You are on page 1of 14

დასწავლა და ქცევითი ანალიზი

ნაწილი 1

თსუ, 2020
თ.ბანძელაძე
განსახილველი საკითხები
• დასწავლის განმარტება;
• ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი;
• კლასიკური განპირობებულობა;
• პავლოვის ექსპერიმენტი;
• შეძენა, ჩაქრობა, სტიმულის განზოგადება და სტიმულის დისკრიმინაცია;
• სტიმულის ინფორმატიულობა.

სასწავლო ლიტერატურა: ზიმბარდო, ფ; გერიგი.რ. ფსიქოლოგია და ცხოვრება ,


224-241 გვ.
რა არის დასწავლა?
• დასწავლა არის პროცესი, რომლის შედეგადაც ვიღებთ შედარებით სტაბილურ, მუდმივ
ცვლილებას ქცევაში ან ქცევის პოტენციალში. ეს პროცესი ეფუძნება გამოცდილებას.
• დასწავლა ორი სტიმულის ერთმანეთთან ასოცირების შედეგია

დასწავლის 3 ძირითადი კომპონენტები (იხ. განმარტებები მომდევნო სლაიდებზე)

ცვლილება შედარებით გამოცდილებაზე


ქცევაში ან ქცევის მუდმივი დაფუძნებული
პოტენციალში ცვლილება პროცესი
ცვლილება ქცევაში ან ქცევის პოტენციალში
 დასწავლის პროცესს უშუალოდ ვერ ვაკვირდებით.
 დასწავლით გამოწვეული ცვლილებები არ ჩანს ტვინში.

ის, რომ რაღაც დავისწავლეთ, ვლინდება:

1.
განხორციელებულ გაზომვადი მოქმედება
ქცევაში
ან/და
2. დასწავლილ
განწყობებში,
დამოკიდებულებებს ჯერ-ჯერობით(ვიდრე
ა და უშუალოდ არ
ღირებულებებში, განხორციელდება ამ
რომლებსაც აქვთ დამოკიდებულებები
პოტენციალი შესაფერისი ქცევა)
გამოიწვიონ არაგაზომვადი მოქმედება
კონკრეტული ქცევა
შედარებით მუდმივი ცვლილება და გამოცდილებაზე დაფუძნებული
პროცესი

შედარებით მუდმივი ცვლილება გამოცდილებაზე დაფუძნებული


პროცესი
იმისათვის, რომ ქცევას ვუწოდოთ დასწავლილი, ის დასწავლა მხოლოდ გამოცდილებით
რამდენჯერმე (სტაბილურად ან მუდმივად) უნდა (მეხსიერების გაკვეთილებით) შეიძლება.
გამოვლინდეს.

გამოცდილება გულისხმობს ინფორმაციის


 სტაბილური დასწავლაა, მაგალითად, ცეკვა.
მიღებას, მის დამუშავებას, ტრანსფორმაციას
მას რამდენჯერმე ვიმეორებთ, თუმცა
გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება და შემდეგ რეაგირებას.
დაგვავიწყდეს. თუმცა, უფრო მარტივად
გავიხსენებთ, ვიდრე რამე ისეთ მოქმედებას,
რომელიც არასდროს გვისწავლია. დასწავლისთვის საჭიროა
ფიზიკური
მომწიფება გამოცდილებ
 მუდმივი დასწავლაა მაგალითად ცურვა. და ტვინის ა
ერთხელ სწავლის შემდეგ, მუდმივად განვითარება
შეგვიძლია მისი განხორციელება
ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი
ფსიქოლოგიის მიმდინარეობა, რომელიც დასწავლისა და ქცევის გარემო დეტერმინანტებს(განმაპირობებელ
ფაქტორებს) შეისწავლის

ჯონ უოსტონის (1878-1958) შეხედულებები:


 ინტროსპექცია, როგორც ზედმეტად სუბიექტური მეთოდი, არ არის მისაღები საშუალება ქცევის შესასწავლად.
 ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი უნდა იყოს მხოლოდ ობიექტურად დაკვირვებადი, გაზომვადი ქცევა;
 ცნობიერების მდგომარეობები არ არის ობიექტურად განსაზღვრადი და დაკვირვებადი, ამიტომ ვერ იქნება ფსიქოლოგიის,
როგორც მეცნიერების, შესწავლის საგანი.

