You are on page 1of 2

გმირი დედა!

(ვუძღვნი დედას)

ღმერთის ხატად შევიქმენი,ვცდილობ ვიყო ღვთისნიერი,

უარი ვთქვი საჭურჭლეზე,მცირედით ვარ ბედნიერი!

უფლის გზაზე სიარულმა რწმენა მომცა მე ძლიერი,

ხორცით ყრმა ვარ,სულით ბერი,დღეგრძელი და მხარძლიერი!

თუ ჩვენს თავში ღმერთი არის! მაშ, ვინღაა ღვთისმშობელი?

ვინ გვაღირსა,ღირსს და უღირსს,რომ გვენახა ეს სოფელი...

ის დათვია,მე კი ბელი,თან კეთილი,მწყალობელი!

უფლის ნებით მე შვილი ვარ,ის კი ჩემი ღვთისმშობელი!

შენი ხმაა ნაზი,რბილი,ფრინველი ხარ მგალობელი,

დრო გადის და შენი შვილი კვლავ იქნება დათვის ბელი!

ვერ მაშორებს შენთან ყოფნას ვერც გველი და ვერცა მგელი,

არ იდარდო მე გიშველი,შენი შველი,მუდამ მშველი!

დედის მიმართ შევიცანი პირველად მე სიყვარული,

გრძნობა მისი ჭეშმარიტი,უღალატო,სავსე,სრული.

ჩემი გული გაამთელე,მაპოვნინე დაკარგული!

ჩემი სული შენ გაწმინდე,მაპოვნინე გაზაფხული!


გაიარა ფეხმძიმობა,მძიმე ტვირთი ატარა,

მან გაუძლო,მომავლინა,ხელის გულზე მატარა!

წუთისოფლის ვრცელ ბილიკზე ბევრჯერ გადამატარა...

ახლა ბრგე ვარ ,ახოვანი,მაშინ ვიყავ პატარა.

რა რთულია ქალის ყოფა,მისი ვალი-დაბადება,

ერთროულად შესაგრძნობი ტკივილი და ნეტარება!

არ ჩერდება ჩვენი ჟამი,შენ კი წლები გემატება...

დედი,გულში,რომ ჩამიკრავ იცი როგორ მეამება?

გახსოვს?ფრაზა,ეს სიტყვები-„დედა მინდა“,

სხვაგან თუ ხარ,მე სიზმრებშიც შენთან მინდა!

ჩემზე ადრე,რომ წახვიდე განა მინდა?

შენ თუ წახვალ მე სიცოცხლეც აღარ მინდა!

მან გამზარდა,მომიარა,მისი გენი გამირია,

მასზე ფიქრმა უნებლიედ მე რითმებიც ამირია!

ღმერთის ხელით,მისი ნებით,მივიღე მე წმინდა ძღვენი

და ეს ლექსი,საპატიოდ,ყველა დედას მივუძღვენი!

ავტორი:გიორგი აროშიძე

You might also like