სახლში წავედი.საოცარია, ადრე არსდროს არ შემინიშნავს, რომ ჯოს, ფრენკს და სხვებს
ჩემი თან თრევა მხოლოდ იმიტომ უნდოდათ, რომ დაეცინათ ჩემთვის. ახალა მესმის, რას ნიშნავს ეს,
როცა ისინი ამბობენ „ჩარლი გორდონი გახდი“!
მე მცხვენია.
10. ყოველდღიური ანგარიში
21 აპრილი. მე ჯერაც არ გავსულვარ სამსახურში. მე მისის ფლინს, ჩემს დიასახლისს, ვთხოვე ფაბრიკაში
დაერეკა და მისტერ დონეგანისათვის ეთქვა, რომ მე ავად გავხდი. ბოლო დროს მისის ფლინი ძალზე
უცნაურად მიცქერს ხოლმე, თითქოსდა ეშინიაო ჩემი.
მე მგონია, ეს კარგია, რომ მივხვდი, თუ როგორ დამცინოდა ყველა. ამის შესახებ მე ბევრი ვიფიქრე. ეს
იმის გამოა, რომ მე ასეთი მოუქნელი ვარ და ვერც კი ვამჩნევ, სისულელეებს რომ ჩავდივარ. ადამიანები
თვლიან, რომ ეს სასაცილოა, როცა ბრიყვს ყველაფრის ისე გაკეთება არ შუძლია, როგორც მათ.
ყოველი შემთხვევისათვის, მე ახლა უკვე მესმის, რომ ყოველდღიურად უფრო ვჭკვიანდები. მე ვიცი
სასვენი ნიშნები და მართებულად ვწერ. მე მომწონს ლექსიკონში რთული სიტყვების მოძიება, და
ვიმახსოვრებ მათ, მე ახლა ბევრს ვკითხულობ, და მისს კინიენი ამბობს, რომ მე ძალიან სწრაფად
ვკითხულობ. ზოგჯერ ისიც კი მესმის, რის შესახებაც ვკითხულობ, და ეს მეხსიერებაში მრჩება.
მისს კინიენმა თქვა, რომ ისტორიის, გეოგრაფიის და არითმეტიკის გარდა მე უცხო ენებსაც შევისწავლი.
ექიმმა შტრაუსმა რამდენიმე ახალი ფირი მომცა ძილის წინ ჩასართავად.
დღეს გაცილებით უკეთ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ ცოტაოდენ ვბრაზდები ადამიანებზე
იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის დამცინოდნენ და მასხრად მიგდებდნენ, ჩემი სიბრიყვის გამო. როცა მე,
როგორც ექიმი შტრაუსი ამბობს, დავჭკვიანდები და ჩემი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 68
გასამმაგდება, შესაძლოა, მე ისეთივე გავხდები, როგორც ყველაა, და ადამიანები შემიყვარებენ და
მეგობრულად მომექცევიან.
ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რა არის IQ. ექიმი ნემიური ამბობს, რომ IQ ზომავს ადამიანის
გონებრივი შესაძლებლობების ხარისხს – როგორც აფთიაქში სასწორი, რომელზეც ფუნტებს წონიან.
მაგრამ ექიმი შტრაუსი არ დაეთანხმა მას და თქვა, რომ IQ სულაც არ წონის ინტელექტს. მან თქვა, რომ
IQ გვიჩვენებს, რამდენადაა შესაძლებებლი ინტელექტის ამაღლება, და რომ ეს მენზურაზე დაწერილ
ციფრებს წააგავს. მათი საშუალებით ვადგენთ, რამდენი სითხეა საჭირო ჭურჭლის ასავსებად.
როცა ეს კითხვა მე ბერტს დავუსვი, რომელიც ჩემს ინტელექტს ამოწმებს და ელჯერნონს აკვირდება, მან
თქვა, რომ ისინი ორივე ცდებიან (მაგრამ მე პირობა დავდე, რომ მათ მის სიტყვებს არ გადავცემდი).
ბერტი ამბობს, რომ IQ უამრავ სხვადასხვა საკითხს აშუქებს, მათ შორის იმასაც, რისი სწავლაც ადამიანმა
მოასწრო, და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს IQ უსარგებლოა.
ასე რომ მე დღემდე არ ვიცი, რა არის ეს IQ, იმის გარდა, რომ ჩემი მალე 200 ასცდება. მე გავჩუმდი,
მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია, როგორ იგებენ ისინი, რამდენი გაქვს ის, თუ მათ არ იციან _თ_უ_ რა
არის ეს და _ს_ა_დ_ არის მოთავსებული.
ექიმი ნემიური ამბობს, რომ მე ხვალ რორშაჰის გამოცდა უნდა გავიარო. საინტერესოა, რა არის _ე_ს_.
22 აპრილი. მე გავიგე, რა არის _რ_ო_რ_-შ_ა_-ჰ_ი_. ეს ის გამოცდაა, რომელიც მე ოპერაციის წინ გავიარე,
– სწორედ ის, მელნის ლაქებით მუყაოს ნაჭრებზე. და მას იგივე ადამიანი ატარებდა.
ამ ლაქებმა დამზაფრა. მე ვიცოდი, რომ ის ნახატების მოძებნას მომთხოვდა, და დარწმუნებული ვიყავი,
რომ ამას ვერ შევძლებდი. გონებაში გავიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა როგორღაც გავიგო, რა სურათებია
იქ დამალული. ან იქნებ იქ სულაც არავითარი სურათი არ იყო.. იქნებ ეს უბრალოდ ეშმაკობაა, რათა
გაირკვეს, იმდენად ბრიყვი ვარ თუ არა, რომ ვეძებო ის რაც იქ საერთოდ არ არის. გავიფიქრე თუ არა ეს,
წამსვე გავგულისდი იმ ადამიანზე.
– ასე, ჩარლი, – მითხრა მან, – შენ ერთხელ უკვე გინახავს ეს ბარათები, გახსოვს?
– რასაკვირველია, მახსოვს.
ჩემი ტონით ის მიხვდა, რომ გავბრაზდი, და ამან აშკარად გააკვირვა.
– დიახ, მართალია. ახლა კი მე მინდა, რომ აი ამ სურათს შეხედო. რა შეიძლება ეს იყოს? რას ხედავ
მასზე? ამ ლაქებში ადამიანები სრულიად სხვადასხვა საგნებს აღიქვამენ. მითხარი, რას გაგონებს ეს – რა
ფიქრებს გიჩენს.
მე სახტად დავრჩი. მისი სიტყვები ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამ ლაქებში არავითარი სურათი არ არის?
იგი მოიღუშა და სათვალე მოიხსნა.
– რა?
– სურათი. ლაქებში ჩამალული. გასულ შეხვედრაზე თქვენ მითხარით, რომ მათ ყველა ხედავს და
გინდოდათ, მეც მეპოვა.
მან ამიხსნა, რომ გასულ წეხვედრაზეც დაახლოებით იგივე სიტყვები მითხრა, რაც ეხლა. მე არ მჯერა
მისი და ვეჭვობ, რომ მაშინ მან სპეციალურად ამიბნია თავ-გზა, გასართობად. ან… მე უკვე აღარაფერში
ვარ დარწმუნებული… ნუთუ მე _ა_ს_ე_თ_ი_ ჭკუასუსტი ვიყავი?
