You are on page 1of 22

ცოდნის მართვა

ცოდნის ძიების გზები

ისევე როგორც სწავლების თეორია ზრდის ცოდნის თეორიას, ასევე იქნება ლოგიკური,
რომ დაკვირვების ობიექტის ქვეშ მოვაქციოთ ინსტრუქციის, ანუ ქმედების მეთოდები.
კურიკულუმში არსებობს ჭეშმარიტების სხვადასხვა თეორიები, ასევე არსებობს ცოდნის
მიღების სხვადასხვა გზები. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების შეცნობა
შესაძლებელია სხვადასხვა კონცეფციების მეშვეობით.

ცოდნის ძიების გზების განხილვა დავიწყოთ შესაბამისი თეორიით, რომლის


მიმდევრებიც ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტების შედეგები მოდის აზროვნებიდან, შიშველი
სიმართლიდან. ეს მეცნიერები გამოდიან ერთგვარი „ვარაუდის თეორიიდან“, რომელიც
ეყრდნობა ექსპერიმენტებს. მაგალითად: სკოლის მოსწავლე ბავშვისთვის, რომელიც
ცხოვრობს სოფელში და მისი მშობლები ფერმერები არიან, იცის თუ როგორ კეთდება კარაქი,
ვინაიდან ის უყურებს ამ პროცესს ყოველდღიურად. აქ ამ ბავშვის საქციელში არის
გამოჩენითი ქმედება. ამას არ სჭირდება ფარული ეპისტემოლოგიური თეორია რომ ახსნას ის.
ეს არის ის „რაღაცა“, რაც ბავშვმა იცის. ჭეშმარიტების თეორიის სხვა მიმდევრები არ აყენებენ
თავიანთი გრძნობის აღქმას იმისათვის, რომ შეიცნონ რეალობა. ამ შემთხვევაში გრძნობითი
ინფორმაციის ალბათობა და რწმენა მეტად ნაცნობია მათთვის. ნებისმიერ ობიექტს აქვს
წახნაგები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია იქნას წარმოჩენილი ჭეშმარიტება.
ხანდახან ეს ხდება შემთხვევითობით. მაგრამ უმეტესად კი ეს არსებითი ბუნებიდან
გამომდინარეობს. ავიღოთ მაგალითი: ბავშვი მიდის სკოლაში. დროის გასაგებად ის
დასცქერის მაჯის საათს. საათი შესაზებელია იყოს მაჯის, ჯიბის, რომელსაც ექნება ან
მექანიკური, ან ელექტრონული მექანიზმი. დროის გასაგებად წინ წამოიწევა შემთხვევითი
ფასეულობები. ეს გახლავთ ადამიანის გონების არსებითი ფორმა. როდესაც გონების ფორმა
ახდენს ოპერირებას ობიექტივის ფორმაზე. თუნდაც ის, რომ არ იყოს ზუსტი მეცნიერება,
როგორიცაა ფიზიკა–მათემატიკა. (საათის გაგებას არ სჭირდება ასეთი სახის გამოთვლები). ეს
არის რეალობის თეორია. ცოდნა გავლენას ახდენს საგანზე და გვეხმარება საგნის ჭეშმარიტ
აღქმაში. ანუ გაშიშვლებით გვიხატავს რეალურ სურათს.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, გამოვყოთ 5 ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი ეს არის


შეტყობინება, ანგარიში. (რაღაცის მიმართ); მეორე გახლავთ მეხსიერების წარმოდგენებისა და
ფანტაზიების წარმოსახვის უნარი. მესამე ეს არის აქტიური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია
გამორჩევა შემთხვევით და არსებით ფასეულობებს შორის. მეოთხე გახლავთ კოგნიტური
ინტელექტი, ხოლო მეხუთე კი ყველა ტერმინისა და გამოთქმების კონცეპტუალური დასკვნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი რომელიც ცოდნას ეუფლება, არ არის ჩახედული ამ
ნიუანსებში. მას სულაც არ აინტერესებს სწავლის ან ცოდნის მორფოლოგიური
თავისებურებები. ადამიანი თავდაპირველად ცოდნას და განათლებას ეუფლება, ხოლო
სემდგომ ეტაპზე კი მიდის გაგებისაკენ. ჭეშმარიტი სწავლული გახლავთ ის, ვინც ეძებს
ცოდნას ფართო თვალსწიერიდან, განსაზღვრებიდან და არ იფარგლება მცირე ცოდნით. ამით
ეს პიროვნება ორგანიზებას უკეთებს სათანადო იერარქიულ კავშირს ერთი დონიდან
მეორეზე.

სწავლების პროცესში ადამიანი ეძიებს და იღებს შესაბამის ცოდნას. რაღაცა გარკვეული


პერიოდის შემდეგ თანდათან ფართოვდება მისი თვალსაწიერი. მსწავლელი პიროვნების
გონება აღჭურვილია ძირითადი საბაზო იდეებით და პრინციპით „ყოფნა“ (being)
„წინააღმდეგობა“ (contradiction) მიზეზი და ეფექტი (cause and effect). ეს ჩამოთვლილი
პრინციპები არ ისწავლება გამოცდილებით, ისინი მხოლოდ მოთხოვნათა დემონსტრაციას
ახდენენ. ანდა სულაც მტკიცებულებებია და არა ფიქსირებული თარიღები. ყველა ეს
ჩამოთვლილი პრინციპი თავისთავად დამყარებულია ექსპერიმენტზე.

აღსანიშნავია რელიგიის დამოკიდებულება ცოდნის მიღებისა და სწავლების ბუნებაზე.


კათოლიციზმი აქ ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც სურს მიიღოს ცოდნა, მას უნდა ჰქონდეს
რწმენა. ადამიანის ბუნების სისუსტე შესაძლებელია შემდგომში იქნას განმტკიცებული
ჭეშმარიტი ხსნით და კეთილი ნებით. ეს თავისთავად არ ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნების
ცხოველურ მხარეს, რომელიც საჭიროა ძალაუფლებისათვის. სამი უმთავრესი რამ,
როგორიცაა რწმენა, კეთილშობილება და ღვთიური ხსნა აუცილებელია ინტელექტისათვის,
რათა უფრო ღრმად იქნას დანახული ჭეშმარიტება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
ჩასახული ინტელექტი დიდ რბოლაშია მოკლეაღქმასდ ინტელექტთან. აქ შეინიშნება
გადახრა ძალაუფლებისაკენ. აღსანიშნავია, რომ ცოდნის მიღების გვიან ეტაპებზე, იგი
„თავისუფლდება“ ავტორიტარული სენისაგან. უკვე შემდეგ ეტაპებზე ინტელექტი
იმდენადაა გაძლიერებული, რომ ძალუძს ჭეშმარიტების გამოვლინება. აქ ერთადერთი
კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტებისაღმოჩენა ლიმიტირებულია. აქ მხოლოდ
მცირე ადგილია კრეატიულობისა და გამოგონებითი სწავლისათვის. როგორც აღმოჩენითი
ფორმა, სწავლა ყოველთვის მოძრაობს და მიემართება მაღალი დონისაკენ. ეს არის
ობიექტურად აზროვნების ერთ–ერთი ფორმა.

სასწავლო კურიკულუმში ეს ყველაფერი წინასწარაა გაწერილი და ამ გაწერილ


პროგრამას მასწავლებელი წარადგენს მოსწავლესთან. მოსწავლეები კი აკეთებენ იმას, რასაც
მასწავლებელი წარადგენს და ეუბნება.

თუ ჩვენ ხელახლა განვიხილავთ ჭეშმარიტების თეორიას, აღმოვაჩენთ მსგავსს და


განსხვავებულ კონცეფციებს ცოდნის შესახებ. აქაც ცოდნა გვხვდება როგორც გრძნობითი
შემეცნება. აღქმითი მგრძნობელობა ამ შემთხვევაში არ არის პირველი ობიექტურობის
თვალსაზრისით. ამასთანავე, თუ ვიქნებით თანმიმდევრულები, მაშინ საეჭვოა რომ
შევხვდეთ შიშველ სიმართლეს საერთოდ. განვიხილოთ ი.კანტი – არ არსებობს რაღაცა
იმედი, რომ გაიგო ჭეშმარიტება–ობიექტურობა. ეს შეხედულება გრძნობითი აღქმისკენაა
მიმართული. რეალური სურათი კი ზუსტადაა კოპირებული სინამდვილისაგან. მეტი
კოპირებულობაა იმ შთაბეჭდილებებში, რომელებიც ადამიანის ხასიათში უფრო მეტად
ჯდება და ადამიანის ხასიათში განთავსებულია ბუნებრივად. გონებას შეუძლია ცოდნის
წარმოშობა გარკვეულ დროში, გარკვეულ სივრცეში გამოწვევით. ეს ცნობილია „კოპირებული
ცოდნის თეორიის“ სახელწოდებით. გონება მიღებული ინფორმაციის თანმიმდევრულ
დამუშავებას ახდენს. რაც უფრო თანმიმდევრულია ესა თუ ის ინფორმაცია, მით უფრო
მეტად უახლოვდებიან ისინი სამყაროს კანონებს და ადგენენ მათ რაციონალურობას.
შესაძლებელია აქ ცოდნის სხვა გზაც იყოს გამოვლენილი. ის გზა, რომელიც აცხადებს, რომ
მთლიანად იწოვს, შთანთქავს რეალურობის ძირითად ბირთვს. აქ ცოდნა სხვა სახით
წარმოგვიდგება, როგორიცაა სიბნელეში უცაბედი სინათლის გაელვება.

ხანდახან რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორი სიტუაციაა და რამდენად სწორადაა


ის წარმოდგენილი. ის მიუწვდომელი, აღუწერელი სახით წარმოჩნდება. აქ შესაძლებელია
რომ ასეთი სახის ცოდნა პიროვნების ინდივიდუალურობის გამომხატველი იყოს.

