You are on page 1of 14

III ლექცია

სარჩევი
3. ლექსიკის კოგნიტიური აღწერა და სიტყვების ურთიერთმიმართება ლექსიკურ
ფონდში ..........................................................................................................................................1
3.1 სიტყვების კოგნიტიური ასპექტები ...............................................................................1
3.1.1 მენტალური ლექსიკონი ..........................................................................................1
3.1. 3 ცოდნის სახეები.........................................................................................................3
3.2 სიტყვათშორისი მიმართებები ........................................................................................6
3.2.1სემანტიკური მიმართებები სიტყვათა შორის ........................................................7
3.3 სიტყვათა ურთიერთმიმართება ლექსიკურ ფონდში .........................................10
3.3.1 სემანტიკური ველები...............................................................................................10
3.3.3 სიტყვათა ოჯახი........................................................................................................12

3. ლექსიკის კოგნიტიური აღწერა და სიტყვების ურთიერთმიმართება ლექსიკურ


ფონდში
3.1 სიტყვების კოგნიტიური ასპექტები
3.1.1 მენტალური ლექსიკონი

მაშინ როცა ტრადიციული ლინგვისტიკა ძირითად ენობრივ ერთეულებზე – სიტყვებზე,


წინადადებებსა და ტექსტებზე – მუშაობს, კოგნიტიური ლინგვისტიკისთვის არსებითი
საკითხია, თუ როგორ არის ენობრივი ცოდნა ჩვენს გონებაში წარმოდგენილი და როგორ
ხდება მისი გადამუშავება ენობრივი პროდუქციისა (მეტყველების) და რეცეპციის (აღქმის და
გაგების) პროცესში. კოგნიტიური თვალსაზრისით ენა არის ცოდნის რთული/კომპლექსური
სისტემა, რომელიც ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებაშია შენახული.
ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებაში წარმოდგენილ ცოდნას ლექსიკური ფონდის,

ცალკეული სიტყვების შესახებ მენტალურ ლექსიკონს უწოდებენ. მენტალური ლექსიკონი

ძალიან კარგად არის ორგანიზებული, მიუხედავად იმისა, რომ ის ლექსიკონი


სისტემურად ან ანბანის მიხედვით არ არის დალაგებული,. ეს იქიდანაც ჩანს, რომ
ჩვენ გვაქვს უნარი, წამის მეათასედში ვიპოვოთ/ავარჩიოთ საჭირო სიტყვები.
საუბრისას შეცდომები იმაზე მიუთითებენ, რომ მენტალურ ლექსიკონში
ჩვეულებრივი ლექსიკონებისაგან განსხვავებით სიტყვები მარტო ბგერადობისა და
წერილობითი ფორმების მიხედვით არაა დალაგებულიი. აქ მნიშვნელობაც ძალიან

1
დიდ როლს თამაშობს: ხშირად ხდება, რომ მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვები
ერთმანეთში ერევათ.
მენტალური ლექსიკონი ჩვეულებრივი ლექსიკონისგან მნიშვნელოვნად
განსხვავდება. ის დინამიკური ფენომენია, იცვლება ახალი ლექსიკური ინფორმაციის
მიღებასთან, ადამიანის ენობრივი გამოცდილების შესაბამისად. ჩვეულებრივი
ლექსიკონისგან განსხვავებით მენტალურ ლექსიკონს გარკვეული სტატიკური ზომა
არ გააჩნია.
სიტყვები და ცნებები მენტალურ ლექსიკონში რეფლექსური ხასიათისაა და ერთ
მთლიანობად აღიქმება, განსხვავებით სიტყვის წერილობითი ფორმისგან, რომლებიც
ასო–ნიშნების ლინეარულ (ერთიმეორის მიყოლებით) მიმდევრობას წარმოადგენენ.
ამას გარკვეულწილად ადასტურებს ერთი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ცდის
პირები ყოყმანობდნენ დაბეჭდილი სიტყვების შესაბამისი ფერების დასახელებისას,
როდესაც მაგალითად ბგერათა მიმდევრობა ‹წ› ‹ი› ‹თ› ‹ე› ‹ლ› ‹ი› მწვანედ იყო
გაფერადებული. (ამ თვალსაზრისით მენტალურ ერთეულებს ყველაზე მეტად
პიქტოგრამები და იდეოგრაფიული დამწერლობების იეროგლიფები შეესაბამებიან).
თუმცა კოგნიტიურ ლინგვისტიკაში სადაო საკითხად რჩება, სიტყვა მენტალურ
ლექსიკონში როგორც აკუსტიკური ხატისა და ცნების მთლიანობად უნდა
განვიხილოთ, თუ ცნებები ცალკე ფორმით არიან ჩვენს გონებაში წარმოდგენილი.
მთელი რიგი ექსპერიმენტული კვლევები მეტყველებენ იმაზე, რომ სოსიურის
თვალსაზრისი ენობრივი ნიშნის განუყოფლობის შესახებ კოგნიტიურ რეალობას არ
შეესაბამება. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს როგორც ცნება და აკუსტიკური ხატი,
ისე აკუსტიკური/ანუ მოსმენილი და ვიზუალური/წაკითხული სიტყვები.
კოგნიტიური სისტემა, ან მექანიზმი, რომელიც წაკითხულ სიტყვებს ამუშავებს,
განსხვავდება იმ სისტემისგან/მექანიზმისგან, რომელიც მოსმენილ სიტყვებს
ამუშავებს.

