You are on page 1of 3

დანართი N 3 - ალბათობა ექსპერიმენტი

მიმართულება -სტატისტიკა და სამიზნე ცნება: მაკრო ცნება: კლასი: 8


ალბათობა ხდომილობები ფორმა, კავშირები, დრო: 4 კვირა
სასწავლო თემა: ალბათობა ლოგიკა/ არგუმენტირებული
მსჯელობა,
მოდელი/მოდელირება,
რაოდენობა ( რაოდენობრივი მს
ჯელობა) ,
კვლევა/ ანალიზი/წარმოდგენა,

საკითხები: საკვანძო კითხვა:


მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი: როგორ გვეხმარება ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე არჩევანის
გაკეთებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში შესაბამისი
 მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: კითხვარის/ანკეტის
შედგენა და რესპონდენტთა გამოკითხვა ვარიანტების დათვლა?
(წარმომადგენლობითი ჯგუფის შერჩევის გარეშე);
 მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების
რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: მონაცემთა
სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, მონაცემთა წარმოდგენის
საშუალებანი: წრიული დიაგრამა ფარდობითი სიხშირის
დიაგრამა (ჰისტოგრამა) და შედარებები;

 ალბათობა;
 ელემენტალური ხდომილობების სივრცე;
 შემთხვევითი ექსპერიმენტი, აუცილებელი და შეუძლებელი
ხდომილობები;
 შემთხვევითობის წარმოქმნელი მოწყობილობები - მონეტა,
ურნა, კამათელი, რულეტი; ელემენტალური ხდომილობები;
დავალების პირობა: ფერადი ბარათები:
დაამზდეთ მუყაოს ყუთი და მოათვსეთ შიგ სამი სხვადასვა ფერის ბარათი, ისე რომ თითოეული
ფერი სხვადასხვა რაოდენობის იყოს, სულ ათი ცალი, (მაგ: 2-ცალი, 3-ცალი, 5-ცალი). გადანომრე
ბარათები 1_ დან 10_ის ჩათვლით ნატურალური რიცხვებით. შეასრულე დავალებები
თანმიმდევრობით;

დავალება 1: ყუთიდან მასში ჩაუხედავად ვიღებთ ბარათს:

ა)დაწერე ამ ექსპერიმენტის შესაბამისი ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე;

ბ) დაწერე ამ ექსპერიმენტისთვის შეუძლებელი და აუცილებელი ხდომილობები;

გ) იპოვე თითოეული ფერის მოსვლის ალბათობა;

დ) იპოვე თითოეული რიცხვის მოსვლის ალბათობა;

პასუხები წარმოადგინე ცხრილის სახით.

დავალება 2: ჩაატარე ექსპერიმენტი: ამოიღე ბარათები ყუთიდან მასში ჩაუხედავად და ჩაინიშნე


ფერი და რიცხვი, რომელიც ზედ აწერია. ცდა ჩაატარე 20_ჯერ. მიღებული შედეგები წარმოადგინე
სიხშირეთა ცხრილის სახით, თვალსაჩინოებისთვის ასევე გამოიყენე წრიული დიაგრამა, ცალკე
ფერებისთვის და ცალკე რიცხვებისთვის. თითოეულს მიუწერე ფარდობითი სიხშირე.

ორივე დავალებაში მიღებული შედეგები შეადარე ერთმანეთს.

დავალება 3:

 მოიფიქრე თამაში ორი მოთამაშისათვის, რომლებიც რიგრიგობით ამოიღებენ თითო ბარათს


და მიღებული შედეგის მიხედვით მოიგებს ერთ - ერთი.
ნაშრომის პრეზენტაციისას აღწერე:

 როგორ გამოითვალე ალბათობები?


 როგორ გამოითვალე ფარდობითი სიხშირეები
 არის თუ არა კავშირი გამოთვლილ ალბათობებსა და ფარდობით სიხშირეებს შორის
(იმსჯელე რა აღმოჩინე)
 შენი მოფიქრებული თამაში და თამაშის წესები, რა შემთხვევაში იგებს თამაშს მოთამაშე
 რის მიხედვით მოიფიქრე ეს თამაში, ახსენი შენი არჩევანი.

პრაქტიკული რჩევა: თამაშის დროს მოგების თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს თითოეულ მოთამაშეს.

ნაშრომი წარმოადგინე პრეზენტაციის ( power point-ის) სახით, სასურველია


წარმოადგინოთ ვიდეო ან ფოტო მასალა, შენს მიერ რესურსის დამზადების პროცესი
შეფასება: მოსწალემ უნდა შეეძლოს:

 ექსპერიმენტის შესაბამისი ელემენტარულ ხდომილობათა სივრცის აღწერა;


 ექსპერიმენტისთვის აუცილებელი და შეუძლებელი ხდომილობების განსაზღვრა;
 ფარდობითი სიხშირის და ალბათობის დათვლა და მათ შორის კავშირის დადგენა;
 ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთებასა და სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენოს შესაბამისი ვარიანტების დათვლა;
რეკომენდაციები მოსწავლეს დავალების შესრულებაში დაგეხმარება შემდეგი ვიდეოგაკვეთილი:

ლინკი 1

ლინკი 2

You might also like