You are on page 1of 6

თემა 4

ფარმაცევტის პროფესიული ხედვისა და თვითშეგნების მოდელები.

ფარმაცევტის, როგორც ,,სამედიცინო მომსახურების ექსპერტის“ ახლებური ხედვა (ჯანმო),


მისი ტრადიციული (წამლის მომზადება, დისტრიბუცია) როლის შეცვლა, დროის დაკვეთაა
იმ რადიკალური ცვლილებების ფონზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის მომსახურების
ახალი გამოწვევებით. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვაში, პროფესიონალმა ფარმაცევტმა
უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა პირველადი ჯანდაცვის სფეროში. მან უნდა
შეძლოს არსებული ტრადიციული ფუნქციებისა და ვალდებულებების ტრანსფორმაცია,
ცვლილების რეალიზება, ფარმაცევტული ზრუნვის სრულ ფორმატში.

განვიხილეთ რა სამედიცინო ეთიკის მოდელები ექიმისა და ავადმოფის ურთიერთობაში,


ხაზი გაუსვით ბიოეთიკის- „ ახალი ეთიკური სტანდარტების“პრინციპებს, შევაფასეთ ძველი
(ტრადიციული) და ახალი მოდელები, მათში მედიცინის განვითარებით ნაკარნახევი
ჰუმანიზაციის ხარისხის ზრდის აუცილებლობა, დავინახეთ ის რეალობაც, რომელიც
ფარმაცევტულ სექტორში ცვლილებებს ითვალისწინებდა.

ჯანმოს ორგანიზებით, მრავალრიცხოვანი გამოკვლებებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების


(ფარმაცევტები,ექიმები) გამოკითხვების საფუძველზე, ჩამოყალიბებული იქნა ფარმაცევტის
ოთხი განსხვავებული ტიპი. რომელთაც საფუძვლად დაედო, აფთიაქის თანამშრომლის
პროფესიული თვითშეგნების, მისი აფთიაქში საქმიანობის და მომხმარებელთან
დამოკიდებულების მახასიათებლები. ესენია:

1. ტექნიკური ხედვის მოდელი


2. ახმიანი ხედვის მოდელი
3. შეგუებითი
4. ადამიანური (ჰუმანური) ხედვის მოდელები.

ტექნიკური ხედვა - მოიცავს ტექნიკურ – საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნას,


რომელსაც უზრუნველყოფს ფარმაცევტული განათლება. ასეთი მუშაკი ცდილობს მეტი
ტექნიკური ინფორმაციის შეგროვებას, ის პატივს სცემს იერარქიულ საფეხურებს, მისთვის
მთავარია ექიმის, უფროსი ფარმაცევტის და ბოლოს მომხმარებლის აზრი. ელოდება
დავალებას იერარქიით „მაღლა“ მდგომი ავტორიტეტებისგან. მისი მიზანია მმართველობისა
და სპეციალიზაციის სრულყოფა, ტექნიკურ–პროფესიული დაკმაყოფილება. მას ნაკლებადა
აქვს პროფესიული თვითშეფასება, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

საქმიან ხედვაზე - გავლენას ახდენს აფთიაქის სტრუქტურა. აქ უნდა დავინახოთ კავშირი –


აფთიაქი-ბიზნესი. მომხმარებლის სიმცირემ, ან სხვა გარემოებებმა შეიძლება გამოიწვიოს
აფთიაქის ეკონომიური მდგომარეობის გაუარესება. რის გამოც, სხვა კრიზის-ღონისძიებებზე
მეტად, ის მომხმარებელთან ურთიერთობის დროს ცდილობს შესთავაზოს მეტი არჩევანი,
გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია, მოიმარჯვოს „პრომოტექნოლოგიები“ და ამით
გაზარდოს საქონელბრუნვა. მისი მიზანია აფთიაქის შემოსავლის გაზრდა და პრობლემების
გადაწყვეტა ბიზნესში. მისი ხედვა უფრო მარკეტინგულია ვიდრე ავადმყოფზე,
მომხმარებელზე ორიენტირებული.

შეგუებითი ხედვის- თანამშრომელი ნაკლებად არის დაინტერესებული თავისი პროფესიით,


მაგრამ მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს დამოკიდებულებას სხვა ადამიანებთან. ის
უკეთებს რეალიზაციას წამალს, მაგრამ არ გააჩნია დასახული საქმიანობის კონკრეტული
პრინციპები. სამედიცინო სამსახურს ის განიხილავს როგორც ფარმაციის გარეთ მდგომ
ერთეულს, საიდანაც მოდის ბრძანებები და ინსტრუქციები.არ ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა
და არც არსებულ გამოცდილებას არ იყენებს ბოლომდე მომსასურების დროს. აქვს
ერთგვაროვანი სამუშაოსა და თავისუფალი დროის პრობლემა. ის ისწრაფვის უბრალოდ
იმუშაოს. მისი მიზანია სამსახურით უფრო მეტი კმაყოფილების მიღება. მისთვის
მნიშვნელოვანია, სამსახური პირად ცხოვრებას შეუთავსოს. სრულად არ იყენებს თავის
პროფესიულ ცოდნას რომელიც უმაღლეს სასწავლებელში შეიძინა, მითუმეტეს არც სწავლისა
და შემდგომი განათლების სურვილი არ აქვს. ექვემდებარება ბრძანებებსა და ინსტრუქციებს,
ურჩევნია რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა, ვიდრე ავადმყოფის ინტერვენციები, ან
ჩივილებისა და სიმპტომების შესაბამისი წამლების სეთავაზება, ფარმაცევტული ზრუნვის
გააწევა.