3.1.2 ცოდნის ჰოლისტური და მოდულარისტული ჰიპოთეზა

მაინც როგორ არის ენობრივი ცოდნა ჩვენს გონებაში ორგანიზებული? რამდენად


არის ის დამოკიდებული ცოდნის სხვა სისტემებზე? კოგნიტიურ ლინგვისტიკაში

2
ამასთან დაკავშირებით ორი – ჰოლისტური და მოდულარისტული – ჰიპოთეზა
არსებობს. ჰოლისტური ჰიპოთეზის მიხედვით ცნობიერება, ცოდნა ერთ მთლიან,
განუყოფელ სისტემას წარმოადგენს, რომელიც საერთო პრინციპებს, კანონზომიერებს
ემორჩილება; ხოლო მოდულარისტული ჰიპოტეზა ცნობიერებას განიხალავს
სხვადასხვა ცალკეული უნარებისგან, კოგნიტიური ქვესისტემებისგან შემდგარ
კომპლექსურ სისტემად. თანამედროვე ნევროლოგიაში, კოგნიტიურ ფსიქოლოგიასა
და ლინგვისტიკაში მოდულარისტული კონცეფცია უფრო მისაღებად ითვლება.
მოდულარისრტულ ჰიპოთეზას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გონების დაზიანების
შემთხვევაში შეიძლება მოიშალოს მხოლოდ გარკვეული კოგნიტიური ფუნქცია,
ხოლო დანარჩენი ფუნქციები უვნებლად დარჩეს.
მოდულარისტული ჰიპოთეზით კოგნიტიური სისტემა შედგება სხვადასხვა
მოდულებისგან, რომელთაგან თითოეული გარკვეული ფუნქციის შესრულებასთან
არის დაკავშირებული; მაგალითად სპეციალური მოდული განსაზღვრავს, რომ სხვა
ადამიანების სახეზე ცნობა შეგვიძლია, სპეციალური მოდული განსაზღვრავს, რომ
დაწერილ სიტყვებს კონკრეტულ ლექსემებთან, ცნებებთან ვაკავშირებთ და სხვ.
ენობრივი ცოდნაც დამოუკიდებელ კოგნიტიურ სისტემად არის მიჩნეული,
რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ქვესისტემებისგან/მოდულებისგან შედგება:
ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ–ლექსიკურ, სინტაქსურ ლექსიკურ–სემანტიკურ,
პრაგმატულ ცოდნას კოგნიტიურ სისტემაში ენის ცალკეული ქვემოდული
შეესაბამება.

