You are on page 1of 2

ბიზნესის ენა

შეფასების კრიტერიუმები:
შუალედური შეფასება (ზეპირი) – ჯამში 2 შუალედური - 15/15
განვლილი მასალის მიხედვით სტუდენტის მიერ შერჩეული თემის ზეპირი პრეზენტაცია - 15
ქულა.
შეფასების კრიტერიუმები:
რუბრიკა: სულ 15 ქულა
შინაარსი და კრიტიკული ანალიზი (6 ქულა)
6-5 ქულა-შინაარსი სრულყოფილად არის გადმოცემული, თემები თანმიმდევრულად და
მკაფიოდაა წარმოდგენილი. მსმენელს არ უტოვებს კითხვებს. შესანიშნავად ჩანს სტუდენტის
კრიტიკული ანალიზის უნარი.
4-3 ქულა-შინაარსი კარგადაა გადმოცემული, თემები თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი. ჩანს
სტუდენტის კრიტიკული ანალიზის უნარი, თუმცა არის გარკვეული ჩავარდნები.
2-1 ქულა-შინაარსი არაა სრულყოფილად გადმოცემული, თემები არათანმიმდევრულადაა
წარმოდგენილი. მსმენელს უჩენს კითხვებს და საჭიროებს ბევრი საკითხის დაზუსტებას. არ ჩანს
სტუდენტის კრიტიკული ანალიზის უნარი.
0 ქულა - სტუდენტმა არ მოამზადა პრეზენტაცია ან აზრის გაგება შეუძლებელია.

სტრუქტურა - 4 ქულა
4 ქულა - პრეზენტაციის დასაწყისი ძალიან საინტერესოა, იქცევს მსმენელის ყურადღებას. ერთი
იდეიდან მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად და ლოგიკურად ხდება. დასკვნით ნაწილში
განხილული საკითხები ეფექტურადაა შეჯამებული.
3 ქულა - პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და უმეტესწილად იქცევს მსმენელის
ყურადღებას. ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა ძირითადად შეუფერხებლად და ლოგიკურად
ხდება. დასკვნით ნაწილში განხილული საკითხები კარგადაა შეჯამებული.
2 ქულა - პრეზენტაციის დასაწყისი გარკვეულწილად საინტერესოა. ერთი იდეიდან მეორეზე
გადასვლა გარკვეულწილად ლოგიკურად ხდება, თუმცა ზოგჯერ ბუნდოვანია. დასკვნით
ნაწილი არაა ეფექტური.
1 ქულა - პრეზენტაციის დასაწყისი არაა საინტერესო. ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა
ძირითადად შეფერხებებით ხდება და ერთმანეთს ლოგიკურად ცუდად უკავშირდება. დასკვნით
ნაწილი არაა წარმოდგენილი.
0 ქულა - სტუდენტმა არ მოამზადა პრეზენტაცია ან პრეზენტაციაში წარმოდგენილი მასალა
ერთმანეთს ლოგიკურდ არ უკავშირდება.

ენობრივი გამართულობა - 2 ქულა


2 ქულა - სტუდენტი მთელი პრეზენტაციის განმავლობაში საუბრობს გამართულად,
გრამატიკული და ფონეტიკური შეცდომების გარეშე. საუბრისას არ ყოყმანობს.
1 ქულა - სტუდენტი პრეზენტაციის განმავლობაში საუბრობს გასაგებად, თუმცა დაშვებულია
გრამატიკული და ფონეტიკური შეცდომები. საუბრისას ყოყმანობს.
0 ქულა - სტუდენტის საუბარი სრულიად გაუგებარია, ან საერთოდ არ საუბრობს.
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები - 3 ქულა
3 ქულა - სტუდენტს აქვს შესანიშნავი პრეზენტაციის უნარი-ჩვევები, ამყარებს შესანიშნავ
ვიზულაურ კონტაქტს მსმენელთან, მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს და ყველსასათვის გასაგებ
ხმაზე მეტყველებს.
2 ქულა - სტუდენტს აქვს კარგი პრეზენტაციის უნარი-ჩვევები, თუმცა ერთ-ერთ ნაწილში
(ჟესტიკულაცია, დგომა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან) საჭიროებს
გაუმჯობესებას.კარგად გადმოსცემს სათქმელს და თითქმის ყველსასათვის გასაგებ ხმაზე
მეტყველებს.
1 ქულა - სტუდენტს ჭირდება თითქმის პრეზენტაციის ყველა უნარ-ჩვევის, (ჟესტიკულაცია,
დგომა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან) გაუმჯობესება.
0 ქულა- სტუდენტს არ გააჩნია პრეზენტაციისათვის საჭირო არანაირი უნარ-ჩვევა.

You might also like