You are on page 1of 8

1) დაჰკვირვებიხარ, პლაჟზე მზიან ამინდში დილით ქვიშა უფრო ცხელია თუ წყალი.

რატომ?
პლაჟზე ქვიშა უფრო ცხელია ვიდრე წყალი, იმიტომ რომ წყალს მაღალი კუთრი
სითბო ტევადობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მის გასაცხელებლად სხვა
ნივთიერებებთან შედარებით უფრო დიდი სითბური ენერგიაა საჭირო, ცივი ქვიშა კი
უფრო მალე ცხელდება და უფრო მაღალ ტემპერატურასაც ხანმოკლე დროში აღწევს.
2) რას ეწოდება წყალბადის დონორი?
ეს არის ნივთიერება, რომელიც გატუტიანების საშიშროებისას უჯრედში
ათავისუფლებს პროტონს.
3) რეგიონებში სადაც წყალი რბილია, ანუ არ შეიცავს მარილებს, მოსახლეობაში ხშირია
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კარიესი, ახსენი ამის მიზეზი.
რბილ წყალს აკლია ისეთი აუცილებელი მინერალები, როგორიცაა კალციუმი და
მაგნიუმი. ეს მინერალები სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის.
კალციუმი გადამწყვეტ როლს ასრულებს ძვლების, კბილების და სისხლძარღვების
სიძლიერისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების
ფუნქციის რეგულირებას, მათ შორის გულის. მარილის ნაკლებობა კი ამ ბალანსის
დარღვევას გამოიწვევს, რაც დაკავშირებულია შემდგომში სხვადასხვა
დაავადებებთან.
4) რომელი ციფრით არის აღნიშნული დიპეპტიდში პეპტიდური ბმა? ( გვ:23 N1
ილუსტრაცია)
2-ით
5) როგორ ფიქობ აქვს თუ არა მოხარშული კვერცხის ცილას რენატურაციის უნარი?
რატომ ფიქრობ ასე?
მოხარშულ კვერცხს არ აქვს რენატურაციის უნარი იქიდან გამომდნარე, რომ მისი
პირველადი სტრუქტურა დარღვეულია ტემპერატურის გაზრდის გამო, (კვერცხის
თავდაპირველი აგრეგატული მდომარეობა რაც იყო სითხე გარდაქმნილია მყარად) და
პირველადი სტრუქტურა თუ დაირღვა შეუძლებელია მისი აღდგენა (მოხარშულ
კვერცხს მოუხარშავად ვერ გადავაქცევთ).
6) რამდენ პეპიდურ ბმას შეიცავს 25 ამინომჟავასგან წარმოქმნილი პოლიპეპტიდური
ჯაჭვი?
24-ს
7) რომელ ანტიგენს ბოჭავს მოცემული ანტისხეული? (გვ:29 N1 ილუსტრაცია)
მე-4-ს
8) ახსენი რატომ გვირჩევენ ექიმები სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას, როდესაც
სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსს აჭარბებს?
ტემპერატურის დაწევა სიცხის დამწევი მედიკამენტებით შეიძლება დაეხმაროს
ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. სხეულის მაღალი
ტემპერატურა არის სხეულის იმუნური პასუხის ნაწილი ინფექციების წინააღმდეგ
საბრძოლველად. თუმცა, ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში შეიძლება ზიანი მიაყენოს სხეულს და შეაფერხოს აღდგენითი პროცესი.
სიცხის დამწევი მედიკამენტები სხეულს ეხმარებიან ენერგიის მომარაგებაში ვირუსის
წინააღმდეგ და გამოჯანმრთელებაში ეხმარებიან.
9) რომელი მრუდი შეიძლება გამოხატავდეს ფერმენტული რეაქციის სიჩქარის
დამოკიდებულებას ტემპერატურაზე? (გვ:31 N5 ილუსტრაცია)
მე-2.
10) დაასახელე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფერმენტების აქტივობაზე?
სუბსტრატები, კოფაქტორები, კოფერმენტები, არაკონკურენტული ინჰიბიტორები,
კონკურენტული ინჰიბიტორები.
