You are on page 1of 2

ალბერტ კამიუს მხატვრული ნაწარმოები "შავ ჭირი", რომელიც მოგვითხრობს ალჟირის ერთ-ერთ

ქალაქ ურანში 1940იან წლებში მომხდარ ეიდემიაზე შავ ჭირზე. ისტორიის მიხედვით ამ
ქალაქში მართლაც არსებობდა საშინელი ეპიდემია, მაგრამ ეს არ იყო შავი ჭირი ეს იყო
ქოლერა, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა მეცხრამეტე საუკუნეში, ასე, რომ ამ
თლსაზრისით ნაწარმოები დაკავშირებულია ისტორიასთან. "შავი ჭირი" ალეგორიული
ნაწარმოებია, ამიტომ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და უნდა ვეძიოთ რისი
თქმა უნდა და რას გულისხმობს მწერალი შავ ჭირში. კამიუ შავი ჭირის ეპიდემიაში
გულისხმობს ყველაზე დიდ ეპიდემიას და უბედურებას, ფაშიზმს, რომელმაც მთელი ევროპა
მოიცვა. ნაწარმოები წარსულ დროშია დაწერილი და ყავს მთხრობელი, რომლის ვინაობასაც
ფინალში ვიგებთ.მთხრობელი ეპიდემიის მთავარი მონაწილე და აღკვეთის სათავეში მდგომი
ექიმი ბერნარ რიეა.
ავტორი თხრობას ქალაქის აღწერით იწყებს, ქალაქის, სადაც არაფერი არ არის. არც ხეებია
და ფრინველების ხმაც კი არ ისმის. სეზონურ ცვლას მხოლოდ ცის მიხედვით თუ მიხვდება
ადამიანი, გაზაფხულის მოსვლას მერცხლის ნაცვლად მოვაჭრეების მიერ გასაყიდად
გამოტანილოი ყვავილები თუ ამცნობს ხალხს. ერთი სიტყვით, ავტორს ქალაქი ძალიან არ
მოსწონს და პირდაპირ ამბობს,რომ უშნოა. ურანში დატრიალებული უბედურება ასე იწყება :
აპრილის შუა რიცხვებში ექიმი ბერნარ რიე ბინიდან გამოდის და კიბის ბაქანზე მომაკვდავ
ვირთხას შეამჩნევს, რაც უჩვეულოდ მოეჩვენება, კონსიერჟისთის კი ეს სკანდალია, რადგან
ასეთ სუფთა სახლში წარმოუდგენელია მკვვდარი ვირთხის არსებობა და თვლის რომ ვირთხა
ვიღაცამ ცუდად გაიხუმრა. ამ ფაქტმა ექიმის ყურადღება მიიქცია და ქალაქი ნელ-ნელა
ქალაქში ვირთხებმა იწყეს გამოჩენა და კვდომა. ექიმი რიე დაეჭვვდა, ამავდროულად მან
ერთ-ერთ პაციენტში უცხო ტიპის დაავადებათა ნიშნები იპოვა და შეშფოთებულმა
ხელისუფლებას მიმართა, აუწყა, რო ქალაქში ეპიდემიამ იჩინა თავი. ჩანს, რომ
ხელისუფლებას არ უნდა დაიჯეროს ეპიდემიის არსებობის შესახებ და არ სწამს მოსალოდნელი
საფრთხის, სანამ დაღუპულთა ვირთხების რიცხვმა ერთ დღეში ათასს არ გადააჭარბა. დაიწყო
ადამიანთა მსხვერპლი. ვირთხების გამოჩენა ფაშიზმის დაბადებასთანაა დაკავშირებული,
ვირთხების რიცხვს მიეკუთვნება ის ხალხი, ვინც ფაშიიზმის მომხრე იყო და ამ იდეოლოგიის
პირველი მსხვერპლი გახდა. საზოგადოება "შავი ჭირის" ჭაობში ჩაეფლო.
შავი ჭირის წინააღმდეგ ბერნარ რიე ცდის ვაქცინას, მაგრამ უშედეგოდ, რადგად მუტაცია
განიცადა ვირუსმა. ქალაქში კარანტინი ცხადდება, გზები იკეტება, იკრძალება წერილების
გაგზავნა.რეალურად ვირუსთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ნაწარმოებში ჩემთვის ყველაზე დიდი
ალეგორიული ნაწილი ის არის, რომ მართალია "შავ ჭირთან" ადამიანები უძლურნი არიან,
მაგრამ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აზრი არ აქვს.
