You are on page 1of 2

ქეთევან თოიძის პირდაპირი დაკითხვა

1. გთხოვთ გაეცნოთ სასამართლოს

მე ვარ ქეთევან თოიძე 18 წლის დავიბადე 1999 წლის 12 აპრილს, ვცხოვრობ


თბილისში.

2. მოგვიყევით რა ურთიერთობა გქონდათ დაზარალებულთან?

15 წლის ვიყავი როცა კესო გავიცანი და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ერთად ვართ
ისე მივიღეთ მე და ჩემმა დამ, როგორ დიდი ხნის მეგობარს, ჩვენთან ხშირად
დადიოდა და მამაჩვენსაც კარგად იცნობდა, თუმცა მე და სალომე ვეჭვობდით, რომ
კესოს და მამაჩვენს რაღაც ურთიერთობა აკავშირებდათ , რადგან ისინი ერთად
კაფეშიც(ჭავჭავაძის ქუჩაზე, coffeesta - თუ გკიტხეს :დ) კი დავინახე და ამან ჩვენს
შორის გაურკვევლობა გამოიწვია. მამამ გვითხრა, რომ უბრალოდ შემთხვევით
შეხვდნენ და ჩაიზე დაპატიჟა. შემდეგ სახლშიც დაგვხვდა ისე, რომ არაფერი
ვიცოდით ამის შესახებ. ამის შემდეგ მე და სალომე სანამ ყველაფერს არ
გავარკვევდით, მასთან უშუალო კონტაქტს თავს ვარიდებდით, რადგან უსაფუძვლოდ
არ გვინდოდა ჩვენს შორის ურთიერთობა დაძაბულიყო მხოლოდ იმის გამო, რომ
ჩვენ ამაზე მხოლოდ ეჭვი გვქონდა. კესო კი ჩვენი მეგობარი იყო და არ ვუშვებდით
ბოლომდე მაინც, რომ ის ამას გააკეთებდა. თუმცა ერთმანეთს ჩვენი საერთო
სამეგობროდან გამომდინარე მაინც ხშირად ვხვდებოდით ხოლმე. ასეთ დროს კი „არ
ვიმჩნევდით“ ურთიერთობის გაურკვევლობას და ვცდილობდით, ძველებური
ურთიერთობა გვქონოდა მასთან, რადგან ეს მხოლოდ ჩვენ სამში გასარკვევი საკითხი
იყო.

3. უშუალოდ 30 ნოემბერზე რომ გადავიდეთ რა მოხდა ამ დღეს?

