You are on page 1of 54

საბაკალავრო პროგრამა: საზოგადოებრივი ურთიერთობები

სალექციო კურსი: ეფექტიანი წარდგენა

ლექტორი: მაკო ჯაოშვილი

საქმიანი წარდგენისას მთავარი მოთხოვნაა წარმდგენმა მასალა გადმოსცეს


ობიექტური დამაჯერებლობით. ყოველ ფრაზაში, გამოხედვასა თუ პაუზაშიც
იგრძნობოდეს წარმდგენის კომპეტენტურობა, რაც იწვევს აუდიტორიის ნდობას.
მარკეტინგული კვლევებით დასაბუთებულია, რომ მომხმარებელთა 90 %-ზე მეტი
კომერციულ შეთავაზებისას რეაგირებს ემოციური შეგრძნებებით. შემდეგ ეძებს
ფაქტებს, რათა გაამყაროს თავისი შინაგანი დამოკიდებულება შენაძენისადმი.
ადამიანები გაუცნობიერებლად აკავშირებენ ფაქტებს გრძნობებთან ნებისმიერ
სიტუაციაში, იქნება ეს სამსახურებრივი თუ საყოფაცხოვრებო ან თუნდაც
საპრეზენტაციო გარემოება. ამიტომ კომუნიკაციის პროცესში მათთან მისული
შეტყობინება უნდა აღძრავდეს ინტერესს, იყოს სასარგებლო ინფორმაციის
მომცველი და რაც მთავარია, დამაჯერებლად ასაბუთებდეს ნათქვამის
ჭეშმარიტებას.

პრეზენტაციის შინაარსი უნდა დაბალანსდეს საინტერესო მასალითა და შესაბამისი


მაგალითებით. XIX საუკუნის ცნობილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე ბენჟამინ
დიზრაელი განმარტავდა: „გამოცდილება არის აზროვნების ნაყოფი, ხოლო აზრი -
მოქმედების შედეგი“. პროფესიონალი გამომსვლელი მსმენელს უბიძგებს ფიქრისკენ
და საბოლოოდ, მოქმედებისაკენ. ყველაზე უინტერესო მსმენელიც აქტიურად
ერთვება პროცესში, როცა კონკრეტული ინფორმაცია მხატვრულადაა გადმოცემული
და გამომსახველი მეთოდებით გამყარებული ანუ პრეზენტაცია ზომიერად უნდა
„შევაზავოთ“ სარწმუნო არგუმენტებით.

შეგახსენებთ პლატონის ცნობილ გამონათქვამს: „იმისთვის, რომ სიტყვა მშვენიერი


იყოს, ორატორი უნდა ფლობდეს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რაზეც ლაპარაკობს“.
ადრინდელი შეხედულებით, მჭერმეტყველების მასწავლებლები ნაკლებ ყურადღებას
უთმობდნენ შინაარსის აზრობრივ მხარეს. ანტიკური ხანის სოფისტების (ფართო
გაგებით პრაქტიკულად გაწაფული მახვილგონიერი ადამიანები) ძირითადი მიზანი
იყო ისეთი ხერხების შემუშავება, რითაც პიროვნებას შეეძლო ნებისმიერი მისთვის
სასარგებლო აზრის გადმოცემა არგუმენტების გარეშე ანუ მთავარი მიზანი იყო
გავლენის მოხდენა ობიექტური ახსნის გარეშე. ამის საპირისპიროდ, რიტორიკა
ემყარება დარწმუნების მეთოდს, რაც თავისთავად, სათანადოდ დასაბუთებული
უნდა იყოს.

რაც უფრო დამაჯერებლად ვსაუბრობთ, მით მეტი ინტერესით გვისმენს აუდიტორია.


მასალას დამაჯერებლობას მატებს ციტატები. XVIII საუკუნის პოპულარული
ინგლისელი პოეტი, კრიტიკოსი, ლექსიკოგრაფი სამუელ ჯონსონი წერდა: „ყოველი
ციტატა ამდიდრებს მეტყველებას“. ორატორული ხელოვნება აერთიანებს
არისტოტელეს „რიტორიკაში“ ჩამოყალიბებულ მახასიათებლებს: ლოგიკურობა /
დინამიკურობა / მხატვრულობა / დროის სწორად გამოყენება / მოულოდნელობის
ეფექტი და ბოლოს, ზომიერება!!!

ნებისმიერი გამომსახველობითი ფორმის დანიშნულებაა არსებითი საკითხისკენ


ყურადღების მიქცევა. ლიდერობის შესახებ ერთერთი სემინარი გამომსვლელმა
გახსნა შემდეგი რიტორიკული შეკითხვით: „რაში გამოიხატება ლიდერობა? რა
თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებები უნდა გააჩნდეს ლიდერს? როგორ უნდა
განვითარდეს მისი პიროვნული ხასიათი საქმიან, სოციალურ თუ პოლიტიკურ
მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად? სწორედ ამ აქტუალურ საკითხებს შევეხებით
დღევანდელი სემინარის ფარგლებში...“

გამოსვლის სტილი და მანერა გადამეტებული არ უნდა იყოს. პუბლიკა კმაყოფილია,


როცა გამომსვლელი მალე გადადის ძირითად თემაზე. მოერიდეთ ბანალურ
დასაწყისს. პრეზენტაცია გავს რბოლას: მნიშვნელოვანია სწრაფად სტარტის აღება!
გავიხსენოთ პირადი გამოცდილებიდან: რომელი პრეზენტაცია დაგვამახსოვრდა.
რით იყო გამორჩეული? რომელი არ მოგვეწონა და რატომ?

პრეზენტაციის გახსნით ნაწილში გამოიყენება ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილი


საშუალება:

 ანეგდოტი ან ციტატა
 დეკლარაციული განცხადება
 მიმართვა ან რიტორიკული შეკითხვა
 აუდიოვიზუალური თვალსაჩინოება

ეფექტური გახსნითი ნაწილის მახასიათებლებია:

 რამდენად იზიდავს მსმენელს


 დრამატულია თუ არა
 არის თუ არა სახალისო
 იწვევს თუ არა შესაბამის ინტერესს

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილშიც მთავარია, არსებით საკითხზე აქცენტის


გაკეთება რაც შეიძლება პოზიტიურად. მაგ. ლიდერობის თემასთან დაკავშირებული
გამოსვლა ორატორმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „დაიმახსოვრეთ: გემის
კაპიტანის მსგავსად თქვენ ხართ კონკრეტული კომპანიის მესაჭე. ყოველთვის უნდა
გეჭიროთ სწორი გეზი და მოძრაობისას ან მთავარი კურსიდან გადახვევისას უნდა
დაეყრდნოთ იმ პროფესიონალთა გამოცდილებას, ვინც თქვენს ეკიპაჟს
წარმოადგენს“.
პრეზენტაციის მოსამზადებლად მასალის შერჩევისას უნდა განვსაზღვროთ რა
საკითხს სჭირდება დამატებითი არგუმენტი, რამდენად ღირებულია მათი
გამოყენება, ხომ არ დააბნევს აუდიტორიას?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება
ინფორმაციის გაფილტვრა სასურველი შინაარსის მისაღებად. შინაარსზე მუშაობისას
გასათვალისწინებელია როგორი ტიპის პრეზენტაციას ვაკეთებთ. შეგახსნებეთ, რომ
არსებობს 2 სახის გამოსვლა: პროაქტიური და ინტერაქტიური.

„იყო პროაქტიური“ ნიშნავს წინასწარ განჭვრიტო სიტუაცია და მიიღო სათანადო


ზომები სათანადო შედეგის მისაღწევად. ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ
აქტიურობა. ასეთ შემთხვევაში ქცევა მთლიანად განპირობებულია ჩვენი
გადაწყვეტილებებით და არაა დამოკიდებული გარემო პირობებზე. ინტერაქტიური
პრეზენტაციის დროს მომხსენებელი და აუდიტორია თანაბარზომიერად საუბრობენ
და უსმენენ ერთმანეთს. ასეთია მაგალითად, სემინარები, ლექციები, თათბირები.

მსმენელთა ჩართულობისთვის გამოიყენება შეკითხვების ფორმა. პროაქტიურ


პრეზენტაციიებისას შეკითხვა რიტორიკულია. ინტერაქტიურ პრეზენტაციებზე კი
პირდაპირი კითხვებია, რომლებზეც საპასუხოდ ორატორი იცდის 20-30 წმ. დროის ეს
მონაკვეთი საჭიროა, რათა ადამიანებმა მოისმინონ და გაიგონ შეკითხვა,
„გადახარშონ“ პასუხი, მოიკრიბონ „გამბედაობა“ და ხმამაღლა გასცენ პასუხი. მცირე
მასშტაბიან ინტერაქტიურ პრეზენტაციებზე გამომსვლელმა შეიძლება მსმენელებს
შესთავაზოს გაცილებით მეტი შესაძლებლობა პროცესში ჩართვისთვის, რისთვისაც
გამოიყენება განხილვების მეთოდი, როლური თამაშები, პრაქტიკული სავარჯიშო.
ხშირად გამომსვლელი მიმართავს ე.წ. სცენარების აღწერის ხერხს. ეს შეიძლება იყოს
ამბავი პირადი გამოცდილებიდან, რაიმე ნაცნობი სიტუაცია ან/და პოპულარულ
პიროვნებათა შესახებ ისტორია.

სასურველი გავლენის მოხდენა პოზიტიური ფორმითა და აზრის ლაკონურად


ჩამოყალიბებით შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
1. პრეზენტაცია - ერთი ადამიანის მიმართვა კონკრეტული აუდიტორიისადმი
2. მთავარ სათქმელზე აქცენტირებით მასალის მარტივად გადმოცემა
3. გამოსვლის ტექსტი ან/და ნებისმიერი წერილობითი მასალის გაჯერება
საინტერესო ფაქტებით, სარწმუნო არგუმენტებითა და სასარგებლო
ინფორმაციით.

ძალზე მნიშვნელოვანია სწორი მეტყველების კულტურა, რაც მსმენელზე


განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. აძლიერებს ნდობასა და
კომპეტენტურობას. პროფესიული წერის უნარები გულისხმობს გრამატიკისა და
ლიტერატურული ხერხების სათანადო გამოყენებას, დადებითი პოზიციის
შენარჩუნებას, არააგრესიულ, მშვიდ ტონს (ნაწერშიც კარგად ჩანს ავტორის ხასიათი,
მისი დამოკიდებულება გასაშუქებელი მოვლენისა თუ წერილის ადრესატისადმი).
ნაწერი მასალის სტრუქტურა ისე უნდა აიგოს, რომ ადვილად წასაკითხი და რაც
მთავარია, მკაფიოდ გასაგები იყოს.

აზრობრივად ერთდაიგივე შინაარსის ფრაზა სხვა და სხვა სიტყვების მეშვეობით ან


უბრალოდ სიტყვათა გადაადგილებით განსხვავებულ რიტმსა და განწყობას ქმნის.
ტონი ყალიბდება იმის მიხედვით, როგორ გამოვხატავთ სათქმელს, რითი ვიწყებთ
საუბარს, რას ვამბობთ წინადადების თავსა თუ ბოლოში. შინაარსის ხასიათზე
სიტყვათა წყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ. ფრაზა: თქვენ ზოგავთ თანხას

 ქვემდებარული: თანხის დასაზოგად...

 ემფატიკური: დაზოგავთ სწორედ ამ თანხას

 ექსპრესიული: ცხადია, დაზოგავთ თანხას

 განსაზღვრებითი: იმ თანხით, რასაც დაზოგავთ

 რიტორიკული: გნებავთ დაზოგოთ თანხა?!

 მოწოდებითი: დაფიქრდით იმ თანხაზე, რასაც დაზოგავთ


იმის მიხედვით მასალის გადმოცემის რა სტილს აირჩევთ, შესაბამის გავლენას
ახდენთ მსმენელზე / მკითხველზე. გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშნველოვანია
პირველი და ბოლო პუნქტები, პირველი და ბოლო სიტყვა, პირველი და ბოლო
წინადადება!!! ადამიანებს ჩვევიათ ჯერ თვალი გადაავლონ ნაწერს და თუ საჭიროდ
მიიჩნევენ, გულდასმით გაეცნონ. ამიტომ ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეს
დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერესის გამოსაწვევად ვიყენებთ ერთერთ მეთოდს:

 განვსაზღვრავთ პრობლემას... დავსახავთ გადაწყვეტილების გზას


 ავღწერეთ არსებულ ვითარებას...ვამბობთ მდგომარეობის გამოსწორების
საშუალებას
 ვუთითებთ მიღებულ მონაცემებს ... ვხსნით მათი გამოყენების დანიშნულებას
 ვასახელებთ ფასს... აქცენტს ვაკეთებთ რა სარგებელი მოაქვს.

