Professional Documents
Culture Documents
როგორ გავხდე კარგი მშობელი
როგორ გავხდე კარგი მშობელი
ადამიანებს უხსოვარი დროიდან აფიქრდება მათ გარშემო არსებული სინამდვილე და სამყარო.ყოველივე ეს წარმოშობდა მათში მრავალგვარ კითხვებს.
სწორედ კითხვის დასმით იწყება ფილოსოფია.უკვე მე-6 საუკუნეში თალეს მილეთელი,რომელმაც დასვა კითხვა „არხეს“ შესახებ,შეგვიძლია მივიჩნიოთ
პირველ ფილოსოფოსად.მართალია,უფრო ძველადაც არსებობდა რწმენა-წარმოდგენები სამყაროს შესახებ,ძველი ეგვიპტური ,შუმერული მითები,თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ამ მითების ბრმად სწამდათ.პირველმა ფილოსოფოსებმა,რომლებმაც პირველად იხმარეს სიტყვა ფილოსოიფა სწორედ
ამით განსხვავდებოდნენ მათგან,ისინი ბრმად არ ენდობოდნენ დასტურებულს. სიტყვა ფილოსოფია ბერძნულია და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს
არის სიბრძნისკენ სწრაფვა. ფილოსოფოსები მხოლოდ სიბრძნის მაძიებელნი,მოტრფიალენი შეიძლება იყვნენ და არა ბრძენები.აღსანიშნავია,რომ
ფილოსოფია გაკვირვებიდან წარმოიშბა.ეს არის ნაბიჯი უჩვეულოსკენ.სოკრატე ამბობს: „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“სწორედ არცოდნაში
მდგომარეობს ფილოსოფია.ვარაუდით ჩვენ ვიცით რომ პითაგორამ(ან ჰერაკლიტემ) შეართა ორი სიტყვა და მიიღო საბოლოოდ ფილოსოფია.ეს არის
აზროვნების თავისებური წესი.სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ასწავლიდნენ რომ ფილოსოფია არის მზადება,წვრთნა ,ტრენინგი მარადიული
სიცოცხლის ზეიმისთვის.აღსანშნავია,რომ არისტოტელეს აზრით, ადამიანი ბუნებით ისწრაფვის შემეცნებისკენ,ის ბუნებითაა ფილოსოფოსი..უნდა
გვახსოვდეს,რომ ფილოსოფიისთვის აუცილებელია როგორც წიგნიერება,ისე ცხოვრებისეული გამოცდილება.ჩვენ ვიცით ფილოსოფიის სამი ასაკი-
ანტიკა-ბერძნები-გენიალური ბავშვები-. სკოლასქტიკა-სასკოლო ასაკი ახ.წ.მე7-მე-16, განმანათლებლობა-ზრდასრულობა მე17-მე18. წინ მიუღძოდა
რენესანსი „კაცობრიობის სიჭაბუკე“.
2.ფილოსოფიური სკოლები
ფილოფოსიური სკოლა არის ტრადიცია, თაობათა ესტაფეტა,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა. ჩვენთვის ცნობილია პითაგორას სკოლა,პლატონის
აკადებია,არისოტოტელეს ლიცეუმი. ელინიზმის ეპოქაში შეიქმა ასევე „კასრის,ბაღის,თაღის“ ფილოსოფიური სკოლები. მე12 საუკუნეში
უნივეერსიტეტები და აკადემიები ბიზანტიაში,იტალიაში და ჩრდ ევროპაშიც იქმენაბ. აღსანიშნავია,რომ დასავლურ სამყაროში,აღმოსავლურისგან
განსხვავებით ფილოსოფიურ სკოლაში მასწავლებლის პატივისცემა თაყვანისვემაშ არ გადასულა.თვითონ არისოსტელე ამბობს: „პლატონი მიყვრს, მაგრამ
უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება“. ჩვენთვის ცნობილია რომ არსებობდა 3 განსხავევბული სკოლა: აღმოსავლური სკოლები, ელინურ და ეკლესია.
პლატონმა აკადემიკოსის სახელობის ბაღში იყიდა სახლი და გახსნა სკოლა, რომელსაც აკადემია ეწოდა. აკადემიაში სწავლება უფასო იყო, როგორც
სოკრატემ უანდერძა პლატონს, რომელიც არასდროს იღებდა გასამრჯელოს სიბრძნის სწავლებაში,სოფისტებისგან განსხავებით.პლატონის აკადემიამ 900
წელი იარსება.
