You are on page 1of 7

კატეგორიები:

1 ზოგადი ფსიქოპათოლოგია

2 ორგანული წარმოშობის აშლილობანი

3 შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი

4 აფექტური აშლილობები

1. ზოგადი ფსიქოპათოლოგია
1. ჰალუცინაციისათვის დამახასიათებელია:
*ა) ყველა ჩამოთვლილი
ბ) პროეცირების ხასიათით არ განირჩევა რეალური ობიექტიდან
გ) გარემოში პროეცირებული უნებურად წარმოქმნილი წარმოდგენები
დ) რეალური ობიექტის გარეშე წარმოქმნა
ე) არარსებულის აღქმა.

2. ჭეშმარიტი ჰალუცინაციებისათვის დამახასიათებელია:


ა) არც ერთი ჩამოთვლილი
* ბ) ყველა ჩამოთვლილი
გ) მკაფიობა, რეალური საგნებისაგან განურჩევლობა
დ) მათი პროეცირება გარეთ
ე) წარმოდგენების უნებური წარმოქმნა

3. ჭეშმარიტი მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს:


* ა) ყველა ჩამოთვლილი
ბ) უძრავი ან მოძრავი
გ) უფერული ან ფერადი
დ) ნატურალური დაპატარავებული ან გადიდებული ზომის
ე) უფორმო ან არამკაფიო ფორმის.

4. ჭეშმარიტი სმენითი ჰალუცინაციები იყოფა:


* ა) ყველა ჩამოთვლილის მიხედვით
ბ) ხანგრძლივობის (უწყვეტი და ეპიზოდური)
გ) შინაარსის (განურჩეველი, მუქარის, იმპერატიული და სხვა)
დ) ინტენსიურობის
ე) სირთულის (ელემენტარული-აკოაზმები და უფრო რთული)

5. ჭეშმარიტი ტაქტილური ჰალუცინაციების დროს წარმოიშვება:


ა) არც ერთი ჩამოთვლილიდან
*ბ) ყველა ჩამოთვლილი
გ) უცხო სხეულების გაჩენის შეგრძნება კანქვეშ
დ) უცხო სხეულების გაჩენის შეგრძნება სხეულის ზედაპირზე
ე) მწერების ცოცვის შეგრძნება სხეულზე

6. ვისცერალური ჰალუცინაციებისათვის დამახასიათებელია ყველა, გარდა:


ა) შეგრძნებებისა, რომ ეს სხეულები უმოძრაოა, ინძრევიან
ბ) საკუთარი შეგრძნებების ზუსტი აღწერის შესაძლებლობისა
*გ) არაჩვეულებრივი, შემაწუხებელი, უსაგნო შეგრძნებებისა სხვადასხვა ადგილას
დ) ცოცხალ არსებების შეგრძნებისა სხეულში
ე) უცხო სხეულების არსებობის შეგრძნებისა სხეულის შიგნით

7. აფექტური ილუზიები ხასიათდებიან:


*ა) ყველა ჩამოთვლილით
ბ) საღამოს დროს გაძლიერებით
გ) უფრო ხშირად შიშის, განგაშის დროს წარმოქმნით
დ) პათოლოგიურად შეცვლილი აფექტის დროს წარმოქმნით
ე) დამახინჯებულლი აღქმით, დაკავშირებული არაჩვეულებრივ ემოციურ
დმგომარეობასთან

8. მხედველობითი ფსევდოჰალუცინაციები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:


ა) სიმარტივისა ან სცენისმაგვარობისა
ბ) უფორმობისა ან მკაფიო ფორმისა
*გ) ცნობიერების დარღვევის დროს წარმოქმნისა
დ) გამოწვეული, ნაჩვენები ხილვების, სურათებისა
ე) გაკეთებულობის ხასიათისა.

9. სმენითი ფსევდოჰალუცინაციები განისაზღვრება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:


*ა) შეგრძნებისა, რომ ავადმყოფის ენით წარმოთქვამენ სიტყვებს
ბ) ლანძღვის, ბრალდების, წინასწარმეტყველების, ბრძანებებისა
გ) ხმამაღალი აზრებისა
დ) აზრთა გახმოვანებისა
ე) შინაგანი, გაკეთებული აზრობრივი ხმებისა.