ტექსტის შედგენისას გასათვალისწინებელია სამი ეტაპი:

 მონახაზის გაკეთება
 მთლიანი ტექსტის დაწერა
 გადაკითხვა ნაწერის გასაუმჯობესებლად

წერის პროცესი შედგება ექვსი საფეხურისგან, რაც ლოგიკურად არის


ურთიერთდაკავშირებული, რათა საბოლოოდ მივიღოთ ყველაზე ლაკონური,
სათანადოდ მომზადებული და ყველაზე მეტად აღქმადი შინაარსი: ჯერ
ვაკონკრეტებთ თემას, შემდეგ ხდება ინფორამციის მოგროვება, დახარისხება და
გაფილტვრა, მესამე საფეხურია თეზისის ჩამოყალიბება, რომელიც განსაზღვრავს
წარდგენის ძირითად შეტყობინებას. შემდეგ ვადგენთ გეგმას ანუ
სტრუქტურულად როგორ გაიშალოს თემა და ამის მიხედვით ვწერთ ტექსტს.
ბოლო საფეხურია ტექტის რამდენჯერმე გადაკითხვა და სათანადო რედაქტირება,
რომ აუდიტორიამდე მივიდეს ყველაზე დახვეწილი ფორმით.
გვახსოვდეს, რომ ძირითადი ნაწილის აბზაცის ეფექტურობას განსაზღვრავს
თემატური წინადადება, აბზაცის მთლიანობა და თანმიმდევრული ლოგიკურობა.
წერის პროცესის სწორ ორგანიზებაში გვეხმარება შეკითხვები: რა მიზანს ემსახურება,
ვინ არის ინფორმაციის მიმღები და რითი დარწმუნდება ნათქვამის სისწორეში.
მასალის მოგროვების პროცესში ვიყენებთ შემდეგ შეკითხვებს: რა კონკრეტული
დეტალები გამოგვადგება, რა განწყობას შექმნის და როგორ დალაგდეს
სტრუქტურულად. რედაქტირებისას ვაკვირდებით: რამდენად ზუსტად მიესადაგება
თემის შინაარსი დასახულ მიზანს, რამე ხომ არაა დასამატებელი, შესაცვლელი, ისე
რომ უფრო გაადვილდეს აღქმა. ნებისმიერი ტექსობრივი მასალის მომზადებისას
გასათვალისწინებელია ის ძირითადი შეტყობინება, რითაც სასურველ შედეგს
მოველით. ამიტომაც უმნიშნვნელოვანესია, ვიცოდეთ: რას ვწერთ? - თემა / რისთვის
ვწერთ - მიზანი / ვისთვის ვწერთ - აუდიტორია.

ზოგადად, წერითი პრეზენტაცია მოიცავს ნებისმიერ საკომუნიკაციო შინაარსის


დოკუმენტაციას, პოლიგრაფიულ გამოცემას და ზეპირი გამოსვლის ტექსტს.
ოფიციალურ დოკუმენტებს მკაცრად განსაზღვრული სტანდარტები გააჩნია.
შედარებით მოქნილია სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი პუბლიკაცია.
მეგობრულ-პარტნიორულ მიმოწერაში შესაძლებელია არაოფიციალური სტილის
გამოყენება, ოღონდ ზომიერებად. ზეპირი გამოსვლისგან განსხვავებით, დაწერილი
ტექსტი, ვიდრე ადრესატამდე გაიგზავნება, ავტორმა შეიძლება რამდენჯერმე
შეცვალოს, დახვეწოს. წერითი პრეზენტაციის უპირატესობაა, რომ მკითხველს
აძლევს შანსს საჭიროებისამებრ განმეორებით წაიკითხოს, ჩაუღრმავდეს მისთვის
საინტერესო საკითხებს, რაც ნაწერში შესაბამისად აბზაცით, მსხვილი შრიფტით ან
სხვა ხერხებით არის ხოლმე გამოყოფილი. ნაწერის შემთხვევაში ყურადღება ექცევა
ისეთ ნიუანსებს, როგორიცაა გრამატიკა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია.
როგორც საჯარო გამოსვლის დროს მნიშვნელობა ენიჭება გამომსვლელის იერ-სახეს
და გადმოცემის მანერას, ასევე წერითი პრეზენტაციის დროს გასათვალისწინებელია
დოკუმენტის თვალსაჩინოება. რამდენიმე მარტივი რჩევა:

 ყველაზე ადვილად იკითხება ტექსტი, რომლის ხაზებში 40 ასო-ნიშანია


 წერით დოკუმენტაციაში სტანდარტული შრიფტის ზომაა 10-12
 სათაურები და ქვესათაურები ყურადღების მიქცევის საშუალებაა
 ფერის მიხედვით შესაძლებელია მთავარ მომენტებზე ყურადღების შეჩერება
 სივრცის დაცვა აუცილებელია, რომ მკითხველმა ადვილად გაარჩიოს ნაწერი

დოკუმენტის შინაარსობრივი დატვირთიდან გამომდინარე, გაფორმებაც სხვა და სხვა


სტილისაა. სვეტები და ე.წ. ტექსტობრივი გამოტანები უხდება საგაზეთო ან მსგავს
პოლიგრაფიულ მასალას. განსხვავებული ფონტითა და ფერით დასათაურება ნაწერს
უფრო ორიგინალურს ხდის, თუმცა აკადემიური სტილის შენარჩუნება,
განსაკუთრებით საქმიან მიმოწერაში, აუცილებელია.

როგორ და ვისთვის იქმნება შეტყობინება?! რა თქმა უნდა სამიზნე


აუდიტორიისთვის, მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
გამოცდილება გვასწავლის, რომ რაც უფრო მარტივად იწერება შეტყობინება, მით
მეტად იოლია მისი გაგება და აუდიტორიაც უფრო ადვილად აღიქვამს. „უოლტ
სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნა ბიზნესსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დარგში ხშირად გამოყენებულ მაღალფარდოვან სიტყვათა „ჰიტპარადი“. მათი
არაეფექტურობა განპირობებულია ხშირი, გაცვეთილი ხმარებით. ესენია: მოწინავე,
გაძლიერებული, უნიკალური, ნიშანდობლივი, ფანტასტიკური სანახაობა,
ინტეგრირებული, ძლევამოსილი, ინოვაციური, დაწინაურებული, გამოცდილი,
მაგარი, მოქნილი, მსოფლიო კლასის და ა.შ. მათი გადაჭარბებული გამოყენება
საეჭვოს ხდის შეტყობინების უტყუარობას.
აქედან გამომდინარე, შეტყობინების დამაჯერებლობას აძლიერებს წყაროს სანდოობა.
მაგ. საზოგადოება ნაკლებ ენდობა სარეკლამო ტიპის განცხადებას და უფრო მეტ
ნდობას უცხადებს საინფორმაციო ხასიათის სტატიას ან/და ტელესიუჟეტს. წყაროს
სანდოობის გასაძლიერებლად ორგანიზაციები უხმობენ დარგის ექსპერტებს,
საზოგადოების მხრიდან დაფასებულ პიროვნებებს, ცნობად სახეებს. შეტყობინების
დამაჯერებლობის მეორე ცვლადი კომპონენტია მისი შინაარსი. მაგალითი:
სარეკლამო კამპანიისას შესაძლოა დიდი თანხა დაიხარჯოს საკომუნიკაციო მესიჯის
შექმნაზე, სადაც აქცენტირებულია რაიმე დაპირება, ვთქვათ, პენსიების გაზრდა ან
გზების კეთილმოწყობა, მაგრამ შედეგი არასასურველი იქნება, თუკი პროგრამის
დანაპირები არ შესრულდა კონკრეტულ ვადაში ან უხარისხოდ გაკეთდა.

დამაჯერებლობისთვის ერთერთი ბარიერია აუდიტორიის წინასწარგანწყობა. ამის


საპირისპიროდ გამოიყენება პროცესში ჩართულობა, რაც აადვილებს
აუდიტორიასთან კომუნიკაციას. აქ იგულისხმება ინტერესი ან უშუალო შეხება
კონკრეტულ საკითხთან ან პროდუქტთან. ვინც მეტადაა ჩართული ამა თუ იმ
თემაში, მით უფრო დაინტერესებულია და დიდ ყურადღებას ავლენს ცალკეული
დეტალებისადმი. ნაკლებ ჩართული ადამიანები იხიბლებიან ისეთი
მახასიათებლით, როგორიცაა, მიმზიდველი გარემო, სასიამოვნო გამომსვლელი,
გამოყენებული არგუმენტების რაოდენობა. შესაბამისად, შეტყობინებების
სტრუქტურა და შინაარსი იმიჯნება შემდეგი პრინციპით: აქტიური აუდიტორიის
დასაინტერესებლად არსებითია „რა ითქვა“, პასიური აუდიტორიისთვის -„ვინ თქვა“.

შეტყობინება უფრო დამაჯერებელია, როცა სტრუქტურული აგებულებისა და


შინაარსობრივი მხარესთვის გამოიყენება შემდეგი სახის მეთოდები:

სიტუაციური დრამატიზება
სტატისტიკური მონაცემები
გამოკითხვის შედეგები
მაგალითების მოყვანა
პრაქტიკული რჩევები
საჯარო მოწონება
ემოციური ფონი

დრამატიზმი გარკვეულ შინაარსობრივ დატვირთვას მატებს შეტყობინებას.


სიტუაციურად შექმნილი ამბავი უფრო აძლიერებს იდეის უკეთ აღქმას, ხელს უწყობს
დამახსოვრებას და გათავისებას. საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში
დღესდღეობით პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ამბის მოყოლა ანუ დრამატიზების
დახვეწილი ფორმა, რომელსაც ცალკეული შემთხვევის შესწავლასაც უწოდებენ. მაგ.
მწარმოებელი ქმნის ამბავს, რამდენად კმაყოფილი არიან მათი მომხმარებლები
შეძენილი პროდუქტით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძირითადი შეტყობინების
შინაარსის გამდიდრება გამოკითხვებისა თუ მიმოხილვითი ანალიზის შედეგებით.
რა თქმა უნდა, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები სანდოა, თუმცა
დამაჯერებლობის გასაძლიერებლად გამოიყენება ე.წ. შედარებითი თვალსაჩინოება,
როცა აუდიტორია ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე უფრო სარწმუნო
ინფორმაციას იღებს.

და ბოლოს, შევაჯამოთ თემა: პრეზენტაცია არის სამი ურთიერთდაკავშირებული


კომპონენტის ჯამი - წარმდგენი, მსმენელი და ინფორმაცია, რაც მსმენელის
ინტერესზე უნდა იყოს მორგებული და ლოგიკურად ჩამოყალიბებული. ნაყოფიერ
ურთიერთობას განსაზღვრავს 2 ფაქტორი: საინტერესო შინაარსი და შთამბეჭდავი
გადმოცემის მანერა. გულწრფელად ნათქვამი ობიექტური ჭეშმარიტება ბუნებრივად
ქმნის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, რაც სასურველი გავლენის მოხდენის
წინაპირობაა. სწორედ ასეთი პრეზენტაციებია დამახსოვრებადი და მოტივირებადი!

მთავარი სამახსოვრო: ნებისმიერი სახით წარდგენისას ამოსავალი წერტილია


მოლოდინის გამართლება! აუდიტორია კმაყოფილი რჩება მისთვის გასაგებ ენაზე
დამაჯერებლად გადმოცემული მასალით.
როგორ ვემზადებით გამოსვლისთვის

პრეზენტაციის ტექსტზე მუშაობისას მასალა შეირჩევა ძირითადი თემის გარშემო.


ამასთანავე, გასათვალისწინებელია დამატებით რა საკითხებს სჭირდება
მტკიცებულება. ინფორმაციის გადამოწმებისთვის არსებობს 3 ტესტი.

1. ე.წ. „შეზავება“, ეს დაახლოებით კერძის საგემოვნო თვისებების დახვეწას გავს


J. შეკითხვები ასეთია: ა) ზუსტად გამოვხატავ, რაც აინტერესებს პუბლიკას?!
ბ) გამოიწვევს ეს აზროვნების პროცესთა სტიმულირებას? გ) რამდენად
აღძრავს შთაგონებას? დ) რამდენად გემოვნებითაა მომზადებული J
2. ე.წ. „ლაკმუსის ტესტი“ - ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხები გადამწყვეტია
ეფექტურობის მისაღწევად. ვითვალისწინებთ რამდენად სწორად არის
შერჩეული აუდიტორია / თემა, საგანი - ყველა საკითხი არის თუ არა
თემასთან მიმართებაში სწორად განხილული? კონკრეტული და
კონცეპტუალური არგუმენტები ეფექტურად არის თუ არა დაბალანსებული?!
რამდენად შინაარსობრივია მასალა? არის მიზნები მკაფიოდ
ჩამოყალიბებული / გასაგებადაა გადმოცემული ქვემიზნები?! დროის ჩარჩოები
- ეტევა თუ არა მთლიანი პრეზენტაცია რეგლამენტით განსაზღვრულ დროში?!
გათვალისწინებულია დრო შეკითხვებისა და კომენტარებისთვის. არსებით
საკითხზე საუბარს დაეთმო შესაბამისი დრო?
3. „დროის ტესტი“ - დაგეგმვისას ყურადღება ექცევა რამდენი წუთი უნდა
დაეთმოს თვითეულ ნაწილს, რომ მსმენელი მაქსიმალურად იყოს ჩართული
პროცესში.

რჩევები წარსადგენი ინფორმაციის მოსამზადებლად

იმისთვის, რომ მსმენელმა სწორად აღიქვას ინფორმაცია, საჭიროა გამოვიმუშაოთ


ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული, სტილისტურად გამართული თხრობის
მანერა. ეს გვეხმარება არა მარტო საჯარო გამოსვლისას, არამედ ნებისმიერი სახის
დოკუმენტის შედგენის დროსაც, საქმიანი საუბრისას, მოლაპარაკებათა წარმოების
პროცესში და ა.შ. მოხსენებათა სტრუქტურის ყველაზე ფართოდ გავრცელებული
მოდელებია:

ქრონოლოგიური წყობა - ფაქტების, არგუმენტების, ისტორიული მოვლენების


ან რეალობის ამსახველი ქრონოლოგიით მოხსენების აგება.
თემატური წყობა - ძირითად თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან
პუნქტებზე ყურადღების გამახვილება.
მიზეზ-შედეგობრივი წყობა - უმეტესად დარწმუნებითი მოხსენებისას
გამოიყენება და აგებულია ფაქტებზე დარყდნობით პრობლემის გამომწვევ
მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებს შორის ურთიერთკავშირზე.
გადმობრუნებული პირამიდა - ეს მეტწილად ჟურნალისტიკაში გამოიყენება.
პირამიდის მწვერვალზე მოცემულია ყველაზე ღირებული ინფორმაცია.
ვიწყებთ უმნიშვნელოვანესი დეტალებით და შემდეგ გავშლით თემას.

