Professional Documents
Culture Documents
ლექცია 4 ნეოლითი ახალი ქვის ხანა საქართველოში Autosaved
ლექცია 4 ნეოლითი ახალი ქვის ხანა საქართველოში Autosaved
ადრე ნეოლითი
თიხის ჭურჭელი
კერამიკა ტლანქადაა ხელით ნაძერწი, სუსტად გამომწვარი, მოვარდისფრო-მონარცისო
ფერის, ქილისებრი ფორმებით.
ზოგადად ამ პერიოდის კერამიკა შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: მცირე ზომის და დიდი
ზომის ჭურჭლეულებად. დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ კერამიკაში შესამჩნევია
სხვადასხვა ორნამენტები - თევზიფხური, ტალღისებური, ტეხილოვანი და სხვ.
საცხოვრებლები
ადრე ნეოლითის ხანაში ახალი მეურნეობის დანერგვამ ადამიანის ცხოვრება უფრო
სტაბილური გახადა. ის მკვიდრდება ერთ ადგილას. ჩნდება სოფლის ტიპის დასახლებები.
შენდება ხელოვნური საცხოვრებლები.
როგორც ჩანს გვიან ნეოლითის ხანაში ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები არ
გვაქვს. სამშენებლო მასალა ისევ ხე იყო და საცხოვრებელი ხის მსუბუქი კონსტრუქცია.
ძნელია ნეოლითის ხანის დასახლებაზე საუბარი, ვინაიდან ხელშესახები მასალები
ჯერჯერობით ნაპოვნი არაა. კულტურულ ფენებში ჩანს, რომ მოსახლეობა ერთ ადგილას
დიდხანს იჯდა, მაგრამ ძნელია ისაუბრო იმდოინდელ არქიტექტურაზე, დაგეგმარებაზე,
საცხოვრებლის ტიპზე და ა.შ. თუმცა პალურში აღმოჩენილი ხის ბოძის ჩასასობი ორმოები
ზოგად წარმოდგენას გვიქმნიან საცხოვრებელი სახლის ფორმებზე - ის ოთხკუთხა უნდა
ყოფილიყო. სავარაუდოდ კედლები ამოყვანილი იყო დაწნული ტოტებით, რომელიც ორივე
მხრიდან წყალში ალესილი თიხით იყო მობათქაშებული.