სწავლების პროცესში მასწავლებელს ძალუძს, რომ მოსწავლეს მიუთითოს რაღაცაზე, რაც


წინ წამოსწევს მის ინტუიციას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ინტუიცია არაა მკვეთრად
გამოხატული, არაა აუცილებელი მოსწავლის თითოეული ნაბიჯის გადამოწმება. ასეთი
შემოწმება შესაძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ინტუიციისა და მისტიციზმის
წარმოჩენა როგორც ცოდნის გზებისა, არაფრის მომცველია.

ცოდნის პრაგმატულ გზებს მკვეთრად განსხვავებული შედეგები უდევს საფუძვლად. ეს


პროცესი განსაკუთრებით წარმატებით ხორციელდება მაშინ, როდესაც პრაგმატული
სიმართლის კონცეფცია მიზნად ისახავს სამყაროს სიმართლესთან დაახლოვებას და
ცდილობს გადაჭრას აწმყოს პრობლემები. სწავლა არ არის მხოლოდ კოგნიტური პროცესი.
სწავლისათვის აუცილებელია ნაცნობი პროცესების გაზიარება. აქედან გამომდინარე
შეიძლება ითქვას, რომ სწავლა არ დაწყებულა ისე, როგორც ეს წინა თეორიებში ითქვა,
როგორც იყო გრძნობა ან ინტუიცია. უფრო უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ სწავლა დაიწყო
მოსწავლის ან ორგანიზმის ინტერაქტივებით თავისივე გარემოსთან. სხვადასხვა
მიზეზებითა და გარემოებებით, პერიოდულად ხდება „გაჩერება – შესვენებების“ პროცესები
სწავლაში. ეს „გაჩერება – შესვენებების“ პერიოდი წარმოშობს პრობლემის მოთხოვნას,
საიდანაც შემდეგ ეტაპზე ხორციელდება ძებნა პრობლემის გადაჭრისათვის. ეს მარტო
გონებრივი პროცესი არ გახლავთ. მსწავლელი ადამიანი ერთგვარად იყენებს თავის ფიზიკურ
მონაცემებსაც. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, პოზიტიური თუ
ნეგატიური, შეიძლება ითქვას ის, რომ მსწავლელმა იცის თუ რას აკეთებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარემოსთან კავშირში მყოფი ყველა წამოწყება. მთავრდება


ცოდნის დაუფლებით, უფრო მეტიც, ბავშვის დამოკიდებულება გარემოსთან, ეს არის
ერთგვარი გამოცდილების შეძენა. ანუ პიროვნების კიდევ იფრო მეტად დაახლოვება
გარემოსთან. რაც აისახება ფერში, ბგერაში, სუნში, ხელოვნება ეს არის მგრძნობელობა
ინტუიტიური გარემოსადმი და ეს გამოუხატავია. შეიძლება ითქვას, რომ მოზარდი რაღაცა
პერიოდის განმავლობაში, ექცევა სამყაროს გავლენის ქვეშ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ არ
აქვთ განსჯის, კრიტიკისა და ინტერპრეტაციის უნარები გამომუშავებული. ცოდნას ადამიანი
ეუფლება გარკვეული დროის მანძილზე. ცოდნა ყალიბდება რაღაცა განვითარების
საფეხურების შედეგად. ამ საფეხურეობრიობაში კი მთავარი როლი ინტელექტმა შეასრულა.

საინტერესოა ცოდნის მიღებაში ძალაუფლების, ავტორიტარიზმის როლი. არსებობს


სხვადასხვა მიზეზი იმსია, რომ მოსწავლეს არ აქვს დრო, სურვილი და მიდრეკილება
ჭეშმარიტების კვლევებისადმი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ მას აქვს წარმოდგენა
წინასწარ ვარაუდებზე. ასეთი სახით მოსწავლე არ იღებს და არ აღიარებს სიტყვას
ავტორიტარიზმი. მაგრამ რამდენადაა გარანტია იმისა, რომ ასეთი სახით მოსწავლე
დაადგება ცოდნის დაუფლების სწორ გზას?

ამ შემთხვევაში ვიღაცა გარკვეულწილად იყენებს ავტორიტარიზმის პრესტიჟს. აქ


აღსანიშნავია კათოლიკური ეკლესიის მაგალითი, კათოლიკური სკოლა. ასეთი სახის
სკოლაში მასწავლებელს ყოველთვის მოჰყავს მაგალითი ძველი ტრადიციებიდან და ამას აქვს
საფუძველიც. მაგრამ პრინციპულად ის დამყარებულია ფაქტზე, რომ აღმოჩენილია
ღვთიური ნება და ესაა მთავარი. ცოდნის მირების ყველა გზა ჭეშმარიტების შეცნობისაკენ
მიდის. ცოდნის ძიების ასეთი გზებია: შესაბამისობა, დამოკიდებულება, შემცველობა და
შრომისუნარიანობა. თითოეული მათგანი ცოდნის მიღების სტანდარტია.

ცოდნის დაუფლების თანამედროვე სტანდარტები არაკეთილგანწყობილ


დამოკიდებულებაშია ავტორიტარულ მეთოდებთან. ეს თანამედროვე მეთოდები
დაფუძნებულია ადამიანის შინაგან ბუნებაზე, რომელიც მომდინარეობს საჯარო აზრით,
შეხედულებებით. ავტორიტარიზმი კი დაფუძნებულია მხოლოდ კერძო, პირადულ
შეხედულებებზე. იგი შეიძლება წარმოადგენდეს მცირე ადამიანთა ჯგუფის, ანდა სულაც
ერთი პიროვნების აზრს. აქ აღსანიშნავია ერთი რამ. ცოდნის დაუფლებისას, მრავალი
მეცნიერი ურჩევს მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომ მიიღონ მცირედი ავტორიტარული
ცოდნა, ვინაიდან ისინი მომავალში უკეთ გააცნობიერებენ ცოდნის დაუფლების გზებს და
გააკეთებენ საკუთარ დასკვნებსაც. უმეტეს შემთხვევებში მოსწავლეები ვერ წვდებიან
ცოდნის მიღების ავტორიტარული გზების დედააზრს. „ავტორიტარიზმის მიუღებლობას
ადამიანი სწავლობს ნელა და მისი ცოდნის მიღება დამყარებულ უნდა იქნას პირად
პერსონალურ გამოცდილებებზე. ასეთ ადამიანს არასოდეს ეცოდინება სხვისი შეცდომები და
იგი საკუთარი გამოცდილების მიღების შედეგად აითვისებს ცოდნას.“ Cf.Charles; D Hardie
Truth and Falsy in Education Theory.

ეპისტემოლოგიური მეთოდი როგორც ასპექტი ცოდნის თეორიაში


განათლების საერთო მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად სწორად უნდა იქნას
შემუშავებიული კურიკულუმის სქემა. აქ საინტერესოა გამოვყოთ მოსაზრება, კლასში
კეთდება ის, რასაც მასწავლებელი აყენებს და აანალიზებს სწორად. სწორად აქ იჩენს თავს
ეპისტემოლოგიის მთავარი დანიშნულება რამდენადაა საჭირო სწავლა–სწავლების
პრინციპები.

როდესაც ვსვამთ კითხვებს – რას აკეთებს მასწავლებელი გაკვეთილის სწორად


წარმართვისათვის? უნდა იყოს თუ არა გაკვეთილი და სწავლების ფორმა ავტორიტარული ან
პრობლემატური? რა ჭრილში უნდა განიხილებოდეს გაკვეთილი? გაკვეთილი უმჯობესია
მატერიალურ თუ ლოგიკურ ასპექტში? ეს ყველა კითხვა ეპისტემოლოგიურ ჭრილშია
დასმული. ყველა ამ დასმულ შეკითხვას აქვს საერთო კითხვები – როგორ ხდება სწავლა?
როგორ უკავშირდება სწავლა ცოდნას? და ამ ორივე კითხვიდან გამომდინარე არსებობს
ასეთი სახის შეკითხვა – როგორია ინტელექტის როლი სწავლებისა და ცოდნის მიღების
პროცესებში?

სწავლა

საინტერესოა თანამედროვე მოსაზრებანი და შეხედულებები სწავლის შესახებ.


თუმცაღა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ წამოჭრილი
მთავარი პრობლემატური შეკითხვა – როგორ უნდა მოხდეს ახალი ცოდნის შეჯერება
გონებაში? აქ ცნობილია მათი დილემა შესაძლებელია იცოდე რამე ახალი, ან სულაც არ
იცოდე რაღაცა. თუ იცი, მაშინ დროს ხარჯავ მის ხელახალ დასწავლაზე, ხოლო თუ არ ფლობ
ამ სახის ცოდნას, მაშინ როგორ ამოიცნობ ამ სახის ჭეშმარიტებას მრავალში? ამ შემთხვევაში
ბერძნები არ მისდევდნენ პრინციპს „ Getting to Know“ . ჩვენ თუ სწავლას და ცოდნას ასეთი
პრინციპებიდან გამომდინარე განვიხილავთ, მაშინ კიდევ უფრო დიდი დილემის წინაშე
ვდგებით – როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა ძველი ცოდნის შეჯერება ახალთან და
მისცეს მოსწავლეებს ჭეშმარიტი ცოდნა? როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ახალი
მეტამორფოზია შეჯერება ძველთან? აქ აისახება მხარდაჭერის მეტაბოლიზმი. მაგრამ
როგორი ტრანსმუტაციაა აქ?

როგორ ხდება ახლის აღქმა გონების მიერ? განვიხილოთ რამდენიმე თეორია.

ვიტალიზმი – ამ თეორიის თანახმად, გონება არის უხილავი არსება, რომელიც ხშირად


სულის სახელწოდებითაა ცნობილი. ვიტალისტური თეორიის თანახმად სწავლა არის
პერსონალურად მთლიანი გამოცდილება, თავისთავად აქტუალური, რომელიც შეიცნობს
ჭეშმარიტებას საკუთარი მცდელობებით. თუ სწავლას ეგზისტენციალიზმის ("არსებობა"

მიმართულება თანამედროვე ფილოსოფიაში; მისი ძირითადი თემაა პიროვნების ბედ-


იღბალი თანამედროვე სამყაროში, რწმენა და ურწმუნოება, სიცოცხლის აზრის დაკარგვა და
შეძენა) ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება ითქვას რომ სწავლა არის ყოფითობა ანუ
ეგზისცენტრული ცნება.