გამოიყენება აგრეთვე განვრცობითი ნარატივი (ერთი მოვლენის თხრობა),


შედარებითი უპირატესობის (მომავლის წარმოსახვაზე საუბარი), ტალღისებრი
(გავრელებულია პოლიტიკოსებში) და სხვა მოდელები. დაგეგმვის პროცესში
„ელაპარაკეთ“ საკუთარ თავს ხმამაღლა, გონება თქვენ გისმენთ! ჩამოაყალიბეთ
არსებითი საკითხები და მის გარშემო ააგეთ სათქმელი. ზოგადად, მოხსენების
დასაწყისი ფილმის ტრილერის მსგავსად რაიმე განსაკუთრებული მომენტით უნდა
გამოირჩეოდეს. რაც მეტად შემოქმედებითად მივუდგებით, რაც უფრო
დრამატულად შევაზავებთ სათქმელს, მით უფრო დავაინტერესებთ მსმენელს და
ავამაღალებთ ჩართულობის ხარისხს.

გვახსოვდეს, ყოველ მოხსენებას გააჩნია თავისი საკვანძო დებულება, რომელიც


პასუხობს შეკითხვას - რა მიზანს ისახავს ანუ რის შესახებ არის მოხსენება, რა
თეზისებს შეეხება. დებულება გამოხატავს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ
ერთ იდეას დასრულებული სახით. რაც შეეხება თეზისებს, ის ფოკუსირებული უნდა
იყოს მთავარ თემაზე და წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის საშუალებას. თეზისების
ძირითადი მახასიათებლებია: შესაბამისობა, სიმარტივე, თანმიმდევრობა. თითოეულ
თეზისს შესაძლოა ქონდეს 2-3 ქვეპუნქტი ან დამხმარე პუნქტი. მათი დანიშნულებაა
ახსნას კონკრეტული თეზისი და/ან ფაქტებით განამტკიცოს.

ბიზნესის ერთერთი გურუ, გაი კავასაკი თავის წიგნში „გზა იდეიდან პირველ
მილიონამდე“ აღწერს საუბრის ხელოვნებას. ერთერთმა კოლეგამ, ბილ ჯოუსმა
ასწავლა, რომ პრეზენტაციისას წარმოვიდგინოთ, თითქოს მხარზე გვიზის პატარა
კაცუნა, რომელიც ყოველ ნათქვამზე ყურში ჩაგვძახის - „მერე რა?“ ამ პრინციპის
მეშვეობით რასაც ვამბობთ, ჩვენვე შევეკითხოთ საკუთარ თავს მერე რა რომ ასეა?!
და ავხსნათ პასუხი ანუ „მხარზე მჯდომ კაცუნას“ ინტერესი დავუკმაყოფილოთ.
ასეთი გავარჯიშება გვაჩვევს კონკრეტულ აზროვნებას და გვასწავლის განმარტების
გზით ინფორმაციის გადაცემას. ახსნას ბუნებრივია ვიწყებთ შემდეგი სიტყვით:
„მაგალითად“... და შემდეგ ვაკონკრეტებთ სათქმელს. დავუშვათ, რომ თქვენი
ორგანიზაციის წარდგენისას ასეთ განაცხადს აკეთებთ - ჩვენი საკონსულტაციო
საბჭოს წევრია ესა და ეს ცნობილი პიროვნება. კაცუნა გეკითხებათ: მერე რა?! თქვენ
პასუხობთ - ჩვენი საქმიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელგანთქმული
ბიზნესმენების ყურადღებას იქცევს და იქვე აკონკრეტებთ - ახალი ტექნოლოგიების
დანერგვაში კონკრეტული პიროვნება მუდამ მხარს გვიჭერს. ამაზე შესაძლოა
დამატებით შეკითხვის მოფიქრება და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ წარდგენისას მნიშვნელობა ენიჭება:

 ეფექტურად დაწყება-დასრულებას
 მანერას: დინამიკურობა, პაუზებით ბალანსი, ტონი, ინტონაცია, ტემპი
 გადმოცემის სტილს: ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანა, ლოგიკური
გადასვლები, შესატყვისი ლექსიკის გამოყენება
რჩევები შეკითხვების ტექნიკისა და პასუხების მომზადების შესახებ

ბევრი გამომსვლელი წინასწარ ნერვიულობს ხოლმე და ურჩევნია შეკითხვების


დასმის გარეშე ჩაიაროს პრეზენტაციამ. თუმცა, პირიქით, რაც მეტია ჩართულობა,
მით უკეთ მყარდება კომუნიკაცია და მით უფრო დამახსოვრებადია შინაარსი.
კარგად მომზადებული გამოსვლა პასუხს იძლევა ყველა შესაძლო შეკითხვაზე,
კომენტარსა თუ კონტრარგუმენტზე. ეს პროცესი მარტივია, თუ სამოქმედოდ
შევიმუშავებთ 3 ეტაპს:

1. გამოვიცნობთ, რა შეიძლება აინტერესებდეს აუდიტორიას;


2. გადავხედავთ ტექსტს და მოვამზადებთ დამაჯერებელ პასუხს;
3. გავივარჯიშებთ რამდენჯერმე, სხვა და სხვა ვითარებაში

პირველი ეტაპზე ვითვალისწინებთ პირად ან სხვების გამოცდილებას.


მოსალოდნელი შეკითხვები ძირითადად ეხება დროსთან, თანხასთან და შედეგთან
დაკავშირებულ საკითხებს. დაგეგმვისას შერჩეული შეკითხვები ან/და
კონტრარგუმენტები გვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გვკითხოს
დამსწრე აუდიტორიამ. რეკომენდებულია მოვამზადოთ 2 შესაძლო პასუხი - მოკლე
და გავრცობილი ანუ სათადარიგო ვერსია. ზოგჯერ მოსახერხებელია ტექსტშივე
ჩავრთოთ საკამათო საკითხები, რაც შეიძლება აინტერესებდეს დამსწრე
საზოგადოებას ანუ ინიცირება თავად გამოიწვიოთ. ეს აადვილებს პრობლემურ
საკვანძო თემაზე ამომწურავი ინფორმაციის წარდგენას.

რეკომენდებული არაა შესაძლო შეკითხვების ტექსტში ჩართვა, როცა ა) ეს არღვევს


გამოსვლის თანმიმდევრობას; ბ) პრეზენტაცია დროში შეზღუდულია; გ) წამოჭრილი
პრობლემა საკამათოა. შეკითხვებს ძირითადად გამოსვლის შემდეგ ეთმობა დრო,
თუმცა პრეზენტაციის ჩატარების ფორმატიდან გამომდინარე დასაწყისშივე ან/და
მიმდინარეობის პროცესშიც დასაშვებია. როგორც აუდიტორია აკვირდება
გამომსვლელის სახის მიმიკასა თუ ჟესტიკულაციას, ხმის ინტონაციას და ა.შ. იგივე
მეთოდით, წარმდგენი აფასებს შეკითხვის ავტორს. განსაზღვრავს მის „ხასიათს“
ბგერითი და მხედველობითი სიგნალების მეშვეობით და შესაბამისად პასუხობს.

რა უპირატესობა გააჩნია შეკითხვების დასმის ტექნიკას?

 მოსაუბრე ხვდება, რომ ყურადღებით ვუსმენდით და უკეთ აღსაქმელად


ვაზუსტებთ ინფორმაციას
 ვიგებთ მოპირისპირე მხარის არგუმენტებს და კორექტულად ვპასუხობთ
 ყალიბდება ნდობის ატმოსფერო და მოსაუბრის უკეთ შეცნობას ვახერხებთ
 მცირდება აგრესია, გაუგებრობის წარმოშობის ალბათობა და იფანტება ეჭვები
 გვეძლევა დამატებითი დრო საკუთარი მოსაზრების ფორმულირებისთვის

შინაარსობრივად და ფორმის მიხედვით არსებობს რადენიმე ტიპის შეკითხვა:

ღია - მოიცავს კითხვით სიტყვას, მაგ. რატომ? რის საფუძვლეზე?


დახურული - მარტივი პასუხებით: დიახ/არა
რიტორიკული - ჩანასახშივე ახშობს საპირისპირო აზრს
ალტერნატიული - მოიცავს რამდენიმე არჩევანს
მოსაზრებითი - მანიპულირებით ხდება თანხმობის მიღება
კონტრშეკითხვა - პასუხის გაცემის სანაცვლოდ შეკითხვითხვე რეაგირება

ზოგადად, რაც უფრო ფართოა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მით უფრო ღიაა
შეკითხვა. აქვე მოყვანილია შედარებით და უკიდურესად ღია / დახურული
შეკითხვების მოდელი:

უკიდურესად დახურული: არის თუ არა?

შედარებით დახურული: როდის? სად?

უკიდურესად ღია შეკითხვა: როგორია თქვენი აზრი


შედარებით ღია შეკითხვა: რა იცით ამ ფაქტის შესახებ?

რამდენიმე ტიპიური შეცდომა შეკითხვების არასწორი დასმისას: ა) ერთდროულად


რამდენიმე შეკითხვის დასმა; ბ) შეკითხვის დასმა და თავადვე პასუხის გაცემა; გ)
მუქარის / აგრესიის შემცველი შეკითხვა.

ნებისმიერ სიტუაციაში გამომსვლელმა უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა.


გარეგნული იერ-სახე უნდა ასაბუთებდეს სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და
სიტუაციის ფლობის უნარს. ემოციების მართვა ერთერთი მთავარი ატრიბუტია
საჯარო გამოსვლის შეფასებისას. მისი მეშვეობით წარდგენა დადებით
შთაბეჭდილებას ტოვებს პუბლიკაზე.

ეფექტური კომუნიკაცია ნიშნავს ურთიერთგაგებას. ყოველი ნათქვამი სიტყვა უნდა


იყოს კარგად მოფიქრებული. შეკითხვებზე პასუხიც ამავე პრინციპით ყალიბდება:
მოკლედ და გასაგებად. შეკითხვის ტიპებია: მარტივი, რთული ან/და ე.წ. ბუნდოვანი.
მარტივ შეკითხვაზე პასუხიც ადვილია. რთულ შეკითხვების შემთხვევაში ვიყენებთ
ერთერთ ხერხს:

 ვითხოვოთ შეკითხვის გამეორება დასაზუსტებლად


 ვითხოვოთ დრო პასუხის მოსაფიქრებლად
 გავიგოთ შეკითხვის არსი პერიფრაზირებით

დაუშვებელია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დაუსრულებელი დისკუსია ან პოლემიკა.


როცა შეკითხვა ბუნდოვანია და ფაქტობრივად მასზე პასუხი შეიძლება არც
გვქონდეს, ჯობს გულწრფელად ვუთხრათ. უნდობლობა ჩნდება მაშინ, როცა
ორატორი მოჩვენებითად იწყებს პასუხის „გამოგონებას“. შეიძლება ვისარგებლოთ
მზა ფრაზებით:

 კარგი შეკითხვაა, ვწუხვარ, რომ არ მაქვს სათანადო პასუხი


 თქვენ თავად როგორ ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
 დარბაზში დასმწრეთაგან ვინმეს ხომ არ აქვს რაიმე მოსაზრება?!
შეკითხვის გადამისამართების გარდა შეიძლება ვუთხრათ, რომ ჩავინიშნავთ და
გარკვეულ ვადაში დავუკავშირდებით პასუხის გასაცემად. ასეთ შემთხვევაში
რეკომენდებულია აუდიტორიის თვალწინ ჩავიწეროთ შეკითხვა, რაც გამოხატავს
პატივისცემას შეკითხვის ავტორისადმი. შეხედულებათა გამოსახატად დასმულ
შეკითხვისას, ისეთი ფორმულირება, რაც იწყება: „ მე ვფიქრობ...“, „ჩემი ვარაუდით...“
დამაჯერებლობას მოკლებულია. აჯობებს, ვუპასუხოთ. „ჩემს გამოცდილებაზე
დარდნობით...“, „მუშაობის პროცესში დავაკვირდი....“. მოსაზრებებზე პასუხი
პროფესიული სიფრთხილით მზადდება. საქმიან პრეზენტაციების დროს
რეკომენდებული არაა დებატების გამართვა პოლიტიკურ/ნაციონალურ/ რელიგიურ
თემებზე. არაეთიკურია კონკრეტულ ადამიანთა პიროვნული თვისებების განხილვა.

აუდიტორიის მხრიდან კომენტარები გულისხმობს ერთი მხრივ, თანხმობას ან


საკითხში უკეთ გარკვევას. მეორე მხრივ, საპირისპირო მოსაზრების გამოხატვას.
გამომსვლელის ამოცანაა, გაარკვიოს, რატომ გაჩნდა შეკითხვა ან კომენტარი. ზოგჯერ
ამას უბრალოდ საკუთარი თავის წარმოსაჩენად ან ცოდნის დემონსტრირების
მიზნით აკეთებენ. ნებისმიერ სიტუაციაში საჭიროა თანამოსაუბრისადმი
პატივისცემა. მკაცრად იკრძალება ცხარე კამათი ან თავდაცვის ტაქტიკა.

პროფესიონალი გამომსვლელისთვის არ აქვს მნიშვნელობა 5 ადამიანის წინაშე


გამოვა 100 თუ 500-ის, რამდენადაც ფლობს შინაგან მდგომარეობას, კომპეტენტურია
და ზედმიწევნით კარგად არის მომზადებული განსახილველ თემის გარშემო. ეს
უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე მუშაობითა და მუდმივი გავარჯიშებით
მიიღწევა. ამის შედეგად, თავისუფლად ვლინება ისეთი თვისებები, როგორიცაა
გულწრფელობა, დამაჯერებლობა, იუმორის გრძნობა.

გამოსვლის ორიგინალობას განაპირობებს ინდივიდუალური მიდგომა.