ბ.ფ. სკინერის (1904-1990) შეხედულებები - რადიკალური ბიჰევიორიზმი


 ევოლუციის შედეგად, ადამიანები აღჭურვილი არიან (გენეტიკურად განპირობებული აქვთ) ძალიან მარტივი ქცევის
პატერნები (ნიმუშები). სხვა ყველა ტიპის ქცევა, დასწავლილია;
 ფსიქიკური მოვლენები(აზროვნება, წარმოსახვა) არ შეიძლება იყოს ქცევის მიზეზი (მიაქციეთ ყურადღება, რომ უოტსონისგან
განსხვავებით, მეტად კრიტიკულია სკინერის პოზიცია. უოსტონი აღნიშნავს, რომ ცნობიერება არ უნდა იყოს მეცნიერების
შესწავლის საგანი, რადგან ვერ ვაკვირდებით. სკინერი უფრო შორს მიდის და აღნიშნავს, რომ ცნობიერების
მდგომარეობები, არა თუ არ უნდა ვიკვლიოთ, არამედ შეუძლებელია იყოს ქცევის განმსაზღვრელი);
 ფსიქიკურ მოვლენებს სკინერი განიხილავს, არა როგორც ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორს, არამედ საკუთრივ ქცევის
ფორმებს, რომლებიც, ასევე, გარემოს ფაქტორებითაა განპირობებული.
 დასწავლის ფორმებში არსებობს გარკვეული კანონზომიერებები, რომლებიც ყველა ცხოველში საერთოა, ადამიანის
ჩათვლით, ამიტომ ცხოველზე ჩატარებული კვლევის შედეგები, ადამიანზეც შეგვიძლია განვაზოგადოთ.
კლასიკური განპირობებულობა
 დასწავლის ძირითადი ფორმა, როდესაც ერთი სტიმული/მოვლენა, დაკავშირებულია მეორე
სტიმულთან/მოვლენასთან და გვამცნობს/წინასწარმეტყველებს მის გამოვლენას.

სხვა სიტყვებით:

 ასოციაცია ორ სტიმულს შორის - პირველსა, რომელიც ადრე არ იწვევდა რეაქციას და მეორეს შორის,
რომელიც იწვევდა რეაქციას.

მაგალითად,

პირველი სტიმული - კარის ჭრიალის ხმა (ჩვეულებრივ, არ იწვევს შიშის რეაქციას)


მეორე სტიმული - გაღებულ კარში გამოჩენილი საშიში გამოსახულება (ყოველთვის იწვევდა შიშის
რეაქციას)

კარის ჭრიალის ხმა, ასოციაციურად უკავშირდება, გაღებულ კარში გამოჩენილ საშიშ გამოსახულებას და
სწორედ, ამის გამო იწვევს შიშის რეაქციას.
პავლოვის ექსპერიმენტები
• რუსი ფიზიოლოგი ივან პავლოვი (1849-1936) იკვლევდა საჭმლის
საჭმლის მომნელებენ სისტემას ძაღლებში, კერძოდ ნერწყვის
გამოყოფას.

• მან აღმოაჩინა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ძაღლებს ნერწყვი


გამოეყოფოდათ არა მხოლოდ საჭმელზე (რაც რეფლექსიური რეაქციაა),
არამედ ნებისმიერ ნეიტრალურ სტიმულზე (ზარი, ლაბორანტის ფეხის ხმა
და ა.შ.), რომელიც განმეორებითად წინ უსწრებდა საჭმლის მიწოდებას.