შესაძლებელია რომ საკითხის ასეთი სახით დასმა არ იყოს ყველასათვის მართებული,


მაგრამ არ შეიძლება ვუარყვოთ ის, რომ რაღაცა ახლის დამკვიდრება ყველასთვის ერთნაირად
იოლი არაა. თითოეული ადამიანისათვის ყველაფერი ინდივიდუალურია, მისი ბუნებიდან
და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სწავლა კონცეპტუალური პროცესია, რომელიც
ოჯახიდან იწყება და სკოლით გრძელდება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწავლის ბუნება თავად ბავშვის შინაგან სამყაროშია. ამ


სკოლის მიმდევრები თვლიან, რომ ადამიანის ბუნება ადვილად დამყოლია, მაგ: ტექსტის
დასწავლა მექანიკური პროცესია და ეს გამოხატულებაა ბავშვის შინაგანი სამყაროსი.

ამ შეხედულებებთან კავშირშია ბიჰევიორზმის თეორიაც. ამ მიმართულების


მიმდევრები გონებას დასცინიან. როგორც „Ghost in the Machine” ან “Black Box”. სწავლის
ბუნებას ბიჰევიორისტები აფასებენ მოსწავლის ქცევიდან გამომდინარე. ბიჰევიორისტული
თეორიიდან გამომდინარე, სწავლა არის ახალი ქცევითი ნორმის შენაძენი მარტივ ან
კომპლექსურ მდგომარეობაში.

ზოგერთი მეცნიერი, ვიტალისტური თეორიის მიმდევარი, გონებას განიხილავს როგორც


უხლავ და არამატერიალისტურ არსებად. აქედან გამომდინარეობს, რომ გონებას შეუძლია
იმის აღქმა, რასაც ის აკეთებს და სწავლობს. ის ადექვატურია პროცესების მიმართ და იქცევა
ზუსტად განსაზღვრული გამოხატულებებით. სწავლა მიმდინარეობს მაშინ, როცა გონება
ცვლილებას განიცდის და შესაბამისად გარემოც იცვლება, ეს კი პრობლემატური საკითხია.

აქ კრეატიული ხედვის ელემენტები იკვეთება. სწავლების პროცესში კონფრონტაცია


ახალ ელემენტებთან, იწვევს სიტუაციურ გაურკვევლობას. ეს გაურკვევლობა არა მხოლოდ
კოსმიურ კავშირშია ინდივიდუალურ სამყაროსთან, არამედ მთელს ყოფითობასთან.
გარემოსა და საკუთარი ექსპერიმენტის შეჯერებასთან. ამ ყველა შეხედულებებიდან
გამომდინარეობს ახალი სიტუაცია, რომელიც ერთგვარი „ძალადობის ნიმუშად“
წარმოგვიდგება. ცოდნა პირდაპირ გონებაზე ახდენს დარტყმას. მაგრამ ისიც უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ცოდნა არ არის ერთადერთი გონების „დამრტყმელი ძალა“. აქ ხდება
მოდიფიცირება მსწავლელის ცოდნის მარადიულობაზე. სწავლება არის ძალადობრივი
სფეროების ერთგვარი რეორგანიზება, როგორიცაა გარემო და მსწავლელი. აქედან
გამომდინარე, ქცევის ნორმები და ნიმუშები ფუნქციურია როგორც ერთისთვის, ისე
მეორესთვის. „ძალადობის ნიმუშის“ შედეგი კი არის განხვავებული პიროვნება, რომელიც
სხვადასხვა დარგში ეუფლება ცოდნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლება არის ახალი
სტრუქტურის აქტუალური შენება.

ამის დასტურად მოვიშველიოთ ჰეიზენბერგის კურიკულუმის პრინციპები. თუ


სასწავლო ლაბორატორიაში მოსწავლე ცდილობს რომ გაზომოს ატომური ნაწილაკის
სიჩქარეც და მდგომარეობაც, ის აღმოაჩენს, რომ მას მხოლოდ ერთი პასუხის მიღება შეუძლია.
ანუ ერთი პასუხი ორი განზომილებიდან. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, თუ
რამდენად სწორ პასუხს მიიღებს სტუდენტი, მთავარია რომ ეს შედარება ზუსტად
გადავიტანოთ და განვმარტოთ განათლების მეცნიერებაში. რას ნიშნავს ასეთი შედეგი?
რეალობა გაურკვეველია თუ გარკვეულია იმდენად, რამდენადაც ეს საკმარისია? არის კი
მოსწავლე იმდენად ჭკვიანი, რომ მოახერხოს ყველაფერი ამის სათანადოდ გაფორმება?
მსწავლელი მოქმედებს მხოლოდ საკუთარ გარემოებებზე, ვინაიდან გარემო ჯიუტად
ახსენებს მცდელობას სწავლების პროცესში. მოსწავლე და კურიკულუმი ერთობლიობაში
არის განგრძობითობა. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, სწავლება არის ერთგვარი ქმედება
გარემოზე, ვინაიდან სწავლების გამოცდილება წარმოშობს და ქმნის ცოდნას.

აზროვნების პროცესში ადვილია შეცდომის დაშვება, ვინაიდან ეს დამოკიდებულია


ადამიანის ინტელექტსა და გონებაზე. შესაძლებელია ამ ტიპის შეცდომებმა კიდევ უფრო
სერიოზული სახის შეცდომები წარმოშვან და გააღრმავონ. აზროვნების პროცესებში ასეთი
შემთხვევითბა ძალიან ბევრია. მაგრამ აქედან არ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ სწავლება
უმოქმედოა და იგი არ ახდენს ზემოქმედებას გონების პასიურობაზე. შეიძლება ითქვას, რომ
ასეთი მიდგომის მექანიზმი ჰგავს წამლის ქმედებას, რომლის ეფექტიც ამ შემთხვევაში
მასწავლებლის როლზეა დამოკიდებული. ეს პოზიცია წინააღმდეგობაშია პროგრესულ
განათლებასთან. და ეს უფრო აქტიურია, ვიდრე პასიური.

არსებობს ორი ბანაკი, რომლებიც განათლების აქტიურობაზე და პასიურობაზე აკეთებენ


დასკვნებს. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ ცოდნის ბუნებაში, აქ გამოვყოფთ ადამიანისა და
მისი ყოფის პრინციპებს. სული „ფსიქე“ ცხოვრების პრინციპია, რომელიც შობს სწავლებას და
აქტიური პროცესია. (წმინდა ტომას აქვიტანელის ხედვა). ტომას აქვიტანელმა გაავლო
გამყოფი ხაზი ექიმსა და მასწავლებელს შუა. იმისათვის რომ გამოჯანმრთელდეს პაციენტი,
მან უნდა იმოქმედოს საკუთარ თავზე. ექიმს შეუძლია, რომ გამოუწეროს წამალი ავადმყოფს,
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სრული გამოჯანმრთელებისათვის პაციენტმა საკუთარ თავზე
უნდა მოახდინოს ზემოქმედება. ასეთივე მსგავსებაა განათლებასა და ცოდნის მიღებაზე.
მოსწავლემ თავად უნდა მოახდინოს გავლენა საკუთარ თავზე. მასწავლებელს ეს არ ძალუძს.
პედაგოგომა შესაძლოა მხოლოდ ცოდნა გადასცეს მოსწავლეს, მაგრამ მისი დაუფლება
მოსწავლემ პირადად უნდა შეძლოს. განათლებაც შესაბამისად არაა განცალკევებყლი
ცოდნისაგან. განათლება მოსწავლისაგან მოითხოვს მისი ბუნებრივი პოტენციალის
გამოვლენას სწავლების პროცესში.
მეცნიერთა ის ნაწილი, რომლებიც ემხრობიან აქტიურ სწავლებას, აქტიურ
კურიკულუმს, კეთებით სწავლებას და მსგავს ქმედებებს, მოხიბლულნი არიან ასეთი ტიპის
საგანმანათლებლო ქმდებებით. ცოდნის მიმართ აქტიური ქმედებები დამოკიდებულია
შინაგან ბიოლოგიურ ბუნებაზე. მეცნიერთა ეს ნაწილი თვლის, რომ მოსწავლემ უნდა
იმოქმედოს და იმოძრაოს, რომ ჰქონდეს სწავლის ადექვატური შანსი. მაგ: მოსწავლეები
წავიდნენ ფაბრიკასა თუ ქარხანაში და ნასწავლი მასალა თვალნათლივ განიმტკიცონ.
სურათები და წიგნები კარგია რაღაცა გარკვეულ დონემდე, მაგრამ ყველა ასეთი სახის მასალა
მხოლოდ სიმბოლოებია. ისინი შესაძლებელია რომ მასწავლებელმა გამოიყენოს გაკვეთილზე,
მაგრამ მხოლოდ რაღაცა პერიოდამდე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პირველწყაროს ცოდნა
შესაძლებელია იყოს მხოლოდ აქტიური პროგრამა.

ბიოლოგიურად ცოდნა მოიცავს კუნთთა ერთობლივ ქცევას. ამისი დასტურია


მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. მხოლოდ კითხვითი მიმართულებით შეუძლებელია
საკვრის ათვისება. მას თან სხვა აქტიური ქმედებებიც უნდა ერთვოდეს. ასევეა სპორტის
შემთხვევაშიც. როდესაც კალათბურთს ვთამაშობთ, კითხვა არ გვჭირდება, აქ მხოლოდ
აქტიური ქმედებებია საჭირო.