პრეზენტატორს შეუძლია მოიფიქროს რაიმე ხერხი აუდიტორიის მხრიდან
ყურადღების მისაქცევად.
სიტუაციური მაგალითი. ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტმა ხელისუფალთა
წინაშე თავისი გამოსვლა დაიწყო შემდეგი კომენტარით: „ვიცი, რომ
სულმოუთქმელად ელით ქალაქის რეკონსტრუქციის შესახებ წინადადების მოსმენას.
ჩვენი მოსაზრების წარდგენამდე, გთხოვთ, რამდენიმე წუთი დავუთმოთ საერთო
შეხედულებათა გაცნობას“. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგჯერ აუდიტორია თავს
იკავებს აზრის გამოთქმისგან, მანვე გადადგა პირველი ნაბიჯი და განაგრძო - „მე
თქვენს ადგილას ვიკითხავ პროექტის ღირებულებას, ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს ეს
მართლაც აინტერესებს, კიდევ რის მოსმენას ისურვებთ?“ ერთერთმა დამსწრემ
იკითხა: „ რამდენად აამაღლებს თქვენი პროექტი ქალაქის ამ ნაწილის საქმიან
აქტიობას?“ ორატორმა ეს შეკითხვა ჩაინიშნა ფლიტჩარტზე, როგორც „ახალი
ბიზნესი“. სხვა კომენტარი ასეთი იყო: „როგორ მიესადაგება ახალი კვარტალი
არსებულ ინფრასტრუქტურას?“ ორატორმა დაწერა - „ესთეტურობა“ და ა.შ. როცა
დარბაზიდან შეწყდა რეპლიკები, ორატორმა პრეზენტაციის ძირითადი თემის გაშლა
სწორედ დამსწრეთაგან მიღებული კომენტარების საფუძველზე მოახდინა. პირველ
რიგში, აღნიშნა, რომ ახალი ბიზნესი სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს
მატებს ქალაქს საქმიანი ინფრასტრუქტურის შექმნით. ამავე დროს ესთეტურად
დაამშვენებს და განაახლებს არსებულ სივრცეს. ბოლოს მიუთითა პროექტის
ღირებულება და შესრულების ვადები.“

ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ოსტატურად მოახერხო აუდიტორიის


ჩართვა პროცესში და მათი აზრის მოსმენით პრეზენტაციის საინტერესოდ
წარმართვა. ნებისმიერი ფორმით მიმდინარე წარდგენისას საუბრის ენა და
გადმოცემის ფორმა უნდა იყოს გასაგები, მარტივი და უშუალო. საკუთარი ძლიერი
მხარეების განვითარებასთან ერთად პროფესიულ ზრდაში გვეხმარება ვიფიქროთ
ჭეშმარიტი ორატორების მსგავსად: დავაკვირდეთ მათ გამოსვლებს, ავითვისოთ
საჭირო უნარები და რაც მთავარია, ვეძებოთ გამოსვლის შესაძლებლობა! კარგად
დაგეგმვა და მომზადება ჩვენი წარმატების საწინდარია. გვახსოვდეს: ეფექტური
პრეზენტაცია ნიშნავს, რომ აუდიტორია დარწმუნდა მოსმენილის ჭეშმარიტებასა და
სამოქმედო გადაწყვეტილების მართებულობაში.

კვლევების თანახმად, პუბლიკაზე ზეგავლენის 55% განპირობებულია


არავერბალური სიგნალებით. ცხადია, მნიშვნელობა აქვს უშუალოდ სათქმელის
შინაარსსაც. ბგერებისა და ჟესტების მეშვეობით პუბლიკას გადაეცემა
მხედველობითი და სმენითი სიგნალები. ისევე როგორც, ფილმის ჩვენებისას
კინოპროექტორით ვიღებთ გამოსახულებასა და ხმას. ნებისმიერი საჯარო
გამოსვლის დანიშნულებაა გადავცეთ სასურველი ინფორმაცია ჩვენთვის
საინტერესო აუდიტორიას. ამ პროცესში რამდენიმე ფაქტორია
გასათვალისწინებელი: გარემოსთან შესაბამისობა - სიტუაციას ვერგებით იმის
მიხედვით, გარემო ოფიციალურია თუ არაოფიციალური. მაგ. ფორმალურ
ვითარებაში კათედრიდან გამოსვლა მისაღებია, ხოლო არაფორმალურ
სიტუაციაში კათედრა აღიქმება როგორც ბარიერი. აქვე შეგახსენებთ გამოსვლის
არსს: ქცევის სტილი ზუსტად უნდა ასახავდეს პრეზენტაციის მთავარ მიზანს.
„მოჩვენებითი“ ქცევა არ იძლევა სასურველ შედეგს. აუდიტორიის დაინტერესება
და ყურადღების გამახვილება: რაც უფრო ხანგრძლივია გამოსვლა, მით მეტად
უნდა იზრუნოს გამომსვლელმა რომ არ „მოდუნდეს“ მსმენელი და
მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში.

იმისთვის, რომ საუკეთესოდ წარვდგეთ ნებისმიერ ვითარებაში, საჭიროა დავიცვათ


ურთიერთობის „ოქროს წესი“, რაც ნიშნავს 1. ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ
საუბრის თემა; 2. ვიცნობდეთ აუდიტორიის ტიპსა და ინტერესებს; 3. ვფლობდეთ
საკუთარ თავს. წინა საუბრიდან გვახსოვს, რომ ინდივიდუალური გადმოცემის
სტილით და თავდაჯერებული საუბრის მანერით მსმენელზე დადებით გავლენას
ვახდენთ. რაც მეტად უშუალო ვართ, რაც უფრო ბუნებრივად ვამყარებთ კონტაქტს,
მით უკეთეს შთაბეჭდილებას ვტოვებთ.
წინასწარ კარგად დაგეგმილი და მომზადებული პრეზენტაცია ან/და საჯარო სიტყვა
ყოველთვის სასურველ ზეგავლენას ახდენს დამსწრე აუდიტორიაზე. იმისთვის, რომ
შეტყობინება უფრო დამაჯერებელი გახდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს მის
სტრუქტურულ აგებულებასა და შინაარსობრივ მხარეს. აქ გამოიყენება შემდეგი
სახის მეთოდები:

სიტუაციური დრამატიზება
სტატისტიკური მონაცემები
გამოკითხვის შედეგები
მაგალითების მოყვანა
პრაქტიკული რჩევები
საჯარო მოწონება
ემოციური ფონი

დრამატიზმი გარკვეულ შინაარსობრივ დატვირთვას მატებს შეტყობინებას.


სიტუაციურად შექმნილი ამბით ის უფრო აძლიერებს იდეის უკეთ აღქმას,
დამახსოვრებას და გათავისებას. დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს
პრეზენტაციები ე.წ. ამბის მოყოლის სახით. სტატისტიკა თავისთავად ამყარებს
ცოდნას კონკრეტული საგნის გარშემო. თუმცა შეტყობინებისთვის მნიშვნელოვანია,
რომ ეს მონაცემები რაიმე ნიშნით კიდევ უკეთ დასამახსოვრებელი გახდეს. ამ
თვალსაზრისით, ციფრებისა და მხატვრული ხერხების ერთგვარ კომბინაციასაც
იყენებენ. მაგ. კორპორაცია „კატერპილერმა“ მედიაში გააშუქა თავისი ახალი
სატვირთო თვითმცლელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომისაა და ასეთი
შედარება მოიყვანა: ის იტევს 4 ვეშაპს, 4 მანქანას, 1,200 როიალს და 23490 თოჯინა
„ბარბს“. ასეთი იუმორისტული მიდგომით ინფორმაცია ახალი პროდუქტის
ტევადობის შესახებ კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ძირითადი შეტყობინების შინაარსის გამდიდრება


გამოკითხვებისა თუ მიმოხილვითი ანალიზის შედეგებით. რა თქმა უნდა კვლევის
შედეგად მიღებული მონაცემები სანდოა, თუმცა მეტ დამაჯერებლობას სძენს ე.წ.
შედარებითი თვალსაჩინოება, როცა აუდიტორია ანალიტიკური მსჯელობის
საფუძველზე უფრო დამარწმუნებელ ინფორმაციას იღებს. ამიტომ ეცადეთ მშრალად
ნუ დაასახელებთ ციფრებს, შესაბამისი ახსნა დაიმოწმეთ.

გამოთქმულ აზრს დამაჯერებელობას მატებს მაგალითების მოყვანა. ეს ერთერთი


გამაძლიერებელი ფორმაა დამახსოვრებისთვისაც. თუნდაც ჩვენი შემთხვევა ავიღოთ:
კონკრეტული მაგალითების მოშველიება სიცხადეს მატებს ტექსტში გადმოცემულ
თეორიულ შეხედულებებს. იგივე ითქმის პრაქტიკული გამოცდილების
გაზიარებაზე.

როგორც უკვე ვიცით, კომუნიკაციის ეფექტურობისთვის, ის უნდა მოიცავდეს


სარწმუნო ინფორმაციას, ეყრდნობოდეს სანდო წყაროს და გადმოცემული იყოს
დამაჯერებლად. შეგახსენებთ რამდენიმე არსებით ფაქტორს, რასაც დარწმუნების
მეთოდიკა აერთიანებს:

 აუდიტორიის ანალიზი და ჩართულობა: ვიცით აუდიტორიის ფსიქო-


დემოგრაფიული მახასიათებლები, მისწრაფებები, ინტერესთა სფერო და
თემის გარშემო ვსაუბრობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით
 წყაროს სანდოობა და ქმედების შეთავაზება: 3 არსებითი კრიტერიუმის
მეშვეობით, კერძოდ, კომპეტენურობა, გულწრფელობა და ქარიზმა,
აუდიტორიას ვუბიძგებთ გარკვეული ქმედებისკენ. ნებისმიერი შეტყობინება
თვალნათლივ უნდა აჩვენებდეს აუდიტორიას მოსალოდნელ შედეგს და
იძლეოდეს ქმედებათა ჯამს აღნიშნული შედეგის მისაღწევად.
 თემის მკაფიოდ ჩამოყალიბება და ძირითადი შეტყობინება: გულისხმობს
ენობრივ და შინაარსობრივ სიმარტივეს ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად, აქვე
იგულისხმება კერძო ინტერესისკენ მოწოდება, რაც მოიცავს სამოტივაციო
საჭიროებათა დაკმაყოფილებას, როგორიცაა, ძალაუფლება, პატივისცემა,
კეთილდღეობა, სიყვარული, ჯანმრთელობა, ოსტატობა, განათლება.
 დამარწმუნებელი საუბრის მანერა - ააერთიანებს რამდენიმე ტექნიკას:
„დიახ-დიახ“, სტრუქტურირებული არჩევანის შეთავაზება, ნაწილობრივი
თანხმობის მიღება, კომპრომისზე წასვლის უნარი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არგუმენტირებული მსჯელობა საშუალებას


იძლევა დავარწმუნოთ მსმენელი მიღებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. მისი
მეშვეობით ვიწვევთ მეტ ინტერესს, ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას
აუდიტორიის/თანამოსაუბრის მხრიდან. არგუმენტირება ეს არის საკითხის
დამაჯერებლად განხილვის, აზრის ნათლად ჩამოყალიბების და მკაფიოდ
გადმოცემის უნარი. საუბრის დროს შესაძლოა რაიმე მოსაზრება, პოზიცია უბრალოდ
არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამისთვის საჭიროა არგუმენტებისა და სარწმუნო
ფაქტების მოშველიება.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე არგუმენტირებული მსჯელობის შესახებ


გვასწავლის, რომ ნებისმიერი შეტყობინება ემყარება სამ ელემენტს:

 ლოგოსი - მომისმინეთ, რადგან დასაბუთებულად ვსაუბრობ


 პათოსი - მომისმინეთ, რადგან ჩემი საუბარი გრძნობებს აღძრავს
 ეთოსი - მომისმინეთ, რადგან კომპეტენტური, სანდო ვარ.

იმისთვის, რომ შევქმნათ ძლიერი არგუმენტი, უნდა ვიცოდეთ რა სახის ინფორმაცია


გამოვიყენოთ საკვანძო დებულების გასამყარებლად.

ფაქტები - ეს არის ობიექტურად დადასტურებული მონაცემები. მათი გამოყენება


მნიშვნელოვანია საკითხის სწორი არგუმენტირებისთვის, თუმცა მთავარია, ფაქტებსა
და თეზისს შორის ლოგიკური კავშირის წარმოჩენა.

სტატისტიკა - მათი ციტირება, როგორც უკვე ავღნიშნეთ ამაღლებს ინფორმაციის


სანდოობას. თუმცა მნიშვნელოვანია, რა ფორმით გამოვიყენებთ. მაგ.: თეზისი -
საქართველოში იმატა ტურისტთა რიცხვმა.
არგუმენტი1: სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით უცხოელ ტურისტთა
რაოდენობა გაორმაგდა.
არგუმენტი 2: საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული წლევანდელი
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოს ესტუმრა 1 782 932 სტუმარი, რაც წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.

ორივე არგუმენტი მართებულია, მაგრამ მეორე უფრო კონკრეტულია, ზუსტი


სიდიდეების მითითებით და შესაბამისად, მეტად დამაჯერებელი. საუკეთესო
შედეგის მისაღწევად უმჯობესია სტატისტიკისა და მაგალითების თანადროული
გამოყენება. ამასთან, მაგალითები უნდა იყოს:

 განზოგადებული და პრეცედენტული
 სათანადო ემოციის გამომწვევი (ამისთვის ხშირად მოყავთ პირადი
მაგალითები).