11) ზოგიერთ სარეცხ ფხვნილს, რომელიც რეცხვის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა,
ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ ის ფერმენტებს შეიცავს და 100℃-ზე ფხვნილი
კარგავს ეფექტურობას.
ა) რომელ ფერმენტს შეუძლია ქსოვილიდან ცილის ლაქის გაქრობა?
ბ) რომელ ფერმენტს ამოჰყავს ცხიმის ლაქა ქსოვილიდან?
გ) რატომ კარგავს ფხვნილი ეფექტურობას 100℃-ზე?

ა) პეპსინს
ბ) ლიპაზა
გ) ეს კონკრეტული ტემპერატურა მის დაშლას იწვევს.
12) ამოიცანი ნივთიერება თუ ის : პოლიმერია, აქვს სტრუქტურული ფუნქცია, გვხვდება
სოკოს უჯრედში და არ არის ცილა.
პასუხი: ქიტინი
13) რომელი სამარაგო ნახშირწყლები იცი?
სახამებელი, და გლუკოზა.
14) ამილაზები ფერმენტებია, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შაქრებად შლიან. ერთ-
ერთი ამილაზა სახამებელს დისაქარიდამდე შლის. როგორ ფიქრობ, რატომ არ
შეუძლია მას ცელულოზის დაშლა?
ცელულოზას და სახამებლის მოლეკულები ერთმანეთისგან განსხვავდება.
15) რომელია ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები?
ამილაზა, ქიტინაზა და ლიპაზა.
16) მოძებნე ფუნქციურად შესაბამისი წყვილები. დაუკავშირე ისრებით ერთმანეთს.
პასუხი:
ცვილი - დამცველობითი
ფოსპოლიპიდი - სამშენებლო
სტეროიდი - სასიგნალო
ცხიმი - ენერგეტიკული

17) ამოიცანი არასწორი წყვილი:


ა) ცილა - ფერმენტი ბ) ცვილი - ნახშირწყალი გ) ცელულოზა - ნახშირწყალი
დ)სტეროიდი - ლიპიდი
პასუხი: ბ) ცვილი - ნახშირწყალი
18) მოსავლის უკეთ შენახვის მიზნით, ფერმერმა გადაწყვიტა ვაშლების საგულდაგულოდ
გაწმენდა, გაპრიალება და ისე ჩალაგება ყუთებში. თუმცა მთელი მოსავლის ასე
დამუშავება ვერ მოახერხა. მისდა გასაკვირად, გაწმენდილი ვაშლების უმრავლესობა
დალპა, გაუწმენდავი კი გადარჩა. ახსენი, რა მოხდა?
პასუხი: ვაშლების გაწმენდით, ნაყოფის ზედაპირის დამცველი ნივთიერება (ცვილი)
მოშორდა.
19) ამოიცანი ნივთიერება თუ ის არ არის პოლიმერი, აქვს სტრუქტურული დანიშნულება
გვხვდება ყველა უჯრედში და შეიცავს ფოსფორს.
პასუხი: ფოსფოლიპიდი
20) მოცემული მტკიცებულებებიდან რომელია მცდარი.
ცხიმებს ორგანიზმში აქვთ:
ა. ენერგეტიკული ფუნქცია
ბ. დამცველობითი ფუნქცია
გ. სამშენებლო ფუნქცია
დ. თბოიზოლაციის ფუნქცია
პასუხი: გ. სამშენებლო ფუნქცია
21) ილუსტრაციაზე დნმ-ის მოლეკულის ერთი ჯაჭვია( გვ: 55 N1 ) მოცემული, აღადგინე
დნმ-ის მოლეკულა და წარმოადგინე მეორე ჯაჭვის ნუკლეოტიდური შემადგენლობა.
ა-თ
ა-თ
გ-ც
ც-გ
ც-გ
თ-ა
ც-გ
თ-ა
თ-ა
22) დაალაგე სტრუქტურები აგებულების სირთულის მიხედვით, მარტივიდან
რთულისკენ:
1. დნმ-ის მოლეკულა,
2. ნუკლეოტიდი,
3. აზოტოვანი ფუძე,
4. პოლინუკლეოტიდური ჯაჭვი.

