You are on page 1of 1

ქართული ენა & ქართველები

„გელათის აკადემიის სააზროვნო მიმართულება და სამეცნიერო ინტერესები“


გელათის აკადემიის მშენებლობა დაიწყო დავით აღმაშენებელმა 1106 წელს.
მშენებლობა დაასრულა დავითის შვილმა - დიმიტრიმ, თუმცა, დავითის
სიცოცხლეშივე გელათი ხდება „სხუაი ათინა და მეორე იერუსალიმი“. ეს
მახასიათებელი აკადემიამ მიიღო საკუთარი სააზროვნო მიმართულებიდან
გამომდინარე, რაც მოიაზრებდა ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის,
კერძოდ არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა ნააზრევის შერწყმას. გელათის
აკადემიის სააზროვნო მიმართულება ყალიბდება იმ ეპოქაში, რომლის
ტენდენციები ხასიათდება ადრექრისტიანული შეხედულებების უარყოფით,
რომლის მიხედვითაც ლოგიკური აზროვნება და რწმენა ვერ იარსებებენ
ჰარმონიულად, ვინაიდან ამ საკითხის ასეთ კომპლექსურ ხედვას
მწვალებლობისაკენ მივყავართ. გელათის აკადემიის სამეცნიერო ინტერესებში
შედის ნეოპლატონური სამეტყველო აპარატის ქრისტიანიზაცია, წმენისა და
ფილოსოფიის შერწყმა.
გელათს გააჩნდა სპეციფიკური ენობრივი სტილი რაც გამოიხატებოდა შემდეგში:
1) სათარგმნი მასალის შერჩევაში
2) ხალხური კილოს გამოყენებაში სამეცნიერო-ლიტერატურული ენის
გასამდიდრებლად;
3) ენობრივი ფორმებით უტრირებაში, ანუ სხვადასხვა ენობრივი ფორმების
შეცვლა, გაზვიადებასა და ხანდახან დამახინჯებაში;
4) შეგნებული პოზიციის ქონაში ფილოსოფიური - საღვთისმეტყველო
ტერმინოლოგიის სისტემურად ჩამოყალიბების მიმართ;
ამასთან ერთად, ისინი სხვადასხვა ტექსტებს თარგმნიდნენ ზედმიწევნით და
სიტყვა-სიტყვით. სიტყვა-სიტყვით თარგმნას ქართულ ენაზე სწორედ მე-11
საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, შავ მთაზე მოღვაწე- ეფრემ მცირეს მიერ. ამ
მომენტამდე არსებობდა გამოკრებითი თარგმნის მეთოდი, რასაც ის უკავშირებდა
იმ ფაქტს, რომ ქართველი ერი არ იყო მზად მიეღო და გაეაზრებინა დიდი
ფილოსოფიური იდეები წმინდა სახით, თუმცა ეფრემ მცირე ფიქრობდა, რომ მე-11
საუკუნეში ამის საჭიროება აღარ არსებობდა, შესაბამისად დაიწყო სხვადასხვა
ტექსტის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად გადათარგმნა. ეფრემ მცირემ გადათარგმნა
„დიალექტიკა“

You might also like