პირდაპირი პარალელია ცხოვრებასთან, ადამიანი იბრძვის იბრძვის სიცოცხლისთვის, და
ებრძვის სიკვდილს, მაგრამ იცის რომ უძლურია, მიუხედავად ამისა იბრძვის სხვადასხვა
გზებით. რიე ამბობს, რომ ამ დაავადების ექიმობასთან ერთად სანიტრობას ითავსეს და
იწყებს ეპიდემიასთან ბრძოლა. ის დაავადებულებს მოარიდებს ჯანმრთელებს და
მიცვალებულებს მოარიდებს ცოცხლებს. ბერნარ რიე სათავეში ჩაუდგა აპიდემიას, მაგრამ მას
ჭირდება ხალხი. ჟან ტარუ, რომელიც დასასვენებლად იყო ჩამოსული ქალაქში და რომელიც,
მთელი ცხოვრების მანძილზე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, მამამისი კი პროკურორია,
რომელმაც ერთ-ერთი დამნაშავე, რომლის მხარესაც ტარუ იყო სიკვდილით დასაჯეს. მისი
იდეის საფუძველზე იკრიბება სანიტრების ნებაყოფლობითი რაზმი. ამ რაზმში ძაიან
საინტერესო ხალხმა მოიყარა თავი, ექიმი რიე, რომელიც თავისთავად წინ მიუძღვება რაზმს,
ტარუ რომელიც ჰუმანიტარია, პარიზელი ჟურნალისტი რამბლერი, რომელიც შემთხვევით
აღმოჩნნდა ორანში და უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ
სცადა კანონიერი თუ უკანონო გზით ქალაქის დატოვება. ხოლო როცა გაუჩნდა შესაძლებლობა
ქალაქიდან გასვლის მას უკვე ლაჩრობად მიაჩნდა ქალაქიდან გაქცევა. ამ რაზმში არის
მოძღვარი, პანდუ აბატი, მოძღვარი, რომელლის პირვეილ გამოჩენიდანვე საშინლად არ
მოსწონს რიეს, რიე და ტარუ ჰუმანისტი ათეისტები არიან, ისინი არიან ადამიანები,
რომელთა მორალიც განსაზღვრულია მათი შინაგანი თვისებებით და გრძნობებით და არა
უხილავის შიშით. მოძღვარის აზრი ეპიდემიაზე ის არის, რომ ეს განსაცდელი არის პასუხი
იმ შეცდომებისა რაც ქალაქ ორანმა ჩაიდინა. რიესთვის ეს მოსაზრება გამაღიზიანებელი იყო
რადგან უყურებდა როგორ უიმედოდ ებრძოდა სიკვდილს ბავშვი,რომელსაც ცხოვრებაში არაფერი
დაუშავებია ასეთი განსაცდელისთვის. მღვდელმა მოგვიანებით აზრი შეიცვალა დაჩათვალა,
რომ ეს განსაცდელია, რომლითად უფალი ადამიანების რწმენას ამოწმებს. ასევე ამ რაზმს
შეუერთდა მერიის წვრილი მოხელე გრაანი, რომელსაც ცოლი გაექცა მისი უინტერესო
ცხოვრების გამო. მას აქვს დიდი სურვილი დაწეროს რომანი, რომლის პირველ წინადადებასაც
დიდი წლებია წერს, მას უჭირს სწორი სიტყვების პოვნა საუბრის დროს, ის უსაზღვროდ
კეთილშობილი ადამიანია.
შავი ჭირის დროს, ადამიანები გათავისუფლდნენ საკუთარი თავებისგან, საკუთარი
პასუხისმგებლობებისგან, რადგან მიხვდნენ, რომ სიკვდილი კართან მოდგომიათ და
ამოვარდნენ იმ წესებიდან რა წესებითაც უწევდათ ცხოვრება ხალხმა გასართობის ძებნა
სხვადასხვა ადგილებში დაიწყო, გაივსო თეატრები, კინოდარბაზები და რესტორნები.