პასუხი:

1. აზოტოვანი ფუძე
2. ნუკლეოტიდი
3. პოლინუკლეოტიდური ჯაჭვი
4. დნმ-ის მოლეკულა
23) აირჩიე სწორი დებულებები:
ა. დნმ-ის მოლეკულა შედგება სპირალურად დახვეული ორი პოლინუკლეოტიდური
ჯაჭვისგან. (სწორია)
ბ. თითოეულ ჯაჭვში ნუკლეოტიდები ერთმანეთს წყალბადური ბმებით
უკავშირდება.
გ. მოპირდაპირე ჯაჭვები ერთმანეთს კოვალენტური ბმებით უკავშირდება
დ. დნმ-ის მოლეკულის სიგანე მთელ სიგრძეზე 2 ნმ-ია. (სწორია)
ე. თითოეულ ჯაჭვში ერთი ნუკლეოტიდის ფოსფორმჟავა მეორე ნუკლეოტიდის
ნახშირწყალს კოვალენტური ბმით უკავშირდება.
24) ქვემოთ მოცემული აზოტოვანი ფუძეების პროცენტული რაოდენობიდან, რომელია
მართებული დნმ-ის მოლეკულისთვის?
ა. თიმინი 20% - ციტოზინი 30%, ( სწორი პასუხი)
ბ. თიმინი 10% - ციტოზინი - 25%
გ. თიმინი 40% - ციტოზინი 15%
დ. თიმინი 40% - ციტოზინი 15%
25) მცენარეს აავადებს პარაზიტი, რომელსაც აქვს:
უჯრედის კედელი, შეიცავს რიბოსომებს, ცენტრალური ვაკუოლი.
ეს პარაზიტი შეიძლება იყოს:
ა. ბაქტერია
ბ. ვირუსი
გ. სოკო (პასუხი)
დ. უმარტივესი
26) თანამედროვე უჯრედული თეორიის მიხედით, უჯრედი წარმოიქმნება მხოლოდ:
ა. უჯრედის გაყოფით (პასუხი)
ბ. არაორგანული ნივთიერების ორგანულ ნივთიერებამდე გარდაქმნის გზით
გ. ორგანული ნივთიერებებიდან
დ. ორგანული და არაორგანული ნივთიერებებიდან.
27) ამოიღო ეს კითხვა ტესტიდან.
28) პლაზმური მემბრანის ერთ-ერთ კომპონენტს მეცნიერები აისბერგს ადარებენ. რომელ
კომპონენტზეა საუბარი?
პლაზმური მემბრანის კომპონენტი, რომელსაც მეცნიერები ხშირად ადარებენ
აისბერგს, არის ფოსფოლიპიდური ორშრე.
29) დაასახელე უჯრედის კომპონენტები რომლებითაც ნივთიერებები უჯრედის ერთი
ნაწილიდან მეორეში მოგზაურობენ.
უჯრედის მემბრანა: უჯრედის მემბრანა აკრავს მთელ უჯრედს და აკონტროლებს
ნივთიერებების მოძრაობას უჯრედში და მის გარეთ. ის არეგულირებს მოლეკულების
ტრანსპორტირებას მის ლიპიდურ ორშრეზე სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით
30) შენი აზრით, რომელი ორგანოიდი იქნება ძლიერად წარმოდგენილი ლიმფოციტებში,
რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებენ?
გლუვი ენდოპლაზმური ბადე.
31) როგორ ფიქრობ, რომელი ქსოვილი უნდა შეიცავდეს მიტოქონდრიას მეტი
რაოდენობით შემაერთებელი ქსოვილი თუ კუნთოვანი? რატომ?
კუნთოვანი სხეული უფრო მეტ მიტოქონდრიას შეიცავს, რადგან კუნთებს სჭირდებათ
დიდი ენერგია იმისთვის, რომ იმოძრაონ, ხოლო მოტოქონდრია არის
პასუხისმგებელი ენეგრიის გამომუშავებაზე, ამიტომ ისინი უხვად არიან უჯრედებში,
რომლეთაც აქვთ ენერგიის დიდი მოთხოვნა.
32) ფოსფოლიპიდი რომელი სტრუქტურის შენებაში არ მონაწილეობს?