10. ვერბალური ილუზიები ხასიათდება:


ა) არც ერთი ჩამოთვლილით
*ბ) ყველა ჩამოთვლილით
გ) უფრო ხშირად შფოთვის, ეჭვიანობის, შიშის ფონზე წარმოქმნით
დ) ნეიტრალურ საუბარში დანაშაულის, ლანძღვს, მუქარის აღქმით
ე) ირგვლივმყოფების რეალური საუბრის შინაარსის შემცდარი აღქმით.
2 ორგანული წარმოშობის აშლილობანი
11. ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა
ჩამოთვლილით, გარდა:
ა) თავის ტკივილების და ვეგეტატიური დარღვევებისა
*ბ) მენტიზმისა
გ) აფექტური ლაბილობისა
დ) გამღიზიანებლური სისუსტისა.

12. სომატური დაავადებების შემდგომი ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა


ჩამოთვლილით, გარდა:
ა) სომატო-ვეგეტატიური დარღვევებისა
*ბ) ცნობიერების აშლილობისა
გ) ჰიპერესთეზიისა
დ) აწეული დაღლის და განლევადობისა
ე) აფექტური ლაბილობის, დაქვეითებული გუნებ-განწყობის სიჭარბით.

13. ათეროსკლეროზის დროს ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით,


გარდა:
ა) დაქვეითებული გუნებ-განწყობის თვალცრემლიანობით და ეიფორიის, აწეულობის იოლი
მონაცვლეობისა
*ბ) ცნობიერების აშლილობისა
გ) ხანგრძლივი დასვენების შემდეგ შრომის უნარის აღდგენისა
დ) ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური შრომის მიმართ უნარის დაკარგვისა
ე) მკვეთრად გამოხატული დაღლილობისა.

14. მეხსიერების დარღვევებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:


*ა) გაკეთებული მოგონებებისა
ბ) პარამნეზიისა
გ) კონფაბულაციისა
დ) ამნეზიისა
ე) დისმნეზიისა.

15. რეტროგრადული ამნეზია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:


ა) მეხსიერების ამგვარი დაკარგვის სხვადასხვა ხანგრძლივობისა
ბ) მეხსიერების დაკარგვისა იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ცნობიერების
დაკარგვამდე
*გ) მეხსიერების დაკარგვისა, დამახსოვრების უნარის დაკარგვისა მიმდინარე მოვლენებზე
დ) მეხსიერების გამოვარდნისა იმ მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდნენ
უგონო მდგომარეობას.

16. ფიქსაციური ამნეზია ხასიათდება:


ა) არც ერთი ჩამოთვლილით
ბ) ყველა ჩამოთვლილით
გ) მეხსიერებიდან იმ მოვლენათა გამოვარდნით, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდნენ
არსებულ მდგომარეობას
*დ) მიმდინარე ფაქტებზე მეხსიერების არარსებობით
ე) დამახსოვრების უნარის დაკარგვით.

17. თანდაყოლილი ჭკუასუსტობა (ოლიგოფრენია) ვლინდება:


ა) არც ერთი ჩამოთვლილით
*ბ) ყველა ჩამოთვლილით
გ) იდიოტიით
დ) იმბეცილობით
ე) დებილობით.

18. შეძენილი ჭკუასუსტობა იყოფა:


ა) არც ერთი ჩამოთვლილი
*ბ) ყველა ჩამოთვლილი
გ) მარაზმი (პიროვნების დაშლა)
დ) ტოტალური (გლობალური)
ე) პარციალური (ლაკუნარული).

19. თავის ტვინის სიმსივნეების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:


*ა) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
ბ) ცნობიერების ბინდისებური აშლა
გ) ეპილეფტიფორმული გულყრები
დ) გაბრუება
ე) ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი.

20. რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ნერვული უჯრედების ატროფია?