კომუნიკაციის დროს მტკიცებულების სახით ხშირად სარგებლობენ ექსპერტთა


მოსაზრებებით ან სხვა რეკომენდაციებით. სხვა ადამიანთა შეხედულების ან
შეფასების მტკიცებულებად გამოყენებისას გასათვალისწინებელია, როგორ ხდება
მისი შეხედულების გაზიარება: ციტირების თუ პერიფრაზირების სახით.
მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი. კარგად უნდა ავწონ-
დავწონოთ, რამდენად ღირებულია მისი ნააზრევის ციტირება, რამდენად ენდობა
საზოგადოება ციტატის ავტორს, რატომ უნდა მოახდინოს მან გავლენა
გადაწყვეტილების მიმღებზე.

არგუმენტირების გავრცელებული ფორმაა ანალოგიები ანუ მსგავსება საგნებს,


მოვლენებსა და ცნებებს შორის, ერთგვარი შედარება სიტუაციის, გარემოების,
პოზიციის მიხედვით. ის ნაკლებ გამოიყენება მთავარი მტკიცებულების სახით,
არამედ როგორც დამხმარე ან დამატებითი საშუალება.
ახსნა-განმარტებების მეშვეობით კიდევ უფრო ვაკონკრეტებთ და მეტად ვასაბუთებთ
აზრის მართებულობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭიროებიდან გამომდინარე
ვსარგებლობთ სპეციფიკური ტერმინით, ვიყენებთ რაიმე უცხო სიტყვას,
აუცილებელია შესაბამისი განმარტება.

არგუმენტირებული მსჯელობისას მზად უნდა ვიყოთ კონტრარგუმენტების


მოსასმენად. ეს გვეხმარება დამაჯერებლობა შევმატოთ ნათქვამს. ამიტომ
პრეზენტაციებისა თუ საჯარო გამოსვლის მზადებისას ერთერთი რეკომენდაცია
ყოველთვის არის, რომ წინასწარ გავივარჯიშოთ რა შეკითხვა ან საპირისპირო
არგუმენტი შეიძლება გააჩნდეს მსმენელს. ეს მით უფრო აქტუალურია დებატებისა
და დისკუსიის სწორად წარმართვის პროცესში.

არგუმენტის ხარისხი დიდ ზეგავლენას ახდენს მსმენელზე. ძლიერი არგუმენტი


მკაფიოდ, გასაგებად და ნათლად ასახავს წარმდგენის პოზიციას, შეხედულებას.
სასურველია, გამოყენებული არგუმენტების რაოდენობა იყოს 2-3. დამაჯერებლობის
გასაძლიერებლად შესაძლოა არგუმენტს თავისი ქვეარგუმენტი დავურთოთ.
თანმიმდევრობას რაც შეეხება, რეკომენდებულია, რომ ჯერ საშუალო სიძლიერის
არგუმენტი მოვიყვანოთ, შემდეგ სუსტი და ბოლოს ძლიერი არგუმენტით
დავასრულოთ მსჯელობა.

ყველა არგუმენტი აგებულია გარკვეულ მოტივსა თუ საფუძველზე. როცა ის


ლოგიკურად არ უკავშირდება წამყვან აზრს ან არაადექვატური ფაქტებისა თუ
მაგალითების სახით არის მოყვანილი, მსჯელობა მცდარი არგუმენტირების სახეს
იძენს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნაჩქარევი განზოგადება, სტერეოტიპების
გამოყენება, არასწორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, საკითხის იგნორირება.

ბევრი გამომსვლელი წინასწარ ნერვიულობს ხოლმე და ურჩევნია შეკითხვების


გარეშე ჩაიაროს პრეზენტაციამ. არადა, პირიქით, რაც მეტია ჩართულობა, მით
უკეთესად მყარდება კომუნიკაცია და მით უფრო დამახსოვრებადია შინაარსი.
კარგად მომზადებული გამოსვლა პასუხს იძლევა ყველა შესაძლო შეკითხვაზე,
კომენტარსა თუ კონტრარგუმენტზე. ამისთვის აუცილებელია, პრეზენტაციის
მზადების პროცესში საკუთარ თავს დავუსვათ რამდენიმე შეკითხვა: 1. რა შეიძლება
აინტერესებდეს აუდიტორიას; 2. როგორ შეიძლება გადმოვცეთ კონკრეტული
ინფორმაცია სიტუაციის შესაბმისად; 3. დამატებით რაზე შეიძლება გავამახვილოთ
ყურადღება. აუცილებელია კონკრეტული მსმენელისთვის გასაგები ფორმით
მოვამზადოთ დამაჯერებელ პასუხი. წინასწარი სამზადისი ასევე მოიცავს
მომზადებული ტექსტის რამდენჯერმე გადაკითხვას, გავარჯიშებას სხვა და სხვა
ვითარებაში და საჭიროებისამებრ, სათანადო ცვლილებების შეტანას.

მოსალოდნელი შეკითხვები, რაც მეტწილ აინტერესებთ ადამიანთა 99 %-ს, ეხება


დროსთან, თანხასთან და შედეგთან დაკავშირებულ საკითხებს. სავარაუდო
შეკითხვების დადგენის შემდეგ მოსაფიქრებელია კონკრეტული, დამაჯერებელი
პასუხები. სასურველია 2 ალტერნატიული ვარიანტის მომზადება - მოკლე და
გავრცობილი, ე.წ. სათადარიგო ვერსია. ზოგჯერ მოსახერხებელია ტექსტშივე
ჩართოთ საკამათო საკითხები, რაც შეიძლება აინტერესებდეს დამსწრე
საზოგადოებას ანუ ინიცირება თავადვე გამოიწვიოთ, თუმცა ეს რეკომენდებული
არაა, თუკი დაარღვევს გამოსვლის თანმიმდევრობას ან/და პრეზენტაცია დროში
შეზღუდულია. ასევე არასასურველია, როცა წამოჭრილი პრობლემა საკამათოა და
აუდიტორიის ყურადღებას გაფანტავს.

შეკითხვებს ძირითადად გამოსვლის შემდეგ ეთმობა დრო, თუმცა პრეზენტაციის


ხასიათიდან ან ჩატარების ფორმატიდან გამომდინარე დასაწყისშივე ან/და
მიმდინარეობის პროცესშიც დასაშვებია.

დასმულ შეკითხვებზე დაზუსტებული პასუხის გასაცემად, უნდა ვიმოქმედოთ


შემდეგნაირად:

 ყურადღებით მოვუსმინოთ
 გავიგოთ, რას გულისხმობს
 გამოვხატოთ მოწონება
 ვუპასუხოთ მოკლედ

ცხადია, გამოსვლის ეფექტურობისთვის დიდი როლი ენიჭება მოსმენის უნარს, ეს


გვეხმარება ზუსტად გავიგოთ რა აინტერესებს თანამოსაუბრეს. ზოგჯერ ადამიანები
კითხვის დასმისას ან მოსაზრების გამოთქმისას ბუნდოვნად აყალიბებენ თავიანთ
აზრს. ორატორმა უნდა გაანალიზოს სიტუაცია, გაიგოს რას ეკითხებიან და
შესაბამისად უპასუხოს.

ყურადღებით მოსმენის საიდუმლო მდგომარეობს შეკითხვის არსის გაგებაში. მისი


მეშვეობით განვსაზღვრავთ რა ტიპის აზროვნება (კონკრეტული თუ აბსტრაქტული)
აქვს მსმენელს. ასევე მოსმენა გვეხმარება დავაზუსტოთ რას გვეკითხებიან. ამას
აადვილებს პერიფრაზირება, რაც შესაბამისი პასუხის მოსაფიქრებლად დროის
მოგების საშუალებაცაა. 

როგორც აუდიტორია აკვირდება გამომსვლელის სახის მიმიკასა თუ ჟესტიკულაციას


ან/და ხმის ინტონაციას და ა.შ. იგივე მეთოდით, გამომსვლელიც აფასებს შეკითხვის
ავტორს. განსაზღვრავს „ხასიათს“ მიღებული ბგერითი/ მხედველობითი სიგნალების
მეშვეობით და სათანადოდ პასუხობს.

ნებისმიერ სიტუაციაში გამომსვლელმა უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა.


გარეგნული იერ-სახე უნდა ასაბუთებდეს სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და
სიტუაციის ფლობის უნარს. ემოციების მართვა ერთერთი მთავარი ატრიბუტია
საჯარო გამოსვლის შეფასებისას. მისი მეშვეობით წარდგენა დადებით
შთაბეჭდილებას ტოვებს პუბლიკაზე.

ეფექტური კომუნიკაცია ნიშნავს ურთიერთგაგებას. ყოველი ნათქვამი სიტყვა უნდა


იყოს კარგად მოფიქრებული. შეკითხვებზე პასუხიც ამავე პრინციპით ყალიბდება:
მოკლედ და გასაგებად. შეკითხვის ტიპებია: მარტივი, რთული ან/და ე.წ. ბუნდოვანი.
მარტივ შეკითხვაზე პასუხიც ადვილია. რთულ შეკითხვების შემთხვევაში ვიყენებთ
ერთერთ ხერხს:

 ვითხოვოთ შეკითხვის გამეორება დასაზუსტებლად


 ვითხოვოთ დრო პასუხის მოსაფიქრებლად
 გავიგოთ შეკითხვის არსი პერიფრაზირებით

რაც არ უნდა რთული ან ძნელად გასაგები იყოს შეკითხვა, მაინც მოგვეთხოვება


გავცეთ მოკლე პასუხი, გასაგებად, თავაზიანად და მხოლოდ არსებით საკითხზე
აქცენტირებით. დაუშვებელია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დაუსრულებელი დისკუსია
ან პოლემიკა.

როცა შეკითხვა ბუნდოვანია და ფაქტობრივად მასზე პასუხი შეიძლება არც


გვქონდეს, ჯობს გულწრფელად ვუთხრათ. უნდობლობა ჩნდება მაშინ, როცა
ორატორი მოჩვენებითად იწყებს პასუხის „გამოგონებას“. შეიძლება ვისარგებლოთ
მზა ფრაზებით:

 კარგი შეკითხვაა, ვწუხვარ, რომ არ მაქვს სათანადო პასუხი


 თქვენ თავად როგორ ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
 დარბაზში დასმწრეთაგან ვინმეს ხომ არ აქვს რაიმე მოსაზრება?!

შეკითხვის გადამისამართების გარდა შეიძლება ვუთხრათ, რომ ჩავინიშნავთ და


გარკვეულ ვადაში დავუკავშირდებით პასუხის გასაცემად. მნიშვნელოვანია, რომ
აუდიტორიის თვალწინ ჩავიწეროთ შეკითხვა, რითიც გამოვხატავთ პატივისცემას
შეკითხვის ავტორისადმი.

შინაარსობრივად შეკითხვები შეიძლება ეხებოდეს ფაქტების ან მონაცემების


დაზუსტება-გადამოწმებას. ასე მაგალითად,

 რა წყაროებზე დაყრდნობით დაასკვენით?


 განმარტეთ აღნიშნული მონაცემები დეტალურად
 როგორია ფაქტობრივი დანახარჯები დაგეგმილთან შედარებით
 არის პროექტის უფრო სრულ ვერსიაში შესაბამისი მტკიცებულობა?!

შეხედულებათა გამოსახატად დასმულ შეკითხვისას, ისეთი ფორმულირება, რაც


იწყება: „ მე ვფიქრობ...“, „ჩემი ვარაუდით...“ დამაჯერებლობას მოკლებულია.
აჯობებს, ვუპასუხოთ. „ჩემს გამოცდილებაზე დარდნობით...“, „მუშაობის პროცესში
დავაკვირდი....“.

შეხედულებებსა და მოსაზრებებზე პასუხი პროფესიული სიფრთხილით მზადდება.


საქმიან პრეზენტაციებზე რეკომენდებული არაა დებატების გამართვა
პოლიტიკურ/ნაციონალურ/ რელიგიურ თემებზე. არაეთიკურია კონკრეტულ
ადამიანთა პიროვნული თვისებების განხილვა.

აუდიტორიის მხრიდან კომენტარები გულისხმობს ერთი მხრივ, თანხმობას ან


საკითხში უკეთ გარკვევას. მეორე მხრივ, საპირისპირო მოსაზრებას. გამომსვლელის
ამოცანაა, გაარკვიოს, რატომ გაჩნდა შეკითხვა ან კომენტარი. ზოგჯერ ამას უბრალოდ
საკუთარი თავის წარმოსაჩენად ან ცოდნის დემონსტრირების მიზნით აკეთებენ.
ნებისმიერ სიტუაციაში საჭიროა თანამოსაუბრისადმი პატივისცემა. მკაცრად
იკრძალება ცხარე კამათი ან თავდაცვის ტაქტიკა.

აუდიტორიის მხრიდან ე.წ. შეწინააღმდეგებისას 3 საუკეთესო ხერხი გვეხმარება


თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი ან შინაგანი დაძაბულობა და თავაზიანად
ვუპასუხოთ.

გავიზიაროთ წარმოთქმული მოსაზრება და გამოვხატოთ თანხმობა


კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ პრობლემურ საკითხს და განვიხილოთ
მოვიხმოთ ე.წ. „მესამე მხარე“, პრინციპით: „ვიფიქრე-ვიფიქრე-აღმოვაჩინე“

სიტუაციის განმუხტვის მაგალითი: საქმიან პრეზენტაციაზე გაყიდვების აგენტმა


მენეჯერებს შესთავაზა მოდერნიზებული საწარმო პროცესის დანერგვა. გამოსვლის
დასასრულს ერთერთმა მენეჯერმა შენიშნა: „მომწონს თქვენი იდეები, მაგრამ
მოწყობილობა საკმაოდ ძვირია. ჩვენ არ ვართ მზად ასეთი დანახარჯებისთვის“.
გამომსვლელმა გამოხატა აღნიშნულ მოსაზრებაზე ერთგვარი თანხმობა და
განუმარტა: „მესმის, რატომ ფიქრობთ ასე. გასულ წელს ვმუშაობდი ერთერთ
კომპანიასთან, რომელიც ამავეს ამბობდა, ვიდრე არ აღმოაჩინა, რომ გაცილებით
მეტი მოგება ნახეს თანამედროვე ავტომატიზებულ დანადგარში ინვესტირებით.
ვინაიდან გაუმჯობესდა გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, მუშაობის
უსაფრთხოება, შემცირდა სამუშაო პროცესთა ციკლი და გაიზარდა საწარმოს
საბაზრო ღირებულება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, რათა დარწმუნდეთ, ამ
დანადგარის შეძენით მიღებულ სარგებელში.“ ბუნებრივია, დამაჯერებლად
გაცემულმა პასუხმა შესაბამისად იმოქმედა დამსწრე აუდიტორიაზე.

