You are on page 1of 4

როგორ დაიწყე ცხოვრება?

ვინ მოგავლინა სამყაროს?


მხოლოდ ის არის თანახმა
9 თვე რომ მუცლით გატაროს. მარი გ.

ვერავინ შეცვლის მის ადგილს


ვერც შეგიყვარებს უფრო,
გაჭირვების დროს სხვა ყველა
გახდება შენთვის უცხო. ნოდარი

ვერ გაიღიმებს მაშინ,


როდესაც გტკივა გული,
შენს ტკივილს ისე განიცდის,
თითქოს ერთი გაქვთ გული. საბა მინჯ.

რომ დაანგრიო სამყარო,


არავის უყვარდე ქვეყნად,
ის მაინც გვერდით გედგება
და დაუძახებ დედას. გიო მჭ..

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,


როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა. ნინი ჯ.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -


ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა. საბა გ.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა. თამარი

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე


ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა ლუკა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,


დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. ბარბი

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,


არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით. დაუდ

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,


შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით. მარი ბ

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,


თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო. მაკა
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე. ცოტნე

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,


დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. მარი კ

დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე


განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია. გაჩეჩილაძე

საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად


გამსახურდიამ დააწესა. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან
სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან. გიორგი მენ.

იცოდით? „დედის დღის" სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია მიჩნეული. 1910


წელს, ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ამ
დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. ტასო

დედის დღეს ამერიკაში დიდი მონდომებით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით


აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას
უხდიან მათ უანგარო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დაჩი

დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად


ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს
აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. ანანო

დიდ ბრიტანეთში დედის დღის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. მას 17-ე საუკუნიდან
აღნიშნავენ და დედის კვირეულს უწოდებენ. ლიზი მჭ
ინგლისიც ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოყო წელიწადში
ერთი დღე დედის დღის აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის
მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცხვარს ამზადებენ და მას „mothering cake“ ანუ
დედის ნამცხვარს უწოდებენ. ნიკოლოზი

იაპონიაში დედის დღეს , ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედებს
ყვავილებს ჩუქნიან. ამ დღეს აღნიშნავენ მაისის თვის მეროე კვირა დღეს. მილენა

გერმანიაში დედის დღე, როგორც სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება 1933 წლიდან.


როგორც სხვა რამდენიმე ქვეყანაში, აქაც, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები ე.წ.
„Muttertag-ს(მუთერ თაგ)“, დედის დღეს ზეიმობენ. გიგი

საფრანგეთშიც დედის დღეს მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ


დღეს ოჯახში იმართება ოჯახური სადილი, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების
თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ. ნინი მანუკ

ავსტრალიაში დედის დღე ამერიკის მსგავსად მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება,
არსებობს დედის დღის მილოცვის ტრადიცია მიხაკებით . დედებს დღესასწაულს
ფერადი მიხაკებით ულოცავენ. ლიზი ჟ.

აღსანიშნავია, რომ გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ მათ ბებიებსა და
სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.
დემეტრე

კანადაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედის დღის მისალოცად
ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. აღინიშნება მაისში
ამერიკის და ავსტრალიის მსგავსად და ატარებს ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას
საზოგადოებაში.~ ნატა

ბრაზილიაში ყოველწლიურად მაისში აღინიშნება დედათა დღე.

ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სკოლებში კი


საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. საბა ც.

You might also like