You are on page 1of 7

რეზიუმე:

სტატიაში აღვწერთ გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლებისადმი სტრუქტურულ მიდგომას, რომელიც ინფორმაციის


პირველად წყაროდ ინტერნეტის ქსელს იყენებს. კერძოდ, ჩვენ ვიყენებთ ინტუიციურ 8- საფეხურიან პროცესს,
რომელიც ზოგადი შეკითხვით იწყება და, ჩვეულებრივ, თანამშრომლობის პირობებში, მოსწავლეთა მიერ წარმოებული
ცოდნის წარმოჩენისთვის შექმნილი პროდუქტით სრულდება. ასევე, განვიხილავთ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოეთხოვებათ გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლების წარმატებით
გამოყენებისთვის. და ბოლოს, განვიხილავთ პროექტის გვერდის, ონლაინდოკუმენტის კომპონენტებს, რომელიც ხელს
უწყობს სწავლების პროცესს და უზრუნველყოფს მკითხველს გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლების შესახებ
ინტერნეტგვერდების მისამართებით.

შესავალი: ზოგადი შეკითხვა


სკოლათა უმრავლესობა ახლა ინტერნეტის ქსელში ჩართვას ჩქარობს. საინტერესოა, დიდი რაოდენობის მზა
საინფორმაციო რესურსების არსებობის პირობებში, როგორ უზრუნველყოფენ განმანათლებლები ინტერნეტ
პროექტზე მუშაობის ღირებულ სასწავლო გამოცდილებად ქცევას?
ზოგადი შეკითხვები განსაზღვრავს კვლევის ჩარჩოებს; მოსწავლისგან
გადაწყვეტილების მიღებასა და სამოქმედო კურსის დაგეგმვას მოითხოვს.

გვწამს, რომ ინტერნეტ ქსელის სასწავლო მიზნებისთვის გამოყენება პირდაპირ კავშირშია იმ პედაგოგიურ
მიდგომასთან, რომელიც გამოკითხვაზე დაფუძნებულ სწავლებას უწყობს ხელს. ზოგადი თვალსაზრისით,
გამოკითხვაზე დაფუძნებულ სწავლას განვიხილავთ, როგორც პროცესს, რომელშიც მოსწავლეები მოკვლევით
შეკითხვებს აყალიბებენ, ფაქტობრივ ინფორმაციას მოიპოვებენ და აგროვებენ ცოდნას, რომელიც საბოლოოდ ასახავს
თავდაპირველ შეკითხვაზე პასუხს. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივი ინფორმაცია ინტერნეტრესურსებიდან არის
მოპოვებული. გამოკითხვაზე დაფუძნებულ სწავლაში ბევრი ის პროცესი და სააზროვნო უნარ-ჩვევაა ჩადებული,
რომელიც ასეთი ტიპის სწავლას მოსწავლეთათვის მდიდარ და მრავალმნიშვნელოვან გამოცდილებად აქცევს. სასწავლო
პროცესში მოსწავლეები ინდივიდუალურად ან გუნდურად ერთვებიან, გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლება
მოქნილი სისტემაა, რომელის სასწავლო პროცედურების სხვადასხვა სწავლისა და საჭიროებების მქონე
მოსწავლეებისთვის ადაპტირების შესაძლებლობას გვაძლევს.

გამოკითხვაზე დაფუძნებულ პედაგოგიკაში ქსელის გამოყენება ზოგადი შეკითხვების დასმით ანუ განსაზღვრით
იწყება. ჩვენი მიზნებისთვის ზოგადი შეკითხვა მოსწავლისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და სამოქმედო კურსის
დაგეგმვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიღება და სამოქმედო კურსის დაგეგმვა ზრდასრული ადამიანის არსებითი
უნარ-ჩვევებია, რომელიც მოსწავლეებმა მაღალი ხარისხით უნდა გამოამჟღავნონ. განმანათლებლებმა აუცილებლად
უნდა მოახდინონ ფოკუსირება ასეთ შეკითხვებზე. ბევრი მასწავლებელი ძირითადად ეყრდნობა „რა“ ტიპის შეკითხვას,
მაგ., როგორიცაა „რა არის კიბო“. როცა მოსწავლეს კვლევითი პროექტის ფარგლებში ვავალებთ, უპასუხოს ასეთ
შეკითხვას, მას ფაქტობრივად ნებას ვრთავთ, ინფორმაცია გადაიტანოს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში, ცალკეული
ინფორმაციის ერთ მთლიან ცოდნად ან ახალ ხედვად ჩამოყალიბების გარეშე. რეალურად, ციფრულ
თანამედროვეობაში სადაც კოპირების პროცესი მარტივია, „რა“ ტიპის შეკითხვის დასმა ნიშნავს მოსწავლეს
პლაგიატიზმის უფლება მისცე.