ჩვენ მშვიდად, ნელ-ნელა გადავათვალიერეთ ბარათები. ერთ-ერთ მათგანზე ლაქა ღამურების წყვილს
ჩამოჰგავდა, რომლებიც რაღაცას მიათრევენ. მეორეზე იგი დაშნებით მოფარიკავე ორ მამაკაცს
მაგონებდა. მე ათასგვარ რამეს ვიგონებდი. მგონი, ამან გამიტაცა. მაგრამ მე მას აღარ ვენდობოდი და ხან
ასე, ხან ისე ვატრიალებდი ბარათებს, უკანა მხრიდანაც კი ვათვალიერებდი, რათა შემემოწმებინა, ხომ
არ იყო იქ ისეთი რამ, რაც მე უნდა შემენიშნა.
მე დღემდე ვერ ვხედავ ამ გამოცდის აზრს. მე მგონია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იცრუოს,
გამოიგონოს ის, რასაც სინამდვილეში ვერ ხედავს. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მეც თავგზას არ
ვუბნევ და არ ვუყვები ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში საერთოდ არ ჩნდება ჩემს წარმოსახვაში?
შესაძლებელია, მე ამას მივხვდები მაშინ, როცა ექიმი შტრაუსი ფსიქოლოგიის შესახებ კითხვის ნებას
დამრთავს.
25 აპრილი. მე მოვიფიქრე, როგორ უნდა განლაგდეს დაზგები ფაბრიკაში ახლებურად, მისტერ
დონეგინი კი ამბობს, რომ ეს მას წელიწადში ათი ათასი დოლარის ეკონომიის შესაძლებლობას აძლევს
მუშახელისა და წარმოებული პროდუქციის ხარჯზე. მან 25 დოლარი პრემია გამომიყო.
ამ ამბის აღსანიშნად, მე ჩემთან სასაუზმოდ ჯო კერპი და ფრენკ რეილი დავპატიჟე, მაგრამ ჯომ მითხრა,
რომ რაღაც-რაღაცეები აქვს ცოლისთვის საყიდელი, ფრენკმა კი თქვა, რომ ბიძაშვილთან ერთად უნდა
ისაუზმოს. მე ვფიქრობ, რაღაც დრომ უნდა გაიაროს, სანამ ისინი ჩემში მომხდარ ცვლილებას
შეეგუებიან. თითქოს ყველას ეშინიაო ჩემი. ემოს ბორგთან რომ მივედი და მხარზე ხელი დავადე, ისე
შეხტა, ჭერს მიაწვდინა თავი.
ადამიანები ახლა ჩემთან ნაკლებად საუბრობენ და არ მეხუმრებიან, როგორც ადრე. ამიტომაც
სამსახურში როგორღაც მარტო ვგრძნობ თავს.
27 აპრილი. დღეს, მთელი სიმამაცე მოვიკრიბე, და მისს კინიენი ხვალ საღამოს სადილზე დავპატიჟე,
ჩემი პრემიის აღსანიშნავად.
თავიდან თითქოს შეყოყმანდა, უხერხული ხომ არ არისო, მაგრამ მე ექიმ შტრაუსს ვკითხე, და მან
მითხრა, რომ ყველაფერი ნორმალურია. ექიმი შტრაუსი და ექიმი ნემიური, როგორც ჩანს, ერთმანეთში
ბოლომდე ვერ რიგდებიან. ისინი გაუთავებლად კამათობენ. დღეს საღამოს, როცა იქ შევედი, მისს
კინიენთან სადილის საკითხის გასარკვევად, ექიმ შტრაუსათან, გავიგონე, როგორ უყვიროდნენ
ერთმანეთს. ექიმი ნემიური ამტკიცებდა, რომ ეს _მ_ი_ს_ი_ ექსპერიმენტია და _მ_ი_ს_ი_ კვლევაა, ექიმი
შტრაუსი კი ყვიროდა, რომ ამ საქმეში ექიმ ნემიურზე ნაკლები არ ჩაუდია, იმიტომ რომ ეს მან მიპოვა მე
მისს კინიენის საშუალებით და ეს მან გამიკეთა ოპერაცია. დადგება დღე, განაცხადა მან, როცა მთელს
მსოფლიოში ათასობით ნეიროქირურგი პრაქტიკაში გამოიყენებს მის მიერ შემუშავებულ ტექნიკას.
ექიმ ნემიურს თვის ბოლოს ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნება სურს. ექიმი შტრაუსი თვლის, რომ
მეტი დამაჯერებლობისათვის კიდევ მცირე ხნით დაცდაა საჭირო.. მან განაცხადა, რომ ექიმ ნემიურ
პრისტონის ფსიქოლოგიის კათედრა უფრო აინტერესებს, ვიდრე ექსპერიმენტი. ექიმმა ნემიურმა თქვა,
რომ ექიმი შტრაუსი სხვა არაფერია, თუ არა ოპორტუნისტი, რომელიც დიდების ძიებაში მისი, ექიმი
ნემიური, მხრებით გასეირნებას ცდილობს.
როცა წამოვედი, ვიგრძენი, რომ მამცივნებდა. მე ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე
ისინი ორივე ნამდვილი სახით პირველად ვიხილე.მე ვიხსენებ, ბერტი ამბობდა, რომ ექიმი ნემიურის
ცოლი ნამდვილი ალქაჯია, რომელიც მბრძანებლობს მასზე. ბერტმა თქვა, რომ მისი მთელი ცხოვრების
ოცნება – სახელგანთქმული ქმრის ყოლაა.
ნუთუ ექიმი შტრაუსი მართლა ცდილობს მის მხრებზე გასეირნებას?

28 აპრილი. არ მესმის, რატომ ვერასდროს ვერ ვამჩნევდი, როგორი ლამაზია მისს კინიენი. იგი სულ
ოცდათოთხმეტი წლისაა! მას თაფლისფერი თვალები და ფუმფულა, კეფაზე შეკონილი, წაბლისფერი
თმები აქვს. მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თავიდანვე მიუწვდომლად გენიალურად მეჩვენებოდა – და
ძალიან, ძალიან ასაკოვნად! ახლა კი, თითოეული ჩვენი შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდავდება და
უფრო მიმზიდველი ხდება.
ჩვენ ვისადილეთ და ბევრი ვისაუბრეთ. როცა მან მითხრა, რომ მე ძალიან სწრაფად მივიწივ წინ და მალე
მასაც უკან ჩამოვიტოვებ, მე გავიცინე.
– ეს სიმართლეა, ჩარლი. შენ უკვე ჩემზე უკეთ კითხულობ. შენ თვალის ერთი გადავლებით მთელი
გვერდის წაკითხვა შეგიძლია, მე კი, იგივე დროში, მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის წაკითხვას
ვასწრებ.კითხვისას კი, შენ ყველაზე მცირე დეტალსაც კი იმახსოვრებ. მე კი, საუკეთესო შემთხვევაში,
ძირითადი აზრს და წაკითხულის ზოგად შინაარსს თუ გავიხსენებ.
მან სიგარეტი აიღო, მე ანთებული ასანთი მივუახლოვე.
– შენ ცოტა მეტი მოთმინება გმართებს. იმაზე, რასაც შენ რაღაც დღეებსა და კვირებში ახერხებ,
ნორმალური ადამიანების ნახევარი სიცოცხლე იხარჯება. სწორედ ეს არის საოცარი. შენ ცოდნას
უზარმაზარი ღრუბელივით ისრუტავ. ფაქტები, ციფრები, ზოგადი მონაცემები. უახლოეს მომავალში
შენ ყველაფერ ამას ერთმანეთს დაუკავშირებ. შენ ცოდნის სხვადასხვა სფერპოებს შორის კავშირს
შეიცნობ. არსებობს უამრავი დონე, ჩარლი, ეს გიგანტური კიბის საფეხურებია, რომელთაც სულ უფრო
მაღლა და მაღლა მიჰყავხარ, და შენ სულ უფრო და უკეთესად შეიცნობ გარემომცველ სამყაროს.
