You are on page 1of 19

V ლექცია

ლექსიკური სემანტიკა. მნიშვნელობის


აღწერის მეთოდები
5.1 ლექსიკური სემანტიკა
ლექსიკური მნიშვნელობა:

† ისეთი სახის მნიშვნელობა, რომელიც არ არის


მიღებული კომპოზიციურად, ე.ი. ცალკეული
ელემენტების მნიშვნელობათა კომბინაციის
შედეგად.
† ლექსიკური მნიშვნელობა ეწოდება ასევე
კონტექსტისგან დამოუკიდებელ, მენტალურ
ლექსიკონში „შენახულ“ მნიშვნელობას.
ლექსიკური სემანტიკის კვლევის
საგანი და ამოცანები:
ლექსიკური სემანტიკის კვლევის საგანი
არის ლექსიკური მნიშვნელობა.
ლექსიკურ სემანტიკას ევალება
ცალკეული ლექსემების მნიშვნელობათა
აღწერა და ასევე ამ მნიშვნელობათა
შორის ურთიერთმიმართების
განსაზღვრა.
მნიშვნელობის პრობლემა
მნიშვნელობა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, რაც მის
ცალსახა, სრულყოფილ დეფინიციას შეუძლებელს ხდის.
როემერის და მაცკეს მიხედვით სიტყვის მნიშვნელობის
განმარტებისას სულ ცოტა 5 ასპექტი მაინც უნდა
გავითვალისწინოთ:
„ დენოტატი (აღსანიშნი საგანი, მოვლენა, ფაქტი =
ექსტენსია)
„ უზუალური (აბსტრაქტული, კონტექსტზე
დამოუკიდებელი) ცოდნა დენოტატის შესახებ
(=ინტენსია)
„ მნიშვნელობის მიმართება ენის მომხმარებლებთან
(მოსაუბრეებთან, მსმენელებთან)
„ ენის გამოყენების სიტუაცია (საკომუნიკაციო გარემო)
„ ენობრივი სისტემა, რომელიც კომუნიკაციისას გამოიყენება.
ექსტენსია და ინტენსია I
† ექსტენსია (ცნობილი გერმანელი
მათემატიკოსის გ.ფრეგეს
ტერმინოლოგიით - “მნიშვნელობა”
[„Bedeutung“]): რეალურად არსებული
ობიექტი ან ობიექტთა ერთობლიობა,
რომელსაც სიტყვა აღნიშნავს.
† ინტენსია (ფრეგეს ტერმინოლოგიით -
“აზრი” [„Sinn“]: ენობრივი ინფორმაცია
აღსანიშნი ობიექტის შესახებ
ექსტენსია და ინტენსია II
გერმანული სიტყვების ინტენსია იმავე
„Streichholz“ და სიტყვებისთვის:
„Zündholz“ ექსტენსია:
Streichholz: ინფორმაცია
რაგვარობის შესახებ (ხის
ნაჭერი, რომელსაც სხვა
საგანზე “გაკვრით” ეკიდება
ცეცხლი)
Zündholz: ინფორმაცია
ფუნქციის/დანიშნულების
შესახებ (ხის ნაჭერი, რომელიც
დასანთებად გამოიყენება, ან
რომელიც “ინთება”
5.2 მნიშვნელობის სალექსიკონო
აღწერა
ძირითადი პრობლემები განმარტებითი
ლექსიკონის შედგენისას:
† სალექსიკონო მასალის (სიტყვათა მარაგის)
შერჩევა,
† დეფინიციის სიზუსტის შეთანხმება
მნიშვნელობის განუსაზღვრელობასთან,
† სიტყვის მნიშვნელობათა სისტემური
ურთიერთმიმართების ლექსოგრაფიული
ასახვა,
† ლექსიკური ცოდნის სფეროების შერჩევა,
† სწორი ლექსიკოგრაფიული მეთოდის შერჩევა.
5.2.1 ლექსიკონთა კლასიფიკაცია
5.2.2 სალექსიკონო სტატიის აგებულება
სალექსიკონო სტატიის აგებულება:
5.2.3 მნიშვნელობის კლასიკური და
სალექსიკონო დეფინიცია
კლასიკური დეფინიცია მოიცავს ორ ნაწილს:
† დეფინიენდუმი (განსასაზღვრი ცნება) და
† დეფინიენსი (თვითონ განსაზღვრება).
დეფინიენსი თავის მხრივ მოიცავს:
„ ცნების გვარის, სახეობის დასახელებას (genus
proximum, გერმ. Arteinordnung), რომელიც
ჩვეულებრივ რაიმე ჰიპერონიმით არის
წარმოდგენილი (ალექსანდრე←მამაკაცი←ადამიანი
←ცოცხალი არსება)
„ დეფინიენდუმის რამდენიმე არსებით
დამახასითებელი ნიშანი, რაც მას სხვა ცნებებისგან
განასხვავებს.
დეფინიციის აუცილებელი და
საკმარისი წინაპირობები
† აუცილებელი წინაპირობა: მახასიათებელი,
რომლის გარეშეც სიტყვის სწორი დეფინიცია
ვერ მოხერხდება (მაგ. ქალის ცნების
შემთხვევაში მახასიათებელი [მდედრობითი]);
† საკმარისი წინაპირობა: მახასიათებლების
ერთობიობა, რაც რაიმე ცნების
დეფინიციისთვის, სხვა ცნებებისგან
გამიჯვნისთვის საკმარისია (მაგ. ქალის
შემთხვევაში მახასიათებლები [ადამიანი],
[ზრდასრული], [მდედრობითი]).
