You are on page 1of 6

1.

ბოდვითი იდეები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით გარდა:

ა)რეალობასთან შეუსაბამობისა
ბ) სინამდვილის ასახვის გამრუდებისა
გ) დარწმუნების გზით გადაჯერებისა
დ) ცნობიერების დაუფლებისა
2. მანიის მდგომარეობა ხასიათდება შემდეგით გარდა
ა) აწეული გუნებ-განწყობით
ბ) ძილის მოთხოვნილების შემცირება
გ) ანჰედონია
დ) ენერგიის მოზღვავება
3. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ყველა გარდა
ა) იდიატორული შეკავება
ბ) მოძრაობითი შეკავება
გ) ასოციაციათა მოზღვავება
დ) ანჰედონია
4.ფსიქოანალიზის ავტორია-ფროიდი
5.შიზოფრენიას სხვანაირად ვისი სახელი ჰქვია?
-ბლეილერი
6. კატატონიური სტუპორი ხასიათდება ყველაფრით გარდა
ა) მეტყველების შეწყვეტა
ბ) კუნთთა ტონუსის აწევა
გ) ეიფორია
დ) ცვილისებრი მოქნილობა
7. ამილოიდური ფოლაქების დაგროვება ნეირონებში ვლინდება შემდეგი
დაავადების დროს
ა) პიკი
ბ) პარკინსონი
გ)ალცჰაიმერი
დ) შიზოფრენია
8. ალცჰაიმერის დაავადების დროს ატროფია უპირატესად რომელ წილში
ვლინდება
ა) ქერქის შუბლის
ბ) ქერქის თხემის
გ) ზურგის ტვინში
დ) ნათხემში
9. ანტეროგრადული ამნეზია რომელია?
ა) რომელიც მიმდინარეობს პროგრესული ტიპით
ბ) ვრცელდება მიმდინარე მოვლენებზე
გ) ვრცელდება, იმ მოვლენებზე, რომელიც წინ უსწრებდა ავადმყოფობას
დ) ვრცელდება მოვლენებზე, რომლებიც მოსდევდა ავადმყოფობას
10. რეტროგრადული ამნეზია- წინ უსწრებს ავადმყოფობას
11.დაუკავშირებელი აზროვნება უპირატესაც გვხვდება
ა) შფოთვითი აშლილობის დროს
ბ) შიზოფრენიის დროს
გ) ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დროს
დ) პიროვნული აშლილობის დროს
12. დისფორია არის
ა) დემენციის ინიციალური სტადია
ბ) შიზოფრენიის რეზისტენტული ფორმა
გ) დეპრესია-გაბოროტება-გაღიზიანების ფორმა
დ) გონებრივი განვითარების შეფერხების ფორმა
13. ცვლილებები ეეგ-ზე დამახასიათებელია ყველა დაავადებისთვის გარდა
ა) ეპილეფსიისთვის
ბ) თავის ტვინის ორგანული დაზიანება
გ) შიზოფრენია
დ) თავის ტვინის სიმსივნეები
14. ავადმყოფობის ისტორია არის
ა) სამედიცინო დოკუმენტი
ბ) იურიდიული დოკუმენტი
გ) სამეცნიერო დოკუმენტი
დ) ყველა
15.ფსიქიატრიაში სეროლოგიური კვლევა ტარდება შემდეგი დაავადებების
გამოსავლენად გარდა
ა) აივი
ბ) ტოქსოპლაზმოზი
გ) სიმსივნე
დ) ათაშანგი
16.ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებებს არ მიეკუთვნება
ა)არიპიტრაზოლი
ბ)ოლანზაპინი
გ)ქლორპრომაზინი
დ) ქვეტიაპინი
17. ანტიდეპრესანტთა ჯგუფში შედის ყველა გარდა
ა) მაოს ინჰიბიტორები
ბ) სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები
გ) ტრიციკლური აგენტები
დ) ნეიროლეპტიკები
18. ანტიფსიქოზური საშუალებების გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება
ა) პარკინსონური მოვლენები
ბ) დისტონიური რეაქციები
გ) აკატიზია
დ) ყველა
19.ციკლოდოლი ანუ ტრიჰექსიფენიდილი წარმოადგენს ექსტრაპირამიდული
გვერდითი მოვლენების კორექტორს, რომელ სისტემაზე მოქმედებს?
ა) ადრენერგულ
ბ) სეროტონინერგულ
გ) ქოლინერგულ
დ) გლუტამინერგულ
20. დისტონიის, პარკინზონის სიმპტომების, აკატიზიის კორექციისთვის ყველა
შეიძლება იქნას გამოყენებული გარდა
ა) კოფეინი
ბ) ბეტა ბლოკერი
გ) ბენზოდიაზეპინი
დ) ჰალოპერიდოლი
21.ტრანკვილიზატორები ხასიათდება
ა) ანქსიოლიზური ეფექტით
ბ) სედაციური ეფექტით
გ) სუსტი ანტიდეპრესიული ეფექტით
დ) ყველა
22. ლითიუმის მარილებით მკურნალობის წინააღმდეგჩვენებებია გარდა
ა) თირკმლის უკმარისობა
ბ) ორსულობის პირველი ტრიმესტრი
გ) ენდოკრინული პათოლოგიები
დ) ბიპოლარულის მანიის ფაზა
23. კარბამაზეპინი გამოიყენება ყველას დროს გარდა
ა) კრუნჩხვითი გულყრები
ბ) აფექტური აშლილობები
გ) ჰალუცინოზი
დ) პიროვნული აშლილობები
24. პარანოიდული შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია ყველა გარდა
ა) სმენითი ჰალუცინაციები
ბ) ბოდვითი აზრები
გ) ჰაეროვანი ბალიშის სიმპტომი ( დამახასიათებელია კატატონიურისთვის)
დ) ნეოლოგიზმები
25.რომელი დაავადების კლინიკური გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა
ციკლოთიმია
ა) შიზოფრენია
ბ) ბიპოლარული აშლილობა
გ) შფოთვითი აშლილობა
დ) პიროვნული აშლილობა
26. ფსიქოთერაპია ყველაზე უფრო ეფექტურია შემდეგი მდგომარეობის
მკურნალობისას
ა) მწვავე ფსიქოზები
ბ) შიზოაფექტური აშლილობა
გ) შფოთვით-ფობიური აშლილობები
დ) გონებრივი განვითარების შეფერხება
27. მანიკალური დეპრესიული ფსიქოზი ცნობილია- ბიპოლარული
28. ღაზოიანური ანუ ცოლ-ქმრული ღალატის აზრი ცნობილია
ა) ჰამლეტი
ბ) ოტელო
გ)რომეო
29. ტაქტილური ჰალუცინაციები ხასიათდება, გარდა:
ა) უცხო სხეულის შეგრძნება კანქვეშ
ბ)უცხო სხეულის შეგრძნება კნზე
გ)კანზე მწერების ცოცვის შეგრძნება
დ)უცხო არსების შეგრძნება სხეულის შიგნით
30. დელირიუმი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) ჰალუცინაციების და მწვავე ბოდვის
ბ)ცნობიერების შეცვლით და მოძრაობითი აგზნებით
გ) კატატონიური ჩართვების, პარაიდოლიების და სცენისმაგვარი მხედველობის
ჰალუცინაციების
31. მხედველობითი ჰალუცინაციები უპირატესია
ა) შიზოფრენიის
ბ) ეპილეფსიის
გ) ბიპოლარული
დ) დელირიუმი
32. რომელი ნივთიერების მოხმარებისას ვითარდება ვერნიკეს ენცეფალოპათია
და კორსაკოვის სინდრომი- ალკოჰოლი
33. რეზიდუალური შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია ყველა გარდა
ა) აპათია
ბ) აბულია
გ) კოგნიტური დაქვეითება
დ)ნეგატიური სიმპტომატიკა
ე) ცვილისებრი მოქნილობა
34. განწყობის თეორიის ავტორია- უზნაძე

You might also like