იგი მოიღუშა.
– მე მხოლოდ ვიმედოვნებ…
– რა ხედება?
– არსებითი არ არის, ჩარლი. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ, როცა გირჩიე ამ გადაწყვეტილების მიღება,
შეცდომა არ დამიშვია.
გადავიხარხარე.
– როგორ შეგიძლიათ ამის თქმა? ყველაფერი ხომ ისე მიდის, როგორც საჭიროა. ელჯერნონიც კი ჯერ
კიდევ ჭკვიანია.
რაღაც პერიოდი მდუმარება ჩამოწვა, და მე ვიცოდი, რაზე ფიქრობდა იგი. მე არ მინდოდა ამ
შესაძლებლობაზე, იმაზე მეტად მეფიქრა, ვიდრე მოხუცებს აქვთ სიკვდილზე ფფიქრის სურვილი. მე
_ვ_ი_ც_ო_დ_ი_, რომ ეს დასაწყისია. მე მესმოდა, რას გულისხმობდა იგი საფეხურებში, რადგან მათი
ნაწილი მე უკვე გავიარე. ფიქრმა, რომ მე მას უკან მოვიტოვებდი, დამადარდიანა.
მე მიყვარს მისს კინიენი.
11. ყოველდღიური ანგარიში
30 აპრილი. მე აღარ ვმუშაობ დონეგანის „პლასტმასის ყუთების მწარმოებელ კომპანიაში“. ბატონმა
დონეგანმა მკაცრად განაცხადა, რომ ყველასათვის უმჯობესი იქნება, თუ მე წავალ. რატომ შემიძულეს
ასე?
ეს პირველად მაშინ შევიტყვე, როცა ბატონმა დონეგანმა პეტიცია მაჩვენა. რვაას ორმოცი ხელმოწერა,
ყველა, ვისაც კაშირი აქვს ფაბრიკასთან…
ისევ სირცხვილისაგან ვიწვი. ამ ჩემმა ახალმა ინტელექტმა კედელი აღმართა ჩემსა და მათ შორის, ვისაც
ვიცნობდი და მიყვარდა. ადრე ისინი დამცინოდნენ და ვეზიზღებოდი ჩემი უმეცრებისა და სიბრიყვის
გამო; ახლა კი ისინი ჩემი ცოდნისა და გონიერების გამო ვერ მიტანენ. ღმერთო, რა უნდათ ჩემგან?
მათ ფაბრიკიდან გამომაგდეს. ახლა კიდევ უფრო მეტად მარტოსული ვარ, ვიდრე ოდესმე…
15 მაისი. ექიმი შტრაუსი ძალიან გაბრაზებულია ჩემზე იმის გამო, რომ ორი კვირაა დღიურებს არ ვწერ.
ის თავისებურად მართალია, ლაბორატორია ხომ ახლა რეგულარულად მიხდის ხელფასს. მე ვუთხარი,
რომ ძალიან დაკავებული ვიყავი – ბევრს ვკითხულობდი და ვფიქრობდი. როცა ვახსენე, რომ წერის
პროცესის დაბალი სიჩქარე მაღიზიანებს, მან მირჩია მესწავლა საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა. ახლა წერა
გაცილებით გაიოლდა იმიტომ, რომ წუთში შემიძლია სამოცდათხუთმეტ სიტვამდე დავბეჭდო. ექიმი
შტრაუსი მუდმივად მახსენებს წერის და შედარებით მარტივად საუბრის აუცილებლობას, რათა
სხვებმაც შეძლონ ჩემი გაგება.
გასულ სამშაბათს მოახდინეს ჩემი და ელჯერნონის დემონსტრირება ამერიკის ფსიქოლოგთა
ასოციაციის ყრილობის სხდომაზე. ჩვენ უდიდესი სენსაცია მოვახდინეთ. ექიმი ნემიური და ექიმი
შტრაუსი ძალიან ამაყობდნენ ჩვენით.
მე ვეჭვობ, რომ ექიმი ნემიური, რომელიც სამოცი წლისაა (იგი ათი წლით უფროსია ექიმ შტრაუსზე),
საჭიროდ თვლის უკვე მოიმკას თავისი შრომის ნაყოფი. ეს, უდავოდ, მისის ნემიურის ზეწოლის
შედეგია.
შთაბეჭდილებების მიუხედავა, რომლებიც ჩამომიყალიბდა მის შესახებ ადრე, ახლა მესმის, რომ ექიმი
ნემიური სულაც არ არის გენიოსი. მას მეტი ნიჭი აქვს, მაგრამ ხელს საკუთარი თავისადმი რწმენის
სიმცირე უშლის ხელს. მასსურს, რომ ადამიანები გენიოსად თვლიდნენ. ამიტომაც მისთვის
მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მისმა შრომამ აღიარება მოიპოვა. ჩემი აზრით, ექიმ ნემიურს ამის
გადადების იმიტომ ეშინოდა, რომ ვიღაცას, სხვასაც შეეძლო ანალოგიური აღმოჩენის გაკეთება და
მისთვის დიდების გვირგვინის ჩამორთმევა.
ექიმ შტრაუსს კი შეიძლება უწოდო გენიოსი, თუმცა ვგრძნობ, რომ მისი ცოდნა ძალზე შეზღუდულია.
მან ძალზე ვიწრო სპეციალიზაციის ტრადიციების შესაბამისი განათლება მიიღო.
გაოგნებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ძველი ენებიდან მან მხოლოდ ლათინურად, ბერძნულად და
ძველებრაულად კითხვა იცის და არაფერი გაეგება უმაღლეს მათემატიკაში ელემენტარული
ვარიაციული გამოთვლების გარდა. ამის ჩემთან აღიარების შემდეგ, ერთგვარი გაღიზიანება ვიგრძენი.
მე ეს ისე აღვიქვი, თითქოს ჩემი შეცდომაში შეყვანის მიზნით, იგი მალავდა თავისი პიროვნების ამ
მხარეს, და ისეთად ცდილობდა წარმოჩენილიყო (რაც, როგორც მე აღმოვაჩინე, მრავალ ადამიანს
ახასიათებს), როგორიც სინამდვილეში არ არის.
ექიმი ნემიური ჩემს მიმართ აშკარად რაღაც უხერხულობას გრძნობს. ზოგჯერ, მე ვცდილობ
გავესაუბრო, ის მხოლოდ უცნაურად მიცქერს და შემდეგ ზურგს მაქცევს. თავდაპირველად, როცა ექიმმა
შტრაუსმა ამიხსნა, რომ ჩემს გამო ექიმ ნემიურ არასრულფასოვნების შეგრძნება უჩნდება, ძალიან
გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ ის დამცინოდა, მე კი ძალზე მწვავედ ვრეაგირებ, როცა აბუჩად მიგდებენ.
საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ისეთი ღრმადპატივცემული ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორი, როგორიც
ნემიურია, არ იცნობს არც ჰინდის და არც ჩინურს? ეს ხომ უაზრობაა, თუ გავითვალისწინებთ იმ
კვლევებს, რომლებიც მის სფეროში ამჟამად წარმოებს ინდოეთსა და ჩინეთში.
მე ვკითხე ექიმ შტრაუსს, როგორ შეძლებს ნემიური რახაჯამატის უარყოფას, რომელმაც გააკრიტიკა
მისი მეთოდი და კვლევის შედეგები, თუკი მას არ შეუძლია მისი შრომების წაკითხვა. უცნაური
გამომეტყველება, რომელიც ექიმ შტრაუსის სახეზე აღიბეჭდა, მხოლოდ ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს.