მიუხედავად იმისა, რომ ფოსფოლიპიდები მნიშვნელოვანია უჯრედის მემბრანების
სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციონირებისთვის, ისინი უშუალოდ არ
მონაწილეობენ დნმ-ის მოლეკულის მშენებლობაში. დნმ შედგება
ნუკლეოტიდებისგან, რომლებიც შედგება შაქრის მოლეკულისგან (დეზოქსირიბოზა),
ფოსფატის ჯგუფისა და აზოტოვანი ბაზისგან (ადენინი, ციტოზინი, გუანინი ან
თიმინი). დნმ-ის მოლეკულა აგებულია ამ ნუკლეოტიდების შეერთებით
სპეციფიკური თანმიმდევრობით, რაც ქმნის ცნობილ ორმაგ სპირალურ სტრუქტურას.
33) (ამოიღო ტესტიდან)
34) თუ გინდა რომ ცომი კარგად და სწრაფად აფუვდეს, როგორ პირობებს შეუქმნი
საფუარს?
საფუვრიანი ცომი უნდა შევინახოთ თბილ, ტენიან, ბნელ გარემოში. იმიტომ, რომ
ცომი კარგად აფუვდეს. მას ასევე ჭირდება ჟანგბადი, მეტაბოლური პროცესების
განსახორციელებლად.
35) რატომ ვგრძნობთ თავს სუსტად უჟანგბადო არეში?
სისუსტის შეგრძნება ჟანგბადისგან თავისუფალ (ან დაბალი ჟანგბადის) ზონაში
შეიძლება მიეკუთვნებოდეს სხეულის დამოკიდებულებას ჟანგბადზე ენერგიის
წარმოებისთვის და სასიცოცხლო პროცესებისთვის. ჟანგბადი აუცილებელია
უჯრედული სუნთქვისთვის, ეს არის პროცესი, რომლითაც უჯრედები
გამოიმუშავებენ ენერგიას
36) რასთან უნდა იყოს დაკავშირებული ინტერფაზაში განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით მიტოქონდრიის წარმოქმნა?
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიტოქონდრიის წარმოქმნა ინტერფაზაში
დამოკიდებულია, უჯრედების მიერ ენერგიის გაზრდილ მოთხოვნასთან.
ინტერფაზის დროს, რომელიც უჯრედული ციკლის ყველაზე გრძელი ფაზაა,
უჯრედები გადიან სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებს და უჯრედების გაყოფისთვის
მზადებას. მიტოქონდრია არის უჯრედული სუნთქვის პირველადი ადგილები, სადაც
ენერგიის წარმოება ხდება მოლეკულების დაჟანგვის გზით, როგორიცაა გლუკოზა.
ამიტომ, როდესაც უჯრედი საჭიროებს უფრო მეტ ენერგიას მისი საქმიანობისთვის, ის
პასუხობს მიტოქონდრიების რაოდენობის გაზრდით.
37) რამდენი ქრომოსომა და რამდენი ქრომატიდი იქნება ადამიანის ახლადწაროქმნილ
სომატურ შვილეულ უჯრედში?
იქნება 46 ქრომოსომა (23 წყვილი) და 92 ქრომატიდი (46 წყვილი დის ქრომატიდი).
38) განმარტე კარიოკინეზი და ციტოკინეზი.
კარიოკენეზი- ეხება უჯრედის გაყოფის ბოლო სტადიას, რომელშიც ხდება
ციტოპლაზმური დაყოფა. ეს არის პროცესი რომლის დროსაც უჯრედის ციტოპლაზმა
არათანაბრად იყოფა, რითაც წარმოიქმნება ორი შვილეული უჯრედი ციტოპლაზმის
განსხვავებული რაოდენობით.
ციტოკინეზი- უჯრედის გაყოფის ბოლო ეტაპი, რომლის დროსაც, უჯრედი იყოფა ორ
ცალკეულ შვილეულ უჯრედად, თითოეულს თვისი ბირთვი და ყველა სხვა
ორგანოიდი გააჩნია.
39) განმარტე რა არის უჯრედის სასიცოცხლ ციკლი.
