You are on page 1of 1

მარადიული მეგობრობა

ვინ გახსენდებათ, როდესაც საუბარს ჭეშმარიტ მეგობრობაზე იწყებთ? ალბათ, მეგობრობის


ეტალონად ქართუი კინოსა და თეატრის მაყურებლისთვის ყოველთვის გივი ბერიკაშვილისა
და კახი კავსაძის წყვილი დარჩება.

დუეტმა რომელიც ჯერ კინოსა და შემდეგ ესტრადის სცენისთვის შეიქმნა უკვდავი ლეგენდა
დატოვა ამ სამყაროში, მარადიული მეგობრობისა.

„მელას თვის მახრჩობელა უყვარდაო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი
მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე ლამაზ-
იაო, ამბობს, მახინჯიაო...

არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან! ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ერთად
გადაგვიღეს ფილმებში, ესტრადაზე ერთად ვიყავით, დავმეგობრდით, მაგრამ ყველაფერს
ხომ აქვს დასასრული? აღარ გათავდა ეს ჩვენი მეგობრობა.“ ამბობდა ბატონი კახი გივი
ბერიკაშვილთან მეგობრობაზე, თუმცა რა თქმაუნდა ხუმრობით.

სერიოზულად კი, თვლიდა რომ მას და გივის ერთნაირად ესმოდათ სიყვარული და


მეგობრობა. „ გივი ისეთია, თავის გულს ამოიღებს და მოგცემს“ თქვა ერთხელ.

ბატონი კახი კავსაძე, ბატონი გივის გარდაცვალების შემდეგ იხსენებდა. „ გივი რომ
გარდაიცვალა, ჩემთვის დაცარიელდა თითქოს სამყარო, ბერიკა აღარ იყო, ბერიკა. ნიჭიერი
კაცი და უმაღლესი რანგის არტისტი იყო... ძმები ვიყავით მე და გივი და როცა წავიდა ამ
ქვეყნად მე ძალიან დამაკლდა სულიერად... არ მეგონა, რომ ასე დამანგრევდა მისი წასვლა,
ვფიქრობდი, რა ვუყოთ ახლა, წავიდა, მაგრამ არა, ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი წასვლა.“

შემდეგ ბატონმა კახიმაც დაგვტოვა და გადაინაცვლა მარადიულ სამყაროში, მარადიული


მეგობრის გვერდით.

You might also like