საბაზო შეკითხვები არის „ რა“ ტიპის შეკითხვები; ასეთი შეკითხვებით ხელმძღვანელობენ


მოსწავლეები ინტერნეტძიებისას; მათი პასუხი ფაქტობრივი ინფორმაციაა, რომელიც ზოგად
შეკითხვაზე პასუხის საფუძვლებს ქმნის.
კიბოს თემასთან დაკავშირებით ბევრად უკეთესი იქნებოდა შემდეგი ტიპის შეკითხვა, რომელიც სამოქმედო გეგმის
განვითარებასაც მოითხოვს. „რა გეგმა შემიძლია დავისახო, სიცოცხლის მანძილზე ჩემი კიბოთი დაავადების შანსის
შესამცირებლად?“ ამ შემთხვევაში, მოსწავლემ სტრატეგიების ჩამონათვალის შესადგენად უნდა გამოიკვლიოს
შეკითხვა; შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება მოითხოვოს სამი ძირითადი სტრატეგიის შერჩევა და შემდეგ
არჩევანის დასაბუთება. ამ შეკითხვაზე პასუხის მომზადება მოსწავლისგან აქტიური ცოდნის ჩამოყალიბებას
მოითხოვს.
მასწავლებლებს, ასევე, შეუძლიათ ისეთი შეკითხვა დაუსვან მოსწავლეებს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას
მოითხოვს. კითხვები, როგორიცაა უნდა გახდეს თუ არა პუერტო რიკო შეერთებული შტატების 51-ე შტატი ან „მე-20
საუკუნის რომელმა გამოგონებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა?“ მოსწავლისგან კრიტიკულ აზროვნებასა და ცოდნის
გაღრმავებას ითხოვს.
სხვა ზოგადი შეკითხვების მაგალითებისთვის იხილეთ ბიოპოინტის ზოგადი შეკითხვების სია.
ნაბიჯი 2: საბაზო შეკითხვები. საბაზო შეკითხვებია „რა“‘ტიპის შეკითხვები. ზოგადი შეკითხვის ჩამოყალიბების
შემდეგ მოსწავლეები საბაზო შეკითხვებს წერენ. როგორც სახელწოდებაც გვიჩვენებს, ეს შეკითხვები და მათზე
პასუხები ფაქტობრივ „ბაზას“ ქმნის, რომელზე დაფუძნებითაც ზოგად შეკითხვაზე პასუხის გაცემა ხდება
შესაძლებელი. საერთოდ, საბაზო შეკითხვების ზუსტად შერჩეული სია 6-დან 10-მდე შეკითხვას შეიძლება მოიცავდეს,
თუმცა რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული მოსწავლის ასაკსა და მისი უნარ-ჩვევების დონეზე, ასევე საკითხის
სირთულეზე. ზემოთ მოყვანილ შეკითხვაში კიბოზე, პირველი საბაზო შეკითხვაა “რა არის კიბო?“ სხვა საბაზო
შეკითხვა შეიძლება იყოს „რა სტრატეგიები შეიძლება იქნას გამოყენებული კიბოს პრევენციისათვის?“ საბაზო კითხვები
ძალზედ მნიშვნელოვანია; ისინი ქმნიან ინფორმაციის მოკვლევის სისტემას, რათა მოსწავლეებმა ნათლად იცოდნენ,
რა გამოიკვლიონ. გარდა ამისა, მათი პასუხები ზოგადი შეკითხვის პასუხთან იქნება ინტეგრირებული. მნიშვნელოვანია
იმის აღნიშვნა, რომ მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ საბაზო შეკითხვები, თავიანთი გამოკითხვისთვის ერთგვარი
გზამკვლევის სახით. სასურველია, თუ მასწავლებლები შეაფასებენ ამ შეკითხვებს და დროულ უკუკავშირს მისცემენ
მოსწავლეებს შეკითხვების ხარისხთან დაკავშირებით.