ან მას არ სურს უთხრას ნემიურს, რას წერენ ინდოეთში, ანდა – და ეს ძალიან მაწუხებს – ექიმმა
შტრაუსმა ეს თავადაც არ იცის.
18 მაისი. მე ძალიან აღელვებული ვარ. გუშინ საღამოს მის კინიენს შევხვდი – მანამდე ერთი კვირა არ
მენახა. მე ვცდილობდი არ შევხებოდი მაღალინტელექტუალურ საკითხებს და საუბარი
ყოველდღიურობას შეხებოდა, მაგრამ მან დაბნეულად შემომხედა და მკითხა, თუ რას ვგულისხმობდი
დობერმანის „მეხუთე კონცერტში“ მათემატიკური ეკვივალენტის ცვლილების ქვეშ.
როცა მე ამის ახსნას შევეცადე, გამაჩერა და გაიცინა. ვეჭვობ, რომ მას იმ დონე არ ვესაუბრები. რომელ
თემასაც არ უნდა შევეხო, მასთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. ვხედავ, უკვე თითქმის აღარ შემიძლია
ადამიანებთან ურთიერთობა. კარგია, რომ ქვეყნად არსებობს წიგნები, მუსიკა და ის პრობლემები,
რომელთა შესახებაც შემიძლია ვიფიქრო.
20 მაისი. გატეხილი თეფშების შემთხვევა რომ არა, მე საერთოდ ვერ შევნიშნავდი სასადილოში, სადაც
ვვახშმობ, თექვსმეტიოდე წლის ბიჭუნას – ჭურჭლის ახალ მრეცხავს.
თეფშები ხმაურით დაცვივდა იატაკზე, დაიმსხვრა, და ყველა მიმართულებით მაგიდებს ქვეშ თეთრი
ფაიფურის ნამსხვრევები გაიფანტა. გაოგნებული და შეშინებული, ბიჭუნა ადგილზე გაქვავდა ისე, რომ
ხელიდან ცარიელი თასი არ გაუშვია. იქ მყოფთა სტვენამ და ლაქლაქმა (შეძახილები: „ოჰო, აი
ზარალი!...“, „გილოცავთ!...“ და „რამდენ ხანს იმუშავა აქ…“ რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის ისმის
რესტორნებში, როცა ჭურჭელი იმსხვრევა), კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა იგი.
როცა ხმაურზე პატრონი გამოჩნდა, ბიჭი შიშისაგან მოიკუნტა, თითქოს მოლოდინში, რომ სცემენ, და,
თითქოს დარტყმის ასცილებლად, ხელები წინ გაიქნია.
– კარგი! კარგი, ბრიყვო, – აყვირდა პატრონი, – ნუ დგეხარ ძელივით! აიღე ჯაგრისი და გახვეტე ეს
ნაგავი. ჯაგრისი… ჯაგრისი, შე იდიოტო! სამზარეულოშია. ერთი ნამსხვრევიც რომ არ დარჩეს.
ბიჭუნა მიხვდა, რომ მის დასჯას არ აპირებენ. სახიდან შეშინებული გამომეტყველება გაუქრა, და, როცა
იატაკის მოსახვეტად ჯაგრისით დაბრუნდა, უკვე იღიმებოდა და რაღაცას დუდღუნებდა. ვიღაც-
ვიღაცეები, ყველაზე აქტიური კლიენტები, ერთობოდნენ, და აგრძელებდნენ მისი მისამართით
შენიშვნების ნაკადს.
– აბა, შვილო, აი იქ უკან სანაქებო ნამსხვრევი გდია…
– ერთხელაც გაიმეორე…
– არც ისეთი სულელია. დამსხვრევა ხომ გარეცხვაზე ადვილია…
თანდათან, მისი მზერა გადადიოდა ერთი მხიარული მომხმრებლიდან მეორეზე, და მის სახეზე მათი
ღიმილი ისახებოდა, ბოლოს მან გაუბედავად ჩაიცინა იმ ხუმრობაზე, რომლის შინაარსიც სავარაუდოდ
საერთოდ ვერ გაიგო.
ამ ბრიყვული არაფრისმთქმელი ღიმილის, ფართოდ გახელილი ბავშვური თვალების, რომლებშიც
მორიდება გამოდგომის გამძაფრებულ სურვილთან იყო შერწყმული, დანახვაზე, ჩემს გული მწვავე
ტკივილმა განჭოლა. ისინი მას დასცინოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილი
იყო.
და მეც დავცინოდი მას.
უეცრად ჩემში სიბრაზემ იფეთქა. მე წამოვხტი და ვიკივლე:
– მოკეტეთ! თავი დაანებეთ! მისი ბრალი არ არის, რომ არაფერი ესმის! მას არ ძალუძს იყოს სხვა! ღვთის
გულისათვის… ის ხომ ადამიანია!
შენობაში სიჩუმემ დაისადგურა. მე საკუთარ თავს ვკიცხავდი იმის გამო, რომ თავი ვერ შევიკავე და ეს
სცენა მოვწყვე. ისე, რომ ბიჭისთვის არ შემეხედა, გადავიხადე და სასდილოდან გავედი, ლუკმაც არ
გადამიყლაპავს. მე ორივეს მაგივრად მრცხვენოდა.
საოცარია, ნორმალური შეგრძნებების ადამიანები, რომლებიც არასდროს დასცინებენ ხეიბარს, რომელიც
უხელოდ, უფეხოდ ან ბრმად დაიბადა, არაფრად უღირთ თანდაყოლილი გონებაჩლუნგი ადამიანის
შეურაწყოფა. მა მაცოფებდა აზრი, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ეს ბიჭი, საკუთარი სისულელით
მასხარად ვიყავი გადაქცეული. მე კი ეს ყველაფერი დამავიწყდა.
მე საკუთარ თავს დავუმალე ძველი ჩარლი გორდონი. მაგრამ დღეს, ამ ბიჭის შემხედვარემ, პირველად
დავინახე, როგორი ვიყავი წარსულში. მე ზუსტად ასეთი ვიყავი!
მე ხშირად ვკითხულობ ჩემს დღიურებს და ვხედავ უწიგნურობას, ბავშვურ გულუბრყვილობას,
საცოდა, თითქოს ბნელ ოთახში ჩაკეტილ ინტელექტს, რომელიც გაუმაძღრად იცქირება ჭუჭრუტანიდან
და გარეთ დამაბრმავებელ ბრწყინვალებას ხედავს. მე ვხედავ, ჩემი მთელი სიბრიყვის მიუხედავად,
მესმოდა საკუთარი არასრულფასოვნება, მესმოდა, რომ სხვა ადამიანები ისეთ რაღაცას ფლობდნენ, რაც
მე არ გამაჩნდა, რაც ჩემმა განგებამ დამაკლო. ჩემს გონებრივ სიბრმავეში მე ვთვლიდი, რომ ეს
როგორღაც წერა-კითხვის ცოდნასათნ იყო დაკავშირებული, რომ, თუ ამ ხელოვნებას დავეუფლებოდი,
ავტომატურად შევიძენდი გონიერებას.
ჭკუასუსტსაც კი უნდა, ჰგავდეს სხვა ადამიანებს.
ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს, რითი ან როგორ უნდა იკვებოს, მაგრამ შიმშილის შეგრძნება მისთვის
კარგად ნაცნობია.
ამ დღემ სარგებელი მომიტანა. ნათლად დავინახე წარსული, გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და
შესაძლებლობები ადამიანის ინტელუქტუალური დონის ამაღლების სფეროში კვლევებისათვის
დამეთმო. ვინ არის ამ სამუშაოსთვის ყველაზე უკეთ მზად? კიდევ ვის უცხოვრია ორივე სამყაროში?
