You are on page 1of 12

ატომების და ელექტრონების მაგნიტური მომენტები

ელექტრონის მაგნიტური მომენტები


თუ ვისარგებლებთ ატომის კლასიკური მოდელით, რომელშიც ელექტრონი ბრუნავს
ბირთვის გარშემო r რადიუსის ორბიტაზე, მაშინ ელექტრონის ორბიტალური
მოძრაობის რაოდენობის მომენტი ℏ𝑙 ჩაიწერება შემდეგი სახით

ℏ𝑙⃗ = 𝑚𝑟 ' 𝜔) (1.1)

სადაც 𝑚𝑟 ' -ინერციის მომენტია, ხოლო 𝜔) - ელექტრონის ორბიტაზე მოძრაობის


კუთხური სიჩქარეა. მაგრამ წრეზე მოძრავი ელექტრონი წარმოქმნის ჩაკეტილ დენს
და შესაბამისად წამოადგენს მაგნიტურ დიპოლს, რომლის მაგნიტური მომენტი 𝜇+
ტოლია დენის, გამრავლებულს მაგნიტური ფურცლის ფართობზე:
),- ' )0 1 ,-
𝜇⃗ = - 𝜋𝑟 =- (1.2)
'. '
უარყოფითი ნიშანი ჩდება იმის გამო, რომ ელექტრონის მუხტი ტოლია -e, სადაც e
დადებითი რიცხვია. ამ ორი ფორმულიდან გამომდინარეობს, რომ მაგნიტური
დიპოლური მომენტი და მაძრაობის რაოდენობის მომენტი დაკავშირებული არიან
ერთმანეთთან შემდეგი თანაფარდობით:
)ℏ
𝜇⃗+ = − '3 𝑙⃗ = −𝛽𝑙⃗ (1.3)
სადაც 𝜇⃗ და 𝜔 ვექტორებს გააჩნიათ საპირისპირო მიმართულებები, ხოლო სიდიდეს
)ℏ
𝛽= = 9.27 · 10<'= ა ·მ2 (1.4)
'3
ეწოდება ბორის მაგნეტონი.
𝜇> = −2𝛽 𝑠⃗ (1.5)
ყველაზე მკაცრი თეორიის თანახმად (1.5) თანაფარდობაში კოეფიციენტი 2 -ის ნაცვლად უნდა
იყოს სიდიდე 2,0023, რომელიც ცნობილია თავისუფალი ელექტრონის g-ფაქტორის სახელით.
ყველა შემთხვევაში, როდესაც არ მოითხოვება განსაკუთრებული სიზუსტე, ეს განსხვავება
კოეფიციენტებს შორის შეიძლება ვუგულებელვყოთ.
ორივე ვექტორი 𝜇⃗+ და 𝜇⃗> წარმოადგენენ მუდმივ მაგნიტურ მომენტებს, რომლებიც
დაკავშირებული არიან ატომის შიგნით მყოფ ელექტრონთან. (სპინური მომენტი 𝜇⃗> გააჩნიათ
არა მარტო ატომის შიგნით მყოფ ელექტრონებს, არამედ თავისუფალ ელექტრონებს.) ატომის
შიგნით მყოფ ელექტრონების შესაბამისი მომენტები, ერთმანეთში შეჯამებით წარმოქმნიან
მთელი ატომის მუდმივ მაგნიტურ მომენტს ზუსტად ისევე, როგორც ცალკეული ელექტრონების
მოძრაობის რაოდენობის მომენტები შეჯამებით ქმნიან ატომის ჯამურ მოძრაობის რაოდენობის
მომენტს.
ატომის მაგნიტური მომენტები