საბაზო შეკითხვების გენერირებისთვის სპეციალური პროგრამა შეიძლება იქნეს გამოყენებული. არსებობს არის
იდეური რუკების შემქმნელი პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს ინფორმაციისა და ცოდნის ვიზუალურად
წარმოდგენაში ეხმარება. პროგრამის მოქნილობის გამო საბაზო შეკითხვები შეიძლება ინდივიდუალურად, მცირე
ჯგუფებში ან კლასში მხოლოდ ერთი კომპიუტერისა და პროექტის არსებობის შემთხვევაში მთელი კლასის მიერ იქნას
ჩამოყალიბებული.
ნაბიჯი 3: ძიების სტრატეგიის შემუშავება
გამოკითხვის პროცესის ამ ნაწილში მოსწავლეები შეიმუშავებენ ინტერნეტიდან ინფორმაციის მისაღებად ძიების
სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც საბაზო შეკითხვების დეტალურად შესწავლის შემდეგ მოძებნიან საკვანძო
სიტყვებს. საკვანძო სიტყვები არის ის სიტყვები, რომელიც ქსელის საძიებო სისტემაში თავსდება (მაგ. ალტავისტაში,
ჰოტბოტში, იაჰუში) საინფორმაციო რესურსების მოსაძებნად. ლოგიკურად, მოსწავლეები საჭირო ინფორმაციის
მისაღებად საკვანძო სიტყვების შერჩევისთვის იმავე შეკითხვებს იყენებენ, რომელზეც პასუხის გაცემას ცდილობენ. ამ
დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი ძიების სტრატეგიის ტიპებთან დაკავშირებით
დეტალური ინსტრუქციის და გამოყენებისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდოლოგიის მიცემა. მასწავლებლებმა
მოსწავლეებს, ასევე, უნდა აჩვენონ ქსელში ხელმისაწვდომი სხვადასხვა საძიებო რესურსი, როგორიცაა საძიებო
ქსელები, რომელიც მოსწავლეების წარმატებულ კვლევას უწყობს ხელს. კიდევ ბევრი სხვა საძიებო რესურსიც
არსებობს, რომელიც ღირებულ დახმარებას უწევს, როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიგებენ, როგორ ხდება ქსელში ძიება, თავიანთ საკვანძო სიტყვებს უნდ გამოიყენებენ
წინასწარ შემუშავებული საძიებო სტრატეგიის ფარგლებში, რაც მოიცავს მოსწავლეების მიერ ძირითადი სიტყვების
გამოყენებას, მათ სათანადო სინტაქსურ ერთეულებად დაწყობას და შემდეგ იმ საძიებო ინსტრუმენტის განსაზღვრას,
რომლის გამოყენებასაც აპირებენ. ამის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია კიდევ შეაგროვოს დოკუმენტები, შეაფასოს და
მოსწავლეებს დაურიგოს კონსტრუქციული კრიტიკის თანხლებით. სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებმა შეიმუშაონ
კვლევის საწყისი გეგმა, რაც მათ დაეხმარება კომპიუტერთან მუშაობის დაწყებისთანავე იყვნენ პროდუქტიულები.
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ჯერ არ გამოუყენებიათ ქსელი. მათ ჩამოყალიბებული აქვთ
თავიანთი ზოგადი და საბაზო შეკითხვები, შერჩეული აქვთ საკვანძო სიტყვები და განსაზღვრული აქვთ ძიების
სათანადო სტრატეგია ინფორმაციის მდებარეობის განსასაზღვრად. ამ პროტოკოლის გამოყენებით, მოსწავლეების
ეფექტურობა გარანტირებულია ინტერნეტქსელში ჩართული კომპიუტერის გამოყენებამდეც კი.
ნაბიჯი 4: ინფორმაციის მდებარეობის განსაზღვრა
მოსწავლეები ახლა მზად არიან, განსაზღვრონ ინფორმაციის ადგილმდებარეობა. ეს შესაძლოა დაუძლეველ დავალებად
მოეჩვენოთ მოსწავლეებს, რამდენადაც ქსელი ახლა ერთ მილიარდზე მეტ გვერდს შეიცავს და ზოგიერთი
დაანგარიშებით 550 მილიარდ გვერდს აღწევს. ჩვენ გთავაზობთ იაჰუთი/yahoo დაწყებას, რადგან ეს საძიებო სისტემა
ხარისხიანი ვებგვერდების შედარებით მცირე ცნობარს მოიცავს. მოსწავლეები, როგორც წესი, თავისი ძიების შედეგად
ვებგვერდების იოლად მართვად რაოდენობას იღებენ. თუკი ეს ძიება წარუმატებელია. მაშინ ჩვენ მათ ვთავაზობთ
„მეტაკროლერს“, მეტა საძიებო საშუალებას. „მეტაკროლერი“ ბევრ საძიებო საშუალებას ითავსებს ერთად და ძიების
შედეგად ვებგვერდების მართვად რაოდენობას გვთავაზობს. „მეტაკროლერი“, ასევე, ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს
კონკრეტულ თემებზე მაღალი ხარისხის ზოგადი ვებგვერდებს მოძიებაში. თუკი მოსწავლეები მაინც ვერ შეძლებენ
ადეკვატური რესურსის განსაზღვრას, მაშინ ვთავაზობთ „ალტავისტას“ - ერთ-ერთ ყველაზე დიდ საძიებო
საშუალებას. „ალტავისტა“ ჩვენი ბოლო არჩევანია მისი ფართო სპექტრის (დაახლოებით 250 მილიონი გვერდი) და
ძიების ყველაზე მოქნილი სტრატეგიის გამო. თუკი ამ თანმიმდევრობას დაიცავენ
(„იაჰუ“-„მეტაკროლერი“-„ალტავისტა“) მოსწავლეები საჭირო რაოდენობის რესურსის შეგროვებას შეძლებენ.
მომდევნო ნაწილში განვიხილავთ მოსწავლეების მიერ შეგროვილი ვებრესურსების შეფასებას და შემდეგ მათგან
საბაზო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო სათანადო ინფორმაციის ამორჩევას.
ინფორმაციის შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, რომელიც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ.
გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლისა და ინტერნეტის ჩვენეულ მოდელში ინფორმაციის ხარისხი სამნაწილიანი
პროცესით ფასდება:
ნაბიჯი 1: მოსწავლეები განსაზღვრავენ, უკავშირდება თუ არა ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია მათ ზოგად
შეკითხვას და სასარგებლოა თუ არა საბაზო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. დადებითი პასუხის შემთხვევაში ისინი
მეორე საფეხურზე გადავლენ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, აგრძელებენ ძიებას. ამ ეტაპზე განისაზღვრება
რამდენად გამოყენებადია ინფორმაცია.
ნაბიჯი 2: ამის შემდეგ მოსწავლეები განსაზღვრავენ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თუ არა ცნობადი
ექსპერტის, ორგანიზაციის ან კვალიფიცირებული პიროვნების თუ ჯგუფის მიერ არის შემოთავაზებული... დადებითი
პასუხის შემთხვევაში, მოსწავლეები ვებგვერდს იყენებენ თავიანთ საბაზო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსწავლეები ძიებას უბრუნდებიან. ამ ეტაპზე განისაზღვრება რამდენად
ავტორიტეტულია ინფორმაცია. (უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის
შესაფასებელი ბევრი პროტოკოლი გაცილებით მეტი ეტაპის გავლას ითხოვს მოსწავლეთაგან რომ ეფექტურად და
დროულად შეაფასონ შინაარსი ჩვენი სამნაწილიანი შეფასების პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს შეფასებისთვის
საჭირო დროს და ამავე დროს ეფექტური შეფასების გარანტიას იძლევა).
ნაბიჯი 3: ინფორმაციის შეფასების ბოლო საფეხური მოსწავლეებისგან მოითხოვს ვებგვერდებზე განთავსებული
ინფორმაციის მითითებული წყაროების მითითებას. წყაროს მითითება ინფორმაციის სანდოობის შეფასებას
უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე განისაზღვრება რამდენად სანდოა ინფორმაცია.
თუკი მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად, ჯგუფში თითოეული მოსწავლე მიიღებს პირველი და მეორე საფეხურების
გამოყენებით შერჩეულ ვებგვერდს. ამ დროს თითოეულ მოსწავლეს ერთი და იგივე საბაზო შეკითხვა, მაგრამ
განსხვავებული ვებგვერდი აქვს. ვებგვერდის გამოყენებით, თითოეული მოსწავლე პასუხობს საბაზო შეკითხვას.
შედეგად, მოსწავლეებს შეუძლიათ საბაზო შეკითხვებზე სხვადასხვა ვებგვერდებიდან გაცემული პასუხების
შედარება (მითითებულ წყაროთა კვლევა) ინფორმაციის სანდოობის დასადგენად.
თუკი მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ, მათ საბაზო შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ ვებგვერდების
კომბინირებული შედარების და მითითებული წყაროების შეჯერების შემდეგ.
ამ დროისთვის მოსწავლეებს უკვე პასუხი აქვთ გაცემული საბაზო შეკითხვებზე და აქვთ ფაქტობრივი ინფორმაცია,
რომელიც ავტორიტეტული წყაროებიდან მიიღეს და რომელთა მითითებული წყაროების სანდოობის ანალიზი უკვე
განხორციელდა.
ნაბიჯი 6: ინფორმაციის მოცულობის შეფასება
თუ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ მესამე ეტაპისთვის მოსწავლეებს, ისინი ისევ უბრუნდებიან ძიების
სტრატეგიას და საძიებო საშუალებებს ამ კონკრეტული საბაზო შეკითხვებისთვის, ახალი ვებგვერდების
განსასაზღვრად.
ნაბიჯი 7: შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბება და. . .
ნაბიჯი 8: პასუხის დემონსტრირება შექმნილი პროდუქტის სახით
ამ ეტაპზე მოსწავლეებს აქვთ ფაქტობრივი, დაუმუშავებელი მასალა თავდაპირველი ზოგადი შეკითხვისთვის. ბოლო ორ
საფეხურზე მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციის ინტეგრირება უნდა მოახდინონ და შეკითხვის პასუხად ახალი
სიღრმისეული ხედვა ჩამოაყალიბონ. შემდეგ კი, მათეული ხედვა უნდა წარმოადგინონ პროდუქტის სახით, რომელიც
წარმოაჩენს მათ ცოდნას.
პროდუქტის შექმნა სხვადასხვა ფორმატშია შესაძლებელი... ჩვენ ვთავაზობთ მასწავლებლებს, მხედველობაში იქონიონ
„ვებ-ესეს“ ფორმატი ინერნეტდოკუმენტი რომელშიც თავიანთ პასუხებს წარმოადგენენ. ჩვენ გვჯერა, რომ მოსწავლეები
ქსელის არა მხოლოდ გამომყენებლები და მომხმარებლები იქნებიან, არამედ მასში თავიანთ წვლილსაც შეიტანენ.
„ვებ-ესეები“, ცოცხალი დოკუმენტებია, რომლებიც მრავალრიცხოვანი სახის ინფორმაციას შეიცავს (ტექსტებს, ხმებს,
გრაფიკულ გამოსახულებებს, ფილმებს და ა.შ.), რომელიც შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აუდიტორიას
წარედგინოს. მოსწავლეებს, ქსელის რედაქტირების პროგრამის საშუალებით სავსებით შესწევთ უნარი დრამატული
„ვებ-ესეს“ ტიპის დოკუმენტების შექმნა გარკვეული ინსტრუქციისა და დახმარების გამოყენებით.
სხვა უფრო ტრადიციული პროექტები, როგორიც არის ესეები, პრეზენტაციები ან ჰიპერმედიის პროდუქცია, ასევე,
შეიძლება გამოყენებული იქნას პასუხების წარმოსადგენად.

გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლა და ინტერნეტი თქვენს კლასში პროექტის გვერდის წარდგენისას.


პროექტის გვერდები გამოკითხვაზე დაფუძნებულ სწავლის პროცესს მართავს და გაკვეთილს მყარ პედაგოგიურ
საფუძველს უქმნის.
პროექტის გვერდების შემადგენელი ნაწილებია: სიტუაცია, დავალება, რესურსი, პროდუქტი და შეფასებები.

გამოკითხვაზე დაფუძნებული კვლევის მოდელის თქვენს სასწავლო პროგრამაში გამოყენების ხელის შესაწყობად
გთავაზობთ პროექტის გვერდს. პროექტის გვერდები არის ინტენეტდოკუმენტები. ზემოთ აღწერილი გამოკითხვაზე
დაფუძნებული კვლევის მოდელი ინტეგრირებულია პროექტის გვერდში ონლაინ რეჟიმში სწავლისთვის საჭირო
პედაგოგიური პრაქტიკის გასაძლიერებლად.
თავად გვერდი ხუთი კომპონენტისგან შედგება: სიტუაციური სცენარი, დავალება, რესურსის განყოფილება, პროდუქტი
და შეფასების განყოფილება. თითოეულ კომპონენტს კონკრეტული სტრუქტურა და ფუნქცია აქვს, რომელიც
ეფუძნება გამოკითხვაზე დაფუძნებულ სწავლას და ინტერნეტ ქსელის საინფორმაციო რესურსად გამოყენებას.
პროექტის გვერდები უზრუნველყოფს სტრუქტურას სწავლისთვის. ბევრ მასწავლებელს მიჰყავს თავისი მოსწავლეები
კომპიუტერის ლაბორატორიაში რაიმე პროექტზე სამუშაოდ ონლაინ რეჟიმში, სადაც ისინი აწყდებიან
არაორგანიზებულ, არაეფექტურ და ფრუსტრაციის გამომწვევ (მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც) სასწავლო
გარემოს. პროექტის გვერდი სწორედ ამ პრობლემის თავიდან აცილების საშუალებას გთავაზობთ.
პროექტის გვერდი მართლაც ისეთი დოკუმენტია, რომელიც საწყის ეტაპზევე გამოკითხვაზე დაფუძნებული სასწავლო
აქტივობის ყველა კომპონენტს მოიცავს. აქ გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ პროექტის გვერდის დანიშნულება
მოსწავლეებისთვის გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლის წარდგენაა. ასევე, იგი მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის
ინტერნეტის, როგორც სასწავლო საშუალების წარდგენას. სწავლების ამ მიდგომის სირთულის გამო მასწავლებელს
სიფრთხილე მართებს, რათა საწყის ეტაპზე არ მოსთხოვოს მოსწავლეებს სტანდარტზე უფრო რთული დავალების
შესრულება გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლის და ინტერნეტში დამოუკიდებლად მუშაობისთვის, საჭირო
უნარების განვითარებამდე. ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ძნელი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის
ეფექტური განხორციელება, იმაში მდგომარეობს, რომ საწყის ეტაპზევე მოსწავლეს ძალიან ბევრი უნარ-ჩვევის ფლობა
მოეთხოვება.

პროექტის გვერდით საწყის ეტაპზე სარგებლობის შემდეგ, მასწავლებელმა შეიძლება გადაწყვიტოს, გამოკითხვაზე
დაფუძნებული კვლევის მოდელის კომპონენტები შეამციროს და მოსწავლეებს ამ უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად
განვითარება მოსთხოვოს. მასწავლებელმა შეიძლება მოითხოვოს ისიც, რომ მოსწავლეებმა საკუთარი საბაზო
შეკითხვები ჩამოაყალიბონ ან ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიძიონ სხვადასხვა ვებგვერდზე. ორივე შემთხვევაში ამ
უნარ-ჩვევების გასავითარებლად საჭიროა გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები საჭირო უნარ-ჩვევებზე იმუშავებენ.
მოსწავლეთა საბოლოო მიზანი იქნება გამოკითხვაზე დაფუძნებული პროცესის გამოყენებით აკადემიური პროგრესის
მიღწევა.

