You are on page 1of 17

ბრინჯაოს ხანა

საქართველოში

ავტორები:საბა ჟღენტი,მარიამ
ნონიკაშვილი,საბა აბრამიშვილი,
სანდრო მუკბანიანი,სალომე
დორეული,მარიამ ქვათაძე
ბრინჯაოს ხანა

• ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ქართველთა წინაპარმა ტომებმა


ისწავლეს ბრინჯაოს გამოდნობა. ბრინჯაოს ღებულობდნენ ცეცხლზე
გამდნარ სპილენძში: კალის, დარიშხანისა და ანთიმონის შერევით.
საუკეთესო შეფარდება იყო: 90% სპილენძი და 10% კალა. ამით ლითონი
უფრო მყარი ხდებოდა. გამდნარ სპილენძს ყალიბებში ასხამდნენ და
საჭირო ფორმას აძლევდნენ. ბრინჯაოს იარაღებმა მთლიანად ვერ
განდევნეს ქვის იარაღები, ამიტომ ქვის იარაღებსაც კვლავ
განსაკუტრებული დატვირთვა ენიჭებოდა.
• ბრინჯაოს ხანა სამ პერიოდად იყოფა:
• 1. ადრე ბრინჯაოს ხანა;
• 2. შუა ბრინჯაოს ხანა;
• 3. გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანა;
ადრე ბრინჯაოს ხანა
• ადრე ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოდან
და III ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოში
გვარცელებულია მტკვარ-არაქსის კულტურა. ამ კულტურის
არეალი მოიცავდა არა მარტო სამხრეთ კავკასიას, არამედ
წინა აზიასაც.
• ადრე ბრინჯაოს ხანაში განვითარების კიდევ უფრო მაღალ
დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა,
მეთუნეობა. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი, რომლის
გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ: იოლი
გახდა შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ
ხელს უწყობდა კავშირ-ურთიერთობების გაფართოებას,
ასევე ცხენოსანი ჯარის გამოყენებამ შეცვალა სამხედრო
შუა ბრინჯაოს ხანა
• შუა ბრინჯაოს ხანა იწყება ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოდან, რომელიც გაგრძელდა
დაახლოვებით ძვ. წ II ათასწლეულის შუა ხანებამდე. ამ პერიოდში კიდევ უფრო ვითარდება:
მეტალურგია, ხელოსნობა და შემოდის დაკრძალვის ახალი წესი _ ჩნდება ყორღანული
სამარხები, რომელსიც ტომთა ბელადებს მარხავდნენ. ყორღანები პირველად თრიალეთში
აღმოაჩინეს და ამიტომ მას „თრიალეთურ კულტურასაც“ უწოდებენ. ყორღანები
გრანდიოზულ სიდიდეს აღწევდა.
• თრიალეთის ყორღანებს ქვამიწაყრილის ფორმა ჰქონდათ. ყველაზე დიდი ყორღანების
სიმაღლე 8 მეტრამდე, (ზოგან 10-15 მეტრი), დიამეტრი 100 მეტრამდე, საერთი ფართობი კი 1
ჰექტრამდე აღწევდა. ყორღანის ცენტრში მშრალი ფიქალებით ნაგები დასაკრძალი ორმო
იყო, რომლის სიღრმე 6 მეტრს და საერთო ფართობი 175 მეტრამდე აღწევდა. ამ ტიპის
ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა,
რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ.
ყორღანების ხის სვეტები, რომლებსაც სამარხი ოთახის თაღი ებჯინებოდა ზოგჯერ ოქროს
ფირფიტებით იყო გარშემორტყმული. მიცვალებული ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა
ეტლზე ესვენა. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი _ ტომის ბელადები, ცალკეული
გვარების წინამძღვრები _ იკრძალებლოდნენ. მიცვალებულს თან ატანდნენ ძვირფას
ნივთებს მაგალითად: ასეთია თრიალეთის ყორღანში აღოჩენილი ოქროს თასი. ძალიან
საინტერესოა ვერცხლის სასმისი, რომელზედაც რიტუალური სცენაა აღბეჭდილი.
გვიანი ბრინჯაოს ხანა
• ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანა, ასე იმიტომ
ეწოდება, რომ ამ პერიოდში იწყება რკინის მეტალურგიაზე გადდასვლა და გრძელდება ძვ.წ. პირველ
ათასწლეულის პირველ ნახევრამდე. ამ ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდება ორი კულტურული
წრე: დასავლურ ქართული ანუ კოლხური და აღმოსავლურ ქართული. 2-3 საუკუნე წმინდა გვიანდელ
ბრინჯაოს ხანაში უნდა მოდიოდეს, ხუთი საუკუნის განმავლობაში ბრინჯაო და რკინა თანაარსებობდა,
ხოლო ძვ. წ. მეშვიდე საუკუნიდან დადგა არსებითად წმინდა რკინის ხანა, როცა ბრინჯაოს იარაღ-
საჭურველი იშვითად კეთდებოდა და ისიც სპილენძის მადნებით ძლიერ მდიდარ ადგილებში. ძვ . წ .
მეორე ათასწლეულის მეორე და პირველ პრიველ ნახევარში, რომელსაც ჩვულებრივ გვიან ბრინჯაოსა
და ადრე რკინის რკინის ხანას უწოდებენ, საქართველო და თითქმის მთელი კავკასია განვითარების
ტემპებისა და დონის მხრივ ერთ მთლიან ერთეულად ყალიბდება. ამ დროის უმთავრეს მოვლენად
შეიძლება ჩაითვალოს დასახლება სსაცხოვრებლად ვარგის მთელ ფართობზე როგორც
სამითწათმოქმედო ბარში, ისე მთაში.
• გვიანი ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის პირველი მონაკვეთი საქართველო-კავკასიის
მოსახლეობაში კალიანი ბრინჯაოს სხმულებით საყოველთაო გავრცელებით აღინიშნა. იმ აზრით, რომ
კლასიკური ბრინჯაო კალანარევ სპილენძის შენადნობს წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი
ბრინჯაოს ხანა სწორედ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანების შემდეგ დადგა. ასევე საყოველთაოდ
ცნობილია კოლხური ცულები, ეს იყო ბრინჯაოს იარაღი, რომელსაც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიან-
ოვალური სატარე ხვრელი აქ და გამოიყენებოდა როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად.
გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ქონდათ. ათასწლეულის
დასაწყისში კოკლხურმა კულტურამ თავის განვითარების მწვერვალს მიაღწია.
მტკვარ არაქსის კულტურა
• სამხრეთ კავკასიის პირველი ჩვენთვის ცნობილი კულტურა იყო შულავერის კულტურა, რომელმაც
იარსება მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე, შემდეგ კი იგი შეცვალა ახალმა კულტურამ -
მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელმაც იარსება დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლიდან ძვ.წ. 2200 წლამდე.