რასსელ-საუნდერსის კავშირის შემთხვევაში ატომს გააჩნია მოძრაობის რაოდენობის მომენტები 𝐿 და 𝑆,
მაშინ მათი შესაბამისი მაგნიტური მომენტები 𝜇⃗B და 𝜇⃗C განისაზღვრებიან შემდეგნაირად:
𝜇⃗B = -𝛽𝐿 , ⃗
𝜇⃗C =-2𝛽𝑆. (1.6)
თუმცა ვექტორები 𝐿 და 𝑆⃗ არ შეძლება განვიხილთ, როგორც დამოუკიდებლები, ვინაიდან ჯამში ისინი
ყოველთვის უნდა იძლეოდენ მოძრაობის რაოდენობის სრულ მომენტს 𝐽⃗ .
𝜇⃗E =- 𝑔E 𝛽𝐽⃗ (1.7)
კოეფიციენტს 𝑔E - ს უწოდებენ ლანდეს g-ფაქტორს. ეს უგანზომილებო სიდიდეა, რომელსაც შეუძლია
მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობები 1 დან 2 მდე ინტერვალში, იმის და მიხედვით თუ როგორ არიან
ორიენტირებული 𝐿 და 𝑆⃗ ვექტორები, 𝐽⃗ ვექტორის წარმოქმნისას. თუ სრული მოძრაობის რაოდენობის
მომენტი ძირითად წარმოქმნილია ორბიტალური მომენტით, მაშინ 𝑔E ≈ 1; თუ ძირითადი წვლილი
შეტანილი აქვს სპინურ მომენტს, მაშინ 𝑔E ≈2.
ნახ 2.11 -ზე გამოსახულია ერთმანეთთან დაკავშირებული 𝐿 და 𝑆⃗ ვექტორები, რომლებიც
პრეცესირებენ 𝐽⃗ ვექტორის გარშემო. როგორც ჩანს 𝜇⃗B და 𝜇⃗C ვექტორებიც უნდა იყვნენ ერთმანეთთან
დაკავშირებული იმგვარად, რომ ჯამში გამოდიოდეს ატომის სრული მაგნიტური მომენტი 𝜇⃗E . ეს
სრული მაგნიტური მომენტი შემდეგნაირად არის დაკავშირებული მოძრაობის სრულ მომენტთან:
𝜇⃗E =- 𝑔E 𝛽𝐽⃗ (1.7)
ლანდეს g-ფაქტორის გამოანგარიშება
ატომის მაგნიტური მომენტი მთლიანობაში ძალიან ადვილად განისაზღვრება რასსელ-
საუნდერსის კავშირის დაშვებით და შემდგომშიც ამ შემთხვევით შემოვიფარგლებით.
ჭეშმარიტი სურათის შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ატომის მოძრაობის
რაოდენობის მომენტებს შორის სამართლიანია ისეთივე თანაფარდობები, როგორც
ელექტრონებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რასსელ-საუნდერსის კავშირის შემთხვევაში
⃗ მაშინ მათი შესაბამისი მაგნიტური
ატომს გააჩნია მოძრაობის რაოდენობის მომენტები 𝐿 და 𝑆,
მომენტები 𝜇⃗B და 𝜇⃗C განისაზღვრებიან შემდეგნაირად:
𝜇⃗B = -𝛽𝐿 , ⃗
𝜇⃗C =-2𝛽 𝑆. (1.6)
თუმცა ვექტორები 𝐿 და 𝑆⃗ არ შეძლება განვიხილთ, როგორც დამოუკიდებლები, ვინაიდან
ჯამში ისინი ყოველთვის უნდა იძლეოდენ მოძრაობის რაოდენობის სრულ მომენტს 𝐽⃗ .
ნახ 2.11 -ზე გამოსახულია ერთმანეთთან დაკავშირებული 𝐿 და 𝑆⃗ ვექტორები, რომლებიც
პრეცესირებენ 𝐽⃗ ვექტორის გარშემო. როგორც ჩანს 𝜇⃗B და 𝜇⃗C ვექტორებიც უნდა იყვნენ
ერთმანეთთან დაკავშირებული იმგვარად, რომ ჯამში გამოდიოდეს ატომის სრული
მაგნიტური მომენტი 𝜇⃗E . ეს სრული მაგნიტური მომენტი შემდეგნაირად არის დაკავშირებული
მოძრაობის სრულ მომენტთან:
𝜇⃗E =- 𝑔E 𝛽 𝐽⃗ (1.7)
კოეფიციენტს 𝑔E - ს უწოდებენ ლანდეს g-ფაქტორს. ეს უგანზომილებო სიდიდეა, რომელსაც შეუძლია
მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობები 1 დან 2 მდე ინტერვალში, იმის და მიხედვით თუ როგორ არიან
ორიენტირებული 𝐿 და 𝑆⃗ ვექტორები, 𝐽⃗ ვექტორის წარმოქმნისას. თუ სრული მოძრაობის რაოდენობის
მომენტი ძირითად წარმოქმნილია ორბიტალური მომენტით, მაშინ 𝑔E ≈ 1; თუ ძირითადი წვლილი
შეტანილი აქვს სპინურ მომენტს, მაშინ 𝑔E ≈2.
ლანდეს g-ფაქტორის გამოანგარიშება