მომეცით შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი ნიჭი და რაიმე მაინც გავაკეთო ჩემი ძმებისთვის.
ხვალ ექიმ შტრაუსთან განვიხილავ ჩემი შრომის მეთოდიკას. იქნებ, მე შევძლო, დავეხმარო მას იმ
ოპერაციების ფართოდ გამოყენების პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც პირველად ჩემზე გამოიცადა.
ამ საკითხზე რაღაც-რაღაც იდეები გამაჩნია.
რამდენის გაკეთება შეიძლებოდა! მე თუ გენიოსად მაქციეს, ასეთები ხომ ათასებია! ინტელექტის
როგორი ფანტასტიკური დონის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი ნორმალურ ადამიანებში? გენიოსებში?
რაოდენ დიდი შესაძლებლობები იხსნება! მოუთმენლობისაგან ვიწვი.
12. ყოველდღიური ანგარიში
23 მაისი. ეს დღეს მოხდა. ელჯერნონმა მიკბინა. მე, როგორც ყოველთვის, მის სანახავად
ლაბორატორიაში შევედი, და, როცა გალიიდან ამოვიყვანე, კბილებით ჩამაფრინდა ხელში. მე უკან
ჩავსვი და რაღაც პერიოდი ვაკვირდებოდი. ის არაჩვეულებრივად აგზნებული და გაბრაზებული იყო.
24 მაისი. ბერტმა, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იმყოფებიან ლაბორატორიული ცხოველები,
გვაცნობა, რომ ელჯერნონი იცვლება. ის ნაკლებად კონტაქტური ხდება; იგი უარს აცხადებს ლაბირნთში
სირბილზე. და არ ჭამს. ყველა გაოგნებულია, რას უნდა ნიშნავდეს ეს.
25 მაისი. ისინი თავად აჭმევენ ელჯერნონს, რომელიც ახლა ცვლადი კლიტის გახსნაზეც უარს
აცხადებს. ყველა ელჯერნონთან მაიგივებს. გარკვეულწილად ჩვენ ორივე – პირველები ვართ. ყველას
ისეთი სახე აქვს, თითქოს ელჯერნონის ქცევა აუცილებელია არ არის, რომ რაიმეს ნიშნავდეს ჩემს
შემთხვევაში. მაგრამ ძნელი დასამალია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ცხოველი ვისაც იგივე ექსპერიმენტი
ჩაუტარდა, უცნაურად იქცევა.
ექიმმა შტრაუსმა და ექიმმა ნემიურმა მთხოვეს ლაბორატორიაში მოსვლა შემეწყვიტა. მე ვიცი, რაზე
ფიქრობენ ისინი, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები. მე ჩემს წამოწყებაზე, წინ წამეწია მათი კვლევა, უარი
არ მითქვამს.ამ ორი ღირსეული მეცნიერისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე მშვენივრად
მესმის მათი შესაძლებლობების საზღვრები. თუკი რაიმე გამოსავალი არსებობს, იგი მე თავად უნდა
ვიპოვო.
სრულიად მოულოდნელად დროის ფაქტორმა ჩემთვის გადამწყვეტი როლი შეიძინა.
მე აღმოვაჩინე, რომ _ი_ნ_ტ_ე_ლ_ე_ქ_ტ_ი_ს_ _გ_ა_მ_ო_თ_ვ_ლ_ა_ კვლევის მეტად საინტერესო სფეროს
წარმოადგენს. აი სად შეიძლება ჩემს მიერ შეძენილი ცოდნის გამოყენება. ერთგვარად ეს პრობლემაა,
რომელთანაც მე მთელი ცხოვრება მაკავშირებს.
31 მაისი. ექიმი შტრაუსი თვლის, რომ მე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ. ექიმი ნემიური ამბობს, რომ მე
რამოდენიმე კვირაში მინდა ჩავტენო კვლევები და აზრები, რომლებზეც მთელი სიცოცხლე მიდის. მე
ვიცი, უნდა დავისვენო, მაგრამ რაღაც შინაგანი იმპულსი მაჩქარებს, გაჩერების საშუალებას არ მაძლევს.
მე უნდა ვიპოვო ელჯერნონის სწრაფი რეგრესის მიზეზი. მე უნდა ვიცოდე, მომივა თუ არა იგივე მეც.
და თუ კი, _რ_ო_დ_ი_ს_.

4 ივნისი.

წერილი ექიმ შტრაუსს (ასლი)


ძვირფასო ექიმო შტრაუს!
ცალკე კონვერტში გიგზავნით ამ ჩემი მოხსენების ხელნაწერს, რომელსაც მე ვუწოდე „ელჯერნონ–
გორდონის ეფექტი: ხელოვნურად მომატებული ინტელექტის სტრუქტურისა და ფუნქციის
კვლევა“; მე ვისურვებდი წაგეკითხათ ის და გამოგექვეყნებინათ.
როგორც ხედავთ, ჩემი ექსპერიმენტები დასრულდა. მე მოხსენებაში ჩავრთე ყველა ჩემი ფორმულა,
დანართში კი მათემატიკური ანალიზი. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უნდა გადამოწმდეს.
გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის და ექიმი ნემიურისათვის
(ალბათ სალაპარაკო არ არის, რომ ჩემთვისაც?), მე თავად ათეულჯერ შევამოწმე და გადავამოწმე
ჩემი კვლევების შედეგები შეცდომის პოვნის იმედით. მწუხარებით ვაცხადებ, რომ ეს შედეგები
ძალაში რჩება. თუმცა მეცნიერების ინტერესების თვალსაზრისით, მე მიხარია, რომ ჩემი მცირედი
წვლილი შემაქვს იმ მონაცემთა ერთობლიობაში, რომლებიც შეეხება ადამიანის ტვინის ფუნქციებსა
და იმ კანონებს, რომელთაც ემორჩილება ადამიანის ინტელექტის ხელოვნურად გაზრდა.
მე მახსოვს, თქვენ ერთხელ მითხარით, რომ ექსპერიმენტის _წ_ა_რ_უ_მ_ა_ტ_ე_ბ_ლ_ო_ბ_ა_ს_ ან
თეორიის _უ_ა_რ_ყ_ო_ფ_ა_ს_ ისეთივე დიდი მნიშვნელობა გააჩნია მეცნიერების პროგრესისათვის,
როგორიც წარმატებას. ახლა კი მესმის, რაოდენ მართებულია ეს. მაგრამ მე მაინც ვწუხვარ, რომ
ცოდნის ამ სფეროში ჩემი საკუთარი წვლილი სრულად უარყოფს იმ ორი ადამიანის შრომებს,
რომელთაც მე ასე ვაფასებ.
მარად თქვენი ჩარლზ გორდონი.
მოხს. თან ახლავს.
5 ივნისი. მე თავი ხელში უნდა ავიყვანო. ფაქტიური მასალა და ჩემს მიერ ჩატარებული
ექსპერიმენტების შედეგები ეჭვს არ ტოვებს, და საკუთრივ ჩემი სწრაფი აღმასვლის უფრო
სენსაციურ ასპექტებს არ შეუძლიათ დაჩრდილონ ის, რომ ექიმ შტრაუსის და ექიმ ნემიურის
მეთოდით ქირურგიული ჩარევის გზით ინტელექტის გასამმაგება უნდა განვიხილოთ როგორც
აღმოჩენა, რომელიც დღესდღეობით პრაქტიკულად ნაკლებმისაღები ან საერთოდაც მიუღებელია.