არისტოტელემ,რომელიც 20 წელი სწავლობდა პლატონის აკადემიაში, ათენის გარეუბანში გახსნა სკოლა, რომელსაც ხეივანი ჰქონდა წინ, ის სწორედ აქ
უკითხავდა ლექციებს სტუდენტებს.ათენელებმა სკოლას ლიცეუმი, ხოლო მის ბინადრებს პერიპატეტიკოსები ანუ მოსეირნეები უწოდეს. სტუდენტებს
ევალებოდათ არა მარტო დაეზეპირებინათ და გადმოეცათ მიღებული მასალის შინაარსი,არამედ კრიტიკული შენიშვები მოეწოდებინათ სკოლის
მოძღვრისთვის. პერიპატეტიკოსთა სკოლამ ახ.წ მეორე საკუნემდე იარსება.
ბაღის ფილოსოფოსები-ამ სკოლის ფუძემდებელია ეპიკურე, რომელიც პლატონურ აკადემიაში სწავლობდა შემდეგ დაშორდა მის პრინციპებს და დაარსა
საკუთარი სკოლა,რომელიც ბაღში მდებარეობდა.მას „ეპიკურელთა ბაღი“ შეარქვეს ,ხოლო იქ მოღვაწეებს „ბაღის ფილოსოფოსები“.ეს იყო ღია სასწავლო-
კვლევითი დაწესებულება,სადაც ყოველ გამვლელ/მგზავრს შეეძლო შეეარა და შეერთებოდა ფილოსოფიურ განხილვებს.ეპიკურეს ზნეობრივი
მოძღვრების მიხედვით ფილოსოფია ბედნიერების მიღწევის გზა იყო..
თაღის ფილოსოფოსები-ეს სკოლა ათენში,თაღოვან დარბაზში, გახსნა ძენონმა ძვ.წ.მე4 საუკუნეში. ამიტომ მათ „თაღის ფილოსოფოსები „ ეწოდათ. მათი
პრიციპი იყო ცხოვრბა ბუნებრივ წესრიგთან თანხვედრაში. კასრის ფილოსოფებიდან ცნოიბილია დიოგენე. კასრის ფილოსოფოსების მიზანი იყო
1
ცხოვრების ამაოებიდან განშორება, არაფილოსოფიური სამყაროდან გამიჯვნა,.საკმაოდ საინტერესოა გადმოცემა ალექსანდრე მაკედონელისა და
დიოგენეს შეხვედრის შესახებ, სადაც დიოგენეს პასუხი ალექსანდრესანდრეს შეკითხვაზე-რა გსურსო, გამორჩეულია „ხელმწიფევ,გთხოვ კასრს
მოშორდე,მზეს მიჩრდილავ“.
ჩვენთვის ასევე ცნობილია გელათის აკადემია,სადაც იოანე პეტრიწმა ააღორძინა არა მხოლოდ ანტიკური ფილოსოფია, არამედ მისტერიათა სიბრძნეც.მან
ფილოსოფიური სიბრძნე ქრისტიანულ ჭრილში განიხილა. უკვე რვა საუკუნეა ფილოსოფიის სკოლა უნივერსიტეტშია,
2
ესთეტიკა,
ლოგიკა.
