You are on page 1of 7

სასწავლო კურსის ენათმეცნიერების შესავალი

სახელწოდება
კოდი B1140701003
სასწავლოკურსის ფაკულტეტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა;
სტატუსი სწავლების საფეხური - უმაღლესი განათლების პირველი საფეხური/ბაკალავრიატი;
საგანმანათლებლო პროგრამა - ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია,
გერმანული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, თურქული ფილოლოგია, რუსული
ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია;
სემესტრი: მეორე;
სტატუსი: სავალდებულო საფაკულტეტო კურსი.
ავტორ(ებ)ი თემურ ავალიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის
ასოცირებული პროფესორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599 940 311.
ელ. ფოსტა: temoavaliani1007@gmail.com, temur.avaliani@bsu.edu.ge

სასწავლო კურსის კურსის მიზანია მომავალი ფილოლოგი დაეუფლოს კონკრეტული ენის (ენების)
მიზანი მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებელ ლინგვისტურ ტერმინოლოგიას, შესაბამის
ცნებით აპარატს და ზოგადლინგვისტური ცოდნის საბაზისო მინიმუმს.
კრედიტების ECTS კრედიტი: 5
რაოდენობა და საკონტაქტო საათების რაოდენობა: 60 სთ
საათების სტუდენტის დამოუკიდებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი საათების
განაწილება რაოდენობა: 65 სთ
სტუდენტის
დატვირთვის
შესაბამისად
სასწავლო კურსის საკონტაქტო - 60 სთ
ფორმატი ა) ლექცია - 30 სთ (I-XV კვირა);
ბ) ჯგუფში მუშაობა – 30 სთ (I-XV კვ.);
გ) შუალედური გამოცდა - 1 სთ (IX კვ.)
დ) დასკვნითი გამოცდა - 2 სთ (XVI-XIX კვ.)
დამოუკიდებელი მუშაობა – 65 სთ;
ა) მზადება ჯგუფში მუშაობისთვის – 40 სთ;
ბ) მზადება შუალედური გამოცდისთვის – 5 სთ;
დ) მზადება დასკვნითი გამოცდისთვის – 20 სთ.
დაშვების წინაპირობა არ აქვს
წინაპირობები
შინაარსი იხ. დანართი 1
სწავლება- ლექცია:
სწავლის მეთოდი  ვერბალური მეთოდი (თხრობა; საუბარი, ახსნა-განმარტებ A );
და შესაბამისი  გონებრივი იერიში;
აქტივობები  ინდუქცია, დედუქცია, სინთეზი, ანალიზი;
 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
 ვერბალური მეთოდი (თხრობა; საუბარი);
 წერითი მეთოდი;
 კითხვის მეთოდი;
 დისკუსია;

სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებისა და დასკვნითი


შეფასების ჯამს:
1.1. შუალედური შეფასება - 60 ქულა:
1.1.1. შუალედური გამოცდა - 20 ქულა;
1.1.2. მიმდინარე შეფასებები - 40 ქულა:
1.2. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა
შეფასების რაო შეფა ქულა შეფასების შეფასების კრიტერიუმები
კომპონენტები და დენ სება თა დრო
მეთოდები ობა ჯამი
1. მიმდინარე შეფასებები 40 ქულა
1.1. წერითი გამოკითხვები 20 ქულა
წერითი დავალება, 2 10 20 XIV-XV კვ.; 10 ქულა. პასუხი სრულია; საკითხი
ცოდნის ტესტირება ზუსტად და ამომწურავად არის
შეფასების VII –VIII გადმოცემული /შესრულებული;
ფორმები, კვ.; ტერმინოლოგია დაცულია;
სტუდენტი ღრმად და
კომპონენტები, საფუძვლიანად ფლობს სასწავლო
მეთოდები და კურსით გათვალისწინებულ
კრიტერიუმები განვლილ მასალას.
8-9 ქულა. პასუხი სრულია, მაგრამ
შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი
ამომწურავად არის გადმოცემული
/შესრულებული. არსებითი
შეცდომა არ არის. სტუდენტი
კარგად ფლობს სასწავლო კურსით
გათვალისწინებულ განვლილ
მასალას.
5-7 ქულა. პასუხი არასრულია;
საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული
/შესრულებული; ტერმინოლოგია
ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
სასწავლო კურსით
გათვალისწინებულ განვლილ
მასალას, მაგრამ აღინიშნება
შეცდომები.
3-4 ქულა. პასუხი არასრულია;
ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია
/შესრულებულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათ-
ვისებული სასწავლო კურსით
გათვალისწინებული განვლილი
მასალა. აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა.
1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია;
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებ-
ული. საკითხი არ არის
გადმოცემული /შესრულებული, ან
არსებითად მცდარია.
0 ქულა. პასუხი არ არის. საკითხი
საერთოდ არ არის გადმოცემული/
შესრულებული.