ალბერტ კამიუმ აღწერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აწყობთ ის შექმნილი
ტრაგედია რაც მოაქვს "შავ ჭირს". ასეთი ადამიანების პროტოტიპად არის აღებული კოტარის
პერსონაჟი, რომელსაც აღიარებს, რომ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, არ ამბობს რა,
მაგრამ ამ ეპიდემიამ გაათავისუფლა იგი ამ დანაშაულისგან, თავისუფლებამ კი ფრთები
გააშლევინა და კონტრაბანდას მიჰყო ხელი, რაც ასეთი ციებ-ცხელების დროს "სარფიანი
საქმე" აღმოჩნდა.
გრანი პირველი ავადმყოფი იყო, რომელიც მძიმე მდგომარეობიდან გამოჯანმრთელდა და თავი
დააღწია შავ ჭირს, რის მერეც დაიბადა პირველი იმედი და იმატა გამოჯანმრთელებულთა
რიცხვმა. თუმცა მწერალმა ბოლო დარწყმა შემოუნახა მკითხველს და როდესაც ქალაქი იმედმა
მოიცვა და შავი ჭირი უკვე მარცხდებოდა შეეწირა ტარუ.
შავი ჭირი ბოლოსდაბოლოს დამარცხდა, ქალაქი სიხარულის ყიჟინამ მოიცვა, მხოლოდ ექიმი
რიე არ ზეიმობდა, რადგან იცოდა, რომ "შავი ჭირი" არ იყო დამარცხებული, ეს არ იყო მისი
გამოვლინების საბოლოო სახე, ის უბრალოდ სადღაც მიიმალა და რაღაც პერიოდის შემდეგ
აუცილებლად იჩენს ისევ თავს. რიეს ამ "გამარჯების" შემდეგ დიდი ტრაგედია ატყდება
თავს, მისი მეუღლე რომელიც, ამ ყველაფრის დაწყებამდე, მძიმე ავადმყოფობის გამო
კურორტზე გაგზავნა გამოსაჯანმრთელებლად, ოღუპება. რიე მეუღლის დაღუპვას ვერ განიცდის,
რადგან ემოციურად გამოფიტულია, იმდენმა სიკვდილმა და ტრაგედიამ გაიარა მის თვალწინ.
დღევანდელ მსოფლიო რეალობაში, მართლაც იჩინა შავმა ჭირმა თავი და მოგვევლინა კორონა
ვირუსის სახით, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღევანდელი
მდგომარეობა, რომ შევადაროთ კამიუს მიერ აღწერილ 1940იან წლებში მომხდარ ეპიდემიას,
ინფიცირებულთა რიცხვი ორივეგან უფროდაუფრო იზრდება ადის მწვერვალზე და იწყებს კლებას.
ჩვენს დღეობაში სადაც ყველაფერი, ტექნიკიდან დაწყებული ძალიან განვითარებულია, სადაც
ადამიანი საკუთარ თავთან მარტო მხოლოდ ძილის წინ ჩაძინებამდე რჩება, თავს დაატყდა სამ
თვიანი მარტოობა და მოწყვეტა გარესამყაროსთან, ვფიქრობ სიკვდილიანობის უბედურებას,
რომ თავი დავანებოთ, მეორე უბედურება (რაც ზოგისთვის ბედნიერებაა) სწორედ აქ იწყება,
როდესაც ადამიანს უეცრად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უწევს, ამას ერთვის საერთო
სტრესული ფონი რასაც მსოფლიო პანდემია ქვია. ურანის საზოგადოებისგან განსხვავებით,
რომლებიც გასართობს თატრებში და რესტორნებში ეძებდნენ, რაც პანიკის და მისგან
ყურადღების გადატანის ერთ-ერთი ნიშანია, მათგან განსხვავებით დღევანდელობიდან
გამომდინარე, ჩვენ ოთხ კედელში გამოვიკეტეთ, რათქმაუნდა ასეთ ჰმბითარებულ ეპოქაში
რთულია ამ ეპოქის ადამიანისთვის ოთხ კედელში გამოკეტვა და გაზაფხულის მოსვლის
ფანჯრებიდან ყურება, მაგრამ ასეა თუ ისე სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ჩვემთან
ეპიკურმა მომენტმა გადაიარა, რიცხვები ნელ-ნელა უკან იწევს, მაგრამ ვეთანხმები ბერნარ
რიეს და ვიაზრებ რომ რაც უფრო წინ მიდის ადამიანი ტექნიკური თვალსაზრისით მით უკან
ხევს ბუნების ძალას და ბუნება პასუხს გვაგებინებს სხვადასხვა ეპიდემიების სახით.

You might also like