3.1. 3 ცოდნის სახეები


(მონიკა შვარცის მიხედვით, 2007:14)

(ზემოთქმულიდან გამომდინარე) ენობრივი კომუნიკაცია ცოდნის სხვადასხვა


საფეხურს, მოდულს მოიცავს: ცალკეული ბგერების ერთმანეთთან დაკავშირებით
ვიღებთ სიტყვებს, სიტყვების ურთიერთდაკავშირებით – წინადადებებს. სიტყვებსა
და წინადადებებს გააჩნიათ საკუთარი მნიშვნელობა. ხოლო წინადადების
წარმოთქმით შეგვიძლია გარკვეული მოქმედებების შესრულება.
თითოეულ საფეხურს ენობრივი ცოდნის სისტემაში ცალკეული ქვესისტემა
შეესაბამება.
3
ცოდნის ფონოლოგიური სისტემა განსაზღვრავს ცალკეული ენის ბგერით
ინვენტარს და მათი ურთიერთდაკავშირების წესებს. ამ ცოდნის საფუძველზე ჩვენ
ბგერათა მიმდევრობას Baum გერმანული ენის შემთხვევაში მართებულად მივიჩნევთ,
ხოლო ბგერით მიმდევრობას Haum არამართებულ, თუმცა შესაძლებელ კომბინაციად
უნდა განვიხილოთ. საპირისპიროდ ბგერათა მიმდევრობა bdrfszhrig არც
მართებულია არც შესაძლებელი.
ცოდნის მორფოლოგიურ–ლექსიკური სისტემა განსაზღვრავს სიტყვის
აგებულებასა და ახალი სიტყვების წარმოქმნის წესებს: ცოდნის ეს სისტემა
განაპირობებს, რომ ფორმას trinkbar ხოლო *bartrink – კი არა.
ცოდნის სინტაქსური სისტემა განსაზღვრავს სიტყვების კომბინაციით
მართებული წინადადებების მიღების წესებს. წინადადება Peter, weggelaufen, ist
არამართებულია წინადადებია, ხოლო Peter ist weggelaufen უკვე გამართული
გერმანული წინადადებაა.
ცოდნის ლექსიკურ–სემანტიკური სისტემაში წარმოდგენილია ცალკეული
სიტყვა–ფორმების მნიშვნელობები. სემანტიკური სისტემა ასევე განსაზღვრავს
პრინციპებს, რაც აზრობრივი (მნიშვნელობის მქონე) წინადადებების წარმოქმნასა და
გაგებას უდევს საფუძვლად. წინადადება *Das Pferd miaut არამართებულია
სემანტიკურად, რადგან სიტყვები Pferd და miauen სემანტიკური თვალსაზრისით
არათავსებადია.
ცოდნის პრაგმატული სისტემა განსაზღვრავს, თუ რა (საკომუნიკაციო)
სიტუაციაში შეგვიძლია ცალკეული გამოთქმების (მაგ. Guten Tag, Danke, Auf
Wiedersehen) გამოყენება.
ცალკეული სიტყვა და რომელიმე ენის ლექსიკური ფონდი ცოდნის თითოეულ
სისტემასთან, მოდულთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს კარგად ჩანს
მოდალური სიტყვების მაგალითზე. მოდალურ სიტყვებს უწოდებენ წინადადების
ტოლფას ზმნიზედებსა და ზედსართავებს, რომლებიც გამოხატავენ მთქმელის
სუბიექტურ დამოკიდებულას წინადადებაში ასახული ფაქტის/მოვლენის
(Sachverhalt) მიმართ. (ბუსმანი 2003: 440, 579) თითოეული მოდალური სიტყვა
შეიცავს ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური,
პრაგმატული ხასიათის ინფორმაციებს.