1.2. ზეპირი გამოკითხვები 20 ქულა


სემინარი 3 5 15 III – IV 5 ქულა - პასუხი სრულია; საკითხი
კვირა; ზუსტად და ამომწურავად არის
V –VI გადმოცემული; ტერმინოლოგია
კვირა; დაცულია; სტუდენტი ღრმად და
XII – XIII საფუძვლიანად ფლობს სასწავლო
კურსით გათვალისწინებულ
კვირა;
განვლილ მასალას.
4 ქულა - პასუხი სრულია, მაგრამ
შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად
არის გადმოცემული. არსებითი შეც-
დომა არ არის. სტუდენტი კარგად
ფლობს სასწავლო კურსითგათვალი-
სწინებულ განვლილ მასალას.
3 ქულა - პასუხი არასრულია;
საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია
ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
სასწავლო კურსით გათ-
ვალისწინებულ განვლილ მასალას,
მაგრამ აღინიშნება შეცდომები.
2 ქულა - პასუხი არასრულია;
ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარ-
ისად აქვს ათვისებული სასწავლო
კურსით გათვალისწინებული
განვლილი მასალა. აღინიშნება რამდ-
ენიმე არსებითი შეცდომა.
1 ქულა - პასუხი ნაკლოვანია;
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებუ-
ლი. საკითხი ან არ არის
გადმოცემული ან არსებითად
მცდარია.
0 ქულა. პასუხი არ არის. საკითხი
საერთოდ არ არის გადმოცემული.

დისკუსია 1 5 5 X –XI 1 ქულა - სტუდენტის აქტიურობა


კვირა; ჯგუფის მიმართდასმულ
შეკითხვებზე, ჩართვა დისკუსიებში,
ჩართვა ამოცანის/დავალების
გადაწყვეტის პროცესში.
1 ქულა - სხარტი აზროვნების უნარი.
1 ქულა - პასუხის სიზუსტე,
გამოვლენილი ცოდნის დონედა
აზრის გამოთქმის
თანმიმდევრულობა; გამართულობა
ლექსიკურად და გრამატიკულად
1 ქულა - არგუმენტაციის უნარის
დემონსტრირება.
1 ქულა - თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
2. შუალედური 1 20 20 IX ტესტირება
გამოცდა კვირა (ღია (თითოეული ტესტი ფასდება 1
ქულით) და დახურული
(თითოეული ტესტი ფასდება 0.5
ქულით)
3. დასკვნითი 1 40 40 XVII-XX ტესტირება
გამოცდა კვირა (ღია (თითოეული ტესტი ფასდება 1
ქულით) და დახურული
(თითოეული ტესტი ფასდება 0.5
ქულით)
სულ: 100

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა:


 შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 21 ქულა,
ხოლო დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულა;

სტუდენტის საბოლოო შეფასება:


 სტუდენტს სასწავლო კურსი ათვისებულად ჩაეთვლება, თუ ის მიიღებს ერთ-
ერთს შემდეგი დადებითი შეფასებებიდან: ა) (A) ფრიადი - 91 ქულა და მეტი;
ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა; გ) (C) კარგი - 71-80 ქულა; დ) (D)
დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა; ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა.
 უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულის მიღების შემთხვევაში
სტუდენტს უფლება ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ კიდევ გავიდეს.
(F) ჩაიჭრა - 40 ქულის ან ნაკლების მიღებისას სტუდენტს საგანი თავიდან აქვს
შესასწავლი
სწავლის
შედეგები
ცოდნა და კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი იცნობს ფილოლოგიის
გაცნობიერება სფეროს, ფლობს ძირითად ლინგვისტურ ტერმინოლოგიას და
ენის მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებელი
ზოგადლინგვისტური ცოდნის საბაზისო მინიმუმს.
უნარი აქვს ენობრივი ერთეულების სწორად გამოყენების ახსნის უნარი,
ენაში არსებული პრობლემების ანალიზის და გადაჭრის გზების
მოძიების უნარი;
აქვს ენის ძირითადი მახასიათებლების გამოვლენის,
ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი.
მიღებული ცოდნის საფუძველზე მზადაა ასარჩევი კონკრეტული
ენის მეცნიერული შესწავლისთვის.
პასუხისმგებლობა შეუძლია დამოუკიდებლად მსჯელობა ზოგადლინგვისტური
და მიმართულებით თავისი ცოდნის და უნარების შესახებ
ავტონომიურობა სტუდენტებთან, ლინგვისტებთან, დაინტერესებულ პირებთან;
გააჩნია უნარ-ჩვევები ლინგვისტიკის მიმართულების
დისციპლინების ავტონომიურად, დამოუკიდებლად შესწავლა-
გაცნობიერებისათვის.

ძირითადი 1. თ. ავალიანი, მ. აროშიძე - ენათმეცნიერების შესავალი (სახელმძღვანელო


ლიტერატურა ფილოლოგიის მიმართულების საბაკალავრო სპეციალობებისათვის). ბსუ.2019,
რიდერი;
2. არნ. ჩიქობავა. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი, თსუ. 1952
3. გ. ნებიერიძე. ენათმეცნიერების შესავალი. თბ., 1991.
4. R. E. Asher (ed). Encyclopedia of Language and Linguistics. Cambridge University.
2006
დამხმარე 5. თ. გამყრელიძე და სხვები. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი.
ლიტერატურა თსუ. 2003;
6. ქართული ენა. ენციკლოპედია. თბილისი. ,,ეროვნული მწერლობა”. 2008;
7. ვ. ფრომკინი და სხვ. ლინგვისტიკა (ლინგვისტიკის თეორიის შესავალი). თბ.
ილიაუნი, 2009;
8. ნ. ჭყონია. ლექციები ენათმეცნიერებაში (ნაწილი პირველი), თბილისი 2016 .
9. გ. ახვლედიანი. ენათმეცნიერების შესავლის საკითხები. თბ. 1972.

დანართი 1

შინაარსი
I კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენათმეცნიერება როგორც დისციპლინა, მისი შესწავლის ობიექტი, პრობლემატიკა,
სტრუქტურა, კავშირი მეცნიერების სხვა დარგებთან და მოკლე ისტორია;
ენათმეცნიერების შესავალი.
ენა როგორც ლინგვისტიკის შესწავლის ობიექტი, ენის რაობა, ენის განმარტების
პრობლემა ლინგვისტიკაში; ენის არსებობის ფორმები. ენა და დიალექტი. ენის ფუნქციები.
 (გამყრელიძე გვ. 19-59; ჩიქობავა, გვ. 398-399; კოდუხოვი, გვ. 7-32; ქეე. გვ. 166-172)

II კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენა როგორც თავისი არსით ანთროპოლოგიური მოვლენა, ენა და აზროვნება. ენის
ანთროპოლოგიურობის განმსაზღვრელი ფაქტორები; სიტყვა და ცნება; სიტყვა,
როგორც ნიშანი; ენა და აზროვნება; ენა და ე.წ. ,,ცხოველთა ენა”.
 (ნებიერიძე. გვ. 22-25; ჩიქობავა, გვ. 19-21; კოდუხოვი, გვ. 46-49)
III კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენის ბუნება, ენა და მეტყველება. ადამიანისათვის დამახასიათებელ ნიშან-
თვისებათა ბიოლოგიური ან სოციალური ბუნება; ენის ადგილი ადამიანისათვის
დამახასიათებელ მოვლენათა შორის; ენის არაბიოლოგიურობა; ენის დაუფლებისა და
ცოდნისათვის აუცილებელი ბიოლოგიური ფაქტორები; ენის სოციალური ბუნება და
მისი განმსაზღვრელი ფაქტორები; ენის არაინდივიდუალური ბუნება და მისი
მიმართება მეტყველებასთან; მეტყველების ინდივიდუალურობა და მისი განმსაზღვრელი
ფაქტორები. ფ, დე სოსიური;
 (ნებიერიძე. გვ. 28-31; კოდუხოვი, გვ. 49-52; ახვლედიანი, გვ. 11-13; ქეე. გვ. 317-318)

IV კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენის წარმოშობის პრობლემა; საკითხი ენის წარმოშობის შესახებ როგორც პრობლემა.
ენის წარმოშობის პრობლემა და კონკრეტული ენების წარმოშობის პრობლემა;
ადამიანის, საზოგადოებისა და ენის წარმოშობის პრობლემათა ერთიანობა. ჰიპოთეზები
ენის წარმოშობის შესახებ; კაცობრიობის პირველი ენის პრობლემა ლინგვისტიკაში;
 (ნებიერიძე. გვ. 48-55; კოდუხოვი, გვ. 53-67; ახვლედიანი, გვ. 32-38)

V კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 დამწერლობა. გრაფიკა და ორთოგრაფია დამწერლობა. დამწერლობის რაობა, მოკლე
ისტორია და ფორმები. ქართული დამწერლობის უნიკალურობა. გრაფიკა, ორთოგრაფია
და ორთოეპია;
 (ნებიერიძე. გვ. 120-134; კოდუხოვი, გვ. 156-183; ახვლედიანი, გვ. 32-38)

VI კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენა – ადამიანი – საზოგადოება – კულტურა. ენა, სოციუმი და სიტუაცია; ენა და
მენტალობა; ენა და ეთნოსი, ენა და კულტურა; მშობლიური ენა; ენა და რელიგია;
 (ნებიერიძე. გვ. 41-65; გამყრელიძე, გვ. 449-465)
 სისტემისა და სტრუქტურის რაობა. სისტემა როგორც ელემენტთა მოწესრიგებული
ერთობა; სისტემა და ქაოსი; სისტემის ღიაობა და ე. წ. ჩაკეტილი სისტემა;
სუპერსისტემები და სუბსისტემები;
 ენა როგორც სისტემურ-სტრუქტურული წარმონაქმნი; ენობრივი სისტემის
ელემენტები და შესაბამისი ენობრივი დონეები; ენობრივი სისტემის სტრუქტურა და
სტრუქტურულ მიმართებათა ტიპები (პარადიგმატიკა, სინტაგმატიკა, იერარქია)
 (ნებიერიძე. გვ. 31-37; კოდუხოვი, გვ. 105-183; ახვლედიანი, გვ. 32-38)