სიტუაციური სცენარი:
სიტუაციური სცენარი ზოგად შეკითხვას ნამდვილი, რეალური კონტექსტის ჩარჩოში სვამს. იმ შემთხვევაში, თუ იგი
სათანადოდაა დაწერილი, მოსწავლეებს რეალურ სიტუაციაში ათავსებს, სადაც ისინი პრობლემის გადაწყვეტის დროს
ნამდვილი ცხოვრებიდან აღებულ როლს ასრულებენ. ჩვეულებრივ, მოსწავლეებს ეკისრებათ ზრდასრული ადამიანის
როლი, მათი კლასის, ასაკის ან აკადემიური გამოცდილების მიუხედავად. სიტუაციური სცენარი შეიძლება მათ
დაეხმაროს ისეთი პროდუქტის განსაზღვრაში, რომელსაც შეიმუშავებენ პასუხის წარსადგენად. მაგალითად, იმ
შემთხვევაში, თუ სცენარის მიხედვით მოსწავლეები ხდებიან კომისიის წევრები (ის, რასაც ხშირად აკეთებენ
ზრდასრული ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები), რომელმაც ზოგად შეკითხვაზე პასუხის გაცემის შედეგად
მთელი რიგი რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტი სწორედ ეს რეკომენდაციები
იქნება. სცენარი შეიძლება იყოს ნებისმიერი სიდიდის, თუმცა, როგორც წესი, იგი 1-2 აბზაცისგან შედგება. სიტუაციური
სცენარების ეფექტური მაგალითები შეიძლება მოიძებნოს ბმულებზე:

ამერიკული ოცნება ციფრულ ზღვარზე: ხელახლა გააზრებული „გამყიდვლის გარდაცვალება“


თანასწორუფლებიანობა იუსტიციის სისტემაში? გამოგონილი ამბავი და რეალობა,
მე-20 საუკუნის უდიდესი გამომგონებელი და
პითაგორა - რა გავლენა მოახდინა მან მათემატიკაზე, მუსიკასა და ასტრონომიაზე.
Comment [T1]: ჰიპერბმულები აღსადგენია.

დავალება:

დავალება მოიცავს ზოგად შეკითხვას და რამდენიმე საბაზო შეკითხვას, ასევე კონკრეტულ მითითებებს დავალების
შესასრულებლად. ჩვეულებრივ, ზოგადი შეკითხვა პირდაპირ არის დასმული, რათა მოსწავლეებისთვის სრულიად
ნათელი იყოს, თუ რა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას. საბაზო კითხვები ზოგადი კითხვის ქვეშ არის მოცემული და
სტრუქტურულ კვლევას ემსახურება. მოცემული აქვთ რა საბაზო კითხვების ჩამონათვალი, მოსწავლეებმა ზუსტად
იციან რა უპასუხონ. მათი პასუხები მოიცავს ინფორმაციის „ნაწყვეტებს“, რომლებიც საბოლოოდ შეერთდება და ზოგადი
კითხვის პასუხად გარდაიქმნება. დავალებების აღწერილობის ნიმუშები მოცემულია ბმულებზე: შობა გერმანიაში,
სიამაყე და ცრურწმენა და დაგეგმეთ ველური დოღი.

რესურსები:

პროექტის გვერდის რესურსების განყოფილება მოიცავს ინტერნეტბმულებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფაქტობრივ


ინფორმაციის მიღებას საბაზო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ვებ-გვერდების გადახედვის შედეგად მასწავლებლებს
დარწმუნდებიან, რომ მოსწავლეები გამოკითხვაზე დაფუძნებული კვლევის პროცესში შესაბამის ინტერნეტრესურსებს
იყენებენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი და საშუალო საფეხურის, ასევე, მაღალი საფეხურის პირველი
კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც საჭირო რესურსის ძიებას ზღუდავს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების
უნარ-ჩვევების ნაკლებობა (ზოგიერთ რაიონში კი სავალდებულო მანდატი, რომელიც მოსწავლეებს ნებისმიერ
გარემოებაში უკრძალავს ინტერნეტ ძიებას). ვებგვერდების უზრუნველყოფით მასწავლებლები ეკონომიურად იყენებენ
დროს, რაც მაღალი ხარისხის ვებგვერდების მოსაძიებლად დაეხარჯებოდათ. უსისტემო ძიება მოსწავლეებისთვის ხშირ
შემთხვევაში გამაღიზიანებელი და ხანგრძლივი პროცესია. ვებგვერდების უზრუნველყოფის დამატებითი ღირებულება
მდგომარეობს იმაში, რომ გაკვეთილის შესასრულებლად განკუთვნილი დრო, რომელიც მოსწავლემ კომპიუტერების
ოთახში უნდა გაატაროს, მკვეთრად მცირდება; თუმცა, ინტერნეტი ქსელით აღჭურვილი კომპიუტერების ოთახის
ხელმისაწვდომობა ბევრი მასწავლებლისთვის გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება.
ვებგვერდების უზრუნველყოფა მასწავლებელთათვის საკმაოდ ინტენსიური პროცესია. ვებგვერდების მოძიება
მასწავლებელს ავალდებულებს, გაიგოს ვებგვერდების მოძიების პრინციპები და შეაფასოს ვებგვერდის შინაარსის
წყაროს ავტორიტეტულობა, გამოყენებადობა და სანდოობა. ზოგადად, მრავალ მასწავლებელთან მუშაობის შედეგად
შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული უნარ-ჩვევები მასწავლებლებშიც დაბალ დონეზეა განვითარებული.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინიციატივები მოითხოვს, რომ ეს საჭიროებები დაუყოვნებლივ იქნას
დაკმაყოფილებული.