მრავალმხრივი გავარჯიშების მიზანია მაქსიმალურად მოვემზადოთ ყველანაირი


სიტუაციისადმი და გაუთვალისწინებელ გარემოებაშიც შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
ორატორის რეაგირება დამოკიდებულა რთული სიტუაციის გამომწვევ მიზეზებზე,
თუმცა ემოციების მართვა შესაძლებელია, როცა გამომსვლელი:

 ავლენს მოქნილობას
 ინარჩუნებს სიმშვიდეს
 იღებს სათანადო ზომებს

ხშირად დაძაბულობის განმუხტვა შესაძლებელია იუმორის მეშვეობით. თუმცა


ზოგჯერ შეიძლება ეს უადგილო იყოს. პროფესიონალიზმი გულისხმობს ადვილად
აუღო ალღო არსებულ ვითარებას, ზუსტად მიხვდე რა ქმედებაა უმჯობესი მოცემულ
სიტუაციაში და მშვიდად მოახდინო შესაბამისი რეაგირება.

წარდგენისას მოგვეთხოვება არა მარტო დამაჯერებელი საუბარი და თავაზიანი


პასუხი დასმულ შეკითხვებსა თუ მოსაზრებებზე, არამედ მსმენელთა გამომწვევ
საქციელზეც თავშეკავება და სხვა დამსწრეთა ინტერესების დაცვა. ასეთ დროს
რეკომენდებული სტანდარტული ფრაზებია: „ დროის ეკონომიის მიზნით... ან
„აუდიტორიის მიმართ პატივისცემის ნიშნად...“ და ა.შ. ამით გამოიხატება როგორც
ზოგადი პროფესიონალიზმი, ასევე წარმდგენის მიერ დასახული მიზნისკენ სწრაფვა
და თემიდან გადახვევის თავიდან აცილება.

წარდგენის ტექნიკა & წინასწარი მომზადება

თანამედროვე მჭერმეტყველება დღესაც იზიარებს ამ მოსაზრებას, რომ სტილი და


მანერა იყოს გამომსახველობითი, მაგრამ არა გადამეტებული. პუბლიკას მოწონს,
როცა გამომსვლელი მალევე გადადის ძირითად თემაზე. ყოველთვის ერიდეთ
ბანალურ დასაწყისს. გამოსვლა გავს რბოლას: მნიშვნელოვანია სწრაფად სტარტის
აღება!

რაც უფრო ოსტატურად მოახერხებ აუდიტორიის ჩართვას პროცესში, მათი აზრის


მოსმენით პრეზენტაცია გაცილებით საინტერესოდ წარიმართება. აუდიტორიის
ჩართულობის ხარისხისა და საუბრის ტემპის გათვალისწინებით განისაზღვრება რა
მოცულობის ტექსტი უნდა მომზადდეს სხვა და სხვა ხანგრძლიობის
პრეზენტაციისთვის. საპრეზენტაციო ტექსტში სიტყვების რაოდენობა შეესაბამება
კონკრეტულ ხანგრძლიობას:

2 წთ-იანი გამოსვლისთვის დაახლოებით 250 სიტყვაა საკმარისი


10 წთ-იანი გამოსვლის ტექსტი მოიცავს 1250 სიტყვას
30 წთ-იანი გამოსვლა საჭიროებს 3500-დან 4000-მდე სიტყვას

ტექსტის მომზადებისას ასევე გაითვალისწინეთ რამდენი წუთი ეთმობა თვითეულ


ნაწილს. მაგ. 10-12 წთ-იანი გამოსვლის რეგლამენტი ასე ნაწილდება:

გახსნითი ნაწილი და შესავალი 0.5-1 წთ


რეზიუმე / დასკვნითი ნაწილი 1-1.5 წთ

ძირითადი ნაწილი 5-7 წთ

დრო შეკითხვებისთვის 1-2 წთ

კარგი გამოსვლის მახასიათებლებია:

ბუნებრივი სტილი
დინჯი საუბარი
ემოციების მართვა

ამასთანავე, გამართული დგომა და მუდმივი კონტაქტი, რაც თავდაჯერებულობის


გამოხატულებაა და აძლიერებს აუდიტორიის მხრიდან მოპოვებულ ნდობას.

დადებითი აურას შემქმნელი ფაქტორებია ხმის სიმაღლე, სიძლიერე, სიჩქარე და


ტონი. სასიამოვნო ხმის ტემბრი გამოირჩევა საშუალო მახასიათებლებით - ზომიერად
მაღალი და ენერგიული. „მეტყველების კლიშეები“ - ჩვევად ქცეული ერთგვარი
სასაუბრო თავისებურებანია.

როცა კარგად გვაქვს მომზადებული მასალა, წინასწარ ვიცით, დაახლოებით რა


შეიძლება გვკითხოს დამსწრე საზოგადოებამ, სავარაუდო პასუხებიც დამუშავებული
გვაქვს და აუდიტორიის ნებისმიერ შეკითხვაზე, კომენტარსა თუ კონტრარგუმენტზე
სათანადო რეაგირებას ვახდენთ. მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ
ემოციების მართვა: დავიცვათ შინაგანი წონასწორობა, არ ავყვეთ „პროვოკაციულ“
რეპლიკებს, არ გადავიტანოთ ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე, რათა
მთავარი სათქმელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. გარეგნულად უნდა
ვასაბუთებდეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას, ვავლეთნ სიმშვიდეს და
თავდაჯერებულობას.
ორატორის რეაგირება დამოკიდებულია რთული სიტუაციის გამომწვევ მიზეზებსა
და სერიოზულობის ხარისხზე. თუმცა ემოციების მართვით გამომსვლელი ავლენს
მოქნილობას და ინარჩუნებს სიმშვიდეს. ხშირად დაძაბულობის განმუხტვა
შესაძლებელია იუმორის მეშვეობით. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ეს უადგილო იყოს.
პროფესიონალიზმი გულისხმობს ადვილად ავუღოთ ალღო არსებულ ვითარებას,
ზუსტად მივხვდეთ რა ქმედებაა უმჯობესი მოცემულ სიტუაციაში და მოვახდინოთ
შესაბამისი რეაგირება.

ბევრი გამომსვლელისთვის ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენს როგორმე


დასძლიოს პუბლიკის წინაშე გამოსვლის შიში. საჯარო გამოსვლისას მღელვარების
გამომწვევ მიზეზთა შორის არსებითია:

o სრულყოფილებისკენ დაუოკებელი ჟინი

o ძველი შეცდომების გახსენებით მიღებული ფორიაქი

o კრიტიკისადმი არაადექვატური, არაჯანსაღი დამოკიდებულება

გვახსოვდეს, არც ერთი გამომსვლელი არ არის ყველასთვის იდეალური.


ელემენტარულად, მსმენელთა ტემპერამენტიც განსხვავებულია, მათი აზროვნების
სტილიც და ხასიათიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განსახილველი თემა მარტივად,
გასაგებად მივიტანოთ მსმენელამდე. წარსულში არასათანადო გამოსვლა მხოლოდ
გაკვეთილი უნდა იყოს და არ უნდა გვბოჭავდეს სამომავლო ქმედებებში.
კრიტიკისადმი ჯანსაღი მიდგომით, კიდევ უფრო იხვეწება ჩვენი
პროფესიონალიზმი.

შიშის დასაძლევად მთავარი მიდგომა აუდიტორიაზე ყურადღების გამახვილებაა.


გადამეტებულად საკუთარ პიროვნებაზე ჩაციკლული ადამიანები უფრო მეტ
შეცდომას უშვებენ ურთიერთობებში, ვიდრე მსმენელზე ორიენტირებულნი.

ნერვიულობის პირველი სიმპტომია ხმის კანკალი ან დაძაბული დგომის მანერა.


ზოგჯერ ეს უპირობო რეფლექსის სახით გვებეჭდება ხოლმე და ყოველ მომდევნო
ჯერზე შეიძლება აგვეკვიატოს. ასეთ დროს რეკომენდებულია ღრმა ჩასუნთქვა-
ამოსუნთქვა. ჟანგბადის ნაკადი ენერგიას გვმატებს და უფრო თავდაჯერებული
ვხდებით. გასავარჯიშებლად ერთერთი რჩევაა წინასწარ რელაქსაციური მუსიკის
მოსმენა. რელაქსაციის პროცესში შეგვიძლია სასურველი არომატის სუნამო
მივაპკუროთ ცხვირსახოცს. ვჯდებით მოხერხებულად, თვალდახუჭული ვუსმენთ
მუსიკას, ვსუნთქავთ თანაბრად, მშვიდად. სიმსუბუქეს შეგრძნებისას, მოვდუნდეთ,
შევისუნთქოთ ცხვირსახოციდან არომატული სურნელი და ეს ემოციური განწყობა
შევინარჩუნოთ. პრეზენტაციის დაწყებამდე დავყნოსოთ ცხვირსახოცი და ტვინი
ავტომატურად გაიხსენებს სასიამოვნო მუსიკას. სხეული მოდუნდება და გონებაც
მშვიდად კონცენტრირდება მთავარ თემაზე.

საკუთარი ძლიერი მხარეების განვითარებასთან ერთად პროფესიულ ზრდაში


გვეხმარება ვიფიქროთ ჭეშმარიტი ორატორების მსგავსად: დავაკვირდეთ მათ
გამოსვლებს, ავითვისოთ საჭირო უნარები და რაც მთავარია, ვეძებოთ გამოსვლის
შესაძლებლობა! კარგად დაგეგმვა და მომზადება ჩვენი წარმატების საწინდარია.
გვახსოვდეს: ეფექტიანი გამოსვლა ნიშნავს, რომ აუდიტორია დარწმუნდა
მოსმენილის ჭეშმარიტებასა და სამოქმედო გადაწყვეტილების მართებულობაში.

არის ასეთი ხატოვანი ნათქვამი: სამყაროს ნახევარს შეადგენს ადამიანები, ვისაც


უჭირს სათქმელის გადმოცემა, ხოლო მეორე ნახევარი მოხერხებულად გამოხატავს
აზრს ნებისმიერ შემთხვევაში. სიტყვის ეფექტურობას განაპირობებს
ინდივიდუალური მიდგომა საკუთარი თავისა თუ გარშემო მყოფთა მიმართ.
განსაკუთრებული მზადება გვჭირდება საჯარო გამოსვლისთვის. პრეზენტაციის
უნარებში გავარჯიშება გვეხმარება საუკეთესოდ წარვადგინოთ საკუთარი თავი,
დამაჯერებლად ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხზე და შესაბამისი შთაბეჭდილება
დავტოვოთ შერჩეულ აუდიტორიაზე. კომუნიკაბელური ადამიანები ყოველთვის
სასურველი არიან ყველა სიტუაციაში. აზრის ლიდერებთან ურთიერთობა კი
ორმაგად სასარგებლოა და შედეგიანი.
როგორც იცით, კომუნიკაციის საფუძველია დამაჯერებელი ნათქვამით ინტერესის
აღძვრა და სასურველი ზეგავლენის მიღწევა. იმისგან დამოუკიდებლად, რა სახის
წარდგენაა, წერითი თუ ზეპირი, მიმღებს უნდა იყოს აინტერესებდეს კონკრეტული
ინფორმაცია. საქმიან ურთიერთობებში წარდგენის მთავარი მოთხოვნაა
გადმოცემული მასალა იწვევდეს ნდობას და ყოველ ფრაზაში, გამოხედვასა თუ
პაუზაშიც იგრძნობოდეს წარმდგენის კომპეტენტურობა. პრეზენტაციის შინაარსი
უნდა დაბალანსდეს საინტერესო ამბებითა და შესაბამისი მაგალითებით. ყველაზე
პასიური მსმენელიც კი ერთვება პროცესში, როცა მხატვრულად ნათქვამი სიტყვა
შესაბამისი გამომსახველობით არის გამყარებული. აქედან გამომდინარე,
პრეზენტაცია ზომიერად უნდა „შევაზავოთ“ სარწმუნო არგუმენტებით.

ნებისმიერი თვალსაჩინოების დანიშნულებაა არსებით საკითხზე ყურადღების


მიქცევა. ლიდერობის შესახებ ერთერთი სემინარი გამომსვლელმა გახსნა შემდეგი
რიტორიკული შეკითხვით: „გაინტერესებთ რაში გამოიხატება ლიდერობა?!
თანდაყოლილია თუ შეძენილი ლიდერული თვისებები? როგორ ვითარდება
ლიდერის პიროვნება საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად?! სწორედ ამ აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ
დღევანდელი სემინარის ფარგლებში...“ პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში ასევე
მთავარია, მაქსიმალური პოზიტიურობით არსებით საკითხზე აქცენტირება.
მაგალითის გაგრძელება: ლიდერობასთან დაკავშირებული ერთერთი გამოსვლა
ორატორმა ასე დაასრულა: „დაიმახსოვრეთ: გემის კაპიტნის მსგავსად თქვენ ხართ
კომპანიის მესაჭე. ყოველთვის უნდა გეჭიროთ სწორი გეზი და მოძრაობისას ან
მთავარი კურსიდან გადახვევისას უნდა დაეყრდნოთ პროფესიონალთა
გამოცდილებას, ვინც თქვენი გუნდის „ეკიპაჟს“ წარმოადგენს“.