„მეტაფიზიკა“ ფილოსოფიის მთავარი დარგია,რომელიც სწავლობს ყოფიერებას,სამყაროსა და სინამდვილეს,როგორც ასეთთა,პირვანდელ არსს.სვამს
კითხვას-რა შემიძლია? ტერმინი „მეტაფიზიკა“ ნიშნავს -ის,რაც ფიზიკის შემდეგაა. ის ასევე იშლება სამ ქვედისციპლინად,ღმერთის,სამყაროსა და
ადამიანის შემსწავლელ დარგებად. ეს დარგი სამ ფუნდამენტურ შეკითხვას სცემს პასუხს-არსებობს თუ არა ღმერთი,სული უკვდავია თუ მოკვდავი,და რა
არის სამყაროს დასაბამი ანუ არხე. ეთიკა არის ფიქრი,განსაზღვრა, ორი სიტყვის შესახებ -კეთილისა და ბოროტის. სვამს შეკითხვას-რა უნდა ვაკეთო? ანუ
შეიძება დავასკვნათ,რომ ის ეფუძნება მორალს.არსებობენ მორალური კანონები თუ გამოიგონეს? და რამდენად ხდება ამ კანონებისა თუ ცნებების
რღვევა,სწორედ ამას შეისწავლის ეთიკა. ლოგიკა ეფუძნება ლოგიკურს-გამართულ,წინამძღვრებიდან გამომდინარე დასკვნებს. „ლოგიკის მამად“
ითვლება არისტოტელე,რომელმაც სწორი დასკვნის გამოტანის ფორმალური პირობები ჩამოაყალიბა. ლოგიკის არსის განსაზღვრებაში გვეხმარება
თქმულება მოლა ნასრედინზე.პოლიტიკური ფილოსოფია პრაქტიკულია,სვამს შეკითხვას-ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ? არის თუ არა პოლიტიკური წესრიგი
ყოფიერების წესრიგის გამოხატულება?რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მოქალაქეებზე ბატონობა.სწორედ ყოფიერების გარკვევას ეფუძნება
სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის განსაზღვრა.მშვენირების არსს იკვლევს ესთეტიკა. ეს ერთგვარ გამოცანას ჰგავს,გვიბიძგებს დავიწყოთ
ფილოსოფიური აზროვნება ხელოვნებაზე,მშვენირების არსზე.
3
მიზანშეწონილება,საბოლოო მიზანი,რომლისკენაც მიისწრაფვის ყველა საგანი. ონტოლოგია შეკითხვაზე- რა არის ყოფიერება შემდეგნაირად პასუხობდა-
არსებული საბოლოო მიზან/მიზეზი ანუ ღმერთი. ახალ დროში მეცნიერებაშ გაბატონდა მიზეზობრიობის პრინციპი და გამოდიევნა მიზნობრიობობა. მე-
20 საუკუნის ფილოსოფიამ უარი თქვა ყოფიერების გაგებაზე,როგორც ერთი ყოვლისმომცველი,განსაზღვრული მიზნობრივი ან მიზეზობრივი
ტოტალობა. ახლა უკვე შემდეგნაირად დაისვა საკითხი-ყოფიერების საზრისი მიმართ. მის გამოცანას სწორედ საზრისში ეძებდნენ. ალბერ კამიუ წერს:
„გადაწყვიტო ღირს თუ არა ცხოვრება,იგივეა ფილოსოფიის ძირითად კითხვას გასცე პასუხი“. ყველაფერმა დაკარგა აზრი,დარჩა მხოლოდ საზრისის
ძიების,ყოფიერების საზრისის პოვნისკენ მიდრეკილება.ყოფიერების შესახებ მოძღვრებას ეწოდება ონტოლოგია. პირველად ის 1712 წელს ქრისტიან
ვოლფმა შეიტანა ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში როგორც „პირველი ფილოსოფია ანუ ონტოლოგია.“.ის განიხილავს სამ უმთავრეს საკითხს-
ღმერთს,სამყაროს და ადამიანს.
5
შეუძებელია..მე20 საუკუნეში გამოჩნდა ე.წ ფარდობითი აგნოსტიციზმი,რომლის თანახმად ადამიანის შემეცნება მუდამ ესწრაფვის აბსოლუტურ
ჭეშმარიტებას,მაგრამ ვერასდროს მიაღწევს მას.
სკეპტიციზმისთვის მთავარია დაეჭვება,ეს არის აზროვნებს პრინციპი.ის არ უარყოფს ობიექტური რეალობის შემეცნების შესაძლებლობას,თუცა თავს
იკავებს საბოლოო შეხედულების გამოთქმისგან.ადამიანი ვერ ახერხებს ყველა ეჭვის დაძლევას.სკეპტიციზმი ორი სახისაა:სრული და მეთოდოლოგიური.
მეთოდოლოგიურ სკეპტიციზმის წარმომადგენელია დეკარტე.ეჭვი მისთვის მეთოდური გზაა ჭეშმარიტების მოსაპოვებლად. სოკრატესთვის შემეცნება
სხვა არაფერია,თუ არა მოგონება.აღსანიშნავია,რომ ამ მოგონებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.თუმცაღა შესაძლებელი ხდება იმ ძველი ცოდნის აღდგენა
მოგონებით.ადამიანმა ეს ცოდნა მიიღო „მაშინ,როცა ჯერ კიდევ არ იყო კაცი“.
