You are on page 1of 5

4.3.6.

მონაცემთა კოდირება
მონაცემთა კოდირების ეტაპი მოიცავს მიღებული პარამეტრების წარმოდგენას
ერთიან ფორმაში, რომელიც მიზანშეწონილია მისი შემდგომი კომპიუტერული
დამუშავებისათვის. მეტწილად გამოიყენება ორობითი კოდირება, რომელიც
გულისხმობს მონაცემთა წარმოდგენას ორი ნიშნით: 0 და 1. თითოეულ ამ ნიშანს
უწოდებენ ბიტს. (ინგ. Bit – Binari digital). ასეთი რიცხვების ერთობა, შედგენილი
გარკვეული თანმიმდევრობით, საშუალებას იძლევა გამოვსახოთ მონაცემთა დიდი
მოცულობა.

გრაფიკულ მონაცემთა კოდირება, მათ შორის სამედიცინო გამოსახულებათა


კოდირება, როგორიცაა რენტგენული გამოსახულება, ულტრაბგერითი სკანირებული
ინფორმაცია, პათანატომიური პრეპარატები, დიაგრამები, ილუსტრაციები, შეიძლება
შესრულებული იყოს შავ-თეთრ ან ფერად ვარიანტში. ჩვეულებრივად შავ-თეთრი
გამოსახულების კოდირება ხდება 256 დონის მქონე ნაცრისფერი შკალით
(აბსოლიტური შავიდან თეთრამდე). ფერადი გამოსახულების კოდირება ბევრად
რთულია, მეტწილად ხდება ფერთა დეკომპოზიცია სამ ძირითად ფერად: წითელი
(RED (R)), მწვანე (Green (G)), ლურჯი (Blue (B)). ასეთი რვა თანრიგიანი სისტემა
საშუალებას იძლევა მივიღოთ დასაშვები ფერადი გამოსახულება და იგი აღინიშნება
ფერთა პირველი ასოების მიხედვით (R,G,B).

უფრო თანამედროვე და რთულია თექვსმეტ თანრიგიანი კოდირების სისტემა


(High Color) და კიდევ უფრო რთული ოცდაათ თანრიგიანი, რომელიც უახლოვდება
ადამიანის თვალის მგრძნობელობას. ამ სისტემაში ფერთა ელფერი აღწევს 16,5
მილიონს და გამოსახულებას ეწოდება სრულ ფეროვანი (True Color). გრაფიკული
გამოსახულების სისტემის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რაც
უფრო მრავალფეროვანია იგი, მით მეტ აპარატურულ და პროგრამულ რესურსს
მოიხმარს, ამიტომ სამედიცინო ინფორმაციის დამუშავების დროს უნდა
გამოვიყენოთ პრინციპი: ზომიერი და მისაღები.

სამედიცინო მონაცემთა უმეტესობა მრავალფეროვანია. აქვს სხვადასხვა ფორმა


და სახე. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ. მონაცემთა გაზომვის უმცირესი ერთეულია
ბაიტი, რაც შეესაბამება 8 ბიტს. 1 ბაიტი კოდირდება ტექსტური ინფორმაციის 1
ნიშნით. 2 ლოგიკურად დაკავშირებული ბაიტი წარმოქმნის სიტყვას.

სამედიცინო ტექსტის ერთი სტროფი შეიძლება შეიცავდეს 10-დან 30 კილო


ბაიტამდე. განსაკუთრებით დიდი მოცულობის არის დიაგნოსტიკური

1
გამოსახულება. მაგალითად, რადიონუკლეიდური სინტიგრამა შეიცავს რამდენიმე
ასეულ კილო ბაიტ მოცულობას. გულმკერდის, სისხლძარღვების, სარძევე
ჯირკვლების ციფრული რენტგენოგრამა შეიძლება აღწევდეს 5*10 მეგა ბაიტს.

ინფორმატიკაში მონაცემთა შენახვის ერთეულად მიჩნეულია ფაილი. ფაილი


ეს არის მონაცემთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ინახება კომპიუტერის
მეხსიერებაში და აქვს უნიკალური საკუთარი სახელი. ფაილი შეიძლება იყოს
ტექსტის გვერდი (ავადმყოფობის ისტორია), სურათი (ჰისტოლოგიური ანათალი,
ულტრაბგერითი სკანოგრამა, რენტგენოგრამა), სახელმძღვანელო, ვიდეო ფილმი,
მუსიკა და სხვა. ყველა ფაილს აქვს: სახელი, შინაარსის ტიპი, თარიღი, მესაკუთრის
სახელი, ზომა, მიმართვის უფლებამოსილება.