ლანდეს g-ფაქტორის გამოანგარიშება საკმაოდ რთული ოპერაციაა, რომელიც უმჯობესია ჩატარდეს


ვექტორული მოდელის საშუალებით. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ 𝜇⃗B და 𝜇⃗C ვექტორების
შეჯამების საშუალებით ვიპოვოთ 𝜇⃗E ვექტორი, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ 𝐿 და 𝑆⃗ ვექტორების
შეჯამება, რომლის შედეგადაც მიღებულია 𝐽⃗ ვექტორი უკვე შესრულებულია. თუ
(1.6) ფორმულებში მოვაცილებთ მინუს ნიშანს და ავირჩევთ სიგრძის ერთეულს იმგვარად, რომ სიდიდე 𝛽
ტოლი იყოს ერთის, მაშინ ამ ფორმულბის თანახმად 𝐿 ვექტორს უნდა შეესაბამებოდეს მისი ტოლი ვექტორი 𝜇⃗B
, ხოლო 𝑆⃗ ვექტორს - ⃗ ვექტორული თანაფარდობიდან (1.7) გამომდინარეობს, რომ
𝜇⃗C ვექტორი, ტოლი 2𝑆.
სრული მაგნიტური მომენტი 𝜇⃗E კოლენეალური იყოს 𝐽⃗ ვექტორის. ჯამი 𝜇⃗B + 𝜇⃗C ამ მოთხოვნას არ
აკმაყოფილებს. ჩვენი წარმოდგენილი ატომის მოდელის თანახმად, ვექტორები 𝐿 და 𝑆⃗ სწრაფად პრეცესირებენ
𝐽⃗ ვექტორის გარშემო, რომლის გასწვრივაც მიმართულია ატომის ჭეშმარიტი ბრუნვის ღერძი. შეიძლება
გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა : თუ ჯამს 𝜇⃗B + 𝜇⃗C დავშლით ორ კომპონენტად, რომელთაგანაც პირველი 𝐽⃗
ვექტორის პერპენდიკულარულია, ხოლო მეორე მისი პარალელურია, მაშინ დროში გასაშუალების შემდეგ
პირველი კოპონენტი გახდება ნული, პრეცესიის არსებობის გამო, ხოლო მეორე მოგვცემს საძიებელ ეფექტურ
სრულ მაგნიტურ მომენტს 𝜇⃗E .
ვექტორული დიაგრამა ლანდეს g-ფაქტორის გამოყვანის ასახსნელად
ლანდეს ფაქტორის გამოანგარიშება
• საკითხის ფიზიკური მხარის გარკვევის შემდეგ 𝜇⃗E ვექტორის და ასევე 𝑔E კოეფიციენტის გამოანგარიშება
სირთულეს აღარ წარმოადგენს. საჭიროა ვიპონოთ 𝜇⃗B + 𝜇⃗C ჯამის პროექცია 𝐽⃗ ვექტორზე. ამგვარად 𝜇⃗E ვექტორის
აბსოლური მნიშვნელობისათვის მივიღებთ
• 𝜇⃗E = 𝛽 𝐿 𝑐𝑜𝑠 𝐿 , 𝐽⃗ +2𝛽 𝑆⃗ 𝑐𝑜𝑠 𝑆,
⃗ 𝐽⃗ . (1.8)
• ტრიგონომეტრიაში ცნობილი კოსინუსების წესის თანახმად, A და B გვერდებს შორის მოთავსებული კუთხის
კოსინუსი ABC სამკუთხედში გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
P1QR1<S 1
• cos 𝐴, 𝐵 = 'PR
(1.9)

• თუ გავითვალისწინებთ, რომ მოძრაობის რაოდენობის მომენტის აბსოლური მნიშვნელობა ტოლია 𝐿 𝐿 + 1 , ასევე


(1.8) და (1.9) თანაფარდობების გათვაისწინებით, გარკვეული გარდაქმნების შემდეგ მივიღებთ
E EQU QC CQU <B BQU
• 𝜇E = 1 + 𝛽 𝐽⃗ (1.10)
'E EQU

• აქედან გამომდინარეობს, რომ ლანდეს ფაქტორი განისაზღვრება შემდეგი გამოსახულებით:


E EQU QC CQU <B BQU
• 𝑔E = 1 + (1.11)
'E EQU
• ლანდეს ფაქტორი შეიძლება განისაზღვროს იმ შემხვევაშიც, როდესაც რასსელ-საუნდერსის მიახლოვების
გამოყენება არ შეიძლება და ატომი არ შეიძლება აღიწეროს 𝐿 და 𝑆⃗ სიდიდეებით. ამ დროს g- ფაქტორს ექნება იგივე
ფიზიკური აზრი რაც 𝑔E -ს, მაგრამ გამოთვლები ძლიერ რთულდება.
• ატომის მაგნიტური თვისებები სრულად აღიწერება, ყოველ შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევაში სრული
მაგნიტური მომენტით 𝜇⃗E .
იმპულსის მომენტის კვანტურმექანიკური აღწერა.