ა) არც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი
*ბ) ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი
გ) პიკის დაავადება
დ) ალცჰაიმერის დაავადება
ე) სენილური დემენცია.

3 შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი


21. ზეღირებულოვან იდეათა სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:
*ა) მთლიანად მცდარი არასწორი მსჯელობებისა
ბ) გამოხატული აფექტური დაძაბულობია
გ) გარკვეული პირობებისა და დროის შემდეგ მათი გაფერმკრთალების და გაქრობისა
დ) ავადმყოფთა ცნობიერებაში ამ მსჯელობათა დომინირებული ადგილის დაკავებისა
ე) რეალურ გარემოებათა, ნამდვილი ფაქტების საფუძველზე აღმოცენებული მსჯელობებისა.

22. ბოდვითი იდეები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:


ა) შესწორების შეუძლებლობის, მიუხედავად აშკარა შეუსაბამობისა რეალობასთან
ბ) ცნობიერების მთლიანად დაუფლებისა
გ) სინამდვილის ასახვის გამრუდებისა
*დ) დარწმუნების გზით გადაჯერებისა
ე) სინამდვილესთან შეუთავსებლობისა.
23. ინტერპრეტაციული ბოდვის სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,
გარდა:
ა) აწეული აქტიურობისა
ბ) ბოდვითი იდეების გადაქცევისა მსოფლმხედველობად
გ) მუდმივი შინაგანი მუშაობისა, ბოდვის შინაარსზე და სისტემატიზაციაზე
დ) სიმყარის და პროგრესირებისა
*ე) გრძნობადი წარმოდგენების სიჭარბის, დაბნეულობისა.

24. მწვავე ფანტასტიკური ბოდვის თავისებურებას წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი:


*ა) ყველა ჩამოთვლილი
ბ) შიშის, ექსტაზის და პათეტიკის მონაცვლეობა
გ) განცდათა გრანდიოზულობა, მეგალომანიურობა
დ) ანტაგონისტური ბოდვა
ე) ინსცენირების, ინტერმეტამორფოზის ბოდვა.

25. სიყვარულის ბოდვა უფრო ხშირად აღინიშნება:


ა) არც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში
ბ) თეთრი ცხელების დროს
გ) სისხლძარღვოვანი ფსიქოზის დროს
*დ) შიზოფრენიის დროს
ე) ინვოლუციური ფსიქოზის დროს.

26. ბოდვითი იდეები დამახასიათებელია:


ა) არც ერთი ჩამოთვლილი დაავადებისათვის
*ბ) ყველა ჩამოთვლილი დაავადებისათვის
გ) შიზოფრენიისათვის
დ) ინვოლუციური დეპრესიისათვის
ე) რეაქტიული ფსიქოზისათვის.

27. ონეროიდული მდგომარეობა დელირიუმისაგან განსხვავებით:


ა) არც ერთი ჩამოთვლილი
*ბ) ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი
გ) უფრო ხშირად გვხვდება შიზოფრენიის დროს
დ) მიმდინარეობს ორიენტაციის დარღვევით საკუთარ პიროვნებაშიც
ე) ხასიათდება კოსმოსური შინაარსის ჰალუცინაციური განცდებით.

28. რომელი დაავადებისთვისაა პათოგნომური ეჭვიანობის ბოდვა:


*ა) არ არის ნოზოლოგიურად სპეციფიური
ბ) მოხუცებულობითი ფსიქოზი
გ) ფსიქოპათია
დ) ალკოჰოლური ფსიქოზი
ე) შიზოფრენია.

29. კაპგრას სინდრომის ფორმებია:


*ა) ყველა ჩამოთვლილი
ბ) „ცრუ შეცნობა“ ბოდვითა და სენსორული დარღვევებით
გ) ბოდვითი („ორეულის ბოდვა“ და ფრეგოლის სინდრომი)
დ) ილუზორულ-ბოდვითი
ე) „ცრუ შეცნობის“ ილუზორული.