7
ცოდნის ფენომენი უმნიშვნელოვანესია ფილოსოფიაში. სოკრატე შეეცადა აეხსნა,თუ რა არის ცოდნა. მისი თქმით „მე ის ვიცი,რომ არაფერი ვიცი“,მისი
პასუხი გამოხატავს ზოგად ადამიანურს.ადამიანმა იცის სწორედ რაღაც,იცის რომ ესა თუ ის საგანი მშვენიერია,თუმცა რა არის მშვენიერება თავისთვად?
როდესაც რაიმე არ ექვემდებარება დროსა და სივრცეს და ყველა კონდიციაში მშვენიერია.. ასეთ შეთხვევაში,ჩვენ შეიძლება დავასკვნათ,-იქიდან
გამომდინარე,რომ ადამიანი არჩევს მშვენიერსა და არამშვენიერს,მას ჰქონია ცოდნა ამის შესახებ. პლატონი,სოკრატეს მიხედვით,ამას განიხილავს როგორც
მოგონებას,ცოდნა,რომელიც ჰქონდა ადამიანს და ახლა ხდება მისი გახსენება- ანამნეზისი.ოღონდ ეს ცოდნა აუცილებლად უნდა ყოფილიყო
დასაბუთებული.
ი.კატმა ჩამოაყალიბა თეორიული ცოდნა. მან ცოდნა განსაზღვრა როგორც თეორიული ცოდნა,რომლის საგანია სინამდვილე,ბუნება..ადგენს რეალობას
ისე,როგორც არის თავისთავად.მან უარყო თანშობილი ცოდნის პლატონისეული თეორია.
მეცნიერული ცოდნა ექსპერიმენტს ეფუძნება.ექსპერიმენტი არის ძალადობა ბუნებაზე.მეცნიერება იჭრება ბუნების სიღრმეებში ,ამ ცოდნის მიზანია
ბუნებაზე გაბატონება.
პოპერი ფიქრობდა,რომ ცოდნა არის დინამიური და ცვალებადი,ის ერთგვარ ევოლუციას განიცდის. ცოდნის განვითარება ნიშნავს ცოდნის
დაზუსტებას,მის ზრდასა და გაღრმავებას და არა ახალი ცოდნის მოპოვებას.მან 3 პირობა წამოაყენა ახალი თეორიების მიმართ,რომლებიც წამოიჭრა
ცოდნის გაღრმავების შედეგად.დღესდღეობით ცოდნა განიხილება,როგორც პროცესი,ასოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოებული პროცესი,თუმცა
გონებას არ შესწევს ჩაწვდეს ამ აბსოლუტურს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის როლი თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროშიც.ცოდნის
სხვადასხვაგვარი პრობლემები დღემდე გადაუჭრელი რჩება.
9
შესაძლებელია მისი ნაწილების გაგებით,მაგრამ ნაწილების გაგებისთვის აუცილებელია მთელის წინასწარ ცოდნა.ამით ჩვენ ვწვდებით მოვლენის
არსს.ჰერმენევტიკული მეთოდი ლოგიკური ახსნის პრიციპისგან გასხვავდება.
20. რა არის ცნობიერება, ცნობიერება, როგორც უნარი და წმინდა ცნობიერება. იდეალიზმი და მატერიალიზმი.
ცნობიერება წარმადგენს განცდების ნაკადს.ის სპეციფიკურ-ადამიანური ნიშნია. უნდა განვასხვავოთ ცნობიერება,როგორც შინაარსი და
ცნობიერება,როგორც უნარი. ცნობიერება არის უნარი იდეალური ფორმების მეშვეობით აითვისოს გარე სამყარო.ცნობიერებამ არა მხოლოდ იცის რაიმე
საგანზე,არამედ მან იცის,რომ იცის ამ საგნის შესახებ.ის არის თვითცნობიერი ინტენციონალობა.ის განსხვავდება აზროვნებისგან,ცნობიერება
სინამდვილესთან მიმართების უნარია.ცნობიერება განიხილება როგორც ნორმალური მდგომარეობა,როდესაც ადამიანს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას
და გააკონტროლოს თავი.ცნობიერება მრავალი მეცნიერების კვლევის საგანია,ფილოსოფია კი იკვლევს ე.წ წმინდა ცნობიერებას,ადამიანის შემეცნებისა და
მოქმედების განხორციელების უნარს.ცნობიერების პროცესს ფილოსოფიურად იაზრებს ფენომენოლოგია.
