You are on page 1of 65

5.

ბავშვობის ჰობი
გიორგი მაჩაბელი
გიორგი მაჩაბელი იყო
ნიკოლოზ ბარათაშვილის დის
ბაბალეს შვილიშვილი
(დიმიტრი ვეზირიშვილის
ქალიშვილის ნინო ოჯახი
ვეზირიშვილის ვაჟი) დედის
მხრიდან ერეკლე მეორის
უფროსი ქალიშვილის ელენეს
შვილთაშვილი.

მამა
დედა ბიძა
ვასილ
ნინო ივანე
მაჩაბელი
ვეზირიშვილი მაჩაბელი
(იურისტი)
ნინო
ელისაბედ
ვასილ მაჩაბელი ვეზირიშვილ
ციციშვილი

ბარბარე
გიორგი
(თამარი)

ნიკოლოზ
ნინო

არჩილი

ილია
გიორგი მაჩაბლის ოჯახი
ივანე
მაჩაბლის
სახლ-მუზეუმი
განათლება

• სათავადაზნაურო გიმნაზია.

• ბერლინის სამთო აკადემია, მაშინ


ფრედერიკ ვილიამის სახელობის ბერლინის
სამეფო უნივერსიტეტს უწოდებდნენ და იქ
უმაღლეს განათლებას ძირითადად
არისტოკრატია ეუფლებოდა - დღ.
ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (გაწევრიანდა
„ტევტონურ ორდენში“)

• მოიარა მთელი მსოფლიო თავისი შრომით


და ჩოხაში გამოწყობილმა არაერთი
პროფესია მოსინჯა.
ჰუმბოლტის უნივერსიტეტი
• შვედეთი, იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი,
სცენური ფსევდონიმით მარია კარმი. მას სახელი
განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებამ
გაუთქვა, თავისი პირველი ქმრის დრამატურგ
მაქს რეინჰარტის პიესაში – "სასწაული".

• გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიურის


უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა და 1916
წ. ისინი დაქორწინდნენ.

• 1922 წ. გიორგი მეუღლესთან ერთად ამერიკაში


გადასახლდა.

***
1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი
ერთმანეთს დაცილდნენ, მიზეზი ქალის სპირიტული
სეანსებით გატაცება გახდა. სიკვდილამდე
სპირიტუალური მოძღვრის, ინდოელი მეჰერ ბაბას
მიმდევარი იყო.
გიორგი მაჩაბელი და პოლიტიკა

 გიორგი მაჩაბელი იყო საქართველოს


დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი.
პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში
იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა,
სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი
კომიტეტი" დააარსა და კავშირი გააბა 1914 წ.
შექმნილ ჟენევის "საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის
ფილიალიც მან საქართველოში გახსნა.

 ის იყო გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის


შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი.
ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული
დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა
ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა
მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან
რევოლუციონერებთან.
სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი და ზურაბ ავალიშვილი; დგანან სპირიდონ
კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი (1917 წ.)
• გერმანიის დაინტერესება კავკასიით, საქართველოთი;

• გერმანიის მხარდაჭერა, აღიარება, ჯარი, საქართველოს დაცვა ოკუპანტისგან;

• გერმანიის ფინანსური დახმარება;

• ოსმალეთში ქართული ლეგიონი (მაჰმადიანი ქართველები, ტყვე


ქართველები);

• გრაფი შულენბურგი, ლეო კერესელიძე;

• გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის ხელშეკრულებები;

• თბილისში განთავისუფლების ინტერპარტიული "ქართული ეროვნული


კომიტეტი“, ერის კონსოლიდაცია, ემიგრანტებთან კონტაქტი, ჩრდ.
კავკასიელებთან, აზერბაიჯანთან.

• შეხვედრის ადგილი სტოკჰოლმი;

• წყალქვეშა ნავები
ქართული ლეგიონი ოსმალეთში.
1916-1917 წლებში წყალქვეშა ნავებით სულ
ჩატარდა 5 ექსპედიცია:
• ორი - 1916 წელს;
• სამი – 1917 წელს,

წყალქვეშა
ნავი
ანეტა
ანდრონიკაშვილ

საქართველოს გათავისუფლების შემდეგ გიორგის
იდეა იყო რომ აღდგენილიყო მონარქია, კერძოდ
გიორგი იყო გერმანელი პრინცის, კაიზერ
ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის იოაჰიმისა და
ქართველი პრინცესას დაქორწინებით (გერმანული
დინასტიით სათავეში) ქართული მონარქიის
აღდგენის მომხრე.

კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა - საქართველოს


დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-
დემოკრატ მიხეილ (მიშო) მაჩაბლის ულამაზესი
ქალიშვილი მარინე (მარი).

ეს იდეა გერმანიის სამეფო კარზე მოიწონეს. ასე


უნდა ჩაყროდა საფუძველი ახალ სამეფო
დინასტიას.

კაიზერ ვილჰელმ II
იოაჰიმ ჰოჰენცოლერნი

მარინე მაჩაბელი
• მაგრამ 1918 წლის 26 მაისს
საქართველოს სახელმწიფო აღდგა,
როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და
ეს საკითხი აღარ დასმულა.

• 11 ნოემბერს გერმანული მონარქია


დაემხო, პრინცმა იოაჰიმმა ჰოლანდიაში
დაიდო ბინა, მარინა მაჩაბელი კი იტალიის
კონსულს ფრანზონის გაჰყვა ცოლად და
რომში დასახლდა.
გიორგი მაჩაბელი
დიპლომატი
 დამოუკიდებლობის წლებში გიორგი იყო იტალიაში საქართველოს საელჩოს
პირველი მდივანი. ორი წლის მანძილზე იმუშავა რთულ პირობებში, რადგან
მისი დიპლომატიური მოღვაწერობა საქართველოს ანექსიის შემდეგაც
გაგრძელდა. 1923 წლამდე გააგრძელა მან დიპლომატიური მოღვაწეობა და
შემდეგ თავი დაანება.

 მას ანგარიშს უწევდნენ არა მარტო სამთავრობო წრეები, არამედ ოპოზიციაც.


აქტიურად თანამშრომლობდა იტალიურ პრესასთან. იგი აქტიურად აცნობდა
იტალიის პოლიტიკურ წრეებს საქართველოს საკითხს.

 გენუის კონფერენცია (გენუის კონფერენციას გაეგზავნა საქართველოს


კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას ცნობილი მემორანდუმი, იტალიური
პრესა (გაზეთი „კამპარა“).

 ლოზანის კონფერენციაზე (1922 წლის ნოემბერი-1923 წლის ივლისი).


დასავლეთის მოკავშირეებმა სრუტეების საკითხის განსახილველად
კონფერენციაზე საერთაშორისო კომიისიაში ადგილი გამოუყვეს საქართველოს
ემიგრირებული მთავრობის წარმომადგენელს და უარი უთხრეს ქართველ
ბოლშევიკებს კონფერენციას დასწრებოდნენ
გიორგი მაჩაბელი ბიზნესმენი – „სუნამოების პრინცი“
მის სახელს უკავშირდება მეოცე საუკუნის
დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში
პარფიუმერიის მთელი ხაზის გამოგონება,
რომელიც დღემდე ცნობილია მსოფლიო
მასშტაბით.
1924 წელს გახსნა ანტიკვარული
მაღაზია "წითელი და შავი" და
როგორც საქმოსანმა სულ მალე
გაითქვა სახელი.

თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ


გატაცებას – სუნამოების შეზავებას.
მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს
სუნამოები უფრო აინტერესებდათ,
ვიდრე ანტიკვარიატი. ამიტომ წინა
პლანზე წამოსწია პარფიუმერია და
ბოლოს ანტიკვარზე სულ აიღო
ხელი.
სესილ ბიტონი გრეტა გარბო
პარიზში ფონტენის ავენიუზე პარფიუმერიის
სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული
გამოცდილების შემდეგ. 1926 წელს დაარსა
პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli
Perfume Company", რომელიც 1920-1930–იან
წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი
კორპორაციების ხუთეულში შედიოდა.