30. ზმანებისმაგვარი ონეიროიდი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:


ა) განცდათა შინაარსსა და მოძრაობათა შორის დისოციაციისა
ბ) ავადმყოფთა შინაგან სამყაროსთან დაკავშირებული, ვიზუალიზირებულ ფანტასტიკურ
წარმოდგენათა სიჭარბისა
*გ) ვერბალური ფსევდოჰალუცინაციების სიჭარბისა
დ) ფანტასტიკურ მოვლენებში მონაწილების შეგრძნებისა
ე) გარემოსაგან სრული მოწყვეტისა.

4 აფექტური აშლილობები
31. კლასიკური დეპრესიული ტრიადა ხასიათდება:
ა) არც ერთი ჩამოთვლილით
*ბ) ყველა ჩამოთვლილით
გ) იდეატორული შეკავებით
დ) მოძრაობითი შეკავებით
ე) ემოციური შეკავებით.

32. დეპრესიული მოძრაობითი შეკავების ნიშნებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა:


ა) დეპრესიული სტუპორის გამოვლინებისა
*ბ) აწეული მგრძნობელობისა
გ) კუნთოვანი სისუსტის შეგრძნებისა
დ) მიმიკის სიღარიბისა
ე) მოძრაობათა შენელებისა.

33. დეპრესიული სინდრომის მარტივ ვარიანტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:


ა) დეპრესიისა თვითბრალდების ბოდვით
*ბ) დეპრესიისა ბრალდების ბოდვით
გ) სტუპოროზული დეპრესიისა
დ) მშფოთვარე დეპრესიისა
ე) ანესთეზიური დეპრესიისა.

34. დეპრესიის სომატურ ნიშნებს მიეკუთვნება:


ა) არც ერთი ჩამოთვლილიდან
*ბ) ყველა ჩამოთვლილიდან
გ) გახდომა
დ) დისმენორეა
ე) ყაბზობა.

35. მანიაკალური სინდრომის მარტივ ვარიანტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:


ა) არაპროდუქტიული მანიისა
*ბ) მანიისა გრძნობადი ბოდვით
გ) მანიისა აბნევით
დ) მხიარული მანიისა
ე) მანიისა გაბოროტებით.

36. რთულ მანიებს მიეკუთვნება ყველა, გარდა:


ა) მანიისა ონეროიდით
ბ) მანიისა ჰალუცინაციით
*გ) მანიისა აბნევით
დ) მანიისა გრძნობადი ბოდვით
ე) მანიისა ინტერპრეტაციული ბოდვით.

37. მანიაკალური იდეატორული აგზნება შეიძლება გამოიხატოს ყველა ჩამოთვლილი


ნიშნებით, გარდა:
ა) იდეატორული აბნევისა
ბ) გაფანტულობისა იდეათა ხტომით
გ) ასოციაციების აჩქარებისა
*დ) კონფაბულაციისა
ე) ჰიპერმნეზიისა.

38. ჰიპომანიაკალური მდგომარეობის ნიშნებია:


ა) არც ერთი ჩამოთვლილიდან
*ბ) ყველა ჩამოთვლილიდან
გ) ძილის დარღვევა
დ) აწეული გუნებ-განწყობა
ე) აწეული აქტიურობა.

39. აფექტური ბოდვისათვის დამახასიათებელია:


*ა) ყველა ჩამოთვლილი
ბ) ფსიქიკური ქმედების შედარებით არაღრმა და არაინერტული დარღვევები
გ) პიროვნული შეუქცევადი ცვლილებების არარსებობა
დ) შინაარსის შედარებითი ლოგიკური თანმიმდევრულობა
ე) ემოციურ დარღვევებთან ერთად წარმოქმნა.

40. აფექტური ილუზიები ხასიათდებიან:


*ა) ყველა ჩამოთვლილით
ბ) საღამოს დროს გაძლიერებით
გ) უფრო ხშირად შიშის, განგაშის დროს წარმოქმნით
დ) პათოლოგიურად შეცვლილი აფექტის დროს წარმოქმნით
ე) დამახინჯებული აღქმით, დაკავშირებული არაჩვეულებრივ ემოციურ მდგომარეობასთან.

You might also like