You are on page 1of 2

Guidelines for marking an Essay

გრამატიკულ შეცდომად ჩათვალეთ შემდეგი სახის შეცდომები

 არტიკლის არასწორი გამოყენება ან არტიკლის არქონა: (ორი შეცდომა ჩათვალეთ


ერთ გრამატიკულ შეცდომად).
მაგ. a. It is fact that…. b. When the child drinks alcohol…

 არსებითი სახელის რიცხვის და ბრუნვის არასწორი გამოყენება.


მაგ. a. Pupils is… b. The person opinion is important…
b. Policeman are… c. Children is…

 რიცხვითი სახელის არასწორი გამოყენება ან/და რიგობითი რიცხვითი სახელის


არასწორი წარმოება.

 ზედსართავი სახელის ხარისხების არასწორი წარმოება ან/და გამოყენება.


მაგ. a. The more bigger problem is that.. . b. Most products than…
c. as….that

 ნაცვალსახელების არასწორი წარმოება ან/და გამოყენება.


მაგ. a. They have to know theirs language b. … could not dress theirself……
c. They don’t understand nothing. c. ...don’t have this rules…
etc. etc.

 ზმნის დროების და დროთა თანმიმდევრობის წესების არასწორი წარმოება ან/და


გამოყენება.
მაგ. a. Parents wants their children… b. They have done it last year.
c. I’m agree with this opinion. d. …If we will have such a law…
etc.etc

 ვნებითი გვარის არასწორი წარმოება ან/და გამოყენება.


მაგ. a. This done by them. b. It being done.

 ზმნის უპირო ფორმების არასწორი გამოყენება.


მაგ. a. I look forward to see him. b. He likes to smoking.

 მოდალურების არასწორი გამოყენება.
მაგ. a. We must to obey our parents. b. He is able do it .

 არასწორი კავშირის გამოყენება.


მაგ. I know the countries who don’t have these rules…

 მეტყველების ნაწილების არასწორად გამოყენება, მაგ. არსებითის მაგივრად ზმნის


გამოყენება, ზმნის მაგივრად ზედსართავის გამოყენება და ა.შ.
მაგ. hospital-hospitalize-ის მაგივრად; organise-organisation-ის მაგივრად
envy-envious-ის მაგივრად და ა.შ.

 წინადადების არასწორი წყობა, ანუ არასწორი სინტაქსური სტრუქტურები:

მაგ. a.…he will understand what was making he with his health.
b. They can’t understand what are they doing.
c. In Georgia was taken such a law.
d. What about to drink alcohol, I can say that…
ან: არასწორი წყობის კითხვითი და ბრძანებითი წინადადებები
 იმ შემთხვევებში, თუ არასწორი სინტაქსური წყობის მქონე წინადადებაში წყობის
გარდა მკვეთრად გამოიყოფა სხვა სახის შეცდომაც, მაშინ ეს მეორე სახის შეცდომაც
ცალკე გამოყავით, მაგ. წინადადებაში - Some of them who doesn’t have much money
they cannot buy good clothes - გამოიყოფა ორი სახის გრამატიკული შეცდომა: doesn’t
(რიცხვში შეუთანხმებლობა) და წინადადების წყობა.

 იმ შემთხვევებში კი, როდესაც არასწორი სინტაქსური წყობის მქონე


წინადადებებში წყობის გარდა სხვა სახის შეცდომას კონკრეტული კვალიფიკაცია
ვერ ეძლევა, მიუთითეთ მხოლოდ ერთი გრამატიკული შეცდომა.

You might also like