You are on page 1of 1

„ძუნწი დიდვაჭარი“ სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იგავია.

იგი
დიდვაჭრისა და ხურო ნაზარის ამბის საშუალებით მიგვითითებს თითოეული ჩვენგანის
ცხოვრებაში განგების როლზე.

იგავ-არაკში დიდვაჭარი უარყოფით პერსონაჟად არის წარმოდგენილი. იგი ქონებას


იმისთვის თავისი თავისა დ ოჯახის უზრუნველსაყოფად კი არ აგროვებს, არამედ
სიმდიდრის სიყვარულის მოტივით. ამ მხრივ, იგი ფრიად უგუნური და რა თქმა უნდა,
ძუნწია. ამასთან, თავკერძაა და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მან შეგროვილი საუნჯე
მდინარეს ჩაატანა, რადგან ის თანაბრად დაეკარგათ მასაც და ხურო ნაზარსაც. ამ ქმედებით
ვაჭარმა საკუთარი სიფიცხე და ბედთან შეურიგებლობაც გამოავლინა. გარდა ამისა, იგი
მეტად ცნობისმოყვარეა, რადგან თავისი საუნჯის კვალს ბოლომდე მიჰყვა. იგავ-არაკის
მეორე ნაწილში წინ იწევს პერსონაჟის დადებითი თვისებები. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის
მიუხედავად, იგი გულკეთილია: ნაზარ ხუროს მიუთითა ძელის ჩატეხვისკენ,
შემოთავაზების მიუხედავად, გადმოცვენილი სიმდიდრის წაღებაზე მკაფიო უარი
განაცხადა, გლახაკი ცოლ-შვილი კი შეიწყალა, მისცა პური, რომელიც ხუროს ცოლმა
გამოატანა და გზა მიასწავლა უკვე გამდიდრებული დურგლის სახლისაკენ. საბოლოოდ,
დიდვაჭარი დაემორჩილა ღვთის ნებას.

ასევე მნიშვნელოვანი პერსონაჟია ხურო ნაზარი . შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვთის
რჩეულია, ვინაიდან სწორედ ის გახდა დიდვაჭრის ქონების მფლობელი. ასევე, იგი
პატიოსანი და გულუხვი ადამიანია. როგორც კი გაიგო, რომ მოპოვებული სიმდიდრე
მანამდე დიდვაჭარს ეკუთვნოდა, არც კი დაფიქრებულა, ისე შესთავაზა, რომ უკან წაეღო.
აღსანიშნავია მისი სიკეთე და თანაგრძნობის უნარიც. ხურომ ცოლს დააბარა გამოეცხო 3
დიდი პური, თან ძვირფასი ქვები ჩაეტანებინა და ვაჭრისთვის გაეტანებინა, რათა მის ცოლ-
შვილს არ ეშიმშილა. იგავ-არაკის ბოლო ნაწილში მადლიერი დიდვაჭრის სიტყვებიც, რომ
ხურო ნაზარი ღვთისმოშიში ადამიანია და აუცილებლად დაეხმარება გლახაკებს, კიდევ
ერთხელ მიუთითებს ამ პერსონაჟის ჰუმანურობაზე.

აქედან გამომდინარე, „ძუნწი დიდვაჭარი“ დედააზრი განგების გარდაუვლობაა.


საგულისხმოა საუნჯით დატვირთულ ძელთა დურგლის სახლამდე მისვლისა და პურში
ჩატანებული ძვირფასი თვლების ნაზრამდე დაბრუნის მომენტები. დიდვაჭრის ერთ-ერთი
შეცდომა იყო დაშვება იმისა, რომ მას შეეძლო ღვთის ნებას წინ აღდგომოდა. თუმცა, მისგან
სიბერემდე უგულებელყოფილი სიმდიდრე, ყველაფრის მიუხედავად, ხურო ნაზარს დარჩა.
განგება ყველანაირი ჩარევის მცდელობის შემდეგაც კი ასრულდა.

You might also like