4
ფონოლოგიური ინფორმაციები: თითოეული გერმანული მოდალური სიტყვა
ემორჩილება ფონოლოგიურ წესებს გერმანული ბგერათა მიმდევრობის შესახებ (მაგ.
არცერთ სიტყვაში არ გვხდება kz-მიმდევრობა.
ინფორმაციები სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის შესახებ: მოდალური
სიტყვები ხშირად წარმოადგენენ შედგენილ სიტყვებს, რომლებიც ზედსართავი
სახელებისა და ან მიმღეობებისგან არის ნაწარმოები, უმეტესი ნაწილი კი -weise
სუფიქსითაა შედგენილი. –weise ამ შემთხვევაში არის გრამატიკული ძირი (გერმ.
der grammatische Kopf) რომელსაც მოდალური ნიშნები შეაქვს სიტყვაში:
dankenswerterweise, dummerweise...
ინფორმაციები სიტყვის მორფოლოგიური თავისებურებების შესახებ: მოდალური
სიტყვები ფორმაუცვლელები არიან.
ინფორმაციები სიტყვის სინტაქსური თავისებურებების შესახებ: მოდალურ
სიტყვებს აქვთ წინადადების წევრის სტატუსი, აქედან გამომდინარე ისინი შეიძლება
თხრობით წინადადებაში გარდამავალი ზმნის წინ იდგნენ.
Dummerweise ist die Vase umgefallen.
მოდალური სიტყვები წინადადების წევრები არ არიან პრედიკატთან, რადგან ისინი
ლიგიკურ-სტრუქტურულად მთელ წინადადებაზე მიემართებიან. ისინი გამოიყენება
ისეთ კითხვებში, რომლებსაც შეიძლება მხოლოდ მიგებითი ნაწილაკებით (დიახ,
არა) ვუპასუხოთ..
(1) ა) Kommt der Besuch? Möglicherweise kommt der Besuch.
მოვა სტუმარი? ალბათ მოვა სტუმარი
ბ) Wie kommt der Besuch? Möglicherweise kommt der Besuch.
როგორ მოვა სტუმარი? ალბათ მოვა სტუმარი.

წინადადების ხასიათი ჩანს უარყოფის დროსაც: თვითონ მოდალური სიტყვების


უარყოფა როგორც წესი არ ხდება:
(2) ა) Der Besuch kommt möglicherweise nicht.
სტუმარი ალბათ არ მოვა.
ბ) Der Besuch kommt möglicherweise nicht.

ამ შემთხვევაში nicht უარყოფს სტუმრების მოსვლას „Der Besuch kommt“, ხოლო


მოდალური სიტყვა möglicherweise ეკუთვნის მთელ წინადადებას. ეს წინადადება

5
გვიჩვენებს აგრეთვე, რომ წინადადების ჩვეულებრივი წევრებისაგან განსხვავებით
მოდალური სიტყვა ნაცვალსახელით ვერ შეიცვლება.
(3) ა) Der Besuch kommt. → Er kommt.
(სტუმარი მოდის. → ის მოდის.)
ბ) Er kommt vielleicht. → Er kommt *so.
(ის ალბათ მოდის. → ის მოდის *ასეთნაირად)

ინფორმაციები სიტყვის სემანტიკური თავისებურებების შესახებ: მოდალურ


სიტყვებს მნიშვნელობა პრაგმატული (გარეენობრივი) ინფორმაციით შევსებას
საჭიროებს. მოდალურ სიტყვები შეიძლება გამოხატავდნენ მოსაუბრის შეფასებებს,
სურვილებს ან ინტერესებს. Bedauerlicherweise/glücklicherweise sind wir versichert.
(სამწუხაროდ/ საბედნიეროდ დაზღვეულები ვართ.)
Möglicherweise/sicherlich/wahrscheinlich sind wir versichert.
(შესალოა/ნამდვილად/ალბათ ჩვენ დაზღვეულები ვართ.)
პრაგმატული ცოდნა, რაც მოდალური სიტყვების შემცველ წინადადებთან არის
დაკავშირებული სქემატურად შემდეგნაირად შეიძლება გამოისახოს:

პრაგმატული ცოდნა

კომენტარი (Kommentar) მტკიცება


საბედნიეროდ (Glücklicherweise) დაზღვეულები ვართ(sind wir versichert)

ცოდნა წინადადების საკომუნიკაციო ფაქტობრივი ცოდნა


ფუნქციის შესახებ
(ე.წ. ილოკუციური ცოდნა)

3.2 სიტყვათშორისი მიმართებები

სოსიურის მიხედვით სიტყვები მიმართებათა რთულ, მოწესრიგებულ სისტემას


ქმნიან. ზოგადად შეიძლება ორი სახის მიმართება გამოიყოს: სინტაგმატური და
პარადიგმატული. სინტაგმატური მიმართება აკავშირებთ ენობრივ ერთეულებს,
რომლებიც მეტყველებისას გარკვეულ მიმდევრობას ქმნიან (მაგალითად, სიტყვები