უჯრედის სასიცოცხლო ციკლი არის ზრდისა და განვითარების პროცესი, რომელსაც
უჯრედი გაივლის დედა უჯრედის დაყოფიდან, ორი შვილეული უჯრედის
წარმოსაქმნელ გაყოფამდე.
ის ორ მთავარ ფაზად იყოფა- ინტერფაზად და მიტოზურ ფაზად.
ინტერფაზა არის პერიოდი, რომლის დროსაც უჯრედი იზრდება, იმეორებს მის დნმ-ს
და სინთეზირებს ახალ ცილებს და უჯრედების გაყოფისთვის საჭირო ორგანიზმებს.
ინტერფაზა შეგვიძლია დავყოთ სამ ქვეფაზად: უჯრედის ზრდა, დნმ-ის რეპლიკაცია,
დამატებითი ზრდა მიტოზის მომზადებაში.
მე-2 ეტაპი მიტოზური ფაზა - ამ დროს დუბლირებული ქრომოსომები თავს
იმკვიდრებენ ბირთვის ცენტრში. ხანდახან ისინი ორ იდენტურ ნაკრებად გაიყოფიან
მიტოზური ღეროების ბოჭვებით, რომლებიც აშორებენ მათ. ციტოპლაზმა შემდეგ
იყოფა ქრომოსომებთან ერთად. რათა წარმოქმნან ორი ცალკეული შვილი უჯრედი.
ციკლი მეორდება, როდესაც ორივე შვილეული უჯრედი შედის საკუთარ
ინდივიდუალურ ინტერფაზაში, მას შემდეგ, რაც ისინი წარმატებით ჩამოყალიბდნენ
მთავარი უჯრედებიდან.
40) ჩამოაყალიბე მიტოზის ბიოლოგიური მნიშვნელობა.
მიტოზი ეუკარიოტული უჯრედის გაყოფის ძირითადი ხერხია. ბიოლოგიაში
მიტოზი ცნობილია როგორც უჯრედების დაყოფის პროცესი, რომლის დროსაც
წარმოიქმნება 2 ერთნაირი შვილეული უჯრედი 1 ღეროვანი უჯრედისგან,
41) მიტოზის რომელ ფაზაში შედგება ქრომოსომა 2 ქრომატიდისგან?
მეტაფაზა
42) განმარტე, რა პროცესია ა) მეიოზი ბ)გამეტოგენოზი
ა) მეიოზი არის მეორე გზა ეუკარიოტული უჯრედების გაყოფის. მეიოზური გაყოფით
მრავალუჯრედიან ორგანიზმებში სასქესო უჯრედები (გამეტები) ყალიბდება. მეიოზი
მნიშვნელოვანია სქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდან პროკარიოტებს სქესი და
სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის განხორციელების უნარი
გააჩნიათ.
ბ) სასქესო უჯრედების წარმოქმნას, განვითარებასა და ფორმირების პროცესს
გამეტოგენეზი ჰქვია.
43) განმარტე ა) კონიუგაცია ბ) კროსინგოვერი
ა) პროფაზაში სპირალიზებული ქრომოსომები პოულობენ თავიანთ ‘’პარტნიორ’’
ჰომოლოგიურ ქრომოსომას და მას მჭიდროდ ჩაეგრიხებიან. ამ პროცესს კონიუგაცია
ჰქვია.
ბ) კონიუგაციის დროს ზოგჯერ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის მონაკვეთების
გაცვლა კროსინგოვერი ხდება.
44) ჩასვი გამოტოვებული სიტყვები:
ა) სასქესო უჯრედების გაყოფის პროცესი რომელის დროსაც ქრომოსომების
რაოდენობა 2-ჯერ მცირდება არის ..მეიოზი...
ბ) პირველი მეიოზური გაყოფის პროფაზაში ჰომოლოგიური მონაკვეთების გაცვლას
ჰქვია ..კროსინგოვერი..
გ) უჯრედის მოსამზადებელი პერიოდი გაყოფისთვის არის ..ინტერფაზა...
დ) ჰომოლოგიური ქრომოსომების გადაჯვარედინებას ეწოდება ..კონიუგაცია..