ის მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს, თითქმის მთელ სამხრეთ კავკასიას, ვრცელდებოდა ჩრდილოეთ
კავკასიაშიც და მისი საზღვრები მიდიოდა, მცირე აზიის დიდ ნაწილზე და ახლო აღმოსავლეთშიც კი,
დღევანდელი პალესტინის ტერიტორიებამდე. ის ვრცელდებოდა მდინარეების: მტკვრის, არაქსის,
ჰალისის, ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებამდეც კი. მასვე უმეზობლებოდა ნაყოფიერი
ნახევარმთვარის შუმერული ცივილიზაცია და მისი დიდებული ქალაქ-სახელმწიფოები. მტკვარ-
არაქსის კულტურა არ მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც შემდგომში კოლხეთად ჩამოყალიბდა,
ანუ იგი არ ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილზე. მტკვარ-არაქსის
კულტურის მატარებელი ხალხები იყვნენ იბერო-კავკასიური და ხურიტულ ენებზე მოსაუბრე
მრავალრიცხოვანი ხალხები და ტომები.აღნიშნულ კულტურას დიდი სამოსახლოების განვითარება
ახასიათებს. როდესაც მტკვარ-არაქსის კულტურა ჩამოყალიბდა, საქართველოს ტერიტორიაზე და
საერთოდ მთელ სამხრეთ კავკასიას უკვე მინიმუმ 25 საუკუნის მიწათმოქმედების ტრადიცია ჰქონდა.
საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი, ათეულობით ამ პერიოდის ნამოსახლარია აღმოჩენილი:
ტყვიავი, ნაწინდრების ჭალა, მაშნაარი, ხირსა, ტაბაწყური, მწვანე ყორღანი, სამგორი, ბედენის
გადაჭრილი გორა, სამგორის ტერიტორია, ახალციხის ამირანის გორა, ურბნისი, ქვაცხელები, ძაღინა,
ქულბაქევი, მეჯვრისხევი და კიდევ ძალიან ბევრი... ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბებული იყო
საგვარეულო სოფლები, და ყოველი ოჯახი ამ სოფელში დაახლოებით შედგებოდა 15-20 სულისგან. ეს
ოჯახები კი თავის მხრივ ერთიანდებოდნენ უფრო დიდ გაერთიანებებში და ერთობლივად
აწარმოებდნენ სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს.
თრიალეთის კულტურა
• ამხრეთ კავკასიის პირველი ჩვენთვის ცნობილი კულტურა იყო შულავერის კულტურა, რომელმაც იარსება
მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე, შემდეგ კი იგი შეცვალა ახალმა კულტურამ - მტკვარ-არაქსის
კულტურამ, რომელმაც იარსება დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლიდან ძვ.წ. 2200 წლამდე. მესამე კულტურა,
რომელიც საქართველოს და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მტკვარ-არაქსის
კულტურის შემდგომ - ეს იყო თრიალეთის კულტურა, რომელმაც იარსება ძვ.წ. 2200 წლიდან ძვ.წ. 1500 წლამდე.
ეს იყო იბერო-კავკასიური ტომების კულტურა, რომლებიც პირდაპირი შთამომავლები იყვნენ კავკასიელი
მონადირე-შემგროვებლების (CHG) და წინაპრები დღევანდელი ქართველებისა.შუა ბრინჯაოს ხანის ამ
შესანიშნავ კულტურაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა მეტალურგია, ჩნდება კალიანი ბრინჯაოს ნივთები ,
მანამდე უფრო დარიშხანიანი ბრინჯაო გამოიყენებოდა. კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის და ვითარდება
ვერცხლისა და ოქროს წარმოება. თრიალეთის კულტურა პირველად გამოვლინდა და ჩამოყალიბდა
თრიალეთის მაღალმთიან ზოლში და სწორედ აქედან მიიღო ეს სახელწოდებაც. ამ კულტურის შესწავლას
საფუძველი დიდმა რუსმა არქეოლოგმა ბორის კუპტინმა ჩაუყარა (1892-1953), რომელმაც თრიალეთის
კულტურას "დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა" უწოდა.სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ტომთა
დიდი კავშირები. ცალკეული, თუმცა მონათესავე ტომების უფრო დიდი გაერთიანებები. ეს უკვე გახლდათ
ჩამოყალიბებული პატრიარქალურ-გვაროვნული საზოგადოება. იმ დროის სამარხებიდან ამოღებული
არტეფაქტების კვლევით ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი კულტურის,
მაღალგანვითარებული, მდიდარი საზოგადოება. ამ კულტურას ჰქონდა ყორღანული სამარხების შექმნის
ტრადიცია მაღალი ფენის წარმომადგენელი ადამიანებისათვის. ამ კულტურაში შედარებით უკანა პლანზე
გადადის მიწათმოქმედება და საზოგადოება უფრო მეტად ავითარებს მეცხოველეობას.თრიალეთის
კულტურის არქეოლოგიური აღმოჩენები, დასახლებები და დიდი სამარხები ნაპოვნია საქართველოს
ტერიტორიაზე ათეულობით, მათი არასრული ჩამონათვალია: ანანაური, ფარავნის ტბის ყორღანები, მდ. ქციის
ყორღანები, ქვემო ქართლის ვაკეზე შულავერის ყორღანები, სამგორში გათხრილი დიდი ყორღანი - "კოხრა
გორა", ასევე შიდა ქართლში სოფელ ხოვლეს ყორღანი, თეთრიწყაროს ყორღანი, საჩხერე - ცარცის გორა,
ტყვიავის ყორღანები. სწორედ ამ დიდი ყორღანების ბრწყინვალე თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება
ბრილის სამაროვანიც რაჭაში.
კოლხეთის კულტურა
• კოლხური კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს — ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის II
ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი), არქეოლოგიური კულტურა. გავრცელებულია ძვ. კოლხებისა და
სხვა დასავლეთის ქართული ტომების (სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა)
მიწა-წყალზე (დასავლეთი საქართველო, მტკვრისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთიანეთი, სამხრეთ-
აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი და ქ. ორდუმდე). უმთავრესად ცნობილია მაღალგანვითარებული
ბრინჯაოს წარმოებით და მხატვრული ხელოსნობით. აღმოჩენილია სპილენძ-ბრინჯაოს ნაკეთობათა
მრავალრიცხოვანი ე. წ. მდნობელთა და ლითონის ნივთიერებით მოვაჭრეთა განძები, სამარხეული
ინვენტარი და მრავალი შემთხვევითი მონაპოვარი. ურმილიანი ხელადები, მაღალფეხიანი და
ვიწროძირიანი სასმისები და სხვა.

