You are on page 1of 3

1.18.

მექანიკური მუშაობა და სიმძლავრე


მოძრაობის ენერგეტიკული მახასიათებლები შემოდის მექანიკური მუშაობის, ანუ
ძალის მუშაობის ცნების საფუძველზე.

მუდმივი 𝐹𝐹⃗ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა 𝐴𝐴 ეწოდება ფიზიკურ სიდიდეს,


რომელიც უდრის ძალისა და გადაადგილების მოდულების, აგრეთვე 𝐹𝐹⃗ და 𝑠𝑠⃗
ვექტორებს შორის 𝛼𝛼 კუთხის კოსინუსის ნამრავლს:
𝐴𝐴 = 𝐹𝐹 ∙ 𝑠𝑠 ∙ 𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐.
მუშაობა სკალარული სიდიდეა. ის შეიძლება იყოს როგორც დადებითი (0° ≤ 𝛼𝛼 <
90°), ისე უარყოფითი (90° < 𝛼𝛼 ≤ 180°). როცა α = 90° ძალის მიერ შესრულებული
მუშაობა უდრის ნულს. SI სისტემაში ძალის ერთეულია ჯოული (ჯ).
1 ჯოული არის მუშაობა, რომელსაც ასრულებს 1ნ ძალა სხეულის 1მ-ზე
გადაადგილებისას ძალის მოქმედების მიმართულებით.

ნახაზი 1.18.1.
𝐹𝐹⃗ ძალის მუშაობა: 𝐴𝐴 = 𝐹𝐹 ∙ 𝑠𝑠 ∙ 𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐𝑐 = 𝐹𝐹𝑠𝑠 ∙ 𝑠𝑠

თუ 𝐹𝐹⃗ ძალის პროექცია 𝑠𝑠⃗ გადაადგილების მიმართულებაზე 𝐹𝐹𝑠𝑠 არ არის მუდმივი,


მუშაობა უნდა გამოვითვალოთ მცირე ∆𝑠𝑠𝑖𝑖 გადაადგილებებისათვის და მიღებული
შედეგები ავჯამოთ:
𝐴𝐴 = ∑ ∆𝐴𝐴𝑖𝑖 = ∑ 𝐹𝐹𝑠𝑠𝑠𝑠 ∆𝑠𝑠𝑖𝑖 .
ეს ჯამი ∆𝑠𝑠𝑖𝑖 → 0 ზღვარში გადადის ინტეგრალში.
გრაფიკულად მუშაობა განისაზღვრება 𝐹𝐹𝑠𝑠 (𝑥𝑥) გრაფიკით შემოსაზღვრული
მრუდწირული ფიგურის ფართობით (ნახ. 1.18.2).
ნახაზი 1.18.2.
მუშაობის გრაფიკული განსაზღვრა. ∆𝐴𝐴𝑖𝑖 = 𝐹𝐹𝑠𝑠𝑠𝑠 ∆𝑠𝑠𝑖𝑖
იმ ძალის მაგალითს, რომლის მოდული დამოკიდებულია კოორდინატზე,
წარმოადგენს ზამბარის დრეკადობის ძალა, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს.
ზამბარის გასაჭიმად მას უნდა მოვდოთ გარე 𝐹𝐹⃗ ძალა, რომლის მოდული
პროპორციულია ზამბარის წაგრძელებისა (ნახ. 1.18.3).

ნახაზი 1.18.3.
გაჭიმული ზამბარა. 𝐹𝐹⃗ გარე ძალის მიმართულება ემთხვევა 𝑠𝑠⃗
გადაადგილების მიმართულებას 𝐹𝐹𝑠𝑠 = 𝑘𝑘𝑘𝑘 , 𝑘𝑘 − ზამბარის სიხისტე. 𝐹𝐹⃗დრ = −𝐹𝐹⃗
გარე ძალის მოდულის 𝑥𝑥 კოორდინატზე დამოკიდებულება გრაფიკულად
გამოისახება წრფით (ნახ. 1.18.4).

ნახაზი 1.18.4.
გარე ძალის მოდულის დამოკიდებულება კოორდინატზე
გაჭიმვისას
ნახ. 1.18.4-ზე სამკუთხედის ფართობით შეიძლება განისაზღვროს მუშაობა,
რომელსაც ასრულებს ზამბარის მარჯვენა თავისუფალ ბოლოზე მოდებული გარე
ძალა:
𝑘𝑘𝑥𝑥 2
𝐴𝐴 = .
2
ამავე ფორმულით განისაზღვრება გარე ძალის მიერ შესრულებული მუშაობა
ზამბარის შეკუმშვისას. ორივე შემთხვევაში 𝐹𝐹⃗დრ დრეკადობის ძალის მიერ
შესრულებული მუშაობა მოდულით ტოლი და ნიშნით საწინააღმდეგოა გარე 𝐹𝐹⃗
ძალის მიერ შესრულებული მუშაობისა.
თუ სხეულზე მოდებულია რამდენიმე ძალა, ყველა ძალის საერთო ძალა უდრის
ცალკეული ძალების მიერ შესრულებული მუშაობების ალგებრულ ჯამს. სხეულის
გადატანითი მოძრაობისას, როცა ყველა ძალის მოდების წერტილები ასრულებენ
ერთნაირ გადაადგილებებს, ყველა ძალის საერთო მუშაობა უდრის მოდებული
ძალების ტოლქმედის მუშაობას.
დროის ერთეულში შესრულებულ ძალის მუშაობას სიმძლავრე ეწოდება. სიმძლავრე
𝑁𝑁 ფიზიკური სიდიდეა, რომელიც უდრის 𝐴𝐴 მუშაობის შეფარდებას 𝑡𝑡 დროსთან,
რომლის განმავლობაშიც ეს მუშაობა შესრულდა:
𝐴𝐴
𝑁𝑁 = .
𝑡𝑡
SI სისტემაში სიმძლავრის ერთეულია ვატი (ვტ). 1 ვატი არის ძლის სიმძლავრე,
რომელიც 1წმ-ში ასრულებს 1ჯ მუშაობას:
1ჯ
1ვტ = .
1წმ

You might also like