6
kommt, er, heute წინადადებაში Er kommt heute); ხოლო პარადიგმატური მიმართება –
სიტყვებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ასოციაციურად და
შეუძლიათ ერთმანეთს ჩაენაცვლონ გარკვეულ გრამატიკულ (სინტაქსურ)
კონტექსტში. (ერთ სემანტიკურ პარადიგმას ქმნიან მაგალითად სიტყვები ორშაბათი,
სამშაბათი, მორფოლოგიურ პარადიგმას – დარბის, დახტის და სხვ.).
ლექსიკოლოგიის შესწავლის საგანს ძირითადად მაინც უფრო პარადიგმატული
მიმართებები წარმოადგენენ. თუმცა სიტყვათა ოჯახების და სემანტიკური ველების
შესწავლისას დავინახავთ, რომ ლექსიკურ–სემანტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში
სინტაგმატური მიმართებებიც არც თუ ისე უმნიშვნელო როლს ასრულებენ.

3.2. 1 სემანტიკური მიმართებები სიტყვათა შორის


სემანტიკური მიმართება გულისხმობს აზრობრივ კავშირს სიტყვებსა და
მნიშვნელობის მატარებელ სხვა ენობრივ ელემენტებს შორის.
სიტყვათა მნიშვნელობები შეიძლება 4 ძირითადი სახის მიმართებით იყვნენ
ერთმანეთთან დაკავშირებული:

იდენტობის მიმართება: აბსოლუტური იდენტობის მიმართება ახასიათებს სიტყვებს


რომელთა მნიშვნელობები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში საქმე
გვაქვს სინონიმიასთან. სინონიმიისგან უნდა გავმიჯნოთ ე.წ. რეფერენციული
იდენტობა, როდესაც სიტყვებს მხოლოდ აღსანიშნი ობიექტი აქვთ საერთო.

სინონიმია:
(4) ა) Apfelsine - Orange
ბ) Samstag - Sonnabend

7
გ) ledig - unverheiratet

რეფერენციული იდენტობა
(5) ა) Morgenstern - Abendstern (=Venus, Planet)
ბ) Säufer - Alki - Alkoholiker - Gewohnheitstrinker.
გ ) Die Vorleserin - Mareike Fütter, 23, Geschichtsstudentin, hat einen besonderen
Nebenjob: als Studienhelferin vertont sie ihrem blinden Kommilitonen.
სემანტიკური მსგავსების მიმართება: არსებობს სემანტიკური მსგავსების
(ნაწილობრივი სინონიმიის) სამი ტიპი:
1. როცა გამოიყენება სიტყვების სხავასხვა ვარიანტები. მაგ. :
(6) ა) Löwenzahn - Pusteblume
ბ) Uncle Sam - Die US-Regierung

2. მეორე, როცა სიტყვებს შორის მინიმალური სემანტიკური სხვაობაა:


(7) jmd. schlecht machen - jmd. etwas anhängen
3. როცა მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებიან:
(8) ა) jmd. irrt sich
ბ) jmd. missversteht etwas.

სხვაგვარობის მიმართება. ამგვარი მიმართების დროს ლექსემებს აქვთ სრულიად


სხვადასხვაგვარი მნიშვნელობები, რამდენადაც მათ სხვადასხვა აღსანიშნი საგანი
შეესაბამება. განასხვავებენ სხვაგვარობის მიმართების 4 ტიპს:
• კონტრადიქცია: კონტრადიქციას ქმნის ორი კონტრასტული სიტყვა. მათ
სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობები აქვთ. (tot vs. lebendig;
einprägen vs. vergessen). ეს სიტყვები მთლიანად გამორიცხავენ ერთმანეთს, მათ
შორის შუალედური ზღვარი არ არსებობს (j.d ist entweder tot oder lebendig, hat
etwas vergessen oder eingeprägt).
• ანტონიმია: ანტონიმური მიმართება გვაქვს მაშინ, როცა ორ კონტრასტულ
სიტყვას შორის არსებობს შუალედური საფეხურების აღმნიშვნელი ლექსემები.
(heiß – warm – lauwarm – kalt – eiskalt)
• კონვერსია: კონვერსიული ეწოდება ლექსემებს, რომელთა მნიშვნელობებსაც
„სარკისებური“ მიმართება აქვთ ერთმანეთთან – ე.ი. ერთმანეთის