VII კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენის ფონეტიკური-ფონოლოგიური იარუსი სამეტყველო ბგერა და მისი შემსწავლელი
დარგები. მეტყველება როგორც დანაწევრებული ჟღერადობა; სიტყვის სემიოტიკური და
არასემიოტიკური ნაწილები; ბგერა – სიტყვის უმცირესი არასემიოტიკური ნაწილი;
ბგერის შესწავლის აკუსტიკური, ფიზიოლოგიური და ფუნქციონალური ასპექტები;
სამეტყველო ბგერა აკუსტიკურ ასპექტში. ბგერის აკუსტიკური მახასიათებლები (სიმაღლე,
ძალა, ხანგრძლივობა, ტემბრი); სამეტყველო ბგერათა დახასიათება შემადგენელი
კომპონენტების მიხედვით (ხმოვანი, თანხმოვანი და ნახევრადხმოვანი ბგერები; მჟღერი
და ყრუ თანხმოვნები; სონორული და ჩვეულებრივი მჟღერი თანხმოვნები);
 (ნებიერიძე. გვ. 66-70; გამყრელიძე, გვ. 60 - 88; კოდუხოვი. გვ. 106-112;
ახვლედიანი, გვ 38-41);
VIII კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 სამეტყველო ბგერა არტიკულაციურ ასპექტში. სამეტყველო ბგერის არტიკულაციური
დახასიათების არსი; რესპირაცია და ფონაცია; სამეტყველო აპარატი და სამეტყველო
ბაზისი აქტიური და პასიური სამეტყველო ორგანოები; ხმოვანთა არტიკულაციური
დახასიათების პრინციპები; ხმოვანთა სამკუთხედი); თანხმოვანთა არტიკულაციური
კლასიფიკაციის პრინციპები: კლასიფიკაცია წარმოთქმის რაგვარობის მიხედვით –
ხშულები, ნაპრალოვნები ანუ სპირანტები, ფრიკატივები; ხშულ-ნაპრალოვნები ანუ
ასპირატები, აფრიკატები; ვიბრანტები, ლატერალები, ნაზალები, ღია თანხმოვნები;
კლასიფიკაცია წარმოთქმის ადგილის მიხედვით – ბაგისმიერი, ენისმიერი, ხახისმიერი და
ხორხისმიერი თანხმოვნები;
 (ნებიერიძე. გვ. 71-76; გამყრელიძე, გვ. 93-115; კოდუხოვი. გვ. 116-132; ახვლედიანი, გვ
41-52
IX კვირა (შუალედური გამოცდა)
X კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 სამეტყველო ბგერა ფუნქციურ ასპექტში, ფონემა. სამეტყველო ბგერა და ენის ბგერა
ანუ ფონემა; ბგერის დიფერენციალური და ინტეგრალური ნიშნები; ფონემა, ფონი
და ალოფონი; ბგერის ძლიერი და სუსტი პოზიცია; ბგერის ფუნქცია; ფონოლოგიური
სისტემები;
 ბგერათა ურთიერთზემოქმედება მეტყველების პროცესში; კომბინატორული
ფონეტიკური ცვლილებები; პოზიციური ფონეტიკური პროცესები
 (ნებიერიძე. გვ. 73-95; 109-119; გამყრელიძე, გვ. 116-178; კოდუხოვი. გვ. 116-132;
ახვლედიანი, გვ 67-95)
XI კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 მარცვალი, როგორც სიტყვის არასემიოტიკური სეგმენტური ნაწილი. მარცვლის
განმარტებისა და დამარცვლის პრობლემა ლინგვისტიკაში; მარცვლის თეორიები -
,,კუნთოვანი’’ თეორია, სონორული თეორია; ექსპირატორული თეორია და სხვ.
მარცვალთგასაყარის ანუ დამარცვლის პრობლემა; მარცვალთა სახეები;
 მორფემა როგორც სიტყვის სემიოტიკური ნაწილი. მორფემის რაობა; მორფემათა
სახეები – ლექსიკური მორფემები (ძირი და ფუძე); დერივაციული მორფემები
(პრეფიქსი, სუფიქსი, პოსტფიქსი; ინტერფიქსი, ინფიქსი, ცირკუმფიქსი);
ფორმაცვალებადობითი ანუ რელიაციური მორფემები –(ფლექსია ანუ დაბოლოება);
სიტყვაწარმოება;
 (ნებიერიძე. გვ. 98-106; ქეე, გვ. 304-306; კოდუხოვი. გვ. 132-138; ახვლედიანი, გვ 101-