სიტუაციური მაგალითი 1. საქმიანი პრეზენტაცია, როგორც მართვის პროცესის


შეცვლის საშუალება
გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეკონომიკაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და
ავტომატიზაციის შედეგად ბევრ კომპანიაში მკვეთრი ცვლილებები გატარდა.
ფირმების უმეტესობამ აირჩია შედარებით მარტივი გზა და პასიურად მიენდო
საჭირო გადაიარაღების შესახებ ინფორმაციის ე.წ. ჭორის გზით გავრცელებას. ამან
გამოიწვია თანამშრომელთა შორის უნდობლობა, მოტივაციის დაქვეითება, რაც
ბუნებრივია, მწვავედ აისახა შრომის ნაყოფიერებასა და მუშაობის ხარისხზე.

ერთერთი კორპორაციის ადმინისტრაცია საკითხს არაორდინარულად მიუდგა.


გარდაქმნის გეგმაში მიზნად დაისახა ურთიერთობების შენარჩუნება იმ
ადამიანებთან, ვინც გავლენას ახდენს კომპანიის იმიჯზე და მათთანაც, ვისზეც
დამოკიდებულია რეფორმების გატარება. ამისთვის შეიმუშავეს პრეზენტაციების
სერია, რომელიც ჩაატარეს მაღალ პროფესიულ დონეზე: შესაფერის დროს შესაბამის
აუდიტორიასთან. თავდაპირველად სხვა და სხვა დეპარტამენტის მენეჯერები
დაატრენინგეს წარდგენის უნარებში და შემდეგ გაუშვეს დაქვემდებარებულ
პირებთან შესახვედრად. პრეზენტაციები თავადაპირველად ჩატარდა ყველა
საფეხურის თანამშრომლისთვის ეტაპობრივად, შემდეგ „ვიპ-კლიენტებისთვის,
მთავარ მომწოდებლებისთვის, კრედიტორებისთვის, შუამავლებისა და მასმედიის
წარმომადგენლებისთვის.

მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული ყოველი ცალკეული შეხვედრა ეხებოდა


კონკრეტული თემის გაცნობიერებას. წინასწარ მოგროვილი ინფორმაციის
საფუძველზე შეირჩა გადმოცემის ინდივიდუალური სტილი შესაფერისი
მაგალითებით. პროცესში აქტიური ჩართულობით ადამიანები მიხვდნენ, რომ
კომპანია გაგებით ეკიდება მათ ინტერესებს, ზრუნავს მათზე, უსაბუთებს
გარდაქმნის აქტუალობას.

ასეთი ნაყოფიერი ურთიერთობის შედეგად კომპანიამ განსაზღვრა რეორგანიზაციის


პროცესში გამოსაყენებელი საშუალებები. ამით აირიდა მცდარი ინფორმაციის ან
დამახინჯებული ფაქტების ქაოტურობა, რაც თან სდევს ხოლმე ჭორების დონეზე
გავრცელებულ არასწორ ხმებს. ამდენად, ეფექტური პრეზენტაცია აღმოჩნდა
კომპანიის მართვის ყველაზე სწორი მიდგომა.

სიტუაციური მაგალითი 2. როგორ გავაადვილოთ რთული მასალის გაგება

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალვარესმა მოამზადა


ინფორმაციული პრეზენტაცია ფარდობითობის თეორიის შესახებ. რამდენჯერმე
გადაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ ზოგიერთი საკითხი ძნელი გასაგები იქნებოდა
აუდიტორიისთვის. უფრო ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო გამოსვლა, ალვარესმა
დამატებით გადაათვალიერა სხვათა ნაშრომები, უშუალოდ აინშტაინის გამოსვლები
და აღმოაჩინა, რომ ერთი შეხედვით რთული ტერმინები, კონცეპტუალური
მსჯელობა დიდებული ფიზიკოსის სიტყვების მეშვეობითვე გაცილებით მარტივად
შეიძლება აიხსნას. ამის შედეგად შინაარსი კიდევ უფრო დახვეწა, ჩამოაშორა
ზედმეტი ფრაზები, რაც ამძიმებდა ტექსტს. აქვე გამოიყენა აინშტაინის
ხუმრობანარევი ცნობილი გამოთქმა: „ახალგაზრდა ყმაწვილს შეყვარებულთან
გატარებული ერთი საათი ერთ წუთად ეჩვენება, მაგრამ გავარვარებულ ღუმელზე
ერთი წუთით ხელის შეხებაც კი საუკუნედ შეიძლება მოეჩვენოს. ასე რომ ყველაფერი
შეფარდებითია“.

ადამიანებზე გავლენის მოხდენის სამი საშუალებიდან: ძალაუფლება, მფარველობა,


დარწმუნება, მესამე მათგანი გულისხმობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, როცა
ახსნით, სწორი კომუნიკაციით და ურთიერთგაგებით ვაღწევთ სასურველ შედეგს.
პროცესი პირობითად 6 ეტაპად იყოფა: 1. წარდგენა; 2. ყურადღება; 3. გაგება; 4.
თანხმობა; 5. ინფორმაციის შენახვა; 6. მოქმედება. რამდენად დავაინტერესეთ და
შევძელით მსმენელის დარწმუნება, ეს ჩანს მისი ქცევით. დარწმუნების სტრატეგიაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ვიცით რა ვთქვათ, ვისთვის და როგორ!
ბუნებრივია, დიდი როლი ენიჭება ჩვენს კომპეტენციას და კონრეტული თემის
შესახებ სათანადო მომზადებას.
დარწმუნების მეთოდოლოგია გვთავაზობს ორ ფორმას: პირადი და ირიბი. მაგ.
ჩვენზე გავლენას ახდენენ ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე სხვა ადამიანები ან
ორგანიზაციები, რასაც სოციოლოგები უწოდებენ „მნიშვნელოვან პირებს “. პირადი
დარწმუნება საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის საფუძველზე ზოგჯერ
ადამიანები საკუთარი სურვილებისა თუ შეხედულებების საპირისპიროდაც
მოქმედებენ. ირიბ დარწმუნებას შედარებით ნაკლები ძალა აქვს. თუმცა გამოიყოფა
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა აზრსაც საზოგადოება ითვალისწინებს. ეს
არის ე.წ. აზრის ლიდერები ანუ ავტორიტეტები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი
სოციალური სტატუსით ან/და განათლების დონით.

ზემოქმედების დამარწმუნებელი ტექნოლოგიის ყველა ხერხი თანაბრად პატიოსანი


და მისაღები როდია. მაგალითად, კინოვარსკვლავის ან საზოგადოებაში ცნობილი
პირის მიერ პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერისას ე.წ. ჯოგის პრინციპით
მოქმედება, როცა ადამიანები სტიქიურად ემხრობიან უმრავლესობას ან თუნდაც
ძლიერთა უმცირესობას. აქ ჩანს პროპაგანდასა და სწავლებას შორის არსებული
სხვაობა: მასწავლებელი გვიხსნის როგორ ვიფიქროთ, პროპაგანდისტი „გვაიძულებს“
- რა ვიფიქროთ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ცნობილი მრჩეველი ერლ ნიუსომი


გამოყოფს დარწმუნების 4 პრინციპს, რაც ემყარება იდეის ან პრობლემის მიმართ
პიროვნების დამოკიდებულებას და შესაძლო ქმედებებს საპასუხო რეაგირების
სახით.

1. იდენტიფიკაცია - მხოლოდ მაშინ ვამყარებთ პირად კავშირს იდეასთან,


მოსაზრებასთან ან შეხედულებასთან, როცა ვგრძნობთ, რომ ის სასიკეთოდ
შეცვლის ჩვენ მომავალს, სურვილებს, მისწრაფებებს.
2. ქმედების შეთავაზება - კეთილგანწყობილნი ვართ ნებისმიერი იდეისადმი,
თუკი მას თან ახლავს სამოქმედო გეგმა და განსაკუთრებულად ვემხრობით,
როცა გარკვეულ კომფორტს ვგრძნობთ.
3. აღიარება და ნდობა - არ ვემხრობით ისეთ იდეებს, რომელთა წყარო ნაკლებ
სარწმუნოა. ყოველთვის ვენდობით კომპეტენტურ ადამიანთა აზრს ან
საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს.
4. სიცხადე - იდეის ან მოვლენის მხოლოდ მაშინ გვჯერა, როცა მისი არსი
მკაფიოდ გვესმის და ნათლად ვხედავთ მას.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთერთი საუკეთესო საშუალებაა თვით-


დარწმუნება. თავად უნდა ვერკვეოდეთ თემის შესახებ, გვჯეროდეს, რასაც ვამბობთ
და შემდეგ დავარწმუნოთ გარშემო მყოფნი. როცა საკითხში კარგად ვართ ჩახედული,
ვიცით საქმის ვითარება და გვაქვს სათანადო კომპეტენცია, საუბარიც
დამაჯერებელია და ნებისმიერი სახის გამოსვლა თუ წარდგენა გაცილებით
შედეგიანი. არგუმენტირებული მსჯელობა, ფაქტების, შედარებების ან/და
მაგალითების მოყვანა ნათქვამის ჭეშმარიტებას ასაბუთებს.

ინფორმაციის მიღების ე.წ. დიფუზურ ციკლში გამოიყოფა 6 ფაზა, რაც დარწმუნებას


განაპირობებს და ცვლის სიტუაციას:

1. გაცნობა - იდეის ან მოქმედების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა


2. ინფორმირება - ყურადღების მიქცევა / ინტერესის გამოწვევა
3. შეფასება - შეტყობინების დამუშავება, ალტერნატივების განხილვა
4. თანხმობა - მიღებული ინფორმაციის სათანადო აღქმა
5. ათვისება - მთლიანი მოცულობით დამახსოვრება
6. გამყარება - საკუთარი დამოკიდებულების გამომჟღავნება

ინფორმაციის გადმოცემის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა თხრობითი სასაუბრო


მანერა. ეფექტურობას ამაღლებს ამბის მოყოლა ბუნებრივად, მცირედი პაუზებით,
ცვლადი ტემპით და რაც მთავარია, ენთუზიაზმით. პროფესიონალ ორატორებს
შეუძლიათ ადვილად, გარკვეული არტისტიზმით გადმოსცენ ამბავი, რაც
აუცილებლად უნდა იყოს მოკლე და გასაგები.
საუკეთესო გამომსვლელები ერიდებიან ისეთი ტიპის ფრაზებს, როგორიცაა, „მე
მინდა განვიხილო“, „მე მსურს ხაზი გავუსვა“, „მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ,
რათა მომეცით შესაძლებლობა“... ამის ნაცვლად ამბობენ: „მოდით განხვიხილოთ“,
„ გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ“, „მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“.

აუდიტორიის კმაყოფილებას იწვევს ე.წ. დამარწმუნებელი სტილი, რომლის


მეშვეობითაც

 ვაღიარებთ აუდიტორიის მნიშვნელობას


 ვაჩვენებთ განსახილველი თემის აქტუალობას
 ვადასტურებთ პროფესიონალურ გამოსვლის მანერას

ნებისმიერი გამოსვლა შედგება 3 ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან:


1. გამომსვლელის დამოკიდებულება აუდიტორიისადმი;

2. შთაბეჭდილება, რაც აუდიტორიას ექმნება პრეზენტაციის შედეგად;

3. გამოსვლის მანერა დასახული მიზნის მისაღწევად.

სამივე მათგანზე თანაბარზომიერი ყურადღება ადასტურებს საჯარო გამოსვლის


ოსტატობას, რის საფუძვლეზეც მყარდება ურთიერთობის „ოქროს წესი“:

გამომსვლელის მანერა + ქმედება=აუდიტორიის რეაგირება

აუდიტორიაზე სასურველ გავლენას ვახდენთ, როცა:

 მასალა & გადმოცემის ფორმა მორგებულია აუდიტორიის მოთხოვნებთან


 პრეზენტაციის მსვლელობისას აქცენტი კეთდება ძირითად სათქმელზე
 მთელი გამოსვლის მანძილზე ყურადღებას ვანაწილებთ აუდიტორიის ყოველ
წევრზე
სასარგებლო ბმულები:

https://youtu.be/ZH5GpdMmIO8 - No Freaking Speaking: Managing Public Speiking


Anxiety

https://youtu.be/53HTS-gxD9w - What do I do with hands? Effective presentation gestures

https://youtu.be/m7SSj5Z5kTo - Effecitve body language for Public Speaking

https://youtu.be/y4O5szBzIA0 - Powerful Presentation skills: body Language

https://www.youtube.com/watch?v=eIho2S0ZahI How to speak so that people want to


listen | Julian Treasure

https://www.youtube.com/watch?v=Ks-_Mh1QhMc – Your body languade shapes who you


are / Amy Cuddy

https://www.youtube.com/watch?v=k8GvTgWtR7o – 6 Public Speaking tips to hook any


audicence

https://www.youtube.com/watch?v=oGdO_3jlVas - 10 Speaking Tips | Advanced


Presentation Advice | How To Give A Powerful Speech | Public Speaking

https://www.youtube.com/watch?v=qX-MaH2Jrq4 - How to Overcome Your Fear of


Public Speaking / Brian Tracy

https://www.youtube.com/watch?v=dEDcc0aCjaA

https://youtu.be/NyE1Kz0e--0
https://www.youtube.com/watch?v=NXqUWHgBrCE

დანართი 1. რეკომენდაციები გამოსვლის მოსამზადებლად

გამოსვლის სტილი წარდგენისას

 სიტუაციასთან მორგება  ვაცნობთ საკუთარ თავს

 ყურადღების მიპყრობა  ვასახელებთ თემას

 მიზანზე აქცენტი  ვამბობთ ძირითად მიზანს

 ზომიერების დაცვა  ვაკონკრეტებთ დროს

 ბუნებრივი მანერა  ვუთითებთ ჩატარების სტილს

 ნდობის მოპოვება ვავლენთ კომპეტენტურობას &


პროფესიონალიზმს
 კომპეტენტურად საუბარი

გადმოცემის მანერა ხმის ტემბრი - დამაჯერებელი

ინტონაცია - აუღელვებელი

საუბრის ტემპი - მშვიდი

ქცევის მანერა ჟესტიკულაცია - ზომიერი

დგომა/მიმართვა - თავდაჯერებული

ჩაცმულობა - სიტუაციის შესაფერისი


ენთუზიაზმი - დადებითი განწყობა

დანართი 2. გამოსვლისთვის საჭირო ინფორმაცია

თარიღი / დრო:

თემა:
ძირითადი ნაწილი: რაზე ვისაუბრებ
მონაცემები აუდიტორიის შესახებ
რაოდენობა / სქესი
საშუალო ასაკი
ზოგადი სტატუსი
არსებითი საკითხები
1.
2.
3.
დროის განაწილება
შესავალი / დასკვნა

ძირითადი ნაწილი
დრო შეკითხვებისთვის
30 წმ-იანი ვერსია ძირითადი შეტყობინებისთვის
დანართი 3. როლური თამაში - ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება

დავალება: ჯგუფის წევრები ირჩევენ ქვემოთ ჩამოთვლილ ერთერთ თემას


(დასაშვებია,რომელიმე ორი ჯგუფის არჩევანი დაემთხვას, თუმცა შინაარსი უნდა
იყოს განსხვავებული  ). ჯგუფური წარდგენა გულისხმობს მოსამზადებელი
სამუშაოების შესახებ საჯარო საუბარს ანუ ჯგუფის წევრებიდან ერთერთი ახსნის
რატომ აირჩიეს კონკრეტული თემა. რა ტიპის შეხვედრას დაგეგმავენ ამ თემის
წარსადგენად, ვინ არის მიზნობრივი აუდიტორია და რა საკვანძო საკითხებს
გააშუქებენ. დანარჩენ წევრებს შორის როლები გადანაწილდება პრეზენტაციის
სტრუქტურის შესაბამისად: ერთი ისაუბრებს შესავალი ნაწილის შესახებ, მეორე
მოკლედ მოყვება რას შეეხება ძირითად ნაწილში და მესამე შეაჯამებს დასკვნაში
მისანიშნებელ საკვანძო ფრაზას. ყოველმა გამომსვლელმა უნდა ჩამოაყალიბოს
თავისი ნაწილის მიხედვით „არსებითი შეტყობინება“ ანუ ხაზი გაუსვას რა არის
შესავალი / ძირითადი ნაწილის / დასკვნის საკვანძო მომენტი.

სავარაუდო თემები:

1. წარმოადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს


ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვას; პრობლემური
საკითხია საზოგადოების ჩართულობის გააქტიურება
2. თქვენი სატრენინგო ცენტრი დაინტერესებულია ჩაერთოს პროფესიული
განათლების ხელშემწყობ პროექტში და გეგმავს ახალი პროგრამების
შემუშავებას; ეძებთ პოტენციურ დაფინანსების წყაროს სასწავლო პროგრამის
რეალიზებისთვის.
3. მეგობრებთან ერთად დაარსეთ შემოქმედებითი კავშირი და გაქვთ საინტერესო
სცენარი თბილისის კულტურული ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იდეის
რეალიზებისთვის გჭირდებათ თანადაფინანსება სახელმწიფო
სტრუქტურებიდან.
4. მუშაობთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. გსურთ
თანამშრომლობის გაფართოება ინფრასტრუქტურის განვითარებით
დაინტერესებულ მხარეებთან. პრიორიტეტს ანიჭებთ რეკრეაციული სივრცის
შენარჩუნებას და გარემოს დაცვას.

ჯგუფური წარდგენისთვის მთლიანი დრო მაქს. 15 წთ (შეკითხვების


გათვალისწინებით). ჯგუფის ყოველ წევრს დაეთმობა 2-3 წთ.

შეფასების კრიტერიუმები: აუდიტორიასთან კონტაქტი, არსებით საკითხზე


არგუმენტირებული მსჯელობა, გადმოცემის ინდივიდუალური სტილი.
დანართი 4. პრაქტიკული დავალება

ტესტის შეკითხვებზე მართებული პასუხების მიხედვით ვადგენთ ეფექტური


პრეზენტაციის უნარებს და საჯარო გამოსვლის სათანადო კრიტერიუმებს

მიაქციეთ ყურადღება, რომ არცერთი პასუხი არაა მცდარი, თუმცა ერთერთი არის
ყველაზე ოპტიმალური. გამონაკლისია მესამე შეკითხვა, სადაც 10 სავარაუდო
პასუხიდან უნდა დაასახელოთ 4 უმთავრესი.

გთხოვთ, ახსნით დაასაბუთოთ თქვენი ვერსიის მართებულობა.

1. პრეზენტაციის მიზანია
1.1. ინფორმაციის გაფილტვრა
1.2. აუდიტორიის დარწმუნება
1.3. დასახული მიზნის მიღწევა
1.4. გადაწყვეტილების წარდგენა
1.5. ინფორმაციის მიწოდება

2. კომუნიკაცია ეფექტურია, როცა წარდგენისას დამყარდა:


2.1. ორმხრივი ურთიერთობა
2.2. მხედველობითი კონტაქტი
2.3. ემოციური დამოკიდებულება
2.4. შემოქმედებითი მიდგომა
2.5. ლოგიკური დარწმუნება
*ჩამოთვლილი 10 ვერსიიდან აარჩიეთ 4 ყველაზე ოპტიმალური პასუხი

3. *პრეზენტაცია წარმატებულია, როცა


3.1. გაჯერებულია იუმორით
3.2. იქცევს მსმენელის ყურადღებას
3.3. უბიძგებს გადაწყვეტილების მიღებისკენ
3.4. იკვლევს კონკრეტულ საკითხს
3.5. იძლევა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას
3.6. დამახსოვრებადია
3.7. ხიბლავს აუდიტორიას
3.8. სათანადოდ არის დაბალანსებული
3.9. ცნობადს ხდის ძირითად თემას
3.10. არსებით საკითხებზეა კონცენტრირებული

4. გამოსვლის ეფექტური მანერა, როგორც ინდივიდუალური სტილი :


4.1. ხელოვნურად ქმნის ემოციურ განწყობას
4.2. გადაფარავს შინაარსის პასიურ ხასიათს
4.3. რიტორიკული შეკითხვით იწყება
4.4. წინასწარ კარგადაა მომზადებული
4.5. გამომსახველობას მატებს პრეზენტაციას

5. პრეზენტატორის ჩაცმულობა/სამკაული, როგორც მხედველობის სიგნალები,


უნდა იყოს:
5.1. თანამედროვე, მოდური
5.2. აუდიტორიის სტილზე მორგებული
5.3. ინდივიდუალობის მიმანიშნებელი
5.4. ყურადღების მისაქცევი
5.5. ზედმიწევნით აკადემიური
6. შემოქმედებითი მიდგომა გამომუშავდება:
6.1. გამომსვლელის კრეატიული ბუნების მეშვეობით
6.2. მზადების პროცესში დასმული შეკითხვებით
6.3. პრეზენტაციის სტრუქტურის მიხედვით
6.4. სარწმუნო ფაქტორების გამოყენებით
6.5. ხელშემშლელ პირობათა დაძლევით

7. აუდიტორია კმაყოფილი რჩება, როცა პრეზენტაცია


7.1. ლაკონურადაა გადმოცემული
7.2. დრამატული შესავლით იწყება
7.3. თანამედროვედაა მომზადებული
7.4. ობიექტურად დამაჯერებელია
7.5. დატვირთულია თვალსაჩინოებით
7.6. სასარგებლო ინფორმაციის მომცველია
დანართი 5. აუდიტორიის გაანალიზების დამხმარე შაბლონი

აუდიტორიის დახასიათება

დემოგრაფიული ანალიზი:

ასაკი -----------(საშუალო წლოვანება)

რაოდენობა: -------------- სქესი: ___________________

სოც.ეკონომიური სტატუსი: _________________________

თვისობრივი დახასიათება

ძირითადი ინტერესები: ________________________________

ტრენინგის მიზანი: ______________________________________

მსმენელის მოლოდინი: ___________________________________

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

თეორიული ცოდნა -------------------------------- (ზოგადი ხასიათის)

პრაქტიკული შეხება ---------------------------------

რა საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი:ა) _________________________

ბ) ___________________________

გ) ____________________________

დამატებით რა აინტერესებთ: _______________________________


_______________________________

დანართი 6. პრაქტიკული სავარჯიშოები

ხართ დებატების მონაწილე, მეორე მონაწილესთან და ჟურნალისტთან ერთად


ირჩევთ სტატუსს და განსახილველ თემას, მოფიქრებისთვის გეძლევათ 5 წთ, დრო
დებატებისთვის 10 წთ.

ხართ ჟურნალისტი, დებატების მონაწილეებთან ერთად ირჩევთ განსახილველ თემას


და აყალიბებთ თქვენს პოზიციას, მოსაფიქრებლად დრო 5 წთ, დებატები - 10 წთ.

ხართ რომელიმე ორგანიზაციის (მოფიქრების დრო 5 წთ) ადამიანური რესურსების


დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გენ.დირექტორთან ერთად ჩამოაყალიბეთ
პოტენციური ვაკანსია. გააცანით სამუშაოს მაძიებელს. გასაუბრების დრო: 10 წთ

ხართ სამუშაოს მაძიებელი, გაეცანით განაცხადს ვაკანსიის შესახებ, ჩამოაყალიბეთ


თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რამდენად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.
მოფიქრების დრო 5 წთ, გასაუბრების დრო: 10 წთ

წარმოადგენთ ერთერთ ორგანიზაციის გენ.დირექტორს, შეაფასეთ გამოცხადებულ


ვაკანსიაზე მოსულ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი. დისკუსიის დრო 5 წთ.
გაქვთ საკუთარი ბიზნესი, საქმიანობის გაფართოების მიზნით ეძებთ პოტენციურ
ინვესტორს / სპონსორს, ჩამოაყალიბეთ არგუმენტები, ინვესტირების/ფინანსირების
მოსაპოვებლად. მოფიქრების დრო 5 წთ. წარდგენა-დასაბუთებისთვის დრო 10 წთ.

მცირე ბიზნესის მქონე პირისგან განსახილველად მიიღეთ საინტერესო წინადადება.


ჩამოაყალიბეთ შეკითხვები / კონტრარგუმენტები, რატომ უნდა დააფინანსოთ
აღნიშნული პროექტი. მოფიქრებისთვის დრო 5 წთ. დისკუსიის დრო 10 წთ.
დანართი 7. შეაფასეთ საკუთარი სახასიათო თვისებები

ხართ თუ არა ლოგიკურად მოაზროვნე ტიპი ?

დიახ არა ნაწილობრივ


N
1 მიყვარს შახმატის თამაში

2 მიყვარს ექსპერიმენტები, რომ ჩავწვდე რაიმეს


მექანიზმს

3 მიყვარს საგნების დახარისხება, რომ გავიგო მათი


ურთიერთკავშირი

4 პრობლემის გადაწყვეტაში უპირატესობას ვანიჭებ


სისტემურ მიდგომას
5 ადვილად ვადგენ სუსტ წერტილებს სხვების
მოქმედებისა თუ განხილვების ლოგიკაში
6 არ მიჭირს საოჯახო ანგარიშების და აღრიცხვების
შედგენა
7 მიყვარს სახლშიც და სამსახურშიც საქმეების
შედგენა
8 ადვილად ვაანალიზებ არგუმენტებს და
სიტუაციებს

9 მაინტერესებს მათემატიკის, მეცნიერების და


ტექნიკის მიღწევები
10

ხართ თუ არა შემოქმედებითი ნატურა ?

დიახ არა ნაწილობრივ


N
1 საქმის წამოსაწყებად არ მჭირდება
გარეგანი ბიძგები

2 ნონკონფორმისტი ვარ

3 სამუშაომ შეიძლება “ჩამითრიოს”

4 შეუპოვარი ვარ

5 გაურკვევლობების არსებობა

6 პრინციპული ვარ გადაწყვეტილების


მიღებაში

7 მაქვს ინტუიციის უნარი


8 მაქვს ესთეტიკის შეგრძნებები

9 შემიძლია გავრისკო

10 არ მაშინებს მარცხი

მიზნის მიღწევის მცდელობა ტიპაჟების მიხედვით

ტიპაჟი ენა და სიტყვათა მარაგი მოძრაობა/ მეტყველების


ჟესტიკულაცია ტემპი

B მკაფიო/განსაზღვრული აქტიური ჩქარი

E შთაგონებითი, აქტიური ჩქარი


გამომსახველობითი

S ემოციური თავშეკავებული ნელი

T კონკრეტული თავშეკავებული ნელი


ფაქტებზე მიმართული
მიმართვის ფორმათა კლასიფიკაცია

გაბედული გამომსახველობითი მგრძნობიარე ტექნიკური


B E S T

ადვილად იღებს უყვარს გართობა დამოკიდებული კარგად


პასუხისმგებლობას სხვებზე აანალიზებს
(გარემოზე) და გეგმავს
შეუძლია სხვების მოქმედებს საიმედოა უყვარს
შთაგონება სპონტანურად დეტალები

ორიენტირებულია სარგებლობს არ ჩქარობს “კირკიტა”


მიღწევებზე მოულოდნელობებით ხასიათი
აქვს
მამაცია შეუძლია განწყობის ჯიუტად მიყვება აკურატულია
ამაღლება გზას ამოწმებს
ფაქტებს
აღწევს შედეგებს შეუძლია სხვების არ ვარდება სერიოზულად
დარწმუნება პანიკაში ეკიდება
ხარისხსს

You might also like