8
საპირისპირო საპირისპირო მოქმედებასთან (უკუქმედებასთან) არიან
დაკავშირებული (Eingang vs. Ausgang; Herr vs. Knecht; kaufen vs. verkaufen).
• სემანტიკური შეუთავსებლობა: სემანტიკურ შეუთავსებლობასთან საქმე გვაქვს
როდესაც მსგავსი მნიშვნელობის, რომლებიც რაიმე სკალის/თანმიმდევრობის/
კატეგორიის სხვადასხვა განზომილებებს გამოხატავენ (Januar – Februar;
November – Dezember; Norden – Osten – Süden – Westen). სემანტიკურად
შეათავსებელი სიტყვების მნიშვნელობები ერთმანეთს არ კვეთენ: იანვრის
არცერთი დღე არ მიეკუთვნება თებერვალს, ის რაც ჩემს სამხრეთითაა,
შეუძლებელია იყოს ჩემს ჩრდილოეთით და ა.შ.

მნიშვნელობათა იერარქია: მსგავსი მნიშვნელობის მქონე ლექსემებს შორის შეიძლება


იყოს იერარქიული მიმართება. იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომს ეწოდება
ჰიპერონიმი (გერმ. Oberbegriff), დაბალ საფეხურზე მდგომს ჰიპონიმი (გერმ.
Unterbegriff), ისეთ ენობრივ ელემენტებს, რომლებიც სემანტიკურად ერთსა და იმავე
საფეხურზე დგანან, ეწოდებათ კოჰიპონიმები.

გამ. 3.1 მნიშვნელობათა იერარქია


მნიშვნელობათა იერარქიის განსაკუთრებული ფორმაა მერონიმია, რომელიც მოიცავს
სამყაროში არსებულ ნაწილისა და მთელის ურთიერთმიმართებას.

9
გამ 3.2 მერონიმია

3.3 სიტყვათა ურთიერთმიმართება ლექსიკურ ფონდში


3.3.1 სემანტიკური ველები

სემანტიკური მიმართებები მეტყველებენ იმაზე, რომ სიტყვათა მნიშვნელობები


ჩვენს მენტალურ ლექსიკონში ერთმანეთისგან იზოლირებულებად კი არ არის
წარმოდგენილი, არამედ მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა სიტყვათა
მნიშვნელობებთან. სიტყვათა სემანტიკური ურთიერთმიმართება მრავალფეროვანია.
ამ მიმართებათა საფუძველზე სიტყვათა მნიშვნელოვანი ნაწილი შეგვიძლია
დავუქვემდებაროთ გლობალურ სემანტიკურ ერთეულებს, რომლებსაც იოსტ
ტრირზე (1931) დაყრდნობით სემანტიკურ ველებს უწოდებენ.

სემანტიკური ველი ეწოდება შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმანეთთან


დაკავშირებული სიტყვების ერთობლიობას

მაგალითად სიტყვები ლურჯი, წითელი, შავი, თეთრი, მწვანე და სხვ. ფერთა


სემანტიკურ ველს ქმნიან, სიტყვები ვაშლი, კივი, ყურძენი და სხვ. ხილის
აღმნიშვნელი სიტყვების სემანტიკურ ველს, ზმნები წვავს, ხარშავს, აცხობს საჭმლის
მომზადებასთან დაკავშირებულ სემანტიკურ ველს და სხვ. მთელი ჩვენი ლექსიკურ–
სემანტიკური ცოდნა ასეთ „ველებად“ არის დანაწილებული.
თავდაპირველად „ველების თეორიის“ განვითარების ადრეულ ეტაპზე
ვარაუდობდნენ, რომ სემანტიკური ველი შეესაბამებოდა და უნაკლოდ ასახავდა