რესურსების განყოფილებაში თითოეულ ვებგვერდს თან ახლავს ჰიპერბმული. ჰიპერბმულის ქვეშ მოცემულია
თითოეულ რესურსთან დაკავშირებულია ვებმისამართი. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შეაფასოს ინფორმაციის
წყარო (იმ შემთხვევაში, თუ ნასწავლი აქვთ საინფორმაციო რესურსის მაჩვენებლების (URL-ების) კითხვა).
ვებმისამართების მითითება ასევე უზრუნველყოფს პროექტის გვერდის დაბეჭდვის შემთხვევაში ვებრესურსის
მისამართის აღნიშვნას ამობეჭდილ დოკუმენტზე. და ბოლოს, ვებგვერდზე მოცემულია მასზე განთავსებული
ინფორმაციის სხვადასხვა ტიპის აღწერილობა. ამით მოსწავლე განასხვავებს ვებგვერდზე მისთვის უსარგებლო
ინფორმაციას იმ ინფორმაციისგან, რომელიც მას კონკრეტულ საბაზო შეკითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმარება. ეს კი
ხელს შეიწყობს ინტერნეტში გატარებული დროის რაციონალურ მართვას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული პროცესი საბოლოო მიზნად ისახავს მოსწავლეების კვლევითი უნარ-ჩვევებით
აღჭურვას. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს განსაზღვრონ სასარგებლო ვებგვერდის
ადგილმდებარეობა, მოსწავლეებს ინსტრუქცია უნდა მიეცეთ კვლევის სათანადო მეთოდოლოგიის შესახებ. ეს
მეთოდოლოგია მოსწავლეებისაგან მოითხოვს სხვადასხვა საძიებო საშუალების, საძიებო სტრატეგიების ცოდნას, ისევე
როგორც ვებინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას.
რესურსების აღწერის შესანიშნავი მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: დაგეგმეთ ველური დოღი,
ჯანმრთელობის შენარჩუნება და ელემენტარული ინტერნეტ-პროექტების შემუშავება.
პროდუქტი:
პროექტის გვერდზე სასწავლო პროდუქტის განყოფილება განსაზღვრავს, რის გადმოცემას შეძლებენ მოსწავლეები
ზოგად შეკითხვებზე პასუხების გაცემისას. პროდუქტი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. მთავარია, შეესაბამებოდეს იმ
როლს, რაც მოსწავლეს სიტუაციურ სცენარში აქვს მინიჭებული. ტიპური პროდუქტებია ესეები ან სტატიები,
ჰიპერმედიის მონაცემთა ბაზა (ჰიპერსტუდიო და კიდპიქსი) და პრეზენტაციები. მასწავლებლებს ვურჩევთ,
მოსწავლეებს რეკომენდაცია გაუწიონ, შექმნან ვებ–ესეები პროდუქტის სახით. ვებ–ესე ვებდოკუმენტია, რომელიც
ვებგვერდის მარედაქტირებელ პროგრამაში იქმნება ( მაიკროსოფტ ვორდშიც შეიძლება მისი შექმნა!) და შემდეგ
ინტერნეტშია განთავსებული. ვებ–ესეები შეიცავს დამხმარე ვებრესურსების ჰიპერბმულებს ( მისამართებს), ისევე,
როგორც გრაფიკულ გამოსახულებებს ( სურათებს, სქემებს და ა. შ.) და ხმებსა და ფილმებსაც კი. ვებ–ესეს კომპოზიცია
განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად ტექნიკურად მომზადებული არიან მოსწავლეები და მასწავლებელი.
რამდენადაც ვებ–ესეები ინტერნეტში განსათავსებლად არის განსაზღვრული, შესაძლებელი ხდება მათი გაზიარება
სხვადასხვა აუდიტორიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მოტივაცია
მოსწავლის აკადემიური მოსწრების დრამატულად გაზრდისთვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ
წვლილი შეიტანონ მსოფლიო ქსელში და არ იყვნენ მხოლოდ მომხმარებლები. რამდენადაც მათ თავიანთ
პროდუქტის ინტერნეტში განთავსება შეუძლიათ. გაიხსენეთ, რომ თქვენი სკოლის ვებ გვერდის მიღწევათა ინტერნეტ
გალერეაშიც განთავსდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი ვებ–ესეები.
პროდუქტის აღწერის მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: დაგეგმეთ ველური დოღი, მე-20 საუკუნის
უდიდესი გამომგონებელი და გულის შეტევის თავიდან აცილება.