ფილოსოფიას ცნობიერება აინტერესებს ასევე როგორც შემეცნების უნარი და როგორც ადამიანის მიერ მოპოვებული შინაარსის მთლიანობა. ერთი
პოზიცია მიიჩნვევს,რომ ცნობიერებას აქვს შინაარსი,რომელიც თანშობილია,ხოლო მეორე მიიჩნევს,რომ ის არის უნარი და „სუფთ დაფა“. ანუ ყველაფერი
გარედანაა მიღებული.
წმინდა ცნობიერება განწმენდილია ყოველგვარი ემპირიული შინაარსისაგან.შემეცნების განწმენდის მიზანი იყო წმინდა ცნობიერების მიღება,რომელიც
ყოველი ნაკლისგან იქნებოდა თავისუფალი.წმინდა ცნობიერების მიღების პროცედურები შეიმუშავეს ბეკონმა და დეკარტემ. დეკარტემ ცნობიერების
ბუნება დაინახა cogito-ში ( მე ვაზროვნებ).დეკარტეს ეპოქა ეჭვით იყო შეპყრობილი. მან ეჭვი მეთოდად გამოიყენა.ადამიანმა ეჭვი ღმერთის არსებობაშიც
შეიტანა,მაგრამ დარჩა cogitო,რომელმაც ღმერთის,საწყისის ადგილი დაიკავა. თუმცაღა დეკარტეს წმინდა ცნობიერება არ აღმოჩნდა სუფთა ,მან კოგიტოს
გვერდით აღიარა ღმერთის იდეისა და მათემატიკრი აქსიომების არსებობა.ბეკონის მიხედვით,უნდა მომხდარიყო შემეცნების მეთდების სრულყოფა.
იდეალიზმი მიიჩნევს,რომ უპირველესი არსებული არის ცნობიერება და ემპირიული საგნის არსებობა ცნობიერებაზეა დამოკიდებული.გონება არის ის
რისგანაც ყველაფერი გამომდგინარეობს,.იდეალიზმის პრობლემას წარმოადგენს ის,თუ როგორ გამომდინარეობს ცნმობიერებიდან ფიზიკური
რეალობა.სკამის იდეა როგორ იქცევა რეალურ სკამად..
მატერიალიზმი მიიჩნევს,რომ ცნობიერება სამყაროს ევოლუციური განვითარების შედეგია. საწყისად მიიჩნევს მატერიას,ფიზიკურ რეალობას.
ცნობიერება კი ტვინის ფუნქციაა. მატერიალიზმის პრობლემაა ,თუ ევოლუციის რომელ საფეხურზე წარმოიშვა იდეალური.
21.ენის ფენომენი
ენა და გონიერება ადამიანის ფუნდამენტური ნიშნებია.არისტოტელეს მიხედვით ადამიანი არის ცოცხალი მეტყველი გონება. ენა მჭირდროდაა კავშირში
ცნობიერებასთან,ენა არის ცნობიერების გამოვლენის,გონების,ცოდნის ობიექტივაციის ფორმა. ენა არსებობს დამწერლობისა და მეტყველების სახით.ენის
ფილოსოფია იკვლევს ენის ბუნებას,მის ფუნქციებს და მის როლს ცოდნის,ცნობიერების ფუნქციონირებაში. ადამიანი ენა გამოიყენებს
აზროვნების,ურთიერთობებისა და გაგებისთის. ადამიანი ენის საშუალებით აღწერს რეალობას,გამოხატავს გრძნობებს,ახდენს კომუნიკაციას.-აქედან
გამომდინარე ენა საზოგადოების მთლიანობის ერთადერთი საშუალებაა.როგორც ჰაიდეგერი წერს „ენა არის ყოფიერების სახლი“. ენის,როგორც ნიშნათა
სისტემის თეოერია კი სოსიურმა დაამუშავა,რომელიც თანამედროვე ენათმეცნიერების ფუძემდებელია.ბუნებრივი ენის ნაკლოვანების გამო არსებობს
იდეალური ენის ცნება.