ელჯერნონის ექსპერიმენტთან დაკავშირებული ჩანაწერებისა და სხვა მასალების
გადათვალიერებისას, მე ვხედავ, რომ, თუმცა ფიზიკურად ის განვითარების ადრეულ სტადიაზეა,
გონებრივად იგი რეგრესს განიცდის. მოტორული აქტივობა შესუსტებულია; შეინიშნება შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლების საერთო ფუნქციის დაქვეითება; სახეზეა კოორდინაციის დაჩქარებული
დაკარგვა.
არის პროგრესირებადი ამნეზიის სერიოზული მაჩვენებლები.
როგორც მითითებულია ჩემს მოხსენებაში, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის გაუარესების
ეს და აგრეთვე, სხვა სიმპტომები შეიძლება წინასწარ გაითვალოს ჩემს მიერ გამოყვანილი
ფორმულის საშუალებით, მნიშვნელოვანი სტატისტიკური სიზუსტით. 
მასტიმულირებელმა ქირურგიულმა ჩარევამ, რომელიც ჩვენ ორივეს ჩაგვიტარდა, ყველა
გონებრივი პროცესის ინტენსიფიკაცია და დაჩქარება განაპირობა. გაუთვალისწინებელი
მოვლენები, მე ჩემს თავს უფლება მივეცი, მათთვის „ელჯერნონ-გორდრნის ეფექტი“ მეწოდებინა,
აზროვნების პროცესების საერთო დაჩქარების ლოგიკური შედეგია. აქ დამტკიცებული ჰიპოთეზა
მოკლედ შემდეგგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ხელოვნურად მომატებული ინტელექტი, შემდეგ
მცირდება სიჩქარით, რომელიც მისი მომატების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
მე მეჩვენება, რომ ეს უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ყველა მონაცემით ჩემი
საკუთარი გონებრივი დეგრადაცია ძალიან სწრაფი იქნება.
მე საკუთარ თავში უკვე შევნიშნე ემოციური არამდგრადობისა და გულმავიწყობის ნიშნები –
დასასრულის პირველი ნიშნები.
10 ივნისი. გაუარესება პროგრესირებს. გონება მეფანტება. ორი დღის წინ მოკვდა ელჯერნონი.
გაკვეთა ჩემი წინასზარმეტყველების სისწორეს ადასტურებს. მისი თავის ტვინის წონა შემცირდა,
გამოვლინდა თავის ტვინის ნაოჭების საერთო გასადავება, აგრეთვე ღარების გაღრმავება და
გაფართოვება.
ვვარაუდობ, რომ მეც იგივე მომდის ან მომავალში მელის.
ელჯერნონის გვამი ყველის კოლოფში ჩავდე და უკანა ეზოში დავკრძალე. მე ვიტირე.
15 ივნისი. ჩემთან კვლავ სტუმრად იყო ექიმი შტრაუსი. მე არ ვისურვე კარის გაღება და წასვლა
ვთხოვე. მე მსურს, დამტოვონ მარტოობაში. თანდათან ყველაფერი უფრო მეტად მწყინს და
ადვილად ვღიზიანდები. ვგრძნობ, როგორ ძლიერდება სიბნელე. ძნელია თვითმკვლელობის
შესახებ ფიქრის თავიდან ამოგდება. მე ყოველ წუთს ვახსენებ საკუთარ თავს, რაოდენ დიდ
მნიშვნელობას შეიძენს შემდგომში ეს ინტროსპექტული დღიური.
რამდენად უცნაური შეგრძნებაა, როცა იღებ წიგნს, რომელსაც საოცარი სიამოვნებით კითხულობდი
სულ რაღაც ერთი თვის წინა, და აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა იგი. მე გამახსენდა, რა დიად
ადამიანად მეჩვენებოდა ჯონ მილტონი, მაგრამ, როცა დღეს ვცადე „დაკარგული სამოთხის“,
აბსოლუტურად ვერაფერი გავიგე. ისე გავშმაგდი, რომ წიგნი ოთახის მეორე კუთხეში მოვისროლე.
მე უნდა ვეცადო, შევინარჩუნო თუნდაც რაიმე. რაიმე, რაც ამ დროის მანძილზე შევიცანი. ღმერთო,
ნუ წამართმევ ყველავერს…
19 ივნისი. ზოშჯერ, საღამოობით სასეირნოდ გავდივარ. გასულ ღამეს ვერ გავიხსენე, სად
ვცხოვრობ. სახლში პოლიციელმა მომიყვანა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს უკვე გადამხდა
თავს ერთხელ, ადრე წარსულში. მე ვაგრძელებ საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მე
მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალუძს იმის აღწერა, თუ რა ხდება ჩემს თავს.
21 ივნისი. რატომ ვკარგავ მეხსიერებას? მე უნდა ვიბრძოლო. დღეები გადის და მე საწოლში ვწევარ
ისე, რომ არ ვიცი ვინ ვარ და სად ვარ. შემდეგ უეცრად ეს ყველაფერი ბრუნდება. ამნეზიის
თამაშები. სიბერის სიმპტომი – ბავშვობაში ვვარდები. როგორ დაუნდობლად ლოგიკურია ეს! მე
შევიმეცნე ამდენი და ასე სწრაფად. ახლა კი ჩემი ინტელექტი უზარმაზარი სიჩქარით მცირდება. მე
არ დავუშვებ ამას. მე ვიბრძოლებ. თავიდან ვერ ვიცილებ მოგონებებს რესტორნის ბიჭუნას შესახებ,
მისი სახის ბრიყვულ გამომეტყველებას, სულელურ ღიმილს, ადამიანებს, მას რომ დასცინოდნენ.
არა… გევედრები… ოღონდ ეს არა…. კვლავ…
22 ივნისი. მე მავიწყდება ის, რაც ახლახანს შევისწავლე. როგორც ჩანს ყველაფერი კლასიკური
კანონებით მიდის – პირველ რიგში ხდება იმის დავიწყება, რაც ათვისებული იყო ბოლოში. თუმცა,
კანონია კი ეს? ალბათ, უმჯობესია კიდევ ერთხელ წავიკითხო…
მე გადავიკითხე ჩემი მოხსენება „ელჯერნონ-გორდონის ეფექტის“ შესახებ, და მე მომეჩვენა,
თითქოს ის ვიღაც სხვამ დაწერა. ზოგიერთი თავი მე აღარც მესმის.
მე გამუდმებულად ვედები სხვადასხვა საგანს, და სულ უფრო მიძნელდება საბეჭდ მანქანაზე
ბეჭდვა.
23 ივნისი. მე უარი ვთქვი საბეჭდ მანქანაზე. მოძრაობის ძალიან ცუდი კოორდინაცია მაქვს. მე
ვგრძნობ, რომ სულ უფრო ნელა და ნელა ვმოძრაობ. დღეს საშინელი სტრესი მივიღე. მე ავიღე
კრიუგერის სტატია „Uber psichische Ganzheit“ („ფსიქიური სრულყოფილების შესახებ“ (გერმან.)) – მე
მას საკუთარ კვლევებში ვიყენებდი, რათა მენახა, ხომ არ დამეხმარებოდა გავრკვეულიყავი ჩემს
მიერ ჩატარებული სამუშაოს არსში. თავდაპირველად მომეჩვენა, რომ რაღაც არ მაქვს წესრიგში
მხედველობის მხრივ. შემდეგ კი მივხვდი, რომ უკვე აღარ შემიძლია გერმანულად კითხვა. სხვა
ენებიც ვცადე. ყველაფერი გაქრა.
30 ივნისი. ერთი კვირა გავიდა, სანამ გავბედე კიდევ წერა. ყველაფერი თანდათან ქრება, როგორც
ქვიშა თითებს შორის. ჩემი წიგნების უმრავლესობა უკვე ძალიან რთულია ჩემთვის. ისინი
მაგიჟებენ, მე ხომ ვიცი, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ მე მათ ვკითხულობდი და მესმოდა.