ფაილი ინახება იერარქიულ სტრუქტურაში, რომელსაც ეწოდება ფაილის


სტრუქტურა. დასაწყისში მითითებულია მაგნიტური მატარებლის სახე, სადაც იგი
ჯგუფდება კატალოგში ან საქაღალდეში. ასეთი სტრუქტურის მაგალითია
ელექტრონული ავადმყოფობის ისტორია.

ფაილის სრული სახელი მოიცავს მის საკუთარ სახელს და მასთან


დაკავშირებულ გზას. მაგალითად, C:/დაავადება/ინფექციური/ფილტვები/პნევმონია.
doc. აღნიშნულ მაგალითში "C" - არის მატარებლის (დისკის) სახელი; "დაავადება" -
ძირითადი კატალოგის მისამართია; "ინფექციური/ფილტვები" კატალოგში
მოთავსებული საქაღალდის დასახელება; "პნევმონია" - ფაილის დასახელება; "doc" -
ფაილის გაფართოება.

პრაქტიკაში გამოიყენება სხვა გამაფართოებებიც, მაგალითად: exe,.com -


პროგრამული ფაილი, .txt,.doc - ტექსტური ფაილი, bmp,.gif,. jpg - გრაფიკული ფაილი,
avi - ვიდეო ფაილი.

4.3.7. მონაცემთა დახარისხება და სტრუქტურირება


არსებობს სამედიცინო მონაცემთა სტრუქტურის სამი სახე: წრფივი, ცხრილები
და იერარქიული.

2
მონაცემთა წრფივი ანუ სიის მაგვარი სტრუქტურა შედგება მათი მარტივი
ჩამონათვალისაგან. მაგალითად, განყოფილებაში მოთავსებულ ავადმყოფთა გვარი
და სახელი:

1. არაბიძე გ.
2. ბერიძე დ.
3. მაისურაძე ი.

ამ შემთხვევაში საძიებო ელემენტია რიგითი ნომერი, გვარი, სახელი.

მონაცემთა მატარებელი სტრუქტურა წარმოადგენს ცხრილს, რომელიც


შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური უჯრებისგან, თითოეული უჯრა
შეიცავს მონაცემთა ცალკეულ ელემენტს.

პაციენტის დიაგნოზი ტემპერატურა სიმაღლე სმ სხეულის მასა


გვარი, სახელი 0C
კგ
არაბიძე გ. გასტრიტი 36,7 165 56
ბერიძე დ. კოლიტი 37,2 176 61
მაისურაძე ი. პნევმონია 38,5 187 80

მონაცემთა ცხრილის სტრუქტურის მაგალითს წარმოადგენს MS Excel-ი,


რომელიც ხშირად გამოიყენება სამედიცინო ინფორმაციის დასამუშავებლად.

ცხრილში მისამართის განსაზღვრა ხდება ორი მახასიათებლით - რიგითი


ნომერი ან ანბანის სვეტით. თუ ცხრილში ყველა უჯრას აქვს ერთი ზომა, მას ეწოდება
მატრიცა.

მონაცემთა იერარქიული სტრუქტურა გამოიყენება ცალკეულ ელემენტთა


რთულ ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაში ან კლასიფიკაციური სქემის
შესრულების დროს. იგივე პრინციპი გამოიყენება კომპიუტერში ფაილების შენახვის
დროსაც.

3
მონაცემთა იერარქიული სტრუქტურა

გულის დაავადებები

გულის კუნთის გულის მანკები პერიკარდის


დაავადება დაავადება

თანდაყოლილი მანკები
შეძენილი მანკები

მიტრალური აორტალური
მანკები მანკები

იერარქიულ სტრუქტურაში ელემენტის ძირითადი განსაზღვრება იწყება


სტრუქტურის მწვერვალით და მთავრდება საძიებო ელემენტით. მოცემულ სქემაში
გულის მიტრალური მანკის ძიება შესაძლებელია შემდეგი გზით: გულის
დაავადებები - შეძენილი მანკები - მიტრალური მანკი.

რიგ შემთხვევებში სამედიცინო მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი იყოს


უფრო მარტივად - დიქოტომიური სახით. ამ შემთხვევაში გვაქვს ბრუნვა მარცხნივ (0)
ან მარჯვნივ (1) და ჩაწერა ხდება ორმაგი სახით. ამ შემთხვევაში მიტრალური მანკი
ჩაიწერება 01 სახით.

4
მონაცემთა დაჯგუფება დიქოტომიური სისტემით

გულის მანკები

მიტრალური აორტალური

ბავშვებში ზრდასრულებში ბავშვებში ზრდასრულებში

მონაცემთა იერარქიული და დიქოტომიური სტრუქტურის უპირატესობა


მდგომარეობს იმაში, რომ მისი განვითარება მარტივია, საჭიროა მხოლოდ გზამკვლევის
დამატება.

You might also like