10
ფილოსოფიურ ამოცანას წარმოადგენდა ენის სრულყოფა. ბუნებრივი ენის ნაკლია სიტყვების ბუნდოვანება,ორაზროვანი საზრისი.ენის მეცნიერებაში
გამოყენება მოითხოვდა მის სიზუსტეს.ყოველ სიტყვას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი მნიშვნელობა.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შეექმნათ იდეალური
ენა,რომელიც იქნებოდა ლოგიკურად სრულყოფილი.
11
ენა ნიშანთა სისტემაა, ადამიანთა შრის ინფორმაციის გაცვლას უწყობს ხელს. pqr წინადადება. ^ და. & და. V ან. თუ მაშინ. ტოლია, იგივეობრივია.
არა, არ არის სწორი.
12
წინააღდეგობის შეუძებლობლის კანონი-შეუძებელია ერთსა და იმავე დროს,ერთსა და იმავე საგანზე გამოთქმული ორი უერთერთგამომრიცხავი
დებულება იყოს ერთდროულად ჭეშმარიტი. მაგ „სოკრატე მაღალია „ და „სოკრატე არ არის მაღალი“ ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება,ეს
არალოგიკური იქნებოდა.
გამორიცხული მესამის კანონი- კონკრეტული მსჯელობები გულისხმობენ გადაწყვეტის მესამე ვარიანტს. მაგალითად,სოკრატე შეიძება იყოს საშალო
სიმაღლის. რადგან არსებობს მესამე ვაიანტი,ამიტომ დაპირისპირებული მსჯელობებიდან ორივე შეიძება იყოს მცდარი. სწორედ ამიტომ აუცილებელია
მესამე ვარიანტის გამორიცხვა,რათა მსჯელობა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.
ლაიბნიცის საკმაო საფუძვლის კანონი მიიჩნევს,რომ დებულება უნდა იყოს დასაბუთებული არგუმენტებით,რათა ჰქონდეს ლოგიკური ძალა. ის
აუცილებლად უნდა გსამომდინარეობდეს საფუძვლიდან.“მე მეკუთვნის მაღალი ქულა,რადგან მთელი წიგნი წავიკითხე’ აქ საკმაო საფუვლის კანონი
დარღვეულია,რადგან წიგნის წაკითხვა არ გულისხმობს მის ზედმიწევნით ცოდნას.ამ კანონის მნიხედვით თავიდან ავიცილებთ დაუსაბუთებელ და
ნაჩქარევ დასკვნებს.
1. რა არის ეთიკა
ეთოსი ნიშნავს ზნე-ჩვეულებას. ეთიკა ფოლოსოფიის დარგია; იგი მიზნად ისახავს იმ ბაზისური პრინციპების დადგენას, რომელთა მიხედვითაც უნდა
ვიმსჯელოთ ადამიანის ქცევების მორალურ სისწორესა თუ მცდარობაზე. ეთიკა ნორმატიული სწავლებაა და მისი ამოცანა პრაქტიკული, მორალური
პრობლემების რაციონალური არგუმენტაციის საშუალებით გადაწყვეტაა. სოკრატეს მიხედვით, ეთიკის ამოცანაა ზნეობის ბუნების სისტემური გაგების
დაფუძნება. ეთიკამ პასუხი უნდა გასცეს ადამიანის ცხოვრების მთავარ კითხვას: „როგორ უნდა ვიცხოვრო?’’ ზოგადკულტურულ ლექსიკონში სიტყვები -
ეთიკა, მორალი, ზნეობა ურთიერთჩანაცვლებადნი არიან; რეალურად ეს ტერმინები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ეთიკა - განიმარტება, როგორც
სწავლება მორალის შესახებ; მორალი - ეთიკის შესწავლის საგანია, მისი ინტერესი ადამიანთა ქცევის ნორმათა შესწავლაა; ზნეობა კი - ერთეული
ინდივიდის მიერ ქცევის სუბიექტური შეფასებაა.