არადა, ყველაფერი დაიწყო უბრალო ჰობიდან,


ქიმიკოსობიდან. მას სტუდენტობის ხანაში ერთ–
ერთი თავშესაქცევი ჰობი ჰქონდა – სუნამოების
შერევა–შეზავების ექსპერიმენტები. ვინ
იფიქრებდა მაშინ, რომ ეს ჰობი მთელი მისი
ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საქმე გახდებოდა!
მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე
გამოსახული იყო მისი
საგვარეულო გერბი და
სამეფო გვირგვინი. ლოგო
ასახავს ბიზანტიური სტილის
გვირგვინს, რომელიც ძალისა
და რწმენის სიმბოლო იყო.
ეს მიგნება ეკუთვნის მის
მეუღლეს.
ენციკლოპედიური ცნობარი აღნიშნავდა: „ის ითვლება მინის ფლაკონის ერთ-
ერთ უმშვენიერეს ხელნაკეთ ნიმუშად“.
 სუნამომ "საქართველოს დედოფალი" (Queen of
Georgia), ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის
ფლაკონით, ამერიკელი საზოგადოების
აღფრთოვანება გამოიწვია.

 მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი


სუნამო "პრინცესა ნორინა" (Princess Norina),

 ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო


"დუშეს ოფ იორკს" (Duchess of York),

 სუნამო "ოქროს შემოდგომა" (Golden Autumn),

 სააბაზანო ზეთი "აბანო“ მომაჯადოვებელი


აღმოსავლური სურნელებით,

 მზისგან დამცავი კრემი „ტან-აბანო“,

 ოდეკოლონი "ქარის სიმღერა" (Wind Song),

 დაპრესილი პუდრი.

 პომადა.
პომადა
კირილ გურჯი კომპანიის მთავრი პარფიუმერ-ქიმიკოსი
1930 წლის კრიზისი წარმატებით გადალახა და უფრო
მეტიც გაფართოება დაიწყო. კომპანიის ფილიალი მან
პარიზშიდაც გახსნა (შანელის მაღაზიის პირდაპირ),
რომელსაც ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე,
ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი
ფუძემდებელი სპირიდონ კედია ჩაუყენა სათავეში. ამის
შემდეგ თავის ნაწარმს იგი უკვე არა მარტო ამერიკაში,
არამედ პარიზსა და ლონდონშიც ავრცელებდა.

 მაჩაბელმა საფუძველი დაუდო აშშ-ში


პარფიუმერიის წარმოებას.

 სუნამოს მოხმარების წესები;

 სუნამოს გაიგივება პიროვნებასთან.


იძლეოდა რჩევებს, რომ „ღამე დაისხით და
გაიჩერეთ და დილით თუ შემოგრჩათ ესეიგი ესა
თქვენი სურნელიო“.
• არისტოკრატი „მუშა-
პერსონალი“;

• ხარისხი;

• შეფუთვა;

• ფორმა;

• სილამაზე;

• დახვეწილი;

• დღესასწაულები;
მაჩაბლის ფირმას
თავისი მაღაზიები
გააჩნდა ევროპულ
ქალაქებში:
• კანი,
• ნიცა,
• ბაზელი,
• ლუცერნი
• ლონდონი
• და სხვ.
გიორგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა,
აფორმებდა სუნამოებს. თვითონ უკეთებდა
ეტიკეტებსა და საგაზეთო რეკლამებს:

„სუნამო „ოქროს
შემოდგომა”/Golden Autumn - ეს არის
ძალზე თანამედროვე ექსტრა
თბილი იმბირის სურნელის მქონე
ძალზე გამორჩეული და
აღმაფრთოვანებელი სუნამო. თუ
გსურთ იყოთ მისი სახელის
მსგავსად საუკეთესო, იხმარეთ
ამაყად და სიამოვნებით. ის იქნება
საწინდარი ყოველივე
არაჩვეულებრივისა. დაიწვეთეთ
რამდენიმე წვეთი მაჯებზე,
იდაყვეზე, ყელთან, ყურების უკან.
ეს არის სუნამოს გამოყენების
ყველაზე სწორი წესი, რათა სუნი
კარგად იგრძნობოდეს ($ 4.00).
ზეთი „აბანო”/Abano - ზეთი, ცოტა
რაოდენობით ჩასხმული თბილ
წყალში მოგცემთ
არაჩვეულებრივი სიამოვნების
სუნამო „ქარის სიმღერა”/Wind
მიღების საშუალებას.
Song - აბაზანის შემდეგ უნდა
ორგანიზმის მიერ
შეისხუროთ კისერზე, მკლავებზე,
თანდათანობით შეწოვის შემდეგ
შუბლზე. ეს მოგანიჭებთ
თქვენ რამდენიმე საათით
სასიამოვნო სიგრილის
ჩაიძირებით ამ აღმოსავლურ
შეგრძნებას მთელი დღის
არომატში. გამოძებნეთ დრო -
განმავლობაში. გამოიყენეთ
ისიამოვნოთ ამ ფუფუნებით. ის
ადრე დილიდან მოყოლებული
აგიმაღლებთ განწყობას,
ხშირად. მას აქვს ყვავილებისა
მოგიხსნით დაღლილობას,
და ტყის შესანიშნავი ნაზი
გაგანებივრებთ და
სურნელი, რომელიც თქვენც და
მოგესიყვარულებათ. როცა
თქვენს გარშემო მყოფთ კარგ
საღამოს ხანგრძლივი დროით
განწყობას შეუქმნის ($ 0.75).
სადმე წაბრძანდებით, მისი
წყალობით გარშემორტყმული
იქნებით ჯადოსნური აურით
($1.50).”
გიორგი მაჩაბლის აზრით: „კანის
ფაქტურასა და ფერს სუნამოს
არჩევასთან არანაირი კავშირი არ
აქვს; ქერები, შავგვრემნები და
ჟღალთმიანები, უპირველეს
ყოვლისა, ადამიანები არიან -
დედამიწას ინდივიდუალურობა
ატრიალებს“.

მისი სუნამოები კი ქალბატონებს


ეხმარებოდა გამოემჟღავნებინათ
ინდივიდუალურობის, სინაზის,
ქალურობის, სულიერების აურა.
„ამერიკაში ქალბატონებს
თავზე სამეფო გვირგვინები
დაადგა პრინცმა, რომელიც
არის საქართველოდან, ერთი
კეთილი და წარჩინებული
ოჯახიდან...“ - წერდა
ამერიკული პრესა მისტერ
მაჩაბელზე, რომელმაც
თავისი პარფიუმერიული
ბრენდით შოკში ჩააგდო
ამერიკული ელიტა.

„ზღაპრიდან მოსული პრინცი”


- წერდა 20-იანი წლების
ამერიკული პრესა ჯორჯ
მაჩაბელზე...
Prince Matchabelli’s Wind Song-ის სარეკლამო კამპანია პირველი სარეკლამო კამპანია იყო ინდუსტრიაში,
რომელშიც ქალის სუნამოსთვის გამოყენებული იყო კაცის სახე.
იგი იმ დროის ცნობილი ქალბატონებისთვის ამზადებდა პერსონალურ
სუნამოებს.

გლორია სვანსონი გრეის მური დოლორეს კოსტელო


«პრინცი მაჩაბლის» დღეს უკვე სამუზეუმო ნაკეთობა
პრინცი მაჩაბელი თავისი ეპოქის ელიტური საზოგადოების საინტერესო პერსონა იყო, ბევრ
სახელოვნებო ექსპერიმენტშიც ღებულობდა მონაწილეობას. ასე, მაგალითად, 1930 წელს ჟორჟ
სკაპინის, ფრანგ დაბრმავებულ მოქანდაკეს თავისი ბიუსტის შექმნა დაუკვეთა. ქანდაკების
შესაქმნელად ოსტატს პრინცი მაჩაბლის სახე ხელებით უნდა შეესწავლა რათა მისი ბიუსტი
მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო
1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი
მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა
სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა
(შოურუმის დიზაინერად იმ ეპოქაში დამწყები
დიზაინერი და ფოტოგრაფი სესილ ბიტონი
დაიქირავა). მარტში კი ფილიალების გახსნის
მიზნით იმოგზაურა შანხაისა და
კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა 1935
წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით
გარდაიცვალა.
1935 წელს ნიუ იორკში მეხუთე ავენიუზე
გახსნილი შოურუმის
დაკრძალეს ნიუ–იორკის ლონგ–აილენდის მაუნთ ოლივეტის
სასაფლაოზე.
გიორგი მაჩაბელი და საზოგადოებრივი საქმიანობა

გიორგი მაჩაბლის სუნამოდან მიღებული შემოსავლები ძრითადად ხმარდებოდა ქართულ


ემიგრან–ტულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

 ეროვნულ–დემოკრატიული პარტია გამოსცემდა ჟურნალებს, გაზეთებს, ბროშურებს


და ა.შ.