პრაგმატიკოსებისათვის პროგრესული განათლება დაფუძნებულია სხვადასხვა


მტკიცებულებებზე. აქტივობა ეს მთავარი მეთოდია ცოდნის მიღებაში. პრაგმატიმკოსმა
მასწავლებელმა ან მოსწავლემ შესაძლებელია არ იცოდეს ქმედებების საუკეთესო გზა. ასეთ
შემთხვევაში მან უნდა გადაიტანოს თავისი ჰიპოთეზები აქტივობების სერიაში. ეს უნდა
განხორციელდეს ისეთი აქტივობების მეშვეობით, რომლებიც წარმოშობენ ფიზიკურ
ცვლილებებს ბუნებაში. აქ დასკვნა: სწავლა ვერიფიცირებადი და ექსპერიმენტალურია. ის
შეიძლება იყოს ერთნაირი როგორც საკლასო ოთახში, ასევე ლაბორატორიაში. აქტიური
პროგრამის უმაღლესი მიზეზი არის არა ბიოლოგიური ან ონთოლოგიური, არამედ იგი არის
ეპისტემოლოგიური.

სწავლის აქტიური თეორიებისა და ცოდნის მიხედვით ეს ასპექტი ეპისტემოლოგიურია.


შესაძლებელია რომ მოსწავლემ არ იცოდეს თუ რას სწავლობს და მას მხოლოდ სჯეროდეს ან
ფიქრობდეს იმაზე რაზედაც სწავლობს. განვიხილოთ მაგალითი: შესაძლებელია მოსწავლემ
იცოდეს მათემატიკური ფორმულა და გაიმეოროს ის რამოდენიმეჯერ, მაგრამ არ ესმოდეს
მისი არსი, თუ სად და როგორ გამოიყენოს. გამონაკლისია მხოლოდ აქტიური სწავლების
პრაგმატული თეორია. აქ საინტერესოა სწავლების თეორიები. ავიღოთ ასტრონომიის
მაგალითი. აქ რწმენა დაკავშირებულია ასტრონომიულ კავშირებთან. ასევეა ისტორიის
მაგალითიც. სასწავლო აქტივობებს არ შეუძლია შეცვალოს ის, რაც ძველ ისტორიაშია,
შესაძლებელია რომ გაიზარდოს ისტორიული კვლევების რიცხვი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის
ისტორიულ ფაქტებს. სულ სხვა ტვირთი აწევს მორალურ განათლებას. ხსნის განათლება
ცოდნის გადამჭრელ პრობლემებს? თუ ცოდნას არ ძალუძს ისტორიისა და ასტრონომიის
პრობლემების გადაჭრა, მაშინ ადამიანს არ შეუძლია ასევე შეისწავლოს ეს საგნები
განსაზღვრული ფიზიკური აქტივობების გარეშე. ამ შემთხვევაში ასეთი სახის აქტივობებია
ტელესკოპი და ისტორული წყაროები. აქვე აღსანიშნავია განათლების პრაგმატიკოსთა
მოსაზრება, რომ იქ სადაც ბევრი ცოდნაა, მას ესთეტიური და მეცნიერული მიდგომები არ
ახასიათებს. ეს მეცნიერული და ესთეტიური ცოდნა გაიწმინდა ინტელექტის მიერ, იმ
მომენტში, სადაც ერთმანეთში შერეული იყო პრაქტიკული აქტივობები. აქვე აღსანიშნავია
ისიც, რომ როგორს ყველა მეცნიერულ საფუძვლებს ვერიფიცირება უდევთ საფუძვლად,
ასევეა სწავლაშიც. აქ უნდა იყოს ჩართული ის აქტივობები, რომლებსაც ვერიფიცირებული
საწყისები ექნებათ.

განათლება, ცოდნა და ჭეშმარიტება

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, განათლების ფილოსოფოსები ცდილობენ ისეთი


ტერმინების დამკვიდრებას როგორიცაა ცოდნა, ჭეშმარიტება, მტკიცებულება,
რაციონალურობა და სხვა. ეს რა თქმა უნდა ეპისტემოლოგიური ტერმინებია, რომლებიც
კავშირშია სწავლასთან, სწავლებასთან, სასწავლო კურიკულუმთან და განათლების
მიზნებთან. ამას გარდა ეს ტერმინები კავშირშია შემეცნებასთან, აზროვნებასთან და სწორედ
აქ იშლება ფილოსოფიის ძირითადი დანიშნულება განათლებაში.

ეპისტემოლოგიის ძირითადი თეორია გახლავთ სიმართლის (ჭეშმარიტების) დამტკიცება.


(justification) ეპისტემოლოგიურ სამეცნიერო სამყაროში მუდმივადაა დებატები იმაზე, თუ
სადაა და რომელია ის სიმართლე, რომელიც მტკიცებულებას შეესაბამება. ამ შემთხვევებში
იკვეთება ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნები, როგორიცაა ინტერნალიზმი ექსტერნალიზმის
საწინააღმდეგოდ, ნატურალიზმი – არანატურალიზმის საწინააღმდეგოდ და მრავალი სხვა.
ეს კონტრწინააღმდეგობები ბევრია და სწორედ აქ უნდ გამოიკვეთს ის, რაც არის ნამდვილი
ჭეშმარიტება.

მეორეს მხრივ, ეპისტემოლოგიის ნამდვილი დანიშნულება, მიზეზები, მიზნები ნათლადაა


გამოხატული განსაზღვრული განათლების ფილოსოფიაში. ეპისტემოლოგიის
დანიშნულების შესახებ კამათი ხშირად გამხდარა მეცნიერებში დავის საგანი. ეს მიდის
რაციონალური გაგების მეთოდამდე, რომელიც მდგომარეობს სიმართლის გაგებაში.
სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ იგი მაქსიმალურად დააახლოვო ნატურალურ
ბუნებასთან, ადამიანთა მდგომარეობასთან. ეს ქმნის ვარაუდს, რომ სიმართლის
ლეგიტიმაცია დაფუძნებულია სათანადო რელევანტურ და მაკავშირებელ
მტკიცებულებებზე. ასეთი ხედვა მუდმივად ჭეშმარიტების ძიებაშია და კავშირშია
განათლებასთან, რომელიც მინდობილია ეპისტემოლოგიური ხედვების
დამაჯერებლობასთან.
სწავლებისას მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და უნარ–ჩვევებს, რომლებიც რაციონალურ
შეკითხვებთანაა დაკავშირებული. ამით ისინი ავითარებენ კითხვათა იმ შეფასებას, რომელიც
ხელს უწყობს რწმენის ჩამოყალიბებას. ეს კი თავის მხრივ გახლავთ განათლების როლი,
რამაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში.
ფასეულობათა და ღირებულებების განვითარებისათვის.

ცოდნის სტანდარტული შეფასება და მისი პრობლემები: რწმენა, ჭეშმარიტება და


რაციონალიზმი

დავიწყოთ იმ დეფინიციების განხილვა, რაც ეპისტემოლოგიის საფუძვლებს


წარმოადენს. ცოდნა,(ცოდნის გადაცემა) ეს არის განათლების მთავარი დანიშნულება.
(ცოდნის დაუფლება). ფილოსოფიური ხედვით, ცოდნის დაუფლება ნიშნავს საგანთა,
მსვლელობათა, ფაქტთა ამოცნობას. განვიხილოთ მარტივი ოჯახური შეკითხვა: რა ისწავლე
შვილო დღეს სკოლაში? ეს ნათლად აჩვენებს განათლების დანიშნულებას, ანუ იმას, თუ რისი
დაუფლება შეძლო ადამიანმა სკოლაში იმ დღეს. ბავშვის პასუხი კი ასეთია: მე შევისწავლე ეს,
მე გავაკეთე ეს და ა.შ. სკოლაში, ან საერთოდ, ბავშვი ეუფლება 2 სახის ცოდნას. ესენია: 1)
სავარაუდო ( რომ – ის მეშვეობით);ბავშვი ამბობს, მე ვისწავლე, რომ პოლონეთის
დედაქალაქია ვარშავა, რომელიც ვაკე ადგილია, ის, რომ მისი მოსახლეობა აწყდება უამრავ
ეკონომიკურ პრობლემას. 2) პროცედურული (როგორ–ის მეშვეობით) მოსწავლე ამბობს: მე
ვისწავლე ის, თუ როგორაა შესაძლებელი ველოსიპედით მოგზაურობისას გამოვიყენო
ტოპოგრაფიული რუკა. უკეთესის ან უარესის ეპისტემოლოგიურად თეორიზება
ანალიტიკური ტრადიციებით ცენტრალურ ადგილს იკავებს სავარაუდო ცოდნაში.

როგორია ამ შემთხვევაში ცოდნის შეფასება, ის, თუ როგორ გაიგო მოსწავლემ


ყველაფერი? ეს იგივე ცოდნის თეორიაა. რა აუცილებელი პირობითობაა იმისათვის რომ
ბავშვმა მიიღოს ცოდნა? რა თანხვედრა უნდა განხორციელდეს ვარაუდებისა, რომ ცოდნა
მივიღოთ? პლატონიდან მოყოლებული ცოდნის განმარტება შემდეგნაირია: ცოდნა არის
ჭეშმარიტების მტკიცებულება. სამი კომპონენტი, როგორიცაა, რწმენა, სიმართლე და
ჭეშმარიტება არის ცოდნის შემადგენელი ნაწილი.

განვიხილოთ თითოეული კომპონენტი ცალ–ცალკე. რწმენა შესაძლებელია იყოს


სავარაუდო მდგომარეობა გაურკვევლობაში. როგორ შეიძლება ადამიანმა შეძლოს რაღაცაზე
ან ვიღაცაზე ცოდნა, თუ მას არ სჯერა ამ ცოდნის? წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი:
სკოლის მასწავლებელი ამბობს თქვენს შვილზე ან დაზე, სალომემ იცის რომ დედამიწა
მრგვალია, მაგრამ არ სჯერა ეს. რა გამომდინარეობს აქედან? ის, რომ სალომე გაიგებს
დედამიწის სიმრგვალეს, ის რომ, დაიჯერებს ამას, თუ კი არ სკჯერა ამის? აი სწორედ ეს არის
ფილოსოფოსთა და ეპისტემოლოგთა კვლევის საგანი და მთავარი კითხვა. ადამიანმა
შეიძლება იცოდეს მხოლოდ ის, რისიც მას სჯერა. (ეს არის ეპისტემოლოგის მთავარი
კითხვის პასუხი).
მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეპისტემოლოგიაში რწმენა არის
უმთავრესი ფაქტორი იმისათვის, რომ დაეუფლო ცოდნას.