ე) ქრომოსომათა ორმაგ ნაკრებს ჰქვია ..დიპლოიდური ნაკრები..
ვ) ქრომოსომათა ერთმაგ ნაკრებს ქჰვია ..ჰაპლოიდური ნაკრები..

45) დაასახელეთ ღეროვანი უჯრედების 3 ძირითადი თვისება.


ღეროვანი უჯრედების სამი ძირითადი ფუნქციაა:
1. თვითგანახლება: ღეროვან უჯრედებს აქვთ უნარი განახლდნენ უჯრედების
გაყოფით და შეინარჩუნონ არადიფერენცირებული მდგომარეობა დიდი ხნის
განმავლობაში.
2. დიფერენცირება, პლასტიკაცია : ღეროვან უჯრედებს აქვთ უნარი
დიფერენცირდნენ სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ უჯრედებად, რომლებიც
ქმნიან სხეულის სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებს.
3. თავმოყრა: ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ მიგრაცია დაზიანებულ ან დაავადებულ
ქსოვილებში, სადაც მათ შეუძლიათ ინტეგრირება ქსოვილში და ხელი შეუწყონ
შეკეთებას ან რეგენერაციას მათი სპეციალიზებული უჯრედების ტიპებად
დიფერენცირების, ზრდის ფაქტორების გამოყოფის და ქსოვილის სპეციფიკური
წინამორბედი უჯრედების სტიმულირების გზით.
46) ამათუ იმ ორგანოს დაზიანებისა და ფუნქციის დარგვის შემთხვევაში ექიმები
მიმართავენ ორგანოთა ტრანსფლანტაციის მეთოდს. დღეისთვის შესაძლებელია
გულის, ნაწლავის, ღვიძლის, პანკრიასის, ფილტვის, თირკმლის ტრანსპლანტაციები.
რომელ მეთოდს შეუძლია გაუწიოს მას კონკურენცია მომავალში და რა
უპირატესობის გამო?
ჭიპლარის ბანკს რადგან მას ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებაა
შესაძლებელი და მარტივი მოსაპოვებელი და შესანახია.
47) სომატური ღეროების უჯრედების რიცხვი ასაკთან ერთად მცირდება. როგორ ფიქრობ,
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
ეს რეგენერაციული ძალა ასაკთან ერთად მცირდება, რადგან ხანდაზმულ
ადამიანებში დაზიანებები უფრო ნელა განიკურნება, ვიდრე ახალგაზრდებში.
48) რა არის სომატური ღეროვანი უჯრედები. რა არის მათი დანიშნულება?
სომატური უჯრედები სხვა უჯრედებია, გარდა გამეტებისა (რეპროდუქციული
უჯრედები) და მათი როლი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ისეთი სისტემების
შექმნას, რომელშიც ჩართულ ყველა უჯრედს აქვს იგივე გენეტიკური ინფორმაცია,
რაც მათი განვითარების საშუალებას იძლევა.
49) რომელ უჯრედებად შეუძლიათ გარდაიქმნან ემბრიონული ღეროვანი უჯრედებს?
მათ პრაქტიკულად ყველა სახის უჯრედებად გარდაქმნის უნარი აქვთ.
50) რომელ დაავადებებს შეიძლება დაექვემდებაროს ღეროვანი უჯრედებით
მკურნალობას?
მეცნიერები ცდილობენ ღეროვანი უჯრედები ისეთი დაავადებების სამკურნალოდ
გამოიყენონ, რომელთა მიზანი უჯრედების დეგენერაცია ან ნეკროზიაა. მაგალითად:
გულის ინფაქტისას ზიანდება და იღუპება გულის კუნთის უჯრედები, ინსულტის,
თავისა და ზურგის ტვინის ტრამვების, ასევე ნეიროდეგენერაციული დაავადებების -
პარკისონის, ალცაჰაიმერის, გაფანტული სკლეროზისას და სხვა. ლეიკემიისთვისაც
იყენებენ.
51) რას წარმოქმნის ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედები?
წარმოქმნიან სხვა სისხლის უჯრედებს. ამ პროცესს ჰემატოპოეზი ეწოდება.

You might also like