 1933 წელს პარიზში შეიქმნა ჯგუფი „კავკასია“, რომელიც აერთიანებდა


ქართველების გარდა კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც
იყვნენ მომხრე კავკასიის კონფედერაციისა, მას შემდგე რაც კავკასია
გათავისუფლდებოდა ბოლშევიკების ბატონობისგან.

 ასევე 1933 წელს აგვისტოში ხდება ქართველ თავადაზნაურთა კავშირის დაფუძნება


საფრანგეთში და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს გიორგი
მაჩაბელი. თავად კავშირის მიზანი კი იყო ქველმოქმედება, მატერიალური
დახმარება ემიგრამტებისადმი, დაფინანსება სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების.

 მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა


გაჭირვებულ ქართველს: მიხაკო წერეთელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს და სხვ.
სიბილ შეპარდი 1970-80-იანი წლების ამერიკული პრესის
მიმოხილვისას აღმოჩნდა, რომ ამერიკის
შეერთებულ შტატებში არსებობდა „პრინცი
მაჩაბლის“ სახელობის ჯილდოები

1972 წლის 25 იანვარს „კარიერაში 1971 წელს


მიღწეული ახალი სიმაღლეებისთვის“ ეს ჯილდო
სუნამოების კომპანიამ ცნობილ ამერიკელ
მსახიობს, მოდელსა და მომღერალს სიბილ
შეპარდს გადასცა.
ჯილდო ასევე გადაეცა
მწერალი ნიკი ჯიოვანი, ბალერინა ქეი მაზო და აფროამერიკული პოეზიის
დიზაინერი ბეთსი ჯონსონი დაჯილდოებისას პრინცესად წოდებულ ამერიკელ
მწერალ ნიკი ჯიოვანის, ქალაქ
ნიუ-იორკის საბალეტო დასის
პრიმაბალერინა კეი მაზოს და
დიზაინერ ბეტსი ჯონსონს.

პრიზების გადაცემის
სადღესასწაულო ცერემონიალზე
1972 წლის 25 იანვარს
„ამერიკული ხელნაკეთი ნივთების
საბჭოში“, ნიუ-იორკში, „პრინცი
მაჩაბლის“ კომპანიის მიერ
დაფინანსებულ წვეულებაზე ბეტსი
ჯონსონმა მიიღო პირველი
ყოველწლიური ე.წ. „მზის
საჩუქარი“ (Sun Shower Award).
გამარჯვებულთ ჯილდოები
გადასცა „პრინცი მაჩაბლის“
კომპანიის პრეზიდენტმა ფრანკ
სტამბერგმა.
არსებობდა ჯილდო მამაკაცებისთვისაც – „პრინცი მაჩაბლის სახელობის
ეროვნული გმირი“ (Prince Matchabelli National Hero Award).
ეროვნული გმირის ჯილდოს პროგრამა ამოქმედდა 1988 წელს, „ამერიკის დიდ ძმებსა
და დიდ დებთან“ ერთად გამორჩეულ ადამიანებს აჯილდოებდნენ, რათა ისინი
ამერიკელი მოზარდებისთვის გაეცნოთ და დახმარებოდნენ პიროვნულ რეალიზებასა და
კარიერის დაგეგმვაში. 1989 წელს პროგრამამ მოაგროვა $180.000-ზე მეტი და მრავალ
მოზარდს მისცა სტიმული ცხოვრების პოზიტიურად შესაცვლელად.
 1989 წელს ჯილდო მიიღეს
ედვარდ რენსი
„მაკდონალდსის“ ყოფილმა დირექტორმა,
ამერიკელმა ქველმოქმედმა ედვარდ
რენსიმ.

 ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და


სცენარისტმა ჯიმ ჰენსონმა.