კიდევ და კიდევ ვუნერგავ საკუთარ თავს, რომ აუცილებლად უნდა ვწერო ეს ანგარიშები, რათა ის
რაც ჩემს თავს ხდება, გაიგონ სხვებმა. მაგრამ სულ უფრო და უფრო რთულია სიტყვების მოძიება და
და მათი მართლწერის გახსენება. მე ლექსიკონში მიხდება ყველაზე მარტივი სიტყვების მოძებნაც
კი, ამის გამო ვცოფდები საკუთარ თავზე.
ექიმი შტრაუსი თითქმის ყოველდღიურად მოდის, მაგრამ მე ვუთხარი მას, რომ არავისი დანახვა
და არავისთან საუბარი არ მინდა. იგი საკუთარ თავს დამნაშავედ თვლის. სხვებიც. მაგრამ მე არავის
ვადანაშაულებ. მე ვიცოდი, რა გამოვიდოდა ამ წამოწყებისაგან. მაგრამ მაინც როგორ მტკივნეულია
ეს ყველაფერი…
7 ივლისი. არ ვიცი, სად წავიდა კვირა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს კვირაა იმიტომ, რომ
სარკმელიდან ვხედავ, როგორ მიდიან ადამიანები ეკლესიაში. მგონი მთელი კვირა საწოლში
გავატარე მაგრამ მე მახსენდება, რომ მისის ფლინმა რამდენჯერმე საჭმელი შემომიტანა.
განუწყვეტლივ ვიმეორებ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ შემდეგ მავიწყდება, ან იქნებ
უფრო ადვილია არ გავაკეთო ის, რასაც ვამბობ რომ უნდა გავაკეთო.
ეს დღეებია ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს მამასა და დედაზე. მე ვიპოვე ფოტოები, რომლებზეც
სამივე პლაჟზე ვართ გადაღებული. მამას იღლიაში დიდი ბურთი აქვს ამოდებული, დედას კი ჩემი
ხელი უჭირავს. ასე, როგორც ფოტოზეა, მე ისინი არ მახსოვს. მამაჩემი მხოლოდ სულ მთვრალი და
დედაჩემთან ფულის გამო მოჩხუბარი მახსოვს.
ის იშვიათად იპარსავდა წვერს და სულ მიკაწრავდა სახეს, როცა მეხვეოდა. დედა მიყვებოდა, რომ
ის მოკვდა, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა მილტიმ მითხრა, რომ თავისი მშობლებისაგან შეიტყო, რომ ის
სხვა ქალთან ერთად გაიქცა. როცა ამის შესახებ დედაჩემს ვკითხე მან სილა გამაწნა და თქვა, რომ
მამაჩემი მოკვდა.
მე მგონია ვერასდროს გავიგებ სიმართლეს და საერთოდ კი ფეხებზე მკიდია. (ერთხელ მან მითხრა
რომ წამიყვანდა ფერმაში ძროხების სანახავად მაგრამ არ შეასრულა. ის არასდროს არ ასრულებდა
თავის დანაპირებს…)
10 ივლისი. ჩემი დიასახლისი მისის ფლინი ძალიან ცუხს ჩემს გამო. იგი ამბობს რომ როცა მე
მთელი დღე ასე ვგორაობ საწოლში და არაფერს არ ვაკეთებ მთელი დღე მე მას თავის ვაჟს ვაგონებ
იმ მომენტამდე სანამ სახლიდან გააგდებდა. მან თქვა რომ არ უყვარს უსაქმურები. თუკი მე ავად
ვარ ეს სხვაა და თუ უსაქმური ვარ სხვა და ამას იგი არ მოითმენს.
მე ვუთხარი მე ვფიქრობ რომ ავად გავხდი.
მე ვცდილობ ყოველდღიურად ვიკითხო ძირითათათ მოთხრობები მაგრამ ზოგჯერ მიხთება ერთი
და იგივე ადგილის რამდენჯერმე გადაკითხა იმიტომრომ არ მესმის რას ნიშნავს. და მიჭირს წერა.
მე ვიცი რომ ყველა სიტყვა ლექსიკონში უნდა მოვძებნო მაგრამ ეს ძილიან ძნელია მე კი სულ ასეთი
მოქანცული ვარ.
მერე მე გადავწყვიტე რომ გრძელი რთული სიტყვების ნაცვლად მხოლოდ მხოლოდ მარტივებს
დავწერ. ეს დროს მიზოგავს. დაახლოებით კვირაში ერთხელ ყვავილები მიმაქვს ელჯერნონის
საფლავზე. მისის ფლინი ფიქრობს რომ მე გავგიჟდი რომ ყვავილებს ვდებ თაგვის საფლავზე მაგრამ
მე მას ვუთხარი რომ ელჯერნონი განსაკითრებული თაგვი იყო.
14 ივლისი. ისევ კვირა. მე უსაქმურად ვარ იმიტომრომ ჩემი ტელევიზური გაფუჭდა და მე ფული
არ მაქვს გასაკეთებლად. (მე თითქოს ლაბორატორიიდან ამ თვეში მიღებული ჩეკი დავკარგე. არ
მახსოვს.)
საშინლად მტკივა თავი და ასპირინი თითქმის არ მშველის. მისის ფლინმა იცის რომ მე მართლაც
ავად ვარ და ვეცოდები. იგი ძილიან კარგი ქალია საკმარისია ვინმე ავად გახდეს.
22 ივლისი. მისის ფლინმა ვიგაც უცხო ექიმი მოიცვია. იგი შეშინდა რომ მე ვკვდები. მე ვუთხარი
ექიმს რო მე ძილიან ავათ არ ვარ უბროლოდ ზოგჯერ ყველაფერი მავიწყდება. მან მკითხა მყავს თუ
არა მეგობრები ან ნათესავები და მე ვუპასუხე არა მე არავინ მყავს. მე მას ვთხარი რო ოდესგაც
მყავდა მეგობარი რომელსაც ელჯერნონი ერქვა მაგრამ ის თაგვი იყო და ჩვენ შხირად
ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მა რაგაც ცნაურად შემომხედა თითქო იფიქრა რო გიჟიაო.
როცა ვუთხრი რო გენიოსი ვიყავი მან ჩაიგიმა. გი პატარა ბავშვით მესაუბრებოდა და მისის ფლინს
თვალი ჩაუკრა. მე გავბრაზდი და გავაგდე ის იმიტომრომ იგი როგორც ადრე სხვები დამცინოდა.
24 ივლისი. მე აღარ მაქვს ფული და მისის ფლინი ამბობს რომ მე სადმე უნდა ვიმუშაო რომ ოთახის
ქირა გადავუხადო მე ხომ ორ თვეზე მეტია არაფერია გადამიხდია.
მე არაფრის კეთება არ ვიცი გარდა იმ სამუშაოსი რომელსაც დონეგანის „პლასტმასის ყუთების
წარმოების კომპანიაში“ ვასრულებდი. მე არ მიდა იქ დაბრუნება იმიტომრომ ისინი მიცნობდნენ
როცა ჭკვიანი ვიკავი და შეიძლება დამსცინონ. მე არ ვიცი სხვა რა გავაკეთო ფულის საშოვნელად.
25 ივლისი. მე გადავხედე ზიგიერთ ჩემ ანგარიშს და საუცარია რომ არ შემიძლია ჩემი ნაწერის
წაკითხა. მა ზოგიერთ სიტყვას ვარჩევ მაგრამ არ მესმის ისინი.
