Professional Documents
Culture Documents
ლექცია 12 ბაახი
ლექცია 12 ბაახი
ბახი (1685–1750 )
იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა აიზენაჰში .ბახის ყველა წინაპარი იყო მუსიკოსი. მამა
იყო ალტისტი, უფროსი ძმა ორგანისტი. 10 წლის ბახი დაობლდა და მასზე
მზრუნველობა უფროსმა ძმამ აიყო., რომელიც ორდრუფში ცხოვრობდა. რომ არ
ყოფილიხო მატერიალურად ძმის ოჯახზე დამოკიდებული 15 წლის ბახი გადადის
ლიუბეკში და იწყებს საეკლესიო კაპელაში გალობას.. ერთდროულად სწავლობდა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ბახი დამოუკიდებლად გულდასმით
სწავლობდა გერმანელი და იტალიელი კომპოზიტორების ხელნაწერებს. 20 წლის
განმავლობაში ბახი იძულებული იყო გადასულიყო ერთი ქალაიდან მეორეში. ეს
ქალაქებია ვაიმარი, არნშტადტი, კიოტენი და მისი საქმიანობა საეკლესიო
ორგანისტის სტატუსით შემოიფარგლდებოდა. ამ პერიოდში დაიწყო კანტატების
წერა, ქორალების გადამუშავება ორგანისთვის. ამ ადრინდელ პერიოდს
მიეკუთვნება საინტერესო სიუიტა „კაპრიჩიო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“.
ბახს ხშირი კონფლიქტი ჰქონდა საეკლესიო მართველობასთან რადგან მათ არ
მოწომდათ რომ ბახს „ქორალში ბევრი უცნაური ვარიაცია შეჰყავდა და უცხო ბგერებს
იყენებდა“.
–ვაიმარი
–კიოტენი
– ლაიფციგი
3. ვოკალურ–ინსტრუმენტალური ჟანრები
–პასიონები
– მესები
– კანტატები
4. ინსტრუმენტული შემოქმედება
– საორგანო ჟანრები
– ბრანდენბურგული კონცერტები
მუსიკალური მასალა
https://www.youtube.com/watch?v=kuIg9Nc3G0M
https://www.youtube.com/watch?v=jJtv4St7sVQ
--------ყავის კანტატა
შინაარსი
https://www.youtube.com/watch?v=vCMX6H8kApM
მათეს პასიონი
https://www.youtube.com/watch?v=jNWurv_sMkA
https://www.youtube.com/watch?v=nzu7kJBk3Ag
https://www.youtube.com/watch?v=vxHpXKZDDSM
მესა h moll
ბახის მესა h-moll რამდენიმე წლის მანძილზე იწერებოდა. დაიწყო 1724 წელს და
დაასრულა 1750 წელს, როდსაც მთლიანად დაკარგა ხედვა.
პირველი ნაწილი შედგება: 1. Kyrie eleison, 2. Christe eleison და 3.Kyrie eleison II..
მეორე ნაწილი შეიცავს რვა ნომერს: : 4.Gloria in excelsis Deo (დიდეა უფალს ზეცაში)
5.Laudamus te (გაქებთ შენ), 6.Gratias, 7.Domine deus, 8.Qui tollis peccata mundi,9 Qui sedes
ad dextram Patris, 10. Quoniam tu solus sanctus, 11.Cum sancto spiritu
მესამე ნაწილი შეიცვს: 12. Credo in unum Deum ,13.Patrem omnipotentem, 14. Et in unum
Dominum Jesum Christum, 15. Et incarnatus est, 16 Crucifixus etiam pro nobis, 17. Et resurrexit
tertia die, 18.Et in spiritum sanctum,19. Confiteor unum baptista
მეხუთე ნაწილი შედგება ორი ნომრისგან: 23. Agnus Dei და 24.Dona nobis pacem
პირველი ნაწილი იხსნება გუნდის პირქუში ხმოვანებით, რის შემდეგ იწყება ფუგა
ჯერ ორკესტრში და შემდეგ გადადის გუნდში. ფუგის მწუხრიანი თემა საოცრად
გამომსახველია. ხუთხმიანი გუნდის შემდეგ მოდის დუეტი ( № 2) და შემდეგ
ოთხხმიანი გუნდი
მეორე ნაწილი (№4) იწყება საყვირების ხალისიანი, ნათელი ხმოვანებით, რომმლის
თემას გუნდი აიტაცებს. ამნომერში გაშლილი, მღერადი მელოდიები ჭარბობს. ამ
ნაწილში განსაკუთრებით გამოირჩევა №5, Laudamus, ეს ნომერი სოპრანოს არიაა
სოლო ვიოლინოს თანხლებით.
ბახის მესა მოიცავს 15 საგუნდო ნომერს,, სამ დუეტს და ექვს არიას. შერეული
გუნდის ხმები ოთხიდან რვამდე იშლება. სილისტებია სოპრანო I დაII, ალტი,
ტენორი, ბანი.ორკესტრის შემადგენლობაა : ორი ფლეიტა, ორი ჰობოი d'amore, ორი
ფაგოტი, სამი საყვირი, ვალტორნა, ლიტავრები, სიმებიანი. ორგანი და continuo.