 1990 წელს ეს ჯილდო მუსიკის დარგში


ამერიკული ქანთრის, სამხრეთული როკისა
და ბლუგრასის (მუსიკის ჟანრი აპალაჩების
რეგიონიდან, პირველ რიგში, კენტუკის
შტატიდან) შემსრულებელ მუსიკალურ
ჯგუფ „ალაბამას“ გადაეცა.
მსახიობი და სცენარისტი ჯიმ ჰენსონი ჯგუფი ალაბამა
გიორგი მაჩაბელი და ლიტერატურა

შეიძლება ითქვას, XX საუკუნის ლეგენდა „პრინცი მაჩაბელი“ XXI


საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში ერთგვარ ზღაპრულ გმირად
იქცა.

 კანადელი მწერლის, კიმ კრესველის ცნობილ რომანში „ანარეკლი“ ვხვდებით


პრინც მაჩაბელს. პერსონაჟი უიტნი ფიქრობს, რომ როცა გაიზრდება, პრინც
მაჩაბელზე დაქორწინდება და იცხოვრებს ლამაზ სასახლეში. 10 წლისამ კი
აღმოაჩინა, რომ „პრინცი მაჩაბელი“ ნამდვილი პრინცი კი არ იყო, არამედ კომპანია,
რომელიც დედამისის საყვარელ სუნამოს ამზადებდა.

 პრინცი მაჩაბლის სახელს ვხვდებით თანამედროვე წიგნებში, მათ შორისაა დერეკ


მაკკორმაკის „სურნელოვანი სანახაობა“ და პეტი კირკის „მოყვარული
მორწმუნის აღსარება“, კეტლინ ჰილსის „მონადირის ცეკვა“ და დაიანა
პრინსის „ფუტკრები ზამთარში: ლექსები“.
საინტერესო ფაქტები:

 1954 წლის შემოდგომაზე General Motors-მა გასცა 1,016.920 ფლაკონი სუნამო Prince Matchabelli
ახალი შევროლეტის პრომო აქციისთვის.

 ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა, რომელიც შემდეგ სხვა ფირმებმა გადაიღეს. რომ ერთი
და იგივე სუნამოს განმეორებით დასხმა თანდათანობით იწვევს კონკრეტული ადამიანის
გაიგივებას ამ კონკრეტულ სუნამოსთან. იძლეოდა რჩევებს, რომ „ღამე დაისხით და გაიჩერეთ
და დილით თუ შემოგრჩათ ესეიგი ესა თქვენი სურნელიო“.

 მას ცალკე სუნამო აქვს შექმნილი ფრანკლინ რუზველტისთვის, რომელსაც - Inauguration


დაარქვა. ასევე ცნობილია, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ედვარდ VIII მაჩაბლის
კაცების ხაზის არომატის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელი იყო.

 პირველი პრინცი მოქალაქე – 1932 წელს ამერიკის მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება,


მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები რესპუბლიკაა და არა მონარქია; ამდენად, პრინცი
გიორგი მაჩაბელი იძულებული ხდებოდა თავის სტატუსს დამშვიდობებოდა. თუმცა, მან
ერთგვარ ხრიკს მიმართა და ოფიციალურად მოითხოვა სახელის შეცვლა. შედეგად 1932
წლიდან მისი ოფიციალური ტიტული იყო: ბატონი პრინცი მაჩაბელი (Mr. Prince Matchabeli).
შეიძლება ითქვას, გიორგი მაჩაბელი ამერიკის ისტორიაში პირველი ოფიციალური პრინცი
მოქალაქეა.
სპირიდონ კედია აღნიშნავდა, რომ
მაჩაბელმა საყოველთაო სიყვარული
და პატივისცემა „უაღრესად
ქართული იერის გამო
დაიმსახურა:“...მასში გამოთქმული
იყო მრავალი ტრადიციული თვისება
ჩვენი ერისა. იგი იყო თბილი და
ნაზი, გულადი და მტკიცე, ჩვილი და
უშიშარი, სამშობლოს მოყვარული
თავდადებამდე; მმომხიბლავი,
თავაზიანი და კეთილშობილი“.
„ძველი ქართველი არისტოკრატი
და განათლებით ევროპიელი”–
მასზე დაუწერია მიხაკო
წერეთელს.

გრიგოლ რობაქიძეს კი უთქვამს:


„გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო
და სადმე დამალო, ვინც იქ მივა,
მაშინვე შეიტყობს: აქ
საქართველოს სუნიაო...”

You might also like