Professional Documents
Culture Documents
8399 e 1839 de 1839 Ce 18398
8399 e 1839 de 1839 Ce 18398
ადამიანის
ძირითადი უფლებები (fundamental human rights), ადამიანის ხელშეუხებელი
უფლებები , რომელთაგანაც გადახვევა არ შეიძლება (Non - derogatory human
rights).
სამოქალაქო
პოლიტიკური
ეკონომიკური
სოციალური
კულტურული
მოქალაქის უფლებები
ლტოლვილების უფლებები
ქალთა უფლებები
ბავშვთა უფლებები
აპატრიდების უფლებები
ინვალიდების უფლებები
აბსოლუტური უფლებები
შეფარდებითი უფლებები
პოზიტიური უფლებები
ნეგატიური უფლებები
წარმოებული უფლებები
უფრო ვრცელ სიას შეიცავს ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის
დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა შესახებ.
ბ-ს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ
დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და
ექსპერტიზის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან
დაკავშირებული კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა
მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას;
მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის
ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიობო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და
გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა
და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა
დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ
შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს
საქმის მთელ მასალას, ამოიწიოს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები,
გამოძიების არასრულად ჩატარების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის
განხილვაც სავალდებულოა; განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც
სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად და
სხვ.
სამდივნოს მოეკუთვნება ე.წ. პროფესიონალების კატეგორიაც (P-1, P-2, P-3, P-4, P-5),
აგრეთვე მაღალი რანგის ხელმძღვანელთა კატეგროია - „დირექტორები“ (D-1 და D-2),
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეები და თანაშემწეები. სამდივნოს სათავეში
დგას მისი მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი - გაეროს გენერალური
მდივანი . „პროფესიონალები“ ჩართულნი არიან მრავალფეროვან საქმიანობაში: ამა
თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ გამოკვლევათა და ინფორმაციის შემცველი
მოხსენებების მომზადება, ორგანოების მიერ გამოყოფილი სპეციალური
მომხსენებლებისათვის ყველა საჭირო მასალის შეგროვება და შავი ვარიანტის
დაწერა. ორგანოების სხდომებზე მდივნობა, გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით
პუბლიკაციების მომზადება და დასტამბვა, გაეროს ორგანოების მიერ მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში გაგზავნილ მისიებში მონაწილეობა და სხვ.
გუს მოქმედებს გაეროს ყველა წევრის სახელით, რომლებიც, თავის მხრივ, მოვალენი
არიან, ყოველდრიურად დაეხმარონ საბჭოს ამ რთული მისიის შესრულებაში,
კერძოდ საჭიროებისამებრ მის განკარგულებაში გადასცენ სათანადო სამხედრო
კონტიგენტები და რესურსები მშვიდობის დასაცავად. გუს-ს გადაწყვეტილებანი
პროცედურულ საკითხებზე მიიღება ცხრა ხმით, მიუხედავად იმისა, ამაზე თანახმაა
თუ არა საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო. არაპროცედურული საკითხის
განხილვისას კი აღნიშნული უმრავლესობა უნდა შეიცავდეს ყველა მუდმივი წევრის
დადებით ხმას (ე.წ. ერთხმიანობის პრინციპი).
ეს-ს ორგანოებია:
4. სამდივნო - იგი ტექნიკურ დახმარებას უწევს ეს-ს ძირითად მთავარ ორგანოს, მის
მრავალ კომისიას. შედგება დაახლოებით 1300 თანამშრომლისაგან. სამდივნოს
სათავეში უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა.
ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე აღიარეს, რომ ეუთთ უკვე აღარ იყო უბრალოდ
კონფერენცია, და ამიერიდან მას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაცია (ეუთო) ეწოდა. ამან ორგანიზაცია ახალი პოლიტიკური იმპულსი
მისცა, მით უფრო, რომ ეს იყო ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციის
ინსტიტუციური განვითარების გამოხატულება.
ლისაბონის 1996 წლის სამიტზე უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცა ეუთო-ს
საკვანძო როლს ყველა განზომილებით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის
ხელშეწყობაში. ლისაბონის შეხვედრამ ხელი შეუწყო აგრეთვე ევროპული
უსაფრთხოების ეუთო-ს ქარტიის შემუშავებაში (მიღებულ იქნა ქ. სტამბოლის 1999
წლის სამიტზე), ქარტიისა, რომელიც მიზნად ისახავს ეუთოს ქმედითუნარიანობის
გაუმჯობესებას. სტამბოლშივე ეუთო-ს მონაწილე 30-მა სახელმწიფომ ხელი მაწერა
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების
შესახებ ხელშეკრულების გადასინჯულ ვარიანტს. მათ მხარი დაუჭირეს
არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში ეუთო-ს
უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩარევის აუცილებლობას.
ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტი (OSCE, Helsinki Final Act of 1975) - იხ.: ეუთო ,
ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა .
მძევალთა აყვანა (ხელში ჩაგდება) (Hostage taking) - ამა თუ იმ პირის (ან პირთა
ჯგუფის) შეპყრობა ან იძულებით დაკავება, რასაც თან ახლავს სიკვდილის,
დასახიჩრებისა ან ტყვეობაში დატოვების მუქარა. მა-ის მიზანია, მძევლის
(მძეველების) განთავისუფლების პირობით აიძულონ მესამე მხარე (სახელმწიფო,
საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი), უშუალოდ თუ
სხვისი მეშვეობით შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან, პირიქით, უზრუნველყოს
მისი შეუსრულებლობა. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით და
შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ნორმებით მძევალთა შეპყრობა პირველად
აიკრძალა ჰააგის 1907 წლის კონვენციით სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულების
შესახებ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები ). 1979 წელს გაეროს
გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია მძევალთა
შეპყრობასთან ბრძოლის შესახებ. ამავე საკითხს არეგულირებს ჰააგის 1970 წლის
კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცებასთან ბრძოლის შესახებ და
მონრეალის 1971 წლის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების
წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქციებთან ბრძოლის შესახებ .
პერსონა ნონ გრატა (Persona non grata) - ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს
არასასურველ პირს. ასე მოიხსენიება დიპლომატიური წარმომადგენლობის
მეთაური, სხვა დიპლომატიური აგენტი , რომელმაც დიპლომატიურ
საქმიანობასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინა. ამ სახელმწიფოს მიერ
დიპლომატიის პნგ-ად გამოცხადება ნიშნავს, რომ მისი ყოფნა მიმღები სახელმწიფოს
ტერიტორიაზე არასასურველია. წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი უკან უნდა
გაიწვიოს რაც შეიძლება მოკლე დროში. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს
ამ პირის უკან გაწვევაზე, ან არ აკეთებს ამას გონივრულ ვადაში, მიმღებ
სახელმწიფოს შეუძლია აღარ ჩათალოს ეს პირი დიპლომატიური
წარმომადგენლობის თანამშრომლად.
1977 წელს მიღებულმა ორმა დამატებითმა ოქმმა, მათ შორის, მეტადრე „ოქმმა
არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლტა დაცვის
შესახებ“ (მეორე დამატებითი ოქმი), ჟენევის კონვენციების მოქმედების სფერო
გააფართოვა და მათი დებულებები გაავრცელა იმ არასაერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტებზეც, რომლებსაც ხალხები კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, თავისი
ეროვნული თვითგამორკვევისათვის აწარმოებენ (I - ლი მუხ., მე-4 პუნქ.) მეორე
დამატებითი ოქმი მოქმედებს აგრეთვე სახელმწიფოში არსებულ შიდა არეულობათა
შემთხვევებში.
გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას
არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად,
უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას
მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს თავისი ბრალდების მოწმეები, და
გამოაძახებინოს და დააკითხვინოს თავისი დაცვის მოწმეები ბრალდების
მოქმედების თანაბარ პირობებში;
საქართველოს პირველი სახალხო დამცველი არჩეულ იქნა 1997 წელს (იხ. აგრეთვე
ომბუდსმენი ).
1998 წლის მარტში დაიწყო ჯერ კოსოვოს, ხოლო მოგვიანებით მთელი სერბიის
ტერიორიაზე განლაგებული არა მარტო სამხედრო ობიექტების, არამედ სასიცოცხლო
მნიშვნელობის ობიექტის (ხიდების, ელექტროსადგურებისა და სხვ.) დაბომბვა. სამი
თვის შემდეგ ეს ოპერაცია შეწყდა, რადგან იუგოსლავია დათანხმდა კოსოვოში
გაეროს მშვიდობის დამცველი ძალების დისლოცირებაზე და იქ ეუთოს მისიის
დაბრუნებაზე. დღეს კოსოვო დაყოფილია ტერიტორიებად, რომლებასაც
საფრნგეთის, გერმანიის, დიდი ბიტანეთისა და რუსეთის „ცისფერჩაფხუტიანები“
აკონტროლებენ, რაც გაგრძელდება რეგიონში პოლიტიკური სტრუქტურის
შექმნამდე. ამ ოპერაციაში 38 სახელმწფო მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან
წარგზავნილი ოცეული. პირველ რიგში უნდა განიარაღებულიყო კოსოვოს
განმათავისუფლებელი არმია და გახსნილიყო ყველა გზა ლტოლვილის
დასაბრუნებლად. ნატოს ოპერაცია კოსოვში ჩატარდა გაეროს წესდების დარღვევით
- არც ერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს უფლება,
გამოიყენოს ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე. ნატოს
მესვეურები თავს იმართლებენ „ჰუმანიტარული კატასტროფის“ საფრთხით
გამოწვეული აუცილებლობით და გაეროს მოუქნელობით ანალოგიურ სიტუაციებში.
კოსოვოში ჰუმანიტარული ინტერვენციის სამართლებრივი და მორალური
ასპექტების ურთიერთშეუსაბამობამ პოლიტიკოსთა და საერთაშორისო სამართლის
ექსპერტთა წინაშე მწვავე საკითხი დასვა: რამდენად დასაშვებია, რომ ნებისმიერმა
რეგიონალურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს ნებართვის გარეშე
გამოიყენოს სამხედრო ძალა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ამ სახლმწიფოს
მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, თუნდაც კატასტროფულის, აღსაკვეთად.
ქ. ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე (1999 წლის აპრილი) დაფიქსირდა ნატოს
უფლება - გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები და არა მარტო წესდებით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არეში, არამედ ევროპის სხვა ადგილებში.
ამასთან ექსპერტთა აზრით, თუ ასეთ აქციას ნატო გაეროს უშიშროების საბჭოს
დავალების გარეშე კიდევ ჩაატარებს, მანამ, სანამ გაეროს წესდება არ შეიცვლება, იგი
საეთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვლება, რა მორალური მოტივებითაც არ
უნდა იყოს დასაბუთებული.