შემდეგი კომპონენტია სიმართლე. შეიძლება რომ ადამიანმა იცოდეს რაღაც, რომელიც


ყალბია? მაგ: შესაძლებლობა, რომ მე ვიცოდე ის, რომ დედამიწა მრგვალია, თუ არსებობს
ფაქტი იმისა, რომ დედამიწა არ არის მრგვალი? ამ კითხვაზე გაცემული პასუხი იქნებოდა
უარყოფითი. თუ ვარაუდი არის ყალბი, ცრუ, მე არ შემიძლია ვიცოდე ეს სავარაუდო
ობიექტი. მე რა თქმა უნდა შემიძლია, რომ დავიჯერო ეს სავარაუდო თემა ან საკითხი იმაში,
რომ მოხდეს ყალბი გამართლება. ეს უკვე ნიშნავს, რომ მე მჯერა ყალბი ფაქტების, მაშინაც კი,
როდესაც მე ვიცი რომ ეს ცრუ ფაქტებია. მაგრამ, მაშინ, როდესაც ის ყალბია, მე არ შემიძლია
ვიცოდე ეს ვარაუდი, მისი სიმართლის მდგომარეობისა.

მესამე კომპონენტი არის ჭეშმარიტება. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, რომ მე მჯერა იმის,
რაც მეცნიერებაში აღმოუჩენელია. მაგ: ჩემს ეზოში ცხოვრობს იაგუანის ჯიშის სახეობა,
რომლის შესახებაც მეცნიერებაში არაფერია ცნობილი. მე არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ ეს არ
დავიჯერო, ვინაიდან ფაქტი სახეზეა. მაგრამ არ მაქვს მტკიცებულებანი იმისა, რომ ეს
დავიჯერო. მე ვერ შევასრულე რაღაც რელევანტური დაკვირვებანი. მე არ გამაჩნია
დეტალური ინფორმაცია და ციდნა იაგუანების შესახებ. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება
გამოიხატოს შემდეგი სიტყვებით: ვიცი მე ეს? პლატონის ნაშრომები სწორედ აქეთკენაა
მიმართული. ის, რაც არაა ჭეშმარიტი რწმენა, ვერასოდეს გადაიქცევა ცოდნად. აქ სხვადასხვა
მიზეზებია, რომლებიც ამტკიცებენ, ამართლებენ ან აყალბებენ იმ გარანტიების აზრს,
რომლებიც რწმენას წარმოშობენ.

რა არის ეპისტემოლოგიური გამართლება? რა არის საჭირო იმისათვის რომ დამტკიცდეს


ჭეშმარიტება? რა არის საჭირო იმისათვის რომ დამტკიცდეს ჭეშმარიტება? აქ სიძლება უცბად
მოიძებნოს მზა მარტივი პასუხი, რაც ითვალისწინებს შემდეგ ახსნას; ჭეშმარიტება კავშირშია
რაციონალურ მტკიცებულებასთან, სიმართლესთან.

ჩემი ვარაუდი იქნება იქნება მართალი და მართებული მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ


მე გამაჩნია მტკიცებულებანი და მიზეზები ჩემი ვარაუდის გამართლებისათვის. მაგრამ სანამ
ეს ორი ტერმინი „რაციონალური“ და „გამართლებული“ არ არიან ექვივალენტურები, ორივე
წარმოადგენენ ნორმატიულ ტერმინებს ეპისტემოლოგიურ შემეცნებასთან. გამართლების
თეორიებ ეძებენ იმ ახსნებს, თუ რატომაა წრმენა აუცილებელი იმისათვის, რომ მიიღო
ცოდნა და იყოს ის უწყვეტ კავშირში გამართლებასთან. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი,
რომ განათლების ეპისტემოლოგიის ცენტრში დგას იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს
მოსწავლეში, ადამიანში, გაგების, პატივისცემის, რაციონალური შეკითხვების, მოთხოვნის
გარემო, სადაც მოთხოვნა არის გაგება იმ მიზნისაკენ, რომელსაც ჭეშმარიტებისაკენ
მივყავართ. ეპისტემოლოგი დევიდ ქარი,(Carr1994;224) რომელმაც ჩამოაყალიბა ერთგვარი
დებულება განათლებაში ეპისტემოლოგიის დანიშნულებაზე, გვაძლევს შემდეგ განმარტებას:
„ნებისმიერი პატივსაცემი ათვლა, რაც აქვს და გააჩნია ცოდნას, ეს არის ობიექტური
წეშმარიტების მოთხოვნა, აუცილებლობა, როგორც მნიშვნელოვანი მიზანი ადამიანის
ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე. ამან შესაძლებელია მიგვიყვანოს იმ გაგებამდე,
რომელიც პირობითად სადღაც „გაღმა“ ცხოვრობს პიროვნების მიმალული გონების უბნებში.
რაციონალური მოთხოვნილების შესაბამისად უამრავი პირობითობა შესაძებელია იქნას
უარყოფილი.“

როგორც ქარი განმარტავს, იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს გამოწვევა, რომელიც
ობიექტური ჭეშმარიტებისათვის დამხმარეა, საჭიროა ჩვენ მოგვეპოვებოდეს რაღაცა
რეალური ნდობა, რომელიც მიზეზის ვარჯიში იქნება და ის გახდება გაგებისა და
მიხვედრილობის დამხმარე. რომელიც სიბრტყეში ცხადად წარმოგვიდგენს ამა თუ იმ საგნის
დანიშნულებას. ჭეშმარიტება კავშირში უნდა იყოს როგორც მარტივი კავშირი პერსონალურ
კოგნიტურ შენებასა და განსაზღვრულ არჩევით ჩართულობაში, რომელიც წარმოგვიდგენს
დამოუკიდებელ გონებას. ეს გონება რეალურ ობიექტურობასთან იქნება კავშირში და
ამგვარად, განათების ეპისტემოლოგიის წმინდა გრაალი ძევს ჭეშმარიტების რეალური
კონცეფციების განვითარებაზე.

ქარი თავის ნაშრომებში იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა რეალისტი, ობიექტური,


გონება დამოუკიებელი. ყველა ეს ტერმინი გვთავაზობს ჭეშმარიტებას, რომელიც უნდა იქნას
განსაზღვრული რეალობიასთან შესაბამისობაში. მაგრამ ყველაფერი ხდება ნათელი, თუ
არსებობს შესაბამისობის თუნდაც მინიმალური რაოდენობა. სადაც არისტოტელე ამბობს:
თქვა რაღაცაზე, რომ ეს არ არის, ან იმაზე რაც არ არის თქვა არის, არის სიყალბე, მაშინ
როდესაც თქვა რომ, ის არის ან რაც არ არის არ არის, არის ჭეშმარიტება.
(Aristotle,Methaphysics Book, 4, 6.1001)

არისტოტელე თავის ნაშრომებში უარყოფს ნებისმიერ კავშირებით ხედვას, რომელიც


მცოდნისაგან მოითხოვს ეპისტემოლოგიურ შეხედულებათა აღიარებას. ჭეშმარიტების ასეთი
შეფასება საჭიროა ერთგვარი გრძნობის შესაქმნელად, რომელიც განათლების
აუცილებლობით აიხსნება. აქედან გამომდინარეობს, რომ რეალისტური ხედვის ჭეშმარიტება
ეს არის ეპისტემოლოგიური წარმომადგენლობის თავისუფალი ხედვა და რწმენა. ჩვენი
აზროვნება იმისა, რომ ჭეშმარიტება არის რაღაცა, რომელიც ნათლად ვერ წარმოჩნდება,
სოლო ის რაც ახდენს ამის ნათელ და წარმოდგენით მაგალითს, ეს არის რაღაცა თავისუფალი
აზროვნების წარმატებული ქმედება.

ჭეშმარიტების ასეთი სახით განმარტება უკანასკნელ წლებში კრიტიკის ქვეშ მოექცა


განათლების ფილოსოფოსთა მიერ. ამის საწინააღმდეგოდ უამრავი მაგალითი იქნა
მოყვანილი. ასეთი სახიტ ქმედება გახლავთ ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც უკვე მოყვანილ სამ
კომპონენტს მოიცავს (რწმენა, სიმართლე, ჭეშმარიტება). ზოგიერთი მკვლევარი ხედავს
კამათის ობიექტს პლატონის კონცეფციასთან. ანუ ის, რომ მტკიცებულება არ არის
აუცილებელი ცოდნისათვის. ზოგიერთი კვლევარი კი სულაც მიიჩნევს, რომ ადამიანებს
უწევთ ჭეშმარიტი რწმენის მტკიცებულება იმისათვის, რომ იკამათონ ცოდნის
მდგომარეობასა და მდგრადობაზე. კონტრსაწინააღმდეგო მოსაზრებანი უნდა არსებობდნენ
იმ ხედვებთან ერთად, რომლებიც შესაძლებელია არ იყოს ნახსენები.

ასეთი კონტრსაწინააღმდეგო მოსაზრებანი კავშირშია ცოდნის ანალიზთან და


მდგომარეობასთან, თუმცაღა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ყველაფერი მაინც ვერ ცვლის იმ
გამოწვევებსა და დანიშნულებებს, რომლებიც ეპისტემოლოგიამ აიღო თავის თავზე. აქედან
გამომდინარე ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თეორიებისა და რაღაცა წესების გარეშე ნებისმიერ
სტუდენტსა და მოსწავლეს გაუძნელდება ცოდნის დაუფლება და გაღრმავება. რა თქმა უნდა,
ეპისტემოლოგიას აქვს უამრავი გამოწვევა, რომელთა კონცეფციების შემუშავება დაეხმარება
ნებისმიერი ცოდნის დაუფლების მსურველს, რომ შეიძინოს ცოდნა უკეთესად და მარტივად
გასაგები მეთოდების გამოყენებით.

