You are on page 1of 2

ტესტზე ერთი სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

1) ჩამოთვლილთაგან რომელი ორგანო ზიანდება ყველაზე ხშირად მუცლის დახურული


ტრავმული დაზიანების დროს:
1) შარდის ბუშტი;
2) ღვიძლი;
3) თირკმელი;
4) საშვილოსნო;

2) თავის ტვინის კომპრესიის დროს:


ა) ვითარდება ქალას ძვლების მოტეხილობის ან ტვინის სისხლძარღვებიდან სისხლდენის
შედეგად.
ბ) ტვინზე ზეწოლის ნიშნები ვლინდება ქალას შიგნით 30-40 მლ ჩაღვრის შემდგომ;
გ) ქალას შიგნითა ჰემატომის უხშირესი მიზეზია მენინგეალური არტერიის ან მისი
ტოტების დაზიანება;
დ) ყველა პასუხი სწორია;

3) დამწვრობის ფართის გასაზომად გამოყენებული მეთოდებია:


1) ხელის გულის (პალმალური) მეთოდი;
2) უოლესის „ცხრიანების“ მეთოდი;
3) ორივე პასუხი სწორია;
4) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

4) დამწვრობითი სეპტიკოპიემის დროს აღინიშნება ყველა გარდა:

1)კურლინგის (მწვავე) წყლულების განვითარება;


2) ვითარდება დამწვრობიდან 2 დღეში;
3) ცილების დაშლის პროდუქტებითა და მიკრობების ტოქსინებით გამოწვეული
ინტოქსიკაცია;
4) ნაღვლის ბუშტის განგრენა;

5) სხივური დამწვრობის მიმდინარეობის 4 პერიოდია ყველა გარდა:


1) დასხივებაზე ადრეული რეაქცია პირველადი ერითემის წარმოქმნა;
2) ფარული პერიოდი;
3) მწვავე ანთების პერიოდი;
4) სეპტიკოპიემიის პერიოდი;
6) ავტოგენური ინფექცია იგივეა რაც:
1) ენდოგენური გზით განვითარებული ინფექცია;
2) იდიოპათიური მიზეზებით განვითარებული ინფექცია;
3) ერთი რომელიმე სახის მიკრობით გამოწვეული ინფექცია;
4) რამოდენიმე სახის მიკრობით გამოწვეული ინფექცია;

7) მიკრობების გამრავლების ხელშემწყობი ფაქტორებია:


1) ჩაღვრილი სისხლი;
2) ნეკროზული უჯრედები და ქსოვილები;
3) მიკრობთა ვირულენტობა;
4) ყველა პასუხი სწორია;

8) ტეტანუსის მკურნალობა გულისხმობს:


1) ტეტანუსის ტოქსინის ნეიტრალიზაცია ანტიტეტანური შრატის შეყვანით;
2) კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობა-ტოტალური მიორელაქსაცია;
3) პაციენტის მოთავსება ხმაგაუმტარ ასეპტიურ ბლოკში.
4) ყველა პასუხი სწორია;

9) ციმბირის წყლულის მკურნალობა მოიცავს:


1) კანის არაგენერალიზირებული ფორმის დროს საჭიროებს მხოლოდ ადგილობრივ
მკურნალობას (ასეპტიური ნახვევი);
2) საჭიროებს დაწყლულებული უბნის ნეკროზული კერის მოცილებას და ფართო
დრენირებას;
3) ორივე პასუხი სწორია;
4) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

10) ჰიდრადენიტი:
1) ყველაზე ხშირად აზიანებს კისრის უკანა ნაწილს;

2) საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთებაა.


3) თმის ფოლიკულის და მიმდებარე შემაერთებელი ქსოვილის ათებაა;
4) ყოველთვის ყალიბდება აბსცესი და ფლეგმონა;

წერითი საკითხი ფასდება 10 ქულით.

გულმკერდის და მისი ორგანოების დახურული ტრავმული დაზიანება; მკურნალობა;

You might also like