როგორც უკვე ვთქვი ურთიერთობა რომ არ დაგვეძაბა კესოსთან ურთიერთობას თავს


ვარიდებდით მე და სალომე , სანამ გავარკვევდით რეალურად რა მოხდა ამიტომ
გოგონებთანაც ერთადაც სადმე წასვლაზე უარს ვამბობდით კესოსთან ერთად თუმცა
ეს საკმაოდ დიდხანს გაიწელა და გადავწყვიტეთ უშუალოდ კესოსთან გაგვერკვია
სიტუაცია და მისგან გაგვეგო ყველაფერი. 30 ნოემბერს გადავწყვიტეთ მთაწმინდის
პარკში გასეირნება თან ლაშქრობა ბავშოვობიდან გვიყვარს და გადავწყვიტეთ მე და
სალომე ფეხით ავსულიყავით ფუნიკულიორზე, გოგონებს კი ჭონქაძის
შესასვლელთან შევხვედროდით და ერთად ავსულიყავით კიბეებით, მაგრამ კატომ
უარი გვითხრა, რადგან მეცადინეობდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ პრეზენტაცია ჰქონდა
გასაკეთებელი, თუმცა დილით გვითხრა, რომ შესაძლოა ადრე დაემთავრებინა,
ამიტომ დავურეკეთ, ხომ არ იყო მორჩენილი. თუმცა გვითხრა, რომ ცოტა რამ ჰქონდა
დარჩენილი და გვიან შემოგვიერთდებოდა. ქრისტინემაც უარი განაცხადა კიბეზე
ასვლით, იმიტომ რომ დაიღლებოდა, მაგრამ კესომ თანხმობა გვითხრა და ერთმანეთს
ჭონქაძის ქუჩაზე შევხვდით.
გზაში ბევრ რამეზე ვსაუბრობდით. რადგან სამივენი ერთად ვიყავით, გადავწყვიტეთ
მამაჩვენის და კესოს ურთიერთობაზე გველაპარაკა. მე და სალომეს გვინდოდა
სიმართლე გაგვეგო, მაგრამ ამ დროს მან დაგვიყვირა და გვითხრა, რომ საერთოდ
აღარ აპირებდა ჩვენთან საუბარს, თქვა, რომ მარტო წავიდოდა და წინ გავარდა. ჩვენ
არ ვუშვებდით, მაინც არ გვინდოდა მარტო ღამით ამ ადგილას ევლო ამიტომ
დავეწიეთ. სალომემ ხელითაც კი გააჩერა, მაგრამ არ დაგვიჯერა და წინ გაიქცა. ჩვენც
აღარ შევეკამათეთ და გავუშვით, რადგან არ გვინდოდა, კამათი გამწვავებულიყო.
ბოლოს ამ მომენტში ვნახეთ ჩვენ იგი. მე და სალომე კიბეებს ავუყევით. გზად
ვისვენებდით, საკმაოდ მაღალი და გრძელი კიბეებია იმისთვის, რომ სწრაფად
აირბინო ამიტომ შეხვედრის დროს 10 წუთით გადავაცილეთ და ოდნავ დაგვიანებით
მივედით შეხვედრის ადგილზე.

4. შემდეგ რა მოხდა?

როდესაც პარკში მივედით გაგვიკვირდა , რომ მხოლოდ კატო და ქრისტინე დაგვხვდა


რადგან წესით კესო უკვე მისული უნდა ყოფილიყო,მან გაბრაზებულმა ჩვენს წინ
კიბეები სწრაფად აირბინა და მას შემდეგ აღარც გვინახავს..
5. გზაში რაიმე კივილი სხმა ხომ არ გაგიგიათ?

არა , არავითარი კივილი არ გაგვიგონია.

6. რა იცით კესოს ურთიერთობების შესახებ?

ზოგადად კესო თავისუფალი ურთიერთობების მოყვარული გოგო იყო. მას იზიდავდა


უფროსი მამაკაცები, რაც ჩვენ არ გვსიამოვნებდა, მაგრამ ეს მისი პირადი ცხოვრება
იყო და არ ვერეოდით.

ერთ ერთ მორიგ სამეგობრო შეკრებაზე კესო ძალიან ანერვიულებული მოვიდა და


როდესაც ამის მიზეზი გამოვიკითხეთ მან თქვა რომ ვიღაც ემუქრებოდა მოკვლით.
მისი ერთ-ერთი პარტნიორი უნდა ყოფილიყო მათი მიმოწერიდან როგორც გამოჩნდა,
ჩვენ ყველას თავიდან ხუმრობა მოგვეჩვენა, მაგრამ შემდეგ ამას სისტემატური სახე
მიუღია. ამ მიმოწერებით შეშინებულმა კესომ ჩატი გვანახა და ძალიან არასასიამოვნო
მესიჯები წავიკითხეთ. ვიღაც უცნობი, რომელიც, როგორც ჩანს, მისი რომელიღაც
ყოფილი იყო, ემუქრებოდა მოკვლით და ამასთან უთვალთვალებდა მას. მხოლოდ ამ
ამბის შემდეგ გავიაზრე, თუ რა საშიშროების წინაშე მდგარა მაშინ კესო და რომ ეს
ხუმრობა არ ყოფილა. ჩვენ თვითონვე ვთხოვდით, რომ პოლიციაში წასულიყო და
ვითარება გაერკვია. მე ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რადგანაც ქრისტინე ჩვენ
გვადებს ხელს, ვინაიდან მანაც კარგად იცოდა ამ მიმოწერების შესახებ, რომელიც
აშკარად რეალური საფრთხე აღმოჩნდა. ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ მადებს
იგი ხელს, მაშინ როდესაც, ნამდვილი მკვლელი დაუსჯელი რჩება.

You might also like