ინტელექტი და მორალური განათლების ელემენტები განათლებაში

ტრადიციული ჰუმანისტური შეხედულებით სამყარო შემეცნებითია და ჩვენ მისი აღქმა


სწორად უნდა მოვახერხოთ. ინტელექტის მთავარი ფუნქციაც სამყაროს სწორად შეცნობაა.
სამყაროს შეცნობა სხვადასხვა კონცეფციების მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელიც
სისტემურად სისრულეშია მოყვანილი. განათლების მიზანია ცოდნის თვალსაზრისით
სამყაროს სწორი აღქმა და შეცნობა. ამასთანავე, ცოდნის მიღება არ უნდა იყოს
ძალადობრივი.

განათლების სხვადასხვა თეორიათა მიხედვით, ინტელექტის დანიშნულებაა „მიიღო და


იცოდე ის, რაც გამოცდილების საფუძველზეა დაგროვილი“. გონება გახლავთ ერთგვარი
ფოტოსტატიკური, სურათის გადამღები მოწყობილობა. ცოდნა გროვდება სინამდვილის
არეკვლით გონებაში. სწორად ასეა სურათის გადაღების შემთხვევაშიც. მაგრამ შემდგომ
ეტაპზე გონება ვეღარ შეასრულებს სარკის ფუნქციას და ვერ წარმოაჩენს გადაღებულ სურათს
ისე, როგორც ამას ფირი აკეთებს; არეკვლილი ადრეული სურათები, შეხედულებები ეხმარება
გონებას მათ აღქმასა და ორგანიზებაში. განათლების ერთ-ერთი მიზანიც პიროვნების
მენტალური განვითარებაა, რომელიც მიმართულებებს ცოდნის ადრეული ეტაპებიდან მის
სრულ დაუფლებამდე აგრძელებს; ხოლო სრულყოფილი ცოდნის დაუფლება განათლების
უმთავრესი დანიშნულებაა.

პრაგმატიკოსი მასწავლებელი ინტელექტის როლს ცოდნის დაუფლებაში ფაქიზად


ეკიდება; ინტელექტს უცქერს როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ცოდნის მიმღებს რთული
ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება. პრაგმატიკოსი პედაგოგი გონებას აფასებს როგორც
ევოლუციურ პრინციპებზე ჩამოყალიბებულ მენტალურ ორგანოს. ასეთი მასწავლებელი
სკოლაში არ მოახდენს მოზარდის ინტელექტუალური ცოდნის ოპერირებას. პრაგმატიკოსი
პედაგოგი მოსწავლეებთან თანამშრომლობით, ანალიტიკური აზროვნების გამოყენებით
პრობლემურ ჭრილში განიხილავს ნებისმიერ საკითხს და გააკეთებს დასკვნებს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პრაგმატიკოსი მასწავლებლები არა ერთხელ გამხდარან


კრიტიკის ობიექტებად. მათ ხშირად „ანტი-ინტელექტუალებადაც“ მოიხსენიებენ.
პრაგმატიკოსთა თეორიული შეხედულებანი ინტელექტის მიმართ დაფუძნებულია
ტრადიციებს. ( ამ თეორიის მიხედვით, სამყარო ინტელექტუალურად საუკუნეების
მანძილზეა ჩამოყალიბებული) ჯ.დიუის მიხედვით, აზროვნების დანიშნულებაა პრობლემის
სწორად გადაჭრა და არა მისი სიღრმისეული ძიება. აქ ინტელექტის ერთგვარი კრიტიკა
მოიაზრება ვინაიდან „აღმავალი“ დონიდან „დაღმავალ“ ფაზაში გადასვლა აფერხებს
საგანმანათლებლო დონეზე ინტელექტის განვითარებას.

მოზარდის გონება ერთგვარი „საწყობია“ , რომელშიც ინტელექტუალური მასალა


გროვდება წიგნებიდან. გამოცდებისა და ტესტირების დროს მასწავლებელი ამოწმებს
„საწყობის“ შემცველობას; თუ რა მოცულობის ცოდნაა განთავსებული. ამასთანავე, პედაგოგი
ახდენს მოსწავლის გონების გამოწვევასა და გავარჯიშებას. ასეთი ხერხებით მასწავლებელი
გებულობს თუ რა ცოდნას ფლობს მოზარდი და როგორაა შესაძლებელი ამ დაგროვილი
ცოდნის გამოყენება დანიშნულებისამებრ.

ხშირ შემთხვევებში სწავლა და სწავლება გამოყენებულია როგორც კორელაციური


ტერმინები. სწავლება პროცესია, რომელიც თვალისწინებს სხვადასხვა სახის დაგეგმარებას.
სასკოლო კურიკულუმი მთავარი გეგმაა, სადაც შესულია ის პროგრამა და მეთოდები
რომლითაც მოსწავლეს ცოდნა გადაეცემა. გარკვეულ შემთხვევებში მასწავლებელი სასწავლო
მეთოდებსა და სტრატეგიებს თავისი შეხედულებისამებრ იყენებს. მასალა, მეთოდი,
სტრატეგია და კურიკულუმი მოიაზრებიან კორელაციურ ტერმინებად. მაგრამ რა სახით
ხდება თითოეული მათგანის განსაზღვრა და როგორ მუშაობენ სინამდვილეში ის ტერმინები,
რომლებიც სასწავლო კურიკულუმშია დამკვიდრებული?

განათლების სპეციალისტები ხშირად აღიარებენ რომ სასწავლო პროცესის მიზანი არ


არის კურიკულუმზე გავლენის მოხდენა. ასევე ხშირია კამათი, რომ მეთოდი არ შეიძლება
მოიაზრებოდეს როგორც „გარეთა“ მყოფი მასალა ან დაძალებული ინსტრუქცია.
მაგალითად, ცურვა შეუძლებელია ისწავლებოდეს წყლის გარეშე, მაქანის მართვის სწავლა
დაუშვებელია ავტომობილის გარეშე. გამოცდილება არის განცალკევებული პროცესი,
რომელშიც ადამიანი ახერხებს და არჩევს კავშირს პირად პრაქტიკასა და იმ შედეგებს შორის,
რომლებისკენაც ის მიიღწვის.

მოზარდი ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ისევე როგორც გარემო მოზარდზე.


ურთიერთზეგავლენის ორგანიზება ან კონტროლირება ხორციელდება საგანმანათლებლო
მიზნებით. სასწავლო მეთოდები უმჯობესია იყოს დაფუძნებული იმ გარემოსა და
სიტუაციებზე სადაც იზრდება და ყალიბდება ბავშვი. მასწავლებლის მთავარი
დანიშნულებაა მოახდინოს სწორი ორიენტირება მოსწავლის ნიჭსა და მიდრეკილებებზე.

მასწავლებელი, რომელიც მთავარი ფიგურაა სასწავლო პროცესებში, გაკვეთილს


სრულ ორგანიზებას უკეთებს. თანამედროვე, დემოკრატიული წყობის პრინციპებიდან
გამომდინარე, პედაგოგი ლიბერალურ მიდგომებს ფართოდ იყენებს გაკვეთილის
ჩატარებისას. დემოკრატიულ სასწავლო სტრატეგიებზე არა ერთხელ წაგვიკითხავს და
გვისაუბრია. ამჟამად, ფოკუსში მოვაქციოთ ავტორიტარულ-დოგმატური სტრატეგიები და
განვიხილოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ინტელექტის განვითარებასთან
მიმართებაში.

ავტორიტარული სწავლებისას ნებისმიერი ქმედება წინასწარ მკაცრად გაწერილი გეგმაა,


რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედგება:

1. მომზადება. პედაგოგი გაკვეთილის დაწყებისას ავარჯიშებს მოსწავლეთა გონებას


მარტივი თუ რთული კითხვათა დასმით.
2. პრეზენტაცია. მასწავლებელი წარადგენს ახალ პროგრამულ მასალას კლასი წინაშე.
3. ასიმილირება. ძველი მასალის გამეორება და ახლის ახსნა.
4. განზოგადება. ახალ მასალაში სრული გარკვევა და პრობლემურ საკითხებზე
ყურადღების გამახვილება.
5. შეჯამება. ათვისებული მასალის შემოწმება.

ხარისხიანი განათლების მისაღებად ეს ხუთივე ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ნაბიჯ-ნაბიჯ


გათვლილი საფეხურებიდან კარგად ჩანს ის გზა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლე-
მასწავლებელმა უნდა გაიარონ. მასწავლებლის როლი უდავოდ წამყვანია, მას „ავტორიტარი
ლიდერის“ ფუნქცია აკისრია. აქვე ვლინდება გაკვეთილის მიზანიც, რომელიც პედაგოგის
გეგმის მიხედვით მუშაობს. მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა „მიუჩინოს ადგილი“
მოსწავლეს; ეს უკანასკნელიც უსიტყვოდ დაემორჩილოს ბრძანებებს. მასწავლებელი ახდენს
ციტირებას, ხოლო მოსწავლე იმეორებს. მთელი სასწავლო პროცესი ეს არის ხუთ ნაბიჯიანი
გაკვეთილი. ურთერთთანამშრომლობა და აზრთა გაცვლა სრულიად დაუშვებელია
ავტორიტარული სწავლებისას. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მეცნიერი სრულიად
იზიარებს ასეთი სახის ცოდნის გადაცემას. ვინაიდან მიიჩნევს, რომ ავტორიტარული
განათლება ნაყოფიერი, შედეგის მომტანია და მისი გამოყენებაც რეკომენდირებულია.
სწავლება თავისთავად „ძალდატანებითი“, კონსერვატიული პროცესია და ავტორიტარული
სწავლების მომხრეთა განმარტებით, საბაზისო საწყისებით მიღებული ცოდნა ზრდის და
ანვითარებს ინტელექტს. ბევრი პედაგოგი იზიარებს ამ პრინციპებს და ავტორიტარული
დოგმების მიმდევარია.