• კოლხური კულტურას გენეტიკური კავშირი აქვს წინა და მომდევნო ხანის კულტურებთან, ამიტომ, ფართო
გაგებით, იგი მოიცავს უფრო დიდ პერიოდს, ვიდრე მხოლოდ კოლხური ბრინჯაოს აყვავების ხანაა.
კულტურის ლოკალურ თავისებურებათა მიხედვით გამოიყოფა მსხვილი მეტალურგიური ცენტრები:
აფხაზეთი, ჭოროხის აუზი, კოლხეთის დაბლობი (რიონის ჩრდილოეთით), კოლხეთის ბაღის
აღმოსავლეთი (რიონის შუაწელის აუზი) და ყვირილის აუზი. არსებობს უფრო ვიწრო საწარმოო
რაიონებად დაყოფის ცდაც. სამიწათმოქმედო იარაღის სიჭარბე ბარის რაიონებში გამოხატავს ამ
რაიონთა მეურნეობის სპეციფიკას. კოლხური და მისი თანადროული აღმოსავლეთი ქართული კულტურა
შეხვედრის ოლქებია მესხეთი და შიდა ქართლი, სადაც განძებსა და სამარხებში გვხვდება შერეული
კომპლექსები. კოლხური ბრინჯაოს ცალკეული ნიმუშები აღმოჩნდა უფრო შორსაც (აღმოსავლეთი
საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთი კავკასია, უკრაინა, ცენტრალური ანატოლია). კოლხური კულტურას
უკავშირდება ყობანური კულტურა.

You might also like