10
სინამდვილის რომელიმე სფეროს. თუმცა თუ ჩვენს ლექსიკურ ფონდს უფრო ღრმად
დავაკვირდებით, მალევე დავრწმუნდებით ამ თვალსაზრისის არამართებულობაში,
სინამდვილის თითოუელი ასპექტი და ნიუანსი სემანტიკურად წარმოდგენილი ვერ
იქნება. რაიმე სემანტიკურ ველს თუ საფუძვლიანად დავაკვირდებით, არც თუ ისე
იშვიათად აღმოვაჩენთ ერთ იოლად შესამჩნევი ხარვეზს მაინც: მაგალითად შდრ.
hungrig – satt, durstig - ? გერმანულში, ისევე როგორც ქართულში გვაქვს სიტყვა,
რომელიც არამშიერს (satt, მაძღარი/დანაყრებული) აღნიშნავს, თუმცა არ გვაქვს
მწყურვალის ანტონიმი.
სემანტიკურ ველებს განსასხვავებენ იმის მიხედვით, თუ როგორი სახის
მიმართებას ემყარებიან ისინი – მხოლოდ პარადიგმატულს თუ ასევე
სინტაგმატურსაც. ენათმეცნიერები ძირითადად ორი ტიპის – ონომასიოლოგიურ და
სემასიოლოგიურ – სემანტიკურ ველებს გამოყოფენ.
ონომასიოლოგიური ველები. სიტყვებს ონომასიოლოგიურ ველებში ერთმანეთთან
მხოლოდ პარადიგმატული მიმართება აკავშირებთ. ონომასიოლოგიური ველები
წარმოადგენენ სემანტიკური ველების ყველაზე ტიპიურ ფორმას. მათ ცენტრში დგას
ჰიპერონიმული ცნება, რომელიც არის ან უნდა იყოს ცალკეული ენებისაგან
დამოუკიდებელი. ამ ცნებების ქვეშ გაერთიანებულია ცალკეული ენების შესაბამისი
სიტყვები, რომლებიც ენის მიხედვით არიან ერთმანეთისაგან გამოყოფილი.
მაგალითად გერმანულ ენაში სიტყვის „Haarpflegemittel“ (თმის მოვლის
საშუალებების) გარშემო შეილება შეიქმნას ასეთი სემანტიკური ველი:
(9) ა) Haarwasser, Haarspray, Haaröl. ამ თმის მოვლის საშუალებათა ამ ჯგუფს
სხვებისაგან გამოჰყოფს ერთი ნიშანი, რომ ყველა არის თხევადი
ბ) Frisiercreme, Haargel, Pomade, Brilliantine. ხოლო ეს ჯგუფი პირველი ჯგუფისაგან
გამოირჩვა იმით, რომ აქვს კრემის ფორმა.

სემასიოლოგიური ველები. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ რომელიმე


სემანტიკური ველის თითოეული სიტყვა პარადიგმატულ მიმართებაში იმყოფებოდა
ერთმანეთთან და მიეკუთვნებოდა ერთსა და იმავე გრამატიკულ კლასს,
მეტყველების ნაწილს. თუმცა ასოციაციური ექსპერიმენტები ადასტურებენ (შდრ.
შვარცი 2007: 61), რომ მნიშვნელობით მსგავსი, მაგრამ სხვადასხვა გრამატიკული

11
კატეგორიის სიტყვები ჩვენს ცნოებიერებაში მჭიდროდ არიან ერთმანეთთან
დაკავშირებული. სემანტიკურ ველებს შეიძლება ქმნიდნენ სიტყვები Hund, bellen;
Haar, blond; Auto, fahren; Gras, grün; Sonne, hell და სხვ. ცოდნის ენობრივი სფეროები
შეიძლება მოიცავდნენ სრულიად განსხვავებული გრამატიკული კატეგორიის
სიტყვებს, ამაში ადვილად დარწმუნდებით თუ ჩამოთვლით სიტყვებს, რომლებიც
თემატურად დაკავშირებულია ლექციის, შობის ან ფეხბურთის ცნებასთან. დიდი
ალბათობით თქვენ გაითვალისწინებთ როგორც პარადიგმატულ, ისე სინტაგმატურ
მიმართებებს. ასე რომ სემანტიკური ველები შეიძლება აერთიანებდნენ სიტყვებს
დისტრიბუციული (ლათ. Distributio განაწილება, ანთავსება) ნიშნების საფუძველზე –
ე.ი. სიტყვებს, რომლებიც ერთი ტიპის კონტექსტში შეიძლება შეგვხვდნენ.
სემასიოლოგიურ ველებს სწორედ ამ ტიპის ველებს უწოდებენ.