კლასიკური დეფინიცია გერმანული
სიტყვისთვის Koffer
სალექსიკონო დეფინიციის ტიპები I
† მორფოსინტაქსური დეფინიცია/პერიფრაზი: განმარტება
(რთული) სიტყვის შემადგენელი კომპონენტების
მეშვეობით: Handelsorganisation: Organisation, die
dem Hand dient.
† პარადიგმატული დეფინიცია: განმარტება სინონიმების ან
ანტონიმების მეშვეობით: allerwärts: überall; grün:
unreif; dick: Ant. dünn.
† გამორიცხვითი, უარყოფითი დეფინიცია: დეფინიცია
საპირისპირო (კონტრადიქტორული) მნიშვნელობის
სიტყვის უარყოფის მეშვეობით: frisch: nicht alt; lassen:
nicht hindern.
† ფუნქციური დეფინიცია: სიტყვის მნიშვნელობის
განმარტება მის პრაგმატულ, სემანტიკურ ან გრამატიკულ
ფუნქციაზე მითითებით: dieser: bezieht sich auf jmdn.,
der sich in der Nähe befindet.
სალექსიკონო დეფინიციის ტიპები II
† ტაქსონომიური დეფინიცია: განმარტება უფრო ზოგადი
მნიშვნელობის სიტყვის (სემანტიკური კატეგორიის)
მითითებით (ტაქსონომია კატეგორიზაციას,
კლასიფიკაციას გულისხმობს): Sprache:
Kommunikationsmittel; hallo: Grußformel; Teller:
Geschirr.
† ოსტენსიური დეფინიცია (Ostension - მითითება):
სიტყვის განმარტება აღსანიშნი საგნის ჩვენებით,
სალექსიკონო სტატიის შემთხვევაში განმარტება
ილუსტრაციების, სქემების მეშვეობით.
Schere:
† დეფინიციის შერეული ფორმები:
Luftfahrtgesellschaft: Geschäftsunternehmen, das
einen planmäßigen Flugverkehr unterhält;
Fluggesellschaft. (კლას. + პარადიგმ. დეფინიცია)
სალექსიკონო დეფინიციის
“წრიულობა” (Zirkularität)
გარკვეული სიტყვები შეიძლება შეგვხდნენ
როგორც ლემის სახით, ასევე მნიშვნელობის
აღწერით ნაწილშიც:
† bekennen: offen
zugeben, eingestehen.
† gestehen: eine Tat
zugeben, bekennen.
† zugeben:
gestehen.
5.3 მნიშვნელობის პრაგმატული
მოდელები
დენოტაციური და ემოციური
მნიშვნელობა
† დენოტაციურ–ცნებითი მნიშვნელობა გულისხმობს, თუ
რა ობიექტს აღნიშნავს სიტყვა (ექსტენსია), ის მოიცავს
ასევე „წარმოდგენას“, ცნებით ინფორმაციას შესაბამისი
ობიექტის შესახებ (ინტენსია).
† ემოციურ–შეფასებითი მნიშვნელობა გულისხმობს
ინფორმაციებს მთქმელის (ემოციური, შეფასებითი)
დამოკიდებულების შესახებ აღსანიშნი ობიექტის მიმართ.
მაგალითად გერმანული სიტყვები Regime, Pfaffe, Amigo
შეიცავენ ნეგატიურ ემოციურ კომპონენტს.
† კონოტაცია მოიცავს ინფორმაციებს სიტყვის გამოყენების
სოციალურ–კულტურული, ასევე ისტორიული
წინაპირობების შესახებ
სტილისტური დონეები და
სტილისტური შეფერილობა
სტილისტური დონეები: სტილისტური შეფერილობები
† მაღალფარდოვან–პოეტური † ხუმრობანარევი
die Seele aushauchen verlängerter Rücken
† ნორმალური, ნეიტრალური (Gesäss)
sterben † ირონიული
† სასაუბრო neunmalklug (ვისაც თავი
aus sein, ins Gras beißen ზედმეტად ჭკვიანად
† სასაუბრო, ჟარგონული მოაქვს)
abkratzen † გადაჭარბებული vor
† ვულგარული Ärger die Haare raufen
den Arsch zukneifen (განრისხება)
† ევფემისტური
Nullwachstum
მნიშვნელობის კომპონენტები ლიჩის
პრაგმატული მოდელის მიხედვით:
† კონცეპტუალური (ცნებითი) მნიშვნელობა,
† კონოტაციური მახასიათელები: ნასწავლი, ისტორიულად
ცვალებადი და კულტურულად სპეციფიკური,
სოციალური, ფსიქოლოგიური ხასიათის დამატებითი
ინფორმაცია სიტყვის შესახებ.
† აფექტური მნიშვნელობა,
† რეფლექსური ხასიათის მნიშვნელობა: იგულისხმება
პოლისემური სიტყვის მნიშვნელობათა ურთიერთგავლენა.
(Die Linke - მარცხენა ხელი და მემარცხენე იდეოლოგია),
† კოლოკაციური მნიშვნელობა,
† თემატური მნიშვნელობა: სიტყვის ინფორმაციული
დატვირთვა ტექსტში

You might also like