სასწავლო პროცესების შედეგიანობა დამოკიდებულია ძალისხმევაზეც. შესაძლებელია


ზოგიერთმა მასწავლებელმა გამოიყენოს მხოლოდ პროგრამაში ჩადებული გეგმიური მასალა;
უარი თქვას ახალ, ტექნიკურ მიღწევებზე (აუდიო-ვიდეო, ვიზუალური მასალა), ვინაიდან
ძველი პროგრამული მასალა „ექსკლუზიურია“ და ახალი „ცუდად“ გამოყურება.

მეთოდი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, დაფუძნებულია მასწავლებლის


ავტორიტარობაზე, სოციალურ მემკვიდრეობაზე, ავტორიტარიზმზე ზოგადად. მაგრამ აქვე
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ასეთი სახის სწავლება დასაყრდენს პოულობს მაშინ,
როდესაც სახელმწიფო წყობა და მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესუალური ინტერესები
ემთხვევა ერთმანეთს.

ამ მეთოდის მტკიცებულება შესაძლებელია ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური


მეთოდებით. პედაგოგი იჭრება მოსწავლის გონების ფილოსოფიურ მართვაში, როგორც
პასიურ, ისე აქტიურ გონებაში. იგი მოზარდს ყოველთვის აძლევს ინსტრუქციებს და
უყალიბებს შეხედულებებს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმე უპირატესობას ანიჭებს
ავტორიტარული სწავლების მეთოდს, აქ ვლინდება სოციალური გარემო ან საზოგადოების
მხრივ სოციალური დაკვეთა.

ფასეულობებზე დაფუძნებული განათლება

მორალური განათლება მჭიდროდაა დაკავშირებული ფასეულობით განათლებასთან;


ორივე მათგანს ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული. ადრეულ ეტაპზე ძველი
ფილოსოფოსები განათლების დანიშნულებას ხედავდნენ მიზანში, ტრადიციებსა და
ფასეულობებში. მაგ, არისტოტელე მიიჩნევდა, რომ ადამიანები მორალურ პრინციპებს
პრაქტიკის მეშვეობით იძენდნენ. მისი შეხედულებით, პიროვნება ყალიბდებოდა საკუთარი
ქმედებებით, ზომიერი ქცევებითა და სიმამაცით. მორალური აღზრდის პრინციპებზე
დაფუძნებული სწავლება არაერთი ფილოსოფოსის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოფილა.
(სოკრატე, პლატონი, ნეტარი ავგუსტინე, ერაზმუსი, ლოკი, რუსო, კანტი) ზნეობრივმა
ფასეულობებმა შემდგომ საუკუნეებში ჰპოვა განვითარება დიუის, მონტესორისა და სხვათა
ნაშრომებში, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო
მიმართულებებად იქცა.

მოზარდზე ორიენტირებული განათლება

ფრიდრიხ ვილჰელმ ფრობელი (Friedrich Wilhelm Froebel 1782-1852) გვევლინება იმ


ისტორიულ პიროვნებად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბავშვის ადრეული განვითარების
პროგრამას, ამასთანავე, შემოიღო ტერმინი მოზარდზე ორიენტირებული განათლება.
(ტერმინის მიხედვით ბავშვი თავისი შექმნილი სამყაროს ცენტრშია მოქცეული და არა
სასწავლო პროგრამის ცენტრში, როგორც ეს ტერმინი ხშირად შეცდომით აღიქმება)
კომენიუსის, პესტალოცის, რუსოს იდეების გაზიარებით, ფრობელმა თავის ნაშრომებში,
მოზარდი დააყენა განვითარებისა და იდეების ცენტრში, (F.W.Froebel 1886)ანუ, ბავშვი
ყოველივეს ითვისებს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ის რაც მასთან ახლოსაა
და ადვილად მისაღებია. მისი შეხედულებებით, სასწავლო პროგრამები და სკოლა შორს იყო
იმ რეალობასთან, რასაც მოზარდი ითვისებდა. ფრობელის კონცეფციის თანახმად, მოსწავლე
ცოდნას უნდა დაუფლებოდა საკუთარი გამოცდილებების საფუძველზე, პრაქტიკული
ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე.

ფრობელის მოდელის თანახმად, სწავლება, ცოდნის მიღება და მოზარდის განვითარება


კორელაციურ ტერმინებად მოიაზრებოდა. მას მიაჩნდა, რომ მოზარდი განვითარების
ადრეულ ეტაპზე(1-8წ) სიახლის დაუფლებას გრძნობების მეშვეობით ახდენდა.
მასწავლებელს მოსწავლეზე სამყაროს შეცნობა უნდა მოეხდინა ძალდაუტანებლად მხოლოდ
თამაშების, სახალისო სავარჯიშოების მეშვეობით. ამ პრინციპების გამოყენებით ფრობელმა
პირველმა დააარსა საბავშვო ბაღი (1840) ფრობელს სურდა დაემტკიცებინა, რომ მოზარდებს
შეეძლოთ დაუფლებოდნენ გარკვეულ ცოდნას მკაცრად გაწერილი წესების გარეშე, როდესაც
ისინი მიზანმიმართულად აქტივობებში იყვნენ ჩართულნი საკუთარი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე. ფრობელის შეხედულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჯ. დიუის
ნაშრომებზე.

დემოკრატიული საზოგადოება

ჯ.დიუიმ თავის ნაშრომში „სკოლა და საზოგადოება“ ჩამოაყალიბა დემოკრატიის


როლი განათლების მიღების საკითხში, ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლები
საზოგადოების მინიატურული კომუნები გახლდათ, სადაც ირეკლებოდა საზოგადოების
რეალური სახე. დიუის შეხედულებებით: “ თითოეულ სკოლას უნდა მიეცეს თავისუფალი
მოქმედების რეჟიმი, რათა, შეასრულოს ის კონკრეტული დაკვეთა, რაც საზოგადოებაშია
მომწიფებული. ამასთანავე, საგნების სწავლების მეშვეობით მოახდინოს მოზარდის
თვითდამკვიდრება, დამოუკიდებელი მუშაობის უნარების შესწავლა. ეს კი წინაპირობაა
თავისუფალი, დამოუკიდებელი და ჰარმონიული საზოგადოების შექმნისაკენ“(Dewey 1899
pp 39-40).
დიუის კონცეფციის თანახმად, სკოლის კურიკულუმი და მოზარდის ინტერესები
თანხვედრი უნდა ყოფილიყვნენ. იგი აკრიტიკებდა მოზარდის „ცენტრირებას“ რაც
გულისხმობდა ბავშვის წამყვან პოზიციას სკოლებში. დიუის მიაჩნდა, რომ წამყვან როლს
მასწავლებელი ასრულებდა. პედაგოგს უნდა განევითარებინა მოსწავლის უნარები,
ინტელექტუალური ცოდნა და წარემართა დადებითი აღმზრდელობითი საქმიანობა
მოზარდის ინტერესთა გათვალისწინებით.

თავდაპირველად დიუის სწავლების სტილი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, ვინაიდან


ამერიკაში მიღებული იყო ე.წ. „ფაბრიკული სტილი“; ამ შემთხვევაში მოსწავლეს სრულიად
პასიური პოზიცია ეკავა და მასწავლებელი ლიდერის ფუნქციას ასრულებდა ნებისმიერ
საკითხში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, დიუის ნაშრომებმა მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს სკოლებში ფასეულობითი განათლებისა და დემოკრატიული ცნობიერების
ამაღლების დამკვიდრების საკითხებში. დუის შემდგომში გამოუჩნდენ მიმდევრები და მათი
დაუღალავი პრაქტიკული შრომის შედეგად ღირებულებების შესწავლამ დაიკავა წამყვანი
პოზიცია ევროპისა და ამერიკის სასკოლო განათლებაში.

სახლსა და სკოლას შორის უწყვეტი კავშირი

მარია მონტესორმა განაგრძო დიუის გატარებული ხაზი და თავის პედაგოგიური


მიმდინარეობით დაუპირისპირდა დასავლურ საგანმანათლებლო სისტემას. მონტესორი
მიიჩნევდა. რომ სკოლამ უნდა შეასრულოს მეორე სახლის ფუნქცია (სკოლა იგივეა რაც
იდეალური სახლი). დასავლური შეხედულებებით, სკოლა კულტურული ნორმების დაცვით
მხოლოდ მაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა ოჯახსა და საზოგადოებას შორის.
მოზარდს განათლების, აღზრდის მისაღებად სჭირდება ბუნებრივი გარემო, რომელიც მას
დემოკრატ მოქალაქედ ჩამოაყალიბებს. მონტესორის საგანმანათლებლო კონცეფცია
ეფუძნება მოზარდზე მორგებულ სასკოლო სისტემას (Casa dei Bambini), რომელშიც საზო
გადოება, სკოლა და ოჯახი თანაბრად არიან ჩართულნი. სკოლები მოსწავლეებს მხოლოდ
განათლებას აძლევენ და აზიარებენ. სკოლათა უმრავლესობა არ ზრუნავს მორალური
განათლებისა და ღირებულებების დამკვიდრებაზე. მონტესორის სურდა თითოეულ სკოლას
შეეთავსებინა ოჯახის ფუნქცია. იგი ყოფილიყო უსაფრთხო, დაცული და ჩამოეყალიბებინა
მოზარდის ლიბერალური ღირებულებანი. უმთავრესი აქცენტი გაკეთდა ინდივიდუალურ
სწავლებაზე, თანამშრომლობაზე, როდესაც თითეული ბავშვი იზრუნებდა თანაკლასელთა
განათლებაზე. მონტესორი მიიჩნევდა, რომ ბავშვს აუცილებლად ჯანსაღ გარემოში უნდა
მიეღო აღზრდა-განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი „დისფუნქციურ მოზარდად“
ჩამოყალიბდებოდა.
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობები

მონტესორის შემდეგ მარტინ ბუბერმა განავრცო ფასეულობითი განათლების


დამკვიდრების პროცესი სასკოლო სისტემაში. მისი თეორიიდან გამომდინარე, მოზარდი
დემოკრატიული ღირებულებების თანაზიარი რომ გახდეს, უპირველესად აუცილებლად
უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს და სწავლობს. მოსწავლე
უნდა ეზიაროს სასკოლო გარემოს, რომელშიც ნდობის ნიადაგზე პედაგოგსა და მას შორის
დამყარებული იქნება მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობები.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია (Multiple intelligences)

ნ. ნოდდინგმა თავის ნაშრომებში ერთგვარი კრიტიკა გამოხატა იმ


შეხედულებებისადმი, რომლებიც აღიარებდნენ რომ ზოგადი განათლება დაფუძნებულია
ლიბერალურ ხელოვნებაზე. მან უპირველესად კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა
სასწავლო პროგრამების მიმართ, სადაც აქცენტი გაკეთებული იყო ვერბალურ-მათემატიკურ
ანალიზზე. ნოდინგის მოსაზრებით, რადიკალურად უნდა შეიცვალოს იმ სასწავლო
კურიკულუმზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც მოზარდის უნარებს მხოლოდ ერთი
მიმართულებით ავითარებს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს
ბავშვის მორალურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ნოდინგი მიიჩნევდა, რომ სასკოლო
კურიკულუმი დაფუძნებული უნდა ყოფილიყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის
თეორიას, რის მიხედვითაც, მოზარდი ჩამოყალიბდებოდა დემოკრატ მოქალაქედ საკუთარი
ნიჭის სწორი ორიენტირებული მართვის შედეგად. პედაგოგებმა თავიანთი საქმიანობა უნდა
წარმართონ მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობაში, მათ ინტერესთა ძიებაში და უნარ-
ჩვევების განვითარებაში.

მზრუნველობის მნიშვნელობა

თანამედროვე შეხედულებებით განათლებას მრავალი მიზანი აქვს. უმთავრესი მისი


დანიშნულებაა ცოდნის თვალსაზრისით სამყაროს სწორი აღქმა და შეცნობა. ამასთანავე,
ცოდნის მიღება არ უნდა იყოს ძალადობრივი. განათლების სხვადასხვა თეორიათა
მიხედვით, ინტელექტის დანიშნულებაა „მიიღო და იცოდე ის, რაც გამოცდილების
საფუძველზეა დაგროვილი“. განათლების სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს რომ განათლებამ
თავის თავზე უნდა აიღოს მოზარდის მორალური განვითარების ფუნქციაც, რათა ბავშვი
მზრუნველ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. მზრუნველ პიროვნებად ჩამოყალიბება მოზარდს
დადებით თვისებებს უვითარებს. ამერიკული სისტემის უმთავრეს შეცდომად მკვლევართა
ნაწილი სკოლის მხრიდან მოსწავლეთა მიმართ დაუცველობისა და უზრუნველობის
გრძნობას მიიჩნევს(Comer 1988). მასწავლებლები ვერ გამოხატავენ სათანადო მზრუნველობას
თავიანთ მოსწავლეთა მიმართ. (ისე როგორც მოზრდილი ადამიანის მხრიდან პატარის
მოვლა და მზრუნველობა). სიტუაციის შესაცვლელად მასწავლებლებს უფრო მეტი ღიაობა
და მზრუნველობის წარმოჩენა სჭირდებათ, რათა მოსწავლეებმა იგრძნონ ყურადღება და
პოზიტიური დამოკიდებულება.

მოსწავლეებზე ზრუნვა პედაგოგის უმთავრესი მოვალეობაა. ამის დემონსტრირება


მასწავლებელს სრულიად მარტივად შეუძლია; უსმენს თითოეულ მოსწავლეს ყურადღებით,
იზიარებს მათ აზრებს, ასეთი ურთიერთდამოკიდებულებით მასწავლებელი ეხმარება
მოზარდს სამყაროს უკეთ შეცნობაში, სუბიექტთა და ობიექტთა აღქმაში, იდეების
განხორციელებაში. ჯ.დიუი განათლების მიღებისას მოზარდის ინტერესთა
გათვალისწინებას პირველ ადგილზე აყენებდა. მეორე ადგილზე მოზარდის კავშირი
გარემოსთან და საგანთან მოიაზრებოდა. აქ მნიშვნელოვანია კოლბერგის მორალური
განვითარების მოდელი, რომელიც აგებულია პრინციპებზე, „ მორალური მსჯელობა იწვევს
მორალურ ცოდნას, რომელიც მორალურ ქცევას წარმოშობს“. ნოდინგი და სხვა
სპეციალისტები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და მიიჩნევენ, რომ მორალური განვითარება
დამყარებულია ეთიკის ოთხ კომპონენტზე როგორიცაა: მოდელირება, დიალოგი, პრაქტიკა
და მტკიცებულება.მასწავლებელთა მხრიდან მოდელირება ფასეულობით განათლებაში
მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი აყალიბებს მზრუნველობას; დიალოგი ასევე
უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან პრაქტიკულ მეცადინეობებში გადაწყვეტილების მიღება
მიიღწევა. პრაქტიკული მეცადინეობებით მოზარდებს უყალიბდებათ და უვითარდებათ
უნარები, რაც თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობაში ვლინდება. მეოთხე კომპონენტი,
მტკიცებულებაა, რომელიც წამახალისებელი და შეფასების დასკვნითი ეტაპია ეთიკის
ნორმებში.

ამერიკულ საგანმანათლებლო წრეებში ბოლო პერიოდში კრიტიკის ობიექტადაა


ქცეული სკოლათა ე.წ. „მათემატიკურ-ლოგიკური“ მიმართულებები, რომლებიც ძირითადად
დაფუძნებულია ტექნიკურ უნარებზე, ამით მოსწავლეთა ერთგვარი დისკრიმინაცია
იკვეთება. ვინაიდან შეუძლებელია ყველა მოზარდს ერთნაირად ჰქონდეს განვითარებული
მათემატიკური მიდრეკილებები; ხოლო ჰუმანიტარული, ლინგვისტური და
საბუნებისმეტყველო საგნები „იჩაგრება“. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში ღირებულებების
სწავლება სწორედ ჰუმანიტარული საგნების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. „თუ გვსურს
რომ ჩვენი შვილები მომავალ დემოკრატ მოქალაქეებად აღზარდონ, მათ მოზარდობის
ასაკიდან აუცილებლად უნდა ჩაენერგოთ ურთიერთპატივისცემა, ზრუნვა, სიყვარული,
პასუხისმგებლობა, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების წინსვლასა და პროგრესს“.

განათლების სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორად შედგენილი კურიკულუმი


დემოკრატიული განათლების უცილობელი ნაწილია. სკოლამ ცენტრში უნდა დააყენოს
მოსწავლე და მასზე აიგოს სასწავლო გეგმა. როგორც ჯ.დიუი მიიჩნევს, კურიკულუმი
განხილულ უნდა იქნას როგორც მრავალრიცხოვანი, ჰეტეროგენული ოჯახის
მოთხოვნილებაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელშიც თითოეული წევრის
მოსაზრება გათვალისწინებულია. ის, რაც მშობელს სურს თავისი შვილის საკეთილდღეოდ,
ასევე საზოგადოებისთვისაა მისაღები(Dewey 1902).

კურიკულუმი

ხარისხიანი განათლების მისაღებად სკოლაში სწავლება კურიკულუმის მიხედვით


უნდა წარიმართოს. მაგრამ შედგენილია კურიკულუმი ყველა იმ მოთხოვნების
გათვალისწინებით რაც უზრუნველყოფს მოზარდის ინტელექტუალურ და მორალურ
განვითარებას? სასწავლო გეგმა მორგებულია სწავლების ქცევით სტანდარტებსა და
ტესტირების შედეგებზე. სავსებით უგულებელყოფილია მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების ხერხები. თუ სასწავლო კურიკულუმი ალტერნატიული გზებით იქნება
შედგენილი, მაშინ გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასპექტები როგორიცაა
მისწრაფებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა ეს იოლი როდია, მაგრამ
თანამედროვე საზოგადოების, ტექნიკური პროგრესის რეალობის გათვალისწინებით
მოზარდთა კოგნიტური შესაძლებლობები სხვადასხვა კუთხით უნდა იქნას განვითარებული.

განათლების სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს რომ კურიკულუმში დასაშვებია


ღირებულებითი ელემენტების შეტანა, რომლებიც ზრუნვასა და დახმარებაზეა აგებული.
ასევე, პიროვნების ინტელექტუალური და სულიერი ასპექტების გათვალისწინება. საგნის
ათვისება უმჯობესია მორგებული იყოს მცირე ჯგუფურ მუშაობაზე, რომელიც კლასში
წამყვან სტრატეგიად იქცევა. დიალოგი იქცეს ნებისმიერი საკითხის გადაჭრის უცილობელ
პირობად. ასეთი კურიკულუმის მოქმედების პირობებში განათლების მორალური
პასუხისმგებლობა სრული დატვირთვით იმუშავებს. ღირებულებითი სწავლებაც
მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სასკოლო განათლებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:

 D.Vandenberg; 1988; Theory of Knowledge and Probelsm of Education; Edina;MN;


Interaction Book Company.
 Theory of Knowledge and Problems of Education. Edit by D.Vandenberg; 1988; Edina; MN;
Interaction Book Company.
 Epistemology: A contemporary introduction. Robert Audi; 1998: Routledge: New York.
 Matthew Lipman; Thinking in Education; 1991; Cambridge Universitu Press.
 R.Audi; 1998; Epistemology, a Contemporary Introduction; Routledge; New York.
 R. Feldman; 1996; Epistemology; Sunny edu Press; New York.
 Paul K. Moser. Dwayne H. Mulder; J.D. Trout. 1998; The Theory of Knowledge; H. Mulder;
Oxford University Press.

You might also like