You are on page 1of 2

სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქციის სრულყოფილების

წარმოსაჩენად, აუცილებელი წინაპირობაა მისი დროში მოქმედების


ფარგლების შეზღუდვა. კანონმდებელის ხელში შეიძლება ძლიერ იარაღად
ქცეულიყო დანაშაულის ახალი შემადგენლობის შექმნის და
რასაკვირველია, სასჯელის გაზრდის კომპეტენცია. მსგავსი რისკების
თავიდან ასაცილებლად, დროთა განმავლობაში, კანონის უკუძალის
აკრძალვის პრინციპი გავრცელდა, რომელიც არამრტო სისხლის
სამართალში მოქმედი გარაანტიის სტატუსით სარგებლოს, არამედ იგი არის
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება. კანონის უკუძალის
აკრძალვის პრინციპი მოიცავს, როგორც დანაშაულის, ისე სასჯელის
განმსაზღვრელი ნორმების წარსულ ურთიერთობებზე გავრცელების
აკრძალვას, მაშინ, როდესაც ახალი კანონი აუარესებს პირის უფლებრივ
მდგომარეობას.

კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის პრინციპის განსაკუთრებული


მნიშვნელობა, საუკუნეების განმავლობაში, იყო მსჯელობის საგანი, ამ
მხრივ გამონაკლის არც აშშ-ი წარმოადგენს, როდესაც ისინი ღებულობდნენ
კონსტიუციას. მედისონი აღნიშნავდა, რომ ex post facto
კანონმდებლობაეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი ხელშეკრულების
პრინციპებს, ისევე, როგორც ჯანსაღი კანონმდებლობის ყველა საწყისს.
ჰამილტონი ასევე მიიჩნევდა კანონის უკუძალის აკრძალვას, როგორც ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას ინდივიდის თავისუფლების დასაცავად.
მსგავს მიდგომას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებდა. მიიჩნეოდა, რომ ex
post facto კანონმდებლობა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს,
რადგანაც ადამიანს ერთმევა ამა თუ იმ ქმედების მოსალოდნელი შედეგის
წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს
განმარტებით, სამართლიანობის პრინციპის მოთხოვნაა, ინდივიდს
ჰქონდეს შესაძლებლობა, იცოდეს, რა არის კანონი და, შესაბამისად,
განსაზღვროს მისი ქმედება. ამგვარად, სამართლიანობის პრინციპის ერთ-
ერთ მოთხოვნას წარმოადგენს კანონის ნეგატიური ზემოქმედებისგან იმ
პირების დაცვა, რომელთაც არ ჰქონდათ სამართლებრივი ურთიერთობის
სათანადოდ გააზრების შესაძლებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ
დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არ არსებობდა კანონი იმავე
შინაარსით.
დასკვნა

ზემოაღნიშნული ფაქტორები რომ გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ და


შევაჯამოთ აღმოვაჩენთ, რომ Lex Praeva-ს პრინციპის მიზანს წარმოადგენს
დაიცვას პირი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. რომ არ არსებობდეს
კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი დღესდღეობით მძიმე ფონი
იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის სამართალშიც კი, რადგან თითოეული
ქვეყანა ითვალისწინებს ამ პრინციპს მარტივი მიზეზის გამო, რომ დაიცვან
პირები სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი უსამართლობისგან. კანონის
უკუძალისაკრძალვის პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ოქროს შუალედიც
კი არის სახელმწიფოსა და პირებს შორის. მოგეხსენებათ,
რომ დემოკრატიული სახელმწიფო რთული სტრუქტურა და სქემაა,
რომელიც ორენტირებული უნდა იყოს პირის თავისაუფლებაზე და მისცეს
ნება კანონი გამოიყენოს მის სასარგებლოდ. ეს პრინციპი არა მხოლოდ
პირების დასაცავადაა, არამედ წარმოაგენს პრევენციის გზას სახელმწიფოს
თვითნებური და არათანაზომიერი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების
თავიდან ასაცილებლად. ხშირ შემთხვევაში, მაგალითაც როგორც საბჭოთა
კავშირს სჩვეოდა, კანონი იმ წამს იჩენდა თავს როდესაც პირი რაიმე
ქმედებას განახორციელებდა და ეს თუ სახელმწიფოს სათავეში მყოფ
პირებს ხელს არ აძლევდა, მაშინ პირი ისჯებოდა იმ ქმედებისათვის
რომელიც აქამდე არ ისჯდებოდა, თუმცა ჩადენის მომენტიდან
სახელმწიფომ აქცია დანაშაულად იმ მიზეზით, რომ ეს მას წაადგებოდა
საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ასევე ანალოგიური სიტუაცია
იყო ფაშისტურ გერმანიაშიც და დღეის მონაცემებით რამდენიმე ქვეყანაში,
რომელსაც ჩრდილოეთ კორეაც უერთდება. მოკლედ, რომ
ვთქვათ Lex Praeva არის სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი ნაწილი, რომლის არსებობაც მნიშვნელოვნად აუცილებელია,
რომ სახელმწიფო არ გადასცდეს მისთვის განსაზღვრულ უფლობეა-
მოვალეობებს. ეს არის ის ფუნდამენტალური პრინციპი, რომლის
მიხედვითაც დამნაშავესაც აქვს უფლება ჰქონდეს იმედი, რომ იმაზე მეტად
მკაცრად არ დაისჯება, რასაც მისი სასჯელი მოიცავს.

You might also like