ჰუმანურ ( ადამიანურ) ხედვას - საფუძვლად უდევს ყოველდღიური ცხოვრებისეული


გამოცდილება, რომელსაც ის იღებს აფთიაქში და პირად ცხოვრებაში, რასაც შემდგომ
ეფექტურად იყენებს სამედიცინო მომსახურებაში. მისი დევიზია „ თქვენ უნდა ისწავლოთ
ადამიანის სწორი მომსახურება, არ უნდა წახვიდეთ მისი სურვილის წინააღმდეგ“.
ჰუმანური ხედვა ავითარებს პერსონალის ახალ ნოვატორულ ფუნქციას საკუთარი და
მომხმარებლის როლის უფრო ფართოდ გაგების მიმართულებით.

სამსახურში მის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის სათანადო მომსახერება,


ყურადღება კონცენტრირებული აქ ავადმყოფზე, ან იმ საქმიანობაზე, რაც უკავშირდება
მყიდველს. ასეთი თანამშრომელი აფთიაქში თავის თავს ხედავს სამედიცინო მომსახურების
განუყოფელ ნაწილად, ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიისწრაფვის აფთიაქის
მუშაკის ჰუმანური ხედვის განვითარებისკენ. იგი სრულად იზიარებს და აკმაყოფილებს
ფარმაცევტული ზრუნვის პრინციპებსა და მოთხოვნებს. ხედვის ეს ტიპი არის იდეალური,
რადგან კვალიფიციური სპეციალისტი ღრმად და საფუძვლიანად უკავშირდება
გარემომცველ სამყაროს და თავისუფლად, ეთიკურ-დეონტოლოგიური ნორმების დაცვით
მოქმედებს მასში.

ფარმაცევტის ხედვა, დამოკიდებულება, იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ახასიათებენ


გაცნობიერების ამ ოთხ ჯგუფს მოცემულია შემდეგ ცხრილში. ეს მახასიათებლები
ფარმაცევტის პროფესიული საქმიანობის დეონტოლოგიური პრინცირების, დაკისრებული
ამოცანების და მიდგომების მაჩვენებლებცაა და სპეციალისტის ჩართულობის ხარისხსაც
განსაზღვრავენ ჯანდაცვის სისტემაში.

ჰუმანური ხედვა ავითარებს ფარმაცევტის ახალ, სამედიცინო ფუნქციას,რაც მნიშვნელოვანია


პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემაში, თვითმკურნალობის სწორად
წარმართვაში-ავადმყოფის ან მომხმარებლის პასუხისმგებლობის გაზიარებასა და
თანადგომაში, სიცოცხლისათვის ნაკლებად საშიში დაავადებების ან სიმპტომების
გასამკლავებლად.

რაც შეეხება დანარჩენ სამ ტიპის, მათი ხედვები სათანადო პასუხს ვერ გასცემენ ახალ
გამოწვევების, თუ არ იქნა მიღებული მათ მიერ, მაღალი ხარისხის პროფესიონალური და
დეონტოლოგიური ცვლილებები. რისთვისაც უმნიშვნელოვანესი პროფესიული
თვითშეგნების ამაღლება და სურვილია, შეცვალონ თავიანთი როლი და ადგილი
პროფესიულ საქმიანობაში. ასევე აფთიაქის გარე და შიგა გარემოს სრულყოფაა, რომელიც
თავისთავად ჯანდაცვის სისტემაზე, მის პოლიტიკასა და სტრუქტურაზეა დამოკიდებული.
ცხრილი 1

ხედვის ტიპების ტექნიკური ხედვა საქმიანი ხედვა შეგუებითი ჰუმანური


მახასიათებლები ხედვა ხედვა
ფარმაცევტის ექსპერტი, ექსპერტი ვაჭრობაში, ზრუნვა კონსულტანტი,
როლი ავტორიტეტი „მომხმარებელი მომხმარებელზე/ მზრუნველი
პაციენტის/მომხმარე ყოველთვის პაციენტზე პაციენტზე/
ბლისთვის მართალია მომხმარებელზ

შეხედულება პასიური ობიექტი მომხმარებელი ინდივიდუალუ აქტიური
მომხმარებელზე რი ობიექტრი