კლასიკური მექანიკის თანახმად მოძრაობის რაოდენობის მომენტი ან იმპულსის მომენტი 𝐽⃗ იზოლირებული


სისტემისათვის ინახება ანუ წარმოადგენს მოძრაობის ინტეგრალს. ეს სამართლიანია ასევე სისტემისათვის,
რომელიც იმყოფება სფერული სიმეტრიის ველში. იმპულსის მომენტის შენახვის კანონი სამართიანია კვანტურ
მექანიკაშიც. ვინაიდან ყოველ ფიზიკურ სიდიდეს კვანტურ მექანიკაში შეესაბამება ოპერატორი, მომავალში
გამოყენებული იქნება იმპულსის მომენტის ოპერატორის ცნება, რომელიც აღინიშნება ასე 𝐽V . კვანტურ მექანიკაში
დამტკიცებულია, რომ თუ ფიზიკური სიდიდები ინახება შესაბამისად ისინი ერთდროულად გაზომვადები არიან,
მათი ოპერატორები კი ერთმანეთში კომუტირებენ. კერძოდ იმპულსის მომენტის პროექციის ოპერატორი 𝐽VW
ნებისმიერ მიმართულებაზე კომუტირებს ენერგიის ოპერატორთან 𝐻 X ისევე, როგორც იმპულსის მომენტის
კვადრატის ოპერატორი 𝐽V' . ოპერატორები 𝐻,
X 𝐽V' და 𝐽VW წარმოქმნიან ურთიერთკომუტირებადი სიდიდეების სრულ
ნაკრებს და ამგვარად გააჩნიათ საერთო საკუთარი ფუნქციები და სრულიად განსაზღვრული რიცხვითი
მნიშვნელობები (საკუთარი მნიშვნელობები) სამიდან თითოეულ სიდიდეს იმ მდგომარეობებში, რომლებიც
აღიწერება ამ ფუნქციებით. საკუთარი ფუნქციები მოსახერხებლია (დირაკის მიხედვით) განვიხილოთ, როგორც
ვექტორები გარკვეულ სივრცეში და აღვნიშნოთ ისინი სპეციალური ბრჩხილებით: |𝑛〉 . აქ n - ინდექსია (ინდექსთა
ერთობლივობა), რომელიც ახდენს მდგომარეობების გადანომვრას. შემოტანილი აღნიშვნით იმის მტკიცება, რომ
სიდიეები X 𝐽V' და 𝐽VW ერთდროულად არიან განსაზღვრული, მათემატიკურად შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი
𝐻,
ფორმით (თითოეული მდგომარეობა ინომრება ინდექსების ერთობლივობით n, J და M):