107);
XII კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ლექსიკოლოგია, მისი შესწავლის საგანი და დარგები. სიტყვა როგორც ლექსიკოლოგიის
შესწავლის ობიექტი სიტყვის განმარტების პრობლემა; ფონეტიკური სიტყვა,
მორფოლოგიური სიტყვა და ლექსიკური სიტყვა ანუ ლექსემა; სიტყვის გარეგანი
ფორმა, შინაფორმა და მნიშვნელობა; სემასიოლოგია და ონომასიოლოგია. სიტყვის
მნიშვნელობა და მისი ტიპები. სიტყვათა ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები – ომონიმია,
სინონიმია, ანტონიმია, ჰიპონიმია. ფრაზეოლოგია. ფრაზეოლოგიზმების ტიპები
 ლექსიკოგრაფია. ლექსიკოგრაფია როგორც ლექსიკონის შედგენის თეორია და
პრაქტიკა; ენციკლოპედიური და ლინგვისტური ლექსიკონები; ლინგვისტურ ლექსიკონთა
ძირითადი სახეები:
 (ნებიერიძე. გვ. 217-256; ქეე, გვ. 289-290; კოდუხოვი. გვ. 184-224; ახვლედიანი, გვ 117-
170);
XIII კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 გრამატიკა და მისი შესწავლის საგანი და დარგები. სიტყვა როგორც ლექსიკური
ერთეული და როგორც გრამატიკული მოვლენა; გრამატიკის რაობა; ზოგადი და
კერძო გრამატიკა; მორფოლოგია ანუ სიტყვის გრამატიკა; სინტაქსი ანუ შესიტყვებისა
და წინადადების გრამატიკა. გრამატიკული მნიშვნელობა, გრამატიკული ფორმა და
გრამატიკული კატეგორია. კატეგორიის ცნება და გრამატიკული კატეგორია;
გრამატიკული კატეგორიის სახეები. გრამატიკული ფორმა და გრამატიკული პარადიგმა.
გრამატიკული მნიშვნელობის გამოხატვის ძირითადი ხერხები და საშუალებები.
მეტყველების ნაწილები. სიტყვა მორფოლოგიასა და სინტაქსში; მეტყველების ნაწილების
პრობლემის არსი; მოძღვრებანი მეტყველების ნაწილების შესახებ; (ძველინდური,
ძველბერძნული ანუ ანტიკური, რომაული და ა შ.); მეტყველების ნაწილი როგორც სამი
ძირითადი კატეგორიალური ხასიათის ნიშნის (სემანტიკური, გრამატიკული და
სინტაქსური) მატარებელი
 (ნებიერიძე. გვ. 135-256; ქეე, გვ. 120-125; კოდუხოვი. გვ. 258--271 ახვლედიანი, გვ 176-
216);
XIV კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 სინტაქსი. წინადადება. წინადადების რაობა; წინადადების კონსტიტუციური ნიშნები:
კომუნიკაციურობა; პრედიკაციულობა; მოდალურობა; სინტაქსური კავშირი და მისი
სახეები; წინადადების სახეები: წინადადების წევრის რაობა;
შესიტყვება. შესიტყვების რაობა და მოძღვრება შესიტყვების შესახებ; შესიტყვებათა
კლასიფიკაცია;
 ფრაზეოლოგია. ფრაზეოლოგიზმის რაობა, ფრაზელოგიზმების სახეები;
 (ნებიერიძე. გვ. 152-156; ქეე, გვ. 430-431; კოდუხოვი. გვ. 271-282; ახვლედიანი, გვ 216-
232);
XV კვირა
(2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა)
 ენობრივი სამყარო, მისი განვითარება და კლასიფიკაცია. ენობრივი სამყაროს
განვითარების გარეგანი ფაქტორები. ენათა ინტეგრაცია და ენათა დიფერენციაცია
 ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის
ძირითადი ტერმინები (ენათა ნათესაობა; ენათა ოჯახი; ენათა ფილუმი; ახლო და
შორეული მონათესავე ენები; წინარე-ენა; ენათა გენეალოგიური ხე და სხვ);
 ენათა ძირითადი ოჯახები.

You might also like