შეხედულება ტექნიკური ტექნიკური ტექნიკური და პრაქტიკული


წამლით პრობლემა პრობლემა პრაქტიკული პრობლემა
მკურნალობაზე პრობლემა
ამოცანები პროფესიის აფთიაქი პირი ვინც მომხმარებლები
ვისთვის? ავტორიტეტები იძლევა
დავალებას
რა მიზნით? მმართველობისა და შემოსავლის გაზრდა სამსახურით მომხმარელების
სპეციალიზაციის უფრო მეტი ცოდნის
სრულყოფა სიამოვნების გაღრმავება და
მიღება გავლენა
რა დონეზე? ტექნიკურ ტექნიკურ პერსონალურ პერსონალურ
და ტექნიკურ
სამსახურისადმი ტექნიკურ- პრობლემის სამუშაოს კარგი
წაყენებული პროფესიონალური გადაწყვეტა ბიზნესში შეთავსება კონტაქტი
მოთხოვნა დაკმაყოფილება პირად პაციენტთან
ცხოვრებასთან
სურვილი აქვს სამეცნიერო - მენეჯმენტი, არ აქვს სოციალუური,
მიიღოს ტექნიკური ეკონომიკა დიპლომის ჰუმანური
დიპლომის ორგანიზაცია შემდგომი
შემდგომი განათლების
განათლება მიღების
სურვილი
შეხედულება თითოეული ბაზარი, ფარმაცევტი შემოფარგლული ფარმაცევტი
ჯანდაცვის სპეციალისტი თავის კონკურენციაშია სხვა ა თავისი არის
მომსახურებაზე სფეროში და პროფესიულ სამუშაო პირველადი
ინტეგრაცია ჯგუფებთან ადგილით ჯანდაცვის
აფთიაქში ინტეგრირებუ
ლი ნაწილი
მართვის იერარქიული საბაზრო იერარქიული ცოდნა,
არსებული ჰუმანურობა
ნორმა
სასურველი იერარქიული საბაზრო კოლექტიური ცოდნა,
მართვის ფორმა ჰუმანურობა,
დემოკრატია
სიტუაციური ამოცანები (თემა 4 -ის დამატება)

წამლის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემათა ეთიკური გადაჭრისათვის

ამოცანა 1.

აფთიაქს სალაროს დახურვის შემდეგ მიმართა შუა ხნის მამაკაცმა, სიცხის დამწევი რომელიმე
ანტიპირექსიული საშუალების მოთხოვნით. ფარმაცევტისგან მიიღო უარი, იმ მოტივით, რომ აფთიაქი
უკვე დაიკეტა.

შეაფასეთ ფარმაცევტის ტაქტიკა.

ამოცანა 2.

აფთიაქში შევიდა ასაკოვანი ქალი ძლიერი თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის ჩივილით,


მოწითალო- მოლურჯო ფერის სახე დაცვარული ქონდა ოფლით, იგი ითხოვდა ფარმაცევტისგან
წნევის გაზომვას. ფარმაცევტმა უარი უთხრა მყისიერ დახმარებაზე:

ვარიანტი
1. მიუთითა რა დიდ რიგზე
ან
2. სთხოვა მშვიდად მდგარიყო და თავის რიგს დალოდებოდა
შეაფასეთ აფთიაქის თანამშრომლის მოქმედება.

ამოცანა 3.

ფარმაცევტს მიმართა მომხმარებელმა თხოვნით - აეხსნა მისთვის იმ წამლის მოქმედების მექანიზმი


და გვერდითი მოვლენები, რომელიც მას ექიმმა გამოუწერა. ფარმაცევტმა ბოდიშის მოხდით
განუცხადა, რომ აფთიაქი ცნობათა ბიურო არაა.

შეაფასეთ მისი მოქმედება

ამოცანა 4.

აფთიაქს მიმართა ასაკოვანმა მამაკაცმა, (სავარაუდოდ, ქრონიკულმა ავადმყოფმა) შეეცვალათ მისთვის


ურეცეპტოდ გასაცემი ( OTC) ბრენდული მედიკამენტი რომელიმე ანალოგით - შედარებით იაფი და
სანდო მედიკამენტით. ფარმაცევტმა ურჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა ექიმისთვის მიემართა-თუმცა
მას გენერიული შეცვლის დიდი არჩევანი ქონდა.

შეაფასეთ მისი მოქმედება.

ამოცანა 5

პაციენტმა აფთიაქში შეიძინა წამალი, სახლში აღმოაჩინა რომ მასში

1. არ იდო მოხმარების წესი ( ინსტრუქცია) ან


2. ინსტრუქცია ეწერა მისთვის გაუგებარ უცხო ენაზე.
მიმართა მისთვის უახლოეს საუბნო აფთიაქს და სთხოვა ფარმაცევტს ამ მედიკამენტის
გამოყენების ინსტრუქცია. მან კი მომხმარებელს აუხსნა, რომ ის არ იყო ვალდებული თხოვნა
შეესრულებია, ის უყურადღებო ფარმაცევტი კი ვალდებული იყო გამოესწორებია თავისი
შეცდომა და მისთვის უნდა მიემართა.
შეაფასეთ ფაქტი.

You might also like