• თავდაპირველად ძაღლებს ზარის ხმაზე ჩვეულებრივი საორიენტაციო


რეფლექსი(თავის მიბრუნება ზარის ხმის მიმართულებით)
უვლინდებოდათ, თუმცა საჭმელთან დაწყვილების შემდეგ (ზარის ხმას
განმეორებითად მოსდევდა საჭმლის მიწოდება), საორიენტაციო
რეფლექსი ჩაანაცვლა იმ რეფლექსმა, რაც, ჩვეულებრივ, საჭმლის
იწოდებაზე უჩნდებოდათ (ნერწვის გამოყოფა).
• თავდაპირველად ნეიტრალურ სტიმულსა(მაგ; ზარის ხმა) და ბუნებრივი
რეაქციის გამომწვევ სტიმულს (საჭმელი) დაწყვილების შედეგად,
ნეიტრალურმა სტიმულმა შეიძინა ბუნებრივი რეაქციის გამოწვევის ძალა
(ნერწვყვის გამოყოფის ფუნქცია), რასაც პავლოვმა კლასიკული
განპირობებულობა (დასწავლა) უწოდა.
კლასიკური განპირობებულობა - დასწავლის ტიპი, რომელშიც ქცევა გამოწვეულია სტიმულით, რომელმაც ქცევის
გამოწვევის ფუნქცია შეიძინა იმის გამო, რომ დაუკავშირდა (ასოცირებულია) ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სტიმულს
(სტიმულთან, რომელიც ბუნებრივად/რეფლექსურად იწვევს ქცევას).
განპირობების პროცესი
განუპირობებელი სტიმული -
სტიმული, რომელიც განუპირობებელი რეაქცია -
ბუნებრივად,დაუსწავლელად დაუსწავლელი, რეფლექსური
იწვევს რეფლექსურ ქცევას პასუხი/რეაქცია
(განუპირობებელი-რომელსაც განუპირობებელ სტიმულზე
არ სჭირდება რაიმე წინაპირობა,
რომ გამოიწვიოს ქცევა)

ნეიტრალური სტიმული, ნებისმიერი


სტიმული, რომელიც არ იწვევს
განუპირობებელ რეაქციას

განპირობებული რეაქცია -
განპირობებული სტიმული - ნასწავლი ნეაქცია, რომელსაც
თავდაპირველად ნეიტრალური
იწვევს განპირობებული
სტიმული, რომელიც განუპირობებელ
სტიმულთან ასოცირებით იძენს ქცევის
სტიმული და რომელიც, ხშირად,
გამოწვევის უნარს განუპირობებელი რეაქციის
მსგავსია
განპირობების პროცესი-პავლოვის ექსპერიმენტში

განუპირობებელი განუპირობებელი
სტიმული რეაქცია
საკვები ნერწყვის გამოყოფა

ნეიტრალური
სტიმული
ზარი

განპირობებული განპირობებული
სტიმული რეაქცია
ზარი ნერწყვის გამოყოფა
ქცევის შეძენა
 იმისათვის, რომ ორგანიზმმა ქცევა შეიძინოს (დაისწავლოს) განუპირობებელი და
განპირობებული სტიმულები, დროში უკიდურესად ახლოს, უნდა გამოვლინდნენ.
განპირობებული და განუპირობებელი სტიმულების დროში გამოვლენის 4 ფორმა
გამოიყოფა:
განპირობებული სტიმული (CS-Conditioned Stimulus) ჩნდება და
შენარჩუნებულია მანამ, სანამ არ გამოჩნდება განუპირობებელი სტიმული
(UCS-Unconditioned Stimulus)

განპირობებული სტიმული შეწყვეტილია და შემდეგ გამოვლინდება


განუპირობებელი სტიმული. კვალში იგულისხმება ის გავლენა.ნაკვალევი ,
რასაც განუპირობებელი სტიმული ტოვებს ორგანიზმზე