X 𝑛 𝐽 𝑀〉 = 𝐸_E |𝑛𝐽𝑀〉,
𝐻| (1.12)
𝐽V' |𝑛𝐽𝑀〉 = ℏ' 𝐽 𝐽 + 1 |𝑛𝐽𝑀〉 (1.13)
𝐽W |𝑛𝐽𝑀〉= ℏ𝑀|𝑛𝐽𝑀〉 (1.14)
იმპულსის მომენტის კვანტურმექანიკური აღწერა.
`
• სადაც ℏ = '.
( ℎ − პლანკის მუდმივაა, ტოლი 6,626 · 10b= J/Hz )
• განტოლებაში (1.14) M იღებს მნიშვნელობებს -J, -J+1, … J-1, J, ხოლო J იღებს ნებისმიერ მთელ და ნახევრად
მთელ მნიშვნელობებს. ჩვეულებრივ კვანტურ მექანიკაში იმპულსის მომენტს წარმოადგენენ ℏ ერთეულებში.
ამიტომ (1.13) და (1.14) განტოლებები უნდა დაიწეროს შემდეგნაირად
• 𝐽V'|𝑛𝐽𝑀〉 = 𝐽 𝐽 + 1 |𝑛𝐽𝑀〉 (1.15)
• 𝐽W |𝑛𝐽𝑀〉= 𝑀|𝑛𝐽𝑀〉 (1.16)
• M სიდიდე წარმოადგენს იმპულსის მომენტის პროექციის მნიშვნელობას z მიმართულებაზე ℏ ერთეულებში
შესაბამის მდგომარეობაში, ხოლო J სიდიდე არის ამ პროექციის მაქსიმალური მნიშვნელობა. სწორედ ამ
სიდიდეს და არა 𝐽 𝐽 + 1 -ს უწოდებენ იმპულსის მომენტის მნიშვნელობას.
• იმპულსის მომენტის ოპერატორის სამივე კომპონენტი 𝐽Vc , 𝐽Vd , და 𝐽VW არ კომუტირებენ ერთმანეთთან
და შესაბამისად, არ შეიძლება განისაზღვრონ ერთდროულად. თუმცა თუ კომპონენტი 𝐽VW განსაზღვრულია
(1.16) -ის შესაბამისად, ადგილი აქვს თანაფარდობებს, რომლებიც გამოხატავეენ 𝐽Vc , და 𝐽Vd , ოპერატორების
მოქმედების შედეგს 𝐽VW ოპერატორის საკუთარ ვექტორებზე. ეს თანაფარდობები მარტივად იწერება
ეგრეთწოდებული ამაღლების 𝐽VQ ოპერატორისა და დადაბლების 𝐽V< ოპერატორების მეშვეობით:
• 𝐽V± =𝐽Vc ± i 𝐽Vd , (1.17)
• მაშინ

• 𝐽V± |𝑛𝐽𝑀〉 = 𝐽 ∓ 𝑀 𝐽 ± 𝑀 + 1 |𝑛𝐽𝑀 + 1〉 (1.18)


იმპულსის მომენტების აღნიშვნები სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში.
• იმპულსის მომენტს, რომელიც გააჩნია ნაწილაკს ცენტრალურ ველში მოძრაობის დროს როგორც
აღინიშნა უწოდებენ იმპულსის ორბიტალურ მომენტს და აღინიშნება 𝑙V -ით( ℏ ერთეულებში);
კვანტური რიცხვი l იღებს მთელი რიცხვების მნიშვნელობებს, ნულიდან დაწყებული. როგორც
აღინიშნა ატომში ან იონში ელექტრონების ორბიტალური მომენტები იკრიბებიან, როგორც
ვექტორები და წარმოქმნიან ატომის (იონის) ჯამურ ორბიტალურ მომენტს L. გარდა ამისა,
ელექტრონებსა და ბირთვებს გააჩნიათ შინაგანი ანუ „საკუთარი“ იმპულსის მომენტი, რომელსაც
სპინი ეწოდება. სპინი წარმოადგენს სპეციფიკურ კვანტურმექანიკურ სიდიდეს. მასზე წარმოდგენა ვერ
უკავშირდება ნაწილაკის მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას ან თვით ნაწილაკის
გადაადგილებას როგორც მთლიანის, რაც პრინციპულად განასხვავებს ნაწილაკის სპინს მისი
იმპულსის ორბიტალური მომენტისგან. თუმცა იმპულსის მომენტის ყველა თვისება გამოხატული
(1.12) –(1.18) ფორმულებში რჩება სამართლიანი სპინური მომენტისათვის. ელექტრონის სპინი ℏ
ერთეულებში აღინიშნება 𝑠̂ -ით, ხოლო ბირთვის სპინი 𝐼V ასოთი. ორბიტალური მომენტისაგან
განსხვავებით ელექტრონისათვის s =1/2 , ხოლო I შეიძლება იყოს როგორც მთელი ასევე
ნახევრადმთელი რიცხვითი სიდიდე.
• 𝑠̂W და 𝐼VW ოპერატორების საკუთარი მნიშვნელობები აღინიშნება, როგორც 𝑚W და 𝑚i შესაბამისად.
სპინური მომენტები იკრიბებიან და როგორც უკვე აღინიშნა წარმოიქმნება ატომის ჯამური
ელექტრონული სპინური მომენტი 𝑆V (სიტყვას „ელექტრონული“ ჩვეულებრივ ტოვებენ), ატომის
ჯამური (სრული) ელექტრონული მომენტი 𝐽V =𝐿j +𝑆V და ატომის ჯამური მომენტი 𝐹j = 𝐽V +𝐼V , რომელიც
შეიცავს ელექტრონულ და ბირთვულ მომენტებს. დაბოლოს მოლეკულა ასევე ხასიათდება იმპულსის
სრული მომენტით, რომლისათვისაც ასევე მიღებულია 𝐽V აღნიშვნა (ეს მომენტი ასევე შეიცავს
იმპულსის მომენტს, რომელიც მოლეკულის ბრუნვასთან არის დაკავშირებული).
ელექტრონებისა და ბირთვების მაგნიტური დიპოლური მომენტები