2. ეთიკის სამი ძირითადი სეგმენტი
ეთიკის ინტერესთა სფერო მოიცავს სამ ძირითად სეგმენტს: მეტაეთიკას, ნორმატიულ ეთიკასა და გამოყენებით ეთიკას. მეტაეთიკის ინტერესია ეთიკური
პრინციპების რაობისა და გენეზისის კვლევა. მეტაეთიკური პასუხები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ორიენტირს ირჩევს ფილოსოფოსი, რაზე ახდენს
ფოკუსირებას: უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე, გონების როლზე ეთიკურ მსჯელობაში და ა.შ. ნორმატიულ ეთიკას უპირატესად პრაქტიკული მიზანი აქვს
- იმ მორალური სტანდარტების დადგენა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ქცევათა რეგულირება. გამოყენებითი ეთიკა ინტერესდება სხვადასხვა
სპეციფიკური პრობლემით; მაგ.: სუიციდი, კონტრიბუცოინი- ზმი და ა.შ. გამოყენებითი ეთიკა ცდილობს გადაჭრას დილემური სიტუაციები. ეთიკის ამ
სამ არსობრივ სეგმენს - მეტათიკას, ნორმატიულ ეთიკასა და გამოყენებით ეთიკას შორის საზღვრები მკაცრად არარის დადგენილი.
3. რა არის მეტაეთიკა
მეტაეთიკა ეთიკის ინტერესთა სფეროს ერთ-ერთი ძირითადი სეგმენტია. მეტაეთიკის ინტერესია ეთიკური პრინციპების რაობისა და გენეზისის კვლევა.
იგი შეიასწავლის ეთიკურ ცნებათა წაწარმოშობასა და მნიშვნელობას. მეტაეთიკის სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორ საკითხს: ა)
საიდან მოდის მორალი? და ბ) ვინ არის მორალის სუბიექტი? პირველი საკითხის გადაჭრისას ობიექტივიზმისა და რელატივიზმის სახელით ცნობილი
ორი მიდგომა იკვეთება: ობიექტივიზმის მომხრეები თვლიან, რომ ღირებულებები ტოტალურად ობიექტურნი არიან; მათი აზრით მორალური
ღირებულებები არსებობენ სუბიექტური, ადამიანური გამონაგონის მიღმა; თავისი ბუნებით ეთიკური ღირებულებები არიან აბსოლუტურნი,
მარადიულნი, უცვლელნი და უნივერსალურნი. რელატივიზმის მომხრეები თვლიან, რომ ღირებულებები ტოტალურად სუბიექტურნი არიან; მათ
მიაჩნიათ, რომ მორალი უშუალოდ ადამიანიდან იღებს სათავეს. თუ არ იარსებებს ადამიანი, არც მორალური ღირებულებების არსებობაა საჭირო.
არსებობს მორალური რელატივიზმის ორი ფორმა: ინდივიდუალური რელატივიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ინდივიდი თვითონ ქმნის საკუთარ
მორალურ სტანდარტს; და კულტურული რელატივზმი, რომელიც თლის, რომ მორალურ პრინციპებს ქმნის საზოგადოება. მეორე საკითხის განხილვისას -
14
თუ ვინ არის მორალის სუბიექტი, გამოიყოფა ოთხი ასპექტი: რელიგიური მორალი - რომელიცარეგულირებს პიროვნების მიმართბას მხოლოდ და
მხოლოდ ღმერთთან და სხვასთან არავისთან; მორალი და ბუნება - იგი მიმართულია გახსნას ადამიანისა და ბუნებისურთიერთობა; ინდივიდუალური
მორალი - იგი გულისხმობს ადამიანის რელაციას საკუთარ თავთან; სოციალური მორალი - გულისხმობს ადამიანების რელაციას სხვა ადამიანებთან.
15
პრინციპზე. ამ თეორიებს დეონტოლოგიურს ანუ არაკონსიქვენციონალისტურს უწოდებენ. დეონტოლოგიური სტრატეგიის მიხედვით, პრინციპები,
რომელთაც ეფუძნება მორალი არ არიან დამოკიდებულნი გარემოებებზე. მისი ამოსავალი დებულებაა: „ქცევა არ განისაზღვრება მისი შედეგით“.
ტელეოლოგიურად ორიენტირებული ნორმატიული თეორიების მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ ქცევის შედეგით.