მის კინიენი მოვიდა და კარებთან იდგა მაგრამ მე უთხარი წადით არ მინდა თქვენი დანახვა. იგი
აქვითინდა და მეც ავტირდი მაგრამ არ შემოვუში იმიტომრომ ჩემზე არ გაეცინა. მე ვუთხარი რომ
იგი აღარ მომწონს. მე ვუთხარი რომ აღარ მინდა ჭკვიანი ვიყო. ეს ტყუილია. მე ძველებურად
მიყვარს ის და ისევ მინდა ჭკვიანი ვიყო მაგრა მე ასე უნდა მეთქვა ის რომ წასულიყო. მან
გადაუხადა მისის ფლინს ჩემი ოთახის. მე ეს არ მინდა. მე უნდა სამუშაო ვიშოვო.
გთხოვთ… გააკეთე ისე რომ არ დამავიწყდეს წერა–კითხვა.
27 ივლისი. მისტერ დონეგანიძალიან კეთილი იყო როცა მე ფაბრიკაში მივედი და დამლაგელდა
მიღება ვთხოვე. თავიდან იგი უნდობლად მიცქერდა მაგრამ მე მოვუყევი რა მომივიდა და მას
ძილიან ეწყინა მხარზე ხელი დამადო და თქვა ჩარლი გორდონ შენ ვაჟკიცი ადამიანი ხარ.
ყველა მე მიყურებდა როცა ქვემით ჩავედი და ძველებურად ტუალეტის რეცხვა დავიწყე. მე
საკუთარ თავს ვუთხარი ჩარლი თუკი ისინი დაგცინიბენ არ გეცკინოს ხო გახსოვს რო ისენი ისეთი
ჩკვიანები არ არიან როგორც ოდესგაც გეგონა. მერე კი ისინი ხო შენი მეგობრიბი იყვნენ და თუ
დაგცინიდნენ არაფერია იმიტომრომ უყვარდი კიდეც.
ერმა მუშამ რომელიც ჩემი წასვლის მერე მიიგეს ძალიან ცუდად იხუმრა მან თქვა ეი ჩარლი შენზე
ამბობენ მაგარი თავიანი ბიჭიაო პირდაპირ პროფესორიო. აბ მთხარი რამ ჭკვიანური.
მე ცუდად გავხდი მაგრამ ამ დროს მოვიდა ჯო კერპი პერანგში ჩაავლო ხელი და უთხრა თავი
დაანებე შე უხეირო მასხარა თორემ კისერს მოგიგრიხავ. მე არ ველოდი რო ჯო ჩემს მხარეს
დაიჭერდა და მე ვფიქრობ რომ ის ჩემი ნამდვილი მეგობარია.
ცოტ მოგვიანებით ჩემთან ფრენკ რეილი მოვიდა და მითხრა ჩარლი თუ ვინმე აგეკიდება ან
მოტყუებას შეეცდება დარეკე ჩემთან ან ჯოსთან და ჩვენ იმას სეირს ვაჩვენებთ.
მე ვუთხარი მდლობ ფრენკ და გული ამომიჯდა და საწყობში გავიქეცი რომ არავის დაენახა როგორ
ვტირი. კარგია მეგობრების ყოლა.
28 ივლისი. დგეს სისულელე ვქენი. დამავიწყდა რომ აღარ დავდივარ მის კინიენის კლასში როგორც
ადრე მოზრდილთა სკოლაში. შევედი კლსში და ჩემ ძველ ადგილას დავჯექი ოთახის ბოლოში მან
კი უცნაურად გადმომხედა და მითხრა ჩარლზ.
მე არ მახსოვს რო მას ოდესმე ასე დაეძახოს ჩემთვის იგი უბრალოდ ამბობდა ჩარლი და მე ვუთხარი
სალამი მის კინიენ მე მოვამზადე დგევანდელი გაკვეთილი ოღონდ დავკარგე საკითხავი წიგნი
რომლითაც ვსწავლობდით. იგი ატირდა და ოთახიდან გავარდა და ყველამ შემომხედა და მე
დავინახე რომ ეს სულ სხვა ადამიანები არიან და არა ისინი ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა.
მერე უცებ რაგაც გამახსენდა აპირაციიის შესახებ და როგორ გავხდი ჭკვიანი და ვთქვი ღმერთო
ჩემო მე მართლაც ჩარლი გორდონივით მოვიქეცი. მე მის მოსვლამდე წავედი.
ამიტომაც სამუდამოდ მივდივარ ნიუ–იორკიდან. მე არ მინდა რაიმე მსგავსის კიდევ ერთხელ
გამეორება. არ მინდა რომ მის კინიენს ვეცოდებოდე. ფაბრიკაში ყველას ვეცოდები და არც ეს მინდა
და ამიტომ გავემგზავრებე სადმე სადაც არავის ეცოდინება რომ ჩარლი გორდონი ადრე გენიოსი
იყო და ახლა კი წიგნების კითხვაც და კარგად წერაც არ შეუძლია.
თან მმიმაქს ერთი-ორი წიგნი და თუნდაც ვერ წავიკითხო ვივაჯიშებ მაინც და იქნებ ყველაფერი არ
დამავიწყდეს რაც ვისწავლე. თუ მოვინდომებ იქნებ ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყო ვიდრე ოპერაციამდე.
მე მაქვს კურდღლის თათი და ბედნიერი პენი და იქნებ მათ მიშველონ.
მის კინიენ თუკი ოდესმე თქვენ წაიკითხავთ ამას არ შემიცოდოთ მე მოხარული ვარ რომ
გამოვიყენე შანსი გავმხდარიყავი ჭკვიანი იმიტომრომ მე ათასი რამე გავიგე მე არც ვიცოდი მათი
არსბობის შესახე და მადლიერ ვარ რომ ერთი წუთით მაინც ვიხილე ეს ყოლაფერი.
მე არ ვიცი ისევ სულელად რატომ გადავიქეცი და არ გავკეთე ისე იქნებ ეს მიტომ რომ არ
მოვინდომე ძილიან. მაგრამ იქნებ თუ მოვიდომე და ვივაჯიშებ ბევს ცოტათი უფრო ჭკვიანი
გავხდები და ყველა სიტყვის მნიშვნელობას გავიგებ.მე ცოტა მახსომს როგორ მსიმონებდა როცა
ყდადაგლეჯილ ლურჯ წინგს ვიკთხულობდი. ამიტომაც მე ვეცდები გავხდე ისევ ჭკვიანი რომ
ისევე კარგად ვიგძნო თავი. ეს ძილიან სასიამოა სხდსხვა რამეების ცოდნა და სიჭკვიანე. მე ასეთი
ახლავთე მინდა ვიყო და დავჯდებოდი და ვიკითხავდი. და მეინც მე ვარ პირველი სულელი
ადამიანი რომელმაც რაგაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა მეცნიერებისათვის. მე მახსოვს რო რაღაც
გავაკეთე მაგრა რა არ მახსოვს. მგონს მე რაგაც გავაკეთე ჩემნაირი ბრიყვი ადამიანებისათვის.
მშვიდობით მის კინიენ და ექიმო შტრაუს და ყველა და P.S. გთხოვთ უთხარით ექიმ ნემიურს რო
ასე არ იდუდღუნოს როცა დასცინიან და მეტი მეგობრები ეყოლება. ძალიან ადვილია გყავდეს
მეგობრები თუ ადამიანებს უფლებას მისცემ დაგცინონ. იქ სადაც მე მივდივარ ძილიან ბევრი
მეგობარი მეყოლება.
P.P.S. თუ ცოტა შესაძლებლობა გექნებათ დააწყვეთ ცოტა ყვავილები ელჯერნონის საფლავზე უკანა
ეზოში რომაა…

You might also like