განუპირობებელი და განპირობებული სტიმული ერთდროულად ჩნდება

ჯერ გამოჩნდება განუპირობებელი სტიმული, ხოლო შემდეგ განპირობებული


სტიმული
ჩაქრობა, სტიმულის განზოგადება და სტიმულის დისკრიმინაცია

 ჩაქრობა - როდესაც განპირობებულ სტიმულს (მაგ; ზარს) აღარ მოსდევს განუპირობებელი


სტიმული (საკვები), დროთა განმავლობაში, განპირობებული რეაქცია(მაგ;ნერწყვის
გამოყოფა) აღარ ვლინდება განპრობებულ სტიმულზე(მაგ; ზარის ხმაზე) საპასუხოდ ;

 სტიმულის განზოგადება - როდესაც განპირობებული რეაქცია აღმოცენდება საწყის


განპირობებულ სტიმულთან მიმსგავსებულ სხვადასხვა სტიმულზეც (მაგ; ნერწვი
აღმოცენდება არა მხოლოდ კონკრეტული ზარის ხმაზე, არამედ ზარის ხმასთან
მიმსგავსებულ ყველა ხმაზე);

 სტიმულის დისკრიმინაცია - პროცესი, როდესაც ორგანიზმი სწავლობს, განსხვავებული


რეაქცია მოახდინოს ერთი და იმავე სახის განსხვავებულ სტიმულებზე (მაგ; ნერწყვი
გამოეყოს ზარის ხმაზე და არა ზართან მიმსგავსებულ მუსიკის ხმაზე). სტიმულის
დისკრიმინაცია, სტიმულის განზოგადების საპირისპირო პროცესია.
ქცევის შეძენის/დასწავლის კონკრეტული მექანიზმები

 დასწავლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განპირობებული სტიმულის


ინფორმატიულობას, რაც ნიშნავს, რომ განპირობებული სტიმული დროში სტაბილურად და
სანდოდ უნდა მოასწავებდეს განუპირობებელ სტიმულს;

ინფორმატიულობას იკვლევდა:
 რესკოლა, რომელმაც დაადგინა, რომ განპირობებული სტიმული 1. დროში უნდა იყოს
თანხვედრილი განუპირობებელ სტიმულთან, ასევე ის (განპირობებული სტიმული) 2. სანდოდ
უნდა მოასწავებდეს განუპირობებელ სტიმულს;

 კამინი, რომელმაც დაადგინა, რომ განპირობებული სტიმული უნდა იყოს გამორჩეული სხვა
სტიმულებისგან, რათა გამოიწვიოს ქცევა. ვირთხების ექსპერიმენტში მან გამოავლინა
ბლოკირების ფენომენი, რომლის თანახმადაც პირველ განპირობებულ სტიმულს აქვს უნარი
დაბლოკოს მეორე განპირობებული სტიმულის ინფორმატიულობა, თუ მეორე
განპირობებული სტიმულიც 1. იგივე განუპირობებელ სტიმულს მოასწავებს და ამასთანავე, 2.
ორგანიზმს უკვე აქვს ნასწავლი რეაგირება პირველ განპირობებულ სტიმულზე.
კლასიკური განპირობებულობის გამოყენება

 სხვადასხვა მოვლენების/ობიექტების მიმართ შიში შეიძლება ავხსნათ ოდესღაც ნეიტრალური


სტიმულის შიშის მომასწავებელ სტიმულთან დაწყვილებით. დაწყვილების ეს პროცესი, შეიძლება,
არ კი გვახსოვდეს ანუ არ გვქონდეს ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, რატომ გვეშინია ამა თუ იმ
მოვლენის/ობიექტის.

 კლასიკური განპირობებულობა და იმუნილოგიური ფუნქცია

 კლასიკური განპირობებულობა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება

You might also like