მორალურად ის ქცევა მიიჩნევა, რომლის მოსალოდნელი შედეგი ზნეობრივია. ამ თეორიებს კონსიქვენციონალისტურს უწოდებენ. ამ სტრეტეგიის
შიგნით გამოიყოფა სამი ქვეჯგუფი: ეთიკური ეგოიზმი (ქცევა მორალურია, თუ მისი შედეგები მისაღებია მოქმედი სუბიექტისთვის), ეთიკური
ალტრუიზმი (ქცევა მორალურია, თუ მისი შედეგი დადებითია ყველასთვის, გარდა მოქმედი სუბიექტისა) და უტალიტარიზმი (ქცევა მორალურია, თუ
მისი შედეგი ყველასთვის მისაღებია).
9. ეგოიზმი და ალტრუიზმი
ეთიკური ეგოიზმი, როგორც ყველა ნორმატიული ეთიკური თეორია, მოწოდებულია განმარტოს თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ამ თეორიის
მიხედვით ადამიანმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ მისი პერსონული კეთილდღეობა და ინტერესი მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.
ეთიკური ეგოიზმი სამი ფორმით იჩენს თავს: 1.ინდივიდუალური ფორმა - ყველა უნდა მოიქცეს ჩემი თვით-ინტერესისი მიხედვით; 2.პერსონული ფორმა
- მე უნდა მოვიქცე საკუთარი თვით-ინტერესის მიხედვით, ყურადღება არ ექცევა რა უნდა გააკეთოს სხვამ; 3.უნივერსალური ფორმა - ყველა ყოველთვის
უნდა მოიქცეს საკუთარი თვით-ინერესის მიხედვით. ალტრუიზმი პირადი სარგებლისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი მოტივით განსაზღვრული
ეთიკაა. ამ ცნებით აღინიშნება სხვების კეთილდღეობისათის უშურველი, დაუინტერესებელი ზრუნვა. სხვათა ინტერესებისათვის საკუთარი სარგებლის,
თვით- ინტერესის უგულვებელყოფა. ეს ტერმინიცა და ცნებაც შემოიტანა ფრანგმა ფილოსოფოსმა ოგიუსტ კონტმა. ალტრუიზმის პრინციი კონტის
მიხედვით არის - „იცოცხლე სხვებისთვის!“
7.მშვენიერების მეტაფიზიკა
ხელოვნება ანტიკური გაგებით არის ღვთაებრივი,მეყაფიზიკური საწყისის გამოვლენის წესი. პლატონის „ნადიმში“ აღწერილია ანტიკური სიმპოზიუმი.
თითეული მონაწილე წარმოადგენს საკუთარ კონცეფციას მშვენიერებისა და ხელოვნების არსის შესახებ. სიმპოზიუმის ბოლოს,პლატონი გადმოგვცემს
სოკრატეს საუბარს .მონაწილენი მიდიან დასკვნამდე,რომ ტრაგედიაც და კომედიაც არის ვარიაცია აბსოლუტური მშვენიერების იდეის
გამოვნელის.სოკრატე სვამს კითხვას „რა არის მშვენიერება“ პასუხს იღებს: „მშვენიერი ქალი“.სოკრატე უხსნის რომ ის ცდება. ყველაზე მშენიერი ქალი
ყველაზე მახინკ ანგელოზთან შედარებით ხომ მაინც მახინჯი გამოჩნდება.მოკამათენი მივლენ დასკვნამდე რომ მშვენიერების არსება არის ცალკეულ
მშვენიერ საგანთა მიღმა-მშვენიერება თავისთავად,იდეა მშვენიერებისა.ხოლო ხელოვნება არის მშვენიერების იდეის უკუფენა და განფენა მის გრძნობად
მისაწვდომებში.“ნადიმში“ ესთეტიკური სიამოვნების ადგილს იჭერს სიყვარული-„პლატონური ეროტიკა“.ამის შემდეგ პლატონის ესთეტიკაში იწყება
ეროსის მისტერია-რომლის ამოცნობა დღესაც ამოცანად რჩება.ჰეგელთან მშვენიერების იდეა არ არის მშვენიერი საგნების,ხელოვნების ნაწარმოებების
მიღური,აბსტრაქტული არსი,არამედ ის არის მშვენიერების არსების მეხსიერებაში აღდგენა,წვდომა და ცნობიერებაში განფენა.
29