3.3.3 სიტყვათა ოჯახი


სიტყვათა ოჯახი ეწოდება არის ერთი წარმომავლობის მქონე სიტყვათა ჯგუფი.
ცენტრში დგას ყველა სიტყვისათვის საერთო ელემენტი, სიტყვის ძირი (Wortbasiss,
Wurzelmorphem), რომელსაც ეტიმონი ეწოდება. ეტიმონი ხშირად ძლიერი ზმნაა.
ოჯახები უმეტესად უზარმაზარია, რადგან ძირიდან ძალიან ბევრი სიტყვა იქმნება.
მაგალითად die Liebe სიტყვის ოჯახი 900-ზე მეტ ერთეულს მოიცავს (აგრიკოლა და
სხვები, 1969, გვ. 540). მისი მცირე ნაწილი ასე გამოიყურება:

გამ. 3.3: ენობრივი ოჯახი მორფემისთვის lieb


ერთ სიტყვათა ოჯახში შემავალ სიტყვებს შორის სემანტიკური მსგავსება შეიძლება
საერთოდ გაქრეს, ისინი სემანტიკური თვალსაზრისით შეიძლება ისე დაშორდეს
ერთმანეთს, რომ მათი მსგავსება ძნელად შესამჩნევი გახდეს. მაგალითად:

12
ა) fließen – Flut , Floß, Flosse
ბ) verschwinden – verschvenden
გ) Elend – Land
დ) Geselle – Saal
ე) bar – Bahre

ეტიმოლოგიურად იზოლორებული სიტყვები მათი ჟღერადობის, ბგერითი


მსგავსების გამო ხშირად ისტორიული თვალსაზისით არამართებულად სხვა
სიტყვათა ჯგუფს არის მიკუთვნებული, ამ მოვლენას უწოდებენ მეორად მოტივაციას
ან ხალხურ ეტიმოლოგიას. მეორადი მოტივაცისირება სამ საფეხურად
მიმდინარეობს:
1. იზოლაცია →2.მეორადი მოტივაცია/ინტერპრეტაცია→3. დეიზოლაცია

გამოიყოფა ხალხური ეტიმოლოგიის 2 ტიპი:


ა) ხალხური ეტიმოლოგია ბგერითი ფორმის ცვლილების გარეშე:
მნიშვნელობა იცვლება, როგორც მაგალითად სიტყვასთან Wahnsinn, სიტყვა
wan თავდაპირველად ნიშნავდა ცარიელს (LEER), მაგრამ ომონიმური
არსებითი სახელის Wahn მნიშვნელობა შეიცვალა (= ჰალუცინაცია
(KRANKHAFTE EINBILDUNG).
ბ) ხალხური ეტიმოლოგია ფორმალური ცვლილების თანხლებით:
მნიშვნელობის ცვლილებასთნ ერთად ხდება ბგერითი ფორმის შეცვლაც.
მაგალითად: Maulwurf (თხუნელა) მოდის სიტყვიდან molta, რაც მიწას, მტვერს
აღნიშნავდა. რადგან ეს სიტყვა გერმანული ლექსიკური ფონდიდან გაქრა და
ამდენად მოსაუბრეთათვის უცნობი იყო, ის დაუკავშირეს ნაცნობ სიტყვას
Maul (ხახა) და ასე მივიღეთ სიტყვა Maulwurf.

ხალხური ეტიმოლოგიის შექმნის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია უცხო


სიტყვებთან, რადგან ისინი თავდაპირველად იზოლირებას ახდენენ გერმანული
ენისაგან, შემდეგ კი არამოტივირებულები ხდებიან. უცხო სიტყვის ხალხური
ეტიმოლოგია შეიძლება არასწორი თარგმანისაგან მოდიოდეს. ამის მაგალითია
სიტყვა rasant (ძალიან სწრაფი), რომელიც ნასესხები იყო ფრანგულიდან (ფრანგ. raser
= RASIEREN (პარსვა) და ძველად ბრტყელს (Flach) ნიშნავდა. მეოცე საუკუნის

13
დასაწყისში აქედან წარმოიშვა ყოველდღიურ სასაუბრო ენაში არსებული სიტყვა
rasen (ძალიან სწრაფი სირბილი).

14

You might also like