• კლასიკური თეორიის თანახმად e მუხტისა და m მასის მქონე მოძრავ 𝐽V იმპულსის მომენტის


) EV
მქონე ნაწილაკს გააჩნია ასევე მაგნიტური დიპოლური მომენტი ტოლი 𝜇,̂ რომელიც ტოლია .
'3m
მაგნიტური მომენტის 𝜇̂ -ს შეფარდება მექანიკურ მომენტთან ცნობილია გირომაგნიტური
ფარდობის სახელით და აღინიშნება 𝛾 ასოთი. ელექტრონის ორბიტაზე ბრუნვისას, რაც ზემოთ
უკვე განვიხილეთ
• 𝛾+ = -e/(2mc) (1.19)
• ინდქსი l აღნიშნავს, რომ (1.19) ფორმულა ეხება მხოლოდ ორბიტალურ მოძრაობას. თუ
გავიხსენებთ უკვე განმარტებულ ბორის მაგნეტონს 𝛽 = 0,927 · 10-20 ერგი/გაუსი(0,927 ·10-23
ჯოული/ტესლა) მაშინ მაგნიტური მომენტი 𝜇̂ დაკავშირებულია ორბიტალურ მომენტთან 𝑙V
შემდეგნაირად
• 𝜇̂ + =𝛽𝑙V (1.20)
• რელატივისტური კვანტური თეორიიდან და ასევე ექსპერიმენტიდან გამომდინარეობს, რომ
გირომაგნიტური ფარდობა ელექტრონისათვის , რომლის სპინური მომენტი 𝑠o , შეიძლება
განისაზღვროს ფორმულით
• 𝛾> = - e/mc (1.21)
ელექტრონებისა და ბირთვების მაგნიტური დიპოლური მომენტები

• ბირთვების მაგნიტური მომენტები 𝜇 განსხვავებით ელექტრონებისაგან არ არიან მარტივი სახით


დაკავშირებული ამ ნაწილაკების მექანიკურ მომენტებთან (სპინებთან). ფორმალურად (1.19) ფორმულის
ანალოგიით შეიძლება შემოვიღოთ ბირთვული მაგნეტონი 𝛽q თუ (1.19) -ში ელექტრონის მასის მაგიერ
ჩავსამთ პროტონის მასას (𝜇q = 5.5 ·10-24 ერგი/გაუსი (5.5 ·10-27 ჯოული/ტესლა)). მაშინ ბირთვის მაგნიტური
მომენტი მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდება სპინის მაქსიმალური პროექციის მნიშვნელობით 𝑚i =I (ასეთი
ფორმით არის მიღებული ბირთვული მაგნიტური მომენტების მოცემა) შეიძლება წარმოდგენილ იქნას
ფორმულით
• 𝜇̂ = 𝑔q 𝛽q 𝐼V (1.22)
• სადაც 𝑔q - არის მამრავლი, რომელსაც ბირთვული g - ფაქტორი ეწოდება. მაგნიტური მომენტი 𝜇 შეიძლება
ასევე ჩაიწეროს ასევე გირომაგნიტური ფარდობის საშუალებითაც
• 𝜇̂ =𝛾ℏ𝐼V (1.23)
• სადაც 𝛾 განსხვავებით 𝛾+ და 𝛾> -გან არ გამოისახება e და m კონსტანტებით.
• დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან პროტონის მასა 1836 ჯერ მეტია ელექტრონის მასაზე,
ელექტრონის მაგნიტური მომენტი დაახლოებით სამი რიგით მეტია პროტონის მაგნიტურ მომენტზე. ასეთივე
დიდია განსხვავება გირომაგნიტურ ფარდობებს შორის ელექტრონისათვის და ბირთვებისათვის. ამ მიზეზით
ელექტრონების ურთიერთქმედების ენერგია მაგნიტურ ველთან მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ბირთვების
ურთიერთქმედების ენერგია იმავე სიდიდის მაგნიტურ ველთან.

You might also like