შეფასება:
დავალების შეფასება ზუსტად არის განსაზღვრული პროექტის გვერდის ბოლო განყოფილებაში ინტერნეტ შეფასების
რუბრიკის ქვეშ. შეფასება მხოლოდ პროდუქტზე შეიძლება იყოს ფოკუსირებული; მასწავლებლებს ვურჩევთ შეაფასონ
პროდუქტიც და პროცესიც. პროცესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბაზო
შეკითხვების დასმით, რესურსის მდებარეობის განსაზღვრით, შეფასებითა და ვებრესურსების მითითებით.
პროცესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძლება მოიცავდეს კოლაბორაციული სწავლის კომპონენტებს, მაგალითად,
რამდენად კარგად შეუძლია ჯგუფის თითოეულ წევრს გაკვეთილის დროს დავალებების შესრულება.

შეფასების აღწერის და რუბრიკების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: ყველაფერი ვარდად მოგეჩვენება,
შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა, და სინოპტიკოსის მომენტი მისამართებზე.

დასკვნა:
გამოკითხვაზე-დაფუძნებული სწავლის გავრცელების მიზნით ინტერნეტის გამოყენება მოსწავლეთათვის ინფორმაციის
ძიების უნარ-ჩვევების ათვისების ეფექტურ პედაგოგიურ მეთოდს წარმოდგენს. უნარ-ჩვევა მოსწავლეებს აუცილებლად
სჭირდებათ ინტერნეტქსელში ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლება, ასევე,
ხელს უწყობს ისეთი სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება და სამოქმედო
გეგმის შემუშავება. გარდა ამისა, ზოგადი შეკითხვებისთვის ზემოაღნიშნული ტექნიკური საშუალებები
შემსწავლელებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად გამოიკვლიონ მიმზიდველი და ავთენტური თემები.
გამოკითხვაზე დაფუძნებულ კვლევა შეიძლება წარიმართოს მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტის გვერდების
გამოყენებით. თუკი მოსწავლეებს აქვთ გამოკითხვაზე დაფუძნებული კვლევის უნარ-ჩვევა, მასწავლებლებმა
მაქსიმალურად უნდა ჩართონ ისინი პროცესში და დაავალონ უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ასეთი
გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი შემსწავლელის ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია პრობლემათა
გააზრება და გადაჭრა საინფორმაციო საზოგადოებაში.

Inquiry-based Learning Resources:


Institute for Inquiry
Inquiry and the National Science Education Standards
Center for Inquiry-based Learning at Duke University
Why Inquiry-Based Teaching and Learning in the Middle School Science Classroom?
Critical Issue: Providing Hands-On, Minds-On, and Authentic Learning Experiences in Science
Inquiry-related Web Sites from Farmington Schools, Michigan
Inquiry and Problem Solving from the Eisenhower National Clearinghouse
Science Learning Network
The Inquiry Page Student Questions: Foundations for Inquiry: A Master's Thesis Inquiry-based Learning Classroom Resources
for Inquiry and Problem Solving Constructivism and the Five E's

გამოკითხვაზე დაფუძნებული სასწავლო რესურსები:

გამოკითხვის ინსტიტუტი
გამოკითხვა და ნაციონალური სამეცნიერო განათლების სტანდარტები
დუკის უნივერსიტეტის გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლის ცენტრი – რატომ არის საჭირო გამოკითხვაზე
დაფუძნებული სწავლება და სწავლა საშუალო სკოლის საბუნებისმეტყველო კლასებში?
კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი: ცხოვრებასთან დაკავშირებული, სააზროვნო და ავთენტიკური სწავლის
გამოცდილება კლასში.
გამოკითხვასთან დაკავშირებული ვებგვერდები ფარმინგტონის სკოლიდან, მიჩიგანი.
გამოკითხვა და პრობლემების გადაჭრა ეიზენჰაუერის ეროვნული ინფორმაციის გაცვლის პალატიდან
მეცნიერების შესწავლის ქსელი
გამოკითხვის ვებგვერდი - სტუდენტების შეკითხვები: გამოკითხვის საფუძვლები: კანდიდატის დისერტაცია
გამოკითხვაზე დაფუძნებული სწავლის საკლასო რესურსები, განკუთვნილი გამოკითხვისა და პრობლემათა გადაჭრის
კონსტრუქტივიზმისათვის, ხუთი „ე“.

You might also like